OK! TRAVEL BOOK

Page 1

TRAVEL

BOOK

იყავი დაცული! WWW.ALGANI.GE თბილისი, ქუთაისის ქ. N 18 2 353 253

უფ

სა

ას

სი

ჩუ

მ-

ბა

ქა

ათ

ის

ვა

უჩ

ი!

ერ

ი!


პოპულარული სამი აზიური სახელმწიფო:

ტაილანდი – კამბოჯა – ვიეტნამი

ცნობილი თავისი მდიდარი ისტორიით, თანამედროვე არქიტექტურით, უგემრიელესი სამზარეულოთი, ულამაზესი პარკებით და მშვენიერი თბილი კლიმატით თქვენს მოლოდინშია. წარმატებულ დღეს და ბევრ აზიურ მოგზაურობას გისურვებთ!

ჩვენთან მუდამ სეზონია ტელ:. 2 300 700 Facebook: GoodTravel.LTD; www.goodtravel.ge; info@goodtravel.ge


სარჩევი 6

10

თქვენი კომფორტისთვის VARDZIA RESORT – ადგილი საუკეთესო დასვენებისთვის შესვლისთანავე საოცარი გარემო გვხვდება. გიჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მეტი და მეტი ფოტო გადაიღო და ერთ კადრში აღწერო ის საოცარი ხედები, სიმწვანე და გარემო, რომელიც Vardzia Resort-შია. ამ ყველაფრის სათავეში კი ერთი ოჯახია. ქართულ-ევროპული სამზარეულო ყველაფერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. მიუხედავად იმისა, რომ საკვების არჩევანი დიდია, როგორ უნდა წამოხვიდე Vardzia Resort-იდან,

როდესაც საოცარი მესხური სამზარეულო თქვენს განკარგულებაშია. მათი საფირმო კერძი ლორიანი სატაცურია, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. როგორც თავად ამბობენ, სამზარეულოს შედგენისას ქართველი და უცხოელი მომხმარებლების აზრი გაითვალისწინეს. Vardzia Resort-ის რესტორანში ყველა კერძი მხოლოდ ახალი პროდუქტებისგან მზადდება. ლაუნჯ-ბარი ბუნებაში საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის,

5 საუკეთესო კურორტი ტბაზე ტბის სიახლოვეს დასვენება რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. წყლის ხედის ცქერა ნერვულ სისტემაზე საოცრად დადებითად მოქმედებს. სასტუმროები, რომლებიც ტბებთან მდებარეობს, განსაკუთრებით მშვიდი ატმოსფეროთი გამოირჩევა და აქ ბუნებასთან სიახლოვესაც მეტად შეიგრძნობთ. GRAND HOTEL TREMEZZO კომოს ტბა, იტალია ამ სასტუმროს იტალიაში საუკეთესოდ მიიჩნევენ. წყლის არაჩვეულებრივ ხედთან ერთად, სასტუმროში არტ-ნუვოს მომხიბვლელი არქიტექტურაა. მრავალფეროვან სპასთან ერთად, აქ დამსვენებლებს ყველაზე მეტად აუზი იტაცებთ, რომელიც პირდაპირ კომოს ტბაშია მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სიახლოვეს ჯორჯ კლუნის ვილაა განთავსებული.

NC Travel 2016 წლიდან აქტიურად საქმიანობს საქართველოს ბაზარზე, როგორც საშუალო და მაღალი კლასის სამომხმარებლო სეგმენტზე ორიენტირებული ტურისტული კომპანია. NC Travel წარმატებულ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს: ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს მომსახურების საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს. შესაბამისად, ოპერირებს როგორც შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქვეყნის შიდა ტურიზმს, ადგილობრივ ტურისტებს კი სთავაზობს მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში.

12 CHECK IN GARDEN ადგილი სასიამოვნო განწყობისთვის

NC Travel მრავალფეროვან მომსახურებას გვთავაზობს. მათ შორისაა: ავიაბილეთების, სასტუმროების, მატარებლისა და კონცერტის ბილეთების დაჯავშნა; ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების ორგანიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ; სატრანსფერო მომსახურების გაწევა (საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად 3000 ადამიანზე); სამოგზაურო დაზღვევა; სავიზო კონსულტაცია. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, სანდო და ენერგიული გუნდისგან, რომლის პრიორიტეტია პროფესიონალი და განვითარებული კადრების მეშვეობით მომხმარებლისთვის მაღალი სტანდარტის შესაბამისი მომსახურებისა და ერთგული პარტნიორობის გაწევა.

როგო რო გორ რ და დავა ვამა მარც რცხო ხოთ ხო თ

ფრენის შიში

რა უნდა ვიცოდეთ ზღვაზე და მთაში წასვლამდე –რეკომენდაციები კლინიკა „კანისგან“

26

14

22 34 სრული განტვირთვა OK! ტოსკანას ორ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტს ესტუმრა რა

38

რეკომენდაცია ზღვაზე წასვლამდე: მზის სხივების აქტიურობა ზღვაზეც და მთაშიც თითქმის ერთნაირია, ამიტომ დაცვა ორივე მხარეს ერთნაირად გვჭირდება. ზღვაზე ყოფნისას, უპირველესად ყურადღება ხალებს ექცევა – რაც უფრო მეტია მუქი წარმონაქმნები კანზე, მით მეტი რისკია და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რა დროსაც უპირველესად უნდა ჩატარდეს კომპიუტერული დიაგნოსტიკა და რისკფაქტორების შეფასება. ეს კი ჩვენს კლინიკაშია ხელმისაწვდომი უახლესი კომპიუტერული აპარატურის საშუალებით. ეს აუცილებლად უნდა დავიცვათ. ყველას სჭირდება

მზისგან დამცავი კრემები – პატარასაც, დიდსაც და ორსულსაც. სხვადასხვა ტიპის კანს სხვადასხვა დამცავი ესაჭიროება. ძალიან თეთრ, წითურ ადამიანებს spf 50 დამცავი სჭირდება, შედარებით ხორბლისფერ კანს კი spf 30, თუმცა ეს არის ზოგადი რჩევები, რადგან მაქსიმალური ეფექტურობისთვის, რათა შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი და ამასთან, მივიღოთ კარგი რუჯი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, კომპიუტერული დიაგნოსტიკა და მოვლის საშუალებების ინდივიდუალურად – კანის ტიპისა და კანის სხვა პრობლემების მიხედვით შერჩევა.

საბერძნეთის ნათქვამი სიტყვა კუნძულებზე გამგზავრებამდე OK! დედაქალაქ ათენის ღირსშესანიშნაობებით ტკბება

ინებივრეთ მზეზე Bagni di Pisa-ს აუზზე

ყვე ვე ველაზ ელაზ ლ ე პრეს ლა რესტიჟ ტიჟული უ ულ ად ა დგილ გ ები გი

რეგატებისთვის

თუ ქალაქგარეთ გაისეირნებთ, უამრავ ვენახს დაათვალიერებთ და იტალიის ადგილობრივ სამზარეულოსაც დააგემოვნებთ, ძნელი მისახვედრი აღარ იქნება, რატომ გახდა ტოსკანა პოპულარული მათთვის, ვისაც ყოველდღიურ რეალობას მოწყვეტა და იზოლირებულ ადგილებში დასვენება სურს. მაშინ, როცა ტურისტების უმეტესობა ამ რეგიონის მთავარ ქალაქ ფლორენციას უფრო ეტანება და პიზის დახრილ კოშკთან სელფებს იღებს, აქ კიდევ უამრავი ნაკლებად ცნობილი იზოლირებული ადგილია ისეთი დამსვენებლებისათვის, რომლებიც შედარებით მშვიდ დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას. სერიოზული რელაქსაციისთვის და საუკეთესო საზაფხულო რუჯის მისაღებად OK!-ის ჟურნალისტი ლაურა ჰილსი იმ რეგიონის ორ საუკეთესო სპასასტუმროს ესტუმრა...

42

სად შემიძლია დავბინავდე? Grotta Giusti ისტორიული პარკის შუაგულშია

აგვისტო 2017

3


დატკბით მზის ჩასვლით Sensatori By TUI Punta Cana-ს ერთ-ერთ აუზზე

კარიბის ოცნებები

48

მიესალმეთ დუბაის!

OK! დასასვენებლად რამდენიმე ცნობილი სახის სა ახი კვალდაკვალ ანტიგუაში გაემართა ანტი ა ტიგ ი

OK! უდაბნოსკენ ვარსკვლავებისთვის, მზეზე ნებივრობისთვის და სათხილამურო ფერდობებისთვის მიემართება

56

დაბინავდ დაბინავდით დაბინავდ St James’s Club Resort & VillasVillas-ში შ მზის სხივებისთვის, მშვენიერი მშვენიერ შვენიერ პლაჟებისთვის, და შესაძლოა შესაძლ საძლოა სადმე ტომ ჰარდისაც მოჰკრათ თვალი

52

Antigua კარიბის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძულია და როცა OK! ე.წ. ვესტინდოეთის ამ ძვირფას ადგილას გაემგზავრა, მალევე აღმოაჩინა, თუ რატომ ფიქრობდნენ აქაურობაზე ასე. ვიზუალურად, კუნძული მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება – ფერადი სოფლები, მზის სხივებით მოფენილი ასობით ყურე და თეთრქვიშიანი პლაჟები პალმის ჩამწკრივებული ხეებით. მაგრამ 350-ზე მეტი პლაჟიდან და უთვალავი კურორტიდან რომ ირჩევდეთ, სად მოინდომებდით თქვენი დასვენების დღეების გატარებას?

ზაფხულობით დუბაიში ტემპერატურა საოცრად მაღალია, მაგრამ ნებისმიერი ასაკის დამსვენებელს უამრავი საინტერესო ვარიანტი აქვს გასაგრილებლად – იქნება ეს ერთ-ერთი აკვაპარკი, თუ თოვლი Ski Dubai-ში. შუა აღმოსავლური სათამაშო მოედანი ბრიტანელ დამსვენებლებს შორის პოპულარულობით სარგებლობს, რომლებსაც უსასრულო პლაჟები, ძვირადღირებული სასტუმროები და უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები იზიდავთ. თუ უფრო ტრადიციული არაბული დასვენება გსურთ, აქ ასევე საფარის უდაბნო, აქლემით სეირნობა და საყიდლებიცაა. OK!-ის ჟურნალისტმა ანაბელ მაქკიმ აღმოაჩინა, რომ დუბაის ბევრად მეტი რამის შეთავაზება შეუძლია დამსვენებლებისთვის, ვიდრე უბრალოდ

დიახ, თქვენ დომინიკანელი ხართ! OK! კარიბისკენ მიემართება, რათა ALL INCLUSIVE-ფუფუნებით ისიამოვნოს

OK!-ის ჟურნალისტმა ანაბელ ზამიტმა კუნძულის სამხრეთ სანაპირო აირჩია. სწორედ აქ მდებარეობს St James’s Club Resort & Villas, რომელსაც იმედი ნამდვილად არ გაუცრუებია. გასულ ზაფხულს ტომ ჰარდიმაც აქ გადაწყვიტა დასვენება. მზე, ზღვა, ქვიშა, სპა, და პლუს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური წარმომადგენლის – ტომ ჰარდის მოკლე შორტებში ხილვის პერსპექტივა

განიტვირთეთ Las Dunas-ის შესანიშნავ გამაჯანსაღებელ ცენტრში, სადაც ლუსი უოტსონიც დაბინავდა

მექსიკის ულამაზესი სანაპირო

70

მექსიკაში, მექ მექს მექსი მექსიკ მექსიკა მე ექს ში, წყ წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლზე OK! რამდენიმე ცნობილი ადამიანის კვალს მიუყვება

60

გააცოცხლეთ თქვენი ფანტაზიები ფილმის ვარსკვლავებზე და „ესპანურ კიბეებზე“

არავითარი ნახშირწყლები მარბებზე!

ერთხელ რომში... რ

66

OK! ესპანეთის გამაჯანსაღებელი სპასალონისკენ მიემართება და იმედი აქვს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწევს ახლა ნამდვილად საუკეთესო დროა იმისთვის, რომ დასახული მიზნების განხორციელებას შეუდგეთ. შედარებით თბილი ამინდი და უფრო ნათელი საღამოები გონებას წმენდს, საზაფხულო მიზნებზე ორიენტირებული ხდება და გარკვეული ცვლილებების განხორციელებას იწყებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Marbella-ს პლაჟის წინ მდებარე სპასასტუმრო და იდეალური გამაჯანსაღებელი ცენტრი Las Dunas, საუკეთესო ადგილია დასახული მიზნების მისაღწევად. კურორტზე დიეტისა და კვების სპეციალისტები არიან, ასევე პირადი მწვრთნელები, და სხვადასხვა გაკვეთილებიც – მაგალითად იოგა, პილატესი და წყლის აერობიკა.

იტალ იტალიის ეს მშვენიერი და მარადიული ქალ ქალაქი სწორედ ის ადგილია, სადაც ნების ნებისმიერი სეზონის რომანტიკულად გატარება შეგიძლიათ შევაბიჯ შევაბიჯოთ რომში – ეს იტალიის ვრცელი დედაქალაქია. და კოსმოპოლიტური კოს ჩამოშლილ უძველეს ნანგრევებს შორის ჩამოშლ ხელიხელჩაკიდებულებმა ისეირნეთ, ტრადიციულ ხელიხე ტავერნებში ვახშმით ისიამოვნეთ და რნ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ინტიმურ ბუტიკსასტუმროებში ერთმანეთს ჩაეხუტეთ. OK!-ის ჟურნალისტ ნენსი ბრაუნს მარადიული ქალაქი უბრალოდ შეუყვარდა...

წონის კლება, დეტოქსიკაცია, გაახალგაზრდავება, სტრესი და მოწევისთვის თავის განებება – აქ ამ ყველაფერშიც დაგეხმარებიან. OK!-ის ჟურნალისტი რუთ ჰიუსი ტკბილზე დამოკიდებულებასთან საბრძოლველად გაემგზავრა...

ჯასტინისა და ჯესიკას რომანტიკული რომი

საუკეთესო საჩუქრები მოგზაურობის მოყვარულთათვის

რუჯის შესანარჩუნებელი სილამაზის პროდუქტები

74

78

2 1

3 4

5 6 7

4

აგვისტო 2017

როგორ ვისწავლოთ სერფინგი ოკეანისგან მოშორებით თუ გიყვართ სერფინგი, თუმცა არ ცხოვრობთ ოკეანესთან ახლოს, ეს ვარჯიშები სეზონისთვის მოსამზადებლად დაგეხმარებათ – ბალანსისა და სწორი კოორდინაციის სწავლაში იმისთვის, რომ უკეთ აითვისოთ დიდ ტალღებთან გამკლავება.

82 ვეიკსერფი – ერთი შეხედვით, ვეიკსერფი ჰგავს ჩვეულებრივ სერფინგს, თუმცა მისგან განსხვავებით, ვეიკსერფერი კატარღას თოკით უკავშირდება და მის მოძრაობებს მიჰყვება. წონასწორობის შენარჩუნება და სწორი მობრუნება კი აქაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სერფინგის დროს.


უფასო როუმინგი

მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში მოგზაურობისას

Messenger

Viber

WhatsApp

უპრეცედენტო სიახლე GLOBAL CHAT SIM

სიმ-ბარათი უფასო და ულიმიტო ჩატით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობისას უფასო შემომავალი ზარები 24 საათიანი უფასო სატელეფონო დახმარება მთელ მსოფლიოში ყველაზე იაფი ინტერნეტ-პაკეტები უფასო შემომავალი SMS-ები

1 სიმით მთელ მსოფლიოში!

www.globalcell.ge +995322 420 200; 110 007


VARDZIA RESORT – ადგილი საუკეთესო დასვენებისთვის შესვლისთანავე საოცარი გარემო გვხვდება. გიჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მეტი და მეტი ფოტო გადაიღო და ერთ კადრში აღწერო ის საოცარი ხედები, სიმწვანე და გარემო, რომელიც Vardzia Resort-შია. ამ ყველაფრის სათავეში კი ერთი ოჯახია. ქართულ-ევროპული სამზარეულო ყველაფერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. მიუხედავად იმისა, რომ საკვების არჩევანი დიდია, როგორ უნდა წამოხვიდე Vardzia Resort-იდან, როდესაც საოცარი მესხური სამზარეულო თქვენს განკარგულებაშია. მათი საფირმო კერძი ლორიანი სატაცურია, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. როგორც თავად ამბობენ, სამზარეულოს შედგენისას ქართველი და უცხოელი მომხმარებლების აზრი გაითვალისწინეს.

6

აგვისტო 2017

Vardzia Resort-ის რესტორანში ყველა კერძი მხოლოდ ახალი პროდუქტებისგან მზადდება. ლაუნჯ-ბარი ბუნებაში საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის, მეგობრებთან სასაუბროდ და ოჯახთან ერთად დასასვენებლად. მისი ფართო ტერასა სტუმრების ყურადღებას იქცევს. ლაუნჯბარიდან არა მარტო ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის განუმეორებელი ხედები მოჩანს, არამედ მათ ასევე იზიდავს Vardzia Resort-ის ტერიტორიაზე არსებული, უძველესი წმ. მარინეს სალოცავის განუმეორებელი ფორმები და ხევში გამდინარე წყლის ჩუხჩუხი. ტერასაზე ბავშვებისთვის განთავსებულია სათამაშო მოედნები, საქანელები, კოცონის ასანთები კუთხე და ბატუტი.


აგვისტო 2017

7


სასტუმროში წარმოდგენილია ყველა კატეგორიის ნომერი – დაწყებული ერთადგილიანიდან, დამთავრებული სუპერლუქს კატეგორიამდე. ნომრის ფასში შედის საუზმე, უფასო WiFi, სასტუმრო კოსმეტიკა, აუზი, ხალათი, სასტუმროს სერვისის მოსაკრებელი და კანონით გათვალისწინებული გადასახადები. ამჟამად სასტუმროში 27 მოქმედი ნომერია და ყველა პანორამული ხედითაა. სასტუმრო მნიშვნელოვან ფასდაკლებებს სთავაზობს ტურისტულ ჯგუფებს, ოჯახებსა და ახალდაქორწინებულებს. ყველა ნომერი თბილ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც სტუმარს კომფორტულად და მყუდროდ აგრძნობინებს თავს. ძირითადი მახასიათებლებია: თანამედროვე ინტერიერი, ინდივიდუალურად დამზადებული ავეჯი და კომფორტული საწოლები ორთოპედიული მატრასით. აქვე საკონფერენციო დარბაზითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. აქ ნებისმიერი ღონისძიება შეგიძლიათ წარმატებით ჩაატაროთ. Vardzia Resort-ის რესტორანში შესაძლებლობა მოგეცემათ გაეცნოთ ქართულ კულინარიულ ტრადიციებს და მონაწილეობა მიიღოთ ნაციონალური კერძების მომზადებაში. მზარეულის დახმარებით, ნებისმიერ სტუმარს შეუძლია შეიგრძნოს ქართული კერძების გემო. 8

აგვისტო 2017

საცურაო აუზი, ღვინის დეგუსტაცია, საფეხმავლო ტურები – ამ და სხვა დანარჩენთან ერთად, Vardzia Resort-ში საუკეთესო და დაუვიწყარი დროის გატარება შეგიძლიათ.

საკონტაქტო ინფორმაცია: TEL: +995 591 321 515 info@vardziaresort.com www.vardziaresort.com


როცა მოგზაურობა ბედნიერებაა!

HOLIDAY TIME გთავაზობთ: თქვენთვის სასურველი ტურის დაგეგმვას, ავიაბილეთებს, ტრანსფერს, სამოგზაურო დაზღვევას და თქვენთვის მისაღები საცხოვრებელი ადგილის შერჩევას. კომპანიას ასევე შემოჰყავს მოგზაურები საქართველოში და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ მოინახულოთ საქართველოს ულამაზესი ადგილები. დაგიგეგმავთ და მოგიწყობთ კორპორაციულ და სასკოლო ღონისძიებებს.

HOLIDAY TIME თბილისი, ჩუბინაშვილის 50; 0102 TEL: 555 25 54 50; 591 11 80 68 FB: Holiday Time E-mail: holidaytime777@gmail.com Skype: Holiday Time


თქვენი კომფორტისთვის NC Travel 2016 წლიდან აქტიურად საქმიანობს საქართველოს ბაზარზე, როგორც საშუალო და მაღალი კლასის სამომხმარებლო სეგმენტზე ორიენტირებული ტურისტული კომპანია. NC Travel წარმატებულ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს: ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს მომსახურების საკმაოდ ფართო არჩევანს სთავაზობს. შესაბამისად, ოპერირებს როგორც შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქვეყნის შიდა ტურიზმს, ადგილობრივ ტურისტებს კი სთავაზობს მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში. NC Travel-ი მრავალფეროვან მომსახურებას გვთავაზობს. მათ შორისაა: ავიაბილეთების, სასტუმროების, მატარებლისა და კონცერტის ბილეთების დაჯავშნა; ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების ორგანიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ; სატრანსფერო მომსახურების გაწევა (საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად 3000 ადამიანზე); სამოგზაურო დაზღვევა; სავიზო კონსულტაცია. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, სანდო და ენერგიული გუნდისგან, რომლის პრიორიტეტია პროფესიონალი და განვითარებული კადრების მეშვეობით მომხმარებლისთვის მაღალი სტანდარტის შესაბამისი მომსახურებისა და ერთგული პარტნიორობის გაწევა. 10

აგვისტო 2017


აღსანიშნავია, რომ NC Travel ინდივიდუალურად ერგება თითოეული მოგზაურის მოთხოვნას და მრავალწლიანი გამოცდილების დამსახურებით, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოგზაურობას მოიცავს, თამამად სთავაზობს კონკრეტულ მომხმარებლებს მხოლოდ მათზე მორგებულ ტურებს. NC Travel-ის მომსახურება მაქსიმალურადაა მორგებული კლიენტის კომფორტზე: კომპანიის თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში დაგიგეგმავენ თქვენთვის სასურველ ტურს, რისთვისაც შინიდან გასვლა არ დაგჭირდებათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დამატებითი კომფორტი, რითაც მომხმარებლებს ამ კომპანიასთან თანამშრომლობისას შეუძლიათ ისარგებლონ, ტურებზე შიდა, 6-თვიანი უპროცენტო განვადებაა, რაც საშუალებას იძლევა თუნდაც მცირე საწყისი ფინანსური რესურსების ფარგლებში დაუვიწყარი მოგზაურობა აჩუქოთ საკუთარ თავს. NC Travel-ს განვითარებისა და ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები აქვს დასახული და უახლოეს მომავალში მსხვილი ორგანიზაციებისთვის კორპორაციული შეთავაზებების დაგეგმვასა და წარდგენაზე აქტიურად მუშაობს. NC Travel მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. 78ა ა. წერეთლის გამზ. 139 TEL: 0322 05 09 19 www.nc-travel.com აგვისტო 2017

11


CHECK IN GARDEN ადგილი სასიამოვნო განწყობისთვის

12

აგვისტო 2017


თუ მცხეთაში მოხვდებით, მერწმუნეთ, გვერდს ვერ აუვლით Check in garden-ს, იმიტომ, რომ სასიამოვნო განწყობა, სიმშვიდე, სიმწვანე და საუკეთესო პერსონალი თქვენს განკარგულებაში იქნება. ორსართულიანი რესტორანი უეცრად მოგწყვეტთ სამყაროს და სიამოვნების ქარცეცხლში მოგაქცევთ. რესტორანს განსაკუთრებულ ელფერს სძენს ეზოში განთავსებული კომფორტული მაგიდა და სკამები, საიდანაც მცხეთის ულამაზესი ხედები და მთები მოჩანს. მათი უგემრიელესი საფირმო კერძები გულგრილს ნამდვილად ვერ დაგტოვებთ და ამ რესტორნის სტუმრები ბევრჯერ გახდებით. ოჯახური გარემო, პროფესიონალთა გუნდი – ეს თქვენი კომფორტის გარანტიაა. ასე რომ, ეწვიეთ მცხეთაში, გამსახურდიას 17-ში მდებარე Check in garden-ს და გაიხალისეთ დღე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად მყუდრო გარემოში.

მისამართი: მცხეთა, გამსახურდიას #17 TEL: 599 538631; 558 907709 MAIL: chekingarden001@gmail.com Fb Check-in Garden • ჩექინ გარდენ აგვისტო 2017

13


5 საუკეთესო კურორტი ტბაზე ტბის სიახლოვეს დასვენება რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. წყლის ხედის ცქერა ნერვულ სისტემაზე საოცრად დადებითად მოქმედებს. სასტუმროები, რომლებიც ტბებთან მდებარეობს, განსაკუთრებით მშვიდი ატმოსფეროთი გამოირჩევა და აქ ბუნებასთან სიახლოვესაც მეტად შეიგრძნობთ. GRAND HOTEL TREMEZZO კომოს ტბა, იტალია ამ სასტუმროს იტალიაში საუკეთესოდ მიიჩნევენ. წყლის არაჩვეულებრივ ხედთან ერთად, სასტუმროში არტ-ნუვოს მომხიბვლელი არქიტექტურაა. მრავალფეროვან სპასთან ერთად, აქ დამსვენებლებს ყველაზე მეტად აუზი იტაცებთ, რომელიც პირდაპირ კომოს ტბაშია მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს სიახლოვეს ჯორჯ კლუნის ვილაა განთავსებული.

14

აგვისტო 2017


EMERALD LAKE LODGE ემერალდის ტბა, კანადა 1902 წელს აშენებული ეს ისტორიული შენობა კანადის ნაციონალურ პარკში მდებარეობს, რის გამოც ტბის სიახლოვეს განთავსებული სასტუმროებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. მყუდრო ალპურ ქოხებს პირადი აივნები აქვს, საიდანაც ემერალდის ტბაზე შესანიშნავი ხედი იშლება. აქ მობილური სატელეფონო სიგნალი არ ვრცელდება, ხოლო ინტერნეტზე წვდომა თითქმის ვერ ხერხდება. ასე რომ, ჩასულ სტუმრებს სრული განტვირთვა ელით.

აგვისტო 2017

15


PALACE LUZERN ფირვალდშტეტის ტბა, შვეიცარია მთებითა და ტბით გარშემორტყმული სასტუმრო შვეიცარიის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი კომპლექსია. მისი დეკორიც მწვანე, ცისფერ და ფირუზისფერ ელფერშია გადაწყვეტილი. ოთახები ფართო ტერასებზე გადის, სადაც სტუმრები კოქტეილებითა და ვახშმით ტკბებიან.

MATAKAURI LODGE უაკატიპუს ტბა, ახალი ზელანდია აქ სასტუმროს მყუდრო ატმოსფეროს, მდიდრული ინტერიერისა თუ კომფორტული ოთახების ეფექტის გადაწონვას გასაოცრად შთამბეჭდავი ხედი ახერხებს. სასტუმროს სიახლოვეს, მსოფლიოში ცნობილი სათხილამურო ტერიტორია მდებარეობს. ამიტომაც, ეს ადგილი ზამთარსა თუ ზაფხულში ერთნაირად სასურველი სამოგზაურო მიმართულებაა.

16

აგვისტო 2017


შეიგრძენი იტალიური ყავის გემო საქართველოში!

TEL: 2 439 439


IMPERIAL PALACE ანესის ტბა, საფრანგეთი ალპების გულში განთავსებული სასტუმრო, ზაფხულში საუკეთესო დასასვენებელი ადგილია. ანესის ტბა დატვირთული ხმელთაშუაზღვის სანაპიროებიდან მოშორებითაა და დამსვენებლებს განსაკუთრებულ სიმშვიდეს ჰპირდება. სასტუმროს მრავალფეროვანი შემოთავაზებები აქვს: უდიდესი სამორინე, კრისტალური სპა, ბაღები... აქ აგვისტოში სტუმრობა განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგანაც ამ დროს ევროპის ყოველწლიური საჰაერო შოუების ფესტივალი იმართება.

18

აგვისტო 2017





22

აგვისტო 2017


სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე ადამიანს ფრენის ეშინია. ხშირ შემთხვევაში, ფრენის შიში გადაიზრდება დაავადებაში, სახელწოდებით აეროფობია. თუმცა ადამიანების ასეთ განწყობას ფრენის მიმართ თავისი მიზეზები აქვს: ზოგი ფიქრობს, რომ აეროფობიის გამომწვევი მიზეზები ნორმალურია, ზოგის აზრით კი, ეს პათოლოგიაა. თანამედროვე მეცნიერები გვთავაზობენ სხვადასხვა გზას, რომ გადავლახოთ ეს დაავადება და თავისუფლად გადავადგილდეთ სასურველი მიმართულებით. ხშირ შემთხვევაში, ფრენის შიში დაკავშირებულია ცუდ მოგონებებთან. ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ უფრენიათ, ახლობლების მოყოლილი უარყოფითი ისტორიები აძლევთ თვითმფრინავში ჩაჯდომის შიშის საფუძველს. მაგალითად, თუ ერთ-ერთი ფრენის დროს თქვენი თვითმფრინავი ძლიერ საჰაერო რყევებში მოხვდა ან ახლობელი ადამიანი ავიაკატასტროფაში დაგეღუპათ. ხშირ შემთხვევაში, ფრენის შიში სხვადასხვა ფობიებისგანაა გამოწვეული. მაგალითად, სიმაღლის შიშისგან, კლაუსტროფობიისგან და სხვ. ხანდახან კი ადამიანები საკუთარ თავს თვითონ თრგუნავენ უარყოფითი ემოციებით, როდესაც ფიქრობენ, რომ ფრენა საშიშია და ავიაკატასტროფის შანსი ძალიან დიდია – მიუხედავად იმისა, გამართულია თუ არა თვითმფრინავი. ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევათ მეცნიერებმა რამდენიმე მარტივი მეთოდი შეიმუშავეს და ჩვენც გვირჩევენ სწორედ ამ ხერხების საშუალებით დავძლიოთ ეს დაავადება.

3

პანიკის დროს, დასამშვიდებლად, საუკეთესო ხერხია სუნთქვითი ვარჯიშები. ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა თქვენს ნერვებზე დადებითად იმოქმედებს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩასუნთქვა ორჯერ დიდხანს უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ამოსუნთქვა. ეს მეთოდი დაგეხმარებათ აჩქარებული გულისცემის შესუსტებაში და დაძაბულ კუნთებს მოადუნებს.

4

იმ შემთხვევაში, თუ ფრენის შიში გამოწვეულია იმისგან, რომ ვერ აკონტროლებთ მოცემულ სიტუაციას, უკეთესი იქნება, რაც შეიძლება მეტად შეამციროთ ფანჯარაში გახედვის სიხშირე. ამ მეთოდის საშუალებით, თავს მოვლენების ეპიცენტრში იგრძნობთ.

5

ოპტიმალური ვარიანტია, ეცადოთ ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. ადამიანის ხელზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა და იმ შემთხვევაში, თუ ხელში რაიმე სასიამოვნო მატერიის საგანს დაიჭერთ, შეძლებთ ყურადღების გადატანას და შედარებით დამშვიდდებით. ასევე შესაძლებელია ფრენის დროს თან გაიყოლოთ ნოუთბუქი, თუმცა აფრენისა და დაფრენის პროცესში მისი გათიშვა მოგიწევთ.

1

უპირველესად, აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ადგილი თვითმფრინავში. თუ თქვენ სიმაღლის შიში გაწუხებთ, ეცადეთ თავი მოარიდოთ ფანჯარასთან ჯდომას. რყევის შიშის შემთხვევაში არ დაჯდეთ თვითმფრინავის უკანა მხარეს – სწორედ აქ იგრძნობა ყველაზე მეტად რყევები, რასაც თვითმფრინავი ბუნებრივად განიცდის. თუ კლაუსტროფობია გაწუხებთ, უმჯობესი იქნება, შემოსასვლელ ან გასასვლელ კართან ახლოს დაჯდეთ – ეს უფრო მშვიდად გაგრძნობინებთ თავს.

2

ასევე აუცილებელია გეცვათ კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ეს თავს შედარებით შინაურულ გარემოში გაგრძნობინებთ და დაგეხმარებათ მრავალსაათიანი ფრენის დროს სიმშვიდის შენარჩუნებაში.

აგვისტო 2017

23


6 7 8

ბევრი გამოცდილი ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ ფრენის შიშის გადასალახად ერთ-ერთი საუკეთესო გზა აეროპორტში ადრე მისვლაა. თქვენ დრო გექნებათ დასამშვიდებლად და მორალურად მოემზადებით ფრენისთვის.

კარგი იქნება, თუ არ დაიწყებთ სხვა მგზავრებზე დაკვირვებას, რადგან თუ მათ შორის აღმოაჩენთ ადამიანს, რომელსაც თქვენს მსგავსად ეშინია ფრენის, ეს კიდევ უფრო აგაღელვებთ და დაგარწმუნებთ საკუთარი შიშის რეალურობაში. არ კონცენტრირდეთ თვითმფრინავის ძრავის ხმებზე, რადგან მისი ხმა სხვადასხვა საფრენ ზონაში შესვლასთან ერთად იცვლება. თუ თქვენ მას ზედმეტ

24

აგვისტო 2017

ყურადღებას მიაქცევთ, ხმის ნებისმიერი ცვლილება თქვენთვის კატასტროფის წინაპირობად აღიქმება.

9 10

შეგიძლიათ მოძებნოთ სხვადასხვა გასართობი. მაგალითად, იპოვოთ ადამიანი, რომელთანაც კარგად ააწყობთ დიალოგს. ეცადეთ ისაუბროთ თქვენთვის მნიშვნელოვან და სასიამოვნო თემებზე.

ენდეთ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს. კარგად გაიაზრეთ, რომ ისინიც იმავე თვითმფრინავში იმყოფებიან, რომელშიც თქვენ, ხოლო პილოტისთვის კარგად დაშვება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი მგზავრისთვის.


სამოგზაუროდ წასვლამდე კოღოებისა და მწერებისგან დამცავი საშუალებების მომარაგება აუცილებელია! გაიარეთ მაღაზია HOME-ში და შეიძინეთ ყველაზე ეფექტური ინდური ჩხირები-citronella. დაისვენეთ მშვიდად! HOME გამოირჩევა სუვენირებისა და საოჯახო ნივთების ორიგინალური და ფართო არჩევანით.

მის: პეკინის გამზ. 31 - ტელ: 551 16 77 03 ს/ც პასაჟი, მაღაზია 114ა - ტელ: 551 16 77 08 ს/ც პასაჟი, მაღაზია 84-85-86 - ტელ: 551 16 77 80 Facebook: LTD HOME


რა უნდა ვიცოდეთ ზღვაზე და მთაში წასვლამდე – რეკომენდაციები კლინიკა „კანისგან“

რეკომენდაცია ზღვაზე წასვლამდე: მზის სხივების აქტიურობა ზღვაზეც და მთაშიც თითქმის ერთნაირია, ამიტომ დაცვა ორივე მხარეს ერთნაირად გვჭირდება. ზღვაზე ყოფნისას, უპირველესად ყურადღება ხალებს ექცევა – რაც უფრო მეტია მუქი წარმონაქმნები კანზე, მით მეტი რისკია და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რა დროსაც უპირველესად უნდა ჩატარდეს კომპიუტერული დიაგნოსტიკა და რისკფაქტორების შეფასება. ეს კი ჩვენს კლინიკაშია ხელმისაწვდომი უახლესი კომპიუტერული აპარატურის საშუალებით. ეს აუცილებლად უნდა დავიცვათ. ყველას სჭირდება 26

აგვისტო 2017

მზისგან დამცავი კრემები – პატარასაც, დიდსაც და ორსულსაც. სხვადასხვა ტიპის კანს სხვადასხვა დამცავი ესაჭიროება. ძალიან თეთრ, წითურ ადამიანებს spf 50 დამცავი სჭირდებათ, შედარებით ხორბლისფერ კანს კი spf 30, თუმცა ეს არის ზოგადი რჩევები, რადგან მაქსიმალური ეფექტურობისთვის, რათა შევინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი და ამასთან, მივიღოთ კარგი რუჯი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, კომპიუტერული დიაგნოსტიკა და მოვლის საშუალებების ინდივიდუალურად – კანის ტიპისა და კანის სხვა პრობლემების მიხედვით შერჩევა.


ორსულები და ბავშვები: ორსულები მაქსიმალურად მოერიდონ მზის სხივებს და ქოლგის ქვეშ დარჩნენ. ასევე დაეხმარონ კანს დამცავი კრემებითაც, რომლებიც ზემოთ ვახსენე. იგივეს ვიტყოდი ბავშვებზეც. მზისგან დამცავი კრემები, რომლებსაც გავლილი აქვს დერმატოლოგიური ტესტი, კანისთვის უსაფრთხოა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ალერგიულია, დამცავი კრემი სასურველია პარფიუმის გარეშე იყოს. აუცილებელია, ზღვაზე წასვლამდე რეკომენდაციისთვის ექიმს მიმართონ. მთაში ვიქნებით თუ ზღვაზე, საჭიროა გვახსოვდეს: დამცავი კრემი გარეთ გასვლამდე 30 წუთით ადრე უნდა გამოვიყენოთ. რეკომენდაცია მთაში წასვლამდე: მთა ზღვისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ზღვაში ვსველდებით, ხოლო მთაში, ძირითადად, მშრალად ვიღებთ რუჯს. სველი სხეულის შეშრობა არ შეიძლება. გარდა ამისა, კლინიკა „კანმა“, საზაფხულოდ, თითოეული თქვენგანის კომფორტისთვის აქციები შეიმუშავა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მის.: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ #7; მარნეული, 26 მაისის ქ. #20; ბათუმი, 26 მაისის ქ. #19; ქუთაისი, ფოთის ქ. #40 ტელ: (032) 2 43 40 00 www.kani.ge

კლინიკა „კანის“ საზაფხულო შეთავაზება!

ფასი: 30 ლარი! კონსულტაცია მოიცავს: კანის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას; 1 ხალის კომპიუტერული გამოკვლევას; ინდივიდუალურად თქვენი კანის სტრუქტურისა და მდგომარეობის მიხედვით, მოვლის საშუალებების შერჩევას; რჩევებს, როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენს, და ასევე ბავშვების კანს, რათა არ გართულდეს კანის პრობლემები; პრობლემური კანის მოვლას და მაქსიმალური ეფექტის შენარჩუნებას. - 20%-მდე ფასდაკლებას მომდევნო კონსულტაციაზე 2017 წლის სექტემბერში და ოქტომბერში. - 20%-მდე ფასდაკლებას ფოტოთერაპიის სხივებით მკურნალობაზე სექტემბერში და ოქტომბერში. - 20%-მდე ფასდაკლებას დიეტოლოგის მომსახურებაზე. ეს ყველაფერი მხოლოდ 30 ლარად. აგვისტო 2017

27


„ავერსი“ გირჩევთ

R

4 აუცილებელი წამალი, რომელიც ყველა მოგზაურობისას თან უნდა გქონდეთ მილსენა ტრანსპორტის აუტანლობის დროს თქვენს კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს. მგზავრობამდე 30 წთით ადრე, „მილსენას“ მიღება აგაცილებთ მგზავრობასთან დაკავშირებულ ისეთ უსიამოვნო შეგრძნებებს, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. „მილსენა“ უსაფრთხოა თქვენი პატარებისთვისაც 2 წლის ასაკიდან. პრეპარატს მსუბუქი დასამშვიდებელი, ანტიალერგიული და მადის დამაქვეითებელი მოქმედებაც აქვს. ამცირებს ნაწლავის პერისტალტიკას და სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციას.

მოლდი

ზაფხული შვებულებასა და დასვენებასთან ერთად ბევრ საორგანიზაციო საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ბარგის ჩალაგებისას, არ დაგავიწყდეთ აუცილებელი პირველადი დახმარების მედიკამენტების თან წაღება. რჩევისთვის „ავერსს“ მივმართეთ. ყველა ეს წამალი აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაიცემა. არ დაგავიწყდეთ: ძალიან მნიშვნელოვანია წამლის სწორი დოზირება და მისი გვერდითი მოვლენების გაცნობა. საბედნიეროდ, ყველა ამ რეკომენდებულ პრეპარატს ინსტრუქცია ქართულად აქვს და შესაბამისად, სრული ინფორმაციის გაგება მარტივადაა შესაძლებელი. ასე რომ, ჩემოდნის ჩალაგებისას არ დაგავიწყდეთ „ავერსის“ უახლოეს აფთიაქში შევლა და ამ პრეპარატების შეძენა. 28

აგვისტო 2017

დიარეა ხშირად ახლავს მოგზაურობას. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თან გქონდეთ ისეთი პრეპარატი, რომელიც სწრაფად მოგიხსნით ამ უსიამოვნო სიმპტომს. ამაში დაგეხმარებათ სწრაფი მოქმედების ანტიდიარეული საშუალება „მოლდი“. „მოლდი“ ფაღარათის (დიარეის) საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც გამოიყენება მწვავე ინფექციური (ვირუსული ან ბაქტერიული) და არაინფექციური ეტიოლოგიის დიარეის დროს. „მოლდს“ აქვს ანტისეკრეტორული აქტივობა, რაც უზრუნველყოფს, რომ იგი პრაქტიკულად არ იწვევს შემდგომში ყაბზობის განვითარებას. „მოლდი“ უსაფრთხოდ ინიშნება 3 თვის ასაკიდან. მოქმედებას იწყებს 30 წუთში, მიიღება დღეში 2-3-ჯერ. ეფექტურია როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა ასაკში.


აისოლი ზაფხულის სიცხეს ხშირად ერთვის კვებითი ინტოქსიკაცია, ენტეროვირუსით დასნებოვნება, ხშირია თერმული დამწვრობა მზის სხივების ქვეშ გადაჭარბებული ნებივრობისას. ყველა მათგანისთვის ერთი საერთო სიმპტომია დამახასიათებელი – დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა, ორგანიზმის გაუწყლოვნება, რასაც ერთვის ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ეს კი აციდოზის მიზეზი შეიძლება გახდეს. დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების აღსადგენად რეკომენდებულია სპეციალური ორალური საშუალების – „აისოლის“ მიღება. პრეპარატი კვებისგან დამოუკიდებლად მიიღება. „აისოლის“ 2 მოსახერხებელი დოზაა 20,82-გრამიანი პაკეტი, რომელიც ლიტრ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში იხსნება, და 4,16-გრამიანი პაკეტი, რომელიც იხსნება 200 მლ წყალში. „აისოლის“ მომზადებული ხსნარი შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში შეინახოს. მისაღები ხსნარის რაოდენობა დამოკიდებულია წყურვილის გრძნობასა და დაკარგული სითხის რაოდენობაზე. ხსნარი შესაძლებელია მივცეთ ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებს, ასევე ორსულებსა და მეძუძურ დედებს.

ალერფასტი ბოლო თაობის ანტიალერგიული საშუალებაა, რომელიც დაგეხმარებათ ალერგიის ყველა სახის გამოვლინების დროს. საკმარისია დღეში მხოლოდ ერთი ტაბლეტის მიღება. გამოიყენება როგორც ალერგიის სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ „ალერფასტი“ სხვა ანტიალერგიული პრეპარატებისგან განსხვავებით არ იწვევს ძილიანობას. გამოდის ორი დოზით – 120 და 180 მგ-იანი ტაბლეტები. მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში რეკომენდებულია „ალერფასტის“ 180 მგ-იანი, ხოლო 12 წლამდე – 120 მგ-იანი ტაბლეტების გამოყენება. უკუჩვენებაა 6 წლამდე ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია. „ალერფასტით“ სწრაფად დაამარცხებთ ალერგიას!

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას! გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს!

www.aversi.ge

2 900 800 აგვისტო 2017

29




პირის ღრუს მოვლა R

R

GUM ACTIVITAL

გამ აქტივიტალი მრავალფუნქციური ინოვაციური გამა პირის ღრუს მოვლის ყოველდღიურ ჰიგიენაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ ჯანსაღი ღრძილები და კბილები.

ინოვაციური ფორმულა : კოენზიმ Q10 - ბროწეული აქტივიტალის გარეშე: ბაქტერიები მარტივად მრავლდებიან და მატულობს თავისუფალი რადიკალები პირის ღრუში; ეს თავისუფალი რადიკალები აზიანებს და ანთებით პროცესს წარმოქმნის ღრძილზე, რომელიც თანდათან წითლდება, შუპდება და ხდება სისხლმდენი.

აქტივიტალთან ერთად: კოენზიმ Q10 და ბროწეული უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას და აღადგენს პირის ღრუს ქსოვილებს. კოენზიმ Q10 თამაშობს ანტიოქსიდანტის როლს და იცავს უჯრედს დაზიანებისგან. ბროწეული გაჯერებულია A, B, C და E ვიტამინებით ფოსფორით მაგნიუმითა და კალციუმით.

გამ აქტივიტალის სპეციალურად შექმნილი ფორმულა ყოველდღიური გამოყენებისთის იცავს პირის ღრუს კარიესისგან და გარეგანი აგრესიისგან (ფორმულა ალკოჰოლის, სულფატისა და პარაბენის გარეშე), ადაპტირებულია ოჯახის ყველა წევრზე, ჰიპოალერგიულია .


ზღვა, მზე, შვებულება და თავის მოვლის საშუალებები, რომელთა გარეშე საზაფხულო მოგზაურობა წარმოუდგენელია. სილამაზის ხაზი GPC-ს ქსელისგან თავიდან აგაცილებთ ყველა დისკომფორტს და დაგეხმარებათ ბუნებრივი, ჯანსაღი იერის შენარჩუნებაში.

ფიტოპლაჟი, დამცავი ზეთი - თმა ორიგინალი, ვინაიდან ეს გახლავთ პირველი მზისგან დამცავი ზეთი თმისთის 1974 წლიდან. თმას ისევე როგორც კანს სჭირდება დაცვა ულტრა იისფერი სხივების, მარილისა და ქლორისგან რათა არ დაზიანდეს და არ დაკარგოს ბზინვარება. მცენარეულ, ბუნებრივ ბაზაზე დამზადებულა ფორმულა: •ზეთისხილის ცვილი კვებავს თმას; •კალენდულას, ტირიფისა და რომარინის ექსტრაქტები ატენიანებს და არბილებს თმას; • აბუსალათინის ზეთი მატებს ბზინვარებას. უფრო მეტი ვიდრე დაცვა, სილამაზია და ბზინვარების მიმნიჭებელი ფიტოპლაჟის დამცავი ზეთი სველი ეფექტით.

ინოვაციური მზიგსან დამცავი საშუალებები მათთვის ვისაც სურთ ისიამოვნონ უსაფრთხო რუჯით. სასიამოვნო ტექსტურა და სურნელი. ყველა ტიპის კანისათვის. იცავს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან და გეხმარებათ მიიღოთ უკეთესი რუჯი. ნუქსი ნამზეურის შემდგომი კრემი სახე/ტანი რუჯის შემდგომი სახის და ტანის ლოსიონი ატენიანებს კანს და ეხმარება 2 კვირით გაიხანგრძლივოთ რუჯის ეფექტი. ნუქსის მზის შემდგომი თავის და ტანის შამპუნი ნაზად წმენდს კანს და თმას მათი გამოშრობის გარეშე. ამასთან ერთად აშორებს: Uულდტრაიისფერ ფილტრებს, მარილს, ქლორს და ქვიშას. კანი არის სუფთა, ხოლო თმა რბილი და ბზინვარე.


34

აგვისტო 2017


AMERICA’S CUP პერიოდულობა: სამ წელიწადში ერთხელ. ამერიკის თასი იალქნიან ნავებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შეჯიბრია, რომელმაც ჩვენს თანამედროვეობამდე მოაღწია. იგი სათავეს იღებს 1851 წლიდან. შეჯიბრის მთავარი პრიზი ვერცხლის თასია, რომელსაც სახელი America სწორედ ამ შეჯიბრში პირველად გამარჯვებული იალქნიანი გემის პატივსაცემად დაერქვა. 160 წლის განმავლობაში თასი სულ ოთხ ქვეყანას გადაეცემა – შეერთებულ შტატებს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და შვეიცარიას. ამერიკის თასი ყველაზე მაღალი რანგის შეჯიბრია რეგატებს შორის: მისი მონაწილეები ყოველთვის გამოირჩევიან ყველაზე ძვირფასი და თანამედროვე იალქნიანი გემებით. ვინაიდან შეჯიბრს ბევრი კონკურსანტი ჰყავს, ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vuitton-მა 1983 წელს საკუთარი თასი დააწესა. აგვისტო 2017

35


VOLVO OCEAN RACE პერიოდულობა: სამ წელიწადში ერთხელ. იალქნიანი გემების გუნდური შეჯიბრება დევიზით Lifeat the Extreme ტარდება 1973 წლიდან და ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგატად მიიჩნევა მსოფლიოში. რბოლა 9 თვის განმავლობაში გრძელდება და ამ დროში იახტის მფლობელები 37 ყველაზე საშიშ ზონას გადიან. ოკეანეში შეჯიბრის გარდა, VOLVO OCEAN RACE-ის მონაწილეები ერთმანეთს პორტებშიც ეჯიბრებიან. შეჯიბრში იმარჯვებს გუნდი, რომელსაც საბოლოო ჯამში ყველაზე მეტი ქულა ექნება. საპორტო ქალაქები იბრძვიან იმისთვის, რომ ეს შეჯიბრი სწორედ მათ პორტში გაიმართოს. მაყურებლის რაოდენობითა და მათი ემოციური გულშემატკივრობით, ეს თასი შეიძლება გავუტოლოთ ოლიმპიურ თამაშებსა და საფეხბურთო ჩემპიონატებსაც კი. ყველა პორტის შესასვლელში კი, რომელიც რბოლაში მონაწილეობს, შენდება სპეციალური სოფელი მაყურებლებისა და მონაწილეებისთვის. 36

აგვისტო 2017


LORO PIANA SUPERYACHT REGATTA პერიოდულობა: ყოველწლიური. ამ რეგატაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოში ყველაზე დიდი იალქნიანი გემები არა როგორც იახტ-შოუში, არამედ ნავიგაციაში. ულამაზესი სანახაობა, სადაც ყველაზე პატარა იახტის წონა 80 ფუტს არ ჩამოუვარდება, ყოველწლიურად ზაფხულის პირველ თვეში, სარდინიის სამხრეთით, ცნობილ იახტ-კლუბ Costa Smeraldaში მიმდინარეობს. ამ რეგატის სპონსორია იტალიური მოდის სახლი Loro Piana, რომელიც შეჯიბრის მონაწილეებისთვის ქმნის სპეციალურ აღჭურვილობას და ტანსაცმელს. მოდის სახლის ხელმძღვანელი – პიერ ლუიჯი ლორო პიანა თვითონ ფლობს 25-მეტრიან იალქნიან გემს, სახელწოდებით My Song, რომლის მესაჭეც თავადვეა.

ROLEX MIDDLE SEA RACE პერიოდულობა: ყოველწლიური. ადგილმდებარეობა: მალტა. საათების შვეიცარიულმა კომპანიამ იალქნების შეჯიბრი 1920 წელს დაამკვიდრა და დღეს მსოფლიოში 20-მდე რეგატას სპონსორობს. Role Middle Sea Race ყოველი წლის შემოდგომაზე ტარდება. შეჯიბრის ხანგრძლივობა, ტერიტორიის მიხედვით, 5 დღის გარშემო მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუაზღვის ეს მარშრუტი ექსტრემალურ პირობებს არ ითვალისწინებს, პროფესიონალი მონაწილეებისთვისაც კი საინტერესო გამოწვევაა.

აგვისტო 2017

37


სრული განტვირთვა OK! ტოსკანას ორ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტს ესტუმრა

ინებივრეთ მზეზე Bagni di Pisa-ს აუზზე თუ ქალაქგარეთ გაისეირნებთ, უამრავ ვენახს დაათვალიერებთ და იტალიის ადგილობრივ სამზარეულოსაც დააგემოვნებთ, ძნელი მისახვედრი აღარ იქნება, რატომ გახდა ტოსკანა პოპულარული მათთვის, ვისაც ყოველდღიურ რეალობას მოწყვეტა და იზოლირებულ ადგილებში დასვენება სურს. მაშინ, როცა ტურისტების უმეტესობა ამ რეგიონის მთავარ ქალაქ ფლორენციას უფრო ეტანება და პიზის დახრილ კოშკთან სელფებს იღებს, აქ კიდევ უამრავი ნაკლებად ცნობილი იზოლირებული ადგილია ისეთი დამსვენებლებისათვის, რომლებიც შედარებით მშვიდ დასვენებას ანიჭებენ უპირატესობას. სერიოზული რელაქსაციისთვის და საუკეთესო საზაფხულო რუჯის მისაღებად OK!-ის ჟურნალისტი ლაურა ჰილსი იმ რეგიონის ორ საუკეთესო სპასასტუმროს ესტუმრა... სად შემიძლია დავბინავდე? Grotta Giusti ისტორიული პარკის შუაგულშია 38

აგვისტო 2017


განთავსებული, პიზადან რამდენიმე მილის მოშორებით, რომელიც ნამდვილად იდეალური ადგილია სტრესისა და ყოველდღიური დაძაბულობისგან თავის დასაღწევად. როდესაც OK! მეცხრამეტე საუკუნის ვილასთან მივიდა, ხეებზე მსხდომი ჩიტების ჟღურტული შემოესმა, ხოლო სტუმრები სასტუმროს დიდ, გარე თერმულ საცურაო აუზში ნებივრობდნენ, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე ჰიდროთერაპიული მასაჟის ფუნქციითაა განთქმული. ოდესღაც Grotta Giusti-ს მსოფლიოს მერვე საოცრებაც კი უწოდეს. ეს ყველაფერი იმ უზარმაზარი მიწისქვეშა თერმული მღვიმის დამსახურებაა, რომელიც მის ქვეშ მდებარეობს. სტუმრები აქ ყოფნისას თავიანთ შიდა სპაცენტრებში არსებული სამკურნალო პროცედურებით მაქსიმალურად ტკბებიან, და როცა ჩვენს მდიდრულ ნომრებში კონსიერჟი ხალათითა და ფლოსტებით ხელში შემოდის, საბოლოოდ ვრწმუნდებით ამ ადგილის განსაკუთრებულობაში. სულ რაღაც 40-წუთის სავალზე Bagni di Pisa მდებარეობს. ეს არის ტოსკანას დიდი ჰერცოგის ყოფილი რეზიდენცია. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უზომო პოპულარულობით სარგებლობს იტალიის სამეფო ოჯახის წევრებს შორის და თვალს თუ შევავლებთ მეთვრამეტე საუკუნის გრანდიოზულ ფრესკებს, ბრწყინვალე ჭაღებსა და ულამაზეს შემოგარენს, იოლად მივხვდებით, რატომაც. OK!-ის უშველებელ ლუქსში მეფური ზომის ბალდახინიანი საწოლი, თეთრი მარმარილოს აბაზანა და ტოსკანას გორაკების ხედებია. სწორედ ამ სასტუმროში დაჯილდოვდა კურორტი Bagni di Levante, რომლის სპეციალიზაცია წონის დაკარგვა და დეტოქსიკაციაა. რომელ ვარსკვლავებს შევხვდები? სერ ელტონ ჯონი Bagni di Pisa-ში მაშინ ცხოვრობდა, როცა 2015 წლის Lucca Summer Festival-ს ხელმძღვანელობდა, ხოლო გასულ წელს This Morning-ის მოდის ექსპერტი ტრინი ვუდალი Grotta Giusti-ს სტუმრობდა. ტოსკანა ასევე სხვა ცნობილ ადამიანებშიც პოპულარულია. მათ შორისაა ჯორჯ და ამალ კლუნები და მომღერალი სტინგი, რომელიც, როგორც ამბობენ, ყოველ ზაფხულს ამ რეგიონში მდებარე თავის მამულში ისვენებს. ამასობაში კი უილ

თუ სიცხის ატანა შეგიძლიათ, Grotta Giusti-ს მიწისქვეშა მღვიმისკენ გაემართეთ

სმიტი, კეტი პერი და სოფი ელის-ბექსტორი პიზას დახრილ კოშკთან პოზიორობენ. რა შეიძლება მივირთვა? იტალიაში მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი სამზარეულოა, ხოლო Bagni di Pisa-ზე მდებარე Dei Lorena-ს დიდებული რესტორანი მცხუნვარე მზისგან დასამალად და გემრიელი იტალიური კერძების დასაგემოვნებლად საუკეთესო ადგილია. ტოსკანას ტრადიციული კერძებით სავსე მენიუდან სასურველის ამორჩევა ჩვენი დღის ნამდვილად ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. ბოლოს, OK!-იმ თავისი არჩევანი თევზის წვნიანზე შეაჩერა, რომელიც ზღვის პროდუქტებით იყო სავსე და კერძს დიდი ჭიქა ადგილობრივი ღვინო Chianti-ც დავაყოლეთ. ამასობაში კი Grotta Giusti-ს Le Veranda-ში მადისაღმძვრელი ტრადიციული პასტა „პიჩი“ გავსინჯეთ, რომელიც ბადრიჯნითა და პომიდვრის „კონფიტით“ იყო მომზადებული. ამის შემდეგ ტაფაზე შემწვარი ზღვის ქორჭილა მივირთვით, რომელიც მოთუშულ ხახვთან და კეფალის ხიზილალასთან ერთად მოგვართვეს. შემდეგ კი Bar II Poeta-სკენ „ბინძური მარტინის“ დასაგემოვნებლად გავემართეთ. სად შეიძლება განტვირთვა? რელაქსაციას, ჯანმრთელობას და ცხოვრების ჯანსაღ წესს ორივე სასტუმროში დიდ ყურადღებას აქცევენ. თითქმის ყოველ დილას პერსონალი შემოგარენში გიდთან ერთად ფიტნესგასეირნებას გთავაზობთ. ასევე ორივეს აქვს „წონასწორობის პროგრამა“, რომელიც კონცეტრირებულია ფიზიკურ მომზადებასა და გონების გაწმენდაზე მთელი რიგი მედიტაციური სერიებით, სპაპროცედურებით, სწორი კვებისა და ვარჯიშის აგვისტო 2017

39


ინდივიდუალური გეგმებით. Grotta Giusti-ში ყოფნისას, თავი Vitalstone-ის მასაჟით გავინებივრეთ, სადაც ეთერზეთებით ვიყავით დაფარულნი, ხოლო ვულკანურ ქვებს მთლიანი სხეულის მასაჟისთვის იყენებდნენ. ოთახიდან „აბრეშუმის“ კანით და სრულიად 40

აგვისტო 2017

განტვირთულები გამოვედით. სტუმრებს ასევე უნიკალური მღვიმის ნახვას სთავაზობენ, რომელიც თავისი სამკურნალო თვისებებითაა განთქმული. იგი სამ სექციადაა


მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში საგრძნობლად დაგეხმარებათ, ასევე კანთან დაკავშირებულ პრობლემებსაც შეგიმსუბუქებთ და სხეულზე დეტოქსიფიკურ ეფექტს უზრუნველყოფს. OK! ოფლში იწურებოდა, მაგრამ ნაბახუსევისგან სრულიად გათავისუფლდა, რაც წინა ღამის გართობის შედეგი იყო. გარდა ამისა, ყველანაირი ტკივილი მოგვეხსნა, რომელიც ამ დილის ფიტნესსეირნობის შემდეგ გვაწუხებდა. მათ, ვინც თავს მამაცად მიიჩნევს, სასტუმრო მღვიმეში წყალქვეშა ცურვასა და ფლოტაციულ თერაპიას სთავაზობს, რომელიც სრულ სიწყნარესა და სიბნელეში, თბილ წყალში ცურვას გულისხმობს. სპაცენტრ Bagni di Levante-ს სპეციალიზაცია სტუმრებისთვის სპეციალური პროგრამების შექმნაა, რომლებიც კონკრეტულ სფეროებში ცდილობენ ორიენტირებას. ადგილზე ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, OK!-ის თერმული ტალახის თერაპიით მკურნალობა ურჩიეს, რომელიც 20 წუთის განმავლობაში თერმულ ტალახიან საწოლზე წოლას მოიცავს. საწოლი 47˚C-მდეა გაცხელებული. დროდადრო იგი ცოტა უსიამოვნოდ ცხელიც კი იყო, მაგრამ მკურნალობის ბოლოსკენ დაძაბული მხრები და ზურგის ქვედა ნაწილი მთლიანად განიტვირთა. რელაქსაციის დასაჩქარებლად, სპაცენტრ Hammam dei Granduchi-ში გავემართეთ, რომელიც პატარა ბუნებრივი მღვიმეა ჩანჩქერითა და ცხელი თერმული წყლებით, შემდეგ კი Salidarium-ში მარილის თბილ, კრისტალებიან საწოლზე 20-წუთიანი განტვირთვა მოვიწყვეთ, რომელიც სისხლისა და ლიმფური მიმოქცევის სტიმულირებას უწყობს ხელს. მოწოდებულია Laura Hills-ის მიერ. ფოტოები: Alamy, Getty Images.

დაყოფილი და თითოეული სხვადასხვა სიძლიერის სითბოს გამოყოფს. მღვიმე მოქმედებს როგორც გიგანტური ზომის ბუნებრივი საუნა. თუ სიცხის ატანა შეგიძლიათ, ამბობენ, რომ აქ გატარებული სულ რაღაც 50 წუთი სუნთქვასთან და სისხლის აგვისტო 2017

41


საბერძნეთის ნათქვამი სიტყვა კუნძულებზე გამგზავრებამდე OK! დედაქალაქ ათენის ღირსშესანიშნაობებით ტკბება

42

აგვისტო 2017


აგვისტო 2017

43


Minos Beach-ის ორსაწოლიან საპრეზიდენტო ვილას საკუთარი აუზიც აქვს, რომელიც ზღვას გადაჰყურებს საბერძნეთში ჩვენი საზაფხულო მოგზაურობა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება – ჯერ გარკვეულწილად ქალაქის კულტურას გავეცნოთ, შემდეგ კი ულამაზესი კუნძულის დასათვალიერებლად გავემართოთ. ჩვენი პირველი გაჩერება საბერძნეთის დედაქალაქი ათენი იყო. აქ სუფთა ჰაერზე ჩატარებული ისტორიის გაკვეთილები მოვისმინეთ, გარშემო კი მზისგან განათებული უძველესი ნანგრევები იყო, რომელიც კოსმოპოლიტური ქალაქის შედარებით მხატვრულ მხარეს საინტერესოდ ერწყმოდა, ჩვენ კი პარალელურად სხვადასხვა კოქტეილსაც ვაგემოვნებდით და ათენის ატმოსფეროთი 44

აგვისტო 2017

ვიჟღინთებოდით. შემდეგ, ხმაურიანი და მტვრიანი ქალაქიდან გამოქცეული OK!-ის ჟურნალისტი ნენსი ბრაუნი მცირეხნიანი რეისით კრეტასკენ გაემართა, რომელიც საბერძნეთის კუნძულებს შორის ყველაზე დიდია. სწორედ ამ ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში გავჩერდით, სადაც ადგილობრივებმა საოცრად თბილად მიგვიღეს... რისი გაკეთება შეიძლება ათენში? ათენის დიდებული აკროპოლისის დათვალიერებას მთელი დილა დავუთმეთ. ეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც კლდოვანი ფერდობის წვერზე მდებარეობს და ქალაქს


ზემოდან გადმოჰყურებს. იმ შთამბეჭდავ ხედებს შორის, რომლებსაც ათენი გვთავაზობს, ეს უძველესი ციტადელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნით თარიღდება და რამდენიმე შენობის ნანგრევებს წარმოადგენს. მათ შორის ყველაზე ცნობილი პანთეონია – ყოფილი ტაძარი, რომელიც ქალღმერთ ათენას მიუძღვნეს. წლების განმავლობაში აქ უამრავი მნახველი ჩამოდის. მათ შორის ბევრ ცნობილ სახესაც შეხვდებით, მაგალითად – ამალ კლუნი, ჯენიფერ ლოპესი და კეტრინ ზეტა ჯონსი. ამის შემდეგ Plaka-ს ქვაფენილიან ციცაბო ქუჩებზე გავისეირნეთ, სადაც სუვენირების მაღაზიები დავათვალიერეთ. მაცივრის მაგნიტი კი, რომელიც თეთრი მარმარილოსგან იყო დამზადებული და აკროპოლისი ჰქონდა გამოსახული, £1-ზე ნაკლებ ფასად ვიყიდეთ, შემდეგ კი Palea Agora-ს მოედანზე Karyatis ტავერნაში ტრადიციული ქათმის „გირო“ დავაგემოვნეთ. ღირსშესანიშნაობებით დატკბობის შემდეგ, OK!-იმ ტაქსი დაიქირავა და Ekali-ს ფოთლოვან ჩრდილოეთ გარეუბნისკენ გავემართეთ, სადაც Life Gallery Athens-ში დავბინავდით. ეს 29-ნომრიანი ბუტიკსასტუმროა, სადაც თანამედროვე ატმოსფერო და ეკლექტიკური ნამუშევრების კოლექციაა. ჩვენს ლამაზ საძინებელ ოთახში იაპონური სტილის პატარა საწოლი და უზარმაზარი მინის დარაბებიანი აივანი გვქონდა, საიდანაც ულამაზესი სიმწვანე და მთები მოჩანდა. და მიუხედავად თავისი მცირე ზომისა, სასტუმრო შესანიშნავად იყო მოწყობილი – საკუთარი აუზი, სპა და ელეგანტური ბარრესტორანი Kool Life, რომელსაც საკუთარი ეზოც აქვს. იქ საუკეთესო ბერძნული სალათი მივირთვით, რაც კი ოდესმე გაგვისინჯავს. გვიან ღამით, ალკოჰოლის მისაღებად, ქალაქში – The Clumsies-ში წავედით, რომელიც შეფასებულია როგორც მსოფლიოში მეცხრე ყველაზე საუკეთესო კოქტეილების ბარი, ხოლო როცა მათ ვრცელ მენიუს თვალი გადავავლეთ, მივხვდით, თუ რატომაც! ვისხედით მაგიდასთან, რომელიც დაკიდული სანათით იყო გაფორმებული და Symmetry-ს ვსვამდით – ეს ტკბილ-მჟავე ჯინის კოქტეილია ვანილის ნაღებითა და ვარდისფერი გრეიფრუტის წვენით. სად შეიძლება დავბინავდე კრეტაზე? 50-წუთიანი ფრენისა და ერთსაათიანი თვალწარმტაცი სამანქანო მოგზაურობის შემდეგ, OK! ხუთვარსკვლავიან Minos Beach Art Hotel-ში აგვისტო 2017

45


დაბინავდა, რომელიც ულამაზეს სანავსადგურო ქალაქ Agios Nikolaos-სთან ახლოს მდებარეობს. კურორტის 129 ქათქათა ბუნგალო და ვილა, რომლებსაც მბრწყინავი Mirabello-ს ყურეს ხედი აშვენებს, სურნელოვანი ლანდშაფტური მიწებისა და სანაპირო ზოლის ირგვლივაა მიმოფანტული. საუზმობა სუფთა ჰაერზე, Bacchus-ში გვიყვარდა, სადაც ფერადი ბუგენვილიები და სურნელოვანი ვარდები რესტორნის ფანჯრების თეთრ თაღებზეა შემოხვეული, და საიდანაც აუზისა და ზღვის ხედები იშლება. La Bouillabaisse-ში ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ვივახშმეთ. ეს ადგილი ნამდვილი გურმანებისთვისაა, ხოლო ტრადიციული ბერძნული ღამე – მოცეკვავეებთან და გრილზე მომზადებულ უგემრიელეს კერძებთან ერთად – ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ. ყოველივე ეს კი, სიმწვანეში ჩაფლულ რესტორან Terpsis Cretan-ში ხდება. დღისით სტუმრებს სპასალონის აუზთან შეუძლიათ განტვირთვა, რომელიც სასტუმროს ორი საკუთარი პლაჟიდან ერთ-ერთზე მდებარეობს, ან პლატფორმებზე, რომლებიც ზღვის ნაპირზე არსებული ბუნგალოებიდან გამოდის და პირდაპირ ოკეანესთან მიჰყავხარ. აუცილებლად გამონახეთ დრო, რათა კურორტის ირგვლივ მიმოფანტული ნამუშევრები დაათვალიეროთ. აქ ზღვის ქვეშა ხმის ინსტალაციაც კი არის. ასევე წლის სპორტის ცენტრში წასვლაც შეგიძლიათ, სადაც ვინდსერფინგს, წყლის თხილამურებს, საიალქნო სპორტსა და დაივინგს გთავაზობენ. „მსოფლიოს პატარა მდიდრული სასტუმროების“ (Small Luxury Hotels Of The World) წევრი Minos Beach, მის უდიდებულესობა პრინც ენდრიუს და უოლტ დისნეისაც კი მასპინძლობდა, რომლის შეტყობინებისა და ავტოგრაფის ნახვა ერთ-ერთ ადრეულ სტუმრების წიგნშია შესაძლებელი. წიგნი სასტუმროს მისაღებშია წარმოდგენილი. რომელ ვარსკვლავებს შევხვდები? ზაფხულის თვეებში საბერძნეთის კუნძულები ცნობილი სახეებითაა სავსე. მაშინ, როცა ზოგიერთი ვარსკვლავი, მაგალითად ბიონსე და ჯეი-ზი, სუპერიახტით ულამაზეს წყლებში დაცურავენ, სხვები უფრო ხანგრძლივ დასვენებას ამჯობინებენ. ლედი გაგა კრეტაზე კერძო ვერტმფრენით ჩამოფრინდა და ორკვირიანი დასვენება მოიწყო. მას ხშირად დაინახავთ სასტუმროს აუზთან მონებივრეს. ეს ულამაზესი კუნძული დიდი ხანია A-list-ის საყვარელი ადგილია. დასვენებისთვის და გაჯანსაღებისთვის აქაურობას ასევე ჯენიფერ ენისტონი, ირინა შეიკი, ლეონარდო დიკაპრიო და რიანაც სტუმრობენ. 46

აგვისტო 2017

რა უნდა გავაკეთო? სასტუმროში Ananea Wellness Spa დაჯავშნეთ. OK! კრეტას მასაჟზე ჩაეწერა, რომელიც სპაცენტრის ერთ-ერთ იზოლირებულ და კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში ტარდებოდა, თუმცა სამკურნალო პროცედურებით დატკბობა ფანჩატურშიც შეგიძლიათ, რომელიც წყლის ნაპირზეა მოთავსებული. ჩვენი მასაჟისტი ადგილობრივ ზეითუნის ზეთს, ფორთოხლისა და „რაკის“ (ბერძნული ალკოჰოლი) ექსტრაქტს იყენებდა, შემდეგ კი ზუსტად ისეთი სუნი გვქონდა, როგორიც ხმელთაშუა ზღვის გარშემო ტრიალებს. ნომერ მეორე მასაჟიც ასევე სამკურნალო პროცედურაა, თუმცა ყველაზე ინდივიდუალურადაა მორგებული. ჩვენ გვითხრეს, რომ ძირითადად ზურგისა და მხრების არეში გვჭირდებოდა განტვირთვა. შემდეგ Agios Nikolaos-ისკენ (Ag Nik – ასე ეძახიან მოფერებით ბრიტანელები) გავემართეთ, რომელიც სასტუმროს სანაპიროდან ათი წუთის სავალზეა. OK! უმშვენიერს ნავსადგურში დასეირნობდა და მართლაც ქათქათა რელიგიურ სალოცავებზეც ავიდა, სუვენირების უამრავი მაღაზიაც დაათვალიერა და ცოტა ზეითუნის ზეთი და ფახლავაც იყიდა, შემდეგ კი სანაპიროზე მდებარე ტავერნაში სასადილოდ წავიდა. გარდა წყალზე მოტივტივე ტრადიციული ხის სათევზაო ნავების ხედებისა, Ntakos-ში სასადილოდ შესულებს კრეტის უამრავი ტრადიციული კერძიც დაგვხვდა. ისეთები, როგორებიცაა შემწვარი ყველი „საგანაკი“, შებოლილი ღორის ხორცი თაფლითა და სეზამის მარცვლებით, და ნელ ცეცხლზე მომზადებული ბატკნის ხორცი... ამ ყველაფერს კი კარგად ჩაციებული ბერძნული ლუდი Mythos-ი დავაყოლეთ. Ag Nik-ის ნავსადგურიდან ნავით ექსკურსიაზე წასვლაც შეგიძლიათ, რომელიც Spinalonga-ზე ნახევარდღიან ტურს ლედი გაგა ამ კუნძულის ნამდვილი ფანია


გულისხმობს. ახლა ეს უკაცრიელი კლდოვანი კუნძულია, რომელიც 1957 წლამდე კეთროვანთა კოლონიად მიიჩნეოდა. ეს ადგილი ასევე მოხსენიებულია ბრიტანელი ავტორის – ვიქტორია ჰისლოპის პოპულარულ წიგნში „კუნძული“. საშინელ და წყნარ ქალაქ-მოჩვენების შენობების ნანგრევებში დავიარებოდით, პატარა კუნძულის ეკლესიები და 400 წლის ციხესიმაგრეც დავათვალიერეთ; თან იმ კეთროვანთა ამბებს ვისმენდით, რომლებიც ოდესღაც კარანტინში იყვნენ მოთავსებულნი. მოწოდებულია Nancy Brown-ის მიერ. ფოტოები: Alamy, Backgrid UK, Shutterstock აგვისტო 2017

47


დატკბით მზის ჩასვლით Sensatori By TUI Punta Cana-ს ერთ-ერთ აუზზე

დიახ, თქვენ დომინიკანელი ხართ! OK! კარიბისკენ მიემართება, რათა ALL INCLUSIVE-ფუფუნებით ისიამოვნოს 48

აგვისტო 2017


დომინიკის რესპუბლიკა 1000 მეტრზე გრძელ ქვიშიან სანაპირო ზოლს, შიდა ტროპიკულ ტყეებს, ნაციონალურ პარკებს, ტროპიკულ კუნძულებსა და ესპანეთის კოლონიური ღირსშესანიშნაობების სიმდიდრეს მოიცავს. დომინიკის რესპუბლიკას დამსვენებლებისათვის მართლაც ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. იგი კარიბის უდიდესი კუნძულის აღმოსავლეთ ნახევარზეა განთავსებული. საკუთარ მეზობლებთან შედარებით, ამ ქვეყანას უფრო მეტად დაჰყვება ლათინური არომატი და ნამდვილად შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც რომანტიკული დასვენება, ოჯახთან ერთად მოგზაურობა ან ეკოთავგადასავლები უყვარს. ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილებია Punta Cana და Bavaro - კომბინირებული ტურისტული ტერიტორია, რომელიც ცნობილია როგორც La Costa del Coco („ქოქოსის სანაპირო“) და კუნძულის ყველაზე აღმოსავლეთ წვერზე მდებარეობს. აქ უამრავ All Inclusive ხუთვარსკვლავიან კურორტს და მსოფლიო დონის გოლფის მოედანს ნახავთ. OK!-ის ჟურნალისტმა არაბელა როდენმა ისიამოვნა მცხუნვარე მზით, ლურჯი ზღვითა და რამდენიმე ცნობილი სახის ხილვით... სად შეიძლება დავბინავდე? Punta Cana ცნობილია 25-მილიანი მიხვეულმოხვეული, თეთრქვიშიანი და უმშვენიერესი პლაჟით. ახლადგახსნილ Sensatori By TUI Punta Cana-ს ულამაზეს სანაპირო ზოლზე მშვენიერი ადგილიც აქვს ოკეანის ხედით. თეთრი, კოლონიური სტილის კურორტი დაბინავების ათ კატეგორიაში 252 Look-ს გთავაზობთ - დაწყებული რომანტიკული თაფლობისთვის გასატარებელი ლუქსებიდან, რომლებიც მხოლოდ მოზრდილთა სექციაში მდებარეობს, და დამთავრებული კეთილმოწყობილი საოჯახო ლუქსებით. OK!-ის საკმაოდ დიდი ლუქსი ელეგანტურ და თანამედროვე დეკორს მოიცავდა. ასევე ლამაზ და განიერ აივანს, რომელიც ულამაზეს ბაღებს გადაჰყურებს. მიუხედავად იმისა, რომ Uvero Alto-ს უმშვენიერეს პლაჟზე ხანმოკლე გასეირნებით უზომოდ კმაყოფილები ვიყავით, ძალიან მოგვინდა შემდეგი ვიზიტისას ერთ-ერთი საცურაო ლუქსი შეგვეკვეთა. ადრე ადგომა გვიყვარდა და ატლანტის ოკეანეზე მდებარე მზის ამოსვლის ულამაზესი სცენით ვტკბებოდით, კურორტის რამდენიმე საცურაო ბარში ახლადათქვეფილი მარწყვის დაიკირი დავაგემოვნეთ, რაც ემოციებით დატვირთული დღის დასრულების მშვენიერი საშუალება გახლდათ. სულ ახლახან Punta Cana-ში დამსვენებლების წინ ჯენიფერ ლოპესი წარდგა

რომელ ვარსკვლავებს შევხვდები? გასულ თვეს ჯენიფერ ლოპესი Casa de Campo აგვისტო 2017

49


ნომრები ახალი, მდიდრულია, და ზოგს აუზიც კი აქვს

Resort & Villas in Punta Cana-ს რომაული სტილის ამფითეატრში გამოვიდა. იგი თავის ახალ ბოიფრენდ ალექს როდრიგესთან ერთად რომანტიკულ აპარტამენტებში იყო დაბინავებული. ერთი დღის შემდეგ კი მისმა ძველმა სიყვარულმა –დრეიკმა ზუსტად იმავე კურორტზე დაჯავშნა ნომერი. ეს კურორტი ასევე ძალიან უყვართ სტინგს, სერ ელტონ ჯონსა და გლორია ესტეფანს. კარდაშიანჯენერების ოჯახმა მეგაკომპლექსურ კურორტზე დაისვენა, რომელიც 7000 აკრზეა გადაჭიმული. აქ ისვენებდნენ ბიონსე და ჯეი-ზი, ჯასტინ ბიბერი, რიანა და ფარელ უილიამსიც. ხოლო დენზელ ვაშინგტონი Punta Cana-ს Cap Cana Villa-ში იყო დაბინავებული. რისი გაკეთება შემიძლია სასტუმროში? ფრენის შემდეგ, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის შეიძლება, კურორტის Vassa Spa-ში მასაჟის შეკვეთაა. ჟურნალმა OK! ასევე სახის დამატენიანებელი პროცედურებით ისიამოვნა, რომლის დროსაც სახიდან ქალაქის მტვერსა და ჭუჭყს გაშორებენ, კანი უფრო დატენიანებულია და შვებულების მნიშვნელოვანი რუჯისთვის მზადაა. ასევე ჰიდროთერაპიის უფასო რიტუალი ვცადეთ. იგი მოიცავდა საუნას, ორთქლის ოთახებს და აუზებს ჰიდრომასაჟის ფუნქციით, რომელიც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. ფიტნესის ფანებს იოგას, აერობიკისა და ცეკვის გაკვეთილების ნებისმიერ სახეობაზე შეუძლიათ ჩაწერა, ან The Sports Hub gymში შეგიძლიათ ივარჯიშოთ. ასევეა წყლის სპორტის სახეობები, სადაც შემოგთავაზებენ ნავით გასეირნებას, წყალქვეშა ცურვას, კაიაკით ცურვას ან საიალქნო სპორტს, და სირცხვილი იქნება, ოკეანის ფირუზისფერ წყალში ერთხელ მაინც რომ არ იბანაოთ. რა შეიძლება მივირთვა? კურორტის გულში მთავარი მოედანია განთავსებული, რომელიც უამრავი რესტორნითაა გარშემორტყმული. აქ ღამის Live-შოუები და ენერგიული საცეკვაო წარმოდგენები იმართება. OK! ცოტა 50

აგვისტო 2017

ღელავდა, რადგან ეგონა, რომ All Inclusive-პაკეტი მხოლოდ უამრავ ბუფეტს მოიცავდა, მაგრამ ძალიან ვცდებოდით, რადგან Sensatori-ს შვიდი რესტორანი გვთავაზობს ყველაფერს იტალიიდან კარიბებამდე, და კიდევ ბევრ რამეს თქვენი სურვილისამებრ. რესტორნების დიზაინმა დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დაგვტოვა. ყველა ინტერიერი თითოეულ ადგილას განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნიდა. მაგალითად, Wok Wok-ში გამოკვეთილად აზიური გარემო იყო – ხის დარაბებითა და დაკიდებული სანათებით, BRGRS. Ph კი მხიარული ადგილია, თავისი არაფორმალური ჰამბურგერითა და რძიანი კოქტეილით. იქ თქვენს შეკვეთას ძველ სატვირთოზე ათავსებთ. თუ გურმანი ხართ და გაპრანჭვა ან რაიმე განსაკუთრებულის დაგემოვნება გსურთ, Le Chique-ს Kitchen 23-ში შეფმზარეულ დაილენა დომინგეზის კულინარიული შედევრი გასინჯეთ. აქ 8-კერძიანი Discover მენიუთი ძალიან ვისიამოვნეთ, მაგრამ დამატებით ფასად ნამდვილი გურმანებისთვის 16-კერძიანი Epicurean მენიუც აქვთ. სადილის შემდეგ OK! ბარ Vino Vino-ს დიდგაბარიტიან დივანზე ნებივრობდა და ესპრესო მარტინის აგემოვნებდა. რომელ ექსკურსიებზე სჯობს წასვლა? ტროპიკული კუნძულების დათვალიერების მსურველებს, კარიბის კრუიზის – Isla Saona-ს დაჯავშნას გირჩევთ. ეს ადგილი შოკოლად „ბაუნტის“ რეკლამიდანაა ცნობილი. Bayahibe-ს პლაჟიდან ჟურნალმა OK! ძრავიანი იახტით ერთი იზოლირებული ადგილისკენ გაისეირნა, სადაც წყალქვეშა ცურვისთვის Este-ს ეროვნულ პარკში გავჩერდით. ბორტზე დაბრუნებისას, რომისა და ლიმონათის სათვალეები დაგვირიგეს, რასაც პერსონალი „დომინიკური შამპანურის“ სახელით მოიხსენიებდა. შემდეგ Saona-სკენ გავემართეთ,

კურორტის BRGRS.Ph-ის საკვები აუცილებლად დააგემოვნეთ


სადაც საოცარი სილამაზის მქონე უკაცრიელი და თეთრქვიშიანი ტერიტორიაა. იქ პიკნიკი მოვაწყვეთ, თევზი და სანელებლებიანი ქათამი გრილზე შევწვით და კუნძულის საკუთარი მსუბუქი ლუდი „პრეზიდენტიც“ მივაყოლეთ. მოგზაურობის უკანა გზა OK!-იმ ძვირადღირებულ კატამარანზე რომის კოქტეილების წრუპვასა და გემბანზე გემის კაპიტანთან ცეკვაში გაატარა! თუ დომინიკის კულტურის შესახებ მეტის გაგება გსურთ, Jungle Rally-ზე და 4x4 საფარის რალიზე დარეგისტრირდით. როცა სოფლებსა და მინდვრებს ჩავუარეთ, ჩვენი მხიარული გიდი ედი ადგილობრივ წეს-ჩვეულებებზე და ისტორიაზე მოკლედ გვიყვებოდა. როდესაც სოფლის მაცხოვრებლების სახლებთან გავჩერდით, კუნძულის საყვარელი გამაჯანსაღებელი ტონიკი Mama Juana გავსინჯეთ. ეს ღია ვარდისფერი ნაზავია, რომელიც ღვინისგან, რომისგან, თაფლისგან და სამკურნალო მცენარეებისგან მზადდება. საბოლოოდ, ჩვენი ტური Jungle Rally-ს შტაბბინამდეც მივიდა, რომელიც ბანანის პლანტაციაზე მდებარეობს. აქ უამრავი ქვეწარმავალი და ეგზოტიკური ფრინველი ვნახეთ. შტაბბინაში სადილობის შემდეგ, მდინარესთან მდებარე იზოლირებულ ადგილას, ჰამაკებში ვნებივრობდით. ნამდვილი ნეტარება იყო!

აუცილებლად მოინახულეთ Bavaro Beach, რომელიც TripAdvisor-ის მიხედვით, მსოფლიოს 15 საუკეთესო პლაჟთა სიაშია შესული. Bavaro Beach კუნძულზე ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟია, სადაც შეხვდებით სუვენირების უამრავ მაღაზიას, ასევე წყლის სპორტის მრავალფეროვან სახეობებს, და ნავით გასეირნების ათასგვარ შემოთავაზებას. მოწოდებულია Arabella Roden-ის მიერ. ფოტოები: Alamy, Getty Images.

აგვისტო 2017

51


მიესალმეთ დუბაის! OK! უდაბნოსკენ ვარსკვლავებისთვის, მზეზე ნებივრობისთვის და სათხილამურო ფერდობებისთვის მიემართება

ზაფხულობით დუბაიში ტემპერატურა საოცრად მაღალია, მაგრამ ნებისმიერი ასაკის დამსვენებელს უამრავი საინტერესო ვარიანტი აქვს გასაგრილებლად – იქნება ეს ერთ-ერთი აკვაპარკი, თუ თოვლი Ski Dubai-ში. შუა აღმოსავლური სათამაშო მოედანი ბრიტანელ დამსვენებლებს შორის პოპულარულობით სარგებლობს, რომლებსაც უსასრულო პლაჟები, ძვირადღირებული სასტუმროები და უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები იზიდავთ. თუ უფრო ტრადიციული არაბული დასვენება გსურთ, აქ ასევე საფარის უდაბნო, აქლემით სეირნობა და საყიდლებიცაა. OK!-ის ჟურნალისტმა ანაბელ მაქკიმ აღმოაჩინა, რომ დუბაის ბევრად მეტი რამის შეთავაზება შეუძლია დამსვენებლებისთვის, ვიდრე უბრალოდ მზე და ქვიშა... 52

აგვისტო 2017


პიტერ კრაუჩთან ერთად ჩამოვიდა, რათა Grosvenor House-ის მსოფლიო თასის წვეულებას დასწრებოდა. ამ წვეულებას Coronation Street-ის ვარსკვლავი ჰელენ ფლენაგანი და მისი ფეხბურთელი ბოიფრენდი სკოტ სინკლერიც ესწრებოდნენ. სად შეიძლება დავბინავდე? Grosvenor House Hotel-ის 45-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები ქალაქ Dubai Marina-ს ცენტრის ჰორიზონტზე დომინირებენ, სადაც უამრავ სანაპიროზე მდებარე რესტორანს ნახავთ. ამ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შესვლისას OK! გაოგნებული დარჩა კოლოსალური ზომის ფოიეთი, მარმარილოთი გაწყობილი უზარმაზარი ტერიტორიით, გიგანტური ყვავილოვანი გამოსახულებებითა და უამრავი მაღალი დონის რესტორნით. აქ 750 ნომერი, ლუქსი და აპარტამენტია. OK!-იმ ოროთახიანი აპარტამენტი ამოირჩია, რომელიც იდეალურია ოჯახებისთვის. მართალია სასტუმრო ნომერი პლაჟთან ახლოს არ მდებარეობს, მაგრამ სტუმრებს უფასო ხუთწუთიანი ავტობუსით პარტნიორ სასტუმრო Le Royal Meridien-ში შეუძლიათ წასვლა, სადაც უზარმაზარ აუზში ან სასტუმროს პლაჟზე შეძლებენ ნებივრობას. თუმცა, თუ მეტი რელაქსი გსურთ, Grosvenor-ის B/Attitude Spa-ში შეიარეთ, სადაც ულამაზესი აზიური ნამუშევრები, სურნელოვანი ყვავილები და შავი მოზაიკის ფილებია. სწორედ ასეთ გარემოში ისიამოვნა OK!-იმ ქსოვილის აღდგენითი ღრმა მასაჟით.

OK! Grosvenor House Hotel-ის Siddharta Lounge-ით ძალიან მოიხიბლა რომელ ვარსკვლავებს შევხვდები? დიდი ბრიტანეთის ვარსკვლავებისთვის დუბაი ერთერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ამ წელს თავის ოჯახთან ერთად პლაჟზე მონებივრე ლუიზა რედკნაპი დავინახეთ, ხოლო დენის ვან აუტენი ქალიშვილ ბეტსისთან ერთად ისვენებდა. დენისი Grosvenor House Hotel-ით ძალიან კმაყოფილი იყო, იგი ასევე Le Royal Meridien-ზე Maya-ში სადილობისას შეამჩნიეს. „ბრიტანეთის შემდეგი ტოპმოდელის“ ვარსკვლავ ები ქლენსისაც ძალიან უყვარს Le Meridien, რომელიც თებერვალშიც ესტუმრა აქაურობას და მარტში უკვე თავის მეუღლე

სად შემიძლია მივირთვა? Grosvenor-ს 13 რესტორანი აქვს. მათ შორისაა ცნობილი შეფმზარეულის – გარი როდსის Rhodes W1 და OK!-ის საყვარელი – აუზიანი „ბუდა-ბარის“ Siddharta Lounge. აქ ძალიან მყუდრო გარემო და ღია ცის ქვეშ მდებარე ბარია, რომელიც არაბეთის ყურეს გადასცქერის. მენიუში ხმელთაშუა ზღვისა და აზიური კერძების ნაზავია. შოკოლადის მარციპანი მანდარინის ნაყინთან ერთად აუცილებლად დააგემოვნეთ! „ბუდა-ბარის“ Paris, რომელსაც სასტუმროში საკუთარი შესასვლელი აქვს, დახვეწილ აზიურ კერძებს გთავაზობთ. აქ საკმაოდ ეგზოტიკური გარემოა - ჭერამდე ფანჯრები, წითელი ჭაღები და გიგანტური ოქროსფერი ბუდა. Grosvenor-იდან რამდენიმე წუთის სავალზეა The Walk – სანაპიროზე მდებარე ერთი მილი სიგრძის სასეირნო ბილიკი, სადაც უამრავი რესტორანი შეგხვდებათ, როგორებიცაა მაგალითად, The აგვისტო 2017

53


OK! 4x4 Jeep-ით საფარის უდაბნოსკენ გაემართა

Cheesecake Factory და Retro Feasts, ასევე ღია ცის ქვეშ განლაგებული კაფეები და სავაჭრო დახლები. ახლოს მდებარე აკვაპარკ Atlantis Aquaventure-ში, დამღლელი დილის შემდეგ, ჟურნალმა OK! გორდონ რემზის Bread Street Kitchen-ში შეიარა, სადაც გემრიელი კერძების საკმაოდ დიდ პორციებს გთავაზობენ. ეს ძალზე ფართოდაღია ტერასიანი რესტორანია, რომელიც The Palm Jumeirah-ს უერთდება. ჟურნალმა OK! გაიგო, რომ აქ ამანდა ჰოლდენს და ჯონ ტერისაც უვახშმიათ. რისი გაკეთება შემიძლია? ჟურნალმა OK! ცათამბჯენებით სავსე სანაპირო ზოლი უკან მოიტოვა, 4x4 ბორტზე ავიდა და Wonder Jeep-ით საფარის უდაბნოს დასათვალიერებლად გასწია. როდესაც მასიურ ქვიშიან დიუნებს მივუახლოვდით, ძალიან დავინტერესდით ადრენალინით სავსე ასეთი თავგადასავლის დროს როგორ ახერხებდა ავტომობილი წონასწორობის შენარჩუნებას. ჩვენი საფარი ბედუინების სტილის ბანაკში დამთავრდა, სადაც საკუთარი თავი ქვიშის სერფინგში გამოვცადეთ, ხნის ტატუც გავიკეთეთ და აქლემითაც გავისეირნეთ, შემდეგ კი არაბულ ბუფეტში ბარბიქიუზე შევიარეთ და მუცლის ცეკვებისა და ცეცხლით ჟონგლიორების შოუსაც ვუყურეთ. ხის პატარა ნავი დაიქირავეთ, რომელიც დაახლოებით 20 ცენტი ღირს, და Dubai Creek-ის გავლით ძველ ქალაქ Deira-სკენ გაემართეთ, სადაც ოქროს, სანელებლებისა და ქსოვილების ბაზრებს დაათვალიერებთ. აქვეა დუბაის მუზეუმიც, რომელიც რესტავრირებულ ციხესიმაგრე Al Fahidi-შია განთავსებული. სწორედ აქ გაიგებთ, თუ როგორ გადაიქცა თევზჭერის პატარა სოფელი იმ ულამაზეს ქალაქად, როგორსაც დღეს ვიცნობთ და გვიყვარს. 54

აგვისტო 2017

სად შემიძლია საყიდლებზე წასვლა? თუ ყველაფრის ყიდვა ერთ ჭერქვეშ და სიგრილეში გსურთ, დუბაის სავაჭრო ცენტრისკენ გაემართეთ. თქვენ აღმოაჩენთ 12 კვ.მ. სავაჭრო და გასართობ დაწესებულებებს, სადაც 1200 მაღაზიაა – Harvey Nichols-იდან დაწყებული, H&M-ით დამთავრებული. არის აკვარიუმიც – KidZania, და ყინულის საცურაო მოედანი; შუა აღმოსავლური ნივთები, აბრეშუმი და სუვენირები. Madinat Jumeirah-საც ესტუმრეთ. ეს თანამედროვე ბაზარია, სადაც წყალთან მდებარე სასადილოები და ხელოვნურ არხებში მოცურავე ნავებია. კიდევ რა უნდა გავაკეთო? Wild Wadi-ს აკვაპარკი Jumeirah Beach Hotel-ის ნაწილია. ეს კომპაქტური პარკი 30 ატრაქციონს მოიცავს. მათ შორისაა Jumeirah Sceirah, რომელიც ორი – ტანდემური ჩამოსასრიალებელია. აქ ძალიან დიდი სიმაღლიდან და საოცარი სისწრაფით ეშვები! ოჯახების ფავორიტია Tantrum Alley, სადაც ოთხადგილიან კამერაზე ჯდები და „ორნადოს მილში“ ეშვები. რაც შეეხება Burj Surj-ს, აქ მთელ რიგ სპირალისებრ მილებში დასრიალებ. 42 აკრზე გადაჭიმული Aquaventure „ატლანტის“ ნაწილია და კურორტ The Palm-ს ეკუთვნის – ეს უზარმაზარი აკვაპარკი მძაფრ შეგრძნებებს გთავაზობთ. ყველაზე სახიფათო Aquaconda იყო Grosvenor House Hotel-ის ტყუპი ცათამბჯენები


ცათამბჯენები დუბაის ჰორიზონტზე დომინირებენ – მსოფლიოში ყველაზე დიდი „წყლის გორაკები“. ხოლო Poseidon-ის კოშკში ხაფანგიანი კარები და „ზვიგენების“ „თავდასხმა“ გელით, სადაც ბნელი და მიხვეულ-მოხვეული გვირაბები უნდა გაიაროთ, ბოლოს კი, „ზვიგენების“ ლაგუნას გავლით, მინის გვირაბში გადაინაცვლებთ! თუ უდაბნოს მზისგან დასვენება გინდათ, Mall Of The Emirates-ს Ski Dubai-სკენ გაემართეთ. სურრეალისტურად ჟღერს, რომ სათხილამურო კოსტიუმი უნდა მოირგოთ, იგუნდაოთ, პინგვინები ნახოთ და თხილამურებით ფერდობებზე ისრიალოთ, მაგრამ ამ ყველაფერს მართლაც გთავაზობენ. OK! ძალიან კარგად გაერთო – სპეციალური ციგებითა და გასაბერი ბურთებით სასრიალოებიდან ეშვებოდა. როცა ამ წელს მერაია ქერი დუბაის ჯაზფესტივალზე გამოდიოდა, საკუთარი ტყუპებიც ახლდა. მოწოდებულია Annabel Mackie-ს მიერ. ფოტოები: Alamy, Getty Images, Shutterstock აგვისტო 2017

55


კარიბის ოცნებები OK! დასასვენებლად რამდენიმე ცნობილი სახის კვალდაკვალ ანტიგუაში გაემართა დაბინავდით St James’s Club Resort & Villas-ში მზის სხივებისთვის, მშვენიერი პლაჟებისთვის, და შესაძლოა სადმე ტომ ჰარდისაც მოჰკრათ თვალი

Antigua კარიბის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძულია და როცა OK! ე.წ. ვესტინდოეთის ამ ძვირფას ადგილას გაემგზავრა, მალევე აღმოაჩინა, თუ რატომ ფიქრობდნენ აქაურობაზე ასე. ვიზუალურად, კუნძული მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება – ფერადი სოფლები, მზის სხივებით მოფენილი ასობით ყურე და თეთრქვიშიანი პლაჟები პალმის ჩამწკრივებული ხეებით. მაგრამ 350-ზე მეტი პლაჟიდან და უთვალავი კურორტიდან რომ ირჩევდეთ, სად მოინდომებდით თქვენი დასვენების დღეების გატარებას? OK!-ის ჟურნალისტმა ანაბელ ზამიტმა კუნძულის სამხრეთ სანაპირო აირჩია. სწორედ აქ მდებარეობს St James’s Club Resort & Villas, რომელსაც იმედი ნამდვილად არ გაუცრუებია. გასულ ზაფხულს ტომ ჰარდიმაც აქ გადაწყვიტა დასვენება. მზე, ზღვა, ქვიშა, სპა, და პლუს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური წარმომადგენლის – ტომ ჰარდის მოკლე შორტებში ხილვის პერსპექტივა – რაღას უცდით?!

56

აგვისტო 2017


ერთ-ერთი ულამაზესი და უდიდესი სამეფო ლუქსი

სად შეიძლება დავბინავდე? OK! ერთკვირიანი All Inclusive-დასვენებისთვის St James’s Club Resort & Villas-კენ გაემართა. ამ უზარმაზარი კურორტის მდებარეობა ნამდვილად ულამაზესია. 100 აკრი სიდიდის ნახევარკუნძული ქათქათა ქვიშითაა გარშემორტყმული. კურორტს ერთ მხარეს ყურე Mamora ესაზღვრება, რომელშიც კარიბის ზღვის მშვიდი წყლებია, ხოლო მეორე მხარეს Coco Beach – გრილი ნიავითა და ატლანტის ოკეანის შედარებით მღელვარე წყლებით. OK! სამეფო ლუქსში დაბინავდა. აპარტამენტებს მეფური ზომის საწოლი, მარმარილოს იატაკები და მაღალფანჯრებიანი მისაღები აქვს, რომელსაც აივანზე გავყავართ, აქედან კი ფირუზისფერი ზღვის ულამაზესი ხედები იშლება.

ყველანაირი ზედმეტი გადასახადის გარეშე შეუძლიათ.

მზის ჩასვლისას კატამარანით კრუიზშიც წავედით და სანამ კუნძულის მშვიდ ყურეებში დავცურავდით, ვახშმითა და რომის კოქტეილით გაგვიმასპინძლდნენ (პერსონა – £50). გარუჯვას რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ. ხელუხლებელ პლაჟზე წოლა და ცივი ლუდის ან პირდაპირ ხილის ნაჭუჭიდან ქოქოსის წვენის დალევა ნამდვილად ჩვენი ყველაზე საყვარელი საქმიანობა იყო! რომელ ვარსკვლავებს შევხვდები? გასულ წელს, ტომ ჰარდი, რომელიც ამჟამად BBC-ის დრამაში „ტაბუ“ მონაწილეობს, დასვენების დღეებს St James’s Club-ში ატარებდა. რა სამწუხაროა, რომ აქ ერთსა და იმავე დროს არ ვიყავით... 2013 წელს კურორტმა X Factor-ის ერთ-ერთ ტურსაც უმასპინძლა, სადაც ნიკოლ შერზინგერმა მერი ჯი ბლაიჯის დახმარებით გოგონების კატეგორია ოთხ მონაწილემდე დაიყვანა. ყოფილი ოლიმპიური მოცურავე რებეკა ადლინგტონი და მომღერალი სოფი ელის-ბექსტორი თავის ოჯახთან ერთად ასევე St James’s Club-ში ისვენებდნენ. გასული წლის ნოემბერში კი პრინცი ჰარი თავისი სამეფო ტურის დროს ამ კურორტსაც ესტუმრა.

რადგან All Inclusive-პაკეტი გვქონდა, გვაინტერესებდა ეს საკმარისი იყო თუ არა, რომ ყოველდღიურად დაკავებულები ვყოფილიყავით, სად შეიძლება განტვირთვა? მაგრამ ამაზე დარდი ნამდვილად არ ღირდა, რადგან იმ იშვიათ დღეს, როცა ზეცამ ინება, St James’s St James’s Club-მა თავისი საქმე ნამდვილად კარგად Tranquillity Spa-ში მოსადუნებელი სეანსისთვის იცის. სულ ოთხი აუზი აქვთ. მათ შორის ერთი ჩავეწერეთ. სპასალონს ტაიტის სტილში მხოლოდ უფროსებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო კიდევ კურორტის Tranquillity ერთი ბავშვების კლუბშია. Spa-ში განიტვირთეთ ხშირად დღეს წყლის აერობიკის გაკვეთილით ვიწყებდით, ამიტომ ყოველ შუადღეს მირთმეული უგემრიელესი კოქტეილის გამო, თავს დამნაშავედ აღარ ვგრძნობდით! აქ წყლის სპორტის უამრავი სახეობაცაა, მათ შორის – ვინდსერფინგი, კაიაკით გასეირნება და საიალქნო სპორტი. დამსვენებლებს ამ ყველაფრით სარგებლობა

აგვისტო 2017

57


გადაწყვეტილი შვიდი თერაპიული ოთახი აქვს, რომლებიც მშვენიერი გემბანის ირგვლივაა განთავსებული, აქედან კი ყურე Mamora-ს ულამაზესი ხედები ჩანს. გემბანზე წყვილების მასაჟისთვის განკუთვნილი ტერიტორიაცაა, რომელიც რომანტიკული დასვენების ნამდვილად აუცილებელი ნაწილია. OK!-იმ მშვიდად განტვირთვისთვის 60-წუთიანი გამაჯანსაღებელი მასაჟი აირჩია. სპასალონი Pevonia Botanica-ს პროდუქციას იყენებს – ეს გახლავთ კანის ბუნებრივი მოვლის საშუალებები, რომლებიც მცენარეების ორგანული ექსტრაქტებისგან მზადდება და არავითარ საშინელ ნივთიერებებს არ შეიცავს. ამ პროდუქტისა და ჩვენი თერაპევტის შეუდარებელი მასაჟის ტექნიკის კომბინაცია გარანტიას გვაძლევდა, რომ ნამდვილად კარგ შედეგს მივიღებდით. ტალღების ხმა კი, რომელიც მთელ ამ პროცედურას „საუნდტრეკად“ მიჰყვებოდა, სპასალონის ამ ჩვენს გამოცდილებას მართლაც დაუვიწყარს ხდიდა. ჯანმრთელობას St James’s Club-ის პრიორიტეტთა სიაში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ცოტა ხნის წინ კურორტმა FloatFit-ის გაკვეთილები წარმოადგინა, რომელიც კარიბის ზღვაზე AquaBaseის დაფებზე ტარდებოდა. სქელი, მოტივტივე „ხალიჩები“ Mamora-ს ყურის დაბალ წყალში მავთულითაა დამაგრებული, ხოლო ოკეანეში HIITის გაკვეთილის დროს დამსვენებლები დაფებზე ბალანსის დაცვას ცდილობენ. ისეთი ვარჯიშები, როგორებიცაა burpees, plank, პლუს გაწელვები, და ყველა ძირითადი სამუშაო, დაფებზე სრულდება. ზღვაზე ვარჯიშის ამ უნიკალურმა გამოცდილებამ

58

აგვისტო 2017

ჩვეულებრივ სპორტდარბაზში ვარჯიშს ნამდვილად ასი თავით აჯობა. კურორტი იოგასა და პილატესის გაკვეთილებსაც გთავაზობთ, ასევე ყოველდღიურ დილის ლაშქრობას – გზაში ანტიგუას ულამაზესი ხედები დავათვალიერეთ და დღის ამგვარად დაწყება ნამდვილად შესანიშნავი იყო. სად შეიძლება მივირთვა? კურორტს ოთხი რესტორანი აქვს. Coco Beach, საიდანაც ატლანტის ოკეანის ულამაზესი ხედები მოჩანს, აპეტაიზერებს – სალათებს, სენდვიჩებსა და პიცას მოგართმევთ. კურორტის მეორე მხარეს კი Docksider Grill-ია, რომელიც ყურე Mamora-ს გადაჰყურებს. ამ „შვედური მაგიდის“ სტილის რესტორანში კარიბის ტრადიციული კერძებისა და ახლადდაჭერილი თევზის დაგემოვნება შეგიძლიათ. როცა კი OK! სასადილოს ესტუმრა, იქ ყოველთვის ცოცხალი მუსიკა ჟღერდა და სხვადასხვა სამზარეულოს თემატური საღამოები იმართებოდა, ჩვენ კი განსაკუთრებით ინდური სტილის საღამოთი მოვიხიბლეთ. საუზმისთვის ჩვენი საყვარელი ადგილი Rainbow Garden იყო, რომელიც სადილსა და ვახშამსაც გთავაზობთ, მაგრამ ეს რესტორანი საუზმის თქვენს ნებისმიერ სურვილს დააკმაყოფილებს! მშვენიერი ვახშმისთვის Piccolo Mondo-ში მივდიოდით. აქ საჭმელად დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ Piccolo Mondo-ში მოსასვლელად მთელი დასვენებიდან ერთი საღამოს


გაირუჯეთ და განიტვირთეთ თეთრქვიშიან Coco Beach-ზე, სადაც ატლანტის ოკეანეში ბანაობაც შეგიძლიათ გამოყოფა ნამდვილად ღირს. მთის ფერდობზე მდებარე ამ მყუდრო რესტორანში იდეალურად მომზადებული სტეიკი გავსინჯეთ, ხოლო შემდეგ კი სპეციალურად სტუმრების კურორტის ტერიტორიაზე მიმოსვლისთვის განკუთვნილ პატარა მანქანაში ჩავჯექით და დასალევად კურორტის ოთხი ბარიდან ერთ-ერთში – Jacaranda Lounge-ისკენ გავწიეთ.

თავდაჯერებულობა გაზარდა და კვლავ ყვინთვას დავუბრუნდით. ადრე ვდგებოდით, დილის ყვინთვაზე მივდიოდით, შუადღისას ვბრუნდებოდით და აუზთან კოქტეილებს ვაგემოვნებდით! მოწოდებულია Annabel Zammit-ის მიერ. ფოტოები: Alamy, Getty Images.

კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? St James’s Club-ის ტერიტორიაზე Mamora Dive Centre-იც არის. ეს PADI-ს სერტიფიკატის მქონე დაივინგის სკოლაა, რომელიც დღეში ორჯერ დამსვენებლების პატარა ჯგუფებს იღებს. ჩვენ სამი დილა საკუთარ ბრწყინვალე ინსტრუქტორ ტიანთან ერთად ყვინთვაში გავატარეთ. ასევე კარიბის ზღვის რიფის ზვიგენთან ერთად ვიცურავეთ და Nanton Point-ის წითელი მარჯნის კედელიც ვნახეთ, რომელიც ასობით მკვეთრი შეფერილობის ტროპიკულ თევზს ფონად გასდევდა. ასევე, 1905 წელს ჩაძირული გემის - Andes-ის სანახავადაც ჩავყვინთეთ. შემდეგ წყალქვეშა ცურვა ცოტა ხნით შევწყვიტეთ და აუზზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავიარეთ (£63). ამან ჩვენი აგვისტო 2017

59


მექსიკის ულამაზესი სანაპირო მექსიკაში, წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლზე OK! რამდენიმე ცნობილი ადამიანის კვალს მიუყვება

ისიამოვნეთ უგემრიელესი სადილით მშვენიერ Casa Kimberly-ში 60

აგვისტო 2017


აგვისტო 2017

61


Banderas-ის ზღაპრულ ყურეზე Puerto Vallarta მდებარეობს

შესაძლოა მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლი არც ისე ცნობილი ან ხელმისაწვდომია ბრიტანელებისთვის, როგორც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე Cancun, მაგრამ Thomson-ის პირდაპირი რეისების დამსახურებით ეს ყველაფერი შეიცვალა. მრავალი წელია ჰოლივუდის საუკეთესო წარმომადგენლები ძირითადად უკვე მეზობელ კურორტებს – Puerto Vallarta-სა და Riviera Nayarit-ს ეტანებიან, ასე, რომ OK!-ის ჟურნალისტი როზი ანდერვუდი გაემგზავრა, რათა გაარკვიოს, თუ რატომ ხდება ასე. Banderas-ის ყურეზე მდებარე Puerto Vallarta მომხიბვლელი ძველი ქალაქია – მოკირწყლული ქუჩებით, საკათედრო ტაძრითა და ქალაქის მთავარი მოედნით, ასევე მიმზიდველი ნავსადგურითა და ზღვისპირა სანაპიროთი. ყურეს ქვიშიანი სანაპიროს ჩრდილოეთ მხარეს, 1500- აკრიანი ნახევარკუნძული – Punta Mita მდებარეობს. ეს Riviera Nayarit-ას მაღალი კლასის ტურისტული კურორტია, რომელსაც საკუთარი ძვირადღირებული სასტუმროები და გოლფის მოედნები აქვს. აქედან ჩრდილოეთით, 200 მილის სანაპირო ზოლზე, მეთევზეთა ულამაზესი სოფლები და ზღვისპირა სასერფერო ქალაქებია განლაგებული, გარშემო კი Sierra Madre-ს დიდებული მთებია, სადაც ულამაზესი ჯუნგლებია. 62

აგვისტო 2017


რომელ ვარსკვლავებს შევხვდები? ლოს-ანჯელესიდან სამსაათიანი ფრენის შემდეგ იმ ტერიტორიაზე მოხვდებით, რომელიც შტატების ვარსკვლავებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილია. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, ჯენიფერ გარნერმა თავის მეგობრებთან ერთად Puerto Vallarta-ში „მზით გაჟღენთილი“ არდადეგები მოიწყო. რაც შეეხება კიმ კარდაშიანსა და კანიე უესტს, მათი საყვარელი ადგილია Riviera Nayarit. ისინი Four Seasons Punta Mita-ში იყვნენ დაბინავებულნი. ასევე მოიქცნენ ჯესიკა სიმპსონი და სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიოც. რამდენიმე კარდაშიანი, ჯენიფერ ენისტონი და დემი მური კი Casa Aramara-ში გაჩერდნენ. ეს Punta Mita-ში მდებარე ოკეანისპირა მასიური აპარტამენტებია. კრისტინა აგილერა მეთიუ რატლერზე სწორედ აქ – რომანტიკულ კურორტ Imanta-ზე დაინიშნა. სწორედ ეს ადგილი უყვართ ევა ლონგორიასა და შარლიზ ტერონსაც. სად შემიძლია დავბინავდე? Four Seasons Punta Mita – ეს არის მასიური კურორტი, რომელიც კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე მდებარეობს და ჩოგბურთის საკუთარი კორტები, ძვირადღირებული სპასალონი და „ზარმაცი მდინარე“ აქვს. OK! მექსიკური სტილის პატარა სახლში დაბინავდა. სახლს ულამაზესი საკუთარი ტერასა ჰქონდა, რომელიც პლაჟს გადაჰყურებდა და საიდანაც მზის ჩასვლისა და ნელი სიოსგან მოქანავე პალმების ცქერა ნამდვილი სიამოვნება იყო. იქ ყოფნისას იოგას ერთ-ერთ ანტიგრავიტაციულ გაკვეთილებზე დასწრება შემოგვთავაზეს. საბედნიეროდ, ამ მოძრაობის დამფუძნებელი კრისტოფერ ჰარისონი მზად იყო დაგვხმარებოდა, რათა ისეთი მოძრაობები გაგვეკეთებინა, რომლებიც არც კი გვეგონა, თუ საერთოდ შესაძლებელი იყო! ერთ საღამოს, მზის ჩასვლისას, ტეკილას დეგუსტაციას შევუერთდით და შუა პროცესში ძალიან გაგვიმართლა, რადგან პატარა კუების ნახვა მოვახერხეთ, რომლებიც

OK! ახალი W Punta de Mita-ს აუზზე ნებივრობდა

სულ ახალი დაბადებულნი იყვნენ და ოკეანისკენ მიღოღავდნენ. ჩვენი შემდეგი გაჩერება ახალი W Punta de Mita იყო, სადაც იქაური პატარა გადასაადგილებელი საშუალების – ფერადი „ტუკ-ტუკების“ მთელი ფლოტი დაგვხვდა, რათა სტუმრები თავიანთ ნომრებამდე მიეყვანათ. 119-ნომრიან, ოკეანის პირას მდებარე სასტუმროში თანამედროვე მექსიკური ხელოვნების ნიმუშები და ულამაზესი მოზაიკის კიბეებია წარმოდგენილი, რომელიც ქვემოთ – ვესტიბიულისკენ ჩადის, შემდეგ კი აუზზე გაჰყავხარ. საძინებელი ოთახის ავეჯი მკვეთრ ფერებშია გაწყობილი, სერფინგის დაფები კი ამ ყველაფერს სახალისო ელფერს სძენს. OK!-ის ნომერი აუზს გადაჰყურებდა, სადაც უამრავი ფუმფულა მოსასვენებელი ადგილი და შეზლონგი იყო წყალში მოთავსებული. ბოლოს Casa Velas-ში დავბინავდით. ეს Marina Vallarta-ში მდებარე ბუტიკ-სასტუმროა, რომელიც მხოლოდ უფროსებისთვისაა და ტბის პირას არსებულ საცხოვრებელ ბინებთან, რესტორნებთან და მაღაზიებთან ახლოსაა განთავსებული. ტროპიკული მიწები, თევზით სავსე პატარა ტბები, თავმომწონე ფარშევანგები და პალმებით გაფორმებული აუზები ამ ადგილს სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნის, ხოლო უფასო ავტობუსს სტუმრები სასტუმროს კერძო პლაჟ-კლუბისკენ მიჰყავს. სად შემიძლია მივირთვა? ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი რესტორანი Four Seasons-ის Aramara იყო, საკუთარი ჩინურ-ლათინოაგვისტო 2017

63


ამერიკული სამზარეულოს გამო, ასევე მექსიკური და აზიური სამზარეულოს ინოვაციური შერწყმის გამო. OK!-იმ სუშის როლები, თინუსის „ვონტონები“, „სფრინგ-როლები“ და ქვის ცხელ ფირფიტაზე მომზადებული წვნიანი სტეიკი დააგემოვნა, ამ ყველაფერს კი „ლიჩის მარტინი“ დააყოლა. საოცნებო კურორტი Imanta 11-ლუქსიანი სარელაქსაციო კომპლექსია, რომელიც კერძო ნაკრძალშია განთავსებული და სადაც ჯუნგლები და ოკეანე ერთმანეთს უერთდება. კოქტეილების

მექსიკის მზით „გაჟღენთილ“ Riviera Nayarit-ზე იდეალური პლაჟები გელოდებათ. OK!-ის Punta Mita-ს ქვიშიანი სანაპიროები ძალიან მოეწონა

64

აგვისტო 2017

დაგემოვნება OK!-ის სასტუმროს სახურავზე მდებარე ბარ Observatorio-ში უყვარდა, ვახშმამდე ვარსკვლავების ქვეშ იჯდა და მაიმუნების ბუტბუტს უსმენდა. 1963 წელს, როდესაც ფილმ „იგუანას ღამეს“ იღებდნენ, ელიზაბეტ ტეილორმა და რიჩარდ ბარტონმა თავისი სასიყვარულო ისტორია სწორედ Puerto Vallarta-ში ითამაშეს. ისინი Casa Kimberly-ს კოლონიურ ბუტიკ-სასტუმროში იმალებოდნენ. იგი ორი ვილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს


ხიდით უკავშირდება. არსებობს ფილმის ძველი პოსტერები და წყვილის ფოტოები, რომლებიც ამ საკუთრების ირგვლივაა გადაღებული, თქვენ კი კვლავ შეგიძლიათ ტეილორის გულის ფორმის აბაზანის ხილვა. OK!-იმ სასტუმროს რესტორანში Iguana ლობსტერის ტაკო და „ჰიბისკუსითა“ და შებოლილი წითელი წიწაკით მომზადებული ზღვის ქორჭილა დააგემოვნა, პარალელურად კი ლეგენდარულ მექსიკურ ჯგუფ Mariachi La Joya-ს სერენადებით ვტკბებოდით. რა უნდა გავაკეთო აუცილებლად? თუ ვეშაპების ნახვა გსურთ, Eco Explorer-თან ერთად Banderas-ის ყურესკენ გაემართეთ და სწორედ იქ გაქვთ მათი ნახვის ყველაზე დიდი შანსი. ან ნავი დაიქირავეთ და კუნძულ Marietas-ზე მდებარე ეროვნულ პარკში არსებულ Punta Mita Adventures-ში გაემართეთ, სადაც წყალქვეშ ჩაყვინთვა, ნიჩბიანი ნავით გასეირნება და წყალქვეშა გამოქვაბულების დათვალიერება შეგიძლიათ. ჩვენ კუები, დელფინები და უამრავი თევზი-ცისარტყელა ვნახეთ. თითქმის მთელი დღე Los Arcos-ის ეროვნულ საზღვაო პარკში წყალქვეშ ცურვაში გავატარეთ, ასევე მდიდრული კატამარანით – Canuwa Experience გავისეირნეთ და იზოლირებულ, პატარა ქვიშიან ყურე Los Colimitos-თანაც გავჩერდით. სასიამოვნო სადილისთვის წყლის ტაქსი დაიქირავეთ და იგი Boca-დან პლაჟ-კლუბ Casita Maraika-ში წაგიყვანთ, რომელთან მისვლა მხოლოდ წყლით ან ჯუნგლებში ლაშქრობისას შეიძლება! თუ დელფინების ველურ ბუნებაში ნახვა გსურთ, Wildlife Connection-ში დარეგისტრირდით. ბიოლოგების გუნდის ხელმძღვანელობით, OK!-იმ ამ მშვენიერ არსებებზე და მათ ბუნებრივ გარემოზე უამრავი ახალი რამ შეიტყო და მათთან ერთად ცურვაც კი მოახერხა.

კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? სასერფერო ქალაქი Sayulita, რომელიც Riviera Nayarit-ზე მდებარეობს, Punta Mita-სგან სრულიად განსხვავებული ადგილია. ქუჩები მკვეთრი ფერებითაა სავსე – მაღაზიების შეღებილი ფასადებიდან და ქუჩის მხატვრობიდან დაწყებული, ბაზრის დახლებზე გასაყიდად გამოტანილი ნივთებით დამთავრებული. მოდური ბუტიკებისა და ელეგანტური რესტორნების გვერდით, კაფეები, იოგას სტუდიები და სავაჭრო დახლებია ჩაყოლებული, სადაც გრილზე მომზადებული ზღვის პროდუქტები და ტაკო იყიდება. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც სერფინგის სწავლა შეიძლება და OK!-იმ Lunazul-ის სერფინგ-სკოლის დახმარებით საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. ჩვენდა საბედნიეროდ, შესანიშნავი პირობები იყო, ბონუსად კი ვარხვების მთელი არმია ვნახეთ, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებდნენ, ჩვენ კი ტალღებზე სრიალს ვცდილობდით. მოწოდებულია Rosie Underwood-ის მიერ. ფოტო: Alamy, Getty Images, Shutterstock.

აგვისტო 2017

65


გააცოცხლეთ თქვენი ფანტაზიები ფილმის ვარსკვლავებზე და „ესპანურ კიბეებზე“

ერთხელ რომში... იტალიის ეს მშვენიერი და მარადიული ქალაქი სწორედ ის ადგილია, სადაც ნებისმიერი სეზონის რომანტიკულად გატარება შეგიძლიათ შევაბიჯოთ რომში – ეს იტალიის ვრცელი და კოსმოპოლიტური დედაქალაქია. ჩამოშლილ უძველეს ნანგრევებს შორის ხელიხელჩაკიდებულებმა ისეირნეთ, ტრადიციულ ტავერნებში ვახშმით ისიამოვნეთ და ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ინტიმურ ბუტიკსასტუმროებში ერთმანეთს ჩაეხუტეთ. OK!-ის ჟურნალისტ ნენსი ბრაუნს მარადიული ქალაქი უბრალოდ შეუყვარდა...

66

აგვისტო 2017

ჯასტინისა და ჯესიკას რომანტიკული რომი


სად შეიძლება დავბინავდე? მხოლოდ 17-ნომრიან უმშვენიერეს Palazzo Manfredi-ში იგრძნობთ თავს ისე, როგორც შინ – ეს მე-16 საუკუნის სასახლეა, რომელიც ზუსტად კოლიზეუმის გვერდით მდებარეობს. უძველესი რომაული ამფითეატრი ხუთვარსკვლავიან ბუტიკ-სასტუმროდან სულ რამდენიმე მეტრზე მდებარეობს, ხოლო ჩვენი, სრულიად თეთრი ლუქსი პირდაპირ ლუდუს მაგნუსის გლადიატორთა სკოლის ნანგრევებს გადაჰყურებს. სასტუმროში მარმარილოს ორიგინალური იატაკები, მდიდრული ფარდები და უზარმაზარი საშხაპეებია. აქ თანამედროვეობის ყველა ტენდენციაა გათვალისწინებული. გარდა იმისა, რომ იგი ზუსტად ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობის გვერდით მდებარეობს, ასევე მეტროს სადგურთანაც ახლოსაა. Palazzo Manfredi ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლადაც შესანიშნავი ადგილია, მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აქაურობა დასვენებისთვისაც მშვენიერი ყოფილა. სასტუმროს სახურავზე მდებარე ბარში შუშხუნა ბელინი გავსინჯეთ და თან ულამაზესი ხედებით დავტკბით, ხოლო შესანიშნავი მომსახურე პერსონალი ცდილობდა ჩვენთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა და სხვადასხვა ექსკურსიისა თუ რესტორნის შესახებ რეკომენდაციებსაც გვთავაზობდა.

რომელ ვარსკვლავებს შევხვდები? რომის შარმით ცნობილი სახეების უამრავი წყვილი მოიხიბლა. ახლა უკვე ახალბედა მშობლებმა – რასელ ბრენდმა და ლაურა გალაჰერმა სწორედ აქ განაახლეს თავისი ურთიერთობა, ხოლო ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი, ჯულია რობერტსი და დენი მოდერი, მაიკლ ბუბლე და ლუსიანა ლოპილატო ქალაქის დათვალიერებით იყვნენ გართულნი. 2012 წელს ქეთ დილი და პატრიკ კილტი სწორედ რომში დაქორწინდნენ, ხოლო დერმოტ ო’ლირმა და დი კოპანგმა თაფლობისთვე მარადიულ ქალაქში გაატარეს. რომელი ღირსშესანიშნაობები უნდა ვნახო? რომს ნამდვილად მდიდარი ისტორია აქვს. მისი უძველესი საგანძურები ქალაქის თითქმის ნებისმიერ კუთხეშია მიმოფანტული. ქუსლიანი ფეხსაცმელები შინ დატოვეთ და მისი მოკირწყლული ქუჩები ფეხით შემოიარეთ. აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში პირველ ადგილს რა თქმა უნდა კოლიზეუმი იკავებს. ეს ყველაზე დიდი ამფითეატრია, რაც კი ოდესმე აშენებულა. მართალია მისი ისტორია საკმაოდ სისხლიანია, მაგრამ ამავდროულად საინტერესო და ამაღელვებელიცაა. როცა მის გარშემო დადიხარ, უფრო ადვილად წარმოიდგენ, რომ აქ 80 000 კაცი იკრიბებოდა და მათ სისხლიანი სანახაობა სწყუროდათ! ისიამოვნეთ Palazzo Manfredi-ს Aroma-ში მორთმეული ვახშმითა და ნამდვილად ეპიკური კოლიზეუმის ულამაზესი ხედით

აგვისტო 2017

67


თუ ქალაქის ცენტრში მდებარე სიმშვიდის ოაზისების ნახვა გსურთ, Villa Borghese-ის ბაღების ირგვლივ გაისეირნეთ – ეს უმშვენიერესი და თვალწარმტაცი, 200 აკრი სიდიდის ტერიტორია მთელი ქალაქის ულამაზეს ხედებს გთავაზობთ. აქედან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე „ესპანური კიბეებია“, და ასე უფრო ქვემოთ ჩადიხართ, და არა ზემოთ! ეს 135 საფეხური დიდ ეკრანებზე უამრავჯერ ჩაუვლიათ – გააცოცხლეთ თქვენი ფანტაზია და წარმოიდგინეთ, რომ ოდრი ჰეპბერნი ხართ „რომაული არდადეგებიდან“ ან მეტ დეიმონი ფილმიდან „ნიჭიერი მისტერ რიპლი“.

ვატიკანისკენ გაემართეთ. ეს რომში არსებული ქალაქი-სახელმწიფოა, რომელიც რომაული კათოლიკური ეკლესიის შტაბბინად მიიჩნევა. ეს გახლავთ სახლი პაპ ფრაცისკისა (ეცადეთ თქვენი ვიზიტი პაპის ერთ-ერთ გამოსვლას დაამთხვიოთ), წმინდა პეტრეს ბაზილიკისა და სიქსტინის კაპელასი, რომელიც მიქელანჯელოს მიერ მოხატული ჭერითაა ცნობილი.

არც Trevi Fountain გამოტოვოთ – მეომრების, ცხენებისა და ეტლების ქანდაკებებიანი მარმარილოს მდიდრული ქმნილება. ლეგენდის თანახმად, თუ შადრევანში მონეტას გადააგდებთ, რომში აუცილებლად დაბრუნდებით.

სად შემიძლია საყიდლებზე წასვლა? „ნიუ-იორკის ბანდების“ გადაღების პერიოდში, შესვენებებზე, კამერონ დიასი საყიდლებზე Piazza Pollarola-ს ირგვლივ დადიოდა. ვარსკვლავი Nuyorica-შიც იყო შემჩნეული, სადაც Chloe-ს საცურაო კოსტიუმები, Balenciaga-ს ჩანთები და Lara Bohinc-ის სამკაულები იყიდება. რაც შეეხება ოპრა უინფრის, ტელევარსკვლავი Via Condotti-ს დიზაინერული მაღაზიების ფანია.

თუ დილის სხვა ქვეყანაში გატარება გსურთ,

„ესპანური კიბეების“ ქვემოთ მდებარე განათებული

დაათვალიერეთ Rome Cavalieri, რომელიც ქალაქის ზემოთ მდებარეობს

68

აგვისტო 2017


გზა და მოკირწყლული ქუჩები მყიდველებში ნამდვილ აღფრთოვანებას იწვევს. აქ არის Gucci, Prada, Tiffany & Co, Sephora და Michael Kors. თუ სავაჭრო ცენტრები უფრო გიზიდავთ, Galleria Alberto Sordi-ში შეიარეთ, რომელიც Trevi Fountain-თან ახლოს მდებარეობს. აქ ასევე Furla-ს, Coccinelle-ს, Calvin Klein Jeans-ის, Massimo Dutti-სა Pinko-საც იპოვით. სად შემიძლია განტვირთვა? ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, გორაკებზე, რომლებიც ქალაქს გადაჰყურებს, უმშვენიერესი და მშვიდი Rome Cavalieri Waldorf Astoria მდებარეობს. ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უამრავ ცნობილ სახეს მასპინძლობდა. მაგალითად, ჯულია რობერტსი, ჯორჯ კლუნი, ტომ ჰენქსი და ლეონარდო დიკაპრიო, რომლებსაც მშვიდად განმარტოება სურდათ. შეგიძლიათ ღია აუზზე ინებივროთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან Cavalieri Grand Spa-ში გაემართოთ, სადაც ყველაფერი მარმარილოთი და მოზაიკებითაა გაფორმებული. ჩვენ La Prairie Platinum Rare Facial-ზე ჩავეწერეთ, სადაც ორი თერაპევტი ერთად მუშაობს. სანამ ერთი მათგანი ნაოჭებს გისწორებთ, მეორე ხელებს, ტერფებს, ფეხებსა და მკლავებს გიმასაჟებთ, შემდეგ კი თბილ ნაჭერში გიხვევთ.

სახეობები, ლობსტერებითა და ხამანწკებით სავსე ზღვის პროდუქტების სექცია, შემწვარი ხორცის ნაჭრები და დესერტის ეპიკური განყოფილება. მდინარე Tiber-ის დასავლეთ ნაპირზე Trastevere მდებარეობს. ეს გახლავთ მოკირწყლულ ქუჩებში მიმალული ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ტრატორი (ტავერნა). ტავერნა Trilussa-ს ძალიან გვიქებდნენ, ასევე მის რავიოლისაც, და იმედი ნამდვილად არცერთს არ გაუცრუებია. არ გაგიკვირდეთ, თუ Palazzo Manfredi-ის რესტორან Aroma-ში ვახშმობისას ხელის თხოვნის მოწმენი გახდებით, მისი ზღაპრულად განათებული ტერასიდან კი მთვარით განათებული კოლიზეუმის ხედები იშლება. მენიუ მართლაც შესანიშნავია, ჩვენი ვახშმის ყველაზე გემრიელი კერძი კი თეთრი ტრიუფელების ფანდიუში მოთავსებული პასტა კაპელეტი და კამეჩის მოცარელა იყო. თუ ახალი შემოგარენის დათვალიერება გსურთ, რომაული სამზარეულოს ოთხსაათიანი ტური შეუკვეთეთ, სადაც ჩვენი განსწავლული გიდი – ჯესი, Prati-ს ექსკურსიაზე წაგიყვანთ. Prati ვატიკანის ახლოს მდებარეობს, სადაც სხვადასხვანაირი დელიკატესები, რესტორნები და სანაყინეებია. პიცის მაღაზია Bonci ძალიან გვიყვარდა – ხრაშუნა პიცა მართლაც უგემრიელესია, ხოლო აქაურობის მეპატრონე ადგილობრივი ცნობილი სახეა. მოწოდებულია Nancy Brow-ისა და Zoe Hill-ის მიერ. ფოტოები: Alamy, Getty Images.

სად შეიძლება მივირთვა? შაბათ-კვირის გემრიელი სადილით დასრულება Cavalieri-ში შეიძლება. მდიდრული, მრგვალი კიბით თეთრი მარმარილოს სასადილო ოთახში ჩახვალთ, რომელიც აუზის ლამაზ ხედებსა და „შვედური მაგიდის“ კერძების უამრავ ვარიანტს გთავაზობთ. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია: ახალი პასტა, იტალიური ყველის აგვისტო 2017

69


განიტვირთეთ Las Dunas-ის შესანიშნავ გამაჯანსაღებელ ცენტრში, სადაც ლუსი უოტსონიც დაბინავდა

არავითარი ნახშირწყლები მარბებზე! OK! ესპანეთის გამაჯანსაღებელი სპასალონისკენ მიემართება და იმედი აქვს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწევს ახლა ნამდვილად საუკეთესო დროა იმისთვის, რომ დასახული მიზნების განხორციელებას შეუდგეთ. შედარებით თბილი ამინდი და უფრო ნათელი საღამოები გონებას წმენდს, საზაფხულო მიზნებზე ორიენტირებული ხდება და გარკვეული ცვლილებების განხორციელებას იწყებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Marbella-ს პლაჟის წინ მდებარე სპასასტუმრო და იდეალური გამაჯანსაღებელი ცენტრი Las Dunas, საუკეთესო ადგილია დასახული მიზნების მისაღწევად. კურორტზე დიეტისა და კვების სპეციალისტები არიან, ასევე პირადი მწვრთნელები, და სხვადასხვა გაკვეთილებიც – მაგალითად იოგა, პილატესი და წყლის აერობიკა. წონის კლება, დეტოქსიკაცია, გაახალგაზრდავება, სტრესი და მოწევისთვის თავის განებება – აქ ამ ყველაფერშიც დაგეხმარებიან. OK!-ის ჟურნალისტი რუთ ჰიუსი ტკბილზე დამოკიდებულებასთან საბრძოლველად გაემგზავრა...

70

აგვისტო 2017


რომელ ვარსკვლავებს შევხვდები? გამაჯანსაღებელი ცენტრი Las Dunas ერთ-ერთი რეალითი შოუს მასპინძელიც იყო. სატელევიზიო სერიალის „ერთადერთი გზა არის ესექსი“ (The Only Way Is Essex) გადამღებმა ჯგუფმა ერთი სერია სწორედ აქ გადაიღო, ასევე Made In Chelsea-ს ვარსკვლავი ლუსი უოტსონი და ოლივერ ფრაუდლოკი (შეყვარებულ ემა კონოლისთან ერთად) სწორედ აქ ისვენებდნენ. მთელი წლის განმავლობაში მუდმივად მანათობელი მზის გამო, Marbs-ი ვარსკვლავებს მაგნიტივით იზიდავს. ქეთი პრაისი, ქეით მოსი, ევა ლონგორია და ტომ კრუზი აქაურობის რეგულარული სტუმრები არიან. სად შეიძლება დავბინავდე? გამაჯანსაღებელი ცენტრის ანდალუზიური სტილის შენობა კეთილმოწყობილ ბაღებსა და შადრევნებშია განთავსებული. იქაურობა ნათელი და ჰაეროვანია, ამიტომ OK!-იმ შესვლისთანავე კარგად იგრძნო თავი. აქაურობა მხოლოდ უფროსებზეა გათვლილი, სწორედ ამიტომ ეს ადგილი დაკავებული მშობლებისთვის იდეალურია, რათა განიტვირთონ და ცოტა დრო საკუთარ თავსაც დაუთმონ. ცენტრი სულ 55 ლუქსისგან შედგება. ჩვენი მდიდრული ნომერი საკმაოდ მასიური იყო – განცალკევებული სასტუმრო ოთახით, დიდი საძინებლითა და განიერი სააბაზანო ოთახით. დეკორიც შესანიშნავი გახლდათ, უზარმაზარი ფანჯრებიდან კი შესანიშნავი ხედები იშლებოდა. ჩვენი საყვარელი ადგილი განიერი პირადი აივანი იყო, სადაც მზის ამოსვლისას მწვანე ჩაის მივირთმევდით.

კურორტს ორი სპასალონი აქვს ჩამოყალიბებას. ამ განხრით მათ უკვე საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. სად შეიძლება მივირთვა? გამაჯანსაღებელი ცენტრის რესტორნის ზღვის საოცარი ხედები ყველა გრძნობას აღვიძებს. მათი მაცდუნებელი კერძები ნამდვილი გურმანებისთვისაა. ისინი ადგილობრივი პროდუქციის ფერად სახეობებს იყენებენ, რომელიც ნებისმიერ დიეტას აკმაყოფილებს. კერძებს „მიშლენის“ ვარსკვლავის მქონე შეფმზარეული – ანდონი ლუის ადურიზი აფორმებს. აპეტაიზერი – შემწვარი პომიდვრის გასპაჩო შებოლილი კალმახითა და კაკლით, OK!-ის ძალიან მოეწონა. მთავარი კერძი – ლიმონიანი ქათამი ყვითელი ჭარხლითა და ნუშის სოუსით, უგემრიელესი იყო. რაც შეეხება ჯანსაღ დესერტს – პიტნით გაჟღენთილი საზამთრო ვახშმის ნამდვილად საუკეთესო დასასრული გახლდათ. ჩვენ უგემრიელესი კერძები მივირთვით, თუმცა თითოეული მათგანი შაქრის დაბალი შემცველობითა

კურორტს მეზობელ აპარტამენტებში ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვისაც აქვს გარკვეული სერვისი. Kids Fit And Fun- პროგრამა ჭარბწონიან ბავშვებზეა გათვლილი, სადაც ორიენტირებულნი არიან ფიზიკურ ვარჯიშებზე, გართობაზე, თამაშებსა და დაბალანსებულ დიეტებზე. ეს ცენტრი ახალგაზრდების გაჯანსაღებას ცდილობს, ამიტომ ხელს უწყობს საკვებისა და ვარჯიშისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების აგვისტო 2017

71


და ნაკლებკალორიულობით გამოირჩეოდა, ასევე ნახშირწყლების შეზღუდულ რაოდენობას შეიცავდა და მხოლოდ ხილის ბუნებრივი შაქრისგან შედგებოდა. პროგრამის დაწყების წინ იქაურ ექიმებთან სრულყოფილი სამედიცინო შემოწმება გავიარეთ. ჩვენ შაქრის დაბალი შემცველობის მქონე საკვების გეგმა გვქონდა, სადაც წახემსებაში მხოლოდ კივის ნაჭრები შედიოდა. ეს ნამდვილი გამოცდა იყო, მაგრამ როცა ჩვენი ნებისყოფა და ენერგია იწურებოდა, სამედიცინო რეზიდენტ-ექსპერტები სიმპტომებს გვიხსნიდნენ და გვეუბნებოდნენ, თუ რატომ უნდა გაგვეძლო თავის ტკივილისთვის და მოთენთილობისთვის, რომელიც ორგანიზმიდან შაქრის გამოდევნის შედეგი იყო. მესამე დღის ბოლოს სიმპტომები მართლაც გაქრა და სრულიად ახალი ენერგიით ავივსეთ. სად შეიძლება განტვირთვა? გამაჯანსაღებელი ცენტრი Las Dunas – აქ ყველაფერია, რაც დასვენებისთვის გჭირდებათ. აქ ორი გამაჯანსაღებელი სპასალონი და დიდი გარე აუზია, საიდანაც ზღვის უმშვენიერესი ხედი იშლება. პირველად სპასალონ Ekilum-ში წავედით. აქ საუნა და ორთქლის აბანოა, რომელიც ტოქსინების გამოდევნისთვის და ფორების გასაწმენდად იდეალურია. ყინულივით ცივი წყლის ნაკადის ქვეშ დგომის შემდეგ ფორები იხურება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება – იყავით გამბედავები! ჩვენ ასევე Vichy-ს შხაპიც ვცადეთ, რომელიც წყალქვეშა მასაჟს აკეთებს და დაღლილ კუნთებს აძლიერებს. სპაცენტრ Naturhouse Medical-ს საცურაო და გამაჯანსაღებელი აუზებიც აქვს, სადაც წყლის ნაკადები სხეულს ამასაჟებს. წყლის აერობიკის გაკვეთილებისთვის დამატებით ცალკე აუზია. საუნასა და ორთქლის აბანოში განტვირთვა და დასვენება ძალიან სასიამოვნოა. შეგიძლიათ ცხელი წყლით ავსებულ აბაზანაში ინებივროთ, ან უამრავ გამოქვაბულსა და კაბინაში გაგრილდეთ, რომლებიც დეტოქსიკაციისთვის, განტვირთვისთვის და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლადაა გამიზნული. თოვლის კაბინამ დეტოქსიკაციისგან გამოწვეული თავის ტკივილი საოცრად შეგვიმსუბუქა. აქ პროცედურის ჩასატარებელი რამდენიმე კაბინეტია, სადაც OK!-იმ 50-წუთიანი სახისა და თავის სტრესისმომხსნელი მასაჟით ისიამოვნა, ასევე ტერფების რეფლექსოთერაპია ჩავიტარეთ, რომელიც გონებასა და სხეულს სრულიად ამშვიდებს. აუცილებლად სცადეთ „ფლოატარიუმის“ 25-წუთიანი სესია – სტუმრები აღიარებენ, რომ 72

აგვისტო 2017

ამ პროცედურის დახმარებით განტვირთვისა და მედიტაციის მაღალ დონეს მიაღწიეს. თქვენი დეტოქსიკაციის საწყის ეტაპზე მოსადუნებელი მკურნალობა აირჩიეთ, რადგან იგი გონებისა და სხეულის სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და ძილიც გაგიუმჯობესდებათ. დამსვენებლებს სავარჯიშო დარბაზით სარგებლობა ან ერთ-ერთ სავარჯიშო გაკვეთილზე დასწრებაც შეუძლიათ. განტვირთვისთვის და გაწელვებისთვის პილატესი და იოგა სცადეთ. კიდევ რისი გაკეთება შემიძლია? როგორც წესი, Marbella-ში დასვენება Blue Flag-ის პლაჟს, მრავალრიცხოვან ბარებსა და კლუბებში გატარებულ გიჟურ ღამეებს გულისხმობს. შოპოჰოლიკებისთვის აქაურობა ნამდვილი სამოთხეა – თავისი ბუტიკებით, დიზაინერული მაღაზიებითა და სავაჭრო ქსელებით, რომლებიც თითქმის ყველა კუთხეშია. სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზე ულამაზესი პორტი – Puerto Banus მდებარეობს, სადაც სუპერიახტები და ხმაურიანი ბარები ნაპირზეა ჩამწკრივებული. Puerto Banus მშვენიერ და ძველ ქალაქ Marbella-დან სულ რაღაც 15 წუთის სავალზეა. აქ ბევრი ეკლესია და ელეგანტური რესტორანია. ეს ნამდვილად ქათქათა ქალაქი მე-10 საუკუნის მავრიტანიული სასახლის კედლებითაა გარშემორტყმული, ხოლო მის ვიწრო


ქუჩებს დაჩრდილული მოდნებისკენ მიჰყავხართ, სადაც გამწვანებული აივნები, ბუტიკები და კაფეებია. არც ისტორიული ადგილები დაგავიწყდეთ. მაგალითად, მდიდრულად გაფორმებული ეკლესია Santa Maria de la Encarnacion. ასევე, Avenida del Mar-ის მონახულებაც ღირს – ეს ქანდაკებების ღია პარკია, სადაც სალვადორ დალის ნამუშევარიცაა წარმოდგენილი. მოწოდებულია Ruth Hughes-ის მიერ. ფოტოები: Alamy, Getty Images, Shutterstock.

გამოდით სასტუმროდან და ყველაფერი დაათვალიერეთ. მშვენიერი Puerto Banus სანაპირო OK!-ის ძალიან მოეწონა. აქაურობა ცნობილ სახეებს ანდამატივით იზიდავს აგვისტო 2017

73


რუჯის შესანარჩუნებელი სილამაზის პროდუქტები

74

აგვისტო 2017


აგვისტო 2017

75


მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება T.E.N. CREMOR CLEANSING GEL OIL, CREMORLAB აზიაში, განსაკუთრებით სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ე.წ. ორეტაპიან სახის წმენდის მეთოდს იყენებენ: თავდაპირველად იხსნიან მაკიაჟს, რის შემდეგაც სახეს კარგად იბანენ. კოსმეტიკას ჰიდროფილური ზეთით იხსნიან, რომელსაც თვალებთან და სახეზე, მშრალ კანზე ისვამენ, წყლის დამატებით კი ზეთი მსუბუქ ემულსიად იქცევა. კორეული ფირმის Cremorlab-ის მიერ წარმოებული ზეთ-გელი იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაოს მსგავსი ტიპის ნაწარმმა. ეს საშუალება თავიდან ბოლომდე, სიღრმისეულად გაშორებთ მაკიაჟს და წმენდს კანს, ასუფთავებს ფორებს, ამშვიდებს და ატენიანებს. ყველაფერთან ერთად, იგი ძალიან ეკონომიურია – 150-მილილიტრიანი ფლაკონი თავისუფლად გეყოფათ ნახევარი წლის განმავლობაში.

ტანის სკრაბი HOT CHOCOLATE, SHIK HALAL ზაფხულში ჩვეულებრივი ტანის სკრაბის ძალიან კარგი ალტერნატივაა Hot Chocolate, რომელსაც ექვსი გამოყენებითი დანიშნულება აქვს, თუმცა ამ სეზონზე ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა მისი დანიშნულება რუჯის დროს. ეს პროდუქტი ატენიანებს კანს და მიუხედავად მზისა და წყლის ზემოქმედებისა, არ აძლევს გამოშრობის საშუალებას. ზღვიდან ან საცურაო აუზიდან დაბრუნებულებს, აბაზანის მიღების შემდეგ შეგიძლიათ მთელ ტანზე წაისვათ Hot Chocolate და კანის არაჩვეულებრივი სირბილითა და შოკოლადის სასიამოვნო არომატით ერთდროულად დატკბეთ. თუმცა, შოკოლადის გარდა, იგი დამზადებულია ყავის, კაკაოს ზეთისა და ლერწმის შაქრისგან.

76

აგვისტო 2017


რუჯის შემდგომი ლოსიონი, SANTA MARIA NOVELLA ერთი შეხედვით, ეს ლოსიონი არაფრით განსხვავდება სხვა მსგავსი პროდუქტებისგან, თუმცა მისი განსაკუთრებულობა ლოსიონის შემადგენლობაა – ალოე ვერასა და მარიგვლოვანი ყვავილისა, რომლებიც ამშვიდებს მზის ქვეშ გახურებულ კანს. ლოსიონი შეიცავს ზეითუნისა და შის ზეთს, ასევე თაფლს, ზეფირს და უკვდავას ყვავილებს. ეს ყველაფერი საიმედოდ ინახავს რუჯს და ამავდროულად კანსაც აჯანსაღებს. Santa Maria Novella-ს კიდევ ერთი დადებითი მხარე მისი სურნელია.

მბზინავი მინერალური ფხვნილი სახისთვის, MINERALIZE SKINFINISH SOFT AND GENTLE, M.A. ზოგი ჩვენგანი, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუჯის მიღებას და ზაფხულის გატარება შედარებით თეთრ ტონალობაში უწევთ. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის არსებობს ფხვნილი სახისთვის, რომლის წასმის შემდეგ თქვენი სახე უფრო მბზინვარე გახდება, მზის შუქზე კი სახის კანი არ დაკარგავს ბუნებრივ ფერს, თუმცა დამატებითი მბზინვარებით აუცილებლად გაახალისებთ კანს. მაგრამ იმისთვის, რომ თქვენი სახე გამოიყურებოდეს ძალიან ბუნებრივად, აუცილებელია ვიცოდეთ მისი გამოყენების წესები: რაც შეიძლება ფრთხილად და მსუბუქად წაისვით ფხვნილი სახეზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთჯერადად მისი დიდი რაოდენობით გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შედარებით მკრთალ შუქზე თქვენი სახე ბუნებრივად გამოიყურებოდეს, თუმცა მზის შუქზე კანი არაბუნებრივად მბზინვარე გექნებათ.

აგვისტო 2017

77


საუკეთესო საჩუქრები მოგზაურობის მოყვარულთათვის 2 1

3 4

5 6 7

78

აგვისტო 2017


საჩუქრები მამაკაცისთვის 1 Hermes-ის აბრეშუმის შარფი 2 Louis Vuitton-ის ჩემოდანი Azler 3 Bang & Olufsen-ის უსადენო ყურსასმენები Beoplay H8 4 Bottega Veneta-ს კაიმანის ტყავისგან დამზადებული ზამშეს ჩანთა 5 Wesc-ის პანამა 6 Wooyoungmi-ს პიჯაკი 7 Santoni-ს ფეხსაცმელი 8 Prada-ს როლინგი 9 Massimo Dutti-ს კოსმეტიკის ჩანთა 10 Sean by Sean-ის ქურთუკი

8

9

10

აგვისტო 2017

79


1 2

3

4

5

6

80

აგვისტო 2017


7

საჩუქრები ქალისთვის 1 Goyard-ის ჩემოდანი 2 Abercrombie & Fitch-ის ტყავის დაწნული ქამარი 3 Christian Louboutin-ის ლაკის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი 4 Dior-ის მზისგან დამცავი სათვალე 5 Lancel-ის ტყავის ბლოკნოტის ჩასადები 6 Hermes-ის თექის ქუდი 7 Akris-ის ბამბისგან დამზადებული კაბა 8 Coccinelle-ის ტყავის ჩანთა 9 Tory Burch-ის საცურაო კოსტიუმი Marguerite 10 Tangle Teezer-ის სავარცხელი Compact Styler

8

9

10 აგვისტო 2017

81


82

აგვისტო 2017


როგორ ვისწავლოთ სერფინგი ოკეანისგან მოშორებით თუ გიყვართ სერფინგი, თუმცა არ ცხოვრობთ ოკეანესთან ახლოს, ეს ვარჯიშები სეზონისთვის მოსამზადებლად დაგეხმარებათ – ბალანსისა და სწორი კოორდინაციის სწავლაში იმისთვის, რომ უკეთ აითვისოთ დიდ ტალღებთან გამკლავება.

ვეიკსერფი – ერთი შეხედვით, ვეიკსერფი ჰგავს ჩვეულებრივ სერფინგს, თუმცა მისგან განსხვავებით, ვეიკსერფერი კატარღას თოკით უკავშირდება და მის მოძრაობებს მიჰყვება. წონასწორობის შენარჩუნება და სწორი მობრუნება კი აქაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სერფინგის დროს.

აგვისტო 2017

83


WATER-FIT – ყველაზე გამოსადეგი და აუცილებელი მოსამზადებელი ეტაპი სერფინგის დაფაზე დასადგომად. ჩვეულებრივი ცურვის გაკვეთილები დაგვეხმარება უფრო კარგად ავითვისოთ წყალში სწორი მანევრირების წესები და გავიაზროთ, რომ წყალი შესაძლოა იყოს მსუბუქი და უსაფრთხო, მაგრამ ხანდახან მკვრივი და შედარებით საშიშიცაა. თუ სერფინგით ნამდვილად ხართ დაინტერესებული, გამოცდილი მწვრთნელი შეგიდგენთ პროგრამას, რომელიც აუცილებელია სერფინგისთვის და არა ცურვისთვის.

AIR-FIT – აკრობატიკა სპორტის ძალიან მნიშვნელოვანი სახეობაა იმისთვის, რომ მთლიანი სხეულის კოორდინირება მოახდინოთ. ვესტიბულარული აპარატი შერჩეულია სპეციალურად თვალისთვის, თუმცა აკრობატიკაში მთავარი თვალი არაა – ეს თვისებები დაკავშირებულია იმპულსსა და ვექტორულ მოძრაობაზე, რაც ძალიან ჰგავს სერფინგს: თავდაპირველად თქვენ ცდილობთ აჯობოთ სტიქიას, შემდეგ კი ეტაპობრივად იგებთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ოკეანის ენერგია. 84

აგვისტო 2017


აგვისტო 2017

85


სკეიტბორდი – სკეიტბორდზე დგომა წონასწორობის დაცვაში გვეხმარება.

ლონგბორდი – სპორტის ეს სახეობაც ორ ტიპად იყოფა: freestyle, რათა ვისწავლოთ საკუთარი სხეულის უკეთ ფლობა. ეს გამოგვადგება მოხვევის დროს უკეთ ორიენტირებაში, და downhill – მაღალი ადგილიდან სწრაფად დაშვების ტექნიკა.

86

აგვისტო 2017

კარვინგბორდი – სპორტის ეს სახეობა თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია მსუბუქი მოძრაობებით მიმართულების შეცვლის სწორ ტექნიკაზე, რადგან ნებისმიერმა არასწორმა მოძრაობამ შესაძლოა ტრავმამდე მიგვიყვანოს. კარვინგბორდზე დგომა შეიძლება შევადაროთ სერფინგის Single Fin სტილს, როდესაც მოძრაობები ძალიან მსუბუქია და სწორ რადიუსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.


პოპულარული სამი აზიური სახელმწიფო:

ტაილანდი – კამბოჯა – ვიეტნამი

ცნობილი თავისი მდიდარი ისტორიით, თანამედროვე არქიტექტურით, უგემრიელესი სამზარეულოთი, ულამაზესი პარკებით და მშვენიერი თბილი კლიმატით თქვენს მოლოდინშია. წარმატებულ დღეს და ბევრ აზიურ მოგზაურობას გისურვებთ!

ჩვენთან მუდამ სეზონია ტელ:. 2 300 700 Facebook: GoodTravel.LTD; www.goodtravel.ge; info@goodtravel.ge


TRAVEL

BOOK

იყავი დაცული! WWW.ALGANI.GE თბილისი, ქუთაისის ქ. N 18 2 353 253

უფ

სა

ას

სი

ჩუ

მ-

ბა

ქა

ათ

ის

ვა

უჩ

ი!

ერ

ი!


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.