დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ
მოსაწვევი კონცერტზე ევროპის კულტურის კვირეული - 2014
შეიცანი ევროპა ხელოვნების გზით ევროკავშირის კულტურის კვირეული
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და „ბრიტანეთის საბჭო“ გიწვევთ ბრიტანელი პიანისტისა და კომპოზიტორის, ოლივერ პულის კონცერტზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 28 სექტემბერს, კვირას, 19:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კოსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში. პროგრამა
რიჩარდ ვაგნერი, ლუი ბრასენის არანჟირებით - „ნიბელუნგის ბეჭედი“ („ვალკირიების გადაფრენის“ ჩათვლით) – 22 წუთი სერგეი რახმანინოვი - პრელუდიები და ეტიუდები - 15 წუთი ოლივერ პული - „სიმაღლე“ – 5 წუთი ჯორჯ გერშვინი - „რაფსოდია ბლუზის ტონებში“ – 12 წუთი იმპროვიზირებული ეტიუდები
კონცერტი ტარდება „ევროკავშირის კულტურის კვირეულის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ევროპის წარმოჩენას ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით. კვირეული ტარდება საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ფოთში, 2014 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე. პროექტის ოფიციალური პროგრამა იხილეთ ბმულზე: http://www.euculture.ge/.
„ევროკავშირის კულტურის კვირეული“ კულტურის ფესტივალია, რომლის მიზანია ევროპული ღირებულებების წარმოჩენა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: დისკუსიები ქართველ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური დადგმები, გამოფენები, ქუჩის ხელოვნების პერფორმანსები და სხვა.
„ევროპის კულტურის კვირეული - 2014“ ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის - „ერთად შევეგებოთ ევროპას - 3“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კომპანია „ექშენ გლობალ ქომუნიქეიშენს“. „ევროპის კულტურის კვირეული - 2014“-ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, თბილისის, ქუთაისისა და ფოთის მერიები, „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“, შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში, „გოეთეს ინსტიტუტი“, „საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი“ და სასტუმრო „ამბასადორი“. მხარდამჭერები არიან