Newsletter dec 2013 geo web

Page 1

iunisefi saqarTveloSi sainformacio biuleteni, dekemberi #1 2013 (#17)

შესავალი 2013 წლის პოლიტიკურ მოვ­­ლე­­­ნებს თან სდევდა მნიშვ­ნე­ლო­ვანი ცვლილებები ბავშვების­თვის საქართველოში. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მთავრობის მიერ ვალდებულების აღება მომ­ დევ­ნო წლებში ბავშვთა სიღა­ რიბის განახევრების შესა­­­ხებ - პირობა, რომელიც დადო პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივა­ნიშვილმა 2013 წლის ივ­ ნის­­ში კონფერენციაზე ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების შესახებ. საქართველომ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბავშვთა დაცვის სფეროში, ხოლო აღნიშნული ვალდებულება განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს უღარიბეს ბავშვებზე, რომლებიც ხშირად რჩებიან ყურადღების მიღმა. ეს გულისხმობს განსაკუთრებულ აქცენტს თანა­ სწორობაზე, ყველაზე შეჭირვებულ ბავშვებზე და მტკიცე გადაწყვეტილებას მათი ცხოვრების შესაცვლელად, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მთლიანად ქართული საზოგადოების განვითარებასაც. ეს ასევე გულისხმობს ქვეყნის უწყვეტ ძალისხმევას ბავშვების წინაშე მდგარი იმ რთული პრობლემების მოსაგვარებლად, რომელთა ნაწილიც წინამდებარე ბიუ­ლეტენშია განხილული. აღნიშნული ძალისხმევა ითვალისწინებს ოჯახის გარეშე დარჩენილ ბავშვთა

ინსტიტუციური ზრუნვის დასრულებას, კვების დე­ ფიციტის აღმოფხვრას და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთას, ყველა ბავშისათვის სკოლამდელი განათლე­ ბის უზრუნველყოფას და საქართველოს ქუჩებში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დახმარებას. ამასთან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ითვალისწინებს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, მათი აზრის მოსმენას იმის შესახებ, თუ რა მუშაობს და რა არა. რაც ყველაზე მთავარია, ეს ძალისხმევა ბავშვებს მოაქ­ცევს საქართველოში მიმდინარე რეფორმების შუაგულში, რამდენადაც აღიარებს ბავშვთა უდი­დეს მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისა და კე­თილ­ დღეობისათვის. ჩვენი მომავალი ამოცანაა შევიმუშავოთ ქმედითი პო­ლიტიკა და სტრატეგია, რომელიც შემდგომ კონ­ კრეტულ ქმედებებად გარდაიქმნება და ძირეულად შეცვლის ყველაზე დაუცველი ბავშვების ცხოვრებას საქართველოში. ამასთან, ჩვენ შევეცდებით, აღნიშნული ღონისძიებების გატარებისას ვიხელმძღვანელოთ იმ ადა­მიანების მოსაზრებებით, რომელთაც ის უშუა­ ლოდ ეხება - გავითვალისწინოთ ბავშვებისა და ახალ­ გაზრდების შეხედულებები. გაეროს ბავშვთა ფონდი, როგორც ყოველთვის, მზა­ დაა თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში მთავ­ რობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორ პარტნიორებთან ერთად. საშა გრაუმანი

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში


©

iunisefi/saq-2013/blagonravova

iunisefi saqarTveloSi

საქართველო პრიორიტეტს ანიჭებს ადრეული ასაკის ბავშვებს ეროვნული კეთილდღეობისა და თანასწორობის მიღწევაში ადრეული ასაკის ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში ეროვნულ პრიორიტეტად იქნა აღიარებული 2013 წლის ივნისში გამართულ კონფერენციაზე „ინვესტიცია საქართველოს მომავალში - ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების ეროვნული გეგმა“. კონფერენციაზე მთავრობამ ვალდებულება აიღო გაანახევროს ბავშვთა სიღარიბე მომდევნო წლების განმავლობაში.

iunisefi/saq-2013/blagonravova

ბავშვიანი ოჯახები საქართველოში უფრო ღარიბები არიან და სოციალური დაცვის სისტემა სათანადოდ არ ითვალისწინებს ბავშვთა ინტერესებს. საქართველოში კვლავ ნაკლები იხარჯება განათლებასა და ჯანდაცვაზე მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და 0-5 წლამდე ბავშვების განვითარებაზე სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან

2

©

©

iunisefi/saq-2013/blagonravova

კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მაღალი თანამდებობის სხვა პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სა­მოქალაქო საზოგადოება, განიხილებოდა საქარ­ თვე­ლოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა წინაშე მდგარი საფრთხეები. მათ შორისაა ბავშვთა სიღარიბე, რომელიც სერიოზულად აფერხებს როგორც ეროვნული, ისე ინდივიდუალური კეთილდღეობის პერსპექტივებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და დღეში 1,25 აშშ დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, ხოლო 205 000 ბავშვი კი - დღეში 2 დოლარზე ნაკლებს. მთავრობამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია როგორც სიღარიბის, ისე მისი შედეგების დაძლევისათვის, მათ შორის ჯანმრთელობის უფასო დაზღვევის უზრუნველყოფის, სოციალური შეღავათების გაორმაგებისა და პენსიების გაზრდის გზით. თუმცა, საქართველოში უთანასწორობის დონე კვლავ ერთ–ერთი უდიდესია ევროპაში.


©

iunisefi/saq-2013/blagonravova

sainformacio biuleteni, dekemberi #1 2013 (#17)

შედარებით. ბავშვების ნახევარს ხელი არ მიუწვდება რაიმე სახის სკოლამდელ განათლებაზე, რის გამოც ისინი არასათანადოდ არინ მომზადებული დაწყებითი სკოლისათვის. ამასთან, კვების მწვავე დეფიციტი და არასათანადო პერინატალური ზრუნვა ხელს უწყობს ყოველწლიურად 824 ხუთ წლამდე ასაკის ბავშვის სიკვდილს. კონფერენციაზე მიღებული დეკლარაცია და სამოქ­ მედო გეგმა განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს აღ­ ნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად და ბავშვთა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად 2015 წლისათვის: •

ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის განახევრება სექ­ ტორთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის გზით, რომელიც დაადგენს ბავშვთა შეღავათის ტიპს და განხორციელების მექანიზმს; თითოეული ბავშვის სკოლისათვის მზაობის უზრუნ­ველყოფა ხარისხიანი სკოლამდელი

განათლების გზით;

საყოველთაო

ხელმისაწვდომობის

ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ გაეროს ათას­ წლეულის განვითარების მე-4 მიზნის მიღწევა კვე­ ბის დეფიციტის შემცირებისა და პერინატალური ზრუნვის გაუმჯობესების გზით;

ადრეული ასაკის ყველა ბავშვისათვის ინსტი­ ტუციური ზრუნვის გამოყენების დასრულება ადრეული ჩარევის მომსახურების გაფართოებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთათვის შინ მოვლის მომსახურების და­ ნერგვით.

დეკლარაცია აღიარებს ადრეული ასაკის ბავშვებში ინვესტირებას, როგორც ყველაზე ეფექტიან სტრა­ ტეგიას საქართველოს ადამიანური კაპიტალის გაზრდის, სიღარიბის შემცირებისა და უთანასწორობის აღმოფხვრისათვის.

შემდეგი ნაბიჯები: სოციალური დაცვის სისტემა ბავშვთა საჭიროებების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის ივნისში აღებულ ვალდებულებას ბავშვთა სიღარიბის განახევრების შესახებ მალევე მოჰყვა გადაწყვეტილება საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სა­ ქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ციალური დაცვის სამინისტრომ და სო­ ციალური მომსახურების სააგენტომ მიზნად დაისახეს, სოციალური დაცვის სისტემა გახდეს უფრო ინკლუზიური და მეტად გაითვალისწინოს ბავშვის ინტერესები, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია სიღარიბის შემცირებისაკენ.

სექტემბერში ხელმოწერილი შეთანხმება ითვა­ ლისწინებს ფულადი დახმარების არსებული პრო­გ­რამების, განსაკუთრებით კი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გადა­ სინჯვას, ბავშვებისათვის შეღავათების შემო­ღე­ ბის შესაძლებლობების განხილვას და სოცია­ლურ აგენტსა და სოციალურ მუშაკს შორის მი­მართ­ ვიანობის გაუმჯობესებას. კონკრეტული რეკო­ მენდაციები საქართველოს მინისტრთა კაბინეტს 2014 წელს წარედგინება. საკონტაქტო პირი: თინათინ ბაუმი, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი, +995 599 74 77 33, tbaum@unicef.org

3


iunisefi saqarTveloSi

მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის დიდი ზომის დაწესებულებების გამოყენების დასრულება ყურადღება გაამახვილოს ოჯახის გაერთიანებასა და ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებზე.

©

iunisefi/saq-2013/sulakauri

დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მცხოვრები 4600 ბავშვის დაახლოებით ერთი მესამედი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, ხოლო მინდობით აღზრდაში 1000-ზე მეტი ბავშვი განთავსდა. გაფართოვდა და გაძლიერდა თავად მინდობითი აღზრდის ინსტიტუტი. იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ამ დროისათვის ვერც საკუთარ ოჯახებში დაბრუნდნენ და ვერც მინდობით აღზრდაში განთავსდნენ, შეიქმნა მცირე ზომის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, რომელთაგან თითოეული განკუთვნილია 8-10 ბავშვისათვის. ამჟამად, 44 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში დაახლოებით 350 გოგონა და ბიჭი ცხოვრობს.

©

iunisefi/saq-2013/xizaniSvili

6-18 წლის მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის ორი უკანასკნელი დიდი ზომის ინსტიტუციის დახურვით 2013 წლის ივლისში საქართველომ ბავშვზე ზრუნვის ახალი ეტაპი დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმისა, რომელიც 2005 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. რეფორმის მიზანია, ყველა ბავშვი ცხოვრობდეს ოჯახურ გარემოში, სახელმწიფომ აღარ გამოიყენოს დიდი ზომის ინსტიტუციები და სანაცვლოდ

4

ბავშვზე ზრუნვის სისტემის თითოეულ დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საქართ­ ველოს მასშტაბით ინერგება ახალი პრევენციული პოლიტიკა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მხოლოდ გარდაუვალი და აუცილებელი მიზეზებით ხვდებოდნენ, ხოლო პარალელურად ძლიერდებოდეს ოჯახის მხარდამჭერი სამსახურები და სოციალური მუშაკის ინსტიტუტი. ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ძირითადი სახელმწიფო და არა-სამთავრობო პარტნიორები ნოემბერში შეიკრიბნენ კონფერენციაზე „ყველა ბავშვს აქვს ოჯახურ გარემოში ცხოვრების უფლება“, რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესის განხილვის, მიღებული გამოცდილების ანალიზისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით. საქართველოს შრომის,


©

iunisefi/saq-2013/sulakauri

sainformacio biuleteni, dekemberi #1 2013 (#17)

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულმა კონფერენციამ თავი მოუყარა სამთავრობო დელეგაციებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ისევე, როგორც საერთაშორისო ექსპერტებსა და პრაქ­ ტიკოსებს.

საკონტაქტო პირი: ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის სპეციალისტი, +995 593 304809, kmelikadze@unicef.org

©

iunisefi/saq-2013/blagonravova

კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის გაფართოება, რათა მან მოიცვას არა მხოლოდ ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვები, არამედ სხვა დაუცველი ჯგუფებიც, როგორებიცაა ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ბავშვები მართლმსაჯულების სისტემაში და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე

ბავშ­ვები. ამასთან, მეტი ყურადღება ეთმობა შეზ­ ღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომ­ ლებიც საქართველოში დარჩენილ უკანასკნელ სამ დიდ ინსტიტუციაში მცხოვრებ 109 ბავშვთაგან უმრავლესობას წარმოადგენენ. ბევრი მათგანი შესაძლოა დარჩენილიყო საკუთარ ოჯახში, ან განთავსებულიყო ოჯახური ტიპის მზრუნველობაში, სათანადო მხარდაჭერა რომ ჰქონოდათ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიმართ უფრო მეტი ძალისხმევის საჭიროებას.

5


iunisefi saqarTveloSi

დაინახე უხილავი დაგვეხმარეთ ერთად დავასრულოთ

ბავშვთა მიმართ

ძალადობა საქართველოში

დაინახე უხილავი:

ბრძოლა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი თვლის, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები, ხოლო 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკურ ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს. ამასთან, კვლევამ, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 94 პროცენტს ესმის, რომ ბავშვისათვის ისიც კი საზიანოა, როდესაც ოჯახში ძალადობის მომსწრეა. თუმცა, რესპოდენტთა 70 პროცენტი თავშეკავებით ეკიდება იდეას, „უფლებამოსილი ორგანოები“ ოჯახის საქმეებში ერეოდნენ, თუნდაც ოჯახში ძალადობა ხდებოდეს. უფრო მეტიც, ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ოჯახის შიდა საქმეები მხოლოდ ამ ოჯახის პირადი საქმეა და სხვები მასში არ უნდა ერეოდნენ. სოციალურ მუშაკთა ერთ მეოთხედს კი მიაჩნია, რომ მათი საქმე არაა რეაგირება მოახდინონ ფიზიკურ ძალადობასა თუ უგულებელყოფაზე. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნდა იუნისეფის „ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების“ შესახებ გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომელიც მოუწოდებს უბრალო მოქალაქეებს, კანონმდებლებს, მთავრობებს, უფრო მეტად აიმაღლონ ხმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნული ინიციატივა ხაზს უსვამს ბავშვთა მიმართ ძალადობის შედეგებს, სიკვდილიდან და სხეულის დაზიანებიდან ფსიქიკურ და ემოციურ იარებამდე, რომლებიც არასოდეს მოშუშდება. კვლევა შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოში ამგვარი ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის

6

კვლევა მოუწოდებს მთავრობას და სხვა პარტნიორებს მოახდინონ ინვესტიცია საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიებში ძალადობის პრევენციის და კონკრეტული ფაქტების შესახებ მიმართვიანობის გაზრდის მიზნით. აქცენტი ასევე უნდა გაკეთდეს აღ­ ზრ­დისას პოზიტიური მეთოდების გამოყენებაზე. აუცი­ლებელია თვით ბავშვებისა და ახალგაზრდების მომზადება, რათა მათ გააცნობიერონ, თუ როდის ხდება მათი უფლებების დარღვევა და შეატყობინონ ძალადობის შესახებ რეპრესიების შიშის გარეშე. საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვე­ თისაკენ მიმართული ღონისძიებები საჭიროებს პოლი­ ტიკურ ნებას და რესურსებს, განსაკუთრებით იმ სამინისტროებისაგან, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვ­ თა დაცვის მიმართვიანობის სახელმწიფო მექანიზმში. ღონისძიებებს ხელს უნდა უწყობდეს ძლიერი საკა­ ნონმდებლო ბაზა. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ

iunisefi/saq-2013/xizaniSvili

ლიამ ნისონი, გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი

დანერგვის შესახებ. პოლიტიკის დონეზე აღნიშნული რეკომენდაციები ითვალისწინებს კანონმდებლობას ბავშვთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის აკრ­ ძალვის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ სად ხდება იგი და ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა ვალდე­ ბულებების ნათლად ფორმულირებას, იმ სანქციების ჩათვლით, რომლიც გამოიყენება მათ მიმართ, ვინც ძალადობის ფაქტების შეტყობინებას არ მოახდენს.

©

“რადგანაც ვერ ხედავთ ბავშვთა მიმართ ძალადობას, არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. დაინახე უხილავი. დაგვეხმარე, ერთად დავასრულოთ ბავშვთა მიმართ ძალადობა”


©

iunisefi/saq-2013/xizaniSvili

sainformacio biuleteni, dekemberi #1 2013 (#17)

პოლიტიკურ ნებას უნდა თან ახლდეს საზოგადოების ფართო მონაწილეობა, სადაც ყველა მოქალაქე გააც­ ნობიერებს საკუთარ როლს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და ძალადობის ფაქტების შეტყობინების საქმეში. ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა საინ­

ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა დაცვა ბავშვებს, რომლებიც ქუჩებში ცხოვრობენ და მუშაობენ, არ მიუწვდებათ ხელი სათანადო განათლებასა და ჯანდაცვაზე და შესაძლოა სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნიც გახდნენ. ეს ნიშნავს, რომ ამ ბავშვებს ნაკლები შანსი აქვთ გახდნენ აქტიური და განათლებული მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში. ახალი ორწლიანი სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის თებერვალში დაიწყო და მისი მიზანია შეიქმნას ქმედითი სახელმწიფო მექანიზმი ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების დასახმარებლად, მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის.

onik krikorianis foto

აღნიშნული ინიციატივა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის

ფორ­მაციო კამპანია, მათ შორის შეხვედრები ჟურნა­ ლისტებთან და ბლოგერებთან, ვიდეო დისკუსიები, მომზადდა სარეკლამო რგოლები და მოეწყო ქუჩის არტინსტალაცია. საკონტაქტო პირი: ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი, +995 593 30 48 09, kmelikadze@unicef.org

სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ქ. თბილისის მერია) გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგო­ რიცაა „კარიტასი“, „ბავშვი და გარემო“, „ვორლდ ვიჟენ“ თავდაპირველად ახდენენ ბავშვთა იდენტიფიცირებას და სთავაზობენ გადაუდებელ დახმარებასა და დაცვას. ისინი ასევე მუშაობენ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან, რათა დააკავშირონ ისინი შესაბამის სამსახურებს და უპირველეს ყოვლისა, გადაჭრან ის პრობლემები, რომლებმაც ბავშვებს ქუჩაში გასვლა აიძულა, როგორიცაა მაგ. ოჯახური ძალადობა და ოჯახის დანგრევა, ნარკოტიკები ან ალკოჰოლიზმი. ამასთან, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს სამართლებრივ, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ცვლილებებს, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და სოციალურ მომსახურებას ხელმისაწვდომს გახდის ამ უკიდურესად დაუცველი ბავშვებისთვის (და შეძლებისდაგვარად, მათი ოჯახებისთვის). ამასთანავე შეიქმნება მექანიზმი ბავშვთა დასაცავად ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან, რათა მათ სრულად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და ჩაერთონ ნორმალურ სოციალურ ცხოვრებაში. პროექტი მოიცავს დაახლობით 700 ბავშვს და მათთან იმუშავებს სოციალური მუშაკების, ფსიქო­ ლოგების, მასწავლებლებისა და თანასწორ-განმა­ ნათლებლებისაგან შემდგარი ოთხი მობილური ჯგუფი, რომელიც თბილისისა და ქუთაისის ქუჩებში შეაფასებს თითოეულ ბავშვს. ოთხი დღის ცენტრი და სამი 24-საათიანი თავშესაფარი ბავშვებს დაეხმარება ქუჩის მიღმა ცხოვრებასთან ადაპტაციაში, შეძლებისდაგვარად ოჯახებში დაბრუნებაში, ან მინდობით აღზრდასა თუ მცირე საოჯახი ტიპის ბავშვთა სახლებში განთავსებაში. საკონტაქტო პირი: ქეთევან მელიქაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი, +995 593 30 48 09, kmelikadze@unicef.org

7


iunisefi saqarTveloSi წვლილი მიუძღვის ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის არსებობაში, რომელიც შეად­ გენს ხუთ წლამდე ასაკის 20 ბავშვს ყოველ 1 000 ცოცხლადშობილზე.

კვების დეფიციტით გამოწვეული ზიანი iunisefi/saq-2013/blagonravova

iunisefi/saq-2013/blagonravova

საქართველოს დაახლოებით 500 000 მოქალაქე, უმე­ ტესად ქალი და ბავშვი, განიცდის კვების დეფიციტის რომელიმე ფორმას. ამის გამო, ისინი ვერ გამოიყენებენ სრულად თავიანთ შესაძლებლობებს როგორც მო­ სწავლეები, პროფესიონალები, მოქალაქეები, ან მშობლები. იუნისეფის 2013 წლის დასაწყისში გა­ მოქვეყნებული კვლევა „ჯანდაცვის გაუმჯობესება და კეთილდღეობის ზრდა“ ასახავს საქართველოში კვების მწვავე დეფიციტის ეკონომიკურ დანახარჯებს, ასევე მის მძიმე ზეგავლენას ადამიანების სიცოცხლეზე. ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად დაახლოებით 300 ბავშვი იღუპება კვების დეფიციტით გამოწვეული დარღვევების გამო, რასაც, თავის მხრივ, დიდი

©

©

8

კვლევის მიხედვით, მხოლოდ ამჟამინდელ მცირეწლოვან ბავშვებში კვების მწვავე დეფიციტი გამოიწვევს პროდუქტიულობის დანაკარგს ყოველწლიურად 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ვიდრე ეს ბავშვები სრულწლოვანებას მიაღწევენ. ამ ხარჯებს თუ მივუმატებთ სოციალური მომსახურების ხარჯებს, რომელიც ხმარდება ახალშობილებში კვების, ხოლო ზრდასრულებში რკინის დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემებს, საქართველოს ეკონომიკის ზარალი ათი წლის განმავლობაში 1,3 მილიარდ დოლარს მიაღწევს. თუმცა, ამავე ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის ეს ტვირთი შეიძლება ერთი მეოთხედით - 343 მილიონი აშშ დოლარით შემცირდეს ათი წლის განმავლობაში, თუ დაინერგება მარტივი და ადვილად განხორციელებადი ნუტრიციული პროგრამები, როგორიცაა მიკროელემენტების დანამატები, ფქვილის ფორტიფიკაცია და ექსკლუზიური ძუძუთი კვების პოპულარიზაცია. ამ პროგრამების ღირებულება შეადგენს მხოლოდ 15 მილიონ აშშ დოლარს ათი წლის განმავლობაში, საიდანაც თითოეული ინვესტირებული დოლარი 20 აშშ დოლარზე მეტ ამონაგებს მოიტანს. თუ ძირითადი აქცენტი გაკეთდება კვების მწვავე დეფიციტის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებზე, მათ შორის ორსულ ქალებზე, ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებზე, დროული ინტერვენციის წყალობით შესაძლებელი გახდება დაახლოებით 1 000 ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა ერთი ათწლეულის განმავლობაში. საკონტაქტო პირი: თამარ უგულავა, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი, +995 599 92 90 09, tugulava@unicef.org


sainformacio biuleteni, dekemberi #1 2013 (#17)

ხარისხიანი სკოლამდელი განათლება

ყველა ბავშვისათვის

კვლევებით მტკიცდება, რომ ცხოვრების პირველი ხუთი წელიწადი არის ტრამპლინი წარმატებისთვის სკოლაში, პროდუქტიულობისთვის ზრდასრულ ასაკში და ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე. ამდენად, როდესაც საუბარია ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებაზე, მიზანშეწონილია ინვესტიცია განხორციელდეს სწორედ ადრეულ ასაკში. საქართველოსთვის, რომელსაც მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევების მიხედვით ერთ– ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში, უაღრესად მნიშვნელოვანია ინვესტირება სკოლამდელ განათლებაში, თუ ქვეყანას სურს თავისი ადამიანური კაპიტალის მაქსიმალურად გამოყენება. 2013 წლის ივნისში კონფერენციაზე „ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლე და განვითარება“ საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო უზრუნველყოს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა. სკოლამდელი განათლება უფასოა, მაგრამ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა, რომ ყველა ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი სკოლამდელ განათლებაზე და რომ მისი ხარისხი გაუმჯობესდეს. გაეროს ბავშვთა ფონდი სრულიად უჭერს მხარს საპარლამენტო ინიციატივას და მზადაა დახმარება აღმოუჩინოს სკოლამდელი განათლების კანონის მომზადებაში.

©

iunisefi/saq-2012/blagonravova

adam rostovskis foto

სექტემბერში სამეცნიერო წრეების, მთავრობის, სა­ მო­ქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორ­ განიზაციების 70–ზე მეტი წარმომადგენელი შეიკ­ რიბა „ეროვნულ კონფერენციაზე სკოლამდელი გა­ ნათლების შესახებ“ საქართველოში ხარისხიანი სკო­ლამდელი განათლების სფეროში არსებული პრობ­ლემების გასაანალიზებლად. კონფერენციაზე, რო­მელიც ორგანიზებული იყო საქართველოს

9


iunisefi saqarTveloSi

საქართველოში სკოლამდელ განათლებაში ჩარ­ თულია ბავშვების 46%, ხოლო ღარიბი ბავშვების მხოლოდ 30%-ს მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე;

საქართველო მე–17 ადგილზეა ევროპისა და ცენტ­ რალური აზიის 24 ქვეყანას შორის სკოლამდელ განათლებაში ჩართულობის მაჩვენებლის თვალ­ საზრისით;

სკოლამდელ განათლების სისტემაში ჩართულობა განსაკუთრებით დაბალია იმ რეგიონებში, სადაც უფრო მაღალია ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი და დიდია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვთა რაოდენობა, და ასევე სოფლად, სა­ დაც ნაკლებია სკოლამდელი განათლების და­წე­ სებულებები.

თუმცა, მხოლოდ ხელმისაწვდომობა საკმარისი არ არის. საქართველოს არასახარბიელო საერთაშორისო რეიტინგი სასკოლო ასაკის ბავშვთა საგანმანათლებლო შედეგების მხრივ მიუთითებს, რომ სკოლამდელი განათ­

©

iunisefi/saq-2012/blagonravova

განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იუნისეფის მხარდაჭერით, იმსჯელეს 2012 წლის კვლევაზე ‘საქართველოში ადრეულ ასაკში სწავლის სისტემის ღორებულების გაანგარიშების და დაფინანსების ყოვლისმომცველი სტრატეგია’, სადაც სერიოზული პრობლემებია წარმოდგენილი სკოლამდელი განათლების მიღების თანასწორობასთან, ხარისხთან, ეფექტიანობასთან, მმართველობასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით. კვლევის ძირითადი შედეგებია:

ლების დაწესებულებები ვერ ამზადებენ ბავშვებს სათანადოდ დაწყებითი სკოლისათვის. კონფერენციაზე გაშუქდა მთავრობის გეგმა სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით და განხილული იქნა საპარლამენტო ინიციატივა სკოლამდელი განათლების ახალი კანონის შემუშავების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა მხარი დაუჭიროს ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიზანია შექმნას საფუძველი საყოველთაო და ხარისხიანი სკოლამდელი განათლების სისტემისათვის. საკონტაქტო პირი: მაია ყუფარაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების ოფიცერი, +995 599 21 30 39, mkuparadze@unicef.org

მართლმსაჯულება ბავშვებისთვის: ახალი მიდგომა კანონთან კონტაქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით საქართველოში შემუშავების პროცესშია კონცეფცია, რომელიც აყალიბებს ახალ მიდგომას მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვების მიმართ. მისი მიზანია გასცდეს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ ფარგლებს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებზე და დანერგოს უფრო ფართო ცნება „მართლმსაჯულება ბავშვებისათვის“, რომელიც ვრცელდება ყველა იმ ბავშვზე, რომელიც ნებისმიერი ფორმით შეხებაშია კანონთან დაზარალებულის, დამნაშავის, თუ მოწმის როლში, ან როგორც სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების მონაწილე. ამგვარი მიდგომა აგრეთვე ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემასა და სოციალური დაცვისა და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემებს შორის. 2013 წლის სექტემბერში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის ორგანიზებით, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა აღნიშნული კონცეფციის შესახებ. შეხვედრაზე განიხილებოდა ამგვარი თანამშრომლობის შესაძლებლობები და კონცეფციის – „მართლმსაჯულება ბავშვებისათვის“ ინტეგრირება სხვადასხვა სექტორში, თვით მართლმსაჯულების სისტემის მიღმა. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა არა­ სრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რე­ფორ­

10

მირებაში, როდესაც 2010 წლიდან ევრო­კავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დახმა­რებით, გაანახევრა მსჯავრდებულ ბავშვთა რაოდენობა საპატიმროებში. ბავშვები ახლა უფრო მაღალი ალბათობით იღებენ სათანადო მხარდაჭერას და რეაბილიტაციას, ვიდრე ათი წლის წინ, რადგან მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა შესაბამისობაში მოჰყავს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო და ევროპულ პრინციპებთან. განრიდების პროგრამამ, რომელიც 2010 წელს შეიქმნა ევროკავშირისა და ნიდერლანდების მთავრობის დახმა­ რებით, 500-მდე ახალგაზრდა განარიდა სისხლის სა­ მართლის პასუხისმგებლობას. ამასთან, დაინერგა სასჯე­ლის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მე­ ქანიზმი, რომელიც გაძლიერდა სოციალური მუშა­ კების, ფსიქოლოგებისა და არასრულწლოვანთა მართ­ლ­მსაჯულების სისტემის სხვა პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით. შემდგომი ამოცანაა, გამოვიყენოთ კონცეფცია „მართლმსაჯულება ბავშვებისათვის“ იმის უზრუნ­ ველსაყოფად, რომ თითოეული ბავშვი, რომელიც შეხე­ ბაშია მართლმსაჯულების სისტემასთან ნებისმიერი მიზეზით, სრულად იყოს დაცული საერთაშორისო ნორმებითა და სტანდარტებით. საკონტაქტო პირი: თეონა კუჭავა, გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, +995 595 222128, tkuchava@unicef.org


sainformacio biuleteni, dekemberi #1 2013 (#17)

gonsalo belis foto

პოლიტიკური პლატფორმა საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორებისათვის

საქართველოში ეროვნული რეფორმების პრო­ ცე­სის ფარგლებში იდგმება კონკრეტული ნაბი­ ჯები ახალგაზრდების პოტენციალის მეტი რეა­ ლიზაციისათვის. 2012 წელს მთავრობამ მიიღო ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლითაც აღიარა ახალგაზრდების გადამწყვეტი როლი ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. 2013 წლის ივნისში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ეროვნული კონფერენცია ახალგაზრდული პოლი­ტიკის განვითარების შესახებ და დაიწყო აღ­ ნიშნული პოლიტიკის დოკუმენტის გარდაქმნა კონ­ კრეტულ სამოქმედო გეგმად. კონფერენციაზე

ახალ­გაზრდების, მთავრობის, სამოქალაქო საზო­ გა­დოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა ოთხი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ეროვნულ სამოქმედო გეგმებს ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების მიხედვით: ახალგაზრდების მონაწილეობა; განათლება, დასაქმება და მობილობა; ჯანმრთელობა; და ახალგაზრდების მხარდაჭერა და დაცვა. ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმები დასრულდება 2013 წლის ბოლოსთვის გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ამასთანავე შეიქმნა ვებ-გვერდი ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს დებატებში ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვებგვერდის მისამართია: www.youth.gov.ge

საკონტაქტო პირი: ნინო გვეტაძე, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის ხელმძღვანელი, +995 591 22 52 93, ngvetadze@unicef.org

სტაბილური გარემოს შექმნა კონფლიქტით დაზარალებულ თემებში: ახალგაზრდების მონაწილეობისა და განვითარების პროგრამა ახალგაზრდები შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მონაწილეობენ პროგრამაში, რომლის მიზანია სტაბილური, ინკლუზიური და ჯანსაღი საზოგადოებების ხელშეწყობა. ახალგაზრდების მონა­ წილეობისა და განვითარების სამწლიანი პროგრამის მიზანია მათში თვითდაჯერებულობის გაზრდა, უნარ– ჩვევების განვითარება და მონაწილეობის წახალისება სამოქალაქო ცხოვრებაში. პროგრამა დაიწყო 2012 წლის ივლისში და ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს ორგანიზაციებია: ჰუმანიტარული საქველმოქმედო ცენტრი „აფხაზეთი“, „ათინათი“ და სოხუმის ახალგაზრდული სახლი.

პროგრამა ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების პოტენციალზე, როგორც სტაბილობისა და ჯანსაღი საზოგადოების შექმნისათვის აუცილებელ ძალაზე და ხორციელდება 36 სკოლასა და თემში. პროგრამის ფარგლებში იქმნება ახალგაზრდული ცენ­­ ტ­რები და კლუბები ისეთი საკითხების ირგვლივ, რო­ გორებიცაა მათემატიკა, მეცნიერება და ტექნოლოგია, გარემო, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სამოქალაქო გა­ ნათლება, ინფორმაციის გაზიარება და ნდობის აღდგენა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტით დაზარალებული სხვადასხვა რეგიონიდან, რაც ხელს შეუწყობს გან­ სხვავებული წარსულისა და შეხედულებების მქონე ახალგაზრდებს შორის კავშირების გამყარებას. საკონტაქტო პირი: ნინო გვეტაძე, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის ხელმძღვანელი, +995 591 22 52 93, ngvetadze@unicef.org

სათემო სოციალური ცენტრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის აფხაზეთში გაეროს ბავშვთა ფონდი „ვორლდ ვიჟენ ინთერნეშენალ“სა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენ­ტოსთან (სიდა) პარტნიორობით ახორციელებს პროგრამას „თემის მიერ ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერა აფხაზეთში.“ სამი წლის განმავლობაში გაწეულმა მუშაობამ დაადასტურა, რომ თემის სოციალური ცენტრების რეგიონალურ ქსელს დიდი გავლენა აქვს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ძირითადი სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების

თვალსაზრისით. პროგრამის ფარგლებში მომზადდნენ ტრენერები, სკოლის მასწავლებლები და ექთნები ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის, არაჯანსაღი და სარისკო ქცევის პრევენციის, აივ/შიდსის საინ­ ფორმაციო კამპანიის და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის განხორციელების მიზნით არა მხოლოდ სკოლებში, არამედ თემის სოციალური ცენტრების მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი ღონისძიებების დროსაც. ამ გზით მოხდა მთელი თემის მობილიზება ძირითადი სოციალური საჭიროებების ირგვლივ.

11


iunisefi saqarTveloSi აღნიშნული ძალისხმევის შედეგად უკვე 8 000–ზე მეტ ბავშვს 48 თემში მიუწვდება ხელი განათლებაზე, გართობისა და სწავლის უფრო მეტ შესაძლებლობაზე მთელი აფხაზეთის მასშტაბით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაახლოებით 205 ბავშვი (აფხაზეთში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა 45 პროცენტი) იღებს რიგ სოციალურ და ჯანდაცვის მომსახურებებს.

სკოლამდელი განათლება უზრუნველყოფილია 500–ზე მეტი ბავშვისთვის სოფლად 48 თემში, განსაკუთრებული აქცენტით შორეულ თემებზე, სადაც არ არის საბავშვო ბაღები. ახალგაზრდებისა და ბავშვების მიერ წამოწყებული და ორგანიზებული თანასწორთა საგანმანათლებლო სემინარები/ტრენინგები, რომ­ ლებ­შიც მონაწილეობა მიიღო 6 000–ზე მეტმა თა­ ნა­ტოლმა, მიეძღვნა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებას, მათ შორის სპორტულ და გასართობგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, არაჯანსაღი და სარისკო ქცევის პრევენციას, აივ/შიდსის პრევენციას და ამ საკითხზე ინფორმირებულობის გაზრდას.

აფხაზეთის სამიზნე თემებში გაუმჯობესდა რუტი­ ნული იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის 48 დაწესებულების ქსელის მეშვეობით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოპულარიზაციისა და ინფორმაციის გავ­ რ­ცელების მიზნით, აფხაზეთის ყველა რეგიონის სოფლებში ჩატარდა ღონისძიებები, რომლებიც გა­ მიზნული იყო 30 000 ბავშვისა და მათი მშობლებისთვის, ასევე მედიცინისა და განათლების სფეროს პრო­ფე­ სიონალებისთვის. საკონტაქტო პირი: ნადა მარასოვიჩი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე, +995 595 30 41 51, nmarasovic@unicef.org

თუმცა, ზოგიერთ ჟურნალისტს კვლავ უჭირს ბავშვთა და ახალგაზრდების საკითხების სათანადოდ გაშუქება. მაგალითად, მათ შესაძლოა მიაჩნდეთ, რომ მხოლოდ მშობლის, ან მეურვის თანხმობა საკმარისია იმისათვის, რომ ინტერვიუ ჩამოართვან ბავშვს ან მოზარდს მიდგომა, რომელიც რეალურ პრობლემებს ქმნის, გან­ საკუთრებით, როდესაც ბავშვები განიცდიან ძალადობას ან ისეთი ოჯახებიდან არიან, სადაც ტრაგედია მოხდა. მონიტორინგის სამთვიანმა ფაზამ მოიცვა როგორც ელექტრონული მედია, ასევე უფრო ტრადიციული მედია

©

საქართველოს ტელეარხებსა თუ გაზეთებში ბავშვთა საკითხები ხშირად შუქდება. თუმცა, როგორ ხდება თვით ბავშვების წარმოჩენა მედიის მიერ? 2013 წლის ივნისში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, დაიწყო ბავშვთა საკითხების გაშუქების სამთვიანი მონიტორინგის ახალი ფაზა. მისი მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად იცავს ქართული მედია საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქებისას ეთიკური ნორმების დაცვის კუთხით მედიაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც შედეგია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე აქტიური მედია მონიტორინგის და ტრენინგებისა. ჟურნალისტები და რედაქტორები დღეს უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს და იცავენ ეთიკურ სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხება კანონთან კონფლიქტში მყოფი ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების კონფიდენციალობას.

iunisefi/saq-2013/xizaniSvili

იცვლება მედიის მიერ ბავშვთა საკითხების გაშუქება

საშუალებები, როგორიცაა ტელევიზია და ბეჭდური მედია. მონიტორინგს ანხორციელებდნენ სპეციალურად მომზადებული ექსპერტები. მონიტორინგის პროცესში ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართვას უგზავნიდა ყველა იმ მედიასაშუალების თვით-რეგულირების ორგანოს, რომელმაც დაარღვია ბავშვთა საკითხების გაშუქების ეთიკური სტანდარტები. საბოლოო რეკო­ მენდაციები გამოქვეყნდა ქარტიის ვებ-გვერდზე. სამთვიანი მონიტორინგის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსიები ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შორის ეთიკური გაშუქების საკითხებზე. საკონტაქტო პირი: მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, +995 599 53 30 71, mkurtsikidze@unicef.org

რედაქტორის შენიშვნა: გაეროს ბავშვთა ფონდის საინფორმაციო ბიულეტენი გამოდის ინგლისურ და ქართულ ენებზე. მისი მიზანია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ეს გახლავთ ბიულეტენის მეჩვიდმეტე გამოცემა. მივესალმებით თქვენ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს წინამდებარე პუბლიკაციის შესახებ. გთხოვთ, გვაცნობოთ, თუ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი საქმიანობის შესახებ. ამასთან, მივესალმებით შენიშვნებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს. თუ გსურთ საინფორმაციო ბიულეტენის ასლის, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღება, გთხოვთ დაუკავშირდეთ მაია ქურციკიძეს, კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში. ტელ: (995 32) 2 232388, 2 251130, ელ. ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

12


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.