ვრცელდება უფასოდ
მატარებელში საკითხავი #5
2015
შარლ ბოდლერის მატარებელი პერსონა: დათო მაღრაძე ჩავლილი მატარებლის ნაკვალევზე გიორგი კეკელიძე
დათო ტურაშვილი
მატარებელში საკითხავი რომანი ლევან ბერძენიშვილი
მ2
ელიტარული რეზიდენციები ბათუმში ELITE RESIDENCES IN BATUMI
შიდა განვადება 36 ან 60 თვეზე Internal credit 36 or 60 months
აპარტამენტები ზღვის ხედით 38 მ2-დან 300 მ2-მდე Apartments with an amazing sea view from 38 to 300 sq.m
Leh and Maria Kachinsky Str. New Boulevard, Batumi, Georgia
1425 $
www.metrocity.ge sales@metrocity.ge facebook.com/Metrocity
საქართველოს რკინიგზა # 5 / სარჩევი
სს „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელ: +995 32 219 95 73 www.railway.ge
ჟურნალის მენეჯმენტი: გაზეთი „ჯორჯია თუდეი“ მელიქიშვილის 1, თბილისი 0179 ტელ: +995 32 229 59 19 www.georgiatoday.ge
რკინიგზა და რკინიგზელები სიახლეები..........................5
მატარებელში საკითხავი 3 წიგნის რეცენზია..................................................32 მატარებელში საკითხავი რომანი..................38
მთავარი რედაქტორი: მაკა ბიბილაშვილი
ჩავლილი მატარებლის ნაკვალევზე.............40 შარლ ბოდლერის მატარებელი......................42
ნომერზე მუშაობდნენ: თამარ დეკანოიძე დათო ტურაშვილი გიორგი კეკელიძე გაგა ლომიძე ლაშა გაბუნია ლევან ბერძენიშვილი ხათუნა ხაბულიანი ქეთევან კინწურაშვილი დავით ანდრიაძე ანუნა ბუკია ლელა ოჩიაური ეკა ელოშვილი ირმა კახურაშვილი ბაჩო კვირტია დიზაინი: მაია თავდიდიშვილი სტილი: ბაჩო კვირტია
ყველაზე კეთილი და უკარება ადამიანის ხმა და მისი ანგელოზების გამოცხადება.......................46
ფოტო: ზვიად ნიკოლაიშვილი
სიზმრის მატარებელი......................................................54
რეკლამა: ანუკა ფოლადიშვილი, ანა არჯევანიძე, მაკო ბურდული
ანდაზის დისკურსი დავით ჯანიაშვილის პარემიო–ლოგოები..........................................................60
ყდაზე: ,,ჩემი იდუმალი გზები“ ვახტანგ ტატო ახალკაციშვილი
თბილისის ჯაზფესტივალის ისტორია ......................58
რკინიგზა და მხატვრობა................................................64
რეს ე ტ ნ საი ბი ამბე
ო
66
საქართველოს რკინიგზა # 5 / სარჩევი
პერსონა ეს კაცი ეგრე ლაპარაკობს....................72 ნათელა...............................................................78
ტურიზმი ვახტანგ ტატო ახალკაციშვილის იდუმალი გზები....................................................82 ადამიანი რომელმაც სიკვდილის შიში დაძლია..........................................................85 სპორტული ზაფხული საქართველოში – 2015......................................88
კორეა შორეული აღმოსავლეთის განცდა და "თეთრი სახლი"................................................92 ბათუმი - ქალაქი, რომელიც ზღვას უყურებს...........................................................98 უძველესი ქალაქის ნამდვილი თეატრი...........................................................................102 „ხაჭოს ბებია“, „კოტია“ და ზუგდიდის ბაღები...................................................106
კულინარია
ჯანმრთელობა
არ შეიძლება გახდე მოსაწყენი..........................................112
კლინიკა „ინ ვიტრო“........................................118
გია გვარამიას კლინიკა ...............................126
სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“.....................................................................120
რატომ ავირჩიოთ კლინიკა „ჰელსიკორი“........................................................128
ერთად მიღწეული შედეგები .....................122
ინფორმაცია მგზავრებისათვის
130
სიახლეები საქართველოს რკინიგზაში
რკინიგზა და რკინიგზელები
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნა
შენობაში, 22 ათას 500 კვადრატულ მეტრზე, რკინიგზის სადგურის გარდა, განთავსებულია ბიზნესობიექტები, გასართობი ცენტრები და ავტოსადგური. სადგურის შენობა კომპანია „ბათუმი-ცენტრალმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შეიძინა და მშენებლობისთვის 8 მილიონი დოლარი დახარჯა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი, სს „საქართველოს რკინიგზამ“ 3 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელების შედეგად, 300-მდე ადამიანი დასაქმდა.
„საქართველოს რკინიგზა“ SAP-ის ტექნოლოგიებს ნერგავს სს „საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გახსნა. ოფიციალურ ცერემონიას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური თამარ მეფის გზატკეცილზე, ოთხსართულიან ბიზნესცენტრ „ბათუმიცენტრალის“ შენობაშია განთავსებული და 750 კვადრატულ მეტრ ფართს იკავებს. შენობაში უკვე მოეწყო რკინიგზის მომსახურების სერვისცენტრი ოფისებითა და სალაროებით. კეთილმოწყობილია ასევე მგზავრთა მოსაცდელი დარბაზები. ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობამ „საქართველოს რკინიგზასთან“ ერთად, მოსახლეობის ინტერესებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით განახორციელა. ბათუმი უკვე აღარ არის რკინიგზისგან მოწყვეტილი ქალაქი და მგზავრები იქამდე მატარებლით ჩასვლას იმავე დროში, იმავე ფასად შეძლებენ, როგორც თბილისიდან მახინჯაურის სადგურამდე.
10
სს „საქართველოს რკინიგზა“ და საწარმოო მართვის სისტემების მსოფლიო ბაზრის ლიდერი ბრენდი SAP-ი, ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებას იწყებენ. მხარეებს შორის შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. სს „საქართველოს რკინიგზა“ პირველი კომპანიაა დსთ-სა და ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც განახორციელებს ამ ინოვაციურ გადაწყვეტილებას. როგორც პროექტის ნაწილი, ყველა ძირითადი ბიზნესპროცესი მოდერნიზებული გახდება - დაწყებული ფინანსური მენეჯმენტიდან, დამთავრებული ლოგისტიკური საკითხებით. სს „საქართველოს რკინიგზის“ აღმასრულებელმა ჯგუფმა გადაწყვიტა გამოიყენოს SAP-ის მაღალსიჩქარიანი
რკინიგზა და რკინიგზელები S/4HANA პლატფორმაზე მოქმედი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელიც საწარმოს ბიზნესპროცესების რეალურ დროში გაკონტროლების საშუალებას იძლევა და რადიკალურად ამარტივებს ძირითად ბიზნესსაკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს. SAP-ის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა შესაძლებლობას მისცემს სს „საქართველოს რკინიგზას“ გაზარდოს საოპერაციო შემოსავლები, შეამციროს სათადარიგო ინვენტარი, ფინანსური და სარემონტო ხარჯები, დებიტორული დავალიანება.
„ბელგიის რკინიგზების ნაციონალური საზოგადოება“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ სარკინიგზო ქსელს წარმოადგენს. იგი ბიუჯეტის შედგენის ავტომატიზებული პროცესების წყალობით, ყოველწლიურად, 3 მილიონ ევროს ზოგავს“, - განაცხადა SAP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დსთ-ს რეგიონში მაქსიმ მეტიაშმა. პროექტის განხორციელება 2015 წლის მაისში დაიწყება, ხოლო ფუნქციური ბლოკები 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. პროექტის დასრულება 2017 წლის 1 იანვრისთვის იგეგმება.
„თანამედროვე ტექნიკური დონის მქონე გადაწყვეტილების მიღებაზე გადასვლა აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს სს „საქართველოს რკინიგზის“ სტაბილური განვითარებისთვის. SAP-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დანერგვა გვაძლევს ძირითად ბიზნესპროცესებზე კონტროლის განხორციელების საშუალებას, ზრდის სამუშაო პროცესებისა და ეფექტურობის გამჭვირვალობას, რომელიც აუცილებელია ჩვენი პარტნიორებისა და კლიენტების მთელი ეკოსისტემისათვის“, - განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ. „სს „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობა მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს SAP-ი ბიზნესგანვითარებისათვის არამარტო საქართველოში, არამედ მთელს დსთ-სა და ამიერკავკასიის რეგიონში. სატრანსპორტო მრეწველობა, განსაკუთრებით კი, სარკინიგზო გადაზიდვები, უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის შიდა ბაზრის განვითარებაში და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. SAP Business Suite-ის დანერგვა, დაეხმარება სს „საქართველოს რკინიგზას“ მიაღწიოს ახალ წარმატებებს მისი განვითარების სტრატეგიის რეალიზაციაში“, - აცხადებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტრატეგიული სამრეწველო დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე არნოლდი.
ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო გადაზიდვა განხორციელდა
„SAP-ის გადაწყვეტილებებით სარგებლობენ მსოფლიოს უმსხვილესი სარკინიგზო კომპანიები. მაგალითად, ინდოეთის რკინიგზები, რომელსაც დღეში 20 მილიონი მგზავრი გადაჰყავს და დღიური შემოსავალი SAP-ის საბილეთო სისტემის წყალობით, 5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. SAP-ის მეორე მომხმარებელი გახლავთ
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით, კომპანია WELLის (Worldwide Energy Logistics Ltd.) და Kedentranservice-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა, რომელიც „საქართველოს რკინიგზის“ გამართული სისტემის ფუნქციონირების შედეგია. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზამ“ ვარკეთილის საკონტეინერო ტერმინალში პრეზენტაცია გამართა. სამატარებლო გადაზიდვა ჩინეთში 2015 წლის 29 იანვარს დაიტვირთა და საქართველოში 6 თებერვალს დაიცალა. პროექტი საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ჩინეთის პროვინცია სინძანის ხელშეწყობით განხორციელდა. ფაქტი ისტორიულია და აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს; მისი მეშვეობით, ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით; უზრუნველყოფილი იქნება ასევე ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირება როგორც ევროპის, ასევე ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნების მიმართულებით. ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებელი იძლევა საშუალებას ხუთჯერ შემცირდეს სატრანზიტო დრო საზღვაო
11
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
გადაზიდვასთან შედარებით. თუ ზღვით ტრანსპორტირების შემთხვევაში საჭიროა 40-45 დღე, ამ შემთხვევაში ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში 9 დღეში ჩამოვა. პერსპექტივაში, კომპანიებს დაგეგმილი აქვთ თავიდან ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ კი ყოველკვირეულად ერთი ბლოკმატარებლის გადაზიდვის განხორციელება, რაც საშუალებას მისცემს ტვირთის მფლობელებს, ისარგებლონ რეგულარული და გარანტირებული სახაზო სერვისით. საქართველოს გავლით, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირება საუკეთესო მაგალითია ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობისა და მასში რკინიგზის როლის გამოსახატად. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, საქართველოს პორტების, ისევე, როგორც რკინიგზის ტვირთბრუნვა, მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დაახლოებით $100-120 მილიონის დამატებით ფულად ნაკადს უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკისთვის. მომავალში, ბლოკმატარებლის ორივე მიმართულებით (ჩინეთი-საქართველო, თურქეთიყაზახეთი) დატვირთული მუშაობა ამ ციფრებს გააორმაგებს.
ომართვადი მოწყობილობა საქართველოს რკინიგზაზე პირველი ერთეულია, რომელიც ტექნიკურ სამანევრო ოპერაციებს საგრძნობლად გააუმჯობესებს. ამძრავიანი ელექტროგამწევის დანერგვა, ბათუმის შემდეგ, სამტრედიის სავაგონო დეპოშიც იგეგმება.
თანამშრომლობის მემორანდუმი „საქართველოს რკინიგზასა“ და ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას შორის
ბათუმის სავაგონო დეპოში თბომავალს რადიომართვადი ელექტროგამწევი ჩაანაცვლებს სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანია, თეორიული ცოდნის პარალელურად, სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევითი უნარების განვითარება, მათი სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა.
სს „საქართველოს რკინიგზამ“ გერმანული კომპანია ZAGRO Bahn-und Baumaschinen GmbH-ისგან სარკინიგზო და საავტომობილო ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი სააკუმულატორო ბატარეის ამძრავიანი ელექტროგამწევი შეიძინა. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი რადი
12
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები შეძლებენ თეორიული ცოდნა გაიმყარონ პრაქტიულ საქმიანობაში. პრაქტიკული გამოცდილება კი, მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკურენტულ გარემოში სამუშაოდ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რკინიგზა და რკინიგზელები ბიზნესის სკოლის დეკანი მიხეილ ბატიაშვილი მემორანდუმის გაფორმებას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს და მიიჩნევს, რომ „საქართველოს რკინიგზა“ არის ერთერთი წარმატებული და მსხვილი დამსაქმებელი კომპანია, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
მატარებელთა მოძრაობის მართვის ცენტრის პრეზენტაცია სს „საქართველოს რკინიგზაში“ მატარებელთა მოძრაობის მართვის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და სატვირთო გადაზიდვების დირექტორმა ალექსი ნიკოლაიშვილმა, ლენტი საზეიმო ვითარებაში გაჭრეს და სადისპეტჩერო მართვის ცენტრის თანამშრომლებს განახლებულ გარემოში მუშაობის დაწყება მიულოცეს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადისპეტჩერო ცენტრი საშუალებას იძლევა მატარებელთა მოძრაობის მართვა უფრო ეფექტური გახდეს. სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სადისპეტჩერო მართვის დასახვეწად და ახალი ტექნოლოგიების შესაძენად, მომავალი წლის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა გამოიყოფა.
გაზრდა სხვადასხვა მიმართულებით – როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. იგი ითვალისწინებს საკლუბო გუნდების განვითარების ხელშეწყობას, რაც მომავალში ეროვნული ნაკრები გუნდების სიძლიერის საფუძველი გახდება. სს „საქართველოს რკინიგზა“ ამაყობს სარაგბო გუნდ „ლოკომოტივი-2008“-ის მიერ მიღწეული წარმატებებით, რომელსაც მეორე წელია სპონსორობას უწევს. სს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კოკა გუნცაძის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზის“ ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, სხვა ფუნქციებთან ერთად, წარმოადგენს საერთოეროვნული ფასეულობების დაცვა. „ასეთ ღირებულებად ჩვენ მივიჩნევთ ქართულ სპორტსაც, რომელსაც დღეს განსაკუთრებით სჭირდება მოვლა, ზრუნვა და ხელშეწყობა“, – აცხადებს კოკა გუნცაძე. „წელს, „საქართველოს რკინიგზისა“ და საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტი მთლიანად სპორტული სახეობებისათვის განისაზღვრა, მილიონ ლარზე მეტი ოდენობით. როგორც ცნობილია, „საქართველოს რკინიგზამ“ 2014 წელს შეძლო და მიიღო ისტორიულად მაქსიმალური შემოსავალი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ „საქართველოს რკინიგზის“ პარალელურად, ჩვენ გავზრდით ბიუჯეტს იმისათვის, რომ მეტი დახმარება გავუწიოთ ქართულ სპორტს“, – განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.
მემორანდუმი „საქართველოს რკინიგზასა“ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის სს „საქართველოს რკინიგზასა“ და სპორტისა და ახალ გაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, სს „საქართველოს რკინიგზა“ სარაგბო გუნდ „ლოკომოტივი-2008“-ის, საკალათბურთო გუნდ „სოხუმისა“ და წყალბურთელთა ნაკრებ „ლოკომოტივის“ სპონსორი გახდა. მემორანდუმის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის
13
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
სს „საქართველოს რკინიგზამ“ ახალი სარკინიგზო ხიდი გახსნა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ მდინარე ლოჭინზე სარკინიგზო ხიდი ოფიციალურად გახსნა. სს „საქართველოს რკინიგზამ“ 1910 წელს აგებული ხიდის ახლით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მისი კრიტიკული მდგომარეობის გამო მიიღო. არსებობის 105 წლის მანძილზე, სარკინიგზო ხიდზე მნიშვნელოვანი კაპიტალური შეკეთება არ ჩატარებულა. ლითონის კონსტრუქციის ხიდი კახეთის მიმართულებით, ლილო-ვაზიანის გადასარბენის მე-15 კილომეტრზე მდებარეობს. სარკინიგზო ხიდი, რომელიც საექსპლუა ტაციოდ 2015 წლის 17 იანვარს გადაეცა, თელავისა და დედოფლისწყაროს მიმართულებებს მოემსახურება. მისი სიგრძე 100, ხოლო სიმაღლე – 28 მეტრია. ახალი ხიდის პროექტის ავტორია შპს „ჯითითრეიდი“, ხოლო სამ შენებლო სამუშაოები სს „ხიდმშენმა“ შეასრულა. ხიდსა და ხიდის მისასვლელებზე რკინიგზის დაგება სალიანდაგო დეპარტამენტმა უზრუნველყო, ხოლო საკონტაქტო ქსელის მონტაჟი ელექტრომომარაგების დეპარტამენტმა განახორციელა.
„საქართველოს რკინიგზამ“ ახალი გვირაბი გახსნა სს „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სარკინიგზო სადგურ „ძირულასთან“ 962 მეტრი სიგრძის გვირაბი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი, სს „საქართველოს რკინიგზის“ და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ასევე ხაშური-მოლითის 22-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. დაგეგმილია ხარაგაულიზესტაფონის 23-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იგეგმება.
14
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულება 260 მილიონ შვეიცარულ ფრანკს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი, ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ხოლო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების მოწყობის შემთხვევაში, მთლიან სარკინიგზო მაგისტრალზე, ტვირთის გამტარუნარიანობა 123 მილიონ ტონას მიაღწევს. იკლებს ეკოლოგიური რისკების მდგომარეობა მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო, თითქმის ერთი საათით შემცირდება.
სს „საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო ბაქნების შეკეთებით სამუშაოებს აწარმოებს სს „საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს რკინიგზის ბალანსზე მყოფ სამგზავრო ბაქნებისა და მოსაცდელი დარბაზების მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებებს (რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქცია).
რკინიგზა და რკინიგზელები
13 ივნისის სტიქია თბილისში
„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე საათებიდან იყვნენ ჩართული. 2014-2015 წლებში, ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: მიმდინარე შეკეთება განხორციელდა ზესტაფონის I და II სამგზავრო ბაქანზე; სამტრედიის II და III სამგზავრო ბაქანზე; ოზურგეთის სამგზავრო ბაქანზე. სარემონტო სამუშაოები ჩატარდა სადგურ „ლესის“ მოსაცდელ დარბაზში. ამჟამად მიმდინარეობს გორის II მაღალი სამგზავრო ბაქნის კაპიტალური შეკეთების (რეკონსტრუქციის) სამუშაოები, ასევე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის პროცედურები – მცხეთის, ყვიბისისა და ქვიშხეთის სამგზავრო მაღალი ბაქნების რეკონსტრუქციისათვის, თბილისის II-III მაღალი სამგზავრო ბაქნების (რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია) საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისათვის საჭირო წინა სატენდერო მოსამზადებელი პროცედურები.
ერთი კვირის განმავლობაში, მოხალისე რკინიგზელები გმირთა მოედნის, მარჯვენა სანაპიროს, სვანიძის ქუჩისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის სამუშაოს ასრულებდნენ. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, სს „საქართველოს რკინიგზამ“ სპეციალურად შექმნილ ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა.
დასრულდა ტენდერი სენაკის I, ზუგდიდის I-II, სამტრედიის I, ხაშურის II-III, დიდუბის I და შინდისის სამგზავრო ბაქნების მიმდინარე შეკეთების საპროექტო მომსახურებებზე. სამომავლოდ, დაგეგმილია ეტაპობრივად განხორციელდეს სხვა სამგზავრო ბაქნების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთებები.
15
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
დასუფთავების აქცია თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
„საქართველოს რკინიგზამ“ ადგილობრივ და საექსპორტო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შეამცირა
სს „საქართველოს რკინიგზის“, აიპ „საქართველოს ახალ გაზრდა რკინიგზელთა ასოციაციისა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ და საექსპორ ტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით მცირდება. ცვლილება ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს.
აქციაში, სახელწოდებით „რკინიგზა-ეკო-ტრანსპორტი“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სარკინიგზო კოლეჯის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისგან, თბილისის რკინიგზის სადგურის ლიანდაგი და ბაქანი დასუფთავდა. თბილისში გამართული აქციის პარალელურად, დასუფთავდა სამტრედიის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაც.
აღნიშნული მარკეტინგული გადაწყვეტილება, სარკინიგზო გადაზიდვების ამ სექტორში კომპანიის გაყიდვების სამომავლო ზრდას გამოიწვევს, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის კონკურენტუნა რიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე პოზიტიურად აისახება.
სს „საქართველოს რკინიგზა“ წელიწადში 500 000 ტონა გრანულირებულ გოგირდს გადაზიდავს სს „საქართველოს რკინიგზამ“ „გრანულირებული გოგირდის“ გადაზიდვა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზამ“ კომპანიასთან TRACIA TRADING AG მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი სს „საქართველოს რკინიგზის“ გე ნერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და კომპანიის კომერციულმა მენეჯერმა თემურ ხოჯავამ მოაწერეს. როგორც ხელმოწერის ცერემონიალზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, თურქმენეთში მისი ვიზიტის დროს გაიმართა მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც, პირველად, საქართ ველოს რკინიგზის ისტორიაში, ტრასეკას დერეფნით, „გრა ნულირებული გოგირდის“ გადაზიდვა განხორციელდა.
16
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
წელიწადში გათვალისწინებულია 500 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა. სამომავლოდ, დაგეგმილია აღნიშნული ტვირთის მილიონ ტონამდე გაზრდა. ტვირთის მარშრუტია თურქმენბაში-ბაქო-ფოთი. აღნიშნული ტვირთის გადაზიდვით, „საქართველოს რკინიგზის“, ფოთის პორტისა და ტერმინალის მეშვეობით, ქვეყნის ბიუჯეტი წელიწადში 30 მილიონი აშშ დოლარით გამდიდრდება.
„ვორლდ ბიზნეს სოლუშენის“ (WBS) პრეზენტაცია „ვორლდ ბიზნეს სოლუშენის“ (WBS) პრეზენტაცია ორი ძირითადი თემატური საკითხისგან შედგებოდა – სატვირთო გადაზიდვების საოპერაციო სისტემა და ფილიალის (WBS) საქმიანობისა და მომსახურების სფეროების მიმოხილვა. სატვირთო გადაზიდვების საოპერაციო სისტემის WBS Cargo-ს დანერგვა სს „საქართველოს რკინიგზის“
18
სატვირთო გადაზიდვების ფილიალში მიზნად ისახავს საოპერაციო საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით. სისტემის მეშვეობით მოხდა ტვირთების გადაზიდვის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად თავმოყრა ერთიან საინფორმაციო სივრცეში, რამაც განაპირობა მოქნილი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება.
რკინიგზა და რკინიგზელები სისტემამ უზრუნველყო სავაგონო პარკის არსებობა ონლაინრეჟიმში. მისი მეშვეობით გაუმჯობესდა ვაგონების მართვა და იმატა მომხმარებელთა კმაყოფილებამ. აგრეთვე, სისტემის დანერგვამ საშუალება მისცა ორგანიზაციას გაემკაცრებინა კონტროლი მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით. რაც შეეხება რეალურ რეჟიმში მონაცემთა მიღებას, თუ ეს აქამდე 12 სატვირთო სადგურიდან იყო შესაძლებელი, ახლა უკვე სისტემაში 64 სატვირთო სადგურია ჩართული, რაც საერთო რაოდენობის 60%-ს შეადგენს. თითქმის გაორმაგდა მოთხოვნა ვაგონების დისლოკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, რაც საერთაშორისო ლოგისტიკურ სისტემებში ჩართვისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.
სარკინიგზო გადაზიდვების მეურნეობის ხელმძღვანელთა VII თათბირი
სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს (ЦСЖТ) 2015 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, წელს, თათბირის მონაწილეთა მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. თათბირზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სასაზ ღვრო სადგურებზე მატარებლების მიღება-ჩაბარების ორგანიზება, სავაგონო პარკის რაციონალური გამოყენების მეთოდები, სატარიფო პოლიტიკა და სხვა. თათბირი გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. „საქართველოს რკინიგზა“ მასპინძლობს შეხვედრას, სადაც განიხილება სარკინიგზო სივრცეში გადაზიდვების კოორდინაცია. არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია მსგავსი შეხვედრების მოწ ყობა, რათა შევძლოთ დამატებითი ტვირთების მოზიდვა. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება ამ თვალსაზრისით. მიმდინარეობს მსჯელობა ისეთ თემებზე, რომლებიც აქტუალურია ჩვენი დერეფნისთვის, და ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხები დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
22-23 აპრილს, ქალაქ თბილისში (ბაზალეთის ტურისტული კომპლექსის ბაზა), საქართველოს, ბალტიისპირეთისა და დსთ-ს წევრი ქვეყნების სარკინიგზო ტრანსპორტის ადმინისტრაციათა გადაზიდვების მეურნეობის ხელმძღვანელთა საერთო, ქსელური თათბირი ჩატარდა.
გადაზიდვების მეურნეობის ხელმძღვანელთა საერთო ქსელური თათბირი უკვე 10 წელია ყოველწლიურად ტარდება და რიგითობის მიხედვით, ამ თათბირის მონაწილე ქვეყნებში იმართება.
19
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა” მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა“ მგზავრთა კულტურული მომსახურებისა და სერვისის გაუმჯობესების მიზნითა და მოსახლეობის ინტე რესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. 2015 წლის 5 ივლისს, ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნა. სადგური თამარ მეფის გამზირზე, ოთხსართულიანი ბიზნესცენტრის – „ბათუმი-ცენტრალის“ შენობაშია განთავსე ბული და 750 კვადრატულ მეტრ ფართს იკავებს. მასში ფუნქციონირებს მგზავრთა სერვისცენტრი ოფისებითა და სალაროებით, რითაც სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთათვის გაუმჯობესდა მუშაობისა და დასვენების პირობები. დავით გელაშვილი
კეთილმოწყობილია მგზავრთა მოსაცდელი დარბაზიც. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სს „საქართვე ლოს რკინიგზამ“ 3 მილიონი ლარი გამოყო. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული და ელექტრული ცენტრალიზაციის სა მუშაოების დასრულების შემდეგ, სადგური პარალელურ რეჟიმში 3 მატარებლის მიღებას შეძლებს. ამასთან, არ იცვლება ზღვისპირა ქალაქში ჩასვლის არც დრო და არც ღირებულება. მგზავრთა მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად, შენობაში, 22 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რკინიგზის სადგურის გარდა, განთავსებულია ბიზნესობიექტები, გასარ თობი ცენტრები და ავტოსადგური. „ბათუმი-ცენტრალში“ მოწყობილი პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილებას გაუადვილებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ფილიალის „მგზავრთა გადაყვანა“, მიერ იქნა ინიცირებული, არის საგარეუბნო მატარებლების კაპიტალური და აწევითი შე კეთება ვადის გაგრძელებით. დასავლეთ და აღმო სავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ელექტრომატარებლების უმეტესობა განახლებულია, რითაც გაუმჯობესდა მგზავრთა კულტურული მომსახურების დონე და მატარებლთა მოძრაობის უსაფრთხოება. შეკეთება ჩაუტარდა 12 ელექტრომატარებელს.
20
მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზების მიზნით, ჯრტ-ს ტიპის ელექტრომატარებლებში ფუნქციონირებს როგორც ცხელი სასმელების „ვენდინგ“, ასევე ლანჩპაკეტებისა და გამაგრილებელი სასმელების აპარატები. როგორც საქართველოს მოსახლეობის, ასევე უცხოელი ტურისტების სათანადო ინფორმირებისა და მომსახურების მიზნით, დაინერგა ახალი სერვისი, რომელიც მოიცავს GPS-რუკების საშუალებით მგზავრებისათვის ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტული მომენტისთვის სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის, დანიშნულების ადგილზე ჩასვლის ზუსტი დროის, მატარებლის მოძრაობის სიჩქარის, განვლილი მანძილის ოდენობის, დარჩენილი დასაფარი მანძილის ოდენობის, ასევე ჰაერის ტემპერატურისა და სხვა მონაცემების შესახებ. პირველი კლასის ვაგონებში მოეწყო ბიზნესკლასის ადგილები, რაც დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. მგზავრებისთვის დამატებითი სერვისის შეთავაზების მიზნით, როგორც ჯრტ-ს, ასევე ვმკ-ს ტიპის ელექტრომატარებლებში დამონტაჟებულია უფასო WI-FI სისტემა, რომელიც მგზავრობის დროს ინტერნეტმომსახურებას უზრუნველყოფს.
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
სამგზავრო ვაგონებში გაუქმდა მრავალჯერადი მოხმარების თეთრეული და ამჟამად მგზავრებისთვის განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი თეთრეული, რომლის ღირებულება გათვალისწინებულია სამგზავრო დოკუმენტის ფასში. მომსახურების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, შეუფერხებლად ფუნქციონირებს თბილისის მგზავრთა სერვისცენტრის ყველა საბილეთო სალაროში დამონტაჟებული ვიდეოთვალი და ხმის გამაძლიერებელი 24-საათიანი ჩაწერის რეჟიმით. მიმდინარე წელს, გათვალისწინებულია ვიდეოთვალის განთავსება დანარჩენ სერვისცენტრებშიც.
სატვირთო გადაზიდვების ფილიალის ძირითადი ამოცანა სარკინიგზო გადაზიდვების სისტემის გამართული ფუნქციონირებაა საქართველოს მაღალი სატრანზიტო პოტენციალის სრული რეალიზებისთვის, სარკინიგზო გადაზიდვების ურთულესი სისტემის გამართული ფუნქციონირება მთავარი წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, სატვირთო გადაზიდვების ფილიალის ძირითად ამოცანას წარმოადგენს.
ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა პერმანენტულ გაუმჯობესებაზე ზრუნვა, სატვირთო გადაზიდვების მენეჯმენტის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. სატვირთო ინფრასტრუქტურის (სატვირთო სადგურები, სალოკომოტივო და სავაგონო დეპოები) და მოძრავი შემადგენლობის პარკის (ფილიალი ფლობს 12000-ზე მეტ სატვირთო ვაგონს და 150-ზე მეტ ლოკომოტივს) გაუმჯობესებაზე ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელ და. მოწესრიგდა მუშა-მოსამსახურეთა საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობები. სატვირთო გადაზიდვების ფილიალის 5600-ზე მეტ თანამშრომელთან სწორი კომუნიკაცია, შრომისა და დასვენების პირობების გაუმჯობესება, ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა იმისათვის, რათა ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება მიღწეული იყოს. ფილიალის საქმიანობის მაღალი შედეგების მიღწევასა და საოპერაციო მაჩვენებლების ზრდაზე, ჩვენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობისას, და გვჯერა, რომ წვლილი, რომელიც სატვირთო გადაზიდვებს კომპანიის საერთო საქმიანობაში მიუძღვის, „საქართველოს რკინიგზის“ ერთიანი წარმატების, მათ შორის – მგზავრთა უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და კომფორტული გადაყვანის გარანტი იქნება.
•სატვირთო მატარებლების მოძრაობისა და ოპერაციების მუდმივი დახვეწა და გაუმჯობესება •გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და მოქნილი სატარიფო სისტემა •უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და რისკების მართვა •კლიენტებისთვის გამართული მოძრავი შემადგენლობის შეუზღუდავი წვდომა •კომერციული საქმიანობის მაღალი სტანდარტები და კლიენტის საჭიროებებზე მორგება ალექსი ნიკოლაიშვილი
•აღრიცხვისა და ანგარიშგების თანამედროვე სისტემები
22
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
სს „საქართველოს რკინიგზის“ 2014 წლის ფინანსური შედეგების მიმოხილვა რკინიგზის საერთაშორისო სესხის გადაფასება გამოიწვია. დოლარის გაზრდილმა კურსმა სესხის მომსახურებაზე გადასახდელი პროცენტის მატება გამოიწვია, თუმცა დოლარში დაფიქსირებული ტარიფების შედეგად, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის შემოსავლები სატრანზიტო და იმპორტიორი კლიენტებისაგან. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი კლიენტებისათვის ტარიფის მნიშვნელოვანი გაძვირების თავიდან ასაცილებლად (რომელთათვისაც, ეს ზრდა ყველაზე მძიმე იქნებოდა), კომპანიამ ტარიფები ადგილობრივ და საექსპორტო გადაზიდვებზე, 2015 წელს 20%-ით შეამცირა. ასევე, ლარის გაუფასურების მიუხედავად, არ გაზრდილა სამგზავრო ტარიფები და ბილეთების ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა. ირაკლი ტიტვინიძე
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ, 2014 წლის განმავლობაში მიღებულმა შემოსავლებმა 511 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც რკინიგზისთვის რეკორდული მაჩვენებელია. 2014 წლის შემოსავალი, დაახლოებით 32 მლნ ლარით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, რომელიც 2013 წლის ბოლოსთვის, ასევე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის შემოსავლების დაახლოებით 95 პროცენტის გენერირებას სატვირთო გადაზიდვები, 4 პროცენტს სამგზავრო გადაყვანები, დანარჩენ 1 პროცენტს კი – სხვა შემოსავლები ახორციელებს. ამასთან ერთად, სამგზავრო გადაზიდვები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს, ვინაიდან არსებული სამგზავრო შემოსავლები არ უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების დაფარვას. შესაბამისად, სამგზავრო ნაწილი სუბსიდირდება სატვირთო გადაზიდვების მიერ. 2014 წელს, კომპანიამ მოახერხა არსებული სატვირთო გადაზიდვების დივერსიფიცირება და მომგებიანი ტვირთის მოზიდვა დერეფანში, რამაც „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყო. ასევე, სწორი სატარიფო პოლიტიკის შედეგად, კომპანიამ გამძლეობა გამოიჩინა დოლარის გაზრდილი კურსის მიმართ, რომელმაც
24
მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ გააჩნია ხელშესახები წინაპირობები მომავალი ზრდისათვის. ამას ადასტურებს რეგიონში მიმდინარე პროექტები. მათ შორის – ანაკლიის პორტის მშენებლობის გეგმა, ფოთის პორტის გაფართოების პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებარე რკინიგზა, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში მიმდინარე სხვა პროექტები. თავის მხრივ, „საქართველოს რკინიგზა“ აგრძელებს თავის საინვესტიციო გეგმას, რათა ფეხი აუწყოს ინფრასტრუქტურის მიმდინარე განვითარებას რეგიონში. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შედეგად, ლიანდაგის გამტარუნარიანობა დაახლოებით სამჯერ უნდა გაიზარდოს. კომპანიის შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის ეტაპობრივმა გარდაქმნამ ლოგისტიკურ ჯაჭვად, რაც გადაზიდვისთვის საჭირო სერვისების უმეტესობის შეთავაზებას გულისხმობს. ამ მიზნისთვის, კომპანიამ დააარსა შვილობილი კომპანიები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გაუმჯობესებული და გამარტივებული სერვისი გადაზიდვის სხვადასხვა ნაწილში. კომპანიის მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რკინიგზამ, როგორც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავალ განვითარებაში.
რკინიგზა და რკინიგზელები
„საქართველოს რკინიგზა“ საკურორტო სეზონისთვის სრული დატვირთვით მუშაობს კი კიდევ ექვსი ბაქანი შეკეთდება და რვა მატარებელი გარემონტდება. ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებლების მოთხოვნები, და შესაბამისად, თბილისის ცენტრალურ სადგურზე ინერგება სალაროებთან რიგის მომწესრიგებელი სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მგზავრებს უფრო კომფორტულად და ორგანიზებულად შეიძინონ სამგზავრო ბილეთები. 2016 წელს თბილისის ცენტრალური სადგურის ყველა ბაქანი განახლდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა“ საკურორტო სეზონისთვის სრული დატვირთვით მუშაობს. ფილიალის მენეჯმენტი ორიენტირებულია, რომ მატარებლით მგზავრობისას მომხმარებელმა თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. სერვისის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით, ფილიალში შეიქმნა გაყიდვების სტიმულირებისა და მომსახურების განვითარების დეპარტამენტი, რომელსაც დაჩი ცაგურია ხელმძღვანელობს. დაჩი რა სიახლეებია „საქართველოს რკინიგზაზე“ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით? უპირველესად, მინდა ყველა ბათუმელს და ქალაქის სტუმარს მივულოცო რკინიგზის სადგურის გახსნა. ახალი რკინიგზის სადგური კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც მოსახლეობის ინტერესებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, განხორციელდა კერძო ბიზნესის, „საქართველოს რკინიგზის“, საპარტნიორო ფონდისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობით. წელს, „საქართველოს რკინიგზა“, საკურორტო სეზონს მრავალი სიახლით ხვდება. ვცდილობთ, მგზავრებს შევთავაზოთ უფრო მეტი ახალი სერვისი. ვიწყებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო ელექტროდაფების განთავსებას რკინიგზის ბაქნებზე, რათა მგზავრებს ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია მატარებლების მიმოსვლის შესახებ, კონკრეტულად, ზუსტად რა დროში, რომელ ბაქანზე შემოვა ან გავა სამგზავრო მატარებელი. ამჟამად, ამ სისტემის ხელახლა დანერგვა ხდება. შეკეთდა რვა სამგზავრო ბაქანი, გარემონტდა თორმეტი საგარეუბნო მატარებელი (სულ ორმოცდასამი ვაგონი). წლის ბოლომდე
მომსახურე პერსონალის გადამზადების კუთხით, რა სიახლეებია „საქართველოს რკინიგზაში“? დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც გულისხმობს იმ თანამშრომელთა გადამზადებას და მათთვის სპეციალური ტრენინგების მოწყობას, რომლებსაც უწევთ მგზავრებთან კო მუნიკაცია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გადამზადებული პერსონალი გაცილებით უკეთ მოემსახურება მგზავრებს. ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია მატარებლების დასუფ თავება. რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ მიმართულებით? დავიწყეთ მატარებლების დასუფთავებასთან დაკავშირებული ახალი სისტემის დანერგვა, რომელიც ხორციელდება ძლიერი წნევის მქონე ტექნიკის გამოყენებით. არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მაღალ ტემპერატურზე (180 გრადუსზე) აფრქვევს ორთქლს. ეს უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგს სხვადასხვა სახის ზედაპირის წმენდისას. ამ აპარატით ვაგონების შიდა და გარე დასუფთავება განხორციელდება. ასევე დაწყებულია მატარებლების სამრეცხაო სისტემის აღდგენითი პროცესი. ვაგონებს ვასუფთავებთ მძლავრი ტურბინის მქონე მტვერსასრუტით. მატარებლებში ვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტის მქონე სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებებს. ეს იქნება სრულიად ახალი ეტაპი „საქართველოს რკინიგზის“ ისტორიაში, სერვისის მაღალ დონეზე მიწოდების კუთხით. სამომავლოდ, ბევრ სიახლეს ვპირდებით მგზავრებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბევრი საკითხი მოითხოვს ცვლილებას. სწორედ ამიტომ, „საქართველოს რკინიგზა“ პერმანენტული განვითარების რეჟიმშია. ჩვენი მხრიდან, აქტიურად ვაგრძელებთ მგზავრთა მოთხოვნების სისტემატიურ შესწავლას, ვნერგავთ სიახლეებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება სერვისები და მგზავრობა გაცილებით კომფორტული და სასიამოვნო გახდება!
25
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
მიზეზები, რის გამო ღირს ზაფხულის აჭარაში გატარება ავტორი: არჩილ ხაბაძე
რადგან ჩემს წერილს კითხულობთ, ესე იგი მატარებლით მგზავრობთ. ალბათ, ცხელი ზაფხულის გატარება აჭარაში გადაწყვიტეთ, ან უკვე გაატარეთ და ბრუნდებით. ორივე შემთხვევაში დაგჭირდებათ, იცოდეთ, თუ რატომ უნდა ჩამოხვიდეთ აჭარაში. მთავარი კი, ბათუმამდე კომფორტული მგზავრობაა. ალბათ, თქვენთვის სასიამოვნო აღმოჩენა იქნება, რომ მახინჯაურის ნაცვლად, მატარებლით პირდაპირ ბათუმში ჩამოხვალთ. აღარ მოგიწევთ ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვა ქალაქში მოსახვედრად. ახალგახსნილი „ბათუმი ცენტრალი“ არა მარტო თქვენთვის, ბათუმელებისთვისაც სასიამოვნო სიახლეა. ჩვენ სამი ათწლეულის მანძილზე ველოდით ქალაქში რკინიგზის სადგურის დაბრუნებას. ბათუმის, როგორც ტურისტული ადგილის, განვითარება ხომ სწორედ რკინიგზას უკავშირდება. მიხარია, რომ ამ პროექტის განხორციელება ჩვენი ძალისხმევით მოხერხდა და კომფორტულად მგზავრობთ. არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელთა გამო, ცხელი ზაფხულის აჭარაში გატარება ღირს. მიზეზი პირველი – დასვენება შავი ზღვის სანაპიროსა და მთიან აჭარაში აჭარაში, განსაკუთრებით მომხიბლავი, შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებაა. საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა, სუბტროპიკული კლიმატი, ზღვისა და მთის ჰაერის უნიკალური
26
კომბინაცია, შესანიშნავ პირობებს ქმნის აჭარაში ჩამოსული დამსვენებლებისთვის, თუმცა არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნოა მაღალმთიანი აჭარის მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნების, ასევე ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღმოჩენა. რეგიონისთვის საამაყოა, რომ მხოლოდ აჭარაში საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია მდებარეობს – მტირალას და მაჭახელას ეროვნული პარკები, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები, თავიანთი უნიკალური ფლორითა და ფაუნით. ხელუხლებელი ბუნებისა და დაუვიწყარი პეიზაჟების მოყვარულებს, აჭარა ახალ ტურებსა და მარშრუტებს სთავაზობს. დილით, ზღვაზე დასვენების შემდეგ, ცხელ მზეს თავი მტირალას ეროვნულ პარკში შეიძლება შეაფაროთ, რომელიც წელს სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და სერვისებით ხვდება. აქვეა კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
საკემპინგე და საკარვე ადგილებით. ამ მრავალფეროვანი ბუნების დათვალიერება თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. თქვენ ასევე შეგიძლიათ საცხენოსნო ლაშქრობა მოიწყოთ, ხოლო ექსტრიმის მოყვარულები Zip-Line ტურში ჩაერთონ. მიზეზი მეორე – აქ ყოველდღე რაღაც ხდება აჭარაში დასვენება გართობასთან ასოცირდება. ამ მხრივ, წელს ბევრი საინტერესო პროექტი გელოდებათ. მათ შორის, „ჰით ბათუმი 2015“. პროექტი 6 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, უწყვეტ რეჟიმში, ყველა თაობის ადამიანს, მათ გემოვნებაზე გათვლილ საკონცერტო პროგრამას სთავაზობს, რაც 200-ზე მეტ სხვადასხვა თემატიკის ღონისძიების განხორციელებას გულისხმობს. „ჰიტ ბათუმი 2015“ ფოლკლორული კვირეულით გაიხსნა. პროგრამა ელექტრონულ, კლასიკურ და ჯაზის კონცერტებსაც ითვალისწინებს. დაგეგმილია 250-ზე მეტი უცხოელი ვარსკვლავის ჩამოყვანაც. თქვენ შეგიძლიათ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები თქვენივე ინტერესების მიხედვით დაგეგმოთ. გასართობი პროგრამები ბავშვებისთვისაც გვაქვს. გარდა ამისა, წელს, პირველად, აჭარაში ყოფნისას საშუალება გეძლევათ მოდის კვირეულს – Adjara Fashion Week-საც დაესწროთ, რომლის ფარგლებში, ბათუმში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 16 დიზაინერის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი; გაიმართება გამოფენაგაყიდვები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. მიზეზი მესამე – გასეირნება ბათუმის ბულვარსა და ბოტანიკურ ბაღში ბათუმის ბულვარი და ბოტანიკური ბაღი ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. აჭარაში სტუმრობისას, მათ აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ბულვარის სანაპირო ზოლი ბუნგალოებით, კაფე-ლაუნჯებით, რესტორნებით, საბავშვო ატრაქციონებით, სკულპტურებით და შადრევნებითაა დამშვენებული. ბათუმის ბულვარს განსაკუთრებული ხიბლი პრომენადის გასწვრივ გაშენებულმა ველობილიკებმა შესძინა, სადაც ველოთი გასეირნებასთან ერთად, ზღვის ულამაზესი პანორამებით დატკბებით. ვფიქრობ, პატარებისთვის სასიამოვნო სიახლეა ბულვარში დამონტაჟებული ახალი საბავშვო ატრაქციონები, რეაბილიტირებული გედების ტბა და
28
ზოოკუთხე. წელს, პირველად, საშუალება გეძლევათ ბულვარის შესასვლელში მდებარე საინფორმაციო ცენტრში ბარგის შენახვისა და ბათუმის ღია ბარათების გაგზავნის სერვისით ისარგებლოთ. გარდა ამისა, შეიძინოთ ფასდაკლებების ბარათი, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის 10 ბილეთს, ტელეფონის სიმბარათს და 10%-იდან 25%-მდე ფასდაკლებებს მოიცავს რეგიონის ტურისტულ ობიექტებში. ისტორიასთან ერთად, სწრაფი ტემპით ვითარდება ქალაქის ყველა ნაწილი. საოცარია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაცული ფლორა და ფაუნა. ამ სამეცნიერო-კვლევით ბაღში 2500-ზე მეტი სახეობის ხემცენარეა, რომ არაფერი ითქვას ყვავილოვან, ბუჩქოვან, ბალახოვან საფარზე, და წელიწადში ორჯერ, გადამფრენი ჩიტების ნაირსახეობაზე, რომლებზე დაკვირვებასაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერი და მკვლევარი აწარმოებს. მიზეზი მეოთხე – ბათუმის არქიტექტურა ბათუმის ისტორიას ანბანის კოშკსა და ეშმაკის ბორბალს შორის მდებარე საზღვაო შუქურაც მოგიყვებათ, რომელიც 1863 წელს აიგო. ბათუმის შუქურას უნიკალური მდებარეობა აქვს. ის 41 განედსა და 41 გრძედზე მდებარეობს და მსოფლიოს საზღვაო შუქურების რუკაზეა დატანილი. არანაკლებ საინტერესოა
ბათუმის ზღვისპირა კოლონადები, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. ანტიკური სტილის კოლონადების პროექტის 2 კომპლექტი, 1934 წელს, იტალიიდან ანტიკური ხანის სკულპტურების ასლებთან ერთად ჩამოიტანეს. სკულპტურების ბედი უცნობია, კოლონადები კი დღემდე ამშვენებს ბულვარსა და ნურიგელის ტბის შესასვლელს. სხვადასხვა დროს, ჩვენ ქალაქში ცნობილი კლასიკოსი მწერლები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ბათუმის პირველ კინოთეატრ „აპოლოს“, წელს ასი წელი შეუსრულდა. ალბათ, არც ისე ბევრი კინოთეატრია მსოფლიოში, რომელსაც ასი წლის მანძილზე არ შეუცვლია დანიშნულება და აშენებიდან დღემდე კინოთეატრად დარჩა. ამ პატარა, ზღვისპირა ქალაქს, თავისუფალი ეკონომიკური ზონის – „პორტო-ფრანკოს“ სტატუსი XIX საუკუნის ბოლომდე გააჩნდა, რაც მისი სწრაფი განვითარების მიზეზი გახდა. ბათუმში, იმ პერიოდისთვის ევროპის ქვეყნებისა და აშშ - ს საკონსულოები, წარმომადგენლობების ფუნქციონირება ამ ქალაქის ტურისტულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე მიუ თითებს. ალბათ გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, რომ ძმები ნობელები ნავთობმაგნატები სწორედ ბათუმის ადგილ მდებარეობის წყალობით გახდნენ. ამ ქალაქს და მის პორტს უკავშირდება ისეთი ადამიანების მოღვაწეობა, რომლებიც სცდება ყველა მასშტაბს და ეხება ფინანსური სამყაროს ისეთ გიგანტებს, როგორებიც არიან ნობელები, როტშილდები – ევროპის ყველაზე მძლავრი ფინანსური ოჯახი, და როკფელერები – ყველაზე დიდი ამერიკული სანავთობო კომპანია Standard Oil-ის დამფუძნებლები.
საინტერესო ისტორიულმა წარსულმა მნიშვნელოვნად განაპირობა ბათუმის არქიტექტურული სიმდიდრე – ისევე, როგორც პოპულარულ საპორტო თუ ტურისტულ ქალაქად გადაქცევა. ბათუმი, თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით, თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა. ეს სახე კი, წლიდან წლამდე, მშენებარე სასტუმროებითა და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებით, კიდევ უფრო ლამაზდება. მალე მათ რიცხვს, მაღალი კლასის რამდენიმე სასტუმრო: „მარინა კოლიზეუმი“, „კასტელო მარი“, „დრიმლენდ ოაზისი“ და ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი Palm Apartments შეემატება. მიზეზი მეხუთე – აჭარული სამზარეულოს დაჭაშნიკება მთიანი აჭარა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. თქვენთვის საინტერესო იქნება მთაში სტუმრობა, სადაც აჭარული სამზარეულოს ისეთი კერძების მირთმევას შეძლებთ, როგორებიცაა: აჩმა, იახნი, დედლური, ბორანო, სინორი, მალახტო, ყურუთი, ზედავრის კიტრის სალათი, ყაისაფე. აჭარული სამზარეულო კი წარმოუდგენელია ე.წ. აჭარული, ბათუმური ხაჭაპურის გარეშე. იგი აჭარაში ჩამოსული სტუმრებისათვის აუცილებლად გასასინჯ კერძთა შორის მოიაზრება, ამიტომაც დღეს აჭარული ხაჭაპური არა მარტო
29
რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები
აჭარაში, არამედ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში შეიძლება მიირთვათ, თუმცა როგორც ამას გურმანები აღნიშნავენ, აჭარაში ამ კერძს მაინც სულ სხვა გემო და ხიბლი აქვს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს, ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. იქნებ თქვენც იცოდეთ მისი შექმნის სხვა ვერსია... გურმანებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წელს ,ბათუმში არსებულ რესტორნებისა და კაფეების ჩამონათვალს რესტორანი „გრილ თაუნი“, BK და „აჭარა“ შეემატნენ. მიზეზი მეექვსე – სასტუმროთა მრავალფეროვანი არჩევანი აჭარაში სასტუმროების მრავაფეროვანი არჩევანი გელოდებათ. ისინი ყველა გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების ადამიანებზეა გათვლილი. მათ შორის – თქვენს გემოვნებაზეც. ამ ეტაპზე, არჩევანის გაკეთება რეგიონ ში არსებულ 13-ხუთვარკვლავიან, ათეულობით საშუალო და დაბალბიუჯეტიან სასტუმროებს, ჰოსტელებს, აპარტოტელებსა და საოჯახო სასტუმროებს შორის მოგიწევთ. თუკი მსოფლიო კლასის მომსახურების მიღება გსურთ, „შერატონსა“ და „რადისონ ბლუში“, ასევე ახალგახსნილ „ჰილტონ“ ბათუმსა და „ლეოგრანდს“ შორის მოგიწევთ არჩევა. იგივე ხარისხის მომსახურების მიღებისა და სასიამოვნო დასვენების შედარებით ნაკლებ ფასად მისაღებად კი, რეგიონში უკვე არსებულ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებსა და ჰოსტელებს უნდა მიმართოთ, რომელთა რიცხვსაც წელს სასტუმრო „პორტო ფრანკო“, „როიალ ვენეცია“, „ძველი ქალაქი“, ჰოსტელი Batumi Sun Hostel და „ჰოლანდ ჰუკი“ შეემატნენ. ბათუმს ტურიზმის 130-წლიანი ისტორია აქვს – მაშინ, როდესაც შვეიცარიის უძველესი კურორტები 150 წელს ითვლიან. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ხანის სოციალური ტურიზმი სრულიად განსხვავდებოდა ტურიზმის იმ გაგებისაგან, რომელიც თანამედროვე ევროპულ სამყაროშია, აჭარა ყოველთვის აღიქმებოდა ტურისტულ რეგიონად. ჩვენი ქალაქი დიდი საკრუიზო გემების მისაღებადაც მზად არის – ბათუმის პორტი საოკეანო ლაინერებს იღებს. და
30
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ზღვისპირა ქვეყანას საკუთარი ფლოტი არ გააჩნია, პორტები მაინც დატვირთულია ტურისტული და ეკონომიკური დანიშნულების გემებით. დღეს, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ტურიზმის განვითარების გზაზე საკმაოდ დიდი წარმატებით ვსარგებლობთ. უახლოეს მომავალში, ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და აჭარის კონკურენტუნარიან, პოპულარულ ტურისტულ რეგიონად დამკვიდრებას. მე ძალიან ცოტა შემოგთავაზეთ იმასთან შედარებით, რისი ნახვა და განცდა აჭარაში რეალურად შეგიძლიათ. დარწმუნებუ ლი ვარ, რა საქმეც უნდა გქონდეთ, მაინც შეეცდებით აჭარის უნიკალური ადგილების მონახულებას. ამისთვის ბევრი მიზეზი დაგიგროვდათ. მინდა დაგემშვიდობოთ და აჭარაში დროის სასიამოვნოდ გატარება გისურვოთ. მიხარია, რომ 2015 წლის ტურისტულ სეზონს ჩვენს რეგიონში თქვენც შეუერთდებით. და ნუ შეგაშინებთ წვიმიანი ბათუმი. როგორც ჩვენთან იტყვიან – ბათუმში ქოლგის ქვეშაც მზე ანათებს.
გზამკვლევი
3 წიგნის რეცენზია მატარებელში საკითხავი რომანი ჩავლილი მატარებლის ნაკვალევზე შარლ ბოდლერის მატარებელი ყველაზე კეთილი და უკარება ადამიანის ხმა და მისი ანგელოზების გამოცხადება სიზმრის მატარებელი თბილისის ჯაზფესტივალის ისტორია ანდაზის დისკურსი რკინიგზა და მხატვრობა
მატარებელში საკითხავი
მატარებელში საკითხავი
3 წიგნის რეცენზია ავტორი: გაგა ლომიძე
ჰარუკი მურაკამი - „კაფკა პლაჟზე“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2014. თარგმანი: თამარ სუბელიანი მურაკამის რომანში უცნაური ამბები ხდება - ხან თევზების წვიმაა, ხან კატები ადამიანებს ესაუბრებიან. რომანში „კაფკა პლაჟზე“, რომელიც გმირების განვითარების ამბებს მოგვითხრობს, სავსეა პარალელები ფანტასტიკურ ლიტერატურასთან, მარკესისმაგვარ სამხრეთ ამერიკულ მაგიურ რეალიზმთან თუ ფრანც კაფკას მოთხრობებისთვის დამახასიათებელ, ერთი შეხედვით აბსურდულ სიტუაციებთან. მაგრამ, როგორც პოსტმოდერნისტული ლიტერატურისთვისაა ნიშანდობლივი, აქ მურაკამი უფრო ახლოსაა ბორხესის ესთეტიკასთან, რომლის სამყაროში თითქოს არაფერია ხელმოსაჭიდი და იქაურობა წარმოსახვისა და სინამდვილის განზომილებათა ზღვარზეა. ალბათ, ბორხესის ანალოგიით ჩნდება აქ ლაბირინთის სიმბოლო, რომელიც ერთსა და იმავე დროს, მითის სამყაროსაც ეკუთვნის და თითქოს ადამიანთა შინაგან არსსა და შინაგან ორგანოებს - ნაწლავებსაც გულისხმობს. შინაგან არსს, რომელშიც მუდმივად იმალება მინოტავრი - ესეც მადონას ახალი ვიდეოს Living for Love-ის ანალოგია და ვიდეოს ბოლოს ციტირებული ნიცშეს სიტყვები ადამიანთა შინაგანი მანკიერებების შესახებ. მკითხველთა გულთამპყრობელი მურაკამი, თავისი ინტელექტუალური სიღრმეების პარალელურად, ამჯერადაც მოახერხებს ბევრის გულის მოგებას - თავისი დეტექტიური წიაღსვლებით თუ Suspen-სით, იუმორით თუ მითოლოგიური სიუჟეტების, კერძოდ, ოიდიპოსის მითის გადააზრებით. რომანში თითქოს ორი განსხვავებული სამყარო თანაარსებობს - ცნობიერი და არაცნობიერი, ისევე როგორც მიშელ გონდრის „ძილის მეცნიერებაში“ თუ დევიდ ლინჩის ფილმ-იგავებში. წიგნში რომანის კენტი თავები მოგვითხრობს თინეიჯერი კაფკას ისტორიას, რომელიც ოიდიპოსის მსგავსად, საკუთარი ბედისგან თავის დასაღწევად - რომ იგი თავისი დედისა და დის საყვარელი გახდება - ტოკიოდან გარბის. რომანის ლუწ თავებში მოთხრობილია მოხუცი ნაკატას ამბავი, რომელიც ბავშვობაში კომაში ვარდება და შემდეგ კატებთან საუბრის უნარი აღმოაჩნდება. ეს ორი პერსონაჟი თითქოს ერთი და იგივე ადამიანის ორი იპოსტასია და ამ მოტივმა, ბევრ პასაჟთან ერთად, შესაძლოა ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ გაგვახსენოს, სადაც მთხრობელი და რუმი ერთმანეთის ალტერეგოები არიან.
32
DIRSI – თბილისის ახალი ჰორიზონტები! დიდი შესაძლებლობების კომპანია პროექტი Dirsi – მაღალპროფილიანი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, შენდება ჰოლდინგ AS Group Investment-ის მიერ, რომელიც დამოუკიდებლად უამრავ ამოცანას წყვეტს – სამშენებლო მასალების წარმოებით დაწყებული, უკვე დასრულებული ობიექტების მართვით დამთავრებული. ჰოლდინგ AS Group Investment-ის გენერალური მფლობელი – შაჰინ მოვსუმოვი აცხადებს, რომ კომპანიის მისიაა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისა და არსებული საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნების გზით განახორციელოს. რითი განსხვავდება პროექტი „დირსი“ თბილისში არსებული სხვა ნაგებობებისგან? შაჰინ მოვსუმოვი: Dirsi – თბილისის განვითარების ისტორიაში ახალი კონცეპტუალური სიტყვაა, რომელიც, პრაქტიკულად, ახალი უბანია საქართველოს დედაქალაქში. ეს გახლავთ ქალაქი ქალაქში. ვისწრაფვით სახლების მშენებლობის საერთაშორისო სტანდარტებისკენ, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული. კომპანია კომპლექსის მომავალ მცხოვრებლებს სთავაზობს ინფრასტრუქტურის მთელ ნაკრებს: კეთილმოწყობილ ეზოებს საბავშვო მოედნებით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, იტალიური სტილის სავაჭრო ცენტრს, მაღაზია-ბუტიკებს, კაფეებს, რესტორნებსა და მრავალ სხვას. პირველად თბილისში, აქ აშენდა ბულვარი მტკვრის გასწვრივ, რომელიც დასვენებისა და სეირნობისთვის საყვარელ ადგილად იქცევა – არა მხოლოდ Dirsi-ის, არამედ თბილისის ყველა სხვა მცხოვრებლისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის.
34
განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების საკითხთან. მთლიანობაში, პროექტის მიხედვით, კომპლექსის გამწვანება სამჯერ აღემატება თბილისში დადგენილი სტანდარტის ნორმებს. ეს მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის, ფიზიკური აქტივობებით დასაკავებლად სხვადასხვა სპორტულ მოედნებსა და ველობილიკებზე. Dirsi მუდმივად განვითარებადი, ცოცხალი ორგანიზმია. დღესდღეობით, არსებობს რამდენიმე ბიზნესმიმართულება, რომლის ფარგლებშიც, ჰოლდინგი AS Group Investment მზადაა წარმატებით ითანამშრომლოს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან: 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, რომლის საერთო გასაქირავებელი ფართობი 17 822 კვ. მეტრია. ასევე, კომპლექსის შემადგენლობაშია 900-მანქანიანი პარკინგი, სამედიცინო ცენტრი, უფროსებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი 15 000 კვ. მეტრი ფართობის ატრაქციონების პარკი, გათბობის სისტემით უზრუნველყოფილი ღია აუზი, კაფე-ბარები და რესტორნები მდინარე მტკვრის გასწვრივ მდებარე ბულვარზე. მომავალ პარტნიორებს სამშენებლო კომპანია სთავაზობს საქარ თველოსთვის უპრეცედენტო პირობებს – საიჯარო არდადეგებს 2 წლის განმავლობაში; მსურველებს ასევე შეუძლიათ სრულად გამოისყიდონ ობიექტი მათთვის მომგებიანი პირობებით.
ბინები, შეღავათები, საჩუქრები! Dirsi-ში იყიდება ბინები დასრულებელი რემონტით, გასაღების ჩაბარებით. იმისთვის, რომ საკუთარ, ახალ სახლში საცხოვრებლად გადახვიდეთ, მხოლოდ ავეჯის შეტანაა საჭირო. ასეთი პირობები ძალიან ხელსაყრელია ახალგაზრდა ოჯახებისთვის, რომლებიც გაფართოებას და შვილების ყოლას გეგმავენ; საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ პერსპექტივებსა და კარიერულ ზრდას საქართველოს დედაქალაქში ხედავენ. ხალხისთვის, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ ატარებს, ცხოვრობს ან მუშაობს. საცხოვრებელი კომპლექსის მთავარ მიზნობრივ აუდიტორიას სწორედ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ. Dirsi-ში აშენდება 20 კორპუსი 16-დან 26 სართულამდე, თბილისის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე. მომხმარებლებს შევთავაზებთ ბინების ფართებს 49 („სტუდიოს“ ტიპის) კვ. მეტრიდან 180 კვ. მეტრამდე; ბინების ნაწილში იქნება ტერასები, ვიტრაჟები. Dirsiის ფანჯრებიდან, მთებსა და მდინარე მტკვარზე, შესანიშნავი ხედი გაიშლება. დღესდღეობით, უკვე 500-ზე მეტი ბინა გაიყიდა. ამას ხელი შეუწყო რამდენიმე ფინანსურმა წინადადებამ მშენებლისა და მისი პარტიორი – TBC ბანკისგან. „ლარი აღარ ეცემა! დოლარი აღარ იმატებს!“ – ეს იმას ნიშნავს, რომ ბინის შეძენისას, საჩუქრის სახით იღებთ ფიქსირებულ კურსს – 1 $=1,8 ლარს. ასევე, Dirsi-მ გადაწყვიტა, შესთავაზოს საჩუქრები იმ მომხმარებლებს, რომლებიც 3-ოთახიან ბინას იყიდიან. „იყიდე ბინა და მაშინვე მიიღე 2 გასაღები!“ მეორე გასაღები ახალ ავტომობილს – Nissan Sunny-ს ეკუთვნის.
და ეს გარემონტებული ბინაა, რომელიც გასაღების ჩაბარებით გადმოგეცემათ! Dirsi თბილისის მშვენიერ და ისტორიულ ნაწილში საცხოვრებელი მშენებლობის ახალ ჰორიზონტებს ხსნის. მაშ, თქვენც ისარგებლეთ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის ყველა უპირატესობით!
ამასთან, მინიმალური პირველადი შენატანით, თქვენ შეგიძლიათ პარტნიორ ბანკში გააფორმოთ ძალიან მომგებიანი იპოთეკური კრედიტი დარჩენილი გადასახადის ნაწილზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ პირობებში, საცხოვრებელი ფართის 1 კვ. მეტრის ფასი 2-3 ოთახიან ბინაში 750 $-დან იწყება!
მის.: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი (ყოფილი ბოგდან ხმელნიცკის ქ.), მტკვრის მარცხენა სანაპირო.
ტელ.: 2 74 04 04 WWW.DIRSI.GE
35
მატარებელში საკითხავი
როგორც მურაკამი ინტერვიუში ამბობს: „ჩემთვის რომანის წერა სიზმარივითაა. რომანის წერის პროცესი საშუალებას მაძლევს, ცნობიერად ჩავიძირო სიზმარში, ოღონდ - ფხიზელ მდგომარეობაში. ასეთ დროს შემიძლია გავაგრძელო გუშინდელი სიზმარი ანუ ის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც წესი, ვერ ვახერხებთ. ეს საკუთარ არაცნობიერში ჩაძირვის საშუალებაცაა“. რომანში ბევრია გამოცანა. თუკი მურაკამის დავუჯერებთ, რომანი რამდენჯერმე უნდა წაიკითხოთ, რომ ამა თუ იმ მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ჩაწვდეთ. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ რომანი ძნელი წასაკითხია. პირიქით, „კაფკა პლაჟზე“ ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ვისაც ბორხესის წიგნები, ლინჩის კინო და პოსტმოდერნისტული ლიტერატურა უყვარს, სიამოვნებით „დააჭაშნიკებს“ მურაკამის „კაფკას“.
„კუნძულის შესაძლებლობა“ მიშელ უელბეკი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2015 თარგმანი: მერაბ ფიფია მიშელ უელბეკის რომანს „კუნძულის შესაძლებლობა“ რამდენიმე მთხრობელი ჰყავს - დანიელი და მისი ორი კლონირებული ვერსია, რომლებიც საუკუნეების შემდეგ ცხოვრობენ. დღევანდელობაში მცხოვრები დანიელი კომიკოსია, რომელიც თანამედროვე პრობლემების შესახებ კომედიურ პერფორმანსებს მართავს და ამით საკმაოდ დიდ შემოსავალს შოულობს - როდესაც, ვთქვათ, მუსლიმების თემაზე საუბრობს. ამ დროს ის ცინიკოს დიოგენეს ემსგავსება, რომელიც კომედიანტივით, სიმართლეს ლაპარაკობდა და შეშლილად მიიჩნევდნენ. შეშლილის როლი ხომ ისევე კომფორტულია, როგორც დანიელისთვის კომედიანტობა. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც დანიელს ელოჰომიზმი იტაცებს - სწავლება, რომელიც სამუდამო ცხოვრებას პირდება. როდესაც დანიელი თავს იკლავს, მისი დეენემის საშუალებით, საუკუნეების შემდეგ ჩნდება ორი კლონი - დანიელ24 და დანიელ25, რომლებიც სრულიად განსხვავებულ, პოსტაპოკალიპტურ სამყაროში ცხოვრობენ. არის ერთგვარი ირონია უელბეკის რომანში, იმ თვალსაზრისით, რომ მომხმარებლურ საზოგადოებაში, რომელიც გამუდმებით გაახალგაზრდავებას გვპირდება და ეიჯისტურ ღირებულებებს ამკვიდრებს, ელოჰომისტები ბოლომდე ახორციელებენ ამ პროექტს, როდესაც კლონირების საშუალებით, შესაძლებელი ხდება არამხოლოდ მუდმივი ახალგაზრდობა, არამედ სამუდამო ცხოვრებაც. ამ გაგებით, რომანი სვიფტის „გულივერის მოგზაურობის“ ერთ ეპიზოდს ემსგავსება - უკვდავების მხარეს, სადაც ადამიანები დიდხანს არ ბერდებიან. მაგრამ სამაგიეროდ, მეხსიერება ღალატობთ და თანამედროვე სამყაროსთან საკუთარი კონტაქტის დამყარების ყველაზე მნიშვნელოვან იარაღს - ენას ვეღარ ფლობენ. ორი საუკუნის განმავლობაში, ბევრი რამ მოხდა: ჯერ პოლარული ყინული დადნა და კაცობრიობა 14 მილიარდიდან 700 მილიონამდე შეამცირა, რასაც შემდეგ დაშრობა მოყვა და ამან კიდევ გაანადგურა ადამიანები. დანიელის ასლები ადამიანებისგან დაცლილ სამყაროში ცხოვრობენ. მათ თავიანთი „წინაპრის“ მთელი მეხსიერება მოყვებათ, ოღონდ ახალ გარემოში მათთვის
36
მატარებელში საკითხავი გრძნობები უჩვეულო ხდება. კლონებისთვის ემოციები სრულიად უცხოდ იქცევა. სინამდვილეში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, გაუკუღმართებული სექსი ნორმად იქცევა - სექსუალური კონტაქტი აქ ინტერნეტის საშუალებით მასტურბაციას გულისხმობს. ბოლოს, იმედგაცრუებული დანიელ25 ხვდება, რომ უკვდავებამ არ გაამართლა და როგორც ალეხანდრო ხოდოროვსკის „წმინდა მთაშია“, სიკვდილს ამჯობინებს. თითქოს ესაა მიზანთროპად შერაცხული უელბეკის ერთგვარი გაფრთხილება, თუ რა შეუძლია მოუტანოს კაცობრიობას უტოპიურმა აზროვნებამ და ამ გაგებით, მას მეორე მიზანთროპთან - ჯონათან სვიფტთან აახლოებს
„პერსეპოლისი“ მარჯან სატრაპი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თარგმანი: მიხეილ ციხელაშვილი მახსოვს, დაახლოებით ხუთი წლის წინ, როცა „პერსეპოლისის“ ფრანგული გამოცემა ხელში ჩამივარდა, მარჯან სატრაპის მინიმალისტურმა შავ-თეთრმა გრაფიკამ და დახვეწილმა იუმორმა მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა. იუმორმა, როდესაც შეგიძლია საკუთარი „მე“ გარედან დაინახო. სწორედ ეს დისტანცირებაა ამ გრაფიკული რომანის, და ზოგადად, ჯანსაღი აზროვნების ერთ-ერთი წინაპირობა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ფუნდამენტალისტური ირანის ისტორიაში მომხდარი მოვლენები ოდესმე საქართველოსთვისაც აქტუალური გახდებოდა, სადაც ნებისმიერი სახის ძალადობა, მათ შორის ქალზე ძალადობაც, წახალისებულია. არადა, ხშირად გვავიწყდება, რომ თითოეული ჩვენგანის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება. თავისუფლება კი მარჯან სატრაპის წიგნის მიხედვით გადაღებულ ანიმაციურ ფილმში შავ-თეთრი ირანისა და ფერადი ევროპის დაპირისპირებითაა ნაჩვენები. რომანში სატრაპი მოგვითხრობს საკუთარი ბავშვობის შესახებ, როდესაც მან არ იცის, რა ხდება მის გარშემო. სატრაპის მშობლები მარქსიზმზე საუბრობენ, სკოლაში არწმუნებენ, რომ შაჰი ღვთაებრივი წარმოშობისაა, მარჯანს კი უნდა, რომ წინასწარმეტყველი გახდეს. შემდეგ შაჰს ამხობენ და ქვეყნის სათავეში ახალი ისლამისტური რეჟიმი მოდის. სკოლებს უკვე სქესის მიხედვით ყოფენ: გოგონები ცალკე, ბიჭები – ცალკე. ქალებს თავსაბურავის ტარებას აიძულებენ. შაჰის სურათები სახელმძღვანელოებიდან ქრება. რევოლუციონერი მშობლების შვილისთვის – მარჯანისთვის, ახალი გარემო გაუსაძლისი ხდება. ამიტომაც იძულებული არიან, 14 წლის გოგონა ევროპაში გაუშვან. შეუდარებელია სატრაპის ბავშვური, ნაივური ენისა და გრაფიკული ეპიზოდების კომბინაცია; ან ბებიას ეპიზოდი, რომელიც ყოველ დილით ჟასმინის ფურცლებს იფენს მკერდზე, რომ სასიამოვნო სუნი ჰქონდეს, რაც ქვეყანაში გამეფებული ფუნდამენტალიზმის ფონზე, განსაკუთრებულად ემოციურ დატვირთვას იძენს. რაც მთავარია, აქ იგრძნობა მარჯან სატრაპის სიყვარული თავისი ქვეყნისა და ერის მიმართ, და გარკვეულწილად, იმ სტერეოტიპის მსხვრევაც, რომლის თანახმადაც, მთელი ირანული სამყარო ექსტრემისტულია. არადა, ირანი პოეტების ქვეყანაცაა.
37
მატარებელში საკითხავი
მატარებელში საკითხავი რომანი ავტორი: ლევან ბერძენიშვილი
ცნობილი ამბავია, რომ სამგზავრო რომანების მკითხველებს ამ წიგნების მოცულობა აფიქრებთ ხოლმე: დაიწყებ რაღაცის კითხვას და ვერ დაამთავრებ, არადა, მატარებელში დაწყებულს მატარებელშივე დამთავრება უყვარს. გარდა ამისა, წიგნის ფიზიკურ წონასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ზედმეტი ბარგი გზაში ვის უნდა?! სწორედ ამის გამო, კლასიკური სამგზავრო ლიტერატურის ერთ-ერთი კრიტერიუმი მისი ზომიერი მოცულობაა. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა კრიტერიუმებიც, მაგალითად გარნიტურის (შრიფტის) სიდიდე, ხასიათი და ა.შ. ბევრი ვიფიქრე, და ყველა ამ და კიდევ სხვა თვალსაზრისით, საუკეთესო რომანი შევარჩიე - ეს არის დიდი ესპანელი მწერლის კამილო ხოსე სელას 1942 წელს გამოქვეყნებული რომანი „პასკუალე დუარტეს ოჯახი“, რომელიც სერიით „ნობელის პრემიის ლაურეატები“ გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა“. კითხვის დრო (დაახლოებით) თბილისიბათუმი-თბილისი (მატარებლით, იქით-აქეთ, ანუ ნახევარი იქით და ნახევარი აქეთ. კითხვას შორის პაუზას მშვენივრად უძლებს - არაფერი დაგავიწყდებათ). კამილო ხოსე სელა ი ტრულოკი, ირია ფლავიას პირველი მარკიზი - იყო ესპანელი რომანისტი, მოთხრობების ავტორი და ესეისტი, რომელიც ე.წ. 36-ის თაობას მიეკუთვნებოდა. ნობელის პრემია 1989 წელს მიენიჭა, „მდიდარი და ინტენსიური პროზისთვის, რომელიც თანაგრძნობით ეკიდება ადამიანური სისუსტის გრანდიოზულ სურათს“. სამოქალაქო ომის დროს, სელა ნაციონალისტების მხარეს იბრძოდა. დაიჭრა ომში და იწვა საველე ჰოსპიტალში, ხოლო
38
ლევან ბერძენიშვილი ფილოლოგი, პოლიტიკოსი
ომის დამთავრების შემდეგ, შინ დაბრუნდა. ესპანეთში დადგა ახალი რეჟიმის ბნელი წლები. მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცადა მან თავისი ძალები პროზაში. მისი პირველი რომანი - „პასკუალე დუარტეს ოჯახი“ სავსეა დაცემის, სიღატაკის, მხეცობის, სისასტიკისა და ძალადობის სახეებით, რომელიც ავტორს საკუთარი თვალით უნახავს. რომანი პირველ პირშია დაწერილი იმ კაცის მიერ, რომელმაც რამდენიმე სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა და თავისი ცხოვრების ისტორიას სიკვდილით დასჯის მოლოდინში ყვება. აღწერილია ცხოვრების დასაწყისი: ბავშვს უკიდურეს სიღატაკეში ზრდის გაბოროტებული და გალოთებული დედა, რომელსაც შვილი არ უყვარს. სწორედ ამის შემდეგ, თხრობა სიურრეალისტური და გროტესკული სტილით, მთავარი გმირის მიერ ჩადენილ რამდენიმე სასტიკ დანაშაულზე გადადის. მთავარი გმირი იბრძვის არა სიცოცხლისთვის, არამედ სამართლიანობისთვის და დანაშაულის გარდა, მან სხვა გზას ვერ მიაგნო. იგი მუდმივად წინასწარ გრძნობს მომავალ უბედურებას, აღწერს ადამიანურ სისასტიკეს და აღწევს კოშმარული სიზმრის ეფექტს. ცენზურისთვის თავი რომ დაეღწია, რომელიც ყველა შემთხვევაში აკრძალავდა რომანს, სელამ მთელი არალეგალური ტირაჟი გარაჟში დაბეჭდა. როდესაც წიგნი ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელში აღმოჩნდა, მთელი ტირაჟი უკვე გაყიდული და დატაცებული იყო. ფრანკოს რეჟიმის
მატარებელში საკითხავი დროს, ლიტერატურული პროცესისთვის უნაყოფო წლებში, სელას რომანი ნამდვილი ბომბი აღმოჩნდა. „პასკუალე დუარტეს ოჯახმა“ კომერციულ წარმატებასაც მიაღწია და კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. რომანი აიკრძალა, მაგრამ მაშინვე გამოიცა არგენტინაში, ხოლო ექვსი წლის შემდეგ, ისევ დაიბეჭდა ესპანეთში. ამჟამად, იგი ყველაზე პოპულარული ესპანური რომანია სერვანტესის „დონ კიხოტის“ შემდეგ, ხოლო გამოცემათა რიცხვით, სახელოვან წინაპარსაც გაუსწრო. ლიტერატურის მოყვარულები სელას ამ რომანს ძალიან ხშირად ადარებენ იმავე ეპოქის ფრანგულ შედევრს - ალბერ კამიუს სახელგანთქმულ „უცხოს“ (სხვათა შორის, „მატარებლის ბიბლიოთეკის“ კიდევ ერთი უტყუარი ბინადარია). აი, ერთი ციტატა „პასკუალე დუარტეს ოჯახიდან“, რომელიც ცხადად გვაჩვენებს, რა მაღალი დონის ლიტერატურულ ნაწარმოებზე გვაქვს ახლა საუბარი: „ბოროტი კაცი არ გახლავართ, თუმცა მიზეზი კი მქონდა, გავბოროტებულიყავი. ყველა მოკვდავი ერთ ტყავში ვიბადებით, მაგრამ სანამ გავიზრდებოდეთ, ბედისწერა თავისდა გასართობად ისეთნაირად და იმდენნაირად გვცვლის, თითქოს ცვილისა ვიყოთ და მერე სხვადასხვა გზით გვაგზავნის ერთი დასასრულისაკენ - სიკვდილისაკენ: ზოგს უბრძანებს, იავარდით მოფენილ გზაზე იარეო, ზოგსაც ეკალბარდებში უკრავს თავს - გზა შენით გაიკაფეო. პირველნი უზრუნველად იყურებიან და ჩვილი ბავშვებივით შეჰღიმიან თავიანთ ბედნიერებას, მეორენი კი ტრიალ მინდორში მცხუნვარე მზეზე იტანჯებიან და ოდნავ ხელის მიკარებაზეც კი კურდღელივით ფრთხებიან. განა ერთი და იგივეა, სხეულს სუნამოთი და ფერუმარილით დაიზელ თუ მოუშორებელი სვირინგებით აიჭრელებ!“ და კიდევ ერთი: ,,როცა ადამიანს კლავ, იმ წუთში არაფერზე ფიქრობ, საკუთარი გამოცდილებით კარგად ვიცი, ხშირად არც გინდა მოკლა, უბრალოდ, გძულს, გძულს მთელი სულით, უსაზღვროდ, გახსნი დანას და ფეხშიშველა მიდიხარ იმ საწოლთან, რაზეც შენი მტერი წევს. გარეთ ღამე ჩამოწოლილა, მაგრამ ფანჯარაში მთვარე ანათებს და ყველაფერი კარგად ჩანს. საწოლზე მიცვალებული წევს, ის, ვინც საცაა მიცვალებული გახდება, უყურებ, გესმის მისი სუნთქვა. იგი არ იძვრის, მშვიდად წევს, თითქოს საფრთხე არც ემუქრებოდეს. საწოლი ძველია, ჭრიჭინით გაკრთობს, ვაითუ გაიღვიძოს
და დააჩქაროს სისხლიანი აღსასრული. მტერი გვერდს იცვლის, საბანი ოდნავ ჩამოცურდება. არა, არ გაუღვიძია. საბანში გახვეული მისი სხეული გატყუებს, უფრო დიდი გეჩვენება, შეშფოთებული იხრები, ფრთხილად შეახებ ხელს, სძინავს, ღრმა ძილშია. მოფიქრებასაც ვერ მოასწრებ და... მაგრამ ასე არ შეიძლება კაცი მოკლა, უსინდისობაა. ახლავე შევტრიალდები და წავალო, ფიქრობ. არა, ვერ წახვალ, კარგა ხანია ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს... ერთი წუთი, ერთი მოკლე წუთი და მერე... უკან დახევა არაფრით არ შეიძლება, გათენდება და დღის სინათლეზე შეგძრავს, გაგაქვავებს მისი მზერა“. არ დაგაფიქროთ იმან, რომ ამდენი სისხლი და ძალადობა მგზავრობისას ცუდად იმოქმედებს. გასაოცარია, რომ ტკივილით სავსე ეს წიგნი მხოლოდ სინათლისკენ და სიკეთისკენ უბიძგებს ადამიანს, რადგან იგი მაღალი ჰუმანიზმითაა გაჟღენთილი.
39
მატარებელში საკითხავი
ჩავლილი მატარებლის ნაკვალევზე ავტორი: გიორგი კეკელიძე პარიზულ ჟურნალ „ფიგაროს“ ფურცლებზე, 1909 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნებულ „სასიკვდილო ნახტომს“, ქართველები 1922 წლის 23 აპრილს გამოეხმაურნენ და კონსერვატორიის შენობაში პირველი ფუტურისტული საღამოც გაიმართა. გამოსცეს ჩვენებური მანიფესტიც – „საქართველო-ფენიქსი“ – იტალიელი და რუსი კოლეგების ტექსტების ერთგვარი კომპილაცია, თუმცა ჩრდილოელი ლეფელების (სალიტერატურო სკოლა მაიაკოვსკის მეთაურობით) გავლენა უფრო მეტი გახლდათ. ხელმომწერი ავტორები არავის ჩამორჩნენ და მთელ წარსულს განადგურებით დაემუქრნენ, იქვე ქართულ ეროვნულ მესიანიზმზე ერთი-ორი სიტყვა მიაქს-მოაქსოვეს (ესეც მსოფლიო თვითდამკვიდრების სურვილით), იმდროინდელი მსმენელ-მკითხველისთვის რამდენიმე ძალიან უცხო ტერმინიც წამოიძახეს, დაიხურეს ქუდი (ალბათ, საგანგებოდ, უკუღმა) და წავიდნენ. საერთოდ – არა. მეორე დღეს ისევ შეიკრიბნენ. ისევ მუქარა – არა მარტო „დასახიჩრებულ ბებრებს“, არამედ მათ თანამედროვე „ცისფერყანწელებსაც“. მუქარა, ქადილი და ხმაური. როგორც თვითონვე ამბობდნენ: „ცამდი აღწევდა ალი“. მათი ყველაზე ცნობილი გამოცემა H2SO4-ია (1924 წელი), 1924 – 25 წლებში, ალმანახ „ლიტერატურა და სხვას“ უშვებდნენ, 1925 – 26-ში – გაზეთ „ლიტერატურა და სხვას“, იმავე პერიოდში – „მემარცხენეობას“. ბეჭდავდნენ ლექსებს, ესკიზებს – ძირი თადად, ზაუმური ენით ან მასთან მიმსგავსებულით. მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება, თუ ამ ორდენის წევრთა არასრულ სიას მაინც შევახსენებ: ნიკოლოზ თავდგირიძე, აკაკი
40
გიორგი კეკელიძე პოეტი
ბელიაშვილი, დავით გაჩეჩილაძე, ბესარიონ ჟღენტი, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ ორაგველიძე, პოლ ნოზაძე, ალექსანდრე გაბესკირია, მზია ერისთავი, ნიკოლოზ შენგელაია, ჟანგო ღოღობერიძე, შალვა ალხაზიშვილი, ნიკოლოზ ჩაჩავა. ალბათ რამდენიმე სახელი და გვარი გეცნოთ. ზოგიერთი მათგანი, რომლებიც ვერ მოიგონეთ, მანიაკალურ დეპრესიას ემსხვერპლა, ზოგი სოფელში გადასახლდა, ერთი ქარხანაში მოეწყო მუშად – ეს მას მერე, რაც საბჭოთა წყობილებამ ყოველგვარი შემოქმედებითი ორგანიზაციის დამოუკიდებლად არსებობა აკრძალა და ყველას მწერალთა კავშირში ან „სურვილისამებრ“, ციმბირის მატარებელში უკრა თავი. კი ნატრულობდნენ რევოლუციას, მაგრამ მათთვის ეგზომ სასურველი „თავისუფლების ტაბლის“ ფეხისმკვრელი თუ იქნებოდა, ალბათ არ ეგონათ. ნაწილი ისევ ხელოვნებას ემსახურებოდა. ნიკოლოზ შენგელაია კოტე მარჯანიშვილმა ქუჩაში ლექსების კითხვისას შეამჩნია, ორატორული ნიჭი მოუწონა და თეატრში გაიყოლა. ოდესღაც პოეტმა, მერე კინემატოგრაფს მიმართა და ბევრის აზრით, გენიალური „ელისო“ გადაიღო. მოღვაწეობის მანძილზე, რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეც გახდა და სსრკ პრემიის ლაურეატიც.
მატარებელში საკითხავი
ნიკოლოზ შენგელაია
სიმონ ჩიქოვანი
ნიკოლოზ ჩაჩავა – ქართული პერფორმანსის პიონერი, კაცი, რომელიც ელექტროგადაცემის ბოძებზე ადიოდა და იქიდან გაჰკიოდა ლექსებს, ჰალსტუხის ნაცვლად, ბოლოკი ეკეთა და პაოლო იაშვილს ერთხელ მოულოდნელად ლაყე კვერცხებიც დაუშინა. ადამიანი, რომელმაც დაწერა ალბათ იშვიათი ლექსი ქართული ფუტურისტული წარსულიდან, ლიტერატურის ისტორიას ასე თუ ისე რომ შემორჩა – „შანდი და შროშანა“ – წლების შემდეგ საოცრად მორცხვად საუბრობდა საკუთარ „ავანგარდულ წარსულზე“, საშუალო დონის საბავშვო ლექსებს წერდა, გამოსცა წიგნი „ვითამაშოთ ერთად“ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიაც დაიმსახურა.
და მიაძახა: „შენ ჟღენტი ხარ თუ ჟვინტი ხარო!“ ბესარიონ ჟღენტი შრომის წითელი ორდენის კავალერია.
შალვა ალხაზიშვილმა ასევე წყნარად, ეპატაჟგაძარცვულმა განაგრძო მოღვაწეობა ე.წ. ლიტმუშაკად. კინოდრამატურგიასაც მიმართა – ვინაიდან საკნები ჯერაც კი აქტუალურია, გავიხსენოთ მისი სცენარი „საკანი 79“. ავტობიოგრაფიაში ისიც ვერ გაექცა საყოველთაო კონიუნქტურას და ხაზგასმით აღნიშნა ფრაზა, რომელიც ფუტურისტულ ეპოქაში დაწერილი ტექსტებიდან, ვითომდა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: „ახალი ხანა – ლენინიადა, პლანეტა ხდება ლენინის, კოსმიურ სივრცეს გაანათებს ალი კომინტერნის...“
სიმონ ჩიქოვანი – ყველაზე ცნობილი სახელი H2SO4-დან, მალევე შეეშვა საკუთარ „ორკესტრულ ლექსალობას“, „აიდაბაიდებს“ და „მეკამეჩეების ურმულს“. მუშაობდა რედაქტორად, მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ, წერდა ოსტატურ, მაგრამ ზაუმისგან სრულიად დაცლილ ლექსებს და პოემებს – ძირითადად, ისტორიულ პერსონაჟებზე და რეალიებზე. ერთი სიტყვით, არაფრით ჰგავდა კაცს, რომელიც ამბობს: „უარვყოფთ წარსულს, რადგან იგი არის სამლოცველო ბებრებისა და მომაკვდავების“.
ბესარიონ ჟღენტი – ზემოთ ხსენებული მანიფესტის ავტორთაგანი, სოციალისტური რეალიზმის მადიდებელი კრიტიკოსთკრიტიკოსი და უპირველესი ცენზორი გახდა. საკმაოდ დიდხანს, ცეკასთან უაღრესად დაახლოებული ბესარიონი, ლამის მარტო განსაზღვრავდა ქართული ლიტერატურის თამაშის წესებს და ეს, თავის დროზე ფუტურისტი კაცი, იმდენად უკირკიტიკებდა ყველას, რომ ერთხელ კ. გამსახურდიამაც კი ვეღარ მოითმინა
ასეთი ტრაგი-პარადოქსული ყოფის ნიმუშებითაა სავსე ქართული ფუტურისტების (სხვა „ისტების“ თუ არა, „ისტებისაც“) ბიოგრაფია. ნუ შეადარებთ მათ მეტამორფოზას ოკეანეგაღმელ ბიტნიკ-ჰიპსტერების დახეული ჯინსებიდან, მოულოდნელად დაძრობილ ჰალსტუხებს და შეკრეჭილ თმა-წვერს. როგორც ერთ ნელთბილ ფილმში, ბრედ პიტის პერსონაჟი დაჟინებით იმეორებს: „ეს არაა ამერიკული ისტორია“.
აკაკი ბელიაშვილი ბიბლიოფილებს ალბათ მეორე მსოფლიო ომზე დაწერილ რომან „უღელტეხილით“ ან ბიოგრაფიული ტექსტებით ახსოვთ. ალბათ რომელიღაც თავდადებულს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე დაწერილი „ვეფხია ხალიბაურიც“ წაგიკითხავთ. თუ კი, მაშინ იოლად დაეთანხმებით საბჭოთა პრესას, რომელიც წერდა: „პროზაიკოსმა 30-იანი წლებიდან ხელი აიღო ფორმალისტურ ძიებებზე“.
41
მატარებელში საკითხავი
შარლ ბოდლერის მატარებელი ავტორი: დათო ტურაშვილი
მგონი ყველაფერი მიყვარს, რაც მატარებელს უკავშირდება და მახსოვს, რომ ბავშვობაში, ტამბურის სუნზეც კი ვგიჟდებოდი ხოლმე. არც კი ვიცი, ტამბურს რა ჰქვია ქართულად და ალბათ არც არაფერი ჰქვია, მაგრამ ტამბურის სუნზე უკეთესი, ჩემთვის, მაშინ, მხოლოდ შავი ზღვა იყო. ზღვის სუნი დილით შემოვარდებოდა ხოლმე, როცა უფროსები მატარებლის ფანჯრებს ჩამოწევდნენ და ეს სუნი, მაშინვე მთელ ვაგონს ავსებდა. ვაგონს კი, ქართულად, ვიცი, რომ რონოდი ჰქვია (ნიკო ლორთქიფანიძის მიხედვით) და დედაჩემს კი, მაშინ, ბავშვობაში (ყოველი აგვისტოს ბოლოს), გაგრაში მივყავდით ხოლმე. ერთ ზაფხულს კი, დედაჩემმა მოსკოვში წაგვიყვანა, სადაც მამაჩემი ასპირანტურას ამთავრებდა (იმ წელს) და როგორ გაუხარდა მამაჩემს ჩვენი იქ ჩასვლა, ნამდვილად არ მახსოვს (შეიძლება ელდაც ეცა). სამაგიეროდ მახსოვს, რომ გზაში (სადღაც, როსტოვთან), ისეთი სოსისები ამოიტანეს, რომ მაშინვე ჩვენი სკოლის ბუფეტი გამახსენდა (უნებლიედ), და სოსისს საქართველოში, ზოგჯერ მოწუწნიკსაც უწოდებენ. გამცილებლები კი დილით და საღამოს, ჩაის ჩამოატარებდნენ
42
დათო ტურაშვილი მწერალი
ხოლმე და ის გემრიელი ჭიქები (სახელურიან რკინის დანადგარში ჩადგმული მინით), მერე აღარც შემხვედრია, როგორც ის შაქრის ნატეხები, იმ ჩაის რომ მოყვებოდა. დღისით მიყვარდა ზემოთ, მეორე სართულის საწოლზე წოლა (მუცელზე, სახით ფანჯრისკენ) და ფანჯრიდან იმ პეიზაჟების ცქერა, რომელიც ჩვენსას არ ჰგავდა (ხშირად) და მატარებელი ზოგჯერ, მართლა ძალიან ნელა მიდიოდა. ღამ-ღამობით კი მიყვარდა იმ სიჩუმის მოსმენა, რომელიც მატარებელში დაისადგურებდა ხოლმე, და ამ ზმნის ეტიმოლოგია, მართლა სადგურს უკავშირდება. თუ არ მეძინა, ფანჯრიდან ვხედავდი ხოლმე კაცებს, რომლებიც ჩვენი და სხვა ვაგონებიდან, სიგარეტის მოსაწევად ჩადიოდნენ ხოლმე ბაქანზე და როცა მატარებელი დაიძრებოდა, ისინი რიგრიგობით ახტებოდნენ რონოდის კიბეებს. კიბეებს სახელურები ჰქონდა, რომელზეც ცალხელჩავლებული გამცილებლები იდგნენ ხოლმე და მგზავრებს მოუწოდებდნენ დროზე ამოსულიყვნენ კიბეზე, თორემ მატარებელი მალე დაიძრებოდა. მატარებელი კი ისე ჩუმად და უხმაუროდ გადიოდა ხოლმე სადგურიდან, რომ
მატარებელში საკითხავი
სულ მეგონა, თითქოს ვიღაც, ერთი მგზავრი მაინც რჩებოდა რომელიღაც ბაქანზე. როცა არ მეძინა, ან შუაღამისას გამეღვიძებოდა ხოლმე, მახსოვს, როგორ არღვევდა ღამის სიჩუმეს ლიანდაგების ხმა, რომელიც ქართულ ლიტერატურაში, ბევრჯერ არის აღწერილი და ვიზუალურად, დაახლოებით ასე ჟღერს: დგნ-დგნ, დგნ-დგნ, დგნ-დგნ... ღამის ამბებიდან ისიც მახსოვს, რომ მგზავრები, ძილის წინ, ბარგს საგულდაგულოდ გადამალავდნენ ხოლმე და ამ მიზნით (ძირითადად), საწოლსქვემო სივრცეს იყენებდნენ, მაგრამ ვინმესთვის რომ რამე მოეპარათ მატარებელში, უბრალოდ, არ მაგონდება. პირიქით, მაგონდება სახალისო და სასიამოვნო
ისტორიები და თანაც, არა მხოლოდ ბავშვობისდროინდელი მატარებლების გამო. თავშესაქცევი თავგადასავლები, მერე, სტუდენტობის დროსაც საკმარისად გვქონდა. ერთხელ, ვაჟაირაკლი ცინცაძესთან ერთად, ბათუმში წავედი ჩვენი საერთო მეგობრების - ზურა და ირაკლი საყვარელიძეების სანახავად, რომლებიც მაშინ, იქ, ჯარში მსახურობდნენ. იმ წლებში, კომუნისტურმა მთავრობამ, საბჭოთა არმიაში სტუდენტების საყოველთაო გაწვევაც მოიგონა. ჩვენი ტყუბი ძმაკაცების სამხედრო მობილიზაცია, ცალკე წიგნის თემაა. მოკლედ, ჩავედით ბათუმში და გონიოში ჩავაკითხეთ ჩვენს მონატრებულ ძმაკაცებს. ზღვის პირას იმდენი ვსვით (დილამდე),
43
მატარებელში საკითხავი
რომ მერე ორი დღე ვისვენებდით, მესამე დღეს კი უკან წამოვედით ღამის მატარებლით. საყვარელიძეებს გონიოში დავემშვიდობეთ და გზაში კი (სადგურისკენ), რომელიღაცას წამოგვცდა, რომ რა კარგი იქნება თუ კუპეში შესულებს, ორი მშვენიერი გოგონა დაგვხვდება და თბილისამდეც სულ ღიღინით-ღიღინით ვივლითო. თუმცა, კუპეში არავინ დაგვხვდა (საერთოდ) და ჩვენც თავი იმით დავიმშვიდეთ, რომ მატარებლის გასვლამდე, ჯერ კიდევ საკმარისი დრო იყო დარჩენილი. შესაბამისად, რაღაცის იმედი, ჯერ კიდევ გვქონდა. დავსხედით ფანჯარასთან, ერთმანეთის პირისპირ, და მატარებლის დაძვრამდე სულ რამდენიმე წამით ადრე, უცებ კარი ხმაურით გაიღო და ჩვენს შორის რომ მაგიდა იყო, იმას დაასკდა უზარმაზარი და უმსუქნესი მთვრალი კაცი. კუპეში მასთან ერთად შემოვარდნილ არყისა და ღვინის სუნს, მისი თანამეინახე გამცილებლებიც თან შემოჰყვნენ და სამივემ ერთად, ეს კაცი, მაგიდიდან ლოგინზე გადააგორეს. მერე, იმ სამიდან შედარებით ფხიზელმა, ძალიან სწრაფად, მატარებლის გასვლამდე, ისიც აგვიხსნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რომ ეს ლეგენდარული თამადა (როგორც სიამაყით გვითხრეს), საკუთარ ნარწყევს ძილში არ დაეხრჩო. შეკითხვების დასმა ვეღარ მოვასწარით, რადგან გამცილებლები სწრაფადვე გაქრნენ და მათი საამაყო თამადა ჩვენ დაგვრჩა. მატარებელიც დაიძრა, და მგონი, ყველაზე მძიმე ღამეც, სწორედ მაშინ გავათენეთ. დაძინება, რასაკვირველია შეუძლებელი იყო, რადგან ეს უზარმაზარი კაცი, უბრალოდ, კი არ ხვრინავდა, არამედ ენით აღუწერელ, მართლა შემაძრწუნებელ ხმებს გამოსცემდა დილამდე და ჩვენც, დილამდე, მხოლოდ მის გადაბრუნებასა და მერე უკან გადმობრუნებას ვცდილობდით. არადა სულ სხვა თანამგზავრებზე ვოცნებობდით და ბოლო წუთამდე იმედი გვქონდა, რომ იმ ღამეს სულ სხვა მოძრაობებით ავყვებოდით იმ მატარებლის რიტმს, რომელმაც ბათუმიდან თბილისამდე ძლივს ჩამოაღწია და მგონი ასე ნელა, მატარებელი, მაშინაც არ დადიოდა, როცა გამოიგონეს... თუმცა, სხვა შემთხვევებში, მატარებლით მგზავრობა, ტკბილად, გემრიელად და სასიამოვნოდ მახსენდება და პირველად რომ მადრიდი-ბარსელონას ჩქარ მატარებელში ჩავჯექი, ისე მიხაროდა, როგორც ბავშვობაში, როცა ფანჯრიდან ყველაფერს ვაკვირდებოდი და ნაცნობი პეიზაჟების ცქერაც კი, არასოდეს
44
მბეზრდებოდა. იმედი მქონდა, რომ ავტობუსით შემოვლილ ესპანეთს, ახლა მატარებლის ფანჯრიდანაც დავაკვირდებოდი, მაგრამ ეს მატარებელი, ჩქარი კი არა, ისეთი სწრაფი გამოდგა, რომ სანამ ბარსელონას სადგურში არ შევედით, ფაქტობრივად ვერაფერი დავინახე. ამიტომაც უკან, მადრიდში დაბრუნება (რამდენიმე დღის შემდეგ), ჩვეულებრივი მატარებლით გადავწყვიტე, მაგრამ დღის მატარებელზე ბილეთი არ იყო და მხოლოდ ღამისაზე ვიშოვე. ისიც, სულ ზემოთ, მესამე სართულზე, რომელიც ჩვენი ბავშვობისდროინდელი მატარებლებისაგან განსხვავებით, არა ბარგისთვის, არამედ ადამიანებისთვის განკუთვნილი აღმოჩნდა. ვაგონი კი, ისეთი გადატვირთული დამხვდა, რომ მაშინვე გამახსენდა ქართული ფილმი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რომლის მთავარ პერსონაჟს (ზურიკელას), გურიიდან თბილისში, ადამიანებთან და შინაურ ფრინველებთან ერთად უწევდა მგზავრობა. მართალია, ბარსელონა-მადრიდის ღამის იმ ჩვეულებრივ მატარებელში ცოცხალი ქათამი პირადად არ შემიმჩნევია, მაგრამ იქ ისეთი ცოცხალი ხალხი აღმოვაჩინე, რომ მგონი ისევ ფრინველებთან ერთად მგზავრობა ჯობდა - ზუსტად ჩემ გვერდით (მესამე სართულზე), ახალგაზრდა წყვილი ამოძვრა და მატარებელი დაიძრა თუ არა, ჩემსკენ არც გამოუხედავთ, ისე დაიწყეს ყველაზე ხანგრძლივი სექსი კაცობრიობის ისტორიაში. გოგოც გამხდარი იყო და ბიჭიც, მაგრამ პირველი (მათი დანახვისთანავე), მაინც ის ვიფიქრე, რომ ორნი, ამ ერთ საწოლზე, უბრალოდ ვერ დაეტეოდნენ, მაგრამ სექსის გაჩაღებას ხომ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამ სივიწროვეში. თუმცა, სექსიც არის და სექსიც, და ეს იყო ყველაზე დაუნდობელი ფიზიკური აქტი (ორ სუბიექტს შორის), რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. მაგრამ გამთენიისკენ, მე უკვე აღარ ვიყავი ადამიანი, რადგან ჩემგან, მხოლოდ ბილეთი იყო დარჩენილი და ის ბილეთიც, მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე მოვიშორე. ბავშვობის მოგონებებს კი, უბრალოდ ვერ მოვიშორებ და ასაკის მატებასთან ერთად – მით უმეტეს. ძნელია ბავშვობის დავიწყება, და შარლ ბოდლერიც, ალბათ ამიტომ ამბობდა, რომ ბავშვობა სწორედ ის სამოთხეა, საიდანაც ვერასოდეს გამოგვაძევებენ... ჩემი ბავშვობის სამოთხე, მაინც მატარებელია...
მატარებელში საკითხავი
ყველაზე კეთილი და უკარება ადამიანის ხმა და მისი ანგელოზების გამოცხადება ავტორი: ლელა ოჩიაური ხმაურიან, ხალხმრავალ ბარათაშვილის (დ) აღმართზე ჩაუვლი კონკას, კოლონებიან, დიდ ბანერგადმოკიდებულ ძველ სახლს, და მეეზოვესთან მარჯვნივ შეუხვევ... პირველ იმპულსებს აქედანვე იღებ. შემდეგ ერთი რეალობა მთავრდება და მეორე იწყება. ვიწრო, მოკირწყლული ქუჩაც, პატარა სახლებიც ამ პატარა, მყუდრო და თბილისის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე (რომელიც რამდენიმე ეპოქას აერთიანებს – ანჩისხატის ეკლესიიდან (მე6 საუკუნე) და სამრეკლოდან (1675 წელი) დაწყებული, თანამედროვე „პაბამდე“ (21-საუკუნის დასაწყისი) გავლისას, სხვა ეპოქაში, სხვა ქალაქში, სხვა სამყაროში გგონია თავი და ბედნიერების კუნძულზე მოხვედრის განცდა გაქვს. აქ ტურისტული ზონაა და „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“. შავთელის ქუჩის ამ მონაკვეთზე თავისი და საინტერესო ცხოვრება მიედინება. აქ რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრია. თეატრი 1981 წელს დაარსდა და მე-19 საუკუნის შენობაში დაბინავდა. გვერდით, 1988 წელს, გაიხსნა კაფე „არ დაიდარდო!“, რომელსაც დღეს „გაბრიაძის კაფე“ ეწოდება. როგორც მისი „კონცეფციიდან“ ვგებულობთ, რეზო გაბრიაძის სურვილი იყო, კაფეს გახსნა „საჭმელად კი არა, იმისათვის, რომ ყოველთვის მოეხალათ ყავის ერთი მარცვალი, რომლის სურნელიც თეატრს მოეფინებოდა…“ მან იქვე, 2010 წელს, საკუთარი გეგმითა და კონსტრუქციით, ააშენა ანგელოზისსაათიანი (რომელიც საათში ერთხელ ცხადდება და ზარს რეკს) კოშკი (საიდანაც 12 და 19 საათზე გამოდიან და
46
„სიცოცხლის წრეზე“ ეწყობიან ფიგურები). წრე იკვრება – კიდევ ერთი მაგიური წრე, რომლის ძალა გარშემო ყველაფერს ედება და გვაუწყებს, რომ ეს თეატრი არა გასახდელიდან, არამედ ქუჩიდან იწყება. ან უბნიდან, ან ყავის ერთი მარცვლიდან, რადგან აქ ყველაფერი რეზო გაბრიაძის სამფლობელოა. შესასვლელთან დეკორატიული ბუჩქია. აქეთ-იქით – სკამები. შეგიძლია, უბრალოდ, ჩამოჯდე (თუ ძველ თბილისში სეირნობით დაიღლები ან ანგელოზის გადაფრენასა თუ ფიგურების აღლუმს უნდა/გინდა ელოდო), ან სპექტაკლის დაწყებამდე დრო გაქვს. თან კარგი ამინდია – გაზაფხული, შემოდგომა. შეიძლება გაზაფხულის შემოდგომაც. შემდეგ ვიწრო კიბით ქვემოთ ჩადიხარ და პატარა კარით ასევე მცირე ფოიეში აღმოჩნდები. ფოიე მშვიდი, მყუდრო და ლამაზია. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, აქ (სხვა თეატრებისგან განსხვავებით) არავინ ხმაურობს. ჩურჩულით საუბრობენ.
მატარებელში საკითხავი
უხმოდ ათვალიერებენ (სანახავი ბევრია) იქაურობას. უცხოელი სტუმრები (რომლების რაოდენობა ადგილობრივების რიცხვს მუდამ საგრძნობლად აჭარბებს) მინიატურული ფიგურებით (როლებშიც სპექტაკლების პერსონაჟებსაც ამოიცნობ და სხვადასხვა ობიექტსაც იქიდან – ტურისტებისა და კოლექციონერებისთვის) ინტერესდებიან. აქვეა ანგელოზის პატარა კოშკიც და აფიშები, ფოტოები, პლაკატები... პატარა (80-ადგილიან, „ჩადგმული“ სკამების გარეშე) სამაყურებლო დარბაზში წითელი ხის აივნები, რკინის დახვეული კიბე, სცენაზე – ბუტაფორიული, „კუსტარული“ კოლონებია, იონიური (ვოლუტებიანი) მონჯღრეული კაპიტელებით. ოქროსფრად დაფერილი. კედელზე მიკრულია ასევე ბუტაფორიული, დიდი ზომის, გადახაზული ტელეფონი. ხოლო შემპარავი, ეშმაკური და თბილი ხმა უმორჩილესად გვთხოვს, გავთიშოთ მობილურები, რადგან დარბაზი პატარაა, სუნთქვაც კი ისმის, და ა.შ. და იმეორებს: „დიიდი მადლობა, მადლობა, მადლობა, მადლობა...“ ეს რეზო გაბრიაძეა. მობილურების გათიშვის (თუ არგათიშვის) რიტუალის დასრულების შემდეგ, სპექტაკლის მაგიური რიტუალი იწყება. მთავარი ამბები. მოკლედ, დღესასწაული. მაყურებელიც „უმტკივნეულოდ“ იღებს თამაშის, თეატრალური პირობითობის გაბრიაძისეულ ამ წესს და აღარ უკვირს, როგორ შეიძლება ორთქლმავლებს ერთმანეთი უყვარდეთ და ამ სიყვარულმა დროს გაუძლოს; როგორ შეიძლება ისინი – რამონა და ერმონი (ორჯერ დამსახურებული პარავოზი) „ტროფეინი“ ფილმს დაესწრონ ედი ნელსონისა და ჯანეტ მაკდონალდსის მონაწილეობით; ორთქლმავალი აკრობატად იქცეს და ფეხნატკენი ეკვილიბრისტი ანომალია ხოხლუკოვა შეცვალოს, შაპიტომაისტერ ჰერმეს პეტროვიჩ ბაბახიდის (რომელმაც „გაჭრის“ ფოკუსის დროს ფეხები დაკარგა და ახლა ისინი საპროტესტო წერილს წერენ) თხოვნით, რადგან ერმონმა წერილში მისწერა: „არავის უთხრა უარი, როცა შენ ხარ მისი ბოლო იმედი“; განათების ბოძზე მიმაგრებულმა რადიომ იმღეროს და გაპუტულმა ქათამმა და გოჭმა ვიქტორმა (რომელსაც კარგი წარმოშობა აქვს – ალგებრის მასწავლებლის ოჯახიდანაა) იჭორაონ და საქვეყნო საქმეებზე ისაუბრონ... რეზო გაბრიაძის სპექტაკლებში ჩვეულებრივი და თითქოს შეუსაბამო ნივთები არაჩვეულებრივად გადაიქცევიან, ახალ მნიშვნელობას, დანიშნულებას, დატვირთვას იძენენ. ახალ
48
შინაარსს. იცვლება მასშტაბი, განზომილება, სხვადასხვა ობიექტისა თუ სუბიექტის ურთიერთშეფარდება. ადამიანი (მეთოჯინე) მეორე პლანზე ინაცვლებს და ფაქტობრივად, შეუმჩნეველი ხდება. უსულო კი ცოცხლდება, მოცულობითი (ზოგჯერ, მათ შორის ზომებში არსებული განსხვავების მიუხედავად) ხდება და ვთქვათ, ჭიანჭველა უფრო მნიშვნელოვნად გვევლინება ან თუთიყუში, ან პეპელა, ვიდრე თოჯინა-ადამიანი – თუნდაც თავადი იყოს ან იოსებ სტალინი. ამ ამბებს თოჯინებთან – მარიონეტებთან ერთად, მეთოჯინეები აცოცხლებენ. ზოგჯერ მათაც ხედავ – უემოციო სახეებითა და პროფესიული, დახვეწილი მოძრაობებით. სწორედ ეს გაყინულობა, ასეთი უტყვი თანამონაწილეობა ქმნის განუმეორებელ ეფექტს და ძალას მატებს თოჯინებს, რომლებსაც აბსოლუტურად რეალურად აღიქვამ. „მარიონეტების“ ამბები 1981 წლიდან იწყება და სხვადასხვა ინტენსივობით (ხან წყვეტით, ხან ხანგრძლივი პაუზებით – რემონტი, რეკონსტრუქცია, ხანგრძლივი საგასტროლო მოგზაურობები თუ რეზო გაბრიაძის შემოქმედებითი „მივლინებები“ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში სპექტაკლების დასადგმელად) დღემდე გრძელდება. ძველი დადგმებიდან, ზოგი კვლავ მოქმედია, ზოგიც – განახლებული. მათ ახლები შეემატა და ახლის პროექტებთან ერთად, ძველების აღორძინებაც იგეგმება. მარიონეტების თეატრში სპექტაკლები ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას იმართება (რა თქმა უნდა, თუ თეატრი საგასტროლოდ არ არის სადმე წასული). რეპერტუარში რამდენიმე სპექტაკლია – კლასიკადქცეული, ლეგენდარული „სტალინგრადის ბრძოლა“, დადგმული 1996 წელს, და კვლავ თვალისმომჭრელად ბრწყინვალე; დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 2012 წელს დადგმული „რამონა“, ახლახან აღდგენილი სახელგანთქმული „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“. როგორც ამბობენ, მალე აღდგება პოპულარობითა და მხატვრული ხარისხით დანარჩენ დადგმებზე არანაკლები „ალფრედი და ვიოლეტა“ (რომლითაც გაიხსნა მარიონეტების თეატრი) და „ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილი“. ალბათ აქაც, ისევე, როგორც „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტში“, რაღაცები შეიცვლება, რაღაცას ძველი შთაბეჭდილება და ჩვენი აღქმა შეცვლის, დაამატებ-გამოაკლებს და ჩაანაცვლებს კიდეც), მაგრამ ამით, სინამდვილეში, არც არაფერი იცვლება.
XXI საუკუნის ART ხელოვნება
ART-ი ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში - ხელოვნებად ქცეული ტექნოლოგია სიცოცხლის მოვლინებისა!
...სიამაყე და სიამოვნება მიზნის ასრულებისა, ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზანსწრაფვისა!
ART – Assisted Reproductive Technology ანუ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, სიცოცხლის სინჯარაში შექმნა - ჩასახვა.
პროფ. არსენ გვენეტაძე ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი
მისამართი: თბილისი. დიღომი, ლუბლიანას 2/6, I სართული (მ. იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორია) 597 51 19 13; 2 22 00 65; www.sabakhtarashviliclinic.ge Facebook/ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა 0159 Tbilisi, Georgia
მატარებელში საკითხავი
რეზო გაბრიაძე „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტზე“ (რომელსაც ავქსენტი ცაგარელის „ხანუმას“ სიქველი შეიძლება ვუწოდოთ) წერს: „ეს იყო რუსთაველის თეატრის თხოვნა. პიესა მთლიანად აგებულია თბილისქალაქურ ფოლკლორზე. მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა პარიზში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა. ეს ნამდვილი ბუფონადაა, სირცხვილისა და მორიდების გარეშე. პიესას ხშირად დგამენ თეატრალურ ინსტიტუტებში, უყვართ სკოლის უფროსკლასელებსაც, რადგანაც გმირები ასე ხელშესახები და ბრწყინვალეები არიან“. ისინი დიდი ქართველი მსახიობების ხმებით ლაპარაკობენ: ვერიკო ანჯაფარიძის – თეკლა, რამაზ ჩხიკვაძის – ხეჩო, ეროსი მანჯგალაძის – კნიაზი ვანო (ჟან) ფანტიაშვილი, მედეა ჯაფარიძის – ქეთო და სხვები. რომ არა ადამიანების ეს ხმები, აღნიშნული პერსონაჟები სულ სხვანაირები, ან საერთოდ არ იქნებოდნენ. და ხმებიც დარჩა. ამ სპექტაკლებში (აშკარად მინიშნებული დროის მიუხედავად) მნიშვნელობა არ აქვს, სად და როდის ხდება მოქმედება, თუმცა რეზო გაბრიაძისთვის მნიშვნელოვანი, უმთავრესად, ის ეპოქაა, ის ისტორიაა, რომელიც თვითონ განვლო ქვეყანასთან ერთად – ომამდელი, ომისდროინდელი თუ ომისშემდგომი საბჭოთა კავშირიდან. ისინი იმ ქალაქების, სოფლების, ქვეყნებისა თუ ადგილების, იმ დროების მოგონებებია, რომლებიც აღარ არიან და ან აღარ არიან ისეთი, როგორიც გვინდა იყვნენ, ან როგორებიც გვახსოვს. და მათი ეს გარდასახვა, მათთან განშორება გვენანება. რეზო გაბრიაძის სპექტაკლები იმ ქართველების თუ სხვა ეროვნების თბილისელ-ქუთაისელების, წყალტუბოელების, პარიზელებისა და სხვების სევდიანი მოგონებებია. ოდესღაც, მათაც ისევე უყვარდათ, ისევე განიცდიდნენ, ისევე ხვდებოდნენ და შორდებოდნენ ერთმანეთს, ისევე იბადებოდნენ და კვდებოდნენ, როგორც დღეს. რეზო გაბრიაძე ყვება ამ ამბებს – ნოსტალგიურს, ცრემლებით ამლაშებულს, სევდანარევს, მაგრამ მაინც ბედნიერებისმომგვრელს. ეს არის ნოსტალგია დროზე,
50
ბავშვობაზე, ახალგაზრდობაზე, ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ და აღარ არიან, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ და ხანმოკლე თუ ხანგრძლივი არსებობით ავსებდნენ ცხოვრებას. წინაპრებზე, რომლებიც მოგონებებს ტოვებენ. მოგონებებს, რომლებიც იწვევენ სხვა მოგონებებს, სხვა ასოციაციებს, რომლებიც არსებობენ რეზო გაბრიაძის მეხსიერებაში და შემდეგ ჩვენსაში იწყებენ ახალი და მთელი ძალით ცხოვრებას. ისინი იწვევენ ჩვენს პირად მოგონებებს ადამიანებზე, ქალაქებზე, ჩვენს წარსულზე. გამქრალი წარსულის არო მატსაც თითქოს ცხადად შევიგრძნობთ, რადგან ჩვენც გვივ ლია ჩაბნელებულ, თუ ფარნით ან მანქანის ფარებით სუს ტად განათებულ მტვრიან გზებზე, ჩვენც გვიგვრძვნია ორთქლმავლისა და ცირკი-შაპიტოს უკვე დავიწყებული სურ ნელი, ჩვენც გადაგვხდენია თავს უჩვეულო თავგადასავლები და ახლა ყველაფერი გვახსენდება. ან თვალი გვეხილება იმაზე, რაზეც არასოდეს ასე არ გვიფიქრია. ან გვეჩვენება, რომ ასე ხდებოდა... ყველაფერი, რასაც რეზო გაბრიაძე აკეთებს – ამბობს, წერს, დგამს, იღებს და ფიქრობს (ალბათ) – ცოცხალი და „მატერიალიზებულია“. მისი უსულო საგნები, ორთქლმავლები, მწერები, ფრინველები, ცხოველები – „გაადამიანურებულია“. ყველაფერი სულიერდება და ადამიანურ გრძნობებს: სითბოს, სიკეთეს, სევდას, განცდას, სიყვარულს ატარებს. ზოგჯერ სულიერისაზე მეტსა და დიდსაც. ღრმას. რასაც რეზო გაბრიაძის ხელი ეხება და გული კარნახობს – მოქარგული თეთრი ფარდები, ნახატები (ქაღალდზე), მოხატული კედლები, მაგიდები, სკამები, კარადები, ფანჯრების ჩარჩო-რაფები; საათიანი, რაღაცნაირად დაგრეხილი, შორენკეცებით მოპირკეთებული კოშკი და თვით მენიუც კაფეში, რომლის კითხვაც კი (უშუალოდ კერძების სიგემრიელეზე აღარაფერს ვამბობ), სიხარულსა და ღიმილს იწვევს და ბედნიერებას განიჭებს. შენობის ფრონტონზე ოქროსფრად მიწერილი Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare – „დაე ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“ – ერთი მხრივ, ამართლებს მიზანს, ხოლო მეორე მხრივ – არა. ამ დევიზს შესასვლელთან ვტოვებთ და მზად უნდა ვიყოთ ცრემლებისთვის, რომლებსაც კათარზისი მოაქვთ. ჩვენ ცრემლები გვდის სიხარულისგანაც
და სევდისგანაც, რადგან, როგორც ყველა ჭეშმარიტი „კომიკოსის“, რეზო გაბრიაძის ისტორიებიც ძალიან, ძალიან სევდიანია, ცრემლისმომგვრელი და გულისდამწყვეტი. მაგრამ თვით ყველაზე დიდ და ტრაგიკულ სიტუაციებშიც კი, ადამიანი ინარჩუნებს იუმორსაც და გაღიმების უნარსაც. ამ შეგრძნებებისა და გრძნობების გამოწვევა რეზო გაბრიაძეს არაჩვეულებრივად გამოსდის. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ – თამამად შეაღეთ მისი ზღაპრების კარი. იქ არა მარტო ცრემლი და გულისტკივილი, არამედ შვება, სიმშვიდე და ბედნიერება გელოდებათ. იქ ყველაზე ბოროტიც კი ანგელოზია – მუდმივი განახლებისა და გამოცხადების პროცესში. რეზო გაბრიაძე 1936 წლის 23 ივნისს დაიბადა. სულ ახლახან დაბადების დღე ჰქონდა, გაისად კი, იუბილე აქვს – 80 წლის ხდება. გახლავთ: საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სსრკ-ი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; პრემიების: „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“ და ცარსკოე სელოს პრემიების მფლობელი. მას ცივს, უკარებასა და „უკმაყოფილოს“ უწო
52
დებენ, ჯაჯღანასა და ბრაზიანს. იქნებ ისინი, ვინც ამას ამბობს, თვითონ იწვევენ ასეთ რეაქციას? ან ამით რამე იცვლება?.. მნიშვნელობა და ღირებულება აქვს იმას, რასაც აკეთებს – რასაც წერს, ხატავს, აშენებს, დგამს, ძერწავს რეზო გაბრიაძე. იმასაც, რაზეც ადამიანებს საკუთარი ხმით, თბილი, კეთილი და მოკრძალებული ინტონაციით ესაუბრება. თუ არა ასე გულშიჩამწვდომად, მაგრამ ძალიან გულწრფელად და სიყვარულით მინდა რეზო გაბრიაძეს ვუთხრა: დიიიდი მადლობა!.. გმადლობთ არაჩვეულებრივი სპექტაკლებისთვის, არა ჩვეულებრივი თოჯინებისთვის და მათი ხმებისთვის. გმადლობთ არაჩვეულებრივი სცენარებისთვის, გამოფე– ნებისთვის, გმადლობთ გულიანი და გამათავისუფლებელი სიცილისთვის და სიხარულისთვის, გმადლობთ გულწრფელი ცრემლებისთვის. გმადლობთ 34-წლიანი არაჩვეულებრივი თეატრალური და უფრო ხანგრძლივი კინოდღესასწაულე ბისთვის. გმადლობთ მოხალული ყავის ყოვლისმომცველი არომატისთვის. გმადლობთ სიყვარულისთვის, რომელსაც გვასწავლით, რომელიც, როგორი ეფემერულიც უნდა იყოს, მაინც და მუდამ ჩვენთანაა. სიკეთისთვის – დიდი მადლობა!
მატარებელში საკითხავი
სიზმრის მატარებელი ავტორი: ბაჩო კვირტია ეს იმ პერიოდში ხდება, ყველა „ავადსახსენებელ 90-იანებს“ რომ ვუწოდებთ. ჩემთვისაც იყო ის დრო ავადსახსენებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასთან უთვალავი მოგონება, ემოცია, იდუმალებაც კი მაკავშირებს. ამიტომ მაინც მომწონს ის წლები, და ერთგვარი ნოსტალგიაც მაქვს, რაც უნდა გასაკვირი და უცნაური იყოს ვინმესთვის. რასაკვირველია, შემიძლია ავხსნა ყველაფერი, მაგრამ ახლა საამისო არც დროა და არც ამ ჟურნალის ჩემთვის დათმობილი გვერდები მეყოფა. პირდაპირ ამბით დავიწყებ. მოგონებით: 1993 წელია. გვიანი შემოდგომა. ნოემბრის მეორე ნახევარი, ალბათ. კარგად ცივა უკვე. ეს პერიოდი, რაღაცნაირად, სევდიანია ხოლმე. თითქოს ყველაფერი დასრულდა - ზაფხულიც, შემოდგომაც, სიხარულიც, ხალისიც, და მოდის ზამთარი - სევდა, სიცივე, თოვლის მდუმარება... იმ წელიწადში კი, სევდა არც ისე ცოტა იყო. დასასრულიც იყო... მაგალითად, აფხაზეთის... კარგი. ამაზეც სხვა დროს... მე, ჩემი შუათანა ძმა და ბაბუაჩემი საგარეუბნო მატარებელს ველოდებით თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის ნახევრადდანგრეულ სადგურზე. სადგურის შენობაში არ შეისვლება, იმიტომ, რომ იქაურობა ფეხსალაგად და საქონლის მზისგან შესაფარებელ ადგილადაა გადაქცეული. ამიტომ ყველანი გარეთ ველოდებით. ბაქანზე. ჩვენ გარდა, ბევრი ხალხია სადგურზე - ქალები, მამაკაცები, მოხუცები, შედარებით ახალგაზრდები. ზოგს რა მიაქვს შინ ვედროთი და ზურგჩანთით, ზოგს რა. ამ სადგურთან ახლოს, საბაღე ნაკვეთებია – კომუნისტების დროს, სხვადასხვა საწარმოებსა თუ ქარხანა-ფაბრიკებში, მუშა-მოსამსახურეებისთვის უფასოდ დარიგებული. თითოზე 6
54
მეასედი, ანუ 600 კვადრატული მეტრი საბაღე ნაკვეთი. ამიტომ, სადგურზე, მატარებლის მომლოდინე ხალხის უმრავლესობა ის ადამიანები არიან, ვისაც აქვე, ახლოს საბაღე ნაკვეთი აქვს, დადის, მიწას ამუშავებს, თოხნის, ბარავს, თესავს და მოჰყავს ხილი და ბოსტნეული, მწვანილი. ზოგს სახლიც აუშენებია, მეურნეობა მოუწყვია, საქონელი და ფრინველები მოუმრავლებია და თავიც კი გადაუდვია ამ საქმისთვის. ზოგი კიდევ, სულაც საცხოვრებლად აქეთ გადმოსულა. ახლა მატარებელს ელოდებიან. ზოგს ზღმარტლი მიაქვს შინ ვედროთი, ზოგს მწვანილი, ზოგს თავისი ქათმის დადებული და მოგროვებული კვერცხები, ზოგს - არაფერი. მხოლოდ სამუშაო იარაღები, გამოსაცვლელი ტანისამოსი, ჭურჭელი. ასეთებს ალბათ სახლი ჯერ არ აუშენებიათ, რომ ეს ნივთები იქ დაეტოვებინათ. მატარებელი იგვიანებს. უკვე ძალიან იგვიანებს. არც ის იცის ვინმემ, როდის შეიძლება რომ მოვიდეს. ან საერთოდ მოვა თუ არა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მატარებლის დაგვიანება და ლოდინი საერთოდ არავის აწუხებს. მომლოდინე ხალხი, ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილა და ყველა საუბრით, კამათით, სიცილი-ხარხარითაა გართული. რამდენიმეგან მამაკაცებს ძველ ვედროში ცეცხლიც კი დაუნთიათ და ეფიცხებიან, თბებიან.
მატარებელში საკითხავი
ქალებსაც ერთმანეთი მოუნახავთ, ისინიც გაცხარებული საუბრობენ, განიკითხავენ ამ ქვეყნის ავსა და კარგს, ვიღაცას ლანძღავენ, ვიღაცაზე ჩივიან, ვიღაცას დასცინიან და ვიღაცას კიდევ - თანაუგრძნობენ. ბაბუაჩვენსაც მოუნახავს თავისი ძმაკაცები, თავისი კბილა ბერიკაცები, და ისიც ჩართულია სიცილ-ხორხოცში. ხანდახან ჩვენკენაც გამოაპარებს თვალს - რას აკეთებენო. ჩვენ უკვე დიდები ვართ, მოხედვა და თვალყურის დევნება არ გვინდა, მაგრამ ბაბუა მაინც იხედება, დროდადრო. მე და ჩემი ძმა ლიანდაგებთან ახლოს, ბაქანის კიდესთან, საკუთარ ზურგჩანთებზე ვსხედვართ. გვცივა, გვშია და მატარებელი რომ იგვიანებს, ჩვენთვის ვიგინებით. მე სიგარეტს ვეწევი და ლიანდაგებისკენ ვაწიტებ. ჩემი ძმა ჯერ კიდევ არ არის სასიგარეტე ასაკის, ამიტომ არ ეწევა, თუმცა სული კი მისდის. ერთმანეთს ვეუბნებით, ახლა სახლში თუ პური არ დაგვხვდა, რა დადგება რიგში მთელი ღამით, რა ისუნთქებს ხალხის ოფლსა და ოხშივარს, რა გაუძლებს მათ მუჯლუგუნებსა და ჩხუბს, გაწევ-გამოწევას, დაჩაგვრას - მე ვიყავი შენზე წინ და გამიშვიო. სამაგიეროდ ის გვიხარია, რომ ღვინო კარგი დავაყენეთ, კარგი გამოგვივიდა. საახალწლოდ ხომ გვექნება,
და თუ მოვინდომეთ, აღდგომამდეც მიგვყვებაო. აქეთ-იქით ვიყურებით. ირგვლივ მატარებლის მომლოდინე ხალხის პატარ-პატარა ჯგუფები დგას, გარს გვახვევიან, ამიტომ მე და ჩემი ძმა თავს რაღაცნაირად მყუდროდ ვგრძნობთ. სხვანაირ სიმყუდროვეში ვართ, სხვანაირ განცდაში - ყველა ერთად რომ ერთ რამეს ველოდებით - ძველ, დანჯღრეულ, ალბათ 1960-იან წლებში აგებულ შემადგენლობას, ხის ჩარჩოებში ჩასმული ფანჯრებით, გაღება თუ მოგინდა, რომ უნდა ჩამოსწიო, მეტროს მატარებლის მსგავსი კარებით, რომელთა უმეტესობა აღარ მუშაობს და ხალხი ხელით აღებს და კეტავს, გაპარტახებული, ბინძური ვაგონებით, ჩამტვრეული ფანჯრებით და გაუქმებული Стоп кран-ით, საშინელი, ენით უთქმელი სუნით ზამთარ-ზაფხულ, ნელი სვლით, უაზრო გაჩერებებით, სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავა, ხმაურით, ყაყანით და კონდუქტორისმაგვარი არსებით, რომელიც მგზავრობის საფასურის არგადამხდელ მგზავრებს ზრდილობის გულისთვის ლანძღავს, ეჩხუბება... ბაბუაჩემის დაჯგუფებას ვედროში შეშა შემოაკლდა. ერთერთი ყოჩაღი, ჩია ტანის ბერიკაცი ბაქანიდან ლიანდაგებში ჩახტა, გადაჭრა და იქვე, ჩამოწერილ, სამუდამოდ გაჩერებულ სატვირთო ვაგონთან მიირბინა. იქ, იმ ვაგონის ხის კარკასის
55
მატარებელში საკითხავი
ნაწილი დაშლილი ეყარა. ბერიკაცმა მომცრო ფიცრები ამოირჩია, დაითრია და მობრუნდა. ლიანდაგებს რომ მიუახლოვდა, ფიცრები უცებ მიწაზე დადგა და ხელი გაიქნია - რაღად გვინდა შეშა, აგე, მოდის მატარებელიო. წამსვე აირდაირია მთელი ბაქანი. წამოიშალა ხალხი, დაჯგუფებები ერთმანეთს შეერივნენ, ყველამ თავის ბარგი-ბარხანას მიაშურა, ზოგმა ზურგზე მოიგდო, ზოგმა მხარზე გადაიკიდა. ზოგმა, ვითომ, თავისი ჭკუით, მოხერხებული ადგილი დაიკავა, რომ მატარებლის ჩამოდგომისას, პირველი ამხტარიყო ვაგონში. მე და ჩემი ძმა ლიანდაგებში ჩავხტით, მომდევნო, გაუქმებული ხაზებისკენ წავედით და ისე გავხედეთ ჰორიზონტს. შორს არაფერი ჩანდა. მერე ბაბუაჩემისკენ გამოვიხედეთ. ის ჩია კაცი ხან რომელ ბერიკაცს ამოეფარებოდა, ხან რომელს. თან ხითხითებდა და ქირქილებდა. ბოლოს, ყველა რომ მიხვდა ყველაფერს, ვიღაც ხანშიშესულმა ქალმა ბაბუაჩემის დაჯგუფებისკენ ხელი გამოიშვირა და ჩია კაცს ერთი ლაზათიანად შეუკურთხა. ისევ ახმაურდა ბაქანი. ხალხი სიცილხარხარმა მოიცვა. უცებ ახლა სხვამ დაიძახა - მოდის, მოდისო. ისევ აფუსფუსდა ხალხი, მაგრამ მაშინათვე დაშოშმინდა, ახლა კიდევ სხვამ დაიძახა - არ არის მატარებელი, „სლუჟებნი ტეპლავოზიაო“. ეგ კი მართალი აღმოჩნდა - სარემონტო თბომავალი ტრახტრახით და დიზელის შავი, აყროლებული კვამლის ფრქვევით მოგვიახლოვდა, შეჩერდა. კაბინიდან ჟანგისფერსახიანმა მემანქანემ თავი გამოყო: „ტყუილა დგას! ტყუილა!“ რათაო, ვიღაცამ ჰკითხა. „არ მავა! არ მავა!“ - ქურთი იყო აშკარად. ვინ გითხრაო, ახლა სხვამ ჰკითხა. „ვაჰ! გეუბნები, რა! ტყუილა დგას. დღეს არაფერი არ მავა! ჰაზრი არ ქონდა, რო დგას!“ მერე ხელი აგვიწია და დაიძრა. თბომავალი ნელ-ნელა მოგვშორდა, წავიდა. ყველამ სევდიანად გააცილა. ბაბუაჩემი მოვიდა - რა ვქნათო? წავიდეთ-მეთქი, ფეხით. ფეხითო?! შეიცხადა. ხალხის ნახევარი უკვე დაძრულიყო, ლიანდაგებს მიუყვებოდნენ. თუ ფეხით არ წავალთ, მატარებელი ხომ არ მოვა, და აქ მოგვიწევს ღამის გათენება-მეთქი. ნაკვეთში რომ ავბრუნდეთ და დღესაც დავრჩეთო? - ჩემმა ძმამ. ხვალ შენ სკოლაში უნდა წახვიდე, მე - ინსტიტუტში-მეთქი, თვალები დავუბრიალე. კაიო, - ბაბუაჩემმა, - წავიდეთ მაშაო. ავდექით, ავიბარგეთ. მოვიკიდეთ ჩვენ-ჩვენი ჩანთები და სხვა სათრევი, გავუდექით გზას, ნელ-ნელა, ზერელედ, მძიმედ. ხალხის ნახევარი ბაქანზე დარჩა - მაინც მომლოდინეები, რომლებმაც ქურთ მემანქანეს არ დაუჯერეს.
56
გზა ჩუმი იყო. მდუმარე. ჩვენს წინ მიმავალი და უკან მომავალი ხალხი ხმაურობდა - იცინოდნენ, ვიღაცები იგინებოდნენ, ლაზღანდარობდნენ. გავიარეთ რამდენიმე ქალაქგარე, გაპარტახებული და მიგდებული საწარმო: გაძარცვული ტრაქტორები, ექსკავატორები, თვითმცლელი მანქანები. მერე ბაბუამ მოშორებით სასაფლაო დაგვანახა. ძაან ძველი საფლავები ვნახე მანდაო. მე-18 საუკუნის დასაწყისისო. ჩემმა ძმამ, წამო, ჩვენც გვანახეო. არაო, ბაბუამ. ახლა მაგის დრო სად არისო? მერე გაჩვენებთო. ძმას გული დაწყდა. გადავულაპარაკე, მე და შენ წამოვიდეთ მერე და ერთად ვნახოთ-მეთქი. ქალაქამდე ისე ჩავედით, მხოლოდ ერთმა სატვირთო შემადგენლობამ ჩაგვიარა. ჩვენმა საგარეუბნომ – არა. მართალი აღმოჩნდა თბომავლის ქურთი მემანქანე. იმ ღამით, ბაბუაჩემთან დავრჩით მე და ჩემი ძმა. ბებია წუხდა, ბაბუას უჯავრდებოდა, 12 კილომეტრი ფეხით როგორ ატარე ბღარები, ადამიანი ხარ შენაო?! ბაბუაჩემი დასცინოდა – შენა სულ აურიე ამ სიბერეში, სადა ხედავ ბღარებსა, ამოდენა კაცები არიან უკვეო. თანაც, მე კი არა, თვითონ მოინდომეს ფეხით წამოსვლაო. ბებიაჩემი მაინც მას აბრალებდა ყველაფერს და ჩვენ გვეკითხებოდა, ძალიან ხომ არ დაიღალეთ, ბებო გენაცვალოთ, ფეხები ხომ არ გეტკინათო?.. ჩემი ძმისა არ ვიცი, მაგრამ იმ ღამით, სიზმარში, მთელი ღამე, მატარებელში ვიჯექი. ოღონდ უცნაური და არასასიამოვნოც კი, ის იყო, რომ მატარებელს, რომლითაც ვმგზავრობდი, ხალხი მიათრევდა. ხალხის ნაწილი ქვემოთ იყო, ორთავე მხრიდან თოკები მოეგდოთ ზურგზე და ერთიანი ძალებით მიათრევდნენ ამოდენა შემადგენლობას. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, მატარებელში მყოფები ქვემოთ მყოფებს ენაცვლებოდნენ და ახლა ისინი მიათრევდნენ ხალხიან მატარებელს. მეც მომიწია ჩასვლა, თანაც – ორჯერ. დღემდე საღად მახსოვს ეს სიზმარი. დღემდე არ გამნელებია არც სურათები და არც ემოცია. „სიზმრის მატარებელიც“ კი შევარქვი იმ შემადგენლობას. ხო უცნაურია ეს სიზმარი, არასასიამოვნო, სიურრეალისტურგროტესკულიც კი თითქოს, არადა, ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი!..
მატარებელში საკითხავი
z ja z
თბილისის ჯაზფესტივალის ისტორია ავტორი: ლაშა გაბუნია თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალის ახალი სიცოცხლე 21-ე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს და მისი ორგანიზატორი, კომპანია „ისთერნ პრომოუშენია“, რომელიც 1998 წელს შეიქმნა. თუმცა, თბილისში ჯაზფესტივალის ჩატარების კულტურა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩაისახა და დღეს უკვე არარსებული ქვეყნის პირველი, ყველაზე მასშტაბური ჯაზფესტივალი 1978 წლის მარტში, სწორედ საქართველოს სსრ-ის დედაქალაქში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მასში სსრკის 13 ქალაქის 23-მა ბენდმა და შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. ხოლო კონცერტებს, ჯაზის მსმენელის უდიდესი ინტერესის გამო, 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. სწორედ ამ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გადაწყდა, საქართველოს დედაქალაქში კიდევ ერთი დიდი, ამჯერად უკვე საერთაშორისო ფესტივალი ჩაეტარებინათ. 1986 წლის მაისში, 10 დღის განმავლობაში, საბჭოთა შემსრულებლებთან ერთად, მეორე ჯაზფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნების – უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსებმა. საბჭოთა წყობილების დროს, საკმაოდ რთული გახლდათ საქართველოში ცნობილი ჯაზმენების მოწვევა აშშ-დან და სხვა ე.წ. კაპიტალისტური ქვეყნებიდან. ასევე რთული იყო
58
მატარებელში საკითხავი აქაური მუსიკოსის გასტროლი დასავლურ ქვეყნებში. ამ მხრივ, შეზღუდვები მხოლოდ სსრკ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში მოიხსნა, როცა გორბაჩოვის „პერესტროიკა“ დაიწ ყო. სწორედ ამ დროს, 1989 წელს, თბილისში მე-3 საერ თაშორისო ჯაზფესტივალი ჩატარდა, რომელიც ფილარმო ნიის დარბაზში შემოდგომაზე განხორციელდა. ფესტივალში საბჭოთა და სოცქვეყნების მუსიკოსების გარდა, მონა წილეობა მიიღეს ამერიკელმა, ფინელმა, დანიელმა და შვედმა შემსრულებლებმაც. საერთო ჯამში, ფესტივალმა 140 ამერიკელი, ევროპელი და აზიელი მუსიკოსი გააერთიანა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, საქართველო საკმაოდ რთულ პოლიტიკურ და სოციალურ პირობებში აღმოჩნდა, ამიტომ ფესტივალებისთვის არავის ეცალა. კომპანია „ისთერნ პრომოუშენმა“ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალი აღედგინა და სწორედ აქედან დაიწყო, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ფესტივალის ახალი სიცოცხლე. ორგანიზატორები აგერ უკვე 15 წელია ცდილობენ, თბილისის ჯაზფესტივალის მაღალი დონის თამასა არ დააქვეითონ და ქართველ თუ საქართველოში სტუმრად მყოფ გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულებს, მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებით ანებივრებენ. დღემდე, თბილისში 17 ჯაზფესტივალი ჩატარდა, თუმცა „ისთერნ პრომოუშენი“ მხოლოდ თბილისით არ შემოფარგლულა და 2007 წლიდან, ბათუმში, ყოველ ზაფხულს ატარებს „შავი ზღვის ჯაზფესტივალს“, რომელიც წელს უკვე მეცხრედ გაიმართება. 2010 წლიდან, „ისთერნ პრომოუშენი“ ჯაზსერიების საღამოებსაც მართავს, ყოველი წლის სხვადასხვა სეზონზე. ქართველ ჯაზის მოყვარულებს საშუალება აქვთ, მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს ჯაზისა და არა მარტო ჯაზის ვარსკვლავების კონცერტებს დაესწრონ. თბილისისა და შავი ზღვის ჯაზფესტივალების, ასევე ჯაზსერიების არსებობის პერიოდში, საქართველოში კონცერტი გამართეს უმაღლესი დონის ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან: Billy Cobham, Michal Urbaniak, Jean-Luc Ponty, Bill Evans, Dennis Rollins, Tania Maria, Al Jarreau, Incognito, Take 6, Chris Botti, John McLaughlin, Bobby McFerrin, Michael Franks, George Benson, David Sanborn, John Scofield, Jamiroquai, Herbie Hancock, Joe Cocker, Earth, Wind & Fire, James Carter, Marcus Miller, The Original Blues Brothers Band, Christian Scott,
Erykah Badu, Larry Coryell, Dee Dee Bridgewater, Chick Corea, Natalie Cole, Al Di Meola, Stanley Clarke, US3, Maceo Parker, Hugh Masekela, Macy Gray, Yellowjackets, Stanley Jordan, Sergio Mendes, Kool & The Gang, Bootsy Collins, Parov Stelar, Erik Truffaz, Joshua Redman, John Pizzarelli, Fred Wesley, Nils Petter Molvaer, Keiko Matsui, Joe Locke, Kenny Garrett და მრავალი სხვა. ჯაზფესტივალებზე სცენა, რა თქმა უნდა, ქართველ მუსიკოსებსაც ეთმობოდა: ოთარ მაღრაძე, დავით მაზანაშვილი, ლალი ბერაძე, დინი ვირსალაძე, დათო ევგენიძე, დათო ოძელაშვილი, მაია ბარათაშვილი, „მწვანე ოთახი“, თბილისის დიქსილენდი, საქართველოს ჯაზტრიო, ლევან ჩიჩუა, თამაზ ყურაშვილი, გიორგი მიქაძე, ბექა გოჩიაშვილი, „ასტროჯორჯია“, თბილისის ბიგ-ბენდი, ბაჩა მძინარაშვილი, ილუშა ცინაძე, ნინო ქათამაძე და სხვები. 2015 წლის 23-26 ივლისს, ბათუმში უკვე შავი ზღვის მე-9 ჯაზფესტივალი ჩატარდება. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, წარმდგენი – TBC ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC Status. წლევანდელი ფესტივალი, წინამორბედებთან შედარებით, ყველაზე მასშტაბურია და მასში მონაწილეობენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან: George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield და Snoop Dogg. ფესტივალის ფარგლებში, კლუბ Take Five-ში, კონცერტს ყოველდღე მართავს ნიუ-იორკში მოღვაწე წარმატებული ქართველი ჯაზპიანისტი გიორგი მიქაძე. ამ კონცერტების გარდა, მაყურებელს საშუალება ექნება უფასოდ დაესწროს New York Brass Band-ის კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში დაუკრავს. ფესტივალის დაარსების დღიდან, ანშლაგით ჩავლილი კონცერტები აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ჯაზფესტივალი დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს, აუდიტორია კი დიდი ხნით ადრე ემზადება მუსიკის მორიგი ზეიმისთვის.
59
მატარებელში საკითხავი
ანდაზის დისკურსი დავით ჯანიაშვილის პარემიო–ლოგოები ავტორი: დავით ანდრიაძე
ამასწინათ, ტელეწამყვანმა ერთ სასულიერო პირს, კერძოდ ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ქართველ ეპისკოპოსს ასეთი შეკითხვა დაუსვა – რომელ ანდაზას ეთანხმებითო? პასუხმა დამაფიქრა – ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია -ო... ერთობ განათლებულ ,,ღვთის კაცსაც შეეშალა! ანდაზა და აფორიზმი ერთმანეთში აერია... არადა, ეს დაახლოებით იგივეა, ზღაპარი და იგავი გააიგივო... ,,მოვშორდი საღმრთო ბაღნართა,/ვთმე მის ბულბული ოსანი,/მივჰყევ საწუთროს ზღაპართა,/შევიქმენ არაკოსანი . ეს ,,დავითიანის ავტორია; დიდი დავით გურამიშვილი... ზღაპარსა და არაკს, მართლაც ,,შუა უზის დიდი მძღვარი .
წიგნის გამოცემა ბანკმა ,,რესპუბლიკამ“ იტვირთა და ,,სოსიეტე ჟენერალის“ 150 წლისთავს მიუძღვნა. ყოველდღიურობაში ჩაკირული სიბრძნე მხატვარმა-დიზაინერმა რუბრიკებად დაანაწილა: შრომა-შრომისმოყვარეობა; სიმართლე-სამარ თლიანობა; მეტიჩრობა-თვითნებობა-ტრაბახი; სწავლა-ცოდ ნა; ჭკუა-გონიერება-წინდახედულობა; და ასე შემდეგ...
ანდაზა სენტენციას უფრო ემეზობლება. და მაინც ,,სხვაა“... სხვა-გვარი გამონათქვამი... ანდაზა ტრადიციულ ცოდნაზე დაფუძნებული გამოცდილებაა; პარემიოლოგიური გამოცდი ლება...
,,ანდაზები“ დავით ჯანიაშვილის საავტორო წიგნია და ,,ორმაგ“ დამთვალიერებელზეა გათვლილი; ბავშვზეც და მოზარდზეც; მოზარდზეც და მოზრდილზეც...
,,
,,
,,
,,
,,
Paroima – ძველბერძნულად, სწორედაც გამო-ნათქვამია. ანდაზა თქმულებასაც, ოღონდ კონდენსირებულად ტევად თქმულებასაც, ანდრეზს რომ ვეძახით, ჩამოჰგავს. ქართული და ფრანგული ანდაზების რაღაც საზიარო იკონიკურ ტოპიკას ეძებს დავით ჯანიაშვილი თავის უცნაურ წიგნში. ეს არ არის ანდაზების ილუსტრაციები; უფრო – ანდაზის რიტორიკის. ანდაზის რიტორიკულ ფიგურათა იკონიზაციაა, ზუსტი ემბლე მატური ხატოვანებით რეპრეზენტირებული იკონიზაცია. ამ
60
მთელი წიგნადი სხეული სასაჩუქრე გამოცემის დისკურსს ეთანადება და პოლიგრაფიულად (და პოლიგრაფიკულად) არის მოტივირებული. მოტივირებულიც და განსხეულებულიც... ფაქტობრივად, ანდაზების ეს იკონიკური კრებული წიგნის ერთგვარ გან-წიგნებასაც მოასწავებს. ყოველი ,,ფურცელი“ სემიოტიკურად დატვირთული და ორგანიზებულია. ამ ორ განიზაციაში კი, მთავარი როლი ბიომორფული ორგანიზმების აბსტრაჰირებულ ლოგოებს აკისრია. ერთგვარ პარემიოლოგოებს...
ფორმის აბსტრაჰირების პათოსიცა და ეთოსიც მკითხველმაყურებელზეა გამიზნული. რეციპიენტზე, რომლისთვისაც წიგნის თითოეული გვერდი ერთი ეპისტემოლოგიური ეგზერსისიცაა და თვალის გასავარჯიშებელი ტესტიც. დავით ჯანიაშვილი თავის პარემიოლოგიურ ნარატივს გვთავაზობს; ანეკდოტური სიმსუბუქითა და საკაცობრიო სიბრძნით გაჯერებულ ნარატივს... მხატვარი თავის სიმბოლარიუმსაც თხზავს და ბესტიარიუმსაც; ეს ერთგვარი საგზალიცაა; საგზალი ეპისტემეთა, როგორც ცოდნის ერთეულთა სამყაროში; საკრალურისა და პროფანულის ზღვარზე მყოფ სამყაროში, სადაც ქართულ-ფრანგული გამონათქვამები, როგორც
დავით ჯანიაშვილის ფოტო
პრო-ვერბები გემოვნებიანი ვიზუალური ემბლემებითაა ,,გარითმული“. ოღონდ, ამ ემბლემათა – იკონიკური პარადოქსებით დაჯავშნულ ემბლემათა მიღმა, მუდამ იგულისხმება სიმპლემა. სიმპლემა, როგორც თავდაპირველი, ამოსავალი აზრი. ამ ემბლემათა რიტორიკულ ფიგურებს ავტორი კვლავაც ზუსტ ტემპო-რიტმს, პარალელურ იკონემებს, ხატოვან ანტითეზებსა და ელიფსისებს (გამო)უძებნის. და, ამასაც ჩვეული თამაშებრივი გამომგონებლობით გამოთქვამს. გამოთქვამს, როგორც გამჭრიახი თვალით დაზვერილ ბიოორგანულ ასოციაციათა ლოგიკურად (და პარალოგიკურად) მოხელთებული ტრანსფიგურაციების ჯაჭვს; თვალისა და გონების სასეირო სანახაობას...
ეს სანახაობა (თუ სახიობა) გაგრძელდა მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენაზე ინსტალირებულ პერფორმანსში, სადაც ,,ერთი თხილის გული“ ორმა ძმამ გაიყო – დავით ჯანიაშვილმა და გიორგი ჯანიაშვილმა. სწორედ გიოსეულმა საუნდმა განაპირობა იშვიათი კულ ტურით დადგმული აქციის ემოციური ველი. ველი, რომე ლიც ორგანულად (თუ ბიოორგანულად) ითვალისწინებდა მაყურებლის უშუალო და ძალდაუტანებელ თანამონაწი ლეობის, როგორც ახლა ვამბობთ ხოლმე, ჩართულობის ეფექტს. ფაქტობრივად, გამჭოლ პარემიო-ლოგოებზე აწყობილმა წიგნმაც, აფიშამაც, სუვენირებმაც, დაბოლოს, ამ რესპექ
61
მატარებელში საკითხავი
ფიქრია გოგინაშვილის ფოტო
ფიქრია გოგინაშვილის ფოტო
ტაბელური გემოვნებითა და კარნავალური ინტენციით დადგმულმა სანახაობამაც, უნისონში გვაჩვენეს ერთიანი სპექტაკულირებული ტექსტი. და კიდევ – სანახაობა, როგორც ,,საქონელი“. თანაც – არტისტულად სტერილიზებული სანახაობა; თავისი ინფანტილიზებული აქცენტებითა და ,,კარგად ტემპერირებული“ სივრცულ-დროითი პასაჟებით. აი, წიგნში კი, დათო ჯანიაშვილი ბიოფორმალური მეტამორ ფოზებით (და ანამორფოზებით) იძლევა გათვლილ ვიზუალურ მესიჯებს; გზავნილებს, სადაც ანაგრამა და ომონიმი, მეტაფორა და მეტონიმია ,,დამატებით ღირებულებას“ სძენენ ტრივიალურ ანდაზებს და გვიჩვენებენ უფრო მეტს, ვიდრე პროვერბალურ ტექსტშია ნათქვამი. ყოველ გამოსახულებაში იგრძნობა მკაფიოდ გააზრებული საავტორო ,,კარტუში“, ,,არტიკული“, ,,დუქცია“ – როგორც წიგნის ავტორის კონდიცირებული შტრიხის იდიომა. დავით ჯანიაშვილი ლაღად, უშურველად ფლობს ერთგვარი პოსტმოდერნული თამაშების ტექნიკას. რაც მთავარია, გრძნობს ამ თამაშების ინტერკულტურულ ბუნებას; თავისი ნატურიდან გამომდინარე, მსუბუქად, ირონიულად ემიჯნება დემაგოგიურ სერიოზულობას და გვთავაზობს თავის წიგნს; ,,დავით ჯანიაშვილის წიგნს“... წიგნს, როგორც ნაწარმოებს; წიგნს, როგორც ანთროპოლოგიური და ბესტიალური ფორმებით გათამაშებულ მომხიბლავ ვიზუალურ სანახაობას. ასე, წვეთ-წვეთ ხვრეტს არტისტი ქვას, ოღონდ ამ ქვას თავს
62
მირიან კილაძის ფოტო
არასოდეს უშვერს... შავ-თეთრის ფხიზელი ანტინომიებით თხზავს თავის პარემიო-ლოგოებს. ფრთხილად ითვალისწინებს, რომ... ,,დღეს თვალი აქვს და ღამეს-ყური“. ტრანსკრიფციათა ანდაზურად დატენილ მინიმალისტურ ქრომატიკას (თუ აქრომატიკას) გამიზნულად აცოცხლებს წითელისა თუ შავის ,,დამატებულობით“. არასოდეს გაურბის ვიზუალური ფორმა; ფორმა, როგორც ფრაზა... და ისევ და ისევ, ,,კარგად ტემპერირებული“ ფრაზირებით გან-ავრცობს წიგნის, როგორც სივრცული ფორმის პოტენციალს. მოხდენილადვე თამაშობს შრიფტით; არასოდეს ამღვრევს წყალს... მეტი რაღა ვთქვა?! გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო... თუმცა, ეს ანდაზა არ არის – აფორიზმია! P.S.: გასული საუკუნის 70-იან წლებში, ჟაკ დერიდამ ვალერიო ადამის გამოფენას – ,,ნახატის მოგზაურობა“, ერთობ საინტერესო პოსტსტრუქტურალისტური ოპუსი უძღვნა. ფონიური და გრაფიკული კვალის ძიება იყო ეს ტექსტი. უხილავი და გაუგონარი კვალის ძიება. ვალერიო ადამი კლასიკურ ლოგიკას ამასხარავებს – საკრალური ფეტიშისა და ობიექტის დამაპირისპირებელ ლოგიკასო, – ამბობს დერიდა. ღმერთსაც, ორიგინალურ რეფერენტსაც და ტრანსცენდენტალურ ფალოსსაცო... თეორიაც და კრიტიკაც ხომ ,,პერფორმანსის ეპისტემოლოგიის“ ჩარჩოებში ფუნქციონირებს. ცოდნა, როგორც იმიტირება, გათამაშება, მიმირება ერთობ ჩამოჰგავს ანდაზურ დისკურსს; პარემიო-ლოგიკას, რომელიც დავით ჯანიაშვილმა პარემიოლოგოებად ჩამოქნა და საუცხოო წიგნად შეკრული გვისაჩუქრა.
მატარებელში საკითხავი
რკინიგზა და მხატვრობა ავტორი: ხათუნა ხაბულიანი 1998 წელს, პარიზის ორსეის მუზეუმისა და ვაშინგტონის ეროვნული გალერეის ორგანიზებით, გაიმართა გამოფენა სათაურით - „მანე, მონე და სენ-ლაზარის სადგური“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 38 ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი, შესრულებული მანეს, მონეს, გუსტავ კაიბოს, ბერტა მორისოსა და სხვა ცნობილი იმპრესიონისტების მიერ. აქ პირველად მოუყარეს თავი კლოდ მონეს 11 ტილოს, რომელიც ამ სადგურის თემაზე შეიქმნა. იმპრესიონისტების დიდი ნაწილი სენ-ლაზარის მიმდებარე უბანში ცხოვრობდა და მათი შთაგონების წყარო იმ პერიოდისთვის თანამედროვე ცხოვრების რიტმი იყო, რომელიც ინდუსტრიული ეპოქის განვითარების იმედებსა და მომავლის წინათგრძნობას მოიცავდა. კლოდ მონეს 1977 წელს შესრულებული „სენლაზარის სადგური“ ორთქლმავლების გამონაბოლქვში გახვეული სცენაა, ახალი ეპოქის სურათი, სადაც მანქანური ცივილიზაცია განსხვავებული რეალობის შექმნას იწყებს. ხსენებულ გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის იყო ედუარდ მანეს ერთერთი ყველაზე პოპულარული ტილო - „რკინიგზა“ (1873), ასევე ცნობილი როგორც „სენ-ლაზარი“. სურათზე ახალგაზრდა ქალი და გოგონა რკინის გისოსებიანი ღობის ფონზე არიან გამოსახული. ქალი მანეს საყვარელი მოდელია - ასევე მხატვარი ვიქტორინ მიორანი. ის მაყურებლისკენ იყურება და თვალებით თითქოს უშუალოდ ეკონტაქტება შემხვედრ მზერას. გოგონა ზურგით დგას და კვამლით დაფარულ სივრცეს უყურებს. მხოლოდ ეს კვამლი მეტყველებს ახლახან ჩავლილ მატარებელზე. ტილო, მანეს ბევრი სხვა ნამუშევრის მსგავსად, მასზე ასახული პერსონაჟის მზერითა და სახასიათო სიტუაციის დახვეწილი გადმოცემით, ერთგვარ იდუმალსა და დამაინტრიგებელ გამოსახულებას ქმნის. სადგურის თემაზე შექმნილ კოლექციაში ასევე შევიდა გუსტავ კაიბოს „ევროპის ხიდი“ (1876), სადაც მხატვარმა თავისი ეპოქის ინდუსტრიული არქიტექტურის ახალი ნიმუში აჩვენა. ამ ხიდის
64
ქვეშ გადის სენ-ლაზარის სადგურში მიმავალი რკინიგზის ხაზები. სენ-ლაზარი ერთადერთი სადგური არ არის, რომელიც ხელოვნებას უკავშირდება. პარიზის მუზეუმებიდან ერთერთი ყველაზე ცნობილი - ორსეს მუზეუმი ყოფილი ვაგზლის შენობაშია განთავსებული. მუზეუმის კოლექცია ძირითადად იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების ნამუშევრებს მოიცავს. ორსეს სადგურის მშენებლობა 1900 წელს დასრულდა, პარიზის მსოფლიო ექსპოს გახსნისთვის, სადაც საუკუნის მიღწევები იყო წარმოდგენილი. ორსეს სადგურის არქიტექტურაში (არქიტექტორები: ვიქტორ ლალუ, ლუსიენ მაგნე, ემილ ბენარი) გამოყენებული იყო იმ დროის სამშენებლო ნოვაციები: ლითონის კარკასი, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა შიდა სივრცის სიმაღლე გაზრდილიყო; ასევე, მინის გადახურვა, რომელიც ინტერიერის სრულფასოვან განათებას უზრუნველყოფდა. 1939 წლისთვის, სადგურის მოკლე პლატფორმები გამოუსადეგარი გახდა მატარებლების გრძელი შემადგენლობის მისაღებად. მოგვიანებით კი, უკვე დაიწყეს საუბარი მის სრულ დემონტაჟზე, თუმცა გაჩნდა იდეაც - იქაურობა მუზეუმად გადაეკეთებინათ. ამ პროექტზე, 1970-იანი წლებიდან დაწყებული, მუშაობა 1986 წელს, ორსეს მუზეუმის გახსნით დასრულდა, რასაც წინ უძღვოდა ნაგებობის გარდაქმნა-განახლების რთული სამუშაოები. სარკინიგზო ტრანსპორტის დანერგვამ, XIX საუკუნის დასაწყისიდან რადიკალურად შეცვალა ადამიანების ცხოვრება და გასაკვირი არ არის, რომ ის კულტურული გამოცდილების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. სადგურები, მატარებლების ინტერიერები, პოპულარული ლოკაციებია ფილმების საკვანძო სცენებსა და ლიტერატურაში. იმპრესიონისტების გარდა, რკინიგზის მოტივები ძალიან უყვარდათ სიურრეალისტებსა და მეტაფიზიკური მხატვრობის წარმომადგენლებს, სადაც მატარებლის სიმბოლიკა ფსიქოანალიზთან იყო დაკავშირებული და დროის ცნებასთან, მის წარმავალობასა და ფატალურობასთან ასოცირდებოდა. ყველა იცნობს რენე მაგრიტის პოპულარულ ტილოს - „ხანჯლით გამსჭვალული მიმდინარე დრო“, სადაც ორთქლმავალი ბუხრიდან გამოდის. ამ ნამუშევრის შესახებ მაგრიტმა თქვა: „მე გადავწყვიტე ლოკომოტივის გამოსახულება დამეხატა... მისი საიდუმლო რომ გამომეხმო, მას დავუკავშირე ბანალური
გამოსახულება საიდუმლოს გარეშე - სასტუმრო ოთახის ბუხარი“. მეორე მხატვარი, რომელიც ასევე იდუმალ გამოსახულებად აქცევს მიმავალი მატარებლის კადრს, ჯორჯო დე კირიკოა. მის ტილოზე - „არიადნე“ (1913), მითოლოგიური პერსონაჟის წამოწოლილი მძინარე სკულპტურა ქალაქის ღია და ცარიელ სივრცეშია გამოსახული. უკანა პლანზე, მიმავალი მატარებლის სილუეტი მოჩანს. მითის მიხედვით, თეზევსმა თავისი შეყვარებული არიადნე მაშინ მიატოვა, როცა მას ეძინა. ეს მითი დე კირიკოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და მისი ცხოვრების განმარტოებული პერიოდების განწყობას უკავშირდებოდა. მატარებლები საყვარელი თემაა სიურრეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ცნობილი სახელისთვის, როგორიცაა პოლ დელვო. მისი იდუმალი, უკაცრიელი და სიზმრისეული პეიზაჟები ხშირად აჩვენებს უსასრულო ლიანდაგებს, სადგურებს, მომავალ მატარებელს და ზოგჯერ იქვე მოსიარულე თუ მდგარ, თითქოს მთვარეულ პერსონაჟებს. დელვოს მხატვრობაში მატარებლებისადმი განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება ჩანს, დაკავშირებული ადრეულ ბავშვურ აღქმასთან, როცა მიმავალი მატარებლის სურათი დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დარჩა. მატარებლების თემაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრების გარდა, თანამედროვე მხატვრობა ხშირად უშუალოდ ეხება მატარებლებსა და სადგურებს გრაფიტის სხვადასხვა ფორმებითა თუ საგანგებოდ მათთვის შესრულებული დიზაინით. სტოკჰოლმის მეტროს, მსოფლიოს ყველაზე დიდ არტგალერეას უწოდებენ, სადაც მთელი ქსელის ასამდე სადგური ასორმოცდაათამდე სხვადასხვა ხელოვანის ნამუშევრებით
არის გაფორმებული, რასაც პარალელურად, მუდმივად ემატება გრაფიტის უწყვეტი შეტევა ანონიმური მხატვრების მხრიდან. ჩვენი რეალობისთვის საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა ორგანიზაცია Project ArtBeat-მა მოძრავი გალერეის სახით. საგამოფენო სივრცედ წარმოდგენილია ვაგონი-კონტეინერი, რომელიც სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობს. ამ ორგანიზაციისა და TBC ბანკის თანამშრომლობით, ახლახან გიო სუმბაძის გამოფენა მოეწყო ქუთაისის TBC ბანკის გალერეასა და იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კონტეინერის სივრცეში. გამოფენა URB EX ურბანული პროცესების კვლევაზე იყო აგებული და წინა სისტემის უკვე ფუნქციადაკარგული არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ამსახველ ფოტოებთან ერთად, ვიდეონამუშევარსაც მოიცავდა. ვიდეო მოძრავ გალერეავაგონში გახლდათ წარმოდგენილი და აგებული იყო თბილისის მეტროს დოკუმენტაციის გამოყენებით. ეს მოვლენა, თავად ხელოვანის გარდა, ახალგაზრდა კურატორის მარიამ ლორიას წარმატებადაც შეიძლება მივიჩნიოთ - გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა და კარგი გამოხმაურებაც ჰქონდა. მოგზაურობა თუ უბრალოდ, მგზავრობა - ხელოვანებისთვის რომ ინსპირაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ეს თავისთავად არსებული ჭეშმარიტებაა. ზემოთ ნახსენები ხელოვნების ნიმუშები მხოლოდ მცირე რიცხვს წარმოადგენენ იმ მხატვრული ინტერპრეტაციებიდან, რომლებსაც თავგადასავლების წყურვილი და სამყაროს შეცნობის ვნება ბადებს.
65
სო ე რ ე ტ ნ ი ა ს ამბები სტოქტონ-დარლინგტონის რკინიგზა სტოქტონ-დარლინგტონის რკინიგზა მსოფლიოში პირველი საზოგადოებრივი მოხმარების სატრანსპორტო საშუალებაა, სადაც გამწევ ძალად ლოკომოტივი გამოიყენეს. მისი პირველი ხაზი დაკავშირებულია ქვანახშირის მაღაროებთან შილდონის მახლობლად და დარლინგტონში. ეს რკინიგზა ოფიციალურად 1825 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა. 1863 წელს, კომპანია გადავიდა ჩრდილო-აღმოსავლეთის რკინიგზის მფლობელობაში, გადასცა რა მას 360 კილომეტრი სამარშრუტო გზა და დაახლოებით 160 ლოკომოტივი, მაგრამ 1876 წლამდე, დამოუკიდებლად აგრძელებდა მუშაობას როგორც „დარლინგტონის სექცია“. სტოქტონ-დარლინგტონის რკინიგზის გახსნა ორთქლმავალზე დაფუძნებული რკინიგზის ეფექტურობის მტკიცებად მიიჩნევა და მისი იუბილე 1875, 1925 და 1975 წლებში აღინიშნა.
ტიბეტის რკინიგზა ცინხაი-ტიბეტის რკინიგზა მსოფლიოში ყველაზე მაღალი და გრძელი სარკინიგზო ხაზია. ის ერთმანეთთან აკავშირებს პროვინცია ცინხაის ქალაქ სინინს ტიბეტის ადმინისტრაციულ ცენტრ ლჰასასთან. რკინიგზა საექსპლუატაციოდ გადაეცა 1984 წელს. მისი ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 5072 მეტრია. სარკინიგზო ხაზის სიგრძე 1956 კილომეტრია. პეკინის დასავლეთ სადგურიდან ლჰასამდე გადაადგილებას, მატარებელი 48 საათს ანდომებს. ამ რკინიგზით მგზავრობისას ხშირად იყენებენ ჟანგბადის სპეციალურ ბალონებს. ვაგონები აღჭურვილია ასევე ჟანგბადის ნიღბებით.
66
სასტუმრო ბათუმი ვორლდ პალასი მდებარეობს ზღვიდან 150 მეტრში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში (ძველი ბათუმი) შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სასტუმროში კლასიკური ინტერიერი საოცარად მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, სასტუმროში სულ ოცდაათი ნომერია, სამი დელუქსის ტიპის, ცხრა ლუქსის ტიპის და თვრამეტი სტანდარტული ტიპის, სასტუმრო ითვლება ბუტიკის ტიპის განთავსების საშუალებად თუმცა მომსახურება შეფასებულია ოთხ ვარსკვლავზე. ყველა ნომერში ხელმისაწვდომია:
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 422 22 57 90 +995 422 22 57 91 Melashvili Str. No:1/3 Batumi / Georgia info@batumiworldpalace.com www.batumiworldpalace.com
• უმაღლესი ხარისხის ავეჯი კლასიკურ/ ავანგარდულ სტილში • მინიბარი, • დაცული ყუთი (სეიფი) • 32 ინჩიანია (LCD)ტელევიზორი სატელიტური მიმღებით, • კონდიცირების საუკეთესო აპარატურა, • სააბაზანოს მოწყობილობები (ფენი და ასე შემდეგ) • 24 საათიანი ოთახის სერვისი • სამრეცხაო მომსაურება • მაღალი ხარისხის უსადენო ინტერნეტი სტანდარტული ოთახი 30 კვ/მ ლუქსის ტიპის ოთახი 42 კვ/მ დელუქსის დიპის ოთახი 54 კვ/მ დელუქსის ტიპის ოთახში ხელმისაწვდომია ჯაკუზი სასტუმროში ხელმისაწვდომია საკონფერენციო დარბაზი 30 ადამიანზე და რესტორანი ღია ტერასით რომელიც ზღვაზე გადის. სასტუმრო ბათუმი ვორლდ პალასი აშენდა, როგორც ვილა 1790 წელს ბეჟანიძეების გვარის მიერ. 1930 წელს კი შენობა პორტის ოპერაციებისათვის გამოიყენებოდა. 2010 წელს ისტორიული შენობა შესყიდულ იქნა საინვესტიციო ჯგუფის მიერ, რესტავრირდა, როგორც ექსტერიერი ისე ინტერიერი ორიგინალური დეკორაციებით და ის გახდა ერთერთი მდიდრული და კომფორტული სასტუმრო. 2012 წლიდან კი ის ოფიციალურად იწყებს სტუმრების მიღებებას სასტუმროს სტატუსით.
მატარებელში საკითხავი
ფურკის მაღალმთიანი გვირაბი ფურკის მაღალმთიანი გვირაბი სარკინიგზო გვირაბია შვეიცარიის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2160 მეტრ სიმაღლეზე. 1874 მეტრი სიგრძის გვირაბი 1926 წლის 3 ივლისს გაიხსნა. ის აკავშირებს ფურკის სარკინიგზო სადგურს (ურის კანტონი) მუტბახ-ბელვედერეს სადგურთან (ვალეს კანტონი). 1981 წლის 11 ოქტომბერს, ფურკის მაღალმთიანი გვირაბი ფურკის საბაზისო გვირაბმა შეცვალა. იგი განკუთვნილია სამგზავრო მიმოსვლისათვის.
„ტრანსევროპული ექსპრესი“
TRANS-EUROPE EXPRESS Trans-Europe Express ჯგუფ Kraftwerk-ის ალბომი, რომელიც 1977 წელს გამოვიდა. მუსიკალურად ეს დისკი წინა ალბომებისაგან განსხვავდება, რადგან მისი კომპოზიციების უმეტესობა თავად ჯგუფის წევრების მიერ შექმნილი საკუთარი ინსტრუმენტებითაა ჩაწერილი – ისევე, როგორც ამას აკეთებდა ჯგუფი Tangerine Dream. ალბომის კიდევ ერთი თავისებურება მისი ფსევდოკო ნცეპტუალიზმია, რომელიც ცენტრალური კომპოზიციის საერთო თემაში – ტრანსევროპული ექსპრესმატარებლით მოგზაურობაში გამოიხატება.
68
ალენ რობ-გრიიემ „ტრანსევროპული ექსპრესი“ საკუთარი სცენარის მიხედვით 1967 წელს გადაიღო. ფილმში მთავარ როლს ჟან-ლუი ტრენტინიანი და მარი-ფრანს პიზიე ასრულებენ. ფილმი ჟანრულ ნაზავს წარმოადგენს – არის დეტექტივიც, მისტიკაც, თრილერიც, შავი კომედიაც, მელოდრამაცა და ეროტიკაც.
inovaciuri proeqtebi:
%
%
elfi (eleqtronuli farmacevti)
yovelTviurad saukeTeso fasebi 8 kategoriis 100-ze met produqtze
mobiluri aplikacia fotos beWdvis servisi afTiaqebis mdebareoba informacia produqtebze wamlis Sexsenebis servisi
eleqtronuli zRarbi baraTi CamotvirTe jipisis mobiluri aplikacia da gaimartive qulebis dagroveba
www.gpc.ge
ბინები 24 000$-დან 1კვ/მ თეთრი კარკასი 600$ საცხოვრებელი კორპუსი მეტრო დელისთან
სრულდება 2016 წლის ივლისში ბინები 40 კვ/მ-დან უპროცენტო შიდა განვადება ტელ: 599 202225
ეს კაცი ეგრე ლაპარაკობს ნათელა ვახტანგ ტატო ახალკაციშვილის იდუმალი გზები ადამიანი, რომელმაც სიკვდილის შიში დაძლია სპორტული ზაფხული საქართველოში – 2015
პერსონა
პერსონა
ეს კაცი ეგრე ლაპარაკობს ავტორი: ირმა კახურაშვილი ამბობს, რომ ეს სახლი მისი სამყაროა. შინ ბევრი რამ მშობლებს, პაპასა და ბებოს უკავშირდება. აქაური, ძველი ავეჯი და ნივთები „მშრალ ხიდზე“ არავის შეუძენია - საგვარეულოა. კედლის ნახატებიც მამისა და თავისი მეგობრების ნაჩუქარია. სამუშაო მაგიდაზე დიდი სანათია. რატომღაც მეჩვენება, რომ ოჯახის განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და შემოქმედებით ატმოსფეროს სწორედ ის ქმნის. აქ პოეტი დათო მაღრაძე ცხოვრობს. ახლა ზაფხულია. ჩვენ პულსის აჩქარების გარეშე, როგორც მატარებლის ორი შემთხვევითი მგზავრი, ყველაფერზე ვსაუბრობთ - წიგნებზე, სამშობლოზე, სოციალურ ქსელებზე, ბედნიერების წუთებსა და იმაზე, რომ მელნიანი კალმით წერა სჩვევია. დათო მაღრაძე ლიტერატურის დარგში არაერთი პრემიის მფლობელი და საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორია. პოლიტიკაშიც, როცა იძულებულია, ერთვება, მაგრამ ამ თემებს შეგნებულად განზე ვტოვებთ. ნახეთ, აი, ის მამიდაჩემის ნახატია. ის მეორეც, ინგლისური ლექსი რომ ახლავს, მისი დახატულია... მამიდა მთარგმნელი იყო. ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“ თარგმნა, „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“, „ჯეინ ეარი“... ეს ჭიქა, Friling-ის წარწერით რომ არის, ბერლინის გამომცემლობის - Friling-ის გამოგზავნილია, რომელმაც ჩემი ლექსების წიგნი Salve გერმანულად გამოსცა... თქვენი კრებული - „ნაფეხურები წყალზე“ ხომ ინგლისურად ითარგმნა და ახლახან გამოიცა? კრებულში სხვადასხვა პერიოდში დაწერილი ლექსები და გახმაურებული პოემა „ჯაკომო პონტი“ შევიდა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება
72
მოგიტანათ. ამჟამად როგორია თქვენი შემოქმედებითი გრაფიკი? გარემო და ქართველი მკითხველია - პირუთვნელი და მკაცრი მსაჯული. მეორე მხრივ, ისიც საინტერესოა, სადაც არც შობილხარ და არც გაზრდილხარ, იმ ქვეყნებშიც რომ გაიგებენ შენს გულისტკივილს და დღესასწაულს, შენი სამყაროს თანამოზიარენი როგორ გახდებიან, ან გულგრილები დარჩებიან. თუმცა, თარგმანებით არასოდეს არავინ შემიწუხებია. რაც ბედმა მოიტანა, ეს არის. არ მინდა, ვინმეს ჩრდილი მივაყენო და ცუდი სულაც არ მგონია, როდესაც სახელმწიფო ეხმარება მწერალს. ადრე, საბჭოთა პერიოდში, სალიტერატურო, სახელოვნებო სამყარო ცოტა გაპარაზიტებული იყო: მე ვწერ ან ვხატავ, და ქვეყანა ვალშია ჩემს წინაშე - ასეთი მიდგომა მუშაობდა. ზოგიერთი აღმოსავლური სახელმძღვანელო კი ასე იწყება: შენ თუ წერ/ხატავ, არავისი ბრალი არ არის. მაშინ დავკონკრეტდეთ: როგორია თქვენი, როგორც პოეტის, სამყაროსთან ურთიერთობის პოზიცია ამ მხრივ? ამ შემთხვევაში, სამყაროსთან ურთიერთობა არ გულისხმობს სახელმწიფო შემწეობებს. ეს მარტოკაცის გასავლელი გზაა. დიახ, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს მეგობრები - მათთან ყოფნა, ზეიმი, ლხინი, ყველაფერი, რაც ახლავს მეგობრობას, მაგრამ არასოდეს შემირჩევია ისინი იმისდა მიხედვით, წერენ
პერსონა თუ არა. მყავს მეგობრები, რომელთა ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ მხოლოდ კოლეგიალური მეგობრობა არავისთან მაკავშირებს. თვალსაჩინოებისთვის გა ვიხსენებ გოგენის მაგალითს, რომე ლიც კუნძულ ტაიტიზე წავიდა და იქ ძალიან გაუჭირდა მატერიალურად. მან წერილებში სთხოვა მეგობრებს, გაეყიდათ მისი ნახატები მიზერულ ფასად მაინც, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს და ბოლოს, საფრანგეთის განათლების დახმარების ფონდს მიმართეს. ფონდმა ცოტაოდენი ფული გამოუყო. გახარე ბულმა მეგობრებმა გოგენს თანხა გაუგზავნეს, მაგრამ გოგენმა, მიუხედავად თავისი დუხჭირი მდგომარეობისა, ეს ფული უკან გამოუგზავნა. ალბათ ვერ დაგანახეთ, რა სულისკვეთება მაქვს ჩემს ბრძოლის გზაზე. ჩემი გასავლელი გზა სახელისუფლებო შემწეობებს არასოდეს გულისხმობდაო. ჩემთვის ეს ყოველთვის მაგალითი იყო. ასე რომ, არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ეხმარება მწერ ლებს, პოეტებს მათი ნაწერების პოპულარიზაციაში, მაგრამ ეს ჩემი გზა არ არის. იღბალმა მოიტანა - ლონდონში ჩემი მეორე წიგნი „ნაფეხურები წყალზე“ გამოიცა. აქ რასაც ხედავთ, გამომცემლობა „საარმა“, ლევან თითმერიას რედაქტორობით გამოსცა. მასვე ეკუთვნის გარეკანის დიზაინი, სადაც ცნობილ ფოტოგრაფ დანიელ ფერონის ფოტოა გამოყენებული. ლონდონის გამომცემლობას წიგნის დიზაინი ისე მოეწონა, რომ ლევანს სთხოვა, ეს დიზაინი ინგლისური წარწერით გაეკეთებინა. იგივე მოითხოვა მილანის გამომცემლობამ. მე არ მყავს ლიტერატურული აგენტი და საერთოდ, არ მიყვარს აგენტები. მე მყავს მეგობრები: ზოგი გამომცემელია, ზოგი ჟურნალისტი, ზოგიც - ლიტერატურის ისტორიკოსი. მათ გულწრფელად აინტერესებთ ლექსი და ანგარების გარეშე წერენ რეცენზიებს. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. ჩემმა მილანელმა გამომცემელმა, რომელიც ჩემს ლექსებს გაეცნო, მითხრა: თქვენს ქვეყანაში რაღაც გადარჩაო. ვხვდები, რაც იგულისხმა - ადამიანური სითბო, მეგობრობა, რომელსაც ჯერ მთლიანად არ ჩაენაცვლა პარტნიორობა,
დავით მაღრაძე პოეტი
და ქართული საზოგადოება მეგობრობის შენარჩუნებით ასცდა ფსიქოთერაპევტის დივანზე გორაობას. ჩვენს ყოველდღიურობაში, საბედნიეროდ, სუნთქავს დედაშვილობა, წინაპრის ხსოვნა და სხვა ბევრი საკრალური რამ. როგორც ჩანს, საქართველო არ არის ამ მხრივ განმარტოებული. ადამიანი ყველგან ადამიანია. არ გყვარებიათ სიტყვები: „წარმატებული“, „პოპულარიზაცია“, „კომფორტი“... სიტყვასთან „მატარებელი“, და მატარებლის განწყობასთან როგორ ხართ? მატარებლით მგზავრობა მიყვარს. რომანტიკული ტრან სპორტია. ხელს უწყობს განმარტოებას, ფიქრებში წასვლას. რამდენ ბაქანს და სოფელს გაივლი, უამრავ რაღაცას ათვალიერებ! მატარებელი საუბრისთვისაა, აზრთა გაცვლაგამოცვლისთვის. ჩემს ცნობიერებაში მატარებელი ძეგვს უკავშირდება - დედულეთს, სადაც ბავშვობას ვატარებდი. ძეგვის „პლატფორმაზე“ ყოველ საღამოს ჩავდიოდით. ვიკრიბებოდით პატარებიც და დიდებიც. როგორც ფედერიკო
73
პერსონა
ფელინის „ამარკორდში“ ელოდებიან დიდ გემს, ისე ველოდით შორს მიმავალ მატარებლებს, ხელს ვუქნევდით უცხო ადამიანებს, და თუ ისინიც დაგვიქნევდნენ, მთელი ამბავი იყო - ურთიერთობა შედგებოდა. მაშინ ძეგველებს ორი ბაქანი ჰქონდათ, რადგან შემჩნეულები იყვნენ საკუთარ სახლებთან „სტოპ კრანის“ ჩამოწევაში. სად წერთ ხოლმე: აქ, შინ, სანათიან მაგიდასთან, თუ შესაძლოა ქუჩაშიც მოგინდეთ წერა? ლექსი კი იწერება მაგიდასთან, მაგრამ მაგიდასთან არ იქმნება. საინტერესო ცხოვრებაში იქმნება, ფიქრსა და ემოციაში იწრთობა. მაგიდასთან მისულმა, უკვე უნდა იცოდე, რისი დაწერა გინდა. მე ჩემს თავგადასავალს ვწერ - სულიერსა და ცხოვრებისეულს. ისიც არ ვიცი, ეს თავგადასავალი ორია თუ ერთი. უცხოეთშიც მიწერია თვეობით. მიყვარს ბოსფორზე ყოფნა და წერა. საოცარი გარემოა: ღვთაებრივი სილამაზის სრუტე, ევროპის და აზიის შემაერთებელი, გემები... ეს განგაწყობს, აქეზებს შენში არსებულ ემოციებს. ევროპაშიც მაქვს შერჩეული კაფეები, სადაც სიამოვნებით ვმუშაობ. რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სივრცე და რა არის თავისუფლება? თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც თავს ვესხმით სხვის თავისუფლებას. თავისუფლება ადამიანის არჩევანია. ამიტომ აქვს განუზომლად დიდი ხიბლი. ეს არის გამჩენის მხრიდან უდიდესი სიყვარულის გამოვლინება: ირჩევ თავისუფლებას ან ეგუები ბედს. კულტურის ისტორია პირველყოფილ ინსტინქტებზე თავშეკავების ისტორიაა. მერეა ღირებულებათა სისტემა - რის გამო იკავებ თავს, მერეა რას და როგორ ემსახურები, ვის, რას უძღვნი შენს ზნეობრივ არჩევანს. ნაციის სახე იკვეთება ამაში, მაგრამ ეს ყველაფერი თავისუფლების არჩევანთანაა დაკავშირებული. არსებობს სახელმწიფოები, სადაც ბოლო დროს მოყოჩაღებულია ე.წ. გააგრესიულებული ლიბერალიზმი (რომელსაც არაფერი აქვს საერთო კლასიკოსი ფილოლოგის - თომას ჯეფერსონის და იურისტ ილია ჭავჭავაძის ლიბერალურ პოზიციებთან). ამ ტენდენციის მომხრეებს სურთ, ზნეობრივი არჩევანისგან, თავისუფლებისგან გაათავისუფლონ ადამიანი. თუმცა თავისუფლებისკენ სწრაფვა ერთია, და თავისუფლებისგან, ზნეობისგან გათავისუფლება - მეორე... დოსტოევსკი ამბობს: „თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი ნებადართულია“. კანტი ამბობს: „ორი რამ მაოცებს ქვეყნად
74
- ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზევით და ზნეობრივი კანონი ჩემში“. ამიტომ, იმ ხალხმა, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, უნდა გადავარჩინოთ კულტურაც, ტრადიციის ისტორიაც და ის მშობლიური წიაღიც, საიდანაც აღმოვცენდით, სადაც გვიყვარს და გვახარებს ყოფნა. თქვენ რა გაბედნიერებთ? ბევრი ბედნიერი წუთი გაქვთ? ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბედნიერება ხვალ დადგება. როდესაც ბედნიერებაზე ასეთი წარმოდგენა გაქვს, არ მოვა. ისე გაირბენს ეს წუთისოფელი, რომ შენ დარჩენი მარცხნივ, ხოლო ცხოვრება ჩაივლის მარჯნივ. როდესაც ბედნიერი ხარ, ის წუთები მარადისობასთან თანაზიარია. იმ წუთების განუცდელობა უნიჭობაა. ამიტომ, არ უნდა ელოდო ბედნიერებას ხვალ. ღამის დარაჯს არ ექნება იმდენი რიჟრაჟი ნანახი, რამდენიც მე. ყოველდღე ადრიანად მეღვიძება. ჩიტები გალობას რომ იწყებენ, მზე რომ ამოდის, ბედნიერი ვარ. ერთხელ პატრიარქმა მკითხა, რომელ საათზე დგებიო? ვუპასუხე: შვიდის ნახევარზე უკვე ფეხზე ვარ-მეთქი. მეგონა, ქათინაურს დავიმსახურებდი და... ეგ გვიანი არისო, - მიპასუხა, - ლოცვა უფრო ადრე იწყებაო... ბედნიერი წუთის განცდა გაღვიძებისთანავე გაქვს - ცოცხალი რომ ხარ, სიყვარულის ნიჭი რომ გაქვს, შენთან ერთად რომ იღვიძებს მთელი სამყარო. მეგობრობაა დიდი ბედნიერება - როდესაც ადამიანებს უანგაროდ შეუძლიათ ერთმანეთის ჭირი და ლხინი გაიზიარონ. ზნეობრივი ტენდენციები ახსენეთ... მყარი ზნეობრივი პრინციპები გაქვთ? არის ზნეობრივი კანონიც ჩემში, კანტისეული. ეს კანონი მართლა ღვთაებრივია. სამართლიანობის განცდა ჩვენს მშობლებსა და წინაპრებშიც ხომ ჩადებული იყო. შეიძლება ყურადღება ძალით მოადუნო და შეგრცხვეს შენივე საქციელის, მაგრამ ეს კანონი მაინც მუდამ მოქმედებს. არიან ისეთებიც, რომლებიც ამ კანონს დაგმობენ და ხდებიან უტიფარი ადამიანები, რაც ყველაზე საზარელი სანახავია. გაქვთ იმის განცდა, რომ ზნეობრივი კანონების მქონე, დალაგებულ ქვეყნაში ცხოვრობთ? ეს განცდა როგორ უნდა მქონდეს, ან როგორ უნდა დალაგდეს საქართველო, როდესაც ასეთი ახლო ისტორია აქვს? დიდი დრო დაჭირდება, ისიც - საზოგადოებამ სწორად თუ იარა. ფაქტია - საზოგადოება მოძალადე რეჟიმს არ შეეგუა და თავისი პროტესტი ყველა ჯერზე გამოთქვა. წინა ხელისუფლების
პერსონა
ხოლო მოგვიანებით პიკასოს აღტაცება (მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის შეგონება, ვფიქრობ, ამ საქმისთვის არ იკმარებდა), შესაძლოა, ფიროსმანის მიმართ დღემდე გულგრილი დარჩენილიყო ქართული ფარისევლური ელიტა. გული დამწყდა, რომ ამდენი ხალხი ჩაერთო ფიროსმანის „გამოსარჩლებაში“... უცბად ამდენი ადამიანისთვის გახდა ძვირფასი... თავის დროზე, ფიროსმანმა ისე იცხოვრა, რომ ეს ხალხი აირიდა. მხატვართა კავშირში ერთხელ იყო და მეორედ აღარ მივიდა. ეს ღვთაებრივი მხატვარი, დუქნების ხატმწერი ნიკალა, მასობრივი განხილვის თემად, ვფიქრობ, არ უნდა იქცეს. თუ მას სამყარო ვერ ხედავს, ეს სამყაროს პრობლემაა. ზოგადად, როგორი ურთიერობა გაქვთ სოციალურ ქსელთან? არ ვარ Facebook-ის „მოქალაქე“. მე დავრჩი საქართველოს მოქალაქედ. ტელევიზორსაც მაინცდამაინც არ ვწყალობ. აი, წიგნი - ჩემთვის მნიშვნელოვანია. დიდი საზრდო მიმიღია წიგნებიდან და ყველა მახსოვს სურნელით, შთაბეჭდილებით. როცა ვკითხულობ, ლიტერატურის ისტორიკოსის განცდით არ ვკითხულობ (როგორც ძველი ქართული ლიტერატურის შემთხვევაში), უფრო პოეტის განცდით, მაგრამ წიგნის გარდა, არსებობს ცხოვრება. ცხოვრების ოკეანეში წიგნები კუნძულებია, სადაც სულს მოითქვამ.
დავით მაღრაძე პოეტი
პერიოდისგან განსხვავებით, სამართლიანობის განცდა მეტად მაქვს, რადგან ეს ხელისუფლება ადამიანურია, ყველა ადამიანურ ღირსებას და ნაკლს ატარებს. ის თავის თავში ადამიანს არ ებრძვის. შესაძლოა, საქართველო ვერც ვერასოდეს გახდეს შვეიცარია, ანდა რატომ უნდა გახდეს შვეიცარია?.. დღეს ხშირად საუბრობენ „ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე, ინტეგრაციაზე“... გასაგებია, მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა ის არის, რომ შევიმეცნოთ ჩვენი სულიერი თავგადასავალი. დღეს ძალიან ბევრი გამოესარჩლა ნიკო ფიროსმანაშვილის ტილოს „ღამე არსენალის მთაზე“, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კერძო აუქციონიდან შეისყიდა და სახელმწიფო მუზეუმს დაუბრუნა. საზოგადოებამ ამაზე ბევრი ილაპარაკა. არადა, ეს ის საზოგადოებაა, რომელმაც ფიროსმანი სიცოცხლეში ვერ შეამჩნია. ფიროსმანი კი მთელი თავისი წუთისოფელი ამ ქალაქის თვალწინ ხატავდა. რომ არა რუსი ავანგარდისტი ზდანევიჩი და ფრანგი მხატვარი ლე დანტიუ,
76
ბევრ ჩემ მეგობარს ვეკოტაქტები ინტერნეტით - მათ, ვისი აზრიც მაინტერესებს ლექსზე. ასევე ინტერნეტი უცხოელ გამომცემლებთან საკონტაქტოდ მესაჭიროება. სამწუხაროდ, ცოცხალი კონტაქტი გაიშვიათდა. დღემდე მაქვს შენახული პაპაჩემის და ბებიაჩემის წერილები თავისი მეგობრებისადმი მიწერილი. კალიგრაფია ცალკე კულტურა იყო. პასუხისმგებლობა ჰქონდათ წერილის წერისას - ჯერ „შავად“ წერდნენ, მერე „ათეთრებდნენ“... როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის კურსი? სად მივდივართ? სად მივდივართ?.. მუდამ ისმის ეს კითხვა. სად უნდა წავიდეთ, ანდა რატომ უნდა წავიდეთ სადმე? ძალიან მადლიან ადგილას ვცხოვრობთ, მარტო რელიეფს არ ვგულისხმობ... მაგრამ ერთმანეთთან რომ მივსულიყავით სტუმრად, ცუდი არ იქნებოდა. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ქართულ საბჭოთა პოეზიაში სამშობლოს მიმართ აღვირახსნილი და არაგულწრფელი სიყვარული იყო გამოცხადებული, ცალკეულ ფრაგმენტებს თუ არ ჩავთვლით. ჩემთვის, პატრიოტია ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლოს ისტორია განცდილი აქვს როგორც საკუთარი სულიერი თავგადასავალი. ამიტომ ნურსად წავალთ. ერთმანეთთან ვიაროთ სტუმრად, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი დღესასწაულები და მიგნებები. ვფიქრობ, ასე სჯობს.
პერსონა
ნათელა ავტორი: ირმა კახურაშვილი ნათელა ფოტოგრაფია. დიდი ხნის წინ გავიცანი. ერთ რედაქციაში ვმუშაობდით, ერთ უბანში ვცხოვრობდით და ორივეს სოციალური თემა გვაინტერესებდა. შევმეგობრდით. დღეს ნათელა გრიგალაშვილის დოკუმენტურ ფოტოგრაფიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იცნობენ. თუმცა, ისევე, როგორც მრავალი წლის წინ, ნათელა კვლავ ჩვეულებრივი ადამიანების ყოფასა და საზრუნავს ასახავს, მათი ერთგული რჩება. ნათელას ხელში მომართული ფოტოკამერა ჩვენს გარშემომყოფებს ისტორიად აწმყოშივე აქცევს. ბევრი ხელოვნებათმცოდნესათვის ნათელას ფენომენი ამოუხსნელია. ბევრი იმასაც ამბობს, ნიჭიერია, შემთხვევითაც რომ მოუხვდეს თითი კამერის ღილაკზე, მაინც წარმატებული კადრი გამოუვაო. სინამდვილეში, ნათელა შრომისმოყვარე და დაუზარელია, მუდამ გზაზეა - დილიდან გვიან საღამომდე. თუკი რაიმე შანსი აქვს, ქალაქიდან სოფელში გარბის. სოფელი მისი ორგანული ნაწილია. თვითონაც იქ დაიბადა და გაიზარდა. ამ ცხოვრების სიდუხჭირე კი ქალაქში, შედარებით მოზრდილმა ნახა. მისმა ქალაქურმა ისტორიამ გარდამტეხ მომენტს მაშინ მიაღწია, როდესაც საყოფაცხოვრებო მომსა ხურების კომბინატთან არსებულ სასწავლებელში მოხვდა. იქ ფოტოგრაფიას ასწავლიდნენ. დილიდან საღამომდე ლაბორატორიაში იჯდა და ფოტოებს ბეჭდავდა. ოცდაოთხ მოსწავლეში ოცდასამი ვაჟი და ერთი ნათელა იყო. საქართველოში ნათელა პირველი ქალი ფოტოგრაფია. პირველი სტატია მასზე 1980-იანი წლების ბოლოს, ქართ ველი ფოტოგრაფების მიერ მოსკოვში ჩატარებულ ჯგუ ფურ გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ, გაზეთ „ახალ გაზრდა ივერიელში“ დაიბეჭდა. შემდეგ ამავე გაზეთში
78
ფოტოკორესპონდენტობა შესთავაზეს. ასე მოხვდა ჟურ ნალისტიკაში და მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური ფოტოგადაღებებით დიდხანს უწევდა თავის გატანა, დოკუ მენტალისტიკას არ ჩამოსცილებია. მას მერე იმდენი ხანი გავიდა... უმუშევრობის პერიოდი. ოფიციალურ სტრუქტურებში მუშაობა. არაერთი გაზეთჟურნალი. ფოტოგამოფენა და მუდმივი ლტოლვა სოფლისკენ. საქართველოს რუკაზე ყოველთვის ეძებდა ახალ ადგილებს, ამინდის მიუხედავად, სპონტანურად მიემგზავრებოდა რეგიონებში და იღებდა, იღებდა, იღებდა. დღეს ნათელა მრავალი ფოტოკონკურსის გამარჯვებულია საქართველოსა და უცხოეთში. ქართულ ფოტოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, როინაშვილის სახელობის პრიზით დააჯილდოვეს. საკუთარი ძალები კინოშიც - ირაკლი ფანიაშვილის ერთ-ერთ მხატვრულ ფილმში მო სინჯა. შემდეგ, ფოტოგრაფიის მიმართულებით, გრანტებიც მოიპოვა. მახსოვს, ძალიან უხაროდა, როდესაც 2008 წელს, ფოტოპროექტისათვის ერთ-ერთმა ფონდმა დააფინანსა. თემა - სოფლების სოციალური მდგომარეობა იყო. თანდათანობით, ნათელას ოცნება - თავისუფლად ემუშავა საყვარელ გარემოში - რეალურ კონტურებს იძენდა. ნათელას თითოეულ ფოტოსერიას საკუთარი თავგადასავალი აქვს. ქალაქიდან მისი ყოველი გასვლა ახალი თავგადასავალია, ყველა თავგადასავალის წინაპირობა კი - ცალკე თავგადასავალი. ბევრი სოფელი მოიარა, მაგრამ ერთხელაც, ჯავახეთის გადაღებამ გაიტაცა - საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა უმცირესობებმა, განსხვავებულმა რელიგიურმა დღესასწაულებმა. ყოველთვის ხვდებოდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი სიმდიდრე სწორედ ეს იყო - მრავალფეროვანი გარემო, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ განსხვავებული კულტურის ადამიანები ცხოვრობენ. ნათელა ამბობს, რომ ამ მხრივ, საქართველო ძალიან ფოტოგრაფიული ქვეყანაა.
ნათელას მოძრაობის გარეშე არ შეუძლია. სულ უნდა მუშაობდეს. მუშაობაში ენერგია კი არ აკლდება - ემატება. თითქოს იმ სამყაროში გადადის, სადაც არ არსებობს კრიტიკული ზონა. მისი კამერაც იშვიათად აფრთხობს უცნობ ადამიანებს. თითქმის ყოველთვის, მეგობრულ კომუნიკაციას სწრაფად ამყარებს და ვინაიდან მისი ფოტოგრაფია გულწრ ფელობაზე, შეულამაზებელ და რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული, ფოტოებზე აღსაბეჭდ ადამიანებსაც არ უწევთ საკუთარი თავის უკეთ ან ხელოვნურად წარმოჩენა. ისინი ისეთები არიან მის ფოტოებზე, როგორებიც ცხოვრებაში. ეს კი უმთავრესია.
ნათელა, დღეს თბილისის რამდენიმე უმაღლეს სასწავლე ბელში ფოტოგრაფიაზე ლექციებს კითხულობ. გარდა ამისა, დამოუკიდებელ ფოტოპროექტებსაც ახორციელებ. ერთერთი შენი პროექტი ჯავახეთში ფოტოკლუბის შექმნას უკავშირდებოდა. ეს იდეა საიდან გაჩნდა? სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არაფრის წრე არ არსებობდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, ჩემს ბავშვობაში სოფელში მასწავლებელი გამოჩენილიყო და ფოტოგრაფია ესწავლებინა... ამიტომ კარგად მესმოდა ბავშვების, რომლებსაც ამ მხრივ არაფერი ჰქონდათ. ასე გაჩნდა სოფელში ფოტოკლუბის დაარსების იდეა. ვფიქრობ,
79
ყველას უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება - რაიონული ცენტრებისა და სოფლის მცხოვრებლებსაც. გორელოვკაში დაარსებულ ფოტოკლუბს წინ უძღოდა ადგილობრივ დუხობორებთან დაახლოება. ჯავახეთში ხშირად ჩავდიოდი. მათ ყოფას ვსწავლობდი და ვიღებდი. რამდენიმე რეგიონის გადაღება მქონდა ჩაფიქრებული, ამიტომ ფოტოკლუბის ამბებიც ჯავახეთით დავიწყე. რაც შეეხება გორელოვკის ფოტოკლუბს, ეს ექვსთვიანი პროექტი ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ დააფინანსა. გორელოვკა 170 წლის წინ რუსებმა დააარსეს. დიდი სოფელია, ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი. დროთა განმავლობაში, რუსებმა ამ სოფლის დატოვება დაიწყეს. მათ სომხები და
80
მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ჩაენაცვლნენ. ამჟამად, გორელოვკაში ქართველები, რუსები და სომხები ცხოვრობენ. არის რამდენიმე სკოლა და მაღაზია, მაგრამ სოფელი რაიონულ ცენტრს ისეა დაშორებული, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც კი დადის. არც სოფლის სკოლებში მოქმედებს რაიმე წრე. თამამი ნაბიჯია, ჩახვიდე სოფელში და ასწავლო ფოტოგრაფია მათ, ვინც ფოტომოყვარულიც კი არ არის... ერთი მხრივ, ფოტოგრაფია მათთვის ხელოვნებასთან ზიარება იყო. მეორე მხრივ - კარგი საშუალება, რომ ყოველდღიურ, რუტინულ გარემოში უამრავი საინტერესო ენახათ. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა
პერსონა დაახლოება-გაერთიანებაც გახლდათ. ფოტოაპარატები შევიძინეთ. თავიდან ბევრი მსურველი გვყავდა, მაგრამ ბოლოს რამდენიმე დარჩა. ფოტოკლუბის წევრები მართლაც დამეგობრდნენ. ასაკობრივი ზღვარი წაიშალა. ყველაზე უმცროსი გორელოვკელი 15 წლის გვყავს. უფროსი, და ძალიან აქტიური ქალბატონი მაშა კი, 62 წლისაა. ისეთი საოცარი ფოტოები გადაიღეს, რომ დაუჯერებელია. მათ საკუთარი ცხოვრება გარედან დაინახეს. სოფელში ბევრი ბავშვი ფიზიკურად შრომობს - ადრიანი დილიდან საღამომდე. ცხადია, ისინი შესაძლოა არც გახდნენ ფოტოგრაფები, მაგრამ მიხარია, რომ მძიმე გარემოში მშვენიერებაც აღმოაჩინეს და ისიც, რომ ამ მშვენიერებით შესაძლოა სხვებიც აღფრთოვანდნენ. ვერ ვიტყვი, რომ თავიდან ყველაფერი მარტივი იყო. ვგრძნობდი უნდობლობას და ვხედავდი უცხოობის პრობლემას. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდა. გორელოვკაში ერთი კვირით ჩავდიოდი, ერთ-ერთ ოჯახში ვცხოვრობდი. ამის მოხერხება ყოველთვის შეიძლება ნებისმიერ სოფელში... როდესაც თბილისში ვბრუნდებოდი, კლუბში დავალებას ვუტოვებდი და კვლავ ჩასვლისას, შესრულებულს მახვედრებდნენ. ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით. როდესაც პროექტი დასრულდა, გორელოვკის კულტურის სახლის უზარმაზარ, ნახევრადგაპარტახებულ ტერიტორიაზე გამოფენა ჩავატარეთ. ამ შენობაში ადგილობრივები მხოლოდ ქორწილებს და ქელეხებს იხდიან. დიდი სურვილი მქონდა, ფოტოკლუბისთვის ერთი ოთახი გამოეყოთ, მაგრამ ამას ხელი შეეშალა... გამოფენის დროს, ვაჩვენეთ ალეკო ქირიას ფილმი დუხობორების ცხოვრებაზე. საინტერესოა, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში კლუბში ფილმი არ უჩვენებიათ. შემდეგ ქართველებმა, რუსებმა და სომხებმა თავიანთი კულინარია წარმოადგინეს. მხიარული სუფრა გაიშალა. ჩავატარეთ კონცერტი. უამრავი ადამიანი მოვიდა. თბილისიდანაც გვყავდნენ სტუმრები. პროექტი დასრულდა. შესაბამისად, დასრულდა თქვენი ერთობლივი მუშაობაც? არა, მუშაობა გრძელდება. ჩემი ოცნებაა გორელოვკის რომელიმე მიტოვებულ შენობაში ფოტოოთახის მოწყობა. მინდა, კლუბს ახალი წევრები შეუერთდნენ. გორელოვკელი
ბავშვებისთვის ბიბლიოთეკაც მოეწყოს. მთავარია, ამის ნება არსებობდეს. მეორე გამოფენა თბილისში გვქონდა, რომელსაც მისი მონაწილეები დაესწრნენ. მეორე დღეს, სტუმრად პრეზიდენტის სასახლეში დაგვპატიჟეს. ზოგი გორელოვკელი პირველად იყო დედაქალაქში და როდესაც ვკითხე, რისი ნახვა უნდოდათ ყველაზე მეტად, მიპასუხეს - ზოოპარკის და მეტროსიო... კარგა ხანს მეტროთი ვიარეთ და მგონი, ყველაზე მეტად ეს მოეწონათ. მოკლედ, პროექტი შედგა და კმაყოფილი ვარ. დღეს, მსგავს დამოუკიდებელ ფოტოპროექტს პანკისის ხეობაში ახორციელებ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრა ციამ დაგიფინანსა. როგორაა ამ მხრივ საქმე? პროექტი მარტის ბოლოს დავიწყე. პანკისის ხეობაში რამდენიმე ქართული სოფელია, მაგრამ ორიენტირი ქისტებით დასახლებული სოფლებისკენ ავიღე. ორი სოფელი შევარჩიე - დუისი და ბირკიანი. რადგან ბავშვებს დუისში სიარული უჭირდათ, გადავწყვიტე თვითონ მევლო მათთან. შორს არ არის, ფეხით ორმოცი წუთის გასავლელი გზაა. პანკისში მცხოვრები ახალგაზრდა თაობა ჩემთვის აღმოჩენაა - ლაღები, გახსნილები, ულამაზესები, ზრდილობიანები და სტუმართმოყვარენი არიან. ძირითადად, სკოლაში ვხვდები და გადაღებებზე გავდივართ. საინტერესოა, რომ ალაზნის ხეობა ჰყოფს რვა ქისტურ სოფელს, ბევრი ახალგაზრდა კი მეზობელ სოფელშიც არ იყო ნამყოფი. ამიტომ წავედით და მოვინახულეთ. ძალიან გამიხარდა, რომ მშობლებმა შვილები მომანდეს. ბავშვებმა მითხრეს, შენ მასწავლებელი კი არა, ჩვენი მეგობარი ხარო. მეც ვთხოვე, სახელით მოემართათ, „თქვენობის“ გარეშე. თანატოლებივით ვართ, ათას რამეზე ვსაუბრობთ ხოლმე... საინტერესოა მათთან მუშაობა? ძალიან. ყოჩაღებიც არიან და თავიანთ ადათ-წესებსაც ბუნებრივად მისდევენ. იუმორის გრძნობაც აქვთ და გემოვნე ბაც. პროექტის ბოლოს, გამოფენას ჯერ დუისში მოვაწყობთ, მერე თბილისში... უახლოეს მომავალში კი, ფოტოსააგენტოს შექმნას ვგეგმავ. რამდენიმე ფოტოგრაფის შეკრება მინდა და სხვადასხვა, მათ შორის - სოციალურ თემებზე მუშაობა. ასევე, ახალი თაობისთვის, ფოტოგრაფიაში ვორქშოპების მოწყობა.
81
პერსონა
ვახტანგ ტატო ახალკაციშვილის იდუმალი გზები ავტორი: მაკა ბიბილაშვილი ვახტანგ ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები პირველად რამდენიმე წლის წინ ვნახე გალერეა „ვანდაში“. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ნამუშევარი, რომელზეც ფუძიამას მთა იყო გამოსახული. ბავშვობაში ალბათ გინახავთ მისალოცი ბარათები – ოდნავ რომ გადაატრიალებდი და სხვა გამოსახულებას ხედავდი. ასეთი სტერეოეფექტი ჰქონდა მის პეიზაჟებს. რამდენიმე დღის წინ, ისევ გალერეა „ჰობიში“ შევხვდით. მითხრა, რომ რკინიგზის სადგურების სერიაზე ორი წლის წინ დაიწყო მუშაობა. მიამბო ახალ ნამუშევრებსა და იმ „იდუმალ გზებზე“, რომლებმაც ამ ბოლო სერიამდე მოიყვანა. ბავშვობა გახსენება არ მინდა. ზუსტად ვიცი. სამი წლიდან ვხატავ. მხატვრობით დაინტერესებაში, ალბათ, განსაკუთრებული როლი ითამაშა იმან, რომ ბაბუა – ილია გაგოშიძე, მინის ერთერთი გამოჩენილი ოსტატი იყო. ძალიან დიდი სახელოსნო ჰქონდა. ბავშვობიდან ვხედავდი სამხატვრო მასალებს, სამუშაო გარემოს, ადამიანებს, რომლებიც ხელოვნებით იყვნენ დაინტერესებული. ჩემი მომავალი არჩევანი გარკვეულწილად ამანაც განაპირობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი არც არის - მხატვარი ან ხარ, ან არ ხარ. გამოფენები 2003 წელს დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემია. მანამდე სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის საზაფხუ
82
ვახტანგ ტატო ახალკაციშვილი მხატვარი
ლო სკოლაში ვსწავლობდი. 2003 წლიდან, ინტენსიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში საქართველოს საზღვრებს გარეთ. მათ შორის: საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში. პირველი სერიოზული ჯგუფური გამოფენა გერმანიაში მოეწყო. ამას მოყვა 2004-2005-2006 წლებში Art Fair-ებზე მონაწილეობა. 2005-2007 წლებიდან, კონტრაქტებით დავიწყე თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის გალერეებთან. გამორჩეულად მახსენდება 2005 წელი, როცა „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნომ“ (ირაკლი ბუგიანი, ლევან მინდიაშვილი, მალხაზ დათაშვილი, ვახტანგ ტატო ახალკაციშვილი) ოსნაბრიუკის ხელოვნების საერთაშორისო
პერსონა
ფესტივალზე „იმპულსი“ პირველი და ერთადერთი ადგილი აიღო; ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, 2015 წლის იანვარში, ლონდონის Rich Mix Art Centre-ში, პროექტ „მემკვიდრეობაში“ მონაწილეობა. სექტემბერში, ლონდონის Saatchi Gallery-ში, Start Art Fair-ზე გამოიფინება ჩემი ორი ნამუშევარი (თემა: „საუბარი“). ამ გამოფენაზე Project Art Beat-ი წარმადგენს. ჩემთან ერთად, გამოიფინება ირაკლი ბუგიანისა და მაკა ბატიაშვილის ნამუშევრები. იაპონია იაპონიაში ექვსი გამოფენა მქონდა. აქედან ხუთი, პერსონალური იყო. ტოკიოში, გალერეა „არტემ“ მიმიწვია და იქ ხშირად მიწევდა ჩასვლა. ეს განსაკუთრებული პერიოდი იყო ჩემთვის, რადგან ასეთ განსხვავებულ და უცხო გარემოში ვიფინებოდი. ტექნიკური განვითარების ფონზე, იაპონელებს არაფერი ადამიანური არ დაუკარგავთ. ძალიან ტრადიციულები არიან (მენტალიტეტს ვგულისხმობ). მათი ცხოვრების წესი არ ჰგავს არც ევროპულს, და ქართულს ხომ, მით უმეტეს. ისინი ჩვენზე ბევრად ტრადიციულები არიან. მგონია, რომ დაახლოებით საუკუნენახევრით მაინც ასწრებენ მსოფლიოს ცხოვრების
დონითა და ტექნოლოგიური მიღწევებით. შეიძლება ითქვას, რომ კულტურული შოკი მივიღე. ბევრმა რამემ გამაკვირვა: იქ განსხვავებულად ხდება ნამუშევრების შეფუთვა, წარდგენა და მიწოდება. ნახატის ყიდვის შემთხვევაში, ყველა ნამუშევარს თავისი ზომის აბრეშუმის ყვითელ ტომარაში ათავსებენ და შემდეგ ქაღალდის ყუთში ინახავენ, რომელსაც იაპონური ტრადიციული თასმები აქვს. გალერეაში არ შეიძლება დაჯდეს არც არტისტი, არც გალერისტი, არც მენეჯერი, არც დამთვალიერებელი – ეს უკულტურობაა. ვცდილობდი, მეც დავმორჩილებოდი მათ წესებს. ერთ წელიწადში ისევ იგეგმება გამოფენები იაპონიაში და ვფიქრობ, კიდევ მექნება იაპონიის ხილვის ბედნიერება. იაპონიას უკავშირდება ჩემი ნამუშევარი, სადაც ფუძიამას მთის ფონზე, მატარებელი მოჩანს. ეს ის მატარებელია, რომლითაც ტოკიოდან სენდაიში ვიმგზავრე. „იდუმალი გზები“ რამდენიმე წლის წინ, რომის ვაგზალზე ვიდექი. მატარებელს ველოდებოდი. ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვფიქრობდი, რომ
83
პერსონა
ეს ხალხი ბრბოა, მასაა, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს თავისი მიზანი - რატომ უნდა ამ კონკრეტულ დროს, ამ კონკრეტულ მატარებელში ჩაჯდომა. ვიღაცას ეჩქარება, ვიღაცა ელოდება, ვიღაცისთვის ეს მატარებელი გადამწყვეტია. ამ დროს, მე მათ „ბრბო“ ვუწოდე. მერე დავფიქრდი, რომ მეც ამ ხალხის ნაწილი ვიყავი და გამეცინა. რეალურად, ყველა ადამიანი ცალკე აღებული მოვლენაა და ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ყველა განსხვავებულია – კონკრეტული მიზნებით და საკუთარი გზით. ეს შემთხვევა გახდა მთავარი ინსპირაცია საიმისოდ, რომ რკინიგზის სადგურების ხატვა დამეწყო. სერიას „იდუმალი გზები“ დავარქვი. კონკრეტული სადგურები სპეციალურად არ დავხატე. არ იქნებოდა საინტერესო,
84
ამოგეცნო, ეს სადგური ჰამბურგისაა თუ მიუნხენის. საერთოდ, ბევრს ვმოგზაურობ და ჩემთვის მატარებელი მოგზაურობის, თავისუფლებისა და მოძრაობის ერთგვარი სიმბოლოა. ჩემს პეიზაჟებში ადამიანი არასოდეს ჩანს. არ მინდა ის ინტიმური მომენტი დავკარგო, როცა მნახველი ნამუშევრის წინაშე პირისპირ დგას. ამ დროს არ მინდა, რომ იგი ტილოზე კიდევ ვინმე სხვას ხედავდეს. გეგმები ახლა ცოტა განსხვავებულ თემაზე ვმუშაობ. ეს არის „ჰალუცინოგენი სოკოები“. ეს სერია თვითგანადგურებასა და ძალაუფლებაზეა. დიდი სერიაა, რომელიც პირველად თბილისში იქნება წარმოდგენილი. გამოფენა, 2015 წლის დეკემბერში, ევროპის სახლში მოეწყობა.
პერსონა
ადამიანი, რომელმაც სიკვდილის შიში დაძლია ავტორი: მაკა ბიბილაშვილი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, თსუ-ს პროფესორი არსენ გვენეტაძე, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს და პაციენტებს ახალი სიცოცხლის ჩასახვასა და დაბადებაში ეხმარება. როგორც თავად ამბობს, ეს ყველაფერი დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა, თუმცა ამით მისი ყოფა არ მთავრდება... ბატონი არსენი მოყვარული ფოტოგრაფი, ლექსების ორი კრებულის ავტორი და საქართველოში პირველი სერტიფიცირებული „მომავლის ასტრონავტია“ - კოსმოსში გაფრენაზე სერიოზულად ფიქრობს.
არსენ გვენეტაძე გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი
არსენ გვენეტაძეს კლინიკაში შევხვდით. გვესაუბრა პროფესიულ საქმიანობაზე, რომ მის კლინიკაში ყოველი სამუშაო დღე ერთი ახალი სიცოცხლის ჩასახვით სრულდება, რაც წელიწადში უნაყოფობის მკურნალობის შედეგად, საშუალოდ 240-მდე ახალშობილს უდრის. იქვე გვაჩვენა ფილადელფიიდან გამოგზავნილი „ვირჯინ გალაქტიკის“ საფრენი აპარატის მოდელი, რომელმაც კოსმოსური ტურიზმი უნდა განავითაროს და რომლითაც თავადაც სურს, რომ გაფრინდეს კოსმოსში; გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე, იმაზეც, თუ როგორ დაძლია სიკვდილის შიში და შეიგრძნო სრული თავისუფლება, როგორ გახდა „მომავლის ასტრონავტი“, რა ინტერესები და მიზნები ამოძრავებს დღეს. ამავე დროს, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ შემოქმედებით საღამოზეც დაგვპატიჟა.
არსენ გვენეტაძე - გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი: „ტყიბულის მეექვსე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. დედას სურდა, ექიმი გავმხდარიყავი, მამას კი უნდოდა, რომ ფიზიკის განხით წავსულიყავი. გადაწყვეტილება მივიღე - გავხდი ექიმი და უზომოდ კმაყოფილი ვარ. ზოგადი ქირურგიით დავიწყე. 1989 წელს ჟორდანიას ინსტიტუტში მოვხვდი და პროფესია შევიცვალე - გინეკოლოგიაში, კერძოდ, რეპროდუქტოლოგიაში გადმოვედი. მრავალი წელი ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათ შორის, ამერიკელებთან. რვა ქვეყნის ოცდაშვიდ სხვადასხვა კლინიკაში მომიწია მუშაობა, როგორც ტრენერს. ვატარებდი ოპერაციებსა და ლექციებს. მანამდე ვსწავლობდი და ტრენინგებს გავდიოდი დომინიკის რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და ა.შ.
ბატონო არსენ, დაინტერესება?
რეპროდუქტოლოგია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მუდმივად განვითარებადი და სიამოვნების მომგვრელი
რამ
განაპირობა
მედიცინით
თქვენი
85
არსენ გვენეტაძე გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი
დარგია. 26 წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული. საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტიც გახლავართ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. რამდენიმე წლის წინ, მძიმე დაავადება გადაიტანეთ. ამ ოპერაციების შემდეგ, თქვენში ღირებულებების გადაფასება მოხდა? მსხვილი ნაწლავის კიბოს გამო, სამი ოპერაცია გავიკეთე. როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის ლაბირინთებში გავიარე, სიკვდილის შიში გამიქრა. ამის შემდეგ, სრულიად თავისუფალი გავხდი. აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ. დილაობით, კუს ტბაზე ან ვაკის პარკში დავრბივარ, სამუშაო დღეებში 2-3 ოპერაციას ვაკეთებ, 15-მდე პაციენტის კონსულტაციას ვატარებ, როგორც პროფესორი (ვარ თსუ-ს პედაგოგი 1999 წლიდან) ვკითხულობ ლექციათა კურსს რეპროდუქტოლოგიაში, როგორც ტელეწამყვანს ,,პალიტრა TV“-ზე ორ სხვადასხვა გადაცემას ვუძღვები - ,,მკურნალი“ და ,,ლურჯი ვაშლი“. გარდა, ამისა, ათასი „ახირება“ მაქვს. მათ შორის: ხან ფილმებზე ვმუშაობთ, ხან ვმოგზაურობ, ფოტოებს ვიღებ და ფოტოგამოფენებს ვაწყობ, ლექსებს ვწერ. ორი კრებული უკვე მაქვს, მაგრამ ისინი არც კი დამიბეჭდავს. მე პოეტად თავის დამკვიდრებას
86
არ ვცდილობ და ზედმეტი ქაღალდის დახარჯვასაც არ ვაპირებ, დედამიწას ხომ უნდა გავუფრთხილდე! ვისაც ენდომება სიამოვნებით პირადად წავუკითხავ. ბოლოხანს, სკულპტურით ძალიან დავინტერესდი. ვფიქრობ, ადამიანი ერთ საქმეში არ უნდა ჩაიკეტოს. რაც უნდა კარგ საქმეს აკეთებდე, გინდა-არ გინდა, ეს საქმე შეიძლება მოგბეზრდეს. გამოჯანმრთელების შემდეგ, კუს ტბაზე, მონუმენტი „მზის ამოსვლა“ დავდგი, რომელიც იმ ადამიანებს ეძღვნება, რომლებმაც სიკვდილის შიში დაძლიეს. მათ შორის, ბატონ ზურაბ საბახტარაშვილს - ამ კლინიკის დამაარსებელს. „მზის ამოსვლა“ შექმნილია ცნობილი სკულპტორის - ვალერიან ჯიქიას მიერ. მან ეს ჩემი თხოვნით გააკეთა. ამ ოპერაციების შემდეგ შეიცვალეთ? მნიშვნელოვნად. სიცოცხლის მოყვარული და აქტიური ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ახლა ეს უფრო გაძლიერდა. ერთხელ ჟურნალისტმა მკითხა - როცა გაიგეთ, რომ კიბო გქონდათ, არ შეგეშინდათო? მე ვუპასუხე: ერთ დღეს ყველანი მოვკვდებით. რა არის მნიშვნელოვანი: რამდენ ხანს ვიცხოვრებთ, თუ როგორი იქნება ჩემი ცხოვრების ხარისხი, ანუ ხალისი? გადავწყვიტე, რამდენ ხანსაც ვიქნები - საინტერესოდ და შინაარსიანად უნდა ვიცხოვრო.
პერსონა ჩემი და ამ კლინიკის ყველა თანამშრომლის მიზანია უკეთესი გავხადოთ ჩვენი ცხოვრება და ჩვენს ირგვლივ მყოფი სამყაროს ის ნაწილი, რომელზეც ხელი მიგვიწვდება. პროფესიაც შესაფერისი გვაქვს! როგორ აღმოჩნდით ფილადელფიაში, ასტრონავტიკის ტრენინგზე? ამ პროექტის შესახებ, ჩემი მეგობრის - ცნობილი რეჟისორის სანდრო ვახტანგოვისგან გავიგე და გადავწყვიტე, ბედი მეცადა. გასული წლის ოქტომბერში გავიარე ასტრონავტის ტრენინგი. ტრენინგი გულისხმობდა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას. აფრენიდან დაფრენამდე, ფრენა ორი საათია. დაახლოებით 100 კილომეტრით მოვშორდებით ჩვენს პლანეტას და კოსმოსიდან შევხედავ დედამიწას. ოჯახზეც გვიამბეთ... მყავს მეუღლე - მედიცინის დოქტორი, ექიმი-ექოსკოპისტი თამარ საბახტარაშვილი, რომელიც ჩვენი კლინიკის თანამშრომელია. მყავს 19 წლის ვაჟი - ლუკა, და 12 წლის ქალიშვილი - მარიამი. ლუკამაც ექიმის პროფესია აირჩია. მეორე კურსის სტუდენტია, აქტიურად მუშაობს და გვეხმარება. როცა თვრამეტი წლის გახდა, მე მას ვუთხარი: „მე არ ვიცი, რა გაჩუქო. გჩუქნი თავისუფლებას. აირჩიე, რა გსურს და პასუხი აგე საკუთარ გადაწყვეტილებაზე“. ვფიქრობ, ადამიანი თუ თავისუფალი არ არის, მისთვის წარმატება ძნელად მისაღწევია, ხოლო არათავისუფალი და დაკომპლექსებული ადამიანი ვერასოდეს შექმნის რაიმე ღირებულს. გიყვართ მოგზაურობა? მატარებლით ხშირად გიწევთ მგზავრობა? დიახ, საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობ. მოგზაურობის დროს, ფოტოებს ვიღებ. სხვადასხვა დროს, ექვსი პერსონალური ფოტოგამოფენა მქონდა. მატარებელი ძალიან მიყვარს. ამას წინად, ბათუმის მატარებლით, თქვენს ჟურნალთან ერთადაც ვიმგზავრე და კიდევ მომიწევს, მალე კონფერენციაზე მივდივარ. ფანტასტიური მატარებელი იყო. ევროპაში მატარებლით მოგზაურობისას განსაკუთრებით სოფლის პეიზაჟები მიყვარს.
არსენ გვენეტაძე გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი
„დისქავერიზე“ ვნახე, რომ კანადაში პირველი მატარებლის რკინიგზა აღუდგენიათ. კანადაში თუ მოვხვდი ოდესმე, მინდა რომ იმ მატარებლით ვიმოგზაურო. თუმცა, დიდი ხანია მივხვდი, რომ არსად არ მოხვდები, თუ არ მოინდომებ. ზოგადად მყარად ვიცი, რომ შეუძლებელი არაფერია. მე თუ შევძელი ტყიბულში დაბადებულმა რიგითი ოჯახის შვილმა ექიმობა, პროფესორობა, ახალი სიცოცხლის შექმნაში მონაწილეობა, ასტრონავტობის ტრეინინგის გავლა და ახლოს ვარ ჩემი კოსმოსური მიზნის შესრულებასთან, კიბო დავამარცხე და დღეს ასჯერ უფრო ჯანმრთელი და ენერგული ვარ - შეუძლია ვინმემ თქვას - შეუძლებელია რამეო? უბრალოდ კარგად უნდა დაგეგმო და იცოდე რა არის შენი მიზანი და „იმოდენა არ ჩაკბიჩო“, რომ ვერ გადაყლაპო, ანუ ის მიზანი არ აირჩიო, რომელსაც შენი ფიზიკური, გონებრივი თუ სხვა შესაძლებლობები ვერ გასწვდება. „გვახსოვდეს, დრო შეზღუდულია, მცირდება როგორც „შაგრენის ტყავი...“ - ინტერვიუ თავისი ლექსის ამ ფრაზით დაასრულა და რუსთაველის თეატრში თავის დებიუტზეც კიდევ ერთხელ მიგვიწვია.
87
პერსონა
სპორტული ზაფხული საქართველოში – 2015 ავტორი: ეკა ელოშვილი საქართველოში 2015 წლის ზაფხულსთამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „სპორტული ზაფხული“. ჩვენი დედაქალაქი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის გამო მოხვდა: UEFA-ს სუპერთასი 2015 - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, კატალონიის „ბარსელონა“ და ევროპის ლიგის თასის მფლობელი - „სევილია“ სუპერთასის მოსაპოვებლად ერთმანეთს თბილისში, „დინამო არენაზე“ შეხვდნენ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა ის იყო, რომ ევროპის სპორტულ საზოგადოებას თბილისში თავი ევროპის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა თბილისი 2015-მა მოუყარა. ჩვენი ქვეყანა მსგავსი მასშტაბის ოლიმპიური ღონისძიების მასპინძელი პირველადაა. ყველაფერი კი, 2010 წელს დაიწყო და ამავე წლის ნოემბერში დაგვირგვინდა იმით, რომ ბელგრადში გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 39-ე ასამბლეაზე, საქართველოს ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება მიენიჭა. თბილისი თუ ჩეხეთის ქალაქი ბრნო? ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ევროპის ოლიმპიური ოჯახი... ფარული კენჭისყრის შედეგად, თბილისმა თავის კონკურენტს ხუთი ხმით აჯობა - 2621-ზე, რაც ჩვენი ქვეყნისა და ქართული სპორტისთვის ახალი, განსხვავებული ეტაპის დასაწყისი გახდა. 2015 წლის ივლისიდან, ჩვენი დედაქალაქი ევროპის 49 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენსა და უამრავ სხვა სტუმარს მასპინძლობს. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში,
88
სპორტის ცხრა სახეობაა: ძიუდო, ჩოგბურთი, კალათბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი და კალათბურთი. თბილისი 2015-ს, რა თქმა უნდა, თავისი სიმბოლო - ავგაროზი აქვს და ეს ხოხობია - P.E.A.K.Y. რომელიც ასე იშიფრება: Peak - მწვერვალი; Youth - ახალგაზრდობა. ჩვენი ხოხობი, თავისი კოლხი „წინაპრების“ ფერებშია გადაწყვეტილი და იდეურად, რასაკვირველია, თბილისის დაარსების ლეგენდასთანაა დაკავშირებული. და ღონისძიების მთავარი სიმბოლო - ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველად შემოვიდა. ცეცხლის ანთებისა და ქართული მხარისთვის მისი გადმოცემის ცერემონიალი საბერძნეთში გაიმართა.
პერსონა
ლაშა შავდათუაშვილი ძიუდოისტი
26 მაისს, საბერძნეთის უძველეს და ლეგენდარულ ქალაქ ათენში, ოლიმპიური ცეცხლი საზეიმოდ „პანათინაიკოსის“ სტადიონზე აინთო. საგანგებო, საზეიმო რიტუალის შემდეგ, მთავარმა ქურუმმა - კატერინა ლეჰაუმ ცეცხლი აანთო და ლოცვით შესთხოვა მზის ღმერთს - აპოლონს, „თბილისი 2015“-ის ჩირაღდნის ასანთებად მზის ძლიერი სხივები გამოეგზავნა. მას შემდეგ, რაც კატერინა ლეჰაუმ მზის სხივით აანთო ოლიმპიური ცეცხლი, ჩირაღდანი ბერძენ ჭოკით მხტომელ ემანოილ კარალისს გადასცა, რომელმაც ესტაფეტა ქართველ სპორტსმენს - ოლიმპიურ ჩემპიონს, პირველ მეჩირაღდნეს - ლაშა შავდათუაშვილს გადააბარა. ლაშა შავდათუაშვილი ნამდვილი მოვლენაა ქართული ძიუდოსა და ოლიმპიზმის ისტორიაში და ჩვენს მკითხველს
მის შესახებ აუცილებლად მოვუყვებით. მანამდე, კვლავ ოლიმპიურ ცეცხლს დავუბრუნდეთ და მისი მოგზაურობის ისტორიას მივყვეთ. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ლაშა შავდათუაშვილისგან მეორე ქართველ მეჩირაღდნეს - ჩოგბურთელ მარიამ ბოლქვაძეს გადაეცა. ცერემონიის დასასრულს კი, საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა - სპიროს კაპრალოსმა ცეცხლი ალექსი ახვლედიანს - „თბილისი 2015“ის თავმჯდომარეს ჩააბარა. ამავე დღეს, ცეცხლი ჩარტერული რეისით ბათუმში ჩამობრძანდა. საქართველოს ტერიტორიაზე ის პირველმა მიიღო ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსუდან
89
პერსონა
სიხარულიძემ და ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლის ესტაფეტამაც აქედან აიღო სტარტი. ორი თვის განმავლობაში, ცეცხლმა ჩვენი ქვეყნის 67 მუნიციპალიტეტი მოიარა და მასში მონაწილეობა შვიდასმა მეჩირაღდნემ მიიღო. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მთელი ქვეყნის ზეიმად იქცა.
ლაშა შავდათუაშვილი ქართული სპორტის ისტორიაში მხოლოდ ოლიმპიური ოქროს მედლით არ შესულა. ქართული ძიუდოს ისტორიაში, ის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია. მეტიც - დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიგო. 2012 წელს, ლაშა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
პირველი მეჩირაღდნე ლაშა შავდათუაშვილი - ამ სახელის ხსენებაზე, 2012 წლის 29 ივლისი მახსენდება, როცა 20 წლის ქართველმა ბიჭმა, მეც და ტელევიზორებთან მიჯაჭვულ მთელ საქართველოსაც სიხარულის ცრემლი ადინა და ჩვენს ქვეყანას ლონდონის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. „ოლიმპიადამდე მსოფლიო ჩემპიონატიც კი არ მქონდა ნაჭიდავები და ეროვნულ ნაკრებშიც სულ რამდენიმე თვის გადასული ვიყავი. აქედან გამომდინარე, ამხელა შედეგზე ფიქრი ძალიან ძნელი იყო“, - ამბობდა ახალბედა ოლიმპიური ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. 2012 წლის 29 ივლისი ლაშასთვის იღბლიანად დაიწყო... ფინალამდე, ერთმანეთის მიყოლებით მან, იპონით მოიგო ოთხი შეხვედრა და ისეთი გამოცდილი ძიუდოისტები „იმსხვერპლა“, როგორებიც იყვნენ ჩილელი ალეხანდრო ზუნიგა, ფრანგი დავიდ ლაროშე, ბრიტანელი კოლინ ოუტსი, იაპონელი მსოფლიო ჩემპიონი მასაში ებინუმა. ფინალში კი, ლაშა 11 წლით უფროს, გამოცდილ და ცნობილ ძიუდოისტს უნგრელ მიკლოშ უნგვარის დაუპირისპირდა. მახსოვს, რა მშვიდი, მაგრამ საოცრად შემართული მზერით გამოვიდა ლაშა ტატამზე და რამდენიმე წუთში, ჩვენ უკვე მის გამარჯვებას ვზეიმობდით. „შეჯიბრების დაწყების დღეს აბსოლუტურად მშვიდად ვიყავი... ასე მშვიდად, მგონი, არსად არასოდეს ვყოფილვარ. ჩაცმამდე, კიმონოს ჯვარი გადავსახე და ღმერთს შემწეობა ვთხოვე. ჩემ თავს ვეუბნებოდი, ვინც უნდა იყოს შენი მოწინააღმდეგე, რა ტიტულებიც უნდა ჰქონდეს, მასაც შენსავით ორი ხელი და ორი ფეხი აქვს-მეთქი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, არავისთვის არაფერი დამეთმო“, - ასე იხსენებს 2012 წლის 29 ივლისს ქართველი სპორტსმენი.
90
„სპორტი ან ყველაფერია, ან არაფერი... როცა რომელიღაც საქმეს აირჩევ, დანარჩენი გვერდზე უნდა გადადო და მას მიუძღვნა ყველაფერი“, - ხშირად იმეორებს ლაშა და ის ნამდვილად საუკეთესო მაგალითია ყველა ახალგაზრდა, ახალბედა სპორტსმენისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ კარიერას. ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა საქართველოში. წლიდან წლამდე, ჩვენ ქართველი ძიუდოისტების მიერ მიღწეული წარმატებებითა და მედლების სიუხვით ვამაყობთ. ასე იყო წელსაც - ვიამაყეთ ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე და ვამაყობთ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალითაც.
პერსონა
კორეა ბათუმი - ქალაქი,რომელიც ზღვას უყურებს უძველესი ქალაქის ნამდვილი თეატრი „ხაჭოს ბებია“, „კოტია“ და ზუგდიდის ბაღები
ტურიზმი
ტურიზმი
კორეა შორეული აღმოსავლეთის განცდა და "თეთრი სახლი" ავტორი: ქეთევან კინწურაშვილი „და სიცარიელე შემობრუნდება ჩვენკენ და ჩაგვჩურჩულებს, „მე არ ვარ ცარიელი, მე ღია ვარ“. თომას ტრანსტრომერი „ვერმეერი“
დღესდღეობით, მეოცე საუკუნისა და უახლესი ხელოვნების მკვლევრისთვის აუცილებელი მოთხოვნილებაა შორეულ აღმოსავლეთში მოხვედრა. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ იქაური ქვეყნები, მათი კულტურა და ხელოვნება მოდერნისტული მხატვრული აზროვნების ერთ-ერთ მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენდა. მეორე: დღეს იქ თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის საკეთილდღეო გარემოა. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების ვექტორი სწორედ შორეული აღმოსავლეთისკენ გადაიხარა. და როდესაც იქ, იმ გარემოში ხვდები, მაშინ კიდევ უფრო რწმუნდები ამგვარი მოგზაურობის განხორციელების აუცილებლობაში. 2014 წლის ნოემბერში, სამხრეთ კორეაში, ხელოვნების კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (AICA) 47-ე კონგრესი მოეწყო. თემა: „არტკრიტიციზმი ლაბირინთში“. კონგრესზე მოხსენებით ვიყავი მიწვეული და საშუალება მომეცა ჩავსულიყავი არა მხოლოდ სეულსა და სუონში, სადაც კონგრესს მასპინძლობდნენ, არამედ ბუსანსა და გვანჯუშიც. სუონის გარდა, ამ დროს ყველა ქალაქში თანამედროვე ხელოვნების ბიენალეები მიმდინარეობდა. მთელი მოგზაურობისა და საქმიანობის მანძილზე, ბუნების, უძველესი კულტურისა და უახლესი მხატვრული ტენდენციების ერთობის განცდა, განუყრელი იყო ჩვენგან.
92
არტურ დანტოს მიხედვით, ერთხელ, ცნობილმა იაპონელმა მხატვარმა შიკო მუნაკატამ თქვა, რომ მისი სურვილი იყო, იაპონიის ვან გოგი გამხდარიყო. დანტო შენიშნავს, ჩემთვის უცნობია მუნაკატამ თუ იცოდა, რომ არლში მიმავალმა ვან გოგმა მიზნად დაისახა საფრანგეთის ჰოკუსაი გამხდარიყოო. კორეაში, საითაც უნდა გაიხედო ან გაემართო, წინ უსაზღვროების შეგრძნება „გეღობება“. სასრული ზღვარი არ ჩანს. გორაკს გორაკი მოყვება, საფეხურს საფეხური, სახურავს სახურავი, წყალს წყალი, ოთახს ოთახი, ფინჯანს - ფინჯანი… თითქოს წინასწარ არის დაგეგმილი გადაადგილების, სივრცეში მოძრაობის მოთხოვნილება. და მუდამ არსებობს
ტურიზმი
ჰვასეონგ ჰაენგუნგის სასახლე სუონში
მიმზიდველი „პუნქტი“ - მაგალითად, მთა, რომლის უკან კიდევ და დაუსრულებლად გელის მიზიდულობის ახალი „სადგური“, რომელიც არ წარმოადგენს დასასრულს. უსასრულობის, უსაზღვროების, „სავსე სიცარიელის“ განცდა, იქ პირდაპირ ხელისგულზე დევს და უნებურად გახსენდება აზიური გრაფიკისა და პოეზიის ნიმუშები. ხელახლა აცნობიერებ, რომ გასაკვირი არ არის, ამ მხარის მხატვრული პროდუქცია ერთ-ერთ იარაღად რომ მოევლინა ევროპელ მხატვრებს აბსტრაქციისკენ მიმართულ გზაზე. და ეს მოხდა ალბათ არა იმდენად გრაფიკის ტექნიკით განპირობებული ხაზის სიმკვეთრისა და მის საზღვრებში მოქცეული სიბრტყითი
ფერის, არამედ სწორედ სივრცის განსაკუთრებული განცდისა და ასახვის, მოძრაობის ეფექტის გამო. თუმცა, „საგნის გაქრობა“ (მ. ჰაიდეგერი) პირველად მაინც ევროპელმა მხატვრებმა განახორციელეს და არა აზიელებმა. კორეაზე საუბრისას, იაპონიის ხსენება ბუნებრივია არა მხოლოდ შორეული აღმოსავლეთის განზოგადებული ცნების არსებობის, არამედ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კორეაში იაპონიის კოლონიალური რეჟიმის ბატონობის გამოც, რამაც ამ ქვეყნების მხატვრული პროდუქციის მსგავსება განაპირობა. 1945 წლიდან, კორეამ კოლონიალიზმის უღელი მოიშორა და საკუთარი იდენტობის ძიებასთან ერთად,
93
ტურიზმი
დეოკსუგუნგის სასახლე სეულში
მოდერნისტული ტენდენციების ათვისებას შეუდგა. მაგრამ 1950 წელს, ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის გაჩაღებულმა ომმა ეს პროცესი შეაჩერა. მხოლოდ 1950-იანი წლების მეორე ნახევარში დამყარდა მშვიდობა სამხრეთ კორეაში და ქვეყანაში მოდერნიზაციის ახალი ეტაპი დაიწყო. კორეელმა მხატვრებმა, როგორც არასოდეს, თვალი დასავლეთს მიაპყრეს. მანამდე თუ ტოკიოში ამჯობინებდნენ სწავლას, ახლა პარიზს მიაშურეს და შინ დაბრუნებულნი საკუთარ შემოქმედებაში ადგილობრივისა და შორეულის შერწყმაზე ზრუნავდნენ. „კორეულობის” მისაგნებად და გასამჟღავნებლად, თვალსაჩინო მოტივებს, ტრადიციული სიმბოლური გამოსახულებები წარმოადგენდნენ - წერო, გარგარის ყვავილი, მთვარე… ცხადია, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადგილობრივი კერამიკა. დასავლეთიდან შემოტანილ სამუშაო მასალასთან - ტილოსა და ზეთის საღებავთან ერთად (მე-20 საუკუნემდე აქ არც სახვითი ხელოვნების ცნება არსებობდა და არც მისი ჟანრები), რა თქმა უნდა, მნიშვნელობას ინარჩუნებდა ბრინჯისა და სხვა ტრადიციული ქაღალდი, ტუში და ა.შ. მაგრამ თვალსაჩინო საფუძვლებთან ერთად, ფუნდამენტურ საყრდენს, ცხადია, რელიგია და ფილოსოფია ქმნიდა. ძირითადად, დაოიზმი და ბუდიზმი.
94
დეოკსჩიჰარუ შიოტა, “დანიშნულების ადგილის ძიებაში,” 2014\
გააზრებული პროცესების ფონზე, 1970-იან წლებში, კორეაში დაიბადა „დანსაეკვა“ - კორეული მონოქრომული მხატვრობა, რომელიც ევროპული და ამერიკული ექსპრესიონისტული აბსტრაქციის ადგილობრივ ნიადაგზე გადააზრების შედეგიც არის (მეოთხედი საუკუნით ადრე, ძენ-ბუდიზმმა ამერიკული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა). კორეული მიმდინარეობის ლიდერებმა შეძლეს დასახული მიზნის ხორცშესხმა: საერთაშორისო არტბაზარზე დასავლურ ხელოვნებასთან ადაპტაცია, საკუთარი იდენტობის დამკვიდრებასთან ერთად განხორციელდა. ცხადია, კორეული ხელოვნების თანამედროვე „რელსებზე“ გადასაყვანად, ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიების განვითარებამ და საყოველთაოდ ცნობილი კორეელის - პირველი ვიდეოარტისტის - ნამ ჯუნ პაიკის სახელმა. ამგვარად, პოსტმოდერნიზმსა და მის მომდევნო პერიოდს, კორეა უახლეს ტენდენციებთან თანმხვედრი ნაბიჯებით დახვდა. ეს განაპირობა სახელმწიფო კულტურის პოლიტიკამ, რის შედეგადაც, ქვეყნის წინაშე მდგარი შემოქმედებითი ამოცანების გადაჭრაში, მატერიალურ მხარდაჭერასთან ერთად, მთელი ქვეყნის ინტელექტუალური ძალები ჩაერთნენ.
ტურიზმი არტკრიტიკოსმა ამ პროცესებში მხატვრის თანაბარი მნიშვნელობა შეიძინა. ალბათ ყოველივე ამის შედეგია, რომ დღეს, შორეულ აღმოსავლეთში, ადგილობრივთან ერთად, ზოგადად თანამედროვე ხელოვნების ტენდენციების გასაცნობად მივემგზავრებით. წელს, ვენეციის ბიენალეზე, „დანსაეკვა“ და მისი ლიდერები მე15 საუკუნის პალაცო კონტარინი-პოლიგნაკის სამ სართულზე კორეულ ხელოვნებას წარმოადგენენ. კორეაში, როგორც ჩინეთსა და იაპონიაში, ოდითგანვე ყველაზე მეტად ფასობდა კალიგრაფიის ხელოვნება. ქაღალდის თეთრი ველის გააზრება მათგან მუდამ ისეთივე ოსტატობას ითხოვდა, როგორც თავად იეროგლიფის გამოსახვა. ამას კიდევ უფრო აფასებ, როდესაც ადგილობრივთა დახმარებით, ტრადიციული საწერი იარაღებით თუნდაც ერთი იეროგლიფის „დახატვას“ ცდილობ. ნათლად შეიგრძნობ, თუ რა გრძელი გზის გავლაა საჭირო ამ საქმეში მიახლოებითი ოსტატობის მისაღწევადაც
კი, როგორ მონაწილეობს ამ პროცესში ყველა ინსტრუმენტი და რაც მთავარია - ცნობიერება. „დანსაეკვას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, პარკ სეობო, ერთი მიმართულებით დახრილი მონასმებით მანამდე მედიტირებს ტილოს ზედაპირზე, სანამ, მისივე თქმით, ის და სასურათე სიბრტყე ერთ მთლიანობად არ გადაიქცევიან. აზია გვასწავლის, რომ ცარიელი არე სავსეა ისევე, როგორც თეთრის სიცარიელე. მონოქრომული ფერწერის ოსტატებმა კორეული თეთრის განსაკუთრებული მნიშვნელობაც გაამჟღავნეს, რის გამო მათ ფერწერას „თეთრის სკოლასაც“ უწოდებენ ხოლმე. კორეულ მხატვრულ ნაწარმში არც მონასმებს (ფერწერაში) და არც მასებს (ქანდაკებაში), განსაზღვრული ბოლო - დასასრული არ გააჩნია. ეს სივრცისკენ მიმართული მოძრაობაა და იქ პოვებს გაგრძელებას.
სასტუმრო ბათუმის ცენტრში 14-სართულიანი, კომფორტული სასტუმრო „აისი” მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ზღვიდან 250 მეტრის დაშორებით. მე-13 სართულზე განთავსებულია რესტორანი, საიდანაც მოჩანს ზღვის ულამაზესი ხედი, თავისი ეგზოტიკური ნაირსახეობით. სასტუმრო „აისი“ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და უზრუნველყოფს სტუმრის მაქსიმალურ კომფორტს. სასტუმროში განთავსებულია: საკონფერენციო დარბაზი (100კვ.მ.), რესტორანი, შვედური მაგიდით, ფიტნესკლუბი, მასაჟის კაბინეტი, საბილიარდე, სტუმრისთვის განკუთვნილი, ცალკე კომპიუტერი, მანქანის გასაჩერებელი ადგილი, 2 ლიფტი. თითოეულ ნომერში განთავსებულია: მინიბარი, ტელეფონი, ინტერნეტი (WiFi), ტელევიზორი, გათბობა და კონდიცირების ცენტრალური სისტემა, საშხაპე კაბინა. ქ. ბათუმი, გორგასალისა და გრიბოედოვის ქ. 153/29 მობ (+995) 568 32 00 99; ოფისი: (+995) 422 24-29-00 ფაქსი: (+995) 422 24-29-01 www.Hotelaisi.ge; E-mail: contact@hotelaisi.ge
უშგული -
16
საუკეთესო ფოტოს შორისაა ინსტაგრამზე CNN-ის მონაცემებით
კახეთი - 10 ყველაზე არაორდინარულ ადგილს შორისაა ბრიტანული გამოცემა THE TELEGRAPH-ის მონაცემებით
52
ქვეყანა, რომელიც უნდა ნახო 2015 წელს NEW YORK TIMES-ი თავის მკითხველს საქართველოს მონახულებას ურჩევს
გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გაიცანი საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელით მოგესალმებით ,,საქართველოს რკინიგზის “ მგზავრებს. მატარებლით მგზავრობისას თქვენს თვალწინ საქართველოს ულამაზესი კუთხეები იშლება. საქართველოს უმდიდრესი კულტურა, უნიკალური ღვინო, უგემრიელესი სამზარეულო და თვალწარმტაცი ბუნება იზიდავს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ მოგზაურებს. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა და ტურისტთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ატა რებს მასშტაბურ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს ( მათ შორის აღსანიშნავია კამპანია, რომელიც ჩატარდა 9 მიზნობრივ ბაზარზე ზაფხულის სეზონისთვის, ასევე მარკეტინგული კამპანიები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეარხებზე CNN-სა და EURONEWS - ზე ), ამასთანავე, მიმდინარე წელს ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოში ორასზე მეტი ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომლებიც აქტიურად ამზადებენ რეპორტაჟებს, სიუჟეტებს, დოკუმენტურ ფილმებს და სტატიებს საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, ადმინისტრაცია წელს ოცდაოთხ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში იღებს მონაწილეობას . ჩვენი საერთაშორისო აქტივობებისა და მარკეტინგული კამპანიების შედეგი კი, გაზრდილ ციფრებში გამოიხატება. 2015 წლის 6 თვეში, საქართველოს 2 332 303 საერთაშორისო მო გზაური ეწვია. ზრდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან 3.5% ით მეტია, მაისის თვეში კი საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 14,7 % - ით გადააჭარბა, ივნისში კი საქართველოს 496 758 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა ზრდა წინა წლის ივნისთან შედარებით, 9,3 %-ია. საერთაშორისო მოგზაურების ზრდასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობამაც იმატოს. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ,ჩვენ სპეციალური კამპანია „გაიცანი საქართველო“ წამოვიწყეთ. ღონისძიებებში ცნობილი სახეები ჩაერთვნენ, რომლებიც ყველას მოუწოდებენ, რომ მოგზაურობა საკუთარი ქვეყნიდან დაიწყონ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ეწვიონ. გისურვებთ საინტერესო მოგზაურობას ! საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია www.georgia.travel
www.fb.com/GeorgiaAndTravel
ტურიზმი
ბათუმი - ქალაქი,რომელიც ზღვას უყურებს ავტორი: მაკა ბიბილაშვილი
თბილისიდან ბათუმში ჩქაროსნული მატარებელი დაახლოებით ხუთ საათნახევარში ჩადის. ბილეთი ონლაინ შევიძინე. საღამოს ექვს საათზე, უკვე თბილისის რკინიგზის სადგურში ვიყავი. გრძელთმიანი გამცილებელი ჩემი ადგილის მოძებნაში დამეხმარა და რამდენიმე წუთში მატარებელიც დაიძრა. მარტო მგზავრობას და მოგზაურობას კიდევ თავისი ხიბლი აქვს. სადგური სადგურს ცვლიდა, პეიზაჟი - პეიზაჟს. სანამ წიფის გვირაბს მივუახლოვდებოდით, გაწვიმდა და ცოტა ხანში, ცაზე, ორი ფერადი ცისარტყელა გამოჩნდა. მთელი გზა ვიზოგავდი ნინო ხარატიშვილის „ჟუჟას“ ფურცლებს - უკანა გზაზეც ხომ უნდა მქონოდა საკითხავი? თორმეტის ნახევარზე, უკვე მახინჯაურის სადგურში ვიყავი. უნდა დამესვენა, გამომეძინა და დილიდან ხელახლა უნდა აღმომეჩინა „ქათქათა ბათუმი“. მიყვარს ზღვისპირა ქალაქები. მუდამ მომიწევს აქეთ გული, და სულ მიკვირდა და მიკვირს, რატომ არ უყვართ ბათუმელებს ზღვა ისე, როგორც არაზღვისპირა ქალაქებში მცხოვრებლებს. შეიძლება წელი ისე გავიდეს, ბევრმა მათგანმა ზღვისკენ საერთოდ არ გაიხედოს. ასე იყო ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც რამდენიმე წელი ცხოვრობდა ბათუმში. ერთი და იგივე ხედი, ერთი და იგივე ხმა, თუნდაც ეს ხმა ზღვის იყოს, ოდესმე ალბათ ბეზრდება ადამიანს. რომ არა ზღვა და პორტი, ალბათ ბათუმი არც არასოდეს დაიპყრობდა ჩემსა და კიდევ ბევრის გულს, არ დარჩებოდა ისტორიას, რომ ბათუმის პორტიდან დაადგა ემიგრაციის დიდ გზას დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის
98
თითქმის მთელი შემადგენლობა… საუკუნენახევრის წინ, კავკასიაში მოგზაურობა ალექსანდრე დიუმამ ბათუმში დაასრულა და ბათუმის პორტიდან, გემით დაბრუნდა ევროპაში. ხშირად სტუმრობდა საქართველოს „პორტოფრანკოს“ ანტონ ჩეხოვი; მწვანე კონცხზე ცხოვრობდა ხოლმე ბათუმში ჩამოსული მიხეილ ბულგაკოვი; კნუტ ჰამსუნს ბათუმი მშობლიურ სოფელს აგონებდა; როგორც „რუსული დღიურებიდან“ ირკვევა, ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად, საბჭოთა კავშირში მოგზაურობისას, ჯონ სტაინბეკი აჭარასაც სტუმრებია და განსაკუთრებით, ბათუმის თეატრითა და დასით მოხიბლულა. ბათუმის ურბანული განვითარება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, როცა მებადურების სოფელმა ნელ-ნელა ქალაქად ჩამოყალიბება დაიწყო. მაგნოლიებისა და აჰავების სიმწვანეში ჩაფლული ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი პეწი მისი არქიტექტურაა, რის გამო ძველი ბათუმი სამუდამოდ რჩება მათ მეხსიერებაში, ვინც ერთხელ მაინც ნახა. განსაკუთრებით აქტიური და ხმაურიანი, ბათუმი და აჭარის რეგიონი, ზაფხულსა და შემოდგომაზეა. ივლისში შავი ზღვის ჯაზფესტივალი ტარდება, აგვისტოში - კლასიკური მუსიკის ფესტივალი გონიოში; სექტემბერში - ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი; ოქტომბერში - საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალი „თოფუზი“. აქტიური საფესტივალო ცხოვრება ბათუმის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის. ქალაქში მრავლადაა სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, ყველანაირ გემოვნებაზე მორგებული კაფერესტორნები და სავაჭრო და გასართობი ცენტრები. ბათუმის ერთგვარ „ლენდმარკებად“ იქცა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების - „შერატონის“, „რადისონისა“ და „ჰილტონის“ სასტუმროები. ასევე - 130-მეტრიანი „ანბანის კოშკი,“
ეწვიეთ TAC-ის შოურუმებს, აღმოაჩინეთ ტექსტილის განახლებული კოლექციები!
Tac Georgia
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ. 15, ტელ.: 238 66 50 თბილისი, გლდანი, ხიზანიშვილის ქ. 15, ტელ.: 570 508966
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა და თამარ კვესიტაძის კინეტიკური სკულპტურები - „ალი და ნინო“ და „როტაცია“. ბათუმის მთავარი ათვლის წერტილი მისი ნავსადგურია, რომელიც არა მხოლოდ აჭარის რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის მთავარი საზღვაო კარიბჭეა. ბათუმსა და მის ნავსადგურს საერთო ისტორია აქვთ, რომელიც სათავეს რომის იმპერიიდან იღებს. სწორედ მაშინ წარმოიქმნა ქალაქის სახელწოდებაც - სიტყვა „ბათუსისგან“, რომელიც „ღრმას“ ნიშნავდა. და მართლაც, ბათუმის უბე ერთ-ერთი ყველაზე ღრმაა შავ ზღვაზე. ბათუმში ყველა გზა ბულვარში მიდის. სასურველია - ფეხით იარო. ზღვა მაგნიტივით იზიდავს ყველას და ყველაფერს, ზღვისკენ აქვს ორიენტირი ტურისტს, არატურისტს, ზღვა არის ქალაქის მთავარი არქიტექტურული და ეკონომიკური ორიენტირი. ბულვარში ხუთი პარალელური ხეივანია. აქ ხარობს პირამიდული კვიპაროსი, ჩინური ვარდი და კეთილშობილი დაფნა. 2004 წლამდე, ზღვისპირა პარკის სიგრძე 1,9 კილომეტრი იყო. ამის შემდეგ, მისი სიგრძე 6,2 კილომეტრამდე გაიზარდა და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ბულვარად იქცა. 6 მაისის პარკი ბათუმის შუაგულში - ხიმშიაშვილის ქუჩის 2-ში მდებარეობს. პარკის ნამდვილი მშვენებაა მის ცენტრში მდებარე ნური-გელის მტკნარწყლიანი ტბა. პარკში თავმოყრილია დელფინარიუმი, სადემონსტრაციო აკვარიუმი, ზოოკუთხე და საბავშვო ატრაქციონები. აქ შეგიძლიათ გაიგოთ დრო „მზის საათის“ მეშვეობით, დატკბეთ დეკორატიული ე.წ. „ქვის შადრევნით“ და ტბაზე ნავით გაისეირნოთ. ბათუმიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 9 კილომეტრში, მდებარეობს მწვანე კონცხი. აქ, 111 ჰექტარ ფართობზე მსოფლიოში ერთ-ერთი
უნიკალური ბოტანიკური ბაღია გაშენებული. ბაღში 1200მდე ჯიშის ვარდი ხარობს. მცენარეთა კოლექცია 5 ათასზე მეტ სახეობას, ფორმასა და ჯიშს მოიცავს. ბაღში კარგად ხარობს უნიკალური ანდერსონის ვეროიკა, ჰიმალაიური შქერი, ნეპალის მარადმწვანე მურყანი, მარადმწვანე მუხები, იაპონური კამელიის 80-მდე ჯიში, მაგნოლიის 15 სახეობა, საპნის ხე, ქონის ხე, ბამბუკი, მამონტის ხე, მექსიკური ფიჭვები, მრავალი სახეობის კაქტუსი და უამრავი სხვა მცენარე. ბაღში კარგადაა დაცული უძველესი პერიოდის კოლხური ტიპის ტყე. საპორტო ქალაქის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბათუმი ყოველთვის მრავალეთნიკური ქალაქი იყო. ამის დასტურია ქალაქში მიმობნეული მართლმადიდებლურ, კათოლიკური, გრიგორიანული ტაძრები და სინაგოგა. ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, აჭარული სამზარეულოს გაცნობის ფონზე გირჩევთ. ამბობენ, რომ აჭარული სამზარეულო თურქული კულტურის გავლენას განიცდის. პირველი, რაც ბათუმში აუცილებლად უნდა მიირთვათ - აჭარული ხაჭაპურია. გადმოცემით, ნავის ფორმის აჭარული ხაჭაპური პირველად ლაზ მეთევზეებს გამოუცხვიათ. რაკი აჭარლები ხაჭაპურში კვერცხს ათავსებენ - მას ნავში ჩამწყვდეულ მზესაც ადარებენ. თავად რომ დაასკვნათ, აუცილებლად გასინჯეთ: ბორანო (კარაქში ჩამდნარი ყველი), ჩირბული (კვერცხითა და ნიგვზით მომზადებული საუზმე), სინორი (ნადუღითა და უფუარი ცომის ხმელი ფირფიტებით მომზადებული კერძი) და დესერტად, აჭარული ბაქლავაც არ დაგავიწყდეთ.
P.S.: საქართველოს მეორე ქალაქობას, თბილისის შემდეგ, ქუთაისი ჩემობს, მაგრამ ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ საქართველოს მეორე ქალაქი მაინც ბათუმია!
saukunis istoriis mqone Tanamedrove kinoTeatri Zvel baTumSi. yovel xuTSabaTs kinoTeatri gTavazobT msoflio premieras. dagegme Sexvedrebi apoloSi, isargeble internetiT da Seiqmeni sakuTari garemo. misamarTi: baTumi, memed abaSiZis misamarTi: baTumi, memed abaSiZis 17 17 tel: 0422 227 227
agvisto - dekembris kino premierebi:
/KinoteatriApollo
ტურიზმი
უძველესი ქალაქის ნამდვილი თეატრი ავტორი: ლელა ოჩიაური ალბათ, პირველი, რასაც ნებისმიერი ადამიანი უცხო ქვეყანაში მისი აწმყოსა და ისტორიის გასაცნობად აკეთებს, თეატრსა (დრამატულ თუ საოპერო) და მუზეუმში მიდის. ნებისმიერი ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, სწორედ მუზეუმები და თეატრებია წამოჭიმული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან არაფერი ისე ნათლად არ მეტყველებს ამა თუ საზოგადოების წარსულ თუ აწმყო განვითარების დონეზე, როგორც მუზეუმი და თეატრი. ასეა ფოთშიც. ცხოვრება – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, თეატრის გარშემო ტრიალებს. ის ქალაქის ცენტრში, მთავარ მოედანზე მდებარეობს (და მდებარეობდა, მის წრეზე გადაადგილდებოდა – ერთი შენობიდან მეორეში). წლების განმავლობაში ვნებებიც (შემოქმედებითიც და საზოგადოებრივიც) მის გარშემო ბობოქრობდნენ, იყო ხმაურიცა და მრისხანებაც, იყო ადგილის ძიებაც, „ნგრევაც“, უსახლკარობაც და შენებაც. ზღვისპირა ფოთი (ეკუთვნის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს) საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი ქალაქია, რეალური და ლეგენდარული ისტორიით (ზოგი მეცნიერის აზრით, იმდენად ძველი, რომ მითურ დროს უკავშირდება, ზედროს, და სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითის – მედეასა და ოქროს საწმისის ეპოქას). ფოთი (ძველი სახელწოდება – ფაზისი ძვ.წ. აღ. ის II ათასწლეულში გვხვდება, ფოთი – VII-დან. X-XII საუკუნეებიდან) დღემდე საქართველოს მნიშვნელოვანი სანავსადგურო ქალაქია, რომელიც მე-19 საუკუნიდან, პორტთან ერთად შენდებოდა და ვითარდებოდა. მოსახლეობის რაოდენობისა და ფართობის მიხედვით (სოხუმის ჩათვლით), მერვე ადგილზეა, თუმცა, მნიშვნელობით, შესაძლოა პირველ სამეულშიც კი მოხვდეს – გეოგრაფიული, ეკონომიკური, სტრატეგიული და საკვანძო
102
(ტრასეკას – აბრეშუმის გზაზე – კავკასიის სატრანზიტო, სატრანსპორტო ქსელის უდიდესი სეგმენტი) მდებარეობისა და დატვირთვის გამო – გზაჯვარედინი, პორტი – შავი ზღვის უდიდესი ნავსადგური, კავშირი სამყაროსთან ზღვითა და რკინიგზით – ორმხრივი გადაზიდვები (ნავთობი და სხვა). ქალაქისა და ალბათ ამ რეგიონის ამგვარი და მრავალმხრივი განვითარება, ნიკო ნიკოლაძის სახელსა და მოღვაწეობას უკავშირდება. უმთავრესი, რაც მან ფოთისთვის გააკეთა – პორტთან, რკინიგზასა და სხვა ფუნქციურ-ტექნიკურეკონომიკურ სიახლეებთან ერთად (ინდუსტრიული რევოლუცია, მარგანეცი, ქვანახშირი, ხე-ტყე, რკინიგზა, ექსპორტ-იმპორტი, საბანკო საქმე, დამცავი ჯებირი ქალაქის გარშემო, წყლის ამოსატუმბი მანქანები, ქუჩების მოკირწყვლა, ცხენის რკინიგზა; სამი ხიდის აგება, მდინარე მალთაყვაზე სანაოსნო ბაჟის გაუქმება, ელექტროსადგურის აშენება, სატელეფონო ქსელის გაყვანა, სავაჭრო მოედნის გახსნა), ქალაქში ევროპული ყაიდის ცხოვრების წესი შეიტანა და დანერგა. ისტორიულადაც ასე იყო – ფაზისს დიდი სავაჭრო ქალაქისა და კულტურული ცენტრის მნიშვნელობა ჰქონდა. კარგად იყო ცნობილი ბიზანტიის სამეფოსა და მაშინდელ და შემდეგი ეპოქების ცივილიზებულ სამყაროში. ფოთი ქალაქად 1859 წლის 1 იანვრიდან გამოცხადდა. ეს ფაქტი სამოგზაურო ჩანაწერების წიგნში „კავკასია“ ალექსანდრე დიუმასაც კი აქვს აღწერილი. 1863 წელს იწყება ნავსადგურის მშენებლობა. 1894 წელს, ნიკო ნიკოლაძე ქალაქის თავად აირჩიეს. 1897-ში, პროფესორ ვოზნესენსკის პროექტით, იგი ნავსადგურის რეკონსტრუქციას შეუდგა, სამუშაოები 1905 წელს დასრულდა. 1867 წელს დაიწყო და 1872 წლის 14 აგვისტოს საექსპლუატაციოდ გადაეცა ფოთითბილისის რკინიგზის ხაზი. საინტერესო ფაქტი: ღვაწლისთვის რკინიგზის მშენებლობაში, ნიკო ნიკოლაძე რკინიგზელის
ოქროს ჟეტონით დააჯილდოვეს, რომელიც რუსეთის იმპერიის რკინიგზით, პირველი კლასის ვაგონით უფასოდ მგზავრობის უფლებას აძლევდა. ფოთის ისტორიისა და კოლხური კულტურის მუზეუმი ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექციის მფლობელია. მუზეუმი უძველესი კოლხური ცივილიზაციის ნიმუშებს ფლობს, მაგრამ ეს უნიკალური ექსპონატები, ნიკო ნიკოლაძის მერობის პერიოდში აგებულ (1907 წელი) შენობაში (რომელიც თავადაც ისტორიული ღირებულებისაა) ინახება და სათანადოდ არ არის დაცული (შენობა სარემონტოა, კლიმატური პირობები დარღვეულია და ა.შ.). 2008 წელს, ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარდგინება მოეწყო, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ახალ სიტყვად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ახალი ტალღად აღიარეს და „ოქროს საწყისად“ მონათლეს. პირველი თეატრალური წარმოდგენები ფოთში 1882 წლიდან იმართებოდა, მამა კირილე მაჭარაშვილის ინიციატივით. პირველი პროფესიული დასი 1919 წელს შეიქმნა. სახელმწიფო
დრამატული თეატრი ოფიციალურად 1925 წელს გაიხსნა, იუზა ზარდალიშვილის ხელმძღვანელობით. 1963 წელს, თეატრს ვალერიან გუნიას სახელი მიენიჭა. 2013 წლიდან, მის სახელწოდებას „პროფესიული“ დაემატა. ზემოხსენებული საკათედრო ტაძარი ფოთის ცენტრალურ მოედანზე 1895-1906 წლებში შენდებოდა, სტამბოლის (კონსტანტინეპოლის) აია სოფიას გეგმის მიხედვით. 1932 წელს, ხელისუფლებამ, ჩვეულებადქცეული პრაქტიკის მიხედვით, ტაძარი გააუქმა და შენობა თეატრს გადასცა, რომელმაც იქ 2005 წლამდე, ტაძრის ეპარქიისთვის დაბრუნებამდე დაჰყო. თუმცა დავა მის გარშემო – ფოთის ეპარქიასა და თეატრს შორის მანამდე დიდხანს მიმდინარეობდა. ფოთის ცენტრალური მოედანი „კავკასიურ (კოლხურ) ცარცის წრედ“ იქცა. შენობის გარეშე დარჩენილი დასი, რამდენიმე წელი იქვე, ახლოს, კულტურის სახლის შენობას აფარებდა თავს. ამასობაში, 2005 წელსვე, იმავე მოედანზე, ახალი თეატრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2014 წელს დასრულდა. დღეს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ფოთის ახალი თეატრი არა მხოლოდ ქალაქშია ულტრათანამედროვე არქიტექტურული ქმნილება,
103
ტურიზმი
არამედ ყველაზე თანამედროვე თეატრია საქართველოში – როგორც პროექტირება-დაგეგმარების, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის ხარისხისა და დონის მხრივ (სცენა, განათების, ხმისა და სხვა აპარატურა, დარბაზის მოწყობილობა და ა.შ.), თუმცა ყველაფერი ბოლომდე დასრულებული და მოწესრიგებული მაინც არ არის. ბოლო წლებში, ძველ და ახალ თეატრებში, ქართულ და უცხოურ დრამატურგიაზე შექმნილი სპექტაკლების ქართველი რეჟისორები არიან: ირაკლი გოგია, ზურაბ სიხარულიძე, ხათუნა ბედელაძე, ლია მირცხულავა, გაბრიელ გოშაძე, რამაზ იოსელიანი, დავით მღებრიშვილი, პაატა ციკოლია. 2008 წლიდან, თეატრი ევროპის რეგიონული თეატრების ქსელის (IETM) წევრი და საქართველოს რეგიონული თეატრების თავმჯდომარეა. ფოთის ხანდაზმული თეატრის ახალი აღორძინება კი, ახალ სამხატვრო ხელმძღვანელ, რეჟისორ დავით მღებრიშვილს, დირექტორ თენგიზ ხუხიასა და მთავარ რეჟისორ პაატა ციკოლიას მმართველობის პერიოდს და არცთუ უმნიშვნელოდ, ახალ შენობას უკავშირდება.
104
ჩეხოვის „ალუბლის ბაღი. რეპეტიცია“; ზაზა ჭანტურიას, გუჯა ქარაიას, დავით მღებრიშვილის „იაპონური ზღაპარი“; ჯუზეპე ბაროტოს, ბელზარიო რანდონეს „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“, ეჟენ იონესკოს „მაკბეტი“, მიხეილ ბულგაკოვის „მორფი“, ფერნანდო ჯოვანინის „ძალაუფლება“, პიტერ ტურინის „ვირთხებზე ნადირობა“, ლაშა ბუღაძის „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“ და „თეატრი“; თოჯინური დადგმა „ბატის ჭუკი“ და სხვა. „ჰოლანდ ჰოლანდ“ – პაატა ციკოლიას რეჟისურით, შარშანდელი „დურუჯის“ (თეატრალური პრემია, დაარსებული კომპანია „რედიქსის“ ხელმძღვანელ ლაშა პაპაშვილის მიერ) ორგზის ლაურეატი გახდა – მსახიობი გია სურმავა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა, დრამატურგი დავით გაბუნია კი, თეატრში განხორციელებული საუკეთესო ქართული პიესის ავტორობისთვის.
თეატრს ჰყავს სხვადასხვა თაობის მსახიობებისგან შემდგარი დასი, მობილიზებული და პროფესიონალი ტექნიკური პერსონალი, აქვს დიდი რეპერტუარი, სახე, ხოლო თბილისის თეატრებს მრავალფეროვანი და აქტიური ცხოვრებით, სპექტაკლების ხარისხითა და ძიებების საინტერესო, აქტიური პროცესით, არ ჩამოუვარდება.
თეატრმა 2014-2015 წლების სეზონში 4 სპექტაკლი წარმოადგინა: უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ (რეჟისორი – დავით მღებრიშვილი), ვესლავ მისლევსკის „ჩემს ბაღში ომია“ (რეჟისორი – დარიუშ ეზერსკი), პაატა ციკოლიასა და ოთარ ქათამაძის „კალიგულა“ (რეჟისორი – პაატა ციკოლია) და ბერტოლდ ბრეხტის „დედა კურაჟი და მისი შვილები“ (რეჟისორი რეინჰარდ აუერი) და კვლავ „დურუჯის“ 2-გზის ნომინანტი აღმოჩნდა. ისევ საუკეთესო პიესისთვის – „კალიგულა“ და ისევ ნომინაციაში – „საუკეთესო მსახიობი“, ოღონდ, ამჯერად, ქალი – ნიარა ჭიჭინაძე, ამავე სპექტაკლში დედის როლის შესრულებისთვის.
რეპერტუარში, 12 ივლისამდე, 25 სპექტაკლი იყო და უკვე 26ია. მათ შორისაა, დავით გაბუნიას „ჰოლანდ ჰოლანდ“; ანტონ
12 ივლისს, „ჩარეცხილების“ პრემიერა გაიმართა - სლავომირ მროჟეკის „ემიგრანტების“ მიხედვით, ორი ლაურეატი
ტურიზმი
მსახიობის – რამაზ იოსელიანის („ოქროს ნიღაბი“) და გია სურმავას (2013 წლის „დურუჯი“ და 2015-ის გორის კომედიის ფესტივალი) მონაწილეობით. რეჟისორი ამჯერადაც პოლონელი დარიუშ ეზერსკია, რომელმაც ფოთში უკვე მეორე, ხოლო საქართველოში მესამე სპექტაკლი დადგა – ახმეტელის თეატრში შარშანდელი „პოლიციის“ შემდეგ, იმავე მროჟეკის მიხედვით. როგორც ვხედავთ, ფოთში არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი რეჟისორებიც მუშაობენ (პირველი – გერმანელი რალფ ზიბერტი იყო, სპექტაკლით „ვირთხებზე ნადირობა“. ქართული ვერსიის ავტორი – ლევან ხეთაგური), სხვადასხვა თაობის მსახიობებთან თანამშრომლობითა და არა მხოლოდ ადგილობრივი ძალების გამოყენებით. კიდევ ერთი, უახლოესი პრემიერა – ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“, რომელზეც დავით მღებრიშვილი მუშაობს, სექტემბერში იგეგმება. ფოთის დღევანდელ თეატრში არ ერიდებიან ექსპერიმენტებსა და თამამ ნაბიჯებს. არ ეშინიათ საკუთარი სიტყვებით დროის გამოხატვის და არც ახალი ინტერპრეტაციების უსაფრთხოება აშინებთ. ფორმის, სტილის, გამომსახველი ხერხების არაერთგვაროვნება, სტილური თავისებურებები და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ახალი ნორმების (მნიშვნელოვანი აქცენტით მხატვრულ გარემოზე – სცენოგრაფების თამარ ოხიკიანის, ქეთი ნადიბაიძისა და ჯანო დანელიას მონაწილეობით) ცოცხალი ცვალებადობა ფოთის თეატრს გამოკვეთილ მიმართულებასა და სახეს უქმნის, რომლის ძერწვაც აქტიურად გრძელდება.
აქ საუბრობენ ომზე (ომებზე), ძალადობის მსხვერპლ საზოგადოებაზე, რომელიც თვითონ ხდება მოძალადე, და უდანაშაულო მსხვერპლზე, რომელსაც დამსხვრეულ მინებზე თუ დანაღმულ ველებზე უწევს სვლა. ომზე, რომელიც ყველაფერს სპობს და ადამიანებზე (ომისა და მშვიდობის ჟამს), რომლებსაც ომი და საკუთარი თავი ან სხვა ადამიანები ანადგურებენ. აქ საუბრობენ დაკარგულ შვილებზე, დედებზე, რომლებსაც უყვართ ან არ უყვართ თავიანთი შვილები; სახედაკარგულ პიროვნებებზე, ღალატზე, სიყვარულზე, სიძულვილზე, სიკეთეზე. სიკვდილზე! საუბრობენ მკვეთრად, დაუფარავად, ზოგჯერ – სასტიკად. აჩვენებენ იმას, რაც აწუხებთ მათ და გვაწუხებს ჩვენ, რასაც ერთად განვიცდით და რაც ერთად გვახარებს. საუბრობენ იმაზე, რასაც ხშირად საკუთარ თავს ვუმალავთ, და იმ საზოგადოების, დროის, სახელმწიფოს პორტრეტებს ქმნიან, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც წარმოვადგენთ. ფოთი ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელი - მშვიდი, აუღელვებელი რიტმით ცხოვრობს. აქ, როგორც ყველა ზღვისპირა ქალაქში, ყველა გზა ზღვისკენ და ცენტრისკენ მიდის. ან პირიქით. ქუჩები სხივებით იშლებიან ცენტრალური პარკისა და მის შუაგულში, ტაძრის გარშემო. თეატრი ერთერთ სხივზე დგას და მყუდროებას არღვევს. აქ დრო და ყველაფერი მოძრაობს, არაფერი ჩერდება. აქ მუდამ რაღაც ხდება, რაღაცისთვის ემზადებიან, რაღაცას გეგმავენ, რაღაცას ასრულებენ. შემდეგ ისევ თავიდან. აქ იხსენებენ წარსულს და მომავლისკენ იყურებიან. სხვანაირად არ გამოდის, როდესაც ნამდვილი თეატრია!
105
ტურიზმი
„ხაჭოს ბებია“, „კოტია“ და ზუგდიდის ბაღები ავტორი:
ანუნა ბუკია
4 წლის ვარ. მე და დედა ლერმონტოვის ქუჩას მივუყვებით. მამიდაჩემი ჭიშკრის წინ ქუჩას ხვეტს. გზის იქით, წაბლის დიდი ხე დგას. ქვეშ – ბაღის სკამი, მის უკან – ჩაის პლანტაციის დაუსრულებელი სივრცე იშლება. ვუახლოვდებით, და დაღლილები შუა გზაზე ვჩერდებით.
ლერმონტოვის 39 – ჩემი რეგისტრაციის მისამართი დღემდე. ჭიშკრის ორივე მხარეს რცხილის ფოთლების გროვაა… ჩუმი კვამლი ბავშვობაში ძალიან მოგვწონდა. გროვაში თავით ვეშვებოდით. დიდობაში, დასუფთავებაში ჩართვის ასაკმა რომ მოგვიწია – აღარ. რცხილის ფოთოლი ალბათ ოქროსფერი იყო, ჩაის პლანტაცია – მწვანე. ჭიშკრის ღობესაც და ბაღის სკამსაც მწვანე დაჰკრავდა, მაგრამ იმ დღეს – არა. იმ დღეს ასფალტისფერი იყო გარემო. ასფალტს ხასიათიანი ფერი აქვს, ყოველთვის გამძიმებს. 1992 წელს, ასე აღვიქვი ზუგდიდი. ეს ფერი დიდხანს შერჩა ქალაქს და ჩემს გონებაშიც სულ ასე ტრიალებს. ახლა, როცა ვფიქრობ, რამ გააქრო, ასე მგონია, რომ ადამიანებმა. როგორც კი ისინი გამოჩნდნენ ჩვენს უეცრად ამოტრიალებულ და უკვე ახალ ცხოვრებაში, ქალაქმა ფერი დაიბრუნა. ფერი იცვალეს შენობებმა, ეზოებმა. თუ ძველი შეგრძნება გახსოვს, აუცილებალად იგრძნობ დიდ სხვაობას. რა არის ამ ქალაქის მთავარი ღირებულება? ხალხი, და როგორც ხშირად ხდება, ყველაზე დიდი მტერიც ხალხია...
106
ჩემი მარშრუტი ვერ იქნება ტრადიციული. ამისთვის უნდა იყო გავლით შემოსული. ემოციური ბმის გამო, ჩემი რუკა შინაურულია. საოჯახო მუზეუმებში სტუმრობას დაემსგავსება. როცა მთავარი ობიექტი არა დადიანების მუზეუმი, არამედ სახლები, ოჯახები, კოლორიტია. ახლა მოვაბიჯებ ლაზის ქუჩაზე, ვინიშნავ მომენტებს ამ ტექსტისთვის და ვფიქრობ ქალაქის ხასიათსა და შტრიხებზე. დადიანების მუზეუმს ჩემი რჩევის გარეშეც ნახავთ. ექსპოზიციის დაგეგმარება, უძველესი აღმოჩენების დარბაზებს თუ არ ჩავთვლით, სუსტია. ევროპული მუზეუმების შემდეგ, ძნელად მოიხიბლება დამთვალიერებელი. თუმცა, ევროპაშიც და სხვაგანაც, იშვიათად შეხვდებით ასე საინტერესოდ მთხრობელ კურატორებსა და გიდებს. იგრძნობა, რომ საფუძვლიანად იცნობენ სასახლეს. გეოგრაფიულ-ისტორიული ფაქტორების გამო, ზუგდიდის მთავარი ძარღვი მუზეუმია, ხოლო მჭიდროდ დასახლებული ქალაქის სამუზეუმო ქალაქად ქცევის პოტენციალი
დიდია, და თუ ახლა, რამდენიმე საათით, სვანეთისკენ მიმავალი ტურისტები შემოივლიან, სამუზეუმო ქალაქის შემთხვევაში, სიტუაცია მკვეთრად შეიცვლებოდა. ეს ფაქტი ერთიანად მოიტანდა კულტურულ და ეკონომიკურ სარგებელს. უცხოელები ქალაქს არ აკლია, საერთაშორისო წარმომადგენლობების წყალობით, თუმცა ეს პოლიტიკური ინტერესია და არა – კულტურული. გავცდით ცენტრალურ გზას, მუზეუმს, ჭადრებისა და ნაძვების ხეივანს, სასახლის პარკს, ბაღს. ახლა უნდა გადაუხვიოთ შიდა ქუჩებზე და იაროთ მანამ, სანამ გზა არ დასრულდება. საღამოს ხალხიც გამოიშლება სახლის წინ ქუჩებში, აივანზე, ან ქუჩისთვის საერთო თავშეყრის ადგილზე. ზუგდიდი მეტად საინტერესოა ურბანული საკითხებით გატაცებული პირებისთვის.
The ideal venue for your next celebration, business lunch or cozy dinner with friends We offer a variety of authentic International,Turkish & Georgian dishes, famous Georgian wines and precise customer service.
დედაჩემი ამბობს, რომ ზუგდიდი განსაკუთრებით კარგად გამოხატავს დასავლეთ საქართველოს მიდრეკილებას ევრო პისკენ, და ეს სახლების არქიტექტურით, ეზოს დაგეგმარებით, სახლ-კარისა და ბაღის მოვლის კულტით გამოიხატებაო. ამვლელის ყურადღებას. კარგ ამინდში, მწვანე ხეებში ჩაფლულ აივანზე, ძველ ტახტზე მწერლის შვილი, ცნობილი პედიატრი ნოდარ გოგია ზის. ერთ რამედ ღირს ამ აივანზე ჩაის დალევა ზაფხულის გრილ საღამოს. მესამე სახლი ნინოს, ნანის და ხაჭოს ბებიას სახლია. მამიდაჩემის მეგობარია, ექიმი. ნინოს ჩვენთან მოსვლა ყოველთვის სიახლეს ნიშნავდა. ნინოს პიროვნული იდილია და გარემო, რომელიც მის ირგვლივ იქმნებოდა, სრულიად ცვლიდა ბაბუაჩემის სახლის გარემოს. ღრმად ტრადიციული ბიჭებიც კი, ცოტა ხნით თავისუფლდებოდნენ მარწუხებისგან და პროგრესის სამყაროში გადადიოდნენ. ნინო ყოველთვის მოდიოდა საჭირო, არატრადიციულ დროს, მაგრამ სწრაფად მიდიოდა. იყო ხშირად, სულ, მაგრამ ცოტ-ცოტა ხნით. მოულოდნელობა თითქოს დამატებით ხიბლს მატებდა. ახლაც, როცა ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, ნინო დროს უსწრებს. „ხაჭოს ბებია“ ნინოს და ნანის დედაა. შავი ტანსაცმლით შემოსილი, შევერცხლილი თმით. ბავშვობაში რძის
110
To make a booking please call +995 593 94 47 05 +995 591 91 44 19 Ardagani Lake, Khimshiashvili Str., Batumi, Georgia 6000 Email: info@grand-grill.net www.grand-grill.net
ტურიზმი
პროდუქტებით მოგვიკითხავდა, და ნათელა ბებო „ხაჭოს ბებოდ“ გადავაქციეთ. ნინოს და ნანის დედა, დღემდე, ბაბუაჩემის სახლში გაზრდილი ყველა ბავშვის მზრუნველი მამიდაა.
ნინო, ნანი, „ხაჭოს ბებო“ – ლერმონტოვის ქუჩის ყველაზე ტკბილი მეზობლები არიან.
კინო, თეატრი, გალერეა – მცდელობების მიუხედავად, მაინც შიმშილობს. იქ შენობაა შესაკეთებელი, აქ მაყურებელი არ დადის, იქ მეტი ყურადღება და ადამიანური რესურსი სჭირდებათ. ვიღაცები გადაეჩვივნენ კულტურულ ცხოვრებას, ვიღაცებს არ უნახავთ და ახლა სწავლობენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გარდამავალი პერიოდია, ამ ყველაფერზე მოთხოვნა მალე აუცილებლად გაიზრდება და ადამიანთა მცირე ჯგუფების შრომის შედეგიც გამოჩნდება – მაყურებლის, დამთვალიერებლის თუ ვიზიტორის ქცევის შეცვლით.
ეს ამბავი ტყუილად როდი მოვყევი. კარგი სამეზობლოსა და მეზობლისთვის, ზუგდიდში საცხოვრებელი შეიძლება შეიცვალონ, ან პირიქით – კარგი სამეზობლოს გამო, ვერ შეელიონ სახლს. თუმცა, სამეზობლო კულტურისა და
გარემო იცვლება. ხალხიც. ზუგდიდის ბაზარს კი, ტრადიციულად, „ცეცხლი უკიდია“. მოლოდინი, რომ პატარა ქალაქში ნატურალურ პროდუქტს ტურისტი ხელსაყრელ ფასად იყიდის, ფუჭია.
ბაღი მათაც აქვთ, სახლის წინ. ჩოკორაიების ბაღის შემდეგ, ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი. მცენარეების ჯიშები ისე გადა დის ერთმანეთში, ვერ ხვდები, სად არის საწყისი და სად დასასრული. სახლის პირველი სართულის ფანჯრიდანაც სე ზონური ქოთნის ყვავილები ჩანს.
108
კომუნიკაციის ინტენსივობა ხანდახან პირადი თავისუფლების ხაზზე გადის, რისი ბალანსი ახალგაზრდებისთვის დიდი დილემა და გამოწვევაა.
არ შეიძლება გახდე მოსაწყენი
კულინარია
თქვენ დაგჭირდებათ: ბადრიჯანი - 2ც პომიდორი - 2ც ხახვი - 1ც ქინძი რეჰანი მაიონეზი „სლობოდა“ 50-70გრ ბულგარული წიწაკა -1ც ნიორი- 2 კბილი სანელებლები ყველი მარილი გემოვნებით
მომზადება: 1) დავჭრათ ბადრიჯანი სიგრძეზე და ზეთში შევწვათ. 2) ცალკე შევწვათ ხახვი და სოკო, გადავუწუროთ ზეთი, ავურიოთ : წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭრილი პომიდორი 1ცალი, მაიონეზი „სლობოდა“, ქინძი, რეჰანი და გადავახვიოთ ბადრიჯანში 3) გავხეხოთ მეორე პომიდორი, შევურიოთ ნიორი, სანელებლები და მარილი 4) ბადრიჯნის რგოლები ჩავაწყოთ საცხობ ფორმაში ან ტაფაში, ზევიდან მოვასხათ გახეხილი პომიდორი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი 5) შევდოთ ღუმელში 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით !
კულინარია
არ შეიძლება გახდე მოსაწყენი ავტორი: ირმა კახურაშვილი თუ უკვე +18 შეგისრულდათ და ისე მოხდა, რომ ლონდონში აღმოჩნდით, თანაც სწორედ ის ხართ, ვისაც აქტიური რელაქსაცია სჭირდება, მაგალითად, ღამის კლუბის ორომტრიალი და გაგიჟებამდე სიხალისე, ხარისხიანი ალკოჰოლი, ცეცხლოვანი ცეკვა და გიჟური შოუს ელემენტები, თქვენი პირდაპირი მისამართია: Tonteria. მისი გენერალური მენეჯერი 29 წლის ბექა ხმალაძეა. ის ლონდონში 10 წელია ცხოვრობს. ბექას წარმატების ისტორია კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიო კარიერულ ზრდას შრომისა და განახლებადი იდეების ხარჯზე.
სოციალურ ქსელებში - „იუთუბსა“ და სხვა თემატურ ვებგვერდებზე Tonteria-ს უჩვეულო კლუბურ ატმოსფეროზე ზუსტად იმდენი წერია, რამდენსაც იმსახურებს - ბევრი და გაშლილად. ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ცნობილია ხალხმრავლობით, შემოქმედებითი კოქტეილებით და შოუელემენტებით, რომლებიც აქაურ სტუმრებს თავს ძალიან დიდი ხნით ამახსოვრებს. აქ გატარებული ცეცხლოვანი საათები მართლაც ჭკუისშემშლელია და კლუბის სახელს, რომელიც ქართულად სწორედ „გიჟს, შეშლილს“ ნიშნავს, ბოლომდე ეხმიანება. Tonteria-ს შოუები ხალისიანი და იუმორისტულია - პირდაპირ თქვენს სიახლოვეს მამაკაცები იჭიდავებენ, ტყავის სამოსში
112
გამოწყობილი, სექსუალური ლამაზმანები კი ისე იცეკვებენ, რომ შესაძლოა სულაც დაივიწყოთ ყველაფერი, მათ შორის დროც - ის აქ თვალსა და ხელს შუა გეცლებათ. მაგრამ ეს ყველაფერი გართობის ერთი მხარეა. მეორე მხარე, შედარებით ფარული, ბიზნესია, რთული ადმინისტრირებამენეჯმენტით. ამ მეორე მხარეს კონკურენტამტანობა და ახალი იდეები სჭირდება. ბექა ლონდონში 2005 წელს ჩამოვიდა. მაშინ საქართველოს კარატეს ნაკრებში იყო, ინტენსიურად ვარჯიშობდა, მათ შორის - ლონდონშიც. ორი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ოქროს ორი მედალი მოიგო, შემდეგ კი სპორტული კარიერა დაასრულა. მუშაობდა ბარში, ყოველგვარი
გამოცდილების გარეშე, თან უელსში, უნივერსიტეტში სწავლობდა. დაამთავრა კურსი ალკოჰოლისა და ღვინის მიმართულებით. ყველაზე წარმატებული სამსახური ჰქონდა Marco Pierre White-ის პრესტიჟულ რესტორან Belvederში, სადაც თავისი კოქტეილებითა და სასმელებით სუნამო Givenchy-ს პრეზენტაციაც მოაწყო. მოგვიანებით გადაინაცვლა Harvey Nichols-ში, 5th Floor-ში, სადაც წელიწადნახევარი იმუშავა. შემდეგ იყო Chelsea Brasserie, ხუთწლიანი პრაქტიკით ბარმენეჯერის პოზიციაზე. სწორედ იმ პერიოდში გამოიგონა ახალი კოქტეილები, გაიმარჯვა კონკურსში, გააფართოვა საკუთარი კონტაქტები და კარგი შეთავაზებები მიიღო. ახლა მის კლუბს/ბარს იმიტომ სტუმრობენ, რომ ემოციურად დაიხარჯონ, გაერთონ და მოიხსნან ურბანული დეპრესია: „ჩვენი კონცეფცია მექსიკურია - მეიქაფი, ნიღბები, ჩონჩხები. ჯერჯერობით ვახერხებთ, ვიყოთ პოპულარულები. ჩვენი შოუები ორიგინალურია. ჩვენი ყველაზე დიდი დღე ორშაბათია. თუ ლონდონში ვინმეს ჰკითხავთ, სად მიდიხარ ორშაბათს? გიპასუხებენ - Tonteria-ში. ჩვენს ინდუსტრიაში თუკი ვინმე წარმატებული მენეჯერია, ამ დღეს ყველას ვეპატიჟებით. ჩვენი კლიენტურა აზიიდანაა და საკმაოდ შეძლებულია. ორშაბათს ვუკრავთ ჰიპჰოპს, რომელიც საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. ყველანი ჩონჩხის ნიღბებით არიან. გვაქვს მაიას შოუ, შოუ ყველით და სხვ. საკმარისია ჩვენთან სამი საათით ჩამოხვიდე, რომ მთელ კვირას კარგად გაატარებ, და ეს - მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს სამსახურში მიდიხარ...“ ბიზნესში ბექას მეუღლე - თაკოც ეხმარება ხოლმე. თაკო პროფესიონალი მეიქაფ-არტისტია.
კულინარია
ათწლიანი ლონდონური ცხოვრების წესმა ბექას ქართველებთან ურთიერთობა არ გააწყვეტინა. მისი ოთხი წლის ქალიშვილი თბილისში, ბებიასთან ცხოვრობს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ოჯახი გამთლიანდება და ბავშვი მათთან ერთად იქნება. ბექას ლონდონში კარგი სამეგობრო წრე ჰყავს. მისი უახლოესი მეგობარი, ისიც მენეჯერი, პრინცესა ევგენიას შეყვარებულია. ასე რომ, ბექას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს სამეფო ოჯახთან ჰარისთან და უილიამთან, რომლებიც Tonteria-ს ხშირი სტუმრებიც არიან.
ბექა ხმალაძე ქეთი მელუასთან
ბექა ხმალაძე ნიკოლ შერზინგერთან ერთად
„კვირაში სამი დღე ვისვენებ. ამიტომ შემიძლია ბევრი ვიმოგზაურო. მოგზაურობა ჩემთვის საუკეთესო დასვენებაა. ხშირად ჩავდივარ შოტლანდიაში. ვისკის მოყვარული და ამ შესანიშნავი სასმელის დიდი კოლექციის მფლობელი ვარ. ახლახან მეგობრებთან ერთად მონაკო-ნიცა-კანი მოვიარე. თუმცა, სადაც მივდივარ ხოლმე, ხშირად ეს მომენტი ჩემს საქმეს ემსახურება - ვსტუმრობ იქაურ ბარებსა და რესტორნებს. ყოველი ჩემი გასვლითი ტური ახალი იდეაა. მუდმივად ვფიქრობ, რა შევმატო Tonteria-ს, როგორ შეიძლება განვავითარო. არ შეიძლება გახდე მოსაწყენი - იმპროვიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხისა და მაღალი დონის შენარჩუნებაში“, - ამბობს ბექა. უახლოეს მომავალში, ბექა საქართველოში არ დაბრუნდება. თუმცა ამბობს, რომ მისი დღევანდელი შრომა და გამოცდილება საბოლოოდ სწორედ სამშობლოში დაბრუნებას უკავშირდება. ოცნებად აქვს, თბილისშიც ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი. ბექას განწყობა ასეთია: „ვიცი, რომ საქართველოში GDAlco წარმატებული კომპანიაა და ვცდილობ მათთან კონტაქტის დამყარებას. შევძლებდი ბევრი მაესტრო და ცნობილი ბარმენი ჩამომეყვანა მასტერკლასების გასამართად“.
ბექა ხმალაძე პრინცი უილიამთან
114
ბექა ხმალაძე Fat Boy Slim-თან ერთად
კლინიკა „ინ ვიტრო“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“ ერთად მიღწეული შედეგები გია გვარამიას კლინიკა რატომ ავირჩიოთ კლინიკა „ჰელსიკორი“
ჯანმრთლობა
116
ჯანმრთელობა
ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტრო“ „ჩვენ ვართ ლიდერი კლინიკა ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – აცხადებენ კლინიკა „ინ ვიტროში“ და წარმოგვიდგენენ გუნდს, რომელიც 18 წლის მუშაობის შედეგად გაიზარდა, განვითარდა, გზადაგზა გაიფილტრა და უცხოეთის პრესტიჟული სამედიცინო სასწავლებლების, საუკეთესო უცხოურ კლინიკებში დატრენინგებული ექიმებით შეივსო. ექიმი რეპროდუქტოლოგები, კლინიკის დამფუძნებლები – გია ცაგარეიშვილი და ნატალია ხონელიძე საქართველოში ინ ვიტროს განვითარების სათავეებთან იდგნენ. დღეისთვის, კლინიკის დახმარებით, მსოფლიოში 4000-მდე ბავშვი ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ძირითადი პაციენტები ქართველები არიან, მაგრამ კლინიკის ექიმების მიმართ გაზრდილი ნდობის შემდეგ, მხოლოდ ისრაელში, შარშანდელი ზაფხულის მონაცემებით, მე-1000 ბავშვი გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ უშვილობის მკურნალობის დროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორს: თუ წყვილი ფიქრობს, რომ მას მხოლოდ უცხოელი ექიმები დაეხმარებიან, „ინ ვიტრომ“ ეს პრობლემაც მოხსნა – პერიოდულად, კლინიკაში ებრაელი ექიმები ატარებენ პროცედურებს. „ინ ვიტრო“ წლების განმავლობაში მრავალი კუთხით ვითარდება. ამ დროისთვის, კლინიკაში ინ ვიტრო განყოფილებასთან ერთად, მოქმედებს ქირურგიული განყოფილება, საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორია.
118
კლინიკა ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრია. „ინ ვიტროს“ აქვს საერთაშორისო ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობის გრძელვადიანი გამოცდილება, აღჭურვილია ბოლო თაობის სამედიცინო ტექნიკით. განსაკუთრებით აღსანიშნავია რადიოლოგიის განყოფილება – მსოფლიოში საუკეთესო, ბოლო თაობის ექოსკოპიის აპარატურით. აქედან გამომდინარე, „ინ ვიტროს“ პაციენტები არიან არა მხოლოდ უშვილობის პრობლემის მქონე წყვილები. მშობლები მოზარდების რეპროდუქციული და ენდოკრინოლოგიური რისკებისგან თავის აცილების მიზნით, ადრეულ ასაკშივე მიმართავენ კლინიკას. გაიზარდა მომართვა თავდაცვის საშუალებების სწორად გამოყენების მიზნით, ასევე გაზრდილია ინტერესი ოჯახის შექმნის, სექსუალური ცხოვრების დაწყების წინ საჭირო, აუცილებელი გამოკვლევების მიმართ. სამედიცინო კუთხის გარდა, კომფორტული და მოქნილია ურთიერთობა ფინანსურ, იურიდიულ, პიარ და მარკეტინგის დეპარტამენტებთან, ამიტომაც „ინ ვიტროს“ ექიმები ხშირად არიან მედიის ყურადღების ცენტრში. ისინი ხშირად გამოდიან ექსპერტების რანგში. წარმატებული მუშაობის შედეგია ისიც, რომ კლინიკა მუდმივად ფართოვდება. თბილისში, ლუბლიანას 2/6 მდებარე კლინიკის რამდენჯერმე გაფართოების შემდეგ, საჭირო გახდა აჭარაში კლინიკის გახსნა. ბათუმის „ინ ვიტრო“ კლინიკას აქვს იმის პოტენციალი, რომ მოემსახუროს პაციენტებს მთელი დასავლეთ საქართველოდან და მიიღოს უშვილო წყვილები მეზობელი სახელმწიფოებიდან, მათ შორის – თურქეთიდანაც. ბათუმის ფილიალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც სრულფასოვანი გადამზადება გაიარეს თბილისის „ინ ვიტრო“ კლინიკაში. ბათუმს პერიოდულად სტუმრობენ თბილისის კლინიკის წამყვანი ექიმები.
კლინიკა „ინ ვიტრო“ უშვილობის დიაგნოსტირება და მკურნალობა
ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტრო“ მის: ლუბლიანას ქ. 2/6 ბათუმის „ინ ვიტრო“ კლინიკა მის: ქ. ბათუმი, გორგასლის ქუჩა 159 ბ. IV სართული ტელ.: 2 15 77 77 www.invitro.ge
120
ჯანმრთელობა
ერთად მიღწეული შედეგები ,,სოლიდარობის ფონდი“ ერთი წლის შემდეგ „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“, ქვეყნის პრემიერმინისტრისა და მთავრობის ინიციატივით, 2014 წლის 9 ივნისს დაარსდა. ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ე.წ. „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების“ ამოქმედება და ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. საქართველოს სოლიდარობის ფონდის უმაღლესი მმართველობის ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო, საქართველოს პრემიერმინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორია მარიამ ჯაში. ფონდის მმართველობა წარმოდგენილია 2 ძირითადი მრა ვალსექტორული მექანიზმით. პირველი გახლავთ სამეთვალ ყურეო საბჭო, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვა ნელობს და რომელიც აერთიანებს სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სამეთვალყურეო საბჭო ძირითადად სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს იღბს რო გორებიცაა არის ფონდის პროგრამული მიმართულებები, საბიუჯეტო და სხვა საკითხები. კონკრეტული ბენეფიციარების დაფინანსება მეორე მექანიზმით – ფონდის მუდმივმოქმედი კომისიით განიხილება და მტკიცდება. კომისია, ისევე, როგორც სამეთვალყურეო საბჭო, წარმოდგენილია სახელმწიფო, კერძო
122
და არასამთავრობო ორგანიზაციებით. სოლიდარობის ფონდში შემოტანილ თითოეულ განცხადებას იხილავს საქართველოს სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისია, ხოლო კომისიის სხდომამდე, თითოეული განცხადება იხილება ექიმექსპერტთა მიერ. სოლიდარობის ფონდის პროგრამების ამოქმედება და შემდგომი გაფართოება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების – როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის უფრო აქტიურ ჩართულობაზეა დამოკიდებული. დღეისათვის ფონდის საქმიანობას უკვე შემოუერთდა 240 საჯარო სამსახურის 40 000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ყოველთვიურ მცირე დონაციას ახორციელებენ ბენეფიციართა მხარდასაჭერად. ფონდმა უკვე გააფორმა თანამშრომლობითი მემორანდუმი 21 კერძო კომპანიასთან და 53 სტუდენტურ ორგანიზაციასთან. აღნიშნული თანამშრომლობების შედეგად, დღეს ,,საქართვე ლოს სოლიდარობის ფონდმა“ სახელმწიფო დაფინანსე ბის პარალელურად, პრაქტიკულად გადაჭრა 22 წლამდე
პროფესიონალიზმი, პატიოსნება, პაციენტის პიროვნების პატივისცემა!
ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა კლინიკის ხელმძღვანელი - პროფ. არსენ გვენეტაძე
•
ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ჩვენ ვამაყობთ საკუთარი შედეგებით!
•
In-vitro განაყოფიერება
ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგები ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში
•
გინეკოლოგია
•
გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
•
ესთეტიკური ენდოკრინოლოგია
60%
45.5%
(ჭარბთმიანობა, კანისა და თმის
46%
41.6%
40%
ჭარბცხიმიანობა, ჩირქოვანი გამონაყარი,
27% 29% 30.2%
ჭარბი წონა/სიმსუქნე) •
ნეიროენდოკრინოლოგია (კლიმაქტერული სინდრომი, მენსტრუაციისწინა სინდრომი…)
20% •
0% ქალის ასაკი < 35წ კლინიკის შედეგები
ქალის ასაკი > 38წ CDC 2013 BFS 2013
CDC -აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი BFS - ბრიტანეთის ფერტილობის საზოგადოება
ჩვენი კლინიკის შედეგები აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა (CDC) 2013 წ. და ბრიტანეთის ფერტილობის საზოგადოების (BFS) 2013 წ. მონაცემებს შეესაბამება
ტელ: 222 00 65; 251 88 87; მობ: 597 51 19 13 ქ.თბილისი, დიღომი, ლუბლიანას 2/6, I სართული (მ. იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორია)
ფსიქოლოგის კონსულტაცია გეშტალტ ფსიქოლოგიის მიხედვით
•
თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგიები
•
ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია, ფერტილოსკოპია
•
ლაპაროტომია, საშოს პლასტიკური ოპერაციები
www.sabakhtarashviliclinic.ge facebook: ზ. საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა e-mail – zsreproclin@hotmail.com
123
ჯანმრთელობა
ფონდის კონკრეტული ამოცანები განსაზღვრულია ეტაპობრივი განვითარების კუთხით და მოიცავს შემდეგ სამიზნეებს: პირველ ეტაპზე (2014-2015 წლებში) ფონდის საქმიანობა ფოკუსირებულია 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერაზე. აღნიშნული მოიცავს როგორც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანადაფინანსებას საზღვარგარეთ იმ ინტერვენციებისათვის, რომელთა განხორციელება ჯერ არ არის შესაძლებელი საქართველოში (მაგ. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია), ასევე საქართველოში სახელმწიფო ან/და კერძო დაზღვევის პირობებში თანადაფინანსებას. w
w
w
or
nf
0
80
w. w. ge fb. or co gi m a.t /G ra eo ve rg l; ia fe An ed d ba Tra ck ve @ l ge or gi
ey ! ia rn rg ou j eo e ) G bl /7 to tta 24 e e e m org ! re co nf re (F el u he n io W our ns at Y gi m
be
ti
ris
u To
0
ფონდის განვითარების მე-2 ეტაპზე (2015 წლის მე-2 ნა ხევრიდან) ყურადღება გამახვილდება დამატებითი ფინანსუ რი გარანტიების შექმნაზე შეზღუდული შესაძლებლობებისა (შშმ) და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. განიხილება ანტიეპილეფსიური მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის აბილიტაციის პროგრამები და სხვა.
w
a.t
ra ve l
0
80
90
9
GEORGIAN NATIONAL TOURISM ADMINISTRATION
ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობისთვის ფინანსური პრობლემა. ფონდი ხელმძღვანელობს 3-წლიანი განვითარების სტრატეგიით, რომელიც პირველ ეტაპზე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზრდილი მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად.
124
დაბოლოს, ფონდის განვითარების მე-3 ეტაპზე (2016 წლიდან) ორგანიზაცია ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერაზე ინდივიდუალური ფილანტროპიის პრინციპით. შესაძლო პროგრამები მოიცავს სიღარიბეში მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მარტოხელა პენსიონერებისთვის ინდივიდუალური და კორპორაციული ნებაყოფლობითი სპონსორობის პროგრამების ამოქმედებას. მარიამ ჯაში, ,,სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის უაღრესად სასიხარულოა, რომ პირველი ეტაპისთვის დაგეგმილი მიზანი – ბავშვთა და 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური პაციენტების ფინანსური პრობლემის მოგვარება უკვე გადაჭრილია. 2015 წლის ივნისისთვის ონკოლოგიური დაავადების მქონე უკვე 119 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის 442 476 ლარის, 1 117 154 აშშ დოლარისა და 372 657 ევროს დაფინანსება დავამტკიცეთ. ფონდის მხარდაჭერით, 68 პაციენტის დიაგნოსტიკა და
ჯანმრთელობა მკურნალობა საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 51 პაციენტი საქართველოში მიმდინარე მკურნალობის პარალელურად, უკვე გაემგზავრა ან გეგმავს საზღვარგარეთ გამგზავრებას კონკრეტული დიაგნოსტიკისა და სამკურნალო ჩარევისათვის, მათ შორის, განსაკუთრებით ძვირადღირებული – ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად. ფონდის დაფუძნებიდან დღემდე, 3263532,00 ლარზე მეტი იქნა მობილიზებული. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტორს, რომ არცერთი თეთრი, რომელიც ირიცხება სოლიდარობის ფონდში მოქალაქეების მიერ ბავშვების დასახმარებლად, არ ხმარდება ფონდის ადმინისტრაციულ ხარჯებს. მათ შორის, სახელფასო ფონდი, საინფორმაციო მხარდაჭერისათვის აუცილებელი ბიუჯეტი და სხვა მიმდინარე საოპერაციო ხარჯები, მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება“.
www.solidaroba.ge info@solidaroba.ge ტელ.: 299 09 00 (2015)
გია გვარამიას კლინიკა ესთეტიკური ქირურგიის ოაზისი თბილისში
გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს ! გია გვარამიას კლინიკა გთავაზობთ ესთეტიკური რთულია ანდო საკუთარი ჯანმრთელობა და გარეგნობა კლინიკას და ქირურგს ნდობის გარეშე. სამედიცინო პროცედურების სრულ სპექტრს, მათ გია გვარამიას კლინიკა სწორედ სანდოობით შორის ინტიმურ პლასტიკას. ინტიმური ლაზერული გაახალგაზრდავება სულ უფრო პოპულარული გამოირჩევა. აქ ყველა იმ ესთეტიკური პროცედურის და ოპერაციის ჩატარებაა შესაძლებელი, რაც პროცედურა ხდება ასაკით ან მშობიარობის მსოფლიოს მოწინავე ესთეტიკურ შედეგად გამოწვეული ინტიმური ცენტრებში ტარდება. პრობლემების მოსაგვარებლად. პროცედურებისა და ოპერაციებისთვის გია გვარამიას კლინიკაში მხოლოდ აშშ- სა და ევროპის უმაღლესი სასერთიფიკაციო ორგანიზაციების მიერ ნებადართული პრეპარატი ან იმპლანტი გამოიყენება, რაც მკვეთრად ამაღლებს პაციენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების ხარისხს. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნები გვაქვს მკერდის იმპლანტების მიმართ. ალ. ყაზბეგის გამზ. #1 2 914-914 www.gvaramia.com facebook.com/GiaGvaramiaClinic
საქართველოში, სწორედ გია გვარამიას კლინიკის მიერ იქნა დანერგილი ბევრი პოპულარული ოპერაცია და უმეტესი ესთეტიკური პროცედურა, როგორიცაა ულტრაბგერითი ლიპოსაქცია, სახის გაახალგაზრდავების ენდოსკოპიური ოპერაციები, ლაზერული დერმაბრაზია, ნაოჭების გასწორება ბოტოქსის ინექციებით, მეზოთერაპია, სახის კანის გაახალგაზრდავება ლაზერით და მრავალი სხვა.
126
გია გვარამიას კლინიკაში დაინერგა და წარმატებით კეთდება ბუნიონის მკურნალობის ოპერაციები უახლესი ტექნოლოგიით.
ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, გთავაზობთ რჩევებს გია გვარამიას კლინიკისგან, თუ როგორ გაირუჯოთ უსაფრთხოდ.
ტერფის ვალგუსური დეფორმაცია, ანუ ბუნიონი, ფეხის ტერფის ყველაზე ხშირი დეფორმაციაა, გამოხატული კოსმეტიკური დეფექტით და ხასიათდება ტერფის ცერა თითის გადახრით მომდევნო თითებისკენ. ცერა თითის ტერფის ძვლებთან შესახსრების მიდამოში ვითარდება მკვრივი ბორცვი, რომელიც ხშირად მტკივნეულია. ბუნიონის სიმპტომებს შორის, გარდა მკვრივი ბორცვისა, აღინიშნება მის ირგვლივ არსებული კანის შეშუპება, შეწითლება, დაწყლულება, დიდი თითის გადახრა სხვა თითების მიმართულებით, ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულისას.
•განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გარუჯვის დროს შაქრიანი დიაბეტითა და მასტოპათიით დაავადებულთათვის, 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის; •გარუჯვამდე სასურველია ხალების, ნაწიბურების და ტატუირების დაფარვა მზისგან დამცავი საშუალებით; •დაიცავით თავი გადახურებისგან, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე; •გარუჯვის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალება, რაც ამშვიდებს კანს და უზრუნველყოფს ლამაზი ნამზეურის განვითარებას; •ნუ გაირუჯებით მზეზე 11-დან 16 საათამდე; •უხვად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება (არანაკლებ SPF 15 ფაქტორით). რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს დამცავი ფაქტორის შემცველობა; •ბავშვებისთვის გამოიყენეთ წყალმედეგი მზისგან დამცავი საშუალება, არანაკლებ 30 დამცავი ფაქტორით; •თვალების დასაცავად აუცილებელია მზის სათვალის ტარება; •მზისგან დამცავი საშუალება გამოიყენეთ ჩრდილშიც, რადგან წყალი და ქვიშა ულტრაიისფერი სხივების 20%-მდე რაოდენობას ირეკლავს; •მოღრუბლულ და ქარიან ამინდში კანის გახურება ხშირად არ იგრძნობა და ადვილად ვითარდება დამწვრობა.
ბუნიონის მკურნალობისთვის ხშირად საკმარისია ფეხსაცმლის სწორად შერჩევა, სხვადასხვა სახის ორთოზის, ფიქსატორის, ფეხის თითებს შორის სეპარატორის ან გელის გამოყენება და დასვენება.
ბუნიონის სამკურნალოდ მრავალი ქირურგიული მეთოდი არსებობს, რომლებიც მიზნად ისახავენ ტერფის ბიომექანიკის აღდგენას. მეთოდი შეირჩევა უშუალოდ ქირურგის მიერ, ჩატარებული გამოკვლევების და პაციენტის ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგჯერ საკმარისია ჩარევა მხოლოდ რბილი ქსოვილების დონეზე, შორს წასულ შემთხვევებში კი აუცილებელი ხდება ტერფის ძვლების კორექცია.
გარუჯვის შემდეგ აუცილებელია კანის აღდგენა და დაცვა ფოტოდაბერების პროცესებისგან. ამ პროცესის შესანელებლად და ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სხვადასხვა ესთეტიკური პროცედურა - მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმათერაპია, ფრაქსელი და სხვა.
ოპერაციის სირთულის შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს 6-დან 8 კვირამდე. ამ ხნის განმავლობაში პაციენტი ატარებს სპეციალურ ფეხსაცმელს.
ალ. ყაზბეგის გამზ. #1 2 914-914 www.gvaramia.com facebook.com/GiaGvaramiaClinic
თუ გარუჯვის შემდეგ, კანზე გაჩნდა ახალი პიგმენტური ლაქა ან ხალი, გირჩევთ დაუყოვნებლივ შეამოწმოთ მისი სტრუქტურა. ჩვენთან შესაძლებელია ხალის დიაგნოსტიკა მოკვეთის და ბიოფსიის გარეშე - სიასკოპიით. კომპიუტერული სპექტრული ანალიზი მარტივი და უმტკივნეულო პროცედურით რამდენიმე წუთში დაადგენს, რამდენად საშიშია პიგმენტური წარმონაქმნი.
127
ჯანმრთელობა
რატომ ავირჩიოთ კლინიკა „ჰელსიკორი“ ისრაელ - საქართველოს სამედიცინოკვლევითი კლინიკა „ჰელსიკორი“ გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს ემსახურება. კლინიკა და მისი გუნდი არ იშურებს გამოცდილებას და ენერგიას, რათა დაეხმაროს ქართველ მოსახლეობას, ჩაიტარონ უნიკალური ოპერაციები გულსა და სისხლძარღვებზე. ამაში ძალიან გვეხმარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. „ჰელსიკორი“ აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პაციენტი თავს კიდევ უფრო იმედიანად იგრძნობს. ყურადღება ექცევა პაციენტის მოვლას, მომსახურებას, მკურნალობას და რაც მთავარია - მის გადარჩენასა და გამოჯანმრთელებას. ამაზე ჩვენი ექიმები ზრუნავენ.
პაციენტი: იაგო ბერიძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა „ვისაც სიცოცხლე უნდა, უნდა მივიდეს კლინიკა ჰელსიკორში“
ყველა ჩვენს პაციენტს საშუალება ეძლევა მიიღოს იმედიანი სამედიცინო დახმარება კარდიოლოგიაში, კარდიოქირურგიაში, ინტერვენციულ კარდიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში. ასევე, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ამბულატორიულ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას. რატომ ავირჩიოთ კლინიკა „ჰელსიკორი“ თქვენ მოხვდით საიმედო ხელში ინოვაციურ ოპერაციას ჩაატარებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი თანამედროვე სტანდარტის დიაგნოსტიკა მაღალი ხარისხის მკურნალობა და მომსახურება
128
ჯუმბერ ფარცახაშვილი, სისხლძარღვთა ქირურგი: „ჩვენი გუნდის მიერ კეთდება როგორც ღია მასშტაბური, ასევე მინიინვაზიური, ენდოვასკულარული სისხლძართვთა ქირურგიული ჩარევები“
ინტერვენციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ი.გოგორიშვილი სიახლე ჰელსიკორში: პოლიმერული სტენტი რომელიც იწოვება
კარდიოქირურგი ლ.ქარაზანიშვილი კლინიკა “ჰელსიკორი” ევროპული ხარისხი, ნოვატორული მეთოდები და ინოვაციური ოპერაციები
HELSICORE ისრაელ-საქართველოს სამედიცინო-კვლევითი კლინიკა „ჰელსიკორი“
ექიმთან ვიზიტის ოთახი
კლინიკის გენერალური დირექტორი ლიკა გელიაშვილი და ბ-ნ პაატა ბურჭულაძე
იმედის მოლოდინის მქონე პაციენტები
შპს „ ისრაელი საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი“ თევდორე მღვდლის ქ. N13, 0112 ტელ: (+99532) 2433343; ფაქსი: (+99532) 2433344; მობ: +995 557 099 911 www.helsicore.com; www.helsicore.ge info@helsicore.com
ინფორმაცია მგზავრებისათვის
ინფორმაცია მგზავრებისათვის საერთაშორისო და მაგისტრალურ მიმოსვლის მატარებლებით გადაყვანისას მგზავრები მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და რკინიგზაზე მოქმედი წესები.
პატივცემულო მგზავრებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მატარებლით მგზავრობისას აუცლიბელია თქვენივე უსაფრთხოების მიზნით დაიცვათ შემდეგი წესები: 1. ლიანდაგებზე გადასვლელად ისარგებლეთ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნელი სხვდასხვა გადასავლელებით; 2. მოერიდეთ ბაქნის ნაპირთან მიახლოებას; 3. არ მიუახლოვდეთ მოძრავ მატარებელს 2 მეტრის ახლო მანძილზე; 4. არ მოადუნოთ ყურადრება როცა თქვენს გვერდით პატარა ბავშვია. 5. მატარებლის მოახლოებისას და ვაგონში ჩახსდგომა-გადმოსხდომის დროს ბავშვებს მოკიდეთ ხელი; 6. ჩასხდომა და ჩამოსვლა განახორციელეთ მხოლოდ მატარებლის სრული გაჩერების შემდეგ. 7. არ შეაფერხოთ ვაგონის ავტომატური კარების მუშაობა კარების მუშაობა; 8. დაუშვებელია ისეთი ხელბარგის გადაზიდვა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს / გააჭუჭყიანოს ვაგონი ან სხვა მგზავრები; 9. აკრძალულია იარაღის, სპეციფიური სუნის მქონე, ცეცხლსაშიში, მომწამვლელი, ადვილაალებადი, ასაფეთქებელი და სხვა საშიში ნივთიერებების გადაზიდვა; 10. აკრძალულია სპირტიანი სასმელების მიღება; 11. აკრძალული სხვა მგზავრთა სიმშვიდის დარღვევა; 12. დაუშვებელია მგზავრობა ტამბურში და გადასასვლელ ბაქნებზე; 13. აკრძალულია ვაგონებში თამბაქოს მოწევა; 14. დაუშვებელია ვაგონიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაგდება (ვაგონებში არსებობს სანაგვეები); 15. მატარებლის მოძრაობის დროს არ შეიძლება ღია ფანჯრიდან თავის და ხელის გადმოყოფა. მგზავრთა ორგანიზებული ჯგუფების გადაყვანა: მგზავრთა ცალკეული ჯგუფების (10 ადამიანი და მეტი) გადაყვანა ხორციელდება განაცხადის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს: შემკვეთი ორგანიზაციის დასახელება; მოთხოვნილი ადგილების რაოდენობა; მატარებლისა და ვაგონის კატეგორია; გამგზავრების თარიღი; გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტი; ანგარიშსწორების ფორმა (ნაღდი, უნაღდო). ჯგუფური გადაყვანის შემთხვევაში, რეზერვირებული ადგილების შესყიდვის ვადად განსაზღვრულია: ნაღდი ანგარიშსწორებისას – განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 3 დღისა, უნაღდო ანგარიშსწორებისას – განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 5 საბანკო დღისა. ინტერნეტბილეთების შეძენა: სს ,,საქართველოს რკინიგზა“ ფიზიკურ პირებს სთავაზობს რკინიგზის ვებგვერდის railway.ge-ს საშუალებით Online რეჟიმში, ადგილობრივი მსვლელობის სამგზავრო მატარებლებზე Visa/Mastercard პლასტიკური ბარათების მეშვეობით შეიძინოს ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტები (ბილეთები). მგზავრების შესახებ ინფორმაციის შეყვანა მგზავრების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. ყურადღება მიაქციეთ გვარის, სახელისა და პირადი ინფორმაციის სისწორეს, რაც აუცილებელი პირობაა მგზავრის მატარებელში დასაშვებად.
130
ინფორმაცია მგზავრებისათვის დასაშვებია ერთი მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებით გაფორმდეს ყველა ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, გარდა საბავშვოსი. მგზავრები მატარებელში დაიშვებიან მხოლოდ იმ პიროვნების მგზავრობის შემთხვევაში, ვის სახელზეც გაფორმდა ბილეთები. ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი საბავშვო ტარიფით გაიცემა 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე. შეძენის დროს აუცილებლად უნდა შეავსოთ ბავშვის დაბადების ან პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები.
მგზავრობა ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტით მგზავრობისათვის ვაგონის გამცილებელთან წარადგინეთ ბილეთის შეძენის კოდი და მგზავრების პიროვნების დამადასტურებელ მოწმობა. აუცილებელი პირობაა: პიროვნება, რომელზეც გაფორმებულია დანარჩენი მგზავრების ბილეთები, იმყოფებოდეს მატარებელში ჩასხდომის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრები არ დაიშვებიან მატარებელში. მგზავრს უფლება აქვს მგზავრობისას თან იქონიოს არაუმეტეს 36 კგ ხელბარგისა (სრულ და საბავშვო ელექტრონულ სამგზავრო დოკუმენტებზე). ყურადღება !!! ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის გასვლამდე 2 საათით ადრე, მხოლოდ Online რეჟიმში, ,,საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდის საშუალებით. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი – ბილეთი არ ბრუნდება. თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია: არანაკლებ 15 საათისა – მგზავრს ექვითება მგზავრობის ღირებულების 0% 15 სთ-ზე ნაკლები დრო – 15% 4 სთ-ზე ნაკლები დრო – 30% მგზავრს უბრუნდება სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) თანხა სერვისის ღირებულების გარეშე. ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის დაბრუნებისათვის აირჩიეთ მენიუ `შეძენილი ბილეთები~, ღილაკით + ჩამოშალეთ შეძენილი ბილეთების ისტორია და შემდეგ ღილაკზე დაჭერით დაადასტურეთ ბილეთის დაბრუნება. მოქმედი წესების მიხედვით, ბარათზე დაგიბრუნდებათ შესაბამისი თანხა, რაც აისახება შეძენილი ბილეთების ისტორიის თანხის ველში. ყურადღება!!! ელექტრონული ბილეთი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის გასვლამდე 2 საათით ადრე. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, ელექტრონული ბილეთი არ ბრუნდება. გამოუყენებელი ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნებისას, თანხის ჩარიცხვა ხორციელდება 3 საბანკო დღეში – მხოლოდ იმ პლასტიკურ ბარათზე, რომლითაც განხორციელდა ტრანზაქცია. თანხის დროულად დაბრუნებაზე პასუხისმგებელია ბანკი.
ცხელი ხაზი
1331
„საქართველოს რკინიგზა“ www.railway.ge საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ტელ.: 2 219 95 73 „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული დეპარტამენტი: ტელ.: 2 19 90 67 satvirto@railway.ge ინტერნეტ-ბილეთები: www.tickets.railway.ge მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ 24-საათიან საინფორმაციო სამსახურის ნომერზე: ტელ.: 1331; 2 19 90 10
131