თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018

Page 1

გამომცემლობა

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 31 მაისი-3 ივნისი, 2018 წ.

კა ტ ალოგი


2


სერია „უკვდავი ბიბლიოთეკა“ მოიცავს სხვადასხვა პერიოდის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება. სერია აერთიანებს როგორც კლასიკურ რომანებს, ასევე თანამედროვე, ძალიან ცნობილ ავტორთა ნამუშევრებს.

მარგარეტ ეტვუდი ორიქსი და კრეიკი 504 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელები: დავით ბალიაშვილი აკაკი მოსახლიშვილი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

21,9

13

„ორიქსი და კრეიკი“ მარგარეტ ეტვუდის, „მხევლის წიგნის“ ავტორის კიდევ ერთი დისტოპიური შედევრია, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის საზარელ მომავალს წინასწარმეტყველებს. სამყაროს აღსასრული დადგა. დედამიწაზე ერთადერთი ადამიანია დარჩენილი, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რამ დაღუპა კაცობრიობა: კორპორაციების სიხარბემ, მუდმივი სიცოცხლისა და ახალგაზრდობისკენ სწრაფვამ თუ ერთი გენიოსის ახირებამ? უკანასკნელმა ადამიანმა უნდა გაუძლოს შიმშილს, აუტანელ მარტოობასა და დამაყრუებელ სიჩუმეს, რათა მოგიყვეთ თავის მეგობარზე, კრეიკზე, რომელმაც ერთხელ თავი ღმერთად წარმოიდგინა და ორიქსზე, რომელიც ორივე მეგობარს სიგიჟემდე უყვარდა. მარგარეტ ეტვუდის ეს ერთდროულად საზარელი და უმშვენიერესი რომანი არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, მიუხედავად იმისა, რომ მასში სამყაროს მომავალია აღწერილი. ეს უკვე დაწყებული პროცესების ლოგიკური დასასრულია, ის, რაც მოხდება, თუ სამყარო განვითარების კურსს არ შეიცვლის.

უკვდავი ბიბლიოთეკა

3


მიგელ ოტერო სილვა როცა მეტირება, არ ვტირი 216 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი თეა გვასალია რედაქტორები: ხათუნა ნონიაშვილი ლალი ჭინჭარაული ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

4

14,9

9

„როცა მეტირება, არ ვტირი“ დიდი ვენესუელელი მწერლის, მიგელ ოტერო სილვას (1908-1985) გამორჩეული ნაწარმოებია. ეს არის ოთხი ვიქტორინოს ამბავი, რომელთაც ერთნაირი ბედისწერა არგუნა განგებამ. ერთი ვიქტორინო დიოკლეტიანეს ეპოქაში ქრისტიანობისთვის წამებულია. სამი კი ვენესუელელია. ისინი მე-20 საუკუნეში ცხოვრობენ. მაშინდელი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. სამივე ერთ დღეს დაიბადა და ეს არის მათი საერთო, მერე თითოეული სხვადასხვა გზით წავიდა. განსხვავებულ სოციალურ წრეში მოხვდნენ, განსხვავებული ინტერესები აქვთ, მაგრამ სამივე ჯიუტად მიუყვება ცხოვრების ნებსით თუ უნებლიეთ არჩეულ გზას. თუმცა, რა მოხდებოდა, ერთხელ მაინც რომ ეტირათ, რა მოხდებოდა, მათ დედებს მაინც რომ ეტირათ ერთხელ? იქნებ რამე შეცვლილიყო? რა უნდა შეცვლილიყო? ავტორი საოცარი ოსტატობით აღწერს ამ სამი ვიქტორინოს ამბავს. მოვლენები პარალელურად ვითარდება – ხან ერთ, ხან მეორე, ხანაც მესამე ვიქტორინოს ცხოვრებას მივყვებით, მათთან ერთად ვიძაბებით, განვიცდით, გვიხარია, ვტირით, როცა გვეტირება და თან გაუთავებლად ვიმეორებთ შეკითხვას, რა მოხდებოდა, მათაც რომ ეტირათ?

უკვდავი ბიბლიოთეკა


დანიილ ხარმსი შენ ფანჯარაში დამინახავ 580 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი მანანა მენაბდე რედაქტორი კატო ჯავახიშვილი ყდის დიზაინერები: ნატალია ავალიანი ალექსანდრე მესერერი

14,9

9

დანიილ ხარმსის სახელს მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ადგილი უკავია, ხოლო ამ კრებულში წარმოდგენილი მოთხრობები საუკეთესოდ წარმოაჩენენ მის ექსცენტრიკულ ბუნებასა და შემოქმედებას, რომელიც დაუნობელი იუმორით, პაროდირების შეუდარებელი უნარითა და ცინიზმით გაჟღენთილ აბსურდული ლიტერატურის განუმეორებელ კოქტეილს წარმოადგენს. მის განკარგულებაში არსებული ამ არსენალით ხარმსი ისეთ მძიმე და ფუნდამენტურ თემებს ეჭიდებოდა, როგორებიცაა ბოროტების ბუნება, ადამიანური დანაკარგი და ძალადობა. სტილისა და თემების ასეთმა კონტრასტმა დანიილ ხარმსის შემოქმედებას აქტუალურობა 21-ე საუკუნემდე შეუნარჩუნა და დღესაც იშვიათად შევხვდებით ავტორებს, რომლებიც სამყაროს აბსურდულობას ისევე მკაფიოდ ხედავენ, როგორ დანიილ ხარმსი.

უკვდავი ბიბლიოთეკა

5


ჩარლზ დიკენსი ორი ქალაქის ამბავი 580 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ნინო შეყილაძე რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

6

23,9

15

ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“ მწერლის ყველაზე პოპულარული ნაწა­ რ­ მოებია. საფრანგეთის რევოლუციაზე დაწერილ წიგნებს შორის „ორი ქალაქის ამბავი“ გამორჩეულ, გენიალურ ნამუშევრადაა აღიარებული. რომანში მოქმედება რევოლუციამდე და რევოლუციის დროს ხდება და მხატვრულად, უმდიდრესი ენით, საკითხის ღრმა ცოდნითაა აღწერილი უდიდესი ეპოქა, რომელმაც კაცობრიობის გეზი და ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ასევე რევოლუციის მიზეზები და შედეგები. წიგნში მოთხრობილია ერთმანეთთან უცნაური ბედით დაკავშირებული რამდენიმე ადამიანის სიყვარულის, სიძულვილის, მეგობრობის, ერთგულების, შურისძიების, ბრძოლისა და თავგანწირვის დაუვიწყარი ამბავი, რომელიც უმნიშნელოვანესი ისტორიული მოვლენების ფონზე ვითარდება. წიგნი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

უკვდავი ბიბლიოთეკა


გუსტავ მაირინკი გოლემი 334 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

16,9

10,5

„გოლემი“ ავსტრიელი მწერლის, გუსტავ მაირინკის (1868-1932) გამორჩეული ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად უდევს თქმულება წარმოსახვითი არსების, გოლემის, შესახებ, რომელიც ერთ რაბინს საუკუნეების წინ შეუქმნია და კაბალისტიკური შელოცვით გაუცოცხლებია; ამდენად, უფლის ქმნილება, ადამიანი, შემოქმედად იქცა. მაგრამ ზოგადად ასეთი გარდასახვა პიროვნების გაორებას იწვევს ხოლმე და ბადებს კითხვას – ვინ არის იგი: შემოქმედი თუ ქმნილება? გუსტავ მაირინკი გატაცებული იყო კაბალისტიკით, თეოსოფიითა და ოკულტიზმით და ეს ყველაფერი საინტერესოდ ასახა რომანში „გოლემი“. კარლ გუსტავ იუნგმა მას დი­დი შემოქმედებითი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული მწერალი უწოდა. რომანში მოქმედება მიმდინარეობს პრაღის გეტოში – ებრაელთა სრულიად იზოლირებულ, უნიკალურ და თვით­მყოფად უბანში. აქ მცხოვრებთა ვნებები და განცდები სცდება მიწიერთა შესაძლებლობებს. კეთილსინდისიერებას, სიხარბესა თუ შურისძიების წყურვილს ადამიანი ვეღარ იტევს საკუთარ თავში და მზადაა, მთელ სამყაროს გადმოაფრქვიოს. აქ სისხლის ძახილს პერსონაჟი ტრაგედიამდე მიჰყავს. რომანში კარგად არის ნაჩვენები ებრაელთა ტანჯული არსებობა და ბედისწერა. ორი პერსონაჟის – ჰილელისა და ვასერტრუმის – სახით მწერალმა წარმოაჩინა ებრაული მითოსის ორსახოვნება, რომელიც ღვთის რჩეულობასა და დაწყევლილობას ემყარება. აქ მარადიულად ისწრაფვიან ქალური და კაცური საწყისების შერწყმისკენ. დაბოლოს, პრაღა, დიდებული ქალაქი, რომელსაც მაირინ­კი ექსპრესიონისტულად აღგვიწერს. ეს არის რომანი, რომლის მკითხველი ძალიან უჩვეულო ამბების მომსწრე ხდება.

უკვდავი ბიბლიოთეკა

7


რომენ გარი ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ 228 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორები: ია ვეკუა, ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

8

13,9

9

ცნობილი ფრანგი მწერლის, რომენ გარის აღნიშნული კრებული მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან იმ იშვიათ კრებულებს წარმოადგენს, რომლებშიც ერთი ავტორის რადიკალურად განსხვავებული ნაწარმოებებია თავმოყრილი. აქ შეხვდებით არა მხოლოდ თემატურ, არამედ ჟანრობრივ და ენობრივ განსხვავებებსაც, რაც წამით იმასაც გაფიქრებინებთ, რომ მათ სხვადასხვა ავტორი ჰყავთ. სწორედ ეს გახლავთ რომენ გარის სამწერლო ოსტატობის ძირითადი მაჩვენებელი, იდეალურად აწყობილი წინადადებები და დიალოგები კი მთავარი კერძის გარნირია. კრებულის მთავარი ხაზი ადამიანის ხასიათის ძიებაზე გადის. ავტორი მასში სიკეთისა და ბოროტების ამოცნობას ცდილობს და ირონიული ცინიზმით აკრიტიკებს უგუნურებასა და სიბრიყვეს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ადამიანი არ უყვარს – პირიქით, სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით ცდილობს მასში იმ ადამიანობის გამოღვიძებას, რომელიც, იმედოვნებს, რომ ჯერ კიდევ შემორჩენია. და რაც მთავარია, ამ ყველაფერს არა დემაგოგიური და გამკიცხავი ტონით აკეთებს, არამედ საოცარი იუმორითა და მისტიკით შეზავებული ტექსტით.

უკვდავი ბიბლიოთეკა


ალექსანდრე დიუმა ქალი ხავერდის ყელსაბამით 268 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

13,9

9

ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ისე იზიდავს ყველას, როგორც სინათლე ფარვანას. გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია. მეოცნებე ხელოვანს მთელი სამყარო ერთ დიდ თეატრად წარმოუდგენია, რომლის მთავარი სცენა სწორედ პარიზია. ზუსტად ამ ქალაქში მას დაუჯერებელი თავგადასავალი ელის. იგი ხან რეალურ, ხანაც ირეალურ სამყაროში აღმოჩნდება, მის გარშემო განვითარებული მოვლენები კი ხშირად ფანტასტიკურ ელფერს იძენს. ნამდვილად არსებობს თუ ჰოფმანის წარმოსახვის ნაყოფია ხავერდისყელსაბამიანი ქალი? სინამდვილეში ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? რა ხდება გილიოტინასთან შუაღამის პარიზში? – ეს არის შეკითხვები, რომლებიც მუდამ ტრიალებს მკითხველის გონებაში. კითხვისას ნაწარმოებიც ზუსტად ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია რაღაც ზებუნებრივმა მოვლენამ იმ ირეალურ სამყაროში, საიდანაც თავის დაღწევა თან უნდა და თან – არა.

უკვდავი ბიბლიოთეკა

9


ფენი ფლეგი შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ 502 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ნინო მიქაშავიძე რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

10

22,9

15

ფენი ფლეგის რომანს „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები – ადამიანის უფლებები, უმცირესობები, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება. უკვე დაგეგმილი გაქვთ, სად დაისვენებთ ამ ზაფხულს? თუ კაფე „უისელ სტოპში“ შეივლით, იქ: „საუზმე ექვსის ნახევრიდან რვის ნახევრამდეა და შეგიძლიათ შეუკვეთოთ კვერცხი, შვრიის ფაფა, ორცხობილა, ბეკონი, სოსისი, ლორი წითელი საწებლით და ყავა ოცდახუთ ცენტად. სადილად და ვახშმად კი შემწვარი ქათამი, დაბეგვილი ღორის ხორცი საწებლით, ლოქო, ქათამი ცომის გუნდებით ან ბარბექიუ. ასევე, ნებისმიერი სამი სახის ბოსტნეული, ორცხობილა ან სიმინდის კვერი, სასმელი და დესერტი ოცდათხუთმეტ ცენტად“. პატარა ქალაქში ზაფხულის გატარება უამრავ თავგადასავალს გპირდებათ – იჯი ტრედგუდთან ერთად შეგიძლიათ პირდაპირ ველური ფუტკრების სკიდან მოიპაროთ თაფლი და საყვარელ ადამიანს უწილადოთ; ან ბეტ უიმსთან ერთად მეზობლებზე წეროთ საგაზეთო სტატიები; ან რკინიგზელ ბილთან ერთად სამთავრობო მატარებლები გაძარცვოთ და ღარიბ ფერადკანიანებს კონსერვის ქილები გადაუყაროთ ლიანდაგებზე; ევა ბეიტსთან ერთად მთელი ღამე სვათ და იცეკვოთ მეთევზეთა ბუნაგში; „მჟავე კიტრის კლუბთან“ ერთად ათასგვარად გაეხუმროთ მეგობრებს... ალაბამის პატარა ქალაქ უისელ სტოპში გასართობს თუ სადარდებელს რა დალევს. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უყვართ ხუმრობა, ერთმანეთი და გემრიელად ჭამა; აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უდიდესი გმირობა ჩაიდინონ ისე, რომ მადლობასა და აპლოდისმენტებს არ დაელოდონ, მეტიც, არავის გააგებინონ ამის შესახებ. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც იციან მეგობრობის, დახმარების, სიკეთის, სიცოცხლის ფასი.

უკვდავი ბიბლიოთეკა


ზეიდი სმითი თეთრი კბილები 844 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი თამარ ბაბუაძე რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

29,9

19

ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად აღიარებული ნაწარმოებია. იგი რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ, ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერესოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები, მათი „თანკბილვის პრობლემები“ და „ფესვთა არხები“. წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით, იუმორით, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე, ისტორიული, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშნელოვანესი მოვლენები საინტერესო მწერლის თვალით.

უკვდავი ბიბლიოთეკა

11


მარგარეტ ეტვუდი მხევლის წიგნი 424 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ანი კოპალიანი რედაქტორი ლალი ჭინჭარაული ყდის დიზაინერი გიორგი ჯიშკარიანი

12

17,9

11

მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ წიგნების იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც გამოცემიდან მოკლე ხანში ლიტერატურის კლასიკად იქცევა. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან... სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნში“. „მხევლის წიგნი“ – წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დად­ გეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ხოლო რელიგიას – საშიშ იარაღად აქცევენ, იარაღად, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებზეა დამიზნებული. მაგრამ, ამის გარდა, წიგნი კიდევ ერთ თავზარდამცემ სიმართლეს გვიმხელს: თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ჩვენი მოწონება-არმოწონება ააღელვებს...


დაფნა დიუ მორიე რებეკა 566 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ნათია ჩუბინიძე რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

21,9

14

„რებეკა“ დაფნა დიუ მორიეს მიერ შექმნილი კლასიკური ლიტერატურის შედევრია, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოახერხა მკითხველის გულის მოგება და ამავდროულად თავისი ავტორის სახელის უკვდავყოფა. წიგნის თაყვანისმცემლებს შორის ალფრედ ჰიჩკოკიც აღმოჩნდა, რომელმაც 1940 წელს მისი კინოადაპტაცია შექმნა. უკვე 79 წელია რაც „რებეკა“ აგრძელებს ლიტერატურულ ცხოვრებას, რადგანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი გამოცემა არასოდეს შეწყვეტილა. ახლა კი მისი გაცნობა ქართველი მკითხველისთვისაცაა შესაძლებელი. ხანში შესული, ჭირვეული ამერიკელი ქალბატონის ახალგაზრდა კომპანიონი იმპოზანტურ ინგლისელ არისტოკრატს, მაქსიმილიან დე უინტერს გაიცნობს, რომელსაც იდუმალი ნაღველი სტანჯავს, ცოლად მიჰყვება და მასთან ერთად საგვარეულო მამულში, მენდერლიში გადადის საცხოვრებლად. უზარმაზარ, პირქუშ სახლში მხოლოდ ადამიანები კი არა, კედლებიც თითქოს ძველ დიასახლისს მისტირიან, მშვენიერ და დახვეწილ ქალბატონს, რებეკა დე უინტერს. მაქსიმილიანის უცნაური ქცევა და მოახლის მტრული დამოკიდებულება ახალ დიასახლისს, მეორე მისის დე უინტერს, შიშს ჰგვრის, რადგან ხვდება, რომ ეს ადამიანები გამოუცნობ ვითარებაში დაღუპული რებეკა დე უინტერის სიკვდილის საიდუმლოს მალავენ...

უკვდავი ბიბლიოთეკა

13


დევიდ ჰერბერტ ლოურენსი ვაჟები და საყვარლები 730 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ლევან ინასარიძე რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

14

21,9

14

„ეს არის ათასობით ახალგაზრდა კაცის ტრაგედია“, – ასე შეაფასა დევიდ ლოურენსმა თავისი რომანი „ვაჟები და საყვარლები“... უფრო სწორად, ის თემა, რომელიც ნაწარმოებს დაუდო საფუძვლად – ურთიერთობა ვაჟებს, საყვარლებსა და დედას შორის. ამბავი ნაწილობრივ ნამდვილია, საკუთარი და სხვების ცხოვრებიდან აღებული. „ვაჟებსა და საყვარლებს“ დევიდ ლოურენსის ავტობიოგრაფიულ რომანადაც კი განიხილავენ. „ტრაგედია“ ტრიალებს მორელების ოჯახში, სადაც არიან გალოთების პირას მისული მამა, სასოწარკვეთილი დედა და შვილები – სამი ვაჟი და ერთი გოგონა – რომლებიც თითქმის ყოველდღე ოჯახური კონფლიქტის მომსწრენი ხდებიან. დუხჭირი და უსიყვარულო ცხოვრებით გატანჯული ქალი იმედს შვილებზე ამყარებს, მათთვის საუკეთესო მომავალი უნდა, ამიტომ ვაჟების რჩეულებს მუდამ ეჭვის თვალით უყურებს. რომანის მთავარი გმირი არის ერთ-ერთი ვაჟი, პოლი, რომელიც დედას აღმერთებს. ქალსაც განსაკუთრებით უყვარს იგი. ამ დედა-შვილის ურთიერთობის მაგალითზე ნათლად ჩანს მთელი ის დაბნეულობა და ტკივილი, რასაც ლოურენსი ახალგაზრდა კაცის ტრაგედიას უწოდებს. მწერალი შეულამაზებლად აღწერს დედის დამოკიდებულებას იმ ქალების მიმართ, რომლებიც პოლის გარშემო ტრიალებენ, და თავად პოლს, რომელიც ორ საყვარელ ქალს – მირიამსა და კლარას – შორის იხლიჩება, ამავე დროს, ფიქრობს დედაზე და ითვალისწინებს მის აზრს.

უკვდავი ბიბლიოთეკა


უილიამ სომერსეტ მოემი თეატრი 350 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ნათია ჩუბინიძე რედაქტორი ნანა ჯოხარიძე ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

14,9

9,5

რომანში ,,თეატრი“ უილიამ სომერსეტ მოემი, ავტორი ისეთი დიდებული ნაწარმოებებისა, როგორებიცაა ,,ადამიანურ ვნებათა სიმძიმე“ და ,,ვილაში“, ჯულია ლამბერტს გვაცნობს, საოცრად გაწონასწორებულ და ნიჭიერ მსახიობს, რომელსაც ორმოცდაექვსი წლის ასაკშიც კი არ დაუკარგავს მომხიბვლელობა. ის ინგლისის უდიდესი მსახიობია, იმდენად კარგი, რომ ფაქტობრივად თამაშს არასოდეს წყვეტს. თავიდან თითქოს გეჩვენება, ჯულიას სიმშვიდეს ვერაფერი დაურღვევს, მაგრამ უცებ წყნარი უცნობი ჩნდება, რომელიც გრძნობას აღუძრავს მას. შედეგად მის ლამბერტი ცხოვრებაში პირველად იგემებს უარყოფის სიმძიმესა და დედობრივი გრძნობების შეურაცხყოფას, აღმოაჩენს, რომ შეუძლებელია, ნებისმიერი სახე მოირგო მაყურებლის წინაშე წარდგომისას. ,,თეატრში“ სომერსეტ მოემი საკმაოდ ფრთხილად აღგვიწერს იმ დაძაბულობასა და ტრიუმფს, რომელიც თამაშისა და რეალური ცხოვრების გზების გადაკვეთისას ­იჩენს თავს, თუმცა, ჯულიას შემთხვევაში ყველაფერი პირიქით ხდება.

უკვდავი ბიბლიოთეკა

15


ჯიბრან ხალილ ჯიბრანი იესო – ძე კაცისა და სხვა თხზულებანი 314 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

16

14,9

არაბული მოდერნიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის რომანი ,,იესო – ძე კაცისა“ მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ქმნილებაა. წიგნი იესოს თანამედროვეთა მწერლის ფანტაზიით აღდგენილი მოგონებებია ქრისტეს შესახებ. ჯიბრანი წერს ისე, თითქოს, ის ხალხი გვიყვებოდეს იესოს შესახებ, ვინც მას სიცოცხლეში იცნობდა. ეს ადამიანები ქრისტეს სხვადასხვაგვარად აფასებენ. თვითონ ჯიბრანს მთელი სიცოცხლე აინტერესებდა ქრისტეს ფენომენი, ამიტომ გარდა ამ რომანისა, მას კიდევ რამდენიმე მოთხრობა თუ ესე მიუძღვნა. გიორგი ლობჟანიძის მიერ არაბულიდან თარგმნილი ეს კრებული, რომან ,,იესო – ძე კაცისასთან“ ერთად, თითქმის ყველა იმ ნაწარმოებს აერთიანებს, რაც ჯიბრან ხალილ ჯიბრანს იესო ქრისტეზე არაბულად დაუწერია.

9,5 უკვდავი ბიბლიოთეკა


ხუან რულფო პედრო პარამო 266 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი მედეა ზუბადალაშვილი რედაქტორები: მარიამ კორინთელი, მანანა ზუბადალაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

13,9

9

ხუან რულფოს „პედრო პარამო“ მექსიკური ლიტერატურის მონუმენტური ნაშრომია, რომელმაც მაგიური რეალიზმის ჟანრის ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. პირველ და მესამე პირში მოთხრობილი ამბავი კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსთა აღმატებული შეფასებებიც დაიმსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რულფოს კოლეგების გამოხმაურება, კერძოდ გაბრიელ გარსია მარკესის და ხორხე ლუის ბორხესის. მარკესისთვის რულფოს წიგნი იყო „ყველაზე ლამაზი ყველა იმ რომანს შორის, რომელიც ესპანურ ენაზე დაწერილა“. ბორხესის თქმით კი „ამ ფანტასტიკური წიგნის მიზიდულობის ძალას წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. ეს ერთ-­ერ­თი საუკეთესო რომანია ესპანურენოვან ლიტერატურაში, პრინციპში, მთელი მსოფლიოს ლიტერატურაში“. „პედრო პარამოს“ გარდა, წიგნში თავმოყრილია მწერლის რჩეული მოთ­ხრ ­ ობები.

უკვდავი ბიბლიოთეკა

17


დენიელ კიზი ყვავილები ელჯერნონისთვის 334 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი თინათინ ხომერიკი რედაქტორი თეა ქიტოშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცს, ჩარლის, ტვინზე ოპერაციას უკეთებენ, რომლის შემდეგაც მისი IQ 180-ს უტოლდება და იგი გენიოსი ხდება. ჩარლის დღიურების სახით დაწერილ ნაწარმოებში მკითხველი თვალყურს ადევნებს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას და მის ეტაპობრივ სვლას გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურისკენ, აკვირდება მის გრძნობებს, დამოკიდებულებას სამყაროსთან.

18

15,9

10,5 უკვდავი ბიბლიოთეკა


ჯეინ ოსტინი ემა 665 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ანა მაყაშვილი რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

19,9

ეს მეცხრამეტე საუკუნის კლასიკა გახლავთ. ჯეინ ოსტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, რევოლუციური წიგნი, რომელიც საფუძვლად დაედო არაერთ ფემინ­ ისტურ მანიფესტს. ჯეინ ოსტინმა პირველმა გაბედა და ამ წიგნით თამამად ისაუბრა ქალის დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, რომლისთვისაც ქმრისა და ქორწინების გარეშეც შეეძლო მიეღწია. ემა მდიდარი არისტოკრატი გახლავთ, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს განათლება მიიღოს, სრული დამოუკიდებლობა მოიპოვოს და გადაწყვეტილებები საკუთარი ცხოვრების შესახებ, თავად მიიღოს.

12,5 უკვდავი ბიბლიოთეკა

19


სერგეი დოვლატოვი ჩემოდანი; უცხოელი ქალი 288 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელები: ირაკლი ჯავახაძე, ქეთი ჩართოლანი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

20

13,9

„უკვდავი ბიბლიოთეკის“ მეორე წიგნი საბჭოთა კავშირში ემიგრირებული ლეგენდარული მწერლის, სერგეი დოვლატოვის ორ რომანს – „ჩემოდანსა“ და „უცხოელ ქალს“ აერთიანებს. ორივე რომანი ავტობიოგრაფიულია და შესანიშნავი იუმორითა და გონებამახვილობით მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის ინტელიგენციის ყოფას, ემიგრაციასა და შტატებში ცხოვრების თავისებურებებს. სახალისო და სევდიანი ისტორიები, იმედგაცრუების, სიყვარულის, სიძულვილის, ტერორისა და თავისუფლების გულწრფელად მოყოლილი ამბები, ცოცხალი, ნათელი პერსონაჟები რეალისტურად და შეულამაზებლად ასახავს 70-80-იანი წლების საბჭოთა ადამიანების ცხოვრებას.

9 უკვდავი ბიბლიოთეკა


გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ პროექტით „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლე­ ბ­ლო­ბ­ას, ერთი სერიის ფარგლებში გაეცნოთ თანამედროვე აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის ახალი და უახ­ ლესი პროზის საუკეთესო ნიმუშებს. „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“, რო­მლის წიგნთა უმეტესობა ქართულ ენაზე პირველად სწორედ ამ სერიით გამოიცემა, დედნის ენებიდან შესრულებულ მაღალმხატვრულ და კარგად კომე­ ნტირებულ თარგმანებს გააერთიანებს. რადგან ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიას, თანამედროვეობას, მის სოცია­ ლურ-პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს ყველაზე უკეთ მისივე ლიტერატურა ასახავს, ჩვენი სერიის წიგნები დაგეხმარებათ, უფრო ახლოს და უკეთ გაიცნოთ თანამედროვე აღმოსავლეთი.

ბაჰა ტაჰირი დეიდა საფია და მონასტერი 136 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ზვიად ცხვედიანი რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

9,9

6,5

თანამედროვე არაბული პროზის დიდოსტატი ბაჰა ტაჰირი ათეულობით რომანისა და უამრავი ნოველის ავტორია. მწერალს კარგად იცნობენ არამხოლოდ აღმოსავლურ სამყაროში, არამედ დასავლეთშიც, სადაც მისი თითქმის ყველა წიგნი გამოსვლისთანავე ითარგმნება. ამ წიგნებს შორის მის რომანს „დეიდა საფია და მონასტერი“ გამორჩეული ადგილი უჭირავს. წარმოშობით ზემო ეგვიპტელი მწერალი ამ წიგნში ძალზე მიმზიდველად აცოცხლებს მშობლიური სოფლის ყოფას და ტრადიციებს, საინტერესოდ გვიხატავს ადგილობრივთა კოლორიტულ ხასიათებს და ამ ხასიათებიდან გამომდინარე, წიგნის გმირების შინაგან თუ სოციალურ კონფლიქტებს.

აღმოსავლური ბიბლიოთეკა

21


იბრაჰიმ ალ-ქუნი ქვიდან ნაჟური სისხლი 150 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი დარეჯან გარდავაძე რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

22

10,9

მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე არაბი მწერლის იბრაჰიმ ალ-ქუნის რომანი „ქვიდან ნაჟური სისხლი“ (1990) აჯამებს მწერლის შეხედულებებს ყოფიერებისა და სამყაროში ადამიანის დანიშნულების შესახებ. ისევე როგორც ალ-ქუნის სხვა რომანებში, აქაც გმირების სამოქმედო სივრცეა უდაბნო, რომლის ფონზეც ადამიანური ვნებები თითქმის პირველყოფილი სიმძაფრითა და ცხოველმყოფელობით გამოიკვეთება. ამ გამოცემით მკითხველს საშუალება აქვს იბრაჰიმ ალ-ქუნის სამყაროს შესანიშნავი, ავთენტური თარგმანის მეშვეობით ეზიაროს.

7 აღმოსავლური ბიბლიოთეკა


სალვა ან-ნუაიმი თაფლის სამხილი 128 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

10,9

თანამედროვე სირიელი მწერალი ქალის სალვა ან-ნუაიმის რომანი „თაფლის სამხილი“ გამოცემისთანავე ბესტესელერად იქცა, თუმცა ზოგ არაბულ ქვეყანაში ნაწარმოების შეტანა და გავრცელება სასტიკად აიკრძალა. აღმსარებლობითი პროზის ამ ბრწყინვალე ნიმუშში მწერალი ცდილობს თავისი პირადი გამოცდილებისა და ტრადიციული არაბული სექსუალური ტრაქტატების გაანალიზების საფუძველზე მოგვცეს ერთი მხრივ, სექსუალურობის არაბული გაგებისა და მეორე მხრივ, თანამედროვე სამყაროში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მოდელების მკაფიო სურათი. წიგნი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და მაისის ბოლოდან თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მისი გაცნობა ქართველ მკითხველსაც შეეძლება არაბული ლიტერატურის აღიარებული მთარგმნელის, გიორგი ლობჟანიძის ნამუშევრით.

7 აღმოსავლური ბიბლიოთეკა

23


ღასან ქანაფანი კაცები მზეში 148 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი დარეჯან გარდავაძე რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი ღასან ქანაფანის რომანი „კაცები მზეში“ პალესტინელი ლტოლვილების გაუსაძლის ყოფას აღწერს, მათ განწირულ მცდელობას, დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი მზისქვეშეთში. ისინი, მეზობელ ქვეყნებს თავშეფარებულნი, ცხოვრობენ იქ „დროებით, სანამ ყველაფერი გაირკვევა“. „დროებით“ გაიფა­ნტნენ მსოფლიოს გარშემო, ყველაფერს აკეთებენ „დროებით“, ამასობაში კი ცხოვრება გადის... მათი მკვდრები სხვათა სასაფლაოებზე განისვენებენ, ცოცხლები კი უცხოთა საზღვრებს ებღაუჭებიან.

24

11,9

7,5 აღმოსავლური ბიბლიოთეკა


თავფიკ ალ-ჰაქიმი პროვინციელი გამომძიებლის დღიურები 146 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი გოჩა კუჭუხიძე რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

11,9

თავფიკ ალ-ჰაქიმი ცნობილია, როგორც ახლო აღმოსავლეთის თავისუფ­ლე­ბისა და არაბული ქვეყნების განვითარებისთვის მებრძოლი ავტორი... ქართველი მკითხველისათვის წარმოდგენილი რომანი „პროვინციელი გამომძიებლის დღიურები“ ეგვიპტის ერთი მიყრუებული სოფლისეული ყოფის აღწერაა. გაუნათლებელი და ღარიბი არაბი ფელაჰები, სოციალური უსამარ­თლობა, ამ გარემოში მომუშავე იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც სამუშაოდ ეგვიპტის ცენტრიდან ჩამოსულან და რომლებისათვისაც ეს მოსაწყენი გარემო გაუსაძლისი გამხდარა – აი, სურათები, რომლებიც რომანში იხატება...

7,5 აღმოსავლური ბიბლიოთეკა

25


26

„ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“ ქართ­ულ ენაზე თარგმნილი ჟანრული ლი­ ტერატურის ერთ-ერთი უდიდესი კოლექციაა. მასში შესული წიგნების არჩევი­ სას გამომცემლობა სამ ძირითად პრინციპს ითვალისწინებს: ნაწარმოები უნდა წარმოადგენდეს მსოფლიო მნიშვნელობის ქმნილებას, საინტერესო უნდა იყოს ქართულენოვანი მკითხველისთვის ან სწორედ ის ნაწარმოები უნდა იყოს, რო­ მელიც მკითხველს ამ ჟანრის მიმართ ინტერესს გაუჩენს. სწორედ ამ სელექციის შედეგად მივიღეთ ბიბლიოთეკა, რომელიც ფანტასტიკის ჟანრის ფაქტობრივად ყველა უდიდესი ავტორის საუკეთესო ნაწარმოებებს აერთიანებს, მათ შორის, რეი ბრედბერის, ურსულა ლე გუინის, ფილიპ დიკის, ბორის და არკადი სტრუ­ გაცკების, ართურ კლარკის, რობერტ ჰაინლაინის, ენდი უირისა და სხვათა საუ­ კეთესო რომანებსა და კრებულებს. „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“ ჩვენი გამო­ მცემლობის ერთ-ერთი უმთავრესი სექციაა, რომელიც ჟანრის მასშტაბებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზრდება და მკითხველს კოსმოსსა და მის მიღმა არსებულ სამყაროებზე მოუთხრობს.


რობერტ ჰაინლაინი უცხო უცხოთა ქვეყანაში 704 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი გაგი გაბრიჭიძე რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

22,9

14

ოცდახუთი წლის წინ მარსზე ადამიანი დაიბადა. მისი შობა არავის გაუგია, არც ვარსკვლავი გაბრწყინებულა ცაზე და არც მისი მოვლინებისთვის უციათ თაყვანი, მაგრამ მაინც ებოძა ოქრო, საკმეველი და მური; ებოძა აღთქმული მიწა, სამწყსო და სიტყვა გასავრცელებლად. რობერტ ჰაინლაინის შემოქმედებით მწვერვალად მიჩნეული „უცხო უცხოთა შორის“ დიდი წიგნია. დიდია მოცულობითა და შინაარსით, უფრო დიდი კი სიყვარულისა და თავისუფლების იმ მასშტაბითაა, რომელსაც პერსონაჟები ქადაგებენ და მოიპოვებენ, გასცემენ და დამცავ გარსად იკრავენ, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გაუმკლავდნენ ტოტალიტარიზმს, რელიგიურ ფანატიზმსა და ბრმად მართულ ბრბოს. გასული საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილი ნაწარმოები ყველაზე დროულია და ზუსტად ეხმიანება ყველა იმ პრობლემას, რომელთა წინაშეც თანამედროვე კაცობრიობა დგას. თუმცა ხსნა დაგროკვაშია. ხოლო თუ გროკავ, შენ ხარ ღმერთი, რადგან ყველა, ვინც გროკავს, ღმერთია!

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

27


რიჩარდ კ. მორგანი სახეცვლილი ნახშირბადი 536 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ილო ქარდავა რედაქტორი სოფი ჩერქეზიშვილი ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

28

18,9

11,5

„სახეცვლილი ნახშირბადის“ ფუტურისტულ სამყაროში ტექნოლოგიურმა პროგრესმა თავად სიცოცხლის გადაფასება გამოიწვია. ახლა ადამიანის ცნობიერების შენახვა და სხვა სხეულში ჩატვირთვაც შესაძლებელია, რაც სიკვდილს მხოლოდ უმნიშვნელო, დროებით პრობლემად აქცევს. ნაწარმოები ტაკეში კოვაჩზე მოგვითხრობს, რომელიც გაეროს სამხედრო დანაყოფის, ენვოიების კორპუსის ყოფილი წევრია. ის ადრეც მოუკლავთ, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილი განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ბეი სითიში გასხეულებული კოვაჩი თავს ჩახლართულ შეთქმულებაში ამოჰყოფს. ეს შეთქმულება იმ საზოგადოების სტანდარტებითაც კი უმოწყალოა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ისე ეპყრობა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ობიექტს. კოვაჩისთვის მკერდში სროლისას გაჩენილი ღრმული მხოლოდ დასაწყისია. მას მალე მათუების – ადამიანების, რომლებმაც უკვე ძალიან დიდი ხანი იცხოვრეს და ბევრი სხეული გამოი­ცვალეს – შავბნელ და სასტიკ ცხოვრებასთან მოუწევს დაპირისპირება.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ურსულა კ. ლე გუინი განპყრობილები 440 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ქეთი ჩართოლანი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

18,9

11,5

ანარრესის მკვიდრი, ფიზიკოსი შევეკი წინაპართა მშობელ პლანეტაზე, ურრასზე, მიემგზავრება, რათა 170 წლის წინ გაწყვეტილი კავშირი აღადგინოს. ამისათვის უნდა ჩამოანგრიოს ის კედლები, რომლებიც ორივე პლანეტაზე მცხოვრებმა ადამიანებმა თავიანთ ტვინებში სიახლისა და უცხოს შიშის კარნახით ააგეს, მერე კი საკუთარი ხელით ნაშენი ციხის პატიმრებად იქცნენ. მართალია, რომანში მოქმედება მომავალში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ნათლად იკვეთება მე-20 საუკუნის პოლიტიკური რეალობა და ზოგადსაკაცობრიო ფილოსოფიურ-მორალური დილემები. ურსულა ლე გუინი შეუვალი გულახდილობით გვიხატავს კაპიტალიზმისა და ანარქო-კომუნიზმის დადებით და უარყოფით მხარეებს. ის ამა თუ იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემით გამოწვეულ სიმახინჯეთა თავიდან აცილებისა და კაცობრიობის ევოლუციის გზად მუდმივ რევოლუციას სახავს. ჰაინის ციკლის რომანი – „განპყრობილები“ – ნებულას, ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოთა მფლობელია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხელმეორედ აღორძინებული უტოპიის ჟანრის განმსაზღვრელ ტექსტად მიიჩნევა.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

29


ჯო აბერკრომბი მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი ტრილოგია „პირველი კანონი“. წიგნი მესამე 912 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ლაშა შუბლაძე რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

30

32,9

20

ჩრდილოეთი ომის ალშია გახვეული. ცხრათითას სამშობლო უხმობს, სადაც ის თავის ძველ მეგობარსა და მთავარ მტერს უნდა დაუპირისპირდეს. ისტორიაში პირველად „ველურებში“ გამართული ორთაბრძოლის შედეგმა, შესაძლოა, ცივილიზებული კავშირის ბედზეც იქონიოს გავლენა. აგრიონტის კედლების შიგნით თუ გარეთ ერთმანეთზე უფრო ცხარე შეტაკებები იმართება. ძალაუფლების გადანაწილებას მხარეები სრულიად მოულოდნელ ადგილებამდე მიჰყავს. „და რა ეშველება საწყალ ზედამხედველ გლოკტას, ამ მოუქნელ ჯამ­ბაზს? მოიძებნება კი ამ ტკბილ მუსიკაში ადგილი მისი სევდიანი ნოტ­ი­სთვის?“ „მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი“ ჯო აბერკრომბის ტრილოგიის „პირველი კანონის“ დასკვნითი წიგნია.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ჯო აბერკრომბი თვით მახვილი ტრილოგია „პირველი კანონი“. წიგნი პირველი 742 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ლაშა შუბლაძე რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

27,9

18

ბრიტანელი ავტორის, ჯო აბერკრომბის სადებიუტო რომანი, „პირველი კანონის“ ტრილოგიის დასაწყისი – „თვით მახვილი“, პირველად 2006 წელს გამოიცა და მალე „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერი გახდა. უიღბლო ბარბაროსი, ბანქოს თამაშითა და ფარიკაობით განთქმული ოფიცერი, წამების მეთოდებში დაოსტატებული ინკვიზიტორი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ჯადოქარი – ეს არამხოლოდ „თვით მახვილის“ პერსონაჟების ჩამონათვალია, არამედ იმ ფეთქებადი კოქტეილის ელემენტებიც, რომლებმაც აბერკრომბი, ამ რომანის შემდეგ, ფენტეზის სამყაროში ნამდვილ სუპერვარსკვლავად აქციეს. არაპროგნოზირებადი, შავი იუმორითა და დაუვიწყარი პერსონაჟებით სავსე ისტორია წიგნს ხელიდან არ გაგაშვებინებთ, სანამ ბოლო გვერდს არ გადაშლით, ან თვალები არ ამოგიშრებათ.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

31


ჯო აბერკრომბი სანამ მათ ჩამოახრჩობენ ტრილოგია „პირველი კანონი“. წიგნი მეორე 794 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ლაშა შუბლაძე რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

32

29,9

19,5

„სანამ მათ ჩამოახრჩობენ“ ჯო აბერკრომბის ტრილოგიის „პირველი კანონი“ შემდეგი წიგნია, რომელშიც მოვლენები კიდევ უფრო დაძაბულად, ემოციურად და სუნთქვისშემკვრელად ვითარდება. კავშირსა და მის მიწებზე ომის ჯოჯოხეთური ქარიშხალი მძვინვარებს. ჩრდილოეთში ანგლანდს ბეთოდი უტევს, შანკები მთებიდან ჩამოდიან, სამხრეთში კი ძლევამოსილმა უთმან-ულ-დოშტმა დაგოსკას ალყა შემოარტყა და რადაც უნდა დაუჯდეს, ქალაქის დაბრუნებას აპირებს. არქილექტორის ბრძანებით ინკვიზიტორმა გლოკტამ გურკჰების ხელში დაგოსკის ჩავარდნა არ უნდა დაუშვას, ის კი უცხო, მტრებით სავსე ქალაქში სრულიად მარტოა. ვინ დგას ზედამხედველი დავუსტის მკვლელობის უკან? რა როლს თამაშობს სამყაროსა და ომების ბედში მაგია? სადამდე მიიყვანს უცნაურ ჯგუფს ბაიაზის წამოწყებული საშიში მოგზაურობა?

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი სიგიჟის მთებთან 286 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: გიორგი ხარაიშვილი გიორგი ვაჩნაძე რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

13,9

9

ლეგენდარულ მისკატონიკის უნივერსიტეტში დაგეგმილი და დედამიწის უკიდურეს სამხრეთში გაგრძელებული ექსპედიცია ყინულისა და გარდასულ ეპოქათა სარკოფაგისკენ მიმავალ გზაზე გაივლის. შეუცნობლის აღმოჩენით შეპყრობილი მეცნიერები იდუმალი ანტარქტიდის სიღრმეში იჭრებიან, ოდესღაც ვარსკვლავებიდან ჩამოღვენთილთა რასის მითებს ეცნობიან და ყველაზე შემზარავი და ამოუხსნელი საიდუმლოს პირისპირ აღმოჩნდებიან. რა იმალება ცაში აზიდული მწვერვალების, დამშრალი მდინარეებისა და ნანგრევებად ქცეული სამყაროს გულში, იქ, სადაც საუკუნეებით ადრე დაბრმა­ვებული გიგანტური ალბინოსი პინგვინები დაბაჯბაჯებენ, მუსიკალური სტვენა გაისმის და ქარიშხლის მიერ გადარეცხილი ფერდობებია გაშლილი? ჰ.ფ. ლავკრაფტის ეს კრებული მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს, „სიგიჟის მთებთან“ და რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს, რომლებიც შიშის, მისტიკის, იდუმალებისა და კოსმოსური საიდუმლოების მორევში ტრიალებენ.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

33


ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი რენდოლფ კარტერის ჩვენება 458 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელები: გიორგი ვაჩნაძე ზაალ ვეკუა გიორგი ხარაიშვილი რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

34

19,9

12

გამოგონილი არკჰემის გამოგონილი ბინადარი, რენდოლფ კარტერი, ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის ერთ-ერთი ყველაზე რეალური პერსონაჟია. მას სრულყოფილი ბიოგრაფია, ჩამოყალიბებული ხასიათი და მისწრაფებები აქვს, თუმცა ნებისმიერ საწადლამდე მისასვლელად არამიწიერი ლანდშაფტებით, არქიტექტურითა და არსებებით სავსე სამყაროები და დროის საზღვრები უნდა გადაიაროს. წინამდებარე კრებული სწორედ რენდოლფ კარტერის ირგვლივ ერთიან­დება და ლავკრაფტის „სიზმრის ციკლის“ სახელწოდებით ცნობილი სერიის ნაწილია, თუმცა ზოგ მოთხრობაში მის შესახებ მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები, ზოგან კი მკითხველს მისი ამოცნობა მოუწევს. „რენდოლფ კარტერის ჩვენება“ სწორედ ის კრებულია, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი მისტიკოსის შემოქმედების ყველაზე იდუმალ და აუხსნელ, ყველაზე ალუზიურ და თრობის ბურუსით მოცულ ნაწილს მოი­ცავს.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი ქთულჰუს ძახილი 300 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: ქეთევან ნიკოლეიშვილი ირაკლი სულაძე ეკატერინე სუმბათაშვილი გიორგი ხარაიშვილი გიორგი ვაჩნაძე რედაქტორი მარი ბექაური ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი

10,9

ამ წიგნის პერსონაჟები უძველესი ღმერთები, უჩხულები, კიბორჩხალას მსგავსი მახინჯი არსებები, ეშმაკთა ნაშიერები და სანახევროდ შეშლილი ადამიანები არიან. აქ ხშირად შეხვდებით საიდუმლო კულტის მიმდევრებს, მათ მიერ აღვლენილ სასტიკ რიტუალებს, ბაყაყებად ქცეულ ადამიანებს და უპირველეს ყოვლისა – ღვთაება ქთულჰუს, რომელიც აბსოლუტურ ბოროტებას განასახიერებს და ნებისმიერ პლანეტაზე ბევრად ხნიერია.

7 ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

35


ურსულა კ. ლე გუინი ზღვამიწეთის ჯადოქარი 268 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: აკაკი მოსახლიშვილი დავით ბალიაშვილი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

36

12,9

8,5

„ზღვამიწეთის ჯადოქარი“ ურსულა ლე გუინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია და ფენტეზის ჟანრის კლასიკურ ნაწარმოებად მიიჩნევა. იშვიათია ნაწარმოები, რომელიც ჟანრში ასეთივე გავლენიანი წიგნის სტატუსით სარგებლობს. ამ მხრივ მას ხშირად ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელს“ და ფრენკ ბაუმის „ოზის ჯადოქარს“ ადარებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ პირველი წიგნია, რომელშიც ჯადოქრების სკოლის თემაა შემოტანილი და განხილული. „ჩემი აზრით, ეს ზრდასრულებისთვის შექმნილი ფენტეზია. თქვენ შეიძლება მას თინეიჯერული პროზა, ფენტეზი, ან რაიმე სხვა უწოდოთ – მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ სიცოცხლესა და სიკვდილზე მოგვითხრობს, იმაზე, თუ რას ნიშნავს ვიყოთ ადამიანები და რა დამოკიდებულება გვაქვს საკუთარ ბნელ მხარესთან“, – მარგარეტ ეტვუდი.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ურსულა კ. ლე გუინი ატუანის აკლდამები 224 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ნინო ოქრუაშვილი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

12,9

8

„ატუანის აკლდამები“ ზღვამიწეთის ციკლის მეორე წიგნია. ურსულა ლე გუინმა „ზღვამიწეთის ჯადოქრის“ გა­გ­რძელებით შექმნა გამორჩეულად პირქუში და ბნელი სამყარო, რომელშიც წყვდიადისთვის სინათლის მოფენა განსაკუთრებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. როდესაც ტენარს უსახელო ძალების ერთქურუმად აირ­ჩევენ, მას ყველაფრის მიტოვება მოუწევს – სახლის, ოჯახის და საკუთარი სახელისაც კი. ის ამიერიდან არჰაა – ატუანის აკლდამების მცველი. „ატუანის აკლდამებში“ კვლავ ვიხილავთ „ზღვამიწეთის ჯადოქრის“ მთავარ გმირს, გედს, რომელსაც თავგადასავლების ძიება აკლდამებამდე მიიყვანს, სადაც ახალგაზრდა ჯადოქრისა და ტენარის გზები გადაიკვეთება. ლე გუინის თქმით, „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ წარმოადგენს ბიჭის კაცად ქცევის ისტორიას, „ატუანის აკლდამები“ კი არის ამბავი გოგონას შესახებ, რომელმაც საკუთარი როლი და დაკისრებული პასუხისმგებლობა ხელახლა უნდა გაიაზროს და ცხოვრების გზა თავად აირჩიოს.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

37


ბრენდონ სანდერსონი ნისლქმნილი: უკანასკნელი იმპერია (წიგნი პირველი) 892 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ნინო ბეგაშვილი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

38

32,9

21

ბრენდონ სანდერსონის „ნისლქმნილის“ ტრილოგია, რომელიც დამსახურებულად მიიჩნევა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ფენტეზის ჟანრში, სრულიად ახალ, ლითონების მაგიას გაგაცნობთ. „უკანასკნელი იმპერია“ ტრილოგიის პირველი წიგნია. რა მოხდებოდა, თუ გმირი, რომელიც სამყაროს მხსნელად უნდა მოვლენოდა, დამარცხდებოდა? რა მოხდებოდა, თუ ბოროტი სძლევდა კეთილს? სამყაროში, სადაც ტირანად ქცეული გმირი იმპერატორია, ციდან ფერფლი ცვივა და ღამეს ნისლი მბრძანებლობს, ქვეყნიერების ბედი თავზე ხელაღებული ქურდისა და მისი ახალბედა მოწაფის ხელში აღმოჩნდება – მათ უნდა სძლიონ უკანასკნელ იმპერიას. თუ თავს ფენტეზის მკითხველად მიიჩნევთ, „ნისლქმნილის“ სერია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ამავდროულად, პერსონაჟთა თავისებურებები და მისწრაფება ამა თუ იმ საქმისკენ, ასევე ავტორის ოსტატური ენა იდეალურია მათთვის, ვინც ფენტეზის ჟანრს კარგად არ იცნობს, მაგრამ მის გასაცნობად პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს. თხრობა იმდენად თანმიმდევრული და საინტერესოა, რომ ნაწარმოებისთვის თვალის მოწყვეტა ფაქტობრივად შეუძლებელია.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ფილიპ კ. დიკი ბუნდოვნად, სკანერში 334 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ილო ქარდავა რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

14,9

9,5

ეს წიგნი სასაფლაოა – პატარა ლურჯი ყვავილებით მოფენილი სასაფლაო, ყვავილების ყოველი რიგი კი თითო ადამიანის ცხოვრების ხაზია: ფსიქოზით, სიგიჟითა და დაუსრულებელი თამაშის წყურვილით დაავადებული ადამიანებისა. ეს წიგნი ქალაქია, ქუჩაა, სახლია, ოთახია, ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანია; ეს წიგნი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩენილი ორი მხარეა. პირველი ქუჩაში თითქოს ლაღად და უდარდელად მოთამაშე, სინამდვილეში კი გამუდმებით ჩასაფრებული, შეშინებული, ზურგიდან თავდახმის მოლოდინში გარინდულ ადამიანთა ჯგუფია, მეორე კი ას, ათას, მილიონ ნიღაბს ამოფარებული დაგეშილი მონადირე, რომელიც უსასრულოდ ცვალებად გარსს მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ თავად არ გახდეს მის მიერ დევნილთა, უფრო კი თავისნაირთა მსხვერპლი. ეს წიგნი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელსაც მხოლოდ ადამიანთა მოხმარება, გამოყენება, მათი უხილავი ძაფებით დამორჩილება და, სურვილის შემთხვევაში, ამავე ძაფებით მოხრჩობა შეუძლია. ეს წიგნი ჩაკეტილი წრეა, საიდან გასვლაც მხოლოდ იმიტომ არ სურთ, რომ მისი გარღვევა შეუძლებელია, ეს ჯერ ვერავის მოუხერხებია და თუ ვინმეს გაუღწევია, გარეთ კიდევ ერთი წრე დახვედრია. ფილიპ კ. დიკის ნახევრადბიოგრაფიული „ბუნდოვნად, სკანერში“ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია, რომელიც სცდება ფანტასტიკის ჟანრს და ყველაზე სევდიან, უიმედო და ტრაგიკულ ამბავს გვიყვება.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

39


ფილიპ კ. დიკი პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა 318 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ნინო ბარძიმიშვილი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

40

14,9

9,5

ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც დუღილის ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია, როდესაც ადამიანის ყველაზე მარტივი ინსტინქტი – სუნთქვა, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი აღმოჩნდა და კაცობრიობამ დედამიწის გარეთ დაიწყო ჟანგბადის ძიება. საქმე მხოლოდ მაღალ ტემპერატურაში არაა – სამყარო შიგნიდან შეიცვალა, ადამიანები ძალიან მარტოსულები და უბედურები არიან, ერთადერთ ნუგეშად კი სრულყოფილი ნივთებით გარშემორტყმული და სრულყოფილივე ცხოვრების მქონე „პატარა პატის კომპლექტებიღა“ დარჩენიათ – იდეალური თოჯინები, რომლებიც საოცნებო სამყაროს მინიმოდელად ქცეულან და კაცობრიობას ახალ რეალობასთან შეგუების საშუალებას არ აძლევენ. სრულ აპათიაში ჩაძირულ ადამიანებს ავტორი შვებას უზიარებს – ნარკოტიკს, რომლის გამოყენებაც ჩვეულებრივ ამბად ქცეულა და აძლევს ძალას პალმერ ელდრიჩის სახით, რომელიც ან სიკეთეა ან ბოროტება, ღმერთია ან ეშმაკი. ან იქნებ რაღაც სხვა ძალაა, რომელიც იმდენად მარტოსული და მოწყენილია, რომ ადამიანთა კიდევ უფრო გაუბედურებით ირთობს თავს.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ფილიპ კ. დიკი კაცი მაღალ კოშკში 376 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორი ნინო გოგალაძე ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი

14,9

9,5

თეთრი შავი გახდება, სიკეთე ბოროტებად იქცევა, სიხარ­ულს მწუხარება შეცვლის. თუ ჩინური ფილოსოფიის უნიკა­ლურ ძეგლს, „გარდაქმნათა წიგნს“ – დავუჯერებთ, ადამიანური ყოფიერების ყოველი მოვლენა ორი თანაბარი, მუდმივად მოძრავი და ერთმანეთში გარდამავალი კოსმოსური ძალის, ინისა და იანის ურთიერთქმედების შედეგია. რა არის რეალობა, რასაც აღვიქვამთ? ნამდვილია თუ არა ის? იქნებ უფრო „ნამდვილი“ – ის არის, რაც შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ? მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზები, მიმდინარეობა და დასასრული მკითხველმა სკოლის მერხიდან იცის. მაგრამ თუ გაინტერესებთ, როგორი იქნებოდა მსოფლიო, ყველაფერი სხვაგვარად რომ მომხდარიყო ფილიპ დიკის კალმით შექმნილ ალტერნატიულ სამყაროს გაეცანით, სადაც ჩვენთვის ისტორიიდან ცნობილი გამარჯვებული დამარცხებით დამცირებულია, ხოლო დამარცხებული – გამარჯვებით გამედიდურებული, საზარელი ტოტალიტარული წყობის შემქმნელი. და ასეთ საზოგადოებაში მცხოვრები მისგან თავის დაღწევის გზად ლიტერატურას ირჩევს – მწერლის წარმოსახვით იქმნება სამყარო, რომელიც იმაზე უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე რეალობაა. თეთრი შავი გახდება, სიკეთე ბოროტებად იქცევა, სიხარულს მწუხარება შეცვლის.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

41


ფილიპ კ. დიკი ვალისი 360 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ქეთი ჩართოლანი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

42

14,9

1974 წლის მარტში ფილიპ კ. დიკს ღმერთი გამოეცხადა. იყო ეს ჭეშმარიტი თეოფანია თუ ნარკოტიკებით მოხარშული ტვინის მიერ შეთხზული ჰალუცინაცია? ამის გასარკვევად მწერალმა ფილოსოფიურ-თეოლოგიური ჩანაწერების კეთება დაიწყო. საღი გონების შესანარჩუნებლად ის თავისი მდგომარეობის ამხსნელი თეორიების შემუშავებას იწყებს. მასთან ერთად წიგნის სხვა პერსონაჟებიც ცდილობენ გაერკვნენ, რა ხდება მათი მეგობრის თავს. თითოეული მათგანი თავისებურად სცემს პასუხს მთავარ კითხვაზე – რა არის რეალობა? მკითხველს კი სხვა რამ აქვს გასარკვევი: რა არის „ვალისი“ – სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლის მიერ ნაწინასწარმეტყველები ინტერნეტის ერა, შიზოფრენიული გონის მიერ შეთხზული ფანტაზია, თუ დედამიწაზე კაცობრიობის დასახმარებლად ჩამოსული ღმერთის მიერ ნაკარნახევი წმინდა წერილი?

9 ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ფილიპ კ. დიკი ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? 262 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი გურამ ღონღაძე რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი

13,9

9

წიგნი ფილიპ დიკის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. ეს პოპულარობა ბევრმა რამემ განაპირობა – ორიგინალურმა სიუჟეტმა, თხრობის არაჩვეულებრივმა მანერამ, ალუზიებმა, დინამიკამ, დამაინტრიგებელმა ამბავმა... ეს წიგნი მარტოობაზეა, სწორედ ისეთ მარტოობაზე, როგორისაც ყველა ადამი­ანს ეშინია... ამ წიგნში ტელევიზორები მუდამ ჩართულია – სიჩუმეს ვერ იტანენ. აქ ყველას ჰყავს ოჯახი, მაგრამ თითოეული იმდენად მარტოსულია, რომ ყველაზე სანუკვარ, ყველაზე დიდ მიღწევად შინაური ცხოველის ყოლა ითვლება – თუ ცხოველი გყავს, ე.ი. მიზანი გაქვს, ე.ი. არის ვიღაც, ვისაც შენი ზრუნვა სჭირდება... შინაური ცხოველი უკეთეს ცხოვრებას განასახიერებს – ყველაფ­ერს, რაც რადიაციულ მტვრამდე არსებობდა, რაც უყვარდათ, რაც ჯერ კიდევ ახსოვთ... ამიტომ, ადამიანები გაუთავებლად ოცნებობენ ნამდვილ ცხოველზე. ადამიანის გარდა, არიან ანდროიდები, რომლებსაც ზოგჯერ თავისუფლება და ადამიანებში შერევა სწყურიათ. ვინ იცის, იქნებ, ისინიც ოცნებობენ თავიანთ საკუთარ, ელექტრონულ ცხვრებზე, რომლებსაც ყოველ დილით მოუვლიან, სამსახურში წასვლამდე თივას მიუტანენ, გამოელაპარაკებიან და თავიანთ ანდროიდულ მარტოობას შეიმსუბუქებენ?!

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

43


ფილიპ კ. დიკი იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა 304 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ანა ჭიჭინაძე რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი

44

12,9

„იდინე, ცრემლო, – თქვა პოლიციელმა“ დაძაბული, დინამიური და ექსცენტრული ისტორიაა ცნობილ ადამიანზე, ტელევარსკვლავზე, ერის რჩეულზე, რომელიც ერთ დღეს იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ დედამიწაზე აღარავის ახსოვს, ერთი ადამიანიც კი არაა, მას რომ სცნობდეს. არ აქვს საბუთები, არ იძებნება მასზე ინფორმაცია და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ ადამიანს არც არასდროს უარსებია... რა არის მისი ცხოვრება? ილუზია და მისივე წარმოსახვა, ნამდვილი ვარსკვლავის ცხოვრება, თუ ვინმეს მიერ მართული, მარიონეტული ყოფა?

8,5 ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


აიზეკ აზიმოვი მე, რობოტი 310 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: მარინე მელიწკაური ნორა ქართველიშვილი ზაალ ვეკუა რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი გაგა თურმანაშვილი

13,9

9

გაიცანით რობი, სპიდი, ნესტორი, ქიუთი, დეივი, ჰერბი და ბრეინი. ისინი გონიერები, საქმიანები და მეტ-ნაკლებად მოხდენილები არიან, რადგან მეტალის უხეშ კონსტრუქციასა და მიკროსქემების აბლაბუდას წარმოადგენენ. თუმცა მათი პოზიტრონული ტვინი უნიკალური ქმნილება, კაცობრიობის უმაღლესი მიღწევაა. აიზეკ აზიმოვის კლასიკური კრებული „მე, რობოტი“ ქართულად მეორედ გამოდის, თუმცა, ამჯერად, კრებული არა მხოლოდ საბჭოთა ცენზურისგანაა დაცლილი, არამედ შევსებულია მოთხრობით, რომელიც ამავე ცენზურით იყო აკრძალული და მთელი კრებულის ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტს წარმოადგენს. წიგნში აღწერილი მოვლენები ჩვენს ეპოქაში, 2000-იანების დასაწყისში ვითარდება. ამრიგად მკითხველი სწორედ იმ რეალობას ეცნობა, რომელიც, შესაძლოა, დღეს გვქონოდა და საკუთარი თვალით ენახა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც რობოტის ადამიანისგან გარჩევა შეუძლებელია, ან მაშინ, როდესაც ისინი სამყაროს მართვას იწყებენ.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

45


არკადი და ბორის სტრუგაცკები პიკნიკი გზის პირას 242 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი დათო ქარდავა რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი „ზონა მახეების რთული სისტემაა. ყოველი მათგანი მომაკვდინებელია. არ ვიცი, რა ხდება, როდესაც აქ ადამიანები არ არიან, მაგრამ როგორც კი ვინმე გამოჩნდება, ყველაფერი მოძრაობას იწყებს...“

– „სტალკერი“ (ანდრეი ტარკოვსკი, 1979)

46

12,9

8,5

ძმებ სტრუგაცკების მაგნუმ ოპუსი, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-­ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, „პიკნიკი გზის პირას“ ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ზონა ხიფათითა და ანომალიებით სავსე ადგილია. მისი სტუმრის ყოველი ნაბიჯი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. ადამიანისთვის ასეთ მტრულ გარემოში მოხვედრა ნებაყოფლობით ცოტა ვინმეს თუ მოუნდებოდა, რომ არა ის არტეფაქტები, რომლებიც დედამიწაზე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებმა ხანმოკლე ვიზიტისას დატოვეს. მათ, ვინც ყველაფრით რისკავენ, რათა ზონაში იპოვონ თავისუფლება, უკან დაბრუნებულებმა კი მოპოვებული არტეფაქტები შავ ბაზარზე გაყიდონ, სტალკერები ჰქვიათ. სწორედ ერთ-ერთი მათგანის ისტორიაა „პიკნიკი გზის პირას“.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ენ რაისი ინტერვიუ ვამპირთან 412 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი არჩილ რაჭველი რედაქტორი ხათუნა გოგიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

18,9

12

ენ რაისის უკვე კლასიკად ქცეული „ინტერვიუ ვამპირთან“ სწორედ ის ნაწარმოებია, რომელიც არა მხოლოდ ვამპირების არსებობას დაგაჯერებთ, არამედ მასში აღწერილი ისტორიის ნამდვილობასაც. ავტორი მეტად გამომსახველობითად აღწერს არა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში გადაშლილ ეპოქებს – მე-18 საუკუნის ახალ ორლეანსა და ვიქტორიანული ეპოქის მიჯნასთან მდგარ ევროპას, არამედ ვამპირთა ისტორიასა და კულტურას. ნაწარმოებს სამი მთავარი გმირი ჰყავს: ახალგაზრდა, თუმცა მრავალი წლის ყმაწვილი ვამპირები, ლუი და ლესტატი და ხუთი წლის გოგონა კლაუდია, რომელიც ამ ისტორიის ალბათ ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. არიან სხვებიც – სწორედ ისინი, რომლებიც რომანში ღალატს, მტრობას, მეგობრობასა და სიყვარულს თამაშობენ. ამ ნაწარმოების ეკრანიზაცია 1994 წელს გამოვიდა. ნილ ჯორდანის ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი, ტომ კრუზი, ანტონიო ბანდერასი და კირსტენ დანსტი ასრ­ ულებენ.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

47


პატრიკ როტფუსი ქარის სახელი 692 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ქეთევან ჯაყელი რედაქტორი ლევან ცაგარელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

48

21,9

13

2007 წელს პატრიკ როტფუსი შეუჩერებელი ტაიფუნივით შეიჭრა ფენტეზის სამყაროში და ელვისებური სიჩქარით დაიმკვიდრა თავი, როგორც ჟანრის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა და პოპულარულმა ავტორმა. მის მიერ შექმნილ სამყაროზე უკვე იღებენ ფილმს, სატელევიზიო შოუს და ქმნიან ვიდეოთამაშს. დროის მცირე მონაკვეთში მისი საავტორო დებიუტი „ქარის სახელი“ 16 ენაზე თარგმნეს, მოიგო კრიტიკოსებისა და მკითხველთა გულები და ორ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. „მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. უნივერსიტეტიდან ისეთ ასაკში გამრიცხეს, სხვები სწავლას რომ იწყებენ. მთვარის შუქზე ისეთ გზებზე მივლია, რომელთაც სხვები მზის სინათლეშიც არ ახსენებენ. მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი“.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


პატრიკ როტფუსი ბრძენკაცის შიში, წიგნი I 800 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელები: აკაკი მოსახლიშვილი დავით ბალიაშვილი რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

32,9

პატრიკ როტფუსის „მეფის მკვლელის ქრონიკის“ მეორე წიგნის პირველ ნაწილში წითელთმიანი მეფუნდუკე თავისი ისტორიის მოყოლას აგრძელებს. ის კვლავ იგონებს წლებს, რომლებიც ჯერ უნივერსიტეტში, შემდეგ კი უცხო მიწებზე მოგზაურობაში, თავგადასავლებსა და ზოგჯერ უსაქმოდ ყოფნაშიც გაატარა. ყმაწვილი ქვო უნივერსიტეტს ტოვებს და დიდგვაროვნის სასახლის კარზე იწყებს თავის დამკვიდრებას. მის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება: საცხოვრებელი ადგილი, მოსასხამი, ბარბითის ჩასადები და ფულის რაოდენობა ჯიბეში, თუმცა არ იცვლება სიყვარული და იმის სურვილი, რომ ბოლოს და ბოლოს თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედიის საიდუმლო ამოხსნას.

21,5 ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

49


პატრიკ როტფუსი ბრძენკაცის შიში, წიგნი II 798 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელები: აკაკი მოსახლიშვილი დავით ბალიაშვილი რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

50

32,9

21,5

ბინდისფერი ზმანებიდან დღის სინათლეზე გამოსული, უკიდეგანო მინდ­ო­რში ამო­ ზ­რდილი ერთადერთი გიგანტური ხის ჩრდილში მდგომი დედიშობილა ქვო თავის პირად განსაწმენდელს გაივლის. ბინდში დაბრუნებისას ის უკვე აღარც მხოლოდ ტკბილად მომღერალი ედემა რუა და აღარც თავგადასავლების მაძიებელი სტუდენტი. ქვო ნელ-ნელა მამაკაცად იქცევა, იზრდება, მხრებში იშლება, მკლავში ძალა და გულში ალი ემატება. წარსულს ცრემლებით აღარ იხსენებს, მომხდარი უკვე ბოლომდე გამოიგლოვა. მისთვის წარსული იმ წინაპირობადაა ქცეული, რომლითაც საიდუმლოების ამოხსნასა და შურისძიებას, ხელიდან გამსხლტარი ყველა სახელის დამორჩილებას შეძლებს. ქვოს თავგადასავალი სხვა მდინარეების ნაპირებსა და სხვა ენაზე მოლა­პარაკეთა მიწებზე გრძელდება. ადგილს ადგილი ცვლის, უკან კი სისხლის გრძელი კვალი რჩება... ქვო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. ფიზიკურად გაძლიერებული წარსულს სამუდამოდ ეთხოვება და იმ გზას ადგება, რომელიც, საბოლოოდ, ფუნდუკ „შარაქვას“ მარადიულ სიჩუმემდე მიიყვანს. პარტიკ როტფუსის „მეფის მკვლელის ქრონიკის“ მეორე წიგნის, „ბრძენკაცის შიშის“ დასასრული სწორედ იმ ამბის დასაწყისია, რომელიც სერიის დასკვნითი ნაწილის კარიბჭეებს გაგვიხსნის.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


რეი ბრედბერი ტანმოხატული კაცი 320 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: არჩილ კიკვაძე, ანა ჭიჭინაძ, ირაკლი ლომოური, თამარ მესხი, დავით ბალიაშვილი, თამარ ბოჭორიშვილი, აია ბერაია, ეკატერინე სუმბათაშვილი, გიორგი ხარაიშვილი რედაქტორები: თამარ გავაშელიშვილი, მერი ნებიერიძე ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი

13,9

9

წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავიდან ფეხებამდე მოსვირინგებულ კაცს გადაეყარეთ, ოღონდ, უბრალოდ სვირინგებიანს კი არა — ყოველი ნახატი თითო ამბავია. ღამღამობით ნახატები ცოცხლდებიან, მოძრაობას იწყებენ და მომავალს წინასწარმეტყველებენ... „ტანმოხატული კაცი“ სრულიად სამართლიანად ითვლება რეი ბრედბერის ერთ-­ ერთ საუკეთესო ნამუშევრად, რადგან აქ ყველაფერია, რითიც მან მკითხველს თავი შეაყვარა: შთამბეჭდავი მოთხრობები; კოსმოსი, მარსი, ატომური ომები, ასტრონავტები, კოსმოსური ხომალდები, უცხო პლანეტების ახალმოსახლეები... და, რაც მთავარია, ადამიანების რწმენა და სიყვარული — ის, რამაც ბრედბერი თვით ფანტასტიკის მიმართ გულგრილი მკითხველის საყვარელ მწერლადაც კი აქცია.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

51


რეი ბრედბერი მარსის ქრონიკა 528 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელები: ინგა კილაძე, პორფილე იაშვილი, ანდუყაფარ ჭეიშვილი, ნანი წერეთელი, დავით ბალიაშვილი, ტატა კოტრიკაძე, აკაკი მოსახლიშვილი, არჩილ კიკვაძე, თამარ მესხი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნათია ზარანდია

52

21,9

13

ეს რეი ბრედბერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. იგი აერთიანებს მარსის თემაზე შექმნილ, ე.წ. „მომავლის მოთხრობებს“ და მოგვითხრობს დედამიწის მოსახლეობის მიერ მარსის ათვისების ამბავს. „მარსის ქრონიკის“ ეს გამოცემა შევსებულია. ის პირველად გამოვიდა ქართულ ენაზე სრულად შევსებული ვერსიით. თითოეული ისტორია გვიამბობს არა მხოლოდ მარსის ათვისების დეტალ­ ებს, არამედ სევდიან, მშვენიერ და ადამიანურ ისტორიებს. მაგალითად, აქ შეხვდებით მარსელ ქალს, რომელიც ქმართან საოცარ გაუცხოებას გრძნობს და სასწაულს დედამიწიდან ელის. ასტრონავტს, რომელიც ფიქრობს, რომ ადამიანებს უფლება არა აქვთ, მარსი დაიპყრონ და აბუჩად აიგდონ.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ფრენკ ჰერბერტი დიუნი 788 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ნინო ბარძიმიშვილი რედაქტორი ნათია მენაბდე ყდის დიზაინერები: ნატალია ავალიანი, ნათია ზარანდია

20,9

12,5

არ არსებობს შეფასება, რომელიც ფრენკ ჰერბერტის „დიუნისთვის“ გადაჭარბებული იქნებოდა. წიგნს, რომელმაც ავტორს „ნებულას“ ჯილდო მოუტანა და ვისი სახელიც სამუდამოდ უკვდავყო, სამეცნიერო ფანტასტიკის პანთეონში ღირსეული ადგილი უკავია. „დიუნი“ არა მხოლოდ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია, არამედ გაყიდვის რეკორდული მაჩვენებლითაც გამოირჩევა. ესაა წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრს აფიქრებს და თან ელვის სისწრაფით მიაქანებს გმირთა თავგადასავლის კვალდაკვალ, სადაც აღწერილ მოვლენებს სუნელ­თასუნელ მელანჟის გონების გამბასვრელი ზემოქმედება ახლავს. უდაბნოში სიცოცხლე სწრაფი და შემძლე უნდა იყოს, გადარჩენა თუ უნდა, მუდმივად თავის გადარჩენაზე ფიქრით ცხოვრება კი მისტიკას ადვილად მისაღებს და გასაგებს ხდის. უდაბნოში ულმობლობა სასიცოცხლო აუცილებლობაა და აქ სიტყვები ფაქიზ, ზუსტ მნიშვნელობებს გამოხატავენ. კულ ჰავად! – ასე იტყოდნენ უდაბნოელი ფრემენები წიგნზე, „რომელიც დიუნის სახელითაა ცნობილი“.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

53


როჯერ ზელაზნი სინათლის მეუფე 404 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი გიორგი ხარაიშვილი რედაქტორი სოფი ჩერქეზიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

54

14,9

9

ეს ამბავი სწორედ იმ სიმულაციურ თამაშს ჰგავს, როდესაც ადამიანებს ნებისმიერი როლის მორგება და ყველაზე დაუჯერებელ სამყაროში გადანაცვლება შეუძლიათ. ამჯერად ადამიანები ღმერთობას ირჩევენ, ახალ სახელებს ირქმევენ, მაღლდებიან, ყველა სიკეთეს ისაკუთრებენ და ქვემოთ დარჩენილებით ჭადრაკის თამაშს იწყებენ. უცხო პლანეტის უკიდურეს მწვერვალზე გაშენებული ქალაქი ახალი სამოთხეა. აქაურობა ყვავის, სიუხვის რქა მუდმივად სავსეა, სიკვდილი აქ არაფერს ნიშნავს, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვინც მოასწრო და ოდესღაც ღმერთის სახელის მისაკუთრება შეძლო. სამოთხეში მოლასლასე ალბინოსი ვეფხვებისთვის კი ეს ყველაფერი არ არსებობს, მათი დაბრმავებული თვალებისთვის აქაურობა ჩვეულებრივი და მიწიერია, ზუსტად ისეთი, როგორიც ის იისფერი წარაფი იყო, ვიდრე იქ ნარინჯისფერმოსასხამიანი ადამიანები მივიდოდნენ და ღმერთების დამხობას დაიწყებდნენ.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ართურ კლარკი 2010: ოდისეა ორი 374 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი არჩილ კიკვაძე რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ია ნინოშვილი

14,9

9

„მაგრამ რამეს აუცილებლად მოიფიქრებს.“ – ასე დაასრულა ართურ კლარკმა რომანის – ,,კოსმოსური ოდისეა 2001“ – წერა და, როგორც თავად აღნიშნავდა, გრძნობდა, რომ ერთი ციკლი დახურა, თუმცა ის გაგრძელებას ითხოვდა. გაგრძელება მაშინვე არ დაუწერია, მეტიც, კლარკმა საკუთარ იდეას დასცინა. მან მიიჩნია, რომ პირველმა წიგნმა მკითხველს ადამიანთა ევოლუცია ახლებურად დაანახვა და მეორე წიგნის დაწერა სრული აბსურდი იქნებოდა. მაგრამ მოგვიანებით მკითხველთა თხოვნა გაითვალისწინა და გადაწყვიტა, ოდისეა გაეგრძელებინა. ,,2010, ოდისეა ორი“ პირველი წიგნის გაგრძელებაა, თუმცა ზოგიერთი ეპიზოდი ფილმის – ,,კოსმოსური ოდისეა 2001“ – ხაზს მისდევს. ნაწარმოები ხანგრძლივი მოგზაურობაა საიდუმლოს ამოხსნისაკენ. იდუმალი მონოლითი ადამიანებს კვლავ თავისკენ, სხვა სამყაროსკენ, იხმობს. სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური ხომალდებიც სრბოლაში ებმებიან, თუმცა მათი თითქმის ყოველი მცდელობა, მიუახლოვდნენ შავ მონოლითს და ამოხსნან საიდუმლო, იქ წყდება, სადაც ბოუმენის ფანტასტიკური თავგადასავალი იწყება. განსხეულებული ბოუმენი კი დაუსრულებლად მოგზაურობს სამყაროთა შორის არსებულ სივრცეებში – ზოგჯერ უახლოვდება იმ წერტილს, რომელიც წამის თუ საუკუნის წინ დატოვა, ზოგჯერ მტვრის ნაწილაკებად იფანტება ხომალდზე... და კვლავ რჩება მარადიული კითხვები. კაცობრიობა კი ვერ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხებს არ მიაგნებს.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

55


რობერტ ჰაინლაინი კარი ზაფხულში 258 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ანა დაბრუნდაშვილი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი მაია ხუტიაშვილი

56

12,9

8,5

დენიელ ბუნ დეივისი ნიჭიერი გამომგონებელი, საკმაოდ წარმატებული ადამიანი და ბედნიერი კაცია. აქვს საყვარელი საქმე, ჰყავს საუკეთესო მეგობარი და ლამაზი შეყვარებული. ერთ დღესაც კი ყველაფერს დაკარგავს – ყველაზე მუხანათურ ღალატს საკუთარ თავზე იწვნევს. დენიელს აღარავინ რჩება, კატის – პეტრონიუსის – გარდა. სწორედ მათი ცხოვრების ნანგრევებზე იწყება ყველაზე საინტერესო თავგადასავალი: ყველაფრის დავიწყება და ბედნიერების ძებნა, საიდუმლოს გამოაშკარავება, ცხოვრების მთავარი გამოცანების გამოცნობა, თავსატეხების ამოხსნა, დროის მანქანით დროში მოგზაურობა, ფანტასტიკური გამოგონებები და შეშლილი მეცნიერები... ზოგჯერ სევდიანი, ზოგჯერ კი საოცრად მხიარული რომანი „კარი ზაფხულში“ საყვარელი ადამიანის დაკარგვის, დიდი მეგობრობისა და სიყვარულის, ასევე ყველაზე გიჟური გამოგონებების ამბავს მოგვითხრობს.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


რობერტ ჰაინლაინი კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა 392 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: ეკატერინე სუმბათაშვილი გიორგი მაჭარაშვილი აია ბერაია თამარ ბოჭორიშვილი რედაქტორი თეა ქიტოშვილი ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი

15,5

„კაცი, რომელმაც მთვარე გაყიდა“ დიდი ფანტასტის, რობერტ ჰაინლაინის მომავლის ისტორიის ციკლის პირველი წიგნია. იგი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოთხრობებს აერთიანებს და აღწერს კაცობრიობის განვითარების შესაძლო მომავალს XX-დან XXI საუკუნემდე. კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტების გამოყენებით ავტორი გვაცნობს საკუთარი ხედვების ტექნიკური პროგრესის შესახებ.

7,5 ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

57


ართურ კლარკი, რობერტ ჰაინლაინი მოთხრობები 478 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: არჩილ კიკვაძე გაგი გაბრიჭიძე ირაკლი სულაძე გიორგი ხარაიშვილი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორი თეა ქიტოშვილი ყდის დიზაინერი ია ნინოშვილი

58

14,9

9

ამ წიგნში შედის მოთხრობების ორი კრებული: ართურ კლარკის „ღმერთის ცხრა მილიარდი სახელი“ და რობერტ ჰაინლაინის „ჯონათან ჰოგის უსიამოვნო პროფესია“. თითოეული კრებული საინტერესო და მრავალფეროვან მოთხრობებს აერთიანებს: აქ მრავლადაა სხვა პლანეტათა დაპყრობები, მისტიკური და ცოტა საშიში, დაძაბული ამბები, მანიპულატორი ტექნოლოგიები, რელიგიური დილემები და, ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანური და ოდნავ სევდიანი ისტორიები... წიგნში შესულ მოთხრობებს წამყვანი ადგილები უკავიათ სხვადასხვა რეიტინგში.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ორსონ სკოტ კარდი ენდერის თამაში 452 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ალექსი სიუკაევი რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი მაია ხუტიაშვილი

14,9

9

ორსონ სკოტ კარდის საკულტო ნაწარმოებში მოქმედება არც ისე შორეულ მომავალში, 2135 წელს ვითარდება, თუმცა ეს ისტორია გაცილებით ადრე, უცხო გალაქტიკებიდან მოფრენილი გონიერი არსებების პირველი შემოსევიდან იწყება. დე­დამიწისა და მასთან ერთად, კაცობრიობის, რესურსი თითქმის ამოწურულია; ადამიანები აცნობიერებენ, რომ იმაგოების მორიგ შემოსევას ვეღარ გაუძლებენ და რომ მათი ცივილიზაცია განწირულია, ამიტომ უკიდურეს ნაბიჯს დგამენ და სამიზნეებთან ბავშვებს აყენებენ. განსაკუთრებული სტრატეგიული ნიჭით დაჯილდოებული ენდერი ერთ-ერთი მათგანია, სწორედ ის გახლავთ ადამიანი, ვისაც მტრის განადგურება და კაცობრიობისთვის ძველი დიდების დაბრუნება ევალება, თუმცა ბარიკადებთან ძალის გარდა გონებაც დგება – ძველი ფილოსოფოსების სახელებს ამოფარებული ბავშვები, რომლებიც საკუთარ თამაშს თამაშობენ.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

59


9

ტერი გუდკაინდი ჭეშმარიტების მახვილი, წიგნი I. ორ ნაწილად

17,9

480 გვ.; 474 გვ., რბილი ყდა

17,9

9

60

მთარგმნელი ირაკლი ბერიაშვილი რედაქტორი ნანა ჯოხარიძე ყდის დიზაინერი ხატია ჩიტორელიძე ტერი გუდკაინდი თანამედროვე ფენტეზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორია. მისი წიგნების სერია – „ჭეშმარიტების მახვილი“ 25 მილიონ ეგზემპლარადაა გაყიდული, ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი და ადაპტირებულია სატელევიზიო სერიალად The Legend of Seeker. თანამედროვე ფენტეზის ყველაზე იდუმალი, ჩაკეტილი და გარესამყაროსგან მოწყვეტილი ავტორის, ტერი გუდკაინდის „მაძიებელი – ჯადოქრის პირველი კანონი“ ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი სერიის მხოლოდ დასაწყისია, თერთმეტიდან პირველია. სწორედ ამ წიგნით იწყება ტყის მეგზურ რიჩარდ საიფერის, დედა-განმკითხავ კელენ ამნელის, ჯადოქარ ზედიკუს ზულ ზორანდერისა და ძლევამოსილი დარკენ რალის ცეცხლითა და მახვილით, ჯადოქრობითა და სინამდვილით, თავგანწირვით, მრისხანებითა და სიყვარულით სავსე თავგადასავალი. ჯადოქრის პირველი კანონი ამბობს: „ადამიანები ბრიყვები არიან. და თუ დამაჯერებლად აუხსნი, რასაც გინდა, იმას დააჯერებ“. მოდით, ცოტა ხნით ბრიყვებად ვიქცეთ და დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც ტერი გუდკაინდი მოგვითხრობს, დავიჯეროთ, რომ სადღაც ნამდვილად არსებობს ვესტლანდია, უკიდეგანოდ გადაჭიმული შუა ქვეყნები და შორეული დ'ჰარა – ჯადოსნური ქვეყანა, სადაც რიჩარდ საიფერმა ჭეშმარიტებას უნდა მიაგნოს.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა


ფილიპ კ. დიკი, ფრედრიკ ბრაუნი, აიზეკ აზიმოვი, დეიმონ ნაითი, მაიკ რეზნიკი, რობერტ შეკლი, კლიფორდ საიმაკი, ერიკ ფრენკ რასელი 8 448 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: გიორგი ხარაიშვილი, ალექსი ფეიქრიშვილი, გაგი გაბრიჭიძე რედაქტორი სოფი ჩერქეზიშვილი ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი „8“ სამეცნიერო ფანტასტიკური კრებულია. ამ წიგნში შესულია სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე ხმაურიანი და ლეგენდარული სახელები. რას გვიქადის მომავალი და რა გამოწვევას უნდა ელოდოს კაცობრიობა არც ისე შორეულ მომავალში. ესაა კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემას ფანტასტიკის ყველაზე ავტორიტეტული ავტორები ცდილობენ.

14,9

9

წიგნში შესულია შემდეგი მოთხრობები: • ფილიპ კ. დიკი – „უმცირესობის მოხსენება“; • ფრედრიკ ბრაუნი – „იარაღი“; • აიზეკ აზიმოვი – „პროფესია“; • დეიმონ ნაითი – „To Serve Man“; • მაიკ რეზნიკი – „მოხუცი მაკდონალდის ფერმა“; • რობერტ შეკლი – „ბილეთი ტრანაისკენ“; • კლიფორდ საიმაკი – „იმიგრანტი“; • ერიკ ფრენკ რასელი – „და არავინ დარჩა მეტი“.

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

61


მეტრო

15, 9

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

9 19,

10

11

13

2033 2034 2035

17, 9

62

დიმიტრი გლუხოვსკის მიერ მო­თ­ხ­რ­ ობილი ამბავი რამდენიმე წლის წინ დაი­ წყო, თუმცა ჯერ არ მომხდარა – ეს ყველ­ აფერი შორეულ 2033 წლიდან გველის, მთელი ისტორია კი სამ წელიწადსა და სამ წიგნში ჩაეტევა. პოსტაპოკალიფსური ლიტერატურის მო­ყვარულებს ამ ჟანრისთვისაც უჩვ­ ეუ ­ ლო გარემოში მოუწევთ მოგზაურობა: მოსკოვის მეტროს გვირაბებსა და გადასარბენებში, ძვირფა­სი მარმარი­ ლოთი მოპირკეთებულ და ჭაობად ქცეულ სადგურებში. მრავალი წლით ადრე მომხდარი ბირთვული ომის შედეგად კაცობრიობა განადგურებულ­ია, გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც ამ დროს მეტროთი მგზავრობდა და ზუსტად იმდენი, რამდენსაც აქაურობა დაიტევდა. მიწის ზემოთ ყველაფერი მოწამლულია, ცის ქვეშ სუნთქვა შეუძლებელია, დროთა განმავლობაში კი ეს შხამი ბეტონის შალითაში ჩასმულ გვირაბებშიც აღწევს. სწორედ ამ დროს გამოდის სცენაზე არტიომი – ბიჭი, რომელსაც მზისთვის თვალის გასწორება და ფილტვების ნამდვილი ჰაერით გავსება უნდა. „მეტროს“ ტრილოგია სწორედ მისი ისტორიაა.


მსოფლიო ბესტსელერების სერია პალატა №6 ადამიანის ფსიქიკის ყველაზე ღრმა და შეუცნობელი, ყველაზე ფაქიზი, თუმცა შემაძრწუნებელი და შიშისმომგვრელი განცდების აღმწერ ლიტერატურას აერთიანებს. სერიის ყოველი წიგნი წარმოსახვით რკინის კარს მიღმა გამოკეტილთა ისტორიებსა და ამ ტყვეობისგან განთავისუფლების აუცილებლობასა და სურვილზე მოგვითხრობს.

უილიამ მარჩი მანკიერი თესლი 164 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ქეთი ჩართოლანი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

12,9

8,5

უილიამ მარჩის რომანი განსაკუთრებით სულისშემძვრელი იქნება მშობლებისთვის, რომლებიც საკუთარი შვილის განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებას ყოველდღიურად აკვირდებიან. რა მოხდება თუ სიყვარულით სავსე ოჯახში გაზრდის მიუხედავად, ბავშვს თანდაყოლილი ნაკლი აქვს, მანკიერი თესლი, რომელსაც კეთილგანწყობილი გარემოთი ვერ შეცვლი და ადრე თუ გვიან საშინელი ფორმით გამოვლინდება. ეს კითხვა ავტორმა საკუთარ თავს ორმოცდაათიან წლებში დაუსვა, პასუხი კი მკითხველისთვის მისი გარდაცვალებიდან ერთ თვეში, 1954 წელს გახდა ცნობილი. „მანკიერი თესლი“ არა მხოლოდ თავისი დროისთვის იყო კომერციულად და კრიტიკულად წარმატებული, არამედ ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა გავლენა. ამაზე ბროდვეიზე დადგმული შოუ, ოსკარზე ნომინირებული ფილმი, თუ მისი გავლენით დაწერილი ათობით რომანი მეტყველებს.

პალატა #6

63


სუზანა კეისენი გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს 178 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი სალომე ბენიძე რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

64

10,9

7

ალბათ, ყველას გვაქვს კითხვები ჩვენს ცხოვრებასთან. ალბათ, ყველას გვაქვს შიშები, რომელთათვისაც თვალის გასწორება არ გვინდა. ალბათ, ყველას გვიფიქრია, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, თუკი საკუთარ თავს ხელს გავუშვებდით და უფლებას მივცემდით, გონების ყველაზე ბნელ კუნჭულებში ჩაეღწია. სუზანა კეისენის „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სწორედ ის წიგნია, რომელიც მკითხველს ყველა გასაქცევ გზას უჭრის და სიმართლეს მშვიდი, სასტიკი ტონით უყვება. აქ ჩვენი ალტერნატიული ცხოვრებაა, ყველა იმ ადამიანის, ვისაც ოდესმე მაინც უფიქრია, რომ ის, რაც მის თავს ხდება, შეიძლება, სულაც არ იყოს სხვების რეალობაც. „გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სასოწარკვეთის, გადარჩენის, საკუთარი თავისგან გასვლისა და დაბრუნების, და ყველაზე უცნაური მეგობრობის ნამდვილი ამბავია, ამბავი, რომელსაც სხვა წიგნის ფურცლებზე ვერ ამოიკითხავთ.

პალატა #6


რიუ მურაკამი პირსინგი 164 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ირინა აბულაშვილი რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი სერიის პირველი წიგნი გახლავთ, ცნობილი იაპონელი მწერლის, რიუ მურაკამის „პირსინგი“. მაშინაც, როდესაც დედა მაშველს, მტვერსასრუტის მილს ან დანის ტარს ურტყამს, ახრჩობს და, თუნდაც, მდუღარეს ასხამს, სრულიად დათრგუნვილს გაქცევაც კი არ შეუძლია. არც მისი სიძულვილი ძალუძს. უბრალოდ მთელი ძალით იბრძვის, რომ შეიყვაროს და სწორედ ამის გამო, მშობელს კი არა, საკუთარ თავს იძულებს.

9,9

6 პალატა #6

65


66

„ႱႠႱႨႩႥႣႨႪႭ ႨႠႰႠႶႤႡႨ“ ამერიკელი მწერლის კასანდრა კლერის ექვსი წიგნისგან („ძვლების ქალაქი“, „ფერფლის ქალაქი“, „შუშის ქალაქი“, „დაცემული ანგელოზების ქალაქი“, „დაკარგული სულების ქალაქი“ და „ზეციური ცეცხლის ქალაქი“) შემდგარი ფენტეზის ჟანრის სერიაა, რომლებშიც მოქმედება თანამედროვე ნიუ იორკში ვითარდება. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონა კლერი ფეირჩაილდი ღამის კლუბში ლანდმონადირეების დემონზე ნადირობას შეესწრება და ეს შემთხვევა მთელ მის ცხოვრებას ცვლის. კლერის თვალწინ დამალული სამყარო იშლება – ქვესკნელის ბინადრები – ვამპირები, მაქციები, ფერიები, დემონები და მათზე მონადირე ანგელოზის შთამომავალი ნეფილიმები. სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, მაგიური შელოცვები და წმინდა რუნები... გოგონას უახლოეს მეგობრებსა და შეყვარებულ ჯეის ლაიტვუდთან ერთად უამრავი ფათერაკი ელის. მათ ერთად უნდა შეძლონ ლანდმონადირეების მთავარი მტრის – სებასტიან მორგენშტერნის დამარცხება, თორემ სამყარო ცეცხლისაგან გამოფიტ­ულ უდაბნოდ გადაიქცევა. სერიის ყველა წიგნს დიდი წარმატება ხვდა წილად. ისინი ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიის სათავეში 102 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ადგილს. „ႿႭႿႭႾႤႧႳႰႨ ႫႤႵႠႬႨႦႫႤႡႨ“ კასანდრა კლერის მეორე ტრილოგიაა, რომელიც ასევე ნეფილი­მ­ების სამ­ყაროში ხდება, თუმცა ვიქტორიანულ ეპოქაში. მთავარი გმირი, დაობლებული ტესა გრეი მო­ულოდნელად აღმოაჩენს, რომ ფორმის შეცვლის უნარი აქვს. მისი შესაძლებლობების გამოყენება შურისმაძიებელ ალექს მორტმეინს სურს. ტესა იძულებულია ლონდონის ნეფილ­ იმთა ინსტიტუტის მფარველობას მიმართოს, სადაც მას უზარმაზარი სიყვარული ელოდება...


კასანდრა კლერი ძვლების ქალაქი 552 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი გიორგი რაზმაძე რედაქტორები: ხათუნა ნონიაშვილი თამარ გავაშელიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

20,9

12,5

„ძვლების ქალაქი“ „სასიკვდილო იარაღების“ სერიის პირველი წიგნია. მწერალმა კასანდრა კლერიმ ამ სერიაში თინეიჯერი მკითხველებისთვის აღწერა ზებუნებრივი სამყარო, სადაც ლანდმონადირეები, იგივე ნეფილიმები, ებრძვიან ბოროტ ძალებს, დემონებს, რათა კაცობრიობა დაიცვან. ასევე აქ არიან მაქციები, ვამპირები, ფერიები და ჯადოქრები. რომანის მთავარმა გმირმა კლერიმ ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში ნახა, თუ როგორ დაამარცხეს ლანდმონადირეებმა ბოროტი ძალა. შემდეგ კლერი ჯეისსა და სხვა ნეფილიმებს დაუმეგობრდება და მათთან ერთად არაერთი სახიფათო ამბავი გადახდება თავს. ავტორი ძალიან საინტერესოდ მოგვითხრობს ახალდამეგობრებული თინეიჯერების თითოეულ თავგადასავალს.

სასიკვდილო იარაღები

67


კასანდრა კლერი ფერფლის ქალაქი 516 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი აია ბერაია რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

68

20,9

„ფერფლის ქალაქი“ „სასიკვდილო იარაღების“ სერიის მეორე წიგნია. ნაწარმოების შინაარსი საინტერესო და დაძაბულია. კლერი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონა, თანატოლებისგან საოცრად განსხვავებული უნარით გამოირჩევა. ამის გამო მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება. კლერის წარსულში დიდი საიდუმლოება იმალება, რომლის გამორკვევაში მეგობრები ეხმარებიან. ამ წიგნში ყველაფერია, რაც ფენტეზის მოყვარულებს მოსწონთ – მაქციები, ვამპირები, დემონები, ჯადოქრები, სიკეთის ბრძოლა ბოროტებასთან, მაგიური შელოცვები, რუნები და სიმბოლოები... და რაც მთავარია, პრობლემები, რომლებიც ყველა თინეიჯერს აღელვებს – მეგობრობა, სიყვარული, ტოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა.

12,5 სასიკვდილო იარაღები


კასანდრა კლერი შუშის ქალაქი 608 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

22,9

„შუშის ქალაქი“ „სასიკვდილო იარაღების“ სერიის მესამე წიგნია. ეს ნაწილი გამორჩეულია იმით, რომ მკითხველები საყვარელ გმირებთან ერთად იმოგზაურებენ შუშის ქალაქში, ალიკანტეში, ლანდმონადირეების სამფლობელოში, სადაც ყველაფერი საუცხოოდ ლამაზია. ნეფილიმებს აქაც მოუწევთ ბრძოლა ბოროტების დასამარცხებლად. ამის გამო ნაწარმოები, ერთი მხრივ, სასიამოვნო წასაკითხია, რადგან ავტორი ალიკანტეს მშვენიერებას აღწერს, მაგრამ, მეორე მხრივ, მკითხველი ძალიან დაიძაბება, რადგან მოვლენები უსწრაფესად ვითარდება, სიკეთე ბოროტებას ებრძვის, სასწორი ხან ერთ მხარეს გადაიხრება, ხან მეორე მხარეს. ფინალი კი მოულოდნელი და შთამბეჭდავია.

14 სასიკვდილო იარაღები

69


კასანდრა კლერი დაცემული ანგელოზების ქალაქი 492 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

70

21,9

„დაცემული ანგელოზების ქალაქი“ „სასიკვდილო იარაღების“ სერიის მეოთხე წიგნია. მწერალმა ეს ნაწილი აბსოლუტურად განსხვავებული თავგადასავლებით დატვირთა. ძველ გმირებს გააცნო ახალი პერსონაჟები და იწყება სხვა ურთიერთობები, ინტრიგები. კლერის უჩნდება სურვილი, რომ ისეთივე მამაცი მებრძოლი იყოს, როგორებიც მისი ლანდმონადირე მეგობრები არიან, ამიტომ თავდაუზოგავად ვარჯიშობს. ბოროტებასთან ბრძოლის პარალელურად ავტორმა პერსონაჟების პირადი ცხოვრების ეპიზოდები კიდევ უფრო განავითარა, რის გამოც თინეიჯერი მკითხველებისთვის წიგნი ერთი-ორად საინტერესო გახდა. განსაკუთრებით ამაღელვებელია ნაწარმოების ფინალი, თანაც, იმდენად, რომ მაშინვე სერიის მეხუთე წიგნის წაკითხვა მოგინდებათ.

13 სასიკვდილო იარაღები


კასანდრა კლერი დაკარგული სულების ქალაქი 638 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელები: ეკატერინე სუმბათაშვილი მარიამ შენგელაია რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

23,9

„სასიკვდილო იარაღების“ სერიის მეხუთე წიგნი ყველაზე ბნელი და დრამატულია. სასწორზე უკვე არა მხოლოდ ლანდმონადირეებისა და ქვესკნელის ბინადრების, არამედ მთელი კაცობრიობის ბედი დევს, თუმცა ჩვეულებრივმა ადამიანებმა ამის შესახებ არაფერი იციან. მამაცი ლანდმონადირეების მთავარი მტერი ვალენტინის ვაჟი ჯონათან მორგენშტერნი, იგივე სებასტიანია, რომელიც საწადელის ასრულებას ჯეისის სხეულისა და გონების მისაკუთრებით იწყებს. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ლანდმონადირეები და ქვესკნელის ბინადრები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან, მთავარი ჯახი კი ჯეისსა და კლერის შორის იმართება.

14,5 სასიკვდილო იარაღები

71


კასანდრა კლერი ზეციური ცეცხლის ქალაქი 896 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი რედაქტორები: ია ვეკუა ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

72

27,9

„ზეციური ცეცხლის ქალაქი“ კასანდრა კლერის „სასიკვდილო იარაღების“ სერიის დამაგვირგვინებელი წიგნია. სებასტიან მორგენშტერნი ლანდმონადირეებზე შურისძიებას აღარ სჯერდება – მას მთელი სამყაროს განადგურება სურს. მდგომარეობა გამოუვალი ჩანს – ერთადერთი იარაღი, რომლის გამოყენებაც მტრის წინააღმდეგ შეიძლება, ჯეისის სხეულშია ჩაკეტილი და მისი გამოხმობა არც რკინის დებმა, არც მდუმარე ძმებმა არ იციან. სერიის ფინალური წიგნი ამავე დროს ყველაზე ჩახლართული, დაძაბული და მოვლენებით დატვირთულიცაა, სადაც კლერის, ჯეისსა და მათ მეგობრებთან ერთად ­თქვ­ენს ხელშიც იქნება სამყაროს გადარჩენა თუ დაღუპვა.

17 სასიკვდილო იარაღები


კასანდრა კლერი ႫႤႵႠႬႨႩႳႰႨ ႮႰႨႬႺႤႱႠ 680 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

25,9

„მექანიკური პრინცესა“ ჯოჯოხეთური მექანიზმების ტრილოგიის საფინალო წიგნია. ბრძოლა ძალაუფლებისა და შურისძიების წყურვილით შეპყრობილ მაგისტრთან, რომელიც მთელ ლანდმონადირეთა საზოგადოებას ემუქრება, კულმინაციამდე მიდის. რა გაიმარჯვებს – ბოროტება თუ სიკეთე? რა საიდუმლოს მალავს ტესა გრეის წარმოშობა და ვინ არის ის სინამდვილეში – ანგელოზის სისხლიანი ნეფილიმი თუ დემონის შთამომავალი? რომელი პარაბატაის გამარჯვებით დასრულდება ბრძოლა სასიყვარულო სარბიელზე? შესაძლებელია თუ არა ჯოჯოხეთური მექანიზმების შეჩერება? ბლეკფრაიერის ხიდზე დაწყებული ისტორია მთელი საუკუნის შემდეგ ამავე ადგილას მთავრდება, მკითხველს კი წინ საბოლოო, ამაღელვებული თავგადასავალი ელის.

15,5 ჯოჯოხეთური მექანიზმები

73


კასანდრა კლერი მექანიკური ანგელოზი 556 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

74

22,9

14

„მექანიკური ანგელოზი“ „ჯოჯოხეთური მექანიზმების“ სერიის პირველი წიგნია. აქაც ლანდმონადირეების გარშემო ხდება მოქმედება, თუმცა „ჯოჯოხეთური მექანიზმების“ სერიაში თანამედროვე თინეიჯერების ნაცვლად ვიქტორიანული ეპოქის ახალგაზრდებს შეხვდებით. ავტორმა განგებ გადაინაცვლა წარსულში და ლონდონის ინსტიტუტის ბინადრების სახით ნიუ-იორკის ინსტიტუტის ბინადართა წინაპრები წარმოგვიდგინა. ეპოქა განსხვავებულია, პერსონაჟების ყოფაც მაშინდელ ადათ-წესებს ესადაგება, თუმცა თითოეული გმირი ისეთი შემართებით იბრძვის, რომ მკითხველი ვერ მოდუნდება. რთულია, შეწყვიტო კითხვა მაშინ, როცა ბლეკფრაიერის ხიდზე თინეიჯერი გოგო და ბიჭი ჯოჯოხეთური მექანიზმებისგან გაკეთებულ ქმნილებებს ებრძვიან... ქმნილებებს, რომლებიც მზად არიან, ადამიანები ნაკუწებად აქციონ. აქ გოგონებიც იბრძვიან, იმ პერიოდში ქალისთვის საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ძალიან რთული იყო, თუმცა ტესამ, შარლოტმა, სოფიმ და ჯესამინმა ეს მოახერხეს. აღნიშნული დეტალი მთლიან სერიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ჯოჯოხეთური მექანიზმები


კასანდრა კლერი მექანიკური პრინცი 590 გვ., მაგარი ყდა მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

22,9

კასანდრა კლერის „მექანიკური პრინცი“ სერია „ჯოჯოხეთური მექანიზმების“ მეორე წიგნია. „მინდოდა შემექმნა პერსონაჟი, რომელიც ჩემსავით წიგნებში იქნებოდა ჩაფლული და კარგად ვიცი, ასეთები არიან ჩემი მკითხველებიც. ტესა მიხვდა, რომ შესაძლებელია თავგადასავალი გადახდეს წიგნების მეშვეობით; რომ რომანი ერთდროულად მშვენიერიც არის და ტკივილის მომტანიც; რომ სიმამაცე და გულისხმიერება გასაჭირში დაეხმარება; მინდა თითოეულმა გოგომ, რომელიც „ჯოჯოხეთურ მექანიზმებს“ წაიკითხავს, იგრძნოს, თავადაც შეუძლია რომანის მთავარი პერსონაჟი გახდეს, თუნდაც ამ რომანის“. – კასანდრა კლერი

14 ჯოჯოხეთური მექანიზმები

75


76

„ვამპირების აკადემია“ რიშელ მიდის ექვსი წიგნისგან შემდგარი საგაა. ორიგინალური სიუჟეტითა და ვამპირთა ცხოვრებისა და თვისე­ ბების განსხვავებული კუთხით წარმოჩენით მან უკვე მოიგო მსოფლიოს მილიონობით თინეიჯერის გული. სამეფო სისხლის დიდგვაროვანი ვასილისა დრაგომირი თავისი ოჯა­ ხის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი წარმომადგენელია, ამიტომ გან­ საკუთრებით იზიდავს სისხლისმსმელი ვამპირების – სტრიგოიების ყურა­ დღებას. ლისას ერთგული მეგობარი და მომავალი მცველი როუზ ჰეთეუეი იცავს. როუზს მცველთა სამყაროში სახელგანთქმული დიმიტრი ბელიკო­ ვი წვრთნის. მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა აკრძალულ სიყვარულად იქცევა. როუზი და დიმიტრი მოვალეობის სასარგებლოდ ცდილობენ გრძნობები ჩაიხშონ, ამასობაში კი ლისას მეამბოხე და ყვე­ ლასგან გარიყულ კრისტიან ოზერასთან აქვს ურთიერთობა. მოროიების ინტრიგებიანი სამეფო კარი, სტრიგოიების შემაძრწუნებ­ ლად უსულგულო სამყარო, მცველების წრე, ალქიმიკოსების იდუმალი საზოგადოება – პერსონაჟთა ასეთი მრავალფეროვნება და ავტორის უშ­ რეტი ფანტაზია „ვამპირების აკადემიის“ მკითხველს გულგრილს არ და­ ტოვებს.

ვამპირების აკადემია

13,9

8,5


77

14,9

14,9

14,9

9

9

9

ვამპირების აკადემია


78

„ნარნიის ქრონიკები“ 7 წიგნისგან შემდგარი, ერთ-ერ­ თი ყველაზე ცნობილი ფენტეზი ნაწარმოებია. მისი მოქმედე­ ბა ძირითადად მიმდინარეობს მოლაპარაკე ცხოველებითა და მითური არსებებით დასახლე­ ბულ სამყა­როში, ნარნიაში, რო­ მელსაც ლო­მი ასლანი მართავს. ავტორის, კლაივ ლუისის თეო­ ლოგიური განათლება სრულად აისახა „ნარნიის ქრონიკებში“ და წიგნი მთლიანად დაეფუძნა ქრისტიანულ მოტივებს. ავტორ­ მა ასევე ძალიან საინტერესოდ გამოიყენა რომაული, ბერძნული და სხვადასხვა ქვეყნის მითოსი. „ნარნიის ქრონიკები“ გაფო­ რ­მ­ე­­­ბულია პოლინ ბეინსის თა­ ვ­და­პირველი, ორიგინალი ილუ­ ს­ტრაციე­ბ­ით, რომლებიც თავის დროზე თავად ავტორმა მოიწონა და დაადასტურა.

მთარგმნელი ნინო შეყილაძე

10,9

10,9

7

7

ნარნიის ქრონიკები


79

12,9

13,9

13,9

8,5

9

9

ნარნიის ქრონიკები


რობერტ რ. მაკკამონი ბიჭის ცხოვრება 636 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი სალომე ჯაფიაშვილი რედაქტორი ქეთი ნიკოლეიშვილი ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

80

18,9

11,5

კორი სამხრეთელი ბიჭია, რომელიც თავისი პატარა ქალაქის მყუდრო ცხოვრებაზე დიდი სიყვარულით მოგვითხრობს. მკითხველთა თვალწინ იშლება ოქროსფერი გორაკები, უდაბური ტყეები, ამერიკული ოჯახები, ზეფირის მცხოვრებთა დიდი და პატარა ტკივილები და ბედნიერება... ქალაქ ზეფირში ცხოვრობენ კორის ერთგული, თავგადასავლების მაძიებელი მეგობრები, მდინარის ამოუცნობი ურჩხული „ბებერი მოსე“, მწვანეთვალება კუდიანი ქალბატონი, კორის მოსიყვარულე მშობლები... თუმცა, ამ ჯადოსნურ ქალაქში მხოლოდ კეთილი ადამიანები არ სახლობენ და ამას კორი მოულოდნელად აცნობიერებს. მკვლელობა, რომელიც მთელ ქალაქს აალაპარაკებს, საიდუმლოებითაა მოცული და კორის ოჯახის ცხოვრებას შეცვლის. სიცილით, ცრემლებით და უდიდესი სიკეთით სავსე „ბიჭის ცხოვრება“, კორის ბავშვობასთან ერთად, საკუთარ ბავშვობაშიც გაგაქროლებთ, იქ, სადაც საზაფხულო არდადეგების დაწყება ფრენას ჰგავდა და ტყეში მეგობრებთან ერთად ხეტიალისას თავი განძის მაძიებლები გვეგონა.


ერინ მორგენშტერნი ღამის ცირკი 490 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: ანა გორდულაძე ნინო ოქრუაშვილი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

16,9

10

ცირკი გაუფრთხილებლად მოდის. მის გამოჩენას არასოდეს არაფერი მოასწავებს და სტუმრებისთვის მხოლოდ ღამით იღება. სისხ­ლით ზღავს ის, ვინც დღისით შეღწევას ეცდება. ცირკში ერთხელ მოხვედრილი ადამიანი მას გულიდან ვეღარასდროს ამოიღებს. ერინ მორგენშტერნის „ღამის ცირკი“ უცნაური ცირკის ჯადოსნურ სამყაროს გაზიარებთ. იდუმალებით მოცული შეჯიბრება, რომელიც ორ ჯადოქარს ერთმანეთთან ცირკში აპირისპირებს, სრულიად მოულოდნელად განვითარდება. სასწორზე უამრავი ადამიანის ბედი დევს, ცირკის კარავთა შავ-თეთრი კალთები კი უამრავ საიდუმლოს მალავს.

81


ლიზა ჯენოვა სიყვარულით, ენტონი 300 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ლიკა ბარაბაძე რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

82

14,9

9

„სიყვარულით ენტონი“ მრავალი ჯილდოს მფლობელის, „ნიუ-იორკ ტაიმ­სის“ ბეს­ ტსელერების „ჯერ კიდევ ელისი“ და „უყურადღებოდ დარჩენილი“ ავტორის, ლიზა ჯენოვას ბოლო რომანია ორი ქალის შესახებ, რომე­ლთა ბედიც ნანტაკეტის სანაპიროზე შემთხვევით იკვეთება. ოლივია შვილის გარდაცვალების შემდეგ კუნძულზე ჩამოდის და ცდილობს, ბიჭის ხანმოკლე ცხოვრების მიზეზი ნებისმიერი გზით გაიგოს. ბეთი, კი ქმრის ღალატის შემდეგ, ცდილობს დიდი ხნის წინ დაკარგული დამოუკიდებლობა დაიბრუნოს და წერას იწყებს. მაგრამ, მისდა გასაკვირად, ქალი აღმოაჩენს, რომ უცნობი ბიჭის ხმის გამტარია, იმ ხმისა, რომელიც ორივე ქალს მიანიჭებს შვებას და მათთვის საჭირო კითხვებს პასუხებს გასცემს.


ლიან მორიარტი დიდი პატარა ტყუილები 464 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი მარიამ კორინთელი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

19,9

12

„დიდი პატარა ტყუილები“ ავსტრალიელი მწერლის, ლიან მორიარტის გამორჩეული ნაწარმოებია, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ძალიან პოპულარული სატელევიზიო სერიალი. ავტორმა პირივის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ტიპის ოჯახი დაასახლა და ყველას თავისი წილი პრობლემა არგუნა. ახალგაზრდა ჯეინი შვილთან, ზიგისთან, ერთად საცხოვრებლად გად­მოდის ამ ნახევარკუნძულზე. ცდილობს, დაივიწყოს მოვლენა, რომელმაც მთელ მის ცხოვრებას დაღი დაასვა; დაუმეგობრდება ასაკით უფროს, ბრჭყვიალა, ლამაზ და მდიდარ ქალებს, თუმცა გაიჩენს მტრებსაც და ­უწევს ბრძოლა შვილის დასაცავად. სელესტი და პერი თითით საჩვენებელი წყვილია. მათი ცხოვრება ზღაპრულ სამყაროს წააგავს, რომელზეც ყველა ოცნებობს. მაგრამ ოჯახურ იდილიასაც აქვს თავისი საფასური. და რას ითხოვენ სელესტისგან სანაცვლოდ? ღირს კი ამად ეს ფუფუნება?! „დიდი პატარა ტყუილები“ იმ სიმართლის საბადოა, რომელსაც თვალს ვერ ან არ ვუსწორებთ. ეს არის ამბავი ქალებზე, რომელთა ცხოვრებასაც განსაზღვრავს ტრაგედია... ეს არის ამბავი ცოლებზე, ყოფილ ქმრებზე, ძალადობის უწყვეტ ციკლზე, სკოლის კედლებს მიღმა დაბუდებულ ინტრიგებსა და სკანდალებზე. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ამბავი იმ პატარა, საშიშ ტყუილებზე, რომლებითაც საკუთარ თავ­ ებს ვკვებავთ; თან გვგონია, რომ თუ გავუძლებთ, პრობლემა თავისით მოგვარდება.

83


ჯანეტ უოლსი შუშის სასახლე 388 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ნინო ბარძიმიშვილი რედაქტორი ია ვეკუა ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

84

15,9

9,5

ჟურნალისტისა და მწერლის, ჯანეტ უოლსის ავტობიოგრაფია ნამდვილ, თუმცა დაუჯერებელ თავგადასავალს მოგვითხრობს. ავტორი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შესახებ გვიყვება, რომლის წევრებიც თითქოს წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ, თუმ­ცა ყოველივე ისეთივე რეალურია, როგორც ცეცხლის სიმხურვალე ან ყინულის სუსხი. უოლსების ოჯახის თავგადასავალი უდაბნოში იწყება, დათოვლილ მთებში გამოიწრთობა და ბეტონისა და მინის ჯუნგლში იყვავილებს. უკიდურეს სიღარიბეში, თუმცა წარმოუდგენელი თავისუფლების პირობებში გაზრდილი ოთხი და-ძმა გადარჩენისთვის იბრძვის, მათი პრობლემების მთავარი წყარო კი გამუდმებით მეოცნებე ლოთი მამა და დრამატულად უბედური ხელოვანი დედაა. მაგრამ უოლსები არ ნებდებიან, არ ჩერდებიან, მოძრაობას განაგ­რძობენ, გზად კი შუშის სასახლის ნამსხვრევებს ტოვებენ. „შუშის სასახლე“ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ბესტსელერთა სიას 260 კვირის განმავლობაში ლიდერობდა და არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. 2017 წელს გაქირავებაში მისი ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს ბრი ლარსონი, ნაომი უოტსი და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ.


ანა გავალდა ლამაზად გაქცევა 128 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი მარიკა მეგრელიშვილი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

10,9

7

გარანსი, სიმონი, ვანსანი და ლოლა – ოთხი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და-ძმა ერთ მშვენიერ დღეს დაუგეგმავად გადაწყვეტს, ყველაფერს გაექცეს. ნათესავის ქორწილიდან ისინი გარბიან შორს ყოფითი პრობლემებისგან, განქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების კრიზისებისგან, ფინანსური სიძნელეებისა და მარტოობისგან და ბავშვობის უკანასკნელ, ულამაზეს დღეს იწყობენ. ეს სწორედ ის დღეა, რომელიც თითოეულის ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის: შორიდან საკუთარ ყოფას სულ სხვანაირად დაინახავენ, ერთად ყოფნა კი ოთხივეს ეხმარება თავების შეცნობაში. ლამაზად გაქცევის წყალობით უამრავ კითხვას უჩნდება პასუხი. ეს დღე მათ მთავარის აღმოჩენაში ეხმარება – რაც არ უნდა მოხდეს, რა შორსაც არ უნდა დასახლდნენ ერთმანეთისგან, ვისთან ყოფნაც არ უნდა აირჩიონ, მათ ერთმანეთი ჰყავთ და ამას ვერაფერი შეცვლის.

85


მერი დაუნინგ ჰანი ႣႠႫႠႺႠႣႤႧ, ႱႠႬႠႫ ჀႤႪႤႬႨ ႫႭႥႠ – ႠႫႡႠႥႨ ႫႭႹႥႤႬႤႡႠႦႤ 152 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი სალომე ჯაფიაშვილი რედაქტორი ირაკლი ბაკურიძე ყდის დიზაინერი გაგა თურმანიშვილი

86

10,9

7

მას შემდეგ, რაც ჰეზერის დედა იდუმალებით მოცულ ხანძარში იღუპება, მამა ხელმეორედ ქორწინდება და წარსულის დასავიწყებლად ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადადის. მამისგან განსხვავებით, ჰეზერი დედის სიკვდ­ილს ვერ ეგუება და ახლადშეძენილ ოჯახთან ურთიერთობაზე უარს ა­ ცხადებს. განსაკუთრებით მტრულად დედინაცვლის შვილების, მაიკლისა და მოლის მიმართაა განწყობილი, რომელთაც მისი მოვლა ევალებათ. ჰეზერის ერთადერთი მეგობარი მათი ახალი სახლის მეზობლად მდებარე სასაფლაოს მკვიდრი, ასი წლის წინ გარდაცვლილი გოგონას, ჰელენის მოჩვენებაა, რომლის წარსული ცხოვრება — ტრაგედიით, მისი ჰეზერთან დაკავშირებული გეგმა კი იდუმალებით არის მოცული. მერი დაუნინგ ჰანის „დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა“ მოჩვენებებზე დაწერილ ნაწარმოებთა შორის საკულტოს სტატუსს ინარ­ჩუნებს და თანაბრად საინტერესოა საშინელებათა ჟანრის მოყვარული მოზარდებისა და ზრდასრული მკითხველისთვის.


ენჯი თომასი ღვარძლი, რომელსაც თესავ 382 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი მზიკო ლაპიაშვილი რედაქტორები: ხათუნა ნონიაშვილი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

15,9

10

ენჯი თომასი თანამედროვე აფროამერიკელი მწერალი და ყოფილი თინეიჯერი რეპერია. აქტივისტური მოძრაობის „Black Lives Matter“ მოღვაწეობით შთაგონებული მისი სადებიუტო წიგნი, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ ისეთი ხმაურით შეიჭრა ლიტერატურულ სამყაროში, როგორსაც ახალგაზრდული სულისკვეთებისა და უთანასწორობასთან ბრძოლის ჟინის მატარებელი წიგნი იმსახურებს. „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ გეტოს სახარებაა – თუფაქის მუსიკა, თანამედროვე აფროამერიკელთა ცხოვრება, იარაღი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობა... ეს ყველაფერი გეტოს მცხოვრებთა, მათ შორის – მოზარდი სტარის – ყოველდღიურობაა. თუმცა ამ ადამიანების რუტინა გრძელდება იქამდე, ვიდრე პოლიციელები უდანაშაულო ხალილს არ შეიწირავენ. და აქედან იწყება ბრძოლა სამართლიანობისა და უკეთესი ცხოვრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეპერების სიმღერებში აღწერილი კოშმარი ამ წიგნის გმირებისთვის ჩვეულებრივი ყოფაა, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ სიძულვილისა და სისასტიკის წიგნი არაა. ეს მეგობრობის, უდიდესი თანადგომის, სიყვარულის, სიკეთისა და იმედის წიგნია.

87


ამელი ნოტომი გრაფ ნევილის დანაშაული 144 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი გიორგი ძნელაძე რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

88

10,9

7

„გრაფ ნევილის დანაშაული“ ამელი ნოტომის ახალი რომანია. ბელგიელი თავადების ოჯახი ფინანსური სიძნელეების წინაშე დგას; ამის გამო საგვარეულო კოშკის გაყიდვას აპირებენ. გრაფი ნევილი მთელი მონდომებით ემზადება უკანასკნელი წვეულებისთვის, რომელიც მის მამულში უნდა გაიმართოს. ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი – გრაფ ნევილს უწინასწარმეტყველეს, რომ საკუთარ წვეულებაზე ერთ-ერთ სტუმარს მოკ­ლავს... რომანში ამელი ნოტომი კიდევ ერთხელ უბრუნდება დანაშაულის ანატომიას და ცდილობს, სხვა კუთხით დაანახვოს მკითხველს მორალის საყოველთაო პრინციპები, შავისა და თეთრის, კეთილისა და ბოროტის ტრადიციული გაგება.


ჯონ ბოინი ბიჭი ზოლიან პიჟამაში 198 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ნინო ნეკერიშვილი რედაქტორი ნინო გოგალაძე ყდის დიზაინერი მალხაზ ფაღავა

11,9

7,5

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის, ჰოლოკოსტის თემაზე დაწერილი „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში განვითარებულ მოვლენებზე ბავშვების გადმოსახედიდან გვიამბობს. როცა ქვეყნის ბედი წყდება, პატარა ბიჭუნა უმეგობროდ შეიძლება დარჩეს და გამოძიება დაიწყოს. ძალაუფლებისა და მსოფლიო გადანაწილების მარათონში ჩართულ უფროსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ მეგობრობასა და ერთგულებას კედლები ვერ შეაჩერებს, აუცილებლად გამოჩნდება პატარა ბზარი ან აწეული მავთულხლართის ძირი, საიდანაც ბავშვები ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდებას შეძლებენ. ირლანდიელი რომანისტის, ჯონ ბოინის წიგნმა, რომელიც 2006 წელს გამოვიდა, მალე მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი მთელ მსოფლიოში, ხოლო ქართულ ენაზე პირველი გამოცემის შემდეგ – ქართველი მკითხველის სიყვარ­ულიც.

89


ანა გავალდა უბრალოდ ერთად 558 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი მერაბ ნუცუბიძე რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ანა ბოჭოიძე

90

19,9

13

ანა გავალდას „უბრალოდ ერთად“ დიდი მეგობრობის, მხარდაჭერის, სიყვარულისა და იმედგაცრუებების ძალიან სევდიანი და სასაცილო ისტორიაა, რომელსაც მწერალი მისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქითა და სისადავით გვიყვება; გვაყვარებს წიგნის დაბნეულ, უსუსურ, უცნაურ, მაგრამ სიკეთით სავსე გმირებს – საყვარელი ადამიანების დაკარგვით ტრავმირებულ მხატვარ გოგონას, მძიმე ბავშვობით დაღდასმულ მზარეულ ბიჭსა და არისტოკრატული წარმომავლობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე მამაკაცს – რომლებიც, უცნაურ გარემოებათა ჯაჭვის წყალობით, ერთ ჭერქვეშ იწყებენ ცხოვრებას. სამივე მათგანს რთული ცხოვრება აქვს – თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი დედა, უმწეო მოხუცი ბებია, მაღალი წრის სულელური წარმოდგენებით შეპყრობილი ოჯახი... ისინი ერთმანეთის დახმარებით სწავლობენ პრობლემებთან გამკლავებას, ცხოვრებით ტკბობას და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ბედნიერების მოპოვებას უბრალოდ ერთად ყოფნით.


ანა გავალდა მე ის მიყვარდა 144 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ეკატერინე ბაკურაძე რედაქტორი ნიცა ბუხნიკაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი „მე ის მიყვარდა“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგი მწერლის, ანა გავალდას სასიყვარულო სამკუთხედია. წიგნი გვიამბობს ოჯახურ დრამაზე, ქმრისა და ცოლის ურთიერთობაზე, ოჯახის დანგრევასა და სხვა მსგავს პრობლემებზე. „მე ის მიყვარდა“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

10,9

7

91


ლორი ჰოლც ენდერსონი ილაპარაკე 242 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ნინო შეყილაძე რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

92

12,9

6,5

წიგნში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბესტსელერია და არაერთ სკოლაში სასწავლო საგნადაც აქციეს, მკითხველი 14 წლის მელინდას გაიცნობს. მელინდა უფროსკლასელების წვეულებაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამის შესახებ შინ არავის გაუმხილა. გოგონამ წვეულებაზე პოლიცია გამოიძახა, რის გამოც თანაკლასელები ავიწროვებენ და ჩაგრავენ. მელინდა თავის ისტორიაზე დუმილს ამჯობინებს, რადგან გრძნობს, რომ მას ვერც ყოფილი მეგობრები და ვერც ერთმანეთთან და შვილთან გაუცხოებული მშობლები გაუგებენ. ქართველ მკითხველს ქართულ ენაზე მელინდას გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გააცნობს.


შერონ მ. დრეიპერი გონების მიღმა 240 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ქეთევან ყანჩაშვილი რედაქტორი ინგა ჩახვაშვილი

14,9

9,5

შერონ დრეიპერის „გონების მიღმა“ ამბავია პატარა გოგონაზე – მელოდიზე, რომელსაც ცერებრული დამბლა აქვს. მელოდის მეტყველება არ შეუძლია, არადა, მას ძალიან, ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი... ის ინკლუზიურ კლასში სწავლობს და ძალიან ხშირად უწევს კლასელების და მასწავლებლების მხრიდან დამაკნინებელი მოპყრობის ატანა. ეს არის მამაცი ბავშვის სულის შემძვრელი, ლამაზი და სევდიანი ისტორია, ამბავი გოგონაზე, რომელმაც ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადალახა და საკუთარ თავსაც კი აჯობა. ეს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვის პირველ პირში მოყოლილი და შეულამაზებლად მოთხრობილი ამბავია.

93


ლიზა ჯენოვა ჯერ კიდევ ელისი 324 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ანა გიგუაშვილი რედაქტორები: სალომე ბენიძე მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი მაია ხუტიაშვილი

94

13,9

9

ჰარვარდის ფსიქოლოგიის პროფესორის, ალცჰაიმერით დაავადებული ელის ჰოულენდის ამბავი, რომელიც, ერთდროულად, შოკისმომგვრელიცაა და მომაჯადოებელიც, მაშინვე გითრევს, როგორც კი წიგნს ხელში იღებ და გრძნობ, როგორ ნადგურდება შენში პირველი ნეირონი. დახვეწილი სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენებითა და თხრობის ოსტატური მანერით, ლიზა ჯენოვა ახერხებს, დაგვანახოს სინათლე, რომლის წყალობითაც ელისი თავის სიურრეალისტურ საოცრებათა ქვეყანაში მიიკვლევს გზას. ის გასწავლით, შეგაშინებთ და შეგცვლით.


დენიელ კიზი ყვავილები ელჯერნონისთვის 320 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი თინათინ ხომერიკი რედაქტორი თეა ქიტოშვილი ყდის დიზაინერი თამარ ჯანთიაშვილი სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცს, ჩარლის, ტვინზე ოპერაციას უკეთებენ, რომლის შემდეგაც მისი IQ 180-ს უტოლდება და იგი გენიოსი ხდება. ჩარლის დღიურების სახით დაწერილ ნაწარმოებში მკითხველი თვალყურს ადევნებს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას და მის ეტაპობრივ სვლას გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურისკენ, აკვირდება მის გრძნობებს, დამოკიდებულებას სამყაროსთან.

13,9

9

95


დენიელ კიზი ბილი მილიგანის მრავალი გონება 534 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი თინათინ ხომერიკი რედაქტორი თეა ქიტოშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

96

19,9

13

ბილი მილიგანს შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა ბილი მილიგანისა. საკუთარ ქცევაზე კონტროლდაკარგული მილიგანი წლების განმავლობაში ოცდაოთხ ცალკეულ პიროვნებად იყო დაშლილი, რომლებიც მის სხეულსა და გონებაზე ბატონობისთვის იბრძოდნენ. ბრძოლამ კულმინაციას 1977 წლის მიწურულს მიაღწია – ბილიმ ციხეში გამოიღვიძა, სადაც სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ ცნეს. ეს ისტორიაში პირველი ამგვარი სასამართლო განაჩენი იყო, რომელმაც მრავლობითი პიროვნების შემთხვევებიდან ყველაზე გამორჩეულ და სულისშემძვრელ ამბავს მოჰფინა ნათელი. დენიელ კიზის ბესტსელერი ამ უნიკალური, სევდიანი და დაუჯერებელი ისტორიის შესანიშნავი აღწერა გახლავთ.


ჯოჯო მოიესი მე, შენამდე 468 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ნინო ბაიდაური რედაქტორი სალომე უსტარაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი „მე შენამდე“ 2012 წლის რომანია, რომელიც მრავალი კვირის განმავლობაში „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერი იყო. ის თარგმნილია მსოფლიოს 30 ენაზე და ახლა უკვე ქართველი მკითხველი შეძლებს მის გაცნობას. წიგნის მთავარი გმირია ძალიან ჭკვიანი ყმაწვილი, რომელიც ეტლს მიეჯაჭვება და მისთვის სპეციალური მომვლელის დაქირავება მოუწევთ. წიგნი მოგვითხრობს ყმაწვილისა და მისი მომვლელის ურთიერთობაზე.

19,9

11,5

97


ჯოჯო მოიესი შენ შემდეგ 408 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი გვანცა გარმელია რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

98

19,9

11,5

რა შეიძლება მოიმოქმედო, როცა საყვარელი ადამიანი სიკვდილის შემ­დეგ ქონებას გიტოვებს? რასაკვირველია, უპირველესად, მისი ანდერძი უნდა შეასრულო და სამოგზაუროდ წახვიდე, მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ არც იმდენად პარიზელი ხარ, სამუდამოდ გადაიკარგო სამშობლოდან. უილ ტრეინორის სიკვდილიდან თვრამეტი თვის შემდეგ ლუისა კლარკის ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრეინორი იჭრება და დიდ აურზაურს დაატრიალებს. ლილი ჰაგტონ-მილერი – გოგონა მამის მეამბოხე ხასიათითა და ჩვეულებრივ თინეიჯერებზე ბევრად სერიოზული პრობლემებით ყოფილი მომვლელისგან დიდ ყურადღებას ითხოვს. ლუისა კლარკი არჩევანის წინაშე დგება – უილის წინაშე მოვალეობის გრძნობა, ახალი სიყვარული თუ პერსპექტიული შემოთავაზება სამსახურის შესახებ? როგორ გაგრძელდება ცხოვრება უილის შემდეგ?


ბერნარ ვერბერი ჭიანჭველები 400 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი

14,9

9

„ჭიანჭველები“ ბერნარ ვერბერის ტრილოგიის პირველი წიგნია. აქ ერთმანეთს ენაცვლება ამბები ჭიანჭველებსა და ადამიანებზე. ალბათ, გიკვირთ, რა საერთო აქვს ამ ორ სოციალურ არსებას ერთმანეთთან. ჩვენთვის ჭიანჭველები ხომ ის აბეზარი მწერები არიან, რომლებიც ან საშაქრეში გვიცვივდებიან ან პიკნიკს გვიშხამებენ. ბერნარ ვერბერმა კი გადაწყვიტა, დეტალურად შეესწავლა ისინი. მწერლის აზრით, რაც მეტია რეალობა, მით უფრო მაგიურია ის და, ამავე დრო, უკეთესია ამ ყველაფრის ჩვენება, ვიდრე ახსნა. ამიტომაც დაწერა და ასე გვაჩვენა, რომ არსებობს ჭიანჭველების ქალაქები, კასტები, აქვთ ცხოვრების საკუთარი წესი. ჩვენ კი მათ ზემოდან დავცქერით და არაფრად ვაგდებთ. შეიძლება, ადამიანებიც ვიღაცისთვის ჭიანჭველები ვართ და ჩვენც ვიღაც გვაკვირდება. და მაინც, რა საერთო აქვთ ადამიანებსა და ჭიანჭველებს? ეს საიდუმლო ნაწარმოების დასაწყისშივე იმალება, სარდაფში, სადაც არ უნდა ჩავიდეთ, გვეკრძალება. ტრილოგიის პირველი წიგნის კონცეფციაც ესაა – თუ მწერალი არ იტყვის, რა იმალება სარდაფში, მკითხველი თავად წარმოიდგენს და ავტორისეული სამყაროს კითხვის პარალელურად საკუთარ სამყაროსაც შექმნის. მკითხველი გაუცნობიერებლად ხდება ნაწარმოების თანამონაწილე... წიგნის დასასრულს კი მაგიური და ინტრიგებით სავსე წრე იკვრება.

99


ბერნარ ვერბერი ჭიანჭველების დღე 600 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი

100

16,9

11

„ჭიანჭველების დღე“ ტრილოგიის მეორე წიგნია და განმარტავს „ჭიანჭველებს“, ანუ პირველ წიგნში განვითარებულ დეტექტიურ და ფილოსოფიურ განზომილებას ემყარება. „ჭიანჭველების დღეში“ ბერნარ ვერბერმა განავითარა შემდეგი იდეა: რა მოხდება, ერთ დღესაც ჭიანჭველებმა რომ შეიგნონ, სინამდვილეში რანი ვართ ჩვენ, ადამიანები. ჭიანჭველა, სახელად 103-ე, იწყებს გამოკვლევას, თუ ვინ არიან თითები, რომლებიც ტყეებსა და ჭიანჭველების ქალაქებს დაუნდობლად ანადგურებენ. ჭიანჭველების ნაწილისთვის თითები ღმერთები არიან – ფანატიკურად ეთაყვანებიან და ღრმად სწამთ, რომ არა თითები, ჭიანჭველების სამყარო განადგურდებოდა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჭიანჭველები აუცილებლად უნდა შეებრძოლონ თითებს და ყველანი დახოცონ, რადგან სწორედ თითები ანადგურებენ მათ ქალაქებს. თითები? ამ პაწაწინა მწერებისთვის ჩვენ, ადამიანები, თითები ვართ - უსახური, ვარდისფერი ბურთები. ჩვენი ყოველი ქცევა თუ ჩვევა მათთვის ზოგჯერ მიუღებელია, ზოგჯერ გასაოცარი, ზოგჯერ ამაზრზენი, ზოგჯერ საინტერესო... ჭიანჭველები თითების სამყაროს იკვლევენ; და პირიქით – ადამიანები ჭიანჭველებისას. ორივე მხარეს ერთმანეთთან ბრძოლისა და ერთმანეთის შესწავლის სურვილი აქვს.


9 14,9

9 14,9

ბერნარ ვერბერი ჭიანჭველების რევოლუცია, ორ ნაწილად 444 გვ.; 400 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი რედაქტორი ხათუნა ნონიაშვილი ყდის დიზაინერი ეკა ტაბლიაშვილი ადამიანები და ჭიანჭველები ერთმანეთს დაუკავშირდნენ („ჭიანჭველები“), მერე ერთმანეთთან იბრძოლეს („ჭიანჭველების დღე“), ახლა ერთი იდეისთვის უნდა გაერთიანდნენ – ადამიანთა მცირე ჯგუფი ჭიანჭველების რევოლუციისთვის ემზადება; ჭიანჭველათა მცირე ჯგუფი კი – თითების რევოლუციისთვის. ორივე მხარემ თავისიანები უნდა დაარწმუნოს, რომ სხვა სახეობასთან კონტაქტი სასიცოცხლოდ აუცილებელია. აქ ბრძოლის მეორე ველი იხსნება – ადამიანები ადამიანებს, ჭიანჭველები კი ჭიანჭველებს უპირისპირდებიან. ბრძოლა დაძაბული, სასტიკი და სისხლისმღვრელია; სამყაროს ყველანაირი უსახურობა ზედაპირზე ამოდის. მერე ყველაფერი დასასრულისკენ მიდის, მაგრამ არა, იქნებ დასასრული კი არა, ეს არის... დასაწყისი. ბერნარ ვერბერი მკითხველს, რომელმაც სამივე წიგნი წაიკითხა, სთავაზობს, ახლა ხელახლა გადაიკითხოს, რათა კარგად მიხვდეს სტრიქონებს შორის ჩაბუდებულ აზრს, აღმოაჩინოს დამალული სტრიქონები და ბოლომდე გაიაზროს, თუ როგორ შეიძლება ყველაფერს შეეხო ერთი შეხედვით უცნაური თემით... ჭიანჭველებით.

101


ႤႬႣႨ ႳႨႰႨ მარსელი 456 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: დავით ბალიაშვილი აკაკი მოსახლიშვილი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნათია ზარანდია

102

17,9

12

რა უნდა გააკეთო, როდესაც აღმოაჩენ, რომ პლანეტაზე სრულიად მარტო დარჩი? თანაც ეს პლანეტა სულაც არ გახლავთ ასე ნაცნობი დედამიწა, არამედ ჩვენი მზის სისტემის ყველაზე მისტიკური და საოცნებო მარსია. რას აკეთებ და ბედს ეგუები, კარტოფილს თესავ და დისკოს უსმენ. რას აკეთებენ სხვები, როდესაც აღმოაჩენენ, რომ ამ შორეულ და უკაცრიელ პლანეტაზე სრულიად მარტო დაგტოვეს? რას და შენი გადარჩენის სრულიად წარმოუდგენელ, ზოგჯერ სპონტანურ, არაერთხელ ჩაფლავებულ და დაუჯერებლად რთულ გეგმას ამუშავებენ. თანამედროვე ფანტასტიკის ამ ბესტსელერმა მკითხველს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟი აჩუქა, თვითგადარჩენის რეალობასთან მიახლოებული ხრიკები ასწავლა და ადამიანური თანადგომის გაკვეთილები ჩაუტარა. ენდი უირის „მარსელი“ კინოეკრანებზე უკვე გინახავთ, მაგრამ იქ ყველაფერი არ უჩვენებიათ...


სარა შეპარდი პატარა, საყვარელი მატყუარები 242 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ლიზა ფირცხალავა რედაქტორები: ირაკლი ბაკურიძე ანა ყიასაშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

14,9

7,5

პენსილვანიის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქში მდიდარი და ლამაზი მერვეკლასელი, ელისონი გაუჩინარდება. უბედური შემთხვევა მისი ოთხი მეგობრის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის – ისინი ერთმანეთს შორდებიან და იმედი აქვთ, ასე სამუდამოდ გაწყვეტენ კავშირს საზარელ წარსულთან. სამი წლის შემდეგ გოგონების ცხოვრებაში იდუმალი A ჩნდება, რომელიც ელისონის სახელით ემუქრება ყოფილ მეგობრებს. შეძლებენ სპენსერი, ემილი, არია და ჰანა ინკოგნიტო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებას, როცა თითოეულს საკუთარი საიდუმლოს გამჟღავნების ეშინია? სარა შეპარდის „პატარა საყვარელი მატყუარები“ 2006 წლის ოქტომბერ­ში დაიბეჭდა. წიგნმა მალე ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ 2010 წელს ტელეკომპანია ABC Family-მ მასზე დაყრდნობით სერიალი გადაიღო. ისევე როგორც წიგნი, სერიალიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი სიყვარულით სარგებლობს.

103


სარა შეპარდი უნაკლო (პატარა, საყვარელი მატყუარები 2) 276 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ლიზა ფირცხალავა რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

104

13,9

7

სარა შეპარდის „პატარა, საყვარელი მატყუარები“ 2006 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა. წიგნმა მალე ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ 2010 წელს ტელეკომპანია ABC Family-მ მასზე დაყრდნობით სერიალი გადაიღო. ისევე როგორც წიგნი, სერიალიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. დილორენტისების ყოფილ ეზოში ელისონის გვამის აღმოჩენის შემდეგ როუსვუდში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. გოგონები მეგობრობის აღდგენას ცდილობენ, მაგრამ ერთმანეთს ბოლომდე ვერ ენდობიან. A სულ უფრო ბოროტ ხრიკებს უწყობს მეგობრებს. ყველა საფრთხეშია, მტერი კი ისევ არ ჩანს. ვინ არის A? რა საიდუმლოს მალავს სპენსერ ჰეისტინგზი? ვის აქვს ლოგიკური მიზეზი, რომ ელისონის საუკეთესო მეგობრები სძულდეს? დამნაშავეა თუ არა ქალაქის „შავი კატა“ – ტობი ქავანა?


ელენ ფილდინგი ბრიჯიტ ჯონსის დღიური 288 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი ნინა ჭავჭავაძე რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

13,9

7

ბრიჯიტს მიაჩნია, რომ ყველა მისი პრობლემა მოგვარდება თუ 3 კილოს დაიკლებს, მოწევას თავს დაანებებს და თვითგანვითარებას მეტ დროს დაუთმობს. ის საკუთარ თავს პირდება, რომ სავარჯიშო დარბაზში კვირაში სამჯერ ივლის და იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტები მხოლოდ სენდვიჩის ყიდვით არ დასრულდება, გაიცნობს ადამიანს, რომელთანაც სრულფასოვანი ურთიერთობა ექნება და, ბოლოს და ბოლოს, ისწავლის, როგორ ჩაწეროს სატელევიზიო პროგრამები ვიდეოკასეტებზე. საკულტო წიგნის გამოცემიდან 20 წელი გავიდა. ერთგული მკითხველი ბრიჯიტის უკვე მესამე ფილმს ელის. მანამდე კი გამომცემლობა „წიგნები ბა­თუმში“ „ბრიჯიტ ჯონ­ სის დღიურს“ ქართულ ენაზე გთავაზობთ.

105


ჯუდი ბლუმი აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი 142 გვ., რბილი ყდა მთარგმნელი მარიამ შალვაშვილი რედაქტორი მარი ბექაური ყდის დიზაინერი სოფო კირთაძე

106

9,9

5

ეს წიგნი მოზარდებისთვის განკუთვნილი, მშვენიერი საკითხავია, სადაც ლაღი და დახვეწილი ენითა და მახვილგონივრული იუმორით ყველა ის საკითხია განხილული, რაც მოზარდ გოგონას აწუხებს და აინტერესებს – სკოლა, პირველი სიყვარული, მეგობრები, საკუთარი ადგილის პოვნა, მშობლებთან ურთიერთობა... წიგნში კიდევ ერთი საინტერესო საკითხია: მარგარეტის ოჯახში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან თავმოყრილნი, ამის გამო გოგონა დაბნეულია და გულწრფელად და თავისებურად ურთიერთობს ღმერთთან.


აიზეკ მერიონი თბილი სხეულები 292 გვ., რბილი ყდა მთარგმნელები: დავით ბალიაშვილი აკაკი მოსახლიშვილი რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერები: მაია ხუტიაშვილი საბა აფციაური

13,9

9

ზოგჯერ მკვდარი სულაც არაა ბოლომდე მკვდარი. ამას ყველაზე კარგად ზომბები დაგვიდასტურებენ, მაგალითად რ – ყმაწვილი ზომბი, რომელიც სამუდამოდ უმისამართოდ სახეტიალოდ და საკვების მოპოვებისთვისაა განწირული. რ-სა და მისნაირების საკვები ადამიანების ტვინებია, რომელთა მირთმევის შემდეგაც მათი მოგონებები მის დიდი ხნის წინ მკვდარ ტვინში ინაცვლებს. რ-ს ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცის მოგონებებს მიისაკუთრებს და მის ცხოვრებაში (თუ სიკვდილში?) გოგონა სახელად ჯულია შემოიჭრება. აიზეკ მერიონის მიერ შექმნილი პოსტაპოკალიფსური სამყარო ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი გარემოსა და ყოფის გარდა იუმორს, რომანტიკასა და თავგადასავალსაც აერთიანებს, რ კი აუცილებლად იქცევა თქვენს საყვარელ ზომბად.

107


ნინო ორტიგა ჭინჭარაული დამასტე 220 გვ., რბილი ყდა რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი „დამასტე“ ერთი სოფლის საიდუმლო სალოცავია, რომელსაც მხოლოდ გო­გონები მიეახლებიან. ნიშთან მარტოდმარტო ღამის თევისას საცდური – პარალელურ სამყაროში შებიჯება – დიდია, მაგრამ თუ მომლოცველი პირობას დაიცავს და ზ ­ ღვარს არ გადააბიჯებს, მას შეიძლება დიდი ნიჭი ებოძოს. ნინო ორტიგა ჭინჭარაულის პირველ კრებულში შემავალ მოთხრობებში მისტიკა და სიზმარეული სამყარო რეალობას ერწყმის და პერსონაჟები ამ საინტერესო და ზოგჯერ შემაძრ­წუნებელ ლაბირინთებში გზის გაგნებას ცდილობენ.

108

11,9

7


მარიკა მამალაძე ახალი იორკი შორ კონტინენტზე 132 გვ., რბილი ყდა რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

9,9

6

„თუ სადმე რწმენა ჭრის – ამ ადგილას. ჩაუთქვამ და აგიხდება, მეც არ ვიცი, ასე რანაირადაა ჩაწყობილი, მაგრამ პასუხი ამ კითხვაზე შემდეგი უნდა იყოს – ამერიკა ის ადგილია, სადაც აუცილებლად იღებ იმას, რასაც იმსახურებ, დამსახურება კი შრომით მოდის, ამიტომაცაა აზარტული: შრომობ, შრომობ, შრომობ. ის, რაც კომუნიზმსა და პროლეტარიატს უნდოდა, კაპიტალიზმმა სათავეშივე დაამტკიცა“. ახალგაზრდა მწერლის, მარიკა მამალაძის დოკუმენტური დღიური ბევრის­თვის საოცნებო ამერიკაზე გვიამბობს. დიდი ხნის ემიგრანტებისა თუ დროებით ჩასული ნიჭიერი ადამიანების პრობლემების, შესაძლებლობების, დამოკიდებულებების შესახებ ავტორის შეულამაზებელი, სიმწარენარევი იუმორით მოთხრობილი ამბები შორ კონტინენტს ახლებური თვალით დაანახ­ვებს მკით­ხველს.

109


ალექსანდრე ლორთქიფანიძე მოწითალო და მოშავო 76 გვ., რბილი ყდა რედაქტორი სალომე ბენიძე ყდის დიზაინერი ბექა ბერიკაშვილი

110

7,0

4


შოუ ბაბუხადია ბაყაყები 128 გვ., რბილი ყდა რედაქტორი გიორგი ლობჟანიძე ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

9,9

6,5

ადამიანს საკუთარი თავიდან გაქცევისა და სხვად გადაქცევის ცნობისწადილი უხსოვარი დროიდან აწვალებს. ხშირად ამას განაპირობებს შინაგანი პრობლემები, ხშირად კი გარემო, სადაც ამა თუ იმ პიროვნებას ცხოვრება უხდება. მეტამორფოზა რთული გზაა, რომელიც დიდ მსხვერპლზე — საკუთარი თავის უარყოფაზე გადის. ახალგაზრდა მწერლის, შოუ ბაბუხადიას პირველი რომანის ცენტრალური პრობლემაც სწორედ ეს საკითხია: როგორ ახერხებს ესა თუ ის ადამიანი დაასამაროს თავის თავში თავისივე თავი და წამოდგეს სრულიად ახალ ადამიანად. კარნავალური სულ­ ისკვეთებით გაჯერებული ეს ბრწყინვალე ტექსტი, რომლის გასაგებადაც მკითხველს შესაბამისი ლიტერატურული და ფილოსოფიური კონტექსტის კარგად გააზრება ესაჭიროება, ქართული ლიტერატურისათვისაც კარგად ნაცნობ თემატიკას სრულიად ახალი, განსხვავებული და თანამედროვეობის ადეკვატური მხატვრული ხერხებითა და რაც მთავარია, დებიუტანტისათვის უჩვეულო და სასიამოვნოდ გასაკვირი მწერლური ნიჭიერებით გთავაზობთ.

111


გურამ მაცხონაშვილი გლდანი 232 გვ., რბილი ყდა რედაქტორი გიორგი დარჩია ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

112

12,9

8,5

თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული, ვიღაცისთვის კი მეტ-ნაკლებად სკანდალური რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი დროებით ტოვებს ქალაქის ცენტრში განთავსებულ სცენებს და გლდანის თეატრში ინაცვლებს. მისი სადებიუტო რომანის მთავარი გმირი სწორედ ეს საძილე უბანი გახლავთ; სწორედ აქ განათავსებს თავისი ლიტერატურული დებიუტის დეკორაციებს, აქ შემოჰყავს პერსონაჟები და ის ავანსცენაც აქაა, საიდანაც ავტორი თბილისის ამ უზარმაზარი, განაპირა და ლამის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცეული უბნის ამბავს გვიყვება. ამბის ცენტრალური ფიგურა მარტოხელა დედაა, რომელიც ყველასგან განცალკევებით, კარჩაკეტილად ცხოვრობს, რაც მის გარშემო აგორებული ჭორებისა თუ ლეგენდების საბაბადაც იქცევა. ქალი გლდანის ისედაც ჩაკეტილი სოციუმისთვის ყველაზე დიდი ენიგმაა, თუმცა ავტორის იმასაც უშვებს, რომ, შესაძლოა, საქმე სრულიად მიწიერ შემთხვევასთანაც გვქონდეს. სტილისტური თამაშებით, ოსტატურად დაქსელილი სტრუქტურითა და მრავალფეროვნებით დატვირთული რომანი მკითხ­ ველს ბევრ სიურპრიზს უმზადებს.


მიშა ბახსოლიანი სასაუზმე „ბუდაპეშტი“ 254 გვ., რბილი ყდა რედაქტორ-შემდგენელი ლელა ცისკარიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

12,9

8,5

სასაუზმე „ბუდაპეშტში“ სცენა უკვე მზადაა, დეკორაციები გამართულია, მსახიობები კულისებში გარინდულან და რეჟისორის ნიშანს ელოდებიან, რა­თა საკუთარი როლების შესრულება დაიწყონ. ნიშანი გაისმის და სცენა პერსონაჟებით ივსება. ყველა აქ არის: მარი, გიო, მძინარე ბაჩო, ბუდა როსტომი (იგივე რიტა), ბიჭი ნელი და ქმრის მიერ ცხვარივით დაკლული ნელიც; აქ არიან ტელევიზორის გამომგონებელი ძველი ხეთები, სიკვდილის წინ მუზეუმში გამოფენილი სნეულები, წინაპართაგან ნაანდერძევი ბირჟის გამამაგრებელი ჯეელები და სქელ კვამლში გახვეული რუსთავის გეტო. ამ მოთხრობებში სინამდვილე, გამონაგონი, 90-იანი წლებისა თუ პოსტაპოკალიფ­ სური საქართველო – ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული, ავტორი კი მათ შორის დასაშვებ ყველანაირ ზღვარს შლის, წარმოსახვით პორტალებს შორის გადაადგილდება და მკითხველს იმაზე დიდი კითხვის ნიშნის წინაშე აყენებს, ვიდრე ის ტალღაა, ყველასა და ყველაფრის წამებში გადარეცხვა რომ შეუძლია.

113


მარიამ თოიძე მანიპულატორი მისტერიები 128 გვ., რბილი ყდა რედაქტორი ხათუნა გოგიშვილი ყდის დიზაინერები: ანი თოიძიე, მალხაზ ფაღავა

114

7,9

5


თეა ზაქარაძე ნიკუშას ზღაპარი 36 გვ., რბილი ყდა ილუსტრატორი ნათია ზარანდია ეს არის ზღაპარი ნიკუშაზე, რომელმაც თავისი ქალაქი ჩაძირვას გადაარ­ჩი­ნა, თვითონ კი სიკეთის პლანეტაზე გაფრინდა.

115

5

3


გიორგი კეკელიძე წერილები ღმერთს და მამაჩემს 64 გვ., რბილი ყდა ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

116

5

3

გიორგი კეკელიძის ახალი ეპისტოლარული პოეზია აერთიანებს სამ წერილს მამასთან და ამდენივეს – ბავშვობაში გარდაცვლილ შეყვარებულთან. წერილებმა, განსაკუთრებით „წერილი მამას“, თავისი სახელწოდებით, შეიძლება გაგვახსენოს კიდევ ერთი ტექსტი – კაფკას „წერილი მამას“, თუმცა ლექსების წაკითხვისთანავე, ანალოგიის ძიება უსაფუძვლო აღმოჩნდება, ვინაიდან „წერილები“ მათი „ფროიდისტული წაკითხვის“ ალბათობას სრულიად გამორიცხავს. ოიდიპოსისეულ დანაშაულის გზით თვალის ახელას აქ მზრუნველი მამის – მამა ღმერთის მატერიალური განსხეულების მიერ („სალამი ღმერთო, შენ ტკვილი ისწავლე მაშინ, / როცა ცოტა ხნით ჩვენად ყოფნა დაიზეპირე“) ადამიანისთვის სამყაროს საიდუმლოებებთან ზიარების საშუალებით თვალის ახელა, არცოდნიდან ცოდნის მდგომარეობაში გადასვლა ენაცვლება („ის თვალს მიხელდა, ბრმას მიმხელდა სხვა მზერას თითქოს, / როცა ცხოვრების მასწავლიდა დახუჭობანას“). ამიტომაც ეს არ არის მამის წიაღიდან გაქცევა და დაბრუნება, როგორც ეს თუნდაც გოეთესთან ან გრიგოლ რობაქიძესთან გვხვდება. ამავე დროს, ბავშვობის მოგონება უკავშირდება მეტაფორებით სავსე ზღაპრულ სამყაროს, რომელიც ლირიკული „მე“-ს მიერ სინამდვილის შემდგომ აღქმაზეც ახდენს გავლენას და ზღაპარს სინამდვილედ წარმოუდგენს. შეიძლება აქედანაც მომდინარეობდეს ის მეტაფორები და იდიომები, რომლებიც პოეზიის ახალ კონტექსტში მოხვედრისთანავე, განსხვავებულ ელფერს იძენენ: „სული გიჭირავს კბილით“, „ტკივილები გამოყინე ტანში მადნებად“, „დღე და ღამე როდის შემოგვერღვევა“, რომელიც ადამიანური ყოფიერების შემოდგომაზე მიანიშნებს. მამისადმი მესამე წერილში კი საგნები ადგილს ინაცვლებენ და მიწა კი აღარ არის სხეულის სამკვიდრო, არამედ სხეული იქცევა მიწის ბინად („სხეული მოეხვია მიწაზე სახლად“). ასეთ შემთხვევაში, ფრაზა „ფიქრების საშინელი კალიგრაფია“ რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ელემენტების მქონე ნეოსენტიმენტალისტურ ფორმულად იქცევა და მექანიკურობამდე დასულ სამყაროში თითქოს ადამიანურობაზე მიგვითითებს.


დავით გაბუნია დაშლა 132 გვ., რბილი ყდა რედაქტორი ქეთი ნიკოლეიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

9,9

6,5

ზურას და თინას ოჯახური ცხოვრება უღრუბლო ინერციით მიედინება; ისეთია, როგორიც უნდა იყოს – ჰყავთ შვილები, აქვთ სახლი, ზრუნავენ ერთმანეთზე... მაგრამ 2012 წლის ცხელ ზაფხულს ყველაფერი თავდაყირა დგება. მათ ყოველდღიურობაში სხვები იჭრებიან, უცხო და აქამდე გამოუცდელი ვნებები კი დამანგრეველი ძალის აღმოჩნდება. დავით გაბუნიას სადებიუტო რომანში სამყაროს მხოლოდ პერსონაჟების თვალით ვხედავთ, დეტალებად დაშლილ რეალობაში ყველას საკუთარი, ერთ­მანეთთან შეუთავსებელი სიმართლე აქვს.

117


ალექსანდრე ლორთქიფანიძე დისტოპიესები 124 გვ., რბილი ყდა რედაქტორი ნინო ნეკერიშვილი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

118

7,9

5

რამდენიმე პოეტური კრებულის შემდეგ ალექსანდრე ლორთქიფანიძე „სცენაზე“ ინაცვლებს და პიესების პირველ კრებულს „დგამს“. მასში შესული პიესები სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული ნაწარმოებებია. მათ შორისაა რუსთაველის თეატრის პიესების კონკურსის, 24 საათიანი პიესების ფესტივალისა და „არდიფესტის“ რჩეული პიესები. უმეტესობას „მეორე სიცოცხლე“ უკვე დაწყებული აქვს რუსთაველის, ბათუმისა და სამეფო უბნის თეატრების სცენებზე, ხოლო ერთ-ერთი ჯერ კიდევ ელის რეჟისორს, მსახიობებსა და მაყურებელს. ალექსანდრე ლორთქიფანიძე დაიბადა 1988 წელს. 2009 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო, ხოლო 2011 წელს ტელე-კინო დრამატურგიის ფაკულტეტი. არის სამი პოეტური კრებულის, „ლურჯის“, „პოლი პოლაკისა“ და „გამჭვირვალეს“, ასევე რამდენიმე კინოსცენარის ავტორი.


თამთა მელაშვილი მარინეს ანგელოზები 72 გვ., რბილი ყდა რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

5,0

3

„მარინეს ანგელოზები“ თამთა მელაშვილის მოთხრობების პირველი კრებულია, რომელიც 2006-2017 წლებში დაწერილ ტექსტებს აერთიანებს. კრებულის გმირები სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის მქონე ქალები არიან, თუმცა ძირითადად მარგინალური ჯგუფებიდან, რომელთა ხმა საჯარო სივრცეში არ ისმის. კრებული ამ ხმების „შეგროვების“ და მათი მკითხველამდე მიტანის მცდელობაა – მხატვრული ფორმის საშუალებით უსამართლობის, უთანასწორობისა და ჩაგვრის გასააზრებლად. მოთხრობები „ერთი და ორი“ (2006) და „მამაჩემი მტრედია“ (2016) ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ კრებულში გამოქვეყნდა. „სხვა ფერი“ (2010), „რაც ბაბუა წავიდა“ (2012), „ის დღე“ და „სასუფეველი გოგო­ ნებისთვის“ (2013) სხვადასხვა დროს „15 საუკეთესო მოთხრობის“ ანთოლოგიაში შევიდა. „წერილი ლიას“ და „მარინეს ანგელოზები“ ავტორის უახლესი, 2017 წელს დაწერილი ტექსტებია.

119


13-19 76 გვ., რბილი ყდა რედაქტორი და შემდგენელი თამარ სუბელიანი ყდის დიზაინერი ანა ბოჭოიძე

120

5,0

3

კრებული „13-19“ ჩვენი ახალი პროექტის პირველი წიგნია. მასში კონკურსის შედეგად შერჩეული ათი საუკეთესო მოთხრობა გავაერთიანეთ, რომელთა ავტორებიც მოზარდები, დამწყები ავტორები, ჩვენი ერთგული მკითხველები არიან. 13-დან 19 წლამდე – ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც თითქმის ყველა წერს და წერენ მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა მომავალში მწერლობა საკუთარ საქმიანობად აქციონ. ასეთები არიან ჩვენი ახალბედა ავტორებიც, რომლებიც ყველაზე გულწრფელად და დაუფარავად გვიზიარებენ მათ მიერ გამოგონილი პერსონაჟების, ან, იქნებ, საკუთარ ისტორიებსაც. ეს არ არის კრებული მხოლოდ მათი თანატოლებისთვის – ეს, უპირველესად, მათი მშობლების თაობისთვის დაწერილი მოთხრობებია, რომლებითაც თავიანთ შვილებს უკეთესად გაიცნობენ, გაუგებენ და გაიხსენებენ კიდეც, თუ როგორია ცხოვრება 13დან 19-მდე.


პაატა შამუგია დედა ენა + ეკონომიური ლექსები 66 გვ.,

+ 64 გვ.

რბილი ყდა

ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

5,0

3

თუკი არსებობს კითხვითი წინადადება, არსებობს კითხვითი წიგნიც. პაატა შამუგიას „დედა ენა“ კითხვითი წიგნია. მასზე პასუხები კი მკითხველის თავშია დამარხული (დღედმდე მეორედ მოსლვისა). პაატა შამუგია ფიქრობს, რომ ლიტერატურა არაა ცნობარი, მასში პასუხები რომ მოიძიო. მას უფრო მომხიბლავ მისიას აკისრებს – კითხვების დასმის ექსკლუზიურ უფლებას. ქართველმა მკითხველმა იცის, რომ ამ ავტორს უყვარს პასუხების დასმა და კითხვების გაცემა. ამიტომაც მის ენობრივ თამაშებში, ირონიულ ციტირებასა თუ კლასიკური წიგნების დეკონსტრუქციაში ხშირად ესთეტიკური მახეა დაგებული. პაატა შამუგია „თავს აფარებს პირველი პირის ნაცვალსახელის მხოლობითი რიცხვის ავატარს“. სინამდვილეში, მრავლობითი რიცხვი უფრო შეეფერება, რადგან ის არ არსებობს, ჩვენი პროექციაა, ავტორის კრებითი სიმბოლო. პაატა შამუგია ფიქრობს, რომ, მიუხედავად ამისა, ყველაფერი კარგად იქნება.

121


ზურა აბაშიძე როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი 132 გვ., რბილი ყდა რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

122

9,9

6

ზურა აბაშიძის მოთხრობების კრებული, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, ავ­ ტ­ორის სადებიუტო ნაწარმოებია. წიგნში უამრავ დასამახსოვრებელ, ცოცხალ პერსონაჟს შორის შეხვდებით სახლიდან წასულ მამას, სასწაულმოქმედ ტყუპებს – იზას და აზას, დაბერებულ შუაღამის გოგოებს, რომლებიც ისევ ბედნიერებას ეძებენ და გამუდმებით უცრუვდებათ იმედი, ნანუცას, რომელმაც „დებილებისა და ავანტყოფებისთვის“ სკოლა გახსნა, კოჭლსა და ელამ ანრის, რომელსაც სინამდვილეში იესო ჰქვია, ლამაზ მარუსას, რომელიც ეზოში ფეხბურთს თამაშობდა და ერთ დღეს გათხოვდა, აბაზანაში გამოკეტილ მძიმე ავადმყოფ ბილი ელიოტს, და ეს ამდენი ადამიანი, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ცხოველი, ამდენი სევდიანი, ცრემლიანი და სასაცილო ისტორია თავისებურად ჯადოსნურია – თითქოს ყოველ მათგანს ხედავ, ყველა ადამიანს, ყველა ამბავს და ხვდები, რომ რაღაც ასეთი შენც დაგმართია ან ოდესმე აუცილებლად დაგემართება.


სალომე ბენიძე ქალაქი წყალზე 166 გვ., რბილი ყდა რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი თათია ნადარეიშვილი

9,9

6

„ქალაქი წყალზე“ სალომე ბენიძის პროზაული კრებულია, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულ და ამავდროულად, დამოუკიდებელ მისტიკურ მოთხრობებს აერთიანებს. ის ერთი ქალაქისა და შვიდი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ამბები ერთმანეთს უხილავი ძაფებით უკავშირდება. წიგნი, რომლის ნაწილებიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთს არ ებმის, სინამდვილეში, ლაბირინთს წარმოადგენს, ლაბირინთს, რომელიც სავსეა სიყვარულით, ძიებით, ვნებებით და საიდუმლოებებით. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ძლიერი, დამოუკიდებელი, შეყვარებული ქალები, რომლებიც გადაწყვეტილებებს თავად იღებენ და შედეგებზეც თავად არიან პასუხისმგებელნი. აქ შეხვდებით უცნაური უნარებით დაჯილდოებულ, არაჩვეულებრივ გოგოებს, რომელთაც უყვართ, რომლებიც იბრძვიან და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ იმარჯვებენ, მაინც გვარწმუნებენ, რომ ვისაც საკუთარი თავის სჯერა, ის ბედნიერებას აუცილებლად დაიმსახურებს. თითოეულ პერსონაჟს განსაკუთრებული უნარები გააჩნია. ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ აქვთ საკუთარი სამყარო, რომელიც თავისებური ბედნიერებითა და ტრაგიზმითაა აღსავსე. მთავარი გმირი ქალების ისტორიებში ბევრ ისეთ პრობლემასაც შეხვდებით, რომელიც არც რეალურ სამყაროში მცხოვრები ქალებისთვისაა უცხო – ქალთა მი­ მართ ძალადობა, არჩევანის თავისუფლება, გენდერული თანასწორობა და ბევრი სხვა.

123


ეკა ქევანიშვილი ევაკუაციის გეგმა 100 გვ., რბილი ყდა

ყდის დიზაინერი ნატალია ავალიანი

124

6,0

4

„ევაკუაციის გეგმა“ თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, პრემია „საბას“ ლაურეატ ეკა ქევანიშვილის მორიგი კრებულია. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთგვარი მანიფესტი, ლოზუნგების, ამბოხისა და ბრძოლისკენ მოწოდებების კრებული. ეს არ გახლავთ ლექსები სიყვარულსა და სიცოცხლეზე, ეს გახლავთ ლექსები სიყვარულის აუცილებლობასა და სიცოცხლის უფლებაზე. კრებულს რამდენიმე პერსონაჟი ჰყავს, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები განსხვავებული წინაღობებითა და მათგან განთავისუფლების მეთოდებით, ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით თხრიან და დღითიდღე სულ უფრო აფართოებენ იმ გვირაბს, რომლის ბოლოს გამოჩენილი სინათლეც აძლევს მათ ასე აუცილებელ სიყვარულს, ღირსეული სიცოცხლის უფლებასა და სასოწარკვეთაზე გამარჯვებულ იმედს.


დიანა ანფიმიადი წინასწარმეტყველება მურაბით 142 გვ., რბილი ყდა რედაქტორი მარიამ კორინთელი ყდის დიზაინერი მარიამ გიგუაშვილი

9,9

5

დიანა ანფიმიადის „წინასწარმეტყველება მურაბით“ მთავარი კონცეპტის გარშემო ტრიალებს – ეს არის გემო, მახსოვრობა და ლიტერატურა. ავტობიოგრაფიული მომენტები, ისტორიული პროზა, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების კულინარიული შეფერილობა, სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკა, ლიტერატურული კრიტიკა, ლინგვისტური ძიებები შეზავებულია კულინარიულ რეცეპტებთან, რომელთაგანაც ბევრი საუკუნეების წიაღში ჩაკარგულია და ხელახალ წაკითხვასა და მომზადებას საჭიროებს. წიგნის ძალიან საინტერესო ნაწილს შეადგენს ძველი, დიალექტური ტექსტებიდან და ექსპედიციების მასალებიდან ამოკრებილი დავიწყებული ქართული კერძების რეცეპტები, ქართული ენის ძალიან საინტერესო ლინგვისტური მასალა და ზეპირი მთქმელების, ჩვეულებრივი ადამიანების გულში ჩამწვდომი ისტორიები.

125


SALOME BENIDZE სალომე ბენიძე

სალომე ბენიძე

sHEROes

126

DINA OGANOVA დინა ოგანოვა

sHEROes

დინა ოგანოვა

SALOME BENIDZE

DINA OGANOVA

დინა ოგანოვა, სალომე ბენიძე sHEROes sHEROes ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ერთობლივი ფოტოწიგნი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს. „(S)hero(es)“ ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი ომის ქრონოლოგიის აღდგენის, ყველასათვის კარგად ცნობილი ტრაგედიის შიდა მხარის ჩვენების მცდელობაა, რადგან წიგნის ავტორებს ღრმად სწამთ, რომ არაფერში ისე არ ჩანს ცალკეული ქვეყნისა თუ კაცობრიობის ისტორია, როგორც ინდივიდების ამბებში. 2018 წელს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გადის. წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და უფრო მეტიც – მონაწილეები გახდნენ, ქალები, რომლებმაც, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა. ისინი კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი არ არის მხოლოდ შორეულ წარსულში დარჩენილი მოვლენა, რომლის შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ, არამედ ის შეიძლება იქცეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილად, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიად. წიგნის გმირები გვიამბობენ, როგორია ცხოვრება ომიდან ათი წლის შემდეგ - სოფლებში, სადაც ღამღამობით ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა, კომპაქტურად გაშენებულ ახალ კოტეჯებსა და ყველასგან დავიწყებულ ძველ შენობებში, როგორია რეალობა მაშინ, როცა სიზმარში ყოველთვის მიტოვებულ სახლს და დაკარგულ ახლობლებს ხედავ.


127


კატალოგის დიზაინერი მალხაზ ფაღავა


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.