კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

Page 1

ერთად შევქმნათ კულტურის პოლიტიკა !


ქვეყნის კულტურის პოლიტიკა იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობაა , რომლითაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს კულტურის სფეროში .


დღეს მსოფლიოში არსებობს კულტურის პოლიტიკის

5 ძირითადი მოდელი .

კულტურის პოლიტიკის დეტალური განმარტება პირველად 1967 წელს მონაკოში , იუნესკოს სხდომაზე გაჟღერდა .

საქართველოში პირველად ვიწყებთ მუშაობას კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტზე .


2013 წელს სამინისტრომ განსაზღვრა

10 ძირითადი პრიორიტეტი . ამავე წელს დაიწყო კულტურის კონცეფციის შემუშავება .


კულტურის პოლიტიკის მნიშვნელობა • • • • • • • • •

კულტურის მიმართ ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება ; კულტურული ფასეულობების , მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა ; კულტურის მრავალფეროვნებისა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ; კულტურის თვითგანვითარებისათვის პირობების შექმნა ; კულტურის პოპულარიზაცია , როგორც ქვეყნის შიგნით , ასევე მის ფარგლებს გარეთ ; შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება და ჰარმონიზაცია ; მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონვენციების გათვალისწინება ; მატერიალური და არამატერიალური კულტურის სფეროების მენეჯმენტი ; კულტურის პოლიტიკის მონიტორინგი .


2014

წლის ბოლომდე წარიმართება კამპანია :

ერთად შევქმნათ კულტურის პოლიტიკა !


კულტურის მინისტრის ინიციატივით

2015

გვსურს , წელი საქართველოში გამოცხადდეს კულტურის წლად , ხოლო თბილისი კულტურის ქალაქად .


სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკის ერთ ერთი მთავარი მიზანია , ეროვნული კულტურა აქციოს მსოფლიო კულტურის ნაწილად და საგანძურად .


სამუშაო პროცესი 3 ძირითადი ეტაპისგან შედგება : კულტურის პოლიტიკის შემუშავებამდე უნდა დაიხვეწოს კონცეფცია და შემდეგ განისაზღვროს კულტურის სტრატეგია .


სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები .

წარიმართება მოლაპარაკებები UNESCO-სთან , ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან .


სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება , სახელმწიფოს სხვა სტრუქტურები .


კულტურის პოლიტიკის შემუშავების პროცესში ასევე ჩაერთვებიან : არასამთავრობო ორგანიზაციები , კერძო სექტორი , მედია , საგანმანათლებლო ინსტიტუტები , საპატრიარქო , სტატისტიკის დეპარტამენტი და სხვა ორგანიზაციები .


უახლოეს პერიოდში შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ჯგუფის მუშაობის ანგარიშები იქნება გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი .


ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის კულტურის პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ რეგიონები და უცხოეთში მცხოვრები ქართველები .


ველით თქვენს შენიშვნებს , რეკომენდაციებსა და იდეებს . ამ მიზნით შეიქმნა ინტერნეტ -სივრცეში web-გვერდი და Facebook და twitterგვერდები .

www.culture.ge www.facebook.com/CulturePolicyGe www.twitter.com/CulturePolicyGe policy@culture.gov.ge


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.