ქართული კერა საფრანგეთში ლევილი
ლევილის მამული – მონადირის სახლი ე.წ. შატო (სასახლე) და 5 ჰექტარი მიწა პ ა რ ი ზ ი დ ა ნ 3 0 კ მ - ს დ ა შ ო რ ე ბ ით – ე მ ი გ რ ა ც ი ა შ ი მ ყ ო ფმ ა ე რ ო ვ ნ უ ლ მ ა მ თ ა ვ რ ო ბ ა მ , პ ო ლ ი ტ ი კუ რ ი ე მ ი გ რ ა ნ ტ ე ბ ის თ ვ ი ს , 1 9 2 2 წ ლ ი ს 2 4 ი ვ ნ ი ს ს , ს ა ქ რ თ ვ ე ლ ო ს დ ე მ ო კრ ა ტ ი უ ლ ი რ ე ს პ უ ბ ლ ი კი ს მ თ ა ვ რ ო ბ ი ს ფ უ ლ ი თ ,
რ ო მე ლ ი ც პ ო ლ ო ნ ეთ ი ს მ თ ა ვ რ ო ბ ი სგ ა ნ ა დ რ ე გ ა წ ე უ ლ ი დახმარების საზღაურად მიიღოო, ნიკოლოზ ჯაყელისა
დ ა ბ ე ნ ი ა ჩ ხ ი კ ვ ი შ ვი ლ ი ს სახელზე, 84 000 ფრანგულ ფ რ ა ნ კა დ შ ე ი ძ ი ნ ა .
ბენია ჩხიკვიშვილი (1881-1924)
ნიკოლოზ ჯაყელი (1887-1970)
საზოგადოება „ქართული კერის“ წევრები სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან : ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის შემდეგ (1924 წელს), საჭირო გახდა მამულის მართვის ახალი სისიტემის შემუშავება, ამიტომ 1926 წლის 6 ნოემბერს , ემიგრაციაში მყოფმა ეროვნულმა მთავრობამ დაარსა უძრავი ქონების მმართველი
ნოე ჟორდანია
ნოე რამიშვილი
ევგენი გეგეჭკორი
კონსტანტინე კანდელაკი
აკაკი ჩხენკელი
საზოგადოება „ქართული კერა“ (Société Civile Immobilière (SCI) Foyer Géorgien)
1927 წლის 10 თებერვლიდან, ეს საზოგადოება იურიდიულად ლევილის მამულის მფლობელია.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან: ექვთიმე თაყაიშვილი
სოციალ-ფედერალისტური პარტიიდან: სამსონ ფირცხალავა
„ოც და ათი აპრილი ათას ცხრაას ოცდა რვა წელი,
ქალ. პარიზი.
noe Jordania ak. Cxenkeli n. ramiSvili eqvTime TayaiSvili
evgeni gegeWkori s. fircxalava k. kandelaki
შვიდთა ხელწერილი_ “მორალური ანდერძი” შთამომავლებისთვის
ჩვენ ქვემოთ ამისა ხელის მომწერნი: ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ნოე რამიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ევგენი გეგეჭკორი, სამსონ ფირცხალავა და კონსტანტინე კანდელაკი – ვაძლევთ ამ ხელწერილს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას იმაში რომ: 1. მამული, მდებარე ს-ლ ლევილში (Leuville s/Orge), საფრანგეთში, სენის და უაზის დეპარტამენტში, და ცნობილი სახელწოდებით „Chateau de Leuville”, რომელიც შეძენილია საჯარო ვაჭრობაზე 10 თებერვალს 1927 წ. საზოგადოების „Foyer Géorgien“-ის მიერ, რომლის წევრნი ვართ ჩვენ ზემოთაღნიშნულნი პირნი, ნაყიდი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფულით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკუთრებას შეადგენს; სახელდობრ, მიწა ზომით დაახლოებით ხუთი ჰექტარი, სადგომი სახლი, სამეურნეო შენობები, ავეჯი, ინვენტარი და სხვა ყოველივე, რაც აღნიშნულ მამულში იმყოფება, გარდა იმ საგნებისა, რაც იქ მდგმურთა მიერ საკუთარის ხარჯით არის შეძენილი. 2. ყოველგვარი შემოსავალი აღნიშნული მამულიდან და ყოველგვარი განკარგულება მამულის შესახებ ეკუთვნის სავსებით საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას და ჩვენ ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ ყოველივე მის განკარგულებას მამულის შესახებ, ე.ი. მამულის ან რაიმე იმის ნაწილის ექსპლოატაციის შესახებ, გაქირავების, დაგირავების, გაყიდვის, გაცემის შესახებ და სხვა, და საზოგადოების „Foyer Géorgien“-ის დადგენილებებში აღნიშნულ მთავრობის დადგენილების თანახმად ვიმოქმედოთ.
3. არც ჩვენ პირადათ და არც ჩვენს მემეკვიდრეებს უფლება არა გვაქვს ვისარგებლოთ აღნიშნულ მამულით ან იმის შემოსავლით გარეშე საზოგადოების „Foyer Géorgien“-ის დადგენილებისა. 4. ჩვენ მოვალენი ვართ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოთხოვნილებისამებრ დავდოთ ყოველგვარი ხელშეკრულება გარეშე პირებთან თუ დაწესებულებთან ამ მამულის შესახებ, დაცვით ამასთანავე „Foyer Géorgien“-ის წესდებისა, და დავემორჩილოთ მთავრობის მოთხოვნილებებს, როგორც ეს აღნიშნულია ზევით მუხლ 2-ში, გარნა ყოველ გვარი ხარჯი მამულზე გაწეული ჩვენ პირადათ არ უნდა გვეკისრებოდეს, არამედ ანაზღაურებული უნდა იქმნას თვით მამულის შემოსავლისა ან მთავრობის მიერ. 5. უზრუნველსაყოფად მთავრობის უფლებისა აღნიშნულ მამულის სრულ საკუთრებაზე ჩვენ ვიძლევით საზოგადოების „Foyer Géomoraluri rgien“-ის სახელზე ვექსილს თითოეული ჩვენგანი ოცდა ხუთი ათასი ფრ. (Fr. 25,000); „Foyer Géorgien“-ი ამ ვექსილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოთხოვნილებით საჭიროების დროს გადასცემს მთავრობას ან მის მიერ ნაჩვენებ პირს; ხოლო თუ რომელიმე ჩვენგანი თავს გაანებებს „Foyer Géorgien“-ის წევრობას ან იმ შემთხვევაში თუ მამული სხვა პირზე გადავიდა ამის და მიხედვით საზოგადოებიდან გასული პირი ან ყველა ჩვენ განთავისუფლებულნი ვართ ვექსილიდან და ყოველგვარ მოვალეობიდან მთავრობის და „Foyer Géorgien“-ის წინაშე.
დროთა განმავლობაში ლევილის მამულის იურიდიულ მფლობელთა რიცხვი შეიცვალა :
1945 წელს – საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის უფლებამოვალეობები სხვა 6 წევრს შორის განაწილდა. 1958 წელს – კონსტანტინე კანდელაკმა უარი განაცხადა საზოგადოების წევრობაზე და მას შემდეგ, ლევილის მამულის იურიდიულ მფლობელებად ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ევგენი გეგეჭკორის, ნოე რამიშვილისა და სამსონ ფირცხალავას ოჯახები დარჩნენ.
გიორგი ერაძის მოხსენება საზოგადოება „ქართული კერის“ წევრთა კრებაზე
1959 წელს დაარსდა ასოციაცია „ქართული კერა“ (Association Foyer Géorgien). ასოციაციის მიზანი მამულის მართვა და შენობის მოვლაპატრონობა იყო .
ნამეტია გოგუაძის “ანდერძი”
ლევილის “შატო”
“შატოს” ბიბლიოთეკა და ყოფილი სტამბის შენობა . 2013 წ.
შატოს ბიბლიოთეკა . 2013 წ.
“შატოს” ბიბლიოთეკა 2016 წ.
“შატოს” სხვენი
ლევილის
სასაფლაო
ლევილის წმ. ჟან ბატისტის სახელობის ეკლესიის წინ : ექვთიმე თაყაიშვილი, სიმონ ბერეჟიანი, გრიგოლ ურატაძე, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, ლადო ახმეტელი ...
ნოე ჟორდანია ლევილის მამულში
ექვთიმე თაყაიშვილი და ნოე ჟორდანია ლევილის მამულში
ქართველი ემიგრანტები ლევილის მამულში: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, აკაკი ჩხენკელი, სვიმონ ციციშვილი, სიმონ ბერეჟიანი, მარი ყანჩელი, სვიმონ წერეთელი, მედეა ღამბაშიძე, შოთა ნიკოლაძე ...
ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მარი ყანჩელი-ციციშვილისა და ქართველების ფრანგი მეგობარი რეიმონ დიუგე
ლევილის მამულში
არჩილ ზურაბიშვილი და ნინო ნიკოლაზე-ზურაბიშვილისა
მამა ილია მელია
ქართველი ემიგრანტი ქალები ლევილის მამულში: ნინო ნიკოლაძე-ზურაბიშვილისა,
მედეა და სუნანა ღამბაშიძეები, მარი ყანჩელი-ციციშვილისა ...
ქართველი ემიგრანტი ბავშვები ლევილის მამულში
გიორგი ერაძე – მინისტრი, რომელმაც ლევილში მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი
ნოე ჟორდანიას შთამომავლბი ლევილის მამულში
ნოე ჟორდანიას და ლევან ფაღავას შთამომავლები ლევილის მამულში
ევგენი გეგეჭკორის ოჯახი ლევილის მამულში
ეთერ საღირაშვილის ოჯახი ლევილის მამულში
გიორგი და ეთერ წერეთლები ლევილის მამულში
ლევილის მამულში. 2013 წ.
დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე წლებში მემკვიდრე ოჯახების წარმომადგენლებმა
მოლაპარაკება დაიწყეს საქართველოს მთავრობასთან ლევილის მამულისა და არქივების გადმოცემისთვის
ტრადიციული სადილი მეგობრებთან ლევილის “შატოს” სალონში
გამოყენებულია ფოტოები ირენ ციციშვილის, ქრისტინე ფაღავას, ნიკოლ ჟორდანიას, ზურაბ კედიას, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციებიდან. http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5464 მოამზადა ნათია კობახიძემ