შტეფან ფულეს ვიზიტი საქართველოში

Page 1

ევროკომისია

პრესრელიზი ბრიუსელი, 17 ივლისი 2014 წ. საქართველოში ვიზიტისას ევროკომისარი ფულე ვაჭრობის, კერძო სექტორის განვითარებისა და მართლმსაჯულების რეფორმის ახალი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადებს

ხვალ საქართველოს პარლამენტის მიერ "ასოცირების შესახებ შეთანხმებისა" და "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" (DCFTA) რატიფიკაციის საკითხზე მოსმენაზე დასასწრებლად საქართველოს ეწვევა ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე. "ასოცირების შეთანხმება" და DCFTA მნიშვნელოვნად გააღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

"ასოცირების შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით საქართველო გამოხატავს სურვილს განახორციელოს ყოვლისმომცველი რეფორმები ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად. ჩვენ სრულ მხარდაჭრას ვუცხადებთ მოდერნიზაციისა და ევროკავშირთან დაახლოების ამბიციური მიზნისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას" - განაცხადა შტეფან ფულემ, ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.

ვიზიტის დროს ევროკომისარი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც ამოქმედდება საქართველოსათვის ევროკავშირის "დახმარების ერთიანი ჩარჩო", რომელშიც განსაზღვრულია მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები და პრიორიტეტები 2014-2017 წლებისათვის. სამი პრიორიტეტული სექტორი იქნება საჯარო სექტორის რეფორმა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება და მართლმსაჯულების სფეროს რეფორმა. ამას დაემატება დახმარება "ასოცირების შეთანხმებისა" და "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" განსახორციელებლად და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისათვის. ევროკომისარი ასევე გამოაცხადებს 2014 წლის ევროკავშირის დახმარების პირველ პაკეტს ახალი "დახმარების ერთიანი ჩარჩოს (Single Support Framework)" ფარგლებში. ახალი დაფინანსება მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს DCFTA-ს განახორციელებაში და ხელი შეუწყოს ვაჭრობის რეფორმასა და კერძო სექტორის განვითარებას; განსაკუთრებული ყურადღება მცირე ბიზნესის განვითარებას

IP/14/315


დაეთმობა. მოსალოდნელია, რომ მართლმსაჯულების სექტორში ევროკავშირის ახალი დახმარება გააუმჯობესებს მართლმსაჯულების განხორციელებას, ხელს შეეუწყობს კანონის უზენაესობას და განამტკიცებს ადამიანის უფლებების დაცვას საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებისა შესაბამისად.

საკითხის წინაისტორია "აღმოსავლეთ პარტნიორობა" წარმოადგენს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ძირითად პოლიტიკურ ჩარჩოს. ის "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" აღმოსავლეთ განზომილებაა და მიზნად ისახავს საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან. ასოცირების შესახებ შეთანხმებას ( ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) ხელი მოეწერა ამა წლის 27 ივნისს.

მხარდაჭერის ერთიანი ჩარჩო - 2014-17წწ. საქართველოსათვის ევროკავშირის მხარდაჭერის "მხარდაჭერის ერთიანი ჩარჩო (SSF - Single Support Framework)" მიღებულ იქნა 2014 წლის 11 ივნისს. ეს არის საპროგრამო დოკუმენტი, რომელშიც განისაზღვრება ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსათვის 2014-2017 წლების პერიოდში. მთელი პერიოდისათვის გათვალისწინებული საორიენტაციო დაფინანსება განსაზღვრულია 335 - 410 მილიონი ევროს ფარგლებში. მხარდაჭერის ერთიანი ჩარჩო შეთანხმდა ეროვნულ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. შეთანხმდა დაფინანსების სამი პრიორიტეტული სექტორი: საჯარო სექტორის რეფორმა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმა. გარდა ამისა, დამატებითი მხარდაჭერა იქნება გათვალისწინებული საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისათვის უფრო მძლავრი დემოკრატიული პროცესებისა და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოყალიბებისათვის. წლიური სამოქმედო პროგრამა 2014 წლისათვის ევროკავშირის ყოველწლიური მხარდაჭერის პაკეტი საქართველოს (წლიური სამოქმედო პროგრამა - 2014), ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების შესრულებას. ის უზრუნველყოფს ორმხრივად 101 მილიონი ევროს გამოყოფას საქართველოში ორი მიმართულებისათვის: 1. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ( 51 მილიონი ევრო): ეს მიმართულება დაეხმარება საქართველოს DCFTA-ს განხორციელებაში. ის ხელს შეუწყობს მცირე

2


ბიზნესს და საშუალებას მისცემს მას, მიიღოს პოზიტიური შედეგები შეთანხმებიდან (როგორიცაა გაზრდილი სავაჭრო ნაკადები, სამომხმარებლო პროდუქტების მეტი უსაფრთხოება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ზრდა). დაფინანსება ასევე ხელს შეუწყობს ძირითადი სავაჭრო ინსტიტუტების შემდგომ გაძიერებას, რომელთა კარგი ფუნქციონირების უნარს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" (DCFTA) სწორი განხორციელებისათვის. ეს უზრუნველყოფს რეფორმების დაუბრკოლებლად განხორცილებას ვაჭრობასთან დაკავშირებულ ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში როგორიცაა სურსათის უვნებლობა, მომხმარებელთა დაცვა, ბაზრის ზედამხედველობა და კონკურენციის განვითარება. ეს პროცესი შექმნის გაუმჯობესებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ყველა, მათ შორის ისეთი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის, როგორიცაა იძულებით გადაადგილებული პირები. 2. იუსტიციის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა (50 მილიონი ევრო): 2008 წლიდან ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და იუსტიციის სფეროში ძირითადი რეფორმების განხორციელებაში. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულია თვალსაჩინო წინსვლა ზოგიერთ სფეროში, როგორიცაა მაგალითად, გაუმჯობესებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ახალგაზრდა დამნაშავეების რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაცია და პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. თუმცა, ეს გრძელვადიანი პროცესებია და რიგი საკითხებისა კვლავ გადაჭრას საჭიროებს. ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმის, მიუკერძოებლობისა და ეფექტურობის განმტკიცებას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. დამატებითი მხარდაჭერა 2014 წელს 2014 წლის ყოველწლიური სამოქმედო პროგრამით საქართველო მიიღებს დამატებით 30 მილიონ ევროს, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლის დაფასების ნიშნად, გამოიყო საქართველოსათვის 2014 წლის მაისში, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის ახალი მექანიზმის "მეტი მეტის სანაცვლოდ" ფარგლებში (იხ. დეტალები). მხარდაჭერა აქცენტირებულია შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: საჯარო დაწესებულებების მოდერნიზაცია, უმცირესობათა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების უფლებების დაცვა, კონკურენცია სოფლის მეურნეობასა და სასოფლო ბიზნესში (ევროპის სამეზობლოს პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის - ENPARD). ENPARD-ის ფარგლებში მხარდაჭერის

3


თაობაზე დაფინანსების ხელშეკრულებას ევროკომისარი ასევე ხვალ მოაწერს ხელს (იხ. დეტალები). დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს ვებ-გვერდი: http://ec.europa.eu/commission_20102014/fule/index_en.htm განვითარებისა და თანამშრომლობის დირექტორატის - EuropeAid-ის ვებგვერდი (აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდი): www.ec.europa.eu/europeaid/easternpartnership ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: http://eeas.europa.eu/delegations/georgia/index_en.htm ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრი: http://www.enpi-info.eu/indexeast.php დაახლოება ევროკავშირთან - დამატებითი დაფინანსება საქართველოსა და მოლდოვასათვის: http://europa.eu/rapid/press-release_IP-14-512_en.htm ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინსათან (27 ივნისი 2014 წ): http://europa.eu/rapid/pressrelease_MEMO-14-430_en.htm ინფორმაცია ევროპის სამეზობლოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის თაობაზე: http://eeas.europa.eu/delegations/georgia/documents/newsletters/enpar d_2014/factsheet_july_2014_topup_enpard_en.pdf

საკონტაქტო პირები: Peter Stano (+32 2 295 74 84) Anca Paduraru (+32 2 296 64 30) საზოგადოებისათვის: Europe Direct პირდაპირი საკონტაქტო ტელეფონი 00 800 6 7 8 9 10 11 ან e-mail

4


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.