საახალწლო კატალოგი 2017

Page 1

წიგნის საახალწლო ფესტივალი

სერია ET CETERA

3

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“

11

სერია „ამერიკელები“

24

სხვა წიგნები

31

საბავშვო და საყმაწვილო

37

2017



ET CETERA გამომცემლობა „დიოგენეს“ სერია E T C E T E R A , ძირითადად, ჟანრული ლიტერატურისა და ნონფიქშენის ნიმუშებს აერთიანებს. ჩვენი ბესტსელერების განახლებულ გამოცემებთან ერთად ამ სერიაში ქართველი და უცხოელი ავტორების ახალი წიგნები შედის.

ირმა ტაველიძე სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები, 126 გვ. თანამედროვე ქართველი მწერლის, ირმა ტაველიძის წიგნში „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ გაერთიანებული ესეები ბოლო წლებში ქვეყნდებოდა სხვადასხვა ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებში. ესეების თემატიკა განსხვავებულია: ბავშვობის მოგონებები, სკოლა, ლიტერატურა, თარგმანის ხელოვნება... ირმა ტაველიძე მოთხრობების ორი კრებულის („ავტობიოგრაფია ფრანგულად“ და „აღმოსავლეთის გამოგონება“) ავტორია. წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალისთვის. ნათარგმნი აქვს ჯოზეფ კონრადის, მიშელ უელბეკის, ჯ. მ. კუტზეეს წიგნები.

9.90d 7.00d

მილან კუნდერა უკვდავება, 366 გვ. ფრანგულიდან თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწერლის, მილან კუნდერას რომანი „უკვდავება“ (1990) გამოსვლისთანავე შედევრად აღიარეს. ამ წიგნმა თანაბრად ააღელვა როგორც ფრანგი ინტელექტუალები და ლიტერატურის მკვლევრები, ასევე ის მკითხველები, რომლებიც მწერლის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ელოდნენ. პარიზში დასახლებული დების, ანიესისა და ლორას სიყვარულისა და დაუძლეველი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების ამბავი ბუნებრივად ეხმიანება დიდი გერმანელი პოეტის, გოეთესა და მასზე შეყვარებული ბეტინა ბრენტანოს დაუვიწყარ ისტორიას.

14.90d 10.00d 3


ET CETERA

მილან კუნდერა უმნიშვნელობის ზეიმი, 100 გვ. ფრანგულიდან თარგმნა ლია რუხაძემ

9.90d 6.00d

კუნდერამ 2014 წელს ცხრაწლიანი დუმილი დაარღვია და რომანი „უმნიშვნელობის ზეიმი“ გამოაქვეყნა. მწერალმა აისრულა სურვილი, ერთ დღესაც დაეწერა „წიგნი, სადაც არც ერთი სიტყვა არ იქნებოდა სერიოზული“. რომანი, ერთი შეხედვით, მართლაც ისეთივე მსუბუქია, როგორიც ბუმბული, მასში რომ დაფარფატებს. ავტორის კალამიც ასევე ჰაეროვნად ხატავს თანამედროვე რეალობას და იუმორით გვიყვება სრულიად უწყინარ ამბებს ოთხი მეგობრის - სხვადასხვა ასაკისა და მისწრაფებების მქონე ადამიანების - ცხოვრებიდან.

სიუ მონკ კიდი ფუტკრების იდუმალი ცხოვრება, 360 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

13.90d 8.00d

ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს. თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს. შავკანიან მსახურ ქალთან ერთად ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს, ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, პოვებს სულიერ სიმშვიდეს. სტივენ კინგი მიზერი, 380 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლალი გოგაძემ

12.90d 8.00d 4

ავტოავარიაში მოხვედრილ ცნობილ მწერალ პოლ შელდონს ყოფილი მედდა, ენი უილკსი გადაარჩენს. ენი შელდონის თაყვანისმცემელია. მას გონებადაკარგული პოლი თავისთან, გარესამყაროსაგან მოწყვეტილ სახლში მიჰყავს. შელდონი მალევე ხვდება, რომ ტყვეობაშია. ქალი მწერლისგან რომანის დაწერას მოითხოვს. პოლ შელდონი თავს გრძნობს „ათას ერთი ღამის“ პერსონაჟად, რომელმაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ისტორიები უნდა შეთხზას. ამ რომანის სათაურს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, მიზერი პოლ შელდონის წიგნის გმირის სახელია, მეორე მხრივ, ინგლისურად ტანჯვას, უბედურებას, განსაცდელს ნიშნავს.


ET CETERA

სტივენ კინგი მწვანე გზა, 404 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ რომანი „მწვანე გზა“ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები პოლ ეჯკუმის - ციხის სიკვდილმისჯილთა ბლოკის ყოფილი ზედამხედველის მონათხრობია, რომელიც ორმოცდაათი წლის წინათ მომხდარ ამბებს იხსენებს. წიგნი 1996 წელს გამოქვეყნდა. ამავე წელს „მწვანე გზას“ ბრემ სტოკერის სახელობის პრემია მიენიჭა, როგორც საუკეთესო რომანს. 1999-ში წიგნის მიხედვით ცნობილი ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარი გმირის როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.

12.90d 8.00d ალეკო შუღლაძე გადამალვა, 200 გვ. ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. რომან „გადამალვაში“ 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარია თავმოყრილი. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან. შოთა იათაშვილი

9.90d 6.00d ალენ ვანიე ფსიქოანალიზის შესავალი, 204 გვ. ფრანგულიდან თარგმნა გიგა მამინაშვილმა ფსიქოანალიზის, როგორც ფილოსოფიის, მედიცინისა და რელიგიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული დისციპლინის, როლი განმსაზღვრელია XX საუკუნის აზროვნებისათვის. ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ალენ ვანიე „ფსიქოანალიზის შესავალში“ ამ მოძღვრების ფუნდამენტურ კონცეპტებსა და ფსიქოანალიზის ისტორიის გარდამტეხ მომენტებს განიხილავს. წიგნი განკუთვნილია როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსებისა და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლების, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის.

11.90d 7.00d 5


ET CETERA

მატიას ენარი ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე 146 გვ. ფრანგულიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

10.90d 7.00d

1506 წელს მიქელანჯელო ბუონაროტი კონსტანტინოპოლში ჩა­დის. მოქანდაკეს პაპ იულიუს II-ის აკლდამის მშენებ­ლო­­­­ბა მიუტოვებია და მალულად ოსმალეთში გარბის. მიქელანჯელომ ოქროს რქაზე ხი­­დი უნდა ააგოს. მოქანდაკე პირველი არ არის, ვისაც ამ ხიდის აგებას სთა­ ვა­ზობენ. მანამდე სულთანმა თავად ლეონარდო და ვინჩის პროექ­ტი დაი­წუნა. მიქელანჯელო გულში წინასწარ ზეიმობს - ამ ხიდით პაპსაც ასწავ­ლის ჭკუას და ლეონარდოსაც მიუჩენს საკადრის ადგილს. ოღონდ მან ერ­თი რამ არ იცის - სულთნის კარზე უკვე ხლართავენ ინტრიგებს ფლო­რენ­­ციე­ლის წინააღმდეგ... გოლი თარაყი არჩევანი, 266 გვ. სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ გოლი თარაყი (1939) - ცნობილი ირანელი მწერალი ქალი - პარიზსა და თეირანში ცხოვრობს. მისი პროზა მუდამ ორ სამყაროს შორის ტრიალებს: ერთი მხრივ, სამშობლოსთან დაკავშირებული მოგონებები და ნოსტალგია, მეორე მხრივ - ევროპული რეალობა. თარაყის ენა განსაკუთრებულია: პოეტური, რიტმული, ბავშვობის მოგონებებივით ფერადოვანი. მწერალი, მისივე პერსონაჟივით, „ფრაზებს იტკბობს, წერტილებს გემოს უსინჯავს, ისრუტავს... მერე კი თვალებს ხუჭავს და ელოდება, როდის დაილექება სულში ასოთა გემო“.

12.90d 8.00d ორჰან ფამუქი ჩემი უცნაური ფიქრები, 672 გვ. თურქულიდან თარგმნა ეკა ახვლედიანმა

19.90d 12.00d 6

რომანში „ჩემი უცნაური ფიქრები“ ორჰან ფამუქი კვლავ საყვარელი ქალაქის - სტამბოლის თემას უბრუნდება და მთავარი გმირის თავგადასავლის აღწერის ფონზე აცოცხლებს ქალაქის ცხოვრების თითქმის 40 წლის (1969-დან 2012-მდე) ისტორიას. მთავარი გმირი, მევლუდი, ანატოლიის უღარიბესი სოფლიდან 12 წლის ასაკში ჩამოდის სტამბოლში, რათა ამ ქალაქში ადგილი დაიმკვიდროს. მევლუდი სიმდიდრეს ვერ მოიხვეჭს, მაგრამ, სამაგიეროდ, სტამბოლის ქუჩების მესაიდუმლე ხდება. ის ქუჩებში ტრადიციულ თურქულ სასმელს, ბოზას ჰყიდის. მისი თვალით ვხედავთ ქალაქის გარეუბნების ცხოვრებას და მასთან ერთად განვიცდით უკანასკნელი ათწლეულების თურქეთის ისტორიის პერიპეტიებს.


ET CETERA

უმბერტო ეკო ფუკოს ქანქარა, 824 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ „ფუკოს ქანქარა“ ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს (1932-2016) მეორე რომანია, რომელიც ავტორის სადებიუტო „ვარდის სახელზე“ არანაკლებ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებით, მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ „გეგმას“, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს მათ შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას იწყებს საიდუმლოს გასაღების ხელში ჩასაგდებად…

19.90d 12.00d

უმბერტო ეკო პრაღის სასაფლაო, 560 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟე­ტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამო­გონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“.

15.90d 10.00d

უმბერტო ეკო საცდელი ნომერი, 180 გვ. იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა „საცდელი ნომერი“ უმბერტო ეკოს (1932-2016) ბოლო რომანია, რომელიც ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა. მილანში აპირებენ გაზეთის გამოცემას, რომელიც მის დამფინანსებელ მედიამაგნატს სერიოზულ გავლენას მოუპოვებს. საცდელმა ნომერმა ცხადი უნდა გახადოს, რომ ამ გაზეთს შეუძლია საფინანსო და პოლიტიკურ წრეებს პრობლემები შეუქმნას. ნომრის მზადების კვალდაკვალ წიგნში რამდენიმე ამბავი ვითარდება: სასიყვარულო თავგადასავალი, ჟურნალისტის მკვლელობა, ბენიტო მუსოლინის აღსასრულისა და მოკავშირეთა სპეცსამსახურების საიდუმლო ისტორია...

12.90d 8.00d 7


ET CETERA

მაჰმუდ დოულათაბადი პოლკოვნიკის მიმწუხრი, 246 გვ. სპარსულიდან თარგმნა თეა შურღაიამ

14.90d 9.00d

მოქმედება მეოცე საუკუნის 80-იან წლებში - ისლამური რევოლუციის გარიჟრაჟსა და ირან-ერაყის ომის დროს, ერთი ღამის განმავლობაში ვითარდება. შაჰის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, რომლისთვისაც ეროვნული იდეალები და ღირსება მთავარ ფასეულობებს წარმოადგენს, შვილები პატრიოტებად აღზარდა და თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა. სხვადასხვა გზის არჩევის მიუხედავად, პოლკოვნიკის შვილები ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ეწირებიან. ავტორის შთამბეჭდავი თხრობის წყალობით, მკითხველი არა მარტო ერთი ოჯახის ტრაგედიის, არამედ მთელი სახელმწიფოს დრამატული ისტორიის თანამონაწილე ხდება. ალან უოტსი აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა, 242 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ოთარ ჭულუხაძემ

12.90d 8.00d

ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი ალან უოტსი (1915-1973) აღმოსავლური სიბრძნის მოწინავე ინტერპრეტატორი იყო. წიგნში „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ შესული საუბრები უოტსის მიერ გასული საუკუნის 60-იან წლებში წაკითხული ლექციების ნაწილია. ისინი თემატურადაა შერჩეული და შინაარსობრივ მთლიანობას ქმნის. დროის განსხვავებული აღქმა დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებში, სექსუალობისადმი ქრისტიანობის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი, რწმენისა და მორალის ურთიერთმიმართება... ეს იმ საკითხების ნაწილია, რომლებსაც უოტსი წიგნში განიხილავს. მარტინ ემისი ღამის მატარებელი, 168 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

10.90d 7.00d 8

გამომძიებელი მაიკ ჰულიჰანი ცდილობს გაარკვიოს, რატომ უნდა მოეკლა თავი ახალგაზრდა ქალს, ვისაც საზრუნავი და სადარდებელი არც არაფერი ჰქონდა. რთული გამოცანა დაკვირვებას, მოვლენების სხვადასხვა მხრიდან დანახვას და ზედაპირულ შეფასებებზე უარის თქმას ითხოვს. ის, რაც მარტინ ემისის რომანში ხდება, არ ჰგავს სხვა დეტექტივებში მომხდარ ამბებს და, შესაბამისად, შეკითხვებზე პასუხის გაცემაც უფრო და უფრო რთულდება. „ღამის მატარებელი“ ვარაუდებისა და ბოლომდე გაუმხელელი სიმართლეების წიგნია...


ET CETERA

კენ კიზი ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა, 396 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ „...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ 1962 წელს დაიწერა. მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათია წიგნი, რომელიც ასე ზუსტად გამოხატავს კონკრეტული ეპოქის სულს და, ამავდროულად, მარა­დიულ ფასეულობებს ეხმიანება - ინდივიდისა და სოციუმის ურთიერ­თობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, საკუთარი ფესვების ძიება... წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანმა ლეგენდარული ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.

12.90d 8.00d

ჯერომ სელინჯერი კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... 214 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ ამ „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. მთხრობელი კი ერთი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.

10.90d 7.00d

პატრიკ ზიუსკინდი სუნამო, 254 გვ. გერმანულიდან თარგმნეს ნატალია ნადირაშვილმა და ეკა რაისნერმა მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარ­დება. ჟანბატისტ გრენუი უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც, საბოლოოდ, სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.

11.90d 7.00d

9


ET CETERA

ყურბან საიდი ალი და ნინო, 246 გვ. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამო­მავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადს ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. რომანის გეოგრაფია მდიდარია - თბილისი, ბაქო, თეირანი... ეს ის ქალაქებია, რომლებსაც მწერალი დიდი ოსტატობით, ეპოქის, რელიგიური და ეროვნული თავისებურებების ღრმა ცოდნით აღგვიწერს.

11.90d 7.00d სტივენ კინგი კუჯო, 336 გვ. ინგლისურიდან თარგმნა დათო ახალაძემ

12.90d 8.00d

10

რომანი „კუჯო“ სტივენ კინგის შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად ჟანრს, ჰორორს მიეკუთვნება. კუჯო კეთილი, ჭკვიანი და ერთგული ძაღლია, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები. მას არავისთვის ვნების მიყენება არ უნდა, მაგრამ ცხელი ზაფხულის ერთ საბედისწერო დღეს ცოფიანი ღამურების სამყოფელში ცხვირის შემთხვევით ჩაყოფა შეიწირავს მის და ოთხი ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვის, სიცოცხლეს. ამ შემზარავი ამბის ფონზე კი რამდენიმე მძაფრი ადამიანური დრამა თამაშდება…


სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ გაერთიანებული უცხოენოვანი ლიტერატურა პირველად გამოიცემა ქართულად. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს ნახავთ, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით – ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა.

რობერტ გრეივზი მე, კლავდიუსი, 598 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ „მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუს და ა.შ. და ა.შ. (ყველა ჩემი წოდების ჩამოთვლითაც არ შეგაწყენთ თავს), ვინაც ერთ დროს და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების წრეში მოვიხსენიებოდი როგორც „კლავდიუს ჩლუნგი“ თუ „ის ჩემის კლავდიუსი“, „კლავდიუს ბლუ“, „კლა-კლა-კლავდიუსი“, ანდა, მთლად უკეთეს შემთხვევაში - „საწყალი ძია კლავდიუსი“, დღევანდელ დღეს საკუთარი, ერთობ უცნაური ცხოვრების წერად ვჯდები“... ასე იწყება ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის, რობერტ გრეივზის (1895-1985) ყველაზე ცნობილი რომანი, ისტორიული ჟანრის შედევრი და რომის იმპერიაზე დაწერილ საკითხავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ჩამთრევი. ეს წიგნი ჩვ. წ. I საუკუნეში მცხოვრები, კალიგულას მემკვიდრე და ნერონის წინამორბედი იმპერატორის, კლავდიუსის ავტობიოგრაფიაა.

24.90d 15.00d

ფლენერი ო’კონორი კარგი კაცი სანთლით საძებარია, 288 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ ამერიკული ლიტერატურა წარმოუდგენელია ფლენერი ო’კონორის (1925-1964) გარეშე. მწერლის მემკვიდრეობა, სხვა დიდი სამხრეთელის - უილიამ ფოლკნერის წიგნებთან ერთად, სამხრეთული გოთიკის კლასიკაა. „კარგი კაცი სანთლით საძებარია“ - კრებული, რომელშიც ათი მოთხრობა შედის - 1955 წელს გამოიცა. მწერალი სწორედ მოთხრობის ჟანრის ოსტატად ითვლება. ფლენერი ო’კონორის სამყარო სასტიკია - სავსე ადამიანთა აულაგმავი სურვილებითა და ბნელი ზრახვებით, ადამიანებისა, რომლებსაც არც ღმერთის სწამთ და არც ეშმაკის ეშინიათ.

14.90d 10.00d 11


დიოგენეს ბიბლიოთეკა

მილან კუნდერა ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, 380 გვ. ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ – მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი – 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს.

13.90d 8.00d

13.90d 8.00d

11.90d 9.00d 12

ჰენრი მილერი კირჩხიბის ტროპიკი, 352 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ „კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თამამი მწერლის, ჰენრი მილერის სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია. წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა - მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის - დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო.

ჯეკ კერუაკი გზაზე, 488 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჭილაძემ ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922-1969) ბიტ-მოძრაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ – 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ჯონ ფაულზი კოლექციონერი, 360 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ ჯონ ფაულზი 1926 წელს ინგლისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვაო ქვეითად მსახურობდა. რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც. „კოლექციონერი“ - ახალგაზრდა მხატვრის, მირანდა გრეისა და მასზე შეყვარებული კლერკის, ფრედერიკ კლეგის შემზარავი ისტორია - ფაულზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. წიგნს დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო, მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა. იგი ინგლისის სამხრეთით დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ჯონ ფაულზი 2005 წელს გარდაიცვალა.

12.90d 8.00d

ჯონ ფაულზი ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი, 622 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ დიდი ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის (1926-2005) რომანი „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ ფსიქოლოგიური დრამის ბრწყინვალე ნიმუში და თანამედროვე ლიტერატურის შედევრია. მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ვითარდება. დარვინის იდეებით გატაცებული ახალგაზრდა არისტოკრატი, რომელიც მდიდარი კომერსანტის ქალიშვილზე დაქორწინებას აპირებს, შემთხვევით გადაეყრება ყველას მიერ ცოდვილად შერაცხულ ქალს, თავისი ნებით რომ აღუმართავს კედელი საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებს შორის. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეხვედრა ახალგაზრდა კაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდება...

იუკიო მიშიმა ოქროს ტაძარი, 266 გვ. იაპონურიდან თარგმნა დავით გოგინაშვილმა მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას (1925-1970) „ოქროს ტაძარს“ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტინქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს მთავარი გმირის თანამზრახველად აქცევს. სილამაზის არსის შეცნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა ბუდისტი მორჩილისთვის, რომლის ფიქრებიც მუდმივად დასტრიალებს ოქროს ტაძარს - სრულყოფილების განსახიერებას.

24.90d 15.00d

14.90d 9.00d 13


დიოგენეს ბიბლიოთეკა

9.90d 6.00d

ბოჰუმილ ჰრაბალი მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა, 108 გვ. ჩესურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ჯოზეფ კონრადი შვიდი კუნძულის ფრეია, 110 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

9.90d 6.00d

ბრიტანული ლიტერატურის კლასიკოსის რომანი „შვიდი კუნძულის ფრეია“ სიყვარულის, ერთგულებისა და გარემოებების საბედისწერო დამთხვევის ამბავია, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში ხდება. დანიელი მეზღვაურის ქალიშვილის - ფრეია ნილსენის ირგვლივ დრამატული მოვლენები ვითარდება. კაცებს, რომლებსაც ის უყვართ, ადამიანური სისუსტეები და ახირებები ხელს უშლით მომხდარისა თუ მოსახდენის სწორად შეფასებასა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. თითოეულ გმირს თავისი სიმართლე აქვს, რის გამოც უჭირს მთლიანი სურათის დანახვა - თვალის გასწორება უბრალო ჭეშმარიტებისთვის.

ვ. გ. ზებალდი ემიგრანტები, 228 გვ. გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ

11.90d 7.00d 14

„შესაძლებელია თუ არა, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? - ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა, რომ პასუხად ვ. გ. ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვინფრიდ გეორგ ზებალდს აკადემიური წრის იქით კარგა ხანს არავინ იცნობდა. იგი ორმოცს გადაცილებული იყო, როცა მისი წიგნები გამოქვეყნდა და ავტორს თანამედროვეობის გამორჩეული პროზაიკოსის სახელი დაუმკვიდრა. „ემიგრანტები“ ოთხი ნაწილისგან შედგება და ოთხი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზით დატოვეს სამშობლო.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ბრუნო შულცი დარიჩინის ქულბაქები, 160 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჩადუნელმა ბრუნო შულცი 1892 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ქალაქ დროგობიჩში დაიბადა. მთელი ცხოვრება ადგილობრივ სკოლაში მუშაობდა ხატვის მასწავლებლად და სიკვდილიც იმავე ქალაქში ეწერა - 1942 წელს ქუჩაში მიმავალი შულცი გესტაპოს ოფიცერმა თავში გასროლით მოკლა. ერთი წლით ადრე, როცა ნაცისტებმა დროგობიჩი დაიკავეს, ებრაელმა შულცმა თავისი ნახატებისა და ხელნაწერების დიდი ნაწილი შესანახად გადასცა არაებრაელ მეგობრებს. იქიდან აღარაფერი გადარჩენილა. ბრუნო შულცი, მოთხრობების ორი პატარა კრებულის ავტორია. „დარიჩინის ქულბაქები“ შულცის პირველი, 1934 წელს გამოქვეყნებული წიგნია.

10.90d 7.00d

ჯულიან ბარნსი მსოფლიოს ისტორია 10½ კარად, 330 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ წიგნში თხრობის ფორმა ამბიდან ამბამდე იცვლება - მონოლოგი, ესე, დღიური, ოქმი... წიგნის სათაური, ცხადია, ირონიულია. ბარნსი წარსულს, ისტორიას, ფაქტებსა და მათ ინტერპრეტაციას ეჭვის თვალით უყურებს. ბიბლიური წარღვნის არაკანონიკური ვერსია, ნოეს კიდობანს უნებართვოდ დამგზავრებული სულიერი რომ გვიყვება, მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში გამართული სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც ღვთის გმობაში ბრალდებულ ხის ჭიათა ბედი წყდება თუ ჟერიკოს სახელგანთქმული ტილოს, „მედუზას ტივის“ შექმნის ამბავი პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშებია.

15.90d 8.00d

პიერ ბული ხიდი მდინარე კვაიზე, 166 გვ. ფრანგულიდან თარგმნა ზაზა შენგელიამ ფრანგი მწერლის, პიერ ბულის (1912-1994) „ხიდი მდინარე კვაიზე“ გამორჩეულია მეორე მსოფლიო ომის თემაზე დაწერილ წიგნებს შორის. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კი ჰოლივუდის ყველა დროის საუკეთესო ფილმებს შორისაა. წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, კერძოდ, სამხედრო ტყვეების ყოფას, რომლებიც ე. წ. „სიკვდილის რკინიგზის“ მშენებლობაზე მუშაობდნენ. იაპონელები დატყვევებულ ბრიტანელებს ტაილანდის ჯუნგლებში გამართულ სამხედრო ტყვეთა ბანაკში მიერეკებიან. ტყვეებმა უმოკლეს დროში უნდა ააგონ სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ხიდი. ბრძანება გაცემულია, თუმცა ინგლისელების მეთაურ პოლკოვნიკ ნიკოლსონს იაპონელებთან თავისი მოთხოვნები აქვს...

10.90d 7.00d

15


დიოგენეს ბიბლიოთეკა

დინო ბუცატი თათრების უდაბნო, 228 გვ. იტალიურიდან თარგმნა მადონა ბოკუჩავამ იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, დინო ბუცატის (1906-1972) „თათრების უდაბნო“ მეოცე საუკუნის რომანებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ოფიცერ ჯოვანი დროგოს უდაბნოს კიდეზე მდებარე სასაზღვრო გარ­ნიზონში აგზავნიან. ბასტიანის ციხესიმაგრეში სამხედროები მუდ­­მივ მზადყოფნაში არიან. დღეები დაძაბულ მოლოდინში გა­­დ­ის, რადგან, ადრე თუ გვიან, უდაბნოს მხრიდან მტერი უნდა გამოჩნდეს...

11.90d 7.00d ჯულიან ბარნსი დროის ხმაური, 202 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) ბიოგრაფიული რომანის „დროის ხმაური“ მთავარი გმირი დიდი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩია. სტალინის ეპოქაში ცხოვრება სამუდამო კვალს ტოვებს ხელოვანზე, რომელიც ცდილობს, ნებისმიერ ფასად გადაირჩინოს თავი და ღირებული მუსიკა შექმნას. რეჟიმი, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლესაც და შემოქმედის მისწრაფებებსაც, წიგნის მთავარ გმირს კონფორმიზმისკენ, ყველაზე მთავარის დათმობისკენ უბიძგებს. არის კი სხვა გზა „დროის ხმაურში“?

12.90d 8.00d იტალო კალვინო უხილავი ქალაქები, 142 გვ. იტალიურიდან თარგმნა დარეჯან კიკოლიაშვილმა

9.90d 6.00d 16

იტალო კალვინოს (1923-1985) „უხილავი ქალაქები“ ცნობილი პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია, რომელშიც გადმოცემულია მარკო პოლოს წარმოსახვითი საუბრები ყუბილაი ყაენთან. სახელგანთქმული მოგზაური უამრავ ზღაპრულ მხარეს აღუწერს ყაენს და ქმნის ფანტასტიკურ სურათებს უცნაური ქალაქებისა, სადაც ქუჩები კალითაა მოკირწყლული, შენობებს ვერცხლის გუმბათები ამშვენებს, სასახლეებს კი ზღვის ნიჟარებით ინკრუსტირებული ხვეული კიბეები აქვთ, სადაც გარეგნობითა თუ ქცევით უცნაური ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა თვისებებით ჩვეულებრივი ადამიანებისაგან არ განსხვავდებიან.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

უმბერტო ეკო მტრის ხატის შექმნა, 350 გვ. იტალიურიდან თარგმნეს: ხათუნა ცხადაძემ, დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა თქვენ წინაშეა ესეების კრებული „მტრის ხატის შექმნა და სხვა შემთხვევითი ტექსტები“. შემთხვევითი იმიტომ, რომ კრებულში შესული ესეების უმეტესობა დაწერილია „შეკვეთით“, როგორც ჟურნალების თემატური ნომრებისთვის, ასევე სხვადასხვა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე. ასე რომ, სხვადასხვა თემას სხვადასხვა შემთხვევა განსაზღვრავდა: რატომ იქმნიან ადამიანები დღემდე მტრის ხატს? როდის უჩნდება ადამიანის ემბრიონს სული? როგორ აისახება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიპლომატიურ სამსახურზე?.. უსაზღვრო ერუდიცია ხელს არ უშლის ავტორს, ამა თუ იმ თემაზე მსუბუქი ტონით ისაუბროს და მკითხველიც გაართოს.

13.90d 8.00d

პიერ პაოლო პაზოლინი ქუჩის ბიჭები, 240 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) „ქუჩის ბიჭები“ 1955 წელს გამოვიდა და ერთბაშად დაიპყრო მკითხველი, თუმცა რომანი მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს, ავტორს კი სასამართლოში უჩივლეს. რომანში მოქმედება 1940-50-იან წლებში მიმდინარეობს. ჩვენ თვალწინ იშლება გერმანული ოკუპაციისა და ომის შემდეგდროინდელი რომი – ღარიბული გარეუბნებისა და მუდმივად ქუჩაში მოწანწალე ნახევრად მშიერი ბიჭების ქალაქი. ამ ბიჭების ერთადერთი საზრუნავი თავის გატანაა და ამისთვის ისინი არაფერს ერიდებიან…

14.90d 9.00d

ჯულიან ბარნსი ინგლისი, ინგლისი, 352 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ „ინგლისი, ინგლისი“ ცნობილი ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) რომანია, რომელიც, კრიტიკოსთა აღიარებით, პოსტმოდერნული, სატირული და ანტიუტოპიური ლიტერატურის ნიმუშს წარმოადგენს. რა უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში – ორიგინალი თუ ასლი? სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება სიმულაციური პროცესებით გატაცებამ? შესაძლებელია თუ არა წარსულის გამოგონება და გამოგონილი ტრადიციებით ცხოვრება? – ქვეყანაში, სადაც ასეთი კითხვები ბუნებრივად ჩნდება, რომანის მთავარი გმირი, მართა კოკრინი ბედნიერებას ეძებს.

19.90d 12.00d

17


დიოგენეს ბიბლიოთეკა

კურტ ვონეგუტი სასაკლაო 5, 220 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ „სასაკლაო 5“ კურტ ვონეგუტის ყველაზე ცნობილი რომანია. რომანის მთავარი გმირი ბილი პილგრიმი რიგითი ამერიკელია: ბავშვობა 20-იანი წლების აშშ-ში, ტყვედ ყოფნა გერმანელებთან მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, პოსტტრავმული სტრესი, „ჩვეულებრივი“ სამსახური, სტანდარტული ქორწინება და შვილები… პარალელურად, ბილი პილგრიმი დროში მოგზაურობს, მის თავს ყოვლად უჩვეულო, ფანტასტიკური ამბები ხდება.

14.90d 9.00d მაიკლ ონდააჩი ინგლისელი პაციენტი, 344 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჩადუნელმა

14.90d 9.00d

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობლად, მიტოვებულ ვილაში ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია: კანადელი ქურდი და სიქჰი გამნაღმველი. ეს წიგნი სწორედ ამ ოთხი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადამიანის ამბავია. „ინგლისელი პაციენტისთვის“ მაიკლ ონდააჩის ბუკერის პრემია მიენიჭა. წიგნი კიდევ უფრო ცნობილი მას მერე გახდა, რაც მის მიხედვით ფილმი გადაიღეს.

ელის მანრო ძვირფასი სიცოცხლე, 284 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

11.90d 7.00d

18

2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში ეჭვი არავის შეჰპარვია, გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია – ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს დაუწერია, მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომანების ავტორების გვერდით თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან ხოლმე. მანროსადმი მიძღვნილ სტატიებში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ 2013 წლის ლიტერატურული ნობელი არა მხოლოდ მწერლის, არამედ ჟანრის დაფასებაც იყო.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

სალმან რუშდი ჯოზეფ ანტონი, 846 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ 1989 წლის 14 თებერვალს სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორმა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯათო... ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი „ეშმაკეული აიები“ ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა მიმართულიო. ასე იწყება ლამის დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, როგორ იქცა მწერალი დევნილად საკუთარ ქვეყანაში; მდევნელთაგან დასამალად კი იძულებული ხდებოდა, ერთთავად პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო და ისიც კი მოსთხოვეს, ეგებ ფსევდონიმი შეგერჩიაო. მანაც საყვარელი მწერლები გაიხსენა და არჩევანი კონრადსა და ჩეხოვზე შეაჩერა – ასე მოევლინა ქვეყანას ჯოზეფ ანტონი.

19.90d 12.00d

ფილიპ როთი ამერიკული პასტორალი, 612 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკში ნამდვილი ვარსკვლავია. იგი თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვობის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნების მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს და წარმატებული, ყოველმხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...

14.90d 9.00d

მარგარეტ ეტვუდი ბრმა მკვლელი, 868 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) ამ საუკუნეში პირველი ბუკერის პრემია მიენიჭა. ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი 2000 წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს გავს: დების – აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია...

15.90d 8.00d 19


დიოგენეს ბიბლიოთეკა

9.90d 5.00d

ბოჰუმილ ჰრაბალი ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, 310 გვ. ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა. იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხანაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყნად ორი რამ აღელვებს – ფული და გოგოები... „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება – მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა მთელი მონდომებით.

9.90d 5.00d

სემუელ ბეკეტი მოლოი, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ სემუელ ბეკეტს (1906-1989) ხან უკანასკნელ მოდერნისტად მოიხსენიებენ, ხანაც პირველ პოსტმოდერნისტად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბეკეტი – ჯეიმზ ჯოისთან ერთად – მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიელი მწერალია. „მოლოი“ – ბეკეტის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი – ფრანგულად დაიწერა და 1951 წელს გამოიცა. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიკ ბოულზმა, ავტორთან ერთად, წიგნი ინგლისურად თარგმნა. რომანი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორი პერსონაჟის, მოლოისა და ჟაკ მორანის მონათხრობისაგან შედგება.

11.90d 6.00d 20

რადიარდ კიპლინგი კიმი, 442 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ პატარა, ობოლი კიმბოლ ო’ჰარა – მეტსახელად „ქვეყნიერების ძმაბიჭი“ – ინდოეთის ქალაქ ლაჰორში ცხოვრობს. იქაური ბაზრის ბიჭბუჭობაში არც გამოირჩევა, შავტუხაა და მეტწილად ადგილობრივ კილოკავზე უქცევს, თუმცა თეთრკანიანია – ირლანდიელ ფეხოსანთა ლეგიონის მედროშის შვილი. კიმი ტიბეტელ ლამას უმეგობრდება და მასთან ერთად გასწევს სახეტიალოდ. მალე კი გამჭრიახი და ენამოსწრებული პატარა ბიჭი „დიდი თამაშის“ მონაწილე ხდება, თამაშისა, რომელშიც ჩაბმულები არიან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური და რუსეთის იმპერიის ჯაშუშები.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ჯონ ბენვილი ზღვა, 226 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თანამედროვე ირლანდიურ ლიტერატურაში ჯონ ბენვილის (1945) სახელი გამორჩეულია. მის დახვეწილ, სტილისტურად უნაკლო პროზას ხშირად ვლადიმირ ნაბოკოვისას ადარებენ. ბენვილი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომელიც მწერალს 2005 წელს მიენიჭა რომანისთვის „ზღვა“. „ზღვა“ ხანში შესული მაქს მორდენის მონათხრობია, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზღვისპირა სოფელში ჩადის. იგი იხსენებს ბავშვობაში ამ ადგილას გატარებულ ზაფხულს, როცა გრეისების ოჯახი გაიცნო – ადამიანები, რომლებმაც მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. გ. კ. ჩესტერტონი მოთხრობები მამა ბრაუნზე, 398 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი გ. კ. ჩესტერტონი (18741936) უამრავი ლექსის, მოთხრობის, რომანისა და ესეს ავტორია, თუმცა, პირველ რიგში, მაინც მამა ბრაუნის შესახებ შექმნილი მოთხრობებითაა ცნობილი. ამ მოთხრობებში ყოველთვის არის დამნაშავე, რომლის მხილებასაც ჩია, მორიდებული კათოლიკე მღვდელი ცდილობს. ბრიტანეთში მამა ბრაუნი პოპულარობით ლეგენდარულ ბეიკერსტრიტელ დეტექტივსაც კი უწევს მეტოქეობას. ჩესტერტონი – მისი კლასიკად ქცეული სენტენციებისა და თხრობის ბრწყინვალე სტილის წყალობით – არა მხოლოდ დეტექტიური ჟანრის მოყვარულებს იზიდავს.

რომენ გარი თეთრი ძაღლი, 304 გვ. ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც – წესის მიხედვით – ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალს ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის ერგო. „თეთრი ძაღლი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია – რეალური ამბავი, თუ როგორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანებისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ საგანგებოდ შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი.

9.90d 5.00d

11.90d 6.00d

9.90d 5.00d 21


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ჯულიან ბარნსი ფლობერის თუთიყუში, 280 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ „რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მოიძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯიუტობთ, თავს არ ვანებებთ“. ეს ჯეფრი ბრაითუეიტის, ფლობერის შემოქმედების მოყვარული მკვლევრის სიტყვებია, რომელიც მთელი წიგნის მანძილზე გენიოსის ცხოვრების დეტალებს უღრმავდება და მათზე მსჯელობს.

9.90d 5.00d

11.90d 6.00d

13.90d 7.00d 22

პიტერ კერი ძარცვა, 404 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ (1943) იგივე მოახერხა, რაც თურქმა ორჰან ფამუქმა და სამხრეთ აფრიკელმა ჯონ კუტზეემ – თავისი ქვეყანა გეოგრაფიული პერიფერიიდან თანამედროვე ლიტერატურის ცენტრში გადაიტანა. პიტერ კერის ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა. 2006 წელს გამოქვეყნებული რომანი „ძარცვა“ ერთ დროს სახელგანთქმული ავსტრალიელი მხატვრის, მაიკლ ბოუნის, მეტსახელად ბუჩერის ამბავია. ყველასგან დავიწყებული მაიკლი დღეებს მიყრუებულ სოფელში, აუტისტ ძმასთან ერთად ატარებს, სანამ მათ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი არ ჩნდება, რომელიც ყველაფერს ცვლის. უილიამ ფოლკნერი დროშები მტვერში, 548 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ „დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ „იოკნაპატოფას ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს – გამომცემლის დაჟინებით ­– „სარტორისი“ დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. „დროშები მტვერში“ – ავტორისეული სახელწოდებით და სრულად – მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ – 1973-ში გამოიცა. ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება.


დიოგენეს ბიბლიოთეკა

ედით უორტონი, უმანკოების ხანა, 428 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა „უმანკოების ხანა“ ძველი ნიუ-იორკის ცხოვრების ამსახველი რომანია. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც „სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელანდის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

11.90d 6.00d

23


სერია „ამერიკელები“

სერია „ამერიკელები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს. ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა.

14.90d 9.00d

ჯონათან საფრან ფოერი სრული გასხივოსნება მაგარი ყდა, 408 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ 25 წლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) ამერიკულ ლიტერატურაში გამოჩენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის შესახებ არათუ რიგითი კრიტიკოსები, პროზის დინჯი და სიტყვაძუნწი ოსტატებიც კი აღფრთოვანებით წერდნენ. 2002 წელს გამოქვეყნებულ სადებიუტო რომან „სრულ გასხივოსნებას“ ჯონ აპდაიკმა „გამაოგნებელი წიგნი“ უწოდა. ეს არის გამქრალი ებრაული დასახლება ტრახიმბროდის, ამ დასახლების საძებნად უკრაინაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე მისი ოდესელი თარჯიმნის ისტორია, მოთხრობილი მეტად უცნაური და სასაცილო ენით.

ჰანტერ ს. თომპსონი ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში მაგარი ყდა, 216 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით – „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებდამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის – რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლასვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.

12.90d 8.00d 24


დიოგენეს ბიბლიოთეკა

უილიამ ბეროუზი ჯანქი მაგარი ყდა, 216 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ უილიამ ბეროუზი (1914-1997), ჯეკ კერუაკთან და ალენ გინზბერგთან ერთად, ბიტ-მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. „ჯანქი“ ბეროუზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. ეს არის ავტობიოგრაფიული ტექსტი – ერთგვარი რეპორტაჟი, რომელშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანის გამოცდილებაა აღწერილი.

12.90d 8.00d თომას პინჩონი ლოტ 49-ის გამოცხადება მაგარი ყდა, 224 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტე­რა­ ტურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი. „ლოტ 49-ის გამოცხადება“ – რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია – პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.

12.90d 8.00d

სოლ ბელოუ ჰენდერსონი, წვიმის მეფე მაგარი ყდა, 562 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ – ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი – 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება.

16.90d 10.00d 25


ამერიკელები

სილვია პლათი ზარხუფი მაგარი ყდა, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა „ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.

12.90d 8.00d ვუდი ალენი თანამდევი მოვლენები მაგარი ყდა, 164 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „თანამდევი მოვლენები“ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, ვუდი ალენის (1935) იუმორისტული კრებულია, რომელიც განსხვავებული ფორმისა და თემატიკის ჩვიდმეტი ტექსტისაგან შედგება. პროფესორ ნიდელმანის მოსაგონარს, მსჯელობას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, პლატონის დიალოგების სტილში დაწერილ საკუთარი თავის აპოლოგიას თუ გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქმულ სიტყვას ერთი რამ აერთიანებს – ყველა მათგანი ძალიან სასაცილოა.

11.90d 7.00d ჯოის კეროლ ოუტსი შავი წყალი მაგარი ყდა, 154 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ რომანი „შავი წყალი“ 1992 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს ამ წიგნისთვის ოუტსი პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. ამ მცირე რომანში დატრიალებული ამბავი ე.წ. „ჩაპაკვიდიკის ინციდენტს“ ეხმიანება – 1969 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როცა კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანამგზავრი ახალგაზრდა ქალი კი დაიღუპა.

11.90d 7.00d 26


ამერიკელები

კურტ ვონეგუტი სარწეველა ფისოსათვის მაგარი ყდა, 360 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ დოქტორი ფელიქს ჰონიკერი, ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი, მთლიანად სამეცნიერო კვლევა-ძიებაშია ჩაფლული და მისი მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების დამღუპველი შედეგები ნაკლებად აღელვებს. იგი ერთი მეტად სახიფათო გამოგონების ავტორია, რომელსაც „ყინული-9“ ჰქვია. „ყინული-9“ მსოფლიო ოკეანესთან დაკავშირებულ ნებისმიერ მდინარესა თუ ნაკადულში მოხვედრისას წყალს ყინულად აქცევს და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე. ეს გამოგონება ჰონიკერის მემკვიდრეთა ხელში ხვდება, მათ კი ანგარება ამოძრავებთ...

14.90d 9.00d

ჯეკ კერუაკი დჰარმის მაწანწალები მაგარი ყდა, 300 გვ. ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ „ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს.

14.90d 9.00d

პოლ ოსტერი ილუზიების წიგნი მაგარი ყდა, 422 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ პროფესორი დევიდ ზიმერი ღრმა დეპრესიით იტანჯება მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფის შედეგად მეუღლე და შვილები დაკარგა. შემთხვევით იგი ნახულობს ფილმს მუნჯი კინოს ერთ დროს ცნობილი მსახიობის ჰექტორ მანის მონაწილეობით, რომე­ ლიც 1929 წელს უკვალოდ გაუჩინარდა. ზიმერი იწყებს მოგზაუ­ რობას ამერიკასა და ევროპაში, რათა მოიძიოს იშვიათი ფილმები მანის მონაწილეობით და მსახიობის შესახებ წიგნი დაწეროს. ერთ დღეს იგი უცნაურ წერილს იღებს, რომლიდანაც იტყობს, რომ მსახიობი ჰექტორ მანი ცოცხალია და მასთან შეხვედრა სურს...

14.90d 9.00d 27


ამერიკელები

სტივენ კინგი კერი მაგარი ყდა, 280 გვ. ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ

14.90d 9.00d

„კერი“ სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. სწორედ ამ წიგნით დაიწყო ახალი ხანა ჰორორის ჟანრის ლიტერატურაში. ეს გახლავთ ერთი დაჩაგრული (შინ – დედის რელიგიური ფანატიზმისაგან, ხოლო სკოლაში – თანაკლასელების დაუნდობლობისაგან) და ყველასგან გარიყული გოგონას – კერიეტ უაიტის – ტრაგიკული ისტორია. გოგონას ყოველი მცდელობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით მთავრდება. თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, მწარედ იძიოს შური... ჯეფრი იუჯინიდისი თვითმკვლელი ქალწულები მაგარი ყდა, 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

14.90d 9.00d

„თვითმკვლელი ქალწულები“ ჯეფრი იუჯინიდისის პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროსპოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების – ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში. თრუმენ კეპოუტი ხელის აუკანკალებლად მაგარი ყდა, 368 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

16.90d 10.00d

28

თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე. წ. „ახალი ჟურნალისტიკის“ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი „ხელის აუკანკალებლად“ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს – 1959 წ. კანზასში ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი (მამა, დედა და ორი შვილი) ამოწყვიტეს – და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდელობაა.


ამერიკელები

ჯონ აპდაიკი ბრაზილია მაგარი ყდა, 374 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ კოპაკაბანის ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო – რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი – შემთხვევით გაიცნობს იზაბელს – ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ტრისტაო და იზაბელი გადაწყვეტენ – ისინი ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს და მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს. გამოცდა კი – თან სრულიად მოულოდნელი – წინ არაერთია. ჯონ აპდაიკის (1932-2009) „ბრაზილია“ თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ვნებითა და სისასტიკით გაჯერებული ამბავია.

16.90d 10.00d

ჩარლზ ბუკოვსკი ფოსტა მაგარი ყდა, 248 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ რომანი „ფოსტა“ მწერლის პირველი ბიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც სამ კვირაში დაიწერა. ამ წიგნმა მწერალს დიდი წარ­ მატება მოუტანა და ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდრა საპა­ტიო ადგილი ე. წ. „ბინძური ლიტერატურის“ ჟანრში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად თხრობის ხაზგასმულად ნატუ­რალისტური, ზოგჯერ შოკის მომგვრელი მანერისა, მწერლის ძალზე თავისებური, ნაღვლიანი იუმორი, განმაიარაღებელი გულ­წრფელობა და საკუთარი თავის მიმართ უაღრესად საღი და ირო­ნიული დამოკიდებულება არც ერთ მკითხველს გულგრილს არ ტოვებს.

14.90d 9.00d

რიჩარდ იეიტსი სააღდგომო ჩვენება მაგარი ყდა, 286 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ საუკეთესო პროზაიკოსად აღიარებული ამერიკელი მწერლის, რიჩარდ იეიტსის (1926-1992) რომანი „სააღდგომო ჩვენება“ მკითხველთა და კრიტიკოსთა სამართლიან გაოცებას იწვევს - თავისი უჩვეულოდ ძუნწი, ლაკონური და, ამავე დროს, საოცრად ტევადი თხრობის სტილის წყალობით ამ არცთუ სქელტანიან წიგნში მწერალი ერთი ოჯახის თითქმის სამი თაობის ბედ-იღბლის თანაზიარად გვაქცევს. ეს სევდიანი საგა მოგვითხრობს იმაზე, რომ ამ ცხოვრებაში არცერთი გზის არჩევა ბედნიერების უპირობო საწინდარი არ არის და არც შეიძლება იყოს...

17.90d 11.00d 29


ამერიკელები

რეიმონდ კარვერი რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე მაგარი ყდა, 166 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

15.90d 8.00d

ამერიკელი მწერალი რეიმონდ კარვერი (1938-1988) მოთხრობის ჟანრის ოსტატია. წინამდებარე კრებულში თავს იჩენს კარვერის მხატვრული აზროვნების ყველაზე ტიპური ნიშნები: მინიმალისტური სტილი და ღრმა ქვეტექსტი, რომლის ამოცნობას მწერალი მკითხველს ანდობს. კარვერის მოთხრობების პერსონაჟები არიან სასოწარკვეთილი, ცხოვრებისგან გაუბედურებული ადამიანები, რომლებიც ძუნწად გამოხატავენ თავიანთ აზრებსა და განცდებს, მაგრამ ეს სიტყვაძუნწობა ძალზე შთამბეჭდავი და მრავლისმეტყველია. ტიმ ო'ბრაიენი რასაც თან დაათრევდნენ მაგარი ყდა, 310 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

14.90d 10.00d

30

ტიმ ო’ბრაიენის (1946) „რასაც თან დაათრევდნენ“ ერთი ოცეულის ჯარისკაცების თავგადასავალზე მოგვითხობს ვიეტნამის ომში. ავტორმა - თავად ვიეტნამის ომის ვეტერანმა - ამ მოკლე-მოკლე მოთხრობების ერთ კრებულად გაერთიანებით ომის აბსურდულობის მკაფიოდ წარმოჩენა და მკითხველზე გამაოგნებელი შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო. მაინც რას „დაათრევდნენ“ თან ო’ბრაიენის ოცეულის ჯარისკაცები? მწერალი დაწვრილებით აღგვიწერს მეომრის ზურგჩანთის შიგთავსს, მაგრამ ახერხებს, რომ მკითხველმა ყველაზე ნათლად ის დაინახოს, რაც ამ ნივთების ჩამონათვალში არ წერია და რაც საერთოდ არ არის ნივთი, თუმცა კი სწორედ ის დასწოლია უმძიმეს ტვირთად თითოეულ მებრძოლს.


სხვა წიგნები

ტრეისი შევალიე გოგონა მარგალიტის საყურით, 238 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ ისტორიული რომანების ავტორს, ამერიკელ მწერალ ტრეისი შევალიეს (1962) საყოველთაო აღიარება მოუტანა რომანმა „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელიც დიდი ჰოლანდიელი მხატვრის, იოჰანეს ვერმეერის ამავე სახელწოდების ნახატის შექმნის საინტერესო ვერსიას გვთავაზობს. ისტორიის მოსათხრობად მწერალმა ორიგინალურ მხატვრულ ხერხს მიმართა: ამბავს თვით ვერმეერის ნახატზე გამოსახული მშვენიერი გოგონა გვიყვება. 2003 წელს რომანის მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსენი ასრულებს.

13.90d 8.00d

დენის ლიჰეინი წყეულთა კუნძული, 320 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა 1954 წლის ზაფხულში სასამართლოს აღმასრულებლები ტედი დენიელსი და ჩაკ აულე შეურაცხად დამნაშავეთა საავადმყოფო „ეშკლიფში“ ჩადიან, რათა გაარკვიონ ერთ-ერთი პაციენტის ­– შვილების მკვლელ რეიჩელ სოლენდოს უცნაური გაუჩინარების ამბავი. საავადმყოფო კუნძულზე მდებარეობს, რომელსაც ხალხი „წყეულთა“ კუნძულს ეძახის. ამოვარდნილი გრიგალი რამდენიმე დღით წყვეტს კუნძულს გარე სამყაროსაგან. იქ გამომწყვდეული ტედი ნელ-ნელა ხვდება, რომ „ეშკლიფში“ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... რომანის მიხედვით 2010 წელს მარტინ სკორსეზემ გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.

ქართული ლექსი - XX საუკუნე, 544 გვ. შეადგინა ზვიად რატიანმა ეს წიგნი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთგვარი გზამკვლევია. სწორედ გზამკვლევი და არა შედევრების კრებული, რადგან მასში, მეტ-ნაკლები სისრულით, გასულ საუკუნეში ქართული ლექსის განვითარების გზაა წარმოჩენილი, ეს გზა კი ყოველთვის აღმავალი არ იყო. ქართული ლექსის თემატური თუ დროის გარკვეული მონაკვეთით შემოსაზღვრული ანთოლოგიები აქამდეც გამოცემულა, მაგრამ ეს კრებული ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტის მიერ წინა საუკუნის პოეზიის მთელი სიგრძე-სიგანით დანახვისა და გააზრების პირველი მცდელობაა.

13.90d 8.00d

14.90d 5.00d 31


სხვა წიგნები

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 2 (სამის გამორჩევა), 510 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნინო შეყილაძემ „სამის გამორჩევა“ ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, „მსროლელის“, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე – „პატიმარზე“, „ჩრდილების ქალბატონზე“ და „სიკვდილზე“ ამახვილებინებს. „სამის გამორჩევა“ სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენაზე მოგვითხრობს – როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.

14.90d 9.00d სტივენ კინგი ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები I), 330 გვ. სტივენ კინგი ბნელი კოშკი 3 (უნაყოფო მიწები II), 314 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

12.90d 8.00d

12.90d 8.00d

„ბნელი კოშკის“ მესამე ნაწილი, „უნაყოფო მიწები“, წინამორბედი წიგნების მსგავსად, ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ სტივენ კინგი, სათავგადასავლო მოტივების გარდა, საინტერესო ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პლასტებს გვთავაზობს. წიგნი იწყება მეორე ნაწილში, „სამის გამორჩევაში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ და მოგვითხრობს სამყაროს უკანასკნელი მსროლელის, როლანდის ახალი „კატეტის“ საბოლოო ჩამოყალიბებისა და მათი ხანგრძლივი ერთობლივი ლაშქრობის ამბებს „ადგილიდან დაძრულ სამყაროში“, რომელიც ძალიან „მოგვაგონებს“ პოსტაპოკალიპსურ სამყაროს, სადაც მაგია მძლავრობს... სტივენ კინგი მისტერ მერსედესი, 612 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს თ. წილოსანმა, თ. ხინჩაგაშვილმა და ნ. სოყურაშვილმა

14.90d 9.00d

32

ამ ნაწარმოებში მსოფლიო ბესტსელერების ავტორი კლასიკურ დეტექტიურ სიუჟეტს სთვაზობს მკითხველს. ნაწარმოებში მოქმედება 21-ე საუკუნის აშშ-ში ხდება. გადამდგარი დეტექტივი ჰოჯიზი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს მასობრივი მკვლელობის გაუხსნელი საქმე, ნელ-ნელა იძირება სულიერ დეპრესიაში. მოულოდნელად ფოსტით წერილი მოდის, რომელიც სავარაუდო მკვლელს ეკუთვნის. ეს წერილი ნამდვილი გამოწვევაა ყოფილი პოლიციელისთვის. ჰოჯიზი გადაწყვეტს, რომ ენერგიულად იმოქმედოს და აღარ დაუშვას მორიგი სისხლისღვრა...


სხვა წიგნები

„ვეფხისტყაოსანი“ ტექსტი და კომენტარები, 376 გვ. კომენტარებისა და ანალიტიკური გზამკვლევის ავტორი თამაზ ვასაძე „ვეფხისტყაოსნის“ ამ გამოცემის თავისებურება უპირველესად ის არის, რომ აქ ყოველ სტროფს უშუალოდ მოსდევს დღევანდელი მკითხველისთვის ძნელად გასაგები სიტყვებისა და გამოთქმების, ფრაზების, სახეების, ქვეტექსტების განმარტება. გარდა ამისა, წიგნში ნაწარმოების ტექსტს ერთვის მისი ანალიზი; დეტალურად არის განხილული ეპიზოდები, პერსონაჟთა სახეები, ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემები, პოემის იდეური საყრდენები და ლაიტმოტივები. „ვეფხისტყაოსნის“ ეს გამოცემა უკვე გახდა განსაკუთრებით პოპუ­ლა­ რული პედაგოგებს, უფროსკლასელებსა და აბიტურიენტებს შორის.

12.00d 8.00d

დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა, 612 გვ. ეს მრავალმხრივი, თანამედროვე სახელმძღვანელო ეხმარება სტუდენტებს, ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს, მეცნიერულ მეთოდებს, და დაეუფლონ სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობაში იხმარება თანამედროვე მსოფლიოში. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალი ტექნოლოგიებისა და მედიის შემოქმედებითად გამოყენებას.

59.90d 50.00d ჯორჯ ბელჩი, მაიკლ ბელჩი რეკლამა და პრომოცია, 856 გვ. ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში, ქართულად პირველად გამოიცა. წიგნში განხილულია ძირითადი მარკეტინგული საშუალებების – რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის – წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს.

64.90d 40.00d

33


სხვა წიგნები

ორჰან ფამუქი ნივთების უმანკოება მაგარი ყდა, სუპერი. 260 გვ. თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა

34.90d 21.00d

წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, სახლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგარაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფეროებზე მოგვითხრობს, პარალელურად აღგვიწერს, თუ როგორ ქმნიდა ორჰან ფამუქი თხუთმეტი წლის განმავლობაში „უმანკოების მუზეუმს“ და მუზეუმის კატალოგადაც გვევლინება.

ორჰან ფამუქი უმანკოების მუზეუმი, 712 გვ. თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია, რომელიც, ძირითადად, 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია – ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.

19.90d 12.00d

15.90d 10.00d 34

ორჰან ფამუქი სხვა ფერები, 694 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა „სხვა ფერები“ ორჰან ფამუქის ჩანაწერების კრებულია. ეს ჩანაწერები წლების მანძილზე, მწერლის რომანების პარალელურად იქმნებოდა. ისევე, როგორც ტექსტების ფორმა (ესე, სტატია, საჯარო გამოსვლა, ინტერვიუ, მოთხრობა...) მათი თემატიკაც განსხვავებულია: კულტურათა დაპირისპირება, ისტორია, პოლიტიკა, რელიგია, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა... ამ მასშტაბურ თემებზე მსჯელობა წიგნის მხოლოდ ნაწილია. აქვეა ჩანაწერები, რომლებიც ყოფით და, შესაძლოა, მკითხველისთვის უფრო საინტერესო ამბებს ეხება. მაგალითად, როგორ დაანება მწერალმა თავი მოწევას, ან რა ახირებები აქვს მაჯის საათებთან დაკავშირებით.


სხვა წიგნები

ორჰან ფამუქი გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი, 174 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ია ბერსენაძემ წიგნის ეპილოგში ფამუქი წერს: „მინდოდა, მკითხველისთვის ჩემი მწერლური გამოცდილება გამეზიარებინა - რა მასწავლა რომანის ხელოვნებამ და რა ამიკრძალა, რასაც ხან ვეჯაჭვებოდი, ხან კი, პირიქით, თავიდან ვიშორებდი... როგორც ამ წიგნის მოცულობითაც ჩანს, ეს არ არის რომანის ისტორია, თუმცა ამ ლიტერატურული ჟანრის უკეთ გასაგებად ვეცადე, მისი განვითარების ეტაპებიც მიმომეხილა. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც სხვა რამ იყო: რა შთაბეჭდილებას ახდენს რომანი მკითხველზე? როგორ მუშაობენ რომანისტები? და როგორ იქმნება ნაწარმოები“?

9.90d 6.00d

პ. გ. ვუდჰაუსი ვუსტერთა გვარის ღირსება, 214 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ინგლისელი მწერლის პელემ გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) რომანებისა და მოთხრობების სახელგანთქმული სერიის ნაწილია. ამ ისტორიების მთავარი გმირები ინგლისელი ჭკუამხიარული არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი ყოვლისმცოდნე, მუდამ აუღელვებელი მსახური ჯივზია. „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ვუდჰაუსის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. პირველის („დაიკიდე, ჯივზ!“) მსგავსად, ამ წიგნშიც ბრწყინვალე ინგლისური იუმორითაა მოთხრობილი მორიგ ხათაბალას გადაყრილი ბერტი ვუსტერისა და მხსნელად მოვლენილი ჯივზის ამბავი.

9.90d 6.00d

ჯერომ სელინჯერი ჭერი ასწიეთ დურგლებო და სიმორი, შესავალი, 262 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ლელა დუმბაძემ „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. ბადი გლასი აღწერს თავის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს, კერძოდ, უფროსი ძმის, სიმორის შესახებ. სელინჯერის სხვა წიგნის „ფრენისა და ზუის“ მსგავსად, ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.

7.90d 5.00d

35


სხვა წიგნები

14.90d 9.00d

ზოია ფირზადი შევეგუებით, 522 გვ. სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის, ზოია ფირზადის წიგნში გაერთიანებულია რომანი „შევეგუებით“ და მოთხრობები. აღსანიშნავია, რომ რომანი „შევეგუებით“ ირანში გამოსვლისთანავე არნახულად პოპულარული გახდა და რვა წლის განმავლობაში ოცდაექვსჯერ დაიბეჭდა. მწერლის შემოქმედებაში ორი საკითხია წამყვანი: გენდერული (რომლის საინტერესო და ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს რომანი „შევეგუებით“) და სხვადასხვა კონფესიის თანაარსებობა ისლამურ რესპუბლიკაში (რომლის ღრმა და დელიკატურ ასახვასაც წარმოადგენს სამი მოთხრობა საერთო სათაურით „აღდგომამდე ერთი დღე რჩება“). ერნესტო ჩე გევარა მოტოციკლისტის დღიური, 340 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

9.90d 5.00d

1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს. „მოტოციკლისტის დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი „ჩე“, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ... 2004 წელს უოლტერ სალესმა „მოტოციკლისტის დღიურის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

ელიზაბეტ კენდელი ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზა მაგარი ყდა, სუპერი, 552 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა ეს წიგნი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის – მელიტონ ბალანჩივაძის, დედის – მარიას, დის – თამარისა და ძმის – ანდრიას შესახებ. წიგნში ბალანჩინისა და მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრისა და თანამოაზრის, ლიდია ივანოვას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პერიპეტიები პარალელურადაა მოთხრობილი.

19.90d 12.00d 36


საბავშვო და საყმაწვილო

რუკები ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკები მაგარი ყდა, 116 გვ. ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი და ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი „რუკები“ შეიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ. 55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ამ გამოცემაში შესულია საქართველოს რუკაც. „რუკების“ მასალით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა.

49.90d 35.00d

ასტრიდ ლინდგრენი პეპი გრძელწინდა მაგარი ყდა, 340 გვ. ინგრიდ ვანგ ნიმანის ილუსტრაციები თარგმნა ეთერ კუბლაშვილმა პეპი, ანუ პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა – კაპიტან ეფრაიმ გრძელწინდას, ზღვების ყოფილი რისხვისა და ზანგების ახლანდელი მეფის ქალიშვილი – მთელი მსოფლიოს ბავშვების უსაყვარლესი გმირია. ეს წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას ყოვლად უცნაური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

17.90d 11.00d ასტრიდ ლინდგრენი სახურავის ბინადარი კარლსონი მაგარი ყდა, 456 გვ. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები თარგმნა ჯენეტ ბაჯელიძემ „დიოგენე“ გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის – ასტრიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის მხიარული ამბების სრულ ვერსიას ერთ წიგნად. ეს გამოცემა ორიგინალის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით.

19.90d 12.00d 37


სხვა წიგნები

ბარბარა რაიდი კოტრიალა ლექსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი, 32 გვ. „კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავშვო პოეზიის კლასიკური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხმეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის – ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების მისეული მეთოდი უნიკალურია: წიგნების დასასურათებლად იგი ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავს.

10.90d 3.00d ვერნერ ჰოლცვართი, ვოლფ ერლბრუხი პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. „პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული წიგნია. მასში მოთხრობილი უცნაური, ტრადიციული საბავშვო წიგნებისაგან განსხვავებული ისტორია და მოუსვენარი მთავარი გმირი ბავშვებს განსაკუთრებით ამხიარულებს.

7.90d 3.00d სელმა მანდინი უთვალავი კოცნა ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. „როგორია კოცნა?“ – კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. „კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება“. „უთვალავი კოცნა“ არის კითხვებისა და პასუხებისგან შედგენილი წიგნი და განკუთვნილია იმ პატარებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ. ორი პატარა ადამიანის დიალოგი ავტორის მიერვეა ილუსტრირებული. ეს მთელ მსოფლიოში პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და, ხშირად, პირველი წიგნია.

9.90d 3.00d

38


საბავშვო და საყმაწვილო

სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემი აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ. ზოგჯერ, როცა ვინმე ძალიან, ძალიან გიყვარს, მთელი გულით გინდა გააგებინო, რა დიდია შენი სიყვარული. მაგრამ ციცქნა და დიდმა წაბლისფერმა ყურცქვიტებმა აღმოაჩინეს, რომ სიყვარულის გაზომვა არც ისე ადვილია. ეს წიგნი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.

9.90d 3.00d

მარტა ალტესი არრა! დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, 32 გვ. რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგრამ ჩვენს ცუგას ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია... „არრა!“ მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

4.90d 2.00d გაბრიელ ვენსანი ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. გაბრიელ ვენსანი ქუჩის მუსიკოსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. „ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან“ და „ქუჩის მუსიკოსები“ გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის წიგნებია. მთავარი გმირები – თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობ­რები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვა­რე­­ლი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრო­ ბის კლასიკადაა აღიარებული. 2014 წელს ამ წიგნების მიხედ­ვით გადაღებული ანიმაციური ფილმი „ოსკარის“ ნომინანტი გახდა.

9.90d 3.00d

9.90d 3.00d 39


საბავშვო და საყმაწვილო

ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეი წიგნიერი მგელი დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

7.90d 4.00d

„ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა...“ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართული. მგელმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კითხვა ესწავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა. ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა.

თეა ლომაძე წერილი ბოთლში ნანა სამანიშვილის ილუსტრაციები, 80 გვ. მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრების ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ყველამ იცის. გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად მანამ, სანამ ქალაქში უცნაური ამბები დაიწყება…

4.90d 3.00d მიხაელ ენდე დაუსრულებელი ამბავი ორიგინალური გაფორმება, ფერადი შრიფტი, მაგარი ყდა, სუპერი, 538 გვ. საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს (1929-1995) „დაუსრულებელი ამბავი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. ფენტეზის ჟანრის ეს შედევრი ათობით ენაზეა ნათარგმნი. ამ წიგნში აღწერილი საოცარი სამყარო უკვე რამდენიმე ათწლეულია, ბავშვებსა და უფროსებს ერთნაირად აღელვებს.

25.00d 15.00d

40


საბავშვო და საყმაწვილო

ჯინ ვებსტერი გრძელფეხება მამილო, 416 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლია გუგუნავამ ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯინ ვებსტერის წიგნი „გრძელფეხება მამილო“ მოგვითხრობს ობოლი გოგონას ამბავს, რომელიც უცნობმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა. ამ კლასიკად ქცეულ ეპისტოლარულ რომანს დღემდე სიამოვნებით კითხულობენ სხვადსხვა ასაკის მკითხველები მთელ მსოფლიოში. გამოცემა ორენოვანია – იგი ქართულ და ინგლისურ ტექსტებს აერთიანებს. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, რომელიც დაეხმარება მკითხველებს ინგლისური ტექსტის უკეთ გაგებასა და ენის სრულყოფაში.

9.90d 6.00d

41


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.