დიოგენე - თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

Page 1

70

pepi

2015

გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა

თბილისის წიგნის ფესტივალი

კატალოგი



გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა

თბილისის წიგნის ფესტივალი

კატალოგი 2015

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ 2 სერია „ამერიკელები“

11

სხვა თარგმანები

17

არამხატვრული ლიტერატურა

26

ქართველი ავტორები

29

საბავშვო და საყმაწვილო

33


სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ გაერთიანებული უცხოენოვანი ლიტერატურა პირველად გამოიცემა ქართულად. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს ნახავთ, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით – ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა.

მაიკლ ონდააჩი ინგლისელი პაციენტი, 344 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჩადუნელმა

14.90d 10.00d

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია: კანადელი ქურდი და სიქჰი გამნაღმველი. ეს წიგნი სწორედ ამ ოთხი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადამიანის ამბავია. „ინგლისელი პაციენტისთვის“ მაიკლ ონდააჩის ბუკერის პრემია მიენიჭა. წიგნი კიდევ უფრო ცნობილი მას მერე გახდა, რაც მის მიხედვით ფილმი გადაიღეს.

ჰერმან ბროხი მთვარეულები, 850 გვ. გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ

19.90d 15.00d 2

„მთვარეულები“ დიდი ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის (1886-1951) პირველი ფილოსოფიური რომანი-ტრილოგიაა. მწერალმა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანიის მაგალითზე, მოახერხა არა მხოლოდ აღეწერა და გაეანალიზებინა ეპოქათა ცვლის მტკივნეული პროცესი, არამედ წინასწარ განეჭვრიტა ის ახალი რეალობა, რომელიც ევროპულ ფასეულობათა შეუქცევადი ცვლის შედეგად დადგებოდა. ამან, უდავო ლიტერატურულ ღირსებებთან ერთად, რომანი საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოებად აქცია.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ელის მანრო ძვირფასი სიცოცხლე, 284 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ 2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში ეჭვი არავის შეჰპარვია, გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია – ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს დაუწერია, მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომანების ავტორების გვერდით თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან ხოლმე. მანროსადმი მიძღვნილ სტატიებში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ 2013 წლის ლიტერატურული ნობელი არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჟანრის დაფასებაც იყო. „ძვირფასი სიცოცხლე“ ავტორის ბოლო კრებულია.

11.90d 10.00d

სალმან რუშდი ეშმაკეული აიები, 758 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ ზამთრის ერთ დილას, გარიჟრაჟზე, ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი ლამანშის თავზე აფეთქდა. ნამსხვრევებსა და ათას უსარგებლო ნივთს შორის ორი ადამიანი მოფრინავს – მთელს ჰინდუსტანში სახელგანთქმული მსახიობი ჯაბრაილ ფარიშტა და მავანი სალადინ ჩამჩა, 1001 ხმის პატრონს რომ ეძახდნენ... ერთმანეთს ებღაუჭებიან, მოფრინავენ, მოიმღერიან, მერე კი ზღვაში ჩაინთხლევიან და, რაღაც სასწაულით გადარჩენილებს, ტალღები ალბიონის დათოვლილ სანაპიროზე გამორიყავს... ჯაბრაილს წმინდანის ბაკი ადგას თავზე, სალადინ ჩამჩა კი ერთ რაღაც გაბანჯგვლულ, ფლოქვებიან, რქოსან არსებად ქცეულა. ვიღაცამ უეჭველად კეთილისა და ბოროტის დაუსრულებელი ბრძოლის ასპარეზზე გამოსაყვანად არჩია ისინი...

19.90d 15.00d

სალმან რუშდი ჯოზეფ ანტონი, 846 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ 1989 წლის 14 თებერვალს სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორმა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯათო... ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი „ეშმაკეული აიები“ ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა მიმართულიო. ასე იწყება ლამის დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, როგორ იქცა მწერალი დევნილად საკუთარ ქვეყანაში; მდევნელთაგან დასამალად კი იძულებული ხდებოდა, ერთთავად პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო და ისიც კი მოსთხოვეს, ეგებ ფსევდონიმი შეგერჩიაო. მანაც საყვარელი მწერლები გაიხსენა და არჩევანი კონრადსა და ჩეხოვზე შეაჩერა – ასე მოევლინა ქვეყანას ჯოზეფ ანტონი.

19.90d 15.00d 3


დიოგენეს ბიბლიოთეკა

14.90d 10.00d

11.90d 10.00d

ფილიპ როთი ამერიკული პასტორალი, 612 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. იგი თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...

ჯეკ კერუაკი გზაზე, 488 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჭილაძემ ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922-1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ – 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი. მილან კუნდერა ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, 380 გვ. ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ – მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი – 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს.

11.90d 10.00d 4


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ჩაკ პალანიკი მებრძოლთა კლუბი, 264 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ „მებრძოლთა კლუბი“ – ჩაკ პალანიკის პირველი რომანი – 1996 წელს გამოქვეყნდა. 1999-ში დევიდ ფინჩერმა წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო. „არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც „მებრძოლთა კლუბში“. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული... ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. „მებრძოლთა კლუბშიც“ ისმის ხმაური და ხვნეშა, როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ“.

9.90d 7.00d

მარგარეტ ეტვუდი ბრმა მკვლელი, 868 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) ამ საუკუნეში პირველი ბუკერის პრემია მიენიჭა. ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი 2000 წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს გავს: დების – აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია...

ბოჰუმილ ჰრაბალი ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, 310 გვ. ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მეოცე საუკუნის დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (თუმცა არაოფიციალური გამოცემები მანამდეც არსებობდა). იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხანაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყნად ორი რამ აღელვებს – ფული და გოგოები... „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება – მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა მთელი მონდომებით.

15.90d 10.00d

9.90d 5.00d 5


დიოგენეს ბიბლიოთეკა

სემუელ ბეკეტი მოლოი, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ სემუელ ბეკეტს (1906-1989) ხან უკანასკნელ მოდერნისტად მოიხსენიებენ, ხანაც პირველ პოსტმოდერნისტად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბეკეტი – ჯეიმზ ჯოისთან ერთად – მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიელი მწერალია. „მოლოი“ – ბეკეტის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი – ფრანგულად დაიწერა და 1951 წელს გამოიცა. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიკ ბოულზმა, ავტორთან ერთად, წიგნი ინგლისურად თარგმნა. რომანი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორი პერსონაჟის, მოლოისა და ჟაკ მორანის მონათხრობისაგან შედგება.

9.90d 7.00d

11.90d 5.00d

9.90d 5.00d 6

რადიარდ კიპლინგი კიმი, 442 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ პატარა, ობოლი კიმბოლ ო’ჰარა – მეტსახელად „ქვეყნიერების ძმაბიჭი“ – ინდოეთის ქალაქ ლაჰორში ცხოვრობს. იქაური ბაზრის ბიჭბუჭობაში არც გამოირჩევა, შავტუხაა და მეტწილად ადგილობრივ კილოკავზე უქცევს, თუმცა თეთრკანიანია – ირლანდიელ ფეხოსანთა ლეგიონის მედროშის შვილი. კიმი ტიბეტელ ლამას უმეგობრდება და მასთან ერთად გასწევს სახეტიალოდ. მალე კი გამჭრიახი და ენამოსწრებული პატარა ბიჭი „დიდი თამაშის“ მონაწილე ხდება, თამაშისა, რომელშიც ჩაბმულები არიან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური და რუსეთის იმპერიის ჯაშუშები. ჯონ ბენვილი ზღვა, 226 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თანამედროვე ირლანდიურ ლიტერატურაში ჯონ ბენვილის (1945) სახელი გამორჩეულია. მის დახვეწილ, სტილისტურად უნაკლო პროზას ხშირად ვლადიმირ ნაბოკოვისას ადარებენ. ბენვილი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომელიც მწერალს 2005 წელს მიენიჭა რომანისთვის „ზღვა“. „ზღვა“ ხანში შესული მაქს მორდენის მონათხრობია, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზღვისპირა სოფელში ჩადის. იგი იხსენებს ბავშვობაში ამ ადგილას გატარებულ ზაფხულს, როცა გრეისების ოჯახი გაიცნო – ადამიანები, რომლებმაც მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

გ. კ. ჩესტერტონი მოთხრობები მამა ბრაუნზე, 398 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი გ. კ. ჩესტერტონი (18741936) უამრავი ლექსის, მოთხრობის, რომანისა და ესეს ავტორია, თუმცა, პირველ რიგში, მაინც მამა ბრაუნის შესახებ შექმნილი მოთხრობებითაა ცნობილი. ამ მოთხრობებში ყოველთვის არის დამნაშავე, რომლის მხილებასაც ჩია, მორიდებული კათოლიკე მღვდელი ცდილობს. ბრიტანეთში მამა ბრაუნი პოპულარობით ლეგენდარულ ბეიკერსტრიტელ დეტექტივსაც კი უწევს მეტოქეობას. ჩესტერტონი – მისი კლასიკად ქცეული სენტენციებისა და თხრობის ბრწყინვალე სტილის წყალობით – არა მხოლოდ დეტექტიური ჟანრის მოყვარულებს იზიდავს.

11.90d 5.00d

რომენ გარი თეთრი ძაღლი, 304 გვ. ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც – წესის მიხედვით – ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალს ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის ერგო. „თეთრი ძაღლი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია – რეალური ამბავი, თუ როგორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანებისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ საგანგებოდ შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი.

9.90d 5.00d

ჯულიან ბარნსი ფლობერის თუთიყუში, 280 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ „რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მოიძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯიუტობთ, თავს არ ვანებებთ“. ეს ჯეფრი ბრაითუეიტის, ფლობერის შემოქმედების მოყვარული მკვლევრის სიტყვებია, რომელიც მთელი წიგნის მანძილზე გენიოსის ცხოვრების დეტალებს უღრმავდება და მათზე მსჯელობს. ეს წიგნი შეიძლება გუსტავ ფლობერის უჩვეულო ფორმის ბიოგრაფიად ჩაითვალოს, შეიძლება – ერთი ახირებული კაცის მსჯელობად მწერლობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნამდვილი ლიტერატურაა.

9.90d 6.00d 7


დიოგენეს ბიბლიოთეკა

11.90d 8.00d

11.90d 10.00d

9.90d 5.00d 8

პიტერ კერი ძარცვა, 404 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ (1943) იგივე მოახერხა, რაც თურქმა ორჰან ფამუქმა და სამხრეთ აფრიკელმა ჯონ კუტზეემ – თავისი ქვეყანა გეოგრაფიული პერიფერიიდან თანამედროვე ლიტერატურის ცენტრში გადაიტანა. პიტერ კერის ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა. 2006 წელს გამოქვეყნებული რომანი „ძარცვა“ ერთ დროს სახელგანთქმული ავსტრალიელი მხატვრის, მაიკლ ბოუნის, მეტსახელად ბუჩერის ამბავია. ყველასგან დავიწყებული მაიკლი დღეებს მიყრუებულ სოფელში, აუტისტ ძმასთან ერთად ატარებს, სანამ მათ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი არ ჩნდება, რომელიც ყველაფერს ცვლის. ჯონ ფაულზი კოლექციონერი, 436 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ ჯონ ფაულზი 1926 წელს ინგლისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მოგვიანებით კი ოქსფორდში ფრანგულს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც. „კოლექციონერი“ – ახალგაზრდა მხატვრის, მირანდა გრეისა და მასზე შეყვარებული კლერკის, ფრედერიკ კლეგის შემზარავი ისტორია – ფაულზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. წიგნს დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო, მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა და მთელი დრო ლიტერატურისთვის დაეთმო. იგი ინგლისის სამხრეთით, პროვინციულ ქალაქში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. პოლ ოსტერი, ჯ. მ. კუტზეე აქ და ახლა – წერილები (2008-2011), 332 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ქეთი ქანთარიამ და ირმა ტაველიძემ მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ედით უორტონი, უმანკოების ხანა, 428 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა „უმანკოების ხანა“ ძველი ნიუ-იორკის ცხოვრების ამსახველი რომანია. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც „სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელანდის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

11.90d 8.00d უილიამ ფოლკნერი დროშები მტვერში, 548 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ „დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ „იოკნაპატოფას ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს – გამომცემლის დაჟინებით ­– „სარტორისი“ დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. „დროშები მტვერში“ – ავტორისეული სახელწოდებით და სრულად – მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ – 1973-ში გამოიცა. ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება.

13.90d 10.00d

პ. გ. ვუდჰაუსი დაიკიდე, ჯივზ!, 272 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ რომანებისა და მოთხრობების სერია ჯივზისა და ვუსტერის შესახებ იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსის, პელემ გრენვილ ვუდჰაუსი წიგნებს შორის ყველაზე ცნობილია. ინგლისელი არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი გამჭრიახი კამერდინერი ჯივზი მსოფლიო ლიტერატურაში ისევე ცნობილები არიან, როგორც ჰოლმსი და უოტსონი. „დაიკიდე, ჯივზ!“ ამ სერიის ერთერთი წიგნია.

9.90d 7.00d 9


დიოგენეს ბიბლიოთეკა

11.90d 8.00d

პოლ ოსტერი მისნის ღამე, 324 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ სიდნი ორი, ამ წიგნის პროტაგონისტი, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. თვეების შემდეგ ახალ ცხოვრებას ისე იწყებს, თითქოს ბურანშია – და აი აქ ხვდები, რომ რეალობის განცდადაკარგულს, ფიზიკურად სრულიად გამოფიტულს, ქუჩაში ექიმის რჩევით ჯიუტად მოლასლასე ადამიანს რეალობა სულ სხვანაირად წარმოუდგება. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მყარი, თავისთავად მისაღები, მკვიდრად ფესვგადგმული ჩანს, მისთვის აუტანლად მძიმე და დიდია (თავის ლამის უსხეულო არსებობასთან შედარებით), ყველა როლი ცხოვრებაში – განსაკუთრებული, მწერლის ხელობა კი – ერთადერთი გასაღები, რომლის მეშვეობითაც ხელახლა შეძლებს რეალობაში შესვლას.

9.90d 8.00d

ჯ. მ. კუტზეე სირცხვილი, 300 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან „სირცხვილისთვის“ მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. წიგნის მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი მჟღავნდება.

11.90d 8.00d

ჰენრი მილერი კირჩხიბის ტროპიკი, 420 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ „კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია. წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა.

10


სერია „ამერიკელები“

სერია „ამერიკელები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს. ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა.

ჯონათან საფრან ფოერი სრული გასხივოსნება მაგარი ყდა, 408 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ 25 წლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) ამერიკულ ლიტერატურაში გამოჩენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის შესახებ არათუ რიგითი კრიტიკოსები, პროზის დინჯი და სიტყვაძუნწი ოსტატებიც კი აღფრთოვანებით წერდნენ. 2002 წელს გამოქვეყნებულ სადებიუტო რომან „სრულ გასხივოსნებას“ ჯონ აპდაიკმა „გამაოგნებელი წიგნი“ უწოდა. ეს არის გამქრალი ებრაული დასახლება ტრახიმბროდის, ამ დასახლების საძებნად უკრაინაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე მისი ოდესელი თარჯიმნის ისტორია, მოთხრობილი მეტად უცნაური და სასაცილო ენით.

14.90d 10.00d

ფილიპ როთი პორტნოის სინდრომი მაგარი ყდა, 340 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი – ფილიპ როთი (1933) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.

14.90d 10.00d 11


ამერიკელები

ჰანტერ ს. თომპსონი ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში მაგარი ყდა, 216 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით – „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის – რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.

12.90d 5.00d უილიამ ბეროუზი ჯანქი მაგარი ყდა, 216 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ უილიამ ბეროუზი (1914-1997), ჯეკ კერუაკთან და ალენ გინზბერგთან ერთად, ბიტ-მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. „ჯანქი“ ბეროუზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. ეს არის ავტობიოგრაფიული ტექსტი – ერთგვარი რეპორტაჟი, რომელშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანის გამოცდილებაა აღწერილი.

12.90d 5.00d

12.90d 5.00d 12

თომას პინჩონი ლოტ 49-ის გამოცხადება მაგარი ყდა, 224 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი. „ლოტ 49-ის გამოცხადება“ – რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია – პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.


ამერიკელები

სოლ ბელოუ ჰენდერსონი, წვიმის მეფე მაგარი ყდა, 562 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ – ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი – 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება.

16.90d 10.00d სილვია პლათი ზარხუფი მაგარი ყდა, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა „ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.

12.90d 10.00d ვუდი ალენი თანამდევი მოვლენები მაგარი ყდა, 164 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „თანამდევი მოვლენები“ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, ვუდი ალენის (1935) იუმორისტული კრებულია, რომელიც განსხვავებული ფორმისა და თემატიკის ჩვიდმეტი ტექსტისაგან შედგება. პროფესორ ნიდელმანის მოსაგონარს, მსჯელობას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, პლატონის დიალოგების სტილში დაწერილ საკუთარი თავის აპოლოგიას თუ გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქმულ სიტყვას ერთი რამ აერთიანებს – ყველა მათგანი ძალიან სასაცილოა.

11.90d 7.00d 13


ამერიკელები

ჯოის კეროლ ოუტსი შავი წყალი მაგარი ყდა, 154 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ რომანი „შავი წყალი“ 1992 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს ამ წიგნისთვის ოუტსი პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. ამ მცირე რომანში დატრიალებული ამბავი ე.წ. „ჩაპაკვიდიკის ინციდენტს“ ეხმიანება – 1969 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როცა კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანამგზავრი ახალგაზრდა ქალი კი დაიღუპა.

11.90d 5.00d

14.90d 10.00d

კურტ ვონეგუტი სარწეველა ფისოსათვის მაგარი ყდა, 360 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ დოქტორი ფელიქს ჰონიკერი, ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი, მთლიანად სამეცნიერო კვლევა-ძიებაშია ჩაფლული და მისი მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების დამღუპველი შედეგები ნაკლებად აღელვებს. იგი ერთი მეტად სახიფათო გამოგონების ავტორია, რომელსაც „ყინული-9“ ჰქვია. „ყინული-9“ მსოფლიო ოკეანესთან დაკავშირებულ ნებისმიერ მდინარესა თუ ნაკადულში მოხვედრისას წყალს ყინულად აქცევს და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე. ეს გამოგონება ჰონიკერის მემკვიდრეთა ხელში ხვდება, მათ კი ანგარება ამოძრავებთ...

14.90d 10.00d

ჯეკ კერუაკი დჰარმის მაწანწალები მაგარი ყდა, 300 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ „ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს.

14


ამერიკელები

პოლ ოსტერი ილუზიების წიგნი მაგარი ყდა, 422 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ პროფესორი დევიდ ზიმერი ღრმა დეპრესიით იტანჯება მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფის შედეგად მეუღლე და შვილები დაკარგა. შემთხვევით იგი ნახულობს ფილმს მუნჯი კინოს ერთ დროს ცნობილი მსახიობის ჰექტორ მანის მონაწილეობით, რომელიც 1929 წელს უკვალოდ გაუჩინარდა. ზიმერი იწყებს მოგზაურობას ამერიკასა და ევროპაში, რათა მოიძიოს იშვიათი ფილმები მანის მონაწილეობით და მსახიობის შესახებ წიგნი დაწეროს. ერთ დღეს იგი უცნაურ წერილს იღებს, რომლიდანაც იტყობს, რომ მსახიობი ჰექტორ მანი ცოცხალია და მასთან შეხვედრა სურს...

14.90d 10.00d

სტივენ კინგი კერი მაგარი ყდა, 280 გვ. ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ „კერი“ სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. სწორედ ამ წიგნით დაიწყო ახალი ხანა ჰორორის ჟანრის ლიტერატურაში. ეს გახლავთ ერთი დაჩაგრული (შინ – დედის რელიგიური ფანატიზმისაგან, ხოლო სკოლაში – თანაკლასელების დაუნდობლობისაგან) და ყველასგან გარიყული გოგონას – კერიეტ უაიტის – ტრაგიკული ისტორია. გოგონას ყოველი მცდელობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით მთავრდება. თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, მწარედ იძიოს შური...

14.90d 10.00d

ჯეფრი იუჯინიდისი თვითმკვლელი ქალწულები მაგარი ყდა, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ „თვითმკვლელი ქალწულები“ ჯეფრი იუჯინიდისის პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების – ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.

14.90d 10.00d 15


ამერიკელები

თრუმენ კეპოუტი ხელის აუკანკალებლად მაგარი ყდა, 368 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე. წ. „ახალი ჟურნალისტიკის“ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი „ხელის აუკანკალებლად“ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს – 1959 წ. კანზასში ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი (მამა, დედა და ორი შვილი) ამოწყვიტეს – და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდელობაა.

16.90d 12.00d

16


სხვა თარგმანები

ორჰან ფამუქი ნივთების უმანკოება მაგარი ყდა, სუპერი. 260 გვ. თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, სახლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგარაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფეროებზე მოგვითხრობს, პარალელურად აღგვიწერს, თუ როგორ ქმნიდა ორჰან ფამუქი თხუთმეტი წლის განმავლობაში „უმანკოების მუზეუმს“ და მუზეუმის კატალოგადაც გვევლინება.

34.90d 25.00d

ორჰან ფამუქი უმანკოების მუზეუმი 712 გვ. თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია, რომელიც, ძირითადად, 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია – ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.

19.90d 15.00d ორჰან ფამუქი სტამბოლი 540 გვ. თურქულიდან თარგმნა თამარ ალფენიძემ „სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. „ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც“.

13.90d 10.00d 17


სხვა თარგმანები

15.90d 10.00d

ორჰან ფამუქი სხვა ფერები, 694 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა „სხვა ფერები“ ორჰან ფამუქის ჩანაწერების კრებულია. ეს ჩანაწერები წლების მანძილზე, მწერლის რომანების პარალელურად იქმნებოდა. ისევე, როგორც ტექსტების ფორმა (ესე, სტატია, საჯარო გამოსვლა, ინტერვიუ, მოთხრობა...) მათი თემატიკაც განსხვავებულია: კულტურათა დაპირისპირება, ისტორია, პოლიტიკა, რელიგია, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა... ამ მასშტაბურ თემებზე მსჯელობა წიგნის მხოლოდ ნაწილია. აქვეა ჩანაწერები, რომლებიც ყოფით და, შესაძლოა, მკითხველისთვის უფრო საინტერესო ამბებს ეხება. მაგალითად, როგორ დაანება მწერალმა თავი მოწევას, ან რა ახირებები აქვს მაჯის საათებთან დაკავშირებით. ორჰან ფამუქი გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი 174 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ია ბერსენაძემ „გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“ რომანის ხელოვნების შესახებ დაწერილი ესეების კრებულია.

9.90d 5.00d სტივენ კინგი ბნელი კოშკი 1 (მსროლელი), 294 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

9.90d 7.00d 18

რვა წიგნისაგან შემდგარი სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარულებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი – ყველა სამყაროს შემაკავშირებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქმედების მწვერვალს უწოდებს. „მსროლელი“ სერიის პირველი წიგნია. მასში მკითხველი ეცნობა მთავარ გმირს, რომელსაც მეტოქის, ძლევამოსილი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრახავს, რათა მისი დახმარებით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს.


სხვა თარგმანები

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 2 (სამის გამორჩევა), 510 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნინო შეყილაძემ „სამის გამორჩევა“ ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, „მსროლელის“, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე – „პატიმარზე“, „ჩრდილების ქალბატონზე“ და „სიკვდილზე“ ამახვილებინებს. „სამის გამორჩევა“ სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს – როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.

14.90d 10.00d სტივენ კინგი ჯოილენდი, 316 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა ხანში შესული დევინ ჯონსი ახალგაზრდობის ამბებს იხსენებს: „21 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ვაჟიშვილი გახლდით და ლიტერატურული მისწრაფებები მქონდა... დანჯღრეული „ფორდიც“ მყავდა (ვერაფერს ვიტყვი, რადიო კარგად უმუშავებდა), შიგადაშიგ თვითმკვლელობაზე ფიქრებს მივეცემოდი ხოლმე, გული კი გაბზარული მქონდა“. მთავარი გმირის ცხოვრება 1973 წლის ზაფხულში სამუდამოდ იცვლება. არდადეგებზე ჯონსი მუშაობას გასართობ პარკ „ჯოილენდში“ იწყებს. „ჯოილენდი“ სხვა მსგავსი პარკებისგან არაფრით გამორჩეული იქნებოდა, რომ არა მის ერთ-ერთ პავილიონში მომხდარი შემზარავი მკვლელობა და მასთან დაკავშირებული უცნაურობები, რომლებიც ჯონსს მოსვენებას არ აძლევს.

9.90d 7.00d

სტივენ კინგი მისტერ მერსედესი, 612 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს თამარ წილოსანმა, თამარ ხინჩაგაშვილმა და ნათია სოყურაშვილმა ამ რომანში კინგი კლასიკურ დეტექტიურ სიუჟეტს სთვაზობს მკითხველს, რაც ჟანრობრივი სიახლეა მის შემოქმედებაში. ნაწარმოებში მოქმედება 21-ე საუკუნის აშშ-ში ხდება. გადამდგარი დეტექტივი ჰოჯიზი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს მასობრივი მკვლელობის გაუხსნელი საქმე, ნელ-ნელა იძირება სულიერ დეპრესიაში. მოულოდნელად ფოსტით წერილი მოდის, რომელიც სავარაუდო მკვლელს ეკუთვნის. ეს წერილი ნამდვილი გამოწვევაა ყოფილი პოლიციელისთვის. ჰოჯიზი გადაწყვეტს, რომ ენერგიულად იმოქმედოს და აღარ დაუშვას მორიგი სისხლისღვრა...

14.90d 10.00d 19


სხვა თარგმანები

სტივენ კინგი უძილობა, 924 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა სტივენ კინგის (1947) რომანი „უძილობა“ პირველად 1994 წელს გამოქვეყნდა. რომანის მოქმედება გამოგონილ ქალაქ დერიში ვითარდება. მთავარი გმირი, რალფ რობერტსი უძილობით იტანჯება. იგი სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, რათა დაძინება შეძლოს, თუმცა ვერაფრით ახერხებს. საბოლოოდ, რალფს უცნაური ხილვები ეწყება. იგი ხედავს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ამჩნევენ...

15.90d 10.00d სტივენ კინგი წელიწადის დრონი, 712 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ „წელიწადის დრონი“ ოთხი მცირე რომანისაგან შედგენილი კრებულია. „რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან“, „ნიჭიერი მოწაფე“, „გვამი“ და „სუნთქვის მეთოდი“ განსხვავდება კინგის სხვა წიგნებისგან და ერთი ჟანრის ფარგლებს სცილდება. „წელიწადის დრონის“ ოთხი რომანიდან სამის მიხედვით ცნობილი ფილმებია გადაღებული.

14.90d 10.00d კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... 220 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

7.90d 5.00d 20

უცხოენოვან წიგნებს შორის ცოტაა ისეთი, ქართულად რამდენჯერმე რომ ეთარგმნოთ. სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში...“ ასეთი ბედნიერი გამონაკლისია. 1951 წელს გამოქვეყნებული რომანი პირველად ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა 60-იან წლებში (წიგნს „თამაში ჭვავის ყანაში“ ერქვა), ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი გია ჭუმბურიძის თარგმანი გამოიცა. ძველ ვარიანტთან შედარებით ახალ თარგმანში მთავარი გმირის – 17 წლის ჰოლდენ კოლფილდის მეტყველება (40-იანი წლების ამერიკული სლენგი) მეტადაა დაახლოებული სასაუბრო ენას და დიდწილად თავისუფალია ევფემიზმებისგან.


სხვა თარგმანები

ფრენი და ზუი, 184 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ ჯერომ სელინჯერის „ფრენი და ზუი“ გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი ძმების მსგავსად და დიდწილად მათი მეცადინეობით, ბავშვობიდან გამორჩეულები იყვნენ. მათ ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ. რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარესამყაროსთან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბოთი აღწერს.

7.90d 5.00d

ჭერი ასწიეთ დურგლებო და სიმორი, შესავალი, 262 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ლელა დუმბაძემ „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. ბადი გლასი აღწერს თავის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს, კერძოდ უფროსი ძმის, სიმორის შესახებ. სელინჯერის სხვა წიგნის „ფრენისა და ზუის“ მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.

7.90d 5.00d ჯულიან ბარნსი დასასრულის განცდა, 210 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ „დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია მიენიჭა. ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი უებსტერი და მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები მალევე უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხივე საუკუნო მეგობრობის ფიცს დებს და თავის გზას ადგება. წლების შემდეგ უკვე ხანში შესული ტონი უებსტერი მოულოდნელ წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, ბევრ უცნაურობას მალავს.

9.90d 7.00d 21


სხვა თარგმანები

9.90d 5.00d

პ. გ. ვუდჰაუსი ვუსტერთა გვარის ღირსება, 214 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ინგლისელი მწერლის პელემ გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) რომანებისა და მოთხრობების სახელგანთქმული სერიის ნაწილია. ამ ისტორიების მთავარი გმირები ინგლისელი ჭკუამხიარული არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი ყოვლისმცოდნე, მუდამ აუღელვებელი მსახური ჯივზია. „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ვუდჰაუსის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. პირველის („დაიკიდე, ჯივზ!“) მსგავსად, ამ წიგნშიც ბრწყინვალე ინგლისური იუმორითაა მოთხრობილი მორიგ ხათაბალას გადაყრილი ბერტი ვუსტერისა და მხსნელად მოვლენილი ჯივზის ამბავი.

9.90d 7.00d

პ. გ. ვუდჰაუსი ეგრე გააგრძელე, ჯივზ! 246 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ეგრე გააგრძელე, ჯივზ!“ პ. გ. ვუდჰაუსის მოთხრობების კრებულია. ეს მოთხრობები ინგლისელი მწერლის ყველაზე ცნობილი გმირების – ჯივზისა და ვუსტერის შესახებ შექმნილი სერიის ნაწილია და მეოცე საუკუნის იუმორისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. კრებული ათ მოთხრობას აერთიანებს. როგორც ზოგადად ამ სერიის წიგნებში, აქაც მთხრობელი დარდიმანდი ბერტი ვუსტერია, რომელიც დაუზარებლად ჰყვება თავს გადამხდარ ამბებს. ვუსტერი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რა ადვილად შეიძლება გაიჩარხოს ერთი შეხედვით ყოვლად უიმედო საქმე, როცა მსახურად ისეთი ჭკუის კოლოფი გყავს, როგორიც ჯივზია. ამ კრებულშივე შედის მოთხრობა, რომელშიც ამბავს თავად ჯივზი ყვება.

9.90d 5.00d

რომენ გარი ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება 230 გვ., ფრანგულიდან თარგმნა ლია დარაშვილმა რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც, წესის მიხედვით, ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალმა ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის მიიღო. „ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება“ ხანში შესული ფრანგი ბიზნესმენის, ჟაკ რენიესა და ოცდაორი წლის ბრაზილიელი გოგოს სიყვარულის ამბავია – სიყვარულის, რომელსაც, ერთი შეხედვით, მომავალი არ აქვს.

22


სხვა თარგმანები

ზოია ფირზადი შევეგუებით, 522 გვ. სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის, ზოია ფირზადის წიგნში გაერთიანებულია რომანი „შევეგუებით“ და მოთხრობები. აღსანიშნავია, რომ რომანი „შევეგუებით“ ირანში გამოსვლისთანავე არნახულად პოპულარული გახდა და რვა წლის განმავლობაში ოცდაექვსჯერ დაიბეჭდა – მწერლის შემოქმედებაში ორი საკითხია წამყვანი: გენდერული (რომლის საინტერესო და ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს რომანი „შევეგუებით“) და სხვადასხვა კონფესიის თანაარსებობა ისლამურ რესპუბლიკაში (რომლის ღრმა და დელიკატურ ასახვასაც წარმოადგენს სამი მოთხრობა საერთო სათაურით „აღდგომამდე ერთი დღე რჩება“).

14.90d 10.00d

ერნესტო ჩე გევარა მოტოციკლისტის დღიური, 340 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ 1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს. „მოტოციკლისტის დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი „ჩე“, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ... 2004 წელს უოლტერ სალესმა „მოტოციკლისტის დღიურის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ნიკოლას სპარკსი გზა საკურთხევლისაკენ, 212 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარკსის რომანი „გზა საკურთხევლისაკენ“ პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. „წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ“ – ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს. რამდენიმე წლის შემდეგ წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელიც რომანზე არანაკლებ პოპულარულია. „გზა საკურთხევლისაკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. იგი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

9.90d 5.00d

9.90d 5.00d 23


სხვა თარგმანები

კენ კიზი ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა 410 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ XX საუკუნის ლეგენდარული რომანი, რომლის მიხედვით სახელგანთქმულმა მილოშ ფორმანმა 5 მთავარი ოსკარის მფლობელი ფილმი გადაიღო.

11.90d 9.00d ჟან ჟენე ნოტრ-დამ-დე-ფლერი, 480 გვ. ფრანგულიდან თარგმნა გიორგი კახაბერმა

6.90d 5.00d

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. იგი პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა. მარგინალი, შეშლილი, გენიოსი – ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. ავტორი პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალების ცხოვრებას აღწერს. აქ ჟარგონს დახვეწილი პოეტური შედარებები ცვლის, ინტიმური სცენების დეტალურ აღწერას კი – ღრმა ფილოსოფიური რეფლექსია. ჟან ჟენეს შემოქმედების პირველ დამფასებლებს შორის იყვნენ ჟან კოქტო და ჟან პოლ სარტრი. დანიელ პენაკი სკოლის სევდა, 280 გვ. ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ

11.90d 8.00d 24

ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის ეს წიგნი ავტობიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმატებელმა მოსწავლემ და შემდეგ – როგორც წარმატებულმა მასწავლებელმა. „სკოლის სევდა“ აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურთულეს პროცესში.


სხვა თარგმანები

დანიელ პენაკი რომანივით საკითხავი, 238 გვ. ფრანგულიდან თარგმნა ია ბერსენაძემ ნატიფი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი“ შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა. ეს „რომანივით საკითხავია“, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.

6.90d 5.00d უმბერტო ეკო პრაღის სასაფლაო, 558 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“.

15.90d 10.00d

25


არამხატვრული ლიტერატურა

ელიზაბეტ კენდელი ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა მაგარი ყდა, სუპერი, 552 გვ. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის – მელიტონ ბალანჩივაძის, დედის – მარიას, დის – თამარისა და ძმის – ანდრიას შესახებ. წიგნში ბალანჩინისა და მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრისა და თანამოაზრის, ლიდია ივანოვას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პერიპეტიები პარალელურადაა მოთხრობილი.

19.90d 10.00d მარკ ბელასენი, ოლგა შავერნე აუტისტი ბავშვი (სახელმძღვანელო მშობლებისთვის), 310 გვ.

10.90d 8.00d

როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის პირველი ნიშნები? როგორ და როდის უნდა დაისვას დიაგნოზი? როგორ შევამსუბუქოთ ის ყოველდღიური სიძნელეები, რომლებიც ყველასთვის თავისებურია? მკურნალობისა და სწავლების რომელი მეთოდი ავირჩიოთ? რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მივცეთ უპირატესობა? რაში გამოიხატება პროგრესი? ეს წიგნი სახელმძღვანელოა მშობლებისთვის და ეხება ამ და სხვა პრობლემებს, რომლებსაც მშობლები და პროფესიონალები ყოველდღიურად აწყდებიან ბავშვის მოვლის, მკურნალობისა და სწავლების დროს. კარლ გუსტავ იუნგი ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს 324 გვ.

14.90d 10.00d 26

წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის. ორივე ნაშრომი ქართულად პირველად ითარგმნა.


არამხატვრული ლიტერატურა

ჯორჯ ბელჩი, მაიკლ ბელჩი რეკლამა და პრომოცია 856 გვ. ეს ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში, ქართულად პირველად გამოიცა. წიგნში განხილულია ძირითადი მარკეტინგული საშუალებების – რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის – წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს.

55.00d 25.00d დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა 612 გვ. მრავალმხრივი და თანამედროვე „საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა“ ეხმარება სტუდენტებს, ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს და დაეუფლონ სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობაში იხმარება თანამედროვე მსოფლიოში. მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალი ტექნოლოგიებისა და მედიის შემოქმედებითად გამოყენებას.

39.90d 20.00d

ჰენრი მ. ლევინი, პატრიკ ჯ. მაკივანი დანახარჯები – ეფექტიანობის ანალიზი, 388გვ. შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალურად ეფექტიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება ჩვენს ქვეყანაში საჭირბოროტო საკითხია. ეს ნაშრომი სწორედ ამ საჭიროებას ეხმიანება და განკუთვნილია განათლების სფეროს სპეციალისტების, გადაწყვეტილებების მიმღებების, მკვლევრების, სტუდენტებისა და, ზოგადად, საზოგადოებრივი სფეროს პროგრამებისა თუ პროექტების შეფასებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მათ შედეგზე ორიენტირებული და გონივრული საგანმანათლებლო ინიციატივების დაგეგმვასა და შეფასებაში.

9.90d 1.00d 27


არამხატვრული ლიტერატურა

ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი (ორ ტომად) პირველი ტომი (ა-მ) 204 გვ., მეორე ტომი (მ-ჰ) 180 გვ.

5.00d 3.00d

5.00d 3.00d

28

სამაგიდო წიგნი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის! პროფესიონალთა მიერ მომზადებულ ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია. ლექსიკონი დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ლიტერატურული ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და განუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს. ლექსიკონი შეადგინა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ბეროზაშვილმა.


ქართველი ავტორები

აბო იაშაღაშვილი ოსმალური მარში 156 გვ. „ოსმალური მარში“ არის საფათერაკო რომანი მეცხრამეტე საუკუნის ტფილისზე. პერსონაჟების ნაწილი ერთ დროს ნამდვილად არსებული ადამიანებია, წიგნში აღწერილი ზოგიერთი ფაქტი კი მართლაც მოხდა. სპარსეთის შაჰის პირველ ცოლს, ვენაში რომ თვალი იმკურნალა, მუსიკალური ზარდახშებით გატაცებულ კონსულ რეზა ხანს, სათავგადასავლო წიგნებისა და ღამის ტფილისში ხეტიალის მოყვარულ ვიცე-გუბერნატორ ჩაიკოვსკის, ბერლინსა და პარიზში ნასტუდენტარ მეთორმეტე ჩინის კანცლიარისტ გიორგი ვახვახოვს, სხვებისგან უჩუმრად სტივენსონსა და კიპლინგს რომ თარგმნის, ბევრიც არაფერი აკავშირებთ, ვიდრე სტამბოლიდან ტფილისში არ ჩამოდის ცნობილი ტერორისტი მუსტაფა, მეტსახელად „ბრმა“. მთავარი ამბავიც აქ იწყება...

6.90d 2.00d

აბო იაშაღაშვილი როიალ-მერი 188 გვ. „როიალ-მერი“ აგრძელებს რომან „ოსმალური მარშით“ დაწყებულ საფათერაკო ციკლს მე-19 საუკუნის ტფილისზე. წიგნი სავსეა ალუზიებით და ისტორიული ამბებით. აკვიტანელ ჰერცოგთა შთამომავლის, ელეგანტური და საზრიანი ლუი ალბრეს ყურადღებას ალიხანოვის საჯინიბოდან უჩვეულო ვითარებაში გამქრალი დოღის ცხენი იპყრობს. ქურდების დევნაში ალბრე რამდენიმე გვამს წააწყდება, რომელთაც, თითქოსდა, ერთი საერთო ნიშანი გამოარჩევს. მკვლელობების უკან გერმანული და ბრიტანული დაზვერვა დგას. ცხენის ქურდობა დიდი თამაშის ნაწილია, ამ თამაშს კი არაერთი მოულოდნელობა ახლავს...

6.90d 2.00d

დავით წერედიანი სვანური სიმღერების კვალდაკვალ 108 გვ. წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს. ახალი გამოცემა წლების წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით წერედიანის შესავალი წერილი: „სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია. წინამდებარე კრებულში, ჩემი სუბიექტური მიდრეკილებისდა მიხედვით, იმგვარი ნიმუშები ჭარბობენ, სადაც ლირიკის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის...“

4.90d 1.00d 29


ქართველი ავტორები

ლია სტურუა რჩეული 496 გვ.

15.90d 5.00d

7.90d 1.00d

„ლია სტურუას ლექსებში განუწყვეტლივ უკრავს ვიოლინო, ოღონდ ეს ვიოლინო რომელიმე კონკრეტულ მუსიკალურ მელოდიას კი არ გამოსცემს, არამედ – ბუნებაში სტიქიურად არსებულ ხმებს, ფარშევანგის ყივილი იქნება ეს, ძაღლის წკავწკავი თუ ცხენის ჭიხვინი. ეს ხმები ჩვენს ყურადღებას იპყრობენ არა მარტო შესრულების სიზუსტითა და პირველყოფილი სიცხოველით, რაც, თავისთავად, უკვე დიდი დამსახურებაა პოეტისა, არამედ ამასთანავე „ბგერით პეიზაჟს“ ქმნიან, რომელიც, შეიძლება ითქვას, საფუძველია ლია სტურუას, ერთი შეხედვით დარღვეული რიტმისა, მისი თავისუფალი ლექსისა...“ ოთარ ჭილაძე მალხაზ ხარბედია მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან 256 გვ. „მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება, აქაა ავტობიოგრაფიული ესეებიც, ბლოგები ლიტერატურაზე, მწვავე გამოხმაურებები მედიის, კულტურისა თუ პოლიტიკის საკითხებზე, მიმოხილვები, ლიტერატურული ენტომოლოგია, ქალაქი და ალტერნატიული ქალაქი, ეკოლოგია და ყოფითი ცხოვრება. ბლოგების დიდი ნაწილი რადიო „თავისუფლების“ საიტზე გამოქვეყნდა, დანარჩენები კი სხვადასხვა ელექტრონული თუ ბეჭდური გამოცემისთვის დავწერე“. მალხაზ ხარბედია ირმა ტაველიძე აღმოსავლეთის გამოგონება 138 გვ. ეს წიგნი ირმა ტაველიძის – მწერლის, მთარგმნელისა და დრამატურგის – მოთხრობების მეორე კრებულია.

17.90d 1.00d 30


ქართველი ავტორები

კოტე ჯანდიერი კონკიას ღამე 324 გვ. კრებულში შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა – „სიტყვა და წიგნი“, „მაყვლიანი“, „საოჯახო ქრონიკა“, „ხანმოკლე შვებულება“, „დაპატიჟება კინოში“, „კონკიას ღამე“, „მატარებლები გვირაბში შედიან“, „განსხვავებული კალიბრის ვაზნა“ და „გლობალიზაცია“. 2011 წელს ამ კრებულისათვის კოტე ჯანდიერს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიენიჭა.

7.90d 1.00d ზაალ სამადაშვილი ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე 200 გვ. „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ ზაალ სამადაშვილის ბოლო წლების ჩანაწერებს აერთიანებს.

4.90d 1.00d გელა ჩქვანავა სოდგარენელი შ 204 გვ. კრებული ოთხი მოზრდილი მოთხრობისაგან შედგება. მთელი წიგნი სასპენსის ეფექტზეა აგებული. ძნელია განსაზღვრო, თუ სად ხდება მოქმედება – აქ ზღაპრული და რეალური სამყარო ბუნებრივად იკვეთება, დრამატულ ეპიზოდებს კი ხშირად კომიკური სცენები ცვლის.

6.90d 1.00d 31


ქართველი ავტორები

გელა ჩქვანავა ჭიანჭველები 260 გვ. კრებულში ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი 13 მოთხრობა შევიდა, რომლებიც ავტორმა საგულდაგულოდ შეარჩია და წიგნად აქცია. მოთხრობების ნაწილი სხვადასხვა დროს ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა.

6.90d 1.00d Gela Chkvanava Toreadors, 154 გვ. ინგლისურად თარგმნა ფ. ჯ. ჰილერმა თუ გინდათ, რომ უცხოელ მეგობრებს თანამედროვე ქართული პროზა და საქართველოს უახლესი ისტორიის დრამატული მოვლენები გააცნოთ, ეს წიგნი საუკეთესო არჩევანია.

9.90d 1.00d

32


საბავშვო და საყმაწვილო

ა. ა. მილნი ვინი ფუუჰი ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმანი. დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი. 336 გვ. „ვინი ფუუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. წიგნის გამოცემიდან თითქმის 50 წლის შემდეგ ერნესტ შეპარდმა გააფერადა პირვანდელი შავთეთრი ნახატები, რათა ისინი კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა ბავშვებისათვის. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ახალი გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუუჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.

29.90d 20.00d

სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემი აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ. ზოგჯერ, როცა ვინმე ძალიან, ძალიან გიყვარს, მთელი გულით გინდა გააგებინო, რა დიდია შენი სიყვარული. მაგრამ ციცქნა და დიდმა წაბლისფერმა ყურცქვიტებმა აღმოაჩინეს, რომ სიყვარულის გაზომვა არც ისე ადვილია. ეს წიგნი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე თხუთმეტი წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.

9.90d 3.00d მარტა ალტესი არრა! დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, 32 გვ. რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგრამ ჩვენს ცუგას ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია... „არრა!“ მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. წიგნი ქართულად გია ჭუმბურიძემ თარგმნა.

4.90d 2.00d 33


საბავშვო და საყმაწვილო

გაბრიელ ვენსანი ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. გაბრიელ ვენსანი ქუჩის მუსიკოსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

9.90d 3.00d

9.90d 3.00d

„ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან“ და „ქუჩის მუსიკოსები“ გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის წიგნებია. მთავარი გმირები – თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული. 2014 წელს ამ წიგნების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი „ოსკარის“ ნომინანტი გახდა. ბარბარა რაიდი კოტრიალა ლექსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი, 32 გვ. „კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავშვო პოეზიის კლასიკური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხმეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის – ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების მისეული მეთოდი უნიკალურია: წიგნების დასასურათებლად იგი ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავს.

10.90d 3.00d ვერნერ ჰოლცვართი, ვოლფ ერლბრუხი პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. „პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული წიგნია. მასში მოთხრობილი უჩვეულო, ტრადიციული საბავშვო წიგნებისაგან განსხვავებული ისტორია და მოუსვენარი მთავარი გმირი ბავშვებს განსაკუთრებით ამხიარულებს.

7.90d 3.00d 34


საბავშვო და საყმაწვილო

ალის ბრიერ-აკე, სელია შოფრე პიერი და მთვარე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ. „პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედისთვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის – ნამგალა მთვარის მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა წიგნის პოპულარობა როგორც პატარებში, ისე დიდებში.

10.90d 3.00d სელმა მანდინი უთვალავი კოცნა ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. „როგორია კოცნა?“ კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. „კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება“. „უთვალავი კოცნა“ არის კითხვებისა და პასუხებისგან შედგენილი წიგნი და განკუთვნილია იმ პატარებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ. ორი პატარა ადამიანის დიალოგი სელმა მანდინის მიერაა ილუსტრირებული. ეს მთელ მსოფლიოში პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და, ხშირად, პირველი წიგნია.

9.90d 3.00d ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეი წიგნიერი მგელი დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. „ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა...“ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართული. მგელმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კითხვა ესწავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა. ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა.

7.90d 3.00d 35


საბავშვო და საყმაწვილო

თეა თოფურია გასაღვიძებელი ზღაპრები ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები, 168 გვ. „ეს ზღაპრები იმათთვისაა, ვისაც ძილი უყვარს და ამის გამო სკოლაში უგვიანდება. იკითხება დილაუთენია, ხმამაღლა და მკაფიოდ“. ასე იწყება თეა თოფურიას ეს მხიარული კრებული, რომელიც 25 ზღაპრისაგან შედგება. თეა თოფურია 2012 წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტი იყო.

9.90d 5.00d თეა თოფურია პარადიის არდადეგები დიდი ფორმატი, მაგარი ყდა, ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები, 76 გვ. „პარადიის არდადეგები“ თეა თოფურიას საბავშვო წიგნია, რომელიც ორი მოთხრობისგან შედგება. წიგნის სათაურად პირველი მოთხრობის სახელწოდებაა გამოტანილი. მეორე მოთხრობა – „მოდრეიფე სოფელი“ – პირველის გაგრძელებაა.

9.90d 2.00d ლელა ცუცქირიძე გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი თინა ჩხიკვიშვილის ილუსტრაციები, 44 გვ. „გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი“ სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მხიარული ზღაპარია.

17.90d 2.00d 36


საბავშვო და საყმაწვილო

თეა ლომაძე წერილი ბოთლში ნანა სამანიშვილის ილუსტრაციები, 80 გვ. მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრების ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ყველამ იცის. გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად მანამ, სანამ ქალაქში უცნაური ამბები დაიწყება…

7.90d 2.00d ასტრიდ ლინდგრენი პეპი გრძელწინდა მაგარი ყდა, 340 გვ. ინგრიდ ვანგ ნიმანის ილუსტრაციები, ეთერ კუბლაშვილის თარგმანი პეპი, ანუ პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა – კაპიტან ეფრაიმ გრძელწინდას, ზღვების ყოფილი რისხვისა და ზანგების ახლანდელი მეფის ქალიშვილი – მთელი მსოფლიოს ბავშვების უსაყვარლესი გმირია. ეს წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას ყოვლად უცნაური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

14.90d 12.00d ასტრიდ ლინდგრენი ჩვენც სალტკროკელები ვართ მაგარი ყდა, 272 გვ. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი რამდენიმე წლის წინ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, კუნძულისკენ მოაგარაკეების ოჯახი გაემგზავრა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობდა.

12.90d 8.00d 37


საბავშვო და საყმაწვილო

ასტრიდ ლინდგრენი ყაჩაღის ასული რონია მაგარი ყდა, 212 გვ. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, თამარ ჩიქოვანის თარგმანი ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების – მანამდე მოსისხლე მტრების – შერიგება და დამეგობრება.

12.90d 8.00d მიხაელ ენდე დაუსრულებელი ამბავი ასმათ ფარჯიანის თარგმანი. ორიგინალური გაფორმება, ფერადი შრიფტი, მაგარი ყდა, სუპერი. 538 გვ. საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს (1929-1995) „დაუსრულებელი ამბავი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. ფენტეზის ჟანრის ეს შედევრი ათობით ენაზეა ნათარგმნი. ამ წიგნში აღწერილი საოცარი სამყარო უკვე რამდენიმე ათწლეულია, ბავშვებსა და უფროსებს ერთნაირად აღელვებს.

25.00d 15.00d სიუ ტაუნსენდი „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“, 292 გვ. ხათუნა ბასილაშვილის თარგმანი

9.90d 5.00d 38

სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა – ხან ფაბრიკის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“ გამოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა. სიუ ტაუნსენდი არაერთი რომანისა და პიესის ავტორია, თუმცა კონან დოილისა და ა. ა. მილნის მსგავსად მისი მთელი შემოქმედება ერთმა პერსონაჟმა დაჩრდილა. ბრიტანეთში ედრიან მოული ისეთივე ცნობილი ვინმეა, როგორც შერლოკ ჰოლმსი ან ვინი ფუუჰი.


საბავშვო და საყმაწვილო

ჯინ ვებსტერი გრძელფეხება მამილო, 416 გვ. ლია გუგუნავას თარგმანი ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯინ ვებსტერის წიგნი „გრძელფეხება მამილო“ მოგვითხრობს ობოლი გოგონას ამბავს, რომელიც უცნობმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა. ამ კლასიკად ქცეულ ეპისტოლარულ რომანს დღემდე სიამოვნებით კითხულობენ სხვადსხვა ასაკის მკითხველები მთელ მსოფლიოში. გამოცემა ორენოვანია – იგი ქართულ და ინგლისურ ტექსტებს აერთიანებს. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, რომელიც დაეხმარება მკითხველებს ინგლისური ტექსტის უკეთ გაგებასა და ენის სრულყოფაში.

9.90d 8.00d მუსიკა – საყმაწვილო ენციკლოპედია დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 96 გვ. ამ ენციკლოპედიაში გაეცნობით მუსიკას, როგორც ხელოვნების უნივერსალურ დარგს; ბევრ რამეს შეიტყობთ კლასიკური, თანამედროვე და მსოფლიოს ხალხთა მუსიკის შესახებ; ნახავთ, რა ჟანრებად და მიმდინარეობებად იყოფა მუსიკა; ამოიკითხავთ საინტერესო ცნობებს ინსტრუმენტული და საოპერო მუსიკის, საკრავებისა და მათი ისტორიის შესახებ. მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი, ფოტოებითა და ნახატებით მდიდარი ეს ენციკლოპედია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველს დააინტერესებს.

14.90d 5.00d

39


როგორც ყოველთვის, ერთგულ მკითხველებს „დიოგენემ“ წელსაც გაუმზადა საჩუქრები:

ფინჯნის სადგამი ჩანთა

10 ლარის ღირებულების წიგნების ყიდვის შემთხვევაში

40 ლარის ღირებულების წიგნების ყიდვის შემთხვევაში

მაისური ლეპთრეი

90 ლარის ღირებულების წიგნების ყიდვის შემთხვევაში

200 ლარის ღირებულების წიგნების ყიდვის შემთხვევაში

ფინჯნის სადგამი, ჩანთა, მაისური და ლეპთრეი გაფორმებულია ჩვენს წიგნებთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოსახულებით, შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი. გელით ფესტივალზე და სადღესასწაულო განწყობას გისურვებთ !

.ge https://www.facebook.com/diogenepublishers



.ge

სპეციალური აქცია წიგნის ფესტივალზე! თუ თქვენ ორჰან ფამუქის შემოქმედების მოყვარული ბრძანდებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ „დიოგენეს“ შემოთავაზებით და სპეციალურ ფასად

მობრძანდით ფესტივალზე „დიოგენეს“ სტენდთან, წარმოადგინეთ ორჰან ფამუქის წიგნის „უმანკოების მუზეუმის“ თქვენი პირადი ეგზემპლარი და მიიღეთ ეს განსაკუთრებული ფასდაკლება !

20 ლარად იყიდოთ ნობელიანტი მწერლის წიგნიალბომი „ნივთების უმანკოება“

აქცია მოქმედებს მხოლოდ

2015 წლის 28-დან 31 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.