რესტორანი
შატრო
ადგილი, სადაც აუცილებლად დაბრუნდებით
მის. ილია ჭავჭავაძის 75 (კუს ტბის ასახვევის მოპირდაპირედ) ტელ: 2 22 78 32; 577 200 779
8 წელი ბევრია!
იანვარი 2015 №70
ნესტან - ნენე კვინიკაძე 2006 წელს, თბილისში, შანიძის 13 ნომერში – სადაც თვეში ერთხელ დასასტამბად მზადდებოდა რეგიონში ყველაზე კარგად დაფინანსებული ერთადერთი ანდერგრაუნდ ჟურნალი „ანაბეჭდი“, სწორედ იქ დაიგეგმა ყოველთვიური, ქართულ-ინგლისური ჟურნალის – „ფოკუსის“ გამოცემის იდეა. მას შემდეგ, ზემოთ ხსენებული მისამართიც შეიცვალა და ზოგადად, დიდი დრო გავიდა.
8 წელი ბევრია!
ჟურნალმა სხვადასხვა ეტაპზე მოიცვა თითქმის ყველა თემა და ქვეყნების უმეტესობა. საინტერესო ავტორებისა და ფოტოგრაფების მონაწილეობით, არქივში სამოცდაათამდე ნომერი დაგროვდა.
ამიტომაც, 8 წლის თავზე, ჟურნალ „ფოკუსის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობას ვტოვებ.
ჰოდა: უნდა იგრძნო, მიხვდე და შეგეძლოს ადგილის დათმობა. ცხოვრება და გამოცდილება სხვა თამაშში გიწვევს და ეს წუთი უნდა დაიჭირო! არ უნდა დაგენანოს ის, რაც დაარქივდა და უკვე ისტორიაა.
ვრჩები მის ავტორად და ვეცდები, ვწერო. წერისთვის ბევრი დრო და პატარა სივრცეა საჭირო.
„ფოკუსმა“ გაუძლო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, 2008 წლის ომს... „ფოკუსმა“ ერთ-ერთ ეტაპზე წიგნის ფუნქციაც შეითავსა.
ჩემთვის წერაა მთავარი.
2
www.focustv.ge
sarCevi
გვ. 19
კულტურა
8 12 19 30
რეკომენდაცია Haya, Glasgow – Ciao, Milano! მანანა და თინა მენაბდეების პორტრეტი ბრინჯაოდან თიბისიმდე
IN FOCUS
34 37 40 44 46
სურვილით შეპყრობილნი 5 წუთი ახალ წლამდე წარმოიდგინე ახალი წელი! სხვა ახალი წელი ვიყოთ უკეთესები
ბიზნესი
52
ESTIA ახალი არტმაღაზია-სახელოსნო ლერმონტოვის 3-ში
58 60
„ავერსი“ 20 წლისაა!
64 68
გვ. 12
WWF -ის ინიციატივით გამართული „ტყის კვირეული“ ზოოპარკში ეკოგაკვეთილით 23 ნოემბერს დასრულდა მიქსტერია – გააგრძელე ზაფხული სოციალური პროექტის „იზრუნე მომავალზე“ მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო
გვ. 30
სილამაზე და ჯანმრთელობა
72 74 76
რეკომენდაციები იოგა ანანდასგან სხეულის სპორტული ფორმა მოდაშია ARYA YOGA
გვ. 52
გვ. 82
მოგზაურობა
82 ინდოეთის ორი მხარე ანუ მწიფე პაპაიას გემო 92 5 წუთით ადრე ევროპულ შობამდე 98 ეგვიპტე შოტლანდიური ვისკი: ხელობა თუ ხელოვნება? 102 მოგზაურობა განსხვავებული ენერგიის ქვეყანაში გასტრონომია
112 სიმღერით მორთმეული კერძი უფრო გემრიელია 114 პირველი „სოციალური კაფე“ ჩვენს სოციუმში 118 პრესტური „შატროში“ გვ. 8
STOP კადრი
პროექტის მენეჯერი: მაიკო წერეთელი მთავარი რედაქტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე ნომერზე მუშაობდნენ: ნესტან ნენე კვინიკაძე ირმა კახურაშვილი მაკა ბიბილაშვილი ბაჩო კვირტია გიორგი კეკელიძე ციკო ინაური გაგა ლომიძე გოგა ჩანადირი თეკლა იორდანიშვილი თამთა დალაქიშვილი სტილისტი: ბაჩო კვირტია დიზაინი: ქეთი დარჩია ფოტო:ზვიად ნიკოლაიშვილი რეკლამა: ნათია მაისურაძე შპს „ფოკუსი“ მელიქიშვილის №1 ტელ: 229 59 19 E-mail: info@focus.ge www.focustv.ge
„ფოკუსისა“ და ვისკი Grants-ის ერთობლივი 124 წვეულება – „მე შენი მადლიერი ვარ“ „სტრადა ჯგუფი“ საქართველოში 123 ავტომობილ GAZelle Next-ის ოფიციალურ გაყიდვებს იწყებს
127 LG-ის ახალი ტელევიზორების პრეზენტაცია 128 TAC-ის ახალი მაღაზიის გახსნა გვ. 92
კულტურა
კულტურა რეკომენდაცია Haya, Glasgow – Ciao, Milano! მანანა და თინა მენაბდეების პორტრეტი ბრინჯაოდან თიბისიმდე
იანვარი 2015 №70
8 12 19 30
6
www.focustv.ge
მუზეუმში გამოყოფილია სივრცე საკონფერენციო დარბაზისთვის. მუშაობს სამხატვრო სალონი, რესტორანი-ლაუნჯი „აკადემია“, საგანმანათლებლო შემეცნებითი ტურები. შესაბამისად, განახლებულია და საექსპოზიციოდ გამოყენებულია მუზეუმის ეზოც. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აკმაყოფილებს XXI საუკუნის მსოფლიო დონის სტანდარტებს და გახდება ხიდი თანამედროვე ქართველი და საზღვარგარეთის ხელოვანთა დაახლოების გზაზე. Working hours from 11:00 a.m. to 6:00 p.m. Day off: Monday Tel: 032 298-60-30; 032 214-84-11. Fax: +995 298-65-52 ელ-ფოსტა: info@momatbilisi.ge www.momatbilisi.ge
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი შენობა (ძვ.კადეტთა კორპუსი) სადაც განთავსდა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რესტავრირებული იქნა 2007-2012 წლებში. რეაბილიტაციის შედეგად შენარჩუნდა შენობის გარეგანი სახე, ისტორიული თავისებურებები, მოხდა შიდა სივრცის მთლიანად გადაკეთება და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გალერეა, ახალი ტიპის საგამოფენო დარბაზებით. თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით, მუზეუმში გამოყოფილია საექსპოზიციო დარბაზი "XXI საუკუნის თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშების" გამოსაფენად, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ როგორც ქართველ მხატვრებს, ისე საზღვარგარეთიდან მოწვეულ შემოქმედებს.
www.focustv.ge
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი 27 7
რეკომენდაცია TBILISI CULTURE GUIDE
თეატრი რუსთაველის თეატრი
მის.: რუსთაველის 17 ტელ.: 272 68 68 14 დეკემბერი
კულტურა
„ნადირობის სეზონი“
რეჟ.: რობერტ სტურუა დიდი სცენა დას.: 19:00 ბილეთი: 6, 7, 8, 9, 10, 12 ლარი
20 დეკემბერი „ქარი მწყურია მე პირდაპირი”
რეჟ.: მურმან ჯინორია ექსპერიმენტული სცენა დას.: 19:00 ბილეთი: 6, 8 ლარი
მარჯანიშვილის თეატრი
17 დეკემბერი
მის.: მარჯანიშვილის 5 ტელ.: 295 35 82
„პროცესი“ ფრანც კაფკა
14 დეკემბერი „ჰაჯი მურატი“ ლევ ტოლსტოი
რეჟ.: დავით დანელია დას.: 20:00 ბილეთი: 14 ლარი
რეჟ.: გიზო ჟორდანია დიდი სცენა დას.: 20:00 ბილეთი: 6-16 ლარი 14 დეკემბერი „უცნობი ქალის წერილები“ შტეფან ცვაიგი
რეჟ.: ნათია ბალაძე სარდაფი დას.: 20:00 ბილეთი: 11 ლარი 21 დეკემბერი
იანვარი 2015 №70
„პირველი სიყვარული“
18 დეკემბერი „ქალი ქვიშაში“ კობო აბე
რეჟ.: დავით დანელია დას.: 20:00 ბილეთი: 11 ლარი
რეჟ.: ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე ექსპერიმენტული სცენა დას.: 19:00 ბილეთი: 6 ლარი 27 დეკემბერი „მოხუცი ჯამბაზები“
რეჟ.: გოჩა კაპანაძე დას.: 19:00 ბილეთი: 15, 20 ლარი 8
www.focustv.ge
SilkTV TV Silk
აპლიკაცია აპლიკაცია ინტერაქტიულიტელევიზია ტელევიზიატელევიზორის ტელევიზორის ინტერაქტიული გარდაახლა ახლაუკვე უკვესხვა სხვამოწყობილობებზეც. მოწყობილობებზეც. გარდა
Silk Up მობილური აპლიკაცია სილქნეტისგან
უფასო მობილური აპლიკაცია, რომლის დაინსტალირება შესაძლებელია ანდროიდზე და iOS-ზე.
18 დეკემბერი „ეჭვი“ ჯონ პატრიკ შენლი
რეჟ.: გურამ ვაშაკიძე დას.: 20:00 ბილეთი: 11 ლარი კინოთეატრები
ფილმები
კულტურა
კ./თ. ამირანი მის.: კოსტავას 36 ტელ.: 299 99 55 კ./თ. რუსთაველი მის.: რუსთაველის 5 ტელ.: 255 50 00
4 დეკემბერი პრემიერა
25 დეკემბერი პრემიერა
“მადაგასკარის პინგვინები“ 3D
Into The Woods
რეჟ.: ერიკ დარნელი, საიმონ ჯ. სმიტი როლებში: ტომ მაკგრეთი, კრის მილერი, კრისტოფერ ნაითი, ბენედიქტ კამბერბეტჩი ჟანრი: ანიმაცია, სათავგადასავლო კომედია 2014 ბილეთი: 7.50 – 12.50 ლარი
რეჟ.: რობ მარშალი როლებში: მერილ სტრიპი, ანა კენდრიკი, კრის პაინი, ემილი ბლანტი, ჯონი დეპი ჟანრი: კომედია, ფანტასტიკა 2014 ბილეთი: 7.50 – 12.50 ლარი
18 დეკემბერი პრემიერა
იანვარი 2015 №70
The Hobbit: The Battle Of The Five Armies
რეჟ.: პიტერ ჯექსონი როლებში: იან მაკელენი, მარტინ ფრიმენი, რიჩარდ არმიტაჟი, ლიუკ ევანსი, ევანჯელინა ლილი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, ქეით ბლანშეტი, ლი პეისი ჟანრი: სათავგადასავლო, ფანტასტიკა 2014 ბილეთი: 7.50 – 12.50 ლარი
გალერეები დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
მის.: შ. რუსთაველის გამზ. 11 24 ნოემბერი– 24 დეკემბერი გამოფენა 10
,,პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში"
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული 1950-იანელთა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ავტორთა მიერ სხვადასხვა წლებში ილუსტრირებული წიგნები. დამთვალიერებელი აგრეთვე გაეცნობა საინფორმაციო მასალას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული არქივებიდან. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გამოფენაზე იხილოს ისეთი ცნობილი ავტორების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, დიმიტრი ერისთავი, თენგიზ მირზაშვილი, გურამ ქუთათელაძე, ლეოპოლდ ძაძამიძე, რევაზ თარხანმოურავი, ლევან ცუცქირიძე, ჟანგო მეძმარიაშვილი, მიხეილ ხვიტია, ალბერტ დილბარიანი, ლევ ბაიახჩევი,
www.focustv.ge
რეკომენდაცია TBILISI CULTURE GUIDE
დიმიტრი ხახუტაშვილი, გოგი ოჩიაური, ავთო ვარაზი, ვალენტინ შერპილოვი, ზურაბ ლეჟავა, უჩა ჯაფარიძე, თამარ აბაკელია, კორნელი სანაძე, რობერტ სტურუა, დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი. საკონცერტო დარბაზი მის.: მელიქიშვილის 1 ტელ.: 299 00 99
მაგალითია. პროექტ „რამიშვილების“ ავტორი „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილია. აღნიშნულ CD ალბომში შესული მუსიკა სწორედ მას და „სუხიშვილების“ ბენდის მუსიკოსს დავით აზირაშვილს ეკუთვნით; არანჟირებაზე კი, ბენდის უკლებლივ ყველა მუსიკოსმა იმუშავა. CD ალბომი დიზაინის შემქმნელი ბაჩა მალაზონია გახლავთ. პროექტ „რამიშვილების“ CD ალბომი „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში ჩაიწერა. პროექტი „რამიშვილები“ განხორციელდა კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით. “სანტა ესპერანსა“ მის.: სანკტ-პეტერბურგის 12 „ვამპირული ომები - პირველი
მუსიკა 19 დეკემბერი ანსამბლ „სუხიშვილების“ ინოვაციური პროექტი “რამიშვილები”
„რამიშვილები“ ნინო რამიშვილის ხსოვნას ეძღვნება. ნინო რამიშვილი თავისი დროის დიდი ნოვატორი გახლდათ და თავად ყოველთვის სურდა ერთაქტიანი მოდერნბალეტის დადგმა. სუხიშვილების სხვა ტრადიციული და მოდერნიზმის ზღვარზე შექმნილი პროექტებისგან განსხვავებით, „რამიშვილები“ რეაქციული ინდივიდუალიზმისა და მინიმალიზმის თვალსაჩინო
www.focustv.ge
11
წიგნები ნადირობა“
ქ.რ. დევისი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ფასი: 12,9 ლარი „მაკულატურა“
ჩარლზ ბუკოვსკი გამომცემლობა : პალიტრა L ფასი: 9 ლარი „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“
ხორხე ლუის ბორხესი გამომცემლობა: ინტელექტი ფასი: 9,4 ლარი „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“
ავტორი: ლუის კეროლი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ფასი: 25,9 ლარი
კულტურა
Haya, Glasgow – Ciao, Milano! ავტორი: გიგა ნანობაშვილი, გაგა ლომიძე ფოტო: გაგა ლომიძე, Getty Images
იანვარი 2015 №70
გლაზგოში ედინბურგიდან ჩავედით. მატარებელი ჯერ კიდევ სადგურს უახლოვდებოდა, როდესაც კედელზე დიდი, ფერადი გრაფიტი შემოგვეგება: People make Glasgow. ეს წარწერა მოგვიანებითაც არაერთხელ შეგვხვდა. როგორც შემდეგ დავადგინეთ, თურმე გლაზგოელების და 42 ქვეყნიდან ამ ქალაქის მოყვარულების გამოკითხვა ჩაუტარებიათ, თემაზე – რით გამოირჩევა გლაზგო. უდიდესმა უმრავლესობამ გლაზგოს ღირსშესანიშნაობად მისი მცხოვრებლები დაასახელა. ამაში მართლაც ადვილად დარწმუნდებით, თუკი გლაზგოს ლანარკშირში, ქლაიდის სანაპიროზე გაისეირნებთ, რომ ათასნაირი ხიდების ხედით ისიამოვნოთ; ან თუკი კეთილმოსურნე ველოსიპედისტებს ან ახალგაზრდა არტისტებს და სტუდენტებს გადაეყრებით, რომლებიც კვირის ბოლო დღეებში სანაპიროზე, გრაფიტიანი კედლების მიმდებარე ტერიტორიებზე იკრიბებიან და ღამის კლუბებში წასვლამდე აქ ერთობიან; გამოგელაპარაკებიან და შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ იმ საღამოს 12
უკვე მეგობრები ხართ, თან დაუვიწყარი ისტორიაც შეიძლება გადაგხდეთ... აქვე, ზედ გლაზგოურ გრაფიტიზე ბარბაროსული ქართული წარწერაც ვნახეთ, ამ წარწერის ავტორების სახელების მინაწერით. მაინც სრულიად არ მესმის საკუთარი არსებობის დამტკიცების ეს უაზრო და დაჟინებული სურვილი. კიდევ კარგი, ქართული დამწერლობა ადგილობრივებისთვის არაბულისგან არ განსხვავდება და ამიტომ ეს ბრალი მათ თვალში მოხსნილი გვაქვს. გლაზგო რომ ძალიან დემოკრატიული ქალაქია, ამაზე მოწმობს თუნდაც თანამედროვე, შუშისგუმბათიანი მეჩეთი. შაბათ დილას, პარასკევის ღამენათევებმა სწორედ ამ მეჩეთისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალი მუსლიმანები შევნიშნეთ. მეჩეთიც, ინდუსტრიული ნაგებობებისა და ქარხნების გამონაბოლქვების ფონზე, უფრო სიზმარში ნანახს ჰგავს... შაბათ დილას კი პარასკევს გართობის მოყვარულების მიერ „გაუბედურებულ-გაპარტახებული“ ქუჩები ისევ „დავარცხნილ“-მოწესრიგებული
www.focustv.ge
კულტურა იანვარი 2015 №70
ვნახეთ, თითქოს წინა დღეს არაფერი მომხდარიყო. თავდავიწყებამდე გართობაც გასაგებია, იმიტომ, რომ კვირის სამუშაო დღეებში ვხედავდით, როგორ მიიჩქაროდნენ სტუდენტები, წიგნებით ხელში, სადღაც – სავარაუდოდ, ბიბლიოთეკებში, შინ, ან საღამოს ლექციებზე. მერეგვიან, „ჯანქ-ფუდ“ დაწესებულებებში მოიბრუნებდნენ ხოლმე სულს და ისევ წიგნებით ხელში, ფეხით ან ველოსიპედებზე ამხედრებულები კვეთდნენ scifi, ფუტურისტული თუ ირონიული გრაფიტებით მიმოფენილ გლაზგოს ქუჩებს. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გაქვთ, თითქოს ამ ქალაქში მარტო სტუდენტები ცხოვრობენ – ისეთი წარმოსადეგები და ამაყები, დახვეწილები და
14
www.focustv.ge
სიმპათიურები, როგორებიც ბრიტანელები არიან; თან ისეთი უშუალოები, რომ ის სტერეოტიპიც (ხშირად – საფუძვლიანიც) გვიქრება, როდესაც ბრიტანელებში მაინც კოლონიალისტებს ვხედავთ. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ეს უკვე სხვა თაობაა – ჯანსაღი, და არა ის თაობა, რომელიც 1960-1970-იან, ან თუნდაც, 1980-იან წლებში იყვნენ სტუდენტები. ამათი სამყარო ბევრად უკეთესი იქნება, დარწმუნებული ვარ. ალბათ მათი გლაზგოა ის, რომლის გამოც ქალაქის სლოგანად იქცა: People make Glasgow. საინტერესოა, ნეტავი რამდენად დამაჯერებელია თბილისური სლოგანი: Tbilisi loves you?
www.focustv.ge
გლაზგოში ედინბურგიდან ჩავედით. მატარებელი ჯერ კიდევ სადგურს უახლოვდებოდა, როდესაც კედელზე დიდი, ფერადი გრაფიტი შემოგვეგება: People make Glasgow
15
ქანდაკება ამ თავსაბურავის გარეშე აღარავის უნახავს. ესეც ერთგვარი ანარქისტული და ირონიული დამოკიდებულებაა ხელისუფლების მიმართ, რაც ზესერიოზული ქართველებისთვის, ალბათ, ტანტალოსის და ხილის ისტორიას ჰგავს.
კულტურა
და რადგან არქიტექტურა ვახსენეთ, არც გლაზგოს ზეთანამედროვე ნიმუშები უნდა დაგვავიწყდეს. განსაკუთრებით კი საკონცერტო დარბაზი ჰიდრო, რომელიც 13 000 მაყურებელზეა გათვლილი და ლონდონური არქიტექტურული კომპანიის Foster+Partnersის მიერაა აგებული. სწორედ ეს, მფრინავი თეფშისმაგვარი შენობა მასპინძლობდა წელს ევროპული „ემთივის“ დაჯილდოების ცერემონიალს; ნაგებობა, რომელიც რაღაცით თბილისის 112-ის შენობას მოგაგონებთ. ცერემონიალის მთავარი წამყვანი, ასე ვთქვათ, დიასახლისი – ნიკი მინაჟი გახლდათ, რომელიც სცენაზე რუხ კოსტიუმსა და სამხედრო ჩექმებში გამოწყობილი დაეშვა. მას დროდადრო წამყვანობაში ენაცვლებოდნენ აფროჯეკი, ბრიტანელი სუპერმოდელი ჯორდენ დანი, ამერიკელი რესლერი და მოდელი ტყუპი დები – ბრი და ნიკი ბელები და ევროპული „ემთივის“ დაჯილდოების ცერემონიალის ლამის ყოველწლიური
იანვარი 2015 №70
სტუდენტური ცხოვრებისგან განუყრელია გართობის ცნება. ეს ქალაქი სწორედ გასართობი საშუალებების თუ დაწესებულებების სიმრავლით გამოირჩევა და ბევრი სხვა ქალაქისგან განსხვავებით, სიცოცხლის მაჯისცემა აქ მთელი ღამის განმავლობაში იგრძნობა – იმის მიუხედავად, რომ გასართობი დაწესებულებები მხოლოდ დილის 3 საათამდე მუშაობს. ვიქტორიას ხანის ესთეტიკის შესაბამისად აგებულ შენობებს თუ ჩარლზ რენი მაკინტოშის არქიტექტურულ შედევრებს შორის მაინც თითქოს მუდმივად იგრძნობა წარსულით სიამაყეც და იმავდროულად, ირონიაც, რაც ყველაზე ცხადად გლაზგოს თანამედროვე ხელოვნების გალერეის წინ მდგარი ველინგთონის ჰერცოგ ართურის ქანდაკების ნახვისას გიჩნდებათ. კარლო მაროკეტის მიერ დამზადებული ეს ქანდაკება აქ 1844 წელს, ჰერცოგის სიცოცხლეშივე დაიდგა. 1980-იან წლებში კი მას თავზე კონუსისებრი საგზაო ნიშანი წამოახურეს. მას შემდეგ ჰერცოგის 16
www.focustv.ge
შემდეგ, ეკრანზე ქეითი პერის წინასწარ ჩაწერილი მიმართვა გაუშვეს, რომელმაც „საუკეთესოდ გამოწყობილის“ და „საუკეთესო ვიდეოს“ ნომინაციაში სიმღერით Dark Horse გაიმარჯვა. პერის გარდა, წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი მიმართეს მაყურებლებს ასევე „საუკეთესო მამაკაცი შემსრულებლის“ ნომინაციაში გამარჯვებულმა ჯასთინ ბიბერმა და „საუკეთესო როკშემსრულებელმა“ Linkin Park-მა, რომლებიც თავიანთ ფანებს ერთგულებისთვის მადლობას უხდიდნენ. საერთოდაც, ყველაზე სახალისო იყო ის, რომ მუსიკოსების ერთი ნაწილი არ ესწრებოდა ცერემონიალს. ამით ისინი თითქოს გაექცნენ ზედმეტ თავისტკივილს. ასე რომ არ ყოფილიყო, ადვილი წარმოსადგენია, რა ჯოჯოხეთად ექცეოდათ მთელი საღამო იმავე ქეითი პერის, ჯასთინ ბიბერს, ბეიონსეს თუ One Direction-ს, რომელთაც თავიანთი ჯილდოების ასაღებად სცენაზე ათასჯერ ასვლა დაჭირდებოდათ. ერთი სიტყვით, 17 ჯილდოს მფლობელიდან მხოლოდ 5 ესწრებოდა ცერემონიალს. დიასახლისმა ნიკი მინაჟმა ცოტა ხნით თავის კოლეგებს დაუთმო წამყვანის სტატუსი, რადგან მას „საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის“ ჯილდო უნდა მიეღო. ამ მარათონში მან ისეთი სტუმარი – სერიალ „მაშველების“ ვარსკვლავი დევიდ ჰასელჰოფი. „ემთივის“ სარეკლამო რგოლებში კი, მინაჟის გარდა, რედფუ და სლეშიც მონაწილეობდნენ. შოუს მსვლელობისას კანადელი მომღერალი კიესა გამჭვირვალე ტელეფონის ჯიხურიდან გამოვიდა და თავის მოცეკვავეებთან ერთად სიმღერა Hideaway შეასრულა, რომელსაც ცოტა ხანში სცენაზე ბრიტანელი მომღერალი Charli XCX შეენაცვლა და მაყურებელი თავისი ორი სინგლით – Boom Clap-ით და Break the Rules-ით გაამხიარულა.
სწორედ ეს, მფრინავი თეფშისმაგვარი შენობა მასპინძლობდა წელს ევროპული „ემთივის“ დაჯილდოების ცერემონიალს; ნაგებობა, რომელიც რაღაცით თბილისის 112-ის შენობას მოგაგონებს www.focustv.ge
17
იანვარი 2015 №70
კულტურა
არიანა გრანდე ან 5 Seconds of Summer, მეორე მხრივ, სცენას იკავებდნენ ისეთი როკლეგენდებიც, როგორებიცაა U2, სლეში თუ ოზი ოსბორნი. მაგალითად, U2-მ, რომელსაც დღესდღეობით თავის მუსიკალურ კარიერაში საუკეთესო დღეები ნამდვილად არ უდგას, ახალი სიმღერა Every Breaking Wave იმღერა. სლეში კი ამ დარბაზში, ალბათ თავისი მეგობრის, ოზი ოსბორნის შოუში მონაწილეობამ მიიყვანა, რომელსაც „გლობალური კერპის“ ჯილდო გადასცა, სიტყვებით: „წყვდიადის უფლისწული ოთხი ათწლეულის განმავლობაში როკს უკრავდა მათთვის, ვისაც გამბედაობა ყოფნიდა, რომ მისთვის მოესმინა. ეს ბიჭი ვერასოდეს გახდება ჩვეულებრივი. მან ბევრ ადამიანს დასცა შიშის ზარი, მაგრამ ჩემთვის ის სათნო ადამიანი და ჯენტლმენია“. ოზი ოსბორნმა კი ამასთან დაკავშირებით, მხრები აიჩეჩა, როგორც ჩვევია ხოლმე და თქვა: „კაცმა არ იცის, საიდან მოიტანეს ეს ჯილდო, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია, რომ ამ ღამეს თქვენთან ერთად ვარ“. ასე დასრულდა 2014 წლის „ემთივის“ ევროპული მუსიკალური ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი და წელს, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად, აქვე დაასახელეს მომავალი წლის ცერემონიალის მასპინძელი ქალაქი – მილანი.
ჰიპ-ჰოპ მუსიკოსები დაამარცხა, როგორებიცაა: დრეიკი, კანიე უესთი, ემინემი და იგი აზალია. მოგვიანებით, სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ედ შირანი, რომელმაც აკრობატ მოცეკვავეებთან ერთად შეასრულა თავისი Thinking Out Loud. მას მოყვებოდა „საუკეთესო მსოფლიო წარმოდგენა“ – ენრიკე იგლესიასი სიმღერებით I'm A Freak და Bailando. ნიკი მინაჟის თანაწამყვან არიანა გრანდეს სცენაზე რამდენჯერმე მოუწია ასვლა, რომ თავისი ჯილდოები მოეგროვებინა, ხოლო ახალი ჯიშის, One Direction-ით შთაგონებულმა ბოიბენდმა 5 Seconds of Summer ზედიზედ ორი ჯილდო მოიპოვა – საუკეთესო „ახალი შემსრულებლის“ და „საუკეთესო აღმოჩენის“ ნომინაციებში. ევროპული „ემთივის“ დაჯილდოების ცერემონიალის თითქმის ყოველწლიურმა სტუმარმა – ჯგუფმა Thirty Second to Mars ჯილდო „ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო შემსრულებლის“ კატეგორიაში დაიმსახურა. საერთოდ, წელს პოპ და როკშემსრულებლებს შორის ბალანსი იგრძნობოდა. თუკი ამ წარმოდგენაში, ერთი მხრივ, მონაწილეობდნენ 18
www.focustv.ge
მანანა და თინა მენაბდეების პორტრეტი ავტორი: კიტი იოსელიანი ფოტო: ლევან–ლეკო ჭყონია ხელოვნების რომელი დარგითა თუ მიმდინარეობით უნდა იყოთ გატაცებული, რომ უნიჭიერესი დების – მანანა და თინა მენაბდეების თაყვანისმცემლები არ იყოთ?.. ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქვეყანას მოევლინებოდნენ, მათმა ყველასათვის პატივსაცემმა ბებიებმა – დებმა იშხნელებმა საკუთარი სიმღერით ხალხი დაატკბეს და თავი შეაყვარეს მთელ საქართველოს. „ფოკუსის“ მკითხველებს საშუალება გეძლევათ, ძველ, ნამდვილ თბილისურ ისტორიებს თვალი გადაავლოთ, რომლებსაც ექსკლუზიურად თქვენთვის, უნიჭიერესი დები მენაბდეები გაიხსენებენ და საკუთარ შემოქმედებაზე, იდეალებსა და პირად ცხოვრებაზეც გიამბობენ. გვერწმუნეთ, წინ დაუვიწყარი წუთები გელით – ექსკლუზიურად „ფოკუსის“ მკითხველებისათვის – უშუალო, გულწრფელი და დახვეწილი, არაორდინარული და სხვა სიმაღლეზე მდგომი დები მენაბდეები!
დები მანანა: შეგვიძლია დავიწყოთ იმით, რომ თინიკოზე 7 წლით უფროსი ვარ. საოცრად მინდოდა მოვლენილიყო ამქვეყანაზე და არასოდეს მიეჭვიანია მასზე. იყო მსუქანი, ოქროსფერი თმით, დიდი შავი თვალებით და ძალიან საყვარელი! მაგრამ დიდი უბედური ჰყავდა გამჩენს... მე ვიყავი ძალიან დამჯერი. თინიკო გაიხურავდა კარს და არავინ იცოდა, სად იყო. ძებნა იყო ბოლოს გამოცხადებული, მე კი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვრეკავდი: „მე ვარ აქ, მე ვარ იქ...“
www.focustv.ge
19
თინა: მანანას უფრო მოუწესრიგებელის, გიჟის, გადარეულის იმიჯი ჰქონდა, სინამდვილეში კი, პირიქით იყო – აბსოლუტური გიჟი ვიყავი – მეორე სართულიდან ქოლგით ვხტებოდი.
ოჯახი თინა: ვინ არ იკრიბებოდა ჩვენს სახლში... საუბრობდნენ, მსჯელობდნენ, კითხულობდნენ, მღეროდნენ, ფილმებს უყურებდნენ... ძალიან ლამაზი და ლაღი ბავშვობა გვქონდა. მანანა: მახსოვს, ნამდვილი ზეიმი იყო ბებიების რეპეტიციები – დაწყებული მათი საუბრით და
დამთავრებული მათი შესრულებით... სტუმრები არასოდეს გვთხოვდნენ სკამზე შევმდგარიყავით – გინდა თუ არა, იმღერეთო. თუ მოგვინდებოდა, ვიმღერებდით – არავინ გვთრგუნავდა.
კულტურა
დედა მანანა: დედა ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო. მახსოვს, როცა ვიძინებდი, მაშინ ხაზავდა. ძალიან ზუსტი ხელი ჰქონდა და ასევე, საოცრად ხატავდა. დედა ხომ ისეთი ადამიანია, რომელიც ჩაგიხუტებს, მოგეფერება. დედაჩვენი – არა. ძალიან თავშეკავებული იყო. ამ დროს, გახლდათ საოცრად ნაზი, თბილი და ლმობიერი ადამიანი. თინა: მამაჩემისგან მახსოვს, კალთაშიც ჩავუჯენივარ, მოსაფერებელი სიტყვაც უთქვამს. დედისგან კი, არ მახსოვს საერთოდ, რომ ან შევექეთ ან რაიმე კარგისთვის ხაზი გაესვა. ასეთი ხასიათი ჰქონდა. ძალიან მკაცრი იყო.
საოცრად სათნო, ხალასი ადამიანი.107 წლისა გარდაიცვალა და მაშინაც კი ბავშვი იყო... მანანა: ჩემი პირადი ბებია გახლდათ მამის დედა – ქალბატონი ელენე მიქაბერიძე. ფისოს ეძახდნენ – იყო ძალიან გამხდარი, უზომოდ ნაზი ქალი.
მამა თინა: სხვათა შორის, „ვერაგობაში“ ცოტათი მამაჩემს ვგავარ. იმ დროს ძალიან რთული გახლდათ ინსტიტუტში მოხვედრა, მამა უზომოდ განათლებული კაცი იყო და სულ სხვის მაგივრად გადიოდა გამოცდებზე. ერთხელ დაიჭირეს კიდეც – რა გვარი ხარო, და მენაბდეო, მექანიკურად უპასუხა.
გამზრდელები მანანა: რადგან დედ-მამა მუშაობდა, ბებია კი გასტროლებზე იყო, მეორე ბებიასთან, მამის დედასთან და მამიდასთან ვცხოვრობდი, დაახლოებით ორწლინახევრის ასაკიდან. ბებია მარტო ვერ ეზიდებოდა ამ სიმძიმეს, რასაც ჩემი მოვლა ერქვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი. ამიტომაც, მყავდა ქურთი ნინა, რომელსაც დავყავდი რუსულ სკოლაში.
პირადი ბებიები
იანვარი 2015 №70
თინა: ქალბატონი თამარ იშხნელი ჩემი პირადი, უსაყვარლესი ბებია იყო! გახლდათ
20
www.focustv.ge
31 დეკემბრამდე
სესხების გათამაშება მოიგეთ ბინა ბაკურიანში ORBI PALACE-ში და სხვა პრიზები LOANS RAFFLE
www.tbcbank.ge
კულტურა სულ ასეთი ხუჭუჭა ვიყავი, ბუნებრივად, თან კანის მუქი ფერი მაქვს. ამიტომ ერთხელ მამიდა და ბებია მეხუმრენ: შენ, შვილო, ქურთი ნინას შვილი ხარო. ძალიან განვიცადე ეს ამბავი, ძლივს დამამშვიდეს. ამის შემდეგ, სკოლაში რომ მივყავდი, სულ ვთხოვდი, მოშორებით ევლო, რომ ბავშვებსაც ასე არ ჰგონებოდათ. თინა: ჩემი გამზრდელები ძალიან განსხვავდებოდნენ ქურთი ნინასაგან. ერთი გამზრდელი მასწავლიდა ეტიკეტს: 15 თეფში, 17 ჩანგალი, 27 დანა და 100 ჭიქა უნდა გამომერჩია სხვადასხვა კერძებისათვის. მეორე მასეირნებდა და მაღალფარდოვან თემებზე მესაუბრებოდა. 12 წლის ვიყავი, ეს ქალბატონები უსამსახუროდ რომ დავტოვე – მშობლებს განვუცხადე, ბიურგერები ხართ, რადგან მოსამსახურეები გყავთ-მეთქი.
იანვარი 2015 №70
სკოლა თინა: სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ისეთი „ცუდი“ ბავშვი ვიყავი, რომ ასე მიწერდნენ ნიშნებს: „მენაბდე, დაეგდე, ხუთიანი...“ ერთადერთი, რაც მიყვარდა და რის სამეცადინოდაც ვჯდებოდი, მათემატიკა იყო. მანანა: თინა არც მეცადინეობდა. მგონი, სანამ სკოლიდან შინ მოვიდოდა, გზაში სწავლობდა გაკვეთილებს. 22
www.focustv.ge
კულტურა
სახლის ეზო მანანა: ვორონცოვზე, პირველ სართულზე ვცხოვრობდით. ძალიან მომცრო ზომის ეზოა. ჩვენ ზემოთ ცხოვრობდნენ წვერავები და კიდევ, ფილოსოფოსი – ივანე მაჩაიძე. წვერავებს ჰყავდათ ქალიშვილი – პატარა ლენა. ერთად ვთამაშობდით ხოლმე და ეს ეზო, ჩემს წარმოდგენაში, იყო გემბანი. ჩვენ ვიყავით ხან ეკიპაჟი, ხან მეზღვაურები. ამ დროს ივანე მაჩაიძე გადმოდგებოდა და ამ ქვეყნის ავს და კარგს გვიხსნიდა, გვეუბნებოდა, როგორ უნდა გვეცხოვრა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით და ა.შ. თინა: სახლის ქვემოთ იყო ორი სარდაფი. ერთთან იჯდა ქურთი შაღო, რომელსაც ფიზიოლოგიურად ჰქონდა 2 გული, მეორესთან – სათიკა. მზესუმზირას ჰყიდდნენ და ერთმანეთს ექიშპებოდნენ, ვინ მეტს გაასაღებდა. იმ სარდაფებში ცხოვრობდნენ, ენით აღუწერელ საცოდაობასა და სიღატაკეში, თუმცა ვერ წარმოიდგენთ, როგორი არაჩვეულებრივი ბავშვები ჰყავდათ. არაფერი გააჩნდათ, ქუჩაში ნაპოვნ ნივთებს ხეხავდნენ და იმით თამაშობდნენ. მე იმდენი სათამაშო მქონდა, რომ ვერ ავუდიოდი. ჩემთან ამოდიოდნენ და გახარებულები მიყვებოდნენ, რომ თავადაც ჰქონდათ ჩემნაირი სათამაშოები. არასოდეს მითქვამს, რომ საწოლების ქვეშ სათამაშოებს ჩუმად მე ვუტოვებდი...
საოცრება
იანვარი 2015 №70
მანანა: ბებიასთან რომ ვიყავი, მახსოვს, რაღაცას მაცმევდა... საბავშვო კორსეტივით იყო, თავისი „პოდვიაზკები“ ჰქონდა და ზედ ჩულქებს მიმაგრებდა. ოთახში ღუმელი იდგა, მასზე – ჩაიდანი, მე ტახტზე ვიდექი და ეტყობა, სიყვარულისგან, ბებიას ზურგზე მოვახტი, მან თავი ვერ შეიმაგრა და დაეცა... ზემოდან მე დავეცი, ღუმელიდან ჩაიდანი გადმოვარდა და სახეზე მდუღარე წყალი გადამესხა... დიდხანს მივლიდნენ... მამაჩემი იმ დროს რუსეთში მუშაობდა. ვუყურებდი მამიკოს სურათს და ვამბობდი, რომ თუ ჩამოვიდოდა და მაკოცებდა, ყველაფერი გამივლიდა... მართლაც ასე მოხდა! ჩამოვიდა, სულ დამიკოცნა სახე და გამიარა... რა საოცარია, არა?! თინა: ქუჩას, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი, მაშინ ორჯონიკიძის ქუჩა ერქვა. ერთი ქალი დამამახსოვრდა ძალიან კარგად. დილით, ფანჯრიდან რომ გადავიხედავდი, თუ ჩემს ფანჯარას უახლოვდებოდა, ე.ი. 5 წუთი მქონდა დრო სკოლაში წასასვლელად, თუ ფანჯრის ქვეშ იყო – უნდა ავჩქარებულიყავი და თუ უკვე 24
www.focustv.ge
მოგვიანებით, მადონა შემიყვარდა, ზემფირაც მომწონდა თავის დროზე. ძალიან მიყვარს Radiohead და ემი უაინჰაუსი. მაიკლ ჯექსონი აბსოლუტურად ცალკე დგას ჩემთვის – მიმაჩნია, რომ ასეთი ფენომენი არც ჯექსონამდე და არც მის შემდეგ, მსოფლიოში არ დაბადებულა...
კინო
კულტურა
თინა: ბავშვობიდან პირდაღებული ვუყურებდი ფილმებს. ოჯახური კინოსეანსებიდან დაწყებული, კინოსტუდიაში გამართული მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენებით ზურგით იყო – ე.ი. ძალიან მაგვიანდებოდა! ცოცხალი საათი მყავდა, ფაქტობრივად!
განსხვავებული ჩაცმულობა მანანა: არავის სიამოვნებს ფორმით სიარული. მე სკოლაშიც კი არ მცმია ფორმა. ჩემი პედაგოგი იყო პეტრე თუმანიშვილი. ისტორიას გვასწავლიდა. ჩემი დანახვისას, ასე ამბობდა: „აი, ბატონო, მოვიდა ჩვენი იტალიელი!“ რატომ ვიყავი იტალიელი, არ ვიცი, მაგრამ ასე შემარქვა ბატონმა პეტრემ. თინა: ბებიაჩემმა გადაწყვიტა, რომ ზამთარში ქურქი უნდა მცმოდა. რომელ ქურქზე იყო ლაპარაკი?! როგორ ჩავიცვამდი?! იანვარში, წარმოიდგინეთ, ფორმით მივდიოდი და უკან ბებიაჩემი მომდევდა ქურქით. მოვიდოდა სკოლაში, დაკიდებდა ამ ქურქს, მე შინ ისე ვბრუნდებოდი, რომ უკანაც არ მომქონდა და მის წამოსაღებადაც ბებიას უწევდა მისვლა.
იანვარი 2015 №70
მუსიკა მანანა: ფალიაშვილის 33ა-ში რომ ვცხოვრობდი, გვერდით მეზობლად მყავდნენ წულაძეები – ნიაზ დიასამიძის დედა ნუცა და მისი ძმები. მოგეხსენებათ, მათი დედა – ნიაზის ბებია, ფრანგი იყო, ამიტომ მას და მის მეუღლეს საფრანგეთიდან ფირფიტები ჩამოჰქონდათ. იქ მოვუსმინე პირველად The Beatles-ს. ალბათ მეშვიდე კლასში ვიყავი. სულ თავიდან, The Rolling Stones-იც მომწონდა, მაგრამ მერე – აღარ. უფრო მიყვარდა ჯიმ მორისონი – The Doors – ეს იყო ჩემი საყვარელი ჯგუფი. 1966–1967 წლიდან, ჯაზმენებიდან ძალიან ხშირად ვუსმენდი ბილ ევანსს. პასტორიუსს ვუსმენდი ცალკე, როგორც ბასგიტარისტს, ასევე ფრენკ ზაპას. უფრო თანამედროვეებიდან, ძალიან მომეწონა ჩილი გონზალესი, ასევე ემი უაინჰაუსი. ძალიან მომწონს მადონა, პრინცის ზოგიერთი სიმღერა, მაიკლ ჯექსონი ძალიან მიყვარს!
დამთავრებული, არაფერს გამოვკლებივარ. დღესდღეობით, დოკუმენტური კინო მიმაჩნია წამყვან ჟანრად.
თინა: Led Zeppelin მიყვარდა, ფრენკ ზაპაზე ვგიჟდებოდი! ჯაზზე ვაფანატებდი...
მანანა: დღევანდელი გადასახედიდან, ჩემთვისაც დოკუმენტური კინოა ძალიან 26
www.focustv.ge
მნიშვნელოვანი ჟანრი! თუმცა ძალიან მინდა გადავიღო კატო ჯავახიშვილის „ცხვარი“ და უკვე მაქვს წარმოდგენილი, როგორ გადავიღებდი კამიუს „უცხოს“.
ისტორია
კულტურა
თინა: ტარკოვსკის ფილმი გადიოდა კინოთეატრ „ყაზბეგში“ და ჩვენ, ძალიან დიდი ბრიგადა, წავედით სანახავად. მაშინ დიდი ბუმი იყო თბილისში მანანაზე – ყველა ნაბიჯს უკონტროლებდნენ და ჭორავდნენ... მენაბდეს... ისევ შარვალი აცვია“. ჩვენ გავიგეთ ეს რომ თქვა და ავხმაურდით, რომ მანანასაც არ გაეგო. უცებ ვხედავთ – მანანა თითს უკაკუნებს ბეჭზე ამ ქალს, რომ უკან გამოახედოს და ეუბნება: „ქალბატონო, მე თქვენ დაგპირდით, რომ აქ შლეიფიანი კაბით მოვიდოდი?..“
მანანა მენაბდე ძალიან გვიან დავიწყე ხატვა. 27 წლის ვიყავი, პირველად ფუნჯი რომ ავიღე. მოგეხსენებათ ალბათ მხატვრების დაჯგუფებაზე, სახელად „მეათე სართული“. მე ვარ „მეათესართულელი“! ძალიან დიდი ბრიგადა იყო... მარჯანიშვილის თეატრშიც ვმუშაობდით, სამხატვრო აკადემიაშიც. ერთად ვაკეთებდით ყველაფერს. დღეში, მაგალითად, ვხატავდი 40 ესკიზს. ასე დავიწყე და შემდეგ, გერმანიაში, უკვე სხვა პლასტში გადავიდა ეს ყველაფერი. გერმანიაში ძვირია საღებავები და ამიტომ დავიწყე კოლაჟების კეთება.
იანვარი 2015 №70
გალერეა, რომელშიც სექტემბერში მქონდა გამოფენა, ზუსტად იმ სახლის პირდაპირაა, სადაც გავიზარდე. ეზოში დღემდე ძველებურადაა შემორჩენილი ყველაფერი, არაფერი შეცვლილა. თინა: მანანას ჩანახატების ერთ-ერთი ღირსება ის არის, რომ სახეს არ ხატავს. უბრალოდ, პლასტიკას ხატავს და ადამიანში, თუნდაც უცნობში, იჭერს ხასიათის ზუსტად იმ თვისებას, რომლის მეშვეობითაც წარმოუდგენელია, არ იცნოთ. ტელევიზორშიც კი რომ გქონდეს კონკრეტული ტიპაჟისთვის თვალი მოკრული, მანანას ჩანახატში იცნობთ!
თინა მენაბდე სამედიცინო ინსტიტუტში მინდოდა მესწავლა, თუმცა ჩემმა მეგობრებმა ცუდი როლი ითამაშეს ამ პროფესიული არჩევანის შეცვლაში – დამასწრეს თავის ქალის ტრეპანაციას და ამან ისე ცუდად იმოქმედა, რომ გონება დავკარგე.
დარბაზში ხალხი დაგვხვდა – რა გითხრათ, – გადაპრანჭული და გადაღებილი. შევედით, დავსხედით და მანანა რომ დაინახა ერთერთმა – თან ესიამოვნა, თან არ ესიამოვნა, – გადაულაპარაკა ვიღაცას: „შეხედე მანანა 28
www.focustv.ge
ნიკა მემანიშვილი მოვიწვიე და გრანდიოზული პრემიერა დავგეგმე კინოთეატრ „ამირანში“. ფილმს ცოცხალ აკომპანიმენტს უწევდა სიმფონიური ორკესტრი, ტექსტს სუბტიტრები ახლდა, თითო-ოროლა ფრაზა იყო. დიდხანს ვმოგზაურობდი, იმიტომ, რომ თეა იყო უზომოდ ცუდად... მთელი თბილისი ერთად დადგა ჩემს მხარდასაჭერად. ლანა ღოღობერიძემ, შემიძლია ვთქვა, რომ დედობა გამიწია. ძალიან დიდი თანადგომა გამიწია ონკოლოგმა რუსუდან დონდოლაძემ, მანანა ბერიკაშვილიც სულ გვერდით მედგა. ზურა წერეთელმა ერთ მომენტში, შვილი სიკვდილს გამომაგლეჯინა ხელიდან... დაავადება ვერ დავამარცხეთ... დღესდღეობით, ორი შვილი მყავს. დათო ვენეციაში ცხოვრობს, არქიტექტორია და ასპირანტურაში სწავლობს. ძალიან საინტერესო ადამიანია. განო უნიჭიერესია და გამიმართლა, რომ მისი მეუღლე – კოტე თოლორდავაც ასეთი ნიჭიერი და კარგი ადამიანია. მოგვიანებით, მე, სანდრო მაზიაშვილს და დათო ჩოკოლაშვილს გვქონდა სტუდია, სადაც
მუსიკა, კინო, თეატრი და მხატვრობა იმდენად ორგანული იყო ჩემი ოჯახისთვის, რომ ბუნებრივია, ჩემზეც აისახა ეს ყველაფერი. გავედი მართლაც ურთულეს, არაკონკრეტულ გამოცდაზე – შესაძლებელი იყო, ნებისმიერი სფეროდან დაესვათ შეკითხვა და ამომწურავი პასუხი უნდა გაგვეცა... 800 ადამიანი აბარებდა და 24 ადგილი იყო, თან – კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე 4 წელიწადში ერთხელ იყო მიღება. დღე და ღამე ვკითხულობდი და საჭმელს ლანგრით შემომიცურებდნენ ხოლმე. სადიპლომო ფილმი ჯემალ თოფურიძის მოთხრობის მიხედვით გადავიღე. ფილმსაც, მოთხრობასავით, „გამოუსწორებელი“ ჰქვია. ჯემალი მანანას ბავშვობის უახლოესი მეგობარი იყო, საოცრად კარგი მწერალი. ამ ფილმით ფესტივალებზე ვიმოგზაურე. გახმოვანებაზე ვმუშაობდით. მანამდე, მე და კახა მელითაურს გვყავდა რეჟისორების ჯგუფი თეატრალურ უნივერსიტეტში და ძალიან კარგი თაობა გამოვუშვით. 7 წლის განმავლობაში ტელეკომპანია „მზის“ ძალიან დიდი განყოფილების პროდიუსერი ვიყავი – გახმოვანება მებარა. „ბრავო რეკორდსშიც“ ვმუშაობდი გარკვეული პერიოდი, „პირველ არხზეც“. ასევე, „სოფლის ნობათის“ აბსოლუტურად ყველა სარეკლამო რგოლი ჩემი და კახას გადაღებულია.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, კინოსტუდიაში ვიყავი. ლანა ღოღობერიძემ ორ ფილმში გადამიღო. სხვებმაც გადამიღეს, თუმცა მსახიობობა არასდროს მხიბლავდა. მქონდა ოჯახი, რომელიც 2 წლის თავზე დავანგრიე. მყავდა ორი შვილი – დათო და თეა. შემდეგ შემხვდა ადამიანი, რომელიც ძალიან შემიყვარდა – უნიჭიერესი კინორეჟისორი კახა მელითაური. ერთ დღეს ჩვენი პროფესიული გზები გადაიკვეთა. შემდეგ შეგვეძინა შვილი – განო. გადავიღე ჩემი, ფაქტობრივად, სადებიუტო ფილმი – „ლურჯა ცხენები“. კომპოზიტორად
www.focustv.ge
29
ბრინჯაოდან თიბისიმდე
იანვარი 2015 №70
კულტურა
ისტორიული ბალთების გამოფენა „თიბისი არტ გალერეაში“
ნოემბერში „თიბისი არტ გალერეამ“ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ბრინჯაოს ჭვირული ბალთების უნიკალურ კოლექციას უმასპინძლა. გამოფენაზე სახელწოდებით „ბრინჯაოდან თიბისიმდე“ წარმოდგენილი იყო საქართველოში, ზემო რაჭის რეგიონში აღმოჩენილი 18 ისტორიული არტეფაქტი, რომლებიც ძვ.წ.აღ.-ის VIII-VI და ახ.წ.აღ.-ის I-III საუკუნეებით თარიღდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ონის სამუზეუმო ექსპონატები კერძო საგამოფენო სივრცეში გამოიფინა და ფართო საზოგადოებას მათი თბილისში ხილვის საშუალება მიეცა. საქართველოში აღმოჩენილი ბრინჯაოს ბალთებით დაინტერესება
სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ XIX ს-ის 30-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში, შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის გამო, ბევრი ექსპონატი უკონტროლოდ გაიტანეს საზღვარგარეთ. სწორედ ასე აღმოჩნდა ბრინჯაოს ჭვირული ბალთები ევროპისა და ამერიკის კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში. დღეს ისინი დაცულია ნიუიორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში, ბრიტანეთის მუზეუმში, ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმში, ჟენევის მუზეუმში, კიევის ისტორიულ მუზეუმში, ერმიტაჟში, მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში, საფრანგეთის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში, პარიზის აზიური ხელოვნების მუზეუმში. სამწუხაროდ, დღემდე ბევრი მათგანი შეუსწავლელია და შესაბამისად, კავკასიური კულტურის კონტექსტშიც არ მოიაზრება. ბრინჯაოს ბალთების სუფთა ქართული წარმოშობა ზემო რაჭაში 1939 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად დადგინდა. ამ ექსპედიციის დროს, სოფელ ღების მახლობლად, მიაკვლიეს სამარხებს, სადაც დიდი რაოდენობით ბრინჯაოს ბალთების ნიმუშები აღმოჩნდა, 30
www.focustv.ge
რის შემდეგაც საბოლოოდ ცნობილი გახდა ამ ბალთების ქართული წარმოშობის შესახებ. ბალთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის ისტორიაში. მათში საქართველოს უძველესი, თვითმყოფადი კულტურის ადგილობრივი ტრადიციები ყველაზე სრულად არის გამოვლენილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ძეგლები წარმოგვიდგენენ წინაქრისტიანული ხანის საქართველოს მხატვრული მელითონეობის უკანასკნელ ეტაპს და თითქოს აგვირგვინებენ ამ დარგის ბრწყინვალე ტრადიციებს. ბალთების ყველაზე მრავალფეროვანი კოლექცია სწორედ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. დღესდღეობით მუზეუმი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. რამდენჯერმე მომხდარმა მიწისძვრამ შენობა სერიოზულად დააზიანა. განადგურება ემუქრება იქ დაცულ უმნიშვნელოვანეს (14 000 არტეფაქტი) არქეოლოგიურ, ნუმიზმატიკურ, პალეონტოლოგიურ, ზოოლოგიურ, ეთნოგრაფიულ ექსპონატებსაც. გამოფენის გახსნას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
www.focustv.ge
31
IN FOCUS
IN FOCUS სურვილით შეპყრობილნი 5 წუთი ახალ წლამდე წარმოიდგინე ახალი წელი! სხვა ახალი წელი ვიყოთ უკეთესები
იანვარი 2015 №70
34 37 40 44 46
32
www.focustv.ge
Happy New Year Shopping Mall
TBILISI CENTRAL
IN FOCUS
სურვილით შეპყრობილნი ავტორი: სოფო ხუციშვილი
- მოითხოვე და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგეღება... - ნუთუ მართლა ასე იოლია?! – გავიფიქრე, როცა სკოლაში საღვთისმეტყველო გაკვეთილზე მასწავლებლისგან ეს ფრაზა გავიგონე. მას შემდეგ ვინ მოთვლის, რამდენი რამ ვისურვე, რამდენი მოვითხოვე, რამდენჯერ დავაკაკუნე... ხან იღებოდა მოწყალების კარი, ხან - არა; ხან მწყდებოდა გული, ხან კი აკვიატებულ ოცნებაზე უარს ვამბობდი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მთავარია იცოდე სინამდვილეში რა გსურს, რეალურად რა გჭირდება. შენი სურვილების მართვა უნდა შეგეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარის წისქვილებთან ბრძოლა არ აგცდება... მახსოვს, ადამიანების სურვილებზე სერიოზულად პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა იერუსალიმის ვიწრო ქუჩებში ხეტიალისას ფართო მოედანზე, გოდების კედლის წინ აღმოვჩნდი.
იანვარი 2015 №70
– ფურცელზე სურვილები ჩამოწერე და აქ მოათავსე! – გულწრფელი ენთუზიაზმით მირჩია ჩემმა არგენტინელმა თანამგზავრმა; თან ღიმილით უზარმაზარ და უძველეს, ნათალ ქვებს შორის დარჩენილ ღრიჭოებზე მიმითითა. კედელი ფურცლებით იყო გადათეთრებული – ქათქათა ფურცლებით, რომლებიც მთელი მსოფლიოს სურვილებს იტევდა. გამოგიტყდებით, მაშინ ძალიან მომინდა თითოეული ამ გზავნილის გახსნა და მსოფლიოს უამრავი ქვეყნის, სხვადასხვა აღმსარებლობის, სხვადასხვა ასაკის ავტორთა იდუმალი სურვილების წაკითხვა – ასე ალბათ იოლად შევძლებდი გამეგო, სინამდვილეში რა სურთ ადამიანებს.
კი გვარწმუნებენ, რომ ბედნიერება მადლიერებაშია; თუმცა მადლიერებას სურვილებით აღტკინებული ვერასოდეს განიცდი. ბუდიზმშიც იგივე ხაზი ვითარდება – ჰიმალაის მთებში მოღვაწე ბერებს სჯერათ, რომ ნირვანას მხოლოდ მაშინ მიაღწევ, როცა მტანჯველი სურვილებისგან სრულად გათავისუფლდები. სათქმელად ადვილია, მაგრამ საკუთარ სურვილებზე უარის თქმა ხშირად შეუძლებელია. განსაკუთრებით კი ახალ წელს – წელიწადის ერთადერთ ჯადოსნურ დღეს, როცა გაქვს შანსი, ჩაიფიქრო და აგისრულდეს! ალბათ ამიტომაც შიშვლდება ყველას ტკივილი, ოცნება და მისწრაფება სწორედ ამ დროს... ამიტომაცაა ამ ღამით განსაკუთრებით თვალშისაცემი ადამიანთა ვნებები. ბავშვობაში ახალი წლის საკმაოდ საინტერესო აღქმა მქონდა – იგი გულუბრყვილო, მაგრამ ბრაზიან ბიძიას მაგონებდა, რომელსაც უზარმაზარი ფეხები ჰქონდა.
ფილოსოფოსები ამბობენ, რომ კაცობრიობას ერთი რამ გვაერთიანებს – ყველანი ბედნიერებას ვესწრაფვით. წმინდა მამები
– გულუბრყვილო იმიტომ, რომ ყველა მის მოტყუებას ცდილობდა: სამზარეულოში 34
www.focustv.ge
ფუსფუსით დაღლილი დედა, მაღალი არტერიული წნევით დატანჯული ბებო, ათასი საზრუნავით თავგაბეზრებული მამა, მითიური „მეცხრე ბლოკიც“ კი, რომელიც მთელი წელი გათიშული იყო და მხოლოდ ამ ღამით აკაშკაშებდა ჩვენს ქუჩას; სხვათა შორის, ვატყუებდი მეც, რომელსაც 12 საათზე ძილის გარდა არაფერი მსურდა, მაგრამ მაინც ყურებამდე გაღიმებული ვიყურებოდი ზეცაში, რათა „ბიძია ახალ წელს“ სათანადოდ შევგებებოდი. რატომ ბრაზიანი? – გარშემო ყველა ისეთი გულმოდგინებით ცდილობდა მისი გულის მოგებას, რომ დავიჯერე – ახალი წლის განრისხება არ ღირდა. რაც შეეხება მის უზარმაზარ ფეხებს, ჩემთვის ამოუხსნელი იყო, როგორ ახერხებდა ერთი უხილავი ახალი წელი ერთდროულად ყველა ოჯახში შემობიჯებას. ახალი წლის ჩემი ბავშვობისდროინდელი აღქმა განსაკუთრებით მაშინ მახსენდება ხოლმე, როცა დეკემბრის ბოლო დღეებში სამზადისით გართულ ადამიანებს ვაკვირდები ქუჩაში,
www.focustv.ge
35
მაღაზიაში, სამსახურში... როცა ვხედავ, როგორი თავგანწირვით ცდილობენ, კეთილდღეობის, უზრუნველობისა და ბედნიერების ილუზია შექმნან. ბავშვობაში მეგონა, რომ ეს ყოველივე ამ მისტიკური არსების – ახალი წლის – შიშით კეთდებოდა. ახლა კი ვიცი – ადამიანების ეს მონდომება ერთი მიზნითაა ნაკარნახევი – ბოლოსდაბოლოს, ახდეს მათი სურვილები და მოვიდეს სანუკვარი ბედნიერების განცდა. უცნობია, ვინ ან რატომ მოიგონა ახალი წლის ტრადიცია, რატომ არის მასთან დაკავშირებული ამდენი მითი თუ ცრურწმენა. მე მაინც მგონია, იგი სიმბოლოა იმისა, რომ ცხოვრება პრობლემებითაც მშვენიერია, რადგან ის მუდამ გვაძლევს შანსს, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ახლა თორმეტის შესრულებას 5 წუთი უკლია და ჩემი ფანჯრიდან მოლოდინით განაბული თბილისი მოჩანს. ვიცი, ახლა თითოეულ განათებულ სარკმელში სურვილების, იმედისა და ოცნებების კორიანტელია. მე კი გისურვებთ ყველას (და საკუთარ თავსაც), ნუ გავხდებით სურვილების ტყვე. მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის და არა ისე, როგორც გვსურს რომ იყოს; შევიყვაროთ ყოველი დღე, რომელიც თენდება და მერე, მჯერა, ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს მაღაზია ფოკუსის მკითხველს განსაკუთრებულ საჩუქარს სთავაზობს.
-35% ფასდაკლება ნებისმიერ პროდუქტზე.
5 წუთი ახალ წლამდე ავტორი: ბაჩო კვირტია მე მგონია, მე ასე ვფიქრობ, რომ ახალი წლის დღესასწაული, ეს მოვლენა, თითოეული ადამიანისათვის ერთდროულად ამაღელვებელი, სასიხარულო და სევდიანიცაა – ვისთვის თვალხილულად და ვისთვის გაუცნობიერებლად. მაგრამ სამივე ემოციას ადამიანი უსათუოდ განიცდის. მუდამ ვფიქრობ, და ვერაფრით ვპოულობ სულ მცირე, უსუსურ პასუხსაც კი – რა არის დრო, სიცოცხლე, ცხოვრება, ჩვენი მოძრაობა, ქმედებები, მიზნები, ემოციები. მაგრამ ეს ღრმად ფილოსოფიური ფიქრები და განსჯანი საპნის ბუშტს ემსგავსება და წამსვე ქრება, როცა ცხოვრების პროზაული ნაწილი – დიდი და ძლევამოსილი სუბსტანცია სწრაფად და მოქნილად ჩააქრობს, გაცრეცს და წაშლის ხოლმე ჩემი გონების ხანმოკლე გამოთიშვას გარესამყაროსგან.
ახალი წლის დღესასწაული, მთელი თავისი მშვენიერებით, ახალი წლის დადგომამდე გარკვეული დროით ადრე, მოსვლისას და მას შემდეგ, ხომ საინტერესო, მრავალფეროვნად ემოციური და თვალგონებაგულის წარმტაცი მოვლენაა, მაგრამ განსაკუთრებულად შინაარსიანი და გრძნობისმიერ-გონებისმიერი მგონია ის რამდენიმე წუთი, სანამ თორმეტი საათი ზარს ჩამოკრავს და ირგვლივ ჟრიამული პიკს მიაღწევს. ჩემი აზრით, დროის ეს მცირე მონაკვეთი ყველაზე საინტერესო და მეტსაც გეტყვით – მისტიკურია, რომელზეც ბევრ ჩვენთაგანს ოდესმე მაინც უფიქრია, ზოგიერთი ყოველთვის ფიქრობს, ზოგს კი არც არასოდეს გაუვლია ეს ფიქრი გონებაში. მაგრამ რაკი დროსა და სივრცეში არსებობს ეს წუთები, ეს მომენტი, შესაბამისად არსებობს მასთან დაკავშირებული აზრიც, ემოციაც, კითხვაც და პასუხიც. რაზე მიფიქრია მე, და შესაძლოა სხვა ადამიანებსაც, ამ დროს – ახალი წლის დადგომამდე ხუთიოდე წუთით ადრე? იმაზე, რომ აი, ჩემ წინ მდგარი, მორთული ნაძვის ხე განა გუშინ არ იყო, რომ გასულ წელთან შესახვედრად ბავშვებთან ერთად მოვრთე?..
www.focustv.ge
37
IN FOCUS
მე შემიძლია ვნახო ისინი ბავშვობაში, ახალი წლის ღამეს... ხომ ვითომ უცნაური აზრი და ფიქრია, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ არის უცნაური. მერწმუნეთ.
იანვარი 2015 №70
განა სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი ზამთრის დღის დაღამება და ახალი დღის დადგომა არ არის, რომელიც ადამიანებმა ჩვენებური „ზიზილ–პიპილოებით“ მოვრთეთ და გავალამაზეთ, მნიშვნელობა შევძინეთ და საკუთარი გამონაგონით თავს ვიტყუებთ, თავს ვირთობთ, გემრიელი კერძებისა და სასმელის მირთმევის მიზეზს ვიქმნით, ცხოვრებას ვიხალისებთ, რომელიც „ისედაც ხანმოკლეა“... ეს ყველაფერი ასე ვთქვათ „საერთო“ ფიქრებია, რომლებიც ჩემ გარდა ალბათ უამრავ ადამიანს მოსვლია თავში ახალ წლამდე ხუთიოდე წუთით ადრე, მაგრამ ის, რაზეც ყოველ 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიფიქრებ ხოლმე, ეს არის:
ახალი წლის დადგომამდე 5 წუთით ადრე ყველაზე მძაფრად ვგრძნობ დაღლილობას და ჩემი წარმოსახვა, მახსოვრობა, იმ ადგილებში გადამისვრის ხოლმე, სადაც ათეულობით წელია არ ვყოფილვარ და ალბათ აღარც არასოდეს მოვხვდები. მაგალითად, ასეთი ადგილია საბაღე ნაკვეთი თბილისთან ახლოს, ძალიან დიდი ხნის წინ ცხონებულმა ბაბუაჩემმა ჩემს უმცროს ძმას რომ უყიდა, რომელიც მაშინ საოცრად იყო გატაცებული მებაღეობით და ვაზის მოვლით. დავდიოდით მე და ჩემი ძმა იქ, ვბარავდით, მწვანილი და პომიდორი მოგვყავდა, შემოდგომით ყურძენს ვკრეფდით და ღვინოს ვაყენებდით. საღამოობით, ჩვენს დეიდაშვილთან ერთად, ღვინოს ან არაყს ვსვამდით და ვთვრებოდით, მერე გარეთ გამოვდიოდით, ვყვიროდით, ვიცინოდით, ვმღეროდით. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. დაკეტილი იყო ნაკვეთების ჭიშკრები. ჩვენ დავხეტიალობდით აღმა-დაღმა, ღვინის მოსანელებლად, მერე ვბრუნდებოდით ბაბუაჩემის ნაკვეთში, სადაც სახლი იდგა, და ვწვებოდით. ლოგინშიც დიდხანს ვმხიარულობდით, არ გვეძინებოდა. მერე ის ნაკვეთი გავყიდეთ. ჩვენთან ერთად,
ამ დროს ყოველთვის ვფიქრობ, ნეტავ დროში მამოგზაურა და ცალი თვალით მაინც შემახედა ჩემი, დედაჩემის და მამაჩემის ბავშვობისათვის ახალი წლის ღამეს. მაჩვენა, როგორ უხარიათ ეს დღესასწაული, როგორ ელიან თორმეტი საათის შესრულებას, რითი ერთობიან და რა საჩუქრებს იღებენ. ვოცნებობ ხოლმე, რომ მათ გვერდით მამყოფა, რამე მაკითხინა, მომაფერებინა და გულში ჩამახუტა საკუთარი თავი, დედა და მამა - ბავშვობისას. ეს არ არის სენტიმენტალური აკვიატება და ნაივური თვისება – სრულიად ბუნებრივი სურვილი და ერთგვარად, ვარაუდიც კია, რომ თეორიულად 38
www.focustv.ge
ჩემთვის მაინც პირობითია და ეს აზრი არასოდეს მშორდება.
ბაბუაჩემმაც და ჩვენმა დეიდაშვილმაც. ნეტავ ახლა, ახალ წლამდე ხუთი წუთით ადრე იქ რა ხდება-მეთქი, ამას გავიფიქრებ ხოლმე ყოველთვის. რატომ – არ ვიცი... ყოველთვის მახსენდება ბავშვთა და მოხუცებულთა სახლები, უნარშეზღუდულ ბავშვთა პანსიონები. მახსენდება იმიტომ, რომ სამივეგან რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და კიდევ ბევრჯერ წავალ და რითაც შევძლებ, ყველაფრით დავეხმარები. მოხუცებულთა სახლში კი რამდენიმე წლის წინ, სწორედ 31 დეკემბერს ვარ ნამყოფი. და ერთ-ერთ ოთახში გაშლილი საახალწლო სუფრა – ის, თუ რითი ხვდებოდნენ იქაური მოხუცები დღესასწაულს, როგორ გვაყოლებდნენ თვალს, როგორი გამოხედვა ჰქონდათ, როცა მათ ოთახში შევიხედავდით, როგორ ეძინა რამდენიმეს, ისე, რომ ჩვენი სტუმრობა არც გაუგია, და როგორი დავბრუნდი უკან, ჩემს სიცოცხლეში არასოდეს დამავიწყდება... და სწორედ ახალ წლამდე ხუთი წუთით ადრე მახსენდება მუდამ და ყველაზე მძაფრად. გარდა ამისა, სხვა ადგილებიც, ადამიანებიც მახსენდება იმ წუთებში და საბოლოოდ ჩემი წინასაახალწლო განწყობა ძალიან მრავალგვარი და კონტრასტულია. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, არ შემიძლია უბრალოდ ვიმხიარულო და ჩვეულებრივად, ბანალურად შევხვდე ახალი წლის დადგომას, რომელიც
www.focustv.ge
კიდევ ერთი სიტყვით რომ გითხრათ, ახალი წლის დღესასწაულს, ჩემი აზრით, ძალიან უხდება უცნაური ფიქრები, მახსოვრობა, გარინდება და ღვინო. კეთილი სიმთვრალე და მსუბუქი სევდა, თოვლი და წლობით დავიწყებული ადგილები, ადამიანები და ამბები, რომლებიც შენს წარმოსახვაში თითქოს ფანჯრის შეღებული სარკმლიდან შემოიპარება და ნაძვის ხეზე ჩამოკიდებულ ფერად, ციმციმა სათამაშოს ოდნავ შეარხევს, ესტუმრება შენს გონებას, მერე კი უკან გაუდგება გზას. მახსოვრობისკენ. რომ საჭირო დროს ისევ შენთან დაბრუნდეს. აი, ამ ბოლო ხუთი წუთის გამო მიყვარს ახალი წლის დღესასწაული, როცა ის ფიქრები და მოგონებები სწორედ იმ დროს და იმ მომენტშია ყველაზე მძაფრი და საგრძნობი, დაუვიწყარი და კარგად ნაცნობი. ყველაფერი დანარჩენი ფაციფუცია. ამაოებაა. წარმავალი და სასაცილოა. ჩემი ახალი წლის დღესასწაული ეს არის – 23:55.
39
IN FOCUS John Lenon- ის კედელი პრაღაში
წარმოიდგინე ახალი წელი! ავტორი: ციკო ინაური
იანვარი 2015 №70
წარმოიდგინე, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ხედავ, ხუთი წუთისთვის ცხოვრობს – არ ეშინია ემოციების, ეძებს შეგრძნებებს და ელოდება ახალ წელს, რომელიც მხოლოდ მისია. ახალი წლის დადგომამდე ხუთი წუთით ადრე, მისი ახალი წლის მოლოდინი არავის ახალ წელს არ ჰგავს. მე ახალ წელს ბუხართან, სიმშვიდეში, ღრეობის შეგრძნებისა და პანიკური სიხარულის გარეშე, John Lennon-ის Imagine-თან და ჩემს საახალწლო ფილმების კრებულთან ერთად ვხვდები. ვთიშავ ტელეფონს, უარს ვამბობ რესტორნებში, ქუსლებზე „ამხედრებული“, წასვლაზე, უარს ვამბობ წარმოუდგენელ სუფრაზე, რომლის ნახევარიც რამდენიმე დღეში აუცილებლად ნაგავში აღმოჩნდება და ვცდილობ, ახალ წელს, ახალ ეტაპს, თავისუფალი ემოციებით შევხვდე. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერამ Imagine ჩემი ცხოვრების თითოეულ დღეზე უდიდესი გავლენა იქონია და ჩემს ცხოვრებას ფონად მიჰყვება, მახსოვს პერიოდი, როდესაც ამ სიმღერასაც 40
კი პროტესტი გამოვუცხადე. არ ვუსმენდი და ყველგან ვამბობდი, რომ არ მიყვარდა. აღარ მიყვარდა ჯონ ლენონიც. თინეიჯერობის ასაკში ადამიანს უამრავი ამოჩემება ახასიათებს, მე კი ამოვიჩემე, რომ მოდურ-სნობური და პოპულარული არაფერი მყვარებოდა. იმ პერიოდში აქტიურად ვკითხულობდი ჟან ბოდრიარის სტატიებს და ჩემს ამოჩემებას, არგუმენტირებულად ვამართლებდი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გავიდა, ამ პოზიციის დათმობა მიჭირს. ვერ ვეგუები პოზებს, გლამურული ცხოვრებისკენ მიდრეკილ ადამიანებს, დოგმებით გარემოცულ გარემოს, წითელ-ყვითელ „ინტელექტუალ“ გოგონებს, რომლებსაც „ძალიან უყვართ“ ბოდლერი და „გიჟდებიან“ ფროიდზე. განსაკუთრებით კი ვერ ვეგუები სიმულაკრუმულ საქართველოს, რომელსაც ყველაზე მეტად ახალი წელი აშიშვლებს. მახსოვს, ერთ დღეს, როდესაც ახალ წელს გულისფანცქალით ველოდი, რუსთაველზე საჩუქრების საყიდლად გავედი. ქუჩაში
www.focustv.ge
Tqveni Rimili - Cveni reputaciaa! საახალწლო ფასდაკლებები და საჩუქრები - უმაღლესი ხარისხი და შეღავათიანი ფასები. შეხვდით ახალ წელს სუფთა, ლამაზი და ჯანმრთელი კბილებით! 24 საათიანი სტომატოლოგიური კლინიკა „დრიმ დენტალ გრუფი“ გთავაზობთ 10% ფასდაკლებას ნებისმიერ მანიპულაციაზე. მობრძანდით ჩვენი კუპონით 2015 წლის 30 იანვრამდე და ყოველი მე-10 პაციენტი, რომელიც ჩაიტარებს მანიპულაციას მინიმუმ 30 ლარის
Dream Dental Group ღირებულებით მიიღებს უფასო გაწმენდა-გაპრიალებას და საჩუქარს. ყველა ბავშვი პაციენტი ასევე დასაჩუქრდება. გვადევნეთ თვალი ჩვენი ფეისბუკის გვერდზე - წინ ბევრი სიურპრიზი გელოდებათ.
www.facebook.com/DreamDentalGroup777 მის.: თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის #10, ტელ. 299-12-00 ან 579-50-10-10
ზამთრის ცოტა მძაფრი და მელანქოლიური სურნელი იდგა. მთელი გამზირი ფერადფერადი ნათურებით იყო მორთული, ადამიანები სალონებიდან თმაჩახუჭუჭებულები გამორბოდნენ და შემწვარი გოჭის საყიდლად მიეშურებოდნენ.
წელს ყველაზე მშვიდად ხვდებოდა. მას არც თბილი სახლი ელოდა, არც ცხელ-ცხელი კერძები და არც ფერადი ნაძვის ხე, რომლის ქვემოთაც საჩუქრებს დაულაგებდნენ. ის ზედმეტად მშვიდი სახით იჯდა, მუხლებთან კონსერვის ქილა მოეთავსებინა და გამვლელებისგან საახალწლოდ გაღებულ ხურდა ფულს აგროვებდა.
ქუჩაში, ზამთრის სურნელთან ერთად, შემწვარი ხორცისა და შერეული სანელებლების არომატიც იგრძნობოდა. იყო საოცარი ქაოსი, რომელიც ოდნავ მომწონდა, უცნაურ განცდას ბადებდა ჩემში. მეც აფორიაქებული მივდიოდი და ვფიქრობდი, რამდენად გამეყო ჩემი ასი ლარი, რომ საჩუქარი ოჯახის ყველა წევრისთვის მეყიდა. სწორედ ამ ფიქრებში გართული ჩავედი ოპერის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში და მაშინვე დამავიწყდა ჩემი ასი ლარიც, მოსალოდნელი გოზინაყებიც და აფორიაქებული ადამიანებიც, რომლებიც გაოგნებული ღიმილით ელოდებიან თორმეტ საათს. მიწისქვეშა გადასასვლელში ძალიან საყვარელი ბაბუა დავინახე, რომელიც ახალ
www.focustv.ge
ძალიან შემეცოდა, კოშმარად მეჩვენა ქალაქის მდიდრული სურნელი და აფორიაქებული აურა, რომელიც თბილისის ქუჩებში მთელი დღე ბობოქრობდა. შემეცოდა, რამდენიმე წუთში კი გავაცნობიერე, რომ შემშურდა. ძალიან მომინდა მეც მის მსგავსად ამ მიწისქვეშა გადასასვლელში მშვიდად ვმჯდარიყავი და ახალ წელს მხოლოდ ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა. არ მეფიქრა მეგობრებზე, რომლებიც, თუ ახალ წელს გარეთ გასვლა არ მინდა, აუცილებლად დაასკვნიან, რომ დეპრესიამ შემომიტია, არ მეფიქრა დღესასწაულზე, რომლის აღნიშვნაც სავალდებულოა 41
IN FOCUS
კონკრეტული რიტუალების დაცვით, და არ მეფიქრა მაგიდაზე, რომელიც სავსეა წითელყვითელი კერძებით, ორ დღეში კი აღარავის უნდა, რადგან ყველა მაძღარია. ბაბუსთან რამდენიმე წუთი გავატარე, საჩუქრები აღარ ვიყიდე, ცოტა გავახარე და შინისაკენ წამოვედი. დავუბრუნდეთ ისევ ჟან ბოდრიარს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა თანამედროვე საზოგადოებას, კულტურას და აზროვნებას. იგი ამერიკას ძალაუფლების სიმულაციას უწოდებდა და მიიჩნევდა, რომ ყველაფერი, რაც რეკლამირებულია, ცუდიც რომ იყოს, მასისთვის საუკეთესო ხდება. მისი სტატიებიდან ყველაზე მეტად სწორედ „ამერიკა“ მიყვარს, რომელშიც ბოდრიარი ამერიკული ღიმილის შესახებ საუბრობს. წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც ყველა იღიმის – თეთრი კბილები, გრანდიოზული ბილბორდები, მოწესრიგებული ქუჩები და ადამიანები, რომელთა ემოცია და ვიზუალი იდენტურია.
იანვარი 2015 №70
ქუჩაში გაივლით და გხვდებათ გაუგებარი მომღიმარი სახე, მოგვიანებით კი ამ მომღიმარ ადამიანს შესაძლოა რომელიღაც კაფეში სრულიად მარტოს და მოწყენილს წააწყდეთ. სწორედ ეს მაგალითი მოჰყავს ჩემს საყვარელ ბოდრიარს სიმულაკრუმული გარემოსა და რეკლამირებული არარეალური რეალობის არგუმენტად. მაგრამ მას არ უხილავს საქართველო, არ მოუსმენია ქართული სადღეგრძელოები, არ უნახავს ქართული ქორწილი, ქართული ახალი წელი და ცნება – „ქართვლის დედა“. მაშინ, როდესაც ქართულ სადღეგრძელოებში დედა და ქალი ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს, საინტერესოა
როგორ ცხოვრობს ქართველი დედა: ის 5 შვილს ზრდის, შრომობს, ახალ წელს კი, დაღლილი, მხოლოდ დასვენების სურვილით შეპყრობილი, ოჯახის ხათრით გამოიპრანჭება და ბედნიერი სახით მიუჯდება თავისსავე ხელით გაწყობილ სუფრას. ახალ წელს ჩვენ არ გვახსენდება მიწისქვეშა გადასასვლელში მჯდომი ბაბუა და ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა სხვაგვარი ახალი წელი უნდათ, თუმცა ჩვენ გამო ისე ხვდებიან ამ დღეს, როგორც წესია. ჩვენ არ გვახსენდება თავისუფლების შეგრძნება, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო და საოცნებო გადატრიალებებს ახდენს. ჩვენ ამ დღეს არ ვიქცევით ისე, რომ საკუთარ თავზე ვიფიქროთ. ვხარჯავთ ბევრ ფულს, ვყრით უამრავ საჭმელს, და ვკარგავთ უნარს, რომ რეალობა აღვიქვათ. წარმოიდგინეთ, რომ ახალ წლამდე ხუთი წუთი დარჩა... თქვენ არ ხართ ვალდებული, ჩაიცვათ ბრჭყვიალა კაბა და მაღალი ქუსლები, არ ხართ ვალდებული, იღიმოდეთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გინდათ, გიყვარდეთ ისე თავისუფლად, როგორც არასოდეს, გჯეროდეთ ისე ძლიერად, რომ თავად გაოცდეთ. ამ დღეს შეგიძლიათ დაივიწყოთ ხალხის მასა და თქვენი ინდივიდუალური ემოციით მშვიდად შეხვდეთ ახალი წლის პირველ წუთებს, რომელიც მომავალ ერთ წელიწადზე ნამდვილად აისახება.
„Imagine there's no heaven It's easy if you try No hell below us Above us only sky Imagine all the people Living for today..." John Lenon 42
www.focustv.ge
სიტყვები ჯონ ლენონის გენიალური Imagineდან: „წარმოიდგინეთ, რომ ყველა ადამიანი მხოლოდ დღევანდელი დღისთვის ცხოვრობს, არ არსებობს ქვეყნები და მკვლელობები, არ არსებობს რელიგია. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ადამიანი ცხოვრებას თავისუფლებაში ატარებს...“ შეიქმენით ასეთი ახალი წელი, მიირთვით ცოტა გოზინაყი და მოამზადეთ მხოლოდ საჭირო კერძები. გათავისუფლდით და შეიყვარეთ შერეული, რეალური ემოციები. ბავშვობიდან მიყვარდა სხვა ადამიანთა ცხოვრების „თვალიერება“. ამას დღეში მინიმუმ ორი ფილმი მოწმობს, რომელსაც აუცილებლად ვუყურებ და ზოგჯერ ამ ორს იმდენი ემატება, რომ ხშირად მეშინია – მანიაკად ხომ არ ვიქეცი. მგონი, ჩემს ცხოვრებაზე მეტად სხვების ცხოვრება მიყვარს. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ სხვების ცხოვრება ნამდვილად საინტერესო და შთამბეჭდავია. საახალწლო დღესასწაულს სხვადასხვა ოჯახებში ისე ვაკვირდები, როგორც საახალწლო ფილმებს – მომწონს, მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ადამიანებს ეს დღე სხვანაირად
წარმოუდგენიათ. უნდათ ამ დღეს ზღვის სანაპიროზე შეხვდნენ, სურთ მუსიკას უსმინონ, სრულიად მარტო, ქუჩებში იხეტიალონ და ჯანსაღად მიიღონ დღესასწაული, რომელიც მართლაც საოცარია. ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ესმის დღესასწაული, ამიტომ ვურჩევ ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს, მეგობრებსა და მკითხველებს: დაფიქრდით და გაიაზრეთ, როგორი დღე და ემოცია გინდათ 2015 წლის პირველ წუთებში. იქნებ არ მოგწონთ საცივი, და ამას, უბრალოდ, ხალათით ჯდომა და წიგნის კითხვა გირჩევნიათ. ეს თქვენი დღეა. შეიყვარეთ იგი და მოიქეცით ისე თავისუფლად, როგორც არასოდეს. მე კი ამ წელს ახალი თავგადასავალი მჭირდება. ახალი წლის დადგომამდე 5 წუთით ადრე, გავუყვები გზას რუსთაველზე, სადაც საახალწლო ნაძვის ხე დგას და მას „სვეცკი“ გოგონები და ბიჭები დასცინიან. წელს ახალი წლის აღნიშვნა უცხო ადამიანებთან და ქალაქის ხმაურთან ერთად მინდა. და ხო, სულ დამავიწყდა – ნაძვის ხესთან მისვლამდე, გავიკეთებ ყურსასმენებს და ჩემს Imagine-ს მოვუსმენ.
www.focustv.ge
43
IN FOCUS
სხვა ახალი წელი ავტორი: გიორგი კეკელიძე
თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი დააკლდება, იმას ველოდები.
იანვარი 2015 №70
რა გაძლებს კიდევ ერთ საათს? შუქი მოვა. ცენტრალური. ეს ოთხმოცდაათიანების კანონიკური სასწაული. სხვა მხრივ – ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურის მცირევოლტიანი „დესპანი“ „შემომივლიდა“ ხოლმე. იმდენად სუსტი, რომ ნათურა გადამწიფებულ კარალიოკს უფრო ჰგავდა, ვიდრე მანათობელს. ეს იქით იყოს, და იმ წელს DENDY-ს კომპიუტერი მაჩუქეს. ვის აინტერესებს შენი საგანგებოდ დაკლული ინდაური და გოზინაყი. სტუმრები ღვინის ოცლიტრიან ბოცას თვალებით ჭამენ. ისინიც „ცენტრალურს“ ელიან: „მოსკოვს მაინც მაგარი ესტრადა აქვს. ОРТ-ზე გადავრთოთ, როცა მოვა. ჩვენების ბლუყუნს სჯობს“.
ჩემი ახალი წელი, სხვა, უცნაურ ასოციაციებს უფრო აღძრავს: მეზობელი, რომელიც ოთხმოცს გადასცდენოდა, 31 დეკემბერს აივანზე გამოდიოდა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ათასგვარი მაშხალის ელვა-ქუხილს. წარმოიდგინეთ ადამიანის უკიდურესი ნეტარების გამოხატულება. ვთქვათ, ამ მასშტაბის – რომელიღაც ჩრდილოურ ტელეშოუში ალექსანდრ მალინინი პორუჩიკ გალიცინს უგალობს და კამერა შუახნის ქალბატონს უახლოვდება, ან ჯგუფი „მგზავრები“ რომელიღაც გადაცემის წამყვანს უმღერს და კადრში წამყვანის ანფასი ჩნდება (ეს უნდა ჩავაკვეხო, ვერ მოვითმენ). აი, ამგვარი სახე ჰქონდა ამ კაცს და ჩემი ახალი წელიც ამგვარია – გაუცნობიერებელი ნეტარებისა და იმედის ტალღა (ბოლო სიტყვათშეთანხმებამ თუ ცუდი რამ მოგაგონათ, ჩემი ბრალი არაა). ისე, რავა გითხრათ? ამ „დენის“ გამოკლებით, მგონი დღესაც იგივე სცენარები თამაშდება
44
www.focustv.ge
ჩვენთან, ოღონდ მორცხვად ვმალავთ, რომ ჯერ კიდევ ინერციის ნაწილი ვართ. ჰოდა, რა გაძლებს 5 წუთს? ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. მითხრეს, რომ არავითარი „მარიო“ არ იქნებოდა – სტუმრებს ტელევიზორის ყურება უნდოდათ. მეც, პროტესტის ნიშნად, ავდექი და დავწექი. სიზმრად ვნახე: განათებულ დარბაზში ვიდექი. საოცარი ფეიერვერკი იყო ცაში. პრინცესა დავინახე – მივხვდი, რომ ბოლო ტური დავხურე. ეს გოგო ხომ მაშინ ჩნდებოდა... ძალიან, ძალიან მიხაროდა. აივანზე ჩემი ოთხმოცი წლის მეზობელი იდგა და მიცინოდა. ასეც ხდება – თითოეულ ახალ წელს საკუთარი პროლოგი აქვს. განუმეორებელი სიუჟეტით, და ასე განსაჯეთ – სუნითაც კი. თანდაყოლილი და მოურჩენელი სუნით.
www.focustv.ge
სიზმრად ვნახე: განათებულ დარბაზში ვიდექი. საოცარი ფეიერვერკი იყო ცაში. პრინცესა დავინახე – მივხვდი, რომ ბოლო ტური დავხურე. ეს გოგო ხომ მაშინ ჩნდებოდა...
45
IN FOCUS
ვიყოთ უკეთესები
იანვარი 2015 №70
ავტორი: ირმა კახურაშვილი
იანვარს და ერთხელაც არ გადაამოწმებ, რომელიღაც უჯრა ხომ არ დაგრჩა დასალაგებელი, ვიდრე შუშხუნა შამპანურით პირსავსე ფუჟერს არ ააწკარუნებ, პრეზიდენტის ტრადიციულ საახალწლო გამოსვლას ქილიკით არ დააკომენტარებ და 2014 წელს კეთილი სიტყვით არ გააცილებ, 2015 წელი არ დადგება, უფრო სწორად, მისი დადგომის მთელ სიდიადეს ვერ გაითავისებ.
წინასაახალწლო ციებ-ცხელება ემოციურად ყველაზე დატვირთული პრელუდიაა. ვიდრე საათის ორივე ისარი თორმეტთან არ გასწორდება, ვიდრე საცივით სავსე ქვაბი ფანჯრის რაფაზე არ დაიდგმება, თონის პურები კი პირსახოცებში არ შეიფუთება, რომ არ ჩაცომდეს, ვიდრე ხელოვნურწიწვებიან ნაძვზე ასხმული ყველა ნათურა ბავშვების გასახარად ფერადად არ აკაშკაშდება, ვიდრე არ გამოცხადდება, რომ 31 დეკემბრის ღამეს მეტროპოლიტენი გვიანობამდე იმუშავებს, ვიდრე მობილური კავშირი არ გადაიტვირთება და შორეული ნათესაობა წინასწარ არ ატეხს ესემესმილოცვებს, ვიდრე სურნელოვან ციტრუსებს არ იყიდი და ხმაურიან ჩინურ ფეიერვერკებსაც ზედ არ მიაყოლებ, ვიდრე საჩუქრებს არ მოიმარაგებ შენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის და სამზარეულოში მოფუსფუსე დედას არ გასძახებ: „ჩემგან რამე ხომ არ გჭირდება კიდევ“, ვიდრე TV-თი „ბედის ირონიას“ ასმეათასედ არ ნახავ, ვიდრე ერთი-ორ სიგიჟემდე ესთეტიკურ ბრჭყვიალა მოსართავს არ იყიდი ნაძვისხისათვის, ვიდრე არ დაგეგმავ, როგორ გაატარებ პირველ
ვიდრე... პრეზიდენტის ტრადიციულ საახალწლო გამოსვლას ქილიკით არ დააკომენტარებ და 2014 წელს კეთილი სიტყვით არ გააცილებ, 2015 წელი არ დადგება, უფრო სწორად, მისი დადგომის მთელ სიდიადეს ვერ გაითავისებ 46
www.focustv.ge
IN FOCUS
ყოველი ახალი წელი ახალი იმედები და პერსპექტივებია, ახალი განცდები და შთაბეჭდილებები. ასე იყო მაშინაც, როდესაც დავიბადეთ, ასე იყო უზრუნველ ოთხმოციანებში, ბნელ ოთხმოცდაათიანებში, როდესაც ნელ-ნელა მაღაზიების თაროებზე არა მხოლოდ თეთრი პური გაქრა, არამედ შავი შოკოლადის თურქული ვერსიები გამოჩნდა, ჩვენმა მშობლებმა კი ბოლოსდაბოლოს გააცნობიერეს – ისინი აღარასოდეს იცხოვრებდნენ საბჭოთა კავშირში. გააცნობიერეს, რომ ყველაზე ძვირფასი თავისუფლებაა, ისევე როგორც სიყვარული, რომლის დეფიციტი მშობლებიანი შვილების უმეტესობას არასოდეს გვიგრძვნია. მართლაც ძალიან უცნაურია, რომ ადამიანს ბედნიერებისათვის ცოტა რამ სჭირდება. საახალწლო განწყობის შესაქმნელად საკმარისია მოთოვოს. მერე რა, რომ თბილისში თოვლი ისეთივე სისწრაფით დნება, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებში გახლართულ ნიუ-იორკში. სამაგიეროდ, საშობაო განწყობა პლანეტის ყველა კონტინენტის ყველა ქალაქში ერთნაირად მაღალ გრადუსს აღწევს, როდესაც თოვს. ასაკი რაც უფრო გვემატება, მით მეტად ფერმკრთალდება ის ბავშვური ბედნიერება, რომელიც ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე პულსს გვიჩქარებდა და არ გვასვენებდა. ახალი წლის მეორე დღეს ტარხუნას ლიმონათით მუცელდაბერილებს მეზობლები ჯიბეში გვიტენიდნენ ჩურჩხელებს და კანფეტებს. მათ გულუხვად ვუცვლიდით ჩვენს მეგობრებს მანამდე, სანამ ყველაზე
გემრიელგულიანი კანფეტი არ ჩაგვივარდებოდა ხელთ. აუ, რა კარგი იყო! მე ჩემი უკრაინული ახალი წლებიც მახსოვს. ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებულ პატარა ქალაქ ზაპოროჟიეში დავიბადე და იქ ყველაზე ბედნიერი ქართველი ბავშვი ვიყავი. ქალაქს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროდ მდინარე დნეპრი ჰყოფდა. დნეპრზე ჩემი უფროსი ბიძაშვილი სათევზაოდ დადიოდა, მე კი წყალში შეჭრილ ქვებში ნაცრისფერ კიბორჩხალებს ვზვერავდი.
იანვარი 2015 №70
2014 წელს უკრაინა საქართველოსთვის ერთ დიდ ტკივილად იქცა. ამ გულმხურვალე ხალხთან დღესაც სოლიდარულები ვართ. ყოველდღიურად ვეცნობით მათ ახალ ამბებს. ის ქართველობა, ვინც დიდი ხნის წინ უარი თქვა ტელევიზორის ყურებაზე, მოვლენებს თვალს სოციალური ქსელით ადევნებდა. შესანიშნავი ქვეყანა უკრაინა უკვე თვეებია ფინანსურ ბლოკადასა და ომშია. დაწყებული ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირებით, რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ჯერ არ დასრულებულა. ჩემი სისხლით ნათესავები ახლაც ალმოდებულ უკრაინაში ცხოვრობენ. მათ „სკაიპით“ ხშირად ვეხმიანებით. საპასუხოდ ჩვენს სატკივარს ვუყვებით, თითქოსდა გვინდა ამით დავამშვიდოთ. ვუყვებით ქალთა გახშირებულ მკვლელობებზე საქართველოში. მოკლულთა 48
www.focustv.ge
მინდა უფუთავდნენ სასაჩუქრე ამანათებს და არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ თუ მათ სამშობლოში სიტუაცია არ დალაგდა, შესაძლოა იმავე ამანათით პროდუქტების გაგზავნა მოუწიოთ. მინდა უყვებოდნენ ერთმანეთს შვილიშვილების წარმატებაზე და არა იმაზე, რომ საქართველოში რთულია სწავლის გადასახადის დაფარვა, უკრაინაში კი სულ იმის მოლოდინში ყოფნა, რომ მათ ბავშვებს საომრად გაიწვევენ. საქართველოში 174 ათასი მომხმარებელი ფიქსირდება, რომელიც სოციალურ ქსელს APPLE-ის „აიფონით“ უკავშირდება. მსგავსი მონაცემები ქმნის ილუზიას, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. მსგავსი მონაცემებისა და არა მხოლოდ მათ გამო, ორიოდე წელიწადში საქართველოს გლობალური ფონდი დატოვებს. აქამდე იგი ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად და სამკურნალოდ მილიონებს გვაძლევდა. ჩვენ კი კვლავ დავრჩებით ქვეყანაში, კერძოდ, ქალაქ თბილისში, სადაც უკვე ათასობით ე.წ. „ჯიპი“ მოძრაობს და ამავდროულად, Walk Free ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებით, 16 100 ადამიანი (!) მონურ პირობებში ცხოვრობს. ტერმინი „თანამედროვე მონობა“ მოიცავს ტრეფიკინგის სხვადასხვა ფორმას: ადამიანებით ვაჭრობას, სექსუალურ და შრომით ექსპლუატაციას, იძულებით ქორწინებას, ბავშვთა ექსპლუატაციას, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას.
რაოდენობამ წელს ოცს გადააჭარბა. სხვადასხვა ფორმით ქალებზე ძალადობა სხვა წლებშიც ხორციელდებოდა, თუმცა მკვლელობების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების გასაპროტესტებლად მასობრივი აქციები არ ჩატარებულა. ამ მიმართულებით განხორციელებული ასობით პროექტი კი, როგორც ჩანს, შეიძლებოდა უფრო ეფექტიანიც ყოფილიყო.
რასაკვირველია, 2014 წელი ცუდი არ იყო და შეგვიძლია კერძო გამარჯვებებიც მოვიგონოთ, მაგრამ... 2015 წლის დადგომამდე ხუთი წუთით ადრე, პირადად მხოლოდ ერთ სურვილს ჩავიფიქრებ: ვიყოთ უკეთესები.
ჩემი უკრაინელი დედა თავის დას იმაზე უყვება, თუ როგორ გადავიდა ჯანდაცვის სისტემა „რეცეპტის კულტურაზე“, რის გამოც აფთიაქში წამალი ვერ უყიდია და ახლა იძულებულია სულ თერაპევტთან იაროს, რომელიც, სინამდვილეში, არც ინტერესდება მისი ჯანმრთელობით და მხოლოდ რეცეპტების წერითაა დაკავებული. საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ხრიკი – სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც „რეცეპტის კულტურით“ შეიფუთა. მართალია, წამლების უკონტროლო გამოყენება უმნიშვნელოდ შემცირდა, მაგრამ ბევრ ხანდაზმულს, რომელსაც გადაადგილებაც კი უჭირდა, მორიგი თავისტკივილი გაუჩნდა. მე მინდა მშობლები ჩემს უკრაინელ ნათესაობას საქართველოში მომხდარ პოზიტიურ ცვლილებებზე და არა გაუფასურებულ ლარზე უყვებოდნენ.
www.focustv.ge
49
მინდა უფუთავდნენ სასაჩუქრე ამანათებს და არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ თუ მათ სამშობლოში სიტუაცია არ დალაგდა, შესაძლოა იმავე ამანათით პროდუქტების გაგზავნა მოუწიოთ
ბიზნესი
52
ESTIA– ახალი არტმაღაზია - სახელოსნო ლერმონტოვის 3-ში
58 60
„ავერსი“ 20 წლისაა!
64 68
www.focustv.ge
WWF -ის ინიციატივით გამართული „ტყის კვირეული“ ზოოპარკში ეკოგაკვეთილით 23 ნოემბერს დასრულდა მიქსტერია – გააგრძელე ზაფხული სოციალური პროექტის „იზრუნე მომავალზე“ მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო
51
2015
ბიზნესი
ESTIA ახალი არტმაღაზია-სახელოსნო ლერმონტოვის 3-ში ავტორი: ციკო ინაური მნიშვნელოვანი ინფორმაცია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც განსხვავებული ნივთები და სახლის აქსესუარები იზიდავთ: თბილისის ისტორიულ უბანში – სოლოლაკში, ძალიან საინტერესო მაღაზია გაჩნდა. გუდიაშვილის ბაღთან, ვიწრო ქუჩას თუ ჩაუყვებით, ლერმონტოვის 3 ნომერში, მე-19 საუკუნის შენობის სარდაფში, მყუდრო და გემოვნებით მოწყობილ ხელოვნების ბუტიკს – ESTIA-ს აღმოაჩენთ.
იანვარი 2015 №70
საინტერესოა, რომ მაღაზია-სახელოსნო ESTIA მითოლოგიურ სახელს ატარებს. ჰესტია (ძვ. ბერძნ. Εστία) ბერძნულ მითოლოგიაში ოჯახის, ცეცხლის, კერიის ქალღმერთი იყო. იგი თორმეტ ოლიმპიელთაგან ერთ-ერთია და ოჯახის მფარველ, ყველაზე მნიშვნელოვან ქალღმერთად მიიჩნევა. თვალში მოგხვდებათ ESTIA-ს ლოგოც – ბროწეული, რომელიც ასევე ოჯახის, ერთიანობის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ESTIA-ში შესვლისას თავი ნამდვილად ოჯახში ვიგრძენი: გემრიელი ყავით გამიმასპინძლდნენ, ქართული იეროგლიფებით 52
www.focustv.ge
მოხატული ჩაიდნის შექმნას დავესწარი და მეგობრებისთვის რამდენიმე საინტერესო საჩუქარიც შევიძინე. თბილისში რეალურად რთულია განსხვავებული და ორიგინალური საჩუქრის ყიდვა, თან ახალი წელი ახლოვდება და ვფიქრობ, ქალღმერთის სახელობის სალონში მკითხველი უამრავ მრავალფეროვან საჩუქარს იპოვის. ESTIA-ში შეგიძლიათ შეიძინოთ: მოხატული ფაიფურისა და თიხის ჭურჭელი, მოხატული დაფები, საკვების დასაჭრელი ნივთები და სინები, საკიდები და საათები, სკივრები და ტორშერები, ხელნაკეთი სანთლები და საპნები, თოჯინები, „ზარბაზნები“ და სხვა უამრავი საყოფაცხოვრებო თუ დეკორატიული ნივთი. ESTIA თავის ნამუშევრებში ფართოდ იყენებს ძველ ქართულ და კავკასიურ ტრადიციულ ორნამენტებს, რის შედეგადაც ძველი ორნამენტები თანამედროვე საყოფაცხოვრებო ნივთებში ცოცხლდება. წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ნებისმიერი სასურველი ნივთი შეგიძლიათ ნახოთ, ხოლო თუ არ დაგხვდებათ,
www.focustv.ge
53
ბიზნესი
შეუკვეთოთ, თანაც – ნივთის დამზადების პროცესს თავად დაესწროთ. ამასთანავე, ESTIA-ს დიზაინერები დაგეხმარებიან ახლობლებს უნიკალური პერსონალიზებული საჩუქრები მოუმზადოთ. მაგალითად, წარწერით ან სიმბოლური ნახატებით მოხატული კერამიკის ჭურჭელი, რაც თქვენ მეგობრებს მთელი ცხოვრება სამახსოვროდ დარჩებათ. თუ გრანდიოზულ ღონისძიებას ან საღამოს გეგმავთ, სახელოსნო ESTIA დიზაინის თვალსაზრისით ყველა პრობლემას მოგიხსნით: დაგიმზადებთ სასურველ სანთლებს,
იანვარი 2015 №70
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ESTIAში შესვლისას თავი ნამდვილად ოჯახში ვიგრძენი: გემრიელი ყავით გამიმასპინძლდნენ, ქართული იეროგლიფებით მოხატული ჩაიდნის შექმნას დავესწარი და მეგობრებისთვის რამდენიმე საინტერესო საჩუქარიც შევიძინე
54
www.focustv.ge
სამახსოვრო თეფშებს, ჭიქებს და დარბაზის მოსაწყობად, ნებისმიერ აქსესუარს თქვენსავე სურვილის გათვალისწინებით. და ყველაზე მთავარი: გარდა იმისა, რომ ბუტიკში საოცნებო ნივთებს დაგიმზადებენ, ESTIA-ში ნებისმიერი „მოწონებული“ ეგზემპლარის გაკეთებასაც გასწავლიან. ამისთვის აუცილებელია ე.წ. მასტერკლასებზე ჩაეწეროთ, რომლის დროსაც სასურველ ნივთს საკუთარი ხელით დაამზადებთ, მოგვიანებით კი შინ წაიღებთ.
ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც ESTIAში საჩუქრების საყიდლად მიბრძანდებით, შესაძლოა ძალიან საინტერესო გამოფენაზე აღმოჩნდეთ. აი, ასეთია ESTIA – ფერად-ფერადი ნივთებით, მრავალფეროვანი საჩუქრებით სავსე, სადაც უამრავი საინტერესო საოჯახო აქსესუარის დამზადებას ისწავლით და თან გამოფენებსაც დაესწრებით.
როგორც თავად ESTIA-ს დამფუძნებლები ამბობენ, ბუტიკის შექმნის იდეა ქართულ ბაზარზე განსხვავებული ნივთების დეფიციტის ნიადაგზე გაჩნდა. ამასთანავე, აქამდე არ არსებობდა მთელ მსოფლიოში პოპულარული კულტურა, როდესაც დაინტერესებულ ადამიანებს თავისუფალ დროს სხვადასხვა ხელობის სწავლის შესაძლებლობა აქვთ. თუ გსურთ ისწავლოთ ფაიფურზე, ხეზე, კერამიკაზე ხატვა, დეკორატიული სანთლების დამზადება, თექაზე მუშაობა, კალათების დაწვნა, გობელენების ქსოვა, პოლიმერული თიხისგან აქსესუარების შექმნა, ბატიკა, ფლორისტიკა, ტოპიარი და მრავალი სხვა საინტერესო ხელოვნების სახეობა, ESTIA-ს კვალიფიციური სპეციალისტები მზად არიან ახალი ჰობის ათვისებაში დაგეხმარონ. და რაც ყველაზე მთავარია – მასტერკლასების მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია. კიდევ ერთი დეტალი – ESTIA ხელოვანებს საგამოფენო ტერიტორიას უთმობს. ასე რომ,
www.focustv.ge
57
ბიზნესი
„ავერსი“ 20 წლისაა!
იანვარი 2015 №70
14 ნოემბერს „ავერსმა“ რესტორან „მონოპოლში“ გრანდიოზულად აღნიშნა 20 წლის იუბილე. წვეულება „ავერსისთვის“ ტრადიციულ გარემოში გაიმართა – მომღიმარი სახეები, ულამაზესი სუფრა, თვალისმომჭრელი სადღესასწაულო სამოსი, ფოიერვერკი და საუკეთესო სურვილები იუბილარს. ეს მოსალოდნელიც იყო – „ავერსული“ დღესასწაულები ყოველთვის დახვეწილი, ეფექტიანი და გლამურულია. „ავერსელებს“ გულწრფელად უხაროდათ კომპანიის ოცწლიანი წარმატება და ისიც, რომ თავად იყვნენ მისი ისტორიის ნაწილი. მართლაც, ყოველ მათგანს მიუძღვის წვლილი კომპანიის წინსვლასა და მიღწევებში. ყოველი მათგანისათვის „ავერსი“ მხოლოდ სამუშაო ადგილი კი არა, მეორე ოჯახი, მეგობრული, კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდია. საზოგადოებისათვის კომპანია დიდი ხანია იქცა სტაბილურობის, სიკეთის, სამართლიანობისა და მიზანსწრაფულობის სიმბოლოდ. „ავერსელებმა“ იუბილესთვის სპეციალური სიუჟეტი მოამზადეს – კომპანიის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ, მიელოცათ იუბილარისთვის და გაემხილათ, რას ნიშნავდა მათთვის „ავერსი“. კომპანიის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 58
www.focustv.ge
ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ ერთი დღით ჟურნალისტის როლი მოირგო და ამ ამპლუაში, ოპერატორთან ერთად, მიკროფონით ხელში კომპანიის სათავო ოფისის ყველა განყოფილებას ესტუმრა.
სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ“.
სტუმრები რეპორტაჟს ოვაციით შეხვდნენ – ისევე, როგორც არქივში მოძიებულ 20, 15 თუ 10 წლის წინანდელ ჩანაწერებს, ვიდეოკადრებსა და სატელევიზიო გადაცემებიდან ამონარიდებს კომპანიის შესახებ. ოვაცია გამოიწვია ნონა გიუნაშვილის ორიგინალურმა მილოცვამ – ქვიშაში გაცოცხლებულმა „ავერსის“ ისტორიამ, და ფოიერვერკმა, რომელმაც გრანდიოზული წვეულება ასევე დიდებულად დაასრულა. ოცი წელი ალბათ არცთუ დიდი დროა, თუმცა ეს გზის მხოლოდ დასაწყისია. გზის, რომელმაც კომპანია საყოველთაო აღიარებამდე მიიყვანა და რომელიც დაბრკოლებებით იყო სავსე. დღეს ყველა ბარიერი დაძლეულია, წინ კი უფრო გრანდიოზული გეგმები და პროექტებია. სტუმრებს კომპანიის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე მიესალმა:
წვეულებაზე კიდევ ერთი შესანიშნავი ამბავი მოხდა – პირველი „ავერსელები“ კომპანიის ხელმძღვანელობამ ერთგულებისა და გამორჩეული დამსახურებისათვის სოლიდური ფულადი პრემიით დაასაჩუქრა.
„ავერსს“ იუბილე კომპანიის თანადამფუძნებელმა – ნიკოლოზ კურტანიძემაც მიულოცა.
„გზის დასაწყისში ამ მასშტაბზე არ მიფიქრია. სკოლაშიც და ინსტიტუტშიც ვოცნებობდი, წარმატებული ექიმი ვყოფილიყავი. ბავშვები ყოველთვის მიყვარდა, ამიტომ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე გავაგრძელე და საკუთარი თავი მხოლოდ ექიმის ამპლუაში წარმომედგინა, მაგრამ ცხოვრებამ სხვა გზით წამიყვანა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და მედიკამენტები დეფიციტად იქცა.
დღესასწაულს ხიბლი შემატეს „ავერსის“ მეგობრებმა – ნოდიკო ტატიშვილმა, ანსამბლებმა „ბაგრატმა“ და „აბჯარმა“, ასევე ბენდმა „გუფი ლენდმა“ წვეულება ულამაზესი ჰანგებით დაამშვენეს. ეს საღამო კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთ დაუვიწყარ ფურცლად ჩაიწერა, თქვენ კი გახსოვდეთ, რომ „ავერსი“ თქვენ სამსახურში იყო, არის და იქნება. „ავერსი“ აგრძელებს გზას!
ოპერაციის წინ პაციენტს მხოლოდ მედიკამენტებზე კი არ უნდა ეზრუნა, საწვავიც კი თავად უნდა მოემარაგებინა იმ შემთხვევისთვის, თუ საავადმყოფოში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდებოდა. ამ ფონზე დაიბადა მედიკამენტების შემოტანის იდეა. ამას კომპანიის დაარსება დასჭირდა... მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოცი წლის შემდეგ „ავერსში“ რვა ათასი ადამიანი იმუშავებდა. გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ბიზნესი წარმატებულია, თუ ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მთავარი კი ის არის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა იზრუნონ მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქციის, საჭირო მომსახურების რაც შეიძლება ხარისხიან მიწოდებაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო „ავერსის“ თითოეულ თანამშრომელს – ვისაც ეს კომპანია თავის მეორე ოჯახად მიაჩნია, და ჩემი ოჯახის წევრებს, რომელთა ხელშეწყობას, მხარში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი. კიდევ ერთხელ გილოცავთ „ავერსის“ იუბილეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და
www.focustv.ge
იუბილეზე პირველად აჟღერდა „ავერსის“ ახალი ჰიმნი. რუსა მორჩილაძის შესანიშნავი სიმღერა „ავერსელებმა“ შეასრულეს. კომპანიის თანამშრომლებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მრავალმხრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. შრომასთან ერთად, მათ გართობა, დასვენება და მოლხენაც ემარჯვებათ. პროფესიონალ მოცეკვავეთა გუნდს თავადაც აჰყვნენ და შესანიშნავი ქორეოგრაფიული კომპოზიცია წარმოადგინეს.
59
ბიზნესი
WWF -ის ინიციატივით გამართული „ტყის კვირეული“ ზოოპარკში ეკო გაკვეთილით 23 ნოემბერს დასრულდა WWF -ის ინიციატივით გამართული „ტყის კვირეული“ ზოოპარკში სპეციალური შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით დასრულდა. გაიმართა „ეკო გაკვეთილი“, რომლის ფარგლებშიც მოხდა ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მოსულ სტუმრებს სპეციალისტმა გააცნო თუ როგორ ხდება ნერგის დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს.
იანვარი 2015 №70
სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწვეულმა მხატვრებმა ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე პანდა-ტატუ მოახატეს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად გახდნენ „ტყის კვირეულის“ მონაწილენი. პატარები მოწვეულმა „ქუჩის თეატრის“ მსახიობებმა, ოჩოფეხებიანმა ჯამბაზებმა და ანიმატორებმა გაართეს. „ტყის კვირეულის“ ფარგლებში ზოოპარკში გამართულ ღონისძიებაში, რომლის მხარდამჭერიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროც იყო, მონაწილეობა მიღეს SOS ბავშთა სოფლის აღსაზრდელებმა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე მაია ბითაძეც ესწრებოდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოწვეულ ბავშვებთან ერთად წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე 50 ნერგი დარგეს. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის აქციაში მონაწილეობა, რომელიც ემსახურება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. განსაკუთრებით, როცა 60
www.focustv.ge
ჩართულია ახალი თაობა და აქციას საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. დიდი მადლობა wwf-ს ასეთი ღონისძიებისათვის. გარემოს დაცვის სამინისტრო მუდამ მზად არის მხარი დაუჭროს ანალოგიურ ინიციატივებს,“ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ. „გადავწყვიტეთ „ტყის კვირეულის“ დასასრულს, დასკვნითი ღონისძიება პატარებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილას - ზოოპარკში ჩაგვეტარებინა. ძალიან მნიშვნელოვანია
ბავშვმა თავიდანვე იზრუნოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაზე, გაუფრთხილდეს გარემოს, ხეს, ბუნებას. „ეკო გაკვეთილების“ სახით ჩვენ შეძლებისდაგვარად მივაწოდეთ მათ აუცილებელი ინფორმაცია,“ – განმარტავს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კავკასიის რეგიონში გიორგი სანდარიძე.
ტერიტორიაზე ნერგების დარგვას მოიცავდა. პროცესს მონიტორინგს WWF-ის წარმომადგენლები უწევდნენ. მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWFის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად სერტიფიკატი გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ WWF-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით „ტყის კვირეული“ 15 ნოემბერს დაიწყო და23 ნოემბერს დასრულდა. კვირეულს მასპინძლობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტი „კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“. 4 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 150 ჰა ტერიტორიაზე დაირგო 100 ათასი ნერგი და დაიხარჯა 1, 5 მილიონი ლარი.
„ტყის კვირეული“ ასევე მოიცავდა სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს. „ტყის კვირეულს“ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ და ბუკიას ბაღმა უმასპინძლეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისთვის ეკო-გაკვეთილი გაიმართა. მათ WWF-ის წარმომადგენლები ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასწავლეს როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასასრულს, ბავშვებმა ტყისა და გარემოს დაცვის
კვირეულმა სტარტი წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე აიღო. ღონისძიება 20122014 წწ-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ
www.focustv.ge
61
ბიზნესი
თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. „ტყის კვირეულს“ ხაშურმაც უმასპინძლეს. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ტური გაიმართა. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილემ სპეციალურ ტერიტორიაზე ხე დარგო. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭა სიმბოლური სახელები: „ტყეს იცავს მედია“ და „ბლოგერების ტყე“. მადლობის ნიშნად ყველა სტუმარს ტურში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა. „ტყის კვირეულის“ პარტნიორია თბილისის მერია. საკომუნიკაციო კამპანიას უზრუნველყოფს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“.
Linville გემოვნებიანი მუსიკა და მყუდრო გარემო
იანვარი 2015 №70
ევროპული სამზარეულო
კაფე-რესტორანი
მისამართი: ლესელიძე, აბესაძის 2, ტელ: 593 32 22 21 62
www.focustv.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ : 0322300500 ცხელი ხაზი ან ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს :www. electrolux.com
ბიზნესი
მიქსტერია - გააგრძელე ზაფხული ნაბეღლავის მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსი "მიქსტერია გააგრძელე ზაფხული“ დასრულდა
იანვარი 2015 №70
რესტორან Loft-ში „ნაბეღლავმა“ ფოტოკონკურსში „მიქსტერია - გააგრძელე ზაფხული“ გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით ოფიციალურად დააჯილდოვა. 3კვირიანი შეჯიბრის შედეგად კონკურსში 36მდე ნამუშევარი შემოვიდა, მათგან კი ჟიურის მოწონება ოთო გორდელაძისა და ზურაბ ლოლაძის ნამუშევრებმა დაიმსახურა. შეგახსენებთ, კონკურსი "მიქსტერია გააგრძელე ზაფხული” 3 კვირის განმავლობაში, „ნაბეღლავის“ ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე მიმდინარეობდა. „გამოიყენე ნაბეღლავის მინერალური წყალი თქვენთვის სასურველი კოქტეილის მომზადებისას, გადაუღე ლამაზად გაფორმებული ფოტო, გამოგვიგზავნე და დაელოდე გამარჯვებას!“ - ეს იყო ის მარტივი მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ მონაწილეებს დაუწესა. 64
www.focustv.ge
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მათ, ვისაც კრეატიული ხედვები და განსაკუთრებული ფანტაზიის უნარი გააჩნდათ, „წყალი მარგებელმა“ ნიჭისა და შემოქმედობითობის გამოვლენის შანსი მისცა. კონკურსანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაბამის ელექტრონულ მისამართზე, თავისი ხედვებისა და ფანტაზიის მიხედვით შექმნილი კოქტეილის ფოტო გამოეგზავნათ, რომლის აუცილებელი ინგრენდიენტიც „ნაბეღლავის“ მინერალური წყალი იქნებოდა. ოთო გორდელაძე, გამარჯვებული: "მოწონებული მქონდა „ნაბეღლავის“ ოფიციალური Facebook-გვერდი და მათი გვერდიდან გავიგე ამ კონკურსის შესახებ. ჩემი კოქტეილი არის უფრო ალკოჰოლიანი. არის იგივე ჯინტონიკი. ტონიკი არის იგივე „ნაბეღლავი“, რაც ძალიან ჰგავს ტონიკს და ამიტომ გავაკეთე მსგავსი კოქტეილი". ზურაბ ლოლაძე, გამარჯვებული: "კონკურსებში მონაწილეობა ხშირად მიმიღია და ხშირადაც მომიგია. შეიძლება თქვას, რომ მიმართლებს. ხოლო ყველა სხვა მონაწილეს მადლობა გადავუხადოთ კონკურსში მონაწილეობისთვის. „ნაბეღლავი“ მომავალშიც აუცილებლად ჩაატარებს სხვა მსგავსი სახის კონკურსებს, რომლებსაც უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება,“ - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.
ჩემი მეუღლისგან გავიგე ამ კონკურსის შესახებ და ამის შემდეგ გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა. ჩემი კოქტეილის შემადგენლობაში შედიოდა ლაიმი, პიტნა, ვაშლის წვენი და „ნაბეღლავი“. შემდეგ გადავუღე ფოტო და გამოვაგზავნე." „ფოტოკონკურსი წამახალისებელ სახეს ატარებდა, „ნაბეღლავი“ აქამდეც ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა ბარმენების მიერ კოქტეილების მომზადების პროცესში და გადავწყვიტეთ ამ ყველაფერში ჩვენი პროდუქციის რიგითი მომხმარებლებიც ჩაგვერთო. ყველას თავისი გემოვნების მიხედვით შეეძლო გამოეყენებინა მინერალური წყალი და შესაბამისად, კრეატიულად გაფორმებული ფოტო გამოეგზავნა ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. გვინდა კომპანიის სახელით გამარჯვებულებს მივულოცოთ,
www.focustv.ge
65
ბიზნესი
სოციალური პროექტის „იზრუნე მომავალზე“ მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო
იანვარი 2015 №70
კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში ფონდში 420 000 ლარზე მეტი შეგროვდა. პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში, 164 ბენეფიციარი ფსიქოლოგიური კონსულტაციით სარგებლობს. მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს სასკოლო საგნებში ამზადებენ, ხოლო სპეციალისტები პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მიღებაში, ასევე პროფესიისთვის საჭირო იარაღებისა და მასალების შეძენაშიც ეხმარებიან. „ფონდი ნატახტარი“ ბენეფიციარებს სტიპენდიით, ბინის ქირით, კვებისა და გზის ხარჯებითაც უზრუნველყოფს. რაც მთავარია, ფონდი თითოეულისათვის თანხას მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოყოფს. პროექტი ხელს უწყობს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს, რათა 68
დამოუკიდებელ ცხოვრებას მომზადებულები შეხვდნენ. 15-დან 18 წლამდე მოზარდთა დახმარების სხვადასხვა პროგრამებს ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველო“ და კვალიფიციური ფსიქოლოგების გუნდი ახორციელებენ. „ფონდი ნატახტარის“ საქმიანობა გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის ფართო
www.focustv.ge
ჩართულობას საქველმოქმედო პროცესში. ყოველი წლის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, „ნატახტარის“ ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან, თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსის თორნიკე ნიკოლაიშვილის განმარტებით, პროექტი „იზრუნე მომავალზე“ სამი წელია მიმდინარეობს. მისი თქმით, 2014 წელს, ფონდში 420 000 ლარი შეგროვდა და უკვე 164 ბენეფიციარი ჰყავთ. 29 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს 10 ფსიქოლოგი ემსახურება. ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: 2012 წელს, პროექტში „იზრუნე მომავალზე“ 72 ბენეფიციარი ჩაერთო, 2013 წელს – 152 ბენეფიციარი, ხოლო 2014 წელს 164 ბენეფიციარი ჰყავთ. წელს, მზრუნველობამოკლებული 164 მოზარდიდან, 10 უკვე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტია, 44 ახალგაზრდა დასაქმდა, 49 ბენეფიციარი კოლეჯის მოსწავლეა, 25 მათგანი სხვადასხვა ხელობას სწავლობს, 25 ბენეფიციარი კი ფონდიდან სტიპენდიას იღებს. ახალი ტალღის დაწყებას მიეძღვნა ახალი სარეკლამო რგოლიც. აღსანიშნავია, რომ ამ რგოლში მონაწილე მოზარდები მსახიობები არიან.
www.focustv.ge
69
სილამაზე და ჯანმრთელობა
72 74 76
რეკომენდაციები იოგა ანანდასგან სხეულის სპორტული ფორმა მოდაშია ARYA YOGA
Discover A New
Lifestyle! აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ., 0131 თბილისი, საქართველო 16th km, Aghmashenebeli Alley, 0131 Tbilisi, Georgia +995 322 505 556; info@tbilisimall.com; marketing@tbilisimall.com; www.facebook.com/TbilisiMall www.youtube.com/TbilisiMall
სილამაზე და ჯანმრთელობა
რეკომენდაციები იოგა ანანდასგან 1
ძვირფასო მეგობრებო! დღეს გვინდა განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა – ჯანმრთელი ხერხემალი. როგორც ცნობილია, ჯანმრთელი ხერხემალი ჯანსაღი ორგანიზმის საწინდარია. ხერხემლის მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება იოგაა.
1
დღეს ჩვენ განვიხილავთ და გაჩვენებთ ვარჯიშების კომპლექსს ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. ხუთი ასანის (იოგას პოზა) რეგულარულად შესრულებით, სახლის პირობებში შეძლებთ თქვენი ხერხემალი ჯანმრთელი იყოს. მაშ ასე, დავიწყოთ! რა არის ოსტეოქონდროზი? ოსტეოქონდროზი სასახსრე ხრტილების გამაგრებაა. უმეტეს შემთხვევებში, იგი მალთაშუა დისკებში ვითარდება. მაშინაც კი, თუ ამავე დროს დისკების სიმაღლე რჩება ნორმალური, ძვლის ზრდისას, ფიზიკური დატვირთვის შედეგად, შეიძლება დაზიანდეს ნერვები და მიმდებარე ქსოვილები.
2
იანვარი 2015 №70
1. ასანა „კატის პოზა“ ოთხზე დამდგარმა დაიწყეთ მოძრაობა მენჯით. ამოსუნთქვისას ზურგი ამოწიეთ, ბეჭები მაქსიმალურად მაღლა აზიდეთ და მკერდი შიგნით შეწიეთ. შესუნთქვისას, თავი აწიეთ მაღლა. ამ პოზაში შესაძლებელია ვარჯიშების შესრულება, რომელიც ამაგრებს თვალის კუნთებს. ამოსუნთქვისას მზერა ცხვირის წვერზე გადაიტანეთ, ჩასუნთქვისას – წარბებს შორის. გაიმეორეთ 12-25-ჯერ.
2. ასანა „ვეფხვის პოზა“
2
ამოსუნთქვისას მოხარეთ ზურგი, ჩამოუშვით ფეხი ქვემოთ და გამოატარეთ ისე, რომ არ შეეხოთ იატაკს. ჩასუნთქვისას ისევ ასწიეთ ფეხი და მოიხარეთ. გაიმეორეთ 12-ჯერ, ორივე ფეხით.
ოთხზე დგომისას, მარჯვენა ფეხი მოკეცეთ და წაიღეთ უკან. მიაწექით მუხლით წინ, ქუსლი მაქსიმალურად მიაბჯინეთ დუნდულას. მენჯის ძვლის კუნთები დაჭიმული შეინარჩუნეთ. 72
www.focustv.ge
4. ასანა „კალიის პოზა“ დაწექით მუცელზე, შეატყუპეთ ფეხები, დაჭიმეთ ბარძაყის კუნთები, შეაერთეთ ხელები ზურგს უკან და აწიეთ ზევით, გამართეთ ხელები უკან და მტევნები შეაერთეთ. იმუშავეთ დინამიკურად: ასწიეთ კორპუსი ზევით ისე, რომ გულ-მკერდი არ ეხებოდეს იატაკს და ჩაიწიეთ ქვევით ისე, რომ თავი არ შეახოთ იატაკს. გაიმეორეთ 12-ჯერ და გაჩერდით 30-60 წამის განმავლობაში.
3
5. ასანა „დიაგონალური წოლითი მდგომარეობა“ დაწექით მუცელზე, დაჭიმეთ უკანა ბარძაყის კუნთები და გაჭიმეთ ხერხემალი, მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი. ამოსუნთქვისას აწიეთ გულ-მკერდი ისე, რომ არ ეხებოდეს იატაკს, ჩასუნთქვისას დაწიეთ ქვევით ისე, რომ თავით არ შეეხოთ იატაკს. გაიმეორეთ 8-12-ჯერ ორივე მხარე.
4
6. ასანა „ბეჭების შეერთება“ დადექით ოთხზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ზურგი „მაგიდაა“: ხერხემალი სწორად გაქვთ გაჭიმული, ნეკნები შიდა მხარესაა, მუცელი შეწეულია. ბეჭები შეაერთეთ, გულმკერდი ქვემოთ დაუშვით, იდაყვები არ მოხაროთ. გაიმეორეთ 12-ჯერ.
5
გელით იოგას ცენტრ „ანანდას“ ფილიალებში სპეციალურ გაკვეთილზე back pain relief („ჯანმრთელი ზურგი“), ასევე სპეციალურ გაკვეთილებზე „იოგა თერაპია 50+“ (იოგა ხანდაზმულთათვის).
6
ჩვენი ცენტრის მასწავლებლები – სერტიფიცირებული იოგები ინდოეთიდან, ჩაატარებენ გაკვეთილს თქვენი მომზადების დონის მიხედვით. იოგას ცენტრ „ანანდაში“ 31.12.2014-ის ჩათვლით მოქმედებს სპეციალური აქცია – სამი უფასო ვიზიტი.
3. ასანა „მტრედის პოზა“ დაჯექით, მოხარეთ მარჯვენა მუხლი ისე, რომ ფეხის გული საზარდულს ეხებოდეს, ხოლო მუხლი იატაკს ედებოდეს. მარცხენა ფეხი გასწიეთ უკან ისე, რომ მენჯის ძვლის ზედაპირი ეხებოდეს იატაკს. ამის შემდეგ იმუშავეთ დინამიკურად: მარჯვენა მხარი მოაქციეთ იატაკზე და დაეყრდენით, ასწიეთ მარცხენა ხელი ზევით. შეატრიალეთ მარცხენა ხელი და მხარი გვერდზე.
არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ სასაჩუქრე კუპონი, რომელიც ჟურნალის ამ ნომერში შეგხვდათ. ჩვენი მისამართებია: ბარნოვის N56. ტელ: 2 60 60 16; ქავთარაძის N27. ტელ: 2 48 00 45;
შემდეგ შეცვალეთ ხელი: დაეყრდენით მარცხენას და ასწიეთ მარჯვენა. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 6-12-ჯერ. შეცვალეთ ფეხი.
www.focustv.ge
73
სილამაზე და ჯანმრთელობა
სხეულის სპორტული ფორმა მოდაშია ავტორი: თეკლა იორდანიშვილი
იანვარი 2015 №70
სხეულის სპორტული ფორმა მოდაშია. მოდას რომ თავი გავანებოთ, ეს ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. დღეს ბაზარზე უამრავი ალტერნატივა არსებობს: სხვადასხვა სახის სპა და ფიტნესცენტრები, იოგა, მასაჟები... თუმცა, არსებობს ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი – დრო. ბევრი ადამიანი დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებს ვარჯიშს. ბევრჯერ მიფიქრია, შინ რომ მქონდეს სავარჯიშო დანადგარი, რამდენად კომფორტული და სასარგებლო იქნებოდა, უამრავ დროს დავზოგავდი და კარგი ფიზიკური ფორმა ყოველთვის შენარჩუნებული მექნებოდა.
პროფესიული დანიშნულების ტრენაჟორი. იქვე მითხრეს, რომ „მასტერ სპორტის“ ახალ, ცენტრალიზებულ ფილიალში, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის (იგივე მარჯანიშვილის) ხიდის ქვეშ გამოყოფილ
თურმე, ეს ოცნება საკმაოდ ადვილად შეიძლება ავისრულო. სულაც არ არის წარმოუდგენელი, შინ მშვიდად დავწვა კალორიები ჩემთვის მოსახერხებელ და სასურველ დროს. „მასტერ სპორტის“ მაღაზიაში სპორტული ტანსაცმლის ასარჩევად შევედი და ჩემი საოცნებო სპორტული დანადგარების საკმაოდ დიდი არჩევანი დამხვდა: სარბენი ბილიკები, ელიპტიკური თხილამურები, კარდიოტრენაჟორებისა და სხვა უამრავი 74
www.focustv.ge
კომერციულ ფართში მდებარეობს, პროდუქციის ყველაზე ფართო არჩევანია. მაღაზიაში ასევე გავარკვიე, რომ თურმე კომპანია „მასტერ სპორტი“ უკვე 10 წელია რაც არსებობს და ერთ-ერთი ლიდერია ტრენაჟორების რეალიზაციის კუთხით, როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზარზე. ინტერნეტში ბრენდებიც მოვძებნე და აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი, რაც აქ არის წარმოდგენილი, მთელს მსოფლიოში ძალიან ცნობილი და გაყიდვის თვალსაზრისით პოპულარული ყოფილა: MATRIX, BODY-SOLID, PROTEUS... „მასტერ სპორტის“ მიერ არის დაკომპლექტებული „ავერსის“ კლინიკისა და „ლიბერთი ბანკის“ სპორტდარბაზები, საცხოვრებელი კომპლექსი „ზემო ვაკის აპარტამენტები“. გარდა ამისა, „მასტერ სპორტი“ სპორტული აღჭურვილობით უზრუნველყოფს ისეთ სახელმწიფო ორგანიზაციებს, როგორებიცაა ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.
განვახორციელე. მოგეხსენებათ, ძალიან ძნელია თბილისში კარგი ხარისხის სარბენი სპორტული ფეხსაცმლის შეძენა. „მასტერ სპორტში“ კი ამ მხრივ პრობლემა არ არის. მე ERKE-ს ბრენდს მივანიჭე უპირატესობა: ლამაზი, ელეგანტური და კომფორტული ფეხსაცმელი უკვე ჩემია. მაღაზიაშივე ლოიალურობის კლუბშიც გავწევრიანდი. ეს ის ადგილია, რომელიც ორიენტირებულია ჩემს ინტერესებზე და მაქსიმალურადაა მორგებული ჩემს საჭიროებებს. ახლა, უკვე შინ, საკუთარი „სპორტდარბაზი“ მაქვს და მიზეზი, რომ დრო არ მრჩება სავარჯიშოდ, ვეღარ გაამართლებს ჩემს სიზარმაცეს. თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია კი ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ: www.mastersport.ge
ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც კონსულტანტები ძალიან კარგად ერკვეოდნენ ყველა საკითხში. შესაბამისად, მომსახურებითაც კმაყოფილი დავრჩი. ჩემი არჩევანი ელიპტიკური თხილამურები იყო. კომპანიამ ადგილზე ტრანსპორტირება და კონსტრუქციის აწყობაც უზრუნველყო.ხუთწლიანი გარანტიაც მომცეს. ჩემი უპირველესი მიზანი – სპორტული ტანსაცმლის შერჩევაც წარმატებით
www.focustv.ge
75
სილამაზე და ჯანმრთელობა
ARYA YOGA ARYA YOGA-ს დამფუძნებელს ნინა შენგელიას სტუდიის დაარსების იდეა საკუთარი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე გაუჩნდა. მან შექმნა საკუთარი იოგას ცენტრი, რომლის ყველა მომსახურებაც აკმაყოფილებს ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნილებას. ARYA YOGA-სთვის მაღალი ხარისხის მომსახურება და მომხმარებლის კმაყოფილება მთავარი უპირატესობაა, ამიტომაც ცენტრი გთავაზობთ ვარჯიშებს, ხელმისაწვდომს ნებისმიერი მსურველისათვის - ასაკის, ფიზიკური შესაძლებლობების თუ მომზადების დონის მიუხედავად.
იანვარი 2015 №70
სპეციალური პროგრამების ფართო სპექტრი, რომელიც მორგებულია როგორც მცირეწლოვან, ასევე ხანდაზმულ მომხმარებელზე. დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის გაჯანსაღებასა და გაძლიერებაზე. იოგას ვარჯიშები ასევე ხსნის თავის ტკივილებს, ტკივილებს ზურგის არეში და სახსრებში, არეგულირებს წნევას და სისხლის მიმოქცევას, სუნთქვას, გათავისუფლებთ სტრესისგან და დაღლილობისგან, ასევე გეხმარებათ სრულყოთ თქვენი გარეგნობა ბუნებრივი გზით, რომელთაც ჰიმალაის მთებში, იოგას ინსტიტუტში ნასწავლი მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ინსტრუქტორები ატარებენ. 76
www.focustv.ge
Tailor-made holiday tips. Journeys that fit you perfectly.
24 l. Abashidze Street 0179 Tbilisi, Georgia Tel: +995 32 291 20 80 viatravel@viatravel.ge www.viatravel.ge
Via Travel
სილამაზე და ჯანმრთელობა
ხშირად სთავაზობს მათ გასვლით სემინარებს სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი ტური იყო ყაზბეგში, Rooms Hotel-ში. ამჟამად კი ARYA YOGA-ს მთლიანი შემადგენლობა საახალწლო ზეიმისთვის და ფოტოკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებისთვის ემზადება, რომელიც ჩატარდება 30 დეკემბერს. მოსულ სტუმრებს დახვდებათ მრავალი სიურპრიზი და ორიგინალური ატმოსფერო. ARYA YOGA გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით გარდა ამისა ნიშანდობლივია, რომ ARYA YOGA -ს ვარჯიშების განრიგი მორგებულია მომხმარებლების სამუშაო გრაფიკზე. საკუთარი მეთის არქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ სტუდიაში არსებული დასაფენებით, ასევე შესაძლებელია შეიძინოთ საკუთარი და დატოვოთ კიდეც შესანახად. კეთილმოწყობილ დარბაზებში აქტიური მეცადინეობების შემდეგ გაქვთ საშუალება მოდუნდეთ საშხაპეებში და შემდეგ დააგემოვნოთ თქვენთვის დამზადებული ნეპალური ჩაის ასორტიმენტი. ნინა შენგელია: "ყოველთვის ვცდილობ რაღაც ახალი შევთავაზო საკუთარ მომხმარებლებს, ამიტომ სრული კომფორტის შესაქმნელად სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ როგორც უკვე არსებული მომხმარებლებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ჯერ არ გამოუცდია ARYA YOGA -ს მომსახურება. იმის გარდა, რომ ახლა გვაქვს აქცია - "ივარჯიშე ყოველდღე მხოლოდ 110 ლარად", კიდევ ვგეგმავ შეთავაზებებისა და აქტივობების ისეთ მრავალფეროვნებას, რომელიც არ დატოვებს არცერთ მათგანს გულგრილს“. ARYA YOGA-ს ცენტრი, ორიენტირებული მომხმარებლის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე,
იანვარი 2015 №70
გპირდებათ ფასდაკლებისა და ულიმიტო სასაჩუქრე ბარათებს, ამიტომ თვალ ყური ადევნეთ მათ facebook გვერდს ან დეტალებისთვის დაუკავშირდით საკონტაქტო ნომრებზე. ARYA YOGA გისურვებთ მუდმივ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას! ი.ჭავჭავაძის გამზ. 29ა 995 322 91 70 02 995 770 10 22 27 Info@aryayoga.ge www.facebook.com/AryaYogageo 78
www.focustv.ge
მოგზაურობა
მოგზაურობა
იანვარი 2015 №70
82 ინდოეთის ორი მხარე ანუ მწიფე პაპაიას გემო 92 5 წუთით ადრე ევროპულ შობამდე 98 ეგვიპტე შოტლანდიური ვისკი: ხელობა თუ ხელოვნება? 102 მოგზაურობა განსხვავებული ენერგიის ქვეყანაში
80
www.focustv.ge
მოგზაურობა
ინდოეთის ორი მხარე ანუ მწიფე პაპაიას გემო
იანვარი 2015 №70
ავტორი, ფოტო: მაკა ბიბილაშვილი რაბინდრანათ თაგორი, მაჰათმა განდი, სატიაჯიტ რაი, ანიშ კაპური, სალმან რუშდი და ტაჯ-მაჰალი – ეს იყო ჩემი ასოციაციები ინდოეთთან. ამიტომ ბევრი სტერეოტიპის მიუხედავად, ეს ქვეყანა ჩემში ყოველთვის დიდ პატივისცემას იმსახურებდა. მეგონა აჭარბებდნენ, როცა ნაგავზე, სიბინძურესა და გაუსაძლის სუნზე ყვებოდნენ. მინდოდა ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა. ბევრი აღარ მიფიქრია, ჩემოდანი გავამზადე და შუა ზამთარში, ახალ წლამდე „ხუთი წუთით ადრე“, აზიის სამხრეთში, ოკეანისკენ, ინდოეთთან შესახვედრად გავემგზავრე.
მუმბაი
მარშრუტის მიხედვით, ხუთი ქალაქი უნდა გვენახა: ინდოეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი მუმბაი, „ვარდისფერი ქალაქი“ ჯაიპური, ტაჯის (ტაჯ-მაჰალის) ქალაქი აგრა, დედაქალაქი დელი და ქოქოსის პლაჟებითა და მილიონერთა ვილებით ცნობილი გოა. 82
ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი არაბეთის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული. მუმბაიში 13 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მძიმე მოგონებები მუმბაიდან გამომყვა. ირგვლივ, ყველგან თავისუფლად სუნთქვა ჭირს. ირგვლის საშინელი ანტისანიტარიაა. ყოველ ნაბიჯზე ნაგავი ყრია. დიდი მცდელობის მოუხედავად, ძნელია ამ ყველაფერს თვალი აარიდო. გამთენიისას ქუჩის ტროტუარები მძინარე ადამიანებით იყო გადავსებული – ჭუჭყიან ტილოებში გახვეულებს ეძინათ. შემდეგ ნელნელა გაღვიძება, იქვე საჭმლის მზადება და საუზმობაც დაიწყეს. შემაძრწუნებელი სანახავი იყო არა სიღარიბე და უსახლკარო ადამიანები, არამედ სიბინძურე და წლებისა და შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაში ქალაქის ქუჩებში დაგუბებული ჭუჭყის სუნი. განსაკუთრებით
www.focustv.ge
მწველი ეს სუნი ბაზრისა და ხიდების მიდამოებში იყო. მაგრამ ინდოეთს ჯადოსნური ძალა აქვს. ამ ყველაფერთან ერთად, შეუძლია ისე გაგაოცოს და ისეთი რამ გაჩვენოს, რომ გავიწყდება ყველა დისკომფორტი, არასასიამოვნო მოგონება და შეგრძნება. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო... ქალაქის სამხრეთ კიდეზე ინდოეთის კარიბჭეა აღმართული, საიდანაც ნავით ელეფანტას კუნძულისკენ გავცურეთ. რამდენიმე წუთში შეივსო ნავი და 40-45 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, კუნძულს მივადექით. მას ადგილობრივები „ჩარაპურის“ უწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელებმა იქ გიგანტური სპილოსთავიანი ქანდაკება იპოვეს, კუნძულს „ელეფანტი“ დაარქვეს. ეს ქანდაკება ამჟამად მუმბაის უელსის პრინცის მუზეუმში ინახება. სანაპიროდან „ელეფანტის“ გამოქვაბულებამდე რკინიგზაა გაჭრილი. მცირე ზომის მატარებელი მგზავრების კუნძულის შუაგულამდე გადაადგილებას უზრუნველყოფს. კუნძულზე სულ შვიდი გამოქვაბულია. აქედან ხუთი ინდუისტური და ორი – ბუდისტური. ინდუისტურ გამოქვაბულებში განლაგებულია
www.focustv.ge
83
მოგზაურობა მოგზაურობა იანვარი 2015 №70
ქვის ქანდაკებები, რომლებიც ღმერთ შივას სადიდებლადაა შექმნილი და ინდუიზმის ერთ-ერთ სექტას – შივაიზმს ეკუთვნის. ქვისგან გამოკვეთილი სკულპტურები სავარაუდოდ ახ.წ.აღ. V-VIII საუკუნეებისაა. უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა რკინიგზის სადგურია. მუმბაის ცენტრალური რკინიგზის სადგურის შენობაც მათ შორისაა. ის ბრიტანელი არქიტექტორის კლოდ ბატლის პროექტის მიხედვით 1930 წელსაა აშენებული. გარდა ამისა, მუმბაიში მდებარეობს მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, მრავალი ინდური კომპანიის შტაბბინა და ქვეყნის კინო და ტელეინდუსტრიის ცენტრი – ბოლივუდი. 84
www.focustv.ge
ჯაიპური მუმბაიდან რაჯასტანის დედაქალაქ ჯაიპურში, ე.წ. Pink City-ში გადავფრინდით. ქალაქის ქუჩების ფასადები და თითქმის ყველა შენობა მოვარდისფრო-ნარინჯისფრადაა შეღებილმოპირკეთებული. ქალაქმა ეს სახელწოდება 1876 წელს მიიღო – მას შემდეგ, რაც ჯაიპურს უელსის პრინცი და დედოფალი ესტუმრნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ვარდისფერი ინდოეთში სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა, ჯაიპურის მაჰარაჯამ მთელი ქალაქი ვარდისფრად გადაღება. ქალაქის ერთი-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა მაოტას ტბის ნაპირზე მდგარი ამბერის ციხესიმაგრე, იგივე ამბერის
www.focustv.ge
85
მოგზაურობა იანვარი 2015 №70
სასახლეა. უზარმაზარი კომპლექსი „არწივების მთაზეა“ (Cheel ka Teela) აშენებული. ის ჯაიპურიდან 11 კილომეტრითაა დაშორებული. XVI საუკუნიდან მოყოლებული, ეს ციხესასახლე ინდოელი რაჯებისა და მაჰარაჯების სამფლობელი იყო. ჯაიპურის სასახლე – City Palace ქალაქის ცენტრში დგას. სასახლე აერთიანებს ცანდრა მაჰალისა და მუბარეკ მაჰალის სასახლეებს, მუზეუმს, მაღაზიებს, სადაც ტრადიციული სამოსი „სარი“ – ე.წ. „ალიბაბას შარვლები“, ფარდაგები და ქსოვილები იყიდება. სასახლის ორ დარბაზში სამეფო ოჯახის ტრადიციული ინდური სამოსია გამოფენილი. ამ დარბაზებში ვიდეო და ფოტოგადაღება აკრძალულია და კანონდარღვევა 500 რუპიით ჯარიმდება. თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია. თვალს ვერ ვაშორებდი მაჰარაჯასა და მისი ოჯახის წევრების ფერად, მაქმანებიან, ნაქარგ სამოსს, ხალათებსა და ღამის საცვლებს, და ვფიქრობდი, რომ ადამიანის ფანტაზიას, ნიჭსა და შესაძლებლობებს დრო და საზღვრები არ აქვს! დღეს ეს სასახლე მუზეუმია, მაგრამ მისი დიდი ნაწილი კვლავ სამეფო რეზიდენციას წარმოადგენს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჩანდრა მაჰალის სასახლის შესასვლელის შიდა ეზო, მოხატული ოთხი კარით, რომელიც წელიწადის ოთხ დროსა და ინდურ ღმერთებს 86
www.focustv.ge
განასახიერებს. ფარშევანგების შემოდგომის კარიბჭე ღვთაება ვიშნუს ეძღვნება; ზაფხულის ლოტოსის კარიბჭე – შივა-პარვატის; გაზაფხულის მწვანე, იგივე „ტალღების“ კარიბჭე – ღვთაება განეშას; მეოთხე, ზაფხულის ვარდის კარიბჭე – ნაყოფიერების ქალღმერთ დევის. ჯაიპურიდანაა შესაძლებელი ე.წ. „სპილოების სოფელში“, Elephant Village-ში გამგზავრება, სადაც სპილოები ყოველგვარი გალიებისა და ვოლიერების გარეშე ცხოვრობენ. ამ გოლიათი ცხოველით გასეირნების საფასური10 დოლარიდან იწყება. ინგლისურის მცოდნე კონსულტანტი გულდასმით გვიხსნის, რომ სპილოზე ასვლა ხორთუმიდან უნდა დაიწყო, მერე ხელები ყურებში უნდა ჩაავლო და რამდენიმე წამში უკვე სპილოზე ხარ ამხედრებული.
აგრა ჯაიპურიდან აგრაში, ტაჯის ქალაქში გავემგზავრეთ. გზებზე გაშლილი ქალაქების, გარეუბნებისა და სოფლების თვალიერებისას ხვდები, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი, შეულამაზებელი ინდოეთი – ხილისა და ბოსტნეულის ბაღებით, გაშლილ ველებზე წითელი აგურის გროვებით, სამი-ოთხი
www.focustv.ge
87
მოგზაურობა იანვარი 2015 №70
ფიცრისგან შეკრული თავშესაფრებით, რასაც შეუძლებელია ქოხი, მით უმეტეს – სახლი უწოდო. ტუკტუკებითა და მოტოციკლებით სავსე ქუჩებით, ტროპიკული ხილის – პაპაიას, ქოქოსის, ბანანის, ფორთხოლის, ინდური ვაშლის, მარაკუაის, მანგოს დახლებით. აქ მოხალულ მიწის თხილს პინებშებმული სასწორით გიწონიან და გაზეთის ნაგლეჯში გიხვევენ. ქუჩაში მოუწყვიათ სადალაქოცა და საპირფარეშოც, სარეცხსაც იქვე რეცხავენ და მერე ფერად-ფერად სამოსს გრძელ თოკებზე გასაშრობად ფენენ.
კონტექსტში უნდა თქვა სიტყვა „საოცრება“. ინდოეთში უპირველესად შთაბეჭდილებას მასშტაბები ახდენს. თეთრი მარმარილოს მავზოლეუმის სიმაღლე 74 მეტრია. არცერთი კამერის ლინზას არ შეუძლია ზუსტად ასახოს ეს სანახაობა. კომპლექსის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ძვირფასი ქვები: ფირუზი, აქატი, სერდოლიტი და მალაქიტი. მარმარილოს მავზოლეუმი XVI საუკუნის დასაწყისში მოგოლთა იმპერატორმა შაჰჯაჰანიმ სიყვარულის ნიშნად მეუღლისთვის – მუმთაზ მაჰალისთვის ააგო. კომპლექსს ოც წელზე მეტხანს 20 ათასზე მეტი ადამიანი აშენებდა. „ინდოეთის მარგალიტს“ დღეში ათი ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
... ბოლო ტურისტები ვიყავით. ტაჯ-მაჰალი მზის ჩასვლისას ვნახეთ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ემოციის გამოსახატად სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი. მაშინ მივხვდი, რა 88
www.focustv.ge
მოგზაურობა
დელი ინდოეთის ქუჩებში შუქნიშნები თითქმის არ არსებობს. მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს არ იცავენ და კომუნიკაციისა და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ხშირი, გაბმული სიგნალია. ამიტომ დელიში თვალში მომხვდა სიგნალების ამკრძალველი ტრაფარეტები: Signals Prohobited. ქალაქში შუქნიშნებიც შევნიშნეთ, პოლიცია ტრანსპორტის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. ქალაქის სლოგანი – „სუფთა დელი, მწვანე დელი“ (Clean Delhi, Green Delhi), მხოლოდ სლოგანად არ რჩება. დელი მართლაც არის მწვანე და სუფთა ქალაქი. დელი მდინარე იამუნას (განგის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზეა გაშენებული. ინდოეთის დედაქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ქვეყანაში მეორე ქალაქია, 11 მილიონზე მეტი მოსახლით (მუმბაის შემდეგ). არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ დელი მუდმივად დასახლებული ადგილი ყოფილა – სულ მცირე, ძვ.წ.აღ. VI საუკუნიდან. მის ტერიტორიაზე 60 ათასამდე მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი არსებობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დგას ინდოეთის კიდევ ერთი კარიბჭე, რომელიც სავსეა ტურისტებით, ძვირფასი ქვებით მორთული სამკაულისა და იაფფასიანი ბიჟუტერიის მოვაჭრეებითა და ტკბილეულის დახლებით. აქ უკვე აღარ არის თვალშისაცემი სიღარიბე, ჭუჭყი და შიმშილი. დელი თანამედროვე, ცივილიზებული ქალაქია.
იანვარი 2015 №70
დელის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და ქვეყნის სიმბოლო ქალაქის წითელი ციხესიმაგრე – მოგოლების იმპერიისდროინდელი ციტადელია. ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხალხს ამ ციხესიმაგრიდან მიმართავს. ციხის ტერიტორიაზეა რამდენიმე მუზეუმი, მეჩეთი და ჰამამი. ქალაქის ცენტრში ზოოპარკია, სადაც ცხოველებისა და ფრინველებისთვის იდეალური გარემოა შექმნილი. თითო ვოლიერი თითქმის ფეხბურთის მოედნისხელაა. ცხოველი შეიძლება ისე იყოს სადმე მიმალული, რომ თვალიც ვერ მოკრათ. დელის ზოოპარკის ჟირაფების, მარტორქების, ლომებისა და ვეფხვების თვალიერებისას, ჩვენი – თბილისის ზოოპარკი გამახსენდა და ძალიან მომინდა, ჩვენს ცხოველებსაც ჰქონოდათ ასეთი თავშესაფარი. დელიში მრავლადაა მეჩეთები, ინდუისტური და ბუდისტური ტაძრები. ქუჩები აქაც სავსეა 90
www.focustv.ge
ტროპიკული ხილისა და ბოსტნეულის დახლებით, ხელნაკეთი აქსესუარებით, სამკაულითა და ყვავილებით, ტუკტუკებით, მოტოციკლებითა და სამგზავრო ველოსიპედებით.
გოა ინდოეთის ყველაზე პატარა და ულამაზესი შტატი ოთხი საუკუნის მანძილზე პორტუგალიის პროვინცია იყო. გოას დედაქალაქ პანაჯიში მრავლადაა კათოლიკური ტაძრები. ქუჩები, საავადმყოფოები, სახელმწიფო დაწესებულებები დღემდე პორტუგალიელთა სახელებს ატარებს. გოას მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც მისი ცნობილი პლაჟებია. რომელი ერთი ჩამოვთვალო: ბაგა, კანდოლიმი, კალანგუტი, დონა პაულა, მირამარი თუ პალოლემი.
ფარდაგებითა და ქაშმირის შარფებით, სულ სხვანაირი მზით და სულ სხვანაირი ცით! P.S.: ცხრადღიანი მოგზაურობის შემდეგ, ჩემი ასოციაციების „გალერეა“ უფრო გამდიდრდა. ინდოეთმა დამიტოვა პაპაიასა და მანგოს გემო, მარჯნისთვლიანი ბეჭედი, ინდონეზიელი გოგონას ნაჩუქარი სურნელოვანი ჟასმინების სამაჯური, ოქროსფერი ქვიშა და ქოქოსის სანაპიროები...
გოა სამოთხეა დედამიწაზე – ოქროსფერი ქვიშით, ოკეანის წყლით, ქოქოსების სანაპიროებით, ტროპიკული ხილის მრავალფეროვნებით, ხელნაკეთი ტყავის აქსესუარებით, ფერადი ქსოვილებით, ნაქარგი
www.focustv.ge
91
მოგზაურობა
5 წუთით ადრე ევროპულ შობამდე ავტორი: გოგა ჩანადირი
იანვარი 2015 №70
ბერლინის ათასფრად განათებულ საშობაო ბაზრობაზე სანტა კლაუსი გადმომიდგა. მარხილი არ ჰქონდა. წვერი თეთრად დაფერვოდა, მხრებზე წითელი პალტო მოეხურა, შარვალიც წითელი ეცვა, ოღონდ – საკმაოდ განიერი. „დალიეთ გლუვაინი, ცხელი ღვინოა, 2 ევრო ღირს...“
მიერ დასაჩუქრებული, და რაც უნდა დიდი იყო, იჯერებ, რომ ეს „კეთილი მოხუცი“ მართლა არსებობს.
გამეღიმა. როდის იყო თოვლის პაპები და სანტა კლაუსები საჩუქრებში ფულს იღებდნენ-მეთქი, გავიფიქრე. ეტყობა, უკვე მართლა ისეთი დიდი გავხდი, რომ დროა, აღარ მჯეროდეს მათი არსებობა.
შობა ევროპაში დიდი დღესასწაულია. ერთი შობა ქართველებთან და გერმანელებთან ერთად ბერლინურ ოჯახში ვიზეიმე. აი, ჩვენებურ საახალწლო-საოჯახო შეკრებას ჰგავდა. ვისხედით გარინდულნი და როცა საათის ორივე ისარი 12-თან ერთმანეთს შეერწყა, ავხმაურდით. 25-ში კი, გარეთ რომ გამოვედი, ქუჩები ცარიელი დამხვდა. სულ ეს იყო ზეიმი? – ვკითხე ჩემ თავს.
მაგრამ როცა ევროპაში შობა დგება, ერთი ნაწილი სანტა კლაუსი ხდება, მეორე კი – მათ
კი, სულ ეს იყო, მაგრამ ზეიმი არა 24 დეკემბერს, არამედ ლამის 1 ნოემბერს იწყება. 92
www.focustv.ge
მოგზაურობა იანვარი 2015 №70
ერთ საშობაო სეზონზე, ფეხდაფეხ თუ ავტობუს-ავტობუს, ევროპის რამდენიმე ქალაქი შემოვიარე. ბონით დავიწყე, მერე მიუნხენით გავაგრძელე. გავიარე ბრიუსელი, ჩავედი პარიზში, შემდეგ სტრასბურგში ვიხეტიალე. ვარშავაში იმდენი ვიარე, გავიყინე კიდეც, მაგრამ ათასფრად განათებული ქუჩები, ძალიან მხიარული ბაზრობები და საშობაო სასმელი – ცხელი ღვინო მათბობდა და კარგ განწყობაზე მაყენებდა.
94
www.focustv.ge
25 ნოემბერს ევროპის ყველა ქალაქში უკვე დგას ნაძვის ხე. ისევე, როგორც საშობაო საჩუქრების კულტურა, მე-18 საუკუნეში ნაძვის ხეც გერმანელებმა დაამკვიდრეს. შეიძლება ითქვას, რომ საშობაო დღესასწაულების აღნიშვნის კანონმდებლები ისინი არიან. პირველი ვარსკვლავიც ნაძვის ხეზე გერმანელებმა აანთეს, როგორც შობის ღამეს ცაზე აკიაფებული მანათობლის სიმბოლო. ნაძვის ხესთან დაკავშირებით კი, ერთი ასეთი ამბავი არსებობს: როდესაც იუდეველთა მეფე
www.focustv.ge
95
მოგზაურობა ჰეროდემ 2 წლამდე ყრმების ამოჟლეტვა ბრძანა, ღვთისმშობელი იესოსთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. გზად მხედრები წამოეწივნენ. ზამთარი იდგა, ხეებს ფოთლები აღარ ჰქონდა. წმინდა ოჯახი ნაძვს შეეფარა, რომელმაც ტოტები თოვლივით თეთრად შეიმოსა და მდევრებისგან დამალა. გერმანელებმაც სწორედ ნაძვის ხით გადმოსცეს ყრმა ქრისტეს ხსნა.
იანვარი 2015 №70
საშობაო დღესასწაულზე ბერლინში კვლავ მოვხვდი. ათასფრად განათებულ ბაზრობაზე სანტა კლაუსი გადმომიდგა. მარხილი არ ჰქონდა. წვერი თეთრად დაფერვოდა, მხრებზე წითელი პალტო მოეხურა, შარვალიც წითელი ეცვა, ოღონდ – საკმაოდ განიერი. „დალიეთ გლუვაინი, ცხელი ღვინოა, 2 ევრო ღირს...“ გამეღიმა. როდის იყო, სანტა კლაუსები და თოვლის პაპები საჩუქრებს ჰყიდდნენ-მეთქი, გავიფიქრე. 24 დეკემბერი იყო. გერმანულ ოჯახში ქართველებთან ერთად ვიჯექი. ნაძვის ხე თეთრად შემოსილიყო. წვერზე შობის ვარსკვლავი ენთო. შობამდე 5 წუთი რჩებოდა. ყველანი გარინდულნი და მოზომილი ღიმილით ვუყურებდით ერთმანეთს. ვფიქრობდი, რა იქნებოდა, კიდევ მოსულიყო სანტა კლაუსი ან თოვლის პაპა. საშობაო საჩუქრით სწორედ მას გავეხარებინე და ბავშვობაში დავებრუნებინე...
96
www.focustv.ge
www.focustv.ge
97
მოგზაურობა
ეგვიპტე ავტორი: თამთა დალაქიშვილი 2014 წლის 2 ნოემბრიდან საქართველოს ავიაბაზარზე ეგვიპტური, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Cairo შემოვიდა.
ნაწილში და მიიჩნევა ერთ-ერთ ულამაზეს და ფეშენებელურ კურორტად. ქვიშიანი სანაპიროები, კომფორტული სასტუმროები,
იანვარი 2015 №70
კარგი ამბავია, რომ ეს ავიაკომპანია შარმელ-შეიხის მიმართულებით პირდაპირ და რეგულარულად დაფრინავს. ფრენები კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათს და კვირას ხორციელდება, ხოლო იანვრიდან კიდევ ერთი რეისი დაემატება და პარასკევ დღესაც იფრენს. საქართველოში ავიაკომპანიის ოფიციალური სავაჭრო წამომადგენელი „ინტერკო თრეველია“. ეგვიპტე, როგორც ქვეყანა, არა მარტო ისტორიული წარსულითაა საინტერესო და მდიდარი. აქ მოგზაურობა ხელმისაწვდომ ფასებშია შესაძლებელი, საიდანაც, გვერწმუნეთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით. სტატისტიკურად, ამ ქვეყანაში ჩასული ტურისტების დაახლოებით ნახევარზე მეტი შარმ-ელ-შეიხში დასვენებას ირჩევს. შარმ-ელ-შეიხი მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ 98
www.focustv.ge
NEW MODELS 2014 NEW MODELS 2014
Tbilisi: pekinis 20 / tel: 238 15 86; WavWavaZis 16 / tel: 218 15 86; rusTavelis 14 / tel: 299 91 66; vaJa-fSAvelas 15 / tel: 218 39 31; savaWro centri evrazia (gldani); lublianas 5 (klinika ofTalmiji) rusTavi mesxiSvilis 1 baTumi demetre Tavdadebulis 29 / tel: 275529 quTaisi Tamar mefis 4 / tel: 253043
მოგზაურობა იანვარი 2015 №70
მშრალი კლიმატი, ეგზოტიკური არაბული სამზარეულო იდეალური დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს შეგიქმნით. მთავარი კი, წითელი ზღვაა, რომელიც სისუფთავით და სიკამკამით გამოირჩევა. წყლის ტემპერატურა არასოდეს ეცემა +20 გრადუსზე ქვევით. არაჩვეულებრივად მდიდარი წყალქვეშა სამყაროს გამო კი დაივინგის მოყვარულთათვის ერთ-ერთ სასურველ ადგილს წარმოადგენს. იშვიათი და ლამაზი რიფები, საოცარი ჯიშის ეგზოტიკური თევზები ულამაზეს ფერად მარჯნებში – ამ ყველაფრის ნახვა წყალქვეშ ცურვისას შეიძლება, მაგრამ რა თქმა უნდა ამისათვის ყველაზე კარგი აკვალანგია. უკიდეგანო სანაპიროები, ფირუზისფერი ზღვა, ფინიკებით დახუნძლული პალმები კონტრასტულ და ამავე დროს, ჰარმონიულ ერთიანობაშია მრავალფეროვან კანიონებთან, კლდეებსა და ოქროსფერ ქვიშასთან. შარმ-ელ-შეიხი ასევე ცნობილია მრავალი გასართობით, წყლისა და ექსტრემალური სპორტით. წყლის გასართობების გარდა, ასევე შეგიძლიათ ისიამოვნოთ სქაი დაივინგით და ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოხტეთ.
შარმ-ელ-შეიხში შეგიძლიათ იოლად დაგეგმოთ საფარიში მოგზაურობა უახლოეს, სინაის უდაბნოში, და დაათვალიეროთ წმ. ეკატერინეს მონასტერი ან დატკბეთ სინაის მთების მშვენებით. შარმ-ელ-შეიხი წლის ნებისმიერ დროს იზიდავს ტურისტებს. კლიმატი მშრალი და ძალიან სასიამოვნოა მთელი 12 თვის მანძილზე. ზამთარში ტემპერატურა +20-+25 გრადუსის ფარგლებშია, ხოლო ზაფხულში – +30-+35 გრადუსი. წყლის ტემპერატურა ზამთარში +20 გრადუსზე ქვემოთ არ ეცემა. საღამოობით კი თბილი მოსაცმელი უნდა იქონიოთ, ვინაიდან ზოგჯერ ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა +13 გრადუსამდე დავარდეს. რაც შეეხება შარმ-ელ-შეიხის ინფრასტრუქტურას – კურორტზე სხვადასხვა დონისა და ხარისხის უამრავი სასტუმრო ფუნქციონირებს, რომლებსაც საკუთარი ღამის კლუბები და დისკოთეკები გააჩნია. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები მსოფლიოში ნებისმიერ ფეშენებელურ სასტუმროს არაფრით ჩამორჩება. შარმ-ელ-შეიხი საუკეთესო ალტერნატივაა ევროპელებისათვის, მსოფლიოს სხვა კურორტებთან შედარებით. კურორტის
100
www.focustv.ge
ყველაზე ძველი სასტუმრო მხოლოდ 10 წლის ისტორიას ითვლის. შარმში არსებულ ყურეებს შორისაა ნაამა-ბეი, რაც ებრაულიდან ითარგმნება როგორც „სასიამოვნო“. ნაამა-ბეი ყველაზე პოპულარულია და სწორედ აქ არის განთავსებული სასტუმროების უმრავლესობა. მათ შორისაა Hiltons-ის, Sonesta-ს ქსელები, Marriott, Movenpick, Ghazala. აქ შეხვდებით სხვა ძალიან კარგ სასტუმროებს, რომლებიც არ შედიან ძირითად ქსელში. ასევე, შედარებით ხელმისაწვდომ, რამდენიმე კერძო და ქსელის სასტუმროებს, როგორიცაა, მაგალითად, Days Inn. როგორც ხედავთ, შარმ-ელ-შეიხი მართლაც უნიკალური ადგილია ყველა ქვეყნისა და ასაკის წარმომადგენლისათვის და ნამდვილად ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ სწორედ შარმ-ელ-შეიხი ჩვენი დასვენებისა და გართობისათვის. Air Cairo-ს ახალი, პირდაპირი და რეგულარული რეისები თბილისი-შარმ-ელშეიხის მიმართულებით კიდევ უფრო გაზრდის საქართველოში ამ კურორტის პოპულარობას და რასაკვირველია ეს ტურისტული კომპანიებისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება.
www.focustv.ge
101
მოგზაურობა
შოტლანდიური ვისკი: ხელობა თუ ხელოვნება? მოგზაურობა განსხვავებული ენერგიის ქვეყანაში
იანვარი 2015 №70
ავტორი: გიორგი შარაშიძე აბერდენის (Aberdeen) აეროპორტში შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ ქარის ენერგოსადგურის სარეკლამო ბანერი სლოგანით „შოტლანდია – გასხვავებული ენერგიის ქვეყანა“. საკმარისია რამდენიმე დღე გაატაროთ ამ საოცარ მიწაზე და მიხვდებით, რომ აქ ყველგან და ყველაფერში მართლაც განსხვავებული ენერგია იგრძნობა და ეს მხოლოდ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების გამომუშავებას არ ეხება. იმედი მაქვს, საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, ვინც მუდმივად ეძებენ საინტერესო თავგადასავლებს მსოფლიოს გარშემო. ცხადია, სათანადო შესაძლებლობების პირობებში. სწორედ მათ, და არა მარტო, ვურჩევ დაგეგმონ მოგზაურობა ჩრდილოეთ შოტლანდიაში, კონკრეტულად კი სფეისაიდის (Speyside) 102
www.focustv.ge
რეგიონში და ეწვიონ ვისკის დედაქალაქად წოდებულ დაფთაუნს (Dufftown), სადაც სპირტის გამომხდელი ყველაზე მეტი ქარხანაა აშენებული. საწარმოების უმრავლესობა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს. თუ აქამდე შოტლანდიაში თქვენი მოგზაურობა ძირითადად ედინბურგით შემოიფარგლებოდა, გირჩევთ აუცილებლად დაგეგმოთ და გაემგზავროთ შოტლანდიის ჩრდილოეთში. ეს მხარე ძალიან ჰგავს საქართველოს, იმ განსხვავებით, რომ ტყის მასივები უფრო დიდ სივრცეზეა გადაჭიმული, ხოლო წიწვოვანი ტყე ყველგან ფოთლოვანშია შერეული. დანარჩენ განსხვავებებზე, როგორიც არის სისუფთავე და სოფლის მეურნეობის განვითარების უმაღლესი დონე, აღარ ვისაუბრებ. არც იმაზე, რომ მდინარეებით უხვ რეგიონში თევზაობისთვის უზარმაზარი მოსაკრებელია გადასახდელი. მოკლედ, თუ გსურთ ნამდვილი შოტლანდია იხილოთ, მცირედით შეცვალეთ მარშრუტი. თავდაპირველად, შოტლანდიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ აბერდენში ჩაფრინდით –
www.focustv.ge
აქედან დაიწყეთ დაუვიწყარი მოგზაურობა და ედინბურგში დაასრულეთ. სასტუმრო „ქრეიგილიქი“ (Craigellachie Hotel) აბერდენის აეროპორტიდან 75 წუთის სავალზეა. ამ სასტუმროში მე-19 საუკუნის არისტოკრატიული შოტლანდიის ისტორიის ნაწილად იგრძნობთ თავს. ნომრის გასაღებს მიიღებთ თუ არა, ცხადი გახდება, რომ თევზჭერის დიდი ისტორიის მქონე რეგიონში
103
მოგზაურობა მოხვდით. სასტუმროს რესტორანიც, ცხადია, განთქმულია თევზის უგემრიელესი კერძებით და რა თქმა უნდა, ვისკის ბარით, სადაც მოხვედრის პატივი მხოლოდ სასტუმროს ვიზიტორებსა და კლუბის წევრებს აქვთ.
იანვარი 2015 №70
სასტუმროდან მანქანით 10 წუთის სავალზე მდებარეობს დაბა დაფტაუნი, სადაც დაიბადა და გაიზარდა უილიამ გრანტი და სადაც ვისკის ყველაზე მეტი – 6 ქარხანაა განთავსებული. „გლენფიდიქის“ ვისკის ქარხანა (Glenfiddich Distillery) – აქ კი იწყება ის, რის გამოც თავს უფლებას ვაძლევ, ასე თამამად გავუწიო რეკომენდაცია ჩრდილოეთ შოტლანდიაში მოგზაურობას. ვისკი-ტურის სამი ვარიანტიდან (შესაძლებლობის მიხედვით, უფასო, 10 და 75 ფუნტიანი) რომელიც უნდა აარჩიოთ, მაინც დაუვიწყარი შთაბეჭდილებით დაბრუნდებით, თუმცა სრული პაკეტი საშუალებას მოგცემთ არა მარტო გაეცნოთ უილიამ გრანტის კომპანიის ისტორიას და დაათვალიეროთ წარმოების სრული პროცესი, არამედ თავად ჩამოასხათ ვისკი უძველესი მუხის კასრებიდან. თუმცა ტურს ქარხანაში და ვისკის დეგუსტაციას 10 ფუნტადაც შეძლებთ. დეგუსტაცია ხუთი სახეობის „გლენფიდიქისგან“ შედგება: 12, 14, 18, 21, 25 წლის. შესაბამისად, 104
www.focustv.ge
მოგზაურობა იანვარი 2015 №70
ყველა თავისი უნიკალური არომატული თვისებებით, გემოთი, და რაც მთავარია, განწყობით. ზოგის დაჭაშნიკებას გვიანი შემოდგომის წვიმიან დღეს ამჯობინებენ, ზოგისას კი – ზაფხულის გრილ საღამოს. ვიზიტორთა ცენტრში კომპანია „უილიამ გრანტ ენდ სანს“-ის (William Grant & Sons) ისტორიის ძირითადი ფაქტები ფოტოებითა და ილუსტრაციებითაა გადმოცემული. მათ შორისაა უილიამ გრანტისა და მისი პირველი გუნდის შავ-თეთრი ფოტო, რომელიც ქარხნის დაარსებისას – 1887 წელს არის გადაღებული. „უილიამ გრანტ ენდ სანს“ იშვიათია ვისკის მწარმოებელ გლობალურ ბრენდებს შორის, რომელიც დღემდე ინარჩუნებს საოჯახო
106
www.focustv.ge
იოგას ცენტრი ანანდა
საჩუქარი „ფოკუსის“ მკითხველს
„იოგა ანანდასგან“
3
ვიზიტი უფასოდ
მოგზაურობა
ბიზნესის სტატუსს. კომპანიის ყველა მმართველი, 1887 წლიდან დღემდე, უილიამ გრანტის შთამომავალია. დღეს კომპანიას უკვე მეხუთე თაობა მართავს. რაც მთავარია, შენარჩუნებულია ის სულისკვეთება, რომელსაც სათავე უილიამ გრანტმა დაუდო – ამ ადამიანმა თავის ცოლთან და 9 შვილთან ერთად, აგურ-აგურ, საკუთარი ხელით შექმნა კომპანია, რომლის პროდუქციაც დღემდე აღაფრთოვანებს მილიონობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო. „ბალვინი“ (Balvenie) – უილიამ გრანტის ოჯახის სახელგანთქმული ბრენდი, ერთადერთია, რომელიც დღემდე იმავე ტექნოლოგიით მზადდება, როგორითაც მე-19 საუკუნის დასასრულს, თავად უილიამ გრანტის დროს მზადდებოდა, და ეს ეხება წარმოების ყველა ეტაპს. განსაკუთრებით – ხორბლის გამოშრობისა და გადამუშავების ეტაპს. სწორედ „ბალვინის“ საცავში გელოდებათ 14-დან 40 წლამდე დაძველების მუხის კასრები, საიდანაც თქვენთვის სასურველი გემოსა და არომატის ვისკი საკუთარი ხელით, სპეციალურ 200-გრამიან ბოთლში შეგიძლიათ ჩამოასხათ.
გელოდებათ და აქ იწყება განუმეორებელი შთაბეჭდილება: ოთხი დასახელების ვისკი, შესაბამისად, 12, 14 ,18, 21 წლის დაძველებით, მაგიდაზეა და ელოდება თქვენ შეფასებებს. აღსანიშნავია, რომ ვისკის გემოსა და არომატის აღქმა მეტად ინდივიდუალურია და ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი შეიძლება ჰქონდეს. ვისთვის ბანანი, ვისთვის მსხალი და ვისთვის შემოდგომაა ის ასოციაცია, რომელსაც ვისკის დაჭაშნიკება აღძრავს მათში. ვისკი ხომ ყველაზე მეტად ინდივიდუალური სასმელია. არ არსებობს ვისკის დაგემოვნების „სწორი“ ან „არასწორი“ მეთოდი. ვინ წყალთან ერთად ამჯობინებს, ვინ ყინულით და ვინ – ყინულის გარეშე.
იანვარი 2015 №70
წარმოების დათვალიერების შემდეგ ვისკის ექსპერტი სპეციალურ სადეგუსტაციო ოთახში
108
www.focustv.ge
სწორედ რამდენიმე ასაკის ვისკის თანმიმდევრობით გასინჯვისას ხვდები წლების ძალას, რადგან ყოველ მომდევნო წელს მუხის კასრში დაძველებული სპირტი ახალახალ არომატს და გემოს იძენს. თითოეულ არომატს მიღმა ვისკის შემქმნელთა უდიდესი მოთმინებაა: ისინი ხომ წლობით – 12, 15, 25 და ზოგჯერ 50 წელი ელიან დროს, როცა მათი შემოქმედების ნაყოფი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც თავდაპირველად ჩაიფიქრეს. ცნობისათვის: ვისკი ასაკის შესაბამისად
www.focustv.ge
109
მოგზაურობა
სხვადასხვა დასახელების ვისკის დაძველებას მხოლოდ საკუთარ საამქროში ხელნაკეთ მუხის კასრებს ანდობს. აქ თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელიც 45 წელია მუხის კასრებს საკუთარი ხელით ამზადებს. ვინ იცის – ვისკი, რომელსაც თქვენ მიირთმევთ, სწორედ მის მიერ წლების წინ ხელით დამზადებულ კასრშია დაძველებული...
იანვარი 2015 №70
მხოლოდ იმიტომ კი არ ღირს ძვირი, რომ უბრალოდ მეტი წლის ისტორია აქვს, არამედ იმიტომ, რომ ყოველწლიურად კარგავს მოცულობას. მაგალითისათვის, 25 წლის შემდეგ კასრში თავდაპირველი მოცულობის 40% აღარ დახვდებათ. რაც ცოტაა, მოგეხსენებათ, ძვირია. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას თქვენზე მუხის კასრების დამამზადებელ საამქროში სტუმრობა მოახდენს. უილიამ გრანტის ოჯახი დღემდე ინარჩუნებს მუხის კასრების დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიას და
110
www.focustv.ge
გასტრონომია სიმღერით მორთმეული კერძი 112 უფრო გემრიელია „სოციალური კაფე“ 114 პირველი ჩვენს სოციუმში
118 პრესტური „შატროში“
www.focustv.ge
111
გასტრონომია
სიმღერით მორთმეული კერძი უფრო გემრიელია
იანვარი 2015 №70
m|group – ეს ნიშანი რესტორანზე ხარისხის გარანტია. ამას უკვე ათი წელია მომხმარებელი შეეჩვია, მაგრამ სიახლე, რომელიც ამ ბრენდმა მათ შესთავაზა, ძალიან ორიგინალური და რაც მთავარია, ძალიან ქართულია. „მომღერალი მიმტანები“ – ეს არის პროექტი, რომელიც პირველად საქართველოში სწორედ კომპანია m|group-მა განახორციელა რესტორანში „მეტეხის ჩრდილში“. მაშინ, როცა სტუმრები შეიკრიბებიან, მიირთმევენ უგემრიელეს ქართულ კერძებს და თბილისის ხედით ტკბებიან, მიმტანები, რომლებიც მათ ემსახურებიან, სიმღერას იწყებენ და ნამდვილ შოუს დგამენ.
ეს ყველა სტუმრისთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზია. განსაკუთრებით კი იმ უცხოელი სტუმრებისთვის, რომელთა ჰიმნის შესრულებას მომღერალი მიმტანები იწყებენ. ისინი ასრულებენ როგორც ქართულ, ისე უცხოურ სიმღერებს და სხვადასხვა ქვეყნების ჰიმნებს. ყველას, ვისაც სურვილი აქვს გახდეს ამ საინტერესო და მხიარული შოუს მონაწილე, საკმარისია მხოლოდ მივიდეს რესტორანში „მეტეხის ჩრდილში“, ყოველ პარასკევს.
112
www.focustv.ge
აქვე, საახალწლოდ გვინდა „ქართული სუფრის საგანძურიდან“ ერთი საინტერესო რეცეპტი შემოგთავაზოთ: ტკბილი ფლავი კვახში იმერულად
საჭირო მასალა: თეთრი ბრინჯი – 1 ჭიქა; ქიშმიში – 3-4 სუფრის კოვზი; გარგარის ჩირი (კურაგა) და ვაშლი – გემოვნებით; 1 ცალი ფორთოხლის ცედრა; 1 ცალი ლიმონის ცედრა; შაქარი – გემოვნებით; ნიგოზი – გემოვნებით; თეთრი ბლის მურაბა, ან თაფლი; მაგარკანიანი, ლამაზი გოგრა, მომცრო ზომის. მოვხარშოთ ბრინჯი და გავწუროთ. ქიშმიშს, კურაგის ჩირს, ვაშლს, ლიმონისა და ფორთოხლის ცედრას ვშუშავთ მცირე ცხიმსა და წყალში. როცა დარბილდება, დავაყრით შაქარს, ვამატებთ ბრინჯს. გოგრას გამოვასუფთავებთ, თავს ვაჭრით ისე, რომ მოგვიანებით კვლავ დაეფაროს, და ვხარშავთ ორთქლზე. მოხარშულ გოგრაში ჩავყაროთ გამზადებული ბრინჯის ფლავი; დავამატოთ შავი ქლიავის ჩირი და მოხალული ნიგოზი. გარნირად მიყვება თაფლი და თეთრი ბლის მურაბა. გაამოთ!
www.focustv.ge
113
გასტრონომია
პირველი „სოციალური კაფე“ ჩვენს სოციუმში ავტორი: თეკლა იორდანიშვილი
იანვარი 2015 №70
სოლოლაკში გავიზარდე. ყველა კუთხეკუნჭული ჩემთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელია. ადრეც მომხვედრია თვალში ეს კაფე, მაგრამ ვერასოდეს მოვიცალე, რომ მივსულიყავი. გზის ნაპირას კი დგას, მაგრამ ახალაგებული შენობის ქვეშაა და კარგად არც ჩანს. მეგონა, კაფე-გალერი იყო, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კაფე და სხვა არაფერი. იმ დღეს ქუჩაში ვსეირნობდი და რატომღაც განსაკუთრებული ინტერესით დავიწყე ჭონქაძის მიმდებარე ტერიტორიის თვალიერება. კაფეს პატარა, ლამაზი, მოკირწყლული ეზოს კუთხესთან პანდუსი შევნიშნე. ეს ფაქტი რომ არა, ალბათ არც გავჩერდებოდი. თბილისში პანდუსის მსგავსი რამის ნახვას ისე ვარ გადაჩვეული, რომ უცებ ევროპაში ვიგრძენი თავი. რაკი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ადგილას არაჩვეულებრივი სიტუაცია შევნიშნე, 114
www.focustv.ge
ბევრი აღარ მიფიქრია – კარი შევაღე და კაფეში შევედი. კაფეში თბილოდა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ლამაზი ინტერიერი და დიდი სივრცე იყო. შესასვლელში შევედი თუ არა, განიერი, ლამაზად გაფორმებული ბარი დამხვდა. იქვე, დახლთან, ოჯახში გამომცხვარი პატარა ნამცხვრები იყიდებოდა. ბარის ბოლოს ჩვენ ბავშვობასთან ასოცირებული, ფერადი ლაღიძის წყალი შევნიშნე. მარჯვნივ ვენური სტილის სკამები და მაგიდები მომხვდა თვალში. კედლებზე ფოტოები ეკიდა. ბევრი, ფერადი ფოტოები. ერთი სიტყვით, გარემო საოცრად მყუდრო იყო. აღმოვაჩინე, რომ ამ კაფეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 გოგონა მუშაობს.
იმ დღეს ცვლაში ნინო და ხათუნა დამხვდნენ. ორივე დახლთან იდგა და მიღიმოდნენ. ცოტა ხანში ნინოს შავი ჩაი, მონატრებული ლაღიძის წყალი შევუკვეთე და სკამზე ჩამოვჯექი. ინტერიერის თვალიერება დავიწყე. „ნეტავ ვინმემ თუ იცის, ამ კაფეში ასეთი საინტერესო ამბავი რომ ხდება“, – გავიფიქრე ჩემთვის. სრულიად გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან შემრცხვა, როცა დავადგინე, რომ ეს სოციალური კაფე უკვე წელიწადნახევარია ფუნქციონირებს და სახელად „გალერი“ კი არა, „რეას ციყვები“ ჰქვია. აღმოჩნდა, რომ „რეას ციყვები“ კავშირ „რეას“ მიერ შექმნილი სოციალური საწარმოა. ამ კავშირის მიზანი იმ ადამიანთა ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობაა, ვისაც ინტელექტუალური შეზღუდულობის პრობლემა აქვს. ამ იდეის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი
www.focustv.ge
ადგილზე დამხვდა. ქალბატონი აღმოჩნდა. ძალიან განათლებული და მიზანდასახული პიროვნება – ელისო რეხვიაშვილი. მან მიამბო, რომ მსგავსი ობიექტის ჩამოყალიბების იდეა დიდი ხანია ჰქონდათ: „ქალთა კავშირი „რეა“ 2002 წლიდან მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების საჭიროებებზე. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი განვითარების თავისებურებების მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებაში მათი ფართო ინტეგრაციაა. დღეს ჩვენ ბაზაზე ფუნქციონირებს 4 საინტეგრაციო ცენტრი. ერთი მათგანი, სამოდელო, თბილისშია განთავსებული, ხოლო დანარჩენი სამი – სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ადიგენის, ასპინძისა და
ახალქალაქის რაიონები). ამ ცენტრებში მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარებისა და სახელოვნებო ცოდნის მიღების შესაძლებლობა 50 მოზარდსა და ახალგაზრდას (მათ შორის – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც) აქვს. განვითარების თავისებურებების მქონე ახალგაზრდების დასასაქმებლად, თბილისში პირველად ავამოქმედეთ სოციალური საწარმო – კაფე-გალერეა „რეას ციყვები“, სადაც სხვებთან ერთად აქ უკვე თბილისის საინტეგრაციო ცენტრიდან გოგონები დავასაქმეთ. გარდა ამისა, 2009 წლიდან, ყოველწლიურად, ჩვენს პარტნიორებთან – „რაგბის მხარდამჭერთა ლიგასთან“ ერთად, ასპინძაში ვაწყობთ საზაფხულო მულტისაინტეგრაციო 115
ბანაკებს ქართველი, სომეხი, რუსი და პოლონელი შშმ ახალგაზრდებისათვის და მათი თანატოლებისათვის.
გასტრონომია
ძალიან საამაყოა ფაქტი, რომ 2014 წლის სექტემბერში აქვე ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში პირველი საერთაშორისო სპორტულშემოქმედებითი ფესტივალი შშმ პირების მონაწილეობით. აგრეთვე, სოციალური კინოს დღეები. ამ საქმიანობის განხორციელებაში გვეხმარებიან ჩვენი მხარდამჭერები და პარტნიორები: გერმანული „პური მსოფლიოსთვის“ (Brot für die Welt) ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) და ავსტრიული დიაკონია (Diakonie), საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქო, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, ახალქალაქის სამოციქულო ეკლესია, ადიგენისა და ასპინძის რაიონების მუნიციპალიტეტები და სხვ. სოციალური საწარმო-კაფეს გახსნის სამზადისი ასეთი იყო: ბიზნესგეგმის შემუშავებაში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი დაგვეხმარა, პიარის საკითხებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა იაქტიურეს. შემდეგ, რამდენიმე ადამიანმა ეს გაწერილი ბიზნესგეგმა და კაფეს სავარაუდო დიზაინერული მონახაზი ვენაში პარტნიორებთან შეხვედრაზე წავიღეთ. ავსტრიელებს ძალიან მოეწონათ იდეა და შედეგად, კავშირ „რეას“ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს“.
იანვარი 2015 №70
ქალბატონ ელისოსთან საუბარში ისიც გავარკვიე, რომ „რეას ციყვებს“, დანიშნულებიდან გამომდინარე, დიდი შემოსავალი არ აქვს. კაფე-გალერეაში შეზღუდული უნარის მქონე ოთხი არაჩვეულებრივი გოგონას დასაქმება იმაზე მიუთითებს, რომ ამოცანა, რაც ასეთი სოციალური კაფეს შექმნით უნდა განხორციელებულიყო, ნაწილობრივ უკვე გადაჭრილია. ქალბატონი ელისო ფიქრობს, რომ თუ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა, მომავალში მსგავსი სოციალური საწარმოები რეგიონებშიც გაიხსნება. ელისო რეხვიაშვილთან საუბრის შემდეგ გოგონებისკენ გავემართე. ნინო 31 წლისაა. ეს მისთვის პირველი სამსახურია. იქ დედას დაჰყავს. გარემო ძალიან მოსწონს და არც იღლება. 116
www.focustv.ge
ხათუნა 37 წლისაა. ის შინ, დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. სამსახურის დაწყება მისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა. ერთი სული მქონდა, აქ მოვსულიყავიო, – ღიმილით მითხრა. ახალი წელი ახლოვდება და რას ინატრებდითმეთქი, ვკითხე გოგონებს. ნინოს ლამაზი ბეჭედი უნდა, ხათუნას – ბრჭყვიალა მძივი. ისინი დიდი სიხარულით ელოდებიან დამდეგ დღესასწაულს და უფრო მეტი ენთუზიაზმით მუშაობენ, რადგან იმედი აქვთ, რომ ახალი წლის დღეებში კაფეს მეტი სტუმარი ეყოლება. სასიხარულოა ის ინფორმაცია, რომ 2014 წლის 3 დეკემბერს, სოციალურ საწარმო „რეას ციყვებში“ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობისა და თანადგომის მემორანდუმი კავშირ „რეას“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ შორის. ასევე, შედგა კლუბ „ტრირეას“ წარდგენა. ზუსტად ვიცი, რომ გოგონებს საახალწლო სურვილები აუსრულდებათ! ისიც ზუსტად ვიცი, ამ ნატვრებს ვინ აუსრულებს... სამომავლოდ კი მინდა თბილისს ბევრი ასეთი სოციალური საწარმო-კაფე შეემატოს. ადგილი, სადაც ყველა თანასწორია და ქრომოსომებსაც არავინ ითვლის.
www.focustv.ge
117
გასტრონომია
პრესტური „შატროში“ თეკლა იორდანიშვილი „შატროში“ შესვლისთანავე, დიდი სივრცის და მეტი „ჟანგბადის“ ასოციაცია გეუფლება. რესტორანი გამორჩეულად გემრიელი კერძებით და სალათის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აუცილებლად ესტუმრეთ „შატროს“, ჭავჭავაძის 75-ში.
იანვარი 2015 №70
ბაჩო კვირტია
თბილისში, ჭავჭავაძის 75-ში მდებარე რესტორანი „შატრო“ კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმ ფაქტისა, რომ ჩვენს ქვეყანაში, და განსაკუთრებით, დედაქალაქში, სარესტორნო კულტურა სულ უფრო იხვეწება და ევროპულ სტანდარტებს იდეალურად უტოლდება. „შატრო“ დახვეწილი რესტორნის ყველა კრიტერიუმს აბსოლუტურად აკმაყოფილებს და რეალურად გააჩნია საიმისო პოტენციალი, რომ თბილისის ერთერთი საუკეთესო რესტორნის სტატუსი სამართლიანად დაიმსახუროს. აქ სტუმრობისას, ყველაფერი მოგხიბლავთ – ადგილმდებარეობა, ინტერიერი, სამზარეულო, კერძების მომზადების ოსტატობა და მრავალფეროვნება, მომსახურების მაღალი კულტურა და კიდევ ერთი – სიმყუდროვე. გახდით „შატროს“ სტუმარი, და „შატრო“ გახდება თქვენი ერთერთი (თუ არა ერთადერთი) საყვარელი რესტორანი! 118
www.focustv.ge
www.focustv.ge
119
Lumia 730 Dual SIM Made for Selfies
მაიკო წერეთელი „შატროში“ ნებისმიერი კერძი კულინარიის შედევრია. ორსართულიან რესტორანში ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სივრცე იშლება. პირველი სართულის ხიბლი გრილზე შემწვარი ბოსტნეული, ხორცი და თევზია. აქ, თამამად შეიძლება თქმა, რომ საქართველოში საუკეთესო სტეიკი მზადდება. მეორე სართულზე ევროპული დარბაზი და ნათელი ვერანდა საუცხოო განწყობას შეგიქმნით. ეზოში მოწყობილი მაგიდები ნამდვილი მისწრებაა თბილ დღეებში განსატვირთავად. მოკლედ, ეს ნამდვილად ის ადგილია, სადაც მუდამ მოგინდებათ დაბრუნება.
სოფო ხუციშვილი ზედმიწევნით რესპექტაბელური გარემო, დახვეწილი ინტერიერი და წყნარი, სასიამოვნო მუსიკა ჩემი დამღლელი სამუშაო დღისთვის უჩვეულოდ სასიამოვნო ფინალი იყო. ამას დაერთო მომსახურე პერსონალის მეგობრული და ღიმილიანი მომსახურება. და რაც მთავარია, მენიუ! – ოსტატურად შეზავებული სალათები, ცხელი კერძები და მისი აღმატებულება – უზარმაზარი, ფაფუკი და გემრიელი ხაჭაპური. არ შემიძლია, ორიოდე სიტყვით არ შევჩერდე უჩვეულოდ მსუბუქ, სასარგებლო და უგემრიელეს ბრინჯის დესერტზე. გემოსთან ერთად, მისი პრეზენტაციაც ძალიან მოგხიბლავთ და მიგიზიდავთ. ასე რომ, თუ „შატროში“ სადილობას ან ვახშმობას გადაწყვეტთ, გირჩევთ, ბრინჯის დესერტზე უარი არ თქვათ.
Share Life Uncropped Rustaveli ave 37. Tbilisi. Georgia Trade House Goletiani
STOP კადრი „ფოკუსისა“ და ვისკი Grants-ის ერთობლივი 124 წვეულება – „მე შენი მადლიერი ვარ“ „სტრადა ჯგუფი“ საქართველოში 123 ავტომობილ GAZelle Next-ის ოფიციალურ გაყიდვებს იწყებს
127 LG-ის ახალი ტელევიზორების პრეზენტაცია 128 TAC-ის ახალი მაღაზიის გახსნა
www.focustv.ge
121
კაფე Dom* მის: ერისთავის 16 (მრგვალ ბაღთან) ტელ: 557770542
რესტორანი Chardin12 მის: შარდენის ქ. 12; ტელ: 577480460
„სტრადა ჯგუფი“ საქართველოში ავტომობილ GAZelle Next-ის ოფიციალურ გაყიდვებს იწყებს
www.focustv.ge
123
STOP კადრი იანვარი 2015 №70
„ფოკუსისა“ და ვისკი Grants-ის ერთობლივი წვეულება „მე შენი მადლიერი ვარ“
124
www.focustv.ge
www.focustv.ge
125
ფოკუსი თავისი მკითხველის ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობის განუყოფელი ნაწილი ხდება. ამიერიდან, თქვენ არა მხოლოდ კითხულობთ, არამედ უყურებთ ფოკუსს.
www.focustv.ge
Like us on facebook Focus TV
LG-ის ახალი ტელევიზორების პრეზენტაცია www.focustv.ge
127
STOP კადრი იანვარი 2015 №70
TAC-ის ახალი მაღაზიის გახსნა
128
www.focustv.ge
საუკუნოვანი ტრადიციებით დამზადებული ავეჯი მხოლოდ ბელიტაში. იტალიური ხარისხი თქვენი ოჯახისთვის! ეწვიეთ ჩვენს გალერეას და შეარჩიეთ საუკეთესო ავეჯი თქვენი სახლისთვის! თბილისი,აღმაშენებლის ხეივანი, პირველი კილომეტრი. ტელ:.+995 790 30 84 84
სტამბა