მეხსიერება - ის რაც ასე ძვირფასია

Page 1

მეხსიერება - ის რაც ასე ძვირფასია სოსო ბურდულაძე მედ. დოქტორი

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში, მე და შენ რომ ერთად ვრბოდით? ნეტა იმ დროს!..სიყვარულის მეტს არაფერს ჩვენ არ ვგრძნობდით! ალბათ უმეტეს ჩვენთაგანს გაახსენდა ილია ჭავჭავაძის ეს უმშვენიერესი ლექსი, თუმცა იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, რომ ამოსავალი სიტყვა ამ ლექსში არის „გახსოვს?“, ანუ მეხსიერება, ანუ მოგონების შესაძლებლობა, ანუ გახსენება იმისა, რაც ასე ძვირფასია... მაინც საიდან იწყება მეხსიერება, იქნებ ბავშვობიდან, იქნებ დედის რძის სურნელიდან, პირველი სიტყვიდან („დედა“), პირველი გაუბედავი ნაბიჯებიდან, პირველი წიგნიდან, „აი-ია“, სკოლის მერხიდან, მეგობრობიდან, პირველი სიყვარულიდან, პირველი კოცნიდან, პირველი სიხარულიდან თუ მწუხარებიდან, პირველი გამარჯვებიდან თუ დამარცხებიდან, უფრო ხშირად გულის ტკენიდან, ანუ იქიდან, რაც ასე ძვირფასია... გაიხსენეთ, რამდენი უძილო ღამე გაგიტარებიათ წარსულზე ფიქრში, რამდენჯერ გინატრიათ: ნეტავ შემეძლოს რომ ეს მოგონება გაქრეს ჩემი მეხსიერებიდან, მაგრამ ჩვენი ცხოვრების თანამდევი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოვლენები, მუდამ მეგზურად დაჰყვებიან ჩვენს ქვეცნობიერებას და სწორედ მაშინ ამოტივტივდებიან ჩვენს გონებაში, როცა სულ არ ელოდები მას, რაც ასე ძვირფასია... მაშ ასე, რა არის მეხსიერება? სამეცნიერო განმარტებით, მეხსიერება, ეს არის ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარი. იგი მიეკუთვნება როგორც ბიოლოგიურ, ასევე შემეცნებით ანუ კოგნიტურ პროცესებს. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების მეშვეობით იღებს ინფორმაციას და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით ინახავს გარკვეული დროის განმავლობაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პოულობს შენახულ ინფორმაციას და იყენებს მოთხოვნის შესაბამისად. მეხსიერების ჩამოყალიბების პროცესი წარმოდგენილია სამი ეტაპის ანუ ფაზის სახით, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი ფსიქოლოგიური სტრუქტურითა და კონკრეტული ამოცანით. ეს ეტაპებია: ინფორმაციის აღბეჭდვა (კოდირება), შენახვა და აღდგენა.

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? უპირველასად, აუცილებელია ფიზიკური, სოციალური, გონებრივი აქტივობა. ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი გონებრივი სავარჯიშოები, როგორიცაა: კროსვორდები, რებუსები, ლექსების დამახსოვრება, სხვადასხვა ისტორიული მოვლენების თარიღებისა და გეოგრაფიული ერთეულების დამახსოვრება და სხვა. დადგენილია, რომ ფიზიკური ვარჯიში 2-5 ჯერ კვირაში 50-65 წლის ასაკში, მნიშვნელოვნად ამცირებს მეხსიერების დაქვეითების რისკს. რა სამკურნალო საშუალებებით შეიძლება მეხსიერების გაუმჯობესება? გინკგო (ლათ. Ginkgo) — შიშველთესლოვანი ფოთოლმცვივანი ხეების უძველესი გვარი. ერთადერთი თანამედროვე სახეობა — ორნაკვთიანი გინკგო (Ginkgo biloba) გაშლილვარჯიანი 30-40 მ სიმაღლის და 1 მ-მდე დიამეტრის ორსახლიანი ხეა. იგი ველურად იზრდება მხოლოდ სამხრეთ ჩინეთში. როგორც დეკორატიული მცენარე, მოშენებულია მსოფლიოს მრავალ ბოტანიკურ ბაღსა და პარკში; აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემოტანილია XIX საუკუნეში შავი ზღვის სანაპიროზე. განსაკუთრებით კარგად ხარობს კოლხეთში, სადაც გიგანტურ ზომას აღწევს. იზრდება აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და უნივერსიტეტის ბაღში. არის ყინვაგამძლე. შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია ალპენ ფარმა უკვე მეორე წელია შვაბე ჯგუფის მიერ წარმოებულ გინკგო ბილობას ექსტრაქტ EGb 761®-ს, სახელწოდებით ტებოკანი, აწოდებს ქართველ მომხმარებელს. სხვა გინკგოს პრეპარატებისაგან განსხვავებით, ტებოკანს მოიპოვებენ სპეციალური დაპატენტირებული მეთოდითა და შემადგენლობით. წარმოების პროცესი საკმაოდ რთულია და პროდუქტი წარმოადგენს ყველაზე კონტროლირებად და შესწავლილ ფიტოპრეპარატს მსოფლიოში. ტებოკანი ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას, თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას და იცავს თავის ტვინის უჯრედებს დამაზიანებელი ფაქტორებისა და ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებისაგან! ყველა ადამიანი, განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდეს ჯანმრთელობას 40 წლიდან. იმისათვის, რომ მეხსიერება ისეთივე სხარტი იყოს 70 წლის ასაკში როგორც ამ დროს, წელიწადში ერთხელ, 3 თვის განმავლობაში რეკომენდირებულია ტებოკანის მიღება. ტებოკანი ხელს შეუწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას და ნათელი გონების შენარჩუნებას ღრმა მოხუცებულობამდე. ალბათ ნებისმიერ ადამიანს რომ ვკითხოთ, რას აირჩევდა, მეხსიერების დაქვეითებას (ალცჰაიმერის დაავადებას, მოხუცებულობით ჭკუასუსტობას), თუ მეორეს მხრივ რაიმე სახის ორგანულ დაავადებას, უმეტესობა გვიპასუხებდა რომ მეორეს, გამომდინარე იქიდან, რომ მეხსიერების გარეშე არ არსებობს პიროვნება, რადგანაც მისთვის არ არსებობს წარსული, აწმყო და მომავალი მოგონებები, ანუ ის, რაც ასე ძვირფასია! მაშ ასე, გავუფრთხილდეთ მეხსიერებას!

თითოეული ამ ეტაპის არსებობა აუცილებელია მეხსიერების ნორმალური მოქმედებისათვის და ცალკეული მათგანის დარღვევა იწვევს მეხსიერების ფუნქციის მოშლას. რა სახით გვხვდება მეხსიერების ფუნქციის მოშლა? მედიცინაში ცნობილია რამდენიმე, ძირითადი სინდრომი და დაავადება, რაც ვლინდება სწორედ მეხსიერების დეფიციტით. ესენია: ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი (რასაც საბოლოოდ მივყავართ მეხსიერების დაქვეითებამდე), მეხსიერების ასაკობრივი დეფიციტი, მცირე კოგნიტიური დეფიციტი (უფრო მეტად გამოხატული, ვიდრე ასაკობრივი მეხსიერების დარღვევა) და სხვადასხვა დემენციები (შეძენილი ჭკუასუსტობა), როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, ვასკულური (სისხლძარღვოვანი) დემენცია, პიკის დაავადება და სხვა შერეული ტიპის დემენციები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ ტიპის დარღვევის დროს, უპირველესად ხდება მეხსიერების დაქვეითება და ისეთი უმაღლესი ქერქული ფუნქციების მოშლა, როგორიცაა მეტყველება, აზროვნება, შემეცნება, მხედველობითი, ვიზუალურ-სივრცითი აღქმა და სხვა.

ეფექტური მკურნალობისთვის არ

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას,

შეცვალოთ წამალი პროვიზორის

გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური

მიერ შეთავაზებულ სხვა პრეპარატზე

ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს

ტებოკანი

®

კვებავს თავის ტვინს

აუმჯობესებს კონცენტრაციას

ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.