ამერიკელები საახალწლო 2016

Page 1

სერია „ამერიკელები“

წიგნის საახალწლო ფესტივალი

2016


ამერიკელები

14.90d 9.00d

14.90d 9.00d

ჯონათან საფრან ფოერი სრული გასხივოსნება მაგარი ყდა, 408 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ 25 წლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) ამერიკულ ლიტერატურაში გამოჩენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის შესახებ არათუ რიგითი კრიტიკოსები, პროზის დინჯი და სიტყვაძუნწი ოსტატებიც კი აღფრთოვანებით წერდნენ. 2002 წელს გამოქვეყნებულ სადებიუტო რომან „სრულ გასხივოსნებას“ ჯონ აპდაიკმა „გამაოგნებელი წიგნი“ უწოდა. ეს არის გამქრალი ებრაული დასახლება ტრახიმბროდის, ამ დასახლების საძებნად უკრაინაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე მისი ოდესელი თარჯიმნის ისტორია, მოთხრობილი მეტად უცნაური და სასაცილო ენით.

ფილიპ როთი პორტნოის სინდრომი მაგარი ყდა, 340 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი – ფილიპ როთი (1933) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ჰანტერ ს. თომპსონი ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში მაგარი ყდა, 216 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით – „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებდამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის – რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლასვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.

12.90d 5.00d

2


ამერიკელები

უილიამ ბეროუზი ჯანქი მაგარი ყდა, 216 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ უილიამ ბეროუზი (1914-1997), ჯეკ კერუაკთან და ალენ გინზბერგთან ერთად, ბიტ-მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. „ჯანქი“ ბეროუზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. ეს არის ავტობიოგრაფიული ტექსტი – ერთგვარი რეპორტაჟი, რომელშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანის გამოცდილებაა აღწერილი.

12.90d 8.00d თომას პინჩონი ლოტ 49-ის გამოცხადება მაგარი ყდა, 224 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტე­რა­ ტურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი. „ლოტ 49-ის გამოცხადება“ – რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია – პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.

12.90d 5.00d

სოლ ბელოუ ჰენდერსონი, წვიმის მეფე მაგარი ყდა, 562 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ – ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი – 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება.

16.90d 8.00d 3


ამერიკელები

სილვია პლათი ზარხუფი მაგარი ყდა, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა „ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.

12.90d 8.00d ვუდი ალენი თანამდევი მოვლენები მაგარი ყდა, 164 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „თანამდევი მოვლენები“ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, ვუდი ალენის (1935) იუმორისტული კრებულია, რომელიც განსხვავებული ფორმისა და თემატიკის ჩვიდმეტი ტექსტისაგან შედგება. პროფესორ ნიდელმანის მოსაგონარს, მსჯელობას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, პლატონის დიალოგების სტილში დაწერილ საკუთარი თავის აპოლოგიას თუ გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქმულ სიტყვას ერთი რამ აერთიანებს – ყველა მათგანი ძალიან სასაცილოა.

11.90d 6.00d ჯოის კეროლ ოუტსი შავი წყალი მაგარი ყდა, 154 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ რომანი „შავი წყალი“ 1992 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს ამ წიგნისთვის ოუტსი პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. ამ მცირე რომანში დატრიალებული ამბავი ე.წ. „ჩაპაკვიდიკის ინციდენტს“ ეხმიანება – 1969 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როცა კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანამგზავრი ახალგაზრდა ქალი კი დაიღუპა.

11.90d 3.00d

4


ამერიკელები

კურტ ვონეგუტი სარწეველა ფისოსათვის მაგარი ყდა, 360 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ დოქტორი ფელიქს ჰონიკერი, ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი, მთლიანად სამეცნიერო კვლევა-ძიებაშია ჩაფლული და მისი მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების დამღუპველი შედეგები ნაკლებად აღელვებს. იგი ერთი მეტად სახიფათო გამოგონების ავტორია, რომელსაც „ყინული-9“ ჰქვია. „ყინული-9“ მსოფლიო ოკეანესთან დაკავშირებულ ნებისმიერ მდინარესა თუ ნაკადულში მოხვედრისას წყალს ყინულად აქცევს და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე. ეს გამოგონება ჰონიკერის მემკვიდრეთა ხელში ხვდება, მათ კი ანგარება ამოძრავებთ...

14.90d 8.00d

ჯეკ კერუაკი დჰარმის მაწანწალები მაგარი ყდა, 300 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ „ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს.

14.90d 8.00d

პოლ ოსტერი ილუზიების წიგნი მაგარი ყდა, 422 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ პროფესორი დევიდ ზიმერი ღრმა დეპრესიით იტანჯება მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფის შედეგად მეუღლე და შვილები დაკარგა. შემთხვევით იგი ნახულობს ფილმს მუნჯი კინოს ერთ დროს ცნობილი მსახიობის ჰექტორ მანის მონაწილეობით, რომე­ ლიც 1929 წელს უკვალოდ გაუჩინარდა. ზიმერი იწყებს მოგზაუ­ რობას ამერიკასა და ევროპაში, რათა მოიძიოს იშვიათი ფილმები მანის მონაწილეობით და მსახიობის შესახებ წიგნი დაწეროს. ერთ დღეს იგი უცნაურ წერილს იღებს, რომლიდანაც იტყობს, რომ მსახიობი ჰექტორ მანი ცოცხალია და მასთან შეხვედრა სურს...

14.90d 6.00d 5


ამერიკელები

სტივენ კინგი კერი მაგარი ყდა, 280 გვ. ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ

14.90d 9.00d

„კერი“ სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. სწორედ ამ წიგნით დაიწყო ახალი ხანა ჰორორის ჟანრის ლიტერატურაში. ეს გახლავთ ერთი დაჩაგრული (შინ – დედის რელიგიური ფანატიზმისაგან, ხოლო სკოლაში – თანაკლასელების დაუნდობლობისაგან) და ყველასგან გარიყული გოგონას – კერიეტ უაიტის – ტრაგიკული ისტორია. გოგონას ყოველი მცდელობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით მთავრდება. თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, მწარედ იძიოს შური... ჯეფრი იუჯინიდისი თვითმკვლელი ქალწულები მაგარი ყდა, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

14.90d 9.00d

„თვითმკვლელი ქალწულები“ ჯეფრი იუჯინიდისის პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების – ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში. თრუმენ კეპოუტი ხელის აუკანკალებლად მაგარი ყდა, 368 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

16.90d 10.00d

6

თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე. წ. „ახალი ჟურნალისტიკის“ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი „ხელის აუკანკალებლად“ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს – 1959 წ. კანზასში ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი (მამა, დედა და ორი შვილი) ამოწყვიტეს – და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდელობაა.


ამერიკელები

ჯონ აპდაიკი ბრაზილია მაგარი ყდა, 374 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ კოპაკაბანის ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო – რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი – შემთხვევით გაიცნობს იზაბელს – ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ტრისტაო და იზაბელი გადაწყვეტენ – ისინი ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს და მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს. გამოცდა კი – თან სრულიად მოულოდნელი – წინ არაერთია. ჯონ აპდაიკის (1932-2009) „ბრაზილია“ თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ვნებითა და სისასტიკით გაჯერებული ამბავია.

16.90d 10.00d

ჩარლზ ბუკოვსკი ფოსტა მაგარი ყდა, 248 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ რომანი „ფოსტა“ მწერლის პირველი ბიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც სამ კვირაში დაიწერა. ამ წიგნმა მწერალს დიდი წარ­მატება მოუტანა და ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდრა საპა­ტიო ადგილი ე. წ. „ბინძური ლიტერატურის“ ჟანრში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად თხრობის ხაზგასმულად ნატუ­რალისტური, ზოგჯერ შოკის მომგვრელი მანერისა, მწერლის ძალზე თავისებური, ნაღვლიანი იუმორი, განმაიარაღებელი გულ­წრფელობა და საკუთარი თავის მიმართ უაღრესად საღი და ირო­ნიული დამოკიდებულება არც ერთ მკითხველს გულგრილს არ ტოვებს.

14.90d 9.00d

რიჩარდ იეიტსი სააღდგომო ჩვენება მაგარი ყდა, 286 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ საუკეთესო პროზაიკოსად აღიარებული ამერიკელი მწერლის, რიჩარდ იეიტსის (1926-1992) რომანი „სააღდგომო ჩვენება“ მკითხველთა და კრიტიკოსთა სამართლიან გაოცებას იწვევს - თავისი უჩვეულოდ ძუნწი, ლაკონური და, ამავე დროს, საოცრად ტევადი თხრობის სტილის წყალობით ამ არცთუ სქელტანიან წიგნში მწერალი ერთი ოჯახის თითქმის სამი თაობის ბედ-იღბლის თანაზიარად გვაქცევს. ეს სევდიანი საგა მოგვითხრობს იმაზე, რომ ამ ცხოვრებაში არცერთი გზის არჩევა ბედნიერების უპირობო საწინდარი არ არის და არც შეიძლება იყოს...

17.90d 10.00d 7


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.