ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო (''isis'')

Page 1

ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, ხშირად — ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო (Islamic State of Iraq and the Levant, «ISIS») არაბ.:‫الدولة اإلسالمية في العراق والشام‬ ad-Dawlah al-Islāmīyah fil 'Irāq wa ash-Shām

«ISIS»-ს დროშა

«ISIS»-ს გერბი

ერაყისა და სირიაში კონტროლირებადი ტერიტორიები (1 ნოემბ., 2014 წ.) იდეოლოგია: სუნიტური ისლამიზმი სალაფიტური ჯიჰადი ანტი-შიიზმი ტაკფირიზმი ვაჰაბიზმი

ეთნიკური კუთვნილება: არაბები

რელიგიური მიმდინარეობა: ისლამი (სუნიტები) 1


ლიდერები:

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი — (დასავლეთ ერაყსა და აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ე. წ. ისლამური სახელმწიფოს ხალიფა , რომელსაც ასევე აბსოლუტურ თეოკრატიულ მმართველსაც უწოდებენ).

საველე მეთაური («ISIS» თავდაცვის მინისტრი) — აბუ ომარ ალ-შიშანი (ნამდვილი სახელი თარხან ბათირაშვილი)

მთავარი წარმომადგენელი — აბუ მოჰამედ ალ-ადნანი

აქტიურობის არეალი: ერაყის დასავლეთი, სირიის აღმოსავლეთი, ლიბანი, თურქეთი (ვერბოვკა), იორდანია (ვერბოვკა)

დაარსება: 2006 წ. (15 ოქტ.) ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო (2013 წ., 8 აპრილი) ხალიფატი (2014 წ., 29 ივნისი)

  

«ISIS» მოკავშირეები: Abu Sayyaf (ფილიპინები, მალაიზია), 300 მებრძოლი Boko Haram (ნიგერია და ნეზობელი ქვეყნები), 9’000+ მებრძოლი Bangsamoro Islamic Freedom Fighters (ფილიპინები), 500 მებრძოლი 2


Jemaah Islamiyah (სამხრეთ აზია), 5’000+ მებრძოლი

Ansar al-Sharia (ლიბია), 300-5’000 მებრძოლი

Ansar al-Sharia (ტუნისი), 1000 მებრძოლი Mujahideen Shura Council in the Environs of Jerusalem (ღაზას სექტორი)

 

Ansar Bait al-Maqdis (ეგვიპტე), 1000-2’000 მებრძოლი Jund al-Khilafah (ალჟირი) Tehrik-i- Taliban Pakistan (პაკისტანი), 25’000 მებრძოლი Islamic Movement of Uzbekistan (უზბეკეთი), 500-1000 მებრძოლი

  

«ISIS» მოწინააღმდეგეები: ერაყი: ერაყის შეიარაღებული ძალები  ერაყის არმია (271’500, რეზერვი 528’500)  ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალები (14’000)  ერაყის სპეციალური ოპერაციების ძალები (10’000)  ერაყის პოლიცია (შსს), (380’430) ერაყის ქურთისტანი  ფეშმერგა (250’000) ერაყის სუნიტი მეამბოხეები 

ერაყელი რევოლუციონერების უმაღლესი სამხედრო საბჭო (75’000) სპეციალური ჯგუფი (7’000+) ერაყელი თურქმენების ფრონტი

ლიბანი: ლიბანის შეიარაღებული ძალები  ლიბანის არმია (131’100, რეზერვი 280’700)  

შინაგანი უშიშროების ძალები (30’000) ჰეზბოლა (5’000–30’000+)

სირია: სირიის შეიარაღებული ძალები  სირიის არმია (220’000–280’000, რეზერვი 200’000–314’000+)  სირიის სამხედრო-საჰაერო ძალები (60’000, რეზერვი 20’000)  ეროვნული თავდაცვის ძალები (80’000–100’000)  ბაასის ბრიგადები (7’000+) სირიის ოპოზიცია 

სირიის თავისუფალი არმია (30’000–50’000)

სირიელი რევოლუციონერების ფრონტი (10’000–15’000)

ისლამური ფრონტი (40’000–60’000)

მოჯაჰედების არმია (5’000–12’000) 3


სირიის ქურთისტანი: სახალხო დაცვის ერთეულები (45’000–50’000)

სირიის სამხედრო საბჭო

 

სუტორო (1000+) ადგილობრივი პარტიზანები

შიიტური დაჯგუფებები: 

ალ-აბასის ბრიგადა, «Liwa Abu al-Fadhal al-Abbas» (10’000+)

«Asa'ib Ahl al- Haq» (10’000+)

 

ჰეზბოლას ბატალიონები, «Kata'ib Hezbollah» (1500–2000) «Badr Organization» (10’000–50’000)

წევრთა რაოდენობა:  სირიის ობსერვატორია ადამიანის უფლებების (SOHR) მონაცემებით «ISIS»-ს მებრძოლთა რაოდენობა შეადგენს — 80,000–100,000 (50,000 სირიაში, 30,000 ერაყში)  აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით — 20,000–31,500  რფ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით — 30,000–50,000

მონაწილეობა კონფლიქტებში: ერაყის ომი (2003—2011) სამოქალაქო ომი ერაყში (2006—2007) სირიის სამოქალაქო ომი (2011 წლიდან) სირიის სამოქალაქო ომი (შეტაკება მეამბოხეთა შორის) ბრძოლა ფალუჯაში (2004 წ.) ბრძოლა ალეპოში (2012 წლიდან) ბრძოლა სინჯარში (2014 წ. აგვისტო) ბრძოლა ტიკრიტში (2014 წ. ივნისი) ბრძოლა მოსულში (2014 წ. ივნისი) ანბარის კამპანია (2013—2014) ბრძოლა ზუმარში (2014 წ. აგვისტო) ბრძოლა კალამუნში (2013—2014) დაპირისპირება კობანში (2014 წ. სექტემბერი-ოქტომბერი)

4


ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, ხშირად ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო, ელის (არაბ. ‫الدولة اإلسالهية في العراق والشام‬‎‎) ან დაიში (არაბ. ‫داعش‬ ‎ ‎ 2014‎,) წლის 29 ივნისიდან ოფიციალურად ისლამური სახელმწიფო (არაბ.‫ — )الدولة اإلسالمية‬სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში. აკონტროლებს ერაყისა და სირიის ნაწილს. ტერორისტების გრძელვადიანი მიზანია შეიერთონ მთლიანად ლევანტი, მათ შორის ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იორდანია, კვიპროსი, სამხრეთ თურქეთი. «ISIS» ცდილობს შექმნას შარიათზე დამყარებული ერთიანი ტრანსნაციონალური ისლამური სახელმწიფო. ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ 2003 წლის ჯორჯ ბუშის შეჭრამ ერაყში მიიყვანა ისინი ჯიჰადამდე ამერიკელების წინააღმდეგ, და ბიძგი მისცა მათ კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე. დაარსდა ერაყში 2006 წელს 11 რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების გაერთიანების შედეგად, რომელსაც სათავეში ედგა "ალ-კაიდას" ადგილობრივი განყოფილება. გაერო ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში ადანაშაულებს. ერაყისა და სირიის კონფილქტში «ISIS»-ის გამოჩენამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. «ISIS»-ს გახდა წამყვანი კვლევითი ცენტრების შესწავლის საგანი. მისმა მოულოდნელმა და ფართო წარმატებებმა (სირიასა და ერაყის ტერიტორიების საგრძნობი ნაწილების დაკავება) გააჩინა ბუნებრივი კითხვა — თუ რა მიზნებს ემსახურება ეს დაჯგუფება და ვინ დგას მის ზურგს უკან? ამ კითხებზე პასუხის გაცემისათვის საჭიროა განვიხილოთ «ISIS»-ის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია, რომელიც მოდის 90-იანი წლებიდან. "ერაყისა და ლევანტეს ისლამურმა სახელმწიფომ ისევე გაითქვა სახელი, როგორც "ალქაიდამ" ერაყის მოსულის აღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობა მოითხოვს /აიძულებს/ ისლამური კანონების მკაცრ დაცვას, პირველ რიგში ის წარმოადგენს ქვეყნის შიიტური ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა კოალიციას, რომელიც მოიცავს როგორც ისლამისტებს, ასევე სადამ ჰუსეინის მმართველობის დროინდელ ყოფილ ოფიცრებს.

სახელწოდება: 

«ჯამაათ ალ-თაუჰიდ ვალ-ჯიჰად » — Jama'at al- Tawhid wal-Jihad (არაბ.: ‎‎, Group of ‫جواعة التىحيد والجهاد‬ )dahiJ‎dna‎msiehtonoM, (1999 – 17 ოქტ. 2004). დაჯგუფების შტაბი მდებარეობდა ქ. ფალუჯაში (ერაყი). მოკავშირეები: «ანსარ ალ-ისლამ» ("ისლამის პარტიზანები"), Ansar al-Islam (AAI; არაბ.: ‫أنصار‬ ‎‎‘Anṣār‫ اإلسالم‬al-Īslām, "Helpers of Islam"), (სექტ. 2001 – აგვ. 2014) , შეიარაღებული ისლამისტური ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად მოქმედებდა ჩრდილოეთ ქურთისტანში და "სუნიტურ სამკუთხედში". მებრძოლთა რაოდენობა — 2000-5000 იდეოლოგია: სალაფიტური ჯიჰადი ლიდერები: მულა კრეკარი, ნაჯმუდინ ფარაჯ აჰმადი (2001–2003), აბუ აბდულა ალ-შაფიი (2003–2010), აბუ ჰაშიმ ალ იბრაჰიმი (2010-დან). მოწინააღმდეგეები:  კოალიციური ძალები (2004–2009)  ერაყი (შეიარაღებული ძალები, ქურთთა და შიიტთა ძალოვანი სტრუქტურები)  იორდანია, აშშ

5


მას შემდეგ, რაც 2003 წ. აშშ-მა კოალიციური ჯარების დახმარებით მოახდინეს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა, ალ-ქაიდას დღის წესრიგში დადგა ერაყში ჩამოეყალიბებინა ცალკე ფილიალი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა მოწინააღმდეგეს. 1999 წ., იორდანელმა აბუ მუსაბ ალ-ზარქაუიმ დააარსა ჯგუფი სახელწოდებით «მონოთეიზმი და ჯიჰადი» (არაბ.,‫والجهاد التوحيد جماعة‬, «Jama'at al-Tawhid wal-Jihad», «Джамаат атТаухид валь-Джихад»). ჯგუფში გაწევრიანებულნი იყვნენ, როგორც იორდანელები, ასევე უცხო ქვეყნების ისლამისტები. ალ-ზარქაუი იყო იორდანელი სალაფიტი-ჯიჰადისტი, რომელიც ბრძოლობდა ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ომის დასრულებისთანავე იგი დაბრუნდა იორდანიაში (ზარქაუი შემდგომ კვლავ გაემგზავრა ავღანეთში, სადაც გადიოდა სამხედრო წვრთვნებს ისლამისტთა მომზადების ბანაკში, ქ. ჰერათი). ალ-ზარქაუიმ შექმნა ქსელი, რომლის მიზანი იყო იორდანიაში მონარქიული რეჟიმის დამხობა. ამ მიზნის მისაღწევად, მან რამოდენიმე ქვეყანაში გააბა მრავალი კონტაქტები და შექმნა ფილიალები. ალ-ზარქაუის ბოევიკები პასუხისმგებელნი არიან 2002 წ. იორდანიაში ამერიკელი დიპლომატის ლოურენს ფოულის მკვლელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა მოღვაწეობა დაიწყო იორდანიაში, ერაყში ს. ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ და პარტიზანული მოძრაობის დაწყებისთანავე, ზარქაუის ჯგუფის განსაკუთრებული აქტივობა დაიწყო იმავე წელს. ორგანიზაციის კონსპირაციის მიზნით, ხელმძღვანელობამ თავიდანვე მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციები ეწარმოებინა დეცენტრალიზებული ქსელის მეშვეობით, რომელშიც ზოგი ანალიტიკოსის მოსაზრების მიხედვით უცხოელი მებრძოლები თამაშობდნენ გადამწყვეტ როლს. თუმცა, ექსპერტთა მეორე ნაწილი მიიჩნევდა, რომ თავის საქმიანობაში დაჯგუფება ეყრდნობოდა ძირითადად ადგილობრივ კადრებს (ჰუსეინის რეჟიმის ყოფილ სამხედროებს). მას შემდეგ, რაც აშშ შეიჭრა ავღანეთში, ალ-ზარქაუი დასავლეთ ერაყში გადავიდა, სადაც შეუდგა შეიარაღებული ჯგუფების შექმნას. მიჩნეულია, რომ მას გააჩნდა ფართო კავშირები «ანსარ ალ-ისლამ»-თან ("ისლამის პარტიზანები"), ქურთულ ისლამისტურ დაჯგუფებასთან (მოქმედებდა ერაყის ჩრდ.-აღმ. ნაწილში). რიგი ექსპერტის მოსაზრებით, «ანსარ ალ-ისლამ»-ი, სავარაუდოდ, თანამშრომლობდა ერაყის დაზვერვის სამსახურთან; მათი აზრით, სადამ ჰუსეინი ამ დაჯგუფების გამოყენებით ცდილობდა გაენეიტრალებინა ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საერო ქურთები. 2003 წლის იანვარში, «ანსარ ალ-ისლამ»-ის დამფუძნებელმა მულა კრეკარმა უარყო ს. ჰუსეინის მთავრობასთან კავშირები. თუმცა, ს. ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, აშშ-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგის მიხედვით დადგინდა, რომ ს. ჰუსეინსა და ალ-ზარქაუის შორის არ არსებობდა არანაირი ფარული კავშირი, პირიქით, ს. ჰუსეინი ორგანიზაცია «ანსარ ალ-ისლამ»-ს მიიჩნევდა «ბაას»-ის რეჟიმის მტრად — უშიშროების სამსახური «მუხაბარატი»-ს აგენტები («Jihaz Al-Mukhabarat AlAmma») უთვალთვალებდნენ დაჯგუფების წევრებს. ომამდელი ერაყის დაზვერვის სამსახურის შესახებ 2006 წლის აშშ-ს სენატის ანგარიშის მიხედვით: "ომის შემდგომ მოპოვებული ინფორმაციით , სადამ ჰუსეინი ცდილობდა, უშედეგოდ ,

ეპოვა და ხელში ჩაეგდო ალ-ზარქაუი და მის რეჟიმს არ გააჩნდა ურთიერთობა ზარქაუის დაჯგუფებასთან". ჟურნალისტი მაიქლ ვაისის თქმით, «ანსარ ალ-ისლამ»-ი ერაყში შემოდიოდა ირანის გავლით; თეირანი ფარული ხერხებით ცდილობდა ჰუსეინის მთავრობის დესტაბილიზაციას. 2003 წელს ერაყში აშშ-ს ინტერვენციის შემდეგ, «ჯამაათ ალ-თაუჰიდ ვალ-ჯიჰად »-მა გააფართოვა ბოევიკთა ქსელი, რათა მოწინააღმდეგესათვის (კოალიციური ძალები და ბაღდადის 6


შიიტური ხელმძღვანელობა) ქმედითი წინააღმდეგობა გაეწია. მასში გაერთიანდნენ «ანსარ ალისლამ»-ის გარკვეული ნაწილი და უცხოელი მებრძოლების მზარდი რაოდენობა. ბევრი უცხოელი მებრძოლი, ერაყში ჩასვლისთანავე არ იყო ამ ჯგუფთან დაკავშირებული, მაგრამ ისინი მალევე აღმოჩდნენ ალ-ზარქაუის ადგილობრივ კონტაქტებზე დამოკიდებულნი. «ჯამაათ ალ-თაუჰიდ ვალ-ჯიჰად»-ის მიზნები იყო: 1. კოალიციური ჯარების გაყვანა ერაყიდან 2. ერაყის შიიტური მთავრობის დამხობა 3. ყველა კოლაბორაციონისტის ლიკვიდაცია 4. შიიტური მოსახლეობის მაქსიმალური შევიწროება 5. ისლამური სახელმწიფოს შექმნა «ჯამაათ ალ-თაუჰიდ ვალ-ჯიჰად» მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვა ადრეულ ერაყის მეამბოხეთა ჯგუფებისაგან, პირველ რიგში თავისი ტაქტიკით. აშშ-სა და საერთაშორისო კოალიციის ძალების წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღისა და პარტიზანული ტაქტიკის გამოყენების ნაცვლად «ჯამაათ ალ-თაუჰიდ ვალ-ჯიჰად» თავის საქმიანობაში ძირითადად იყენებდა თვითმკვლელ-ტერორისტებს, ხშირად იყენებდა დანაღმულ მანქანებს. თავდასხმის ობიექტები - ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და ხელისუფლების წარმომადგენლები (ასევე, ქურთებისა და შიიტების რელიგიური ლიდერები). მიჩნეულია, რომ ლიბანურ-პალესტინური დაჯგუფება «ფათჰ ალ-ისლამი» (არაბ. ‫اإلسالم فتح‬ ‎ ) და «ალ-ქაიდა ერაყში» თანამშრომლობდნენ 2007 წელს. «ფათჰ ალ-ისლამი» — სუნისტური რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება, დაფუძნებული დამასკოში მოქმედი პალესტინური ორგანიზაცია «ფათჰ-ინტიფადა»-ს ყოფილი წევრების მიერ. მოძრაობაში, რომელსაც შაქერ ალ-აბსი წინამძღოლობს, ამჟამად 200-მდე გამოცდილი ბოევიკი ჰყავს, რომლებიც ჩრდილოეთ ლიბანის ლტოლვილთა დასახლება ნაჰრ ელ-ბარიდში არიან დაბანაკებული. მათი მიზანი ისრაელის წინააღმდეგ წმინდა ომის გაჩაღებაა. «ფათჰ ალ-ისლამი»-ს გააჩნდა გარკვეული კავშირები ისეთ ნაკლებად ცნობილ ჯგუფთან, როგორიცაა «Tawhid and Jihad in Syria» და, შესაძლოა, გავლენა ქონდა პალესტინის წინააღმდეგობის ჯგუფზე «Jahafil Al- Tawhid Wal-Jihad fi Filastin».

«თანზიმ ქაიდატ ალ-ჯიჰად ფი ბილად ალ-რაფიდაინ», ან «ალ-ქაიდა ერაყში» — Tanzim Qaidat al-Jihad fi Bilad al- Rafidayn (TQJBR), ("Organization of Jihad's Base in Mesopotamia", არაბ.: ‫تنظين قاعدة‬ )‎‫ الجهاد في بالد الرافدين‬, (17 ოქტ. 2004 – ოქტ. 2006) 2004 წ. ოქტომბერში ალ-ზარქაუიმ ერთგულების ფიცი დადო ბენ ლადენისა და ალ-ქაიდას წინაშე, მისი ორგანიზაციის სახელწოდება ამიერიდან გახდა — «ალ-ქაიდა ერაყში» (არაბ.,‫قاعدة تنظين‬ ‫الرافدين بالد في الجهاد‬, «Tanzim Qaidat al-Jihad fi Bilad al-Rafidayn», «Танзим Каидат аль-Джихад фи Билад арРафидаин»). «ალ-ქაიდა ერაყში», სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით იყო ყველაზე ძლიერი და თვალსაჩინო ჯგუფი. ალ-ქაიდას და «ISIS»-ს ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება არის ამ ჯგუფების დამაარსებებლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. ბინ ლადენს და მისი ორგანიზაციის წევრებს (ზედა და საშუალო ფენა) ჰქონდათ უმაღლესი განათლება, ალ-ზარქაუის ჯგუფი კი შედგებოდა ძირითადად ღარიბი და საშუალო ფენის წარმომადგენლებისაგან. მიჩნეულია, რომ ბინ ლადენი რელიგიური ფიცის («baya») დადებით ცდილობდა სრულიად გაეკონტროლებინა ზარქაუის ჯგუფი, თუმცა ეს წინადადება არაერთხელ უარყოფილ იქნა ზარქაუის მიერ. 7


«ერაყის მოჯაჰედების საბჭო» (შურა) — Mujahideen Shura Council (არაბ: ‫هجلس شىري الوجاهدين في‬ ,)‫العراق‬ ‎ (იანვარი – ოქტომბერი 2006), ერაყელი მეამბოხეების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია, რომელიც შედიოაბა კოალიციაში შემდეგ დაჯგუფებებთან: «ალ-ქაიდა ერაყში», «Jeish al-Taiifa al-Mansoura», «სუნას მიმდევართა არმია» («Katbiyan Ansar Al-Tawhid wal Sunnah»), «ისლამური ჯიჰადის ბრიგადა» («Saray al-Jihad Group»), «al-Ghuraba Brigades», და «al- Ahwal Brigades». კოალიციის შექმნა მიზნად ისახავდა მოსახლეობაში მხარდაჭერის აღდგენას.

დაჯგუფების ფორმირება გამოცხადდა 2006 წ. 15 იანვარს. განცხადებას ხელს აწერდა «Tanzim Qaidat al-Jihad fi Bilad al-Rafidayn»-ის პრეს-მდივანი აბუ მაუსარაჰ ალ-ირაკი (Abu Maysarah al-Iraqi). იგი შეიქმნა, რათა წინააღმდეგობა გაეწია აშშ-სა და ერაყის ხელისუფლებას. საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, დიდწილად ორგანიზაციის მკაცრი კონსპირაციის გამო. 2006 წ. ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელდა აბუ ჰამზა ალ-მუჰაჯირის (Abu Hamza alMuhajir) განცხადება, სადაც ნათქვამი იყომ რომ «ერაყის მოჯაჰედების საბჭო» დაიშალა და შეიქმნა «ერაყის ისლამური სახელმწიფო».

«ერაყის ისლამური სახელმწიფო» — Islamic State of Iraq (ISI; არაბ.: ‎‎Dawlat al-ʿIrāq ‫دولة العراق اإلسالهية‬ hayyimālsIʾ-la), (15 ოქტ. 2006 – 8 აპრილი 2013)

«ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო» — Islamic State of Iraq and the Levant («ISIL»), Islamic State of Iraq and Syria («ISIS»; «ad-Dawlah al-Islāmīyah fīl- ʻIraq wa ash-Shām»), (8 აპრილი 2013; ხალიფატი 2014 წ. 29 ივნისიდან)

იდეოლოგია და მიზნები: «ISIS»-ს ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიაა სალაფიტური ჯიჰადი. აღსანიშნავია, რომ მათთვის არ არსებობს განსხვავება რელიგიასა და სახელმწიფოს შორის. ყველა გადაწყვეტილებები ეფუძნება შარიათის (ისლამური სამართალი) ხისტ ინტერპრეტაციას, რომელიც «ISIS»-ს ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკაცრად სრულდება. მიზნები «ISIS»-ს ისლამურ სახელმწიფოს გააჩნია მოკლე, საშუალი და გრძელვადიანი მიზნები.  მოკლევადიანი მიზანი — აწ უკვე დაკავებული ტერიტორიების გაძლიერება და კონსტროლის გამკაცრება, სირიასა და ერაყის უფრო მეტი ტერიტორიების შემოერთება (ძირითადად ეს ეხება სუნიტური მოსახლეობით დასახლებული პროვინციებს და ქალაქებს).  საშუალოვადიანი მიზანი — მეორე ეტაპზე «ISIS»-ს გეგმავს მოახდინოს თავისი გავლენა გაავრცელოს სამეზობლო სუნიტურ ქვეყნებში. როგორც ჩანს, პირველ რიგში «ISIS»-ს სამიზნეში აღმოჩნდება იორდანია და საუდის არაბეთი (ორივე ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ახალგაზრდები შეადგენენ, რომლების მსოფლმხედველობასთან ავტორიტარული მონარქიებისგან განსხვავებით ხალიფატის იდეები უფრო მისაღებია ).  გრძელვადიანი მიზანი — საბოლოოდ, «ISIS»-ს მიზანია, აბსოლუტური მსოფლიო ბატონობის მიღწევა. სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრის (Center for Strategic and International Studies) ანგარიშის მიხედვით, 2005 წ. ივლისში ალ-ზარქაუისადმი მიწერილ 8


წერილში, აიმან მუჰამად რაბიე აზ-ზავაჰირიმ (ალ-ქაიდას ლიდერი, 2011 წ. მაისიდან) ერაყში ომის გაფართოების მიზნისათვის დაასახელა სამოქმედო გეგმის ოთხი ეტაპი - ერაყიდან აშშ-ს ძალების გაძევება, - ისლამური ხელიფუსლების — ხალიფატის დამყარება - ერაყის კონფლიქტის გადატანა ახლო სამეზობლო ქვეყნებში და ასევე - არაბულ-ისრაელურ კონფლიქტში მონაწილეობდა

ლიდერები: 2006 წ. ივნისში აბუ მუსაბ ალ-ზარქაუის ლიკვიდაციის შემდეგ, მისი ადგილი დაიკავა აბუ აიუბ ალ-მარსიმ. 2010 წ. აპრილში, აშშ-ს სპეცრაზმელებისა და ერაყელი სამხედროების ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ იქნენ ალ-მარსი და ორგანიზაციის მეორე ლიდერი აბუ უმარ ალ-ბაღდადი. ორგანიზაციის „თავდაცვის მინისტრი― გახდა მაროკანელი ანნასერ ლიდინილა აბუ სულეიმანი (ცნობისთვის, ლონდონში არსებული გაზეთ "ალ -ჰაიატის"

ინფორმაციით ან-ნასერმა განათლება მიიღო რუსეთში, სამხედრო წვრთნები კი გაიარა ავღანეთში). აბუ უმარის სიკვდილის შემდეგ ორგანიზაციის სახელით გამოდის — აბუ ბაქრ ალბაღდადი. «ალ-ქაიდა ერაყში» ფილიალის ლიდერები: 1. აბუ მუსაბ ალ-ზარქაუი (2002 – 7 ივნისი 2006)

2. აბუ აიუბ ალ-მარსი (ოქტ. 2006 – 18 აპრილი 2010)

3. აბუ უმარ ალ-ბაღდადი (ოქტ. 2006 – 18 აპრილი 2010) 4. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, ასევე ცნობილი როგორც აბუ დუ'ა (2010 წლიდან – ხალიფატის გამოცხადებამდე)

9


სტრუქტურა: 2014 წ. ნოემბრის მდგომარეობით, «ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო» შედგება 16 ვილაიეთისაგან (ადმინისტრაციული რაიონები). «ISIS»-ს მთავარი ხელმძღვანელობა ძირითადად შედგება ყოფილი ბაასისტებისაგან და ადმინისტრატორებს შორის თითქმის არ არიან უცხოელები. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი მებრძოლები ინიშნებიან საველე მეთაურებად და მოსამართლეებად, ორგანიზაციის «შურას საბჭო» მთლიანად მხოლოდ ერაყელებისაგან შედგება. ამჟამად, სირიაში «ISIS»-ს მებრძოლთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ათასობით უცხოელი მოხალისეები. «ISIS»-ს გააჩნია ძლიერი კონტაქტები ერაყის ტომებში. რაც შეეხება სირიას, «ISIS» მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა საკმაოდ მცირეა. დღეს, «ISIS»-ს ცდილობს მოიზიდოს გლობალური მხარდაჭერა იმ გზით, როგორც ამას თავის დროზე «ალ-ქაიდა» ახორციელებდა. «ISIS» არაერთხელ შეეცადა თავის რიგებში გაეწევრიანებინა «ალ-ქაიდა»-ს სხვადასხვა სტრუქტურები, თუმცა არცერთ დაჯგუფებას არ გამოუცხადებია მის მიმართ ერთგულება. პალესტინის მთავარი სალაფიტი მოღვაწეები იორდანიაში, მაგალითად, აბუ მოჰამედ მაქდისი და აბუ კატადემ მხარი «ჯაბჰატ ალ-ნუსრა»-ს დაუჭირეს; ჰასან ალ კატანიმ (მაღრიბი) მხარი უკანასკნელს დაუჭირა. «ISIS»-სადმი სიმპათიებით გამოირჩევიან რეგიონის სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაცია —  სინის ნახევარკუნძულზე მოქმედი Ansar Bait al-Maqdis (არაბ.: ‫الوقدس بيت أنصار‬‎‎ Anṣār Bayt alMaqdis), ასევე ცნობილი, როგორც Ansar Je rusalem ("Supporters of Jerusalem"), 1000–2000 მებრძოლი  სინის ნახევარკუნძულზე და ღაზის სექტორში მოქმედი Mujahideen Shura Council in the Environs of Jerusalem, ან Mujahideen Shura Council of Jerusalem (არაბ.: Majlis Shura AlMujahideen). 2014 წ. 19 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დემარტამენტმა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. უფრო მეტიც, ტუნისში არსებული Ansar al-Sharia (არაბ.:‫)الشريعة أنصار تنظين‬, როგორც ცნობილია მაქსიმალურად თანაუგრძნობს «ISIS» (ოფიც. ინფორმაციით, სირიაში იმყოფება 2000– 3000 მებრძოლი ტუნისიდან), თუმცა არ განუცხადებია მისდამი ერთგულება. მეორეს მხრივ, ლიბიაში არსებული Ansar al-Sharia (300–5000 მებრძოლი) რჩება ალ-ქაიდას ერთგული. «ISIS» გააჩნია გარკვეული სიმპათია ინდონეზიაში და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. ორგანიზაციამ ასევე დიდი გავლენის მოპოვება მოახერხა ევროპაში მცხოვრები მუსულმანების რიგებში. ცხადია უკვე, რომ «ISIS»-მა დაჩრდილა «ალ-ქაიდას» ოდესღაც დიდი გავლენა და დღეისათვის «ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო» გახდა გლობალური ჯიჰადის ცენტრის ლიდერი. ადგილობრივ რეგიონულ დონეზე, «ISIS» ცდილობს - დისკურსი მეშვეობით სექტანტები, დაუნდობელი და სასტიკი ტაქტიკის მეშვეობით გახდეს დომინანტური ძალა დაკავებულ ტერიტორიებზე (თუნდაც დანარჩენი ჯიჰადისტური დაგფუფებების განადგურებით ) - ერაყსა და სირიაში სამხედრო ძალის დემონსტრირებით მას სურს ჯიჰადისტური მოძრაობის გლობალური მხარდაჭერის მოპოვება მსოფლიოში მოქმედი ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციებთან მიმართებაში, «ISIS» უპირატესობა გამოიხატება, — 10


-

სარდლობის ეფექტური მუშაობა, მოქნილი ტაქტიკური ქმედებები, თავის რიგებში გაწევრიანებული სხვადასხვა დაჯგუფებების გამოცდილებების მაქსიმალური გამოყენება. პირველ რიგში ეს ეხება პარტია ბაასის ყოფილ წევრებს, რომელთა უმრავლესობა იყო სადამ ჰუსეინის ძალოვანი სტრუქტურების გამოცდილი კადრი (ძირითადად ესენი არიან უშიშროების სამსახურის «მუხაბარატის» ოფიცრები და თანამშრომლები). როგორც ჩანს, «ISIS»-მა გაიზიარა ბაასის რეპრესიული მმართველობისა და სამხედრო მეთოდებით მმართვის სასტიკი პრაქტიკა.

მებრძოლთა რაოდენობა: კვლევების მიხედვით შეინიშნება «ISIS»-ს წევრთა მნიშვნელოვანი ზრდა (2011 წლიდან, მებრძოლთა რიგების მასშტაბური ზრდა კი 2014 წლიდან), თუმცა, ბოლო შეფასებებით, ერაყსა და სირიაში მიმდინარე მოვლენების განვითარების დინამიკის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს «ISIS»-ს მებრძოლთა საბოლოო რაოდენობა.  2005: 1000 +, ზუსტი რაოდენობა უცნობია (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი)  2006: 1000 +, (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი)  2011: 1000–2000 (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი)  2014: 6’000–10’000 («Al Jazeera»), 11’000-მდე (6’000 ერაყში, 3’000 – 5’000 სირიაში) («The Economist»), 12’000 (3’000 მოხალისე დასავლეთიდან) («The Soufan Group») «ISIS»-ს რიგებში შეინიშნება სპარსეთის ყურისა და ჩრდილო აფრიკიდან დიდი ოდენობის მებრძოლთა კონტინგენტი (საუდის არაბეთი, იემენი, მაროკო, ტუნისი, იორდანია, ეგვიპტე, ლიბია, ალჟირი, ავღანეთი, პაკისტანი და სხვა).

საქმიანობა უცხოეთში:  იორდანია იორდანიაში, «ალ-ქაიდა ერაყში» აქტიურად მუშაობდა 2002–2005 წწ. (ახალი მებრძოლების ვერბოვკა, კავშირების გაბმა), საიდანაც ის აგზავნიდა თავის მებრძოლებს ერაყში. «ISIS»-მა უკვე დაიკავა თითქმის ყველა სასაზღვრო გადასასვლელი ერაყისა და სირიას შორის, და ერთადერთი საზღვრის გადაკვეთის პუნქტი ერაყსა და იორდანიას შორის, რომელიც საშუალებას მისცემს დაჯგუფებას გააფართოვოს სპეცოპერაციები იორდანიაში და საუდის არაბეთში.

 ქუვეითი ქუვეითი, ოფიციალურად ქუვეითის სახელმწიფო (კონსტიტუციური მონარქია) — არაბული სახელმწიფო დასავლეთ აზიაში. მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოაღმოსავლეთ კიდეში სპარსეთის ყურის ნაპირზე. მას აქვს საზღვრები ჩრდილოეთით ერაყთან და სამხრეთით საუდის არაბეთთან. ქვეყანა მოიცავს 17,820-კვადრატულ კილომეტრს და მისი მოსახლეობა 2013 წლის მონაცემების მიხედვით შეადგენს დაახლოებით 2,6 მილიონს.  2001 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყანაში ცხოვრობდა 300,000 შიიტი მოქალაქე (ქუვეითის 820,000 მოქალაქედან), ანუ — 36.5%. 11


 2002 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუვეითის მოქალაქეების 30–40% შეადგენდნენ შიიტები.  2004 წელს, ქუვეითის მოქალაქეების 300,000-350,000 (ქუვეითის 913.000 მოქალაქედან) იყო შიიტი.  2008 წელს, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ცნობით, ქუვეითის მოსახლეობის 40% შიიტია. ქუვეითი და «ISIS» იორდანიის მედიის განცხადებით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი (ექსტრემისტული დაჯგუფებას «ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო»-ს ლიდერი, ხალიფა) ქუვეითზე თავდასხმით იმუქრება. ალ-ბაღდადის განცხადებით, ქუვეითზე თავდასხმა მას («ISIS»-ს) საშუალებას მისცემს „შური იძიოს ამერიკაზე―.  აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი: «ჩვენ შეგვიძლია ანგარიში ვავუსწოროთ ამერიკას. ჩვენ არ შეგვწევს ძალა მათ მივწვდეთ, მაგრამ ისინი თავად მოვლენ ჩვენთან – ქუვეითზე თავდასხმის შემდეგ, სადაც ჩვენ მათზე შურს ვიძიებთ». ქუვეითის შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ქუვეითის უსაფრთხოების ძალებმა უკვე გაანეიტრალეს სოციალური ქსელში არსებული რამოდენიმე გვერდი, რომლებიც შენიშნული იყვნენ «ISIS»-ადმი მხარდამჭერი განცხადებების განთავსებაში.

―ISIS‖-ს ურთიერთობა სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან: ბინ ლადენის ალ-ქაიდასა და «ალ-ქაიდა ერაყში» შორის ურთიერთობა სირთულეებით გამოირჩეოდა; ალ-ქაიდა არასდროს შეერთებულა «ერაყის მოჯაჰედების საბჭო»-ს (შურა) («Mujahideen Shura Council») ან «ერაყის ისლამური სახელმწიფო»-ს, თუმცა ტაქტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ერაყში და ბაღდადში ინარჩუნებდა აქტუალობას. ალ-ქაიდას ნაწილი შეუერთდა «ჯიჰადისა და რეფორმაციის ფრონტს» («The Jihad and Reform Front», ან «Reformation and Jihad Front») და სუნიტ მეამბოხეებთან ერთად 2007 წ. 2 მაიის გამოაცხადეს კოალიციის შექმნა. ფრონტმა გააკრიტიკა და ოფიციალურად დაუპირისპირდა ერაყის ალ-ქაიდას. ფრონტის მიზნები იყო: ოკუპანტების განდევნა; შარიათზე დამყარებული მთავრობის ჩამოყალიბება და ისლამის დოქტრინისადმი ზომიერი მიდგომა (ანუ, ფრონტი ტაკფირიზმის პრაქტიკის მკაცრი დაცვის წინააღმდეგი იყო). იგი უარყოფდა კონსტიტუციის ლეგიტიმურობას, „სექტანტურ არჩევნებს― (აქ იგულისხმება შიიტების მიერ ჩატარებულ არჩევნებზე) და ნური ალმალიქის მთავრობას. ფრონტი ოფიციალურად შეეწინააღმდეგა და გააკრიტიკა «ალ-ქაიდა ერაყში». ფრონტი და შედგება სამი ჯგუფის, მათ შორის ისლამური არმია ერაყში, Mujahideen არმიის და ხელისუფლების ლიდერები შარიათის კომიტეტის Ansar al-Sunna. ერთერთი ძირითადი განსხვავება იგილსა და "ჯაბჰათ ან-ნურსას შორის მდგომარეობს იმაში, რომ "ჯაბჰათ ან-ნურსა" აშკარად ცდილობს შეიქმნას პოპულისტური იმიჯი, აღვივებს რა სირიის მოსახლეობასა და მებრძოლთა შორის მის მიმართ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას. სირიის კონფლიქტში დაჯგუფების სტრატეგიას შეიძლება ეწოდოს ფრთხილი და აწონილდაწონილი, რომელიც სირიის მოსახლეობაში მიუღებლობის და გულგრილობის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. "ჯაბჰათ ან-ნურსა" ცდილობს არ შეუტიოს სამოქალაქო სამიზნეებს, მინიმუმამდე დაიყვანოს მოქალაქეების დანაკარგი, თავი აარიდოს უხეშ სექტანტურ 12


რიტორიკას. ყოველივე ეს მას საშუალებას აძლევს ჰქონდეს მხარდაჭერა მოსახლეობაში და შეკრიბოს ახალი მებრძოლები.

ფინანსური რესურსები: «ISIS»-ს გააჩნია ფართო ფინანსური რესურსები. ექსპერტების აზრით, «ISIS»-ს დაფინანსების წყარო შედგემა — მისი წევრების დანაშაულებრივი საქმიანობის შემოსავალებიდან (ძირითადად ეს არის — ქურდობა, მძევლების გამოსყიდვის შედეგად მიღებული თანხები და ა.შ.). ერაყის რიგი პროვინციებისა და ქალაქების დაკავების შედეგად «ISIS»-ს ფინანსური პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა (მის ხელში აღმოჩნდა ერაყის დაკავებული ქალაქებში მდებარე ბანკების რეზერვები). ექსპერტების ვარაუდით ორგანიზაციის ბიუჯეტი დღეისათვის შეიძლება უდრიდეს $ 7 მლრდ. მხოლოდ ქ. მოსულის ბანკებიდან გატანილი თანხების ოდენობა აღემატებოდა $ 500 მლნ. კერძოდ, 2014 წ. ივნისში ქ. მოსულში ―ISIS‖-ს ბოევიკებმა გაძარცვეს ერაყის ცენტრალური ბანკის ფილიალი, რის შედეგად, სხვადასხვა მონაცემებით, მათ ხელში აღმოჩნდა 900 მლნ-დან 2 მლრდ. დოლარამდე. «The Washington Post» შეფასებით, ქ. მოსულის აღების შედეგად ―ISIS‖-ს ცენტრალური ბანკიდან მიიღო დაახლოებით $ 425 მლნ., ხოლო «New York Times» შეფასებით — $ 65–400 მლნ. გარდა ამისა, «ISIS»-ს ღებულობს მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას სპარსეთის ყურის ქვეყნების კერძო ინვესტორებისაგან, განსაკუთრებული აქტიურობით კი გამოირჩევიან — კატარის საამირო და საუდის არაბეთი (ასევე, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ზოგი მონაცემებით – ქუვეითი), რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის შეიარაღებულ ოპოზიციას. ირანის პარლამენტის წევრი მოჰამად სალეჰ ჯოკარი ამტკიცებს, რომ ერაყში ტერორისტულ საქმიანობისათვის «ISIS»-სმა მიიღო $ 4 მლრდ.-იანი ფინანსური დახმარება (მათ შორის, საუდის არაბეთიდან). «ISIS»-ს ხალიფატი ასევე დაკავებულია შავ ბაზარზე ნავთობის ვაჭრობით (ფასდაკლებით), რაც მას დამატებითი შემოსავლის სახით ყოველდღიურად აძლევს $ 3 მლნ. (ნავთობის 1 ბარელის ფასი შეადგენს $25 – $ 60). სირიაში ისლამური ამბოხებულების ტერიტორიული ექსპანსიის დაფინანსება სამოქალაქო კონფლიქტების ადრეულ ეტაპზე, ხელისუფლებასთან დაპირისპირებისას, შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფები ხშირად მერყეობენ თავიანთი ძალების გაერთიანების გადაწყვეტილების მიღების დროს. გასული ორი წლის განმავლობაში სირიასა და ერაყში მებრძოლი შეიარაღებული ფორმირებებს შორის, ყველაზე რადიკალურ მეამბოხეთა დაჯგუფებად სახელდება «ჯაბჰატ ალნუსრა» და «ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო» («ISIS»). «ჯაბჰატ ალ-ნუსრა»-სა და «ISIS»-ს ფინანსური მხარდაჭერის ქსელების გაანალიზებისას დგინდება, რომ სირიაში «სირიის თავისუფალი არმია»-სა და სხვა არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფებს შორის, მათ გააჩნიათ კონკურენტული უპირატესობა, რაც გამოიხატება 1. აღნიშნული ფინანსური ქსელების მეშვეობით შესაძლებელი ხდება მოიზიდონ მრავალი მებრძოლი (რაც მემკვიდრეობითაა მიღებული ისეთი გამოცდილი ორგანიზაციიდან, როგორიც იყო «ალ-კაიდა ერაყში» («AQI»)). დიდი ფინანსური შემოსავალი საშუალებას აძლევს «ჯაბჰატ ალ-ნუსრა»-ს და «ISIS»-ს შეიძინოს ეფექტური იარაღი, გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება მშვიდობიან მოსახლეობას და მატერიალურ-ტექნიკურად უზრუნველყოს თავისი მებრძოლების მომზადება. 13


2. «ISIS» გააჩნია დაფინანსების სტაბილური წყაროები ერაყში და სირიაში, განსხვავებით «ჯაბჰატ ალ-ნუსრა»-საგან, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო შეადგენს რეგიონის ნავთობ-მონარქიებიდან მიღებული თანხები და შეიარაღება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ორგანიზაცია სირიაში აკონტროლებს ნავთობის ჭაბურღილების ქსელს, რაც წინასწარ შემუშავებული ერაყში, «ISIS»-სმა ხანგრძლივი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ მოახერხა განედევნა «ჯაბჰატ ალ-ნუსრა» მთელი რიგი ტერიტორიებიდან, რამაც თავის მხრივ ეს უკანასკნელი დაასუსტა. 3. იმ ინფორმაციით, რაც დღეისათვის ცნობილია ორგანიზაცია «ალ-კაიდა ერაყში», შესაძლებელი ხდება დავასკვნათ, რომ «ISIS» ფინანსური მხარდაჭერის სტრუქტურა წარმოადგენს იერარქიულ და ბიუროკრატიულ მექანიზმს, რომელიც ახორციელებს შემოსავლების მონიტორინგს და შეუძლია დაკავებულ ტერიტორიებზე შეაგროვოს ფული და სათანადოდ გადაანაწილოს იმ რეგიონებში, სადაც ჩნდება ამის მოთხოვნილება. «ჯაბჰატ ალ-ნუსრა»-მ და «ISIS»-მა შესძლეს თავიანთ რიგებში გააერთიანებინათ სირიის მეამბოხეების პატარა დაჯგუფებები: უამრავმა მებრძოლმა დატოვა «სირიის თავისუფალი არმიი»ს რიგები და შეუერთდა აღნიშნულ ორგანიზაციებს, ძირითადად «ISIS». შედარებისთვის, «სირიის თავისუფალი არმია» სტრუქტურულად დაქსასული ფრაქციების არამყისიერი ერთობაა, მას არ გააჩნია მკაცრი იერარქია და მართვისა და კონტროლის მექანიზმები, მას არ შესწევს ძალა დაამყაროს წესრიგი დაკავებულ ტერიტორიებზე და გაუწიოს სათანადო დახმარება სამოქალაქო მოსახლეობას, ვერ ახერხებს თავისი ფილიალებისთვის განკუთვნილი შეიარაღების ეფექტურ მომარაგებას. «ISIS»-ს კი გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება და სათანადო კავშირები, იმ დროს, როცა «სირიის თავისუფალი არმია», მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის პირობებში დღემდე ცდილობს შექმნას ეფექტური, შეკრული ორგანიზაცია. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან შემცირდა «სირიის თავისუფალი არმია» მხარდაჭერა, სირიასა და ერაყში მიმდინარე ტენდენციები მიუთითებს იმაზე, რომ დამასკოსა და ბაღდადის ხელისუფლებების წინააღმდეგ მებრძოლი ძალებიდან წინა პლანზე გამოვიდნენ უკიდურესად რადიკალური მეამბოხე დაჯგუფებები, რომლებიც გააგრძელებენ თავიანთი გავლენის გაფართოებას, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაამწვავებს არსებულ რეალობას და გამოიწვევს კონფლიქტის პოლარიზებას.

ისტორია და ცნობილი ტერაქტები: «ISIS»-ს ისლამური სახელმწიფო არამხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციაა. ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს რადიკალურ-ისლამურ ინტერპრეტაციას, როგორც პოლიტიკურ-ფილოსოფიურს და ცდილობს ძალით თავს მოახვიოს ეს მსოფლმხედველობა როგორც მუსილმებს, ასევე არამუსლიმებს. ორგანიზაციის მიზანია სირია, ერაყისა და ლიბანის ტეროტორიაზე ისლამური სუნიტური სახელმწიფოს შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ «ISIS» ისლამური კანონი აღსრულებას საკმაოდ მკაცრი მეთოდებით ნერგავს, უპირველეს ყოვლისა, ის წარმოადგენს ქვეყნის (ერაყის და სირიის) შიიტური ხელისუფლების ოპონენტთა კოალიციას, რომელიც მოიცავს როგორც ისლამისტებს, ასევე სადამ ჰუსეინის რეჟიმის ყოფილ ოფიცრებს (დებაასიფიკაციის პოლიტიკის შედეგად, ერაყის ძალოვანი სტრუქტურებიდან დაითხოვეს 500’000 + ადამიანი). ძირითადი დარტყმა ერაყის ახალმა შიიტურმა ხელისუფლებამ მიიტანა ყოფილი რეჟიმის რეპრესიულ აპარატზე — დაზვერვის სამსახურზე, რომელიც ცნობილია «მუხაბარატი»-ს სახელით («Jihaz Al-Mukhabarat Al- Amma»). 14


დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო სადამ ჰუსეინის მთავარი სახელმწიფო დაზვერვის ორგანიზაცია: მის კომპეტენციაში შედიოდა ძირითადად საზღვარგარეთ ინფორმაციის მოპოვება და სადაზვერვო ინფორმაციის ანალიზი, ასევე ეწეოდა მთელ რიგ საქმიანობის ქვეყნის ტერიტორიაზე.  დებაასიფიკაციის პოლიტიკის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ პოლიტიკის შედეგად საზოგადოება თითქმის სრულიად გაიწმინდა ბაასის პარტიის გავლენისაგან და ერაყში დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ეს პოლიტიკა იყო არა მხოლოდ არადემოკრატიული, არამედ მან მთელს ერაყში გამოიწვია უსაფრთხოების მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. დაჯგუფება ატარებს აქტიურ ექსტრემისტულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ერაყში აშშს და ნატო-ს ძალებზე, ერაყის სამხედროებზე, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ობიექტებზე მრავალ ტერორისტულ თავდასხმაზე. 2013 წელს, «ISIS» შეუერთდა სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ შეიარაღებულ ოპოზიციას, სადაც მან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაჯგუფების რეპუტაცია მოიპოვა. სხვა მეამბოხე ჯგუფებთან ხანგრძლივი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, 2013 წლის ბოლოდან «ISIS»-მა სირიაში ჩამოაყალიბა თავისი პოლიტიკური დასაყრდენი ქ. რაქაში (რაქას მუფახაზას მოსახლეობა შეადგენს დაახლ. 950’000, ქ. რაქა – 300’000+). ცნობილი ტერაქტები:  2002 წ., 28 ოქტ. — «Jama'at al- Tawhid wal-Jihad»-მა მოკლა ლოურენს ფოული (აშშ-ს დიპლომატი იორდანიაში)  2003 წ., 7 აგვისტო, ქ. ბაღდადი — თავდასხმა იორდანიის საელჩოზე (დაიღუპა 17, 40+ დაჭრილი)  2003 წ., 19 აგვისტო, ქ. ბაღდადი — თავდასხმა გაეროს შტაბ-ბინაზე (დაიღუპა 23, 100+ დაჭრილი)  2003 წ., 29 აგვისტო, ქ. ენ-ნაჯაფი — დანაღმული ამტომანქანების მეშვეობით განხორცეილდა თავდასხმა იმამ ალის მეჩეთზე (დაიღუპა 95, 500+ დაჭრილი). ამ ტერაქტს ემსხვერპლა აიათოლა მოჰამად ბაქირ ალ-ჰაქიმი (ერაყის ისლამური უმაღლესი საბჭოს სულიერი ლიდერი)  2003 წ., 12 ნოემბერი, ქ. ნასირია — ტერაქტი დანაღმული ამტომანქანების მეშვეობით (დაიღუპა 17 იტალიელი სამხედრო და 10 სამოქალაქო პირი, დაიჭრა 100+)  2004 წ., 4 მარტი, ქქ. ბაღდადი და ქერბალა — აფეთქებების სერია (დაიღუპა 178, 500+ დაჭრილი)  2004 წ., 18 მაისი, ქ. ბაღდადი — ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა ერაყის მმართველი საბჭოს პრეზიდენტი ეზედინ სალიმი (იყო ისლამური შიიტური პარტია «დავა»-ს წევრი)  2004 წ., 18 ივნისი, ქ. ბაღდადი — ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა 35 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 145.  2004 წ., 14 სექტემბერი, ქ. ბაღდადი — ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა 47 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 100+.  2004 წ., 30 სექტემბერი, ქ. ბაღდადი — ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა 41 მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ბავშვები.  2005 წ. ,9 ნოემბერი, იორდანია (ამანი) — თავდასხმა სასტუმროზე, სადაც ძირითადად ისვენებდენ სტუმრები დასავლეთ ევროპიდან (დაიღუპა 57).  2006 წ., 22 თებერვალი, ქ. სამარა — თავდასხმა შიიტურ ასკარიას მეჩეთზე. 15


 

    

2009 წ., აგვისტო — ერაყის ალ-კაიდას ფილიალმა ბაღდადში სამთავრობო ობიექტებზე მთელ რიგ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო (დაიღუპა 250, დაიჭრა 1000+) 2010 წ., მაისი — ერაყის ალ-კაიდას ფილიალის ლიდერების აბუ აიუბ ალ-მარსისა და აბუ უმარ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის საპასუხოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა არაერთი ტერორისტული თავდასხმა (დაიღუპა 85, დაიჭრა 300+). 2012 წ., 21 მარტი — ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის 8 ქალაქში მომხდარ ტერაქტზე (დაიღუპა 46, დაიჭრა 200). 2013 წ., 22 ივლისი — ერაყის ციხეებზე (აბუ გრეიბი და ტაჯი) თავდასხმისას ორგანიზაციამ გაანთავისუფლა 800+ პატიმარი (დაიღუპა 26). 2013 წ., 14 სექტემბერი — ―ISIS‖-სმა კონტოლი დაამყარა ჰამას საჰაერო თავდაცვის ბაზაზე 2014 წ., 10 ივნისი — ―ISIS‖-სმა დაიკავა ქ. მოსული (ერაყი) 2014 წ., 23 ივნისი — ―ISIS‖-სმა დაიკავა სირია-ერაყის საზღვრის მონაკვეთი (კაიმი, ვალიდი, ტრებილი)

16


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.