1
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია ახორციელებს ქსელურ პროექტს თემაზე: „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“. პროექტის მიზნებია: •
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება;
•
შემოქმედებითი უნარების განვითარება;
•
კრიტიკული აზროვნება;
•
ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხიმგებლობის გააზრება;
•
ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
•
ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
ესეები ამ პროექტით გათვალისწინებული აქტივობაა. მოსწავლეებს ევალებოდათ აფხაზი გოგოს დღიურისა და ანა ფრანკის დღიურის შედარებითი ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე ესეს დაწერა: „ომის შუქ-ჩრდილები“. მოსწავლეთა ნამუშევრები ყოველგვარი რედაქტირების გარეშეა გადმოტანილი.
2
,, ომის შუქ–ჩრდილები’’ ,,... ომს აქვს კანონი – ულმობლობის კანონი; ომს აქვს გემო – ჯოჯოხეთის სიმწარე; ომს აქვს სუნი – ცრემლის, სირცხვილისა და დამცირების სუნი. მაგრამ ომს სხვა წესიც აქვს, ის გმირებს შობს''…. სწორედ ანა ფრანკი და აფხაზი გოგო არიან ის გმირები, რომლებსაც საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი ის საშინელება, რასაც ომის სისასტიკე ჰქვია. ,,არ მჯერა ის ამბავი, თითქოს ომი მხოლოდ ხელმძღვანელი მოღვაწეების, მთავრობებისა და კაპიტალისტების ბრალია. არა, ალბათ პატარა ადამიანებიც არიან დამნაშავენი, თორემ მთელი ხალხები არ მიიღებდნენ ომში მონაწილეობას, ადამიანში, ალბათ , იმთავითვე გამჯდარია მისწრაფება ნგრევის, მკვლელობის, ჩეხვისა და მხეცობისკენ. სანამ მთელი კაცობრიობა არ გარდაიქმნება, არც ომები მოისპობა. ყველაფერი რაც აშენდა, შეიქმნა, გაიზარდა, ყველაფერი გაითელება, მოისპობა და კაცობრიობას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.’’ ამას გვეუბნება 15 წლის, ძლიერი, გაბედული, ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში ნაცისტურ ტერორს ოჯახთან ერთად, ამსტერდამის ერთ–ერთ სამალავში აფარებდა თავს. ზუსტად ამ პერიოდში დაიწყო ანამ დღიურის წერა, საკუთარი გრძნობების და განცდების ქსოვა... დღიურის, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია ცნობილი. 13 წლის გოგონამ, თავისი დღიურის საშუალებით, ყველას დაანახა ფაშიზმის საზარელი სახე, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილს თვალებში უყურებს, მაინც არ კარგავს ძალიან მნიშვნელოვანს, დარჩეს ადამიანად და სჯეროდეს , ,,რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა’’. ,,ყველაფრის მიუხედავად, მაინც მჯერა, რომ გულის სიღრმეში ადამიანები კარგები არიან’’. მაშინ, როდესაც ებრაელებს, და არა მარტო მათ, შეუბრალებლად ხოცავდნენ, ანას სჯეროდა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ. ის ძალზე სახიფათო და დაძაბულ მომენტებშიც კი ამჩნევს ცხოვრების სასაცილო და სასიამოვნო მოვლენებს, რომელიც, ვფიქრობ, ერთეულებს ძალუძთ მხოლოდ. . ,,რაც არ უნდა უბედური ვიყო, ქვეყნად მაინც არსებობს რაღაც მშვენიერი: ბუნება, მზე, თავისუფელება და ყველაფერი ის, რაც შენშია. ამას უნდა ჩაეჭიდო და მაშინ საკუთარ თავსაც იპოვი, ღმერთსაც და წონასწორობასაც შეინარჩუნებ.’’ ანა, დამალვისა და მუდმივი შიშის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობს დამაჯერებელი იყოს. ,,მთავარია, შევინარჩუნო დამაჯერებელი სახე. არავინ არ უნდა შეამჩნიოს, რომ შინაგანად მე ახლა მუდმივ ბრძოლაში ვარ’’. 13 წლის გოგოს როგორ შეეძლო ასე გაბედულად და ძლიერად ყოფილიყო?! სასწაულია... რთული წარმოსადგენია ის, რაც ანამ და მისმა ოჯახმა გადაიტანა, და 18 წლის აფხაზმა გოგომ, რომლის წერილიც დღემდეა შემორჩენილი, თუმცა ავტორის ვინაობა უცნობია. აფხაზი გოგონა, რომელსაც სამშობლო და ოჯახის წევრები საკუთარ თავზე მეტად უყვარს. გოგონა, რომელიც უდიდეს სიკეთეს გასცემს ყოველ ნაბიჯზე და რომელსაც გული შესტკივა ძმათაშორის ბრძოლაზე. დღიუში საინტერესოდ ჩანს მისი ბევრი კეთილი საქმე, რომლის კეთებასაც ასწრებს და ამავდროულად, სხვისი დაცვასაც კი. ანა ფრანკის მსგავსად, მასაც ჩუმად გადააქვს თავისი გრძნობები და განცდები ფურცელზე. ომის თითოეული დღე, ცხოვრებაში ნათლად აღბეჭდილა და უდიდესი ტკივილის მომტანია მისთვის. მაშინ როდესაც 14 ადამიანს გოგონას თვალწინ დახვრეტენ, იგი ერთ–ერთის გარდაჩენას ასწრებს, რომელიც ასე 3
ჰგავდა თავის ნიკოს. მხოლოდ ამ ბიჭის თბილი და მადლიერი გამოხედვა გახდა საკმარისი, რომ გოგონას თავი შედარებით უკეთესად ეგრძნო.ხანდახან რა ცოტა რამ სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის... საცრად შთამბეჭდავი და ემოციური კადრია დღიურში ნაჩვენები, 8–9 თვის ჩვილი ბავშვის მიმართ ზიზღიანი დამოკიდებულება, იმის შიშით, რომ ბოლომდე რომელიმეს არ დარჩენოდა. ჰოი, ომის საშინელებავ , ამაზე მეტი რა გინდა? სანამდე მიგყავს ღვთის ხატად გაჩენილი, თუმცა დაცემული ადამიანი?! საოცარი სიმამაცე და მოყვასის სიყვარული ჩანს აფხაზი გოგოს საქციელსი, დედობას უწევს მას. უძლიერესი ნაბიჯია, რომელიც გოგონას სიცოცხლის ცოტაოდენ ხალისს უბრუნებს. 18 წლის უმანკო გოგონას სიძლიერე, თითოეული ადამიანისთვის მაგალითია. ,,ოო! ღმერთო გემუდარები და გევედრები 18 წლის აფხაზი ქალიშვილი: შენ შეიბრალე და შეიწყალე ქართველი და აფხაზი ერი, მოსპე ეშმაკი, რომელიც თესავს მათ შორის შუღლს და სიძულვილს, დაუბრუნე ხალხს ის ნდობა და სიყვარული, რაც საუკუნეების მანძილზე უტარებია! აპოვნინე ორივე მხარეს იმდენი გონიერება, რომ გამოიცნონ ნამდვილი მტერი და მოყვარე!’’ –ეს გოგონას ბოლო თხოვნაა უფლისადმი. თხოვნა, რომელიც გულრწფელობით სავსეა... ვფიქრობ, ანა ფრანკი და აფხაზი გოგო მონათესავე სულთა კავშირია, ომის შუქ-ჩრდილებში შობილი. ორივეს სჯერა უკეთესი ცხოვრების. ორივე ომის სისასტიკეს უსვამს ხაზს და ორივეს ,,შეწყვეტილი სიცოცხლე’’ სტკივა კაცობრიობას. ,, იმედი მაქვს, შემიძლია განდო შენ ყველაფერი, განდო ისე, როგორც აქამდე არავის მივნდობივარ, იმედი მაქვს, შენ ჩემი დიდი ნუგეში იქნები, დღიურო!’’. სწორედაც რომ, სწორედაც რომ.... თითოეული მოვლენა არის ისტორიის წარუშლელი ფურცლები, რადგან ,,ჭკვიან კაცს უთქვამს – ომი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულიაო...’’ გენიალური ადამიანების სიკვდილის შემდეგ გვრჩება არა ადამიანები, არამედ ხელნაწერები...სწორედ ის ფაქტები, რომლებიც ანამ და აფხაზმა გოგონამ დაწერეს, ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთი უსაშინლესი დროის მამხილებელი დოკუმენტი. ,,...ორი შესაძლებლობა მქონდა: ჩუმად ვყოფილიყავი და დავლოდებოდი, როდის მომკლავდნენ, ან მეთქვა სათქმელი და ისე მომკვდარიყავი... მეორე ვარიანტი ავირჩიე’’... / მალალა იუსაფზაი/ საოცარია, საიდან მოდის სიმამაცე და გამბედაობა?! იქნებ ეს რწმენის ძალისა და ადამიანის ნების შეთანხმებაა? ან უბრალოდ რწმენაა საქმისა, რომლისთვისაც იბრძვი?!
თამთა ლატარია ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა
ომის შუქ-ჩრდილები როგორ მინდა, მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოების გვერდებიდან იცოდეს დედამიწაზე მცხოვრებმა ყველა ბავშვმა, რა არის ომი. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ჩემი სურვილი შესრულდება. სამწუხაროდ, ჩვენს პლანეტაზე ომები ისევ გრძელდება.
4
მე ალბათ ვერასოდეს გავიგებ იმას, რას გრძნობენ ის ადამიანები, რომლებიც ომს იწყებენ. ნუთუ ისინი არ დაფიქრებულან იმაზე, რომ ნებისმიერი ომის ფასი ადამიანის სიცოცხლეა. არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანა გაიმარჯვებს, ორივე მხარე ფაქტობრივად დამარცხებულია, რადგან ომში დაღუპული ადამიანები ვერ დაბრუნდებიან. ომი - ეს ერთი სიტყვა აშინებს ყველას, მას ყოველთვის უბედურება და მწუხარება მოაქვს. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე საშინელი და სასტიკი იყო. ამ ომს ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვა, ტანჯვა და მწუხარება არა მარტო უფროსებმა, არამედ ბავშვებმაც განიცადეს. ომი ამახინჯებს და ანგრევს ბავშვების ბედს. ,,ანა ფრანკის დღიური“, სწორედ, ამ ომზე მოგვითხრობს. ანა ფრანკი- ებრაელი გოგონაა საკმაოდ შეძლებული ოჯახით, ჰყავს ძალიან ჭკვიანი და ლამაზი და-მარგო. აგრეთვე უამრავი თაყვანისმცემელი. მას შემდეგ, რაც გერმანელებმა ჰოლანდია დაიპყრეს, ფრანკების ოჯახს და, ზოგადად, ჰოლანდიაში მცხოვრებ ებრაელებს, ფიურერის რისხვა დაატყდათ თავს. ამიტომ ფრანკების ოჯახს წინასწარ მომზადებულ თავშესაფარში მოუწია გადასახლება,მეზობელ ვან დაანებთან ერთად. ფაქტია, რომ 14 წლის ანა ვერაფრით უგებდა ქალბატონ ვან დაანს, რის გამოც ხშირად იკიცხებოდა და დადიოდა ,,გათამამებული“ გოგონას სახელით. ვერავინ უგებდა რთული ხასიათის მქონე ანას, რომლის მთავარი ხსნა მისი დღიური-კიწი იყო... მუდმივი შიში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა...გაუთავებელი ომი,მუდმივი სროლა და აფეთქებები, უძილო ღამეები, დაპირისპირება ოჯახში, დეპრესია ეს ომის გვერდითი მოვლენები იყო.. ანა მიწისქვეშა თავშესაფარში რამდენიმე წლის მანძილზე ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი, რაც სჭირდებოდა, გარდა დედის სიყვარულისა...(მიუხედავად იმისა რომ დედა მასთან ერთად ცხოვრობდა, ისინი ერთმანეთს ვერ უგებდნენ). საბოლოოდ კი ჰოლანდიის ფაშისტურმა პოლიციამ იპოვა მათი თავშესაფარი და ანა თანამცხოვრებლებთან ერთად გაგზავნეს ებრაელთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც აღმოხდა სული. რაც შეეხება ,,აფხაზი გოგოს დღიურებს“, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.ეს 18 წლის, უცნობი გოგონას ქრონიკებია, რომელიც მან ტყვეობაში ყოფნისას დაწერა. ,,უცნობი გოგონასი“ რომელსაც გულში ია ამოსდიოდა... იგი სულიერად ძალიან ლამაზი იყო.. ღვთის მიერ მოვლენილი , რომელიც უდიდესი რწმენით და წრფელი სიკეთით გვამახსოვრებს თავს. გოგონა, რომელიც სულ რაღაცის მოლოდინშია, სიცოცხლის წყურვილითაა სავსე, არ უშინდება მტრულად განწყობილ გადამთიელებს. ბოლოს კი ხსნის იმედად დარჩენილი სხვა ადამიანებთან ერთად მოხვდება თვითმფრინავში, რომელსაც ააფეთქებენ. ამ ორი გოგონას გამაერთიანებელი სიტყვა ომია,ომის მძვინვარება,ომის კლანჭები... აფხაზ გოგონას მეტი სადარდებელი და საზრუნავი ჰქონდა,ვიდრე ანა ფრანკს. მას არავინ ჰყავდა ისეთი ვისაც თავის დარდს გაუზიარებდა, გარდა დღიურისა. ანას კი მამა-მიპი და მეგობარი პეტერ ვან დაანი.თუმცა, საბოლოოდ ორივე დაღუპა,სიკვდილს მისცეს საშუალება მოეტაცებინა მათი თავი იქიდან,სადაც იტანჯებოდნენ.მათი სიკვდილი კი, ბუნენრივია გამოიწვია ომმა...
ომმა ღვთის შვილებს შორის...ღვთის მიწაზე. 5
ძნელია ამ თემაზე წერა, მაგრამ გაჩუმებაც არ შეიძლება. მე მინდა ყველა ვიყოთ ბედნიერები, ამისთვის კი მხოლოდ ცოტა რამაა საჭირო. ჩვენ ზემოთ ნათელი, ცისფერი ცა, მზის სხივი,რომელიც სასიამოვნოდ გაგვითბობს გულებს. ელენე ხიჯიკაძე ჯვრის N1 საჯარო სკოლა
ომის შუქ-ჩრდილები ომი ბნელი, პირქუში და საშიშია. მისი ეშინია ყველას დიდსაც და პატარასაც, მოგებულსაც და წაგებულსაც. ომის ორივე მხარეს, ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. თავიანთი ადამიანური სითბოთი და სიკეთით. სწორედ ეს სოთბო და სიკეთეა ომის სიბნელეში მანათობელ შუქად რომ გამოჩნდება ხოლმე და ძალას აძლევს მოწინააღმდეგეებს ერთმანეთი შეიფარონ და გადაარჩინონ. როცა ანა ფრანკის დღიური წავიკითხე, გამაოცა მემწვანილე ქალის თავგანწირვამ. მან იცოდა, რომ ებრაელების გადარჩენით საკუთარ სიცოცხლეს აგდებდა საფრთხეში, მაგრამ გაბედა და არც გაჰკვირვებია, რომ ამ ამბავს მისი დაპატიმრება მოჰყვა. ებრაელები შეიფარა და უკანასკნელი ლუკმა გაუყო ექვთიმე თაყაიშვილმა - პარიზში, მეორე მსოფლიო ომის დროს. მადლიერმა ადამიანმა კი ექვთიმეს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა სწორედ, რომლის შეძენაც უსახსრობის გამო ვერ შეძლო. ფულით ვერა, მაგრამ სიკეთით შეიძინა ეს დიდი განძი ექვთიმე ღვთისკაცმა. ომის შუქი იყო ისიც, ’’მევხედავ მზეში’’, სოსოიას მამიდამ ბოლო მჭადი გერმანელ ტყვეს, რომ აჭამა და სოსოია მშიერი დატოვა; სამაგიეროდ ომის დამთავრება გააგებინა გერმანელმა და შუქი შეიტანა მათ ოჯახში. ომის თავისებური შუქი და სინათლე იყო ისიც, რომ ჯარისკაცის მამა შიშველი ხელებით აქრობდა ხანძარს ყანაში და პატარა ბავშვივით ეფერებოდა ვაზის რტოებს. აფხაზი გოგოს დღიურებიდან გავიგე რა დიდი მეგობრობა ჰქონიათ აფხაზ და ქართველ ხალხს. აფხაზეთის ომშიც თურმე, რამდენი შემთხვევა ყოფილა ერთმანეთის გატანისა, გმირულად გვერდში დგომისა და სულიერი გადარჩენისა. თვითონ აფხაზი გოგოა სიმბოლო ამ ორი ხალხის სიყვარულისა და იმედისა, რომ ის შუქი, რომელიც ამ ომს თან ახლდა, რაც არ უნდა პატარა იყოს, მაინც გასტეხს ომის სიბნელეს. ოდესმე უფრო გაძლიერდება, უფრო გაანათებს და მოაშუშებს იმ დიდ ტკივილს, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია. მე მჯერა, რომ ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც გაიზრდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყველგან იყო მშვიდობა, სინათლე და სიყვარული!!! ანასტასია პატარიძე - 161-ე საჯარო სკოლა 6
ომის შუქ–ჩრდილები ვიცი ნაკლებად დაგაინტერესებთ ჩემი ვინაობა, მე ხომ არც შიმშილი გამომიცდია, არც მარტოობა, არც სიცივე, არც ომის ტკივილი მიგრძვნია, მითუმეტეს არც ამის დღიურის სახით აღწერის საშუალება მომცემია, თუმცა ნიშნავს ეს იმას, რომ იმ ადამიანების ტანჯვის გაზიარება არ შემიძლია, რომლებსაც განგებამ ამგვარი ბედი არგუნა? მართალია ვერასდროს დავინახავ ომის სისასტიკეს ისეთი თვალით,როგორითაც ისინი ხედავდნენ,თუმცა მაინც ძალმიძს წარმოვიდგინო ის, თუ რა სიტუაციაში იმყოფებოდნენ ისინი, რისი გადატანაც მათ მოუწიათ... „ქაღალდი ადამიანზე მომთმენია“ –ამბობს ანა ფრანკი საკუთარ დღიურში . მართალია ... ჩვენ არ ვართ იმდენად ძლიერნი,რომ საკუთარი უბედურება და გასაჭირი შეულამაზებლად, დაუმალავად გავუზიაროთ ერთმანეთს, ამიტომაც ნუგეშს ფურცლებში ვეძებთ და ვპოულობთ კიდეც. პრობლემას მხოლოდ და მხოლოდ ნდობა წარმოადგენს და იმას, რასაც ვგრძნობთ , რაც გვტკივა, რასაც თვალს არც თუ ისე უშიშრად, მშვიდად ვუსწორებთ, საკუთარი თავის გარდა ვერავის გავაგებინებთ ისე , როგორც სინამდვილეშია, თუმცა არსებობს ადამიანთა კატეგორია , რომლებსაც ისიც კი პრობლემად და გადაულახავ ბარიერად მიაჩნია ,რომ საკუთარ თავთან მაინც იყვნენ გულახდილნი ,გულწრფელნი. ამ კატეგორიას ანა ფრანკი და აფხაზი გოგო ნამდვილად არ მიეკუთვნებიან: მათ შეძლეს შიშისთვის თვალი გაესწორებინათ და დაეწერათ ის, რისი გადატანაც რეალურად მოუხდათ, რასაც ეჭვგარეშე გრძნობდნენ , ყოველგვარი სიცრუისა და თვალთმაქცობის გარეშე. ომი ყველაზე სისხლისმღვრელი და მტკივნეული პროცესია, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში მომხდარა და არა მარტო ერთხელ, არამედ მრავალჯერ უკისრია ეს ცოდვა ამ ქვეყნად მცხოვრებთ. გავლენის სფეროების , ძალაუფლების, დიდების, სიმდიდრის მოპოვების, სახელის მოხვეჭის მიზნით ბევრი ომი დაწყებულა, რასაც უბედურების, ტანჯვის და უდანაშაულო ხალხის სისხლის ღვრის მეტი ღირებული არაფერი მოჰყოლია . ადამიანი– ესაა ერთადერთი ღირებული რამ, რაც კი უფალს შეუქმნია , მაგრამ არ გეგონოთ , რომ ადამიანური სისუსტეები ამ უკანასკნელის კარგ მხარეებზე ნაკლებად ძლიერია ,ამის დამადასტურებელი წყარო კი ნებისმიერი ომია, სადაც კი კაცის სისხლი დაღვრილა, სადაც ბავშვები ობლად დარჩენილან და უპატრონოდ მიუტოვებიათ, სადაც უდანაშაულო ხალხი გაზით გაუგუდავთ, სადაც განსხვავებულობა განუკითხავთ და ცეცხლში დაუწვავთ , სადაც სიმართლის გამო ბევრი ჩაუქოლავთ და დაუხვრიტავთ, სადაც საკუთარი ინტერესების დასაცავად არაადამიანურად, სამარცხვინოდ შეულახავთ და წაურთმევიათ სიცოცხლე , ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი უფლება რისი ადამიანისთვის წართმევაც მხოლოდ ღმერთის უფლებამოსილებაა .. „მშვიდობა ცივილიზაციის სიკეთეა ,ომი კი მისი დანაშაული“–ვ.ჰიუგო. ანა ფრანკი და აფხაზი გოგო ის ადამიანები არიან ,რომელთაც საკუთარ ტყავზე იწვნიეს ომის სისასტიკე, მისი შავ–ბნელი არსი. ისინი უბრალოდ არასწორ დროს ,არასწორ ადგილას მოახვედრა განგებამ. სრულიად შესაძლებელია ისინი არც დაბადებულიყვნენ და არც გამოეცადათ საკუთარ თავზე ადამიანის ცოდვილი ზრახვები ,თუმცა ამ შემთხვევაში ხომ ვერც გავიგებდით რისი გადატანა მოუწევდათთ მათ თანამემამულეებს ,რომლებსაც მათ მსგავსად არ გაუმართლათ. ებრაელების წამება ,ანტიებრაული კანონები, შეზღუდული უფლებები, დამცირება, დისკრიმინაცია, რასიზმი. აი რისი გადატანა უწევდათ ებრაელებს . და რის გამო? იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ, იმიტომ,რომ უმცირესობას სურდა ასე,იმიტომ რომ მათი წამებით სხვანი სიამოვნებას ღებულობდნენ. ხალხს შიმშილისა და სიცივის გარდა, შიშიც თან სდევდა. შიში იმისა, რომ დაიჭერდნენ, ნუგეშს, იმედს წაართმევდნენ ახლობლების სახით . სიფრთხილის მიუხედავად, მათ გამუდმებით, მასიურად იჭერდნენ , ახსნა–განმარტების გარეშე პირდაპირ სასაქონლე ვაგონებში ყრიდნენ ,ბანაკებში გზავნიდნენ, მონურად ეპყრობოდნენ და მონურადვე აშრომებდნენ არაჰიგიენურ და აუტანელ პირობებში . და რა იყო საფასური გაწეული 7
სამსახურისთვის? სიკვდილი! ისევ და ისევ სიკვდილი! რა რთული ასატანი უნდა იყოს საზოგადოებიდან მოწყვეტა, განდევნა, გადამალვა, შიშში ცხოვრება, ყოველგვარ ადამიანურ სიამოვნებას და სიტკბოებას მოკლებული არსებობა და ბოლოს – მონური სიკვდილი. „ არავინაა ისე უგუნური, რომ ომი ერჩივნოს მშვიდობას. მშვიდობისას შვილები მარხავენ მშობლებს, ომში კი– მამები შვილებს“, ამბობს ჰეროდოტე , რომელიც როგორც ჩანს ცდებოდა, რადგან ეს ასე ნამდვილად არაა ... ომი გამოგონილი ღირსებისთვის და პატრიოტობისთვის დიდ სიამოვნებას ანიჭებს ხალხს . ის რაც ორ სხვადასხვა ერს შორის ხდება რადიკალურად განსხვავდება ომისგან, რომელიც აფხაზეთსა და საქართველოს შორის ხდებოდა და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მათ შორის დაპირისპირება დღესაც გრძელდება ,თუმცა არანაკლებ მტკივნეული იყო აფხაზი და ქართველი ტყვეებისთვის თამამემამულეთა სისხლით გაჟღენთილი და ცოდვილი გზის გავლა. მათთვისაც ისეთივე მტკივნეული იყო ახლობლების დაკარგვა, მათი წამების ყურება და შიშში ცხოვრება სიკვდილის მოლოდინით , სადაც მუდამ გდევნიან და იცი ,რომ შენც გარდაცვლილი ახლობლების ბედის გაზიარება და მტანჯველი სიკვდილი მოგელის. ნუთუ არ შეიძლება სიამოვნება მივიღოთ არა სხვათა ტანჯვის, არამედ ბედნიერების ყურებით? ნუთუ უფრო მსუბუქი სატარებელი არ იქნება ჩვენი სხეულებისთვის საკუთარი ცოდვილი სულების ტარება, თუ ადამიანები სიხარულს ერთმანეთისთვის სითბოსა და სიყვარულის გაზიარებაში დაინახავენ? ნუთუ უფრო მარტივი არ იქნება ცხოვრება, თუ ნამუსი ომით დატანჯული სულების თავებს აღარ შეგვახსენებს? ომი– ეს არაა ორ ან რამდენიმე ერს შორის დაპირისპირება, ეს კაცობრიობის შეცდომაა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ისედაც დამძიმებულ გულს სევდით და სასოწარკვეთით ავსებს. ეს კანონზომიერების დარღვევაა , ცოდვაა, რომლის მონანიება გვიანი ჯერ კიდევ არაა , თუ ამას მთელი გულითა და სულით, მონდომებით შევეცდებით, იქნებ ამით მაინც შევამსუბუქოთ ტკივილი,რომელიც თავის დროზე ერთმანეთისთვის მიგვიყენებია და შევცვალოთ ის მწარე რეალობა,რომელიც უფრო მტანჯველ მომავალს გვიმზადებს... „ არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, თავად მშვიდობა არის გზა!“ _მაჰათმაგანდი. თამარ მედულაშვილი
ომის შუქ-ჩრდილები ომი ადამიანის ცხოვრების დამახინჯებისა და სისასტიკის გამოვლინების უკიდურესი საშუალებაა. კაცობრიობამ საკუთარ თავზე გამოსცადა ორი მსოფლიო ომის საშინელება. პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან საუკუნეზე მეტი დრო გავიდა, მეორე მსოფლიო ომმა კი სამოც მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ოც მილიონამდე მშვიდობიანი მცხოვრები. ერთ-ერთი გოგონა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა ანა ფრანკი იყო. ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე გერმანელი ნაცისტების მიერ მოწყობილ საკონცენტრაციო ბანაკში გოგონა ერთადერთი მიზეზით მოხვდა, - ის ებრაელი იყო. ანამ მსოფლიოს დაუტოვა დღიური, რომელშიც დაწვრილებით აღწერა თავისი რთული, ხიფათიანი და ხანმოკლე ცხოვრება. ცნობილია, რომ ანა და ყველა, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა დაიღუპა. ანა ფრანკმა ვერ მოასწრო დაემთავრებინა დღიურის ბოლო ფურცლები, მაგრამ მპოვნელს სთხოვდა გამოქვეყნებინა, რათა მთელ მსოფლიოს გაიგო ომის საშინელება. დამთავრდა ომი, ანას მამამ მოახერხა სახლში დაბრუნება, იპოვა შვილს დღიური და გამოაქვეყანა. ანა ფრანკის და აფხაზი გოგოს დღიურები - ეს ის ნაწარმოებებია, რომლებიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს წაკითხული. ისინი მოგვითხრობენ ომის საშინელებებისა და ადამიანთა 8
ტრაგედიის შესახებ. დღიურების სახით გადმოცემულ მოთხრობებში ანა ფრანკი და უცნობი აფხაზი გოგონა გვიყვებიან ომის პერიოდში თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღიურები სხვადასხვა დროსაა დაწერილი, ორივეში ნათლად ვხედავთ თუ რა საშინელებაა ომი, იმ ძალას, იმ ტკივილსა და ცრემლებს, რომელიც მას კაცობრიობისთვის მოაქვს. ომი - ეს ცრემლებია, ტკივილია და დარდია. ომი ეს დაკარგვაა უახლოესი ადამიანების. ეს ორი დღიური ძალზე ჰგავს ერთმნეთს ორივე ომის შეს ახებაა. ორივე გოგონა დღიურში გადმოსცემს საკუთარ განცდებს, ემოციებს, გულისტკივილს, სიკვდილისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშს, თუმცა ვხედავთ იმედს, რომელიც თითოეულს ცხოვრების ,,ბნელ გვირაბში“ სინათლის სხივად ესახება. იმედი გადარჩენისა, საზოგადოებაში დაბრუნებისა, ნორმალური ცხოვრებისა, მშვიდობისა, ერთიანობისა. აფხაზი გოგონას დღიური ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე, საკენში, იპოვა სვანმა გოგონამ, ნანა სიდიანმა. ავტორის ვინაობა უცნობია, თუმცა მის შესახებ ძირითად ინფორმაციას ვპოულობთ თავად დღიურებში. თუ როგორ გაიზარდნენ დაობლებული პატარა აფხაზი ბავშვები ქართველების ოჯახში „ დედა შურას“ მიერ და როგორ დაკარგეს ერთმანეთი ძუძუმტეებმა და დედობილ-მამობილმა. ქართველებსა და აფხაზებს შორის მომხდარი ომის დროს აფხაზი გოგო ბიძასთან, საბრძოლო მოქმედებების შტაბში ხვდება, სადაც საკუთარი თვალით ხედავს თუ რა საშინელებაა ომი, რომ მას მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს... გოგონა აწუხებს, რომ მისი სამშობლო ნადგურდება. ხალხმა შიშის უნარიც კი დაკარგა, ადამიანები მიეჩვივნენ სიფრთხილეს, შეეგუვნენ იმ აზრს, რომ შეიძლება ერთ დღეს ყველა მოკვდეს, როდესაც აანალიზებ ყველაფერს სევდა გიპყრობს. ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანი საკუთარ თავს არ ჰგავს, იგი ობიექტური განსჯის უნარს კარგავს და მხოლოდ საკუთარ თავზე იწყებს ფიქრს. აი, რა მოაქვს ომს, როგორ გაკარგვინებს სხვების სიყვარულის უნარს, გაიძულებს მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნო. ომი ადამიანების თავდაცვის უნარს ყველაზე კარგად ააქტიურებს, მაგრამ ეს სამწუხაროდ დაუნდობლობაში, სხვების გაწირვაში გამოიხატება. ეს ყველაფერი. ამ დროს, აფხაზი გოგონა რჩება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანად. იგი არ იქცევა შეუბრალებელ ქმნილებად და ბანაკში გადაარჩენს ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლესა და 16 წლის გოგონას ღირსებას. აფხაზი გოგო არ უშინდება დაბრკოლებებსა და სიძნელეებს, ბოლომდე რჩება ადამიანად და იშვილებს დაობლებულ ქართველ ჩვილ ბავშვს, რომელზეც ყველამ ხელი აიღო, რადგან საკუთარი გაჭირვება ადამიანს ხშირად მხეცადაც კი აქცევს. გადმოცემულის თანახმად, ვერტმფრენის კატასტროფამ აქ შეწყვიტა დღიურიცა და აფხაზი გოგონას სიცოცხლეც, მაგრამ მისი სიცოცხლე, ნატვრა ირიკლება ჩემში, შენში და ყველა ჩვენგანში, ვისაც მასავით უყვარს საქართველო და სჯეროდა ხვალინდელი ერთობისა. საქართველოსთვის ომის შედეგად მიღებული ტკივილი აუნაზღაურებელია, დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო. თუმცა აფხაზი გოგონას ფიქრები, განცდები, ოცნებები ცოცხლობს ჩემში, შენში. მისი სულის ის ნაწილი, რომელიც იმედოვნებდა, რომ კვლავ გაიბმებოდა ამ ერთა შორის სიყვარულისა და ნდობის ქსელი, ნაწილი, რომელსაც სჯეროდა მათი ხვალინდელი ერთიანობისა, ცოცხლობს თითოეულ ჩვენგანში. აფხაზეთი ყველა ქართველის ტკივილია. ამ ტრაგედიის გახსენება არავის შეუძლია ცრემლების გარეშე, ზოგს ახლაც ელოდება თავიანთ მიცვალებულთა საფლავები. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს გაიღებენ თავიანთ მიწაწყალზე დასაბრუნებლად. მე მჯერა, რომ აფხაზეთი კვლავ საქართველოს ნაწილი გახდება. უფალი სამუდამო გლოვისთვის არ გაწირავს ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას. 9
აქამდე ომი მხოლოდ გმირობისა და სამშობლოსადმი სიყვარულის დამტკიცების საშუალებად მიმაჩნდა, თუმცა მივხვდი, რომ ომი ადამიანის ცხოვრების დამახინჯებისა და სისასტიკის გამოვლინების უკიდურესი საშუალებაა. ომს შეუძლია ყველაფერი წაგართვას, როგორც მატერიალური, ისე შინაგანი, შეუძლია დაგამახინჯოს როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერადაც. რა სასტიკია ომი! ადამიანებს არჩევანის საშუალებასაც არ უტოვებს! და რამხელა მნიშვნელობა აქვს დროის ფაქტორსაც - სულ რაღაც ორი თვე და ანა ფრანკი, სიცოცხლის მოტრფიალე, მხიარული, მუდამ მომღიმარი, ჭკვიანი გოგონა თავისუფალი იქნებოდა. თავისუფალი! რამდენს იტევს ეს სიტყვა! თავისუფლება - ხომ ყველაზე სანუკვარი რამ არის ადამიანისთვის. საშინელებაა გახსენებაც კი ომის იმ შუქ-ჩრდილებისა, რომელმაც შეიწირა აფხაზი გოგონას, ანას ფრანკის და კიდევ უამრავი ადამიანის სიცოცხლე. შუქ-ჩრდილების, რომლებიც გზღუდავენ და ხელს გიშლიან ნათელი მომავლის დანახვაში. ისინი აქრობენ იმედს შენს გულში, მაგრამ პატარა ნაპერწკალი ხომ მაინც კიაფობს. სწორედ ეს იმედის ნაპერწკალი უღვიოდა აფხაზ გოგონას, როდესაც ღმერთისადმი რწმენას ლოცვითა და მისდამი ნდობით ამტკიცებდა. ეს იმედის ნაპერწკალი აძლევდა ანას მშვიდობაზე ფიქრის უფლებას. თუმცა იმედები არ გამართლდა. გოგონები დაიხოცნენ, მშვიდობა და ერთიანობა დაკარგა მსოფლიომ. და მაინც, დაკარგული ტერიტორიები ჩვენი ტკივილია! ჩვენი წარსულისა და ისტორიის ნაწილი. იქ მცხოვრები ადამიანები ჩვენი ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრები არიან! ჩვენი წინაპრების შთამომავლები! ჩვენი ერის ისტორიის ნაწილნი! ჩვენები არიან! ომი გვებრძვის და გვართმევს ყველაზე ძვირფასს, ყველაზე ღირებულს. ომის შუქ-ჩრდილები ნათელ მომავალს ფარავს და მარტო გვტოვებს სიბნელეში, შესაბამისად ვკარგავთ იმედს. ,,ბნელი ძალები“ ყოველთვის ეცდებიან ჩვენს დამარცხებასა და დამორჩილებას, ამას კი ჩვენ ნდობასა და სიყვარულზე დაფუძნებული ერთიანობით უნდა ვებრძოლოთ! ომი საშინელებაა, არ მინდა რომ მსოფლიოს ბავშვებმა იცოდნენ სიტყვა ომის მნიშვნელობაც კი, არ მინდა რომ მათ ნახონ თავიანთი დედების ცრემლები, არ მინდა რომ ვინმეს კლავდნენ. ჩემი თანაკლასელი ტანია ოსოკინა უკრაინელი გოგონაა, რომელმაც თავის სამშობლოში ნახა ომის საშინელება, როდესაც 10 წლის იყო. დღეს იგი საქართველოში ცხოვრობს, როგორც უცხო მიწაზე გადარგული ხე და თვლის, რომ საქართველო მისი მეორე სამშობლოა. ღმერთო, ყველა მშვიდობით დაუბრუნე საკუთარ მიწა-წყალს. მე-8 კლასის მოსწავლე ელენე ლაზარიაშვილი
ომის შუქ-ჩრდილები ტრივიალური ჭეშმარიტება რომ გავიხსენოთ, მედალს ორი მხარე აქვს, ყოველი ცნება ნაირგვარი მოცემულობით შეიძლება აღვიქვათ, ისე რომ არც ერთში არ ვცდებოდეთ,თუმცა მაინც არსებობს გამორჩეულად მოუხელთებელი ცნებები, ყველა ეპოქის პერსპექტივით რომ სულ სხვადასხვანაირად შეიძლება გაშუქდეს და ასეთი ფენომენი, უპირველეს ყოვლისა, ომის ფენომენია. რას წარმოადგენდა ომი პატარა ებრაელი გოგონასათვის, ანა ფრანკისთვის, ამას მის დღიურში ამოვიკითხავთ. ანა ფრანკი ძლიერი გოგონა იყო, რომელსაც დიდი ტანჯვის გადატანა უწევდა. მისი ტანჯვა-წამება, ომით იყო გამოწვეული. სამალავი, რომელიც მას და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლეს უნარჩუნებდა, ანასთვის ერთგვარი ციხე იყო, ხოლო შიში , რომ 10
ყოველდღე შეიძლებოდა შეეღო პოლიციას კარი და მათთვის მიეგნოთ, სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. „რა საჭიროა ეს ოხერი ომი? რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს მშვიდობიანად ცხოვრება? რატომ ანგრევენ და აცამტვერებენ ყველაფერს?“ სწორედ, ამ კითხვებს სვავს ომის მსხვერპლი, პატარა ანა, მაგრამ პასუხის გამცემი არ ჰყავს.ალბათ ეს კითხვები უჩნდებოდა აფხაზ გოგონასაც, რომლის დღიურიც დიდ ემოციას აღძრავს. იგივე კითხვები, ყოველი ადმიანის გულში არსებობს, იქ, სიღრმეში ბუდობს და პასუხებს ელოდება. ეს ორი ადამიანი, ანა ფრანკი და უცნობი აფაზი გოგონა, ერთნაირად , შემზარავი და ტკივილიანი ფაქტებით აღწერს, იმ პირობებს, რომლებიც ომს ახლავს თან. ომის არსებობამ, ამ ორი სათუთი არსების ბავშვურ ცხოვრების ეტაპს, ჩრდილი დაამჩნია, ბოლოს კი დაღი დაასვა და ნაცარტუტად აქცია. მათი მებრძოლი ხასიათი და უდიდესი იმედი, იმისა რომ გადარჩებოდნენ, მძიმე წამებს, წუთებს თუ საათებს ამსუბუქებდა, მცირედ შუქს ფენდა მათ. მაგალითად, ანა ფრანკი სწავლას განაგრძობდა და იმედს იტოვებდა, რომ მომავალში რამეს მიაღწევდა, ხან კი იმით გადაჰქონდა ყურადღება რომ გვერდით საყვარელი ადამიანი, პეტერი ჰყავდა. ეს კი ერთგვარი შუქი იყო ომიან, ბნელ გარემოში, სადაც მხოლოდ შიში, დეპრესია, ტანჯვა და სიკვდილის მოლოდინი სუფევდა. აფხაზი გოგო კი იმედს არ კარგავდა, რომ თავის ძუძუმტენი ცოცხლები იყვნენ და მას დაუბრუნდებოდნენ. ორივე სამართლიანი, შეუპოვარი და მებრძოლი იყო. იქნებ, გმირები სწორედ ისინი არიან, ვინც ასე ეწირება ომს. ჩემი აზრით, ომის შუქ-ჩრდილები, უდიდეს ზიანს აყენებს საზოგადოებას და მათ გულს უფატრავს, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. მონეტის ორი მხარის მიუხედავად და იმ ფრაზაზე თვალის დახუჭვით, რომ „ყველა ცუდში არის რაღაც კარგი და ყველა კარგში რაღაც ცუდი“, ვფიქრობ, რომ ომი ხალხმა უკვე გამოცადა და საკმარისი ტკივილი მიიღო. მაშასადამე, საკმარისია ამდენი სისხლის ღვრა, სევდა და დანაკარგი, რისი მიღებაც ამ სამყაროში, რა თქმა უნდა, ბუნების დაუწერელი კანონია და ვერც შევცვლით ყველაფერს, თუმცა ადამიანმა თავშესაქცევად უნდა მოძებნოს სიმშვიდე, ურთიერთგაგება და ჰარმონია. „არ არსებობს არანაირი გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა.“ მხოლოდ ასე შევძლებთ ომის ჩრდილიდან თავის დაღწევას.
მარიამ მაჭავარიანი ,,ომის შუქ-ჩრდილები’’ ,, როგორც უფალი სამშობლოც ერთადერთია’’ ... მე მიყვარს ჩემი ქვეყანა... მე მიყვარს ჩემი საქართველო... - ეს სიტყვები არ არის უბრალო სიტყვები , ეს გული სიღრმიდან ამოსული სიტყვებია . სიტყვით ყველას უყვარს თავისი ქვეყანა, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შესწევთ ძალა თავი გაწირონ მისთვის . მე რისი გაკეთება შემიძლია? მთელი ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია , თუმცა ვცდილობ ვიყო საქართველოს აქტიური მოქალაქე და საკუთარი წვლილი შევიტანო ქვეყნის პროგრესში. ჯერჯერობით მხოლოდ ის შემიძლია, საქართველო მთელი გულით შევიყვარო და ჩემი სიტყვა ვთქვა, როგორც პიროვნებამ. დღესდღეობით საქართველო 11
მშობელივით მიყვარს. მიყვარს მისი მთა-ბარი, მდინარეები, ზღვები, ხეები , ფოთლები და მისი უბრალო ქევბიც კი . თუმცა საქართველოში ყველაფერი უნიკალურია .განსაკუთრებით კი ქართველები . სწორედ ქართველების მეგობრული დამოკიდებულება და სტუმართმასპინძლობა , საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და კულტურით , გამორჩეული ბუნებით ხიბლავს სხვა ეროვნების ადამიანს. საქართველოს ერთი უმშვენიერესი და უძველესი კუთხეა აფხაზეთი . ისტორიულად აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო. ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის ბოლო, გადამწყვეტ ბრძოლას ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ომს საშინელი სახე აქვს. იგი ღრმა მოუშუშებელ იარებს ტოვებს ადამიანის სულში. აფხაზმა გოგონამ, საკუთარი ღვაწლი თავისი დღიურებით სრულყო. იგი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიო გმირია. გოგონა, რომელიც არ უფიქრებოდა დაშავებულის ან ტყვედჩავარდნილის ვინაობას, საშინლად განიცდიდა ყოველივეს. მისი გმირობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ იგი ყოველივეს უანგაროდ აკეთებდა და სანაცვლოდ მხოლოდ მშვიდობას ითხოვდა აფხაზებსა და ქართველებს შორის. ,,აფხაზი გოგოს დღიური’’ ფიქრებია, სულისა და გონების ფსკერიდან სამზეოზე ამოზიდული. ასე მგონია, თითოეული სტრიქონი ავტორის ცრემლიან ხმაშია დაბადებული და განბანილი. სიტყვების ნაკადი ისეთი ემოციით მოედინება, რომ შენც აგიტირებს სხეულს. დღიურის დიდი ნაწილი ეთმობა ლოცვას. ,,ოი,უფალო ღმერთო, მამაო ჩვენო ზეციურო, პატრონო, მწყემსო ყოველთა მიწიერთა! რა შეგცოდა მოდგმამ კაცთამან ეგეთი, რომ გახადე ერთამანეთისა სისიხლისმსმელად და ხორცისმჭამელად?!.’’
გოგონა რომლისთვისაც უცხო იყო ომი, შიმშლი, სიცივე და გასაჭირი
სულ მალე ომის ქარ- ცეცხლში მოჰყვება. მიუხედავად ამისა, იგი არ უშინდება დაბრკოლებებს და ცდილობს წვლილი შეიტანოს მშვიდობის ხიდის აღმართვაში, მაგრამ მისი ძალები ძალიან მცირეა ამ დიდი ჯაჭვის გასაბმელად. შეიძლება ითქვას, რომ ანა ფრანკი ნორჩი გოგონაა, რომლის დღიურებმა ახალი იდეოლოგია შექმნა სახელად ,,ომი ყველაფრის დასასრული თუ დასაწყისი ?’’ ვფიქრობ, ეს ძალიან სადავო საკითხია, მაგრამ მაინც მივიჩნევ რომ სწორედ ომმა გახადა ანა ფრანკი უკვდავი. ღირდა თუ არა ეს ყოველივე ამად? ეს უკვე მეორე საკითხია . ,,შეიძლება დაუკეტო ადამიანებს პირი, მაგრამ არ შეიძლება აუკრძალო ფიქრი, იმიტომ რომ ის ძალიან ახალგაზრდაა.’’ ფაშისტური იდეოლოგია სწორედ ადამიანში საკუთარი ,,მეს’’ ჩაკეტვას მოიაზრებდა . ეს ფრაზა ნათელი მაგალითია იმისა, რომ გოგონა ჩარჩოს გასცდა. მან უარი განაცხადა პიროვნული ,,მეს’’ ჩაკვლაზე და დღიურის წარმოება დაიწყო. ეს ჟესტი ნამდვილად მამაცური საქციელი იყო ამ ნორჩი გოგონას მხრიდან. ხშირად გვითქვამს, რომ სხვასაც ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვექცევიან, მაგრამ არსებობს მეორე მოსაზრებაც რომელიც ბიბლიიდან მომდინარეობს. თუკი ერთ ლოყაზე სილას გაგვაწნიან, მეორეც უნდა მივუშვიროთ! ვფიქრობ, ეს არამხოლოდ ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულადაც უნდა განვიხილოთ . ანა ფრანკი კი თავის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიერ ასაბუთებს შემდეგი ფრაზით : ,, უწესო ადამიანებს უნდა გადაუხადო იგივე მონეტით’’, თითქოს იგი გამოხატავს გარკვეული პროტესტის გრძნობას გერმანელთა მიერ ებრაელების ძალადობაზე და უჭირს თვალი დახუჭოს ყოველივე ამაზე. ,,ყველაზე რთულია–მიუხედავად დარდისა და სასოწარკვეთილებისა, გამოიყურებოდე და მოიქცე ჩვეულებრივად. საუბრობდე, ეხმარებოდე იჯდე მათთან ერთად და, რაც მთავარია, იყო ცოცხალი." ეს 12
საკმაოდ აქტუალური საკითხია. რადგან როგორც ანა ფრანკის დღიურებში ასევე აფხაზი გოგოს ჩანაწერებიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ ნათელი მაგალითი . ეს ორი ადამიანი თავიანთ გმირულ თავისებურებებს ავლენენ სწორედ იმით, რომ ისინი ცდილობენ არ შეიმჩნიონ ყოველივე და გამოიყურებოდნენ ძლიერად . აფხაზი გოგონა ცდილობს სხვას არ აგრძნობინოს საკუთარი სევდა და პატარა ნიკოზე მოვლით ფარავს ყოველივეს. პირველ რიგში, საკუთარ თავს ანახებს ძლიერ მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ადამიანს ერთანეთისგან ეპოქები აშრებთ ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს . ისევე როგორც ანა ფრანკი აფხაზი გოგონაც ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ სულ მალე ყველაფერი მორჩება და ისინი კვლავაც ჩვეული ცხოვრების რიტმში მოახერხებენა ცხოვრებას, თუმცა მათ ისიც ესმით, რომ ეს არცთუისე ადვილად მოხერხდება . მათ არც კი იცოდნენ, თუ რამხელა აღიარებას ჰპოვებდა მათი ჩანაწერები, სიკვდილის შემდეგ. ეს ორი ადამიანი ამით მხოლოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავისი ერის, არამედ მსოფლიო გმირია . ეს ორი გოგონა გვასწავლის, რომ ომსაც არ ძალუძს შეარყიოს ჩვენი პიროვნული თვისებები . პირიქით,შეიძლება გამოვავლინოთ ისინი. სწორედ ის, რაც აქამდე სიტყვით ითქმოდა, ძნელბედობის ჟამს უნდა ასრულდეს. ,,აფხაზი გოგოს დღიურიდან’’ ანა ფრანკის დღიურამდე’’ არცთუ ისე შორია.... ეს არის იგივე განცდა, იგივე ემოცია , იგივე სულისკვეთება, რომელიც აზანზარებს მსოფლიოს და ნათლად გვიჩვენებს ულმობელი ომის სინამდვილეს. უფრო მეტიც, მსხვერპლს- უდანაშაულო ბავშვების სახით. დღიურებში საკუთარი განცდები, ფიქრები, იმედები, წუხილი, შიში ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით იმზირება, რომლებიც გოგონების უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე ხდება ორივე შემთხვევაში. ორივე გოგონა ულმობელი ომის სისასტიკეს სიკვდილს - ვერ გაექცა, თუმცა მოხდა ისე, რომ დარჩა მათი დღიურები - კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი დროის - ჰიტლერის ნაცისტური ტერორის მამხილებელი დოკუმენტი და აფხაზურ-ქართული ურთიერთობის ვაკჰანალია. დღიურები მკითხველის წინაშე გადმოშლის ერთი ადამიანის სულზე გადავლილ უდიდეს ტკივილს. ამ ტკივილს კი მრავალთათვის ნაცნობი გემო აქვს. ის არ ქრება, საკუთარი ჩრდილივით გდევს თან, სულიანხორციანად შენ გეკუთვნის და მანამ არ მორჩება, ვიდრე არ გექნება საშუალება თამამად, თავისუფლად არ გადაიარო ენგურის, ამჟამად ჩვენთვის გადაკეტილი ხიდი, შეაღო შენი მონატრებული ეზოს ჭიშკარი და სიხარულის ცრემლით განბანო იმ სახლის კედლები, რომელთაც გამოგზარდეს. სალომე ფიფი ზუგდიდის N9 სკოლა
მე ვარ ნელი მათოსიანი, ვარ სომეხი და ვცხოვრობ საქართველოში. ომი__ ეს სამი ასოა, მაგრამ ყველა ადამიანებს ტკივილს აყენებს. ომი ხდება სხვადასხვა ერებს შორის, მაგრამ მარტო არა სხვებს შორის, ერთი და იგივე ერებს შორს არის ომი. ომის დროს ბევრი ხალხი იღუპება. ახალგაზრდები, მოზარდები, მოხუცები ბავშვები. ომი უდიდესი უბედურებაა. ომის დროს ადამინები მრავალ სისასტიკეს ჩადიან , კლავენ , მაგრამ თვითონაც იღუპებიან. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო აფხაზეთის ომი, რომელიც 23 წლის წინ იყო. ამ დროს აფხაზეთის მოსახლეობამ დიდი უბედურება და სტრესი გადაიტანა. ომი ექვსი დღე გაგრძელდა, მაინც ძალიან საშინელი მდგომარეობა იყო, ხალხი იტანჯებოდა. არ არსებობს ქვეყანა, რომ ომი არ იყოს. აი, სომხეთი ,ეს ჩემი სამშობლოა. ამიტომაც ვამბობდი სომხეთში დიდი ომია ბევრი 13
ახალგაზრდა იღუპება. ამ ომში, არ არის დღე, რომ სომხურ ჯარში ჯარისკაცი არ მოკვდეს. ეს ძალიან დიდი ტკივილია ოჯახისთვის და ერისთვის. გული მტკივა ჩემი ქვეყნის და ყველა ჯარისკაცებისთვის. რა გააკეთონ მისმა მშობლებმა, ნათესავებმა? არაფერი... ომი ეს ძალიან ცუდია. ადამიანებო, იცხოვრეთ სიკეთეში და მშვიდად! **********************************************
მარტინა ვერმიშიანი: რატომ ხდება ომი ? ადამიანის მიზეზით. რატომ რომ მათ არ იციან, რა არის მეგობრობა , რა არის მშვიდობა . რა გააკეთოს უბედურმა ხალხმა ? მე ფიქრობ, რომ ისინი ვერაფერს გააკეთებენ . ომი არის სიბოროტე . ომის გამო ბევრი ადამიანი არის უბედური , ბევრი ადამიანი იღუპება , ბევრი კი ტოვებს თავის სამშობლოს . ამ წელს ჩვენ წავიკითხეთ ორი ისტორია ომის შესახებ . ამ ორი ისტორიაში მე გავიგე, რომ ომს არაფერ კარგი არ მოაქვს . ადამიანები ცდილობენ მშვიდობას , რადგან მათ უნდა ოჯახში მშვიდობა, საკუთარ ქვეყანაში არა ომი და მტირობა . მე მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ომი არ იყოს , იმიტომ რომ ქვეყან ძალიან დაიტანჯა ომის გამო . ***************************
მე ვარ ეთერა ავეტისიანი, ვარ სომეხი და ვცხოვრობ საქართველოში. ძველად ძალიან ბევრი ომი ხდებოდა. ომი არის ორი სახის. პირველი ისაა, როცა ომი ხდება ქვეყნის შიგნით, მეორეც როცა ქვეყნების შორის ხდება. ჩვენ წავიკითხეთ ანა ფრანკის დღიური და აფხაზი გოგოს დღიურიც, იქიდან უფრო კარგად გავიგეთ რა არის ომი. პირველში ომი არის ებრაელების და ფაშისტებს შორის მეორეში კი აფხაზებს და ქართველებს შორის. ომის დროს სისხლის ტბები გადის იმ ქვეყნიდან, რომელშიც ომია. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. სომხეთი არის ჩემი სამშობლო და გული მტკივა მისთვის. რამდენი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. როცა ვკითხულობთ დღიურებს, გავიგებთ როგორი ძნელი დღეები გაატარა ამ ორმა გოგომ. ერთი ოჯახთან ერთად იმალებოდა, მეორე კი ობოლი დარჩა და მერე ცხოვრობდა ქართველ ოჯახში. ანა ფრანკი თავის ოჯახთან ერთად ემალებოდა მტერს ორი წელი და იქ სადაც იმალებოდნენ, მარტო ანას ოჯახი არ იყო, სხვებიც იყვნენ. იქ იყო ანას შეყვარებულიც. ანას ძალიან უყვარდა ის. . ანა თავის წერილებს წერდა, ყველაფერს წერდა, რაც ხდებოდა იმ დღეებში. 4 აგვისტოს ფაშისტებმა თავშესაფარი აღმოაჩინეს და დააპატიმრეს ყველა ლტოლვილი. დაპატიმრებულები გერმანიისა და ჰოლანდიის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ჰოლანდიის საკონცენტრაციო ბანაკში ბევრი ტანჯვა გამოიარეს. ყველანი გარდაიცვალნენ , მარტო ანას მამა გადარჩა. აფხაზი გოგოც წერდა, რომ ქართველ ოჯახში იზრდებოდა, ჰყავდა ორი ძმა. მაგრამ ერთ დღეს გოგო წაიყვანეს ქართველი ოჯახიდან იმ ადგილას, სადაც აფხაზები იმალებოდნენ. გოგო წერდა, რომ ერთხელ ერთი ქართველ ბავშვი მოიყვანეს და უთხრეს, რომ ერთმა ქალმა აიყვანოს და გაზარდოს, მაგრამ ბავშვი არავის უყვარდა და არ უნდოდა. გაეზარდა იმიტომ, რომ ბავშვი იყო ქართველი. მარტო ამ თექვსმეტი წლის გოგომ აიყვანა ბავშვი და უვლიდა თავის ბავშვივით უყვარდა, ყოველ დღეს გოგო ლოცულობდა პატარა ბიჭისთვის, ძმებისთვის, ოჯახისთვის. გავიდა დრო და შემდეგ აფხაზებს თვითმფრინავით უნდა წაეყვანათ უხიფათო ადგილას. აფხაზ გოგოსთან იყო პატარა ნიკოც, მაგრამ თვითმფრინავისკენ ბომბი ისროლეს და თვითმფრინავი აფეთქდა. სამწუხაროდ ყველანი გარდაიცვალნენ. ძალიან ცუდია ომი, ძალიან ცუდა კვალს ტოვებს ადამიანების გულზე. 14
********************************************************** გამარჯობა, მე ვარ ლუსინე არზუმანიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის მეთერთმეტე კლასიდან. მე ეხლა ვწერ ომის შესახებ, რა არის ომი და როგორია ის . ომი ძირითადად ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შორისაა, მაგრამ ყველაზე ძნელი და დიდი ომი არის ორი ან რამდენიმე ადამიანს შორის. ომი არის იმ დროს, როცა არის კონფლიქტი. ომი არის ტერიტორიისთვის, ფულისთვის, ნამუსისთვის, ქონებისთვის და სხვა რამისთვის. ომი შეიძლება იყოს ერთი ადამიანის შეცდომის გამო. ომი ეს პატარა, ძალიან პატარა სამ ასოიანი სიტყვაა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვეულებრივია, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ომის გამო იღუპება ბევრი ახალგაზრდა, კაცები, ქალები, ბავშვები, მოხუცები. ესაა, რის გამო იტანჯება ყველა. ომი არ არის ჩვეულებრივი რამე, ის არის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. ომი, ეს სიტყვა ძალიან პატარაა, როგორც მე დავწერე, მაგრამ ამის მნიშვნელობა ძალიან საშიში და სასიკვდილოა! თუ სამყაროში არ იქნება ომი, ყველა კარგად იქნება. მე დავწერე, რომ საქართველოშიც იყო ომი და მე ეს ვიცი იქიდან, სადაც წავიკითხე ამის შესახებ- აფხაზი გოგოს დღიურიდან. არავის არ შეუძლია, რომ გააჩეროს ომი. ვინც ღმერთმა გააჩინა არავის არ შეუძლია ომის შეჩერება. მე მართალია, ვცხოვრობ საქართველოში, მაგრამ ვარ სომეხი. ჩემს სომხეთში , არის ომი აზერბაიჯანელებთან. ძალიან ბევრი ახალგაზრდები იღუპება, ამისთვის გული მტკივა. მე ვფიქრობ, რომ სამყაროში არ არსებობს რომელიმე ადამიანი, ვისაც უყვარს ომი ან ეს სიტყვა. ვაი მე ბოდიში, სომხეთში სწორად არ არის ომი, ეს კონფლიქტია. მე მინდა, რომ გავხდე ჯარისკაცი და წავიდე სომხურ ჯარში. მე მინდა ვიყო ჩემს ძმებთან ერთად. თუ მე მოვკვდი ჩემი სამშობლისთვის, ბედნიერი ვიქნები. :( ბოდიში ეს ჩემი გულიდან მოდის. ეს ჩემი დარდია........ბოდიში ათასჯერ
ომის შუქ-ჩრდილები ომი უბედურება და ნგრევაა, ათასობით ადამიანთა ტანჯვის დასაბამი. იგი შობს შიშს, შიმშილს, ვერაგობას, დაცემას, ღალატს, მაგრამ სწორედ შიშში, შიმშილში, ღალატსა და ვერაგობასთან გამკლავებაში იწრთობა სული... იბადება თანაგრძნობა და თანალმობა. იბადება გმირი... ომის შუქ-ჩრდილები ირეკლავს გმირობებს, თავდადებას... ურთიერთგატანას. თავშესაფარმა შვა მწერლად ანა ფრანკი, გოგონა, რომელსაც შიშმაც ვერ გაუნელა მშვენიერებისკენ სწრაფვა. გოგონა, რომელმაც ოთხკედელშუა შექმნა ეპოქა, ეპოქა, თავისი კატაკლიზმებით. ორი წელი ვიყავით ჩვენც ანასთან ერთად თავშესაფარში. განვიცადეთ და ვიტკივილეთ მისი ტკივილი. როგორი ფაქიზი დამოკიდებულებები ჩანს მისი დღიურისგან. გოგონა, უმეგობროდ დარჩენილი, ყველაზე დიდ მეგობართან ,,კიწისთან’’ . დღიურში შენივთულა სიყვარული ყველასა და ყველაფრისადმი; დღიურმა გაგვიმხილა 13 წლის გოგონას ფიქრები და დარდები; დღიურმა დაიტია დიდი ტკივილი და დიდი ტანჯვა. ,, გუშინ უსაზღვრო შიში განვიცადე’’... ,,გუშინ ისევ საშინელი შეტაკება მოხდა’’... ,, გუშინდელი დღე ისეთი მძიმე იყო, რომ მოთმინება დავკარგე’’... ,,გუშინ საღამოს კვლავ 15
მომერია სევდა’’... ,,და მაინც მეტისმეტად მიჭირს’’- ამას წერს ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ თოჯინებით უნდა ეთამაშა, უნდა გაეტარებინა ლაღი და უდარდელი ბავშობა. ანამ იცოდა, რომ ცხოვრებამ იგი ორი უკიდურესობის ზღვრამდე მიიყვანა: ,,ან სიკვდილი ან გამარჯვება’’. იცოდა ისიც, რომ ზოგჯერ წამებით სიკვდილი იგივე გამარჯვებაა, მომავლის საკეთილდღეოდ გამარჯვება. ის ებრძოდა საკუთარ თავს და სიმშვიდეს ,,კიწი’’ ჰგვრიდა. მისი ნუგეში, საუკეთესო მეგობარი იყო ფურცელი, რომელიც ყველაფერს იტევდა. ტოროდა და ატირებდა, იცინოდა და აცინებდა. უსახელო აფხაზი გოგონა, კავკასიელი ქალის მებრძოლი ხასიათის გამოვლინებაა. გოგონა, რომელსაც ძალიან ფაქიზი სული და კეთილი გული გააჩნდა, რომელიც უანგარობის და მოყვარის სიყვარულის მატარებელია. მისმა დღიურმა, რომელიც სულ რაღაც ხუთიოდე გვერდს შეიცავს, უდიდესი ისტორია იტვირთა. როგორ იგრძნობა სტრიქონებს შუა საქართველოს ისტორია, მისი ტრადიციები, აფხაზთა და ქართველთა კავშირები... მორდუობის და ძიძიშვილობის ინსტიტუტი, თბილი და ძალიან მშობლიური ურთირთობები. ეს ის გოგონაა, რომელსაც ქართველმა ძიძამ დაანათლა გამბედაობა, შვილების სიყვარული და მედეგობა. გოგონა, რომელიც მომავალი დედა უნდა გახდეს დედაშვილური სიყვარულით შეიყვარებს ნიკოს. მან გვაჩვენა წინააღმდეგობასთან ბრძოლის ფილოსოფია, ის წერდა და მოქმედებდა, თავისი თვისებებით შეედრებოდა ძლიერ კავკასიელ ქალს, რომელიც მედგრად იყო და არაფერს უშინდებოდა. მან ტრადიცია ომზე მაღლა დააყენა. აფხაზი გოგო იყო გმირი, რომელმაც შეულამაზებლად გვანახა ომის მიმდინარეობა. ,,დილით მუხლ-მოყრილი ვევედრები ღმერთს, შეიწყალოს მონა მისი და დაუბრუნოს დაკარგული ბედნიერება’’. მართლაც, რომ დავკარგეთ ბედნიერება, დავკარგეთ ჰარმონია. ნეტავ, რა შესცოდა ქართველმა ერმა ისეთი ღვთის წინაშე, რომ ერთმანეთის სისხლის მსმელად და ხორცის მჭამელად ვიქეცით? ერთი მამალი ხომ ,,აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს?...’’ და მაინც არსაიდან ისმის ხმა... ,, მე უკვე აღარ ვარ ქართველების ოჯახში...’’ ,, დაუნდობელმა სისხლის ღვრამ დამიკარგა ყველა...’’ ,, 18 წლის ვაჟმა თავი მოიკლა...’’ ომმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა ხალხი, შეაძულა ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე, დიდ საგონებელში ჩააგდო ყველა, გაანადგურა და დატანჯა ერი. ბევრჯერ მიფიქრია და მაინც, რა არის ომი? ომი ხომ ,, ბრძოლაა წესების გარეშე’’, რომელშიც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ადამიანია, რატომ ომი და არა მშვიდობა? მშვიდობა ხომ ჰარმონიაა, რაში გვჭირდება ომი?! ის ხომ უდიდესი უბედურებაა; მასში თითქოსდა ხორცშესხმულია ცოდვის ის სატანური ენერგია, რომელსაც კაცობრიობა აგროვებს. ომის ველზე მტერს კლავენ, მაგრამ თვითონაც იღუპებიან. ომის დროს ძირფესვიანად იცვლება ადამიანი, თითქოს სამუდამოდ ქრება ადამიანის არსებაში დამარხული ბუნებრივი შიში სიკვდილის 16
ბასრი ცელის წინაშე, თითქოს მიმზიდველი და მეგობრული სული ისადგურებს სიკვდილის ჩონჩხს ცივ ძვლებში.- ამის ნათელი მაგალითია ანა ფრანკი და აფხაზი გოგო, რომელთაც ძლიერი სულისკვეთება აერთიანებთ. სწორედ, აფხაზი გოგოს დღიური უნდა გახდეს საწინდარი ჩვენი გამთლიანებისა,,უსაქართველოდ მკერდმოჭრილო ამორძალო!’’ ,,ღმერთო, შენ დაუბრუნე ის ნდობა და სიყვარული მსოფლიოს ყოველ კუთხეში საქებ და სადიდებელ ორ პატარა კუთხეს.’’ ნიცა ჩიქოვანი
ზუმას N1 საჯარო სკოლა
,,ომის შუქ-ჩრდილები“ ომი ყველაზე საშინელი რამაა კაცობრიობის ისტორიაში . ის მთლიანად ანგრევს ადამიანების ცხოვრებას, მათ ოცნებებს და მომავალს . ამ საშინელი სიტყვის მიღმა ვხედავ უდანაშაულო ადამიანების გვამებს , სისხლს ,დანგრეულ ქალაქებსა და სოფლებს , ობლად და უპატრონოდ დარჩენილ მოზარდებს, სიცივეს , გაუცხოებას , ტკივილს... და მაინც , ჩრდილებთან და მუქ ფერთან ერთად-- სინათლეს , სინათლეს , რომელსაც იმედი ახლავს და სიკეთეს, რომელიც იქ გამოაშუქებს, სადაც ყველაზე მეტად არ ელი და ჯოჯოხეთურ ზმანებას ხედავ ... ვკითულობდი ,,ანა ფრანკის დღიურებს “ და ვფიქრობდი , როგორ გაუძლო , როგორ შეძლო ამ თითისტოლა გოგომ ამდენი შიშის , ტკივილის და უბედურების გადატანა და მაინც სიცოცხლის სიყვარული . მისი ოჯახი ხომ ერთადერთი არ იყო იმ ჯოჯოხეთში, რომელიც ფაშიზმმა მოუტანა ადამიანებს . ებრაული წარმოშობა უკვე სასჯელი იყო .... ანა ხომ ებრაელია, სხვა მიზეზი სიკვდილისთვის არც იყო საჭირო ... ანას ტოლი ბავშვები ოცნებობდნენ თავისუფლებაზე, გართობაზე, მოგზაურობაზე და სწავლაზე. ალბათ საშინელებაა , როდესაც ვერ ნახულობ მეგობრებს, ახლობლებს და კლასელებს. ერთადერთი მოსასვენებელი ადგილი სხვენის ფანჯარა ხდება , საიდანაც საათობით შეიძლება ვარსკვლავიანი ცის ყურება... ვკითხულობდი და გული მეკუმშებოდა... მე კი რას ვიზამდი ... როგორ შევძლებდი იმის ატანას, რაც მაშინ ხდებოდა . ჩაგრავდნენ და და სცემდნენ უდანაშაულო ბავშვებს. ამ დროს, ალბათ, თავში მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებს: სიცოცხლე... როგორი ძვირფასია იგი და როგორ შეძლებ მის შენარჩუნებას . რეალობა კი სხვაა... გესმის საშინელი ხმები და მუდამ შიშით ელი , როდის მიაგნებენ თავშესაფარს , სადაც დიდხანს ისედაც სული გეხუთება ... ზემოთ ვთქვი, სინათლეც ჰქონია ომს-- შუქი .... იმედი.... გადარჩენის იმედი... თუმცა ხშირად იმედებთან ერთად ქრება სიცოცხლის აზრი, ისე ქრება თითქოს არც არსებობდა. წავიკითხე ,,აფხაზი გოგოს დღიური“, რომელიც თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს იპოვა სვანმა გოგონამ, ნანა სიდიანმა. ამ დღიურში აღწერილი იყო აფხაზი გოგოს ყოველდღიური ტანჯვა-წამება, შიში და ფიქრი დაკარგულ ოჯახზე, მეგობრებზე, ქართველ ძუძუმტეებზე . ძალიან სიმბოლურია აფხაზი გოგონას მტკიცე გადაწყვეტილება უპატრონო ქართველი ჩვილის ზრუნვაზე. მან ხომ საკუთარი ,,მოსისხლე მტერი“ ( მახინჯი გადამთიელების ენაზე) შეიფარა და თავისი ძმის სახელიც დაარქვა. იქნებ ეს არის სინათლე ... შუქი ... იმედი იმისა, რომ ქართველები და აფხაზები შერიგდებიან და დაუბრუნდებიან ერთმანეთს. 17
ირეოდა ურიცხვი ადამიანი, უცდიდნენ ვერტმფრენს ასაფრენად,ზოგს უხაროდა, ზოგს კი ეშინოდა, ენანებოდათ ახლობლებთან დაშორება. ისმოდა აფეთქებული ჭურვების ხმებიც და მაინც, მათ გულებში ცოცხლობდა გადარჩენის იმედი... გადმოცემის თანახმად, ვერტმფრენის კატასტროფამ შეწყვიტა დღიურიც და აფხაზი გოგონას სიცოცხლეც... მისი სიცოცხლე, ფიქრები, ოცნება და ნატვრა ირეკლება ჩემში , ყველა ჩვენგანში, ვისაც მასავით გვიყვარს საქართველო, აფხაზეთი და იმედი გვაქვს მათი ხვალინდელი ერთიანობისა... მე მჯერა , რომ ჩემი , შენი , მათი ოცნება ვარსკვლავებად აირეკლება ფსოუს წყალზე ... მჯერა ,რომ ეს ოდესღაც მოხდება . მაგრამ ისიც ვიცი, რომ ომს შუქზე მეტად ჩრდილი აქვს და მე მეშინია ამ ჩრდილის , ძალიან მეშინია ...
‘’ომის შუქ-ჩრდილები’’ „თითქოს, წვიმის ბნელ ღრუბლებს შორის ლურჯი ცის ნათელ ნაგლეჯზე ვართ მოქცეული. ღრუბლები სულ უფრო მჭიდროვდება. სულ უფრო მეტად იკვრება წრე. ბოლოს, იმდენად დაბნელდა ირგვლივ, რომ სასოწარკვეთილნი უშედეგოდ ვაწყდებით ერთმანეთს და ვცდილობთ თავს ვუშველოთ, გავექცეთ აქაურობას.“ ასეთია თოთხმეტი წლის ახალგაზრდა გოგონას ანა ფრანკის ფიქრები. ის იყო გოგონა, რომელიც ომმა „აღზარდა“. ომმა, ადამიანის ცხოველური ბუნების გამოვლინებამ, უდარდელი, კეკლუცი, სიცოცხლით სავსე გოგონა ოთხ კედელს შუა გამოკეტა. იგი ომმა მოსწყვიტა მზეს, გამოაცალა საყრდენი და აიძულა , თავად, მარტოდმარტო ,გარკვეულიყო მოვლენათა ვითარებაში. ომით გამოწვეულმა სიდუხჭირემ, ადამიანთა დაკნინებამ, ბინძური, ველური ინსტინქტების ზეიმმა, წამებამ, დევნამ გოგონა მიიყვანა უკიდურესობამდე: ან სიკვდილი ,ან გამარჯვება. მისთვის ომის შუქი გამარჯვება და თავისუფლება, ხოლო ჩრდილი სულიერი დამარცხება და სიკვდილი იყო, თუმცა ანამ ისიც იცოდა ,რომ წამებით სიკვდილიც კი გამარჯვება იყო. ახალგაზრდა, რომელიც წესით, ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოკლებული უნდა ყოფილიყო, მიხვდა რომ ბუნება ასწავლიდა დროებით მორჩილებას, აჩვევდა, მედგრად დახვედროდა ბედის უკუღმართობას. მას მტვრიანი, ფარდებჩამოფარებული, ჭუჭყიანი ფანჯრებიდან უწევდა ბუნების მშვენიერებით ტკბობა. თუმცა, რეალურად მას თავშესაფრიდან ყურება სიამოვნებას არ ანიჭებდა, რადგან ,მისი თქმით, ბუნება ერთადერთია, რომელიც ნამდვილად ვერ იტანს უსახურობას. მას ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა, სჯეროდა, რომ ბედის უკუღმართობა ვერ გატეხდა, ისწრაფვოდა სიმართლისკენ, სიყვარულისკენ. მზად იყო ღირსეულად შეგებებოდა დამცირებასა და სიკვდილს. „თავს ისე ვგრძნობ, როგორც მგალობელი ფრინველი, რომელსაც ფრთები შეაჭრეს და სიბნელეში გალიის წნელებს აწყდება. გარეთ გამიშვით , გაჰკივის ჩემში ყველაფერი მენატრება ჰაერი, სიცილი!“ 18
სურდა ეცეკვა, ეხტუნა, ველოსიპედით ენავარდა, ყოფილიყო თავისუფალი, დამტკბარიყო ახალგაზრდობით, თუმცა ამის ნაცვლად, საძინებელს მიაშურებდა, რომ როგორმე მოეკლა შიშით და დუმილით დამძიმებული , ომით დაღდასმული დრო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მეც მიცხოვრია იმ თავშესაფარში, თავად გამომიცდია ყოველივე. მეც გამიაზრებია, რაოდენ საშინელია ომი. დაუნდობლობა საკუთარი კანით მიგრძვნია. „ადამიანში, ალბათ იმთავითვე გამჯდარია მისწრაფება ნგრევის, მკვლელობის ,რისხვისა და მხეცობისაკენ. სანამ მთელი კაცობრიობა არ გარდაიქმნება, არც ომები მოისპობა...“ -წერს ანა ფრანკი. შორს რომ არ წავიდეთ და გავიაზროთ ანა ფრანკის ეს მოსაზრება, ჩვენი წარსული გავიხსენოთ. რა მოუტანა შეიარაღებულმა კონფლიქტმა აფხაზებს და ქართველებს, გარდა გულნატკენი და უსამშობლოდ დარჩენილი ადამიანებისა? კონფლიქტმა ტკივილი, სევდა, სირცხვილი დაგვიტოვა.. დაშვებული შეცდომების გასაანალიზებლად საჭიროა, ყველამ გაიგოს უცნობი აფხაზი გოგონას სულისშემძვრელი ამბავი. ეს არის ამბავი სიკვდილზე, სიბნელეზე, მონატრებასა და შიშზე. მეორე მხრივ კი იმედზე, სიყვარულზე, ადამიანობაზე. დღიური მოგვითხრობს ცხოვრების სისასტიკესთან დაპირისპირებულ კიდევ ერთ ადამიანზე, რომელმაც ურთულეს ჟამს არ დაკარგა სიყვარულის ნიჭი, ღირებულებები ,პრინციპები.18 წლის აფხაზი გოგონა უშურველად გასცემდა იმ სიკეთეს და სითბოს, რომლის გაცემისაც ჩვენ რატომღაც შეგვეშინდა. ომმა ძმებად დაბადებული ადამიანები, ჩვენს შემთხვევაში, ქართველები და აფხაზები გადაგვამტერა. აფხაზ გოგონას კი ბედნიერებას ანიჭებდა ის ფაქტი, რომ ის ითვლებოდა, როგორც საქართველოს ,ასევე აფხაზეთის შვილად და ვერასდროს წარმოიდგენდა,, რომ „ამ დღეს“ მოესწრებოდა. ‘’საშინელ დღეს’’, როცა ძმებმა ერთმანეთს ზურგი ვაქციეთ და ჩვენს ველურ ინსტინქტებს მივეცით ბატონობის უფლება. იმ დღეს, როცა არ დავფიქრდით მომავალზე, არ დავფიქრდით უმანკო ახალგაზრდებსა და ბავშვებზე. ეს დღე ჩვენი სირცხვილია და ჩვენი სირცხვილია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდები ,და არა მარტო ისინი,ომიანობის ჟამს დარჩნენ უსახლკაროდ, უარი თქვეს სიცოცხლეზე, სიყვარულსა და ბედნიერებაზე. რატომ ვერ გავეცით მეტი სითბო და სიყვარული? რატომ უნდა გაეღოთ იგი მხოლოდ ერთეულებს? რა იყო საჭირო გაგებისათვის? რატომ იყო ქართველის სისხლით მოსვრილი აფხაზი მეომრის ულვაში ან აფხაზის სისხლით ფერს რად კარგავდა ქართველთა სინდისი? რატომ ვატირეთ კავკასიონი და მამების ოხვრით რატომ შევაქანეთ ზღვები და მთები? ‘’რატომ მოაქვს მიწას ომი, მდინარეს კი -სიცოცხლე?’’ ამისთვის საჭირო იყო ანალიზი , რა გვსურს, რას ვითხოვთ და ვინ ვართ. მდინარემ ხომ შექმნა კუნძული, მიწა, სადაც დაიწყო ცხოვრება. მაგრამ, მიწის შექმნისთანავე გაჩნდნენ ადამიანები და დაიწყეს ბრძოლა ამ მიწისთვის. 19
რისთვის ვიბრძვით? მიწისთვის, რომელიც ღმერთმა შექმნა და ჩვენ ამ მიწაზე ერთმანეთს ვხოცავთ?! მე ვერ ვიქნები თავისუფალი მაშინ, როდესაც ჩვენს ძმას ენატრება სამშობლო და ამავე დროს, ჩვენც გვტკივა მისი უსამშობლობა. ვერ ვიქნები ბედნიერი მაშინ, როდესაც ვფიქრობ, რომ ერთი ქვეყნის შვილებმა ერთმანეთს თავისუფლება წაართვეს. ქართველებს და აფხაზებს ომის დროს დაავიწყდათ სიცოცხლე და უდანაშაულო ბავშვები...მომავალი... ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, შეუძლებელია, გულთან არ მიიტანო ომით დაღდასმული ადამიანების ტკივილი, არ იფიქრო მათ მდგომარეობაზე და მიუხედავად მისი სიმძიმისა, მაინც დამრჩა განცდა, რომ იმედი არსებობს. სასოწარკვეთის ჟამს სამყაროში არსებობს მიზეზი, რომ გადარჩე. მას სხვისი ბედნიერებით განცდილი სიხარული ჰქვია. ამადაც ,ერთი ქვეყნის შვილებმა ერთ დიდ ოჯახად უნდა ვიცხოვროთ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, რადგან ტკივილი ბოლოს მაინც გაივლის, ხვალ ომის ნაცვლად მშვიდობა’’ მოვა’’, სიცოცხლის და სიყვარულის ჟამი დადგება. „ვისაც ვაჟკაცობა და რწმენა აქვს, უბედურებაში არ დაიღუპება“, - წერს ანა ფრანკი. ჩვენ ყველანი მამაცები ვართ და ყველას შეგვიძლია, ვცადოთ სიყვარულით, მოთმინებით, პატივისცემით აღვადგინოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან.
ჩვენ გვჯერა! თეკლა დუნდუა ფოთის N3 საჯარო სკოლა
რთულია შორიდან გადახედო და შეაფასო, კიდევ უფრო შორეული წარსული, რომელზედაც მხოლოდ წიგნებიდან და ისტორიული ფილმებიდან გაქვს ინფორმაცია. საბედნიეროდ, ჩვენ არ დავბადებულვართ იმ პერიოდში, როდესაც ომი მძვინვარებდა არ გამოგვივლია ის ტკივილი, შიმშილი, სიცარიელე ომს რომ ახლავს. უსასრულოა სია იმ უდანაშაულო ადამიანებისა, რომლებიც უსამართლობას შეეწირნენ. საუკუნოვანი დაპირისპირების შედეგად უამრავი ადამიანის სისხლით მოირწყა მსოფლიო. ოჯახის წევრებს ერთმანეთს სამუდამოდ აშორებდნენ, დედას ძუძუდან ჩვილს გლეჯდნენ, ძმას, ძმის სისხლში აბანავებდნენ, დიდს თუ პატარას ყველას ერთად გაზის კამერებში გუდავდნენ.ყველა გადარჩენისთვის იბრძოდა ,თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ისინი ისეთ სულის ტყვეობაში აგრძელებდნენ ცხოვრებას, რომ ჯობდა ყველაფერი ერთ ტყვიას დაესრულებინა. ასეთი განუკითხაობა გრძელდებოდა წლების მანძილზე. ცამეტი წლის ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის დღიური, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ომის საშინელების აღსაქმელად. ანა, ყველასათვის კარგად ნაცნობი გოგონაა, რომელიც სამალავში წლების მანძილზე ცხოვრობდა და იქ იზრდებოდა. სამალავში ატარებდა იმ მნიშვნელოვან წლებს, სკოლის 20
მერხთან, თავის მეგობრებთან ერთად , რომ უნდა გაეტარებინა და ცხოვრებით უნდა დამტკბარიყო. თუმცა მასაც, როგორც სხვა უთვალავ ადამიანს მიწისქვეშეთში, მოუხდა თავის ოცნებებთან და თავისუფლებასთან ერთად გამომწყვდევა. მიუხედავად მისი ასაკისა, ანა მაინც დიდსულოვნად, მოთმინებით და ნელი სიხარულით ელოდა იმ დღეს, როდესაც თავისუფლად გავიდოდა გარეთ და სუფთა ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავდა. როგორი რთულია, როდესაც წყვდიადში, უკუნეთში ხარ გამოკეტილი, როდესაც წლობით სინათლის შუქი თვალით არ გინახავს, როდესაც კუბოსავით გაქვს შევიწროებული თავისუფლება და ყოველწამს სიკვდილს ელი და შეიძლება ყოველი ამოსუნთქვა უკანასკნელი აღმოჩნდეს. ამ ერთი პატარა გოგონას სულისშემძვრელი ისტორია სრულებით საკმარისია , წარმოვიდგინოთ იმ მილიონობით და მილიარდობით ადამიანის ბედი, რომლებიც ანასავით იტანჯებოდა. მე კარგად მესმის ანასი და იმ უცნობი აფხაზი გოგონასიც, რომლებიც ჩემსავით და მეც მათსავით, უდროო დროს, უადგილო ადგილას აღმოვჩნდით. მე არ გამიტარებია, რამდენიმე თვე, რამდენიმე წელი ომის შუქ-ჩრდილებში, ტყვეობაში და სამალვში, თუმცა რამდენი დღეც გავატარე ისიც საკმარისი აღმოჩნდა , ჩემს გონებაში ღრმად ჩალექილიყო 2008 წლის აგვისტოს ომი. მე მაშინ მხოლოდ შვიდი წლის ვიყავი. სამტრედიაში სტუმრად ჩასული, სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი ბრძოლის ველზე. ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ გარბოდა ხელში ატაცებული ბავშვებით ხალხი ქუჩაში. ვერ მივხვდებოდი რა ხდებოდა, რატომ დაიცალა ქალაქი თვალსადახელშუა ,რატომ გაიხიზნა ყველა ტყეში. ერთადერთი ოჯახი ვიყავით, ვინც ქალაქში დარჩა. სახლის სარდაფში ჩავიკეტეთ და ორი დღე და ღამე იქიდან არ გამოვსულვართ. ყოველწამს მეხის გავარდნასავით ბომბის აფეთქების ხმა ისმოდა, მერე გავიგეთ, იმ დროს სენაკის სამხედრო ბაზა იბომბებოდა. შეშინებული ხატებთან ჩემთვის ლოცვას ვბუტბუდებდი და ღმერთს სახლში, დედაჩემთან დაბრუნებას ვევედრებოდი. მეოთხე დღეს, როდესაც გორის გავლით, თბილისში ვბრუნებოდი, მატარებელი რამდენიმე წამით გაჩერდა და ფანჯრიდან ვხედავდი დასისხლიანებული ადამიანების ამალას, რომლებიც მატარებლისკენ მორბოდა. ხალხი ერთმანეთს ახტებოდა, ყველა თავის გადასარჩენას ცდილობდა, მოხუცები ძირს ეცემოდნენ, ბავშვები გამორბოდნენ, თითქოს ეს მატარებელი მათი გადარჩენის ბოლო შანსი იყო. კარები დაიკეტა და უამრავი ადამიანი კარებს მიღმა აღმოჩნდა. ჩვენ წავედით, ისინი კი მტრის პირისპირ უძლურნი და უმწეონი აღმოჩნდნენ. ათასობით ადამიანი თავს ქოხებს, სარდაფებს და მიტოვებულ შენობებს აფარებდა, ისინი იქ ცხოვრობდნენ განუსაზღვრელი ვადით, სიკვდილ სიცოცხლის საზღვარზე.
ხატია ლაკლაკიშვილი ომი! ამ სამ ასოს თან მოაქვს სისხლის ზღვა, ცრემლი, განცდა და რაც მთავარია, სიკვდილი ჩვენთვის მეტად ძვირფასი ადამიანებისა. ომი! ამ სიტყვაზე უფრო სასტიკი და საშინელი სიტყვა არ არსებობს. ჩვენს პლანეტაზე ომი სულ იყო, ადამიანის გული მუდამ ტკივილითა და დარდით იყო სავსე. ყველგან, სადაც კი ომია, ისმის დედების მოთქმა, ბავშვების ტირილი და დამაყრუებელი აფეთქებები, რომელიც ჩვენს გულსა და სულს აფორიაქებს. ომი ქაოსია, ჯოჯოხეთია. ომში ბავშვების ადგილი არაა, თუმცა, მეორე მსოფლიოსა და აგრეთვე, აფხაზეთის ომის დროსაც ბავშვები, არათუ ხედავდნენ ამ საშინელებას, მონაწილეობასაც კი იღებდნენ მასში. სწორედ, ანე ფრანკისა და აფხაზი გოგონას დღიურებიც ამის შესახებ მოგვითხრობენ. რთული იყო მათი ცხოვრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ძლიერები არიან. სასიკვდილოდ კი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ომმა იმსხვერპლა ორივე.
21
მე მინდა ვირწმუნო, რომ ოდესმე დადგება ის დღე, როცა მინელდება მოთქმა და გოდება, აფეთქებები, როცა ჩვენს პლანეტაზე გათენდება დილა ომის გარეშე. დღე, რომლითაც დაიწყება ახალი ეპოქა.. გამოსავალი სიყვარულია და ამ სიყვარულით მოპოვებული ნდობა,რომელიც გააქრობს ზიზღს, უნდობლობას და საბოლოოდ გაიმარჯვებს მშვიდობა. ,,რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ ჩემი, ხატია ქანთარიას, ოცნებაა მზის ამოსვლასა და ჩასვლას ფსოუს წყლის პირას ვუყურო. ქართველებიცა და აფხაზებიც ჩვენს მიწა-წყალს დავუბრუნდეთ აფხაზეთში და ერთხმად ვიმღეროთ ,,მეგრული ნანა“. ხატია ქანთარაია, ჯვარის საჯარო სკოლა
ომის შუქ-ჩრდილები ტკივილს არ აქვს სამშობლო, არც საზღვრები, არც ფერი, არც ეროვნება...ომი ერთნაირად სტკივათ ამ საზღვრებსა თუ მიწას, ცასა თუ ზღვას, ერსა თუ ბერს, ჭაბუკსა თუ მოხუცს, აფხაზსა თუ ქართველს , ებრაელსა თუ გერმანელს... სტკივა ანას- ყვითელვარსკვლავიანი ,,სიონისტის“ სახელით დაღდასმულ ებრაელ გოგონას და ,,სეპარატისტის“ ბალღამით მოწამლულ ,,ღვთის მხევალ“ აფხაზ-ქართველ გოგონას... ,,ომის მამებს’’ კი მათი ტკივილი არ ესმით და ,შესაბამისად, ვერც ვერავინ დაუბრუნებთ მათ ,,დაკარგულ ბედნიერებას“... ბევრი 14 აგვისტო გავა, ორჯერ თუ სამჯერ- 1944 -ც...-წუთები, წამები - არშემდგარი ცხოვრების აჩრდილები... რომლებიც მაფრთხობს, კვლავაც დაგვაფრთხობს... თუმცა მე ვკითხულობ დღიურს, დღიურებს და ჩემი სულის სარკეში ვიხედები თითქოს: ,,კანტორის ფანჯრიდან სქელ ფარდებს შორის დარჩენილი ჭუჭრუტანიდან“ დანახული ქვეყანა რუხია, გადატეხილი ჯვარი- ,,სვასტიკა“ და აფხაზი გოგოს პირჯვარი, ლოცვა-ვედრება ორი სამყაროა-ერთმანეთის პირისპირ ... ვგრძნობ, როგორ გადმოდის ჩემში აფხაზი გოგოს აზრი , ფიქრი, ანა ფრანკის ყვირილის სურვილი, ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ვფიქრობ: ,,ომის მამები“- ეს განდიდების მანიაკები ხომ თავად ქმნიან ,,შავ დროს“: 1941...1993... 2008... ჟამი ჩვენიაო--გაიძახიან და მარადისობისაგან ძარცვავენ დედის, ქალის, დის, სატრფოს - ევას სახელით შექმნილ სამყაროს, 13 თუ 18 წლის გოგონების დამსხვრეულ ოცნებებს ვამპირული ნიშნისმოგებით სამარცხვინო მატიანეში ჩაალაგებენ... მაგრამ ამ ჯიუტ გოგონებს, შუშანიკივით შიგნით რომ,,,ძაძაი მოსავთ“, შეუძლიათ ტკივილით ანთებულებმა, წერონ , უბრალო დღიურების სასწაულით გააცამტვერონ ეს სისხლიანი თარიღები... გვიამბონ ყველაზე უტყუარი ისტორია ომზე: უწიგნოდ, უქუდოდ , უპალტოოდ, ცარიელი კუჭით, პურის ნატეხით ხელში დარჩენილ ომის ბავშვებზე, თაობაზე... ეს ყველაზე დიდი ჯარისკაცობაა სამშობლოს... არა - მსოფლიოს ჯარისკაცობა, ადამიანობის სახელით! ომის განცდა...რა განცდაა მაინც იგი?.. სიტყვაში გადანახული, დღიურში შეფუთული, ,,კიწიდ“ სახელრქმეული პროტესტი თავისუფლებისა თუ დაუოკებელი სურვილი-წიგნით გააცნო ომის საშინელება სამყაროს, ამ წიგნმა რომ ცოტათი უკეთესი გახადოს იგი?.. იქნებ ეს მიწიერი ,,ჯოჯოხეთი“ იმისთვის უნდა გაიარო- ტყვიებისა და დენთის, ოსვენციმის 22
ჯურღმულებით, რომ ბავშვი იშვილო, შენი ქართველი ძმის-ნიკოს სახელი დაარქვა და ამით გადაარჩინო ქართველიცა და აფხაზიც, გერმანელიცა და ებრაელიც, დედაშვილობა თუ ორი ერის შვილობა, დაძმობა, ოჯახი, სიკეთე, სამყარო... იქნებ განუცდელი, წართმეული მომავალი ასე უნდა დაიბრუნო- მოწამეობრივად დაფერფლილმა ლოცვისა და ვედრების საზღაურად... იქნებ ,,გერმანელების მიერ მოგონილი დახვეწილი წამება“ რომ უფრო მეტად დაგვეგმო ანდა ,,კანონგარეშე გამოცხადებული“ ადამიანები რომ უფრო შეგვეყვარებინა, ანას დღიურებს უფრო უკეთეს ადამიანებად რომ ვექციეთ... იქნებ აფხაზეთის, სამაჩაბლოს, თბილისის ომები არც ყოფილიყო... ,,ქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი მტრობა, ვიდრე გერმანელებსა და ებრაელებს შორისაა ჩამოვარდნილი“- წერდა ანა... რა უცნაურია ამ ,,დიდი მტრობის“ პასუხი აფხაზი გოგონას დღიურში ვიპოვე: ,,ღმერთო, შენ დაუბრუნე ნდობა და სიყვარული მსოფლიოს ყოველ კუთხეში საქებ და სადიდებელ ერს“! სიყვარული და ნდობა - აი, ომის შუქი, ომის ნათელი! სვანი ბიჭის გადამრჩენელი გული ის მარცვალია, სხვათა გულებშიც რომ ადვილად აღმოცენდება, ოღონდაც დღიურში გაუკვდავებული, ,,ქაღალდი ხომ ადამიანზე ამტანია“- ეს ანა ფრანკმა იცოდა, დღეს მეც ვიცი, მაგრამ გახადა კი ამ სიტყვამ, მწერლის ჟინით დაწერილმა დღიურებმა სამყარო უფრო მორალური? თუ ეს სხვისი ომია ისევ, უცნობი უბედურებაა, რომელსაც არასოდეს ეშველება... ანასა და აფხაზი გოგოს მეგობარი დღიური გახდა კი მეგობარი მსოფლიოსთვის, კაცობრიობისთვის(გერმანელისთვის, აფხაზისთვის, ქართველისთვის, ებრაელისთვის?)... მაოცებს ანას გაუტეხელობა, აფხაზი გოგონას რწმენა... ვფიქრობ, მეც ვიცნობ იმ ძალას, რომელიც ,,ომის ჯოჯოხეთშიც“ სიცოცხლეზე გაფიქრებს და სიკვდილის ,,დამარცხებას“ მაინც ახერხებ... იქნებ ჭეშმარიტების პოვნა, ადამიანის შეცნობა და ,,ცნობა“ არ შეიძლება, თუ ფურცელსა და კალამს არ დაუმეგობრდი და, სიცოცხლის აკრძალვის მიუხედავად, ვარსკვლავიან ცას არ უჭვრიტე დაჟინებით თავშესაფრიდან, ცას, რომელიც წუთი-წუთზე შეიძლება გაქრეს შენ თვალწინ... იქნებ ახალი უსასრულო ცის ხილვამდე დაჟინებით უნდა იმეორებდე ანას ნათქვამს „დედა შურას“ გარეშე დარჩენილი ქვეყნისთვის: ,,მე თვითონ უნდა ვიყო ჩემი დედა!“ რათა, ვინც ქალებსა და ბავშვებს ხოცავს, ისინიც შეიწყალო - დედური საწყისის გარეშე დარჩენილი ურჯულო, უნათლავი ჩვილებივით - ესაა, ალბათ, ომის შუქ-ჩრდილებიც... ლელა შანიძე-X2 კლასი სამტრედიის N11 საჯარო სკოლა
23
მაინც რა არის ომი? მსოფლიოს მრავალი ომი გადახდენია თავს, რომელიც ისტორიაშია აღწერილი. ომი არის ბრძოლა. ბრძოლა, აზრთა სხვადასხვაობის გამო. რასაც ყოველთვის ეწირებიან უამრავი უდანაშაულო ადამიანი. სწორედ ის ახალგაზრდები, ვინც სამშობლოს განვითარებისათვის მნიშვნელოვნად საჭიროა. ჩემი აზრით, ომს კარგი არაფერი აქვს, მთავრობის დაუდევრობის გამო, ზოგიერთი ადამიანი იღუპება ბრძოლის ველზე, ზოგი ადამიანი შიმშილით, ისევე როგორც ანა ფრანკი და მისი და, ზოგიც სრულიად გაუგებარ სიტუაციებს ეწირება, ეს კარგად ჩანს ტექსტში „აფხაზი გოგოს დღიურები“. ომი არის ის ერთადერთი ყველაზე დიდი საშინელება, რომელიც ჩვენს დედამიწას ანადგურებს და დიდ ზიანს აყენებს. იური მოდებაძე აკაკი კივილაძის სახელობის ქ.თბილისი N8 საჯარო სკოლა
„ომის შუქ-ჩრდილები“ ომი. მშვიდობა. ომი და მშვიდობა. ცა. დედამიწა. ცა და დედამიწა. შუქი. ჩრდილი. შუქი და ჩრდილი! ერთი შეხედვით, ამ ცნებებს ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. მაგრამ, როგორც ამ სიტყვებს აკავშირებს ერთმანეთთან „ და“ კავშირი, ასევე უკავშირდება ერთმანეთს ომი და ადამიანი! გნებავთ რეალური, გნებავთ სიმბოლური გაგებით. ცასა და დედამიწასაც კი ადამიანი აკავშირებს. ნათქვამია: „წიგნი ყდით არ უნდა შეაფასო“ და ამ გამონათქვამს ხშირად ვიყენებ, მაგრამ არ უარ ვყოფ იმას, რომ ყდა ხანდახან წიგნზე ბევრ რამეს ამბობს. ასევეა ამ ესეს სათაურიც. ომს აქვს, როგორც შუქი, ასევე ჩრდილი, მაგრამ იმას კი არ ვამბობ, რომ ომი ანათებს და თავისი ნათებით ჩრდილავს ყველაფერს, არამედ იმას, რომ ომს ანათებს ვიღაც, ან რაღაც და ამ სინათლით წარმოიქმნება ომის ჩრდილი, რომელიც მიწაზე ეცემა და ჩნდება. ეს სინათლე კი იმდენად უცნაურია, რომ ომს ზემოდან კი არა, არამედ 350იანი კუთხით ეცემა მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო დიდი ჩრდილი წარმოიქმნას და ეს დიდი ჩრდილი ომის ბრალი კი არა, იმ სინათლის 24
ბრალია, რომელიც მას ანათებს. მაგრამ რატომ მაინც და მაინც 350იანი კუთხით? იმიტომ, რომ ის მხოლოდ მარჯვნიდან და მარცხნიდან ანათებს, 2-ჯერ 35 კი 70 ია. ამ 70-დან ნული სიმბოლურად არაფერია, ამიტომ მხოლოდ 7 რჩება, რაც „წმინდა რიცხვია“. დიდი გაუგებრობაა არა?! ისევე, როგორც ომის ნათელი! ხეს ფესვები სჭირდება გაზრდისთვის, ომსაც სჭირდება ,,ნაპერწკალი“ გაღვივებისთვის და ეს ნაპერწკალი კონფლიქტია, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, აზრთა შეუსაბამობაა (წყეული აზრები ყოველთვის პრობლემაა). ომის ყველა მხარეს საკუთარი პოზიცია აქვს და ამისთვის იბრძვის. არც ერთი ფიქრობს იმ ფოთლებზე, რომლებიც ხეს სცვივა. ომს ორი მხარე ჰყავს: გამარჯვებული და დამარხცებული, მაგრამ რადგან გამარჯვებულია, არ ნიშნავს რომ მართალია. შესაძლოა, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებდეს, მაგრამ, არა მგონია, ყოველთვის გამარჯვებული მართლდებოდეს. რეი ბრედბერმა თქვა: „ჩვენ ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ყვავილებიც კი უარს ამბობენ წვიმის წყალსა და ნოყიერ ნიადაგზე და ცდილობენ თავიანთი თანამოძმეებით დაიკმაყოფილონ შიმშილი.“ ხალხს არ უნდა არც სილამაზე და არც ბუნებრივი რესურსები, სწორედ ესაა მიზეზი ადამიანების კაციჭამიებად გადაქცევისა. შემდეგ კი, როდესაც გამარჯვებულს ჰკითხავ, რა მოუტანა კარგი ქვეყანას, გეტყვის, რომ „გამარჯვება“. ეს იმას ჰგავს,„ხანდახან თვით ეშმაკსაც შეუძლია საღვთო წიგნი დაიმოწმოს“ (4510 ფარენ ჰაიტით). მაგრამ ყველაზე მეტად ამ აურზაურში ხომ ადამიანი ზარალდება. რაც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს უმრავლესობა უმცირესობაც ხომ არსებობს. ერთი მხარე თავისი „მოწინააღმდეგის“ განადგურებას ცდილობს და სწორედ ესაა კატასტროფა, რომ ომში ყველა ერთმანეთის მოწინააღმდეგეა. ეს ჭიდილი კი ყველაზე მეტად ადამიანებზე მოქმედებს, რომლებიც მზის შუქის მონატრებით იხოცებიან და არა იმ სინათლის, რომელიც ჩრდილს წარმოქმნის. სწორედ ეს „ხალხი საუბრობს ლაპარაკის გარეშე, ეს ხალხი იგებს მოსმენის გარეშე“ (დევიდ დრეიმენი). „ნაჩხვლეტებთან კანის წვა ერთ კვირას მაინც გამყვება, მერე გამივლის, უსიამოვნო ქავილი კი -არასდროს“. ეს სიტყვები მწერალ ემი იტერანტის ეკუთვნის. ომის ჩრდილები ხომ არასდროს ქრება მხოლოდ იმიტომ, რომ მას სინათლე ანათებს... ომის დროს ხალხი კვდება, იკარგება, მიდის, რჩება, იტანჯება და ამ სიტყვებს შორის დადებითი კონტექსტს ვერასოდეს იპოვით. ომი საშინელებაა, ის ადამიანებს ერთმანეთს აძულებს, ტანჯავს და მიზეზი თავად ადამიანია! წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ მსოფლიოში ყველგან ომი დაიწყება, მაშინ ხომ სიძულვილი... ნეტავ, არ მოვესწრო ამ დროს! სწორედ ისაა საშინელება, რომ ყველაფერი ადამიანით დაიწყო და ადამიანითვე გრძელდება. თითქოსდა, განვითარების ბოლო საფეხურზე მდგომია, ევოლუციის შედევრი და აბა, ახლა ევოლუციას ჰკითხე, თუ არ ნანობს იმის შექმნას, რომელიც საკუთარ თავს თვითონვე ანადგურებს. ხანდახან მბეზრდება იმის ყურება ხალხი, როგორ 25
იტანჯება, იმიტომ კი
არა, რომ გულქვა ვარ, ან რაიმე მგავსი, არა! იმიტომ, რომ არ მინდა,
კიდევ დავამტკიცო ის, თუ
როგორი უსუსურები და არფრის მაქნისები ვართ ხანდახან.
ჩემთვის ერთადერთი კარი არსებობს და ეს ჩემი აივნის კარია, რომელსაც ვაღებ და ზეცაში გამოკიდებულ ვარსკვლავებთან ერთად მიწაზე მოფუთფუთე სილამაზესაც ვხედავ, მაგრამ კარს რომ დავხურავ, იმ რეალობას ვუბრუნდები, მესამე მსოფლიო ომის სუნი რომ ასდის... ომი საქართველოში! რამდენჯერ? და არავის მივცემ უფლებას თქვას, რომ საქართველო გადარჩა! ის ჯერ კიდევ გადარჩენას ცდილობს იმ ბუმბერაზი გილიათისგან, რომელსაც მსოფლიო ჰქვია.
აფხაზეთია ამის ნათელი მაგალითი. მართალია, მე ჯერ კიდევ არ ვიყავი
დაბადებული აფხაზეთის ომის პერიოდში, მაგრამ ვისაც არ უნდა ვკითხო, ყველას პირველად ახსენდება ის შემზარავი
კადრები, რომლებიც ტელევიზიით ნახეს. ჯერ არ მინახავს
ადამიანი, რომელიც აფხაზეთს არ
მისტირის. ამბობენ იქ სხვანაირი სილამაზე იყოო.
ბუნებაც კი სხვანაირი იყო, რომ არაფერი
ვთქვათ ხალხზე. ნეტავ ის სილამაზე ერთი
წუთით მაინც დამანახა... და მაინც მგონია, რომ ეს
სილამაზე აფხაზებისა და ქართველების
ბრძოლის შემყურე ნერვიულობით განადგურდა, რადგან უნდოდა, ან ორივესი ყოფილიყო, ან არც ერთის. ნეტავ სულ გაქრებოდეს იმ წყეული ომის წლები ახლა ხომ არ მექნებოდა ოცნებად, ვთქვა „ ჩემი ქვეყანა“ და ამაში მთელ საქართველო არ ვიგულისხმო?! არ შემიძლია აფხაზეთზე ვისაუბრო და არ გავიხსენო 18 წლის აფხაზი გოგონაა. ის დეტალურად აღწერს, რა ხდებოდა ომის მსვლელობის დროს მის თავს, როგორ იტანჯებოდა ხალხი. როგორ არ სურდა არავის თოთო ბავშვის შეფარება, რადგან ზედმეტი საზრუნავი იყო ახალი სიცოცხლე.
სიყვაულის გაცემა კი ზედმეტი ბარგი. „ოო! ღმერთო, გემუდარები და
გევედრები 18 წლის აფხაზი ქალიშვილი: შენ შეიბრალე და შეიწყალე ქართველი და აფხაზი ერი, მოსპე ეშმაკი, რომელიც
თესავს მათ შორის შუღლს და სიძულვილს, დაუბრუნე ხალხს
ის ნდობა და სიყვარული, რაც მათ საუკუნეების მანძილზე უტარებია! აპოვნინე ორთავე მხარეს იმდენი გონიერება, რომ გამოიცნონ ნამდვილი მტერი და მოყვარე!“ შეყვარებულები თავს იკლავენ და ბავშვთა ცოდვისგან ,,ლამის
ატირდეს კავკასიონი“. ფინალიც როგორი
სიმბოლურია: „ვუცდით ვერტმფრენს. ურიცხვი ხალხი ირევა. ემზადებიან გასაფრენად“ და... მართლაც მიფრინავს თვითმფრინავი, ოღონდ
ტოვებს იმ რეალურ ზღვარს და
მარადისობად 18 წლის გოგონას დღიურს ტოვებს მიწაზე გადაშლილს : „ო! ღმერთო, ისმინე ვედრება ჩემი!“ შეუძლებელი დაგვავიწყდეს 15 წლის გოგონა რომელმაც, თავისი ტანჯული ცხოვრება დღიურში აღწერა, მისი სახელია ანა ფრანკი. ანას ცხოვრება რთულ პერიოდში მოუწია, ვსაუბრობ მეორე
მსოფლიო ომზე, როდესაც ებრაელებს საშინელ დღეში ყრიდნენ...
თვითონ ანაც ებრაელი იყო.
მისი ოჯახი თავს ბერგენ-ბელზერის ერთ-ერთ სამალავში
აფარებდა. ანა წერს: „ყველაზე რთულია, მიუხედავად დარდისა და სასოწარკვეთილებისა, გამოიყურებოდე და მოიქცე ჩვეულებრივად. საუბრობდე და ეხმარებოდე, იჯდე მათთან ერთან და რაც მთავარია იყო ყოველ ჯერზე ვბრაზდები
„ცოცხალი“. რომ ვუყურებ იმდროინდელ კადრებს, უბრალოდ ადამიანზე. გზის ორივე მხარეს შეიარაღებული
26
ჯარისკაცები, შუაში კი ებრაელები მილასლასებენ, დასუსტებულნი, მშიერენი, ნაცემი, განადურებულნი... საშინელებაა! არ დამავიწყდება ფილმი „ბიჭი ზოლიან პიჟამოში“, რომელიც გადაღბულია 2008 წელს მარკ ჰერმანის მიერ. რეჟისორმა აღწერა, თუ როგორ უსწორდებოდნენ ფაშიზმის მოწინააღმდეგეებს. ჰიტლერის „მსახურმა“, როგორ დაუშვა დედის სიკვდილი მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო, და როგორ მოკვდა ამ მსახურის შვილი მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭუნას ებრაელი ბავშვების „მხიარული“ ცხოვრება აინტერესებდა. რამდენი მსგავსებაა ომის ქარიშხლით ჩამოცვენილ ფოთლებს შორის, რამდენი ტკივილია, სევდა და რა უნდა შევაპირისპირო? ალბათ, მხოლოდ მათი ასაკი. და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს გასაჭირი, რომელიც უკეთესობით არ შეიცვლება, არ არსებობს ღამე, რომელიც არ გათენდება, არ არსებობს... უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ სანამ
ყველაფერი ეს შეიცვლება, მოგვიწევს ამ აუტანელ სამყაროში ვიცხოვროთ და არ
დაგვავიწყდეს, ქრება... ომის
რომ ძველი განვლილი გზა მაინც იმოქმედებს. ომის ჩრდილები არასდროს ჩრდილებს ხომ ის სინათლე ქმნის! და რა მოხდება, თუ ყველაფერს
ჩავაქრობთ?!
მარიამ ჭოხური ქ. თბილისის N154 საჯარო სკოლა
27