ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში არსებული პროექტების განხორციელება თეატრში უკვე დაწყებულია. დაგეგმილია საპრემიერო სპექტაკლები, ფესტივალები, საერთაშორისო პროექტები, კონკურსები, საზოგადოებრივ-შემეცნებითი, რეგიონული და საგანმანათლებლო პროგრამები, საბავშვო სპექტაკლები, კოპროდუქციები, გასტროლები. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 4 წლიანი პროგრამა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.