მარგალიტები

Page 1

07.2020 ივნისი, 2020 samaxsovrod! Free

თანამედროვე განათლების აკადემია

ამბები და სურვილები

ჩვენ ბევრს ვოცნებობთ! ჩვენი სამწლიანი და, კლასი გამოცდილება ჩვენ გვიყვარსმოგზაურობა ჩვენი სკოლა CEA III

კლასი სკოლა ჩვენ


სარჩევი

margalitebi

4

2

8 10 12 14 16 18 20 22 24 26 28 30 28

წერილი

ნატო რუხაძე

მარგალიტები ნატო რუხაძე

მაშო პაპავა ანკა დარბაისელი ლაშა გიორგი ჩუბინიძე მარიამ მჭედლიძე მაშო ჯანჯღავა ნატა მერებაშვილი ქეთი შანიძე სანდრო მიხელიძე ანდრია საყვარელიძე სოფო ჯავახიშვილი ანდრია ტაკიძე მათე კვაჭაძე აჩი ქურდევანიძე


ყოველთვის მჯეროდა და ვიაზრებდი, რომ სკოლა მხოლოდ საგნის შესასწავლად განკუთვნილ სივრცეზე გაცილებით მეტს ნიშნავს. მასწავლებლობა არ არის ადვილი. მასწავლებელი თავისი ყოველდღიური საქმიანობით ბავშვების, მოზარდების და თაობების უკეთესობისკენ შეცვლაში უნდა ღებულობდეს მონაწილეობას. გინახავთ სიზმარი, რომელიც ნამდვილსა და წარმოსახვით სამყაროს შორის ზღვარს შლის? თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ სკოლაში, აუცილებლად იგრძნობდით, რომ იმ ზღვართან დგახართ და მის იქით სულ სხვა სამყაროა, სადაც წარმოსახვა, ფანტაზია, შესაძლებლობები, ემოციები დაუსრულებელია. გამომივა? შევძლებ მათ გაბედნიერებას? მივხვდები მათ საჭიროებებს? ეს იმ შეკითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მუდამ მიტრიალებს თავში. ბავშვებთან ურთიერთობა, ეს ხომ ყველაზე დიდი ფერადი სამყაროა, რომელში მოხვედრაც გამართლება და პატივია! მათთან ურთიერთობისთვის მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო - იყო გულწრფელი, რადგან სიყალბეს ყველაზე მეტად ეს პატარა ადამიანები ხვდებიან.

2 მარგალიტები


ბავშვების სიყვარულზე, მათთან ერთად სიახლის აღმოჩენებზე, გამოგონილ სამყაროში მოგზაურობაზე, უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემაზე დიდი მუხტი სამყაროში არ არსებობს. სწორედ ამ პატარა დიდი ადამიანების უსაზღვრო სიყვარულმა მომიყვანა სკოლაში. ახლა კი თქვენზე, ჩემს პატარა ადამიანებზე. როცა საკლასო ოთახში პირველად შემოხვედით , მახსოვს როგორი გაფართოებული თვალებით, ოდნავ შემცბარი და დაბნეული მიყურებდით. პირველი რაც მიზნად დავისახე, თქვენთვის გაღიმება უნდა მესწავლებინა, ნამდვილი გაღიმება, ტუჩებით კი არა, თვალებით, გულით გაღიმება. მაშინ ჩემი პატარა გმირები იყავით და დღემდე ასეთებად რჩებით. რამდენი რამ გამოვიარეთ ერთად... მე თქვენ გასწავლიდით, თქვენ მე. ასე მხარდამხარ მოვდივართ სამი წელია. გიყურებთ და ვხვდები, ყველას ერთად ყველაფერი გამოგვივიდა. არადა იყო დრო ერთმანეთზე ვბრაზობდით, მერე ვრიგდებოდით, ვტიროდით, იყო წყენა, მაგრამ უფრო მეტი სიხარული. ყველანაირი სირთულის დაძლევა შევძელით. იყო გულახდილი საუბრები, ვსწავლობდით სიყვარულს, მეგობრობას, ერთმანეთის გაფრთხილებას, ერთგულებას, სხვების პატივისცემას, მიმტევებლობას, სიმამაცეს, სამართლიანობას, საკუთარი შეცდომის აღიარებას, სხვის არ გაკიცხვას, იმედიანობას, სიკეთის კეთებას, სხვისი წარმატებით სიხარულს... ბევრი კარგი მოგონება დაგვიგროვდა, რომელიც მე პირადად ძალიან მახალისებს და მაბედნიერებს. უზომოდ მიყვარხართ, თქვენი დიდი გულშემატკივარი და უფროსი მეგობარი ვარ, იცით ეს თქვენ. ნებისმიერ დროს მზად ვარ დაგეხმაროთ, უბრალოდ მოგისმინოთ, განუგეშოთ, ხასიათი გამოგიკეთოთ. მინდა ფეხბედნიერად გევლოთ ცხოვრების გზებზე, სულით და ხორცით ჯანსაღები ყოფილიყავით, უთვალავი წარმატებები გქონოდეთ და რაც მთავარია, სიყვარულით ღირსეულად გეცხოვროთ! გაივლის წლები, მჯერა და მწამს, რომ ეს გრძნობა არ განელდება, გაძლიერდება და გამრავლდება ჩვენს შორის არსებული ხილული და უხილავი ბედნიერების ძაფები.

siyvaruliT Tqveni nato masi


margalitebi სკოლაში მოსვლისთანავე ანკამ თავისი ზღვისფერი თვალები ააფახულა და ბედნიერი სახით გამოაცხადა: -მას, ორშაბათს სკოლაში არ ვიქნები, ბათუმში მივდივარ. იცით რა ბედნიერი ვარ! კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ლაშა გიორგიმ საუბარი გააწყვეტინა. - და რა გახარებს, გზაში გული რომ აგერევა, ეგაა ბედნიერება? - კაცებს ხომ ვერაფერს გააგებინებ! - ხელი ჩაიქნია ანკამ და მერხს დაუბრუნდა.

ანდაზები:

„შენ პირს შაქარიო“ მაშო: არ ჭამო ბევრი შაქარი, დიაბეტი დაგემართება.

ანკა: მას მე მინდა, რომ მალე არ გარდაიცვალოთ! მე: და რატომ უნდა გარდავიცვალო მალე, რამ გაფიქრებინა, ანკა? ანკა: არა, მას, უბრალოდ წამლებს მოერიდეთ, რომ დაბერდებით ბევრი არ დალიოთ, სისხლი გაგიხმებათ და მალე გარდაიცვლებით.

რა განსხვავებაა შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის?

სანდრო: გარეული ნადირობს, შინაური დაცანცარებს. გარეულს ტილი ჰყავს, შინაურს ტანსაცმელებს უკერავენ. გოგოები და ბიჭები აჩო: ბიჭებს არ ტკივათ, ამტანები არიან. სანდრო: ცეცხლის დანთება იციან ტყეში, აი მეც ვიცი. ქეთი: კაცებს ქეიფი უყვართ, გოგოები სახლში სხედან.

პასუხი კითხვაზე, რატომ არ უნდა ვიზარმაცოთ?

სანდრო: თუ ზარმაცები ვიქნებით ყველაფრის გაკეთებას დედას ვთხოვთ. როცა დედა მოგვიკვდება და მარტო დავრჩებით, ვეღარაფერს გავაკეთებთ. მე: ჯვარი წერიათ თქვენს დედებს. გისურვებთ დიდხანს გყავდეთ. ანკა: დედაჩემს არ მგონია ჯვარი დაწერილი ჰქონდეს, ასე მგონია მე, ვიკითხავ სახლში.

4 მარგალიტები


ტაკიძე: ბიჭებს „ბოქსი“ უყვართ, გოგოებს - ბალეტი. ლაშა გიორგი: გოგო ბავშვს აჩენს, ბიჭი ფულს შოულობს და უვლის. მარიამი: ბიჭები ბრაზიანები არიან. ცელქობენ და ჩხუბობენ. მათე: გოგო ტირის, ბიჭი - არა. -მტირალა ბიჭები ხართ, სულ თქვენ ტირიხართ. აღშფოთდნენ გოგოები. სიტყვათა განმარტება დოღი - რომ მირბიხარ და მტვერს რომ დააყენებ. (მაშო) თაღი - შინაური თაგვია ხო?(ანკა) მე: რას ნიშნავს შინაური თაგვი? ანკა: დედმამიანი. (გაკვირვებულმა გადმომხედა, როგორ არ იციო. ) ფუჩეჩი - ჩქარა რომ ლაპარაკობ. (მაშო) ხარიხა - რომ იცინი და რას ხარხარებო, გეუბნებიან (ქეთი) თავთავი - ზღვა რომ თავთავებს (ანკა) კენწერო - ბევრი ხეები და ტოტები ერთად (ტაკიძე)

ანდრია საყვარელიძე : ჭიამაია დარაჯობს ყვავილებს, გადაეფარება და ფუტკარს მასთან არ უშვებს, იმან რომ წვენი არ გამოწოვოს. უწვენოდ ყვავილები ჭკნება. იცის ეს ჭიამაიამ და უფრთხილდება ყვავილებს. სანდრო მიხელიძე: ფუტკარი მინდორში დაფრინავს. დიდი ხანი ეძებს ყვავილებს, არჩევს და მერე ზედ აჯდება. ყვავილებს კი სპეციალური ფხვნილი აქვთ, რომელიც ფუტკარს გადააქვს. ამის მერე აუცილებლად მოდის წვიმა. იმ ფხვნილს მიწაში ჩაიტანს და იქიდან ახალი ყვავილები ამოდის. ოღონდ ამ ყვავილების სახელები აღარ მახსოვს, მას. მარიამ მჭედლიძე: ჭიამაია ამინდს წინასწარმეტყველებს, ჯადოქარია. ონლაინ გაკვეთილზე: - მათე, რატომ არ წერ? - მას, ამას სახლში დავწერ, ახლა მეზარება.

მარგალიტები


დანიშნულება - დაინიშნა ანუ დაქორწინდა ( საყვარელიძე ანდრია) ძერა - ნეკა თითი. (ანკა) გაზეთი სანდრო - კაცებს რომ უჭირავთ ხოლმე. ანკა - ბებრები ტახტზე ჯდიან, (სტილი დაცულია) თავზე ადევთ, ვითომ კითხულობენ, სინამდვილეში სძინავთ. თბომავალი - ჩვენი მომავალი (ანკა) ჯეჯილი - აღდგომის ბალახია. (აჩი ქურდევანიძე) ჯეჯილი უხილავია, აი ისეთი უხილავია, რომ ძალიან პატარაა. (ანდრია ტაკიძე) მარიამ მჭედლიძე: - მას, ბატიბუტი ხეზე ამოდის? მაშა ჯანჯღავა: - აუუუ, მაგას რა კითხვა უნდა, მარტო სოფლის ხეზე ამოდის. მე: - რა შემთხვევაში არ გადაიტანება სიტყვა? ლაშა გიორგი ჩუბინიძე: - როცა ფურცელი გყოფნის. მე: - ვინ იყო ბარონი მიუნჰაუზენი? ანდრია ტაკიძე: - ყველაზე ცნობილი მტყუანი. ანდრია ტაკიძის და ჩემი დიალოგი - მას, იცით ჩემ სულ უფროს ძმას წვერები ამოუვიდა. - მერე? - არაფერი მას, გაიპარსა და ისევ ჩვეულებრივი ბიჭია. სიტყვების განმარტება - ქვრივი ანკა დარბაისელი: მიტოვებული ადამიანი. ნატაშკა მერებაშვილი: უბედური კაცი. ლაშა გიორგი ჩუბინიძე: საშინელი ცოლი, სულ რომ ეჩხუბება ქმარს. მაშო პაპავა: მარტოხელა, უცოლო კაცი. დიალოგი სასადილოს დერეფანში მათე: ლაშა გიორგი, დღეს საჭმელი მოიტანე? ლაშა: აუუუ, დამავიწყდა. ხვალ მოვიტან. მათე: კაი რა, ხო იცი მარტო ჭამა არ მომწონს. ლაშა: ჰო, კაი, ხვალ წამოვიღებ, ვეტყვი დედას. მათე: ერთად დავჯდეთ და ვიკაიფოთ. სიტყვა „ვიკაიფოთ“ ყურში უხეშად მომხვდა. მე: მათე, ეგ რა სიტყვაა? მათე: მას, კაცები მაგიდასთან რომ სხდებიან, თან ჭამენ, თან ლაპარაკობენ. რა არის გაუგებარი? ჩვენც კაცები ვართ და გვინდა ცხოვრებით კაიფი. ვერ შეედავები, მყარი არგუმენტია, კაცები არიან. მაშომ და მაშკამ ჩემი ფერადი ფანქრები ვერ გაიყვეს. ანკა: რა გჭირთ, რა დაგემართათ, რა კატა და ძაღლივით იქცევით, რით ვერ გაიყავით, იმის ნაცვლად მეგობრულად იყოთ, ერთმანეთს დაერიეთ?.. არადა სულ არ დარევიან ერთმანეთს, უბრალოდ ანკა თავის ამპლუაშია.

6 მარგალიტები


სადილზე ანკა: მაას, ჩვენი სკოლა და თქვენ ისე მომწონხართ, შვილი რომ მეყოლება თქვენთან მოვიყვან. მე: რას ამბობ, ანკა, მე მაგ დროისთვის უკვე მოხუცი ვიქნები და სკოლაში მუშაობას ვეღარ შევძლებ. ანკა: ეს როგორ, მაას? ვერ იმოძრავებთ? ამ საუბარს ყური მოკრა ორმა ანდრიამ. ანდრია საყვარელიძე: მაას, არ ინერვიულოთ, მე მოგივლით... ანდრია ტაკიძემ ანდრია საყვარელიძეს შეუბღვირა და ამაყად გამოაცხადა: -მას, მე თქვენი ჯოხი ვიქნები! ანკა დარბაისელი - მას მე და ნიკის ოჯახური პრობლემა გვაქვს, სულ ვჩხუბობთ, აი ისე, უფროსებმა რომ იციან. ზარი დაირეკა, გაკვეთილი დაიწყო. სანდრო მიხელიძემ ოთახს თვალი მოავლო და განაწყენებულმა წამოიძახა: - მას, ეს რა უწესობაა, მხოლოდ სამი ბიჭი ვართ, გოგოების სკოლაა თუ რა ხდება? ვხსნი გაკვეთილს. პარალელურად ვიღაც საუბრობს. მე: ვინ მაწყვეტინებს საუბარს? სოფი ჯავახიშვილი; მას, მე ჩაგაწყვეტინეთ. ინგლისურის გაკვეთილზე ქეთი მასმა ბავშვებს „დილის ენერჯაიზერი“ მოუწყო. ანდრია ტაკიძე იატაკზე გასრიალდა და სოფის ფეხებში გაიბლანდა. სოფი მოხერხებულად გადაახტა ანდრიას და უთხარა: - ეეე, ანდრია, არ გამკვანძო. წინადადება: კალათაში ნარჩევი ვაშლები ეწყო. მე - რას ნიშნავს „ნარჩევი“? - -

კალათაში ბებოს გათლილი ვაშლები ეწყო... (ანდრია საყვარელიძე) კალათაში გარჩეული ვაშლები ეწყო ... (მათე კვაჭაძე)

კითხვა: როგორ მოვიქცეთ როცა დედას საჩუქრის საყიდელი ფული არ აქვს და მე ის ძალიან მინდა. ანკა: ორი კვირა ვაცადოთ, ფულს იშოვის ან ნაცნობებს ჩამოუაროს. მათე: ძველი სახლი გაყიდოს. აჩი: დედა არ უნდა გაბურღო, მამას გამოართვას. მაშო: ჩემ გამო გაყიდდა რამეს, ხილს ან რაღაცეებს, მაგალითად მწვანილს. სანდრო: სალონში იმუშაოს, ისწავლოს თმის შეჭრა, სულ ექნება ფული. ტაკიძე: უნდა იშოვოს დიდ ფულიანი სამუშაო. სოფი: ზოოპარკში იმუშაოს, უყვარს ცხოველები.

მარგალიტები

7


maSo papava

vapireb gamovide iuristi da davicva adamianebis uflebebi

კოლის დამთავრების შემდეგ, ვაპირებ გამოვიდე იურისტი და დავიცვა ადამიანების უფლებები. ეს პროფესია იმიტომ მომწონს, რომ არ მინდა ადამიანები უთანასწორო ქვეყანაში ცხოვრობდნენ, ზოგჯერ უფროსებს და უფრო ძლიერებს ჰგონიათ, რომ რადგან მეტი ძალაუფლება

აქვთ, შეუძლიათ სხვებზე მეტი უფლებებიც ჰქონდეთ, რაც ძალიან არ მომწონს. ზოგს მაგალითად ჰგონია ქალი მამაკაცზე სუსტია, მე კი ვფიქრობ, რომ შეიძლება ქალი კაცზე ძლიერი იყოს ან თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ეს პროფესია იმიტომაც მომწონს, რომ მეცოდინება როგორ


დავიცვა იმ ადამიანების უფლებები, რომლებსაც უსამართლოდ ექცევიან. იურისტი შეიძლება მუშაობდეს ბავშვების, ქალების უფლებების დასაცავად, შეიძლება იყოს ადვოკატი, გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე. ასევე იურისტს შეუძლია იმუშაოს

კერძო კომპანიაში, ურჩიოს კომპანიის ხელმძღვანელობას როგორ გაუძღვნენ საქმეს კანონის ფარგლებში. უფლებების დაცვაში მნიშვნელოვანია, რომ დაჩაგრულ ადამიანს დაეხმარო, მაგალითად, თუ ხედავ, რომ ადამიანთა ჯგუფი ერთს ჩაგრავს, მიხვიდე და იმ ადამიანს გვერდით დაუდგე. ფიზიკური დაპირისპირება საჭირო არ არის, შეიძლება ყველაფერი საუბრით მოაგვარო. პატარაობიდან ბევრი პროფესიის არჩევა მინდოდა - ძაღლების დალაქი, ძიძა, ექიმი, ცხოველების მომვლელი ზოოპარკში და ცხოველების უფლებების დამცველი, მაგრამ ამჯერად იურისტობაზე შევჩერდი, რადგან მიყვარს, როდესაც ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ და მინდა ამაში დავეხმარო. მარგალიტები

9


ana

darbaiseli

10 მარგალიტები

მე ვარ ანა დარბაისელი, მომავალი ჟურნალისტი!

ავიბადე თბილისში და ვარ 9 წლის. რადგან ვარ ძალიან ცნობისმოყვარე , ვფიქრობ მომავალში კარგი იქნებოდა თუ ჟურნალისტის პროფესიაზე შევაჩერებ არჩევანს. კორონა ვირუსმა შეცვალა ჩემი და ჩემი თანატოლების დღის რეჟიმი, ადრე თუ დილის 8 საათზე ვიღვიძებდით და 9 საათზე უკვე მერხთან ვიჯექით, სკოლის მთელი მეორე სემესტრი ონლაინ გაკვეთილებზე გვიწევდა დასწრება და ჩვენი მერხის


ფუნქცია სახლის ავეჯმა მოირგო. იმისათვის, რომ ჩვენი ვირტუალური გაკვეთილები უფრო ინტერაქტიული ყოფილიყო, მასწავლებლები ცდილობდნენ შემოქმედებითი დავალებები მოეცათ. ხან ჟურნალისტის როლი მოვირგეთ, ხან მზარეულის, ხანაც ხელნაკეთი ნივთების დამზადებით დავკავდით. დიდი მონდომებით მოვეკიდე დავალებას „მოირგე ჟურნალისტის როლი“ და ბევრი გამოწვევის გადალახვა მომიწია: ყველაზე რთული იყო ტექსტის ზეპირად დამახსოვრება, მანამდე კი რესპოდენტისთვის კითხვების შედგენა, მერე ჩემი შესაბამისი ჩაცმულობა, კამერასთან მუშაობა და კონცენტრირება. აქვე მინდა დავამატო, სანამ კარანტინი გამოცხადდებოდა და როცა ჯერ კიდევ შეგვეძლო ქუჩებსა და სკოლაში სიარული, სულ სხვა პროფესიები მიზიდავდა. დავდიოდი თეა დარჩიას სტუდიაში და მინდოდა მოცეკვავე ვყოფილიყავი, ასევე მსურდა ფერმწერობა. მიზნად მქონდა (არ დაგიმალავთ დღესაც მაქვს) ჩემი ნახატები მუზეუმებსა და გალერეებში გამოიფინოს. ჩემი სამომავლო გეგმებია: მინდა შევისწავლო იტალიური და რუსული ენები. იტალიური მინდა კარგად ვისწავლო, რადგან ჩემი და სასწავლებლად მილანში მიდის, როცა მასთან სტუმრად ჩავალ, შევძლებ ხალხთან გასაუბრებას. რუსული ენა კი ის ენაა, რომელზეც ჩემი მშობლები საუბრობენ როცა ჩემგან რამის დამალვა უნდათ, ან უბრალოდ საუბრის შინაარსი რომ ვერ გავიგო.... გამოგიტყდებით და ეს რუსული ენა ძალიან მაბრაზებს.

დედა მეუბნებოდა რაც შეიძლება ბევრი უცხო ენა უნდა ისწავლოო. მე კი მაინც ვერ გამიგია ოკუპანტის ენის სწავლა რა საჭიროა?! ვისწავლი, ოღონდ მერე რა ენაზე ისაუბრებენ, ძალიან მინდა ვიცოდე. ინგლისურს აზრი არ აქვს, ინგლისური ჩემი მშობლიური ენასავითაა. საერთო ჯამში სურათი ასეთია, მინდა შევისწავლო ჟურნალისტის პროფესია, გავხდე მხატვარი და მქონდეს შესაძლებლობა რომ განვაგრძო ცეკვა. COVID 19 იმედია მალე დასრულდება და ისევ შევძლებ ჩემს მეგობრებთან ერთად თამაშს, მომენატრა სკოლა, ჩემი ნატო მასწავლებელი და დასვენების ზარის ხმა. გაინტერესებთ ვისგან ავიღებდი პირველ ინტერვიუს? ამერიკელი ბილი აილიშისგან, რომელიც ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული და ფერადია.

მარგალიტები 11


laSa giorgi CubiniZe 12

მარგალიტები


მე რომ სკოლას დავამთავრებ, რომელიმე ცნობილ უნივერსიტეტში ჩავაბარებ, საზღვარგარეთ. რადგან კარგად ვიცი ინგლისური, ამერიკაში ან ინგლისში წავალ სასწავლებლად.

ძალიან მინდა გავხდე გამომგონებელი, საინტერესო და იდუმალებით მოცული პროფესიაა. საინტერესო და ხალხისთვის მნიშვნელოვან რამეს გამოვიგონებდი, რომელსაც გამოიყენებდნენ, რაც მათ ცხოვრებას გაუმარტივებდა. რადგან ჯერ მხოლოდ 9 წლის ვარ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი მომავალში რას გამოვიგონებ ან რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ადამიანებისთვის, მაგრამ წინ დიდი დრო მაქვს. ამისთვის კი აუცილებელია სკოლაში და უნივერსიტეტში კარგად ვისწავლო.

მარგალიტები 13


mariam mWedliZe

14

მარგალიტები


მე რომ სკოლას დავამთავრებ, მინდა გავხდე ტანსაცმლის და ინტერიერის დიზაინერი. დიზაინზე მუშაობა ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მიყვარს ლამაზი გარემო და მოწესრიგებული, სწორად და შესაბამისად ჩაცმული ადამიანები. ამას გარდა მიმაჩნია, რომ დიზაინზე მუშაობა კარგად გამომდის. მე ახლაც ვუკერავ ჩემს თოჯინებს ტანსაცმელს, რისთვისაც ვიყენებ სხვადასხვა მასალას: სხვადასხვა ხარისხის ნაჭრებს, ქსოვილებს, ბრჭყვიალებს, ბუშტებს, ლენტებს და მძივებს. ალბათ ჩემს მიზნებს მივაღწევ და ცნობილი ადამიანი გავხდები. მარგალიტები 15


maSka janjRava მე, რომ სკოლას დავამთავრებ, მინდა, რომ ექიმი გავხდე. ექიმები ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნავენ და ჯანმრთელობის დაცვაში ეხმარებიან. მე მომწონს ეს პროფესია იმიტომ, რომ გმირულად იქცევიან.

16

მარგალიტები


i m i q e მაგალითად: დღევანდელ მდგომარეობაში ისინი ადამიანებს კორონას საშინელ და საშიშ ვირუსისგან არჩენენ. ზუსტად ამიტომ მომწონს ეს პროფესია. ექიმები შეიძლება მუშაობდნენ: კლინიკებში, საავადმყოფოებში, უნივერსიტეტებსა და ჯანდაცვის სხვა დაწესებულებებში. როგორც უკვე იცით ჩემი დეიდა არის ექიმი. ის კლინიკაში მუშაობს. ჩემს მიერ არჩეულ პროფესიაში განსაკუთრებული ის არის, რომ ექიმები ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარებიან. ოდესმე ცნობილი და პაციენტებისთვის მოთხოვნადი ექიმი ვიქნები, გპირდებით.

მარგალიტები 17


nata merebaSvili


მე რომ სკოლას დავამთავრებ, მინდა ჩოგბურთელი გამოვიდე. ეს სპორტი ძალიან მიყვარს, რადგან ძალიან მოძრავია. ჩოგბურთელები ბევრს შრომობენ, მოძრაობენ და მოგზაურობენ. მე კი მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ჩოგბურთელები საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულები, გადიან ტურნირებზე, მუშაობენ სხვადასხვა კომპანიებისთვის. ტურნირს მოიგებენ თუ წააგებენ, მათ შრომაზე , მონდომებაზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. თუ იშრომებ და ბევრს ივარჯიშებ, ქვეყანასაც ასახელებ და საკუთარ თავსაც. ადრე ჩოგბურთი არ მიყვარდა, მაგრამ მამაჩემმა შემაყვარა ეს თამაში და ახლა ის ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია. ნატა მერებაშვილი

minda CogburTeli gamovide

მარგალიტები 19


ჩემი სურვილია ექიმი გავხდე, მეცვას თეთრი ხალათი

e Z i n a S i qeT


პატარა ასაკის მიუხედავად ხშირად მიფიქრია თუ რა პროფესიას ავირჩევ როცა სკოლას დავამთავრებ. ჩემი სურვილია ექიმი გავხდე, მეცვას თეთრი ხალათი, მეხვიოს უამრავი პაციენტი, ვიყო ძალიან დაღლილი, მაგრამ ბედნიერი, რომ ბევრი ადამიანის დახმარება შევძელი. ვიყო ისეთი ექიმი, როგორიც არიან ჩემი ოჯახის წევრები: ბაბუა, მამიდა, დეიდა და ბიძები. ვიცი რომ ექიმის პროფესია ძალიან საპასუხისმგებლოა. იგი 24-საათიან შრომას,

მუდმივ განვითარებას და დიდ ენერგიას მოითხოვს. მიმაჩნია, თუ ექიმი ხარ, ძალიან მაგარი უნდა იყო. გული მტკივა ქართველ ექიმებზე ცუდი რომ მესმის. მჯერა რომ კარგი ექიმი ბევრი გვყავს. გამიგია, ექიმი რომ გამოხვიდე, მრავალი წელი უნდა ისწავლო და კიდევ უფრო ბევრი წელი სჭირდება პროფესიონალ ექიმად დადგომას. ექიმობამ არ იცის ქარი, თოვლი, დაბადების დღე, უხასიათობა, საკუთარი პრობლემები...

ექიმები ხალხს მკურნალობენ და სიცოცხლეს უნარჩუნებენ. მეც მინდა ხალხს ვუმკურნალო და ყველამ ერთად დავამარცხოთ ვერაგი დაავადებები და ვირუსები, მაგალითად Covid19, რომელიც ჩინეთში დაიწყო და ბევრი ადამიანი მოკლა. მარგალიტები 21


sandro mixeliZe 22

მარგალიტები


მე რომ სკოლას დავამთავრებ მინდა ფეხბურთელი გამოვიდე . მინდა 7 ნომერი ვიყო, რადგან 7 ნომერი ლეგენდების ნომერია. მაგალითად რონალდო, რომელიც ჩემი საყვარელი ფეხბურთელია 7 ნომრით თამაშობს.

რატომ მინდა ფეხბურთელობა? ერთი რომ ძალიან მიყვარს

მისი თამაში, მეორეც, ფეხბურთელებს აქვთ შესაძლებლობა გაიცნონ ბევრი ცნობილი ადამიანი და დაიმეგობრონ. აუცილებლად ვიქნები ცნობილი ფეხბურთელი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ: კარგად ვისწავლი, ბევრს ვივარჯიშებ, შევეცდები ჯანმრთელად ვიკვებო, რომ ყოველთვის ფორმაში ვიყო. როცა ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებ, შესაძლოა სხვა სამსახური ვიშოვო, მაგალითად ვიმუშავო სუპერმარკეტში.

მარგალიტები 23


andria sayvareliZe


მე რომ სკოლას დავამთავრებ, უნდა გამოვიდე მეხანძრე. ამისთვის ბევრს ვივარჯიშებ და ძლიერი და ღონიერი ვიქნები. ეს პროფესია ძალიან მიყვარს, რადგან მიყვარს ხალხის გადარჩენა და დახმარება. სახანძრო სადგურში მუშაობისას ყოველ დღე ახალი თავგადასავლები მელოდება, ალბათ ცოტა საშიში, მაგრამ ვაჟკაცური.

მარგალიტები 25


sofi javaxiSvili

26

მარგალიტები


მე რომ სკოლას დავამთავრებ მინდა ვიყო რომელიმე სპორტის მასწავლებელი. ალბათ გაგიკვირდათ რატომ გადავწყვიტე ამ პროფესიაში წასვლა, თუმცა სულაც არ არის გასაკვირი. მე ძალიან მიყვარს ფიგურული სრიალი, უკვე საკმაოდ დიდ წარმატებებს მივაღწიე, დარწმუნებული ვარ მომავალში უფრო მეტად წარმატებული ვიქნები. აქედან გამომდინარე მაქვს სურვილი მომავალში ჩემი გამოცდილება და ცოდნა სხვებსაც გავუზიარო, შევაყვარო სპორტი, უფრო კონკრეტულად ფიგურული სრიალი. საქართველოში ფიგურულ სრიალს ცოტა ადამიანი მისდევს, ის ძალიან დიდ შრომას და დროს მოითხოვს. სპორტის ნებისმიერი სახეობა მოითხოვს იყო გაბედული, მიზანმიმართული, უშიშარი და შრომისმოყვარე. ვფიქრობ ეს თვისებები ყველა პროფესიაში საჭიროა, მაგრამ სპორტში განსაკუთრებით.

yo i v a d n i m rtis spo avlebe masw li

მარგალიტები 27


andria takiZe

28

მარგალიტები


მე რომ სკოლას დავამთავრებ მინდა გამოვიდე მრბოლელი, მყავდეს ყველაზე სწრაფი მანქანა და ვიყო ფორმულა ერთის ყველაზე ცნობილი პილოტი.

რატომ?

იმიტომ რომ მონაწილეობას მივიღებდი ბევრ შეჯიბრებებში, მექნებოდა უამრავი პრიზი, მედლები და თასი.

მარგალიტები 29


e aT

m

e Z Wa

a v k

მე რომ სკოლას დავამთავრებ, მინდა გამოვიდე ვეტერინარი.

30

მარგალიტები


ვუმკურნალო ცხოველებს და გადავარჩინო ისინი. აუცილებლად ავაშენებ თავშესაფარს და იქ დავაბინავებ უსახლკარო ცხოველებს, ისინი ხშირად ავად ხდებიან, რადგან პატრონი არ ჰყავთ, მათ ვერ მკურნალობენ, ამიტომ მე მოვუვლი მათ.


მე რომ სკოლას დავამთავრებ, მინდა ცნობილი მსახიობი გამოვიდე. ფილმები ძალიან მიყვარს, მომწონს ბევრი მსახიობი. მინდა მეც მათსავით საინტერესო როლები მქონდეს, ცნობილმა რეჟისორებმა თავიანთ ფილმებში გადამიღონ.

aCi qurdevaniZe 32

მარგალიტები


ჩემი ოცნებაა ჰოლივუდის ფილმებში ვითამაშო. მანამდე სკოლა უნდა დავამთავრო, მერე საქართველოში თეატრალურში ჩავაბარებ, ვისწავლი და ბოლოს ამერიკაში წავალ. ამერიკელ მსახიობებს ბევრ ფულს უხდიან. მეც მექნება ბევრი ფული, ლამაზი სახლი და სხვა ქვეყნებში ვიმოგზაურებ. ჯერ უნდა გავიზარდო, არ მეჩქარება, დრო ბევრი მაქვს.

D O O W Y HOLL

მარგალიტები 33


Cven gvaerTianebs megobroba!

ukve 4 klaselebi varT!

2020


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.