3 minute read

ინტერვიუ საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩთან - Diplomat

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დამყარდა, 20 წლის შემდეგ კი საუდის არაბეთში, ქ. რიადში საქართველოს საელჩო გაიხსნა. 2018 წელს საუდის არაბეთის სამეფომაც გახსნა საქართველოში საელჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. საქართველო-საუდის არაბეთის ურთიერთობების დინამიკაზე საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს სალმან აბდულრაჰმან ალშეიხს ვესაუბრეთ.

სულ ახლახან დაინიშნეთ საუდის არაბეთის ელჩად საქართველოში. როგორია თქვენი პირადი შთაბეჭდილება ამ ქვეყნაზე?

Advertisement

საქართველო არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, რომლის აღმოჩენაც და განცდაც ღირს, რადგან ის მოიცავს ყველა კომპონენტს თავისი ვიზიტორებისა და მაცხოვრებლების სიამოვნებისთვის, დაწყებული მომხიბვლელი ბუნებით, შესანიშნავი ტურისტული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ასევე გართობის სხვადასხვა შესაძლებლობით. ქართველი ხალხი გამოირჩევა კარგი სტუმართმოყვარეობითა და მეგობრული ბუნებით, ურთიერთობის სიყვარულით და უცხო ადამიანებთან მაღალ დონეზე ურთიერთობისა და მათი დახმარებით. საქართველო ასევე არის ტურისტებისა და რეზიდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ითვლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაბალი დანაშაულის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად.

საუდის არაბეთის საელჩოს საქართველოში გახსნიდან თითქმის 4 წელი გავიდა, გთხოვთ, დაწვრილებით გვიამბოთ ამ პროცესის შესახებ, როგორ გახდა ეს შესაძლებელი და რა მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს მას შემდეგ საელჩოს მუშაობას?

საუდის არაბეთი-საქართველოს ურთიერთობები ხასიათდება ძლიერი და კარგი ურთიერთობებით და ისინი დღითიდღე ვითარდება ორ ქვეყანას შორის რეალური პარტნიორული პროექტების წარმოებისა და გააქტიურების და ყველა სფეროში განვითარების ერთობლივი სურვილის გამო. 2018 წლის დეკემბერში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა ქალაქ თბილისში იყო ნამდვილი წინსვლა მეგობარ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისა და კონსოლიდაციისთვის და შემდგომი მაღალი დონის ვიზიტებისთვის ორ მხარეს შორის.

ასევე, ორივე, საუდის არაბეთი და საქართველო მხარს უჭერენ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განვითარდა პოლიტიკური, ეკონომიკური, კომერციული და ტურისტული სფეროები, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალი კორონა ვირუსის (კოვიდ-19) ზემოქმედებამ იმ დროს იმოქმედა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციებისგაცვლის ზრდაზე. ამ ეფექტების დასაძლევად, ვაჭრობისა და ეკონომიკურიზრდის მისაღწევად, ამჟამად ვმუშაობთ ურთიერთობების განმტკიცებაზე.

როგორ ვითარდება ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები ქვეყნებს შორის?

საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ისტორიულია, რადგან ის დამყარდა 1994 წლის 27 მაისს. 2016 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა პირველი შეთანხმება, რომელიც სამეფოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას ეხება. ურთიერთობები გაიზარდა და განვითარდა და კულმინაციას მიაღწია სამეფოში საქართველოს საელჩოს გახსნით, რასაც მოჰყვა საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა დედაქალაქ თბილისში, 2018 წელს.

რა ტენდენციები შენიშნეთ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში და სად ხედავთ საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს?

2018 წლის მარტში ორ ქვეყანას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდანაცილების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ, რომელიც ძალაში შევიდა 2019 წლის აპრილში, განაპირობა საუდის არაბეთსა და საქართველოსშორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ზრდა, რადგან ის მიზნად გადასახადების შემცირებას ისახავს. შეთანხმება ასევე ეხებოდა საჯარო და კერძო სექტორის და საჰაერო ტრანსპორტის სექტორისთვის და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ბალანსის მიღწევას. აგრეთვე, ხელი მოეწერა საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. იგი ხელს უწყობს სამეფოსა და საქართველოს შორის რეგულარული და პირდაპირი ფრენების დაწყებას, რამაც თავის მხრივ გააძლიერა სავაჭრო, ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობები.

რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას, საუდის არაბეთიდან ინვესტორების მოზიდვის საკითხზე და რა ხდის საქართველოს მიმზიდველ ადგილად ინვესტორებისთვის?

ეჭვგარეშეა, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობები გამორჩეულია და ორივე მხარე დაინტერესებულია განავითაროს და გააძლიეროს ურთიერთობები ყველა, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში. ამჟამად ჩვენ ვართ საბჭოების შექმნის პროცესში, რომლებიც ემსახურებიან ეკონომიკას, ბიზნესის მფლობელებს ორ მეგობარ ქვეყანაში. საქართველო იძლევა საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება, საკვების წარმოება, მრეწველობა, ენერგეტიკა და ტურიზმი, რამაც თავის მხრივ მოიზიდა არაბი ბიზნესმენები საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების მოსაძებნად.

რა არის ის ძირითადი სფეროები, სადაც საუდის არაბეთსა დასაქართველოს შეუძლია მეტი თანამშრომლობა?

ფაქტია, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ერთობლივი მუშაობით, რაც ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას და კეთილდღეობას საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში, თანაც ისე, რომ ეს ემსახურებოდეს საუდის არაბეთისა და მეგობარი ქართველის ერის საერთო ინტერესებს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სფეროები მრავალრიცხოვანია, მათ შორის, მაგალითად, საქართველოს ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები ზოგადად ყურის ტურისტების მოზიდვაში, კერძოდ კი საუდის არაბეთის ტურისტების. საუდის არაბეთის ტურისტების რაოდენობამ 2022 წელს მიაღწია 100 000-ზე მეტ ვიზიტორს, 2014 წელთან შედარებით, როდესაც მათი რაოდენობა არ აღემატებოდა 5000-ს.

This article is from: