აღზრდის მნიშვნელობა, ლოცვის არსი და სათნოება

Page 1

გამომცემლობა ,,განათლება’’ თბილისი 2014 წ

თინათინ ხოხობაშვილი


რეცენზირებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის გამომცემლობის და რეცენზირების დეპარტამენტის მიერ და ნებადართულია გამოსაცემად!

ავტ: თინათინ ხოხობაშვილი დაბად: 1986. 11. 04


სარჩევი 1.

ცხოვრების მცნება ------------------------------------------- გვ. 4

2.

აღზრდის მნიშვნელობა ------------------------------------ გვ. 4

3.

ლოცვის არსი -------------------------------------------------- გვ. 5

4.

ზნეობრივი ღვთისმეტყველება ------------------------- გვ. 7

5.

უფლის ხმა-რისთვის მიმატოვე ადამინო? ---------- გვ. 8

6.

უხუცესთა რჩევები ერში მცხოვრები

ქრისტიანებისათვის ----------------------------------------- გვ. 12 7.

გამოყენებულილიტერატურა --------------------------- გვ. 21


ცხოვრების მცნება ცხოვრების მცნება მეტად ფართო და ყოვლის მომცემია, იგი გულისხმობს ყოფიერებას,

არსებობას.

ადამიანის

შეგნებული

მოქმედება

ცნობიერების

ჩამოყალიბების შემდეგ ყალიბდება. ადამიანის ზნეობრივი ცნობიერება არამარტო ცოდნაზეა დამოკიდებული, არამედ მის სულიერ განვითარებაზე. მარტო ცოდნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი ზნეობრივად მოიქცეს. მაგალითად ქურდმა იცის, რომ ქურდობა ცუდი საქციელია (ბოროტებაა) მაგრამ მაინც იპარავს. ე.ი მას აქვს ნორმის ცოდნა და არ აქვს ნორმის შეგრძნება. ნორმის შეგრძნება რომ განუვითარდეს ადამიანს ამისთვის აუცილებელია ცოდნასთან ერთად სურვილი, ძალა და ნებისყოფა. ეს კი ნაკლებად შესაძლებელია რწმენის და ეკლესიური ცხოვრების გარეშე. ადამიანი, რომელიც ეკლესიური ცხოვრების გარეშე მხოლოდ ცოდნისმცნებას მიყვება, მის ზნეობრივი მცნების სურვილი მომენტალურად ქვეითდება და ყოველი მოქმედება ზერელე და მცდარია. ესკი საზიანოა, რადგან

არამარტო ადამიანის ზნეობრივ

თვისებებზე ახდენს გავლენას, არამედ მის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. (სწორედ ამ მიზეზით ხდება ის რთული დაავადებები როგორიცაა ნერვოფსიქოლოგიური და ფსიქიური აშლილობები).

აღზრდის მნიშვნელობა ადამიანის ზნეობრივი კანონზომიერების განვითარება ძირითადად იმ გარემოზეა დამოკიდებული თუ რა საზოგადოებრივ ცხოვრებაში უხდება ყოფნა. ცნობილია,

რომ

ადამიანის

აღზრდა

დაბადებიდანვე

იწყება,

ამიტომ

უმნიშვნელოვანესია მშობლის და მასწავლებლის როლი ადამიანის ცხოვრებაში. მარტო გაზრდა და საგნის სწავლა ვერ ჩამოაყალიბებს ბავშვის სულიერი და ფსიქოლოგიური უნარებს სწორ გზას. მშობელი და მასწავლებელი კარგად უნდა ერკვეოდნენ თვითეული ბავშვის ფსიქოლოგიაში, (უნდა შეეძლოთ მათი ნიჭის და სათნოების

დანახვა).

ფსიქოლოგიური

მათ

უნდა

განვითარების

ახსოვდეთ,

უმაღლესი

რომ

ბავშვის

სულიერი

და

შედეგის

მიღწევა

შესაძლებელია,


მხოლოდ ქრისტიანული ფასეულობებით, ღვთის კრძალვით და სიყვარულით. ბავშვს უნდა შევამეცნოთ მათი უფალი დედა ეკლესია, რომელიც გვასწავლის: ,,პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყოს ქვეყანასა ზედა’’.ბავშვისთავიდანვე უნდა შევასწავლოთ, რომ უფალი მათი ზეციური მამა და შემოქმედია, რომელიც უნდა უყვარდეთ მთელი გულით და რომ ყოველი ბავშვის უღირსი საქციელი და სიტყვა შეურაწყობს უფალს. თუ ბავშვების აღზრდაში თავიდანვე ასეთ კეთილ საწუთრს ჩავდებთ, მერე უშიშრად შეგიძლიათ ასწავლოთ ნებისმიერი მეცნიერება და ხელოვნება.მერე თვითონ გაარკვევენ, რაარის კარგი და რა _ ცუდი. მათ ვერანაირი ცუდი მეგობარი ვერ გადაიყვანს სწორე გზიდან და ვერანაირი ცუდი ცხოვრება ვერ გატეხს და დაამარცხებთ მათ.

ლოცვის არსი საკითხი, რომელიც ლოცვასთან დაკავშირებით დაისმის, ორ ასპექტს მოიცავს: პირველი _ სვლა ღმერთისაკენ და მეორე _ როგორ წარმოვთქვამთ ლოცვის სიტყვებს და საით მივმართავთ. ლოცვა სიღრმისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან სახარება მიგვითითებს, რომ ღვთის სასუფეველი ჩვენშია, თუ ღვთის სასუფევლის პოვნა საკუთარ თავში ვერ შეძელი, თუ საკუთარ თავში, ჩვენივე არსების სიღრმეში ვერ შევხვდით ღმერთს, მაშინ ნაკლებად სარწმუნოა, რომ მასთან შეხვედრას სადმე _ ჩვენს გარეთ

შევძლებთ.

მაგალითად,შეიძლება

ადამიანი

ეკლესიაში

დადიოდეს,

ასრულებდეს ეკლესიურ კანონებს და ისე გავიდეს ამ ქვეყნიდან, რომსარწმუნოების არსი მისთვის მიუწვდომელი იყოს.Pასეთ ადამიანებს იაკობ მოციქული ეუბნება, თქვენ გესმით უფლისაგან, ,,რამე თუ ითხოვდით მოგეცემათ’’, მაგრამ ასევე ამბობს: ,,ითხოვეთ დავერ მიიღებთ’’, რამეთუ არასწორად ითხოვეთ. სწორედ ამიტომ იმისათვის, რომ ფეხდაფეხ მივყვეთ ტაძრისაკენ მიმავალ ბილიკს, ცნობიერისა და ქვეცნობიერის თანხვედრი _ სულის ძვრით აღმოცენებული ვედრება ისე

უნდა

აღვასრულოთ,

რომ

ლოცვის

შინაარსს

აღიქვამდეს

გონებაც

და

გულიც.ნებისმიერი ადამიანის ლოცვას აქვს დიდი ძალა, მაგრან რაც უფრო მეტად ყურადღებით და სულიერებით არის ადამიანი ლოცვისაკენ მიმართული იმას მეტი მიეცემა. 1. წმინდა კვიპრიანე ლოცვისადმი ყურადღებისთვის ამბობს; როგორ გინდა ღმერთმა შეისმინოს შენი როცა თავად არ გესმის.


2. წმინდა ივანე კლემაქსი კი ამბობს ,,ლოცვა თავისი ხარისხით ადამიანის ღმერთთან ყოფნა და შეერთებაა’’, ხოლო მოქმედებით მომწვვენი ნიჭთა, უხილავი წარმატება, საზრდო სულისა, განათლება გონებისა, მომაკვდინებელი სასოწარკვეთილებისა, გზამჩენი იმედისა. 3.წმინდა თეოფორე კი წერს; ლოცვა _ მეცნიერებათა მეცნიერებაა’’, ხოლო სათნოთმეტყველების წმინდანთა სწავლებაში გამონათქვამია, რომ ლოცვაზეცის საუნჯეა გასაღებია ღმერთისა და ადამიანს შორის შუამავალია, კიბეა მიწისა _ ზეცასთან და კაცისა ღმერთთან. 4. წმინდა ივანე ოქროპირმა თქვა: _ იპოვეთ საკუთარი გულის კარი და მიხვდები რომ ის ცათასასუფევლის კარია. 5. ილია II კი ბრძანებს ,,როცა გულიდან გამოდის ლოცვა, როცა გული ლოცულობს, _ ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი ლოცვა... არშეიძლება ღმერთმა არშეისმინოს ასეთი ლოცვა. 6. მამა გაბრიელმა ბრძანა ,,ილოცეთ ყველასათვის, ლოცვა მთებს ძრავს’’ ამას გიტოვებთ ანდერძად. განსაცდელის ჟამს რწმენითა და იმედით უნდა იდგეთ. _ თუ ღვთის მცნებას არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ ისმენს და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ! _ როცა რამე გინდათ სთხოვოთ წმინდანს, ჯერ წმინდა სამების სახელით გადაისახეთ პირჯვარი,

შემდეგ

გიხაროდენ!’’

ღვთიშობლის

ხოლო

ლოცვა

ამისშემდეგ

თქვი:

წმინდანს

,,ღვთიშობელო, მოუხმე

ქალწულო

სამჯელ.

ესე

მაგალითად: ,,წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი! ევედრე ღმერთსა ჩემთვის!’’ ამისშემდეგ კი სულის სასარგებლოდ რაცგინდა, ისე ითხოვე. _ უფალსყველაფრისთვის უნდა ჰმადლობდე. ადამიანს უფლისშეწევნის გარეშე არაფერი ძალუძს. უფლისიმედი არუნდა დაკარგო. ,,კაცთათვის შეუძლებელი _ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელი არს’’უცოდველი ამქვეყნად არავინაა.უნდა ეცადო, სხვა არგანიკითხო და თავი სხვაზე უკეთესი არ გეგონოს. Aადამიანი დაულალავად უნდა მიისწრაფოდეს ღვთისაკენ, ერისკაცი იქნება ის თუ ბერი. ადამიანი ამ მისწრაფებით ცხონდება. ბერს ბერისა მოეთხოვება და ერისკაცს ერისაო.ყოველთვის გვახსოვდეს, რომ უფალი შენთან არის, შენ კი უყურადღებობის გამო არახარ მასთან.


7. ეპისკოპოსმა თეოდორემ (ტეკუჩევმა) თქვა - მხოლოდ ღმერთშია ჭეშმარიტი სიხარული, ბედნიერება და ნეტარება. მისი წართმევა მხოლოდ ცოდვას შეუძლია, რომელსაც უნდა ებრძოლოთ თქვენი ნეტარებისათვის ამ და მომავალ საუკუნეში.

ზნეობრივი ღვთისმეტყველება ზნეობრივი ღვთისმეტყველების უდიდესი ნაწილი სათნოებაა, სათნოების როლი დიდია ადამიანის სულიერ განვითარებაში.დედამიწაზე არაფერი შეედრება სულიერ სათნოებას ღირსებით.ადამიანისსულიერი ღირსებისთვის მთავარი არსი მიიღწევა სათნოებით და ზნეობრივი ღვთის მეტყველებით. ღვთისმეტყველური

სათნოებები

ანუ

მადლმოსული

სათნოებანი,

რომლის

ჩამოყალიბებაც მორწმუნე ადამიანის სულში ყალიბდება ესაა: ადამიანს სამი ყველაზე დიდი სათნოება, სამი საღვთისმეტყველე სათნოება; რწმენა სასოება და სიყვარული. და თუ ეს სამი ყველაზე დიდი სათნოება მოიპოვა ადამიანმა, რომარ

გაუსხლდეს

ხელიდან

ეს

ღვთაებრივი

მადლი,აუცილებელიარწმენით,

სიკეთით, იმედით და მოყვასის სიყვარულით, ანთებული გული.უფალი ყველა ქრისტიანს მოგვიწოდებს: უპირველესი მოვალეობა და საქმე ქრისტიანისა არის მოყვასის

სიყვარული.მამა

გაბრიელმა

ბრძანა

,,საჭმელზე

მეტად

ადამიანის

სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარულით უნდა თვრებოდე’’ და ასევე ბრძანებს ,,ღმერთი არს სიყვარული’’. ღვთის უმაღლეს წვდომას, ემატება ღვთისმოსავობა და ქრისტიანული სიბრძნე ანუ ღვთაებრივი ცნობიერება ,,სათნოება’’. დედამიწაზე არაფერია ქრისტიანულ ჭეშმარიტ სათნოებით ცხოვრებაზე მაღალი. ბევრი რამარის ამქვეყნად პატივისცემის ღირსი: ხელოვნება, მეცნიერება, სიმდიდრე და პატივი მაგრამ მათარ ახლავთ სათნოება. ამქვეყნად არაფერი შეედრება ქრისტიანულ სათნოებას ღირსებით, რადგან სათნოების მომხვეჭელი იხვეჭს დაუტაცებლად. Aადამიანმა შეიძლება დაკარგოს მიწიერი დიდება, სიცოცხლე, მაგრამ სათნოებები, რომლებიც სიცოცხლის მანძილზე მოიპოვა ღვთის სამსჯავრომდე მიჰყვება.ამიტომ

ადამიანის

სულიერი

ყრმობის

ასაკში

უნდა

ჩამოყალიბდეს

სულიერი ცხოვრების მიზნები და შესწავლილი იქნეს ის ძირითადი პრინციპები, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავში ბოროტებას შეებრძოლება და საფუძველს ჩაუყრის მოყვასის სიყვარულს.ასევე, საფუძველს ჩაუყრის მიზნის დასახვასა და განხორციელებაში, რადგან უმიზნოდ და უქმად გატარებული დრო, ზნეობრივი


კანონზომიერებით ცოდვაა.ასევე, ცხოვრებისეული სიბრძნე გვასწავლის, რომ დრო მთავარი კაპიტალია, დრო ტალანტია მარადიული ცხოვრების მოსაპოვებლად.

უფლის ხმა _ რისთვის მიმატოვე, ადამიანო? მევარ ნათელი, მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ; მევარ გზა, მაგრამ თქვენ არ მომყვებით; მე ვარ ჭეშმარიტება, მაგრამ თქვენ არ გჯერათ ჩემი; მე ვარ სიცოცხლე მაგრამ თქვენ არ მეძებთ მე; მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ; მე ვარ უფალი, თქვენ არ მემორჩილებით; მე ვარ თქვენი ღმერთი, თქვენკი არ მევედრებით; მე თქვენი ყველაზე საუკეთესო მეგობარი ვარ, მაგრამ თქვენარ გიყვარვართ მე; თუ თქვენ უბედური ხართ მენუ დამადანაშაულებთ ამაში! _ რისთვის მომატოვე ადამიანო? _ რისთვის მაქციე ზურგი შენს მოყვარულს? _ რატომ დაემონე მტერსა ჩემსა? _გაიხსენე, შენთვის ზეციდან გადმოველ! _გაიხსენე, შენთვის ქალწულიდან ვიშვი! _გაიხსენე, შენთვის ჩვილი ვიყავ! _გაიხსენე, შენთვის თავი დავიმდაბლე! _გაიხსენე, შენთვის გლახაკი ვიყავ! _გაიხსენე შენთვის მიწიერად ვიცხოვრე!


_ გაიხსენე, შენი გულისთვის დევნა გადავიტანე! _ გაიხსენე,შენთვის ბოროტსიტყვაობა, დამცირება, შეურაცყოფა, გინება, წყლულები, წყევლა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი ვიტვირთე! _ გაიხსენე, შენი გულისათვის უსჯულოთა თანა შევირაცხე! _ გაიხსენე, შენთვის დამამცირებელი სიკვდილით მოვკვდი! _ გაიხსენე, შენი გულისათვის დაკრძალული ვიქმენ! _ სასუფევლიდან ჩამოვედ, რათა შენ ამეყვანე იქ! _ თავი დავიმდაბლე, რათა შენ ამემაღლებინე! _ დავგლახაკდი რათა შენ გამემდიდრებინე! _ თავი დავიწყლულე, რათა შენგამეცოცხლებინე. _ შენ შესცოდე, მე კი შენი ცოდვა ვიტვირთე. _ შენ დამნაშავე ხარ, მე კი დამსაჯეს. _ შენ მევალე ხარ, ხოლო მეკი ვალი გადავიხადე. _ შენ სიკვდილამდე ხარ, მეკი შენს მაგივრად მოვკვდი. _ ამისაკენ ჩემმა სიყვარულმა და გულმოწყალებამ მომიწოდა. _ მე არ შემეძლო მოთმენა, რომ შენ ასე გეტანჯა! _ რანახე ჩემში სიძულვილის ფასი? _ სიკეთეს ეძებ? ყველანაირი სიკეთე მე მაქვს! _ ნეტარება გინდა? Yყელა ნეტარება მე გამაჩნია! _ სილამაზე გინდა? ვინ არის ჩემზე ლამაზი? _ ღირსება გინდა?ვინ არის ღვთის ძეზე და მარადქალწულის ძეზე ღირსეული! _ სიმაღლე გინდა? ვინ არის სასუფევლის უფალზე მაღალი? _ დიდება გსურს? ვისაქვს ჩემზემეტი დიდება?


_ სიმდიდრეს ეძებ? მე მაქვს ყველანაირი სიმდიდრე. _ სიბრძნე გინდა, მე ვარ სიბრძნე ღვთისა. _ ნამდვილი მეგობარი გინდა იპოვო? ვინაა მასზე მეტად გულწრფელი და მოსიყვარულე მეგობარი, რომელმაც სული თავისი დასდო ყოველთათვის. _ დახმარებას ეძებ? ვინ დაგეხმარება ჩემს გარდა? _ მკურნალს ეძებ? ვინ გაგკურნავს ჩემ გარდა? _ სიწყნარეს ეძებ? ჩემთან პოვებ სულის სიწყნარეს. _ მშვიდობა გსურს? მე ვარ მშვიდობა სულისა. _ სიცოცხლეს ეძებ? მემაქვს წყარო მშვიდობისა! _ ნათელს ეძებ? მე ვარ ნათელი! _ ნუთუ გზას ეძებ? მევარ გზა! _ წინამძღოლს ეძებ? მევარ ერთგული წინამძღოლი! _ რატომ, რის გულისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა? _ ნუთუ ვერბედავ მოსვლას? _ აბა ვიღასთანაა უფრო ადვილი მოსვლა? თხოვნა გერიდება?ვის ვუთხარი უარი, ვინც რწმენით მომმართა? _ ნუთუ შენი ცოდვათა სიმრავლის გრჩხვენია? _ ჩემი გულმოწყალება გაცილებით მეტია! _ ,,მოვედი ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ’’ (მათე 11,28). წმინდა ეპისკოპოსი ტიხონ ვორონეჟელი.


უხუცესთა რჩევები ერში მცხოვრები ქრისტიანებისათვის 1. სასოწარკვეთილების წუთებში გახსოვდეთ, რომ ღმერთი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ მას. ღვთის სახელით გიბრძანებთ ასე ცხოვრებას: როდესაც მარტონი იქნებით, როგორი მწუხარენიც არ უნდა იყოთ, რომც არ გინდოდეთ, _ ყოველთვის მოუხმეთ თქვენს გულებში მცხოვრებ უფალ იესო ქრისტეს. 2. ქრისტეს მორჩილებას საკუთარი კი არა, ღვთისნება უნდა ჰქონდეს.არა მარტო ჩვენ, არამედ მოციქულებსაც კი აუკრძალა მომავლის გამოძიება, რაც მხოლოდ ღმერთის უფლებას წარმოადგენს. 3. თუ სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშ, ემსახურეთ კიდეც მათ, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვ სიყვარულის წილ სიყვარულს, სიმდაბლის წილ _ ქებას, სამსახურის წილ მადლიერებას. 4. რითაც შეიძლება რომ დაამდაბლოთ, ან შეურაცყოთ მოყვასი, იმას საერთოდ ნუ გააკეთებთ; ხოლო თუ იგი შეურაცხგყოფთ, ეს მიიღეთ არა როგორც შეურაცყოფა, არამედ როგორც ღვთისაგან თქვენთვის გამზადებული იარაღი, რომლითაც თუკი ისურვებთ, შეგიძლიათ მოსპოთ თქვენში არსებული ყოველგვარი უწმინდურება გულისა. 5. ვიდრე რამეს იტყოდეთ, განსაჯეთ, ხომარ შეურაცყობს თქვენი სიტყვა ან საქმე ღმერთს, ანდა მოყვასს. 6. ნუ განსჯით სხვის მონას, დგას თუ ეცემა: მას ჰყავს ღმერთი, რომელსაც ძალუძს შეაჩეროს მისი დაცემა და აღადგინოს იგი დაცემის შემდეგ.


7. გახსოვდეთ ის წუთი რომელსაც გართმევთ სიზარმაცე, შესაძლოა უკანასკნელი იყოს თქვენს ცხოვრებაში, მასკი სიკვდილი და სამსჯავრო მოჰყვება. შეეშვით განცხრომას. 8. ნურავის ატკენთ გულს და ნუ მიაგებთ გონებას გონებისა წილ, მწუხარებას მწუხარებისა წილ: და ცხოვრების წიგნში ღირს მამათა გვერდით ჩაიწერება თქვენი სახელი. 9. გემუდარებით, მეგობრებო, ნუ უარყობთ საშუალებებს, რომლითაც შეგიძლიათ ასიამოვნოთ ღმერთი; ასეთი საშუალებები კი მრავლადაა, იქნებ ეს: ადამიანებისადმი ალერსიანი მოპყრობა, ნუგეშისცემაა მწუხარებისას, დაცვა დაჩაგრულისა, მოწყალება გლახაკისადმი, თვალის არიდება ცუდი საგნებისადმი, წინააღმდეგობა ბოროტი გულის-სიტყვებისადმი, საკუთარი თავის იძულება ლოცვისათვის, მოთმინება გულმოწყალება, სამართლიანობა და სხვა ამის მსგავსი. Aამ წმინდა სათნოების აღსრულება მოიზიდავს თქვენსკენ ღმერთის ყოვლისშემძლე დახმარებას, რომლითაც დასძლევთ ყველა იმ სიძნელეს, რომელიც ადრე თქვენი ძალებით გადაულახავი გეჩვენებოდათ. 10. ყველანაირად წინ აღუდექით სიფიცხეს და ღვთის შეწევნით, იგი აუცილებლად შესუსტდება. ,,თუ მოხდება ისე, რომ გაცხარდები, ან განრისხდები, შეეცადე, არაფერი თქვა, ანდა გაშორდი იქაურობას, ან კლიტე დაიდე ბაგეებზე, რომ არ გადმოინთქას იქიდან საშინელი ცეცხლი, შენი სულის დამწველი და შენს გვერდით მყოფთათვის ამაო ამბოხების მომწყობნი; მაგრამ, როგორცკი ალი დაშრტება, და გული შენი დამშვიდდება, _ ილაპარაკე.’’ 11. ყოველმხრივ ეცადე, არ გაბრაზდე არაფერზე: ყოველი ჩვენი უსიამოვნება მოდის არა თავისთავად, არამედ ეშვება ღვთის განგებულებით, იმავე მხსნელი მიზნით, როცა წმ. Mმოციქული პავლეს ეწვეოდა ხოლმე ჭირნი მდინარეთანი, ჭირი ავაზაკთაგან, ჭირი ნათესავთაგან, ჭირი წარმართთაგან, ჭირი ქალაქთა შინა, ჭირი უდაბნოთა ზედა, ჭირი ზღვათა შინა, ჭირი ძმათა მტყუვართგან, გარეგან _ ბრძოლათა, შინაგან _ სხეულთა.

12. რაკი ეს იცით, აღარ მიაქციოთ ყურადღება იმას ვინ გაწყენინათ და რისთვის, მხოლოდ გახსოვდეთ რომ ვერავინ გაბედავდა თქვენს წყენინებას, ღმერთს რომ არ სდომებოდა ამოს დაშვება; უმჯობესია მადლობა შესწიროთ უფალს, რამე თუ თავსდატეხილი მწუხარებით იგი ნათლად გიჩვენებთ, რომ თქვენ მისთვის უცხო არა


ხართ და სასუფეველში მიყავხართ. წმ. წერილიც ხომ ამას გეუბნებათ: ,,უკეთუ სწავლას დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქვენ ღმერთი; რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?’’. 13. შეეშვით სიმკაცრეს ადამიანებთან და ყოველთვის იყავით ღვთის წინაშე, ვითარცა ბავშვი. 14. იმყოფებოდეთ ღვთის სიყვარულში სწავლობდეთ, მას, სუნთქავდეთ მისით: ღმერთი სიყვარული არის და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მისთანა ჰგიებს ღმერთისა თანა. ამ მწარე წუთისოფელში ტკბილია ღვთიური სიყვარულით ცხოვრება.ხსნა

მრავალსიტყვაობაში

კი

არა,

საკუთარი

თავისადმი

სრულ

ყურადღებაშია. 15. გადაეჩვიეთ კამათს იგი აღელვება რა გულს, გართმევთ გულის მშვიდობიან განწყობას, ყოველგვარი ბოროტი აზრი განაგდეთ იესოს ლოცვით. ნუ დაუჯერებთ ცრუ რწმრნებს. 16. ეჭვიანობა სრულიადაც არ არის ქრისტიანული ჩვევა, და ამიტომ ნურც შეითვისებთ მას. წმინდა წერილის მიხედვით ღმერთი თქვენგან სიბრძნეს, სიფხიზლესა და უბიწოებას თხოულობს: ,,იყვენით უკვე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა მტერნი. 17. მუდამ შუალედური გზა გეჭიროთ: უკიდურესობანი არსად და არაფერში არ არის შექებული. 18. ყოველთვის მინდობილნი იყავით ღვთის ნებას, რომელიც მთლიანად გიფარავთ.

19. მიმართეთ მოყვასს მხიარულად და სიყვარულით. გიყვარდეთ იგი, ემსახურეთ მას: ისიც ქრისტეს ასოთაგანია. ნუ შეურაცხობთ მათ ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც კი. 20. სათნო ეყავით უფალ ღმერთს სიყვარულის ყოველი გვარი სახეობით და ასე გადაირჩინეთ

თავი.

Mხოლოდ

იმაზე

იზრუნეთ,

რომ

გამდიდრდეთ

სიყვარულით.ვისშიც სიყვარულია, მას გულში ღმერთი ჰყავს. 21. ყურადღება მიაქციეთ, რომ მხოლოდ მაშინ ხართ ყველაფრით კმაყოფილნი, როდესაც გაქვთ მოთმინება, სიმდაბლე, მორჩილება და სიყვარული ყველასადმი.


22. ნუღარ გაიხსენებთ წარსულს, თორემ ღმერთიც გაიხსენებს და მოგთხოვთ პასუხს იმისათვის, რაც უკვე გაპატიათ. 23. ნურვის დროს აიძულეთ თქვენი გულიც და ენაც ილოცონ ასე: უფალო, შემეწიე მე_ ვიღუპები. 24. თუ ვინმეს რამეს სთხოვთ, სთხოვეთ ქანაანელი დედაკაცის მოთმინებით. 25. სხვისი სისუსტეებისადმი ინტერესი ცოდვაა, ამიტომ გაექეცითხოლმე ცოდვიან ჩვევას. 26. თუკი თქვენ რაიმე სახით აწყენინეთ მსახურს, გამოიყენეთ ისეთი საშუალება, რომ მას დაავიწყდეს თქვენგან მიყენებული წყენა. 27.

ყველაფერი

აკეთეთ

გარკვევით,

აუჩქარებლად,

რომ

თქვენი

საქმეები

წარმატებული იყოს. 28. სიკეთით სძლიეთ ბოროტებას: მანკიერება მანკიერებით ვერ გამოსწორდება. 29. საკუთარი ნების მოკვეთის გარეშე შეუძლებელია ხსნის დაწყება, არა თუ ხსნა. შვილო ჩემნო, გამოითხოვეთ ღვთისაგან თვითნებობის უარყოფა: იგი აუცილებელია გადარჩენისათვის.

30. თუკი ახლობლის მონახულებას გადაწყვეტთ, მასთან მისვლამდე აუცილებელ მოვალეობად ჩათვალეთ მისდამი იმ სიყვარულისა და განწყობის შენარჩუნება, რითაც მიხვედით მასთან, დაე, თუნდაც მან გაწყენინოთ. 31. მოყვასთან ურთიერთობაში განცდილი ნებისმიერი უსიამოვნებისას ჩაიხედეთ საკუთარ სულში: მკაცრად, რომ გამოვიძიოთ, თითქმის ყოველთვის აღმოვაჩენთ, რომ თავად ვიყავით უკმაყოფილობის მიზეზი. 32. აღშფოთების წუთებში შეეცადეთ გაჩუმდეთ და ილოცოთ იესოს ლოცვა. 33. ნუ იმართლებთ თავს, ნუ იკამათებთ, დაუთმეთ ხასიათებსა და წლებს. ანუგეშეთ ყველა და თვითეული, რითაც შეგიძლიათ; ნუ განიკითხავთ ნურავის; ნუ მიაგებთ ბოროტებას ბოროტების წილს; გიყვარდეთ ყველა, პატიობდეთ ყველას; იყავით ყველას მსახური.


34. გიყვარდეთ უფალი ღმერთი და ილოცეთ მის წინაშე, როგორც მამის წინაშე; თავი დაიმდაბლეთ ყოველ ქრისტიანთან, _ და შეგიყვარებთ თქვენ ღმერთი, და განიხარებს თქვენსგამო თქვენი მწყემსი. 35. მოუთმენლობა, უუნარობა, ამაო მრისხანება, _ ყველაფერი გადაიტანეთ საყვედურის გარეშე. 36. როდესაც აღმოაჩენთ თქვენში უნებურ ზიზღს შეეცადეთ დაამარცხოთ ეს ცოდვიანი შეგრძნება; აიძულეთ თავი, ილოცოთ ასე: ,,უფალო იხსენ მონა შენი (სახელი) და მისი წმინდა ლოცვებით მოალბე გული ჩემი.’’ აიძულეთ თავი მოემსახუროთ

თქვენთვის

საძულველ

ადამიანს

და

გამოიჩინოთ

მისდამი

ყოველგვარი ყურადღება; და უფალი დაინახავს რა, თქვენს კეთილ განზრახვას, არამარტო ამოძირკვავს თქვენი გულიდან ზიზღს, არამედ თვით მასაც წმინდა სიყვარულით აღავსებს.

37. თუკი ვერპოულობთ ნუგეშს ლოცვაში, გახსოვდეთ, რომ იგი გიმზადებთ ღვთიურ ნუგეშსა და სიტკბოს მისი აღსრულებისთანავე: ,,თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე.’’ 38. მთელ თქვენს ცხოვრებაში, ყოველი თქვენი საქციელისას იხემძღვანელეთ შემდეგი ქრისტიანული

მსჯელობით:

ჩემ

სმიერ

ჩაფიქრებული

მოქმედება

ხომარ

ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, ხომარიქნება იგი დამღუპველი ჩემი სულისათვის, ხომარ შეურაცხყობს იგი მოყვასს? თუ მკაცრი გამოკვლევისას სინდისი არ გამხელთ, მაშინ თქვენი განზრახვა აღასრულეთ, ხოლო თუ დაგქენჯნით იგი, _ თავი შეიკავეთ შესრულებისაგან. 39. ნუ შეეხებით მოყვასის ღირსებას თქვენი ენით, არამედ გამოიყენეთ იგი მხოლოდ ღმერთის სადიდებლად, ანდა ვინმეს სასარგებლოდ და დასამოძღვრად. ხოლო თუ მოინდომებთ

ბოროტსიტყვაობას,

გაიხსენეთ

სიჭაბუკიდან

ჩადენილი

თქვენი

ცოდვები და ამხილეთ საკუთარი თავი მათი ჩადენისათვის. 40.

ნუ

ჩაებღაუჭებით

სიცოცხლეს:

იგი

აუტანელია

მხოლოდ

ბოროტმოქმედებისათვის; ხოლო ვისაც წამს უფალი იესო ქრისტე, სასოებს მას, უყვარს იგი, _ ასეთისათვის სიცოცხლე მუდამ ასატანია. 41. სიცოცხლე იმიტომ გვეძლევა, რომ ვადიდოთ ღმერთი, კეთილი ვუყოთ მოყვასს და მივაღწიოთ მარადიულ სასუფეველს სახარებისეულ ვიწრო გზით, და არა


იმისათვის, რომ მხიარულად გავატაროთ იგი: ,,ნეტარ ხართ, რომელნი სტირით აწ,’’ _ და ვაი, თქვენდა, რომელნი იცინით. 42 სიმდაბლე, რომელიც ყველა სათნოების გვირგვინი და სილამაზეა, თავისი საწყისი დამდაბლებული ღმერთისაგან _ იესოსაგან მიიღო. რაც გამშრალი მიწისათვის წვიმაა, ის არის სიმდაბლე ადამიანისა სულისათვის.

43. სიმდაბლე ისეთი სათნოებაა, რომ თვით უფალს უყვარს იგი: ,,ვის შევხედავ? _ ამბობს ღმერთი, _ მხოლოდ მშვიდსა და მდაბალს და ჩემი სიტყვების მოშიშს.’’ 44. რაში მდგომარეობს სიმდაბლე? ჩემი აზრით, იგი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი თავის თავს ყველაზე ცოდვილად თვლის, არავის არ ამდაბლებს და არ შეურაცყოფს, არ განიკითხავს, მხოლოდ საკუთარი თავის დაკარგვით არის დაკავშირებული და არ ეძებს არც სიმდიდრეს, არც დიდებას, არც შექებას,არც პატიებას, მიაჩნია რა თავი ამეებისათვის უღირსათ; ვაჟკაცურად ითმენს დამცირებას, გინებას, ყვედრებას და თავის გულში ფიქრობს, რომ იმსახურებს ამგვარ მოპყრობას; ყველას გულღიად ესაუბრება, მზად არის თვითეულს სიყვარულით ემსახუროს, ვერ ხედავს თავის კეთილ საქმეებს და არ ლაპარაკობს მათზე საჭიროების გარეშე. შვილნო ჩემნო, მსგავს სიმდაბლეს ვითხოვ თქვენთვის მე უფლისაგან, რამე თუ იგი არამარტო გიხსნით ცოდვისაგან, არამედ იმის სიყვარულის გასწავლით, ვინც დაიმდაბლა თავი ჯვარცმულ სიკვდილამდე. 45. სიყვარული ბევრ ცოდვას ფარავს. თუ მწუხრეთათვის იქნებით ნუგეში, უბედურთათვის _ შვების მომტანი, გლახაკისათვის _ შემწე, ობოლისათვის _ დედა და

მამა,

სნეულისათვის

_

განსვენება,

მსახურისათვის

_

მოწყალე,

გზასაცდენილისათვის გზის მაჩვენებელი და ყოველი ქრისტიანისათვის _ ერთგული მოსამსახურე; უფალ იესო ქრისტეს მცირე ძმებისა და წევრებისადმი ასეთი სიყვარულისათვის არამარტო ჩამოერეცხება შენი ცოდვები, არამედ თვით უფალს იხილავ პირისპირ და განიხარებ უკუნისამდე. 46. დაიდეთ ბაგეზე დუმილი, გაწრთვენით თქვენი გულები იესოს ლოცვაში, იბეჯითეთ ყოველგვარი სახის თავშეკავებაში _ და მიიღებთ ძვირფასს ძღვენს, ღვთის სიყვარულს თქვენდამი. 47. მიეცით კეისარისა კეისარს და ღვთისა _ ღმერთსა. ასრულებთ რა გარეგნულ საქმეებს, გულით მუდამ მოგქონდეთ მსხვერპლი ღვთისადმი და ასე იცხოვრეთ ამ


ბაბილონში, _ ამ წუთისოფელში, _ რომ მუდამ გახსოვდეთ თქვენი ზეციური იერუსალიმი და საკუთარი დანიშნულება. 48.

თქვენი

კეთილშობილობა

გაცვალეთ

უფალ

იესოქრისტეს

მონობაზე.

შეეწინააღმდეგეთ განცხრომას, თავს ნუ აიმაღლებთ მსახურებზე: ღვთისწინაშე თქვენ მათთან თანასწორნი ხართ, რამეთუ უფალი მათაც მოუწოდებს თავის წმინდა ტრაპეზე იმავე სიტყვით, რითაც თქვენ: ,,მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი.., სუთ ამისდან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული. 49. დაბლობში მდებარე მინდვრები თითქმის ყოველთვის უხვი და მოსავლიანია, მაღალი მთები კი უმეტესწილად გამოფიტული და უბარაქოა. Aასევე მაღლად თავაწეული თავთავი მუდამ ცარიელია, ხოლო რომელსაც თავი აქვს დახრილი, მასში ბევრი მარცვალია. გქონდეთ დამდაბლებული გული და გამდიდრდებით ყოველივე ხსნისათვის საჭიროთი. 50. უხვმოსავლიან ველს წვიმა ესხურება არამარტო ზეციდან, არამედ მაღალ მთებიდანაც: ასეთია სიმდაბლე. წვიმისქვეშ მე ვგულისხმობ ღვთის მადლს, რომელიც მდაბალთ ეძლევა უშუალოდ ღვთისა და იმ ადამიანების მეშვეობით, ამ ცხოვრებაში სულიერად რომ ამაღლებულან, ვითარცა მთანი. თუკი თქვენ შინაგანად მდაბლად მიენდობით ღვთის ნებას და მიუწვდომელი იქნებით მისი მტრებისათვის, მაშინ მოვა თქვენზე ნუგეშინისმცემელი სულიწმინდა და ჩასახლდება თქვენში. 51. ფართო გზა დაივიწყეთ: გულმოწყალე უფალს ვიწრო კარიბჭით შეყავხართ სასუფეველში, ფართო გზა კი მარადიულ დაღუპვას გიქადით. 52. ამცხოვრებაში თქვენც და ჩვენ თავსაც ვუსურვებ მხოლოდ ცოდვებისაგან განწმენდას და ვევედრები უფალ ღმერთს, რომ მან ჩვენზე ქმნას ყველაფერი ის, რითაც სათნო იქნება მისთვის ჩვენი ცოდვებისა და უკანონობისაგან განბანა, თუნდაც ამისათვის საჭირო იყოს უპატიობა და შეურაცყოფა. თქვენც და მეც უნდა ვიცხოვროთ ღვთის მცნებით და არა ადამიანური მოძღვრებებით.

53. თქვენი სულის სარგებლობისათვის გიყვარდეთ განმარტოვება და ზეციური მამისნებას სრულიად დამორჩილებლობა, ასწავლეთ თქვენ გულს გამუდმებული იესოს ლოცვა. თქვენში ღმერთის ყოფნით თქვენ ყოველთვის ხდებით მომთმენნი, უფრო სიყვარულით სავსენი და უფრო მდაბალნი.


54. გაფრთხილდით რომ სიზარმაცემ არ შეასუსტოს თქვენი ძალები სულიერი გმირობისათვის: იგი პირველი მტერია მამა ღმერთისაგან შორს მცხოვრებთათვის: მაგრამ არც სასოწარკვეთით თქვენი ხსნისადმი და არ იმწუხაროთ უზომოდ, თუ ხანდახან დასუსტდებით ღვაწლისათვის. 55. საქმეები კი არ გადაგვარჩენენ, არამედ ღვთის მოწყალება, თუკი ჩვენ ამ საქმეებს მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს სახელით აღვასრულებთ, რომელიც, დაე, ნუ მოგაკლებთ თქვენ, ჩემს მეგობრებს, თავის წყალობას მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე. სუსტები ხართ თუ ცუდები, _ ყველამ იჩქარეთ გულმოწყალე ღვთისაკენ და მტკიცედ სასოებდეთ მას: ეს იმედი არ შეგარცხვენთ უკუნისამდე. 56.

აბუჩად

ნუ

აიგდებთ

ჩემს

სიტყვებს

და

ნუ

მიიჩნევთ

მათ

ძნელად

შესასრულებლად: უფლისათვის და უფალთან ყველაფერი ძნელი ადვილია და ყველაფერი სამწუხარო არასამწუხაროა. ,,უღელი მისი ტკბილი არს და ტვირთი მისი მსუბუქი არს.’’


გამოყენებული ლიტერატურა:

1. მამა გაბრიელი ამღსარებელი და სალოსი, სინდისი პატარა ღმერთია, მოგონებანი თბილისი 2013. 2. დედის ცრემლი, თბილისი 2009. 3. მიტერიკონი, გამომცემლობა ,,ალილო’’ თბილისი 2011 4. სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო), მთავარი ქრისტიანული სათნოებებისა და ამპარტავნობის შესახებ, თბილისი 2011 5. დეკანოზი აკაკი მელიქიძე, ლოცვის საიდუმლო 6. უხუცესთა რჩევები ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის. 7. მამა პაესი მთაწმინდელი, სულიერი ბრძოლა სიტყვები წიგნი III თბილისი 2009.

გამომცემლობა “განათლება” (424611076) ტელ: 551 555 235 2014 წ.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.