საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა

Page 1

saqarTvelos aramaterialuri

kulturuli memkvidreoba Seicani da daicavi


© OUR PLACE THE WORLD HERITAGE COLLECTION www.ourplaceworldheritage.com


1 წინამდებარე ბროშურა საქართველოში ფართო საზოგადოებისათვის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის, მისი მნიშვნელობისა და მოთხოვნების გაცნობის პირველი მცდელობაა. საერთაშორისო საზოგადოებამ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველსაყოფად ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის უმნიშვნელოვანესია თავად კონვენციის მიღება და ტერმინის - „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ (აკმ) დამკვიდრება. კონვენციის მიხედვით ქვეყნისა და საზოგადოების ჰარმო-ნიული განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა, სწორედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა. ამ კონცეფციამ საერთაშორისო საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. როგორც კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, საქართველო იზიარებს მასში მოცემულ დებულებებს. უფრო მეტიც, საქართველოში ფოლკლორისა და ტრადიციების დაცვის საკითხი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან გახდა აქტუალური. ქართულმა საზოგადოებამ დღემდე შემოინახა მრავალფეროვანი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ამავდროულად, მეტწილად დოკუმენტირებული და შესწავლილია მეცნიერების მიერ.

საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირების შემდგომ, მისი იმპლემენტაცია მრავალი ობიექტური მიზეზის გამო ნელი ტემპით წარიმართა, თუმცა, 2011 წლიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოსაყალიბებლად, ეროვნულ დონეზე გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. მათ შორის, აღსანიშნავია ეროვნული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმების შექმნა და კონვენციის ფორმატში UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად პირველი ნომინაციის მომზადება. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ეკუთვნის ხალხს, რადგანაც ადამიანია მისი მატარებელი და ამდენად, მისი შენარჩუნების მთავარი გარანტი. სწორედ ამიტომ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენის, დოკუმენტირების, დაცვისა და აღორძინების საქმეში უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოების ჩართულობა. იმედი გვაქვს, ქართული საზოგადოება აქტიურად ჩაებმება ამ საინტერესო საქმეში, რადგან არამატერიალური კულტურის ნიმუშების შესწავლა, დაცვა და აღორძინება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მომავალი თაობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი სტიმულს მისცემს ქვეყანაში ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი თანამედროვე კულტურის განვითარებას.


2

© OUR PLACE THE WORLD HERITAGE COLLECTION www.ourplaceworldheritage.com


3

gaige meti aramaterialuri kulturuli memkvidreobis Sesaxeb! 2003 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO), გენერალური კონფერენციის 32-ე სესიაზე მიიღო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია. კონვენცია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას განიხილავს, როგორც კულტურული მრავალფეროვნების წყაროს და მისი მდგრადი განვითარების გარანტს. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ორ - ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხორციელდება. ეროვნულ დონეზე, კონვენციის წევრი ქვეყანა უზრუნველყოფს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ელემენტების იდენტიფიცირებას; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, ინსტიტუციების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და აღორძინებაში. დღეისათვის მსოფლიოს 143 ქვეყანა მიერთებულია აღნიშნულ კონვენციას და აქტიურად თანამშრომლობს ამ საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებით. კონვენციის მიღებას წინ უძღოდა UNESCO-ს მიერ 2001 წლის 18 მაისს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელი შედევრების ნუსხის დამტკიცება. ამ ნუსხაში მსოფლიოს 19 უმნიშვნელოვანეს ნიმუშთან ერთად, ქართული ტრადიციული მრავალხმიანობაც იქნა შეტანილი.


© OUR PLACE THE WORLD HERITAGE COLLECTION www.ourplaceworldheritage.com


© OUR PLACE THE WORLD HERITAGE COLLECTION www.ourplaceworldheritage.com


6

saqarTvelo da aramaterialuri kulturuli memkvidreobis konvencia საქართველო კონვენციას მიუერთდა 2007 წელს, რითაც სახელმწიფომ აღიარა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით მის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენახვას, დაცვას, აღორძინებას, პოპულარიზაციას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდა თაობისათვის მის გადაცემას და სხვა.

ხალხური მედიცინის სიმდიდრე საქართველოს მრავალფეროვანმა ფლორამ განაპირობა


7

ra aris aramaterialuri kulturuli memkvidreoba? არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებულ ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროებია: •

ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები (ლეგენდა, იგავი, ზეპირი გადმოცემა, თქმულება და ა.შ.);

საშემსრულებლო ხელოვნება (სიმღერა, ცეკვა, სახიობა და ა.შ.);

საზოგადოებრივი პრაქტიკა (თამაშობა, დღეობა, დღესასწაული, კულინარია და ა.შ.);

გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება (ხალხური მედიცინა, ბუნების მოვლენებთან დაკავშირებული ადათ-წესები, შინაური ცხოველებისა და ფრინველების, ხილისა თუ ბოსტნეულის ჯიშები და ა.შ.);

ხელოსნობის დარგები და ტექნიკა (ხალხური რეწვა: თექა, ფარდაგი, მეტალის, თიხის დამუშავება და ა.შ).

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა დაუნჯებულია ხალხში გავრცელებული ადათ-წესების, ჩვეულებების, ზეპირი გადმოცემის, სიმღერის, თამაშობისა და სხვა სახით. ასევე, დოკუმენტირებულია კერძო და სახელმწიფო არქივებში, მუზეუმებში, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებში, სხვა დაწესებულებებში. თაობიდან თაობას გადაცემული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გამუდმებით ვითარდება და იქმნება. იგი აყალიბებს იდენტობისა და მემკვიდრეობითობის გრძნობას, ხელს უწყობს კულტურის მრავალფეროვნებასა და ადამიანთა შემოქმედებას.


8


9

თევზჭერა მთაში


10

kulturuli memkvidreobis erovnuli saagento კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო დაფუძნდა 2008 წელს და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ძირითად, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში. 2011 წლიდან სააგენტო კოორდინირებას უწევს საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის შესრულებას. სააგენტოს მიერ 2011-2012წწ. მომზადდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დარგში საჭიროებების სისტემური ანალიზი და შესწავლილ იქნა საერთაშორისო მაგალითები. სხვადასხვა უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის, სამუშაოთა კოორდინირებისა და ერთობლივი დაგეგმვის მიზნით სააგენტოს ინიციატივით 2011 წელს შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. მომზადდა და უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს განსახილველად წარედგინა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტი. ერთობლივი მუშაობის შედეგად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, 2012 წლის იანვარში დამტკიცებულ იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააღრიცხვო დოკუმენტაცია (რეესტრი, სააღრიცხვო ბარათი და შევსების წესი). 2012 წლის მარტში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ, არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ თემებთან, ქვევრის ღვინის მწარმოებლებთან და საქართველოს საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ნომინირებისათვის მოამზადა და UNESCO-ს წარუდგინა ნომინაცია „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“.


11

ukanasknel wlebSi gadadgmuli mniSvnelovani nabijebi: 2001: ქართული მრავალხმიანობის აღიარება მემკვიდრეობის 19 შედევრს შორის;

UNESCO-ს

კაცობრიობის

ზეპირი

და

ხელთუქმნელი

2001: შეიქმნა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი; 2002:

საფუძველი ჩაეყარა ტრადიციული მრავალხმიანობის რეგულარულ საერთაშორისო სიმპოზიუმს;

2003:

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ტრადიციული მრავალხმიანობის I საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილე ქართველი და უცხოელი მონაწილეების თაოსნობითა და UNESCO-ს მხარდაჭერით დაარსდა „ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი“;

2003:

UNESCO-მ, იაპონიის მთავრობის დახმარებით დააფინანსა მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის მიერ წარდგენილი „ქართული მრავალხმიანობის დაცვისა და განვითარების“ სამწლიანი პროექტი;

2005:

ხალხური შემოქმედების სამეცნიერო მეთოდური ცენტრის ბაზაზე შეიქმნა „სსიპ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი“;

2006:

დაფუძნდა ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო მიზნობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება აკმ-ს დაცვისათვის გამიზნული არა ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი;

2007:

საქართველო მიუერთდა „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ კონვენციას;

2012:

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სააღრიცხვო დოკუმენტაცია და რეესტრის შევსების წესი;

2012:

მომზადდა და UNESCO-ს წარედგინა ნომინაცია „ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი“.


gaufrTxildi aramaterialur kulturul memkvidreobas!

ბროშურაში მოყვანილია სხვადასდხვა მაგალითები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს. ამგვარი ნიმუშები მრავლადაა ჩვენს გარშემო. მათი გაფრთხილება და მომავალი თაობისათვის გადაცემა ჩვენი საერთო საქმეა!


თუშეთში, აღდგომის მეასე დღეს, ზაფხულის საკულტო დღეობების ციკლი ათნიგენობა იწყება. ამ დროს, ყველა სოფლის მთავარ ჯვარში, გარკვეული თანმიმდევრობით კულტმსახურება ტარდება. როგორც წესი, ათნიგენობის თანმხლები ასტრალური ღვთაების მაგიური რიტუალი ქორბეღელაა. ხუთი კაცი მხარ-მხარ გადახვეული დადგება წრედ და მათ მხრებზე სხვა ხუთი შეადგება. ყმაწვილებს წაღმა ტრიალით თავიანთი წრე - ქორბეღელა თავმოყრის ადგილიდან ჯვარის კარამდე (ხატამდე) მიაქვთ. აქაც სამჯერ შემოატრიალებენ და ქორბეღელას დაშლიან. ამას მოჰყვება პურობა, გასართობი თამაშობანი. ათნიგენობის დასასრული საშემოდგომო სამუშაოების, თიბვის, მოსავლის აღებადაბინავების დაწყების ნიშანია.

ქორბეღელას რიტუალი


14

gozinayi ქართული საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. ყველაზე მეტად საახალწლო განწყობა გოზინაყს მოაქვს. ამ ნუგბარს, როგორც წესი, ოჯახის უფროსი დიასახლისი ამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტი დაახლოებით ერთნაირია, გოზინაყი ყველა ოჯახში განსხვავებული გამოდის: რბილი, მაგარი, ხრაშუნა, კნატუნა, წელვადი, მომწარო, ზედმეტად მოდუღებული თაფლისა თუ ზედმეტად მოხალული ნიგვზის გემოთი და ა.შ. ორი მსგავსი გემოს გოზინაყს ვერსად შეხვდებით.


15

დამბალხაჭო

ხილის ტყლაპი



CurCxela ძირითადად ნიგვზის (კაკლის), თხილისა და ჩამიჩისგან მზადდება, მაგრამ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ასევე აკეთებენ ნუშის, გარგარის, გოგრის თესლის, წიწიბოს, ვაშლისა და სხვადასხვა ჩირის ჩურჩხელასაც. კახეთში კი დღემდე ავლებენ სიდიდით ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული ზომის ჩურჩხელებს: ერთს, რომელსაც კაკლის მთლიანი ლებნებისგან ასხამენ, გორგომიჭელას, ხოლო მეორეს, (ბავშვებისთვის) მეოთხედზე წვრილად დაჭრილი კაკლისგან გაკეთებულს - კუნტელას ეძახიან. დადგება თუ არა ენკენისთვე, ანუ სექტემბერი, კახეთში, თადარიგიანი დიასახლისი უკვე იწყებს ზრუნვას საჩურჩხელე მასალის მოსამზადებლად. საერთოდ კი, რთველის დაწყებამდე 10-15 დღით ადრე, კაკალს და თხილს რამდენიმე დღით ჯერ მზის გულზე შლიან, მერე კი ამტვრევენ, არჩევენ და ნემსავენ. ქართლ-კახური ჩურჩხელა სიგრძით ერთ მტკაველსა და ერთ ან ორ გოჯს შორის მერყეობს. ჩურჩხელა მაგარ, გამძლე ბამბის ძაფზე ისხმება და სათაური, ანუ ხელის მოსაკიდი, კიდევ უფრო მსხვილი ყაჭის ძაფისგან ნაკვანძით უკეთდება. თათარის გაკეთებამდე დიდი მნიშვნელობა საჩურჩხელე ბადაგის მომზადებას აქვს. კარგად უნდა შეირჩეს და მომზადდეს ფქვილიც. ფქვილი აუცილებელად წმინდა უნდა იყოს, ჯერ საცერში, მერე სამტკიცში გაცრილი. ტრადიციულად, სათათარედ, დიასახლისები “დოლის” ჯიშის ხორბალს ანიჭებდნენ უპირატესობას“.



ქართველები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ უბადლო მხედრული ოსტატობით, ამას მრავალი ისტორიული წყარო ადასტურებს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, უძველესი დროიდან, ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაფერისი ადგილობრივი ჯიშის ცხენებიც გამოუყვანიათ: თუშური, მეგრული, ჯავახური... ასპარეზობის სახეებიდან დღემდე გავრცელებულია დოღი, მარულა, ჯირითი, ბურთაობა, ყაბახი, ჩალისობა და ა.შ. გაზაფხულზე, ყველაზე ხშირად ახალგაზრდები დოღში ეჯიბრებიან ერთმანეთს. დოღს მეორენაირად სადგინსს ეძახიან. თუშეთში ეს დღესაც მეტად გავრცელებული თამშობაა. დოღში გამარჯვებულ საუკეთესო თუშ მხედარს საპატიო ჯილდოს - ალამს გადასცემენ. დოღი ადგილობრივი დღესასწაულებისა და რიტუალების შემადგენელი ნაწილია.


20

ქვევრის დამზადება


21

ქართული თონე

ხალხური რეწვის ნიმუშები


22

ხალხური რეწვის ნიმუშები


23

მინანქრის დამზადება


24

ტრადიციული საქსოვი დაზგა; ქართული ტომარა


25

Teqis მომზადებისთვის საჭიროა სუფთად დამუშავებული, სასურველ ფერად შეღებილი მატყლი. უმჯობესია მატყლი ბუნებრივი საღებავით შეიღებოს. ბროწეულის ტოტების ნაყენში შეღებვის შედეგად მოშავო მატყლს მივიღებთ. კაკლის წენგოსგან შეღებვის შედეგად მივიღებთ ჭაობისფერ–მომწვანო ფერის მატყლს. არაჩველებრივად იღებება ხახვის ფოჩით, გამოდის მუქი ჩალისფერი. შესანიშნავი საღებავია ენდრო, მიიღება მოწითალო, შინდისფერი მატყლი. თექის მოსამზადებლად მატყლი უნდა დალაგდეს ერთმანეთზე რამდენიმე ფენად, მონაცვლეობით, ირიბი განლაგებით. ორნამენტის გამოსაყვანად, მატყლს სასურველი ფორმა უნდა მიეცეს, დაიხვეს და მოითექოს. ბოლოს, უნდა გაიწუროს და რამოდენიმეჯერ გაირეცხოს ჯერ ცხელ, შემდეგ კი ცივ წყალში.


26

xevsurul kabas ტალავარი ეწოდება. ტალავარი

შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალისაგან) იკერება, რომელსაც ხევსური ქალები თვითონ ამზადებენ. ტალავარის შეკერვა და მორთვა ხევსურეთში თითქმის ყველამ იცის, ხელობას ქალებს პატარაობიდანვე ასწავლიან. ხევსურული ტალავარის ფორმა უცვლელია, იგი იკერება ხელით. ქალის ტალავარში მთავარია სადიაცო კაბა, რომელიც შავი ან ლურჯი ტოლისგან იკერება. არის მთლიანი და მოკლე, მისი საყელო წინ ამოღებულია, გულის პირი ფარაგა კი ფერადი ძაფით მოქარგული და მძივ-ღილებითაა შემკული. ფარაგას აკერია ფერადი შალის ზიკებით და ჭრელი ზოლებით მოქარგული სამწყვეტლო. გასათხოვარ ქალს სადიაცოს ფარაგა ბოლომდე აქვს შეკრული, მისი გახსნა სირცხვილია. გათხოვებისა და შვილის შეძენის შემდეგ კი ქალს შეუძლია გახსნილი ფარაგა ატაროს. სადიაცოს ქვეშ შემოკერებული აქვს ფერადზოლიანი ქოქომი, რომელიც უკან ლამაზად არის ასხმულ-დაკეცილი და ნაჩაფი ეწოდება. სადიაცოზე ქალებს აცვიათ ქოქლო. ეს არის წელიანი და მოკლე ჩასაცმელი, რომელიც შავი ტოლისაგან იკერება და სახელო გაჭრილი აქვს. ქოქლოს საგულე და კალთის პირი შემკულია დაკბილული ფერადი შალის ნაჭრებით. ზურგი და ბეჭები კი ხატებით (ჯვრებით) არის დაჭრელებული. წელზე ქოქლოს აზლოტი აქვს ასხმული. აზლოტი მჭიდროდაა ასხმული და მოძრაობის დროს ლამაზად იშლება.


27

ქართული ორნამენტი


28

axali weli ერთ-ერთი გა-

მორჩეული დღესასწაულია, რო-მელსაც დიდი თუ პატარა განსაკუთრებული სიხარულით ელის. ამ დღეს ყველა ცდილობს მადლიერებით გააცილოს ძველი წელი და უკეთესი იმედით შეეგებოს ახალს. ახალი წლის რიტუალი სიუხვესა და კეთილდღეობას უკავშირდება: დიასახლისი გულდასმით ასუფთავებს სახლს, ეზო-კარს, ამზადებს განსაკუთრებულ კერძებს: საგანგებო პურს, ხაჭაპურს, საცივს, გოზინაყს... ადრე მიაჩნდათ, რომ ახალ წელს შემოსულ პირველ სტუმარს ოჯახისათვის ბედნიერების ან უბედურების მოტანა შეეძლო. დროთა განმავლობაში ამ წარმოდგენამ მეკვლეობის ტრადიცია წარმოშვა. მეკვლეს წინასწარ ირჩევდნენ. ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა”, ასეთია მეკვლის დალოცვა. ნაძვის ხე ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტია. მას ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დგამენ და სხვადასხვა სათამაშოებით, ნათურებით, “წვიმებით” რთავენ. დასავლეთ საქართველოში ასევე ჩიჩილაკის ტრადიციაც არსებობს. პატარა ბავშვებს ყველაზე მეტად თოვლის ბაბუა და მისი მოტანილი საჩუქრები ახარებთ.


29

muryvamoba (სვან. ლიმურყუამალ-კოშკობა), ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო დღესას-

წაულთა ციკლში შემავალი ერთ-ერთი საწესო ქმედებაა. სრულდება დიდმარხვის პირველ დღეს, ე. წ. შავ ორშაბათს, ქვემო სვანეთში. სოფლების ჟახუნდრისა და სასაშის მოსახლეობა მზის ამოსვლის წინ, კვირიას საგალობლის შესრულების შემდეგ, მიადგებოდა წინასწარ აგებულ თოვლის კოშკს და ცდილობდა თავის მხარეს გადაძლევას და წაქცევას, რადგან ხალხის რწმენით, საითაც კოშკი წაიქცეოდა, იმ მხარეს მთელი წლის მანძილზე საჭირო ატმოსფერული ნალექი მოვიდოდა და უხვი მოსავალი იქნებოდა. ასევე სწამდათ, რომ ვინც თოვლის კოშკს საფუძველს ჩაუყრიდა ან თავზე ჯვარს დაადგამდა, უსათუოდ ვაჟი შეეძინებოდა. თუ თოვლი არ იყო, მაშინ თოვლის კოშკს ნაძვის ხით ცვლიდნენ. ზემო სვანეთში მურყვამობა იმართებოდა ყველიერის აღებისას (სვან. „აღბალაღრალ“ — აღების თამაშობები). მსგავსი დღესასწაულები ბარშიც ყოფილა გავრცელებული (ნაციხურიბა — რაჭაში, ჭვენიერობა — სამეგრელოში).


alilo - ქართული საწესო სიმღერაა.იგი შობის წინა ღამეს სრულდებოდა. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ

მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში (“ოცდახუთსა დეკემბერსა”, “ჩიტი ღობეზე შემოჯდა”, “წისქვილს პური დავარიგე” და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი. ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს. დღეისათვის, ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ და მასშტაბური სახალხო მსვლელობის ფორმა აქვს.


moTqma -ქართული სამგლოვიარო რიტუალის შემადგენელი ნაწი-

ლი, იმპროვიზაციული ზეპირსიტყვიერების სახეობაა. მას გლოვის გამოსახატავად და მიცვალებულის ღირსებათა წარმოსაჩენად მოტირალი ასრულებს (იგივეა, რაც „ხმით მოტირალი“, „გლოვის მგოსანი“, „გოდების შემსხმელი“, „მომთქმელი“). საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოთქმის სხვადასხვა ფორმა გვხვდება.

„დატირება“ ფოლკლორული ანსამბლი „მთიები“

უძველესი ქართული ხელნაწერი;

შაოსანი მოხუცი


32


33

aramaterialuri kulturuli memkvidreobis obieqtis//Zeglis saaRricxvo baraTi


34 1. obieqtis saxelwodeba

2. gavrcelebis areali 2.1 amJamindeli gavrcelebis areali 2.2 istoriuli gavrcelebis areali 2.3 warmoSobis adgili 3. saxeoba 3.1 zepiri tradiciebi da gamoxatvis formebi 3.2 saSemsruleblo xelovneba 3.3 sazogadoebrivi gamocdileba 3.4 garesamyarosTan dakavSirebuli gamocdileba 3.5 xelosnobis dargebi da teqnika 4. warmoSobis epoqa (periodi, saukune, zusti TariRi) 5. statusi da kategoria 5.1 statusi 5.2 statusis miniWebis TariRi 5.3 statusis mimniWebeli organizacia 5.4 dokumentis # 5.5 kategoria


35 5.6 kategoriis miniWebis TariRi 5.7 kategoriis mimniWebeli organizacia 5.8 dokumentis # 5.9 reestris # 5.10 reestrSi Setanis TariRi

6. funqcia Tavdapirveli

7. dacva, gamoyeneba, aRorZineba 7.1 iuridiuli piri 7.2 fizikuri piri 7.3 sxva 8. mokle aRwera 9. dRevandeli mdgomareoba 9.1 zogadi Sefaseba a. praqtikaSi farTod gamoyenebadi b. saSualod gamoyenebadi g. minimalurad gamoyenebadi d. gamoyenebadi saxecvlili mdgomareobiT

amJamindeli


36 e. miviwyebuli v. aRorZinebis procesSi 9.2 mdgomareobis mokle aRwera 9..3 mosalodneli riskebi

10. arsebuli dokumentacia da bibliografia 10.1 saaRricxvo baraTi 10.2 grafikuli masala 10.3 fotoebi, video, multimedia 10.4 bibliografia 11. damatebiTi informacia (SeniSvnebi)

12. statusis miniWebis iniciatori 13. baraTis Semdgeneli 14. saaRricxvo baraTis Sedgenis TariRi


37

aramaterialuri kulturuli memkvidreobis obieqtis/Zeglis saaRricxvo baraTis Sevsebis wesi 1.aramaterialuri kulturuli memkvidreobis obieqtis/Zeglis saaRricxvo baraTi warmoadgens obieqtisaTvis Zeglis statusis miniWebis, an aramaterialuri kulturuli memkvidreobis obieqtTa siaSi/reestrSi Setanis Sesaxeb ministris samarTlebrivi aqtis danarTs, aramaterialuri kulturuli memkvidreobis Zeglebis/ obieqtTa siaSi/reestrSi Setanili obieqtis identifikaciisaTvis aucilebel zogadi informaciis Semcvel dokuments. 2.aramaterialuri kulturuli memkvidreobis obieqtis/Zeglis saaRricxvo baraTi dayofilia punqtebad. saaRricxvo baraTi moicavs misi Sevsebis momentisaTvis arsebul, obieqtis/Zeglis identificirebisaTvis saWiro pirvelad monacemebs da damatebiT ganaxlebad monacemebs. 3.aramaterialuri kulturuli memkvidreobis obieqtis/Zeglis identificirebisaTvis saWiro pirveladi monacemebia: 3.1baraTis saidentifikacio kodi # (aseTis arsebobis SemTxvevaSi, kodirebis erTiani erovnuli sistemis SemuSavebamde); 3.2miTiTeba obieqtis/Zeglis amsaxvel foto/video/audio failze; 3.3Zeglis/obieqtis saxelwodeba; 3.4gavrcelebis areali, sadac unda mieTiTos: a) amJamindeli gavrcelebis areali, romelic

identuria mocemuli aramaterialuri kulturuli memkvidreobis matarebeli sazogadoebis daaxloebiTi misamarTis – administraciuli erTeulis (avtonomiuri respublika, regioni, qalaqi, daba, sofeli) saxelwodeba, qalaqis raionis, ubnis an Temis saxelwodeba; b) istoriuli gavrcelebis areali. am punqtSi unda mieTiTos aramaterialuri kulturuli memkvidreobis obieqtis/Zeglis gavrcelebis geografiuli/istoriuli areali, istoriuli mxare, geografiuli erTeulis saxelwodeba, istoriuli dasaxlebis saxelwodeba; g) warmoSobis adgili. aq unda mieTiTos aramaterialuri kulturuli memkvidreobis obieqtis/Zeglis warmoSobis adgili, Tu ki aseTi aris cnobili; 4.saxeoba aRniSnul punqtSi unda mieTiTos obieqtis/Zeglis Sesabamisi saxeoba/saxeobebi. magaliTad: 4.1zepiri tradiciebi da gamoxatvis formebi aRniSnuli SesaZlebelia moicavdes: a) enas (dialeqti, saubris saxeoba), b) zepirsityvierebis nimuSebs (legenda, zRapari, igavi, anegdoti, leqsi, Sairi, poema, eposi, locva, Selocva, datireba, epitafia da sxva), g) tradiciebs, an d) zepirsityvierebasTan dakavSirebul sxva aramaterialur kulturul memkvidreobas; 4.2saSemsruleblo xelovneba


38 aRniSnuli SesaZlebelia moicavdes: a) sasceno xelovnebas (Teatri, pantomima, cekva/qoreografia da sxva), b) musikas (simRera, sagalobeli da sxva), g) saSemsruleblo xelovnebasTan dakavSirebul sxva nimuSebs (instrumentebi, kostiumi, kulturuli sivrceebi da sxva) 4.3sazogadoebrivi praqtikebi aRniSnuli SesaZlebelia moicavdes: a) yofiT tradiciebs (tradiciuli kanonebi, TemisaTvis damaxasiaTebeli cxovrebis wesi, misalmebis forma, TamaSi da sxva) b) religiur tradiciebs (ritualebi: dabadeba, iniciacia, qorwineba, gardacvaleba da sxva), g) religiur da saxalxo dResaswaulebs, ceremoniebsa da karnavalebs da sxva, d) gastronomias (Rvinisa da sxva alkoholiani da gamagrilebeli sasmelebis damzadebagamoyeneba, tradiciuli produqtebis da kerZebis damzadeba da sxva) e) nacionaluri kostiumi (samkauli, varcxniloba, teqstilis damzadebagamoyeneba da sxva) da v) bunebrivi resursebis gankargvas (simboluri, spiritualuri adgilebi (mag. xatis tye), tradiciuli miwaTsargeblobis formebi da sxva); 4.4garesamyarosTan dakavSirebuli gamocdileba aRniSnuli SesaZlebelia moicavdes: a) bunebrivi resursebis: wiaRiseulis da bunebrivi wylebis mopoveba-gamoyenebas, tyis da saZovrebis gamoyenebas, b) xis, yavris damzadeba-damuSavebas, g) monadireoba-meTevzeobis adaT-wesebs, d) soflis meurneobis tradiciul dargebs, e) xalxur me-

dicinas (samkurnalo balaxebis mopoveba-gamoyeneba da sxva); 4.5xelosnobis dargebi da teqnika aRniSnuli SesaZlebelia moicavdes Semdegs: oqromWedloba, minanqari, xatwera, miniaturebi, kaligrafia, metalis damuSaveba, xis damuSaveba, meTuneoba, qargva, kerva, teqstili, qvis damuSaveba, soflis meurneobis iaraRebis, musikaluri instrumentebis warmoebis teqnologiebi da sxva; 5.warmoSobis epoqa (periodi, saukune, zusti TariRi) am punqtSi unda mieTiTos zusti/daaxloebiTi/ savaraudo warmoSobis TariRi. 6.statusi da kategoria aRniSnul punqtSi aisaxeba Zeglis/obieqtis samarTlebrivi dacvis istoria, romelSic unda mieTiTos: 6.1 obieqtis/ZeglisaTvis miniWebuli statusi, misi miniWebis TariRi, mimniWebeli organizacia, dokumentis #; 6.2 obieqtis/ZeglisaTvis miniWebuli kategoria, misi miniWebis TariRi, mimniWebeli organizacia, dokumentis #; 6.3 Zeglis aramaterialuri kulturuli memkvidreobis saxelmwifo reestrSi Setanis Semdgom mocemuli punqtis Sesabamis grafaSi aseve aRiniSneba reestrSi Setanis TariRi da nomeri; 7.funqcia


39 aRniSnul punqtSi unda mieTiTos obieqtis/ Zeglis Tavdapirveli da amJamindeli funqcia, romelic SeiZleba iyos saero, samrewvelo, religiuri da a.S., punqtSi aseve unda mieTiTos, obieqtis/Zeglis rogorc zogadi, aseve konkretuli funqcia; 8.dacva, gamoyeneba, aRorZineba am punqtSi unda mieTiTos zogadi informacia im fizikuri da iuridiuli pirebis, Temebis Sesaxeb, romlebic aRniSnul obieqts/Zegls icaven, iyeneben praqtikaSi an muSaoben mis aRorZinebaze; 9.mokle aRwera aRniSnuli punqti moicavs obieqtis/Zeglis im ZiriTadi maxasiaTeblebis mokle aRweras, risTvisac mas mieniWa Zeglis/obieqtis statusi; 10.dRevandeli mdgomareoba aRniSnuli moicavs informacias obieqtis/Zeglis dRevandeli mdgomareobis Sesaxeb da iyofa Semdeg qvepunqtebad:

10.3 mosalodneli riskebi, moicavs informacias mosalodnel riskebis Sesaxeb; 11.arsebuli dokumentacia da bibliografia aRniSnul punqtSi unda mieTiTos obieqtis/Zeglis Sesaxeb arsebuli saaRricxvo baraTi, uaxlesi an saarqivo grafikuli/video/audio masala, bibliografia. dokumentis miTiTebisas unda aRiniSnos misi dasaxeleba, Sesrulebis dro da Senaxvis adgili; 12.damatebiTi informacia (SeniSvnebi) punqti ivseba saWiroebis SemTxvevaSi da Seitaneba im saxis informacia, romelic ar aris gaTvaliswinebuli baraTis punqtebiT, magram warmoadgens mniSvnelovan informacias obieqtis/Zeglis Sesaxeb.

13. statusis miniWebis iniciatori punqtSi mieTiTeba informacia aramaterialuri kulturuli memkvidreobis nimuSisaTvis Zeglis statusis miniWebis iniciator fizikur an iuridiul pirze; 10.1 zogadi Sefaseba, romelic moicavs obieqtis/ Zeglis amJamindeli mdgomareobis zogad Se- 14.baraTis Semdgeneli fasebas Semdegi kriteriumebiT: a) praqtikaSi punqtSi mieTiTeba baraTis Semdgeneli piris farTod gamoyenebadi, saxeli, gvari da profesia. b) saSualod gamoyenebadi, g) minimalurad gamo- 15.baraTis Sedgenis TariRi yenebadi, d) gamoyenebadi saxecvlili funqciiT, punqtSi mieTiTeba baraTis Sedgenis weli, e) miviwyebuli, v) aRorZinebis procesSi; Tve, ricxvi. 10.2 mdgomareobis mokle aRwera, moicavs amJamindeli mdgomareobis mokle aRweras;


40


41

saerTaSoriso konvencia aramaterialuri kulturuli memkvidreobis dacvis Sesaxeb


42 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა გენერალური კონფერენცია, შემდგომში იუნესკო, რომელიც პარიზში 2003 წლის 29 სექტემბერ–17 ოქტომბერს თავის 32–ე სესიაზე შეიკრიბა, ეფუძნება რა ადამიანის უფლებათა არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, კერძოდ, 1948 წ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, 1966 წ. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტს და 1966 წ. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს, იღებს რა მხედველობაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, როგორც კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნების მთავარი ფაქტორის და განუხრელი განვითარების გარანტიის დიდ მნიშვნელობას, რაც ხაზგასმულია იუნესკოს 1989 წ. რეკომენდაციაში ტრადიციული კულტურისა და ფოლკლორის შენარჩუნების შესახებ, იუნესკოს 2001 წ. საყოველთაო დეკლარაციაში კულტურათა მრავალფეროვნების შესახებ და 2002 წ. კულტურის მინისტრების მრგვალი მაგიდის მე–3 შეხვედრაზე მიღებულ სტამბულის დეკლარაციაში, ითვალისწინებენ რა მჭიდრო ურთიერთკავშირს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და მატერიალურ და ბუნებრივ მემკვიდრეობას შორის, აღიარებს რა, რომ გლობალიზაციისა და სოციალური

ტრანსფორმაციის პროცესები, რომლებიც ქმნის თანამეგობრობათა შორის დიალოგის განახლების პირობებს, ისევე როგორც შეუწყნარებლობა, დეგრადაციის, გაქრობისა და რღვევის სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, განსაკუთრებით ამგვარი მემკვიდრეობის დაცვის საშუალებათა ნაკლებობის გამო, აცნობიერებს რა საყოველთაო მისწრაფებას, უზრუნველყოფილ იქნეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, და ამასთან დაკავშირებით იზიარებს რა საერთო შეშფოთებას, აღიარებს რა, რომ გაერთიანებები, კერძოდ, კერრძო მოსახლეობის გაერთიანებები, ჯგყფები და, ზოგ შემთხვევაში, ცალკეული პირები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შექმნაში, დაცვასა და აღდგენაში, ხელს უწყიბენ რა ამით კულტურათა გამრავალფეროვნებას და შემოქმედებით საქმიანობას, აღნიშნავს რა იუნესკოს საქმიანობის დიდ მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, კეძოდ, მსოფლიო კულტურული და ბენებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 1972 წ. კონვენციის შემუშავებაში, აღნიშნავს რა, რომ ამჟამად არ არსებობს არამატერიალური ძალის მქონე მრავალმხრივი საკანონმდებლო აქტი,


43 მიაჩნია რა, რომ კულტურული და ბენებრივი მემკვიდრეობის შესახებ მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებები, რეკომენდაციები და რეზოლუციები ეფექტიანად უნდა შეივსოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ახალი დებულებებით,

I. ზოგადი დებელებები

ითვალისწინებს რა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის მნიშვნელობის უფრო ღრმად გაცნობიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობათა მიერ,

ბ) შესაბამისი გაერთიანებების, ჯგუფებისა და ცალკეული პირების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა;

მიაჩნია რა, რომ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების სულისკვეთებით საერთაშორისო თანამეგობრობამ წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად ხელი უნდა შეუწყოს ამგვარი მემკვიდრეობის დაცვას, იხსენიებს რა იუნესკოს პროგრამებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, კაცობრიობის ზეპირი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებად გამოცხადების შესახებ, იღებს რა მხედველობაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ხალხთა დაახლოების, ურთიერთგაცვლისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი ფაქტორების ფასდაუდებელ როლს, იღებს წინამდებარე კონვენციას 2003 წლის ჩვიდმეტ ოქტომბერს

მუხლი 1 – კონვენციის მიზნები წინამდებარე კონვენციის მიზნებია: ა) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და მის ურთიერთაღიარებაზე ყურადღების გამახვილება ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; დ) საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება. მუხლი 2 – განსაზღვრებანი წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის 1.“არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ ნიშნავს ადათ–წესებს, წარმოსახვისა და გამოხატვის ფორმებს, ცოდნასა და უნარ–ჩვევებს, – ასევე მათთან დაკავშირებულ საშუალებებს, საგნებს, არტეფაკტებს და კულტურულ სივრცეებს, – აღიარებულს გაერთიანებების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად, თაობიდან თაობაში გადაცემული ასეთი არამატერიალური კულტურული


44 მემკვიდრეობა გაერთიანებებისა და ჯგუფების მიერ მუდმივ განახლებას განიცდის მათი გარემო პირობების, ბუნებასთან მათი ურთიერთმოქმედებისა და ისტორიის შესაბამისად და აყალიბებს მათში თვითმყოფადობისა და მემკვიდრეობის გრძნობას, რითაც ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნებისა და ადამიანის შემოქმედების პატივისცემას. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც შეესატყვისება ადამიანის უფლებების არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და გაერთიანებებს, ჯგუფებსა და ცალკეულ პირებს შორის ურთიერთპატივისცემის, ასევე განუხრელი განვითარების მოთხოვნებს. 2. „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“, როგორც ამას ზემოთ, პუნქტი 1 განსაზღვრავს, კერძოდ, შემდეგ სფეროებში: ა) ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით; ბ) საშემსრულებლო ხელოვნება; გ) ადათ–წესები, წეს–ჩვეულებები, დღესასწაულები; დ) ბუნებასა და სამყაროსთან დაკავშირებული ცოდნა და ადათ–წესები; ე) ხელოსნობის ტრადიციულ დარგებთან დაკავშირებული ცოდნა და ჩვევები.

3. „დაცვა“ ნიშნავს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს არამატე-რიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა, მათ შორის მისი იდენტიფიკაცია, დოკუმენტირება, კვლევა, შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია, მისი როლის ამაღლება და მისი გადაცემა უმთავრესად ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით, აგრეთვე ასეთი მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინება. 4. „მონაწილე სახელმწიფო“ ნიშნავს ქვეყნებს, რომლებისთვისაც წინამდებარე კონვენცია სავალდებულოა და ძალაშია შესული. 5. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება 33–ე მუხლში მითითებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მისი მონაწილენი ხდებიან. ამ შემთხვევაში სიტყვები „მონაწილე სახელმწიფოები“ ამ ტერიტორიებსაც ეხება. მუხლი 3 – კავშირი სხვა საერთაშორისო–სამართლებრივ აქტებთან წინამდებარე კონვენციის არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი: ა) სტატუსს უცვლიდეს ან დაცვის დონეს უმცირებდეს, იმ არამატერიალურ ღირებულებებს, რომლებიც მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 1972 წლის კონვენციის ფარგლებში და რამდენადაც


45 უშუალოდ არის დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ესა თუ ის ელემენტი; ან ბ) ლახავდეს მონაწილე სახელმწიფოთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან და ბიოლოგიური და ეკოლოგიური რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი იმ საერთაშორისო სამართლებრივი აქტიდან, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ეს სახელმწიფოები. II. კონვენციის ორგანოები მუხლი 4 – მონაწილე სახელმწიფოთა გენერალური ასამბლეა 1. წინამდებარე კონვენციით ფუძნდება მონაწილე სახელმწიფოთა გენერალური ასამბლეა, შემდგომში „გენერალური ასამბლეა“. გენერალური ასამ-ბლეა წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის სრულუფლებიან ორგანოს. 2. გენერალური ასამბლეა თავის რიგით სხდომებს გამართავს ორ წელიწადში ერთხელ. იგი შეიძლება შეიკრიბოს რიგგარეშე სესიებზე ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტის, ან მონაწილე სახელმწიფოთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის შემთხვევაში. 3. გენერალური ასამბლეა იღებს თავის შინაგანაწესს.

მუხლი 5 – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტი 1. წინამდებარე კონვენციით იუნესკოსთან ფუძნდება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობათაშორისო კომიტეტი, შემდგომში „კომიტეტი“. კომიტეტი შედგება 18 მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ წინამდებარე კონვენციის 34–ე მუხლის შესაბამისად ირჩევენ გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილი მონაწილე სახელმწიფოები. 2. ამ კონვენციის წევრი–ქვეყნების რიცხვი გაიზრდება 24–მდე, როდესაც კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა რიცხვი 50–ს მიაღწევს. მუხლი 6 – კომიტეტის არჩევნები და წევრი–ქვეყნების უფლებამოსილებათა ვადები 1. კომიტეტის წევრი–ქვეყნების არჩევნები ხორციედება სამართლიანი გეოგრაფიული განაწილებისა და სამართლიანი როტაციის შესაბამისად. 2. კომიტეტის წევრი–ქვეყნები აირჩევა გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილი კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ ოთხი წლის ვადით. 3. თუმცა, თავდაპირველი არჩევნების არჩეული კომიტეტის წევრი–ქვეყნების

შედეგად ნახევარს


46 უფლებამოსილების ვადა განესაზღვრება ორი წლით. ეს ქვეყნები აირჩევა კენჭისყრით თავდაპირველი არჩევნების დროს. 4. გენერალური ასამბლეა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ანახლებს კომიტეტის წევრი–ქვეყნების ნახევარს. 5. იგი ასევე ირჩევს კომიტეტის წევრი –ქვეყნების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების შესავსებად. 6. კომიტეტის წევრი–ქვეყანა არ შეიძლება არჩეულ იქნეს უფლებამოსილების ზედიზედ ორი ვადით. 7. კომიტეტის წევრი–ქვეყნების თავიანთ წარმომადგენლებად ირჩევენ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ კომპეტენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა სფეროში. მუხლი 7 – კომიტეტის ფუნქციები წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული სხვა მოვალეობებისათვის ზიანის მიუყენებლად, კომიტეტის ფუნქციები მდგომარეობს შემდეგში: ა) კონვენციის მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, წახალისება და მისი შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა; ბ) მოწინავე პრაქტიკასთან დაკავშირებული კონსულტაციების მოწყობა და არამატერიალური კულ-

ტურული მემკვიდრეობის დაცვის ზომების შესახებ რეკომენდაციების მომზადება; გ) ფონდის სახსრების გამოყენების გეგმის პროექტის მომზადება და, 25–ე მუხლის შესაბამისად, დასამტკიცებლად გენერალურ ასამბლეაზე წარდგენა; დ) ფონდის რესურსების ზრდის საშუალებათა გამოძებნა და, 25–ე მუხლის შესაბამისად, ამ მიზნით ზომების მიღება; ე) კონვენციის შესასრულებლად საჭირო დირექტივების მომზადება და გენერალურ ასამბლეაზე დასამტკიცებლად წარდგენა; ვ) 29–ე მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოთა მოხსენებების განხილვა და მათი რეზიუმის სახით გენერალური ასამბლეისათვის მიწოდება; ზ) მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვა და, კომიტეტის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილებებისა და გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება; * მე–16, მე–17 და მე–18 მუხლებში ხსენებული წინადადებების სიებში ჩართვა და შერჩევა; * 22–ე მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო დახმარების გაწევა.


47 მუხლი 8 – კომიტეტის მუშაობის მეთოდები 1. კომიტეტი ანგარიშვალდებულია გენერალური ასამბლეის წინაშე და წარუდგენს მოხსენებებს მთელი თავისი საქმიანობისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. 2. კომიტეტი ამტკიცებს თავის შინაგანაწესს წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით. 3. კომიტეტს შეუძლია დროებით შექმნას სპეციალური საკონსულტაციო ორგანოები, რომლებიც საჭიროდ მიაჩნია მის წინაშე დასმული ამოცანის შესასრულებლად. 4. კომიტეტს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ თავის სხდომებზე მიიწვიოს ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციები, ასევე ცალკეული პირები, რომელთა კომპეტენცია აღიარებულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადახვა სფეროში.

2. კომიტეტი გენერალურ ასამბლეას ასევე განსახილველად წარუდგენს წინადადებებს აღნიშნული აკრედიტაციის კრიტერიუმებისა და პირობების შესახებ. მუხლი 10 – სამდივნო 1. იუნესკოს სამდივნო დახმარებას უწევს კომიტეტს. 2. სამდივნო გენერალური ასამბლეისა და კომიტეტისათვის ამზადებს დოკუმენტაციას, ასევე მათი სხდომების დღის წესრიგის პროექტებს და უზრუნველყოფს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას. III. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ეროვნულ დონეზე მუხლი 11 – მონაწილე ქვეყნების როლი ყოველი მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია:

მუხლი 9 – საკონსულტაციო ორგანიზაციების აკრედიტაცია

ა) მიიღოს აუცილებელი ზომები მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველსაყოფად;

1. კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე განსახილველად წარადგენს წინადადებებს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაში აღიარე-ბული კომპეტენციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების აკრედიტაციის შესახებ. კომიტეტისთვის ეს ორგანიზაციები ასრულებენ საკონსულტაციო ფუნქციებს.

ბ) გაერთიანებების, ჯგუფებისა და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, მე–2 მუხლის მე–3 პუნქტში მითითებული დაცვის ზომების ფარგლებში, მოახდინოს მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ელემენტის იდენტიფიცირება და განსაზღვრა.


48 მუხლი 12 – ჩამონათვალი 1. დაცვის მიზნით იდენტიფიკაციის უზრუნველსაყოფად თითოეული მონაწილე სახელმწიფო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით ადგენს მის ტერიტოიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ ან რამდენიმე ჩამონათვალს. მსგავსი ჩამონათვალი რეგულარულ განახლებას ექვემდებარება. 2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო 29–ე მუხლის შესაბამისად კომიტეტისათვის პერიოდულად წარდგენილი მოხსენების საფუძველზე, კომიტეტს აწვდის შესაბამის ინფორმაციას ამ ჩამონათვალის შესახებ. მუხლი 13 – დაცვის სხვა საშუალებები თითოეული მონაწილე სახელმწიფო, მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და როლის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით: ა) ატარებს საერთო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის როლის ამაღლებასა და ამ მემკვიდრეობის დაცვის ჩართვას დაგეგმარების პროგრამებში; ბ) ნიშნავს ან ქმნის ერთ ან რამდენიმე კომპეტენტურ ორგანოს მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით;

გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, საფრთხის წინაშე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეფექტიანობის მიზნით ხელს შეუწყობს კვლევების ჩატარებას სამეცნიერო, ტექნიკურ და ხელოვნებათმცონდნეობის დარგებში, ასევე სამეცნიერო–კვლევითი მეთოდოლოგიის შემუშავებას; დ) იღებს შესაბამის იურიდიულ, ტექნიკურ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ ზომებს, რომელთა მიზანია: * ხელი შეუწყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში კადრების მომზადების მიზნით შესაბამისი ინსტიტუტების შექმნას ან განმტკიცებას, აგრეთვე ამ მემკვიდრეობის გავრცელებას ფორუმების მეშვეობით, რომლებიც ითვალისწინებს მათ წარმოჩენას და გაცნობას; * უზრუნველყოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობა იმ არსებული პრაქტიკის გამოყენებით, რომელიც განსაზღვრას ამგვარი მემკვიდრეობის ამა თუ იმ ასპექტის ხელმისაწვდომობის წესებს; * შექმნას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტაციაზე მომუშავე დაწესებულებები და გაადვილოს მისი ხელმისაწვდომობა. მუხლი 14 – განათლება, საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება და პოტენციალის განმტკიცება


49 თითოეული მონაწილე სახელმწიფო, იყენებს რა მის განკარგულებაში არსებულ საშუალებებს, თავის ძალისხმევას მიმართავს შემდეგზე: ა) საზოგადოების მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღიარების, პატივისცემისა და მისი როლის ამაღლების უზრუნველყოფა შემდეგი საშუალებებით: * საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი პროგრამებით, აგრეთვე საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ინფორმირებით; * დაინტერესებული გაერთიანებებისა და ჯგუფებისათვის კონკრეტული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების შეთავაზებით; * არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გამოყენების მიზნით მართვისა და სამეცნიერო კვლევების სფეროებში სპეციალური ღონისძიებების გატარებით;

მუხლი 15 – გაერთიანებების, ჯგუფებისა და ცალკეული პირების მონაწილეობა არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, თითოეული მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს გაერთიანებების, ჯგუფებისა და, შესაბამის შემთხვევებში ცალკეული პირების შეძლებისდაგვარად ფართო მონაწილეობას, რომლებიც დაკავებულნი არიან მემკვიდრეობის შექმნით, შენარჩუნებითა და გადაცემით, და ასევე, მათ აქტიურ ჩართვას ამ მემკვიდრეობის მართვაში. IV. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საერთაშორისო დონეზე მუხლი 16 – კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციული სია

ბ) საზოგადოების ინფორმირება იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ემუქრება ამგვარ მემკვიდრეობას, ასევე წინამდებარე კონვენციის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

1. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინოების, მისი მნიშვნელობის გაძლიერებისა და კულტურათა მრავალფეროვნების საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობის მიზნით, კომიტეტი, შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოების წინადადებით, ადგენს, აახლებს და აქვეყნებს რეპრეზენტაციულ სიას.

გ) ინფორმაციის მიწოდება ისეთი ბუნებრივი სივრცეებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, რომელთა არსებობა აუცილებელია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენისათვის.

2. კომიტეტი შეიმუშავებს და გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად წარუდგენს აღნიშნული რეპრეზენტაციული სიის შედგენის, განხილვისა და გამოქვეყნების კრიტერიუმებს.

* ცოდნის გადაცემის არაფორმალური მეთოდებით;


50 მუხლი 17 – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია, რომლებიც საჭიროებს სასწრაფო დაცვას 1. კომიტეტი, დაცვის შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, ადგენს, აახლებს და აქვეყნებს იმ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას, რომელიც საჭიროებს სასწრაფო დაცვას და, შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოების თხოვნით, ასეთი მემკვიდრეობა შეაქვს სიაში. 2. კომიტეტი შეიმუშავებს და გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად წარუდგენს აღნიშნული სიის შედგენის, განხილვისა და გამოქვეყნების კრიტერიუმებს. 3. განსაკუთრებულად სასწრაფო შემთხვევაში, – რომელთა ობიექტური კრიტერიუმები კომიტეტის წინადადებების საფუძველზე მტკიცდება გენერალურ ასამბლეაზე, – დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციით კომიტეტს შეუძლია შესაბამისი მემკვიდრეობის ელემენტი შეიტანოს პირველ პუნქტში მოხსენიებულ სიაში. მუხლი 18 – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამები, პროექტები და ღონისძიებები 1. მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე და კომიტეტის მიერ შემუშავებული და გენერალურ ასამბლეაზე დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად,

კომიტეტი ხელს უწყობს მემკვიდრეობის დაცვის იმ ეროვნული, სუბრეგიონალური ან რეგიონალური პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც, მისი აზრით, განვითარებადი ქვეყნების განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით, საუკეთესოდ ასახავს წინამდებარე კონვენციის პრინციპებსა და მიზნებს. 2. ამ მიზნით იგი იღებს, იხილავს და ამტკიცებს მონაწილე სახელმწიფოების მიერ ფორმულირებულ განაცხადებს საერთაშორისო დახმარების გაწევის შესახებ. 3. აღნიშნული პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, კომი-ტეტი უზრუნველყოფს მოწინავე პრაქტიკის გავრცელებას მის მიერ დადგენილი საშუალებებით. V. საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება მუხლი 19 – თანამშრომლობა 1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობა ითვალისწინებს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას და, ასევე, მონაწილე სახელმწიფოებისათვის დახმარების მექანიზმის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით. 2. მონაწილე სახელმწიფოები, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობისა და ჩვეულებითი სამართლის


51 ნორმებისათვის ზიანის მიუყენებლად, აღიარებენ, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კაცობრიობის საერთო ინტერესს წარმოადგენს და, ამ მიზნით, იღებენ ორმხრივ, ქვერეგიონულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე თანამშრომლობის ვალდებულებას. მუხლი 20 –საერთაშორისო დახმარების მიზნები საერთაშორისო დახმარება შესაძლოა გაწეულ იქნეს შემდეგი მიზნებით: ა) იმ მემკვიდრეობის დაცვა, რომელიც შეტანილია იმ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიაში, რომელიც გადაუდებელ დაცვას საჭიროებს; ბ) ჩამონათვალის მომზადება მე–11 და მე–12 მუხლების შესაბამისად; გ) ეროვნულ, სუბრეგიონულ და რეგიონულ დონეებზე არამატერიალური პროგრამების, პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა; დ) ნებისმიერი სხვა მიზნების შესრულება, რომელსაც კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს. მუხლი 21 – საერთაშორისო დახმარების ფორმები კომიტეტის მიერ მონაწილე სახელმწიფოებისათვის განკუთვნილი დახმარება რეგლამენტირებულია მე–7 მუხლში მოხსენიებული ოპერატიული

სახელმძღვანელოთი, ასევე, 24–ე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმებით, და შესაძლოა მიიღოს შემდეგი ფორმები: ა) დაცვის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებული კვლევები; ბ) ექსპერტებისა და სტაჟიორების მომსახურებით უზრუნველყოფა; გ) ნებისმიერი საჭირო პერსონალის მომზადება; დ) ნორმატიული და სხვა აქტების შემუშავება; ე) ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ვ) აღჭურვილობისა და ნოუ–ჰაუს მიწოდება; ზ) ფინანსური დატექნიკური დახმარების სხვა ფორმები, განსაზღვრულ შემთხვევაში, დაბალპროცენტიანი სესხების და შემოწირულობების ჩათვლით; მუხლი 22 – პირობები

საერთაშორისო დახმარების გაწევის

1. კომიტეტი ადგენს საერთაშორისო დახმარების შესახებ განცხადების განხილვის პროცედურას და აზუსტებს, თუ რა სახის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს აღნიშნული განცხადება, კერძოდ, გასათვალისწინებელი ზომები, აუცილებელი მოქმედებები და მათთან დაკავშირებული ხარჯების შეფასება.


52 2. გადაუდებელ შემთხვევეში, დახმარების გაწევის შესახებ განაცხადი კომიტეტის მიერ განიხილება პრიორიტეტულ საფუძველზე. მუხლი 23 – განაცხადები საერთაშორისო დახმარებაზე 1. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია კომიტეტს წარუდგინოს განაცხადი მის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით საერთაშორისო დახმარების გაწევის შესახებ. 2. მსგავსი განაცხადი შესაძლოა წარდგენილ იქნეს ერთობლივად ორი ან მეტი სახელმწიფო მხარის მიერ. 3. განაცხადი უნდა შეიცავდეს 22–ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას და სხვა საჭირო დოკუმენტაციას. მუხლი 24 – ბენეფიციარი წევრი სახელმწიფოს როლი 1. წინამდებარე კონვენციის დებულებების შესაბამისად, საერთაშორისო დახმარების გამოყოფა რეგულირდება შეთანხმებით ბენეფიციარ მონაწილე სახელმწიფოსა და კომიტეტს შორის. 2. საერთო წესით, ბენეფიციარი მონაწილე სახელმწიფო, მის განკარგულებაში არსებული რესურსების ფარგლებში, მონაწილეობს დაცვის იმ ზომებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში, რომლებისთვისაც გამოყოფილია საერთაშორისო დახმარება.

3. ბენეფიციარი მონაწილე სხელმწიფო კომიტეტს წარუდგენს მოხსენებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით გაწეული დახმარების გამოყენების შესახებ. VI. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფონდი მუხლი 25 – ფონდის ხასიათი და რესურსები 1. წინამდებარე კონვენციით ფუძნდება „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი“, შემდგომში „ფონდი“. 2. ეს ფონდი, იუნესკოს დებულების შესაბამისად, წარმოადგენს მიზნობრივ ფონდს. 3. ფონდის სახსრები შედგება: ა) მონაწილე სახელმწიფოთა შენატანებისაგან; ბ) იუნესკოს გენერალური კონფერენციის მიერ ამ მიზნით ასიგნებული სახსრებისაგან; გ) შენატანების, შემოწირულობების ან სამემკვიდრეო ქონებისაგან, რომლებიც შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს: * სხვა ქვეყნის მიერ; * გაეროს სისტემის ორგანიზაციებისა და პროგრამების, კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის, და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;


53 * სახელმწიფო ან კერძო ორგანოების ან კერძო პირების მიერ; * ამ ფონდის სახსრებზე ნებისმიერი პროცენტული დანარიცხებით; * ფონდის სასარგებლოდ ორგანიზებული ღონისძიებებისგან მიღებული თანხებით; * კომიტეტის მიერ შემუშავებული და ფონდის დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალებებით. 4. სახსრების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი გენერალური ასამბლეის სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე. 5. კომიტეტს შეუძლია სხვა ფორმებით მიიღოს ზოგადი ან კონკრეტული მიზნებისთვის განკუთვნილი შენატანები და დახმარებები, რომლებიც დაკავშირებულია განსაზღვრულ პროექტებთან იმ პირობით, რომ ასეთ პროექტებს კომიტეტი მოიწონებს. 6. ფონდში შენატანები არ შეიძლება განხორციელდეს რაიმე პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა მოსაზრებებით, რომლებიც შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციის მიზნებთან. მუხლი 26 – მონაწილე სახელმწიფოების შენატანები ფონდში 1. წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოეები, ნებაყოფლობითი დამატებითი შენატანების

შეუზღუდავად, ვალდებულებას იღებენ არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ შეიტანონ შენატანები, რომელთა თანხა, დაანგარიშებული ყველა ქვეყნისათვის ერთიანი პროცენტული განაკვეთით, განისაზღვრება გენერალური ასამბლეის მიერ. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ასამბლეა დამსწრე მონაწილე სახელმწიფოთა და კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, რომლებსაც არ გაუკეთებიათ წინამდებარე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალიწინებული განაცხადი. მონაწილე სახელმწიფოს აღნიშნული შენატანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს იუნესკოს ჩვეულებრივ ბიუჯეტში მისი შენატანის 1%. 2. თუმცა წინამდებარე კონვენციის 32–ე ან 33–ე მუხლებში ხსენებულ ნებისმიერ სახელმწიფოს, მისი სარატიფიკაციო სიგელის, ან მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების მომენტში შეუძლია განაცხადოს, რომ ის არ იქნება შეზღუდული წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებით. 3. წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიპუნქტით ფოს, წინამდებარე მუხლის მე–2 გათვალისწინებული განაცხადის გაკეთების შემდეგ, შეუძლია გააუქმოს თავისი განაცხადი, რის შესახებაც მან უნდა აუწყოს იუნესკოს გენერალურ დირექტორს. განაცხადის გაუქმება, ამ სახელმწიფოსათვის დაკისრებულ შენატანთან მიმართებაში, ძალაში შედის


54 გენერალური ასამბლეის მომდევნო სხდომის გახსნის თარიღიდან. 4. კომიტეტის მიერ თავისი საქმიანობის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, განაცხადის წარდგენა მონაწილე სახელმწიფოებმა წინამდებარე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შენატანები რეგულარულად, არანაკლებ ორ წელიწადში ერთხელ, უნდა განახორციელონ. ეს თანხა დაახლოებით უნდა შეადგენდეს იმ შენეტანთა თანხას, რომელსაც ეს მონაწილე სახელმწიფოები განახორციელებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეზღუდულნი იქნებოდნენ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებით. 5. კომიტეტის წევრებად არ შეიძლება არჩეულ იქნეს წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომელსაც აქვს მიმდინარე ან გასული კალენდარული წლის სავალდებულო ან ნებაყოფლობითი შენატანების დავალიანება; ეს დებულება არ ვრცელდება თავდაპირველ არჩევნებზე, ასეთ სახელმწიფოებს, რომლებიც უკვე წარმოადგენენ კომიტეტის წევრებს, უფლებამოსილება უწყდებათ წინამდებარე კონვენციის მე–6 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი არჩევნების მომენტიდან. მუხლი 27 – დამატებითი ნებაყოფლობითი შენატანები ფონდში 26–ე მუხლით გათვალიწინებული თანხის გარდა ნებაყოფლობითი შენატანების მსურველი მონაწილე

სახელმწიფოები ამის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებენ კომიტეტს, რათა მან შესაბამისად დაგეგმოს თავისი საქმიანობა. მუხლი 28 – თანხების მობილიზების მიზნით ჩატარებული საერთაშორისო კამპანიები მონაწილე სახელმწიფოები შეძლებისდაგვარ მხარდაჭერას უწევენ ფონდში თანხების მობილიზების მიზნით იუნესკოს ეგიდით ორგანიზებულ საერთაშორისო კამპანიებს. VII. მოხსენებები მუხლი 29 – მონაწილე სახელმწიფოთა მოხსენებები მონაწილე სახელმწიფოები, კომიტეტის მიერ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით წარუდგენენ კომიტეტს მოხსენებებს საკანონმდებლო და მარეგულირებელი და წინამდებარე კონვენციის შესრულების მიზნით მიღებული სხვა ზომების შესახებ. მუხლი 30 – კომიტეტისთვის წარდგენილი მოხსენებები 1. კომიტეტი, გენერალური ასამბლეის ყოველ სესიაზე წარადგენს თავისი საქმიანობისა და 29–ე მუხლში მითითებული მონაწილე სახელმწიფოების მოხსენებების საფუძველზე მომზადებულ მოხსენებას. 2. ეს მოხსენება წარედგინება იუნესკოს გენერალურ კონფერენციას.


55 VIII. გარდამავალი დებულებები მუხლი 31 – კავშირი კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებად აღიარებასთან 1. კომიტეტს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეაქვს ის ნიმუშები, რომლებიც აღიარებულია კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებად, წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლამდე. 2. კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდბრეობის აღნიშნული შედევრების რეპრეზენტაციულ სიაში შეტანა არანაირი სახით არ განსაზღვრავს სიაში ნიმუშების შემდგომ შეტანას მე– 16 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად. 3. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ დაუშვებელია რაიმე სახის აღიარება. IX . დასკვნითი დებულებები მუხლი 32 – რატიფიცირება, მიღება და დამტკიცება 1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება იუნესკოს წევრ სახელმწიფოთა მიერ რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების მიხედვით.

2. მიღების ან დამტკიცების სარატიფიკაციო სიგელები, დოკუმენტები მიღების ან დამტკიცების შესახებ შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ დირექტორს. მუხლი 33 – მიერთება 1. წინამდებარე კონვენციასთან მიერთება შეუძლია იუნესკოს არაწევრ ყველა სახელმწიფოს, რომლებსაც ორგანიზაციის გენერალური კონფერენცია სთავაზობს ამ კონვენციასთან მიერთებას. 2. წინამდებარე კონვენციასთან მიერთება შეუძლიათ ასევე სრული შიდა თვითმმართველობის მქონე ტერიტორიულ ერთეულებს, რომლებიც ასეთად აღიარებულია გაეროს მიერ, მაგრამ გაეროს გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუციის შესაბამისად, არ მიუღწევიათ სრული დამოუკიდებლობისათვის, და მინიჭებული აქვთ კომპეტენცია წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებში, მათ შორის, აღიარებულ საკითხებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმების კომპეტენცია. 3. მიერთების დოკუმენტი შესანახად იუნესკოს გენერალურ მდივანს.

გადაეცემა

მუხლი 34 – ძალაში შესვლა წინამდებარე კონევენცია ძალაში შედის ოცდამეათე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების დღიდან 3 დღის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში,


56 რომლებმაც თავიანთი სარატიფიკაციო სიგელები ან მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დოკუმენტები შესანახად გადასცეს მითითებულ დღეს ან უფრო ადრე. სხვა ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოსთან მიმართებაში კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის, ან მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის დღიდან. მუხლი 35 – ფედერაციული ანუ არაუნიტარული კონსტიტუციური სისტემები ფედერაციული ანუ არაუნიტარული კონსტიტუციური მოწყობის მქონე მონაწილე სახელმწიფოებისათვის გამოიყენება შემდეგი დებულებები: ა) რაც შეეხება წინამდებარე კონვენციის დებულებებს, რომელთა გამოყენება ფედერალური ან ცენტრალური საკანონმდებლო ხელისუფლების იურისდიქციაში შედის, ფედერალური ან ცენტრალური მთავრობის ვალდებულებანი ისეთივე იქნება, რაც არაფედერალური მოწყობის მქონე მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებანი; ბ) რაც შეეხება წინამდებარე კონვენციის დებულებებს, რომელთა გამოყენება ფედერაციაში შემავალი იმ შტატების, ოლქების, პროვინციების ან კანტონების იურისდიქციაში შედის და, რომლებიც, ფედერაციის საკონსტიტუციო სისტემის შესაბამისად, არ არიან ვალდებული მიიღონ საკანონმდებლო

ზომები, ფედერალური მთავრობა აღნიშნულ დებულებებს, მათი მიღების რეკომენდაციითურთ, გააცნობს შტატაების, ოლქების, პროვინციების ან კანტინების შესაბამის მმართველ ორგანოებს. მუხლი 36 – დენონსაცია 1. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციის დენონსირება.

შეუძლია

2. დენონსაციის ნოტიფიცირება ხდება წერილობითი აქტით, რომელიც შესანახად გადაეცემა იუნესკოს დირექტორს. 3. დენონსაცია ძალაში შედის დენოსაციის აქტის მიღებიდან 12 თვის შემდეგ. კონვენციიდან გასვლის ძალაში შესვლის თარიღამდე დენონსაცია არანაირი სახით არ ცვლის იმ მონაწილე სახელმწიფოს მიერ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებმაც განახორციელა დენონსაცია. მუხლი 37 – დეპოზიტორის ფუნქციები იუნესკოს გენერალური დირექტორი, როგორც წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარი, 33–ე მუხლში მითითებულ ორგანიზაციის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს, ასევე გაეროს, ატყობინებს 32–ე და 33–ე მუხლებში მოხსენიებული ყველა სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარების, აგრეთვე, 36–ე მუხლში მითითებული დენონსაციის აქტების შესახებ.


57 მუხლი 38 – შესწორებები 1. მონაწილე სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციაში შესწორებები შეუძლია წერილობითი შეტყობინებით შესთავაზოს იუნესკოს გენერალურ დირექტორს. გენერალური დირექტორი ყველა მონაწილე სახელმწიფოს უგზავნის ამ შეტყობინებას. თუ აღნიშნული შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოთა ნახევარზე მეტი დადებითად უპასუხებს ამ წინადადებას, გენერალური დირექტორი განსახილველად ან შესაძლო მისაღებად წარადგენს გენერალური ასამბლეის მომდევნო სესიაზე. 2. შესწორებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა ხმების ორი მესამედით. 3. წინამდებარე კონვენციაში შესწორებები, მათი მიღების შემდეგ, ექვემდებარება მონაწილე სახელმწიფოთა მიერ რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან მიერთებას. 4. შესწორებები ძალაში შედის მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის თანხმობით წინამდებარე მუხლის მე–3 პუნქტში მითითებული დოკუმენტების შესანახად ჩაბარებიდან სამი თვის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებმაც მოახდინეს წინამდებარე კონვენციაში შესწორებების რატიფიცირება, მიიღეს, დაამტკიცეს ან მიუერთდნენ მათ. მომავალში, ყოველი მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომელიც მოახდენს შესწორების რატიფიცირებას, მიიღებს, დაამტკიცებს ან მიუერთდება

მას, აღნიშნული შესწორება ძალაში შევა სახელმწიფო მხარის მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ საკუთარი დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან სამი თვის შემდეგ. 5. მე–3 და მე–4 პუნქტებით დადგენილი პროცედურა არ ვრცელდება მე–5 მუხლთან დაკავშირებულ შესწორებებზე, რომელიც შეეხება კომიტეტის წევრ სახელმწიფოთა რაოდენობას. 6. სახელმწიფო, რომელიც წინამდებარე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ ხდება წინამდებარე კონვენციის მონაწილე, თუ სხვა განზრახვის შესახებ წინადადებას არ გააკეთებს, ჩაითვლება: ა) წინამდებარე კონვენციის, – მიღებული შესწორებებით, – მხარედ; ბ) წინამდებარე კონვენციის მხარედ, მასში შესწორებების მიღების გარეშე, იმ მონაწილე სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომლისთვისაც ეს შესწორებები სავალდებულო არ არის. მუხლი 39 – ტექსტების ავთენტიკურობა წინამდებარე კონვენცია შედეგნილია ინგლისურ ,არაბულ, ესპანურ, ჩინურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, ამასთან, ექვსივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მუხლი 40 – რეგისტრაცია წინამდებარე კონვენცია, გაეროს 102 მუხლის შესაბამისად, იუნესკოს გენერალური დირექტორის თხოვნით, რეგისტრირდება გაეროს სამდივნოში.




ფოლკლორული ანსამბლი „მთიები“ საშემსრულებლო ტრადიციების ავთენტურობის ქომაგი


ხალხური საკრავები


ტრადიციული მეთოდით დამზადებული პურიდა კარაქი

ყველის დამზადება;



ტრადიციული ლუდი ხატობის აუცილებელი ატრიბუტია


ბროშურა მომზადებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ. ტექსტი: რ. მირზიკაშვილი, მ. თაქთაქიშვილი, კ. ნაცვლიშვილი დიზაინი: ზ.მებურიშვილი ბროშურაში გამოყენებულია ფოტომასალა რ. მირზიკაშვილის, კ. ბახტურიძის, ზ. ცერცვაძის, კ.ნაცვლიშვილის, მ.თაქთაქიშვილის, თ. წერეთლის, მ. ვარძელაშვილის პირადი არქივებიდან. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 0105. ქ.თბილისი. ათონელის 27ა www.heritagesites.ge



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.