ინფორმაცია კომპანიის შესახებ Russell Bedford AAC ბუღალტერთა, აუდიტორთა, საგადასახადო კონსულტანტთა და ბიზნესკონსულტანტთა დამოუკიდებელი ფირმების გლობალური ქსელის Russell Bedford International-ის წევრია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საქართველოში აუდიტის, ბიზნეს-კონსულტაციების, საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურების დარგში.
ვაკანსია: აუდიტორის ასისტენტი ძირითადი მოვალეობები: -
-
-
მონაწილეობა მიიღოს აუდიტის პროექტებში და შეასრულოს უფროსი აუდიტორების მიერ მიცემული დავალებები, როგორც კომპანიის, ასევე კლიენტის ოფისში, გასვლითი სამუშაოების შესრულებისას; შესრულებული აუდიტორული სამუშაო სათანადოდ და ზუსტად ასახოს სამუშაო დოკუმენტებში; მონაწილეობა მიიღოს აუდიტორის დასკვნებისა და სხვა ანგარიშების შედგენაში; დაასრულოს მიცემული დავალებები დადგენილ ვადებში; დაიცვას ეთიკისა და პროფესიული ქცევის ნორმები ეთიკისა და ხარისხის კონტროლის სახელძღვანელოს შესაბამისად; შეასრულოს უწყვეტი პროფესიული განათლების მინიმალური მოთხოვნები, დაესწროს გარე და შიდა კურსებს და ინდივიდუალური სწავლების პროგრამებს; მუდმივად ფლობდეს ინფორმაციას მიმდინარე და საერთაშორისო რეგულაციებისა და სახელმძღვანელო მითითებების შესახებ, რომლებიც ეხება აუდიტის პროცესს, ასევე კლიენტთან დაკავშირებულ ბიზნეს-რისკებს; შეასრულოს უფროსი აუდიტორების მიერ მიცემული სხვა დავალებები.
კვალიფიკაციები და უნარები: -
უნივერსიტეტის ხარისხი ფინანსების/ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის დარგში; აუდიტორის ასისტენტად ან მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება; IFRS და საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტების სათანადო და პრაქტიკული ცოდნა; საფინანსო/საბუღალტრო კვალიფიკაციის პროგრამაში (ACCA ან ქართული საკვალიფიკაციო პროგრამა) ჩართულობა ჩაითვლება უპირატესობად; ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარი; ანალიტიკური აზროვნება; გუნდური მუშაობის უნარი;
-
დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი; კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა, ენები: ქართული, ინგლისური - ძალიან კარგად. რუსული - სასურველია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 15 სექტემბრამდე გამოაგზავნეთ რეზიუმეები ელფოსტაზე: khatuna@russellbedford.ge და გრაფაში „საგანი“ მიუთითეთ „აუდიტორის ასისტენტი“. კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.