გურამ ოდიშარიას საზღვარგარეთ ვიზიტების ანგარიში

Page 1

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრის ოფიციალური ვიზიტები


კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ფართომასშტაბიანი კულტურული პროგრამები, ეწყობა მინისტერიალები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, გამოფენები, წიგნის ბაზრობები, კონცერტები, საგასტროლო ტურნეები და სხვა თემატური ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს ჩვენი კულტურის წარმოჩენასა და პოზიციონირებას მსოფლიოში, ევროინტეგრაციას, საქართველოს დაახლოვებას მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან და ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას. სამთავრობო ვიზიტის ფორმატით, მინისტრი ხშირად ხვდება უცხოელ კოლეგებს, რაც აუცილებელია საერთაშორისო კულტურული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. კულტურის მინისტრს არასდროს უსარგებლია ბიზნესკლასით, ის ყოველთვის დაფრინავს ეკონომკლასის ავიაბილეთებით და მისი მივლინების საშუალო დღიური ხარჯი ჯდება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებში.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი ბელგიასა და საფრანგეთში (6-12 იანვარი 2013 წ .) გურამ ოდიშარია პარიზში იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს ფრანჩესკო ბანდარინის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. შედეგად, 2013 წლის დეკემბერში, ქალაქ ბაქოში გამართულ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა იკომოსის წარმომადგენლებთან და ფრანგ ჟურნალისტებთან. ტელეკომპანია „არტეს“ გენერალურ და საერთაშორისო პროგრამების დირექტორებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ფრანგულ-გერმანული არხის - „არტეს“ ტიპის კულტურულ-შემეცნებითი არხის ამოქმედებას საქართველოში. ბელგიაში ყოფნისას გურამ ოდიშარია ასევე შეხვდა ქართველ ემიგრანტ-შემოქმედებს და მათთან ერთად სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმა შეიმუშავა.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე (12-16 მარტი , 2013 წ .)

ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში საქართველოს ეროვნული სტენდის პარალელურად გაიმართა ქართველი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების პრეზენტაციები. მინისტრი შეხვდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსსა და ვიცეპრეზიდენტს ტობიას ვოსს. საუბარი შეეხო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. გურამ ოდიშარია ქართული ლიტერატურისა და ზოგადად საქართველოს კულტურის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა ცნობილ გერმანელ ჟურნალისტებს ჰუბერტ ვინკელსა და მირკო შვანიცს.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე (12-16 აპრილი, 2013 წ.) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ინიციატივით საქართველო პირველად წარდგა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა კოლეგას, პარლამენტარს, სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კულტურის, კომუნიკაციებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების დარგში ედ ვეიზეის. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრიტანეთის კულტურის პოლიტიკა და თანამშრომლობის პერსპექტივები. მინისტრი ასევე შეხვდა ბრიტანეთის ქორთოლდის ხელოვნების ინსტიტუტის ფრესკული ხელოვნების კონსერვაციის დეპარტამენტის დირექტორს დევიდ პარკს. საუბარი შეეხო ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკული მემკვიდრეობის კონსერვაციის პროექტს. შედეგად, აღნიშნული პროექტის შემდეგი ეტაპი განხორციელდა. გურამ ოდიშარიამ შეხვედრები გამართა ბრიტანეთის საბჭოს პრეზიდენტ მარტინ დევიდსონთან და ბრიტანეთის საბჭოს სხვა წარმომადგენლებთან. კოლეგები შეთანხმდნენ ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოვებაზე. ბრიტანეთის საბჭო, სხვა ერთობლივ პროექტებთან ერთად, მზადაა, ხელი შეუწყოს ქართველი ავტორების წიგნების თარგმნას ინგლისურ ენაზე.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი ჟენევაში (13-15 მაისი, 2013 წ.) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ შეხვედრები გამართა ჟენევის კანტონისა და რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტთან შარლ ბეერთან, მთავარი საბჭოს პრეზიდენტთან გაბრიელ ბარილიერთან და ქალაქ ჟენევის მერთან რემი პაგანისთან. მინისტრი ასევე შეხვდა ჟენევის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმის დირექტორს ჟან-ივ მარენს. მხარეებმა ისაუბრეს შვეიცარიაში ქართული კულტურის დღეებისა და საქართველოში შვეიცარიის კულტურის დღეების ჩატარებაზე. ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ მიღებაზე, მინისტრმა სიტყვით მიმართა 50-ზე მეტი ქვეყნის დელეგატს და ხაზი გაუსვა ქართული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელობას ევროპაში.


კულტურათაშორისი დიალოგის მე-2 მსოფლიო ფორუმი ვიზიტი ბაქოში (29 მაისი - 2 ივნისი, 2013 წ.) ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრში კულტურათაშორისი დიალოგის მე-2 მსოფლიო ფორუმი გაიხსნა, რომლის მთავარი თემა იყო “ვიცხოვროთ ერთად და მშვიდობიანად მრავლფეროვან მსოფლიოში”. ფორუმში მონაწილეობა 30-მდე ქვეყნის კულტურის მინისტრმა მიიღო. გურამ ოდიაშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა საქართველოს კულტურასა და ხელოვნებაზე. ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრთან აბულფაზ გარაევთან. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის აქტიურ თანამშრომლობაზე კულტურისა და ხელოვნების სფეროში.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი ესტონეთში - საარემაას ოპერის დღეები (25-28 ივლისი, 2013 წ.) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ესტონეთში, კუნძულ საარემააზე, „საარემაას ოპერის დღეებში“ საქართველომ სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ფესტივალში ჩართული იყო სამი ოპერის თეატრი საქართველოდან. ვიზიტის ფარგლებში, კურესაარის ციხესიმაგრეში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ესტონეთის კულტურის მინისტრმა რეინ ლანგმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის 2013-2016 წლებში კულტურული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი პოლონეთში (2-6 ოქტომბერი, 2013 წ.)

პოლონეთის კულტურის მინისტრის მიწვევით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავას ესტუმრა. გურამ ოდიშარიამ ოფიციალური შეხვედრა გამართა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრთან ბოგდან ზდროჟევსკისთან. მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დასახეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება.

ვიზიტის ფარგლებში გურამ ოდიშარიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის კონგრესი გახსნა და სიტყვით მიმართა სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილ თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებს.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე (8-11 ოქტომბერი, 2013 წ.) ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს იურგენ ბოსსა და ვიცე-პრეზიდენტს ტობიას ვოსს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარის ქვეყნის სტატუსით წარდგება. აღნიშნული მოლაპარაკება 2014 წლის მარტის თვეში ქ. ბერლინში ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა. საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფორუმზე ეროვნული სტენდით წარდგა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გახსნა.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში (11-14 ოქტომბერი, 2013 წ.) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიოში ცნობილი თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე -Vienna Fair - ზე, ქართული პავილიონი პირველად იყო წარმოდგენილი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა ავსტრიის კულტურის სამინისტროსა და კულტურის მოღვაწეებს და ხაზი გაუსვა თანამედროვე ხელოვნებისა ხელშეწყობის მნიშვნელობას.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი პოლონეთში - ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტი (22-23 ოქტომბერი, 2013 წ.)

პოლონეთში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტს დაესწრო და სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „მშვიდობის კონცერტს“, რომელიც გალერეაში „PORCZYNSKICH“ გაიმართა, მინისტრი განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრო. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისა და ახალგაზრდა ლიტველი ნიჭიერი შემსრულებლების სოლო საფორტეპიანო კონცერტი „PIANO FOR PEACE“ გურამ ოდიშარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი სტამბოლის აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესზე (27-30 ოქტომბერი, 2013 წ.) ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ ომერ ჩელიქთან. მხარეებმა ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ისაუბრეს. შედეგად, იშხნის მონასტრის სარეაბილიტაციო პროცესში ქართველი ექსპერტების აქტიურად ჩაერთვნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ომერ ჩელიქის მოწვევით, ქ. სტამბოლში აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონგრესზე მოხსენებით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.


ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი ბაქოში ( 1 – 6 დეკემბერი, 2013 წ. ) ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდი პირველი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც იუნესკომ არამატერიული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის ამოქმედების შემდეგ დაამტკიცა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ქალაქ ბაქოში გამართულ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიას დაესწრო, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი პარიზში საერთაშორისო ფონდის “SOS Talents'' კონცერტზე (10-15 დეკემბერი, 2013 წ.) პარიზში, შანზელიზეზე, მარსელ დასოს ცნობილ სასახლეში გაიმართა საერთაშორისო ფონდის „SOS Talents“-ისა და ფრანგული კომპანიის „Dassult Group“-ის მიერ ორგანიზებული გალა კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას იღებდა ორი ქართველი ვირტუოზი ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი , ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაინიუს პავალსკი და სხვა მაღალჩინოსნები . კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადობას სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიაში (26-28 თებერვალი 2014წ.) კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოსმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ბერლინში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებს საქართველოს საელჩოში შეხვდა.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი კვიპროსში (28-30 აპრილი, 2014 წ.) გურამ ოდიშარიამ სპეციალური შეხვედრა გამართა კვიპროსის კომუნიკაციისა და შრომის მინისტრ მარიოს დემეტრიადესთან , მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შესრულებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შედეგად ქართუ ლი მხარის სუ რვილს, ღ ალიის მონასტრის ტე რიტორია ზე გათხრების შ ედ ეგ ად აღმოჩე ნილი ნივთ ების დ როებით თბილისში, ეროვნულ მუზე უმში ჩამოტანის შესახე ბ კვიპროსის მხარე დათანხ მდ ა. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პაფოსის დასახლებაში ღალიის ქართული სამონასტრო კომპლექსის გახსნაში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი და ქართული დეგეგაციის წევრები კვიპროსის მთავარეპისკოპოსს , ხრიზოსტომოს II-ს შეხვდნენ .


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი ლიტვაში (28-30 მაისი, 2014 წ.) ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე, ევროკავშირის წევრ მეგობარ ქვეყანაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის ვიზიტს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა . გურამ ოდიშარია ლიტვაში ლიტვის კულტურის მინისტრის, შარუნას ბირუთისის მიწვევით იმყოფებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გურამ ოდიშარია ლიტვის ისტორიულ დედაქალაქ თრაქაიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლიტველ კოლეგასთან ერთად დაესწრო.


გმადლობ ყურადღებისთვის !


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.