Report 2013

Page 1

2013

I

public@gcci.ge

marketing@gcci.ge

წლიური ანგარიში

ვორკშოფები პროექტები

გამოფენები ტრეინინგები

Linkedln

info@gcci.ge

G

facebook

დეკემბერი

GCCI

სერვისები დიალოგი

ბიზნეს სექტორი ფორუმები

პალატა 2014 წელს

www.gcci.ge

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა


საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა

თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის ყველა აქტივობამ ერთობლიობაში პალატის მიმართ ბიზნესის ინტერესი საგრძნობლად აამაღლა. 2013 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრთა რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა.


სარჩევი 01. პალატის შესახებ

05

02. იურიდიული დეპარტამენტი 07 03. საერთაშორისო ურთიერთობების

დეპარტამენტი

10

04. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

16

05. სერვისების, საინფორმაციო ანალიტიკური და რეგიონული განვითარების

დეპარტამენტი

17

06. კულტურის პალატა

20

07. საქექსპერტიზა

21

08. კონსალტინგი და აუდიტი 21 09. საქინტერეკონომსერვისი 22 10. სხვა პროექტები 23 11. პალატის ფინანსური ანგარიში 27


წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

პალატა 2013 წელს 2013

წელს

გაფართოვდა.

პალატის

17

საბჭოს

ბიზნეს

რიგები

გაერთიანებისგან

პალატის

მიერ

შემდგარი საბჭო უზრუნველყოფს კერძო სექტორის

პროცედურები

ფართო

წელს

ჩართულობას

პალატის

საქმიანობაში.

სერტიფიკატების

მაქსიმალურად

გაცემის

გამარტივდა.

2013

ექსპორტიორებზე გაცემული სერთიფიკატების

რიცხვი წინა წელთან შედარებით 313%-ით გაიზარდა. პალატა უკვე ეფექტურად ასრულებს მის მთავარ ფუნქციებს, როგორიცაა კერძო და საჯარო სექტორებს

2013 წლის დეკემბრისთვის უკვე დამუშავებულია

შორის დიალოგის ხელშეწყობა, ისევე როგორც B2B

25 000 მეწარმე სუბიექტის მონაცემები, რომლებიც

კონტაქტების მხარდაჭერა.

დაჯგუფებულია ეკონომიკის 17 სექტორის და სხვა კატეგორიების მიხედვით.

პალატას ჩაუტარდა რებრენდინგი, გაუმჯობესდა კორპორატიული

ბიზნესთან

2013 წელს საქართველოს კულტურის პალატა

ინტერნეტ

არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ფესტივალის

კომუნიკაციებს, მათ შორის ვებ გვერდსა და სოციალურ

ორგანიზატორი იყო. ასევე პალატის ეგიდით გაიხსნა 5

ქსელებს.

გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის ვარსკვლავი.

ურთიერთობისთვის

მხარე.

პალატა

აქტიურად

იყენებს

2013 წელს საქართველოში პალატის ორგანიზებით

შპს

„საქექსპერტიზაში“

2013

წელს

შესული

ჩატარდა 9 ბიზნეს-ფორუმი და 1 საინვესტიციო

განაცხადების რაოდენობა გასული წლის შესაბამის

კონფერენცია, რომლებშიც ჯამურად მონაწილეობდნენ

პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

206 უცხოური და 583 ადგილობრივი კომპანია. პალატის საზღვარგარეთ ფორუმებში

გამართულ

პალატის

ეგიდით

გამოფენებსა

და

საქართველოდან

მონაწილეობა მიიღო 103 კომპანიის წარმომადგენელმა.

მიერ

დაარსებული

„საქინტერეკონო-

მსერვისის“ მიერ 2013 წლის განმავლობაში გაცემული შტრიხ-კოდების

რაოდენობამ

3

456

ერთეული

შეადგენა, რაც 27.8%-ით აღემატება 2012 წლის განმავლობაში გაცემული შტრიხ-კოდების რაოდენობას.

საქართველოში საქმიანი პარტნიორების მოძიების მიზნით ყოველდღიურად პალატას მომართავს 5-6 უცხოური კომპანია.

პალატამ დააფუძნა საარბიტრაჟო სასამართლო, როგორც

დავების

მიუკერძოებელი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება პალატის

ფართო

ალტერნატიული

ინსტიტუტი.

საზოგადოებისთვის

გადაწყვეტის

არბიტრაჟის

საბჭო

ცნობილი,

სანდო

მთავარი პრიორიტეტია, რისთვისაც არაერთი პროექტი

და

განხორციელდა და მრავალი სერვისი დაინერგა.

დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მიუკერძოებელი

პროფესიონალი

პირებისგან

დაკომპლექტდა.

ინსტიტუტი. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის კონსალტინგი და აუდიტი ინიციატივაა, რომელიც საგადასახადო მომსახურებითა შეთავაზებით მიზნად.

დავებში და

საკონსულტაციო

ალტერნატიული

მეწარმეების

დახმარებას

აუდიტის

პალატა ჩაერთო პროფესიული განათლების რეფორმის მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიების მუშაობაში, როგორც სოციალური პარტნიორი.

ისახავს აზოგადოებისთვის ცნობილი, სანდო და პროფესიონალი

2


წლის მნიშვნელოვანი გეგმები

პალატა 2014 წელს

პალატას

დამუშავებული

საკანონმდებლო

აქვს

არაერთი

წინადადება,

რომელიც

ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, ექსპორტის განვითარებასა 2013 უფრო

წლის

დიდ

წელსაც,

წარმატებული

მასშტაბებს

თუმცა

შემდეგი

მიმართულებები

შეიძენენ

პალატა

მომდევნო

დამატებით

ინიციატივების

2014

გამოყოფს

და

სახელმწიფო

შესყიდვებში

მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობას ეხება. აღნიშნული პალატა

წინადადებების

2014

წლის

აქტიურ

მხარდაჭერას

განმავლობაში

გეგმავს.

განხორციელებას: პალატა აპირებს ონლაინ ბიზნეს კატალოგის შექმნას,

2014

წელს

პალატა

საერთაშორისო გამართვას

გეგმავს

მნიშვნელობის პარტნიორ

ორმხრივ,

ისე

პალატის აქტიურად

ქვეყნებთან

მრავალმხრივ

ეგიდით

ჩართული

რომ

ფორუმის

ხელმისაწვდომი

როგორც

რაც

აუცილებელია

თუ

გარკვეული

ფორმატში.

ქართული

იქნებიან

არაერთი

კომპანიები საერთაშორი-

სო გამოფენებში, სადაც მოხდება ქართული ეკონომიკის, ადგილობრივი

კომპანიების

პოპულარიზაცია.

ვილნიუსის სამიტის შემდეგ საქართველოს ახალი შესაძლებლობები გაეხსნა. პალატა საერთაშორისო პარტნიორებთან

ერთად

2014

წელს

ჩაატარებს

მასშტაბურ სამუშაოებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის

შეთანხმებით

რეალობის მიზნით, იქნება

ბიზნეს რაც

მცირე

დავების

შექმნილი

ახალი

საზოგადოებისთვის

გაცნობის

განსაკუთრებით ფერმერული

გადაწყვეტის

მნშივნელოვანი

მეურნეობებისთვის.

ალტერნატიული

მექა-

ბიზნესისთვის

მნიშვნელოვანი გახადოს

ინფორმაცია

კომპანიებისთვის,

პარტნიორების ანალიზის

მოძიებისა

ჩასატარებლად.

პალატა გეგმავს ბიო სერთიფიკატების გაცემის ინიცირებას,

რომელიც

დაეხმარება

ქართულ

პროდუქციას საექსპორტო ბაზრებზე პოზიციონირებაში. პალატა აპირებს „ატა კარნეტის“ დანერგვას, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საერთაშორისო ვაჭრობაში და განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს საქართველოს გეოგრაფიული/სატრანზიტო/ ლოგისტიკური ფუნქციიდან გამომდინარე. ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება რეგიონული პალატების ქსელის გაფართოებაა, რათა შედეგიანი კომუნიკაცია მარტივად ხდებოდეს მთლიანად ბიზნეს საზოგადოებასთან მიუხედავად დისტანციური დაშორებებისა დედაქალაქთან. შპს

„საქინტერეკონომსერვისი“ საქართველოში

წარმოებული

მომავალში

ნიზმების განვითარების კუთხით პალატა გეგმავს

გეგმავს

მედიაციის ეროვნული ცენტრის შექმნას. მედიაციის

დაცვისთვის

მთავარი უპირატესობა დავის სწრაფი და მოქნილი

რისთვისაც მიმდინარეობს როგორც ქართული, ასევე

გადაწყვეტა, უფრო ზუსტად კი დავის პრევენციაა.

უცხოური კომპანიების დაცვის მექანიზმების შესწავლა.

განავითაროს

საერთო

პროდუქციის სტანდარტი,

საქართველოს კულტურის პალატის გეგმებში შედის 2014 წელს პალატა მიზნად ისახავს პროფესიული განათლების

დაფუძნებას

ერთის

გამოფენის,

ოლიმპიადის,

ფესტივალის

მხრივ

ჩატარება, მათ შორის ქართული რეწვისა და ხელნაკეთი

საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკისა და მეორეს მხრივ

ნივთების მუდმივმოქმედი გამოფენის ინიცირება, ასევე

სამთავრობო კომისიის მიერ უკვე განსაზღვრული

არაერთი საზოგადო მოღვაწის ვარსკვლავის გახსნა

შედეგების გათვალისწინებით.

და სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები.

3

ცენტრის

არაერთი


პალატაში თითქმის დასრულებულია სათათბირო

პალატის ინიციატივაა შექმნას ტექნოლოგიების

საბჭოს შექმნა, რომლის პრეზენტაციაც 2014 წელს

შემოდინების ცენტრი, რომელიც იქნება ერთგვარი

იგეგმება. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ კომპანიების

ტექნოლოგიების

წარმომადგენლები

სხვადასხვა

ბიზნესს,

სათათბირო

პალატის

საბჭო

სექტორებიდან.

მიერ

მიწოდებული

ბროკერი

და

სამეცნიერო

ინსტიტუტებს,

დააკავშირებს

წრეებს,

სამთავრობო

სასწავლო

ორგანიზაციებსა

ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ანალიზისა და

საერთაშორისო

სექტორული

კვლევების

დაყრდნობით

კომპანიებს

შეიმუშავებს

რეკომენდაციებს

წინადადებებს

გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარების მიზნით.

ბიზნესისთვის

შედეგებზე და

მნიშვნელოვან

ტექნოლოგიების

და

ერთმანეთთან

მწარმოებელ

ცოდნის,

უნარების,

საკითხებზე. წყლისა და ბუნებრივი რესურსების პალატის დაფუ-

MADE IN GEORGIA - მეწარმეთა ხელშეწყობის

ძნება მომავალი წლისთვის იგეგმება. საქართველო,

ფართო მასშტაბიანი გამოფენის ჩატარება პალატის

მიუხედავად

2014

ყოველწლიური

სხვადასხვა სახის ბუნებრივ მინერალურ რესურსს,

ფართო მასშტაბიანი გამოფენა მცირე და მსხვილი

რომელთა მნიშვნელობა მსოფლიოში პროგრესულად

მეწარმე

მათი

მატულობს. წყლისა და ბუნებრივი რესურსების პალატის

მომსახურების

ძირითადი საქმიანობა მიმართული იქნება აღნიშნული

გაიმართება.

რესურსის ეფექტიანი გამოყენებისკენ, საერთაშორისო

წლის

გეგმის

ნაწილია.

სუბიექტებისათვის,

საქმიანობის,

ქ.

პროდუქციისა

პოპულარიზაციის

თბილისში

და

მიზნით

ტერიტორიული

სიმცირისა,

ფლობს

საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის და აღნიშნულ მცირე ფორუმი

და

საშუალო

იქნება

ბიზნესის

ინიციატივა,

ყოველწლიური

რომელსაც

პალატა

ჩაუყრის საფუძველს. ფორუმზე მცირე და დამწყები მეწარმეები

განიხილავენ

საინვესტიციო

და

აქტუალური

სხვა

იქნება

საკანონმდებლო,

საკითხებს, კერძო

სექტორში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. 2014 წლის გეგმებში მედია პალატის შექმნა ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რომლის მიზანი

რომელიც

მედია საშუალებების ურთიერთდიალოგს, სექტორის

სექტორისთვის.

განვითარებისათვის მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობას და შესაბამისი პროექტების შემუშავებას მოიცავს.

პალატის ამოცანაა შექმნას ბიზნეს ინკუბატორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მაღალი პოტენციალის

მთის ფორუმის ინიცირება პალატის ახალი ინოვაციური

მქონე და მწყები ბიზნესების ხელშეწყობაგანსაკუთრებით

ინიციატივაა 2014 წლისთვის. აღნიშნული პროგრამის

ინოვაციების

მიზანია

დარგში.

ინფრასტრუქტურითა დაეხმარება

დამწყები

ბიზნესინკუბატორი

და

კონსულტაციებით

ბიზნესის

და

მაღალმთიან

განვითარება,

რისთვისაც

მოხდება მთიანი რეგიონების განვითარების მსოფლიოს

ფირმებისთვის შეამცირებს კაპიტალური დანახარჯების

საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ქვეყნისთვის

პრობლემას

შესაბამისი მოდელის შემუშავება. ითარება, რისთვისაც

რთულ

-

შექმნას,

რეგიონებში

მთიან

რაც

ყველაზე

ბიზნესების

საქართველოს

საწყის

ეტაპზე.

მოხდება მსოფლიოს ქვეყნსითვის

მთიანი

რეგიონების

საუკეთესო შესაბამისი

პრაქტიკის მოდელის

განვითარების შესწავლა

და

შემუშავება.

4


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესაბამისი კანონის საფუძველზე დაფუძნებული საჯარო სამართლის

კორპორაციაა.

მას

კანონით

ევალება

ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ბიზნესის მხარდაჭერის გზით. ამისათვის პალატას განსაზღვრული აქვს

მიზნები,

ფუნქციები

და

მოვალეობები,

რათა

პალატის შესახებ

პალატის საბჭო. შემდეგ მნიშვნელოვან რგოლს

უზრუნველყოს მეწარმე სუბიექტების მომსახურება და

წარმოადგენს პალატის საბჭო, რომელიც დამატებით

მათი ინტერესების დაცვა.

უზრუნველყოფს პროცესში

პალატის

სტრუქტურა

ქვეყნის

ტერიტორიული

პალატის

ბიზნესის

მიმდინარე

ინტერესების

საქმიანობის მაქსიმალურ

გათვალისწინებას. იგი შედგება ბიზნეს ასოციაციებისა

მოწყობის პრინციპზეა აგებული. სისტემაში არსებობს

და

ცენტრალური - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო

პალატის

პალატა, ავტონომიური რესპუბლიკების პალატები და

ასოციაციების წევრობა ქმნის გარანტიას, რომ სხვადასხვა

რეგიონალური პალატები. ავტონომიური რესპუბლიკის

სფეროში არსებული პრობლემატიკა და მოსაზრებები

პალატებს გააჩნიათ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი,

გათვალისწინებული იყოს პალატის მუშაობის პროცესში.

მათ შორის ფინანსური დამოუკიდებლობა ცენტრალური

პალატის საბჭო პრეზიდენტთან ერთად წარმოადგენს

პალატისგან.

გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ფუნქციებიც

პალატის

სამართლებრივი

მოწყობა

გაერთიანებების საბჭოში

წარმომადგენელებისაგან.

სხვადასხვა

განსაზღვრულია

გათვალისწინების პრინციპს ეფუძნება, რომლის მიზანია

საბჭოში ამ ეტაპზე წამოდგენილია 17 ბიზნეს გაერთიანება:

ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება.

პალატის მმართველობის ორგანოები: პალატის საერთო კრება. პალატის საერთო კრება წარმოადგენს

უმაღლეს

მმართველობით

ორგანოს.

მასში დელეგატების სახით შედიან საქართველოს ბიზნეს საზოგადოების

წარმომადგენლები,

რომლებიც

ასევე

აირჩევიან ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპის შესაბამისად. თითოეული

საერთო

კრების

მუნიციპალიტეტიდან

წარმომადგენლობა 2

დელეგატით,

თვითმმართველი ქალაქიდან 4, ხოლო დედაქალაქიდან 10 დელეგატით განისაზღვრება. ამ სახით მოწყობა უზრუნველყოფს პალატის მაქსიმალურ ინკლიზიურობას. საერთო კრება ირჩევს პალატის პრეზიდენტს, ამტკიცებს წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, და ახორციელებს კანონით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

5

და

კანონით.

ბიზნეს

ყველა მხარის ინტერესების ობიექტურად და თანაბრად მუშაობის პროცესში ბიზნეს საზოგადოების ლეგიტიმური

წესდებითა

სექტორიდან

პალატის

1.საქართველოს ბანკების ასოციაცია 2.საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია 3.საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია 4.ამერიკის სავაჭრო პალატა 5.საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია 6.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი 7.საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანება “ქართული ფუტკარი“ 8.საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია 9.საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 10.მენაშენეთა ასოციაცია 11.ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდი 12.ასოციაცია „ქართული ღვინო“ 13.საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია 14.საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია 15.საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი 16.პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია 17.საქართველოს ცემენტის მწარმოებელთა ასოციაცია


პალატის საქმიანობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა 4 წლის ვადით საერთო კრების მიერ. მმართველობითი ფუნქციები ასევე გადანაწილებულია პალატის პირველ ვიცე-პრეზიდენტსა, ვიცეპრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორზე. პალატას შემუშავებული აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა 2013-2015 წლებისთვის, რომლის შესაბამისად ის წარმართავს თავის საქმიანობას. კანონის შესაბამისად და სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე აღებული ფუნქცია-მოვალეოებების განხორციელებას უზრუნველყოფენ პალატის სტრუქტურული დანაყოფები - დეპარტამენტები და რეგიონალური პალატები. ამასთანავე, სხვადასხვა მნიშვნელოვანი სერვისების კერძო სექტორისთვის მიწოდების მიზნით პალატას დაფუძნებული აქვს რამდენიმე ორგანიზაცია. ესენია:

ააიპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“ შპს ,,საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის კონსალტინგი და აუდიტი“ ააიპ ,,საქართველოს კულტურის პალატა“ შპს ,,საქექსპერტიზა“ - სასაქონლო და დოკუმენტური ექსპერტიზა შპს „საქინტერეკონომსერვისი“ - შტრიხკოდების მინიჭება

პალატის სტრუქტურა საერთო კრება პირველი ვიცე-პრეზიდენტი

სამეთვალყურეო საბჭო

პალატის პრეზიდენტი

ვიცე -პრეზიდენტი

გენერალური დირექტორი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტი

საზოგადოებასთან

სერვისები, საინფორმაციო ანალიტიკური და რეგიონული დეპარტამენტი

ურთიერთობა დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

6


იურიდიული დეპარტამენტი წლის მთავარი ღონისძიება; საერთაშორისო (რეგიონალური) საარბიტრაჟო ინსტიტუტის შექმნა საერთაშორისო (რეგიონალური) საარბიტრაჟო ინსტიტუტის შექმნა 2013 წელს დაგეგმილი და განხორცი-ელებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოში ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად სახელდებოდა სწორედ თანამედროვე არბიტრაჟის პრაქტიკულად არარსებობა. ამიტომაც მაღალია არაფორმალური გარიგებები კერძო სამეწარმეო სუბიექტებს შორის, რათა შემდგომში თავი აარიდონ სასამართლო დავებს, მაღალია კერძო სამართლებრივი დავების გადაწყვეტის ხარჯი, როგორც სასამართლო განხილვების ვადებიდან გამომდინარე, ისე პირდაპირი ფინანსური ხარჯის გამო. სწორედ აღნიშნული მიზეზების გამო არბიტრაჟის სისტემის ჩამოყალიბება პალატის 2013 წლის პრიორიტეტებში შევიდა. პალატა ჩართულია იუსტიციის სამინისტროში შექმნილი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საკონსულტაციო საბჭოში. ასევე, პალატის ინიციატივით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია საკანონმდებლო რეფორმის მომზადება საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართულებით. ჯგუფში შედიან საქართველოს იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამგვარი ინკლუზიურობა ხელს უწყობს პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა წარიმართა გამოცდილი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, როგორიცაა მაგალითად ჰააგის მუდმივმოქმედი საარბი-ტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივანი ბრუკს დეილი. ამასთანავე, სამუშაო ჯგუფის ნაწილი იმყოფებოდა ამავე ინსტიტუტში სასწავლო გაცნობითი ვიზიტით, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გამოცდილების შეძენა მოხერხდა. ამ ეტაპზე უკვე შემუშავდა ინსტიტუტის წესდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. პალატის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და შექმნა ა(ა)იპ ,,საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი“, აირჩია გამგეობის პირველი წევრები. მიმდინარე წლის დეკემბერში

7

გამგეობის პირველივე შეკრებაზე დამტკიცებული იქნება არბიტრაჟის წესდება, არჩეულ იქნება გენერალური მდივანი და გადაწყდება წესდებით განსაზღვრული სხვა საკითხები. უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით უკვე დაწყებულია მუშაობა საარბიტრაჟო წესების დოკუმენტზე. ინსტიტუტის საბოლოო ჩამოყალიბების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ყველა საორგანიზაციო საკითხზე, რაც მოიცავს სხვადასხვა დოკუმენტების მომზადებას, მათ შორის არბიტრთა სიის შედგენას, საარბიტრაჟო საბჭოს წევრობის კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტების ფორმირებას.

საზღვარგარეთ გამართული გამოფენები და ბიზნეს ფორს-მაჟორი

გარემოების დადასტურება საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს. იგი ასევე ხელშეკრულებების აღსრულების მნიშვნელოვანი ნაწილია. იმისათვის, რომ ფორს-მაჟორული გარემოების დადასტურების პროცესი უფრო ნათელი და მოქნილი გამხდარიყო შემუშავდა მისი გაცემის ახალი წესი, რითაც დეტალურად განისაზღვრა ფორს-მაჟორული გარემოების დადასტურებისათვის წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა, განხილვის ვადები და ა.შ. მიმდინარე წელს ფორსმაჟორული გარემოების დადასტურებისთვის პალატას მომართა ხუთმა მსხვილმა იურიდიულმა პირმა, მათ შორის იყო სს „ფოთის პორტი“ და შპს „საქართველოს რკინიგზა“.


ხარისხის კონტროლი პალატის საბჭოს წევრების მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, ასევე პროდუქტების ხარისხობრივი შემოწმების საკითხებზე ეფექტური მუშაობის მიზნით დაიდო მემორანდუმი კომპანია „ხარისხის ლაბორატორიასთან“. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის მოპოვების შემდეგ, იგეგმება ე.წ. ბიო სერთფიკატის გაცემა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე ქართული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის პოზიციონირებას.

საკანონმდებლო საქმიანობა როგორც აღინიშნა პალატა აქტიურად არის ჩართული იუსტიციის სამინისტროში შექმნილ კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საკონსულტაციო საბჭოში, სადაც მაქსიმალურად ხდება ბიზნეს ინტერესების წარმოდგენა ახალი საკანონმდებლო წინადადებების შემუშავების პროცესში. უფრო კონკრეტულად პალატა მონაწილეობს პროცესუალურ და სამეწარმეო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

2014 წელს დაგეგმილი ღონისძიებები

მთავარი ღონისძიება

საერთაშორისო (რეგიონალური) საარბიტრაჟო ინსტიტუტის განვითარება 2014 წელს კვლავაც გაგრძელდება მუშაობა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული სისტემების განვითარების კუთხით, დასრულდება არბიტრაჟის სისტემის ჩამოყალიბება. კერძოდ, იგეგმება საერთაშორისო დონეზე ინსტიტუტის პოპულარიზაციისთვის შესაბამისი დოკუმენტების თარგმნა და სხვადასხვა პროფესიულ, მათ შორის ელექტრონულ გამოცემებში განთავსება, საერთაშორისო და სხვა განვითარებული საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შეთანხმებების გაფორმება. ცენტრის პრეზენტაცია და ფუნქციონირების დაწყება იგეგმება მომავალი წლის თებერვალში, რა მიზნითაც ჩატარდება რეგიონალური კონფერენცია. აღნიშნული ღონისძიებისთვის ფინანსური მხარდაჭერა უკვე მოპოვებულია. მოწვეული იქნებიან საერთაშორისოდ ცნობილი ექსპერტები და არბიტრები. კონფერენცია ასევე მიეძღვნება ქვეყანაში და საერთოდ რეგიონში დავების გადაჭრის შესახებ პრობლემატური საკითხების და თანამედროვე მიდგომების განხილვას.

საქართველოს ეროვნული მედიაციის ცენტრის შექმნა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების კუთხით პალატა გეგმავს მედიაციის ეროვნული ცენტრის შექმნას. მედიაცია არის დავების გადაწყვეტის მოქნილი, მხარეთა თავისუფალ ნებაზე დამყარებული პროცესი, რომლის დროსაც მესამე ნეიტრალური პირი (მედიატორი) ორ ან მეტ მოდავე მხარეს ხელს უწყობს მათივე ნებაზე დამყარებული შეთანხმების მიღწევაში. მედიაცია წარმოადგენს ტექნიკას, რომელიც ხელს უწყობს მოდავე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას, მოლაპარაკებებისგამართვას,შეთანხმებისმიღწევასადარაცყველაზემნიშვნელოვანიაკონფლიქტისმოდიფიცირებას.მედიაციის მთავარი უპირატესობა დავის სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტაა, უფრო ზუსტად კი დავის პრევენციაა, რომელსაც ახლავს ფინანსური დანაზოგი, კონფიდენციალურობა და არაფორმალური პროცესი, შედეგით კმაყოფილების მაღალი ხარისხი. კომერციული მედიაციის ინსტიტუტის შესაქმენლად პალატის მიერ შესწავლილი და გამოკვლეულია არაერთი ქვეყნის გამოცდილება. აღნიშნული პროექტის განხორციელების იდეით პალატამ უკვე მიმართა რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას.

8


პროფესიული განათლება საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და დასაქმების გზით სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას პროფესიული განათლება წარმოადგენს. განვითრებულ ეკონომიკებში (შვეიცარია, ფინეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა და სხვ.) სწორედ პალატები ახდენენ პროფესიული განათლების კოორდინაციას ბიზნესის მხრიდან. ასეთი მიდგომა საკმაოდ წარმატებულია უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით, განსაკუთრებით 25 წლამდე ახალგაზრდებში. პალატის ფუნქცია გამოიხატება ბაზარზე კომპანიების მიერ მოთხოვნადი სპეციალობების მუდმივ კვლევაში, სასწავლო პროგრამების მომზადებაში, კომპანიებთან კოორდინაციაში სასწავლო ცენტრების დაფინანსების კუთხით და გამოცდების ორგანიზებაში პროფესიულ კურსდამთავრებულთათვის. 2013 წლის განმავლობაში პალატა აქტიურად მუშაობდა ამ მიმართულებით. კერძოდ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პალატამ შეისწავლა სხვა ქვეყნების გამოცდილება. პალატას ასევე გააჩნია სრული მხარდაჭერა თავისი პარტნიორი ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან. საქართველოში არსებული უცხოური კომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პილოტური პროექტის განხორციელებაში. აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით 2013 წელს პალატა აქტიურად ჩაერთო პროფესიული განათლების რეფორმის მიზნით შექმნილ სამთავრობო კომისიებში და ჩამოყალიბდა სოციალურ პარტნიორად.

პალატის პროფესიული განათლების ცენტრი 2014 წელს პალატა მიზნად ისახავს პილოტური პროექტის განხორციელებას, რომელიც დაეფუძნება ერთის მხრივ საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას და მეორეს მხრივ სამთავრობო კომისიის მიერ უკვე დადებულ რეზულტატებს. კერძოდ, დაგეგმილია პალატის პროფესიული განათლების ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს: - - - - - -

პროფესიული სპეციალობის სწავლების კურიკულუმისა და სტანდარტების შექმნაში პალატის (ბიზნესმენების) მონაწილეობას; პროფესიული სპეციალობების კურსდამთავრებულთათვის პალატაში საგამოცდო სისტემის შექმნას; პროფესიული სწავლების ინტეგრაციას უმაღლესი განათლების სისტემაში (სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში); პროფესიული სწავლების დიპლომირებას ბიზნესმენთა ჯგუფის მიერ შექმნილი სასწავლო ცენტრების ბაზაზე; არაფორმალური გზით მიღებული პროფესიული განათლების აღიარების საგამოცდო სისტემის შექმნას პალატაში; კერძო სექტორში დასაქმების ბაზრის სრულფასოვანი კვლევის დანერგვას და შესაბამისი განახლებადი ბაზის ფორმირებას პალატაში.

საკანონმდებლო ინიციატივები - სახელმწიფო შესყიდვები: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სრულად იზიარებს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს, ვინაიდან ნაკლები ბარიერები ეხმარება როგორც ინვესტიციების განხორციელებას იმპორტირებული კაპიტალური საქონლის გაიაფების გზით, ასევე ხელ უწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამის მიუხედავად ბიზნესში არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, პალატას განზრახული აქვს დაამუშავოს სახელმწიფო შესყიდვების გზით ქართული წარმოების ხელშეწყობის პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდს ბევრი განვითარებული ქვეყანა მიმართავს მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, მთელ რიგ პროდუქციასთან მიმართებაში, ისევე როგორც ევროკავშირი და სხვა არაერთი ქვეყანა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობა იცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს, თუმცა მისი სავაჭრო პარტნიორების დიდი ნაწილი ამ პრინციპებისგან საკმაოდ შორს დგას. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ სულ მცირე ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქციის მოხმარების ზრდის მიზნით გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ქართული ბიზნესისგან გადასახადების სახით ამოღებული თანხა სახელმწიფო შესყიდვების გზით სწორედ უცხოეთში გაედინება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს საგადამხდელო ბალანსს. ასევე შეზღუდულია საქართველოს მონეტარული პოლიტიკის მოქმედების შესაძლებლობები და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ის ვერ ახერხებს გაატაროს მასტიმულირებელი პოლიტიკა ადგილობრივი პროდუქციის გაიაფების მიზნით. არსებული ვითარების გათვალისწინებით პალატა ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას რომელიც ითვალისწინებს 10%-მდე არაპირდაპირი პრეფერენციის მინიჭებას ქართული წარმოშობის პროდუქციისათვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის დროს. ამ კანონპროექტის თანახმად საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასს ტენდერში ვაჭრობისას უცხოურ ანალოგთან შედარებით 10% მოაკლდება შეფასებისას (საბოლოო საკონტრაქტო ღირებულება არ შეიცვლება).

9


საინვესიტიციო კონფერენცია 12.11.2013

EAST-INVEST

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს-ფორუმი

„ბიზნესი საზღვრებს გარეშე“ 28.11.2013 ქ. ვილნიუსი

უნგრეთისაქართველოს ბიზნეს-ფორუმი 11.11.2013 ქ. ბუდაპეშტი

საერთაშორისო ურთიერთობები


საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით პალატამ ორგანიზება გაუკეთა სხვადასხვა ტიპის ფორუმებს, გამოფენებს, სემინარებსა და კონფერენციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ასეთ ღონისძიებებზე მონაწილეები იღებენ ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო კლიმატისა და ადგილობრივი ბიზნეს თრენდების შესახებ. ფორუმებში ბიზნეს სუბიექტების მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნებიდან ხელს უწყობს სავაჭროსაინვესტიციო წინადადებების ურთიერთგაცვლასა და საქმიანი კონტაქტების დამყარებას. ამასთანავე, პალატის ორგანიზებით ქართული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო ფორუმებსა და გამოფენებში.

პალატის ორგანიზებით 2013 წელს საქართველოში ჩატარდა 9 ბიზნეს-ფორუმი და 1 საინვესტიციო კონფერენცია • • • • • • • • • •

ჩეხეთი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი 10.04.2013 (21 ჩეხური/ 39 ქართული კომპანია) ჩინეთი -საქართველოს ბიზნეს-ფორუმი 23.04.2013 (14 ჩინური /35 ქართული კომპანია; ) ტაივანი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი 17.05.2013 (13 ტაივანური/49 ქართული კომპანია) პოლონეთი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი 23.07.2013 (14 პოლონური /27ქართული კომპანია; უკრაინა (ოდესისი ოლქი) 10.09.2013-საქართველოს ბიზნე-ფორუმი (20 უკრაინული/ 26 ქართული კომპანია) სომხეთი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი 25.09.2013 (39 სომხური /57 ქართული კომპანია) ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი 09.10.2013( 25ყაზახური/50ქართული კომპანია) არგენტინა-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი 15.10.2013 (9 არგენტინული/ 55 ქართული კომპანია) უკრაინა (ჩერკასკის ოლქი)-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი 17.10.2013(11 უკრაინული;/40 ქართული კომპანია) საინვესიტიციო კონფერენცია 12.11.2013- მონაწილეობდა 205 ქართული კომპანია, მათ შორის 37 -მა კომპანიამ წარმოადგინა საინვესტიციო პროექტები, რომლის საფუძველზეც დაიბეჭდა კატალოგი უცხოელი მონაწილეებისთვის. ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მონაწილეობდა 40 კომპანია გამოფენა „2013 საქართველო ჩინეთის სინძიანის საექსპორტო საქონლის გამოფენა“ 28.11.2013 ჩატარდა პალატის ორგანიზებით

საზღვარგარეთ გამართული გამოფენები და ბიზნეს ფორუმები. პალატის ორგანიზებით საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნეს - ფორუმებში ქართულმა ბიზნეს-კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა: • • •

11

საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი „საბერძნეთის პროდუქტი და მომსახურება შავი ზღვის ბაზარზე“- 28-29.03.2013 ქ.სალონიკი (საბერძნეთი) . მონაწილეობა მიიღო 5 ქართული კომპანიის წარმომადგენელმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს-ფორუმი - 25.05.2013 ქ. გაბალა (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) მონაწილეობა მიიღო 37 ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი „შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბაზრის გაფართოება“ - ქ. ბაქო, (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) მონაწილეობა მიიღო 16 ქართულმა კომპანიამ


• • • • •

საერთაშორისო გამოფენა ჩინეთ-ევრაზიის ექსპოზიცია 02-07.09.2013 - ქ. ურუმჩი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა). მონაწილეობა მიიღო 9 ქართულმა კომპანიის წარმომადგენელმა სუინფენჰის მე-14 საერთაშორისო სავაჭრო-საპორტო გამოფენა 23-27.10/2013- ქ. ჩენგ დუ (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა). მონაწილეობა მიიღო 8 ქართული კომპანიის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს-ფორუმი „ბიზნესი საზღვრებს გარეშე“ 28.11.2013 - ქ. ვილნიუსი, (ლიტვა) მონაწილეობა მიიღო 17 ქართულმა კომპანიამ მცირე და საშუალო ბიზნესის წლიური ასამბლეა 2013 "– 25-26.11.2013 ქ. ვილნიუსი, (ლიტვა) მონაწილეობა მიიღო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უნგრეთი-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი- 11.11.2013 ქ. ბუდაპეშტი, (უნგრეთის რესპუბლიკა) მონაწილეობა მიიღო 11 ქართულმა კომპანიამ

ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის გამართული B2B შეხვედრები. ბიზნეს - პარტნიორების მოძიების მიზნით პალატამ ორგანიზება გაუწია ორმხრივ შეხვედრებს ინდივიდუალურად კომპანიებისთვის. • • • • • • •

ჰოლანდიური კომპანია Provimi BV შეხვდა 10 ქართულ კომპანიას. ესტონური კომპანია Finnlog Laminated Log Houses 5 ქართულ კომპანიას შეხვდა. ლიბანური კომპანია Vresso –3 ქართულ კომპანიას შეხვდა. პოლონური კომპანიები Gospodarstwo Ogrodnicze SULEK, CHAMPION, AC Company, MARK’S 11 ქართულ კომპანიას შეხვდნენ. პოლონური კომპანია Ulma 3 ქართულ კომპანიას შეხვდა. ავსტრიული კომპანიები Schachermayer, Komptech, OWD 3 ქართულ კომპანიას შეხვდნენ. არგენტინული კომანიები O.V.C., Eskabe, Laboratorio Aspen, Agira, Geson, Lab. Int. Argentino, Internacional Fleyt SRL, IMSA, JUKEBOX S.A./CHARGEURS WOOL ARGENTINA 11 ქართულ კომპანიას შეხვდნენ. ავსტრიის მესაქონლეობის ასოციაციის პრეზიდენტი 2 ქართულ კომპანიას შეხვდა. ღონისძიებების შემდეგ გრძელდება პალატის კომუნიკაცია მონაწილე კომპანიებთან, მიმდინარეობს მათი გამოკითხვა

პროცესის შეფასებისა და მიღწეული შედეგების შეახებ. მონაწილე კომპანიების 100% პროდუქტიულად თვლის აღნიშნულ ღონისძიებებს და რეგულარულად იღებს მონაწილეობას. მიღებული ინფორმაციის თანახმად ქართული კომპანიების 35%მა დაამყარა პირდაპირი გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა უცხოურ კომპანიებთან.

თანამშრომლობა საქართველოში აკრედიტირებულ დიპკორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით პალატა მუდმივ კონტაქტშია საქართველოში აკრედიტებულ დიპ-კორპუსთან. კერძოდ გაიმართა შეხვედრები ინდონეზიის, უნგრეთის, არგენტინის, უკრაინის, ტაილანდის, კოდივუარის, ჰოლანდიის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩინეთის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, შვედეთის, ევროდელეგაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან და ეკონომიკურ მრჩევლებთან. საერთაშორისო

ორგანიზაციების

წარმომადგენლებთან:

აგრეთვე გაიმართა შეხვედრები შემდეგი

საერთაშორისო

სავაჭრო

ცენტრი,

ევრაზიის

საპარტნიორო ფონდი, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), Chamonics International, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD); გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

შეხვედრების მიზანი: პალატის საქმიანობისა და სერვისების გაცნობა; ერთობლივი პროექტების განხორციელება, კერძო კომპანიების მოთხოვნებისა და წინადადებების ურთიერთგაცვლა პარტნიორების მოძიების მიზნით.

12


შედეგად ჩატარდა ორმხრივი ბიზნეს-ფორუმები, განხორციელდა და მიმდინარეობს კონკრეტული პროექტები: • •

ნიდერლანდების საელჩო: მიმდინარეობს პროექტი: “გაიცანი და გააცანი DCFTA” ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო: მიმდინარეობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა ქართული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებითვის; ჩინეთის ტერიტორიაზე გამართულ საერთაშორისო გამოფენებში ქართული პროდუქციისთვის საგამოფენო სივრცითა და სტენდებით უზრუნველყოფა. GIZ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში პროგრამის ფარგლებში – გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ჩატარდა სასტუმრო ბიზნესის ბაზრის კვლევა და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელთა კონფერენცია. ევროკავშირის წარმომადგენლობა: დაგეგმილია ერთწლიანი პროექტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით DCFTA - ს ცნობადობის ამაღლების მიზნით.

საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტები. მიმდინარე წლის განმავლობაში შედგა ვიზიტები საზღვარგარეთ და გაიმართა შეხვედრები პალატის საერთაშორისო პარტნიორებთან: • • • • •

ევროპალატის მიწვევით, 4 მარტს ბრიუსელში პალატის პრეზიდენტი კ. ბაინდურაშვილი ეწვია ბრიუსელს და გამართა შეხვედრები ევროპალატის გენერალურ დირექტორთან არნალდო აბრუზინისთან. 18-19 აპრილს ლისაბონში პალატის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში. 15-16 სექტემბერს და 15-17 ნოემბერს ფრანკფურტში პალატის ვიცე-პრეზიდენტმა კ. კოხრეიძემ გამართა შეხვედრები ქართულ დიასპორასთან, სადაც გაკეთდა პრეზენტაციები საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ. 15 ოქტომბერს სტამბოლში პალატის გენერალურმა დირექტორმა ნ. ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტის East Invest მმართველი კომიტეტის მე-6 შემაჯამებელ შეხვედრაში. 16 ოქტომბერს სტამბოლში გაიმართა ევროკავშირის ეკონომიკური ფორუმი, სადაც მონაწილეობდნენ პალატის პრეზიდენტი კ. ბაინდურაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლ. ჩხენკელი და გენერალური დირექტორი ნ. ჩიქოვანი. ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თურქეთის სავაჭროსამრეწველო პალატებისა და საფონდო ბირჟების გაერთიანების ხელმძღვანელთან, ევროპალატის ვიცეპრეზიდენტთან და ავსტრიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან. 5-7 ნოემბერს ვილნიუსში, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებით, გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში არსებულ ვითარებას. ეკონომიკურ პანელზე პალატის ვიცე-პრეზიდენტმა კ. კოხრეიძემ გააკეთა მოხსენება ძირითადი ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

მთავრობათშორისი კომისიები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობს მთავრობათაშორისი ეკონომიკური ორმხრივი კომისიების მუშაობაში (საქართველო-ჩეხეთი; საქართველო-უნგრეთი; საქართველო-უკრაინა; საქართველო-აზერბაიჯანი; საქართველო-სომხეთი; საქართველო-ბელორუსი; საქართველო-ისრაელი და ა.შ) კომისიის სხდომების ფარგლებში პალატის ინიციატივით ტარდება ორმხრივი ბიზნეს-ფორუმებიც.

თანამშრომლობის მემორანდუმები სხვა ქვეყნების პალატებთან: სხვადასხვა ქვეყნებიდან სავაჭრო ეკონომიური ურთიერთობების გააქტიურების მიზნით საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატამ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა უცხოურ პალატასთან: კერძოდ, 2013 წელს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატამ მემორანდუმები გააფორმა ქ. ბელგრადის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, ლატვიის, და უნგრეთის სავაჭრო სამრეწველო პალატებთან.

13


არაღიარების პოლიტიკა: სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში. ე.წ. “აფხაზეთის რესპუბლიკის“ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ცდილობს გაწევრიანდეს საერთაშორისო სავაჭრო პალატაში, მსოფლიო პალატების ფედერაციასა და სხვა მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებში. პრევენციის მიზნით პალატა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე აფიქსირებს საქართველოს პოზიციას და განუმარტავს კოლეგებს, რომ სოხუმის რეჟიმთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება ეწინააღმდეგება ოფიციალურ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. ზემოაღნიშნულის ფარგლებში: • 2013 წლის 30 სექტემბერს - 1 ოქტომბერს თბილისს ეწვია მსოფლიო პალატების ფედერაციის პრეზიდენტი პიტერ მიჰოკი. გაიმართა შეხვედრები სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან კ. ბაინდურაშვილთან და პალატის საბჭოს წევრებთან, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტებთან, ენერგეტიკის მინისტრთან კ. კალაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გ. კვირიკაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დ. ჯალაღანიასთან. დოქტორ მიჰოკის მოწვევის მთავარი მიზანი იყო ე.წ. “აფხაზეთის რესპუბლიკის“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის გაწევრიანების საკითხის ირგვლივ საქართველოს პოზიციის დაფიქსირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. • საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შესაბამისი წერილები გაუგზავნა აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) პრეზიდენტს, აგრეთვე ამ ორგანიზაციის დირექტორატს და წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებს. წერილებში განმარტებულია, რომ აფხაზეთი არის საქართველოს რეგიონი, რომელიც ამჟამად ოკუპირებული და აღიარებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და არ დაუჭირონ მხარი ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებიაში.

თანამშრომლობა ევროპალატასთან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ევროპალატის წევრი და აქტიურად თანმშრომლობს ევროპის პალატების ყველაზე მრავალრიცხოვან გაერთიანებასთან. პირველად, არსებობის მანძილზე 2013 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პალატა არჩეული იქნა ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად.

საერთაშორისო პროექტები საქართველოს სავაჭრო-ამრეწველო პალატა საქართველოში პროექტის East-Invest-ის ეროვნული კოორდინატორია. ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტი East-Invest- ი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე კერძო სექტორის განვითარებისკენ მიმართული პირველი პროექტი, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების და ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობა. პროექტი East-Invest, ხორციელდება ევროპალატის ხელმძღვანელობით შექმნილი კონსორციუმის მიერ. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი (2010-2013). პროექტის პარტნიორები არიან ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატები და ბიზნეს-გაერთიანებები. პროექტის ფარგლებში გაიმართა სემინარები, ტრეინინგები, სავაჭრო მისიები, ორმხრივი შეხვედრები და თბილისში ჩატარდა ფართო მასშტაბიანი კონფერენცია.

წარმომადგენლები საზღვარგარეთ პალატას წარმომადგენლები ჰყავს სომხეთის რესპუბლიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში. წარმომადგენლები აქტიურად ახდენენ შესაბამისი ქვეყნების ბიზნეს წრეებში საქართველოს საინვესტიციო გარემოს წარდგენას და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.

14


2014 წელს დაგეგმილი ღონისძიებები •

სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორებთან ბიზნეს ფორუმები (მთელი წლის განმავლობაში)

საქართველო/სერბეთი - თებერვალი;

საქართველო/გერმანია -მარტი

საქართველო/აშშ-მაისი

საქართველო/ჩინეთი - მაისი

საქართველო/ლატვია - ივნისი

სხვა ქვეყნების პალატებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები

პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - ოქტომბერი

საერთაშორისო გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობის ორგანიზება (მთელი წლის განმავლობაში)

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები: •

შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად საერთაშორისო კონფერენცია და ბიზნეს-ფორუმი

ცნობადობის ამაღლების მიზნით თემატური სემინარები თემაზე ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, ფიტოსანიტარული და სანიტარული ნორმები, ევროკავშირის ბაზრის სტანდარტები, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის წარმოების წესები

რეგიონული სემინარები საქართველოს მასშტაბით

ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად საგანმანათლებლო და შემეცნებითი სემინარები და შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან

საინფორმაციო ბიულეტენების და ბროშურების დაბეჭდვა DCFTA შესახებ

DCFTA ინტერნეტ პორტალის შექმნა

15


საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი დიალოგი

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციების მიერ წარმოდგენილი პრობლემური საკითხები),

კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მიმართულება

პალატის

ერთ-ერთი

ძირითადი

ასევე

სხვა

სექტორული

წარმომადგენლებთან

ფუნქციაა. განსხვავებით სექტორული ან სხვა ტიპის

მწარმოებელთა,

გაერთიანებებისგან პალატა არ ატარებს რომელიმე

ასოციაციებთან).

ასოციაციების

(მეთხილეთა,

თამბაქოს

ტყავის

იმპორტიორთა

კონკრეტული ბიზნესების ინტერესებს და მისი ფუნქცია მიუკერძოებელი მედიაცია, კოორდინაციაა. პალატა, როგორც ბიზნეს საზოგადოების გაერთიანება, აქტიურ

მუშაობას

საკანონმდებლო რეფორმების ბიზნესის

გეგმავს

აღმასრულებელ

ორგანოებთან

ეფექტიანი

ეკონომიკური

განხორციელების

ინტერესებში

შეხვედრები

და

მრავალი

მიზნით.

მიმართულება

საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის

ექცევა, განსაკუთრებით კი სფეროები როგორიცაა

კუთხით

გაიმართა

ქართული

კომპანიების

საინვესტიციო გარემო, საერთაშორისო ვაჭრობა და

წარმომადგენლების

შეხვედრა

მთავრობის

მასთან

წარმომადგენლებთან: ეკონომიკისა და მდგრადი

დაკავშირებული

საკითხები,

საგადასახადო

რეგულაციები, სოფლის მეურნეობა და ფერმერული

განვითარების,

მიმართულება,

რესურსების დაცვის, რეგიონული განვითარების

ინფრასტრუქტურა

მარეგულირებელი

და

ნორმატივები,

ენერგეტიკის საბიუჯეტო

/

გარემოსა

და

ბუნებრივი

და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან.

ფისკალური პილიტიკა და სხვ. პალატა საჭიროდ მიიჩნევს საქართველოს მთავრობას

და

პარლამენტს

მუდმივად

მიეწოდებოდეს

პალატის მეშვეობით ორგანიზება გაუკეთდა სხვადასხვა

სამთავრობო

დასკვნები და რეკომენდაციები ბიზნესიდან, რისთვისაც

ინიციატივებისა

პალატაში

საზოგადოებისთვის

იმუშავებენ

შესაბამისი

კომიტეტები.

და

სერვისების გაცნობას.

ბიზნეს მიზნით

შედგა

ფორმატში პალატა მოამზადებს დასკვნების პროექტებს

აღსრულების

პარლამენტში

თუ

თემაზე „ფაქტების კონსტატაცია“), სტატისტიკის

სხვა ინიციატივებზე. ასევე, იგეგმება საკანონმდებლო

ეროვნული სამსახური (სემინარი თემაზე „ბიზნეს

წინადადებების

სტატისტიკა“), შემოსავლების სამსახურს შორის.

მომზადებაც,

კანონპროექტებსა რაც

ბიზნესის

აზრით

კერძო

ამ

ახალი

რეგულარული შეხვედრებისა და ბიზნესთან დიალოგის წარდგენილ

შეხვედრები

უწყებების

ეროვნული

ბიუროს

და

(სემინარი

ხელს შეუწყობს საინვესტიციო აქტივობის ამაღლებას.

პალატამ

რაც მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პროცესში აქტიურ

დაცვითი ღონისძიებების შემოღების შესახებ და

მონაწილობას მიიღებენ მცირე და საშუალო ბიზნესის

სურსათის უვნებლობის შესახებ კანონპროექტების

წარმომადგენლები.

განხილვებში.

სხვადასხვა სექტორში არსებული მდგომარეობის ანალიზისა

და

პალატაში

სისტემატიურად

როგორც

გაუმჯობესების

საბჭოს

ფარგლებში

მიიღო

ვაჭრობის

საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის უკეთ

თაობაზე

გაცნობისა და ბიზნესთან ეფექტური კომუნიკაციის

შეხვედრები

მიზნით პალატა აქტიურად იყენებს ინტერნეტისა

დასახვის

იმართება

მონაწილეობა

სექტორსა

(განხილული

იყო

მეფუტკრეთა გაერთიანების, მეჩაიეთა, მეცხვარეთა,

და

კომუნიკაციის

საშუალებებს,

როგორიცაა

სოციალური ქსელები და ვებ გვერდი.

16


სერვისების, საინფორმაციო ანალიტიკური და რეგიონული განვითარების დეპარტამენტი მიმდინარეობს მეწარმე სუბიექტების შესახებ მონაცემთა ბაზების შედგენა და ცვლილებების მონიტორინგი. პალატა დაინტერესებულია მაქსიმალური ინფორმაცია გააჩნდეს მეწარმე სუბიექტების მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ, მუდმივად უზრუნველყოს მისი განახლება, რაც შემდგომში გამოიყენება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ კომპანიებს შორის სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დასამყარებლად და საინფორმაციოანალიტიკური საქმიანობისთვის. საქართველოში საქმიანი პარტნიორების მოძიების მიზნით, ყოველდღიურად პალატას მომართავს 5-6 უცხოური კომპანია (ვებ.გვერდის, ელ.ფოსტის, საელჩოების და ა.შ საშუალებით). 2013 წლის მაისიდან დაიწყო მონაცემთა ბაზებზე მუშაობა. ამ მიზნით ინფორმაცია დაეგზავნა დაახლოებით 25000-მდე მეწარმე სუბიექტის. საქმიანობის სფეროები დაიყო 17 ძირითად სექტორად. სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული „ბიზნეს სექტორის“ სიების, ინტერნეტის (ონლაინ ბიზნეს კატალოგი, ყვითელი ფურცლები და ა.შ.) და პალატაში 2013 წლის მაისამდე არსებული სიების გადამოწმების საშუალებით მოხდა სექტორული ბაზების, ე.წ. "გადამოწმებული სიების" მიღება. დღეისთვის დამუშავებულია 25 000 მეწარმე სუბიექტის მონაცემები. ასევე დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, სამეწარმეო რეესტრში დაცულ ბაზებთან წვდომაზე და აღნიშნული ბაზების დახვეწასთან დაკავშირებით. ანალიტიკური საქმიანობა: მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებში ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის არსებული ბარიერების, პრობლემატური საკითხების შესწავლა. ასეთი კვლევა ჩატარდა თურქეთში ექსპორტირებულ საქონელთან დაკავშირებით და საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესრულების პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ექსპორტ-იმპორტის, საბაჟოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება-დამუშავება, მეწარმე სუბიექტებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა.

სერტიფიკატები და სარეგისტრაციო საქმიანობა პალატის ძირითად ფუნქციას ასევე წარმოადგენს საქონლის წარმოშობის ქვეყნის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა და დოკუმენტაციის რეგისტრაცია. 2013 წელს პალატაში სერტიფიკატების გაცემის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივდა, მორგებული იქნა ექსპორტიორისთვის ხელსაყრელ რეჟიმზე, დაემატა საკონსულტაციო მომსახურება: ექსპორტიორი იღებს კვალიფიციურ კონსულტაციას არა მხოლოდ წარმოშობის დოკუმენტაციის მომზადების, არამედ ზოგადად საექსპორტო რეჟიმებისა და საბაჟო პროცედურების შესახებ. სერტიფიკატები გაიცემა რეგიონალური პალატების მიერ, რაც ექსპორტიორს ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. ექსპორტიორზე ორიენტირებულმა მომსახურებამ მაღალი ეფექტი გამოიღო: 2013 წელს პალატის მიერ გაცემული სერტიფიკატების რიცხვი 313%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. პალატაში წარმოებს, როგორც წარმოშობის დოკუმენტაციის, ასევე რეგისტრირებული დოკუმენტების რეესტრი.

სერვისები და საწევრო შეთავაზებები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია ორიენტირებულია მეწარმე-სუბიექტების საქმიანობის ხელშეწყობაზე შესაბამისი მომსახურეობების გაწევის გზით. ამ მიზნით, 2013 წელს, პალატამ დაიწყო მუშაობა „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ ცნობადობისა და ნდობის გაზრდისთვის. მიმდინარეობს მუშაობა ბიზნეს კომპანიებთან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის

17


საბაზრო ფასის კვლევის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სერვისების მხრივ პალატა არის ნოვატორი და ადგილობრივ ბაზარზე მომსახურეობის სიმრავლით უკონკურენტო (იხილეთ მოცემული სერვისები). პალატამ ასევე შეიმუშავა სერვისები არარეზიდენტი კომპანიებისთვისაც. უცხოური კომპანიები რეგულარულად მიმართავენ პალატას სხვადასხვა ბიზნეს ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით. ზემოთ აღნიშნული სერვისებიდან გამომდინარე, 2013 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრთა რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა. პალატის წევრები არიან როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში რეგისტრირებული მეწარმე-სუბიქტები. (დანართის სახით იხ.სერვისების ჩამონათვალი და საწევრო შემოთავაზებები).

რეგიონული პალატები პალატის

სტრუქტურა

ტერიტორიული

მოწყობის

ეფუძნება

ქვეყნის

პრინციპს.

არსებობს

გამოფენების ორგანიზება. ა.წ. 28 მაისს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის

ცენტრალური - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო

სამრეწველო

პალატა, ავტონომიური რესპუბლიკების პალატები

სალონი

და

ადგილობრივ

რეგიონალური

პალატები.

ავტონომიური

და

ქვემო

პალატაში

სვანეთის

მოეწყო

ექსპო-იმერეთის

სავაჭრო-

საგამოფენო-

პრეზენტაცია.

გაკეთდა

მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა,

რესპუბლიკის პალატებს საქართველოს სავაჭრო-

მონაწილეობას

სამრეწველო პალატის მიმართ აკისრიათ მხოლოდ

ზემოაღნიშნულ

გარკვეული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.

იყვნენ, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის,

ხოლო

სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობების

რეგიონალური

პალატები

იქმნებიან

იღებდა

მეტი

პრეზენტაციაზე,

ქვეყნის ტერიტორიული დაყოფის შესაბამისად და

წარმომადგენლები.

წარმოადგენენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო

რეგიონებიდან

პალატის ტერიტორიულ ორგანოებს. მათ არ გააჩნიათ

და

სამართლებრივი

ასევე

მოწვეულნი

საქართველოს

მოწვეულნი

ბიზნესის

საწარმო.

იყვნენ

პალატებისა

წარმომადგენლები.

ქვეყნის

უზრუნველყოფს

მოქნილი

მეწარმეებს შორის საქმიანი ურთიერთობა. პალატის

მართველობის სისტემასა და პალატის მიერ მისი

გადაწყვეტილებით ინიციატივამ მიიღო მუდმივმოქმედი

ამოცანების შესრულების ეფექტურ შესრულებას.

გამოფენის

საქართველოს

მასშტაბით

ფუნქციონირებს

სამი

რეგიონალური პალატა, ესენია:

სახე,

რეგიონული

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის

რომელიც

რეგისტრირებულ

ფუნქციონირებს

ქ.

ქუთაისში, პალატის საგამოფენო-სალონში. გამომდინარე

კუთხეში

დამყარდა

მოწყობის

სისტემა

სხვადასხვა

სხვა

პალატების

აღნიშნული

ფორმა.

100-ზე

პალატების დაგეგმილია

მნიშვნელობიდან მათი

განვითარება

საქართველოს სხვა კუთხეებშიც.

რეგიონალური სავაჭრო სამრეწველო პალატა •

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სავაჭრო

სამრეწველო პალატა •

ფოთის

რეგიონალური

სავაჭრო

სამრეწველო

პალატა რეგიონალური

პალატები

წარმოადგენენ

საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს ადგილობრივი

მეწარმე-სუბიექტებისთვის,

შედარებით

ნაკლები

რეგულარულად ეწყობა

წვდომა

აქვთ

რომელთაც რესურსებზე.

შეხვედრები კომპანიებთან

მათი პრობლემებისა და მოთხოვნების შესასწავლა. რეგიონული კომპანიები ჩართული არიან პალატის მიერ

ორგანიზებულ

შემუშავდა

ღონისძიებებში,

გაწევრიანებისას

მათთვის

ინდივიდუალური

ტარიფები. რეგიონალური სამმართველოს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პროდუქციის

18


ბიზნეს კატალოგის განახლებადი და ყოველწლიური ბეჭდვითი ვერსიის შექმნა. საქართველოს ბიზნესის სექტორში დასაქმებული ბიზნეს სუბიექტების, სექტორების, დარგების, განვითარების ტენდენციების, პრობლემატიკის ასახვის და ექსპერტული

ბიზნეს კატალოგი

შეფასებებით (ყოველწლიური) სისტემატიზება (როგორც ქართველ ბიზნესმენთა ერთმანეთის გაცნობისთვის, ასევე ინვესტორთათვის პირველადი ინფორმაციის მოსაძიებლად). ყველა წევრს ექნება წვდომა არსებულ კატალოგებზე და მონაცემებზე, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესმენს გაეცნოს თითოეული დარგის რეალურ ტენდენციას და დინამიკას. იმისათვის, რომ არათანაბარი კონკურენციის პირობებში სავაჭრო პალატა ყოფილიყო უფრო მიმზიდველი ექსპორტიორებისათვის, დაიწყო მუშაობა წარმოშობის სერთიფიკატების ელექტრონულ სისტემაზე, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემდა ყოველგვარი ლოდინისა და დროის კარგვის გარეშე გაეკეთებინათ განაცხადი აღნიშნული დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პროგრამაზე მუშაობა დასრულებულია და უმნიშვნელო ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, დაუბრკოლებლად შევძლებთ აღნიშნული სისტემით მუშაობას.

სერტიფიკატების ელექტრონული სისტემა

„ატა კარნეტი“

„ატა კარნეტი“ არის საერთაშორისო აღიარებული დოკუმენტი, ე.წ. საქონლის პასპორტი, რომლებიც გამოიყენება დროებითი შემოტანის და გატანის რეჟიმების შემთხვევაში. აღნიშნული დოკუმენტის შევსებისა და გაცემის წესები რეგულირდება სტამბულის 1990 წლის

კონვენციით. „ატა კარნეტი“ ექსპორტიორს ათავისუფლებს ყოველგვარი საბაჟო პროცედურებისაგან და გადასახადებისგან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც აქვს ამ დოკუმენტის გაცემის უფლება, მინიჭებული შემოსავლების სამსახურის მიერ 2011 წლის ოქტომბერში. იმისთვის რომ, პალატამ შეძლოს „ატა კარნეტი“-ს გაცემა საჭიროა რიგი ეტაპების გავლა, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„ბიო სერტიფიკატი“

გაიცემა კვების მრეწველობაში მომუშავე საწარმოზე და ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც აუცილებელია

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დასახელებისთვის. ორგანიზაციამ რომ შეძლოს „ბიო სერტიფიკატის გაცემა მან უნდა დააკმაყოფილოს რიგი მოთხოვნები: • • • •

მიიღოს აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ცენტრისგან; ჰქონდეს ლაბორატორია; ჰყავდეს კვების პროდუქტების ექსპერტები; ჰქონდეს უფლება გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი კვების პროდუქტებზე.

ბიოუსაფრთხოების და აკრედიტაციის ეროვნული კომისია პალატის მიზანია შეიქმნას ბიოუსაფრთხოებისა და აკრედიტაციის ეროვნული კომისია - სახელმწიფოს მიერ განსა-

ზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან და მოქმედებს საქართველოს კანონით „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგურილებელი ორგანოების შესახებ“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

კომისიის მიზანია ბიოუსაფრთხოების კომპეტენციის სხვადასხვა სამინისტროების სტრუქტურებში დაქსაქსულობის პრობლემის გადაჭრა, სფეროს ეფექტური მართვის და კოორდინაციის მიღწევა, რეგულაციის ნორმების მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, რისკების კომუნიკაცია, სფეროს ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური საკითხების რეგულაცია, ლიცენზირება, ავტორიზაცია, შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია. კონკურენტული გარემოს შექმნა და განვითარების ხელშეწყობა. კომისია თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით მიიღოს სამართლებრივი აქტები - კომისიის გადაწყვეტილებები და დადგენილებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად რეგულაციის სფეროს სექტორების სამართალურთიერთობების ყველა სუბიექტისთვის.

19


საქართველოს კულტურის პალატა 2013 წელს სტრატეგიის შესაბამისად შეიქმნა კულტურის პალატა, რომელიც აერთიანებს კულტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს, ასევე იმ ბიზნესმენებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ სფეროში საინვესტიციო ან/და მეცენატური საქმიანობით. პალატის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ხელოვნების ნიმუშებისა და ხელოვანთა მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, რაც აამაღლებს ქართული კულტურის საერთშორისო ცნობადობას. შედეგად უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად შეიქმნა პრეცენდენტი ხელოვნებისა და ბიზნესის ნებაყოფლობითი, ჯანსაღი თანამშრომლობის და მთავრობას ჩამოშორდა შოუ ბიზნესის განვითარების „ფუნქცია“, რომელსაც გასული წლების განმავლობაში ითავსებდა.

2013 წელს საქართველოს კულტურის პალატის ეგიდით განხორციელდა:

- თამარ გვერწითელის ფესტივალი- 10-15 აგვისტო (ბათუმი) - ლიანა ისაკაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – 24-29 აგვისტო (ბათუმი) - ლიანა ისაკაძე ,,კულტურა საზღვრებს გარეშე იუნესკოს მხარდაჭერით - 4 სექტემბერი - რეზო ჩხეიძის ვარსკვლავის გახსნა - 21 მარტი, კინო რუსთაველი - ლანა ღოღობერიძის ვარსკვლავის გახსნა - 19 ოქტომბერი კინო რუსთაველი - ,,ფოტოპორტრეტი’’ ანუკი არეშიძის და ანა ჩანგიანის მიერ გახორციელებული საქველმოქმედო ღონისძიების მხარდაჭერა 4 დეკემბერი, თბილისი - სერგეი ბეზრუკოვის ,,ხულიგანის აღსარება’’ დიდი საკონცერტო დარბაზი ,14 დეკემბერი - ანსამბლ ,,სიმის’’ ვარსკვლავის გახსნა - 20 დეკემბერი, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი - ანსამბლ ,,მესხეთის’’ ვარსკვლავის გახსნა, ახალციხე; 25 დეკემბერი - საქველმოქმედო წინასაახალწლო ღონისძიებები უპატრონო ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებში.

- ტელევიზიის ღვაწლმოსილი მოღვაწეთა ვარსკვლავების გახსნა ტელევიზიის წინ. (შურიკო მაჭავარიანი, ლია მიქაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე)- 29 დეკემბერი

2014 წლის ღონისძიებები და პროექტები:

- ქართული რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზება - კონკურსის ჩატარება ეროვნული სუვენირების გამოვლენის მიზნით და მუდმივმოქმედი განახლებადი სუვენირების გამოფენა - ვებ-გვერდის შექმნა ეროვნული ხელნაკეთი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ონლაინ რეჟიმში გაყიდვის მიზნით. - მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებთან თანამშრომლობა ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენის მიზნით და მათი ხელშეწყობა - სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ საქართველოში და საზღვარგარეთ ორგანიზებული ბიზნეს-ფორუმების ფარგლებში ეროვნული ხელოვნების ნიმუშების გამოფენაგაყიდვის ორგანიზება - ეროვნული ფოლკლორის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ - ყოველწლიური ოლომპიადის ჩატარება - თემურ წიკლაურის ვარსკვლავის გახსნა 22 იანვარი, თბილისის, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ - საქართველოს კრიტიკოსთა კავშირთან ერთად ,,კრიტიკის პრიზის’’ დაჯილდოვება 27 იანვარი - ელდარ შენგელაიას ვარსკვლავის გახსნა 20 თებერვალი, კინო რუსთაველი - ირმა სოხაძის ვარსკვლავის გახსნა 8 მარტი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი - აჭარაში - სეზონის გახსნა, მაისი - საქართველოს კულტურის დღეები წლის განმავლობაში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ქ.ფრანქ-ფურტი, სომხეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ბელგია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ამერიკისშეერთებულიშტატები) მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც - ლიანა ისაკაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - ნანი ბრეგვაძის ფესტივალი „ნანი ბრეგვაძე და მეგობრები“ – 10-15 აგვისტო, ქ.ბათუმი - საქველმოქმედო ღონისძიებები უპატრონო ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებში. - ბავშვთა ჰოსპისის დაარსება

20


საქექსპერტიზა საქექსპერტიზა ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასაქონლო და დოკუმენტური ექსპერტიზის მომსახურებას ახორციელებს. 2013 წელს მთავრობის მიერ გამოცხადებული ექსპერტიზის დემონოპოლიზაციისა და ორგანიზაციაში განხორციელებული რეფორმების შედეგად მიმდინარე წელს შემოსული განაცხადების რაოდენობა გაიზარდა 30%ით. ასევე 2013 წელს შპს „საქექსპერტიზამ“ პირველად მიიღო განაცხადი სამშენებლო ობიექტების პროექტებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საექსპერტო, ასევე შესრულებული სამუშაოების საექსპერტო მომსახურებაზე. ფართომასშტაბიანი მომსახურება გაეწია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას (ძირითადი საშუალების საქონლისა და მარაგ ნაწილების ვარგისიანობა და ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი მასალის ტიპის განსაზღვრა). საქექსპერტიზის შემდგომი განვითარება და მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით დამატებითი სერვისების დანერგვა საგრძნობლად გააუმჯობესებს ბიზნესისათვის ექსპერტიზაზე წვდომისა და შესაბამისად სამუშაოების ეფექტურობის ამაღლების პროცესს.

სამომავლო გეგმები: ლაბორატორიული ბაზა: საექსპერტო საქმიანობის სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და საერთაშორისო აღიარებისთვის საჭიროა სათანადო ლაბორატორიული ბაზა, რომელსაც ამავე დროს ექნება საარბიტრაჟო ფუნქციებიც. შპს ,,საქექსპერტიზა“ გეგმავს განავითაროს ამგვარი ბაზა და მნიშვნელოვნად დახვეწილი სერვისი შესთავაზოს კერძო სექტორს.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის კონსალტინგი და აუდიტი

პალატის გადაწყვეტილებით დაფუძნდა შპს „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის კონსალტინგი და აუდიტი“, რომლის მთავარი ამოცანა მეწარმეებისთვის ეფექტური სერვისების შეთავაზებაა საგადასახადო აღრიცხვიანობის, ალტერნატიული აუდიტისა და ზოგადი კონსულტაციების კუთხით. ეს მიმართულება განსაკუთრებით ღირებულია მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი შემოსავლები ძვირადღირებული სერვისების შესაძენათ. აქედან გამომდინარე, მათი უმეტესობა ვერ ახერხებს ლეგიტიმური და კანონიერი ინტერესების დაცვას როგორც შემოსავლების სამსახურის მედიაციის ინსტიტუტში, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველ საბჭოში. პალატის კონსალტინგი და აუდიტი კომპანიებს თავაზობს მაღალი ხარისხის სერვისს, კვალიფიციური პროფესიონალების მიერ, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება და საგადასახადო სფეროს სიღრმისეული ცოდნა გააჩნიათ.

21


საქინტერეკონომსერვისი პალატის მიერ დაარსებული კომპანია „საქინტერეკონომსერვისი“-ის ძირითადი მიზანია პროდუქციის აღრიცხვიანობისა და ელექტრონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისოდ აღიარებული GS1-ის სტანდარტის შესაბამისი შტრიხ-კოდების დიზაინის დამზადება და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა. შტრიხ-კოდი, როგორც პროდუქციის ავტომატური იდენტიფიკაციის საშუალება, მნიშვნელოვნად უადვილებს საქმიანობას მეწარმეებსა და დისტრიბუტორებს. „საქინტერეკონომსერვისი“-ს მიერ მზადდება GS1-ის სატნდარტის შემდეგი სახის შტრიხ-კოდები: EAN/UPC, GS1-128, ITF-14, GS1 DataBar, GS1 DataMatrix, Composite Component, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ვიზუალურად, ასევე ინფორმაციის ტევადობითა და დანიშნულებით.

2013 წლის განმავლობაში გაცემული შტრიხკოდების რაოდენობამ შეადგინა 3 456 ერთეული, რაც 27.8%-ით აღემატება 2012 წლის განმავლობაში გაცემული შტრიხ-კოდების რაოდენობას. აქედან ძირითადი მოთხოვნა კვლავ არის EAN13 ტიპის კოდზე.

რუსეთის ბაზრის გახსნის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ექსპორტზე გასატანი პროდუქციის იდენტიფიცირებაზე. რაც შესაბამისად აისახა კომპანიის შემოსავალზე და 2013 წელს შეადგინა 103 405 ლარი. აღნიშნული მაჩვენებელი 27.5%-ით აღემატება წინა წლის

გაცემული შტრიხ-კოდების რაოდენობა

2013 წელს გაწეული ღონისძიებები

შემოსავალი

შტრიხ-კოდები

EAN13 სავაჭრო პროდუქციის იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული ყველაზე ფართოდ გავრცელებული ერთგანზომილებიანი კოდია

QR კოდი - არის ორგანზომილებიანი კოდი, რომელიც ძირითადად კომპანიის მარკეტინგულ სვლებში გამოიყენება

3456 2583

77490

2703

81090

103405

2014 წელს დაგეგმილი ღონისძიებები შპს „საქინტერეკონომსერვისი“ მომავალში გეგმავს საქართველოში წარმოებული პროდუქციის დაცვისთვის განავითაროს საერთო სტანდარტი, რისთვისაც მიმდინარეობს როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიების დაცვის მექანიზმების შესწავლა. შპს „საქინტერეკონომსერვისი“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, GS1-თან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში არსებული სტანდარტების მოხმარების სფეროს გაფართოებას და ინოვაციური სერვისების განვითარებას აპირებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

22


მთის ფორუმი

მედია პალატა

საინფორმაციო ბაზები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

სხვა პროექტები


პალატის სათათბირო საბჭო პალატაში იგეგმება სათათბირო საბჭოს დაარსება, რომლის შემადგენლობაში შევლენ სხვადასხვა სექტორული კომპანიების წარმომადგენლები. სათათბირო საბჭოს მიზანია პალატის მიერ მიწოდებული ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ანალიზისა და სექტორული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავება შემდეგი საკითხების ირგვლივ: • •

• •

ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება შეფარდებითი უპირატესობებისა და ზრდის მაღალი შესაძლებლობების მქონე სექტორების გამოვლენა საინვესტიციო საქმიანობის წახალისება ქვეყანაში არსებული ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენება, საკრედიტო პროდუქტების მიმართულებების განხილვა ბიზნეს ჯგუფებთან ინტენსიური კონსულტაციების გამართვა, რომლებსაც აქვთ ბიზნეს პროექტები და საკრედიტო პროდუქტების ეფექტიანი ათვისების პოტენციალი ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და ცოდნის შემოდინების, ასევე ინოვაციური პროექტების, კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის ხელშეწყობა

MADE IN GEORGIA

MADE IN GEORGIA - მეწარმეთა ხელშეწყობის ფართო მასშტაბიანი გამოფენის ჩატარება. ყოველწლიური ფართო მასშტაბიანი გამოფენა მცირე და მსხვილი მეწარმე სუბიექტებისათვის, ქ. თბილისში. კომპანიებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ მათთვის საინტერესო შეთავაზებები, რომელიც რანჟირებული იქნება ფირმის ზომების მიხედვით, რათა მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას მიეცეს, თუნდაც საკმაოდ მცირე ფერმერულ კომპანიასაც. გამოფენის მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რისთვისაც დაიბეჭდება შესაბამისი კატალოგები, მომზადდება სპეციალური ვებ გვერდი და ღონისძიება მაქსიმალურად გაშუქდება საინფორმაციო საშუელებებში.

ბიზნეს კლუბი

ქართული ბიზნესის „სახლის“ ჩამოყალიბება. პალატას აკისრია მედიატორის როლი, ბიზნესის სუბიექტებს შორის და ბიზნესსა და მთავრობას შორის დიალოგის დროს. იგი არ ატარებს რომელიმე კონკრეტული ბიზნესების ინტერესებს და მისი ფუნქცია მიუკერძოებელი მედიაცია, კოორდინაციაა. ამ პროექტის მეშვეობით საშუალება ექნებათ კომპანიებს გაიცნონ ერთმანეთი, იპოვონ თანამოაზრეები, ახალი ბიზნეს პარტნიორები, ინვესტორები და მიიღონ დამატებითი სხვა სარგებელი.

ბიზნეს ინკუბატორი

პალატის ამოცანაა შექმნას დასავლეთის გამოცდილების ანალოგიით სრულფასოვანი ბიზნესინკუბატორი. ბიზნესინკუბატორმა უნდა უზრუნველყოს მაღალი პოტენციალის მქონე დამწყები ბიზნესების ხელშეწყობა განსაკუთრებით ინოვაციების დარგში. ბიზნესინკუბატორის არსებობა ხელს შეუწყობს დამწყები ბიზნესების შექმნას და მოხსნის დაფინანსების პრობლემას, რაც ამჟამად ძირეული ბარიერია ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის. ბიზნესინკუბატორი უზრუნველყოფს დამწყები ბიზნესისათვის საოფისე ფართისა და შესაბამისი კონსულტაციების მიწოდებას ბუღალტერიის, მარკეტინგის, დისტრიბუციია, ბაზრის კვლევისა და სხვა მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძებელია კომერციულ ბანკებთან ერთად. იმისათვის, რომ პროექტი სიცოცხლისუნარიანი გამოდგეს და შემდგომ ეტაპზე შეძლოს დამოუკიდებელი ფინანსური ფუნქციონირება მისი შერჩევა მოხდება ბანკებთან ერთად და შეირჩევა ის ბიზნესები, რომლებსაც ბანკები შემდგომ ეტაპზე უკვე თვითონ დააფინანსებენ.

ტექნოლოგიების შემოდინების ცენტრი ტექნოლოგიების შემოდინების ცენტრი საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ინტერნაციონალური ფირმების განვითარებას, რომლებიც შეძლებენ მაღალი ხარისხის

24


საქონლის გამოშვებას და წარმატების მიღწევას საერთაშორისო ბაზრებზე. ეს პროცესი კი შეუძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა შექმნის „ტექნოლოგიების შემოდინების ცენტრს“ რომლის მთავარი ფუნქცია იქნება მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებებით: • • • • • •

ტექნოლოგიების სწორი შერჩევა საერთაშორისო მომწოდებლების ალტერნატიული ჯგუფების შეკვრა კაპიტალური დანახარჯების ოპტიმიზაციის სცენარების შემუშვება თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის შემოდინება ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარების განვითრება წარმოების მეთოდების ანალიზი

ცენტრი იქნება ერთგვარი ტექნოლოგიების ბროკერი, რომელიც დააკავშირებს ბიზნესს, სამეცნიერო წრეებს, სასწავლო ინსტიტუტებს, სამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებს ერთმანეთთან და შექმნის ძლიერ პლატფორმას თანამშრომლობისთვის. ცენტრი ასევე შექმნის ძლიერ ქსელს მსოფლიოს მასშტაბით გაფანტული საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა ძლიერ სამეცნიერო თუ ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიებში, რომ მათი ჩართულობით პროცესი უფრო ეფექტიანი გახადოს. ცენტრის ადგილსამყოფელი იქნება თბილისი, სადაც მოეწყობა მცირე ინფრასტურქტურა დაახლოებით 15 მომსახურე კადრით. ცენტრს ეყოლება ხელმძღვანელი და საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება სავაჭრო სამრეწველო პალატის წინაშე.

მცირე და საშალო ბიზნესის ყოველწლიური ფორუმი

მცირე და საშალო ბიზნესის ყოველწლიური ფორუმი იქნება ინიციატივა, რომელსაც პალატა ჩაუყრის საფუძველს. ფორუმზე მცირე და დამწყები მეწარმეები განიხილავენ საკანონმდებლო, საინვესტიციო და სხვა საკითხებს, რომელიც აქტუალური იქნება კერძო სექტორისთვის. ფორუმი აქტიურად იმუშავებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ მცირე ბიზნესის სააგენტოსთან, რომ დაეხმაროს ამ ინსტიტუტს საქმიანობის ეფექტიან განხორციელებაში.

25

წყლისა და ბუნებრივი რესურსების პალატა წყლისა და ბუნებრივი რესურსების პალატის დაფუძნება მომავალი წლისთვის იგეგმება. საქართველო, მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, ფლობს სხვადასხვა სახის ბუნებრივ მინერალურ რესურსს, რომელთა მნიშვნელობა მსოფლიოში პროგრესულად მატულობს. წყლისა და ბუნებრივი რესურსების პალატის ძირითადი სქმიანობა მიმართული იქნება აღნიშნული რესურსის ეფექტიანი გამოყენებისკენ, საერთაშორისო საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის და აღნიშნულ სექტორში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პალატა იმუშავებს როგორც სექტორში ოპტიმალური პოლიტიკის შექმნაზე, ასევე საერთაშორისო ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფს ბიზნესმენების დაინტერესებას ინვესტიციების განხორციელების მიზნით. პალატის მიზანი იქნება წყლის ხარისხის კონტროლი, წყლისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვისაკენ და რაციონალურად გამოყენებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვაგატარება. ამავე მიზანს ემსახურება პალატის საკანონმდებლო ინიციატივა რეგრესული გადასახადის შემოღების შესახებ.

მედია პალატის დაფუძნება 2014 წელს არის გათვალისწინებული. მედია წარმოადგენს როგორც ბიზნესის ინფორმირების, ასევე ბიზნესისათვის საინტერესო პროექტების გაშუქების ერთერთ მთავარ ინსტრუმენტს. ამასთანავე მედია, რომელიც მოიცავს ტელევიზიებს, რადიოსადგურებს, ჟურნალგაზეთებს, ინტერნეტს და ა.შ. თავად წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან ბიზნეს სექტორს. გასულმა წლებმა აჩვენა, რომ აღნიშნული სექტორის პოლიტიზირება უარყოფითად მოქმედებს როგორც მედიის განვითარებაზე, ასევე აკნინებს მისი, როგორც ბიზნესის ინფორმირების ინსტრუმენტის როლს. მედია პალატის ამოცანა იქნება მედია საშუალებების ურთიერთდიალოგი, სექტორის განვითარებისათვის მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობა და შესაბამისი პროექტების შემუშავება. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებს შორის რამდენიმე გადაუდებელ ყურადღებას მოითხოვს და მათი გადაჭრისთვის აუცილებელია თვით მედია სექტორს ჰქონდეს შემუშავებული საერთო პოლიტიკა. ასეთ მნიშვნელოვან თემატიკას შორისაა; ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული მოსამზადებელი გეგმის შემუშავება, ჟურნალ-გაზეთების გავრცელების ალტერნატიული სისტემების დანერგვა, ბიზნესზე ორიენტირებული გადაცემების ხელშეწყობა, თანამედროვე სატელიტური მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.


მთის ფორუმი მთის ფორუმი პალატის ახალი ინიციატივაა 2014 წლისთვის. აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესის განვითარება. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მთიანი რეგიონების განვითარების მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, როგორიცაა შვეიცარიის, ავსტრიის, აღმოსავლეთ თურქეთის, დასავლეთ ჩინეთის და სხვა მაგალითები. მთიანი რეგიონებისათვის დამახასიათებელი სოციალურგეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით დამუშავდება ბიზნეს პროექტები. ფოკუსირება მოხდება ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ბუნებრივი წიაღისეული (მოსაპირკეთებელი მასალები, ოქრო, ნახევრადძვირფასი ქვები, წყალი, ხე-ტყე და სხვა) ტურიზმი (განსაკუთრებით სამთო-სათხილამურო მიმართულება), ადგილობრივი რეწვა (თექა, ხის ნაკეთობები), ადაპტირებული საოჯახო სოფლის მეურნეობა. აღნიშნული ინიციატივა საგრძნობლად დაეხმარება სოციალურდემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებას რეგიონებში.

რეგიონული ბიზნესის განვითარება ამ პროგრამის მიზანია რეგიონებში ბიზნესის გაჯანსაღების ხელშემწყობი პროექტების დაგეგმვაგანხოციელება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელედება რეგიონალური პალატების შესაძლებლობების გაზრდა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან ინსტუტუციებად, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონებისათვის მნიშვნელოვანი ბიზნეს პროექტების შექმნის ხელშეწყობას და რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვას. აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით პალატა გეგმავს ჩაატაროს რეგიონალური პალატების თანამშრომლების ტრეინინგები, რეგიონების ეკონომიკური სპეციფიკის გათვალისწინებით გადახედოს არსებული რეგიონალური პალატების მოწყობას და უზრუნველყოს სამი ახალი საინფორმაციო პლატფორმის შემუშავება რომელიც მიმართული იქნება რეგიონებში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებაზე. ეს პლატფორმებია: 1. დასავლური ანალოგების მსგავსად ღვინისა და ღვინოსთან დაკავშირებული ინდუსტრიის (როგორიცაა ვენახი, მარანი) ელექტრონული კარტოთეკის შექმნა.

2. დასავლეთის გამოცდილების, განსაკუთრებით გერმანული მოდელის გათვალისწინებით მიწის კადასტრის პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებში მოხდება სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების სრული აღწერა, მათი კოორდინატების და სასოფლო-სამეურნეო მახასიათებლების დადგენა. აღნიშნული პროგრამა გააუმჯობესებს მიწის ბაზარს და ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შედინებას. პალატის ამოცანაა უზრუნველყოს აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით შესაბამისი კონცეფციის მომზადება. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული ბაზის შექმნა. პალატის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, განსაკუთრებით რეგიონებში მდებარე ქონების ჩართვას ეკონომიკაში. შესაბამისად ადგილობრივ ბიზნესმენებს გაუადვილდებათ აღნიშნული ქონების გამოყენებით (შეძენის ან იჯარის შემთხვევაში) საკუთარი ბიზნესის გაფართოება და დამატებითი პროდუქციის წარმოება. აღნიშნული საინფორმაციო ბაზა ასევე ითვალისწინებს არა მხოლოდ ელექტრონული არქივის შექმნას, არამედ რეგიონალური პლატების მეშვეობით დაინტერესებული ადგილობრივი ბიზნესმენებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, ასევე პილოტური პროექტების შემუშავებას.

რეგიონალური ვაჭრობის ხელშეწყობა საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სექტორს, როგორც არსებული განვითარების დინამიკით, ისე სამომავლო პერსპექტივით, წარმოადგენს ვაჭრობა და ლოგისტიკა. მიუხედავად გეოგრაფიული ხელშეწყობისა, აღნიშნულ სექტორში მწყობრი და მიზანმიმართული პოლიტიკისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის გარეშე ვერ მოხდება საქართველოს რეგიონალურლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე პალატას დაგეგმილი აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის მომზადება და განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების (დუბაის მაგალითი) გათვალისწინებით სავაჭრო-ლოგისტიკური-საგამოფენო ცენტრის შექმნას. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კერძო ინვესტორები, ასევე საერთაშორისოსაფინანსო ინსტიტუტები, თუმცა პროექტის სირთულისა და მასშტაბიდან გამომდინარე საწყის ეტაპზე აუცილებელია პალატის მიერ შესაბამისი კონცეფციის მომზადება და ბიზნეს წრეებთან კოორდინაცია.

26


პალატის ფინანსები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას 2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყო 1 300 000 ლარი პალატის ფუნქციებისა და მოვალეობების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, ასევე მისთვის სარგებლობაში გადაცემული შენობის რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულია 1 500 000 ლარი. პალატას საკუთარმა შემოსავალმა 2013 წელს შეადგინა 220 000 ლარი. პალატის სისტემაში დასაქმებულია 85 თანამშრომელი, რომელთა ანაზღაურებაზეც 2013 წელს დაიხარჯა 1 138 000 ლრი. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას მატერიალურ ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის დაიხარჯა 162 000 ლარი. სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით პალატამ ორგანიზება გაუწია არაერთ ფორუმს, გამოფენას, სემინარსა და კონფერენციას ადგილობრივი მეწარმეების მონაწილეობით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ მიზნით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 350 000 ლარი. 2014 წლისათვის სავაჭრო-სამრეწველო პალატას დაგეგმილი აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის ფორუმის ჩატარება, მეწარმეთა ხელშეწყობის ფართო მასშტაბიანი გამოფენის ჩატარება, ქართული ბიზნესის „სახლის“ ჩამოყალიბება, საქართველოს ეროვნული მედიაციის ცენტრის დაფუძნება, სათათბირო საბჭოს დაარსება, საქართველოს კულტურის პალატის მიერ კულტურული ღონისძიებების ჩატარება, „ატა კარნეტი“-ის ე.წ. საქონლის პასპორტის შევსება და გაცემა, ტექნოლოგიების შემოდინების ცენტრის დაფუძნება, მთის ფორუმის, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის, წყლისა და ბუნებრივი რესურსების პალატის, მედია პალატის დაფუძნება, ასევე რეგიონული ბიზნესის განვითარებისათვის მხარდამჭერი პროექტების და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. ამ საქმიანობის დასაფინანსებლად პალატა მუშაობს 5 100 000 ლარი დაფინანსების მოპოვებაზე, რათა ყველა ამოცანა ეფექტიანად და შეუფერხებლად შესრულდეს.

27


marketing@gcci.ge

public@gcci.ge

I facebook

Linkedln

info@gcci.ge

G

www.gcci.ge

WWW.GCCI.GE


marketing@gcci.ge

public@gcci.ge

I facebook

Linkedln

info@gcci.ge

G

www.gcci.ge

WWW.GCCI.GE


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.