სპარსული და ძველებრაული ლეგენდები მეღვინეობის კავკასიიდან წარმოშობის შესახებ...

Page 1

რას ამბობენ სპარსული და ძველებრაული ლეგენდები მეღვინების კავკასიიდან წარმოშობის შესახებ...

ვაზის წარმოშობის უძველესი კერა ამიერკავკასია რომ არის, ამაზე სპარსული და ძველებრაული ლეგენდებიც მეტყველებს. სემიტური თქმულებები კულტურული ვაზის სამშობლოდ გამორიცხავს ისეთ ძველ ცენტრს, როგორიცაა სირია-პალესტინა, ინდოევროპული კი - სპარსეთს. ორივე ეს გადმოცემა ვაზის კულტურის წარმოშობას სამხრეთ კავკასიას უკავშირებს,


იმ ტერიტორიას, რომელიც ოდითგანვე აბორიგენი იბერიულ-კავკასიური ხალხით იყო დასახლებული.

სპარსული ლეგენდის მიხედვით, სახელგანთქმული მეფის შამირამის შვილმა, უფლისწულმა ბადამმა სიკვდილს გადაარჩინა ფასკუნჯი (ან არწივი), რომელსაც გველი ახრჩობდა. მადლიერმა ფრინველმა მეფეს მცენარის თესლები მიუტანა. ამ თესლებიდან კი მშვენიერი მცენარე აღმოცენდა და მშვენიერი ნაყოფი - მტევნები გამოიღო. ყურძენი დაწურეს და მიიღეს საუცხოო სასმელი - ღვინო. მეფის ბრძანებით, მთელს ქვეყანაში ვენახების ზვრები გააშენეს. როგორც ლეგენდიდან


ირკვევა, ფასკუნჯი "ჩრდილოეთის ქვეყნიდან" მოფრინდა. ირანის ჩრდილოეთით კი ამიერკავკასია მდებარეობს. უფრო მეტიც, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთის მხარე (სპარსულად: "ქუსტი აპახტარ") საუკუნეების განმავლობაში არა ზოგადი მნიშვნელობით, არამედ კონკრეტულად ამიერკავკასიის აღმნიშვნელ გეოგრაფიულ-პოლიტიკურ ტერმინად იხმარებოდა. საინტერესოა ცნობილი გერმანელი მკვლევარის, ვ. ჰენის ლინგვისტურფლორისტული ანალიზი: "ვაზის ჭეშმარიტი სამშობლო კასპიის ზღვის მახლობლად მდებარეობს. უღრან ტყეებში მკლავის სიმსხო ვაზები უზარმაზარ ხეებზეა გადახლართული. კახეთში, სამეგრელოში, სომხითში, სადაც დღესაც შემორჩა უძველესი წეს-ჩვევები, მოყავთ ნარინჯისფერი, ბალზამური სიტკბოს მეტად არომატული ვაზის ჯიშები, ხოლო უკეთილშობილესი კახური საფერავი ისეთ მუქწითლად შეფერილ წვენს იძლევა, რომ ამ წვენით მანდილოსნები ერთმანეთს მოკითხვის წერილებსაც კი უწერენ. ებრაული გადმოცემის მიხედვითაც, ვაზის სამშობლოდ "ჩრდილოეთის ქვეყანა" ამიერკავკასია, კერძოდ კი, სამხრეთ კავკასია და არარატის მხარეა.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.