VIII-III ათასწლეულები ძვ.წ. __ ნეოლითის ხანა,მიმთვისებლური მეურნეობიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლა,თიხის ჭურჭლის გაჩენა,ქვის იარაღის გაპრიალება; -IV ათასწლეულები ძვ.წ. __ V პირველყოფილი თემური ურთიერთობების რღვევა ძველ ეგვიპთეში;
IV-III ათასწლეულები __ ქვის იარაღთან ერთად ჩნდება სპილენძის იარაღი, მოსახლეობა მისდევს მიწათმოქმედებას,მეცხოველეობას,ნადირობას;ძველ ეგვიპტეში იქმნება - ზემო და ქვემო ეგვიპტე; I V ათასწლეულის დამლევი-III ათასწლეულის დამდეგი __ ბრინჯაოს იარაღის და საჭურვლის დამზადება,სარწყავი მიწათმოქმედებისა და მომთაბარული მეცხოველეობის განვითარება,დამწერლობის შექმნა,მონათმფლობელური ცივილიზაციების წარმოქმნა;რკინის მეტალურგიის განვითარება და ბრინჯაოს იარაღის რკინის იარაღით ჩანაცვლება; 3200-2800 __ ეგვიპტის ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოალიბება ; 2850-2450 __ შუმერის სახელმწიფოს აღმავლობის პერიოდი; 2800-2550 __ ეგვიპტის მომძლავრებისა და მეზობელ ქვეყნებზე გავლენის გავრცელების პერიოდი III-VI დინასტიების მართველობის დროს; 2800-1100 __ ბრინჯაოს ხანის ეგეოსის ანუ კრეტა-მიკენის კულტურის გავრცელება კონტინენტურ საბერძნეთში,კრეტისა და ეგეოსის ზღვის კუნძულზე; 2315-2260 __ სარგონ დიდის მეფობის პერიოდში მძლავრი აქადის სახელმწიფოს ჩამოლიბება; 2300-1700 __ მდინარე ინდის ხეობაში მაღალგანვითარებული ინდური ცივილიზაციის გავრცელება; 2250-2050 __ ეგვიპტის სახელმწიფოს დაქვეითების პერიოდი; 2150-2030 __ მძლავრი შუმერ აქადის სახელმწიფოს აყვავება ურის დინასტიის ბატონოის პერიოდში; 2050-1750 __ ეგვიპტის სახელმწიფოს ხელახალი მოღონიერება XI-XVI დინასტიების ბატონობის პერიოდში; 2000 __ ინდოევროპული ტომების მიგრაციის დასაწყისი/ელინური ტომების შეღწევა თანამედროვე საბერძნეთისა და იტალიის ტერიტორიაზე,ხოლო არიული ტომების__ ინდოეთის ტერიტორიზე/; 1900-1600 __ ბაბილონის აღზევება I ბაილონური,ანუ ამორეული დინასტიის დროს; 1 815-1783 __ ასურეთის სახელმწიფოს გაძლიერება და ტერიტორიული ექსპანსია მეფე შამშიადად I -ის მმართველობის დროს; 1792-1750 __ მეფე ხამურაბიდა ბაბილონის სახელმწიფოს გაძლიერება,მარის,ელამისა და ასურეთის დამორჩილება,ე.წ. ხამურაბის კანონთა კრებულის მიღება; 1741 __ ზაგროსის მთიანეთში მცხოვრები კასიტების პირველი ლაშქრობა ბაბილონის წინააღმდეგ; 1700-1580 __ ჰიქსოსების მიერ ეგვიპტის დაპყრობა,ახალი დედაქალაქის,ავარისის დაარსება,ჰიქსოსური წარმომავლობის XV-XVI დინასტიების მართველობა, თებეს მმართველის იაჰმე I-ის მიერ ჰიქსოსების საბოლოო განდევნა 1680-1590 __ ”ზღვიდან ზღვამდე’’ გადაჭიმული ძველი ხეთური სამეფოს ჩამოყალიბება მეფეების, ლაბარნა I-ისა და ხათუსილი I-ის დროს; ხეთური სამეფოს შემდგომი გაძლიერება მეფე მურსილი I-ის დროს, ხურიტების დამარცხება და ბაბილონის დანგრევა; 1600-1100 __ პირველი ჩინური სახელმწიფო ინის,ანუ შანის სახელწოდებით; 1595-1171 __ კასიტების მიერ ბაბილონის დაპყრობა და მათი ბატონობის დამყარება; 1500-1350 __ მითანის სამეფოს ჩამოყალიბება და გაძლიერება მეფე თუშრათას დროს, მითანის დამარცხება ხეთებსა/სუფილულიამა I/და ასურელებთან/ასურუბალიტ I/წარმოებულ ომებში; 1490-1368 __ ფარაონ თუტმოს III-ის მმართველობა ეგვიპტის ახალ სამეფოში
და მისი სამხედრო წარმატებები /პალესტინის,სირიის,ლიბიის,ნუბიის დაპყრობა, ბაბილონზე ასურეთსა და ხეთებზე გავლენის გავრცელება, საზღვაო ფლოტის შექმნა/; ეგვიპტის ძლევამოსილების აპოგეა ფარაონ ამენჰოტეპ III-ის მმართველობის პერიოდში; 1400-1200__ მიკენის სახელმწიფოს აყვავების ხანა; 1380-1340 __ მეფე სუფილულიამა I-ის მიერ მითანის სახელმწიფოს დამარცხება, წარმატებები ეგვიპტესთან ბრძოლაში და ხეთების გავლენის აღდგენა სირიაში; 1368-1351 __ ფარაონ ამენჰოტეპ IV-ის,ანუ ეხნატონის მიერ რელიგიური რეფორმის ჩატარება, ღმერთ ატონის მონოთეისტური კულტის დაწესების მცდელობა; 1 351-1342 __ ფარაონი ტუტანხამონი და ქურუმები აუქმებენ წინამორბედი ფარაონის მიერ ჩატარებულ რელიგიურ რეფორმას; 1345-1315 __ ხეთბის სამეფოს სამხედრო ძლიერების ზენიტი მეფე მურსილი II-ის მმართველობის პერიოდში /ქასქების, ჰაიასას, არცავას, ხალაფის, ამურუს და ქარხემიშის ტომების დაპყრობა/; 1314-1290 __ სასახლის კარზე გადატრიალების შედეგად ეგვიპტის მართვის სადავეები გადადის არასამეფო წარმოშობის ჰარემხაბზე, რომელიც აარსებს ახალ, XIX დინასტიას, ეგვიპტის სამხედრო წარმატებები ჰარემხაბსა და სეთი I-ის მმართველობის ხანაში; 1310-1245 __ ასურეთის სამეფო აღზევება ადადნირარისა და სალმანასარ I-ის მეფობის პერიოდში; 1290-1225 __ ეგვიპტის უკანასკნელი დიდი ფარაონ რამსეს II-ის ხანგრძლივი მართველობა, აღდგენილია ბატონობა პალესტინასა და სირიაზე, ფართოდ გაიშალა სატაძრო და სამეურნეო მშენებლობა; 1270-1260 __ აქაველი მეფეების კოალიციის მიერ არებულია და დარბეულია ტროას სამეფო; 1245-1209 __ ასურეთის მეფის თუქულთის-ნინურტა I-ის ლაშქრობები ნაირის ქვეყნისა და შავი ზღვისპირას მცხოვრები ტომების (კოლხების) წინააღმდეგ; 1225-1215 __ ფარაონ მერნეპტას მმართველობის დროს მოსეს თაოსნობით ხორციელდება ებრაელების გამსვლა ეგვიპტიდან; 1200-1190 __