პროსპის აღმოჩენა

Page 1


მოქმედების ადგილი: სოფელი პატარა ლიახვის ხეობაში

მთავარი გმირები: ბიჭუნა პროსპი და გოგონა ანი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა... პატარა ლიახვის ხეობის ულამაზეს სოფელში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ოჯახის სიმდიდრეს წარმოადგენდა 7 წლის პროსპი, რომელიც კლასში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა და 5 წლის ანი, რომელიც მისი თანატოლებისგან დიდი ხალისით გამოირჩეოდა.




პროსპი სკოლაში ფეხით დადიოდა. შარაგზაზე მიმავალი თვალს აყოლებდა ხეებზე მცოცავ მარადმწვანე მცენარეს. პროსპის აოცებდა მისი სწრაფვა სიმაღლისკენ. ერთ საღამოს, პროსპიმ სამსახურიდან დაბრუნებულ დედას ჰკითხა: --

დედა, ხომ არ იცი რა ჰქვია ამ უცნაურ მცენარეს, რომელის ფოთოლსაც 3 ან 5 წახნაგი აქვს?

--

ეს ხომ სუროა.

--

დედა, ასევე მაინტერესებს, რატომ არის ეს მცენარე მუდამ მწვანე და რატომ ცოცავს ხეებზე?

--

ნამდვილად არ ვიცი სუროს მწვანე ფერს რა განაპირობებს, მაგრამ როგორც ბებია მეუბნებოდა, იგი ხველის სამკურნალოდ გამოიყენება.


პროსპი დედის პასუხით არ დაკმაყოფილდა და საკუთარ თავს უთხრა: „პროსპი, ახლა უკვე იცი რა ჰქვია ამ მცენარეს და თავად შეგიძლია მოიძიო დამატებითი ინფორმაცია სუროზე“. 7 წლის პროსპის ჰობია კომპიუტერული მეცნიერება. ამაში მას ხელი შეუწყო პირველ კლასში საჩუქრად მიღებულმა კომპიუტერმა. გაკვეთილების მომზადების შემდეგ პროსპი „დაძვრებოდა“ საძიებელ სისტემა „გუგლიში,“ სადაც ბევრ მისთვის საინტერესო ინფორმაციას პოულობდა. პარასკევს, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, მიზნად დაისახა ინფორმაციის მოპოვება მისთვის საინტერესო მცენარე - სუროზე. პროსპიმ საძიებელ სისტემაში ქართულად აკრიფა სურო და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოაჩინა საიტი www.prospan.ge




საიტი პროსპის იმდენად მოეწონა, რომ სულმოუთქმელად ელოდა დედის დაბრუნებას. --

პროსპი, შვილო, ხომ მშვიდობაა? ასე გვიანობამდე კომპიუტერთან რატომ ზიხარ?

გახარებული და თვალებაციმციმებული პროსპი დედას უყვება: --

იცი, რომ სუროს იყენებენ როგორც ხველის საწინააღმდეგო საშუალებას, და მისგან დამზადებულ წამალს ჰქვია ჩემი და ანის სახელების კომბინაცია: პროსპანი, ანუ პროსპი + ანი

-- პროსპანი გერმანული

წამალია,

რომელიც გახდა 65 წლის. --

ისიც გავიგე რატომ არის სურო მწვანე! სუროში შედის ორგანული ნივთიერებები, რომლებიც მას აძლევენ მწვანე ფერს.


ერთ დღეს პროსპი იღებს დავალებას პედაგოგისგან, რომ მოამზადონ მინი ჩანახატი მათთვის საინტერესო თემაზე. პროსპის დიდი ფიქრი არ დასჭირდა, მან შეარჩია „პროსპანი.“ პროსპის პრეზენტაციამ ყველა გააოცა. ბავშვებმა მიიღეს ძალინ საიტერესო ინფორმაცია მედიკამენტზე, რომელსაც იყენებენ ხველის დასაწყნარებლად. ხველა ხომ დროდადრო ყველას აწუხებს! პროსპის ინიციატივით ყველამ მოიწონა ფეისბუკზე პროსპანის გვერდი, სადაც ნახეს ინფორმაცია პროსპანთან დაკავშირებით სხვადასხვა კონკურსების შესახებ.




სიხარულით მოფრინავს პროსპი სახლში და ამაყია თავისი გამარჯვებით. სახლში მისულს ანი დახვდა საწოლში, რომელიც ძლიერ ახველებდა. პროსპიმ სასწრაფოდ დაურეკა დედას და აფთიაქიდან პროსპანის წამოღება სთხოვა. ისიც უთხრა, რომ რეცეპტის გარეშე შეიძლებოდა მისი შეძენა. ანის რამდენიმე დღე დასჭირდა გამოჯანმრთელებისთვის, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა სწორად შერჩეულმა მედიკამენტმა.


პროსპიმ თავისი გადაწყვეტილების შესახებ სკოლის ექიმს უამბო. ექიმმა მას არჩევანი მოუწონა და ისიც დააყოლა, რომ პროსპანი რეკომენდებულია ყველა ტიპის ხველისთვის, დიდებისა და პატარებისთვის. პროსპი, რომელსაც იტაცებს კომპიუტერული მეცნიერება, ფიქრობს რომ დაეხმაროს პატარებს, რაც გმირობის ტოლფასია და იწყებს ფიქრს...

გთხოვთ ჩაერთოთ კონკურსში და მოგვაწოდოთ ზღაპრის გაგრძელების თქვენეული ვერსია: info@prospan.ge www.facebook.com/prospan.ge




Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.