ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები

Page 1

თამთა მახათაძე პირველი სამეულის გამარჯვებული შორაპნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე „ბუზთა ბატონი - მარადიული ანომალია“ : ,,იცვლებიან კი ადამიანები? იცლება კი დრო , მოთხოვნილებები, ფასეულობები ? დაგვღლის კი ოდესმე ზნეობის იმიტაცია და შემოვიგლეჯთ კი ასე სათუთად შეკერილ ცივილურ საფარს? - თითქოს ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სურდა გოლდინგს, როცა “ბუზთა ბატონის” სტრიქონებს მიუყვებოდა. ნაწარმოები, რომელიც 60-იანი წლების ბესტსელერად იქცა, თავისი არსით ფასდაუდებელია მსოფლიო ლიტერატურაში. ავტორს ერთი მხრივ დაუძლეველი, ბრაზიანი სურვილი აქვს ნიღაბი ჩამოახიოს კაცობრიობას და თავისივე მითების ნაფლეთებში გახვიოს, მეორე მხრივ, კი ეს წმიდა წყლის მოქალაქეობრივ ვალს მოგვაგონებს, ვალს,რომელიც ნებისმიერ პროტესტს თან უნდა სდევდეს : მიხვდე და ყველაფერი გააკეთო რომ სხვამაც გაიგოს. „


ლილი ჩხარტიშვილი პირველი სამეულის გამარჯვებული: ლანჩხუთის

მუნიციპალიტეტის

სოფელ

ნინოშვილის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. მ.ჯავახიშვილის

,,თეთრი

საყელო“

-ს

მიხედვით: ,,ძალზე ცუცქია,

კოლორიტული ჩვენი

დროის

პერსონაჟია ფემინისტური

მოძრაობის ,,დედამთავარი“. იგი ჯიუტად ცდილობს დაანგრიოს ქალების შესახებ დამყარებული ყველა სტერეოტიპი. ამაში ხელი

დრომაც

შეუწყო,

კომუნისტური

ხელისუფლება ,,ახალ“ ადამიანებს ქმნიდა. ცუცქიაც ცდილობს დროს არ ჩამორჩეს. მისი

მეამბოხე

ხასიათი

და

ჟარგონი

ზოგჯერ სიმპათიასაც კი იწვევს, მაგრამ თავისი

მიზნების

შესასრულებლად

ადამიანურ მორალსაც არაფრად აგდებს. რადგან

პარალელები

ვახსენეთ,

ბარემ

ამასაც ვიტყვი, ცუცქია თავგამოდებულ ფემინისტებს ხუმრობით

მაგონებს

და

ნახევრად

დავძენ, ჩვენს დროში იგი

საქართველოში

არ

გაჩერდებოდა

და

უკრაინელ ,,კოლეგებს“ აუბამდა მხარს. (თუმცა ახლა უკრაინაში ისეთი ამბები ტრიალებს მათთვის ვიღას სცალია)“.


თამაზ სილოგავა მეორე სამეულის გამარჯვებული: ფოთის მე 5 საჯარო სკოლა, მე - 10 კლასის მოსწავლე „ანა ფრანკის დღიური“-ს მიხედვით: ,,და მაინც, რატომ უნდა კითხულობდეს XXI საუკუნის ახალგაზრდობა XX საუკუნის დასაწყისში მცხოვრები გოგონას ჩანაწერებს? რას გვაძლევს ჩვენ ანას ტრაგიკული ცხოვრების ისტორია? ჩემი აზრით, ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, რადგან ყველაფერი, რაც ხდება, მეორდება ხოლმე, ტკივილი, სიხარული თუ ნებისმიერი სხვა განცდა მარადიულად თან სდევს კაცობრიობას. ანას განცდები არ ყოფილა ჩემთვის ძალიან უცხო. 2008 წლის აგვისტოში ჩვენც გავურბოდით წყვდიადიდან წამოსულ რუსულ ტანკებს და დავეძებდით თავშესაფარს, ოღონდ ანასგან განსხვავებით, ჩვენ ვიყავით ადამიანები და „არა უბრალოდ ებრაელები.“


სალომე კვატიძე მეორე სამეულის გამარჯვებული: (ფოთის მე 5 საჯარო სკოლა, მე - 11 კლასი) „ანა ფრანკის დღიური“-ს მიხედვით: ,,როგორ არ გგვანან ჩემი თანატოლები,ისინი ხომ აღარ წერენ,

ისინი მხოლოდ ბეჭდავენ ,დღევანდელი თაობა არ

კითხულობს, არამედ სოციალურ ქსელში ფოტოს ტვირთავს, ისინი არ არიან ბავშვები, არიან მოზარდები, რომლებსაც ეზოში თამაშს “ტუსაობა “ ურჩევნიათ .შენ ,ჩემო ანა, ცამეტი წლის ასაკში მშვიდობასა და თავისუფლებაზე ოცნებობდი, ახლა კი „აიფონი“

ურჩევნიათ.

იშვიათად

თუ

გადააწყდები

განათლებულ გოგო-ბიჭებს, რომლებსაც მწერლობა უნდათ. ანა, იცი? გამოგიტყდები და გეტყვი, რომ ყოველთვის მინდოდა შენნაირი მეგობარი მყოლოდა, შენსავით გულახდილი და თავმდაბალი. შენ თვითონ წერდი : „რა ძნელია, ბოლომდე ჩაწვდე ვინმეს და ამავე დროს რამე ურჩიო“. და მეც გეთანხმები, რადგან ვერავის ვერასდროს ურჩევ რაიმეს, სანამ თვითონ არ

დარწმუნდები მის ჭეშმარიტებაში. ანა, შენ

იდეალი იყავი, მართალია ადამიანები იდეალურები ვერ იქნებიან, რადგან ყველას აქვს ნაკლი, თუმცა შენი საქციელის შემდეგ ჩემთვის იდეალი ხარ, ანა. ამბობენ, სხვა რომ გააკრიტიკო, შენი თავი უნდა შეიცნოო, სწორედ ამიტომ ვცდილობ, არავინ გავაკრიტიკო“.


დაჩი კიზირია მესამე სამეულის გამარჯვებული: ფოთის # 5 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“-ს მიხედვით

,,ამ ყველაფრით კი იმის თქმა მინდა, რომ ეს ქვეყანა ამაოების ბაზარს ჰგავს, სადაც ადამიანი არასდროსაა ბედნიერი და კმაყოფილი. ცხოვრების არსი კი სწორედ ბედნიერების ძებნაშია. ვაჟიკასთვის მთელი ეს ისტორია იმად მაინც ღირდა, მას გაეგო, რომ ვერასდროს იპოვის ბედნიერებას, მაგრამ მაინც უნდა ეძებოს, რომ სიყვარულმა ჭუჭყის ზიზღი და სუნის ხამუში არ იცის... უძღები შვილის მგომარეობაში მყოფ ვაჟიკას თეთრი საყელო აქვს მორგებული და მაინც არაა ბედნერი, მაინც ეძებს რაღაცას და თვითონაც არ იცის რას... ალბათ ცხოვრებაც ესაა... სულ ეძებ და ეძებ...“


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.