იუკიო მიშიმა
სიკვდილი შუა ზაფხულში
,,ზაფხულის საზეიმო მეფობისას სიკვდილი უფრო ძლიერად გვზაფრავს...'' შარლ ბოდლერი, ,,ხელოვნური სამოთხე"
საკურორტო ადგილ ა.-ში, რომელიც იძუს ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს, შესანიშნავი პლაჟებია- სუფთა და არახალხმრავალი.მართალია, იქ არც ისე თანაბარი ფსკერი და მეტისმეტად დიდი ტალღებია, მაგრამ სამაგიეროდ წყალი გამჭვირვალეა, ქვიშიანი მეჩეჩები კი თითქოს სპეციალურად არის შექმნილი ცურვისთვის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქაური სანაპიროები ჯერ კიდევ არ შეუვსიათ სამსვენებელთა გუნდებს, ისე, როგორც მეზობელ რაიონ სონანში, ოდნავი უხერხულობაა: სადგურიდან ამ ადგილებამდე ავტობუსით ორსაათიანი ჯაყჯაყია საჭირო. სასტუმრო ,,ეიარუსკო" და მისი კუთვნილი კოტეჯები ლამის ერთადერთი ადგილია სადაც შეიძლება ა.-ში გაჩერება. ჩალით გადახურული სუვენირების დახლები, რომელიც ზაფხულობით ასე ამახინჯებს ხოლმე ქვიშიან პლაჟებს, აქ ერთი-ორია, მეტი არაა. თეთრი ქვიშით დაფარული ნაპირი არაჩვეულებრივად ლამაზია, ცენტრში კი, ზღვის თავზე ფიჭვებით მოფენილი კლდეა.მოქცევის დროს კლდე შუადღემდე წყალში იმალება. ზღვის ხედი შესანიშნავია.როდესაც დასავლეთის ქარი დაუბერავს, თან რომ მიაქვს ნისლიანი ბოლი, ხელისგულივით ჩანს შორეული კუნძულები: ოსიმა უფრო ახლოს, ტოსიმა - ცოტა მოშორებით, მათშორს კი უტონესიმას სამკუთხა კონუსია... სადილობის შემდეგ ტოკომო იკუტა თავის ნომერში წამოწვა თვალის მოსახუჭად. როდესაც ამ ახალგაზრდა ქალს შეხედავდი, ლოგინზე რომ მოერთხა ფეხი და მოკლეღია ვარდისფერი კაბიდან მრგვალი მუხლები მოუჩანდა-ძნელი იყო დაგეჯერებინა, რომ სამი შვილის დედა იყო: ნაზი ხელები, ნორჩი სახე, მომღიმარე პირი ტოკომოს
ყმაწვილ გოგონას ამსგავსებდა. ცხელოდა-შუბლი და ზედა ტუჩი ოფლით დასცვაროდა. ბუზი მონოტორულად ბზუოდა, ოთახი მზეს გაეღუებინა, თითქოს უშველებელი თუჯის ზარი ყოფილიყოს; ზარმაცი უქარო დღე დუღდა; ტალღოვანად,მძინარის სუნთქვის ტაქტს აყოლილი იხრეოდა კაბის ვარდისფერი ქსოვილი. სასტუმროს თითქმის ყველა ბინადარი ზღვაზე გასულიყო. ტოკომოს ნომერი მეორე სართულზე მდებარეობდა. ფანჯრის წინ მოთეთრო-მოცისფრო საქანელა ეკიდა, ფართო გაზონზენაირფერი სკამები და მაგიდები ელაგა; ბაღში სულიერიარ ჭაჭანებდა, აქა-იქ თუ გაიბზუებდნენ ფუტკრები, თუმცა ზვირთების ხმა მათ წყნარ ზუზუნს ახშობდა. ხშირი დასახლების იქით ფიჭვის ჭალა იწყებოდა, მერე- ქვიშის ზოლი, რომლის მიღმა უკვე ზღვის ტალღები ქაფთებოდნენ. სასტუმროს შენობის ქვეშ ნაკადული მიედინებოდა, რომელიც ზღვაში ჩაშვებამდე კიდევ უფრო ფართოვდებოდა და სადილის შემდეგ მასში ბატებს უშვებდნენ, რომლებიც წყალში ფრთებს ატყლაშუნებდნენ დაყიყინებდნენ. იმას ვამბობდი, რომ ტოკომოს სამი შვილი ჰყავს: ექვსი წლის კიეო, ხუთი წლის კეიკო და სამი წლის კაცუო. სამივე პლაჟზე გაეშურა იასუესთან, ტოკომოს ქმრის დასთან ერთად. ახალგაზრდა დედამ გუმოწყალე მულს სთხოვა, ბავშვებს თან ხლებოდა, თვითონ კი გადაწყვიტა, ცოტა თვალი მოეხუჭა. იასუე შინაბერა იყო. როცა ტომოკოს ქალიშვილი გაუჩნდა და გაუჭირდა ორ ბავშვთან გამკლავება, ქმართან ბჭობის შემდეგ მცხოვრები მული თავისთან,ტოკიოს ბინაში მიიწვია. ძნელი სათქმელია, რატომ არ გათხოვდა იასურე. მზეთუნახავი არ იყო,მაგრამ ვერც გონჯს უწოდებდი. რამდენჯერმე სთხოვეს ხელი, მაგრამ ყველას უარს ეუბნებოდა და ასე გაექცა დრო. იასუეს უფროს ძმაზე მზე და მთვარე ამოსდიოდა და ტოკიოში ცხოვრებაზეც ოცნებობდა, მითუმეტეს, რომ შინაურები ვიღაც ადგილობრივ მდიდარ მოხუც კაცზე აპირებდნენ მის გათხოვებას. ასე, რომ, ტომოკოს წინადადება ჭკუაში დაუჯდა.
მული სიბრძნითა და გონიერებით არ ბრწყინავდა,მაგრამ სამაგიეროდ, მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდა. ტომოკოს ისე მიმართავდა, როგორც უფროსს, არადა ტომოკო მასზე გაცილებით უმცროსი იყო, და საერთოდაც ძმის ცოლს ხაზგასმული პატივისცემით ეპყრობოდა. დროთა განმავლობაში მისი პროვინციული მეტყველება ისე აღარ შეიმჩნეოდა. ტოკომოს შინაურ საქმეებში ეხმარებოდა, ბავშვებს უვლიდა, ხოლო მას მერე, რაც ძმამ კერვის კურსებზე ჩაწერა, მთელი ოჯახისთვის კერავდა კიდეც. იასუე ხშირად დადიოდა გინძუში, მოდური მაღაზიების ვიტრინებს ათვალიერებდა და ახალი ფასონის კაბას თუ კოსტიუმს თუ მოჰკრავდა თვალს, მაშინვე ჩაიხატავდა სპეციალურ ბლოკნოტში. ამის გამო გამყიდველებმა რამდენჯერმე უსაყვადურეს კიდეც. დღეს იასუე პლაჟზე ერთ-ერთი ყველაზე მოდური მწვანე საცურაო კოსტიუმით გავიდა. თუმცაღა ამჯერად ის არ იყო მისი ,,წარმოების'', უნივერმაღში ეყიდა. იასუე ძალიან ამაყობდა ამაყობდა თავისი თეთრი კანით და არ აღიარებდა ნამზეურს, ამიტომაც წყლიდან გამოსული სასწრაფოდ ქოლგის ქვეშ წვებოდა. ბავშვები ქვიშის სასახლეს აშენებდნენ და იასუემ უსაქმურობის გასაქარვებლად თავის ფითქინა ფეხებზე სველი ქვიშის დაყრა დაიწყო. ქვიშა სწრაფად შრებოდა და იფრქვეოდა, ფეხებზე მუქ კლაკნილებს ქმნიდა, რომელშიც ალაგ-ალაგ ნიჟარების ნამტვრევები ბრწყინავდა. უცებ შეეშინდა, რომ ჭუჭყს ვერ მოიბანდა და სწრაფად მოიშორა ხელით ეს სილამაზე. ქვიშის გორაკიდან რაღაც ნახევრად გამჭვირვალე მუმლი გამოფრინდა და გაუჩინარდა. იასუე იდაყვებს დაეყრდნო, ფეხები გაშალა და ზღვას მიაცქერდა. ჰორიზონტზე ღრუბლები ქუჩდებოდნენ, დიდებული და მდორე, თითქოს თავიანთი მნათობელი მდუმარებით ადამიანთა ხმებსაც ახშობდნენ და ზღვის ტალღების შხუილსაც. შუა ზაფხული იყო და მზის მწველ ნათებაში თითქოს მრისხანებაც კი იგრძნობოდა. ბავშვებს მოჰბეზრდათ ქვიშაში გორაობა. ნაპირთან ახლოს, წყალში გაცივდნენ, აადგაფუნეს. იასუე მაშინვე გამოფხიზლდა თავისი საოცნებო გარინდებიდან, ფეხზე წამოხტა და ძმიშვილებს
დაედევნა. თუმცა ბავშვები სახიფათოს არაფერს გეგმავდნენ-თვითონაც ეშინოდათ ზვირთების. ყოველ ჯერზე, როცა ნაპირს მიხეთქებული ტალღა უკან მიემართებოდა, წყალი მეჩეჩებზე პატარა მორევად ტრიალდება. კიეო და კეიო, ხელჩაკიდებული, ზღვაში მკერდამდე შევიდნენ და წყნარად იდგნენ. გრძნობნენ, წყალი ზურგზე როგორ ექაჩებოდათ. ქვიშა ნელ-ნელა ეცლებოდათ ფეხქვეშ, დაზაფრულები იდგნენ და ორივეს უბრწყინავდა თვალები. -თითქოს ვიღაც ფეხებში გექაჩება, არა? - თქვა კიეომ. იასუე ბავშვებს მიუახლოვდა. გააფრთხილა, რომ უფრო ღრმად არ შესულიყვნენ. მერე კი მარტო მდგარი პატარა კაცუოსკენ მიუთითა და გაუბრაზდა უფროსებს: ძამიკო მარტო როგორი დატოვეთ, ახლავე გამოდით წყლიდან და ეთამაშეთო. კიეო და კეიკო არ უსმენდნენ მამიდას. მათ საერთო საიდუმლო ჰქონდათ - ორივე გრძნობდა, ქვიშა ნელ-ნელა როგორ ეცლებოდა ფეხებიდან. და-ძმამ, ხელჩაჭიდებულებმა, ერთმანეთს გადახედეს და აკისკისდენ. მზეზე დგომაიასუეს არ მოსწონდა. ელდით დახედა თავის მხრებს,მერე მკერდს. თეთრმაკანმა მშობლიური მხარის თოვლი მოაგონა. იასუემ ოდნავ იჩქმიტა ბიუსტჰალერის ცოტა ზემოთ და გაეღიმა - კანი ცხელი იყო.იქვე შენიშნა, რომ გრძელ ფრჩხილებში ქვიშა შესვლოდა და გაიფიქრა : პლაჟიდან, რომ დავბრუნდებით, აუცილებლად უნდა დავიჭრაო. თვალები, რომ ასწია, კიაო და კეიკო უკვე გამქრალიყვნენ. ალბათ ნაპირზე გავიდნენ, გადაწყვიტა იასუემ. თუმცა ქვიშაზე ისევ მხოლოდ კაცუო იდგა. ბიჭუნა თითით ზღვისკენ უჩვენებდა, სახე უცნაურად დამანჭოდა. იასუეს გული შეეკუმშა. წყლისკენ მიბრუნდა. ტალღა ნაპირს ის-ის იყო სცილდებოდა და წინ, ორიოდე მეტრში, აზვითრებულ ქაფში, იასუემ პატარა გარუჯული სხეული დაინახა-წყალი ატრიალებდა და სადღაც მიაქანებდა. ლურჯმა ლაქამ გაიელვა-კიეოს საცურაო კოსტიუმმა.
იასუეს გული კიდევ უფრო ძლიერად გაუტოკდა. უსიტყვოდ, შიშისგან დაზაფრული სახით წინ გადადგა ნაბიჯი. ამ მომენტში მაღალი ტალღა, რომელსაც რაღაც სასწაულით ნაპირამდე არ დაეკარგა ძალა, იასუეს მკერდში ეცა და ქვიშაში დაიმსხვრა. ქალი მოცელივით დაეცა. ინფარქტი დაემართა. კაცუო ხმამაღლა ატირდა, ვიღაც ახალგაზრდა კაცმა მიირბინა. მერე ერთბაშად რამდენიმე მამაკაცი გადაეშვა წყალში. ყოველი მხრიდან გამოქცეული გარუჯული სხეულები წყალს ადგაფუნებდნენ. ორმა ან სამმა დაინახა, როგორ დაეცა იასუე, თუმცა თავდაპირველად ამისსთვის მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ, იფიქრეს, რომ წამოდგებოდა. მაგრამ მსგავს შემთხვევებში რაღაც წინათგრძნობა იწყებს მუშობას და ახლა ხალხი, რომელმაც არაფერი იცოდა და იასუეს დასახმარებლად მოექანებოდა, გრძნობდა, რომ რაღაც ისე არ იყო. იასუე ნაპირზე გადაიყვანეს და ცხელ ქვიშაზე დააწვინეს. თვალები ფართოდ გაეხილა, კბილები ერთმანეთზე მაგრად დაეჭირა, თითქოს თვალმოუშორებლად ურებდა რაღაც საზარელ სურათს. ერთმა მამაკაცმა პულსი მოსინჯა. არ იყო. ვიღაცამ ივარაუდა, რომ ქალს გულყრა ჰქონდა, ბრბოდან ერთ-ერთმა იასუე იცნო და წამოიძახა: -ეს ალი ,,ვირასუკოში'' ცხოვრობს. გადაწყვიტეს, სასტუმროს ადმინისტრატორთან გაეგზავნათ ვინმე. ეს მისია ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბიჭუნამ იკისრა და იმის შიშით, აქაოდა ვინმემ არ დამასწროსო, ქვიშაში საოცარი სისწრაფით გაიქცა სასტუმროსკენ. გამოჩნდა ადმინისტრატორიც. ორმოც წლამდე მამაკაცი იყო,თეთრ შორტებსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი. ადმინისტრატორმა გამოაცხადა,რომ დაზარალებულს დახმარებას გაუწევდნენ, სასტუმროში უნდა გადაეყვანათ. ვიღაცამ შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ ორი ბიჭი მაშინვე დასწვდა სხეულს და დაძრა. სადაც იასუე იწვა, იმ ადგილას ქვიშაზე სველი ღრმული დარჩა.
კაცუო სლუკუნით მიჰყვა ხალხს. ვიღაცამ შენიშნა, მხრებზე შეისვა. ტოკომოს სადილის შემდგომი ძილი გაუწყდა. ბინადრებთან ურთიერთობაში გამოცდილმა ადმინისტრატორმა მხარზე შეახო ხელი. -რა არის? - იკითხა შემკრთალმა ტომოკომ. -აქ ისეთი რაღაც მოხდა... ქალბატონი, რომელსაც იასუე ჰქვია... -რა სჭირს? -გონზე მოჰყავთ. ექიმთან უკვე გავგზავნეთ. ტომოკო ლოგინიდან წამოხტა და ადმინისტრატორთან ერთად ნაჩქარევად გამოვიდა ნომრიდან. იასუე ბაღის კუთხეში იწვა, ბალახზე, საქანელების გვერდით. მასზე მხედარივით შემომჯდარიყო შიშველი მამაკაცი - ცდილობდა ხელოვნური სუნთქვა გაეკეთებინა. იქვე რამდენიმე ნაბიჯში, მანდარინების ყუთები და თივა მიეყარათ და ორი მამაკაცი ცეცხლის გაჩაღებას ცდილობდა. ცეცხლს არაფრის დიდებით არ უნდოდა ანთება, მხოლოდ ბოლი ტრიალებდა-ყუთებსა და თივას გაშრობა ვერ მოესწრო გუშინდელი თავსხმის შემდეგ. შიგადაშიგ, როცა კვამლი მწოლიარე იასუეს სახისკენ მიიწევდა, კიდევ ერთი მოხალისე მას მარაოთი ფანტავდა. ბიძგებისგან იასუეს ნიკაპი ადი-ჩადიოდა და ყველას ეჩვენებოდა, თითქოს იგი უკვე სუნთქავდა. მაშველს გაშავებულ-გარუჯულ ზურგზე, რომელზეც ხის ფოთლებს შორის გამოსხლეტილი მზის სხივების ლაქები ემჩნეოდა, ოფლი ნაკადულებად სდიოდა. ბალახზე გართხმული იასუეს თეთრი ფეხები მკვდარივით ფერმიხდილი ჩანდა და არაბუნებრივად მსუქანი. ფეხები გულგრილი რჩებოდა იმ სასოწარკვეთილ ბრძოლაში, რომელშიც სხეულის ზედა ნახევარი მონაწილეობდა. ტომოკო მიწაზე დაეშვა. -იასუე,იასუე! - ჩასძახოდა. მერე სახეაცრემლებულმა სწრაფად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ იკითხა: - ო, ნუთუ ვერ უშველიან, რა არის ეს, რა ვუთხრა ქმარს!
უცებ ტომოკო მკვეთრად მოტრიალდა. -ბავშვები? - ხმამაღლა იკითხა. იქვე ახლოს მდგარმა ახალგაზრდა მეთევზემ შეშინებულ კაცუოს მხარზე წაჰკრა ხელი. -შეხედე, აი, დედაშენი. ვაჟის დანახვისას ტომოკომ ჩაიბუტბუტა: ,,მიხედეთ მათ, თუ შეიძლება". ექიმი მოვიდა და მანაც ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. ცეცხლი, როგორც იქნა, გაჩაღდა. ტომოკოს სახე გაუწითლდა სიცხისგან და უკვე არაფერი ახსოვდა. იასუეს შუბლზე ჭიანჭველა მიბობღავდა. ტომოკომ თითით გასრისა და გადაისროლა. მერე კიდევ ერთი გამოჩნდა-ნიავზე აფრიალებულ მთებში გაიარა, ყურზე გადაცოცდა. ტომოკომ ისიც გასრისა. ჭიანჭველების სრესა გაუჩნდა საქმედ. ოთხი საათი მიმდინარეობდა სხეულის გამოცოცხლების მცდელობები. მხოლოდ მას მერე დანებდა ექიმი, როდესაც სასიკვდილო გაშეშება უეჭველი გახდა. ცხედარს ზეწარი გადააფარეს და მეორე სართულზე აიტანეს. უკვე შებინდებულიყო, როდესაც ერთ-ერთი მოცალისე დამხმარე კიბეზე ჩამოვარდა და ოთახში სინათლე აანთო. ტომოკო სრულიად ძალაგამოცლილი იყო. აპათია დაუფლებოდა იმდენად მწუხარებას არ განიცდიდა. ბავშვები გაახსენდა და იკითხა: -ბავშვები არ არიან? -მგონი, სასტუმრო ოთახში, მაშ გენგო ეთამაშება-უპასუხეს. -სამივენი იქ არიან? -ეგ არ ვიცი. ხალხმა ერთმანეთს გადახედა.ტოკომომ ხალხი გაარღვია და კიბეზე დაეშვა. იქაური მეთევზე გენგო, რომელსაც სასტუმტოს ხალათი შემოეცვა, სავარძელში იჯდა კაცუოსთან ერთად, რომელსაც მხრებზე მამაკაცის
პერანგი ჰქონდა შემოსხმული. ნახატებიან წიგნს ათვალიერებდნენ. კაცუო სურათებს არ უყურებდა, რაღაც სხვაზე ფიქრობდა. ტომოკო, რომ გამოჩნდა სასტუმროს კარში, იქ მსხდომმა სასტუმროს ბინადრებმა, რომელთაც უკვე იცოდნენ იასუეს უბედურების შესახებ, მარაოების ქნევა შეწყვიტეს და ახალგაზრდა ქალს მიუბრუნდნენ. ტომოკო, რომელსაც ფეხზე ჩაცმაც კი ავიწყდებოდა,პლაჟზე გაიქცა. ფიჭვის წვერები, რომლებითაც სავსე იყო ჭალაში ქვიშა, ფეხებში ესობოდა. წყალს მოემატა და ახლა, პლაჟზე მოსახვედრად ჯერ კლდეზე ასვლა დასჭირდა, მერე კი ძირს დაშვება.ზემოდან კარგად მოჩანდა მთელი თეთრი ქვიშის სანაპირო. ერთადერთი ყვითელი ქოლგა იდგა ქვიშაში, ტომოკომ მაშინვე იცნო. სასტუმროს რამდენიმე ბინადარი მიუახლოვდა.ტომოკო დაბნეული დაბორიალებდა ნაპირზე.როდესაც მისი წაყვანა სცადეს, გაღიზიანებულმა მოიცალა მხრებიდან უცხო ხელები: -ნუთუ არ გესმით? აქ სადღაც ორი ბავშვია! იქ მყოფთ არ გაეგონათ გენგოსგან დაკარგული ბავშვების შესახებ და ხალხმა ჩათვალა, რომ ტომოკო დარდისგან შეიშალა. შეიძლება დაუჯერებელი ჩანდეს, მაგრამ იასუეს უსიცოცხლო სხეულის მოსასულიერებლად ოთხსაათიანი ფუსფუსის განმავლობაში არავის გახსენებია ორი ბავშვი-არადა, სასტუმროს ბინადრები ხომ მიჩვეულები იყვნენ, სამივე ბავშვს ერთად რომ ხედავდნენ. საოცარია ისიც, რომ დედამ, რაოდენ გაოგნებულიც უნდა ყოფილიყო მომხდარით, საფრთხე ვერ იგრძნო, რომელიც მის პატარა ბავშვებს ემუქრებოდა. მაგრამ ხანდახან ტრაგიკული მოვლენა ერთგვარ ფსიქოლოგიურ მორევს ქმნის, რომელიც თითოეულ ადამიანს ბრბოში, აიძულებს ერთადერთი, ყველაზე პრიმიტიული მიმართულებით იაზროვნოს. ამ აშკაგარა ტრაექტორიის ფარგლებს გარეთ გამოღწევა იოლი არ არის, კიდევ უფრო რთულია მისთვის საკუთარი ვერსიის შეპირისპირება.
ლოგინიდან წამომდგარმა ტომოკომ მაშინვე, უმცირესი დაეჭვების გარეშე, მიიღო დადგენილი ვარაუდი მომხდარის შესახებ. მთელი ღამე სანაპიროზე, რამდენიმემეტრიანი ინტერვალებით კოცონები ენთო, ყოველ ნახევარ საათში მამაკაცები წყალში შედიოდნენ, დამხრჩვალები რომ ეპოვათ. ტომოკო წუთით არ მოსცილებია ნაპირს.ძილი არ შეეძლო მეტისმეტად ძლიერი იყო განცდა,თანაც სადილობის შემდეგ გამოეძინა. გათენდა. პოლიციის თხოვნით იმდილას მეთევზეები არ გავიდნენ ზღვაში ბადეების გადასასროლად. უკიდურესი მარცხენა კონცხიდან მზე ამოვიდა.სახეში დილის ქარმა დაუბერა.დღევანდელი აისი მისთვის საშინელი იყო. ეჩვენებოდა, რომ დღის დადგომასთან ერთად მომხდარის მთელი სისასტიკე უეჭველი ხდებოდა, ტრაგედია რეალურობას შეიძენდა. -უნდა დაისვენოთ, - უთხრა რომელიღაც მოხუცმა,-გაგღვიძებთ, როცა ვიპოვით. გქონდეთ ჩვენი იმედი. -ესეც მართალია, - აიტაცა ადმინისტრატორმა,თვალები,რომ დასწითლებოდა უძილო ღამის შემდეგ, -ამდენი უბედურება, ამდენი მწუხარება-ავად გახდებით.ქმარზე იფიქრეთ. ტომოკოს ფიქრიც არ უნდოდა ქმართან მოსალოდნელ შეხვედრაზე. ეს იგივე იყო, რომ სასამართლოს წინაშე წამდგარიყო .მაგრამ ამ შეხვედრას მაინც ვერ გაექცეოდა. ახალი გარდაყვალი წამება უახლოვდებოდა და ტომოკს თავს დამტყდარი უბედურება დურებების ჯაჭვში კიდევ ერთ რგოლად ესახებოდა. ბოლოს და ბოლოს,სიმამაცე მოიკრიბა და გადაწყვიტა, ქმრისთვის დეპეშა ფაეგზავნა.თანაც ამ მიზეზით შეიძლებოდა პლაჟიდან წასულიყო, თორემ უკვე ეჩვენებოდა,თითქოს მყვინთავები მისგან ელოდნენ რაღაც განსაკუთრებულ მითითებებს. ტომოკო შებრუნდა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ისევ უკან მიიხედა. ზღვა სიმშვიდით სუნთქავდა.ტალღები ვერცხლისფრად
ციმციმებდა. წყლიდან თევზები ხტებოდნენ, თითქოს თავშეუკავებელი ხალისით კრთებოდნენ. საკუთარი მოეჩვენა.
უბედურება
ტომოკოს
საშინელ
უსამართლობად
*** ტომოკოს ქმარი მასარუ იკუტა ოცდათხუთმეტი წლის იყო. უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა და ჯერ კიდევ ომამდე ამერიკულ სავაჭრო ფირმაში მუშაობდა,ასე რომ, სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ ენას და სამსახურში დიდად აფასებდნენ. სიტყვაძუნწი ადამიანი იყო,მაგრამ შესანიშნავი მუშაკი.ახლა ამერიკელი საავტომობილო კომპანიის ფილიალს ხელმძღვანელობდა. ფირმის კუთვნილი ავტომანქანით დადიოდა (ძირითადათ რეკლამის მიზნით) და თვეში 150 ათას იქნს იღებდა. სხვა დამატებითი შემოსავლებიც ჰქონდა,ასე რომ,მასარუ სირთულეების გარეშე ინახავდა ოჯახს, რომელშიც ცოლის, დისა და სამი ბავშვის გარდა მომსახურეც შედიოდა. არავითარი ეკონომიური აუცილებლობა არ არსებობდა,რომ მისი ოჯახობა ერთბაშად სამი პირით შემცირებულიყო. -სად არიან კეი-ტიანი და კიე-ტიანი?! კაცუომ დამფთხალმა შეხედა დედას.ჩუმად ჩაიბუტბუტა: -კეი-ტიანი და კიე-ტიანი ბულ-ბულ. ტომოკომ ტელეფონის ზარს დეპეშა ამჯობინა,რადგან ქმართან დალაპარაკების ეშინოდა. ტოკიოს საფოსტო განყოფილების თანამშრომელმა დეპეშის მიღებისთანავე, როგორც ეს ხდება ხოლმე, ადრესატს ტელეფონზე დაურეკა. მასარუ იკუტა ის-ის იყო სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა. ზარი, რომ გაიგონა, იფიქრა, რომ ფირმინდან ურეკავდნენ და ყეოველგვარი უსიამოვნო მოლოდინის გარეშე წვდა ყურმილს.
-სასრაფო დეპეშაა ა.-დან,-შემოესმა ქალის ხმა და მაშინვე შეშფოთებით აუძგერდა გული,-გიკითხავთ. მისმენთ? ,,იასუე გარდაიცვალა წერტილი კიეო და კეიო დაიკარგნენ წერტილი ტოკომო". -თუ შეიძლება, ხელახლა წამიკითხეთ. დეპეშა მეორედაც ისევე ჟღერდა.,,იასუე გარდაიცვალა წერტილი კიეო და კეიო დაიკარგნენ წერტილი ტოკომო". მასარუმ მძვინვარების მოდინება იგრძნო.თითქოს მოულოდნელად, მიზეგარეშე, სამსახურიდან გაგდების უწყება მიიღო. ყურმილი დადო,მკერდში კი ყველაფერი უხურდა წყენისგან. მანქანაში ჩაჯდომისა და ფირმაში წასვლის დრო იყო.მასარუმ მაშინვე დარეკა და გააფრთხილა,რომ ვერ მივიდოდა.თავდაპირველად სურდა ა.-მდე თავისი მანქანით წასულიყო, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ არ ღირდა ასე გაღიზიანებული საჭეს მიჯდომოდა-მეტისმეტად გრძელი და სახიფათო გზა ედო წინ.მით უმეტეს, რომ ამას წინათ ავარიაში მოხვდა. ჰოდამ მასარუმ არჩია მატარებლით ჩასულიყო იტომდე, იქიდან კი ტაქსი აეყვანა. ჭეშმარიტად აოცარია პროცესი, რომელშიც იმადამიანის სულში ხდება, რაღაც მოულოდნელი რომ შეემთხვა. მასარუმ ჯერ კიდევ არ იცოდა ზუსტად, რა მოხდა ა.-ში, მაგრამ სანამგზას დაადგებოდა,შინიდან ცოტა მეტი ფული წაიღო, რომ ტრაგიკული მოვლენები ყოველთვის მოითხოვს ხარჯებს. ტაქსიში, სადგურამდე მიმავალ გზაზე, მასარუს არავითარი განსაკუთრებული შეგრძნებები არ ჰქონია: უფრო სწორად, მისი სულიერი მდგომარეობა შეიძლებოდა შეგედარებინა პოლიციის ინსპექტორის მოუთმენლობისათვის, რომელიც დანაშაულის ადგილას მიიჩქაროდა. მასარუ იმდენად არ განიცდიდა, რამდენადაც ცდილობდა ევარაუდა, მაინც რა მოხდა იქ-პირდაპირკანკალებდა ცნობისმოყვარეობისგან,ისე უნდოდა გაეგო იმ მოვლენის ყველა წვრილმანი, რომელიც მის ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევდა.
ასეთ წუთებში უბედურება, რომლის შესახებ ფიქრებს ყოველთვის შორს ვაძევებთ ხოლმე ,მისი უგულეველყოფის გამო ჩვენზე შურს იძიებს ხოლმე. როგორ დავდევთ ბედნიერებას კარგი დროებისას, როგორ ველოლიავებით, მაგრამ რა ხეირი აქვს მას ჩვენი ცხოვრების ავდრიან დღეებში? იშვიათად ვაწყდებით უბედურებას და მასთან შეხვედრისას გვიჭირს მისი თავისებურებების უცებ ამოცნობა. ,,შეეძლო დაერეკა, მაგრამ ალბათ შეეშინდა,-შეუცდომლად განსაზღვრა მასარუმ ცოლის ფიქრთა დინება,-ასეა თუ ისე, მაინც საჭიროა წასვლა და ყველაფერში თავად გარკვევა" ტაქსის ფანჯრიდან ტოკიოს ქუჩებს გაჰყურებდა.გაგანია ზაფხული იყო. გამვლელთა ჯგუდები თეთრებში იყვნენ შემოსილნი. მასარუს გარემომცველი სამყარო ისევე აგრძელებდა ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა: მასარუს შეეძლო კიდეც,თუ მოისურვებდა, თავი დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი რიგზეა. უცნაურად ტათაც ბავშვურად მოუვიდა გული. არა რა, მართლაც : სადღაც შორს რაღაც მოხდა, რაშიც ის არანაირად არ არის დამნაშავე, და მაშინვე მოსწყვიტა მთელი დანარჩენი სამყაროსგან. იტომდე მისაღწევად სონანის მატარებელში უნდა ჩამჯდარიყო და აცუმიში გადამჯდარიყო.სამუშაო დღეებში დილაობით ვაგონში თავისუფალი ადგილები ბლომად იყო. როგორც უცხოური ფორმის თანამშრომელს შეეფერებოდა, მასარუ პაპანაქება სიცხეშიც კი პიჯაკითა და ხალსტუხით დადიოდა.ოდეკოლონი ოფლის სუნს ახშობდა, თუმცა დრო და დრო ზურგზე,ხერხემლის გასწვრივ და მუცელზე ცივ ნაკადულევს გრძნობდა. მასარუმ გაიფიქრა, რომ მგზავრებს შორის არავინ იყო მასზე უბედური, და ამ ფიქრმა ის თითქოს მაშინვე გადაიყვანა ახალ ხარისხში, უფრო მაღალ საფეხურზე. იქნებ ერთი საფეხურით დაბლა დაუშვა? ახლა ის ისეთი არ არის, როგორიც ყველაა,მისი ბუნება გამორჩეულია. ეს განცდა მასარუსთვის სიახლე იყო. მდიდაი პროვინციული ოჯახის უმცროსი ვაჟი,
გიმნაზიის წლებიდან ტოკიოში ცხოვრობდა ბიძასთან (აწ გარდაცვლილთან);ფულს შინიდან საკმარისად უგზავნიდნენ, ასე რომ, თავს ცუდად არ გრძნობდა; მთელი ომის განმავლობაში მშვიდად მუშაობდა ინფორმაციის დეპარტამენტში,რომელიც სამხედრო სამსახურისგან იხსნიდა; მერე კარგ ტოკიოელ ოჯახისშვილზე იქორწინა; ანდერძის საკუთარი წილი მიიღო, სახლი აიშენა, შესაშურ- თანაც რაოდენ შესაშურ-მდგომარეობას მიაღწია.მასარუს თავი ყოველთვის სხვებზე იღბლიანად და ნიჭიერად მიაჩნდა, მაგრამ სხვა ადამიანებთან შედარებით სხვა ხარისხში მყოფად წარმოდგენა-ასეთი რამ ჯერ არ დამართვია. ალბათ ადამიანს, რომელიც ზურგზე უშველებელი მეჭეჭით იბადება, ხანდახან ხმამაღლა დაყვირების საშინელი სურვილი კლავს: -ეი, ბატონებო! თქვენ ახლა მხედავთ და არ იცით,რომ ტანსაცმლის შიგნით, ზურგზე, უზარმაზარი ღვინისფერი მეჭეჭი მაზის! მასარუც ძლივს იკავებდა თავს, რომ მგზავრებისთვის არ გამოეცხადებინა: ,, ეი, ბატონებო! თქვენ მშვიდათ სხედხართ და არ იცით,რომ დღეს ორი ბავშვი დავკარგე, და კიდევ და!" მასარუმთლად დაეცა სულით. ბავშვებს მაინც ეშველოთ რამე. შეიძლება უბრალოდ გზა აებნათ, ტომოკომ კი პანიკაში მყოფმა უდეპეშა ,,დაიკარგნენო". იქნებ სანამ მატარებლით მგზავრობს, შინ უკვე ახალი დეპეშა მიიტანეს,რომ ყველაფერი კარგადაა? მასარუ საკუთარ განცდებში ჩაეფლო, ეს განცდები ახლა მას თვით შემთხვევაზე უფრო მნიშვნელოვნად ეჩვენებოდა.რატომ მაშინვე არ დარეკა სახლიდან ,,ეიარუსკოში"? იტოში სადგურის წინ მოედანი მზით იყო მოფენილი. ტაქსი პატარა დახუთულ ჯიხურში უნდა გამოეძახა. მზე დაუნდობლად ატანდა სადისპეჩეროში. კედელზე განრიგის ფურცლები გაეყვითლებინა და გაეცრიცა. -რა ღირს ა.-მდე ჩასვლა? - იკითხა მასარუმ.
-ორი ათასი,-უპასუხა დისპეჩერმა, რომელსაც თავზე ქუდი დაემხო, ყელზე კი სველი პირსახოცი შემოეხვია.ძნელი გასარკვევია მოწყენილობა კლავდა თუ დისპეჩერი ბუნებით ასეთი თავაზიანი, მაგრამ დასძინა: -თუ ძალიან არ ჩქარობთ, ავტობუსით წასულიყავით. ხუთი წუთის შემდეგ გადის. -ვჩქარობ.სასწრაფოდ ნათესავებს.
გამომიძახეს-უბედურება
შეემთხვათ
-ა-ა,მე უკვე მიამბეს. ა-ში დამხრჩვალები თქვენი ნათესავები არიან? რა საშინელებაა-ორი ბავშვი და ქალი. მიუხედავად კაშკაშა მზისა, მასარუს თვალთ დაუბნელდა. ამ წუთიდან ა.-ში ჩასვლამდე სიტყვა არ დაუძრავს. გზატკეცილი იტოდან ა.-მდე განსაკუთრებული ლანდშაფტებით არ გამოირჩევა.მტვრიანი გზა სულ მთებზე გადის, ზღვა იქიდან არ ჩანს. მასარუს ვერაფრით გადაეწყვიტა, როგორ დაეჭირა თავი ცოლთან. აშკარკარად შეუძლებელი იქნებოდა მოქცეულიყო, ასე ვთქვათ ,,ბუნებრივად", რადგან მის მიერ განცდილი გრძნობები არანაირად არ შეეფერებოდა სიტუაციას. შეიძლება, არაბუნებრივი რეაქცია არის სწორედაც ყველაზე ბუნებრივი? ტაქსი ა.-ში შევიდა. მოხუცი მეთევზე, რომელსაც სკუმბრიები მიჰქონდა კალათით, ქუჩიდან მტვრიან ბალახზე გადავიდა, მანქანა რომ გაეტარებინა. სახე მზისგან გაშავებოდა, ცალი თვალი გასთეთრებოდა. ჩანდა, ნაკამას კონცხიდან ბრუნდებოდა, თევზაობის შემდეგ. ზაფხულში ადგილობრივ წყლებში იჭერდნენ სკუმბრიას, კაბალას, სიპინებს. სასტუმროს ეზოს დროისგან გაშავებული ჭიშკარი გამოჩნდა. ტაქსის შესაგებებლად ხის სანდლების ფრატუნით გამოიქცა ადმინისტრატორი. მასარუმ მექანიკურად წაიღო ხელი საფულისკენ. -მე იკუტა ვარ, - უთხრა.
-ასეთი უბედუება, ასეთი უბედურება,-მდაბლად დაუკრა თავი ადმინისტრატორმა. მასარუმ მძღოლს გადაუხადა, ადმინისტრატორს მიესალმა და ათასიენიანი ბანკნოტი გაუწოდა. ტომოკო და კაცუო ნომერში ელოდნენ.მეზობელ ოთახში კუბო იდგა იასუეს ცხედრით- იტოდან მშრალი ყინული მოეტანათ და გვამისთვის შემოეწყოთ ახლა, როცა მასარუ ჩამოვიდა, ცხედარს უკვე დაწვავდნენ. მასარუ ნომერში პირველი შევიდა, ადმინისტრატორი მას მიჰყვა. ტომოკო, რომელიც წამით წამოწოლილიყო დასასვენებლად, შიშით მოტრიალდა და ლოგინიდან წამოხტა. დაძინება არ შეეძლო. თმა გასწეწოდა, ხალათი დასჭმუჭნოდა. დამნაშავესავით, რომელიც განაჩენს ელოდა, ხალათი შეისწორა და მუხლებზე დაეცა. მისი მოძრაობა იმდენად სწრაფი იყო, თითქოს მთელი თავისი ქცევა წინასწარ მოეფიქრებინოს.ტომოკომ შეპარვით შეხედა ქმატს სახეზე, მერე კი იატაკზე დაეცა და აქვითინდა. მასარუს ძალიან არ უნდოდა, ადმინისტრატორის თანდასწრებით დაემშვიდებინა ატირებული ცოლი. ეს კიდევ უფრო უარესია, ვიდრე უცხოს თანდასწრებით იწვე მასთან საწოლში, - გაიფიქრა თავისთვის მასარუმ პიჯაკი გაიხადა და თვალებით დაძებნა საკიდი. როგორც აღმოჩნდა, ტომოკო ყველაფერს ხედავდა. სწრაფად წამოდგა, კარადიდან ცისფერი პლასტმასის საკიდი გამოიღო და ქმარს გაოფლილი პიჯაკი ჩამოართვა. მასარუ საწოლზე ჩამოჯდა კაცუოს გვერდით, რომელსაც დედის ქვითინზე გაღვიძებოდა, თვალგახელილი იწვა. მასარუმ შვილი მუხლებზა დაისვა. ბავშვი არ გატოკებულა, ისევე გაშეშდა, თოჯინასავით. რა მსუბუქია, გაიფიქრა მასარუმ.თითქოს სათამაშო გიჭირავს. ტომოკომ გაბედა იმ სიტყვების წარმოთქმა, რომლებსაც, მისი აზრით, ქმარი ელოდა მისგან. კუთხეში ჩამოჯდა და ტირილით ამოთქვა: -მაპატიე, მაპატიე...
ადმინისტრატორს, აუწყლიანდა.
რომელიც
კარში
გაჩხერილიყო,თვალები
-ბოდიში, რომ ვერევი, - თქვა მან, - მაგრამ მას ნუ დაადანაშაულებთ. როცა ეს ყველაფერი მოხდა,ქალბატონს ეძინა, მას არაფერი მიუძღვის ბრალი. მასარუს უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდა,თითქოს ეს ყველაფერი უკვე უნახავს ოდესღაც ან სადთაც მსგავსი წაუკითხავს. -მესმის, მესმის -თავი დაუქნია. მერე, თითქოს რაღაც რიტუალის თანახმად, წამოდგა -კაცუო ისევ ჩაეკრა გულში,- ცოლთან მივიდა და მისი ხელი მხარზე დაიდო. სავსებით ნატურალური ჟეშტი გამოვიდა. ტომოკო უფრო მაგრამ აქვითინდა. კიესოსა და კეისოს გვამები მეორე დღეს იპოვეს.პოლიცია მთელ სანაპიროზე ატარებდა სამძებრო სამუშაოებს და ბოლოს და ბოლოს, წყალქვეშა კლდესთან მყვინთავებმა ორი პატარა დამხრჩვალი იპოვეს.ცხედრებზე უკვე მოესწროთ მუშაობა ზღვის ცხოველებს, თითოეული ნესტოდან რამდენიმე პაწაწინა კიბორჩხალა გამოუღეს.
*** ასეთი სახის მოვლენები ჩვეულებრივი ადამიანური წარმოდგენების ფარგლებს სცდება,მაგრამ ცხოვრების არც ერთ სხვა მომენტში პირობითობა და ტრადიციები ასეთ მნიშვნელოვან ადგილს არ იკავებს. მეუღლეები მშვენივრად ჩაეწერენ დარდით გულმოკლული მშობლების რომელბში. მრავალრიცხოვან სამძიმარსა და თანაგრძნობას იღებდნენ. ნებისმიერი სიკვდილი- ეს გარკვეული კუთხით საქმიანი ოპერაციაა, ასე რომ, იკუტას წყვილს საქმე თავზე საყრელი ჰქონდა. ოჯახის უფროსს, მასარუს,შეიძლება ითქვას, დრო თითქმის არ რჩებოდა, რომ გლოვას მართლა მისცემოდა. კაცუოს კი, რომელიც ამდენი ზეიმით გაოგნებულიყო, ეჩვენებოდა, რომ უფროსებმა რაღაც თამაში წამოიწყეს.
ბოლოს და ბოლოს ოჯახმა თავი გაართვა მრავალრიცხოვან პროცედურას. თანამოზიართა ფულადმა შემოწირულობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა შეადგინა(უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ოჯახის უფროსი, რომელსაც ტრაგედია დაატყდა თავს, ცოცხალი და სავსებით შრომისუნარიანია, შემოწირულობა რატომღაც ყოველთვის მეტია). მასარუსა და ტომოკოს თვითონვე აოცებდათ თავიანთი ფუსფუსი. ტომოკოს უბრალოდ არ შეეძლო გაეგო, როგორ შეიძლებოდა მასში თანაეარსება მწუხარებას, რომელიც დრო და დრო გონებას უბინდავდა, და ყოველგვრი წვრილმანისადმი ჰადამეტებულ ყურადღებას. გემოს ვერ იგებდა, ისე ჭამდა, სახეზე შეყინული მგლოვიარე ნიღბით, მაგრამ მადა მაინც ცხოველური ჰქონდა. ტომოკოს ძალიან ეშინოდა იმ მომენტის, როდესაც კანაძავიდან მასარუს მშობლები ჩამოვიდოდნენ, მაგრამ მაგრამ მათ დაკრძალვას ძლის ჩამოასწრეს. ისევ აიძულა თავს, საშინელი სიტყვები წარმოეთქვა: ,,ეს მე ვარ ყველაფერში დამნაშავე". მაგრამ მერე თავის მშობლებს ეცა საჩივლელად: -პირველ რიგში მე უნდა შემიცოდოთ! მე ხომ ორი შვილი დავკარგე! არადა, ყველა მდუმარედ განმიკითხავს! ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი ბრალია ყველაფერი! რატომ უნდა ვითხოვო მათგან პატიება?!თითქოს ვიღაცის ძიძა ვიყო, რომელსაც გაუფრთხილებლობით პატრონის შვილები დაეხრჩო! არადა, მე კი არ ვარ დამნაშავე, არამედ მათი თვალისჩინი იასუე. მისი ბედი, რომ მოკვდა.რატომ, რატომ არავის ესმის, რომ ყველაზე მეტად მე განვიცდი? მე ხომ დედა ვარ!ერთბაშად ორი შვილი გამომეცალა ხელიდან! -არ ხარ მართალი,შვილო.არავინ არ ფიქრობს შენ დადანაშაულებას. მასარუ-სანის დედამ ხომ თქვა:,,ყველაზე მეტად საბრალო ტომოკოა ცოდო", და შენსდანახვაზე ატირდა. -ეს მხოლოდ სიტყვებია.
ტომოკო სრულიად უმიზეზოდ განიცდიდა დაუკმაყოფილებლობის განცდას. თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობდ- არავის არ შეუძლია მისი ტანჯვის შეფასება და გაგება. ისეთი უბედურება გადაიტანა, რომ ნებისმიერი, ყველაზე დაუჯერებელი პრივილეგიების უფლებაც კი აქვს, ამის ნაცვლად კი იძულებულია, დედამთილს პატიება სთხოვოს! არა, საკუთარი თავითაც უკიდურესად უკმაყოფილო იყო ტომოკო. ვერ უმკლავდებოდა გაღიზიანებას, რომლისგანაც, ისე როგორც ეგზემისგან, მთელი სხეული ეწვოდა, და ტომოკო დედასთან გარბოდა თანაგრძნობის ძიებაში. საბრალოს ვერ გაეგო, რომ სასოწარკვეთილებაში მოჰყავდა ზოგადად ადმიანური გრძნობების არასრულყოფილებასა და სიღარიბეს. მართლაც, აბსურდია- ერთი ადამიანი დაიღუპა თუ ათი, ცრემლებს ყველა ერთნაირად ღვრის. ნუთუ შეიძლება ცრემლები გრძნობის საზომი იყოს? ან რომელი გრძნობის? როგორი ჩანს ის, ტომოკო, სხვების თვალში? და კიდევ უფრო მეტად ეკვეთებოდა სასო, როცა ცდილობდა საკუთარ სულში ჩაეხედა და იქ მხოლოდ და მხოლოდ გაურკვევლობასა და წყვდიადს ხედავდა. ტომოკოს აოგნებდა, როგორ იყო აქამდე ცოცხალი.საათობით დგას მგლოვიარე-საშინელ სიცხეში- და გულიც კი არ მისდის. ხანდახან გონება ებინდებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე აფხიზლებდა მძაფრი, სიტყვებით უთქმელი განცდა- სიკვდილის შიში. -გამოდის, უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ატირებულმა, დედის მკერდს მიკრულმა.
მეგონა,
-
ამოთქვა
უცებ ტომოკომ გაიაზრა, რომ სრულიად არ ეცოდებოდა გარდაცვალებული იასუე. მეტისმეტად გულჩვილი იყო, რომ განსვენებულის მიმართ სიძულვილი განეცადა, მაგრამ თუ რაღაც მიზეზი ის საბედისწერო ოთხი საათი იყო, რომელთა განმავლობაშიც ტომოკო მხოლოდ გარდაცვლილ მულზე ფიქრობდადა საკუთარი შვილები სრულიად დავიწყებული ჰყავდა.
ცოფდებოდა, როდესაც მასარუ მშობლებთან საუბრისას ტიროდა, ბედკრულ დას ჩიოდა, რომელიც ასე შინაბერა გარდაიცვალა. ,,ნუთუ ვიღაც და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შვილები", - ფიქრობდა ტომოკო. გამუდმებით დაძბული იყო. კრემაციის წინა დღეს ცხედრებთან გატარებული უძილო ღამეების შემდეგაც კი ვერ ახერხებდა დაძინებას. და არაფერი, თავიც კი არ სტკიოდა. პირიქით, ფიქრები სავსებით მკაფიო და ფხიზელი ჰქონდა. ნაცნობები, რომლებიც უწყვეტად დადიოდნენ თანაგრძნობის გამოსაცატავად, ტომოკოს გუნება-განწყობილებით ინტერესდებოდნენ. ერთხელაც თავი ვერ შეიკავა და მოუჭრა: -თავი დამანებეთ, ღვთის გულისთვის, ჩემი გუნება წესრიგშია. ცოცხალი ვარ თუ მოვკვდი, ახლა რაღა აზრი აქვს?! თუმცა თვითმკვლელობაზე აღარ ფიქრობდა და ჭკუის დაკარგვის შიშიც აღარ სდევდა. საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა- კაცუოსთვის. მაგრამ ხანდახან, როცა ხედავდა, ძაძებში ჩაცმული მორიგი სტუმარი პატარა კაცუოს როგორ უკითხავდა წიგნს, და უხაროდა, რომ იმ პირველ, საშინელ საათებში თავი არ მოიკლა, ტომოკო მოულოდნელად საკუთარ თავს იჭერდა ფიქრზე: იქნებ უბრალოდ სითამამე არ გეყო, სიყვარული არ გეყო? ასეთი საღამოების დროს,ქმრის მკერდს მიყრდნობილი, გაყინული, კურდღელივით ცარიელი თვალებით დაჰყურებდა იატაკს, ტორშერის სინათლის ლაქას და საბრალოდ იმეორებდა: -ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ჩემი უპასუხისმგებლობა. საეთოდ არ მქონდა უფლება, იასუე-სანისთვის ჩემს შვილებზე ზრუნვა დამევალებინა. ტომოკოს ხმას გამომხატველობა აკლდა, თითქოს ცარიელ მთებს მიმართავდა, რომლებსაც მხოლოდ ექოთი შეეძლოთ ეპასუხათ.
მასარუს ესმოდა, რას ნიშნავდა თვითდაბრალების ეს შეტევები. ცოლს სურდა, რომ მას რაიმე სასჯელი დასტყმოდა თავს.შეიძლება ითქვას სწყუროდა ეს სასჯელი... ქელეხის შემდეგ, რომელმაც ორკვირიანი უბედურება დაასრულა, ოჯახის ცხოვრება ნორმალურ მწყობრში ჩადგა. ბევრი სთავაზობდა ცოლქმარს, ბავშვი სამდე წაეყვანათ თან და სადმე კურორტზე გამგზავრებულიყვნენ - დაესვენათ და გული გადაეყოლებინათ. მაგრამ ტომოკოს ერთიანად ეშინოდა ზღვისააც, მთებისაც და ცხელი წყაროებისაც; მას არ შეეძლო ანდაზის დავიწყება: უბედურება მარტო არ მოდის. ერთ საღამოს, უკვე ზაფხულის ბოლოს, ტომოკო კაცუოსთან ერთად გინძაზე გაემგზავრა. მასარუს შეუთანხმდა,რომ სამსახურის შემდეგ შეხვდებოდა და სადმე ერთად ივახშმებდნენ. კაცუოს უკვე მოესწრო იმ ფაქტთან შეგუება, რომ მას არაფერზე ეუბნებოდნენ უარს. დედა და მამა უცებ ისეთი ალერსიანები გახდნენ, რომ საშიშიც კი ეჩვენებოდა ეს. მას ახლა ისე ექცეოდნენ, როგორც შუშის სათუთ სათამაშოს. როდესაც ქუჩის გადაკვეთა იყო საჭირო, დედა პირდაპირ ჭკუიდან იშლებოდა: კაცუო ხელში აჰყავდა და ლამის ოთხით გადარბოდა გზაზე, თან მტრულად უმზერდა შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანებს. ტომოკოს თვალებში ნემსებივით შეერჭო მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილი საცურაო კოსტოუმები. შეცბა. ერთ-ერთ მანეკენს მწვანე საცურაო კოსტიუმი ეცვა, იმის მსგავსი, რომელიც იასუემ იყიდა. ტომოკომ თვალები აარიდა და სწრაფად აუქცია გვერდი. მერე სულ ცდილობდა გახსენებას, მანეკენს ჰქონდა თუ არა თავი: ეჩვენებოდა, რომ არ ჰქონდა, ხან კი მოულოდნელად იასუეს მკვდარი სახე ელანდებოდა_ თვალებდახუჭული, ხველი აწეწილი თმით. ახლა ყველა მანეკენში დამხრჩვალს ხედავდა.
,,ნეტავ მალე დასრულდებოდეს ზაფხული",- გაიფიქრა. თვით ამ სიტყვის ჟღერადობაშიც კი სიკვდილის მყრალ სუნთქვას გრძნობდა. ზაფხულის ნათებაც უკვე მყრალი ეჩვენებოდა. კიდევ რჩებოდა დრო და ტომოკო დახურვამდე ოცდაათი-ორმოცი წუთი იყო.
უნივერმაღში
შევიდა-
კაცუომ სათამაშოების განყოფილებაში მოითხოვა შესვლა და მესამე სართულზე ავიდნენ. საბავშვო საცურაო კოსტიუმების სექციასთან ტომოკომ ლამის სირბილით გაათრია ბავშვი. დედები აზარტულად აფათურებდნენ ხელებს საცურაო კოსტიუმების გროვაში. ერთი მათგანი ხელში ატრიალებდა ლურჯ საცურაო ტრუსებს,მერე კი უფრო მაღლა ასწია, რომ ფანჯრის მიღმა საღამოს მზეს უკეთ გაენათებინა საქონელი. ლითონის ბალთამ გაიელვა. ,, როგორ ეჩქარება თავისი ბიჭუნასთვის სუდარის შერჩევა".- გაიფიქრა ტომოკომ. კაცუომ თავისი კუბიკები მიიღო და უნივერმაღის სახურავზე მოინდომა არბენა. ზემოთ, სათამაშო მოედანზე, შედარებით გრილოდა. ზღვიდან გრილი ნიავი უბერავდა. გისოსებიდან ქალაქი მოჩანდა, კატიდოკის ხიდი, ცუკიშიმას ნავსაშენი, სავაჭრო ხომალდები ყურეში. კაცუომ დედის ხელისგულიდან ხელი გაითავისუფლა და მაიმუნის გალიასთან მივიდა. ტომოკო სიფხიზლეს არ დაუტოვებია - შვილს ზურგსუკან დაუდგა. მაიმუნი საშინლად ყარდა - ქარი უბერავდა ალბათ მისი მხრიდან. შუბლშეჭმუხნილი მაიმუნი ჩაფიქრებული ათვალიერებდა დედა-შვილს. ცალი ხელი უკანალზე მიედო და ისევე გადავიდა სხვა ტოტზე; დანაოჭებული ბებერი სიფათით შეტრიალდა და ტომოკომ პატარა და ჭუჭყიანი, მთლად წითელი ყური დაინახა. აქამდე არასდროს დაუთვალიერებია ცხოველი ასე ყურადღებით. გალიის სიახლოვეს პატარა აუზი იყო, შუაში შადრევანით. შადრევანი არ მუშაობდა. აუზის აგურებით მოკირწყლულ ნაპირებზე გეჯები იდგა ხეებით, მათშორის კი, დაახლოებით კაცუოს ტოლი ბავშვი დაბაჯბაჯებდა. ლამის წაქცეულიყო. სიახლოვეს უფროსები არ ჩანდნენ.
,,მიდი, დაეცი! ჩავარდი აუზში და დაიხრჩვი!"-უცებ გზნებით აღმოხდა ტომოკოს, რომელიც ხარბად აკვირდებოდა ბავშვის გაუწონასწორებელ ნაბიჯებს. მაგრამ ბავშვი არ ეცემოდა. მთელ აუზს შემოუარა, მერე შენიშნა, როგორი ყურადღებით უყურებდა უცნობი დეიდა, და გაუღიმა, თავისი სიმამაცით ამაყმა. ტომოკოს პასუხად არ გაუღიმია.მოეჩვენა, რომ ბუჭუნა მას დასცინოდა. კაცუოს ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ გააბიჯა. ტომოკო ვახშამზე დიდხანს დუმდა, მერე კი ქმარს მიმართა: -ისე, არა უშავს, კმაყოფილი გამომეტყველება გაქვს.რაღაც არ ჩანს, რომ ძალიან განიცდიდე. მასარუმ ჩაახველა და მეზობელ მაგიდებს გადახედა. -შენ რა, არ გესმის? მე ხომ შენთვის ვცდილობ, მინდა გაგამხნევო. -შეგიძლია ასე ძალიანაც არ ეცადო. -ნუ ხარ ეგოისტი. იმაზე იფიქრე, ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს ბავშვზე. -სულ ერთია! მე რა დედა ვარ!- ვახშამი ჩაშხამდათ. სასოწარკვეთილება, რომელიც გამუდმებით სდევდა თან მის ცოლს, მასარუს უკვე თრგუნავდა. მამაკაცებს, სახლის გარდა, სამსახურიც აქვთ და ის გულის გადაყოლებაში ეხმარებათ. ტომოკოს კი სხვა საზრუნავი არ ჰქონდა, თავისი უბედურების გარდა. ყოველ საღამოს,სამსახურიდან შინ დაბრუნებული მასარუ იძულებული იყო ერთი და იგივე ერთგვაროვანი საჩივრები მოესმინა. ახლა უკვე ცდილობდა, შინ გვიან მოსულიყო. ტომოკომ მოსამსახურეს უხმო, რომელიც მანამდე მსახურობდა მათთან და კიეოსა და კეიკოს ყველა სათამაშო მისცა-იმ ქალს იმავე ასაკის ბავშვები ჰყავდა. ერთხელ ტომოკომ დილას ჩვეულებრივზე უფრო გვიან გაიღვიძა. ფართო საწოლილ მეორე ნაპირში მოკუნტულს ეძინა მის ქმარს, რომელიც წინა ღამეს გვიან დაბრუნდა, ნასვამი. საძინებელში ჯერ კიდევ
ტრიალებდა სპირტიანი სასმლის მჟავე სუნი. მასარუ მეორე მხარეს გადაბრუნდა, ზამბარები აჭრიალდა. ახლა, როცა სამი ბავშვიდან ერთადერთი კაცუო დარჩა, ტომოკო მას მეორე სართულზე აწვენდა, მათ ცოლქმრულ საძინებელში,თუმცა კი იცოდა, რომ ეს არასწორი იყო. აცლა მოსკიტის საწინააღმდეგო ორი თეთრი ბადის მიღმა შვილის სახეს ხედავდა, ძილში თანაბრად, რომ სუნთქავდა. იმ ამბის შემდეგ კაცუოს რატომღაც ყოველთვის ტუჩმოქცეულს, თითქმის დამანჭულს ეძინა. ტომოკომ ფარდიდან გამოყო ხელი და ზონარი მოქაჩა. სასიამოვნო იყო ძილისგან გახურებული ხელისგულით ზონრის უხეში ხორკლების შეგრძნება. ფარდა ოდნავ გაიშალა. ფანჯრიდან ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. მშვენიერი დილა თენდებოდა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ იყო მასში, მაგრამ ტომოკომ მძაფრად შეიგრძნო მისი მშვენიერება. უძრავად იქვა, თავი არ აუწევია ბალიშიდან და ბედნიერების განცდა ავსებდა. უცებ შეკრთა-ნეტარის გამოფხიზლების მიზეზს მიხვდა. პირველად ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილი შვილები არ დასიზმრებია.ყოველ ღამე ხედავდა მათ სიზმარში, წუხელ კი-არა. მათ ნაცვლად რაღაც სულელური და სასიამოვნო ესიზმრა. ტომოკოს საკუთარი უგულობისა და ქარაფშუტობის შეეშინდა, ატირდა.ფიქრებით შესთხოვა უბედური ბავშვების სულებს, მათი უგულო დედისთვის მიეტევებინათ. მასარუს გამოეღვიძა, ალმაცერად გადახედა მოქვითინე ცოლს. მის სახეზე რაღაც ახალი შენიშნა - ჩვეულო სასოწარკვეთის ნაცვლად სიმშვიდეს დაესადგურებინა. -ისევ ნახე ისინი სიზმარში? ცოლს არ უნდოდა მისთვის მოეყოლა და მოატყუა: -ჰო. მართალია, იცრუა, მაინც ეწყინა, რომ ქმარი არ ტიროდა მასთან ერთად.მასაც რომ ეტირა, ისიც დაიჯერებდა თავის ტყუილს.
თანდათანობით ტომოკო სულ უფრო ხშირად უფიქრდებოდა იმას, შეეძლოთ თუ არა მას და მასარუს ღირსეულად ეტარებინათ თავს დამტყდარი უბედურება. ბავშვების დაღუპვა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სუფთა შემთხვევითობით მოხდა, მაგრამ მაინც, ფიქრობდა ტომოკო, მე და მასარუ არანაირად არ ვერგებით ასეთ საშინელ ტრაგედიას. ამ მწუხარების მეხსიერებაში შენახვა,ყოველწამიერად მისი გახსენება - ჩვენს ძალებს აღემატება. ალბათ უკეთესი იქნება, მშობლებიც თუ დაივიწყებენ დარდს, როგორც სვებმა დაივიწყეს. სულმოკლეობასთან მებრძოლი ტომოკო ხვდებოდა, როგორ აცოფებდა გულჩვილი მოხუცი ქალების ნუგეში, რომლებიც უმტკიცებდნენ: ,,რასიზამ, ასეთი ყოფილა შენი ხვედრი". ტომოკო ახლაც ცდილობდა, საკუთარ გულში პროტესტისა და სიბრაზის განცდა გაეღვიძებინა. ადრე ბედს დამორჩილება საშინელებად მიაჩნდა. გარდაცვლილ ახლობლებს ერთბაშად ვერ ვემშვიდობებით, თან გვდევს შეგრძნება, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია. უაზრობაა თავის ტანჯვა დაგვიანებული მონანიებით, რომ შეიძლებოდა ესა თუ ის ადამიანი ცოცხალი გადარჩენილიყო, მაგრამ ამგვარი აზრები ჩვენი ვალია მიცვალებულების წინაშე. ჩვენ მივისწრაფით რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ წასულები ადამიანური გაგების სფეროში,ჩვენი ადამიანური თეატრის სცენაზე. ტომოკომ მონანიებაც იგემა და სასოწარკვეთაც, გლოვის ატრიბუტების სიმცირის გამო, რაც ადამიანს ქონდა ბოძებული, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო მისთვის საკმარისი. და უცებ მის სულში რაღაც ახალი განცდა გაჩნდა- ბედს დამორჩილება კი არა, არამედ რაღაც უცნაური მყარად დამკვიდრებული ეჭვი. მომხდარ უბედურებაში რაღაც სიცრუეს გრძნობდა. კი, ყველაფერი მეტად საეჭვო იყო. საკმაოდ ბილწად შემოიჭრა უბედურება უზრუნველყოფილი ოჯახის მშვიდ ცხოვრებაში. თითქოს ბედმა გადაწყვიტა, ყველა ბედნიერ ოჯახზე სასტიკად ეძია შური. ასეთი დარტყმა ჩვეულებრივ სიკვდილზე უფრო არაადამიანური იყო, მკვლელობაზეც კი. თითქოს ვიღაცამ განგებ მოაწყო ყველაფერი: თავიდან
ბოლომდე მოვლენები უაზროდ ვითარდებოდა, არც კი უცდიათ, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევის ნიღაბი მოერგოთ. უცებ ტომოკო დაზაფრა იმან, რომ ყველა მისი ცრემლი და ტანჯვა ამაოდ ჩაივლის. ზაფხული მთავრდებოდა. ისე ელოდა, როდის დასრულდებოდა, ახლა კი შიშმა აიტანა. წავა ზაფხული და მთელი წელი ვეღარ ნახავენ ადამიანები. შეიძლება ტომოკოს მოეჩვენოს, რომ არავითარი ზაფხული არც არსებობს. გამოდის, ტრაგედიაც არ იყო?.. სხვაგვარი აგებულების ადამიანს - მასარუს მხოლოდ იმისა სჯეროდა, რაც მისთვის გასაგები იყო, ერთადერთი მომენტი, როდესაც თავს უღალატა, ა.-მდე ტაქსით მგზავრობა გახლდათ იმ ავადსახსენებელ დღეს. როდესაც გაზეთში გაჩნდა ცნობა ახალგაზრდა ოჯახის თავს დატეხილი უბედურებების შსახებ, მასარუმ ჩათვალა, რომ სტატია სავსებით ღირსეული გამოვიდა, თუმცა კი ავტორმა იასუეს ასაკი სამი წლით შეცვალა. გლოვასთან დაკავშირებით მასარუსთვის ყველაფერი სავსებით ნათელი და გასაგები იყო. ზუსტად ისე, როგორც ეს ახალგაზრდა, ნამრთელი მამაკაცი განიცდიდა შიმშილს, ახლა მწუხარებას გრძნობდა: შიმშილის დასაცხრობად უნდა ეჭამა, მწუხარების დასაცხრობად-ეტირა. მასარუ ცოლზე პატივმოყვარე იყო და მას იზიდავდა დარდით გულმოკლული მამის როლი, როგორსაც გარშემო მყოფნი ხედავდნენ. ასეთი საზარელი უბედურება, რომელიც წარმატებულ,იღბლიან ბიზნესმენს შეემთხვა, ერთი მხრივ, განაირაღდება მოშურნეებსა და არაკეთილმოსურნეებს, მეორე მხრივ კი, მას წამებულის რომანტიკულ ელფერს სძენდა. გძრნობდა რა იმ უცნაურობას, რითაც მიეცემოდა მწუხარებას მისი ცოლი, მასარუ თავისებურად გამოხატავდა პროტესტს: საღამოობით არ მიდიოდა სახლში, არამედ სამიკოტნოებში დადიოდა. მაგრამ ალკოჰოლი არანაირ სიამოვნებას არ ჰგვრიდა და უხილავი მოწმის არსებობა, რომელიც მის სღულში ჩასახლებულიყო და არ აძლევდა საშუალებას, ღვინით დამტკბარიყო, მასარუს სინდისს ამშვიდებდა. იმაზე ფიქრი, რომ
ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და არ თვრებოდა, მას მორალურ კმაყოფილებას ანიჭებდა. ბოლო დროს მასარუს ჩვევაში გადაუვიდა პატარა კაცუოს საჩუქრებით ავსება. ბავშვს ჯერ უხაროდა, მაგრამ მერე, ხედავდა რა, რომ მშობლები მის ნებისმიერ ახირებას ასრულებდნენ, თვითონაც აღარ იცოდა, რა ესურვა, და სულ უფრო ხშირად უყურებდა ახალ სათამაშოებს გულგრილი სახით. ბოლოს და ბოლოს გამოაცხადა: ,,არაფერი მინდა", და მშობლებს, თავდაკარგულებს შეეშინდათ, ავად ხომ არ გახდა მათი შვილი. შვიდი კვირა მიიწურა. მშობლებმა ტამას სასაფლაოზე მიწა შეიძინეს.მანამდე ახალგაზრდა ოჯახს ამის საჭიროება არ ჰქონია. მასარუ თავის მშობლებს შეუთანხმდა, რომ იასუეს ფერფლსაც იქ დაკრძალავდნენ, ტოკიოში: დაე, მისი და ბავშვებს სიკვდილის მერეც თან ხლებოდა. ტომოკოს შიში საკუთარი უგულობის თაობაზე ამაო აღმოჩნდაყოველდღიურად მისი მწუხარება სულ უფრო მატულობდა. ერთ დღეს მეუღლეები კაცუოსთან ერთად გაემართნენ შეძენილი მიწის ნაკვეთის სანახავად. ადრეული შემოდგომა იდგა. ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს, რომლებსაც ერთად სამ წელზე მეტი გაუტარებიათ, ყველა სერიოზული სალაპარაკო თემა ამოწურული აქვთ, მაგრამ იკუტების ოჯახში მომხდარმა უბედურებამ თითოეულ მათგანს თავისი პირქუში კვალი დააჩნია. ეს განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნეოდა, როდესაც სადმე ერთად მიემგზავრებოდნენ. უცხოს შეიძლება მოსჩვენებოდა, რომ ეს წყვილი შეერთდა, ერთმანეთს სერიოზულობითა და მწუხარებით მოცული. მშვენიერი დღე იყო, აღარ იდგა პაპანაქება. მეხსიერება ხანდახან ჩვენს ცნობიერებას უცნაურად ეხუმრება, დროის აღრევით და მათი ერთმანეთზე დაშრევებით. მგზავრობის დროს ტომოკომ ორჯერ განიცადა მეხსიერების ეს თავისებურება. შეიძლება,
ყველაფერში დამნაშავე გამჭვირვალე, მზით გაჯერებული ჰაერი იყო - მან ნახევრად გამჭვირვალედ აქცია ქვეცნობიერი ტომოკოს სულში. ტრაგედიამდე ორი თვით ადრე, როგორც ადრე ვახსენეთ, მასარუ საავტომობილო ავარიაში მოხვდა. საღსალამათი გადარჩა, მაგრამ მას მერე ტომოკო ქმრის მანქანაში აღარ ჩამჯდარა და არც ბავშვებს სვამდა. დღესაც ოჯახი მატარებლით გაემგზავრა. სადგურ მ.-ზე ელმავალიდან პატარა ადგილობრივ მატარებელში უნდა გადამსხდარიყვნენ, რომელიც ტამამდე მიდიოდა. მასარუმ კაცუო ხელში აიყვანა და ვაგონიდან ბაქანზე პირველმა გადააბიჯა. ტომოკო კი შეყოვნდა- ბევრი მგზავრი იყო და ძლივს მოასწრო ჩამოხტომა, პირდაპირ მის ზურგსუკან მიიკეტა კარი. მორიგის სასტვენის ხმა რომ გაიგონა და მიკეტილი კარის ჭრიალი, ტომოკომ წამოიყვირა და კარის დაჭერა სცადა. მოეჩვენა, რომ დამბურაში კიეო და კეიო დარჩნენ. მასარუმ აღელვებულმა ჩასჭიდა ხელი ცოლს და თავისკენ გაქაჩა. ტომოკომ მტრულად შეხედა ქმარს, როგორც პოლიციელს, რომელმაც გაბედა და სადღაც მისი წათრევა სცადა ბრბოს თვალწინ. თუმცა საცდურმა მალე გაიარა და ტომოკომ ქმარს აუხსნა, რაც დაემართა. მასარუს არ ესიამოვნა. გადაწყვიტა, რომ ქალი კომედიას თამაშობდა. მართალი იყო მასარუ? მსგავსი იმპულსური განცდა შეიძლება გაჩნდეს, მოგონებით გაღვიძებული, ნაცნობი ჟესტით ან ადრე განცდილი სიტუაციის გამეორებით. მართალია, საკმაოდ უხერხულად, მაგრამ ტომოკოს სული ცხოვრების დაუნდებელ შეუწყნარებლობას აღუდგა წინ. წარღვნამდელმა ლოკომოვიტმა, რომელიც ტამას სადგურამდე მიდიოდა, პატარა კაცუო აღაფრთოვანა. ორთქლმავალს წინ ფართო მილი ქონდა დამაგრებული, თავად კი რაღაცნაირი მოკლე და ერთდროულად მაღალი იყო, თითქოს ტეტა იდგა. ფანჯრის ჩარჩო, საიდანაც მემანქანე იჭყიტებოდა, ისე გაშავებულიყო,თითქოს ხისგან კი არა, ქვანახშირისგან იყო გაკეთებული.ორთქმავალი დიდხანს ქშინავდა, აცემინებდა, კბილებს აჭრიალებდა და ბოლოს დაიძრა.
ტომოკო პირველად აღმოჩნდა ტამას სასაფლაოზე და გააოგნა ნათელმა, უდარდელმა სურათმა, რომელიც მათ თვალწინ გადაიშალა. რაც სივრცე აქვს დათმობილი მკვდართა სამფლობელოს! რა ლამაზი გაზონებია, მწვანე ხეივნები, რა ფართო გზებია! და, უკიდეგანო, საოცრად ლურჯი ცა! მიცვალებულთა ქალაქი გაცილებით მოწესრიგებული და ფაქიზი მოეჩვენა, ვიდრე ცოცხალთა ქალაქი.ადრე ის და მისი ქმარი ისე ცხოვრობდნენ, რომ მსგავს სამყაროსთან შეხებაც კი არ ჰქონიათ, ახლა კი მიიღეს უფლება, ხშირად იყვნენ აქ და ამ ფიქრს ტომოკო არ შეუშინებია. უნდა ითქვას, რომ მართალია, არც ტომოკო და არც მასარუ ამაზე არ დაფიქრებულან, მაგრამ მათი მგლოვიარე ცხოვრება, ერთი შეხედვით ერთადერთი შავი ფერით შეფერილი, იმავდროულად მათ სტაბილურობის, უსაფრთხოების განცდას სძენდა. ის უცვლელი იყო, მოწმენდილი, თითქმის სანუგეშო: მეუღლეები უკვე შეეგუვნენ თავიანთ დანაკარგს და როგორც ეს ემართებათ ხოლმე ადამიანებს, გარდაუვალს შეგუებულებს, მათ ეჩვენებოდათ, რომ ამაზე უარესი უკვე არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მასარუს მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი სასაფლაოს შორეულ ბოლოში იყო და სამივე გაიოფლა ხანგრძლივი სიარულისგან. მეუღლეები ცნობისმოყვარედ შეჰყურებდნენ განთქმული მარშლის საფლავს და გაეღიმათ კიდეც, როდესაც ვიღაც ნუვორიშის უშველებელი საფლავის ქვა დაინახეს, სარკეებით მორთული. ტომოკო შემოდგომის წყნარ ზუზუნს უგდებდა ყურს, ბალახის სურნელს შეიგრძნობდა, ფოთლების სურნელში გაზავებულს, და უცებ, განწყობას აყოლილმა თქვა: -რა კარგია აქ! კიეო და კეიკო არ მოიწყენენ - დიდი სივრცეა... რა სულელი ვარ, არა? რაზე ვფიქრობ... კაცუოს პირი გაუშრა. გზად მაღალი მუქი ლურჯი ობელისკი შემოხვდათ, პატარა შადრევნით. ბეტონის საფეხურებზე, რომლებიც წრიულად მიემართებოდნენ ბილიკისკენ,წყალი მიედინებოდა-დაბლა სველი ლაქა მოჩანდა.რამდენიმე ბავშვი,რომლებსაც ობელისკთან
მიეყუდებინათ თავიანთი ბადეები-ალბათ სასაფლაოზე პეპლებს იჭერდნენ- წყალს სვამდნენ, წუწაობდნენ, წრიპინებდნენ. წყლის რუები მზეზე ფერმიხდილი ცისარტყელებივით ჩნდებოდა. კაცუო დამოუკიდებელ ბიჭუნად იზრდებოდა. შადრევაბიდან წყლის დალევა მოუნდა.ისარგებლა იმით, რომ დედას ხელით არ ეჭირა და ობელისისკენ გაიქცა. ,,საით?" - გამკიკანად აღმოხდა ტომოკოს. ,,დასალევად!" - უკამოუხედავად ჩაიბურტყუნა კაცუომ. დედა დაედევნა და უკნიდან ჩაავლო ხელი. ,,მტკივა!" - აწივლდა ბავშვი. მოულოდნელად შეშინდა კიდეც: იქნებ უკნიდან რაღაც საშინელმა ურჩხულმა დაიჭირა? ტომოკომ ჩაიმუხლა და ბიჭი თავისკენ მიაბრუნა. კაცუო მას კია არა, მამას უყურებდა, რომელსაც მოესწრო წინ წასვლა და ახლა გაოცებული ადევნებდა თვალს სცენას. -ამ წყლის დალევა არ შეიძლება, ჩვენ ჩვენი გვაქვს წამოღებული. ტომოკომ მუხლზე დაიდო ჩანთა და თერმოსის თავსახურის მოხსნას შეუდგა... ბოლოს და ბოლოს მიაღწიეს თავიანთ ნაკვეთს. სასაფლაოს ეს ნაწილი სულ ახალი იყო, ყველა საფლავი უკან დარჩა. ფერფლი ჯერ კიდევ ტაძარში ინახებოდა, მომავალი საფლავები კი ჯერ არ მოენიშნათ: უბრალოდ კვადრატული მიწის ნაგლეჯი, დაჭიმული თოკით აღნიშნული. -აქ სამივეს დაკრძალავენ, - ამოიოხრა მასარუმ. მას სიტყვებს ტომოკოში გლოვის ახალი ნაკადი არ გამოუწვევია.როგორ შეიძლება ხდებოდეს ასეთი არადამაჯერებელი რამეები, ფიქრობდა თავისთვის. დაიხრჩო ზღვაში ბავშვი - ასეთი რამ ხშირად ხდება, სავსებით შესაძლებელი ამბავია. მაგრამ ერთბაშად სამი ადამიანი- რაღაც ბოდვაა! სხვა საქმეა, თუ, ვთქვათ, ათი ათასი. სტიქიურ უბედურებაში ან ომში არაფერია გაუგონარი. ერთი სიკვდილი - ეს
სერიოზულია, ასი სიკვიდილი - ასევე. შეუსაბამობაა, როცა არც ერთი ხდება და არც მეორე. ტომოკოს გული ვერაფრით პოულობდა იმ საზომს, რითაც ტრაგედიასთან შეიძლებოდა მიახლოება.ტომოკო ხან ცდილობდა არ ეფიქრა იასუეს სიკვდილზე, ან კი კიოეოსა და კეიოს ერთნაირებად წარმოიდგენდა, როგორც ტყუპას. აქ, მომავალი საფლავების სიახლოვეს, ჩვეულმა ფიქრებმა ახლებური ძალით ჩაითრიეს. მას სულ ეშინოდა, დარდით ერთ-ერთი დაღუპული ბავშვი არ გამოერჩია. უწინდელი ბედნიერი ტომოკო ბავშვებიდან არც ერთს არ არჩევდა, ახლა კი უჩვეულო ზნეობრივი რეფლექსია ტანჯავდა. ადრე არ ჩაფიქრებულა დედობრივ სიყვარულზე, მაგრამ შიშობდა მჭმუნვარება არ გადაემეტებინა, წონასწორობა არ დაერღვია. დარდი - ყველაზე ეგოისტურია ყველა გრძნობას შორის. ტომოკო კიდევ და კიდევ ცდილობდა იასე ეგლოვა კიეო და კეიკო, თითქოს ისინი ერთი მთლიანი ყოფილიყვნენ, და ეს მცდელობა თანდათანობით უბედურებას აცლიდა თავის არსს, აბსტრაქტულად აქცევდა. -კი მაგრამ, რატომ სამნი! - აღმოდა ტომოკოს, - რა უაზრობაა! რატომ, რატომ? სამი მეტისმეტად ბევრია ერთი ოჯახისთვის და მეტისმეტად ცოტაა კაცობრიობისთვის. და არავითარი საზოგადოებრივი მნიშვნელობა - არც გარდაცვალება სამსაურეობრივი მოვალეოების მოხდის დროს, არც დაღუპვა ბრძოლის ველზე სრულიად უსარგებლო, აბსოლუტურად კერძო სიკვდილი! სუფთა ქალური ეგოიზმი ტომოკოს ჩიხში აგდებდა ამ რიცხვი ,,სამის" გამოცანის წინაშე. მასარუმ, როგორც მამაკაცმა და მეტად სოციალურმა არსებამ, დიდი ხანია გააცნობიერა, რომ მომხდარი ტრაგედიის აღქმა უფრო მოსაერხებელი იყო საზოგადოების თვალით. პირიქით და დიდება ღმერთს, რომ ახლობელთა სიკვდილი არ იყო ძალადობრივი... დროის შრეობრიობას მეორედ ტომოკო უკანა გზაზე შეეფეთა, სადგურთან. მატარებლის მოსვლას კიდევ ოცი წუთი აკლდა, მოედანზე სეირნობდნენ და კაცუომ სათამაშო ტანუკის ყიდვა ითხოვა. ყავისფრად
შეღებილი ჯადოსნური ცხოველები, მიკერებული ყურებით, კუდითა და თვალებით, ძაფებზე ეკიდა. -ერთი შეხედე! - წამოიძახა ტომოკომ, - ტანუკებს ალაც ყიდიან! -ხო ალბათ ახლანდელ ბავშვებსაც მოსწონთ. -არადა, ჯერ კიდევ პატარაობიდან მახსოვს. ტომოკომ ტანდაბალი მოუცისგან ტანუკი იყიდა და კაცუოს მისცა. მოულოდნელად თავი იმაზე დაიჭირა, რომ მეზობელ დახლებს ათვალიერებდა, კიეოსა და კეიოსთვის სათამაშოების ძებნაში. -რა გჭირს? - ჰკითხა ქმარმა. -თვითონაც ვერ გამიგია, რა მჭირს დღეს. უცებ ვიფიქრე, რომ დანარჩენებისთვისაც კარგი იქნებოდა საჩუქრის ყიდვა... ტომოკომ თეთრი ელები ასწია და თვალები მოიწმინდა. ნესტოები აუთრთოლდა, მზად იყო ექვითინა. -კარგი, თუ გინდა იყიდე,-მავედრებელი ხმით, ნაჩქარევად თქვა მასარუმ,-სახლში საკურთხეველზე დავდოთ. -არ არის საჭირო. უაზრობაა ეს. მაშინ უნდა მეყიდა, როცა უცებ დავიჯერე, რომ ისინი ცოცხლები არიან. ტომოკომ საეზე ცხვირსახოცი აიფარა. ,,ჩვენ ცოცხლები ვართ, ისინი კი მოკვდნენ, - გაიფიქრა, - რა საშინელი უსამართლობაა! თურმე რა სისასტიკეა ცოცხლად დარჩენა". კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მოედანს: წითელი ალმები რესტორნის კარებზე, ქათქათა თეთრი მარმარილოს ფილები დამკრძალავ ბიუროში შესასვლელთან, კრამიტის სახურავები, ცა, რომლის სილურჯემ საღამოსთვის ფაიფურის გამჭვირვალობა შეიძინა. ,,რა მკაფიოდ ჩანს ნებისმიერი წვრილმანი, - გაიფიქრა ტომოკომ, - ეს დაუნდობელი სამყარო იმდენად მშვიდია, რომ ნებისმიერ, ყველაზე ღრმა გრძნობასაც კი აჩლუნგებს".
*** შემოდგომის დღეები ერთმანეთს ცვლიდნენ და იკუტების ოჯახს ნელ-ნელა უბრუნდებოდა სიმშვიდე. რასაკვირველია, მეუღლეები განაგრძობდნენ დარდას, მაგრამ ახლა მასარუ, კმაყოფილი იმით, რომ ცოლი ნელ-ნელა გონს მოდიოდა, და ბავშვისადმი სიყვარულით სავსე, შინ გაცილებით ადრე მოდიოდა; კაცუოს რომ ადრე მიაძინებდნენ, ის და ტომოკო ცდილობდნენ ნაღვლიან თემებს გაჰქცეოდნენ, ხოლო თუ საუბარი მაინც ჩამოვარდებოდა დაღუპულ ბავშვებზე, ორივე შვებას პოვებდა ამაში. იმის გაცნობიერებასთან ერთად, რომ საშინელი ტრაგედია ნელნელა მინავლდებოდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში იფანტებოდა, მასარუ და ტომოკო უცნაურ, სირცხვილთან შეზავებულ საფრთხეს გრძნობდნენ, თითქოს რაღაც საზარელი დანაშაული ჩაედინოთ, რომელიც ასევე დარჩა გაუსნელი. გამუდმებით ახსოვდათ, რომ ოჯახში სამი წევრი აკლდათ, მაგრამ დროდადრო ეს განცდაც კი კმაყოფილებას ანიჭებდა მათ, ცხოვრების საყრდენს. არავინ გაგიჟებულა, არავის თავი არ მოუკლავს. არც კი დაავადებულა რომელიმე. ასეთი საშინელი შემთხვევა მოხდა-და თითქმის არავითარი კვალი, არავითარი შედეგი. ტომოკომ მოიწყინა.მას ეჩვენებოდა, რომ რაღაცას ელოდა. სპექტაკლები და კონცერტები მგლოვიარე ცოლ-ქმრისთვის დიდხანს იყო სასტიკად აკრძალული, მაგრამ ახლა ტომოკომ, მწუხარებისგან დაღლილმა, ამ ტაბუს გაუქმების შესანიშნავი საბაბი მოიგონა: გამოაცხადა, რომ მსგავსი გასართობი იმიტომაც არსებობს, ადამიანებს დარდთან გამკლავებაში დაეხმაროს. იაპონიაში სწორედ იმ დროს ჩამოვიდა გასტროლებით ცნობილი ამერიკელი მევიოლინე, მასარუმ ბილეთების შოვნა მოახერხა და ტომოკოსთან ერთად კონცერტზე წავიდა. კაცუოს შინ დატოვება გადაწყვიტეს- ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტომოკოს მანქანით წასვლა მოუნდა.
ტომოკო დიდხანს იწესრიგებდა თავს. დროის უმეტესი ნაწილი ვარცხნილობამ დაიკავა- მთელი ამ თვეების განმავლობაში საერთოდ შეწყვიტა თმაზე ზრუნვა. სარკეში თავისი შეუღებავი სახე რომ დაინახა, დიდი ხნის წინ მივიწყებული ცხოვრებისეული სიამეები გაახსენდა. რას შეიძლება შეედაროს ის ნეტარება, რომელსაც განიცდი სარკეში საკუთარი ანარეკლის შესწავლისას? სრულიად დაავიწყდა ეს საზეიმო განცდა: მწუხარება ეგოისტური სიჯიუტით აძევებს ნებისმიერ სიამოვნებას. ტომოკო დიდხანს ვერ ირჩევდა კიმონოსა და ობის. საბალოოდ შროშანისფერ კიმონოზე შეაჩერა არჩევანი, რომელსაც განსაკუთრებული შემთხვევების დროს იცვამდა; ფარჩის ქამრით შეიკრა. უფრო ძვირფასი სამოსი უბრალოდ არ ჰქონდა. მანქანაში მჯდომ მასარუს აღტაცების შეძაილი აღმოხდა, როდესაც თავისი ლამაზი ცოლი დაინახა. საკონცერტო დარბაზიზ ფოიეში ყველა ტომოკოს მისჩერებოდა, მასარუს ეს საოცრად სიამოვნებდა. ტომოკოს კი ეჩვენებოდა, რომ რაოდენ ლამაზიც უნდა ყოფილიყო დღეს, ეს მაინც არ იყო საკმარისი. ადრე ასეთი წარმატება დიდ სიხარულს მიანიჭებდა და შინ საკუთარი თავით სავსებით კმაყოფილი ბრუნდებოდა. ტომოკომ გადაწყვიტა, რომ დაუკმაყოფილებლობა ძალიან მარტივად აიხსნებოდა: ასეთ გაცხოველებულ ადგილას აღმოჩენილმა იგრძნო, მისი სულიერი ჭრილობა ჯერ კიდევ არ შეხორცებულიყო. სინამდვილეში სახეშეცვლილი ძველი წყენა ახსენებდა თავს, როცა ტომოკოს ეჩვენებოდა, რომ გარშემო მყოფნი არასაკმარისად გამოხატავდნენ მის თავს დატეხილ უბედურებისადმი თანაგრძნობას. ანარქტის დროს ნაღვლიანი გამომეტყველებით- რაშიც ალბათ, მუსიკის ზემოქმედებაც იყო დამნაშავე- ფოიეში დასეირნობდა. ნაცნობი შეხვდა; თანამგრზნობი სახით დაუკრა თავი ტომოკოს, მისი დარდის თანაზიარობის გამომხატველი სახე სავსებით შეესაბამებოდა ქალის განწყობას. ნაცნობმა თავისი თანამგზავრი წარუდგინა, ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი. მან არაფერი იცოდა ტომოკოს დარდის შესახებ და ვითომ აქ არაფერიო, ისე დაიწყო მჭერმეტყველება სხვადასვა თემაზე რამოდენიმე კრიტიკული შენიშვნაც გააკეთა მევიოლინის მისამართით.
,,აი, ტეტია,- გაიფიქრა ტომოკომ, როდესაც თვალით აცილებდა თავის შემთხვევით თანამოსაუბრეს, უკვე ბრბოში გაუჩინარებულს,- არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ნუგეშად. ნუთუ ვერ შენიშნა, როგორი დადარდიანებული ვარ?" ახალგაზრდა მამაკაცი აწოწილი იყო და მისი თავი ფოიერში მაყურებლების თავებზე გამოჩრილიყო. აი, ვიღაც ქალთან სასაუბროდ გაჩერდა-ქალის ვარცხნილობის ზედა ნაწილი ჩანდა მხოლოდ- და ტომოკომ კაცის მომღიმარი პროფილი დაინახა, შუბლზე ჩამოკიდებული თმის კუკული. ეჭვიანობამ გაჰკრა. ნუთუ უცნობისგან მართლა თანაგრძნობის სიტყვების მოსმენა სურდა, თუ სრულიად სხვა რამ? ტომოკოს სათნო გული ამ ფიქრმა შეძრა. არა,ასეთი რამ არ შეიძლება იყოს. ის სავსებით კმაყოფილია თავისი ქმრით! -დალევა გინდა? - ჰკითხა მოახლოებულმა მასარუმ (მასაც ვიღაც ნაცნობი შეხვედროდა), - იქით ფორთოხლის წვენს ყიდიან. საპირისპირო მხარეს ხალხი ბოთლებიდან ღერებით წრუპავდა ნარინჯისფერ სითხეს.ტომოკომ ხელით მოიჩრდილა და საეჭვოდ დაათვალიერა დახლი. ფორთოხლის წვენი სულაც არ უნდოდა. სასაფლაო და შადრევანი გაახსენდა, რომლიდანაც შვილს დალევა აუკრძალა. საფრთხე მხოლოდ კაცუოს როდი უსაფრდება. ამ ნარინჯისფერ სითხეში, ალბათ,მავნე მიკრობები ბინადრობენ. საკონცერტო დარბაზში წასვლა ერთგვარ მიჯნად იქცა.ახლა ტომოკოს სიამოვნების დაუოკებელი წყურვილი დაეუფლა. გართობის ძიების მოთხოვნილებაში შურისძიების რაღაც დოზაც იდო. თუმცა ცოლქმრული ღალატისკენ ტომოკო არ მიისწრაფოდა, ყველგან მხოლოდ ქმართან ერთად დადიოდა, თავისივე სურვილით. სინდისი არ ჰქონდა მშვიდად, გარდაცვლილებზე ფიქრი გამუდმებით სადღაც ახლოს დაფარფატებდა. ისეც ხდებოდა, შინ გვიან დაბრუნებულს, სასიამოვნოდ გატარებული საღამოს შემდეგ მძინარე
კაცუოსთვის დაუხედავს, რომელიც მოსამსახურემ დააძინა და მაშინვე გახსენებია კიდევ ორი მძინარე სახე. და იწყებოდა თვითგმევა და სინდისის ქენჯნა. შეიძლებოდა გეფიქრა,რომ ტომოკო სიამეებს ერთადერთი მიზნით მიეცემოდა- მონანიების ეს შეტევები რომ გამოეწვია. მასარუს ფირმის საქმეების გამო ხშირად უწევდა რესტორანში უცხოელი სტუმრების დაპატიჟება. ახლა ტომოკო ისევე, როგორც უწინდელ დროს, თან ახლდა ხოლმე ქმარს ამგვარ ბანკეტებზე. ისე ზედმიწევნით ასრულებდა თავის მოვალეობებს, ისე გულმოდგინედ თამაშობდა მხიარული დიასახლისის როლს, რომ სტუმრებს კიდევ მეტად აღაფრთოვანებდა სიხალისით, ვიდრე ძველ დროში. -მართლა სასწაულებს სჩადიხარ, - უკვირდა მასარუს. -თურმე მაღალი წრის ურთიერთობების საიდუმლოებაა- წინასწარ შეამზადო თავი იმისთვის, რომ ეს სპექტაკლია, -უხსნიდა მას ტომოკო,როცა მართლა ვიღებდი სიამოვნებას ყოველივე ამისგან, მაშინ ისე ჩანდა, თითქოს ყალბი ვიყავი, ასე არ არის? უქმეები კაცუოს ეთმობოდა: მთელი ოჯახი მიეშურებოდა სასეირნოდ - ან ზოოპარკში, ან ქალაქგარეთ. არ შეიძლებოდა მშობლეები არ მიმხვდარიყვნენ, რომ ბავშვი, რომელსაც ასე ეპყრობიან, უეჭველად გათამამებული და ახირებული გაიზრდებოდა, მაგრამ ამ ხიფათზე თვალებს ხუჭავდნენ; ყველაფერს გაიღებდნენ მსხვერპლად ოღონდ კი ის ცოცხალი და ჯანმრთელი ყოფილიყო. ნებისმიერი პედაგოგიური სიბრძნე მათ უგუნურებად ეჩვენებოდა. ცოლის მოულოდნელი გატაცება,ხშირად ეცვალა ჩასაცმელი, მასარუს უკვე აშინებდა.მას იმედი ჰქონდა, რომ მოკო რაიმე შედარებით უწყინარი საქმიანობით დაკავდებოდა. მაგრამ ეს სრულიად არ იჯდა მის ხასიათში- ქალს ზიზღს ჰგვრიდა ფიქრიც კი იმაზე, რომ შეიძლებოდა სერიოზულად დაინტერესებულიყო რაიმეთი და თავისი ტკივილი დაევიწყებინა. სიამეების დევნა-ეს სულ სხვაა, მან არ შეიძლება მართლა გაგიტაცოს,მალე მოგყიჭრდება.
ტომოკო ახალ გამოფენებსა და სპექტაკლებს ესწრებოდა, მაგრამ არაფერი იზიდავდა მის ყურადღებას. თუ მასარუს არ შეეძლო თან ხლებოდა, ყოფილ სკოლის მეგობრებს იახლებდა, ვისაც ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი გიჟდებოდა ქალების ოპერის თეატრში მამაკაცების პარტიების შემსრულებელ ქალზე.,,რა უაზრობაა",- ფიქრობდა ტომოკო, როცა რესტორანში თავისი ნაცნობის მსჯელობას უსმენდა. მისი ნაცნობი იმ მომღერალქალს საჩუქრებით ავსებდა. ამ ერთი შეხედვით უწყინარ გატაცებაზე იდუმალი ჩურჩულით ჰყვებოდა. ერთხელ ტომოკო კულისებშიც კი მოხვდა. თეთრ ფრაკში გამოწყობილი მომღერალი ძაბუტონებზე, დაუდევრად გაშხლართულიყო. საგრიმიოროს კედელზე რითაც ესპანური ჩასაცმელი ეკიდა, რომლითაც უნდა გამოსულიყო სცენაზე მეორე და მესამე აქტებში, კართან მისი თაყვანისმცემლები შეჯგუფულიყვნენ. მათ თითქოს პირში წყალი ჩაეგუბებინათ და მხოლოდ ხარბი თვალებით, სუნთქვაშეკრულები ადევნებდნენ თვალს თავიანთი კერპის თითოეულ ჟესტს. ტომოკოს საერთოდ არ უყვარდა ქალთა ოპერა, იმიტომ, რომ მსახიობებისა და მსმენელების უდიდესს ნაწილს გაუთხოვარი ქალები წარმოადგენდნენ. მართალია, იყო გამონაკლისი შემთხვევები მისი ამხანაგების სახით, თუმცა მსახიობები ნამდვილად ყველანი შინაბერები იყვნენ. მაგალითად, ეს, მამაკაცის თეთრ ფრაკში გამოწყობილი. ცხოვრებაში არაფერი კარგი არ უნახავს, სამაგიეროდ, არც არაფერი შეიძლებოდა დაეკარგა. მომღერალი სარკეში იყურებოდა, ტუჩებზე თხელ თითებში ჩამუჭულ პომადას ისვამდა, ცდილობდა, რაც შეიძლება დამაჯერებლად ეთამაშა მამაკაცის როლი. ჩანდა, მამაკაცი ზუსტად ისეთი წარმოედგინა, როგორც მის შინაბერულ აუდიტორიას და ამაში იყო რაღაც მეტი, ვიდრე ფანტაზირება; ამაში იგრძნობოდა კოლექტიური წარმოსახვის ნაშრომი, ის, რასაც სარეკლამო ბუკლეტებში ,,ოცნება" ჰქვია.
ტომოკოს აღარ აღიზიანებდა განცდილი გამოცდილებებისა და ოცნებების ის რთული შეთანმება, რომლისგანაც ადამიანის ცხოვრება შედგება.ნამდვილად არ უთქვამს უარი ოცნებაზე, როგორც ასეთზე. პირიქით, მისი ოცნებები გაცილებით უფრო განსაზღვრული და ძლიერი იყო იმაზე, რაც შინაბერებს ესახებოდათ. ალბათ, უფრო რომანტიკულიც კი. ,, შენი სხეულიდან გამოდისს ბავშვი, მერე კი ამ ბავშვს სამუდამოდ კარგავ. რა შეიძლება იყოს უფრო დიდებული და ურყევი?- ფიქრობდა ტომოკო,-ამათ, აქ მყოფებს, ასეთი რამის გაგების უნარიც კი არ აქვთ". და უცებ ტომოკოს მოუნდა,კიდევ გაეჩინა შვილი. რატომღაც, მაინცდამაინც გოგონა. მართალია, სულაც არ არის ორსულად... ო, რა სახალისო იყო პატარა კეიკოს სარკის წინ დაჯდომა და ყურება, როგორ იდღაბნიდა სახეს კოსმეტიკით! გოგონები, ყველაზე პაწაწუნებიც კი,გიჟდებიან პუდრსა და პომადაზე - როგორც ახალდაბადებული კნუტი უკვე სიამოვნებით ლოკავს ნაღებს. კეიკო, დედის მიბაძვით, პირს მუწავდა, პომადას იგლესდა, მერე კი შეღებილ ტუჩებს ილოკავდა. ,,სულ არ არის გემრიელი", - აცხადებდა ამ დროს.კიდევ კეიოს დაამახსოვრდა სიტყვა ,,ლოსიონი" და ერთხელაც, როცა აღმზრდელმა საბავშვო ბაგაში პიონერები დაანახვა და ჰკითხა: ,, აბა, ვინ იცის, რა ჰქვია ამ ყვავილს?"-კეიომ სიხარულით წამოიძახა: ,,მას ლოსიონი ჰქვია!.." ერთხელ ბიძისგან მობრუნებულმა, რომელიც ყოფილი მეზღვაური იყო, დედასთან თავი მოიწონა: ,,დედა, დღეს ვისწავლე ,,ავანოთ კანდელი მამულისთვის", "ზღვაში, ზღვაში, თინუსისთვის" და კიდევ ,,ბორდელში სარკმელი ანათებს"! უცებ ტომოკოს თავზარი დაეცა: კი მაგრამ,ის გოგონაც, რომელიც ჯერ არ დაბადებულა, ოდესმე რომ მხოლოდ დედის მოგონებებში დარჩეს? არა, ჯერ ადრეა ბავშვის გაჩენა; ახლა მთელი ძალები იმაზე მიდის, რომ უბრალოდ არსებობა განაგრძოს. ასე იქნება ალბათ მანამდე, სანამ დარდი მივიწყებას არ მიეცემა... ამხანაგმა სახელოზე მოქაჩა. გარშემო ყველა მომღერალი სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა.
შეფუცხუნდა-
ტომოკო და მისი მეგობარი დერეფანში გავიდნენ, რომ მაყურებელთა დარბაზში მიბრუნებულიყვნენ, მაგრამ ცოტა დააგვიანეს: ნახევრად შიშველი მოცეკვავეები წამოეწივნენ კორდებალეტიდან და აქეთ-იქით დაატრიალეს; ერთმანეთი მხედველობის არიდან დაკარგეს.ტალღასავით მოფრქვეული პუდრის სურნელი, ყველა მხრიდან მომავალი აბრეშუმის ქვედატანების შრიალი დომხალისა და ალიაქოთის სიმბოლოდ მოეჩვენა, რომლებსაც ,,გართობა და სიამოვნება" ეწოდებოდა. ერთმანეთში ოსაკურ დიალექტზე მოლაპარაკე მოცეკვავეებმა დერეფანში ზვავივით ჩაიქროლეს სცენაზე გასასვლელისკენ. ტომოკოს ერთ-ერთი ბალერინის აბრეშუმის ტრიკოზე ნაკერი მოხვდა თვალში. იმდენად სათუთად იყონაკერი შესრულებული, ტომოკოს, ყველაფერში რომ სრულყოფილება უყვარდა, უნებურად გაეღიმა... საღამოს შინ დაბრუნებულმა ქმარს უამბო დაკერებული ტრიკოს შესახებ. მასარუ ინტერესით უსმენდა, მაგრამ ჯერ ვერ მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა მისი ცოლი, მხოლოდ ჩუმად უღიმოდა. ძალიან გაოცდა, როცა ტომოკომ უცებ გამოაცხადა, რომ უნდოდა კერვა ესწავლა. მაშ ასე, ტომოკომ ქსოვისა და კერვის ხელოვნების შესწავლა დაიწყო. გართობის ინტერესი თითქმის დაკარგა. გადაწყვიტა ოჯახური კერიის სანიმუშო მფარველად ქცეულიყო და თითქმის ხელახლა ყურადღებით დააკვირდა მის გარემომცველ სამყაროს. ,,დროა, ცხოვრებისკენ სახით შემოვბრუნდე",- გაიფიქრა ტომოკომ. ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნდა. დილიდან საღამომდე ალაგებდა, რეცხავდა. ფეხსაცმლის ყუთშ კიეოს ბოტები და კეიკოს ნაჭრის ფოსტლები იპოვა. ამ აღმოჩენამ საბრალო დედა ხანგრძლივად ჩაფლა სევდიან ფიქრევში, რაც სასიამოვნო ცრემლებით დასრულდა. წარსულლის გახსენება ტომოკოს ავის მომასწავლებლად მიაჩნდა; საკუთარი გულუხვობით გულაჩუყებულმა ერთ-ერთ მეგობარს დაურეკა, რომელიც ქველმოქმედებით იყო დაკავებული, და თავშესაფარს გადასცა კიოსა და კეიკოს ნივთები, ისინიც კი, რაც შეიძლებოდა კაცუოს მორგებოდა.
ტომოკო დიდხანს უჯდა საკერავ მანქანას და კაცუოს გარდერობი გამუდმებით იზრდებოდა. სურდა თავისთვის მოდური შლაპების შეკერვა ესწავლა,თუმცა ვერა და ვერ მოაბა თავი. მანქანასთან მჯდარი დარდს ივიწყებდა. ნემსის თანაბარი წკარუნი, მონოტორული მოძრაობები გრნობების მთროთვალე ხმას ახშობდა. ტომოკოს ეუცნაურებოდა კიდეც, რატომ ადრე არ დაფიქრებულა თავისი მწუხარების ასეთი მექანიკური მკურნალობის შესახებ. სინამდვილეში მისმა სულმა უბრალოდ ისეთ ხარისხს მიაღწია, როცა ფიქრი მანქანის მეშვეობით გრძნობების დათრგუნვაზე, აღარ იწვევდა პროტესტს. ერთხელ ტომოკოს თითში ნემსი შეერჭო. თავდაპირველად მტკივნეული იყო, მერე კი ჭრილობიდან უნებურად გამოჟონა სისხლმა. წითელ წვეთად დაეკიდა. ტომოკოს შეეშინდა. ტკივილი ამის აღქმაში სიკვდილთან იყო დაკავშირებული. შიში სენტიმენტალურმა მღელვარებამ შეცვალა: თუ უწერია ასეთი წვრილმანის გამო სიკვდილი, დაე ასე იყოს- მხოლოდ მხიარული იქნება, თუ თავის საცოდავ ბავშვებს მიჰყვება. ტომოკო გაშმაგებული ატრიალებდა სახელურს, მაგრამ საიმედო მექანიზმს აღარ უცდია მისთვის თითის გაჭრა და არც მის მოკვლას აპირებდა... ტომოკო მაინც უკმაყოფილო იყო ცხოვრებით. სულ რაღაცას ელოდა. ხანდახან ეს აუხსნელი მოლოდინი ზღუდედ აღიმართებოდა ხოლმე მასსა და მასარუს შორის და ცოლ-ქმარი მთელი დღე არ საუბრობდა, თითქოს ერთმანეთზე ნაწყენები იყვნენ. ზამთარი ახლოვდებოდა. საფლავი უკვე მზად იყო, ფერფლი მიწას მიაბარეს. მოსაწყენ ზამთრის დღეებში ყოველთვის ჩნდება ზაფხულის ნოსტალგია და მოგონებების საშინელი ჩრდილი უფრო გაიშვიათდა. მაგრამ თვით ტრაგედიამ თქმულების თვისებები შეიძინა. ზამთარში, ცეცხლთან ახლოს, ყველაფერი გარდასული, გსურთ თუ არა ეს, რეალურობას კარგავს.
და საკუთარი მოუშუშებელი ტკივილი ტომოკოსაც ახლა რაღაც ზღაპარივით ეჩვენებოდა. ისევ გაახსენდა გაუგონარი, დაუჯერებელი დამთხვევები, რაც ტრაგედიას ახლდა თან- თუ ეს გამოგონილი იქნებოდა, ლეგენდა, ყველაფერი ერთბაშად დგებოდა თავის ადგილებზე. თუმცა ტომოკოს ჯერ არ ჰყოფნიდა სიმამაცე, გარდაცვლილი ბავშვები იასუესთან ერთად ფანტაზიის ნაყოფად ჩაეთვალა. ახლაც კი მისთვის არაფერი იყო უფრო რეალური, ვიდრე უწინდელი ზღაპრული ბედნიერების გახსენება. *** შუა ზამთარში გაცხადდა, რომ ტომოკო ორსულად იყო. ამ მომენტიდან მივიწყებამ მის სულში უკვე სრული უფლებით გაიდგა ფესვები. მასარუსა და ტომოკოს მანამდე ასე არასდროს უღელვიათ: დაუჯერებელი ჩანდა, რომ ყველაფერი ბედნიერად ჩაივლიდა, უფრო ბუნებრივად ეჩვენებოდათ ცუდი შედეგი. მაგრამ ორსულობა ნორმალურად ვითარდებოდა. ახალმა განცდებმა კედელი აღმართა აწმყოსა და წარსულს შორის. სინამდვილეში სულიერ ჭრილობას უკვე მოესწრო პირის შეკვრა და ახლა ისღა დარჩენოდათ, საკუთარ თავში ეპოვათ ძალა ამის აღიარებისთვის; ბავშვის მოლოდინმა ტომოკოს მისცა ეს ძალა. მეუღლეებმა ვერ მოასწრეს ბოლომდე გარკვევა, მაინც რას ნიშნავდა მათ თავს დამტყდარი უბედურება. იქნებ არც იყო საჭირო რაიმეში გარკვევა? ტომოკოს მიერ გადატანილ სასოწარკვეთას არც ისე ცოტა შემადგენელი ნაწილი ჰქონდა. სასოწარკვეთა იმის გამო, რომ თავს გადახდენილმა კოშმარმა ჭკუიდან არ შეშალა; სასოწარკვეთა იმის გაცნობიერების გამო, რამდენად მყარი და მდგარია ადამიანის ნერვული სისტემა- სასოწარკვეთის ყველა ეს სახეობა მან სრულად შეიგრძნო. მაინც რა ძალის უნდა იყოს დარტყმა, რომ ადამიანი შეიშალოს, რომ მოკვდეს, ბოლოს და ბოლოს?! თუ შეშლილობა საერთოდ რჩეულთა ხვედრია და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მიუწვდომელია?
რა გვეხმარება საღი გონების შენარჩუნებაში? ჩვენში დაბუდებული სასიცოცხლო ძალა? ეგოიზმი? საკუთარი თავის მოტყუების ჩვეულება? ჩვენი აღქმადობის შეზღუდულობა? იქნებ სიგიჟისგან მხოლოდ მისი ბუნების შეცნობის უუნარობა გვიხსნის? თუ ადამიანს საერთოდაც აქვს უნარი გადაიტანოს მხოლოდ დარდის მდგომარეობა- და არა უმეტესი. რა საშინელი ღვთიური სასჯელიც უნდა ეწვიოს, მასში საწყისშივე ჩადებულია ყველაფრის ატანის უნარი? მაშინ ჩვენს თავს დატეხილი ბედის დარტყმები- მხოლოდ და მხოლოდ გამოცდაა? ადამიანი, რომელმაც არ ძალუძს გონებით გაიზიაროს თავისი მწუხარება, ხშირად ცვლის ამ გაგებას წარმოსახვით. ტომოკოს ძალიან უნდოდა ყველაფერში გარკვევა. ,,ძნელია მომხდარის არსში ჩაწვდომა, როცა ის ჯერ კიდევ აქ არის, გვერდით,- ფიქრობდა ის, - შემეცნება უფრო გვიან უნდა მოვიდეს; მაშინ განცდილი გრძნობები ანალიზს დაექვემდებარება, შესაძლებელი იქნება ყველაფერი გამოითვალოს და გაცხადების გახსენებისას, ტომოკო ვერაფერს გრძნობდა საკუთარი თავით უკმაყოფილების გარდა. ეს უკმაყოფილება უფრო სიცოცხლისუნარიანიც კი აღმოჩნდა, ვიდრე მწუხარება; ის გულს დააჩნდა ნალექივით და ვერაფერს შველოდა. ტომოკოს არ შეეძლო ეჭვი შეჰპარვოდა თავისი გრძნობების გულწრფელობაში- ის ხომ დედა იყო. მაგრამ ეჭვებს ვერ იცილებდა თავიდან. ასეთ შემთხვევებში რეალური ცხოვრება ვერ აძლევს ადამიანს ნუგეშს; მაგრამ ახლა სწორედ ეს რეალობა მწიფდებოდა ტომოკოს საშვილოსნოში, ცხოვრებით ივსებოდა, იძვროდა. მამაკცს მხოლოდ გონებით შეუძლია განჭვრიტოს და წარმოიდგინოს ის ემოციური მდგომარეობა, რომელშიც არის ქალი, როდესაც განიცდის, როგორ განკარგავს მას შიგნით ზრდადი რეალობა. გადატანილი მწუხარების მოგონება თანდათან უფერულდებოდა; ეს ჯერ კიდევ არ იყო ნამდვილი მივიწყება, თითქოს რაღაც თხელი ყინულის ფენა ფარავდა ტბის ზედაპირს. ყინული მალე ტყდება, მაგრამ ღამის განმავლობაში ისევ იკრავს პირს, წყალს ფარავს.
მივიწყება ძალს იკრებდა, როცა არც ტომოკო და არც მასარუ მასზე არ ფიქრობდნენ.ის თანდათანობით ჟონავდა მათ სულებში, ნებისმიერი, ყველაზე პაწაწინა ხვრელის გამოყენებითაც კი. თვალით უხილავი მიკრობით აღწევდა ქსოვილში, ბეჯით და კეთილსინდისიერ სამუშაოს ასრულებდა. მისთვისვე გაუაზრებლად, ტომოკო უხილავ მეტამორფოზას განიცდიდა, თითქოს მძინარე იყო, ნების გარეშე მიცემული ძილის ჯადოს.მას არ ტოვებდა ხიფათის განცდა- სული ეწინააღმდეგებოდა მივიწყებას. იყო აქ თავის მოტყუებაც: ტომოკო თავს ირწმუნებდა, რომ მივიწყება ეს იყო ახალი ცხოვრება, მის სხეულში რომ იზრდებოდა. სინამდვილეში ნაყოფი მხოლოდ ხელს უწყობდა მოგონებების შესუსტებას. ტრაგედიის სურათი იდღაბნებოდა, მკაფიოობას კარგავდა, ქრებოდა. ოდესღაც ზაფხულის მზის სხივებში თეთრი საზარელი, კუთხოვანი წარმოიშვა; ის მარმარილოსი იყო. და აი, ახლა ეს ქანდაკება სველ ღრუბლად გაიშალა: მოსძვრა საზარელი თათები, დადნა თავი, მოსწყდა გრძელი ხმალი. ადრე ქვის სახე შიშს ბადებდა; ახლა ნაკვთები შერბილდა, გალღვა. ცხოვრებამ იოლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადააბიჯა ყველა კეთილშობილურ განზრახვას, ბურჯს, რომელიც ურყევი ჩანდა. ტომოკო, რასაკვიერველია, ბურჯს არ ეჭიდებოდა; მას ერთადერთი რამ აღელვებდა: რამდენად გულწრფელი იყო ის განცდა, რომელიც მის გულში გაჩნდა ბავშვების დაღუპვისას. თვით შეკითხვის ამგვარად დასმა, ტომოკოს უნებლიეთ, მოითხოვდა სასტიკი ალბათობის დაშვებას, რომ სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ეპიზოდია ადამიანის ცხოვრებაში. ნუთუ საკუთარი შვილების გარდაცვალების შეტყობის შემდეგ მან, დედამ, მათ ჯერ კიდევ მანამდე უღალატა, ვიდრე მწუხარება დაატყდებოდა თავს? ტომოკოს ნაზი და სათუთი გული არ იყო მზად მსგავსი თვითძიებისთვის. სახიდან არ სცილდებოდა იმ ადამიანის ოდნავ მოსულელო გამომეტყველება, რომელმაც რაღაც საოცარი გაიგო ან იეჭვა. უწინ ტომოკოს საკუთარი თავი ყოჩაღ და თავდაჯერებულ ახალგაზრდა დედაც წარმოედგინა.
ერთხელ რადიოთი დაიწყეს გადმოცემა სპექტაკლისა დედის შესახებ, რომელმაც შვილი დაკარგა. ტომოკომ მაშინვე ჩაუწია ხმას და თვითონვე გააოცა იმ მზადყოფნამ, რითაც თავიდან მოიცილა მძიმე მოგონებები. თავისი მეოთხე ბავშვის მოლოდინში ალალმართალი გულისწყრომით უკუაგდო გლოვით თრობა. ტომოკო ძალიან შეიცვალა. თავიდან უნდა მოიცილოს ბნელი მოგონებები და ფიქრები, მიაჩნდა მას. მთავარია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება. მსგავსი ფსიქოლოგიური განწმენდის შესახებ მსჯელობა ტომოკოს გაცილებით მეტად აძლევდა ხელს, ვიდრე ჩვეულებრივი დავიწყება. პირველად იგრძნო, რომ თავისუფალია- თავისუფალია მიუხედავად ყველაფრისა. მიზეზი, უეჭველად, იგივე დავიწყება იყო. ტომოკო არ წყვეტდა გაოცებას იმით, როგორ იოლად ახერხებდა თავისი სულიერი განცდებით მანიპულირებას. ჩვეულება, გამუდმებით ხსომებოდა მწუხარება, დაკარგა; ტომოკოს აღარ აშინებდა ის,რომ ცრემლებს არ ღვრიდა საფლავზე ყოფნისას თუ სულების მოხსენიების დროს. მას ეჩვენებოდა, რომ არაჩვეულებრივად დიდსულოვანი გახდა, რომ მზად იყო ყველასთვის ყველაფერი ეპატიებინა. მაგალითად, ერთხელ, გაზაფხულზე კაცუოსთან ერთად სკვერში მოსეირნემ ბავშვები დაინახა, რომლებიც ქვიშაში ფათურობდნენ; თუ ადრე, უბედურებიდან ცოტა ხანში, სხვათა ცოცხალი ბავშვების დანახვისას მისი გული ღვარძლითა და შურით ივსებოდა, მსგავსს აღარაფერს გრძნობდა.მან აპატია ყველა ამ ბავშვს, მათ შეეძლოთ მშვიდათ ეთამაშათ. მასარუს უფრო ადრე ეწვია მივიწყების განცდა, ვიდრე მის ცოლს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ მას მგრძნობელობა აკლდა. პირიქით ის მეტად იტანჯებოდა. მამაკაცები გაცილებით ცვალებადი არიან, სამაგიეროდ, უფრო სენტიმენტალურებიც, ვიდრე ქალები.თუმცა მწუხარება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, და დარწმუნდა რა, რომ დარდი უწინდებურად აღარ თრგუნავდა, მასარუმ უცებ თავი მარტოსულად იგრძნო და ჩუმად პატარა ინტრიგაც კი გააბა. მართალია, ეს კავშირი მალე
მოჰბეზრდა. მერე კი ტომოკო დაორსულდა და მასარუ ნაჩქარევად დაბრუნდა მისი ფრთის ქვეშ, როგორც დედისკენ მიიჩქარის ბავშვი. მწუხარებამ დატოვა ოჯახის ცხოვრება- როგორც ეკიპაჟი ტოვებს ჩაძირულ ხომალდს. მალე ტომოკომ და მასარუმ შეძლეს მომხდარისთვის უცხო მკითხველის თვალით შეეხედათ, რომელმაც ტრაგედიის შესახებ უბედურ შემთხვევათა განყოფილებაში წაიკითხა. არც კი ეჯერათ, რომ ამ ისტორიას მათთან რაიმე კავშირი ჰქონდა. შეიძლება, უბრალოდ შემთხვევითი მოწმენი გახდნენ? შემთხვევის მონაწილე ყველა ადამიანი დაიღუპა, ისევე დარჩნენ სამარადჟამოდ შეკავშირებულნი სიკვდილით იმ მოვლენებთან. იმისათვის, რომ ისტორიის რომელიმე ეპიზოდმა შეგძრას, ჩვენ მისგან დამოუკიდებლობა უნდა ვიგრძნოთ. ახლა კი რა აკავშირებდა იკუტას წყვილს წარსულთან? ამაზე ფიქრის დროც კი არ გქონდათ. ტრაგედია სადღაც ჰორიზონტთან ელავდა, როგორც შორეული შუქურას ნათებდა. ცეცხლი ხან ჩნდებოდა, ხან ქრებოდა, როგორც საკურორტო ა.-ს სამხრეთით მდებარე, ცუმეკის კონცხის პროჟექტორის ზღვაზე მოლილვლივე სხივი. უკვე არა ბედის ლახვარი, არამედ სასარგებლო გაკვეთილი; არა კონკრეტული ფაქტი, არამედ აბსტრაქტული მეტაფორა. შორეული სხივი აღარ იყო იკუტას ოჯახის საკუთრება, ის ახლა თანაბრად ეკუთვნოდა ყველას: ის ასხივებდა ყოველდღიური ცხოვრების ფუსფუსს ისეთივე მიუდგომლად, როგორც ნამდვილი პროჟექტორის შუქი იხსნიდა სიბნელიდან კლდეებს, ჭალებს ნაპირზე და ტალღების თეთრ ეშვებს, ნაღვლიან ღამეულ კლდეებს რომ ეხეთქებოდნენ. სხივი ადამიანებს გაკვეთილს უტარებდა- მარტივს, გასაგებსა და დიდი ხნის ნაცნობს, მშობლებს ის ზეპირად უნდა ესწავლათ- გაკვეთილი ასეთი იყო :,,პლაჟზე თვალი არ მოაცილოთ პატარა ბავშვებს.ბავშვი შეიძლება ყველაზე მოულოდნელ ადგილას დაიხრჩოს". რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, თითქოს ტომოკომ და მასარუმ ორი შვილი და კიდევ მძითვად შინაბერა ტომოკო მსხვერპლად მხოლოდ იმისთვის გაიღეს, რომ სხვებისთვის ეს გაკვეთილად ქცეულიყო. თუმცა ოჯახის სამი წევრის გარდაცვალებაში რაიმე სხვა აზრის პოვნა
ძნელი იქნებოდა. ყველაზე სახელგანქმული გმირების დაღუპვაშიც ხშირად იმავე ოდენობის აზრი დევს ხოლმე. ტომოკოს გოგონა შეეძინა, ის ზაფხულის ბოლოს გაჩნდა, ოჯახი ბედნიერი იყო. მასარუს მშობლები საგანგებოდ ჩამოვიდნენ კანაძავიდან შვილიშვილის სანახავად, მასარუმ ისინი სასაფლაოზეც წაიყვანა. გოგონას მომოკო დაარქვეს. დედაც და ახალშობილიც თავს შესანიშნავად გრძნობდნენ. ჩვილებთან დამოკიდებულების გამოცდილება, კიდევ კარგი, ტომოკოს მშვენიერი ჰქონდა. კაცუო კი აღფთოვანებისგან გონს ვერ მოდიოდა-მას ხომ ისევ ჰყავდა დაიკო. *** კიდევ ერთი წელიწადი გავიდა, ისევ დადგა ზაფხული. მოულოდნელად ტომოკომ განაცხადა, რომ ზღვაზე სურდა წასვლა, ა.-ში. მასარუ გაოგნებული იყო. -ეგ როგორ?! თავად არ ამბობდი, რომ არასდროს გინდოდა იმ ადგილების დანახვა! -არ ვიცი. უცებ მომინდა იქ ყოფნა. -ძალიან უცნაური ხარ.მე მაგალითად, იქ ყურით ვერ შემათრევ. -ჰო? მაშ კარგი, ეს ისე ვთქვი... ტომოკოს რამდენიმე დღე აღარ განუახლებია ამ თემაზე საუბარი. მერე თქვა: -იცი, მაინც მინდა იქ წასვლა. -მაშ წადი, რაკი ასე გინდა. ოღონდ მარტო. -მარტო-არა.რატომ? -საშიშია. -მაშინ რატომ წავიდე, თუ საშიშია? იქნებ ერთად წავიდეთ, ა? მაშინაც რომ ყოფილიყავი ჩვენთან, იქნებ გადავრჩენილიყავით კიდეც. შენთან ერთად მინდა...
-ძალიან მეუხერხულება იქ წასვლა... მასარუმ ისევ დაუწყო ცოლს გამოკითხვა ასეთი უცნაური სურვილის მიზეზებზე. ,,თვითონაც არ ვიცი",-არწმუნებდა ქალი. მაშინ ქმარმა დეტექტიური რომანების მოყვარულმა, კრიმინალისტკის ერთერთი ძირითადი პოსტულატი გაიხსენა და გაიფიქრა:,,მკვლელს, საფრთხის მიუხედავად, დაუოკებლად იზიდავს დანაშაულის ადგილი. ალბათ ტომოკოსაც ისევ სურს იქ ყოფნა, სადაც მისი შვილები დაიღუპნენ". ცოლმა სამჯერ წამოიწყო ლაპარაკი გამგზავრებაზე- მართალია, ძალიან მშვიდად, ზეწოლის გარეშე,- და ბოლოს მასარუ დანებდა. გადაწყვიტა, დათხოვილიყო და სამუშაო დღეს გამგზავრებულიყო, რომ გადავსებულ მატარებელში არ ეჯაჯგურა. ა.-ში ერთადერთი სასტუმრო იყო- ,,ეიარუსკო". მასარუმ ნომერი იმ ავადსახსენებელი ნომრიდან რაც შეიძლება შორს შეუკვეთა, სადაც ორი წლის წინ გაჩერდა მისი ოჯახი. მანქანით წასვლაზე ტომოკომ ისევ უარი თქვა. იტოში მატარებლიდან ჩამოსულმა ოჯახმა ტაქსი დაიჭირა. გაგანია ზაფხული იდგა. გზატკეცილზე ჩამწკრივებული სახლების ეზოებში ლომის ფაფრებივით ლივლივებდნენ მზესუმზირები. გზატკეცილიდან ასული მტვერი ყვავილის ფურცლებს ეფრქვეოდა, მაგრამ მზესუმზირები უდრტვინველობას ინარჩუნებდნენ. როცა მარცხნივ ზღვა გამოჩნდა, ხუთი წლის კაცუომ სიხარულით დაიყვირა - მას უკვე ორი წელია არ ენახა ზღვის ტალღები. ტაქსიში მეუღლეებს თითქმის არ ულაპარაკიათ. ისე ჯაყჯაყებდნენ, რომ ლაპარაკის სურვილი არ გასჩენიათ. მომოკო შიგადაშიგ რაღაცებს ტიტინებდა. ,,ზღვა" - უთხრა მას კაცუომ. მან თითით მიანიშნა მელოტი თიხოვანი მთებისკენ, გზის საპირისპირო მხარეს და გაიმეორა: ,,ზღვა". მასარუს არ შეეძლო თავიდან მოეშორებინა შეგრძნება, თითქოს მისი ვაჟი დაიკოს რაღაც აკრძალულ სიტყვას ასწავლიდა. სასტუმროში მივიდნენ. იგივე ადმინისტრატორი გამოვიდა მათ შესახვედრად. მასარუმ მას მომსახურებისთვის გადაუხადა და გაახსენდა,
ამ ადამიანს როგორ ჩაუკუჭა აცახცახებული ხელით ათასიენიანი ბანკნოტი. წელს ,,ვერაკუსოში" საქმეები ცუდად მიდიოდა, ცოტა სტუმარი ჰყავდათ. ნომერში მასარუს მოგონებები აეშალა, მოიღუშა და პირდაპირ ბავშვების თვალწინ დაეტაკა ცოლს: -რა ჯანდაბად ჩამომათრიე?! რა შეიძლება აქ გველოდეს მძიმე მოგონებების გარდა?თითქოს ვივიწყებდით ყველაფერს და აჰა, ინებე. პირველად მოგყავს გოგონა სამოგზაუროდ! უკეთესი ადგილის მოფიქრება არ შეგეძლო?! სამსახურშიც თავზე საყრელად მაქვს საქმე, შენ კი მაიძულე, ამ იდიოტური ჩანაფიქრის გამო დავთხოვილიყავი! -შენ ხომ თვითონ დამთანხმდი. -იმიტომ, რომ ყელზე დანა მომაბჯინე. ბაღში ბალახი მზის ნაშუადღევ სხივებს შეეფერადებინათ. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც ორი წლის წინ ზაფხულში. თეთრცისფერ საქანელებზე ცისფერი, მწვანე და წითელი საცურაო კოსტიუმები შრებოდა. ბაღის კუთხე მოჩრდილულიყო, იქ ერთ დროს იასუეს ცხედარი ესვენა. წამით მოეჩვენა, რომ მწვანე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი იასუე ისევ იქ იყო. თუმცა მასარუმ არ იცოდა, რომ მისი და იმ კუთხეში დააწვინეს, ასე რომ, ჰალუცინაციების მსხვერპლი მხოლოდ ტომოკო გახდა. მისი ქმრისთვის ეს უბრალო წყნარი, ჩრდილიანი კუთხე იყო, ზუსტად ისევე როგორც მეორე დილას ტრაგედიის შემდეგ, როცა ყველაფერი აშკარა გახდა და მან ჯერ კიდევ ბედნიერმა არაფერი იცოდა. დანარჩენ ბინადრებს კი საერთოდაც არ ენაღვლებათ არაფერი, გაიფიქრა ტომოკომ. რაკი ცოლი აღარ პასუხობდა მის საყვედურებს, მასარუც გაჩუმდა. კაცუო ბაღში გაიქცა და პატარა რგოლი იპოვა მიწაზე. მის გორებას შეუდგა, თან სიამოვნებით ადევნებდა თვალს, მზის შუქზე როგორ ელვარებდა და იცვლიდა ფერებს.
მეუღლეები დუმდნენ. სიჩუმეს მხოლოდ ჭრიჭინების ჭრიჭინი არღვევდა. მასარუმ იგრძნო, კისერზე ოფლი როგორ სდიოდა. მშობლის მოვალეობა გაახსენდა და იყვირა: -კაცუო! წამო ზღვაზე. ტომოკომ ქალიშვილი აიყვანა ხელში, ოჯახი ჭიშკრიდან გამოვიდა და ფიჭვების ჭალით სანაპიროსკენ გაემართა. ზღვა გამოჩნდა. სანაპიროს ქვიშის ზოლის მიღმა გაწოლილიყო ფართო და ელვარე, ტალღები დახტოდნენ მასზე. ახლა, მიქცევის დროს, პლაჟზე გასვლა მთაზე აუსვლელად შეიძლებოდა. მასარუმ შვილს ხელი ჩაავლო და მათ ცხელ ქვიშაზე გადააბიჯეს. ნაპირზე ცოტა იყო ხალხი, ქოლგები გაუშლელი იდგა ოცამდე კაცი ირუჯებოდა, მეტი არა. ოთხივენი გაშეშდნენ ზედ ზვირთხემის კიდესთან. დღესაც,როგორც მაშინ, ჰორიზონტის თავზე მძიმე ღრუბლები შექუჩებულიყვნენ - საოცარიც კი იყო, ასეთი მასიური, სინათლით სავსე ვეებერთელა ღრუბლები ძირს როგორც არ ეცემოდა. მათ თავზე ცა ჩანდა, რომელზეც მსუბუქი თეთრი ზოლები მიცურავდა, თითქოს ღრუბლების მომფანტველი ცოცხით დატოვებული. თავისუფალი ოკეანე სადღაც შორეული ღრუბლებიდან იწყებოდა და ნაპირისკენ მოემართებოდა.ოკეანე ყოვლისმომცველი იყო, ხმელეთზე გაცილებით მეტად. აქ, ფართო ყურეში ისეთი შეგრძნება იქმნებოდა, რომ ეს ზღვა სანაპიროზე შეტევას ახორციელებდა. ტალღები მაღლა მიქანებოდა. შეშდებოდა. ძირს ეხეთქებოდა. მათი დგაფუნი ზაფხულის მზის მწველი მდუმარების ბუნებისა იყო-თითქმის ჟღერადობა,თითქმის სიჩუმე. ოჯახობის ფეხებთან უკვე ტალღები კი არა, მათი ლირიკული გარდასახვა მოედინებოდა, მსუბუქი ქაფი, თეთრი ბუმბერაზების დამცინავი თვითირონია. მასარუმ ალმახერად გადახედა ცოლს.
ის ზღვას უყურებდა.თმის კულულებს ქარი უწეწავდა, ცხელი მზე არ ანაღვლებდა. თვალები სისველით ავსებოდა და რაღაც უცნაური ცივი გამომეტყველებით იმზირებოდა შორს. ტუჩები ჯიუტად მოკუმა. პატარა მომოკო ჩაეხუტებინა გულში, რომლის თავს მზისგან ჩალის ქუდი იცავდა. მასარუს ცოლის სახეზე ასეთი გამომეტყველება აქამდეც უნახავს. მას მერე, რაც ტრაგედია მოხდა, ტომოკო ხშირად შეშდებოდა ამ მდგომარეობაში, თითქოს ამ ქვეყნად ყელაფერი ავიწყდებოდა, თითქოს რაღაცას ელოდა. ,,ახლა რას ეკიდები?" - სურდა ეკითხა მასარუს, მაგრამ გაჩუმდა ისედაც იცოდა ეს. ზურგზე ცივმა ოფლმა დაუარა და ბუჭუნას უფრო მაგრად ჩაჰკიდა ხელი.