ტელეგრაფი~The Telegraph

Page 1

დილემა, რომელიც ფრესკებს ანადგურებს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ფრესკებს განადგურება ემუქრება. ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 1989 წლიდან იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრე-

ბაშია. წლებია კათოლიკური ეკლესია ტაძრის დაბრუნებას ცდილობს, რადგან ისტორიულად ეს შენობა კათოლიკე მრევლს ეკუთვნოდა. ვის მფლობელობაში დარჩება ტაძარი და ვინ აღადგენს ფრესკებს, ჯერჯერობით გაურკვეველია. გვ.3

yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi

yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi

yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო სტუდენტური გაზეთი

ერთი ნაბიჯი ანექსიამდე

yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi

1-12 ნოემბერი N°1. 2014 წ .

გვ.გვ.22

ეს არ არის მხოლოდ აკადემიის პრობლემა, ესაა პრობლემა, რომელიც არსებობს მთელ საგანმანათლებლო სისტემაში.

გვ.4

გოთური სახლები რესტავრაციის მოლოდინში

„ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ მე ვისწავლე სკოლის პროგრამა, 2 კვირაში ავითვისე ბაკალავრიატის პირველი კურსის მათემატიკის მასალა, რის შემდეგაც 10 წლის ასაკში კოლეჯში მიმიღეს. ეს ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან ჩემგან ლაპარაკსაც არ მოელოდნენ» გვ.5

ეკონომიკა 2014 წლის პირველი ნახევრისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გვ.7

„არ მინდა ჩემმა ქმარმა მომკლას“

ქართველებო, ითამაშეთ ფეხბურთი! გვ.13

- განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც ამავე უნივერსიტეტში მომხდარ მკვლელობას შეესწრო. გვ .5

თბილისობა 2014

გვ.11

თბილისი-პარიზი, „გზაჯვარედინზე” გვ.9

კატერინენფელდში, ანუ დღევანდელ ბოლნისში, ძველი გერმანული სახლები მძიმე მდგომარეობაშია. წლებია საუბარი მიდის გოთური სტილის სახლების რეკონსტრუქციაზე, მაგრამ დღემდე შენობებს აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებია. მოსახლეობა და ისტორიკოსები შენობების აღდგენას და მათთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭებასა და დაცვას ითხოვენ. ბოლნისის ცენტრალური მაგისტრალის ორივე მხარეს მდგარი კორპუსებისა და სტანდარტული არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი სახლების დანახვისას ძნელად თუ წარმოიდგენ, რომ აქ ადრე გერმანელები ცხოვრობდნენ, მაგრამ საკმარისია, ბოლნისის ცენტრალური მოედნის ქვედა უბანში ორსართულიანი, დიდ აივნებიანი სახლები დაათვალიერო, რომ სოფელ კატერინენფელდის არსებობაში მაშინვე დარწმუნდები. ბოლნისი ერთადერთი ქალაქია, სადაც გოთური სტილის სახლები პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

გაგრძელება გვ.8

ტელეგრაფი

1

yvelafer yvelafer yvelafer yvelafer yvelafer


პოლიტიკა

მთავარი თემა

დილემა, რომელიც ფრესკებს ანადგურებს

ერთი ნაბიჯი ანექსიამდე

ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ფრესკები დაზიანებულია, კედლები ალაგალაგ ჩამოფხეკილია. ეკლესია საპატრიარქოს ეკუთვნის, თუმცა, რესტავრაციის მოთხოვნით, საპატრიარქოს კულტურის სამინისტროსთვის ჯერ არ მიუმართავს. ტაძრის მრევლი კი ტაძრის რესტავრაციას ითხოვს.

რუსეთსა და აფხაზეთის არაღიარებულ დამოუკიდებელ რესპუბლიკას შორის გასაფორმებელი 25-პუნქტიანი დოკუმენტი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ბევრ კითხვას ბადებს საქართველოსა და აფხაზეთის დეფაქტო მთავრობებში. ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტის გაფორმებით რუსეთი 21-წლიან სამუშაოს წერტილს დაუსვამს და აფხაზეთს იურიდიულად მიიერთებს. ამ ხელშეკრულების საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებსა და ოსებს საქართველოს საზღვრებში ფართო ავტონომია შესთავაზა. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის საინფორმაციო წყაროებში 13 ოქტომბერს გავრცელდა. დოკუმენტი რუსეთთან მჭიდრო სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებს მოიაზრებს და აფხაზეთს კიდევ უფრო აახლოებს რუსეთთან. დოკუმენტის მე-5 პუნქტში, რომელიც ძალიან წააგავს ნატოს მე-5 პუნქტს, ვკითხულობთ, რომ აფხაზეთზე თავდასხმა ავტომატურად განიხილება რუსეთზე თავდასხმად და პირიქით. ეს ჩანაწერი კი, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის , აზრით, პირდაპირ ანექსიის საფრთხის შემცველია. “მე-5 პუნქტი, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ აფხაზეთი თავის არარსებულ სუვერენიტეტს კარგავს. ეს კი აფხაზეთის ანექსიისკენ გადაგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“-აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე. დოკუმენტის საინფორმაციო პორტალებზე გამოქვეყნებას 15 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. სამინისტრომ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში გასაფორმებელი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფრთხედ შეაფასა და რუსეთს დოკუმენტის გაფორმების თვშეკავებისკენ მოუწოდა. “მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით

მოეკიდონ ზემოაღნიშნულ საკითხს და რუსეთის განზრახვას, რომლის განხორციელება თვისობრივად შეცვლის ვითარებას რეგიონში და ზოგადად დამატებით პრობლემებს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას“- ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც. პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის , შეფასებით, მისთვის გასაკვირია საქართველოს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების შემდეგ რუსეთის მხრიდან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების სურვილი. პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, თქმით, რუსეთაფხაზეთის ინტეგრაციის შესახებ პროექტი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული უხეში ნაბიჯია. „ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ეწინააღმდეგება ჟენევის კონსულტაციების ფორმატს. ხელშეკრულების ამოქმედების შემთხვევაში, რეგიონში ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა გაუარესდება. რეალური საფრთხის წინაშე დადგება აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის მომავალი“, - თქვა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის მოწოდებას, პარლამენტს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოეხატა, 17 ოქტომბერს პარლამენტის განცხადება მოჰყვა, რომელიც 80 ხმით მიიღო საკანონმდებლო ორგანომ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული განცხადება, „გმობს“ რუსეთის „მცდელობას მოახდინოს ოკუპირებული

2

ტელეგრაფი

აფხაზეთის ანექსია“ საქართველოს ამ „ძირძველ“ რეგიონთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ დაგეგმილი ხელშეკრულების შედეგად. ხელშეკრულების გაფორმებას ასევე ეწინააღმდეგება აფხაზური მხარეც. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრის, ვალერი ბგანბას თქმით, „რუსეთ-აფხაზეთის ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს შეიცავს“. როგორც ვალერი ბგანბამ „Эхо Кавказа-სთან“ ინტერვიუში აღნიშნა, „მასში უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი. ყოველთვის ვამბობდი, რომ 2008 წლის შეთანხმება სავსებით მისაღებია, სრულად პასუხობს ყველა მოთხოვნას. ყველა დეპუტატს ასეთი რეაქცია აქვს. ძალიან ბევრი შეკითხვაა. სხედან ყველანი და განიხილავენ. არ მინდა სიტყვა „ნეგატიური» გამოვიყენო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, დაახლოებით ასეთი რეაქცია გვაქვს. იმიტომ, რომ ბევრგან სუვერენიტეტის დაკარგვაზეა ლაპარაკი. შესაბამისად, დეპუტატების რეაქცია დადებითი ვერ იქნებოდა, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა. დეპუტატები, რბილად რომ ვთქვათ, მთლიანად არ ეთანხმებიან დოკუმენტის ამ ვერსიას». ბგანბას თქმით, დოკუმენტში საუბარია ერთობლივი შეიარაღებული ძალების შექმნაზე და გაურკვეველია, შენარჩუნდება თუ არა აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო. იგი უარყოფითად აფასებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საბაჟო კონტროლს და ამბობს, რომ აფხაზეთში შესული ტვირთი რუსეთმა არ უნდა აკონტროლოს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ პროექტი მოსკოვის მიერ სოხუმის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ზაქარეიშვილის თქმით, ამ პროექტით დადასტურდა, რომ რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის რეალურ აღიარებაზე არასდროს უფიქრია. „ეს დოკუმენტი არის აფხაზეთის ანექსიისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი. აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთი არც ფიქრობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის რეალურ აღიარებაზე და ფიქრობდა ანექსიაზე. სწორედ ამიტომ გამოიწვია ამ დოკუმენტის ტექსტმა სერიოზული შეშფოთება თავად აფხაზურ საზოგადოებაში. ეს დოკუმენტი მიმართულია პირველ რიგში სწორედ აფხაზური საზოგადოებისა და აფხაზური თვითმყოფადობის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ამ საკითხს განხილვას მიეძღვნა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და გრიგოლი კარასინის მორიგი რაუნდი პრაღაში, რომელიც ,როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგოდ დასრულდა. „ავუხსენი რუს კოლეგას, რა საფრთხეებს ვხედავთ აღნიშნულ ინიციატივაში და რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია პროცესების ასე განვითარება. იყო მწვავე დისკუსია და , საბოლოოდ, ჩვენ დავრჩით სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე, რაც მოსალოდნელი იყო“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. საქართველოს მთავრობის აქტიურობასა და განცხადებებს, რომლებიც მოსკოვსა და სოხუმს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დაგეგმილი ახალ ხელშეკრულებას აფხაზეთის ანექსიის მცდელობად აფასებს, გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი- სერგეი ლავროვი. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ხელშეკრულებისადმი „არაკეთილსინდისიერ და სახიფათო სპეკულაციას“ წარმოადგენს. 20 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი,

რომელიც საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელია ჟენევის დისკუსიებზე და პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ და მათ ის საფრთხეები გააცნეს , რომლებიც ხელშეკრულების გაფორმებას მოჰყვება. „ჩვენ ვიზიარებთ ამ შეშფოთებას“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა , აშშ–ის ელჩმა საქართველოში, შეხვედრის შემდეგ, „ვფიქრობ, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე, ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, შეშფოთებულია ამ ხელშეკრულების შესაძლო შედეგებით ჟენევის ფორმატისთვის და ამ დისკუსიებისთვის, და ჩვენი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“. ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა ასევე გერმანიისა და იაპონიის მთავრობებმაც. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ ხელშეკრულებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება დღითიდღე ძლიერდება, რასაც აფხაზეთში ნაციონალისტური ჯგუფების გააქტიურება ადასტურებს. რუსეთის ფედერაცია კი ხელშეკრულების გაფორმებას გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს. ხეშეკრულებაში, გარდა სამხედრო და თავდაცვითი პუნქტებისა, საზღვრების ერთობლივი კონტროლის საკითხზეცაა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთან არსებული დე ფაქტო საზღვრების კონტროლი უნდა გამკაცრდეს რუსეთთან კი პირიქთ, ზედმეტი ბარიერები მოიხსნას. პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ,27 ოქტომბერს , აფხაზ და ოს ხალხს საქართველოს საზღვრებში ფართო ავტონომია შესთავაზა. 28 ოქტომბერს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, შეთავაზებას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ღარიბაშვილის განცხადება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შესახებ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ სახელმწიფოს რეალობის შეგრძნება არ აქვს. ე.წ. სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო მოღვაწეების განცხადებები გათვლილია მათი დასავლელი პარტნიორების წრეზე, რომლებიც თბილისის ნებისმიერ ოფიციალურ განცხადებას ბიბლიურ მნიშვნელობას ანიჭებენ. „საბედნიეროდ აფხაზებს კარგად ესმით, თუ რას ემსახურება ქართული „სამშვიდობო“ ინიციატივები“, - წერია განცხადებაში. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთმა აირჩია დამოუკიდებელი განვითარების გზა, ქართული ხელისუფლების „ძმური და მეგობრული“ შემოთავაზებების გარეშე. ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, საჭიროა, მთავრობამ სწორი და სისტემური ნაბიჯები გადადგას, რათა საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხში მეტად ჩაერთოს.

“ხელშეკრულების არგაფორმება რუსეთისთვის, ფაქტობრივად, წამოუდგენელია, ეს ცხადია. ამიტომ ხელისუფლებამ მეტად უნდა მიაწოდოს ამ საკითხზე ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოებს, რათა სიტუაცია არ გამწვავდეს“- აცხადებს მამუკა არეშიძე. არაქმედითუნარიანი ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა და მის რუსეთთან მიმართებით გადაგმულ პოლიტიკას აკრიტიკებს. „რუსეთთან ენით მოჩლექის პოლიტიკა შედეგს ვერ მოგვცემს. ამ ხელისუფლების გაუაზრებელი ნაბიჯები კი სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს, რუსეთთან ურთიერობების დათბობის ამ უსუსურმა სტრატეგიამ შედეგად აფხაზეთის ანექსიის დაჩქარება გამოიწვია“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ. ყირიმის ანექსიის შემდეგ ანალიტიკოსები აფხაზეთის და ოსეთის ანექსიაზე ალაპარაკდნენ. ყირიმის ანექსიიდან 9 თვეში რუსეთმა აფახაზეთის დე ფაქტო პარლამენტს განსახილველად გაძლიერებული ინტეგრაციის დოკუმენტი გადაუგზავნა. როგორც ცნობილია, ამ ხელშეკრულებაზე საუბარი ჰქონდათ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის ახლად არჩეულ დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხარჯიმბას კრემლში გამართულ შეხვედრაზე. ექსპერტი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაფორმება საკმაოდ რეალურია და ეს რუსეთის გეგმის ნაწილია, რომელიც საბოლოოდ აფხაზეთის სრულ ანექსიას ისახავს მიზნად. „რა თქმა უნდა, რეალურია ეს ყოველივე და ძალიან მარტივი განსახორციელებელია. ალბათ, გააკეთებენ და ამის გარდა, ჩვენდა სამწუხაროდ, სხვა ტიპის საინტეგრაციო პროექტებსაც განახორციელებენ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ რაც არ უნდა თავი დავირწმუნოთ, რომ ორმხრივი დიალოგით წარმატებებს ვაღწევთ, რუსეთი კვლავ საკუთარ პოზიციაზეა, საკუთარი ინტერესი აქვს და ახდენს აფხაზეთის ინტეგრაციას. ხელშეკრულებით ასევე იქმნება ვალდებულება, რომ მისი აღიარება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნების მიერ“, - განაცხადა „ნიუ პოსტთან“ საუბრისას სერგი კაპანაძემ. ხელშეკრულების გაფორმებაზე აფხაზური მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს, როგორც აფხაზური მედიასაშუალებებიდანაა ცნობილი, დოკუმენტს არაღიარებული პარლამენტი განიხილავს. ექსპერტთა უმრავლესობა გამოსავალს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაში ხედავს და საქართველოს მთავრობას მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადმისკენ მოუწოდებს. რუსეთის აქტიურობა კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებას რეალურს ხდის. თუ როდის გაფორმდება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ დოკუმენტი ეს დროის საკითხია.

ბადრი კობიაშვილი

ბათუმის მკვიდრი მანანა ჯოგლიძე უკვე 18 წელია საკათედრო ტაძრის მრევლია. როგორც იგი აღნიშნავს, ფრესკები წლების განმავლობაში თანდათან ნადგურდებოდა, დღეს კი მათი მდგომარეობიდან გამომდინარე სასწრაფო აღდგენაა საჭირო. „ ფრესკები ალაგ-ალაგ წაშლილია, ორნამენტები გაფუჭებული. წყლის ჩამოსვლის კვალიც ჩანს. საშინელი სინესტეა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ტაძარი და ეს მრევლისთვის გულსატკენი ფაქტია.“ - ამბობს მანანა ჯოგლიძე. ბათუმის საკათედრო ტაძრის რესტავრაციაზე გასული საუკუნის 80-იან წლებში 18 სპეციალისტისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა, მათ შეუნარჩუნეს ტაძარს პირვანდელი სახე. ამირან გოგლიძე ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ფრესკების რესტავრაცია 90-იან წლებში იმ პირობებში მიმდინარეობდა, როცა ტაძარში წყალი ჩადიოდა და ამის შესახებ სპეციალისტები წერდნენ ხელისუფლებას: „რომ ნახოთ არქივები, უამრავი წერილი იქნება იქ, ახლაც შესაძლებელია აღდგენა და უკეთესიც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრესკები უფრო მეტად დაზიანდება და კედლის მხატვრობა წაიშლება.“

1903 წელს ეპისკოპოსმა როპმა აკურთხა, თუმცა, ტაძარი საბჭოთა წლებში დაიხურა. დროდადრო აქ არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორიაც იყო განთავსებული. ტაძრის რესტავრაცია 80-იან წლებში ჩატარდა და მას პირვანდელი სახე დაუბრუნდა. კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებელი მრევლის საკუთრებაში 1989 წელს გადავიდა და საქართველოს პატრიარქისგან იკურთხა. კათოლიკური ეკლესია წლებია ტაძრის დაბრუნებას ითხოვს. ომბუდსმენის აპარატთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრის, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მეუფე რუსუდან გოცირიძე აცხადებს: „რელიგიათა საბჭო სრულიად სოლიდარულია კათოლიკური ეკლესიის გადაწყვეტილებებისადმი. კათოლიკეებმა ბევრი იბრძოლეს ტაძრების დასაბრუნებლად, მაგრამ ამაოდ.მერე იმასღა ითხოვდნენ ნუ წაშლიან კათოლიკურ კვალსო (როგორც გორის ეკლესიაში მოხდა). ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ამ საკითხთან დაკავშირებით, ან თუ გეგმავენ საერთოდ რამის გაკეთებას კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები.“

ბათუმის საკათედრო ტაძარი 1897- 1902 წლებში ააგეს ბათუმელმა კათოლიკეებმა ქართველი მეცენატის, სტეფანე ზუბალაშვილის, დახმარებით. მშენებლობაზე იტალიელი მხატვრები და არქიტექტორები მუშაობდნენ. გოტიკური სტილის ეკლესია

ამ დროისთვის ბათუმის საკათედრო ტაძარი საპატრიარქოს ეკუთვნის მასში კი სისტემატურად იმართება მართლმადიდებლური ღვთისმსახურება.ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, მამა იაკობ ბერიძის, განცხადებით, მან არ იცის იგეგმება

თუ არა ტაძრის რესტავრაცია და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საპატრიარქო, ან ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძარი ეროვნული მნიშვნელობისაა და მას კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონიც მოწმობს. კანონის თანახმად, ძეგლს მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი „თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან“ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ბათუმის ტაძარი ჯერ-ჯერობით სარესტავრაციო ძეგლთა ნუსხაში არ შედის და პროექტით იქ სამუშაოების ჩატარება არ იგეგმება. „ტაძრის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო, სარეკონსტრუქციო, ან სარესტავრაციო სამუშაოები რომ ჩატარდეს, საჭიროა პატრონმა (ამ შემთხვევაში საქართველოს საპატრიარქომ) , ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია, შემდეგ იქ მონიტორინგის სამსახური გაემგზავრება და ჩასატარებელ სამუშაოებს შეაფასებენ. ამის შედეგად,ძეგლი პროექტში ჩაერთვება და სახელმწიფო ხარჯებით რესტავრირდება.“ - განაცხადა ეროვნული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვის სამსახურის უფროსმა, ირინე საბაშვილმა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მრჩევლის, პაატა დოლიძის თქმით, ამ დროისთვის სააგენტოში შემოსულია ინფორმაცია ბათუმის

საკათედრო ტაძრის შესახებ. იგეგმება სააგენტოს მიერ მონიტორინგის სამსახურის გაშვება და ჩასატარებელი სამუშაოების შეფასება. “თუკი კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს ტაძარი, იგი პროექტში ჩაჯდება და რესტავრირდება.“ -განაცხადა პაატა დოლიძემ. მისივე ინფორმაციით, ინფორმაციის მიწოდება სააგენტოსთვის ნებისმიერ პირს შეუძლია, იქნება ეს მრევლი, თუ საპატრიარქოს წარმომადგენელი.თუმცა , სააგენტოში ინფორმაცია საკათედრო ტაძრის შესახებ საპატრიარქოდან არ შემოსულა. რის გაკეთებას აპირებს საქართველოს საპატრიარქო ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების შესანარჩუნებლად ჩვენთვის უცნობია, რადგან საპატრიარქოსგან ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვერ მივიღეთ. აპირებს თუ არა კათოლიკე მრევლი, რომლის მეშვეობითაც აშენდა საუკუნის წინ ეკლესია ბათუმში, მიმართოს სახელმწიფოს ძეგლის პირვანდელი სახის შენარჩუნებისთვის სამუშაოების წამოსაწყებად, ამ კითხვით გაზეთი „ტელეგრაფი“ კათოლიკე მღვდელ, გაბრიელ ბრაგანტინს, დაუკავშირდა. „ამაზე ჩვენ არ გვიფიქრია, თუ საჭირო იქნება - კი, მაგრამ მგონია, რომ პირველ რიგში ეს მათგან უნდა იყოს, ვინც კურირებს ახლა ეკლესიას. ამ დროისათვის მათ პასუხისმგებლობაში შედის ამაზე ზრუნვა“. - ამბობს მამა გაბრიელი. დაიწყება თუ არა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარის ფრესკების აღდგენითი სამუშაოები ჯერ-ჯერობთ უცნობია. პაატა დოლიძის თქმით, ზუსტად რა ვადებში უნდა მოხდეს მონიტორინგის სამსახურის მიერ ტაძარში ჩასატარებელი სამუშაოების შეფასება,და შედეგად ტაძრის პროექტში ჩასმა, მისთივს უცნობია.

თამარ მაღლაკელიძე

ახალი ამბები

ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობა საქართველომ ქართულ-ებრაული ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობა საზეიმო იუბილით აღნიშნა. იუბილეზე დასასწრებად თბილისს ისრაელის 120–კაციანი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელი-

სუფლების წარმომადგენლები, ცნობილი ხელოვანები და მეცნიერები იყვნენ. ისრა-

ელის სამთავრობო დელეგაციას ემიგრანტთა აბსორბციის მინისტრი, სოფა ლანდვერი, ხელმძღვანელობდა. 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, სოფა ლანდვერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, დახვდა. დახვედრისას ჟურნალისტებთან კომენტარი ორივე მხარემ გააკეთა. გელა დუმბაძემ ქართველი და ებრაელი ხალხის ოცდაექვსსაუკონოვან მეგობრობასა და ამ ურთიერთობების მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხოლო ისრაელის აბსორბციის მინისტრმა თქვა, რომ ებრაელი ხალხი აფასებს გულწრფელ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მხრიდან, ამ ურთიერთობების ისტორიას და კმაყოფილება გამოხატა ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გადადგმული ნაბიჯების გამო ეკონომიკის, ტურიზმის, სავიზო რეჟიმის სფეროში. მან ასევე გამოთქვა ამ ურთიერთობების

მომავლის ჭრილში განხილვისა და გაფართოების სურვილი. შეხვედრის დასასრულს სოფა ლანდვერმა მადლობა გადაუხადა გელა დუმბაძეს მიღებისა და შინაარსიანი საუბრისთვის და სახელმწიფო მინისტრი ისრაელში მიიწვია. იუბილეს ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი,გაიმართა წიგნების პრეზენტაცია, მათ შორის ებრაულ ენაზე გამოცემული

«ვეფხისტყაოსნის» პრეზენტაცია, რომლის ილუსტრატორი მხატვარი ქეთი მატაბელია, ასევე ჩატარდა კლასიკური მუსიკის კონცერტი პიანისტ ელისო ვირსალაძის შესრულებით, შედგა ჩვენება ფილმისა - «26 საუკუნოვანი მეგობრობა», სპორტის სასახლემ კი კარატეს «მაქაბის» მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიას უმასპინძლა. რაც შეეხება ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციასთან. იუბილეს ფარგლებში შედგა ბიზნეს-ფორუმი ისრაელისა და საქართველოს ბიზნესმენების მონაწილეობით. იუბილე შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში საზეიმო კონცერტით და თბილისისა და მცხეთის ღირშესანიშნაობების დათვალიერებით დასრულდება.

დავით გრატიაშვილი

ტელეგრაფი

3


საზოგადოება

საზოგადოება გახშირებული ოჯახური ძალადობის შემთხვევები

კრიზისი სამხატვრო აკადემიაში სწავლა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სტვენისა და საყვირების ფონზე დაიწყო. აკადემიის სტუდენტების ნაწილი გია გუგუშვილის რექტორად დანიშვნასა და იმ პრობლემებს აპროტესტებდა, რომელთაც სწავლის პერიოდში აწყდებიან. გია გუგუშვილთან შეხვედრის მოთხოვნით სტუდენდებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს. „როცა გავიგე, რომ აქ სტუდეტების ნაწილმა შემოანგრია რექტორის კაბინეტის კარი , დამაინტერესა და ჩამოვედი. მიმაჩნია, რომ ჩემს სტუდენტებთან უნდა მქონდეს კონტაქტი. ძალიან დიდი პატვის ვცემ ამ ახალგაზრდებს, ისინი კი აგრესიულად არიან განწყობილნი. თავს ვალდებულად მივიჩნევ მოვუსმინო მათ და ალბათ ახალი რექტორიც ამავეს გააკეთებს“- ამბობს სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, რექტორი სტუდენტებს საგამოფენო დარბაზში შეხვდა, თუმცა კითხვებზე პასუხის გასაცემად სხვა დროს, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა შესთავაზა. სტუდენტებმა მხოლოდ საჯარო ფორმატით შეხვედრაზე გამოხატეს მზაობა. „აკადემიაში არ არსებობს თავისუფალი სახელოვნებო სივრცე, ხელოვნება ხელოსნობადაა ქცეული. Ⴑტუდენტებში კლავენ თავისუფალ აზრს, შემოქმედებით უნარს და ეს აკადემიის უმთავრეს მიზნად აქციეს.“ - წერენ აქციის ორანიზატორები თავიანთ მანიფესტში. ამ მოსაზრებას იზიარებს სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტი ნიკოლოზ გაბისკირია. მან აკადემიის ეზოში პერფორმანსი მოაწყო.

ნიკოლოზმა ძველი, საბჭოთა სახელმძღვანელოებისგან, სიმბოლურად აკადემიის შენობას ააშენა. „დღესდღეობით სამხატვრო აკადემიის მიზანი ისაა, რის მიღწევასაც ეს წიგნები ემსახურებოდა - ადამიანებში თავისუფალი აზრის ჩაკვლა და სტუდენტების მისი გავლენის ქვეშ მოქცევა“ - ამბობს ნიკოლოზ გაბისკირია. ამ ფაქტის საილუსტრაციოდ სტუდენტები არაერთ მაგალითს ასახელებენ : „ლექტორი გვეუბნებოდა, რომ ზუსტად ისე უნდა დაგვეხატა ნატურმორტი, როგორც იდო და ის ფერები უნდა გამოგვეყენებინა, რომელსაც თავად გვეტყოდა“. - იხსენებს სტუდენტი , ათუ გელოვანი. აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები. მათ შორის იყვნენ თსუ-ის სტუდენტებიც : „ის პრობლემები, რომელიც აკადემიაში სისტემურია, არის შედეგი სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულებისა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისადმი. პრობლემები არის უკვე იმდენად აშკარა, რომ მიჩვეულები ვართ, თითქოს აკადემია ხალტურის ადგილია, სადაც სტუდენტზე არაფერია მორგებული და დღეს, როცა გამოჩნდა სტუდენტებში ნება ამის გაპროტესტებისა, სამწუხაროდ, სტუდენტების უმეტესი ნაწილი ჯერ კიდე ინტერტულია ამ პრობლემისადმი. ჩვენ, თსუ-ს სტუდენტთა გარკვეულმა ნაწილმა გამოვთქვით სოლიდარობა,

რადგან ერთი პრობლემით ვართ გაერთიანებულნი. ეს არის სამარცხვინო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც არის არამხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აკადემიაში არამედ ყველა სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებაში“ -ამბობს თსუ-ს სტუდენტი საბა ყაფლანიშვილი. აკადემიის სტუდენტების ნაწილის პროტესტს შეუერთდა ხელოვნებათმცოდნე ირინა გუნცაძეც: „წლების წინ, ჩემი სწავლის პერიოდში, ჩვენც ვიყავით უკმაყოფილოები რაღაცებით, მაგრამ ასეთი დამხუთველი სიტუაცია თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჯერ არ ყოფილა. ეს უნდა დამთავრდეს. დამთავრდეს დიალოგით, აქციებით, ღია ურთიერთობებითა და კონცეფციების დაპირისპირებით და არა იმ ქმედებებით, რასაც კადრულობს ეს ადმინისტრაცია.“-ამბობს ირინა გუნცაძე. პრობლემების არსებობას აღიარებს არქიტექტურის მეორე კურსის სტუდენტი მარიკა ახლოური, თუმცა აქციის მონაწილეებს არ უერთდება: „ყველა მოთხოვნას ვეთანხმები, პრობლემა არ არსებობს, თუ არაა მიზეზი. მაგრამ, არაფერი არ ეშველება ამ სიტუაციას ,თუ ამ ხმამ არ მიაღწია სახელმწიფომდე. ესეთი ფორმის პროტესტს არანაირი აზრი არ აქვს აკადემიაში. როგორი დამნაშვეც არ უნდა იყოს ადამიანი, საყვირებით ყვირლი და შეძახილები, ჩემი აზრით, შეურაცხყოფაა და მიუღებლად მიმაჩნია. ასე წივილით ვერაფერს მიაღწევს ვერავინ, თუ უშუალოდ არ მოხდა კონტაქტი სახელმწიფოს წარმომადგენელთან.“ - ამბობს მარიკა. საპროტესტო ტალღა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჯერ კიდევ 2012 წელს აგორდა, როცა ყოფილი რექტორი, ირინე პოპიაშვილი, თანამდებობის დაკავებიდან სამ თვეში გაათავისუფლეს. მას შემდეგ პროტესტმა პერმანენტული სახე მიიღო, 2014 წლის აპრილიდან კი აქტიურ ფაზაში შევიდა. „თავდაპირველად, გავმართეთ შეხვედრა სტუდეტნებთან, რომელსაც „ათასი კითხვის ნიშანი“ დავარქვით. ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაგვედგა. ამის შემდეგ, კედლებზე გამოვაკარით ციტატები, რომლებიც აკადემიაში არსებულ პრობლემებს ასახავდა. მოეწყო კიდევ რამდენიმე აქცია-პერფორმანსი“ - იხსენებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ათუ გელოვანი. „შემდეგი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ეს იყო ლექციების სერიის მოწყობა სახელწოდებით „კრიზისის შინაარსი“.მოვიწვიეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ,რომ მათი დახმარებით და მათთან ერთად, სტუდენტებმა, ლექტორებმა, ადმინისტრაციის წევრებმა და საზოგადოებამ გავარკვიოთ რა არის კრიზისი,საიდან მოდის ის,რა ფორმებში გამოიხატება და რა გზები არსებობს მისგან თავის დასაღწევად. მოვიწვიეთ აკადემიის ლექტორები და ადმინისტრაციის წევრებიც, თუმცა ჩვენი დიდი ძალისხმევის

მიუხედავად ერთადერთი ლექტორი,ლუიზა ლაფერაძე ესწრებოდა.“- ამბობს ათუ. ლუიზა ლაფერაძე ერთ-ერთია სამხატვრო აკადემიის იმ ყოფილი ლექტორებიდან, რომელიც ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელად 2014 წელს გამართულ კონკურსში არ აირჩიეს. ამის მიზეზად, დარგობრივი საფაკულტეტო კომისიის მიერ შედგენილ ოქმში, ლუიზა ლაფერაძის მხრიდან არაკოლეგიალური ქცევა და არაჯანსაღი, სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამო, გარემოს შექმნაა დასახელებული. ამ მიზეზებს აბსურდულად მიიჩნევს სტუდენტთა ნაწილი და ყოფილი ლექტორის თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს. თავად ლუიზა კი ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი მის მიერ სტუდენ-

„არ მინდა ჩემმა ქმარმა მომკლას!“ - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელიც ამავე უნივერსიტეტში მომხდარ მკვლელობას შეესწრო. ინციდენტი, რომელიც 17 ოქტომბერს ლექციების მსვლელობისას მოხდა, ერთ-ერთი ის გახმაურებული ძალადობის შემთხვევაა, რომელსაც ქმრის მიერ ცოლის მკვლელობა მოჰყვა. ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა იმ 25-მდე ოჯახში მომხდარი მკვლელობებიდან, რომლებიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

როგორც გაირკვა, ზემოხსენებულმა მსხვერპლმა - მაკა წივწივაძემ - მკვლელობამდე ორჯერ მიმართა პოლიციას მისი ყოფილი ქმრისაგან მუქარისა და შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გამო, თუმცა ლაშა მაღრაძის ასეთ ქმედებას საპატრულო პოლიციის მხრიდან მხოლოდ გაფრთხილება მოჰყვა. სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, გმობს გახშირებული ძალადობის ფაქტებს და სამართალდამცავებს გააქტიურებისაკენ მოუწოდებს.

ტებისთვის ღია მხარდაჭერა აღმოჩნდა. სასწავლო დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ, აკადემიის სტუდენტებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს. „შევხვდით მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსს. გავაცანით ჩვენი პრობლემები და შევთანხმდით რომ ამ ყველაფერზე შედგებოდა სამუშაო ჯგუფი, თუმცა პროცესი გაიწელა და სამინისტროც უუნარო აღმოჩნდა ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად.“- იხსენებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გიორგი კარტოზია. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება. აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. სტუდენტები ყველას მოუწოდებენ გაიზიარონ პასუხისმგებლობა, რადგან, მათივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ აკადემიის პრობლემა, ესაა პრობლემა, რომელიც არსებობს მთელ საგანმანათლებლო სისტემაში .

ოჯახში ძალადობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამაზე ძალადობის გახშირებული ფაქტები მიუთითებენ. ძალადობა ოჯახში ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განმეორებად ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ემოციურ ზეწოლას. მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ოჯახში ძალადობის ყველაზე გახშირებული ფორმა ცოლის ფიზიკური შეურაცხყოფაა. ამ სტატისტიკას არც

საჯარო სკოლებში რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით შექმნილი საგნის - „მე და საზოგადოების“ ფარგლებში ისწავლიან. სკოლის დირექტორთა დღევანდელ კონფერენციაზე ისტორიისა და სამოქალაქო განვითარების ექსპერტმა, ნიკოლოზ სილაგაძემ, რევიზირებული, ეროვნული სასწავლო გეგმის ბადესთან

ში სოციალიზაციის ხელშეწყობა. საგანში იგულისხმება არა რელიიგის სწავლება, არამედ ის, რომ ქვეყნისთვის რელიგიური მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. მისი თქმით, აღნიშნული საგანი მომდევნო ეროვნულ სასწავლო გეგმაში იქნება გათვალისწინებული და, შესაბამისად, მისი სწავლება დაახლოებით 2 წელიწადში დაიწყება.

ბაჩო ადამია

პრემიერ-მინისტრი ომბუდსმენს შეხვდა

ბაჩო ადამია

საქართველოში საფოსტო კომპანიები ერთი დღით გაიფიცნენ

დაკავშირებული ცვლილებები წარადგინა. ცვლილების საფუძველზე, სამოქალაქო განათლების სწავლება საჯარო სკოლებში მესამე-მეოთხე კლასიდან უნდა დაიწყოს. საგანს კი „მე და საზოგადოება“ ერქმევა. ნიკოლოზ სილაგაძე განმარტავს, რომ საგნის მიზანია მოსწავლის საზოგადოება-

4

ტელეგრაფი

პრემიერ-მინისტრმა უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის ინსტიტუციური გაძლიერების პირობა მისცა. შეხვედრაზე ომბუდსმენი ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფო-

„DHL“, „TNT“, „სტარ გრუპი“ და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო საფოსტო კომპანია ერთდღიან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. ამის მიზეზად საფოსტო კომპანიები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ასახელებენ. მათი თქმით, პროექტის მიხედვით ,საქართველოს ფოსტის მიერ ბაზრის მონოპოლიზაცია ხდება. „DHL-ისა“ და

„TNT-ის“ ხელმძღვანელებმა უკვე გაიარეს კონსულტაციები ევროპაში სათაო ოფისთან. „TNT-ის“ დირექტორი ნინო მენთეშაშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტით ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებებიც ირღვევა. „სტარ გრუპის“ დამფუძნებლის თეა მაჭავარიანის განცხადებით, კი მისი კომპანია აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში 2 მილიონამდე ზარალს ნახავს. ეკონომიკის სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გაფიცვის შესახებ ინფორმაციას საფოსტო კომპანიები საკუთრ კლიენტებს ერთი დღით ადრე ტელეფონით ატყობინებდნენ.

ლიკა ლომიძე

2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველანაირი ძალისხმევა იქნეს გამოყენებული ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, შესაძლო მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისათვის. ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ესაა მთელი საზოგადოების ტკივილი და პრობლემა, რომელთან გამკლავება ვერ შევძელით. ვერ შევძელით დაგვეცვა ქალების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ლამბალოში, დვაბზუში, თბილისში, ზეს-

აღსანიშნავია, რომ 17 ოქტომბრის მკვლელობის შემდეგ პარლამენტმა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. აღნიშნული კანონპროეტის თანახმად, მოძალადის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება. მსხვერპლს უფლებამოსილება ენიჭება ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კონპენსაცია მიიღოს. ცვლილებების თანახმად, ძალადობის მსხვერპლთათვის მოეწყობა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები, (რამდენიმე ასეთი თავშესაფარი უკვე არსებობს), შეიქმნება სარეაბილიტაციო პროგრამები. ასეთ ადამიანებს უფლება ექნებათ ისარგებლონ უფასო სამართლებრივი კონსულტაციითა და პირველადი და გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ასევე სამედიცინო მომახურებით. სახელმწიფოს გააქტიურება და ჩართულობა ამ საკითხის მიმართ მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ ოჯახში ძალადობა მასშტაბურ ხასიათს იძენს და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ძალადობის შემთხვევა ფიქსირდება. საჭიროა, შემთხვევების შესწავლა და იმ მიზეზების დადგენა, რომელიც გახშირებულ მკვლელობებს იწვევს. სახელმწიფოს ვალია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები და იზრუნოს მათზე.

მარიამ მურაჩაშვილი

„ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ მე ვისწავლე სკოლის პროგრამა, 2 კვირაში ავითვისე ბაკალავრიატის პირველი კურსის მათემატიკის მასალა, რის შემდეგაც 10 წლის ასაკში კოლეჯში მიმიღეს. ეს ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან ჩემგან ლაპარაკსაც არ მოელოდნენ”, – ამბობს ამერიკელი ჯეიკობ ბარნეტი, რომელსაც აუტიზმის დიაგნოზი 2 წლის ასაკში დაუსვეს. დღეს ის 14 წლისაა და მაგისტრატურაში კვანტურ ფიზიკას სწავლობს. ექსპერტები ამბობენ, რომ ჯეიკობის IQ ალბერტ აინშტაინისას უსწრებს და მისგან ნობელის პრემიის მიღებას მოელიან. თუმცა, ისევე როგორც 4 წლის ქართველი პატარის, გიორგის (სახელი შეცვლილია) შემთხვევაში, ყველა აუტისტის ისტორია ასეთი იღბლიანი არ არის. აუტისტებს, ისევე როგორც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, განსაკუთრებული მზრუნვე-

მარიამ ბოგვერაძე

ტო-ვიდეოგადაღების უფლებასა და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე ესაუბრა. უჩა ნანუაშვილმა პრემიერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წამოაყენა საკითხი - შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ომბუდსმენმა ღარიბაშვილისგან ამ თემაზე მუშაობის დაწყების პირობაც მიიღო. ნანუაშვილის თქმით, ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების მინიჭება მის უწყებას საშუალებას მისცემს, მეტი რეაგირება მოახდინონ კონკრეტულ დარღვევებზე.

საქართველო ჩამორჩება. ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში მომხდარი მკვლელობის 16 ფაქტი დაფიქსირდა. იუსტიციის მინისტრის ,თეა წულუკიანის, განცხადებით, მამაკაცების მხრიდან ქალის კვლა სერიოზული პრობლემაა და სახელმწიფომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობა უნდა გაააქტიუროს.

ტაფონში, ქობულეთში და კიდევ ბევრ ადგილას“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

აუტიზმი - განუკურნებელი სენი თუ დაძლევადი გონებრივი ჩამორჩენილობა

ახალი ამბები

„მე და საზოგადოება“ ახალი საგანი სკოლაში

აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, რომლითაც მოძალადეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. ამ პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, კერძოდ კი საპატრულო პოლიცია, რომელსაც მოძალადის მიმართ შემაკავებელი და შემაჩერებელი ორდენის გამოწერა ევალება. თუმცა ,რამდენად აქტიურად ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადეების მიმართ საკუთარ ვალდებულებებს ეს საკითხავია.

ლობა სჭირდებათ: ადრეული ჩარევის პროგრამა, საბავშვო ბაღებში სპეციალურად დატრენინგებული აღმზრდელები, სკოლაში კი ინკლუზიური სწავლება, რაც საქართველოში ჯერჯერობით თითქმის მიუღწეველ მისიად რჩება. ამ ფაქტს ამყარებს თბილისში, დიდუბეში, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე სკოლა-ბაღ „სადუნში“ მომხდარი ამბავი - როგორც სოციალურ ქსელში მშობელი იტყობინება აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის ბიჭი ბაღის აღმზრდელმა სცემა. მშობლის ცნობით, ბავშვს ზედა ტუჩი აქვს დაზიანებული. მისივე განმარტებით, მან სამართალდამცავებსაც მიმართა, თუმცა, განუცხადეს, რომ ბაღი კერძო დაწესებულებაა და აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მათ არ ეკუთვნით. სკოლის დირექტორმა მომხდარი აღმზრდელის ოჯახური პრობლემებითა

და ნერვული აშლილობით ახსნა. აუტიზმი ფსიქიკური განვითარების დარღვევაა, რომლის დროსაც ხშირია გონებრივი ჩამორჩენილობა. გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან, როდესაც ეს დიაგნოზი ბავშვებში საგრძნობლად გახშირდა, აუტიზმი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია. უფრო მეტ ბავშვს აქვს აუტიზმი, ვიდრე დიაბეტი, კიბო და აივ ინფექცია ერთად. სპეციალისტების აზრით, აუტიზმის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ბავშვის დროული ჩართვა ადრეული ჩარევის პროგრამაში. საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ ადრეულ ასაკში პრობლემებზე რეაგირებამ შეიძლება მდგომარეობა გააიოლოს და გაზარდოს ბავშვის დამოუკიდებლობის უნარი, ის უკეთ მომზადდეს სკოლამდელი ან სხვა საგანმანათლებლო

დაწესებულებებისთვის და ხელი შეეწყოს მის საერთო სოციალურ ინტეგრაციას. არასამთავრობო ორგანიზაციის – „პირველი ნაბიჯი საქართველო“ – დღის ცენტრის ფსიქოლოგი, ელენე აბულაძე აღნიშნავს: „ადრეული ჩარევა ყველა დიაგნოზის შემთხვევაში აუცილებელია, მაგრამ აუტიზ-

მის მქონე ბავშვებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აუტიზმის დიაგნოზში არ იგულისხმება გონებრივი ჩამორჩენილობა ანუ, თუკი ხდება ადრეული ჩარევა, შეიძლება გონებრივი ჩამორჩენილობის პრობლემა მოვხსნათ და ბავშვიც ტიპურ განვითარებას დაეწიოს.“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გია კაკაჩია, ჟურნალ „ტაბულასთან“ საუბრისას აღნიშნავს: „საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რომლებიც ახორციელებენ ადრეული ჩარევის პროგრამას. ესენია: „პირველი ნაბიჯი საქართველო“, „პორტიჯი“, „საქართველოს ბავშვები“... ჯერჯერობით ადრეული ჩარევის პროგრამა მოქმედებს თბილისსა და ბათუმში, ჩვენ ვართ ამ სერვისის დამფინანსებლები. აქედან გამომდინარე, თუ კონკრეტულ რეგიონში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, პროგრამის დაფინანსებას ვერ შევძლებთ. ახლა ბათუმში გაჩნდა ასეთი ორგანიზაცია და ჩვენც ახალი რეგიონი დავამატეთ. შარშან პროგრამის ადგილმდებარეობად თბილისი გვქონდა მითითებული, წელს კი შეზღუდვა მოვხსენით და თუ ასეთი ორგანიზაცია კიდევ რომელიმე რეგიონში გამოჩნდება, დიდი სიამოვნებით დავაფინანსებთ. შარშანდელთან შედარებით პროგრესია – მაშინ პროგრამაში

ჩართული იყვნენ 3 წლამდე ასაკის ბავშვები, წელს ზღვარი 7 წლამდე გაიზარდა, შესაბამისად, ბენეფიციართა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით თითქმის გაორმაგდა. როდესაც ასაკი გავზარდეთ, პროგრამა მთლიანად შეივსო, თუ არ ვცდები, 150160 ბავშვი იღებს ყოველთვიურად მომსახურებას, მაგრამ აქ შედიან როგორც აუტიზმის და დაუნის სინდრომის, ასევე სხვა გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვები.“. სტატიის დასაწყისში მოყვანილი ამერიკელი ჯეიკობ ბარნეტის მაგალითი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნებისმიერი აუტისტი ბავშვის ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს მათდამი სწორი მოპყრობითა და შესაბამისი ადრეული ჩარევით. ამის შედეგი კი გონებრივი ჩამორჩენილობის პრობლემის მოხსნა და ბავშვის ტიპური განვითარება იქნება. სხვა ყველა, მორალურ თუ სამართლებრივ მიზეზთან ერთად, თბილისში მომხდარ ფაქტზე რეაგირება თუნდაც ამიტომაა აუცილებელი! პირველ რიგში, აღმზრდელებსა და განათლების სფეროში დასაქმებულ სხვა ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გააზრებული მათი საქმიანობის მნიშვნელობა აუტისტი ბავშვების აღზრდა-განვითარებაში. სხვა შემთხვევაში, თავისუფლადაა შესაძლებელი, მსგავსი ან უარესი ფაქტები კვლავ განმეორდეს. .

ნინო ბეზარაშვილი

ტელეგრაფი

5


საზოგადოება

საზოგადოება

ესტაკადა ორბელიანის მოედანზე 2015 წელს, ორბელიანის მოედანზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) ახალი ესტაკადის მშენებლობა დაიწყება. თბილისის მერის ინიციატივით, პუშკინის მოედანზე ორმხრივი გზა აღდგება. 150 მეტრის სიგრძის ესტაკადა თბილისის ისტორიულ ცენტრში არსებული საცობების განმუხტვას მოემსახურება. ესტაკადა პუშკინის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით აშენდება, მის ქვეშ კი დედაქალაქის ისტორიული გალავნის ფრაგმენტები დარჩება. VIII-IX საუკუნის ისტორიულ კოშკებთან და თბილისის გალავანთან ფეხით გასეირნებას კვლავაც შეძლებენ ტურისტები და დედაქალაქის მცხოვრებლები, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს, რამდენად კომფორტული იქნება მათ ზემოთ საავტომობილო გზის გატარება, რომელიც პუშკინის სკვერიდან დაიწყება და ვერცხლის ქუჩის დასაწყისთან დასრულდება. სოლოლაკის ესტაკადა 2 მილიონი დაჯდება, მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება. კეთილმოწყობის სამსახურს საპროექტო წინადების განხორციელებისთვის 140 ათასი ლარი გამოეყო. ესტაკადის მშენებლობა საკამათო პროექტი აღმოჩნდა არამარტო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“, არამედ არქეოლოგებსა და არქიტექტორებს შორისაც. საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს კამათი მოჰყვა, ახალმა მთავრობამ წინა მთავრობას გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობა შეახსენა, რამაც ვითარება ვერ განმუხტა. არც ძველები დარჩნენ ვალში და გიგი უგულავამ ციხიდან განმარტება გაავრცელა. მისი თქმით, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის დაღმართის ამ მონაკვეთის ქვეშ მე-19 საუკუნეში აშენებული მიწისქვეშა კოლექტორი გადის, რომელიც დღესაც ფუნქციურია და თითქმის თანამედროვე გვირაბის დიამეტრისაა. მასზე ესტაკადის დაშენება შეუძლებელია. ამიტომ, გიგი უგულავა მოუწოდებს დავით ნარმანიას, ჩავიდეს და დაათვალიეროს ეს გვირაბი, რათა თავად დარწმუნდეს იმ ახირების აბსურდულობაში, რომლის მიხედვითაც საცობების პრობლემა ვერ მოგვარდება. ამის პასუხად დედაქალაქის ახლანდელი მერი აცხადებს, რომ ესტაკადას პუშკინის დაღმართზე მდებარე ისტორიულ გალავანთან შეხება არ ექნება. „მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინამორბედებმა ბეტონი დაასხეს იქ არსებულ გათხრებს, მან დაკარგა ისტორიული მემკვდრეობის სტატუსი. თანამედროვე საინჟინრო მიდგომები და სარგებლობები გვაძლევს იქ ესტაკადის გაკეთების საშუალებას, რომელიც არსებული ერთზოლიანი მოძრაობიდან რამდენიმე ათეული სანტიმეტრით იქნება დაშორებული და გაკეთდება არა თანამედროვე, არამედ იმ ფორმით, რომელიც ძველი ქალაქისა და ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილთან იქნება შესაბამისობაში, რისთვისაც ჩვენ ვაცხადებთ საჯარო კონკურსს“, - თქვა ნარმანიამ და განმარტა, რომ საკითხის განხილვა ექსპერტებთან მოხდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სა-

ქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის, ავთანდილ სუდაძის, განცხადებით, ორმხრივი მოძრაობის აღდგენა საარჩევნო დანაპირებს წარმოადგენდა. ესტაკადის მშენებლობა ბარათაშვილის ქუჩასა და თავისუფლების მოედანს შორის, სატრანსპორტო ნაკადს განტვირთავს. მისივე თქმით, აღნიშნული გზის აღდგენა, პირველ რიგში, გონივრული მშენებლობის ხარჯზე განხორციელდება, ისე, რომ არ დაზიანდება კულტურული მემკვდრეობის არც ერთი ძეგლი. ამასთან, ესტაკადის გადახურვაც ისე მოხდება, რომ ყველა ძეგლი ხელუხლებელი და დაუზიანებელი დარჩება. სამუშაოების დასრულების შემდეგაც მსურველებს მათი ნახვის საშუალება ექნებათ. საზოგადოება ამ პროექტმა დიდად ვერ მოხიბლა. გავრცელებული ინფორმაციით, ესტაკადა მაღალი იქნება და მოსახლეობა შიშობს,რომ მანქანები სახლის ფანჯრებთან ივლიან. არქეოლოგი მერაბ ძნელაძე, რომელმაც ორი წლის წინ დედაქალაქის ცენტრში აღმოჩენილი ქალაქის არქეოლოგიური ნაწილი გასახსნელად მოამზადა, არ მალავს, რომ მასზე მძიმე შთაბეჭილება მოახდინა ესტაკადის თემამ. მერაბ ძნელაძეს მიაჩნია, რომ ისტორიულ ნაწილში გზის გაფართოება მერიას სპეციალისტებთან უნდა შეეთანხმებინა, რადგან ახალი პროექტით განივი სივრცე მთლიანად იკარგება და ისტორიული ნაშთების ქვედა ნაწილი აღარ ჩანს. არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გზის გაფართოებას მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ესტაკადას შესაბამისი გაგრძელებაც უნდა მოჰყვეს. მისი აზრით, კონკრეტულად აქ ბევრი პრობლემა იქნება გადასაწყვეტი, როგორც ვენტილაციის, ისე ბუნებრივი და ხელოვნური განათების პრობლემები. ასევე, გადასაწყვეტი იქნება უმთავრესი საკითხი- ეს უნდა იყოს მთელი ქუჩის ფრაგმენტი, რომელ-

სტუდენტური უმუშევრობა

სწავლის მაღალი გადასახადის ფონზე სტუდენტები იძულებულნი არიან დასაქმდნენ და სწავლას მუშაობა შეუთავსონ. თუმცა მათი მაღალი მოტივაციის მიუხედავად 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდების 30%-ზე მეტი უმუშევარია. თორნიკე ნანუაშვილი თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ სამსახურს უკვე ორი წელიწადია უშედეგოდ ეძებს.

დღის განმავლობაში 5 ლარი მაინც მჭირდება სახლიდან უნივერსიტეტში რომ გამოვდივარ. ჩემთვის ახლა საჭიროა რაიმე ელემენტარული სამუშაო, პატარა ხელფასი მაინც საც გაგრძელება უნდა ჰქონდეს ლესელიძის ქუჩისკენ. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი სატრანსპორტო მოძრაობის ორმხრივობას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ესტაკადა უნდა გაკეთდეს, მაგრამ უნდა იყოს კორექტული პროექტი, რათა კულტურული მემკვიდრეობა კიდევ უფრო არ დაზიანდეს. მით უმეტეს, უკვე ძალიან სერიოზულად არის ქალაქის ძველი გალავანი დაზიანებული. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მართლაც ჭირს მოძრაობა, მაგრამ ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ თბილისის გალავანი ჩანდეს. ამას კი ცოტა რთული კონსტრუირება დასჭირდება. იქ უნდა დარჩეს ან გამჭვირვალე შუშა, რომ ჩანდეს გალავანი და თან გალავანთან ჩასვლა შეიძლებოდეს. „სამუდამოდ ამ გალავნის ლიკვიდაცია, გადაფარვა, დახურვა არ შეიძლება. ამავე დროს, სავალი გზა უნდა აღდგეს. ორი წლის წინ ცალმხრივი მოძრაობა რომ დაუშვეს, არასწორი იყო. ცოტა ხნით ამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ არა ამდენი ხნით. ორმხრივი მოძრაობის აღდგენა შედარებით განტვირთავს ქალაქის მოძრაობას, მაგრამ მიწისქვეშა სადგურები აუცილებელია. ამიტომ მიწისქვეშა სადგურებზე მოთხოვნა უნდა იყოს“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.

არქიტექტორი ცირა ელისაშვილის აზრით, ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით, ნაშთების ასე ღია ცის ქვეშ დატოვება გაუმართლებელი იყო მაშინაც, როცა პუშკინის ქუჩის ნაშთები გამოვლინდა და გაუმართლებელია ახლაც. მისი აზრით, აუცილებელია, ეს კონსერვაციის რეჟიმში მოექცეს, ზემოდან ბეტონის დასხმა საქმეს ვერ უშველის.“ თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ესტაკადა პუშკინის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდამდე აუცილებლად გაკეთდება და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. საზოგადოების აზრი ორად არის გახლეჩილი. მართალია, ერთი მხრივ, ესტაკადის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოძრაობას ამ მონაკვეთზე, მაგრამ გასათვალისწინებელია იმ ადამიანთა მოსაზრებებიც, რომლებიც შიშობენ, რომ ესტაკადის სიმაღლის გამო მანქანები მათ ფანჯრებთან ივლიან. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მერიამ და უშუალოდ ამ პროექტში ჩართულმა თითოეულმა ადამიანმა გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის აზრი, და ასევე, კონსულტაციები გაიარონ გამოცდილ და კვალკიფიცირებულ არქიტექტორებთან, რათა არ დაზიანდეს ამ მონაკვეთზე ასრებული ისტორიული ძეგლები.

დავიწყოთ უცხოელებით, რომლებიც საქართველოში ბიზნესის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი. ისინი აქამდე თავისუფლად შემოდიოდნენ საქართველოში და ქვეყნის დატოვების შემდეგ დაბრუნება ნებისმიერ დროს შეეძლოთ. დღეს მოქმედი კანონის მიხედვით ქვეყნის დატოვების შემდეგ ისინი საქართველოში მომდევნო 90 დღე ვეღარ შემოვლენ, საამისოდ ვიზა უნდა აიღონ. ვიზის აღება ცალკე პრობლემად იქცევა, რადგან, როგორც ცნობილია, საქართველოს საკონსულოები სათანადოდ მომზადებულნი არ არიან. ჩნდება ლოგიკური ეჭვი ხელისუფლება

6

ტელეგრაფი

განზრახ ზღუდავს თუ არა უცხოელების მიერ ბიზნესის წარმოებას, მათ ცხოვრებას ან უბრალოდ ამ გზით უცხოელების რაოდენობის შემცირება იგეგმება. ბუნებრივია, ახალი სავიზო პოლიტიკა კრიტიკას ვერ ასცდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ბევრი პრეტენზიისთვის პასუხი აქვს გასაცემი. უცხო ქვეყნის მოქლაქეებს საქართველოს ტერიტორიის დატოვება უწევთ. ოფიციალური განცხადებით ახალი სავიზო რეჟიმი სხვა ქვეყნებისთვის უცხო არ არის. ამით იმართლებს თავს საქართველოს მთავრობა. მაგრამ, სამწუხაროდ არ ითვალისწინებს მოქალაქის ინტერესებს. ბუნებრივია, ამ შეზღუდვების გამო ბევრ უცხოელ მოქალაქეს შეიძლება სურვილი გაუჩნდეს საერთოდ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, შესაძლებელია მომრავლდნენ ვიზის არმქონე პირები და შეიქმნას უფრო დიდი ქაოსი. ვინ გააკონტროლებს უცხოელ მოქალაქეებს ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს. 55 წლის მაია ბერიშვილს ვიზა 1 ნოემბერს ეწურება. მისი თქმით, მან უკვე სამჯერ შეიტანა განცხადება დინადრობის უფლების მოსაპოვებლად, რაზე სამჯერვე უარი მი-

იღო. ახლა მას საქართველოს დატოვება უწევს და მომავალი სამი თვის განმავლობაში ვერ შემოვა. ,,ვიზის მისაღებად მოსკოვში უნდა მივიდე, რამდენად მაქვს ვიზის მიღების შანსი არ ვიცი, იმედია პროცესი არ გაჭიანურდება, რადგან მოსკოვში საცხოვრებელი ადგილის პრობლემა მაქვს.’’ პრობლემები ექმნებათ ჩინელებს, ინდუსებს. შესაძლოა ამ კანონმა ის ადამიანები გაახაროს, რომელთა აზრითაც ,,შეგვჭამეს ჩინელებმა და ინდოელებმა’’. მაგრამ მათთან ერთადნ უნდა გავიხსენოთ ის ქართველები, რომლებიც მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მიღების რიგში იყვნენ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც საქართველოში მუშაობდნენ და ვიზას ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვარზე ყოველგვარი სირთულეების გარეშე მოკლე დროში იღებდნენ. განსაკუთრებით მტკივნეული ეს კანონი იმ მოქალაქეებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებზე არიან დაქორწინებულნი და აქამდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ გახდნენ. ისინი არჩევნის წინაშე დგანან და ახალი კანონის გამო ოჯახის დატოვება უწევთ. აქამდე მათ შეეძლოთ ვიზა გაეგრძელებინათ საქართველოშივე ან საზღვარი გადაელახათ თუნდაც რამდენიმე წუთით. ახალი კანონის თანახმად, ისინი ვიზის მისაღებად უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში და მიმართონ საქართველოს საკონსულოებს. თუ როგორ მუშაობს საქართველოს საკონსულოები ეს უკვე სხვა პრობლემაა. შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად საქართველოს საკონსულოები, როგორც ვთქვით,

საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბიო ნარკოტიკები, ე.წ სპაისები.ამ სახის ნარკოტიკების მოპოვება ბოლო დრომდე საქართველოშიც ისეთივე ადვილი იყო,როგორც მთელს მსოფლიოში.მისი მოხმარება-გაყიდვა კანონით არ ისჯებოდა და უცხოურ ინტერნეტ მაღაზიებში ის დღემდე მრავლად გვხვდება.ბიოსა და სპაისის სახელით ცნობილი მოსაწევი,სინთეტიკური ნივთიერებაა. ბიოსა და სპაისის სახელით ცნობილი მოსაწევი, სინთეტიკური ნივთიერებაა. მათი დიდი ნაწილის პროდუქცირება, თავის დროზე, სამეცნიერო მიზნებისთვის მოხდა. შემდეგ ძალიან ბევრი ასეთი ნარკოტიკული საშუალების სინთეზი მოხდა მიწისქვეშა ლაბორატორიებში და საბოლოოდ, რამდენიმე ძირითადი ჯგუფი

სალომე თინიკაშვილი

სათანადოდ მომზადებულნი არ არიან. მოუმზადებლობასა და არაორგანიზებულობას მოწმობს უსასრულო რიგები საელჩოებსა და საკონულოებში, კონსულტაციაზე დარეკვის დროს კი არადამაკმაყოფილებელი პასუხები და ხშირ შემთხვევაში უპასუხოდ დატოვებული კითხვები. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი საქართველოს ხლისუფლებას მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უცხოელებს ერთი და იმავე ტექსტის საშუალებით უარით ისტუმრებენ - „კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების უფლება მიზანშეუწონლად მიაჩნია“. როგორც ჩანს, ბინადრობაზე უარს არ ასაბუთებენ და უცხოელ მოქალქეებს ,,კონტრდაზვერვის გადაწყვეტილებით’’ მარტივად იშორებენ. სამწუხაროდ ამ ფაქტით კი არც სასამართლო და არც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ინტერესდება. როგორც ვხედავთ, კანონის მიღებამ უარავი პრობლემა გამოიწვია, გაამართლებს თუ არა ის ჯერ-ჯერობით უცნობია. მანამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა. მისი განცხადებით, პრობლემები მალე აღმოიფხვრება. რამდენად დაეხმარება მისი ბოდიში იმ ადამიანებს რომლებსაც საქართველოს დატოვება და ზედმეტი ხარჯების გაწევა უწევთ ეს უკვე სხვა საკითხია.

ხატია გოგრიჭიანი

„ძირითადად შრომით რესურსებში ახალგაზრდების სამი ასაკობრივი ჯგუფი გამოიყოფა. ესენია: 25-19, 20-24, 25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფები. პირველი ორი ასაკობრივი ჯგუფი ძირითადად სწავლითაა დაკავებული და დასაქმება განათლებასთან ერთად ,ფაქტობრივად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეს ასაკობრივი ჯგუფი სწავლობს და ის ,რომ უმუშევრობის დონე მაღალია ამ

ლებობაც. თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი მანანა ლობჟანიძის თქმით, შრომითი ბაზარი სტუდენტებისგან სამუშო გამოცდილებას ითხოვს, რაც, როგორც წესი, ახალგაზრდებს არ აქვთ. მანანა ლობჟანიძის აზრით, სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებელს მაღალ მოთხოვნებს უყენებენ. მათ მაღალი ხელფასი, თავისუფალი დრო და მათთვის საინტერესო, შემოქმედებითი სამუშაო სჭირდებათ. საქართველოს შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტში მითხრეს, რომ უმუშევრობის პრობლემის დაძლევაზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე, ამ კუთხით, არანაირი პროექტი არ ხორციელდება. სამომავლოდ იგეგმება სპეციალური ცენტრების შექმნა, სადაც მოხდება სამსახურის მაძიებელთა აღრიცხვა. პროექტი არ ითვალისწინებს ცალკე სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ინიციატივა, ძნელი სათქმელია.

მარიამ ბოგვერაძე

ბიო ნარკოტიკი და მის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეები

ახალი კანონი, ახალი პრობლემები 1 სექტემბრიდან საქართველოში ახალი სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. ახალი რეგულაციების თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეს უვიზოდ 180 დღის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 90 დღე შეუძლია გაჩერდეს. ხოლო გრძელვადიანი ვიზიტისთვის ის ვალდებულია, აიღოს ვიზა იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის. ერთი შეხედვით, ახალი რეგულაციები მისაღებია და სტანდარტებს ექვემდებარება, მაგრამ ამასთანავე ახალი კანონის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მიღებამ მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

რომ მქონდეს არსებობისთვის. ყველაფერს მშობლები ხომ არ მომცემენ, ეკონომიკურადაც არ აქვთ ამდენი საშუალება. ამიტომ ვეძებ სამსახურს, თუმცა ჯერ არაფერი ჩანს“ - ამბობს თორნიკე. თორნიკეს მსგავსად დაუსაქმებელია სტდენტების 32 პროცენტი. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის ასეთი მაღალი დონე საკმაოდ ადეკვატურად მიაჩნია თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსს, მანანა ლობჟანიძეს.

ასაკობრივ ჯგუფში საგანგაშო ნამდვილად არაა“. იმას, რომ სწავლასთნ სამსახურის შეთავსება ძნელია, თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის სტუდენტი მათე გაბიცინაშვილიც ადასტურებს. ამბობს, რომ ბაკალავრიატში სწავლისას დღეში 15 საათი უწევდა მუშაობა. ახლა 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვს. მათე საკუთარ მაგალითზე ამბობს, რომ სამსახურის გამო ლექციების გაცდენა ხშირად უწევს და ფიქრობს, რომ დიდწილად ეს პრობლემა სასწავლო დაწესებულების ბრალია. „უნივერსიტეტის აბსოლუტურად არ გვიწყობს ხელს. თსუ-ის მაგალითზე ამ მხირვ ძალიან რთული მდგომარეობაა. ჯერ ერთი ის, რომ უნივერსიტეტს არ აქვს გამართული ლექციების გრაფიკი, რომელიც არეულია მთელი დღის განმავლობაში.ანუ შენ უნივერსიტეტში ყოფნა გიწევს დილიდან საღმომდე იმიტომ, რომ ერთი ლექცია დილას გაქვს, მეორე შუადღეს, მესამე საღამოს. არაა ხელშეწყობა ისე, რომ ცალკე შეუთავსო მუშობა სწავლას“ - ამბობს მათე. პრობლემაა სამუშო გამოცდილების ნაკ-

გამოიყო.ის ევროპაში 2000-იან წლებში გამოჩნდა.მისი შემადგენლობა სხვადასხვა სახისაა და რამდენიმე სახის მცენარისა და ქიმიური ნივთიერებების შერევის შედეგად მიიღება. ის სხვადასხვა შეფუთვით იყიდებაარომატიზებული ჩაისა თუ აბაზანის მარილის სახით. როგორ მოქმედებს ბიოპლანი ორგანიზმზე, ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. პირველი სინთეტიკური კანაბინოიდის (მარიხუანას, ჰაშიშის აქტიური ნივთიერება) შემქმნელი პროფესორი ჯონ ჰოფმანი ბიოს მომხმარებლებს იდიოტებს უწოდებს, რადგან მისი თქმით, მათ არ იციან რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს ეს.

ბიოს მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: თავბრუს ხვევა, შფოთვა, ჰალუცინაციები, აღქმის დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, ნევროზი და ფსიქოზი. ბიოს მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ეს მათ სექსუალურ პოტენციალს ამაღლებს და ერთ-ერთი მიზეზი მისი მოხმარების, განსაკუთრებით იმ მამაკაცებში, რომელსაც ასაკის გამო გარკვეული პრობლემები უჩნდებათ, ესეცაა. თინეიჯერები კი მას მძაფრი სექსუალური შეგრძნებებისთვის იყენებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი ეს ილუზია ძალიან სწრაფად სრულდება გაცილებით მძიმე უკუეფექტებით, ვიდრე წარმოედგენიათ. მსოფლოს ცნობილი საიტები amazon. com და ebay.com ბიო ნარკოტიკს ამ სახითაც წარმოგვიდგენს. მის ანოტაციაში წერია,რომ ამაღლებს პოტენციის დონეს და ეს ნარკოტიკი “BLACK MAMBA”-ს სახელითაა ცნობილი. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი ხათუნა თოდაძე «გურია ნიუსთან» საუბრისას განმარტავს-” სპაისების მიღების დაწყების პერიოდში, სექსუალური ლტოლვა და პოტენციალი იწყებს აწევას, ოღონდ მხოლოდ გარკვეული პერიოდით. შემდეგ უკვე ქვეითდება და საბოლოო ჯამში, შედეგად პოტენციის დაქვეითებამდე მიდიან. შემდეგ უკვე, მომხმარებლისთვის სიამოვნების წყარო მხოლოდ ნარკოტიკი ხდება. სინამდვილეში, სპაისებს გაცილებით ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ახასიათებს, ვიდრე სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს და ის სულაც არ არის მსუბუქი. ადამიანს, ამის გამო, შეუძლია, ბევრ რამეს გადააბიჯოს და პირდაპირ გეტყვით, ძალიან უღირსი საქციელი ჩაიდინოს იმისთვის, რომ ეს ნარკოტიკი მოიპოვოს. როგორც წესი, ძირითადად ოჯახის წევრები ან მეგობრები მოგვმართავენ. თავისი ნებით ნაკლებად მოდიან, რად-

გან იმდენად დაკარგული აქვთ რეალობის აღქმის უნარი, რომ ვერც კი აცნობიერებენ, რა საფრთხის წინაშე დგანან. სპაისებს რეგულარული მოხმარება ახასიათებს და ადამიანი ერთ თვეში სრულიად იცვლება. ხშირად, ის ადამიანები, რომელთაც ამის პრედისპოზიცია, ანუ წინასწარი განწყობა აქვთ, ფსიქიკურ აშლილობამდეც მიდიან. ახასიათებს შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზების პროვოცირება.“ გია ბიო ნარკოტიკის მომხმარებელი იყო. ამბობს,რომ ის ბიოს 2009 წლიდან მოიხმარდა.ჯერ ინტერნეტით ყიდულობდაშემდეგ კი ნაცნობისგან.“ბიოს 6 თვის მანძილზე მოვიხმარდი. ჯერ ინტერესი მქონდა, მერე კი შევეჩვიე. მოწევიდან სამ საათში არანაირ კვალს არ ტოვებდა და ვიფიქრე , რომ ისეთივე საშუალება იყო, როგორს ექსტაზი, რომელსაც კლუბში შესვლისას სვამ კარგი განწყობისთვის, მაგრამ საკმარისი იყო შემეწყვიტა, რომ ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. დამეწყო დეპრესია, შიშები, ასთმაც კი გამივითარდა. მალე მივხვდი, რომ საკუთარ თავს აღარ ვეკუთნოდი.’’ გია თბილისის ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობს. ის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გადის. ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომელი თამარ გამყრელიძე განმარტავს: „ბიო არის ბუნებრივი, მცენარეული ნივთიერება, როგორც ანაშა, ზუსტად იგივე ფორმულაა, უბრალოდ, ერთი მოლეკულა შეცვლილია და ხელოვნურადაა გაკეთებული, შესაბამისად, ის ანალიზში არ ამოდის. ალბათ, ესეც ერთ–ერთი მიზეზია იმისა, რომ სხვა საშუალებებთან შედარებით ეს უფრო პოპულარული გახდა. მომხმარებლებმა არ იციან, რომ ამ საშუალების შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ზუსტად იგივეა, რაც სხვა ნარკოტიკებში არსებული ტედრა ჰიდრო–კანაბინოლი, უბრალოდ, ის ხელოვნურად შექმნილია.” საქართველო შეუერთდა საერთაშორისო კონვენციას, რომლის მიხედვითაც, ბიოქიმიური ფორმულების საფუძვლების კრიმინალიზაცია ხდება. აკრძალული ნივთიერების შემცველი შენაერთების გადატანა, რეალიზება და მოხმარება კანონით იკრძალება და ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კანონის გამკაცრების მიზეზი ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ბიოს“ მოხმარების ფაქტების გახშირებაა.“ბიოს“ წინააღმდეგ შინაგან საქმთა სამინისტრო აქტიურ ანტინარკოტიკულ კამპანიას ატარებს.მასში მრავალი ორგანიზაცია თუ დაწესებულება ჩაერთო. შსს-ს მიერ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ არის მიმართული, ჟურნალისტებისთვის საუკეთესო ნამუშევარზე გამოცხადებულ კონკურსში „არა ბიონარკოტიკს“ მონაწილეობა მიიღო თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების 24 სტუდენტმა. სტუდენტებმა მათივე ლექტორის, თამარ ბელქანიას, ხელმძღვანელობით საკონკურსოდ 32-წამიანი კლიპი გადაიღეს სლოგანით -„იყავი ცოცხალი.“კლიპის პრეზენტაცია და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართული სტუდენტები, თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ აქტიური, ნაყოფიერი მუშაობისა და პროფესიონალური ხედვისთვის სერთიფიკატებითა და წიგნებით დააჯილდოვა.

მარიამ მოსულიშვილი

ახალი ამბები

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანებიან პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი ღარიბაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა სამოქალაქო ორგანიზაციების ფართო ჯგუფი, რომელიც აქტიურად ლობირებს იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რომელიც შეზღუდავს მთავრობის შესაძლებლობებს აწარმოოს უკონტროლო ფარული მიყურადება და განაცხადა, რომ ეს ჯგუფი „ძირგამომთხრელ“ და „ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ“ საქმიანობას ეწევა, რათა „შეარყიონ ქვეყნის იმიჯი“.

კამპანიის ,,ეს შენ გეხება» მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. «ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ჯოზეფ კანატაჩიმ და გრეჰემ სატონმა თავის დასკვნაში მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, გაუქმდეს ყველა ის კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო ორგანოებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ელექტრო-

ნულ კომუნიკაციაზე ოპერატორისთვის შეტყობინებისა და მათ მიერ პირდაპირი კონტროლის გარეშე. კიდევ ერთმა ექსპერტმა, ჰანს-იორგ ალბრეხტმა განაცხადა: «რთულად გასაგებია, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ უშიშროებისა თუ სამართალდამ-

ცავ ორგანოებს დამოუკიდებელი და მუდმივი წვდომა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან არსებულ მონაცემზე ან ელექტრონული კომუნიკაციის პროცესზე. ელექტრონული კომუნიკაციის ამგვარად ორგანიზებული მიყურადება და თვალთვალი შესაძლებელს ხდის მის ბოროტად გამოყენებას. თავისი პოზიციის გასამყარებლად პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს იმას, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით სასამართლოში შედის მკაცრად დასაბუთებული შუამდგომლობები, ამის მიუხედავად, სასამართლოები არ გასცემენ ნებართვას. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვა, თუკი სასამართლოები მოსმენებთან დაკავშირებით ნებართვას არ გასცემენ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას? ნიშნავს თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადება იმას, რომ სასამართლოს

მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც იყენებს მის ხელთ არსებულ გასაღებს და ამით უკანონოდ იწერს მოქალაქეების სატელეფონო საუბრებს? მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაითვალისწინოს ევროპელი ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ეყრდნობიან ევროპაში უკვე დიდი ხნის არსებულ პრაქტიკას და გასაღები გაიტანონ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გადაავადოს გასაღებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საკითხი 2014 წლის 1 აპრილამდე»,- ნათქამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

დავით გრატიაშვილი

ტელეგრაფი

7


ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკა 2014 წლის პირველი ნახევრისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქსტატის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2014 წლის პირველი ნახევრისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, საკითხავია რამდენად რეალურად დაეტყო მშპ-ის ზრდა მოსახლეობის შემოსავლებს. 2014 წლისათვის მშპ-ის ზრდა 2013 წელთან შედარებით 12,3 %-დან 13,5 %-ს მიუახლოვდა. ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2746 ლარიდან 3005 ლარამდე გაიზარდა. ამ დროისათვის შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 153,9, საშუალო მომხმარებლის 136,3, ხოლო საშუალო ოჯახის 258,2 ლარს შეადგენს. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი კი 864, 4 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 8,5 %-იან ზრდაზე მიუთითებს.

მსოფლიო ეკონომიკურ რეიტინგებში საქართველო წინა პოზიციებზე ხვდება, რაც ბოლო წლების განმავლობაში წინა მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს მიეწერება. „ბიზნესის კეთების სიადვილით“ საქართველო 2014 წელს კიდევ ერთი პოზიციით

მიიწევს წინ და მე-8 ადგილს იკავებს 2005 წლიდან განხორცილელებული 35 რეფორმით საქართველოში აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, ასევე მსოფლიოში პირველი რეფორმატორია. საქართველო არის მსოფლიო ქვეყნების ტოპ ათეულში. ქონების რეგისტრაცია - 1 ადგილი, მშენებლობის ნებართვით სარგებლობა - მე-2 ადგილი, კრედიტით სარგებლობა - მე-3 ადგილი, ბიზნესის დაწყება - მე-8 ადგილი.

სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - „Fitch Ratings“ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის რეიტინგი გააუმჯობესა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივა სტაბილური-

დან პოზიტიურზე გადაიყვანა. „Fitch“-ის რეიტინგებში საქართველოს სუვერენული ობლიგაციების შეფასებაც გაზრდილია და ამჟამად “BB”-ზე ფიქსირდება. ეკონომიკური პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ ფაქტორებად „Fitch“ საქართველოს მიერ გატარებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს ასახელებს, რომელთა ნაწილის იმპელმენტაციაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობით ხორციელდება. უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც, რომლის ფარგლებშიც ამოქმედება დაიწყო ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ. ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს უმარტივდება ევროკავშირის ბაზრებზე წვდომა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს. ახლახან გამოქვეყნდა ანგარიში ”ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2014”, რომელსაც ავტორიტეტიანი ორგანიზაცია ”ფრეიზერის ინსტიტუტი” ყოველწლიურად ამზადებს. კვლევის თანახმად, საქართველომ 25-ე ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა და ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში პოზიციები გაიმყარა. აქვე აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ეყრდნობა 2012 წლის ეკონომიკურ მონაცემებს და მასში ჯერ არ შესულა 2013 - 2014 წლებში საქართველოში განხორციელებული ცვლილებები. ყოველწლიური კვლევა ”ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში” 152 ქვეყანას შეეხება და ხუთ ძირითად კრიტერიუმს ეყრდნობა. ესენია: მთავრობის ზომა, რომელიც სამთავრობო ხარჯების მოცულობას ასახავს; საკუთრების უფლების დაცულობა და სასა-

რეგიონები

გოთური სახლები რესტავრაციის მოლოდინში

მართლო; ჯანსაღი ფულადი პოლიტიკა; საგარეო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები. ეს ხუთი კრიტერიუმი 40-ზე მეტ ქვეპუნქტს აერთიანებს, რომელთა მიხედვით განისაზღვრება ეკონომიკური თავისუფლება მთელ მსოფლიოში. წლევანდელ რეიტინგში საქართველოს პოზიცია საგრძნობლად გაუმჯობესდა და მან მე-16 ადგილი დაიკავა. იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა საქართველოს წინსვლა, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საუბრობს: „გაუმჯობესება ძირითადად სახელმწიფოს სიდიდის პარამეტრებს ეხება. ეს არის შედეგი საკმაოდ საინტერესო პროცესისა, რასაც ჰქვია პრივატიზება, ანუ სახელმწიფოს წილის შემცირება საკუთრებაში. ასევე 2012 წელს იყო აღებული გეზი იმისკენ, რომ სახელმწიფო ხარჯები შემცირებულიყო მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო სამართლებრივი სისტემის მიმართულებით; მეტნაკლებად გაუმჯობესდა სასამართლო დავებში კერძო პირების ინტერესების დაცვა“.

თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი სახელწოდებით ”საქართველო - რეგიონული ცენტრი და აზიის კარი ევროპაში” ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი უამრავ პროექტს ახორციელებს საქართველოში და ის საქართველოს ნამდვილი პარტნიორია. მისივე თქმით, ისინი ხედავენ ქვეყნის პოტენციალს და მის რეალიზებაში გვეხმარებიან. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზადაა განაგრძოს მათთან მუშაობა სხვა ინიციატივებთან დაკავშირებითაც. ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 300-მდე დელეგატი მონაწილეობს. საერთაშორისო ინვესტორები გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და საქართველოს მთავრობის სტრატეგიას. გაიმართება შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან. ფორუმი CNN-ის წამყვანმა და ბიზნეს გადაცემის ავტორმა ჯონ დეფტერიუსმა გახსნა. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოწმე გავხდით, როგორ განვითარდა ბიზნესი და დღეს ის ამ ადმინისტრაციისთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ჩამოდის, ადასტურებს, რომ ქვეყანაც და ხალხიც გახსნილია ჩამოსული უცხოელებისთვის. ამაზე მეტყველებს ტურისტების რაოდენობის გაზრდაც,“- განაცხადა დეფტერიუსმა მისასალმებელ სიტყვაში. ფორუმის ფარგლებში, თბილისში 100-ზე მეტი ბიზნესმენია ჩამოსული, რომლებიც მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. მათი თქმით, საქართველოში არის სტაბილური გარემო და ხელსაყრელი პირობები. ბიზნესმენები ძირითადად ენერგოსექტორით, ტურიზმითა და ინფრასტრუქტურით არიან დაინტერესებულები. ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფორუმის მიმდინარეობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ბიზნესმენების მხრიდან საქართველოს მიმართ ძალიან

8

ტელეგრაფი

დიდი ინტერესია. მისივე თქმით, მთავრობა უცხოელ სტუმრებს აცნობს ინფორმაციას გატარებული რეფორმების შესახებ, ასევე ე.წ. მეორე თაობის რეფორმების გეგმას, რომელიც ქვეყანას აქვს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორები აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო არის.

ბაჩანა ადამია

ირაკლი ღარიბაშვილი “აბრეშუმის გზის ფორუმის” შექმნის ინიციატივით გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბრეშუმის გზის ფორუმის შექმნის ინიციატივით გამოდის. პრემიერმა ახალი ინიციატივა „რედისონში“ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე - “საქართ-

ველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლის დროს გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება, რათა დააკავშიროს აზია, ევროპა და შუა აღმოსავლეთი და გააფართოოს ვაჭრობა ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორემდე. “საქართველო მზად არის, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა გზაჯვარედინზე და წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში. ჩვენი ხედვით, ეს იქნება აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ფორუმის შექმნის მთავარი მიზანია აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში ახალი იდეების და თანამშრომლობის გაზრდის გზების მოძიება. “ჩვენ, როგორც მთავრობას, შეგვიძლია ხელის შემწყობის როლის შესრულება, მაგრამ სწორედ ბიზნესზეა დამოკიდებული ამ შესაძლებლობის გამოყენება. ჩვენი სურვილია, ბიზნესმა ჩვენში დაინახოს სანდო პარტნიორი ამ წამოწყებაში. ჩემი გუნდი მზად არის თქვენთან თანამშრომლობისთვის, რათაAთქვენი შემოსვლა საქართველოში იყოს მაქსიმალურად მარტივი და მომგებიანი”- განმარტა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ლიკა ნოზაძე

მსოფლიოში პირველი სომელიეს, ჟერად ბასეს, არჩევანი 29 ოქტომბერს თბილისს, ალკოჰოლური სასმელების კომპანია „GWS”-ის და ღვინო „თამადას” მოწვევით, მსოფლიოში აღიარებული ფრანგი სომელიე, ჟერარდ ბასე ესტუმრა. ცნობილმა სომელიემ პირველად ქართული ღვინო მაისში გასინჯა, თანაც „თამადას” ბრენდის ქვეშ

2011 წელს, ბოლნისის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გერმანიის საელჩოსთან ერთად „ბოლნისის ისტორიული უბნების რეკონსტრუქციის პროექტი“ შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, ფარნავაზ მეფისა და

ასე რომ, მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკვლევები საქართველოს წინსვლას ეკონომიკაში დადებითად აფასებს. თუმცა, ცხადია, მხოლოდ რეიტიგნის შედეგები საკმარისი ვერ გახდება საქართველოს სოციალურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლოებისათვის. ამიტომ მთავარია, აღნიშნული ზრდის ტენდეცია ახალი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდეს.

გიორგი ურუშაძე

ახალი ამბები

საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი

დაწყებითი კლასების პედაგოგი, მზია რთველიაშვილი, ფარნავაზ მეფის 46-ში მდებარე ორსართულიანი სახლის აივანს გვათვალიერებინებს. ახლა ბოლნისში წვიმს და ხის დაზიანებული ჭერიდან წყალი ჩამოდის, კედლები გაბზარული და ბათქაშჩამოცვენილია. „აქ ისევე წვიმს, როგორც გარეთ, კედლების ნახევარი ჩამოშლილია, ჭერი და აივანი დამპალია. ყოველი წვიმისა და თოვლის მოსვლას შიშით ველოდებით, გვეშინია სახურავი არ ჩამოინგრეს. აივნის იატაკი დაზიანებულია და ერთხელაც, ალბათ, ვიღაცას შეიწირავს.“ - გვეუბნება მზია რთველიაშვილი და დაზიანებული აივნის იატაკზე მიგვანიშნებს, რომლიდანაც წვიმის წყალი პირველ სართულზე ჩადის. ეს სახლი თავისი არქიტექტურით გამორჩეულია, რადგან ორსართულიან ნაგებობას სამი ჭერი აქვს, რაც გოთური არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი. „15 წელია ამ უბანში ვცხოვრობ, ეს სახლები ისტორიული ნაგებობებია, სულ გვეუბნებიან, რომ სახლებს რეკონსტრუქციას ჩაუტარებენ, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება“-ამბობს ფარნავაზ მეფის ქუჩის მცხოვრები თალიკო კვესელავა.

სააკაძის ქუჩაზე მდებარე ძველ გერმანულ სახლებსა და ლუთერანულ ეკლესიას, რომელშიც ახლა სპორტსკოლა ფუნქციონირებს, რეკონსტრუქცია უნდა ჩატარებოდა. 2012 წლის 2 ნოემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, გიორგი დაუშვილი და გერმანიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, გაბრიელ ჰაიკე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გახსნას დაესწრნენ. გეგმის თანახმად, განახლებული უბნები ტურისტულ ფუნქციას შეიძენდა და მოეწყობოდა ტურისტული ინფრასტრუქ-

ტურა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სახლებისა და ეკლესიის რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა, სამუშაოების შედეგად მხოლოდ საკანალიზაციო სისტემა მოწესრიგდა და ქუჩებში ქვაფენილი დაიგო, მაშინ როდესაც, ბოლნისის საკრებულოს 2012 წლის მე-16 დადგენილების მე-2 პუნქტის „გ“ პუნქტში ვკითხულობთ: „ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ბოლნისში ძველი გერმანული უბნის რეაბილიტაცია, ქუჩის მოპირკეთება, ფასადებისა და სახლების აღდგენა“. „როდესაც აქ საკანალიზაციო სისტემა გაჰყავდათ ტრაქტორმა ისტორიული სახლის აივანი დააზიანა, ამაზე საყვედური სამუშაოებზე პასუხისმგებელ პირს რომ ვუთხარით, მან გვიპასუხა სახლებს მაინც აღადგენენ და მაგ აივანსაც გამოცვლიანო, მაგრამ ამ აივანს გამოცვლისა და რეკონსტრუქციის არაფერი ეტყობა“-გვეუბნება ფარნავაზ მეფის ქუჩის მცხოვრები კარინა ნინიაშვილი და დასძენს, რომ სახლების რეაბილიტაციის მოთხოვნით, მოსახლეობამ გამგეობას არაერთხელ მიმართა. “თუ რეაბილიტაციას არ აპირებენ, სახურავები მაინც გამოცვალონ, სახლები ყოველდღე იშლება, ქვები ცვივა და გვეშინია არავინ დაშავდეს, გარდა ამისა, ეს ისტორიული შენობებია და უსამართლობაა მათი უპატრონოდ მიტოვება. აქ ქვაფენილის დაგებისას იმის მაგივრად, რომ სახლებს გაფრთხილებოდნენ, პირიქით, დაგვაზიანეს“- ამბობს ბოლნისის მკვიდრი. შენობებს ისტორიული ძეგლის სტატუსი მინიჭებული არ აქვს, ამიტომ, როგორც ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მკვლევარი, ისტორიკოსი მაია ქართველიშვილი ამბობს, რთულდება

მათი დაცვაც. ისტორიკოსი შენობების მნიშვნელობაზე საუბრობს და დასძენს, რომ გოთური სტილის სახლების რეკონსტრუქცია აუცილებელია. “ამ შენობების ისტორიული მნიშვნელობა ძალიან დიდია, იგი ბოლნისისა და საქართველოს ისტორიის ნაწილია, საჭიროა მათთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭება და აღდგენა, რათა ეს უნიკალური შენობები არ დავკარგოთ, ასევე, აუცილებელია, სპორტსკოლამ პირვანდელი სახე დაიბრუნოს და კვლავ ლუთერანულ ეკლესიად გადაიქცეს. მსგავსი არქიტექტურის ნიმუშები საქართველოში სხვაგან არსად გვხვდება“-ამბობს ისტორიკოსი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ადასტურებს, რომ ლუთერანული ეკლესიის აღდგენის პროექტი მართლაც არსებობს, მაგრამ სახლების რეაბილიტაციის პროექტის არსებობას უარყოფს, კონსტანტინე კორძაძე „ბოლნისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროექტს“ წინა მთავრობის წინასააჩევნო პიარაქციად აფასებს. “ნაციონალური მოძრაობის დროს საუბარი იყო ეკლესიის აღდგენაზე, სპორტსკოლის გადატანის საპროექტო სამუშაოების გეგმა ახლაც არსებობს მუნიციპალიტეტში, მაგრამ მისი განხორციელებისთვის თანხები წინა მთავრობის დროს არ გამოყოფილა. სახლების რეაბილიტაციას რაც შეეხება, ეს მათი წინასაარჩევნო პიარაქცია იყო, რადგან ამ პროექტისთვის არც მუნიციპალიტეტს და არაც გერმანიის საელჩოს თანხები არ გამოუყვია“-ამბობს კონსტანტინე კორძაძე და დასძენს, რომ იცნობს სახლების მძიმე მდგომარეობას, მაგრამ ვინაიდან მათ რეაბილიტაციას დაახლოებით 1 მილიონი ლარი სჭირდება, ეჭვის თვალით უყურებს მის აღდგენას, რადგან მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე საკმარისი თანხები ბიუჯეტში არ გააჩნია. როგორც მოსახლეობა ჩვენთან საუბარში ამბობს, სახლების მოსანახულებლად ქალაქს ბევრი გერმანელი ტურისტი სტუმრობს. „თითქმის ყოველ კვირას მოდიან ჩვენს უბანში და ფოტოებს უღებენ გერმანელები შენობებს, თუ ეს სახლები აღდება, არამარტო გერმანელი, არამედ სხვა ეროვნების ტურისტების დაინტერესებასაც გამოიწვევს, რაც ქალაქში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს და ხალხიც

დასაქმდება“- ამბობს ფარნავაზ მეფის ქუჩის მცხოვრები თალიკო კვესელავა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს იმისა, თუ რამდენი ტურისტი სტუმრობს ქალაქს. გერმანული უბნების ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს ასევე კონსტანტინე კორძაძეც. “რა თქმა უნდა, ამ სახლების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტულ განვითარებას და, შესაბამისად, ბოლნისის ეკონომიკის ზრდასაც, მაგრამ ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, საჭიროა ინვესტორი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს, ჩვენი ბიუჯეტი მარტო ამ პროექტს ვერ შესწვდება“-აცხადებს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი. რაც შეეხება გოთური სტილის სახლებისთვის იტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭებას, ეს პროცესი კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა, რომელზეც მუშაობა კონსტანტინე კორძაძეს ინფორმაციით, ჯერ არ მიმდინარეობს. ქალაქ ბოლნისში ფარნავაზ მეფის ქუჩის გარდა კიდევ სამ უბანშია შემორჩენილი გოთური სტილის სახლები. ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს ასევე გერმანული ორსართულიანი და დარბაზული სტილის უნიკალური სარდაფები, რომლებიც ბოლნისში პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. სახლების მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროა, დროულად დაიწყოს სარემონტო სამუშაოები, რადგან შენობების დიდი ნაწილი უკვე დანგრევის პირასაა მისული. როგორც ისტორიკოსი მაია ქართველიშვილი აღნიშნავს, საჭიროა გოთური სტილის სახლების სრული გამოკვლევა და ისეთი პროექტის შედგენა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში მათ უნიკალურობას არ შეუქმნის საფრთხეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე შენობების ისტორიული ძეგლის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას მომავალში არ გამორიცხავს და იმედოვნებს, რომ კერძო ინვესტორები „ბოლნისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროექტით“ დაინტერესდებიან. „თუ კერძო ინვესტორები ამ პროექტით დაინტერესდებიან, მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია მათთან ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას“ - აცხადებს კონსტანტინე კორძაძე.

ავტორი : ბადრი კობიაშვილი

განხორციელებული და განუხორციელებელი პროექტები ბორჯომში ჟერარდ ბასე, წარმოებული ღვინოები და მაშინვე გაუჩნდა სურვილი, რომ მის პოპულარიზაციაში მიეღო მონაწილეობა. კარგად შეისწავლა ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები და ამის შემდეგ შეიმუშავა სპეციალური კონცეფცია, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამებულად „თამადას” ღვინოები. ჟერარდ ბასე და ღვინო „თამადა” ქართული ღვინის ტურს ოთხ ქვეყანაში ჩაატარებენ, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და კულტურის გაზრდას საზღვრებს გარეთ. ოთხივე ქვეყნაში, ადგილობრივ შეფ-მზარეულთან ერთად, სომელიე შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ კერძებსა და დესერტებს, რომელიც აღნიშნულ გემოსთან თანხვედრაშია და ექსკლუზიურად ღვინო თამადას გემოვნურ თვისებებს ერგება. „თბილისში ყოფნის მიზანია, რომ ქართული ღვინო მაქსიმალურად წარმოვაჩინო. ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ევროპაში აღიარებულ ღვინოებს. „თამადას“ ღვინოებიდან გამოვარჩიე ოთხი: მუკუზანი, წინანდალი, ქინძმარაული და ფიროსმანი. აქედან ორი არის მშრალი ღვინის სახეობა და ორიც ნახევრად ტკბილი. სპეციალუარად ამ ღვინოებისთვის შერჩეული მენიუ ღვინის მოყვარულებს დაეხმარებათ წარმოდგენილი ღვინის საუკეთესო თვისებების მაქსიმალურად შეგრძნებაში ” - ამბობს ჟერარდ ბასე.

თიკო ჩიტაძე

„გამგებელი კაბინეტში კი არ უნდა იჯდეს და სკამს კი არ უნდა ათბობდეს, ხალხში უნდა გამოდიოდეს და მათ ეკითხებოდეს, რა გაჭირვება გაქვთ, ხალხნო, რა გინდათ, რა გავაკეთოთო და ერთად უნდა კეთდებოდეს ყველაფერი.“ 2014 წლის არჩევნებიდან დღემდე, მოსახლეობის თქმით , ქალაქში იგივე მდგომარეობაა, რაც წასული მთავრობის დროს იყო - უმუშევრობა მთავარ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომი პოპულარული კურორტია, ტურიზმის სფეროც მძიმე მდგომარეობაში. „ყველაფერი უკან-უკან მიდის, ბორჯომში რა გვაქვს ,რა უნდა ვაკეთოთ? წლების წინ ბორჯომის წყალს ვასხმადით არალეგალურად, მაგრამ შემოსავალი მაინც გვქონდა, ხალხი ხე-ტყეზე მუშაობდა და ყველაფერი

აკრძალეს. მართალია, უკანონობაა, ბუნება ზიანდება, აგრეთვე დიდ უკანონობად ითვლებოდა ბორჯომის წყლის ჩამოსხმა, მაგრამ, მაშინ , გვითხრან რა გავაკეთოთ, რითი ვიარსებოთ, ყელში გვიჭერენ ხელს. ბარემ პირდაპირ გვითხრან ნუ არსებობთო“ - ამბობს ლია მანუჩარაშვილი. წინასაარჩევნო დაპირებათა ნუსხა „ქართული ოცნების“ მხრიდან ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოიცავდა: სკვერების, გზების, აუზისა და ხიდების რეაბილიტაცია იმ პროექტების

სათავეში იდგა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტელეკომპანია „ბორჯომის“ საშუალებით გააცნო მოსახლეობას. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 9.700.000 ლარით განისაზღვრა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის 3.059.100 ლარია გათვალისწინებული. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი მაია ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ ამ თანხაში იგულისხმება მხოლოდ ის პროექტები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. რაც შეეხება საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ამისთვის 2014 წლის ბიუჯეტში 1.070.160 ლარია გათვალისწინებული. „აქ ყველაზე დიდი თანხა, მილიონ 39 ათასი ლარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის არის გათვალისწინებული. აქედან ბაღების რეაბილიტაციისთვის 300 ათასი ლარია გამოყოფილი“ - განმარტავს მაია ბოჭორიშვილი. სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის 2014 წელს 1.500.100 ლარი გამოიყოფა, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 1.148.310 ლარი. აქედან სოციალური პროგრამებისთვის 1.051.310, ხოლო დანარჩენი ჯანდაცვის პროგრამებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის

დიმიტრი ყიფიანი ორგანიზაციის ლიდერი, ვეფხვია გრიგალაშვილი, აცხადებს: „ბორჯომის ბიუჯეტი არის იგივე, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, იგი არანაირად არ გაზრდილა და არცაა მაგისი საჭიროება. ბიუჯეტი შეადგენს 97000000 ლარს და ისეთი პატარა ქალაქისთვის როგორიც ბორჯომია სრულიად საკმარისია.“ ბიუჯეტთან დაკავშირებით ცნობებს ადასტურებენ ბორჯომის საკრებულოს წევრებიც. თავად მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა, ჩვენთან საუბრისაგან თავი შეიკავა, განაცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფება და უახლოესი ერთი კვირის მანძილზე ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხებს. „ლეიბორისუტული პარტიის“ ბორჯომის ორგანიზაციის წევრის, გიორგი გიუაშვილის თქმით, ბორჯომში ახალი არაფერი გაკეთებულა, ის პროექტები რაც ამჯერად ხორციელდება წინა გამგებლის, დიმიტრი ბერიძის დროს დაწყებული პროექტებია. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე ყალბი ორგანიზაციაა: „მე ვიყავი „ქართული ოცნების“ წევრი, მუნიციპალიტეტის წინა გამგებლის, დიმიტრი

ბერიძის, მოადგილე, მაგრამ პარტია დავტოვე, რადგან „ქართული ოცნება“ ისეთივე ყალბი ორგანიზაციაა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. რაც შეეხება პროექტებს, რომლებიც დიმიტრი ყიფიანმა საზოგადოებას წინა საარჩევნოდ გააცნო, ისინი უბრალო დაპირება იყო, არაფერი არ შესრულებულა. ახლა მიმდინარეობს იმ პროექტების დასრულება, რომლებიც წინა წელს დიმიტრი ბერიძემ დაიწყო. პროექტები სრულდება, მაგრამ ძალიან სოფლურ დონეზე, უხარისხოდ. თავად დიმიტრი ყიფიანი ჯერ-ჯერობით პარკში სეირნობის მეტს არაფერს აკეთებს“ - განაცხადა საუბრისას „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გიუაშვილმა. უმუშევრობა - ეს ის პრობლემაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მოუგვარებელ პრობლემად მიიჩნევს: „ ბორჯომში კონკრეტული სტაბილური სამუშაო ადგილები არასდროს იქნება, აქ ერთი ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხანაა, სხვა რა? - არაფერი. ეს ქარხანა კი უკვე დაკომპლექტებულია. ბორჯომი საკურორტო ქალაქია და ზაფხულის სეზონზე თუ გააკეთებს აქ კაცი რამეს. ახლა შენდება რაღაც სასტუმროები, რაც შესაძლებელს გახდის სამუშაო ადგილების გამოჩენას, თუმცა, დადასტურებით ვერაფერს ვიტყვი.“ - განაცხადა ვეფხვია გრიგალაშვილმა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეტალების გარკვევა გვსურდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლეთან, დიმიტრი ყიფიანთან, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ კომენტარისაგან თავი შეიკავა.

თორნიკე მაღლაკელიძე

ტელეგრაფი

9


კულტურა

რეპორტაჟი

ნინა თარხან-მოურავის თეატრალური ცხოვრება

ფოტორეპორტაჟი „თბილისობა 2014“ - დან

ნინა თარხან-მოურავი კარიერის დაწყების დღიდან რუსთაველის თეატრში მოღვაწეობს, დღეს კი იგი ამ თაეტრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება მისი ოცნება არ იყო, თუმცა დღეს რომ შანსი მიეცეს პროფესიას არ შეიცვლიდა. ძალიან უყვარს კინოგადაღებები, რაშიც ამ ბოლო დროს მონაწილეობას ვეღარ იღებს, ეს კი სწყინს. ჩართულია სხვადასხვა ღონისძიებებში,მათ შორისაა მუსიკისა და პოეზიის ფესტივალი „პოემუსი“. თავისი პროფესია ძალიან უყვარს, სწორედ ამას ურჩევს ის დამწყებ მსახიობებს, საკუთარი საქმის სიყვარული ნინა თარხან-მოურავს წარმატების გარანტად მიაჩნია.

რა გზა გაიარეთ რუსთაველის თეატრამდე? როგორ დაიწყო თქვენი სამსახიობო კარიერა? -თეატრალურ უნივერსიტეტში შესანიშნავ ჯგუფში მოვხვდი თავის პედაგოგებიანად. ინსტიტუტში, მესამე კურსიდან უკვე დავიწყეთ საჯაროდ სპექტაკლების თა-

-არ ვიცი, ასე ვერ გამოვყოფ. იყო ვიკა ლუბერეცკაია ვასილიევი პიესიდან „ხვალ კი ომი იქნება“ , რომელსაც ჩვენ დავარქვით „ამაღამ მგონი იქნება ქარი“. ოფელიაც იყო და ბევრი სხვაც, მე ყველა მიყვარს, ყველას განსაკუთრებული და თავისი ადგილი უჭირავს. წარმატება

მისის სოუბერის როლში სპეკტაკლიდან „ოლივერი“ მაში. იყო ასეთი თეატრი იქვე ინსტიტუტთან, რომელსაც „სპარტაკი“ ერქვა. ჩვენი ჯგუფი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მერე ყველა ერთად აგვიყვანეს რუსთაველის თეატრში ჩვენი სპექტაკლებიანად და დაგვითმეს მცირე სცენა, სადაც წარმატებით ვიმოღვაწევეთ 9 წლის განმავლობაში. ძირითად დასში როგორ მოხვდით? -ძირითად დასში ვიყავით ყველა, უბრალოდ, ამ 9 წლის განმავლობაში ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგმა თავი დაანება სამსახიობო კარიერას, სპექტაკლებიც ცოტა დაძველდა და ასე ნელ-ნელა სხვადასხვა სპექტაკლში გაგვანაწილეს. თქვენი საყვარელი სპექტაკლი და როლი, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოგიტანათ.

რომელმა მომიტანა არ ვიცი, მაშინ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით.

დღეს, როცა სცენაზე გადიხართ იმავეს განიცდით, რასაც კარიერის დასაწყისში? -მგონი კი, ყოველთვის ისე ვღელავ, თითქოს პირველად გავდიოდე სცენაზე. თეატრის პარალელურად, თუ ხართ დაკავებული სხვა საქმიანობით და რა ღონისძიებებში იღებთ მონაწილეობას? -ვახმოვანებ ფილმებს და სერიალებს «რუსთავი 2»-ზე და, ასევე, იყო მუსიკისა და პოეზიის ფესტივალი „პოემუსი“, რომელიც საქველმოქმედო ხასიათის იყო. პოემუსზე იქნებ ცოტა ვრცლად მოგვიყვეთ.

- „პოემუსი“ - ეს არის ფესტივალი, რომელიც მართავს საქველმოქმედო კონცერტებს. მე ბედმა გამიღიმა და ბექა ელბაქიძის წყალობით მომეცა საშუალება ჩემი პატარა წვლილი შემეტანა საქველმოქმედო საქმეში. არაჩვეულებრივი ადამიანების ჯგუფთან ერთად ვმართავდით პოეზიისა და მუსიკის საღამოებს, რათა შეგვეგროვებინა ფული და დავხმარებოდით ლევკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობაში. ფესტივალი 2 წელია იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, წელს კონცერტებში მონაწილების მისაღებად 20 უცხოელი არტისტი ჩამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ფესტივალმა საერთაშორისო ხასიათი მიიღო. ქალბატონო ნინა, თქვენ ასევე ცნობილი მსახიობის, თემიკო ჭიჭინაძის, მეუღლე ბრძანდებით, ძალიან საინტერესოა, როგორია მსახიობი წყვილის თანაცხოვრება, მოგვიყევით თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ. -ეს ისეთვე ჩვეულებრივია, როგორც დანარჩენი წყვილების ამბავი. ოჯახი, მეგობრები, სპექტაკლები და ა.შ. ამასთან ცოლ-ქმრობა, ეს რაღაც პირადულია. აბა,რა მოგიყვეთ? ის, თუ როგორია დედა ნინა თარხან-მოურავი ან თუ იქონია თქვენი შვილის მომავალ პროფესიაზე გავლენა მშობლების პროფესიამ? -ალბათ, იქონია, ოღონდ, საპირისპიროდ. ჩემი შვილი დიზაინერია, სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მე, როგორც დედა, ვცდილობ, მხოლოდ გამოცდილება გავუზიარო და რჩევა მივცე, ხოლო არჩევანის გაკეთება მისი საქმეა. არ ვიცი ეს სწორია თუ არა, მაგარამ მე ასე ვიქცევი. რამდენად დატვირთულია მსახიობის ცხოვრება საქართველოში? ახლა რომ შანსი მოგეცეთ, შეცვლიდით თუ არა პროფესიას? -მეტნაკლებად. რადგან აქამდე არ შევცვალე, ალბათ, არა, რადგან შანსი ყოველთვის ჩვენ ხელთაა და თუ მოვინდომებთ გამოვიყენებთ. გიწევთ თუ არა მონაწილეობის მიღება კინოგადაღებებში? -ამ ბოლო დროს არა, რაც, არ დაგიმალავ და, ძალიან მწყინს, იმიტომ, რომ კინო ძალიან მიყვარს. ხომ ვერ დაასახელებდით საყვა-

ნინა თარხან-მოურავი რელ კინოროლს და თუ არსებობს როლი თეატრში ან კინოში, რომელზეც ოცნებობთ? -აქაც იგივე ხდება როლების მხრივ, რაც თეატრში, ვერცერთს ვერ გამოვყოფ. საშა რეხვიაშვილის „საფეხურის“ გოგოც ძალიან მიყვარს და „ხარება და გოგიას“ ოლიკოც, ასევე, გიგა ლორთქიფანიძის „პრემიერის კატოც“ და ა.შ. საოცნებო როლი მაქვს, მაგარამ ეს საიდუმლოა. როდის გადაწყვიტეთ, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყავით, იყო თუ არა ეს ბავშვობის ოცნება? -არა, მსახიობობა ჩემი ბავშვობის ოცნება არ იყო, დედას კი ძალიან უნდოდა თეატრალურში ჩამებარებინა და მეც მის თხოვნას დავთანხმდი. თეატრალურში გამოცდები ივნისში, ანუ სხვებთან შედარებით, ადრიანად მთავრდებოდა, ამიტომ დედაჩემის ოცნება ავასრულე და ჩავაბარე. მე მინდოდა დიპლომატი ვყოფილიყავი, მაგარამ დედაჩემის სურვილმა გავლენა იქონია ჩემზე და, როგორც აღმოჩნდა, სწორი არჩევანიც გავაკეთე. რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მსახიობობაზე ოცნებობენ და მათ, ვინც ახლა იწყებს სამსახიობო კარიერას? -ვინც ნამდვილად ოცნებობს - ოცნების ასრულებას ვუსურვებ. ვინც ახლა იწყებს კი ვუსურვებ თავისი საქმის უანგარო სიყვარულსა და რწმენას. აი, მაშინ ყველაფერი გამოვა.

ბაია კუბლაშვილი

თბილისი-პარიზის „გზაჯვარედინზე“ ადამიანებით სავსე ქუჩაში თავჩაღუნული მივდივარ და ვფიქრობ, ალბათ, რა ცარიელი იყო ეს ქუჩები ადრე, იმ დროს, რომელიც ხელოვანებმა თანამედროვეობაში გადმოიტანეს, გააცოცხლეს და აქვე, ეროვნულ გალერეაში გამოფინეს. მეც ამ ისტორიის სანახავად მივდივარ ახლა, ძველი სიცოცხლის თანამედროვეობაში აღსაქმელად, იმ კონცეპტის გასათავისებლად, გამოფენის ბუკლეტი რომ ასე ახსნის : „შეიძლება დაიწეროს ამბავი,გრძელი ამბავი, ადამიანებზე, სიტუაციებზე,ისტორიაზე,იდეის დაბადებაზე, ტრადიციის შენახვაზე და მის უარყოფაზე, შეთანხმებაზე და შეუთანხმლებობაზე , მოვლენებზე, თავად ხელოვნებაზეც, კულტურაზე და ა.შ. მაგრამ რაც არ უნდა დაიწეროს მკითხველი მას კონცეპტად აღიქვამს, რომელიც როგორც წესი, შემოფარგლავს გამოფენის საზღვრებს... „ გალერეაც რუსთაველის ქუჩასავით სავსე მხვდება. გამოფენა სახელწოდებით „გზაჯვარედინზე“ მნახველების სიმცირეს არ განიცდის. როგორც ჩანს, ხელოვნებაში გაცოცხლებული ისტორიის ნახვა ერთნაირად მოუსურვებია ახალგაზრდასა და ხანში შესულს, სკოლის მოსწავლესა და სტუდენტს, მოკლედ, თითქმის ყველა ასაკის ადამიანს. ბილეთს ვიღებ და დარბაზში შევდივარ. შესვლისთანავე ლევან ჭოღოშვილის ნამუშევრებს ვხვდები. ჩემს ყურადღებას მისი ერთ–ერთი ნამუშე-

10

ტელეგრაფი

მხატვრის კიდევ რამდენიმე ნამუშევარს ვხვდები და კიდევ უფრო იკვეთება გამოფენის რეტროსპექტიული სახე, იგი წარსულის სოციუმს ერთ გრძელ ხაზად გასდევს, სხვადასხვა სივრცეებსა და დროებს თანამედროვეობაში აერთიანებს. ლევან ჭოღოშვილის ნამუშევრები საბჭოთა პერიოდში კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაპირისპირებით შექმნილი ორი სერიის „ვენერა და მარქსი“ და „განადგურებული არისტოკრატიის“ ნაწილია.

ვარი „განადგურებული არისტოკრატია“ იპყრობს. ნახატის ორიგინალურობა ემოციების ნაზავს იწვევს და წარსულს უჩვეულოდ გვიშიშვლებს თვალწინ. მხატვარი ძველ ფოტოს, როგორც მეხსიერებას, დოკუმენტს, ისე იყენებს და მისი გამოსახულება სულ სხვა მედიუმში გადაჰყავს. ამით ის ხაზს უსვამს ძველი ფოტოგრაფიის სახეობრივ განსაკუთრებულობას, ასახავს იმ სოციალურ და კულტურულ კონტექსტს, რომელსაც ფოტოებზე გამოსახული სახეები აღწერენ. „განადგურებული არისტოკრატიის“ შემდეგ

ჭოღოშვილის ორიგინალურობაში გაცოცხლებული წარსულის შემდეგ დარეჯან ბერეკაშვილის ქანდაკებებისკენ მივდივარ, რომლებიც დარბაზის მთელ სივრცეს ქვაში გაცოცხლებული ისტორიით ავსებენ. ეს მოგრძო ფორმის, სტილიზებული ქანდაკებები დიდი ინტერესს იწვევს მნახველში. ქანდაკებებში ხაზი, მოძრაობა, სილუეტის პერმანენტულობა - ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და საბოლო ჯამში ეს პატარა ქანდაკებები ძალიან დიდი კულტურის ნაწილს ქმნიან. ერთ–ერთ ასეთ ქანდაკებასთან ორი ხანშიშესული ქალბატონის საუბარი მესმის: „მიკვირს როგორ შეძლო პირველი თაობის ემიგრანტის შთამომავალმა, რომელსაც საქართველოში არ უცხოვრია, ასე კარგად გადმოეცა ქართული კულტურა, სინამდვილე და ტრადიაცია თა-

ვის ნამუშევრებში“. აქამდე თუ ეს ქანდაკებები ჩემთვის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში იყო, ახლა სხვანაირად ვიწყებ მათ აღქმას. ისინი აღარ არიან გაყინული ფიგურები, არამედ დიდი ტრადიციისა და კულტურის მატარებელ, ქვაში გაცოცხლებულ არსებებს წარმოადგენენ. ქართული გავლენა ძალიან ბევრ ქანდაკებაში ვლინდება - მათ შორისაა: „მოცეკვავეები,“ „ქეიფი“, „მწყემსები“. დარეჯანი საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მაგრამ წარმოშობით ქართველია, ფიქრობს, სწორედ ეს ორმაგი იდენტობა მატებს მის შემოქმედებას ორიგინალურობას.

თბილისი–პარიზის გზაჯვარედინზე შექმნილი ხელოვნების დარბაზებიდან ისევ ადამიანებით სავსე, თანამედროვე რუსთაველის ქუჩაზე გამოვდივარ. წარსულის შთამბეჭდავ სიცოცხლეს გალერეის კედლებში ვტოვებ და ჩემთვის მხოლოდ აღქმებს ვიტოვებ - კულტურისა და სოციუმის ნაკვალევზე დარჩენილ, ორი ქალაქის გამაერთიანებლად ქცეულ, ხელოვანების მიერ თანამედროვეობაში გარდასახულ ისტორიის ჩემეულ აღქმებს.

ია რუსიეშვილი

ნინი ტვილდიანი

ტელეგრაფი

11


სპორტი

კვირის თემა

ქართველებო, ითამაშეთ ფეხბურთი! „ქართველებო, ითამაშეთ ფეხბურთი!“ - სწორედ ამ ფრაზით მიმართა ქართველმა გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გიბრალტართან მატჩის დროს.

ქართველ გულშემატკივარს, მართლაც, ძალიან მოენატრა, უყუროს ნამდვილ ფეხბურთს, რომელსაც ჩვენი ნაკრები უკვე დიდი ხანია ვეღარ აჩვენებს. ჩვენმა ნაკრებმა „ევრო-2016-ის“ შესარჩევი ციკლის მე-2 მატჩი ჩაატარა. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები შოლტანდიელებს დაუპირისპირდა. მატჩი 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ხუბუტიამ თავის კარში გაიტანა. ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები კვლავ მე-6 ადგილზე დარჩა (ჯგუფში სულ 7 გუნდია). მარცხის შემდეგ ისევ გააქტიურდნენ ქეცბაიას „წასვლის“ მსურველები. ისინი გუნდის ცუდ თამაშზე პასუხისმგებლობის აღებას სწორედ ქეცბაიას სთხოვენ. 61 წლის ნუგზარ ლაბაძე ნაკრების თამაშს ამაზრზენს უწოდებს და ქეცბაიას წასვლას ითხოვს. „ადრეც ბევრჯერ წაგვიგია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, მაგრამ მაშინ ფეხბურთს ვთამაშობდით და დღეს რაღაც არარაობას. ჩემს დროს, 80-90-იან წლებში, სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებდით: ვაგებდით თუ ვიგებდით თამაშის ყურება გვსიამოვნებდა. ქეცბაია აუცილებლად უნდა წავიდეს, იგი ძალიან მიყვარს როგორც ფეხბურთელი, მაგრამ კარგ მწვრთნელად არ გამოდგა.“ განაცხადა მან. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც

ქეცბაიას ამართლებდნენ და პასუხისმგებლობას ფეხბურთელებს აკისრებდნენ. 23 წლის გიორგი მათნაძე მთავარ პრობლემად ფეხბურთელების „უკლასობას“ ასახელებს: „ქეცბაიას რა უნდა მოსთხოვო, როცა ფეხბურთელი ბურთს კარში ვერ ურტყამს, 4-ჯერ დავარტყით კარში და ყველა ააცილეს, ესეც ქეცბაიას ბრალია?! ფეხბურთელები თუ არ გყავს, რამდენიც უნდა უხაზო ტაქტიკა, აზრი ეკარგება. ელემენტარულად, ბურთს ვერ ვაჩერებთ და სწორ პასს ვერ ვაკეთებთ. ყოველი წარუმატებელი თამაშის მერე ყველა ქეცბაიასკენ იშვერს ხელს და ფეხბურთელებს არავინ ახსენებს. ამიტომ მივდივართ უკან და უკან.“ შოტლანდიელებთან მატჩის შემდეგ გულშემატკივართა გარკვეულმა რაოდენობამ გამოთქვა პრეტენზია, რომ საქართველოს ნაკრები 5 მცველით არ უნდა თამაშობდეს და ამჟამინდელ მწვრთნელს შემტევი ტაქტიკისკენ მოუწოდა. 44 წლის გიორგი ზაბახიძე ძალიან უკმაყოფილოა არჩეული ტაქტიკით და გუნდის შედეგით: „რა უბედურებაა 5 მცველი შოტლანდიასთან?! გერმანია როცა ჩამოვა, მთელი

საქართველო დაცვაში ხომ არ დავდგებით?! ცოტა შეტევაზეც უნდა ვიფიქროთ, თორემ ასე არაფერი გამოვა. ქართველებს შემტევი ფეხბურთი გვიყვარს და ვართ კიდეც ასეთ ფეხბურთს მიჩვეული. დღევანდელი ნაკრების თამაში კი საცოდაობაა და მეტი არაფერი.“ თემურ ქეცბაიამ ეს ბრალდება შეისმინა თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ გიბრალტართან იგი შემტევი ტაქტიკით გამოვიდა. გიბრალტარის ნაკრები ჯგუფის უპირობო აუტსაიდერია. ისინი პირველად იღებენ მონაწილეობას შესარჩევ ტურნირში. საქართველოსთან თამაშამდე მათ 2 მატჩი ჩაატარეს და ორივე შემთხვევაში 7-0 დამარცხდნენ. უშუალოდ ნაკრებს და ფეხბურთელებს რაც შეეხება, გუნდი დაკომპლექტებულია რამდენიმე პრეფესიონალი ფეხბურთელით, ხოლო დანარჩენი უმრავლესობა არაპროფესიონალი ფეხბურთელია და ბურთს მხოლოდ „თავისუფალ დროს აგორავებს“. მატჩი პორტუგალიაში გაიმართა, რადგან გიბრალტარს არ გააჩნია ისეთი სტადიონი, რომელიც „FIFA-ს“ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველებმა იოლად გაიმარჯვეს. ნიკოლოზ გელაშვილმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. მე-19 წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე თორნიკე ოქრიაშვილმა გაზარდა. მატჩში

საკონტროლო წერტილი კი ქართველთა კაპიტანმა ,ჯაბა კანკავამ , 69-ე წუთზე დასვა და საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირა. თემურ ქეცბაია მატჩის შედეგით კმაყოფილი, ხოლო გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო იყო. მისი თქმით, ასეთ მეტოქეს უფრო მეტი გოლი უნდა გაუტანო, რადგან არ იცი მომავალში სად დაგჭირდება ბურთების სხვაობა. გიბრალტარის ნაკრების მწვრთნელის განაცხადებით კი, ანგარიში მოედანზე სიტუაციას არ ასახავს. „კარგი მატჩი ჩავატარეთ. 3 გოლი გავუშვით, მაგრამ მომენტები ჩვენც გვქონდა. ჩემი ფეხბურთელები ახლა უკეთესად თამაშობდნენ, ვიდრე წინა ორ მატჩში. ტაბლოზე ნაჩვენები ანგარიში ზუსტად არ ასახავს მოედანზე არსებულ მდგომარეობას“განაცხადა გიბრალტარის მწვრთნელმა ალენ ბულამ. მატჩის შემდეგ უკმაყოფილო იყო ქართველი გულშემატკივარი. 35 წლის გია კვაჭანტირაძე პირველი გამარჯვებით გახარებულია, მაგრამ ნაკრებს აკრიტიკებს: „გამარჯვება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თამაშის ხარისხიც ხომ გასათვალისწინებელია?! პროფესიონალი ფეხბურთელების ნაცვლად გიბრალტარის ნაკრებში პარიკმახერები და მეხანძრეები იყვნენ და რამდენიმე მომენტი შექმნეს, ეს ყველაფრი კი ჩვენი დაცვის სირცხვილია“ საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვებით კვლავ მე-6 ადგილზე რჩება. 3 ჩატარებულ მატჩში ქართველებს 3 ქულა აქვთ მოპოვებული. ქართველებს შემდეგი მატჩი ჯგუფის ლიდერ პოლონეთის ნაკრებთან აქვთ თბილისში. ქართული ფეხბურთი რომ სწორად ვერ ვითარდება ამაზე ერთი მაგალითიც მიუთითებს: 90-იან წლებში საქართველო პოლონეთის ნაკრებზე ბევრად მაღლა იდგა. ქართველებმა პოლონელებს თბილისში 3-0 მოუგეს. ახლა კი სიტუაცია სულ სხვანაირია -პოლონეთის ნაკრები საქართველოში ფავორიტის სტატუსით ჩამოდის და მოგების გარდა მათთვის ყველა შედეგი მიუღებელი იქნება.

თორნიკე რევია

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რუსი თანატოლები დამაჯერებელი ანგარიშით, 41:5 დაამარცხა.

ნაკრებებს შორის დაძაბული ბრძოლა ძირითადად პირველ ტაიმში გაიმართა. მეორე ნახევრის 15 წუთში „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე საბოლოოდ გატეხეს. 49-ე წუთზე ანზორ სიჭინავამ დაიწყო შეტევა, რომელიც დავით პაპავაძემ რიგით მეექვსე ლელოს დადებით დაასრულა. ამის შემდეგ, რუსეთის იერიშების მიუხედავად,ანგარიში არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმაც გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. ცნობილია მეორე ფინალისტი ქვეყანაც. „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდებიან.

12

ტელეგრაფი

C B C B C B C B C B C B C B C B C B C B C B w v u v x ჰელოუინი (ინგლ. HALLOWEEN) არის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა E

„შუქურა“ – „დილას“ ჩაშლილი მატჩი და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უმაღლესი ლიგის მეათე ტურის მატჩი, რომელიც ქობულეთში „შუქურასა“ და „დილას“ შორის გაიმართა, 50-ე წუთზე შეწყდა. ლაშა ჩლაიძისა და დავით ხურცილავას დუელის შემდეგ, მატჩის მთავარმა მსაჯმა,ლევან კვარაცხელიამ, «დილას» კარში პენალტი დანიშნა.ამ ფაქტმა ფეხბურთელთა და გულშემატკივართა მხრიდან პროტესტი და აგრესია გამოიწვია.

კაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა. რადგანაც ქობულეთის „შუქურის“ ხელმძღვანელობამ აღნიშნულ მატჩზე წესრიგის უზრუნველყოფა ვერ შეძლო, კლუბი 5 000 ლარით დაჯარიმდა. რაც შეეხება შეხვედრის მთავარ არბიტრს, ლევან კვარაცხელიას, სადისციპლინო კომიტეტმა იგი დაინდო. გორის «დილა» დაკისრებულ სანქციებს არ ეთანხმება და გაპროტესტებას აპირებს. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება მათ სააპელაციო კომიტეტში ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

„ბარსელონა“ კატალონიის სუპერთასის მფლობელია

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, ოთხსაათიანი თათბირის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო,რომლის თანახმადაც, გორის «დილა» 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა და 0:3 წაგება ჩაეთვალა. გარდა ამისა, «დილა» სამ საშინაო მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს. გორელთა მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს, ოთხმატჩიანი დისკვალიფი-

ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. კოცონიდან ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში ცეცხლის დასანთებად. ამასთან, კოცონის დანთებით კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ. XIX ს-ში ირლანდიელმა იმიგრანტებმა ჰელოუინი ამერიკაში გაავრცელეს. ბოლო ხანს მისი აღნიშვნა ევროპის მრავალ ქვეყანაშიც დაიწყეს. XIX ს-ში ირლანდიელმა იმიგრანტებმა ჰელოუინი ამერიკაში გაავრცელეს. ბოლო ხანს მისი აღნიშვნა ევროპის მრავალ ქვეყანაშიც დაიწყეს. გერმანიაში „სულ უფრო მეტი მოქალაქ ცდილობს, ამ შემაძრწუნებელ გართობებში მონაწილეობის მიღებას“, – წერს გაზეთი „ნორდკურიერი“ ჰელოუინის შესახებ.

ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი ჰელუინზე -თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, მოჩვენებებიანი სახლების მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია. ზეიმის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ირლანდიელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება ბრიტანეთში

M

აშშ-ში, კანადაში, “ირლანდია” ირლანდიაში, პუერტო რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს. წარმართული ჰელოუინის დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან იღებს სათავეს. კელტები 1 ნოემბრისთვის, სავსემთვარობისას, „ზაფხულის დასასრულს“ აღნიშნავდნენ. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ.

I

ჰელოუინის საუკეთესო ნამუშევრები

ახალი ამბები

საქართველოს 19 წლამდე მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

qHALLOWEENp

ჰელოუინის ნეოწარმართული დღესასწაული შეუთავსებელია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, – მიაჩნიათ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანულ კონფესიებს. ნიცის ეპისკოპოსი, ჟან ბონფისი, თავის წერილში აღნიშნავს, რომ სიტყვა „ჰელოუინის“ ძირი კელტურია, მასში ბოროტი სულების შელოცვისა და მათი განდევნის შინაარსია ჩადებული. სულები მიცვალებულთა სახეებს იღებენ, მოჩვენებებად გვევლინებიან, რათა

H

თეთრი სახლი 31 ოქტომბერს ჩაასახლონ ჩვენში სიკვდილის შიში, რაც ეშმაკისგან მოდის. „დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჰელოუინი არის მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ კულტურასთან“, - გვაფრთხილებს ეპისკოპოსი. საჰელოუინოდ ტრადიციულ სამასკარადო ტანსაცმლით შემოსილი ბავშვები თავისდაუნებურად ბოროტ ძალას ემსახურებიან. როდესაც არ გვესმის იმ „დღესასწაულის“ არსი, რომელშიც ვმონაწილეობთ, ამან შეიძლება მეტად მავნე და საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჰელოუინის ოკულტური დღესასწაულის შესახებ თავიანთი უარყოფითი პოზიცია გამოხატეს კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლობა

f ნათია დეკანოიძე

I

L

„ოქროს ბურთის“ ნომინანტები ცნობილია

ფიფამ უკვე დაასახელა ის 23 ნომინანტი, რომელიც 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ტიტულის, „ოქროს ბურთის“ დასასაკუთრებლად იბრძოლებს. აღნიშნული ჯილდო გასულ წელს პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, 2008 წლის შემდეგ მეორედ მოიპოვა. მას შანსი აქვს „ოქროს ბურთის“ მფლობელი წელსაც გახდეს და ამ მაჩვენებლით მარკო ვან ბასტენს, იოჰან კრუიფსა და მიშელ პლატინის დაეწიოს. ფიფას მიერ დასახელებულ პრეტენდენტთა სია ასე გამოიყურება:

“ბარსელონასა» და «ესპანიოლს» შორის გამართული მატჩი ესპანეთის სუპერთასის მოსაპოვებლად, საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ანგარიშის გახსნა ”ბარსელონამ” მე-15 წუთზე შეძლო. სუარესის მიერ ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით გოლად პიკემ აქცია. 51-ე წუთზე კი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ანგარიში არბილიამ გაათანაბრა. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. საბოლოოდ, «ბარსელონამ» გამარჯვება პენალტების სერიაში შეძლო. მან „ესპანიოლი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასსაც დაეპატრონა.

გარეტ ბეილი, კარიმ ბენზემა, კრისტიანო რონალდო, ტონი კროოსი, სერხიო რამოსი, ხამეს როდრიგესი (ყველა – „რეალი“), ანდრეს ინიესტა, ხავიერ მასკერანო, ლიონელ მესი, ნეიმარი (ყველა – “ბარსელონა”), მარიო გიოტცე, ფილიპ ლამი, ტომას მიულერი, მანუელ ნოიერი, არიენ რობენი, ბასტიან შვაინშტაიგერი (ყველა – „ბაიერნი“), დიეგო კოსტა, ტიბო კურტუა, ედენ აზარი (ყველა – “ჩელსი”), ანხელ დი მარია (“მან.იუნაიტედი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ”), ია ია ტურე (“მან.სიტი”) და პოლ პოგბა (“იუვენტუსი”). პირველ დეკემბერს ფიფა 23–კაციან სიას 3– მდე შეამცირებს. 2015 წლის 12 იანვარს კი ციურიხში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

მარიამ გაბისონია

ტელეგრაფი

13


გასართობი გვერდი fკვირის ფოტოf

კვირის ღიმილი ჩექმებიანი კატა

trick or treat

ბეჰემოტის გოჭი

მალაიზიური დათვი (ბირუგანი)

ანეგდოტები ***

გურული ზანგს ნახავს პირველად... -ვინ ხარ ბიძია შენ -მე ლეონარდო დიკაბრიო ვარ. გაეხუმრა ზანგი გადარეკავს გურული ტელეფონზე. -ალო აფრასიონა თუ გახსოვს ტიტანიკი ჩეიძირა თუ დაიწვა?

***

გოგო და ბიჭი კაფეში სხედან: -ყველა ადამიანში არის რაღაც უცნაური-ამბობს გოგო. -ჩემში არა,-პასუხობს ბიჭი. -როგორ არა, ახლა გაკვირდებოდი შენ ჩაის მარცხენა ხელით ურევ. -მერე რა?! -უმრავლესობა კი, ჩაის კოვზით ურევს.

*** სვანს მიასვენებენ და სურათი შემოტრიალებული მიაქვთ. კითხავენ: რატომ -ძებნაშიაო

გერმანელი ეკითხება ქართველს: -თქვენს ქვეყანაში ქორწინებამდე სექს როგორ უყურებთ? - Hd ხარისხში

***

***

სვანი შეჭამს ბევრ მსხალს ცუდად გახდება და საავადმყოფოში წაიყვანენ. ექიმმა ქართული არ იცის დაადებს მუცელზე ხელს და ეუბნება: -ბალიტ სვანი პასუხობს: -არა მსხლით

yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi

yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi

yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi

რედაქცია მთავარი რედაქტორი : ბადრი კობიაშვილი

რედაქტორი :

ნათია დეკანოიძე

მთავარი სპეციალისტები : თამარ მაღლაკელიძე, ბაია კუბლაშვილი

14

ტელეგრაფი

yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi

-ჩემმა ქმარმა ოცნება ამისრულა რომ მთხრა სამოთხეში გაცხოვრებო მართლა სამოთხეში ვარ - ვა რა მაგარია -რა არი გოგო მაგარი არც ტანსაცმელი არც ფეხსაცმელი და ვაშლი კიდე რამდენიც გინდა.

გურული და მეგრელი:

გამარჯობა, მე მეგრელი ვარ. ეგ შენი პრობლემაა მერე ძამა

yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi yvelaferi erT gazeTSi

დამკაბადონებელი : გიორგი ხოჯაშვილი ანი ასანიძე ტექნიკური რედაქტორი : ია რუსიაშვილი სტილისტი: ნინო ბეზარაშვილი, ნინო გვასალია ფოტოკორესპოდენტი : მარიამ ბოგვერაძე დიზაინერი : გიორგი ხოჯაშვილი, დავით მსახურაძე

***

ორი ღამურა თავდაყირა კიდია, ერთი ეკითხება მეორეს -ყველაზე ცუდი დღე როდისგქონდა? -მაშინ კუჭი რომ ამეშალა

***

სიდედრი სიძეს: - არ მაინტერესებს, როგორ მოახერხებ, მაგრამ აუცილებლად დიდუბის პანთეონში უნდა დავიმარხო! მეორე დღეს დილით სიძე სახლში მოდის: - არ მკითხო, როგორ მოვახერხე, მაგრამ ხვალ 2 საათისთვის მზად იყავი...

*** ქალი მიდის ექიმთან -ექიმო მინდა ქმარი ხარივით იყოს. -ხოდა გაიხადეთ ქალბატონო რქების დადგმით დავიწყოთ

ჟურნალისტები სალომე თინიკაშვილი ბაჩანა ადამია დავით გრატიაშვილი მარიამ გაბისონია მარიამ მურაჩაშვილი თაკო ჩიტაძე გიორგი ურუშაძე ხატია გოგრიჭიანი თორნიკე მაღლაკელიძე ლიკა ლომიძე თორნიკე რევია ნინი ტვილდიანი ლიკა ნოზაძე მარიამ მოსულიშვილი

სამოთხეში რისგან მოკვდი? - გავიყინე, შენ - სიცილისგან... - ??? -საყვარელთან ვიყავი, მოვიდა მისი ქმარი და ქალმა კარშივე ნაგვის ურნა შეაჩეჩა, ბარემ გაცვია და გადაყარეო... -სანამ ნაგავს ყრიდა მე გავიპარე ჰოდა მივედი სახლში და ცოლმა კარებში ნაგვის ურნა მომაჩეჩა , ბარემ გაცვია და გადაყერეო... შევვარდი ოთახში, კარადა გამოვაღე, საწოლის ქვეშ ჩავიხედე , ტუალეტშიც შევამოწმე , არავინ არ იყო , სიცილი ამიტყდა და გავიგუდე.... - მაცივარში შეგეხედა შენი დედა მოვ**ან, რომელიმე ცოცხალი ვიქნებოდით

***

ინსტიტუტში გამოცდააა. ლექტორი ეკზთხება სტუდენტებს: კითხვა "ხუთიანზე": -რა მქვია მე? ყველა ჩუმადაა. კითხვა "ოთხიანზე" -რა ფერისაა სახელმძღვანელო ? ყველა ისევ ჩუმადაა. კითხვა სამიანზე -რა საგანს აბარებთ? უკანა მერხეიდან ჩურჩული ისმის: -ნახე. როგორ გვჭრის, ეს ახ**რი!

ხელმძღვანელი : ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე მის: ჭავჭავაძის N°8 ტელ : 598 37 08 41


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.