დიოგენეს ბიბლიოთეკა
წიგნის საახალწლო ფესტივალი
2016
სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ გაერთიანებული უცხოენოვანი ლიტერატურა პირველად გამოიცემა ქართულად. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს ნახავთ, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით – ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა.
9.90d 6.00d
14.90d 10.00d
2
ბოჰუმილ ჰრაბალი მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა, 108 გვ. ჩესურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. იუკიო მიშიმა ოქროს ტაძარი, 266 გვ. იაპონურიდან თარგმნა დავით გოგინაშვილმა მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას (1925-1970) „ოქროს ტაძარს“ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტინქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს მთავარი გმირის თანამზრახველად აქცევს. სილამაზის არსის შეცნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა ბუდისტი მორჩილისთვის, რომლის ფიქრებიც მუდმივად დასტრიალებს ოქროს ტაძარს - სრულყოფილების განსახიერებას. რამდენად ძლიერია განადგურების ვნება მაშინ, როცა საკუთარ არასრულყოფილებას ბოლომდე აცნობიერებ? წლების შემდეგ იუკიო მიშიმა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, მისი მთავარი გმირის ნააზრევი კი სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს.
დიოგენეს ბიბლიოთეკა
ჯულიან ბარნსი მსოფლიოს ისტორია 10½, 330 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) „მსოფლიოს ისტორია 10 ½ კარად“ თხრობის ფორმა ამბიდან ამბამდე იცვლება - მონოლოგი, ესე, დღიური, ოქმი... წიგნის სათაური, ცხადია, ირონიულია. ბარნსი წარსულს, ისტორიას, ფაქტებსა და მათ ინტერპრეტაციას ეჭვის თვალით უყურებს. ბიბლიური წარღვნის არაკანონიკური ვერსია, ნოეს კიდობანს უნებართვოდ დამგზავრებული სულიერი რომ გვიყვება, მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში გამართული სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც ღვთის გმობაში ბრალდებულ ხის ჭიათა ბედი წყდება თუ ჟერიკოს სახელგანთქმული ტილოს, „მედუზას ტივის“ შექმნის ამბავი პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშებია.
15.90d 10.00d
პიერ ბული ხიდი მდინარე კვაიზე, 166 გვ. ფრანგულიდან თარგმნა ზაზა შენგელიამ ფრანგი მწერლის, პიერ ბულის (1912-1994) „ხიდი მდინარე კვაიზე“ გამორჩეულია მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ წიგნებს შორის. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კი ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორისაა. წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების ყოფას, რომლებიც ე. წ. „სიკვდილის რკინიგზის“ მშენებლობაზე მუშაობდნენ. იაპონელები დატყვევებულ ბრიტანელებს ტაილანდის ჯუნგლებში გამართულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში მიერეკებიან. ტყვეებმა უმოკლეს დროში უნდა ააგონ სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ხიდი. ბრძანება გაცემულია, თუმცა ინგლისელების მეთაურ პოლკოვნიკ ნიკოლსონს იაპონელებთან თავისი მოთხოვნები აქვს...
10.90d 7.00d
დინო ბუცატი თათრების უდაბნო, 228 გვ. იტალიურიდან თარგმნა მადონა ბოკუჩავამ იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, დინო ბუცატის (1906-1972) „თათრების უდაბნო“ მეოცე საუკუნის რომანებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერ ჯოვანი დროგოს უდაბნოს კიდეზე მდებარე სასაზღვრო გარნიზონში აგზავნიან. ბასტიანის ციხესიმაგრეში სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან. დღეები დაძაბულ მოლოდინში გადის, რადგან, ადრე თუ გვიან, უდაბნოს მხრიდან მტერი უნდა გამოჩნდეს... გამოცემა დინო ბუცატის დაბადებიდან 110-ე წლისთავს ეძღვნება.
11.90d 8.00d 3
დიოგენეს ბიბლიოთეკა
12.90d 8.00d
ჯულიან ბარნსი დროის ხმაური, 202 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) ბიოგრაფიული რომანის „დროის ხმაური“ მთავარი გმირი დიდი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩია. სტალინის ეპოქაში ცხოვრება სამუდამო კვალს ტოვებს ხელოვანზე, რომელიც ცდილობს, ნებისმიერ ფასად გადაირჩინოს თავი და ღირებული მუსიკა შექმნას. რეჟიმი, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლესაც და შემოქმედის მისწრაფებებსაც, წიგნის მთავარ გმირს კონფორმიზმისკენ, ყველაზე მთავარის დათმობისკენ უბიძგებს. არის კი სხვა გზა „დროის ხმაურში“?
ჯონ ფაულზი ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი, 622 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ
24.90d 16.00d
დიდი ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის (1926-2005) რომანი „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ ფსიქოლოგიური დრამის ბრწყინვალე ნიმუში და თანამედროვე ლიტერატურის შედევრია. მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ვითარდება. დარვინის იდეებით გატაცებული ახალგაზრდა არისტოკრატი, რომელიც მდიდარი კომერსანტის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებს, შემთხვევით გადაეყრება ყველას მიერ ცოდვილად შერაცხულ ქალს, თავისი ნებით რომ აღუმართავს კედელი საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს შორის. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეხვედრა ახალგაზრდა კაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდება...
იტალო კალვინო უხილავი ქალაქები, 142 გვ. იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა
9.90d 6.00d 4
იტალო კალვინოს (1923-1985) „უხილავი ქალაქები“ ცნობილი პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია, რომელშიც გადმოცემულია მარკო პოლოს წარმოსახვითი საუბრები ყუბილაი ყაენთან. სახელგანთქმული მოგზაური უამრავ ზღაპრულ მხარეს აღუწერს ყაენს და ქმნის ფანტასტიკურ სურათებს უცნაური ქალაქებისა, სადაც ქუჩები კალითაა მოკირწყლული, შენობებს ვერცხლის გუმბათები ამშვენებს, სასახლეებს კი ზღვის ნიჟარებით ინკრუსტირებული ხვეული კიბეები აქვთ, სადაც გარეგნობითა თუ ქცევით უცნაური ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა თვისებებით ჩვეულებრივი ადამიანებისაგან არ განსხვავდებიან.
დიოგენეს ბიბლიოთეკა
უმბერტო ეკო მტრის ხატის შექმნა, 350 გვ. იტალიურიდან თარგმნეს: ხათუნა ცხადაძემ, დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა თქვენ წინაშეა ესეების კრებული „მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები“. შემთხვევითი იმიტომ, რომ კრებულში შესული ესეების უმეტესობა დაწერილია „შეკვეთით“, როგორც ჟურნალების თემატური ნომრებისთვის, ასევე სხვადასხვა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე. ასე რომ, სხვადასხვა თემას სხვადასხვა შემთხვევა განსაზღვრავდა: რატომ იქმნიან ადამიანები დღემდე მტრის ხატს? როდის უჩნდება ადამიანის ემბრიონს სული? როგორ აისახება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიპლომატიურ სამსახურზე?.. უსაზღვრო ერუდიცია ხელს არ უშლის ავტორს, ამა თუ იმ თემაზე მსუბუქი ტონით ისაუბროს და მკითხველიც გაართოს. პიერ პაოლო პაზოლინი ქუჩის ბიჭები, 240 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) „ქუჩის ბიჭები“ 1955 წელს გამოვიდა და ერთბაშად დაიპყრო მკითხველი, თუმცა რომანი მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს, ავტორს კი სასამართლოში უჩივლეს. რომანში მოქმედება 1940-50-იან წლებში მიმდინარეობს. ჩვენ თვალწინ იშლება გერმანული ოკუპაციისა და ომის შემდეგდროინდელი რომი – ღარიბული გარეუბნებისა და მუდმივად ქუჩაში მოწანწალე ნახევრად მშიერი ბიჭების ქალაქი. ამ ბიჭების ერთადერთი საზრუნავი თავის გატანაა და ამისთვის ისინი არაფერს ერიდებიან…
13.90d 9.00d
14.90d 10.00d
ჯულიან ბარნსი ინგლისი, ინგლისი, 352 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ
„ინგლისი, ინგლისი“ ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) რომანია, რომელიც, კრიტიკოსთა აღიარებით, პოსტმოდერნული, სატირული და ანტიუტოპიური ლიტერატურის ნიმუშს წარმოადგენს. რა უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში – ორიგინალი თუ ასლი? სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება სიმულაციური პროცესებით გატაცებამ? შესაძლებელია თუ არა წარსულის გამოგონება და გამოგონილი ტრადიციებით ცხოვრება? – ქვეყანაში, სადაც ასეთი კითხვები ბუნებრივად ჩნდება, რომანის მთავარი გმირი, მართა კოკრინი ბედნიერებას ეძებს.
19.90d 13.00d
5
დიოგენეს ბიბლიოთეკა
კურტ ვონეგუტი სასაკლაო 5, 220 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ „სასაკლაო 5“ კურტ ვონეგუტის ყველაზე ცნობილი რომანია. რომანის მთავარი გმირი ბილი პილგრიმი რიგითი ამერიკელია: ბავშვობა 20-იანი წლების აშშ-ში, ტყვედ ყოფნა გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოსტტრავმული სტრესი, „ჩვეულებრივი“ სამსახური, სტანდარტული ქორწინება და შვილები… პარალელურად, ბილი პილგრიმი დროში მოგზაურობს, მის თავს ყოვლად უჩვეულო, ფანტასტიკური ამბები ხდება.
14.90d 9.00d მაიკლ ონდააჩი ინგლისელი პაციენტი, 344 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჩადუნელმა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია: კანადელი ქურდი და სიქჰი გამნაღმველი. ეს წიგნი სწორედ ამ ოთხი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადამიანის ამბავია. „ინგლისელი პაციენტისთვის“ მაიკლ ონდააჩის ბუკერის პრემია მიენიჭა. წიგნი კიდევ უფრო ცნობილი მას მერე გახდა, რაც მის მიხედვით ფილმი გადაიღეს.
14.90d 10.00d ჰერმან ბროხი მთვარეულები, 850 გვ. გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ
19.90d 13.00d 6
„მთვარეულები“ დიდი ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის (1886-1951) პირველი ფილოსოფიური რომანი-ტრილოგიაა. მწერალმა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანიის მაგალითზე, მოახერხა არა მხოლოდ აღეწერა და გაეანალიზებინა ეპოქათა ცვლის მტკივნეული პროცესი, არამედ წინასწარ განეჭვრიტა ის ახალი რეალობა, რომელიც ევროპულ ფასეულობათა შეუქცევადი ცვლის შედეგად დადგებოდა. ამან, უდავო ლიტერატურულ ღირსებებთან ერთად, რომანი საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოებად აქცია.
დიოგენეს ბიბლიოთეკა
ელის მანრო ძვირფასი სიცოცხლე, 284 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ 2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში ეჭვი არავის შეჰპარვია, გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია – ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს დაუწერია, მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომანების ავტორების გვერდით თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან ხოლმე. მანროსადმი მიძღვნილ სტატიებში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ 2013 წლის ლიტერატურული ნობელი არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჟანრის დაფასებაც იყო.
11.90d 8.00d
სალმან რუშდი ეშმაკეული აიები, 758 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ ზამთრის ერთ დილას, გარიჟრაჟზე, ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი ლამანშის თავზე აფეთქდა. ნამსხვრევებსა და ათას უსარგებლო ნივთს შორის ორი ადამიანი მოფრინავს – მთელს ჰინდუსტანში სახელგანთქმული მსახიობი ჯაბრაილ ფარიშტა და მავანი სალადინ ჩამჩა, 1001 ხმის პატრონს რომ ეძახდნენ... ერთმანეთს ებღაუჭებიან, მოფრინავენ, მოიმღერიან, მერე კი ზღვაში ჩაინთხლევიან და, რაღაც სასწაულით გადარჩენილებს, ტალღები ალბიონის დათოვლილ სანაპიროზე გამორიყავს... ჯაბრაილს წმინდანის ბაკი ადგას თავზე, სალადინ ჩამჩა კი ერთ რაღაც გაბანჯგვლულ, ფლოქვებიან, რქოსან არსებად ქცეულა. ვიღაცამ უეჭველად კეთილისა და ბოროტის დაუსრულებელი ბრძოლის ასპარეზზე გამოსაყვანად არჩია ისინი...
19.90d 13.00d
სალმან რუშდი ჯოზეფ ანტონი, 846 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ 1989 წლის 14 თებერვალს სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორმა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯათო... ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი „ეშმაკეული აიები“ ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა მიმართულიო. ასე იწყება ლამის დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, როგორ იქცა მწერალი დევნილად საკუთარ ქვეყანაში; მდევნელთაგან დასამალად კი იძულებული ხდებოდა, ერთთავად პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო და ისიც კი მოსთხოვეს, ეგებ ფსევდონიმი შეგერჩიაო. მანაც საყვარელი მწერლები გაიხსენა და არჩევანი კონრადსა და ჩეხოვზე შეაჩერა – ასე მოევლინა ქვეყანას ჯოზეფ ანტონი.
19.90d 13.00d
7
დიოგენეს ბიბლიოთეკა
14.90d 10.00d
ფილიპ როთი ამერიკული პასტორალი, 612 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. იგი თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...
11.90d 8.00d
ჯეკ კერუაკი გზაზე, 488 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჭილაძემ ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922-1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ – 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.
9.90d 6.00d 8
ჩაკ პალანიკი მებრძოლთა კლუბი 264 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ „მებრძოლთა კლუბი“ – ჩაკ პალანიკის პირველი რომანი – 1996 წელს გამოქვეყნდა. 1999-ში დევიდ ფინჩერმა წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო. „არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც „მებრძოლთა კლუბში“. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული... ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. „მებრძოლთა კლუბშიც“ ისმის ხმაური და ხვნეშა, როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ“.
დიოგენეს ბიბლიოთეკა
მარგარეტ ეტვუდი ბრმა მკვლელი, 868 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) ამ საუკუნეში პირველი ბუკერის პრემია მიენიჭა. ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი 2000 წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს გავს: დების – აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია...
ბოჰუმილ ჰრაბალი ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, 310 გვ. ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მეოცე საუკუნის დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (თუმცა არაოფიციალური გამოცემები მანამდეც არსებობდა). იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხანაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყნად ორი რამ აღელვებს – ფული და გოგოები... „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება – მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა მთელი მონდომებით. სემუელ ბეკეტი მოლოი, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ სემუელ ბეკეტს (1906-1989) ხან უკანასკნელ მოდერნისტად მოიხსენიებენ, ხანაც პირველ პოსტმოდერნისტად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბეკეტი – ჯეიმზ ჯოისთან ერთად – მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიელი მწერალია. „მოლოი“ – ბეკეტის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი – ფრანგულად დაიწერა და 1951 წელს გამოიცა. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიკ ბოულზმა, ავტორთან ერთად, წიგნი ინგლისურად თარგმნა. რომანი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორი პერსონაჟის, მოლოისა და ჟაკ მორანის მონათხრობისაგან შედგება.
15.90d 10.00d
9.90d 3.00d
9.90d 3.00d
9
დიოგენეს ბიბლიოთეკა
11.90d 3.00d
რადიარდ კიპლინგი კიმი, 442 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ პატარა, ობოლი კიმბოლ ო’ჰარა – მეტსახელად „ქვეყნიერების ძმაბიჭი“ – ინდოეთის ქალაქ ლაჰორში ცხოვრობს. იქაური ბაზრის ბიჭბუჭობაში არც გამოირჩევა, შავტუხაა და მეტწილად ადგილობრივ კილოკავზე უქცევს, თუმცა თეთრკანიანია – ირლანდიელ ფეხოსანთა ლეგიონის მედროშის შვილი. კიმი ტიბეტელ ლამას უმეგობრდება და მასთან ერთად გასწევს სახეტიალოდ. მალე კი გამჭრიახი და ენამოსწრებული პატარა ბიჭი „დიდი თამაშის“ მონაწილე ხდება, თამაშისა, რომელშიც ჩაბმულები არიან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური და რუსეთის იმპერიის ჯაშუშები.
9.90d 5.00d
ჯონ ბენვილი ზღვა, 226 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თანამედროვე ირლანდიურ ლიტერატურაში ჯონ ბენვილის (1945) სახელი გამორჩეულია. მის დახვეწილ, სტილისტურად უნაკლო პროზას ხშირად ვლადიმირ ნაბოკოვისას ადარებენ. ბენვილი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომელიც მწერალს 2005 წელს მიენიჭა რომანისთვის „ზღვა“. „ზღვა“ ხანში შესული მაქს მორდენის მონათხრობია, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზღვისპირა სოფელში ჩადის. იგი იხსენებს ბავშვობაში ამ ადგილას გატარებულ ზაფხულს, როცა გრეისების ოჯახი გაიცნო – ადამიანები, რომლებმაც მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.
11.90d 3.00d
გ. კ. ჩესტერტონი მოთხრობები მამა ბრაუნზე, 398 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი გ. კ. ჩესტერტონი (1874-1936) უამრავი ლექსის, მოთხრობის, რომანისა და ესეს ავტორია, თუმცა, პირველ რიგში, მაინც მამა ბრაუნის შესახებ შექმნილი მოთხრობებითაა ცნობილი. ამ მოთხრობებში ყოველთვის არის დამნაშავე, რომლის მხილებასაც ჩია, მორიდებული კათოლიკე მღვდელი ცდილობს. ბრიტანეთში მამა ბრაუნი პოპულარობით ლეგენდარულ ბეიკერსტრიტელ დეტექტივსაც კი უწევს მეტოქეობას. ჩესტერტონი – მისი კლასიკად ქცეული სენტენციებისა და თხრობის ბრწყინვალე სტილის წყალობით – არა მხოლოდ დეტექტიური ჟანრის მოყვარულებს იზიდავს.
10
დიოგენეს ბიბლიოთეკა
რომენ გარი თეთრი ძაღლი, 304 გვ. ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც – წესის მიხედვით – ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალს ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის ერგო. „თეთრი ძაღლი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია – რეალური ამბავი, თუ როგორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანებისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ საგანგებოდ შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი.
9.90d 5.00d
ჯულიან ბარნსი ფლობერის თუთიყუში, 280 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ „რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მოიძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯიუტობთ, თავს არ ვანებებთ“. ეს ჯეფრი ბრაითუეიტის, ფლობერის შემოქმედების მოყვარული მკვლევრის სიტყვებია, რომელიც მთელი წიგნის მანძილზე გენიოსის ცხოვრების დეტალებს უღრმავდება და მათზე მსჯელობს. ეს წიგნი შეიძლება გუსტავ ფლობერის უჩვეულო ფორმის ბიოგრაფიად ჩაითვალოს, შეიძლება – ერთი ახირებული კაცის მსჯელობად მწერლობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნამდვილი ლიტერატურაა.
9.90d 3.00d
პიტერ კერი ძარცვა, 404 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ (1943) იგივე მოახერხა, რაც თურქმა ორჰან ფამუქმა და სამხრეთ აფრიკელმა ჯონ კუტზეემ – თავისი ქვეყანა გეოგრაფიული პერიფერიიდან თანამედროვე ლიტერატურის ცენტრში გადაიტანა. პიტერ კერის ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა. 2006 წელს გამოქვეყნებული რომანი „ძარცვა“ ერთ დროს სახელგანთქმული ავსტრალიელი მხატვრის, მაიკლ ბოუნის, მეტსახელად ბუჩერის ამბავია. ყველასგან დავიწყებული მაიკლი დღეებს მიყრუებულ სოფელში, აუტისტ ძმასთან ერთად ატარებს, სანამ მათ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი არ ჩნდება, რომელიც ყველაფერს ცვლის.
11.90d 5.00d 11
დიოგენეს ბიბლიოთეკა
9.90d 1.00d
პოლ ოსტერი, ჯ. მ. კუტზეე აქ და ახლა – წერილები (2008-2011), 332 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ქეთი ქანთარიამ და ირმა ტაველიძემ მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი. ედით უორტონი, უმანკოების ხანა, 428 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა „უმანკოების ხანა“ ძველი ნიუ-იორკის ცხოვრების ამსახველი რომანია. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც „სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელანდის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
11.90d 8.00d
13.90d 9.00d
12
უილიამ ფოლკნერი დროშები მტვერში, 548 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ „დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ „იოკნაპატოფას ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს – გამომცემლის დაჟინებით – „სარტორისი“ დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. „დროშები მტვერში“ – ავტორისეული სახელწოდებით და სრულად – მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ – 1973-ში გამოიცა. ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება.