სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

Page 1

European Union

Project is Funded by the European Union პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი

2014


ძალა გაერთიანებაშია! “იქ საცა თვითეული უღონოა, ღონიერნი არიან ყველანი ერთად” ილია ჭავჭავაძე

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი- ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ეწევიან სასოფლო სამეურნეო საქმიანობას და საერთო ეკონომიკური ინტერესი აერთიანებთ.


კოოპერატივის პრინციპები ნებაყოფლობითობა!

დემოკრატიულობა და თანასწორუფლებიანობა!

კოოპერატივში გაწევრიანება ნებაყოფლობითია!

ერთი წევრი-ერთი ხმა! გადაწყვეტილების მიღებაში კოოპერატივის ყველა წევრი მონაწილეობს

ფინანსური რესურსების გაერთიანების შესაძლებლობა !

დამოუკიდებლობა!

კაპიტალის ერთობლივი მართვა

კოოპერატივი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც წევრების მიერ კონტროლდება

განათლება გადამზადება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა!

საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება და მათი დაცვა!

კოოპერატივი უზრუნველყოფს წევრების განათლებას, გადამზადებასა და ეფექტურ განვითარებას

კოოპერაცია კოოპერატივებს შორის


4 საქართველოს ხელისუფლებამ ფერმერთა ნებაყოფლობითი, სარგებელზე ორიენტირებული კოოპერაციის განვითარება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აირჩია.

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2013 წლის 12 ივლისს, საკანონმდებლო ორგანომ “სასოფლო-სამეურნეო კოოპე­რატივის შესახებ კანონი“მიიღო, რომელიც ევროპის საუკეთესო პრა­ ქტი­კას ეყრდნობა. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა „გრანტების შესა­ ხებ“კანონსა და „საგადსახადო კოდექსშიც“. კანონმდებლობა ითვალისწინებს მოქნილ საგადასახადო რეჟიმს და სხვა ფინანსურ ინიციატივებს მცირე ფერმერებისთვის. კოოპერატივებს შეუძლიათ ითამაშონ უმნიშვნელოვანესი როლი აგრარული სექტორის მოდერნიზაციასა და პროდუქციის მაღალი სტანდარტების დანერგვაში. კანონის მიხედვით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტასა, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს. მცირე მეურნეობის მქონე ფერმერების კოოპერატივებში გაერთიანების მხარ­ დაჭერა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ერთერთი ძირითადი მიზანია.გათვალისწინებულია ახალი ფერმერული ჯგუფების ხელშესა­წყობად, გრანტების გამოყოფა და ტექნიკური დახმარება. ENPARD-ის მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ შეირჩა ოთხი კონსორციუმი-CARE, Mercy Corps, Oxfam, PIN ,რომლებიც პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი


5

კოოპერატივების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს პროდუქციის რეალიზაციის გაუმჯობესებას დანახარჯების შემცირებას წარმოებაზე მოსავლიანობის გაზრდას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სოფლად

კოოპერატიული ტიპის გაერთიანებები დასაბამს მე-18 საუკუნიდან იღებს. სოფლის მეურნეობაში შეკავშირების საჭიროებაზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წერდა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი


6

დღეს თანამედროვე მსოფლიოს კოოპერატიული სექტორი ითვლის: 800 მილიონ წევრს 100 ზე მეტ ქვეყანაში და 100 მილიონ სამუშაო ადგილს ასურსათო წარმოების დაახლოებით 80 პროცენტს განვითარებულ ს ქვეყნებში კოოპერატივები უზრუნველყოფენ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი


7

კოოპერატივის უპირატესობები

ასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შემოსავალი მეტი აქვთ, ს ხარჯი კი ნაკლები, რადგან დანახარჯები და რისკები რამდენიმე სუბიექტზე ნაწილდება

რთობლივი ეკონომიკური საქმიანობით სტაბილური ბაზარი უფრო ე ხელმისაწვდომია

რთიანი საბითუმო შესყიდვები: ე დაბალი ფასი საჭირო აგრო თუ სხვა მასალების შესყიდვისას.

ნდივიდუალურად (ცალ-ცალკე) - გლეხების საქმიანობა წარიმართება ი მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე. ძალთა გაერთიანებით კი შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

ასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, როგორც გაერთიანება, ს კრედიტუნარიანად ითვლება და საკრედიტო რესურსი მისთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე განცალკევებული სუბიექტისთვის, გლეხისთვის.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი


8 როგორ შევქმნათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი? ირველი ნაბიჯი: საჭიროა მაღალმთიან რეგიონში მინიმუმ 3, ხოლო პ დანარჩენ ტერიტორიაზე მინიმუმ 5 ადამიანის საერთო იდეის გარშემო გაერთიანება ეორე ნაბიჯი: შეიქმნას კოოპერატივის წესდება. (სასოფლო-სამეურნეო მ კოოპერატივების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა წესდების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე - www.acda.gov.ge) ესამე ნაბიჯი: გაერთიანებით დაინტერესებული პირები მ დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში კოოპერატივის ორგანიზაციული ფორმით ეოთხე ნაბიჯი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მ მისაღებად განცხადებით მიმართონ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი მ შემთხვევაში თუ კოოპერატივს საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნია ი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან სხვა ქონება შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების/სარგებლობის უფლება; კოოპერატივის წესდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი


9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს: 1 8 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

კოოპერატივის ქონება ასოფლო-სამურნეო კოოპერატივის ქონება იქმნება წევრთა (მეპაიეთა) ს შენატანით (პაით), სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული მოგებით, გრანტით ან სხვა წყაროებით; პ აი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის შენატანია ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით.

კ ოოპერატივების შექმნისას კერძო მფლობელობაში არსებული მიწების გაერთიანება სავალდებულო არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში და წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით შესაძლებელია.

სახელმწიფოს მხარდაჭერა ს ასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს აქვს უფლება მიიღოს გრანტი და სახელმ­ წიფოს მიერ განსაზღვრული ხელშემწყობი პროგრამებით ისარგებლოს. „გრანტების შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ,სასო­ ფლო-სამეურნეო კოოპერატივი განისაზღვრა გრანტის მიმღებად, მიუხე­დავად მისი მეწარმე სუბიექტობისა განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი


10 რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ კოოპერატივები?

მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი (პირველადი წარმოება)და გრანტი;

ქონების გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის;

ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი


11

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებით, არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც მაგალითად შპს-ს შემთხვევაში, 200 000 ლარს შეადგენს;

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის საქმიანობის ფარგლებში, კოოპერატივის წევრების მიერ მიღებული დივიდენდი;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ასევე სარგებლობენ სხვა საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში მოქმედებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველო კანონი,“სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“და მთავრობის დადგენილება „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის შესახებ“. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი


საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს სოფლის მეურნეობის

ქ. თბილისი 0160, ვაზისუბნის ქ.85

ქ. თბილისი, 0165

სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების

ტელ: +995 322 313026

ფალიაშვილის ქ. 84ა

საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურები

ელ-ფოსტა: info@acda.gov.ge

ტელ: +995 322 220426

ტელ: +995 322 378014; www.moa.gov.ge

ვებ-გვერდი: www.acda.gov.ge

www.facebook.com/EnpardGeorgia

ქ. თბილისი 0179, ყიფშიძის ქ. 20, ბინა 2 ტელ: +995 322 252378; 2912647 ldadiani@oxfam.org.uk; gdatusani@oxfam.org.uk

ქ. თბილისი, 0186; გ. გეგეჭკორის ქ. 6 ტელ.: +995 32 225 2471/72 www.mercycorps.ge

ქ. თბილისი 0160 , ცაგარელის ქ.37 ქ. ქუთაისი, 4600

ტელ: + 995322 29 13 78; 229 19 41; 2291531

სოლომონ პირველის ქ. 27

ქ. გორი, ე.ჯუღაშვილის ქ.67

ტელ: 0431-252565

ამბროლაური, აღმაშენებლის ქ.2 www.care-caucasus.org.ge

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.