საფესტივალო კატალოგი 2016

Page 1

გამომცემლობა

თბილისის წიგნის ფესტივალი

2016

კატალოგი


სერია ET CETERA

3

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ 7 სერია „ამერიკელები“

17

სხვა წიგნები

23

საბავშვო და საყმაწვილო

34


ET CETERA გამომცემლობა „დიოგენეს“ ახალი სერია E T C E T E R A , ძირითადად, ჟანრული ლიტერატურისა და ნონფიქშენის ნიმუშებს აერთიანებს. ჩვენი ბესტსელერების განახლებულ გამოცემებთან ერთად ამ სერიაში ქართველი და უცხოელი ავტორების ახალი წიგნები შედის.

სტივენ კინგი კუჯო, 336 გვ. ინგლისურიდან თარგმნა დათო ახალაძემ რომანი „კუჯო“ სტივენ კინგის შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად ჟანრს, ჰორორს მიეკუთვნება. კუჯო კეთილი, ჭკვიანი და ერთგული ძაღლია, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები. მას არავისთვის ვნების მიყენება არ უნდა, მაგრამ ცხელი ზაფხულის ერთ საბედისწერო დღეს ცოფიანი ღამურების სამყოფელში ცხვირის შემთხვევით ჩაყოფა შეიწირავს მის და ოთხი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის, სიცოცხლეს. ამ შემზარავი ამბის ფონზე კი რამდენიმე მძაფრი ადამიანური დრამა თამაშდება…

12.90d 10.00d

მარტინ ემისი ღამის მატარებელი, 168 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ გამომძიებელი მაიკ ჰულიჰანი ცდილობს გაარკვიოს, რატომ უნდა მოეკლა თავი ახალგაზრდა ქალს, ვისაც საზრუნავი და სადარდებელი არც არაფერი ჰქონდა. რთული გამოცანა დაკვირვებას, მოვლენების სხვადასხვა მხრიდან დანახვას და ზედაპირულ შეფასებებზე უარის თქმას ითხოვს. ის, რაც მარტინ ემისის რომანში ხდება, არ ჰგავს სხვა დეტექტივებში მომხდარ ამბებს და, შესაბამისად, შეკითხვებზე პასუხის გაცემაც უფრო და უფრო რთულდება. „ღამის მატარებელი“ ვარაუდებისა და ბოლომდე გაუმხელელი სიმართლეების წიგნია...

10.90d 9.00d


ET CETERA

ალეკო შუღლაძე გადამალვა, 200 გვ. ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. რომან „გადამალვაში“ 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარია თავმოყრილი. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან. შოთა იათაშვილი

9.90d 8.00d კენ კიზი ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა, 396 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

12.90d 10.00d

„...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ 1962 წელს დაიწერა. მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათია წიგნი, რომელიც ასე ზუსტად გამოხატავს კონკრეტული ეპოქის სულს და, ამავდროულად, მარადიულ ფასეულობებს ეხმიანება - ინდივიდისა და სოციუმის ურთიერთობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, საკუთარი ფესვების ძიება... წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანმა ლეგენდარული ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.

ჯერომ სელინჯერი კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... 214 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

10.90d 9.00d 4

სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ ამ „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. მთხრობელი კი ერთი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.


ET CETERA

პატრიკ ზიუსკინდი სუნამო, 254 გვ. გერმანულიდან თარგმნეს ნატალია ნადირაშვილმა და ეკა რაისნერმა რომანის მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ჟან-ბატისტ გრენუი - რომანის მთავარი გმირი უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც, საბოლოოდ, სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.

11.90d 9.00d

უმბერტო ეკო ვარდის სახელი, 746 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ „ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნის მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.

15.90d 12.00d

უმბერტო ეკო პრაღის სასაფლაო, 560 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“.

15.90d 12.00d 5


ET CETERA

ყურბან საიდი ალი და ნინო, 246 გვ. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადს ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. რომანის გეოგრაფია მდიდარია - თბილისი, ბაქო, თეირანი... ეს ის ქალაქებია, რომლებსაც მწერალი დიდი ოსტატობით, ეპოქის, რელიგიური და ეროვნული თავისებურებების ღრმა ცოდნით აღგვიწერს.

11.90d 9.00d

6


სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ გაერთიანებული უცხოენოვანი ლიტერატურა პირველად გამოიცემა ქართულად. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს ნახავთ, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით – ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა.

დინო ბუცატი თათრების უდაბნო, 228 გვ. იტალიურიდან თარგმნა მადონა ბოკუჩავამ იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, დინო ბუცატის (19061972) „თათრების უდაბნო“ მეოცე საუკუნის რომანებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერ ჯოვანი დროგოს უდაბნოს კიდეზე მდებარე სასაზღვრო გარნიზონში აგზავნიან. ბასტიანის ციხესიმაგრეში სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან. დღეები დაძაბულ მოლოდინში გადის, რადგან, ადრე თუ გვიან, უდაბნოს მხრიდან მტერი უნდა გამოჩნდეს... გამოცემა დინო ბუცატის დაბადებიდან 110-ე წლისთავს ეძღვნება.

11.90d 9.00d

ჯულიან ბარნსი დროის ხმაური, 202 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) ბიოგრაფიული რომანის „დროის ხმაური“ მთავარი გმირი დიდი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩია. სტალინის ეპოქაში ცხოვრება სამუდამო კვალს ტოვებს ხელოვანზე, რომელიც ცდილობს, ნებისმიერ ფასად გადაირჩინოს თავი და ღირებული მუსიკა შექმნას. რეჟიმი, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლესაც და შემოქმედის მისწრაფებებსაც, წიგნის მთავარ გმირს კონფორმიზმისკენ, ყველაზე მთავარის დათმობისკენ უბიძგებს. არის კი სხვა გზა „დროის ხმაურში“?

12.90d 9.00d

7


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ჯონ ფაულზი ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი, 622 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ

24.90d 15.00d

დიდი ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის (1926-2005) რომანი „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ ფსიქოლოგიური დრამის ბრწყინვალე ნიმუში და თანამედროვე ლიტერატურის შედევრია. მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ვითარდება. დარვინის იდეებით გატაცებული ახალგაზრდა არისტოკრატი, რომელიც მდიდარი კომერსანტის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებს, შემთხვევით გადაეყრება ყველას მიერ ცოდვილად შერაცხულ ქალს, თავისი ნებით რომ აღუმართავს კედელი საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს შორის. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეხვედრა ახალგაზრდა კაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდება...

იტალო კალვინო უხილავი ქალაქები, 142 გვ. იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა

9.90d 8.00d

იტალო კალვინოს (1923-1985) „უხილავი ქალაქები“ ცნობილი პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია, რომელშიც გადმოცემულია მარკო პოლოს წარმოსახვითი საუბრები ყუბილაი ყაენთან. სახელგანთქმული მოგზაური უამრავ ზღაპრულ მხარეს აღუწერს ყაენს და ქმნის ფანტასტიკურ სურათებს უცნაური ქალაქებისა, სადაც ქუჩები კალითაა მოკირწყლული, შენობებს ვერცხლის გუმბათები ამშვენებს, სასახლეებს კი ზღვის ნიჟარებით ინკრუსტირებული ხვეული კიბეები აქვთ, სადაც გარეგნობითა თუ ქცევით უცნაური ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა თვისებებით ჩვეულებრივი ადამიანებისაგან არ განსხვავდებიან. უმბერტო ეკო მტრის ხატის შექმნა, 350 გვ. იტალიურიდან თარგმნეს: ხათუნა ცხადაძემ, დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა

13.90d 10.00d 8

თქვენ წინაშეა უმბერტო ეკოს ესეების კრებული „მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები“. შემთხვევითი იმიტომ, რომ კრებულში შესული ესეების უმეტესობა დაწერილია „შეკვეთით“, როგორც ჟურნალების თემატური ნომრებისთვის, ასევე სხვადასხვა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე. ასე რომ, სხვადასხვა თემას სხვადასხვა შემთხვევა განსაზღვრავდა: რატომ იქმნიან ადამიანები დღემდე მტრის ხატს? როდის უჩნდება ადამიანის ემბრიონს სული? როგორ აისახება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიპლომატიურ სამსახურზე?.. უსაზღვრო ერუდიცია ხელს არ უშლის ავტორს, ამა თუ იმ თემაზე მსუბუქი ტონით ისაუბროს, ანუ თავადაც იხალისოს და მკითხველიც გაართოს.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

პიერ პაოლო პაზოლინი ქუჩის ბიჭები, 240 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) „ქუჩის ბიჭები“ 1955 წელს გამოვიდა და ერთბაშად დაიპყრო მკითხველი, თუმცა რომანი მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს, ავტორს კი სასამართლოში უჩივლეს. რომანში მოქმედება 1940-50-იან წლებში მიმდინარეობს. ჩვენ თვალწინ იშლება გერმანული ოკუპაციისა და ომის შემდეგდროინდელი რომი – ღარიბული გარეუბნებისა და მუდმივად ქუჩაში მოწანწალე ნახევრად მშიერი ბიჭების ქალაქი. ამ ბიჭების ერთადერთი საზრუნავი თავის გატანაა და ამისთვის ისინი არაფერს ერიდებიან…

14.90d 10.00d

ჯულიან ბარნსი ინგლისი, ინგლისი, 352 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ „ინგლისი, ინგლისი“ ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) რომანია, რომელიც, კრიტიკოსთა აღიარებით, პოსტმოდერნული, სატირული და ანტიუტოპიური ლიტერატურის ნიმუშს წარმოადგენს. რა უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში – ორიგინალი თუ ასლი? სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება სიმულაციური პროცესებით გატაცებამ? შესაძლებელია თუ არა წარსულის გამოგონება და გამოგონილი ტრადიციებით ცხოვრება? – ქვეყანაში, სადაც ასეთი კითხვები ბუნებრივად ჩნდება, რომანის მთავარი გმირი, მართა კოკრინი ბედნიერებას ეძებს.

19.90d 15.00d

კურტ ვონეგუტი სასაკლაო 5, 220 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ „სასაკლაო 5“ კურტ ვონეგუტის ყველაზე ცნობილი რომანია. რომანის მთავარი გმირი ბილი პილგრიმი რიგითი ამერიკელია: ბავშვობა 20-იანი წლების აშშ-ში, ტყვედ ყოფნა გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოსტტრავმული სტრესი, „ჩვეულებრივი“ სამსახური, სტანდარტული ქორწინება და შვილები… პარალელურად, ბილი პილგრიმი დროში მოგზაურობს, მის თავს ყოვლად უჩვეულო, ფანტასტიკური ამბები ხდება.

14.90d 10.00d 9


დიოგენეს ბიბლიოთეკა

მაიკლ ონდააჩი ინგლისელი პაციენტი, 344 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჩადუნელმა

14.90d 10.00d

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია: კანადელი ქურდი და სიქჰი გამნაღმველი. ეს წიგნი სწორედ ამ ოთხი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადამიანის ამბავია. „ინგლისელი პაციენტისთვის“ მაიკლ ონდააჩის ბუკერის პრემია მიენიჭა. წიგნი კიდევ უფრო ცნობილი მას მერე გახდა, რაც მის მიხედვით ფილმი გადაიღეს.

ჰერმან ბროხი მთვარეულები, 850 გვ. გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ „მთვარეულები“ დიდი ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის (1886-1951) პირველი ფილოსოფიური რომანი-ტრილოგიაა. მწერალმა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანიის მაგალითზე, მოახერხა არა მხოლოდ აღეწერა და გაეანალიზებინა ეპოქათა ცვლის მტკივნეული პროცესი, არამედ წინასწარ განეჭვრიტა ის ახალი რეალობა, რომელიც ევროპულ ფასეულობათა შეუქცევადი ცვლის შედეგად დადგებოდა. ამან, უდავო ლიტერატურულ ღირსებებთან ერთად, რომანი საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოებად აქცია.

19.90d 15.00d ელის მანრო ძვირფასი სიცოცხლე, 284 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

11.90d 9.00d 10

2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში ეჭვი არავის შეჰპარვია, გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია – ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს დაუწერია, მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომანების ავტორების გვერდით თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან ხოლმე. მანროსადმი მიძღვნილ სტატიებში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ 2013 წლის ლიტერატურული ნობელი არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჟანრის დაფასებაც იყო. „ძვირფასი სიცოცხლე“ ავტორის ბოლო კრებულია.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

სალმან რუშდი ეშმაკეული აიები, 758 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ ზამთრის ერთ დილას, გარიჟრაჟზე, ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი ლამანშის თავზე აფეთქდა. ნამსხვრევებსა და ათას უსარგებლო ნივთს შორის ორი ადამიანი მოფრინავს – მთელს ჰინდუსტანში სახელგანთქმული მსახიობი ჯაბრაილ ფარიშტა და მავანი სალადინ ჩამჩა, 1001 ხმის პატრონს რომ ეძახდნენ... ერთმანეთს ებღაუჭებიან, მოფრინავენ, მოიმღერიან, მერე კი ზღვაში ჩაინთხლევიან და, რაღაც სასწაულით გადარჩენილებს, ტალღები ალბიონის დათოვლილ სანაპიროზე გამორიყავს... ჯაბრაილს წმინდანის ბაკი ადგას თავზე, სალადინ ჩამჩა კი ერთ რაღაც გაბანჯგვლულ, ფლოქვებიან, რქოსან არსებად ქცეულა. ვიღაცამ უეჭველად კეთილისა და ბოროტის დაუსრულებელი ბრძოლის ასპარეზზე გამოსაყვანად არჩია ისინი...

19.90d 15.00d

სალმან რუშდი ჯოზეფ ანტონი, 846 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ 1989 წლის 14 თებერვალს სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორმა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯათო... ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი „ეშმაკეული აიები“ ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა მიმართულიო. ასე იწყება ლამის დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, როგორ იქცა მწერალი დევნილად საკუთარ ქვეყანაში; მდევნელთაგან დასამალად კი იძულებული ხდებოდა, ერთთავად პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო და ისიც კი მოსთხოვეს, ეგებ ფსევდონიმი შეგერჩიაო. მანაც საყვარელი მწერლები გაიხსენა და არჩევანი კონრადსა და ჩეხოვზე შეაჩერა – ასე მოევლინა ქვეყანას ჯოზეფ ანტონი.

19.90d 10.00d

ფილიპ როთი ამერიკული პასტორალი, 612 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. იგი თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...

14.90d 10.00d 11


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ჯეკ კერუაკი გზაზე, 488 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჭილაძემ

11.90d 9.00d

ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922-1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ – 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი. ჩაკ პალანიკი მებრძოლთა კლუბი 264 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

9.90d 8.00d

„მებრძოლთა კლუბი“ – ჩაკ პალანიკის პირველი რომანი – 1996 წელს გამოქვეყნდა. 1999-ში დევიდ ფინჩერმა წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო. „არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც „მებრძოლთა კლუბში“. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული... ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. „მებრძოლთა კლუბშიც“ ისმის ხმაური და ხვნეშა, როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ“. მარგარეტ ეტვუდი ბრმა მკვლელი, 868 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ

15.90d 10.00d 12

რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) ამ საუკუნეში პირველი ბუკერის პრემია მიენიჭა. ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი 2000 წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს გავს: დების – აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია...


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ბოჰუმილ ჰრაბალი ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, 310 გვ. ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მეოცე საუკუნის დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (თუმცა არაოფიციალური გამოცემები მანამდეც არსებობდა). იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხანაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყნად ორი რამ აღელვებს – ფული და გოგოები... „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება – მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა მთელი მონდომებით.

9.90d 3.00d

სემუელ ბეკეტი მოლოი, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ სემუელ ბეკეტს (1906-1989) ხან უკანასკნელ მოდერნისტად მოიხსენიებენ, ხანაც პირველ პოსტმოდერნისტად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბეკეტი – ჯეიმზ ჯოისთან ერთად – მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიელი მწერალია. „მოლოი“ – ბეკეტის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი – ფრანგულად დაიწერა და 1951 წელს გამოიცა. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიკ ბოულზმა, ავტორთან ერთად, წიგნი ინგლისურად თარგმნა. რომანი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორი პერსონაჟის, მოლოისა და ჟაკ მორანის მონათხრობისაგან შედგება.

9.90d 3.00d

რადიარდ კიპლინგი კიმი, 442 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ პატარა, ობოლი კიმბოლ ო’ჰარა – მეტსახელად „ქვეყნიერების ძმაბიჭი“ – ინდოეთის ქალაქ ლაჰორში ცხოვრობს. იქაური ბაზრის ბიჭბუჭობაში არც გამოირჩევა, შავტუხაა და მეტწილად ადგილობრივ კილოკავზე უქცევს, თუმცა თეთრკანიანია – ირლანდიელ ფეხოსანთა ლეგიონის მედროშის შვილი. კიმი ტიბეტელ ლამას უმეგობრდება და მასთან ერთად გასწევს სახეტიალოდ. მალე კი გამჭრიახი და ენამოსწრებული პატარა ბიჭი „დიდი თამაშის“ მონაწილე ხდება, თამაშისა, რომელშიც ჩაბმულები არიან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური და რუსეთის იმპერიის ჯაშუშები.

11.90d 3.00d 13


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ჯონ ბენვილი ზღვა, 226 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

9.90d 5.00d

თანამედროვე ირლანდიურ ლიტერატურაში ჯონ ბენვილის (1945) სახელი გამორჩეულია. მის დახვეწილ, სტილისტურად უნაკლო პროზას ხშირად ვლადიმირ ნაბოკოვისას ადარებენ. ბენვილი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომელიც მწერალს 2005 წელს მიენიჭა რომანისთვის „ზღვა“. „ზღვა“ ხანში შესული მაქს მორდენის მონათხრობია, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზღვისპირა სოფელში ჩადის. იგი იხსენებს ბავშვობაში ამ ადგილას გატარებულ ზაფხულს, როცა გრეისების ოჯახი გაიცნო – ადამიანები, რომლებმაც მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. გ. კ. ჩესტერტონი მოთხრობები მამა ბრაუნზე, 398 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

11.90d 3.00d

ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი გ. კ. ჩესტერტონი (18741936) უამრავი ლექსის, მოთხრობის, რომანისა და ესეს ავტორია, თუმცა, პირველ რიგში, მაინც მამა ბრაუნის შესახებ შექმნილი მოთხრობებითაა ცნობილი. ამ მოთხრობებში ყოველთვის არის დამნაშავე, რომლის მხილებასაც ჩია, მორიდებული კათოლიკე მღვდელი ცდილობს. ბრიტანეთში მამა ბრაუნი პოპულარობით ლეგენდარულ ბეიკერსტრიტელ დეტექტივსაც კი უწევს მეტოქეობას. ჩესტერტონი – მისი კლასიკად ქცეული სენტენციებისა და თხრობის ბრწყინვალე სტილის წყალობით – არა მხოლოდ დეტექტიური ჟანრის მოყვარულებს იზიდავს.

რომენ გარი თეთრი ძაღლი, 304 გვ. ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ

9.90d 5.00d

14

რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც – წესის მიხედვით – ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალს ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის ერგო. „თეთრი ძაღლი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია – რეალური ამბავი, თუ როგორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანებისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ საგანგებოდ შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ჯულიან ბარნსი ფლობერის თუთიყუში, 280 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ „რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მოიძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯიუტობთ, თავს არ ვანებებთ“. ეს ჯეფრი ბრაითუეიტის, ფლობერის შემოქმედების მოყვარული მკვლევრის სიტყვებია, რომელიც მთელი წიგნის მანძილზე გენიოსის ცხოვრების დეტალებს უღრმავდება და მათზე მსჯელობს. ეს წიგნი შეიძლება გუსტავ ფლობერის უჩვეულო ფორმის ბიოგრაფიად ჩაითვალოს, შეიძლება – ერთი ახირებული კაცის მსჯელობად მწერლობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნამდვილი ლიტერატურაა.

9.90d 3.00d

პიტერ კერი ძარცვა, 404 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ (1943) იგივე მოახერხა, რაც თურქმა ორჰან ფამუქმა და სამხრეთ აფრიკელმა ჯონ კუტზეემ – თავისი ქვეყანა გეოგრაფიული პერიფერიიდან თანამედროვე ლიტერატურის ცენტრში გადაიტანა. პიტერ კერის ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა. 2006 წელს გამოქვეყნებული რომანი „ძარცვა“ ერთ დროს სახელგანთქმული ავსტრალიელი მხატვრის, მაიკლ ბოუნის, მეტსახელად ბუჩერის ამბავია. ყველასგან დავიწყებული მაიკლი დღეებს მიყრუებულ სოფელში, აუტისტ ძმასთან ერთად ატარებს, სანამ მათ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი არ ჩნდება, რომელიც ყველაფერს ცვლის.

11.90d 5.00d

პოლ ოსტერი, ჯ. მ. კუტზეე აქ და ახლა – წერილები (2008-2011), 332 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ქეთი ქანთარიამ და ირმა ტაველიძემ მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი.

9.90d 1.00d 15


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ედით უორტონი, უმანკოების ხანა, 428 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა „უმანკოების ხანა“ ძველი ნიუ-იორკის ცხოვრების ამსახველი რომანია. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც „სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელანდის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

11.90d 8.00d უილიამ ფოლკნერი დროშები მტვერში, 548 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

13.90d 10.00d

„დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ „იოკნაპატოფას ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს – გამომცემლის დაჟინებით – „სარტორისი“ დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. „დროშები მტვერში“ – ავტორისეული სახელწოდებით და სრულად – მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ – 1973-ში გამოიცა. ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება. ჯ. მ. კუტზეე სირცხვილი, 300 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ

9.90d 8.00d

16

ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან „სირცხვილისთვის“ მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. წიგნის მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი მჟღავნდება.


სერია „ამერიკელები“

სერია „ამერიკელები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს. ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა.

ჯონათან საფრან ფოერი სრული გასხივოსნება მაგარი ყდა, 408 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ 25 წლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) ამერიკულ ლიტერატურაში გამოჩენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის შესახებ არათუ რიგითი კრიტიკოსები, პროზის დინჯი და სიტყვაძუნწი ოსტატებიც კი აღფრთოვანებით წერდნენ. 2002 წელს გამოქვეყნებულ სადებიუტო რომან „სრულ გასხივოსნებას“ ჯონ აპდაიკმა „გამაოგნებელი წიგნი“ უწოდა. ეს არის გამქრალი ებრაული დასახლება ტრახიმბროდის, ამ დასახლების საძებნად უკრაინაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე მისი ოდესელი თარჯიმნის ისტორია, მოთხრობილი მეტად უცნაური და სასაცილო ენით.

14.90d 10.00d

ფილიპ როთი პორტნოის სინდრომი მაგარი ყდა, 340 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი – ფილიპ როთი (1933) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.

14.90d 12.00d 17


ამერიკელები

ჰანტერ ს. თომპსონი ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში მაგარი ყდა, 216 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით – „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებდამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის – რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლასვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.

12.90d 5.00d უილიამ ბეროუზი ჯანქი მაგარი ყდა, 216 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ უილიამ ბეროუზი (1914-1997), ჯეკ კერუაკთან და ალენ გინზბერგთან ერთად, ბიტ-მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. „ჯანქი“ ბეროუზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. ეს არის ავტობიოგრაფიული ტექსტი – ერთგვარი რეპორტაჟი, რომელშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანის გამოცდილებაა აღწერილი.

12.90d 8.00d თომას პინჩონი ლოტ 49-ის გამოცხადება მაგარი ყდა, 224 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

12.90d 5.00d 18

ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი. „ლოტ 49-ის გამოცხადება“ – რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია – პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.


ამერიკელები

სოლ ბელოუ ჰენდერსონი, წვიმის მეფე მაგარი ყდა, 562 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ – ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი – 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება.

16.90d 8.00d სილვია პლათი ზარხუფი მაგარი ყდა, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა „ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.

12.90d 10.00d ვუდი ალენი თანამდევი მოვლენები მაგარი ყდა, 164 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „თანამდევი მოვლენები“ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, ვუდი ალენის (1935) იუმორისტული კრებულია, რომელიც განსხვავებული ფორმისა და თემატიკის ჩვიდმეტი ტექსტისაგან შედგება. პროფესორ ნიდელმანის მოსაგონარს, მსჯელობას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, პლატონის დიალოგების სტილში დაწერილ საკუთარი თავის აპოლოგიას თუ გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქმულ სიტყვას ერთი რამ აერთიანებს – ყველა მათგანი ძალიან სასაცილოა.

11.90d 6.00d 19


ამერიკელები

ჯოის კეროლ ოუტსი შავი წყალი მაგარი ყდა, 154 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ რომანი „შავი წყალი“ 1992 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს ამ წიგნისთვის ოუტსი პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. ამ მცირე რომანში დატრიალებული ამბავი ე.წ. „ჩაპაკვიდიკის ინციდენტს“ ეხმიანება – 1969 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როცა კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანამგზავრი ახალგაზრდა ქალი კი დაიღუპა.

11.90d 3.00d კურტ ვონეგუტი სარწეველა ფისოსათვის მაგარი ყდა, 360 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

14.90d 8.00d

დოქტორი ფელიქს ჰონიკერი, ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი, მთლიანად სამეცნიერო კვლევა-ძიებაშია ჩაფლული და მისი მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების დამღუპველი შედეგები ნაკლებად აღელვებს. იგი ერთი მეტად სახიფათო გამოგონების ავტორია, რომელსაც „ყინული-9“ ჰქვია. „ყინული-9“ მსოფლიო ოკეანესთან დაკავშირებულ ნებისმიერ მდინარესა თუ ნაკადულში მოხვედრისას წყალს ყინულად აქცევს და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე. ეს გამოგონება ჰონიკერის მემკვიდრეთა ხელში ხვდება, მათ კი ანგარება ამოძრავებთ... ჯეკ კერუაკი დჰარმის მაწანწალები მაგარი ყდა, 300 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ

14.90d 8.00d 20

„ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს.


ამერიკელები

პოლ ოსტერი ილუზიების წიგნი მაგარი ყდა, 422 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ პროფესორი დევიდ ზიმერი ღრმა დეპრესიით იტანჯება მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფის შედეგად მეუღლე და შვილები დაკარგა. შემთხვევით იგი ნახულობს ფილმს მუნჯი კინოს ერთ დროს ცნობილი მსახიობის ჰექტორ მანის მონაწილეობით, რომელიც 1929 წელს უკვალოდ გაუჩინარდა. ზიმერი იწყებს მოგზაურობას ამერიკასა და ევროპაში, რათა მოიძიოს იშვიათი ფილმები მანის მონაწილეობით და მსახიობის შესახებ წიგნი დაწეროს. ერთ დღეს იგი უცნაურ წერილს იღებს, რომლიდანაც იტყობს, რომ მსახიობი ჰექტორ მანი ცოცხალია და მასთან შეხვედრა სურს...

14.90d 6.00d

სტივენ კინგი კერი მაგარი ყდა, 280 გვ. ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ „კერი“ სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. სწორედ ამ წიგნით დაიწყო ახალი ხანა ჰორორის ჟანრის ლიტერატურაში. ეს გახლავთ ერთი დაჩაგრული (შინ – დედის რელიგიური ფანატიზმისაგან, ხოლო სკოლაში – თანაკლასელების დაუნდობლობისაგან) და ყველასგან გარიყული გოგონას – კერიეტ უაიტის – ტრაგიკული ისტორია. გოგონას ყოველი მცდელობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით მთავრდება. თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, მწარედ იძიოს შური...

14.90d 10.00d

ჯეფრი იუჯინიდისი თვითმკვლელი ქალწულები მაგარი ყდა, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ „თვითმკვლელი ქალწულები“ ჯეფრი იუჯინიდისის პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროსპოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების – ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.

14.90d 10.00d 21


ამერიკელები

თრუმენ კეპოუტი ხელის აუკანკალებლად მაგარი ყდა, 368 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

16.90d 12.00d

თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე. წ. „ახალი ჟურნალისტიკის“ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი „ხელის აუკანკალებლად“ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს – 1959 წ. კანზასში ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი (მამა, დედა და ორი შვილი) ამოწყვიტეს – და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდელობაა.

ჯონ აპდაიკი ბრაზილია მაგარი ყდა, 374 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

16.90d 12.00d

კოპაკაბანის ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო – რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი – შემთხვევით გაიცნობს იზაბელს – ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ტრისტაო და იზაბელი გადაწყვეტენ – ისინი ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს და მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს. გამოცდა კი – თან სრულიად მოულოდნელი – წინ არაერთია. ჯონ აპდაიკის (1932-2009) „ბრაზილია“ თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ვნებითა და სისასტიკით გაჯერებული ამბავია. ჩარლზ ბუკოვსკი ფოსტა მაგარი ყდა, 248 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

14.90d 12.00d 22

რომანი „ფოსტა“ მწერლის პირველი ბიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც სამ კვირაში დაიწერა. ამ წიგნმა მწერალს დიდი წარმატება მოუტანა და ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდრა საპატიო ადგილი ე. წ. „ბინძური ლიტერატურის“ ჟანრში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად თხრობის ხაზგასმულად ნატურალისტური, ზოგჯერ შოკის მომგვრელი მანერისა, მწერლის ძალზე თავისებური, ნაღვლიანი იუმორი, განმაიარაღებელი გულწრფელობა და საკუთარი თავის მიმართ უაღრესად საღი და ირონიული დამოკიდებულება არც ერთ მკითხველს გულგრილს არ ტოვებს.


სხვა წიგნები

ტრეისი შევალიე გოგონა მარგალიტის საყურით, 238 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ ისტორიული რომანების ავტორს, ამერიკელ მწერალ ტრეისი შევალიეს (1962) საყოველთაო აღიარება მოუტანა რომანმა „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელიც დიდი ჰოლანდიელი მხატვრის, იოჰანეს ვერმეერის ამავე სახელწოდების ნახატის შექმნის საინტერესო ვერსიას გვთავაზობს. ისტორიის მოსათხრობად მწერალმა ორიგინალურ მხატვრულ ხერხს მიმართა: ამბავს თვით ვერმეერის ნახატზე გამოსახული მშვენიერი გოგონა გვიყვება. 2003 წელს რომანის მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსენი ასრულებს.

13.90d 10.00d

დენის ლიჰეინი წყეულთა კუნძული, 320 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა 1954 წლის ზაფხულში სასამართლოს აღმასრულებლები ტედი დენიელსი და ჩაკ აულე შეურაცხად დამნაშავეთა საავადმყოფო „ეშკლიფში“ ჩადიან, რათა გაარკვიონ ერთ-ერთი პაციენტის – შვილების მკვლელ რეიჩელ სოლენდოს უცნაური გაუჩინარების ამბავი. საავადმყოფო კუნძულზე მდებარეობს, რომელსაც ხალხი „წყეულთა“ კუნძულს ეძახის. ამოვარდნილი გრიგალი რამდენიმე დღით წყვეტს კუნძულს გარე სამყაროსაგან. იქ გამომწყვდეული ტედი ნელ-ნელა ხვდება, რომ „ეშკლიფში“ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... რომანის მიხედვით 2010 წელს მარტინ სკორსეზემ გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.

13.90d 10.00d

ზვიად რატიანი შენთვის შეიძლება, 60 გვ. „შენთვის შეიძლება“ ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი პოეტისა და მთარგმნელის ზვიად რატიანის მეექვსე პოეტური კრებულია.

5.90d 4.00d

23


სხვა წიგნები

შეადგინა ზვიად რატიანმა ქართული ლექსი - XX საუკუნე, 544 გვ.

14.90d 5.00d

ეს წიგნი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთგვარი გზამკვლევია. სწორედ გზამკვლევი და არა შედევრების კრებული, რადგან მასში, მეტ-ნაკლები სისრულით, გასულ საუკუნეში ქართული ლექსის განვითარების გზაა წარმოჩენილი, ეს გზა კი ყოველთვის აღმავალი არ იყო. ქართული ლექსის თემატური თუ დროის გარკვეული მონაკვეთით შემოსაზღვრული ანთოლოგიები აქამდეც გამოცემულა, მაგრამ ეს კრებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტის მიერ წინა საუკუნის პოეზიის მთელი სიგრძე-სიგანით დანახვისა და გააზრების პირველი მცდელობაა.

ირმა ტაველიძე აღმოსავლეთის გამოგონება, 138 გვ. ირმა ტაველიძე დაიბადა 1973 წლის 20 ოქტომბერს გორში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პროზაული ტექსტები 1999 წელს დაიბეჭდა. 2007 წელს გამოიცა ირმა ტაველიძის მოთხრობების პირველი კრებული „ავტობიოგრაფია ფრანგულად“. „აღმოსავლეთის გამოგონება“ ირმა ტაველიძის მოთხრობების მეორე კრებულია.

7.90d 2.00d ოთარ ქათამაძე, პაატა ციკოლია პიესები, 100 გვ.

7.90d 4.00d 24

ამ წიგნის ორივე პიესა, პაატა ციკოლიას რეჟისურით წარმატებით დაიდგა ქართულ სცენაზე: „კალიგულა“ - ფოთის თეატრში, „მარივოს სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი“ კი ბათუმის თეატრში. პიესები ერთსა და იმავე თემას - ადამიანებს შორის ურთიერთობის უპერსპექტივობის, იმედგაცრუებისა და ანგარიშსწორების ტრაგიკულ ამბავს ეძღვნება. ეს ტექსტები უშუალოდ რეპეტიციების პროცესშია შექმნილი და საგანგებოდ სცენის სპეციფიკაზეა მორგებული, მაგრამ დრამატურგიულ გამართულობასთან ერთად იმდენად მაღალმხატვრული ლიტერატურული ნაწარმოებებია, რომ მკითხველზეც უდიდეს ემოციურ ზემოქმედებას ახდენს. 2015 წელს „კალიგულას“ წლის საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ნომინაციაში პრემია „დურუჯი“ მიენიჭა.


სხვა წიგნები

ორჰან ფამუქი ნივთების უმანკოება მაგარი ყდა, სუპერი. 260 გვ. თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, სახლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგარაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფეროებზე მოგვითხრობს, პარალელურად აღგვიწერს, თუ როგორ ქმნიდა ორჰან ფამუქი თხუთმეტი წლის განმავლობაში „უმანკოების მუზეუმს“ და მუზეუმის კატალოგადაც გვევლინება.

34.90d 15.00d

ორჰან ფამუქი უმანკოების მუზეუმი, 712 გვ. თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია, რომელიც, ძირითადად, 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია – ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.

19.90d 17.00d

ორჰან ფამუქი სტამბოლი, 540 გვ. თურქულიდან თარგმნა თამარ ალფენიძემ „სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. „ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც“.

13.90d 12.00d 25


სხვა წიგნები

ორჰან ფამუქი სხვა ფერები, 694 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა

15.90d 10.00d

„სხვა ფერები“ ორჰან ფამუქის ჩანაწერების კრებულია. ეს ჩანაწერები წლების მანძილზე, მწერლის რომანების პარალელურად იქმნებოდა. ისევე, როგორც ტექსტების ფორმა (ესე, სტატია, საჯარო გამოსვლა, ინტერვიუ, მოთხრობა...) მათი თემატიკაც განსხვავებულია: კულტურათა დაპირისპირება, ისტორია, პოლიტიკა, რელიგია, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა... ამ მასშტაბურ თემებზე მსჯელობა წიგნის მხოლოდ ნაწილია. აქვეა ჩანაწერები, რომლებიც ყოფით და, შესაძლოა, მკითხველისთვის უფრო საინტერესო ამბებს ეხება. მაგალითად, როგორ დაანება მწერალმა თავი მოწევას, ან რა ახირებები აქვს მაჯის საათებთან დაკავშირებით. ორჰან ფამუქი გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი, 174 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ია ბერსენაძემ

9.90d 3.00d

„გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“ ორჰან ფამუქის 2010 წელს გამოცემული ესეების კრებულია. წიგნის ეპილოგში ფამუქი წერს: ”მინდოდა, მკითხველისთვის ჩემი მწერლური გამოცდილება გამეზიარებინა - რა მასწავლა რომანის ხელოვნებამ და რა ამიკრძალა, რასაც ხან ვეჯაჭვებოდი, ხან კი, პირიქით, თავიდან ვიშორებდი... როგორც ამ წიგნის მოცულობითაც ჩანს, ეს არ არის რომანის ისტორია, თუმცა ამ ლიტერატურული ჟანრის უკეთ გასაგებად ვეცადე, მისი განვითარების ეტაპებიც მიმომეხილა. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც სხვა რამ იყო: რა შთაბეჭდილებას ახდენს რომანი მკითხველზე? როგორ მუშაობენ რომანისტები? და როგორ იქმნება ნაწარმოები“? სტივენ კინგი წელიწადის დრონი, 712 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ „წელიწადის დრონი“ ოთხი მცირე რომანისაგან შედგენილი კრებულია. „რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან“, „ნიჭიერი მოწაფე“, „გვამი“ და „სუნთქვის მეთოდი“ განსხვავდება კინგის სხვა წიგნებისგან და ერთი ჟანრის ფარგლებს სცილდება. „წელიწადის დრონის“ ოთხი რომანიდან სამის მიხედვით ცნობილი ფილმებია გადაღებული.

14.90d 12.00d 26


სხვა წიგნები

სტივენ კინგი მისტერ მერსედესი, 612 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს თამარ წილოსანმა, თამარ ხინჩაგაშვილმა და ნათია სოყურაშვილმა ამ რომანში კინგი კლასიკურ დეტექტიურ სიუჟეტს სთვაზობს მკითხველს, რაც ჟანრობრივი სიახლეა მის შემოქმედებაში. ნაწარმოებში მოქმედება 21-ე საუკუნის აშშ-ში ხდება. გადამდგარი დეტექტივი ჰოჯიზი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს მასობრივი მკვლელობის გაუხსნელი საქმე, ნელ-ნელა იძირება სულიერ დეპრესიაში. მოულოდნელად ფოსტით წერილი მოდის, რომელიც სავარაუდო მკვლელს ეკუთვნის. ეს წერილი ნამდვილი გამოწვევაა ყოფილი პოლიციელისთვის. ჰოჯიზი გადაწყვეტს, რომ ენერგიულად იმოქმედოს და აღარ დაუშვას მორიგი სისხლისღვრა...

14.90d 10.00d

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 1 (მსროლელი), 294 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარულებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი – ყველა სამყაროს შემაკავშირებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქმედების მწვერვალს უწოდებს. „მსროლელი“ სერიის პირველი წიგნია. მასში მკითხველი ეცნობა მთავარ გმირს, რომელსაც მეტოქის, ძლევამოსილი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრახავს, რათა მისი დახმარებით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს.

9.90d 8.00d

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 2 (სამის გამორჩევა), 510 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნინო შეყილაძემ „სამის გამორჩევა“ ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, „მსროლელის“, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე – „პატიმარზე“, „ჩრდილების ქალბატონზე“ და „სიკვდილზე“ ამახვილებინებს. „სამის გამორჩევა“ სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს – როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.

14.90d 8.00d 27


სხვა წიგნები

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები I), 330 გვ. სტივენ კინგი ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები II), 314 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

12.90d 8.00d

12.90d 8.00d

„ბნელი კოშკის“ მესამე ნაწილი, „უნაყოფო მიწები“, წინამორბედი წიგნების მსგავსად, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ სტივენ კინგი, სათავგადასავლო მოტივების გარდა, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პლასტებს გვთავაზობს. წიგნი იწყება მეორე ნაწილში, „სამის გამორჩევაში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და მოგვითხრობს სამყაროს უკანასკნელი მსროლელის, როლანდის ახალი „კა-ტეტის“ (მისი ერთგული მეგობრების ჯგუფის) საბოლოო ჩამოყალიბებისა და მათი ხანგრძლივი ერთობლივი ლაშქრობის ამბებს „ადგილიდან დაძრულ სამყაროში“, რომელიც ძალიან „მოგვაგონებს“ პოსტაპოკალიპსურ სამყაროს, სადაც მაგია მძლავრობს... ჯერომ სელინჯერი ფრენი და ზუი, 184 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

7.90d 6.00d

ჯერომ სელინჯერის „ფრენი და ზუი“ გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი ძმების მსგავსად და დიდწილად მათი მეცადინეობით, ბავშვობიდან გამორჩეულები იყვნენ. მათ ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ. რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარესამყაროსთან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბოთი აღწერს.

ჯერომ სელინჯერი ჭერი ასწიეთ დურგლებო და სიმორი, შესავალი, 262 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ლელა დუმბაძემ „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. ბადი გლასი აღწერს თავის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს, კერძოდ უფროსი ძმის, სიმორის შესახებ. სელინჯერის სხვა წიგნის „ფრენისა და ზუის“ მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.

7.90d 5.00d 28


სხვა წიგნები

პ. გ. ვუდჰაუსი ვუსტერთა გვარის ღირსება, 214 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ინგლისელი მწერლის პელემ გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) რომანებისა და მოთხრობების სახელგანთქმული სერიის ნაწილია. ამ ისტორიების მთავარი გმირები ინგლისელი ჭკუამხიარული არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი ყოვლისმცოდნე, მუდამ აუღელვებელი მსახური ჯივზია. „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ვუდჰაუსის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. პირველის („დაიკიდე, ჯივზ!“) მსგავსად, ამ წიგნშიც ბრწყინვალე ინგლისური იუმორითაა მოთხრობილი მორიგ ხათაბალას გადაყრილი ბერტი ვუსტერისა და მხსნელად მოვლენილი ჯივზის ამბავი.

9.90d 5.00d

პ. გ. ვუდჰაუსი ეგრე გააგრძელე, ჯივზ! 246 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ეგრე გააგრძელე, ჯივზ!“ პ. გ. ვუდჰაუსის მოთხრობების კრებულია. ეს მოთხრობები ინგლისელი მწერლის ყველაზე ცნობილი გმირების – ჯივზისა და ვუსტერის შესახებ შექმნილი სერიის ნაწილია და მეოცე საუკუნის იუმორისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. კრებული ათ მოთხრობას აერთიანებს. როგორც ზოგადად ამ სერიის წიგნებში, აქაც მთხრობელი დარდიმანდი ბერტი ვუსტერია, რომელიც დაუზარებლად ჰყვება თავს გადამხდარ ამბებს. ვუსტერი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რა ადვილად შეიძლება გაიჩარხოს ერთი შეხედვით ყოვლად უიმედო საქმე, როცა მსახურად ისეთი ჭკუის კოლოფი გყავს, როგორიც ჯივზია. ამ კრებულშივე შედის მოთხრობა, რომელშიც ამბავს თავად ჯივზი ყვება.

9.90d 8.00d

რომენ გარი ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება 230 გვ., ფრანგულიდან თარგმნა ლია დარაშვილმა რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც, წესის მიხედვით, ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალმა ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის მიიღო. „ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება“ ხანში შესული ფრანგი ბიზნესმენის, ჟაკ რენიესა და ოცდაორი წლის ბრაზილიელი გოგოს სიყვარულის ამბავია – სიყვარულის, რომელსაც, ერთი შეხედვით, მომავალი არ აქვს.

9.90d 8.00d 29


სხვა წიგნები

ზოია ფირზადი შევეგუებით, 522 გვ. სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ

14.90d 10.00d

თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის, ზოია ფირზადის წიგნში გაერთიანებულია რომანი „შევეგუებით“ და მოთხრობები. აღსანიშნავია, რომ რომანი „შევეგუებით“ ირანში გამოსვლისთანავე არნახულად პოპულარული გახდა და რვა წლის განმავლობაში ოცდაექვსჯერ დაიბეჭდა – მწერლის შემოქმედებაში ორი საკითხია წამყვანი: გენდერული (რომლის საინტერესო და ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს რომანი „შევეგუებით“) და სხვადასხვა კონფესიის თანაარსებობა ისლამურ რესპუბლიკაში (რომლის ღრმა და დელიკატურ ასახვასაც წარმოადგენს სამი მოთხრობა საერთო სათაურით „აღდგომამდე ერთი დღე რჩება“). ერნესტო ჩე გევარა მოტოციკლისტის დღიური, 340 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

9.90d 5.00d

1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს. „მოტოციკლისტის დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი „ჩე“, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ... 2004 წელს უოლტერ სალესმა „მოტოციკლისტის დღიურის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. დანიელ პენაკი სკოლის სევდა, 280 გვ. ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ

11.90d 9.00d 30

ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის ეს წიგნი ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ – როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა. „სკოლის სევდა“ აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში.


სხვა წიგნები

ელიზაბეტ კენდელი ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა მაგარი ყდა, სუპერი, 552 გვ. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის – მელიტონ ბალანჩივაძის, დედის – მარიას, დის – თამარისა და ძმის – ანდრიას შესახებ. წიგნში ბალანჩინისა და მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრისა და თანამოაზრის, ლიდია ივანოვას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პერიპეტიები პარალელურადაა მოთხრობილი.

19.90d 5.00d

მარკ ბელასენი, ოლგა შავერნე აუტისტი ბავშვი (სახელმძღვანელო მშობლებისთვის), 310 გვ. როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის პირველი ნიშნები? როგორ და როდის უნდა დაისვას დიაგნოზი? როგორ შევამსუბუქოთ ის ყოველდღიური სიძნელეები, რომლებიც ყველასთვის თავისებურია? მკურნალობისა და სწავლების რომელი მეთოდი ავირჩიოთ? რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მივცეთ უპირატესობა? რაში გამოიხატება პროგრესი? ეს წიგნი სახელმძღვანელოა მშობლებისთვის და ეხება ამ და სხვა პრობლემებს, რომლებსაც მშობლები და პროფესიონალები ყოველდღიურად აწყდებიან ბავშვის მოვლის, მკურნალობისა და სწავლების დროს.

10.90d 9.00d

კარლ გუსტავ იუნგი ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს 324 გვ. წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის. ორივე ნაშრომი ქართულად პირველად ითარგმნა.

14.90d 10.00d 31


სხვა წიგნები

ჯორჯ ბელჩი, მაიკლ ბელჩი რეკლამა და პრომოცია 856 გვ.

64.90d 20.00d

ეს ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში, ქართულად პირველად გამოიცა. წიგნში განხილულია ძირითადი მარკეტინგული საშუალებების – რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის – წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს.

დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა 612 გვ.

59.90d 40.00d

მრავალმხრივი და თანამედროვე „საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა“ ეხმარება სტუდენტებს, ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს და დაეუფლონ სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობაში იხმარება თანამედროვე მსოფლიოში. მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალი ტექნოლოგიებისა და მედიის შემოქმედებითად გამოყენებას. ჰენრი მ. ლევინი, პატრიკ ჯ. მაკივანი დანახარჯები – ეფექტიანობის ანალიზი, 388გვ.

9.90d 2.00d 32

შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალურად ეფექტიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება ჩვენს ქვეყანაში საჭირბოროტო საკითხია. ეს ნაშრომი სწორედ ამ საჭიროებას ეხმიანება და განკუთვნილია განათლების სფეროს სპეციალისტების, გადაწყვეტილებების მიმღებების, მკვლევრების, სტუდენტებისა და, ზოგადად, საზოგადოებრივი სფეროს პროგრამებისა თუ პროექტების შეფასებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მათ შედეგზე ორიენტირებული და გონივრული საგანმანათლებლო ინიციატივების დაგეგმვასა და შეფასებაში.


სხვა წიგნები

ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი (ორ ტომად) პირველი ტომი (ა-მ) 204 გვ., მეორე ტომი (მ-ჰ) 180 გვ. სამაგიდო წიგნი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის! პროფესიონალთა მიერ მომზადებულ ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია. ლექსიკონი დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ლიტერატურული ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და განუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს. ლექსიკონი შეადგინა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ბეროზაშვილმა.

5.00d 3.00d

5.00d 3.00d „ვეფხისტყაოსანი“ ტექსტი და კომენტარები, 376 გვ. კომენტარებისა და ანალიტიკური გზამკვლევის ავტორი თამაზ ვასაძე „ვეფხისტყაოსნის“ ამ გამოცემის თავისებურება უპირველესად ის არის, რომ აქ ყოველ სტროფს უშუალოდ მოსდევს დღევანდელი მკითხველისთვის ძნელად გასაგები სიტყვებისა და გამოთქმების, ფრაზების, სახეების, ქვეტექსტების განმარტება. გარდა ამისა, წიგნში ნაწარმოების ტექსტს ერთვის მისი ანალიზი; დეტალურად არის განხილული ეპიზოდები, პერსონაჟთა სახეები, ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემები, პოემის იდეური საყრდენები და ლაიტმოტივები. „ვეფხისტყაოსნის“ ეს გამოცემა უკვე გახდა განსაკუთრებით პოპულარული პედაგოგებს, უფროსკლასელებსა და აბიტურიენტებს შორის.

12.00d 9.00d 33


საბავშვო და საყმაწვილო

ა. ა. მილნი ვინი ფუუჰი დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი. 336 გვ.

29.90d 20.00d

„ვინი ფუუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. წიგნის გამოცემიდან თითქმის 50 წლის შემდეგ ერნესტ შეპარდმა გააფერადა პირვანდელი შავთეთრი ნახატები, რათა ისინი კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა ბავშვებისათვის. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ახალი გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუუჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.

სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემი აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ.

9.90d 3.00d

ზოგჯერ, როცა ვინმე ძალიან, ძალიან გიყვარს, მთელი გულით გინდა გააგებინო, რა დიდია შენი სიყვარული. მაგრამ ციცქნა და დიდმა წაბლისფერმა ყურცქვიტებმა აღმოაჩინეს, რომ სიყვარულის გაზომვა არც ისე ადვილია. ეს წიგნი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე ოცდაორი წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.

მარტა ალტესი არრა! დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, 32 გვ. რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგრამ ჩვენს ცუგას ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია... „არრა!“ მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

4.90d 2.00d 34


საბავშვო და საყმაწვილო

გაბრიელ ვენსანი ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. გაბრიელ ვენსანი ქუჩის მუსიკოსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. „ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან“ და „ქუჩის მუსიკოსები“ გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის წიგნებია. მთავარი გმირები – თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული. 2014 წელს ამ წიგნების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი „ოსკარის“ ნომინანტი გახდა.

9.90d 4.00d

9.90d 4.00d

ბარბარა რაიდი კოტრიალა ლექსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი, 32 გვ. „კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავშვო პოეზიის კლასიკური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხმეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის – ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების მისეული მეთოდი უნიკალურია: წიგნების დასასურათებლად იგი ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავს.

10.90d 3.00d ვერნერ ჰოლცვართი, ვოლფ ერლბრუხი პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. „პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული წიგნია. მასში მოთხრობილი უჩვეულო, ტრადიციული საბავშვო წიგნებისაგან განსხვავებული ისტორია და მოუსვენარი მთავარი გმირი ბავშვებს განსაკუთრებით ამხიარულებს.

7.90d 3.00d

35


საბავშვო და საყმაწვილო

ალის ბრიერ-აკე, სელია შოფრე პიერი და მთვარე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ. „პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედისთვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის – ნამგალა მთვარის მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა წიგნის პოპულარობა როგორც პატარებში, ისე დიდებში.

10.90d 6.00d სელმა მანდინი უთვალავი კოცნა ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

9.90d 3.00d

„როგორია კოცნა?“ კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. „კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება“. „უთვალავი კოცნა“ არის კითხვებისა და პასუხებისგან შედგენილი წიგნი და განკუთვნილია იმ პატარებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ. ორი პატარა ადამიანის დიალოგი ავტორის მიერვეა ილუსტრირებული. ეს მთელ მსოფლიოში პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და, ხშირად, პირველი წიგნია.

ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეი წიგნიერი მგელი დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

7.90d 6.00d

36

„ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა...“ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართული. მგელმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კითხვა ესწავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა. ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა.


საბავშვო და საყმაწვილო

თეა ლომაძე წერილი ბოთლში ნანა სამანიშვილის ილუსტრაციები, 80 გვ. მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრების ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ყველამ იცის. გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად მანამ, სანამ ქალაქში უცნაური ამბები დაიწყება…

4.90d 2.00d თეა თოფურია პარადიის არდადეგები დიდი ფორმატი, მაგარი ყდა, ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები, 76 გვ. „პარადიის არდადეგები“ თეა თოფურიას საბავშვო წიგნია, რომელიც ორი მოთხრობისგან შედგება. წიგნის სათაურად პირველი მოთხრობის სახელწოდებაა გამოტანილი. მეორე მოთხრობა – „მოდრეიფე სოფელი“ – პირველის გაგრძელებაა.

9.90d 3.00d ლელა ცუცქირიძე გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი თინა ჩხიკვიშვილის ილუსტრაციები, 44 გვ. „გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი“ სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მხიარული ზღაპარია.

4.90d 2.00d

37


საბავშვო და საყმაწვილო

ასტრიდ ლინდგრენი პეპი გრძელწინდა მაგარი ყდა, 340 გვ. ინგრიდ ვანგ ნიმანის ილუსტრაციები პეპი, ანუ პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა – კაპიტან ეფრაიმ გრძელწინდას, ზღვების ყოფილი რისხვისა და ზანგების ახლანდელი მეფის ქალიშვილი – მთელი მსოფლიოს ბავშვების უსაყვარლესი გმირია. ეს წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას ყოვლად უცნაური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

17.90d 14.00d ასტრიდ ლინდგრენი სახურავის ბინადარი კარლსონი მაგარი ყდა, 456 გვ. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები „დიოგენე“ გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის – ასტრიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის მხიარული ამბების სრულ ვერსიას ერთ წიგნად. ახალი გამოცემა ორიგინალის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით.

19.90d 14.00d ასტრიდ ლინდგრენი ჩვენც სალტკროკელები ვართ მაგარი ყდა, 472 გვ. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები

12.90d 10.00d

38

რამდენიმე წლის წინათ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, კუნძულისაკენ მოაგარაკეების ოჯახი მიემგზავრებოდა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი მათგანი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო ლამაზად, საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობდა.


საბავშვო და საყმაწვილო

ასტრიდ ლინდგრენი ყაჩაღის ასული რონია მაგარი ყდა, 212 გვ. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების – მანამდე მოსისხლე მტრების – შერიგება და დამეგობრება.

12.90d 10.00d მიხაელ ენდე დაუსრულებელი ამბავი ორიგინალური გაფორმება, ფერადი შრიფტი, მაგარი ყდა, სუპერი. 538 გვ. საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს (1929-1995) „დაუსრულებელი ამბავი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. ფენტეზის ჟანრის ეს შედევრი ათობით ენაზეა ნათარგმნი. ამ წიგნში აღწერილი საოცარი სამყარო უკვე რამდენიმე ათწლეულია, ბავშვებსა და უფროსებს ერთნაირად აღელვებს.

25.00d 10.00d სიუ ტაუნსენდი „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“, 292 გვ.

სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა – ხან ფაბრიკის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“ გამოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა. სიუ ტაუნსენდი არაერთი რომანისა და პიესის ავტორია, თუმცა კონან დოილისა და ა. ა. მილნის მსგავსად მისი მთელი შემოქმედება ერთმა პერსონაჟმა დაჩრდილა. ბრიტანეთში ედრიან მოული ისეთივე ცნობილი ვინმეა, როგორც შერლოკ ჰოლმსი ან ვინი ფუუჰი.

9.90d 7.00d

39


მალე სერიაში „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ პიერ ბული ხიდი მდინარე კვაიზე ფრანგი მწერლის, პიერ ბულის (1912-1994) „ხიდი მდინარე კვაიზე“ გამორჩეულია მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ წიგნებს შორის. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კი ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორისაა. წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების ყოფას, რომლებიც ე. წ. „სიკვდილის რკინიგზის“ მშენებლობაზე მუშაობდნენ. იაპონელები დატყვევებულ ბრიტანელებს ტაილანდის ჯუნგლებში გამართულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში მიერეკებიან. ტყვეებმა უმოკლეს დროში უნდა ააგონ სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ხიდი. ბრძანება გაცემულია, თუმცა ინგლისელების მეთაურ პოლკოვნიკ ნიკოლსონს იაპონელებთან თავისი მოთხოვნები აქვს...

მალე სერიაში E T C E T E R A ალან უოტსი აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი ალან უოტსი (1915-1973) აღმოსავლური სიბრძნის მოწინავე ინტერპრეტატორი იყო. დასავლეთში აღმოსავლური ფილოსოფიის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი მისმა წიგნებმა და საჯარო ლექციებმა, რომლებშიც ავტორი ურთულეს საკითხებზე მსჯელობას მუდამ მკითხველისა თუ მსმენელისათვის გასაგები ენით ახერხებს. წიგნში „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ შესული საუბრები უოტსის მიერ გასული საუკუნის 60-იან წლებში წაკითხული ლექციების ნაწილია. ისინი თემატურადაა შერჩეული და შინაარსობრივ მთლიანობას ქმნის. დროის განსხვავებული აღქმა დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებში, სექსუალობისადმი ქრისტიანობის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი, რწმენისა და მორალის ურთიერთმიმართება... ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებსაც უოტსი წიგნში განიხილავს.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.