FJS2

Page 1


FJS2

Literary Magazine ლიტერატურული კრებული

GZAAT 2015


მთავარი რედაქტორები: ანა დავითაია, ქეთი ყამბარაშვილი Chief Editors: Anna Davitaia, Keti Kambarashvili მხატვარი: ნიკო ბერიძე Illustrator: Nicko Beridze gzaat_literature@yahoo.com

© GZAAT, 2015

qarTuli akademiuri wigni Tbilisi 0179, ir. abaSiZis 16 2227137; 599960904 acad.ge; artlinesinfo@gmail.com დაბეჭდილია საქართველოში


Man sollte alle Tage wenigstens ein kleines Lied hören, ein gutes Gedicht lesen, ein treffliches Gemälde sehen und, wenn es möglich zu machen wäre, ein vernünftiges Wort sprechen.” - Johann Wolfgang von Goethe “I'll give you the whole secret to short story writing. Here it is. Rule 1: Write stories that please yourself. There is no Rule 2.” - O. Henry “ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს” - ტიციან ტაბიძე

“La ficción se inventó el día Jonas llegó a su casa y le dijo a su esposa que tenía tres días de retraso, porque había sido tragado por una ballena." - Gabriel Garcia

Marquez

“Едва ли есть высшее наслаждение, как наслаждение творить.” - Николай Васильевич Гоголь

“Si toutes ces excuses ne suffisent pas, je veux bien dédier ce livre à l’enfant qu’a été autrefois cette grande personne. Toutes les grandes personnes ont d’abord été des enfants. (Mais peu d’entre elles s’en souviennent.)” - Antoine de SaintExupéry


სარჩევი Table of Contents ქუჩის მუსიკოსი...........................................5 მოგზაური ....................................................6 გამარჯობა, ექო ............................................9 მეზობლები .................................................16 მსხვერპლი...................................................18 ამონაგლეჯი რეალობიდან..........................20 ქართველი ვაჟკაცი.......................................25 ***.................................................................28 The Sad March.............................................29 Blessed With A Curse...................................30


ქუჩის მუსიკოსი ეს სადგური იმიტომ შეარჩია, რომ ბავშვობაში სწორედ აქ უწევდა ყოველდღე გავლა. ლუისი ხანში შესული მუსიკოსია. მისი მეორე ნახევარი, როგორც თვითონ ამბობს, ვიოლინოა. სიყვარულისგან გულგატეხილმა და ცხოვრებისგან იმედგაცრუებულმა, გადაწყვიტა ცხოვრების ბოლო ეტაპზე ქუჩის მუსიკოსი გამხდარიყო. ბავშვობაში, მეტროდან ამოსულს, ყოველთვის ხიბლავდა მუსიკის გაგონება. ხურდები თუ ჰქონდა, არასდროს იშურებდა მათ მუსიკოსებისათვის, მაგრამ ახლა, როდესაც თვითონ არის მუსიკოსის ამპლუაში, ყველაფერი სხვაგვარად ეჩვენება. ბევრჯერ უგრძვნია თავი ზედმეტად. ზოგჯერ ისიც კი გაუფიქრებია, იქნებ ვერ მხედავენ, არ ესმით ჩემი მუსიკის ხმაო. მისი მუსიკალური კარიერა შეუმჩნეველი რჩებოდა. იმედიც თანდათან იწურებოდა. ლუისს აღარ ეხალისებოდა მუსიკოსობა. გრძნობდა, თითქოს ხალხს ყოველდღე თავიდან აბეზრებდა თავს. ათასში ერთხელ თუ შეჩერდებოდნენ მის წინ და დაელოდებოდნენ მანამ, სანამ ნაწარმოებს დაასრულებდა, რომ მისთვის ფული ეჩუქებინათ და როდესაც ვინმე მის მოსასმენად შეჩერდებოდა, ლუისი უფრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს. ცდილობდა ემოციები უფრო მკაფიოდ გამოეხატა და მსმენელი ესიამოვნებინა. სხვანაირად ეთაკილებოდა მსმენელისთვის თვალებში შეხედვა და ფულის გამორთმევა. ბოლოს მაინც დანებდა. თუმცა მეტროში გატარებულმა საათებმა, როგორც თვითონ ამბობს, რაღაც ცხოვრებისეული ასწავლა. თავიდან ძალიან უჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. ენატრებოდა მეტრო. ის მეტრო, რომელის მგზავრებმაც ასე გაიმეტეს.ენატრებოდა გამვლელები, რომლებიც მის მოსასმენად ჩერდებოდნენ. ცოტახანში მიხვდა, რომ ის ტკივილიც ენტრებოდა, რომელსაც ნაწარმოების შესრულებისას განიცდიდა და მაინც რომ განაგრძობდა დაკვრას, მიუხედავად მსმენელის უყურადღებობისა. არა, ამას ახლა არ მიხვდა. ეს სულ იცოდა, უბრალოდ საკუთარ თავთანან არ აღიარებდა. მას ყოველთვის ხიბლავდა ეს გრძნობა. თითქოს თავისებური სილამაზე ჰქონდა. მელანქოლია, რომლის

5


ფასსაც ვერავინ ხვდებოდა ისე კარგად, როგორც თვითონ. ეს ყოველივე კიდევ უფრო უნიკალურსა და ძვირფასს ხდიდა ამ გრძნობას. ახლა, როცა თავი დაანება, კიდევ უფრო ტკბილად იხსენებდა მუსიკოსობის პერიოდს. თითქმის ეჭვი ეპარებოდა საკუთარ გადაწყვეტილებაში, ღირდა თუ არა თავის დანებება. ლუისი ახლა დახლთან ზის და გაზეთებს ყიდის. დილაობით დაინახავთ მის წინაშე მყიდველთა რიგს. ისინი, როგორც ხალხის უმრავლესობა, დაინტერესებულები არიან ახალი ამბებით. ზოგი უბრალოდ შორიდან ამოიკითხავს დიდი ასოებით ამოტვიფრულ რამდენიმე სათაურს და ამითაც კმაყოფილდება. თუ ქალაქში რაიმე განსაკუთრებული ხდება, გაზეთები ორჯერ დიდი რაოდენობით იყიდება. ამ დღეებში ლუისი კიდევ უფრო მოწყენილი ჩანს. მყიდველების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ლუისში ნოსტალგია იღვიძებს. მას მეტრო ენატრება. ის მეტრო, სადაც ხალხს მისი შესრულებული მუსიკის ხმა არ ესმის. ის ხალხმრავალი მეტრო, სადაც ლუისი მარტოა თავის მეორე ნახევართან ერთად.

ნუცა სამხარაძე

მოგზაური „- იაკობ! იაკობ!“ მე ჩემს ძმას ვეძახდი. ის ჩემზე ათი წლით უფროსია და ამიტომაც სულ ჩემზე წინ მიდის, მე კი სულ მიჭირს მისი დაწევა. დღეს ცხელა, მაგრამ

სასიამოვნო

ნიავი

ოდნავ

გვიმსუბუქებს

გზას.

მზე

კვლავინდებურად აცხუნებს, ჩიტებიც კვლავინდებურად ჭიკჭიკებენ. ჩვენ გზის ნაპირზე მივდივართ. მანქანები კვლავ შეუჩერებლად გვივლიან გვერდს, როგორც ყოველთვის. ყველას თავისი გზა და საზრუნავი აქვს, მაგრამ ჩვენ ერთი რაღაც გვაერთიანებს. მზე ყველას

6


თანაბრად გვაცხუნებს თავის მწველ სხივებს და ნიავიც თანაბრად გვაგრილებს. მე და ჩემმა ძმამ მოგზაურობა სამი წლის წინ დავიწყეთ. ახლა მე თერთმეტი წლის ვარ. მშობლები მე და იაკობმა ავარიაში დავკარგეთ. ამ შემთხვევის მერე ჩვენ აღარავინ დაგვრჩა და ამიტომაც, ბავშვთა სახლში ამოვყავით თავი. „ობლიტუსს“ მე გულგრილად ვერასდროს გავიხსენებ. ამ საშინელ ადგილს არასოდეს ადგებოდა მზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქმის არასდროს მიპყრობდა

შიშის

გრძნობა,

მიუახლოვდებოდა ხოლმე.

გვქონდა შუქი. ამიტომაც

როდესაც

მზე

ჰორიზონტს

მთელი ამ დროის განმავლობაში,

ერთადერთი, ვინც მამხნევებდა, იაკობი იყო. სამი თვის შემდეგ, იაკობი თვრამეტი წლის ხდებოდა და კანონის მიხედვით, ბავშვთა სახლის დატოვება უწევდა. მან იცოდა ამის შესახებ. მე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, რომ ამ ყველაფერს მიმხვდარიყავი, თუმცა არა, ალბათ უბრალოდ ვერ წარმომედგინა ის ფაქტი, რომ ვინმე ჩემი და

იაკობის

დაშორებას

მოინდომებდა.

ის

ხომ

ერთადერთი

ადამიანია, ვისაც ვუყვარვარ, ვინც ჩემზე ზრუნავს, ვისაც შემიძლია გავუზიარო ჩემი ტკივილი და ბედნიერება. ორი თვის შემდეგ იაკობმა მითხრა, რომ მალე მას „ობლიტუსის“ დატოვება მოუწევდა, რადგან უკვე დიდი იყო და დამოუკიდებლად შეძლებდა თავის რჩენას. ეს იყო ყველაზე საშინელი რამ,

რაც კი შეიძლებოდა

მომსვლდა. იაკობს ვუთხარი, რომ თან გავყვებოდი, მაგრამ კანონი ამასაც გვიკრდძალავდა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტეთ გაქცევა და მოგზაურობის დაწყება. საით მივდიოდით?

წარმოდგენა არ გვქონდა. სამაგიეროდ,

ერთად ვიყავით. ბავშვთა სახლიდან გაქცევა არც თუ ისე ძნელი იყო. ჩვენ გვქონდა თევზის ორი კონსერვი, ხუთი ბოთლი წყალი და, რაც

7


ყველაზე

მთავარია,

გვყავდა ერთმანეთი.

ძირითადად

სულ

გვშიოდა, გვწყუროდა, ან გვციოდა, სამაგიეროდ უბედური არცერთი ვიყავით. თავშესაფრის მოძებნა გამოსაძინებლად ადვილი არ იყო. დროთა განმავლობაში გარეთ ძილსაც მივეჩვიეთ. არ ვიცოდი რა მანძილი გავიარეთ, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცოდი, რომ არ გავჩერდებოდით მანამ, სანამ არ ვნახავდით ადგილს, სადაც თავს დაცულად და მშვიდად ვიგრძნობდით. ზოგჯერ წარმოვიდგენდი ხოლმე

ამ

ადგილს

უზარმაზარი ჰორიზონტზე

-

ცივილიზაციისგან

შორს,

შუა

ტყეში,

ხეებით გარშემორტყმულს, სადღაც შორს, რომ მოჩანს კლდეები თეთრი დათოვლილი

მწვერვალებით. წარმოვიდგენდი ჩვენს პატარა ქოხს, რომელიც ტბის პირას იქნებოდა. ჩვენ ვითევზავებით ტბაში, ან ვინადირებდით ტყეში და ჩვენს მშვიდ არსებობას ხელს ვერავინ შეუშლიდა. როგორც იქნა, იაკობმა გაიგონა ჩემი ხმა. უკვე შუადღე იყო და მზის სხივები კიდევ უფრო გამეტებულად წვავდა დედამიწას. დამავიწყდა იმის თქმა, რომ ძალიან მიყვარს კითხვა. ვიცოდი, რომ ჩვენ ვაშინგტონის შტატში ვიყავით. სადღაც ამოვიკითხე ულამაზესი ტბის შესახებ, რომელიც ზუსტად ამ შტატში მდებარეობს. იაკობს დავუძახე და ვუთხარი მისკენ აგვეღო გეზი. ჩვენ გავარკვიეთ, რომ ჩელანი, ერთერთი უმშვენიერესი ტბა, სულ ახლოს იყო. გამთენიისას ჩვენ უკვე ჩელანის ნაპირზე ვიდექით. ყველაფერი ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც წარმომედგინა. როგორც იქნა! ამდენი ძებნის შემდეგ, ჩვენ ვიპოვეთ ადგილი, სადაც ადამიანებისგან შორს ვიქნებით, დაცულები და ბედნიერები. იაკობს ვუთხარი, რომ აქ მთელი ცხოვრების გატარება შეგვეძლო და ისიც დამეთანხმა.

8


უახლოეს ქალაქში ხელსაწყოების საყიდლად წავედით, რომელიც ქოხის ასაშენებლად გვჭირდებოდა. ზუსტად ამ დროს დაგვიჭირეთ თქვენ, ოფიცერო. ამდენი წლების მანძილზე ჩვენ ვშიმშილობდით, დავხეტიალობდით, ვეძებდით და საბოლოოდ, როდესაც ვიპოვეთ ეს ადგილი, თქვენ დაგვიჭირეთ. დაგვჭირეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ძონძებში ჩაცმულ შავკანიან ბავშვებს შეუძლებელია ჰქონდეთ ორასი დოლარი. ეს მთლიანი დანაზოგია, რაც მამაჩემს ჰქონდა, სწორედ აქედან გვაქვს ეს ფული. ვიცი, რომ არ გჯერათ ჩემი, მაგრამ ახლა რაც დამრჩენია, არის მხოლოდ იმედი... იმედი იმისა, რომ თქვენ გამიგებთ, რომ თქვენ ის ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც მშობლების სიკვდილის შემდეგ დაგვეხმარება.

თუ

დაგვიჭერთ,

მე

კვლავ

„ობლიტუსში“

დამაბრუნებენ. მე კი აუცილებად გამოვიქცევი იქიდან! ვერავინ შეძლებს ჩემი და ჩემი ძმის დაშორებას, ვერავინ! მოხუც ოფიცერს თავისდაუნებურად გაეღიმა

და

თითქოს

გულგრილად მიპასუხა: „-ყოველთვის მინდოდა ჩელანის ნაპირზე ცხოვრება“.

საბა ბიკაშვილი

გამარჯობა, ექო ჭუჭრუტანებში, რომლებიც ქუჩის მხარეს გამოდიოდა, სინათლე ჩამქრალიყო, რაც ნიშნავდა, რომ დიდ დარბაზში სპეკტაკლის რეპეტიცია

დამთავრებულიყო..ლურჯ,

ბაფთიან

კაბაში

გამოწყობილი პატარა,ჭორფლებიანი, წითურიგოგონა თეატრის შესასვლელთან მიყუჟულიყო და რაღაცას სულმოუთქმელად

9


ელოდებოდა.

როდესაც

უკანასკნელმა

მსახიობმა

დარაჯს

დამშვიდობების მიზნით ხელი დაუქნია და გაუჩინარდა, გოგონამ მოხერხებულად შეიცვალა სამალავი და ცოტა უფრო სერიოზული პოზიციები

დაიკავა.

დარაჯის

მაგიდის

კუთხესთან

მუხლებმოკეცილი, დაგორგოლავებული გოგონა სუნთქვას იკავებდა, რომ სამარისებური სიჩუმე არ დაერღვია, ტუჩებს კი ძლიერად აჭერდა მუხლებს, რომ შემთხვევით არ გასცინებოდა. -აბა ხვალამდე, ლედი მაკბეტ!- დავემშვიდობე უკანასკნელ მსახიობს და სავარძელში საზურგეს მივაწექი. „რა მედიდურია სცენაზე ეს გოგო და სინამდვილეში უმაკიაჟოდ არც შეხედავს კაცი, მაგრამ ჩემი ჭირიც წაუღია, რა მენაღვლება?! ბოლო მსახიობიც გავისტუმრე და ეხლა ერთი-ორი რომც გადავკრა, კაციშვილი ვერ გაიგებს.

უხ!

როგორ

მიყვარს,

ადრე

რომ

ამთავრებენ

ამ

დაუსრულებელ რეპეტიციებს, რა?! მეც ხომ ადამიანი ვარ, არ მინდა დასვენება?! ეს გიგლაც რამ გააგიჟა, გაუგია კაცს, ორ კვირაში ერთხელ ახალ სპექტაკლს იწყებდე და ერთი თვის თავზე პრემიერას აცხადებდე?!... რატო გაწყალდა ეს კონიაკი ასე, ან რამ გაათბო ამ ყინვაში?!... ისე, გამოწერილი წამალი კია უძილობის, ეგრევე მთქნარებას მაწყებინებს. თან, რაც დღემ იკლო და მალე ბნელდება, სულ ძილ-ბურანში ვარ.. მგონი, მეორე ცვლის ალეკომ დამილია, თორემ მეტი იყო, აშკარად, დარჩენილი, რამ დაცალა ასე მალე?!“ ხელები კეფის ქვეშ ამოვიდე და ის იყო ვითიშებოდი, გამახსენდა, რომ დიდი დარბაზი არავის ჩაუკეტავს. „არა, რა! არავინ და არაფერი გაძლევს მოსვენებას ამ ცხოვრებაში! როგორ მესიკვდილება ეხლა იქ მიბარბაცება. აიღოს ეს გასაღები ბოლო მსახიობმა და გამოსვლისას გადაკეტოს კარები, დაშავდება რამე??“

10


დარაჯი უკმაყოფილოდ წამოიწია, გაიზმორა, გასაღები მარცხენა კედელზე მიჭედებული ლურსმნიდან ჩამოხსნა და ბუტბუტით მიაშურა დარბაზისაკენ. გოგონამ უფრო ძლიერად მიაჭირა ტუჩები მუხლებს და ღრმად ჩაისუნთქა, რომ სუნთქვა ადვილად შეეკავებინა. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ფეხის ხმა ისევ ძალიან ახლოს იგრძნო, რასაც ისევ მონოტონური ბურტყუნი დაერთო და ბოლოს სავარძელში ჩახეთქების და გასაღების ზედაპირზე დავარდნის ხმამ ყველაფერი მწყობრში მოიყვანა. დარაჯი ისევ ძველ პოზიციაზე მოკალათდა

და

გასაღებიც

იქვე

მიაგდო.

გოგონას

ძალიან

მოსწონდა,რომ შეძლო,ზებუნებრივი ძალების დახმარების გარეშე გამხდარიყო უჩინმაჩინი, თან მოსწონდა, რომ ძალიან უშიშარი იყო და თანაც, დარწმუნებული, რომ სასაცილო დარაჯი ვერშეამჩნევდა საკუთარიმაგიდის ქვეშ შეყუჟულ გოგონას, ან თუ შეამჩნევდა, ცოტას იბურტყუნებდა და კეთილად გამოისტუმრებდა თეატრის შესასვლელიდან. პატარა უჩინმაჩინი იქამდე იჯდა ძეგლივით გაუნძრევლად, სანამ სამარისებური სიჩუმე ხვრინვამ არ დაარღვია დარაჯს ღრმად ჩასძინებია. ამ ნანატრი ხმის გაგონებაზე გოგონა წამოხტა, კაბა გაისწორა და გამარჯვებული სახით მიუახლოვდა მძინარე, სასაცილო კაცს.გასაღებს, რომელიც ძალიან თვალსაჩინო ადგილას იდო, ხელი დაავლო და დიდი დარბაზის შესასვლელისკენ გაეშურა. ორჯერ გადაატრიალა გასაღები და ჩაბნელებულ სივრცეში აღმოჩნდა. დიდი დარბაზის სცენაზე მდგარ გოგონას, ცარიელი სკამების

დანახვაზე

უნებურად

აღმოხდა

აღფრთოვანებისაგან,

დარბაზმა კი არ დააყოვნა და ექოთი უპასუხა. „ბოლოსერთი კვირის წინ დავლიე, ჩემი ცვლისას თეატრში და ეგრევე გავითიშე. იმდენ ხანს და ისე მკვდარივით მეძინა, დილას

11


თვალები რომ გავახილე, გიგლა თავზე მედგა, გაკვირვებული სახე ჰქონდა და ულვაშებს იფხანდა. არც უსაყვედურია, არც ხმა ამოუღია, სათვალე გაისწორა, მშვიდობიანი დილა მისურვა და პირდაპირ დიდ დარბაზში შევიდა. ნეტა, მიწა გამსკდომოდა იმ დილას... არა, კი იცოდამსმელი კაცი რომ ვარ, მაგრამ რას იფიქრებდა,დილით, სამსახურშიასეთ მდგომარეობაში რომ მნახავდა. ფუი, რა შტერი ხარ, რევაზ

ვლადიმეროვიჩ!

რამ

დაგაძინა

ეგრე

მკვდარივით

მაგ

დაწყევლილ დღეს. ერთი სიტყვით, ისეთი სირცხვილი ვჭამე, რომ იმ დღის მერე აღარ დამილევია. ხოდა რას მოვაყოლე? ჰოო. ორი დღის წინ,

რეპეტიციის

შემდეგ,

ყოველთვის,დარბაზის

ყველა

ურდული

რომ

გადავკეტე,

წავიდა,

როგორც

მოვკალათდი

და

ჩავთვლიმე. ოცი წუთიც არ იქნებოდა გასული, რაღაც ფათური მომესმა, რომელსაც მიჩვეული ვარ, რადგან სარდაფში ვირთხები გვყავს და ხშირად ხმაურობენ. მაგრამ თეატრია მაინც, რას არ გაიგებ კაცი და ვიფიქრე სული ჰო არ ჩასახლდადა ხმაურობს - მეთქი. ცოტა ადვილად ვიჯერებ მსგავს სისულელეებს და დიდად არ გამკვირვებია

ეგ

იდეა

ჩემი

თავისაგან.

თვალებდახუჭული

ვეყრდნობოდი სკამის საზურგეს, თავიდან არ ამომდიოდა, რა სირცხვილიც ვჭამე ბატონ გიგლასთან,როცა ისევგავიგე რაღაც ფათურის ხმა, რომელიცთანდათან მიახლოვდებოდა. ცოტა დავიძაბე და

გადავწყვიტე

თავი

მომეკატუნებინა,

ვითომ

მეძინა..

მაინტერესებდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ხმაური. გეგმას პატიოსნად შევასრულებდი,გასაღების გაჩხრიალების ხმა რომ არ გამეგო. შეუმჩნევლად მოვჭუტე მარჯვენა თვალი

და ძლივს

დავინახე ის, რისი დანახვის ინტერესიც მკლავდა. მაგრამ ეს სურათი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გახელილი თვალი ისევ ძლიერად

12


დავხუჭე

და

ენაგამოყოფილი

თავიდან გოგონა

გავახილე. ცდილობდა

პატარა,

ჭორფლებიანი,

გგასაღებს

მიმწვდარიყო,

რომელიც ზუსტად ჩემს პირდაპირ იდო. ამ გოგონას მაყურებელთა რიგებში ხშირად ვხედავდი, ჩუმი და წყნარი ბავშვი მეგონა სულ, მაგრამ ამ ამპლუაში იმდენად ვერ წარმომედგინა, რომ საკუთარ თვალებს

ბოლომდე

ვერ

ვუჯერებდი.

ყველაზე

მეტად

კიის

მაბნევდა, რომ ვერაფრით ვხვდებოდი,რა განზრახვით მპარავდა გასაღებს

ასე

გულუბრყვილოდ.

ალბათ,

ჩემი

გაურკვევლობა

ერთადერთი მიზეზი იყო, რატომაც ვაცადე ჭორფლიანს გასაღების მოპარვა. ინტერესი მკლავდა, გამეგო, რას უპირებდა დარბაზის გასაღებს უდარდელი პატარა ქურდი. გოგონამ მშვიდად წაავლო ხელი ჩემს კუთვნილ გასაღებს, კუნტრუშით გაირბინა შესასვლელი და თვალს მოეფარა. კარების მიჯახუნების ხმა გავიგე და როდესაც დავრწმუნდი, რომ ჩემ მანევრს ვეღარ გაიგებდა, ჩუმად წამოვდექი. ერთი

ოთახი

მეგულებოდა,

რომელსაც

მხოლოდ

იმ

შემთხვევაშიიყენებდნენ, როდესაც თეატრს გამოჩენილი ადამიანი სტუმრობდა და ნაკლებად უნდოდა მასაში გამოჩენა.ოთახიდან პირდაპირ

უყურებდი

სცენას,

დარბაზში

მყოფს

კი

ძალიან

გაუჭირდებოდა შენი დანახვა. მეც ჩუმი ნაბიჯებით დავიძარი ოთახისკენ და ინტერესისგან ცოტა დაძაბულმა შევაღე პატარა კარი. დასაზეთმა კარებმა გაიჭრაჭუნა და მეც პირდაპირ სცენის მოპირდაპირე მხარეს აღმოვჩნდი. ოდნავ ჩავიკუზე და ნიკაპი აივნის მოაჯირს გავუსწორე.“ ჭორფლიანი გოგონა სცენის შუაში იჯდა, იდაყვები მუხლებზე ედო და ნიკაპს ხელისგულებს აყრდნობდა. მშვიდი იყო და იღიმოდა. „გამარჯობა, ექო!“ წარმოთქვა ხმამაღლა და გადაიკისკისა.

13


„იცი,ახლა მარტო მე და შენ ვართ აქ, გესმის?!ჰოდა, მიდი, მელაპარაკე, ვერავინ გაგიგებს. პირობას გაძლევ, არასოდეს ვიტყვი, რომ ბგერების არეკვლაზე ბევრად მეტი შეგიძლია..“ თქვა და ისევ ბედნიერად გადაიკისკისა. მერე წამოხტა, დოინჯი შემოირტყა და განაგრძო. „ ახლა ვიყვირებ, შეგეშინდება და ხმას ამოიღებ. თუარადა, მასწავლე, როგორ აგალაპარაკო.“ მერე იქვე მდგარ პიანინოსთან მიირბინა, თავსახურიაწია და შოპენის პრელუდიის დაკვრა ისე გრძნობიანად დაიწყო, რომ იქვე დამალულ გაშეშებულ დარაჯს კინაღამ დაავიწყდა,სად იყო და ტაშის დაკვრისგან თავი ძლივს შეიკავა. გოგონა ისეთი ემოციით უკრავდა, რომუსინათლო მსმენელი

უთუოდ

იფიქრებდა,პიანისტს

ცხოვრებისგან

დიდი

გამოცდილება დაუგროვებიაო. „ვუყურებდი და თვალებს ვიფშვნეტდი გაოცებისგან.. მეგონა, ეს ყველაფერი მესიზმრებოდა, ან, უთუოდ ეჭვს შევიტანდი საკუთარ სიფხიზლეში,

დარწმუნებული

რომ

არ

ვყოფილიყავი,

იმ

სამარცხვინო დღის მერე წვეთი აღარ დამელია. რა ჰქონდა შიგნით ამ პატარა, ჭორფლიან ქურდბაცაცას იმხელა, რომ ასე გულიდან ამოსდიოდა ჰანგები, ან სად მოასწრო ამდენი ემოცია დაეგროვებინა საკუთარი სიცოცხლის მანძილზე, როცა ჯერ მიწას ძლივს იყო აცდენილი?! ბოლო ტონიკა ისე აიღო, გეგონება, მთელი ცხოვრება თვალწინ გადაეშალა და ყველაფერი თავიდან იგრძნოო. ალბათ, მარტო 13 წლისა იქნებოდა, ჩუმი და უწყინარი ბავშვი, რა გულწრფელი იყო. თურმე, როგორ უხდება სცენას ნამდვილი ემოციები, რომელიც არავის დაუდგამს და არც არავინ თამაშობს. რა მაგარი

გოგოა, რა.

ან

იქნებ

იმიტომაა ესეთი

გულწრფელი,

დარწმუნებულია, რომ მარტოა და არავინ უყურებს?! აუდიტორია

14


ხომ გავალდებულებს, ითამაშო. ეჰ, მაგის მეტი რა მინახავს, რო.. ოცდამეშვიდე წელია თეატრს ვემსახურები.“ 27

წელი

იმუშავა

თეატრში

და

პირველად

ნახა

ასეთი

ჭეშმარიტების ზეიმი სცენაზე, რომელიც სიყალბითაა გაჟღენთილი. პიანინოს სახურავი დაახურა და სანამ ადგებოდა, ისევ დაუძახა ექოს: „მე დაგიკარი, ხომ ხედავ,როგორ ამყევი, შეგძლებია.. სმენა გქონია.“ ჩაიხითხითა.. „გთხოვ, გამეცი ხმა, თუთიყუშივით მარტო ჩემსას რომ იმეორებ.. ვიცი, რომ გესმის, იმიტომ დავუკარი, რომ შემაფასო.“

გაჩუმდა,

თვალები

ძლიერად

დახუჭა

პასუხის

მოლოდინში და ის რომ ვერ მიიღო, რასაც ელოდა, ამოიხვნეშა, ადგა და ისევ სცენის შუაში დადგა. „მაშინ, ჩემ თავზე მოგიყვები.“ განაგრძო „ოღონდ, რადგან არ მპასუხობ, მეც არ დაგელაპარაკები, მუნჯურად აგიხსნი და შენით მიხვდი ჩემს ისტორიას“. ექო ძალიან ბებერი იყო, უკვე რამდენი წელი იყო გასული, რაც ამ დარბაზში ცხოვრობდა და თამაშის მეტი არაფერი ენახა. ამ სცენაზე ყველა რაღაც როლს ირგებდა. ამ სცენაზე არავინ იყო გულწრფელი. ექომ პირველად ნახა უნიღბო სახე. ექომ პირველად ნახა წრფელი ემოციები. ექო გოგონას ვერ პასუხობდა. ექოს ბედნიერებისგან ხმა ჩავარდნოდა. ექო ამაყობდა. ექო ახლიდან იბადებოდა.

თათუშა არველაძე

15


მეზობლები ანდაზა: ,,მეზობელო კარისაო,

მეზობლები იყვნენ, მაგრამ

სინათლე ხარ თვალისაო”, მათზე არ ვრცელდებოდა. თვალის სინათლე კი არა, მდიდარმა და დიდ ეზოიანმა მეზობელმა აღარ იცოდა როგორ დაეჩაგრა თავისი პატარა ეზოიანი მეზობელი. ხან რას წაგლეჯდა და ხან რას, ხარბი თვალი სულ პატარა ეზოს ბაღნარისა და ანკარა წყაროსაკენ ეჭირა. თან ირწმუნებოდა, ძალიან კეთილი და კარგი ვარ, სად ნახავთ კიდევ ჩემნაირ მეზობელსო. თავის ეზოში ამუშავებდა პატარა ეზოს ბინადრებს - ვითომ ასაქმებდა, მაგრამ ერთი ხელით რომ გასამრჯელოს აძლევდა, მეორე ხელით ორ იმდენს ართმევდა. ეგენიო, იტყოდნენ პატარა ეზოს უხუცესი ბინადრები, ეხლა კი არ გახდნენ

ხარბები, გაუმაძღრები და ბოროტები,

ყოველთვის ეგეთები იყვნენო. ამ ორ ეზოს დიდი ეკლიანი ღობე ყოფდა. ერთი-ორჯერ დიდი ეზოს ბინადრებმა დაახვიეს თავისი გაწვრთნილი მოჯამაგირეები ამ ღობეს და პატარა ეზოს მხარეს გადმოწიეს. პატარა ეზოს ბინადრები აყვირდნენ, იჩხუბეს , იდავეს, მაგრამ სულ ტყუილად. დიდი ეზოს ბინადრებს უფრო დიდი და ვერაგი ჩანაფიქრი ჰქონდათ. პატარა ეზოს ბინადრებმა გადაწყვიტეს მეზობლობა

და

მეგობრობა მდინარის გაღმა შეძლებულ, კეთილ და ზრდილობიან ხალხთან გაებათ. ერთმანეთს სტუმრობდნენ, მიდი-მოდიოდნენ, გაღმელები პატარა ეზოს ბინადრებს აიმედებდნენ თქვენს გვერდით გვიგულეთო. მათაც უხაროდათ: ელხა კი უკეთესად ვიცხოვრებთ, ძველი მეზობელი ბუზსაც ვეღარ აგვიფრენს ახალი მეზობელმეგობრების რიდითო,ის კი არა,

იქნება ჩვენი წართმეული ეზოც

დავიბრუნოთო. ერთ არამშვენიერ დღეს კი, ძველმა მეზობლებმა

16


დღისით-მზისით, ასწიეს თავისი ეკლიანი ღობე და პატარა ეზოს შიგ შუაში გადმოდგეს. ატყდა დიდი წივილ-კივილი, პატარა ეზოს ბინადრები დაესივნენ ეკლიან ღობეს და გლეჯა დაუწყეს, თან მდინარის

გაღმა

მეგობრების

იმედი

ჰქონდათ,

ეხლა

კი

მოგვეხმარებიან, ეხლა ხომ მარტო აღარ ვართო. ბევრი იბრძოლეს ღობესთან, ხელები და სახე სულ დაიკაწრეს, ბევრი სისხლი იდინეს,მაგრამ

ღობეს

ძვრაც

ვერ

უყვეს.

გაღმა

მეზობლებმა

შემოუთვალეს: ,,მაგ ღობის გადაწევაში ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგათი ძალიან

განაწყენებაც

არ

გვინდა,

თაფლს

და

ერბოს

იაფად

გვაძლევენო, ისე კი ვგმობთ მათ საქციელს, ელხა კი, მართლაც ყველამ დაინახა მათი ნამდვილი სახეო, თქვენთვის კი წყალს გამოვგზავნით, რომ იარები მოიბანოთ და გული გაიგრილოთო ”ეწერა წერილში. ისხდნენ თავის ნამცეცა ეზოში ყურებჩამოყრილი , დარდით თვითონაც

დაპატარავებული

ეზოს

ბინადრები.

ბაღ-ბოსტანი,

ხეხილის ბაღები და ანკარა წყარო ღობის გადაღმა დარჩენილიყო. ზოგიერთს კიდევ იმედი ჰქოდა, გამოჩნდება ვინმე ჩვენი პატრონი და ამ უსამართლობას ბოლოს მოუღებსო, მაგრამ მას, ვისაც სამართლიანობის აღდგენა შეეძლო , ამის სურვილი არ ჰქონდა, დიდი ხანია სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა და პატარა ეზოს ბინადრები არ აინტერესებდა. ქეთი ყამბარაშვილი

17


მსხვერპლი ერთი

ჩვეულებრივი

ჩვეულებრივ

ქალაქში

პლანეტის, ცხოვრობდა

ჩვეულებრივი

ქვეყნის,

არაჩვეულებრივი

გოგო.

არაჩვეულებრივი გოგო დღეს ცოტა ღელავდა გასაუბრების წინ, ამ დღისთვის გულმოდგინედ მოემზადა, ფრთები შეიკრა და სქელზე სქელი წითელი მაისურით საგულდაგულოდ დამალა თავისი ლამაზი ,,ნაკლი". ყველა წინა გასაუბრებაზე სასტიკად დასცინეს გოგონას, ფრთები დაინახეს თუ არა, არც დაინტერესდნენ მისი სწავლა-განათლებით და ხელმარჯვეობით: არა გენაცვალე, რაღა დროს ფრთები და ანგელოზობაა, ეგეთი თანამშრომლებივის რაში გვჭირდებაო. გასაუბრებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი. 4. . .3. . . 2. . . 1 …, კარი გააღო. მაღალმა, გამხდარმა ახალგაზრდამ, გოგონას გულგრილად გამოსძახა: “მობრძანდით”. გოგონამ უნებურად მხრებზე ხელი მოისვა,

დამშვიდდა,

არაფერი

ეტყობოდა.

წამოდგა

და

თავდაჯერებული ნაბიჯით შევიდა პატარა ოთახში. მაგიდასთან შუა ხნის კაცი იჯდა. - აქ დაბრძანდით. აბა, მითხარით, რატომ უნდა აგიყვანოთ ჩვენ ამ თანამდებობაზე კონკრეტულად თქვენ? -მსურს ჩემი შესაძლებლობები გამივიყენო და ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთო. მგონია, რომ სწორედ აქ შევძ... შეწუხებულმა კაცმა უხეშად შეაწყვეტინა გოგონას: -თქვენი ის

თვისებები ჩამომითვალეთ გეთაყვა, რომელიც,

თქვენი ვარაუდით დაგვაინტერესებს. -ამ სფეროში საკმაოდ დიდი ცოდნა მაქვს, შრომისმოყვარე ვარ, პასუხისმგებლობის რძნობაც მაქვს…. . .

18


გოგონა გაჩუმდა. ვერ გადაეყვიტა ეთქვა თუ არა, არადა ძალიან უნდოდა თქმა, ძალიან. იქნებ ღირს,

იქნებ ჯობია ერთხელ კიდევ

სცადოს? თანაც თავს უკვე ცუდად გრძნობდა რაღაცის დამალვა რომ სცადა. -იცით ... - დიახ გისმენთ. -მე ფრთები მაქვს. -ფრთები?

მოურიდებლად

გადაიხარხარა

კაცმა

და

გორგოლაჭებიან სკამზე ოდნავ უკან გადაწვა. მერე წინ გადმოიხარა, გოგონას სახეში ჩააშტერდა და რატომღაც შენობით მიმართა: - იქნებ ისიც გინდა თქვა, რომ პატიოსანი და სამართლიანი ხარ? გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, -და ალბათ, ტყუილის თქმაც არ შეგიძლია - თვითონვე უპასუხა საკუთარ კითხვას კაცმა , -აქ თქვენ სამსახურს ვერ იშოვით, ჩვენ სხანაირი მოიტყუო

თანამშრომლები გვჭირდება. . . თუ საჭიროა უნდა კიდეც,

უსამართლობაზეც

თვალები

დახუჭო,

მლიქვნელობაც უნდა კარგად

შეგეძლოს და სხვებისთვის ორმოს

გათხრაც, მაგ ფრთებით კი...

ამას ვერ შეძლებ, მუზეუმში მიდი,

ვიტრინას დაამშვენებ ფრთებით - უშნოდ იხუმრა კაცმა. გოგონას საშინლად სცხვენოდა. არა, საკუთარი თავის კი არა, იმ კაცის გამო. სულ ასე ემართებოდა, როცა ვინმე უხეშად ან არასწორად იქცეოდა, ნახვამდისო

სირცხვილით ჩაილაპარაკა

თვითონ და

იწვოდა

კაბინეტი

ხოლმე.

წამოდგა,

სწრაფად

დატოვა,

გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. იმ საღამოს, მოჭრილი ფრთები კარადის ყველაზე ღრმა უჯრაში საგულდაგულოდ დამალა.

19


*** ერთი

ჩვეულებრივი

პლანეტის,

ჩვეულებრივი

ქვეყნის,

ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდა უკვე გაჩვეულებრივებული გოგო. ეს გოგო დღეს სამსახურში მიდიოდა. ქეთი ყამბარაშვილი

ამონაგლეჯი რეალობიდან მზე არასდროს გვღალატობს. ყოველთვის რჩება ადამიანის – უმწეო,

მარტოსული,

ადამიანის

ერთგული.

თვითტკბობაში არც

ეს

ჩამარხული

დღე

იყო

და

პატარა

გამონაკლისი.

ფორთოხლისფერი, დაუსრულებელი სხივებით, მზემ ადამიანებს კიდევ ერთი დღე უსახსოვრა. ადამიანებს, რომლებიც თანასწორნი არიან მზის წინაშე. როდესაც რუტინა გიყალიბდება, მაღვიძარა კარგავს ყოველგვარ ფუნქციას და აღარაა საჭირო. გამთენიისას, დაღმართს სწრაფი ნაბიჯებით ნანა მიუყვება. ნანა კონტროლიორია. ნანას სიარულის მანერას ყველასაგან გამოვარჩევ. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ პარალელურ ქუჩაზე პატარა ოთახი აქვს ნაქირავები, სადაც თავის პატარა გოგონასთან ერთად ცხოვრობს. ნანა რომ ქვია, ეს ყველამ იცის, ჩვენი უბნის მაღაზიის ნისიების სიაში მუდამ პირველია. ჰოდა, როგორც უკვე ვახსენე, ნანა კონტროლიორია. ზუსტად არავინ იცის, რამდენი ხანია ამოწმებს მგზავრების ბილეთებს ყვითელ, გაცვეთილ, დაძველებულ ავტობუსში, მაგრამ ფაქტია, მისთვის არც დღესასწაული არსებობს და არც დასვენების დღე. ნანა

20


სრული დატვირთვით მუშაობს, დილით 6 საათზე გადის და გვიან ღამით, 12-ზე ბრუნდება. მისი ოცნება თბილი სახლი და დიდი ოჯახია. ამბობს, რომ აუცილებლად გაუკეთებს თავის გოგონას ლამაზ ოთახს. აი, ისეთს, თვითონ რომ ოცნებობდა ბავშვობაში. ღია ვარდისფერი კედლებითა და მოცისფრო-მოიისფრო ფერებში მოხატული საწოლით. ნანა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის საძინებლის კედლებზე, ერთ დღესაც ღრუბლები იქნება მოხატული ლამაზად. ნანა

ძალიან

კეთილია.

იკითხავთ,

ვინ

მოიგონა

სიკეთის

განმარტება ან ვინ დაუწესა ჩარჩო და საზღვრებიო, მაგრამ, ასეა და მორჩა.

სხვა

არცერთი

სიტყვა

არ

აღწერს

ასე

კარგად

მის

უდანაშაულო თვალებს. და აი, ნანა აღარ ჩანს, უკვე ავტობუსშია ალბათ. აქამდე ყვითელი ფორმა ეცვა, რომელიც ძალიან უხდებოდა და მის უკვე გახუნებულ, ქერა თმას სასიამოვნოდ ეხამებოდა. ახლა მწვანე უნიფორმა აცვია, რაღაცნაირი, ჭაობისფერი – ბნელი და უსიამოვნო. თითქოს სახეც აღარ უნათებს ამდენ მუქ ფერში. საერთოდ, ადარდებს კი, როგორ გამოიყურება? მახსოვს, შარშან 46 ნომერ ავტობუსში ამოწმებდა ქაღალდის ნაგლეჯებს, ახლა 19-ეში გადმოიყვანეს. მოგეხსენებათ, ტრანსპორტი მუდამ გადატვირთულია და ნანას მთელი დღე ფეხზე უწევს დგომა. “აიღეთ ბილეთები, თუ შეიძლება” საცოდავად, აკანკალებული ხმით ამოიკნავლებს ხოლმე და ბარათებს აპარატში ატარებს. ავტობუსი ნელ-ნელა იძვრება ადგილიდან. ნანა პატარა გოგონას ხედავს, რომელიც მთელი ძალით ცდილობს დაეწიოს დაძრულ ავტობუსს, ლამისაა, ზურგჩანთიდან წიგნები ამოუცვივდეს. გოგონა მეორე კლასში თუ იქნება. “გააჩერე” – სასოწარკვეთილი ევედრება

21


მძღოლს ნანა და უკანა კარებიც იხსნება. ნანა ბედნიერია, გოგონას სკოლაში არ დააგვიანდება. ნანა ძალიან ბევრ ადამიანს იცნობს, მგზავრებს მუდამ აკვირდება. იცის უმეტესობის სახელი, ისტორია, საცხოვრებელი ადგილი. თვითონ ნანას არავინ იცნობს. “ბილეთი ამიღე, რა” – მათხოვარივით გამოწვდილ ხელში ხურდებს ჩაუჩხრიალებენ ხოლმე და ეჭვის თვალით აკვირდებიან, ნამდვილად ჩაყრის ყუთში საცოდავ 50 თეთრს თუ – არა. თავის დროზე, ამაყი და თავდაჭეილი ქალი ყოფილა ნანა, მაგრამ თავად ამბობს, გაჭირვებამ საკუთარი თავი დამავიწყაო. განა კონტროლიორად

მუშაობა

ეთაკილება

არა,

ხალხის

დამოკიდებულება სტკენს უბრალოდ გულს. გადაჭედილი, გადავსებული ავტობუსის კარებს ხალხის ბრბო აწყდება. თელავენ ერთმანეთს, არ აცდიან გასვლას. ცოტაც, და სასუნთქი ჰაერი გამოილევა. უკანა რიგებს 10-11ე კლასელი ბიჭები იკავებენ

და

“შატალოს”

გეგმავენ.

ნანა

ნელი,

მორიდებული

ნაბიჯებით მიიწევს მათკენ. გარშემო ყველას თითქოს უბოდიშებს და ისე თხოვს, რომ ბილეთი აიღონ. “ბილეთი აიღეთ, ბიჭებო” ნაზად, თითქმის ჩურჩულით მიმართავს ბიჭებს. მისი არსებობა არავინ შეამჩნია. “ბიჭებო, თქვენც დაგაჯარიმებენ და მეც, აიღეთ ბილეთები, გთხოვთ” უწყინარი, მშვიდი ხმით უხსნის ბიჭებს ნანა. “შენ ნუ მასწავლი რა ვქნა და რა არა, შენი საქმე არაა, გაიგე?!” ამოიწია ერთ-ერთი. “დამიხედე ერთი ამას რა, მათხოვარი”. ნანას პასუხის გაცემა არაფრად უღირდა. ალბათ, იმ წამს ათასჯერ მოკვდა და მეათასედვე შვილის გამო გაცოცხლდა. იმ მომენტს, ნებისმიერი

რამ

ერჩია.

გულმოკლული

22

სასწაფოდ

გაერიდა


ავტობუსის უკანა ნაწილს და ამაზრზენი სიცილის ხმებიც უკან მოიტოვა. ავტობუსი აგრძელებს გზას. გაჩერებებზე სულ ცოტა ხნით ჩერდება და ისევ წინ მიდის. მერე უკან, მერე წინ, და ასე, დაუსრულებლად. ნანა, რასაკვირველია ისევ ფეხზეა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილები გათავისუფლდა. ფანჯარას ეყრდნობა და ქვეითებს უყურებს. ყელში გაჩხერილ ბურთს ყლაპავს და სახლში მარტოდ დარჩენილ, პატარა შვილზე ფიქრობს. “აიღეთ ბილეთი?” ორმოცდაათიოდე წლის, კარგად ჩაცმულ, ხუჭუჭა თმიან ქალს ისე ჰკითხა, თვალებში არც შეუხედავს. “ჩაძაღლდით ერთ დღეს ყველანი” ჩაიბურტყუნა ქალმა. მოესმა? არა, ნამდვილად ნანას სწყევლიდა ქალბატონი. “ამოწყდით და დაიმარხეთ ყველანი ერთ დღეს, მათხოვრებად რომ გადაგვაქციეთ!” ნანა კვლავ ჩუმადაა, კვლავ არაფრად უღირს პასუხი. ან რა უნდა ეთქვა? აეხსნა ქალისთვის, რომ თავად მეტად უჭირდა? რომ არაფერ შუაში იყო? რომ სტკიოდა?... ნანას ბავშვის მამა ვინ იყო, არავინ იცის. ერთადერთი, ნანა სულ ამბობდა, ჩემს გოგოს მამამისის თვალები აქვსო. ალბათ, სწორედ ეს უყვარდა მასში ყველაზე მეტად. თვალები, უკიდეგანო თვალები – სადაც საკუთარ თავსაც, მასაც და მთელ სამყაროსაც ერთდროულად ხედავდა. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, უმგზავრია იმ კაცს ნანას ავტობუსით? შეუმოწმებია ნეტა მისი ბილეთი როდისმე? უცნია კი? იცნობდა, თვალებით აუცილებლად იცნობდა. საათები უაზროდ, უკიდეგანოდ იწელება. ნანა სულ უფრო და უფრო სუსტდება, მაგრამ ხურდებს ვერ იმეტებს წასახემსებლად. არ

23


ერგება არც ერთი

ლუკმა, როცა გაყინულ ოთახში

მარტოდ

დატოვებული გოგონა ახსენდება. ბნელდება. ნანა ბედნიერია, რამდენიმე საათიც, და თავის გოგონას ჩაეხუტება. ავტობუსში ბოლო ნაკადი ადის და ნანაც ბოლოჯერ ემზადება ბილეთების შემოწმებისათვის. შუა რიგებში, მის ყურადღებას აკანკალებული, უკვე დაუმორჩილებელი, ჩამომჭკნარი ხელები იქცევენ. ნაცრისფერ, დაძველებულ პიჯაკში, წელში გადახრილი მოხუცია ჩამალული. თვალებს შეშინებული აცეცებს აქეთ-იქით, ელოდება თითქოს რაღაცას. ალბათ ნერვიულობს, ჩემი გაჩერერება არ გამომრჩესო. მისი მიმხედავი ხომ არავინაა? საკუთარი თავის იმედიღა დარჩენია. უყურებს ნანა მოხუცს და ვერ უბედავს, მოსთხოვოს

ბილეთის

ნაგლეჯი.

უყურებს

ნანა

მის

ღრმა,

დაუსრულებელ თვალებს, მთელი სამყარო რომ ჩატეულა შიგნით და ვერაფრით აძლევს საკუთარ თავს უფლებას, მისი ყურადღება რაიმე სხვაზე გადაიტანოს. ავტობუსის უკანა კარი სწრაფად იღება და ნანაც მაშინვე ხედავს უხეშ ხელებს. ნანას არავინ დაინდობს, ეს კარგად იცის. თვალებს ხუჭავს და მის გონებაში მისკენ მომავალი ლურჯჟილეტიანის ნაბიჯების ხმა ექოდ ტრიალებს. მოხუცისა და დედის მოლოდინში, ფანჯარასთან მჯდომი შვილის სახეები ერთმანეთს ენაცვლებიან. ნანას 50 ლარით აჯარიმებენ. ჩვენი უბნის მაღაზიის ნისიების სიაში, ნანა ისევ პირველია.

ანა დავითაია

24


ქართველი ვაჟკაცი ყინულივით კედლებში გამომწყვდეული, დაუნდობელი სიჩუმე სამუდამოდ გაბატონებულა და ფოთლების შრიალსაც კი წაართვა მნიშვნელობა. უდარდელი სიცივე არხეინად დაჰქრის ქუჩებსა და ქალაქებში, მდგმურივით სტუმრობს ყოველ ბინას. კაპანაძეების ოჯახიც მოთმინებით ელის დღეს, როცა დათბება. მოთმინებით კი იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ. პრინციპში, ოთახნახევრიან ბინაში - გაზის, დამწვარი კვერცხისა და იაფი სარეცხი საშუალებების სუნში, ძნელია დაგრჩეს დრო ფეხის თითების მოყინვისათვის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც თემური სახლშია. თემური ნამდვილი ოჯახის უფროსია, ვაჟკაცურად დარაჯობს სახლ-კარს ზამთარში, როცა გარეთ ყინავს. აბა, ვის გაუგია ნამდვილი კაცი ოჯახს ამ სუსხში მარტო ტოვებდეს? სხვა ყველა საქმეს გადადებს ამის გამო... აი, გაზაფხული რომ შემოიჭყიტება ხოლმე თებერვლის ვჭირდები

შუა

რიცხვებიდან,

ოჯახსო.

დაიხურავს

თემური ქუდს

გაიფიქრებს:

და

ზამთარ

რაღაში თბილად

გადაგორებული, ახალი სტიმულითა და განწყობით უბრუნდება ბირჟას. ძმაკაცების ტრაბახის მოსმენისას, თუ როგორ გაატარეს მთელი ზამთარი “ხლებნი დარის” სმაში მათ საყვარელ “ტოჩკაში”, თემურის შურის გრძნობა იპყრობს. თუმცა, ნურას უკაცრავად! არც თემურის მოუკლია ეს სიამოვნება, სახლშიც გემრიელად შეექცეოდა სასმელს. რა, ვინმე დაუშლიდა თუ? ოჯახში ხომ ის წყვეტს ყველაფერს, ის უფროსია.

25


ანი

ლამაზი

გოგოა,

ყოველ

შემთხვევაში,

იყო:

ბებიამისი

ეუბნებოდა, ირონია სუძბის გოგოს გავხარო. ოდნავ დაბალსა და გამხდარს, ძალიან უხდებოდა გრძელი, სქელი თმა, ადრე ყოველდღე რომ იწნიდა ხოლმე. შავ თვალებზე, შავისვე ფანქრის წასმა უყვარდა – ნუშისებრი ჭრილის ხაზგასმისათვის. თემური, მოგეხსენებათ, ნამდვილი ვაჟკაცი იყო და რეგიონიდან ახლად ჩამოსული სტუდენტი

გოგოს

მოტაცების

გეგმა,

დანახვისთანავე

დასახა.

ბედთან შეგუებულ ანის აღარაფრის ძალა აღარ აქვს, მითუმეტეს იმის, რომ რაიმე ხმამაღლა თქვას. თუმცა, გულში მუდამ წყევლის დღეს, როცა თემურის შეხვდა. ზემოდხსენებული დღის შემდეგ, ქმარი ყოველდღე ემუქრება სახლიდან გაგდებით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში შემომტანის როლი დიდი ხანია დაკარგა. მერე რა, სახლი ხომ მისია? ეს ჩამპალი სახლი ხომ მისია? კი, მისია. მამამ გადასცა. შვილი არ ჰყავთ თემურის და ანის. თემურის რომ კითხო, ეს ანის ბრალია,

რამდენიმე

მცდელობის

შემდეგ

ცოლს

გამოუცხადა:

უშვილო ხარ შე ჩემისა, მაგაშიც კი არ გამოდექიო. სინამდვილეში, ანი

არ

იყო

უშვილო,

თუმცა

თემურისთვის

საპირისპირო,

ალტერნატიული ვარიანტი ისეთივე არა რეალური იყო, როგორც მათი

ექვსი

წლის

საპატივცემულოდ).

ბიჭი, ეს

სახელად

ფაქტი

ვაჟიკო

სიმთვრალის

(თემურის დროს

მამის ხშირად

ახსენდებოდა და წუწუნებდა: მამაჩემს პატივი ვერ ვეცი, მოსახელე ვერ გავუჩინეო. პატივისცემას მხოლოდ ასეთი ფორმით აღიქვამდა, თორემ

სასაფლაოსთვის,

ნაგავსაყრელად

რომ

ქცეულია,

აგერ

მერამდენე წელია არ მიუკითხავს. სულ გადარბენა, საქმეები, ხომ ხვდებით?

26


ანი

დიასახლისია.

დიახ,

სწორედ

ისეთი,

როგორიც

წარმოგიდგენიათ. მზე მისთვის ჭურჭლის რეცხვით ამოდის, ქმრის წინდების რეცხვით კი ჩადის. ანიმ ოჯახს უნდა მოუაროს და ქმრის ჭუჭყი დაასუფთაოს. ზამთარში, როცა ოჯახის უფროსი სახლ-კარს დარაჯობს, ანიმ ყოველდღე უნდა იშოვოს სასმლის ფული და თავისთავად,

ლანგარზე

მიართვას

“პულტით”

ხელში

კომფორტულად წამოგორებულ ქმარს. თემურისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა მისი ცოლი ფულს როგორ იშოვიდა. მთავარია, არ ემრუშა და პატიოსანი ქალის სახელი არ დაეკარგა. მერე როგორღა ამოეღო ხმა? ამისთანა ავტორიტეტისა და წონის კაცს, ნამდვილ ვაჟკაცს, მტკვარში მოუწევდა გადახტომა. თემურის დედა, ნარგიზა, ფრიად შეგნებული ქალი გახლდათ. გაგებით ეკიდებოდა იმას, რომ მეუღლე გინებით ოჯახსა და ჯიშს უტრიალებდა. ხანდახან, პატარას შემოარტყამდა კიდევაც. მერე რა, კარგი რომ ყოფილიყო, არ მოხვდებოდა. ზუსტად ამას უნერგავდა რძალსაც. ხანდახან, როცა ანი ქვაბების რეცხვას აყოლებდა გულს, ნარგიზა მიუჯდებოდა ხოლმე და ქადაგებდა: “კაცია, როგორც იტყვის, ისე უნდა მოიქცე.” საკუთარი შვილისათვის ყოველთვის ჰქონდა მზად გამართლება: “კაცია”. საყვარელ თემუკასაც ამხნევებდა ხოლმე: “შენისთანა კაცს, ასეთი ცოლი არ ეკადრება. კაცი ხარ შე დალოცვილო თუ მაჩალკა? ოჯახში სიტყვა არ უნდა გეთქმოდეს?” დედას სიტყვებში, თემუკა შთაგონებას ხედავდა და პატარას გაულაწუნებდა ხოლმე საყვარელ ცოლს. უყურებდა თვალებში, ჰო, იმ თვალებში, პირველად რატომაც მოეწონა. შავი ფანქრისგან გათხაპნილ, დაბინძურებულ თვალებში. ტფუი.. ჩაიბურტყუნებდა და

დაბრუნდებოდა

დიდ

ოთახში.

27

მერე...

მერე

ნარგიზა


გარდაიცვალა.

სხვათაშორის,

ყველაფრის

მიუხედავად,

ანი

ბოლომდე უვლიდა საწოლს მიჯაჭვულ დედამთილს. ნარგიზას გარდაცვალებაც, თავისთავად, ანის ბრალი აღმოჩნდა. ქელეხში, გვარიანად გამომტყვრალმა ვაჟკაცმა, ასე გამოაცხადა: “ანის ბრალია, თორემ, ჩემი დედა ვატირე მე ობოლს ვერ მნახავდითო”. დედამთილის გარდაცვალებას, სახლში სიტუაცია არანაირად არ შეუცვლია. თემუკა დიდი კაცი იყო, ვაჟკაცი. სისხლსა და ხორცში ჰქონდა

გამჯდარი

დედის

დარიგებები

და

ყოველდღიური

შეხსენებები აღარ სჭირდებოდა. თორმეტი თვე, სულ უფრო და უფრო ნელა გადიოდა. ყინულივით კედლებში გამომწყვდეული, დაუნდობელი სიჩუმე სამუდამოდ გაბატონებულა და ფოთლების შრიალსაც კი წაართვა მნიშვნელობა. უდარდელი სიცივე არხეინად დაჰქროდა ქუჩებსა და ქალაქებში, მდგმურივით სტუმრობდა ყოველ ბინას...

ანა დავითაია

**** შეაღო კარი და შევიდა სახლში. ცოლ-შვილს არც შეხედა, შეიხსნა ქამარი და წამოგორდა ტახტზე. -„დედიკო, დედა, ნახე როგორი დაღლილი მოვიდა მამა.“ ჩუმად თქვა ბავშვმა. -„ეგ დაღლილი კიარა მთვრალია.“ ზიზღით წამოიყვირა ცოლმა. საუცხოო არ იყო მისთვის გათხლეშილი, მთვრალი ქმრის ნახვა და არაეთხელ უჩხუბიათ ამ თემაზე, მაგრამ მის გამოსწორებას აღარც იმედოვნებდა.

28


იმ ორიოდე ლუკმაპურს რაც სახლში მოჰქონდა ქმარს, გაძვალტყავებული ცოლი მაინც კმარობდა. ცოლის ხმა ცუდად მოხვდა თავში, ცოლს კამათს არ უწყებდა, იცოდა, რომ არასწორი იყო, მაგრამ თავს ვერ ერეოდა, მაინც სვამდა. ადგა და მარნისაკენ ბარბაცი დაიწყო, კარის სახელურს დაეყრდნო და კინაღამ ძირს დავარდა. მეორე ოთახიდან ცოლმა მიაძახა -„წადი დამეკარგე და აღარც დაბრუნდე!“ ამ ეტაპზე სიძულვილით აღსავსე ქალი, ქმარს სიკვდილსაც კი უსურვებდა. ქმარმა დოქს ხელი დაავლო და ღვინის სმა დაიწყო. სვამდა და წყურვილს ვერ იკლავდა, ერთ დოქს მეორეზე ათავებდა. ნაოჭებიან სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და მოუვლელ წვერში ჩაედინებოდა. დოქს რომ დაცლიდა, ულვაშებს ილოკავდა, რომ ერთი წვითიც არ გამორჩენოდა. შუბლზე ბუზი აჯდებოდა. ბზუილი აწუხებდა, მაგრამ ხელს ვეღარ იქნევდა. ნელნელა თვალები მიეხუჭა, სკამიდან ძირს დავარდა. ტკივილს ვერ გრძნობდა, ვერაფერს ვეღარ გრძნობდა, აზროვნებაც ეკარგებოდა. ჩაეძინა სამუდამოდ ქმარს. დილით ნახეს მკვდარი მამა დედა-შვილმა. დედა ხმას არ იღებდა. -„დედიკო,

ნახე

როგორი

დაღლილია

მამა,

აქ

ჩასძინებია.“

თქვა

გაკვირვებულმა ბავშვმა. დედა ხმას არ იღებდა.

ლუკა აგულაშვილი

29


The Sad March So much joy at the first glance, But so much sorrow, just if you think, Thousand feet stomping all at once, Thousand tears in one perfect sync. They've returned and are still awake, But their brothers lay in eternal sleep, First time emotion that is not fake, My innocent eyes see this deep. A relieving sigh, but a taken breath, Fragile minds locked in battlefield, Alive and well, but in a mental stress, Since their weapons they no longer wield. Nowhere close to what they fear, Away from danger which they lack, Their drunk fate still keeps them near, Since once you're in there's no way back

Blessed With A Curse I'm myself, but not today, I'm someone else, but not tomorrow, I'm in this world, but not to stay. I'm just a face I want to borrow. I'm what I speak and what I write, I'm my thoughts when I go through pain, But this my "me" lasts for one night, And another "me" takes over again.

30


I'm myself, and I do what I please, Other "me" waits for a turn of its own, But very soon this control will cease, By then myself I no longer will own. Momentous joy comes down to sadness, Whilst my thoughts like clouds scud, This my composure turns into madness, And tears of joy turn into blood. If there is something I'm doing in vain, In something else I might be a scholar, I'd disagree if you said I'm insane, I'm blessed with a curse of being bipolar.

Ìkkæ Déviænt

31


“All you have to do is write one true sentence. Write the truest sentence that you know.� - Ernest Hemingway



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.