ევროკავშირის კულტურის კვირეული

Page 1

a21407079 georgia timeline_Kutaisi_Georgian_s3 9/12/14 7:24 PM Page 1

ქუთაისი

ევროკავშირის კულტურის კვირეულის მომხსენებლები:

ხათუნა ცხადაძე დავით პაიჭაძე

დავით პაიჭაძე - ფილოლოგი, ჟურნალისტი. 1992 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, 1993 წლიდან იბეჭდება გაზეთებში, ჟურნალებში, ლიტერატურულ და ინტერნეტ გამოცემებში. 1996 წლიდან 10 წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტად საქართველოში. 2005 წელს გახდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, შემდგომ იყო ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი და ასისტენტ-პროფესორი. 2008 წლიდან დღემდე დავით პაიჭაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს საზოგადოებრივ რადიოში პოლიტიკური ტოკშოუს წამყვანად; 2013 წლის ოქტომბრიდან კი ტელეკომპანია "ტაბულაში" უძღვება საავტორო გადაცემას "ამაოების ბაზარი".

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

ევროკავშირის კულტურის კვირეულის მუსიკალური ჯგუფები:

ხათუნა ცხადაძე ფილოლოგი, იტალიური ენიდან მთარგმნელია. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი თარგმანებია: უმბერტო ეკო, „პრაღის სასაფლაო“ („დიოგენე“, 2014); ანტონიო ტაბუკი, „მიაჩნია პერეირას“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2012); უმბერტო ეკო, „ვარდის სახელი“ („დიოგენე“, 2011 - მიენიჭა ლიტერატურული პრემია „გალა“ წლის საუკეთესო თარგმანისათვის). უმბერტო ეკო, კარლო მარია მარტინი - „რა სწამს მას, ვისაც არ სწამს?“ („დიოგენე“, 2012). მას თარგმნილი აქვს ასევე ლუიჯი პირანდელოს, იტალო კალვინოს, პიერ პაოლო პაზოლინის, უმბერტო ეკოსა და სხვა იტალიელი ავტორების მოთხრობები და ესეები. 1998 წლიდან ასწავლის იტალიურ ენასა და ლიტერატურას.

დიანა ანფიმიადი

დიანა ანფიმიადი - პოეტი, ენათმეცნიერი, პედაგოგი. არის სამი პოეტური და ერთი პროზაული კრებულის ავტორი -”შოკოლადი“ (პოეზია, გამომცემლობა ”სიესტა“, 2008), ”კონსპექტური მითოლოგია“ (პოეზია, გამომცემლობა”საუნჯე“, 2009),” ახლო ხედვის ტრაექტორია“ (პოეზია, გამომცემლობა ”საუნჯე“, 2012) და ”პირადი კულინარია“ (პროზა, ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2013). დიანა ანფიმიადი არის რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატი: ლიტერატურული კონკურსი „წერო“, 2008 - პირველი ადგილი; ლიტერატურული კონკურსი „საბა“, 2009 - ჯილდო წლის საუკეთესო დებიუტისთვის. დიანა ანფიმიადის ლექსები თარგმნილია ბერძნულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე.

ოლივერ პული

ოლივერ პული ბრიტანელი პიანისტი და კომპოზიტორია. მან წარჩინებით დაამთავრა ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯი და ამჯერად სწავლობს მასტერის კურსზე. მისი მუსიკალური კარიერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო: შვიდი წლის ოლივერი EPTA-ს პრიზის მფლობელი გახდა. ეს პრიზი მან შემდეგ წელსაც მოიპოვა. ოლივერმა ახალგაზრდულ ეროვნულ ორკესტრთან ერთად პირველად რვა წლის ასაკში დაუკრა. მან სერიოზულად მიიქცია პრესისა და ტელევიზიების ყურადღება თხუთმეტი წლის ასაკში ციმბირის ტურის შემდეგ, როცა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ციმბირის ძახილი“ დააფუძნა ბრიტანეთში. ოლივერ პულს დაუკრავს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზებსა და ღონისძიებებზე, მათ შორის „როიალ ალბერტ ჰოლში“, „დელ სოლე“-ს ფესტივალებზე იტალიასა და კალიფორნიაში, ფესტივალზე „სერენატა“ (რასელ უატსონთან ერთად). ის ხშირად უკრავს „იუნესკოს“, „ბავშვი გაჭირვებაში“, „მსოფლიო სასურსათო პროგრამის“, „კიბოთი დაავადებულ მოზარდთა დახმარების ფონდის“, „უნისეფისა“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებზე.

Tikkle Me

Tikkle Me ელექტრონული პოპ-მუსიკის ჯგუფია. ის შექმნეს ფრიდა ჰერჰენროტერმა (პროგრამირება / ვოკალი) და კარინ ტაბერმანმა (იონიკა) ესკილსტუნაში, შვედეთში. რამდენიმე სინგლის შემდეგ მათ ჩაწერეს პირველი, ბენდის სახელწოდების მქონე ალბომი 2010 წელს სტუდიაში Westside Fabrication. ამის შემდეგ დუეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეიცვალა. დღეს ეს არის მთელი მუსიკალური ჯგუფი მუსიკოსებით, მომღერლებით, ფოტოგრაფებით, ვიდეო გადაღების სპეციალისტებით და სხვა. ისინი ხშირად აწყობენ ტურებს შვედეთში. მათი გამოსვლები შედგა ასევე გერმანიაში, რუსეთში, ბელარუსსა და საქართველოში. 2013 წელს ჯგუფი Tikkle Me-სთან ხელშეკრულება გააფორმა სტუდიამ Gaphals Recordings და 2014 წლის აპრილში მათ გამოუშვეს ალბომი "What Is Real" („რაც ნამდვილია“). სექტემბერში Tikkle Me კვლავ ბრუნდება საქართველოში, რათა ქართველ მსმენელს თბილისსა და ქუთაისში წარუდგინოს თავისი ახალი ალბომი.

The BearFox

ჯგუფი BearFox მუსიკოსების, ირაკლი მანჩხაშვილისა და მებო ნუცუბიძის ექსპერიმენტული პროექტია. მათი მთავარი მახასიათებელია ჩარჩოებისა და შეზღუდვების ნგრევა მუსიკაში. მებო და ირაკლი ნებისმიერი მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობას იყენებენ. მათი მუსიკა რომელიმე კონკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება: ისინი უბრალოდ უკრავენ ისეთ მუსიკას, რომელიც სამყაროსადმი მათ დამოკიდებულებას გამოხატავს. მუსიკოსების შთაგონების წყაროა ბუნება, ცხოველები, ფრინველები, ადამიანები, ადამიანური ურთიერთობები. ჯგუფს 5 სიმღერა აქვს ჩაწერილი.

შეიცანი ევროპა ხელოვნების გზით ევროკავშირის კულტურის კვირეული ჩამოტვირთე პროგრამა http://www.euculture.ge

Oimactta

Oimactta - ელექტრონულ ექსპერიმენტული მუსიკის ბენდია, რომელმაც სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Bad Trips 2014 წლის მარტში ჩაწერა. ამჟამად ჯგუფი მუშაობს მეორე ალბომზე, რომელიც შემოდგომაზე გამოვა. Oimactta-მ ზაფხულში მონაწილეობა მიიღო Sun Glitter-ის ელექტრონული მუსიკის პროექტში, რომლისთვისაც ჩაწერა თრექი.

მხარდამჭერები:


a21407079 georgia timeline_Kutaisi_Georgian_s3 9/12/14 7:24 PM Page 5

ქუთაისი

ევროკავშირის კულტურის კვირეული შეიცანი ევროპა ხელოვნების გზით „ევროკავშირის კულტურის კვირეული“ კულტურის ფესტივალია, რომლის მიზანია ევროპული ღირებულებების წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: დისკუსიები ქართველ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური დადგმები, გამოფენები, ქუჩის ხელოვნების პერფორმანსები და სხვა.

ლიტერატურა

მუსიკა

საბავშვო ღონისძიებები

საბავშვო შემეცნებითი აქტივობა

განათლება

კინო

2 ოქტომბერი

2 ოქტომბერი

2 ოქტომბერი

ქუთაისი, ბალახვანი, -„101 საფეხური“ 12:00– 18:00 ევროპა ლიტერატურაში ევროპული წიგნის გამოფენა ღია ცის ქვეშ

16.00 ევროპა ლიტერატურაში ქართველი მწერლები საუბრობენ ევროპულ ლიტერატურაზე

ევროპა განათლებაში ევროპული განათლების კუთხე

სპიკერი - დავით პაიჭაძე თემა: ჯულიან ბარნსი, „დასასრულის განცდა“

12:00 – 14:00 ევროპა სამზარეულოში ევროპული და ქართული კერძების გამოფენა

18.00 ევროპა ლიტერატურაში ქართველი მწერლები საუბრობენ ევროპულ ლიტერატურაზე

21.00 ევროპა კინოში კინოთეატრი ღია ცის ქვეშ: ფრანგული დოკუმენტური ფილმი „ყოფნა და ქონა“ (ნიკოლას ფილიბერი). ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია განათლების თემაზე

13:00 – 14:00 ევროპა განათლებაში ბავშვებისთვის საჯარო კითხვა პატარებისთვის ხათუნა ცხადაძესთან ერთად (მთარგმნელი) 14:00 – 18:00 გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის

სპიკერი - ხათუნა ცხადაძე თემა: „როგორ ვწეროთ? უმბერტო ეკოს 40 წესი“

19.00 ევროპა მუსიკაში კონცერტი ღია ცის ქვეშ: The Bearfox მუსიკოსების, ირაკლი მანჩხაშვილის და მებო ნუცუბიძის ექსპერიმენტული პროექტი.

სამზარეულო

3 ოქტომბერი ქუთაისი, ბალახვანი, 101 საფეხური 12.00 – 18.00 ევროპა ლიტერატურაში ევროპული წიგნის გამოფენა ღია ცის ქვეშ ევროპა განათლებაში ევროპული განათლების კუთხე 12:00 – 14:00 ევროპა სამზარეულოში ევროპული და ქართული კერძების გამოფენა 13:00-14:00 ევროპა განათლებაში ბავშვებისთვის საჯარო კითხვა პატარებისთვის დიანა ანფიმიადთან ერთად (პოეტი) 14:00 – 18:00 გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

27 სექტემბერი

29 სექტემბერი

რუსთაველის ქუჩა, #5, ჩაის სახლი „ფოე ფოე“ 19:00 გახსნის ცერემონია ქუთაისის მერი, შოთა მურღულია

ქუთისის სახელმწიფო დრამის თეატრი 19:00 ევროპა მუსიკაში ოლივერ პული, პიანისტი (დიდი ბრიტანეთი)

ევროპა მუსიკაში კონცერტი ღია ცის ქვეშ: შვედ გოგონათა ბენდი „Tikkle Me“ წარადგენს თავის ახალ ამბობს "What Is Real"

3 ოქტომბერი

3 ოქტომბერი

16.00 ევროპა ლიტერატურაში „სამეფო უბნის თეატრის“ მსახიობები კითხულობენ შექსპირის სონეტებს

21.00 ევროპა კინოში კინოთეატრი ღია ცის ქვეშ: გოეთეს ინსტიტუტი წარმოადგენს ფეო ალადაგის ფილმს „უცხოელი ქალი“. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ქალთა უფლებებზე

18.00 ევროპა ლიტერატურაში ქართველი მწერლები საუბრობენ ევროპულ ლიტერატურაზე სპიკერი - დიანა ანფიმიადი თემა: იორგოს სეფერისი „მარადიული ოდისეა“

19.00 ევროპა მუსიკაში კონცერტი ღია ცის ქვეშ: Oimaccta ბენდი შეიქმნა 2009 წელს. წევრები: ლევან ცხვარაძე (გიტარა, ვოკალი), სანდრო წიკლაური (იონიკა, ფორტეპიანო), ლევან მამალაძე (ბას გიტარა), დათო ცომაია (დრამი). ჟანრი ალტერნატიული/ინდი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.