MU
ST
HA
VE
yvelaze moduri patarebisTvis Tuctuc Georgia 55 Barnovi str. Tbilisi, Georgia Tel: 2 433-100 95 Mascagni str, Aprilia LT, Italy 50 Lagasca str, Madrid, Spain 1500-392 LusĂada Ave, Lisbon, Portugal
sarCevi
ivlisi - agvisto 2015 მთავარი რედაქტორი ანკა სტურუა არტ რედაქტორი ნინო ჟღენტი ბეჭდვა შპს „ფავორიტი სტილი“ რედაქტორ-კორექტორი ნანა ქართველიშვილი დიზაინი ანი ჭოღოშვილი ფოტო ლევან ლეკო ჭყონია LIG Studio
ყდაზე ლუკა ჩხარტიშვილი ფოტო ირინა საყვარელიძე აცრა მე და მამა ჩვენი გუნდი ისწავლეთ ზებრასთან ერთად სასაცილო სახეები ფოტოკონკურსი - სელფი Must have მწვანე სახლები ლისის ტბაზე ტოქსიკოზი საბავშვო სავარძელი
ნომერზე მუშაობდნენ:
2
პორტრეტი - კახა კანდელაკი 34 რა წავიღოთ სამსობიაროში 38 Masholand 40 როგორ ვასწავლოთ ცურვა 45 ბალერინა დედების ეპოქა 46 განვითარების ეტაპები 60 დაასრულეთ ნახატი 63 პორტრეტი - ნინო ცქიტიშვილი 72 მზადება ქორწილისთვის 76
sarCevi
ირინა საყვარელიძე, სალომე ვაჩნაძე, ლიზა წიკლაური, ანკა სირბილაძე, ეკატერინე ჩხეიძე, მარიამ ფერაძე, მეკო ასათიანი, მარიკა სიხარულიძე, ანიკა ოძელაშვილი, მარიამ გეგუჩაძე, ნატალია ყიფშიძე, სოფო ვასაძე, ნინო ასათიანი ყოველთვიური ჟურნალი „ზებრა“ გამოიცემა 2015 წლის 1 ივნისიდან. ფასი 3.50 ლარი. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს გამოცემა „ზებრას“ საკუთრებას. ჟურნალში წარმოდგენილი ნებისმიერი მასალის გამოყენება რედაქციის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია. გამოცემის სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას. ჟურნალი „ზებრა“ არ იღებს პასუხისმგებლობას სარეკლამო ტექსტების შინაარსზე.
3 5 6 12 13 14 18 28 32 33
ყდაზე ბარბარე შარაშიძე ფოტო ირინა საყვარელიძე ფსიქოლოგი Blah-Blah Baby Shower კონკურსი - ორსულები სოფის ბლოგი ნატალია ყიფშიძის ბლოგი ბავშვები სიყვარულზე მარიამ გეგუჩაძის ბლოგი ჩემი პირველი დაბადების დღე სოფო გოგიტიძის ბლოგი ელენე ჯაფარიძის ბლოგი მამის როლი მშობიარობისას ტასოს დაბადების დღე თამუნა გაზაშვილის ბლოგი პატარა პრინცის დაბადების დღე
1 10 12 15 16 19 20 22 24 26 28 32 35 38 42
ფოტოპროქტი ქაღალდის ჯადოსნური სამყარო ადიქცია საზაფხულო აქტივობები პორტრეტი - დედა, მამა და ხუთი შვილი ეკოლოგია და ბავშვები ჩემი სივრცე Kids style პრინცესა მუხუდოს მარცვალზე Gift Guide ჩვენი არჩევანი
50 53 56 58 62 66 70 72 75 82
profilaqtikuri acrebis erovnuli kalendari dabadebis Tanave
3 Tve
4 Tve
12 Tve
18 Tve
5 weli
OPV4 OPV5
2 Tve
TD
14 weli
(damtkicebulia saqarTvelos Sromis, janmrTelobisa da socialuri dacvis ministris 4.06.03 #122/n brZanebiT)
asaki / vaqcina
OPV3
DPT4
BCG OPV1 OPV2
DPT3
tuberkulozi bcJ (BCG) poliomeliti opv (OPV)
DPT2
HepB3
DT
MMR2
DPT1 HepB1 HepB2
MMR1
difTeria/ yivanaxvela/ tetanusi-dvt (DPT) virusuli hepatiti B wiTela/ybayura/ wiTura - (MMR)
difteria/ tetanusi-dt (DT) tetanusi/ difteria-td (TD)
3
redaqtoris sveti ua r u t s a ank პირველი ნომერი გამოვუშვით
4
და მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდით შეფასებებსა და შედეგებს. როგორც მოსალოდნელი იყო პირველი შეფასებები მეგობრებისგან და ნაცნობებისგან მივიღეთ. სწორედ ისინი დადიოდნენ ჯიხურიდან ჯიხურში და ეძებდნენ ჩვენს „ზებრას“. ჟურნალის გამოსვლიდან რამდენი დღის მანძილზე მხოლოდ ამ ადამიანების აქტიურობა ჭარბობდა. არ გვქონდა ინფორმაცია რა ხდებოდა თბილისისა და რეგიონების მასშტაბით. სულ მალე ფეისბუქის ჩვენს ოფიციალურ გვერდზე შეტყობინებები მივიღეთ - ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, რა თქმა უნდა, თბილისიდანაც. გვწერდნენ სრულიად უცხო ადამიანები, გვიგზავნიდნენ „ზებრასთან“ ერთად გადაღებულ ფოტოებს. პირველი წარმატება ჩვენთვის სწორედ ეს იყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე გულთბილად მიგვიღო და დადებითი შეფასებები არ დაიშურა ჩვენთვის. იყო, რა თქმა უნდა, შენიშვნებიც, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. პირველი ემოციები თითქოსდა ჩაცხრა. ღამის 11 საათია. სამსახურიდან ახალი გამოსული ბანკის 24-საათიან სერვის ცენტრს ვეძებ. ერთ-ერთ სასტუმროში მივაკვლიე. უზარმაზარ რიგში მომიწია დგომა. ბოლოს და ბოლოს ჩემი რიგიც მოვიდა. ოპერატორს შპს-ს დასახელება ვუკარნახე და ვხედავ სახე გაებადრა. „ეს ის არ არის ფეისბუქზე გვერდიც რომ გაქვთ, ჟურნალი ზებრა?“ - ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი. „დიახ ეგ არის“, ცოტა დაბნეულმა ვუპასუხე. „როგორ მაიტერესებს“ - ისევ
ღიმილით მიპასუხა ოპერატორმა. ჩემს წარმოდგენაში არსებობს სტერეოტიპი, რომ ბანკის ოპერატორებს არ აქვთ უფლება ესაუბრონ კლიენტს საბანკო ოპერაციების მიღმა სხვა თემებზე, ამიტომ ცოტა შეშინებულმა ვიკითხე მქონდა თუ არა უფლება ჟურნალის ჩუქების. დიდი სიამოვნებით ვაჩუქე და სახლში კმაყოფილი წამოვედი. ვიცი რომ ეს გოგონა ჩვენი ერთგული მკითხველი იქნება. დადებითმა გამოცდილებამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა თავდაუზოგავად გვემუშავა მეორე ნომერზე. მიზანი ისევ უცვლელი თქვენი, ჩვენი ერთგული მკითხველის ინტერესების დაკმაყოფილებაა. შეამჩნევდით ჩვენს მეორე ნომერს ორი გარეკანი აქვს. ეს იმიტომ, რომ „ზებრა“ ყველასთვის არის. თქვენთვის ვინც ბიჭის დედები ხართ და თქვენთვის, ვისაც პატარა გოგონები გყავთ. მეორე ნომერში ბალერინა დედებს გაგაცნობთ. მოგიყვებით მათი დატვირთული, სუპერ სტრესული სამუშაოსა და შვილების შესახებ. ექსპერტები - ფსიქოლოგები, პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი საინტერესო რჩევებს მოგცემენ. კახა კანდელაკი, ნინო ცქიტიშვილი, დათუნა სირბილაძე - ოჯახური პორტრეტით წარსდგებიან თქვენს წინაშე. დიდი იმედი გვაქვს, რომ თინეიჯერებისა და დედების ბლოგები, საინტერესო რეცეპტები, პრაქტიკული რჩევები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.
. . . a m a m a d me natali baCilava
kato kavTelaZe
me da mama... andria mZevaSvili
nikoloz yuraSvili
nica buaCiZe
e sandr aleq vili yuraS
mata Selia
e erekl e aZ silag 5
Jurnali
Cveni gundi
6
nino JRenti
elene qoriZe
nino asaTiani
salome vaCnaZe
mariam feraZe
irina sayvareliZe
anka sirbilaZe
ekuna CxeiZe
liza wiklauri
sofo vasaZe
marika sixaruliZe
mariam geguCaZe
natalia yifSiZe
anika oZelaSvili
meko asaTiani
7
sarCevi
20 Cveni eqspertebi otorinolaringologi farnaoz xoxaSvili
8
22
64
68
portreti
tyupebi
fotoproeqti
daTuna sirbilaZe
dudu da deme
patara ufliswuli
44 orsulobiT gamowveuli cvlilebebi
47
76
naTlia
5 wuTi
miSa baRaTuria
ani cincqilaZe
80 metyvelebis etapebi
9
5
ufro meti, vidre saCuqari შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცით, რომ Kitty White ბავშვების ყველაზე საყვარელი Hello Kitty-ს ნამდვილი სახელია. ის მეგობრობის, მხიარულების, თავგადასავლებისა და გოგონების ფართო შესაძლებლობების სიმბოლოა. Hello Kitty-ის ბრენდის შემოსვლამ საქართველოში ძალიან ბევრ გოგონას აუსრულა ოცნება. ბავშვებისთვის განკუთვნილი მაღაზია უამრავი დასახელების პროდუქციას იტევს: საჩუქრებისა და სათამაშოების ძალიან დიდი არჩევანი, სასკოლო ჩანთები, საკანცელარიო ნივთები, საზღვაო აქსესუარები, სამოგზაურო ჩემოდნები, ნივთები ოთახის ინტერიერისთვის და სხვა..
Hello Kitty - უკვე გლდანი მოლშიც! „სანრიოს“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში უკვე მეხუთე წელია არსებობს და მომხმარებელს ყოველთვის უახლეს gamoxateT Tqveni კოლექციას სთავაზობს. სულ რამდენიმე დღის grZnobebi წინ ქსელს კიდევ ერთი ახალი მაღაზია შეემატა - „გლდანი მოლი“-ს მესამე სართულზე, საბავშვო HELLO KITTY-sTan ატრიუმში. erTad! 10
Kitty events…
Hello Kitty თავისი მეგობრებისთვის ხშირად მართავს გასართობ ღონისძიებებს. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, Kitty-მ ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ რესტორან Wendy’s-ში უამრავ სტუმარს უმასპინძლა. გმირი ანიმატორთან ერთად ზრუნავდა ბავშვების გართობაზე, მოწვეული დიჯეი ქმნიდა სასიამოვნო გარემოს, შეჯიბრებებიდან გამარჯვებულებიც გამოვლინდა, Kitty-მ მათ საჩუქრები გადასცა. Lig studio-მ ყველა სტუმარს Kitty-სთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაუღო. ღონისძიება ძალიან ლამაზი ტორტის გაჭრით დასრულდა.
ცხელი ზაფხულის დადგომასთან ერთად ბრენდი თავის ერთგულ მომხმარებლებს 20-დან 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ეწვიეთ Hello Kitty-ს მაღაზიებს შემდეგ მისამართებზე: სავაჭრო ცენტრი „სმარტი“ - ი.ჭავჭავაძის გამზ. #37 სავაჭრო ცენტრი „გუდვილი“ - პ. ქავთარაძის #1 „გლდანი მოლი“,- მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია ტელ.: +995 32 2 430024
და კიდევ ერთი სიახლე Hello Kitty-სგან! ადგილზე მიტანის სერვისი! გაახარეთ თქვენი პატარები და მიართვით საჩუქრები სახლში თუ აგარაკზე.
11
aswavleT bavSvebs `zebrasTan~ erTad
sasacilo saxeebi
sandrik o CikvaiZe
TaTia SaraSeniZe
nene kublaS vil
i
andre aleqs Ze qaTama
elena jelaZe
gabriel TabukaSvili
qeTevan gordeziani
fotokonkursi
ekuna CxeiZe
Tako ruxaZe
mariam JRenti
14
ana sulxaniSvili
eleniko abulaZe
TaTa laZe morCi
Teona lanCava
irina baTiaSvili
liza CxikviSvili
mariam a xeli kvarac
meri nakaSiZe
nata gogolaZe
nini eliaSvili
nini e quTaTelaZ
ana gagua
mariam feraZe
ninCo gelaSv ili
mariam firaniSvili
nuka WiWinaZe
salome mSvenieraZe
nino rJ Jo olaZe
nino sxilaZe
nino WipaSvili
sako suxiSvili
xaTo vibliani
„ფეისბუქის“ ჩვენს დახურულ ჯგუფში კონკურსები გრძელდება. ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „ლა ბელთან“ ერთად ჩატარებულმა კონკურსმა „სელფი“, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ყველაზე მეტი მოწონება თათუ თოხაძის „სელფმა“ დაიმსახურა და მას „ლა ბელისგან“ საჩუქრად 30 წუთიანი აბონემენტი ერგო, მეორე ადგილზე კი ეკუნა ჩხეიძის ფოტო გავიდა, რომელმაც ასევე „ლა ბელისგან“ 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი მიიღო ფიტნესზე. „ზებრა“ ულოცავს გამარჯვებულებს და კონკურსის ყველა მონაწილის ფოტოს გთავაზობთ.
TaTu ToxaZe 15
Cveni arCevani
i.abaSiZis q.N 22 tel.: 222 04 14 faqsi: 225 33 03
www.ergoline.ge ergoline tbilisi
NUMBER 1 SOLARIUM oficialuri warmomadgenloba da distribucia saqarTveloSi
ERGOLINE LIFESTYLE 16
LIFESTYLE
lurji mze ergolainSi დილის 08:00 საათია. მაღვიძარას მონოტონური ხმა მაღვიძებს. დაპროგრამებულივით ვდგები, თავს ვიწესრიგებ და სამსახურში მივდივარ. ზაფხულია... უკვე ძალიან ცხელა, თუმცა ქალაქიდან გასვლის გეგმა რამდენჯერმე კრახით დასრულდა. ყოველდღიური შეხვედრები, თათბირები, ახალი პროექტები. ეს ყველაფერი, ყოველდღიურ რეჟიმში, უცვლელად გრძელდება. ამ სიტუაციას ერთი პლუსი ის აქვს, რომ ბავშვი დასასვენებლად გავუშვი. შესაბამისად, ჩემი დილის რუტინა უფრო ხანმოკლე გახდა. ნაცნობი სიტუაციაა? ალბათ, ბევრი თქვენგანი, ჩემსავით, დღის ყველაზე დიდ ნაწილს სამსახურში ატარებთ და დასასვენებლად წასვლასაც მხოლოდ შვებულების რამდენიმე დღეს თუ შეძლებთ. არადა, ქუჩაში ზაფხული იგრძნობა, ფერადფერადი ტანსაცმელი და, რაც მთავარია, გარუჯული სხეული, რასაც უყურადღებოდ ვერ ვტოვებ. სულ ვფიქრობ, საიდან აქვს ამ ხალხს ამდენი დრო? მოკლედ, თან სამსახური და თან მთელი დღის განმავლობაში აუზზე ნებივრობა, ფაქტია, არ გამომდის. ბევრი ვეძებე და ჩემთვის ყველაზე საჭირო ადგილს მივაგენი. Ergoline Lifestyle-ი აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს. ალბათ, გაგეცინებათ, რაღა დროს ერგოლაინის აღმოჩენაა, უკვე წლებია მანდ დავდივართო. ძალიან კარგადაც იქცევით. ეს არის ადგილი, სადაც სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ გაირუჯოთ, სწრაფად და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ. თან, ზაფხულის ცხელ დღეს, Ergoline-ის აპარატში სასურველ ტემპერატურას თავად ირჩევთ, სხვადასხვა არომატის შხეფებით. ცნობილი გერმანული ბრენდი „ერგოლაინი“ მსოფლიოში განთქმულია თავისი სოლარიუმებით. თბილისის ოფიციალური წარმომადგენლობა კი, რა თქმა უნდა, საუკეთესო ხარისხს გვთავაზობს. მე Ergoline Lifestyle-ში ჩემი წილი ზაფხულის მზე აღმოვაჩინე, ოღონდ, ის ლურჯი ფერია. თუ თქვენც დატვირთული დღის განრიგი გაქვთ, თან გინდათ, რომ არ ჩამორჩეთ ზაფხულის ტენდენციებს და თქვენი სხეულიც ისე გამოიყურებოდეს თითქოს სულ ახლახან
დაბრუნდით პლაჟიდან, მაშინ Ergoline Lifestyle-ს თქვენც უნდა ესტუმროთ. თუ სოლარიუმის მიმართ მაინც სკეპტიკურად ხართ განწყობილი და თქვენს პოზიციაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია, Ergoline Lifestyle-ი კიდევ ერთ ალტერნატივას გთავაზობთ. SunFX-იც მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომლითაც ჰოლივუდის ვარსკვლავები აქტიურად სარგებლობენ. ეს გარუჯვის ჯანსაღი, სწრაფი, უნაკლო და მოსახერხებელი ალტერნატივაა. კანის დაფერვის ეს სისტემა მსოფლიოში წამყვანი ბრენდი გახდა, რადგან არ შეიცავს ალკოჰოლს, კონსერვანტებს, პარფიუმს, პარაბანს, არ აქვს სურნელი, რაც, რა თქმა უნდა, მის არაქიმიურ შემადგენლობაზე მიუთითებს. პროცედურა 5 წუთს გრძელდება, ხოლო გაშრობას სულ 2 წუთი სჭირდება. დაფერვის ამ მეთოდით თინეიჯერებსაც კი შეუძლიათ სარგებლობა. Ergoline Lifestyle-ში, ამ მზიან სივრცეში, ჩემთვის, თავის მოვლის კიდევ არა ერთი კომფორტული საშუალებაა, ევროპული კლასის მომსახურებით; მანიკიურისა და პედიკიურის კაბინეტი, მაღალი ხარისხის ლაქებითა და აპარატურით, კანის გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების პროცედურები, წარბების კორექცია, ფოტორადიოტალღური ეპილაცია გერმანული წარმოების Cosmedico-ს აპარატით, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც ასევე Ergoline Lifestyle-ია. ეპილაციის ეს უახლესი ტექნოლოგიის აპარატი ხედავს, როგორც ჭაღარა, ისე ქერა თმას და სპეციალურად გარუჯული კანისთვის არის განკუთვნილი. დილის 08:00 საათია. მაღვიძარას მონოტონური ხმა მაღვიძებს. დაპროგრამებულივით ვდგები, თავს ვიწესრიგებ და სამსახურში მივდივარ. ზაფხულია... უკვე ძალიან ცხელა, თუმცა ქალაქიდან გასვლის გეგმა რამდენჯერმე კრახით დასრულდა. ყოველდღიური შეხვედრები, თათბირები, ახალი პროექტები და, ჰო, ამ ჩამონათვალში Ergoline Lifestyle-ი უცვლელ კომპონენტად იქცა. Ergoline Lifestyle-ი ხომ ცხოვრების სტილია!
17
aucilebeli nivTebi bavSvebisTvis ეტლი MUST HAVE
ს სე ა ელია, ო მ ათ ხებ ად ერ ებლ იც ახ ლ კალ ოს ილ მე ვა
ბრ მე G ენდ rac o ი და ს შე -ს ვ ძ გამ ალ იძინ ომ იან ე ად გა.
ST U M VE HA
მ ც ო ი იან დ აუ ია, რ ნატ . ლ ნ ძა ღო ვერს ტერ r-ია ო ი . ალ pe e ეთ ა ის რწევ . Sle წ . ი ე
ST U M VE HA
Boun იდეა cer ლ ური ია.
ნივთ
MUST HAVE ნდა, ქმა უ თ ა რ ლი -ალური ხის. ელი ო წ ა ს ნატურ ვლ კე ოსათცუმცა ცალებ. მ ა გ ნ , ანან+გამომადგხაშირად ვიყე ზ ა ბ ა ძალია ლსაც - მე საცვლე გამო
MUST HAVE რა
რამდე ცია ნიმე ვ არსებ ერსია ობ ან მო ს - მონიტო ნიტ რით გამოს ორის გარე შე ადეგი ნივთი . ა.
18
ბ CO ოთლ M ბო ი თლ OTO - მე ი M ხო წყლ შევ O-ს ი DR ლო სთვ იძინ .B რძი ის, ე RO სთ WN ვი -ის ს .
ST U M VE HA
MUST
ა ymვთი ისა G ნი ებ .
ity რგი თარ ვის v ti კა ნვი ისთ c A იან გა ობ
HAVE
ლ ის თ ძა შვ გარ ვ ბა და
ის ი ც ო ახ პარატში ს ხელ ობი ასთვის ძირლგი ცის ბ ბავშვი ევთ, კალსახო თ ა წ გასოდესაც ვლა გი ცივი ხეიძოთ. ოც ომ ღვ გამ ბაა, რ რ გაა ა ე უალ ბით საშ შეხე რ
MUST HAVE
შვის ვ ა ბ ა ჩანთ ბისთვირის ე ბევრნაი მას ს ა ნირვსთ ბ ე ობ მცა მე ა თუ ით. ელი, მოდ გირჩევდ
ბ
აუ ალ ცი ლე იში რ ო თა ბ ვი მ ბა ელი ს ვ გა ფო შვ ა, უფ რ ს უჭ მა დე არ ს.
MUST HAV E
თუ ღ ბრა დაგჭ ამის გა თ ი სასი რდათ, ძ ენება ამოვ ა ნო ნ ლიან აქვს ათება .
რი ნესესფეილი ვარ
ო მე კმაყ care-ში r mothe ლით. შეძენი
tu m აფ m y თ იყ იაქე tub იდ ბშ ი ე ბა .
ნებბიევრი და ე ფ ა ს ალიან დეთ,
ა ძ ი ვც დან ოა თავი ვავებულ აუკეთეს ხ ს ს ი ნ გა ს ორ ცა ე ვენთვის თუმ ჩ სალომე ვაჩნაძე
19
Cveni eqspertebi
otorinolaringologi farnaoz xoxaSvili
yvelaferi tonzilebis anu glandebis Sesaxeb უსარგებლო ორგანო, თუ იმუნური სისტემის რგოლი ადამიანს არ აქვს არც ერთი უსარგებლო ორგანო. ყველა თავის ფუნქციას ასრულებს. ორგანიზმისთვის ტონზილა არის ბარიერი, იმუნური სისტემის რგოლი, რომელიც ორგანიზმში შეჭრილი ინფექციის ფილტრაციას და იდენტიფიკაციას ახდენს. ფარული ტონზილები ფარულ ტონზილებში გულისხმობენ ქრონიკული ტონზილიტის კომპენსირებულ ფორმას, როდესაც არ აღინიშნება ხშირი ანგინა და ასევე, არ აღინიშნება ან ნაკლებად აღინიშნება ინტოქსიკაციის ნიშნები (გულის აჩქარება, ზოგადი სისუსტე, კიდურების ტკივილი). რა სიმპტომები ახასიათებს ტონზილებს, ან როგორ უნდა გავიგოთ ამოსაკვეთია თუ არა? პირველი - ანგინა წლის განმავლობაში რამდენჯერმე (3-5-ჯერ), მეორე როდესაც ბავშვები სახსრების ტკივილს 20
და დაღლილობას უჩივიან, მესამე ჩვენება კი არის ჰიპერტროფიული ანუ გაზრდილი გლანდი, ამ დროს ადამიანს ექმნება ყლაპვის და ძილის დროს სუნთქვის პრობლემები. ყველაზე ზუსტი ნიშანი არის ტონზილების ლაკუნებში ჩირქოვანი საცობების არსებობა, რომელიც ხშირად შპადელის მიჭერის გარეშე არ ჩანს. რა შემთხვევაშია საჭირო ტონზილების ამოკვეთა? პირველად აღმოჩენილ ქრონიკულ ტონზილიტზე მოწოდებულია ანტიბიოტიკის კურსის ჩატარება. კურსის ჩატარების შემდეგ, თუ შედეგი ვერ მივიღეთ, საჭიროა ქირურგიული ჩარევა (ანუ ტონზილების ამოკვეთა). არსებობს თუ არა ტონზილების მკურნალობის თერაპიული, თანამედროვე და ალტერნატიული მეთოდები? სამწუხაროდ, თერაპიული მეთოდები ხშირად მდგრად შედეგს ვერ გვაძლევს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მათი
გამოყენება მიზანშეწონილია. რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, ტრადიციული ცივი მეთოდია, ასევე არსებობს უამრავი ახალი სხვადასხვა ქირურგიული მეთოდები ( ტონზილექტომია, რადიოტალღური, ლაზერული, ჰარმონიული, ცივი პლაზმური მეთოდები). „მედიქლაბ ჯორჯია“-ში წარმატებით ვაკეთებთ ტონზილექტომიას ჰარმონიული სკალპელით, ეს არის ულტრაბგერითი მეთოდი, რომელიც გამოირჩევა ნაკლები ტკივილით პოსტოპერაციულ პერიოდში. ეს აპარატი ერთდროულად ჭრის და ახდენს კოაგულაციასაც (სისხლის გაჩერებას). ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტის გარდა უნდა გაკეთდეს თუ არა რაიმე სახის ანალიზი, რათა გავიგოთ ნამდვილად გასაკეთებელია თუ არა ოპერაცია? ხშირად კეთდება ე.წ. რევმატიული სინჯები, სადაც შედის: ანტისტრეპტოლიზინი, ცერეაქტიული ცილა, რევმატოიდული ფაქტორი. თუმცა შესაძლოა, რომ ეს მაჩვენებლები იყოს მაღალი, მაგრამ ტონზილები ჯანმრთელი აღმოჩნდეს, ან პირიქით, ქრონიკული ტონზილების დროს შესაძლოა ეს მაჩვენებელი იყოს ნორმაში. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია ჩატარდეს კონსულტაცია და ექიმმა თავად გადაწყვიტოს, სიმპტომებიდან გამომდინარე, ამა თუ იმ ანალიზის საჭიროება და მკურნალობის პროცესში სხვა სპეციალისტის ჩართვა, მაგალითად, პედიატრის ან რევმატოლოგის. რა შეიძლება გამოიწვიოს საოპერაციო ტონზილებმა თუ თავის დროზე არ მივხედეთ? შეიძლება გამოიწვიოს გულის სარქველების, სახსრებისა და თირკმელების დაზიანება.
ასაკი, როდესაც უკეთესია ოპერაციის გაკეთება. ქირურგიული ჩარევა, პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს ინტოქსიკაციის სიძლიერის მიხედვით. აუცილებლად გასათვალისწინებელია ბავშვის ქცევა, ვინაიდან პოსტოპერაციულ პერიოდში არის მკაცრი დიეტა და რეჟიმი. ოპერაციის ასაკი იმის მიხედვით განისაზღვრება რამდენად დაგვიჯერებს ბავშვი პოსტოპერაციულ პერიოდში. შესაძლებელია თუ არა ადამიანს მოუწიოს ოპერაციის გაკეთება ორჯერ და რა შემთხვევაში ხდება ასე? ადენოტომიის შემდგომ შესაძლოა იყოს რეციდივი, რაც შეეხება ტონზილექტომიას, თუ ტონზილა სრულად არის ამოღებული, რეციდივი არ ხდება. ოპერაციის შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია? პაციენტის გაწერა კლინიკიდან ხდება მეორე დღეს და ეძლევა დანიშნულება, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვას. პოსტოპერაციული პერიოდი დაახლოებით 2-3 კვირას გრძელდება და მოიცავს დიეტას (რბილი და გრილი საკვები), აუცილებელია სითხეებისა და საკვების ხშირ-ხშირად მიღება და სახლის რეჟიმი. რას ურჩევდით მშობლებს? გაუფრთხილდით თქვენი შვილის ჯანმრთელობას და, საჭიროების შემთხვევაში, დროულად მიმართეთ ექიმს. ანიკა ოძელაშვილი 21
portreti
nino da nikuSa sirbilaZeebi 22
daTuna sirbilaZe ბავშვობა
ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ცოტა ცელქი. მხიარულად ვიზრდებოდი. ყოველ ზაფხულს მამიდაშვილებთან და დეიდაშვილებთან ერთად დასასვენებლად მივდიოდი. ექვსი ბიჭი ვიყავით, ამიტომ ხშირად ვაწყობდით შეჯიბრებებს, ვთამაშობდით სხვადასხვა თამაშებს. შუა დღეს აუცილებლად წიგნებს ვკითხულობდით. მოკლედ, ვერთობოდით, საინტერესოდ და მხიარულად ვატარებდით დროს. სკოლის პერიოდიც ასევე კარგად მახსენდება. ბევრი მეგობარი შევიძინე, რომელიც დღემდე მომყვება.
23
portreti
მშობლები ნამდვილად შემიძლია თქმა, რომ საუკეთესო მშობლები, არაჩვეულებრივი დედ-მამა მყავს. სიმღერა დედამ მასწავლა. სამი წლის ასაკში როიალზე დამსვამდა და მამღერებდა. მამა არ მღერის, მაგრამ ყოველთვის კარგი მსმენელი იყო. მამა მამაჩემი ნიკოლოზ დერიუგინთან და ზურაბ გრძელიძესთან ერთად ნაკრებში თამაშობდა. კალათბურთელი იყო. გარდა ამისა, ბევრი მომღერალი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ და მეც მათ სიმღერებზე გავიზარდე. ჩემთვის მამა ყველაზე კეთილშობილი და ჭკვიანი ადამიანია. მან მასწავლა სტუმართმოყვარეობა და მეგობრის გვერდში დგომა, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. უდიდეს პატივს ვცემ მამაჩემს. 24
ცვლილება ცხოვრებაში - პირველი შვილი ჩემთვის 26 ივლისი უბედნიერესი დღეა, რადგან ამ დღეს დაიბადა ჩემი უფროსი შვილი, ნიკუშა სირბილაძე. მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარე. დაბადებას აგვიანებდა და მეორე დღეს, დიდი ლოდინის შემდეგ, მოევლინა ქვეყანას და გამხადა მამა. თავიდან ხელში დაჭერა მეშინოდა, ვფიქრობდი, რამე არ ვატკინო-მეთქი. სამაგიეროდ შემდეგ თავისუფლად ვიტოვებდი მარტოც. ნიკუშა ძალიან თვინიერი და ჩემზე უფრო დამჯერი ბავშვია. ძალიან უყვარს ფეხბურთი, ოცნებობს ფეხბურთელობაზე. მეორე შვილი - გოგო ოთხი წლის შემდეგ გაჩნდა ნინო, ჩემი პრინცესა, როგორც თვითონ ამბობს „მამას ФЕЯ“. ნიკუშა თუ ფეხბურთელობაზე ოცნებობს, ეს სამაგიეროდ მღერის და თან ძალიან კარგად. ჯერ სიმღერა დაიწყო და მერე ლაპარაკი. ჩემი ყველა სიმღერა ზეპირად იცის, ერთად ვმღერით ორ ხმაში. ნიკუშას თუ ვეჩხუბები ნინოს ზედმეტ სიტყვასაც ვერ ვუბედავ.
25
portreti
ჩვენი ერთი დღე როდესაც ბავშვებთან ერთად ვარ, ვცდილობ ორივეს ვასიამოვნო. მიუხედავად იმისა, რომ ნინო გოგოა ჩვენთან ერთად მშვენივრად ერთობა, მაგალითად, კარტინგებზე, შემდეგ ერთად ვსადილობთ. თუ სახლში ვართ, წავკისში, ეზოს ვალაგებთ, ვრგავთ ყვავილებს. ნიკუშასთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობთ. მე და ნინო კი ვმღერით. მამის როლი ვთვლი, რომ მამა არ უნდა იყოს მენტორი, ყველა ასაკში მეგობარი უნდა იყოს. თუ მეგობარი ხარ, ხმის აწევა, დასჯა და ასეთი რამ, არ მოგიწევს. მე და მამაჩემი დღემდე ვმეგობრობთ და ვიცი ამის ფასი. მეც ვცდილობ, რომ ჩემი შვილების მეგობარი გავხდე და თუ ჩემს ასაკში ისინი იტყვიან, რომ მე მათი მეგობარი ვარ, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები. დრო ბავშვების გარეშე ბავშვების გარეშე ჩემი დრო ეთმობა 26
სამსახურს და ჩემს მეგობრებს. ხშირად მიწევს ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში სიარული, რადგან იქ ჩვენი კომპანიის მშენებარე ობიექტებია. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ბევრი მეგობარი მყავს. უმეტესობა ბავშვობიდან მომყვება. სამსახურის და ბავშვების გარდა, ჩემი დრო ჩემს მეგობრებს ეთმობა. სიტყვა „არ შეიძლება“ როგორც აღვნიშნე, არ ვარ მკაცრი მამა და ვცდილობ შეზღუდვების გარეშე გავზარდო შვილები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ვათამამებ, ზომიერების ფარგლებში ბავშვი ცელქიც უნდა იყოს. შესაბამისად, სიტყვა „არ შეიძლება“-ს გამოყენება ძალიან იშვიათად მიწევს. უბრალოდ, იყო მამა ჩემთვის მამობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, ჩემი შვილების წინაშე. ანკა სირბილაძე
iswavle evropaSi
Agency - Travel to Prague (Georgian-Czech partners)
• ამერიკული, ბრიტანული და სახელმწიფო უნივერსიტეტები • კოლეჯები • გიმნაზიები • ენის კურსები • TOEFEL სერტიფიკატი • სპორტული პროგრამები ასევე გთავაზობთ შუამდგომლობას ჩვენს პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან: - ჩეხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერისტეტი (Czech University of life sciences Prague) - კარლოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Charles Univerity in Prague) - პრაღის ბრიტანული კოლეჯი (Prague College) - სასტუმრო მენეჯმენტის ინსტიტუტი (Institute of Hotel Management) - ინგლისური ენის კურსები - სტაჟირებები - საფეხბურთო აკადემია - საზაფხულო ბანაკები მოზარდთათვის
ელფოსტა: tamari.melikishvili@aauni.edu ტელ: +420775102081
27
Green Houses on Lisi Lake
mwvane saxlebi lisis tbaze ნინა პეტროვა - ძნელაძე 28
რამდენიმე წელი გულმოდგინედ და უშედეგოდ ვეძებდი ადგილს, სადაც შევიძენდი ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, უსასუქო პროდუქტს. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ, როდესაც რაღაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად მოხდება. ჩემს შემთხვევაშიც ასე გამოვიდა. მივაგენი ჯადოსნურ ადგილს - „მწვანე სახლები ლისის ტბაზე“, სადაც უგემრიელესი და უჯანმრთელესი, ორგანიკული პომიდორი, სტაფილო, კიტრი, სალათის ფოთლები, ჭარხალი, რუკოლა და რა გინდა სულო და გულო, რომ არ იზრდება. ამ ჯანმრთელ, სასიამოვნო და დადებით გარემოს ისიც ემატება, რომ პროდუქტზე, როგორც საკუთარ შვილებზე, ზრუნავს შესანიშნავი ოჯახი, რომელიც წლებია ამ საქმეს ერთგულად და პატიოსნად ემსახურება. გთავაზობთ „მწვანე სახლების“ ხელმძღვანელის ნინა პეტროვა - ძნელაძის ინტერვიუს, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას. ნინა პეტროვა - ძნელაძე: ჩვენს ტერიტორიაზე თერმული წყლებია, სწორედ ამ ფაქტმა გადააწყვეტინა დედაჩემსა და მამაჩემს გაეკეთებინათ სათბურები, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მოიყვანდნენ. მე საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. ინტერიერის დიზაინერი ვარ. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე, 2008 წელს, სანამ ომი დაიწყებოდა, ხშირად მივდიოდი სათბურებში მშობლების სანახავად. სწორედ იმ დროს მოჰყავდათ ახალი ჯიშის პომიდვრები 29
და ბულგარული წიწაკა. საკუთარი თვალით ვუყურებდი, როგორ ირგვებოდა, იზრდებოდა, მწიფდებოდა, იკრიფებოდა ჯანმრთელი პროდუქტი. ძალინ მომწონდა ეს პროცესი. უკან რომ წავედი, სულ ვრეკავდი და ვკითხულობდი, რას შვრება, როგორ არის ჩვენი ჩერი პომიდორი? შემდეგ მშობლებმაც მთხოვეს, მხარში ამოვდგომოდი. თვითონაც უკვე დიდი სურვილი მქონდა. შევქმენით პროექტი „მწვანე სახლები ლისის ტბაზე“ - Green Houses on Lisi Lake. პროექტი მოიცავს აბსოლუტურად ორგანიკული ხილის, ბოსტნეულის კულტურების მოყვანას, როდესაც ლონდონში ინტერიერის დიზაინს ვსწავლობდი, ყოველ კვირას სხვადასხვა სასახლის სანახავად დავდიოდით. თითოეულ მათგანს საკუთარი ორგანიკული ფერმა ჰქონდა. სწორედ მაშინ დავინტერესდი და ძალიან მომეწონა ორგანიკული პროდუქციის მოყვანის პროცესი. ვიცოდი, რომ საქართველოსა და რუსეთში არ იყო მსგავსი კულტურა. შემდეგ საფუძვლიანად შევისწავლე ეს მიმართულება. როდესაც პროექტი დავიწყეთ, მეუბნებოდნენ: „კარგი რა, ნინო, მთელი საქართველო ორგანიკული პროდუქტით არის სავსე“. მე კი ვიცოდი, რომ ეს ასე
30
არ იყო. მეგობრებმა საზღვარგარეთიდან ეკოტესტერი გამომიგზავნეს, რომლითაც პროდუქტებს ვსინჯავდი. გამაოგნებელი და შემაშფოთებელი იყო მათში ნიტრატების მოცულობა. კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რატომაც ამ საქმის კეთება გადავწყვიტე, იყო ის ფაქტი, რომ სულ უფრო და უფრო ხშირად ვიგებდი, ჩემს გარშემო ონკოლოგიური პაციენტების რაოდენობა იზრდებოდა. ამ ამბავმა ძალიან დამაფიქრა. გაახალგაზრდავდა დაავადებების ასაკი. ჯანმრთელი, ორგანიკული პროდუქტი ხომ სწორედ ჯანმრთელი ორგანიზმის დასაბამია. დიდი ძალისხმევის შედეგად ვცდილობდით გაგვეზარდა პროდუქციის მოცულობა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ნიტრატებით გაჯერებული პროდუქტი, ქართული, ორგანიკული პროდუქციით ჩაგვენაცვლებინა. ასეც მოვიქეცით. არ გავჩერებულვართ. არც ერთხელ გაგვიკეთებია რეკლამა. ახლობლებმა უთხრეს ახლობლებს. ძალიან ბევრმა ამ გზით გაიგო ჩვენი არსებობა. შემდეგ, გავერთიანდი ფერმერთა ასოციაციაში. მალე დასრულდება ჩვენი ლიცენზირებაც, რომელიც სამწლიან პროცესს მოიცავს. ხშირად მეკითხებიან, რატომ არ იყიდება ჩვენი პროდუქცია ქსელურ, სასურსათო მაღაზიებში. მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენს პროდუქტს უნდა ჰქონდეს ცალკე სტენდი, არ უნდა აირიოს სხვა პროდუქციაში, როგორც ორგანულად სუფთა, ნატურალური პროდუქტი. ამის საშუალება კი ჯერ-ჯერობით არ არის. ფასის მხრივაც, შეფარდება სხვა პროდუქტის ღირებულებასთან მინიმუმ 1:6 უნდა იყოს. ჩვენ ძალიან ბევრს ვკარგავთ, რომ არ ვაყრით ნიტრატებს, პესტიციდებს, მწერებს ქიმიური საშუალებებით არ ვწამლავთ. ხშირად გვეკითხებიან, რა არის ბიო პომიდორი. ვუხსნი ხოლმე, რომ ჩვენ ჩამოგვაქვს პომიდვრის ეკოლოგიურად სუფთა თესლი საზღვარგარეთიდან. შემდეგ ვთესავთ ორგანიკულ ნიადაგზე, სადაც
წლების განმავლობაში არანაირი ქიმიკატი არ გამოყენებულა. ვაძლევთ ბიო კვებას - ეს არის მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გაჯერებული ბიო ნივთიერება. როგორც გითხარით, არანაირ პესტიციდებს, ნიტრატებს, სასუქს არ ვიყენებთ. შედეგად კი იზრდება ბიო პროდუქცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, პომიდორი პირველი ანტიოქსიდანტია. მთელს მსოფლიოში ცნობილია, რომ ის არის პირველი პროფილაქტიკური პროდუქტი სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ. მინდა, რომ ყველამ იცოდეს, როგორი სასარგებლოა სალათის ფურცლები, რომელიც უჯრედის დონეზე წმენდს ორგანიზმს. ძალიან მინდა, რომ ამის პროპაგანდა მოხდეს. წელს გავაშენეთ ბაღი ღია გრუნტზე. ველოდებით ხილსა და ბოსტნეულს. სამწუხაროდ, კრიზისი ჩვენც შეგვეხო და ვერ გავფართოვდით. მთელი ოჯახი ვართ ჩართული, გვყავს ოთხი არაჩვეულებრივი დამხმარე, რომლებიც ასევე ოჯახის წევრებივით არიან. რასაც ვაკეთებთ, ამას სიზიფეს შრომას ვეძახით. ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მეორე დღეს კი, ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. მთავარია, რომ ჩვენი შრომა ფასდება. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ბავშვები
სკოლებიდანაც კი მოდიან. ვაჩვენებთ, როგორ ითესება, იზრდება, იკრიფება პომიდორი და სხვა კულტურები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ბავშვებმა დაკარგეს ბუნებასთან კავშირი. ჩვენ კი ვცდილობთ, ისევ დავაახლოვოთ ისინი, ვაჩვენოთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ პროდუქტს. შემდეგ მშობლები მირეკავენ, რომ ბავშვები, რომლებიც არ ჭამდნენ ბოსტნეულს, ახლა უკვე თავად იმზადებენ სალათებს. რაც ძალიან მახარებს. ამ საქმეს დიდი მომავალი აქვს. მალე ყველა მიხვდება, რომ ცივილიზებული ადამიანი ნატურალურ პროდუქტს უნდა დაუბრუნდეს. ძალიან გვინდა გავფართოვდეთ, გავმართოთ სისტემა, როდესაც ჩვენი სამწლიანი ლიცენზირება დასრულდება. შემდეგ ეტაპზე ვფიქრობთ შეფუთვისა და ბრენდინგის შემუშავებას. არც ექსპორტზე გასვლაა გამორიცხული. სამწუხაროდ, მამაჩემი აღარ გვყავს გვერდით, მაგრამ მის დაწყებულ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებ. რაც დამიბარა, ვცდილობ, ყველანაირად შევუსრულო. ვერ გავჩერდები! ირინა საყვარელიძე 31
rogor gavumklavdeT toqsikozs? გულისრევა, პირღებინება, განწყობის ცვალებადობა - ორსულობის ტოქსიკოზის თანმდევი მოვლენებია. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ტოქსიკოზის განვითარების მრავალი თეორია არსებობს ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორული და ასე შემდეგ. ტოქსიკოზის წარმოშობის შესახებ მედიკოსები საერთო აზრამდე არ მისულან. არსებობს ადრეული და გვიანი ტოქსიკოზები. ადრეული, როგორც წესი, 12 კვირამდე, პირველ ტრიმესტრში იჩენს თავს. გვიანი კი მესამე ტრიმესტრში ვითარდება. სიმპტომებია: ღებინება, ნერწყვდენა, ეკლამფსია. რა თქმა უნდა, ტოქსიკოზი ყველას არ აწუხებს, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, ვინც ძალიან მარტივად, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე იტანს ორსულობას, ძალიან იღბლიანი გამონაკლისია. ორსულების დაახლოებით 50%-ს აქვს ტოქსიკოზი. ჩვენ შევეცდებით რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რომელიც ამ მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ: • ეცადეთ თავი აარიდოთ სისხლში გლუკოზის დაბალ შემცველობას, ამან შეიძლება გულისრევა გამოიწვიოს. მიირთვით მცირე ულუფები, ხშირად; • ძილის წინ ცილით მდიდარი საკვები მიიღეთ, ეს ღამის განმავლობაში სისხლში გლუკოზის დონეს შეინარჩუნებს, დილით კი თავს უკეთ იგრძნობთ; • სანამ ლოგინიდან ადგებით, რამდენიმე ლუკმა მიირთვით და ნელ-ნელა ადექით; • როდესაც გულისრევის შეგრძნება 32
გექნებათ, შეეცადეთ ცოტა ჭამოთ. ასეთ დროს კარგი არჩევანია - ხილი, კრეკერი ან ტოსტი; •კვებიდან კვებამდე დალიეთ სითხე (არა საკვებთან ერთად). დარწმუნდით, რომ საკმარის რაოდენობას სვამთ - ღებინება შეიძლება დეჰიდრატაციის შედეგიც იყოს; • ლიმონი და ჯინჯერი ის პროდუქტებია, რომლებმაც შესაძლოა შვება მოგცეთ; • როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, ალბათ, აზრად არ მოგდით ვარჯიში. უცნაურია, მაგრამ თუ თქვენ სუფთა ჰაერზე ივარჯიშებთ, თავს უკეთ იგრძნობთ (ილეთები ექიმთან შეათანხმეთ); • თქვენი ვიტამინები შეათანხმეთ ექიმთან. ზოგიერთი ტიპის რკინა იწვევს გულისრევასა და შეკრულობას. კვლევები ადასტურებს, რომ B6 ვიტამინმა შესაძლოა გულის რევის შეგრძნება შეგიმსუბუქოთ; • საკვების სუნმა შესაძლოა გულისრევა და პირღებინება გამოიწვიოს. ცივ საკვებს უფრო სუსტი სუნი აქვს, ამიტომ მისი მიღება სჯობს; • ერიდეთ დაკონსერვებულ ხილის წვენებს, ტკბილეულს; • შეძლებისამებრ, უხვად მიირთვით მარცვლეული, პარკოსნები, კვერცხი, თევზი, ქათმის ხორცი, კაკალი და ავოკადო. ისინი შეიცავს ვიტამინ B6-ს და, ზოგიერთი მონაცემით, ამცირებს ტოქსიკოზის გამოვლინებას. • პიტნა ასევე ამცირებს გულისრევას და ამშვიდებს კუჭ-ნაწლავს. სვით პიტნის ჩაი. ანკა სტურუა
ramdenad usafrTxoa Tqveni bavSvis manqanis savarZeli საერთაშორისო სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსოფლიოში ბავშვის მანქანის სავარძლების 70-80% არასწორად მონტაჟდება, რაც, ბუნებრივია, რისკებთან არის დაკავშირებული. აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე მთავარი რჩევა, რომ თქვენი შვილი მაქსიმალურად დაცული იყოს ავტომობილით მგზავრობის დროს.
საჭიროა
• დაამონტაჟოთ მანქანის სკამი ინსტრუქციის მიხედვით. • განათავსოთ სკამი მანქანის უკანა სავარძელზე. ყველაზე მეტად დაცულ ადგილად უკანა სავარძლის შუა ნაწილი ითვლება. ამ პოზიციის ალტერნატივა ბავშვის სკამის მანქანის მარჯვენა ან მარცხენა წინა სავარძლების უკან განთავსებაა. საგულისხმოა, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვი აუცილებლად უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს. • თქვენი შვილი იჯდეს სპეციალურ
სავარძელში სანამ ის სიმაღლეში 150 სანტიმეტრი გახდება. ამ შემთხვევაში სიმაღლე წონაზე მნიშვნელოვანია. არასდროს ჩაისვათ ბავშვი მგზავრობისას კალთაში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მჭიდროდ გიჭირავთ ის. შესაძლოა თქვენ არ გქონდეთ ადეკვატური რეაქცია ავარიული სიტუაციის დროს. ბავშვის მანქანის სავარძელი აუცილებელია. არ დაამონტაჟოთ მანქანის სავარძელი წინა სავარძელზე. მანქანის საჰაერო ბალიშები ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვისთვის. არ დაზოგოთ მანქანის სავარძლებზე თანხა. მოერიდეთ მეორად სავარძელს. შესაძლოა ის დაზიანებული იყოს. ასევე შესაძლოა არ მოყვებოდეს დამონტაჟების ინსტრუქცია, რაც უსაფრთხოებისთვის ყველაზე მთავარია. ანკა სტურუა 33
portreti
kaxa kandelaki kulturis ministris pirveli moadgile, „EASTERN PROMOTION“-is erT-erTi damfuZnebeli, yofili wyalburTeli
34
nikuSa, kaxa da konstantine
მამობა დიდი პასუხისმგებლობაა მამა 27 წლის ასაკში გავხდი. ნიკა უკვე 23 წლის არის, მარიამი - 18ის. სამი წლის წინ, მე და ჩემს მეუღლეს, კონსტანტინე შეგვეძინა. ნიკასთან და მარიამთან ახლა უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს, როცა ისინი დაიბადნენ პატარა ვიყავი. მეგობრული დამოკიდებულებაც, ალბათ, ასაკიდან მოდის. თავიანთ ამბებს მე უფრო მიყვებიან ვიდრე დედებს. იყო მშობელი და თან მეგობარი, კარგი შეგრძნებაა, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაცაა.
ჯაზი შთამომავლობით ჯაზის სიყვარული მამაჩემისგან გადმომედო, ნიკას კი მე შევაყვარე. კარგი მუსიკა მარიამსაც უყვარს და დარწმუნებული ვარ, კონსტანტინეც გემოვნებიანი მუსიკის მოყვარული იქნება. მე და ჩემმა მეგობრებმა „Eastern promotion“-ი ისეთ დროს დავაფუძნეთ, როცა ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. ქვეყანაში კარგ მუსიკას ვუწევდით პოპულარიზაციას. ისეთი მუსიკოსები ჩამოგვყავდა, რომლებზეც მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა. ბოლო წლებია, ნიკაც ჩვენი გუნდის წევრია და ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული. 35
portreti
ყველა ერთად ბათუმის ჯაზფესტივალზე მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით, ეს ტრადიციად იქცა. ბოლო რამდენიმე წელია ეს წესი არ დაგვირღვევია. ყოველთვის წინასწარ ვემზადებით და, მიუხედავად ბევრი საქმისა, ერთად ყოფნას უკეთ ვახერხებთ. ერთი დღე ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება. მე და ნიკა დილით ვვარჯიშობთ, ვცურავთ. ამ დროს მარიამი ჩოგბურთზე დადის. კოსტია კი დედასთან არის და სძინავს. შემდეგ უკვე სამსახურის დროა. მე და მიშა გიორგაძეს ერთად ბევრი 36
საქმე გვაქვს გაკეთებული. ერთად ვიყავით საბჭოთა კავშირის წყალბურთის ნაკრებში, მერე ერთად დავაფუძნეთ „Eastern promotion“-ი, ახლა ერთად ვართ კულტურის სამინისტროში. გუნდური მუშაობით ყველა დასახულ მიზანს ვაღწევთ. მე მისი იმედი მაქვს. როცა სამსახურის საქმეებს ვამთავრებ, თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ.
მათთან ყოფნას არაფერი სჯობს. ბავშვებთან ერთად ხშირად დავდივარ კინოში. კონსტანტინეს ძალიან უყვარს ფუნიკულიორზე სეირნობა, ამიტომ, იქაც ხშირად ავდივართ. გასათვალისწინებელი რჩევა ყველაზე მთავარი, რასაც ჩემს შვილებს ვურჩევ, ისაა, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ და არასდროს დანებდნენ. თავისი
შრომით უნდა გაიტანონ თავი და ყველაფერს მიაღწიონ. ყველა საქმეში სირთულეები სჯობს თვითონ გადალახონ, ვიდრე მე დავეხმარო. არ მიყვარს მამის გამო რომ აქვს შვილს ხელშეწყობა. ნიკა და მარიამი ყველაფერს თავისით აკეთებენ, სწავლაშიც და სპორტშიც დამოუკიდებლად აღწევენ წარმატებებს. ვნახოთ პატარა კონსტანტინე როგორი იქნება. ლიზა წიკლაური
37
ra nivTebi waviRoT samSobiaroSi
თქვენთვის
მკერდის საფენები - შემიძლია გირჩიოთ რამდენიმე ბრენდის - Mothercare, Aventi, Chicco - თუმცა ჩემთვის ყველაზე გამოსადეგი LANSINOH-ის ბრენდის საფენი აღმოჩნდა. არსებობს ორი ვარიანტი - გელით და გელის გარეშე. ეცადეთ ძალიან ხშირადაც არ გამოიყენოთ. არსებობს მოსაზრება, რომ საფენები რძის გამოშრობას უწყობს ხელს. ერთჯერადი საცვლები - ამ დროს ძალიან გამოსადეგია. მე Mothercare-ში შევიძინე, ჰაერგამტარია და კომფორტული. ძუძუთი კვება - ძალიან საფრთხილო თემაა. მართალია სამშობიაროებს არ ჰყავთ ლაქტაციის კონსულტანტები, თუმცა ექთანს თქვენი დაკვალიანება ევალება. ყველაფერი დეტალურად გამოჰკითხეთ და აჩვენებინეთ. თითქოს ძალიან მარტივია: „დაკეცეთ ძუძუს გამუქებული ნაწილი ისე, რომ ბავშვის პირის პარალელური იყოს და მთლიანად ჩაუდეთ პირში, თუ მაინც მხოლოდ თავს ჩაიდებს, მაშინ ნიკაპზე თითი მიაჭირეთ (არ ეტკინება) და პირს გააღებს“. - ამას 38
იმეორებს ყველა, მაგრამ ამის ზუსტად შესრულება სულაც არ არის მარტივი. საცხი ძუძუს თავებისთვის - აუცილებლად წინასწარ შეიძინეთ რამდენიმე ვარიანტი, შესაძლოა ყველა არ გამოგადგეთ. მე შევიძინე mustela-ს ბრენდის საცხი დამსკდარი ძუძუს თავებისთვის და ნახეთქებისთვის, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება. შემდეგ კი ვცადე medela, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ძუძუს თავების დამცავი - პერიოდულად მათი გამოყენება გაგიადვილებთ ლაქტაციის პროცესს, თუმცა ხშირად ნუ გამოიყენებთ, შესაძლოა ტკივილმა იმატოს. თუმცა დამცავის კარგი თვისება არის, რომ ბავშვი ადვილად იგუებს საწოვარას. რამდენიმე ვარიანტი ვცადე. Chiccos ბრენდის ყველაზე გამოსადეგი აღმოჩნდა ჩემთვის. რძის გამოსაწველი - პირველ ეტაპზე გირჩევთ - Philips Avent Manual, შემდეგ უკვე ელექტროს გამოყენებაც შეგიძლიათ. გირჩევთ, რომ თავიდანვე ხშირად არ აჭამოთ საწოვარით, შესაძლოა ბავშვი გაზარმაცდეს და თქვენც რძე დაგიგროვდეთ.
ვენების ჩულქები - მე მეცვა მშობიარობისას და შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ მეუბნებოდნენ თუ საკეისროს არ იკეთებ არ გჭირდებაო. ბანდაჟი - გირჩევთ მაქსიმალურად დიდხანს ატაროთ. ქამარი - ძალიან გამოსადეგია ორსულობისასაც და შემდეგაც მუცლის დასაჭერად. საღამური - უმჯობესია თუ წინა მხარეს ექნება ღილები, რომ მარტივად გახსნათ. ლიფი - დაგჭირდებათ მინიმუმ ორი ლიფი მეძუძური დედებისთვის, აუცილებელია, რომ ბუნებრივი ქსოვილისგან იყოს დამზადებული. ჩუსტები და ხალათი - ორივე კომფორტული უნდა შეარჩიოთ. ტუჩის ჰიგიენური პომადა მშობიარობის შემდეგ შესაძლოა ტუჩები გამოგიშრეთ. Avene-ს სახის სპრეი ჰიდრატანტის შემცველობის. მშობიარობისას რამდენჯერმე სახეზე შევასხმევინე. ძალიან სასიამოვნოა.
ბავშვისთვის
საწოვარა - მე გირჩევდით SOOTHIE AVENT-ს. მუსლინები - სწრაფად იწოვს სისველეს, შეიძინეთ პატარა ზომის სახისთვის და დიდი - ტანისთვის. მოკლესახელოიანი ბოდი - შიგნით ჩასაცმელად. მე გირჩევთ შეიძინოთ ე.წ. კიმონო ბოდები, მარტივად ჩასაცმელია. გრძელსახელოიანი ბოდი - თან წაიღეთ 3 ცალი მაინც. 3 ქუდი და 3 წინდა. 2 პლედი. სამშობიაროდან გამოსაყვანი ტანსაცმელი - გააჩნია რომელ სეზონზე აჩენთ ბავშვს. მე დეკემბერში ვიმშობიარე და დამჭირდა თბილი ჟაკეტი, თბილი შარვალი და ასევე თბილი ქუდი. ზემოდან კი კომბინიზონი. ლოსიონები - მე ვიყენებდი ტანისთვის ტოპიკრემს, უკანატანისთვის სუდოკრემს. სალომე ვაჩნაძე 39
MASHOLAND დიზაინერი და ილუსტრატორი მაშო მარგიშვილი
ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ Facebook-ი დღევანდელ რეალობაში ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ნამდვილად ასეა. ახლახან, სწორედ Facebook-ის მეშვეობით გავიგე Masholand-ის შესახებ და ბავშვებს რომ უხარიათ ახალი საჩუქარი ისე გამეხარდა, რადგან „ზებრას“ მკითხველებს ძალიან საინტერესო დიზაინერისა და ილუსტრატორის მაშო მარგიშვილის სამყაროს გაცნობის საშუალება მიეცემათ. 40
ბავშვობის მოგონებები გავიზარდე ძალიან თბილ და ჰარმონიულ ოჯახში, მშობლებისა და ორი დის გარემოცვაში, რომლებთან ერთად თამაში ძალიან მიყვარდა და მახალისებდა. მარტო თამაში არ შემეძლო და ამიტომ ვცდილობდი ვინმე მაინც ჩამერთო იმ საქმიანობაში რასაც ვაკეთებდი. თუ ესეც არ გამომივიდოდა, თავს სიმღერითა და ჩემ მიერ გამოგონილი თამაშებით ვირთობდი. ხატვისადმი სიყვარული ისე, როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა
41
ხატვა, თუმცა, ალბათ, სხვებისგან განსაკუთრებულად არ გამოვირჩეოდი. ჩემი მშობლების პროფესიიდან გამომდინარე (ორივე არქიტექტორები არიან), საკმაოდ შემოქმედებით გარემოში ვიზრდებოდით. ხშირად გვსტუმრობდნენ მათი მეგობრებიც, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ. ჩვენი სახლი სულ სავსე იყო ნახატებითა და სამხატვრო წიგნებით. ამან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს განვითარებაზე. ჯერ კიდევ პატარაობიდან მშობლები სახატავად ისეთ ფურცლებს გვაძლევდნენ ხოლმე, რომლებსაც ცალ მხარეს შენობის ინტერიერის გეგმა ჰქონდა, რაც უფრო მეტად სახალისო და საინტერესო იყო ჩვენთვის, ვიდრე ცარიელი ფურცელი. ჩემი ერთ-ერთი და მათ შიგნით ავეჯის ჩახატვით ავსებდა. მე კი ადამიანების ჩახატვა უფრო მომწონდა. საყვარელი მხატვარი მიჭირს საყვარელი მხატვრის დასახელება, რადგან ისინი ძალიან ბევრნი არიან და 42
ყველა თავისი უნიკალური სტილით გამოირჩევა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყოველი მათგანისადმი სიმპათია მეტად მიმძაფრდება, თუმცა ამჯერად ვინც მახსენდება ხუან მირო (Juan Miro), ბასკია (Basquiat) და ჰუნდერტვასერია (Hundertwasser). Masholand მე დიზაინერი და ილუსტრატორი ვარ. ვმუშაობ, როგორც ინტერიერის ავეჯსა და გრაფიკულ დიზაინში, ასევე ვაკეთებ საბავშვო წიგნების ილუსტრაციას.
აგრეთვე, 2014 წლის სექტემბერში შევქმენი ჩემი პატარა სამყარო, რომელსაც ვუწოდე Masholand-ი, სადაც ვმუშაობ ჩემს სხვადასხვა იდეებზე და მათ ნივთების, ტანსაცმელისა თუ ნახატების სახეს ვაძლევ. უახლოეს წარსულამდე ჩემს ხატვას სერიოზულად არასდროს მოვკიდებივარ, თუმცა ილუსტრაციებიდან ნელ-ნელა სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებზე გადავედი. ამან Masholand-მდე მიმიყვანა და გამოფენის იდეა წარმოშვა. წიგნების დასურათება წიგნების დასურათება დავიწყე 2013 წლის ზაფხულში, როდესაც ჯერემი რემსდენისგან (Jeremy Ramsden) წიგნის ადაპტირებული ვერსიის ილუსტრირების შემოთავაზება მივიღე. თავდაპირველად ამას ჰქონდა ექსპერიმენტის სახე, მაგრამ წიგნის დასურათების შემდეგ წავედი ჰანოიში, ვიეტნამში, რამაც იმხელა ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, რომ თანამშრომლობის გაგრძელება გადავწყვიტეთ. მას შემდეგ გამოვეცით სხვადასხვა ხალხების ფოლკლორული ზღაპრების 3 წიგნი და ეზოპეს 3 იგავი. სამომავლოდ კიდევ 9 იგავის გამოცემა იგეგმება Collegium Basilea-თან შეთანხმებითა და Amazon-ის მეშვეობით. სამწუხაროდ, წიგნები საქართველოში არ არის გამოცემული და
ყველა ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა მათი გამოწერა amazon.com-ზეა შესაძლებელი. მუშაობის პროცესი ილუსტრაციების შექმნისას, პირველ რიგში, კარგად ვკითხულობ მოცემულ ზღაპარს/ამბავს და წარმოვიდგენ, რომელი ნაწილია ყველაზე მნიშვნელოვანი, ან რა იქნება ბავშვისთვის საინტერესო. შემდეგ გვერდების მიხედვით გავაკეთებ პატარა მონახაზებსა და ჩანახატებს, რის შემდეგაც ვიწყებ თითოეული ფურცლის დასურათებას. ამის შემდგომი ეტაპია ყველაფრის ციფრულ ვერსიაში გადატანა, მათი დამუშავება, გვერდებად დაწყობა, კომპოზიციურად გადანაწილება, ტექსტური მასალისთვის შრიფტის შერჩევა და საერთო ჯამში განხილვა. როცა დავრწმუნდები, რომ ტექსტი და ილუსტრაცია მთლიანობაში ჰარმონიულადაა ერთმანეთთან, საბოლოო შტრიხებს ვუსვამ, კიდევ ერთხელ ვამოწმებ და დასრულებულ ფაილებს დასაბეჭდად ვაგზავნი. ინდივიდუალური ხედვა როგორც უკვე ვახსენე, ჩემზე ვიეტნამმა დიდი ზეგავლენა მოახდინა. იქ აღმოვაჩინე ჩემი სტილი, რომელიც 43
ლიტვაში სწავლის პერიოდში ჩანასახში უკვე არსებობდა. ვფიქრობ, ეს არის ქართული, ევროპული და აზიური სტილის ნაზავი, რომელსაც დროთა განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა და ჩემი პირადი გამოცდილებები ემატება. რჩევა Masholand-ისგან მშობლებს წიგნის ილუსტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, რადგან ეს არის ერთ-ერთი პირველი შეხება ნახატთან. გარდა ამისა, მათ სამყაროს აღქმაში, ფანტაზიისა და გემოვნების განვითარებაში ეხმარება. შემიძლია რამდენიმე თანამედროვე ილუსტრატორი დავასახელო, რომლებიც, ჩემი აზრით, წიგნის დასურათების კარგ მაგალითებად გამოდგება და მშობლებს შეუძლიათ ბავშვებს დაათვალიერებინონ. ოლივერ ჯეფერსი (Oliver Jeffers) მკითხველს მარტივ ფიგურებსა და მხიარულ პერსონაჟებს სთავაზობს. ილუსტრაციები ძირითადად ნათელია და დადებით ხასიათს ატარებს. მისი წიგნების გმირები ადვილად აღსაქმელია ყველა ასაკის მკითხველისთვის. აგრეთვე, ძალიან სასიამოვნო ილუსტრაციები აქვს Manon Gauthier-ს, თუმცა, ოლივერისგან განსხვავებით, 44
ყველა მის ნახატს ხელით შესრულებულის ეფექტი აქვს. იგი, ეფექტის მისაღწევად, კოლაჟსა და სხვადასხვა მასალას იყენებს. გმირები დადებითები და მეტად ბავშვურები არიან. ვიზუალურად მიმზიდველი ნახატები თავისდაუნებურად უჯდება ბავშვს თავში და გემოვნებას უყალიბებს. კარგი იქნება, თუ წიგნის არჩევისას მშობლები ილუსტრაციებს მიაქცევენ ყურადღებას, რადგან ბავშვების ჩართულობას კითხვის პროცესში კარგად დასურათებული წიგნი ნამდვილად გაზრდის. ასევე, შეუძლიათ წაკითხული ამბის ან გმირების დასურათება სთხოვონ ბავშვებს და ამით უფრო საინტერესო გახადონ კითხვის პროცესი, შეაყვარონ და დაამახსოვრებინონ წიგნის პერსონაჟები. სოფო ვასაძე
vaswavloT bavSvebs curva ზაფხულია. ბავშვებს უყვართ გრილ აუზში ან ზღვაში დიდი დროის გატარება. ხშირად, ისინი თავად სწავლობენ ცურვის ბაზისურ მოძრაობებს. შეგიძლიათ მიეხმაროთ, რომ თქვენმა პატარამ მარტივად შეძლოს ცურვის სწავლა. ყოველთვის დადექით ისე, რომ თქვენი და ბავშვის თვალები ერთ სიმაღლეზე იყოს და არ დაგავიწყდეთ ღიმილი. არასდროს გამოიყენოთ უარყოფითი კომენტარები. იყავით მუდამ პოზიტიურნი. ამით თქვენს შვილს თავდაჯერებულობა მოემატება. თუ თქვენ თავად გეშინიათ წყლის არ აჩვენოთ ეს ბავშვს. ასევე, მისი თანდასწრებით არ ესაუბროთ არავის, რომ ბავშვს წყლის ეშინია, თორემ ის ამას აუცილებლად დაიჯერებს. ხშირ შემთხვევაში ბავშვების წყლისადმი შიში მშობლებისგან მოდის. თუ ბავშვი ცურვაზე დაგყავთ, გაკვეთილებს ესწრებით, ბავშვი კი თქვენი თანდასწრებით ტირის და ჯიუტობს, გირჩევთ დარბაზი დატოვოთ. კარგი ინსტრუქტორი შეძლებს ბავშვის
ნდობის მოპოვებას, მშობელთან ერთად კი ეს პროცესი რთულდება. მხიარული მეთოდი, რომ ბავშვს წყალში სუნთქვა ასწავლოთ, არის თამაში „ესაუბრე თევზს“, რაც გულისხმობს წყალში ჰაერის გამოშვებას, როდესაც წარმოიქმნება წყლის ბუშტები და „მოუსმინე თევზს“- თავის მოტრიალება, ყურის წყალში ჩაყოფა და ჰაერის ჩასუნთქვა. თუ ბავშვს ძალიან არ უნდა წყალში ჩასვლა, არ აიძულოთ. შეეცადეთ ნაპირზე, დაბალ წყალში მხოლოდ ფეხები ჩაყოს და ასე შეეგუოს გარემოს. მალე ის დაინახავს რა კარგად ერთობიან ბავშვები წყალში და თავადაც გათამამდება. ბავშვებს უყვართ თამაში ვითომ ზვიგენები ან სხვადასხვა ტიპის თევზები არიან. შეეცადეთ, რომ ცურვის სწავლის პროცესი მხიარულებასთან და თამაშთან დააკავშიროთ. ყოველთვის დარწმუნდით, რომ სიტუაცია, სადაც ბავშვი წყალში ჩადის, სრულიად უსაფრთხო და ბავშვის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულია. 45
46
ბალეტი სს შეიცვალ ამყაროში ბევრ ი რამ ა დედები . ამ საუკუნეში ს რიცხვ ბალერი ნა მა საგრ იმატა. შ ძნობლა ეი დ ბავშვებ ძლება ითქვას , ის ეპოქ ა დადგა რომ და ჩვენ , სდ სა ორი შვი ასშიც მრავლა ამაყოა დ არიან ლის დედ ები. გვყ ბიჭის მ ოქმედი ა ბალერი ვს სამი ნა დედა ც.
balerina dedebis epoqa
47
lana mRebriSvili, demetre muxigulaSvili
გზა, ყველა პატარა გოგოს ოცნებიდან პროფესიონალ ბალერინობამდე. ლანა მღებრიშვილი - პირველად, ოპერისა და ბალეტის თეატრში, მამიდაჩემთან ერთად ბალეტ „სილფიდას“ დავესწარი. სახლში სანახაობით შეშლილი, მოწამლული და პროფესიაშერჩეული დავბრუნდი. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ხუთი წლის ასაკში მიღებული გადაწყვეტილება რეალობად ვაქციე, სხვა პროფესიაში თავი ძნელად წარმომიდგენია, ჩემთვის ბალერინობა ნიშნავს მიზანს, ნებისყოფას, რწმენას, ერთგულებასა და თავდადებას. თეა კოპალეიშვილი - რაც თავი მახსოვს ბალერინობაზე ვოცნებობდი. ოჯახის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მხვდებოდა, მხოლოდ ბებიები მიჭერდნენ მხარს. მიუხედავად იმისა, 48
რომ სხვადასხვა სპორტზე და უამრავ წრეზე მატარეს, რადგან ფიქრობდნენ ბავშვური გატაცება გადამივლიდა, მაინც ჩემი გავიტანე და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, მისაღებ გამოცდებზე, ბებიასთან ერთად გავიპარე. ვიკა კიკაბიძე - ბალეტზე დედაჩემმა შემიყვანა, ყოველთვის უნდოდა დიდ სცენაზე მეცეკვა, მისმა მონდომებამ მეც შემაყვარა ეს არაჩვეულებრივი და ულამაზესი პროფესია. ბალეტის სწავლა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დავიწყე, შემდეგ სწავლა მოსკოვში, მიხეილ ლავროვსკის სასწავლებელში გავაგრძელე. ბალეტში, ფიზიკურ მონაცემებთან ერთად, მთავარია, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, მიზანდასახულობა, ძლიერი ხასიათი და საქმისადმი დიდი სიყვარული.
49
50
Tea kopaleiSvili, luka, daCi da gega inwkirvelebi პროფესია და შემოქმედება შვილამდე და დედობის შემდეგ. ლანა - დღეს, როდესაც უკვე დემეტრეს დედა ვარ, ვთვლი, რომ პროფესიაში რაც აქამდე მიკეთებია, ვაკეთებ და მომავალში გავაკეთებ, ყველაფერი დემეტრეს ეკუთვნის. სოფო ფანცულაია - მეგონა ცხოვრება მხოლოდ ბალეტი იყო, თურმე ძალიან შევცდი. იმის მერე, რაც ანა გამიჩნდა, ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. თუმცა ჩემს პროფესიას ისევ ვაფასებ და ვეთაყვანები, შეიძლება ითქვას, პასუხისმგებლობა მომემატა, მინდა, რომ ჩემმა შვილმა ჩემით იამაყოს! იმედი მაქვს, რომ მეორე შვილის გაჩენის შემდეგაც, რომელიც უკვე ცოტა ხანში შეემატება ჩვენს ოჯახს, ამ შეგრძნებას არ დავკარგავ. ვიკა - დედობამდე პროფესიას მთავარი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში. მთელ დღეს დარბაზში ატარებ, შემდეგ სახლში ბრუნდები და აგრძელებ ფიქრს, შენს როლზე, შეცდომებზე, შენიშვნებზე, აანალიზებ მთელი დღის ნამუშევარს, და ფიქრობ, ხვალ რა გააკეთო უკეთ, ფაქტობრივად, ბალეტით ცხოვრობ, მაგრამ დედობა
ისეთი ბედნიერებაა ქალისთვის, რომ ეს შეგრძნება ყველაფერს ჩრდილავს. მას შემდეგ, რაც ორი არაჩვეულებრივი ბიჭის დედა გავხდი, ჩემი სიყვარული, პასუხისმგებლობა და სითბო, მათთან არის დაკავშირებული. ორსულობის შემდეგ, რა დრო სჭირდება ბალერინას ფორმაში შესასვლელად? ლანა - მე სრული რეაბილიტაცია ერთ წელიწადში მოვახერხე, თუმცა ექვსი თვის შემდეგ, ყოველი თვის ბოლოს მეგონა, რომ უკვე ფორმაში ვიყავი. სოფო - როგორც ყველაფერი ცხოვრებაში, ესეც, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. რთულია სხეულის ისევ იმ ფორმაში დაბრუნება, რაც ფეხმძიმობამდე გქონდა. თუმცა, თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. ვიკა - მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ თეატრში ერთ თვეში გავედი და სამ კვირაში სპექტაკლი ვიცეკვე. თეა - ფორმაში შესვლის დიდი გამოცდილება მაქვს, შვიდი წლის განმავლობაში სამჯერ მომიწია ამ პროცესის გავლა. მაგალითად, პირველი შვილის გაჩენის შემდეგ ორ 51
vika kikabiZe, gio da duda guSaraSvilebi კვირაში შევძელი საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პარტიის შესრულება, ჩვენს პროფესიაში მთავარი მონდომებაა. როგორია ორი რთული პროფესიის შეთავსება, ბალერინობა და დედობა? ლანა - ნამდვილად რთული და წარმოუდგენელია ბალეტი და დედობა დახმარების გარეშე. საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრი მაქსიმალურად გვერდში მიდგას. სოფო - ალბათ, ყველას სმენია, რომ ბალეტი მსოფლიოში ერთერთი ურთულესი პროფესიაა, მისი სირთულე და რისკი მეშახტის პროფესიას შეადარეს. დედობა კი ნიშნავს გამძლეობას, მოთმინებას, სითბოს, სიყვარულის გამოხატვას, შვილის მხარდაჭერას, უძილო ღამეებსა და რთულ დღეებს, ნერვიულობას, ფორიაქს, პასუხისმგებლობას, მოკლედ რომ ვთქვათ, შენ თავს არ ეკუთვნი. დაახლოებით იგივე შემიძლია ვთქვა ბალეტზეც, მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ მარტივი ცხოვრება ხომ მოსაბეზრებელია? ამ ყველაფრის 52
შეთავსებით მე უბედნიერესი ვარ, ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ამაში ჩემი უსაყვარლესი მეუღლე მეხმარება, მისი გვერდში დგომა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ვიკა - ჩვენი პროფესიის ოჯახთან შეთავსება ცოტა რთულია, ხელის შეწყობა აუცილებლად გჭირდება, ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება და გვერდში მიდგას. თეა - ბალეტი ძალიან რთული პროფესიაა, სჭირდება დიდი ძალისხმევა, ნებისყოფა, გამძლეობა, სიყვარული და, რა თქმა უნდა, გამართლებაც, კიდევ უფრო რთული დედობა ყოფილა. ამ ყველაფერს ვერ მოვახერხებდი, რომ არა ჩემი ოჯახი და ჩემი მეუღლე ალექსანდრე ინწკირველი, რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელია და ასევე დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გვერდში მიდგას. რა თქმა უნდა, ბებიებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემი შვილების აღზრდაში. დატვირთული რეპეტიციების შემდეგ, დღის მეორე ნახევარი შვილთან ერთად.
53
54
sofo fanculaia, ana laSxi ლანა - რეპეტიციებით დატვირთული რთული დღის შემდეგ, დემეტრეს შემოგებება, სითბო და სიხალისე ყველაფერს მიქარწყლებს და დღის ათვლა თითქოს მასთან შეხვედრის შემდეგ იწყება. სოფო - როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ველოდები იმ წამს, როდესაც ჩემს ანას ჩავეხუტები. ეს დიდი სიხარულია, რომელიც ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მატულობს. ვიკა - როცა ვიცი, რომ სახლში ჩემი ბიჭები მელოდებიან, ყოველთვის ენერგიით სავსე ვარ, უფლება არ მაქვს სახლში დაღლილი მივიდე. მათთან ერთად, ახალი ენერგიით სავსე, თავიდან ვიწყებ დღეს, ხან ფეხბურთს ვთამაშობთ, ხშირად ვსეირნობთ, ხანდახან, უბრალოდ, ვსხედვართ და ვსაუბრობთ. ვცდილობ, მთელი ჩემი თავისუფალი დრო მათთან გავატარო. შვილი, როგორც მაყურებელი. ლანა - ჩემი აზრით, ჩვენთვის შვილები არა მხოლოდ მაყურებლები, არამედ
გულშემატკივრებიც არიან. სოფო - როდესაც ჩემი შვილი, ანა, სპექტაკლს ესწრება, უფრო მეტად ვღელავ, მინდა ჩემით იამაყოს, კარგად დაამახსოვრდეს ყველაფერი. მინდა, რომ ის სიამოვნება, რასაც მე ვგრძნობ, თვითონაც იგრძნოს, ანა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაყურებელია. ვიკა - ჩემი მთავარი მაყურებლები ჩემი შვილები არიან, ხშირად ესწრებიან სპექტაკლებს და ძალიან მოსწონთ ჩემი პროფესია, განსაკუთრებით უმცროსს. ბედნიერი და ამაყი ვარ, როდესაც ვიცი, რომ დარბაზში ჩემი ბიჭები სხედან, სპექტაკლის შემდეგ მხურვალე აპლოდისმენტებით მეგებებიან. თეა - მიხარია ის, რომ ჩემი შვილები თითქმის არც ერთ სპექტაკლს არ ტოვებენ და დიდ სტიმულს მაძლევენ დარბაზში ყოფნით. ყოველი სპექტაკლის შემდეგ კულისებში შემორბიან მოსალოცად. გასტროლის განმავლობაში დედაშვილური მონატრება. 55
olia doliZe, irinka rTvelaZe
56
ლანა - გასტროლის პერიოდში შვილის მონატრება, გაუსაძლისია. იცი, რომ ეს შენი საქმეა და შენი მოვალეობაა, რომ საზღვრებს გარეთ გაიტანო ქვეყნის სახელი. ეს ძალას გმატებს და უმკლავდები ყველა პრობლემას. თუ განშორება ხანგრძლივია, ყველანაირად ვცდილობთ დედაშვილურ მონატრებასთან ბრძოლას. ხშირად მათთვის საჩუქრების შეძენით, მათზე საუბრით და ერთმანეთის გამხნევებით ვახერხებთ ამას. სოფო - პირადად ჩემთვის ეს რთული პერიოდია, ძალიან მიჭირს წასვლა, თუმცა მიყვარს გასტროლი, როდესაც შენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაგაქვს ეს ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა, თან სულ შვილზე და ოჯახზე ფიქრობ. მონატრება უფრო გიმძაფრებს ყველა გრძნობას, რომელიც შენს პროფესიასთან გაკავშირებს. სასიამოვნოა, როცა ყველაფერი კარგად ჩაივლის, კიდევ ერთი წარმატების მონაწილე ხდები, რომელიც შენმა თეატრმა შენს ქვეყანას მოუტანა და ხვდები, რომ ამასაც შენი შვილისთვის აკეთებ. ოჯახთან დაკარგული წუთების ანაზღაურებას კი საჩუქრებით ცდილობ, ესეც გასტროლის განუყრელი ნაწილია, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. ოლია კუზნეცოვა-რთველაძე - მეც და ჩემს გოგოსაც ძალიან გვიჭირს
ხანგრძლივი განშორება, ორივე განვიცდით, თავისუფალ დროს მასთან ტელეფონით საუბარში ვატარებ. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ჩვენი ბალერინა თავის მცირეწლოვან გოგოს ყოველ დილით, რადგან დროში დიდი სხვაობა იყო, Skype-ით უმღეროდა და აძინებდა. მაშინ ჯერ დედა არ ვიყავი და ვერ ვხვდებოდი განშორების ტკივილს. ხედავთ თუ არა შვილს თქვენს პროფესიაში? ლანა - დემეტრე, როგორც თვითონ ამბობს, მომავალი ექიმია. ნებისმიერ შემთხვევაში მის არჩევანს პატივს ვცემ. არ ვმალავ, რომ მას ჩემს პროფესიაში ვერ ვხედავ და უზომოდ მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შვილი ექიმი გამოვა. სოფო - ანა ბალეტზე ერთ პატარა მყუდრო სტუდიაში დამყავს, თვითონ ძალიან უხარია. უყვარს ის დღე, როცა ბალეტზე წასასვლელად ვემზადებით. არ ვიცი საბოლოოდ რა იქნება, არჩევანი მასზეა, ნებისმიერ შემთხვევაში გვერდში დავუდგები. თუმცა, ალბათ, გულის სიღრმეში, ძალიან გამიხარდება ანა თუ ჩემს კვალს გაჰყვება. ვიკა - ჩემი მეუღლე ფეხბურთელია და ბიჭებიც ფეხბურთზე გიჟდებიან. ფეხბურთელობაზე ოცნებობენ, გოგო თუ მეყოლება დავფიქრდები. ნინი გოგსაძე 57
ina azmaifaraSvili, ana da natalia beroSvilebi 58
maia iluriZe da 59 ana guliaSvili
bavSvis ganviTareba 13-dan 36 Tvemde 13-დან 36 თვემდე ასაკის ბავშვებს თავისუფლად შეგვიძლია მკვლევარები ვუწოდოთ. ისინი უყურებენ ნივთებს, შეისწავლიან და შემდეგ თავიანთი თეორიების მიხედვით იქცევიან. ამ ასაკში ნორმალურია, რომ მათ ყველაფრის თავისით გაკეთება უნდათ. უფრო მეტ სოციალურობას და ნივთების სხვასთან გაყოფას ისინი ზრდასთან ერთად სწავლობენ. ერთი წლიდან სამ წლამდე თქვენი შვილი ხშირად შეიცვლება. ექნება სხვადასხვა ინტერესები და მოთხოვნილებები. გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, შესაბამისად, განსხვავდება მათი განვითარების ეტაპებიც. ჩვენ, ზოგადად, დადგენილ ეტაპებს წარმოგიდგენთ. 60
13-18 თვე ფიზიკური განვითარება • დადის დახმარების გარეშე • შეუძლია კიბეზე აცოცება • დადის, ჩერდება და აგრძელებს სიარულს • მოსწონს სათამაშოების სროლა • ცდილობს ბურთის სროლას • შეუძლია დაბალ სკამზე აცოცება ვერბალური განვითარება და კომუნიკაცია • 18 თვისთვის 20-მდე სიტყვას ამბობს • მიგვანიშნებს საგნებისკენ • ცდილობს ორი სიტყვის გადაბმას • მიჰყვება მარტივ ინსტრუქციებს • იცის სულ ცოტა სხეულის სამი ნაწილი
• ცდილობს ხმების იმიტაციას • მოსწონს სხვადასხვა ხმა, იხედება ზემოთ, როდესაც თვითმფრინავის ან ჩიტის ხმა ისმის • მოსწონს წიგნების თვალიერება და ნაცნობ საგნებზე მითითება. ემოციური და სოციალური განვითარება • ამბობს არას, როდესაც გულისხმობს კის • გაღიზიანებულია, როდესაც იღლება ან შია • შესაძლოა არ უყვარდეს სათამაშოების სხვებისთვის გაზიარება • აინტერესებს ყველაფერი • არ აშინებს უცხო ადამიანები • ისევ ენატრება დედა, როდესაც ის მიდის, თუმცა უკეთესად იქცევა • ცოტა ხნით მარტო თამაშიც შეუძლია საფრთხილოა თუ 18 თვის ასაკში თქვენი შვილი: • არ ცდილობს სიარულს • არ ცდილობს საუბარს ან ხმების იმიტირებას • საერთოდ არ ლაპარაკობს • არ აქვს მოტორული განვითარება • ვერ ასრულებს მარტივ მითითებებს
19-24 თვე ფიზიკური განვითარება • ცდილობს სირბილს, თუმცა გაჩერებისას შესაძლოა ეცემოდეს • ატარებს პატარა მოტოციკლს, იხმარს ორივე ფეხს, რომ წინ წავიდეს • ადის კიბეზე, თითო კიბეზე ორივე ფეხს დგამს • შეუძლია ხტუნვა • ისვრის ბურთს და სხვა საგნებს • შეუძლია წიგნების გადაფურცვლა • 6 კუბიკისგან აშენებს კოშკს ან მატარებელს. ვერბალური განვითარება და კომუნიკაცია • იყენებს მოკლე ფრაზებს • ამბობს მინიმუმ 50 სიტყვას • მიგვითითებს და ასახელებს ნაცნობ საგნებს, როდესაც ამას ვთხოვთ • ცდილობს სამი სიტყვის გადაბმას • ცდილობს სწორი ხაზის დახატვას • ცნობს რამდენიმე ცხოველს და იმიტაციას უკეთებს მათ ხმებს ემოციური და სოციალური განვითარება • იჭერს თავის კოვზს და ჭიქას • უყვარს როლური თამაშები • ცდილობს დამოუკიდებლად ჩაიცვას და გაიხადოს • მოსწონს სხვა ბავშვებთან თამაში და სიამოვნებით ათხოვებს მათ სათამაშოებს • შეუძლია უფრო დიდი ხნით ითამაშოს მარტომ სათამაშოთი, რომელიც მისი ასაკისთვის შესაფერისი და საინტერესოა • გეხმარებათ სათამაშოების ალაგებაში • ამაყია, როდესაც აქებთ 61
13-36 Tve საფრთხილოა, თუ: • ბავშვი პირში იდებს ყველა საგანს • შეამჩნიეთ, რომ ხშირად აკანკალებს • არის მოუხერხებელი და არ არის კოორდინირებული • არ ესმის მარტივი მითითებები • არ გამოხატავს ემოციას • არ შეუძლია გიპასუხოთ „კი“ ან „არა“ • არ რეაგირებს მარტივ შეკითხვებზე • ვერ ცნობს საკუთარ თავს სარკეში • არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე 24-36 თვე ფიზიკური განვითარება • ატარებს სამბორბლიან ველოსიპედს • ადის კიბეზე, თითო კიბეზე ერთ ფეხს დგამს • ჩამოდის კიბეზე, თითო კიბეზე ორივე ფეხს დგამს • ფეხის წვერებზე დადის ხუმრობით • ისვრის და ფეხს ურტყამს ბურთს • შეუძლია 9 კუბიკისგან კოშკის აგება • მოსწონს კუბებით თამაში, ხიდების აშენება • ფურცლავს წიგნს • ხატავს წრეებს • შეუძლია მაკრატლის გამოყენება (ყოველთვის მეთვალყურეობით) • აწყობს ორნაწილიან ფაზლს ვერბალური განვითარება და კომუნიკაცია • იცის თავისი სახელი და სქესი 62
• საუბრობს გაუჩერებლად • აქვს დიდი ლექსიკონი • ესმის უფრო მეტი, ვიდრე თქმა შეუძლია • მოიხსენიებს ნივთებს, როგორც თავისას • კითხულობს - რატომ? ეს რა არის? • უნდა ახალი სიტყვების სწავლა • ესმის ყველაფერი. ემოციური და სოციალური განვითარება • მიირთმევს ჩანგლით • მოსწონს ბავშვებთან ყოფნა, მაგრამ მაინც ეგოისტია • უყვარს ჩახუტება • მოსწონს თქვენი უფროსობა, გავალებთ სხვადასხვა რამეებს • შესაძლოა ხშირ-ხშირად ეცვლებოდეს ხასიათი კარგიდან ცუდისკენ და პირიქით საფრთხილოა, თუ: • ამბობს მხოლოდ თითო-თითო სიტყვას • არ მიჰყვება ორ ინსტრუქციას - წადი შენს საძინებელში და ფეხსაცმელი მოიტანე • ვერ ასახელებს ნაცნობ ადამიანებს და ნივთებს • არ აინტერესებს ახალი ხალხი და სიტუაციები • არ შეუძლია რამდენიმე წუთით მარტო თამაში წყარო: www.toptots.co.za ანკა სტურუა
63
tyupebi
tyupebi `Cemi colis daqalebidan~
dudu da deme 64
marika gociriZe, tyupebis deda
თქვენი პირველი რეაქცია, როდესაც სხეულში სამი გულისცემა გაიგეთ? ეს ჩემი მეორე ფეხმძიმობა იყო და იმის გათვალისწინებით, რომ პირველი შვილი ბიჭი მყავს, ძალიან მინდოდა გოგო. ფეხმძიმობა წინასწარ დავგეგმეთ და ჩემი გამოთვლით გოგო უნდა ყოფილიყო. ექოსკოპიაზე ბავშვების რაოდენობა და სქესი ერთად გავიგე. მე და ჩემი მეუღლე ექიმთან ჩვენი გოგოს სანახავად მივედით და იქ ორი ბიჭი დაგვხვდა. ახლა ძალიან მრცხვენია, მაგრამ მაშინ ვის ახსოვდა გულისცემა. იმდენად დიდი შოკი მივიღე როცა გავაცნობიერე სამი ბიჭის დედა ვხდებოდი, ამეტირა. გიორგიმ წყნარი და ამაყი სახით მითხრა, რა გატირებს, მეოთხე გოგო იქნებაო. პირველ ეტაპზე რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება? პირველი 2-3 თვე ძალიან მშვიდი ბავშვები იყვნენ, ამიტომ ერთადერთი სირთულე ის იყო, რომ ჭამა ორივეს ერთად უნდებოდა. ახლაც ყველაფერი ერთდროულად უნდებათ, მაგრამ სანამ ბუნებრივ კვებაზე იყვნენ, ძალიან მიჭირდა გამომერჩია ერთი და მეორეს ტირილისთვის მესმინა. რა არის ის, რასაც მათთან ურთიერთობაში ყველაზე მეტად ითვალისწინებთ? ვითვალისწინებ, რომ ჩემი ბიჭები არიან დღენაკლულები, შვიდთვიანები და თან ტყუპები, ამიტომ არ ვთხოვ მათი ასაკის შესაბამის განვითარებას. წლისა და 5 თვის არიან და ჯერ ლაპარაკი არ დაუწყიათ. მათ აქვთ თავიანთი ენა, რომელიც მხოლოდ მათ ესმით. ტა-ტა-ტა, ბა-ბა-ბა, გა-გა-გა, ჯერ ვერ გავარკვიე რას ნიშნავს, მაგრამ ინტონაციით ვხვდები მშვიდად საუბრობენ თუ კამათობენ, თუ ამ ყველაფერს ხელის მოძრაობაც ერთვის, ეს უკვე ჩხუბია. რაიმე განსაკუთრებულ მეთოდს თუ იყენებთ მათთან ურთიერთობისას? სამივესთან ინდივიდუალური ურთიერთობა მაქვს. სამივეს სხვადასხვანაირი მიდგომა
სჭირდება. ჩემთვის მთავარია, სამივეს თანაბრად გადავუნაწილო დრო და სითბო. როგორ ახერხებთ დროის გადანაწილებას? დრო, ეს არის ის, რაც არასოდეს მყოფნის. სულ მინდა, რომ დღე-ღამეში 24-ის ნაცვლად 48 საათი იყოს. ჩემი სამუშაო რეჟიმი არ მაძლევს საშუალებას, რომ ბავშვებთან დღის განმავლობაში დიდი დრო გავატარო, თუმცა თვითონ ბავშვები მიწყობენ ხელს. იციან, რომ ათის ნახევარზე სამსახურში მივდივარ, ამიტომ ექვსზე იღვიძებენ და ჩემს წასვლამდე ვასწრებთ თამაშს, საუზმეს და დაღლას. საღამოსაც ხელს მიწყობენ, ათის ნახევრისთვის ვბრუნდები და 12 საათამდე ისევ გვაქვს დრო რომ ვითამაშოთ. 12-ზე იძინებენ და თუ დილის 6-მდე მომენატრა ან მოვენატრე, არც ამ შემთხვევაში ვართ გულდაწყვეტილები, ამ პერიოდშიც არაერთხელ ვიღვიძებთ და ვურთიერთობთ. როგორ შეეგუა უფროსი ძამიკო ოჯახის ორ ახალ წევრს? როგორც ჩანს, ილიკო, ტყუპების გაჩენამდე ფსიქოლოგიურად სწორად შევამზადეთ. ჯერ კიდევ ფეხმძიმობისას, ის უკვე ზრუნავდა მათზე, მთავაზობდა ხილს, რომ მის ძმებს ცოცხალი ვიტამინები მიეღოთ, მახსენებდა დამელია წამალი, რომელიც ექიმმა დამინიშნა, ეფერებოდა და, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას, უყვებოდა ზღაპრებს. სახელების შერჩევაშიც დაგვეხმარა. 65
tyupebi უსიტყვოდ ასრულებენ, სცენარის მიხედვით ტირიან, თამაშობენ და იძინებენ. მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვების რეჟიმს ხელი შეუწყონ და ძალიან არ აწვალონ. ყველაზე მეტად დადუს და დემეს სერიალში და-ძმა და მათი მეგობარი ანასტასია უყვართ. ბავშვები ტყუპებს არც პერსონაჟების და არც რეალურ სახელებს არ ეძახიან, მათ მეტსახელებად ტყაპი და ტყუპი შეარქვეს.
ტყუპების გაჩენის დღიდან ის მზრუნველი ძმა იყო, სანამ პატარებს ილიკოს სათამაშოებისადმი ინტერესი არ გაუჩნდათ. პირველად ძმებმა დაახლოებით 3 თვის წინ იჩხუბეს, როდესაც პატარებმა ილიკოს აიპადი გატეხეს და მას შემდეგ ეს საგიჟეთი არც ისე იშვიათად მეორდება.
ერთნაირები, მაგრამ განსხვავებულები, მოგვიყევით მათ განსხვავებებზე? ერთნაირები მხოლოდ ფიზიკურად არიან. მე ფიზიკურადაც ვერ ვამსგავსებ, მაგრამ ამბობენ, რომ ძალიან ჰგვანან, მამამისსაც არაერთხელ უკითხავს, დადუ მიჭირავს თუ დემეო. ხასიათებით ძალიან განსხვავდებიან, დადუ მეამბოხეა, დემე - დამთმობი. დადუს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, დემე მარტოც კარგად ერთობა. დადუს სადილები უყვარს, დემეს ტკბილეული. მოკლედ, ვითომ ორი ერთნაირი ბავშვია, მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად განხვავებულები არიან. მარიკა სიხარულიძე
რა ხდება გადასაღებ მოედანზე? მთავარი რჩევა პატარები უკვე ცნობილები არიან. „ჩემი ტყუპების მომავალ მშობლებს ცოლის დაქალების“ ტყუპები - ასე ჩემგან - მოიწესრიგეთ ნერვები და იცნობს ყველა, მოგვიყევით როგორ მოიკრიბეთ ენერგია, რადგან ეს თქვენ დათანხმდით გადაღებებს და როგორ ყველაზე მეტად გჭირდებათ. უთავსებთ ამ ყველაფერს მათ რეჟიმს? P. S. არასდროს იფიქროთ, რომ თუ ტყუპები როლზე ჯერ კიდევ მუცლად დუდუკს და გიტარას უყიდით, მათ მეტი ყოფნისას დაამტკიცეს. სერიალი ჩემს მუსიკალური ინსტრუმენტი ეცოდინებათ. და ანი ტყებუჩავას მშობიარობას უყიდეთ ორი გიტარა, ელოდებოდა. თითქმის ერთდროულად ან ორი დუდუკი, ამ შემთხვევაში გავაჩინეთ. პირველ გადაღებაზე, რომ თქვენი შვილები ერთმანეთს მივიყვანე ტყუპები 2 კვირის იყვნენ. ნაკლებ ფიზიკურ ზიანს რეჟისორები ხუმრობენ, ყველაზე მიაყენებენ. დამჯერე მსახიობები არიანო. მითითებებს 66
67
patara ufliswuli proeqtis avtori: irina sayvareliZe fotoze: noa CxeiZe 68
69
70
Sourumi TbilisSi: tician tabiZis 106 tel: 599 927779
vebgverdi: www.eshvi.co.uk oficialuri vebgverdidan nivTebis gamowera SesaZlebelia nebismieri qveynidan.
71
portreti
nino cqitiSvili saagento „LOOK MODELS“-is damfuZnebeli 72
შვილის დაბადება - ყველაზე ბედნიერი წუთები
უფროსი შვილი, თაკო, 16 წლისაა, გუგა 11, ანა კი 8 წლის. 18 წლის უკვე დედა გავხდი, კარგად ვერც კი ვაცნობიერებდი ეს რა იყო, ასაკის ბრალია. თუმცა ქვეცნობიერად, ორსულობის საწყისი ეტაპიდან ემზადები ამისთვის. შვილის დაბადება უბედნიერესი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. პატარა ასაკში ეს შეიძლება ისე ვერ გააცნობიერო, როგორც 25 -30 წლისამ. თაკოს დაბადების შემდეგ, ჩემი მეუღლის პროფესიიდან გამომდინარე, საცხოვრებლად უცხოეთში წავედით. თაკო, პრაქტიკულად, მე გავზარდე, ძიძა არ მყოლია. მერე უკვე ნამდვილად მივხვდი, რომ დედა ვარ. ანა და გუგა საფრანგეთში დაიბადნენ. სამივე შვილის დაბადებაზე ახალი განცდა მქონდა - რაღაც ახლის საწყისი იყო ჩემს ცხოვრებაში, რთულია სიტყვებით გადმოსცე - ეს დიდი ბედნიერებაა.
73
portreti
Tako, guga da ana nacvliSvilebi
დედობა - ქალის ცხოვრების მთავარი აზრია
დედობა ჩემთვის ღვთისგან ბოძებული მადლია, ერთგვარი ნიჭი და დიდი პასუხისმგებლობაც. პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ, თუ როგორ შვილებს გაზრდი. ბავშვი ოჯახის სარკეა და პირველ რიგში დედის. დედობა დიდი შრომაა, თუმცა სასიამოვნო შრომა.
ურთიერთობა - დედაშვილობა
ჩვენი ურთიერთობა უფრო მეგობრულია, თუ საჭიროა მკაცრიც ვარ. მეც და ვატოც, ყველაზე ლმობიერი ანასთან ვართ, რადგან ის ჯერ პატარაა. ვდცილობ კარგი მაგალითით მივცე რჩევები. მთავარი, რაც მინდა გაითვალისწინონ, ერთმანეთის სიყვარული და ადამიანების გვერდში დგომაა. ყოველთვის ვურჩევ, როცა რამეს აკეთებენ - ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ. აუცილებელია იშრომონ, რომ კარგი შედეგი მიიღონ. 74
ოჯახური ტრადიცია შეკრებები
სადილსა და საუზმეზე ვცდილობთ ერთად შევიკრიბოთ. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. თუმცა, საქმის გამო, ზოგჯერ ტრადიციების დარღვევაც გვიწევს. მსიამოვნებს ჩემს საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა. ზაფხულში, შაბათ-კვირას, ძირითადად აგარაკზე ვატარებთ. კვირაობით, ტრადიციულად, ბავშვები ერთ საათს კითხვას უთმობენ. ვცდილობთ ეს არასდროს დავარღვიოთ.
პროფესია - მოდელი
ჩემმა საქმიანობამ თაკოზე დიდი გავლენა იქონია. მისი მოდელობა ჩემი სურვილი არ ყოფილა, თვითონ დაინტერესდა. Look models-ის
გახსნის შემდეგ თაკომ ნახა, რომ სააგენტომ ბევრი გოგო გაუშვა უცხოურ სამოდელო ბიზნესში. თაკომაც, ჩოგბურთიდან ბედი მოდელობაში სცადა. დღეს ის უკვე საკმაოდ წარმატებული მოდელია. რაც შეეხება ანას, თაკოსგან განსხვავებით, მას ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა სურვილი, რომ მოდელი გახდეს, ვნახოთ რა იქნება.
წარმატება
ჩემი პირველი წარმატება, ჩემი შვილის წარმატებაა. როცა თაკო მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერებმა აღიარეს, ასეთ პატარა ასაკში, ეს განსაკუთრებული და უბედნიერესი მომენტი იყო ჩემი ოჯახისთვის. 16 წლის ქართველი მოდელი, მსოფლიოს 24 ცნობილი დიზაინერის შოუზე გამოვიდა; ეს, არა მარტო ჩემი, არამედ ქვეყნის წარმატებაცაა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ბედნიერებაა, რომ მისი დედა ვარ. ლიზა წიკლაური 75
mzadeba qorwilisTvis ქორწილი - დღე, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებულია. ქორწილის მზადებისას ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, რაც, ხშირად, შეიძლება ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩეს. იმისთვის, რომ ეს დღე დაუვიწყარი და ჯადოსნური იყოს, აუცილებელია თქვენ თავად მოიფიქროთ, როგორ გაიხალისებთ ამ დღესასწაულს. ჩვენ გირჩევთ რა უნდა გაითვალისწინოთ ქორწილის მზადებისას, რაზე იზრუნოთ პირველ რიგში და ასევე, პატარპატარა ხრიკებს გასწავლით, თუ როგორ აქციოთ თქვენი ქორწილი პერსონიფიცირებულად და ყველასგან გამორჩეულად. პირველ რიგში, შეარჩიეთ თარიღი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ ყველა პირობა, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ - ამინდი,
76
დღესასწაულები, მარხვა, და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ თქვენი სტუმრებიც მობილიზებულები იყვნენ და წინასწარ მოემზადონ ქორწილისთვის, დაამზადეთ სპეციალური კალენდრები, სადაც მონიშნული იქნება თქვენი ქორწილის თარიღი და დაუგზავნეთ სტუმრებს ქორწილამდე ერთი თვით ადრე მაინც. ეს მათთვისაც დაუვიწყარი გამოცდილება იქნება. ასეთი კალენდრის ბევრი ვერსია არსებობს, ასევე თქვენი დიზაინის მოფიქრებაც შეგიძლიათ.
იფიქრეთ ლოკაციაზე - სად აპირებთ ქორწილს, ტრადიციულ დარბაზში თუ ღია ცის ქვეშ. როგორია ლოკაციის დიზაინი, რა სტილის გაფორმება მოუხდება. ლოკაციის მიხედვით კაბის დიზაინის შერჩევაც კი შეიძლება.
თუ თქვენ უკვე იცით როგორი სტილის ქორწილი გექნებათ, უფრო თანამედროვე თუ ტრადიციული, ამის მიხედვით შეგიძლიათ ლოკაციის დეკორაციის შერჩევაც. ფეხსაცმელი - უნდა უხდებოდეს კაბას და, რაც მთავარია, ძალიან კომფორტული უნდა იყოს. თუ თქვენ გიჭირთ ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული, უმჯობესია დაბალქუსლიანი ჩაიცვათ.
კაბა - ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ჯადოსნური უნდა იყოს, რაც მთავარია, ძალიან, ძალიან უნდა მოგწონდეთ. ხშირად მსმენია პატარძლებისგან „რომ დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი კაბა იყოო“. ასე უნდა ეძებოთ თქვენი კაბა, სანამ იმ ერთადერთს არ იპოვნით. თუ დიდი ხანია ეძებთ, იმდენი ვარიანტი ნახეთ, რომ უკვე დაბნეული ხართ, შეარჩიეთ სადა ვარიანტი, რომელიც ყველა ატმოსფეროს და, რაც მთავარია, თქვენ მოგიხდებათ. ჩვენ, 2015 წლის ზაფხულისთვის ასეთ მოდელებს გირჩევთ.
ბეჭედი - კიდევ ერთი ნივთი, რომელიც დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ის მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გეკეთოთ, ამიტომ სასურველია, რომ ძალიან მოგწონდეთ. თუ ადვილად გბეზრდებათ სამკაულები, შეარჩიეთ ყველაზე სადა, ტრადიციული მოდელი, ე.წ „ბუბლიკი“. სხვა შემთხვევაში საინტერესო მოდელებს გთავაზობთ, როგორც ნიშნობისთვის, ასევე ქორწინებისთვისაც.
77
მოსაწვევი - თუ თქვენ უკვე გაგზავნილი გაქვთ ეგრეთ წოდებული SAVE THE DATE კალენდარი, მაინც დაგჭირდებათ
ტორტი - ტორტის დიზაინიც აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა სასურველია, რომ გარემოს უხდებოდეს. აქაც გასათვალისწინებელია როგორი ტიპის ქორწილი გექნებათ. ახალი ტრენდია ტორტები, რომლის ბისკვიტიც ჩანს, თითქოს სახლში, ბებომ დაგიმზადათ, თუმცა შეგიძლიათ პერსონიფიცირებული ტორტიც დაამზადოთ.
თაიგული - მნიშვნელოვანი ატრიბუტი თქვენი საქორწილო იმიჯისთვის. ძალიან ტენდენციურია სუკულენტებით (Succulent Plant) გაფორმებული თაიგული, რაც მას უფრო ეგზოტიკურს გახდის. ასევე შეგიძლიათ სეზონური ყვავილებით, მაგალითად ჰორტენზიებით ძალიან ლამაზი თაიგული შეკრათ.
78
მოსაწვევი, რომ თქვენს სტუმრებს ქორწილის თარიღი შეახსენოთ. ჩასანიშნი კალენდარი გაცილებით ადრე იგზავნება, ვიდრე მოსაწვევი. მოსაწვევის დიზაინიც ქორწილის საერთო თემატიკას უკავშირდება.
ხელნაკეთი დეკორი შეგიძლიათ თქვენი ხელით შექმნილი დეკორაციებით მორთოთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, თუ, რა თქმა უნდა, გეხერხებათ. რამდენიმე მარტივ მეთოდს გასწავლით. თამთა გარუჩავა
Cveni eqspertebi
fsiqoTerapevti naTia kuWuxiZe
Medical House bavSvis aRzrdis meTodebi მოგვიყევით, ბავშვის აღზრდის რამდენნაირი სტილი არსებობს? რა შედეგი მოაქვს აღზრდის თითოეულ სტილს და რომელს მივანიჭოთ უპირატესობა? თანამედროვე ფსიქოლოგები გამოყოფენ აღზრდის ოთხ ძირითად სტილს, რომელსაც მიმართავენ მშობლები ბავშვების აღზრდისას, მათ აქვთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. საილუსტრაციოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი: • ავტორიტარული სტილი - როგორც დასახელებიდან ჩანს, მშობლები, რომლებიც აღზრდის ამ სტილს ირჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების მიმართ გარკვეულ სითბოს ავლენენ, მუდმივად აკონტროლებენ მათ ქმედებებს და ერევიან მათ გადაწყვეტილებებში. რაც შეეხება გარკვეულ პოზიტივს, ასეთ შემთხვევებში ახალგაზრდებს აქვთ შემდეგი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ: ირიდებენ კონფლიქტებს, არიან დამჯერები, შესაძლოა გახდნენ თავისი საქმის პროფესიონალები, კარგი
შემსრულებლები. ახლა, რაც შეეხება ამ სტილის უარყოფით გავლენას: იმის გამო, რომ მშობლები ითხოვენ მხოლოდ მათ მიერ დაწესებული წესების უპირობო შესრულებას და ბავშვებს არც კი უხსნიან ამ დადგენილი წესების არსს, ბავშვებსა და მშობლებს შორის, ურთიერთობებში წარმოიქმნება ერთგვარი ნაპრალი, რაც ართულებს მათ კომუნიკაციას, ბავშვების ფიზიკური დასჯა კი, რაც ხშირად თან ახლავს აღზრდის ამ სტილს, საბოლოოდ უბედურს ხდის ბავშვებს, აქვეითებს მათ თვითშეფასებას, ხშირად ამ ბავშვებს აღენიშნებათ სოციალური უნარების ნაკლებობაც. სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება კანონდამრღვევი მოზარდების უმრავლესობა, რადგანაც ბავშვში აღზრდის ავტორიტარული სტილით გამოწვეული რისხვა და მწუხარება არ იკარგება, ისინი უკვე ზრდასრულ ასაკშიც აგრესიულად რეაგირებენ ყველაფერზე, რაც არ მოსწონთ ან არ ესმით. • რაც შეეხება აღზრდის ავტორიტეტულ სტილს, ამ დროს მშობლები, კონტროლის გარკვეულ ხარისხთან ერთად, ბავშვის მიმართ დიდ სითბოსა და სიყვარულს ავლენენ. 1
აღზრდის ეს მეთოდი საუკეთესოა ბავშვის ემოციური განვითარებისთვის და ავტორიტარული სტილისგან განსხვავებით, მოიაზრებს უფრო მეტ ურთიერთობას მშობელსა და შვილს შორის, ბავშვების პრობლემების გაზიარებას, განხილვას, შეთანხმებას გარკვეული წესების შესახებ და მათი შესრულების დაცვას, როგორც მშობლების, ასევე შვილების მიერ. ამ სტილით აღზრდილი ბავშვები საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებად იზრდებიან, მათ აქვთ მაღალი თვითშეფასება, იშვიათად ექმნებათ ბრაზის მართვის და სოციალური ადაპტაციის პრობლემები. მოზრდილობისას ყალიბდებიან დამოუკიდებელ, პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელებად და სიახლეებისთვის გახსნილ ადამიანებად. აღზრდის ამ სტილს ძირითადად არ აქვს უარყოფითი მხარე. • ლიბერალური აღზრდის სტილი ან ჰიპერმზრუნველობა: აღზრდის ამ სტილის დროს, მშობლები ამჟღავნებენ დიდ სითბოსა და სიყვარულს საკუთარი შვილების მიმართ, იღებენ მათ ისეთებს, როგორებიც არიან, მაგრამ ნაკლებად აკონტროლებენ მათ ქცევას. აღზრდის ასეთი სტილის დროს, ბავშვებს არ უვითარდებათ საკუთარი თავის კონტროლისა და პრობლემების მოგვარების საკმარისი უნარები. პრაქტიკულად, ამ მეთოდს უპირატესობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბავშვები „საყოველთაო სიყვარულის“ ობიექტები არიან, ხშირად თავს მარტოსულებად და უბედურებად გრძნობენ. როგორც წესი, აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება, იმის გამო, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, ხშირად არიან არაორგანიზებულები, არ არიან დამოუკიდებლები, არ აქვთ ავტორიტეტი. მათში ხშირია აგრესია საკუთარი თავის ან გარშემომყოფების მიმართ, უვითარდებათ ნივთიერებაზე დამოკიდებულება, ეგოიზმი, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების შიში. • უყურადღებო აღზრდა, გულისხმობს მშობლების სითბოს უკმარისობას, რასაც თან ერთვის კონტროლი მათი 2
მხრიდან, რაც ხშირად ძალიან მკაცრია და ყოველთვის არათანმიმდევრული. აღზრდის ეს სტილი იწვევს ყველაზე მძიმე შედეგებს და მეტწილად გვევლინება მნიშვნელოვან ფაქტორად ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების თვალსაზრისით. აღზრდის ამ სტილს დადებითი მხარე არ გააჩნია, რაც შეეხება უარყოფით მხარეს, როგორც წესი, ეს ბავშვები არიან მტრულად განწყობილები სხვების მიმართ, ხშირად არღვევენ ნებისმიერ წესს, აქვთ ძალიან დაბალი თვითშეფასება, არ გააჩნიათ თვითკონტროლი და თვითორგანიზაცია, აქვთ ტენდენცია იყვნენ ყველაზე „უარესები“ სკოლაში. განხილულ ოთხს, ემატება კიდევ ერთი „არათანმიმდევრული აღზრდის“ სტილი, როდესაც მშობლები საკუთარი ემოციური მდგომარეობიდან ან ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამომდინარე, მოქმედებენ არათანმიმდევრულად - ხან ერთი და ხან მეორე სტილის მიხედვით და ა.შ. რაც, თავის მხრივ, საფრთხის შემცველია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის. რა ასაკიდან იაზრებს ბავშვი თავის ქცევას და სანამ გააზრებულად მოიქცევა, როგორ ავუხსნათ რა არის „სწორი“ და „არასწორი“ ქცევა? ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების ის პერიოდი, როდესაც ხდება გადასვლა სიტუაციური ქცევიდან, რომელიც დამოკიდებულია გარეშე გარემოებებზე, ნებითისკენ, რომელსაც თავად ადამიანი განსაზღვრავს. ეს პერიოდი ემთხვევა 3-დან 7 წლამდე ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ 2-3 წლისათვის ბავშვი უკვე ავლენს გარკვეულ ინიციატივას და დამოუკიდებლობას,
მაინც რჩება გარეშე შთაბეჭდილებების ტყვეობაში, მისი განცდები და ქცევა სრულად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გრძნობს აქ და ამჟამად, მისი ყურადღების გადატანა ძალიან ადვილად შეიძლება ერთი ობიექტიდან მეორეზე. მაგალითად, თუ ტირის სათამაშოს დაკარგვისას, ადვილად წყნარდება მეორე სათამაშოთი ჩანაცვლებისას. ასეთი სიტუაციურობა 2-3 წლის ბავშვებისთვის აიხსნება იმით, რომ ბავშვის ქცევის გამომწვევ მოტივებს შორის, ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული რაიმე დამოკიდებულება, მათ ყველას ერთი მნიშვნელობა და ერთი ფასი აქვთ. სურვილები განისაზღვრება გარემოდან, მისგან დამოუკიდებლად. ამა თუ იმ ნივთის მეტ-ნაკლები მნიშვნელობა მისთვის მხოლოდ საკუთარი ბიოლოგიური მოთხოვნილებებით განისაზღვრება. 3 წლის შემდეგ, ბავშვები უკვე იწყებენ უფრო შორეული მიზნების მიღწევას, როდესაც ასრულებენ მათთვის იმ წუთისთვის არც თუ სასიამოვნო ქმედებას. მათ აქვთ უნარი, გააკეთონ რაღაც არა მარტო იმიტომ, რომ ეს მათ სურთ, არამედ რაღაცის (ან ვიღაცის) გამო. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს შეუძლია დააკავშიროს სხვადასხვა მოტივი, თუ ეს კონკრეტული ქმედებები ჩართულია უფრო ფართო და მნიშვნელოვან მოტივში. კონკრეტული ქმედების ასეთი ჩართვა, რომელიღაც სხვა, უფრო მომხიბვლელ მოტივში, ანიჭებს ამ ქმედებას საზრისს: იმისთვის, რომ შემდეგ მივიღო რაღაც ნამდვილად მომხიბვლელი და ფასეული, ახლა უნდა გავაკეთო არა ის, რაც „მინდა“, არამედ ის, რაც „უნდა“.
• ასე რომ, სამი წლის ასაკიდან ბავშვებში იწყებს ფორმირებას ქცევის უფრო რთული შინაგანი ორგანიზაცია; • ბავშვის ქცევას სულ უფრო ნაკლებად განსაზღვრავს შემთხვევითი სურვილები და ამ ქცევის საფუძველი უკვე კონკრეტული მოტივები ხდება; • ბავშვს უკვე შეუძლია გააკეთოს არასაკმარისად მიმზიდველი რამ, იმისთვის, რომ მიაღწიოს სხვა, უფრო მიმზიდველ მიზანს. მაგალითად, შეუძლია აალაგოს სათამაშოები (რაც ძალიან არ უნდა), რათა წავიდეს სასეირნოდ. ამგვარად, ბავშვური „მინდა“ ექვემდებარება მოზრდილ „უნდა“-ს; • ეს საფეხური ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებისთვის, მისი წყალობით ხდება საკუთარი ქმედებების გააზრების უნარის გამოვლენა, ამწუთიერი სურვილების უფრო მთავარ და დაშორებულ მიზნებზე დაქვემდებარება, თუმცა ასეთი უნარები უცებ, უფროსების დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე, არ წარმოიქმნება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ესა თუ ის ქცევა დასწავლადია, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს თავად ჩვენ როგორ ვურთიერთობთ ჩვენს შვილებთან, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ დამოკიდებულებას შვილების მიმართ. თუ სამი წლის ბავშვს, რომელიც ეს-ეს არის იწყებს საკუთარი ქცევის მართვას, ბაღში სეირნობისას ვთხოვთ, რომ მშვიდად იდგეს, არ გაინძრეს, არ შეგვიშალოს ხელი მეგობართან საუბრისას, ბუნებრივია, რომ ის ამას ვერ მოახერხებს და დაიწყებს გარემოში არსებული საგნებით თამაშს, ან ჩიტს გაეკიდება დასაჭერად, ან სილაში ითამაშებს, შესაბამისად, ჩვენ გვეგონება, რომ „არ გვიჯერებს“, „ჯიუტია“, არადა ის ხომ თავისი ასაკობრივი ფსიქო-ფიზიოლოგიური განვითარების შესაბამისად იქცევა. რა როლი აქვს თამაშს ბავშვის განვითარებაში? • სკოლამდელი ასაკის ბავშვების ნებელობითი ქცევა ყალიბდება მათთან თამაშით, ყველაზე მარტივ თამაშშიც კი არის წესები, რომლებიც არეგულირებენ ბავშვის ქცევას, ეს წესები
3
გარკვეულწილად ზღუდავენ სპონტანურ, იმპულსურ აქტივობას, ქცევის სიტუაციურობას; • მცირე სკოლამდელ ასაკში, როდესაც სერიოზულ საუბარს ჯერ აზრი არ აქვს და ბავშვებს არ შეუძლიათ თავად დასახონ მიზნები და გაცნობიერებულად მიაღწიონ მათ, მშობლისა და ბავშვის ერთობლივი თამაშის წესები ბავშვების ქცევის რეგულატორი ხდება; • მსგავსი თამაშები, გარეგნული სიმარტივის მიუხედავად, წარმოადგენს გარკვეულ ნაბიჯს საკუთარი ქცევის მართვის დაუფლებისკენ და ეს ხდება არა მოზრდილის იძულებით, არამედ საკუთარი სურვილით. ისეთ პატარა გამარჯვებას საკუთარ თავზე, როგორიცაა წესების შესრულება, ბავშვისთვის დიდი სიხარული მოაქვს. თუ ჩნდება კითხვები: სწორად ვთამაშობ? სწორად ვაკეთებ? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ წესები უკვე გამოიყო, ჩამოყალიბდა ბავშვის ცნობიერებაში და მას უნდა მათი შესრულება, ეს კი თვითკონტროლის პირველი ფორმებია; • თუ მცირე სკოლამდელ ასაკში ბავშვის ნებელობის განვითარება განსაკუთრებით ეფექტურია თამაშით, მოგვიანებით, 5-6 წლის ასაკში, შესაძლებელია სხვა მეთოდების გამოყენებაც. მნიშვნელოვანია მშობლების საუბარი სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მათ ხასიათზე და მათ ურთიერთობებზე სხვა ადამიანებთან, ასეთი საუბრების დროს, უფროსს გამოჰყავს ბავშვი ერთი კონკრეტული სიტუაციიდან და ეხმარება მას საკუთარი თავის გაცნობიერებაში, აძლევს საშუალებას, აღიქვას საკუთარი ცხოვრება დროში, რათა ბავშვმა გადალახოს ამწუთიერი სიტუაციის საზღვრები, რაც, თავის მხრივ, მისი დამოუკიდებელი ქმედებების პირობაა. როგორ, რა ფორმით მივცეთ ბავშვს შენიშვნა? რას ურჩევთ მშობლებს? როგორც წესი, უმჯობესია ბავშვს ნაკლები შენიშვნა მივცეთ და უფრო მეტად დავეხმაროთ მას ქცევითი თუ ემოციური სირთულეების დაძლევაში; ამისთვის ჯერ კარგად უნდა გავერკვეთ, რატომ იქცევა ბავშვი ასე და არა სხვაგვარად, რას ფიქრობს, რისი თქმა უნდა. სკოლამდელი 4
ასაკის ბავშვებზე ზემოთ ვილაპარაკე, რაც შეეხება სკოლის ასაკის ბავშვებს, როგორც წესი, უმცროსკლასელებს უჭირთ არგუმენტირებული პასუხის გაცემა, მოზარდებისთვის კი, უმეტესწილად, მშობლების მიმართ ოპოზიციური ქცევაა დამახასიათებელი. ისინი პასუხებს გაურბიან, ან აგრესიით პასუხობენ მშობლებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა შევძლოთ: • ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულების მშვიდად დაფიქსირება; • გულწრფელად ვუთხრათ რაც არ მოგვწონს; • გამოვხატოთ ჩვენი ემოციური მდგომარეობა მომხდართან დაკავშირებით; • არასოდეს შევეხოთ მის პიროვნულ მახასიათებლებს; • არ დავამციროთ მისი ღირსება (რა ასაკისაც არ უნდა იყოს ბავშვი); • არ მივაყენოთ შეურაცხყოფა სხვების თანდასწრებით; • ბოლოს, ვკითხოთ, რითი შეგვიძლია მისი დახმარება, კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მას შეუძლია მშობლების დახმარების იმედი ჰქონდეს. რაც შეეხება რჩევებს, უფრო რეკომენდაციებს დავარქმევდი: • გვახსოვდეს, რომ მშობლად არავინ იბადება, შესაბამისად, ამ უნარის განვითარება ჩვენზეა დამოკიდებული; • ნუ შეგვეშინდება სირთულეებისა და წინააღმდეგობების, კითხვების დასმის. პრობლემებთან გამკლავების მექანიზმების გაუმჯობესებისთვის, შეგვიძლია დავიხმაროთ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ექიმები, ფსიქოლოგები), განსაკუთრებით ახალშობილების და მცირე ასაკის ბავშვების მშობლებმა; • მნიშვნელოვანია გვიყვარდეს ჩვენი შვილები და ვეცადოთ ვიყოთ ყურადღებიანები მათ მიმართ, დავაკვირდეთ მათ ქცევას, ემოციურ მდგომარეობას, ვისაუბროთ მათთან, ვითამაშოთ, დავიცვათ მათი ინტერესები, ამასთან ერთად, არ დავივიწყოთ საკუთარი მოთხოვნილებები; • ნუ გადავიტანთ ბავშვებზე საკუთარ მოუგვარებელ პრობლემებს, ვეცადოთ ვიყოთ ბედნიერები ჩვენს შვილებთან ერთად.
როგორ უნდა წავახალისოთ ბავშვი? როგორ უნდა წარვმართოთ წახალისება-დასჯის პროცესი? პოზიტიური ქცევის წახალისება, როგორც წესი, ამყარებს ასეთ ქცევას. თუ ამა თუ იმ ქმედებას მივიღებთ, გავამართლებთ, ვერბალურად ან არავერბალურად დავეთანხმებით, ეს ამ ქმედების წახალისება იქნება, ეს მეთოდი დასჯის საპირისპიროა, ის უხსნის ბავშვებს რა არის „კარგი“ ქცევა, როგორ არ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. მისი თანმიმდევრული გამოყენება ხელს უწყობს პოზიტიური ქცევის გამყარებას. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი ხდება ისეთი თვისებებისა და ხასიათის ნიშნების განვითარება, როგორიცაა სიკეთე, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, აკურატულობა, პატიოსნება, დასწავლის უნარი, თავდაჯერებულობა, თვითკონტროლი და ბევრი სხვა. • თუმცა, თუ წახალისებას დაუფიქრებლად ან არამართებულად გამოვიყენებთ, მაგალითად, თუნდაც ვაგრძნობინებთ ჩვენს შვილს, რომ მოგვწონს, როდესაც ის სხვა ბავშვს სათამაშოს ურტყამს, ან ძალით ართმევს, გავუღიმებთ მას, ან მოვუწონებთ ქცევას, მაშინ უნებურად ნეგატიურ ქცევებს გავამყარებთ და შედეგებიც არასახარბიელო გვექნება. მაგალითად, ბავშვებში მოიმატებს ჭირვეულობა, თავნებობა, მშობლების აზრის იგნორირება და სხვა. რაც შეეხება წახალისების მეთოდებს, პირველ რიგში ესაა შექება, რაც ერთგვარი უნივერსალური წახალისებაა; მნიშვნელოვანია ამ მეთოდის გამოყენებისას აქცენტი გავაკეთოთ ბავშვის პოზიტიურ ქცევაზე, მაგალითად, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი საოჯახო ნივთების დალაგებაში გეხმარებათ, უთხრათ, რომ თქვენ „მადლობელი ხართ და აფასებთ მის დახმარებას“. • ასევე მოფერება, ჩახუტება, სითბოსა და სიყვარულის გამოვლენა, რაც ზოგჯერ სიტყვებზე მეტად სჭირდებათ ბავშვებს, დამატებითი დრო ერთობლივი გართობისა და დროის გატარებისთვის, მამოტივირებელ წახალისებას მიეკუთვნება, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვისთვის არც თუ
სასიამოვნო, მაგრამ თვითორგანიზებისთვის საჭირო ქცევების გასამყარებლად, მაგალითად: „როგორც კი სათამაშოებს აალაგებ, სასეირნოდ წავალთ“; • წახალისებად შეიძლება ჩაითვალოს აკრძალვების მოხსნა, ბავშვის უფლებების გაფართოება. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ბავშვის ასაკის და საერთო ქცევის გათვალისწინებით, რაც მას აგრძნობინებს, რომ ის უყვართ, მას პატივს სცემენ და ენდობიან. ტკბილეული, სათამაშოები და სხვა სახის დასაჩუქრება ძალიან ძლიერი მოტივაციაა, თუმცა იმისთვის, რომ ბავშვი ყოველი პოზიტიური ქმედების შემდეგ არ ელოდოს და ითხოვდეს მატერიალურ სტიმულს, საჭიროა ამ წახალისების ფრთხილი გამოყენება. როგორ შევაჩვიოთ ბავშვი ზრდილობიან ქცევას? სხვისთვის ნივთების დათმობას? თუ გვინდა, რომ ბავშვმა ისწავლოს ზრდილობიანი ქცევა, ჩვენ, მშობლები, უნდა ვიყოთ ასეთი ქცევის გამტარებლები. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბავშვი მხოლოდ იწყებს ლაპარაკს, ბავშვებთან ურთიერთობისას უმჯობესია გამოვიყენოთ ამ ქცევის გამომხატველი „ჯადოსნური“ სიტყვები „გმადლობ“, „თუ შეიძლება“ და სხვა. • ბავშვებისთვის ჩვენ, უფროსები, ვართ ქცევითი მოდელები, შესაბამისად, ისინი ჩვენი ქცევების „კოპირებას“ ახდენენ, ამიტომაც თუ ჩვენ ოჯახში ერთმანეთს უხეშად მივმართავთ, ბავშვიც ასევე მოიქცევა, იგივე სიტყვებს გამოიყენებს რასაც ჩვენ, მიუხედავად ჩვენი ზრდილობიანი ქცევისა ბავშვთან მიმართებაში. ამიტომაც, საჭიროა ღირსეულად შევაფასოთ ოჯახის სხვა წევრების ქმედებები ბავშვის თანდასწრებით, შევაქოთ ისინი, მადლობა გადავუხადოთ, წავახალისოთ და ა.შ. 5
• ვეცადოთ, რომ ბავშვის თანდასწრებით არასოდეს განვიხილოთ სხვა ადამიანები ნეგატიურ კონტექსტში, შევაქოთ ბავშვი ნებისმიერი, თითქოს წვრილმანი პოზიტიური ქცევის დროს - მაგალითად: როდესაც იყო მომთმენი და ზრდილობიანი, როდესაც პირველი თხოვნისთანავე გამოგყვათ სათამაშო მოედნიდან; • თუ თვლით, რომ არასწორად მოიქეცით ბავშვთან მიმართებაში, აუცილებლად მოუბოდიშეთ და უთხარით, რომ შეცდით, შეეცადეთ ეს ყველაფერი მარტივად გააკეთოთ, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ბავშვსაც გაუადვილდეს ბოდიშის მოხდა. ყოველთვის აღუნიშნეთ ის სიტუაციები, როდესაც ბავშვი ზრდილობიანად მოიქცა, არ ეჩხუბოთ თუ ზოგჯერ დაავიწყდა ზრდილობიანი ქცევა და პირიქით, წაახალისეთ, როდესაც ეს არ ავიწყდება; • ადრეულ ასაკში ბავშვი თავის სათამაშოს აღიქვამს, როგორც საკუთარი მე-ს ნაწილს, შესაბამისად, როდესაც მას უმძიმს ამ სათამაშოს სხვისთვის მიცემა და ამას ყოველმხრივ აპროტესტებს, მისი გაგება ადვილად შეიძლება, ამიტომაც, უპირველესად, არ უნდა მივაწებოთ მას „ძუნწი“-ს იარლიყი, არამედ ვეძებოთ ამ სიტუაციასთან გამკლავების გზები, კერძოდ, შევთავაზოთ ალტერნატივა, სხვა სათამაშო, მშვიდად ავუხსნათ, რომ სხვა ბავშვს მისი სათამაშო არ მიაქვს და ის მის საკუთრებაში დარჩება, თუკი ბავშვი თავად არ ისურვებს მის გაჩუქებას; არ უნდა ველოდოთ, რომ ამ სიტყვების შემდეგ ბავშვი უცებ დაგვთანხმდება და დათმობს თავის ნივთს, მთავარია, ჩვენ გვეყოს მოთმინება და არ გავბრაზდეთ ჩვენს შვილზე, რომელსაც ან ასაკი არ უწყობს ხელს, ან ჯერ არ დაუსწავლია გარკვეული ქცევა. შეიძლება
6
მოვუყვეთ ბავშვს ზღაპარი პატარა ბავშვის შესახებ, რომელიც არ ათხოვებდა ხოლმე სხვა ბავშვებს სათამაშოებს და ამიტომ არ ჰყავდა მეგობრები. თუ ვიქნებით მშვიდები და თანმიმდევრულები ჩვენს ქცევებში, ძალიან სწრაფად დადგება ის დრო, როდესაც ჩვენი შვილიც ისწავლის სხვებისთვის სათამაშოების თხოვებას. ოგორ მოვიქცეთ თუკი პატარა ჯიუტობს, კატეგორიულად არ გვიჯერებს, არ ჭამს და ასე შემდეგ? • პირველ რიგში უნდა გავერკვეთ, რაშია პრობლემა, ხომ არ აქვს ადგილი ასაკობრივ კრიზისს (1-1,6 წ; 3-4 წ; 6-7 წ; მოზარდობის პერიოდი), რომლის დროსაც ბავშვის ქცევა განსაკუთრებით რთულდება, ან ხომ არ ვთხოვთ ბავშვს ისეთ ქცევას, რაც მის ასაკობრივ ნორმებს არ შეესაბამება, ანუ უნებურად ვძალადობთ მასზე, რაც იწვევს ბავშვის მხრიდან ნორმალურ რეაქციას არანორმალურ გარემოებებზე წინააღმდეგობის სახით; • ხომ არ გვაქვს გადასახედი ჩვენი აღზრდის სტილი ბავშვთან მიმართებაში? უნდა დავინტერესდეთ, რა ხდება პატარას სოციალურ გარემოში, ბაღში, სკოლაში, იქ ხომ არ არის რაიმე სირთულე, რაც ბავშვის გაღიზიანებას იწვევს. პატარები, როგორც წესი, საკუთარი განცდების იდენტიფიკაციას და ვერბალიზაციას (სახელდებას და გამოთქმას) ვერ ახერხებენ, არგუმენტირებულად ვერ გადმოგვცემენ საკუთარ წუხილებს, შესაბამისად მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი ჯიუტობს, მას არ უჯერებს, არადა პატარას პრობლემები აქვს, რის გადმოცემასაც სიტყვებით ვერ ახერხებს, მას ხომ ჯერ ასეთი უნარები არ აქვს განვითარებული, ამიტომაც სანამ ბავშვის დადანაშაულებას დავიწყებთ, საჭიროა ჯერ კარგად გავერკვეთ, რატომ „ჯიუტობს“ ჩვენი პატარა, შემდეგ კი ვეცადოთ დავეხმაროთ, თანადგომით, პოზიტიური ქცევის გამყარება-წახალისებით, თუ თავად ვერ გავუმკლავდებით, მივმართოთ სპეციალისტს; • რაც შეეხება კვებას, აქაც, ძალადობრივი დამოკიდებულება დაუშვებელია, ბავშვის
კვება ძალიან მგრძნობიარე საკითხია ახალგაზრდა დედებისთვის; ეს ბუნებრივიცაა, რადგან, როდესაც ბავშვი კარგად იკვებება, ეს მის სიჯანსაღესთან ასოცირდება, ამიტომაც კვების პრობლემა ბუნებრივ შფოთვას იწვევს გარშემომყოფებში, რაც, თავის მხრივ, ბავშვის შფოთვას უფრო აძლიერებს, იკვრება მანკიერი წრე, საიდანაც გამოსავალი დედის და გარშემომყოფების სიმშვიდის შენარჩუნებაა და ზრუნვა პრობლემის დაძლევაზე. არ ღირს ბავშვს ძალით ვაჭამოთ, ეს მასზე ძალადობაა, ამას აჯობებს, ცოტა ხანს ვაცადოთ, სანამ თავად არ მოშივდება და არ მოგვთხოვს საჭმელს, დიეტოლოგების აზრითაც, ბავშვის განვითარების ზოგიერთ ეტაპზე მადის არქონაც კი სავსებით ნორმალური მოვლენაა; • შესაძლებელია საკვების გამრავალფეროვნება, რადგანაც ერთფეროვანი საკვები ხშირად მოსაწყენი ხდება ბავშვებისთვის. ყოველი ახალი გემო კი ახალი გამოცდილებაა, რაც ერთდროულად საშიშიცაა და საინტერესოც ბავშვისთვის; • დავაკვირდეთ რას ჭამს უფრო გემრიელად, რათა უკეთ გავერკვეთ მის გემოვნებით მიდრეკილებებში, კარგია საკვების ულუფის ლამაზად გაფორმება, რაც ესთეტურ აღქმასაც განუვითარებს და ბავშვსაც უფრო მოუნდება იმ ლამაზი და ფერადი საჭმლის შეჭმა, რასაც შესაძლოა მზის ფორმა ჰქონდეს; • შესაძლებელია მოვახდინოთ სასარგებლო, მაგრამ ბავშვისთვის ნაკლებად საყვარელი საკვების მცირე ულუფის კომბინირება, მისთვის საყვარელ საკვებთან. ვეცადოთ, რომ კვების პროცესი საინტერესო და სახალისო იყოს ბავშვისთვის; • თუ მიუხედავად მცდელობებისა, ბავშვი მაინც უარს ამბობს საკვების მიღებაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტებს: პედიატრს, ფსიქოლოგს, ბავშვთა ნევროლოგს. რამდენად აუცილებელია, რომ ბავშვის არზრდისას ოჯახის წევრები ერთი მეთოდით მიუდგნენ მას, შეთანხმებულები იყვნენ რა არის ნებადართული და რა არა? რატომაა ეს აუცილებელი?
ჩემი აზრით, ბავშვის ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნვა აღზრდის საფუძველია, რაც, თავის მხრივ, ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდშივე იწყება, ან შეიძლება უფრო ადრეც, ოჯახის მომზადებით ახალი წევრის შემატებისთვის, შესაბამისად, ოჯახის ყველა წევრი უნდა აცნობიერებდეს თავის წილ პასუხისმგებლობას ამ შრომატევად, მაგრამ უაღრესად სასიამოვნო და სახალისო საქმეში. როდესაც აღზრდის სტილზე ვსაუბრობდით, ვახსენე არათანმიმდევრული აღზრდის სტილი, როდესაც მშობლები არათანმიმდევრულად იქცევიან ბავშვთან მიმართებაში, რაც, თავის მხრივ, ქმნის სირთულეებს, ჯერ ბავშვის არათანმიმდევრული ქცევის სახით, შემდეგ კი უფრო ღრმა ქცევითი და ემოციური პრობლემების სახით. მაგალითად, თუ სახლში ერთდროულად ცხოვრობენ ჰიპერმზრუნველი ბებია-ბაბუა და მშობლები, რომლებიც აღზრდის ავტორიტეტულ სტილს მისდევენ, რაც ბავშვის ქცევის გარკვეულ კონტროლს გულისხმობს, მაგრამ ვერ ახერხებენ ბებია-ბაბუასთან შეთანხმებას, ბავშვი კი, მშობლების მოუცლელობის გამო, დიდ დროს მათთან ატარებს, შესაძლოა ბავშვს შეექმნას გარკვეული პრობლემები საკუთარი ნებელობის გამომუშავებასთან დაკავშირებით, აირჩიოს მანიპულატორული ქცევა, საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, აეწიოს შფოთვა, დაერღვეს ძილი და ა.შ. თუ პირიქით, ლიბერალი მშობლები ვერ უმკლავდებიან ავტორიტარ ბაბუას, მაშინ არ არის გამორიცხული, მცირეწლოვანი ბავშვი ჯერ საკუთარ თავში ჩაიკეტოს, განუვითარდეს სომატური სახის პრობლემები, ენურეზი, ხოლო მოზარდობის ასაკში შესაძლოა თავი იჩინოს აგრესიულმა ქცევამ, წესების დაუმორჩილებლობამ და ა.შ., უამრავი
7
ვარიანტის ჩამოთვლა შეიძლება. ნებისმიერ სიტუაციაში ოჯახის წევრებს შორის შეთანხმების არარსებობისას ბავშვს ექმნება ემოციური სახის პრობლემები, რაც შემდგომ ამა თუ იმ ქცევის დარღვევით ვლინდება, რადგან პატარა თავს დაუცველად გრძნობს კონფლიქტურ გარემოში, რაც აძლიერებს შფოთვას და ხელს უშლის მის ნორმალურ განვითარებას, შესაბამისად, ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მოგვარება და შეთანხმებების მიღწევა ბავშვის აღზრდის ნიუანსებთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესი პირობაა ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის. გვესაუბრეთ ბავშვის აღზრდაში მამის როლზე... მცირეწლოვანი ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია დაცულობის განცდა, სწორედ ამ განცდის გარანტორებად გვევლინებიან მზრუნველი მამები, რომელთაც, „საფრთხის“ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, შეუძლიათ ბავშვის დაცვა. ახალშობილი ბავშვი ეცნობა სამყაროს, უპირველესად მისი მშობლების სხეულებრივი აღქმით, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მამის ფიზიკური სიახლოვე, დედისგან განსხვავებული, სხვა ადამიანის, რომელიც ისევე უვლის, იცავს, ასწავლის ბავშვს, როგორც დედა და რომელსაც ისევე უყვარს ბავშვი, როგორც დედას. ასეთი საბაზისო განცდა მომავალში ხელს უწყობს მისი ფსიქიკური მთლიანობის შენარჩუნებას. მამები წარმოადგენენ სოციალურ მოდელებს თავიანთი შვილებისთვის, თუ ბიჭები მათი ქცევების კოპირებას ახდენენ, გოგონები ხშირად საკუთარ რჩეულებს მამის მსგავსი თვისებებით ირჩევენ ხოლმე, თუმცა თუ მამა საკმარისად არ ზრუნავდა ოჯახზე, მაშინ გოგონები რჩეულებს სპეციალურ მოთხოვნებს უყენებენ, რაც მათ გამოცდილებაზე არაა დაფუძნებული და შესაბამისად, მათი საპირისპირო სქესთან ურთიერთობის პრობლემებიც აქედან ჩნდება. • მამისა და დედის ჰარმონიული ურთიერთობით ბავშვები სწავლობენ 8
სქესთაშორის ურთიერთობის ნიუანსებს, ზრუნვას, ერთმანეთის დახმარებას. მამებს კარგად გამოსდით შვილების ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის აკურატულობის, დისციპლინის და გამძლეობის სწავლება. როგორც დაკვირვებები ცხადყოფს, მამები უფრო მეტ სივრცეს აძლევენ ბავშვის პიროვნებას, ხშირად უშვებენ მათ მხედველობის არიდან და უფრო მეტ დროს და თავისუფლებას აძლევენ სამოძრაოდ, სამყაროს შემეცნებისთვის, ახალი წინააღმდეგობების დასაძლევად. იმ ბავშვებში რომელთა აღზრდაშიც მამები აქტიურად მონაწილეობდნენ, ნაკლებია არამოტივირებული ბრაზის შეტევები, მაღალია ინტელექტუალური უნარები, ასეთი ბავშვები უფრო კარგად ფლობენ საკუთარ თავს და უფრო მარტივად ადაპტირდებიან საზოგადოებაში, რაც უზრუნველყოფს მათ ფსიქიკურ სიჯანსაღეს; • მზრუნველ მამებად არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან, ამიტომაც მზრუნველი მამის უნარების დასწავლა შესაძლებელია: იგი ყოველთვის მისაწვდომია ბავშვებისთვის, არ იშურებს ქებას, სიამოვნებით ერთვება საერთო აქტივობებში, როგორც ბიჭთან, ასევე გოგონასთან, პასუხისმგებლობით ეკიდება ბავშვების მატერიალურ უზრუნველყოფას, თვალს ადევნებს და ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას, მას უნდა და შეუძლია აუხსნას ბავშვს მისთვის გაუგებარი საკითხები, შეუძლია ბავშვების ინტერესების და მოთხოვნილებების გაგება, ბავშვის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და გამოხმაურება, სწორედ ასეთ მამებთან ვითარდებიან ბავშვები ჰარმონიულად.
იმ სიმპტომებისა, რომელთა იგნორირება, არასწორი მართვა, დროში გახანგრძლივება და გამყარება იწვევს უფრო ღრმა ფსიქიკური პრობლემების ჩამოყალიბებას და შესაბამისად, რაც უფრო ადრე მივმართავთ სპეციალისტს, მით უფრო გაადვილდება პრობლემების გამოვლენა და მათი მართვა.
რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა ბავშვის ქცევაში და, აქედან გამომდინარე, რა შემთხვევაში უნდა მივიყვანოთ ბავშვი ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე? • თუ მცირეწლოვან ბავშვს აღენიშნება კვების და ძილის დარღვევა: უარს ამბობს საწოვარაზე, საკვების მიღებაზე, აქვს განმეორებითი ბოყინი (რუმინაცია), რომელიც არ არის დაკავშირებული ღებინებასთან და კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან, ხშირად ტირის უმიზეზოდ; • ასევე, სკოლამდელ ასაკში, თუ ბავშვი ხშირად ჯიუტობს, არ უჯერებს მშობლებს, აქვს აგრესიის შეტევები, იკავებს სუნთქვას, აქვს ძილის პრობლემები, ვერ აწვენენ დასაძინებლად, ან აქვს ღამის კოშმარები, განზრახ იტყუება, ამტვრევს სათამაშოებს და საგნებს, აზიანებს ადამიანებს, აქვს კომუნიკაციის პრობლემები ბავშვებთან და მოზრდილებთან, უჭირს ახალ გარემოში ადაპტაცია, ხშირად ავადმყოფობს, ერთი შეხედვით უმიზეზოდ; • თუკი სკოლის ასაკის ბავშვი ქურდობს და ხშირად იტყუება, აგრესიულია, აქვს ინტერესი ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, აცდენს სკოლას, უარს ამბობს სკოლაში სიარულზე, გარბის სახლიდან, აღენიშნება აგრესიის ხშირი შეტევები, ღია დაუმორჩილებლობა და პროვოკაციული ქცევა, სასტიკი დამოკიდებულება ადამიანების და ცხოველების მიმართ, ან პირიქით, საკუთარ თავში ჩაკეტვა, თანატოლებისგან იზოლაცია, ალკოჰოლის და ნარკოტიკის მოხმარება. ესაა არასრული ჩამონათვალი
გარდა ზემოთაღნიშნული სიმპტომოკომპლექსისა, ბავშვის კონსულტირება ფსიქოლოგთან რეკომენდებულია: • ბაღში ან სკოლაში ბავშვის ადაპტაციის პერიოდში, როდესაც გაზრდილია დატვირთვა ფსიქიკაზე, ამ პერიოდში ხშირად წარმოიქმნება სირთულეები ბავშვის ქცევასთნ დაკავშირებით, კერძოდ, ის უარს ამბობს ბაღში/სკოლაში წასვლაზე, ხშირად ტირის, ვერ ურთიერთობს, უჭირს ურთიერთობა სხვა ბავშვებთან, აქვს ხშირი კონფლიქტები, არ ან ვერ ერთვება საერთო აქტივობებში, თამაშებში, არ ჰყავს მეგობრები, აქვს დასწავლის პრობლემები და სხვა; • ოჯახური პრობლემების დროს, როგორიცაა მშობლების გაყრა, ხშირი კონფლიქტები, ძალადობა ოჯახში და სხვა მატრავმირებელი პროცესები, ხილული ქცევითი დარღვევების გარეშეც; • სასკოლო მზაობის შესაფასებლად 6-7 წლის ასაკში; • მკვეთრი ცვლილებების წარმოშობისას ბავშვის ქცევაში (განსაკუთრებით აგრესიის შეტევები, შფოთვა, შიში, დეპრესიულობა), რასაც არ აქვს ხილული მიზეზი. სოფო ვასაძე
9
Blah-Blah Cveni Svilebis sasacilo frazebi Ze, 5 wlis
vakiki Wola
- კომპიტეური • კომპიუტერი - გაზამთარი • გაზაფხული ამ მ მოდიოდა დედ • ბაღიდან რო მ ა ჭამეო, ვაკიკი ჰკითხა დღეს რ
და ფთის სახელი ვერ გაიხსენა გუ ი რომ არის, ნკალ ტიტლიკანა ხი ის ვჭამეო.
anastasia pavliaSvili, 3 wlis • შუნქი - შუქი • მელაკალაპე - მელაპარაკე • დე, იცი რამდენი ფეხი აქვს რვაფერცხალას? - ანუ რვაფეხას
elene gogberaSvili, 4 wlis • ითხოვდა „ფიაკებს“, მშობლებმა ვერ გაიგეს რას ნიშნავდა. ბოლოს ელენემ აუხსნა - ცაში რომ ბრჭყვიალებია ის მინდაო, ფოიერვერკს ითხოვდა თურმე.
lah-Blah
gabriel bebiaSvili,
h Blah-Bla
2 wlis
ა, ბუიღლი იყო • მუკულეციპეტი გაიარ უილით) (მოტოციკლმა გაიარა ბღ
Svili, anastasia tati 1.8 wlis ი-
Bla
mariam mWedliSvili, 5 wlis 10
• მარიამი მამამ გააბრაზა და დედას უთხრა ეს რანაირი ქმარი მოგიყვანიაო
h-B
lah
იშვილ • ანასტასია ტატ ი ტასი ტაპიტ კინკები • ბათინკები - მა მი • პამპერსი - მამე მა მა მე • პეჩენია ა • საქანელა-დედ ფო ო ფ ჟი • ჟირაფი მი აუ • მაიმუნი • ამიყვანე - აბდე აქვალა • ცხრათვალა - ქვ დრო ო - ნინინი და ებ • ნიჩაბი და ვედრ
h
Blah-Bla
Blah sesilia vadaWkoria, 3 wlis
-Blah
• დედა, გუშინ დავინახე პატრული ჯარიმას ელაპარაკებოდაო - თურმე ჯარისკაცს გულისხმობდა
BLAH-BLAH
nita grZeliZe, 3 wlis
• ნიტამ დედასთან ერთად მტკვართან ჩაიარა. დედა ეკითხება ამ მდინარეს რა ჰქვია, აბა თუ მეტყვიო. ნიტამ ბედნიერი სახით უპასუხა „ჭუჭყიანი წყალიო“ .
saba jinWa
raZe, 3 w
lis • მე ლომ გავიზ ლდები ვაფშე ტა სავი მანქან უნდა ვიკიდო ა
Blah-Blah
TaTa CavlardiSvili, 3 wlis • დედუ ახალი ქოსლები და „წენები“ მიყიდე რა, გავიპლანწო, სცენაზე გამოვალ ლერიგოს ვიმღერებო.
gabriel T
abukaSv
ili, 2 wlis • დედამ ოთახ ში კედლის სტ იკერები გაუკრ მანათობელი ა და კუ უყიდა. გაბ რიელმა დაწო დედას და უთ ლისას გადახედ ხრა - დედიკო ა , დიდი მადლო რომ მიყიდე, ო ბა ეს ყველაფ თახი გამილამ ერ ი აზე და ასე გამ აბედნიერეო.
Blah-Bl
erekle silagaZe, 2 wlis • შოკოლადი - შიტოკალი • ველოსიპედი - ვეტეფი ბება: • როცა ვინმე დედას აბრაზებს ეჩხუ აჟე ტუტუშო დედა ლატო გააბ
andria kldiaSvili, 4 wlis • ორმოცდაოცზე ვიცი „მათამატიკობა”; • დედიკო შენ ცუდი ბიჭი ხარ!
h Blah-Bla
Tekla mazanaSvili, 5 wlis • დედიკო ჩემმა ჯგუფელ მა მითხრა შენი მეგობარი ვიქ ნებიო და მეც დავთანხმდიო • ბაღიდან მოსულმა თქვა მათეს კუნტრუშა აქვსო (ქუნთრუ შა)
ნინო ასათიანი
11
Baby shower
ბავშვის დაბადების შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნა მოგიწევთ - ნათლობა (თუ მონათვლას აპირებთ, რა თქმა უნდა), დაბადების დღე, ზეიმი ბაღში, ღონისძიება სკოლაში, და ასე შემდეგ. რა ხდება მანამდე სანამ ბავშვი დაიბადება? ორსულობისას თქვენ შეგიძლიათ უკვე ძალიან პოპულარულ და ვფიქრობთ, სასარგებლო ღონისძიებაზე მოიწვიოთ თქვენი მეგობრები. ეს BABY SHOWER-ია. ერთგვარი შემზადება ბავშვის დასახვედრად. 12
ღონისძიების შინაარსი ეპატიჟებით თქვენს მეგობრებს (შეგიძლიათ ეს მხოლოდ გოგონები იყვნენ ან გოგონები და ბიჭები ერთად). ქმნით შესაბამის გარემოს, რომ იგრძნობოდეს რას აღნიშნავთ. სტუმრებს მოაქვთ ბევრი საჭირო საჩუქარი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის, რომ ახალშობილს სათანადოდ მომზადებული დახვდეთ. როდის მოვაწყოთ BABY SHOWER? საზოგადოებაში გავრცელებულია ცრურწმენა,
რომ ბავშვს დაბადებამდე არაფერი უნდა უყიდო, დღესასწაულზე ხომ საუბარი ზედმეტია. ამ მიზეზით, ხშირად დედები თავს იკავებენ ისეთი საინტერესო ღონისძიების მოწყობისგან, როგორიც BABY SHOWER-ია. ასეთ დროს, შეგიძლიათ ღონისძიება ბავშვის დაბადებიდან მალევე დაგეგმოთ. თუ თქვენ ყველანაირი ცრურწმენისგან შორს ხართ, უმჯობესია, ორსულობის მეშვიდე-მერვე თვეში მოიპატიჟოთ მეგობრები. ამ პერიოდში თქვენთვის მარტივად გადასატანი იქნება საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. რა უნდა დავახვედროთ სტუმრებს? საკვები - თქვენ უკეთ იცით როგორი ტიპის მენიუ მოსწონთ თქვენს მეგობრებს. გარდა სხვადასხვა ტიპის საკვებისა, კარგი იქნება თუ თემატურ „ქაფქეიქებს“ და ტორტს მოამზადებთ. დიზაინი იმის მიხედვით შეარჩიეთ გოგოს ელოდებით, ბიჭს, თუ ორივეს ერთად. სასმელი - ასეთი ღონისძიებისთვის კარგი იდეაა „სანგრია“. ალკოჰოლური და თან მსუბუქი სასმელი. „სანგრიას“ რამდენიმე ტიპის რეცეპტი არსებობს, იმის მიხედვით, თუ რომელი ხილი გიყვართ. ჩვენ ერთ-ერთ ვერსიას გთავაზობთ: ინგრედიენტები: 1.2 ლ წითელი ღვინო; შაქარი გემოვნებით; 1 ფორთოხლის წვენი; 2 თხლად დაჭრილი ფორთოხალი; 1 თხლად დაჭრილი ლიმონი; დარიჩინის ჯოხი; 200 მლ. გაზიანი წყალი; 150 გრ. კენკრის მიქსი.
მომზადების წესი: ხილი დავჭრათ და ჩავყაროთ გრაფინში. ფორთოხალს, ლიმონსა და კენკრას შეგიძლიათ სხვა, თქვენთვის საყვარელი ხილიც დაუმატოთ. დაამატეთ შაქარი, დარიჩინის ჯოხი, დაასხით ღვინო და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით. შემდეგ დარიჩინის ჯოხი ამოიღეთ, გააზავეთ წყლით და „სანგრია“ მზადაა. სად მოვაწყოთ დღესასწაული? როგორც წესი, ამ დღეს მეგობრის სახლში, ქალაქგარეთ ან კაფეში აღნიშნავენ, რომ მთავარ მოქმედ პირს - ორსულ დედას, თავიდან აარიდონ საორგანიზაციო საკითხების სახლში მოგვარება. თუ სხვანაირად არ გამოდის, დაიხმარეთ მეგობრები, რომ თქვენი სახლი დღესასწაულისთვის მოამზადონ. თემატიკა კარგი იდეაა ერთი კონკრეტული თემის მიხედვით დღესასწაულის ორგანიზება. შეგიძლიათ ეს იყოს რომელიმე მულტფილმის გმირი ან უფრო ზოგადი თემა, მაგალითად, გაზაფხული, ზღვა, პლაჟი, სპორტი მშობლების გემოვნების მიხედვით. როგორ გავერთოთ? იქ, სადაც საკვები და სასმელია, თქვენი მეგობრები ისედაც კარგად გაერთობიან ერთმანეთში ისაუბრებენ და თავად 13
მოიფიქრებენ გართობის გზებს, თუმცა არსებობს რამდენიმე საინტერესო თამაში, რომელიც შეგიძლიათ სტუმრებს შესთავაზოთ. ტოტალიზატორი - შექმენით სპეციალური ლოტოტრონი, სადაც სტუმრები ჩაყრიან ფულს, ყველა სტუმარი დებს ფსონს ბავშვის დაბადების თარიღსა და დროზე, ვინც გამოიცნობს, ან უფრო ზუსტ პროგნოზს გააკეთებს, თანხაც შემდგომში მას შეხვდება. ფოტორობოტი - დაურიგეთ სტუმრებს მშობლების ფოტოები. ჩამოაწერინეთ მათი მოსაზრება ვის დაემსგავსება ბავშვი. (ვისი ცხვირი ექნება, ვისი თვალი და ასე შემდეგ). ბავშვის დაბადების შემდეგ ეს ჩანაწერები სახალისო სანახავი იქნება. სურვილების წიგნი - დაამზადეთ
14
სპეციალური სურვილების წიგნი, სადაც ყველა სტუმარი ჩაგიწერთ თავიანთ სურვილებს. არ დაგავიწყდეთ მუსიკა - სიმღერები თქვენი სტუმრების და თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ. გასათვალისწინებელია ღონისძიების ფორმატიც. საჩუქარი ამ დღეს შეგიძლიათ აჩუქოთ მშობლებს ყველაფერი, რაც ბავშვისთვის ან მათთვის საჭირო და გამოსადეგია. პამპერსი, ტანსაცმელი, რაცია, ბოთლები, საწოვარა, ალბომი, მაღაზიის ან სილამაზის სალონის ვაუჩერი და ასე შემდეგ. ანკა სტურუა
i
t
en
Cv
m go ari ma ko r el i
k
aS
i
l vi
i
el
iT xv
u
ab T
a mk ek iT xv el i
o ap
So
a T
mk
Ze
i
en
an
T ev
qe
ia
l
u
aC
f
ni ni
el
i
ka Si
na
Ze
e
ma Ca iZ
ba
l o
xv
iT
mk
i
r
me i
en
Cv
e
aZ
mT
o
l
Cv
su
r
ia
aT
o
T
15
a c nu ni
et v g
aT
e aZ
T
ia
Se r
e
aZ
SOFI’S BLOG
bavSvebi ojaxSi anu arapirdapiri mexuTe mcneba ჩემს ბლოგზე (www.norteri.blogspot.com), ერთ-ერთი პოსტის კომენტარზე, საყვარელმა მკითხველმა გვანცამ მკითხა, როგორ მიაღწიე, რომ ეზრა (3 წლის) თავისით იცვამს და კბილებს იხეხავსო (ამაზე პასუხი იმავე კომენტარში გავეცი, შეგიძლიათ ნახვა). გვანცა იმასაც განიცდიდა (როგორც ყველა კარგი დედა), იქნებ ჩემს 2 წლის და 9 თვის ბიჭს ყველაფერს ვუსრულებ და არასწორად ვზრდიო. დავპირდი, დავწერ ამაზე-მეთქი და ახლა შევეცდები. პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ექსპერტი არ ვარ, არც დიპლომირებული პედაგოგი ან ბავშვთა ფსიქოლოგი (მაინორს თუ არ ჩავთვლით სოციალურ ფსიქოლოგიაში). ორი პატარა ბავშვის „ჰიპი“ დედა ვარ, რომელსაც სწამს ხანგრძლივი ლაქტაციის, ფეხშიშველი სიარულის, მინიმალური რაოდენობის სათამაშოებისა და სხვა „გასათამამებელი“ ნივთების. ეზრა 13 თვის იყო, როცა აარონზე ფეხმძიმობა აღმოვაჩინეთ.
პირველი, რაც ვიფიქრეთ, იყო ის, რომ ეზრა მზად უნდა ყოფილიყო უფროსი ძმობისთვის. როგორც წესი, ბავშვები ძალიან ეჭვიანები ხდებიან, როცა ოჯახს ახალი წევრი ემატება და ბევრი მსმენია იმის შესახებ, როგორ კეტავენ დედები ახალშობილებს ოთახში, რომ უფროსი და-ძმები არ შეიპარონ და რამე არ დაუშავონ (უნებლიეთ და ბოროტი განზრახვის გარეშე, ბუნებრივია. სიბოროტე არავის დაჰყვება დაბადებიდან). ასევე მსმენია, როგორ „ბრუნდებიან“ ბავშვობაში უფროსი დედმამიშვილები, იწყებენ საწოვარას წოვას, ზოგი ძუძუსაც ითხოვს და ასე შემდეგ (ყველაფერი ასაკზე დამოკიდებულებით, რა თქმა უნდა). მჯერა, დედაზე კარგად არავინ იცის შვილის ხასიათი და ტემპერამენტი, ისევე როგორც საკუთარი. დედამ იცის, როგორ რეაგირებს შვილი ამა თუ იმ მომენტში, რა ახარებს, რა სწყინს, რა მოსწონს და რა არა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეზრას ყოველთვის მოსწონდა დახმარება (თითქმის
ყველა ამ ასაკის ბავშვს მოსწონს, თუ დააკვირდებით და უფლებას მისცემთ): სარეცხის მანქანაში ტანსაცმლის შეყრა და გამოღება, მაღაზიიდან მოტანილი პროდუქტების თაროზე დაწყობა, თავისი (სხვებისაც) ფეხსაცმელების შენახვა, ხილის ან ბოსტნეულის კალათიდან ამოღება და მოტანა, როცა სადილს ვამზადებდი და ასე შემდეგ. ვიცი ადამიანები, მათ შორის ახლობლები, რომლებსაც აღიზიანებთ, როცა ბავშვები „ფეხებში ებლანდებიან“ და ურჩევნიათ, სადმე მშვიდად დასვან, აიფედი ჩაურთონ და ყველაფერი წესრიგში და სუფთად იყოს. ჩვენთან კი ასე არ არის, რადგან მე არ მაქვს ამის სურვილი :-) ჩემი სამზარეულო და საერთოდ, მთელი ბინა, უმეტეს შემთხვევაში არეულდარეულია. სასტუმრო ოთახს მამას მოსვლისთვის ვალაგებთ. დღის ბოლოს კი ეზრასთან ( ახლა უკვე აარონიც გვეხმარება, როგორც შეუძლია) ერთად ვალაგებთ ბავშვების ოთახს და ისე ვიძინებთ. მას შემდეგ, რაც ეზრამ სიარული დაიწყო, ყოველთვის მეხმარებოდა პატარა საქმეებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე: სარეცხის მანქანა, პროდუქტების დალაგება... როცა ცოტა წამოიზარდა, ვასწავლეთ თავისი ოთახის მილაგება, ეს ყოველთვის ასე მარტივი არ არის და სურვილიც არ აქვს, მაგრამ იცის, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ადამიანს უნდა. შეიძლება არ გინდოდეს რაღაცის გაკეთება, მაგრამ
უნდა გააკეთო, რადგან ჩვენს ოჯახში ასე ვაკეთებთ: ძილის წინ კუბიკებს და სათამაშოებს თავიანთ ადგილას ვაწყობთ. ტანსაცმელს ლამაზად ვკიდებთ სკამზე და ისე ვიძინებთ. სამზარეულოში პატარა ბავშვებს, სანამ მოტორიკა კარგად განუვითარდებათ, მილიონჯერ დაებნევათ სიმინდის ფანტელები, ქიშმიში, იატაკზე დააქცევენ წყალს, ჩაის, რძეს, გატეხავენ თეფშებს, ჭიქებს... მაგრამ ამაზე გაბრაზება საერთოდ არ ღირს, რადგან ბავშვობის ჩვეულებრივი პროცესია. როგორც ერთმა ჭკვიანმა გერმანელმა რაბინმა, სამსონ რაფაელ ჰირშმა თქვა, ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა დასაჯო მკაცრად, როცა სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს (მაგალითად, ქუჩაში ხელს არ ჰკიდებს მშობელს, არ უჯერებს და წინ გარბის) და მაშინ, როცა მშობლებს პატივს არ სცემს. სხვა შემთხვევაში ბავშვის მკაცრად დასჯა და მით უმეტეს, ფიზიკურად, აბსოლუტურად აკრძალულია. იდეალური დედა არ ვარ, როგორც ზოგმა შეიძლება დამცინოს, არც ორგანიზებული, უბრალოდ, ძალიან პრინციპული. როგორც ჩემი მრავალშვილიანი მეგობარი ამბობს, always mean what you say-ო, ანუ „ქართულმხატვრულად“ რომ ვთარგმნო, ჩემს ნათქვამს არ გადავდივარ. თუ დღეს ბავშვებს ვუთხარი, რომ სასტუმრო ოთახში პური არ შეგვაქვს და მხოლოდ სამზარეულოში ვჭამთ,
SOFI’S BLOG ეს ხვალაც ასე უნდა იყოს. თუ ეზრას უარი ვუთხარი რაღაც კაპრიზზე, ამას ხვალ არ შევუსრულებ. ისეთ მომენტში კი, როცა ძალიან გვეჩქარება, ყველაფერი თავზე გვეყრება, ბავშვები წივილ-კივილში არიან და ერთადერთი, ამ კაპრიზის ასრულება გააჩუმებთ. არა ნიშნავს არას და ჰო - ჰოს, როგორც იტყვიან :-) თუმცა, არის მომენტები, როცა არ უნდა თქვა ისეთი რაღაც, რასაც მშობელი არ შეასრულებ. მაგალითად, ბავშვი გაღიზიანებულია, შია, უკვე ძილის დრო აქვს და არ უნდა სათამაშოების ალაგება, არ უნდა და მორჩა! მშობლები გამიგებენ ამ გაჟინიანებას. მაშინ ტკბილად უნდა გაუღიმო და უთხრა, რომ დედიკოც (ან მამიკო) მიეხმარება, დადგე მასთან და დაიწყო სათამაშოების შენახვა. ბუნებრივია, ბავშვის ხასიათზეა დამოკიდებული, მშობლის მიმართვის ტონსა და იმაზე, აქამდე როგორ არის ბავშვი მიჩვეული, ხშირად აკეთებს თუ არა დედა მის მაგივრად საქმეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა განაწყენდეს მშობელი და სამაგიერო გადაუხადოს. რამდენიმე ადამიანისგან მაქვს გაგონილი, როგორ ეუბნებიან შვილებს, კარგი, რახან შენ არ მიჯერებ, მეც ასე არ დაგიჯერებ და ნაყინს აღარ გიყიდიო. არა და არა!!! მშობელი არასოდეს უნდა განაწყენდეს შვილზე, შეიძლება მკაცრად უთხრას რაღაც, მაგრამ ძალიან ძნელია პატარა ბავშვისთვის გაბუტული მშობლის დანახვა, რომელიც მისთვის მთელ სამყაროს წარმოადგენს. მეორე, ძალიან გაუწონასწორებელი ვარიანტია, არ დაგიჯერებ, შენ თუ არ მიჯერებ. 18
მესამე, ნაყინს რაც შეეხება. თუ ბავშვის ასე დასჯა გსურს, მაშინ კონკრეტულად უნდა თქვა, რომ დღეს ან ხვალ არ გიყიდი, რადგან მე ისეთი მშობელი არ ვიცი, რომელიც შვილს ნაყინს სამუდამოდ არ უყიდის :-))) მჯერა, აღზრდაში ეს პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მშობელს გინდა ღირსეული, ძლიერი და ამავე დროს, კეთილი, მოსიყვარულე ადამიანი გაზარდო. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერს ვერ მიიღებს, რაც უნდა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ამ ოჯახის წევრია და მისი ოჯახი განსხვავდება სხვებისგან, შესაბამისად, ის იქცევა ისე, როგორც მშობლები ამბობენ და არა ისე, როგორც სხვები. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვმა უნდა იცოდეს 100%-ით, მიუხედავად ყველაფრისა, მშობლებს ის უსასრულოდ უყვართ და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მის გვერდით დადგებიან, მხარს დაუჭერენ და წაქცეულს ააყენებენ. იმედია, ოდნავ მაინც ვუპასუხე გვანცას შეკითხვას.
ორი სიტყვით:
ბავშვს ვაძლევთ სტიმულს დამოუკიდებლობისთვის და ვიხმარებთ საქმეებში. ვართ პრინციპულები. და სიყვარული, სიყვარული! უსასრულო და უანგარო სიყვარული. ჯერ არ ყოფილა, რომ სიყვარულს ადამიანები გაეფუჭებინოს. სიყვარულს და არა გათამამებას (ოღონდ ამაზე სხვა დროს).
natalia yifSiZis blogi ojaxuri
sirTuleebi
წყვილებს ოჯახები არც თუ ისე იშვიათად ენგრევათ. ასეთ დროს ყველაზე მეტად ბავშვი ზარალდება. ამ თემაზე ხშირად საუბრობენ სხვადასხვა გადაცემებში, წერენ სტატიებს, თუმცა მე შევეცდები უკეთ გაგაგებინოთ თუ რა ტკივილი აქვს გულში ბავშვს, რომელიც ამ ტრავმის მსხვერპლი გახდა. ეს ბავშვი მე ვარ. ნატალია ყიფშიძე. როდესაც დედამ და მამამ ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს მე მხოლოდ ორი წლის ვიყავი. შესაბამისად სრულფასოვანი ოჯახი რა არის დღემდე არ ვიცი. მართალია უკვე მივეჩვიე ამას, მაგრამ ბუნებრივია გულში დიდი ტკივილი დამრჩა, რომელმაც არამგონია მალე გამიაროს. თუმცა ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო. ბევრი მიფიქრია თუ როგორი ცხოვრება მექნებოდა დედასთან და მამასთან ერთად, მაგრამ ვხვდები, რომ ერთად ყოფნა მათ ბედნიერებას ვერ მოუტანდა. იყო პერიოდი როდესაც ამ ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებდი. არ ვიცი რატომ მაგრამ მეგონა,რომ ჩემმა გაჩენამ რაღაცნაირად
შეარყია მათი ურთიერთობა. მეორეს მხრივ მჯერა, რომ ჩემმა დაბადებამ ისინი გააბედნიერა - მშობლები გახდნენ. ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას ჰქონია, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ მათთვის რჩევების მიცემა. ამ შემთხვევაში მგონია რომ მე უფრო „გამოცდილი“ ვარ ვიდრე ისინი. განშორების პროცესში ბავშვისთვის განსაკუთრებით ძნელი არჩევანის წინაშე დაყენებაა - დედა თუ მამა. ვფიქრობ, ახალგაზრდებმა დაქორწინება არ უნდა იჩქარონ. ერთად ყოფნის შემდგომი ეტაპი ერთად ცხოვრებაა და არა ქორწინება. ხშირ შემთხვევაში ოჯახები სწორედ ამის გამო ინგრევა, რომ წყვილი თანაცხოვრების პერიოდში ვეღარ ეწყობა და უგებს ერთმანეთს. საწყენია, რომ ჩემი მეგობრების დიდი ნაწილის მშობლები დაშორებულები არიან. ასეთ დროს ძალიან რთულია არ აწყენინო არცერთ მშობელს და ორივესთვის დრო გამონახო. ჩემს ცხოვრებაზე გახსნილად ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მინდა დავეხმარო მათ, ვინც ჩემნაირ სიტუაციაში ახლა მოხვდა. ბევრი რამის გადატანა გვიწევს, თუმცა უნდა ვიყოთ ძლიერები. უკეთესი იქნებოდა ჩვენს მშობლებს ერთად ეცხოვრათ, სახლში მოსვლისას მხიარულება დაგვხვედროდა, თუმცა არაუშავს, ცხოვრება გრძელდება და იმედი მაქვს ისინი თავის გზას ნახავენ და ბედნიერები იქნებიან, საკუთარ ოჯახებს შექმნიან. მთავარია არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მათ ყოველთვის ვეყვარებით. 19
რა ფერია სიყვარული? მე მგონი წითელი, იმიტომ რომ გულიც წითელია. ვის უფრო მეტად შეუძლია სიყვარული, გოგონებს თუ ბიჭებს? ბიჭებს, იმიტომ რომ, ჯერ ბიჭებს უყვარდებათ გოგოები. მერე ზოგჯერ გოგოებსაც უყვარდებათ ბიჭები. როგორ ხვდები რომ გიყვარს? იმიტომ რომ, ლამაზია გოგო და შეგიყვარდება. მე არასდროს მყვარებია. ცხოველებს შეუძლიათ სიყვარული? კი, შეუძლიათ, მაგრამ მე არ მინახავს. სად ცხოვრობს სიყვარული? სიყვარული გულში ცხოვრობს და ძალიან დიდ ადგილს იკავებს. სიყვარული მხიარულია თუ მოწყენილი? მხიარული (ვერ გავიგე ამ ჟურნალში ყველაფერი სიყვარულზეა?!). 20
რა ფერია სიყვარული? წითელი. ვის უფრო მეტად შეუძლია სიყვარული, გოგონებს თუ ბიჭებს? ბიჭებს. როგორ ხვდები, რომ გიყვარს? აი, გული მიბრჭყვიალებს, მიხარია და ვიპრანჭები. ცხოველებს შეუძლიათ სიყვარული? კი, შეუძლიათ. სად ცხოვრობს სიყვარული? გულში. სიყვარული მხიარულია თუ მოწყენილი? ძალიან მხიარული.
რა ფერია სიყვარული? სიყვარული ფერადია, მასში ყველა ლამაზი ფერია. თუ ძალიან გიყვარს მუქია, თუ არა ღია. შავიც შეიძლება იყოს ზოგჯერ. თუ შენ ვინც გიყვარს, იმას არ უყვარხარ. ვის უფრო მეტად შეუძლია სიყვარული, გოგოს თუ ბიჭს? ორივეს, რა თქმა უნდა, გააჩნია ვინ გიყვარს - მშობელი, მეგობარი თუ შეყვარებული. ბოროტი ადამიანებიც არიან, მათ არავინ უყვართ. როცა გიყვარს, ცუდს არავის უსურვებ. როგორ ხვდები, რომ გიყვარს? ამას ვერ ახსნი, გიყვარს და მორჩა. სულ კარგ ხასიათზე ხარ, რაღაც გიხარია, გინდა მოეფერო, რაღაც აჩუქო და არ ატირო. გული არ ატკინო შენი საქციელით. ცხოველებს შეუძლიათ სიყვარული? შინაურ ცხოველებს შეუძლიათ და ერთგულებიც არიან. მიდიან ადამიანებთან და ეფერებიან, თითქოს ეუბნებიან, შენც გიყვარდეო. ველური ცხოველების სიყვარულს ვერ გაიგებ. ალბათ, მხოლოდ ერთმანეთი უყვართ, ადამიანი კი მტერი ჰგონიათ და შეიძლება შეჭამონ კიდეც. სად ცხოვრობს სიყვარული? ყველას ჰგონია, რომ სიყვარული გულში ცხოვრობს. ჩემი აზრით, სიყვარული სხეულშიც ცხოვრობს. როცა გიყვარს და საყვარელ ადამიანს ეფერები, მთელი სხეული რაღაცით გევსება. იმ რაღაცას სახელს ვერ ვარქმევ, მაგრამ ვგრძნობ. სიყვარული მხიარულია თუ მოწყენილი? ხან მხიარულია, ხან მოწყენილი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ ვინ გიყვარს. როცა დედა და მამა გიყვარს, ყოველთვის მხიარულია. სხვისი სიყვარული მეგობრის ან შეყვარებულის კი შეიძლება მოწყენილიც იყოს. თუ მას არ უყვარხარ, ან ისე არ უყვარხარ, როგორც შენ გიყვარს. მე დედისერთა ვარ, მაგრამ, ალბათ, და-ძმის სიყვარული ყველაზე მხიარულია.
რა ფერია სიყვარული? წითელი. ვის უფრო მეტად შეუძლია სიყვარული, გოგონებს თუ ბიჭებს? გოგონებს. როგორ ხვდები რომ გიყვარს? როცა კარგად გექცევიან და როცა იცი, რომ მოსწონხარ. ცხოველებს შეუძლიათ სიყვარული? კი. სად ცხოვრობს სიყვარული? გულში. სიყვარული მხიარულია თუ მოწყენილი? მხიარული. ანკა სტურუა
21
aZis
guC e g m a i r ma blogi
14 ივნისი. კახეთში გავიღვიძე. უცნაური დილა იყო. ტელეფონზე უამრავი შეტყობინება დამხვდა. ყველაზე ბევრი ბებოსგან. მეკითხებოდა, როგორ ხარ და როდის ჩამოხვალ თბილისშიო. გადავურეკე. ანერვიულებული ხმა ჰქონდა. ჩვენი სახლი „ახალ გზაზე“ დგას და ბებო თურმე მთელი ღამე უყურებდა, ადიდებულ მდინარეს როგორ მოჰქონდა მანქანები. დედაჩემი ნივთებს გიჟივით ყრიდა ჩანთაში და საშინელი ტონით (ეს ტონი ნაცნობია, როცა არ უნდა შეეკამათო) მითხრა, დროზე ადექი, თბილისში უნდა წავიდეთო. მივხვდი, რაღაც უბედურება ხდებოდა. კითხვის დასმა მხოლოდ გზაში გავბედე, როცა დედაჩემი არკვევდა რამდენი ოპერატორი ეყოლებოდა, რომ გადაღება მოესწრო. არ მახსოვს ზუსტად რა ვიკითხე, მაგრამ მახსოვს პასუხი წყალმა თითქმის ნახევარი ქალაქი წაიღო, მგონი გარდაცვლილებიც არიან. გზიდან პირდაპირ „რუსთავი 2“ში მივედით. მე სახლში ავიარე, ფეხზე გამოვიცვალე და პირდაპირ საბურთალოს გამგეობაში წავედი. 22
მითხრეს, რომ იქ აგროვებდნენ საკვებს დაზარალებულებისთვის. მივედი და დამხვდა უამრავი ახალგაზრდა. ყველა თითქმის ჩემხელა იყო. საბურთალოს გამგეობა,14 ივნისი. ამ ადგილმა და ამ დღემ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა... შეცვალა შეხედულებები ჩემს თაობაზე, ქვეყანაზე, ჩვენზე, ყველაზე, ჩემს ქალაქზე. ერთი შეხედვით უცნობი ადამიანები, რომლებიც მანამდე არსად მინახავს, ძალიან ახლობლები გახდნენ ჩემთვის. არც ერთი თემა, რომელზეც ვსაუბრობდით, არ იყო უცხო. თითქოს მანამდე ყველამ ვიცოდით ერთმანეთის სახელი - „მომაწოდე ერთი ზეთი“, „სველი „სალფეთკი“ დარჩა?“, „ამ მისამართზე საკვებია მისატანი“. ყველა ისე ჩავერთეთ საქმეში, რომ არავის მოუცია კონკრეტული დავალება. ამ ადამიანებს თითქოს ბავშვობიდან ვიცნობდი. მე ხომ უკვე მგონია, რომ ბავშვი აღარ ვარ. ამიტომაც ძალიან სერიოზული სახით ვპასუხობდი ყველა კითხვას. ყველაზე მეტად მიკვირდა, რომ
გაერთიანდა ყველა, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავადაც კი. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ჩემი მეხსიერება მხოლოდ ორად გახლეჩილ ქვეყანას ინახავს. იმისტებად და ამისტებად დაყოფილს. ძლივს არავინ საუბრობდა, ვინ რა ციფრი შემოხაზა არჩევნებზე. იმ დღეებში მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი ციფრი - 13 იყო. 13 ივნისამდე.... მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ისე, როგორც ახლა. ვიცოდი, განათლებას რომ მივიღებდი, აქ უნდა დავბრუნებულიყავი. ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა შვილები აქ, საქართველოში გამეზარდა. სულ მახსოვდა, რომ სოხუმიც საქართველოა და რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, ყველაფრის ფასად, ჩვენს თაობას უნდა დაგვებრუნებინა, მაგრამ... მეგონა, რომ ეს ყველაფერი ისეთივე საზეპირო იყო, როგორც ჰაგიოგრაფია ბავშვობაში. რომ „იყო მერვესა წელსა, სპარსთა მეფისასა, ასული...“ ის, რაც გახსოვს ისე, რომ გაგაღვიძონ მოყვები. მეგონა, რომ ისე იმიტომ ვფიქრობდი, რომ
ასე გამზარდეს. მეგონა, რომ ისე იმიტომ ვფიქრობდი, რომ სხვანაირად ფიქრი უბრალოდ არ შეიძლებოდა. ბევრი რამ მეგონა, მაგრამ მთავარი გითხარით. 13 ივნისის შემდეგ... დარწმუნებული ვარ, რომ განათლებას მივიღებ და ისევ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები. შვილებს აუცილებლად აქ გავზრდი. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთი ისევ ჩვენი იქნება. იმიტომ რომ, მათ მოუნდებათ ჩვენთან ცხოვრება, როდესაც ასეთ საქართველოს ნახავენ. მივხვდი, რომ ჩვენი თაობა და კიდევ უფრო პატარებისგან შემდგარი საქართველო, არის ის, რასაც დედაჩემის თაობა შორეულ ევროპას ეძახდა. ნიჩაბს და ტალახს მეტი ძალა ჰქონია, ვიდრე ეგოიზმს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრს. დღეს, პირველად, როდესაც ჩემს ქვეყანაზე და ქართველობაზე ვსაუბრობ, ვგრძნობ, რომ მე რაღაც დიდი წრის ნაწილი ვარ, რომელსაც დიდი ძალა აქვს და ჩვენ ამ დღეებმა ეს წრე შეგვაკვრევინა. ამ ყველაფრის გახსენება იმხელა ძალას მაძლევს, რომ დარწმუნებული ვარ, ეს წრე არასდროს დაიშლება. 23
Cemi
I dabadebis dRe
შვილის პირველი დაბადების დღისთვის ყველა დედა განსაკუთრებულად ემზადება. მეც გადავწყვიტე ჩემი შვილის ეს მნიშვნელოვანი თარიღი აგარაკზე, ეზოში აღმენიშნა. ვინაიდან ზაფხულია ამინდმაც ხელი შეგვიწყო. პირველ რიგში თემატიკა შევარჩიე, შემდეგ კი დავიწყე სხვადასხვა ნივთების მოძიება, რომელიც ამ დღესასწაულს მართლაც დაუვიწყარს გახდიდა. თქვენც გიზიარებთ იდეებს, თუ როგორ გააფორმოთ თქვენი შვილის პირველი დაბადების დღე. ჩვენს შემთხვევაში მთავარი გმირები ბავშვებისთვის საყვარელი მინი და მიკი მაუსები იყვნენ. ნინო ჟღენტი
140 სმ სიმაღლის, გასაბერი მიკი და მინი მაუსები, რომელთანაც ფოტოების გადაღება ბავშვებს განსაკუთრებულად უხარიათ. ფოტო ბანერი, რომელიც კედელზეც თავისუფლად შეგიძლიათ გააკრათ. მინი მაუსის აბადოკი იუბილარისთვის ტორტის სანთლები ამავე თემატიკით
გირლიანდები
მაგიდის გადასაფარებელი
კედლების გაფორმება
24
დაბადების დღის თემატიკის ბუშტები
ბანერი რომელსაც მოყვება ასოები და შეგიძლიათ თქვენი შვილის სახელი დაწეროთ
ავიძე ქეთევან ალ
25
TEEN sofo gogitaZe
TEEN BLOG TEEN BLOG
TEEN BLOG
TEEN BLOG
გამარჯობა. მე, პირობითად, ყველა თინეიჯერი ვარ, ვისაც გამოცდები დაეწყო. ეს კი -კრებითი შინაარსის ბლოგ-პოსტი - ჩვენს გასაჭირზე. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას ამოუცნობი უცხოპლანეტელები ვგონივართ, შემდეგი ნიშანთვისებებით: ყურსასმენები, დახეული ჯინსები, პუტკუნა ცხვირები, უკმაყოფილო სახეები. ბოლომდე ვერ, მაგრამ ნაწილობრივ რომ არ დავეთანხმო სინდისი არ მაპატიებს. ცოტა არაპროგნოზირებადი ტიპები ვართ, ხანდახან მთლად უმართავებიც. ეს ის ასაკია პრობლემებზე რომ ვწუწუნებთ და თუ ეს უკანასკნელი არ გვაქვს, ვიგონებთ კიდეც (ჰარი პოტერის თაობას ფანტაზიაში ნამდვილად არ გვიჭირს). ჩვენი ამ თვის (ივნისი) და ზოგადად ყველაზე დიდი გასაჭირი გამოცდებია. ეს ძალიან რთული რამაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვერდზე სმარტფონი გაქვს, გუშინ შენი საყვარელი სერიალის გმირი მოკვდა, ოჯახში ვინმეს მაინც ეკამათე და „დამატებით ბედნიერებად“ შენი მეგობარი instagram-ზე აუზზე გადაღებულ ფოტოებს დებს. მერე 26
რაღა უნდა გააკეთო, გარდა იმისა, რომ ეწუწუნო ამ მეგობარს, რამდენი სამეცადინო გაქვს და როგორი გაუსაძლისია წლის ბოლო. ის კი უსინდისოდ გწერს „გამოდი, კაი რა, ამდენ წუწუნში ისწავლიდი კიდეც“. შენ, ამდენ გასაჭირთან ერთად, გულის გადასაყოლებლად ვერც კი ჭამ, დიეტაზე ხარ. დიეტა - ეს კიდევ სულ სხვა, ცალკე ფილოსოფიაა, რომელზეც შემდეგ ვილაპარაკებ. აბა, რაღა დაგრჩა ჭეშმარიტ თინეიჯერს გულის მოსაფხანად, ხსნი კომპიუტერს და შედიხარ facebook-ზე, აზიარებ pink floyd-ის we don’t need no education-ს და უცებ, კომენტარებში ათას შენნაირს პოულობ და მათი სახით წუთიერ ბედნიერებასაც. იპოვნო თანამოაზრე წუწუნში და თან გამოცდების დროს, სოციალურ ქსელში, ყველაზე მარტივი საქმეა. კარგი ღონისძიებებიც მაინცდამაინც გამოცდებს ემთხვევა. მოკლედ, ყველა გზა მეცადინეობისკენ მიდის, ოღონდ ნერვების გავლით. „სად გაქვთ კაცო, თქვენ ჯერ ნერვები“? ოღონდ ეს არ მითხრათ და სწავლის დაწყებაზეც თანახმა ვარ. ამ პირობებში კონცენტრირდე ციტოლოგიაზე, ორგანულ ქიმიაზე ან კინეტიკაზე, დამერწმუნეთ, თინეიჯერული გმირობის ტოლფასია. მიუხედავად ამ ჩემი აღსარებისა,
BLOG
G O L B N E E T
DIET
ბლოგის სახით (რასაც ბევრი მშობელი თავდასხმისთვის გამოიყენებს), გეტყვით, რომ სულაც არ ვართ გაუნათლებლები (როგორც გვეძახიან ხოლმე, პერიოდულად). ჩვენ, უბრალოდ, ბევრი ცდუნება გვაქვს საიმისოდ, რომ არ(ვერ) ვიმეცადინოთ. თორემ ისიც კი ვიცით, რომ ვაჟა-ფშაველა გენიოსი იყო, გურამ დოჩანაშვილი რომ არის და ჩვენი თაობიდან კიდევ ბევრი რომ იქნება. არ გვითხრათ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ ქართველობასაც დავკარგავთ, ნიჭიერებასაც და გენიოსობის პერსპექტივასაც. გვაცადეთ ცოტა. ჩვენ ხომ გვესმის, რომ თქვენ წითელ დიპლომზე დაამთავრეთ უნივერსიტეტი და რომ არ გეგონათ მასწავლებელიც თუ ჭამდა საჭმელს - თქვენც გაგვიგეთ, საკომპენსაციოდ, გულწრფელად, ეს ჩვენზე კარგად ვინ უნდა იცოდეს (დღეში მინიმუმ 5-ჯერ გვასმენინებთ)?! ვახსენე ეს თაობათაშორისი დაპირისპირება და მივაყოლებ, რომ ტექნოლოგიურად ვერ დაგვეწიეთ და ამიტომ ვჩხუბობთ გამუდმებით. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. ისე, ესეც გამოცდების თანმხლები პროცესია, მხოლოდ ამ დროს იწყებ ერთდროულად ყველა ზოგადსაკაცობრიო პრობლემაზე ფიქრს. ცოტაც და კარგ ჯიგიტურ სადღეგრძელოს შევთხზავ გასაჭირზე, რომელშიც სრული სერიოზულობით ვისაუბრებ, ჩემს განვლილ გზაზე, წიგნთან მისვლამდე.
რა გაეწყობა, თუ მაინცდამაინც ჩვენგან უჯრედის სტრუქტურას ან ნახშირორჟანგის ალოტროპების ფორმულებს ითხოვთ, ესეც იქნება. ამას ისიც მოწმობს, რომ წერის დასრულებისთანავე კომპიუტერს გავთიშავ და ეროვნულ გმირობას ჩავიდენ ვიმეცადინებ. P.S. შემდეგ ბლოგ-პოსტამდე. მე სოფო გოგიტაძე ვარ, 16 წლის. ამას ხომ ტრადიციულად მაშინ ამბობენ, როცა საუბარს იწყებენ, მაგრამ მე ბოლოსკენ შემოვინახე. დასაწყისში რა აზრი ექნებოდა ჩემი სახელის და გვარის ცოდნას, ჯობდა ბოლოს გაგეგოთ, როცა კითხვას დაასრულებდით, რადგან ერთადერთი რამაც უნდა დაგაინტერესოთ, ჩემი ნაწერია. ჩემი „რეგალიები“, ამ ეტაპისთვის, შემდეგნაირია: ადამიანი, შვილი, და, მოქალაქე, მეგობარი, მოსწავლე და უკვე ზემოთხსენებული თინეიჯერი. აქედან, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის ადამიანად ყოფნაა, ამავდროულად ცოტა სევდაცაა. ხანდახან ამ ჩამონათვალს რაღაცეები ემატება ხოლმე, ამაზეც მოგვიანებით მოგიყვებით, მაშინ, როცა გამოცდებს და დიეტას დავამთავრებ, ანუ რეალობას დავუბრუნდები. P.P.S. მე ხომ უკვე გაგაფრთხილეთ, რომ ცოტა უცნაური ხალხია ეს თინეიჯერები, ჰოდა, მათში მეც ვიგულისხმებოდი. 27
TEEN BLOG
BLOG jadosnuri 60 wuTi elene jafariZe
***
17.06.15.
მარჯვენა ხელში ქეთევანის პატარა ხელი მაქვს მომწყვდეული. საკმაოდ ძლიერად მიჭირავს, რომ არ გამექცეს და გუშინდელივით ხის უკან არ დამემალოს. მარცხენა ხელით კი ანკას ფუმფულა ხელს ვექაჩები, ანკა კი სკოლის მძიმე ჩანთას აბაშიძის ქუჩის ოღრო-ჩოღრო ასფალტზე მოატორღიალებს. ნელა მომყვება, აუღელვებლად, ძილისგან შეშუპებული თვალებით. ჯერ კიდევ ძილ-ბურანშია. სულ რაღაც ათიოდე წუთის წინ ტკბილად ეძინა. ელვისებური სისწრაფით თავზე დავაცხერი, ლოგინიდან ჯარისკაცივით წამოვახტუნე და დილის ერთსაათიანი რიტუალი სულ რაღაც 7 წუთში განვახორციელებინე - სკოლის ფორმის ჩაცმა, თავის მოწესრიგება, საუზმე და მეოთხე სართულის კიბიდან დაშვება. საკუთარი თავის მოწესრიგებაზე არაფერს ვამბობ, უკვე მრავალი წელია ყოველდღიურად საკუთარი რეკორდის დამარცხებაში ვარ - აბა, ორ წუთში თუ მოვახერხებ საკუთარ თავს მივხედო?! უკვე დილის 9 საათია, სკოლაში 28
***
დაგვაგვიანდა. მე ვშფოთავ. ვშფოთავ იმაზე, რომ სკოლაში დავაგვიანეთ. ვშფოთავ იმაზე, რომ სკოლის გარდა, სავარაუდოდ, სამსახურშიც დავაგვიანებ. და კიდევ იმაზე ვშფოთავ, რომ ზოგადად ვშფოთავ. გამოგიტყდებით, მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, შფოთვა ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა. უკვე იმდენად შევეჩვიე, რომ ზოგჯერ იმაზეც კი ვიწყებ შფოთვას, რომ მშვიდად ვარ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი დედა გამიგებს, რომელიც მუშაობს და ხვდება, რაოდენ რთული და შრომატევადია სამსახურის შეთავსება ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. დიახ, რთულია იყო დედა, გქონდეს დატვირთული სამსახური, ფიქრობდე და ზრუნავდე საკუთარ თვითრეალიზაციაზე, მიისწრაფვოდე პროფესიული განვითარებისკენ და თან ისე, რომ საკუთარ შვილებს დრო და ენერგია არ მოაკლო. რთულია, თუმცა, რაღაც მხრივ, შესაძლებელი. შესაძლებელია დაუზარელი შრომის,
ბევრი მოთმინების და, რაც მთავარია, ულევი ენთუზიაზმისა და იუმორის ხარჯზე. როგორც იქნა, ჩავსხედით ტაქსში. ქეთევანი, დაახლოებით ნახევარ წუთში ერთხელ, აურაცხელი რაოდენობისა და სირთულის შეკითხვებით ახდენს ჩემი ისედაც გადატვირთული გონების ბომბარდირებას. შეკითხვების შინაარსი ყოფნა-არყოფნის საკითხებსა და ფუტკრების და ბზიკების თემატიკას შორის მერყეობს. განსაკუთრებით ოთხი წლის შავთვალა გოგოს აინტერესებს ის, თუ რამდენი კიბე შეიძლება დასჭირდეს იმისთვის, რომ მისწვდეს ცას. ანკა დუმს. მანქანაში ნელ-ნელა ფხიზლდება და დაბალ ხმაზე მახსენებს, რომ სკოლაში 3 საათზე თეატრალური წარმოდგენა აქვს, სადაც ჭიამაიას როლს თამაშობს. კატეგორიული ტონით გამომიცხადა, რომ ჩემი დასწრება სავალდებულოა და ის ფაქტიც შემახსენა, ერთი თვის წინ ერთ-ერთ სასკოლო წარმოდგენას რომ ვერ დავესწარი. გული მეკუმშება. გონება მიდუღს. ვიცი, რომ ამჯერად ვერანაირად ვერ გავუცრუებ იმედს, თუმცა, როგორც ყოველთვის, ჯინაზე, მაინცდამაინც სამ საათზე სამსახურში ისეთი შეხვედრაა დაგეგმილი, რომლისთვისაც თვეზე მეტია ვემზადებოდი. ...თავქუდმოგლეჯილი მივრბივარ ფალიაშვილის ქუჩაზე, ავრბივარ სკოლის კიბეზე და სირბილისგან გათანგული, აღელვებული შევრბივარ სკოლის დარბაზში, სადაც მესამე კლასის მოსწავლეების წარმოდგენა უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ვცდილობ, შეუმჩნევლად ავიტუზო კედელთან, რომ ჩემმა შვილმა ჩემი დაგვიანება ვერ შეამჩნიოს. რამდენიმე წუთში წარმოდგენა სრულდება, მხურვალე აპლოდისმენტები და ანკას შავი, ღრმა თვალების მზერა - ოდნავ სევდიანი, ოდნავ გამამტყუნებელი და ამასთანავე მოსიყვარულე. იცის, რომ დამაგვიანდა, თუმცა ძალიან უხარია,
რომ თუნდაც 5 წუთით, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში გვერდში ვედექი. ფაქტია, რომ ამ შავ თვალებში (ჩემს ორივე შვილს შავი თვალები აქვს) ბედნიერების ნაპერწკლების დასანახად ძალიან ბევრ რაღაცაზე ვარ წამსვლელი. თუმცა ხშირად წარმოუდგენლად ბევრი ნერვიულობის, დაღლილობის და რაღაც-რაღაცების დათმობის ფასად. როგორც ჩემი მონათხრობის დასაწყისში ვახსენე, შფოთვა ის მდგომარეობაა, რომელიც, ფაქტობრივად, ჩემს განუყოფელ თანამგზავრად იქცა და გამუდმებით თან მდევს - შფოთვა იმის გამო, რომ სადღაც ვაგვიანებ, რაღაცას ვერ ვასწრებ, რომ ჩემი შვილები მელოდებიან, მე კი ამ დროს სამსახურში ვარ და ათასი საქმე მაქვს მოსასწრები. შფოთვის გარდა ჩემს კიდევ ერთ განუყოფელ „მეგობარს“ გაგაცნობთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, არაერთი მომუშავე დედის ახლო „მეგობარია“ - სინდისის ქენჯნა, რომელიც ხან ძლიერად მახსენებს თავს, ხან კი ფეხაკრეფით მეპარება და სათანადო მომენტს ეძებს იმისთვის, რომ თავს დამესხას. განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება სინდისის ქენჯნის მომენტი, როდესაც გვიანობამდე მიწევს სამსახურში შეყოვნება, ან როდესაც სახლშიც სამსახურის საქმეები მომაქვს და საძინებელში ლეპტოპით 29
BLOG
ხელში ვიკეტები, იმისთვის, რომ ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა პირნათლად შევასრულო. ზუსტად მაშინ, ეს ჩემი ორი განუყოფელი თანამგზავრი (შფოთვა და სინდისი), დედობრივ მოვალეობებს მახსენებს, ნელ-ნელა მეპარება და გონებას მირევს პრიორიტეტების და საკუთარი შვილების მნიშვნელოვნების თემაზე. ეს თემა მტანჯავს, მაწვალებს და ბოლოს, ჩემი უსაფუძვლო მცდელობები რომ დავამარხცო და განვდევნო, კრახით სრულდება. გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ კუთვნილი ძილის რამდენიმე საათი მოვიკლო, ღამე მუშაობაში გავათენო და, სამაგიეროდ, საღამო შვილებთან ერთად გავატარო. გამოგიტყდებით, ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავზე ვცადე ჩემი პროფესიული უნარების გამოცდა (რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია - საკუთარი თავის ფსიქოლოგი ვერ იქნები, მაგრამ, მერწმუნეთ, რაღაც კონსენსუსამდე მივედი). ჩემს გახლეჩილ, მშფოთვარე მდგომარეობას საფუძვლიანად ჩავუღრმავდი და მივხვდი, არ შეიძლება დედობას და სამსახურს თავიდანვე იმ პრიზმიდან უყურო, 30
რომ აუცილებლად ერთ-ერთი უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს. არ შეიძლება იმის გამო, რომ მუშაობ, სინდისი გქენჯნიდეს. არ შეიძლება, როდესაც შვილებთან ხარ, იმაზე შფოთავდე, რომ სამსახურის საქმე გაქვს მოსასწრები. არ შეიძლება... და თუ ამ ყველაფრის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლი და სხვაგვარად შეხედავ, ეს შფოთვაც და კიდევ მისი მრავალი მტანჯველი „მეგობარი“ განელდება და საერთოდ გაქრება კიდეც. საკუთარ თავთან სიღრმისეული კვლევა-ძიების შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ შვილებთან გატარებული დროის ხანგრძლივობა კი არაა მთავარი და მნიშვნელოვანი, არამედ ამ დროის შინაარსიანად და ხარისხიანად გატარება! მთავარია, რეალურად იყო ბავშვთან და არა ფორმალურად. მაშინაც კი, როცა არ მუშაობ და სახლში ხარ და, მაგალითად, სახლის საქმეებით ხარ დაკავებული, ან ტელევიზორს უყურებ, ან საათობით ტელეფონზე საუბრობ, ან სადილს ამზადებ, სარეცხს ფენ, ბინას ალაგებ, ან „ფეისბუქზე“ მეგობრებს ეწუწუნები, შესაძლოა შვილთან ერთად, ერთ ოთახში იმყოფებოდე, მაგრამ რეალურად მასთან არ იყო. აქედან გამომდინარე, დედა, რომელიც მუშაობს და მთელი დღე გასულია სახლიდან, თუ ერთ ჯადოსნურ წესს დაიცავს, ყოველთვის შეძლებს თავისი დანაკლისი აუნაზღაუროს და შეუვსოს შვილებს. სამსახურიდან როგორი დაღლილიც არ უნდა დავბრუნდე, სახლში ჩემს შვილებს თუნდაც ერთ, მაგრამ ძალიან ნაყოფიერ საათს ვუთმობ, როდესაც მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებულ წესებს ვემორჩილები. ამ ერთი საათის განმავლობაში მე აბსოლუტურად
მოწყვეტილი ვარ ყველაფერს, არ ვცდები სახლის საქმეებზე, არ ვამზადებ სადილს, არ ვცდილობ ვუყურო ტელევიზორს ან ბავშვებს ჩემი სურვილები მოვახვიო თავს და ისინი ჩემს მიერ შეთავაზებულ აქტივობაზე დავიყოლიო. პირიქით, ამ დროს მე აბსოლუტურად პასიური ვარ და მათ შემოთავაზებებს უპირობოდ ვთანხმდები. ხშირად სახლიდან ზუსტად ამ მიზნით გამყავს ბავშვები, რომ სხვა საქმეებმა არ მომაცდინოს. ვსხდებით კაფეში, სადაც უბედნიერესი ორი პატარა გოგო მთელი დღის შთაბეჭდილებებს მიზიარებს, ვსეირნობთ ქუჩებში, ვათვალიერებთ მაღაზიებს... გარდა ამისა, ვცდილობ მთელი გულისყურით მოვუსმინო, და ყველა მათ შეკითხვას ვუპასუხო, სხვადასხვა თამაშობების დროს ენთუზიაზმი დავანახო - რომ მეც მომწონს ეს თამაში და არ ვეთამაშები მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულების გამო. ბავშვები ყველაზე კარგად გრძნობენ უფროსების განწყობას და განსაკუთრებით დედისას. ეს ერთი (ზოგჯერ მეტი) ჯადოსნური საათი, როდესაც მე უპირობოდ ჩემს შვილებს ვეკუთვნი თავიდან ბოლომდე, არა მხოლოდ მათთვის, არამედ ჩემთვისაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. ამ დროს ყველაზე დიდ რელაქსაციას გადიხარ. ამ დროს ქრება ყველანაირი შფოთვა. ამ დროს ფანტასტიკურ, ზღაპრულ
სამყაროში ბრუნდები, სადაც არა გაზზე დადგმული სადილი, ხვალისთვის გასაუთოებელი სარეცხი ან ორასი პასუხგასაცემი მეილი, არამედ ბავშვების კისკისი, გაბრწყინებული სახეები და შავ თვალებში ანთებული ნაპერწკლებია. შესაბამისად, ამ მონაყოლს და ამ სივრცეს იმისთვის გამოვიყენებდი, რომ მიმემართა ყველა დედისთვის - ვინც მუშაობს და შფოთავს ამის გამო, ვინც არ მუშაობს, მაგრამ სახლის საქმეების გამო „ფორმალურადაა“ შვილებთან და არა „რეალურად“; ყველა დედას, ვისაც ჯერ არ დაუწყია სამსახური, თვითრეალიზაცია სურს და ნაბიჯის გადადგმა უჭირს, რადგან ჰგონია, რომ ამით თავის შვილს რაღაცას დააკლებს - აუცილებლად შეძლებთ, გამოძებნოთ 24 საათში მინიმუმ 60 ჯადოსნური წუთი, რომელიც თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება და დაგეხმარებათ პირადი პროფესიული თვითრეალიზაცია თქვენი შვილების თვითრეალიზაციასთან შეათავსოთ.
31
mamis roli mSobiarobis dros ბოლო დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიოში მამების 95% ესწრება მშობიარობას, თუმცა საინტერესოა რამდენად ესმით მათ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინონ მშობიარობის პროცესზე.
უნდა დაესწროთ თუ არა მშობიარობას? არ არსებობს მშობიარე ქალისთვის თანადგომის უკეთესი გზა, ვიდრე 32
საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ პროცესისთვის წინასწარ შემზადებული და მშვიდია.
რატომ არის მამის მშობიარობაზე დასწრება მნიშვნელოვანი? მშობიარობისას დედა გამოყოფს ოქსიტოცინის ჰორმონს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყოფა, თუკი დედა თავს მშვიდად და
მამის როლი მარტო ამით არ მთავრდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია მან უზრუნველყოს მშობიარე დედის სიმშვიდე და გაითვალისწინოს მისი სურვილები, რაც, რიგ შემთხვევებში, არც თუ ისე ადვილია, იმის გამო, რომ მშობიარობა შეიძლება იყოს დამღლელი და სტრესის მატარებელი. ასეთ დროს მას ნამდვილად დაეხმარება საყვარელი ადამიანის გვერდში დგომა. კიდევ ერთი მიზეზი რატომაა მამისთვის მშობიარობაზე დასწრება სასარგებლო, არის ის, რომ ეს გამოცდილება ხელს უწყობს წყვილების მეტად დაახლოვებას. მშობიარობისას ახალშობილთან სიახლოვე რთულია, ხშირ შემთხვევაში პარტნიორები თავს ნამდვილ „მამებად“ გვიან აღიქვამენ.
უსაფრთხოდ გრძნობს. თუკი ის შეშინებული და აღგზნებულია, თავს ზეწოლის ქვეშ გრძნობს, გამოიყოფა ადრენალინი, რის შედეგადაც მშობიარობის პროცესი ნელდება, ან საერთოდ ჩერდება. ამგვარად, პარტნიორის ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანია, რათა დედამ თავი მშვიდად იგრძნოს და შედეგად გამოყოს უსაფრთხო მშობიარობისთვის საჭირო ჰორმონები.
მოყვება თუ არა რისკები მამის მშობიარობაზე დასწრებას? სამწუხაროდ კი. აღელვებული და შეშინებული მამის საქციელი შეიძლება გადამდები იყოს, რამაც შესაძლოა მშობიარობის პროცესი შეაფერხოს. ასევე, თუკი მამას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული მშობიარობის პროცესის სირთულე და მისთვის დამახასიათებელი მოვლენები, ის შეიძლება უდროოდ ჩაერიოს პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავს, რომ მისი მეორე ნახევარი ტკივილს განიცდის. ასეთ დროს მეტი მოთმინება და კონტროლია საჭირო. 33
რა შეიძლება გავაკეთოთ? თუკი თქვენ გადაწყვიტეთ დაესწროთ მშობიარობას, თქვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეთ ამ ყველაფერს. თქვენ შეგიძლიათ პოზიტიური წვლილი შეიტანოთ მშობიარობის პროცესის მშვიდად და წარმატებით დასრულებაში. უპირველეს ყოვლისა, თუკი თქვენი პარტნიორი თანახმაა, ეცადეთ დაესწროთ რაც შეიძლება მეტ წინასამშობიარო მოსამზადებელ შეხვედრებს. ეს
34
შეგმატებთ თავდაჯერებულობას და გამოცდილებას. აუცილებელია, რომ თქვენს პარტნიორთან ერთად კარგად შეისწავლოთ და გამოიკვლიოთ მშობიარობის პროცესი, რაც ასევე დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ რა სურს თქვენს მეორე ნახევარს. სასურველია ჩაეწეროთ შესაბამის საინფორმაციო ჯგუფებში. გახდე მშობელი მეტად საპასუხისმგებლოა, რასაც უდიდესი ზეგავლენა ექნება მთელ თქვენს ცხოვრებაზე. შეხვდით ამ ყველაფერს მომზადებული.
ანკა სირბილაძე
tasos dabadebis dRe 35
თათა კაკაშვილი და გიო ბეჟანიშვილი ორი წლის ანასტასიას მშობლები არიან. ერთმანეთი კავკასიის ბიზნეს სკოლაში გაიცნეს და დაქორწინდნენ. ანასტასიას დაბადებასთან ერთად, თათამ სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, რომ შვილისთვის მეტი დრო ჰქონოდა. ამ პერიოდში გაჩნდა ფოტოსტუდიის შექმნის იდეაც. ფოტოხელოვნებით გატაცებულ მშობლებს საშუალება მიეცათ, რომ საკუთარ თავზე მოერგოთ სამუშაოს გრაფიკი და თან საყვარელი საქმე ეკეთებინათ. ახლა, თათა სამსახურს ისევ დაუბრუნდა, თუმცა, პარალელურად, „პიკ არტ“ სტუდიას ამუშავებენ. თათა კაკაშვილი: ბავშვის დაბადების დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ბავშვის, ასევე მშობლების ცხოვრებაში. ამ დღისთვის მეც საგანგებოდ ვემზადები ხოლმე. ანასტასიას 2 წლის დაბადების დღე სამუშაო დღეს დაემთხვა, ამიტომ ორჯერ მოგვიწია აღნიშვნა. ერთხელ ოჯახის წევრებისა და ნათლიების გარემოცვაში, 36
მეორეჯერ კი სადღესასწაულო ცენტრში, მეგობრებთან ერთად. ამ დღისთვის მზადება საკმაოდ ადრე დავიწყეთ. მინდოდა ყველაფერი მარტივი, სადა და ასაკისთვის შესაფერისი ყოფილიყო.
ფოტოსესიაც დავგეგმეთ. დეკორაცია - არჩევანი ნაჭრის გირლანდებზე შევაჩერე, რომელიც მრავალჯერადი მოხმარების იქნებოდა. სოციალურ ქსელში, „ფეისბუქზე“, ერთ ნიჭიერ გოგონას დავუკავშირდი (Nina’s Art) და გირლანდის დამზადება ვთხოვე. ტორტი, ხაჭოს ქაფქეიქი, მაკარუნები - ძალიან კარგ კაფეში, „ლე გატოში“ დაგვიმზადეს. ნაჭრის კარავი - კარვის ჩარჩო მამამ აუწყო და დიდმა ბებიამ შეუკერა. ფუშფუშა პომპონებმა, ყვავილებმა, ჰელიუმის და საპნის ბუშტებმა კი დღესასწაული უფრო გამოაცოცხლა. დაბადების დღის საჩუქარი საჩუქრის შერჩევისას ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, რა გაუხარდებოდა ანასტასიას განსაკუთრებულად. ამ ასაკში ფუსფუსა და მოწესრიგებულია, გვაოცებს ეს პატარა დიასახლისი. თავს დამოუკიდებლად მშვენივრად ირთობს საბავშვო გაზქურაზე საჭმლის მომზადებით, თოჯინების
გამოკვებით, მათი დაძინებით, სახლის დალაგებით და ასე შემდეგ, ამიტომ ბოლოს არჩევანი ხის პატარა სახლზე შევაჩერეთ. ტასოს პაპამ იპოვნა ნიჭიერი ხელოსანი, რომელმაც ჩემი სურვილი სისრულეში მოიყვანა და ტასოს პერსონალური სახლი დაუმზადა. რაც შეეხება ანასტასიას ჩაცმულობას და სტილს, პრანჭია გოგოა, დიდი ხანია თავად მიგვითითებს რა ჩავაცვათ. ფოტოსესიის დღესაც თავად შეარჩია ტანსაცმელი. თმის დავარცხნის საშუალებაც არ მოგვცა, მოკლედ, მარტომ იზრუნა თავის სტილზე. ანკა სტურუა
37
TAMUNA GAZASHVILI’S BLOG giga WikaZe, nita WikaZe, Tamuna gazaSvili
axali sacxovrebeli or kontinentze da ori ucxo ena ახალი საცხოვრებელი ორ კონტინენტზე და ორი უცხო ენა - ეს ნიტას სამწლიანი არსებობის ყველაზე მოკლე აღწერაა. მხოლოდ ხუთი წლის არის, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯერ ჰოლანდიურის ათვისება მოუწია, მოგვიანებით ინგლისურის. ოჯახით ამსტერდამში გადასვლა გიგას კარიერიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ნიტა მაშინ სამი წლის იყო. მე და ჩემი მეუღლე კარგად ვაანალიზებდით, 38
რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენს მომავალ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლიდა. გიგა დატვირთული რეჟიმით აგრძელებდა სპორტული კარიერის განვითარებას, მე მაგისტრატურაზე ჩავაბარე. ჰოლანდიაში ჩვენ ადრეც ერთად ვცხოვრობდით, თუმცა ეს ნიტას დაბადებამდე იყო. ჩვენთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება უცხო არ იყო, მაგრამ ნიტადან გამომდინარე გაცილებით მეტი საზრუნავი გაჩნდა. ნიტამ არც ინგლისური იცოდა და არც
ჰოლანდიური. ამსტერდამში არ გვეგულებოდა ბებია-ბაბუა ან ნათესავი, რომელიც ბავშვის აღზრდაში დაგვეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდით, რომ ნიტასთვისაც ეს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება იქნებოდა. ბევრ საკითხზე ვნერვიულობდით: შეეჩვევა თუ არა ახალ გარემოს? ენას მალე ისწავლის? ხომ არ დაიჩაგრება ბაღში? ვისთან დავტოვებთ ბავშვს ლექციის ან ვარჯიშის დროს?.. მოკლედ, ძალიან ბევრი ახალი საფიქრალი გაჩნდა... ახალგაზრდა მშობელს ბევრ დათმობაზე გიწევს წასვლა: პირველ რიგში, ჩემი და გიგას დიდი სურვილის მიუხედავად, გადავწყვიტეთ არ გვეცხოვრა ამსტერდამის ცენტრში და მოგვეძებნა მშვიდი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი, სადაც კარგი სკოლები იქნებოდა. ჩემი აზრით, როცა საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში გადადიხარ, უმჯობესია, პირველ რიგში, კარგი სკოლა მოძებნო და სწორედ აქედან გამომდინარე შეარჩიო საცხოვრებელი ადგილი. განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ძალიან რთულია ბავშვი იმ სკოლაში ჩაირიცხოს, რომელიც მის საცხოვრებელ უბანს არ ექვემდებარება.
39
ჩემი რჩევაა, სკოლაზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიეთ, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური წყაროებიდან (ოფიციალური შეფასებები, რეიტინგები, განხილვები Yelp-ზე თუ სხვადასხვა ფორუმებზე, რჩევები ახლობლებისგან). აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რა წრეები აქვს სკოლას ყველაზე მეტად განვითარებული. მაგალითად, ნიტას სკოლა ერთერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო სკოლაა დრამის და თეატრის მიმართულებით. ნიტა ჯერ ძალიან პატარაა პროფესიის ასარჩევად, მაგრამ მსახიობობა უნდა და ვფიქრობ, სკოლა საკუთარი ნიჭის განვითარების საშუალებას მისცემს. რაც შეეხება ენის ბარიერს, როგორც წესი, მშობლები ყველაზე მეტად ამ საკითხზე ნერვიულობენ, მაგრამ ბავშვები უცხო ენებს ძალიან სწრაფად და მარტივად ითვისებენ. მე საკმაოდ დიდხანს ვცდილობდი ჰოლანდიურის სწავლას, მაგრამ ნიტამ ეს უცხო ენა რამდენიმე
თვეში ისწავლა და ახლა გამართულად საუბრობს. ბავშვებთან ურთიერთობით ინგლისური ჰოლანდიურზე მარტივად ისწავლა. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ბავშვმა ენა აითვისოს და საზოგადოების ნაწილი გახდეს, არ არის აუცილებელი სიტყვების და ლექსების დაზეპირება. ვფიქრობ, ამ ბარიერზე ხაზგასმით და ყოველდღე წიგნებთან მეცადინეობით ბავშვი მეტად კომპლექსდება. მაგალითისთვის, ნიტა, უცხო ენას ბავშვებთან თამაშით და საყვარელი სიმღერების მოსმენით უკეთესად სწავლობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უცხოეთში ცხოვრებისას ორგანული საკვები პროდუქტების არჩევაა. საქართველოში და ჰოლანდიაში საკვები პროდუქტები არ არის კლასიფიცირებული. მაგალითად, ევროკავშირში საერთოდ აკრძალულია არაორგანული საკვების მიწოდება. ამიტომ ჰოლანდიაში პროდუქტის შეძენისას აღწერილობას და მითითებას, იყო თუ არა ორგანული საკვები, არ ვაკვირდებოდი. განსხვავებული ვითარებაა ამერიკაში. ლოს ანჯელესში სპეციალურ მარკეტებში მიწევს მისვლა, იმისთვის, რომ ჯანმრთელი და ორგანული საკვები შევიძინო. აქ ლეგალურად დაშვებულია არაორგანული საკვების გასაღებაც, რაც ბევრი დაავადების განვითარებას პროვოცირებს.
სწორი სკოლის არჩევა, უცხო ენის სწავლა, ძიძის შერჩევა, პედიატრის აყვანა, მორგებული დაზღვევის შერჩევა და გასართობი ადგილების მოძებნა არაფერია იმასთან შედარებით, როგორ გადავლახოთ ბავშვთან ერთად, ახალ გარემოში, ფსიქოლოგიური ბარიერი. ნიტას რომ ვუყურებ, არასოდეს არის მოწყენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არაფერი აწუხებს. დიდებისგან განსხვავებით, რომლებიც წარსულზე ან 40
მომავალზე ვფიქრობთ, ბავშვები აწმყოში ცხოვრობენ. ისინი წამიერად ხდებიან ცუდად, ტირიან და ცოტა ხანში ისევ თამაშს აგრძელებენ. მაგრამ, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ბავშვებიც ისე განიცდიან, როგორც დიდები და ეს განცდა მხოლოდ მაშინ ხდება ჩვენთვის შესამჩნევი, როდესაც ისინი იზრდებიან. ამიტომ ბავშვებს ყოველთვის უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ სულ მათთან ვართ ფიზიკურად თუ მენტალურად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალ გარემოში ხვდებიან. ნიტას ხშირად ვესაუბრებით ჩვენს დღეზე, ჩვენს მეგობრებზე. იმისთვის, რომ ჩვენთან თვითონაც უფრო კონტაქტური იყოს და რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში სწორი რჩევები მივცეთ. ნუ დააკომპლექსებთ ბავშვს იმით, რომ მშობლების გამო იძულებული გახდა თავისი ცხოვრებაც შეეცვალა. იცვლება მხოლოდ ქვეყანა, ენა და კულტურა. არ იცვლება ოჯახური ტრადიციები, მშობლების დამოკიდებულება და ბავშვის სურვილები.
რაც შეეხება მონატრებას, ნიტას ყველაზე მეტად ტასოს (დეიდაშვილი) გარეშე ყოფნა უჭირს. ტასოც 5 წლის არის და დაბადებიდან ერთად იზრდებიან. ერთმანეთს Skype-ის საშუალებით ხშირად ეკონტაქტებიან და მონატრების შევსებას ამ გზით ცდილობენ.
41
patara ufliswulis dabadebis dRe
PARTY De PARTY PARTY PARTY PARTYDec D PARTY DecO
იუბილარს ზუსტად ეგზიუპერისეული ილუსტრაციის მიხედვით შეკერილი ფორმა სცმოდა. ოპერისა და ბალეტის მკერავთა ჯგუფმა, ძალიან მცირე დროში, და მათ პრაქტიკაში პირველად, შექმნა კოსტიუმი, რომელიც ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც თავის დროზე ავტორმა დახატა; • სამახსოვრო დაფა მამიკომ შავ, დაფის ფაქტურის ქაღალდზე გაამზადა სამახსოვრო დაფა. ფერადი ცარცებით ჩამოწერილი იყო როგორც ნოას „მიღწევები“ 1 წლის ასაკისთვის, ასევე საყვარელი სათამაშოები და სხვა სახალისო დეტალები; • ფიგურა 1-იანი ნოას მშობლებმა ერთერთ სარეკლამო სტამბაში დაამზადებინეს მდფ-ის მასალისგან. თეთრი ფერის ერთიანი, რომელიც სადღესასწაულო მაგიდას ამშვენებდა და გვახსენებდა, რომ პატარა ადამიანი 1 წლის გახდა; • ტორტი პატარა უფლისწულის თემატიკით - მინიმალისტური, სადა, ცისფერი ტორტი, რომელიც ცის
PARTY Dec
მეც იმ მრავალრიცხოვანი ადამიანების ჯგუფს მივეკუთვნები, ვისთვისაც „პატარა უფლისწული“ ერთ-ერთი გენიალური ნაწარმოებია, რაც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის - სალომე ვაჩნაძესთვის კი ეს ნაწარმოები გენიალურზე მეტია, ეს არის ცხოვრების წიგნი, რომელშიც შეუძლია ყველაფერზე იპოვნოს პასუხი. დარწმუნებული ვარ, ათი, ოცი წლის შემდეგაც ისევე გაეღიმება, როდესაც ვკითხავ, რომელია მისი ყველაზე საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი და პასუხი მეც კარგად მეცოდინება. სწორედ ამიტომ, ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ თავისი პატარა უფლისწულის - ნოას პირველ დაბადების დღეს, სწორედ ამ თემატიკით გააფორმებდა. • პატარა უფლისწულის კოსტიუმი ნოას ბებიამ იზრუნა, რომ 42
yva
DecOR cOR YPARTY DecOR PARTY DecOR DecOR ილუსტრირებას წარმოადგენდა. ცისფერი, ფაქტურიანი კრემი უსწორმასწორო ზედაპირს ქმნიდა და თეთრი მარციპანის ბრტყელი ღრუბლები ამშვენებდა. ზემოდან დამაგრებული იყო ეგზიუპერისეული ვარსკვლავი, ხოლო წინ პატარა უფლისწულის მინი ფიგურა იდგა; • ქაფქეიქები Hoppipolla-ს მიერ შექმნილი, ცისფერი და ლურჯი ქაფქეიქები, რომლებშიც ასევე ოქროსფერი ვარსკვლავები იყო ჩარჭობილი; • ფერადი მაკარუნები ყველა დღესასწაულს აგემრიელებს და უხდება, ნოას დაბადების დღეზეც ასე მოხდა (Cafe La France); • HAPPY DAY - გადასარევმა გოგომ, ნინამ, რომლის ნამუშევრებიც შეგიძლიათ მის გვერდზე Nina’s Art-ზე ნახოთ, სალომეს თხოვნით, სხვადასხვა ნაჭრებისგან, სადა, პასტელის ტონების ასოები შეკერა, რომლებიც ერთად yvavilebi ქმნიდა წინადადებას - HAPPY DAY! yvavilebi (ბედნიერი დღე); • პლანეტები და ვარსკვლავები სალომემ, მყარ ქაღალდზე, ეგზიუპერის yvavilebi ილუსტრაციის მიხედვით, სტამბაში დააბეჭდინა.
TY DecOR cOR
yvavilebi
yvavilebi biyvavilebi
ვარსკვლავები და პლანეტები გამოჭრა და კედელზე მიამაგრა, ამან, ყველაფერს კიდევ უფრო ზღაპრული ელფერი მისცა; ასევე, დაბეჭდეს ე.წ. wishes for baby-ს - სურვილის ფურცლები, რომელიც სტუმრებმა შეავსეს და ნოას სამახსოვროდ დარჩება; • პატარა უფლისწულის დეკორატიული აქსესუარები - პატარა პრინცის ოფიციალური მაღაზიის ვებგვერდიდან შეუკვეთეს www.laboutiquedupetitprince.com/en/; • ვარსკვლავებიანი ლურჯი კარავი ნოას არაჩვეულებრივმა მშობლებმა, ამაზონიდან გამოუწერეს თემატური ილუსტრაციებით გაფორმებული კარავი, რომელიც ფერადი ბურთებით გაუვსეს. იუბილარი იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ გამოსვლა აღარ უნდოდა. • ნოას ფოტოებით გაკეთებული ალმები პატარა ნოას მშობლები, ყოველთვე, ერთსა და იმავე რიცხვში უღებდნენ ფოტოსურათებს, ხელში აჭერინებდნენ სპეციალურ ილუსტრაციას, რომელზეც მითითებული იყო რამდენი თვის გახდა ნოა. სწორედ ეს ფოტოები მიამაგრეს ლენტზე და შექმნეს ალმები. • პოლაროიდის ფოტოსესია ვიზუალური მეხსიერების ყველაზე ერთგული მეგობარი, რომელიც ყველა დაუვიწყარ მომენტს აფიქსირებდა.
qafqeiqebi qafqeiqebi qafqeiqebi qafqeiqebi
qafqeiqebi
qaf qafqeiqebi qafqeiq
yvavilebi
43
orsulobiT gamowveuli cvlilebebi როდესაც ბავშვი იბადება, თქვენი ცხოვრება მთლიანად იცვლება, თუმცა გარკვეული ცვლილებები ორსულობის დროსაც მოსალოდნელია. ჩვენ ორგანიზმის 10 ყველაზე ხშირ ცვლილებას გაგაცნობთ.
1
კვება
ორსულობისას ხშირია ტოქსიკოზი. გულისრევის შეგრძნება არა მხოლოდ დილას, არამედ შეიძლება მთელი დღის მანძილზეც გაგყვეთ. ეს კი, რა თქმა უნდა, ცვლის თქვენს დამოკიდებულებას სხვადასხვა საკვების მიმართ. ზოგიერთი პროდუქტი განსაკუთრებით მოგინდებათ, ზოგის დანახვაზე კი უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ. როდესაც თავს შეუძლოდ იგრძნობთ დაისვენეთ და იყავით მშვიდად. ჯანჯაფილის ჩაი, ხშირ შემთხვევაში, შვებას მოგცემთ. ცხელ წყალში ჩახეხეთ ცოტა ჯანჯაფილი, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონიც. როდის მივმართოთ ექიმს: თუ თქვენ ვერანაირ საკვებს და წყალს ვერ იღებთ, დროა დაუკავშირდეთ ექიმს და მიიღოთ დახმარება, რათა თავიდან აიცილოთ ორგანიზმის გაუწყლოვანება. 44
2
კანის ცვლილება
ორსულობის დროს თქვენს კანს რამდენიმე ტიპის ცვლილება შეიძლება შეამჩნიოთ გამონაყარი, პიგმენტაცია და სტრიები. ხშირ შემთხვევაში, მათ, ვისაც ორსულობამდე პრობლემური კანი ჰქოდა, ეს პრობლემა ორსულობისას მთლიანად ეხსნება. მოერიდეთ საცხებს, რომელიც A ვიტამინს შეიცავს. ეცადეთ გამოიყენოთ მხოლოდ ნატურალური პროდუქცია, მაგალითად, ზეითუნის ზეთი. კანის პიგმენტაციაც საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ძლიერი დამცავი საცხის გამოყენება, მაშინ როდესაც დიდ დროს გარეთ ატარებთ. პიგმენტური ლაქები, როგორც წესი, ორსულობის შემდეგ ქრება, როდესაც თქვენი ჰორმონები ნორმას უბრუნდება. სტრიები გენეტიკურია და თუ ეს გენეტიკურად გადმოგეცათ, სამწუხაროდ, თავიდან ვეღარ აირიდებთ, თუმცა სპეციალური საცხებისა და ზეთების გამოყენება დაეხმარება კანს ელასტიკურობის შენარჩუნებაში. როდის მივმართოთ ექიმს: თუ თქვენ გაქვთ უცნაური გამონაყარი ან ხალმა თქვენს სხეულზე რაიმე სახის ცვლილება განიცადა.
3
ძილი უჩვეულო, კაშკაშა, ხშირად შემაწუხებელი სიზმრები ორსულობის შემადგენელ ნაწილადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თუ თქვენი სიზმრები ძალიან განერვიულებთ, შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს, რომელიც დაგამშვიდებთ და სიტუაციაში გაგარკვევთ. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში შესაძლოა თავს ნაკლებად კომფორტულად გრძნობდეთ, ასევე გაწუხებდეთ გულძმარვაც, რაც, ბუნებრივია, ძილზეც აისახება. ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ერთგვარი შემზადებაა
ორგანიზმისთვის, რადგან, როდესაც ბავშვი დაიბადება, ღამით გაღვიძება რამდენჯერმე მოგიწევთ. სცადეთ დაიძინოთ ბევრი ბალიშით ან თქვენი საწოლიდან ტახტზე ან სხვა საწოლზე გადაწექით. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს შეიძლება ძალიან კარგი გამოსავალი იყოს.
4
ემოციური ცვლილებები ორსულობის დროს თქვენი ემოციური რეაქცია სხვადასხვა მოვლენების მიმართ უფრო მძარფი ხდება. აუცილებელია გვერდით გყავდეთ პარტნიორი, რომელიც გაგიგებთ და დაგეხმარებათ ამ ემოციების გამოხატვაში. როდის მივმართოთ ექიმს: დეპრესიულობის შეგრძნება, მუდმივი გაღიზიანება სიმპტომებია, რომელიც თქვენმა ექიმმა უნდა შეისწავლოს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ყველასთვის ცნობილი მოვლენაა, თუმცა დეპრესია შესაძლოა უფრო ადრეც, ორსულობაშიც დაიწყოს. კარგია, რომ ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ბევრი მეთოდი არსებობს, ამიტომ არ მოგერიდოთ გაუზიაროთ თქვენი გრძნობები სხვას.
5
ფეხის ზომის ცვლილება
კოჭებისა და ფეხების ზომიერი შესიება ორსულობის თანმდევი კიდევ ერთი დისკომფორტია. მიიღეთ სითხე, დაჯექით და ფეხები ზემოთ აწიეთ - ეს შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. შეგიძლიათ გაიკეთოთ ფეხის მასაჟიც. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უფრო დიდი ზომის ფეხსაცმელი გჭირდებათ, როდესაც ბავშვი დაიბადება ფეხის ზომა ჩვეულ ნორმას დაუბრუნდება. როდის მივმართოთ ექიმს: თუ გრძნობთ უეცარ შესიებას, განსაკუთრებით სახის მიდამოებში, რასაც თან თავის ტკივილიც ახლავს.
6
კუნთებისა და სახსრების ტკივილი თქვენი სხეული ორსულობისას ბევრ ცვლილებას განიცდის, ბავშვის ზრდასთან ერთად სხვადასხვა კუნთისა და სახსრების ტკივილი გამორიცხული არ არის. როდის მივმართოთ ექიმს: თუ თქვენ უფრო და უფრო მეტ ტკივილს გრძნობთ გავის ძვლის მიდამოებში, გიჭირთ სიარული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტკივილის ერთადერთი შვება შესაძლოა მშობიარობა იყოს, ექიმმა ასევე შეიძლება გირჩიოთ სპეციალური ქამრის ტარება.
7
ცვლილებები ტუალეტის ჩვევებში თქვენი ბავშვი რაც უფრო იმატებს წონაში, უფრო მეტად აწვება შარდის ბუშტს. ამის გამო დღისა და ღამის განმავლობაში უფრო ხშირად გინდებათ მოშარდვა, ვიდრე ადრე. ეს არის ის დისკომფორტი, რომელიც ბავშვის დაბადებამდე უნდა მოითმინოთ. ამის გამო არ შეზღუდოთ სითხის მიღება. კუჭის შეკრულობა კიდევ ერთი ცვლილებაა, რომელიც თქვენს ორგანიზმში ორსულობისას ხდება, მით უმეტეს თუ თქვენ ექიმმა რკინა დაგინიშნათ. ბევრი წყალი, ბოჭკოვანი საკვები და ცოტა ვარჯიში დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე კუჭის აშლილობაც ხშირია. 45
8
10
მკერდის ცვლილება ძუძუს თავები მკვრივი და მგრძნობიარე ხდება, როგორც წესი, ორსულობის 12 კვირამდე. შემდეგ თქვენი მკერდი ზომაში იმატებს. ეს კარგი ნიშანია, რადგან თქვენი ორგანიზმი ძუძუთი კვებისთვის ემზადება. შესაძლოა ყვითელი ფერის გამონადენიც კი შეამჩნიოთ. ესეც ნორმალურია. თუ თქვენ ვერ ამჩნევთ ვერანაირ ცვლილებას თქვენს მკერდს, შესაძლოა არ გქონდეთ საკმარისი რძე. ძუძუთი კვებისთვის კონსულტაცია აუცილებლად გაიარეთ ამ სფეროს პროფესიონალთან.
9
ცხვირის ცვლილება შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თქვენი ცხვირი ფართოვდება და უფრო დიდია ვიდრე ადრე. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჰორმონების ბრალია. ეს ცვლილებაც ბავშვის დაბადების შემდეგ მწყობრში ჩადგება. ფიზიოლოგიური წყლისგან დამზადებული ცხვირის წვეთების გამოყენება ორსულობის დროს უსაფრთხოა, თუმცა ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
46
კბილებისა და ღრძილების ცვლილება მეტალის გემო და სპეციფიკური სუნი პირის ღრუში შესაძლოა კიდევ ერთი პრობლემა იყოს, რომელიც ორსულობისას შეგაწუხებთ. სისხლდენა ღრძილებიდან ასევე ხშირად თან სდევს ორსულობას. დარწმუნდით, რომ კარგ მულტივიტამინებს იღებთ და დახმარებისთვის სტომატოლოგს მიმართეთ. ანკა სტურუა
naTlia da naTlulebi
miSa baRaTuria wyalburTeli, 28 wlis 47
7 ნათლული მყავს, მალე 8 მეყოლება. პირველად ნათლია 5 წლის წინ გავხდი, ამ ემოციას და შეგრძნებას ნელ-ნელა უფრო ვაცნობიერებ. იყო ნათლია, დიდი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში ეკლესიის წინაშე, რადგან უნდა აკეთო ის, რაც ევალება ნათლიას, დედ-მამასთან ერთად უნდა იზრუნო ბავშვის სულიერ აღზრდაზე. ნათლიობა ჩემთვის დიდი პატივია, რადგან მშობლები, მათთვის ყველაზე ძვირფასს შვილს მანდობენ. ნათლულებს უნდა ვუყვარდე, მე კი ამისთვის ბევრი რამ უნდა გავაკეთო. ვცდილობ, რომ კარგი ნათლია ვიყო, ამას თვითონ ბავშვები მასწავლიან. 48
მიშას 7 ნათლული
კატია რიაბინინა - 7 წლის; ანასტასია რაფავა - 4 წლის; გიორგი ქენქაძე - 3 წლის; ნიკუშა ხვედელიანი - 3 წლის; ანასტასია ბერაძე - 3 წლის; მია მესხი -1 წლის; აკა ლანდია - 5 თვის. ერთად გატარებული დრო მათთან ერთად ყოფნას არაფერი სჯობს. ვცდილობ ჩემი ნათლულები ერთად შევკრიბო და ბავშვობიდანვე დავამეგობრო. ზაფხულში ერთად დავდივართ აუზზე. ეს ჩვენთვის გართობის და განტვირთვის კარგი საშუალებაა. ზოგჯერ მუშტაიდის ბაღშიც ვსეირნობთ, რამდენჯერმე
naTlia da naTlulebi
თეატრში საბავშვო წარმოდგენებიც ვნახეთ. როცა თავისუფალი დრო მაქვს და ჩემს ნათლულებს ვხვდები, ერთად ვგეგმავთ, სად და რისი გაკეთება უნდათ. ბავშვებს ხომ ნათლიამ ყველა სურვილი უნდა შეუსრულოს. ხშირად ვერ ვნახულობ, თუმცა ვცდილობ. ასაკით ჯერ პატარები არიან, რომ გაიზრდებიან, ალბათ, მერე უფრო ხშირად და მეტ დროს გავატარებთ ერთად. ნათლია - მეგობარი რჩევების მხრივ ჯერ დიდი სირთულის წინაშე არ ვდგავარ, რადგან უფროსი ნათლული 7 წლისაა, ყველაზე პატარა კი 5 თვის. თუმცა ნათლიობის პასუხისმგებლობა კარგად მაქვს გააზრებული. ურთიერთობაში მთავარი მეგობრობაა, ამიტომ, ვფიქრობ, პირველ რიგში, მე
მათ კარგი მეგობრობა უნდა გავუწიო, მგონი არ გამიჭირდება. რომ გაიზრდებიან, რჩევებს აუცილებლად მივცემ, თუმცა რჩევაც და ურთიერთობაც ინდივიდუალურია. როგორი ნათლია ვარ? ცოტა რომ გაიზრდებიან, მერე მეტყვიან. ვცდილობ, მეგობრული, ყურადღებიანი და ერთგული ნათლია ვიყო. ლიზა წიკლაური
49
qaRaldis jadosnuri samyaro proeqtis avtori: irina sayvareliZe fotoze: luka CxartiSvili 50
51
52
?!
?!
adiqcia qcevis saSiSi forma? მთელს მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც, საგანგაშოა ბავშვებსა და მოზარდებში ადიქციური ქცევის პრობლემა. ადიქცია არის მუდმივი ლტოლვის მდგომარეობა მიმართული ვინმეს ან რაიმესადმი. ადიქციის გამოვლინებებია: კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის გამოყენება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ.). ბავშვებსა და ახალგაზრდებში განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული კიბერ დამოკიდებულების პრობლემა, რაც კომპიუტერულ
თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ნიშნავს. მშობლები ხშირად უნებლიე შეცდომებს უშვებენ ბავშვის აღზრდაში, რის გამოც ბავშვს უვითარდება არაადეკვატური თვითშეფასება (მის რეალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამოდ მაღალი, ან დაბალი). არაადეკვატური თვითშეფასება ხშირად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება, ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენის, განვითარების და ჩამოყალიბებისა, რაც გამოიხატება ადაპტაციის უნარის დაქვეითებაში, საკომუნიკაციო უნარების არასწორ განვითარებასა და ზოგიერთ შემთხვევაში ფსიქოსომატური სიმპტომების გაჩენაშიც კი. 53
ადაპტაციის უნარის დაქვეითების ერთერთი გამოხატულებაა, როცა ბავშვს/ მოზარდს უჭირს არსებულ რეალობასთან შეგუება და ანაცვლებს მას წარმოსახვითი რეალობით (კომპიუტერული თამაშები, სოციალური ქსელები და ა.შ.), სადაც თავს მეტად კომფორტულად გრძნობს, რადგან ვირტუალურ სამყაროში მას შესაძლებლობა აქვს რეალიზება გაუკეთოს იმ სურვილებს, მოთხოვნილებებს და ოცნებებს, რასაც ვერ ახერხებს რეალურ სამყაროში. თუმცა ეს ყოველივე, არის დროებითი და ასეთი „რეალიზაცია“ გარკვეული დროის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. მშობლების არაინფორმირებულობა, ხშირად ხდება აღზრდაში დაშვებული შეცდომების მიზეზი, რაც შემდგომში ბავშვში იწვევს ადიქციური ქცევის გამოვლენას, ადიქციური ქცევის ნიშნები შესაძლებელია მცირე ასაკშივე გაჩნდეს, რასაც უმეტესად მშობლების არაინფორმირებულობა იწვევს. ეს პრობლემები ჩნდება იმ ასაკიდან, რა ასაკშიც მშობლები ბავშვს აჩვევენ კომპიუტერზე, ipad-ზე, მობილურზე თამაშს, ტელევიზორის ყურებას და ა.შ. ეს ქცევა გადადის ჩვევაში, შემდგომში ჩნდება
?!
აქტივობის განმეორების სურვილი და ბოლოს, მოთხოვნილება. მშობლების მხრიდან წახალისება კი ამ ჩვევის გამყარებას იწვევს. ცხოვრების თანამედროვე სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ხშირად ორივე მშობელი დაკავებულია, ცოტა დრო რჩებათ ბავშვთან ურთიერთობისთვის, შესაბამისად, ბავშვი განიცდის ყურადღებისა და კომუნიკაციის დეფიციტს მშობელთან და ამ დანაკლისს ანაცვლებს არარეალური (ვირტუალური) სამყაროთი (მულტფილმები, კომპიუტერული თამაშები, სოციალური ქსელები და ა.შ). ასევე აღსანიშნავია, რომ მშობლის ბავშვის გვერდით ყოფნა, ყოველთვის არ ნიშნავს ემოციურ თანადგომას, ბავშვს სჭირდება მშობლებთან ურთიერთობა (ხშირი საუბრები, თამაში, წიგნების კითხვა და ა.შ.), თანატოლებთან ურთიერთობა, ენერგიის დახარჯვა, ფიზიკური აქტივობა, სპორტით დაკავება, ბუნებასთან ურთიერთობა და ა.შ. დაკვირვებულ მშობელს შეუძლია მაგალითად, დაკავებულ ან დაღლილ ამოიცნოს ადიქციური ქცევის მშობლებს,ზოგჯერ ბავშვებისგან გამოვლინებები: დასვენება უნდათ და თავად სთავაზობენ ბავშვს უვიწროვდება ინტერესების ბავშვს, მობილურს, კომპიუტერს, სფერო, ინტერესს იჩენს მხოლოდ ipad-ს. ამას ბავშვის შექებაც კი მოყვება: დამოკიდებულების საგნის „კარგი ბავშვი ხარ, ამდენი ხანი ჩუმად მიმართ, რეალურ ურთიერთობებს რომ ითამაშე და ხელი არ შემიშალე... ანაცვლებს ვირტუალურით, რა კარგია, რომ გაიმარჯვე ამ თამაშში... ხშირად მისი ემოციები კარგავს და ა.შ.“. რაც განამტკიცებს ადიქციურ სიმძაფრეს და ზოგიერთ შემთხვევაში ქცევას. ადეკვატურობასაც, უქრება ახლო მეგობრებთან და ხშირად ოჯახის 54
წევრებთან ურთიერთობის სურვილიც კი, აკვიატებული აქვს ერთი და იგივე ქცევა (მაგალითად, ბავშვი გაღვიძებისთანავე კომპიუტერთან ჯდება), ხშირად უჩნდება ძილის და კვების დარღვევა, ეცვლება ხასიათი და ა.შ. დამოკიდებულ საგანთან არყოფნის შემთხვევაშიც, უჩნდება ძლიერი სურვილი დაუბრუნდეს დამოკიდებულების ობიექტს. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთერთის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად აქვს დამოკიდებულების პრობლემა. სიმპტომთა ერთობლიობა და სიმძაფრე განსაზღვრავს აღნიშნული პრობლემის არსებობას, თუმცა პრევენციის მიზნით ცალკეული სიმპტომიც საყურადღებოა. სოციალურ ქსელებზე, კომპიუტერზე და მობილურ ტელეფონზე ადამიანის დამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა: დეპრესია, კლინიკური დეპრესია, ფსიქო-სომატიკა, ნევროტული სიმპტომატიკა, ფიზიკური აქტივობის სურვილის დაკარგვა, კვების და ძილის დარღვევა და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ 21-ე
საუკუნე ძალიან განსხვავდება მე-20 საუკუნის ბოლოსგანაც კი, შესაბამისად, ბავშვი თანამედროვე სამყაროს ვერ მოერგება თუ არ ექნება ამ ყველაფერთან (ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი...) შეხება. პრევენციის მიზნით, რომ ბავშვი არ გახდეს დამოკიდებული რაიმეზე, აუცილებელია, მშობლისგან არ იყოს პროვოცირებული და წახალისებული ზემოთ აღნიშნული ქცევები. ბავშვის სურვილის შემთხვევაში, სასურველია აკრძალვის გარეშე (აკრძალვა ყოველთვის ამძაფრებს სურვილს) დროის რეგლამენტირება და ქცევის ჩანაცვლება ერთმნიშვნელოვნად ბავშვის ინტერესებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე აქტივობებით.
ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის კვლევისა და განვითარების ცენტრი „არს ვივენდი“ / Ars Vivendi
ტელ: 032 2923532; 555 237 303; email: arsvivendigeo@gmail.com web: www.arsvivendi.ge https://www.facebook.com/arsvivendi.ge 55
73 aqtivoba zafxulisTvis ზაფხული, როგორც წესი, დასვენებასთან ასოცირდება. რად ბავშვებს კი ამ პერიოდში ხში ებიან: ითხ გეკ ა როც , აქვთ მომენტები ბენ, უნე წუწ რად ხში ?“, „რა გავაკეთო იათ იძლ შეგ ენ თქვ თ. ნდა წყი რომ მოს ენი თქვ თ ერო გაწ არ წინასწ აქტივობები. როდესაც ბავშვს ნებათ, მოსწყინდება, მაშინვე გეცოდი დ, ვლა ნაც ს ები ყურ მულტფილმების ნ ჩვე . ება ადღ ყურ თ ანო რაზე გადაუტ ვის ენთ თქვ , ობთ ვაზ გთა ბას 73 აქტივო ს იმი თ, სასურველი კი თავად აარჩიე ევთ მიხედვით თუ რა გარემოში გიწ ება თუ იქნ გი კარ ზაფხულის გატარება. თ ები იქნ ენც თქვ ი ყველა აქტივობაშ ორც როგ ს, დრო ამ ბი შვე ჩართული, ბავ და წესი, უფრო ორგანიზებულები ან. არი ები ულ რებ ივი მოტ
1. გამოაცხვეთ ორცხობილები m&m-ისგან (რეცეპტი იხილეთ „ზებრას“ პირველ ნომერში); 2. ერთად შექმენით კრეატიული ფოტოალბომი, ოჯახის წევრების ფოტოებით; 3. გაისეირნეთ პლაჟზე, შეაგროვეთ ლამაზი კენჭები ან ნიჟარები; 4. დაკრიფეთ ხილი; 5. მოიწყვეთ პიკნიკი, თუნდაც ქალაქის რომელიმე პარკში; 6. დაამზადეთ ნაყინი სახლში; 7. ააშენეთ ქვიშის სასახლე; 8. თუ თქვენ ოდესმე მოგიგონიათ ზღაპრები თქვენი შვილისთვის, გადაიტანეთ ფურცელზე და გააკეთეთ ხელნაკეთი წიგნი; 9. დაალაგეთ ეზო; 10. დაამზადეთ „ჰოთდოგები“ გრილზე; 11. ითამაშეთ ქალაქობანა; 56
12. ითამაშეთ ლოტო; 13. გააკეთეთ პიცა; 14. ითამაშეთ წყლით სავსე ბუშტებით; 15. გააკეთეთ ქაღალდის ორიგამი და მორთეთ ოთახი; 16. ისეირნეთ ველოსიპედებით; 17. ინტერვიუ აიღეთ თქვენი ოჯახის ასაკოვანი წევრებისგან, მათი ცხოვრების შესახებ; 18. გააკეთეთ ლიმონათი; 19. გაერთეთ ჩრდილების თეატრით, მოიგონეთ ახალი ფორმები; 20. დათესეთ ბოსტნეული; 21. აიღეთ ქაღალდის ფორმატი და ხატეთ ეზოში; 22. გამოეწყვეთ „პირატების“ ფორმებში და ეძებეთ დამალული განძი; 23. შეიძინეთ სპეციალური საღებავები და მოაწყვეთ სახის მოხატვის დღე; 24. მოაწყვეთ „შტაბი“; 25. წადით მუზეუმში, სადაც არ ხართ ნამყოფი; 26. დაამზადეთ სამკაულები სახლის პირობებში, მაგალითად, მაკარონისგან; 27. აიღეთ რუკა და ერთად აღნიშნეთ ადგილები სადაც მოგზაურობა გინდათ; 28. წადით სასეირნოდ გორგოლაჭებით; 29. შექმენით საოჯახო რეცეპტების წიგნი, თქვენი საყვარელი კერძებით; 30. ჩაატარეთ საზაფხულო ოლიმპიადა სხვადასხვა სპორტის სახეობებში; 31. მოაწყვეთ ცირკი, ჩაიცვით ჯამბაზივით, გამოაწყვეთ შინაური ცხოველებიც; 32. დადგით სპექტაკლი; 33. საღამოს დაანთეთ კოცონი და მოყევით საინტერესო ისტორიები; 34. ითამაშეთ „წრეში ბურთი“;
35. ითამაშეთ „რეზინობანა“; 36. დაკრიფეთ ყვავილები და შექმენით ლამაზი თაიგულები ან გვირგვინები; 37. გააკეთეთ ტკბილი ნუგბარი, მაგალითად, „შოკმანჟე“; 38. გააკეთეთ ქაღალდის გემები და პატარა გასაბერ აუზში მოაწყვეთ შეჯიბრება, ვისი გემი გაასწრებს სულის შებერვით; 39. მოხატეთ ასფალტი ცარცით; 40. ითამაშეთ კლასობანა; 41. გარეცხეთ მანქანა; 42. წადით იპოდრომზე, ისეირნეთ ცხენებით; 43. დაიჭირეთ ციცინათელები, ჩასვით ქილაში, საღამოსკენ გაათავისუფლეთ; 44. მოქსოვეთ, შეკერეთ ან მოქარგეთ ერთად; 45. აირჩიეთ ახლომდებარე ქალაქი და დაგეგმეთ დასათვალირებლად წასვლა; 46. მოიმარჯვეთ ჟურნალები, გაზეთები, სტიკერები, წებო, მაკრატელი და შექმენით აპლიკაციები; 47. ააწყვეთ სხვადასხვა ფორმები კბილის ჩხირებისგან და „ჟელიბონებისგან“; 48. ააწყვეთ ფაზლი; 49. წაიკითხეთ წიგნები; 50. გამოჭერით სხვადასხვა ცხოველები ფერადი ფურცლებისგან; 51. დიდი მუყაოსგან გამოჭერით ზვიგენის ფორმა, ფერადი ფურცლებისგან კი პატარა თევზები და აჭამეთ ზვიგენს; 52. ითამაშეთ თამაში „საიდუმლო აგენტი“, გააბით ბევრი თოკი და ეცადეთ ისე გაძვრეთ, რომ არაფერს შეეხოთ; 53. ბუშტებში ჩაყარეთ ფქვილი, კარგი სათამაშოა მოტორული განვითარებისთვის; 54. იხტუნეთ სახტუნაოთი;
55. გააკეთეთ თიხის ფიგურები; 56. ითამაშეთ დამალობანა; 57. მოაწყვეთ ფრანების ფესტივალი, შეკრიბეთ ბავშვები და გაუშვით ბევრი ფრანი; 58. ითამაშეთ „მონოპოლია“; 59. ითამაშეთ „ორდროშობანა“; 60. წადით ბოულინგ ცენტრში; 61. წადით კარტინგებზე; 62. დაურიგეთ ბავშვებს ტომრები, ჩასვით შიგნით და მოაწყვეთ შეჯიბრი, ვინ გაასწრებს, გამარჯვებულს სიმბოლური პრიზი გადაეცით; 63. დარგეთ ყვავილები; 64. შეავსეთ საბავშვო კროსვორდები; 65. ითამაშეთ ბადმინტონი; 66. დახვრიტეთ პლასტმასის ბოთლი რამდენიმე ადგილას, შეუერთეთ წყლის შლანგი. გამოგივათ სახალისო ფანტანი; 67. გააკეთეთ აკვარიუმი, იყიდეთ თევზები, დაარქვით მათ სახელები; 68. ითამაშეთ ფრენბურთი; 69. გასაბერ აუზში ჩაყარეთ ბევრი სათამაშო და ბადმინტონის ჩოგნით ამოიღეთ, ვინც უფრო მეტს ამოიღებს, გამარჯვებულიც ის არის; 70. იპოვეთ ბრტყელი ქვები და მოხატეთ საღებავებით; 71. ცარცისგან დახატეთ დიდი ლაბირინთი და დაავალეთ ბავშვს გაიყვანოს ლაბირინთში მანქანა; 72. გააკეთეთ გემები საზამთროს კანისგან და აცურავეთ აუზში; 73. ააწყვეთ პლასტმასის ჭიქებისგან სამიზნე და ბურთის სროლით დაშალეთ.
ანკა სტურუა 57
deda, mama da xuTi Svili პროფესიით მხატვარი თაკო გვათუა 37 წლისაა. ამჟამად საკუთარი ბიზნესი აქვს. დატვირთული დღის განრიგის პარალელურად ხუთ შვილს ზრდის. ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა, ერთი და და ერთი ძმა ჰყავს, 58
თუმცა, როგორც ამბობს, ამ ფაქტს, მის გადაწყვეტილებაზე - ბევრი შვილი ჰყოლოდა, გავლენა არ მოუხდენია. ამას არც გეგმავდა. თვლის, რომ ბავშვების რბილი და დამყოლი ხასიათი მათ აღზრდაში ძალიან ეხმარება.
ამდიდრებდა. თვლის, რომ ეს მის ცხოვრებაში მთავარი წარმატებაა. ცდილობს უმიზეზოდ არაფერზე გაუჯავრდეს და თითოეულთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. ხან გამოსდის, ხან - არა. ერთადერთი რასაც ძალიან მკაცრად აკონტროლებს კომპიუტერთან გატარებული დროა. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღ კვებასა და სპორტულ ცხოვრებას. ოჯახს თავისი პატარა ტრადიციებიც აქვს. დასასვენებლად აუცილებლად ერთად მიდიან - დედა, მამა და ხუთი შვილი. მაქსიმალურად ცდილობენ ყოველთვის ერთად ისადილონ. ეკლესიაში ერთად სიარულიც მათი ოჯახის ტრადიციაა. კითხვა, ხატვა, ძერწვა, ცეკვა ბავშვების მთავარი გატაცებაა და როგორც თაკო ამბობს, კარგადაც გამოსდით. „თბილი ბავშვები არიან, თუმცა ხშირად კამათობენ. პატარპატარა ომების გადატანაც გვიწევს ხოლმე“, – გვიყვება თაკო. მამასთან ურთიერთობა ბავშვებისთვის ცალკე რიტუალია. თაკოს თქმით, ბავშვებს მამა დედაზე მეტად უყვართ, რადგან მოსიყვარულე, თბილი და უკონფლიქტო ადამიანია, ბავშვებიც იგივე გრძნობით პასუხობენ.
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, პირველ შვილზე ვეკითხებით. ამბობს, რომ იმ დროს თავადაც ბავშვი იყო, თუმცა ყოველი შვილის დაბადება უამრავი დადებითი ემოციითა და შეგრძნებებით
ოჯახური ცხოვრების წარმატების თაკოსეული რეცეპტით დავინტერესდით – „მთავარი ოჯახის წევრების სულიერი მდგომარეობაა, რაც მის სიმყარეს განაპირობებს. განათლება და მშვიდი გარემოც დიდ როლს თამაშობს“. 59
უყვარს მანქანები და ექიმობაზე ოცნებობს.
60
ყველაზე მეტად კომპიუტერული თამაშებით ერთობა და მანქანების დიზაინერობაზე ოცნებობს. მთელ თავისუფალ დროს ეზოში, მეგობრებთან ერთად ატარებს.
წიგნები, ბალეტი და ძერწვა მისი მთავარი გატაცებაა.
მასაც დასავით ბალეტი, ხატვა და ძერწვა მოსწონს.
ჯერ პატარაა და მხოლოდ სათამაშოებით ერთობა.
მეკო ასათიანი 61
portreti
ekologia da bavSvebi 62
ბუნების სწორად და რაციონალურად გამოყენება, ზრუნვა იმაზე, რომ მეტისმეტად არ გავაჩანაგოთ და გავანადგუროთ იგი და ჩვენს შთამომავლობას უნაყოფო, უდაბური, ადამიანებისთვის გამოუყენებელი სივრცე არ დავუტოვოთ, სადღეისოდ ყველა ჩვენგანისთვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. დიდი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რა დიდი სიმდიდრეა ადამიანისთვის მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. რაც უფრო მეტია ამქვეყნად მცენარეულობა, ტყე და მდელო, ბაღი და ვენახი, ყანა და სათიბი, ცხოველები და ფრინველები, მით მდიდარია ქვეყანა, ბედნიერი არიან ადამიანები, რომელთაც ბუნებით მრავალფეროვან და მდიდარ ადგილებში უხდებათ ცხოვრება. სწორედ ამიტომ ბრძოლა ბუნების სილამაზის, მისი მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ადამიანთა სასიცოცხლო ინტერესებითაა განპირობებული და, აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ბავშვებში გარემოსადმი მზრუნველი, ყურადღებიანი დამოკიდებულების აღზრდა, ბუნების დაცვისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო ეკოლოგიური ცოდნისა და ჩვევების გაფართოება. ბავშვებში ბუნებისადმი გონივრული დამოკიდებულების გამომუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს. ცნობილია, რომ მოზარდები ადრეული ასაკიდან იჩენენ ინტერესს უახლოეს საგნებსა და მოვლენებზე, ხედავენ რა ბუნებაში მიმდინარე მარტივ
პროცესებს, უჩნდებათ კითხვა, რა არის ეს? ამისთვის საჭიროა ყველა მშობელს ჰქონდეს სავალდებულო ცოდნის მინიმუმი, რათა დააკმაყოფილოს მოზარდის ცნობისმოყვარეობა და აუხსნას, რა როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში: ჰაერი, წყალი, მწვანე საფარი, ცხოველები, ფრინველები. განუმარტოს რა დიდი სიკეთე მოაქვს დედაბუნებას ადამიანისთვის. ჩვენი მთა-ბარი და მომხიბლავი ბაღნარები, ხომ ახარებენ და ატკბობენ ადამინის გულს, სუფთა ჰაერი კი აკაჟებს ორგანიზმს, ტყეები ინახავენ ცხოველთა სამყაროს, დაშრობისგან, იცავენ თევზებით მდიდარ ანკარა წყაროებსა და მდინარეებს, ბუნების სიკეთე ხომ განუზომელია, ამიტომ ადამიანები 63
portreti
თვალის ჩინივით უნდა უფრთხილდებოდნენ მშობლიურ ფლორასა და ფაუნას, რადგან შეიძლება დედაბუნება ადამიანის მომხმარებლური დამოკიდებულებისა და არაგონივრული მოქმედების შედეგად განიავდეს. მშობელი ვალდებულია ჩაუნერგოს ბავშვებს გარემომცველი სამყაროსადმი სიყვარული და ბუნების მოვლა-დაცვის პირველადი ჩვევები. ბავშვებში ეკოლოგიური კულტურის აღზრდა მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მოვახდენთ გეგმაზომიერ, მიზანმიმართულ ზემოქმედებას და ვაჩვენებთ ბუნებასთან გონივრული დამოკიდებულების მაგალითებს. ბუნებასთან ურთიერთობის პირველ დაწყებით ანბანს ბავშვი ოჯახში იღებს, ბუნებრივია, პირველ რიგში, მშობელმა პირადი მაგალითით უნდა ჩაუნერგოს შვილებს ბუნების სიყვარული და მისადმი სათუთი დამოკიდებულების ჩვევები. მოზარდები, როცა მშობლისგან იღებენ ბუნებასთან ურთიერთობის კეთილსასურველი ქცევის მაგალითებს, ისინი სიყვარულს იჩენენ დედაბუნების, 64
მცენარეული საფარის, ცხოველებისა და საერთოდ, ცოცხალი არსებების მიმართ. ზრუნავენ ბუნების დაცვაზე და შეურიგებელნი არიან იმათ მიმარ, ვინც აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანის არსებობას დედამიწაზე. დედაბუნებისადმი სიყვარულის აღზრდის მიზნით, მშობლების პირად მაგალითებთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდებისთვის რჩევა-დარიგებას, ახსნა-განმარტებას, რადგან შთამაგონებელი სიტყვების მეშვეობით შესაძლებელია უამრავი სიკეთე შეათვისებინო შვილებს. მშობლის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ზოგიერთი მოზარდის გადაჩვევა ისეთ მავნე საქციელის ჩადენისგან, რომელსაც ძალუძს მწვანე ნარგავების განადგურება, ადგილსამყოფელის დანაგვიანება, ცელქობაონავრობის დროს ცხოველებისა და ფრინველების მიმართ უხეში, გულგრილი დამოკიდებულება, წვალება და გაჟლეტვა. ტყეში ტოტების დამტვრევა, დაუდევრობით ხანძრის გაჩენა და სხვა.
მშობელმა უნდა აუხსნას, განუმარტოს, დამაჯერებელი არგუმენტებით გააგებინოს რა დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში გარემომცველი სამყარო. გააცნობიერებინოს, რომ ის დიდი სიკეთე, რომელსაც ბუნება იძლევა, შეუძლებელია ადამიანმა უმოწყალოდ გაანიავოს. ბუნება ხომ ჯანმრთელობის წყაროა, ამიტომ უნდა მოვუფრთხილდეთ და არ წავბილწოთ იგი. მშობლებმა მიზანმიმართული აღმზრდელობითი მუშაობით უნდა შეძლონ ბავშვებში ბუნებისადმი სიყვარულის გრძნობის გამომუშავება. მათ მოზარდებს ნაბიჯნაბიჯ უნდა გააცნონ დედაბუნება და აქტიურად ჩააბან გარემოს დაცვის საქმეში. მაგალითად, ბევრ ოჯახში მშობლები წარმატებით წყვეტენ მოზარდებში ბუნების სიყვარულის ჩანერგვის ამოცანას: აქვთ ცოცხალი ბუნების კუთხე, ჰყავთ ჩიტები, შინაური ფრინველები და ცხოველები, აკვარიუმი, რომელთა მოვლა-პატრონობაში მოზარდებს აქტიურად აბამენ. მოზარდმა, რომ დაიცვას ბუნება, გამოიჩინოს მისადმი მზრუნველი დამოკიდებულება, აუცილებელია, ასაკის შესაბამისად, ჩავრთოდ შრომით საქმინობაში. ამით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება, რომ ღრმად ჩაწვდნენ ისინი ბუნების საიდუმლოებას. მოზარდები, რომლებიც საოჯახო შრომაში მონაწილეობის მეშვეობით აქტიურად არიან ჩაბმული ცხოველებისა და ფრინველების მოვლა-პატრონობაში, მზრუნველობას იჩენენ მათ მიმართ, ეთამაშებიან, ეალერსებიან უმწეო ცხოველებს, ზრუნავენ მათ გამოკვებაზე, მზრუნველობით ეპყრობიან არა მარტო ადამიანებსა და ბუნებას, არამედ, ავლენენ მაღალზნეობრივ თვისებებს, როგორიცაა ზომიერება, დაჩაგრულის დახმარება და სხვა.
ბავშვებში გარემოსადმი მზრუნველი, ყურადღებიანი დამოკიდებულების აღზრდის ერთ-ერთ ნაცად გზად არის მიჩნეული მოზარდისთვის რაიმე დავალების მიცემა. მცენარის დარგვა, მოვლა (თითეულმა რომ დარგოს 1-2 ხე, სიძნელეს არ წარმოადგენს), გარემოს გამწვანებაში მონაწილეობა. ფრინველებისა და ცხოველებისათვის ყურადღების მიქცევა (ფრინველებისათვის ბუდის გაკეთება, ზამთარში მათთვის საკვების მოპოვებაში დახმარება) და სხვა. კარგად მოფიქრებული საოჯახო დავალებები, სასწავლო ფუნქციასთან ერთად, სააღმზრდელო ზემოქმედებას ახდენს ბავშვზე. ეს კი აფართოებს მოზარდის აზროვნების სფეროს, აყვარებს ბუნებას, უმუშავებს შეურიგებლობის გრძნობას მათ მიმართ, ვინც წამლავს წყალს, ანადგურებს ხის ბინადართ, კლავს ცხოველებს, ჩეხავს ტყეებს. ბავშვები მეტი პატივისცემით და მორიდებით ექცევიან, როგორც ბუნებას, ასევე პატივისცემას იჩენენ სხვისი შრომის მიმართ. ეკოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა ჩხარტიშვილი 65
elenes da ivas
sivrce
თუ თქვენ ორი შვილი გყავთ, თან გოგო და ბიჭი და გსურთ ორივესთვის მოსახერხებელი სივრცე შექმნათ, შევეცდები ჩემი მეგობრის შვილების ოთახის მაგალითზე პატარ-პატარა რჩევები მოგცეთ. 2
ეს ოთახი 12მ -ია, ვეცადე ამ პატარა სივრცეში ივას და ელენეს ჰქონოდათ თავიანთი კუთხე და ოთახი ორივესთვის მისაღები ყოფილიყო. ნეიტრალური ფერი და რამდენიმე დეტალი მიზნის მიღწევაში დამეხმარა. ივასთვის შევქმენი ორ-სართულიანი საწოლი, რომლის გვერდითაც დამატებითი პატარა სათამაშო ადგილი მოვაწყვე, ასასვლელი კიბე, მეორე მხრიდან, ელენეს თაროებისთვის გამოვიყენე.
66
საერთო სივრცეში ორი კარადაა, რომელსაც ცარცის დაფა ყოფს. ცარცის დაფისთვის საჭიროა სპეციალური საღებავი, რომლის მომზადებაც სახლშიც მარტივია. მასალა: 1 ჭიქა შავი საღებავი; 3 ს.კ ცივი წყალი; 1/2 ჭიქა სოდა. ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და შეღებეთ ხის ზედაპირი. 1 დღე გააშრეთ და დაფა მზადაა.
s e n e el e c r v si
ელენეს კუთხე მოწყობილია ოთახის პირველ დონეზე ელენეს სათამაშო კუთხე მეორე სართულის ქვევით,
67
ivas sivrce
ივას კუთხე მოწყობილია ოთახის მეორე დონეზე, რომელიც ხელოვნურად შევქმენი, ოთახის პატარა ზომის გამო
დამატებითი სათამაშო ადგილი 68
ყველა ბავშვს სჭირდება საკუთარი კუთხე, ეს აუცილებელია მათი განვითარებისთვის. თუ არ გაქვთ მათთვის კუთხის მოწყობის საშუალება შეეცადეთ გამოყოთ ერთი პატარა მაგიდა ან სათამაშოების ყუთი, რომელსაც ბავშვი საკუთარ სივრცედ აღიქვამს.
ეკატერინე ჩხეიძე
69
patara sirinozi ოკეანის ფერები და მეზღვაურის პრინტი ამ სეზონზე მთავარი ტენდენციაა თქვენი პატარა გოგონას გარდერობისთვის.
ნინო ჟღენტი 70
vitamini C
C
C
ამ ზაფხულში ბიჭის გარდერობში მცხუნვარე ყვითელი ფერი ყველაზე ტენდენციურია. ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი მოდას კიდევ უფრო მხირულს, ზაფხულს კი უფრო ფერადს ხდის.
C
C ნინო ჟღენტი 71
princesa muxudos marcvalze proeqtis avtori: irina sayvareliZe fotoze: barbare SaraSiZe 72
73
74
Gift Guide 1-3 wlamde
ასაწყობი ბლოკები რომლიც ბავშვის გონებრივ განვითარებას და აზროვნებას უწყობს ხელს
ი ალურ მუსიკ და მაგი
წიგნი ნამდვილად საუკეთესო ბისთვის საჩუქარია ბავშვე
საბავშვო დოლი
კარავი ბავშვებისთვის რომელშიც კარგად თამაშობენ
კინეტიკუ რი ქვიშა საუკეთეს ოა ბავშვი ს გართობის თვის უკვე ნ ბავშვი 1 წლიდა ყებს ი ებლად წ დამუკიდ ას, ეს ჭიქები ალევ ელია წყლის დ სახერხებ ო მ ნ ა ი ძალ
პირველი ალბომი პირველი ნაბიჯების აღსაბეჭდათ
ხის კუბები
აბაზანაში სახატავი საღებავი, რომელიც მარტივად ირეცხება ნინო ჟღენტი
75
5 wuTi
ani cincqilaZesTan erTad 76
5 wuTi
maSo da biko kalandaZeebi
ტყუპები ექოსკოპიაზე და პირველი ემოცია სულ მინდოდა ტყუპები. პირველად რომ მივედი ექოსკოპიაზე სქესის გასაგებად და ტყუპები დავინახე, სიხარულისგან გიჟივით ვიცინოდი. სახელები სახელები მე და ჩემმა ქმარმა შევურჩიეთ, ბიკო და მაშო. ტყუპები და მათი აღზრდა ტყუპების აღზრდაც და გაზრდაც ძალიან რთულია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ორი სხვადასხვა სქესის, აბსოლუტურად განსხვავებული ბავშვი გყავს სახლში და ახალბედა დედა ხარ, სრულიად გამოუცდელი. ერთი ჩვეულებრივი დღე ჩვენი ერთი ჩვეულებრივი დღე დილას ძალიან ადრე იწყება. ბავშვები დგებიან
და სკოლაში წასასვლელად ემზადებიან, მე და ჩემი მეუღლე ჩვენს საქმეებზე მივდივართ. ბიკო და მაშო სკოლის მერე დაკავებულები არიან, საღამომდე სხვადასხვა გაკვეთილებზე და წრეებზე დადიან. საღამოს სახლში მთელი ოჯახი ერთად ვთამაშობთ, ვუყურებთ ფილმებს, მულტფილმებს და ერთად ვატარებთ დროს. ადგილი, სადაც ყველაზე ხშირად ატარებთ დროს ხშირად დავდივართ ერთად სხვადასხვა პარკებში და კინოში. ტყუპების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი ძალიან უყვართ ერთმანეთი, როცა ისე ხდება, რომ რომელიმე სახლში არ არის, ასჯერ კითხულობენ, როდის მოვა და სად არის ამდენი ხანი. 77
5 wuTi
ამავდროულად, ყოველი დილა იწყება კამათით, ვერასდროს ვერ იყოფენ ვერაფერს. მაშკა: მაჩხუბარაა, საყვარელი, ბუთხუზა, გაბერილი ლოყებით, სასაცილო, ძალიან მესაყვარლება. ბიკო: წვრილი, მორცხვი, ყველაფრის რცხვენია, სასაცილო გოგოა და საყვარელი. OP ბრენდები ბავშვებისთვის მაშკას პატარაობიდანვე მე ვუკერავ ხოლმე ტანსაცმელს. ბიკო სპორტულ ტანსაცმელს ანიჭებს უპირატესობას, მაგალითად, NIKE-ს, ADIDAS-ს. საუკეთესო სათამაშო ბიკოსთვის ყველაზე გასახარი სათამაშო, რაც კი მიყიდია, იყო Trash-ი, ასე ჰქვია მგონი, თავისი დეტალები და მანქანები მოჰყვება. მაშკას ჰყავს პონი 78
თავისი მთლიანი აღჭურვილობით. საუკეთესო ადგილი ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ჩემთვის საუკეთესო ადგილი არის ზღვა, მაგრამ ბავშვებთან ერთად ყველაზე კარგად აბასთუმანში დავისვენეთ. აღზრდის მეთოდები ყოველთვის ვცდილობ, რომ დავაბალანსო მათთან ურთიერთობა. ბიკოს რის უფლებასაც ვაძლევ, აუცილებლად მაშოსაც მივცემ იმის უფლებას, რადგან ერთს რომ ავუკრძალო, ნაწყენი დარჩება. ძალიან ძნელია, მაგრამ ვცდილობ, რომ ლოიალური ვიყო და იცოდნენ ბავშვებმა რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, რის გამო იღებენ შენიშვნას, რადგან მეორეჯერ იგივე არ გააკეთონ. ვცდილობ ადრე გაიღვიძონ და ადრე დაიძინონ, ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა.
5 wuTi მამის როლი მამა ყველაზე მეტად ბიკოს ფეხბურთითაა დაკავებული, სხვა მხრივ ყველაფერს ვინაწილებთ. შენი სტილი 3 სიტყვით რამდენიმე სტილი ერთად შერწყმული. თავის მოვლის პროდუქცია, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ ერთ კონკრეტულს ვერ დავასახელებ, რადგან ყოველთვის ვცვლი სუნამოსაც, კოსმეტიკასაც და თავის მოვლის ყველანაირ საშუალებას. დედობა და სამსახური ყოველთვის ვცდილობ, რომ ბავშვებმა ვერ იგრძნონ ჩემი გადატვირთული გრაფიკი და ჩემი თავისუფალი დრო მათ დავუთმო. ხშირად ჩემს საქმეებზეც კი დამყავს ხოლმე, რომ მათთან უფრო მეტი დრო გავატარო.
საყვარელი ოთახი შენს სახლში ჩემი საძინებელი. ფრაზა, რომელიც შენი ცხოვრების კრედოა რასაც არ ეშველება, იმაზე ნერვიულობა არ ღირს. Online Shopping დიდად არ ვარ online shopping-ის მომხმარებელი, მაგრამ ძალიან მომწონს More Is Love და Amazon. ტექნიკა, რომლის გარეშეც ვერ ცხოვრობ 21-ე საუკუნეში, ალბათ, ტელეფონის გარეშე ყოფნა უკვე ყველასთვის წარმოუდგენელია, ამიტომ ვიტყვი, რომ Iphone-ის გარეშე ვერ გავძლებ. TANI - Tsintskiladze Ani რისთვის ვქმნით ტანსაცმელს, პირველ რიგში სხეულისთვის. მარიამ ფერაძე
რჩევა ტყუპების ახალბედა დედებს
პირველ რიგში, გირჩევთ, რომ მოემზადეთ ყველაზე დიდი სიხარულისთვის და მხიარულებისთვის. იყავით მომთმენები, ორი ბავშვის ერთდროულად აღზრდა ძალიან რთულია. პირველ რიგში, თქვენ დაიცავით წესები, რომ მათ მოგბაძონ და მაგალითი თქვენგან აიღონ. რომ არ იჩხუბონ, ორივეს ყოველთვის ერთნაირი სათამაშო უყიდეთ და ორივეს საკუთარი.
79
metyvelebis etapebi მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია, როდესაც შვილი ლაპარაკს იწყებს, როდესაც ის პირველ სიტყვას ამბობს. ჩვენ გვგონია, რომ ეს ბუნებრივად ხდება და ნორმალური პროცესია, თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა. ბავშვი განვითარების ძალიან ბევრ ეტაპს გადის, სანამ პირველ სიტყვას იტყოდეს. 6 თვის ასაკისთვის, ბავშვს აქვს უნარი გაარჩიოს მშობლიური ენის ძირითადი ბგერები. პირველი სამი წლის მანძილზე ბავშვები ყველაზე აქტიურად ითვისებენ ენას, ეს არის დრო, როდესაც ტვინი ვითარდება. ბავშვების მეტყველების განვითარება ინდივიდუალურია, თუმცა 80
არსებობს გარკვეული ინსტრუქციები, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენად სწორად ვითარდება თქვენი შვილის მეტყველების უნარები. ჩვენ ამ ინსტრუქციებს გთავაზობთ. 12 - 17 თვე - ბავშვი ცდილობს მარტივი სიტყვების წარმოთქმას - ამბობს 2-3 სიტყვას, რომელიც აღნიშნავს პიროვნებას ან ნივთს - მიგვითითებს ნივთებისა და სურათებისკენ - არავერბალურად პასუხობს მარტივ კითხვებს თავის ან ხელის დაქნევით.
18 - 23 თვე - მოსწონს მარტივი ზღაპრები, სიმღერები, რითმები - იმეორებს თქვენს სიტყვებს და საქციელებს - შეუძლია როლური თამაშები (თოჯინის კვება) - მიჰყვება მარტივ ინსტრუქციას (გააგორე ბურთი) - ესმის მარტივი კითხვები (სად არის შენი ბოთლი?) - იცის სხეულის რამდენიმე ნაწილი და გვიჩვენებს, როდესაც ვეკითხებით - ამბობს 8-15 სიტყვას, თუმცა შესაძლოა არც ისე გასაგებად - ითხოვს საკვებს, თან ასახელებს - გამოსცემს ცხოველების ხმებს - ცდილობს ორი სიტყვის შეერთებას - აქვს საკუთრების შეგრძნება. 24 თვე - აქვს 50-დან 250 სიტყვამდე მარაგი - შეუძლია დაასახელოს ნივთები, როდესაც სთხოვთ - იყენებს 2-3 სიტყვიან ფრაზებს - საუბრობს მშობლებისთვის გასაგებად - პასუხობს მარტივ შეკითხვებს - იცის ისეთი აღწერითი სიტყვების შინაარსი, მაგალითად, როგორიცაა „დიდი“ და „ბედნიერი“ - თანდათანობით სწავლობს კონცენტრაციას - მოსწონს თვლა და სიმღერა - კარგად იმახსოვრებს დეტალებს.
- მოსწონს ლექსები - შეუძლია თავისი სახელის, სქესის და ასაკის თქმა - შეუძლია დღის აქტივობებზე საუბარი - შეუძლია უპასუხოს უფრო რთულ შეკითხვებს : „რას აკეთებ, როდესაც გშია?“ - აქვს დროის შეგრძნება - იცის რამდენიმე ციფრი და ფერი - არის ინტერესიანი - ეს ის დროა, როდესაც მათი აზროვნება ელვის სისწრაფით ვითარდება. რჩევები - სულ ესაუბრეთ, აღწერეთ რას აკეთებთ, სხვები რას აკეთებენ - დაუსვით კითხვა იმის შესახებ რაც ნახეს ან გაიგონეს - ეთამაშეთ როლური თამაშები - ერთი და იგივე სიტყვა რამდენჯერმე გაუმეორეთ სხვადასხვა კონტექსტში - წაუკითხეთ, წაუკითხეთ, წაუკითხეთ - უმღერეთ - ასწავლეთ მარტივი მოქმედებების გამეორება, მაგალითად, ტაშის დაკვრა - ასწავლეთ ცხოველების ხმები - 2 წლამდე ბავშვი საერთოდ არ უნდა ატარებდეს დროს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან - 2 წლის შემდეგ ეს დრო ძალიან შეზღუდული უნდა ჰქონდეთ - საუბრის დროს ეცადეთ შეინარჩუნოთ თვალებით კონტაქტი. ანკა სტურუა
36 თვე - შესაძლოა მარაგში 900-მდე სიტყვა ჰქონდეს - იყენებს 4-6 სიტყვიან ფრაზებს - შეუძლია წინადადების გამეორება - მისი უცხოებსაც ესმით - შეუძლია ახსნას ისეთი საგნების დანიშნულება, როგორებიცაა ჩანგალი ან მანქანა 81
Cveni arCevani
საცხი - Academie ატენიანებს, აღადგენს და ტონუსს მატებს კანს თვალების გარშემო. ასტიმულირებს წამწამების ზრდასაც.
თვალის ჩრდილი - Chanel Les 4 Ombres ნაზი და გამძლე ტექსტურა, ადვილად წასასმელია.
ტუჩსაცხი - Chanel Rouge Coco Shine - ბალზამისებური ტექსტურა ტუჩთან შეხებისას თითქოსდა დნება. მარტივად წასასმელია და გამძლე.
ტონალური ბაზა - Make up for ever Face & Body - მსუბუქი ტონალური, გამჭვირვალე დაფარვა. შედგება 80% წყლისგან.
პუდრი - Givenchy Prisme Libre - პუდრი ბუნებრივად ფარავს თქვენს კანს, ძალიან ნაზი და ჰაეროვანია. პუდრი - Make Up For Ever HD POWDER გამჭვირვალე პუდრი საუკეთესოა სახის თანაბარი დაფარვისთვის. წასმის შემდეგ კანი აბრეშუმივით ბზინავს.
82
საცხი Embryolisse lait creme concentre არბილებს და ატენიანებს კანს, საუკეთესოა მაკიაჟისთვის კანის მოსამზადებლად.