a21407079 georgia timeline_Tbilisi_Georgian_s3 9/12/14 7:36 PM Page 1
თბილისი
ევროკავშირის კულტურის კვირეულის მომხსენებლები:
ანა კორძაია - სამადაშვილი
ანა კორძაია - სამადაშვილი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტია. ასწავლის ლიტერატურას და მხატვრულ წერას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია. თარგმნის გერმანული ენიდან. ანა კორძაია-სამადაშვილს ეკუთვნის რომანები „ვინ მოკლა ჩაიკა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013), „შუშანიკის შვილები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011) და მოთხრობების კრებულები „მე, მარგარიტა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005) და „ბერიკაობა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2002). თარგმანები: ერიხ მარია რემარკის „სამი მეგობარი“ (გამომცემლობა”არეტე“, 2013) კორნელია ფუნკეს „ქურდების მბრძანებელი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009), ელფრიდე იელინეკის „საყვარლები“ (გამომცემლობა”არეტე“, 2008) და სხვ. ანა კორძაია-სამადაშვილმა 2002 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო დებიუტისთვის, ხოლო 2013 წელს მისი რომანი „ვინ მოკლა ჩაიკა“ დაჯილდოვდა ილიას უნივერსიტეტის პრიზით „წლის საუკეთესო რომანისთვის“.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
ევროკავშირის კულტურის კვირეულის მუსიკალური ჯგუფები:
ფოტო: ლ.ხერხეულიძე/„ლიბერალი" ლევან ბერძენიშვილი ლევან ბერძენიშვილი ფილოლოგი, მთარგმნელი, საქართველოს პარლამენტის წევრია. ის არის რადიო გადაცემა „წიგნების“ ავტორი და წამყვანი (რადიო „შოკოლადი). ლევან ბერძენიშვილის ნაშრომები: „დემოკრატია და ქართული კულტურა (რედაქტორი), 2011; „წმინდა წყვდიადი“ (გულაგის მოგონებები), ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010, 2012; „ლათინური ენა“, 2 ტომად. ლ. ბერძენიშვილი, მ. ფხაკაძე. პროგრამა „ლოგოსი“, 2008; „ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა“ (რედატორი), 2004. თარგმანები: არისტოფანე. „კომედიები“. 5 ტომად. „ლოგოს პრესი“, 2003-2012; „ბატრახომიომახია“, თარგმანი ძველი ბერძნულიდან. „ლოგოს პრესი“, 2001.
მანანა ანთაძე
მანანა ანთაძე, მთარგმნელი, STURUA PRODUCTIONS-ის დამფუძნებელი (რობერტ სტურუასთან და გიორგი თევზაძესთან ერთად) და მისი თავმჯდომარე. მანანა ანთაძე ასევე „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის ხელმძღვანელია. მისი თარგმანებია: მაქსიმ გორკი, „ფსკერზე“, 2014; ტერენს მაკნელი, „მასტერ კლასი“, 2012; ტენესი უილიამსი, „კამინო რეალი“, 2009; უილიამ შექსპირი, „მაკბეტი“, 2008; ბერტოლტ ბრეხტი, „დედა კურაჟი“, 2007; დარიო ფო, „თავისუფალი წყვილი“ 2004; ჯოან როულინგი, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, 2002; ტენესი უილიამსი, „ცუდი ვახშამი“, 1996; ჰერბერტ უელსი, „რუსეთი წყვდიადში“, 1978; ირვინგ სტოუნი, „წყურვილი სიცოცხლისა“, 1974 და სხვები.
თამარ სუბელიანი
თამარ სუბელიანი, მთარგმნელი. მას თარგმნილი აქვს შემდეგი წიგნები: ენდრიუ კაუფმანი - „ყველა ჩემი მეგობარი სუპერგმირია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014), ჰარუკი მურაკამი - „კაფკა პლაჟზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014) , ჯონ გრინი -„ბედის ვარსკვლავის ბრალია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014), სალი გრინი - ”ნახევრად ცუდი “ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014). ამჯერად თარგმნის ჰარუკი მურაკამის”ნორვეგიულ ტყეს“.
გიგა ზედანია
გიგა ზედანია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რექტორი. სწავლობდა ფილოსოფიას, სოციოლოგიასა და შუასაუკუნეების კვლევებს საქართველოს, აშშ-სა და და ევროპის უნივერსიტეტებში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბოხუმის უნივერსიტეტში (გერმანია). არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ინტერესის სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, სოციალური და პოლიტიკური თეორია. ევროპული ლიტერატურისა და კულტურის ისტორია.
ოლივერ პული
Tikkle Me
მწვანე ოთახი
ოლივერ პული ბრიტანელი პიანისტი და კომპოზიტორია. მან წარჩინებით დაამთავრა ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯი და ამჯერად სწავლობს მასტერის კურსზე. მისი მუსიკალური კარიერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო: შვიდი წლის ოლივერი EPTA-ს პრიზის მფლობელი გახდა. ეს პრიზი მან შემდეგ წელსაც მოიპოვა. ოლივერმა ახალგაზრდულ ეროვნულ ორკესტრთან ერთად პირველად რვა წლის ასაკში დაუკრა. მან სერიოზულად მიიქცია პრესისა და ტელევიზიების ყურადღება თხუთმეტი წლის ასაკში ციმბირის ტურის შემდეგ, როცა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ციმბირის ძახილი“ დააფუძნა ბრიტანეთში. ოლივერ პულს დაუკრავს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზებსა და ღონისძიებებზე, მათ შორის „როიალ ალბერტ ჰოლში“, „დელ სოლე“-ს ფესტივალებზე იტალიასა და კალიფორნიაში, ფესტივალზე „სერენატა“ (რასელ უატსონთან ერთად). ის ხშირად უკრავს „იუნესკოს“, „ბავშვი გაჭირვებაში“, „მსოფლიო სასურსათო პროგრამის“, „კიბოთი დაავადებულ მოზარდთა დახმარების ფონდის“, „უნისეფისა“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებზე.
Tikkle Me ელექტრონული პოპ-მუსიკის ჯგუფია. ის შექმნეს ფრიდა ჰერჰენროტერმა (პროგრამირება / ვოკალი) და კარინ ტაბერმანმა (იონიკა) ესკილსტუნაში, შვედეთში. რამდენიმე სინგლის შემდეგ მათ ჩაწერეს პირველი, ბენდის სახელწოდების მქონე ალბომი 2010 წელს სტუდიაში Westside Fabrication. ამის შემდეგ დუეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეიცვალა. დღეს ეს არის მთელი მუსიკალური ჯგუფი მუსიკოსებით, მომღერლებით, ფოტოგრაფებით, ვიდეო გადაღების სპეციალისტებით და სხვა. ისინი ხშირად აწყობენ ტურებს შვედეთში. მათი გამოსვლები შედგა ასევე გერმანიაში, რუსეთში, ბელარუსსა და საქართველოში. 2013 წელს ჯგუფი Tikkle Me-სთან ხელშეკრულება გააფორმა სტუდიამ Gaphals Recordings და 2014 წლის აპრილში მათ გამოუშვეს ალბომი "What Is Real" („რაც ნამდვილია“). სექტემბერში Tikkle Me კვლავ ბრუნდება საქართველოში, რათა ქართველ მსმენელს თბილისსა და ქუთაისში წარუდგინოს თავისი ახალი ალბომი.
ბექა ჯაფარიძისა და აჩიკო გულედანის დუეტი. მათი თანამშრომლობა 1991 წელს დაიწყო, ჯგუფით „მწვანე ოთახი“. ახლა ჯგუფი ახალ პროექტზე მუშაობს მუსიკოს დათო ლომიძესთან ერთად. ამ პროექტის ფარგლებში ჯგუფმა უკვე ჩაწერა არაერთი, საქართველოში ძალიან პოპულარული, სინგლი.
EU Culture Factory Week Speakers:
DJ Keti – LulaBaluba aka Lady Diplomata DJ selecta პოპულარული ნორვეგიელი დიჯეია, რომელიც 90-იანი წლების ბოლოდან მუშაობს ამ სფეროში. მისი სტილი ძირითადად ბალკანური, ბოშური და აფრიკული მუსიკაა, მაგრამ ყველაზე მეტად ის კარგი საცეკვაო მუსიკითაა ცნობილი. ის თანამშრომლობს არაერთ კლუბთან და ფესტივალთან ნორვეგიაში (club Nomad, Parkteateret/BalkanBeatParty, Blaa, Slottsfjell festival, Øya festival), შვედეთში (Fasching), დანიაში (Stensgade), სერბეთში (Festival Positive Vibrations, Club Lavli Dzavli, Kod Silje Belgrad riverboat), რუსეთში (film festival). უყვარს კარგი მუსიკა და ხალხის გართობა.
შეიცანი ევროპა ხელოვნების გზით ევროკავშირის კულტურის კვირეული ჩამოტვირთე პროგრამა http://www.euculture.ge
თინათინი
თინათინი ქართველი ვოკალისტი, ავტორი, რადიო მსმენელისათვის ცნობილი სახელია. ის საკუთარ თავს ინდის მუსიკის შემსრულებლად მიიჩნევს. მისი მუსიკა პოპ ინდის და ელექტორნული მუსიკის მიქსია. ის ათზე მეტი სიმღერის ავტორია.
მხარდამჭერები:
a21407079 georgia timeline_Tbilisi_Georgian_s3 9/12/14 7:36 PM Page 6
თბილისი
ევროკავშირის კულტურის კვირეული შეიცანი ევროპა ხელოვნების გზით
25 სექტემბერი ფოთი, 19:00 გახსნის ცერემონია შვედეთის ელჩი, მ.ა. მარტინა ქუიქ
„ევროკავშირის კულტურის კვირეული“ კულტურის ფესტივალია, რომლის მიზანია ევროპული ღირებულებების წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: დისკუსიები ქართველ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური დადგმები, გამოფენები, ქუჩის ხელოვნების პერფორმანსები და სხვა.
19:30 ევროპა მუსიკაში კონცერტი ღია ცის ქვეშ: შვედ გოგონათა ბენდი „Tikkle Me“ წარადგენს თავის ახალ ალბობს "What Is Real"
ლიტერატურა
მუსიკა
საბავშვო ღონისძიებები
საბავშვო შემეცნებითი აქტივობა
განათლება
კინო
სამზარეულო
26 სექტემბერი
27 სექტემბერი
28 სექტემბერი
თბილისი, ვაკის პარკის ცენტრალური შადრევანი 12:00– 18:00 ევროპა ლიტერატურაში ევროპული წიგნის გამოფენა ღია ცის ქვეშ
16.00 ევროპა ლიტერატურაში ქართველი მწერლები საუბრობენ ევროპულ ლიტერატურაზე
თბილისი, ვაკის პარკის ცენტრალური შადრევანი 12.00 – 18.00 ევროპა ლიტერატურაში ევროპული წიგნის გამოფენა ღია ცის ქვეშ
18.00 ევროპა ლიტერატურაში ქართველი მწერლები საუბრობენ ევროპულ ლიტერატურაზე
თბილისი, ვაკის პარკის ცენტრალური შადრევანი 12.00 – 18.00 ევროპა ლიტერატურაში ევროპული წიგნის გამოფენა ღია ცის ქვეშ
ევროპა განათლებაში ევროპული განათლების კუთხე
სპიკერი - ანა კორძაია -სამადაშვილი თემა: ჰერმან ჰესე - „ნარცისი და ოქროპირი“
ევროპა განათლებაში ევროპული განათლების კუთხე
სპიკერი - გიგა ზედანია თემა: გუსტავ ფლობერი - „მადამ ბოვარი“
ევროპა განათლებაში ევროპული განათლების კუთხე
12:00 – 14:00 ევროპა სამზარეულოში ევროპული და ქართული კერძების გამოფენა
18.00 ევროპა ლიტერატურაში ქართველი მწერლები საუბრობენ ევროპულ ლიტერატურაზე
12:00 – 14:00 ევროპა სამზარეულოში ევროპული და ქართული კერძების გამოფენა
19.00 ევროპა მუსიკაში კონცერტი ღია ცის ქვეშ: ცოცხალი მუსიკა, ჯგუფი „მწვანე ოთახი“
12:00 – 14:00 ევროპა სამზარეულოში ევროპული და ქართული კერძების გამოფენა
13:00-14:00 ევროპა განათლებაში ბავშვებისთვის საჯარო კითხვა პატარებისთვის დავით გაბუნიასთან ერთად (მწერალი, დრამატურგი)
21.00 ევროპა კინოში კინოთეატრი ღია ცის ქვეშ: გერმანული დოკუმენტური ფილმი „სრული სვლით დასავლეთისკენ“
13:00-14:00 ევროპა განათლებაში ბავშვებისთვის საჯარო კითხვა პატარებისთვის სანდრო ასათიანთან ერთად (ილუსტრატორი)
13:00 – 14:00 ევროპა განათლებაში ბავშვებისთვის საჯარო კითხვას პატარებისთვის გაუძღვება ლაშა ბუღაძე (მწერალი) 14:00 – 16:00 ევროპა განათლებაში ფრანგული ენის გაკვეთილები და „ფრანგული ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული გასართობი ღონისძიებები 14:00 – 18:00 გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის 15:00 ევროპა ხელოვნებაში ურბანული ხელოვნების ფესტივალის „Inside Out“ და „In Love with Trash“ გახსნა (მოხალისეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება) ლიტერატურისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა
სპიკერი - ლევან ბერძენიშვილი თემა: ჯეიმს ჯოისი - „ულისე“
19.00 ევროპა მუსიკაში კონცერტი ღია ცის ქვეშ: შვედ გოგონათა ბენდი „Tikkle Me“ 21.00 ევროპა კინოში კინოთეატრი ღია ცის ქვეშ: ფრანგული დოკუმენტური ფილმი „ყოფნა და ქონა“ (ნიკოლას ფილიბერტი). ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია განათლების თემაზე.
14:00-16:00 ევროპა განათლებაში ევროკავშირის შესახებ დოკუმნეტური ფილმის ჩვენება და ვიქტორინა ბავშვებისთვის 14:00 – 18:00 გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის 15:00 ევროპა ხელოვნებაში ურბანული ხელოვნების ფესტივალი „Inside Out“ და „In Love with Trash“ (მოხალისეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება) ლიტერატურისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა 16.00 ევროპა ლიტერატურაში შექსპირი - 450. შექსპირის 450 წლის იუბილე სპიკერი - მანანა ანთაძე თემა: „მაკბეტი“
23.00 ევროპა მუსიკაში კლუბური მუსიკა ნორვეგიელ დიჯეისთან ერთად. Dj Keti – LulaBaluba aka Lady Diplomata პოპულარული ნორვეგიელი დიჯეია, რომელიც 90იანი წლების ბოლოდან მუშაობს ამ სფეროში. მისი სტილი ძირითადად ბალკანური, ბოშური და აფრიკული მუსიკაა, მაგრამ ყველაზე მეტად ის კარგი საცეკვაო მუსიკითაა ცნობილი. ის თანამშრომლობს არაერთ კლუბთან და ფესტივალთან ნორვეგიაში (club Nomad, Parkteateret/BalkanBeatParty, Blaa, Slottsfjell festival, Øya festival), შვედეთში (Fasching), დანიაში (Stensgade), სერბეთში (Festival Positive Vibrations, Club Lavli Dzavli, Kod Silje Belgrad riverboat), რუსეთში (film festival). უყვარს კარგი მუსიკა და ხალხის გართობა. კლუბი „ლაბორატორიუმი“, ლერმონტოვის ქუჩა 1/17,თბილისი
14:00-16:00 ევროპა განათლებაში ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის გაკვეთილები და გასართობი ღონისძიებები 14:00 – 18:00 გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის 15:00 ევროპა ხელოვნებაში ურბანული ხელოვნების ფესტივალი „Inside Out“ და „In Love with Trash“ (მოხალისეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება) ლიტერატურისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა
ხელოვნება
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
ვორქშოპი მთარგმნელებისთვის
16.00 ევროპა ლიტერატურაში „სამეფო უბნის თეატრის“ მსახიობები კითხულობენ შექსპირის სონეტებს
ვორქშოფი მთარგმნელებისთვის „გოეთეს ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით
18.00 ევროპა ლიტერატურაში ქართველი მწერლები საუბრობენ ევროპულ ლიტერატურაზე
1-4 ოქტომბერი, „გოეთეს ინსტიტუტი“ საქართველოში
სპიკერი - თამარ სუბელიანი თემა: მიშელ უელბეკი - „პლატფორმა“
ვორქშოფი საშუალებას მისცემს როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მთარგმნელებს, ერთად იმუშაონ და იმსჯელონ გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნის პროცესში არსებულ სირთულეებზე.
19.00 ევროპა მუსიკაში კონცერტი ღია ცის ქვეშ: ცოცხალი მუსიკა, თინათინი 19:00 ევროპა მუსიკაში ბრიტანელი პიანისტის, ოლივერ პულის კონცერტი (ვ სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზი. შესვლა თავისუფალია) 21.00 ევროპა კინოში კინოთეატრი ღია ცის ქვეშ: გოეთეს ინსტიტუტი წარმოადგენს ფეო ალადაგის ფილმს „უცხოელი ქალი“. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ქალთა უფლებებზე.
მხატვრული თარგმანის ვორქშოფს გაუძღვება პროფ. ალექსანდრე კარტოზია (ბერლინი). ვორქშოფის ძირითადი მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, მათი წახალისება მხატვრულ თარგმანზე სამუშაოდ და, ამრიგად, საქართველოში მთარგმნელობითი საქმიანობის
პროფესიონალური დონის ამაღლების ხელშეწყობა. დამწყებ მთარგმნელებს საშუალება ექნებათ, გამოცდილ კოლეგებს ესაუბრონ თავიანთი მუშაობის პროცესზე. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ მხატვრულ თარგმანზე მუშაობის გამოცდილებას, განიხილავენ ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მთარგმნელის შრომის ანაზღაურება, სამუშაო პირობები, კომუნიკაცია გამომცემლებთან და დაფინანსების მოპოვების საშუალებები. ვორქშოფში მონაწილეობას მიიღებს 8 ქართველი მთარგმნელი.