მატარებელში საკითხავი

Page 1

ვრცელდება უფასოდ

მატარებელში საკითხავი #6

ცხოვრების ეტლი ლევან ბერძენიშვილი

დათო მაღრაძის ევროპული აღიარება

2016

ჩემი “ვეფხისტყაოსანი” დათო ტურაშვილი

gemsaxurebiT 1872 wlidan




იშოვე ფული სანამ სხვებს სძინავთ! შეიძინე სასტუმრო “მგზავრები”-ს ნომერი

თვეში 211 $

გუდაურში

წლიური 2,31 %

პირველადი შენატანის, შემოსავლების დადასტურებისა და უზრუნველყოფის გარეშე ტელ: +995 557 555 000 www.mgzavrebi.ge


საუკეთესო ინვესტიცია ბათუმში! გახდით ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო BEST WESTERN-ის აქციონერი

12 900 $

0% განვადება!!!

. . . .

დაისვენეთ წლის ნებისმიერ დროს უფასოდ და მიიღეთ სარგებელი სასტუმროს მოგებიდან წლიური საპროგნოზო სარგებელი – 3700$; ინვესტიციის უკუგების პერიოდი – 3,5 წელი გამოუყენებელი დღეების სანაცვლოდ, აქციონერი მიიღებს დამატებით შემოსავალს თქვენ ხდებით სასტუმრო „მგზავრების“ კლუბის წევრი და სარგებლობთ მუდმივი ფასდაკლებით სასტუმროს ქსელში: ბაკურიანი, თბილისი, გუდაური, გონიო, ბათუმი ზღვის პირველი ზოლი ახალ ბულვარში, საკუთარი პლაჟით მაღალი კლასის დიზაინი და პრემიუმკლასის რემონტი ლობი, რესტორანი, კაფე-ვერანდა, ღია აუზი

ტელ: +995 577 52 29 29 www.mgzavrebi.ge


თქვენ დაგჭირდებათ:

სოუსისთვის:

საფანელი - 100 გრ დაფქვილი წითელი წიწაკა მარილი ქათმის ფილე - 600 გრ კვერცხი - 1ც ფრანგული მდოგვი - 1 ჩ.კ გახეხილი ყველი (მოსაყრელად)

მაიონეზი სლობოდა „ოლივკოვი“ - 4 ს/კ კეტჩუპი სლობოდა ცხარე - 3 ს/კ დაბლენდერებული ნიორი - 1 კბილი

მომზადება: შეურიეთ ერთმანეთს საფანელი, წიწაკა და მარილი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და მდოგვი. ქათმის ფილე გარეცხეთ, გაამშრალეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში და გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში. შეწვით წინასწარ 230 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი ან რამდენიც საჭიროა სრულ მომზადებამდე. გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი. სოუსის მოსამზადებლად უბრალოდ აურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი

გემრიელად მიირთვით !



მატარებელში საკითხავი

/ სარჩევი

სს „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელ: +995 32 219 95 73 www.railway.ge

ჟურნალის მენეჯმენტი: გაზეთი „ჯორჯია თუდეი“ მელიქიშვილის 1, თბილისი 0179 ტელ: +995 32 229 59 19 www.georgiatoday.ge

მატარებელში საკითხავი I #6

მთავარი რედაქტორი: მაკა ბიბილაშვილი

რკინიგზა და რკინიგზელები სიახლეები ...........................................................................12

ინტერვიუ დაჩი ცაგურიასთან ...................20

„საქართველოს რკინიგზამ“ საექსპლუატაციოდ შვიდი ელმავალი გაუშვა ............................................18

„აბრეშუმის რკინიგზა“ ...................................22

რკინიგზის მუზეუმის გალერეა ...................................19

ნომერზე მუშაობდნენ: თამარ დეკანოიძე ნანა ფაჟავა დათო ტურაშვილი ლაშა გაბუნია ლევან ბერძენიშვილი ხათუნა ხაბულიანი ქეთევან კინწურაშვილი ბასა ჯანიკაშვილი ლელა ოჩიაური ირმა კახურაშვილი ბაჩო კვირტია დარეჯან კაჭარავა ნინო ლორთქიფანიძე დიზაინი: მაიკო თავდიდიშვილი სტილი: ბაჩო კვირტია ფოტო: ზვიად ნიკოლაიშვილი რეკლამა: ანუკა ფოლადიშვილი მაკო ბურდული

მატარებელში საკითხავი

სიყვარული რკინიგზაზე ................................25 ინტერვიუ ვეტერან რკინიგზელთან .........31

მოგონებებიზე მატარებელ

53

ცხოვრების ეტლი ..............................................................34

ერთი მგზავრობის ამბავი .............................47

გიფიქრიათ თუ არა მატარებელში ...........................37

საქართველოს არქეოლოგიის განახლებული გამოფენა..................................50

ჩემი “ვეფხისტყაოსანი” ...................................................40 რკინიგზის სადგურების არქიტექტურა ................44



მატარებელში საკითხავი

/ სარჩევი

პერსონა ინტერვიუ ბაია დვალიშვილთან .........56 „კონცეპტი“ - ჩუბიკას მაღაზია .............60 დათო მაღრაძის მორიგი აღიარება ........................................64

ჯანმრთელობა რატომ რეპროარტი?..................................90 “სწორედ ეს არის ჩემთვის ევროპასთან ასოცირება...” ..................92

ტურიზმი რამდენიმე შეკითხვა პირად და სხვა საკითხებზე ........................68

აღმოაჩინე აჭარის აქამდე უცნობი ტურისტული პროდუქტები ...............................82

ინტერვიუ რობი კუხიანიძესთან ...............75

საქართველოს ზამთრის კურორტები" ......................................84

ინტერვიუ გიორგი ალიბეგაშვილთან ..78

ინფორმაცია მგზავრებისათვის

94

ცხელი ხაზი „საქართველოს რკინიგზა“. www.railway.ge

1331


რკინიგზა და რკინიგზელები

. . .

სიახლეები საქართველოს რკინიგზაში

„საქართველოს რკინიგზამ“ საექსპლუატაციოდ შვიდი ელმავალი გაუშვა

„საქართველოს რკინიგზის“ მუზეუმის ფოტოგალერეა

. .. .

ინტერვიუ დაჩი ცაგურიასთან „აბრეშუმის რკინიგზა“ სიყვარული რკინიგზაზე

ინტერვიუ ვეტერან რკინიგზელთან


T e r v a z g im

! d a l u t r o f m o k a d d usafrTxo

მატარებელში საკითხავი

1


www.railway.ge

ძვირფასო მგზავრებო!

ტრანსპორტირებას და ლოგისტიკური წესების შეთავაზებას ჩვენი მსხვილი პარტნიორებისთვის. სწორედ ეს არის ჩვენი ბიზნესის გრძელვადიანი ხედვა, რომელიც კეთილდღეობის მომტანი იქნება არა მხოლოდ „საქართველოს რკინიგზის“ მომხმარებლებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის.

მოხარული ვარ, რომ მგზავრობთ „საქართველოს რკინიგზის“ მატარებლით. ჩვენი მატარებელი აგრძელებს პროგრე­ სისკენ სვლას და ახალ წელს ახალი პროექტებით ვეგებებით. ბევრი სიახლისა და ცვლილების მომსწრენი გახდებით რკინიგზის მგზავრებიც. პროგრესი ერთმნიშვნელოვნად შესამჩნევი იქნება სამგზავრო მიმართულებით.

მადლობა, რომ ირჩევთ „საქართველოს რკინიგზას“ და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას.

როგორც იცით, „საქართველოს რკინიგზა“ არ ნიშნავს მხოლოდ მგზავრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანას – იგი ასევე გულისხმობს ტვირთის

პატივისცემით, მამუკა ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი 11


მატარებელში საკითხავი I #6

ევროპის სარკინიგზო კავშირის წარმომადგენლები საქართველოში

მათი ხელშეწყობით მივაღწიოთ“, - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, რეგულაციების ამოქმედება 2019-2022 წლებში იწყება. „ჯერჯერობით, მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს. ზოგადად, ეს რეგულაციები იოლი არცერთი არ არის. ყველა საჭიროებს ძალიან დიდ ძალისხმევას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვიყოთ იმ პერიოდისთვის, როდესაც მისი ამოქმედება იქნება საჭირო“, - განაცხადა ბაქრაძემ. „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებულია ევროკავშირთან სარკინიგზო და ზოგადად, სატრანსპორტო დარგის თანამშრომლობა. „საქართველოს რკინიგზაზე“ ვრცელდება 8 ევროდირექტივა და რეგულაცია, რომლებიც უნდა დავნერგოთ ეტაპობრივად, წლების მიხედვით. ამ მხრივ, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩვენ შევქმენით სპეციალური ჯგუფი, გაიწერა მისი სამუშაო დებულება. 2018-2020-2021 წლები ის საბოლოო ვადაა, როდესაც დირექტივები ძალაში უნდა იყოს. სარკინიგზო დირექტივების ძირითადი ასპექტებია: უსაფრთხოება, ბაზრის გახსნა, რკინიგზის ინფრასტრუქ­ ტურული კომპანიის ტარიფის დადგენა, ასევე საკითხები მგზავრთა უფლებების შესახებ, სატვირთო გადაზიდვის ოპერატორების შესახებ და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანი დირექტივები არსებობს გარემოს დაცვის კუთხით, რომელიც ეტაპობრივად დაინერგება. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ რკინიგზა, ოპერაციების კუთხით, უფრო მოქნილი, ასევე ნამდვილი, ევროპული სტანდარტების გახდება“, - განაცხადა საღირაშვილმა.

ევროპის სარკინიგზო კავშირის (CER) აღმასრულებელი დირექტორის - ლიბორ ლოხმანის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რადისონში“ სემინარი მოეწყო. სემი­ნარზე ლოხმანმა იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც სარკინიგზო სფეროში ევროდირექტივებისა და რეგულა­ციების დანერ­ გვისა და განხორციელებისთვისაა გასათვა­ლისწინებელი. საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმე­­ ბის მიხედვით, „საქართველოს რკინიგზამ“ 8 ძირითა­ დი დირექტივა და რეგულაცია უნდა დანერგოს. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრა­ ციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გახსნა.

როგორც ევროპის სარკინიგზო კავშირის (CER) აღმასრულებელმა დირექტორმა ლიბორ ლოხმანმა აღნიშნა, მათი სტუმრობა და კონფერენციის გამართვა უმთავრესად მიმართულია იმის განმარტებისკენ, თუ როგორ მოერგოს ეროვნული საკანონმდებლო სისტემა ევროპულს, „რათა მიაღწიოთ იმას, რასაც დღესდღეობით ევროკავშირმა მიაღწია“. „ასე რომ, უკეთესად მუშაობაში რკინიგზისთვის ხელის შეწყობა, ეხმარება მას მომხმარებლებისთვის მეტად მიმზიდველი იყოს", განაცხადა ლოხმანმა.

„ევროპის სარკინიგზო კავშირის წევრი „საქართველოს რკინიგზაც“ არის. მნიშვნელოვანია, რომ იმ გზაზე, რომელიც უკავშირდება ევროპულ სტანდარტთან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, კანონმდებლობის, ამ შემთხვევაში კი - რკინიგზის ფუნქციონირების მიყვანას, მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენთვის ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომ ამ სტანდარტებს ევროპელი პატრნიორების დახმარებითა და

12


ავტორი: თამარ დეკანოიძე

ტრენინგი მომსახურების სფეროში

გამომდინარე, სამატარებლო ბრიგადების წევრებს და მოლარე-ოპერატორებს ცალ-ცალკე ჩაუტარდათ ხუთსაათიანი ტრენინგი ორი დღის განმავლობაში, რის შემდეგაც თითოეულმა მონაწილემ გაიარა ტესტირება და მიღებული შეფასების მიხედვით, მომზადდა სპეციალური სერტიფიკატები. ტრენინგის თეორიული ნაწილი დასრულდა 2015 წლის აგვისტოს ბოლოს, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგი, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს. მონიტორინგი გულისხმობს ტრენინგის მონაწილეთა მიერ მიღებული ცოდნის შეფასებას ე.წ. „უჩინარი მგზავრების“ მონაწილეობით. შედეგები ყოველი თვის ბოლოს წარედგინება რკინიგზის მენეჯმენტს. ამ ორივე კურსის ამოწურვის შემდეგ, ილიას უნივერსიტეტი წარადგენს კურსის შემაჯამებელ დოკუმენტაციას, რომელშიც ასახული იქნება სამომავლო რეკომენდაციები.

ფილიალ „მგზავრთა გადაყვანას“ სამატარებლო ბრიგადებისა და საბილეთო სალაროს მოლარეებს, მომსახურების სფეროში ტრენინგი ჩაუტარდათ. აღნიშნული ტრენინგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარეობდა და მასში ჩართული იყო ყველა მატარებლის უფროსი, ვაგონის გამყოლები-მომსახურე პერსონალი, ოპერატორი, უფროსი მოლარე-ოპერატორი და მოლარე-ოპერატორი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სულ 364-მა თანამშრომელმა, მათ შორის – 126-მა მოლარე-ოპერატორმა და სამატარებლო ბრიგადების 238მა წევრმა.

თბილისში სარკინიგზო პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდა „საქართველოს რკინიგზამ“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, „პროფესიული განვითარებისა და გადამზადების ცენტრი“ ერთობლივად დააფუძნეს. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა – არჩილ ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს. პროექტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

ტრენინგი ჩაატარეს „ილიაუნის“ პროფესორმასწავლებლებმა, რომელთაც გაaჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და მსმენელთათვის მომზადებული აქვთ საინტერესო პროგრამა. იმ მოლარე-ოპერატორთა ტრენინგში მონაწილეობისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, გაფორმდა მივლინებები დადგენილი წესის შესაბამისი ანაზღაურებით (მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები). თითოეული ჯგუფი დაკომპლექტებული იყო 20 მონაწილით, რომელთა ტრენინგმა, ჯამურად, 10 აკადემიური საათი მოიცვა. სამუშაო სპეციფიკიდან

შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა თანაინვესტირებითა და უშუალო ჩართულობით, სარკინიგზო ტრანსპორტის

13


ბათუმში კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2015“ ჩატარდა

მატარებელში საკითხავი I #6

ბათუმში, „საქართველოს რკინიგზისა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2015“ ჩატარდა. კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სატრან­ სპორ­ტო დერეფნის განვითარება ეკონომიკური ტურ­ბუ­ ლენ­ტობის პირობებში; სატრანზიტო რეგიონული ვალუტის დევალვაციისა და ბიზნესაქტიურობის დაქვეითება; რეგიონში ჩამოსასხმელი ნავთობპროდუქტების მოზიდვა სატრანზიტო მარშრუტების გადანაწილების ფონზე.

პროფესიულ სასწავლებელში კონკრეტული მიმართულებით მოხდება სტუდენტთა გადამზადება და შემდგომ მათი დასაქმება. „საქართველოს რკინიგზა“, როგორც დამკვეთი და დამსაქმებელი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, უშუალოდ ჩართული იქნება პროცესში.

კომპანიების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ახალი ინიციატივები და პროექტები, რომლებიც უკავშირ­ დება სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელოვნების შენარ­ ჩუ­ნების საკითხს. კონფერენციაზე მოხსენებით გამო­ ვიდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლები, ასევე საქართველოსა და უკრაინის საზღვაო ადმინისტრაციების წევრები, სატრანსპორტო და სატვირთო კომპანიების დელეგატები.

თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ კოლეჯში ყოველწლიურად 800-მდე პროფესიული სტუდენტი გადამზადდება. ეს არის პროექტი, რომელიც უშუალოდ დასაქმების პრობლემის გადაჭრას უზრუნველყოფს, ვინაიდან კოლეჯში კონკრეტული დაკვეთის საფუძველზე განხორციელდება სტუდენტთა გადამზადება. შედეგად, „საქართველოს რკინიგზა“ მიიღებს კვალიფიციურ კადრებს სწორედ იმ მიმართულებით, რომელზეც კომპანიას აქვს მოთხოვნა. თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ სასწავლებელში სტუდენტთა გადამზადება სპეციალური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოხდება. პროგრამების შედგენაში ჩართული იქნებიან როგორც განათლების სამინისტროს, ისე ტექნიკური უნივერსიტეტისა და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები.

ფორუმის მეორე დღეს კონფერენციის მონაწილეები კომპანია „კაზტრანსოილის“ ბათუმისა და Petrocas Energy Group-ის ფოთის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალს

პროფესიული გადამზადების ცენტრში, რომელიც, ძირითადად სარკინიგზო პროფესიებს მოემსახურება, „საქართველოს რკინიგზა“ და საპარტნიორო ფონდი მილიონნახევარი ლარის ინვესტირებას განახორციელებენ.

14


რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები ეწვივნენ, სადაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმეტე­სი ნაწილი იტვირთება. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური მსხვილი კომპანიე­ ბის წარმომადგენლებმა, მათ შორის - ნავთობგადამამუ­ შავებელი ქარხნების 120-ზე მეტმა დელეგატმა და აგრეთ­ვე საწვავის მომხმარებლებმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინი­ დან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. საკონტრეილერო მატარებლების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე.

თბილისში VIKING Train-ში მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა

მარშრუტებისა

და

„პროექტში „საქართველოს რკინიგზის“ მონაწილეობით, შესაძლებელი ხდება საკონტეინერო სატრანზიტო გადაზიდვებში ამიერკავკასიის, შუა აზიის ქვეყნების, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონთან, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიურ ქვეყნებთან დაკავშირება, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია იმისთვის, რომ საქართველომ შეიძინოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია. საქართველო გახდება „ვიკინგის“ და „ტრასეკას“ სატრანზიტო კორიდორის შემაერთებელი კვანძი“, – აღნიშნულია პროექტის საკოორდინაციო საბჭოს ერთობლივ განცხადებაში.

თბილისში, სასტუმრო „მერკურში“, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტის - „კომბინირებული მატარებელი ვიკინგი“-ს (VIKINGI train) მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოგისტიკური კომპანიების ორდღიანი სამუშაო თათბირი გაიმართა. „საქართველოს რკინიგზა“ VIKINGI train-ის სრულუფ­ ლებიანი წევრი 2015 წლის აპრილში, ვილნიუსში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა.

ევროკავშირის სატრანსპორტო კომისიის მიერ კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი „ვიკინგი“ დასახელებულია, როგორც საუკეთესო ევროპული პროექტი სატვირთო გადაზიდვების სექტორში.

კომბინირებული სატრანსპორტო მატარებელი VIKINGI train წარმოადგენს ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვასა და თურქეთის ერთობლივ სარკინიგზო პროექტს. იგი ბალტიისპირეთის რეგიონის საზღვაო საკონტეინერო ჯაჭვს შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ანალოგიურ სისტემებთან აკავშირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობისა და სამომავლო პერსპექტივების ანგარიში, მიღებულ იქნება ახალი, კონკურენტუნარიანი სატარიფო გადაწყვეტილებები. დღის წესრიგის თანახმად, განიხილება აზერბაიჯანული მხარის პროექტზე მიერთების საკითხი.

კომბინირებული მატარებლის - „ვიკინგის“ რეგულარული მოძრაობა 2003 წლის 6 თებერვალს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა „ბალტიის ზღვა-შავი ზღვის“ მიმართულებით, საქონლის მიწოდების სქემის ოპტიმიზაციაზე, რეკომენდაციების შემუშავებაზე, შერეული (მულტიმოდალური) და ინტერმოდალური გადაზიდვების სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის, საკონტეინერო და

„აღნიშნული პროექტის იდეა ის გახლავთ, რომ ჩრდილო ევროპის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნები, დაუკავშირდნენ შავი ზღვის აუზს. აღნიშნულ პროექტში გაწევრიანებულია რვა ქვეყანა, მაგრამ დიდი ალბათობით, მოხდება აზერბაიჯანის მიერთებაც. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ

15


შესაძლებლობა გვექნება, შუა აზიის ქვეყნები ჩრდილოეთ ევროპას დავაკავშიროთ“, – განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

შედეგად, საქართველომ ეფექტური და მოდერნიზებული საბაჟო უწყება მიიღო. საზეიმო ღონისძიებაზე, სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის „ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის“ დირექტორი ლევან კუკავა, რომელიც აღნიშნული საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ქვეყნის საბაჟო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

საბაჟო მომსახურების პროცედურა გამარტივდა

მატარებელში საკითხავი I #6

პირველი სატვირთო გადაზიდვა „ვალეს“ მიმართულებით „საქართველოს რკინიგზაში“ სატვირთო გადაზიდვების ახალი სატრანზიტო მარშრუტი ამუშავდა. აზერბაიჯანიდან სადგურ „ვალეს“ მიმართულებით, პირველი სატვირთო გადაზიდვა განხორციელდა და ნახშირით დატვირთული ვაგონები ახალ სატვირთო ტერმინალებში უკვე დაიცალა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ასევე ხორბლის, სხვადასხვა სავაგონო და საკონტეინერო მოცულობითი ტვირთების გადაზიდვა.

სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ WBS-ის („ვორლდ ბიზნეს სოლუშენს“), კომერციული სამსახურებისა და საქართველოს საბაჟოს ერთობლივი მუშაობის შედეგად, შეიქმნა ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა. აღნიშნული სისტემის საშუალებით, შესაძლებელი გახდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ტვირთზე ელექტრონულად ინფორმაციის მიღება და ტვირთის გადაადგილების კონტროლი. ამიერიდან, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის სისტემა საშუალებას აძლევს კლიენტსა და საბაჟო სამსახურს საბუთები გაცილებით მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯით გააფორმოს. აღსანიშნავია, რომ აქამდე კლიენტისა და საბაჟოს ურთიერთთანამშრომლობა საკმაოდ გრძელვადიანი პროცედურა იყო და ორივე მხარისგან რამდენიმე ვიზიტს მოითხოვდა.

სადგური „ვალე“ და მასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ბოლო წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის საექსპლუატაციოდ გადაცემის მიზნით, „საქართველოს რკინიგზამ“ ვალეს მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014-2015 წლებში განახორციელა.

საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ხუნდაძემ განსაკუთრებით აღნიშნა სს „საქართველოს რკინიგზის“ საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული მოქმედების მნიშვნელობა. მისი თქმით, „საქართველოს რკინიგზისა“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარების პროექტების

16


რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები

„საქართველოს რკინიგზა“ ხაშური-მოლითის 22-კილომეტრიან მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს

მოდერნიზაციის პროექტი 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი, ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების მოწყობის შემთხვევაში კი, მთლიან სარკინიგზო მაგისტრალზე ტვირთის გამტარუნარიანობა 123 მილიონ ტონას მიაღწევს. ნაკლები იქნება ეკოლოგიური რისკების მდგომარეობა მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა, ხოლო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო, თითქმის ერთი საათით შემცირდება.

„საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს მოდერნიზაციის პროექტს ხაშური-მოლითის 22-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა.

17


„საქართველოს რკინიგზამ“ საექსპლუატაციოდ შვიდი ელმავალი გაუშვა

მატარებელში საკითხავი I #6

ავტორი: თამარ დეკანოიძე

„საქართველოს რკინიგზამ“, კაპიტალური რემონტის შემდეგ, საექსპლუატაციოდ შვიდი ელმავალი გადასცა. სარემონტო სამუშაოები თბილისის ელმავალშემკეთებელ ქარხანაში 2015 წელს ჩატარდა და ძველი ელმავლები ახალი დიზაინით შეიცვალა. შეკეთების შედეგად, მატარებლების უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ელმავლები აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ტექნიკური საშუალებებით, რითაც სალოკომოტივო სიგნალიზაციისა და რადიოსიგნალის მიღება-გადაცემის ხარისხი საგრძნობლად ამაღლდა. სალოკომოტივო ბრიგადების შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით კი, სრულად განახლდა მემანქანის კაბინა, რომელიც მაცივრით, კონდიციონერითა და მიკროტალღური ღუმელით აღიჭურვა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ლოკომოტივები მუშაობენ გამართულად ყველა შეერთებაზე, რაც საგრძნობლად ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯებს. რემონტის ხარისხი გაუმჯობესებულია, რაც წინა წლებთან შედარებით, წუნების შემცირებაზე აისახება“. ზაზა კოპინაშვილი, მემანქანე: „შემოვიდა ახალი რადიოკავშირები, რომელიც აუმჯობესებს მიღებას. გაუმჯობესებულია ხმის ტემბრი. ასევე შემოვიდა ახალი სიჩქარმზომები, რაც საშუალებას გვაძლევს შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად შევასრულოთ ჩვენი სამუშაო. გაუმჯობესებულია სიგნალიზაცია. ელმავლის კაბინაში არის გათბობისა და გაგრილების სისტემა. ეს საშუალებას გვაძლევს, ზაფხულში ვიმუშაოთ და ვიყოთ კომფორტულად. ძველ ელმავლებში, ზაფხულის პერიოდში, ტემპერატურა 50-60 გრადუსს აღწევდა და ძალიან გვიჭირდა მუშაობა. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. გვაქვს მაცივარი და მიკროტალღური ღუმელი. პირადად მე, როგორც მემანქანე, კმაყოფილი ვარ ახალი ელმავლების შემოსვლით და ჩემს საქმეს უფრო მაღალპროფესიულად და მაღალხარისხიანად ვასრულებ“.

ნიკოლოზ ზუმბაძე, თბილისის მახარისხებელი სალოკომოტივო დეპოს უფროსის მოადგილე: „კაპიტალური შეკეთებისა და მოდერნიზაციის შედეგად, გარემონტდა შვიდი ერთეული „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ლოკომოტივი. გაუმჯობესებულია უშუალოდ მოწყობილობის ხარისხი, აღჭურვილია ახალი ტიპის სალოკომოტივო სიგნალიზაციით, რომელიც, ფაქტობრივად, გამორიცხავს ამკრძალავჩვენებიანი შუქნიშნის გავლას სალოკომოტივო ბრიგადების მიერ.

18


„საქართველოს რკინიგზის“ მუზეუმი ფოტოგალერეა

რკინიგზის ხელმძღვანელების სამუშაო მაგიდა

ტელეტაიპის აპარატი მორზე

ტელეფონი

ტელეგრაფის აპარატი

ქაღალდის საშრობი

სადგურიდან მატარებლის გამცილებლის ფარანი

19

მატარებლის დისპეტჩერის ტელეფონი


ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ინტერვიუ დაჩი ცაგურიასთან

მატარებელში საკითხავი I #6

ავტორი: თამარ დეკანოიძე რა კეთდება „საქართველოს რკინიგზაში“ მგზავრთა მომსა­ ხურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით? დაჩი ცაგურია, „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალის „მგზავრთა გადაყვანა“ გაყიდვების სტიმულირებისა და მომსახურების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზა შემოსავალს სატვირთო გადაზიდვებიდან იღებს, ხოლო სამგზავრო გადაზიდვები დოტაციაზე გვყავს, ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ მგზავრებს კომფორტი შევთავაზოთ და უფრო სასიამოვნო გავხადოთ მატარებლით მგზავრობა. ჩვენ დავნერგეთ დასუფთავების ახალი სისტემა. ეს გამორჩეულია იმით, რომ გვაქვს თანამედროვე ტექნიკა, რომელიც 180 გრადუსზე ორთქლს გამოყოფს. შესაბამისად, ვაგონების დასუფთავება მაღალი წნევით ხდება. აქამდე, ვაგონები გარედან ხელით ირეცხებოდა. ჩვენ აღვადგინეთ ვაგონების სამრეცხაო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღარ მუშაობდა. დღეს ყველა ვაგონი სპეციალური ჯაგრისებით სამრეცხაოში ირეცხება და ამის შემდეგ გადის ბაქანზე.

სისტემები, რომელიც ამ პროცესის მართვაში ძალიან დაგვეხმარა. ასევე ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ მგზარებისთვის ბილეთების შეძენა გაგვემარტივებინა. დღეს უკვე ბილეთების ყიდვა შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდზე (www.railway. ge; www.biletebi.ge) და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

გარდა ამისა, წლების განმავლობაში, აღარ მუშაობდა საინფორმაციო დაფები. შესაბამისად, მგზავრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელ ბაქანზე შემოვიდოდა მატარებელი, ან რამდენ წუთში. ჩვენ შევიძინეთ შესაბამისი აღჭურვილობა და საქართველოს მასშტაბით 18 ძირითად სადგურზე, თანამედროვე, ელექტრონული საინფორმაციო დაფები დამონტაჟდა. სწორედ ხარისხიანი მომსახურების მიზნით, მაქსიმალურად შევეცადეთ მგზავრებისთვის ბილეთის აღების პროცესი გაგვემარტივებინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „საქართველოს რკინიგზა“, სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ბილეთის დაბალი ფასითაც ერთ-ერთი მოწინავეა. „საქართველოს რკინიგზა“, მგზავრობის სიიაფით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ხოლო ევროპაში – პირველზე. რკინიგზით მგზავრობის ფასები, მიმართულებების მიხედვით, ლარიდან 55 ლარამდეა. ჩვენ დავნერგეთ 10-თვიანი ფასდაკლება – 10 თვის განმავლობაში, 40-ლარიან ბილეთს, მგზავრებს ვთავაზობთ 25 ლარად, ხოლო 23-ლარიან ბილეთს – 18 ლარად. მაქსიმალურად ვცდილობთ, დაბალ ფასთან ერთად, მგზავრებს მომსახურების მაღალი ხარისხი შევთავაზოთ.

მოგეხსენებათ, ზაფხულში მგზავრთა ნაკადი იზრდება, ამიტომ სალაროებთან ყოველთვის რიგია. ხშირად კამათობდნენ, თუ ვინ ვის წინ იდგა. ჩვენ დავამონტაჟეთ რიგის მომწესრიგებელი

20


რკინიგზა და რკინიგზელები / ინტერვიუ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ბაქნების გასარემონტებლად მთელი საქართველოს მასშტაბით. 2015 წელს, გავარემონტეთ 8 ბაქანი. სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ლესის მოსაცდელ დარბაზში. წელს, ვგეგმავთ 12 ბაქნის შეკეთებას. ბუნებრივია, ამ მიღწევებით არ ვკმაყოფილდებით და კიდევ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. გვინდა შევცვალოთ ბილეთების გაყიდვის სისტემა. ვმუშაობთ თანამედროვე სისტემაზე, რომელსაც მგზავრებს ამ ზაფხულს შევთავაზებთ. ეს სისტემა მგზავრს მოულოდნელ გართულებებს თავიდან აარიდებს. მაგალითად, თუ იგი დაკარგავს ბილეთს, ამაზე სანერვიულო აღარ ექნება. გვინდა შემოვიღოთ ელექტრონული შტრიხკოდებიანი ბილეთები, სადაც მგზავრის ინფორმაცია იქნება შენახული. გამცილებლებს ექნებათ წამკითხველები, რომელთა საშუალებითაც ამ შტრიხკოდის ამოკითხვას შეძლებენ. ხდება თუ არა მომსახურე პერსონალის გადამზადება? დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც გულისხმობს იმ თანამშრომელთა გადამზადებას და მათთვის სპეციალური ტრენინგების მოწყობას, რომლებსაც უწევთ მგზავრებთან კომუნიკაცია. აღნიშნული ტრენინგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარეობდა და მოიცვა ყველა მატარებლის უფროსი, ვაგონის გამყოლები-მომსახურების ოპერატორები, უფროსი მოლარე-ოპერატორები და მოლარეოპერატორები. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სულ 364-მა თანამშრომელმა, მათ შორის – 126-მა მოლარე-ოპერატორმა და სამატარებლო ბრიგადების 238-მა წევრმა. ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. ძალიან კმაყოფილი ვართ ამ ტრენინგების შედეგებით, ვინაიდან მომსახურების ხარისხი ბევრად გაუმჯობესდა. რა მდგომარეობაა ელმავლებისა და ვაგონების შეკეთების მხრივ? ასევე ცნობილია, რომ ფილიალმა „მგზავრთა გადაყვანა“ უკვე გაარემონტა რამდენიმე ბაქანი და მოსაცდელი დარბაზი... აქტიურად დავიწყეთ სავაგონო ერთეულების რემონტი. საგარეუბნო მიმართულებებზე გვყავდა ისეთი ვაგონები, რომლებიც ბოლო 10 წელია არ გარემონტებულა. ამ მიმართულებით, ძალ-ღონე არ დავიშურეთ და ელექტრომატარებლის 20 ვაგონიდან, 17 უკვე გავარემონტეთ. გარემონტდა ელმავლებიც – სულ 7. მაღალ დონეზე განხორციელდა მათი მოდერნიზაცია ელმავალშემკეთებელ ქარხანასთან ერთად.

21

გარდა ამისა, ვაპირებთ თბილისის რკინიგზის სადგურის რეაბილიტაციას. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში რკინიგზის სადგური სრულიად ახალი კონცეფციით გავაკეთეთ. დღეს, საქართველოში, ეს არის რკინიგზის საუკეთესო სადგური. ასევე კარგად გვინდა გამოიყურებოდეს თბილისის რკინიგზის სადგური. ჩვენ ვმუშაობთ ახალ პროექტზე და იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი გამოვა. „საქართველოს რკინიგზის“ ყველა მომხმარებელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენთვის, თითოეული მგზავრის კომფორტი მნიშვნელოვანია.


„აბრეშუმის რკინიგზა“ – ქვეყნის კეთილდღეობისთვის! ჩინეთიდან დაძრული პირველი ტრანზიტული მატარებელი საქართველოში შემოვიდა ავტორი: თამარ დეკანოიძე

მატარებელში საკითხავი I #6

თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ჩინეთიდან საქართველოში, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით შემოსული სატრანზიტო ტვირთი ფოთში ჩავიდა, ხოლო ფოთის პორტიდან თურქეთში გაიგზავნა. ელექტროტექნიკით დატვირთული პირველი სატრანზიტო მატარებელი (რომელშიც 21 კონტეინერი შედის) საქართველოში ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან შემოვიდა.

და ამჟამინდელი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აბრეშუმის გზის დერეფანში ბლოკმატარებლით პირველი ტრანსკასპიური გადაზიდვა განხორციელდა. ეს არის ბრენდირებული ბლოკმატარებელი, სახელწოდებით „ნომად ექსპრესი“. მისი საწყისი წერტილია სამხრეთ კორეა, შემდეგ ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, საბოლოო დანიშნულების წერტილამდე – თურქეთში, ქალაქ სტამბულში ჩავა. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა. ორი წელი, ჩვენს კოლე­ გებთან ერთად, ამ საკითხზე ვმუშაობდით. მისი განხორციელება დაკავშირებული იყო უამრავი ტექნოლოგიური თუ ლოგისტიკური პროექტის დასრულებასთან და ეს ყველაფერი წარმატებით დავას­რულეთ“, – განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

„ეს არის ისტორიული დღე! ჩვენ ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საუკუნეების განმავლობაში, აბრეშუმის გზა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. მაშინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, გამოვედი ინიციატივით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროექტში და სწორედ ამ მიზნით, ოქტომბერში ჩვენ ჩავატარეთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელზეც 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარი ჩამოვიდა. 500 წარმომადგენელი გახლდათ ჩამოსული ჩინეთიდან. ეს იყო წარმატებული დაწყება.

მისივე ცნობით, აღნიშნული ბლოკმატარებლის მომხმა­ რებლები დიდი კომპანიები იქნებიან. ამ შემთხვევაში კი, ესენი კომპანია DHL და „ვესტელი“ იყვნენ.

აქამდე, ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძი­ რითადად, ზღვით ხდებოდა, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს – საშუალოდ, 40 დღე. აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად

ღონისძიებას საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

22


რკინიგზა და რკინიგზელები / სიახლეები

სწრაფად და იაფად. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმარ­თუ­ ლებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. მიხარია, რომ ჩვენს მატარებელს სიმბოლურად ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში და შემდეგ, 3-5 დღეში – ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. „აბრეშუმის გზა“ არის იაფი და ყველაზე მოკლე – 5-ჯერ შემცირებული გზა ევროპასა და აზიას შორის. ჩვენი ქვეყანა ამ უმოკლესი მარშრუტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც გვაძლევს დამატებით შანსს, გავხდეთ მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „აბრეშუმის გზა“ არის ერთ სარტყელში განლაგებული პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ბიძგი – პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ პროექტი საქართველოში მეტ ინვესტიციას, სტაბილურობას, დასაქმებას და კეთილდღეობას მოიტანს. „მჯერა, აბრეშუმის გზის პროექტის საშუალებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს. ეს არის ჩვენი ჭკვიანური, პრაგმატული

23

პოლიტიკის გაგრძელება. სწორედ ასეთი გონივრული პოლიტიკით შეგვიძლია, ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ ძალიან მიმზიდველად ინვესტიციებისთვის, და ის გახდეს რეგიონული ჰაბი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩებს, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ. „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელ მამუკა ბახტაძეს, მის გუნდს და ყველა რკინიგზელს, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ჩინეთიდან თურქეთამდე, საქართველოს გავლით, სატრანზიტო ტვირთების ჩატანა, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. „ეს მარშრუტი, სხვა მარშრუტებთან შედარებით, კონკუ­ რენტუნარიანი იქნება, თუმცა პარტნიორობა ყველა იმ ქვეყანასთან გვექნება, რომელიც ამ მარშრუტის გასწვრივ მდებარეობს. ამჟამად, საუბარია ჩინეთიდან თურქეთამდე ტვირთის ჩატანაზე, თუმცა აქ იქნება ევროპასთან პირდაპირი მიმოსვლა შავის ზღვის მეშვეობით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარშრუტები საქართველოში ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ბიზნესებს შექმნის. დათვლილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული კონტეინერი, რომელიც საქართველოში გაივლის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


საუკეთესოა. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართვე­ ლოსთან ურთიერთობის განვითარებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს უპირატესი გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველოს გავლით, ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი გზა უმოკლესი და ყველაზე იაფია, რომელიც ძველ აბრეშუმის გზაზე გადის“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველო ევროპასა და ჩინეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი. „პროექტი ითვალისწინებს კავშირის უზრუნველყოფას ევროპასა და ჩინეთს შორის, ხოლო საქართველო ამ კავშირის უზრუნველყოფაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მატარებელში საკითხავი I #6

თანამედროვე ეკონომიკა, თავისი ბუნებით, გლობალური ხასიათისაა. ისეთი გადამზიდავი კომპანიები, როგორებიცაა DHL, „ფედექსი“, ახალი, სწრაფი სამარშრუტო გზების არსებობით არიან დაინტერესებულნი, რომელიც ჩინეთსა და დასავლეთს, დასავლეთსა და ჩინეთს შორის იარსებებს. ეს საქართველოს განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა სატრანზიტო ჰაბის როლს შეასრულებს“, – აღნიშნა იან კელიმ.

ძიაო ჰუი სინიმ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ საქართველო რეგიონში პირველია, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების ინიციატივით, დაფუძნდა სატარიფო კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსკასპიური დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. მოგვიანებით, კომიტეტის ბაზაზე შექმნილ ახალ ლოგისტიკურ პროექტს – „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ შეუერთდნენ აქტაუს, ბაქოსა და ბათუმის პორტები. აღნიშნული გაერთიანების ფარგლებში, არაერთხელ იქნა ინიცირებული და დამტკიცებული გამჭოლი ტარიფები სხვადასხვა ტვირთზე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა და გაამარტივა ტრანსპორტირება ჩვენს დერეფანში.

„უპირველესად, მინდა გულითადად მოგილოცოთ, რომ ჩინეთიდან შუა აზიის, კასპიის ზღვის რეგიონისა და კავკასიის გავლით, ევროპის მიმართულებით წარმატებით ჩამოვიდა სატვირთო მატარებელი. ეს, 2 წლის წინ, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. მინდა, ჩინეთის საელჩოს სახელით, საქართველოს მადლობა გადავუხადო ამ პროექტის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. განსაკუთრებით აღვნიშნავ მატარებლის შემოსვლის მნიშვნელობას – მან დააკავშირა ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები, კავკასიისა და ევროპის ქვეყნები ერთმანეთს. ეს მომავალში საშუალებას მოგვცემს, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობები. ჩინეთი მზადაა, „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური სარტყლის ფარგლებში, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოსთან თანამშრომლობა, შემოვი­ დეს მეტი ინვესტიცია და გაძლიერდეს ურთიერთობები ჰუმანიტარულ სფეროებში“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ძიაო ჰუი სინიმ.

2015 წელს, მონაწილეთა ინიციატივით, დაფუძნდა კონსორ­ ციუმი, სადაც გაერთიანდნენ: ჩინეთიდან – გადამზიდავი კომპანია Mishgeng Logistics; ყაზახეთიდან – КТЖ экспресс; აზერბაიჯანიდან – კასპიის ზღვის სანაოსნო კომ­პა­ნია „კასპარი და ფორვარდერი“ (Караван логистикс); საქართველოდან – „ტრანსკავკასუს ტერმინალსი“. თურქეთი, კონსორციუმში, როგორც ასოცირებული წევრია წარმოდგენილი. შედეგად, შეიქმნა ახალი ინტერმოდალური ალტერნატივა, რომელიც კონკურენციას გაუწევს დღემდე არსებულ მარშრუტებს. წლის ბოლომდე, დაგეგმილია კიდევ ერთი ტრანზიტული მატარებლის მიღება, ხოლო 2016 წლიდან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოხდება დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა დერეფანში. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ერთიორად იზრდება. სამომავლოდ, იგეგმება თვეში საშუალოდ ორი ბლოკმატარებლის გაშვება.

მისივე თქმით, „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური სარტყლის პროექტის ფარგლებში, სარტყლის გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთ განავითარონ ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, და ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პერიოდი ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარების ისტო­რიაში

24


სიყვარული რკინიგზაზე ავტორი: ნანა ფაჟავა ქართველი ქალისა და შოტლანდიელი მამაკაცის საოცარი სიყვარულის ისტორია საქართველოში პირველი სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანასთან ერთად განვითარდა. მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს, ეკატერინე ყარანგოზიშვილისა და ჰენრიხ მუატის სურამში დაწყებული სიყვარულის მიწიერი ისტორია კი თბილისში, ქაშვეთის ტაძრის ეზოში, 1921 წელს დასრულდა და მარადისობაში გადავიდა. 76 წლის ქალი 75 წლის მამაკაცზე ათი თვით ადრე, იმავე წელიწადს გარდაიცვალა. მანამდე კი, ბედნიერებითა და წუხილით, წარმატებითა და იმედგაცრუებით სავსე თანაცხოვრების ნახევარი საუკუნე, რვა შვილი და რკინიგზაზე მუშაობის 39 წელიწადი იყო… ჰენრიხ მუატი ინგლისიდან საქართველოში 1869 წელს ჩამოვიდა. სრულიად ახალგაზრდა, 23 წლის ინჟინერი, რომელსაც სპეციალური განათლება ფოლკსტონის კერძო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული, კავკასიაში იმდროინდელი მეფისნაცვლის – მიხეილ რომანოვის ბრძანებით მოიწვიეს. ინგლისის სამოქალაქო ინჟინრის წოდება ჰენრიხ არჩიბალდის ძე მუატს საკუთარ სამშობლოში, ჩრდილოეთის დიდი რკინიგზის მშენებლობის მთავარი ინჟინრის თანაშემწეობისა და ხუთწლიანი პრაქტიკული გამოცდილების შემდეგ, 1865 წელს მიუღია. 1869 წლის თებერვალში, ჰენრიხ მუატი ბრიტანული კონცესიის სხვა წევრებთან ერთად, ფოთში გაემგზავრა, სადაც ტფილისი-ფოთის სარკინიგზო მაგისტრალზე საპროექტო და ძიებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა, 1865 წლიდან, ფაქტობრივად დაწყებული იყო და იგი რუსეთის იმპერიის გზათა მიმოსვლის კავკასიის მხარის რკინიგზების უფროსის – ინჟინერ-კაპიტნის ბოლესლავ სტატკოვის პროექტის მიხედვით ხორციელდებოდა, რომელიც შემდეგ, 1872 წელს, ამიერკავკასიის რკინიგზის პირველ უფროსად დაინიშნა.

25

ჰენრიჰ მუატი და ეკატერინე ყარანგოზიშვილი ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად.

მთელი რეგიონისთვის სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთის პროექტირება ინგლისელ ინჟინერს დაევალა. ჰენრიხ მუატმა, ჯგუფთან ერთად, სამუშაო წარმატებით დაასრულა და სურამის უღელტეხილზე რკინიგზის გაყვანა სწრაფი ტემპით დაიწყო. ჰენრიხ მუატი საცხოვრებლად ხაშურიდან სურამში, ზინდისის უბანში, აზნაურ ნიკოლოზ აბაზაძის სახლში გადავიდა. ამ სახლში, მოგვიანებით, 1913 წელს, ცნობილი უკრაინელი პოეტი ლესია უკრაინკა გარდაიცვალა, ხოლო 1952 წლიდან, იქ მისი მემორიალური მუზეუმი განთავსდა. ჰენრიხ მუატი სურამში ხშირად სტუმრობდა ფრანგი ინჟინრის – მიხეილ ზაგიუს ოჯახს, რომელსაც ცოლად ნინა ყარანგოზიშვილი ჰყავდა, აზნაურის ქალი დუშეთიდან. ჰენრიხმა დიასახლისის და, ეკატერინე (კატო), სწორედ ამ სახლში გაიცნო. წყვილი მალევე დაქორწინდა. ახლადშექმნილმა ოჯახმა სურამში საკუთარი პროექტით სახლიც აიშენა. თითქმის ერთმანეთის მიყოლებით, სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი გაჩნდა: მარია, ეკატერინე, არჩილი, ალექსანდრე, ნინა, მიხეილი, სოფიო და დაგმარა. ჰენრიხსა და მარიას ურთიერთობაში თავიდანვე არსებული ერთადერთი პრობლემა – ენობრივი ბარიერი, მალევე გადაილახა. ინგლისელმა ინჟინერმა ზედმიწევნით შეისწავლა ქართული და რუსული ენები. ქართველი მეუღლე კი მოკლე დროში რუსულად ალაპარაკდა. მუატების


წარსულს ცოტა ხანში ვეღარ შეახსენებს. აღარ არსებობს შუშაბანდიანი ფასადი, რომელიც დღემდე შემონახულ ოჯახურ ფოტოებში ჩანს. ერთადერთი, რაც სახლს შემორჩა, ორი ბუხარია, რომელიც მუატებს სხვადასხვა ოთახებში ჰქონიათ. თეთრი ფილებითა და ბრინჯაოს ჩუქურთმით მოპირკეთებულმა ბუხარმა დროს გაუძლო, მაგრამ თანამედროვეობის ხელი უხეშად დატყობია. ამჟამად, შენობას კერძო მფლობელი ჰყავს, რომელიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს. ხარაჩოზე შემდგარი თანამედროვე კირითხურო თითქმის საუკუნენახევრის წინ აგებულ კედელზე, ქვითკირის კვალს ბათქაშით საგულდაგულოდ მალავს. ბუხრის საკვამურები კი უკვე ამოლესილია. შენობის ფასადზე საბჭოთა წყობილების დროინდელი აბრაც შემორჩენილა, რომელზეც ქართულრუსულ ენებზე დატანილი წარწერა აფთიაქის არსებობას გვამცნობს, თუმცა დღეს იქ სავაჭრო ცენტრია განთავსებული. ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველის – თამაზ ლაცაბიძის ინფორმაციით, ჰენრიხ მუატის ოჯახს სურამი 1910 წელს დაუტოვებია და საცხოვრებლად თბილისში გადასულა. „მას შემდეგ, რაც მუატებმა სურამი დატოვეს, ამ სახლში კლუბი გაიხსნა. შენობის იმ ნაწილში, სადაც აფთიაქია, საცეკვაო დარბაზი ყოფილა. ერთ-ერთ ოთახში საბილიარდოც იყო. კლუბის ბაღში სეირნობა იმართებოდა. სხვადასხვა გასართობებით შემოსული თანხა კი, „ქალთა საზოგადოებას“ გადაეცემოდა. წლების განმავლობაში, ამავე შენობაში იყო განთავსებული ბიბლიოთეკა და სურამის პოლიცია. ჰენრიხ მუატს დიდი წვლილი მიუძღვის სურამის გვირაბის – ამ შესანიშნავი ნაგებობის შექმნაში. ამიტომაც, მან გზათა სამინისტროსგან დამსახურებულად მიიღო მადლობა, ფასიანი საჩუქარი და სახელობითი ოქროს ჟეტონი. ღვაწლმოსილ უცხოელ ინჟინერს ამიერკავკასიის რკინიგზაზე უფასოდ მგზავრობის უფლებაც მიანიჭეს. ერთი ხაშურელი ძველი მუშა – ესტატე რატია თავის მოგონებებში წერს, რომ ჰენრიხ მუატი 1905 წლის დეკემბერში ხაშურელ რკინიგზელთა იმ დელეგაციაშიც შედიოდა, რომელიც გაუცემელი ხელფასების მიღების მოთხოვნით თბილისში, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში სახელდახელო მატარებლით და მასზე აღმართული წითელი დროშის ფრიალით ჩავიდა. პროტესტის მონაწილეებმა შეძლეს ის, რომ ორთვენახევრის გაუცემელი ხელფასები არამარტო ხაშურის უბნის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოს რკინიგზელებს მიეღოთ“, – ამბობს თამაზ ლაცაბიძე. მუატების ოჯახურ ისტორიაზე საინტერესო დეტალებს იხსენებს მარია ოტენი – ჰენრიხ მუატის ერთ-ერთი

მატარებელში საკითხავი I #6

მარია მუატი

სახლს ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები, იმ დროის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები: მსახიობი ნატო გაბუნია-ცაგარელი, მწერალი და დრამატურგი შალვა დადიანი, ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი ილია ნაკაშიძე და სხვები. მათი მონაწილეობითა და თანადგომით, მუატები საქველმოქმედო საღამოებსა და კონცერტებს მართავდნენ. ქალიშვილებთან ერთად, ფორტეპიანოზე, თავად ჰენრიხ მუატიც შესანიშნავად უკრავდა. ქველმოქმედი ინჟინერი ამიერკავკასიის რკინიგზის, ხაშურის ორკლასიანი სკოლის საპატიო მზრუნველიც ყოფილა. ეკატერინე ყარანგოზიშვილი კი მე-19 საუკუნის მიწურულს, სურამის რეგიონში „წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ რწმუნებული იყო. მუატების ქველმოქმედებაზე იმდროინდელი პრესაც აქტიურად წერდა. 1884 წლის აგვისტოში, გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „სურამში გამართულ წარმოდგენაში, „სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან“, მოწონება დაიმსახურა სოფრომ მგალობლიშვილმა (მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე) და კოტე ყიფიანმა (მსახიობი, დრამატურგი)“. 1885 წელს, „დროება“ კვლავ იუწყებოდა: „ერთ მშვენიერ დღეს, სურამში გამოცხადდა, რომ ეკატერინე მუატი აწყობდა კონცერტს. კონცერტი გაიმართა კერძო ბინაში. დარბაზი მაყურებლით გაივსო და საზოგადოება კონცერტით კმაყოფილი დარჩა. კონცერტის მთელი შემოსავალი უკლებლივ გაეგზავნა „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.“ დაბის ცენტრში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის ნაგებობა, სადაც მუატების დიდი ოჯახი ცხოვრობდა, მნახველებს

26


რკინიგზა და რკინიგზელები / ისტორია შთამომავალი, რომელიც დღეს თბილისში ცხოვრობს. იგი პროფესიით მხატვარ-დიზაინერია, თუმცა დღეს წარმატებული ეკოლოგი და საკონსულტაციო ფირმა „გამა კონსალტინგის“ გარემოსდაცვითი პროექტების განყოფილების წამყვანი სპეციალისტია. მარია ოტენი ჰენრიხ მუატის ქალიშვილის – მარიამისა (მარია) და იპოლიტე პავლოვსკის შვილთაშვილია. მარია ოტენი: „ვერ ვიტყვი, რომ სრული ინფორმაცია მაქვს ჩემი წინაპრების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, მაგრამ შემომრჩა უნიკალური ფოტოალბომი, სადაც ძირითადად, მუატების სურამში გატარებული წლებია ასახული. აქვეა სურამის უღელტეხილზე რკინიგზის მაგისტრალისა და გვირაბის გაყვანის ეპიზოდები. ფოტოების ნახვისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ მუატების მრავალრიცხოვანი ოჯახი დროს სიყვარულში, შრომასა და ერთმანეთზე ზრუნვაში ატარებდა. დედაჩემის – მარიას მამა – მიხეილი, მარიასა და იპოლიტეს ვაჟი გახლდათ. მიხეილს კიდევ ორი და – რაისა და ქსენია ჰყავდა. იპოლიტე წარმოშობით პოლონელი იყო და მისი ოჯახი უკრაინაში დიდ მამულებსაც ფლობდა. ისიც ინჟინერი გახლდათ და ჰენრიხ მუატთან ერთად, დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა რკინიგზაზე. პავლოვსკები ცხოველების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ. გამორჩეულად კი, ცხენები ჰყვარებიათ. სურამში გადაღებულ ფოტოებში ეს განწყობაც კარგად ჩანს. ხუთი ქალიშვილიდან ორი – დაგმარა და სოფიო არ გათხოვილან. გადმოცემით ვიცი, რომ დაგმარას ყმაწვილქალობაში ისეთი უბედურება შეემთხვა, რამაც მის მომავალ ცხოვრებაზე ზეგავლენა იქონია. საახალწლო წვეულებაზე, ახალგაზრდა ქალის საკარნავალო თექის სამოსს ცეცხლის ალი მოსდებია და ქალიშვილს სხეულზე დამწვრობები მიუღია. როგორც ჩანს, ეს ფაქტი მას მამაკაცებთან ურთიერთობაში გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა. იგი ნიჭიერი მხატვარი იყო. პარიზშიც სწავლობდა. დაგმარა რევოლუციამდე წავიდა საქართველოდან და მისი კვალიც გაქრა. მე მხოლოდ მისი პარიზული ჩანახატები შემომრჩა. ვიცი ისიც, რომ ჰენრიხ მუატის ქალიშვილებმა თბილისში კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი დაამთავრეს. უფროსმა ქალიშვილმა – ნინომ, მუსიკალური განათლება მიიღო პროფესორ მიზანდართან და ცოლად გაჰყვა ზინდისელ ადვოკატსა და ეთნოგრაფს, ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძეს. ეკატერინე პეტრე ფურცელაძეს მითხოვდა. მას გოგონა – ტატიანა და

27

ერთი ვაჟი ჰყავდა. ტატიანას ქმარი – ნიკოლოზ გუგუშვილი, 1930-იან წლებში ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. მათ ერთადერთი ქალიშვილი – ეთერ გუგუშვილი ჰყავდათ (ხელოვნებათმცოდნე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის რექტორი). ვაჟებთან დაკავშირებით, ჩემთვის ცნობილია ის, რომ მამამ მათ განათლებაზეც იზრუნა. ორი მათგანი იურისტი, ხოლო ერთი – ინჟინერ-ქიმიკოსი გახდა. არჩილის მეუღლე დარია ჩიტახოვა იყო. ალექსანდრეს ცოლად მარია ვერმიშევა ჰყავდა. მიხეილის მეუღლე ნინა გახლდათ, რომლის გვარი, სამწუხაროდ, არ ვიცი. არსებობს მოსაზრებაც, რომ ერთერთი ვაჟი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო, თუმცა ამის შესახებ ცნობა ჯერჯერობით ვერ მივიღე. ბაბუას მონათხრობიდან ისიც ვიცი, რომ სურამისა და შორაპნის სახლები გასაბჭოების წლებში მუატებისთვის ჩამოურთმევიათ. შორაპნის სახლში, შემდეგ ფოსტა ყოფილა განთავსებული. მონაყოლიდან მახსოვს, რომ მუატების მრავალრიცხოვან ოჯახს საკუთარი ვაგონიც ემსახურებოდა. არსებობს კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია: ერთხელ, საქართველოში, ჰენრიხ მუატის უმცროსი და – 15 წლის კაროლინა ჩამოსულა. მას რძლის ძმა, ლადო ყარანგოზიშვილი შეჰყვარებია. ამ სიყვარულის გამხელის შემდეგ, ძმას უმცროსი და შოტლანდიაში გაუხმია და უკან დაბრუნებას იმ პირობით დათანხმებია, თუ ქალს ვაჟის სიყვარული არ გაუნელდებოდა. ერთ წელიწადში, კაროლინა საქართველოში დაბრუნდა და ლადო ყარანგოზიშვილს მითხოვდა. მათ ექვსი შვილი ეყოლათ. ჰენრიხ მუატი თბილისის საპატიო მოქალაქედაც აურჩევიათ. ეს ფაქტი, ცხადია, მის ქველმოქმედებას და იმ შემოწირულობას უკავშირდება, რომელიც ჰენრიხ მუატმა ქაშვეთის ტაძრის ასაგებად გაიღო. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც ერგო მას მეუღლესთან ერთად პატივი, ტაძრის ეზოში დაკრძალვისა“. საქართველოს რკინიგზის არქივში მასალების ძიებისას, იპოლიტე პავლოვსკის პირადი საქმის საქაღალდე ცარიელი აღმოჩნდა. მარია ოტენის ვარაუდით, შესაძლოა პირადი საქმე მას შემდეგ გაქრა, რაც მისი ბაბუა დახვრიტეს. „გადმოცემით ვიცი, რომ ვლადიმერ ლენინმა ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე თავი მოუყარა იმ დროისთვის ცნობილ და პროფესიონალ ინჟინერ-მშენებლებს და ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯა“, – ამბობს მარია ოტენი.


საფრთხეს ზამთრის პერიოდში მოძრაობა წარმოადგენდა, როცა მაღალ ქანობზე და ვიწრო რადიუსებით დაგებულ ლიანდაგებზე მატარებლები ძალიან ნელა, მუხრუჭის გამოყენებით გადაადგილდებოდნენ. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგა სურამის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის საკითხი. სურამის, იგივე წიფის გვირაბის გაყვანა 1886 წელს დაიწო. სამუშაოებს გზათა მიმოსვლის ინჟინერი, წარმოშობით პოლონელი – ფერდინანდ რიდზევსკი ხელმძღვანელობდა, ხოლო ჰენრიხ მუატი მის კონსულტანტად დაინიშნა. ლიხის ქედში 4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იმ დროისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მშენებლობაზე, ადგილობრივთან ერთად, უცხოეთიდან მოწვეული 2000-მდე მუშა იყო დასაქმებული. სამუშაოებს რთული გეოლოგიური მდებარეობა და გრუნტის წყლების სწრაფი გადინება აფერხებდა. ამიერკავკასიის რკინიგზის 90 წლისთავთან დაკავშირებით, 1963 წელს გამოცემულ წიგნში დეტალურადაა აღწერილი ის მძიმე სამუშაო, რომელიც სურამის გვირაბის გაყვანას ახლდა. „გვირაბის გაყვანა ხდებოდა ბრიტანული სისტემის ჰიდრავლიკური საბურღი მანქანებით, ქანის დამუშავება კი ხელით. ტუმბოსა და ვენტილატორების საშუალებით ამოქაჩული წყალი და სუფთა ჰაერი გადაჰქონდათ სამუშაო ადგილამდე. 15 ვერსის მანძილზე განფენილი ვიწრო ლიანდაგით, რომელიც განლაგებული იყო ორივე მხარეს, მოძრაობდნენ ქვებით, ქვიშით, ხის და სხვა მასალებით დატვირთული მატარებლები (ვაგონეტები.) გვირაბის მშენებლობისას გამოიზიდა 40 მილიონ ფუთამდე გრუნტი და დამტვრეული ქვა. მშენებლობისას გაიხარჯა 17 მილიონ ფუთამდე ქვა მოსაპირკეთებლად. სამუშაოები გასასვლელის განგრევით დაიწყო. საბურღი მანქანები ანგრევდნენ ვიწრო და გრძელ ხვრელს, რომელშიც იდებოდა დინამიტის ვაზნები. აფეთქების შედეგად დანგრეულ ქანებს ხელით ამტვრევდნენ და გვირაბიდან გამოჰქონდათ. გასასვლელის დანგრევის კვალდაკვალ გვირაბი განიერდებოდა საპროექტო სიმაღლემ­ დე და სიგანემდე. მოპირკეთება ხდებოდა თლილი ქვით, კამარის ფორმით. წლოვანი შრეების გაშიშვლებისას, დროდადრო ამოხეთქავდა გრუნტის წყლები და იტბორებოდა გალერეა. გახვრეტილი ჭაბურღილიდან გამოდიოდა გაზი, რომელიც იწვევდა უბედურ, ზოგჯერ კი დაღუპვის შემთხვევებსაც. გრუნტი ხშირად იბურცებოდა, ხდებოდა მისი ჩამოზვავება, რაც აგრეთვე იწვევდა მუშახელის სიკვდილიანობას. გვირაბის ორივე მხარის

მატარებელში საკითხავი I #6

ნინა მუატი და ლევან აბაზაძე

ამ ისტორიების პარალელურად, 1871 წელს, საქართველოში პირველი რკინიგზა ფოთი-ყვირილას (ზესტაფონი) უბანზე გაიხსნა. ერთი წლის შემდეგ, ყვირილა-თბილისისა და მიხაილოვო (ხაშური)-სურამის სარკინიგზო მონაკვეთები გადაეცა საექსპლოატაციოდ, თუმცა საქართველოს რკინიგზის დაარსების დღედ, 1872 წლის 10 ოქტომბერი მიიჩნევა, როცა ფოთიდან თბილისში პირველი სამგზავრო მატარებელი ჩავიდა. ამავე წელს, ჰენრიხ მუატი ამიერკავკასიის რკინიგზის მე-5 უბნის (სკრიდან მოლითამდე) უფროსად დაინიშნა. მომდევნო წლებში, ინგლისელი ინჟინერი აქტიურად იყო ჩართული ხაშური-ბორჯომისა და ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზების, წაღვერთან და მოლითთან ხიდ-ვიადუკების, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის, მდინარე სურამულაზე ხიდის, ხაშურის რკინიგზის სკოლისა და ჩუმათელეთის საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობაში. 1884 წელს, ჰენრიხ მუატმა რუსეთის იმპერიის მოქალაქეობა მიიღო. ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელების მიუხედავად, სურამის სარკინიგზო მონაკვეთი მაინც რჩებოდა ვიწრო ყელად, რადგან 1883 წლიდან, თბილისი-ბაქოსა და სამტრედია-ბათუმამდე სარკინიგზო ხაზების ამოქმედებამ ნავთობით დატვირთული ვაგონების გადაადგილება ძალზე გაართულა. განსაკუთრებულ

28


რკინიგზა და რკინიგზელები / ისტორია შეერთება 1888 წლის ოქტომბერში, საზეიმო ვითარებაში მოხდა. ცერემონიალს ესწრებოდა გზათა მიმოსვლის მინისტრი კონსტანტინე პოსიეტი და მრავალი მოწვეული სტუმარი. ყველა სტუმარი ვაგონეტებით შევიდა გვირაბში, რომელიც განათებული იყო ილუმინირებული მრავალფერი შუქებით. გალერეის ბოლოს ჩადებული იყო ვაზნა დინამიტით. მინისტრმა მოუკიდა ასაფეთქებელ პატრუქს. აფეთქებამ გამჭოლი ხვრელის წარმოქმნა გამოიწვია, საიდანაც იხუვლა წყალმა, რომელიც დაგროვილი იყო შემოსასვლელის საპირისპირო მხარეს. გაისმა აღფრთოვანებული შეძახილი „ურა“ (ვაშა.) გვირაბის ღერძები განსაკუთრებული სიზუსტით დაემთხვა ერთმანეთს. ხვრელი გაიწმინდა. ყველა, ვინც გვირაბში, ვაგონეტებში ისხდნენ, გამოვიდნენ. მათ მუშები აღტაცებული ყიჟინით შეეგებნენ.“ სურამის გვირაბის მშენებლობამ 80-მდე მუშის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვალების მიზეზად, პროფესიულ დაავადებად მიჩნეული – სილიკოზი დასახელდა, რომელიც სილიციუმის ორჟანგის შემცველი მტვრის შესუნთქვით ვითარდება. გვირაბის მიმართულებით მოძრაობა 1890 წელს გაიხსნა და ყვირილა-მიხაილოვოს სარკინიგზო მონაკვეთზე ტვირთების გამტარუნარიანობა ორჯერ გაზარდა. გვირაბის გასაყვანად კი 5 მილიონი რუბლი დაიხარჯა. საქართველოს რკინიგზის არქივს 1888 წლის ოქტომბერში, სურამის გვირაბის გახსნის დღეს გადაღებული ფოტო შემორჩა, სადაც ათობით ადამიანთან ერთად, უკვე თეთრწვეროსანი ჰენრიხ მუატი ჩანს. არქივში აღმოჩნდა ასევე რუსულ ენაზე შედგენილი მისი პირადი საქმე. მუყაოს საქაღალდეში ჩაკრული გახუნებული ფურცლებიდან ნათლად იკითხება მისი უთანხმოებები რკინიგზის იმდროინდელ ხელმძღვანელებთან და ის მიზეზები, რის გამოც მას თანამდებობის დატოვება მოუხდა. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ რკინიგზის მე-5 უბნის უფროსსა და ამიერკავკასიის რკინიგზის ახლადდანიშნულ უფროს – იოსიფ ნეიგებაუერს შორის დაპირისპირება მალევე დაწყებულა. მუატის პირადი საქმიდან კარგად ჩანს ისიც, თუ როგორ იბრძოდა იგი საკუთარი უფლებების დასაცავად. ამიერკავკასიის რკინიგზის მე-5 უბნის უფროსად 39-წლიანი მუშაობის შემდეგ, 1909 წლის 30 ივნისით დათარიღებულ წერილში, ჰენრიხ მუატი ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიის

29

მეფისნაცვალს – გრაფ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს წერილს უგზავნის. ინგლისელი ინჟინერი მეფისნაცვალს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის, იოსიფ ნეიგებაუერის მიერ მისი გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ატყობინებს და დახმარებას სთხოვს. მუატი წერილში აღნიშნავს: „ამა წლის (1909 წელი) აპრილში, გენერალმა ნეიგებაუერმა, როგორც სარკინიგზო ხაზის გენერალგუბერნატორმა, მოულოდნელად, ტელეფონით მიბრძანა, რომ სასწრაფოდ გადამეცა მონაკვეთი სხვა ინჟინრისთვის. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, თითქოს მუშათა მღელვარების გამო. ნეიგებაუერის ბრძანებით გაგზავნილმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც პოლკოვნიკი კრილოვი ხელმძღვანელობდა, 9 თუ 10 დღე იმუშავა ადგილზე, თუმცა ჩემს წინააღმდეგ ვერაფერი აღმოაჩინა, რაც ჩემს ბრალეულობას რაიმე საქმეში გამოავლენდა. კომისიის დასკვნა ნეიგებაუერს პეტერბურგში გამგზავრების წინ წარუდგინეს, რამაც ჩემს მიმართ კიდევ უფრო უარყოფითად განაწყო. მან ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, ინჟინერ კენგეს საშუალებით შემატყობინა, რომ თუ ის დაუყონებლივ არ დაწერდა განცხადებას გადადგომის შესახებ, მის წინააღმდეგ სხვა ზომებს მიიღებდა. იქვე განმიმარტეს, რომ თუ ამ წინადადებას დავთანხმდებოდი, რკინიგზაზე ხანგრძლივი მუშაობის მოტივით 5 ათას რუბლს მივიღებდი. სხვა გზა აღარ მქონდა და მივიღე გადაწყვეტილება, თუმცა დაპირებული ჯილდო არ მიმიღია. სამსახურიდან ფაქტობრივად უმიზეზოდ გამათავისუფლეს. ნეიგებაუერმა, როგორც გენერალგუბერნატორმა, ჩემს წინააღმდეგ უბრალოდ გამოიყენა თავისი ძალაუფლება. ამ გარემოებამ მომცა გამბედაობა მომემართა თქვენთვის, რათა ყურადღება გაამახვილოთ ჩემს ხანგრძლივ მუშაობაზე რკინიგზაში და არავის მისცეთ უფლება ბორტიდან უცერემონიოდ მომისროლონ. იმ შემთხვევაში, თუ ამ თანხის გადმოცემა შეუძლებელია, მოვითხოვ თანამდებობაზე აღდგენასა და იმ პერიოდის ჯამაგირით ანაზღაურებას, როცა ამ მიზეზებით მუშაობის საშუალება არ მომეცა.“ მუატის ამ წერილს მეფისნაცვლის მხრიდან რეაგირება მოჰყოლია და გენერალ ნეიგებაუერისგან ახსნა-განმარტებები მოუთხოვია. ჰენრიხ მუატის საჩივრის წერილის საპასუხოდ, 1909 წლის 10 სექტემბერს, რკინიგზის უფროსს მეფისნაცვლისთვის წერილი გაუგზავნია, სადაც იგი მუატის მოთხოვნას 5 ათასი რუბლის მიღების თაობაზე უსაფუძვლოსა და უკანონოს უწოდებს. ნეიგებაუერი წერილში თავად აღნიშნავს, რომ ინგლისელი ინჟინრის თანამდებობიდან გათავისუფლების


მატარებელში საკითხავი I #6

იოსიფ ნეიგებაუერი ამიერკავკასიის რკინიგზას მხოლოდ სამი წელი ხელმძღვანელობდა. საქართველოს რკინიგზის არქივში მისი პირადი საქმეც ინახება, საიდანაც ირკვევა, რომ იგი 1911 წლის 12 ივნისს, პეტერბურგში, 53 ასაკში, ღვიძლის კიბოთი გარდაცვლილა და იქვე დაუკრძალავთ. გენერალგუბერნატორის ნეკროლოგი გაზეთ „გოლოს კავკაზა“-ში გამოქვეყნებულა. გაზეთიდან ამონაჭერი კი პირად საქმეში ჩაუკრავთ. ჰენრიხ მუატი სამსახურში აღდგენას ნეიგებაუერის გარდაცვალების შემდეგ, ამიერკავკასიის რკინიგზის ახალ უფროსთან – ევგენი ფონ დერ როპთანაც ცდილობდა. ინგლისელი ინჟინრის პირად საქმეში ჩაკრულია კიდევ ერთი კონფიდენციალური წერილი, სადაც ევგენი ფონ დერ როპი ვინმე გეორგ ნიკოლოზის ძე ვიქტოროვს საიდუმლოდ გადასცემს თავად ნიკოლოზ რომანოვის თხოვნას ჰენრიხ მუატის რკინიგზის ერთ-ერთი უბნის უფროსად დანიშვნის თაობაზე. „ჩემი თანაშემწე, ინჟინერი ზურაბოვი, რომელიც კარგად იცნობს მუატის წარსულ საქმიანობას ამიერკავკასიის რკინიგზაზე, ახასიათებს მას როგორც გამოცდილ, ენერგიულ და შრომისუნარიან უბნის ხელმძღვანელს, რომელსაც შეუძლია რკინიგზაზე ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთოს. ამის მიუხედავად, და აგრეთვე იმისა, რომ მისი უდიდებულესობა ნიკოლოზ მიხეილის ძე უდიდეს რეკომენდაციას აძლევს, მიჭირს დავაყენო საკითხი მის უბნის უფროსად დანიშვნასთან დაკავშირებით. ამისათვის ორი მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ მას 50-ზე მეტი ასაკი აქვს, რაც პირის ტექნიკური ექსპლოატაციის შესახებ მე-8 წესის თანახმად კრძალავს დანიშვნას იმ თანამდებობაზე, რომელიც უშუალოდ მატარებლების გადაადგილებას ეხება. მეორე წინააღმდეგობა ის გახლავთ, რომ მუატს არ გააჩნია რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი. გთხოვთ გაითვალისწინოთ მისი უდიდებულესობის თხოვნა და არსებული წესების გათვალისწინებით შეძლოთ მისი თანამდებობაზე დანიშვნა, მით უმეტეს მუატი რუსეთის იმპერიის მოქალაქეა.“

იპოლიტ პავლოვსკი

მიზეზი მუშათა მღელვარება გახდა იმ უბანზე, რომელიც მას ებარა. „ეს მღელვარება პროტესტით იყო გამოხატული 10-საათიანი სამუშაო დღისა და სასწავლო გაკვეთილების ხანგრძლივობის სიდიდით. მათ ხარჯზე კი ხდებოდა ფიქტიურ მუშახელზე ჯამაგირის გაცემა. მუშათა ამ უკმაყოფილებას პოლიტიკური აგიტატორები საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ. უკმაყოფილო მუშებს სახელისუფლებო აგენტების წინააღმდეგ განაწყობენ და მათთვის არასასურველი პირების მკვლელობისკენ უბიძგებენ. მუატს ბევრჯერ მივუთითე, რომ გაემკაცრებინა კონტროლი, მაგრამ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები დემორალიზაციას არ წყვეტენ. სადგურ ბაკურიანზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა სადგურის უფროსის თანაშემწე მოკლეს და ჟანდარმი განაიარაღეს, საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ.“ - წერს ნეიგებაუერი.

ეს არის ბოლო დოკუმენტი, რომელიც ჰენრიხ მუატის პირად საქმეში ინახება. ცნობა ინგლისელი ინჟინრის რკინიგზის რომელიმე ხაზის უფროსად დანიშვნის შესახებ, არსად გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან თბილისში, მეუღლესთან ერთად გაატარა.

30


როცა 51 წელი რკინის მანქანის „გულს“ ჩაჰკირკიტებ… ინტერვიუ ვეტერან რკინიგზელთან ავტორი: მაკა ბიბილაშვილი ნოდარ ჯანჯღავას დეპოში შევხვდი. მარტო ვერ მოაგნებო, – მეტრო „გოცირიძესთან“ დამხვდა. მეტროსადგურს გარს შემოვუარეთ, გრაფიტით აჭრელებული ხიდის ქვეშ გავძვერით და გამოჩნდა კიდეც ლიანდაგებით დასერილი სივრცე, საბჭოთა კავშირისდროინდელი და ახალი მატარებლები. დეპოში დღეს ყველამ იცოდა, რომ ვეტერან რკინიგზელთან ინტერვიუ უნდა ჩამეწერა! ბატონი ნოდარი ნახევარ საუკუნეზე მეტია რკინიგზაში ზეინკლად მუშაობს, ამაყობს საკუთარი ქალიშვილით, რომელმაც შვიდი უცხო ენა იცის და 23-წლიანი დევნილობის შემდეგ... სოხუმში დაბრუნებაზე ოცნებობს. ...28 წელი იმუშავა აფხაზეთის რკინიგზაში. სოხუმი ქალაქის დაცემის დღეს დატოვა, ექვს რკინიგზელ მეგობართან ერთად ჭუბერი გადმოიარა, რამდენიმე თვეში თბილისში ჩამოვიდა და კვლავ რკინიგზაში განაგრძო ზეინკლობა. დღემდე არ აქვს სახლი და ნაგირავებ ბინაში ცხოვრობს. თუმდა, ეს მის მოტივაციასა და ენთუზიაზმზე არ აისახება. ბოლო 51 წელიწადი მისი ყოველი დღე დეპოში იწყება. დილიდან საღამომდე სიჩქარმზომს – მატარებლის ე.წ. „შავ ყუთს“ ჩაჰკირკიტებს და შვებულების დღეებსაც სამსახურში ატარებს. სოხუმში წარმატებული მეზღვაური და სპორტსმენი იყო. თითქმის ოთხი წელი გემზე გაატარა. იმოგზაურა ფინეთსა და ისლანდიაში. 1970-80-იან წლებში 10-ზე მეტი სიგელი და სამადლობელი წერილი აქვს მიღებული სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ფეხბურთი, მინიფეხბურთი, ჩოგბურთი, ჭადრაკი) მიღწევებისთვის. ბატონი ნოდარი იყო ასევე რკინიგზის სოხუმის სალოკომოტივო დეპოს ფიზკულტურული კომიტეტის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

31

ნოდარ ჯანჯღავა – ვეტერანი რკინიგზელი: „დავიბადე სოხუმში, 1949 წელს. მეჩვიდმეტე სკოლაში ვსწავლობდი. რვა კლასი დავამთავრე. შემდეგ საღამოს სკოლაში გავაგრძელე სწავლა. მამა გარდამეცვალა. დედა არ მუშაობდა და გაგვიჭირდა. სამუშაო უნდა მეშოვა. 15 წლის ვიყავი, როცა სოხუმის სალოკომოტივო დეპოში მივედი. 1965 წლიდან სოხუმის დაცემამდე, იქ ვმუშაობდი ზეინკლად. მერე დაიწყო ომი. რკინიგზაც ჩართული იყო ომში. ჯავშანმატარებელი ავაწყვეთ და მასზე ზარბაზნები დავამონტაჟეთ. მატარებელს ჩვენი მემანქანეები ემსახურებოდნენ. იარაღი გადაგვქონდა. ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოგვყავდა. 10-12 ბიჭი ვემსახურებოდით ამ ჯავშანმატარებელს. ერთი წელი ომში ვიყავით. სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს დავტოვეთ


იქაურობა და ფეხით გადმოვიარეთ სვანეთის უღელტეხილი. ოთხი დღე ვიარეთ.

მატარებელში საკითხავი I #6

ჩემი მეუღლე, ბავშვები და დედაჩემი კატარღით გავუშვი ფოთში. სასეირნო კატარღა იყო. გულრიფშში „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქცია იყო. იქ გროვდებოდა კატარღები და იქიდან გადაჰყავდათ ხალხი ფოთსა და ბათუმში. 1993 წლის 29 სექტემბერს ჭუბერში ვიყავით. ციოდა ძალიან, თოვდა, ყინავდა. გზად ხალხი იღუპებოდა – ახალგაზრდები, მოხუცები, პატარა ბავშვებიც... სამი-ოთხი ადამიანი გზაში დავასაფლავეთ კიდეც. ქვები დავალაგეთ. იქ ბარი და ნიჩაბი არავის ჰქონდა. სასმელ-საჭმელი არ იყო. მეომრებს თუ რამე გვქონდა, ბავშვებს დავურიგეთ. მერე ჩამოვედით საკენში. იქ გვაჭამეს, ცხელი ჩაი დაგვალევინეს. სვანებმა ძალიან თბილად მიგვიღეს, პატივი გვცეს. ფეხით ვიარეთ სოფელ ჯვრამდე. გზაში ტრაქტორი დაგვეწია. ასე ჩავაღწიეთ ზუგდიდამდე. იქ ვიყავი ორი კვირა, სანამ ძალებს მოვიკრებდი. ამავე წელს თბილისში ჩამოვედი და 1993 წლის 18 დეკემბერიდან დღემდე, თბილისის რკინიგზაში ვმუშაობ. დეპოს თანამშრომლები, აქაური მეგობრები – ყველა მხარში მიდგას, მაგრამ ჩემი გული მაინც იქითაა, სოხუმისკენ. აქ მაინც უცხოდ ვგრძნობ თავს. ესეც ჩემია, ჩემი საქართველოა, მაგრამ როცა მოშორებული ხარ შენს კუთხეს, ეზოს, სახლს, მეგობრებს, ვისთან ერთადაც გაიზარდე, ბავშვობა, ახალგაზრდობა გაატარე – თავს მაინც უხერხულად გრძნობ. სოხუმი რომ დავტოვეთ, ჩემი ქალიშვილი ექვსი წლის იყო. მას მხოლოდ ის ახსოვს, ზღვის ნაპირზე რომ ვასეირნებდი, ნაყინს რომ ვაჭმევდი. მისთვის და საერთოდ, ახალგაზრდებისთვის უფრო ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება, უცხო ქალაქში თავის დამკვიდრება. ჩვენ გვიჭირს... მე რომ მითხრა, სოხუმში წადიო, ახლავე, ფეხშიშველი წავალ. შეიძლება გზაში გული გამისკდეს, მაგრამ მაინც წავალ... ღმერთმა ქნას, მოვლენები სასიკეთოდ შეიცვალოს. იმედი გვაქვს. 15 წლის იყავით, როცა რკინიგზაში მიხვედით. ეს არჩევანი სწორი იყო? მას შემდეგ 51 წელი გავიდა. მგონია, რომ სწორი არჩევანი იყო. რკინიგზამ განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. ეს რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა უნდა მეკეთებინა...

32

როგორია თქვენი სამუშაო დღე? დეპოში დილის რვა საათისთვის მოვდივარ. მუშაობას ცხრიდან ვიწყებ. 50 წელზე მეტია, სიჩქარმზომებს, ელმავლის ე.წ. „შავ ყუთებს“ ვარემონტებ. რა სიჩქარით იარა მემანქანემ, სად დაამუხრუჭა, რამდენ ხანს იყო გაჩერებული – ეს მონაცემები ისევე აისახება სიჩქარმზომის ქაღალდის ლენტზე – როგორც გულის მუშაობა ჩანს კარდიოგრამის გადაღებისას ფურცელზე. შემდეგ ხდება ამ ლენტის გაშიფვრა, შემოწმება. გამოდის, რომ სიჩქარმზომი ელმავლის „გული“ ყოფილა... კი, ასეა. მის გარეშე ელმავალი ვერ იმუშავებს. გაშიფვრის პროცესში მეც ჩართული ვარ. თითოეულ თანამშრომელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია თავისი საქმისა და მგზავრების წინაშე. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არ შევცდეთ. ცვლილებებს, სიახლეებს ხედავთ რკინიგზაში? უშუალოდ ჩემს პროფესიაში – თითქმის არაფერი შეცვლილა. მატარებლები კი, დაიხვეწა. ახალი, კომფორტული ელმავლები გვყავს თავისი გათბობით, კონდიცირებით, ყავისა და ჩაის აპარატებით. სად იყო 50 წლის წინ ასეთი რამ? მომავალს კიდევ უფრო დიდი იმედით ვუყურებ. მჯერა ჩვენი ახალგაზრდების. ახალგაზრდა რკინიგზელებს რას ურჩევდით? ვურჩევდი, რაც შეიძლება მეტხანს დარჩნენ დეპოში. წარმატებას რომ მიაღწიო, ყველა საფეხური უნდა გაიარო – მუშიდან ზევით და ზევით... დროს გამოცდილება მოაქვს. საქმის სიყვარული უნდა გქონდეს და მაშინ ყველაფერი გამოგივა. ჩემი სამსახურისადმი დამოკიდებულება ხშირად უკვირთ კიდეც – მეკითხებიან, 50 წელი როგორ გაძელი ერთ სკამზეო. მეც გკითხავთ: 50 წელი როგორ გაძელით ერთ სკამზე? მე მიყვარს ჩემი სამსახური, ჩემი საქმე. რკინიგზაში არ დავბადებულვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება აქ გავატარე. შვებულებაში რომ გავდივარ, მაინც აქ ვარ, დეპოში. შინ ვერ ვჩერდები. ეს ჩემი ცხოვრებაა.


მატარებელში საკითხავი

. . .

ცხოვრების ეტლი

გიფიქრიათ თუ არა მატარებელში... ჩემი “ვეფხისტყაოსანი”

. . .

რკინიგზის სადგურების არქიტექტურა

ერთი მგზავრობის ამბავი

საქართველოს არქეოლოგიის განახლებული გამოფენა


ცხოვრების ეტლი ავტორი: ლევან ბერძენიშვილი ცხოვრების ეტლის სადარებელი საცაა გავა მატარებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარებელი. ლევან ბერძენიშვილი

მატარებელში საკითხავი I #6

გალაკტიონი

ფილოლოგი, პოლიტიკოსი

რკინიგზასა და მატარებელს მსოფლიო ლიტერატუ­ რაში უზარმაზარი როლი აქვს შესრულებული. ვარშავა-პეტერბურგის მატარებელში იწყება თხრო­­ ბა ფიოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთ ყველა­ ზე გულშიჩამწვდომ რომანში – „იდიოტში“. აქვე ვეცნო­ბით მის მთავარ გმირს – თავად მიშკინს, რომელიც შვეიცარიიდან პეტერბურგს მიემგზავრება; მატარებელში ხვდება პირველად მკითხველი თომას მანის „ჯადოსნური მთის“ მთავარ პერსონაჟს – ჰანს კასტორპს, რომელიც თავისი სნეული ბიძაშვილის, იოახიმ ციმსენის მოსანახულებლად გრძელ გზას გაივლის ჰამბურგიდან სწორედ შვეიცარიამდე, კერძოდ, დავოსის სანატორიუმამდე;

და მაინც, მთავარი წიგნი, რომლითაც მატარებელი თავისი ორთქლმავლითა და ვაგონებით ლიტერატურაში შემოიყვანა მწერალმა, ნაწარმოები, რომლის წიგნის გარეკანზე აუცილებლად ორთქლმავალი და ქალის სილუეტია გამოსახული, ლევ ტოლსტოის „ანა კარენინაა.“ მართალია, წიგნი იწყება ობლონსკების ოჯახის არეულობით და მთავრდება ლევინების ოჯახის რთული თავგადასავლის ბედნიერებით, მაგრამ ეს მხოლოდ მხატვრული ჩარჩოა, რომელშიც წიგნის სიმბოლური კარია ჩასმული; ეს საბედისწერო კარი კი იღება და იხურება მატარებლით, იწყება სადგურითა და მატარებლით – ანა კარენინას მოსკოვში ჩასვლით, და მთავრდება სადგურითა და მატარებლით – ანა კარენინასვე სამუდამო გამგზავრებით იმქვეყნად. ანა კარენინას ერთ-ერთი პროტოტიპი იყო ალექსანდრ პუშკინის უფროსი ქალიშვილი მარია გარტუნგი. ეს დახვეწილი, გონებამახვილი, მომხიბლავი და ულამაზესი ქალი მრავალმხრივ გამოირჩეოდა თავისი დროის სხვა ქალებისგან. მარია ალექსანდრეს ასულის მეუღლე იყო გენერალ-მაიორი ლეონიდ გარტუნგი — საიმპერატორო ცხენსაშენის მმართველი. მართალია, პუშკინის ასული მატარებელს არ ჩავარდნია, მან ტოლსტოის სიკვდილის შემდეგ კიდევ თითქმის ათი წელი იცოცხლა და მოსკოვში გარდაიცვალა 1919 წლის 7 მარტს, 86 წლის ასაკში, მაგრამ ბევრი რამით ანა კარენინამ მისი დრამატული ბედი გაიზიარა. ტოსლტოის ეს ქალი გაუცნია 1868 წელს და მაშინვე დაუწყია მისი დაუფლებისთვის ბრძოლა; მიუხედავად ამ სფეროში ტოლსტოის დიდი გამოცდილებისა, ამ შემთხვევაში

სტამბოლიდან პარიზში მიმავალ მატარებელში მოხდება ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობა „აღმოსავლეთის ექსპრესში“ – აგათა კრისტის საუკეთესო დეტექტიურ რომანში; ჯოან როულინგის „ჰარი პოტერში“ კინგს-კროსის 93/4 პლატფორმიდან მატარებელს, „ჰოგვარდს ექსპრესს“ მიჰყავს ნორჩი ჯადოქრები ჰოგსმითის სადგურამდე; მატარებელი, რომელიც რუსულ პოეზიაში უკვე იყო გველთან შედარებული, ერთ-ერთ მთავარ მხატვრულ სიმბოლოდ წარმოგვიდგება ბორის პასტერნაკის „ექიმ ჟივაგოში“, რომლის გამო მინიჭებულმა ნობელის პრემიამ ეს დიდი პოეტი და მწერალი შეიწირა...

34


მატარებელში საკითხავი წარმატებისთვის ვერ მიუღწევია. სამაგიეროდ, გადაუწყვეტია, რომ სწორედ ეს ქალი გამოეყენებინა მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე უბედური გმირის პროტოტიპად. ხოლო 1872 წელს, როდესაც იასნაია პოლიანას მიდამოებში ვინმე ანა პიროგოვა უბედური სიყვარულის გამო მატარებელს ჩაუხტა, ტოლსტოიმ გადაწყვიტა, რომ დრო დადგა. სახელი პერსონაჟს პიროგოვამ აჩუქა, ხოლო გვარი ტოლსტოიმ მოიფიქრა: ჰომეროსთან ხშირად ნახსენები ბერძნული „კარენონ“ (თავი) აუღია და რუსული გვარიც იქიდან უწარმოებია (გვარების თარგმნა რომ შეიძლებოდეს, ანა „თავაძე“ იქნებოდა). ტოლსტოის მეუღლე სოფია ანდრეევნა და ვაჟი სერგეი იხსენებდნენ, რომ იმ დილას, როდესაც მწერალმა „ანა კარენინაზე“ მუშაობა დაიწყო, შემთხვევით ჩაუხედავს პუშკინის ტომში და წაუკითხავს დაუსრულებელი ნაწყვეტი „სტუმრები აგარაკზე შეიკრიბნენ...“ აი, ასე უნდა წეროო, – უთქვამს ტოლსტოის და იმავე დღეს უჩვენებია ცოლისთვის ფურცელი, რომელზეც დღეს უკვე ქრესტომათიულად ცნობილი წინადადება ეწერა: „ყველაფერი აირია ობლონსკების სახლში“; საბოლოო რედაქციაში მას გაუსწრო ფორმულად ქცეულმა ფრაზამ: „ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველ უბედურ ოჯახს კი თავისი უბედურება სჭირს.“ სწორედ უბედურებამ მიიყვანა ანა კარენინა თვითმკვლელობამდე, რომელიც რომანში ასეა აღწერილი: „... თვალს არ აცილებდა მეორე ვაგონის თვლებს, მისკენ რომ მოისწრაფოდნენ. და სწორედ იმ წუთს, როცა ვაგონის შუაგული გაუთანასწორდა, წითელი ხელჩანთა გადააგდო, თავი მხრებში ჩამალა და ვაგონის ქვეშ შევარდა, ხელებზე დაეცა და მსუბუქი მოძრაობით, თითქოს მაშინვე წამოდგომას აპირებსო, მუხლებზე დაეშვა.“ უკვე კარგა ხანია, ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ანა კარენინას არ შეეძლო თავი ისე მოეკლა, როგორც ტოლსტოიმ აღწერა. ადამიანი შეიძლება წინ ჩაუხტეს მატარებელს (თითქმის ყველა ეკრანიზაცია ასეთ სცენას გვაჩვენებს), მაგრამ ვერაფრით ვერ მოხვდება მოძრავი ვაგონის ბორბლებს შორის, თუკი მთელი სხეულით ეცემა, როგორც ეს მწერალს აქვს აღწერილი. თვითმკვლელისთვის ერთადერთი საშუალებაა, რელსების წინ მუხლებზე დაეცეს და თავი შეუყოს მატარებელს; როგორც ვხედავთ, რეალობა და ტოლსტოი მხოლოდ ერთ რამეში

თანხმდებიან – თვითმკვლელი ადამიანი მუხლებზე უნდა დაეშვას, ოღონდ რეალობა მოითხოვს, რომ ეს ვაგონის ბორბლებში შევარდნამდე უნდა მოხდეს და არა შევარდნის შემდეგ.

35


ტოლსტოი უდიდესი მწერალი იყო, რომელიც სწორედ დე­ტა­­ლების სიზუსტითაა ცნობილი. როგორ მოხდა, რომ სწო­რედ სიზუსტემ უმტყუნა მას ასეთ მნიშვნელოვან მომენტში? რამ გამოიწვია ეს მხატვრული უცნაურობა, რომლისთვისაც თავის არიდება მას იოლად შეეძლო? შე­ საძლოა პასუხი ისაა, რომ მწერალი, ისევე როგორც მისი მკითხველი, შინაგანად ეწინააღმდეგებოდა ამ ფაქტობრივად უდანაშაულო, ღირსეული ქალის თავზარდამცემ სიკვდილს, მით უმეტეს – თვითმკვლელობას. მიუხედავად ამ ერთგვარი გაურკვევლობისა, აქ მაინც ძალიან ზუსტი დეტალია აღწერილი და მხატვრული თვალსაზრისით, მთავარი სწორედ ეს დეტალია: ანა მუხლებზე დაეშვა. მუხლებზე დაშვებული ცოდვილი ქალი – ლოცვისა და მონანიების კლასიკური ხატია; სწორედ ამიტომ აღმოხდება უკანასკნელ სიტყვებად ანა კარენინას: „ღმერთო, შემინდე ყოველივე!“ ანა კარენინას სიკვდილი ტოლსტოიმ აღწერა როგორც სიმფონიის ფინალი, რამდენიმე უმძლავრესი აკორდით, რომელშიც მატარებელი მონაწილეობს. პირველი აკორდი იყო ფიზიკური: „რაღაც უზარმაზარი, დაუნდობელი მოხვდა თავში და ზურგით გადაათრია“. მეორე აკორდი იყო უკვე ნახსენები ლოცვა: „ღმერთო, შემინდე ყოველივე!“ მესამე აკორდი – უკვე რახანია აკვიატებული სიზმრისეული გლეხი, რომელიც რაღაცას თავისთვის ბუტბუტებდა და რკინაზე აკაკუნებდა; ხოლო ფინალური, მეოთხე აკორდი იყო სანთლის მხატვრული სახე, რომელიც ბუნებრივად მოჰყვა უფლის ხსენებას. ესაა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ამაღლებული და სინათლით სავსე წინადადება. შესაძლოა, ეს იყოს მსოფლიო მწერლობის საუკეთესო ფრაგმენტიც: „და სანთელმა, რომლის შუქზეც იგი კითხულობდა ძრწოლით, სიცრუით, მწუხარებითა და ბოროტებით აღსავსე წიგნს, ერთი წამით უფრო ძლიერად გაიელვა, ვიდრე ოდესმე, და სინათლე მოჰფინა ყოველივეს, რაც წინათ წყვდიადით იყო მისთვის მოცული, მერე გაიტკაცუნა, აციმციმდა და საუკუნოდ ჩაქრა.“ სანთელი სწორედ მქროლავმა მატარებელმა ჩააქრო იმისთვის, რომ თავისი ყველაზე სახელგანთქმული მსხვერპლის ხსოვნა სამარადისოდ აენთო მკითხველის გულსა და „კარენონში“ – თავში.


გიფიქრიათ თუ არა მატარებელში... ავტორი: ბაჩო კვირტია

რამდენჯერ მითქვამს, მატარებელი ერთი დიდი საოცრებაა-მეთქი ჩვენს ცხოვრებაში. ბევრჯერ მითქვამს – საკუთარი თავისთვისაც და ჩემს ტექსტებშიც. და კიდევ ვიტყვი. ბევრჯერ. არ მომბეზრდება ამის გამეორება. როგორც მატარებელს არ ბეზრდება დანიშნულების ბოლო წერტილამდე ჩასვლა და მერე უკან დაბრუნება. მერე ისევ წასვლა და მერე ისევ დაბრუნება. მატარებელი ერთია, მგზავრები – სხვადასხვა. სქესით, ასაკით, სოციალური სტატუსით, ხასიათით, გემოვნებით, ზნეობითა და ფიქრებით. სწორედ ფიქრებზე უნდა ვთქვა. ადრეც მიხსენებია – სულ სხვაა მატარებელში, მგზავრობისას ფიქრი-მეთქი. სხვა ხასიათი აქვს, სხვა დინამიკა, სხვანაირი აღმაფრენა. პოეტურიც და პროზაულიც – ერთდროულად. მატარებელში ფიქრი ერთგვარ განმარტოებას ჰგავს, მიუხედავად იმისა, რომ შენ გარდა, შენთან ერთად, შესაძლოა უამრავი ადამიანი მგზავრობდეს. ერთგვარი აღსარებასავითაა, რომელსაც თითქოს დიდხანს მალავდი, ვერ ამბობდი, საკუთარ თავთანაც კი, და აი, ახლა, თითქოს დადგა ჟამი, რომ თქვა ის, რასაც ამ წუთამდე ინახავდი, რის სათქმელადაც თითქოს დრო არ გქონდა, არ გეცალა საამისოდ, შესაფერისი წუთები და ადგილი ვერ გამონახე. გიფიქრიათ თუ არა მატარებელში, რამდენად დიდია მამის დარდი, მასზე სამართლიანად ნაწყენ შვილზე, რომელიც უკვე მოზრდილი ადამიანია, საკუთარი ოჯახი ჰყავს, მამა კი ელოდება, რომ ვაჟს წყენა გადაუვლის, მას დაელაპარაკება,

ბაჩო კვირტია მწერალი

თუნდაც ტელეფონით, თუნდაც ნუ ინახულებს, ოღონდაც მისი ხმა გაიგონოს... გიფიქრიათ თუ არა მატარებელში, რას ან ვის ნახულობს ხოლმე ღრმად მოხუცებული მარტოხელა ბებია სოფელში, რომელიც ჯერ კიდევ ყოჩაღადაა, ბაღ-ბოსტანსაც უვლის, ქათმებიც, იხვებიც, ბატებიცა ჰყავს, საშობაოდ ღორსაც ზრდის და ზამთარში, შეშა თუ შემოაკლდება, ნაჯახსაც წამოავლებს ხელს და წელამდე თოვლში, კოტრებსაც ჩეხავს გაბაბანებულ ყინვაში. ჰოდა, გიფიქრიათ, ვის ან რას ნახულობს ეს ჩვენი ბებია ღამით, სიზმარში?.. ვის ელაპარაკება ძილში, ან ისინი რას ეუბნებიან, ვისაც ბებია ძილში ელაპარაკება?.. გიფიქრიათ თუ არა მატარებელში, როგორ ელოდება საბავშვო ბაღში ბავშვი უზომოდ დაგვიანებულ დედას... რა აზრები უტრიალებს თავში საკუთარ თავთან დარჩენილს, როცა მის მშობელზე გაბრაზებულ მასწავლებელს შიშით ვერ უბედავს ჰკითხოს, როდის მოვა მისი დედიკო...

37


მატარებელში საკითხავი I #6

გიფიქრიათ თუ არა მატარებელში, რომ დილით, გამთენიისას, სადღაც, რომელიღაც ქალაქში, რომელიღაც კორპუსის რომელიღაც სართულზე, რომელიღაც ბინის ერთ-ერთ ოთახში ახალგაზრდა ქალს ღვიძავს, უკვე ფეხზეა, ხატებისთვის სანთელი აუნთია, მუხლებზე დაჩოქილა და ლოცულობს. გულმხურვალედ, და წრფელი, სევდით სავსე გულით ლოცულობს. ლოცვას რომ დაასრულებს, დედის ოთახში შეიხედავს - შიშით. მისი სუნთქვის გაგონება დაამშვიდებს. მერე დედაც ადგება, ისაუზმებენ, უბრად, და წავლენ. მორიგი ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად. ახალგაზრდა ქალისთვის კი, ყველას და ყველაფერს გარშემო, ცასაც კი, ზუსტად ის ფერი აქვს, როგორიც დედამისის კანს...

გიფიქრიათ თუ არა მატარებელში, როგორ სცივა, როგორ შია და როგორ მობეზრდა დედის კალთაში ჯდომა 2-3 წლის ან უფრო პატარა გოგონას ან ბიჭს, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე, სადაც დედამისი ყოველდღიური საზრდოსთვის გროშებს აგროვებს და ისიც მასთან ერთად უნდა იყოს დილიდან საღამომდე – მოწყენილი, მოშიებული, გადაქანცული და ბავშვობადაკარგული, ბნელი მომავლით და გაურკვეველი ბედით... გიფიქრიათ თუ არა მატარებელში, 19-20 წლის ბიჭზე, რომელიც გაგიჟებამდეა შეყვარებული გოგონაზე, მაგრამ ამას საერთოდ არავის უმხელს. ყოველ საღამოს მიდის გოგონას სახლთან, შეუმჩნევლად, მოფარებულ ადგილას დგება და უყურებს... დაუსრულებლად უყურებს გოგონას სახლის ფანჯრებს, სადაც დაღამებისას სინათლე ინთება. ზოგჯერ, მეორე ოთახში, შუქი ქრება, მერე ისევ ინთება. ეს ბიჭი კი დგას, უყურებს და უზომოდ, საოცრად ბედნიერია, იმიტომ, რომ იქ, იმ ფანჯრებს მიღმა მისი საყვარელი არსება დადის, იცინის, ზის, წევს, ტელევიზორს უყურებს, წიგნს კითხულობს, სძინავს, შესაძლოა ტირის კიდეც. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მას ის უყვარს. უყვარს სიგიჟემდე!..

გიფიქრიათ თუ არა მატარებელში, რას ფიქრობს უზომოდ გადაღლილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მუდმივი უძილობისა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ძილის დარღვევა აქვს და შუაღამისას უმიზეზოდ ეღვიძება. წევს ლოგინში და ვერ იძინებს – მანამდე, სანამ არ ირიჟრაჟებს და მისი ლოგინიდან ადგომის დროც არ მოვა. სწორედ ამ დროს, მომაკვდინებელი ძალით ერევა ძილი... მაგრამ უკვე უნდა წამოდგეს და სამსახურში წასასვლელად მოემზადოს. და

38


მატარებელში საკითხავი კიდევ ერთი – მამა ენატრება, რომელმაც მართალია აწყენინა, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. სანანებელი გაუხდება, თუ დროზე არ წავა, მამას არ ინახულებს. გულში არ ჩაიკრავს. ბოდიშს არ მოუხდის. თუნდაც იმ დაკარგული დღეების გამო, როცა მას არ ელაპარაკებოდა, არ ურეკავდა, არ კითხულობდა. ამ დღეებს ხომ ვეღარასოდეს დაიბრუნებს! დღეებს, რომლებიც მამასთან არ გაუტარებია. ამაზე ფიქრობს, საკუთარი, გადაგვარებული ბიოლოგიური საათის გამო, გამოღვიძებული რომ წევს ბნელ ოთახში, გარინდებული ქალაქის ერთ-ერთი უბნის ერთ-ერთი კორპუსის ერთ-ერთი ბინის ჩაბნელებულ ფანჯრებს მიღმა... გიფიქრიათ თუ არა მატარებელში, როგორი ხმა შეიძლება გაიგონო მარტოხელა, ღრმად მოხუცებული ქალის ოთახში, სოფელში, ზამთარში, როცა ბებია გარეთ, თოვაშია გასული და ქათმებისა და ბატ-იხვებისთვის საჭმელი მიაქვს, მერე კი რამდენიმე კოტრსაც დაჩეხავს, რომ მეორე დილამდე შეშა ეყოს. მის პატარა, საყვარელ ოთახში, თუნუქის ღუმელში, შეშა ტკაცუნობს და საათის წიკწიკის ხმა მოისმის. საათი ტანსაცმლის ძველ კომოდზე დგას. შორიდან კი, ხანგამოშვებით, ბებიას ხმები, უფრო სწორად – მისი ხმაური მოისმის, გარეთ, მოშორებით რომ რაღაცას აკეთებს. აი, ეს შეიძლება გაიგონო მოხუცი, მარტოხელა ქალის სახლში, სოფელში, მის ოთახში, ზამთარში, თოვაში. საათის წიკწიკი და შეშის ტკაცუნი... გიფიქრიათ თუ არა მატარებელში, აი, თუნდაც ახლა, როცა მატარებელში საკითხავი ეს ჟურნალი გიჭირავთ და ამ ტექსტს კითხულობთ, რატომ დავწერე ეს ყველაფერი თქვენთვის?.. რატომ ვახსენე და რა შუაში იყვნენ მოხუცი მარტოხელა ქალი, დედამონატრებული ბავშვი საბავშვო ბაღში, შვილმონატრებული მამა, მიუსაფარი დედა-შვილი, შეყვარებული ბიჭი, ახალგაზრდა ქალი და მისი ავადმყოფი დედა, და ახალგაზრდა, ძილგატეხილი მამაკაცი?.. ან სულაც, რატომ უნდა გეფიქრათ მათზე?.. რასაკვირველია, შეგიძლიათ სულაც არ იფიქროთ არცერთ მათგანზე და სულაც არ იყოს მათგან არცერთი თქვენთვის საინტერესო, ღირებული, ემოციის გამომწვევი, მაგრამ მაინც: იცოდეთ, რომ იმ დროს, როცა მატარებლით მგზავრობთ დილით, შუადღისას, საღამოს, გვიან ღამით ან გამთენიისას, სწორედ მაშინ, იმ წუთებსა და წამებში, სადღაც, თქვენგან

უზომოდ შორს ან ძალიან ახლოს, მოხუცი ქალი მარტო მიიკვლევს თოვლში გზას საქათმისკენ - ფრინველების დასაპურებლად; მამას შვილი უსაზღვროდ ენატრება, ნანობს მომხდარს და სულმოუთქმელად ელოდება, როდის დაურეკავს ვაჟი. თუ სანახავად არ მოვა, დაურეკავს მაინც; საბავშვო ბაღში მარტო დარჩენილი ბავშვი უზომოდ დაგვიანებულ დედას ელოდება და თვალები აწყდება ფანჯარაში ცქერისგან. ზოგჯერ ეჩვენება, რომ დედამ შემოუხვია ბაღის ეზოში, პირს აღებს, რომ დაიყვიროს – დედაო, მაგრამ ეშლება – არ არის დედამისი; მიუსაფარი დედა-შვილი პურისა და საკვების ფულს აგროვებს, რომ გადარჩნენ და კიდევ ერთი დღე გადაიტანონ; შეყვარებული ბიჭი გოგონას ფანჯრებთან დგას და თვალს ვერ აშორებს სატრფოს ბინას, ხოლო თუ ფანჯარაში გოგონა გამოჩნდა, მასზე ბედნიერი იმწამს დედამიწის ზურგზე არავინ იქნება; ახალგაზრდა ქალი ლოცულობს, შემდეგ კი დედა მიჰყავს კლინიკაში, სადაც ჯოჯოხეთი ელოდებათ - მოსალოდნელი სამოთხის თავიდან ასაცილებლად; ახალგაზრდა მამაკაცს არ სძინავს და მამაზე ფიქრობს. აი, გათენდება ეს დღე და წავალ, შევურიგდები და პატიებას ვთხოვ... ძილი უნდა, მაგრამ ვერ იძინებს, და როცა ძილი მოერევა, სწორედ მაშინ ფეხზე უნდა ადგეს; მარტოხელა მოხუცის სახლში, მის ოთახში, სადაც ღუმელი უდგას, სადაც საჭმელს ამზადებს და სადაც სძინავს კიდეც, არავინაა. სიჩუმესა და გარინდებას მხოლოდ საათის წიკწიკი და ღუმელში შეშის გატკაცუნება, ან შორიდან საქათმის კარის ჭრიალი არღვევს... ეს ყველაფერი, შესაძლოა სწორედ მაშინ ხდებოდეს, როცა თქვენ მატარებლით მგზავრობთ. იფიქრეთ მატარებელში... და მატარებელზე.

39


ჩემი “ვეფხისტყაოსანი” ავტორი: დათო ტურაშვილი

მატარებელში საკითხავი I #6

ჩვენს ძვირფას რკინიგზელებთან დიდი ბოდიში, მაგრამ თვითმფრინავით, სადაც არ უნდა მივდიოდე, „ვეფხისტყაოსანი“ ყოველთვის თან მიმაქვს, როგორც ჩემი წილი საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რუსთაველს საქართველო არც კი უხსენებია. თითქოს უცნაურია, რომ ყველაზე მთავარ ქართულ წიგნში სიტყვა „საქართველო“ ნახსენებიც კი არ არის და მე კი ეს წიგნი ისე დამაქვს ყველგან, როგორც ერთ-ერთი მთავარი საქართველო – მაგალითად, ცა ან მიწა. მეოცე საუკუნის პირველი თაობის ქართველ ემიგრანტებს თავიანთი სოფლებიდან წაღებული ქართული მიწა მართლა ფეხსაცმელებში ჰქონდათ ჩაფენილი და საფრანგეთის ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქში თავს თუ არა, ფეხებს მაინც ქართულ მიწაზე გრძნობდნენ. მე კი, მიწის ნაცვლად, „ვეფხისტყაოსანი“ დამაქვს ხოლმე, რომელიც მიწასაც იტევს, ცასაც და იმასაც, რაც მიწასა და ცას შორის არსებობს.

დათო ტურაშვილი მწერალი

მეტიც – მე მგონი „ვეფხისტყაოსანი“ ერთადერთი ქართული მოვლენაა, რაც ისტორიულად წყალთანაც გვაკავშირებს, რადგან საუკუნეების მანძილზე ზღვისპირას კი ვცხოვრობდით, მაგრამ ზღვას, სამწუხაროდ, მანამდე არც გავკარებივართ და მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ დავიწყეთ ზღვებზე მოგზაურობა.

ჰოლანდიელი წინაპრისგან განსხვავებით), სხვაგან წასვლა უბრალოდ დაეზარებოდა, რადგან ეს მიწა ისედაც ყველაფერს იძლეოდა. ამ მიწაზე ყველაფერი იყო, რის გამოც სხვები ათასობით კილომეტრებს გაივლიდნენ ხოლმე და ზღვებსა და ოკეანეებს საშინელ ქარიშხლებშიც კი გადასერავდნენ. შოთა რუსთაველიც ადვილად მიხვდა (მაშინ უფრო ადვილი მისახვედრი იყო), რომ ეს ხალხი შორს და თანაც, სამოგზაუროდ წამსვლელი, ნაღდად არ იყო, ამიტომაც სწორედ ისეთი გენიალური წიგნი დაწერა, რომლითაც, შინიდან გაუსვლელად, მთელ მსოფლიოში იმოგზაურებდა ნებისმიერი ზარმაცი ქართველიც.

სხვათა შორის, მანამდე (და მგონი, მერეც), არც ხმელეთით მოგზაურობით მოგვიკლავს თავი, და ნამდვილი მოგზაური, ქართველებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მართლა არ გვყოლია. ზემოთქმულის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს და თანაც სუბიექტური, მაგრამ ერთი ობიექტური გარემოების გამო, ნებისმიერ ჩვენს წინაპარს (მაგალითად, ნებისმიერი

40


მატარებელში საკითხავი მაშინდელი მსოფლიო კი სწორედ იმ ქვეყნებში არსებობდა, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები მოგზაურობდნენ, რადგან მაშინ ევროცენტრისტული ცნობიერება ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო და ამიტომ ადამიანებს საფრანგეთი უფრო შორს ეგონათ, ვიდრე ჩინეთი ან ინდოეთი. რაც შეეხება არაბეთს – არაბეთი მართლაც აქვე, ისე ახლოს იყო, რომ შოთა რუსთაველმა თინათინს და ავთანდილს არაბობა კი დააბრალა, მაგრამ ერთხელ ამ შეყვარებულმა არაბებმა თავი ვერ შეიკავეს და უცებ ქართულად ალაპარაკდნენ. რუსთაველი ამბობს ტკბილ-ქართულად ისაუბრესო და სანამ ლევან გველესიანის წიგნს წავიკითხავდი, მანამდეც მივაქციე ყურადღება ამ უცნაურ ეპიზოდს, თუმცა შემთხვევითი არაფერია ამ წიგნში (როგორც, საერთოდ, სამყაროში) და შესაძლოა ქეთევან ქურდოვანიძეც მართალია. მართალია მისი მოსაზრება უფრო სანდოა, ვიდრე მაგალითად შლიმანისა (ტროას პირველ გათხრებამდე), მაგრამ ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს მითოლოგია მაინც სახალისოდ მოგონილი ისტორია ჰგონია და დღემდე იმასაც ფიქრობენ, რომ არგონავტები სინამდვილეში აქ არც მოსულან. არადა, კოლხეთში არგონავტები მართლა მოვიდნენ და მედეაც მართლა წაიყვანეს, ხოლო ზღვისადმი ეს უცნაური დამოკიდებულებაც შესაძლოა მართლა ზღვიდან მოსული არგონავტების გამო გაჩნდა. შეიძლება არ ეშინოდათ, მაგრამ ქართველები რომ საკუთარ ზღვასაც კი ერიდებოდნენ, ამას ალბათ რუსთაველმაც მიაქცია ყურადღება და ჩვენი სუბიექტური აზრით კი, სწორედ ამიტომ მოგზაურობენ ასე ხშირად „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები დიდი თუ პატარა ხომალდებით. სხვათა შორის, არაბეთი რომ მართლა არაბეთი იყოს, „ვეფხისტყაოსნის“ რომელიმე მგზავრს ერთხელ მაინც შეხვდებოდა ერთი უდაბნო მაინც და ბატონი თამაზ ჭილაძეც აღარ აღნიშნავდა ამ უცნაურობას თავის წიგნში „ვარდის ფურცლობის ნიშანი“. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, სხვა უცნაური ამბავიც მახსენდება ხოლმე: ისრაელში ყოფნისას, ჩვენი მასპინძელი იყო ბატონი დავით ბოხურაშვილი – ქართველი ებრაელი, რომლის წინაპრებიც მესხეთში ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე და მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დატოვეს საქართველო. ბატონი დავითიც მშვენიერი მესხური ქართულით გვესაუბრებოდა ხოლმე და ისეთ ლამაზ სიტყვებს

ხმარობდა საუბარში, რომ იქვე, მოურიდებლად ვიწერდი და რის ჩაწერასაც ვერ ვასწრებდი, ზეპირად ვიმახსოვრებდი. ერთ დღესაც, ბატონმა დავითმა მესადას სანახავად წაგვიყვანა მანქანით. ისრაელს კი ეძახიან, მაგრამ გზად ნამდვილი არაბული უდაბნო გავიარეთ – ნამდვილი აქლემებით, ქვიშით, ბედუინებით, და მართლა ლამაზი იყო. ჩვენმა მასპინძელმაც

41


აღმოვაჩინე სტროფი, რომელიც თითქოს 2003 წლის 23 ნოემბრის მერე ჩაამატეს „ვეფხისტყაოსანში“:

სიამაყით გვითხრა კიდეც – შეხედეთ, რა ლამაზი ტყე არისო. მაშინ ვიფიქრე, რომ ბატონმა დავითმა უბრალოდ მექანიკური შეცდომა დაუშვა, სიტყვები აერია და ტყე ამიტომაც უწოდა უდაბნოს, მაგრამ ერთხელ, „ვეფხისტყაოსნის“ კითხვისას, იმდენი „ტყიანი ადგილი“ შემხვდა არაბეთში, რომ ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ძველმესხურში ქვიშიანის აღმნიშვნელად ტყიანიც იხმარებოდა-მეთქი და მაშინ დავით ბოხურაშვილს კი არც არაფერი შეშლია.

„თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია“... ნებისმიერ ჩვენგანს (ირგვლივ რომ მიმოიხედოს), სხვისი კარნახის გარეშეც შეუძლია რამდენიმე ისეთი „ყვავის“ გახსენება და აღმოჩენა, რომელსაც სწორედ ახლად ნაშოვნი ვარდების გამო, თავი „ბულბული“ ეგონა და ჰგონია. ხოლო თუ ვინმეს მაინც სხვისი დახმარება სჭირდება, ზვიად გამსახურდიას გადაკითხვა მშვენიერი დახმარება იქნება ნამდვილი ბულბულებისა და შირაზის ვარდების მისაგნებად.

მატარებელში საკითხავი I #6

თუმცა ზღვაზე ვლაპარაკობდით და უდაბნოში აღმოვჩნდი. მგონი ასეთი მიდებ-მოდება დარდმა იცის და როცა ზღვა გამახსენდება, დარდიც გამოჩნდება ხოლმე, რადგან ჩვენსა და შავ ზღვას შორის აშკარად რაღაც საზღვარია. ან თვითონ ზღვა არის ჩვენთვის საზღვარი და ეტიმოლოგიურადაც ისეთი პირი უჩანს, რომ ზღვარი ჩვენსა და სხვა დანარჩენ სამყაროს შორის სწორედ ამ წყალზე გადიოდა, მაგრამ „ვეფხისტყაოსანი“ იმიტომაც არის გენიალური წიგნი, რომ ვისაც როგორ სურს, სწორედ ისე შეუძლია მისი წაკითხვა.

სხვათა შორის, შირაზამდე თუ არა, სადამდეც ქართულმა სიტყვამ მიაღწია, „ვეფხისტყაოსანმა“ იქამდე კიდეც გააერთიანა საქართველო და მგონი კაცობრიობის ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ქვეყანა და სახელმწიფო წიგნმა შექმნა. ზოგჯერ ეს ქვეყანა პატარავდებოდა ან იზრდებოდა, იშლებოდა ან იყოფოდა, მაგრამ სადაც ეს წიგნი ვრცელდებდა, იქ საქართველოც ყოველთვის არსებობდა. „ვეფხისტყაოსანსაც“ საქართველოსავით ძალიან რთული თავგადასავალი ჰქონდა, სანამ ჩვენამდე მოაღწევდა (ან ჩვენ მივაღწევდით ამ წიგნამდე) და როგორც არ უნდა გვრცხვენოდეს ახლა ამ საშინელი სიმართლის, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ „ვეფხისტყაოსანს“ დროდადრო ვწვავდით ხოლმე. ზოგჯერ კი წყალშიც ვყრიდით ხელნაწერებს, მაგრამ ამ წიგნს ვერც წყალი აკლებდა რამეს და ვერც ცეცხლი წვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ მტკვარში მთელი ტირაჟი გადაყარეს მეტეხის ხიდიდან.

„ვეფხისტყაოსანიც“ ზუსტად იმდენია, რამდენიც მისი მკითხველი არსებობს და შემთხვევითი სულაც არ არის რომ ვინც ამ წიგნს კითხულობს, „ვეფხისტყაოსანიც“ ყველას თავისი ჰგონია. მეტიც, რამდენჯერაც რუსთაველს წაიკითხავ, იმდენჯერ შეგიძლია სრულიად ახალი წიგნი აღმოაჩინო ან ისეთი საოცრება აღმოაჩინო, რომელიც წინა წაკითხვისას ვერც კი შენიშნე და ამ მხრივ „ვეფხისტყაოსანი“ , მართლაც უსასრულო სიამოვნებაა. ამ სიამოვნებას კი იმიტომ ვიკლებთ, რომ ბავშვობიდანვე, არასწორი სწავლების გამო, ამ წიგნის გვეშინია, რადგან შეცდომით გვგონია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ არქაული მუზეუმია და არა ყველაზე ცოცხალი ტექსტი, რაც კი ქართულ ენაზე შექმნილა.

ალბათ რა ბედნიერი იქნებოდა ის, ვინც მტკვარზე სათევზაოდ ჩასული, წყლიდან „ვეფხისტყაოსანს“ ამოიტანდა, მერე ფურცელ-ფურცელ გააშრობდა შუაცეცხლზე და ჯერ კიდევ სველ გვერდებს, სიყვარულით წაუკითხავდა შვილებსა თუ შვილიშვილებს.

ყოველგვარი პათეტიზმის გარეშე, იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ რუსთაველი ძალიან თანამედროვეა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საუკუნით მას უკვე დავშორდით, და ზემოთქმულის საილუსტრაციოდ, აქვე შემიძლია ერთი მაგალითის მოყვანა:

ჩვენი ძალიან მოკრძალებული და ძალიან სუბიექტური აზრით, ამ წიგნის ზეპირად სწავლის ტრადიციაც საქართველოში სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ „ვეფხისტყაოსანს“ ზოგჯერ ებრძოდნენ და მის განადგურებასაც კი ცდილობდნენ, ხოლო ადამიანები, რომლებსაც მისი გადარჩენა სურდათ, ზეპირად სწავლობდნენ „ვეფხისტყაოსანს“.

ახლაც მიკვირს, მაგრამ ფაქტია, რომ მანამდე ვერცერთხელ შევამჩნიე და მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ

42


მატარებელში საკითხავი როგორც არ უნდა აკრძალონ ჩვენი სუბიექტური აზრები, ფაქტი ხომ მაინც ძალიან ჯიუტია და ამ წიგნის მეთექვსმეტე საუკუნეზე ძველი ხელნაწერი ხომ მაინც არ არსებობს. მთავარია თავი არ მოვიტყუოთ, თორემ თავის მართლება რასაკვირველია იმ ერთი სტროფითაც შეგვიძლია, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნეში ვანის ქვაბების მონასტერში ამოკაწრა ალბათ შეყვარებულმა მონაზონმა – „ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა“... ოცდამეერთე საუკუნის ქართველ მკითხველს ალბათ გააკვირვებს კიდეც მიზეზი, რის გამოც „ვეფხისტყაოსანი“ შეიძლება აეკრძალათ რომელიღაც საუკუნის საქართველოში, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სიყვარული ახლაც სირცხვილად მიიჩნევა, სინამდვილეში გასაკვირი არაფერია. თუმცა აკრძალვის სხვა, არანაკლებ საშიში საფუძველიც არსებობდა ამ წიგნის ტექსტში და როცა რუსთაველი ცის სიმრგვალეზე წერდა, მეთორმეტე საუკუნის ბოლო ან მეცამეტე საუკუნის დასაწყისი იყო. მაშინ სიტყვა „ცა“ კი იმ სამყაროს მნიშვნელობითაც იხმარებოდა, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ და თუ იმასაც გავიხსენებთ, რატომ დაწვეს კოცონზე ჯორდანო ბრუნო (სხვათა შორის, შედარებით მოგვიანებით), იმასაც მივხვდებით, რომ არამხოლოდ მისი წიგნი, თვითონ შოთა რუსთაველიც კაი გადარჩენილია. მართალია ჩვენ არათუ პროფესიონალი რუსთველოლოგი, პროფესიონალი მკითხველიც კი ვერ გახლავართ ამ წიგნისა, და ამიტომაც თუ ჩვენი მოსაზრებები ვინმეს ცოტა ბრიყვულად მოეჩვენება, შეუძლია ამ საქმის ნამდვილი კლასიკოსი – ვიქტორ ნოზაძე გადაიკითხოს. ბატონ ვიქტორისგან განსხვავებით, ძალიან ბევრ ქართველს, ძალიან ხშირად ეგონა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ერთ გვერდზე მაინც, საკუთარი ერთი ტაეპის მიწერა მაინც შეეძლო და ამიტომაც საუკუნეების მანძილზე ამ წიგნის ფურცლებზე, უამრავი ჩამატება გაჩნდა. ჩემსავით გულუბრყვილო ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ იმდენად სახალხო წიგნი იყო, რომ მისი წაკითხვის, გადაწერის ან მოხატვის შემდეგ, ნებისმიერი ჩვენგანი ამ წიგნის თანაავტორობასაც იჯერებდა. ყოველ შემთხვევაში, „ვეფხისტყაოსანი“ იმდენად ღია და თავისუფალი წიგნი ეგონათ ქართველებს, რომ საუკუნეების მანძილზე, უამრავმა მკითხველმა მიაწერა თავისი სტროფი თუ ლექსი, და ამის გამო,

მეოცე საუკუნეში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, ძლივს დაადგინა ვეფხისტყაოსნის ნამდვილი ტექსტი. მაშინ, 1966 წელს, რამდენიმე საიუბილეო „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცეს და ჩემი საყვარელი „ვეფხისტყაოსანიც“ მაშინდელია – პატარა და ძალიან ლამაზი, რომელიც ლადო გუდიაშვილმა დაასურათა. სწორედ ეს წიგნი დამაქვს ხოლმე ყველგან და იმაზეც კი მიფიქრია, რომ თუ თვითმფრინავი ჩამოვარდება და ყველანი დავიფერფლებით, იმის გამო, რომ „ვეფხისტყაოსანს“ ცეცხლი მაინც ვერ წვავს, ეს წიგნი კიდევ ერთხელ გადარჩება და თანაც – ისევ ისე უვნებლად. ჩემი ცოლიც, თუ ჩემი ფერფლის ამოცნობას ამ „ვეფხის­ ტყაოსნის“ მიხედვით მოინდომებს, ამის გაკეთებას ძალიან ადვილად შეძლებს, რადგან მეც ამ წიგნთან ერთად, იქვე, ძალიან ახლოს ვიქნები...

43


რკინიგზის სადგურების არქიტექტურა

მატარებელში საკითხავი I #6

ავტორი: ხათუნა ხაბულიანი

ისტორიული რკინიგზის სადგურების რენოვაცია, თანამედროვეობასთან მიმართებაში გააზრება და ზოგჯერ სრულიად ახალ სივრცეებად ქცევა ის სამუშაოა, რომელსაც ხშირად სთავაზობენ ჩვენი დროის აღიარებულ არქიტექტორებს. აეროპორტები, ხიდები, სადგურები, როგორც ყველაზე ხალხმრავალი, ცოცხალი და მრავალფეროვანი ადგილები, სადაც ქვეყნის/ქალაქის სტუმარი აუცილებლად გაივლის და პირველ შთაბეჭდილებას დაიმახსოვრებს, თითქმის ყოველთვის განსაკუთრებული მიდგომით არის გააზრებული.

ხათუნა ხაბულიანი არტ–კრიტიკოსი

ტრასპორტთან დაკავშირებულ თანამედროვე, შთამბეჭდავი პროექტების ავტორებიდან, ერთ-ერთი სანტიაგო კალატრავაა - ცნობილი ესპანელი არქიტექტორი, ექსტრავაგანტური ფუტურისტული ნაგებობების ავტორი, რომლის სტილი სტრუქტურული ინჟინერიისა და არქიტექტურული გააზრების სახასიათო ურთიერთობას ეყრდნობა. 1990 წელს, კალატრავამ დაასრულა მუშაობა ციურიხის შტადელჰოფენის სადგურის რენოვაციაზე, რომელიც 1894 წელს აგებული სადგურისთვის მესამე ხაზის დამატებას გულისხმობდა. არქიტექტორმა მოახერხა ქალაქის ცენტრალური ნაწილი ისე შეევსო ახალი სეგმენტით, რომ მკაფიო ფორმისა და მასალის სტრუქტურა ჰარმონიულად შერწყმოდა არსებულ გარემოს. გარემოსთან სრულიად ადაპტირებული კონსტრუქცია, პლატფორმებით, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მცირე ზომის ხიდებით, მიწისქვეშა ნაწილის თაღებიანი დარბაზებით, თავის მხრივ, დინამიკური ფორმების ეფექტურ სანახაობას ქმნის.

2014 წელს, ჟურნალმა „არქიტექტურული დაიჯესტი“ გამოაქვეყნა მსოფლიოს ულამაზესი რკინიგზის სადგურების ჩამონათვალი, რომელთა შორის სანტიაგო კალატრავას სხვა პროექტი მოხვდა. ეს არის ბელგიური ქალაქის - ლიეჟის სადგური, რომლის ისტორიული შენობის ჩანაცვლებისას, არქიტექტორმა გამოიყენა ფოლადი, მინა, თეთრი ბეტონი, და შთამბეჭდავი მასშტაბის „ნეკნებიანი“ თაღი შექმნა. განახლებული სადგურებიდან, აქვე მოხსენიებულია ერთერთი ყველაზე ორიგინალური - კანაძავას სადგური იაპონიაში. ძველი ნაგებობის (1898 წელი) განახლება 2005 წელს დასრულდა და ტამეო კაბორისა და იჩირო მიცუნის მიერ დაპროექტებული ახალი მინა-ფოლადის კონსტრუქცია წარმოადგინა, რომლის დიზაინის მთავარი აქცენტი ხის ჭიშკარია, შესრულებული იაპონური ტრადიციული დოლის - ცუძუმის ფორმის მიხედვით. ქალაქის სტუმრებზე ეს ფორმა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს,

44


მატარებელში საკითხავი

კანაძავას სადგური იაპონია

საიდანაც ახალი ტექნოლოგიების სივრცეში ხვდებიან. ეს დინამიკურად მონაცვლეობს ისტორიულ ადგილებთან, როგორებიცაა გეიშების უბანი და სამურაების ყოფილი საცხოვრებელი კვარტლები. სადგურების ისტორიული ნიმუშებიდან, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია მუმბაის ჩჰატრაპატი შივაჯის (თავდაპირველად - ვიქტორიას სახელობის) სადგური, რომელიც 1887-1888 წლებში არქიტექტორმა ფრედერიკ უილიამ სტივენსმა დააპროექტა. ნაგებობა პომპეზური და პრეტენზიულია, წარმოადგენს ეკლექტურ კომპოზიციას, სადაც ბრიტანული ნეოგოთიკა ინდურ-ისლამურ ელემენტებს ერწყმის. პროექტს საფუძვლად დაედო აქსელ ჰაიგის აკვარელით შესრულებული ესკიზი. აქსელ ჰაიგის ნამუშევრები

ბრიტანული ნეოგოთიკის შთაგონების ერთ-ერთ წყაროდ მიიჩნევა. გარდა სტილებისა და დეკორის ორიგინალური ნაერთისა, ნაგებობა ცნობილია თავისი დროისთვის ძალიან მაღალი დონის საინჟინრო გააზრებით, რომელშიც იმ პერიოდის ტექნოლოგიური მიღწევები სრულად არის გამოყენებული. ისტორიული სადგურებიდან ასევე მნიშვნელოვანია მილანის ცენტრალური სადგური, აგებული აგრეთვე სხვადასხვა სტილთა ეკლექტურ გადაკვეთაზე, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა ცვლილება მოთხოვნების ზრდისა და სოციალურპოლიტიკური კონტექსტების შესაბამისად. იგი პირველად 1864 წელს გაიხსნა და ფრანგი არქიტექტორის ლუიჟიულ ბუშოს ვერსია წარადგინა, რომელიც იმ პერიოდის

45


მატარებელში საკითხავი I #6

ლიეჟის სადგური კალატრავა

სტოკჰოლმის მეტროს ერთ-ერთი სადგური

მოსკოვის მეტრო სადგური კომსომოლსკაია

მილანო ცენტრალეს გადახურვა

ფრანგულ არქიტექტურათა ნიმუშების მსგავსი იყო. სადგურის რეკონსტრუქცია ვაშინგტონის ცნობილი სადგურის მიხედვით იყო გააზრებული. გეგმა დამტკიცდა 1912 წელს, თუმცა პირველი მსოფლიო ომის გამო შეფერხდა; საბოლოოდ კი, სერიოზული ცვლილებები განიცადა ბენიტო მუსოლინის პრემიერმინისტრობის პერიოდში, რომელსაც სურდა სადგურს არსებული რეჟიმის ძალა გამოეხატა. სადგურის შენობა ამ დროს გადაიხურა ფოლადის მასშტაბური სტრუქტურით, ალბერტო ფავას მიერ შემუშავებული დიზაინით.

ყველაზე გრძელ გალერეასაც უწოდებენ. ასამდე სადგურის ინტერიერში წარმოდგენილია კედლის მხატვრობა, ინსტალაციები, სკულპტურები, თითქმის ყველა ფორმატის ვიზუალური ხელოვნება. მეტროსადგურებში ხელოვნების შეტანის იდეა 1950-იან წლებში გაჩნდა და შემდეგ თანდათან განვითარდა. ეს სადგურიგალერეები სხვადასხვა დროსა და ხედვებს წარმოადგენენ, ერთგვარ ქრონიკას ქმნიან. აქ შეხვდებით გზავნილებს ქალთა უფლებებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ზოგიერთი ხელოვანი კი კონკრეტულად მგზავრებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე ფიქრობს. ხელოვნება სტოკჰოლმის მეტროში მუდმივად ახლდება და ამ სივრცის ორგანულ ნაწილს შეადგენს.

საუკეთესო სადგურთა ათეულში აღნიშნულია მოსკოვის მეტროსადგური „კომსომოლსკაია“ - სტალინური ბაროკოს პომპეზური ნიმუში, რომელიც 1952 წელს დასრულდა და იდეოლოგიური არქიტექტურის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. სვეტებისა და იატაკის მოპირკეთებაზე გამოყენებულია გრანიტი, კირქვა, მარმარილო, ხოლო ჭერი დაფარულია ისტორიული სიუჟეტებისა და კომუნისტური რეჟიმის ტრიუმფის ამსახველი მოზაიკური სცენებით.

ხელოვნების ინტეგრაცია სადგურებში საინტერესო გამოცდილებაა და სასურველია ჩვენმა სადგურებმაც გაიზიარონ ეს პრაქტიკა, საკუთარი სივრცეები დაუთმონ ახალგაზრდა ან გამოცდილ ხელოვანებს; განსაკუთრებით დღეს, როცა საზოგადოებრივი სივრცის ხელოვნება თანდათან პოპულარული და აქტუალური ხდება.

სადგურების გაფორმების ალტერნატიული მაგალითებიდან ცნობილია სტოკჰოლმის მეტრო, რომელსაც მსოფლიოს

46


ერთი მგზავრობის ამბავი ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი ორიოდე წლის წინ, კერძოდ ორიათას თოთხმეტში, მე და ჩემი შვილი სააღდგომო არდადეგებზე ბათუმში გავემგზავრეთ. ხუთშაბათ დღეს, საღამოს, უკვე მატარებელში ვისხედით და ღამის თორმეტზე უკვე შავი ზღვის პირას ვიდექით. წინ გვქონდა პარასკევი, შაბათი და კვირა დღის ნახევარი. გაზაფხულის ბათუმი სასარგებლოა - როგორც სულისთვის, ასევე სხეულისთვის. სამდღიანი ხეტიალისა და დასვენების შემდეგ, კვირა დღეც დადგა. საღამოს, მე და ჩემი შვილი თბილისისკენ გამოვემგზავრეთ, რომ ორშაბათს სკოლა არ გაეცდინა. მატარებელში ჩვენი ადგილი მოვნახეთ, ჩანთები დავაბინავეთ, კომპიუტერი და „კინდლი“ მოვიმარჯვეთ და ვაგონი შევათვალიერე. ნაცნობი არავინ ჩანდა. სამაგიეროდ აღმოვაჩინე, რომ ჩვენ გარდა, ქართველი მხოლოდ ერთი ახალგაზრდა იყო (როგორც შემდეგ გაირკვა, სტუდენტი - უცხოელი მეუღლით, სიდედრით, ჩვილით და უცხოელი მეგობრების მთელი არმიით). კიდევ ორი ინგლისელი ბიძია, ალკოჰოლთან კარგად დაძმაკაცებულნი. იყვნენ ასევე ახალგაზრდა წყვილი პოლონეთიდან და ორი ბებია - ერთი ბაბუით ამერიკიდან (იმის თქმა მინდა, რომ ერთი მოხუცი გაღიმებული ამერიკელი ბაბუა და ორი ხანშიშესული შეშინებული ქალბატონი). მოკლედ, ტურისტული ვაგონი ჩანდა. ამ აღმოჩენით დიდად გავიხარე, იმიტომ, რომ ზედმეტი საუბრით თავს არავის შევაწყენდი. მე და ჩემს შვილს გზაში ასეთი რიტუალი გვაქვს: ჯერ ვნახულობთ ფილმს, შემდეგ ვკითხულობთ, შემდეგ მუსიკას ვუსმენთ, შემდეგ ვსაუბრობთ და ბოლოს ისევ ფილმს ვუყურებთ ხოლმე. შესაძლოა, ეს თანმიმდევრობა აირიოს ან სულაც ჩაიშალოს, მაგრამ დროსთან ბრძოლის მეთოდები უცვლელი რჩება.

ბასა ჯანიკაშვილი მწერალი

გამგზავრების დროც დადგა და ის იყო მატარებელი დაიძრა, რომ ხმაურითა და დიდი კონფლიქტით „შეიარაღებული“, ზედმეტად აქტიური, სუპერნასვამი, აქოშინებული მამაკაცი ამოიჭრა. შემოვიდა გურამ კაკაბაძე (ასე დავარქვათ პირობითად) - ნამდვილი სტუმართმოყვარე ქართველი ადამიანი, კეთილი მზერით მოგვავლო თვალი და ხმამაღლა მოგვესალმა. პასუხად ცივი, არაფრისმთქმელი დუმილი მიიღო და მოიღუშა კაცი. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ჩვენ, ქართველები, მიჩვეულნი ვართ ისეთ მდგომარეობას, რომ ყველა ნასვამს, რომელიც კარგ გუნებაზეა, სხვაც ნასვამი ჰგონია და უნდა თუ არა, მის ნება-სურვილს უნდა დაჰყვეს. ეს ჩვენ, ქართველებმა კი ვიცით, მაგრამ რა ვუყოთ უცხოელ ტურისტებს, ვისთვისაც ნასვამი მგზავრი ისევე აუტანელია, როგორც ფხიზელი ტერორისტი? არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ მივსალმებოდი. ჩემი მოკრძალებული „გამარჯობა“ მატარებლის ხმაურმა შთანთქა. გურამ კაკაბაძის სახემ საშიში გამომეტყველება მიიღო, მომეჩვენა, რომ პირველივე უცხოელს ყელში წვდებოდა და „გაგიმარჯოს“ ძალით ათქმევინებდა, ამიტომ ხმამაღლა დავიყვირე „გამარჯობა“ და მივხვდი, რომ ტურისტულ ვაგონს ახლა ჩემი უფრო შეეშინდა, ვიდრე გურამ კაკაბაძესი, რადგან

47


წარმოიდგინეს, რომ მეც მთვრალი ვარ და ისინი კი ალყაში მოვაქციე. და აი, აქ მოხდა ის, რასაც ყოველთვის გავურბივარ.

არ ჩერდება) და გადმოცემა, რამდენიმე წუთში არ ხდება. ასე არ არის? ვუხსნი ამ კაცს, მაგრამ ვინ გისმენს? ბოლოს აღიარა, რომ „სამტრედია მოასწრებსო“ და სამტრედიაში დარეკა. სამტრედიელებმა უთხრეს, რომ სტუმრად ქუთაისს იყვნენ და აქეთ გვეპატიჟებოდნენ მთელ ვაგონს. მთვრალი სამტრედიელების ლოგიკით, (რომლებიც ქუთაისის რესტორანში სვამდნენ) სასწრაფოდ უნდა შეგვეწყვიტა მოგზაურობა, უნდა ჩამოვსულიყავით სამტრედიის ბაქანზე და რესტორანში მივსულიყავით. ამ იდეის აქტიური მომხრე გახდა ჩემი ახალი მეგობარი გურამ კაკაბაძე და მთელს ვაგონს მოუწოდა (ჯერ ქართულად, შემდეგ რუსულად და ბოლოს გერმანულად) მსგავსი ქმედებისკენ.

შენ გენაცვალეო - რომ დაიყვირა, ვაგონის დასაწყისიდან გაშალა ხელები და ასე, ყვირილით წამოვიდა ჩვენკენ. მეც იძულებული ვიყავი ავმდგარიყავი, და ხელი გავუწოდე, მაგრამ რამდენიმე წამში თავი მის მკლავებში აღმოვაჩინე. ანალოგიური ხმაურითა და ზარ-ზეიმით მიესალმა ჩემს შვილს. რამდენიმეწუთიანი მოკითხვა იმით დასრულდა, რომ სუფრის გაშლის პირობა დადო და მობილურზე დაიწყო რეკვა. ტურისტული ვაგონი იმ თვითმფრინავს დაემსგავსა, საჰაერო ორმოებში რომ ვარდება და სასოწარკვეთილი მგზავრები პირჯვარს იწერენ - ახლა გადავრჩე და სახლიდან არც კი გავალო.

ალბათ, ასეთი რეაქცია ექნებოდათ თვითმფრინავის მგზავრებს თერთმეტი სექტემბერის ტრაგიკულ რეისზე - მაშინ, როდესაც პირველად და უკანასკნელად მოისმინეს, თვითმფრინავი გატაცებულიაო. ხანშიშესულმა ამერიკელმა ქალბატონებმა ტირილი დაიწყეს და მატარებლის დაცვა გამოიძახეს. ჩვენ დასახმარებლად მოვიდა ახალგაზრდა სტუდენტი (ჩვენ გარდა, ერთადერთი ქართველი) რომელმაც ინგლისურად აუხსნა, რომ საქართველო და ზოგადად, ქართველები, რთული და უცნაური ხალხი ვართ და რომ აქ, დაპატიჟებაზე უარის თქმა, დიდ ცოდვად მიიჩნეოდა. ამის გაგონებაზე, ტირილს უმატეს და სწორედ ამ ცრემლებმა გატეხეს გურამ კაკაბაძე. წინადადება ქუთაისის რესტორანში ქეიფზე უარყოფილ იქნა! სამაგიეროდ, ხარკის სახით, სამტრედიელებს სუფრა მატარებელში უნდა გაეშალათ.

მატარებელში საკითხავი I #6

- ეხლა დავყრი პურმარილს, - ამბობდა ხმამაღლა, - ჩემებს დავურეკავ ლანჩხუთში და მოგვისწრებენ. არ გინდა, ვეხვეწები, დამანებე თავი, დავისვენოთ, დავიძინოთ. ისედაც ნასვამი ხარ, - ვეუბნებოდი, მაგრამ არავინ მისმენდა. თან ბათუმში ჩამოსვლის მიზეზებს მიყვებოდა. მშობლების საფლავის მოსანახულებლად ყოფილა, ყოველ წელს ჩამოდის თურმე აღდგომის დღესასწაულზე და მოსახსენიებელ სუფრას შლის. მერე, მატარებელზე აგვიანდება და ასე დაუსრულებლად, მაგრამ ახლა (მაშინ), ორიათას თოთხმეტში, მე და ჩემი შვილი რომ დავემგზავრეთ, სუფრა უნდა გაშალოს, და ჰოი, საოცრებავ, ლანჩხუთელმა ძმაკაცებმა ასე სახელდახელოდ (რამდენიმე წუთში), სუფრის „მოტანა“ ვერ მოასწრეს! თითქოს ამოვისუნთქე, გადავრჩი-მეთქი, მაგრამ ლანჩხუთს გავცდით თუ არა, გურამ კაკაბაძემ ახალი ქალაქი აიჩემა.

მატარებელი სამტრედიაში სამი წუთი ჩერდება. ამ სამ წუთში სამტრედიელებმა იმაზე მეტი შეძლეს, ვიდრე ეს ვინმეს ხელეწიფებოდა: ოცი ლიტრი ღიად ოქროსფერი, მომწვანო ელფერნადები ცივი ცოლიკაური და ყველა კერძი - სამ-სამ ეგზემპლარად მომზადებულ-დაკაზმული, ორად-ორ მაგიდაზე დავატიეთ. პირველი სადღეგრძელო ჩვენი გაცნობისა დავლიეთ. ჯერ ორნი ვიყავით - მე და გურამ კაკაბაძე. ჩემი შვილი ცივად მოხარშულ იმერულ დედლის ბარკალს ძიძგნიდა, მეორე ხელით კი ფოტოებს გვიღებდა. უცნაური არაფერი იყო, რომ ყოველ ახალ სადღეგრძელოზე თითო სტუმარი გვემატებოდა. მაგალითად, მეორე სადღეგრძელო მშვიდობის დაილია და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ორი ინგლისელი შემოგვიერთდა.

- ეხლა დავრეკავ ოზურგეთში და გავშლი სუფრას! - ყვიროდა მთელ ხმაზე, ყველას გასაგონად. ხელს ჰაერში იქნევდა, თითქოს ვირტუალურად ხაზავდა მომავალი სტუმრებისა და სატრაპეზოს ადგილს. არ გინდა, - ვეუბნები, - დამშვიდდი, ხვალ შევხვდეთ, თბილისში დავსხდეთ, გავიცნოთ კარგად ერთმანეთი, ისედაც ნასვამი ხარ-მეთქი, მაგრამ ვინ გისმენს?.. დარეკა ოზურგეთში და ოზურგეთელებმაც დააგვიანეს, იმიტომ, რომ სუფრის ასე გაშლა, შემდეგ სადგურზე მოტანა (სადაც მატარებელი

48


მატარებელში საკითხავი მესამე სადღეგრძელო ჩვენი ქვეყნისა დავლიეთ და უმალ ხანშიშესული ამერიკელი ქალბატონები და მათი თანამგზავრი ბატონი შემოგვიერთდა. მეოთხე სადღეგრძელო ჩვენი სტუმრებისა იყო, და აქ უკვე ჩვენი ქართველი სტუდენტის სტუმრებმაც ვეღარ მოითმინეს. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ყველანი საერთო მხიარულებაში გავერთიანდით. მეშვიდე სადღეგრძელოს დროს, საერთო ჟრიამულსა და სიამტკბილობაში, ჭიქით ხელში, ორი ჩინელი შევნიშნე. ისინი საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობის სადღეგრძელოს ამერიკელებთან ერთად სვამდნენ. კი გამიკვირდა, მანამდე ჩინელები ვაგონში არ იყვნენ-მეთქი, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას? მეც გახარებული შევუერთდი ამ მართლაც არაჩვეულებრივ წამოწყებას! რას არ ნახავდით სუფრაზე: ღორის და ქათმის მწვადებს, იმერულ ხაჭაპურს და რაჭულ ლობიანს ლორით, წიწილას - შემწვარს, და მოხარშულ დედალს ცივად, ხბოს ნეკნებს - აჯიკაში ამოვლებულს და სულ დაპიწკინებულს, სოკოს მშრალად შემწვარს და ტაფაზე მოთუშულს, ჭვიშტარს და მჭადს ხომ უგემრიელესს, ყველს იმერულს, და პიტნაში მოზელილ სულგუნს, შოთის პურს და რამდენიმე სახის სალათს. ეს, ახლა რაც გავიხსენე! მაგრამ, როდესაც მეცხრე ჭიქის „მისადგომებთან“, ჩემი შვილი, სულ მარტო, სამანქანოში დავინახე, მივხვდი, რომ ჩინელები მემანქანეები იყვნენ. იმის ნაცვლად, რომ განგაში ამეტეხა, სიამაყით აღვივსე და გახარებულმა სუფრის წევრებს შვილების სადღეგრძელო შევთავაზე. როდესაც მგზავრებმა სადღეგრძელოს საბაბი შეიტყვეს და ჩემი შვილი მატარებლის საჭესთან მარტო მდგომი დაინახეს, ცოტა შეშფოთდნენ, თუმცა ტურისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უკან არავის დაუხევია. სასმისები ბოლომდე გამოვცალეთ (ჩინელი მემანქანეების საამაყოდ კი უნდა ითქვას, რომ სადღეგრძელოს შემდეგ, სასწრაფოდ მიუბრუნდნენ საჭეს)!

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ბათუმში, მე და ჩემი შვილი ისევ სააღდგომო არდადეგებზე ვიყავით და თბილისისკენ მომავალნი, კვლავ გურამ კაკაბაძე დაგვემგზავრა. ისევ ნასვამი (სასტიკად), ისევ საყოველთაო სიყვარულისა და გაერთიანების სურვილით შეპყრობილი იყო და ცდილობდა ერთი ღვთისნიერი ადამიანის მონახვას, ვისთან ერთადაც გააგრძელებდა სმას. მგზავრებისგან უარი რომ მიიღო, ამ ამბის გახსენება დაიწყო და მოუყვა, გასულ წელს როგორ შემთხვევით გაგვიცნო მე და ჩემი შვილი, როგორ დაგვაწიეს გზაში მისმა არაჩვეულებრივმა მეგობრებმა პურ-მარილი, როგორ დაგვემგზავრნენ უცხოელი ტურისტები, როგორი კარგი დრო გავატარეთ, როგორ მართავდა ჩემი შვილი მატარებელს და ასე შემდეგ. მე და ჩემს შვილს მისი მონაყოლი გვესმოდა და ბოლოს, სიცილი რომ ვერ შევიკავეთ, ხმამაღლა მივესალმეთ. რომ დაგვინახა, გამარჯობა არ ჰქონდა დამთავრებული, მობილური ტელეფონით უკვე სამტრედიაში რეკავდა. ის მგზავრობაც როგორ დამთავრდებოდა, ადვილი მისახვედრია. ახლა ხომ ვიცი, რომ წელსაც ჩამოვა გურამ კაკაბაძე ბათუმში მშობლების საფლავის მოსანახულებლად, ძლივს მოუსწრებს ბათუმი-თბილისის მატარებელს და მე და ჩემს შვილს დაგვიწყებს თვალებით ძებნას. და თუ ვერ მოგვნახა, მაშინ ამ ჟურნალს წაიკითხავს და ყველას დააჯერებს, რომ ეს ამბავი მასზეა - მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი და გვარი შეცვლილი მაქვს.

ეს საოცარი და დაუვიწყარი სუფრა თბილისში დასრულდა. არ სვამდა მხოლოდ ჩემი შვილი და სტუდენტის ჩვილი ბავშვი. შესაძლოა, ჩვილის დედაც არ სვამდა. ბუნდოვნად მახსოვს. ის კი იყო, რომ ყველას ყველა გვიყვარდა და სულ ასე, ბედნიერად დავშორდით ერთმანეთს.

49


საქართველოს არქეოლოგიის განახლებული გამოფენა ავტორები: დარეჯან კაჭარავა, ნინო ლორთქიფანიძე

მატარებელში საკითხავი I #6

2013 წლის მიწურულს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია ძვ. წ. VIII ათასწლეულიდან ახ. წ. IV საუკუნემდე“, რომელიც უკვე ათიათასობით დამთვალიერებელმა იხილა. განახლებულ არქეოლოგიურ გამოფენას განსაკუთრებული ინტერესით ელოდა საზოგადოება: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აუცილებელი გახდა 1961-2005 წლებში მოქმედი გამოფენის დემონტაჟი, რომელმაც გასულ საუკუნეში სახელი გაუთქვა არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილ უძველეს ქართულ კულტურას. გარდა ამისა, არქეოლოგიური კოლექცია, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ კოლექციებს შორის, საბედნიეროდ მუდმივად მდიდრდებოდა ახალი აღმოჩენებით. თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების მიხედვით გამართული ძველი ვიტრინები და ახალი სცენოგრაფიით (ავტორი: ვახტანგ ხოშტარია) წარმოდგენილი ექსპონატები სიმბოლურად გამოხატავს ძველსა და ახალს, წარსულსა და აწმყოს შორის კავშირს, იდეას, რომელსაც თავად არქეოლოგია ემსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოფენის მომზადებაში ეროვნული მუზეუმის ყველა თაობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ჭაბუკის ტორსი. ბრინჯაო. ვანი ძვ.წ. აღ -ის III სს

მასალა, რომელიც ძვ.წ. VIII ათასწლეულსა და ახ. წ. IV საუკუნეს მოიცავს, არა მხოლოდ ქრონოლოგიური პრინციპით, არამედ თემების, კერძოდ – კონკრეტულ ეტაპზე გამოვლენილი კულ­ ტურების მიხედვითაა ნაჩვენები:

გამოფენა, რომელზედაც პირველადაა წარმოდგენილი უკანასკნელ წლებში საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ძველი აღმოჩენების ფონზე ნათლად ასახავს ქართული კულტურის განვითარების ერთიან და უწყვეტ ხაზს ნეოლითის ეპოქიდან გვიანანტიკურ ხანამდე. ამ ხანგრძლივი პერიოდის მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური

1. ადრესამიწათმოქმედო კულტურა (ძვ. წ. VIII ათასწლეული – ძვ.წ. IV ათასწლეულის პირველი ნახევარი); 2. მტკვარ-არაქსის კულტურა (ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარი – ძვ.წ.

50


მატარებელში საკითხავი

III ათასწლეულის პირველი ნახევარი); 3. ადრეყორღანული კულტურა (ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი); 4. თრიალეთის დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა (ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი); 5. აღმოსავლეთ საქართველო გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში (ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი – ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი); 6. კოლხური ბრინჯაოს კულტურა (ძვ.წ. II ათასწლეული – ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევარი); 7. კოლხეთი და იბერია ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარი-ახ.წ. IV ს.); 8. უძველესი თბილისი (ძვ. წ. V-IV ათასწლეულები – ახ.წ. I ს.). თითოეულ სექციაში, საყოველთაოდ ცნობილ ნივთებთან ერთად, დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს ახალი აღმოჩენები. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია: არუხლოს ძვ.წ. V-IV ათასწლეულის ნამოსახლარზე აღმოჩენილი ქვის, ძვლის, რქისა და ობსიდიანის იარაღები, რელიეფური კერამიკა, სარდიონის საკიდები, სპილენძის მძივები და თიხის ტიგელი, რომლებიც საქართველოში ლითონის ათვისებას ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქაში ადასტურებს; კერამიკა და სპილენძის უძველესი სამკაული ბერიკლდეების ენეოლითურ ნამოსახლარზე გამოვლენილი სატაძრო კომპლექსიდან, რომელიც ამ პერიოდში ერთადერთია მთელ კავკასიაში; მრავალფეროვანი მასალა ციხიაგორას ნამოსახლარიდან, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთი საეტაპო ძეგლია;

საყდრისში – მადნისეული ოქროს მოპოვების უძველეს კერაზე და მასთან ახლოს მდებარე ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარზე აღმოჩენილი ქვის იარაღები, უშუალოდ – მაღაროებში ნაპოვნი მტკვარ-არაქსული თიხის ჭურჭელი, რომელიც ცხადყოფს, რომ ოქროს მოპოვება მტკვარ-არაქსის კულტურის შემადგენელი ნაწილი იყო; ძვ.წ. III ათასწლეულის ოქრომჭედლობის ნიმუშები, წარმოდგენილი ორნამენტირებული საკიდებით, მძივებით, უმბონებით, ასევე ქარვის მძივებისგან შედგენილი უნიკალური ყელსაბამი და სხვა ძვირფასი ნივთები გრანდიოზული ყორღანული სამარხებიდან, რომლებიც 2012 წელს, კახეთში, სოფელ ჭაბუკიანთან იქნა აღმოჩენილი; ასევე ადრეყორღანული, კერძოდ – ბედენური კულტურისთვის დამახასიათებელი მასალა ბერიკლდეების ნამოსახლარიდან, იმ საზოგადოების ყოფას რომ ასახავს, რომლის მმართველი ფენაც ბედენის მდიდრულ ყორღანებშია დაკრძალული და მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან აქამდე ეს კულტურა მხოლოდ ყორღანული სამარხებით იყო ცნობილი; თრიალეთის კულტურის ეპოქის ორნამენტირებული კერამიკული ჭურჭელი ქვემო ქართლში აღმოჩენილი ყორღანებიდან; სრულიად გამორჩეული კერამიკული ნაწარმი და ბრინჯაოს მხატვრული ნიმუშები, მათ შორის – შტანდარტები, ყველაზე გვიანდელი – გვიანბრინჯაოს ხანის მდიდრული ყორღანიდან, რომელიც ბერიკლდეებში იქნა აღმოჩენილი; გვიანბრინჯაოადრერკინის ხანის მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური

51


ექსპოზიცია ლოგიკურად სრულდება თანამედროვე დედაქალაქის ფარგლებში აღმოჩენილი იმ არქეოლოგიური მასალით, რომელიც აქ, ენეოლითიდან გვიანანტიკურ ხანამდე, უწყვეტი ცხოვრების კვალს მოწმობს. განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ეს ტერიტორია ათასწლეულების განმავლობაში ევრაზიის კულტურათა გზაჯვარედინს წარმოადგენდა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ერთიანი ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში. ახალი აღმოჩენებიდან აღსანიშნავია ცვარათი შემკული ოქროს საყურეები თრელის სამაროვნის ადრერკინის ხანის ერთ-ერთი მდიდრული სამარხიდან. საყურეები ამ ეპოქის ადგილობრივი ოქრომჭედლობის ტიპური ნიმუშებია; გლადიატორისა და ლომის ბრძოლის ამსახველი ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც რომაული პლასტიკის ერთერთ გამორჩეულ ნიმუშადაა მიჩნეული.

ანანაური. ქარვის, სარდიონის, მთის ბროლის მძივები, ქალცედონის ბეჭედი, ოქროს სამკაული, ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი

მატარებელში საკითხავი I #6

მასალა, რომელიც წალკაში BP-ს მიერ ნავთობსადენი მილის გაყვანისას იქნა აღმოჩენილი.

სიმბოლურია, რომ ექსპოზიცია საზეიმოდ გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. ქართული არქეოლოგია, რომლის მთავარ მისიად რჩება ეროვნული კულტურის, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის, განუყოფელი ნაწილის მაღალ მეცნიერულ დონეზე წარმოჩენა, მისი ფუძემდებლის – დიდი ექვთიმე თაყაიშვილის ტრადიციებს აგრძელებს.

ასევე ახალ მშენებლობებს უკავშირდება მარნეულში, კერძოდ სოფელ ილმაზლოში ადრერკინის ხანის სამარხის აღმოჩენა, რომელიც ოქროს სამკაულით გამოირჩევა და „თრიალეთის ბრწყინვალე კულტურის“ ეპოქის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე ოქრომჭედლობის აღორძინების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოწმობაა. ანტიკური ხანის აღმოჩენებიდან გამოფენაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს 2007 წელს ვანში, კოლხეთის რელიგიურ ცენტრში განძის სახით აღმოჩენილ უნიკალურ სატაძრო ინვენტარს. კერძოდ, ბრინჯაოს სარიტუალო ჭურჭელს, ჭრაქებს, სასაკმევლეს, რომლებზეც ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟების, ასევე სპილოების მინიატურული ფიგურებია გამოსახული. ელინისტური ხელოვნების ეს შედევრები, რომლებიც საბერძნეთის წამყვანი ცენტრებიდან უნდა იყოს შემოტანილი, იმაზე მეტყველებს, რომ კოლხეთი აქტიურად იყო ჩართული ელინისტურ სამყაროში მიმდინარე კულტურულ პროცესებში. გამოფენაზე ასევე ვანის ცნობილი ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსის ნახვაცაა შესაძლებელი, რომელიც ელინისტური ეპოქის ე.წ. კლასიცისტური ქანდაკების ერთერთ გამორჩეულ ნიმუშადაა აღიარებული. რომთან, ასევე სასანიდურ ირანთან ქართლის (იბერიის) სამეფოს მჭიდრო სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების დამადასტურებელ მრავალფეროვან მასალასთან ერთად, წარმოდგენილია რომაული ყოფის ამსახველი სხვადასხვა ნივთი.

თრიალეთის კულტურის თიხის ჭურჭელი ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარი

52


უკვე იმდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სათვალავი მერევა. მოკლედ მოვჭრი ხოლმე – 110-ამდე ქვეყანაში ვიყავი-მეთქი. დიახ, ეს თავმოსაწონებლად ჩანს, მაგრამ ახლა რომ ჩემს პირველ მოგზაურობებს ვუყურებ, თურმე ისინი მატარებლით დამიწყია.

მოგონებები მატარებელზე

პირველად, საქართველო 11-12 წლისამ მატარებლით დავტოვე და ვოლგოგრადში აღმოვჩნდი. პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობაც მატარებლით დავიწყე. ალბათ 17-18 წლის ვიყავი, შევადგინე კროსვორდები და მიღებული ჰონორარით ბაქოში ჩავედი, იქიდან მახაჩყალაში, შემდეგ – როსტოვში, სადაც სხვა მატარებელში გადავჯექი და ილოვაისკის გავლით, ოდესაში ჩავედი. სხვა თემაა, რა გადამხდა, თუმცა მატარებელი, ჩემთვის, ყოველთვის ჟრიამულთან და ხალისიან მგზავრობასთან ასოცირდება. მოგზაურობის დროს, ჩემი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება მატარებელია. იცით, რატომ მიყვარს? აქ წიგნს ყველაზე გემრიელად ვკითხულობ. მახსოვს, ბავშვობაში მეტროში ჩავდიოდი და მატარებლით იმიტომ ვმგზავრობდი, რომ წიგნი წამეკითხა. ჩვევად გამომყვა. ახლაც, როცა ბალკანეთში სამოგზაუროდ წამოვედი, თან ოთხი წიგნი წამოვიღე. ვიცი, რომ დიდ ნაწილს სწორედ მატარებელში წავიკითხავ. გოგა ჩანადირი ფოტოგრაფი

მიყვარს მატარებელი, გულის გამხარებელი...

ბათუმიდან თბილისში დღესაც მატარებლით მოვდივარ. პირადად ჩემთვის, მატარებელი ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებაა. ამიტომ მატარებლით მგზავრობა ძალიან მიყვარს. ოღონდ დღის მატარებელი მიყვარს, როცა ფანჯრიდან ყველაფერს ვხედავ და ვაკონტროლებ, სად ვარ, რომელ სადგურს ვტოვებ და ვუახლოვდები. მატარებლით მგზავრობა წელიწადში ერთხელ მაინც მიწევს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მატარებელს სხვა ტრანსპორტს ვარჩევ, ის არის, რომ სადგურებში, ვაგონებში, მეზობელ რიგებსა და სკამებზე ბევრ ნაცნობს ვნახულობ ხოლმე და საუბარსა და მოკითხვებში დრო ისე გადის, ვერც ვიგებ.

მანიკა ასათიანი ჟურნალისტი

55 53


მოგონებები მატარებელზე ძალიან პატარა ვყოფილვარ, დაახლოებით სამი წლის, როდესაც დაჟინებით ვთხოვდი ჩემს მშობლებს, „ფარდებიან მატარებელში“ ჩამსვით და სამოგზაუროდ წავიდეთ-მეთქი. ამ ახირებაზე ბევრს იცინოდნენ. თუკი სადმე მივდიოდით დასასვენებლად, ზღვაზე თუ მთაში, ყოველთვის მანქანით გვიწევდა წასვლა, ამიტომ ფარდებიან მატარებელში ჩაჯდომა საშინლად მდომებია. ლია ლიქოკელი მწერალი

მატარებელში საკითხავი I #I 6#6 მატარებელში საკითხავი

აჯობებს, მატარებლით წახვიდეო, – მითხრა. არასოდეს მიმგზავრია-მეთქი მატარებლით, თან მარტო როგორ წავიდე? იმდენი უცხო ადამიანი, ამხელა გზა. კარგად იმგზავრებ, ნუ გეშინიაო, – გაიცინა, შუბლზე თმა გადამიწია და კიდევ ერთხელ მითხრა, რომ სოციოფობი ვარ. გული ყელში მქონდა მობჯენილი. მინდოდა მეთქვა, იქნებ გამაცილო-მეთქი. ვერ ვთქვი, ისე წავიდა. ადრე გავიღვიძე და ზურგჩანთა ჩავალაგე. სანამ სახლიდან გავიდოდი, რამდენჯერმე დავხედე ტელეფონს. არ დაურეკავს. ბაქანზე ხალხი იყო. თვალებს ვაცეცებდი – იქნებ მაინც მოვიდეს, გამაცილოს. არ მოსულა. მოვძებნე ჩემი ადგილი და დავჯექი. ჩანთიდან წიგნი ამოვიღე. მთელი გზა მუხლებზე მედო ის გადაშლილი წიგნი და მთელი გზა ერთ გვერდს ვკითხულობდი: არაფერი მესმოდა – მარტო მატარებლისა და ჩემი ფიქრის დუდუნი. ჩემს დარდზე დადიოდა ეს მატარებელი, გაბმულ, ლიანდაგებად გაჭიმულ დარდზე და მისი სახელივით ჭრიალებდა. ჩუმად სათქმელი კაცის სახელივით. არცერთი მგზავრისთვის არ შემიხედავს. არავის დავლაპარაკებივარ.

გავიდა წლები, ბევრი რამ შეიცვალა. თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო და ოცნება ოცნებად მრჩებოდა. ამ დროს, უკვე სკოლა-სტუდია „ბერიკებში“ ვსწავლობდი. ერთხელაც, სტუდიის ბავშვები პირველ გასტროლზე ციმბირში წაგვიყვანეს. ჯერ მოსკოვში ჩავფრინდით, მოსკოვიდან ნოვოკუზნეცკამდე კი მატარებლით უნდა გვემგზავრა. მე ვიყავი უბედნიერესი! ვფიქრობდი: აი, მე თვითონ მოვახერხე, რომ ფარდებიანი მატარებლით მემოგზაურა-მეთქი. იქ სულ სხვა სურათი დამხვდა: მოგვათავსეს ე.წ. პლაცკარტში და არა კუპეში... იდგა საშინელი სუნი, და ორდღიანი მგზავრობა ტანჯვად მექცა. წლების შემდეგ, საოცრად კომფორტული მატარებლებით მიწევდა მოგზაურობა, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ისეთი მძაფრი იყო, რომ არ მავიწყდება. გახსოვდეთ: თუ გინდათ ნამდვილი მოგზაურობა შეიგრძნოთ, მეგობრებთან ერთად მატარებლით იმოგზაურეთ.

მერე მინდვრები დაიწყო. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ მატარებელი ჩემნაირებისთვის არის: მათთვის, ვისაც არავინ აცილებს. მათთვის, ვინც ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც შორ მინდვრებს მატარებლის ფანჯრიდან. სადგურები. ორწუთიანი შეჩერებები. ცხოვრებაშიც ასეა - გაჩერებები: ვიღაც ამოდის, ვიღაც ჩადის. გავიფიქრე, რომ კიდევ ერთი სადგური გავიარე, და ის კაცი სამუდამოდ ჩავიდა. მერე გზა დამთავრდა. და გავიფიქრე, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება – თითქოს მთელი გზა ერთ გვერდს კითხულობ. ზოგჯერ უნდა გადაყარო, რაც აღარ გჭირდება. ზოგჯერ მატარებლით უნდა იმგზავრო. პირველად.

54 56

ია სუხიტაშვილი მსახიობი


პერსონა

. . . .

„რაღაც უნდა დაამთავრო, რომ სხვა დაიწყო“ „კონცეპტი“ - ჩუბიკას მაღაზია

დათო მაღრაძის მორიგი აღიარება

რამდენიმე შეკითხვა პირად და სხვა საკითხებზე

. .

რობი კუხიანიძე მუსიკასა და თეატრზე, ტერორიზმსა და ეკოლოგიაზე ინტერვიუ გიორგი ალიბეგაშვილთან


ბაია დვალიშვლი: „რაღაც უნდა დაამთავრო, რომ სხვა დაიწყო“ ავტორი: ირმა კახურაშვილი

მატარებელში საკითხავი I #6

მსახიობმა ბაია დვალიშვილმა უამრავი ადამიანი არა მხოლოდ თეატრალური და კინოროლებით, არამედ „სხვა შუა დღის“ წამყვანის ამპლუაშიც მოხიბლა. დელიკატურობითა და გულწრფელობით გამორჩეულ ქალბატონს შინ ვესტუმრეთ. სადარბაზოს თეთრი აბრით მივაგენით. აბრა გვამცნობდა, რომ აქ დამსახურებული არტისტი – მარინე თბილელი ცხოვრობდა... კარი მარინე თბილელის ქალიშვილმა – ბაიამ გაგვიღო. გვერდით ოთახიდან ცხრა წლის მაკრინემ გამოგვხედა. ოთახში კი, სადაც ინტერვიუს ჩასაწერად დავსხედით, უზარმაზარ ქოთანში ჩარგული ჩინური ვარდი დაგვხვდა. „ძველვაკურმა“ მყუდრო სახლმა, რომლის ინტერიერსაც ასე ალამაზებდა ბაიას ხელნაკეთობები, „თავის ჭკუაზე“ გადაგვიყვანა და ნაკლებად საქმიანი საუბრისთვის განგვაწყო. მატარებლით ხომ არ დავიწყოთ? რა ემოცია გაკავშირებთ მატარებელთან? მატარებელი ჯერ იმ ეპოქიდან მახსოვს, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა. პატარაობაში, ხან მარჯანიშვილის, ხან რუსთაველის თეატრების მსახიობებთან ერთად, გასტროლებზე დავდიოდი ლენინგრადსა და მოსკოვში. დედას დავყავდი. როგორც ჩანს, მაშინდელ თეატრებს იმდენი ფული არ ჰქონდათ, რომ მსახიობებს თვითმფრინავით ეფრინათ... ალბათ, ასაკით უფროსი რომ ვყოფილიყავი, მოუწყობელი და ბინძური მატარებლით მგზავრობა კატორღა იქნებოდა, მაგრამ ბავშვი ვიყავი და დრო მხიარულად გამყავდა. დღესაც ძალიან კარგად მახსენდებიან ის უბრალო, ნიჭიერი და არაორდინარული ადამიანები, რომლებიც სცენის მიღმა დედაჩემის მეგობრები იყვნენ. ამ სამ-ოთხდღიანი

56

ბაია დვალიშვილი მსახიობი

მგზავრობისას, თითქმის არავის ეძინა. ბევრს საუბრობდნენ თეატრზე, ზოგჯერ სასიყვარულო ისტორიებზეც. მახსოვს, საღამოობით, უფროსების ლაპარაკ-ლაპარაკში, დედის ლამაზ მკლავზე თავმიდებული, მის მაჯაზე რომელიღაც ხის სამაჯურს ვატრიალებდი ხოლმე და ძილ-ბურანში ასე ვინაცვლებდი... ასევე მახსენდება მერი დავითაშვილი. ის „ქაბატოს“ როლს თამაშობდა სახელგანთქმულ სურათში „ქეთო და კოტე“. საოცარი კულტურისა და განათლების ქალი იყო, აზიზი და მოწესრიგებული. მატარებელში ყველა ეჩხუბებოდა: „მერი, ფანჯარა დაკეტე!“. მერი ყოველ ღამე ცდილობდა ღია ფანჯარაში გაეშრო ნესტიანი, ნაცრისფერი თეთრეული, რომელსაც მატარებელში გვთავაზობდნენ... მახსენდება მატარებლის გაჩერებები რუსულ სოფლებში, სადაც კარგად ჩაცმული რუსი ბებიებისგან მჟავეულს ყიდულობდნენ... ცოტა მოზრდილი, 12-13 წლისა, მატარებელში ელემენტებიან „ელექტრონიკა“ მაგნიტოფონს ვრთავდი და მეამაყებოდა,


ბაია დვალიშვილი და მარინა თბილელი

ბაია დვალიშვილი და სერგო ფარაჯანოვი

რომ ჩემზე უფროს თაობას იმ მუსიკას ვაზიარებდი, რომელიც „რკინის ფარდის“ მიზეზით, მათთვის ხელმიუწვდომელი იყო... კიდევ მახსენდება ორიათასრომელიღაც წელი. იმ პერიოდში, მე და ჩემი მეგობარი ნინიკო არსენიშვილი, თოჯინებს ვაკეთებდით. ეს ჩვენი გატაცებაც იყო და ფულის შოვნის წყაროც. ერთხელ, ვენაშიც კი დაგვპატიჟეს გამოფენა-გაყიდვაზე (ჩემს ცხოვრებაში სულ ასე ხდება – რასაც ზერელედ ვუყურებ, უფრო გამომდის, ვიდრე ის, რასაც „გადავაჩიჩინდები“). მერე, ვენიდან გრადში, ჩვეულებრივი, დღის მატარებლით გავემგზავრეთ. ზამთარი და საათნახევრიანი გზა იყო. ვაგონში სულ რამდენიმე მგზავრი იჯდა – უცნაურად ჩაცმული მამაკაცები და ერთი ასაკოვანი ქალი. ჩვენ უგემრიელესი ყავა შევუკვეთეთ, თან ბუტერბროდებს ვაყოლებდით. მატარებლის ფანჯრიდან დათოვლილი, ულამაზესი ალპები მოჩანდა და ისეთი ატმოსფერო იყო, რომ დეტექტივის დაწერა მომინდა: აი, თავს რომ შემდგარ ადამიანად გრძნობ, გგონია რომ ჯიბეშიც ფული გიდევს და საუკეთესო ფეხსაცმელი გაცვია... ეს ილუზორული განწყობა კი, კომფორტულმა მატარებელმა შექმნა. ხატოვნად ყვებით... წერას ხომ არ აპირებთ? არა. ერთი პერიოდი მინდოდა დამეწერა ჩემს კატაზე. „კატო“ ჰქვია, 15 წლისაა, სიამის ჯიშის. მიუხედავად ამისა, ორი წლის წინ კნუტები გააჩინა და დღემდე იბრძვის სიყვარულისთვის. მე არ მიყვარს კატები, ძაღლები კი, სიგიჟემდე მიყვარს. თუმცა, ყოველთვის კატები მყავდა. ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოვიყვანე. მამიდაჩემმა მთხოვა – წაიყვანე, ბოშო, კაი ოჯახში მინდა მოხვდესო. ის კატა დაიკარგა. ერთხელაც, გზად, 12 ლარად ვიყიდე „კატო“. ახლა ხედავთ სადმე? ვერ

ბაია დვალიშვილი

ხედავთ. იმიტომ, რომ ვერც სტუმარს იტანს და ვერც ჩვენ. ჩემი შვილი – მაკრინე რომ გაჩნდა, კატო საერთოდ რას ჭამდა და სად დადიოდა, არ ვიცოდით. უბრალოდ, ქირის ფულს არ გვართმევს, თორემ კი ამოუვედით ყელში... თან ვეგეტარიანელია. ხორცს და თევზს არ მიირთმევს – მხოლოდ თავის საჭმელს და არაჟანს. არაჟანზე მითხრეს – ნუ აჭმევ, ღვიძლი დაეშლებაო, თუმცა თავს მშვენივრად გრძნობს. მინდოდა მისი თვალით დანახულ ოჯახზე დამეწერა – ალბათ იმაზეც ოცნებობს, რომ ამ კედლიდან ჩვენი ყველა სურათი და პორტრეტი ჩამოიხსნას და თავისი, საკუთარი დაკიდოს... ამ ოთახში თეატრის კორიფეების მართლაც ბევრი ფოტოა. დედათქვენი – მარინე თბილელიც მთელი ცხოვრება ათასობით ადამიანისთვის ნამდვილი კუმირი იყო. თეატრთან კავშირი არც თქვენ დაგიკარგავთ, მაგრამ ბევრი ადამიანი უკვე ტელევიზიიდანაც გიცნობთ. ახლაც ვგრძნობ, როგორ მომენატრა თეატრი. მარჯანიშვილის თეატრში უკვე შვიდი წელია ვარ. ძველ სპექტაკლებში ვთამაშობ. ერთი-ორი წელია, პრემიერა არ მითამაშია, თუ არ ჩავთვლით სამეფო უბნის თეატრის „მოახლეებს“. გარკვეული დოზით მომაკლდა თეატრი, თითქოს მიმეჩაგრა. ჩემს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოიჭრა ტელევიზია – უცბად გაჩნდა სერიალი და „სხვა შუადღე“, მაგრამ ესეც უცნაურ ამბავს უკავშირდება და კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. მაგალითად, შუადღის გადაცემებისთვის, „რუსთავი 2“-მდე, ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამსინჯეს, მერე „იმედზე“ მთავაზობდნენ გადაცემის წამყვანობას, მაგრამ მაშინ, თეატრის გამო, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმზე უარი

57


ფოტოები სპექტაკლიდან: „მოახლეები“

მატარებელში საკითხავი I #6

ვთქვი. გავიდა დრო და მაინც „შუა დღეში“ დავიწყე მუშაობა, და ეს სამსახური საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა. პირველ თვეებში გამიჭირდა: რეჟიმი ამერია, აბსოლუტურად სხვა ხალხი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის, სხვა ტერმინოლოგიით, სხვა კულტურით, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. კრიტიკა გაშინებთ? პროფესიული თვალსაზრისით, ყველაზე მეტად მამა მაკონტროლებდა. დედაჩემი უფრო ლოიალური იყო. მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ტელევიზიაშიც არ მოვხვედრილიყავი. ძალიან ბევრს ითხოვდა ჩემგან. ერთხელ ვუთხარი კიდეც: „მამა, ტეტჩერი ვარ? რატომ უნდა ვილაპარაკო ყველაზე ჭკვიანურად და შორსმჭვრეტელურად?“ პრემიერის დროს მეჩვენება, რომ დარბაზის პირველი რიგიდან ისევ მიყურებს. პრემიერის შემდეგ, სახლს წრეს ვურტყამდი ხოლმე... ახლა ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსები ცოცხლები აღარ არიან. ვინ რა უნდა თქვას მათზე უარესად? ამიტომ აბსოლუტურად გულგრილი ვარ. კრიტიკა მხოლოდ იმიტომ მაინტერესებს, რომ რამე გამოვასწორო. თვითკრიტიკის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ? ვცდილობ, იმ გადაცემებს არ ვუყურო, სადაც ვჩანვარ, მაგრამ თუ ასე მაინც მოხდა, ძალიან დაბალ ხმაზე მაქვს ჩართული. ძალიან განვიცდი. თუმცა მესმის, რომ ეს დანაშაულია, რადგან აუცილებელია ის მაინც იცოდე, შეცდომას სად უშვებ. შენი ნაკლი უნდა შეისწავლო, ან, თუნდაც, სუფთა ქალური ინტუიციით მიხვდე, ტელევიზორში რომელი პროფილი გაქვს უკეთესი. მე ესეც არ ვიცი. ხშირად ვამბობ, რომ გულწრფელი ვარ და გულწრფელობა კარგია, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ

58

გულწრფელობით თითქოს რაღაცისგან თავს ვითავისუფლებ. საბოლოოდ, ესეც შირმა გამოდის. მხოლოდ გულწრფელობა საქმეს არ შველის... თვითკრიტიკული ვარ. სპექტაკლების თამაშს კიდევ არაუშავს, მაგრამ საპრემიერო დღეებში, საშინელი ნერვიულობა დამეწყო. რაც ასაკი მომემატა, გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა გაიზარდა, ჩემს თავთან მაქვს პრობლემები – არ მინდა ერთფეროვანი ვიყო. არადა, სხვაგვარად ძნელია. თეატრის მსახიობს, კამერის წინ თამაში უფრო გიიოლდებათ? კამერის წინ მუშაობა არანორმალურად მიყვარს! ქართული თეატრი ხომ ჰიპერაქტიურია. ქართველი მსახიობები კარგ სპექტაკლს მთელი ემოციით, თითქოს უკანასკნელად თამაშობენ. თეატრალურობა, ეკლექტურობა, ჰიპერაქტიურობა – ეს ყველაფერი, კინოში, კამერის თვალშია მოქცეული და სხვანაირად იფუთება, მშვიდდება. მთელი შენი ტემპერამენტი სხვანაირ მიმართულებას პოულობს, ძალიან კამერული და ინტიმური ხდება. ამ ინტიმს, თეატრის სცენაზე ვერ შექმნი – მას პირველი რიგის მაყურებელიც ვერ მიხვდება, ვერ მიიტან იქამდე. რაც შეეხება თამაშს სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, თავდაპირველად ჩემი გმირი – ნელიკო, მესამეხარისხოვანი იყო. მისი ბიოგრაფია გზადაგზა შეიქმნა. თუ დააკვირდებით, პირველ სერიებში სულ სხვა ქალს ვთამაშობ, თმაც სხვანაირად მაქვს, სამოსიც სხვა მაცვია. არსებობს როლი, პერსონაჟი, რომელიც ძალიან გგავთ? ყველა მგავს! მათ შორის – უარყოფითიც. არის ბრეხტის სკოლა, როდესაც მსახიობი მაყურებელს აჩვენებს, რომ აი, ასეთ ადამიანს თამაშობს, და სტანისლავსკის – განცდის


პერსონა / ინტერვიუ სკოლა. ფაქტობრივად, ორივე კარგ არტისტზეა გათვლილი და როგორც გინდა, ისე ითამაშე. მაგრამ შენ მაინც შენს ტემპო-რიტმზე „ზიხარ“, შენს გრძნობათა ბუნებას ეძებ, და საბოლოოდ, შენშივე პოულობ. როგორ ვითამაშო სხვისი სიძულვილის ხარისხი? მეც ხომ, როგორც სხვა ადამიანებს, დაბალანსებულად მაქვს ცუდი და კარგი. თუმცა, თუ თამაშობ უარყოფით პერსონაჟს, ეძებ შენს თავში ცუდს, რომ ამან, ვითარებიდან გამომდინარე, ტრანსფორმაცია განიცადოს.

კარგა ხანს, ეს არც მამაჩემმა და არც ჩემმა მეუღლემ იცოდნენ. ვნანობ, რომ ბევრჯერ არ დავუჯერე ინტუიციას და დავუჯერე წესრიგს, მშობლებს, კანონს. სამწუხაროდ, წაგებული დავრჩი. თეატრალური ინსტიტუტი წარმატებით დავამთავრე და იქიდან დიდი იმედით გამომიშვეს. მიუხედავად იმისა, რომ სარეჟისოროზე მიხეილ თუმანიშვილთან ვსწავლობდი, ერთ დღეს თავში რაღაცამ მომიარა და სამსახიობოზე გადავედი, სადაც ძალიან მოკლე დროში, ბევრი კარგი რამ მოხდა.

არსებობს ამპლუაც. ტრაგიკული მსახიობი იშვიათად იბადება, ტრაგიზმს სხვა ნოტა სჭირდება – ისევე, როგორც კომედიას. იქ უფრო გმართებს გემოვნება, სამსახიობო კულტურა, რომ არ გადაამლაშო.

მთელი ჩემი ცხოვრება კერპების ნგრევაა. ხშირად ვამბობ, რომ განხიბლვა უფრო მტკივნეულია, ვიდრე კერპის სიყვარული. რაღაც უნდა დაამთავრო, რომ სხვა დაიწყო. ამის მოთხოვნილება ყოველთვის მქონდა.

ბავშვობაში ამ რთულ პროფესიაზე ოცნებობდით? ცირკში მინდოდა მემუშავა. იქ ძალიან ხშირად დავდიოდი. ლოჟაზე ხავერდი მახსოვს, ცირკის სუნი... სამწუხაროდ, რამდენჯერაც ვესტუმრეთ ახლანდელ ცირკს, იმდენჯერ განხიბლული გამოვედი.

საკუთარ თავში ხშირად ვებრძვი დედაჩემს. მეც მინდა ჩემი შვილის ხასიათის ან ჩვევის შეცვლა, „გადატეხვა“. ეს არაფრით არ შეიძლება. ამით, სხვა რამე დაუზიანდება.

მამას არ უნდოდა, თეატრში მემუშავა. ის ტკივილი გადამეტანა, რომელიც მისთვის ნაცნობი იყო. საკუთარი ბუნებით, მამა მეამბოხე გახლდათ. თავის დროზე, თეატრში, ის და მიხეილ თუმანიშვილი მიიყვანეს რეჟისორებად. მაშინ თეატრი ჰეროიკული იყო. დიდი პოლიტიკის მიღმა, არაფერი იდგმებოდა. ახალგაზრდა მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ ქართული თეატრი ქართული დრამატურგიის გარეშე არ უნდა არსებობდეს და ქართული პიესების შექმნა დაიწყო – რეალისტურად, ადამიანთა გაჭირვებაზე, ომის შემდგომ პერიოდზე... არ აცალეს, ვერ მიიღეს, არ მოეწონათ და თეატრს ჩამოაცილეს. ლამის საციხედ გაუხდა საქმე, მაგრამ აკაკი ხორავამ გადაარჩინა. მერე, მაშინდელი კულტურის მინისტრის ოთარ თაქთაქიშვილის პირველ მოადგილედ მუშაობდა. ბევრი სიკეთე გააკეთა საკუთარი თანამდებობის გამოყენებით: მოაწყო გუდიაშვილის პირველი გამოფენა, ოთარ იოსელიანი საფრანგეთში გაუშვა და ა.შ. ძალიან ენანებოდა თეატრი, უნდოდა თეატრში დაბრუნება... გახასიათებთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება? თავის დროზე, რუსთაველის თეატრიდან თეატრალურ სარდაფში გადახვედით... დედაჩემი ისე წავიდა ამქვეყნიდან, ამის შესახებ ვერ გაიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში ყოველთვის ბოჰემა იყრიდა თავს, ძალიან კონსერვატიულად მზრდიდნენ. ცნობილი მშობლების „შვილობა“ დიდხანს მომყვებოდა და რაღაც მომენტში, ყველასთვის გაუგებარ ნაბიჯს ვდგამდი, მაგრამ ეს პროტესტი იყო – ჩემეული რაღაც, სადღაც მაინც იჩენდა თავს და გარეთ გამოდიოდა. „შვილის“ როლის დანგრევა ძალიან რთულია – მუდამ დედას გადარებენ. ვერც ამ შვილობას უარყოფ, და პარალელურად, გინდა შენით დაიმკვიდრო თავი. ძალიან მყუდრო სახლი გაქვთ. ასეთ სახლში, ხმაური ძნელად წარმოსადგენია... თანამედროვე დიზაინი ისე შეიცვალა, ბევრ სახლში თავი ავეჯის მაღაზიის განყოფილებაში გეგონება. რაღაცნაირია, სტერილური. ჩემს სახლში ყოფნა კი ისე მიყვარს. შემიძლია თვეები არსად გავიდე. აქ ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. სამწუხაროდ, მძიმე წლებს შეეწირა რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც ჩვენი ოჯახისთვის მართლაც ფასეული იყო, მაგრამ აქ რასაც ხედავთ, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრების ნახატები და კინოესკიზებია: პიკო ნიჟარაძე, გოგი მესხიშვილი, ჩუბჩიკა, ფარნაოზ ლაპიაშვილი, მირიან შველიძე, რობერტ სტურუა უფროსი... ერთხელ, ძალიან კარგმა მხატვარილუსტრატორმა ალიკა სარჩიმელიძემ, მამაჩემს უთხრა – სახლი პატრონს უნდა ჰგავდესო. მეც მინდა, ჩემი სახლი დავიმსგავსო.

59


„კონცეპტი“ - ჩუბიკას მაღაზია ავტორი: ქეთევან კინწურაშვილი

მატარებელში საკითხავი I #6

ნათქვამია, სტილი არის ის, რასაც ადამიანი სხეულით ატარებსო. საუბარია მხატვრულ სტილზე და შესაბამისად, იგულისხმება ის, რასაც სხეულში ატარებს ადამიანი და არა სხეულზე. თუმცა, ხშირად სამოსის მიხედვითაც შენიშნავენ, რომ ადამიანს აქვს საკუთარი სტილი. სტილი კი ყოველთვის გულისხმობს ერთ მთლიანობას. ნინო ჩუბინიშვილი, რომელსაც ყველა იცნობს როგორც ჩუბიკას, ერთდროულად რამდენიმე დარგს – მოდის დიზაინს, სცენოგრაფიას, ქანდაკებას და გრაფიკას ემსახურება. თუმცა, უპირველესად, ის არის საკუთარი სამყაროს ავტორი. შესაძლოა ხატავდეს სულ პატარა, გამჭვირვალე ქაღალდზე, ან დიდ ქანდაკებას ასხამდეს ხორცს, მაგრამ ყველაფერი მისი შინაგანი სამყაროს გამოვლინებაა. ამგვარად, ჩუბიკა შინაარსს ასხამს ხორცს. ეს არ ნიშნავს, რომ ყვება – ის აყალიბებს. არის რაღაც შინაგანი განსაცდელი, ცოდნა ან ემოცია, რომელსაც მხატვარი ფორმას აძლევს. თუმცა, ამავე დროს, საიდუმლოდ ტოვებს. ეს საიდუმლოა, მის სამყაროსთან მიახლოების სურვილს რომ ბადებს. მისი „ჩაცმის“ და „ტარების“ სურვილსაც. ჩუბიკამ იცის, როგორ გაიაროს ამ – მზრუნველობისა (რადგან, თუ უნდა ჩაიცვა, უნდა მოგერგოს) და მომთხოვნობის ზღვარზე (რადგან სამყაროს განაწილება აუცილებლად გულისხმობს ყურადღების პრინციპს). ჩუბიკას სურვილია გაანაწილოს, და ამიტომ ამრავლებს საკუთარი შემოქმედების პროდუქტებს. მაგრამ სიმრავლე, მასთან, არ ნიშნავს ერთეულის მახასიათებლის დაკარგვას. გამრავლებულნიც, მისი პროდუქტები ნაწარმოებებად რჩება, დამოუკიდებელ ერთეულებად. რამდენჯერაც უნდა ჩამოასხან მისი ქანდაკება, ამოტვიფრონ მის მიერ შექმნილი რელიეფი, მით უმეტეს - შეკერონ მის მიერ დახატული სამოსი, ის დამოუკიდებელი ერთეულია. ამასთან, რასაც ანაწილებს,

60

ფოტო: გიო სუმბაძე

ავტორი ამავე დროს ძალიან უფრთხილდება და იცავს. გეთამაშება მკაცრად. გეპატიჟება, კარს გიღებს, მაგრამ დაცვის ხაზი გავლებულია. ჩუბიკა საკუთარ მაღაზიაში ეპატიჟება ყველას, მაგრამ ახვედრებს არა უბრალოდ სამოსსა და აქსესუარებს, არამედ ჩანაფიქრებს, რომლებიც სხვადასხვა სხეულზე გაცოცხლებას ელის. მხოლოდ თანამედროვე ხანაშია შესაძლებელი ერთი ნიმუში იყოს ქანდაკებაც, სამოსიც, აქსესუარიც და ლიტერატურაც. არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ეპოქა ითხოვს სწორედ ამას. სამოსის მორგების შემთხვევაში, საკუთარი სტილი ნიშნავს შეთვისებას, გათავისებას, რისთვისაც ასევე საჭიროა შინაარსი. და გაცნობიერებული ხედვა. უნდა ატარო სხეულში და არა სხეულზე. ჩუბიკამ თავის მაღაზიას უწოდა „კონცეპტი“. სწორედ იმიტომ, რომ კონცეფციას, აზრს, შინაარსს, მესიჯს მასთან


განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მესიჯის „ტარება“ უნდა შეძლოს მან, ვინც მის სამოსში გამოეწყობა. თუმცა, ზოგჯერ, ამგვარი სამოსი ან აქსესუარი, ნახატი ან ქანდაკება თავად აყალიბებს მას, ვინც ჩუბიკას შემოქმედების პროდუქტი უნდა მოირგოს. ნინო ჩუბინიშვილის მიერ წლების წინ შექმნილ მინიატურულ წიგნს ფურცელ-ფურცელ თუ დაათვალიერებთ და მისი ფანქრის მოძრაობას მიყვებით, ლაბირინთში აღმოჩნდებით. წიგნი ძალიან ინტიმური ნამუშევარია, პატარაა. გოგონამ თხოვა დედას, პრინცი დამიხატეო და ნინომ დახატა ზღაპარი, სადაც ლაბირინთში ანგელოზის სახით იმ ქმნილების პროტოტიპიც ჩნდება, რომელიც ბოლოს მის თეთრ სკულპტურასთან მიგიყვანთ, სახელწოდებით „ელენა“ (2013). პროფესიული განათლებით, ჩუბიკა თეატრის მხატვარიც არის და მოდის დიზაინერიც. შესაბამისად, კოსტიუმი მისი ძირითადი

მუშაობის და შესწავლის საგანია. ნინოს შემოქმედებაში აისახება სამოსის (და არა მხოლოდ) მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ცოდნა, რომელიც მჟღავნდება ცალკეულ ელემენტებში, ასოციაციებს რომ აღძრავენ ანტიკურ ხანასთან, გოთიკასთან, ბაროკოსთან, კლასიციზმთან, ნეოკლასიციზმთან და ასე შემდეგ. მთლიანობაში, ეს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებია, რომლებშიც თავს იყრის და ახალ ერთიანობაში ხელახლა „იბადება“ მრავალი ელემენტი. მიღებული პროდუქტი მოგვითხრობს არა წარსულზე, ან იმ ობიექტებზე, რომლებთანაც ისინი ასოციაციებს იწვევენ, არამედ ჩუბიკას შინაგან სამყაროზე, მის თავგადასავლებზე. მოგვითხრობს იმაზე, რაც ავტორისთვისაც გაურკვეველია და მხოლოდ შემოქმედებაში შეიძლება აისახოს, როგორც გამოსავალი. ჩუბიკას მიერ შექმნილ ტყავის ჩანთაზე სარკეს უტილიტარული დანიშნულებაც აქვს. თუმცა, მისი ჩანთები, იმავე სარკის „მონაწილეობით“, მცირე არქიტექტურულ ფორმებს ჰგვანან.

61


მას საინსტალაციო სივრცეშიც უყვარს სარკის გამოყენება, რადგან ანარეკლი და ჩრდილი, მისთვის ასევე მხატვრული გამოსახვის საშუალებებია. ნინო ჩუბინიშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. შემდეგ პარიზში, ფრანგული მოდის ინსტიტუტში სწავლობდა. 2011 წელს მან პიერ კარდენისთვის რამდენიმე კოსტიუმის პროექტი მოამზადა. სამოსის კერვა თავისთავად მოგვაგონებს ლაბირინთს, რადგან ძაფი ტარდება შესაკერი ობიექტის სხეულში. ნინოსთან სამოსის ზედაპირი ხშირად არის დატვირთული მრავალი ნაოჭით ან ნაკეცით, ან ზემოდან დაკერებული თუ ჩაქსოვილი სხვადასხვა ფაქტურისა და ფერის ზოლებით. და ეს დეტალები არასოდეს არის მარტივად დეკორატიული. ისინი შინაარსს ქმნიან. ჩუბიკას ერთ-ერთი შთაგონების წყაროს – ეტიენ ლუი ბულეს „მოსაუბრე არქიტექტურის“ მსგავსად, აქ იგულისხმება ფორმის უკან არსებული ცოდნა და გამოცდილება. სწორედ

62

ამიტომ, ჩუბიკას საფირმო უცნაური ანგელოზი – ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, აქსესუარზე, სამკაულზე, ლარნაკზე თუ სავარძელზე მიჩენილი ადგილის მიხედვით, თითქოს გამომეტყველებასაც იცვლის. ჩუბიკას შემოქმედებაში თეთრი და შავი დომინირებს, მაგრამ ის ფერად კოსტიუმებსაც ქმნის. მისი ფერადი ტყავის ქანდაკება, რომელიც მრავალი სხვადასხვა ფერის ტყავის ნაჭრით არის აწყობილი, სტრუქტურით ისევ იმ პატარა შავ-თეთრ წიგნს მოგვაგონებს, რომლის გვერდები არა მხოლოდ ფანქრით, არამედ მაკრატლითაც არის შექმნილი, გამოსახულებები კი ფენებად ედება და აყალიბებს ერთმანეთს. მეანდრის მსგავსად, ერთი და იგივე, ნაცნობი ფორმის რიტმული გამეორება ალბათ წონასწორობას აპოვნინებს აფორიაქებულ გონებას. ხოლო გამოსახულება, რომელიც შემოქმედების სიმბოლურ გამოხატულებად იქცევა, საიდუმლოს ყალიბს, გაურკვევლობისთვის მიცემულ ფორმას წარმოადგენს.


საცხოვრებელი კორპუსი დელისთან 1 კვ/მ თეთრი კარკასი 590$

ბინები 36 კვ/მ-დან უპროცენტო შიდა განვადება სრულდება 2016 წლის დეკემბერში

ტელ: 599 202225


დათო მაღრაძის მორიგი აღიარება ავტორი: ირმა კახურაშვილი

მატარებელში საკითხავი I #6

„ყოველგვარი მორიდების გარეშე შემიძლია წარ­ ვად­გინო დათო მაღრაძე, როგორც თანამედრო­ ვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოეტი, რომელსაც, ჰაიდეგერის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, ხელთ უპყრია ფარანი, რათა გაუნათოს გზა-სავალი არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. დათო მაღრაძის ლექსების პირველი სტრიქონებიდან მკითხველი უმალვე შეიგრძნობს დიდი პოეზიის სუნთქვას, იმგვარ შთაგონებას, რომელიც ჰომეროსიდან დღემდე სულ რამდენიმე პოეტის გონებას თუ დაუფლებია, იმ პოეტებისა, რომელთაც მთელი ეპოქის „სულის ასახვა“ განსაკუთრებულად ხელეწიფებათ“, – ასეთი მაღალი შეფასება მისცა დათო მაღრაძის იტალიურად ნათარგმნი პოეზიის კრებულ „ექოს“ (ნუნუ გელაძის თარგმანი) ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, გამომცემელმა, ლიტერატურული ჟურნალ „ატელიერის“ შეუცვლელმა რედაქტორმა, XX საუკუნის იტალიური პოეზიის ხუთტომეულის ავტორმა და კრიტიკოსმა ჯულიანო ლადოლფიმ. წიგნის პრეზენტაცია რომის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ციხესიმაგრეში – კასტელ სანტ’ანჯელოში, პაოლინას დარბაზში, რამდენიმე თვის წინ შედგა. ამ ბოლოდროინდელმა სასიამოვნო კულტურულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს და ინტერესით ეკიდება ქართველი პოეტის შემოქმედებით წიაღსვლებს. ბატონო დავით, ბოლო პერიოდში იტალიასთან და იქ მიღწეულ წარმატებებთან ასოცირდებით, მაგრამ რამდენადაც ვიცი, თქვენი შემოქმედებით სხვა ქვეყნებშიც ინტერესდებიან... პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩემს უცხოელ მეგობრებს ლიტაგენტებსა და ლობისტებს არ ვეძახი, მათ უკეთესი სახელი ჰქვიათ – მეგობრები. იტალიის გარდა, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დაკავშირებულია თურქეთთან, სადაც ჯერ ერთი წიგნი

64

– „სალვე“, ახლახან კი მეორე წიგნიც გამოიცა გამომცემლობა „ბაბილის“ მიერ. სწორედ აქ შევიძინე შესანიშნავი მეგობარი, ქურთი წარმოშობის ბრწყინვალე თურქი პოეტი მეჰმედ ალთუნი. უახლოეს მომავალში, ჩემი მოწვევით, ის საქართველოს ესტუმრება. თურქეთში აქტიურად ვთანამშრომლობ ადგილობრივ ჟურნალ „შაირ ჩიქმაზთან“. აქაც ჩემი ლექსები და საზოგადოდ, ქართულ ლიტერატურაზე წერილები იბეჭდება ხოლმე. სხვათა შორის, მათ აქვთ ამავე სახელწოდების კაფე, რაც ქართულად „პოეზიის ჩიხს“ ნიშნავს. „სალვე“ რუსეთშიც გამოიცა. გასულ წელს კი სანკტპეტერბურგში, გამომცემლობა „Вита Нова“-მ „ჯაკომო პონტი“ გამოსცა. მანამდე პოემის ცხრა თავი ჟურნალში „Дружба народов“ დაიბეჭდა. წიგნზე რეცენზია „Деловой Петербург“-ში სერგეი კნიაზევმა დაწერა. ჟურნალ „Питерbook“-ში კი, ჩემთან ინტერვიუ დაიბეჭდა. ამჟამად რუსეთში ლიტერატურულ ჟურნალ „Аврора“-სთან ვთანამშრომლობ. არაჩვეულებრივი მთარგმნელი მყავს – ნიკოლაი გოლი, ფანტასტიკური პიროვნება და პოეტი. ის ინგლისელ პოეტებს თარგმნის, ახლა კი ჩემი ლექსების სახით ქართული პოეზიაც თარგმნა. კავშირი მაქვს ინგლისთან. ლონდონში გამოიცა „ჯაკომო პონტი“ და „ნაფეხურები წყალზე“, რომელიც იტალიური „ექოს“ ანალოგია. თუმცა ყველაფერი გერმანიიდან დაიწყო. პირველად უცხო ენაზე „სალვე“ სწორედ გერმანიაში გამოვიდა. მასზე რეცენზია პროფესორმა და ლიტერატორმა ული როტფუსმა დაწერა. მისი თარგმანი გაზეთ „24 საათში“ დაიბეჭდა. რაც შეეხება იტალიასთან ურთიერთობის დასაწყისს: ცნობილია, რომ ყოველწლიურად გენუაში საერთაშორისო ფესტივალი ტარდება, სადაც 2003 წელს მეც მიმიწვიეს. მაშინ


პერსონა / ინტერვიუ

ჩემი ლექსები იტალიურად ნათარგმნი არ იყო და ამაში ლიტერატორი ნუნუ გელაძე დამეხმარა (ქალბატონი ნუნუ, ოჯახთან ერთად, მილანის რეგიონში ცხოვრობს). ის წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ფესტივალზე ვოლე სოინკასთან, ტონინო გუერასთან, ევგენი ევტუშენკოსთან, ბერნანდ ნოელთან ერთად აღმოვჩნდი. ჩემი შემოქმედებით ფესტივალის დირექტორი დაინტერესდა, მანვე წაიკითხა ჩემი ლექსები იტალიურად, მე კი ქართულად. მეორე დღეს გამაცნო გამომცემელი ფაბრიციო ფაცარი და თანამშრომლობა გვთხოვა. ქალბატონმა ნუნუმ უანგაროდ გადათარგმნა ჩემი ლექსები. მას თარგმანისადმი კარგი მიდგომა აქვს

– ყოველთვის იტალიელ პოეტთან ერთად მუშაობს. ჩემი ლექსები პოეტ და პროფესორ ამელია ბელორასთან ერთად გადათარგმნა. კრებულ „სალვეს“ მოყვა ტონინო გუერას რეცენზია, რომელმაც ბევრი რამ განაპირობა. იქ ასეთი ფრაზა ჰქონდა: „ამ წიგნის გაცნობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ნაღმზე დავაბიჯე და ავფეთქდი“. ამ ფრაზამ ბევრი გაზეთი და ჟურნალი მოიარა. „სალვე“ გენუაში გამომცემლობა „ლალონტრამ“ გამოსცა. ამასვე მოყვა „ჯაკომო პონტი“, რომელიც ჯულიანო ლადოლფის ინიციატივით დომბოსკოს

65


იოსელიანის, რეზო გაბრიაძის სახით. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი ინდივიდები ქმნიან ზოგად შთაბეჭდილებას ქვეყანაზე და არა ლიტერატურული კოლექტიური სექტები.

მატარებელში საკითხავი I #6

როგორი მაღალი ხარისხის პოლიტიკური დამოუკიდებლობაც უნდა ჰქონდეს ქვეყანას, სახელოვნებო სამყაროს საზღვრები არ აქვს. მკითხველის პოვნის თვალსაზრისით, ინგლისელი პოეტიც იმავე გზას გაივლის, რასაც ფრანგი. ადამიანებს კარგად ესმით ერთმანეთის და თუ მუხტი შედგა, სხვადასხვა კონტინენტზეც მოგაწვდნენ ხმას. ქაღალდის ნავს რომ შეაცურებ მთის მდინარეში, ისიც კი შეიძლება წყალმა ოკეანეში წაიღოს.

სასწავლებლის სასწავლო პროგრამაში შეიტანეს. მერე ვიყავი მიწვეული ქალაქ ებოლის ლიტერატურულ კონკურსზე, სადაც წიგნმა „ნაფეხურები წყალზე“ პირველი პრემია მიიღო. ის გამომცემლობა „ილ საჯიომ“ გამოსცა. ამავე გამომცემლობამ დაბეჭდა პატარა წიგნი „ცნობა საცხოვრებული ადგილიდან“. ესპანელ პოეტ გრაცილიანო მარტინ ფუმეროს რეკომენდაციით, ამერიკის პოეტთა და არტისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდით. ბრძანდებით პოეზიის მსოფლიო აკადემიის წევრი, ვერონას აკადემიამ გაღიარათ სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად, მიიღეთ არაერთი ჯილდო, მათ შორის – შვეიცარიაში, რომის პაპის მედალი. საზოგადოების მხრიდან ასეთი აღიარება არ გმატებთ პოეტურ პასუხისმგებლობას? ერთი სტრიქონი რომ გამოაქვეყნო, უკვე პასუხისმგებლობაა, მით უფრო, როცა გარე სამყაროს ყურადღებას იქცევ. თუმცა, ყველაზე დიდ გამარჯვებად ის მიმაჩნია, როდესაც შენი თვისტომი იზიარებს შენს მიერ განცდილსა და მიგნებულს. მე გარე სამყაროდან მოწყვეტილად თავი არასოდეს მიგრძვნია, თუმცა კი ყოველთვის ვიყავი მოქალაქე იმ ქვეყნისა, რომელიც არ იყო ჩართული სრულფასოვან საერთაშორისო ურთიერთობებში. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ფრაგმენტული ინდივიდუალური გარღვევები მაინც გვქონდა: ჭაბუა ამირეჯიბის, ოთარ ჭილაძის, რობერტ სტურუას, ოთარ

66

შემოქმედის სიტყვა არ არის მხოლოდ თვითგამოხატვის საშუალება. რას ემსახურება თქვენი სიტყვა? ხელოვნება იბადება თანაგრძნობიდან და არა თავმომწონეობიდან. ეპატაჟი, მატრაკვეცობა, მოდურ ტენდენციებში ჩართვა დროებითი პოპულარიზაციისთვის იოლი გზაა. სიტყვა ჭეშმარიტების ძიებას ემსახურება. შენ ბედისწერას მიყვები, შენვე განსაზღვრავ მას და ამ ჭიდილში წუთისოფლისა და ინდივიდის, იკვეთება ჭეშმარიტების შენეული ძიების გზა. თუმცა, რაც იწერება, უმეტესობა მაკულატურა აღმოჩნდება ხოლმე. მართალია, ძალა მრავალრიცხოვნობაშია, მაგრამ ჭეშმარიტება ცოტაშია. მაგალითად, იერუსალიმში მხოლოდ ერთი კაცი ამბობდა სიმართლეს, დანარჩენები ყვიროდნენ: „ჯვარს აცვი!“ ის ჯვარს აცვეს, ორთაბრძოლა მოიგო ხალხმა, მაგრამ გაიმარჯვა ერთმა... ეს საუკუნე ინდივიდების დეგრადაციის საუკუნედ მიგაჩნიათ? რომელი ღირებულებების იმედი შეიძლება გვქონდეს? ჩვენს დროში, არა მხოლოდ საქართველოში, მთლიანად სამყაროც, სულიერებისგან, შინაარსისგან იცლება. პოლიტკონიუნქტურა და ელიტკონიუნქტურა განსაზღვრავს საით უნდა გაგექცეს ყურადღება, რაც ძალიან იოლია ახლანდელი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ხანაში. თუმცა, იმის განცდაც მეუფლება, რომ ახალი ეპოქის დაბადება ზნეობრივ, მარადიულ ღირებულებებს დაიბრუნებს და კაცობრიობა დიდ შეთანხმებამდე მივა. დიდი კონკორდატის ეპოქა იბადება.


პერსონა / ინტერვიუ მაგალითად, როგორც კი ფლორენციაში თავიდან გაიხსენეს მივიწყებული ანტიკური კულტურა, იფეთქა რენესანსმა ევროპაში. ღირებულებებში ვგულისხმობ: თანაგრძნობას, მეგობრობას. ახლა ამბობენ, რომ მეგობრობა მოძველდა, პრიორიტეტი პარტნიორობას ენიჭება, რომ ამით გახდები „წარმატებული“, მაშინ მე მაქვს კითხვა: რის ფასად და რას ეძახიან წარმატებას? მეგობრობის გათელვას, გვამებზე გადავლას, თანამშრომლობას ჯალათებთან, რათა შენი წიგნი ითარგმნოს? ან კარიერისტულ კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა აიწიო?... რასაც წარმატება დაარქვეს, ჩემთვის ის წარმატება არ არის, რასაც პარტნიორობა - ის მეგობრობის სიკვდილია. ეს ყველაფერი მოიტანა კრიტერიუმების რღვევამ, ჩამოყალიბებული ესთეტიკური კატეგორიების დევალვაციამ.

ჩვენ არა მარტო ვბრუნდებით ევროპაში, არამედ ევროპა უბრუნდება ვაჟა-ფშაველს, იმ სულიერ სამყაროს, რომლითაც სავსე იყო ევროპული რენესანსი. ევროპას შეუძლია საქართველოს ფასდაუდებელი სამსახური გაუწიოს, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა დავაინტერესოთ ის?.. საქმე ისაა, რომ პირველყოფილი ინსტინქტებიდან, ადამი­ანის თავშეკავების ისტორია გადაიზარდა კულტუ­რის ის­ტო­რი­აში. რატომ იკავებდა თავს, რა ღირებულებას და სულიერებას ქმნიდა ამ თავშეკავებით, როგორ ემსახუ­რე­ბოდა მათ? ამით იკვეთება ნაციონალური კულ­­ტუ­რე­ბის ხასიათი. მაგრამ ამის საპირწონედ დაიდო დიდი „გათავისუფლება“. ადამიანმა ყველაფრისგან „გათავისუფლება“ მოინდომა და გამოვიდა, რომ უკომ­პლექსობისა და პროგრესულობის სახელით მიუბრუნდა, დაიძრა პირველყოფილი ინსტინქტებისკენ. იქნებ ქართულმა საზოგადოებამ შევძლოთ და ჩვენი ტრადიციებით, კულტურის ისტორიის შენარჩუნებით,

გუერას რეცენზია. იქ ასეთი ფრაზა ჰქონდა: „ამ წიგნის გაცნობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ნაღმზე დავაბიჯე და ავფეთქდი“. ამ ფრაზამ ბევრი გაზეთი და ჟურნალი მოიარა. „სალვე“ გენუაში გამომცემლობა „ლალონტრამ“ გამოსცა. ამასვე მოყვა „ჯაკომო პონტი“, რომელიც დომბოს­კოს სასწავლებლის პროგრ­ამაში შეიტანეს.

ქართველების ერთმა „პროგრესულმა“ ნაწილმა რომ დაამტკიცოს თითქოსდა ამერიკელებზე უფრო ამერიკელები ან ევროპელებზე ევროპელები არიან, შეიძლება სამსქესიან ან უსქესო – „თვითდამტვერვით“ ქორწინების ინიციატივა წამოაყენონ. ამ დროს სინამდვილე სულ სხვაა - ევროპა ძალიან ღრმა და მრავალფეროვანი სამყაროა, სადაც ჩვენზე არანაკლებ ერთგულობენ მარადიულ ღირებულებებს, ემსახურებიან იმ ფასეულობათა სისტემას, რომელმაც რენესანსი გამოიწვია.

„კრებულ „სალვეს“ მოყვა ტონინო

აწმყოში არ გავთავისუფლდეთ თავისუფლებისგან? საინტერესონი ვიქნებით ევროპისთვის.

ამით

არ ვარგა, როცა ადამიანებს ერთმანეთისთვის არ სცალიათ. არ ვარგა, როცა ადამიანებს ერთმანეთისთვის ზედმეტად სცალიათ, მაგრამ შესანიშნავია, როცა ადამიანებს ერთმანე­ თის­თვის სცალიათ. ადამიანური ურთიერთობის ნიუან­­სე­ ბის დღესასწაულს ევროპელი უყურებს როგორც დაკარგულ საგანძურს. შესაძლოა, ამითაც საინტერესონი ვი­ყოთ მათთვის. რას ფიქრობთ კულტურის პოპულარიზაციის თემაზე? ესეც ინდივიდების გასაკვალი გზაა? თქმა უნდა, როგორც ფალსიფიცირებული ღვინის დიდი პარტია ვერ მოუტანს სახელს ქართულ ღვინოს, ისევე ორგანიზებული მაკულატურა და უხეირო თარგმანი ვერ შესძენს პატივს ქართულ ლიტერატურას, კულტურას. ქართული ლიტერატურა, ქართული კულტურა, ღირსეულად რომ წარმოჩინდეს გარესამყაროში, ვფიქრობ, ამის რესურსი წარსულშიც იყო და დღესაც არის.

67


რამდენიმე შეკითხვა პირად და სხვა საკითხებზე

მატარებელში საკითხავი I #6

ავტორი: ლელა ოჩიაური

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე, ჯილდო „ოქროს ზღვის ცხენი“კინოში გაწეული ღვაწლისთვის, და იმავე წლის დეკემბერში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მსოფლიო კინოში შეტანილი წვლილისთვის, „ოქროს პრომეთე“ გადაეცა კინორეჟისორ, მთარგმნელ და პოლიტიკოს ლანა ღოღობერიძეს. ლანა ღოღობერიძე რეჟისორი

2014 წელს, იგივე დამსახურებებისთვის, რუსთაველის პროსპექტზე, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ, ვარსკვლავი გაუხსნეს. იმავე დღეს, იგივე მიზეზით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელმა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კინორეჟისორი სამინისტროს დაწესებული სპეციალური ორდენით „ხელოვნების ქურუმი“ დააჯილდოვა. ბოლოდროინდელ, სამთავრობო თუ სხვა შემოქმედებით ჯილდოებთან ერთად, არის სსრკ სახელმწიფო, საქართველოს სახელმწიფო პრემიების; ჟენევის, პარიზის, ტოკიოს, ვენეციის, ბერლინის, სან-რემოს საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი; ღირსების ორდენის კავალერი. ლანა ღოღობერიძემ 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი. 1954 წელს დაიცვა დისერტაცია უოტ უიტმენის შესახებ და ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. პარალელურად, მისაღები გამოცდები ჩააბარა მოსკოვში, კინემატოგრაფის საკავშირო ინსტიტუტის (ВГИК) კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რაც მხოლოდ სტალინის

68

გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი (რადგან ისეთი ბიოგრაფიითა და ანკეტით, როგორიც ლანას ჰქონდა, კინოს ინსტიტუტში გამოცდების ჩაბარება წარმოუდგენელი იყო). 1958-ში მეორე პროფესიაც მიიღო და ამავე წელს პირველი ფილმებიც (დოკუმენტური) გადაიღო – „გელათი“ და „თბილისი 1500“, 1961 წლიდან კი, კინოსურათით „ერთი ცის ქვეშ“ იწყება მისი, როგორც დამოუკიდებელი და გამორჩეული სტილის, თემატიკის, თავისთავადი მხატვრული აზროვნების მქონე რეჟისორის ცოცხალი და საინტერესო ბიოგრაფია, ფილმებით – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „აურზაური სალხინეთში“, „მე ვხედავ მზეს“, „დღეს ღამე უთენებია“, „ორომტრიალი“, „ვალსი პეჩორაზე“. საერთოდ, ლანა ღოღობერიძის ცხოვრება „კინემატოგრაფიული თემებითაა“ გაჯერებული, რომლებიც სხვადასხვა ფილმში აქაიქ მიმოფანტულან, მაგრამ თავი, ერთად, 2014 წლამდე არსად მოუყრიათ, სანამ ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი არ გადაიღო. ამავე დროს, ლანა ღოღობერიძემ მოგონებები წიგნებად აქცია – გულახდილი აღსარებების წიგნებად: „რაც


პერსონა / ინტერვიუ მაგონდება და როგორც მაგონდება“ (2003 წ.) და „პარიზული ჩანაწერები“ (2010 წ.) მკითხველის – საზოგადოების სამსჯავროზე ამ სახით გამოიტანა. არის რაბინდრანატ თაგორის, პოლ ვერლენის, უოტ უიტმენისა და რუსული პოეზიის – ანა ახმატოვას, ბორის პასტერნაკისა და სხვათა ლექსების მთარგმნელი, რომლის საფუძველზეც, 2013 წელს გამოაქვეყნა რუსული ლექსების თარგმანების კრებული – „რუსული პოეზია“. ცოტა უფრო ადრე – „ფრანგული პოეზია“ (საერთოდ, პოეზია მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილია და მიაჩნია, რომ „პოეზია ეხმარება ადამიანს იქცეს ადამიანად“. პოეზიის სიყვარული მისი კინოსურათების სტილისტიკაზეც აისახება. ბოლო წლებში, ხატვა დაიწყო და აქაც თავისთავადი და არაორდინარული სამყარო შექმნა. იგი ცხოვრობს, აზროვნებს, ხედავს როგორც პოეტი, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი ფილმების მხატვრულ სახეს). თარგმნისთვის (ინგლისურიდან, ფრანგულიდან, რუსულიდან) თავი არ დაუნებებია. დღესაც აქტიურად თარგმნის და ლიტერატურულ კვლევას აგრძელებს. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ეს ლანა ღოღობერიძის წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებაა. მაგრამ, რა იყო მანამდე, როგორ ცხოვრობდა გოგონა რეპრესირებული ოჯახიდან, რომელსაც მამა – ყოფილი ბოლშევიკი, თავისიანებმა დაუხვრიტეს, რომელიც, როგორც ლანა ღოღობერიძე წერს: „... მილიონობით სხვათა მსგავსად მსოფლიოს ისტორიის მანძილზე, რევოლუციამ ჯერ იშვილა, თავის იარაღად გამოიყენა და მერე შთანთქა და გაანადგურა“, დედა კი, პირველი საბჭოთა კინორეჟისორი ქალი, ნუცა ღოღობერიძე, შორს მდგომი პოლიტიკისა და კომუნისტური იდეოლოგიისგან, შორეულ პეჩორაზე იხდიდა 10-წლიან „სასჯელს“. რას განიცდიდა ეს გოგონა, რა ულხინდა და რა უჭირდა, როგორ უყვარდა და აწუხებდა, რას ფიქრობდა – ყველაფერი ფრაგმენტულად, მინიშნებებითა თუ ვრცელ ეპიზოდებად ლანა ღოღობერიძის ფილმებშია გაბნეული და მის ზემოხსენებულ წიგნში, რომელშიც, როგორც აღვნიშნე, მთელი ცხოვრება აღწერა.

ლანა ღოღობერიძე გაიზარდა დეიდის, მამიდების, ბიძის ოჯახში. უმამოდ, რომელიც აღარ ჰყავდა და დედის გარეშე, რომელიც ბავშვობის შემდეგ არ უნახავს. და არა მხოლოდ გაიზარდა, უკვე საკუთარი ბიოგრაფიაც ჰქონდა, საკუთარი ცხოვრება. გიჟური რომანიც (რომელიც 20 წლისას დაეწყო და პერიოდულად წყდებოდა და კვლავ ახლდებოდა) არქიტექტორ, სპორტსმენ, მთამსვლელ ლადო ალექსიმესხიშვილთან (რომელსაც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა და რომელთანაც ორი წარმატებული შვილი ჰყავს – მხატვარი ქეთი ალექსი-მესხიშვილი, და მხატვარი, კინორეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი. ასევე ჰყავს 5 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი). ჰქონდა პროფესიაც. და დედაც დაბრუნდა. ლანა ღოღობერიძის ბოლო ფილმიც „ნაღვლისფერი სიხარულის ქრონიკა“ დოკუმენტურია (როგორც მისი პირველი 2 ნამუშევარი), რომელშიც რეჟისორი იხსენებს წარსულს, საქართველოს ისტორიასა და ადამიანებს, ვისთანაც ერთად მთელი ცხოვრება ან მისი რომელიღაც მონაკვეთი გაუვლია. იხსენებს ბავშვობას, ახალგაზრდობას, დროს, რომელიც გავიდა, მაგრამ რომელმაც კვალი დატოვა როგორც მასზე, ასევე ყველა მის თანამედროვეზე; მოვლენებს, რომლებიც ქმნიდნენ და აყალიბებდნენ ქართულ საზოგადოებას. იხსენებს პოეზიას, რომელმაც გააძლებინა მისი თაობის ბავშვებს, რომელმაც გადაატანინა ყველა გაჭირვება, რადგან ლექსს – მშვენიერებას, შეაფარეს თავი და ეს იყო ერთადერთი, რამაც გადაარჩინა. მთელი თაობა გადაარჩინა. ლექსები მთელ ფილმს გასდევს – ლექსები მეგობრების, საკუთარი თუ მსოფლიო კლასიკიდან, მისი თუ სხვათა მიერ თარგმნილი. ლანა ღოღობერიძე წამყვანი და მთხრობელი თვითონაა. კითხულობს ლექსებს (რომლებიც, უამრავი, სხვათა შორის, ზეპირად იცის, ბავშვობაში მოსმენილ-წაკითხულიც კი) ცოცხლად, გულწრფელად და ემოციურად გადმოსცემს, რაც მოხდა და რაც გადაიტანა. ყველაფერი ძალიან პირადია. და ამავე დროს, თაობის, ეპოქის განზოგადებულ პორტრეტად გადაიქცევა. ბოლო ფილმიდან დავიწყოთ. „ნაღვლისფერი სიხარულის ქრონიკა“ აღსარებად აღვიქვი თქვენი თაობის შესახებ. ასე ჩანს, თითქოს რაღაც განსხვავებული და გამორჩეული თაობა იყო.

69


ლანა ღოღობერიძე: დიახ, ესაა ჩემი ბოლო ფილმი და ჩემთვის მართლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ ყველანი მართლა ბავშვობიდან მოვდივართ. იქ დავიბადეთ და შემდეგ მუდამ ამით ვცხოვრობთ. ჩვენი ბავშვობა მართლა სიმპტომატური იყო – იმიტომ, რომ ტერორის, შიშის, სიდუხჭირის, უბადრუკობის, ნაცრისფერობის გარემოცვაში, როდესაც ყველაფერი რეგულირებული იყო „ზემოდან“, ჩვენში თავისუფლების სული ტრიალებდა. ამის წარმოდგენა შორიდან წარმოუდგენელიც კი იყო და დღესაც, თითქოს დაუჯერებელია!.. ეს - 13-14-15-16 წლის ბავშვები, თურმე რაღაც იდეალებით, პრინციპებით, მიზნებით, მისწრაფებებით, ნამდვილი, ინტენსიური, სულიერი, ერთიანი ცხოვრებით ვცხოვრობდით და მინდოდა, იმ ბიჭებისა და გოგონების სახეები (შემდეგ ყველა ჩვენი საზოგადოებისა და კულტურის მნიშვნელოვანი პიროვნება გახდა), დარჩენილიყო. აი, სწორედ ამაზე მსურდა ფილმის გადაღება. მინდოდა, პიროვნულად მეთქვა, როგორები იყვნენ ისინი.

მატარებელში საკითხავი I #6

ფოტო ფილმიდან: „დღეს ღამე უთენებია“

ფილმის სათაურიც ჩვენი მეგობრის – რეზო თაბუკაშვილის ლექსიდან ავიღე (14 წლის იყო, როდესაც დაწერა) – „დღეს სიხარულიც ნაღვლისფერია“. მშვენიერი სახეა, არა? შემდეგ ეს ხატად იქცა ჩემთვის. ჩვენი იმ დროის განწყობის გამომხატ­ ველი – ნაღვლისფერი სიხარული! ფოტო ფილმიდან: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“

პოეზია გახდა ჩვენი ნავსაყუდელი, თავშესაფარი და მე მგონი, ეს იყო ინსტინქტური მისწრაფება თავისუფლებისკენ, თავის გადარჩენისკენ. სხვანაირად, თვითონ მიკვირს, როგორ ვარსებობდით. როდესაც სულ გვესმოდა: ის დაიჭირეს, ეს დაიჭირეს. ვიღაც უკვე დაჭერილი იყო და არ ვიცოდით, დახვრეტილი იყო თუ არსებობდა სადმე. ვხვდებოდით, რომ ბევრი აღარ იყო ცოცხალი და ამ ატმოსფეროში მაინც რაღაც გვასულდგმულებდა. ისეთი დატენილი ვიყავით სიცოცხლის წყურვილით და სულ რაღაც გვიხაროდა. დღეს ეს ძალიან მიკვირს. მართლა არ ვიცი, ამდენს რას ვიცინოდით. ფოტოებს რომ ვუყურებ, ყველგან ვიცინით და მე – განსაკუთრებით. შემდეგ მქონდა უხერხულობის გრძნობა – რა ვიყავით ასეთი

ფოტო ფილმიდან: „ერთი ცის ქვეშ“

70


პერსონა / ინტერვიუ ქარაფშუტები, სულელები, ქენქერები – რა გვიხაროდა, რა გვაცინებდა...

მყუდროა ეხლა. მყუდროა გზა და მთების იქითაც, მე თუ ამოვალ, დაკოდილ ვეფხვად და მხოლოდ ლექსებს გადავიკითხავ“.

გამახსენდა ლექსი, რომელიც ზურაბ კაკაბაძემ დაწერა (თურმე მე მომიძღვნა, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი და მოგვიანებით მითხრა რეზი თვარაძემ) – „არ გამაგონო სიცილი დიდი, აღტაცებისთვის ღიმილიც კმარა“ (თვითონ, მართლა მხოლოდ იღიმოდა), რომელიც ასე მთავრდებოდა: „მე მეყვარები!“

აი, ასე ვცხოვრობდით და მიმაჩნია, რომ საერთოდ, ძალიან საინტერესო მოვლენაა, განზოგადებისთვისაც, როგორ ცხოვრობს ადამიანი და რა რთულია მისი შინაგანი სამყარო; თან როგორ ემორჩილება და თან არ ემორჩილება გარემოებას, ბედისწერას. საბოლოოდ, კი მივდივარ დასკვნამდე, რომ ძალიან ბევრი რამ ცხოვრებაში განსაზღვრულია, ფატალიზმი რეალური მოვლენაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ადამიანი თვითონ ჭედავს თავის ცხოვრებას. სწორედ ბედთან შებრძოლებით, რა გზას ადგება – ნაფოტივით მიყვება დინებას, თუ რაღაცას თვითონ ირჩევს. ვფიქრობ, ჩვენი თაობის განმასხვავებელი თვისება სწორედ ეს იყო – რაღაცის ხელში აღება.

შემდეგ ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო მერაბ მამარდაშვილის მთელი თეორია, რომ არსებობს ასეთი ფენომენი, როგორიცაა „ქართული მხიარულება“. სიხარული ტრიალებს ჩვენ ირგვლივ, როგორც ნიშანი, რომ შენ ძალიან დიდი სასოწარკვეთა გადალახე. სიხარული სასოწარკვეთასთან შებრძოლების საშუალებაა და რომ საქართველო სიხარულისადმი სწრაფვამ გადაარჩინა. მართლა დავინახეთ, რომ ჩვენ ასეთ ტრაგიკულ წარსულში მუდამ დევს სიხარულის ძალა. თუნდაც ვაჟა-ფშაველას „ცხოვრებამ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შევირგე“ – იგივეს მეტყველებს და ესეც ჩემი ფილმის ერთ-ერთი სათქმელია. შემდეგ ისიც აღმოვაჩინე, რომ ეს იყო ჩვენი კრედო, და ფილმი ამის შესახებაცაა. ძალიან მიხარია, რომ გადავიღე. ყოველ შემთხვევაში, ეკრანზე დარჩა იმ დროის ხატი. პარადოქსული დროისა, როდესაც მართლა ყოველწუთიერი საფრთხის მოლოდინში ვცხოვრობდით. სხვა თუ არაფერი, გვშიოდა. გვშიოდა, გვციოდა, გვეშინოდა – ყველაფერი იყო, რაც განსაზღვრავს ადამიანის ტრაგიკულ ცხოვრებას და ჩვენ კი ლექსებით ვცხოვრობდით. ლექსებს ვჩუქნიდით ერთმანეთს. გინახავთ წიგნი – თამაზ ჩხენკელის „ლანას ლექსები“? არა. არ მინახავს. თქვენი ლექსებია? არა, არა, თამაზის. მართლა ძალიან საინტერესოა – დაბადების დღეზე მომიტანა საჩუქრად, თავისი ხელით გადაწერილი, ასეთივე სათაურით. შემდეგ გამოვეცით წიგნად. მართლა კარგი ლექსებია. ერთ-ერთი, დედაჩემი რომ დაბრუნდა გადასახლებიდან, იმაზეა დაწერილი... „ნოემბრის დარი, დღეს უფრო მეტად, შეიცნო სულმა ფოთლების კრთომა, დაბრუნდა დედა, ალერსი, მზე და ბიძია თომა“. ესეც როგორი კარგი სახეა, არა?! „ძვირფასო, გათბი.

ისე კი, საოცარი უნარი გაქვთ – ყველაფერი ზეპირად გახსოვთ. ვიცი, რომ თუნდაც იგივე რეზო თაბუკაშვილის ახალგაზრდობისდროინდელი ლექსების შენახვა, მათი ჩვენამდე მოღწევა, თქვენი მეხსიერების დამსახურებაა. არ ვიცი. მართალი გითხრა, თვითონაც მიკვირს. სხვათა შორის, მართლა საინტერესო მოვლენაა. უცებ, რა არ ამოტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში. ლექსები თავიდანვე პირდაპირ მამახსოვრდებოდა. თან, ყველა ენაზე – ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს არ ვამბობ - გერმანულადაც კი. გოეთეს, შილერის ლექსები მახსოვს. თვითონაც მეცინება – რატომ?! რაღაც, მართლა თანდაყოლილია. მახსოვს, დედაჩემი უკვე დაჭერილი იყო. მამიდებთან ვიყავი ხოლმე საბა-სულხანის ქუჩაზე, სადაც ნამდვილი აზნაურული ბუდე იყო. თან ყველას ეშინოდა. სამი და ცხოვრობდა ერთად. იყო ხელოვნებისადმი სწრაფვა. ყველა კარგად მღეროდა. მე ლამის ნახევარი „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად ვიცოდი, თან – სულ ჩემით. დავდევდი უფროსებს, მინდოდა მეთქვა და არავინ მისმენდა. ეს ისე მახსოვს! მივადგებოდი ხოლმე სამზარეულოში ერთ-ერთს და ვიწყებდი: „იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღვთისაგან სვიანი...“ მაშინ არავინ მასწავლიდა, მაგრამ სულ პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი ამაზე ძალიან იყო ორიენტირებული. მუდამ მახსოვს მისი დაბალი ხმა და რატომღაც, ეს სტრიქონები: „ზღვა იყო მაშინ ისეთი წყნარი, რომ არც კი მახსოვს, იყო თუ არა...“

71


ყოველთვის რაღაცას მიკითხავდა. პუშკინი მთლიანად ზეპირად ვიცოდი. სამი წლისამ. მაგალითად, ვიცოდი „Пророк“. თუმცა, არაფერი მესმოდა. „бурямглою“ ერთი სიტყვა მეგონა, ოღონდ მნიშვნელობა არ ვიცოდი. მერე აღმოვაჩინე, რომ 2 სიტყვაა და ისიც, თუ რას ნიშნავს. შემდეგ, როდესაც ისეთი ბავშვები შევხვდით ერთმანეთს, რომლებიც პოეზიით ვსულდგმულობდით, დამახსოვრების ეს უნარი უფრო და უფრო გაძლიერდა.

მატარებელში საკითხავი I #6

სხვათა შორის, 2 დღის წინ, მეგობართან – ჯინა მიქაძესთან (ჯინა მიქაძე – ცნობილი რეჟისორების – ტიტო კალატოზიშვილის მეუღლე და მიხეილ კალატოზიშვილი-უმცროსისა და სცენოგრაფ ანკა კალატოზიშვილის დედა (ლ.ო.) ვიყავი, რომელიც ამბობდა, ლორკას წიგნი დავკარგე და უცბად ყველა ლექსი გამახსენდაო, ოღონდ ლაზინსკის არაჩვეულებრივი თარგმანებით. მთელი ლორკა, თაგორი, უიტმენი – იმ პერიოდში მთელი სამყაროები იყო და ამ სამყაროების აღმოჩენით ვცხოვრობდი მე, პირადად. რა სამყაროები? როგორ აღმოაჩინეთ იმ დროს ასეთი „არასაბჭოთა“ პოეტები? თაგორიც, უიტმენიც ნათარგმნი გაქვთ, არა? თაგორი ლადომ იცოდა რუსული თარგმანებით და როდესაც პირველად შევხვდით და აღმოაჩინა, რომ ჩვენ – მე და ჩემს მეგობრებს, თაგორი წაკითხული არ გვქონდა, ანტრაციტივით ბნელებს გვეძახდა. მერე ჯერ რუსულად წავიკითხე. შემდეგ უკვე ინგლისურად, და ვთარგმნე კიდეც. მართლა მთელი ეპოქა იყო თაგორის თარგმნა თამაზ ჩხენკელთან ერთად. თამაზმა ბრწყინვალედ თარგმნა „გიტანჯალი“, მე კი – „მებაღე“. შემდეგ, მე და თამაზი ერთად ვთარგმნიდით უიტმენს. ვისხედით ერთ ტახტზე, მე ერთ კუთხეში, თამაზი – მეორეში. მე ვაკეთებდი ბწკარედს. ახლა რომ ვფიქრობ, პოეზიასთან ასეთმა ზიარებამ შეგვინარჩუნა სულიერება. ამით ცხოვრებამ. ასეთივე პერიოდი მქონდა პასტერნაკის, ცვეტაევასი. გალაკტიონი ხომ საერთოდ, უდიდესი მოვლენა იყო ჩვენთვის. შემდეგ – ანა კალანდაძე.

72

თავისუფლებისადმი მუდმივი სწრაფვის წარმოუდგენელი სამ­ ყაროა უიტმენი, და ამან, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკაში აღმო­­ვა­ჩინე პატარა წიგნი „ბალახის ფოთლები“, საოცრად გამაოგნა. ჯერ დავწერე საკურსო შრომა უიტმენზე, მერე სადიპლომო, და ასპირანტურაშიც (რომელშიც მხოლოდ იმიტომ მოვხვდი, რომ ნიკო კეცხოველი ჩაერია და თავი გადადო, თორემ არ მიღებდნენ, როგორც არასასურველი ანკეტის მქონეს) დისერტაციის თემად მინდოდა, მაგრამ მისი დამტკიცება წარმოუდგენელი იყო. იყო ასეთი მოღვაწე – გრიგოლ ხავთასი, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგი იყო – რა უიტმენი? რატომ უნდა აინტერესებდეს საბჭოთა მკვლევარსო?! და მაინც დაგიმტკიცეს? თემის დამტკიცების ისტორია მართლა ძალიან საინტერესოა. ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელი გახლდათ შალვა ნუცუბიძე – მართლაც ევროპული მასშტაბის მოაზროვნე. საოცარი ადამიანი იყო. პარადოქსული აზროვნების. (ძალიან მომწონს მისი თეორია, რომ ევროპული რენესანსი საქართველოდან დაიწყო, და რომ რუსთაველია დასაბამი ევროპული რენესან­ სისა). თან, დედაჩემის მეგობარი იყო. დედამ ფილოსო­ფიური ფაკულტეტი დაამთავრა იენაში - გერმანიაში, და შალვა უზომოდ წუხდა, რომ ფილოსოფია მიატოვა და რეჟისურაში წავიდა, რადგან მიაჩნდა, რომ ამ სფეროში ძალიან ნიჭიერი იყო. შალვა ნუცუბიძე ვერაფერს აწყობდა ხავთასსა და საერ­ თოდ,­ საბჭოთა იდეოლოგიასთან, რომლის ნორმებითაც დისერტაცია უიტმენზე არ შეიძლებოდა. ერთხელ მოვდივარ უნივერსიტეტთან და ვხედავ შალვა ნუცუბიძეს, რომელიც მეძა­ ხის და შორიდან რაღაცას აფრიალებს. მაჩვენებს, რომ სადღაც აღმოაჩინა სტალინის წერილი, მიწერილი დემიან ბედნისადმი, რომელშიც ასეთი სიტყვებია: „როგორც თქვა ამერიკელმა უიტმენმა – ჩვენ ცოცხლები ვართ, იწვის ჩვენი წითელი სისხლი, დაუხარჯავი ძალების ცეცხლით“. სხვათა შორის, მერე ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე, სად ამოიკითხა. ამ ჩანაწერით შევარდა ბატონი შალვა ხავთასთან და მაგიდაზე დაუდო – აი, სტალინი რას ამბობს უიტმენზო. ამას ვეღარავინ შეეწინააღმდეგა, რამაც ჩემი ბედი გადაწყვიტა. ჩემს დისერტა­ციას დევიზად სტალინის ეს ციტატა აწერია. შემდეგ უიტმენზე წიგნიც კი გამოვეცი.


პერსონა / ინტერვიუ საერთოდ, ვფიქრობ, რომ სულიერი სამყარო ძალიან არის დაკავშირებული იმ ზნეობრივ კანონთან, რომელიც კანტს ასე ანცვიფრებდა. მისი ცნობილი სიტყვები – „ორი რამ მაოცებს ამქვეყნად – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემში“ – მრავლისმეტყველია. აი, ეს ზნეობრივი კანონი შენში ან არის, ან არა, და ახლა მაქვს ასეთი აღქმა, რომ ეს ძალიან უკავშირდება პოეზიას. პოეზია ხომ კათარზისის გამოვლინებაა ადამიანში. ამას იმიტომ ვამბობ, ბუნებრივია სწრაფვა პირადი კეთილ­ დღეობისკენ, საკუთრებისკენ, რაც ჩაკლული იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ, როგორ ამოხეთქა ქართველებში მომხვეჭე­ ლობისკენ სწრაფვამ! მიკვირს, იცი?! და როდესაც ამ ყველაფერს ზნეობრივი კანონი უპირის­ პირდება, ის გიადვილებს ცხოვრებას. რაღაც არ შეგიძლია, გააკეთო. იცი, რომ ვერ გააკეთებ და მორჩა. ლადო ალექსი-მესხიშვილისა და თქვენი შეხვედრა... ლადო ჩემზე უფროსი იყო. მე 20-ის ვიყავი. ის – 33-ის. რაღაც­ ნაირი ორეოლი ჰქონდა. ჯერ ერთი, ვიცოდით, რომ ულამა­ ზესი ქალების კერპი იყო. გარდა ამისა, თვითონ გახლდათ არაჩვეულებრივად ლამაზი. არქიტექტორი გახლდათ. თხი­ ლამუ­რე­ბით სრიალებდა... ისეთი თავხედები ვიყა­ვით ეს გოგონები – БМЧ-ს ვეძახდით, რაც ნიშნავდა – „Бывший молодой человек“ – „ყოფილი ახალგაზრდა ადამიანი“.

ციტატა ლანა ღოღობერიძის წიგნიდან „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“: „ხანდახან მგონია, რომ 1949 წლის დიდთოვლიან ზამთარში, პლანეტის ერთ გადაკარგულ წერტილში, ბაკურიანში, ჩვენ იმისთვის შევხვდით ერთმანეთს, 20 წლის მრავალჭირგამოვლილი, მაინც მიამიტი და თავქა­ რიანი გოგო, და 33 წლის, საქვეყნოდ გახმაურებული რომანების შლეიფიანი, მშვენიერ ქალთა სათაყვანებელი შეჭა­ღა­რავებული კაცი, არქიტექტორი, მოთხილამურე და მთამსვლელი, რომ სიყვარულში სამკვდრო-სასიცოცხლოდ შევრკინებოდით ერთმანეთს, ამ ბრძოლაში საბოლოოდ ორივე გადავრჩენილიყავით და მაღალი გამარჯვება მოგვეპოვებინა, არ ვიცი, საკუთარ თავზე, თუ ერთიმეორეზე“. ლიტერატურის, კინოს, ხელოვნების გარდა, მთელი ცხოვრება გატაცებული იყავით თხილამურებით, ჩოგბურთით, ცურვით.

ნუცა ღოღობერიძე

მოკლედ, ბევრი ინტერესი გქონდათ... მაშინ ამაზე არ მიფიქრია, რა თქმა უნდა. ეს იყო უკვე ომისშემდგომი პერიოდი – როდესაც თავისუფლებისკენ სწრაფვა ორ სფეროში გამოიხატებოდა: ერთი იყო პოეზია და მეორე – სპორტი. მაგალითად, ვვარჯიშობდით ჩოგბურთში. ფეხით, ბარნოვიდან გავივლიდით ელბაქიძეს და სანაპიროზე, კორტებზე მივდიოდით. უკანაც ფეხით ვბრუნდებოდით. ხან ფრენბურთს ვთამაშობდით. შემდეგ, ბაკურიანში – თხილამურებით ვსრიალებდით. და ყველგან – ჩვენი

73


ინიციატივით, თვითონ ჩვენი არჩევანი იყო. რა თქმა უნდა, ლადომ კი ითამაშა დიდი როლი. ჯერ ერთი, ის მოწოდებით იყო ასეთი – ნამდვილი ბუნების შვილი. სალაპარაკოდ ან უბრალოდ კი არ უყვარდა ბუნება, არამედ მართლა მასთან იყო შერწყმული.

მატარებელში საკითხავი I #6

ყველა მთა, გორაკი მოვლილი ჰქონდა. ყოველ დილით, 6 საათზე ვდგებოდი (სანამ ერთად ვიქნებოდით), ვერის სასაფლაოსთან ვხვდებოდით ერთმანეთს. ავდიოდი და იქ უკვე ვხედავდი ლადოს, გადმოკიდებულს მოაჯირზე. ავდიოდით მაღლა, უძოზე. იქიდან მასწავლა სირბილით დაშვება! ასე ხდებოდა ყოველდღე. შემდეგ მე უნივერსიტეტში მივდიოდი, ლადო – სამსახურში. იმ სამყაროში პიროვნების რეალიზება ასეთ რაღაცებშიც ხდებოდა. ჩვენი ბავშვობის, ახალგაზრდობის გამჭოლი ხაზი რომ წარმოიდგინო, ცხოვრების ხაზი – ლექსები, სპორტი – ყველაფერი ერთად, იყო პიროვნების თავისუფლებისა და გათავისუფლებისკენ სწრაფვა. დედათქვენი – ნუცა ღოღობერიძე, პირველი კინორეჟისორი ქალი, „ბუბას“– ისეთი ფილმის ავტორი, რომელიც ქართული კინოს საგანძურშია შესული, 10-წლიანი განშორების შემდეგ ნახეთ. მართალია, ეს ამბავი თქვენს წიგნშია აღწერილი, მაგრამ მაინც გკითხავთ: რა ხდება, როდესაც დედა შინ ბრუნდება? რა არის ჩემთვის გასაოცარი: გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, დედაჩემი ჩემთვის დედა გახდა იმიტომ, რომ სრულიად ერთგვარი დამოკიდებულება გვქონდა სამყაროსთან. ეს რომ არა, შეიძლებოდა უცხო ადამიანებად დავრჩენილიყავით – 10 წელი რომ არ გინახავს დედა და 16-17 წლის ასაკში შეხვდები, მართლა რთული რამაა. თუმცა თავიდან, ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო შეგუება. სიტყვა „დედას“ ვერ ვამბობდი. შემდეგ ასე აღმოჩნდა, რომ მეგობრები გავხდით და ჩემი ყველა მეგობარიც დედას მეგობრად იქცა. მართლა სულიერი ერთობა გვქონდა. ისე გარდაიცვალა დედაჩემი, სიტყვაც არ უთქვამს. ერთი სიტყვა, რა ფილმი, როგორ, რაზე ჰქონდა გადაღებული (მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რეჟისორი იყო „წინა ცხოვრებაში“). მოიკვეთა წარსული და დამთავრდა. შემდეგ მოვძებნე დედას 2 ფილმი მოსკოვში, არქივში, და ჩამოვიტანე (დედაჩემი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო).

74

მაგრამ ნახვა მეშინოდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ რაღაც ღირებული იქნებოდა. დედაჩემი იმდენად გამორჩეული პიროვნება გახლდათ, რომ არ მინდოდა, განვხიბლულიყავი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ბუბა“ ლაშა ბაქრაძემ ნახა, მეც გავბედე და დღეს, თუ სადმე უცხოეთში ქართული კინოს დღეები ან რეტროსპექტიული ჩვენებები იმართება, ნუცა ღოღობერიძის ფილმი ყოველთვის პროგრამაშია და ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს. დედაჩემს მაშინაც კი არაფერი უთქვამს, როდესაც ჩემი პირველი ფილმი „გელათი“ გადავიღე. და მხოლოდ რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, რომ როგორი უცნაურიც უნდა იყოს, „ბუბა“– რაჭაზე შექმნილი კინოსურათი, გელათის დოკუმენტური კადრებით იწყება.

ციტატა ლანა ღოღობერიძის წიგნიდან „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“: „სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვული, როცა იცოდა, რომ სიცოცხლის სულ რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი, ისეთი სითბოთი ხვდებოდა ყველას, ვინც მოვიდოდა, ისე უხაროდა ჩემი რომელიმე მეგობრის ახალი კაბა, ისე აინტერესებდა მათი ცხოვრების ყველა დეტალი, რომ მოსულებს მართლაც ავიწყდებოდათ მისი ავადმყოფობა და თავიანთ ამბებს გატაცებით უყვებოდნენ. დედაც ჩვეულებრივ საუბარში ერთვებოდა და არაფერი ეტყობოდა იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ აუტანელი ტკივილი ნემსით ჰქონდა გაყუჩებული. სიკვდილის წინა დღეს ხელი დამადო ხელზე და ღიმილით, რომლითაც გაუსაძლისი ტკივილის დამალვას ცდილობდა, მითხრა: – ნუ დარდობ, ჩემო კარგო, ეს ისეთი კანონზომიერია. მთავარია, შენი შვილებიც ისეთები იყვნენ შენთვის, როგორიც ჩემთვის შენ ხარ. და თუმცა, მე სულაც არ მიმაჩნდა კანონზომიერად, რომ ყველაფრის მერე, რაც თავს დაატყდა ცხოვრების მანძილზე, დედას კიდევ ეს შემზარავი სენი უნდა შეყროდა, მან მთელი თავისი ქცევით, მაინც მოახერხა, რომ ჩემთვის ეს სამუდამო განშორება გაეადვილებინა“. და არიან თქვენი შვილები – ქეთი და ნუცა ისეთები თქვენთვის, როგორიც თქვენ იყავით დედასთვის? დიახ, არიან.


რობი კუხიანიძე მუსიკასა და თეატრზე, ტერორიზმსა და ეკოლოგიაზე ავტორი და ფოტო: ლაშა გაბუნია წარმოშობით ქუთაისელი რობი კუხიანიძე ქართული ალტერნატიული მუსიკის სათავეებთან დგას. მას ძალიან არ უყვარს ჟურნალისტური იარლიყები – თუნდაც ისეთი წოდებები, როგორებიცაა: „ქართული ანდერგრაუნდის ან ალტერნატიული მუსიკის მამა“, ან „ქართული პანკის პიონერი“. რობი მეამბოხე მუსიკოსების რიგებშია, თუმცა ბოლო წლებში მისი სიმღერები უფრო ქალაქური ხასიათის გახდა. იგი ქართული ქალაქური მუსიკის ერთ-ერთ დედაქალაქში – ქუთაისში, 1965 წლის 5 აგვისტოს დაიბადა. პროფესიით მასობრივ ღონისძიებათა რეჟისორია. ჯგუფი „აუტსაიდერი“ 1989 წელს ჩამოაყალიბა. მანამდე მის ჯგუფს „პროვინციალბენდი“ ერქვა. 2000 წლიდან, ოჯახთან ერთად, თბილისში ქირით ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე – ირმა სოხაძე, ორი შვილი – სალომე და მალხაზი, და შვილიშვილი – ალექსანდრე. სალომე „აუტსაიდერის“ წევრია, ვიოლინოზე უკრავს. რობის მასთან, შინ ვესაუბრე. რობი, პროფესიით მასობრივ ღონისძიებათა რეჟისორი ხართ. როგორ აღმოჩნდით მუსიკაში? ჩემთვის რეჟისორობა მიზანი არასოდეს ყოფილა. ქუთაისში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მსახიობ ავთანდილ სახამბერიძესთან დავდიოდი. უბრალოდ რომ ვთქვა, „ვტუსაობდი“. იქ დავმეგობრდი თეატრალებთან. ერთ მშვენიერ დღეს, ეს ჩემი მეგობრები ერთიანად წამოვიდნენ თბილისში და თეატრალურ უნივერსიტეტში მოეწყნენ. იმ პერიოდში, ქუთაისში

თეატრალურის ფილიალი გააკეთეს. დედაჩემმა მთხოვა, თბილისში თუ არა, აქ მაინც ჩააბარე გამოცდებიო. არ მინდოდა გამოცდების ჩაბარება – დარწმუნებული ვიყავი, წერაში მაინც ჩავიჭრებოდი. გადავხედე სიტუაციას და ერთი გოგო მომეწონა. ეს გოგო ახლა ჩემი ცოლია – ირმა სოხაძე. ვიფიქრე, სწავლის დედაც, მაგრამ ამ გოგოს გამო კი ღირს აქ გაჩერება-მეთქი. ირმას ხათრით ჩავაბარე გამოცდები და ვსწავლობდი. თავს არ ვიკლავდი, მაგრამ ლექციებს ვუსმენდი და კარგ რამეებს ვითვისებდი. კულტ-მასობრივი რეჟისურა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მივხვდი, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში გამომადგებოდა. ეს პროფესია სცენაზე ძალიან დამეხმარა. სცენაზე რომ ვდგები, ვცდილობ მაყურებელი შევისწავლო. მასებთან ურთიერთობა წინა მხრიდან უნდა დაიწყო. უკანა მხარეს 15 წუთი მაინც უნდა აჩუქო. შეიძლება, ვინმე არ გისმენს და იმასაც უნდა

75


მიაქციო ყურადღება. უნდა ეცადო, შენი არამსმენელი შენკენ მოიზიდო. შემთხვევით შემოსულსაც უნდა დააკვირდე, რომელიც გაოგნებული გიყურებს და სავარაუდოდ, გაგინებს კიდეც. შეიძლება ამ დროს სიმღერის რომელიღაც ფრაზა ასეთ ადამიანსაც მიუძღვნა, რითაც აგრძნობინებ, რომ სცენაზე დგახარ, მაგრამ ეს ხალხი – მაყურებელი, შენი მეგობრები არიან და თუ ბევრს „გაახურებენ“, „ცუდად ექნებათ საქმე“. ამიტომ მიწევს ზოგჯერ ტექსტებიდან გადახვევა. სცენიდან შეიძლება „პრობლემების მოგვარება“. სწორედ ამ ურთიერთობების აწყობაში დამეხმარა თეატრალური. რა არის თქვენთვის მუსიკა? მუსიკა ჩემთვის ბევრი რამაა, ჩემი სათქმელია. ქუჩაში რომ დავდგე და რამდენიმე ადამიანს ის ვუთხრა, რასაც სცენიდან ვამბობ, ხულიგნობაში გადაიზრდება. ესაა ჩემი თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის ყველაზე ადვილი და მისაღები ფორმა, რომელსაც თამაში არ სჭირდება. მუსიკას რომ ვუკრავ, მსახიობიც შემიძლია ვიყო. თეატრი და მუსიკა ერთად რომ შევკრათ, მიუზიკლი გამოდის და ასე მირჩევნია. ჩვენთან, საქართველოში ეს ფორმა საერთოდ არაა დახვეწილი. ერთი-ორი მცდელობა იყო მხოლოდ ფილმებში და ისიც ინგლისურიდან გადმოკოპირებული. მუსიკა და თეატრი ერთადაა „აუტსაიდერში“. ვის მიიჩნევთ თქვენს მასწავლებლად? ბავშვობის პირველი მასწავლებელი, დედაჩემის მეგობარი – ჩემი ნიურა დეიდა იყო, რომელიც ფორტეპიანოზე დაკვრას მასწავლიდა. მე ქუთაისის გარეუბანში, გუმათჰესის დასახლებაში

ვიზრდებოდი. 1980-იანების დასაწყისში, ამ უბნის ბიჭებმა ჩემამდე მოიტანეს ღირებული დასავლური მუსიკა. ერთმა ჩემზე უფროსი ბიჭმა – დათომ, უბნის სკვერში რუპორივით დინამიკი დააყენა და სახლის გამაძლიერებელზე შეაერთა. სერიოზულ ჯგუფებს გვასმენინებდა. ჩემი ჯგუფის – „აუტსაიდერის“ ჩამოყალიბებაც გუმათში დავიწყე, სადაც გავიცანი უნარშეზღუდული ბავშვების სკოლა-ინტერნატის ენის დეფექტოლოგი თემურ ჯოხაძე, რომელიც ძალიან განათლებული კაცია. მოგვიანებით, ქუთაისის ოპერის თეატრში, სადაც კლუბი გვქონდა, პატარა ოთახში თემურს ყოველთვის კარგი მუსიკა ჰქონდა ჩართული ფონად. ამ ოთახის დიდ ფონოთეკაში მისი და „სტრადივარის“ (ვატო ნებიერიძე) ჩანაწერებიც იყო. ყველაზე დიდი გავლენა ჩემს ცხოვრებასა და მუსიკოსად ჩამოყალიბებაზე მაინც პეტრე მამონოვმა იქონია. მოსკოვში, ალბომის ჩაწერის დროს ამ ადამიანს რომ ვუსმენდი, მივხვდი – არ არის აუცილებელი მუსიკოსს მიზნად მსოფლიოს დაპყრობა ჰქონდეს ამოჩემებული. ვინმემ პეტრე მამონოვს პირველად რომ მოუსმინოს, შესაძლოა არ მოეწონოს, რადგან არ აქვს ის სტანდარტი, აქ რომ მოსწონთ. ეს კაცი წარმოდგენების პროფესიონალია. მისთვის უმნიშვნელოა, ჯგუფთან ერთად უკრავს თუ მარტო. ჩემი აზრით, მამონოვის მოსმენა კონცერტზე უფრო კარგია, რადგან საინტერესო სანახაობაა. პეტრესგან ბევრი რამ მივიღე. თუნდაც ის, რომ მუსიკა და სცენურობა ზომიერად უნდა შეუხამო ერთმანეთს. ტექსტმა დაკარგა ჩემთვის აზრი. თავიდან, ალბათ აუცილებლად მიმაჩნდა, მაგრამ ახლა მთავარია სიტყვა. ხუთსტროფიანი


პერსონა / ინტერვიუ ტექსტიდან შემიძლია ერთი სიტყვა ამოვიჩემო და დიდხანს ვიძახო, რომელიც იმ დღისთვის, იმ სიტუაციისთვისაა მთავარი, სადაც ვარ. მინდა, ეს სიტყვა გაიგონონ, შეიგნონ.

უნდა გააგორო ბუნების წიაღში. იქ დამნაშავეს თავი უნდა ამოაყოფინო და უთხრა, ამ სუფთა ჰაერზე გირჩევნია თუ იქ მოგწონს, სადაც იჯექიო? გადაწყვიტოს, სად ურჩევნია ცხოვრება.

ქართული ინსტრუმენტებიდან რომელი მოგწონთ? ჩვენთან არავინ ეცადა, რომელიღაც ქართული ინსტრუმენტი განევითარებინა, ტექნიკურად მაინც. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქართულ ინსტრუმენტს ავითარებს, ნიაზ დიასამიძეა. მან მშვიდად, საკმაოდ დიდ დროში გააკეთა ძალიან კარგი ფანდურები. უმეტესობას კი ხელში ისეთი ფანდურები უჭირავს, წკიპინ-წკიპინი რომ გააქვს და ჩხაკუნობს. ნიაზის ინსტრუმენტები მსოფლიო დონისაა, რომლის „გამარიაჟებაც“ შეიძლება. უმაგრესი ხმა, ჟღერადობა აქვს ამ ინსტრუმენტებს. თუ გინდა მკერდზე მიიდებ და დაუკრავ, გინდა ფეხებ შორის ჩაიდგამ და ხემით შეასრულებ. თუ გინდა, დაარტყამ – ყველა ვარიანტში ძალიან კარგია. ნიაზმა დღევანდელ ეპოქაში ააჟღერა ეს ინსტრუმენტი.

ქართველი მუსიკოსებიდან ვინ მოგწონთ? ნიკა კოჩაროვის ჯგუფი მომწონს ძალიან. მისი მუსიკა დასაფასებელია. დღეისთვის ერთადერთი ინგლისურენოვანი ჯგუფია საქართველოში, რომელიც უნდა დააფინანსო და დასავლეთში გაუშვა. ნიკას მუსიკალური გემოვნება აქვს, მუსიკალურ ოჯახშია გაზრდილი და უკვე კარგა ხნის სტაჟიც დააგროვა. შეიძლება ვთქვათ, რომ ნიკას ქართული დასავლური მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ბაკურ ბურდული მიყვარს. ძალიან კეთილი ადამიანია. თან, რასაც მღერის, ადვილად ვიგებ. ამავე დროს, ამ მოძრაობაშიც მონაწილეობდა.

თქვენი აზრით, ტერორიზმს რა ეშველება? მარტივია – ყველამ უნდა დააყენოს ტრაკი თავის სახელმწიფოში და საკუთარ თავს მიხედოს. ზოგადად კი, მე ყოველთვის იმ მხარეს ვიქნები, სადაც ევროპაა. ღმერთმა დაგვიფაროს რუსეთთან იმ ურთიერთობის აღდგენისგან, რომელიც მანამდე გვქონდა. შესაძლოა მეზობელი გაგიჟდეს და ერთხელ ან ორჯერ აპატიო, მაგრამ რამდენჯერ უნდა აპატიო? რუსები თბილისიდან 28 კილომეტრში დაბოდიალობენ ჩვენს მიწაზე. ამ დღეებში ტელევიზორში ვუყურე, ვიღაცები ამბობდნენ, თურქეთს კი არა, რუსეთს დავუჭიროთ მხარიო. ქართველებს, თუ ევროპაში გვინდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთში ნატოს ჯარები დგას. თურქეთს კი არა, იმ ჯარებს უნდა დავუჭიროთ მხარი, რადგან ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გვაქვს. რუსეთის მხარეზე გადასვლა ნიშნავს, რომ უომრად და უანგაროდ ჩუქნი მთელ საქართველოს. თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას რა ეშველება, როგორ ფიქრობთ? ის კაცი ხო რგავს მილიონ ხეს?.. ამას წინათ, რაღაც პროექტისთვის მოჭრეს 600 ხე. იცი, რატომ გააკეთეს? ისეთი „გამწვანებულია“ თბილისი, რომ ჯერ უნდა ამოგლიჯო ყველა და მერე უნდა დარგო ის მილიონი ხე. უზარმაზარი ჯარიმა უნდა იყოს გარემოს დანაგვიანებაზე. რა თქმა უნდა, ამისთვის ადამიანის დაჭერა საჭირო არაა, მაგრამ ერთი 3 დღით უნდა ჩაკეტო უბინძურეს ნაგვის კონტეინერში. მერე ეს კონტეინერი

ჩემი თაობა დღეს ნაკლებად მოქმედებს. ლადო ბურდული აკეთებს რაღაცებს, მაგრამ დიდი ხანია ერთ სცენაზე არ გვიმღერია. ლადომ, თავის დროზე, ამ ქალაქში რევოლუცია მოახდინა. თუ ხვდებიან და აფასებენ მის დამსახურებას, კარგია. ირაკლი ჩარკვიანს, დადა დადიანის „ტაქსის“ და კიდევ სხვებსაც დიდი ღვაწლი აქვთ ამ საქმეში... ცუდი ტრადიციაა, რომ აქ იმ შემთხვევაში გაკვრევინებენ სცენაზე, თუ მმართველი პოლიტიკური ძალის მსოფლმხედველობას იზიარებ. პლუს ამას, სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ჯაზის მოყვარული ბევრი პოლიტიკოსი გვყავს და არცერთს როკმუსიკაზე არ უფიქრია. არადა, დასავლეთში თუ რამე რეფორმა გატარდა, ზუსტად სოციალური მუსიკის კარნახით გაკეთდა. როკენროლმა შეცვალა მსოფლიო, ჩვენთან კი ტოტო კუტუნიო ჩამოიყვანეს. მერე – რუსული და უკრაინული ესტრადის მომღერლები. რომელ სოციალურ კვლევაში ჩანს, რომ ჩვენ ევროპაში გვინდა? ახლაც ჩამოიყვანეს ვიღაც რუსი მომღერალი, რომელიც გვიმღერს, რომელ ციხეში, რომელ საკანში ჯობს იჯდე... ე.წ. „ქურდულ სიმღერებს“ მღერის და ამის მოსასმენად, ხალხი სიამოვნებით მიდის. ქუთაისში თუ დაბრუნდებით? სხვათა შორის, ქუთაისიდან მე არსად წავსულვარ. ისე კი, არ არის გამორიცხული. კარგი კლუბის გაკეთებას ვაპირებთ. ქუთაისში ბევრი კარგი არტისტია დღეს – მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები... ამ ქალაქში იმდენად არა აქვს ხალხს საშუალება რაიმეთი გაერთოს, რომ ძაან მეამბოხეები გამოდიან.

77


ინტერვიუ გიორგი ალიბეგაშვილთან

მატარებელში საკითხავი I #6

რუბრიკის სტუმარია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, რომელიც ამ თანამდებობის დაკავებამდე, საზო­ გადოებისთვის აკადემიური წრეებიდან იყო ცნობილი. დღეს იგი დედაქალაქის წარმომადგენ­ ლო­­ბი­თი ორგანოს ხელმძღვანელია, აქვს ბევრი ინიციატივა და გეგმა, რომლებზეც თავად გვესაუბრება. ბატონო გიორგი, სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდით, საზოგადოება გიცნობდათ როგორც აკადემიური წრის წარმომადგენელს. მოგვიყევით საკრებულოს თავმჯდომარეობამდე თქვენი საქმიანობის შესახებ. დავიბადე თბილისში. დავამთავრე 47-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს, ჩავირიცხე ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ყოველთვის ძალიან კარგად მახსენდება განვლილი წლები. უნივერსიტეტშიც, გამორჩეულად კარგი მასწავლებლები მყავდა - რევაზ სირაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, თამაზ ჩხენკელი, თეიმურაზ მაღლაფერიძე, რეზი თვარაძე, იურა ჯაფარიძე. ზოგი უშუალოდ მასწავლიდა, ზოგთან კი, მოგვიანებით დავმეგობრდი და ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადმომცეს: ადამიანური ურთიერთობები, ერთმანეთის პატივისცემა, სამშობლოს სიყვარული (ამას, რა თქმა უნდა, პათეტიკურად არ ვამბობ). შემდეგ დაიწყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეტაპი: შევუდექი მუშაობას უნივერსიტეტში. ამ პერიოდში, გურამ რამიშვილი აყალიბებდა ე.წ. გერმანულ სკოლას და რამდენიმე ახალგაზრდას შემოგვთავაზა, ამ სკოლაში მასწავლებლობა დაგვეწყო. სულ 23-24 წლის ახალგაზრდები ვიყავით. პარალელურად, ვაგრძელებდი სამეცნიერო საქმიანობას, დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, რის შემდეგაც ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი სულხან-საბას პედაგოგიური

78

უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა და მე სასწავლო დარგის პრორექტორად მიმიწვია. ეს, ჩემთვის, ძალიან დიდი გამოცდილება იყო. შემდეგ უკვე თბილისის განათლების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გახლდით. ამ დროს რამდენი წლის იყავით? 31 წლის ვიყავი, როდესაც პრორექტორად დავინიშნე, და სხვათა შორის, მაშინ ძალიან იშვიათი იყო ახალგაზრდა ასაკში ასეთ პოზიციაზე დანიშვნა. ეს ტენდენცია უფრო გვიან შემოვიდა, განსაკუთრებით – ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეს არ იყო იოლი საქმე, რადგან პრაქტიკულად 600 ობიექტის ხელმძღვანელობა მომიწია – 200 საჯარო სკოლის, 200 საბავშვო ბაღის და 200 სპეციალური სკოლის. ამის პარალელურად, უნივერსიტეტში ვმუშაობდი, სადოქტორო დავიცავი, რის შემდეგაც, 2006 წელს, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი გავხდი. ზოგჯერ ვხუმრობ ხოლმე, რომ უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველი დეკანი კორნელი კეკელიძე იყო, ბოლო დეკანი კი მე გახლდით – იმიტომ, რომ მოგვიანებით, ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტები ფაქტობრივად გააუქმეს.


პერსონა / ინტერვიუ პოლიტიკაში როგორ მოხვდით? ისევე, როგორც ნებისმიერ აქტიურ მოქალაქეს, პირდაპირ თუ ირიბად, ყოველთვის გიწევს პოლიტიკაში ჩართვა. ბუნებრივია, მეც, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, წინა ხელისუფლების პერიოდში მქონდა პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე პროცე­ სებთან დაკავშირებით, და 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ დაფუძნდა, მის ჩამოყალიბებაში მივიღე მონაწილეობა, თუმცა მანამდე არასოდეს ვყოფილვარ რომელიღაც პარტიის წევრი. 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გავხდი საკრებულოს წევრი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად ჩემი წარდგენისთვის. ასევე ჩემს კოლეგებს საკრებულოში, ამ პოსტზე მხარდაჭერისთვის. ბატონო გიორგი, თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ რომელი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა? ერთი რამ მინდა ვთქვა: 2015 წელი, მძიმე მემკვიდრეობის გამო, რთული აღმოჩნდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ბევრად სწრაფი ტემპით შევძლებდით არსებული პრობლემების მოგვარებას, მაგრამ იყო გარკვეული სირთულეები, რომლებიც ამა თუ იმ საკითხის უფრო ახლოს შესწავლის დროს იჩენდა თავს. მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ „სითი პარკის“ შემთხვევა, რომლის შესწავლის შედეგადაც გაირკვა, რომ ამ კომპანიასთან, წინა ხელისუფლების პერიოდში, გაფორმდა კაბალური ხელშეკრულება, რომლის გაუქმებაც, დღეს, ქალაქს, 25 მილიონი დაუჯდება. ამდენად, ეს საკითხი ისე ადვილად გადასაწყვეტი არ არის, როგორც ეს ვინმეს წარმოუდგენია. ამ ტიპის თემები ქალაქში ბევრია. მოგეხსენებათ, საკრებულოს ფუნქცია რაც გახლავთ. ეს არის ერთადერთი ორგანო, სადაც მტკიცდება ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც ქალაქში აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი ტიპის საქმიანობას არეგულირებს. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი სამუშაო შევასრულეთ. ჩვენთვის ასევე უმნიშვნელოვანესი იყო, ქალაქისთვის ეფექტიანი ბიუჯეტი დაგვემტკიცებინა. 2015 წელს, პროგრამულ ბიუჯეტზე ეტაპობრივი გადასვლის პირველი მცდელობა განხორციელდა. გასულ წელს, ჩვენ შევძელით გაგვეუმჯობესებინა ჯანდაცვისა და სოციალური პაკეტები. არსებულს დაემატა ახალი პროგრამები: C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის

განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსება; ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია; აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკურორტო მომსახურება, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება და ა.შ. 2015 წლის შეფასებისას, ქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობა შემიძლია ორ ნაწილად გავყო: ერთი – ყოველდღიური სამუშაოა, როგორიცაა კეთილმოწყობა, განათება, დასუფთავება, სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და ა.შ. ანუ ის საქმიანობა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში ყოველდღიურად აწარმოებს. მეორე ნაწილი კი, გახლავთ სტრატეგიებზე მუშაობა, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქს სწორი მიმართულებით წარმართავს. ამ კუთხით, 3 მნიშვნელოვან დოკუმენტს გამოვყოფდი: დაიწყო ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება. ამისთვის გამოიყო 2 მილიონ ლარზე მეტი, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რომლის მოსამზადებელ სამუშაოებში საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა. ტენდერში სულ 11მა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ქართულგერმანულმა საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიამ გაიმარჯვა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ჯგუფის საქმიანობის მოსმენას, თუ რა ეტაპზეა ამ დროისთვის გენგეგმის შემუშავება. 18 თვის შემდეგ, გვექნება ახალი გენგეგმა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქალაქის სწორი მიმართულებით გასავითარებლად – როგორც განაშენიანების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე სატრანსპორტო სისტემის დახვეწის კუთხით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს იქნება სახელმძღვანელო ინვესტორებისთვისაც – იმის განსაზღვრისას, თუ რა მიმართულებით დააბანდონ ფული ჩვენს ქალაქში. შემუშავდა ქალაქის გარემოსდაცვითი ოთხწლიანი სტრატეგია. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი – როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, გამწვანების, ასევე ეკოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილების კუთხით.

79


მატარებელში საკითხავი I #6

საკრებულომ დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და სოციალური დაცვის სამწლიანი პროგრამა, რომელიც ამ მხრივ უპრეცედენტოა. მსგავსი დოკუმენტი თბილისს ჯერ არ ჰქონია. პროგრამის განხორციელების შემდეგ, მთელი ქალაქი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული. ასევე უმნიშვნელოვანესია სამუშაო, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მიმართულებით გავწიეთ. ვგულისხმობ ბაგა-ბაღების რემონტს, მშენებლობას, კვებითი რაციონის გადახედვას, პილოტური პროექტების დაწყებას, როგორებიცაა ფსიქოლოგის, ექიმის ინსტიტუტის შემოღებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სამ საბავშვო ბაღს, აშენდა ერთი ახალი ბაღი, ხოლო მოქმედ საბავშვო ბაღებში არსებული აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად, დამატებით 80 ჯგუფი გაიხსნა, რის შედეგადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში, 3500-მდე ბავშვმა შეძლო ჩართვა და ეს სამუშაო დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა მსხვილი მასშტაბური პროექტების დაწყება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ყველა ასეთი პროექტი წინასწარი პროფესიული კვლევების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. თბილისის მერიის მიერ საცობების მოგვარების, მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის კუთხით, კვლევები დაწყებულია. ასევე აღვნიშნავდი ჩვენ მიერ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისთვის ქონების გადასახადის ათასჯერ შემცირებას. ეს სპორტის მესვეურებსა და მწვრთნელებს წაახალისებს, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს მეტად დაუდგნენ მხარში და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი მოსახლეობის უფრო ფართო ფენებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. რის გაკეთებას გეგმავს თბილისის მუნიციპალიტეტი 2016 წელს? უპირველესად, აღვნიშნავ, რომ იგეგმება მუნიციპალური ავტოტრანსპორტის პარკის განახლება. კერძოდ, ზაფხულში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპული სტანდარტის მქონე ორასამდე ერთეულის შემოყვანას ვვარაუდობთ. დაიწ­ ყება დავით აღმაშენებლის გამზირის სრული აღდგენა, მიმდი­ ნარეობს პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გან­ახ­ლე­ბა და უკვე 6-7 თვეში, ამ მხრივ შვებას ვიგრძნობთ. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც იგეგმება. წლის ბოლომდე, 6 საბავშვო ბაღი შეემატება თბილისს, ხოლო 2017 წლისთვის, ათი ბაღის მშენებლობა დაიწყება. 
აქვე

80

აღვნიშნავ, რომ ჯანდაცვის კუთხით, 2016 წელს, გარკვეული პროგრამების დამატება მოხდება. ესენია ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგი და აღდგენითი თერაპია, ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქალაქს ჰქონდეს მუნიციპალური საკონცერტო და საკონფერენციო დარბაზი, ასევე – მუნიციპალური საავადმყოფო. ამ თემაზე კოლეგებთან არაერთხელ მისაუბრია და ვფიქრობ, ამ კონსულტაციებმა უფრო აქტიურ რეჟიმში უნდა გადაინაცვლოს. დაბოლოს: თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით, თქვენი ოჯახის შესახებ. მყავს მეუღლე, რომელიც უკვე 30 წელია განათლების სისტემას ემსახურება. მყავს ოთხი შვილი. აქედან ორი დაოჯახებულია. ერთ-ერთი ვაჟი ამჟამად ჰანოვერში ცხოვრობს და არის „წითელი ჯვრის“ იურისტი. ჩემი ერთი ქალიშვილი დაოჯახებულია, მეორე კი, ამჟამად გერმანიაში სამთვიან სტაჟირებაზე იმყოფება. უმცროსი ვაჟი წყალბურთელი და მოთხილამურეა, და ამავე დროს, თბილისის გურამ რამიშვილის სახელობის მე-20 საერო სკოლაში სწავლობს. ვცდილობთ, ყველამ ჩვენი ფუნქცია და მიზანი განვახორციელოთ და ვაკეთოთ ის, რაც ყველას ერთად გვაქვს გასაკეთებელი. უმთავრესია, თითოეულ ჩვენგანს გვყავდეს ისეთი ოჯახი, რომელიც მთლიანობაში ქვეყანას მოემსახურება. რა თქმა უნდა, სამშობლოს ძლიერება ყოველთვის თითოეული ჩვენგანის ოჯახზეა დამყარებული.


ტურიზმი

. .

აღმოაჩინე აჭარის აქამდე უცნობი ტურისტული პროდუქტები საქართველოს ზამთრის კურორტები


აღმოაჩინე აჭარის აქამდე უცნობი ტურისტული პროდუქტები www.gobatumi.com

მატარებელში საკითხავი I #6

ბათუმის ზღვისპირა ზოლი

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად გაატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები, თქვენს არჩევანს აჭარაზე შევაჩერებთ. რეგი­ონის საზღვაო კურორტები და მუდმივად განვითარებადი ტურის­ ტული ინფრასტრუქტურა ნამდვილად საუკეთესოა ზღვაზე დასას­ ვენებლად. აქტიური დასვენების სურვილის შემთხვევაში, გან­ საკუთ­რებით საინტერესო ბათუმი და მისი საზღვაო ზოლია. ქალაქი მრავალფეროვანი, გასართობი ტურისტულ-კულტურული ობიექტებით გამოირჩევა, სადაც ზაფხულობით არაერთი ფესტივალი, კულტურული თუ გასართობი ღონისძიება იმართება. ქალაქში ყოფნისას არ მოიკლოთ სიამოვნება დატკბეთ დელ­ ფინების არაჩვეულებრივი შოუს, ბულვარისა და ბოტანიკური ბაღის მრავალფეროვანი ბუნების, საბაგირო გზიდან გადაშლილი ქალაქის შთამბეჭდავი ხედებისა და გონიოს ციხის ღამის ხე­ დების ხილვით. ამ ადგილების მონახულებისას, განსაკუთებით იგრძნობთ ჩვენი ქალაქის სილამაზესა და კულტურულ-ისტო­ რიულ მრავალფეროვნებას, თუმცა აღვნიშნავთ იმასაც, რომ თქვენს საზღვაო დასვენებას მაღალმთიანი აჭარის ერთდღიანი ტურისტული მარშრუტები მრავალფეროვნებასა და დაუვიწყარ მოგონებებს შესძენს. თქვენს ყურადღებას რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ:

მტირალას ეროვნული პარკი

ლაშქრობისა და ჰაიკინგის მოყვარულთათვის ჰაიკინგის, ზიპლაინის, ცხენზე ჯირითის ან უბრალოდ ულამაზეს ბუნებაში გასეირნებისა და პიკნიკის მოწყობის სურვილის შემ­ თხვე­ვაში, გირჩევთ მტირალას ეროვნულ პარკს ეწვიოთ. პარკი ბათუმიდან 40 წუთის სავალზეა და იქ დროის გატარება თქვენ­ თვის ნამდვილი თავგადასავალი იქნება. მტირალას დაცული ტერიტორია დღემდე რჩება კოლხეთის ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვან სახეობათა თავშესაფრად, ხოლო როცა პარკში ცამდე აზიდულ ხეებს შორის ბილიკებს მიუყვები, თავი თქვენც ამ ზღაპრული სამყაროს ნაწილი გგონიათ. მსგავსი თვგადასავალი გელით კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზეც, რომელიც ქალაქიდან 2 საათის სავალზეა. კულტურისა და ისტორიის მოყვარულთათვის მაჭახელას ეროვნული პარკი, ბუნების სილამაზითა და მრავალფეროვნებით, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია

კინტრიშის დაცული ტერიტორია


რეგიონში, თუმცა დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობას განსაკუთრებულ ხიბლს ხეობის კულტურულ-ისტორიული წარსული სძენს. მაჭახელას ეროვნულ პარკში მოგზაურობისას, ეროვნული პარკის გარდა, გირჩევთ მაჭახელას ისტორიულეთნოგრაფიული მუზეუმი, ჩხუტუნეთის ციხე, ასევე ცნობილი, მაჭახელას ისტორიული თოფის მონუმენტი მოინახულოთ და ადგილზე გაეცნოთ თოფის შექმნის ტრადიციას. პიკნიკისა და ველომარშრუტების მოყვარულთათვის თუკი ექსტრიმისა და თავგადასავლების მოყვარული ხართ, მირვეთის ექსტრემალური ველოტური სცადეთ. მარშრუტი ბათუმი-მირვეთი-ბათუმი ერთდღიანია და სრულიად საკმარისია პიკნიკის, თევზაობისა და მირვეთის ულამაზეს ჩანჩქერსა თუ აჭარისწყალზე ბანაობისთვის. ექსტრემალური მარშრუტი ბათუმის ძველი ბულვარიდან იწყება და გზად ქალაქის შემოგარენში არსებულ სოფლებს მიუყვება, რომელიც საშუალებას მოგცემთ დატკბეთ როგორც ბულვარისა და ზღვისპირის ხედებით, ასევე თქვენთვის აქამდე უცნობი აჭარული სოფლების ულამაზესი პეიზაჟებითა და ბუნებით. მარშრუტის დასასრულს, ბზების ხეივნის გავლის შემდეგ, მირვეთის ჩანჩქერზე მოხვდებით, სადაც გული მთის ანკარა წყალში ბანაობითაც შეგიძლიათ იჯეროთ. გურმანებისთვის ახალი და განსაკუთრებული კერძების მაძიებელთათვის აჭარული სამზარეულო ნამდვილი აღმოჩენაა. თუ გსურთ უგემრიელესი აჩმა და იახნი გასინჯოთ, ქობულეთის სოფლებს უნდა ეწვიოთ; ბორანის, სინორისა და მალახტოს გასასინჯად კი ქედას, შუახევსა და ხულოს. კერძების მირთმევისას, არც ქედას ცოლიკაურისა და ჩხავერის უნიკალური სახეობებისგან დამზადებული ღვინის დაჭაშნიკება დაგავიწყდეთ. თუ გაგიმართლათ და მაღალმთიანეთში სტუმრობა რომელიღაც ადგილობრივი ხალხური დღესასწაულის დროს გადაწყვიტეთ, მაშინ 80 წლის ბაბუების მიერ შესრულებული საოცარი „განდაგანას“ მოწმეც გახდებით და ეს შთაბეჭდილება, მერწმუნეთ, ნამდვილად წარუშლელი იქნება.

მაჭახელას ეროვნული პარკი

ველოტური სოფელ მირვეთში

აჭარული კერძი მალახტო

დაბოლოს... ჩვენთან სტუმრობისას, სანამ კონკრეტულ ტურისტულ მარშრუტს აირჩევდეთ, უმჯობესია ჩვენს ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს ეწვიოთ ან დარეკოთ ნომერზე: +995 577 90 90 93; www.gobatumi.com ჩვენს მიერ შემოთავაზებული მარშრუტების რუკასა და დეტალურ ინფორმაციას სწორედ იქ შეიტყობთ და შემდეგ ნამდვილად მშვიდად შეგიძლიათ მორიგი თავგადასავლისთვის მოემზადოთ, რომელიც აჭარის მშვენიერ ბუნებაში მრავლად გელოდებათ.

ჩხავერი


საქართველოს ზამთრის კურორტები

მატარებელში საკითხავი I #6

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ 2013 წლის მაისში დაარსდა. მის მენეჯმენტში არის გუდაურის, ბაკურიანის (დიდველი, კოხტა) გოდერძისა და სვანეთის სათხილამურო კურორტები. 2013-2016 წლებში მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, რამაც ხელი შეუწყო კურორტების განვითარებასა და პოპულარიზაციას. ხელოვნური გათოვლიანება ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი გუდაურსა და ბაკურიანში (დიდველი), რომელიც გარდამტეხი ეტაპია საქართველოს ზამთრის კურორტების განვითარების ისტორიაში. გუდაურში დამონტაჟებულია 29 ე.წ. „თოვლის თოფი“, რომელიც 1100 მეტრიან ტრასას ათოვლიანებს, ხოლო დიდველზე (ბაკურიანი) 34 „თოფი“ და 2 „ზარბაზანია“, რომელიც ხელს უწყობს 2000-მეტრიანი ტრასის გათოვლიანებას. სეზონის გახსნა დამოკიდებული აღარ არის ბუნებრივ კლიმა­ტურ პირობებზე; სათხილამურო სეზონი გაიზარდა 5 თვემდე; კუ­რორ­ ტი გახდა მიმზიდველი ინვესტორებისთვის; უკვე შესაძლებელია საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება; განხორციელდა ეროვნული ნაკრების წევრთა სტაბილური მომზადება. ერთიანი აბონემენტების სისტემა მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა სასრიალო აბონემენტების კუთხით. დამონტაჟდა ავსტრიულ კომპანია SKIDATA-ს უკონტაქტო გამშვები პუნქტები, რომელიც დამსვენებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ერთიანი აბონემენტით გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე, სვანეთში (მესტია, ჰაწვალი). ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინრეჟიმშიც: www.paygudauri. com, ან გუდაურში დამონტაჟებული სპეციალური სწრაფი ჩარიცხვის

აპარატების მეშვეობით. გუდაურში 20 სათხილამურო ტრასაა. ტრასის საერთო სიგრძე 57 კილომეტრია. კურორტზე 4 სირთულის ტრასაა: მწვანე ტრასა – დამწყებთათვის, ლურჯი ტრასა – მოყვარულებისთვის, წითელი ტრასა – პროფესიონალებისთვის, ხოლო შავი ტრასა – ექსპერტებისთვის.

ასევე ფრირაიდის ტრასები გაუკვალავში სრიალის მოყვარულთათვის. სულ 11 საბაგიროა: 1 გონდოლას ტიპის დახურული და 5 სავარძლის ტიპის, 2 საჩოჩიალო და 3 მოძრავი „ხალიჩა“. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან არის საძელე – 3279 მეტრი. გუდაურში მასტერპლანის შექმნა, რომელსაც კანადური კომპანია „ეკოზაინი“ ახორციელებს ! სამთო კურორტების პოპულარიზაციისთვის, მასტერპლანის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის საფუძველზე განისაზღვრება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. გეგმა მოიცავს ახალი საბაგიროების მშენებლობას, დამატბითი სასრიალო ინფრასტრუქტურის განვითარებას, პარკინგზონების შექმნას, სასტუმროების, აპარტოტელების კვებისა და გასართობი ტერიტორიების ადგილმდებარეობისა და მასშტაბის განსაზღვრას. შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა. 2016 წლისთვის, დაგეგმილია ახალი საბაგიროს მშენებლობა დამატებითი სათხილამურო ტრასებით გუდაური-ბაურიანი – უნდა გახდეს 4-სეზონიანი კურორტი „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტით, გუდაურსა და ბაკურიანში გაკეთდა საერთაშორისო დონის ველობილიკები. გუდაურში 5200 მეტრიანი ველობილიკი; ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, 2000-მეტრიანი საშუალო სირთულის, და 2000-მეტრიანი მარტივი ველობილიკები. ასევე, უნარჩვევების პარკი (ველოპარკი).

84


ტურიზმი

ბაკურიანი – დიდველი სულ 7 სათხილამურო ტრასა და 4 საბაგიროა. 1 გონდოლას ტიპის დახურული, 1 სკამებიანი, 1 საჩოჩიალო და 1 ფუნიკულიორი. ტრასის საერთო სიგრძე 14 კილომეტრია. კურორტზე 3 სირთულის ტრასაა. ლურჯა ტრასა – მოყვარულებისთვის, წითელი ტრასა – პროფესიონალებისთვის, ხოლო შავი ტრასა –ექსპერტებისთვის. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი 2702 მეტრია. კოხტას მთაზე, 2015-2016 წლის ზამთრის სეზონისთვის დამონტაჟდა ახალი საბაგირო შუალედური სადგურით. მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, აშენდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული

ინფრასტრუქტურა: სასტუმროები, აპარტოტელები, კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები. კოხტას მთაზე დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის – „დოპელმაიერის“ საბაგირო. ბაკურიანი – კოხტა სულ 3 სათხილამურო ტრასა. ყველაზე მაღალი წერტილია 2100 მეტრი. ტრასების საერთო სიგრძე იქნება 4 კმ. 2 სირთულის: ლურჯი ტრასა – მოყვარულთათვის, ხოლო შავი ტრასა ექსპერტებისთვის. საბაგირო – 6-კაციანი, სავარძლის ტიპის შუალედური სადგურით. მიტარბი 2016 წელს, დაიწყება დაბა მიტარბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ორი საბაგირო და ერთი საჩოჩიალო, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ბოლოს დასრულდება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი, კერძო სექტორი – საინვესტიციო კომპანია GRDC ააშენებს 300 საწოლზე გათვლილ ტურისტულ ინფრასტრუქტურას: სასტუმროებს, აპარტოტელებს, კოტეჯებს, კვებისა და გასართობ ობიექტებს. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას. ბაკურიანი – დამატებითი ატრაქციები კურორტზე დამატებითი ატრაქციების შექმნა პირდაპირპრო­ პორციულია ტურისტების ზრდასთან შესაბამისად. 2016 წლისთვის, ბაკურიანში დაგეგმილია ბიატლონის პარკის პროექტირება და ტობოგანის (მთის ციგის) მშენებლობა.

85


გოდერძი სათხილამურო კურორტი 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა, თუმცა უკვე იქცა უამრავი ტურისტის საყვარელ ადგილად. მთიან აჭარაში მდებარე კურორტს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ოთხივე სეზონზე უამრავ დამსვენებელს მოიზიდავს.

მატარებელში საკითხავი I #6

ტრასების საერთო სიგრძე 8 კმ-ია. 2 საბაგირო: 1 გონდოლას ტიპის, 1 სავარძლის ტიპის – 6-კაციანი. 3 სირთულის ტრასა: ლურჯი ტრასა – მოყვარულთათვის, წითელი ტრასა – პროფესიონალებისთვის, შავი ტრასა – ექსპერტებისთვის. ასევე ფრირაიდის ტრასები გაუკვალავში სრიალის მოყვარულთათვის. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი – 2366 მეტრია.

თეთნულდი თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე, ამ დროისთვის 7 კილომეტრია. აქედან, ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3.5 კილომეტრია, თუმცა 2016 წლისთვის, დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა (სასრიალო გზის კლასიფიკაცია შემდეგია: ლურჯი – მოყვარულთათვის, წითელი – პროფესიონალებისთვის და შავი – ექსპერტებისთვის). ამ ეტაპზე, კურორტზე არის 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, რომლის მშენებლობა საბაგიროების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია „პომამ“ უზრუნველყო. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ ტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ კურორ­ტის პო­პუ­ლა­რიზაციისთვის, მესტია-თეთნულდი-თეთნულდი-მესტიის მი­მარ­­თუ­­ლე­ბით, ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდი ერთდროულად 6806 დამ­ სვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი, ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი, 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. კურორტ თეთნულდზე მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

86


ჯანმრთელობა

. .

რატომ რეპროარტი?

“სწორედ ეს არის ჩემთვის ევროპასთან ასოცირება...”




რატომ რეპროარტი? ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის 22 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საქართველოში, უშვილობის მკურნალობაში, წამყვანი ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპრო­ არტის მისია, ქვეყანაში ამ სფეროს განვითარება, თანა­ მედ­რო­ვე მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვა და ამ მეთოდების მკურნალობის პროცესებში გამოყენებაა. რეპროარტი ამ მისიას უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს.

მატარებელში საკითხავი I #6

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი მკურნალობის ამერიკულ ხარისხს გთავაზობთ. მის თანამშრომლებს უშვილობასთან ბრძოლის დიდი გამოცდი­ ლება აქვთ. აქ დაცულია ყველა სტანდარტი, რომელიც მას სანდო სახელსა და ლიდერობას ანიჭებს. ინოვაციური და თანამედროვე სტანდარტები

კლინიკაში მუდმივად ხორციელდება ცოდნის განახლების პროცესი, ტარდება უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი სამეცნიერო და კლინიკური კვლევები, რეპროარტის სპეციალისტები მონაწილეობენ სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში, რათა მათთვის ხელმისაწვდომი იყოს უახლესი, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები. რეპროდუქციულ მედიცინაში ორი მნიშვნელოვანი კონგრესია: ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციის კონგრესი (ESHRE), და აშშ-ის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის კონგრესი (ASRM), სადაც რეგულარულადაა წარმოდგენილი რეპროარტის ნაშრომები. 2015 წლის 15-18 ნოემბერს, სტამბულში ჩატარდა IWEC – ბიზნესმენ ქალთა საერთაშორისო ფონდის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც გალასაღამოთი დასრულდა. კონფერენციაზე მსოფლიოს 27 ქვეყნიდან წარდგენილი ბიზნესმენი ქალები საზეიმოდ დააჯილდოვეს. საქართველოდან, 2015 წლის გამარჯვებულად დასახელდა ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის მფლობელი და დირექტორი ლიკა ჭყონია. კლინიკა რეპროარტს კავშირი აქვს აშშ-ის, ევროპისა თუ იაპონიის წამყვან კლინიკებთან.

90

რეპროარტში ყველა ის ინოვაციური მეთოდია დანერგილი, რომელიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მეცნიერთა და კლინიცისტთა ერთობლივი შრომით მიიღწევა. ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ულტრათანა­მედროვე აპარატურა და რაც მთავარია – კლინიკის სპეციალისტების ჯგუფი, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, საქართველოდან გაუსვლელად, მკურნალობის ამერიკულ ხარისხსა და შედეგებს გთავაზობთ. ყოველივე ეს, რეპროარტის წარმატების მთავარი კრიტერიუმია. რატომ რეპროარტი?

რეპროარტი გთავაზობთ უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მსოფლიო სტანდარტებს, კლინიკასა და პაციენტს შორის იურიდიულად გამართულ საკონტრაქტო სისტემას, პაციენტის პრობლემისადმი ინდივიდუალურ მიდგო­ მას, კონფიდენციალურობის სრულ დაცვას და კომფორ­ტულ პირობებს. თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სამედიცინო პერსო­ ნალი, აქ მოხვედრილ წყვილებს სასიამოვნო და თბილ გარე­ მოს უქმნის. რეპროარტი – ეს არის: გუნდი, რომელიც შეიქმნა რეპრო­ დუქციულ მედიცინაში მომუშავე პროფესიონალთა გაერთიანებით და მათი გამოცდილების გაზიარებით; კლინიკა, სადაც მკურნალობის სქემა თითოეული წყვილისთვის ინდივიდუალურად იქმნება; ადგილი, სადაც მთავარი, პაციენ­ ტის ჯანმრთელობაა – არა მარტო ბავშვის ჩასახვამდე, არამედ მას შემდეგაც. კლინიკაში დაინერგა პაციენტების პრეინპლანტაციური გენეტიკური სკრინინგისა და დიაგნოსტიკის მეთოდები, რომელიც საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ ემბრიონის ანომალიები საშვილოსნოში გადატანამდე და ამით დავეხმაროთ წყვილებს, რომლებიც ვერ ბედავენ ბავშვის გაჩენას ოჯახში მემკვიდრეობითი და თანდაყოლილი დაავადებების განვითარებისა და მძიმე მანკების რისკის გამო.


ჯანმრთელობა ასეთი კვლევის ჩატარება საჭიროა: თუ არსებობს ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების რისკი, თუ წყვილის ანამნეზში არის თვითნებური აბორტის ორი ან რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქალის ასაკი 35 წელზე მეტია, ან ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში. რეპროარტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის ყოველდღიურ კონტროლს, ლაბორატორიული ტექნიკის ყოველდღიურ მონიტორინგს სპეციალური თანამედროვე აპარატურით, მეთოდოლოგიის თანხვედრას იმ მკურნალობის სქემებთან, რომლებიც ერთობლივად მუშავდება ჩვენი გუნდის ამერიკელ წევრთან – კლინიკის სამეცნიერო დირექტორთან ერთად. ეს გახლავთ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ემბრიოლო­ გიის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, პროფე­სორი – დევიდ მაკკალა. ის ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში 1983 წლიდან მუშაობს და არის მრავალი წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი. „მიგვაჩნია, რომ უშვილობა შეიძლება განიკურნოს, თუ პაციენტი სწორად იქნება მიმართული შესაბამის დაწესებულებაში. უმთავრესია, დადგინდეს უშვილობის მიზეზი და დაინიშნოს სწორი მკურნალობა“, – აცხადებენ რეპროარტის სპეციალისტები. სერვისები: ინ ვიტრო განაყოფიერება; რეპროდუქტოლოგია; გინეკოლოგია; ორსულთა მეთვალყურეობა; ენდოკრინო­ ლოგია; ან­დრო­­ლო­გია–უროლოგია; პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი (PGS) და დიაგნოსტიკა (PGD); იმუნიზაცია; ექოსკოპია; ლაბორატორიული დიაგნოსტიკა; ინ ვიტრო განაყოფიერება; სტანდარტული ინ ვიტრო განაყოფიერება; ICSI – ინტრაციტო­პლაზმური სპერმის ინექცია; TESE, MESA – აზოოსპერმიის დროს, სპერმის ექსტრაქცია სათესლე ჯირკვლებიდან ან დანამატებიდან; ბლასტოცისტის ვიტრიფიკაცია; კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამა; სუროგაციის პროგრამა.

რეპროარტის ქუთაისის ფილიალში ტარდება: უშვილობის მკურნალობა, ქალისა და მამაკაცის გამოკვლევა, ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის მომზადება, ინსემინაცია, გინეკოლოგია, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ჰორმონალური ანალიზები და ექოსკოპია. თბილისის ან ბათუმის კლინიკებში ჩამოსვლა, ისიც მხოლოდ 2-3 დღით, მხოლოდ იმ პაციენტებს დასჭირდებათ, ვისაც ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურები უნდა ჩაუტარდეთ. 2014 წლის 15 სექტემბრიდან, ქართულ-ამერიკულმა რეპროდუქციულმა კლინიკა რეპროარტი-ბათუმმა დაიწყო ფუნქციონირება. ბათუმის რეპროარტში ყველა ის ტექნოლოგია გამოიყენება, რომელიც თბილისსა და მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ ცენტრებშია დანერგილი. რეპროარტის სპეციალისტების მთავარი მიზანი ორსულობის მიღება და რაც მთავარია – ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაა. რეპროარტის მთავარი სამუშაო პრინციპია, პაციენტი არ დარჩეს პაციენტად და აუცილებლად გახდეს მშობელი.

ფილიალები ქუთაისსა და ბათუმში

2014 წლის პირველი თებერვლიდან, გაიხსნა კლინიკის ქუთაისის ფილიალი, სადაც დასავლეთ საქართველოს პაციენტებს, დროისა და ფინანსების დაზოგვით, თბილისში არსებული კლინიკის იდენტური მომსახურების მიღება შეუძლიათ.

91

თბილისი თარხნიშვილის ქ. 17 +99532 2 515 909, +99532 2 94 60 69

ქუთაისი ზვიად გამსახურდიას ქ. 13 +995 591 907 907

ბათუმი ვახტანგ გორგასლის ქ.159 +995 042 2 22 81 80, +995 595 44 11 44

info@reproart.ge reproartclinic@gmail.com www.reproart.ge www.facebook.com/reproartclinic


"სწორედ ეს არის ჩემთვის ევროპასთან ასოცირება..." პროფესორი არსენ გვენეტაძე

მატარებელში საკითხავი I #6

პროფესორები ანდრეას დ. ებერტი, თომას რომერი, დიმიტრი კორძაია, არსენ გვენეტაძე ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში

2016 წლის იანვრის ბოლოს, თბილისში, კერძოდ – ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში, ენდომეტრიოზის ევროპულმა ცენტრმა ორი ექსპერტი მედიცინის დოქტორები – პროფესორები ანდრეას დ. ებერტი (ბერლინი) და თომას რომერი (კიოლნი) მოავლინა. აღნიშნული ორგანიზაცია ენდომეტრიოზის მენეჯმენტის, მკურნალობისა და მართვის ცენტრებს მთელ ევროპაში აფუძნებს და შემდგომში მათთან თანამშრომლობს. დღეისთვის, ასეთი ცენტრი 35-ია. ევროპული სტანდარტის სერტიფიკატის მისაღებად, რამდენიმე საფეხურია გასავლელი. კლინიკა ამ მიმართულებით უკვე ორი წელია ინტენსიურად მუშაობს, შედეგები განიხილეს და სერტიფიცირების ბოლო ეტაპისთვის თბილისში ორი ექსპერტი ჩამოვიდა. მათ სატელევიზიო ინტერვიუებში განაცხადეს, რომ საქართველოში პირველად იყვნენ და არ ელოდნენ, ევროპული სტანდარტის ასეთი კლინიკა თუ დახვდებოდათ. კლინიკის საქმიანობა მათ დადებითად შეაფასეს. ენდომეტრიოზი გავრცელებული დაავადებაა და ის უშვილო ქალთა 40-50%-ს აღენიშნება. ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკას, ენდომეტრიოზის მკურნალობის თვალსაზრისით, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროფესორი არსენ გვენეტაძე – კლინიკის ხელმძღვანელი: ,,თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ, ფორმა მუდმივად შენარჩუნებული უნდა გვქონდეს. თანამშრომლობა უკვე დავიწყეთ.

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის თანამშრომლები გერმანელ კოლეგებთან ერთად

ევროპულ ცენტრთან “ ენდომეტრიოზის თანამ­შრომლობა და ევროპული სერტიფიკატი, კლინიკისთვის მნიშვნელოვანი ხარისხის ნიშანი გახდება

უახლოეს პერიოდში, კიოლნის უნივერსიტეტთან ერთობლივ კვლევას ვიწყებთ. სავარაუდოდ, ორ-სამ თვეში, დაიწყება სტაჟირებების პროგრამა ზემოთ ხსენებულ კლინიკაში, ჩვენი საქმიანობის მონიტორინგი კი, შეუქცევადი იქნება. ასეთი ტიპის ცენტრი, პირველი პრეცედენტია ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს არის ჩემთვის ევროპასთან ასოცირება და არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა. სერტიფიცირების დასტური ნიშნავს, რომ პაციენტები ჩვენს კლინიკაში სრულად იღებენ ისეთივე დონის მკურნალობას, როგორიც წამყვან ქვეყნებშია შესაძლებელი. ჩვენთვის, როგორც რეპროდუქციული პროფილის კლინიკისთვის, პრიორიტეტს უნაყოფობის მკურნალობა წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ ენდომეტრიოზის შემთხვე­ ვაში, ასეთი პაციენტების მართვის თანამედროვე ხედვა სპეციფიკურია. ლაპაროსკოპიული მკურნალობა, ასევე ინ ვიტრო განაყოფიერება, სწორედ ენდომეტრიოზის პრობლემის გათვალისწინებით უნდა მიესადაგოს პაციენტის მდგომარეობას, რათა თანამედროვე სტანდარტის წარმატებას მივაღწიოთ. საბოლოო ჯამში, სერტიფიკატი კიდევ უფრო სერიოზულს და რელევანტურს გახდის ჩვენს კლინიკას, ხოლო მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ექიმების შრომა, ინტელექტი და პროფესიონალიზმი, სათანადოდ შეაფასა ევროპამ, რაც დამატებითი მოტივაციაა მუდმივი განვითარებისთვის“.

92


ფსიქოლოგის კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის მორალური მხარდაჭერა მისამართი: თბილისი, დიღომი, ლუბლიანას 2/6, 1–ლი სართული (მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორია) ელ ფოსტა: zsreproclin@hotmail.com; ტელ: 2 220 065; 2 518 887; 597 511 913

109

www.sabakhtarashviliclinic.ge


ინფორმაცია მგზავრებისათვის

მატარებელში საკითხავი I #6

საერთაშორისო და მაგისტრალურ მიმოსვლის მატარებლებით გადაყვანისას მგზავრები მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და რკინიგზაზე მოქმედი წესები.

პატივცემულო მგზავრებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მატარებლით მგზავრობისას აუცლიბელია თქვენივე უსაფრთხოების მიზნით დაიცვათ შემდეგი წესები: 1. ლიანდაგებზე გადასვლელად ისარგებლეთ მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნელი სხვდასხვა გადასავლელებით; 2. მოერიდეთ ბაქნის ნაპირთან მიახლოებას; 3. არ მიუახლოვდეთ მოძრავ მატარებელს 2 მეტრის ახლო მანძილზე; 4. არ მოადუნოთ ყურადრება როცა თქვენს გვერდით პატარა ბავშვია. 5. მატარებლის მოახლოებისას და ვაგონში ჩახსდგომა-გადმოსხდომის დროს ბავშვებს მოკიდეთ ხელი; 6. ჩასხდომა და ჩამოსვლა განახორციელეთ მხოლოდ მატარებლის სრული გაჩერების შემდეგ. 7. არ შეაფერხოთ ვაგონის ავტომატური კარების მუშაობა კარების მუშაობა; 8. დაუშვებელია ისეთი ხელბარგის გადაზიდვა, რომელმაც შეიძლება დააზიანოს / გააჭუჭყიანოს ვაგონი ან სხვა მგზავრები; 9. აკრძალულია იარაღის, სპეციფიური სუნის მქონე, ცეცხლსაშიში, მომწამვლელი, ადვილაალებადი, ასაფეთქებელი და სხვა საშიში ნივთიერებების გადაზიდვა; 10. აკრძალულია სპირტიანი სასმელების მიღება; 11. აკრძალული სხვა მგზავრთა სიმშვიდის დარღვევა; 12. დაუშვებელია მგზავრობა ტამბურში და გადასასვლელ ბაქნებზე; 13. აკრძალულია ვაგონებში თამბაქოს მოწევა; 14. დაუშვებელია ვაგონიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაგდება (ვაგონებში არსებობს სანაგვეები); 15. მატარებლის მოძრაობის დროს არ შეიძლება ღია ფანჯრიდან თავის და ხელის გადმოყოფა. მგზავრთა ორგანიზებული ჯგუფების გადაყვანა: მგზავრთა ცალკეული ჯგუფების (10 ადამიანი და მეტი) გადაყვანა ხორციელდება განაცხადის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს: შემკვეთი ორგანიზაციის დასახელება; მოთხოვნილი ადგილების რაოდენობა; მატარებლისა და ვაგონის კატეგორია; გამგზავრების თარიღი; გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტი; ანგარიშსწორების ფორმა (ნაღდი, უნაღდო). ჯგუფური გადაყვანის შემთხვევაში, რეზერვირებული ადგილების შესყიდვის ვადად განსაზღვრულია: ნაღდი ანგარიშსწორებისას – განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 3 დღისა, უნაღდო ანგარიშსწორებისას – განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 5 საბანკო დღისა. ინტერნეტბილეთების შეძენა: სს ,,საქართველოს რკინიგზა“ ფიზიკურ პირებს სთავაზობს რკინიგზის ვებგვერდის railway.ge-ს საშუალებით Online რეჟიმში, ადგილობრივი მსვლელობის სამგზავრო მატარებლებზე Visa/Mastercard პლასტიკური ბარათების მეშვეობით შეიძინოს ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტები (ბილეთები). მგზავრების შესახებ ინფორმაციის შეყვანა მგზავრების შესახებ ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. ყურადღება მიაქციეთ გვარის, სახელისა და პირადი ინფორმაციის სისწორეს, რაც აუცილებელი პირობაა მგზავრის მატარებელში დასაშვებად. დასაშვებია ერთი მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებით გაფორმდეს ყველა ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, გარდა საბავშვოსი. მგზავრები მატარებელში დაიშვებიან მხოლოდ იმ პიროვნების მგზავრობის შემთხვევაში, ვის სახელზეც გაფორმდა ბილეთები. ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი საბავშვო ტარიფით გაიცემა 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე. შეძენის დროს აუცილებლად უნდა შეავსოთ ბავშვის დაბადების ან პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები. მგზავრობა ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტით მგზავრობისათვის ვაგონის გამცილებელთან წარადგინეთ ბილეთის შეძენის კოდი და მგზავრების პიროვნების დამადასტურებელ მოწმობა.

94


ინფორმაცია მგზავრებისათვის აუცილებელი პირობაა: პიროვნება, რომელზეც გაფორმებულია დანარჩენი მგზავრების ბილეთები, იმყოფებოდეს მატარებელში ჩასხდომის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრები არ დაიშვებიან მატარებელში. მგზავრს უფლება აქვს მგზავრობისას თან იქონიოს არაუმეტეს 36 კგ ხელბარგისა (სრულ და საბავშვო ელექტრონულ სამგზავრო დოკუმენტებზე). ყურადღება!!! ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის გასვლამდე 2 საათით ადრე, მხოლოდ Online რეჟიმში, ,,საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდის საშუალებით. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი – ბილეთი არ ბრუნდება. თუ მატარებლის გასვლამდე დარჩენილია: არანაკლებ 15 სთ–სა – მგზავრს ექვითება მგზავრობის ღირებულების 0%; 15 სთ-ზე ნაკლები დრო – 15%; 4 სთ-ზე ნაკლები დრო – 30% მგზავრს უბრუნდება სამგზავრო დოკუმენტის (ბილეთის) თანხა სერვისის ღირებულების გარეშე. ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტის დაბრუნებისათვის აირჩიეთ მენიუ ,,შეძენილი ბილეთები“, ღილაკით + ჩამოშალეთ შეძენილი ბილეთების ისტორია და შემდეგ ღილაკზე დაჭერით დაადასტურეთ ბილეთის დაბრუნება. მოქმედი წესების მიხედვით, ბარათზე დაგიბრუნდებათ შესაბამისი თანხა, რაც აისახება შეძენილი ბილეთების ისტორიის თანხის ველში. ელექტრონული ბილეთი შეგიძლიათ დააბრუნოთ მატარებლის გასვლამდე 2 საათით ადრე. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ, ელექტრონული ბილეთი არ ბრუნდება. გამოუყენებელი ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების დაბრუნებისას, თანხის ჩარიცხვა ხორციელდება 3 საბანკო დღეში – მხოლოდ იმ პლასტიკურ ბარათზე, რომლითაც განხორციელდა ტრანზაქცია. თანხის დროულად დაბრუნებაზე პასუხისმგებელია ბანკი. ს/ს „საქართველოს რკინიგზა“ მოგმართავთ თხოვნით, რკინიგზა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ და მოწყობილ ადგილებზე გადაკვეთოთ, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ. რკინიგზის ხაზის უსაფრთხოდ გადაკვეთა მოქალაქეებს ფეხით სავალი ხიდების, გვირაბების, გადასასვლელებისა და სპეციალურად მოწყობილი ფენილების მეშვეობით შეუძლიათ. რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა (სპეციალურ ადგილებზე – იქ, სადაც არ არის ნებადართული), წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვათა კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელსაც შესაბამისი სანქციები მოყვება. პირველ ეტაპზე მოხდება მოქალაქის გაფრთხილება, ხოლო შემდეგ – დაჯარიმება, შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის სადგურებზე, სადაც არ არის ხიდი, ან გვირაბი, ქვეითმა ლიანდაგი ფენილზე უნდა გადაკვეთოს – იმ ადგილზე, რომელსაც აქვს მინიშნება „გადასასვლელი“. ფენილზე გადასვლამდე, მოქალაქე უნდა დარწმუნდეს, რომ ლიანდაგზე არ მოძრაობს მატარებელი, ლოკომოტივი ან ვაგონი. მოძრავი შემადგენლობის მოახლოებისას, მოქალაქემ უნდა გაატაროს იგი, დარწმუნდეს, რომ მეორე ლიანდაგზეც არ არის მატარებლის მოძრაობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაკვეთოს ფენილი. რკინიგზის გადასარბენთან გადასვლისას, მოქალაქემ ყურადღება უნდა მიაქციოს შუქნიშანს, ხმოვან სიგნალსა და შლაგბაუმის მდგომარეობას. გზის გადაკვეთა მხოლოდ ღია შლაგბაუმის დროს არის დაშვებული. ხოლო თუ გადასარბენზე არ არის შლაგბაუმი, მოქალაქე გადასვლამდე უნდა დარწმუნდეს, რომ გადასარბენს არ უახლოვდება მოძრავი შემადგენლობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაკვეთოს გზა. კატეგორიულად აკრძალულია, დაკეტილი შლაგბაუმის დროს გადასვლა, სადგურებსა და გადასარბენებზე გაჩერებული ვაგონების ქვეშ გაძვრომა. ასევე აკრძალულია ლიანდაგის გასწვრივ სიარული 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე. დაუშვებელია რკინიგზის ხიდებსა და გვირაბებში გასვლა, თუკი იქ არ არის ქვეითებისთვის მოწყობილი სპეციალური ბილიკი. კატეგორიულად აკრძალულია რკინიგზის ხაზის გადაკვეთა იქ, სადაც არ არის შესაბამისი ნიშანი. „საქართველოს რკინიგზა“ მოგიწოდებთ, გადაკვეთოთ ლიანდაგები მხოლოდ სპეციალურ გადასასვლელებზე, შესაბამისი წესების დაცვით, და გაუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს!

ცხელი ხაზი „საქართველოს რკინიგზა“. www.railway.ge საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: 2 219 95 73 „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული დეპარტამენტი: 2 19 90 67

satvirto@railway.ge ინტერნეტ-ბილეთები: www.tickets.railway.ge მგზავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მისაღებად, დარეკეთ 24-საათიან საინფორმაციო სამსახურის ნომერზე: 1331; 2 19 90 10

95

1331




აღმოაჩინე აჭარის აქამდე უცნობი ტურისტული პროდუქტები www.gobatumi.com

82 – 83 გვ.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.