პანორამა

Page 1

ეკონომიკა საზოგადოება სპორტი

ივნისი, 2020

პანორამა

ხალხზე ხალხისთვის


2

საუკეთესო კაცის არომატი D O L C E

&

G A B B A N A

K I N G


პ ა ნ ო რ ა მ ა

საუკეთესო ქალის არომატი C H A N E L

C O C O

M A D E M O I S E L L E

3


4

სარჩევი

უმუშევრობა კორონავირუსის დროს 6 კორონავირუსი და ჟურნალისტები

8

კორონავირუსი მსოფლიო ეკონომიკის წინააღმდეგ

10

სიკეთე გადამდებია

12

დიდი რბოლა ვაქცინის შესაქმნელად

14

ძალადობა კორონავირუსის დროს 15

რა განაპირობებს ძალადობას საქართველოში

17

ვირუსის დროს ახდენილი ოცნებები

19

ბლოგი მოგზაურობაზე

20

ინტერვიუ ფოტოგრაფთან

23

თეატრალური რეჟისორები

25

ინტერვიუ მარიამ ჯოლოგუასთან

26

უცნაური ქორწილები

27

სპორტი და covid 19

29


პ ა ნ ო რ ა მ ა

რედაქტორის სვეტი სიმართლე გითხრათ, პირველად შიშის გრძნობა დამეუფლა, რადგან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. უნდა შეგვექმნა სრულყოფილი ჟურნალი, სადაც გამოჩნდებოდა ყველა დეტალი, ყველა ის დღე, რაც უნივერსიტეტში გავატარეთ.

ოთხი წლის განმავლობაში, ყოველი წლის ბოლოს განვიხილავდი, როგორ უნდა დამეცვა დიპლომი, რა უნდა გამეკეთებინა და ასე შემდეგ, თუმცა ფიქრს მალევე ვწყვეტდი რადგან ძალიან შორ მომავლად მეჩვენებოდა. თუმცა, დრო ისე მალე გავიდა, ვერც კი გავიაზრე. ოთხწლიანი სწავლების შემდეგ დადგა დრო, როდესაც უნდა მეჩვენებინა, ჩემს დიდ გუნდთან ერთად, რა ვისწავლე და რა ცოდნა მომცა უნივერსიტეტმა. სიმართლე გითხრათ, პირველად შიშის გრძნობა დამეუფლა, რადგან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. უნდა შეგვექმნა სრულყოფილი ჟურნალი, სადაც გამოჩნდებოდა ყველა დეტალი, ყველა ის დღე, რაც უნივერსიტეტში გავატარეთ. უკვე პრაქტიკაში უნდა გადმოგვეტანა ჩვენი ცოდნა. მახსოვს პირველი სიტყვები იყო: „მაქსიმალური სიმკაცრით მოგვექეცით, ბატონო მალხაზ, უფრო ნაყოფიერად რომ ვიმუშაოთმეთქი რაშიც ჩემი გუნდის ყველა წევრი დამეთანხმა. პირველი, რაზეც შევთანხმდით, ეს ჟურნალის სტრუქტურა იყო, - გადავწყვიტეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაგვე­კე­ თე­ბინა და ყველა თემას შევხებოდით, თემებიც გავინაწილეთ და შევუდექით დიდ მზადებას, თუმცა ძალიან მალევე გზად კორონა წამოგვეწია და ჩვენი გეგმები რადიკალურად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შემართებას თითქოს არ ვკარგავდით, სახლში ჯდომამ, დაძაბულმა სიტუაციამ ცოტა იმოქმედა და დაიწყო შედარებით რთული ეტაპი, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტმა კომფორტი ნამდვილად შეგვიქმნა ონლაინ სწავლების მხრივ, მაინც გაჭირდა ფეხის აყოლა ცხოვრების ახალ რიტმზე, დავიბენით, არ ვიცოდით როგორ ჩაგვეწერა ინტერვიუები, რამდენად კარგი გამოვიდოდა, თუმცა მოვახერხეთ, ძალები მოვიკრიბეთ და აქამდე მოვედით, დღეს

ნია ბიჭიკაშვილი მთავარი რედაქტორი

გვაქვს ჟურნალი, სახელად „პანორამა“. საოცარი ემოციები მოიტანა ჩემთვის რედაქტორობამ, მომენტალურად მეგონა, რომ ძალიან გავიზარდე და ამ გაზრდასთან ერთად გაიზარდა პასუხისმგებლობაც, ახლა მე მხოლოდ ჩემი თავი არ მებარა, უკვე ყველას ბედი ერთად ჩემს ტვინსა და ხელში ტრიალებდა. რა თქმა უნდ,ა უდიდეს დახმარებას ვგრძნობდი ჩემი გუნდის წევრებისგან, თუმცა ვერ ვიტყვი რომ პატარა უკმაყოფილებები არ ყოფილა, ალბათ ეს ბუნებრივიცაა, ხუთი განსხვავებული ადამიანი შევე­ჭიდეთ ერთ დიდ საქმეს, სადაც აზრთა სხვადასხვაობაც ბევრი იყო. თუმცა შევძელით ერთი დიდი გუნდი შეგვექმნა, სადაც ყველა დაძაბულობას და სიმარტივეს ერთად გავივლიდით. საბოლოო ჯამში, ჟურნალი შედგა და ბოლო სემესტრი ძა­ლიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ყველა ჩვენ­განისთვის

5


6

უმუშევრობა ჭირის დროს საქართველოში ბევრს ვირუსზე მეტად უმუშევრობის ეშინია

ავტორი

ალექსანდრე კორტავა

კორონავირუსმა უამრავ პრო­ბლე­ მასთან ერთად ადამიანებს უდიდესი ფინანსური ზარალი მიაყენა. მსოფლიოს ქვეყანათა უმეტესობაში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, დაიკეტა თითქმის ყველაფერი. კორონავირუსი უმუშევრობა ჭირის დროს - საქართველოში ბევრს ვირუსზე მეტად უმუშევრობის ეშინია. შეეხო დიდ და პატარა კომპანიებს, მსხვილ და საშუალო ბიზნესებს და რაც მთავარია, იმ ადამიანების ჯიბეს, რომლებიც ყოველდღიური შრომის საფასურად ინახავდნენ საკუთარ თავსა თუ ოჯახებს. არაერთი ასეთი დაზარალებული აღმოჩნდა საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში უამრავი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებმაც ჯერჯერობით არც კი იციან რითი შეინახავენ თავს მომდევნო თვეების განმავლობაში. გიორგი თვით დასაქმებულია, სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს და ამით ინახავს ოთხსულიან ოჯახს: „ჩემი ხელფასი თვეში 1000 ლარია. მას შემდეგ, რაც ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა კორონავირუსის გამო შეიზღუდა, სახლში ვარ. ოჯახიდან ბოლო დროს მარტო მე ვმუშაობ, ამიტომ ამ მოვლენებმა ჩვენი შემოსავლის წყარო მთლიანად გადაკეტა. ჯერჯერობით

მაქვს რაღაც დანაზოგი, რითიც კიდევ ცოტა ხანს შევინახავ ოჯახს, მაგრამ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, არ ვიცი რა იქნება და რა გველის მომავალში. ასეთ მდგომარეობაში მარტო ჩემი კი არა, ძალიან ბევრი ოჯახია დარჩენილი საქართველოში“ თამუნა მარტოხელა დედაა და უკვე 3 წელია ძიძად მუშაობს. ამით არჩენს თავის 14 წლის შვილს და დედას: „ვირუსმა უარესობისკენ შეცვალა ყველაფერი. ბავშვს ვუვლიდი და ამით ვცხოვრობდი. კარანტინის გამოცხადების შემდეგ, სტაბილური შემოსავალი ჩემმა დამსაქმებელმაც დაკარგა. რა თქმა უნდა, ამას სოციალური დისტანცირების ამბავი დაემატა და მომიწია სახლში დაჯდომა, თუმცა, საბოლოოდ გათავისუფლებული არ ვარ და მითხრეს, როცა ვითარება გამოსწორდება, ისევ შეგეძლება გააგრძელო ბავშვის აღზრდა. მე ვფიქრობ მალე უკეთესობა იქნება, ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. რაც შეეხება ფინანსებს, ჯერჯერობით საკვების ყიდვის საშუალება მაქვს, რასაც ისევ იმ ოჯახს ვუმადლი, სადაც ვმუშაობ. როცა წამოსვლა მომიწია, დამატებით ერთი თვის ხელფასი მომცეს. ამისთვის მათი მადლობელი ვარ“ „ევოლუშენ გეიმინგი“ ონლაინ კაზინოების პროვაიდერი კერძო


პ ა ნ ო რ ა მ ა

თამუნა მარტოხელა დედაა და უკვე 3 წელია ძიძად მუშაობს. ამით არჩენს თავის 14 წლის შვილს და დედას: „ვირუსმა უარესობისკენ შეცვალა ყველაფერი. ბავშვს ვუვლიდი და ამით ვცხოვრობდი. კარანტინის გამოცხადების შემდეგ, სტაბილური შემოსავალი ჩემმა დამსაქმებელმაც დაკარგა. რა თქმა უნდა, ამას სოციალური დისტანცირების ამბავი დაემატა და მომიწია სახლში დაჯდომა, თუმცა, საბოლოოდ გათავისუფლებული არ ვარ და მითხრეს, როცა ვითარება გამოსწორდება, ისევ შეგეძლება გააგრძელო ბავშვის აღზრდა.

კომპანიაა, რომელიც 2006 წელს შვედეთში დაარსდა და საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი სტუდენტია. ხელფასები კი ჩვენი ქვეყნის კვალობაზე, საკმაოდ მაღალი. შესაბამისად, კომპანიისადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ, ვნებათაღელვა გამოიწვია ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მის გარშემო. 31 მარტს „ევოლუშენმა“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა განცხადება, სადაც ვკითხულობთ: „გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგოთ. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ დღეს, დაახლოებით 1300 ადამიანს, რომელიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდა და იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშკრულება. ყველა მათგანს, დამატებით 2 თვის ვადით შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომ შეძლებისდაგვარად, შევამციროთ ნეგატიური გავლენა მათ კეთილდღეობაზე. როგორც ჩვენი წინა საკომუნიკაციო ღონისძიებებიდან ჩანს,

ჩვენ შევასრულეთ ყველა მოთხოვნა, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ განვსაზღვროთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, რათა ჩვენი საქმიანობა განვაახლოთ მცირე მასშტაბით და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამშრომლებს მიიღონ შემოსავალი.“ეს გადაწყვეტილება სერიოზული განხილვის საგანი გახდა, რადგან არაერთი ახალგაზრდა საკუთარ თავს ამ შემოსავლით ინახავდა და სწავლის ფულსაც ამით იხდიდა. კომპანიის ერთ-ერთი დასაქმებული გვეუბნება: „სამსახურიდან არ გავუთავისუფლებივარ, შეიძლება ითქვას, ცოტა ხნით დამასვენეს, მაგრამ ეს ჩემთვის გათავისუფლების ტოლია. უხელფასო შვებულებაში ვარ და მთავარი პრობლემა, რაც მაქვს უნივერსიტეტის გადასახადია. არ ვიცი, რა იქნება ერთ ან ორ თვეში, დამთავრდება თუ არა ეს კარანტინის საშინელება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ სწავლის ფულს ვეღარ გადავიხდი. მარტო მე კი არა, ძალიან ბევრს აქვს ეს პრობლემა“

7


ჟურნალისტები - პანდე უხილავი ფრონტის

8

ნინო მარტიაშვილი

თაზო ზარიძე

მაშინ როდესაც მსოფლიო პანიკაშია, როცა მსოფლიო ვირტუალურ ცხოვრებაზეა გადასული, ექიმების შემდეგ, ფრონტის წინა ხაზზე დგანან ჟურნალისტები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიაწოდონ ხალხს ახალი ინფორმაცია. საინტერესოა ამ დროს, როგორ იცავენ ისინი თავს, ზრუნავს თუ არა კონკრეტული ტელევიზია მათ უსაფრთხოებაზე. „მას შემდეგ რაც კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა გამოცხადდა, ყოველ დღე ვმუშაობდი ამ თემის გარშემო. დილით გვიტარდებოდა ბრიფინგი ხოლო შემდეგ უკვე მივდიოდით ინფექციურთან, თავიდან არ იყო რთული, შემთხვევების რაოდენობაც ცოტა იყო და ალბათ რთულად იმიტომაც არ გვეჩვენებოდა რომ რეალურად ვერ ვაფასებდით იმ საფრთხეს რის წინაშეც ვიყავით, ეს უდიდესი და ახალი გამოწვევაა ჟურნალისტებისთვის. თავიდან სერიოზულად არ შეგვიხედავს, სწორად ვერ შევაფასეთ ის უხილავი მტერი რომელიც უკვე დიდი ხანია გვებრძვის, ამან გამოიწვია ის, რომ დავდიოდით ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე, არ გვქონდა პირბადე, სადეზინფექციო ხსნარები და სხვა საჭირო ნივთები. პირველი რაც ყველა ჟურნალისტმა გააკეთა ეს მიკროფონზე „ბუბლიკი“ ლოგოს მოხსნა იყო. ეს პირელი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან. როცა შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და უფრო მეტად გავათვიცნობიერეთ ჩვენი პასუხისმგებლობა და მივხვდით, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ინფიცირების წყარო ყოფილიყო, თავის მეტი დაცვა დავიწყეთ. თუმცა ძალიან ხშირად მე ჩემივე ხარჯებით მიწევდა შემეძინა, პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები. მე აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობდი იმ მომენტისთვის, სულ ექვსი ადამიანი ვმუშაობდით, სამი ოპერატორი და სამი ჟურნალისტი, ასევე გვყავდა ორი მძღოლი. გადაღებაზე ისე მივდიოდით რომ თითო ადამიანს ორი პირბადე გვქონდა და ერთი წყვილი ხელთათმანი. რომელიც რასაკვირველია არ არის საკმარისი. რადგან მათი გამოყენება მხოლოდ ერთი საათი შეგიძლია და შემდეგ მისი მოხსნა და გადაგდება გიწევს, მითუმეტეს რთულია როდესაც, მინიმუმ ორჯერ გიწევს ინფექციურთან მუშაობა. რამდენიმე დღის შემდეგ მრავალჯერადი პირბადეები გადმოგვცეს, რომელთა რაოდენობაც სულ ხუთი იყო, ამიტომ მე არ შემხვდა, შესაბამისად მიწევდა ყველა წესის დაცვის გარეშე მუშაობა, ტელეკომპანიიდან ახლა წამოვედი იმის გათვალისწინებით , რომ ძირითადად დაუცველად მიწევდა მუშაობა ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ვიყავი. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი გაკონტროლება, არ ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მალევე გამოცხადდა ათ კაცზე მეტის შეკრება, ბრიფინგების დროს ძალიან ბევრ ჟურნალისტსა და ოპერატორს გვიწევდა ერთ ოთახში ყოფნა, სადაც ნახევარზე მეტს პირბადეც კი არ ეკეთა. თუმცა ეს მგონია რომ გამოუცდელობის ბრალი იყო, დროსთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი და ბოლოს პარლამენტში ყოფნის დროს დისტანცია ნამდვილად დაცული იყო.“ ჟურნალისტმა ნინო მარტიაშვილმა რომელიც აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ რაც დასაწყისში ხდებოდა, იყო დაბნეულობისა და გამოუცდელობის ბრალი. საინტერესოა რა მდგომაორეობაა ახლა. აჭარის ტელევიზიის მოქმედ ჟურნალისტ მარიამ


ემიასთან ბრძოლის ს მებრძოლეები მაკასარაშვილთან საუბრისას გაირკვა, რომ თავიდან ხარვეზები იყო, რაც გულისხმობს იმას, რომ ხშირად მათ უწევდათ პირბადეებისა და სხვა დამცავი საშუალებების გარეშე გასვლა და სიუჟეტების მომზადება. თუმცა დღეს ნამდვილად გამოსწორდა სიტუაცია. „ტელევიზია ახლა უკვე ზრუნავს უსაფრთხოებაზე, საკმარისი რაოდენობის პირბადე, ხელთათმანი და სადეზინფექციო ხსნარი გვაქვს. თავიდან მიკროფონის სწორად მოხმარებაც კი არ ვიცოდით, ახლა ყველა ზრუნავს ამ საკითხზე და სპეციალური ჯოხები გვაქვს, რისი დახმარებითაც ვახერხებთ დავიცვათ დისტანცია. მეტიც ჩვენმა ტელევიზიამ შეიმუშავა მუშაობის გეგმა რაც გულისხმობს იმას, რომ ვმუშაობთ ჯგუფებად, ერთი კვირის განმავლობაში ერთი ჯგუფი ხოლო მომდვნო კვირაში მეორე ჯგუფი, რაც უზრუნველჰყოფს კლასტერის მარტივად დადგენას.“ საინტერესოა აჭარის ტელევიზიის გარდა, როგორ მუშაობენ სხვა ტელეკომპანიები. თაზო ზარიძე, პალიტრა ნიუსის მოქმედი თანამშრომელია და დეტალურად გვიყვება თუ რა სიტუაციაა მათ ტელეკომპანიაში. „მას შემდეგ რაც ირანში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა და გავრცელება, მაშინვე პალიტრა ნიუსში გამოჩნდა პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები, როგორც ხელის გასაწმენდად, ასევე პერსონალურად ყველა თანამშრომლის მაგიდის დასასუფთავებლად. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მაშინვე დავიწყეთ თავის დაცვა, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ვირუსმა გავრცელება დაიწყო. აქედან მოყოლებული, როგორც ვიცი იატაკიც ირეცხება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დღეში რამდენჯერმე. ასევე, ნიუს რუმში დევს ხსნარი, რომლითაც ვასუფთავებთ საკუთარ მაგიდებს, მას შემდეგ რაც ხელებს რეკომენდაციების თანახმად დეზინფექციას ჩავუტარებთ. შემოსასვლელ კარში დგას სპეციალური ხალიჩა, სადაც სადეზინფექციო ხსნარი ასხია და ამით ფეხსაცმელს ვიმუშავებთ. მას შემდეგ რაც საქართველოში დაფიქსირდა, რუტინად გახდა გადაღებაზე გასვლის ეკიპირება. სანამ გავალთ გადაღებაზე, ვისუფთავებთ ხელებს ხსნარით ან წყლით, ვიცვამთ ხელთათმანს, ვიკეთებთ პირბადეს და ეგრეთ წოდებულ “სკაფანდრს”. გადაღებიდან დაბრუნების შემდეგ, შემოსასვლელშივე, ვამუშავებთ ტექნიკას, და ყველა იმ ნივთს რაც გვქონდა, შემედგ ვიხსნით პირბადეს, ვამუშავებთ სკაფანდრს, კვლავ ხელებს ვიმუშავებთ და ავდივართ ნიუს რუმში. აპარატურის დეზინფექციას როგორც წესი ძირითადად ოპერატორები აკეთებენ, დილას მოსვლისთანავე, შემდეგ ყოველი გადაღების შემდეგ აკეთებენ დეზინფექციას. ბოლო დეზინფექცია კი მაშინ ხდება , როდესაც ისინი ასრულებენ სამუშაო დღეს. მაქსიმალურად ვცდილობთ თავი დავიცვათ და მაშინ როდესაც ესეთი რთული სიტუაციაა მსოფლიოში, თავიდან ავირიდოთ ვირუსი.“ ტელევიზია რომ დიდი გამოწვევაა, მითუმეტეს ისეთი რთული სიტუაციებისას როგორიც ახლაა, ცხადია. საინტერესოა როგორ ახერხებენ მუშაობას

პ ა ნ ო რ ა მ ა

პრესის ჟურნალისტები. „წელიწადზე მეტია ვმუშაობ მედია ჰოლდინგ ,,პალიტრაში“, ვწერ სხვადასხვა საიტზე და, ფაქტობრივად, ვაშუქებ ყველა სფეროს, პოლიტიკის გარდა. ჩემი საქმიანობა გულისხმობს როგორც სატელეფონო კომენტარის აღებას, ასევე რესპონდენტებთან ადგილზე მისვლას და ინტერვიუს ჩაწერას, რასაც ჩვეულებრივად

ვახერხებდი კორონავირუსის გავრცელებამდე. მას შემდე, რაც ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოში, კომპანიაში რამდენჯერმე ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები და ყველა სართულზე განათავსეს ხელის ანტიბაქტერიული სითხეები, რომლით სარგებლობაც ყველას შეგვეძლო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე კი ,,პალიტრის“ თანამშრომლების დიდი ნაწილი გადავიდა მუშაობის ონლაინ რეჟიმზე, მათ შორის მეც. ახლა სახლიდან ვასრულებ რედაქტორის დავალებებს და ტელეფონით ან ინტერნეტით ვეკონტაქტები რესპონდენტებს,“ – ამბობს ჟურნალისტი თამარ ია­ კობაშვილი.

9


10 ავტორი

ალექსანდრე კორტავა

კორონავირუსი მსოფლიო - ქვეყნები სტაბილურობი

კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი ზარალი მიაყენა. როგორც, უცხოური მედია იუწყება, რამდენიმე კვირის განმავლობაში, კორონავირუსისგან გამოწვეულმა სიტუაციამ ქვეყნები იმაზე მეტად დააზარალა, ვიდრე 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა. არაერთმა მთავრობამ ეფექტურად გაყინა სოციალური და ეკონომიკური საქმიანობა საკუთარ ქვეყანაში, მოუწოდა მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ კვირებისა და თვეების განმავლობაში. მილიარდობით ადამიანი მთელ მსოფლიოში რჩება „ჩაკეტილი”. მსხვილი ინდუსტრიები, განსაკუთრებით ავიაკომპანიები და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა სექტორები კი გაკოტრების პირას არიან. სახელმწიფოები იმაზე მსჯელობენ, თუ რამდენ ხანში უნდა მოხსნან დაწესებული შეზღუდვები. აზიასა და ევროპაში რიგმა ქვეყნებმა უკვე გარკვეულწილად შეამსუბუქეს აკრძალვები და ეკონომიკამაც დაიწყო ამუშავება, თუმცა, რა თქმა უნდა, არასრულად. იგივე ხდება აშშ-შიც, რამდენიმე შტატში რეგულაციები მოიხსნა, მაგრამ სხვაგან შეზღუდვების განახლება აუცილებელი გახდა. ჩინეთი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი ჩინეთის ქალაქი ვუჰანია. 2019 წლის ბოლოს, სწორედ აქედან დაიწყო კორონავირუსის გავრცელება. ამ ქალაქში აპრილიდან ნელ-ნელა დაიწყეს შეზღუდვების მოხსნა. ჩინეთი მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) სიის მიხედვით. რამდენიმე კვირიანმა ბლოკირებებმა და ქალაქების გაჩერებამ ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. მთლიანი შიდა პროდუქტი პირველ კვარტალში 7%-ით დაეცა, რაც ჩინეთში 40 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ჩ ი ნ ე თ ი ს ხელმძღვანელობამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს სიტუაციის გაუმჯობესებისთვის დახარჯა ტრილიონ დოლარზე მეტი. გასული წლების განმავლობაში ჩინეთმა თითქმის გააორმაგა თავისი სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 60%-მდე და მრავალი ანალიტიკოსის აზრით, მას ახლა არ შეუძლია ამხელა

ხარჯის ხელახლა გაწევა. ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკის დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა. შეამცირა ბანკების სარეზერვო მოთხოვნები. ეს მათ საშუალებას მისცემს, სესხის დამატებით $80 მილიარდი სთხოვონ ბიზნესის განვითარებას და მიუთითებენ, რომ იგი შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს მომდევნო თვეებში. როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა იი განგმა აღნიშნა, ნორმალური მონეტარული პოლიტიკა დიდი ხნის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს: „პანდემიის გავლენა დროებითია, ჩინეთის ეკონომიკას აქვს ძლიერი გამძლეობა და დიდი პოტენციალი, ხოლო მაღალი ხარისხის განვითარების საფუძვლები არ იცვლება“. გერმანია მოსალოდნელია, რომ გერმანიის ეკონომიკა 2009 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება, დაახლოებით 3%-დან 10%-მდე წლევანდელ წელს. თავად მთავრობის პროგნოზით, შემცირება დაახლოებით 6%-ზე მეტი იქნება, რაც ეკონომიკის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ათწლეულების განმავლობაში. მარტში, დაახლოებით ნახევარმა მილიონმა გერმანულმა კომპანიამ მიმართა ზემდგომ უწყებებს, რათა მათი თანამშრომლები შეუერთდნენ მოკლევადიან სამთავრობო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მასობრივი დათხოვნების თავიდან აცილებას. კორონავირუსისგან ეკონომიკური შედეგების საწინააღმდეგოდ, ბერლინი გამოყოფს 350 მილიარდ ევროს - საკუთარი მშპ-ის 10%-ს. თანხები დაიხარჯება ბიზნესების რთული მდგომარეობიდან გამოსაყვანად. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც


ო ეკონომიკის წინააღმდეგ ის აღდგენას ცდილობენ საჭიროა“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელსაც 2008 წლის კრიზისის დროსაც იგივე თანამდებობა ეკავა. გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ გერმანია თანხების დახარჯვას არ მოერიდება, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ფულადი სახსრები შეინარჩუნა, რაც დავალიანების ხარჯებს ამცირებს. იაპონია ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ იაპონიის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა წელს დაახლოებით 3%-ით შემცირდება, რაც 2008 წლიდან ყველაზე ცუდი შედეგი იქნება. პანდემიის გამო გვიან შემოდგომაზე გაყიდვების გადასახადი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთან, პანდემიამ გავლენა იქონია ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც შემდეგი წლისთვის გადადეს. დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, იაპონურმა ხელისუფლებამ პანდემიას ფინანსური დახმარების პაკეტით უპასუხა. გამოიყო $1 ტრილიონი ქვეყნის დასახმარებლად. ეს თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს უდრის. ამის მიუხედავად, ა ნ ა ლ ი ტ ი კ ო ს ე ბ ი მიიჩნევენ, რომ პრაქტიკულად ბევრად ნაკლები თანხა დაიხარჯება, ვიდრე აღნიშნული. „ გ ა დ ა ჭ ა რ ბ ე ბ ა არ არის იმის თქმა, რომ იაპონიის ეკონომიკა და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ კრიზისს სწორედ ახლა განიცდის. ჩვენ დასაქმების პირობებსა და ცხოვრებას ნებისმიერი საფასურით დავიცავთ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ. სახელმწიფო პროგრამა მოემსახურება მოქალაქეების ფულადი გადასახადების გადახდას, მცირე ბიზნესების ხელშეწყობას, უპროცენტო სესხების გადახდას, გადადებულ გადასახადებსა და ტურიზმს. გაერთიანებული სამეფო კორონავირუსი ბრიტანეთის ეკონომიკის პარალიზებას ახდენს. ეკონომისტები ამბობენ, რომ 2020 წელს, პანდემიის შედეგად ეკონომიკა 5%-დან 10%-მდე შემოსავალს დაკარგავს. მარტის დასაწყისში ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ „ხელისუფლება მზადაა აქამდე უპრეცედენტო ზომები გაატაროს ბრიტანეთის ე კ ო ნ ო მ ი კ ი ს მხარდასაჭერად“. საგანგებო ზომებს შორის, ხაზინამ პირობა დადო, რომ მუშათა ხელფასების 80%-ს თვეების განმავლობაში გადაიხდის, რათა მასიური დათხოვნები არ მოხდეს.

პ ა ნ ო რ ა მ ა

11

თვითდასაქმებულებს შესთავაზეს დაკარგული შემოსავლის ანაზღაურება, მოსახლეობას შეუძლია გადაავადოს გადასახადები, გაუმჯობესდეს უმუშევართა სარგებელი, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ჩამოაყალიბდეს სესხის პროგრამა, საქველმოქმედო ორგანიზაციებს დახმარება გაუწიეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ ბრიტანეთი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისს განიცდის“. დღევანდელი მონაცემებით ბრიტანეთში კორონავირუსი 219 183 ადამიანს დაუდასტურდა, ამჟამად კი დაინფიცირებულების რიცხვი 186 984-ს შეადგენს. აშშ რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს - ქვეყანაში, სადაც არანორმალურად სწრაფად იზრდებოდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, 30 000 000-ზე მეტმა ამერიკელმა განაცხადი შეიტანა უმუშევრობის სარგებელზე. 2020 წლის პირველ 3 თვეში ეკონომიკამ 5%-ის ზარალი იწვნია, რაც პირველად მოხდა 2008 წლის შემდეგ. ანალიტიკოსების აზრით, შედეგები ბევრად უარესი იქნება მეორე კვარტალში, რადგან უმუშევართა რაოდენობის 40%მდე გაზრდას ვარაუდობენ. დიდი დეპრესიის დროსაც კი ეს რიცხვი 25%-ს შეადგენდა. მარტში პანდემიისგან მიღებული დარტყმის გამოსასწორებლად გამოიყო $2 ტრილიონი, რაც ექსპერტების აზრით აშშ-სთვის ხიდია კრიზისისგან თავის დასაღწევად. პროგრამა მოიცავს ფიზიკური პირებისთვის $1200ის გადახდას. ასობით მილიარდი დოლარის სესხების გაცემასა და გრანტებს სხვადასხვა ბიზნესებისთვის. უმუშევართა დახმარებასა და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა საჭიროებებით დაკმაყოფილებას. „ფაქტობრივად, ეს არის საომარი ვითარების დროს გაკეთებული ინვესტიცია ჩვენს ერში“ - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა. ერთი თვის შემდეგ, კონგრესმა ხელი მოაწერა დახმარების მეორე პაკეტს. ამ შემთხვევაში თანხა დაახლოებით $2 მილიარდია და მიზნად ისახავს მცირე ბიზნესებისა და საავადმყოფოების დახმარებას. შვედეთი სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთს არ ჰქონია მკაცრი აკრძალვები და ამით განსხვავდება სხვებისგან. აქ კორონავირუსი ამ დროისთვის 26 670 ადამიანს დაუდასტურდა, რაც კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია ჩრდილოეთ ევროპაში. მეზობელ ნორვეგიაში 8 122 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო ფინეთში 5 984. შვედეთის მთავრობის ლიბერალური მიდგომა პანდემიასთან, ცუდად ისახება მის ეკონომიკაზე. ამის შესახებ შვედეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში იუწყება. მათი თქმით, შვედეთში მსუბუქი შეზღუდვების სტრატეგიამ ეკონომიკური ზრდის შენელება სხვა ქვეყნების მსგავსად მაინც მნიშვნელოვნად გამოიწვია. მომზადებულია ჟურნალ Foreign Affairs მასალების მიხედვით


12

საზოგადოების წევრები ერთმანეთის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში აქტიურდებიან

ავტორი

ალექსანდრე კორტავა

ნია ბიჭიკაშვილი

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, გაჩერებულია სავაჭრო ცენტრები, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხელფასის გარეშე დარჩა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მსგავსი ეკონომიკური კრიზისი ძალიან დიდი დარტყმაა. იქ, სადაც უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახი

ვრცელდებოდა, უამრავი ადამიანი აზიარებდა და მიკავშირდებოდა. ასე, ნელ-ნელა შეიქმნა ადამიანების დიდი გუნდი, რომელიც დღემდე ძალიან მიდგას გვერდით და მეხმარება ვაკეთო დიდი სიკეთე. მინდა გამოვყო ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც უკან არ იხევენ არაფერზე, მეტიც ემიგრანტები 28 ოჯახს რეგულარულად ეხმარებიან და ყოველ თვე უგზავნიან საარსებოდ საჭირო

ცხოვრობს, მარტოხელა მოხუცები, რომლებიც რეალურად ხალხის იმედად არიან დარჩენილები. „ფეისბუკზე“ არსებობს გვერდი სახელად „სიკეთის ქალაქი“, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება: სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს, რომლებსაც ლუკმაპურის შოვნაც კი უჭირთ. საინტერესოა, რა მდგომარეობაა ახლა, როდესაც ამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ. საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით ნანა შველიძეს, რომელიც გვიყვება, როგორ შეიქმნა „სიკეთის ქალაქი“ და ასევე გვეტყვის, რა მდგომარეობაა ახლა: „თავიდან 6 თვის განმავლობაში, მე და ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი შვილები და მათი მეგობრები საკუთარი ძალებით ვცდილობდით დავხმარებოდით ოჯახებს, რომლებსაც ლუკმაპურის შოვნაც კი უჭირთ, დავდიოდით სოფლებში, ვაგროვებდით ხალხზე ინფორმაციას და ვცდილობდით თუნდაც მინიმალურით დავხმარებოდით მათ. შემდეგ მოვიფიქრეთ გაგვეკეთებინა „ფეისბუკ“ჯგუფი,

თანხას. სწორედ ემიგრანტების დახმარებით შევიძინეთ მანქანა, რომლითაც თითქმის ყოველ დღე მიგვაქვს საკვები უამრავ ოჯახთან. მე ვარ „კურიერი“ და დამაქვს ადამიანების სიკეთე სხვადასხვა ქალაქში. რომ არა უამრავი ადამიანი ჩემს უკან, მე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, გულწრფელად რომ გითხრათ, თავიდან შევშინდი და ვიფიქრე, მშიერი არ დამრჩეს ამდენი ოჯახი, ჩემ იმედად რომ არიან დარჩენილები-თქო. მიუხედავად მიმდინარე მოვლენებისა, მინდა გითხრათ, რომ „სიკეთის ქალაქი“ ერთი წუთითაც არ გაჩერებულა. პირიქით, ახლა უფრო მეტად, გაორმაგებულად ვგრძნობ ხალხის გვერდში დგომას. გუშინ გამოვაქვეყნე ვიდეო მიმათვა და დღეს დილით ანგარიშზე უკვე 3000 ლარი მქონდა, რითიც მე ძალიან ბევრი ოჯახის დახმარება შემიძლია. ახლაც გზაში ვარ და მივდივარ ოჯახების დასახმარებლად. ძალიან შეშინებულები და დათრგუნულები არიან, ხალხის იმედად არინ. ახლა დასავლეთში ვიმყოფები და ხუთი დღის მანძილზე ჯამში 55 ოჯახს დავეხმარე, დღეს ბაღდათში 20 ოჯახს, ხოლო ზესტაფონში 10 ოჯახს. მსოფლიოში შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ემიგრანტები კვლავ აქტიურად არინ ჩართულნი ხალხის დასახმარებლად, ამ ბოლო დროს დამიკავშირდნენ: ისრაელიდან, მოსკოვიდან და შვედეთიდან. ემიგრანტები ერთ ჯგუფად იკვრებიან

სადაც დავწერდით ისტორიებს იმ ხალხის შესახებ, ვისაც დახმარება ძალიან სჭირდებათ, გავხსენით ბანკში ანგარიშის ნომერი. პირველი პოსტი რომ გამოვაქვეყნეთ, ძალიან ვნერვიულობდი, მეშინოდა რომ ვერ შევძლებდი, თუმცა მეორე დღეს ჩემი პოსტი ვირუსულად

სხვადასხვა ქვეყნებში და


ს ი

პ ა ნ ო რ ა მ ა

საერთო ძალებით, ვისაც რა შეუძლია, მირიცხავენ თანხას. რამდენიმე დღის წინ 200$ ჩამირიცხა ერთერთმა. მინდა გამოვყო სამტრედიაში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, მრავალშვილიანი ოჯახი უდედოდ დარჩა, ესპანეთში სამკურნალოდ წასულ ქალბატონს კორონავირუსი შეხვდა, ვერ გადაიტანა და დღემდე არ მოგვარებულა მისი ჩამოსვენების ამბავი, მათი ოჯახისთვის შეგროვებული გვქონდა 40 000 ლარამდე, რითიც სახლის სრული რეაბილიტაცია შევძელით და ამ დრომდე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ, უამრავი ადამიანი დამიკავშირდა და რამდენიმე დღის წინ ერთი თვის მარაგი მივუტანეთ. ასე რომ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღემდე ასეთ რთულ დროს მიდგას გვერდით და არ წყვეტენ ხალხის დახმარებას. თითო ოჯახისთვის დაახლოებით 300350 ლარი მაქვს გამოყოფილი. უამრავი ადამიანია ისეთი რომელიც ჩვენი დახმარების იმედადაა. გუშინ ახალგაზრდა ქალმა დამირეკა „დამეხმარეთ, პურიც კი არ მაქვს ბავშვებს, რომ ვაჭამოო“, სწორედ ასეთი ხალხის სამსახურშია „სიკეთის ქალაქი“ ყოველდღიურად. მრავალშვილიან ოჯახებთან ერთად, უამრავი მოხუცია, რომელსაც საარსებო წყარო არ აქვს, პენსია მხოლოდ წამლებისთვის თუ ყოფნით, მითუმეტეს ახლა, როდესაც რისკის ჯგუფში არიან 70 წელს გადაცილებული მოხუცები, ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ყველაფერი რაც ჭირდებათ, მივუტანოთ, რათა ნაკლებად მოუწიოთ ქუჩაში გამოსვლა. „დავეხმაროთ მოხუცებს“ - ასე ჰქვია „ფეისბუკ“ ჯგუფს, რომელიც მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში, თითქმის ერთ თვეში 33 000 მომხმარებელი გაწევრიანდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ რომელიმე ჯგუფში ყოფნა არაფერს ნიშნავს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, სადაც უამრავი ადამიანი აქტიურობს და ჯგუფის ადმინისტრაცია და წევრები ერთნაირად არიან ჩართულნი პროცესში, რომელსაც სიკეთე მოაქვს ჩვენი საზოგადოების უხუცესთა ნაწილისთვის. ჯგუფის მუშაობის პრინციპი შემდეგნაირია: როდესაც ვინმე უპოვარი გამოჩნდება, ჯგუფის ის წევრი, რომელიც ამ საქმის გაკეთებას ითავებს, დებს საკუთარ ანგარიშს. (ჯგუფის წევრი მოწმდება), შემდეგ კი ჯგუფის სხვა წევრები მის ანგარიშზე რიცხავენ თანხას სურვილისამებრ. რაც მთავარია, საკვებსა და სხვადასხვა სანოვაგეზე დახარჯული თანხის ქვითარს, ფოტო-ვიდეო მასალას მყიდველი ჯგუფში დებს: „მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ერთერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს პენსიონერთა ჯგუფი. საქართველოში პენსიონერთა უმეტესობა არის უკიდურესი გაჭირვების ზღვარს მიღმა და ყოველდღიური საკვები რაციონის მისაღებად მიმართავენ სხვადასხვა უფასო სასადილოებს მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ყველა არსებული რეკომენდაციით ეს საყვარელი ადამიანები ვირუსისგან თავის არიდების მიზნით უნდა ერიდებოდნენ საჯარო თავშეყრის ადგილებს, სამწუხაროდ უფასო სასადილოებში ვიზიტი ან მოწყალების თხოვნა მათი საარსებო წყაროა. მათ არ შეუძლიათ სახლში დარჩენა გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ ხალხის სახლში დარჩენა,

შევქმენით ეს ჯგუფი, რათა მაქსიმალურად სწრაფად ავაგროვოთ თანხა, რომ თითოეულ მოხუცს ჰქონდეს მინიმუმ 1-2 კვირის საკვები და არ დადგეს ვირუსის და/ან შიმშილის რისკის ქვეშ“ - ეს არის ჯგუფის ადმინისტრაციის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა , რომელიც ჯგუფშივეა განთავსებული. როგორც ჩანს, ავი სენის გავრცელების უდიდესი საფრთხის მიუხედავად, ადამიანები მაინც ცდილობენ სხვების დახმარებას, რაც უდავოდ აღსანიშნავი და სასიხარულო ფაქტია, მაგრამ სამწუხაროდ კარგ და კეთილ საქმეშიც გამოჩნდებიან ხოლმე არაკეთილმოსურნეები, რომლებსაც შესაძლოა საერთო სიკეთის მხოლოდ საკუთარ თავზე მორგება სურდეთ. ამიტომ ადმინისტრატორებმა (5 ადმინისტრატორი ჰყავს ჯგუფს), გამოაქვეყნეს წესებიც, რომელიც წევრებმა არ უნდა დაარღვიონ. ისიც აღსანიშნავია, რომ ადმინისტრატორები პროფესიით იურისტები არიან და ამას მიუთითებენ წესებშიც: „ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დარღვევას მოჰყვება ძალიან ცუდი შედეგები (ოთხივე მარიამი ვართ იურისტები, თან ძალიან მკაცრი იურისტები) ყველა, ვინც ამ ჯგუფში რომელიმე კონკრეტულ მოხუცზე აგროვებს თანხას, ვალდებულია დადოს ყველა ჩარიცხვა, ამ თანხით ნაყიდი ყველაფრის ჩეკი და ასევე მოხუცისთვის აღნიშნული ნივთების გადაცემის ფოტო და ვიდეო მასალა. ყველა ჩამრიხველი ვალდებულია დაპოსტოს ჩარიცხვა შემგროვებლის პოსტზე, რომ ადვილად გადამოწმდეს. ასევე, შეინახეთ ყველა სქრინი, სადაც რიცხავთ. თანხა გამოყენებული უნდა იქნეს რისთვისაც ჩაგირიცხეს იმისთვის, საკუთარი ნებით განკარგვა აკრძალულია სხვა შემთხვევაში, ამ პლატფორმის გამოყენების ნებას ვერავის მივცემთ. გამჭვირვალობა უნდა იყოს გარანტირებული დღეში მაქსიმუმ 2 დახმარებაზე მეტი არ დადასტურდება, რომ შევძლოთ გაკონტროლება. აქამდე არცერთ ჩარიცხვაზე არ ყოფილა პრობლემა და ყველა სრული გამჭვირვალობით მოხდა, რისთვისაც მადლობა ინიციატორებს! იმედია ასე გავაგრძელებთ“ ანგარიშზე საკმარისი თანხის ჩარიცხვის შემდეგ გადარიცხვა წყდება და იწყება რომელიმე მოხუცის გასახარებლად, მისთვის შესაბამისი პროდუქტის შეძენის პროცესი. შემდეგ კი ახალგაზრდებს სანოვაგე იმ ადგილას მიაქვთ, სადაც ბებოები და ბაბუები ცხოვრობენ. ჯგუფში იტვირთება მათი სურათები და ვიდეოებიც. საერთო გაჭირვების დროს ადამიანები ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიან, ეს ჯანსაღი სოციუმის ერთ-ერთი ნიშანია, მაგრამ, ზემოთაღნიშნული ჯგუფები და ზოგადად, ის საზოგადოება, რომელიც სხვა დროს და არამარტო ძნელბედობის ჟამს ეცდება გაახალისოს და ცხოვრების წუთები ელემენტარული სითბოს დანახვებით გაულამაზოს ხანში შესულ ადამიანებს, ჰუმანურობის ბევრად მაღალ საფეხურზე ინაცვლებს.

13


14

დიდი რბოლა ვაქცინის შესაქმნელად ავტორი

თაკო ბოჭორიძე

ვინ გადაარჩენს მსფოლიოს? კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად წამზომი ჩართულია. ახლა ყველა ელოდება დროს, როცა მსოფლიო იტყვის, რომ პრევენციული მედიცინით კორონავირუსზე გაიმარჯვა. ვაქცინაზე ამ დროისთვის 8 ქვეყნის 19 კომპანია მუშაობს. მათ შორის ერთერთი ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძეა, რომელმაც კანადაში სპეციალისტების გუნდთან ერთად, კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოიგონა და ახლა ის პრე-კლინიკურ ცდას გადის. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა გაამართლა, ორგანიზმში ვირუსის ანტიგენის შეყვანით დნმ ვაქცინა ახლა უკვე ადამიანებზე უნდა გამოსცადონ. თუკი პროგნოზმა გაამართლა, ვაქცინის მასობრივი გამოყენება მაქსიმუმ ერთ წელში იქნება შესაძლებელი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა რამოდენიმე კვირაში გვქონდეს, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, ისინი 80 პროცენტით დარწმუნებულები არიან, რომ ახალი პრეპარატი იმუშავებს. პროფესორი სარა გილბერტი, რომელიც უნივერსიტეტის გუნდთან ერთად ვაქცინაზე მუშაობს, უკვე მისი ტესტირების დაწყებას აპირებს. იგი დარწმუნებულია, რომ ვაქცინა იმუშავებს და ამბობს, რომ ის შესაძლოა სექტემბრისთვის უკვე მზად იყოს. ცოტა განსხვავებულად ფიქრობენ ავსტრალიაში. ავსტრალიელი მეცნიერები კოვიდ-19-ის ორი შესაძლო ვაქცინის ცხოველებზე გამოცდას იწყებენ. თუმცა საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ამ ვაქცინების წარმატების დადასტურების შემთხვევაშიც, მისი მასობრივი წარმოება მომავალ წლამდე შეუძლებელი იქნება. ვაქცინები ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტმა და შეერთებული შტატების “ინოვიო ფარმასუტიკალმა” შექმნეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ცხოველებზე ვაქცინის გამოცდა ფუნდამენტური ნაბიჯი იქნება იმის გასარკვევად, იმუშავებს თუ არა ეს ვაქცინები და უსაფრთხოა თუ არა ისინი ადამიანთათვის. შესაძლო ვაქცინებს იმ ცხოველებზე (კვერნისებრ ძუძუმწოვრებზე) გამოცდიან, რომლებიც კორონავირუსით ადამიანის დაინფიცირების მსგავს შედეგებს აჩვენებენ. ჯეინ ჰალტონი, ავსტრალიის ეპიდემიური მზადყოფნისა და ინოვაციის კოალიციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ექსპერიმენტები უპრეცედენტოა. იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღე სწრაფად იზრდება, ადამიანები განკურნების თუ ვირუსის თავიდან აცილების ეფექტურ საშუალებებს ელიან. მსოფლიო მკვლევარები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ამ დროისთვის დაახლოებით 20 ვაქცინაა შემუშავებული, რომელთა შემოწმებაც სხვადასხვა ეტაპზეა. ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ სხვა დროს ცხოველებზე ტესტირების ეტაპამდე მისვლას 2 წელი დასჭირდებოდა, ახლა კი ეს 2 თვეში გახდა შესაძლებელი. თუმცა ახალი საშუალებების წარმატების შემთხვევაშიც კი, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად თვეები იქნება საჭირო და შესაძლოა ეს

2021 წლამდე ვერ მოხერხდეს.მეცნიერებმა გასულ თვეში განაცხადეს, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა, რომელიც ათასობით ინგლისელმა საშუალო სკოლის სტუდენტმა მიიღო, კორონავირუსისგან იცავს. მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ ვაქცინას შეუძლია დაიცვას მილიონობით ადამიანი მკვლელი კოვიდ19-სგან და ახლა მან უნდა გაიაროს ტესტირება ოთხ ქვეყანაში.ცდები ასევე ტარდება ინგლისსა და შოტლანდიაში პაციენტთა მცირე რაოდენობაზე, რომელთაც მიეწოდებათ ანტივირუსული პრეპარატი - რემდესივირი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა ებოლას სამკურნალოდ. მსგავსი ტესტები უკვე ჩატარდა ჩინეთსა და აშშში და შედეგები სავარაუდოდ უახლოესი კვირების განმავლობაში გახდება ცნობილი. ოქსფორდის სხვა ვაქცინა, რომელიც ცნობილია როგორც ChAdOx1, არის ერთ-ერთი ხუთი მოწინავე ვაქცინიდან, რომელიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით ვითარდება. რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისათვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ ,რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით მკურნალობა საკმაოდ მიღებული მეთოდია. პლაზმით საქართველოში პაციენტებს ერთხელ უკვე უმკურნალეს, როცა ყირიმ-კონგოს ცხელება იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია,რომ ბცჟწითელას საწინააღმდეგო აცრა, ადამიანს კორონავირუსისგან იცავს, თუმცა ეს მითია თუ რეალობა, ამ დროისთვის არავინ იცის. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, მელბურნში საუკუნის წინ შექმნილი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს, რათა დაადგინონ, რამდენად დაიცავს ვაქცინა აცრილებს კორონავირუსისგან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, „ბეცეჟემ“ შესაძლოა ინფიცირებულებში დაავადების კონცენტრაცია შეასუსტოს.

ამ დროისთვის Covid-19- ს ვაქცინა დადასტურებულად არ არსებობს, მაგრამ მთელ მსოფლიოში ექიმები ატარებენ კვლევებს თანამედროვე ანტივირუსულ მედიკამენტებზე, რათა ნახონ, შეძლებენ თუ არა კორონავირუსის დამარცხებას.


მსოფლიოში ოჯახური ძალადობა უფრო აქტუალური ხდება, იზრდება განქორწინებათა რაოდენობაც პ ა ნ ო რ ა მ ა

ავტორი

ალექსანდრე კორტავა

დღეს არსებულმა კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში უამრავი რამ შეცვალა და გამოააშკარავა. ძალადობა ყველგან, ნებისმიერ ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს. ოჯახური ძალადობა კი მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სასტიკი სახეა. მართალია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ადამიანებს მათივე უსაფრთხოების დასაცავად სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, კარანტინიც ბევრ ქვეყანაში გამოცხადდა, თუმცა სახლში დარჩენა ძალადობის მსხვერპრლთათვის შესაძლოა ბევრად საზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე თვითონ კორონავირუსი. ცნობილი ფაქტია, რომ ხშირად მორალური აგრესიისა და წნეხის შედეგად მსხვერპლი მოძალადეზე დამოკიდებული ხდება, ამიტომ უჭირს შესაბამისი და აუცილებელი ზომების მიღება თავის დასაცავად. მსოფლიოში ყოველდღიურად უამრავი ასეთი ძალადობის ფაქტი ხდება, უმეტეს შემთხვევებში ეს ისტორიები ოჯახშივე „კვდება“, ამიტომაც საჭირო ადამიანების ყურამდე ვერ მიდის. ფემიციდის შემთხვევებიც სამწუხაროდ ძალიან ხშირია. ამ და სხვა მიზეზების გამო ოჯახში ძალადობასა და ზოგადად, ძალადობაზე უამრავი ორგანიზაცია მუშაობს მსოფლიოში. მამაკაცები შედარებით ნაკლებად არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და შესაბამისი უწყებისთვის მიმართვის შემთხვევაში მათაც აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას. ყურადღება ქალებზე იმიტომაცაა გამახვილებული, რომ ოჯახური ძალადობის დაახლოებით 80% ქალის წინააღმდეგაა მიმართული. ოჯახში ძალადობის ფაქტების რაოდენობის ზრდა ძალიან მკაფიოდ შეეტყო საფრანგეთს. როგორც ქალთა და კაცთა თანასწორობის საქმეში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა მარლენ შიაპამ “France 24”-თან საუბარში ამცნო საზოგადოებას, შეიქმნა ახალი შეტყობინების სისტემა, რომელიც დაეხმარება ძალადობის მსხვერპლთ აგრესიისგან თავის დაღწევაში: „როდესაც ქალი იზოლაციაშია მის მეუღლესთან ან პარტნიორთან, ეს ართულებს მისთვის მიმართოს შესაბამის ორგანოს შველისთვის. ჩვენ შევქმენით ასეთი საშუალება, შენ შეგიძლია გამოაგზავნო ტექსტი 114-ზე - საუბარი არაა საჭირო. ასევე შეგიძლია დახმარებისთვის შენს აფთიაქს მიმართო. ჩვენ შევქმენით შესაძლებლობები, როდესაც შეურაცჰყოფილ ქალებს შეეძლებათ მიიღონ დახმარება, შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ იმ სავაჭრო ცენტრებში, რომლებიც ამ დროისთვის ღიაა.“ - მინისტრის თქმით, სულ 20 ასეთი ცენტრი იქნება. ქალებს სასურსათო ნივთების მიღების დროს შეეძლებათ ითხოვონ დახმარება. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სასტუმროს ხარჯებს დაუფარავდა იმ ადამიანებს, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. მთავრობამ ასევე დამატებით $1.1 მილიონის ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციებისთვის გამოყოფა დააანონსა, რათა მათ უკეთ მუშაობა შესძლებოდათ. ინიციატივების შემოღება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის მასალების მიხედვით ძალადობის ფაქტები პარიზში 35%-ით გაიზარდა, ხოლო ქვეყნის სხვა ქალაქებში 32%-ით. ორჯერ მკვლელობაც მოხდა. უფლებადამცველები აღნიშნავენ რომ არსებული ვითარება (პანდემია) ბევრად უფრო რთულს ხდის ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების ხელის გამართვას.

15


16 საფრანგეთის მსგავსად ესპანეთშიც გაფრთხილების ანალოგიური პრაქტიკა დამკვიდრდა. თუ ქალი აფთიაქში შევა და კოდურ სიტყვას - „ნიღაბი 19“ს ახსენებს, ფარმაცევტი შესაბამის ორგანოებს უკავშირდება და სიტუაციას ამცნობს. ჩინური მედია კი უფრო და უფრო ხშირად წარმოუჩენს საზოგადოებას განქორწინებებისა და ოჯახური უთანხმოების საკითხებს. შანხაის ერთერთი გამომცემლობა იუწყება, რომ პოლიციამ ამა წლის თებერვალში მიიღო ოჯახური ძალადობის 162 საჩივარი - სამჯერ მეტი გასულ წელთან შედარებით (47) ფენგ იუანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მის ორგანიზაცას დახმარების სათხოვნელად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. „იზოლაცია ხშირად აჩენს ხოლმე ლატენტურ მოძალადეებს, რომლებიც აქამდე არ ჩანდნენ, ამასთან, ასეთ პირობებში დაზარალებულებისთვის დახმარების აღმოჩენა ყოველთვის უფრო რთულია“ - აღნიშნავს უფლებადამცველი და დასძენს, რომ ადგილობრივი პოლიცია იმდენადაა კარანტინის პირობებით დაკავებული, რომ არ შეუძლია შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ისეთ დანაშაულებზე, როგორიც ოჯახში ძალადობაა. ოჯახურ ძალადობაზე სოციალურ ქსელ Twitterის საკუთარ გვერდზე ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა: „სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის აფეთქებისა და მსოფლიოში საგანგებო პირობების გამოცხადების შემდეგ ძალადობის რისკები გაიზარდა. ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, მაქსიმალური ზომები მიიღონ მსხვერპლთათვის დახმარების აღმოსაჩენად. თუ თქვენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხართ ან რისკის ქვეშ იმყოფებით, გაესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და დაგეხმარებიან. ისარგებლეთ ცხელი ხაზით. დაიცავით საკუთარი თავი და ბავშვები ისე, როგორც შეგიძლიათ. მიმართეთ მეზობელს, მეგობარს, ნათესავს ან სპეციალურ თავშესაფარს. ძალადობას გამართლება არ აქვს.“ მოგვიანებით ორგანიზაციამ ერებს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის დროებით აკრძალვაც ურჩია. ჯანმოს ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკების პროგრამის მენეჯერმა, კარინა ფერეირამ ხაზი გაუსვა სასმელის მიერ გამოწვეული ძალადობის შესაძლო შედეგებსაც: „ევროპის რეგიონში გადაჭარბებული რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარენ, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვება. კორონავირუსის პანდემიის დროს ჩვენ საკუთარ თავებს უნდა ვკითხოთ, რა რისკზე მივდივართ, როდესაც მოსახლეობას იზოლაციაში საკუთარ სახლებში ვტოვებთ იმ ნივთიერებასთან ერთად, რომელიც შესაძლოა საზიანო იყოს მათი ჯანმრთელობისა და მათ მიერ სხვა ადამიანების წინააღმდეგ გამოხატულ საქციელში. რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, შემთხვევები მრავლადაა, რაზეც პოლიციის ფაილები მეტყველებს. პირველი იანვრიდან ოცდაათ მარტამდე რეგისტრირებულია ოჯახში ძალადობის 1566 შემთხვევა, ხოლო გახსნილია 796 საქმე. ამასთან, შსს-ს გვერდზე ძალადობაზე მომართვიანობის სტატისტიკაცაა მითითებული. 2020 წლის მარტში

დაწყებული გამოძიებები გადანაწილების მიხედვით თბილისი - ძალადობათა 52%;

ადმინისტრაციული ასე გამოიყურება:

რაც შეეხება ძალადობის ფაქტების შეტყობინებას, მარტის მონაცემებით, საერთო რაოდენობის 78% შემთხვევაში მსხვერპლი ატყობინებს შესაბამის

აჭარა- 12%; ქვემო ქართლი - 8%; იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7% შიდა ქართლი - 6% კახეთი - 5% სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4% გურია - 3% სამცხე-ჯავახეთი - 2% მცხეთა-მთიანეთი - 1%

უწყებას, 12%-ია მსხვერპლის ოჯახის წევრი, ხოლო 2%-ის შემთხვევაში მეზობელი. ოჯახში ძალადობის კუთხით არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშობენ, მათ სახელმწიფო უწყებებს მიმართეს კიდეც, შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ ძალადობის შემთხვევებზე. საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის გვერდზე ვკითხულობთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს - გააკეთონ მკაფიო საჯარო მოწოდებები, რომ პანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ დარჩება რეაგირების გარეშე; შსს–ს - გაააქტიუროს საჯარო კომუნიკაცია იმ სერვისების შესახებ, რომლითაც მსხვერპლებს შეეძლებათ ისარგებლონ, მათ შორის შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზეც. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს მიეცეთ შესაბამისი ინსტრუქცია, ძალადობის მსხვერპლის მხრიდან კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში (21:006:00 საათის პერიოდში) არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - მიიღოს (ან არსებობის შემთხვევაში - გამოაქვეყნოს) პროტოკოლი, სადაც გაწერილი იქნება თუ როგორ ხდება თავშესაფარში მყოფ და ახალმისულ მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვა COVID-19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ასევე, მშობლის დაინფიცირების შემთხვევაში, როგორ ხორციელდება თავშესაფარში მოთავსებულ ბავშვზე ზრუნვა. იუსტიციის სამინისტროს - განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკების შემცირების მიზნით, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები იმ პრობაციონერთა მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ოჯახური დანაშაულისათვის.


რა განაპირობებს ძალადობას საქართველოში სამი ამბავი

ავტორი

პ ა ნ ო რ ა მ ა

ანასტასია თეთრუაშვილი

სოფო 39 წლის .... სოფო 14 წლის იყო როდესაც მისმა მეუღლემ მოიტაცა,16 წლის იყო როდესაც დედა გახდა, სკოლა დაუსწრებლად დაამთავრა, უნივერსიტეტში სწავლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო, ოჯახს უკიდურესად უჭირდა, მეუღლე არ მუშაობდა და არც არასდროს გასჩენია მუშაობის სურვილი, პირველი ბავშვი თვეების იყოს, როდესაც მისმა მეუღლემ პირველად იძალადა და ღამე სიცივეში გარეთ გაადო, სოფო მშობლებმა მეუღლესთან უკან დააბრუნეს, იმ იმედით რომ მისი მეუღლე გამოსწორდებოდა, თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენ კი არა უარესობისკენ შეიცვალა, მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ სოფო და მისი მეუღლე ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, მის დედამთილს იმედი ჰქონდა, რომ ცალკე თუ იცხოვრებდნენ უკეთესად იქნებოდნენ, მაგრამ სიტუაცია არ გამოსწორდა, სოფოს მეუღლემ დალევა დაიწყო, ყოველდღე ნასვამი მიდიოდა სახლში. სოფო ერთ-ერთ ფაქტს იხსენებს, მეუღლე ღამე გვიან ძმაკაცებთან ერთად მივიდა სახლში, დალევა უნდა გაეგრძელებინათ სოფომ

უკმაყოფილება გამოთქვა, მეუღლემ კი ტაფით სცემა და ქეიფი დაიწყო. ძალადობის მსხვერპლი ქალი იხსენებს, რომ მის გარშემო ბევრი ქალი იყო ვისზეც ქმარი ძალადობდა და ეს არავის უკვირდა, სოფოს დედამთილი გამუდმებით უმეორებდა, რომ მას უარესი ქმარი ყავდა, ქალი იმისთვის მოევლინა ქალად , რომ ოჯახში ყველა სირთულეს უნდა გაუძლოს, რადგან შვილებს დედაც სჭირდებათ და მამაც. სოფომ 20 წელი იცხოვრა მოძალადის გვერდით. რაც წლები გადიოდა სოფო უფრო ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი, რადგან მეუღლე სასმელთან ერთად ნარკოტიკულ საშუალებებსაც იღებდა, მეუღლე უფრო აგრესიული გახდა, გამუდმებით ეჭვიანობდა, სოფო ბოლო ძალადობის ფაქტს იხსენებს: გვიან ღამე ეძინათ და მეუღლემ სახეში ხელი ჩაარტყა, მძინარე მეუღლეს ცემა დაუწყო, სოფომ თავდაცვის მიზნით მეუღლეს სკამი ესროლა , ხმაურზე მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, 112 -ის თანამშრომლებს ქალი სასტიკად ნაცემი დახვდათ, პოლიციის თანამშრომლებმა შემაკავებელი ორდენი გამოწერეს და ქალი მოძალადისგან მის

ნათესავთან წაიყვანეს, ერთი თვის შემდეგ სოფოს კვლავ, იმ სახლში მოუწია დაბრუნება სადაც მისი მეუღლე ცხოვრობდა, რადგან მისი შემოსავალი მხოლოდ ბინის ქირაზე და კომუნალურ გადასახადებზე თუ გასწვდებოდა, ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორც სოფო ამბობს, რომ მისი მეუღლე შეშინებულია და ძალადობისგან თავს იკავებს, თუმცა ის და მისი ორი შვილი მაინც შიშის ქვეშ ცხოვრობენ, რომ ერთ დღეს ისევ ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან... რა განაპირობებს

ქალთა მიმართ ძალადობას საქართველოში? სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობას განაპირობებს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ტრადიციული

17


18 ღირებულებები ასევე დაბალი ცნობიერება საზოგადოებაში იმის შესახებ, რომ ქალის და კაცის უფლებები ერთმანეთისგან განსხვავებულია. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის

რეალობა. საზოგადოების დიდ ნაწილს ოჯახური ძალადობა დანაშაულად არ მიაჩნია თვლიან, რომ ეს ოჯახის საქმეა. განსაკუთრებით სავალალო

რომ მამამთილი სხვადასხვა სახის ნივთებს გაბრაზებული ხშირად ესროდა, საღამოს კი, მთვრალი ქმარი სისტემატიურად ძალადობდა როგორც ფიზიკურად ისე სექსუალურად, თუმცა ამაზე ღიად საუბარს ნინო ყველასთან ერიდებოდა. რცხვენოდა და ეშინოდა, იმ სირთულეების რომლის გადალახვაც მას მოუწევდა. ერთ დღეს ნინოსთან მისი და ისე ჩავიდა სტუმრად არ გაუფრთხილებია, როდესაც კარი გააღო და სახლში შევიდა თავის და სისხლიანი დაინახა, რომელსაც ქმარი კიდევ გამეტებით ურტყამდა ბავშვების თვალწინ, ნინოს დამ პოლიცია გამოიძახა, პოლიციამ წესისამებრ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა მოძალადეს და წავიდა, ნინო და ბავშები კი დამ და მშობლებმა წაიყვანეს, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა, მისი მეუღლე სისტემატიურად ურეკავდა და შერიგებას სთხოვდა, თხოვნამ რომ არ გაჭრა მოკვლით ემუქრებოდა რის შემდეგაც ნინომ მეორედ განაცხადა პოლიციაში და მისი ყოფილი მეუღლეს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ნინოს ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, როგორც ყველა ქალის, რომელიც მოძალადისგან აღწევს თავს, თუმცა ქალი შიშობს , რომ 2 წლის მერე მისი მეუღლე ციხიდან რომ გამოვა შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. ქეთი 28 წლის... ქეთი მრავალი წელია ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, სხვა ქალებისგან განსხვავებით ის ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არ არის, მასზე მშობლები სისტემატიურად ძალადობენ, გოგონამ რამოდენიმეჯერ თვითმკვლელობაც სცადა. ქეთი წავიდა სახლიდან თუმცა მშობლები ყოველთვის აბრუნებდნენ მას შინ, ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობდნენ, ეუბნებოდნენ რომ სხვასთან დიდ ხანს ვერ იქნებოდა ადრე თუ გვიან ისევ სახლში მოუწევდა დაბრუნება. ეს ან ახლა უნდა გაეკეთებინა ან საერთოდ ვეღარ დაბრუნდებოდა, გოგონაც მეორე დღეს სახლში

მდგომარეობა რეგიონებშია, სადაც ინფორმაციის მიწოდების პრობლემაა. საქართველოში ქალთა ძალადობის და ფემიციდის შესაჩერებლად მრავალი სახის ღონისძიება ტარდება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ღონისძიების გატარებაა აუცილებელი. “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გააცნობიეროს, რომ ფემიციდი არის დანაშაული, რაც სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების არასათანადო რეაგირების შედეგია, ისინი ვერ უზრუნველყოფენ ქალების სიცოცხლის დაცვას” აცხადებს ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია. ნინო 30 წლის... ნინო სიყვარულით გათხოვდა, ორი შვილი შეეძინა, ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად იყო, თუმცა ეს მხოლოდ ხალხის დასანახად, მეუღლესთან ერთად, ოჯახის წევრებიც ძალადობდნენ, გოგონა იხსენებს,

მიდიოდა, ეს ამბავი უკვე წლებია გრძელდება, ამ ყველაფერს ქეთის მეზობლები და ახლო ნათესავები ნორმალურ ქმედებად აღიქვამენ და მოძალადეების შესაჩერებლად არაფერს აკეთებენ, ერთ დღეს სასტიკად ნაცემმა გოგომ პოლიცია გამოიძახა, პოლიციამ მოძალადე მამას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და ძალადობის მსხვერპლი მოძალადეს განარიდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ გოგონას სახლში მოუწია დაბრუნება, რადგან წასასვლელი არ ჰქონდა არსად, სახელმწიფო თავშესაფარში კი მხოლოდ ექვსი თვით შეეძლება მას დარჩენა, ექვსი თვის შემდეგ კი ქუჩაში რჩება, მისი ხელფასი იმდენად მიზერულია, რომ თავის რჩენას და ბინის ქირის გადახდას ვერ შეძლებს, ამ ყველაფერს ემატება მშობლების მხრიდან გამუდმებული მოთხოვნა, რომ სახლში უნდა დაბრუნდეს.


კორონავირუსმა ხალხს ოცნებები აუხდინა19 პ ა ნ ო რ ა მ ა

ავტორი

ელენე კვიციანი

ქეთი ტყეშელაშვილი

მაკა 2 შვილის დედაა, უფროსი გოგო ცეკვაზე დაყავდა სანამ კორონავირუსის გამო დაწესებულება არ დაიკეტა, ხოლო უმცროსი ვაჟი , ბაღში დადიოდა. მაკა ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება ვირუსმა უკეთესობისკენ შეცვალა. მაკა: დასვენება და სახლში ყოფნა მინდოდა, რაც ამისრულდა, ჩემს გემოზე ვარ. სანამ სიტუაცია შეიცვლებოდა დილის 9 საათიდან გასული საღამოს 9 ზე შემოვდიოდი სახლში, რაც საკმაოდ რთული იყო , ახლა კი დასვენების საშუალება მაქვს. მიუხედავად ნანატრი დასვენებისა დროის ნახევარი ისევ და ისევ ბავშვებს და საოჯახო საქმეებს მიაქვს. თუმცა მაკა თავის თავისთვისაც პოულობს დროს და პროდუქტიულად ატარებს მას . მის შვილს 10 წლის მარიამსაც საკმაოდ მოეწონა ონლაინ სწავლების იდეა, ყოველ დილას დიდი შემართებითა და სიამოვნებით ემზადება ჩართვისთვის, რომ კითხოთ როგორ მოგწონს ასეთი მეცადინეობის სტილიო, გიპასუხებთ, რომ ბედნიერია რადგან სკოლაში ყოფნა არ უწევს და თანაც გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმშიც მშვენივრად გებულობს, მაგრამ მიუხედავად ამ დადებითი შემართებისა სკოლას მაინც ამჯობინებს და ნელნელა ასეთი სწავლა ბეზრდება. კორონავირუსის უეცარმა გამოჩენამ მსოფლიოში ბევრ ადამიანს შეუცვალა გეგმები, მათ შორის უცხოეთში დაგეგმილი მოგზაურობები, ასეთია მაგალითად ქეთი, რომელიც 27 მარტს ათენში უნდა გაფრენილიყო , მაგრამ ბილეთი გაუუქმეს და ფრენაც გააუქმეს. ქეთი უმეტეს შემთხვევაში სახლშია და თუ საჭიროება არ მოითხოვს ერიდება გარეთ გასვლას. ქეთი: ჩემი ცხოვრება მთლიანად

გადმოყირავდა, მენატრება უახლოესი ადამიანები, მენატრება სტუდია და კონკურსები, დღის ბოლოს გათიშულები მაგრამ ბედნიერები რომ ვიყავით. ერთი პლიუსი ის არის რომ არსად გეჩქარება , გადარბენა არ მიწევს და სულ სახლში ვარ , მაგრამ ესეც დამღლელია. დიასახლისებისგან განსხვავებით მეტად ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო დ მიედინება ონლაინ ცხოვრება 21 წლის მარიამ ჯგუშიასთან . მარიამი სტუდენტია და წელს უნივერსიტეტის დამთავრება ონლაინ უწევს. ის ჯერ 21 წლისაა , მაგრამ უკვე საკმაოდ კარგად ფლობს ჟურნალისტისთვის დ ა მ ა ხ ა ს ი ა ბ ე ლ თვისებებს და ალბათ ამიტომაც არის რომ სამ სამსახურში ერთდროულად მუშობს. ადრე წიგნებს თარგმნიდა ინგლისურიდან ქართულზე , მაგრამ მან მალევე იპოვა მისი პროფესიისთვის შესაფერისი სამსახური, უფროსწორად სამსახურები, ამიტომაც არის ,რომ დღის განმავლობაში სულ მუშაობს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს , რომ კარანტინმა რეჟიმიდან არ ამოაგდოს და თავისეულ რუტინას იქმნის. თავისუფალ დროს ცეკვავს, წიგნს კითხულობს ან ვარჯიშობს. მარიამი: ვინაიდან ექსტროვერტი ვარ დღის ბოლოს სხვადასხვა სახის გასართობს ვირჩევდი ხოლმე , რაშიც კარანტინმა შემზღუდა. მომაკლდა ყველანაირი სოციალური კომუნიკაცია, ჩახუტება და მეგობრებთან დალევა.

მარიამ ჯგუშია

მარი ლეკიშვილი


20 გასამმაგებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდი რისკის ქვეშ აღმოჩენილ კონსულტანტებს, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ემსახურებიან ხალხს, კომპანიამ ხელფასები მოუმატა. განსხვავებულ რეჟიმში და ფორმატში მუშაობა უწევთ სკოლის მასწავლებლებს და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორებს, მაგრამ სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. საინტერესოა თუ რას ფიქრობენ ლექტორები ონლაინ განათლებაზე. ოლიკო ცისკარიშვილი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ლექტორია, რომელიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ონლაინ ლექციას „ფოტოჟურნალისტიკაში“ უკითხავს. მან

ოლიკო ცისკარიშვილი

შოპინგი მენატრება. სხვა დანარჩენი დიდად განსხვავება არაა, თუმცა სწავლების მხრივ ნამდვილად ხელი შემიწყო ამგვარმა ვითარებამ , რადგან სულ ვმუშაობდი და ლექციებზე სიარულს ვერ ვახერხებდი , ახლა კი ჩავერთვები ხოლმე , ეს ძალიან კარგი რაღაც დაგვანახა კოვიდმა. დროის გაყვანის საკმაოდ ორიგინალური ფორმა გაგვიმხილა მარიამმა, სოციალური გასართობი პლატფორმა „ტიკ-ტოკი“, სადაც კონკრეტულ მუსიკაზე იღებენ პატარა სკეჩებს, ცეკვებს და სახალისო ვიდეოებს. მარიამი: შემოქმედების ერთ-ერთი სახეა. მე ცეკვასა და იუმორზე ვკონცერტრირდები. დროც კარგად გამყავს და ფიზიკური აქტივობის სიცარიელესაც მივსებს. წინა სამი დადებითად განწყობილი რესპოდენტისგან განსხვავებით 16 წლის სკოლის მოსწავლე მარიამ ლეკიშვილი ნეგატიურად არის განწყობილი , იგი ფიქრობს რომ მისი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა და ინერტული გახდა. ის ვეღარ ხარჯავს იმდენ ენერგიას რამდენსაც ადრე ხარჯავდა, ვეღარ ნახულობს მეგობრებსა და ახლობლებს, რაც მისთვის საკმაოდ მოსაწყენია. თუმცა ნეგატიური ფიქრები მარიამს არ აძლევს დეპრესიის საშუალებას და ცდილობს ყოველი დღე პროდუქტიულად გაატაროს. მარიამი: ვესწრები ონლაინ გაკვეთილებს და ვცდილობ პროგრამას არ ჩამოვრჩე, საკმაოდ დიდი დრო მრჩება კლასგარეშე საკითხავისთვის , ვახერხებ სახლის პირობებში ვარჯიშსაც, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოსახლეობის უმეტესობამ სამსახურები დაკარგა, თუმცა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას სუპერმარკეტებში მომუშავე პერსონალი აგრძელებს. საინტერესოა რა ვითარებაა მაღაზიებში . ელენე სტუდენტია, იგი სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორას“ კონსულტანტია. ერთი წელია რაც აქ მუშაობს. ხალხის რაოდენობა მაღაზიაში არასდროს უჩიოდა თუმცა კარანტინის პერიოდში ხალხის მატებას ნამდვილად ადასტურებს. ელენე: ერთი თვის წინ იმდენი დატვირთვა არ გვქონდა რამხელაც ახლა გვაქვს. ხალხის ნაკადი არ წყდება, მომხმარებლების რაოდენობამ საკმაოდ იმატა, რაც მკვეთრად აისახება სალაროში შემოსულ ფულზე , ყოველდღიური შემოსავალი თითქმის

გვითხრა, რომ ონლაინ განათლება ძალიან მოსწონს, რადგან ყველას შეუძლია განათლების მიღება, შშმ პირებიდან დაწყებული, ვინც რეგიონში ცხოვრობს და ვერ ახერხებს ჩამოსვლას , მათით დამთავრებული. ყველას მსგავსად ოლიკო ლექტორსაც გაუჭირდა ახალ პლატფორმაზე მორგება თუმცა უკვე მეორე ლექციაზე თავისუფლად იბარებდა დავალებებს და პრეზენტაციებს. ოლიკო: ჩემი აზრით სტუდენტებიც მოტივირებულები არიან და აქტიურად არიან ჩართულნი ამგვარ სასწავლო პროცესში , რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია, ასე,რომ მივესალმები ონლაინ სწავლებას.

მოგზაურობა - საკუთარი თავის შეცნობის გზა

ავტორი

ნია ბიჭიკაშვილი

თუ თქვენ მუდმივად იკარგებით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ფიქრებში, იშვიათად სახლდებით ერთსა და იმავე ადგილას ან ტერფებში მუდმივად მოუსვენრობის შეგრძნება გაქვთ, სავარაუდოდ, თქვენ მოგზაურობის წყურვილი გახრჩობთ (ის, რასაც ინგლისურად Wanderlast-ს უწოდებენ). თუმცა, ამ წყურვილის დაკმაყოფილებას ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტი რესურსი სჭირდება, ვიდრე რეალურად გვაქვს - ერთი მხრივ, ძვირია, მეორე მხრივ კი, ცოტა მოუხერხებელიცაა, გიწევს რამდენიმე დღით მიატოვო შენი ყოველდღიური ცხოვრება, და შემდეგ უკვე ამ ყველაფრის შედეგებთან გამკლავება. აშკარაა, რომ მოგზაურობა ამად ღირს, რადგან ყველა სიძნელისა თუ მოსალოდნელი გართულების მიუხედავად, მაინც ვალაგებთ ჩემოდნებს და საზღვრების გადასაკვეთად ვემზადებით. საინტერესოა, რატომ გვიზიდავს მოგზაურობა ასე ძალიან?


პ ა ნ ო რ ა მ ა

21

პრაღა ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება ჩვენი ისტორიის სიღრმეებში ვეძებოთ. კაცობრიობის ისტორიის 99% ადამიანმა მომთაბარე ცხოვრებაში გაატარა. ნადირობის, წელიწადის დროების მონაცვლეობის, რელიგიური რიტუალებისა და ა.შ. გამო ადამიანს მუდმივად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. დაახლოებით 10 000 წლის წინ მიწათმოქმედებას ჩაეყარა საფუძველი. მიწათმოქმედება ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ ადამიანი იძულებული გახდა ერთ ადგილას დასახლებულიყო. თუმცა, მოგზაურობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დაუოკებელი სურვილი ადამიანის ქვეცნობიერში იმდენად ღრმად ჩარჩა, რომ დღესაც კი, როცა მოგზაურობა ფინანსურ საკითხებთანაა დაკავშირებული, ძნელია ამ სურვილთან გამკლავება. მეცნიერების აზრით კი, ეს ყველაფერი იმასთანაა დაკავშირებული, თუ როგორაა ადამიანის ტვინი მოწყობილი. ერთი მხრივ, ის სიახლეს ელტვის, მეორე მხრივ კი, მოწყენილობის „ეშინია“.

კუნძული ჰალკიდიკი

5 მიზეზი, რატომაც უნდა ვიმოგზაუროთ საკუთარი თავის შეცნობა მოგზაურობა საშუალებას გაძლევს ერთი ნაბიჯი გადადგა საკუთარი თავის აღმოჩენისაკენ. გეხმარება შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი აღმოაჩინო. ხელს უწყობს ფარული ნიჭისა და უნარების გამოყენებას. გივითარდება კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი. ახალი ურთიერთობები მოგზაურობისას შენზე უცხო ადამიანები ზრუნავენ და შენ თვითონაც ზრუნავ უცხო ადამიანებზე. შენგან მოულოდნელად იძენ ახალ მეგობრებს, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ შენს ცხოვრებაში. ხდები უფრო ტოლერანტული მოგზაურობისას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ ყველაფერს, რაც იქამდე იცოდი, და იწყებ ღირებულებების გადაფასებას. ცხოვრებისეული გამოცდილება როცა მოგზაურობ, შენი სახლიდან შორს ხარ და ყველაფრის გაკეთება თავად გიწევს. სწავლობ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას და იძენ მართვის უნარს. ამასაც რომ თავი გავანებოთ, ახალი ურთიერთობები უკვე ცხვორებისეული გამოციდლებაა. განათლება ეცნობი უცხო ხალხის კულტურას, ტრადიციებს, რელიგიას, ცხოვრების წესს. მოგზაურობისას ხედავ და გრძნობ ყველაფერ იმას, რასაც წიგნებში კითხულობდი და იმასაც, რასაც წიგნებში ვერ კითხულობდი.


22

10 რჩევა მოგზაურობისთვის

ბონუსი ყველაფერი დაივიწყეთ, უბრალოდ ისიამოვნეთ და დატკბით თქვენი მოგზაურობით!

მიზანი. თავიდანვე ზუსტად განსაზღვრეთ რა არის თქვენი მოგზაურობის მიზანი. ეს დაგეხმარებათ, გადაწყვიტოთ მარტო მოგზაურობა სჯობს თუ მეგობრებთან ერთად.

ყაზბეგი დაგეგმვა. მოგზაურობას სპონტანურობა არ უხდება. თუ გსურთ, თქვენი ვიზიტი საზღვარგარეთ მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს, რამდენიმე თვით ადრე დაიწყეთ მისი დაგეგმვა. აქ უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტის ხანგრძლივობა. იმ ღირსშესანიშნაობების ადგილმდებარეობა, რომლების ნახვაც გსურთ, რამდენადაა დაშორებული ერთმანეთისგან. უნდა გაითვალისწინოთ, ასევე, თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები, რამდენად სწრაფად შეძლებთ სიარულს, ან იქნებ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გირჩევნიათ და ა.შ.

ბილეთები. თუ წინასწარვე ზუსტად იცით მოგზაურობის თარიღი და ხანგრძლივობა, სჯობს ავიაბილეთები რამდენიმე თვით ადრე იყიდოთ. ასე თანხას დაზოგავთ. რაც შეეხება მუზეუმების, ღირსშესანიშნაობების ბილეთებს, წინასწარვე შეიძინეთ. უზარმაზარ რიგებს აიცილებთ თავიდან და დროსაც მოიგებთ.

განთავსება. მართალია, სასტუმრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა, თუ ისეთ სასტუმროს აარჩევთ, რომელიც ქალაქის ცენტრშია არაა, მაგრამ მეტროსადგურთან არის ახლოს, თანხას ნამდვილად დაზოგავთ.

გ ა დ ა ა დ გ ი ლ ე ბ ა . საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებს წინასწარ ნამდვილად ვერ შეიძენთ, თუმცა, ინტერნეტის საშუალებით, შეგიძლიათ, გაარკვიოთ ფასი. ასე დაახლოებით მაინც გეცოდინებათ, თუ რა თანხა დაგჭირდებათ ქალაქში გადაადგილებისთვის.

ორიენტირება. ნუ შეგეშინდებათ, ძალიანაც რომ გინდოდეთ, ვერ დაიკარგებით. ყველგან ყველაფერს ყველაფერი აწერია.

ინფორმაცია. მოიძიეთ ინფორმაცია იმ ქვეყანაზე, ქალაქზე, სადაც მიემგზავრებით. ეს დაგეხმარებათ, განსაზღვროთ წელიწადის რომელ პერიოდშია იქ მოგზაურობა ყველაზე კარგი. ასევე გაეცნობით მათ კულტურას, ტრადიციებს, რაც გაგიადვილებთ მათთან ურთიერთობას. თუ უცხო ქვეყანში არ გექნებათ საშუალება მობილური ინტერნეტით ისარგებლოთ, წინასწარვე მოიძიეთ რუკა. შეიძლება სულაც არ დაგჭირდეთ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ბარგი. დამოკიდებულია ვიზიტის ხანგრძლივობაზე. თუ 7-10 დღით მიდიხართ სამოგზაუროდ, სჯობს, პატარა ჩემოდანი გამოიყენოთ, რომელიც 8-10კგ ბარგს იტევს. რუგზაკი ან ხელჩანთა მთლად მოსახერხებელი ვარიანტი არაა, მთელი სიმძიმის ტარება თქვენ მოგიწევთ. პატარა ჩემოდნის შემთხვევაში კი ფიზიკურად ნაკლებად დაიტვირთებით და თანაც, უფლება გაქვთ ამ ზომის ჩემოდანი თვითმფრინავში აიტანოთ. კიდევ ერთხელ, ასეთ შემთხვევაში დროშიც იგებთ.

სტილი. „ფოტოსთვის ლამაზად უნდა მეცვას,“ დაივიწყეთ! თან წაიღეთ მხოლოდ ის ტანსაცმელი, რომელშიც კომფორტულად გრძნობთ თავს. ამინდის პროგნოზსა და სეზონს მთლად ნუ ენდობით, ეცადეთ მზიანი ამინდისთვისაც მზად იყოთ და წვიმიანისთვისაც. კვება. ეს ის საკითხია, რომელიც მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მხოლოდ თქვენ იცით, დღეში რამდენჯერ გჭირდებათ კვება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში რამდენსაც დახარჯავდით კვებაზე, მთელ დღეს სახლში რომ არ მისულიყავით, საზღვარგარეთაც დაახლოებით იმდენივე დაგჭირდებათ, ქვეყნის შესაბამის ვალუტაში, რა თქმა უნდა. მაგალითად, თუ კვებისთვის დღეში საშუალოდ გჭირდებათ 15 ლარი, საზღვარგარეთ დაგჭირდებათ 15 ევრო ან დოლარი. თქვენ ხომ კვების რაციონს არ იცვლით.


პ ა ნ ო რ ა მ ა

ვინც

დაგეხმარა

საკუთარი

კი, ეს ადამიანი იყო ბაბუა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. მისი დამსახურებაა, რომ მე შევდექი ადამიანად და თავის დამკვიდრებას ვცდილობ იმ სფეროში, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია. ბაბუს

ძალიან

უნდოდა,

რომ

წარმატებული

ფოტოგრაფი ვყოფილიყავი, ყოველთვის მოსწონდა ჩემი გადაღებული სურათები და ხშირად მთხოვდა მათ

დათვალიერებას.

როდესაც

წარმატებას

ვაღწევ, ყოველთვის მგონია, რომ რაღაც წვლილი მას მიუძღვის ამ წარმატებაში და ვგრძნობ, რომ სულ ჩემს გვერდითაა.

- საიდან იღებ ინსპირაციას? ჩემი ინსპირაციის წყარო ფილმების ყურებაა. ზოგისთვის გართობა კლუბში ან რესტორანში მეგობრებთან ერთად წასვლაა. ესეც ძალიან კარგია. მაგრამ ჩემი პირადი კომფორტი და ბედნიერებაა, როდესაც სახლში მარტო ვარ, გავეხვევი პლედში, გავიკეთებ ყურსასმენებს და ახალ ფილმებს ვუყურებ. ჩემი სულიერი საკვებია კინოა, და მუსიკა… კარგ ფილმს რომ ვუყურებ, მერე ერთი კვირა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და ახალი იდეები მომდის. საყვარელი ფოტოგრაფი : იტალიელი ფოტორეპორტიორი და ასევე ჟურნალისტი - ფერდინანდო შანა, ის ჩემთვის ფოტოხელოვნების ლეგენდაა. - ფოტოგრაფიის კუმირი თუ გყავს? მყავს და ეს არის უილიამ იუჯინ სმიტი. ძალიან ბევრი რამ მაქვს მასზე წაკითხული და ზოგჯერ ჩემს თავში ვპოულობ მის მსგავს რაღაცებს, რაც ძალიან მახარებს. მეც მისნაირად თავისუფალი, შეუზღუდავი ფოტოხელოვნების შექმნა და დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე ფინანსური სარგებელი.

ფოტოგრაფია ჩემთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ძალიან ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში ფოტოგრაფიამ განაპირობა. წარმატება, გადაღების ძალიან ბევრი მხიარული და ნათელი დღე. მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა ჩემი ცხოვრება.

ნუცა ვიბლიანი

ნუცა ვიბლიანი - პერფექციონისტი მხატვარი რომელიც არასოდეს უწესებს თავს ჩარჩოებს

ვინმე,

თაკო ბოჭორიძე

არის

ავტორი

-

თავის პოვნაში?

ნუცა ვიბლიანი თვითნასწავლი ფოტოგრაფია. ბავშვობიდან იზიდავდა ფოტოგრაფობა, ყოველთვის ცდილობდა ლამაზი ფოტოები გადაეღო და ამით სიამოვნება მიეღო. ნუცა მესაუბრა თავის ბავშვობაზე, საინტერესო გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე. – როგორია ნუცა ვიბლიანის თვალით დანახული ნუცა ვიბლიანი : ჩემი თვალით დანახული ჩემი თავი, რაღაც მარცვალია, რომელიც ჯერ არ აღმოცენებულა. ვუვლი, წყალს ვუსხამ, წვიმას ველოდები ხოლმე და მზეს. - როგორ იპოვე საკუთარი თავი ფოტოგრაფიაში? ბავშვობიდან მიტაცებდა ფოტოების გადაღება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და მსოფლიო ტექნოლოგიები ასე არ იყო განვითარებული, ძველი ფოტოაპარატი გვქონდა სახლში და მახსოვს, იმ ფოტოაპარატითაც ვიღებდი ხოლმე სურათებს. შემდეგ იყო ტელეფონი, უფრო დახვეწილი ფოტოები და ასე ნელ-ნელა დავხვეწე ჩემი საქმიანობა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ის საქმე იყო, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და ვიცოდი, რომ თავი ამ სფეროში უნდა დამემკვიდრებინა. - საყვარელი ფილმი : ძირითადად ვუყურებ ისეთ ფილმებს, რომლებსაც არტ ჰაუსს უწოდებენ. ბოლო

23


24

პერიოდში ძალიან გამიტაცა ვეს ანდერსონის შემოქმედებამ. ჰანეკე, ჯიმ ჯარმუში, ვენდერსი სულ მათ ძიებაში ვარ. ახლახან ძმები დარდენები აღმოვაჩინე. ძალიან მჭირდება ეს. თუმცა, ასევე, ერთ-ერთი ფილმი, რომელიც ჩემთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს, არის „ეზოში გამავალი ფანჯარა“. ასევე, დიდ გავლენას ახდენს ჩემზე „მთვარის შუქი“. ეს ფილმი შავკანიან გეი მამაკაცის ძალიან რთულ ცხოვრებაზეა. პერსონაჟის როლს ფილმში სამი მსახიობი თამაშობს, რომლებიც შაირონის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს განასახირებენ. - სამი თვისება, რომელიც გეხმარება იმაში, რომ გახდე უფრო მეტად წარმატებული. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ზოგადად პერფექციონისტი ვარ და მიყვარს, როდესაც ყველაფერი საუკეთესოდ არის შესრულებული. არასოდეს ვუწესებ საკუთარ თავს ჩარჩოებს. იმპროვიზაციას

ხშირად მივმართავ. ახალს ვიგონებ, ვამატებ. იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე დავალებული იყო. ეს არის ალბათ ჩემი წარმატების ფორმულა. გააკეთო უფრო მეტი , ვიდრე გაქვს ჩანაფიქრში. ზოგადად კარგია, თუ ერთმანეთს მივაჩვევთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვიცხოვროთ. ძალიან მოსაწყენია ასე ცხოვრება. სხვისთვისაც უნდა იყო სასარგებლო. ვცდილობ, ამ იდეით ვიცხოვრო და სულ ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდზე არის რაღაც ან ვიღაც, ვინც სულ მეხმარება. საოცარი შეგრძნებაა. - მომავალი, როგორიც შენ გინდა, რომ იყოს : ჩემ ცხოვრებაში მომავალს თვითონ განვაპირობებ. ზოგადად ყველა ადამიანი, როგორც იცხოვრებს , ისე წარიმართება მისი ცხოვრება. არავის უნდა დავაბრალოთ რამე. როცა მივხვდებით, რომ მომავალი ჩვენი გადადგმული ნაბიჯების შედეგია, მაშინ დაიწყება ჩვენი სრულფასოვანი ცხოვრება.


თეატრალური რეჟისორები: რა გეგმები აქვთ 25 და როგორ უმკლავდებიან დღევანდელობის გამოწვევებს ავტორი ელენე კვიციანი

ავთანდილ ვარსიმაშვილი

პ ა ნ ო რ ა მ ა

მკითხველებო იცით რა მაინტერესებს? წარმოიდგენდით ოდესმე , რომ გადატვირთული და გიჟური გრაფიკიდან, სრულიად მოცლილ გრაფიკს მოერგებოდით? წარმოიდგენდით ოდესმე, რომ რასაც ადრე მთელ ძალისხმევას ატანდით, ინტერნეტის დახმარებით, ონლაინ შეგეძლებოდათ,რომ გაგეკეთებინათ? ახალი კორონავირუსის კოვიდ19-ის გამოჩენამ თავდაყირა დააყენა მსოფლიო და ისეთი მოთხოვნები დააწესა, რაც ფაქტიურად საზოგადოებისთვის თავიდან წარმოუდგენელი იყო , ახლა კი ნელ-ნელა ყველა ირგებს ახალი ცხოვრების სტანდარტებს. ონლაინ მიმდინარეობს სწავლება, ონლაინ არის შესაძლებელი ვაჭრობა, ონლაინ მუშაობს ხალხი სახლიდან, ონლაინ ფიტნეს გაკვეთილებიც კი არის, მაგრამ რა ხდება თეატრებში? საინტერესოა რა ეტაპზე არიან ისინი და რა აქვთ სამომავლო გეგმებში. გურანდა იაშვილი, მუსიკისა და დრამის თატრის (მუსკომედიის) რეჟისორია, მე მას დავუკავშირდი და მოდით ერთად გავეცნოთ ამ კონკრეტული თატრის გეგმებს. კორონავირუსის გამოჩენამდე მუსკომედიის თეატრში ბოლო სპექტაკლი „ბალიშის კაცუნა“ 1 მარტს გათამაშდა. როგორც გურანდამ გაგვიმხილა თეატრი ახალი პრემიერისთვის ემზადებოდა, რომ არა კორონავირუსი ა.ჩეხოვის „თოლიის“ (რეჟ. დავით დოიაშვილი) პრემიერას თეატრის ერთგული მაყურებელი დიდი სიამოვნებით დაესწრებოდა. ამჟამად თეატრში ყველა ახალი სპექტაკლის რეპეტიციები შეჩერებულია, შესაბამისად სპექტაკლებიც არ გადის, ასევე შეჩერებულია თეატრის ახალი შენობის მშენებლობაც. გურანდა დღევანდელ დღეს ყველაფერი ონლაინ პლატფორმას ერგება. თქვენ რას ფიქრობთ, შესაძლებელია,რომ თქვენი სპექტაკლები საზოგადოებამ ონლაინ რეჟიმში იხილოს? ჯერ-ჯერობით ონლაინ სპექტაკლები არ იგეგმება, რადგან თეატრი მაყურებელთან ცოცხალ

კომუნიკაციაზე დამოკიდებული ხელოვნების დარგია, იმედი გვაქვს მალე აღვადგენთ ამ კონტაქტს. სპექტაკლები და რეპეტიციები შეჩერებულია, პრემიერები არ ტარდება, მაგრამ მუსიკისა და დრამის თატრის გუნდი იმედს არ კარგავს და ნებისმიერ შემთხვევაში ემზადება ახალ შენობაში გადასასვლელად, ახალი რეპერტუარით და ახალი იდეებით. მუსკომედიის თეატრისგან განსხვავებით გრიბოედოვის სახელობის თეატრი ონლაინ სპექტაკლებზე უკვე გადავიდა და მაყურებლისთვის სამი სპექტაკლის ჩვენება უკვე მოასწრო. მაყურებელმა უკვე იხილა- 15 აპრილს- ემილ ზოლას რომანის „ტერეზა რაკენის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი. 22 აპრილს- ტრაგიკომედია ერთ მოქმედებად- „მოჰკალ მამაკაცი“ და 29 აპრილსთ.დოსტოევსკის რომანის მიხედვით „წერილები მკვდარი სახლიდან“ სპექტაკლი „დოსტოევსკი.ru”. ავთანდილ ვარსიმაშვილი გრიბოედოვის თეატრის ხელმძღვანელია, საინტერესოა როგორ ებრძვისკარანტინს თეატრი? „გამართული სპექტაკლებიდან ჩანაწერების 10% თუ რჩება, რადგან რთულია ჩვენების გადაღება რამოდენიმე კამერით და მაღალი ხარისხით, თუმცა შექმნილ ვითარებაში ეს გამოსავალი რაღა თქმა უნდა გამოდგება. მაყურებელი იღებს მცირე ინფორმაციას მაინც, ამიტომ დღევანდელ დღეს ეს გამოსავალი ნამდვილად არის“- გვითხრა ავთანდილ ვარსიმაშვილმა. თეატრი ბევრ ახალ სპექტაკლსაც გეგმავს, რომელიც მაყურებელს მეტად დააინტერესებს, რადგან მსოფლიო შეიცვალა. სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად თეატრი კვლავ დაუბრუნდება ჩვეულ მუშაობის რეჟიმს და იმუშავებს, რათა მალევე შეძლოს კრიზისიდან გამოსვლა. აქედან გამომდინარე თეატრების თანამშრომლებს არ იზიდავთ ახალ პლატფორმაზე გადასვლა, ისინი არ კარგავენ იმედს და ფიქრობენ, რომ მალე შეძლებენ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას და ერთგული მაყურებლისთის რეალურ სამყაროში ახალი თუ ძველი სპექტაკლების ჩვენებას.

მუსიკისა და დრამის თეატრი


ნია ბიჭიკაშვილი

მარიამ ჯოლოგუა - მსახიობი, რომელმაც სხვადასხვა როლებით დაამახსოვრა თავი ქართველ მაყურებელს. ჰყავს ორი შვილი და მეუღლე მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი. მარიამი დღეს თავისუფალი თეატრის ერთერთი წამყვანი მსახიობია.

ავტორი

“ყველას ვეუბნები,რომ თუ მსახიობობის გარეშე ცხოვრება შეგიძლიათ, მაშინ აირჩიეთ სხვა პროფესია” მარიამ ჯოლოგუა

26

გამარჯობა მარიამ, პირველ რიგში მაინტერესებს როდის გაგიჩნდათ სურვილი გამხდარიყავით მსახიობი? სურვილი იმისა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი ჯერ ქვეცნობიერში გამიჩნდა, მანამდე, ვიდრე გავაცნობიერებდი, თუ რა იყო მსახიობობა და ზოგადად თეატრი. ყოველთვის მიყვარდა გარდასახვა, ამიტომ ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი ექიმობანას, მასწავლებლობას და ასე შემდეგ. უკვე გაცნობიერებულად 15 წლის ასაკში მივიღე ეს გადაწყვეტილება. იყო თუ არა რთული მომენტები პროფესიაში განვითრების დროს და რომელს გაიხსენებდით? სირთულე გითხრათ არ მახსენდება, რადგან მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც პირველად დამამტკიცეს მთავრ როლზე სპექტაკლში „წვიმის გამყიდველი“. ასევე მესამე კურსზე ვიყავი როდესაც გამოცხადდა ქასთიგი ნანა ბურდულის მეთაურობით და აქაც დამამტკიცეს მთავრ როლზე სპექტაკლ „თოლიაში“, შემდეგ მალევე დაიწყო სერიალი „შუა ქალაქში“. რეალურად მესამე კურსიდან უკვე ხშირად მიწევდა ჩემი პროფესიით მუშაობა. თეატრში ხშირია ინტრიგები, როლის გამო ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს მსახიობები, თქვენ თუ გადაგხდენიათ მსგავსი რამ? მე ყოველთვის ვცდილობ, მსგავს რაღაცეებზე მაღლა დავდგე, ამიტომ ასეთი ფაქტი ჩემი წარსულიდან არ მახსენდება, თუმცა ხშირად მომისმენია ჩემი კოლეგებისგან, რომ ინტრიგის მსხვერპლნი გამხდარან. რომელი როლია თქვენთვის ყველაზე საყვარელი და რომელმა როლმა მოგიტანათ ყველაზე დიდი პოპულარობა? საბედნიეროდ ბევრ სპექტაკლში მაქვს როლები. ყველა ჩემი როლი მიყვარს, მაგრამ გამოვარჩევდი სპექტაკლს “მიყვარხარ,მიყვა რხარ,მიყვარხარ“. პოპულარობა ყველასთვის საყვარელმა სერიალმა „შუა ქალაქში“ მომიტანა როლით ანანო, რომელიც დღემდე აქტუალურია. ხშირად ერევათ სახელი და მარიამის ნაცვლად ანანოსაც მეძახიან. გყავთ თუ არა საყვარელი მსახიობი? გაქვთ თუ არა საოცნებო როლი? ძალიან მიყვრს სოფი ლორენი. როლებზე არასდროს მიოცნებია, თან უკვე დიდი ხანია გამოვედი მაგ ასაკიდან (იცინის). თეატრი თუ კინო? კინოგამოცდილება არ მაქვს, თუმცა სერიალის გამო ტელევიზიაში მუშაობამ დიდხანს მომიწია და ძალიან აზარტულია. ყოველდღე რაღაც ახალი ხდება, ყველაფერის სწრაფად კეთება გიწევს, რაც შეეხება თეატრს ეს უფრო გრძნობებზე და ემოციებზეა

მარიამ ჯოლოგუა და ჩვენი მთავარი რედაქორი

დამოკიდებული. ჩემთვის ორივე სასიამოვნო და კომფორტულია, მაგრამ თუ არჩვანზე მიდგება საქმე ალბათ უფრო თეატრი. ხშირია მოსაზრება, რომ თეატრში ე.წ. „ჩაწყობის“გარეშე მოხვედრა რთულია. როგორ ფიქრობთ, ეს შეესაბამება სიმართლეს? რა თქმა უნდა არა. მე პირადად ყველანაირი დახმარების გარეშე ჩავირიცხე თეატრალურ უნივერსიტეტში, ჩემმა უამრავმა მოსწავლემ ჩააბარა, რომლებზეც დანამდვილებით ვიცი, რომ არავინ დახმარებიათ. ასევე ჩემი შვილი, რომელიც წელს მოეწყო. აზრს არ ვეთანხმები, ეს არის მასის მიერ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი. რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა აბარებენ და წინ ის გზა ელით, რომელიც თქვენ უკვე გაიარეთ? ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არ ვურჩევ ხოლმე ადამიანებს, რომ თეატრალურზე ჩააბარონ. ჩემს შვილთანაც მქონდა ამ თემასთნ დაკავშირებით საუბარი. ყველას ვეუბნები, რომ თუ მსახიობობის გარეშე ცხოვრება შეგიძლიათ, მაშინ აირჩეთ სხვა პროფესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არის განვითარებული ეს სფერო ისე, როგორც უნდა იყოს, მაგრამ თუ მაინც ადამიანს ძალიან უნდა, რომ მსახიობი იყოს და მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, მთავარია არ დაიშუროს ენერგია, იყოს მიზანდასუხული და გამოიჩინოს დიდი ნებისყოფა. თეატრის გარდა რითი ხართ დაკავებული? თეატრს ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი დრო მიაქვს, ამიტომ თუ თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ შვილებს და ოჯახს დავუთმო.


უცნაური ქორწილები

პ ა ნ ო რ ა მ ა

27

“დღეს მაინც გამომაძინეთ” - 30 წუთში მომზადებული პატარძალი ავტორი

ელენე კვიციანი

წარმოგედგინათ ოდესმე პატარძალი ქუსლიანი ფეხსაცმლის მაგივრად , ქორწილს კეტებში გაატარებდა? ან სიძე შარვალ-კოსტუმის მაგივრად ჯემპრში? დიახ დიახ არ მოგესმათ კეტები და ჯემპრი, ეს ყველაფერი დღეს 21ე საუკუნეში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული ქორწილები სულ უფრო ნაკლებად აქტუალურია. წარმოგედგინათ ოდესმე, რომ ქორწილს ხალხი არა რესტორანში არამედ ბარში გაატარებდა? წარმოგედგინათ ოდესმე რომ თამადის მაგივრად ქორწილს წამყვანი წაიყვანდა? დღესდღეობით ახალგაზრდებს საკმაოდ ორიგინალური და განსხვავებული იდეები აქვთ ქორწილის ჩატარებასთან დაკავშირებით . ჩვენ დღეს სამ ჩატარებულ ქორწილს შემოგთავაზებთ ხოლო ერთი პატარძალი კი საიდუმლოდ გაგვანდობს მისი მომავალი ქორწილის იდეებს. ყველასგან განსხვავებული და კორონა ვირუსს მორგებული ქორწილი სულ ახლახანს მარიამმა და ლუკამ გადაიხადეს. მათ ქორწილი 27 აპრილს უნდა ჰქონოდათ მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო 19 მარტს იუსტიციის სახლს ესტუმრნენ , განაცხადი შეიტანეს და 1 საათში დაიბარეს მოწმეებთან ერთად. მარიამი: რადგან წინა დღეს ამაზე არ გვიფიქრია მოუმზადებელი ვიყავი, მალევე გავემზადე, მაკიაჟზე წავედი და თან ჩემი პირბადე შევკერე. მარიამს ყველა პატარძლისგან განსხვავებით თავის კარანტინულ ქორწილში განსხვავებული ვიზუალი ჰქონდა, რაც სრულიად შეესაბამებოდა ვითარებას. მარიამი: მინდოდა რაიმე დეტალი მქონოდა , რაც ყველას გაახალისებდა და ამავდროულად ორიგინალური იქნებოდა. იუსტიციის სახლში ზოგს ირონიულად ეცინებოდა , ზოგს კი საკმაოდ მოეწონა ჩემი პირბადე. მიუხედავად შეცვლილი გეგმებისა მარიამი დადებითად არის განწყობილი და ხალხს რჩევას და სტიმულს აძლევს სოციალური ქსელის საშუალებით„ცხოვრება მშვენიერია, სანამ ცოცხლები ვართ ყოველი ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით უნდა დავტკბეთ, ჩემსავით მსოფლიოს 99% მოსახლეობას ძალიან ბევრი გეგმა ჩაეშალა და გადაედო. მე პირადად 6 თვის ნაკოწიწები ქორწილი , რომელსაც ასე ველოდებოდი გადამედო, მაგრამ არაუშავს .მოკლედ ნუ იწუწუნებთ თქვენს გეგმებზე, ყველაფერს ეშველება სანამ ცოცხლები ვართ“ .

თეო: ჩვენი ქორწილი ვფიქრობ,რომ განსხვავებული იყო, ის არ იყო ტრადიციული სტილის. იყო უფრო თანამედროვე , რაც გამოიხატებოდა ლოკაციაში, ქორწილის პროგრამაში და ალბათ ჩაცმულობაში. თეოს და ნიკუშას ქორწილში დეკორაციები იისფერ ფერში უნდა ყოფილიყო, მაგრამ სპონტანურად იისფერი ფერი ვარდისფრით შეიცვალა, თუმცა ამას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია, რაც ადრე შეიძლება პირიქით ყოფილიყო. მეჯვარეები კი ერთნაირ ტანისამოსში გამოწყობილები გამოეცხადნენ. სუფრა თამადას მიჰყავდა თუმცა 4-5 სადღეგრძელოს შემდეგ ქორწილი წამყვანმა გადაიბარა და არნახული შოუც აქვე დაიწყო. ჯაზი, ჩიკაგო, მოდერნი , კონტემპორარი, ლათინო-ამერიკული - ეს იმ ცეკვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სტუმრებმა ახალდაქორწინებულების ქორწილში იხილეს შოუ-ბალეტ „ვერნისაჟის“ შესრულებით. უნდა აღინიშნოს ის, რომ ქართული ცეკვა არც წყვილს შეუსრულებია, მათი არჩევანი ნაზ და ჰაეროვან ვალსზე შეჩერდა. მუსიკალური გაფორმებაც განსხვავებული იყო . თეო: თავიდან ბენდმა დაიწყო, მაგრამ ჩემმა მეჯვარემ იმარჯვა და ბენდს ჩაენაცვლა. შეიძლება ითქვას იქვე სპონტანურად მოეწყო კონცერტი

თეო პროფესიით მხატვარია, ხოლო ნიკუშა ჟურნალისტი. 2017 წლის 16 სექტემბერს თეოს და ნიკუშას ქორწილი ბარ „ოტიუმში“ აღინიშნა. წყვილმა ქორწილის ჩატარება ივენთის სტილში გადაწყვიტა, რომელიც საკმაოდ გამორჩეული იყო ყველა იმ ქორწილებს შორის, რაც კი აქამდე ჩატარებულა. მე დავუკავაშირდი თეოს და მოდით თავად გავიგოთ ინფორმაცია ყველა იმ დეტალის შესახებ, რაც მათ ქორწილში იყო გათვალისწინებული.


28 სუფრაც არ გახლდათ ტრადიციული ქართული კერძებით გაჯერებული, ეს იყო უფრო ევროპულისა და ქართული სამზარეულოს მიქსი, მაგრამ სტუმრებისთვის როგორც ჩანს ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან თითქმის ყველამ ბოლოს კოქტეილებით ხელში გარეთ გადაინაცვლეს. თეოსა და ნიკუშასგან განსხვავებით ჯერ ქორწილი 24 წლის გვანცასა 28 წლის გიორგის არ ჰქონიათ, თუმცა გვანცამ კარგად იცის მისი მომავალი მნიშვნელოვანი დღის დეტალები, რაც დაუზარელად გაგვანდო და გაგვიზიარა. გვანცასა და გიორგის ჯვრისწერა და ქორწილი სხვადასხვა დღეს სურთ და მის გადახდას ნატახტარში აუზიან რესტორანში გეგმავენ , სადაც მხოლოდ მეჯვარეები, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ეყოლებათ. გვანცა: როგორც წესი ჩვენს ქვეყანაში ყველა ქორწილი ერთმანეთს გავს. დილით ძაან ჩქარა უნდა მოემზადო, ჯვარი დაიწერო , ხელი უნდა მოაწერო და საღამოს ექვს საათზე დარბაზში უნდა იყო. უმეტესობა ზუსტად ამ სტილის ქორწილია. ჩემი კი ვფიქრობ განსხვავებული იმიტომ იქნება, რომ ჯერ ჯვრისწერა ცალკე დღეს იქნება და კაბაც არატრადიციულ სტილში მექნება. ხელმოწერას წყვილი ზღვის სანაპიროზე გეგმავს, რადგან ზღვა მათთვის უსასრულობასთან ასოცირდება. ეს მხოლოდ გათამაშებული ცერემონია იქნება, თუმცა ოფიციალურად ხელს ბევრად ადრე მოაწერენ. ძველად აღიქმებოდა, რომ ქორწილი სტუმრებისთვის იმართებოდა, რომლებიც კმაყოფილები უნდა წასულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი დღიდან და შემდგომ კარგა ხანი ელაპარაკათ თუ როგორი საოცარი იყო ქორწილი, თუმცა გვანცა ასე არ ფიქრობს. გვანცა: ქორწილი მე იმისთვის მინდა, რომ მე მაქსიმალურად მეტი კადრი დამრჩეს, მეტი განცდა და მეტი ემოცია. მინდა, რომ ყველაფერი მოვარგო ჩემს სიამოვნებას, იმას თუ მე როგორი ქორწილი მინდა, რომ მქონდეს. 2018 წლის 21 აგვისტოს ლანას და ნიკას ქორწილის დღე საკმაოდ უცნაურად დაიწყო. ჯერ ხომ პატარძალი ძლივს გააღვიძეს ,თურმე

ყვიროდა „დღეს მაინც გამომაძინეთო“. ექსტრემალურ დროში გაღვიძებულ პატარძალს ასევე ექსტრემალურ დროში, 15 წუთში გაუკეთეს მაკიაჟიც და თმაც. თუმცა აქ მოულოდნელობა არ მთავრდება,ლანამ კაბის ჩაცმის დროს აღმოაჩინა რომ კაბას საკმაოდ დიდი ჩაჭრა ჰქონდა ამიტომ სამკერვალოში შეირბინა და ე.წ. „ბულავკებით „ ჩაამაგრებინა ნაჭერი. ლანა: ფოტოგრაფი და ვიდეო გადამღებიც ჩვენი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ფოტოსესიის ადგილი ქორწილის დღეს გადაწყდა. ქორწილის აღნიშვნა ორიგინალურად გადავწყვიტეთ და გოლფის სათმაშოდ წავედით თელეთში, ფოტოსესიაც მანდვე მოვაწყვეთ. ქორწილის დღეს მიღებულია ჯვრის დაწერა, ხელის მოწერა, რესტორანი და გართობა, თუმცა განსხვავებულად გაერთო ჩვენი წყვილი ლანა და ნიკა. მათ არც ხელი მოუწერიათ და არც ჯვარი დაუწერიათ, სამაგიეროდ კი ქორწილის საღამო “MCdonald-ში“ სტუმრობით დააგვირგვინეს. მაშასადამე ქართული ტრადიციული ქორწილი ზოგად მცნებად იქცა და ბოლო ათეული წლებია აღარ იმართება სრული წესების დაცვით. ნელ-ნელა ტრადიციულ ქორწილებს ქართულობა ეკარგება და გადადის თანამედროვე და ბევრად ორიგინალურ და საინტერესო ტალღაზე.


სპორტი და Covid-19 - რა შეცვალა პანდემიამ სპორტულ სამყაროში პ ა ნ ო რ ა მ ა

ავტორი

კორონავირუსმა მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სფერო მოიცვა და მათ შორის გამონაკლისი არც სპორტია. უკვე თითქმის 2 თვეა, რაც სპორტული ღონისძიებები დროებით გადაიდო და ჯერ ისიც კი არაა ცნობილი, რა იქნება რამდენიმე თვეში, როგორ განვითარდება მოვლენები და როდის დავუბრუნდებით ჯერ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ცხოვრებას, შემდეგ კი ჩვენს საყვარელ სპორტის სახეობებს. ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში, სპორტული სამყარო და გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ელოდნენ ორ მთავარ ღონისძიებას, ესენია: ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში უნდა გამართულიყო და ერთ-ერთი უმთავრესი საფეხბურთო ჩემპიონატი, ევრო 2020. იაპონიის მთავრობისა და ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის შესაძლოა შემდეგ ზაფხულამდე გაიმართოს. ინფორმაციას ინგლისური „დეილი მეილი“ ავრცელებს: „თითქმის ოთხ კვირიანი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშები გადადო, რაც ისტორიაში პირველად ხდება კორონავირუსის პანდემიის გამო.“ იაპონიის პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს განცხადებით, მან პირადად მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს თამაშების გადადების მოტივით: “ჩვენ პრეზიდენტ ბახს ვთხოვეთ, განეხილათ თამაშების დაახლოებით ერთი წლით გადადება, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სპორტსმენების საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩენა, ღონისძიება კი უსაფრთხო

29

ალექსანდრე კორტავა

გამხდარიყო მაყურებლისთვის“ რაც შეეხება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, „UEFA“-ს გადაწყვეტილებით ერთი წლით გადაიდო. 23 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონატი 2021 წელს, 2020 წლის სახელწოდებით ჩატარდება. როგორც „ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ეს იქნება წელს არშემდგარი ჩემპიონატისთვის პატივისცემის გამოხატულება: “უეფა ევრო 2020-ის მომდევნო წელს გადატანის შემდეგ, გამოხმაურებისა და პარტნიორებთან გავლილი დისკუსიების შედეგად გადაწყდა, რომ 2021 წელს გასამართი ჩემპიონატი ცნობილი იქნება, როგორც უეფა ევრო 2020 ეს გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, შეინარჩუნოს ორიგინალური ხედვები ტურნირის მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 60 წლის იუბილე აუცილებლად უნდა აღინიშნოს“ ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 11 მარტს ყველა თამაში მას შემდეგ შეაჩერა, რაც „იუტა ჯაზის“ ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. დაავადების სიმპტომები მალევე სხვა გუნდების წევრებსაც აღმოაჩნდათ. სეზონი ოფიციალურად, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ბოლო


30

1. მაუწყებლობა - მედია გაყიდვები დროს კი ცნობილი გახდა, რომ მაისიდან კალათბურთელებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურად გამოყოფილ ინდივიდუალურ ბაზებზე ივარჯიშონ და ფორმაში იყვნენ შემდეგი ან გადადებული სეზონისთვის. სპორტულ სამყაროში ვიზუალური სიამოვნების უკან უამრავი საკითხი და პრობლემა დგას ზოგადად, თუმცა დღეს ეს პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია. დღევანდელი მდგომარეობა უდიდეს საფრთხეს და ფინანსურ ზარალს წარმოადგენს სხვადასხვა გუნდებისთვის და მათი მფლობელებისთვის. აქაც გაურკვეველია, რას უნდა ელოდონ სხვადასხვა სპორტული ლიგების წარმომადგენლები. ცნობილი და შეიძლება ითქვას, ტოპ ჩემპიონატების ძირითად შემოსავალს წარმოადგენს როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინტერნეტ გვერდი აღნიშნავს, მედიას უდიდესი ძალა აქვს მთავარი ლიგების შემოსავლების საკითხებში: „ამ ლიგების საერთო ძალა წარმოუდგენელია. NBA-ს მიმდინარე სატელევიზიო გარიგება 24 მილიარდ დოლარს შეადგენს 9 წლის განმავლობაში. ინგლისის „პრემიერ ლიგა“ მაუწყებელთან ახალ კონტრაქტს დათანხმდა, რომელიც 3 წლის განმავლობაში 12 მილიარდ დოლარს უდრის. ბეისბოლის ლიგას კი შვიდწლიანი შეთანხმება აქვს მედიასთან, რაც 5 მილიარდი დოლარის ტოლია.“ რაც შეეხება ქართულ სპორტსა და იმ ცვლილებებს, რაც საქართველოში განხორციელდა ან განხორციელდება, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ: „კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ თავიდანვე იქნა გაცემული რეკომენდაციები ეროვნული სპორტული ფედერაციების მიმართ იმისთვის, რომ მათ შეეჩერებინათ ყველა ის ღონისძიება, რომელიც დაგეგმილი იყო ამ პერიოდში. ყველა ღონისძიება იქნა გაუქმებული, როგორც ადგილობრივი, ისევე საერთაშორისო. 80%-მა ფედერაციებისა და განსაკუთრებით სათამაშო სპორტის სახეობებმა შეაჩერეს საქართველოში არსებული ჩემპიონატები. რაც შეეხება საერთაშორისო ღონისძიებებს, ცნობილია, რომ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის

2. კომერციული შემოსავალი - სპონსორობა და სარეკლამო საქმიანობა 3. სპორტული დღის შემოსავალი - ბილეთები და სხვა დანარჩენი

მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 30 აპრილამდე გაუქმებულიყო ყველა ღონისძიება, შესაბამისად საქართველოში გასამართი გრან პრის ეტაპი გაუქმდა, ამავე დროს ზაფხულის პერიოდისთვის გადაიდო მარტის ბოლოსკენ დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი კარატეში. რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა რომ აჩერებს ყველა ღონისძიებას. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას: ჩვენ დღეს მობილიზებულები ვართ იმ კუთხით, რომ ის ნაკრები გუნდები, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ პერიოდში საერთაშორისო შეკრებებსა თუ შეჯიბრებებზე, გამოგვეწვია უკან. ჩვენ გამოვიწვიეთ ჭიდაობის ეროვნული ნაკრები, რომელიც იმ დროისთვის უკრაინაში იმყოფებოდა. გერმანიიდან გამოვიწვიეთ წყალბურთელთა ნაკრები. გამოვიწვიეთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციიდან ყველა ბავშვი, რომელიც ბასკონიის აკადემიაში მოღვაწეობდა. სამწუხაროა, რომ ყველა სალიცენზიო ტურნირი, რომელიც ამ პერიოდში იგეგმებოდა, მათ შორის ჭიდაობის, ყველაფერი გაუქმდა ან გადავადდა დროებით.“ ქართველი მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდა საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართ საფეხბურთო მატჩს, რომელიც 26 მარტს დინამო არენაზე უნდა გამართულიყო. თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო. არაერთი სპორტსმენი დაავადდა კორონავირუსით, თუმცა აღსანიშნავია არგენტინელი ფეხბურთელის, პაულო დიბალასა ისტორია, დაახლოებით ექვსი კვირის წინ, „იუვენტუსის“ შემტევს კორონავირუსი დაუდასტურდა, დღემდე მან ტესტი ვირუსზე ოთხჯერ ჩააბრა, მაგრამ ოთხივეჯერ პასუხი დადებითი აღმოჩნდა. იტალიური სერია A სხვა ლიგების მსგავსად დროებით შეჩერებულია.


პ ა ნ ო რ ა მ ა

საუკეთესო სპორტული ბრენდი A D I D A S

31



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.