sarCevi IN FOCUS
გვ.
10 10 ქალაქობანა 14 თბილისი - ქალაქი, რომელიც გიყვარს 22 მე მიყვარს თბილისი 26 აბასთუმანი SOS 38 ვერაგი ვირუსის დაძლევის შტრიხები გვ. 48 ქალაქის მიწისქვეშა ბილიკები 26 54 მედ-service ქართულად 60 (ჩემი დედა)ქალაქი რეპორტაჟი
გვ.
ეგვიპტე, შარმ ელ შეიხი და ბევრი 67 სხვა რამ
ტრენდი „ნატახტარი“ - ბიზნესის 84 ფონდი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები საუკეთესო ბარმენს 88 Finlandia ლაპლანდიაში გაამგზავრებს
გვ.
38
22
Business loan 255 00 00
*50 50
www.KSB.ge
გასტრონომია
გვ.
98
98
„ტაბლა“ – ქართული რესტორნის გემრიელი ხიბლი
102
ქართულ სოფლის მეურნეობას მომავალი აქვს
- ტური PUBLIC COFFEE - ში
106 110 პროექტის მენეჯერი: მაიკო წერეთელი მთავარი რედაქტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე ნომერზე მუშაობდნენ: ნესტან ნენე კვინიკაძე ირმა კახურაშვილი მაკა ბიბილაშვილი ბაჩო კვირტია გიორგი კეკელიძე გაგა ლომიძე თეკლა იორდანიშვილი სტილისტი: გაგა ლომიძე დიზაინი: ქეთი დარჩია ფოტო: ზვიად ნიკოლაიშვილი გოგა ჩანადირი რეკლამის მენეჯერი: ნათია მაისურაძე შპს „ფოკუსი“ მელიქიშვილის №1 ტელ: 229 59 19 E-mail: info@focus.ge www.focus.ge
პრეს-ტური PUBLIC COFFEE-ში კულინარიული აკორდები
ჯანმრთელობა და სილამაზე
114
ფრანგული შარმი Dessange-სგან
STOP კადრი
120
Caucasus Freeride Cup
122
ორჰან ფამუქი თბილისში
124
LA PANTHERE „კარტიესგან“
126
გალერეა „ივერიის“ გახსნა სასტუმრო
8 მარტი Signature Blonde
128
„რადისონ ბლუ ივერიაში“
გვ.
110 გვ.
108
თებერვალი – მარტი 2014 №66
ფაზლი – თბილისი ავტორი: ნესტან - ნენე კვინიკაძე ერთ დროს, ამ ქალაქს შეფარებული, რევოლუციებს გამოქცეული ათასობით არტისტის მიერ კაფეებზე მიხატულ ფარშევანგის კუდებს პულვერიზატორით მიწერილი 2 Pac უნდა მიამაგრო; პირველი სართულების ფანჯრიდან გამოსულ ნედლი ყავის სუნს – აბრეშუმის მუზეუმი.
„ჰამლეტის“ პრემიერაზე თავმოყრილ, კოხტად ჩაცმულ ხელოვანებს – მათივე sms-ები; ქრისტიანულ აღმოსავლეთს იბერიული და კოლხური კულტურების გადაკვეთა დაუმატე, კავკასიურ გავლენას – ევროპული შტრიხები. პოსტსაბჭოთა კიჩებს – გარეუბნებს, მოუხეშავ კონსტრუქციებს – იტალიური ეზოების გახსნილობა.
ჩაიხანებში წვერმოშვებული მამაკაცები დარიჩინიან ჩაის სვამენ, მათ გვერდით ულტრათანამედროვე კაფეში მოკალათებული თინეიჯერები დასვი – სტოიკურები, ლამაზები.
და თუ ოდესმე აეწყობოდა ფაზლი „თბილისი“, ეს, ალბათ, მაინც ფიროსმანის ნახატი იქნებოდა: ფანტასტიკური ფერით, სევდიანი ფაბულით და ქვეცნობიერი ამბოხით. ამ ქალაქში, 2014 წლის 17 იანვარს, ჩემი ტყუპი ბიჭები დაიბადნენ, რომლებსაც უფროსმა ძმამ ძუძუმწოვარი ანგელოზები დაარქვა.
ომების ტელეარქივს გვერდით მშვიდობის დროს ერთად ჩადენილი ცოდვების აუდიოთეკა დაუყენეთ;
6
www.focustv.ge
IN FOCUS თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS 10 ქალაქობანა 14 თბილისი - ქალაქი, რომელიც გიყვარს 22 მე მიყვარს თბილისი 26 აბასთუმანი SOS 38 ვერაგი ვირუსის დაძლევის შტრიხები 48 ქალაქის მიწისქვეშა ბილიკები 54 მედ-service ქართულად 60 (ჩემი დედა)ქალაქი
8
www.focustv.ge
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
ქალაქობანა ,,დავით სთქვი იყავნ ქალაქნი და აღმოცენდნენ ქალაქნი“ ავტორი: გიორგი კეკელიძე ასეც იყო: ქალაქი ადრე ბევრი ელექტრონათურა მეგონა, ერთად თავმოყრილი. კიდევ ჩემი დეიდაშვილების ბინა, სადაც ზაფხულობით ჩავყავდი დედაჩემს. ჩემ ცხოვრებაში პირიქით ხდებოდა – სხვები თუ სოფლად ჩამოდიოდნენ დასასვენებლად, მე პირიქით – ქალაქში მივდიოდი მთელი ერთ თვით. იქ კინო იყო. სხვადასახვანაირი ნაყინიც. და ბევრი მანქანა. აი, ზემოთ ნახსენები ელ-ენერგიაც – მართალია ლიმიტირებულად, მაგრამ მაინც. მოკლედ სხვა ამბები მხვდებოდა. და ძალიანაც მიხაროდა. და მიყვარდა. ისე ,,სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“ – ის შესანიშნავი ადგილიც ქალაქად მოიხსენიება, მაგრამ როგორც ქართული ურბანული ცენტრების უმეტესობა, რაღაც გარდამავალი უფრო ეთქმის. მე, სიმართლე გითხრათ, გრანდიოზული პოლისების მოტრფიალე ვარ – გასაგები ამბავია, რაც შენთან არ არის, ის გესურვილება სულ –
ცნობილი მოდელია, გნებავთ კომპლექსი. ისიც კომპლექსია – ოზურგეთი, რაღაც გარდამავალია-მეთქი რომ დავწერე. მაგრამ ცხადია, სიტყვა ქალაქი – არც უზარმაზარი შენობების გროვას ნიშნავს
10
ჩემ ცხოვრებაში პირიქით ხდებოდა – სხვები თუ სოფლად ჩამოდიოდნენ დასასვენებელად, მე პირიქით – ქალაქში მივდიოდი. მთელი ერთ თვით
www.focustv.ge
ქალაქი სხვა რამეა. არა, ,,თბილისი იყო ურთიერთობა“-მდე არ მივდივარ, ნუ დაფრთხით. ურთიერთობა ყველგანაა. ქალაქი კი... და არც დაბალი სახლები გამორიცხავს მის არსებობას (ბოლო-ბოლო, მიუნხენში ვწერ ამ წერილს, ზომიერი არქიტექტურის მსოფლიო ცენტრში). ქალაქი სხვა რამეა. არა, ,,თბილისი იყო ურთიერთობა“-მდე არ მივდივარ, ნუ დაფრთხით. ურთიერთობა ყველგანაა. ქალაქი კი... ქალაქი კი, აი, ვთქვათ იოსებ გრიშაშვილის ,,ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემაა“. ქალაქი ნიშნავს – იეთიმ გურჯს, ჭავჭავაძიანთ ქალს, ბარათაშვილს, საიათნოვას, კინტო – ყარაჩოღელებს, დიმიტრი ყიფიანს. ანუ ძალიან ბევრ რამეს ერთად. აქ აღარ მინდა ცნობილ ,,ერთ ქუჩაზე რომ მეჩეთიცაა, სინაგოგაც და ტაძარიც“ ვისაუბრო – სხვა, უახლოესი, სრულიად არაშემწყნარებლური ამბების ასოციაცებს მიგვაჯაჭვავს, ტოლერანტობის ამბავს რომ საეჭვოს ხდის. ქალაქი არის სიჭრელე. სრული, თავდავიწყებული სიჭრელე. თუ გნებავთ - სიფერადეც, მაგრამ უფრო ვულგარული სიტყვა ჯობს. ქალაქი ვულგარიზმსაც ნიშნავს. სიცივესაც.
www.focustv.ge
11
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
ფლეგმატიზმსაც. ბევრ უცხოსაც ერთად, ერთ დიდ ოთახში სხვადასხვა საქმით, სურვილით, მიდრეკილებით და ა.შ. ამ უკანასკნელის უკეთ აღსაქმელად დაძებნეთ ზბიგნევ რიბჟინსკის ტანგო, 10 წუთიანი ფილმია – დროს არ წაგართმევთ. სიტყვაზე გამახსენდა, ქალაქი დროის მუდმივი ნაკლებობაა. შესაბამისად, სიკვდილის დავიწყებასაც ნიშნავს – დრო არ გრჩება, მასზე იფიქრო. სულ ცოცხალი ხარ. გაძალებს სიცოცხლეს. დიახ, ქალაქი სიცოცხლის დაძალებაა და ამით ტკბობა. მაზოხიზმია. სადიზმია. მაგრამ მაგარი რამეა, განუმეორებელი და მარადიული.
და ეს ყველაფერი ქმნის რომანს. არა, სასიყვარულოს არ ვგულისხმობ. ამასაც, ცხადია. მაგრამ ამ შემთხვევაში ლიტერატურის ჟანრზე გესაუბრებით. დიახ, უმცირესი გამონაკლისების გარდა (ალბათ ე.წ. მაგიური რეალიზმის რამდენიმე ტექსტი) რომანს ქალაქი ქმნის. მისი პროდუქტია. ჩვენ ქალაქების სიმრავლეს ვუჩივით. და კარგი რომანებისაც. ასე რომ, მე ორმაგად ქალაქისტი ვარ. მოვინდომოთ, შევქმნათ ქალაქები (და არა თავკომბალა ქვეყანა, სადაც ყველაფერი ერთ წერტილშია თავმოყრილი) და ქალაქები შობენ რომანებს. ჩვენ ხომ გვიყვარს კარგი ლიტერატურა.
12
www.focustv.ge
IN FOCUS
თბილისი ქალაქი, რომელიც გიყვარს Rating: 8,4
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
ავტორი: მაკა ბიბილაშვილი ფრანგი კინოპროდიუსერის, ემანუელ ბენბიჰის კინოალმანახების სერიას - „სიყვარულის ქალაქები“ (Cities of Love), პარიზისა და ნიუ იორკის შემდეგ თბილისი დაემატა. ფრენჩაიზის სერია 2006 წელს, პარიზზე გადაღებული ფილმით - „პარიზო, მე შენ მიყვარხარ“ (Paris, je t‘aime) დაიწყო. ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა. მასში თავმოყრილია ოცდაორი რეჟისორის (მათ შორის: ეთან და ჯოელ კოენების, გას ვან სენტის, ალფონსო კუარონის, უალტერ სალესის) თვრამეტი კინონოველა ცნობილი ევროპელი და ამერიკელი მსახიობების: ნატალი პორტმანის, ჟერარ დეპარდიეს, ჟულიეტ ბინოშის, უილიამ დეფოს, ნიკ ნოლტის, ფანი არდანის, ელაიჯა ვუდისა და სხვათა მონაწილეობით; პარიზს 2009 წელს ნიუ იორკი მოჰყვა თერთმეტი კინონოველითა და ასევე ცნობილი ვარსკვლავებით; 2014 წელს შედგება რიო დე ჟანეიროზე გადაღებული ფილმის პრემიერა. გეგმაშია ფილმები შანხაისა და იერუსალიმზე. 2011 წლის მაისში თბილისში ამერიკელი მსახიობი მალკოლმ მაკდაუელი ჩამოვიდა. ცნობილი გახდა, რომ მას მოკლემეტრაჟიან ფილმში ამერიკაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ნიკა აგიაშვილი იღებდა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ემანუელ ბენბიჰის პროექტის, „სიყვარულის ქალაქების“ სერიის ფილმების ანალოგი თბილისზეც გადაეღოთ. ორმოცდაათამდე სცენარიდან საბოლოოდ შვიდი რეჟისორის (ნიკა აგიაშვილის, თამარ შავგულიძის, ირაკლი ჩხიკვაძის, ალექსანდრე ქვირიას, ლევან თუთბერიძის, ლევან ღლონტისა და კოტე თაყაიშვილის) ათი კინონოველა შეირჩა. ფილმის „თბილისო, მე შენ მიყვარხარ“ პრემიერა 2014 წლის 20 თებერვალს, თბილისში შედგა. ტიტრებში ამოვიკითხე, რომ იგი ამავე ფილმის იდეის ავტორსა და პროდიუსერს, დავით აგიაშვილს მიეძღვნა. ბატონი დავითი ფილმის პრემიერას ვერ მოესწრო, იგი პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. 14
www.focustv.ge
IN FOCUS გიორგი გიორგანაშვილის მონაწილეობით. ეს უკანასკნელი მთელი ფილმის განმავლობაში ხმას (ანუ შეყვარებულს, ანუ კამერას) ელაპარაკება. ბიჭს „ხმასთან“ თხუთმეტწუთიანი პაემანი აქვს. „ხმა“ 10 წუთის დაგვიანებით მოდის შეხვედრაზე და დარჩენილ ხუთ წუთში ცხადი ხდება, რომ შეყვარებულთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ სურს. მთელი ფილმის განმავლობაში, მაყურებელი ამ „ხმის“ (ანუ კამერის) თვალით „დანახულ“ გამოსახულებას უყურებს.
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
ალექსანდრე ქვირიას კინონოველაში მეტროს მემანქანე ქალი თბილისის მეტროს გახსნის დღეს - 1963 წლის 13 მაისს და უცხოელ სტუმართან შეხვედრას იხსენებს. ფილმში გამოყენებულია იმ პერიოდის თბილისისა და მეტროპოლიტენის საარქივო მასალა. ქალბატონი ყვება, როგორ დაათვალიერებინა სტუმარს თბილისი, იხსენებს სტუმრის ნათქვამ ქათინაურებს, ერთად გატარებულს ღამეს და საჩუქრად გამოგზავნილ კუბურ სიგარასაც გვაჩვენებს. ფილმის ბოლოს ირკვევა, რომ 1963 წელს თბილისის სტუმარი და მეტროპოლიტენის ერთ-ერთი პირველი მგზავრი კუბელი ფიდელ კასტრო იყო. კიდევ ერთი, ლევან ღლონტის კინონოველა რელიგიურ თემაზეა. მასში გიორგი ყიფშიძე, ია სუხიტაშვილი, ნინო შავგულიძე და პაატა პაპუაშვილი მონაწილეობენ. ფილმის სიუჟეტი მანქანაში ვითარდება. ორი სხვადასხვა მსახიობი - ნუცა კუხიანიძე
...თბილისი არ არის სიურპრიზებით აღსავსე მეგაპოლისი და არც პარიზივით სიყვარულის ქალაქი. ფილმში რა ნიშა უჭირავს „თბილისს“, მაინცდამაინც გამოკვეთილად არ ჩანს. ალბათ, ის უფრო პოსტსაბჭოთა ქალაქია შავბნელი ახლო წარსულით, სამოქალაქო ომით, დანგრეული ცენტრალური ქუჩებით, ტყვიების ზუზუნით, უშუქობით, ლამფის შუქით განათებული და „კერასინკით“ გამთბარი ოთახებით, ბევრი ნიკოტინით, „დაკარგული თაობით“, ახალგაზრდებით, რომლებიც ევროპაში ეძებენ თავშესაფარს და მერე ისევ ომისგან დანგრეულ თბილისს მისტირიან, ბანალური ისტორიებით - უმუშევარი კაცებით და მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში გასული ქალების ბანალური ისტორიებით, რომლებიც საჭმლისა და კომუნალური გადასახადების ფულს კაპიკ-კაპიკ აგროვებენ... მიუხედავად იმისა, რომ ათიდან მხოლოდ ორ - ირაკლი ჩხიკვაძისა და კოტე თაყაიშვილის კინონოველებშია ასახული 1990-იანი წლების თბილისი და იმ პერიოდის სოციალური ფონი, ეს თემა ფილმში ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი და სახასიათოა.
ვცდილობთ, ეს ფილმი ერთერთი სავიზიტო ბარათი გახდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, და იმედია, გამოგვივა
გარდა ამისა, ფილმში შესულია თამარ შავგულიძის ორი კინონოველა, აქედან ერთი-
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი და რეჟისორი თამარ შავგულიძე
16
www.focustv.ge
·
���������� ������ ������ Vi�a ���������
·
������ �������� ������ ������ ������������
·
������ �������� FIFA�� ������� ����������� ������� ���������� ����� ������� ������������� VISA����� www.tbcbank.ge/brazil
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
ნიკა აგიაშვილი
რელიგიის ადამიანი ჯვრის დაწერას გადაწყვეტს. ისინი თბილისში ისეთ ეკლესიასა და მღვდელს ეძებენ, რომელიც სხვადასხვა რელიგიის მიუხედავად მათ ჯვარს დასწერს, მაგრამ ვერ პოულობენ. ცალსახად ვერ იტყვი, რომ ფილმის წარმატება მხოლოდ ცნობილ მსახიობებზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელს ბევრი სხვა ფაქტორიც განაპირობებს. როგორც უკვე ითქვა, ერთ-ერთ კინონოველაში ნიკა აგიაშვილმა ამერიკელი მსახიობი მალკოლმ მაკდაუელი გადაიღო. ამ ფილმში, ასევე, ნახავთ ნუცა კუხიანიძეს, გიორგი მასხარაშვილსა და რეჟისორ თამარ შავგულიძეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი Tbilisi, I Love you-ს ერთერთი ყველაზე „მსუყე“ და კარგი ნამუშევარია.
ამ პროექტზე ძალიან ნიჭიერმა რეჟისორებმა და მსახიობებმა იმუშავეს. ყველას გვაერთიანებდა ერთი იდეა - უნდა წარმოგვედგინა თბილისი ისეთი, როგორიც არის და როგორიც გვიყვარს. საწყისი ეტაპი ყველაზე დატვირთული გახლდათ. ბევრი საორგანიზაციო საკითხი იყო მოსაგვარებელი. უნდა შეგვერჩია გადაღებების ადგილები. გვინდოდა ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის თბილისის ბევრი ისტორიული და საინტერესო ადგილი გვეჩვენებინა. ამასთან ერთად, ჩვენი სამუშაო ემოციური თვალსაზრისითაც დატვირთული მსახიობი - მალკოლმ მაკდაუელი
ფილმის „თბილისო, მე შენ მიყვარხარ“ შექმნის ისტორიაზე რეჟისორი და პროდიუსერი ნიკა აგიაშვილი გვესაუბრა. Paris, je t'aime-ის და New York, I Love You–ის შემდეგ, როგორ გაჩნდა Tbilisi, I Love You? ნიკა აგიაშვილი: „თბილისის შესახებ ფილმის გადაღების იდეა დათო აგიაშვილს - მამაჩემს ეკუთვნოდა. შეიძლება ითქვას, წლების განმავლობაში, ეს მის ოცნებად იქცა და მიხარია, რომ მოასწრო ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა. 18
www.focustv.ge
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
მსახიობები: ია სუხიტაშვილი, ნინო შავგულიძე, პაატა პაპუაშვილი, გიორგი ყიფშიძე
იყო. თითოეული ფილმი სრულიად ინდივიდუალურია და თითოეულ მათგანს კონკრეტული რეჟისორის ხელწერა ეტყობა. როგორც პროდიუსერს, ეს ყველაზე მეტად მომწონს.“ „თბილისო, მე შენ მიყვარხარ“ ემანუელ ბენბიჰის ფრენჩაიზის პროექტის ანალოგია. მსახიობი - სარა დიუმონტი
ეს თქვენი დამოუკიდებელი პროექტია თუ ემანუელ ბენბიჰის პროექტის ნაწილია? ეს ფილმი თავიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც დამოუკიდებელი პროექტი. ფილმის პირველი ტრეილერიც სწორედ ამ სახელით – Tbilisi, My City გავავრცელეთ ინტერნეტსივრცეში. ფილმის უკვე დამთავრებული ვერსია ნახა ემანუელ ბენჰიბმა და მიიჩნია, რომ მის პროექტში ჩვენი ფილმიც იმსახურებდა მონაწილეობას. ჩვენთვის, როგორც პროდიუსერებისთვის ამას მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი გზა იმ მიზნის მისაღწევად, რაც დავისახეთ - გაგვეცნო ქართველი რეჟისორები, მსახიობები, და რაც მთავარია, თბილისი, მთელი მსოფლიოსთვის. ემანუელის პროექტები მსოფლიოში კარგადაა ცნობილი და კინომოყვარულები ამ პროექტის გაგრძელებას უკვე ელიან. მაყურებლის დიდი ნაწილი ამ ფილმების ნახვის შემდეგ წყვეტს, რომ აუცილებლად უნდა
ფილმი სრულიად ინდივიდუალურია და თითოეულ მათგანს კონკრეტული რეჟისორის ხელწერა ეტყობა. როგორც პროდიუსერს, ეს ყველაზე მეტად მომწონს 20
www.focustv.ge
იმოგზაუროს იმ ქალაქში, რომელიც ფილმში ნახა. ათიდან სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი თქვენ ხართ. ერთ-ერთი ფილმში მალკოლმ მაკდაუელი გადაიღეთ. იოლად დაგთანხმდათ როლზე? მალკოლმ მაკდაუელთან ერთად ვმუშაობდი წინა ფილმზე-A Green Story, სადაც როჯერ ბართი, შენონ ელიზაბეტი და სხვა ცნობილი მსახიობებიც თამაშობენ. მაკდაუელი ძალიან გახსნილია ახალი პროექტების მიმართ, ადვილად დაგვთანხმდა ამ როლზე და საქართველოში ჩამოსვლაზე. ის Tbilisi, I Love You-ში განასახიერებს ცნობილ მსახიობს, რომელიც ჩამოფრენის წუთიდან ყველაფრით უკმაყოფილოა და ერთი სული აქვს დატოვოს ქალაქი, თუმცა შემდეგ სრულიად სხვა თვალით ხედავს თბილისს და სულ სხვა ემოციით ასრულებს სამუშაოს.
მსახიობი - სარა დიუმონტი
შემდეგ ბრუნდება თბილისში, სადაც ძველ შეყვარებულს ხვდება. თბილისური პრემიერის შემდეგ, როგორც გაგრძელდება ფილმის „ცხოვრება“. რა გეგმები გაქვთ?
მაკდაუელის გარდა, ფილმებში სხვა ცნობილი ამერიკელი მსახიობებიც გადაიღეთ. მოგვიყევით მათზე. საინტერესო იყო ასევე რონ პერლმანთან მუშაობაც. ისიც ძალიან ადვილად დაგვთანხმდა თბილისში ჩამოსვლაზე. რონ პერლმანის გმირი მოგზაურობს ამერიკელ დამწყებ მსახიობ, სარა დიუმონტის გმირთან ერთად, რომელსაც Freedom ჰქვია. ეს მოკლე ფილმი განსაკუთრებით ეგზოტიკისა და რომანტიკის მოყვარულ ადამიანებს მოეწონებათ. ჩემს მესამე ფილმში საკუთარი ძმა ჯორჯ ფინი გადავიღე. მისი გმირი უცხოეთში ცხოვრების
თბილისის შესახებ ფილმის გადაღების იდეა დათო აგიაშვილსმამაჩემს ეკუთვნოდა. შეიძლება ითქვას, წლების განმავლობაში, ეს მის ოცნებად იქცა და მიხარია, რომ მოასწრო ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა. ამ პროექტზე ძალიან ნიჭიერმა რეჟისორებმა და მსახიობებმა იმუშავეს. ყველას გვაერთიანებდა ერთი იდეა - უნდა წარმოგვედგინა თბილისი ისეთი, როგორიც არის და როგორიც გვიყვარს
მსახიობები: ნუცა ჭკუასელი და ჯორჯ ფინი
www.focustv.ge
Tbilisi, I Love You-ს გეგმები ძალიან დიდია. ჩვენი ქართველი გულშემატკივრებისთვის დიზაინერ ანუკა ქებურიასთან და Design Kantora-სთან ერთად დავამზადეთ აქსესუარები: მაისურები, ჩანთები, მზადდება სტიკერები, სიმბოლური საკიდები - ის ნივთები, რაც ყოველდღიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ და თან ვატაროთ თბილისის სიყვარულის სამახსოვროდ. ვცდილობთ, ეს ფილმი ერთერთი სავიზიტო ბარათი გახდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, და იმედია, გამოგვივა.
21
IN FOCUS მე მიყვარს თბილისი
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
ავტორი: თეკლა იორდანიშვილი
მე მიყვარს თბილისი, სადაც ბევრი მანქანა დადის, ამ მანქანების უმეტესობას კი კატალიზატორი არ უყენია და შესაბამისად, ბევრი ტყვიაა ჰაერში. მე მიყვარს თბილისი, სადაც იმდენი და იმხელა კორპუსი დგას, რომ ჰაერი არ ნიავდება და სუნთქვა საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის; სადაც ხეებს ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე ჭრიან ინვესტორები და ნაცრისფერ კორპუსებს დგამენ მის ადგილას; სადაც ბინების ფასი ევროპულ ფასებს გაუტოლდა და სადაც „ევრორემონტი“ უყვართ.
მე მიყვარს თბილისი, სადაც ქუჩაში ნაგვის დაყრა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და მაშინვე გიჟად შეგრაცხავენ, როგორც კი შენიშვნას გამოთქვამ
მე მიყვარს თბილისი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუმართავია, სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლები კი ისე მართავენ, თითქოს რბოლებში მონაწილეობენ; სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის 100 პროცენტი შავ ბოლს უშვებს და წამლავს ყველას და ყველაფერს;
22
www.focustv.ge
სადაც არ ესმით, რომ ეს ყველაფერი ძალიან ამოკლებს გზას ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმართულებით. მე მიყვარს თბილისი, სადაც ქუჩაში ნაგვის დაყრა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და მაშინვე გიჟად შეგრაცხავენ, როგორც კი შენიშვნას გამოთქვამ. მე მიყვარს თბილისი, სადაც ნაგვის მანქანები ძირითადად პიკის საათებში დადიან და საოცარ საცობებს ქმნიან. მე მიყვარს თბილისი, სადაც ყველა შუა ქუჩაში დადის, იმიტომ, რომ ხალხს ავიწყდება ტროტუარის არსებობა, თან გაოცებული სახით შემოგხედავენ, თუ გაუბედავ და მანქანით მიმავალი მოკრძალებული საყვირით შეახსენებ, რომ ხელს გიშლის გადაადგილებაში.
www.focustv.ge
23
სადაც ხეებს ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე ჭრიან ინვესტორები და ნაცრისფერ კორპუსებს დგამენ მის ადგილას; სადაც ბინების ფასი ევროპის ფასებს გაუტოლდა და სადაც „ევრორემონტი“ უყვართ
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
მე მიყვარს ჩემი ქალაქი, რომელიც არაფრით ჰგავს მამაჩემის თაობის მონაყოლს, რომლის ანალოგიითაც ფეისბუქზე სახუმარო გვერდიც კი გაჩნდა - „თბილისი იყო ურთიერთობა“. მე აღარ მესმის ამ ურთიერთობების
მე მიყვარს თბილისი, სადაც მძღოლებისთვის მანქანის ციმციმა არაფერს ნიშნავს, სადაც საგზაო ნიშნები მხოლოდ გაფორმებაა და დატვირთვა არ აქვს. მიყვარს თბილისი, სადაც ბავშვს ქუჩაში ეტლით ვერ გაასეირნებ, იმიტომ, რომ ტროტუარზეც შეიძლება ჩვეულებრივ რეჟიმში ძალიან თავხედურად მოსიარულე რიგითმა მანქანამ (გნებავთ - სამარშრუტო ტაქსმა) ისე ჩაგიქროლოს, რომ წაგიყოლოს. ჩემს ქალაქში ევრორემონტიანი ბინებია, თან ეს კორპუსები ერთმანეთისგან იმდენად პატარა დაშორებით შენდება, რომ შეგიძლია, აივანზე გასულმა, შენს მეზობელ კორპუსში პირდაპირ მცხოვრებ რეზოს ხელი თამამად ჩამოართვა და თუ ოდნავ გადაიწევი, გადაკოცნო კიდეც“. ამ ქალაქში ბევრი დიდი, შავი „ჯიპი“ დადის. მათ მძღოლებს ძალიან რცხვენიათ ბუნებრივი აირის სისტემის დამონტაჟების და ამიტომ საწვავს ავზში გამთენიისას, ან ღამის 2 საათზე ამატებენ. მიყვარს თბილისი ჩამქრალი და ნომერჩამოხსნილი სამარშრუტო ტაქსებით. ასეთ დროს სულ მეშინია, ზედმეტად არ გავმოძრავდე და ისეთი მიმართულებით არ გაქანდეს ეს ყელამდე გაძეძგილი ვაგონი, რომ საბოლოოდ ვერ დაიმორჩილოს მძღოლმა. თბილისი არის ქალაქი, სადაც ყველა ტაქსის მძღოლს 2 დიპლომი აქვს, აქ ყველა „ძველი ბიჭია“. ამ ქალაქში ყველა პირველია, იმიტომ, რომ პირველობა კარგი ტონია და თუ მეორე ხარ, „ტეხავს“.
ამ ქალაქში უმეტესობა ერთნაირად ცეკვავს. გოგონები ერთნაირად მოძრაობენ, თუმცა არც ერთი ბიჭი არ ცეკვავს, იმიტომ, რომ კლუბში ბიჭის ცეკვა ასევე „ტეხავს“. მიყვარს თბილისი, სადაც ვარჯიში მხოლოდ გაზაფხულის მიწურულს ახსენდებათ და კლებაც მყისიერი უნდათ - თვეში 10 კილოგრამის“. უმრავლესობას კი, ფიზიკური დატვირთვის ნაცვლად, გამოშტერებამდე შიმშილი ურჩევნია. თვალებჩაშავებული და გუნებაგაფუჭებული რომ გიმტკიცებს, საერთოდ არ მიჭირს დიეტაო. ამ დროს კარგად შენიღბულზეც კი რომ ემჩნევა, სიბრაზით როგორ ემღვრევა თვალები. მაგრამ
24
www.focustv.ge
მაინც ამტკიცებს, რომ მთელი დღე კეფირის სმა ჯადოსნურია და საერთოდ არ აშიებს! აქ მოდაშია რამდენიმე კონკრეტული პიროვნების ჩაბჟირებამდე აჩემება, ვის ირგვლივაც ბრუნავს ქვეყნის ჭორ – მართალი და კიდევ უარესი ისაა, რომ ეს ხალხს მაინც აინტერესებს.
მე მიყვარს ჩემი ქალაქი, რომელიც არაფრით ჰგავს მამაჩემის თაობის მონაყოლს, რომლის ანალოგიითაც ფეისბუქზე სახუმარო გვერდიც კი გაჩნდა - „თბილისი იყო ურთიერთობა“. მე აღარ მესმის ამ ურთიერთობების.
აქ სკოლის მოსწავლესაც მკაცრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვა აქვს და შეუძლია ბოლომდე გეჩხუბოს ყოფილი ან ახლანდელი მინისტრისა თუ პარლამენტარის გამო. (როცა მიმაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ამ ასაკის ბავშვი პოლიტიზებული).
არ მომწონს, როდესაც ერთმანეთს გზას არ უთმობენ, არ უღიმიან, ბოდიშს არ უხდიან. არ მომწონს, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ;
ამ ქალაქში ყველა საკუთარი საქმის პროფესიონალია, თუმცა უმრავლესობას ავიწყდება (ჩემი საყვარელი საკითხი) სატელეფონო ზარების დროულად პასუხი და ასევე დროული მოწერა სამსახურებრივი „იმეილიდან.“
არ მომწონს „მაფიოზური“ გამომეტყველება საკუთარი კომპლექსების დასაფარად; არ მომწონს ის, რომ ქუჩაში იფურთხებიან; არ მომწონს ევრორემონტიანი ბინების მიღმა დარჩენილი ბინძური სადარბაზოები;
თბილისში ყველა ცოლი მაშინ ლამაზდება, როდესაც ქმარი ტოვებს და გვიან ხვდება, რომ კაცს შინ ქალის დანახვა უნდა და არა ხალათში კომბოსტოსავით გახვეული გორგალის, რომელსაც სულ თავი სტკივა, ყოველი ორშაბათიდან (უსასრულოდ) დიეტაზეა (2 მშობიარობა მაინც თავისას შვრება - ფსიქოლოგიურად) და თითქმის სულ აგვიანდება სალონში თმის შესაღებად ჩაწერა.
www.focustv.ge
არ მომწონს, რომ ჩვენ არ გვიყვარს ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ. ეჰ, ჩემო თბილისქალაქო...
25
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
საკვამურებიდან ამომავალი შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ სამუზეუმო ექსპონატად ქცეულ დასახლებაში ადამიანები კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას
აბასთუმანი SOS ავტორი, ფოტო: მაკა ბიბილაშვილი აბასთუმნის ფიჭვნარმა და ნაძვნარმა ნუნისი და სურამი გამახსენა. თუმცა, მგონია, რომ აბასთუმანი ერთ - ერთი ყველაზე მიტოვებული და „უპატრონო“ კურორტია საქართველოში. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იქ დრო გაჩერდა და გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ირგვლივ ყველაფერს სიძველე და ჟანგი მოდებია. XIX საუკუნეში ნაგები, სხვადასხვა ფერის რუსული ყაიდის სახლებს ფერი დიდი ხანია გადახუნებია, ალაგ-ალაგ ფანჯრები თანამედროვე მეტალპლასტმასის
ჩარჩოებით ჩაუნაცვლებიათ, ეზოები აქა-იქ ხის მორებითა და დაჩეხილი შეშითაა მოფენილი. საკვამურებიდან ამომავალი შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ სამუზეუმო ექსპონატად ქცეულ დასახლებაში ადამიანები კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას. საყვედური იგრძნობა მათ მზერაში - სულ ტყუილად იღებ ფოტოებს, შენამდეც ბევრი იყო მოსული, მაგრამ აქაურობას მაინც არაფერი ეშველაო - დამიძახა შუახნის კაცმა, რომელიც ძალიან ლამაზი მწვანე რიკულებიანი აივნის მიღმა საერთოდ არ შემინიშნავს; ერთსართულიანი, თეთრად შეღებილი ბანკის 26
www.focustv.ge
Tailor-made holiday tips. Journeys that fit you perfectly.
24 l. Abashidze Street 0179 Tbilisi, Georgia Tel: +995 32 291 20 80 viatravel@viatravel.ge www.viatravel.ge
Via Travel
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
შენობისთვის დიდი ბოქლომი დაუდიათ. მითხრეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ბანკს აღარ უმუშავიაო. ეს პატარა შენობა, რომელსაც ქართულად და რუსულად დიდი ასოებით „აგროსამრეწველო ბანკი“ ეწერა 25 წელზე მეტია უფუნქციოდ და უძრავად დგას ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინ; იქვეა საბჭოთა დროის აფთიაქები, სკოლა, მიტოვებული, გაძარცვული და ნახევრადგადამწვარი რომანოვების სასახლე... აბასთუმანში ცივილიზაციის ნიშანწყალიც კი არ იგრძნობა, თუმცა ამაშიც არის რაღაც რომანტიკა. დროში ვიმოგზაურე – ერთი დღით. აქ მხოლოდ წარსულზე საუბრობენ ამაყად. ყვებიან, რომ XIX საუკუნის ბოლოს აბასთუმანში რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ძმა, უფლისწული გიორგი ჩამოსულა, რომელიც ტუპერკულოზით ყოფილა დაავადებული. რომანოვებს ამის შემდეგ აუშენებიათ დაბის ცენტრში სასახლე, სადაც საბჭოთა წყობის დროს სანატორიუმი „მესხეთი“ განთავსდა, ხოლო 1994 წლიდან წმინდა პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი. იქაურ ჰავას უფლისწული განუკურნებია. როგორც დედა
28
აბასთუმანში ცივილიზაციის ნიშანწყალიც კი არ იგრძნობა, თუმცა ამაშიც არის რაღაც რომანტიკა. დროში ვიმოგზაურე – ერთი დღით. აქ მხოლოდ წარსულზე საუბრობენ ამაყად www.focustv.ge
ელექტრო ბუხარი არის სიმბოლო ფუფუნებისა და ოჯახური სიმყუდროვისა
მარმალილოსგან ჩამოსხმული ნაკეთობები 10 წლიანი გარანტიით
700
100
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
თეკლამ გვითხრა, გამოჯანმრთელებული უფლისწული გიორგი რამდენიმე წელიწადში ავტოავარიაში დაღუპულა. სასახლე რუსეთის რევოლუციის პერიოდში გაუძარცვავთ, ქონების ნაწილი კი თბილისში, აუქციონებზე გაუყიდიათ. დღეს რომანოვების სასახლიდან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. 2008 წელს შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სასახლის ნახევარზე მეტი დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, როგორც ვარაუდობენ, ძველი ბუხრის დაზიანებული ყელი გახდა. ამის შემდეგ დედებისთვის ახალი კელიები ააშენეს, თუმცა ისინი სასახლის გადარჩენილ ნაწილში კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას. უფლისწულ გიორგის სურვილით, აბასთუმანში, 1899-1902 წლებში აშენებულა ზარზმის მონასტრის ანალოგი – ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია, რომელსაც „ახალ ზარზმასაც“ უწოდებენ. XX საუკუნის პირველ წლებში ეკლესია ცნობილ რუს მხატვარს ნესტეროვს მოუხატავს.
ჩემთვის აბასთუმნის მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ასტროფიზიკური ობსერვატორიაა, რომელიც მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1650 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს
აბასთუმანს, გამორჩეულ ჰაერთან ერთად, სამკურნალო -თერმული წყლები აქვს. ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ კურორტ აბასთუმნის ადგილას ჯერ კიდევ XIV საუკუნეში 30
www.focustv.ge
აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული. აღმოჩენილია ორი კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა... სკვლავი და ა.შ.
ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე, რომელიც სამკურნალო წყლებით იყო ცნობილი. XVII საუკუნეში აქ თურქული სტილის აბანოც მოუწყვიათ. აბასთუმნის თერმული წყლების აბაზანებს რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობებისა და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ იყენებენ. ჩემთვის აბასთუმნის მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ასტროფიზიკური ობსერვატორიაა, რომელიც მთა ყანობილზე,
www.focustv.ge
31
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
ზღვის დონიდან 1650 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს უკანასკნელი 2007 წლიდან ილიას უნივერსიტეტთან იყო ინტეგრირებული და რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, რომ 1932 წელს პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსებული აბასთუმნის ობსერვატორია ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამთო - ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო. ის თავდაპირველად კურორტ აბასთუმნის მახლობლად, ეიფელის პროექტით აგებულ, ე.წ. „გლაზენაპის კოშკში“ იყო განთავსებული, ხუთი წლის შემდეგ კი მთა ყანობილზე გადაიტანეს. ყანობილი შემთხვევით შერჩეული ადგილი არ არის. იქ წელიწადის 365 ღამიდან 200 მოწმენდილია, რაც ციურ სხეულებზე დაკვირვების საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის.
32
www.focustv.ge
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
ობსერვატორიამდე საფეხმავლო ბილიკიც ადის, თუმცა ჩვენ საბაგიროთი ასვლა ვარჩიეთ. საბაგირო გასული საუკუნის 1980-იან წლებშია აშენებული და როგორც თბილისში დაბრუნებულმა შევიტყვე, დღეს ამ საბაგიროთი მგზავრობა სარისკოდ ითვლება და ადმინისტრაციისგან საერთოდაც, აკრძალულია. ობსერვატორია დაკეტილი დაგვხვდა. იქაურობა დაცვის სამი თანამშრომლის ამარა იყო დატოვებული. მათ გვითხრეს, ობსერვატორია ორ თვეზე მეტია არ მუშაობს, თანამშრომლებს ხელფასები აღარ ერიცხებათ და არც ის ვიცით, როდის გაიხსნებაო.
ობსერვატორიამდე საფეხმავლო ბილიკიც ადის, თუმცა ჩვენ საბაგიროთი ასვლა ვარჩიეთ. საბაგირო გასული საუკუნის 80 - იან წლებშია აშენებული და როგორც თბილისში დაბრუნებულმა შევიტყვე, დღეს ამ საბაგიროთი მგზავრობა სარისკოდ ითვლება
ცნობისათვის - აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული. აღმოჩენილია ორი კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, ექვსი ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და რვა ზეახალი
34
www.focustv.ge
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
ვარსკვლავი, ჩვიდმეტი პლანეტური ნისლეული, სამი ვარსკვლავთგროვა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი და ა.შ. დასაწყისში ვთქვი, აბასთუმანი წარსულის მოჩვენებადაა ქცეული და ამაშიც არის რაღაც რომანტიკა-მეთქი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს რომანტიკაც შენარჩუნდეს და ობსერვატორიის სანახავად საბაგიროთი მიმავალმა ტურისტმა სიცოცხლე ყანობილის ფერდობზე არ დაასრულოს, და თუ მშვიდობით ააღწია დანიშნულების ადგილამდე, ობსერვატორიის ყველა კარი დაკეტილი არ დახვდეს, რომანოვების ნახევრადდამწვარ სასახლეს პატრონი გამოუჩნდეს, გასულ საუკუნეში ნაგები ულამაზესი ხის სახლები მეტალპლასტმასის ფანჯრებით არ ჩაანაცვლონ, ჩაშლილი კიბეები ვინმემ შეაკეთოს, ფერდაკარგული აივნები - ხელახლა შეღებოს... ვისურვებდი, რომ იქაურები მხოლოდ წარსულზე არ საუბრობდნენ ასე ამაყად...
36
www.focustv.ge
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
ვერაგი ვირუსის დაძლევის შტრიხები ავტორი: ირმა კახურაშვილი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, სულ რამდენიმე შემთხვევა მაგონდება, როდესაც ჟურნალისტურმა თემამ ისე ამაფორიაქა, რომ მასში ჩართულ მოხალისედ ვიქეცი. 2013 წლის ივლისში ნეთბუქი დროებით გადავდე, ყვითელი მაისური გადავიცვი, C ჰეპატიტის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის, „ღია საზოგადოება - საქართველოს“ და „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის“ წარმომადგენლებს შევუერთდი - ისინი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, სახელმწიფოსგან მოითხოვდნენ, გარკვეული სტრატეგია დაესახა C ჰეპატიტის მასშტაბების შესამცირებლად, გამოეყო თანხები რეალური ეპიდსიტუაციის შესასწავლად, ეზრუნა პრეპარატების ფასების დაწევაზე.
მეორე ქვეყანა, რომელმაც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებზე ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. C ჰეპატიტის ვირუსით მსოფლიოში 170 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. აქედან 200 ათასი საქართველოში ცხოვრობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს C და B ჰეპატიტის ინფექციის მზარდი ტენდენციების მქონე ქვეყნად
საქართველო ევროპის რეგიონში გახდა პირველი, ეგვიპტის შემდეგ კი მსოფლიოში მეორე ქვეყანა, რომელმაც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებზე ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა
საპროტესტო ტალღა იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების ყურადღება მიიქცია, ტენდერი გამოაცხადა და ქვეყანამ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი მიიღო. ეს იყო ნამდვილი წარმატება, რომელმაც ვირუსის მატარებელ ათასობით ქართველ მოქალაქეს გადარჩენის იმედი ჩაუსახა - საქართველო ევროპის რეგიონში გახდა პირველი, ეგვიპტის შემდეგ კი მსოფლიოში
38
www.focustv.ge
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
განიხილავს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ C ჰეპატიტის ვაქცინა არ არსებობს. თუ არ მოხდა C ჰეპატიტის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობაც დაგვიანდა, ასეთ შემთხვევათა 20%-ში მოსალოდნელია ციროზის განვითარება. საქართველოში სულ ახლახან ამოქმედებულმა C ჰეპატიტის პროგრამამ, წესით და რიგით, მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას - საპატიმროებში მყოფი ვირუსის მქონე ადამიანებიდან სამოქალაქო სექტორამდე. პატიმრებისთვის დიაგნოსტიკა-მკურნალობა უფასო იქნება. სოზარ სუბარის განმარტებით, 1 მარტიდან ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ათასამდე პატიმარი მიიღებს, 5 ათასი B ჰეპატიტზე აიცრება, 12 ათასს კი გამოკვლევები ჩაუტარდება.
და 1 კოლოფი „რიბავირინი“ ფასი ასეთია - 92, 88 დოლარი, რაც გასულ წლებთან შედარებით, მკურნალობის კურსს რამდენჯერმე აიაფებს. მკურნალობის სრული კურსის ჩატარება ქართველ მოქალაქეს პირველი გენოტიპის შემთხვევაში 4500 დოლარამდე დაუჯდება, მე-2 და მე-3 გენოტიპის შემთხვევაში კი - 2400 დოლარამდე. ამ ეტაპზე, ანუ 2014-2015 წლებში, სახელმწიფომ გადაწყვიტა, მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებზე იყოს ფოკუსირებული, რადგან საქართველოში ყოველი მე-14 ადამიანი C ჰეპატიტითაა ინფიცირებული.
რაც შეხება სამოქალაქო სექტორს, სახელმწიფო პროგრამით ის 10 ათასი პაციენტი ისარგებლებს, ვისაც დადასტურებული დიაგნოზი ექნება. იმისათვის, რომ გაიაფებული მედიკამენტები საქართველოს ფარგლებს გარეთ არ გავიდეს, მათ შეძენას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და აქ დროებით მცხოვრებლები შეძლებენ. მედიკამენტების (1 ამპულა პეგილირებული „ინტერფერონისა“
იმისათვის, რომ გაიაფებული მედიკამენტები საქართველოს ფარგლებს გარეთ არ გავიდეს, მათ შეძენას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და აქ დროებით მცხოვრებლები შეძლებენ 40
www.focustv.ge
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარიამ ჯაშის განმარტებით, სამინიტროში წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო ბაზა. მასში მოსახვედრად, პაციენტი აუცილებელია დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რისთვისაც მან ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა განცხადებით სააგენტოს ან სამინისტროს უნდა მიმართოს. სპეციალური კომისია შეაფასებს, მართლაც ეკუთვნის თუ არა მკურნალობა პაციენტს. C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას შეღავათიან ფასად ქართველი პაციენტები 1 ივლისიდან შეძლებენ.
მაგრამ მკურნალობა ბევრი პაციენტისთვის მაინც ძვირ სიამოვნებად რჩება. მაგალითად, ხშირად, მკურნალობის დროს, ადამიანს დამატებითი კვლევებიც სჭირდება, რომელიც 1000 ლარამდე ხარჯს მოითხოვს. გარდა ამისა, მკურნალობის დაწყებამდე სავალდებულო დიაგნოსტირება 1000-დან 1500 ლარამდე ჯდება. C ჰეპატიტზე გაკეთებული პირველი ტესტი არასაკმარისია იმისთვის,
ჯანდაცვის ექსპერტი ნატა ავალიანი ამბობს, რომ მათი გათვლებით, მკურნალობა 5 ათას ადამიანს სჭირდება. თუმცა, შესაძლოა, ეს რიცხვი 10 ათასამდეც გაიზარდოს.
ქვეყანამ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი მიიღო. ეს იყო ნამდვილი წარმატება, რომელმაც ვირუსის მატარებელ ათასობით ქართველ მოქალაქეს გადარჩენის „იმედი“ ჩაუსახა
ჯანდაცვის სამინისტროში შეღავათიან ფასად მედიკამენტების მიღებაზე 200-ზე ცოტა მეტი განაცხადი უკვე შესულია. ექსპერტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები გააიაფა,
42
www.focustv.ge
რომ ზუსტად დადგინდეს, საჭიროებს თუ არა ადამიანი ექიმის ჩარევას. ვირუსული ინფექციის დატვირთვის, გენოტიპისა და ღვიძლის დაზიანების ხარისხის დასადგენად, სხვადასხვა სახის კვლევაა საჭირო. თუ დაავადება ადრეულ სტადიაზეა, შესაძლებელია აქტიური მკურნალობა გადავადდეს კიდეც. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სამომავლოდ იჩენს თავს, არის ის, რომ „ინტერფერონის“ შეძენა მხოლოდ სამ ქალაქშია შესაძლებელი – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. როგორ უნდა მოიქცნენ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები? მით უფრო, რომ პაციენტს აფთიაქიდან ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი თვის სამყოფ წამალს ატანენ. ყოველთვიურად ქალაქში ჩამოსვლა ამ ადამიანებისთვის დამატებითი ხარჯი იქნება. დიაგნოსტირების ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრაზე ფიქრს ის სამუშაო ჯგუფი აგრძელებს (მასში ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტები შედიან), რომლის რჩევებსაც ჯანდაცვის სამინისტრო დროდადრო ითვალისწინებს. სამუშაო ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ მართებული იქნებოდა, დაავადების შორს წასული სტადიის შემთხვევაში, მკურნალობის ან სიღარიბის ზღვაზე მყოფი პაციენტებისთვის დიაგნოსტიკური კვლევების თანხა სახელმწიფოს გაეღო. ექსპერტთა აზრით, კარგი იქნებოდა გამოცხადებულიყო ტენდერი დიაგნოსტირებაზე, რაც მის ფასს დაწევდა და რეალურად ხელმისაწვდომი გახდებოდა C ჰეპატიტით დაავადებულთათვის. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ბევრ ქვეყანაში უმუშავია, მაგრამ ყველაზე მეტი ინფიცირებული საქართველოში ნახა. ვირუსის გავრცელების მასშტაბის მიზეზად ის არადროულ დიაგნოსტიკას ასახელებს. მართალია, საქართველო მაღალი პრევალენტობის ქვეყნად არ ითვლება, როგორც ეგვიპტე, პაკისტანი და ჩინეთი, სადაც მოსახლეობის 15%-ია ჰეპატიტით ინფიცირებული, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა და ამ პრობლემის მოგვარება ხელისუფლების უპირობო ჩარევას საჭიროებს.
ცხოვრებისათვის
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
ქალაქის მიწისქვეშა ბილიკები ავტორი: ირმა კახურაშვილი მე თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრი ვარ. რაც თავი მახსოვს, მწვანედ მანათობელი ასო „M“-ც მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი სახლიდან ღია მეტროსადგურ „გოცირიძემდე“, რომელსაც შარშანდლამდე „ელექტროდეპო“ ერქვა, თორმეტი წუთის სავალია.
და არც ფულს უხდიდნენ. მუშების უღიმღამო ჩაცმულობიდან გამომდინარე, ბავშვური ჭკუით, ვვარაუდობდი, რომ მუშების უმრავლესობა გულჩათხრობილი იყო და ქვეყნად არაფერი ახარებდათ...
თუ ძალიან ვჩქარობ, მოკლე გზითაც გადავდივარ - ტრიკოტაჟის ფაბრიკის უკაცრიელი ტერიტორიის გადაკვეთით, მერე შმორიანი ვიწრო გასასვლელით და იქიდან პირდაპირ მეტროში ვდურთავ თავს. ორი ათეული წლის წინ, ამ გზით, ფაბრიკის მშრომელთა კლასის გარდა, არავინ სარგებლობდა. ამიტომ მთელი ბავშვობა ცნობისმოყვარეობა მტანჯავდა - ვერ წარმომედგინა ფაბრიკის შიგთავსი.
რაც თავი მახსოვს, მწვანედ მანათობელი ასო „M“-ც მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი სახლიდან ღია მეტროსადგურ „გოცირიძემდე“, რომელსაც შარშანდლამდე „ელექტროდეპო“ ერქვა, თორმეტი წუთის სავალია
სავარაუდოდ, მორუხო, მონსტრ შენობაში რაღაც საშინელებები ხდებოდა: დამონებულ ხალხს დილიდან დაღამებამდე აიძულებდნენ ემუშავათ, შესაძლოა, როზგავდნენ კიდეც
46
www.focustv.ge
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ფაბრიკის ტერიტორიაზე მოვხვდი, აღმოვაჩინე, რომ შენობა „მონსტრში“ ხმაურიანი დაზგები აწყობილად ამუშავებდნენ ფერად ძაფებს და ლამაზ, საბჭოურად ხარისხიან მატერიას ქმნიდნენ. მუშებს არავინ ამათრახებდა, თუმცა ხმაურის გამო ბევრს ყურთასმენა ჰქონდა დაქვეითებული. ეს ჩვეულებრივი ფაბრიკა იყო, სადაც მუშები უფასო სასადილოში საკმაოდ ნოყიერად იკვებებოდნენ, პირველად სამედიცინო დახმარებასაც იღებდნენ, რეგიონებიდან ჩამოსულები ფაბრიკის გვერდით, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, ადგილობრივი მშრომელები კი სპორტულ სექციებში დადიოდნენ და შესვენების დროს არაჩვეულებრივად მოვლილ-გამწვანებულ ეზოში თამბაქოს აბოლებდნენ.
ფაბრიკის საყვირი დღეში რამდენჯერმე უხმობდა მუშათა კლასს. საღამოს საყვირის მერე, მუშები შენობიდან ორგანიზებულ ნაკადად გამოედინებოდნენ და მეტროში ზანტად ჩაედინებოდნენ
ფაბრიკის საყვირი დღეში რამდენჯერმე უხმობდა მუშათა კლასს. საღამოს საყვირის მერე, მუშები შენობიდან ორგანიზებულ ნაკადად გამოედინებოდნენ და მეტროში ზანტად ჩაედინებოდნენ. იმდროინდელ თბილისში მიწისზედა ტრამვაიტროლეიბუსისგან განსხვავებით, ხუთკაპიკიანი მეტრო სწრაფი და იაფი ტრანსპორტი იყო. მოსახლეობის დაბალი ფენის გარდა, მეტრო საშუალო შემოსავლების ინტელიგენციასაც კარგ სამსახურს უწევდა. თბილისში, 1966 წლის 11 იანვარს გახსნილი მეტროპოლიტენი თავდაპირველად 6 სადგურისგან შედგებოდა. ქალაქის ისტორიაში მეტროს ამოქმედება მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერა. რამდენადაც თბილისი იზრდებოდა და გარეუბნები ემატებოდა, ახალი მეტროსადგურების გახსნა ქალაქისთვის შვება იყო.
48
www.focustv.ge
მეტრომშენში იცნობენ, როგორც „მე-60 შახტას“. გვირაბი გამოირჩევა სიმრუდით, სადრენაჟო გასასვლელით მოსკოვის ხევის კოლექტორში, პირველ ხაზზე მოძრავი მატარებლების ხმაურით, ბოლოში მობილური კავშირის გააქტიურებით და რომანტიკული ნისლით. ნამდვილად საფილმე მასალაა! ანდა, ზემო ელიას დაკონსერვებულ სადგურში, ვაზისუბნის გადასარბენის სამშენებლო შახტა ყველაზე მსხვილი ობიექტია, რაც კი თბილისის მეტროს დაუმთავრებელ მესამე ხაზზე აშენებულა.
1980-იანი წლების ბოლოს, თბილისში მეტროპოლიტენის მესამე ხაზი დაპროექტდა. მას 14 სადგური უნდა მოეცვა - დიდი დიღმიდან მოსკოვის გამზირამდე. აქედან 4 გადასასხდომი სადგური იქნებოდა: „ვარკეთილი 2“, „რუსთაველი 2“, „დიდუბე 2“ გლდანი-ახმეტელის ხაზთან და სადგური „პოლიტექნიკური 2“ საბურთალოს ხაზთან, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, მშენებლობა 1993 წელს შეჩერდა. საინტერესოა, რომ გარკვეული თანხები დღემდე გამოიყოფა დაკონსერვებული მეტროსადგურების გასამაგრებლად და წყალსატუმბი სამუშაოებისთვის.
მეტროსადგურები უამრავი მათხოვრისა და მაწანწალას თავშესაფარი გახდა. წლების განმავლობაში ბევრმა აქ ირჩინა თავი წვრილვაჭრობითა და ქურდობით
მაგალითად, მეტროსადგური „რუსთაველი 2“-ში აშენებულია ჰორიზონტალური 800-მეტრიანი სიგრძის გვირაბი, რომელსაც
www.focustv.ge
49
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
მისი სიღრმე 22 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლეა (!). მიწისქვეშა კომპლექსში შედის სამეურნეო დანიშნულების რამდენიმე ოთახი, ვერტიკალური შახტის ქვედა ჰორიზონტის შემოვლითი გვირაბი მომსახურე პერსონალისთვის, წყალსაკრები კამერა, დაახლოებით 80 მეტრი სიგრძის მისასვლელი გვირაბი... ბრრ, ცოტა საშიში წარმოსადგენიც კია... ჩვენთვის, მეტროს მგზავრებისთვის, მეტრო მხოლოდ პრიალა ვაგონები და მოძრავი ესკალატორია, მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის კი სამყარო, სადაც ყოველ კუთხე-კუნჭულს თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ გლდანის დეპოში თბილისის მეტროს ვაგონების უძველესი მოდელები ინახება. მათ შორისაა
ძალიან ძველი В-4 სერიის გერმანული ვაგონი, რომელიც 1927 წლით თარიღდება. ის თბილისის მეტროში 1969 წლიდან ლიანდაგმზომად მუშაობს. ასეთი მსოფლიოში სულ ორია! მეტროს ექსკლუზიურობა ყველაზე მეტად 1990-იანი წლების დასაწყისში გამოიკვეთა მაშინდელ თბილისში მეტროთი მგზავრობა გადაადგილების ერთ-ერთი შედარებით საიმედო საშუალება იყო. მეტრო დილით ადრე იხსნებოდა და გვიანობამდე მუშაობდა. ხალხით გადაჭედილ ვაგონებს დაშვებულზე ბევრად მეტი მგზავრი გადაჰყავდა. მეტროსადგურები უამრავი მათხოვრისა და მაწანწალას თავშესაფარი გახდა. წლების
50
www.focustv.ge
განმავლობაში ბევრმა აქ ირჩინა თავი წვრილვაჭრობითა და ქურდობით. მეტრო იყო პატარა ქალაქი, რომელსაც საკუთარი, საკმაოდ მკაცრი კანონები ჰქონდა. ის რამდენიმე ზონად იყოფოდა. დღის სხვადასხვა მონაკვეთში ბაქნები, გასასვლელები და ვაგონები უღარიბეს ფენას აეთვისებინა. მათი „მუშაობა“ საათის მექანიზმივით ზუსტი იყო. ბევრი უპოვარი, მგზავრებისგან ხურდა ფულის გამოძალვის მიზნით, ვაგონებში ისეთ თეატრალიზებულ წარმოდგენას დგამდა, რომ პროფესიონალ მსახიობსაც შეშურდებოდა. პრინციპი „გაჭირვება მაჩვენე და... ყველაფერს გიჩვენებ“-კარგად მუშაობდა.
ბევრი უპოვარი, მგზავრებისგან ხურდა ფულის გამოძალვის მიზნით, ვაგონებში ისეთ თეატრალიზებულ წარმოდგენას დგამდა, რომ პროფესიონალ მსახიობსაც შეშურდებოდა. პრინციპი „გაჭირვება მაჩვენე და... ყველაფერს გიჩვენებ“ კარგად მუშაობდა
ქართულ რეალობაში არსად ისე მკაფიოდ არ წარმოჩენილა თავის გადარჩენის ინსტინქტი, როგორც მეტროში. თუმცა მას მერე ბევრი რამ არ შეცვლილა. იმ წლებიდან მოყოლებული, „სადგურის მოედნის“ გადასასვლელ ხაზზე დღის საათებში სრული მონოპოლია მხედველობადაქვეითებულთა ოჯახებს უკავიათ. ამ ადამიანების ნამდვილი უმწეობა ხილული და შემზარავია. სოციალურ დახმარებებს მოკლებულები, ისინი არა მხოლოდ მოწყალებას ითხოვენ, არამედ ცდილობენ სიმღერითაც გამოიმუშაონ პურის ფული... ვაგონ-ვაგონ კვლავ მოძრაობენ წვრილმოვაჭრენი და სხვადასხვა ასაკის, მათ შორის ძალიან ხანდაზმული მათხოვრები. პიკის საათებში ქურდბაცაცობასაც აქვს ადგილი
და იდენტური სცენარის მქონე - „ობოლი და მშიერი ვარ, დეიდებო - ბიძიებო“-ს გულისამაჩუყებელ წარმოდგენებსაც... მეტრო იყო და არის ქვეყნის სახე სამწუხაროდ, ნაკლებად სიმპათიური. ყველაზე მეტად აქ იგრძნობა ტოტალური სიღარიბე, უმუშევრობა და იმედგაცრუება. აქ ყველაზე სწრაფად აცნობიერებ, როგორია შენი რიგითი მოქალაქე - კრედიტებში გაბმული, კონსერვანტებიანი მაიონეზისა და იაფფასიანი თურქული სამოსის მომხმარებელიდაახლოებით ისეთივე, რომელსაც ბავშვობაში ტრიკოტაჟის ფაბრიკასთან ვხედავდი.
IN FOCUS
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
მედ-service ქქართულად
ავტორი: თაკო გვაზავა დღევანდელი პოსტი მინდა ქართული მომსახურების იმ ძალიან საპასუხისმგებლო სფეროს მივუძღვნა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც გართობასთან, არც გემრიელ შოფინგთან და ჯიბის სასიამოვნოდ დაცარიელებასთან, თქვენ წარმოიდგინეთ და არც მგზავრობა - ფრენასთან. ეს თემა პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიკვდილ - სიცოცხლის საკითხს, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და იმ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას, რომელზეც ხშირად მთლიანად არის დამოკიდებული თითოეული ჩვენგანის ყოფნა-არყოფნის საკითხი.
ქართული მედიცინის სამყარო ჩემი ცხოვრების დიდი და მოუშუშებელი ტკივილია. ალბათ, თქვენიც. განსაკუთრებით რთულდება მდგომარეობა, როცა საქმე ბავშვების ავადმყოფობას ეხება. ბავშვი რომ ცუდადაა, ეს ცალსახად ძალიან სანერვიულოა, მაგრამ დამატებით სულ სხვა შინაარსის ფიზიოლოგიურ - ჰიგიენური და ემოციური პრობლემები იჩენს თავს, როგორც კი რომელიმე ჩვენი სამედიცინო დაწესებულების კარს შევაღებთ. ასე, მაგალითად: ჩემი უფროსი შვილი ავად გახდა. დიაგნოზი – ენტეროვირუსი, ადგილმდებარეობა – დიღომი, ბავშვთა ახალი კლინიკა.
იძულებული გავხდი, თვალები რაც შეიძლება ავად და ფართოდ დამებრიალებინა და არანაკლები აგრესიით მეთხოვა, რომ ექიმთან შევეშვით
სასწრაფოს მოსაცდელში შეგვყავს ბავშვი უწყვეტი პირღებინებით, მისავათებული, სიცხიანი. პირველი ეტაპი. შესასვლელში გამაგრებული ადმინისტრატორი გოგონები: რა ჰქვია ბავშვს? რამდენი წლისაა? სად ცხოვრობთ? ტელეფონი? თქვენი მობილური? ბავშვი რამდენი კილო
52
www.focustv.ge
IN FOCUS რომ იქნებ ჯერ თითქმის გულწასულ ბავშვს მიმიხედოთ და მერე ვარკვიოთ ეს ყველაფერიმეთქი. თუმცა, ეშხში შესულმა აგრესორებმა მაინც არ დააგდეს ტემპი და ფაქტობრივად, გვიბრძანეს, რომ დაუყოვნებლივ შეგვესრულებინა მათი მოთხოვნები. იძულებული გავხდი, თვალები, რაც შეიძლება
ავად და ფართოდ დამებრიალებინა და არანაკლები აგრესიით მეთხოვა, რომ ექიმთან შევეშვით.
მირჩია, ექოსკოპიის კაბინეტთან დამეკავებინა რიგი, რადგან ჩვენი მზეთუნახავი ექიმი მაინც მოითხოვდა მის გაკეთებას მას შემდეგ, რაც გამოჩნდებოდა. გავედით ულტრასონოგრაფიის კაბინეტთან, რომელიც ამ უზარმაზარ კლინიკაში ერთადერთი აღმოჩნდა და მთელი კლინიკის პაციენტებისა და მშობლების ჯარი მის მისადგომებთან კვნესოდა, ოხრავდა, იწყევლებოდა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, როცა რიგმა თითქმის მოგვიწია, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ექიმი, რომელიც უკვე მითიური არსება მეგონა, მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჩნდა, და გაგიკვირდებათ და, მოგვიკითხა. მოქანდა ჩვენი სიმპათიური და აქოშინებული მედდა და სასწრაფოდ წარგვიტაცა უკან, პალატაში. ექიმი-55-60 წლის ასაკის ქალბატონი ნათია, რომელიც მალ-მალე ამოწმებდა
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
დაიბადა? რა აქვს გადატანილი?.. როგორი მშობიარობა გქონდათ? აცრები თუ აქვს ჩატარებული? რას უჩივის და რა პრეპარატი მიეცით უკვე? პირადობა და დაზღვევა გვჭირდება! (შეუვალი ტონით). მე, აღნიშნული „ტყვიებით“ დაცხრილულმა და გაბრუებულმა, ძლივს ჩავაგდე ორი სიტყვა და ძალიან ვთხოვე,
შემდეგი ეტაპი: მისვლიდან 20 წუთის შემდეგ, ძლივს შევდივართ პალატაში, სადაც ზუსტად რომ გამოვთქვა, ყველა სამედიცინო პერსონალს ცალ პანჩურზე ვკიდივართ. ჩვენით მოვძებნეთ ადგილი და 5 - წუთიანი ლოდინის შემდეგ, თვითონ შევეცადე, რომ გამერკვია, ვინ იყო ჩვენი ექიმი. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ექიმი „თვითონაა გასული ფიზიოზე და მოვა რა, ცოტა ხანში, აგერ დაელოდეთ, მაგ საწოლზე“. მორჩილად ველოდებით საწოლზე. ამასობაში ერთმა საყვარელმა უმცროსმა ექთანმა (რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ გაუგებრობაში), დროის მოგების მიზნით,
54
www.focustv.ge
ახალგაკეთებულ მანიკიურს, ჩემდა გასაოცრად, დაინტერესდა, რა გვჭირდა და, რა თქმა უნდა, უკან, ექოსკოპიაზე გაგვიშვა, რომელსაც კიდევ დაახლოებით 1 საათი ველოდეთ და ბოლოს მივაღწიეთ ნანატრ სავარძლამდე. შუადღე გადასული იყო, წვეთოვანი რომ დაუდგეს ჩემს შვილს და მას შემდეგ, რაც სისხლის ანალიზის
რომ მოვედით, ჩემზე და საბაზე ბედნიერი ადამიანები არ დადიოდნენ ამქვეყნად. ყოველი ჩვენი ავადმყოფობა ახალი არასასურველი თავგადასავლის შესავალია, ახალი უსიამოვნო ისტორიების, რომლებშიც ადამიანები კი არ გიყვავებენ, გივლიან, პირიქით - უნდა ეთაყვანო და ელოლიავო, იმ
პასუხს დაახლოებით 2,5 საათი დააგვიანდა (რომელიც 40 წუთში უნდა ყოფილიყო მზად), ჩვენმა მზეთუნახავმა მიიღო ერთ - ერთი ყველაზე სასიამოვნო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში – გამოვეშვით შინ. ვთხოვე, ყველა იქ ჩატარებული ანალიზის პასუხის ქსეროქსი გადაეღოთ და მოეცათ, რაზეც ქალბატონმა ნათიამ მტკიცე უარი გამომიცხადა, არგუმენტით – „კი, მაგრამ, აი, რად გინდა, რაში გჭირდება?!“ მე, ფაქტობრივად, შავი დღისთვის გადანახული ნერვების რეზერვიდან შევავსე უკვე კარგა ხნის გამოლეული მოთმინება და დამარცვლით ავუხსენი ჩემი – პაციენტის მშობლის უფლებები. გაჭრა. 5 წუთში მომიცუქცუქა თავისი 12-სანტიმენტიანი ხის პლატფორმებით. რა ცოტა რამ აბედნიერებს ადამიანს… შინ
უბრალო და მრავლისმეტყველი მიზეზით, რომ „ისინი გვკურნავენ!“.
www.focustv.ge
ექიმი - 55- 60 წლის ასაკის ქალბატონი ნათია, რომელიც მალმალე ამოწმებდა ახალგაკეთებულ მანიკიურს, ჩემდა გასაოცრად, დაინტერესდა, რა გვჭირდა...
55
პასუხისმგებლობის შეგრძნება. აქაც ჩვენი პატარა ერის მოურჩენელ, საძაგელ კომპლექსს ვაწყდებით – არავის, არავის სურს თავისი საქმის პატიოსნად და პროფესიონალურად შესრულება, რაც მხოლოდ რეცეპტის გამოწერა და ზედ ხელის მოწერა კი არ არის, გაცილებით მასშტაბური ცნებაა და იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე უმძიმესი პაციენტების მიღების პარალელურად, შიგადაშიგ პომადის ხუთ პირად გადასმა და ყავისა და სიგარეტის თანხლებით, ყურებადქცეულ ექთანთან რძალზე ჭორაობა.
პარადოქსია, მაგრამ ჩვენთან ინფექციურ დაავადებებსაც კი უკიდურეს ანტისანიტარიაში „მკურნალობენ“. ჰოდა, კიდევ: ჩვენს ექიმ-ექთნებთან „ზედმეტი“ კითხვის დასმა არც გაბედოთ, უბრალოდ მათ სუპერკომპეტენტურობას ბოლომდე მიენდეთ. წინააღმდეგ შეთხვევაში, მოემზადეთ მიიღოთ „უი, მიწა დაგაყარეთ“ მზერა და „რა გამიხურე, ქალო, საქმე, შენღა მაკლდი უფროსად“ დედააზრზე აგებული უხეში პასუხი, რასაც აუცილებლად მოჰყვება ყველაზე დაჩაგრული ადამიანის „როგორ ყველაფერი მე უნდა ვაკეთო, ჯანდაბა თქვენს თავს“ პათოსით, თავის გაბრაზებულად ზემოთ აღმართვა და დემონსტრაციული სვლა სცენიდან..
აი, ასეთია იმ პრობლემური გზის ერთ-ერთი ჩემეული მაგალითი, რომელსაც ჩვენ, ჩვენი ავადმყოფი შვილები, ან ყველა ერთად გავდივართ ხოლმე.
აქ თითქმის უცხოა ადამიანური თანაგრძნობა, სასწრაფო მოქმედების აუცილებლობის აღქმა,
ჰოდა, კიდევ: ჩვენს ექიმ - ექთნებთან „ზედმეტი“ კითხვის დასმა არც გაბედოთ, უბრალოდ მათ სუპერკომპეტენტურობას ბოლომდე მიენდეთ
www.focustv.ge
57
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
(ჩემი დედა)ქალაქი ავტორი: ბაჩო კვირტია ქალაქი ძალიან ვრცელი და საინტერესო თემაა. ქალაქთან დაკავშირებით, ისტორიულ და ფილოსოფიურ წიაღსვლებს რომ შევეშვათ და იგი მხოლოდ თანამედროვე ჭრილში განვიხილოთ, აქაც უამრავი სათქმელი და სამსჯელო იქნება. თუნდაც ის, რომ გლობალურად, და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც სოფლიდან, პროვინციებიდან ქალაქებში ხალხის მიგრაციამ ძალზე საგანგაშო ხასიათი შეიძინა. მიზეზი ერთადერთია – მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, საარსებო წყაროს ძიება ინფრასტრუქტურულად და ეკონომიკურად უფრო განვითარებულ დასახლებულ პუნქტში – ქალაქში.
უმრავლესობას მძიმე ლოდივით აწევს და რომელმაც ბოლო რამდენიმე წელიწადია ტოტალური სახე მიიღო. ეკონომიკის ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ ვწერ იმას, რასაც ორთავე თვალით ვხედავ, და მე მგონი, არ ვცდები – ანუ თვალი არ მატყუებს. თუ ზოგადად ვიტყვით, ქალაქი საკუთარი ცნებით ისტორიაა, ფილოსოფიაა, ესთეტიკა და კულტურაა, თავისი ცოცხალი ორგანიზმით, ცხოვრებით, საზოგადოებითა და ღირსებანაკლოვანებებით. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი, ამოუცნობი და იდუმალი, ერთადერთი მშობლიური ქალაქი – თბილისია. ეს ქალაქი საკუთარი მდიდარი ისტორიული წარსულით, ძალიან ჭრელი, მრავალეთნიკური მოსახლეობითა და არქიტექტურით, ბევრი მინუსითა და უფრო ბევრი ღირსებით, მსოფლიოს არცერთ სახელგანთქმულ ქალაქს არ ჩამოუვარდება. ევროპის, ამერიკისა თუ აზიის არცერთ აღიარებულ და გამოჩენილ ქალაქზე ნაკლები კულტურული ძეგლები და პანორამები, ქუჩები
ჩვენს შემთხვევაში კი, ეს განსაკუთრებით დედაქალაქში – თბილისში იგრძნობა. ბოლო წლების მანძილზე თბილისი რეგიონებში მცხოვრები ხალხის „გაჭირვების ტალკვესად“ და ხსნად იქცა, სადაც სოფლიდან ჩამოსული ადამიანები ცდილობენ, რომ ლუკმაპურის ფული, მუდმივად ანაზღაურებადი სამსახური იშოვონ და ბანკის ვალდებულებას როგორმე გაუმკლავდნენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ
58
www.focustv.ge
და არქიტექტურა, ისტორია და იდუმალება არ აქვს. პირიქით – ეს ქალაქი, ისტორიულად და არქეოლოგიური კუთხით, ჯერ კიდევ შესასწავლი და გამოსაკვლევია, იმიტომ, რომ თბილისი საკუთარი ისტორიის ბევრად მეტ წილს მიწისქვეშ ინახავს. ბანალურად თუ ვიტყვი, თბილისი წარსული, აწმყო და მომავალია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დროის სამივე განზომილება თბილისს ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული აქვს – მეტნაკლებად ვიცით, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი წარსულის სხვადასხვა ეპოქასა და ახლო წარსულში, ვიცით როგორია დღეს, და ისიც ვიცით, დაახლოებით მაინც, როგორი იქნება მომავალში. თუმცა შევეშვათ წარსულსა და მომავალს - ერთმა თავისი საქმე უკვე გააკეთა და ჩაიწერა ისტორიის ფურცლებზე, მეორე კი – არავინ იცის, რას გვიქადის. შესაბამისად, დარჩა აწმყო – სამსჯელოდ ძალიან საინტერესო, კრიტიკული, უღიმღამო და მრავალფეროვანი – ერთდროულად. ანუ რას წარმოადგენს დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი ქალაქი – თბილისი? თბილისი იყო, არის და, ალბათ, მომავალშიც დარჩება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პროცესების ეპიცენტრი. თბილისი იყო, არის და მუდამ იქნება ყველაზე ქართული სნობიზმისა და ქართული გლამურის მექა, სადაც (თბილისში) ცხოვრება პრესტიჟსა და respect-ს ნიშნავს,
თბილისი საკუთარი მდიდარი ისტორიული წარსულით, ძალიან ჭრელი, მრავალეთნიკური მოსახლეობითა და არქიტექტურით, ბევრი მინუსითა და უფრო ბევრი ღირსებით, მსოფლიოს არცერთ სახელგანთქმულ ქალაქს არ ჩამოუვარდება სადაც არავის არაფერი უკვირს და თუ უკვირთ, არ იმჩნევენ, რომ უკვირთ; სადაც უღირსობა და ღირსება ისე აიხლართა ერთმანეთში, რომ უკვე აზრი აღარ აქვს ერთისგან მეორის გარჩევას – ერთი თურმე მეორეს ნიშნავს და მეორე - პირველს. შეგვიძლია, უბრალოდ, თავი დავაქნიოთ და თუ ტაშსაც დავუკრავთ, მით უკეთესი რომელიღაც სატელევიზიო შოუსთვის (იქ ლაპარაკობენ ხოლმე ასეთ რაღაცეებზე). მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში ბევრი რამ არ არის მოსაწონი, გასაბრაზებელია, გასაპროტესტებელია, საყვირალია, ამოსაძირკვია და მოსაშორებელია, მაინც მიყვარს თბილისი - ნატანჯი, გაწვალებული, საოცარი მოვლენებისა და დიდი ადამიანების მომსწრე, გადაკეთებული, გადმოკეთებული, დანგრეული, გადაბუგული, დაცხრილული, ჩაბნელებული და გადაღებილი... და მაინც ცოცხალი!
ბოლო წლების მანძილზე თბილისი რეგიონებში მცხოვრები ხალხის გაჭირვების ტალ-კვესად და ხსნად იქცა, სადაც სოფლიდან ჩამოსული ადამიანები ცდილობენ იშოვნონ ლუკმაპურის ფული, მუდმივად ანაზღაურებადი სამსახური და ბანკის ვალდებულებას როგორმე გაუმკლავდნენ...
www.focustv.ge
59
თებერვალი – მარტი 2014 №66
IN FOCUS
IN FOCUS
მიყვარს ეს ქალაქი: მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ მოდაშია ჩურჩულები და ცრემლების ღვარღვარი კეკელას ან მაროს ტელეშოუებში; მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, ან ცხვირწინ გადაგეღობებათ, ან ტროტუარზე ამოგიხტებათ და გზას მოგიჭრით, ან უეცრად მოსახვევიდან გამოგენთებათ ერთოთახიანი ბინისტოლა ე.წ. „ჯიპის“ ტიპის ავტოები, თავისი გოროზი ტიპი-მძღოლებით – ყოვლისშემძლე „მაჩოებით“, რომელთა „გამანადგურებელი“ მზერა დაბურულმინიანი, ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან განუმეორებელია და ვერარა სანახაობას შეედრება დედამიწის ზურგზე;
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ქალაქში ცხოვრობენ (თან როგორ!) ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც მთელი დუნია მოიარეს, კიდევ დარჩათ შემოსავლელი და ისეთებს, ვინც ჯერ კიდევ ბათუმშიც არ არიან ნამყოფი, ტელეეთერსა თუ გლამურული ჟურნალის ფურცლებზე დიდი სიამოვნებით უზიარებენ ათასგვარი ეგზოტიკური კერძების გემოარომატებს, პერუსა თუ ჩილეში, გადაშენების პირას მყოფი ქურციკის რომელიღაც სახეობის გამხმარი ცურცლისგან დამზადებული უძვირფასესი ყავის განუმეორებელ პიკანტურობას, 6-ვარსკვლავიან რესტორანში არსებული სერვირების წესებს და საკუთარი გუნება-განწყობილების ცვალებადობას; მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ქალაქი, თავისი ქალაქური ცხოვრებით, უბრალოდ, მოსაწყენია; მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში მსოფლიოში ყველაზე მახინჯი, ყველაზე ბინძური, ყველაზე იაფი, ყველაზე ბებერი და ყველაზე თავზარდამცემი მეძავები დგანან; მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ერთადერთი ქალაქი დედამიწის ზურგზე (თუ გნებავთ, გულ-მკერდზეც), სადაც ტელეშოუებში რიგრიგობით იწვევენ ერთსა და იმავე „ტელესახეებს“, 60
www.focustv.ge
www.facebook.com/DelfosJewelry
Tel: 574 12 44 99
საკუთარი, მაყურებლის მიერ უკვე კარგად დაზეპირებულ-დაზუთხული „რთული წარსულითა“ და „სამომავლო გეგმებით“, „სიზმრებითა“ და „ხილვებით“, „სანუკვარი ოცნებებითა“ და „კარგ მეგობრებად დარჩენილი გაყრილი ცოლებითა და ქმრებით“, „ჰობებითა“ და ტაშისმომგვრელი „საბოლოო სიტყვით“;
თებერვალი – მარტი 2014 №66
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქის ქუჩებში ავტომობილებით მძღოლების (ორთავე სქესის) და, გნებავთ, ფეხით მოსიარულეების (აგრეთვე ორთავე სქესის) მოძრაობა ყოველგვარ წესს, კანონს, ლოგიკურობას, ეთიკასა და კულტურასაა მოკლებული;
umaRlesi gemovneba Tqvens samzareuloSi
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში არსებული რესტორნების, კაფე-ბარების, სუპერმარკეტების, ისე მარკეტების, აფთიაქების და სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი ობიექტების უმრავლესობაში მომუშავე პერსონალმა მომსახურების ელემენტარული კულტურისა და წესების ინჩიბინჩი არ იციან; და კიდევ ვინ მოთვლის, რის აღარ, მიუხედავად... მაინც მიყვარს ეს ქალაქი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება აქ გავატარე, და როგორც ვატყობ, დარჩენილ ცხოვრებასაც აქ გავლევ. ამიტომ რაც უნდა ბანალურად და გაცვეთილად ჟღერდეს, ძალიან მაწუხებს და მადარდებს ყველაფერი მახინჯი და უგვანო, რაც დღეს თბილისს სცხია თუ „ამშვენებს“... მაგრამ მოშორდება. დრო სჭირდება, უბრალოდ. მე აუცილებლად მოვესწრები ამას. და „მიუხედავად ამისა“-ს ზემოთ იმიტომ ვამბობ, რომ იმ ზემოთ ნახსენებ „სიკარგეებს,“ მე, პირადად, არ ვხედავ, ვერ ვხედავ და ასე ვაგრძელებ ამ ქალაქში ცხოვრებას. სხვა გზა არ მაქვს. თქვენი კი – არ ვიცი.
r u s Ta ve l is g a m z. 26 R ust aveli A ve.Tel.:2996025 WWW.GI PFEL.NET
რეპორტაჟი თებერვალი – მარტი 2014 №66
რეპორტაჟი ეგვიპტე, შარმ ელ შეიხი და ბევრი 67 სხვა რამ
64
www.focustv.ge
ეგვიპტე შარმ ელ შეიხი და ბევრი სხვა რამ ავტორი: გოგა ჩანადირი სპეციალურად „ფოკუსისთვის”
ეგვიპტეში პირველად ზუსტად 10 წლის წინათ, 2004 წლის იანვარში მოვხვდი. ბევრი რამით დამამახსოვრდა ეს ქვეყანა. განსაკუთრებით, ეთნოგრაფიით, მთელი ყოფა-ცხოვრებით. აი, კიდევ საჰარათი დამამახსოვრდა ეგვიპტე, რომელიც არაბული სიტყვაა და „უდაბნოს“ ნიშნავს. არადა, უწინ წალკოტებით იყო დაფარული. პირამიდები და მის წინ მდებარე სფინქსი რომ ვნახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბავშვობიდანვე ვიცნობდი იმ ადგილებს და თითქოს სფინქსს ცხვირი ჩემს წინ მოტეხეს. ჰო, და კიდევ არ დამავიწყდება ქაიროზე
რას-მოჰამედის ნაკრძალში
გადაფენილი ნილოსი და მის კალთებში მოტივტივე პატარა გემი-რესტორანი, სადაც ყაზახი ქალბატონი „თბილისოს“ როიალზე ასრულებდა. მაშინ მეგონა, რომ ეგვიპტეში მალევე ჩავიდოდი, რადგან შეუძლებელია, მის ხასიათს ჩაწვდე და ხელახლა ჩასვლა არ მოგინდეს. თუმცა, მხოლოდ 10 წლის შემდეგ დავბრუნდი ამ ქვეყანაში.
ამ ზამთარს, მაშინ, როდესაც თბილისში ციოდა, ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში ჰაერის ისეთი ტემპერატურა იყო, რომ ცურვა და გარუჯვა ძალიან მომანდომა.
რომ მეზობელი ისრაელისთვის ადვილად დასაპყრობი არ გამხდარიყო, დიდ და განვითარებულ ცენტრად უნდა ქცეულიყო. ტურიზმი საუკეთესო მიგნება იყო. 1980-იან წლებში ქალაქის მშენებლობა დაიწყო. სასტუმრო საქმის გასავითარებლად და დამსვენებლეთა მოსაზიდად მთავრობამ უამრავი შეღავათი დააწესა. ამიტომაც, დღეს იქ უკვე 200-მდე სასტუმრო მოქმედებს.
რადგან ამ უძველეს ქვეყანაზე წარმოდგენა მქონდა, წინასწარ მოვინიშნე კიდეც, რაც უნდა მენახა. ტური ისეთი მრავალფეროვანი
„პეგას ტურისტიკის“ მესვეურებმა ჟურნალისტები შარმ ელ შეიხის საუკეთესო სასტუმრო „დესოლ პირამისაში“ განგვათავსეს.
გახლდათ, ეს მონიშნული ადგილები უკან დამრჩა, მაგრამ მაინც - რამაც აღმაფრთოვანა და ჩემზე დიდი ზემოქმედება მოახდინა, სინას მთა და წმინდა ეკატერინეს მონასტერი იყო, რომელიც ქართველებისთვის განსაკუთრებულად ახლობელი მე-9 საუკუნიდან გახდა.
ისეთი მდებარეობა ჰქონდა, ყველა ღირსშესანიშნაობა ტაქსით ხუთი - შვიდი წუთის სავალზე იყო.
თებერვალი – მარტი 2014 №66
რეპორტაჟი
საქართველოში 2013 წელს შემოსულმა ტურისტულმა კომპანიამ „პეგას ტურისტიკმა“ გაცნობითი ტური ჟურნალისტებისთვის მოაწყო, რომელთა შორის მეც აღმოვჩნდი.
აი, შარმ ელ შეიხში პირველად ჩავდიოდი. ამ ქალაქს დიდი ისტორია არ აქვს, ითარგმნება როგორც „შეიხის ყურე,“ „შეიხის სანაპირო“. თავიდანვე ტურისტთა საყვარელ ქალაქად იქცა. ეგვიპტის ხელისუფლებამ ისრაელარაბეთის ომის შემდეგ მხარეში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება განიზრახა. ძალიან პატარა დასახლება, იმის გამო,
ერთ-ერთი პირველი, რაც ამ ქალაქში ვნახე, ძველი ბაზარი (Old Bazaar) იყო. ამ ადგილას ძალიან ცოტაა კაფე, მაგრამ სამაგიეროდ, სავაჭრო ფარდული იმდენია, ეგვიპტურ წარმოებასა და კულტურაზეც სრულ წარმოდგენას შეგიქმნის. სუნელებისა და სუნამოების სუნიც თითქმის ერთმანეთშია შეზელილი. რას არ ნახავთ აქ ტყავეულს, ბეწვეულს, თიხას, უამრავ სამახსოვროს - ეს იქნება სფინქსი, პირამიდა თუ ეგვიპტური მითოლოგიის გმირების
66
www.focustv.ge
ჯიპ-ტური უდაბნოში
www.focustv.ge
67
ნამაბეი - შარმ ელ შეიხის გულია. აქ მშვენიერი საზღვაო სანაპიროა, უამრავი მაღაზია, კაფე-ბარი და გასართობია. ცხოვრება გამთენიისას თუ დუნდება - აი, უკანასკნელი ტურისტი სასტუმროში რომ წალასლასდება, მაშინ. დანარჩენ დროს გუგუნებს იქაურობა. რამდენიმე სამახსოვრო სწორედ აქ შევიძინე. ვაჭრობის შემთხვევაში, ნივთების სასურველ ნამაბეი
თებერვალი – მარტი 2014 №66
რეპორტაჟი
გამოსახულებები. ძალზე პოპულარულია მარჯნის თვლებით დამზადებული სამკაულები, განსაკუთრებით კი მძივები, რომლებიც ათასნაირი შეფერილობისაა.
ნამაბეი
ფასად შეძენას წინ არაფერი უდგას. ისეთი განცდა გაქვს,თითქოს მაღალი ფასის თქმით, გგონია, რომ ეგვიპტელები გატყუებენ, მაგრამ ალღოს აღების შემთხვევაში ხვდები, ეს მხოლოდ კულტურის ნაწილია და ალბათ საქმეც ყბედობის დიდ სიყვარულთანაც გვაქვს. ადგილობრივი მოვაჭრეებისთვის განცხრომაც კია მყიდველთან დიდხანს საუბარი. სულ ახლახან შარმ ელ შეიხში ლონდონის წაბაძვით ტურისტული უბანი „სოჰო“ გაიხსნა. ერთხელ იქაც შევიარე. უფრო ევროპულობის შთაბეჭდილება დამიტოვა. თანაც, რამდენიმე ცნობილი ბრენდული გასართობია, რომელთაგან „ჰარდროკ კაფეს“ გამოვარჩევდი. მშვენივრად გავერთე ოთხმავლით უდაბნოში 68
www.focustv.ge
www.focustv.ge
69
რეპორტაჟი თებერვალი – მარტი 2014 №66
მეჩეთი, შარმ ელ შეიხი
სიარულით. ამ პატარა მანქანას ხანდახან ისე მივაგელვებდი ხოლმე, თავი ჩქაროსნულ გზატკეცილზე მეგონა. მაგრამ ოთხმავალი 65 კმ/სთ - ზე უფრო ჩქარა სიარულის საშუალებას არ იძლეოდა. ეს ე.წ. ჯიპ - ტური ფრიად საამო რამ გამოდგა. კიდევ კარგი, თავსაბურავი მეკეთა, თორემ მტვრის გემო თბილისამდე გამომყვებოდა. ქალაქის ღირსშესანიშნაობად ხაი-ენ-ნურის მეჩეთი ითვლება, ხოლო არც თუ ისე შორს, 25 კმ - ში, სინას ნახევარკუნძულის ყველაზე სამხრეთულ ნაწილში ზღაპრული ეროვნული ნაკრძალი რას - მოჰამედი მდებარეობს. ოღონდ, ეს ძალიან მლაშე წყალქვეშა
სამყაროა, ზედაპირი და სივრცეები თითქოს არაფერს გეუბნება, მაგრამ სათვალითა და სასუნთქი მილით ჩაყვინთვაც კი საკმარისია, რათა გაიგო, რატომ ჰქვია წითელ ზღვას „წითელი.“ მარჯნები წყალქვეშეთის ფერადოვან ტყეებად არის წამომართული, 150-მდე სახეობის მაინც არის, რომელთა დიდი ნაწილი წითელი შეფერილობისაა. ტროპიკული თევზები კი ისე ახლოს დანარნარებენ, ხელის წავლებაც კი გინდა, მაგრამ მოუხელთებელნი რჩებიან. თურმე, რას - მოჰამედის ნაკრძალში 1000-მდე სახეობის თევზი ბინადრობს. რას-მოჰამედის ნაკრძალში
70
www.focustv.ge
FRANCK
PROVOST PA R I S
25th Anniversary
Frack Provost მის: გრატო პასაჟი, კოსტავას 37/39 ტელ: 238 60 68; 2 38 60 58
რეპორტაჟი თებერვალი – მარტი 2014 №66
ნამაბეი
დელფინარიუმი
კიდევ კარგი, ეგვიპტის კანონი იცავს წყალქვეშა სამყაროს, თორემ ალილის, გემის კბილებდაკრეჭილი მცველის თქმით, ტურისტები მთლიანად მოსპობდნენ იქაურობას. კიდევ ერთი ეროვნული პარკია ნაბკი, რასმოჰამედიდან 10 კილომეტრში, მაგრამ ამ ჯერზე იქ წასვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან წინ სხვა ღირსშესანიშნაობები გველოდა, განსაკუთრებით კი ხადაბეს დელფინარიუმის ნახვა მაინტერესებდა, სადაც დიდი ხნის წინანდელი, იამაკის დელფინარიუმის ნახვის შემდეგ გაჩენილი ოცნების ასრულება – დელფინებისთვის კოცნა მინდოდა. ისე ძლიერ მინდოდა დელფინებთან მისვლა, მომეჩვენა კიდეც, რომ სანახაობა ძალიან გრძელი იყო. შემდეგში ჩემმა თანამგზავრებმა მითხრეს, რომ ასე სულაც არ იყო. ორი გმირი დელფინი ფეხმძიმედ ყოფილიყო და ამიტომ, მწვრთნელებმა ისინი უწინდელივით სათანადოდ არ დატვირთეს. მგონი, დელფინების სანახაობის დასრულება მხოლოდ მე გამიხარდა. ჩემს მოლოდინს დიდხანს არ ჩაუვლია და ბუნების ამ ლამაზ
72
www.focustv.ge
www.focustv.ge
73
რეპორტაჟი თებერვალი – მარტი 2014 №66
ბედუინებიც - სინას მთაზე
ქმნილებას, როგორც იქნა, მოვეფერე და ვაკოცე კიდეც. მე მაინც მივიჩნევ, რომ ჩემი ამ მოგზაურობის უდიდესი შთაბეჭდილება სინას ნახევარკუნძულზე მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტრის ნახვა და კილომეტრიანი აღმართის ავლის შემდეგ მოსეს მთაზე ფეხის დადგმა იყო, საიდანაც ყოველდღე ასობით ტურისტი მზის ამოსვლას სურვილების ჩაფიქრებით ხვდება. ამასთანავე, აქაურობა ეგვიპტის ყველაზე ცივ ადგილად ითვლება. 2280 მეტრია ზღვის დონიდან და ჩემს ყოფნაში თოვლის კვალსაც ვხედავდი.
გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ მთაზე გადასცა უფალმა ეგვიპტელთა მონობიდან დახსნილი ებრაელების წინამძღოლ მოსეს 10 მცნება. ღამის 12 საათი იქნებოდა, შარმ ელ შეიხის სასტუმროდან რომ გავედით და მონასტრისა და მოსეს მთისკენ მიმავალ გზას დავადექით. 2 საათში, მონასტრიდან 300 მეტრში, პოლიციის საგუშაგოსთან აღმოვჩნდით. საგანგებოდ გაგვჩხრიკეს. მერე კი ყველანი წმინდა ეკატერინეს ტაძრის წინ მდებარე სასტუმროში შევიკრიბეთ. იქ მეგზურმა კიდევ ერთხელ
74
www.focustv.ge
გაგვაფრთხილა, რომ ღამით 7 - კილომეტრიანი რთული აღმართი უნდა აგვევლო, რათა მზის ამოსვლისთვის მიგვესწრო, ვისთვისაც სიარული რთული იქნებოდა, სასტუმროში 20 დოლარად დარჩენა შეეძლო. ყველამ იუარა. მთას შევუდექით თუ არა, მომთაბარე არაბებმა, იმავე ბედუინებმა, რომელთა წინაპრები აქ ქრისტეს შობის შემდეგ მოვიდნენ, 20 დოლარად 6 კილომეტრის გავლა შემოგვთავაზეს. ბოლო მონაკვეთი კი 750 საფეხურისგან შედგება, სადაც აქლემით ასვლა ნებადართული არ არის. თავიდან აქლემზე ახტომას ვფიქრობდი, მაგრამ სულაც არ მინანია, ფეხით რომ ვიარე. ჯგუფის წევრებიც ძალიან ყოჩაღობდნენ. გზად 11 ფარდული შეგხვდა და ორგან შევისვენეთ. ვინ ჩაი, ვინ ყავა შეუკვეთა. რამდენიმე თანამგზავრმა დარჩენაც კი გადაწყვიტა. მზე იმ დღეს 06:33 - ზე უნდა ამოსულიყო. მაღალ კიბეებს რომ შევუყევით, დილის 4 საათი იყო. მომეჩვენა თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ უმალ ავირბინე კიბეები. შემდგომში, როცა ინტერნეტში ან პირადად მოსეს მთაზე ასული ხალხის შთაბეჭდილებას ვეცნობოდი, ყველა აღნიშნავდა, რომ ეს ამ 7- კილომეტრის ყველაზე რთული მონაკვეთი იყო. მთაზე, რომელსაც არაბულად „ჯებელ მუსას“ უწოდებენ, 1 სთ - ით ადრე ავედით, ბოლო ფარდულში დავისვენეთ, სადაც იმდენი მოგზაური დაგვხვდა, რომ კვერცხის დასადები ადგილიც აღარ იყო. მზის ამოსვლა მოსეს მთაზე
www.focustv.ge
75
თებერვალი – მარტი 2014 №66
რეპორტაჟი
მონასტერს ძალზე დიდი ისტორია აქვს. მე - 2 - მე - 3 საუკუნეებში, რომის პირველი ბარბაროსის მაქსიმიანეს დროს ალექსანდრიაში განსაკუთრებული სილამაზითა და ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ეკატერინე ცხოვრობდა. ეგვიპტის მმართველის კონტის ასული იყო. უკვე 18 წლის ასაკში ის ყველა დიდი მწერლისა და ფილოსოფოსის თხზულებებს იცნობდა. ლაპარაკობდა რამდენიმე ენაზეც. ობლად დარჩენილ ეკატერინეს დედა და ნათესავები ჩასჩიჩინებდნენ, რომ გათხოვილიყო. ეკატერინე ჯიუტობდა, მხოლოდ ჩემზე ბრძენსა და დიდგვაროვანს მივთხოვდებიო. ქალაქის განაპირას ქრისტიან ბერთან რჩევისთვის მიიყვანეს, რომელმაც უთხრა, რომ იცოდა ისეთი ვინმე, ვისი სილამაზეც მზეზე უფრო ნათელია, სიბრძნით წმინდა ეკატერინეს მონასტერი
06:33 - ზე მზე ისე ლამაზად ამოცურდა, რომ ტაში შემოვკარი. გვერდით მყოფებიც შემომიერთდნენ. მერე კლდეებს მოედო პირველი სხივების სიყვითლე და რამდენიმე წამში ყველაფერი აბრდღვიალდა. მოსეს მთაზე მდგარი პატარა ტაძრის სამრეკლოზე არაბი ყმაწვილები აძვრნენ და ზარს ჩამოკრეს. მისტიკა იყო. დაშვებას ნაკლები დრო მოვანდომეთ. სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა წმინდა ეკატერინეს მონასტერი. ერთი სული მქონდა, როდის მოვხვდებოდი. განმაცვიფრა იმან, რომ წესრიგს ტაძრის გარეთაც და შიგნითაც მუსლიმი არაბები იცავდნენ. 76
www.focustv.ge
იმ და ამქვეყნიურ ქმნილებებს მართავს, განუზომელი განძით ამკობს სამყაროს და რასაც მეტს გასცემს, მისი საგანძური უფრო მრავლდება. მისი მსგავსი არავინ არისო, დასძინა ბერმა და ღვთისმშობლის ხატი გაუწოდა, ღამით ილოცე და ის გიჩვენებს იმას, ვისაც ასე ეძებო. ლოცვის დროს ეკატერინეს ჩაეძინა და იხილა ღვთისმშობელი, ყრმა იესოთი. იესო არ დაენახა ქალწულს - ის ყველაზე მოღუშული, უგვანო და ღარიბია. მან ამპარტავნობა უნდა დაძლიოსო. გამოიღვიძა ეკატერინემ და ბერთან მივიდა, რომელმაც მონანიება ურჩია. შემდეგ კი, როცა ხატთან ლოცვისას ისევ ჩაეძინა, მონანიებულ ეკატერინეს იესომ ბეჭედი უბოძა. ეკატერინემ
კიდეც: იმპერატორო, კამათის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ, რადგან მან ჩვენზე უფრო ბრძენი დაამარცხაო. განრისხებულმა იმპერატორმა ყველა დასაჯა. ეკატერინე კი აზრის შესაცვლელად ათასნაირად აწამა, მერე ცოლობაც კი შესთავაზა. ბოლოს ქალწულს თავი მოჰკვეთეს, წმინდა ნაწილები კი ანგელოზებმა სინას მთაზე წაიღეს. უკვე მე - 6 საუკუნეში გამოცხადებით სინას მთაზე იპოვნეს წმინდა ეკატერინეს თავის ქალა და მარცხენა ხელის მტევანი, რომლებიც მონასტერშია დაბრძანებული და მართლმადიდებლებს მიახლოების უფლებას აძლევენ, ლუსკუმაზე ამბორის შემდეგ კი ღვთისმსახური მორწმუნეს თითზე ბეჭედს უკეთებს, რაც იესოს მიერ წმინდა ეკატერინეს დაწინდვას იმეორებს.
წმინდა ეკატერინეს მონასტერი
უმალ გაიღვიძა და ხელზე მართლაც ეკეთა სიზმარში ნანახი ბეჭედი. მას შემდეგ ის ქრისტეს გზას შეუდგა. ერთ დღესაც, როცა იმპერატორი მაქსიმიანე ალექსანდრიაში წარმართული ღმერთების დღესასწაულს აღნიშნავდა, ქალწულმა მიმართა, რომ მბრძანებელი არასწორ გზას ადგა. დღესასწაულის ჩამთავრების შემდეგ იმპერატორმა ეკატერინეს 50 ბრძენი დაუპირისპირა. ქალწულმა კამათში ჯერ პირველი გამომსვლელი, ყველაზე უფრო განსწავლული ფილოსოფოსი დაამარცხა. როცა ჯერი სხვებზე მიდგა, პირველ ბრძენს უთქვამს
სინას მთის მონასტრის ადგილას, მე - 4 საუკუნიდან პატარა ტაძარი იდგა. შემდეგ, იმპერატორ იუსტინიანეს დროს მე - 6 საუკუნეში, მძლავრი სამონასტრო კომპლექსი აიგო. პირველად ქართველები მაშინ გამოჩნდნენ, თუმცა მეცხრე საუკუნეში აქ ისინი უკვე მრავლად იყვნენ და საკუთარი მონასტერიც ჰქონდათ. პალესტინაში მდებარე საბაწმინდის მონასტრის შევიწროების გამო, ბევრი ქართველი სწორედ სინას ნახევარკუნძულზე გადმოვიდა. ქართულად იწერებოდა და ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ჭედურობის ნიმუშები, მაღალი ოსტატობით იმოსებოდა წიგნები. ასევე, იწერებოდა ხატები. აქ მოღვაწეობდნენ იოანე
რეპორტაჟი თებერვალი – მარტი 2014 №66
ტაძარი მოსეს მთაზე
ზოსიმე, იოანე მინჩხი, ეზრა ქობულიანისძე, მიქაელ კათამონელი, იოანე კუმურდოელი და სხვები.
ბიბლიოთეკაა, სადაც ქართულის გარდა, ბერძნული, რუსული, სომხური, არაბული, ებრაული ხელნაწერები ინახება.
მონასტერს ოქროს ხანის მეფეებმა განსაკუთრებული ამაგი დასდეს. შემდეგში კი, როცა საქართველო პოლიტიკურად დასუსტდა, სინას მთის ქართველებს ზრუნვა მოაკლდათ. არადა, ეს იყო ყველაზე უშორესი ქართული კერა საზღვარგარეთ.
მონასტრის ნახვის შემდეგ გამომგზავრების დღეც დადგა. ეგვიპტის სხვა მთავარი ღირსშესანიშნაობის ვერნახვის მიუხედავად, მაინც სავსე ვარ შთაბეჭდილებებით და როცა შარმ ელ შეიხში ჩახვალთ და დაგეზარებათ 510 კმ-ის გავლა, რომ პირამიდები ნახოთ, ყველა ღონე იხმარეთ, რათა წახვიდეთ ამ უძველეს და უწმინდეს ადგილას.
დღეს მონასტერში 200-მდე ქართული ხელნაწერი და ქმნილებაა დაცული. ცალკეა მოწყობილი მუზეუმი, სადაც დაცულია ქრისტეს, როგორც პანტოკრატორის, ყოვლისმპყრობელის ცნობილი ხატიც. წმინდა ეკატერინეს მონასტერი იუნესკოს სიაში 2002 წლიდან შევიდა. ის იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ვატიკანის შემდეგ საქრისტიანოში აქ ყველაზე დიდი
ნახეთ მზის ამოსვლა და იზრუნეთ ბოთლ წყალზე, თბილად და მოხერხებულად ჩაცმაზე. და მაინც, ეგვიპტე - ეს არის ქვეყანა, სადაც ძველი ცივილიზაცია მეწამული ზღვის ტალღებზე კენარად როკავს და შენ, ათასწლეულების მემკვიდრეს, აღტაცებით გლოკავს. ბედუინები სინას მთაზე
78
www.focustv.ge
80
www.focustv.ge
თებერვალი – მარტი 2014 №66
რეპორტაჟი
თეატრალური პრემია „დურუჯის“ 2013-2014 წლების სეზონი დაიწყო ხელოვნების სფეროში დაწესებული ყველაზე დიდი საპრიზო ფონდის მქონე კერძო პრემია „დურუჯის“ დაჯილდოება წელს უკვე მეექვსედ გაიმართება. თეატრალური პრემია „დურუჯის“ ლაურეატების გამოსავლენად განაცხადების მიღება დაიწყო. „დურუჯი“ 2013-2014 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს; საუკეთესო სცენოგრაფი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს. პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ჟურნალი „ფოკუსი“, რადიო "ფორტუნა".
„დურუჯის“ კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 15 აპრილს იწურება.
პრემიაზე წარდგენისთვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.redix.ge; კომპანია „რედიქსის“ სოციალური ქსელის გვერდზე: www.facebook.com/redix.ge; ტელ.: 2 322 333
ტრენდი „ნატახტარი“ - ბიზნესის 84 ფონდი სოციალური პასუხის მგებლობის პროექტები საუკეთესო ბარმენს 88 Finlandia ლაპლანდიაში გაამგზავრებს
www.focustv.ge
83
ტრენდი თებერვალი – მარტი 2014 №66
ფონდი „ნატახტარი“ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
საქმიანობა მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასახმარებლად ფონდ „ნატახტარის“ შესახებ სატელევიზიო რგოლებიდან დიდი ხანია გვესმის, „ფონდი ნატახტარი“ უკვე მესამე წელია, რაც საქმიანობს. ამ პროექტის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება განხორციელდა. „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან თანხა ფონდში ირიცხება. თანხის რაოდენობა ბოთლის მოცულობის შესაბამისად, 0, 33 ლ. 0.5 ლ. 1ლ. და 2ლ. 1, 3 და 5 თეთრია.
საღამოზე წარმოდგენილი ყველა ფერწერული ტილო გაიყიდა და მთლიანად, 11 500 ლარი შეგროვდა. შემოსული თანხა ფონდი „ნატახტარის“ ანგარიშზე ჩაირიცხა
სულ ცოტა ხნის წინ, „გამრეკელი გალერიში“ ცნობილი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი ყველა ფერწერული ტილო გაიყიდა და მთლიანად, 11 500 ლარი შეგროვდა. შემოსული თანხა ფონდ „ნატახტარის“ ანგარიშზე ჩაირიცხა.
84
www.focustv.ge
შემოწირულობა მოხმარდება ფონდის პროექტს „იზრუნე მომავალზე“, რომელიც მზრუნველობამოკლებული მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მათ მომზადებას ითვალისწინებს. ღონისძიება, თანამედროვე ქართული მხატვრობის პოპულარიზაციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელების დახმარებას ისახავს მიზნად. საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით, მცირე ბავშვთა სახლების 200-მდე 15-დან 18 წლამდე მოზარდზე... ფონდ „ნატახტარის“ აქციაში მონაწილე თანამედროვე ქართველი მხატვრების სია ასე გამოიყურებოდა: ოლეგ ტიმჩენკო, გია გუგუშვილი, მიშა შენგელია, მამუკა ცეცხლაძე, ვახო ბუღაძე, კოკა ცხვედიანი, უშანგი ხუმარაშვილი, ლია შველიძე.
ფონდ „ნატახტარის“ აქციაში მონაწილე თანამედროვე ქართველი მხატვრების სია ასე გამოიყურებოდა: ოლეგ ტიმჩენკო, გია გუგუშვილი, მიშა შენგელია, მამუკა ცეცხლაძე, ვახო ბუღაძე, კოკა ცხვედიანი, უშანგი ხუმარაშვილი, ლია შველიძე
ოლეგ ტიმჩენკო, მხატვარი: „ამ საღამომ და ფონდმა „ნატახტარი“ საშუალება მოგვცა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავხმარებოდით, რაც პირადად ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. ადრეც მიმიღია ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ ამ სახით – ნამდვილად პირველად წარვდექი საზოგადოების წინაშე და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, დიდი სტიმულია, როდესაც ასეთი საქმე კეთდება... ამ დიად საქმეში რაღაც წვლილი მეც შევიტანე...“ ფონდ „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველო“ პროექტის, „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა აქტუალურ თემაზე - „სოციალური
www.focustv.ge
85
ტრენდი თებერვალი – მარტი 2014 №66 პასუხისმგებლობა ბავშვზე ზრუნვის სფეროს განვითარებისთვის“. კონფერენციის მიზანი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობა იყო. „რადისონში“ გამართულ კონფერენციაში ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე საჯარო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, მსხვილი ბიზნესკომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონკრეტულ თემებზე ისაუბრეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც აღნიშნულ თემაზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. 86
www.focustv.ge
კონფერენცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა: - პირველ ნაწილში ფონდ „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლის საქართველოს“ წარმომადგენლებმა ამ სფეროში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ასევე, პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. კონფერენციის მეორე კომპონენტი სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციების მოხსენებას დაეთმო, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების დაძლევის პროექტებსა და ინიციატივებთან დაკავშირებით. კონფერენციის მთავარ მიზანს სხვადასხვა სექტორს შორის ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა, ხოლო დასკვნითი ნაწილი კი მედიაში ამ საკითხის გაშუქებას მიეძღვნა, რასაც აღნიშნულ თემაზე საინტერესო დისკუსია მოჰყვა. კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა ამ სფეროში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი: „მოზარდების მომავალზე ზრუნვა, ვფიქრობ, ბიზნეს-სექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და ამით ნებისმიერი კომპანია უნდა იყოს დაინტერესებული.“
მარნეულის სასურსათო ქარხანა ნედლეულით ადგილობრივი ფერმერებისგან და საკუთარი მეურნეობიდან მარაგდება
მანანა ომარაშვილი, ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველო“: „ბავშვთა ზრუნვის სფეროში ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რათა ერთად შევძლოთ ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა - მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებთან ვმუშაობთ და მათ ფსიქოლოგიურ სამსახურს ვუწევთ, პროფესიის მიღებაში ვეხმარებით. მაშინ, როდესაც ისინი 18 წლის გახდებიან და ბავშვთა სახლის დატოვება მოუწევთ, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ვამზადებთ. მათ უნდა ჰქონდეთ სპეციალობა, პროფესია, სამსახური. თუ სახლი არ აქვთ, დაქირავებაში ვეხმარებით...“
www.focustv.ge
87
ტრენდი თებერვალი – მარტი 2014 №66
FINLANDIA Vodka
საუკეთესო ბარმენს ლაპლანდიაში გაამგზავრებს ავტორი: ირმა კახურაშვილი
ულევი პოზიტივი და პროფესიონალური აზარტი, ექსკლუზიური კოქტეილები და ბედნიერი გამარჯვებულები - ასეთია ბარმენთა იმ ტურნირის შედეგები, რომელიც კომპანია GD-ALCO-ს ორგანიზებითა და არაყი Finlandia Vodka-ს ეგიდით გუდაურში მოეწყო. დაგეგმილ ტურნირს სასტუმრო Carpe Diem-ის კომფორტულმა სივრცემ 1 მარტს უმასპინძლა. ფინალისტს და საუკეთესო კოქტეილის ავტორს ალექსანდრე ცისკაძეს სოლიდური ფულადი პრემიის გარდა, საჩუქრად არაყი Finlandia Vodka-ს სამშობლოში - ლაპლანდიაში დაუვიწყარი სამოგზაურო ტურიც ერგო.
სათაო ოფისმა ფინალურ კონკურსში გამარჯვებული ბარმენი გამოავლინა ლოკალურად გამართულ შეჯიბრში. ცნობილია, რომ ფინალურ ლაივ კონკურსში, რომელიც 2012 წელს ჰელსინკიში, 2013 წელს კი სამთოსათხილამურო კურორტ ლევიში მოეწყო, 20-25 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ქართველ ბარმენთა ტურნირმა სტარტი სასტუმრო Carpe Diem-ის მზიან ტერასაზე აიღო. საკუთარი ოსტატობის წარმოჩენის შანსი ათ ახალგაზრდას მიეცა: სერგეი კაზარიანცს, ალექსანდრე ფორჩხიძეს, ზაურ თეიმურაზოვს, ალექსანდრე ცისკაძეს, ვასილ ღონღაძეს, დავით ადუაშვილს, ნათია მუსელიანს, ზავენ მინასიანს, ალექსანდრე სანიშვილსა და ელენა კოჩარიანს. ათივე მონაწილეს თავის სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია.
მსგავს ღონისძიებებს Finlandia Vodka მეთექვსმეტე წელია წარმატებით მართავს. თუმცა, სხვა პერიოდთან შედარებით წელს კომპანიამ გამარჯვებულის გამოვლენის წესებში მცირედი კორექტივები შეიტანა: ონლაინ-აპლიკაციების საფუძველზე მიღებული განაცხადების სანაცვლოდ, კომპანიის
88
www.focustv.ge
www.focustv.ge
89
ტრენდი თებერვალი – მარტი 2014 №66
ტურნირმა არა მხოლოდ მონაწილეთა თბილისელი გულშემატკივრები, არამედ უმრავი ადამიანი დაანტერესა როგორც სასტუმროს ვიზიტორების, ისე გუდაურში სრიალის მოყვარულთა და უცხოელ სტუმართა სახით. ასე რომ, ღონისძიება საკმაოდ ხმაურიანი, აზარტული და ხალხმრავალი გამოდგა. ტურნირმა ორი ეტაპი მოიცვა. პირველი ეტაპის - ქვიქ მიქსის დროს მონაწილეებს დახურული კონტეინერებით ერთი და იმავე შემადგენლობის მქონე 15 ინგრედიენტი დაურიგდა. 7 წუთის განმავლობაში მათ არა მხოლოდ უნდა მოეფიქრებინათ გემრიელი, ვიზუალურად მიმზიდველი და ალკოჰოლის, ამ შემთხვევაში არაყი Finlandia Vodka-ს გარკვეული დოზის შემცველი კოქტეილის შინაარსი, არამედ მოემზადებინათ კიდეც. მკაცრად გასაიდუმლოებული ოთხკაციანი სადეგუსტაციო ჟიურიდან გამომდინარე, კოქტეილიც ოთხ ეგზემპლარად მზადდებოდა. ასევე, მომზადების პროცესს თვალს ხუთკაციანი ტექნიკური ჟიური ადევნებდა. ტურნირის მეორე ეტაპი ერთსაათიანი შესვენებისა და გემრიელი ფურშეტის შემდეგ
90
www.focustv.ge
დაიწყო. „ლონგ დრინქზე“ ბარმენებმა საავტორო კოქტეილი წარმოადგენეს, რომლის მოსაფიქრებლად მონაწილეებს თითქმის ერთ თვე ჰქონდათ. საავტორო კოქტეილის დამზადების სატურნირო დრო ასევე 7 წუთით შემოიფარგლა. და, რასაკვირველია, ყველა კოქტეილი არაყ Finlandia Vodka-ს ბაზაზე დამზადდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ვიდრე ჟიური საბოლოო შედეგებს შეაჯამებდა, მონაწილეებს თოვლიან გუდაურში თავისუფლად დასვენების შესაძლებლობა ჰქონდათ. საღამოს კი, საზეიმო და სახალისო განწყობის ფონზე, გულშემატკივრებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე სამი გამარჯვებული გამოვლინდა. III ადგილი (500 დოლარი) ელენა კოჩარიანს ერგო, II ადგილი (1000 დოლარი) ალექსანდრე ფორჩხიძეს, I ადგილი (1500 დოლარი) და მარტის ბოლოს შთამბეჭდავი მოგზაურობა ლაპლანდიაში კი ალექსანდრე ცისკაძემ დაიმსახურა. რაც შეეხება საავტორო კოქტეილებს, მათი სახელწოდებები გახლავთ: ელენა კოჩარიანის Elena, ალექსანდრე ფორჩხიძის P და ალექსანდრე ცისკაძის One more night.
www.focustv.ge
91
ტრენდი თებერვალი – მარტი 2014 №66
კონკურსები სტიმულია მათი თვითგანვითარებისთვის. რაც შეეხება Finlandia Vodka-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებს, ისინი სამომავლოდაც გაიმართება“. ნოდარ ქებაძე, არაყი Finlandia Vodka-ს ბრენდ - მენეჯერი: „ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში კოქტეილების მოხმარების კულტურა საკმაოდ დაბალია. მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ყველაზე მარტივი და პოპულარული კოქტეილები, რომელიც კლუბებში მზადდება, მხოლოდ 2-3 ინგრედიენტისგან შედგება. ასეთია, ვთქვათ, „რედბული“ არყით ან ვისკი ვაშლის წვენით. ამიტომ ჩვენი ტურნირის ძირითადი მიზანი იყო, უპირველეს ყოვლისა, გაზრდილიყო ბარმენების ლოიალურობა და ცოდნა არაყი Finlandia Vodka-ს, საზოგადოდ, ამ ბრენდის მიმართ. ბარმენებს კი მეტი ეფიქრათ კოქტეილებზე და უფრო კრეატიულები ყოფილიყვნენ. ასეთი
92
www.focustv.ge
www.focustv.ge
93
გასტრონომია 98
„ტაბლა“ – ქართული რესტორნის გემრიელი ხიბლი
სოფლის მეურნეობას 102 ქართულ მომავალი აქვს
106 პრეს ტური PUBLIC COFFEE-ში 110 კულინარიული აკორდები
www.focustv.ge
95
თებერვალი – მარტი 2014 №66 გასტრონომია
„ტაბლა“ – ქართული რესტორნის გემრიელი ხიბლი ავტორი: ირმა კახურაშვილი „ტაბლას“ (ჭავჭავაძის გამზ. 33) გურმანებს ნამდვილი კულინარიული ზეიმი ყოველდღიურად ელით. უგემრიელესი ქართული კერძები, მაღალი ხარისხის მომსახურება, შესანიშნავი მუსიკალური გაფორმება და მომგებიანი ადგილმდებარეობა ამ რესტორნის ნამდვილი ხიბლია.
„ტაბლას“ მომხმარებელი დააჭაშნიკებს დაძველებულ ქართული ღვინოს, და მშვენიერ დროს გაატარებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში: ლანჩზე, სადილზე თუ ვახშმობისას. რესტორნის კონცეფცია საუკეთესო ქართულ ტრადიციებს ეფუძნება. სწორედ ამიტომ „ტაბლა“ თბილისის კვების ობიექტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.
ორიგინალური ინტერიერიდან დაწყებული, უბადლო სერვირებით დამთავრებული, მომხმარებლის საუკეთესო განწყობას ქმნის. „ტაბლაში“ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩაბუღული რაჭული, კალმახი ბროწეულის სოუსში, ქათამი შინდის სოუსში და მაყვალში, პიკანტური გემოს მქონე ქლიავის, ყურძნისა და შინდის მწნილი, მჭადისქოთნიანი ლობიო, შემწვარი კომში ნიგვზის შიგთავსით, ნიგვზით, ქიშმიშით და თაფლით გაჯერებული შავი ქლიავის ჩირი, ფორთოხლის ფელამუში მოხალული თხილით და სხვა ექსკლუზიური კერძები. 96
www.focustv.ge
სამ ძირითად ნაწილად დაყოფილი რესტორნის სივრცე სტუმარს შესაბამის განწყობას უქმნის. პირველ სართულზე დუქნის შესაფერისი სიტუაციაა. მომხმარებელს შეძლია დაუკვეთოს ქართული ტრადიციული მენიუს შედევრები, გახდეს მწვადის დამზადებისა თუ პურის ცხობის პროცესის მონაწილე. აქ ოჯახური წესით დამზადებულ სხვადასხვა საფირმო მურაბასაც ნახავთ. მურაბების, ასევე სეზონური ხილისგან დამზადებული კომპოტის დაგემოვნება, ნამდვილად კარგი აზრია. „ტაბლას“ ყველა კერძი სოფლის ნატურალური პროდუქტისგან მზადდება. ნებისმიერ კერძს მაქსიმუმ 15 წუთში მოგართმევენ. კერძები ყველა გასტრონომიული წესის დაცვით მზადდება. მათ ხარისხსა და ვიზუალურ მხარეზე „ტაბლას“ პროფესიონალი მზარეულები ზრუნავენ.
მომხმარებელს შეუძლია დაუკვეთოს ქართული ტრადიციული მენიუს შედევრები, გახდეს მწვადის დამზადებისა თუ პურის ცხობის პროცესის მონაწილე
www.focustv.ge
97
თებერვალი – მარტი 2014 №66 გასტრონომია
რესტორან „ტაბლას“ საერთაშორისო მსაჯები ქართული კულინარიით დაინტერესებულ საქართველოს სტუმრებს გასტრონომიულ ტურებს სთავაზობენ
რესტორნის მეორე სართულზე სტუმრები რბილბალიშებიან ლაუნჯში მოხვდებიან. აქ ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის. „ტაბლას“ სხვა სტუმრებისგან განცალკევება ულამაზეს vip-შიც შეიძლება. ყველაზე ამაღლებული განწყობა „ტაბლას“ მომხმარებელს ძირითად დარბაზში ელის. XIX საუკუნის არისტოკრატიული გარემო და ფრანგული სერვირება, ხის თეჯირები და ორიგინალური სანათები, ძველებური ფოტოსურათები და ყოფითი აქსესუარები სტუმართმოყვარე და თბილ ატმოსფეროს ქმნიან.
98
www.focustv.ge
მარტის ბოლოს „ტაბლა“ თავის მომხმარებელს იმერული კერძების კვირეულით უმასპინძლებს. ახალი პროექტის მიხედვით, პოპულარიზაციას მეტ-ნაკლებად მივიწყებულ იმერულ კერძებს გაუწევენ. ასე რომ, თუ 29 მარტიდან „ტაბლას“ ესტუმრებით, აპერიტივად ხურმის არაყს და მოხალულ თხილს, შემდეგ თხელთხელ მჭადებსა და ყველს, ჩირსა და ჩურჩხელას მოგართმევენ, ზედა სართულზე კი კალმახს, ფხალეულობას, სუნელებითა და ნიგვზით გაჯერებულ ლობიოს და სხვა იმერულ გემრიელობებს დაგახვედრებენ. კულინარიული კვირეულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებზე აქცენტით მომავალშიც გაგრძელდება. „ტაბლა“ მასშტაბურ ივენთებსაც მართავს (თემატური საღამო, ქორწილი, დაბადების დღე, წვეულება და სხვ.). რესტორანი ცნობილია სადღესასწაულო კერძებისა და ტკბილეულობის ეფექტური გაფორმებით. ქართული რესტორანი „ტაბლა“ საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის მესამე გასტრონომიული ობიექტია პიცერია სტეიკჰაუს „პომოდორისიმოს“ და ფრანგულ კაფებულანჟერეა „ბრიოშ დორეს“ შემდეგ.
ხის თეჯირები და ორიგინალური სანათები, ძველებური ფოტოსურათები და ყოფითი აქსესუარები სტუმართმოყვარე და თბილ ატმოსფეროს ქმნიან რესტორან „ტაბლას“ საერთაშორისო მსაჯები ქართული კულინარიით დაინტერესებულ საქართველოს სტუმრებს გასტრონომიულ ტურებს სთავაზობენ. აქ შეგიძლიათ შეისწავლოთ კონკრეტული ტრადიციული კერძების დამზადება და საჩუქრად უბის წიგნაკიც მიიღოთ, სადაც რეცეპტები საქართველოს რეგიონების მიხედვითაა თავმოყრილი. მენიუში სასურველი კერძის შერჩევამდე, „ტაბლას“ უცხოელ სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნება მცირელუკმიანი ულუფებით შეუძლიათ. იგივე წესი ღვინის დაჭაშნიკებაზეც ვრცელდება.
www.focustv.ge
99
კულინარია
თებერვალი – მარტი 2014 №66 გასტრონომია
ქართულ სოფლის მეურნეობას მომავალი აქვს
მარნეულის სასურსათო ქარხანა ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე მომხმარებელს უალტერნატივო პროდუქციას სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა. გემრიელი, და ქართველი მომხმარებლის საყვარელი „მარნეულის“ პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ქსელის დახლზე აწყვია.
ირინა გაფრინდაშვილი - მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი
100
www.focustv.ge
2012 წელს დანერგილმა ახალმა ტექნოლოგიებმა კომპანიას საშუალება მისცა უფრო მეტი სიახლე შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის. შესაბამისად, 2013 წელი ქარხნისთვის გამორჩეული იყო. გაიზარდა პროდუქციის წარმოება, ამის მაგალითია სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის მოცულობის ზრდის ტემპები. კომპანიამ კიტრის მწნილებისა და ტომატ-პასტების ასორტიმენტის ზრდასთან ერთად, სალათების გამოშვებაც დაიწყო, განხორციელდა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქციის პირველი ექსპორტი ევროპაში. დღეისათვის „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ტომატ-პასტის ბაზრის დაახლოებით 30% უკავია, ხოლო კიტრის M ნიშნით გამოშვებული პროდუქცია მომხმარებელმა დიდი ხანია უკვე აღიარა და შეიყვარა. უგემრიელესი მჟავეული, ტკბილეული, საწებლები და ტომატისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ის მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება და მისი ძირითადი მომწოდებელი „მარნეული აგროა“, სადაც ყოველწლიურად ხდება ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ 100%-ით ქართულმა პროდუქტმა უკვე მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა იმპორტი.
M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა
www.focustv.ge
101
თებერვალი – მარტი 2014 №66 გასტრონომია
კულინარია
მწნილის - 40%, კომპანიის გაყიდვები დღითიდღე იზრდება და ასორტიმენტსაც ყოველწლიურად ვაფართოებთ. რაც მეტი ქართული საწარმო იქნება ქვეყანაში, მით უფრო მეტად დაიკავებს ქართული პროდუქცია იმპორტირებული პროდუქციის წილს ქართულ ბაზარზე. კომპანია პერიოდულად მონაწილეობას იღებს უცხოეთში გამართულ გამოფენებზე, თუმცა ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებული.
მარნეულის სასურსათო ქარხანა ნედლეულით ადგილობრივი ფერმერებისგან და საკუთარი მეურნეობიდან მარაგდება. საქართველოს კლიმატი იძლევა საშუალებას, რომ კიტრის მოსავალი ორ სეზონზე გადანაწილდეს. პირველი სეზონის მოსავლის აღება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და ივლისის დასაწყისამდე გრძელდება, ხოლო მეორე მოსავალი სექტემბრის დასაწყისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ქარხანაში კიტრის გადასამუშავებლად ევროპელი მწარმოებლების 102
www.focustv.ge
მარნეულის სასურსათო ქარხანა ნედლეულით ადგილობრივი ფერმერებისგან და საკუთარი მეურნეობიდან მარაგდება
ცნობილი დანადგარებია, რაც უზრუნველყოფს წარმოებულის მაღალ დონესა და ხარისხს. „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ახალ პროდუქტებს. ქარხანამ ზაფხულში საცდელ რეჟიმში რამდენიმე სახეობის კომპოტის დამზადება დაიწყო. წელს ვგეგმავთ სახეობების გაფართოებასა და სერიულ წარმოებას. „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ მომხმარებლისთვის საინტერესო და განსხვავებული დღეების ორგანიზება დაიწყო. 2013 წელს პირველად აღინიშნა მწნილისა და მურაბის დღეები, რომლებმაც საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია. გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ტრადიციად ვაქციოთ და წელს რეგიონებშიც გავიდეთ, - მწნილისა და მურაბის დღეები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
ფართო ასორტიმენტი გამოიტანა. დაგემოვნების შემდეგ მსურველებს შეეძლოთ საუკეთესო ნუგბარი სპეციალურ ფასად შეეძინათ. ზამთრის სუსხიან დღეებში, ჩვენს ორგანიზმს ტკბილეული ყველაზე მეტად სჭირდება. ასორტიმენტი ფართო იყო:საზამთროს, კომშის, შინდის, სამოთხის ვაშლის, კაკლის და მანდარინის მურაბა; შინდის, ატმის, კომშისა და ვაშლის ჯემები... ქართველ მომხმარებელს მომავალშიც ბევრი სიურპრიზი გველის და რაც მთავარიაარაგენმოდიფიცირებული საკვებით.
წინასაახალწლოდ თბილისელებისთვის „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ გემრიელი „მარნეულის მურაბის დღე“ მოაწყო. მთელი დღის განმავლობაში, ტკბილეულის მოყვარულებისათვის „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ სადეგუსტაციოდ მურაბისა და ჯემის
www.focustv.ge
103
თებერვალი – მარტი 2014 №66 გასტრონომია
პრეს ტური PUBLIC COFFEE-ში მაკა ბიბილაშვილი: „ერთ-ერთი ყველაზე „გემრიელი“ პრეს-ტური „პაბლიკ კაფეში“ მახსოვს. როგორც კაფეში ამბობენ, აქ თბილისში საუკეთესო პიცას, პიცის საუკეთესო მცხობელები ამზადებენ. ამაში მართლაც დავრწმუნდით! არჩევანიც ფართოა: სამარხვო და არასამარხვო პიცები: ლორით, ყველით,
ქათმითა და ბოსტნეულით, ადგილზე მიტანითა და შინ წაღების სერვისით. ამას გარდა, რამდენიმენაირი, უგემრიელესი პასტა (მათ შორის, ლორითა და სოკოთი) და სალათიც დავაგემოვნეთ. დარწმუნებული ვარ, თბილისის გურმანებმა უკვე იციან „პაბლიკ კაფეს“ გზა და თუ არ იცით, გასწავლით: აბაშიძის ქუჩა, №10.
104
www.focustv.ge
www.focustv.ge
105
თებერვალი – მარტი 2014 №66 გასტრონომია
ბაჩო კვირტია: „თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფეს Public Coffee ყველა „მიზეზი“ აქვს საიმისოდ, რომ გემოვნებით მოწყობილი ინტერიერისა და გემრიელი კერძების მოყვარული ადამიანები დააინტერესოს. ეს გახლავთ კაფე, სადაც შესანიშნავად იციან, სასიამოვნოდ როგორ გააკვირვონ სტუმრები – საკუთარი ატმოსფეროთი და პროფესიონალურად მომზადებული, უგემრიელესი კერძებით: სალათების მთელი ასორტით, პიცების ნაირსახეობით, ყავის მრავალფეროვანი მენიუთი და მრავალი სხვა ჯანსაღი საკვებით, ტკბილეულით. კარგი 106
www.focustv.ge
გემოვნება ინტერიერის თვალსაზრისით, მაღალი პროფესიონალიზმი კერძების მომზადების კუთხით და დახვეწილი კულტურა მომსახურების მხრივ – ეს გახლავთ Public Coffee-ს ძირითადი „მიზეზები“, რომლითაც ეს კაფე თავს იწონებს. ახლა ჯერი თქვენზეა – მოიფიქრეთ მიზეზი, რომ აქაურობას ეწვიოთ... თუმცა „მიზეზები“ ხომ უკვე ჩამოგითვალეთ...“
www.focustv.ge
107
თებერვალი – მარტი 2014 №66 გასტრონომია
კულინარიული აკორდები
გაზაფხულის თემაზე კომპანია „მარნეულმა“ რამდენიმე ლამაზი, ორიგინალური და იოლი რეცეპტი გაგვიზიარა.
ხაჭოს ნაცვლად გახეხილი ყველის გამოყენებაც შეიძლება, რომელსაც ცოტაოდენ მაიონეზს დაამატებთ.
თუ არ დაიზარებთ და სუფრას მის მიხედვით გააწყობთ, თქვენი ოჯახის წევრებს ეს სადილი დიდხანს ემახსოვრებათ. მაშ ასე:
თუ გსურთ, რომ სალათა სამარხვო იყოს, გულში ჩაუდეთ კიტრით, ნივრითა და მაიონეზით შეზავებული მოხარშული ბრინჯი.
სალათა „ტიტები“ საჭირო მასალა: 10-12 ცალი პომიდორი „ჩერი“ 1 პატარა კიტრი 2 მოხარშული კვერცხი 150 გ. ხაჭო მარილი და პილპილი 1 კბილი ნიორი მწვანე ხახვის ფოჩები შეარჩიეთ მოგრძო ფორმის პომიდორი. ჩაჭერით ჯვარედინად შუამდე ან ოდნავ ღრმად. ჩაის კოვზით ფრთხილად ამოუღეთ გული. კიტრი ძალიან წვრილად დაჭერით ან გახეხეთ, შეურიეთ ხაჭო, დაჭყლეტილი ნიორი, გახეხილი კვერცხი, მარილი, პილპილი. კარგად აურიეთ. ამოავსეთ პომიდვრები , დაალაგეთ თეფშზე და გააფორმეთ მწვანე ხახვის ფოჩებით.
108
www.focustv.ge
სალათა „იები“ კვერცხის გული გადაინახეთ), კვლავ მაიონეზი გადაუსვით. მარილი და პილპილი გემოვნებით დაამატეთ ფენებს შორის.
2 ცალი მოხარშული კვერცხი 2 ცალი მოხარშული კარტოფილი 70-100 გ. მსუბუქი მაიონეზი 80 გრ. ლორი, ან ქათმის ხორცი 3-4 ცალი პატარა ბოლოკი 1 ცალი პატარა ჭარხალი (თუმცა აუცილებელი არ არის) 1 ცალი სტაფილო 3-4 ცალი „მარნეულის“ კიტრის მწნილი მარილიანი კრეკერები (პატარები არა) სალათის, მჟაუნის ან ისპანახის ფოთლები მწვანე ხახვი მარილი და პილპილი გემოვნებით
კრეკერებს ცოტა მაიონეზი წაუსვით და სალათას გვერდებზე მიამაგრეთ. ზემოდან გაანაწილეთ სალათის ფოთლები.
სალათა უნდა ააწყოთ ფენებად. პირველ ფენად მოათავსეთ დაჭრილი კარტოფილი და გადაუსვით მაიონეზის თხელი ფენა. შემდეგ დაადეთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო და კვლავ მაიონეზი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, დაჭრილი ხორცი ან ლორი, კვლავ გადაუსვით მაიონეზი. შემდეგ გაანაწილეთ დაჭრილი კიტრი და კვერცხი (ცოტა
www.focustv.ge
იები ბოლოკისგან გააკეთეთ: დაჭერით სიფრიფანა რგოლებად. ლამაზი იისფერი რომ მიიღოს, ჭარხლის წვენში ჩადეთ ცოტა ხნით (ჭარხალი გახეხეთ და წვენი მარტივად გამოიწურება). რგოლებისგან ააწყვეთ ყვავილები, გულში ჩაუდეთ ცოტაოდენი კვერცხის გული. P.S.: შესაძლებელია სალათის აწყობის მეორე ვარიანტიც: მოამზადეთ პირდაპირ სასალათე თასში და მხოლოდ ზემოდან გააფორმეთ. თუ სამარხვო ვერსია გსურთ დაამზადოთ, მაშინ კვერცხი და ლორი ამოიღეთ, მაინც გემრიელი გამოვა, ყვავილების გული კი ჭარხლით გააკეთეთ.
109
თებერვალი – მარტი 2014 №66 გასტრონომია
სალათა „ზღვის ვარსკვლავი“ 300 გრ. გამოყვანილი ორაგული 150 გრ. გახეხილი ყველი 2-3 ცალი მოხარშული კვერცხი 3 -4 ცალი „მარნეულის“ კიტრის მწნილი კამა მარილი (თუ საჭიროა) პილპილი
მაიონეზი, უმჯობესია მსუბუქი. ზემოდან გასაფორმებლად ავარჩიოთ თევზის საუკეთესო ნაჭრები, დანარჩენი დავჭრათ. წვრილად დავჭრათ კიტრი, კვერცხი, კამა, შეგვიძლია დავამატოთ 1 მოხარშული კარტოფილიც. ყველაფერი ავურიოთ, დავამატოთ პილპილი და მაიონეზი, კვლავ ავურიოთ. მარილი, შესაძლოა არ დასჭირდეს. სალათა დავდოთ თეფშზე ვარსკვლავის ფორმით და გავაფორმოთ შემონახული თევზის ნაჭრებით. შეგვიძლია გავალამაზოთ სიმინდით.
110
www.focustv.ge
პიცა „მარგარიტა“ ბავშვებისთვის ცომი: 300 გრ. ფქვილი 2/3 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის კოვზი საფუარი 2/3 ჩაის კოვზი შაქარი 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 180 მლ. თბილი წყალი სოუსი: 2-3 სუფრის კოვზი „მარნეულის“ ტომატ-პასტა 100 მლ. წყალი 1 კბილი ნიორი 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 1 ჩაის კოვზი ხმელი ორეგანო ყველი მოცარელა (ან უმარილო სულგუნი ქართულ რეალობაში) თბილ წყალში გახსენით საფუარი და 10 წუთი დადგით.
გააცხელეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთი და ჩააგდეთ ნივრის კბილი, რომ მოიბრაწოს და არომატი გაუშვას. დაამატეთ წყალში გახსნილი ტომატპასტა და წამოადუღეთ. შეგიძლიათ მარილი და პილპილიც დაამატოთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ ორეგანო. ცომი გააბრტყელეთ, პატარა ცომის ნაწილით „ყურები“ გაუკეთეთ. გადაუსვით სოუსი, დაალაგეთ ყველის ნაჭრები და გამოაცხეთ 10-15 წუთი 230-240 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. „თვალები“ - დაჭრილი ზეთისხილი. „ულვაშები“-ყველის ნაჭრები. „პირი“- ტომატის სოუსი.
ფქვილს დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი, მოურიეთ და დაასხით წყალი. მოზილეთ ცომი. ის უნდა იყოს რბილი, მაგრამ ელასტიკური, გლუვი და არ ეკვროდეს ხელს ან ჭურჭლის კედლებს. დადგით ასაფუებლად 40-60 წუთი სითბოში.
www.focustv.ge
111
აღმოაჩინე პატარა პროვანსი თბილისში
აბაშიძის 24, ტელ: +995 598 59 64 32
სილამაზე და ჯანმრთელობა 114
ფრანგული შარმი Dessange-სგან
სილამაზე და ჯანმრთელობა თებერვალი – მარტი 2014 №66
ფრანგული შარმი Dessange-სგან მოდის მიმდევრები და არა მარტო, ბევრს საუბრობენ სეზონის ტენდენციებზე. ცოტამ თუ იცის რომ, თმასაც აქვს მოდის ტენდენციები ყველა სეზონისთვის. ერთი წელია, რაც თბილისში Dessange-ს ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. აბაშიძის ქუჩაზე, მრგვალ ბაღთან მდებარე სალონმა უკვე ბევრი ერთგული მომხმარებელი გაიჩინა. გასაკვირი არაფერია, კანის ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადვილად დაიპყრო ქართველი მომხმარებლის გული. უნაკლო სისუფთავე, მომსახურების უმაღლესი ხარისხი - ეს ფუფუნება აღარ არის, ეს ის მოთხოვნილებაა, რაც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს ადგილმა, სადაც მომხმარებლის გარეგნობაზე ზრუნავენ.
შესაბამის კოლექციებს ქმნის. გაზაფხულიზაფხული 2014 წლის კოლექცია, როგორც ყოველთვის, ფრანგული გემოვნებითა და დახვეწილობით გამოირჩევა. კოლექცია ინდივიდუალური, განსაკუთრებული, და ამავდროულად, ყველა ტიპის ქალისთვის არის შექმნილი. ახალი კოლექციის შესაბამისი სტილისა და ვარცხნილობის შერჩევა ჩვენს ქალბატონებს უკვე თბილისის სალონშიც შეუძლიათ. ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, აპრილის თვეში ძალიან საინტერესო და სახალისო შეთავაზებები აქვს Dessange - ს. ყურადღებით იყავით. დაბოლოს, წარმოგიდგენთ გაზაფხულიზაფხული 2014 წლის კოლექციას Dessange - სგან:
„დესანჟი“ ყოველი სეზონისთვის განსაზღვრავს თმის მოდის მსოფლიო ტენდენციებს და 114
www.focustv.ge
Twiggy Style Twiggy Style
Legendary Wave
ცნობილი Twiggy - სტილის მსუბუქი და ქალური ასიმეტრიული თმის ვარცხნილობა - რეინტერპრეტაცია - „დესანჟის“ ერთ-ერთი სახეა.
Signed DESSANGE
Legendary Wave ამ სეზონის თმის სტილისთვის დამახასიათებელია ტრაპეზული (trapeze effect) შეჭრა და თმის ბუნებრივი დაგრძელება, რომელიც ქმნის მოცულობას, ბუნებრივი ტალღები კი მას ამ ეფექტს აძლევს.
Signed DESSANGE ძალიან კონტრასტული, კალიფორნიული ბალიაჟი, მუქი ძირებით, შემდეგი სტილით: თმის ძირები სახის გარშემო ჰარმონიულადაა შეღებილი, რათა სახეს უფრო მეტი სიმსუბუქე და სინატიფე შემატოს.
www.focustv.ge
115
Legendary Blonde Signature Blonde
Signature Blonde სტილი ასახავს 1980იან წლებს. მოკლე თმა, ყოველდღიური იმიჯი წარმოდგენილია თანამედროვე სახით. ამას ემატება ბუნებრივი თმის ფერიც, რომელიც წარმოადგენს „დესანჟის“ სახეს: ბუნებრივი და თანამედროვე ელეგანტურობა.
Allure
სილამაზე და ჯანმრთელობა თებერვალი – მარტი 2014 №66
Legendary Blonde სარკის ეფექტი გახდა ამ სეზონის პარიზული ღია თმის ფერის სიმბოლო. ეს კონკრეტული თმის ფერი ასახავს ქალურობას, რომელსაც ანდროგინული თმის ვარცხნილობა აგვირგვინებს.
Allure სტილის, ფერისა და მოცულობის კონტრასტი ნეო-რეტრო სტილი. 116
www.focustv.ge
Legendary Blonde French Twist
Urban Timelessness ურბანული, კლასიკური და უბრალო ელეგანტურობა მიღწეულია ამ მოკლე, აჭრილი თმის ვარცხნილობით.
French Twist
French Twist კლასიკური ფრანგული ტვისტის თანამედროვე ვერსია მიღწეულია დაუსრულებელი თმის ვარცხნილობით და შეჭრის მანერით.
Classic „დესანჟის“ სახე - საშუალო თმის სიგრძე არის გაზაფხული/ზაფხული 2014-ის ერთ-ერთი ტენდენცია. ეს სახე დასრულებულია ბალიაჟის მელირებით - le grand classique, რომელიც ყველა სტილის ქალს უხდება.
www.focustv.ge
117
supermarketebis qseli
24 martidan 5%-iani fasdaklebis baraTi freskosgan !
daxarjeT erTxel mxolod 10 lari da gaxdiT freskos 5% fasdaklebis baraTis mflobeli yovel Semdgom SenaZenze ki Tqven miiRebT momentalur sargebels da gadaixdiT 5%-iT naklebs
isargebleT freskos fasdaklebis baraTiT da ar gauSvaT Sansi miiRoT yvelaze
dabali fasebi saqarTveloSi ! fresko varkeTili kaloubnis q.9 2 76 00 08
FrescoRetailGroup
fresko gldani gobroniZis q.18 2 24 10 20
fresko orTaWala gorgaslis q.61 2 90 71 07
www.fresco.ge
სტოპ კადრი 120
Caucasus Freeride Cup
122
ორჰან ფამუქი თბილისში
124
LA PANTHERE „კარტიესგან“
126
გალერეა „ივერიის“ გახსნა
128
8 მარტი
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“
თებერვალი – მარტი 2014 №66 სტოპ კადრი
Caucasus Freeride Cup ფოტო: ნიკა ფანიაშვილი „კავკასუს ონლაინისა“ და საქართველოს ფრისტაილის ფედერაციის პარტნიორობის ფარგლებში გუდაურში ფრირაიდში პირველი შეჯიბრი გაიმართა. Caucasus Freeride Cup ღია შეჯიბრია მოთხილამურეებისა და სნოუბორდერებისათვის. მონაწილეებმა რეგისტრაცია წინასწარ გაიარეს და შეჯიბრში „ჩრდილის მთაზე“ 30–ზე მეტმა ექსტრემალმა მიიღო მონაწილეობა.
120
www.focustv.ge
ტურნირში გამარჯვებულებს „კავკასუს ონლაინისაგან” სპეციალური საჩუქრები გადაეცათ: „გრადუსის“ ვაუჩერები და ინტერნეტის 6-თვიანი პაკეტები. ასევე, სპეციალური პრიზი – 6-თვიანი ინტერნეტპაკეტი კომპანიის გადაწყვეტილებით საჩუქრად შეჯიბრის ყველაზე პატარა მონაწილემ - 12 წლის სნოუბორდერმა ნიკუშა გამცემლიძემ მიიღო. ფრისტაილის ფედერაციასთან ერთად მთელი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინს“ არაერთი სპორტული ღონისძიება აქვს დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
www.focustv.ge
121
თებერვალი – მარტი 2014 №66 სტოპ კადრი
ორჰან ფამუქი თბილისში ფოტო: გოგა ჩანადირი ძველ თბილისში
თბილისს ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი ორჰან ფამუქი ეწვია. მისი ნაწარმოებები 60 ენაზეა თარგმნილი. მისი ვიზიტი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მოწვევით დაიგეგმა.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მეგობართან ერთად
122
www.focustv.ge
რედაქტორებთან ერთან
წიგნის დიზაინერებთან ერთად
რუსთაველის თეატრში
რუსთაველის თეატრში
ნინო ნადიბაიძესთან ერთად
პრეს-კონფერენცია
www.focustv.ge
123
თებერვალი – მარტი 2014 №66 სტოპ კადრი
LA PANTHERE „კარტიესგან“ ქართულ საზოგადოებას „ისი პარის“ ქსელმა „კარტიეს“ ახალი სუნამო LA PANTHERE წარუდგინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ახალი სურნელი „ისი პარის“ თაროებზე პირველი მარტიდან გამოჩნდა. მსოფლიოს სხვა ქვეყნებს კი მისი გაცნობის საშუალება მხოლოდ მარტის მეორე ნახევრიდან მიეცათ.
124
www.focustv.ge
www.focustv.ge
125
თებერვალი – მარტი 2014 №66 სტოპ კადრი
გალერეა „ივერიის“ გახსნა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“
126
www.focustv.ge
www.focustv.ge
127
თებერვალი – მარტი 2014 №66
8 მარტი ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქცია- მსვლელობით შეუერთდა. „P.S.: აქცია იქნება ფერადი და ხმაურიანი! ამიტომ გთხოვთ, რომ აქციაზე ფერადი ტანსაცმლით და წითელი პომადებით შემოგვიერთდეთ. :)“ - ასე დაასრულეს მოწოდების ტექსტი ორგანიზატორებმა.
128
www.focustv.ge