Et cetera საახალწლო 2016

Page 1

ET CETERA

ET CETERA

წიგნის საახალწლო ფესტივალი

2016


ET CETERA გამომცემლობა „დიოგენეს“ ახალი სერია E T C E T E R A , ძირითადად, ჟანრული ლიტერატურისა და ნონფიქშენის ნიმუშებს აერთიანებს. ჩვენი ბესტსელერების განახლებულ გამოცემებთან ერთად ამ სერიაში ქართველი და უცხოელი ავტორების ახალი წიგნები შედის.

უმბერტო ეკო საცდელი ნომერი, 180 გვ. იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლეიშვილი

12.90d 8.00d

„საცდელი ნომერი“ ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს (1932-2016) ბოლო რომანია, რომელიც ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა. მილანში აპირებენ გაზეთის გამოცემას, რომელიც მის დამფინანსებელ მედიამაგნატს სერიოზულ გავლენას მოუპოვებს. საცდელმა ნომერმა ცხადი უნდა გახადოს, რომ ამ გაზეთს შეუძლია საფინანსო და პოლიტიკურ წრეებს პრობლემები შეუქმნას. ნომრის მზადების კვალდაკვალ წიგნში რამდენიმე ამბავი ვითარდება: სასიყვარულო თავგადასავალი, ჟურნალისტის მკვლელობა, ბენიტო მუსოლინის აღსასრულისა და მოკავშირეთა სპეცსამსახურების საიდუმლო ისტორია... მაჰმუდ დოულათაბადი პოლკოვნიკის მიმწუხრი, 246 გვ. სპარსულიდან თარგმნა თეა შურღაიამ

14.90d 10.00d 2

ცნობილი ირანელი მწერლის მაჰმუდ დოულათაბადის (1940) რომანი „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ ავტორის სამშობლოში დღემდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა ირანის ხელისუფლების მიერ „ყველაზე კონტრრევოლუციურ“ რომანად მიჩნეული ეს თხზულება არაერთ ევროპულ ენაზეა თარგმნილი. მოქმედება XX საუკუნის 80-იან წლებში ვითარდება. შაჰის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, რომლისთვისაც ეროვნული იდეალები და ღირსება მთავარი ფასეულობებია, შვილები პატრიოტებად აღზარდა და თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. ავტორის შთამბეჭდავი თხრობის წყალობით, მკითხველი არა მარტო ერთი ოჯახის ტრაგედიის, არამედ მთელი სახელმწიფოს დრამატული ისტორიის თანამონაწილე ხდება.


ET CETERA

ალან უოტსი აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა, 242 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ოთარ ჭულუხაძემ ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი ალან უოტსი (1915-1973) აღმოსავლური სიბრძნის მოწინავე ინტერპრეტატორი იყო. წიგნში „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ შესული საუბრები უოტსის მიერ გასული საუკუნის 60-იან წლებში წაკითხული ლექციების ნაწილია. ისინი თემატურადაა შერჩეული და შინაარსობრივ მთლიანობას ქმნის. დროის განსხვავებული აღქმა დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებში, სექსუალობისადმი ქრისტიანობის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი, რწმენისა და მორალის ურთიერთმიმართება... ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებსაც უოტსი წიგნში განიხილავს.

12.90d 8.00d

მარტინ ემისი ღამის მატარებელი, 168 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ გამომძიებელი მაიკ ჰულიჰანი ცდილობს გაარკვიოს, რატომ უნდა მოეკლა თავი ახალგაზრდა ქალს, ვისაც საზრუნავი და სადარდებელი არც არაფერი ჰქონდა. რთული გამოცანა დაკვირვებას, მოვლენების სხვადასხვა მხრიდან დანახვას და ზედაპირულ შეფასებებზე უარის თქმას ითხოვს. ის, რაც მარტინ ემისის რომანში ხდება, არ ჰგავს სხვა დეტექტივებში მომხდარ ამბებს და, შესაბამისად, შეკითხვებზე პასუხის გაცემაც უფრო და უფრო რთულდება. „ღამის მატარებელი“ ვარაუდებისა და ბოლომდე გაუმხელელი სიმართლეების წიგნია...

10.90d 7.00d

ალეკო შუღლაძე გადამალვა, 200 გვ. ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. რომან „გადამალვაში“ 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარია თავმოყრილი. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან. შოთა იათაშვილი

9.90d 6.00d

3


ET CETERA

კენ კიზი ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა, 396 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

12.90d 8.00d

„...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ 1962 წელს დაიწერა. მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათია წიგნი, რომელიც ასე ზუსტად გამოხატავს კონკრეტული ეპოქის სულს და, ამავდროულად, მარა­დიულ ფასეულობებს ეხმიანება ინდივიდისა და სოციუმის ურთიერ­თობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, საკუთარი ფესვების ძიება... წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანმა ლეგენდარული ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.

ჯერომ სელინჯერი კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... 214 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

10.90d 7.00d

სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ ამ „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. მთხრობელი კი ერთი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.

პატრიკ ზიუსკინდი სუნამო, 254 გვ. გერმანულიდან თარგმნეს ნატალია ნადირაშვილმა და ეკა რაისნერმა

11.90d 8.00d

4

რომანის მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარ­ დება. ჟან-ბატისტ გრენუი - რომანის მთავარი გმირი უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბა­ მისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც, საბოლოოდ, სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.


ET CETERA

უმბერტო ეკო ვარდის სახელი, 746 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ „ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნის მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.

15.90d 10.00d

უმბერტო ეკო პრაღის სასაფლაო, 560 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟე­ტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამო­გონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“.

15.90d 10.00d

სტივენ კინგი კუჯო, 336 გვ. ინგლისურიდან თარგმნა დათო ახალაძემ რომანი „კუჯო“ სტივენ კინგის შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად ჟანრს, ჰორორს მიეკუთვნება. კუჯო კეთილი, ჭკვიანი და ერთგული ძაღლია, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები. მას არავისთვის ვნების მიყენება არ უნდა, მაგრამ ცხელი ზაფხულის ერთ საბედისწერო დღეს ცოფიანი ღამურების სამყოფელში ცხვირის შემთხვევით ჩაყოფა შეიწირავს მის და ოთხი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის, სიცოცხლეს. ამ შემზარავი ამბის ფონზე კი რამდენიმე მძაფრი ადამიანური დრამა თამაშდება…

12.90d 8.00d

5


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.