საქართველოს დასავლური კურსი „თავდაცვის მინისტრის გადადგომასა და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვებაზე პირველი შეფასებები პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით პროცესის ყველა მონაწილემ იჩქარა, რამაც მისივე თქმით, პოლიტიკური კატაკლიზმები გამოიწვია. უსუფაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის დასავლური კურსი ურყევია და მის გადახედვას ხელისუფლება არ გეგმავს. საზოგადოებას კი ახსენებს, რომ დასავლური კურსი პარლამენტის მიერ არის განსაზღვრული და ამ რეფორმებს მეთვალყურეობას, სწორედ,
საკანონმდებლო ორგანო უწევს. პოლიტიკური პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ალასანიას განცხადებას "ტელეგრაფთან" საუბრისას ასეთი შეფასება მისცა: ,,თუკი ირაკლი ალასანია თვლიდა, რომ კურსი იცვლებოდა, ამის შესახებ განცხადება გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა“. ბურჯანაძის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი ერთ დღეში არ იცვლება. როგორც იგი ამბობს, ირაკლი ალასანიამ ლაპარაკი პოლიტიკური შანტაჟით დაიწყო და ის, უპირობო მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასავლეთის ელჩების განცხადებებმა წაახალისა.“
გვ.2
yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi
yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi
yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო სტუდენტური გაზეთი
ქართული ბალეტის ოქროს შუალედი
yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi
8-15 დეკემბერი N° 2. 2014 წ .
პრობლემა ყურადღების მიღმა
გვ.3
20 წლის გიორგი ბერიშვილი თბილისის ცენტრალურ უბანში ცხოვრობს და მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო პირობა ქალაქში ეტლით გადაადგილებაა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არსებული პრობლემების გამო გიორგი ვერ ახერხებს თავისუფლად ქალაქში მოძრაობასა და დამოუკიდებლად ნებისმიერ ადგილას ეტლით მისვლას. იგი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან ქუჩაზე გადასასვლელები, შენობები და ტრანსპორტი არ არის მოწესრიგებული, რის გამოც მას ძალიან უჭირს საზოგადოებასთან ადაპტირება და გარეთ დამოუკიდებლად გადაადგილება.
გვ 5
ჩემი, შენი, ჩვენი წიგნი „ჩემი წიგნი“ BBC-ს ტელეპროექტია, რომელიც 2014 წლის 2 მარტიდან 16 ნოემბრის ჩათვლით ყოველ კვირას, საღამოს 9 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის -„პირველი არხის“ - ტელეეკრანთან აერთიანებდა სრულიად საქართველოს წიგნის მოყვარულებს
გვ,11
ბორჯღალოსნების ტრიუმფი
„წელს პირველად მოხდა, რომ IRB-მა (მსოფლიო რაგბის ფედერაციამ) მოგვცა უფლება, ერთა თასსზე ჩვენზე ძლიერ სამ გუნდს გავჯიბრებოდით. ეს ყველაფერი კი განაპირობა საქართველოს ნაკრების წარმატებულმა თამაშმა. საქართველო ერთა თასზე არსებულ გუნდებზე ერთი თავით მაღლა დგას. “
გვ.14
ნავთობის ფასი და მსოფლიო ეკონომიკა
რეგიონალური თეატრები კულისებს მიღმა
„ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასის ვარდნამ შესაძლოა 0,5%-ით გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მსოფლიოს მასშტაბით. ასევე იგი გამოიწვევს რიგი მიმართულებების გაიაფებას, რაც ბევრი ინდუსტრიისათვის შემცირებულ დანახარჯს ნიშნავს“.
„პრობლემები, რომლებსაც რეგიონალური თეატრები აწყდებიან, თითქმის არაფრით განსხვავდება, ზოგადად, ქართული თეატრის პრობლემებისაგან. დარბაზების გავსების მიზნით ხშირია სპექტაკლების დაწესებულებებზე გაყიდვა. მცირე დაფინანსება ავტომატურად განსაზღვრავს რეპერტუარის სიმცირეს, თუმცა არანაირ გავლენას არ ახდენს ხარისხზე.“
გვ,9
ტელეგრაფი
გვ.12 1
yvelafer yvelafer yvelafer yvelafer yvelafer
პოლიტიკა
მთავარი თემა
საქართველოს დასავლური კურსი ,,საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია“ - ირაკლი ალასანიას მიერ ნათქვამი ამ ფრაზის შემდეგ საზოგადოებაში ტრიალებს კითხვა, შეიცვალა თუ არა ქვეყნის დასავლური კურსი პროდასავლური მინისტრების გადაყენების თუ გადადგომის შემდეგ.
თავდაცვის მინისტრის გადადგომასა და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვებაზე პირველი შეფასებები პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით პროცესის ყველა მონაწილემ იჩქარა, რამაც მისივე თქმით, პოლიტიკური კატაკლიზმები გამოიწვია. უსუფაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის დასავლური კურსი ურყევია და მის გადახედვას ხელისუფლება არ გეგმავს. საზოგადოებას კი ახსენებს, რომ დასავლური კურსი პარლამენტის მიერ არის განსაზღვრული და ამ რეფორმებს მეთვალყურეობას, სწორედ, საკანონმდებლო ორგანო უწევს. პოლიტიკური პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ალასანიას განცხადებას "ტელეგრაფთან" საუბრისას ასეთი შეფასება მისცა: ,,თუკი ირაკლი ალასანია თვლიდა, რომ კურსი იცვლებოდა, ამის შესახებ განცხადება გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა“. ბურჯანაძის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი ერთ დღეში არ იცვლება. როგორც იგი ამბობს, ირაკლი ალასანიამ ლაპარაკი პოლიტიკური შანტაჟით დაიწყო და ის, უპირობო მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასავლეთის ელჩების განცხადებებმა წაახალისა. განსხვავებულად ფიქრობენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, ირაკლი ალასანიას გათავისუფლება სწორედ მის დასავლურ კურსს უკავშირდება. მისივე თქმით, ირაკლი ალასანიასთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო კურსი, ვიდრე ის, თუ რა გზით არჩეული პრეზიდენტი ეყოლება საქართველოს. როგორც კინოდოკუმენტალისტი გოგა ხაინდრავა აცხადებს, ეს ალასანიას პოლიტიკური დემარშია. ,,საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციასა და ევროატლანტიკური კურსის განხორციელებას საერთაშორისო ასპარეზზე, პრაქტიკულად, ალასანიას ჯგუფი აკონტროლებდა. როგორც თავად ამბობენ, კურსის განხორციელებას საერთაშორისო ასპარეზზე საფრთხე შეექმნა და გაჩნდა უამრავი კითხვა. ამიტომ გამობრძანდნენ და განგვიმარტონ ქალბატონმა ფანჯიკიძემ, ბატონებმა პეტრიაშვილმა და ალასანიამ, ვინ იყო ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან ინსტიტუცია, ვინც მათ ხელი შეუშალა და კონკრეტულად, რაშია გამოხატული ხელის შეშლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კურსის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტი იყვნენ. პარლამენტშიც ბრძანდება მათი თანაგუნდელი, ვიცესპიკერი ზურაბ აბაშიძე. თუ არ იქნება დასახელებული
2
ტელეგრაფი
კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფი, ვისაც ისინი გულისხმობდნენ, ეს იქნება პოლიტიკური საბოტაჟი. ზუსტად მათი მოქმედებაა საქართველოს არჩეული კურსისთვის ხელის შეშლა“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ. ატეხილი აჟიოტაჟიდან გამომდინარე, ბრიუსელში პრემიერმა დასავლური კურსის ურყეობაზე გაამახვილა ყურადღება. მასპინძელი პრეზიდენტი კი საქართველოს ამ გზაზე დახმარებას დაპირდა. პრემიერისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ევროპაში საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა საქართველოს ხელისუფლებისაგან ყველა ის გზავნილი მოისმინეს, რაც ქვეყნის ევროპულ და ატლანტიკურ არჩევანს უკავშირდებოდა. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ - «ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალი რეალობის დრო დადგა». თუ რას ნიშნავს ახალი რეალობა თვითონ პრემიერმა განგვიმარტა: ,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი რეალობა უკვე პირველი სექტემბრიდან დადგა, როდესაც ასოცირების შეთანხმების სავაჭრო ნაწილის 80% დროებითი ამოქმედების რეჟიმში შევიდა, ვიდრე ყველა ევროპული წევრი ქვეყნის პარლამენტი მის რატიფიცირებას მოახდენს, რასაც გარკვეული დრო დაჭირდება. მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ამოქმედება დაიწყება. ევროკავშირში არსებობენ გარკვეული სკეპტიკოსი წევრი ქვეყნები, რომლებიც, ზოგადად, მესამე ქვეყნებთან სავიზო ლიბერალიზაციას სკეპტიკურად უყურებენ და კარგია, რომ მთავრობამ შეძლო ამ სკეპტიციზმის გადალახვა. ასევე მაგალითისთვის, 28 დასახელების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე არსებული ე.წ. «შესვლის ფასი» იმოქმედებს 5 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ მოხდება ამ ვადის დასრულების ან გადასინჯვის გადახედვა სწორედ ამ მექანიზმების ფარგლებში. 2014-2017 წლებში ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს 410 მილიონ ევრომდე დახმარებას. გამოყოფილი თანხების ნაწილიც აუცილებელია, მიმართულ იქნეს პროდუქციის წარმოების სტანდარტების აწევასა და მწარმოებელთა დახმარებაზე, რადგან ასოცირების სრულად ამოქმედების შემდეგ, ქართველი ფერმერები და მეწარმეები მეტ-ნაკლები მზაობით მაინც შეხვდნენ იმ უპირობო კონკურენციას, რომელსაც ასოცირების შეთანხმების სრული ამოქმედება მოიტანს“. ევროკავშირის სამართლისა და საგარეო პოლიტიკის სპეციალისტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა
მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა ვიზიტის პოლიტიკური შედეგები შეაფასა. ლევან ბოძაშვილი: ,,ვიზიტი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასოცირების საბჭოს პირველი სხდომით იყო განპირობებული. იგი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპელი პარტნიორების, ევროკავშირისა და NATO-ს წინაშე წერტილი დაესვა ბოლო პერიოდში არსებულ ყოველგვარ სპეკულირებას საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების თაობაზე. ყველა ოფიციალური პირის განცხადება, იქნებიან ეს ევროკავშირის კომისრები, თუ NATO-ს გენერალური მდივანი, მიანიშნებს, რომ მათ მიიღეს ამ კურსის უცვლელობის მყარი გარანტია ქვეყნის პრემიერისა და ამავე დროს მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. არ ვფიქრობ, რომ ევროპული ოფიციოზისთვის ცალკეული მინისტრების გადადგომა ან გადაყენება აღიქმებოდეს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებად, მით უმეტეს, როცა საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს კონსტიტუციით პარლამენტი განსაზღვრავს და - არა რომელიმე მინისტრი. ამიტომ, ვერც ამ კურსის პერსონიფიცირება მოხდებოდა და ვერც მისი ცვლილება პერსონალიების ცვლილების გამო. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებს ვერ ექნებოდათ და არც ჰქონდათ განსაკუთრებული ნეგატიური მოლოდინი რომ კურსი იცვლებოდა, მაგრამ ამის უმაღლეს დონეზე ხაზგასმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აუცილებელი იყო მაინც“. პრემიერმა გამოსვლის დროს ისაუბრა რუსულ პოლიტიკაზეც და თქვა, რომ კონფლიქტი რუსეთთან 2008 წელს გავიარეთ და ის, რაც უკრაინაში ხდება, არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელება. ,,ჩვენ გამოცდილება უკვე გვაქვს, ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას წინ, სწორი მიმართულებით“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დასავლეთის კურსის ცვლილებას ასევე გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და ჟურნალ ,,Forbes“-ის ამრიკულ გამოცემაში მოხვდა მასთან ინტერვიუ სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გმობს რუსეთის აგრესიას და აცხადებს, რომ საქართველოს დასავლეთისკენ აქვს კურსი აღებული“. პრემიერის ბრიუსელში გამოსვლა ასევე შეაფასა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ. ,,ევროკავშირი გამოხატავს მზაობას, გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა“. მისი თქმით, ყველა განხორციელებული ვიზიტი შეერთებულ
შტატებსა თუ ევროპაში, საქართველოს დასავლეთთან დააახლოებს, თუმცა იმისათვის, რომ დასავლური კურსი შეუქცევადი იყოს, ამის შესახებ მხოლოდ განცხადების გაკეთება საკმარისი არ არის. ჩიტაძის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ მისი პარტნიორი ქვეყნების და ევროსტრუქტურების შენიშვნები და რჩევები გაითვალისწინოს და დასავლეთს არა მხოლოდ დეკლარირების, არამედ ღირებულებების დონეზე დავუახლოვდეთ. ექსპერტმა ხაზი სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობას და მათი მუშაობის გამჭვირვალობის აუცილებლობას გაუსვა. „რა თქმა უნდა, მისასალმებელია განცხადებები იმაზე, რომ ხელისუფლებას ევროპული
ვექტორიდან არ გადაუხვევია, მაგრამ იმისთვის, რომ დასავლური კურსი იყოს შეუქცევადი, აუცილებელია დასავლური ღირებულებების სოციალურ და სამართლებრივ საკითხებში დანერგვა. არსებობს კითხვები სასამართლოსთან და პროკურატურასთან მიმართებით. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მისი პარტნიორების რეკომენდაციები და აღარ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ ვინმეს შერჩევით სამართალთან დაკავშირებით გაუჩნდეს კითხვები. არ უნდა იყოს განცდა, რომ ზეწოლა და დევნა ხორციელდება ოპოზიციაზე, და რომ პროკურატურა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. მისივე თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს არ უნდა ჰქონდეთ ეჭვები, რომ საქართველოს შეიძლება კულუარებიდან ივანიშვილი მართავდეს. საგარეო პოლიტიკური კურსი შედგება განცხადებებისა და ქმედებების ერთობლიობისაგან. თავის მხრივ, განცხადებები წარმოადგენს: ა) ოფიციალურ დოკუმენტებში – უსაფრთხოების კონცეფციაში, საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, სამხედრო დოქტრინაში, პარტიის პროგრამასა თუ სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში დეკლარირებულ დებულებებს; ბ) ქვეყნის ხელისუფლების (აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები) მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს (ქვეყნის შიგნით და გარეთ); გ) საერთაშორისო პრესასთან გაკეთებულ განცხადებებს და „გზავნილებს“ დ) საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებულ პოზიციებს. საგარეო პოლიტიკურ ქმედებებს წარმოადგენს: ა) დიპლომატიური ქმედებები (ოფიციალური, სამუშაო ვიზიტები, შეხვედრები, ა.შ) ბ) საერთაშორისო ინიციატივები გ) საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიურობა დ) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება ე) დიპლომატიური ქმედებების დამხმარე საშუალება, ლობისტების მუშაობა. სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თანხვდენა წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საზომს. დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას კი სწორედ ამ კომპონენტების თანხვედრის არარსებობა წარმოადგენს, რაც კითხვას აჩენს ქვეყნის დასავლური კურსის შესახებ. მაგალითად, როგორ უნდა განსაზღვრო ქვეყნის დამოკიდებულება ნატოში ინტეგრაციის მიმართ, როდესაც ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის წინ ქვეყნის გენშტაბის უფროსს, მათ მთავარ მასპინძელს, აპატიმრებ, როგორც მალევე აღმოჩნდა, ყოველგვარი სამართლებრივი აუცილებლობის გარეშე. როგორ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი დამოკიდებულება ნატოში ინტეგრაციის მიმართ, როდესაც სექტემბერში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინა, როგორც მინიმუმ, ექვსი თვის პერიოდში, პრემიერ-მინისტრის არც ერთი საერთაშორისო ვიზიტის დროს ნატოში ინტეგრაციის თემატიკა, არგუმენტაცია არ ყოფილა ვიზიტის ცენტრალური თემა, ან ხშირად – საერთოდ ნახსენებიც კი. ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, ძნელია განსაზღვრო როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა მკვეთრად გამოხატული პროდასავლური მინისტრების თანამდებობაზე აღარ ყოფნა ნაკლებად აჩენს ეჭვს კურსის ცვლილებაზე, პრემიერის ბრიუსელში გამოსვლის აქცენტები და დასავლური მხარის შეფასებებიც ამაზე მეტყველებს.
დავით გრატიაშვილი ფოტო: google.ge
ქართული ბალეტის ოქროს შუალედი 27 და 28 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ბალეტ „მაკნატუნას“ შესთავაზებს. ეს ფაქტი ბალეტის მოყვარულთათვის სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს, თუმცა, ერთ-ერთი ქორეოგრაფი, ქართული ბალეტის პრობლემატიკას განიხილავს და მისი აზრით, ქართული ბალეტი დღეს არც თუ ისე სახარბიელო ვითარებაშია. ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედება შეიძლება ითქვას, რომ აღარც არსებობს, დასი განახევრებულია, მოცეკვავეებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, სპექტაკლები შემცირებული და გადაკეთებულია. დასში უცხოეთიდან ჩამოყვანილი, საკმაოდ სუსტი ახალგზარდები ცეკვავენ, ხოლო ქართველი მოცეკვავეები საზღვარგარეთ მიდიან. ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად საწინააღმდეგო აზრი აქვს თბილისის ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციას. ბალეტის ქორეოგრაფის, მარიამის თქმით, (რესპონდენტის თხოვნით სახელი შეცვლილია), ქართული ბალეტი, ის, რასაც ვახტანგ ჭაბუკიანმა საფუძველი ჩაუყარა, დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და ამის მიზეზი ისეთი საბალეტო სკოლის არარსებობაა, რომელიც სრულფასოვან განათლებას მიაღებინებს ახალგაზრდებს. „შორიდან ჩანს, თითქოს ყველაფერი კარგადაა, თუმცა საქმე ასე სულაც არ არის. ვახტანგ ჭაბუკიანის წლების წინ შექმნილი საქმე ჩაიშალა. დასში არ არის შესაბამისი პირობები საცეკვაოდ, კლასიკური რეპერტუარი, დიდი ბალეტები, რომლებზეც მსახიობი უნდა გაიზარდოს, აღარ იდგმება, ვერავინ ვითარდება. ახალგაზრდები იძულებულები არიან საზღვარგარეთ წავიდნენ და მე მივესალმები ამ ფაქტს, რადგან, ისინი კონკურენტუნარიანები ხდებიან, როდესაც გარკვეულ ეტაპს აღწევენ და აქ მათი განვითარების საშუალებას შემდგომ ვერავინ ხედავს“
- ამბობს ქორეოგრაფი მარიამი. ამ თემასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს ბალეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ხათუნა იოსავას, რომელიც ქართული ბალეტის დღევანდელ ისტორიას ნათელ ფერებში ხედავს. მისი თქმით, ქართული ბალეტის ამჟამინდელი დონე საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება და მთელ მსოფლიოში მისაღებია, რადგან აქ ყველა კლასიკური ბალეტი იქმნება. ამჟამად დასი ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის „გორდას“ აღდგენაზე მუშაობს. ნინო ანანიაშვილის ინიციატივით სწორედ „გორდა“ იქნება პირველი სპექტაკლი, რომლითაც საბალეტო დასი ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებულ შენობაში შევა. მინიმუმ ორი პრემიერის გარეშე არც ერთი სეზონი არ გადის, იდგმება ასევე თანამედროვე ბალეტებიც, რომლებსაც უცხოელი ქორეოგრაფები დგამენ, მათ შორისაა ირჟი კილიანი. „ირჟი კილიანი მსოფლიო კლასის ქორეოგრაფია, რომელიც ყველა თეატრს არ აძლევს უფლებას დადგას თავისი ბალეტი და საქართველოში ქალბატონი ნინო ანანიაშვილის ავტორიტეტის გამო მოგვცა უფლება მისი ბალეტი ვიცეკვოთ. ასეთი შემთხვევები კი, ხელს უწყობს ქართველი მოცეკვავეების პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას. ჩვენს დასში 9 უცხოელი, მათ შორის 1 ბრიტანელი, კანადელი, ესპანელი, ამერიკელი და 6 იაპონელი მოცეკვავე ცეკვავს ხელშეკრულებით“ - თქვა ხათუნა იოსავამ. მისივე ინფორმაციით, დასში ამ დროისთვის 63-მდე ადამიანი ცეკვავს, რაც შეეხება ქართველებს, ისინი აქტიურად არიან ჩართულები თავიანთ საქმიანობაში და ცეკვავენ მთავარ პარტიებს ბალეტებში. უცხოელი სტაჟიორები კი აქ შესაბამის განათლებას იღებენ ნინო ანანიაშვილთან მუშაობისას, რადგან მათთვის დიდი პატივია, ქართველი პრიმა-ბალერინას დასის მოცეკვავეებად ყოფნა. უცხოელ სტაჟიორებთან ურთიერთობა ქართული ბალეტის განვითარების-
თვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ქართულ ბალეტს ადამიანური რესურსის დეფიციტი აქვს, რაც მამრობითი სქესის მოცეკვავეების სიმცირეში გამოიხატება. ამ ფაქტის დასადასტურებლად გაზეთი „ტელეგრაფი“ დაუკავშირდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელ ქეთევან მოწონელიძეს, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეისათვის სასწავლებელში 106 ბავშვი სწავლობს. მათგან 92 გოგოა, 14 კი - ბიჭი. პირველ კლასში 18 გოგოზე მხოლოდ ერთი ბიჭი მოდის. „ბიჭების პრობლემა სტერეოტიპული აზროვნების შედეგია. არასწორი შეხედულებების გამო მშობლებს არ შემოჰყავთ შვილები ბალეტზე, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ბალეტზე შვილის შეყვანა ბავშვის ჯანმრთელობისა და ფიზიკური განვითარების საწინდარია“ - განაცხადა ხათუნა იოსავამ. თუმცა ქართულ ბალეტს ადამიანური რესურსის დეფიციტის გარდა სხვა პრობლემაც აქვს და ერთ-ერთი გამოწვევა შენობის არქონაა. 5 წელია, რაც ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობას. ამ დროის მანძილზე მოცეკვავეებს სხვადასხვა სცენაზე უწევთ ცეკვა. ამჟამად ისინი მუსიკისა და დრამის თეატრში ვარჯიშობენ, ბალეტები კი ა. გრიბოედობის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სცენაზე იდგმება. „მოგეხენებათ, ბალეტს სივრცე სჭირდება და ის ყველა თეატრის სცენაზე ვერ იდგმება. დიდი წვალების შედეგად, გრიბოედოვის სცენაზე ცეკვავენ მოცეკვავეები, თუმცა არც აქ არის შესაბამისი გარემო, სამწუხაროდ. ქალბატონი ნინოს დამსახურებით, შენობის პრობლემის მიუხედავად, დასი არ გაჩერებულა 5 წლის მანძილზე და იგი გამუდმებით მუშაობდა. წელიწადში 2 პრემიერა მაინც იდგმებოდა. ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასის მოცეკვავეებს შესაბამისი პირობები შეუქმნას და ეს ხელფასების ყოველწლიურ ზრდაშიც გამოიხატება. დასის მოცეკვავეების საშუალო ხელფასი ამ დროისთვის 1000 ლარია და ეს მზარდი პროცესია“ - ამბობს ხათუნა იოსავა. საკუთარი ანაზღაურებით კმაყოფილია დასის სოლისტი, ნინო სამადაშვილი, რომლის თქმითაც, ქართული ბალეტის რეალობიდან გამომდინარე, მას ძალიან კარგი ხელფასი აქვს, თუმცა ზუსტი ციფრი მას არ დაუსახელებია. ხათუნა იოსავას არ ეთანხმება ქორეოგრაფი მარიამი, რომლის თქმითაც, დასის მოცეკვავეების ხელფასი 500 ლარს, ხოლო ხელზე აღებისას 400 ლარს შეადგენს. ხელფასებთან დაკავშირებით, იგი 2010 წელს იაპონიაში მომხდარ სკანდალს იხსენებს, სადაც მისი თქმით, ხელფასების უქონლობისა და შეუსაბამო პირობების გამო ქართული დასი დიდ სკანდალში გაეხვა. „მოცეკვავეებს მეტროსა და საჭმლის ფული არ ჰქონდათ, როდესაც გასტროლზე 1000 დოლარს
რომეო და ჯულიეტა
იღებ, მთელ თანხას უცხოეთში ხომ ვერ დახარჯავ? თანაც იქ, სადაც, ერთი ვაშლი 8 დოლარი ღირს, განა რა ფული უნდა ჩამოიტანონ მოცეკვავეებმა სამშობლოში? გარდა ამისა, ამერიკის გასტროლებსაც რომ შევეხოთ, აქ ისე აშუქებენ მოვლენებს, თითქოს ყველაფერი არაჩვეულებრივადაა და დასი ამერიკაში ცეკვავს, თუმცა საქმე რეალურად სხვაგარადაა. დილის 12 საათზე „გედების ტბა“ იდგმება ამერიკაში, სადაც ყინვასა და თოვლში მოცეკვავეებს პუანტებში უწევთ გარეთ გასვლა კულისების არქონის გამო. ადგილი საშინელია, უფრო ბოსელს მიაგავს. ასეთ პირობებში ვინ უნდა იცეკვოს? რა ბალეტმა უნდა იარსებოს საერთოდ?“ - განაცხადა ქორეოგრაფმა. ნინო სამადაშვილის თქმით, იგი არ იმყოფებოდა იაპონიის სკანდალის დროს გასტროლზე, თუმცა, სხვა ქვეყნებში ყოფნისას მაინც კმაყოფილია შესრულებული სამუშაოთი: „გასტროლები ბევრ ქვეყანაში გვქონია სრულიად მისაღები პირობებით. ანაზღაურება, რასაც გვიხდიან, საკმარისია ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრებისთვის. რაც შეეხება ცეკვისთვის საჭირო გარემოს, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში ერთნაირი პირობები არ არის, მაგრამ ეგ ის დეტალებია, რომლებიც ცეკვაში ხელს არ გვიშლის.“ ბალეტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დასში 63-მდე ადამიანია, რაც ქორეოგრაფის თქმით, არასაკმარისი რაოდენობაა. დასში მინიმუმ 100-120 კაცი უნდა ცეკვავდეს, რათა სრულფასოვანი ბალეტი დაიდგას: „არ შიძლება 4 მოქმედებაში ერთი და იგივე ბალერინა ცეკვავდეს, თუმცა ახლა ბალეტები 2 და 1 მოქმედებიანადაა გადაკეთებული და 4 მოქმედებიანი ბალეტი არც არის, მოცეკვავეების სიმცირის გამო. დასში შეუსაბამო პირობებს მოცეკვავეები აპროტესტებენ, მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ტოვებენ საქართველოს. საბოლოოდ, კი დასში სულ უფროდაუფრო ცოტა ადამიანი რჩება.“ ქართული საბალეტო დასის ყოფილმა მოცეკვავემ, დღეს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ცეკვის დეპარტამენტის მაგისტრანტმა და ქორეოგრაფმა ირაკლი შენგელიამ ქართული ბალეტის პრობლემატიკასთან დაკავშირებით გაზეთ „ტელეგრაფს“ შემდეგი სახის კომენტარი მისცა: „ქართულ ბალეტში არსებული სირთულეები იმის ბრალია, რომ მის ერთპიროვნულ მმართველს, ნინო ანანიაშვილს წარმოდგენაც კი არ აქვს როგორი საბალეტო თეატრის შექმნა სურს, ან საერთოდ, რას შეეჭიდა 10 წლის წინ. სამწუხაროდ, ჩემი კომენტარი მხოლოდ ეს არის, რადგან არანაირი საერთო არ მინდა მქონდეს ნინო ანანიაშვილთან, ან საქმესთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ეს ქალბატონი“. ამ კომენტარს დასის ადმინისტრაცია შემდეგნაირად პასუხობს: „შეგვიძლია შევადაროთ რა მდგომარეობაში იყო ქართული ბალეტი 10 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და ქართული ბალეტის აღორძინებას ჩაუდგა სათავეში. 10 წლის წინ მოცეკვავეები გაყინულ დარბაზებში ცეკვავდნენ, ხელფასები ჰქონდათ 200 ლარამდე, რეპერტუარიც იყო მწირი. დღეს ჩვენი საბალეტო დასის რეპერტუარში 57–მდე სპექტაკლია, რომელიც
გედების ტბა მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაიდგა. ჩვენ ვცეკვავთ როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ბალეტებს, რაც ჩვენი მოცეკვავეების კლასს ზრდის და სწორედ ამიტომ ჩვენს რამდენიმე მოცეკვავეს შანსი გაუჩნდა უცხოეთის დასებში იცეკვონ. ეს ჩვეულებრივი პროცესია მთელს მსოფლიოში – როდესაც აკმაყოფილებ საერთაშორისო სტანდარტებს, გიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამაში ქართველ მოცეკვავეებს თავად ნინო ანანიაშვილი ეხმარება და უწევს რეკომენდაციებს“ – აცხადებს ხათუნა იოსავა. ქორეოგრაფიული სასწავლებლის ყოფილი მოსწავლის, ახლა კი საკმაოდ აქტიური მაყურებლის, ლელა ლეჟავას აზრით, ქართული ბალეტი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია: „გასულ თვეს ერთ სპექტაკლად იყო წარმოდგენილი “დონ კიხოტი”, “გედების ტბა” და “რაიმონდა”. ეს ყოვლად შეუსაბამოა ბალეტის სიუჟეტებიდან გამომდინარე. ეს სიტუაცია ბალეტის მოცეკვავეების სიმცირითაა გამოწვეული და როგორადაც არ უნდა უარყოს ეს ბალეტის ხელმძღვანელობამ, სრული სიმართლეა. ამაში დასარწმუნებლად საჯაროდ გამომზეურებული აფიშაც კმარა. თუ ბალეტის ხელმძღვანელობა უარყოფს დასში მოცეკვავეთა სიმცირეს, მაშინ რა უშლით ხელს სრულად სპექტაკლების წარმოდგენაში? რატომ ვეძალებით ერთმოქმედებიან ბალეტებს, სადაც მცირე რაოდენობის მოცეკვავეებია საკმარისი? რატომ აღარ დარჩა ფაქტობრივად ქართველი მამაკაცი სოლისტები?“ - თქვა ლელა ლეჟავამ. სპექტაკლების გადაკეთებასა და შემცირებას სცენის უქონლობით ხსნის დასის სოლისტი, ნინო სამადაშვილი. მისი თქმით, დიდი სპექტაკლების დასადგამად არ არის ისეთი სცენა, რომელიც ხალხის იმ რაოდენობას დაიტევდა, რასაც ოპერისა და ბალეტის თეატრი იტევდა. თუმცა ბალეტი ადამიანების დეფიციტს არა მარტო დასში, არამედ მაყურებლის მხრიდანაც განიცდის და ამაზე გულისტკივილით საუბრობს ხათუნა იოსავა: „ბილეთები 5–დან 25 ლარამდე მერყეობს, მიუხედავად ამისა, ბილეთები ძნელად იყიდება, ვერ ვიმეტებთ მინიმალურ თანხას პირადი სიამოვნებისთვის, ეს ჩვენი კულტურის მინუსია. რა თქმა უნდა, არის სპექტაკლები, რომლებზეც სრული ანშლაგია, თუმცა მაყურებლის სიმცირით ბევრი სპექტაკლი ზარალდება. ამაზე გარკვეულწილად ტერიტორიამ და ჩვენი შენობის უქონლობამაც მოახდინა გავლენა“. ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აგებული ოპერისა და ბალეტის შენობა სავარაუდოდ 2015 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, მოცეკვავეები კი იქ იანვრიდან შეძლებენ გადასვლას. ისინი იმედოვნებენ, რომ ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება და ამას ახალი და რაც მთავარია, საკუთარი შენობის ქონა შეუწყობს ხელს. თუ რამდენად მოაგვარებს ქართული ბალეტის პრობლემებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რესტავრირებული შენობა, როგორც ხათუნა იოსავამ თქვა, ამას საქმე გვიჩვენებს.
თამარ მაღლაკელიძე ფოტო: ხათუნა ოსავა
ტელეგრაფი
3
საზოგადოება
საზოგადოება
ინტეგრაციის მოლოდინში
პრობლემა ყურადღების მიღმა
ენის პედაგოგების გადამზადება იგეგმება. აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ქართულ სკოლებში სწავლის ტენდენცია შეინიშნება ბოლნისის რაიონში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები მოსახლეობის 85%-ს შეადგენენ. მარტო 2013 წელს, ბოლნისის საჯარო სკოლებში, აზერბაიჯანელი ბავშვების რაოდენობა ბოლნისის ენის სახლის მონაცემებით, 35%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა, ენის შეს-
ხელისუფლებამ მზაობა გამოხატოს, რათა პროექტი წარმატებულად განხორციელდეს“ - აღნიშნავს ლალი ასლამაზაშვილი. 2011 წელს, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ყველა მაგისტრანტს ვისაც სურდა მაგისტრატურის სრული დაფინანსების სახელმწიფოსგან მოპოვება, ერთი წელი არაქართულ სოფლებში უნდა ეცხოვრათ და მოსწავლეებისთვის ქართული ენა შეესწავლებინათ. ეს პროგრამა დღესაც მოქმედებს. ლალი ასლამაზაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროგრამა მაგისტრანტებს ეხმარება გამოცდილება მიიღონ და პედაგოგიური უნარები გამოიმუშაონ. „პროგრამა ხელს უწყობს ეთნიკური მოსახლეობის ინტეგრაციას, მოსწავლეებს მოსწონთ, რომ მათ
წავლის პრობლემა ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებში მაინც დგას. როგორც ქვემო ბოლნისის აზერბაიჯანული სკოლის ქართული ენის პედაგოგი და სპეციალისტი ლალი ასლამაზაშვილი ამბობს, სახელმწიფო ეთნიკური მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლის პოლიტიკას არათანმიმდევრულად წარმართავს, რადგან ის პროგრამები, რომლებიც ამ მხრივ ხორციელდება, ხშირად ცუდადაა დაგეგმილი. „2010 წელს პედაგოგები გადაგვამზადეს ბილინგვური სწავლების პროგრამისთვის, პროექტი კი მასშტაბურად ვერ განხორციელდა ამის მიზეზი კი ვფიქრობ, პროექტის არასწორ დაგეგმარებაშია“ - ამბობს სპეციალისტი. როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ბილინგვური სწავლება წარმატებულია ისეთ მრავალეროვან ქვეყნებში როგორიც კანადა და ესპანეთია. „ბილინგვური სწავლება ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეებს ქართული ენის შესწავლაში ეხმარება, მაგრამ მის განხორციელებას რისკებიც ახლავს თან და ამის აღმოფხვრის საუკეთესო გზა სწორად გატარებულ პოლიტიკაშია. ახლა ვიწყებთ მასწავლებელების გადამზადებას ამ პროექტისთვის და საჭიროა საზოგადოებამ და
ახალგაზრდა პედაგოგები ასწავლიან, ასევე მაგისტრანტებს ხშირად ახალი, საინტერესო იდეები აქვთ, რაც დადებითად მოქმედებს ბავშვებზე“ -ამბობს ლალი ასლამაზაშვილი. ენის არცოდნის პრობლემის გარდა, სანან ყურბანოვი ქართული საზოგადოების დამოკიდებულებაზეც საუბრობს. სანანის აზრით, ქართველი ახალგაზრდები თითქმის არ ფლობენ ინფორმაციას მათზე. როგორც სანანი ამბობს, ხშირად მათ არ იციან, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. „იყო შემთხვევა, როცა ჩემმა ლექტორმა ასეთი კითხვაც კი დამისვა - რატომ არ სწავლობ აზერბაიჯანში? არამარტო სტუდენტებს, არამედ ბევრ ლექტორსაც ჰგონია, რომ ჩვენ აზერბაიჯანიდან ჩამოსულები ვართ“ - გვეუბნება სანანი და დასძენს, რომ საჭიროა სახელმწიფომ სწორი პოლიტიკა გაატაროს, რათა აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლონ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უკვე 4 წელია აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს შეუძლიათ ერთიანი ეროვნული გამოცდები მშობლიურ ენაზე ჩააბარონ, რაც მათ სტუდენტის სტატუსის მოპოვებას უადვილებს. აზერბაიჯანელი ახალგაზრდების საზოგა-
2002 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 7%-ს ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ. ქვემო ქართლის მხარეში კი აზერბაიჯანელი მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით 80%-ს უახლოვდება. ბოლო წლებში აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ქართულ უნივერსიტეტებში სწავლების მსურველთა რაოდენობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით 25%-ით გაიზარდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს მრავალი საკითხი აწუხებთ, მათ შორის ყველაზე მწვავედ კი ქართული ენის არცოდნის პრობლემა დგას. სანან ყურბანოვი 22 წლისაა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. იგი ბოლნისის რაიონის სოფელ ფახრალოში დაიბადა და მისი ოჯახი და მეგობრები დღემდე იქ ცხოვრობენ. როგორც სანანი ამბობს, არასოდეს უფიქრია საქართველოდან წასვლაზე, რადგან საქართველო მისი სამშობლოა და მთელი სიცოცხლე აქ ცხოვრებას აპირებს. „მაღელვებს საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემები, რადგან მე, მართალია, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თავს საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქედ ვთვლი“ - ამბობს სანანი. იურისტობა მისი ოცნებაა და სურს, რომ მიღებული ცოდნა თავის სამშობლოს მოახმაროს. როგორც სანანი ამბობს, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მთავარი პრობლემა ქართული ენის არცოდნაა. „როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე ქართული პრაქტიკულად არ ვიცოდი, რადგან სკოლაში ქართულს, ფაქტობრივად, არ გვასწავლიდნენ. როცა ენა არ გესმის, ძნელია შენი შესაძლებლობების რეალიზება“ აღნიშნავს იგი. პირველ კურსზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში „ქართული ენის მოსამზადებელი კურსი“ გაიარა და როგორც თვითონ ამბობს, ამ პერიოდში ქართულს სრულყოფილად ვერ დაეუფლა. „ქართული ენის სწავლების პროცესში ურთიერთობა ქართველ სტუდენტებთან არ გვქონდა. იქ მყოფებს ქართული კარგად არ გვესმოდა და ის პროგრამა, რაც პროექტის ფარგლებში გავიარეთ, ფაქტობრივად, უშედეგო იყო. ვფიქრობ, საჭიროა ამ კურსის დახვეწა, რადგან ენის შესწავლის საუკეთესო ხერხი ქართველებთან ურთიერთობაა, რისი საშუალებაც პირველ კურსზე არ მოგვეცა“ გვეუბნება სანანი. ენის არ ცოდნას მიიჩნევს მთავარ პრობლემად 20 წლის ორჰან მამედოვიც. როგორც ორჰანი აღნიშნავს, ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა სკოლებში ქართული ენის გაძლიერებული სწავლებაა. „დღეს ვერ შეხვდებით აზერბაიჯანულ ოჯახს, სადაც არ სურთ მათმა შვილებმა ქართული ისწავლონ. ვინც ქალაქში ცხოვრობს მათთვის ეს პრობლემა, ფაქტობრივად, მოგვარებულია, რადგან ბავშვები ქართულ სკოლებში დადიან. სოფლებში კი, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანული სკოლებია, იმ მასწავლებლების ცოდნის დონე, რომლებიც ქართულს ასწავლიან ძალიან დაბალია“ ამბობს ორჰან მამედოვი. ამ პრობლემის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვისაც ცნობილია და 2015 წლიდან არაქართული სკოლების ქართული
დოებაში ინტეგრაციაზე არაერთი არასამთვრობო ორგანიზაცია მუშაობს. აიპ „ახალგაზრდული ხედვა კავკასია“ ამ მხრივ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, ძირითადად, ქვემო ქართლში. ორგანიზაციის მენეჯერი შორენა ნონიაშვილი ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინტეგრაციის მასშტაბები თანდათან იზრდება. „წინა წლებთან შედარებით აზერბაიჯანელი ახალგაზრდების და, მათ შორის გოგოების, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა გაიზარდა. ეს კი არასამთავრობო სექტორის და სახელმწიფოს მუშაობის დამსახურებაა. დღეს აზერბაიჯანელი ახალგაზრდები სწავლას არა აზერბაიჯანში, არამედ საქართველოში აგრძელებენ. ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორდა გოგონებშიც. ეს ახალგაზრდები ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილს გამოხატავენ“ - გვიხსნის შორენა ნონიაშვილი და ამატებს, რომ საჭიროა ქართველმა ახალგაზრდებმაც ხელი შეუწყონ მათ სურვილს - ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. თვის ბოლოს სანან ყურბანოვი მის მეგობრებთან ერთად ინტერნეტ გამოცემის გახსნას გეგმავს, სადაც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე სტუდენტების მიერ დაწერილი სტატიები და ახალი ამბები განთავსდება. ასევე იგეგმება იურიდიული ლიტერატურის, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნაც. როგორც სანანი ამბობს: „ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საქართველო ჩვენი სამშობლოა. ქართველები ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და დღესასწაულებს არ იცნობენ, ისევე როგორც ჩვენ არ ვიცნობთ ქართულ ტრადიციებს კარგად“. ამიტომ ეს ბარიერები რომ გავაქროთ საჭიროა, სხვადასხვა ღონისძიება დაგვგეგმოთ, დისკუსიები გავმართოთ, შემოქმედებითი საღამოები მოვაწყოთ ქართველებმა და ჩვენ, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა“ - ამბობს სანანი და იმედოვნებს, რომ ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები უახლოეს მომავალში აუცილებლად გადაიდგმევა. აზერბაიჯანელი ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია, რადგან ეს ახალგაზრდები საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. შესაბამისად, მათზე ვრცელდება ყველა ის უფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს. ენის სწავლების მხრივ სახელმწიფო პროგრამები თანდათან ვითარდება, რაც უახლოეს მომავალში განათლების საკითხებში მომუშავე ექსპერტების აზრით, შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ამ ეტაპზე კი საჭიროა ქართული საზოგადოება მეტად ღია გახდეს, რათა ამ ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი იდეების, შესაძლებლობების და სურვილების რეალიზება.
20 წლის გიორგი ბერიშვილი თბილისის ცენტრალურ უბანში ცხოვრობს და მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო პირობა ქალაქში ეტლით გადაადგილებაა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არსებული პრობლემების გამო გიორგი ვერ ახერხებს თავისუფლად ქალაქში მოძრაობასა და დამოუკიდებლად ნებისმიერ ადგილას ეტლით მისვლას. იგი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან ქუჩაზე გადასასვლელები, შენობები და ტრანსპორტი არ არის მოწესრიგებული, რის გამოც მას ძალიან უჭირს საზოგადოებასთან ადაპტირება და გარეთ დამოუკიდებლად გადაადგილება. მანანა ბერელიძე- გიორგის მშობელი: ,,როდესაც გიორგი ჯერ კიდევ პატარა იყო, ქალაქში გადაადგილების პრობლემას ასე მწვავედ ვერ ვგრძნობდით, ხან ხელით დაგვყავდა, ხანაც ჩვენ თვითონ ვატარებდით ეტლით, თუმცა მას შემდეგ რაც წამოიზარდა, გიორგი საჭიროებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, ეს კი დღესდღეობით საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. ქალაქში უამრავ მიწისქვეშა თუ მიწისზედა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში აქტუალურ პრობლემად რჩება სახელმწიფოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი სოციალიზაცია და ჩართულობა, ეს საკითხი მაინც მწვავედ დგას. როგორც თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ამბობენ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, რაც მათ უფლებებს ლახავს, თუმცა აღნიშნავენ, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მათდამი პოზიტიურისკენ შეიცვალა. ნინოს და კოკას მსგავსად, საქართველოში მცხოვრები სმენადაქვეითებული ადამიანები ორგანიზაცია „საქართველოს ყრუთა კავშირში“ არიან გაწევრიანებულები. მათი მიზანია შეიძინონ განათლება, ისწავლონ ჟესტური ენა და დასაქმდნენ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ამ ადამიანების წინაშე ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი საკითხია მოუგვარებელი. ერთ-ერთი ასეთი სკოლამდელი განათლების პრობლემაა. საქართველოში
4
ტელეგრაფი
სმენადაქვეითებულ ბავშვთა ორი სკოლაა, ერთი თბილისში, ხოლო მეორე ქუთაისში. რაც შეეხება ბაგა-ბაღს, მხოლოდ თბილისშია ერთი ბაგა-ბაღი ასეთი ტიპის შეზღუდვის მქონე ბავშვებისთვის. ეს არის საქართველოში ერთადერთი სპეციალიზებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. ბაღებისა და სკოლების არ არსებობის გამო, ბავშვები ჩვეულებრივ სკოლებში შედიან, სადაც ვერ ახერხებენ საფუძვლიანად განათლების მიღებასა და გარემოსთან ადაპტაციას. „საქართველოს ყრუთა კავშირის“ ვიცე პრეზიდენტის მაია მეტონიძის თქმით, კიდევ ერთი გამოწვევა ამ ადმიანებისათვის ჟესტური ენის არცოდნაა. „ეს არის მათი ურთიერთობის ძირითადი საშუალება. ჩვენს გვერდით არიან ადამიანები განსხვავებული საჭიროებებით, რომელთა უფლებაა კომუნიკაცია, ერთმანეთთან ურთიერთობა. კომუნიკაციაში მთავარ როლს ენა თამაშობს, სმენადაქვეითებულთა შემთხვევაში კი ეს არის ჟესტური ენა“ - ამბობს მაია მეტონიძე. საქართველოში მედია საშუალებებიც არ
არის ადაპტირებული სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. მხოლოდ ორი ტელეარხი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „ერთსულოვნება“ გადმოსცემს ინფორმაციას ჟესტური ენის საშუალებითაც. 19 წლის ნიკას, რომელსაც დაბადებიდან სმენის პრობლემები აქვს, ძალიან სურს სწავლის გაგრძელება და რაიმე პროფესიის დაუფლება. მიუხედავად სირთულეებისა, ფიქრობს, რომ სწავლის მერე სამსახურსაც უფრო ადვილად იპოვის და საკუთარ თავს დამოუკიდებლად არჩენს. რაც 18 წლის გახდა მას შემდეგ ძალიან უნდა მართვის მოწმობის აღება, თუმცა იცის, რომ ამის უფლება არ აქვს.
უკონტროლო მოსმენები - პარლამენტში განიხილება თემა, თუ ვის უნდა ჰქონდეს ფარული მოსმენების წვდომის გასაღები. ამასთან დაკავშირებით გამართულია დავა და განიხილება რამდენიმე კანონპროექტი, პარლამენტი გადაწყვეტილების მიღებას მომავალ კვირას აპირებს. ამ ეტაპზე კი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე პროექტია ინიცირებული, მათ შორის, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტი, რომლის თანახმადაც, ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
ბადრი კობიაშვილი ფოტო: kkpress.ge
Nothing is imposible მართლაც, ჩვენს ქვეყანაში სმენადაქვეითებულ ადამიანებს არ შეუძლიათ მართვის მოწმობის აღება. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანს არ აქვს უფლება მართოს ავტომობილი, თუ ჩვეულებრივ საუბარს ვერ აღიქვამს არანაკლებ 3 მეტრის დისტანციაზე, ხოლო ჩურჩულს არანაკლებ 1 მეტრის დისტანციაზე ორივე ან ერთი ყურით. „ბუნებრივია, რომ სმენის დაქვეითება - ეს შეზღუდული
შესაძლებლობაა, რომელიც პრობლემად იქცევა მექანიკური ტრანსპორტის მართვისას, რადგან მძღოლს მანქანის სამართავად ნამდვილად სჭირდება სმენა და არაფერია ამაში არაარგუმენტირებული“ - აცხადებს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი „ლიბერალთან“ საუბრისას. თუმცა ამ მოსაზრების სისწორე წლებია უკვე ეჭვქვეშ დააყენეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა. ამ ქვეყნებში სმენადაქვეითებულ მოქალაქეებზე მართვის მოწმობას ჩვეულებრივ გასცემენ. როგორც „საქართველოს ყრუთა კავშირში“ ამბობენ, ბოლო პერიოდში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხის შესახებ და პოზიტიურ ცვლილებებსაც ელოდებიან. ნინოსა და კოკას მსგავსად, კიდევ ბევრი ახალგაზრდა ეუფლება ჟესტურ ენას „საქართველოს ყრუთა კავშირში“. ისინი სხვადასხვა წრეებზე დადიან, „მღერიან“, ცეკვავენ, სწავლობენ და უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრობენ. რაც მთავარია, მიუხედავად სირთულეებისა მათ იციან და ჩვენც ამაში გვარწმუნებენ, რომ შეუძლებელი არაფერია.
მარიამ მურაჩაშვილი
ფოტო: გიორგი ხოჯაშვილი
თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად ჯერ არ სცალია“ - ამბობს გიორგი ბერიშვილი. მოქმედი კანონმდებლობით საცხოვრებელი სახლებისა თუ გადასასვლელთა მშენებლობისას სავალდებულოა, ინვალიდობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისი ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა. თუმცა, კოალიციის გამგეობის წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მრავალი დარღვევის მიუხედავად, ჯერ არავინ დასჯილა. მისი თქმით, არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც სტანდარტების დაცვას გააკონტროლებს. ამიტომაც, ეს საკითხი ჯერ კიდევ მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში, პრობლემა კვალავ უყურადღებოდ რჩება, მისი მოგვარების გზები კი არ ჩანს.
ნინო გვასალია ფოტო: ნინო გვასალია
უკონტროლო მოსმენები
შეუძლებელი არაფერია რამდენიმე დღის წინ გადაცემა „ნიჭიერში“ ჟესტურ ენაზე შესრულებულმა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერამ საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ფეხზე დამდგარი დარბაზი და ჟიურის წევრები ემოციებს ვერ მალავდნენ. ნინოს და კოკას ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდა. სმენის პრობლემების მქონე ამ ორმა ახალგაზრდამ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია.
გადასასვლელსა და შენობის კიბეს არ გააჩნია პანდუსები, რის გამოც გიორგი დამოუკიდებლად, ზოგჯერ კი საერთოდაც ვერ ახერხებს მისვლას ამა თუ იმ ადგილას“ - ამბობს მანანა ბერელიძე. თბილისის თითქმის ყველა მთავარ ქუჩაზე ვხვდებით მიწისზედა გადასასვლელ ხიდებს, რომელთა სიმაღლეც დაახლოებით 6 მეტრია და მასზე ასვლა მხოლოდ საკმაოდ დიდი და დამღლელი კიბით არის შესაძლებელი. ამ ხიდებს გააჩნიათ პანდუსები, თუმცა ისინი იმდენად ციცაბოა, მასზე ეტლით ასვლა, ფაქტობრივად შეუძლებელია. უმეტესად უსარგებლოა მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული პანდუსებიც, მათი საშუალებით გადასასვლელში ჩასვლა ან ამოსვლა დამოუკიდებლად შეუძლებელია. გადასასვლელთა უმრავლესობას კი პანდუსები საერთოდაც არ გააჩნია. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილებაში ამტკიცებენ, რომ ბოლოდროინდელ მშენებლობებში ყველა სტანდარტი დაცულია. არსებული ინფრასტუქტურის უმრავლესობა კი სათანადოდ კეთილმოწყობილი არ არის, რადგანაც 1995 წლამდე შესაბამისი ნორმების დაცვა სავალდებულო არ იყო. ნიკა გელენავა-გიორგის მეგობარი: ,,ჩემი მეგობრის, გიორგის
მდგომარეობიდან გამომდინარე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში დღეს ნამდვილად არის პრობლემა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთა გადაადგილების მხრივ. როდესაც გიორგი ცდილობს დამოუკიდებლად გადაადგილებას, უმეტესად მას გამვლელები ეხმარებიან, რათა შეძლოს ქუჩის საპირისპირო მხარეს გადასვლა ან, თუნდაც, მეტროთი მგზავრობა. სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე აღარაფერს ვამბობ, აქ უფრო რთულადაა საქმე, რადგან ისინი სრულიად მოუხერხებელია ასეთ სიტუაციაში“ აღნიშნავს ნიკა გელენავა. ტრანსპორტისა და გადასასვლელების გარდა პრობლემას წარმოადგენს თავად საჯარო დაწესებულებებიც. იმ რამდენიმე შენობაშიც კი, რომელიც თითქოს მოწესრიგებულია ამ მხრივ, გადაადგილება მაინც თითქმის შეუძლებელია. ხშირად პრობლემის მოგვარების მიზნით მხოლოდ შენობაში შესასვლელი ან პირველი სართულია შედარებით ადაპტირებული, ეს კი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. გიორგი ბერიშვილი: ,,გარდა ინფრასტრუქტურისა, პრობლემას ვაწყდებით ჩვენთვის სპეციალურად გამოყოფილ ავტოსადგომებზეც. მე პირადად არ ვსარგებლობ საკუთარი ავტომობილით, თუმცა ანალოგიური პრობლემის მქონე მეგობრებისგან ვიცი, რომ ჩვენთვის, მანქანების გასაჩერებლად სპეციალურად გამოყოფილი ადგილები ხშირად დაკავებულია, რაც გარკვეულ სირთულეებს წარმოქმნის. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ მსგავსი შემთხვევებისას გარკვეულ ჯარიმას დააწესებენ,
ფარული მოსმენების წვდომის გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტში ასევე ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პროექტიც დარეგისტრირდა, მისი პროექტის მიხედვით, ინსპექტორი გარეთ დგას და სამივეს მოქმედებაზე ზედამხედველობას ახორციელებს, ისე რომ გასაღები მის ხელში არ არის. შესაბამისად, ფარული მოსმენების საკითხზე პარლმანეტში ორი კანონპროექტია რეგისტირებული. ერთი ეკუთვნის ბესელია-სესიაშვილ-ფოფხაძეს, ხოლო მეორე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა ნაწილი არ ემხრობა გასაღების შსს-ში დატოვებას. მათ შორის არიან თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკელებისა და ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტმა კვლავ ვეტო გამოიყენოს. გასაღების შსს-დან გამოტანის მომხრეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც. პარტია მზადაა, საკანონმდებლო ორგანოში არსამთავრობო ორგანიზა-
ციების კანონპროექტი დაარეგისტრიროს, რომელიც ამ დრომდე არ არის ინიცირებული. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სასურველი არ იქნება, თუკი მათი პროექტის ინიცირებას ნაციონალური მოძრაობა მოახდენს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ დამატებით არგუმენტებს მისცემს. რაც შეეხება ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტს, არასამთავრობო ორგანიზაციები მის ინიციატივას ემხრობიან. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წინადადება კი ახალი, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ცენტრალური ბიურო ერქმევა. ხელმძღვანელს პრეზიდენტი დანიშნავს. ინიციატივა უკვე გადაგზავნილია პარლამენტში, თუმცა, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონპროექტის განხილვა დაგვიანებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ე.წ. გასაღების მობილური ოპერატორებისთვის და სასამართლოსთვის გადაცემას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ თუ გასაღები მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს გადაეცემა, სისტემა იქნება პარალიზებული და ეს იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. "ჩემთვის გაუგებარია ის მიდგომა, რომელიც მომდინარეობს არასამთავრობო სექტორიდან, ასევე ჩვენი გუნდის წევრებიდან. ის, რაც ბატონმა შალვა შავგულიძემ დააფიქსირა, არის აბსოლუტურად გონივრული გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ვერ იქნა შემუშავებული საბოლოო ვერსია, ვერ
ჩამოყალიბდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გასაღების მართვა. თუმცა, ის მიდგომა, რომელიც ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე როგორც ვიცი, გაზიარებულ იქნა პარლამენტშიც, რომ ეს დარჩება შსს-ს ხელში. ვერსია, რომელსაც გვთავაზობენ არასამთავრობოები და ჯგუფი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე, არის პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკების და საფრთხის შემცველი" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერი ფიქრობს, რომ საფრთხისშემცველია გასაღების უცხოური კომპანიებისთვის გადაცემა. რაც შეეხება სასამართლოს, ღარიბაშვილის განცხადებით, სამართალდამცველ ორგანოებს სასამართლოსთან ურთიერთობა გართულებული აქვთ. როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია «ქართული ოცნების» თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, ბესელია–ფოფხაძე– სესიაშვილის მიერ შემუშავებული პროექტი უფრო სრულყოფილია, ვიდრე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ვერსია, ამიტომ თავად მხარს სწორედ ბესელია – ფოფხაძე – სესიაშვილის პროექტს დაუჭერს. "ხმალაძის ვერსია კარგია, მაგრამ მეორე, რომელიც წარმოადგინეს ბესელია–ფოფხაძე–სესიაშვილმა, არის გაცილებით უფრო კარგი, სრულყოფილი,
ბალანსს უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების ხელშეუხებლობასა და
ადამიანის უფლებების დაცვას შორის. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ ვარიანტს" – აღნიშნა ვოლსკიმ. როგორც ცნობილია, მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე - ელექტრონულ კომპანიებს. ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, ე.წ. მოსმენების გასაღების თემასთან დაკავშირებით კანონპროექტის მეოთხე ვარიანტიც არსებობს, რომელიც ასევე არასამთავრობოთა შეჯერებული პროექტია. “მოსმენების საკითხზე მხარს დავუჭერ პროექტს, რომელზეც შევჯერდებით. მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. არსებობს ოთხი ვარინტი, მაგრამ არ გეტყვით, რომელი ვარიანტისკენ ვიხრები. ყველა ამ ვარიანტს აქვს თავის არგუმენტი, საფუძველი და არსებობის უფლება», - აცხადებს ძიძიგური. ფარულ მოსმენების წვდომის გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული დავა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, ერთხელ უკვე დაადო პრეზიდენტმა ვეტო კანონპროექტის გადავადებას, ამიტომ ჯერ-ჯერობით უცნობია რას გადაწყვეტს პარლამენტი.
ნათია დეკანოიძე ფოტო: google.ge
ტელეგრაფი
5
საზოგადოება
საზოგადოება
დაუძლეველი პრობლემა – სუიციდი
ჩვენც დავბერდებით
მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველ წელს 1100000 ადამიანი იკლავს თავს. მათ შორის არის 300 ათასი ჩინელი, 160 ათასი ინდოელი, 37 ათასი ამერიკელი, 30 ათასი რუსი, 30 ათასი იაპონელი, 16 ათასი ფრანგი და 10 ათასი უკრაინელი. ყოველწლიურად მსოფლიოში 19 მილიონი თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობა აღინიშნება.
დღევანდელი რეალობა საქართველოში ასეთია: გაუფასურებული ლარის გათვალისწინებით, პენსია ხელოვნურადაა საარსებო მინიმუმს გათანაბრებული, სინამდვილეში კი 12 ლარით ჩამოუვარდება მას. რეალურად, მოხუცები მხოლოდ სახელმწიფოს იმედად რომ იყვნენ შიმშილით დაიხოცებოდნენ. მთავრობას იმედი აქვს რომ ხანდაზმულებს შვილები მოუვლიან, არ მოაშიებენ, ხოლო მათ ვისაც უძღები შვილი ჰყავს ან სულაც არა ჰყავს სათნოების სახლში მოუწევს სადილი ჟუჟუნა გელაშვილი პენსიონერია, ის მხოლოდ პენსიით, 150 ლარით ცხოვრობს. „შაქარს ნაკლებად მოვიხმარ, ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ეკონომიისთვისაც. ასე რომ, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ არის მოგონილი, ხალხი კიდევ უსინდისო და გაუმაძღარია, ათას ჭორს უგონებს ხელისუფლებას, თითქოს ის არ ზრუნავს ჩვენზე, რომ ზრუნავს იმიტომ არ გვაძლევს არაფერს. სამი წელია ჩაი არ მიყიდია. ვსვამ კომშისა და ცაცხვის ფოთლის ჩაის“ – ამბობს ჟუჟუნა ბებია პროფესიით ინჟინერს 35 წლის მუშაობის გამოცდილება აქვს. მუშაობდა კომუნალური მეურნეობის სამინისტროში, ქალაქის საბჭოში, ბოლოს კი საგეგმო კომიტეტში. დღეს კი ის მხოლოდ 150 ლარის იმედადაა დარჩენილი. ასე ცხოვრებამ მას კარგად თვლა ასწავლა.
პენსიონერი ჟუჟუნა გელაშვილი ჟუჟუნა ბებიამ, 1981 წელს აკადემიკოს პაკროვსკის მიერ დაწერილი წიგნი, „вкусное и здоровое пище“ დღევანდელ ქართულ სავალუტო სისტემას მოარგო და ასე გამოთვალა მხოლოდ კვებაზე გაანგარიშებული საარსებო მინიმუმი, რომელიც 219 ლარს შეადგენს. 88 წლის პენსიონერი მიხეილ ტიბანელი, პროფესიით ისტორიკოსი, 60 წელი ემსახურა ახალგაზრდებს. პედაგოგობა საინგილოში დაიწყო და ჰერეთელ ქართველებს ქართული სკოლებისა და ენის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. დღეს კი ის სიღარიბის ზღვარზე დგას. „88 წელს გაჭირვებით მივაგორებ აკაკის არ იყოს, „ვარ ბევრი ვაის მნახველი და ბევრი უის გამგონი“, მაგრამ ისეთი ვაი დღეს რომ არის ჩვენს თავს არ ყოფილა არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ ომის ბავშვობა გამოვიარე, დიდი სამამულო ომის დროსაც კი არ ვყოფილვართ ასეთი დათრგუნულები. ყველაფრის მიუხედავად სითბო იყო, სიყვარული იყო, ხალხს ღიმილი ჰქონდა სახეზე. ორი წელია ხორცი არ მიყიდია, ვერ მიყიდია უფრო სწორად, თევზი ვერ უნდა ჭამოს მოხუცმა? ვერც თევზი მიყიდია. ამ დროს დიდებული ხელფასები, დიდებული პრემიები. ჩვენ მოვითმენდით, მეტსაც მოვითმენდით, მაგრამ ჩვენ მორალურად გაგვანადგურეს“ - აღნიშნავს მიხეილ ტიბანელი. 65 წლის პენსიონერს, ნანა დარჩიაშ-
ვილს მიზერულ პენსიასთან ერთად ბაზარზე ფასების ზრდა და თანაბარი პენსიები აღელვებს. „პატარა გოგო ვიყავი მუშად რომ დავიწყე მუშაობა ფეხსაცმელების ქარხანაში. ჩამაგონეს, რომ რაც მეტი გექნება ხელფასი, მით მეტ პენსიას აიღებო. ღვთის წყალობით მქონდა ენერგია და სისწრაფისუნარიანობა და დღეში რამდენიმე ოპერაციას ვასრულებდი, თუმცა როგორც დღეს არსებული ვითარება გვიჩვენებს სულ ტყუილად. ჩვენ პენსიონერები გვქვია, თუმცა ჩვენ პენსიას კი არა უბრალო შემწეობას ვიღებთ“. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დირექტორის ქეთი კრიალაშვილის თქმით, აბსოლუტური პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება, რომელიც დღემდე 2003 წელს არსებული მეთოდოლოგიით ითვლის საარსებო მინიმუმს. „2003 წელს 130 ლარი იყო საარსებო მინიმუმი, ხოლო 2004 წელს 84 ლარი, რაც განპირობებული იყო ძვირადღირებული პროდუქტების რაციონის შემცირებით, იაფფასიანი პროდუქტების რაციონის გაზრდის ხარჯზე. სწორი მეთოდოლოგიის შემთხვევაში 2004 წლიდან დღემდე, 10 წლის განმავლობაში, გაცილებით მეტი უნდა მიგვეღო საარსებო მინიმუმი, ვიდრე დღეს გვაქვს. მთავარი ხარვეზი, რომელიც მეთოდოლოგიაშია ეს არის არასასურსათო და სასურსათო კალათის არასწორი გადანაწილება. ჩვენი სამსახური რეკომენდაციას უწევს მთავრობას, რომ სასურსათო კალათაზე არსებული, საარსებო მინიმუმის 70% შეცვალოს 55%-ით, ხოლო არასასურსათოზე 45%-ით. ჩვენ ამგვარი მეთოდოლოგიით საარსებო მინიმუმი დაახლოებით 315 ლარი მივიღეთ“ - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტის, რამაზ გერლიანის თქმით, მათმა სამსახურმა საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით შრომისუნარიანი მამაკაცის დღიური კ.კალ. 2500-მდე გაზარდეს, ხოლო პრაქტიკული კვლევის საწარმოებლად იმიტირებული სასურსათო კალათა შექმნეს, რომელიც ხუთი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: კვება, კომუნიკაციები, მინიმალური საოჯახო აფთიაქი, ტანისამოსის მინიმალური ოდენობა და ტრანსპორტი. ბაზარზე ფასების ღიაობის სა-
ფუძველზე მათ დათვალეს საარსებო მინიმუმი და შეადარეს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელიც მისი თქმით, 90-იანი წლების რეალობიდანაა აღებული.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რამაზ გერლიანი "თუკი ჩვენი დათვლებით საარსებო მინიმუმი რეალურად 320 ლარია, ყოვლად წარმოუდგენელია, როგორ შეძლებენ პენსიონერები თავის გატანას თვიდან თვემდე." ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორისა და კვების პროდუქტების სპეციალისტის ლია ბერიკაშვილის თქმით, არსებობს საერთაშორისო ნორმები კილო კალორაჟის თვალსაზრისით, რომელზე დაყრდნობითაც უმნიშვნელოვანესია ბალანსირებული კვება. “ასაკში ადამიანმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ბოსტნეული, მინერალები, ხორცი, თევზი, აუცილებელია რძის პროდუქტები. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც მდიდარია ხილ-ბოსტნეულით, ადამიანები ძალიან მცირე რაოდენობით იღებენ მას. ხოლო გაეროს კვლევის მიხედვით ჩვენი მოსახლეობა ხორცის საჭირო რაოდენობის 1%-საც კი ვერ იღებს. ისინი კალორიებს ნახშირწყლებით იღებენ, რაც საშინელებაა” - აცხადებს პროფესორი ლია ბერიკაშვილი. GPI Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსისა და კერძო საპენსიო ფონდის წარმომადგენლის თინათინ სტამბოლიშვილის განცხადებით, საქართველო არის იმ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყანათა შორის, სადაც მსგავსი საპენსიო სისტემა არსებობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პენსიონერი არ არის სიღარიბის ზღვარზე, სახელმწიფოს მაინც აქვს ვალდებულება, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აღარ მუშაობენ საარსებო მინიმუმი დაუფარონ. „ამ ადამიანებმა სოლიდური წილი უკვე გაიღეს სხვა თანამოქალაქეთა მიმართ, სახელფასო დაქვითვების მეშვეობით, ამიტომაც საუკეთესო გამოსავალი იქნება პენსია, რომელსაც ისინი მიიღებენ “სტაჟისა” და დამსახურების მიხედვით.“ აღსანიშნავია, რომ GPI Holding, როგორც კერძო საპენსიო ფონდი 2001 წლიდან არსებობს და მათს საპენსიო სქემაში დაახლოებით, 10 000 ადამიანია გაწევრიანეული, ისინი ძირითადად დიდი კომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებსაც კორპორატიული ხელშეკრულებები აქვთ GPI Holding-თან. თინათინ სტამბოლიშვილი უზრუნველი და ღირსეული სიბერის შესაქმნელად იმ მოდელის ათვისებას გვთავაზობს, რომელის წყალობითაც ჩილემ სიღარიბე დაძლია და სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა. „ესაა დაგროვების სისტემა, რომლის სქემაც საკმაოდ მარტი-
ვია: მომუშავე მოქალაქე თვითონ აგროვებს საკუთარ პენსიას; რამდენის დაგროვებასაც მოასწრებს საპენსიო ასაკამდე, იმდენად იქნება უზრუნველყოფილი სიბერეში.“ თუმცა ამის მისაღწევად საჭიროა სტიმული სახელმწიფოს მხრიდან, რათა ახალგაზრდა მოქალაქემ შეძლოს ხელფასიდან რაღაც ნაწილი დააგროვოს. თანამედროვე საპენსიო სისტემის მოდელი კარგია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ მოსახლეობას წარსულში მიღებული გამოცდილება შეაშინებს. კერძოდ 2000 წელს საქართველოში არსებული რეალობა და შევარდნაძის მიერ გაყინული ფონდები. როგორ დაარწმუნებენ კერძო საპენსიო ფონდები ქართველ მოსახლეობას, რომ დაზღვეულ იქნებიან მსგავსი ფაქტებისგან. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ საარსებო მინიმუმის დაანგარიშებისას კვლევაში ისეთი დიდი რეგიონები არ შეიყვანა, როგორებიცაა: სამეგრელო ზემო სვანეთი; ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. კვლევა კი განახორციელა მხოლოდ 5 ქალაქის ფასების საფუძველზე. დღესდღეობით, მინიმალური სასურსათო კალათით განსაზღვრული სავალდებულო პროდუქტების მიღებასაც კი მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტი ახერხებს. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დადებულ ციფრებს ბევრი უცხადებს უნდობლობას და აღნიშნავს, რომ წლების გამნავლობაში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურა ობიექტური ვერ იქნება. მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანის მინიმალური შემოსავალი, პირდაპირი მნიშვნელობით, მხოლოდ არსებობას არ ნიშნავდეს. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს, ნაგვის ურნებთან ადამიანების რიცხვმა კვლავ იმატა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ხალხს შია. უპოვართა რიცხვის რაოდენობის შემცირება კი ყველა მოქალაქის საზრუნავია.
სტატისტიკურად თვითმკვლელი ქალების რიცხვი ოთხჯერ აღემატება მამაკაცთა რაოდენობას. სუიციდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ეგვიპტეშია, თითქმის ნულთანაა გათანაბრებული ჰაიტიზე და იამაიკაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით,თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს დამალოს თვითმკვლელობის რეალური მაჩვენებელი, რადგან ეს სოციალურთან ერთად პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს რომ 2020 წელს თვითმკვლელობის ყოველწლიური სტატისტიკა 1500000-მდე გაიზრდება. „მძულს საკუთარი თავი და სიცოცხლე… არ ვიცი რატომ , მაგრამ ყოველ ახალ დღეს შიშით ვხვდები. მამაჩემი მუდამ დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე და ყველანაირად ცდილობდა, რომ ბოლომდე გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მე მას იმედები გავუცრუე. მაქვს სამუშაო, მაგრამ ვარ გაკოტრებული. ძლივს ვირიცხები კოლეჯში. მინდა დასრულდეს ჩემი ცხოვრება, დამღალა ამ ყველაფერმა“ - 19 წლის აბრაჰამ ბიგმა ერთ–ერთ საიტზე სწორედ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ათასობით ადამიანის თვალწინ მოიკლა თავი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების რიგში აღმოჩნდა, სადაც ყველაზე ხშირია თვითმკვლელობა. სუიციდის მაღალი მაჩვენებელი აღინიშნა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომელთა შორისაა რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ყაზახეთი და ბელორუსია. საქართველო სუიციდის მაჩვენებლით ამიერკავკასიაში ლიდერობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010–2013 წლებში საქართველოში თვითმკვლელობის 487 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია 2014 წელი, რომლის სრული სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით არ არის, თუმცა წელს საკმაოდ მაღალია სუიციდის მცდელობები. ბოლო 3 წლის განმავლობაში 2045 თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობა დაფიქსირდა. „თვითმკვლელობისკენ რამდენად მიდრეკილი ვარ, არ ვიცი, მაგრამ რამდენჯერმე მქონდა მსგავსი შემთხვევა. მართალია, ყოველთვის ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან რთული ასატანია. ერთხელ იმ ზომამდე მივედი, რომ ვენები გადავიჭერი, თუმცა, საბედნიეროდ, არტერიები დაზიანებული არ იყო. მეორედ აბები დავლიე და დიდი დოზა მომივიდა, თუმცა გადავრჩი. ალბათ, დაბალი ნებისყოფის ბრალია“ - ამბობს ჩვენ-
და ფსიქიკური აშლილობაა. ძლიერმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი აფექტური მდგომარეობა, რომ პიროვნებას თავის მოკვლისკენ უბიძგოს. ადამიანი თვითმკვლელობამდე შეიძლება ახლობლის დაკარგვამაც მიიყვანოს. სუიციდის რამდენიმე ფორმა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია დემონსტრაციული სუიციდი, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავს სხვების დასანახად იკლავს. ეს შეიძლება იყოს შურისძიებისთვის, შანტაჟის, დაშინებისა ან სხვა მიზეზებისთვის. ამ შემთხვევაში შეიძლება თავი არც მოიკლას, მხოლოდ დააშინოს ისინი, ვის გამოც ამას აკეთებს”,– განმარტავს ექიმ– ფსიქიატრი მაია ბიბილური. ფრანგი სოციოლოგის, ემილ დიურკემის მოსაზრებით არსებობს სუიციდის შემდეგი ტიპები: ეგოისტური თვითმკვლელობები - მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები. ანომიური თვითმკვლელობა - ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს. ალტრუისტული თვითმკვლელობა - ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როდესაც პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია. ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ. ფატალისტური თვითმკვლელობა - ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად. არსებობს ფარული სუიციდიც, რომელსაც იწვევს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღება. ეს თვითდესტრუქციული ქცევაა, რომელიც პირდაპირ მიმართულია სიცოცხლის შემოკლებისკენ. ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება იზრდება სოციალური პრობლემების პროპორციულად, როდესაც ადამიანი მათი მეშვეობით ცდილობს რეალობიდან გაქცევას, თუმცა, სინამდვილეში, მისდა უნებურად, სიცოცხლეს გაურბის. თვითმკვლელობა ხშირად არის დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთან,თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფენ, ესენია: სულიერი აშლილობა, როდესაც ადამიანი დაავადებული, გაუწონასწორებელია და ეს ორგანული დაზიანებიდან გამომდინარეობს. სტრესი - შესაძლოა, პირმა აფექტის შედეგად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.
თან საუბრისას გიორგი, 25 წლის. როგორც ექიმ–ფსიქიატრი მაია ბიბილური აღნიშნავს, სუიციდი არის საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თვითმკვლელობის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები. თვითმკვლელობის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში დეპრესიული მდგომარეობა
დეპრესიული მდგომარეობა, როდესაც პირი თავისი არსებობის აზრს ვერ ხედავს, რამაც, შესაძლებელია, თვითგანადგურების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს. ამით ის გამოხატავს აგრესიას საკუთარი თავის მიმართ. სულიერი აშილლობის მიზეზი გახდა 2014 წლის 13 ნოემბერს, ბორჯომში, სოფელ ლიკანში მომხდარი სუიციდი. 4 შვილის დედამ, 52 წლის ირინა გელაშვილმა, 13 ნოემბერს თავი მტკვარში დაიხრჩო. ირინა მნიშვნელოვ-
თინათინ ჩიტაძე ფოტო: google.ge
ახალი ამბები
პროტესტის დასასრული რკინიგზელთა პროტესტი ,,საქართველოს რკინიგზის’’ და რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად შეწყდა. ,,საქართველოს რკინიგზის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, რკინიგზელთა ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა. თავმჯდომარე რკინიგზელებს სოციალური პირობების გაუმჯობესებასაც ჰპირდება. მოლაპარაკებები ორ დეკემბერს დასრულდა და შედეგად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ტიტვინიძემ და საქართველოს რკინიგზის ახალი პროფკავშირის თავმჯ-
6
ტელეგრაფი
დომარემ, ვიტალი გიორგაძემ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 2015 წლიდან დაინერგება ახალი სისტემა, რაც გულისხმობს ანაზღა-
ურების პერიოდულ ზრდას. „შეთანხმების საფუძველზე ოქმიც გაფორმდა. გაფიცული რკინიგზელების დასაცავად სპეციალური კომისიაც შეიქმნება“ - განაცხადა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ. დაჩი ცაგურიას განმარტებით, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის მიერ წამოყენებული 9 მოთხოვნიდან 7 დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებას, რკინიგზის ადმინისტრაციაც და თანამშრომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. რკინიგზელებმა ბუნდოვანების მოტივით გაასაჩივრეს შრომის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ეხება ზეგანაკვეთური სამუშაო სა-
ათების ტარიფის დაწესებას. რკინიგზელთა პროტესტი 27 ნოემბერს დაიწყო. ისინი პრემიებს და მეცამეტე ხელფასს მოითხოვდნენ. მალე გაფიცვა მასშტაბური გახდა და რეგიონებიც შეუერთდნენ. სისტემატიურად ეწყობოდა საპროტესტო აქციები პროფკავშირების და სტუნდენტების ორგანიზებით. რკინიგზის თანამშრომლები ერთი წლის წინაც გაიფიცნენ, მაშინ ისინი ხელფასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.
გიორგი ხოჯაშვილი ფოტო: google.ge
ნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირი იყო, მისი სამედიცინო დიაგნოზი კი პოსტსამშობიარო ტრავმა გახლდათ. „ფანჯრიდან ვიყურებოდი, როცა დავინახე მტკვარში ვიღაც რომ ჩადიოდა. ვიფიქრე, უბრალოდ ნაგავს ყრის–მეთქი, თუმცა დავინახე როგორ ჩაყვინთა ერთხელ, მეორეჯერ და მაშინვე გავიქეცი სახლიდან მისაშველებლად, თან სამაშველო სამსახურს გამოვუძახე, თუმცა უკვე გვიან იყო. როცა იქ მივედი, სამაშველოც მალევე მოვიდა და მოგვიწია გვამის წყლიდან ამოყვანა“ – აღნიშნავს თვითმხილველი გიორგი (სახელი შეცვლილია). სოციოლოგი ინგა იმნაძე: „თვითმკვლელობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, სოციალური და ეკონომიკური ფონი, ურთიერთობა საზოგადოებასთან, თვითდამკვიდრების პრობლემა, ოჯახური მდგომარეობა და სხვა. მამაკაცები მიმართავენ თავის მოკვლის ისეთ გზებს, როგორებიცაა თავის ჩამოხრჩობა, იარაღიდან გასროლა ან სიმაღლიდან გადმოხტომა. ქალები კი – საძილე საშუალებებს, საწამლავებს, გაზსა და სხვა მსგავს მეთოდებს. ამასთან ერთად, დაოჯახებულ ახალგაზრდებში თვითმკვლელობის ფაქტი უფრო ხშირია, ვიდრე დაუოჯახებელ, იმავე ასაკის ახალგაზრდებში“. კვლევები აჩვენებს, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელსა და თვითმკვლელის პროფესიას შორის გარკვეული კავშირი არსებობს. აღმოჩნდა, რომ სპეციალობებს შორის სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექიმებშია. ყოველწლიურად დაახლოებით 300400 ექიმი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ქალი და მამაკაცი ექიმების თვითმკვლელობის მაჩვენებელი თანაბარია. სუიციდის მაჩვენებლით, სპეციალობებს შორის მეორე იურისტის პროფესიაა. მართმადიდებლურ ეკლესიის წესების მიხედვით, თვითმკვლელობის ცოდვა ღვთის გმობას უტოლდება და მიუტევებელია, გამონაკლისი შემთხვევის გარდა – თუ ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია. ამ დროსაც ეკლესიამ მრავალი პანაშვიდი უნდა გადაიხადოს და მისი სულისთვის ილოცოს და კიდევ, თვითმკვლელის სულისთვის დედის ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრა: „მღვდელმა დეტალურად უნდა გამოიკვლიოს თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზი და თუ ეს იქნება ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე ჩადენილი, შეიძლება ჟამის წირვაშიც მოიხსენიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკლესიას არაფერი შეუძლია, რადგან იმ ადამიანმა თავად აირჩია გზა, მოწყვეტილი ყოფილიყო ღმერთს. ეკლესია რომ მათ არ იწყნარებს, ეს, რა თქმა უნდა, ღვთის სიტყვაზე დაფუძნებითაა. უფალი ამბობს, რომ სულიწმინდის გმობა ყველაზე მძიმე და მიუტევებელი ცოდვაა. როცა ჩვენ სურვილი გვაქვს, თვითმკვლელ ადამიანს რაღაცნაირად შევეწიოთ, გამოდის, რომ პრეტენზია გვაქვს ღმერთზე მეტად მოწყალეები ვიყოთ, რაც დიდი კადნიერებაა. რაც შეეხება დედის ლოცვას, ის აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ ღმერთმა იმქვეყნად შეუნდოს, თუნდაც ეს მძიმე ცოდვაც კი. აძლევს საშუალებას, ადამიანს ნაწილობრივ მაინც შეუნდოს ეს სიბნელე და უცოდინრობა, შეხვდეს ღმერთს და შეხვდეს საკუთარ თავს, რომ გააცნოებიეროს ეს მძიმე
დანაშაული. არ შეიძლება ადამიანის მთლიანობის პირობა დაირღვეს. როცა დაირღვა ეს პირობა და თვითმკვლელისათვის ეკლესიის მიერ დაშვებულია წესის აგება, ამ შემთხვევაში პირობა იმისა, რომ ეს მთლიანობა ისევ მიენიჭოს ადამიანს, არის ზუსტად ტანჯული დედის ლოცვის დამსახურება. ზეაღსვლა სასუფეველში ძალიან რთულია, არათუ მძიმე ცოდვების ადამიანებისთვის, არამედ ხანდახან მართლებისთვისაც კი. როცა ღვთის მადლით ადამიანი, დედა, მშობელი, ახლობელი ლოცულობს და წყალობას გაიღებს, მიცვალებული დიდ შვებას იღებს საიქიო ცხოვრებაში. თვითმკვლელის ცოდვა შენდობილი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა. არის გამონაკლისები, სადაც მღვდელმთავრის კურთხევით დაიშვება წესის აგება და მოხსენიება“,– აღნიშნა მამა გიორგიმ. არსებობდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც თვითმკვლელობა, გმირობის ტოლფასი იყო, ამ ქცევით ისინი თავიანთ სულს წმენდნენ ცოდვებისგან. ასეთი შემთხვევის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ იაპონელი სამურაები. ხარაკირი, იგივე სეპიკუ მუცლის გამოფატვრას ნიშნავს. ასეთი ქცევის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო სამურაის უღირსი საქციელი, დანაშაულის ჩადენა ან ბატონის სიკვდილი. ასე ისინი თავს იკლავდნენ ცოდვებისაგან გაწმენდის მიზნით და არა ამ სამყაროდან თავის დაღწევის გამო. სეპუკუ პრივილეგიაც კი იყო სამურაებისთვის, რადგან შეეძლოთ სულის სიძლიერე გამოეჩინათ, დაემტკიცებინათ ერთგულება და პროტესტიც კი გამოეცხადებინათ სიკვდილისთვის ! ამის გარდა მუცლის ღრუში არსებული სასიცოცხლო ძალები არის შუალედური მთელი სხეულისთვის. გამაწონასწორებელი და ჰარმონიული არსის მატარებელი. ამიტომ სამურაი ამას ასრულებდა რაც შეიძლება სასტიკად, ცივსისხლიანად და ნებისყოფიანად! სიცოცხლის ასეთ დასასრულს ანიჭებდნენ ყველაზე ამაღლებულ მნიშვნელობას. სეპუკუ არის თავისუფლების სიმბოლო, სიკვდილის არაფრად ჩაგდება და ძლიერი სულის დასტური. ამ რიტუალის ჩატარება სპეციალური ხანჯლით ხდებოდა, რომელსაც კუსუნგობუ ერქვა და ოჯახის რელიქვიას წარმოადგენდა. სეპუკუ სრულდებოდა წელსზემოთშიშველ, მჯდომარე მდგომარეობაში. წაქცევა სამურაისთვის დიდ სირცხვილს წარმოადგენდა, ამიტომ ხშირად თავის ახლობელ ადამიანს დამხმარედ იყვანდნენ, რომელსაც სიკვდილის წინა აღსარებასაც აბარებდნენ ხოლმე. როგორც გაირკვა, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებში წესების თანახმად, სხვადასხვა ახსნა აქვს სუიციდს. „მე ვაპირებ, რომ გავისეირნო ხიდზე. თუ ამ დროის განმავლობაში ერთი ადამიანი მაინც გამიღიმებს, აღარ გადავხტები“ – ეს თვითმკვლელობამდე დატოვებული წერილია. სტატისიკის თანახმად, ყოველ 15 წუთში ვიღაც მიმართავს სუიციდს, შეიძლება ჩვენმა ერთმა სიტყვამ და ღიმილმა შეცვალოს ყველაფერი, ამიტომაც ნუ ვიქნებით გულგრილნი.
თორნიკე მაღლაკელიძე ფოტო: google.ge
ტელეგრაფი
7
საზოგადოება ფასიანი ვაქცინაცია-კომერციული გათვლები თუ აცრა გართულებების გარეშე
მაია ამაშუკელი ორი ბავშვის დედაა. გეგმიური აცრები ორივე ბავშვს გაუკეთა. პოლიკლნიკაში მისულს ექიმმა ე.წ. „ფასიანი“ და „უფასო“ ვაქცინა შესთავაზა. უფროს შვილს უფასო, უმცროსს კი „ფასიანი“ აცრა გაუკეთა. პოლიკლინიკაში ფასიანი აცრა 105 ლარი ღირს. როგორც ამაშუკელი აცხადებს, ამ აცრას გვერდითი მოვლენები არ ჰქონდა. “ჩემს უფროს შვილს უფასო ვაქცინაცია ჩევუტარე და ყველა აცრაზე მაღალი ტემპერატურა და უგუნებობა ჰქონდა. ძალიან შევწუხდით, მაგრამ არ გვქონდა საშუალება და ამიტომაც უფასო აცრა გავუკეთეთ. უმცროსს ახლახანს ჩავუტარეთ ვაქციანაცია. მას ფასიანი აცრა გავუკეთეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ, არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია. უბრალოდ ცუდი ფაქტია ის, რომ თუკი ფული არ გაქვს ბავშვიც უნდა აწვალო და შენი თავიც“ - გვითხრა მაიამ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საიტზე http://www.ncdc.ge არსებული ინფორმაციის თანახმად, იმუნიზაცია არის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანიც ქვეყნის მოსახლეობის მართვადი ინფექციებისაგან იმუნიზაციის გზით დაცვაა. აგრეთვე პროგრამის ფარგლებში ხდება მოსახლეობის უზრუნველყოფა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო აცრა) ვაქცინითა და იმუნოგლობულინით. პროგრამა ითვალისწინებს: ა)იმუნიზაციის წარმოებისთვის საჭირო ვაქცინების და ასაცრელი მასალების (შპრიცე-
ბისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას; ბ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული იმუნოპროფილაქტი-
კის წარმოებას – აცრა - ვიზიტები; გ)სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას, შენახვასა და გაცემას; დ)ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას; ე)ვაქცინების, შრატების და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შენახვას და გაცემა - განაწილებას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან ადმინისტრაციულ ერთეულებამდე. პროგრამის მოსარგებლეებისათვის გათვალისწინებულია ვაქცინებით და შრატებით უზრუნველყოფა და აცრა-ვიზიტების მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას. აცრა-ვიზიტის ღირებულება შეადგენს 1 ლარს. საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაქცინის ე.წ. „უფასო აცრის“ გარდა, ვაქცინები სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ კომპანიასაც შემოაქვს, რომელსაც პოლიკლინიკები ყიდულობენ.სწორედ ეს არის ე.წ „ფასიანი აცრა“. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტის ლიკა ჯაბიძის თქმით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ აცრებსა და კერძო კომპანიის მიერ შემოტანილ აცრებს შორის არანაირი სხვაობა არ არის: "დაფინანსებულის და კომერციული ვაქცინის შემადგენლობა, ხშირად კი შემომტანი ქვეყანაც ერთი და იგივეა“ - აცხადებს ჯაბიძე. მისი თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში გამოიყენება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებულია და არის უსაფრთხოების გარანტი. ყველა კლინიკა ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში და იღებს სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ ვაქცინებს.
თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელობა აქვს კერძო კომპანიის მიერ შემოტანილი ვაქცინა იყიდოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მოტივაცია მხოლოდ კომერციული დაინტერესებაა, რადგან ფასიანი აცრის შემთვევაში, მომსახურების გამწევ ექიმს მოჭრილი თანხა ერიცხება. „სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად მშობლებს ფასიან აცრას სთავაზობენ“ - ამბობს ლიკა ჯაბიძე. მისი თქმით, სახელმწიფოს ვაქცინების შესყიდვის ბიუჯეტი დაახლოებით სამი მილიონი ლარია და ხარისხი ამ ორი სახის ვაქცინას შორის იდენტურია. აცრის შემდგომი 38 გრადუსამდე სიცხე, თავბრუსხვევა და წითელას შემთხვევაში მცირედი გამონაყარი არის ბუნებრივი რეაქცია. იმუნური სისტემა კარგად მუშაობს მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეაქცია ორგანიზმში შეყვანილ ანტიგენზე. სერიოზული გართულებების შემთვევაში ექიმმა უნდა მიმართოს აცრის შემდგომი გართულებების სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს. „2013 წლის სტატისტიკის მიხედვით სერიოზული გართულების 11 შემთხვევა იყო“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა. პედიატრი მარინა გოგიაშვილი ადასტურებს, რომ კომერციული და სახელმწიფოს მიერ შემოტანილი აცრები არის სხვადასხვა შემადგენლობის.დაფინანსებული აცრები 5 კომპონენტიანია და მეექვსე კომპონენტი ენაზე დაწვეთებით კეთდება, ხოლო ფასიანი ვაქცინა კი 6 კომპონენტიანია და მთლიანად ერთ აცრაშია კომბინირებული.“ აცრის შემდგომი რეაქცია ნებისმიერი აცრის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. ფასიანი ვაქცინის ყივანახველას კომპონენტი უფრო დამუშავებულია და ამიტომ უფრო ნაკლებ აღგზნებადობას იწვევს, მაგრამ ნებისმიერ შემთვევაში, არც ერთი აცრის დროს 100 %-ით არავინ არის დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან“ - ამბობს გოგიაშვილი. „სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმიურ ვაქცინები დგინდება იმ მიზნით, რომ შეამციროს ან აღმოფხვრას ესა თუ ის დაავადება. გეგმიური აცრების რაოდენობა და ვაქცინების დასახელება ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა, იმის მიხედვით თუ რა დაავადებაა აღმოსაფხვრელი.ვაქცინაციის ჩატარება იმდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რომ არავინ აღარ საუბრობს იმ მცირედ გვერდით მოვლენებზე, რაც შესაძლებელია მოყვეს აცრას. ვაქცინაცია დაავადებათა გავრცელებისა და ეპიდემიის პრევენციული ღონისძიებაა. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოსახლეობა“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მთავარმა სპეციალისტ-
მა ლიკა ჯაბიძემ. ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ხშირად განიხილავენ უფასო და ფასიანი აცრების თემას. მშობლები ინტერესდებიან რა არის ფასიანი აცრის შემოტანის მიზეზი და რა უპირატესობით ხასიათდება ის. http://www.aversi.ge-ის ფორუმზე სწორედ ამ კითხვით ინტერესდება მშობელი და რჩევას პედიატრს ეკითხება, რომლის პასუხი ასეთია: “დავიწყოთ იმით, რომ ვაქცინის ეს ორივე სახეობა ხელს უწყობს მყარი იმუნიტეტის გამომუშავებას. ამჟამად კომერციულ ვაქცინათა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს 6-კომპონენტიანი ვაქცინა. მის შემადგენლობაში შედის დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, ჰემოფილური ჩხირის და ბ ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები. უპირატესობა ისაა, რომ ერთი ჩხვლეტით შესაძლებელია ყველა აცრის ჩატარება. გარდა ამისა, ყივანახველას კომპონენტი სპეციალურად დამუშავებულია და ნაკლებად იძლევა უკუ რეაქციას, ხოლო პოლიომიელიტის ვაქცინა ინაქტივირებულია (არა აქტიურია) ანუ პრაქტიკულად არ იწვევს დუნე დამბლას.“
კლინიკების კომერციულ ინტერესზე, როგორც განმასხვავებელ ფაქტორზე ფასიანსა და უფასო აცრას შორის, ფორუმებზე არ წერენ. არც მაია ამაშუკელისთვის განუმარტავს ექიმს ეს განსხვავება, როცა თავისი პატარები გეგმიური ვაქცინაციისთვის პოლიკლინიკაში მიიყვანა.
მარიამ მოსულიშვილი ფოტო: google.ge
საბავშვო ბაღებში დღემდე რთული მდგომარეობაა არასათანადოდ მოწყობილი სველი წერტილები, გადატვირთული ჯგუფები, რიგ შემთხვევებში აღმზრდელების უყურადღებობა - ეს პრეტენზიების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც მშობლებს საბავშვო ბაღების მიმართ აქვთ. საბავშვო ბაღი წარმოადგენს დადებით და აბსოლუტურად აუცილებელ პირობას ბავშვის სრულფასოვანი აღზრდის პროცესში, ამიტომ იქ პატარებს უნდა დახვდეთ მათზე ადაპტირებული და მორგებული გარემო, მოსიყვარულე მასწავლებლები. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არაა. მნიშვნელოვანი ფაქტორებია: სასწავლო პროგრამა, კვება, სისუფთავე და მენიუ. სახელმწიფო საბავშვო ბაღებს, ასეთი
8
ტელეგრაფი
თბილისში 159 ბაღია, საბავშვო ბაღების სააგენტო აკონტროლებს, რომელიც, თავის მხრივ, მერიის დაქვემდებარებაშია. რამდენიმე წლის წინ ბაღებში საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო კვების, გათბობის, ჰიგიენის თვალსაზრისით, ასევე იყო გადასახადიც. ბოლო წლებში სიტუაცია ამ მხრივ საგრძნობლად გამოსწორდა, გადასახადიც მოიხსნა, თუმცა, ცვლილებების მიუხედავად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვლავაც რჩება მოუგვარებელი პრობლემები. „პრობლემაა, როდესაც ერთ ჯგუფში 45 ბავშვია. მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელი ძალიან მონდომებული და ყურადღებიანი ადამიანია, მაინც რჩებიან ბავშვები უყურადღებოდ. სხვა პრობლემაა, როდესაც ვირუსიანი ბავშვები, სხვა ბავშვებთან ერთად, ერთ ოთახში იმყოფებიან. რაც მეტია ჯგუფში ბავშვი, მით მეტია დაავადების რისკი. ძალიან ხშირად, ჩემი შვილი ჯანმრთელი დამიტოვებია ბაღში და იქედან ვირუსიანი წამომიყვანია“ - ამბობს მშობელი, რომელსაც ბავშვი თბილისის ერთ-ერთ სახელმწიფო საბავშვო ბაღში დაჰყავს. წუხილი გამოხატა, თუმცა თავად ანონიმად დარჩენა მთხოვა. „ერთ პატარა ოთახში ორმოცი ბავშვია, რაც
ნიშნავს იმას, რომ ეს პატარები ვერც ნორმალურად იკვებებიან, ვერც თამაშობენ და ვერც მეცადინეობენ. რატომ არ არის მოგვარებული ეს პრობლემა?! ერთ პატარა ოთახში შეიძლება ორმოცი ბავშვი შეუშვა?!“ - ამბობს მშობელი ლია გოგოლაძე. ზემოთ ხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ბაღების სააგენტოს წარმომადგენელს თამთა ამნიაშვილს ვესაუბრე. როგორც ამნიაშვილი აცხადებს, ბაღების უმრავლესობაში მსგავსი პრობლემები არ არის, ამის მხოლოდ ერთეული შემთხვევები არსებობს. „ექთანი ამოწმებს ბაღში მისულ ყველა ბავშვს ყოველ დღე. ვირუსიანი ბავშვები ბაღში არ დაიშვებიან. ალბათ, ერთეული შემთხვევებია, როდესაც ისინი სხვა ბავშვებ-
თან ერთად ერთ ოთახში იმყოფებიან. თუ დღის განმავლობაში ბავშვს სიცხემ აუწია ვატყობინებთ მშობელს და ბავშვი მიჰყავთ, ან ექთანთან ერთად სხვა ოთახში გვყავს. რაც შეეხება აღმზრდელების დამატებას, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას სხვა საკითხებთან ერთად“ - ამბობს თამთა ამნიაშვილი. „ჩემს ჯგუფში 45 ბავშვია. 22 წლის გამოცდილება მეხმარება თავი გავართვა ამდენ ბავშვთან ერთად მუშაობას. ჩემი თანაშემწეც იმდენად აქტიური და მონდომებულია, რომ არ გვიჭირს ჩვენს აღსაზრდელებთან ურთიერთობა. უკმაყოფილო მშობელი ჯერ არ მყოლია“ - ამბობს თბილისის 216-ე ბაღის მასწავლებელი ნელი გელაშვილი. როგორც უკვე აღვნიშნე, ამჟამად თბილისში 159 ბაღია (15 000 ადგილი). ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ირიცხება 45 000 ბავშვი. მიუხედავად იმისა, რომ ბაგა–ბაღები უფასოა, ბევრი პატარა დღემდე რჩება სკოლამდელი აღზრდის გარეშე. მათთვის ადგილები ბაღებში უბრალოდ არაა, ხოლო მათ, ვისაც ბედმა გაუღიმა, ზემოაღნიშნულ პრობლემებთან უწევთ შეგუება. რადგან პრობლემების მოგვარება, ბიუჯეტის არ ქონის გამო, სამომავლოდაა გადადებული.
ანა ასანიძე
ფოტო: ანა ასანიძე
საზოგადოება მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დასრულდა
როგორია ქვეყნის დემოგრაფიული ვითარება და მისი სოციალურ– ეკონომიკური მდგომარეობა? სპეციალისტები ახლა კვლევის შედეგბს სწავლობენ. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 5 ნოემბერს დაიწყო და 19 ნოემბერს დაასრულა. თორნიკე კაპანაძე საქსტატის მიერ დროებით დაქირავებული თანამშრომელია. იგი სამუშაო პერიოდის განმავლობაში ხალხის აღსაწერად კარდაკარ დადიოდა, როგორ ჩაიარა პროცესმა და როგორი იყო ადამიანების დამოკიდებულება, ამის შესახებ თორნიკე თავად გვიამბობს.
თორნიკე კაპანაძე: “მიუხედავად იმისა, რომ საქსტატმა მოსახლეობას ინფორმაცია, ასე თუ ისე, სარეკლამო რგოლის მეშვეობით მიაწოდა, ეს საზოგადოების ინფორმირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ადამიანები მაინც ეჭვის თვალით მიყურებდნენ, ცდილობდნენ ინფორმაცია დაემალათ. მათ ეშინოდათ, მაგრამ რისი არ ვიცი. ერთი ქალი მეზობელთან გამომყვა, რომ წამეშა-
ლა ინფორმაცია მისი დასაქმების სტატუსის შესახებ. ბევრი აგრესიულად განწყობილი ოჯახიც შემხვდა, სახლშიც არ მიშვებდნენ, კართან ვიდექი და კითხვარის ფურცელი მუხლზე მედო ისე ვავსებდი მას. ასეთი ფაქტი ყველა ისეთ ოჯახში ხდებოდა, სადაც განათლების დონე 9 კლასს არ აღემატება.
მოსახლეობის უმეტესობა ჩემს დანახვაზე წუწუნს და ხელისუფლების ლანძღვას იწყებდა, ინტერსვიუს დასასრულს კი ღიმილიანი სახით მეკითხებოდნენ ,,რამით დაგვეხმარებიან?“. ჩემი აზრით, საქსტატს გათვალისწინებული არ ჰქონდა მთავარი დეტალები, მაგალითად, სად აკეთებდნენ აღწერას, რა შეგნების და მენტალობის ადამიანები იქნებოდნენ ჩვენი რესპონდენტები. მონდომების მიუხედავად, ორგანიზებულობით არც
საქსტატი გამოირჩეოდა. პრობლემები შეექმნათ აღმწერთა რაოდენობაზე, ამის გამო ბევრი ისეთი თანამშრომელი დატოვეს, რომლებმაც ტრენინგის მიუხედავად, ფორმებს ვერ გაუგეს და არასწორად ავსებდნენ მას. ასევე, მოგვიწია ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც არც ხელშეკურლებაში ეწერა და არც გასაუბრებაზე უთქვამთ". ინსტრუქტორ-კონტროლიორ გიორგი ნუსხელაძის თქმით, ძირითადი პრობლემა უნდობლობაა. გიორგი ნუსხელაძე: “საყოველთო აღწერა 2014 პირველად ტარდება ასეთი მეთოდოლოგიით, აქედან გამომდინარე, პრობლემების არსებობაც ბუნებრივია. ძირითადი შემთხვევები მაინც სამუშაო ველზე დაფიქსირდა. ხანდახან ჭირს მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვა. ძირითადი პრობლემა მაინც უნდობლობა იყო. ფიგურირებდა ტენდენციური აღქმები, როცა აღმწერს ან ისნტრუქტორ-კონტროლიორს პროკურორთან, საგადასახადო ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურის მოხელესთან აიგივებდნენ. ცაკლეულ უბნებში ამ ფაქტორებით გამოწვეული პრობლემები კვლავ რჩება, რაც საყოველთაო აღწერის ცნობადობას საერთოდ არ ეხება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ,,ხიდჩატეხილობა’’, ანუ უნდობლობა, უახლოესი წარსულის განმავლობაში მნიშვნელოვნად ღრმავდებოდა. ახალი ხელისუფლებისათვის ამ პრობლემის მოგვარება ერთ-ერთი გამოწვევაა, ნდობის აღდგენა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უმნიშვნელოვანესია. როგორც უშუალო ველზე მონაწილე, ვიტყვი, რომ კარგი იქნებოდა აღწერა ოქტომბერში ჩატარებულიყო. ასე თუ ისე, ხალიხი ამ პერიოდში შედარებით დასვენებულია და რუტინული სამუშაოსგან გადაღლილი არაა. ამ ყველაფერს ხელს უწყობს კარგი ამინდი და დღის ხანგრძლივობა". პროექტის ფარგლებში 15 დღის განმავლობაში სპეციალურად მომზადებულმა 10 000-მა აღმწერმა, აფხაზეთისა და ცხინვალის გარდა საქართველოს მთლიანი მოსახლეობა გამოკითხა. ისინი სპეციალური კითხვარის მეშვეობით თითოეულ საცხოვრებელში შედიოდნენ და მასში მცხოვრებ მოსახლეობას ინდივიდუალურად გამოკითხავდნენ. კითხვები ეხებოდა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ისე მათი ჯანმრ-
თელობის მდგომარებას, საარსებო წყაროსა და საცხოვრებელ პირობებს. გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, შესაბამისად, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდა ინფორმაცია შინამეურნეობისა და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. საქსტატის ხელმძღვანელის, ზაზა ჭელიძის განცხადებით, აღწერის შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. პირველი შედეგები აღწერიდან 6 თვის შემდეგ გახდება ცნობილი. პროექტი უმნიშველოვანესია ქვეყნისთვის. ეს მონაცემები შეიცავს მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ ინფორმაციას, რომელსაც აღწერის შემდეგ იღებს სახელმწიფო. ის არის სახელმძღვანელო ქვეყნის შემდგომი განვითარების პროგრამების დაგეგმვის პროცესში. აღწერა გულისხმობს არა მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის დაზუსტებას, არამედ ქვეყნის შიგნით და გარეთ მოსახლეობის გადაადგილების, დემოგრაფიული სტატისტიკის, სოციალური და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და სხვა ინდიკატორების დადგენას. ბოლოს ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა 2002 წელს ჩატარდა. აღწერის შედეგების თანახმად, 2002 წელს საქართველოში მაცხოვრებლთა რაოდენობა 4,355,673 შეადგენდა.
ბაჩო ადამია
ფოტო: google.ge
ზღვარი ადამიანებსა და ძაღლების უფლებებს შორის ორი კვირის წინ თბილისის საკრებულოში დაპირისპირების საბაბი თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი გახდა. გივი სვანაძის ქუჩაზე მცხოვრებმა ოთხმა მოქალაქემ სარჩელი თავშესაფრის დახურვის მოთხოვნით შეიტანა. მიზეზი კი აუტანელი ხმაური და ანტისანიტარია დაასახელა. თამაზ ელიზბარაშვილის გვერდით უამრავი ადამიანი დადგა, მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ უყვართ ცხოველები და მათი ჩაგვრის წინააღმდეგნი არიან. შეიქმნა პეტიცია, რომელზეც ხელი ორი დღის განმავლობაში თხუთმეტი ათასმა ადამიანმა მოაწერა. თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, ის თავშესაფრის დაარსების შემდეგ მეზობლებს კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას უხდიდა. ხოლო მათ მიერ თანხის გაზრდის მოთხოვნის შემდეგ კომპენსაცია
შეუწყვიტა, რასაც შედეგად თავშესაფრის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა მოჰყვა. საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე გაიმართა, მაგრამ კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა, რადგან მხარეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 2004 წელს ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა თბილისში გივი სვანაძის ქუჩაზე ძაღლების თავშესაფარი დააარსა. თავშესაფრის გახსნის სურვილი ბიზნესმენს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ადამიანების მიერ ძაღლის წამების ფაქტს შეესწრო. საქართველოში ცხოველების მიმართ ხშირად სისასტიკეს ამჟღავნებენ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს კი
დღეს არავინ ითვალისწინებს, შესაბამისად არ ისჯება ის პიროვნება, ვინც ძაღლს დაასახიჩრებს ან სხვა ფიზიკურ ზიანს მიაყენებს. დასახიჩრებული, გარეთგამოგდებული და დაკარგული ძაღლები თბილისში იშვიათობა არ არის. გარდა ამისა, ე.წ. ,,მაწანწალა’’ ძაღლები დედაქალაქში ათასობით არიან და სხვადასხვა პრობლემას ქმნიან. ქუჩაში ისინი მუდმივად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. თავშესაფარი ის ადგილია, სადაც ძაღლები დაცულად გრძნობენ თავს აქ მათ შიმშილი და მათთვის საშიში დაავადებები არ ემუქრებათ. აქ მყოფი ძაღლები უზრუნველყოფილნი არიან კვებით და ვეტერინარული მომსახურებით, თითოეული მათგანი ვაქცინირებულია და გარდა ამისა, მათ ჰყავთ სტილისტიც. თავშესაფარში ცალკეა გამოყოფილი ადგილი იმ ძაღლებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებულად საშიში დაავადება სჭირთ, ისინი იზოლირებულნი არიან ჯანმრთელი ძაღლებისგან.დაარსების დღიდან დღემდე თავშესაფარმა 4000-მდე ძაღლი შეიფარა მათი ნაწილი გაჩუქდა ნაწილი კი აქ სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. თავშსაფარში ამჟამად ოთხასამდე ძაღლი და რვა მურა დათვი იმყოფება. დათვის ეს სახეობა მიეკუთვნება იშვიათ ჯიშს და საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. როგორც ვთქვით, თავშესაფარი მხოლოდ ძაღლებისთვის იყო გათვალისწინებული დათვები კი გარემოს დაცვის სამინისტროს თხოვნის შედეგად მოხვდნენ გივი სვანაძის ქუჩაზე. როგორც ჩანს, სახელმწიფო არ იღებს თავის თავზე ვალდებულებას რომ მოუაროს გადაშენების პირას მყოფ დათვებს, სამაგიეროდ სახელმწიფოს მაგივრად ამ ვალდებულებას თავის თავზე რიგითი ბიზნესმენი იღებს, ვისაც შეეძლო უბრალოდ უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროსთვის. ყველაზე პატარა დათვი ხუთი თვისაა, მისი გაშვება ბუნებრივ პირობებში არ შეიძლება, მას საკვების მოპოვება დამოუკიდებლად
არ შეუძლია, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნება. აქვეა დათვი სახელად ,,ბალუ’’, რომელიც ცირკში ორწლიანი მუშაობის შემდეგ მიიყვანეს თავშსაფარში. ის ადამიანების გარემოცვაშია
გაზრდილი, ამიტომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებს. მათ კვებასა და მოვლაზე თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი ზრუნავს. ძაღლები, რომლებიც ცხოვრობენ თავშესაფარში ქუჩაში ნაპოვნი ან პატრონის მიერ მოყვანილნი არიან. პატრონი, რომელსაც მოყავს ძაღლი, ჩაბარების მიზეზად ასახელებს მოუცლელობას ან ცხოველის რაიმე ნაკლს. აქ არიან ისეთი ძაღლები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე თავშესაფარში იქნებიან, რადგან ფიზიკური ნაკლის გამო ადამიანებს მათი წაყვანის სურვილი არ გაუჩნდებათ. აქ არიან ბრმა ძაღლები, ასევე ძაღლები რომლებსაც რომელიმე კიდური მოკვეთილი აქვთ. დამეთანხმებით, რომ ძაღლის არჩევისას ჯანმრთელ და ადვილად მოსავლელ შინაურ ცხოველზე გააკეთებთ არჩევანს.განსხვავებით მუნიცი-
პალური თავშესაფრისა, სვანაძის ქუჩაზე ამ ტრავმირებულ ცხოველებს აქვთ უფლება იცოცხლონ და იყვნენ ნორმალურ პირობებში. აქ მათ ინექციით დაძინება არ ემუქრებათ. საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა, იგულისხმება დამახინჯება, მოკვლა და წვალება ისჯება კანონით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და გამოსასწორებელ სამუშაოებს, განმეორების შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით. რეალურად ეს კანონი მხოლოდ წერია, მისი განხორციელება არ ხდება. ქართველების დამოკიდებულება ცხოველების მიმართ თავშესაფარში მყოფი ძაღლების ნახვით შეგვიძლია შევაფასოთ. მათი სხეულის დაზიანებები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების სასტიკი მოპყრობისა და დაუდევრობის შედეგია. ,,თავშესაფარი ადამიანის სისასტიკის სარკეა’’ - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი. ძაღლი, რომელიც ხვდება თავშესაფარში ადამიანის სისასტიკის მსხვერპლია. თავშესაფარში მისვლისას უამრავი ძაღლის ნახვაა შესაძლებელი. მათი უმეტესობა პატრონისგან მიტოვებულია, ნაწილს დაუდევარმა მძღოლებმა მანქანით ტრავმა მიაყენეს ან უბრალოდ ისინი ოჯახისთვის ზედმეტნი გახდნენ. თავშესაფარში ძაღლის მიყვანის შემდეგ ბევრი მათგანი დარდისგან კვდება. ბევრი ადამიანისთვის ძაღლი უბრალოდ ცხოველია, რომელსაც არაფერი არ ესმის და ვერაფერს ხვდება. რეალურად ისინი ადმიანის საუკეთესო მეგობრები არიან და ეს ყველაზე კარგად თავშესაფრის მეპატრონეს ესმის. ის მანამდე მოუვლის და უპატრონებს მათსანამ ახლი პატრონი არ გამოუჩნდებათ.
ხატია გოგრიჭიანი
ფოტო: ხატია გოგრიჭიანი
ტელეგრაფი
9
ეკონომიკა მსოფლიო საფინანსო კრიზისის ქართულ გამოძახილი
საზოგადოება
გადაუმუშავებული ნარჩენები და ნაგვიდაბინძურების წყარო
მსოფლიო საფინანსო კრიზისის ქართულ გამოძახილს თავისი სპეციფიკა და წინაპირობები გააჩნია. სტაბილურობა საუკეთესო მდგომარეობაა, მაგრამ ვინაიდან მსოფლიო ცვალებადი და დინამიკურია, ეკონომიკური პროცესები სწრაფად იცვლება, ამიტომ შეუძლებელია დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იმავე კურსის შენარჩუნება.
სად მიდის ის ნარჩენები და ნაგავი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ? ხდება თუ არა მისი გადამუშავება ისე, რომ არ დაბინძურდეს გარემო და დაცული იყოს მოსახლეობა მავნე ნივთირებებისაგან? ხდება თუ არა ნარჩენების რეციკლირება და მისი ხელმეორედ გამოყენება. ეს ის საკითხებია, რომელზე პასუხებიც საზოგადოებისათვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ნაგვის გადამუშავების რამდენიმე ტიპი არსებობს, მათ შორის, დაწვა და მიწაში ჩამარხვა, ან უბრალოდ ნაგვის ერთ ტერიტორიულ ერთეულზე მოგროვება. სწორედ ნარჩენების ერთ ადგილზე მოთავსება და მისი ხრწნა არის ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული მეთოდი. არსებობს ე.წ ნაგავსაყრელები, საიდანაც მოსახლეობა და დასახლებული ადგილები სულ რამდენიმე კილომეტრშია. ის ნივთიერებები, რომელებსაც ნაგავი ხრწნის შედეგად გამოყოფს ადამიანის ჯანმრთეობაზე უარყოფითად აისახება და დროთა განმავლობაში შესაძლებელია სერიოზულ საფთხდემდეც კი მიიყვანოს.
2012 წლის მონაცემებით ყოველწლიურად 778 000 ტონა მყარი მუნიციპალური ნარჩენი გროვდება, რომლის 46 % თბილსზე მოდის. ნაგვის დაწვა და მისი ამ გზით
„მოშორება“ საკმაოდ აქტუალურია, კვამლი და გამონაბოლქვი, რომელიც წარმოიქმნება წვისას, ვრცელდება საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე (განსაკუთრებით ქარიან ამინდში) და ეს პირდაპირ აისახება გარემოზე. იმისათვის, რომ მოხდეს ნარჩენების უვნებლად გადამუშავება და, პირიქით, მისგან სარგებელიც კი მივიღოთ, არსებობს რამდენიმე გზა, ერთერთია მუნიციპალური ნარჩენების მიწაში ჩამარხვა. ქალაქის გარეუბანში ან ისეთ ადგილას, სადაც მოსახლეობას ნაკლებად ან თითქმის არ უწევს შეხება, ითხრება ძალიან დიდი ორმო, აქ სპეციალური მანქანების მიერ მოტანილ ნარჩენებს ყრიან. როდესაც ორმო გაივ-
სება, მას მიწით ფარავენ. ჩამარხულ ნაგავს გაკეთებული აქვს გამწოვი მილები, საიდანაც ხრწნის შედეგად გამოყოფილი აირი სპეციალურ კონტეინერში გადააქვთ, აქ ამ ჰაერის ელექტროენერგიად გარდა-
ქმნა ხდება. თუმცა, ამ ხერხით ნარჩენების გადამუშავება, ქართულ რეალობაში არაა აპრობირებული. კონსტანტინე ბურჯანაძე, რომელიც ნაგავსაყრელებსა და მათ მიერ გამოწვეულ საკითხებზე მუშაობს, აღნიშნავს, - „ნაგვის ჩაყრა ხდება ორმოებში, თუმცა შემდეგ როდის იფარება ის მიწით, ჩვენთვის უცნობია, იმიტომ რომ ტერიტორია დაცულია და იქ შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე არ ხდება. აქ არ არის დამახარისხებელი ცეხი. წესით, გადახარისხებული ნაგავი სპეციალურ ტომრებში უნდა ჩაიყაროს და შემდეგ ჩალაგდეს ორმოებში, თუმცა ეს ასე არ ხდება და მანქანები მას პირდაპირ ყრიან“. როგორც „მწვანეთა მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი, გიორგი დარსაველიძე ამბობს, -„ ქვეყანაში ამ დროისათვის არ არის შემუშავებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ნარჩენებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ფრაგმენტულია და მხოლოდ ცალკეულ ასპექტს მოიცავს. საქართველოს კანონმდებლობისათვის უცხოა „ნარჩენების მართვის იერარქია“, ნარჩენების პრევენციის დაკავშირება რესურსების დაზოგვასთან და მის რესურსად განხილვასთან. არ არსებობს მწარმოებლის პასუხისმგებლობა ნარჩენების მიმართ ან წამახალისებელი მექანიზმები რესურსების დაზოგვისა და ნაკლები ნაგვის წარმოქმნისათვის“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეციკლირებას, გადამუშავებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იმავეს საქართველოზე. რეციკლირებას აქვს ძალიან ბევრი დადებითი მხარე, პირველ რიგში, რესურსების დაზოგვა, ასევე, გა-
რემოს დაცვა ზედმეტი დაბინძურებისაგან. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ნარჩენების რეციკლირების კვლევებმა აჩვენა, რომ ის მცირე რაოდენების საწარმოებიც კი, რომლებიც არსებობს ქართულ ბაზარზე, ხშირად ცდილობენ დამალონ, რომ პროდუქცია დამზადებულია მეორადი ნედლეულით, რათა არ დააფრთხონ მომხმარებლები. ეს იქიდან გამომდიანერობს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა არ არის დარწმუნებული მეორადი ნედლეულით მიღებული პროდუქტის უსაფრთხოებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს გარემოს მდგომარეობის მეორე მიმოხილვა“-ში ნათქვამია, „საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში ჩატარებული სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორი ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაშია და საჭიროებს მეთოდების რადიკალურ ცვლილებებსა და მნიშვნელოვან ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას“. ის, თუ რა იქნება მომავალში და რამდენად მალე მოხდება იმ არსებული პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც ამ საკითხთან მიმართებაში არსებობს ჯერჯერობით უცნობია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ინტერესს გამოიჩენს საზოგადოება, რამდენად აწუხებს ეს მათ და აანალიზებენ იმ ვითარებას, რომელშიც დღეს მთელი საქართველო და განსაკუთრებით დედაქალაქია.
დღეისთვის არსებული მდგომარეობა სამი მნიშვნელოვანი მიზეზის თანხვედრამ განაპირობა. მსოფლიოში დოლარის კურსი თითქმის ყველგან იზრდება, ევროსთან და სხვა ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში. ვინაიდან ევრო არა ერთი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის ვალუტაა, სადაც სხვადასხვანაირი ეკონომიკური მდგომარეობაა, განსხვავებით ერთ პოლიტიკაზე დამოკიდებული ა.შ.შ-სგან, გასაკვირი არაა, რომ დანარჩენ მსოფლიოში ადამიანების ნდობა უფრო დოლარზეა, ვიდრე ევროზე. ეს აისახა ყველა ქვეყნის მდგომარეობაზე, მათ შორის საქართველოზეც. მეორე მიზეზი საქართველოში არსებული შიდა პრობლემებია. კერძოდ, ექსპორ-
ტის და იმპორტის თანაფარდობა. ჩვენი ექსპორტი რამდენჯერმე ნაკლებია იმპორტზე. შესაბამისად, მდგომარეობის დასაბალანსებლად მოთხოვნა იზრდება დოლარზე და ეს იწვევს კურსის ცვალებადობას. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ლარის ახალი გაცვლითი კურსის ჩამოყალიბება. ის ცდილობს მდგომარეობის დარეგულირებით საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო რეზერვების შემცირება გაცილებით მისაღები გახადოს. ერთის მხრივ, ეკონომისტები ამ ფაქტს დადებითად აფასებენ იმ შემთხვევაში თუ კურსის მკვეთრ ვარდნას ავიცილებთ თავიდან. ექსპერტთა მოსაზრებით, ეს ხელისუფლების ბერკეტია, რომელსაც ბიუჯეტში შემო-
ტატას და საქართველოს მასშტაბით მომუშავე სხვა დაახლოებით 62 000 მასწავლებელს ხელფასების გაზრდას არაერთი მაღალჩინოსანი დაჰპირდა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის თქმით, შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება რამდენიმე ეტაპად უნდა მომხდარიყო. პედაგოგთა ხელფასების ზრდა რანჟირებულად, კატეგორიების მიხედვით, სწორედ 2015 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაწყებულიყო და 2017 წელს დასრულებულიყო. მატების პირველი ტალღა საბაზო ხელფასზე დამატებით 70 ლარით განისაზღვრა. დაპირების მი-
10
ტელეგრაფი
უხედავად, მთავრობის მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა საბაზო ხელფასი მხოლოდ 50 ლარით გაიზრდება და ისიც 2015 წლის სექტემბრიდან. ხელფასების ზრდა სამინისტროს ახალი პროექტის, ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის” შესაბამისად უნდა მოხდეს, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია.
ლიანა ლომიძე ფოტო: ლიანა ლომიძე
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ბარისაშვილი. „დეკემბრის ბოლოს მტკიცდება ბიუჯეტი, რომელიც იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. თუ ახალი და სავსე ბიუჯეტიდან არ გამოინახა საშუალება რომ მასწავლებლებს საბაზო ხელფასზე დამატებით 70 ლარი გამოუყონ, იქნება კი ბიუჯეტი სექტემბერში იმ სიმძლავრის რომ გამოინახოს სახსრები მასწავლებელთა დასაკამყოფილებლად? ბუნებრივია, ეს იწვევს უნდობლობას“ - ამბობს თამარი.
შრომის ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით პედაგოგებმა 17 000 ხელმოწერის შეგროვება შეძლეს და პარლამენტს წარუდგინეს.პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე, მაია კობახიძე ამბობს, რომ რამდენიმე სკოლაში დირექტორთა მიერ მასწავლებლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მათ ამ დოკუმენტზე ხელი არ მოეწერათ. გარდა ამისა, კობახიძე აღნიშნავს, რომ პროფკავშირი ეწინააღმდეგება პედაგოგის შრომის ანაზღაურების გაზრდას კატეგორიების მიხედვით. მისი აზრით, ზრდა ყველა პედაგოგისთვის თანაბრად უნდა მოხდეს.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებისთვის მასწავლებლები მთავრობას ვადას იანვრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციების ორგანიზებასა და გაფიცვის მოწყობას გეგმავენ.
მარიამ ბოგვერაძე ფოტო: google.ge
მულირება შესაძლოა მშვენიერი ხერხიც კი იყოს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. თუმცა მეორეს მხრივ, ეს ცუდი პრეცენდენტია და მიანიშნებს, რომ ეკონომიკაში რაღაც ისე არ ხდება, პროცესები ისე არ ვითარდება, როგორც უნდა მიმდინარეობდეს და სტაბილურობა გარკვეულწილად დარღვეულია. რამდენად საშიშია ეს ტენდენცია, სხვა საკითხია. განსაკუთრებული პანიკისა და შეშფოთების საფუძველი, ბუნებრივია, არ არის, თუ ეს მოკლევადიან პერიოდში განვითარებული ტენდენციაა, მაგრამ თუ ლარის გაუფასურება გახანგრძლივდა, შეშფოთების საფუძველი უფრო მეტად გვექნება. შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვი: „ხომ არ არის ეს ყველაფერი ხელოვნურად
პროვოცირებული და წახალისებული მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან“ - შესაძლოა საფუძველს მოკლებული არ იყოს. თუმცა ინფლაცია არ არის ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესრულება უნდა უზრუნველყოს. სახსრების მოსაზიდად სხვა საშუალებებიც არსებობს. ეს არის სხვა შემოსავლები, არაფინანსური აქტივების გათავისუფლება, ნაწილის გაყიდვა, შეიძლება იყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დოლარის მიმართ ყველა ვალუტა წონას კარგავს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართულმა ლარმა პოზიციები დაახლოებით 8 პროცენტით შეასუსტა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში არის 20, 40 და 50 პროცენტიანი ვარდნაც, საგანგაშო არაფერია. ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ აისახება ლარის კურსის ვარდნა რიგით მომხმარებელზე და არსებობს თუ არა იმპორტირებული პროდუქციის გაძვირების საშიშროება. ბუნებრივია, როცა ქვეყანას ექსპორტსა და იმპორტს შორის დიდი უარყოფითი სალდო აქვს, ყოველთვის იქმნება ამის საფრთხე. საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა და გეოგრაფიული არეალის გაფართოება მაშინ არის კარგი, თუ ეს ექსპორტის ხელშეწყობაზე იგება და არა პირიქით. ამიტომ შეიძლება ითქვას დღევანდელი ხელისუფლება ამ ვითარების თავისებური მძევალია, რადგან ეკონომიკის განვითარების ვექტორის შეცვლა მოკლევადიან პერიოდში თითქმის შეუძლებელია. მომხმარებლისთვის იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გარკვეულწილად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ კურსის ვარდნა გაგრძელდება. მოქმედი კანონმდებლობით ფასების დარეგულირებაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი და მან უნდა შეძლოს მის არსენალში არსებული ინსტრუმენტების გამოიყენებით ლარის კურსის სტაბილიზაცია. მთავარი არის ის, რომ ეკონომიკურმა პოლიტიკამ არ დააზარალოს ეკონომიკის განვითარება.
ეკა გულორდავა ფოტო: ბაია კუბლაშვილი
ნავთობის ფასი და მსოფლიო ეკონომიკა
მასწავლებლები დაპირებული ხელფასების მოლოდინში ტატა შათირიშვილი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. თავისი მოსწავლეების ნამუშევრებს სიამაყით მაჩვენებს და აბობს, რომ წინა წლებთან შედარებით მის საგანს ბავშვები უფრო სერიოზულად ეკიდებიან. ტატას თქმით, ერთადერთი პრობლემა, რომელსაც საყვარელი საქმის კეთებისას აწყდება დაბალი ანაზღაურებაა. პრობლემის არსებობას პირად საუბარში სხვა მასწავლებლებიც ადასტურებენ, თუმცა ინტერვიუზე უარს ამბობენ. ამ დროსითვის მასწავლებლების საბაზისო ხელფასი 300-330 ლარს შეადგენს.
სავლების გასაზრდელად მიმართავს. ლარის დაცემით წარმოქმნილი ინფლაციური პროცესები ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც გარკვეულწილად, საბიუჯეტო შემოსავლების მატებას შეუწყობს ხელს. დოლარის გონივრულ ნიშნულამდე გაძვირება და ინფლაციის სტი-
ნავთობის ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე 69$მდე დაეცა. ფასის ასეთ მერყეობას ექსპერტები OPEC-ის გადაწყვეტილებას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც, მოპოვებაზე და გაყიდვაზე კვოტები არ შემცირდა. ნავთობის ფასის ვარდნა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაზე განსხვავებულად აისახება. ყველაზე მძიმედ კი, ნავთობის ფასის დაცემას მისი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები განიცდიან. მაგალითად, რუსეთის საბიუჯეტო დეფიციტი ზაფხულიდან მოყოლებული 2,4 %-ით გაიზარდა და მისმა ეროვნულ-
მა ვალუტამ ევროსთან მიმართებით 62,03 რუბლი შეადგინა. ამის გამო რუსეთის მთავრობას სამხედრო უწყების რეფორმასთან ერთად სხვა უამრავ სახელმწიფო პროგრამაზე მოუწია უარის თქმა. ნავთობის ფასის ვარდნამ ასევე უარყოფითად იმოქმედა მსოფლიოს ორ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაზე - ირანსა და ერაყზე. შავ ოქროზე“ ფასის ვარდნა 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და მან 20%ს მიაღწია. ეს მეტწილად გამოწვეული იყო მსოფლიოში საწვავზე მოთხოვნის
შემცირებით და აშშ-ში წარმოებული ფიქლის ნავთობით, რომელიც აიძულებს რუსეთსა და OPEC-ის ქვეყნებს მომხმარებელს უფრო დაბალი ფასები შესთავაზონ. ეკონიმიკის ექსპერტის, ირაკლი ლექვანიძის აზრით კი, ნავთობზე ფასის დაცემა პოლიტიკური შეთანხმების საგანი და რუსეთის მიმართ გატარებული სანქციების ერთ-ერთი ნაწილია. ნავთობის ფასის რეგულირება უფრო და უფრო რთული ხდება, ამაში OPECის როლიც მკვეთრად შემცირდა, რომელიც თავის დროზე სწორედ ხელოვნურად შემცირებული ფასების პოლიტიკასთან საბრძოლველად შეიქმნა. ნავთობის მოპოვების მოცულობა და მსოფლიო ბაზარზე მისი მიწოდება მჭიდროდაა დაკავშირებული ფასების პოლიტიკასთან. პირველად, ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა 1973 წლიდან იწყება, რაც განპირობებული იყო ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის წამოწყებული ომით, რომელმაც ბიძგი მისცა არაბული ქვეყნების ემბარგოს დასავლეთ ევროპაში ნედლი ნავთობის გატანაზე. ამის შემდეგ ნავთობის ღირებულება გამუდმებით იცვლებოდა და მაქსიმალურ ნიშნულს 2008 წელს მიაღწია, როდესაც ბარელი ნავთობის ფასმა 110 დოლარი შეადგინა. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასის ვარდნამ შესაძლოა 0,5%ით გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მსოფლიოს მასშტაბით. ასევე იგი გამოიწვევს რიგი მიმართულებების გაიაფებას, რაც ბევრი ინდუსტრიისათვის შემცირებულ დანახარჯს ნიშნავს, რადგანაც ნავთობი ნებისმიერი პროდუქციის თვითღირებულებაში მონაწილეობს. ამით შესაძლოა ისეთმა ქვეყნებმა ისარგებლონ, რომ-
ლებსაც ეკონიმიკის პოზიტიური დინამიკა აქვთ, მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან ჩინეთმა. თუმცა, რასაკვირველია, მოულოდნელი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგანაც გლობალური ეკონომიკის შენელების გამო მათ წარმო-
ებულ პროდუქციაზეც იკლებს მოთხოვნა. წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, თუ როგორ გავლენას ახდენს ნავთობის ფასი გლობალური ეკონომიკის დინამიკაზე. სწორედ ნავთობის ფასის ვარდნის გამო შეცვალა მსოფლიო სავალუტო ფონდმა ივლისში გამოქვეყნებული პროგნოზი მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესახებ. ახალი პროგნოზით ზრდა მომავალი წლისათვის მხოლოდ 3,8% იქნება, რაც 4%ით ნაკლებია ივლისის პროგნოზზე.
ვერიკო გელაშვილი ფოტო: google.com
ტელეგრაფი
11
რეგიონები
მოსაზრება ჩემი, შენი, ჩვენი წიგნი
რეგიონალური თეატრები კულისებს მიღმა რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო და მე ვინ ვარ, რომ ეს წესი არაფრად ჩავაგდო...
პრობლემები, რომლებსაც რეგიონალური თეატრები აწყდებიან, თითქმის არაფრით განსხვავდება, ზოგადად, ქართული თეატრის პრობლემებისაგან. დარბაზების გავსების მიზნით ხშირია სპექტაკლების დაწესებულებებზე გაყიდვა. მცირე დაფინანსება ავტომატურად განსაზღვრავს რეპერტუარის სიმცირეს, თუმცა არანაირ გავლენას არ ახდენს ხარისხზე. თითქმის ყველა თეატრი განიცდის მაყურებლისა და დაფინანსების ნაკლებობას, ამის მიუხედავად ქუთაისის თეატრში დაიდგა სპექტაკლი „მაკბეტი“, რომელმაც მთელი თეატრალური სამყარო აალაპარაკა. თელავის თეატრმა მოახერხა პირველი ადგილი აეღო დადგმების რიცხვის მიხედვით, ის ინტენსიური შემოქმედებითი პროცესით სულდგმულობს. ყველა თეატრი ერთად, რეგიონალური თუ დედაქალაქის, ქართულ თეატრალურ კულტურას ქმნის, სწორედ ამიტომ, საჭიროა ერთიანობა და სიახლეები, რადგან ტრადიციების მკაცრად დაცვით თეატრები საგრძნობლად შორდებიან თანამედროვეობას. „მაკბეტი“ - უილიამ შექსპირის ყველაზე საშიში, სისხლიანი და ბედისწერის გარდაუვალობის იდეის მატარებელი და თავადაც საბედისწერო პიესაა. მათთვისაც, ვინც მის შიგნით მოქმედებს და მათთვისაც, ვინც „გარედან“ ეხება, ჰყოფნის სითამამე და ხელს ჰკიდებს მის დადგმას. ჰქმნის ახალ, თავისებურ ვერსიას, მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი უკვე შექმნილი და ნათქვამია. ბედისწერა მართავს ყველაფერს და როლებსაც ანაწილებს, მისგან გაქცევა შეუძლებელია. იოანე ხუციშვილს კი გაუმართლა. „მისი „მაკბეტი“ განსაკუთრებული აღმოჩენა იქნება მათთვის, ვისაც თეატრში სიახლეების, პიესის თავისუფალი წაკითხვისა და „დადგენილი წესების“ დარღვევის არ ეშინია, რადგან აქვს თავისთავადი სამყარო, რითაც კუდიანების წყევლას საკუთარი „ჯადოქრობა“ დაუხვედრა. შექსპირის გმირები, იდეები, პრობლემები და ხატები ახალ თეატრალურ ენაზე აამეტყველა და გამორჩეულ სისტემაში მოაქცია“ - ასე შეაფასა ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული „მაკბეტი“, სპექტაკლი, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და თავისი სიტყვა თქვა თეატრის ისტორიაში.
სპეკტაკლი „მაკბეტი“ რეჟისორი და ლედი მაკბეტი ქართული თეატრი ერის კულტურის გამოხატულების ერთ-ერთი სახეა, ის ხელოვნების რელიქვიაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. 21-ე საუკუნეში თეატრი არა ერთი პრობლემის წინაშე დგას, ეს პრობლემა გლობალურია და არ ეხება მარტო საქართველოს. საქმე იმაშია, რომ თეატრის მიმართ ინტერესმა იკლო. ეს ყოველივე კი ახალმა ტექნოლოგიებმა გამოიწვიეს. ზოგიერთ ქვეყანაში თეატრებმა მოახერხეს პრობლემისაგან თავის დაღწევა იმით, რომ მოერგნენ მაყურებელს. მაშინ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი, არ ჰყოფნით დაფინანსება, რომ მაყურებლის მოთხოვნები ბოლომდე დააკმაყოფილონ, ეს იწვევს იმედგაცრუებას და ისევ თეატრთან ჩამოშორებას. დაფინანსების სიმცირის შედეგად იდგმება ცოტა სპექტაკლი. რეპერტუარი მცირეა, მაყურებელი კი ერთ სპექტაკლს სამჯერ არ ნახავს. ეს პრობლემა დღეს რეგიონალურ თეატრებში საკმაოდ მწვავედ იჩენს თავს. თეატრები არსებობა/არ არსებობის საფრთხის წინაშე დგებიან. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი პრობლემა მაყურებელთა სიმცირეა. „მაყურებელი თეატრის მიმართ ზანტადაა განწყობილი. რაც არ უნდა დარწმუნებული იყო სპექტაკლის სიძლიერეში, მაინც განიცდი მაყურებლის ზეგავლენას. თუ სპექტაკლი არ გაიყიდა, იგულისხმება
12
ტელეგრაფი
ბილეთების სკოლებსა და დაწესებულებებზე მიყიდვა, ის მოიკოჭლებს. თვეში შეიძლება 5-6 სპექტაკლი ჩატარდეს, რაც ძალიან ცოტაა. ძირითადად, დამოკიდებული ხარ მაყურებელზე, რომელიც კი არ მოდის, მოგყავს, ზოგჯერ დაძალებითაც, რადგან სკოლის მოსწავლეებს თეატრში მოსვლა საერთოდ არ უხარიათ. ეს ალბათ ყოფიდან გამომდინარე ხდება, შეიძლება მშობლებს არ სცალიათ შვილები წაიყვანონ თაეტრში, ან ისინი თვითონაც აღარ დადიან, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები არ ღირს ძვირი. ხალხი უფრო თბილისიდან ჩამოტანილ სპექტაკლებზე დადის, თუმცა იმაზეც თანხმდებიან, რომ იქაც არაა ყველაფერი იდეალური, მაგრამ მას აქვს სახელი. ბევრჯერ წამოსულან უკმაყოფილეობიც, მაგრამ მოდიან მეორედაც, რადგან ყველას არ ეძლევა საშუალება სპექტაკლები თბილისში ნახონ“ ამბობს თეატრის მსახიობი ლელა ლომთაძე. ქუთაისისგან განსხვავებით, მაყურებლის სიმცირეს საერთოდ არ უჩივის თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი. „იმის გათვალისწინებით, რომ თეატრი პატარა ქალაქია, შემიძლია ვთქვა, რომ ხალხი თეატრში დადის, ბილეთების გაყიდვა ხდება სკოლებზე, დაწესებულებებზე, ბანკებსა და ლუდის ქარხნებზე, როგორც სხვაგან, ეს ჩვენთანაც ჩვეულებრივი მოვლენაა. თეატრი თავის არსებობას ამართლებს, ის მომავალ წელს 235 წლის იუბილეს აღნიშნავს. თელავის თეატრს მემორანდუმი გაფორმებული აქვს რუსთაველის თეატრთან, ჩვენთან ისინი მართვენ პრემიერებს და ჩამოაქვთ სხვადასხვა სპექტაკლი, მათი მსახიობები თანამშრომლობენ ჩვენს დასთან და ვდგამთ ერთობლივ სპექტაკლებს, ასევე გვსტუმრობენ სხვა თეატრებიც, არის კერძო ღონისძიებებიც“ - ამბობს თეატრის ხელმძღვანელი. მიუხედავად იმისა, რომ თელავში ხალხი თეატრში დადის მათი პრობლემები ამით არ გვარდება, რადგან რეგიონალურ თეატრებს შორის მათ ყველაზე ნაკლები დაფინანსება აქვთ. „ჩვენ გვაქვს 200 000 ლარის ბიუჯეტი, რომლითაც ვიხდით, როგორც კომუნალურ გადასახადებს, ასევე ხელფასებს, სპექტაკლის ხარჯებსა და ყველაფერს, რაც თეატრს სჭირდება. ეს თანხა წელს გაიზარდა ახალი გუბერნატორის მოსვლით, მანამდე ბიუჯეტი ბევრად ნაკლები იყო. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გამოგვიყო 15 000 ლარი გათბობისათვის, რათა სიცივის მიუხედავად მუშაობა შევძლოთ“ - აღნიშნავს პაატა გულიაშვილი და იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დანაპირებს შეასრულებს და თეატრს დაფინანსებას გაუზრდის. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც რეგიონალური თეატრები თანამედროვეობასთან ერთად აწყდებიან მცირე რეპერტუარია. დაფინანსების სიმცირის გამო სპექტაკლები ნაკლებად იდგმება, იშვიათია პრემიერები, მაყურებელს კი ერთი და იგივე ძველი სპექტაკლები თანდათან ბეზრდება. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის დირექტორის, ნანა წერეთლის თქმით, თეატრში წელიწადში დაახლოებით სამი ახალი სპექტაკლი იდგმება. თვეში კი რვა სპექტაკლის ჩვენებაა შესაძლებელი. რეპერტუარის სიმცირესთან დაკავშირებით მსგავს პრობლემებს აწყდება ქუთაისის მესხიშვილის თეატრიც. „ჩემი აზრით, თეატრი 5 წლის წინ უფრო დატვირთული იყო, ვიდრე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დაფინანსება ბევრად უფრო ნაკლები იყო სპექტაკლები მაინც იდგმებოდა. ვიღაცას მოსწონდა ეს, ვიღაცას არა, მაგრამ მსახიობს თავისი ფუნქცია ჰქონდა, ახლა კი ველოდებით როდის დააკავებენ სპექტაკლში მსახიობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასი დიდი არ არის. ვთანამშრომლობთ თბილისთან, ჩამოდიან თბილისელი მსახიობები ან რეჟისორები და მათთან
ხოდა, ვიტყვი, რომ ლიტერატურულ გადაცემას, გინდ ტელევიზიაში და გინდ რადიოში, „ხელისწაკვრა“ რომ სჭირდება, ძველი და სამწუხარო ჭეშმარიტებაა - სწორედ ამ „ხელის წაკვრას“ ემსახურება “ჩემი წიგნი” - გადაცემა, რომელსაც საუკეთესო სატელევიზიო დრო, ქართული გამომცემლობების სრული ჩართულობა და, რაც მთავარია, მკითხველ-მაყურებლის აქტიურობა არ აკლდა, შესაბამისად, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში წიგნიერების დონის ასამაღლებლად.
თელავის თეატრის სპექტაკლი „ჰორაციო“, რეჟისორი - ლევან ხვიჩია ერთად იდგმება სპექტაკლები. მსგავსი გაცვთეატრს. ნანახი მაქვს ყველა სპექტაკლი, რაც ლითი პროგრამები კარგია, მაგრამ გარკჩვენს ქალაქში იდგმება, ბევრს რამდენიმეჯევეულწილად აგრესიასაც კი იწვევს. არიან მსარაც კი დავესწარი. ყველა ადგილი ხშირ შემხიობები, რომლებსაც უნდათ რაღაც კონტაქტი თხვევაში პრემიერაზეც კი არ ივსება, სახეების ჰქონდეთ სცენასთან, მაგრამ გადის 4-5 წელი უმეტესობა დარბაზში ყოველთვის ნაცნობია. ისე, რომ ვერ ადიან სცენაზე.“- ამბობს მსახითეატრში, ძირითადად, ერთი და იგივე ადამიობი ლელა ლომთაძე. ანები დადიან. თუმცა, მათაც ბეზრდებათ, თუ რეპერტუართან დაკავშირებულ პრობლერაღაც სიახლე არ იქნება, იმავე სპექტაკლის მებს არ განიცდის თელავის თეატრი, მან 2013 ბევრჯერ ნახვა მომაბეზრებელია. ამიტომაც წელს დადგმების რიცხვის მიხედვით პირველი იკლებს ხალხის რაოდენობა პრემიერების ადგილი აიღო. „წელიწადში ჩვენ 7 სპექტაკლი შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი სპექდავდგით, ვცდილობთ ეს ტიტული წელსაც შეტაკლებზე ნაკლებად დადის, მაინც ერთხმად ვინარჩუნოთ, თუ ვინმემ არ გადაგვასწრო და თანხმდებიან, რომ რეპერტუარი ძლიერი, გე8 სპექტაკლი არ დადგა. რაც თეატრში მოვემოვნებიანი და საინტერესოა. საამაყო დასი და დი, უკვე ორი წელია, რეპერტუარი საკმაოდ რეჟისორები გვყავს, კარგი იქნებოდა უფრო გაიზარდა.“ - ამბობს სამხატვრო ხელმძღვანემეტი ხელშეწყობა რომ ჰქონდეთ, რათა უფრო ლი პაატა გულიაშვილი. მეტად გამოჩნდნენ და დაკავდნენ“ - ამბობს საპრობლემების მიუხედავად, თეატრები აქლომე კუხიანიძე. მაყურებლის სიმცირესთან დაკავშირებული ტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო პრობლემები თითქმის არც ერთი რეგიონათეატრალურ ფესტივალში, აწყობენ შიდა გასლური თეატრისთვის არ არის უცხო. ჭიათუტროლებს და სხვადასხვა ქალაქს აცნობენ თარის თეატრი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ვიანთ რეპერტუარს. მოზარდების ხელოვნეთეატრია საქართველოში და რომელსაც 1910 ბასთან დაახლოების მიზნით ქუთაისის ლადო წლიდან ჰყავს მუდმივი დასი ბილეთების დაბამესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრალი ფასის მიუხედავად, მაინც ვერ ავსებს დარმატულ თეატრში თორნიკე და მარინა მარჯაბაზს. „როგორც უმრავლეს თეატრებში, ჭიათუნიშვილებმა ჩაატარეს ფესტივალი სკოლის რის თეატრსაც აქვს მაყურებლის პრობლემა. მოსწავლეებისათვის, რომლის ფარგლებში დარბაზი ვერ ივსება, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები მიმაგრებულები იყვნენ სკოლებში სპექტაკლები სკოლებსა და დაწესებულებებზე და დგამდნენ სპექტაკლებს, რომლებსაც შემიყიდება, ამასთან ბილეთები საკმაოდ იაფია. დგომში ბავშვები დიდ სცენაზე ითამაშებდნენ. ბავშვებისათვის ბილეთის ფასი ორი ლარია, როგორც მსახიობი ლელა ლომთაძე ამბობს, უფროსებისათვის კი სამი, ფასი მხოლოდ პრეპროექტმა ბევრი ბავშვი დააინტერესა თეატმიერაზე იცვლება და ხუთ ლარამდე ადის.“ რით. „პროექტმა გაამართლა, ძალიან ბევამბობს თეატრის დირექტორი ნანა წერეთელი. რი ბავშვი „მოიწამლა“ თეატრით. თუ ეს ბავშნათქვამია „თეატრში ნიჭიერი მსახიობები ვები არ გააგრძლებენ სამსახიობო კარიერას ყოველთვის როლებზე მეტია“-ო, შესაბამისად რჩებიან და ყალიბდენიან კარგ მაყურებლად მსახიობების სიძლიერე ერთგვარი მაინც. საჭიროა მარცვლები იმისათვის, რომ წარმატების საწინდარია, რომ არა ძლიერი მოზარდ თაობას მისცე იმპულსი, რათა მათი დასი და ნიჭიერი რეჟისორი „მაკბეტი“ ვერ ინტერესის საგანი გახდეს ხელოვნება.“ დაიმსახურებდა აღნიშნულ რეცენზიას. რაც ქუთაისის თეატრში მაყურებელთა სიმციარ უნდა კარგად იმუშაოს თეატრის პიარმა რეს თეატრის მოყვარულები იმით ხსნიან, რომ და მოიყვანოს მაყურებელი, თუ შესრულება ხალხს მალევე ბეზრდებათ ერთი და იგივე ძლიერი არ იქნება, მას ეს მაყურებელი სპექტაკლები. სალომე კუხიანიძე ქუთაისის გაექცევა. ის, რომ თეატრის მხატვრული დონე მაცხოვრებელია, საკმაოდ ხშირად დადის ეცემა, ამ მაგალითებიდან გამომდინარე თეატრში, მისთვის ეს გარემო ნაცნობი და რეალობასა და სიმართლეს არ შეესაბამება. ახლობელია. მისი აზრით, საჭიროა თეატრთეატრი და შემოქმედებითი პროცესი მა მაყურებელს მეტი სიახლე შესთავაზოს. მიბმულია, როგორც კულტურის სახელმწიფო „მე თეატრის განსაკუთრებული მაყურებელი სასკოლო თეატრალური ფესტივალიდან პოლიტიკასთან, ასევე ტრადიციებთან. ის, მოყოლებული ვარ, მას შემდეგ შემოვრჩი რაც ვიღაცისთვის საუკუნის მონაპოვარია, ვიღაცისთვის დროს აცდენილი და უვარგისია. თუ კულტურის სფერო წინ არ წამოიწია და არ დადგა თავის სიმაღლეზე, თეატრი მარტო, მონდომების მიუხედავად, არსებულ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის. დაფინანსების გაზრდით რეჟისორებს საშუალება მიეცემათ დადგან მეტი სპექტაკლი, დაასაქმონ დასის ყველა წევრი. ახალი რეპერტუარი და პრემიერები მაყურებლისთვის გამოწვევა იქნება, რათა მივიდნენ თეატრში. შესაბამისად რეგიონალურ და ზოგადად, ქართულ თეატრში არსებული პრობლემების მოგვარება თანაბარი ხარისხითაა დამოკიდებული, როგორც სახელმწიფოზე, ასევე თავად თეატრსა და მაყურებელზე. მათ ერთიანი ძალებით შეუძლიათ უთხრან „არა“ კითხვას „კვდება თუ არა თეატრი“.
ბაია კუბლაშვილი
ჭიათურის თეატრის სპექტაკლი „ვარსკვლავბიჭუნა“
ფოტო: რეგიონული თეატრების ადმინისტრაცია
ნო არჩევნების პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ საუკუნეების მანძილზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი საკაცობრიო მნიშვნელობის, საინტერესო და ღირებული ნაწარმოებია შექმნილი და ეს პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება, დაუსრულებლად შეიძლება კამათი თემაზე, რომელია საუკეთესო მათგანი. ყველა ფიქრობს, რომ მისი საყვარელი წიგნი საუკეთესოა. საერთო აზრი “ჩემს წიგნზე ” კი არა, ნობელის ლიტერატურულ პრემიაზეც არ არსებობს. ზოგი ემადლიერება, ზოგი ეჭვის თვალით უყურებს – წიგნების ერთმანეთთან შედარება და საუკეთესოს გამოვლენა რა ახირებაა, ჩემთვის საუკეთესო ის არის, რაც მე მომწონსო, მაგრამ ფაქტია, ნებისმიერ მსგავს მარათონსა თუ კონკურსზე საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრს საუბრობენ, დაწვრილებით განიხილავენ - სწყინთ, როდესაც მათი რჩეული წიგნი შემოკლებულ სიაში არ ხვდება და პირიქით, უხარიათ და ამაყობენ თუ მათმა რჩეულმა გაიმარჯვა. ასე იყო ამ შემთხვევაშიც - 2 მარტიდან 16 ნოემბრამდე, ყოველ კვირას, „პირველი არხის“ პრაიმტაიმში წიგნებზე საუბრობდნენ, თანაც ბევრს და საინტერესოდ. კანდიდატებს მწვავე განხილვები და დისკუსიები არ დაჰკლებია, თითოეულ მათგანს მომხრეც ბევრი ჰყავდა და მოწინააღმდეგეც - ბევრმა მსჯელობამ და მაყურებლის აქტიურობამ 15 საუკეთესო გამოავლინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნები საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
უმეტესობა აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია. მიიჩნევენ, რომ გამარჯვებას სხვა წიგნები მეტად იმსახურებდნენ. „ჯავახიშვილის, დოჩანაშვილისა და დუმბაძის ქვეყანაში ასეთი წიგნის გამარჯვება ნებისმიერი სახის კონკურსში სირცხვილია და მეტი არაფერი! ლიტერატურასაც რომ მოდა ექნება, გვეტყობა რა ერიც ვართ. ამ გადაცემაში გამოვლენილი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველებს ლიტერატურის შეფასება, ჩვენი საუნჯის დაფასება არ შეგვძლებია. კარგით, შესაძლოა, „მშვიდი ცურვა“ არის წიგნი, რომელიც საინტერესოა, თანამედროვეა, მრავლისმთქმელია, მაგრამ, მოდით, ვაღიაროთ, რომ ქართველებს მეტად ძვირფასი, ღირებული ნაწარმოებები გვაქვს, ბევრად უკეთესი მწერლები გვყავს“- აღნიშნავს ფილოლოგი ნინო კაპანაძე. „მე არ მგონია, რომ ამ პროექტის მიზანი ამა თუ იმ წიგნის ლიტერატურული ღირებულების დადგენა იყო, ამისთვის არსებობს "ნობელი", "პულიტცერი", "ბუკერი" და მრავალი სხვა ლიტერატურული პრემია და ხშირად მათ კომპეტენტურობაშიც კი გვეპარება
მგონი, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ საუკეთესო 15 წიგნში მოხვედრილი ჰარი პოტერი ახალი სიტყვაა მსოფლიო ჰუმანიზმის ისტორიაში. ეს არის საგა სიკეთეზე, ერთგულებაზე, მეგობრობაზე, თავგანწირვასა და სიყვარულზე – ბევრი გეგულებათ ასეთი თანამედროვე გამოცემათა შორის? არც მე. მერე რა, რომ ავტორი ცოცხალია… ქართული წიგნების საქმე კი დიდად სახარბიელოდ ვერ უნდა იყოს… შემოკლებულ სიაში ოთხი მოხვდა და ,ცოდვა გამხელილი სჯობს, არ აღვფრთოვანებულვარ. ისეთი წიგნებია ყველამ რომ უნდა დაასახელოს “გადაიკითხეთ უბერებელი კლასიკოსები” პათოსით. არადა, არ იქნებოდა ურიგო, რჩეულთა შორის ერთი თანამედროვე ქართველი მწერალიც მოხვედრილიყო. მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ და აშკარად იმსახურებენ. ქართველი მწერლის წიგნს რომ ვირჩევდე, უპირობოდ “ჯაყოს” ვარჩევდი – მეოცე საუკუნი სქართული ლიტერატურის საეტაპო რომანს. მიუხედავად იმისა, რომ მარკ ტვენის დიალოგიც ძა-
ჯოან როულინგი – “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” „ჩემი წიგნი“ BBC-ს ტელეპროექტია, რომელიც 2014 წლის 2 მარტიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ კვირას, საღამოს 9 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის -„პირველი არხის“ - ტელეეკრანთან აერთიანებდა სრულიად საქართველოს წიგნის მოყვარულებს. ამ არაჩვეულებრივი ბიბლიოაურზაურის ფორმულა მარტივი იყო: პირველ საფეხურზე მაყურებელმა, ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში ხმის მიცემით გამოავლინა 60 წიგნი, შემდეგ - მათგან 15, ხოლო საბოლოოდ - ერთი საუკეთესო.
გადაცემას საინტერესო, სხვა ქართული ტელეშოუებისგან განსხვავებული ფორმატი ჰქონდა. მაყურებლისათვის მიმზიდველი იყო ის ფაქტი, რომ არჩეულ წიგნებს პრეზენტაცია ლევან ბერძენიშვილმა, ანა კორძაია-სამადაშვილმა, ბიძინა ბარათაშვილმა, თემურ ჩხეიძემ, რეზო თაბუკაშვილმა და სხვა საინტერესო, ამ საკითხში კომპეტენტურმა და მოაზროვნე ადამიანებმა გაუკეთეს. თითოეულმა მათგნმა მცირე ზომის, საკმაოდ საინტერესო, მრავლისმთქმელი პრეზენტაცია (ვიდეო რგოლი) შექმნა, რომელიც ლაკონურად, თუმცა, შეიძლება ითქვას, სრულყოფილად გადმოსცემდა ამა თუ იმ წიგნის სათქმელს, მის პათოსსა და ავტორის სულისკვეთებას. ამავდროულად, თითოეული წარმდგენი საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებდა წიგნის შესახებ - მსჯელობდნენ ავტორებზე, ეპოქაზე, პესონაჟებზე, წიგნის მთავარ სათქმელზე და მათ მნიშვნელობაზე ლიტერატურისა თუ კაცობრიობის ისტორიაში. ეს მსჯელობები მეტად ღრმა, მრავალმხრივ წარმოდგენას უქმნიდა მაყურებელს ამა თუ იმ წიგნის შესახებ და ეხმარებოდა არჩევანის გაკეთებაში. გარდა ამისა, საინტერესო პრეზენტაციები შესაძლოა სტიმული გამხდარიყო ახალგაზრდა მაყურებლებისათვის წიგნის წასაკითხად, ამდენად, ეს პროცესიც კიდევ ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია იყო წიგნის პოპულარიზაციისათვის საქართველოში. გადაცემის წამყვანი რატი ამაღლობელი, ხოლო პროდიუსერი ქეთი კაპანაძე იყო, მათი მისია კი საკმაოდ დასაფასებელი, საინტერესო და ამავდროულად, არც ისე მარტივად შესასრულებელი - მკითხველისათვის წიგნის მეტად შეყვარება, მათი პოპულარიზაცია, წიგნის კლუბების შექმნა და გამომცემლობებისთვის ხელშეწყობა იყო. შედეგი უდავოდ კარგი მიიღეს - უამრავი ადამიანი იყო ჩართული ყველაზე სასაიმოვ-
მარკ ტვენი – “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” გურამ დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი” ირაკლი ჩარკვიანი - “მშვიდი ცურვა” ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – “პატარა პრინცი” არტურ კონან დოილი ჰოლმსის თავგადასავალი”
–
“შერლოკ
ფრედერიკ ბეგბედერი – “99 ფრანკი”
ჯერომ სელინჯერი – “თამაში ჭვავის ყანაში” ჭაბუა ამირეჯიბი – “დათა თუთაშხია” რობერტ ლუის სტივენსონი – “განძის კუნძული” ფიოდორ დოსტოევსკი – “იდიოტი” თომას მანი – “ჯადოსნური მთა” ერიხ მარია რემარკი – “სამი მეგობარი” ალექსანდრე დიუმა – “სამი მუშკეტერი” მიხეილ ჯავახიშვილი – “ჯაყოს ხიზნები” გამარჯვებული წიგნი ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ გახდა. გასაკვირი არც იყო, პირიქით - მოსალოდნელიც კი იყო, რომ ამგვარ არჩევნას საზოგადოების დიდი ნაწილისგან კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები მოჰყვებოდა. სოციალურ ქსელში, „ჩემი წიგნის“ ოფიციალურ გვერდზე, მაყურებელი ღიად გამოხატავს აზრებს - მათი ნაწილი კმაყოფილია შედეგებით, თუმცა
ხოლმე ეჭვი. ეს კი იყო ხალხის შოუ - ხალხის, რომელმაც აირჩია თანამედროვე წიგნი, ავტორი და ადამიანი, რომელმაც მოახერხა და მართლაც შექმნა თავისი ეპოქა, გაიჩინა უამრავი გულშემატკივარი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ «მშვიდი ცურვა» საუკეთესო წიგნია, მათ შორის, რაც კი წამიკითხავს, მაგრამ ვთქვათ, რომ გაემარჯვა თომას მანის «ჯადოსნურ მთას», აუცილებლად ვიფიქრებდი, რომ ქართულმა საზოგადოებამ მწარედ იცრუა, იმიტომ რომ შეუძლებელია «ჯადოსნური მთა» მასობრივად წაკითხული და საყვარელი წიგნი იყოს, ეს მგონი ყველამ ვიცით, თუმცა თომას მანის (რომელიც მხოლოდ მაგალითისთვის მოვიყვანე) და მრავალი სხვა ავტორის გენიალურობაში იეჭვი ნამდვილად არ შემაქვს. ყველას გვაქვს ჩვენი საყვარელი წიგნი, მაგრამ , ალბათ, არ შეიძლება წიგნზე გავბრაზდეთ, თუ წიგნს ჰყავს მკითხველი, გულშემატკივარი და ის საზოგადოებისთვის ამა თუ იმ ეტაპზე აქტუალურია“- აღნიშნავს გამომცემლობა „ინტელექტის“ პიარ მენეჯერი გვანცა ჯობავა,თუმცა აქვე ამატებს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და არა იმ გამომცემლობისა, რომელსაც ის წარმოადგენს. “ირაკლი ჩარკვიანი ჩვენთვის სიმღერაა, ჰარმონიაა, მუსიკაა, სათქმელია და დღეს უკვე მთელ საქართველოში ის არის ტექსტი, ის არის სიტყვა, ის არის «ჩემი წიგნი»- ასე აფასებს რატი ამაღლობელი გამარჯვებული წიგნის ავტორს. მე, როგორც მკითხველს მყავდა ჩემი ფავორიტები, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ფინალამდე ვერ მიაღწია. ხშირად, საყვარელ წიგნთა შორის საბავშვო გამოცემების დასახელებას რატომღაც ერიდებიან ხოლმე. ამ მხრივ “ჩემი წიგნი” აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. ჰარი პოტერი, ჰეკლბერი ფინი, შერლოკ ჰოლმსი, განძის კუნძული და სამი მუშკეტერი, მთლად საბავშვო თუ არ არის, მოზარდ მკითხველთან მაინც ასოცირდება.
ლიან მიყვარს, “განძის კუნძულიც”, ჰოლმსიც და “სამ მუშკეტერს” დღემდე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ, ერთადერთის, რჩეულთა შორის რჩეულის ტიტულს “პატარა პრინცს” მივანიჭებდი - ასეთი წიგნები, ალბათ, საუკუნეში ერთხელ იწერება და საუკუნეებს უძლებს. ასეა თუ ისე, აზრთა დაპირისპირებისა და პოლემიკის მიუხედავად, ტელეპროექტი წარმატებით შედგა, გამოავლინა გამარჯვებული და ხალხს ცოტა ხნით მაინც გაახსენა წიგნი. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ლიტერატურასა და წიგნებზე, შეიძლება ითქვას, ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ - რადიო “შოკოლადის”, ლევან ბერძენიშვილისა და მარი ბექაურის პროექტების გარდა სხვა ლიტერატურული გადაცემა არც მახსენდება. არადა, წიგნებზე საუბარს, უდიდესი სიამოვნების გარდა, სარგებელიც დიდი მოაქვს – ვიღაც დაინტერესდება, ვიღაც წიგნის მაღაზიას მიაკითხავს, ვიღაც ხელახლა გადაშლის უკვე წაკითხულ რომანს, ასეთი რა ნახეს, მე რომ გამომრჩაო… ტელევიზორს ბავშვებიც უყურებენ და იმაზე კარგი რა უნდა იყოს, პატარა მკითხველს ახალ წიგნს რომ აღმოაჩენინებ… ერთი გაცვეთილი ფრაზის არ იყოს, ამ კონკურსს დამარცხებული არ ეყოლება, გამარჯვებით კი მკითხველები გავიმარჯვებთ. ამიტომ, თუ თქვენმა რჩეულმა წიგნმა ვერ გაიმარჯვა, ძალიან ნუ იღელვებთ - გეცოდინებათ, გემოვნებაზე არ დაობენო...თუმცა, ისიც გაგიგონიათ, ალბათ, როგორ აბოლოვებდა ამ ფრაზას მარკ ტვენი - მის გამო ერთმანეთს სცემენ, აგინებენ და ლანძღავენო...
ნინო ბეზარაშვილი ფოტო: google.ge
ტელეგრაფი
13
კულტურა
რეპორტაჟი
Cosplay - პირველად თბილისში
2 ზომით დიდი ფეხსაცმელი-ტკივილის შესამსუბუქებლად ნაპოვნი გზა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ანიმეს კოსტუმირებული ჩვენება გაიმართა. სტუდენტებმა საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები განასახიერეს. ღონისძიების ფარგლებში მაყურებლებმა თავიანთი ფავორიტები გამოავლინეს. ღონისძიება უნივერსიტეტში არსებული იაპონური ენების განყოფილებისა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ანიმეს კოსტუმირებული ჩვენება გაიმართა. სტუდენტებმა საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები განასახიერეს. ღონისძიების ფარგლებში მაყურებლებმა თავიანთი ფავორიტები გამოავლინეს. ღონისძიება უნივერსიტეტში არსებული იაპონური ენების განყოფილებისა და იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. 24 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, იაპონური კულტურის ფესტივალი ჩატარდა, სადაც ნაჩვენები იყო "Anime Cosplay". ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონკურსი, სადაც სხვადასხვა ნომიაციაში გამარჯვებულებს იაპონიის საელჩოსაგან პრიზები გადაეცათ. პრიზები გაიცა ნომინაციებში - საუკეთესო გოგო, საუკეთესო ბიჭი და საუკეთესო წყვილი. მონაწილების მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. კონკურსი ფარგლებში გაიმართა დეფილე, მონაწილეები თანმიმდევრობის მიხედვით გადიოდნენ სცენაზე და აჩვენებდნენ თავიან კოსტუმებსა და სასცენო წარმოდგენას. მაყურებელმა ხმის მიცემის საშუალებით გამოავლინა გამარჯვებული. საღამო გაიხსნა ორიგამისა და კალიგრაფიის ვორქშოპებით, სადაც მონაწილეებსა და მაყურებლებს
რევიუ
და
ჩვენ
გავერთიანდით.
ორიგამიისა
და კალიგრაფიის ვორქშოპთან ერთად ჩავატარეთ კონცერტიც, რომელიც ვფიქობ, ნორმალური გამოვიდა - ამბობს თათია მემარნიშვილი.
პირველ Cosplay-ს თბილისში
დიდი
ოვაციები მოჰყვა და მოწონება დაიმსახურა. კონკურსის საუკეთესო ბიჭის ნომინაციაში გამარჯვებული ლიოვა ტრუშინის თქმით, მისი კონკურსში მონაწილეობა სპონტანური იყო. „გამარჯვებას არ ველოდი, ეს საერთოდ იმპროვიზაცია იყო, ბოლო წუთებში გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, მეწყვილეც არ მყავდა და ღონისძიების დაწყებიდან რადენიმე წუთით ადრე ვიპოვე გოგო, რომელიც ჩემი მეწყვილე გახდა. ძალიან მიხარია და ვფიქრობ მაყურებელსაც ძალიან მოეწონა. კონკურსში იყო დიდი კონკურენცია. ბევრი მონაწილე მომეწონა. მომავალშიც თუ ჩატარდება მსგავსი საღამო, აუცილებლად მივიღებ მონაწიელობას.» - ამბობს ლიოვა ტრუშინი. Cosplay 1990 წლიდან ტარდება
თავად შეეძლოთ ესწავლათ სასურველი იეროგლიფის დაწერა. მონაწილეები ჯერ ინდივიუდუალურად, შემდეგ კი წყვილებში წარდგნენ მაყურებლის წინაშე. მორე ნაწილში კი სტუდენტებმა ყველასთვის
სხვადასხვა
ქვეყნაში,
იგი
იაპონური
კულტურის
მნიშვნელოვანი
ნაწილია.
განსაკუთრებით აღმოჩნდა. „კულტურის მსგავსი საღამო ზაფხულში ჩავატარეთ და იგივე გეგმები გვქონდა შემოდგომისთვისაც. ამ დროს მოგვმართა ჯგუფმა „ჯეო ანიმემ“ , რომელსაც უნდოდა Cosplay-ს ჩატარება
პოპულარულია
აზიასა
და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ანიმე გავლენას ახდენს ქუჩის მოდაზე.
ია რუსიეშვილი
დღის 3 საათზე, დიდუბის ავტოსადგურზე 72 წლის მზია ბებო მელოდებოდა. მეტროდან გამოსულმა ავტოსადგურამდე გზად გვირაბი და ბოსტნეულის დახლები უნდა გაიარო. ირგვლივ ხალხით სავსე მოედანი საყოფაცხოვრებო ნივთებითაა დაბინძურებული. მზია ბებოს 4-ის ათ წუთზე შევხვდი. ოდნავ მხრებშიმოხრილი, თეთრთმიანი, სახედანაოჭებული ბებო დამხვდა, რომელსაც ცისფერი გაცრეცილი ქურთუკი ეცვა. მოხუცს მარცხენა ხელში ძველი გაზეთები უჭირავს, მარჯვენა ხელზე კი ცელოფნები აქვს ჩამოკიდებული. უკვე ორი წელია მას მარჯვენა მკლავი, ავტოკატასტროფის შედეგად პარალიზირებული აქვს. მზია ბებომ დამინახა თუ არა გულში თბილად ჩამიკრა. გაზეთების პარკები გამოვართვი და გზას გავუყუვით.
ვალიერებს. საბავშვო ჟურნალის გარდა მზია ბებომ ვერაფერი გაყიდა. გულდაწყვეტილმა ხელი ჩაიქნია და ავტოსადგურის მახლობლად, ბაზრის რკინის კონსტრუქციების გვერდით მდგარ ხის სკამზე დაჯდომას მთავაზობს. ნაყინზე დავპატიჟე და მცხუნვარე მზისა და სიარულისაგან დაღლილები სიამოვნებით შევექეცით ცივ ნაყინს „გაიხარე შვილო, თორე მე ნაყინისათვის ფულს როგორ გავიმეტებდი“. მზია ბებოს ერთი შვილი მხედრიონებმა მოუკლეს, მეორე ბიჭი კი ფსიქიკურად ავადმყოფია და სახლიდან, რომ არ გაიპაროს სამუშაოდ წამოსული მზია ბებო სახლს გარედან კეტავს. ძველი გაზეთების გაყიდვით იგი 8-9 ლარს ძლივს შოულობს, რომელიც წამლებისა და პურის საყიდლად ძლივს ჰყოფნით.
დიდუბის ტერიტორიაზე ბევრ ადამიანს შენიშნავთ, რომლებსაც ხელზე სხვადასხვა ნივთები აქვთ ასხმული და გაფაციცებით ცდილობენ დღის ბოლომდე როგორმე შეიმსუბუქონ ტვირთი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შუადღე იყო მზია ბებოს ჯერ 2 ლარიც კი არ ჰქონდა ნავაჭრი. ბაზარში ნაცნობ მოვაჭრეებს აღფრთოვანებული ეუბნება, რომ მასზე რეპორტაჟს ვაკეთებ და ძალაგამოცლილი ხელით მხარზე თბილად მეალერსება. მზია ბებო წლების წინ სკოლაში, ფიზიკას ასწავლიდა, როგორც თვითონ ამბობს: „ცხოვრებისგან ყველა-
მატარებლის გაჩერებასთან მისასვლელად ჩემი დახმარებით წამოდგა. გაჩერებამდე მისასვლელად მატარებლის ლიანდაგი უნდა გადაკვეთოს, ხშირად ამაში, როგორც თვითონ ამბობს კეთილი ადამიანები ეხმარებიან. მზია ბებო ბორჯომისაკენ მიმავალ მატარებელს უნდა გაჰყვეს გორამდე, რათა შემორჩენილი გაზეთები ბოლომდე გაყიდოს, გორიდან კი ისევ თბილისისაკენ მომავალ მატარებელს უნდა გამოჰყვეს . „მატარებელში იმდენი ხალხია, რომ ვაგონიდან ვაგონში გასვლა ძალიან მიჭირს, მაგრამ ეს არაფერი ყვე-
ფოტო მარიამ ბოგვერაძე
Olga bell – რუსული ფოლკ მუსიკის თანამედროვე განზომილება
2014 წლის 29 აპრილს წარმოშობით რუსი, ამერიკელი ინდი-როკ არტისტის ოლგა ბელის ალბომი, სახელწოდებით “ „ გამოვიდა – ამ ალბომმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. აქამდე ბელს კარგად არ ვიცნობდი და ეს ალბომი გახდა ის, რითაც ამ არტისტის შესაძლებლობებს ბოლომდე ჩავწვდი. რას ნიშნავს “ „? ესაა საზღვარი, ოლქი. ტრეკ ლისტი კი მთლიანად რუსეთის 9 ოლქის დასახელებას მოიცავს:
1. Краснодарский Край / Krasnodar Krai 2. Алтайский Край / Altai Krai 3. Пермский Край / Perm Krai 4. Ставропольский Край / Stavropol Krai 5. Красноярский Край / Krasnoyarsk Krai 6. Приморский Край / Primorsky Krai 7. Забайкальский Край / Zabaikalsky Krai 8. Хабаровский Край / Khabarovsk Krai 9. Камчатский Край / Kamchatka Krai ოლგა შეეცადა “კრაითი” თავისი ბავშობის დროინდელი აკუსტიკური გავლენები გადმოეცა. მისი ოჯახი, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, საცხოვრებლად ალასკაზე გადავიდა და როგორც ბელი ინტერვიუებში აღნიშნავს, ამ ალბომში მან ბავშობისდროინდელი “ჩარჩენილი” ჰანგების გაცოცხლება გადაწყვიტა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოუვიდა კიდეც. „Край“ რუსული ფოლკ მუსიკისა და ინდი როკ, ინდი პოპ, ელექტრონული მუსიკის
14
ცნობილი და საყვარელი ანიმეებიდან შეასრულეს იაპონური სიმღერები. კონკურსი ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონური ენების ცენტრის ორგანიზებით. ღონისძიების ორგანიზატორი თათია მემარნიშვილის თქმით, საღამო საკმაოდ წარმატებული
ტელეგრაფი
ნაზავია. პირველივე ტრეკი Краснодарский Край მიგანიშნებთ იმ აკუსტიკურ სივრცეზე, რომელშიც მოგზაურობა ამ ალბომის მოსმენისას მოგიწევთ. ალბომი მთლიანად რუსულენოვანია და ეს კიდევ უფრო მისტიკურს ხდის მას. ოლგა ბელის გაშლილი ვოკალი, ჩელო, პერკუსია, ელექტრო ბასი და „ბექების“ მრავალხმოვანება თითეულ ტრეკს იმდენად მიმზიდველს ხდის, რომ თუ ალბომის მოსმენა დაიწყეთ, დამერწმუნეთ, ვეღარ გაჩერდებით და მას მთლიანად მოისმენთ. ელექტრონული მუსიკის ელემენტები, მამაკაცის შეცვლილი, ტრანსფორმირებული ვოკალის ჩანართები კი მუსიკას კიდევ უფრო მომაჯადოებელს ხდის რითია მაინც ეს ალბომი საინტერესო? მუსიკის მოსმენისას ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს 39 წუთის განმავლობაში მთელს რუსეთში მოგზაურობ – კრასნოდარით დაწყებული, კამჩატკით დამთავრებული. ყველაზე გასაოცარი კი თითოეული მხარის მუსიკის „საუნდის“ ცვლილებაა. არც ერთი ტრეკი ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ ამავე დროს ერთ აკუსტიკურ ხაზს მიყვება. შეუძლებელია ამ მუსიკის მსმენელს თვალწინ ციმბირის თოვლიანი ლანდშაფტი ან კრასნოდარის მხარის ცივი, ნისლიანი ჰორიზონტი არ გადაეშალოს. ალბათ, ამ ალბომის მთავარი ძალაც სწორედ ესაა – მუსიკა იმდენად მეტყველი და მრავალფეროვანია, რომ ტვინს ძალიან უადვილდება მისი ვიზუალურად აღქმა. რუსული ფოლკ მუსიკის ასეთი შთამბეჭდავი ტრანსფორმირება, ისე რომ ამ მრავალფეროვანი „საუნდის“ ღირებულება არ დაიკარგოს, ამ შესანიშნავ ალბომს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ძნელია რომელიმე ტრეკზე გამოკვეთილად ისაუბრო, რადგან ყოველი კომპოზიცია ერთნაირად შთამბეჭდავია, მაგრამ მაინც, Приморский Край ესაა ტრეკი, რომელში მკვეთრად იგრძნობა რუსული ფოლკ მუსიკის „მეინსტრიმული“ ჟღერადობა, რომლის ელემენტებიც, ბგერების უეცა-
რი ცვალებადობა, ყველასთვის ნაცნობია. განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ტრეკია Краснодарский Край – ესაა ინსტრუმენტების და ვოკალის მრავალფეროვანი ბგერების არაჩვეულებრივი ნაზავი. ოლგა ბელის ვოკალი ამ „ტრეკში“ იმდენად მკვეთრია, რომ მისი მაღალ რეგისტრებთან დამოკიდებულება იმდენად მომხიბვლელია, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ეს ქალი არაჩვეულებრივი შემსრულებელია, გარდა იმისა, რომ მოაზროვნე მუსიკოსი და კომპოზიტორია. დიახ, ამ ალბომს ეტყობა , რომ მასზე ბევრი იმუშავეს, იაზროვნეს. მე განსაკუთრებით ვაფასებ ალბომებს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ფოლკს უნივერსალურად წარმოაჩენენ დანარჩენი მსოფლიოსთვის. სწორედ ასეთი ალბომია „კრაი“. რუსული ელეგანტური ფოლკლორის ასე თანამედროვედ, ღრმად წარმოჩენა ნებისმიერ მელომანს დაატყვევებს. ალბომი ერთგვარი მცდელობაა წარსულისა და აწმყოს გაერთიანების. ხშირად
ტრეკების სმენისას ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს შენ ირგვლივ ყველაფერმა ფორმა იცვალა და შენ პირდაპირ რუსულ სოფელში აღმოჩნდი, უზარმაზარი ტყეებით გარშემორტყმული ხის სახლებით სავსე სოფელში. ეს ემოცია კი შეიძლება მალევე მონოლითურმა, ცივმა არქიტექტურულმა სურათმა ჩაანაცვლოს, შემდეგ კი შეიძლება მუსიკამ იმდენად გაგიტაცოთ, რომ ბაიკალის ტბის ყინულივით ცივი წყლის შეხებაც კი იგრძნოთ. დამერწმუნეთ, „კრაი“ ძალიან თბილ, საოცრებებით სავ-
სე რუსეთს აღმოგაჩენინებთ და მთელი 39 წუთის განმავლობაში მთელს სტეპებს, ყინულის უდაბნოებს, მისტიკურ ტყეებს და ინდუსტრიულ ქალაქებს მოგატარებთ. გასაკვირი არაა, რომ ოლგა ბელი ასე პროფესიონალურად იყენებს თანამედროვე მუსიკის ელემენტებს. იგი წარმატებული მუსიკოსი, პროდუსერი და კომპოზიტორია. მისი შემოქმედება ინდი როკ, ინდი პოპ ტრეკებს მოიცავს. ხშირად ბელი სხვადასხვა არტისტების ჰიტების მისეულ ვერსიებსაც გვთავაზობს. იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ კოლაბორაციებში. როგორც ამბობენ, მის მუსიკას მსუბუქი ინდი პოპ და ისლანდიელი ლეგენდის, ბიორკის გავლენები დაჰკრავს. დღეს ოლგა ბელი ამერიკული ბენდის „Dirty Projectors“ წევრია. 2014 წელს მსგავსი ალბომი ჯერ არ მომისმენია. „კრაი“ ერთგვარი ჯადოქრობაა, რომელიც ადამიანს უწონადობაში ამყოფებს და აიძულებს ბგერების, გაშლილი ვოკალის, ინსტრუმენტების “გოდებაში” ჩაერთოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმისაც, რომ წელს თანამედროვე მუსიკაში მსგავსი მკაფიო, გამომსახველობითი და განსხვავებული ალბომი არ ჩაწერილა, მე მას 10 ქულიდან 10-ს მივანიჭებ. ოლგა ბელის ნამუშევარი ნამდვილად იმსახურებს წლის საუკეთესო ალბომის ტიტულს!
ბადრი კობიაშვილი ფოტო: olga bell home page
ფერს უნდა ელოდე“, მას დღემდე ენატრება სახელმძღვანელოები და სკოლის დერეფნებისათვის დამახასიათებელი სუნი. დიდუბის ბაზრის ტერიტორიაზე მას მუდმივი კლიენტი ეგულება, ახლა სწორედ მის რკინის, საღებავაცვენილ, ყავით სავსე დახლთან მზია ბებო კროსვორდებით სავსე გაზეთს აწვდის ხელში ქეთინოს და გახუნებული ქურთუკის ჯიბეში გაზეთის საფასურს, 50 თეთრს საგულდაგულოდ ინახავს. მზია ბებოს მსგავსად დიდუბის ავტოსადგურზე არაერთი გარე მოვაჭრე, სხვადასხვა ნივთებს ყიდის, როგორც 36 წლის აბული მხეიძე ამბობს, „ბუბლიკების“ გაყიდვით თავისთვის და ავადმყოფი, მოხუცებული დედისათვის ყოველდღიური ლუკმა-პურის ფულს შოულობს „ყველა გარემოვაჭრე ჩვენს დღეშია, ჩვენ მძიმე სამუშაო პირობებს ზაფხულში აუტანელი სიცხე, ხოლო ზამთარში სიცივე, ყინვა და წვიმა ემატება“. ბაზრიდან გამოსულები ავტობუსების გაჩერებისაკენ წამოვედით, სადაც ყაზბეგის ყვითელ სამარშრუტო ტაქსიში ერთი საბავშვო ჟურნალი „სამი გოჭი“ გავყიდეთ.
მზია ბებო გულთბილად უხდის მადლობას და ირგვლივ სხვა ავტობუსებს ათ-
ლაზე მეტად ის მანაღვლებს, რომ ბილეთის ფული მაქვს გადასახდელი, ზოგჯერ კარგი „პრავადნიკი“ შემხვდება ხოლმე და ფულს არ მახდევინებს. ხანდახან ისეც ხდება, რომ ხალხს ვეცოდები და ხურდას მიტოვებენ“- მითხრა მზია ბებომ. მატარებლის მოსვლამდე იქვე ბეტონის ამაღლებულ ადგილზე ჩამოვსხედით „მთელი დღე, რომ ფეხზე ვდგავარ და დავდივარ 2 ზომით დიდი ფეხსაცმელი მაცვია, რადგან ფეხი რომ მისივდება არ მომიჭიროს. დილის 7 საათიდან სახლიდან გამოსული საღამოს 8 საათამდე ფეხზე ვარ და ახლა ამ ხერხს მივაგენი და ფეხებიც იმდენად აღარ მტკივა“ მეუბნება მზია ბებო და ახალმოსულ წითლად და თეთრად შეღებილ მატარებელში ისევ ხალხის დახმარებით ადის. მზია ბებოს იმედი აქვს, რომ დღეს მაინც გაყიდის გაზეთებს მთლიანად და თბილისში ჩამოსული უკვე ხელცარიელი ჩამოვა მატარებლის ვაგონიდან.
სალომე თინიკაშვილი
ფოტო: სალომე თინიკაშვილი
ტელეგრაფი
15
სპორტი ბორჯღალოსნების ტრიუმფი ნოემბერი რაგბის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე გამოდგა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მე-3, მე-10 და მე-12 ადგილებზე მყოფ ქვეყნებს დაუპირისპირდა. წელს პირველად მოხდა, რომ IRB-მა (მსოფლიო რაგბის ფედერაციამ) მოგვცა უფლება, ერთა თასსზე ჩვენზე ძლიერ სამ გუნდს გავჯიბრებოდით. ეს ყველაფერი კი განაპირობა საქართველოს ნაკრების წარმატებულმა თამაშმა. საქართველო ერთა თასზე არსებულ გუნდებზე ერთი თავით მაღლა დგას. სწორედ ამ მიზეზის გამო ნოემბერში ჩვენზე ძლიერ 3 ნაკრებს - ტონგას, ირლანდიასა და იაპონიასდავუპირისპირდით. ტონგასთან მატჩმა კარგად დაგვანახა საქართველოს ნაკრების პრობლემები. რაგბი საქართველოში რუმინეთიდან შემოვიდა, იქ კი ‘’აიღე და მიეძალეს’’ - ანუ რაგბის, ძირითადად, შერკინების ხარჯზე თამაშობენ. წლების განმავლობაში ეს იყო და ახლაც არის საქართველოს ნაკრების პლუსი, მაგრამ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ძლიერი შერკინების პირობებში, ხაზი მუდამ სუსტი იყო. სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს საქართველოში მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, რომ ნაკრებისთვის ხელდახელ თამაში ესწავლებინა და ქართველთა რაგბში მრავალფეროვნება შეეტანა. ტონგასთან თამაში საქართველოს ნაკრებმა ტრადიციულად კარგად დაიწყო. ბიჭებს გულშემატკივარმა დიდი საჩუქარი გაუკეთა და სტადიონი ბოლომდე გაავსო. თამაშის პირველი ტაიმი ქართველებმა მშვენივრად ჩაატარეს. შერკინების კარგი თამაშის წყალობით ტონგელებს ჯარიმები ააღებინეს და აქედან ორის რეალიზაცია შეძლეს. ტონგელებმა მხოლოდ ერთი ჯარიმით გვიპასუხეს და თამაშის პირველი ტაიმი 6-3 საქართველოს ნაკრების უპირატესობით დასრულდა. მეორე ტაიმში ტონგამ თავისი თამაში აჩვენა, ბურთი ხაზზე გაიტანა და დაიწყო... ტონგელები იყენებდნენ საქართველოს დაცვაში დაშვებულ შეცდომებს. ისინი ხელდახელ თამაშში გაწაფულები არიან და შედეგმაც არ დააყოვნა. ტონგელებმა 3 ლელო დაგვიდეს. საქართველოს ნაკრებმა კი მხოლოდ 1 ჯარიმით უპასუხა და ანგარიშით 9-23 დავმარცხდით.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ქართველთა შეცდომებზე და მეტოქის მაღალ კლასზე ისაუბრა: ’’პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და სასურველი შედეგითაც დავასრულეთ. მეორე ტაიმში შევეცადეთ თამაშის კიდევ უფრო გახსნას რადგან პირველ ტაიმში სულ დაცვაში გვიწევდა ყოფნა. ამ ყველაფერმა კი შედეგი ვერ მოიტანა. ტონგელემბა მე-2 ტაიმში ისეთი მოთამაშეები შემოიყვანეს რომლებმაც თამაშში გარდატეხა შეიტანეს. ჩვენ ვერ ავყევით ტონგელთა შემოთავაზებულ ტემპს
და შეცდომები დავუშვით, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია’’, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა მატჩის შემდგომ გულშემატკივარი გაწბილებული იყო, მაგრამ ნაკრებზე მხოლოდ დადებითად საუბრობდნენ. შოთა მაღლაფერიძის აზრით, საბოლოო შედეგი ტონგელთა სისწრაფემ და თამაშის სტილმა განაპირობა: ‘’ძალიან სწრაფები არიან. ელემენტარულად ტემპში ვერ ავყევით. ტონგასხაზი რომ ძლიერი ჰყავს, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. შედეგი, სამწუხაროდ, ლოგიკურია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბიჭებს ეს თამაში გამოადგებათ,
ირლანდიელთა დასამარცხელბად. ამჯერად თამაში ირლანდიაში ავივას სტადიონზე ჩატარდა, რომელიც მხოლოდ რაგბის თამაშებს მასპინძლობს. მრისხანე მეტოქესთან ქართველებმა თამაში თამამად დაიწყეს. ყველა ქართველისთვის საამაყო მომენტი იყო, როდესაც ქართველებმა თამაშის საწყის წუთებში ირლანდიელები შერკინებაში დაჯაბნეს და უკან დაახევინეს, მაგრამ ირლანდია სწორედ იმიტომაა გრანდი, რომ იცის ვისთან როგორ უნდა ითამაშოს. კლასში სხვაობამ თავასი ქნა და ქართველებმა მატჩი ანგარიშით 49-7 დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველებმა მატჩის დიდი ნაწილი 14 კაცით ჩაატარეს და ბოლო წუთები საერთოდ 13 კაცით მოუწიათ თამაში. საქმე ისაა, რომ ქართველთაგან სინბინი (10 წუთით გაძევება) გიორგი ბეგაძემ
ველთათვის 23 ნოემბერი. იაპონიის ნაკრები მსოფლიოში ყველაზე მზარდ ნაკრებად არის მიჩნეული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იაპონელებმა ქართველები 2 წლის წინ თბილისში ანგარიშით 22-24 დაამარცხეს და ქართველებს რევანში ქონდათ ასაღები. მატჩის პირველივე წუთებიდანვე ნათელი გახდა, რომ ქართველები 2 მარცხის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის თანდასწრებით ყველაფერს გააკეთებდნენ თამაშის მოსაგებად. ქართველებმა აქტიურად დაიწყეს თამაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბორჯღალოსნებმა რეიტინგში მე-10 გუნდს შერკინებაში ყველა ორთაბრძოლა მოუგო. იაპონელები ვერაფერს გახდნენ ქართველთა პირველი ხაზის წინააღმდეგ და მუდმივად ჯარიმდებოდნენ. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ქართველებმა შერკინებაში უპირატესობა გამოიყენეს და იაპონია 35-24 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგი თამაშით კმაყოფილი იყო და ხაზი დისციპლინას გაუსვა: ‘’მატჩში წარმატება დიდწილად დისციპლინამ განაპირობა: ჩვენ ამ მატჩში მხოლოდ 7-ჯერ დავჯარიმდით. შესადარებლად გეტყვით, რომ ირლანდიასთან მხოლოდ პირველ ტაიმში ჩვენ 12 ჯარიმა მივიღეთ,’’ -განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა
სპორტი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები წლის აღმოჩენა
„საქართველოს ნაკრები პირველად ევროპის ჩემპიონატზე“, წლის დებიუტანტი - ამ სათაურებით იბეჭდებოდა 2013 წლის ნოემბერში ევროპულ და ქართულ სპორტულ გაზეთებში სტატიები საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის და ქართული სპორტისთვის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევა და ფინალურ ეტაპზე გასვლა ძალიან დიდი მიღწევა იყო. ჩვენმა ნაკრებმა, რომელსაც წლების განმავლობაში არავითარი სავარჯიშო პირობები არ ჰქონდა, საკუთარი თავი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 12 საუკეთესო ნაკრებს შორის გამოსცადა და ამ ეტაპზე მე- 12 ადგილს დასჯერდა .
იაპონელთა მწვრთნელმა კი ქართველთა შერკინების სიძლიერეს გაუსვა ხაზი:“ 2 წლის წინანდელ მატჩთან შედარებით საქართველოს ნაკრები ბევრად გაძლიერებული მეჩვენება. შერკინებაში თამაში მათ მკვეთრად გააუმჯობესეს.
რომ კიდევ უფრო დაიხვეწონ,’’- განაცხადა შოთა მაღლაფერიძემ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისში გაიმართება, საქართველო და ტონგა ერთ ჯგუფში იქნებიან. ქართველებს 10 თვე აქვთ მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომ თავიანთი შეცდომები გააანალიზონ და ტონგელებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიონ ინგლისში. საქართველოს ნაკრების მეორე მეტოქე ნოემბერში იყო, მსოფლიოს მე-3 გუნდი და 6 ერის გამარჯვებული ირლანდიის ნაკრები. ქართველები ირლანდიელებს აქამდე ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ დამარცხდენ. ყველასთვის დასამახსოვრებელი გამოდგა მატჩი 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგენთში, როდესაც ქართველებს სულ მცირედი დააკლდათ ირლანდიელთა დასამარცხებლად და უდიდესი სენსაციის დასაფიქსირებლად. ამ მატჩის შემდგომ ქართველთა სიძლიერე მთელმა მსოფლიომ აღიარა. ყველა ალაპარაკდა იმაზე, რომ ქართველებს სულ მცირედი კლასი დააკლდათ
და დიმიტრი ბასილაიამ მიიღო. ამას დაემატა ლაშა მალაღურაძის ტრავმა მაშინ, როდესაც ქართველებს ყველა შეცვლა გამოყენებული ქონდათ. ამ ყველაფრის გამო ქართველი გუშემატკივარი ამაყი იყო გუნდის თამაშით. მატჩის შემდეგ გულშემატკივარში წაგების მიუხედავად დადებითი ემოცია იყო. გოგა კაკიაშვილი მატჩს დადებითად აფასებს და გუნდის პროგრესზე საუბრობს: ‘’წავაგეთ, მაგრამ ეს ისეთი წაგებაა მაინც ამაყი რომ ხარ. ქართველებმა ყველაფერი დადეს მოედანზე. 14 კაცით ირლანდიას ლელო დაუდო ადვილი საქმე არაა ნამდვილად’’. ბოლო ტესტ-მატჩი კი ქართველთათვის ყველაზე წარმატებული და სასიხარულო გამოდგა. გიორგობა დგეს ბორჯღალოსნები იაპონელებს დაუპირისპირდნენ. 23 ნოემბერი ქართველებს კარგად აქვთ დაცდილი. წინა წელს საქართველოს ნაკრებმა ნოებრის ტესტ-მატჩების ბოლო თამაშში სამოას უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ბოლო წუთებზე მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 16-15. წელსაც წარმატებული გამოდგა ქართ-
‘’საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მათთან თამაში გამოგვადგება მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად,’’ - განაცხადა იაპონელთა მწვრთნელმა ედი ჯოუნზმა. ქართველებმა ამ მატჩის მოგებით 0.3 სარეიტინგო ქულა მიიღეს და იტალიის ნაკრებთან, რომელიც რეიტინგში ჩვენზე წინაა, სხვაობა 0,43 ქულამდე შემცირდა. ეს ყველაფერი კი იმის მაუწყებელია, რომ თუ საქართველოს ნაკრებმა წინსვლა ამ ტემპით განაგრძო, სავსებით შესაძლებელია, რომ IRB-მ საქართველოს ნაკრები დააჯილდოვოს და 6 ერის პაექრობაში მონაწილების უფლება მისცეს. 6 ერის პაექრობაში კი რაგბის ‘’ბობოლა’’ ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. ეს ქვეყნებია: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და იტალია. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს ნაკრები იტალიის გუნდს მხოლოდ 0.43 ქულით ჩამორჩება. 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. უპირველესი კი, ალბათ, ეს კითხვა იქნება: უკვე მზად ვართ თუ არა 6 ერში სათამაშოდ?!
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის ხელმძღვანელობით, კონტინენტის პირველობაზე სადებიუტო მატჩში რუმინეთთან 6:11 დამარცხდნენ. ქართველი წყალბურთელები A ჯგუფში მონტენეგროს, იტალიის, საბერძნეთის, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდნენ. ჯგუფიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი მხოლოდ სამ გუნდს უნდა გაეგრძელებინა.
ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი საბერძნეთთან გამართა და 6:15 დამარცხდა. გუნდებს შორის კლასში სხვაობა საგრძნობი იყო. ამის დამალვა არც მწვრთნელებს უცდიათ, ვინაიდან საბერძნეთი ოლიმპიური თამაშების მე- 15 მონაწილე იყო, ხოლო ჩვენ პირველად ვიასპარეზეთ მსგავს მასშტაბურ და მნიშვნელოვან ჩემპიონატზე . 2014 წლის 17 ივლისს საქართველოს ვაჟ
წყალბურთელთა ნაკრებმა მესამე მატჩი A ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ იტალიის ძლიერ ნაკრებთან გამართა და მოსალოდნელი შედეგით, 5:15 დამარცხდა. 19 ივლისს კი, ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მეოთხე მატჩი ჯგუფში პრინციპულ მეტოქესთან რუსეთთან გაიმართა. საკმაოდ დაძაბული ბრძოლის შემდეგ კი ანგარიში 12:16 დაასრულა. თამაშის მანძილზე თანაბარი ბრძოლა იყო ორივე გუნდს შორის. პირველი პერიოდი 3:3, მეორე 4:7, მესამე 8:8, მეოთხე კი 11:11 გახადეს ჩვენმა წყალბურთელებმა. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, ელაჩა გააძევეს და საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდი რუსეთთან თამაში, 5 მოთამაშით დაასრულა. ამ თამაშებს ქართველი მაყურებელი ყოველთვის თვალს ადევნებდა. გულშემატკივრობდა საკუთარ გუნდს და გამარჯვების იმედიც ჰქონდა. 21 ივლისს საქართველომ ბოლო მატჩი მონტენეგროს ნაკრებთან გამართა. ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებთან 2:17 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან ორივე გოლი მარკო ელეზმა გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე ხუთივე მატჩი წააგო ჩვენმა ნაკრებმა და საბოლოოდ მე 12 ადგილს დასჯერდა . მიუხედავად დაკავებული მე-12 ადგილისა, აუცილებელია ვთქვათ, რომ საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა წელს ნამდვილად ასახელა საქართველო და ქართველები. პირველად გავხდით ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები და გავედით პლანეტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წყალბურთის განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე ბიზნესმენებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ‘’საქართველოში წყალბურთი ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ბოლოდროინდელი გამარჯვებები მომავლის იმედს გვაძლევს. ყველამ კარგად ვიცით, რომ განვითარებას ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. სახელმწიფო
შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით უდგას, მაგრამ მარტო ეს მხარდაჭერა არაა საკმარისი. საქმეში კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს. მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს და ყველას, ვისაც გული შესტკივა, გახდეს რეალური მხარდამჭერი. მათი გვერდში დგომა ქართული წყალბურთის და მთლიანად ქართული სპორტის დიდი მომავლის საწინდარი გახდება“. 21 ნოემბერს წყალბურთში მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შედგა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად სლოვაკეთი, პორტუგალია და შვეიცარია ეყოლება, მატჩებს კი, თებერვალში თბილისი უმასპინძლებს . საქართველოს ნაკრები აქტიურად ემზადება ამ უდიდესი მოვლენისთვის. დიდი იმედებით ველოდებით საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მომავალ წარმატებებს. იქამდე კი, აუცილებელია ყველამ ვიცოდეთ იმ ადამიანების სახელი და გვარი, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ევროპის 12 საუკეთესოში მოაქციეს . საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა : 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11. 12. 13.
ზურა ჭუმბურიძე . გიორგი ხვედელიანი . დამირ სერფულია . მარკო ელეზი . გალაქტიონ ლაითაძე . მარკო ელაჩა . რევაზ ჩომახიძე . მიშა ბაღათურია . ზუკა რურუა . კოტე გეგელაშვილი . ტატო ნიკოლეიშვილი . მარინო ფრანიჩევიჩი . ბექა კაპანაძე .
ნია პატარაშვილი
ფოტო: worldsport.ge
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
თორნიკე რევია ფოტო: google.ge
ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავები ოთარ კაკაბაძე და საბა ლობჟანიძე საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ღირსებას იცავენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ 19 წლისები არიან, მათ ქართულ ფეხბურთში უკვე მრავალ წარმატებას მიაღწიეს. ოთარი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელია 17 წლამდე ნაკრებებს შორის. ამავე ჩემპიონატზე იგი დაასახელეს საუკეთესო მარჯვენა მცველად. საბა კი უკვე საქართველოს 19 წლამდე და 21 წლამდე ნაკრების წევრია. ფეხბურთელებს საფეხბურთო კარიერაზე სასაუბროდ „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ვესტუმრეთ.
ოთარ კაკაბაძე 19 წლის პოზიცია: მარჯვენა მცველ ვისი გადაწყვეტილება იყო ფეხბურთით დაკავებულიყავით? ოთარი: ეს გადაწყვეტილება პირადად მივიღე, მინდოდა სპორტზე სიარული და მშობლებმა არჩევანის გაკეთების უფლება მომცეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. საბა: ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი
16
ტელეგრაფი
როლი ითამაშა მამამ. მას ჰქონდა დიდი სურვილი, რომ ფეხბურთზე შევსულიყავი. სად და როდის დაიწყეთ კარიერა? საბა: ფეხბურთზე სიარული „ნორჩ დინა მოელში“ დავიწყე, მაშინ 5 წლისაც არ ვიყავი. ოთარი: ჩემი კარიერა მუშტაიდის ბაღში „იმედის“ სკოლაში დაიწყო, მაშინ 10 წლის ვიყავი. როგორ მიაღწიეთ ასეთ წარმატებას 19 წლის ფეხბურთელებმა, რომლებიც თბილისის დინამოსა და საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრები ხართ? ოთარი: პირველ რიგში შრომით, თავდადებით, გამართლებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც შრომაა. საბა: ადამიანმა ყოველთვის უნდა დაისახოს მიზანი და მის მისაღწევად ყველაფერი უნდა გაიღოს. იმას, რაც გამაჩნია, თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივაღწიე, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია. რა გრძნობაა საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში თამაში? საბა: ძალიან ამაღელვებელია, ჩემთვის
უდიდესი პატივია ასაკობრივი ნაკრების მაისურით თამაში და ვიმედოვნებ, რომ ეროვნული ნაკრების მაისურითაც მომიწევს ჩემი საქმის კეთება. ოთარი: ეს დიდი პასუხისმგებლობაა, აქედან ეროვნულ ნაკრებამდე ერთი ნაბიჯია, საკუთარი ქვეყნის სახელს რომ იცავ სასი-
საბა ლობჟანიძე 20 წლის პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი ამოვნო შეგრძნებაა, იმედია ეროვნულშიც გამომიძახებენ და ეს გრძნობა უფრო მეტად გამიღვივდება. რომელი თამაში იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი? ოთარი: ისლანდიასთან მოგებული მატჩი. მთელი თამაში ვფლობდით უპირატე-
სობას და გადამწყვეტი გოლიც გავიტანეთ, გავედით 17 წლამდე ნაკრებებს შორის ნახევარფინალში, ჯგუფში კი საფრანგეთი და ისლანდია ჩავტოვეთ. საბა: ბევრი არც მახსენდება, მაგრამ გამორჩეული იყო დუბლების ჩემპიონატში მარტვილის მერანთან გატანილი გოლი, მაშინ 5-0 მოვიგეთ. დაახლოებით 30 მეტრში მივიღე ბურთი და „დრიბლინგი“ წამოვიწყე, 5 კაცი მოვატყუე, გავედი პირისპირ მეკარესთან, მასაც გვერდი ავუარე და ცარიელ კარში შევაგორე ბურთი. ძალიან მომწონს ინდივიდუალურობის ხარჯზე გატანილი გოლები და მინდა ასე ხშირად გამქონდეს. რაზე ოცნებობენ ოთარ კაკაბაძე და საბა ლობჟანიძე? საბა: რა თქმა უნდა, იმაზე, რომ გავხდე დიდი ფეხბურთელი და ქართველ გულშემატკივარს არ დაავიწყდეს ჩემი სახელი. ოთარი: დიდ ფეხბურთელობაზე და იმაზე, რომ საკუთარ ისტორიას დავწერ ფეხბურთში. რას ურჩევდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს? ოთარი: მეც ახალგაზრდა ვარ, ვინ დამიჯერებს (იცინის). მთავარია ბევრი იშრომონ და მიზნად დაისახონ ის, რისი მიღწევაც სურთ. საბა: დაისახონ მიზანი და მიუხედავად მრავალი წინაღობისა, ყველაფერი გააკეთონ, რომ მას მიაღწიონ.
ვაჟა მათიაშვილი
ფოტო: dinamo fc home page
ტელეგრაფი
17
მედია ციფრული მაუწყებლობის პერსპექტივები საქართველოში საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობით საზოგადოება ანალოგური ტელე თუ რადიო მაუწყებლობით სარგებლობს, თუმცა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისა (ITU-International Telecommunication Union)და ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებებით ევროპის ქვეყნები და, მათ შორის, საქართველო 2015 წლის 17 ივნისამდე ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს, ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან რომ მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობა ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს ერთერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკური საკითხიცაა, იმავე დანახარჯის სანაცვლოდ შეგვიძლია მივიღოთ სიმძლავრე, რომელიც უფრო მეტი ტელეარხის მაუწყებლობას უზრუნველყოფს, თუმცა იქამდე ვიდრე დანახარჯი შემცირდებოდეს გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად ისევ რთული საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მაუწყებლობა უფრო ნაკლებხარჯიანია და თანაც ოფიციალური მოთხოვნაა, რომ კონკრეტულ ვადებში აუცილებლად უნდა მოხდეს ეს ცვლილება მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამბის გადაწყვეტა, საქართველოს რეგიონულ ტელევიზიებში არ არის საკმარისი თანხები, რომ ეს საკითხი უზრუნველყოფილ იქნას.საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი ნათია კუპრაშვილი აცხადებს: „არა მარტო ტექნიკით ვეხმარებით, არამედ ვცდილობთ წევრ ორგანიზაციებს სხვა საკითხებშიც გავუწიოთ რეკომენდაცია, მაგალითად მოვიწვიეთ ექსპერტები, რომლებიც რჩევას აძლევენ ადგილობრივ ტელეკომპანიებს, როგორ გაატარონ რეფორმა და გადავიდნენ ციფრულ მაუწყებელზე, ამის გარდა ვცდილობთ შევიძინოთ ის ტექნიკა, რომელიც ციფრულ ფორმატს შეესაბამება, მაგრამ ის ზღვაში წვეთია იმ საჭიროებასთან, რომელიც რეგიონულ მედიას აქვს“ ანალოგური ქსელის პირობებში ერთ სიხშირულ (8 მეგაჰერციან) ზოლში შესაძლებელია მხოლოდ ერთი პროგრამული არხის გადაცემა. ციფრულ მაუწყებელზე გადასვლით შესაძლებელი გახდება სიხშირული სპექტრის გათავისუფლება.იმ სიხშირულ არხში, რომელშიც ანალოგური მაუწყებლობის პირობებში მხოლოდ ერთი სამაუწყებ-
ლო არხის გატარება იყო შესაძლებელი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მეტი პროგრამული არხის გადაცემა მოხერხდება. გარდა ამისა, ციფრულს არაერთი უპირატესობა აქვს ანალოგურ მაუწყებლობასთან შედარებით, მაგალითად, უკეთესი გამოსახულება - ხარისხი 2-ჯერ არის გაზრდილი, ციფრული კავშირი აგრეთვე გახსნის ახალ HDTV და ULTRA HD მაუწყებლობას,
რომელიც კიდევ უფრო მაღალი ხარისხისაა, ეს მაყურებელს საშუალებას მისცემს დიდ მონიტორიან, მაგალითად 50-60 დუიმიან ტელევიზორზე მიიღოს ისეთივე მკვეთრი გამოსახულება, როგორსაც ის მიიღებს მცირე ზომის ეკრანზე, ციფრული მაუწყებლობა გაცილებით უფრო მტკიცე კავშირია ვიდრე დღევანდელი ანალოგური სიგნალი, ციფრული მაუწყებლობისას აღმოფხვრილია ისეთი დეფექტები, როგორიცაა კადრის გაორება და გამოსახულების ზედმეტი ხაზები, ასევე უკეთესი აუდიო ხარისხი, ერთსიხშირიანი ქსელების გამოყენება (სისტემას აქვს ძალზე მაღალი იმუნიტეტი მულტიპლიკაციური ხელ-
შემშლელების მიმართ) და ა.შ აღსანიშნავია, რომ ტელემაყურებელმა თავად უნდა აირჩიოს, თუ როგორ მიიღებს ციფრულ სიგნალს საკუთარ ტელევიზორში, ეს იქნება სატელიტით, კაბელით თუ ინტერნეტ ტელევიზიის (IPTV) მეშვეობით. სატელიტური მაუწყებლობა გულისხმობსტელემაყურებლისათვის სატელევიზიო სიგნალის მიწოდებას სატელიტზე განთავსებული თანამგზავრის მეშვეობით. მიწისზედა ანალოგიური მაუწყებლობისაგან განსხვავებით სატელიტურ მაუწყებლობას აქვს შესაძლებლობა სატელევიზიო სიგნალი მიაწოდოს ნებისმიერი მოცულობის ტერიტორიაზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურულად განუვითარებელ ტერიტორიებზეც, რომლებიც ძნელად ხელმისაწვდომია ანალოგური მაუწყებლობისათვის, იმისთვის, რომ მომხმარებელმა სატელიტური მაუწყებლობა მიიღოს, საჭიროა სატელიტური ანტენა, კონვერტერი (ე.წ. რესივერი)დასეტტოპ-ბოქსი. რაც შეეხება საკაბელო ტელევიზიას ის სიგნალს მომხმარებლის ტელევიზორამდე საკაბელო ქსელის მეშვეობით გადასცემს, ასეთი ქსელები თავიდან ანალოგური მაუწყებლობისთვის შეიქმნა, მაგრამ დღეისათვის არსებობენ საკაბელო კომპანიები, რომლებიც აქტიურად გადადიან ციფრულ მაუწყებლობაზე. IPTV -( internet protocol television ) წარმოადგენს ინტერაქტიულ ციფრულ ტელევიზიას, რომელიც ტელემაყურებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ტელეპროგრამები ტელევიზორში ან კომპიუტერის ეკრანზე, ტელევიზია მომხმარებელს მიეწოდება IP-ქსელის მეშვეობით, რომელსაც ტელეკომუნიკაციის ოპერატორი აკონტროლებს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველყოფის მიზნით სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციები. ამ გეგმის რეალიზაციისათვის 2014 წელს შეიქმნა და
ფუნქციონირება დაიწყო „ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“, რომლის საქმიანობის შედეგად 2014-2015 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გავრცელების უზრუნველსაყოფად საქართველოს ტელერადიოცენტრის მიერ მთელ ტერიტორიაზე მიწისზედა სატელევიზიო ქსელის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2015 წლის 17 მარტამდე უნდა დასრულდეს. ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობიდან, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე მიგრაცია სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა, რომელიც განხორციელდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წინამდებარე სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შესაბამისად. რეფორმის მთავარი მიზანია გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნა, ასევე არსებული დაბრკოლებების მოგვარება, რადიო სიხშირეების უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა და საზოგადოებისათვის მაღალი ხარისხის წვდომა, ასევე ამ დარგში ინვესტიციების მოზიდვა. საბოლოდ, საქართველო ციფრულ სისტემაზე გადასვლით მიიღებს 8-ჯერ მეტ ტელეარხს. არხების სიმრავლის შედეგად მივიღებთ დიდ კონკურენციას, რაც საერთო ჯამში მედიის მაღალი სტანდარტების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ურთულესი გეოგრაფიული ლანდშაფტებიდან გამომდინარე სატელიტური მაუწყებლობა ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა წერტილში ხელმისაწვდომი იყოს სიგნალის მიღება. საკაბელო სისტემის მიწოდება მთიანი რეგიონებისთვის დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ეს სიხშირე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიას ფარავს, და ყველასთვის ხელმისაწვდომია მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა, საქართველოში მცხოვრები ყველა მაყურებელი უმაღლესი ხარისხის ტელემაუწყებლობას მიიღებს.
ნინო ოთარაშვილი ფოტო: google.ge
მუსიკალური და შემეცნებითი სამყარო98.5 FM-ზე რადიო „შოკოლადი“ 2012 წლიდან მაუწყებლობს. მისი მოსმენა თბილისსა და მის შემოგარენშია შესაძლებელი, ინტერნეტით კი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია ხელმისაწვდომი. რადიოს მიერ არჩეულ მიმართულებებზე, დასაქმების საკითხებსა და მომავალ გეგმებზე „შოკოლადის“ აუდიოწარმოების დირექტორი, დავით ჯორბელაძე გვესაუბრა.
– რადიო „შოკოლადმა“ მუსიკალურ მიმართულებად აირჩია ინდი,იგივე ალტერნატივა. რატომ გადაწყვიტეთ ამ ჟანრის არჩევა? ინდი, რომელსაც ქართველმა მსმენელმა ზოგადი სახელი, ალტერნატივა უწოდა, მოიცავს სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებას, რაც არსებობს თანამედროვე მუსიკაში. ეს მიმართულებებია როკი,ელექრტონული მუსიკა და სხვა. საქართველოში 30–მდე რადიოსადგურია და ეს ჟანრი არავის ჰქონდა ათვისებული, არადა, ჩემი აზრით, სწორედ ეს მიმართულება ამოძრავებს მუსიკალურ კულტურას. ვფიქრობ, რომ ის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. – რამდენად უწყობთ ხელს ქართული ალტერნატიული მუსიკის პოპულარიზაციას? თანამედროვე ქართველი მუსიკოსები ჩვენი ყურადღების მიღმა არასოდეს რჩებიან. ჩვენ იმ ადამიანების პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს,რომლებსაც წვლილი შეაქვთ თანამედროვე ქართული მუსიკის
yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi
yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi
yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi
რედაქცია მთავარი რედაქტორი : ბადრი კობიაშვილი
რედაქტორი :
ნინო ბეზარაშვილი
მთავარი სპეციალისტები : თამარ მაღლაკელიძე, ბაია კუბლაშვილი
18
ტელეგრაფი
yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi
განვითარებაში. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი თავისთვის სტუდიაში ზის და წერს თუ კონცერტებს მართავს, ჩვენ არც ერთ მათგანს უყურადღებოდ არ ვტოვებთ. – გარდა ალტერნატიული მუსიკის პოპულარიზაციისა, კიდევ რითაა გამორჩეული რადიო „შოკოლადი“? რადიო „შოკოლადს“ აქვს შემეცნებითი გადაცემები. ჩვენ ვთვლით, რომ შეგვიძლია შემეცნებითი მუხტი გავცეთ სხვადასხვა მიმართულები, მაგალითად, გვაქვს გადაცემა „წიგნები“, სადაც საუბარია ლიტერატურაზე, ასევე გადაცემა „ჩემი სახლი", სადაც ვსაუბრობთ არქიტექტურასა და დიზაინზე და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს მსმენელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. – რამდენად ითვალისწინებთ მსმენელის სურვილებს ამა თუ იმ გადაცემის მომზადებისას? რადიო „შოკოლადს“ სოციალურ ქსელებში მუდმივი კონტაქტი აქვს მსმენელთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მათ თხოვნებსა და სურვილებს. მაგალითად,
yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi
დამკაბადონებელი : გიორგი ხოჯაშვილი ანა ასანიძე ტექნიკური რედაქტორი : თიკო ჩიტაძე გიორგი ხოჯაშვილი სტილისტი: მარიამ მურაჩაშვილი ლიანა ლომიძე ფოტოკორესპონდენტი : მარიამ ბოგვერაძე დიზაინერი : გიორგი ხოჯაშვილი, დავით მსახურაძე
გადაცემაში „წიგნები“, ხშირად განვიხილავთ კონკრეტულად იმ წიგნებს, რომელიც მსმენელს აინტერესებს. – თქვენს ერთ–ერთ გადაცემაში, „უხილავი ბავშვები“, მსჯელობთ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებზე. უჭერს თუ არა მხარს ამ
გადაცემას რომელიმე ორგანიზაცია? გადაცემის მხარდამჭერი არის ორგანიაზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“. ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა ბავშვების დასახმარებლად. ჩვენი თანამონაწილეობა
ჟურნალისტები სალომე თინიკაშვილი ბაჩო ადამია დავით გრატიაშვილი მარიამ გაბისონია ნათია დეკანოიძე ვაჟა მათიაშვილი ვერიკო გელაშვილი ხატია გოგრიჭიანი თორნიკე მაღლაკელიძე ნინო გვასალია თორნიკე რევია ეკა გულორდავა ნია პატარაშვილი მარიამ მოსულიშვილი
გამოიხატება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურამდე მივიდეს ბავშვების პრობლემები. – რა კრიტერიუმებით ირჩევს რადიო „შოკოლადი“ თანამშრომლებს? გარდა ზოგადი კრიტერიუმებისა, რომელსაც ნებისმიერი კომპანია ითხოვს მომავალი თანამშრომლებისგან, იქნება ეს პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა თუ ასე შემდეგ, ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი თანამედროვე აზროვნებაა. – არიან თუ არა სტუდენტები თქვენთან დასაქმებულთა შორის? – ჩვენთან სტუდენტები ძირითადად სტაჟირების კურსებს გადიან. მათი მხრიდან თანამშრომლობის სურვილი საკმაოდ დიდია. სტუდენტები რადიო „შოკოლადში“ იმაღლებენ კვალიფიკაციას, იძენენ გამოცდილებას,რაც ძალიან მნიშვნელოვანია. – გვესაუბრეთ მომავალიგეგმების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ახალ პროექტებზე. გვაქვს უამრავი გეგმა და იმედია, ვპოვებთ მხარდაჭერას მათ განსახორციელებლად.
მარიამ გაბისონია ფოტო: google.ge
ხელმძღვანელი : ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე მის: ჭავჭავაძის N°8 ტელ : 598 37 08 41