OK! DECOR BOOK

Page 1

DECOR

BOOK


?$ U/ .4 + - . . ,

European Chairs Salon

www.ton.ge

+ .: 4 4 2 . 5.14/16 % : 2 23 23 74 ( 5. : 2 22 41 23 www.ton.ge


სარჩევი

„თერმოინდუსტრია“ საერთაშორისო სტანდარტი თქვენი ყოველდღიურობისთვის

10

„მწვანე გათბობის ტექნოლოგია“ „თერმოინდუსტრიაში“

ზამთარი ახლოვდება და ცივი დღეების დადგომასთან ერთად, სახლებსა და კომერციულ სივრცეებში გათბობის სისტემის დამონტაჟება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ მოუწესრიგებია გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები, რომლებიც მსოფლიო სტანდარტს დააკმაყოფილებს, კომპანია „თერმოინდუსტრია“ თავის ახალ, თანამედროვე, პრემიუმკლასის შოურუმში ეპატიჟება, რომელიც თბილ თბილისში, ბოხუას ქ. N1-ში (ბელიაშვილის ქ. N110) მდებარეობს.

კომპანიის კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულება ენერგოეფექტური სისტემების დამუშავებაა. „თერმოინდუსტრია“ მუდმივად ღებულობს გამოწვევებს მომავლის მოთხოვნებზე. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და მომხრეა მაღალეფექტური ტექნოლოგიებისა, რათა გარემოს მინიმალური ზიანი მიაყენოს. კომპანიის მიზანი – მუდმივი თვითგანვითარებაა.

კომპანია „თერმოინდუსტრიას“ დიდი გამოცდილება აქვს გათბობის სფეროში. კომპანიის სამონტაჟო ჯგუფები მომხმარებელს პროფესიულ რჩევებს და კონსულტაციებს აძლევენ, ამზადებენ პროექტს და ადგენენ ხარჯთაღრიცხვას, ამონტაჟებენ სისტემას და სთავაზობენ უფასო საგარანტიო და სერვისულ მომსახურებას. „თერმოინდუსტრია“ ITALTHERM-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანია ITALTHERM-ს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ცენტრალური გათბობის სისტემებში. ITALTHERM-ის წარმომადგენლები მუდმივად მუშაობენ ხარისხის გაუმჯობესებაზე. კომპანია თავის მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.

„თერმოინდუსტრია“ პროდუქციის ხარისხსა და სტილს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ალუმინის სექციური რადიატორების, რკინის პანელური და თუჯის რადიატორების ფართო არჩევანს. კომპანიაში შემოგთავაზებენ რადიატორებს ისეთი ცნობილი იტალიური ბრენდებისგან, როგორებიცაა: RADIATORI 2000, E.C.A. GLOBAL RADIATORI, SCIROCCO H, JAGA. RADIATORI 2000 კომპანია Radiatori 2000 S.P.A. FECS ჯგუფის ნაწილია. კომპანია Radiatori 2000 იტალიის ქალაქ ბერგამოდანაა. ბრენდი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში წარმატებით საქმიანობს ალუმინის რადიატორების სფეროში და ჩამოყალიბდა, როგორც დარგის მსოფლიო ლიდერი. კომპანია რადიატორებს გადამუშავებული ალუმინისგან ამზადებს. წელიწადში 1 500 000 ტონა ალუმინი გადამუშავდება, რითაც იზოგება 300 000 ტონის ეკვივალენტი CO2.

„თერმოინდუსტრიის“ გერმანული პარტნიორი კომპანია Viessmann გათბობის, ჰაერის კონდიცირების/ვენტილაციის, გაგრილებისა და დეცენტრალიზებული სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიო მასშტაბით. კომპანია Viessmann დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საწარმოო პროცესის ყველა კომპონენტს.

6

უმაღლესი ხარისხი დახვეწილი დიზაინი

ტექნოლოგიურიი ინოვაციების კვალდაკვალ

ITALTHERM-ის ბუნებრივ აირზე მომუშავე ყველა (ენერგორესურსებთან დაკავშირებულ

Viessmann-მა გარემოს დასაცავად განხორციელებული ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სამაგალითო პასუხისმგებლობისთვის არაერთი პრიზი მიიღო. კომპანიაში დანერგილია აუდიტის სქემა, რომელიც წარმოების პროცესს აკონტროლებს და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. Viessmann-ის მიერ წარმოებული ქვაბები ადვილად მონტაჟდება საერთო გამოყენების შენობებში მათი კომპაქტური ზომების, მცირე წონისა და მუშაობის პროცესში ხმაურის მინიმალური დონის გამო. Viessmann-ის ბრენდის აირზე მომუშავე ყველა ქვაბი აღჭურვილია თბომცვლელით. ეს მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, რომელიც 98%/109% აღწევს. Viessmann-ის ქვაბები ასევე ხასიათდება ხანგრძლივი გამოსადეგობის ვადით, საიმედოობითა და ეფექტურობით.

8

პროდუქტებზე) დადგენილებების ის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომლებიც ძალაშია აშია 2015 წლის სექტემბრიდან. კომპანიამ უმთავრეს პრიორიტეტად გარემოს დაცვა გამოაცხადა და საკუთარ თავს „მწვანე გათბობის ტექნოლოგია“ უწოდა.

ITALTHERM მომხმარებელს 18-დან 115 კვტ-მდე სიმძლავრის კედლის ქვაბებს სთავაზობს. გარდა ამისა, კომპანიას აქვს ბითერმული, მონოთერმული და საკონდენსაციო ქვაბები, City Power მოდელის სახელით ცნობილი. კომპანია მომხმარებელს აგრეთვე სთავაზობს კასკადური პრინციპით მომუშავე ქვაბებს. ამ პრინციპით მომუშავე საქვაბე გვაძლევს განსაკუთრებულად მაღალ ეფექტურობას მთელი ექსპლუატაციის პროცესში. შედეგად, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც სისტემის ენერგომოხმარება უფრო დაბალია, აღნიშნული საქვაბე დიდი ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა. მაღალი ეფექტურობა L.D. 192/05-ს შეესაბამება.

უახლესი ქვაბი ახალ ევროპულ ERP

12 GLOBAL RADIATORI კომპანია GLOBAL RADIATORI ალუმინის რადიატორებს აწარმოებს 1971 წლიდან და დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწარმოებლად მიიჩნევა როგორც იტალიურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის მიერ წარმოებული რადიატორები სრულად აკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც პროდუქციის სანდოობის, ეფექტურობისა და მედეგობის გარანტია და ხელს უწყობს მის შემდგომ გაფართოებას მსოფლიო ბაზარზე.

ძლიერი, ნათელი, ელეგანტური კომფორტი და ენერგიის ეკონომია – Global RADIATORI-ის ალუმინის რადიატორები იძლევა უშუალოდ თითოეული ოთახის ტემპერატურის ადვილად კონტროლის საშუალებას ენერგიის დაზოგვით და მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფით. მუშაობა დაბალ ტემპერატურაზე – ალუმინის მაღალი თბოგამტარობის გამო, Global

RI-ის რადიატორები შეიძლება გამოიყენებოდეს საკონდენსაციო ბოილერების დამონტაჟებისას და წყლის დაბალი ტემპერატურის პირობებში. გარემო პირობები – 40-წლიანი გამოცდილებისა და ტექნოლოგიური წინსვლის შედეგია. რადიატორები მყისვე რეაგირებს სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად და ზოგავს ენერგიას.

RADIATO-

E.C.A კომპანია E.C.A.-ს პანელური რადიატორები დამზადებულია მაღალი ხარისხის ცივად ნაგლინი ფირფიტოვანი ფოლადისგან, რომლის სისქე 1,15 მმია. ხასიათდება სითბოს მაღალი მწარმოებლურობით. საღებავში ორგანული გამხსნელის შემცველობა 2%-ს არ აღემატება და არ გამოსცემს მავნე ნივთიერებებს მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას. ზომების (გაბარიტები) ფართო არჩევანი და დაერთების ორი საშუალება. არ საჭიროებს წყლის წინასწარ მომზადებას. მინიმალური თბური ინერციულობა რადიატორში ტორში წყლის დიდი რაოდენობის ხარჯზე.

11

13

ინოვაციური, ჰარმონიული, მრგვალი • ექსკლუზიური დიზაინი • ხანგრძლივი პერიოდით ექსპლუატაციის გარანტია • ენერგიის ეკონომია მაქსიმალური კომფორტით • მაღალი თბური სიმძლავრე • გამარტივებული მონტაჟი • სერტიფიცირებული ხარისხი

JAGA კომპანია კომპა JAGA-ს ისტორია წე 50 წელზე მეტს ითვლის. კომპანიის კომპა მიერ წარმო წარმოებული რადი რადიატორები დამზ დამზადებულია ძვირფასი მერქნ მერქნისგან. ზეგამტარი და ზეჩქაროსნული თბომცვლელი მცირე გაბარიტებით. ენერგიის მოხმარებისა და მაქსიმალური თბოგაცემის უზრუნველყოფა.

15 SCIROCCO H კომპანია SCIROCCO H დაარსდა 1989 წელს პროვინცია მოდენაში. იგი აწარმოებს რადიატორებს სახლისთვის, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის შემოქმედების უნიკალურ ინტერპრეტაციას და უმაღლეს ხარისხს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მაქსიმალურად პასუხობს ცხოვრების ახალ სტილს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Tiffany-ის მოდელები, რომლებიც რეტროსტილის მოყვარულთათვის იდეალური გადაწყვეტილებაა. კლასიკური დიზაინი, უმაღლესი ხარისხი.

MARGAROLI MARGAROLI-ის საშრობები ბინის ინტერიერში ახლებურად შემოდის, ადაპტირდება ნებისმიერ მოთხოვნაზე. მარგაროლის ფაბრიკა საშრობების წარმოებისას ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. აწარმოებს სერიულადაც და ინდივიდუალურ დაკვეთებსაც იღებს. ეკოლოგიურობა გარანტირებულია.

16

14

ნოემბერი 2017

3


„დელფი““

18

ვარსკვლავ ვა ავის

ხელოვნების ზღურბლზე „დელფი“ – ავეჯის ახალი კოლექციაა, რომელიც მიმდინარე წელს ბრენდმა Bel Mondo by Ezio Bellotti მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა. ეს ხაზი სასტუმრო და საძინებელი ოთახებისთვის შეიქმნა და არქიტექტორმა ჯოვანი ლუკა ფერერიმ დააპროექტა. მისი შთაგონება ხმელთაშუაზღვისპირეთის განუმეორებელი აურაა. „დელფის“ ახალი კოლექციის დეტალებში ძველი საბერძნეთის ხელოვნება და კულტურა შეიგრძნობა. ამაზე „დელფის“ ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკებაც მიგვითითებს, რომელიც კოლექციის თემა გახდა და ავეჯის გასაფორმებელ დეტალებში ჩანს.

Notte Fatata საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც კომპანია Savio Firmino-ს ეკუთვნის. უკვე 75 წელია, რაც Savio Firmino-ს ავეჯი მსოფლიოში საუკეთესო სახლებს აფორმებს. რაც შეეხება ბრენდს, Notte Fatata სპეციალურად ყველაზე პატარა მომხმარებლისთვის, ხარისხის საუკეთესო ტრადიციების დაცვითა და ორიგინალური დიზაინით აწარმოებს ავეჯს, იდეების ავტორი კი დიზაინერი გვიდო სავიო და Savio Firmino-ს კრეატიული განყოფილებაა. ხის ფლორენციელი ოსტატების ნამუშევრები თანამედროვე ტექნოლოგიასთან ერთიანდება და ახალი თაობის ავეჯს ქმნის, რომელიც იდეალური პროფესიონალიზმით, კრეატივითა და ხარისხით გამოირჩევა. Notte Fatata მომხმარებელს Made in Italy-ის სტილში შექმნილ ავეჯს სთავაზობს. მყუდრო აკვანი და კომფორტული საწოლები პატარების მშვიდი

კარკასული სახლის სტილი ილი და მისი თავისებურებები კარკასული სახლი – თანამედროვე კომპლექსი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინტერიერის ყველაზე თამამი პროექტები რეალობად ვაქციოთ.

კარკასული სახლის ინტერიერი შესაძლოა გაფორმდეს ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებული სტილით: ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია მკაცრი, მინიმალისტური ევროპული სტილი, ე.წ. „ევრორემონტი“ – ერთი ფერის მშვიდი ტონებით გაფორმებული კედლები და მოდერნისტული მკაცრი

ხმას ვაძლევთ თ ნაცრისფერსს60 ტაბუ, რომელიც უნდა დავარღვიოთ ღვიოთ

განსაკუთრებით

ღია ნაცრისფერ ტონალობას ეხება, სიფრთხილე გამოიჩინეთ არასასურველ კონტურებთან. 2. რაც უფრო „ჩამქრალი“ ნაცრისფერია, მით მეტად ნათელი და ღია ტონალობა უნდა შეუხამოთ, და პირიქით. 3. „თბილ“ ნაცრისფერს საზაფხულო ფერები: ყვითელი, წითელი და ყავისფერი უხდება. ცივ, ყინულისფერ ნაცრისფერს კი ცისფერთან მიახლოებული ტონალობები. 4. ნაცრისფერი „ჩრდილისფრად“ მიიჩნევა, ამიტომაც სინათლის წყარო ყოველ კუთხეში უნდა მოათავსოთ.

ავეჯი. რა თქმა უნდა, ეს გემოვნების საკითხია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებისას ზედმეტი არ მოგვივიდეს და სახლი ოფისს არ დავამსგავსოთ. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინტერიერში დავამატოთ მკვეთრი, დომინანტი ელემენტები: განსაკუთრებული დეკორი, გამოკვეთილი ფერის ავეჯი და სხვა... კლასიკურ სლავურ სტილს უამრავი ვარიაცია აქვს: სადა სტილი, რომელიც საერთო ჯამში შეკრავს თქვენ მიერ შერჩეულ ავეჯსა და კედლების ფერს, და მათ ერთ მთლიანობად აქცევს; კედლის მკვეთრი ფერები, არცთუ მკაცრი ავეჯი აჟურის ელემენტებით – როგორც ქსოვილში, ასევე ავეჯის ხის ნაწილში. ამ სტილის მკაფიო მაგალითად შეიძლება მე-18-19 საუკუნის რუსული არქიტექტურული სტილი ჩაითვალოს, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისამდე იყო აქტუალური. ყველაფერი უნდა იყოს ბუნებრივი და თანამედროვე.

130 წელი ცნობილი ლე კორბუზიეს დაბადებიდან 2017 წლის 6 ოქტომბერს მსოფლიომ არქიტექტურული მოდერნიზმისა და ფუნქციონალიზმის პიონერის – შარლ ედუარ ჟანერეს, იგივე ლე კორბუზიეს 130 წლის იუბილე აღნიშნა. ლე კორბუზიემ თავისი ცხოვრების 50 წელი სწორედ არქიტექტურას მიუძღვნა და ამ პერიოდის განმავლობაში შექმნა უამრავი შენობა, რომელიც მის სახელს დღემდე უკვდავყოფს. კორბუზიე ძირითადად მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული. სწორედ მის სახელს მიაწერენ სტუდიოს ტიპის სახლების გამოჩენას. შენობების გარდა, ცნობილმა არქიტექტორმა საინტერესო ტე ე მოსაზრებებიც დაგვიტოვ დაგვიტოვა არქიტექტურასა და ჩვენს ყყოველდღიურ ცხოვრება ცხოვრებასთან დაკავშირ დაკავშირებით.

66

4

ნოემბერი 2017

თბილისური ეზოები, ქართული აგურით ნაშენი შენობები, მოჩუქურთმებული ფასადები და ბევრი სიწვანე – ეს ყოველთვის ქალაქის სავიზიტო ბარათი იყო. ბოლო წლებია „თბილისის განვითარების ფონდი“ დიდ ენერგიას ახმარს გადაღებილი, უნიკალური სადარბაზოებისა და იშვიათი ფასადების აღდგენას. განახლებული აღმაშენებელი ამისი თვალნათელი მაგალითია. XX ს-ის დასაწყისისთვის თითქმის სრულად

40

48 კარკასული სახლი შენობის შიგნით სტაბილურად ხარისხიან იატაკს გვთავაზობს, რომელიც დაფარულია ერთი ან ბევრი სახეობის მატერიით. იდეალურად მსგავსი კედლები და ჭერი, რომელიც გაფორმებულია თაბაშირ-მუყაოთი – ეს არის შესანიშნავი მასალა ნებისმიერი ინტერიერის გასაფორმებლად.

ძირითადი რჩევები: 1. ნაცრისფერი თითქმის ყველა ფერსა და ტონალობას უხდება. რთული მხოლოდ სწორად მაშინ, თუ საქმე შერჩეული მწვანე და თეთრია.

დაიწყო. XIX ს-ის მეორე ნახევარში განაშენიანებამ მიაღწია მდ. ვერეს. XX ს-ის დასაწყისიდან თბილისს ვაკეც შეუერთდა.

გრაფ პასკევიჩ-ერევანსკის მოედანი – დღევანდელი თავისუფლების მოედანი, XIX საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა. სწორედ ამ პერიოდში, თანდათან თბილისის შემადგენლობას ქალაქის საგარეუბნო სოფლები: ავლაბარი, ჩუღურეთი და კუკია შეუერთდა. 1830-იანი წლებიდან სოლოლაკის სამეფო ბაღების ადგილზე ქალაქური რეგულარული კვარტლები ჩამოყალიბდა. ამავე პერიოდში მიხეილის, დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტის და მიმდებარე ქუჩების განაშენიანება

22

N NOTTE FATATA – პორტალი ჯადოსნურ სამყაროში

ნაცრისფერი ინტერიერში ფერების ლიდერადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, რადგანაც მისი მრავალფეროვანი ტონალობები შეუჩნევლად იცვლება და ერთმანეთში ეფექტურად გადადის. დაფიქრებულხართ ოდესმე, რამდენი ტონალობა აქვს ნაცრისფერს? მისი გამოყენება ბოლო დროს ხშირად დაიწყეს, რადგან ნაცრისფრის უამრავი ელფერით თამაში ისწავლეს.

თბილისის დაარსების ლეგენდას ყველა ბავშვობიდან იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ ვითარდებოდა ქალაქი.

ფაბრიკა-სამზარეულო

44

თბილისის ქალაქგეგმარების პრობლემები - ცირა ელისაშვილი ურბანისტიკის ხარვეზებზე საუბრობს

54 70

უკან, მომავალში ში შვიდი ბრენდი, რომელიც სამზარეულოს თანამედროვე ტექნიკას რეტრო-სტილში აწარმოებს


კომპანია „თერმოინდუსტრია“ დაარსდა 2012 წელს და დაარსების დღიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. „თერმოინდუსტრია“ ისეთი წამყვანი მწარმოებლების დისტრიბუტორია, როგორებიც არიან: ITALTHERM, IMP PUMP, E.C.A., RADIATORI 2000, VIESSMANN, CARLO POLETTI, UNMAK, FBR, BRAUN, GLOBAL RADIATORI, MARGAROLI, LUXOR, FORMUL, SUKAR და სხვ.

ჩვენ გთავაზობთ: საიმედოობას! უმაღლესი ხარისხის პროდუქციას! პროფესიონალთა გუნდს!


„თერმოინდუსტრია“ საერთაშორისო სტანდარტი თქვენი ყოველდღიურობისთვის ზამთარი ახლოვდება და ცივი დღეების დადგომასთან ერთად, სახლებსა და კომერციულ სივრცეებში გათბობის სისტემის დამონტაჟება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ მოუწესრიგებია გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები, რომლებიც მსოფლიო სტანდარტს დააკმაყოფილებს, კომპანია „თერმოინდუსტრია“ თავის ახალ, თანამედროვე, პრემიუმკლასის შოურუმში ეპატიჟება, რომელიც თბილისში, ბოხუას ქ. N1-ში (ბელიაშვილის ქ. N110) მდებარეობს.

6

ნოემბერი 2017


კომპანია ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების მაღალი დონის ფონზე, განვითარება და უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის გაფართოებაც შეძლო. „თერმოინდუსტრიის“ გენერალური დირექტორი ლევან თურმანიძე ჟურნალ OK!-ის კომპანიის ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. რა სახის პროდუქციაზეა თქვენი კომპანია ორიენტირებული? ჩვენი კომპანია ძირითადად ორიენტირებულია გათბობის, კონდიცირების, წყალმომარაგებისა და მზის სისტემის დანადგარების იმპორტზე, რომელიც ყველა ტიპის სახლისა თუ კომერციული სივრცისთვის იქნება კომფორტული, და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კვადრატული მეტრია ესა თუ ის სივრცე. ჩვენ მიერ იმპორტირებული პროდუქციის 60% იტალიურია, დაახლოებით 20% სხვა ევროპული ქვეყნებიდანაა, მათ შორის: სლოვენია, გერმანია, ბელგია, უნგრეთი და ა.შ. ხოლო დარჩენილი 20% თურქული გახლავთ. რაც შეეხება ბრენდებს, ვთანამშრომლობთ მსოფლიოში ისეთ წამყვან მწარმოებელ კომპანიებთან, როგორებიცაა: Viessmann (გერმანია), Italterm (იტალია), Radiatori 2000 (იტალია), Carlo Poletti (იტალია), ECA (თურქეთი), UNMAK (თურქეთი), FBR (იტალია), Braun (იტალია), Global Radiatori (იტალია), Margaroli (იტალია), Luxor (იტალია), Formul (თურქეთი), Sukar (თურქეთი) და სხვა. რა არის „თერმოინდუსტრიის“ წარმატების მთავარი მიზეზი? ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი დონის, ხარისხიანი და ულტრათანამედროვე პროდუქცია, ამის უზრუნველსაყოფად კი ჩვენს თანამშრომლებს ყოველწლიურად ვაგზავნით საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც ისინი ეცნობიან ინოვაციურ პროექტებს; ვცდილობთ ავითვისოთ და შემდეგ ქართულ ბაზარზე აღნიშნული პროდუქცია წარვადგინოთ. აქცენტსაც სწორედ თანამედროვე სისტემების ათვისებასა და მათ საქართველოში ჩამოტანაზე ვამახვილებთ, რომელიც ქართული ბაზრის პოტენციალზეა მორგებული. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიმართულებაა უნივერსალური სერვისი – კომპანიის მომსახურება აბსოლუტურად მოწესრიგებული უნდა იყოს, ხოლო რაიმე სახის პრობლემის შექმნის შემთხვევაში, ჩვენი პერსონალი მზადაა შექმნილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომხმარებელთან დროულად გამოცხადდეს. ჩვენს თანამშრომლებს უცხოეთიდან სპეციალურად მოწვეული კვალიფიციური კადრები ტრენინგებს

რეგულარულად უტარებენ. სწორედ ეს ყველაფერი წარმოადგენს კომპანიის წარმატების მთავარ მიზეზს. რა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი კომპანიის პროდუქცია? კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენ მიერ შემოტანილი პროდუქცია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. შესაბამისად, დიფერენცირებული გვაქვს სამი ძირითადი ტიპის პროდუქცია: 1. თურქული, რომელიც შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა, თუმცა ხარისხით არ ჩამოუვარდება ევროპული წარმოშობის ბრენდებს. 2. იტალიური, რომელიც მომხმარებლის საშუალო და შედარებით მაღალ ფენებზეა გათვლილი. 3. გერმანული, პრემიუმკლასის პროდუქცია. გარდა ამისა, „თერმოინდუსტრია“ ზრუნავს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელზე და მათ სხვადასხვა დიზაინის პროდუქტსაც ვთავაზობთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის საკითხები, სწორედ ამიტომ „თერმოინდუსტრიაში“ ნებისმიერი საჭიროების მომხმარებელი შეძლებს გათბობისა და წყალმომარაგების ეკომეგობრული სისტემების შერჩევას. მინდა ხაზი გავუსვა: A კლასის ენერგომოხმარების, ბუნებრივი აირის ეკონომიური წვის გათბობის აგრეგატებს, და სიხშირული მართვის მაღალსართულიანი კორპუსების წყალმომარაგების სისტემებს. რას გეგმავთ სამომავლოდ? სამომავლოდ გვსურს, რომ შენობებში სახანძრო სისტემების დამონტაჟება დაინერგოს. ხანძრის შემთხვევაში, სახანძრო სისტემა შენობაში ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ სამაშველო ბრიგადის მოსვლამდე, ადგილობრივად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. უცხოეთში ეს აპრობირებული მეთოდია და საქართველოში ამ სისტემის დანერგვაზე აქტიურად ვმუშაობთ. ასევე ჯერჯერობით იდეის დონეზე გვაქვს ცენტრალიზებული საკვამლე მილების მონტაჟი ახალ, მშენებარე კორპუსებში, რის შედეგადაც აღარ იქნება ასეთი საშინელი ვიზუალი ფასადებზე (კედლის ქვაბები, გაზის გამათბობლები, გაზის ცხელი წყლის გამაცხელებლები – ეს ყველაფერი შენობებში დაიმალება). ამჟამად ჩვენ არ ვაწარმოებთ საკუთარ პროდუქციას, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ადგილობრივი ქართული პროდუქტის წარმოება, რაც პირდაპირ იქნება დაკავშირებული ჩვენს სფეროსთან. ნოემბერი 2017

7


„მწვანე გათბობის ტექნოლოგია“ „თერმოინდუსტრიაში“

კომპანია „თერმოინდუსტრიას“ დიდი გამოცდილება აქვს გათბობის სფეროში. კომპანიის სამონტაჟო ჯგუფები მომხმარებელს პროფესიულ რჩევებს და კონსულტაციებს აძლევენ, ამზადებენ პროექტს და ადგენენ ხარჯთაღრიცხვას, ამონტაჟებენ სისტემას და სთავაზობენ უფასო საგარანტიო და სერვისულ მომსახურებას.

(ენერგორესურსებთან დაკავშირებულ პროდუქტებზე) დადგენილებების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომლებიც ძალაშია 2015 წლის სექტემბრიდან. კომპანიამ უმთავრეს პრიორიტეტად გარემოს დაცვა გამოაცხადა და საკუთარ თავს „მწვანე გათბობის ტექნოლოგია“ უწოდა.

„თერმოინდუსტრია“ ITALTHERM-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.

ITALTHERM მომხმარებელს 18-დან 115 კვტ-მდე სიმძლავრის კედლის ქვაბებს სთავაზობს. გარდა ამისა, კომპანიას აქვს ბითერმული, მონოთერმული და საკონდენსაციო ქვაბები, City Power მოდელის სახელით ცნობილი. კომპანია მომხმარებელს აგრეთვე სთავაზობს კასკადური პრინციპით მომუშავე ქვაბებს. ამ პრინციპით მომუშავე საქვაბე გვაძლევს განსაკუთრებულად მაღალ ეფექტურობას მთელი ექსპლუატაციის პროცესში. შედეგად, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც სისტემის ენერგომოხმარება უფრო დაბალია, აღნიშნული საქვაბე დიდი ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა. მაღალი ეფექტურობა L.D. 192/05-ს შეესაბამება.

კომპანია ITALTHERM-ს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ცენტრალური გათბობის სისტემებში. ITALTHERM-ის წარმომადგენლები მუდმივად მუშაობენ ხარისხის გაუმჯობესებაზე. კომპანია თავის მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. ITALTHERM-ის ბუნებრივ აირზე მომუშავე ყველა უახლესი ქვაბი ახალ ევროპულ ERP 8

ნოემბერი 2017



ტექნოლოგიური ინოვაციების კვალდაკვალ „თერმოინდუსტრიის“ გერმანული პარტნიორი კომპანია Viessmann გათბობის, ჰაერის კონდიცირების/ვენტილაციის, გაგრილებისა და დეცენტრალიზებული სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიო მასშტაბით. კომპანია Viessmann დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საწარმოო პროცესის ყველა კომპონენტს. კომპანიის კვლევითი სამუშაოების ძირითადი მიმართულება ენერგოეფექტური სისტემების დამუშავებაა. „თერმოინდუსტრია“ მუდმივად ღებულობს გამოწვევებს მომავლის მოთხოვნებზე. კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და მომხრეა მაღალეფექტური ტექნოლოგიებისა, რათა გარემოს მინიმალური ზიანი მიაყენოს. კომპანიის მიზანი – მუდმივი თვითგანვითარებაა.

10

ნოემბერი 2017

Viessmann-მა გარემოს დასაცავად განხორციელებული ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სამაგალითო პასუხისმგებლობისთვის არაერთი პრიზი მიიღო. კომპანიაში დანერგილია აუდიტის სქემა, რომელიც წარმოების პროცესს აკონტროლებს და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. Viessmann-ის მიერ წარმოებული ქვაბები ადვილად მონტაჟდება საერთო გამოყენების შენობებში მათი კომპაქტური ზომების, მცირე წონისა და მუშაობის პროცესში ხმაურის მინიმალური დონის გამო. Viessmann-ის ბრენდის აირზე მომუშავე ყველა ქვაბი აღჭურვილია თბომცვლელით. ეს მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, რომელიც 98%/109% აღწევს. Viessmann-ის ქვაბები ასევე ხასიათდება ხანგრძლივი გამოსადეგობის ვადით, საიმედოობითა და ეფექტურობით.


უმაღლესი ხარისხი დახვეწილი დიზაინი „თერმოინდუსტრია“ პროდუქციის ხარისხსა და სტილს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ალუმინის სექციური რადიატორების, რკინის პანელური და თუჯის რადიატორების ფართო არჩევანს. კომპანიაში შემოგთავაზებენ რადიატორებს ისეთი ცნობილი იტალიური ბრენდებისგან, როგორებიცაა: RADIATORI 2000, E.C.A. GLOBAL RADIATORI, SCIROCCO H, JAGA. RADIATORI 2000 კომპანია Radiatori 2000 S.P.A. FECS ჯგუფის ნაწილია. კომპანია Radiatori 2000 იტალიის ქალაქ ბერგამოდანაა. ბრენდი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში წარმატებით საქმიანობს ალუმინის რადიატორების სფეროში და ჩამოყალიბდა, როგორც დარგის მსოფლიო ლიდერი. კომპანია რადიატორებს გადამუშავებული ალუმინისგან ამზადებს. წელიწადში 1 500 000 ტონა ალუმინი გადამუშავდება, რითაც იზოგება 300 000 ტონის ეკვივალენტი CO2.

ნოემბერი 2017

11


GLOBAL RADIATORI კომპანია GLOBAL RADIATORI ალუმინის რადიატორებს აწარმოებს 1971 წლიდან და დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწარმოებლად მიიჩნევა როგორც იტალიურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის მიერ წარმოებული რადიატორები სრულად აკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც პროდუქციის სანდოობის, ეფექტურობისა და მედეგობის გარანტია და ხელს უწყობს მის შემდგომ გაფართოებას მსოფლიო ბაზარზე.

ინოვაციური, ჰარმონიული, მრგვალი • ექსკლუზიური დიზაინი • ხანგრძლივი პერიოდით ექსპლუატაციის გარანტია • ენერგიის ეკონომია მაქსიმალური კომფორტით • მაღალი თბური სიმძლავრე • გამარტივებული მონტაჟი • სერტიფიცირებული ხარისხი

12

ნოემბერი 2017


ძლიერი, ნათელი, ელეგანტური კომფორტი და ენერგიის ეკონომია – Global RADIATORI-ის ალუმინის რადიატორები იძლევა უშუალოდ თითოეული ოთახის ტემპერატურის ადვილად კონტროლის საშუალებას ენერგიის დაზოგვით და მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფით. მუშაობა დაბალ ტემპერატურაზე – ალუმინის მაღალი თბოგამტარობის გამო, Global RADIATO-

RI-ის რადიატორები შეიძლება გამოიყენებოდეს საკონდენსაციო ბოილერების დამონტაჟებისას და წყლის დაბალი ტემპერატურის პირობებში. გარემო პირობები – 40-წლიანი გამოცდილებისა და ტექნოლოგიური წინსვლის შედეგია. რადიატორები მყისვე რეაგირებს სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად და ზოგავს ენერგიას.

E.C.A კომპანია E.C.A.-ს პანელური რადიატორები დამზადებულია მაღალი ხარისხის ცივად ნაგლინი ფირფიტოვანი ფოლადისგან, რომლის სისქე 1,15 მმია. ხასიათდება სითბოს მაღალი მწარმოებლურობით. საღებავში ორგანული გამხსნელის შემცველობა 2%-ს არ აღემატება და არ გამოსცემს მავნე ნივთიერებებს მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას. ზომების (გაბარიტები) ფართო არჩევანი და დაერთების ორი საშუალება. არ საჭიროებს წყლის წინასწარ მომზადებას. მინიმალური თბური ინერციულობა რადიატორში წყლის დიდი რაოდენობის ხარჯზე. JAGA კომპანია JAGA-ს ისტორია 50 წელზე მეტს ითვლის. კომპანიის მიერ წარმოებული რადიატორები დამზადებულია ძვირფასი მერქნისგან. ზეგამტარი და ზეჩქაროსნული თბომცვლელი მცირე გაბარიტებით. ენერგიის მოხმარებისა და მაქსიმალური თბოგაცემის უზრუნველყოფა.

ნოემბერი 2017

13


SCIROCCO H კომპანია SCIROCCO H დაარსდა 1989 წელს პროვინცია მოდენაში. იგი აწარმოებს რადიატორებს სახლისთვის, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის შემოქმედების უნიკალურ ინტერპრეტაციას და უმაღლეს ხარისხს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მაქსიმალურად პასუხობს ცხოვრების ახალ სტილს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Tiffany-ის მოდელები, რომლებიც რეტროსტილის მოყვარულთათვის იდეალური გადაწყვეტილებაა. კლასიკური დიზაინი, უმაღლესი ხარისხი.

14

ნოემბერი 2017


MARGAROLI MARGAROLI-ის საშრობები ბინის ინტერიერში ახლებურად შემოდის, ადაპტირდება ნებისმიერ მოთხოვნაზე. მარგაროლის ფაბრიკა საშრობების წარმოებისას ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. აწარმოებს სერიულადაც და ინდივიდუალურ დაკვეთებსაც იღებს. ეკოლოგიურობა გარანტირებულია.

ნოემბერი 2017

15


16

ნოემბერი 2017


E.C.A კომპანია E.C.A დიდი ხანია ბაზარზეა, და ამ ხნის განმავლობაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ აღნიშნული პროდუქცია მომხმარებელს დაებრუნებინოს. E.C.A მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის აბაზანის შემრევების ძალზე დიდ არჩევანს. პროდუქცია 5-წლიანი ქარხნული გარანტიითაა. მასალა ქრომირებული თითბრისგანაა დამზადებული. კომპანია აწარმოებს ფერად შემრევებსაც. პროდუქცია გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და ხარისხით. ასევე შემოთავაზებაშია ჩასაშენებელი შემრევები, სენსორული და

ჰიგიენური შემრევების ფართო არჩევანი. კომპანია E.C.A აგრეთვე აწარმოებს აბაზანის კერამიკულ სანტექნიკას (10-წლიანი ქარხნული გარანტიით), ხელსაბანებს, უნიტაზებს – თანამედროვე დიზაინით. კერამიკული პროდუქცია დამზადებულია მაღალი ხარისხის თიხისგან, რომლის ტექნოლოგიაში მასალის გამოწვა და მომინანქრება შედის. მომხმარებლისთვის თიხის ფართო არჩევანია. კომპანია E.C.A ასევე გთავაზობთ ჩასაშენებელ, შეკიდულ და დასადგამ ხელსაბანებს, შეკიდულ და დასადგამ უნიტაზებს. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ უნიტაზებს აქვს კერამიკული თავსახური, ნელი დახურვის ფუნქციით.

ნოემბერი 2017

17


„დელფი“ ხელოვნების ზღურბლზე „დელფი“ – ავეჯის ახალი კოლექციაა, რომელიც მიმდინარე წელს ბრენდმა Bel Mondo by Ezio Bellotti მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა. ეს ხაზი სასტუმრო და საძინებელი ოთახებისთვის შეიქმნა და არქიტექტორმა ჯოვანი ლუკა ფერერიმ დააპროექტა. მისი შთაგონება ხმელთაშუაზღვისპირეთის განუმეორებელი აურაა. „დელფის“ ახალი კოლექციის დეტალებში ძველი საბერძნეთის ხელოვნება და კულტურა შეიგრძნობა. ამაზე „დელფის“ ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკებაც მიგვითითებს, რომელიც კოლექციის თემა გახდა და ავეჯის გასაფორმებელ დეტალებში ჩანს.

18

ნოემბერი 2017


„დელფის“ კარადების სერია გეომეტრიული მოტივებით ხასიათდება და ძველბერძნულ შედევრს იმეორებს. საძინებლის კოლექციის მთავარი ნივთი ბოძებზე დამაგრებული ქსოვილის ჩარდახია, რომლის გაფორმება ბრინჯაოს გამოყენებით ხორციელდება. „დელფის“ კოლექციაში ერთერთ მთავარ მასალად შავ და მუქ ყავისფრად შეღებილი იფანს იყენებენ, რომელიც ასევე ბრინჯაოს დეტალებითაა გაფორმებული. „დელფი“ ისეთ ავეჯს წარმოადგენს, რომელსაც თანამედროვეობის წყაროებთან მივყავართ. კოლექციას უწინასწარმეტყველებენ, რომ კლასიკის უდავო მაგალითი გახდება.

ნოემბერი 2017

19


ბუნებრივი ქვები თქვენი ინტერიერისთვის კომპანია „ზოდი“ 2007 წლიდან სარემონტო მასალების ფართო არჩევანს მომხმარებელს საუკეთესო ფასად სთავაზობს. ადგილზე, რემონტისთვის საჭირო ყველა პროდუქტია წარმოდგენილი: ინტერიერისა და ლითონის კარი, მარმარილო, გრანიტი, კვარცი, ტრავერტინი, ონიქსი, კერამიკული ფილები, აბაზანის ინვენტარი, გათბობის ქვაბები, ელექტრობა, საღებავები, შპალერი და ხელსაწყოები. კომპანია იმპორტს ევროპისა და აზიის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნიდან წარმატებით ახორციელებს და ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. „ზოდის“ ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება ბუნებრივი ქვის წარმოებაა. კომპანიის კუთვნილებაში ქვის საკუთარი საამქროა, სადაც

მომხმარებლის სურვილისამებრ, ბუნებრივი ქვის დამუშავება და ნებისმიერი ფორმისა და ზომის ნაკეთობის სრულყოფა ხორციელდება. შედეგი კი პროფესიონალთა მიერ, უმოკლეს ვადაში შესრულებული სამუშაოა, რაშიც ისინი ევროპულ ტექნოლოგიებს იყენებენ. უახლესი დაზგადანადგარებით საამქროში მომხმარებლისთვის სასურველი დიზაინის უნიკალური ნაკეთობები მზადდება: ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები და სხვა. როდესაც სამზარეულოს ზედაპირის შერჩევას ვიწყებთ, უმთავრესი მისი ეკოლოგიურობაა. ამგვარად, საკვები, რომლითაც ოჯახის წევრებსა თუ ნაცნობებს ვუმასპინძლდებით, ბაქტერიებისგან დაცული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება.


კვარცის სამზარეულოს ზედაპირი ეკოლოგიური სისუფთავის უპირობო გარანტიაა. უნიკალური, იგი მოვლის კუთხითაცაა, რადგან განსაკუთრებული საწმენდი საშუალებები არ სჭირდება. კარგად დამუშავებული კვარცი არ იკაწრება, დანარჩენი ქვებისგან განსხვავებით, არ აქვს შრეები და სწორედ იდეალურად გლუვი ზედაპირის გამო, მასში მიკრობები ვერ იბუდებს, საკვები პროდუქტით კი მისი დალაქავებაც შეუძლებელია. კვარცი თანამედროვე ინტერიერში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. იგი საკმაოდ ტენდენციურია და რეკომენდაციას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად უწევენ. მსოფლიო ბრენდ „ჩიმსტოუნის“ მიერ წარმოებული კვარცის ფილები, რომლებიც ექსკლუზიურად „ზოდის“ მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი, პრაქტიკულად უვადო გარანტიას გასცემს. პროფესიონალ გუნდთან ერთად, წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით, კომპანია „ზოდი“ ბაზარზე მოწინავე პოზიციებს არ თმობს, რაც

პროდუქციის ხარისხითა და ხელმისაწვდომობითაა განპირობებული. პროდუქციის ფართო ასორტიმენტი „ზოდის“ წარმატების ერთადერთი მიზეზი არ გახლავთ. კომპანია მომხმარებელს სარემონტო სფეროს შესაბამის, მრავალმხრივ სერვისს სთავაზობს, რაც პროდუქციის მონტაჟს, კორექტირებას, განსაკუთრებულ და პროექტებზე მორგებულ შეთავაზებებსა და ლოგისტიკურ მომსახურებას გულისხმობს. კომპანია, რომელიც დღეს მომხმარებელთა სანდო არჩევანია, უკვე 6 ბრენდმაღაზიას ფლობს (თბილისში, მარნეულში, რუსთავსა და გორში) და სამომავლოდ, მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.


22

ნოემბერი 2017


ნოემბერი 2017

23


ბიონსე და ჯეიზი ბიონსე და ჯეიზი მომავალი ზაფხულისთვის უკვე მზად არიან. წყვილმა ჰემპტონში 26 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი შეიძინა, რომელიც ექსტრავაგანტურობით ორივე მუსიკოსს საოცრად შეეფერება. 100 წლის სიძველის სახლი ბერკშირის მთებს გადაჰყურებს და მზის ჩასვლის გასაოცარი ხედებით გამოირჩევა. სახლს 7 საძინებელი და 8 აბაზანა აქვს. შიდა ინტერიერში სველი წერტილები ვერონადან ჩამოტანილი მარმარილოსგანაა დამზადებული, ხოლო ოთახებში ხელით მოპირკეთებული ხის ნაკეთობებია. სართულებზე ქვაში გამოკვეთილი რამდენიმე ბუხარია. მაღალჭერიან შენობაში ქიმწმენდის ოთახიცაა განთავსებული. ეზოში სასტუმრო კოტეჯი მდებარეობს, რომელშიც ორი საძინებელი, სამზარეულო, მისაღები ოთახი და აბაზანაა. აქვეა ღია აუზი, სპა და ავტოფარეხი სამი მანქანისთვის. არქიტექტურა ცნობილ მშენებელს, ჯეფრი კოლეს ეკუთვნის. 24

ნოემბერი 2017


ნოემბერი 2017

25


26

ნოემბერი 2017


ნოემბერი 2017

27


კროუფორდ-გერბერების სახლს „მოდელების სახლსაც“ უწოდებენ, რადგან აქ ერთდროულად 4 მოდელი ცხოვრობს - ოჯახის ოთხივე წევრი. სინდისა და რენდის ახალი შენაძენი ბევერლი ჰილზში მდებარეობს. 1959 წელს აშენებული და თანამედროვე არქიტექტურით შექმნილი ამ სახლის ღირებულება თითქმის 12 მილიონი დოლარია. ოთახები მაქსიმალურად ნათელია. საძინებელი ყველა იმ კომფორტს მოიცავს, რომელიც სახლს სჭირდება და მისი კარი დახვეწილ უკანა ეზოში გადის. სასტუმრო ოთახი, ღია ბუხრის მეშვეობით, ორ ზონად იყოფა, შავი მოძრავი კარით კი სასადილო სივრცეში ვინაცვლებთ. ეზოში მარჯნის ლამაზი ხე ტროპიკული ლანდშაფტითაა გარშემორტყმული, სასადილო პავილიონთან ერთად კი, აუზისთვისაც დიდი ადგილია გამოყოფილი.

28

ნოემბერი 2017


ნოემბერი 2017

29


ადამ ლევინი ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტმა ლოს-ანჯელესში 18 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი შეიძინა. 5-საძინებლიან სახლს აუზი, 3-საძინებლიანი სასტუმრო სახლი და სამი მანქანისთვის განკუთვნილი ავტოფარეხი აკრავს. ფრანგული სტილის დიზაინით დაპროექტებული სახლი 1966 წელსაა აშენებული. რკინის კარიბჭედან გრძელი ბილიკი სახლის მთავარ შესასვლელამდე მიგიძღვებათ. ფოიეს მასიური ჭაღი ამშვენებს. სასადილო სივრცე შუშის კედლებითაა გარშემორტყმული. სამზარეულო რეტროს სტილშია. თეთრი ავეჯი ხის დეტალებითაა გაფორმებული; ოთახის დიზაინი კერძის დამზადებისა და ახლობლების კამპანიით გართობის საშუალებას იძლევა. საძინებლების გვერდით მარმარილოს აბაზანებია. ადამს და ბეატი პრინსლუს ერთი ქალიშვილი ჰყავთ და მეორეს ელოდებიან.

30

ნოემბერი 2017


ნოემბერი 2017

31


32

ნოემბერი 2017


ნოემბერი 2017

33


მსახიობმა ჰოლივუდში 25 მილიონი დოლარის ღირებულების ძველი, ისტორიული სახლი შეიძინა 6 საძინებლითა და 10 აბაზანით. მდიდრული სახლი მთებზე მდებარეობს და მისგან ლოს-ანჯელესის შთამბეჭდავი პანორამა იშლება. ანჯელინას ვარსკვლავ მეზობლებს შორის არიან ქეისი აფლეკი, ნატალი პორტმანი და დევიდ ფინჩერი. ვეებერთელა ბაღმა აუზით, უხვმა სიმწვანემ და რეტროს სტილის შადრევნებმა ლამაზმანის გული ერთი ნახვით დაიპყრო. სახლში ფიტნესის დარბაზი და მასშტაბური ზომის ბიბლიოთეკა არსებობს. თითოეულ საძინებელს ტერასა აკრავს, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ინტერიერის მთავარი დეტალი დახვეული კიბეებია. უზარმაზარი სასადილო ოთახი ხის პანელებითაა გაყოფილი და სამზარეულოს რანჩოს სტილს სძენს. 34

ნოემბერი 2017


ნოემბერი 2017

35


ჰარი სტაილზი

One Direction-ის ვარსკვლავის და უკვე მსახიობის, სახლი 8.5 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. 3 საძინებლისა და 5 აბაზანის მქონე საკუთრებას შთამბეჭდავი ხედი აქვს ქალაქსა და ოკეანეზე. ჰარის სახლში, ლოს-ანჯელესში, მზის ჩასვლის ხედებით ტკბობაა შესაძლებელი. 14-ოთახიანი სახლი 1963 წელსაა აგებული და მოიცავს: მისაღებ ოთახს, საძინებლებს, დიდ ვერანდას, სავარჯიშო ოთახს და სახლის კინოთეატრს. აქაა ბუხარი, სპა, აუზი, ქიმწმენდა, და ცენტრალური გათბობა, რომელიც გარეთ არსებული ტემპერატურის მიხედვით აბალანსებს შიდა ტემპერატურას. სახლი ეკოსტრუქტურითაა დაგეგმარებული. ერთმანეთისგან ინტერიერი და ექსტერიერი შუშის მოძრავი კარით გამოიყოფა. 36

ნოემბერი 2017


ნოემბერი 2017

37




თბილისის ქალაქგეგმარების პრობლემები - ცირა ელისაშვილი ურბანისტიკის ხარვეზებზე საუბრობს თბილისის დაარსების ლეგენდას ყველა ბავშვობიდან იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ ვითარდებოდა ქალაქი.

დაიწყო. XIX ს-ის მეორე ნახევარში განაშენიანებამ მიაღწია მდ. ვერეს. XX ს-ის დასაწყისიდან თბილისს ვაკეც შეუერთდა.

გრაფ პასკევიჩ-ერევანსკის მოედანი – დღევანდელი თავისუფლების მოედანი, XIX საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა. სწორედ ამ პერიოდში, თანდათან თბილისის შემადგენლობას ქალაქის საგარეუბნო სოფლები: ავლაბარი, ჩუღურეთი და კუკია შეუერთდა. 1830-იანი წლებიდან სოლოლაკის სამეფო ბაღების ადგილზე ქალაქური რეგულარული კვარტლები ჩამოყალიბდა. ამავე პერიოდში მიხეილის, დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტის და მიმდებარე ქუჩების განაშენიანება

თბილისური ეზოები, ქართული აგურით ნაშენი შენობები, მოჩუქურთმებული ფასადები და ბევრი სიწვანე – ეს ყოველთვის ქალაქის სავიზიტო ბარათი იყო. ბოლო წლებია „თბილისის განვითარების ფონდი“ დიდ ენერგიას ახმარს გადაღებილი, უნიკალური სადარბაზოებისა და იშვიათი ფასადების აღდგენას. განახლებული აღმაშენებელი ამისი თვალნათელი მაგალითია.

40

ნოემბერი 2017

XX ს-ის დასაწყისისთვის თითქმის სრულად


ჩამოყალიბდა თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანება. მიუხედავად სხვადასხვა სტილისა და მასალის მქონე ნაგებობების არსებობისა, თბილისის განაშენიანება იმ დროისთვის მხატვრული მოწესრიგებულობით გამოირჩეოდა. საბჭოთა პერიოდის განაშენიანება გარკვეულ სტანდარტებში ჯდებოდა. უსახური არქიტექტურის მიღმა ბევრი ლამაზი შენობაც იგებოდა. მათ შორის – „საქართველოს ბანკის“ დღევანდელი მთავარი შენობა. თბილისი ბოლო დრომდე ცნობილი იყო, როგორც ყველაზე მწვანე ქალაქი. თბილისის დღევანდელი ურბანული განვითარება ხშირი განხილვის საკითხია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები სწრაფი ტემპით შენდებოდა და მრავლდებოდა შენობების რაოდენობაც, რამაც ქალაქის იერსახე მნიშვნელოვნად შეცვალა. ვიზუალური ესთეტიკის გარდა, მნიშვნელოვანი რაკურსი მწვანე საფარის განადგურება და ღია სივრცის შევიწროებაა. ქალაქგეგმარების პროცესში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, თბილისზე მზრუნველი გაერთიანების – „თბილისის ჰამქარის“ ხელმძღვანელს, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილს ვესაუბრეთ:

თაროზე დევს, გამოყენებულ უნდა იქნას. არსებობს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი მექანიზმიც, რომელიც სწორი განვითარების გეგმას აფერხებს. უნდა აღმოიფხვრას ისეთი მიდგომა, როგორიცაა მაგალითად მშენებლობისას კოეფიციენტის სასურველი ნიშნულის ყიდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სუბიექტური სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით აშენებენ ისე და იმდენს, რამდენი თანხაც აქვთ. ურბანული დაგეგმარება მიწის გამოყენებისა და განვითარების ტექნიკური და პოლიტიკური პროცესია, რომელიც გარემოს ითვისებს და იცავს. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში არსებული თბილისის განვითარების გეგმა, არა მხოლოდ ირეკლავდა ქალაქის გეგმარებით სტრუქტურას, არამედ თბილისის შემდგომი განვითარების გზებსაც სახავდა. ქალაქგეგმარების პროცესი გარემო-კომფორტის შექმნაზე ზრუნავს და ხელს უწყობს ურბანული გარემოს დიზაინის გაუმჯობესებას, რომელიც თავის მხრივ, ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციასაც შეეხება. დღეისათვის, თანამედროვე ქალაქში აღნიშნული საკითხები კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ავტოტრანსპორტით გადაადგილება ქაოსურ განაშენიანებაში სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად ყოველდღიურ პრობლემად რჩება.

განაშენიანება არასწორად მიმდინარეობს. საქმე გვაქვს დეველოპერულ წნეხთან, რომელსაც ხელისუფლება განიცდის და ხშირად ექცევა ზეგავლენის ქვეშ. პროცესში ურბანული ინტერესი გათვალისწინებული არ არის. როგორი იქნებოდა სწორი გზა ქალაქის ურბანული განვითარებისთვის? ძალიან რთულია არსებული ვითარებიდან გამომდინარე დროული და ქმედითი ნაბიჯების განხორციელება. რაც მთავარია, ურბანულ განვითარებასთან მიმართებაში ქალაქი თანმიმდევრული უნდა იყოს. ამ მხრივ, დოკუმენტაცია („მაგალითად, ისტორიული ქალაქის განვითარების კონცეფცია“), რომელიც ერთ დროს შეიქმნა, თუმცა ახლა ნოემბერი 2017

41


„მეგა დეველოპმენტი“ – მეგაპროექტები ქართულ სამშენებლო ბაზარზე „მეგა დეველოპმენტი“ სამშენებლო საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე გამოჩენიდან მცირეხნიანი ისტორიის არსებობის მიუხედავად, მშენებლობის ტემპისა და ხარისხიდან გამომდინარე, მომხმარებლის მხრიდან ნდობის მაღალ ნიშნულზეა. „მეგა დეველოპმენტი“ ასევე წარმოადგენს სამშენებლო კომპანიებს: „დიღომი +“, „ახალი სახლი“ და „ახალი უბანი“. კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობას ეწევა. გეგმის შესრულება თბილისის გარეუბნებიდან დაიწყო. ქალაქის ცენტრის გადატვირთული არქიტექტურისგან მოშორებით, „მეგა დეველოპმენტი“ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 3 მიმდინარე პროექტს ხელმძღვანელობს, რომელიც სულ მალე დასრულდება. პარალელურად, ლილოს დასახლებაში ორი მასშტაბური პროექტიც დაიწყება. ქალაქის მზეონა კვიკვინია – „მეგა დეველოპმენტის“ იურისტი

ამ ნაწილში ახალი მშენებლობა პირველად სწორედ „მეგა დეველოპმენტმა“ წამოიწყო და კომპლექსით ლილოს დასახლების განვითარებაც მიზნად დასახა. სპორტული კომპლექსი, გარე და შიდა პარკირების სივრცე, ყველა ტიპის საჭირო ინფრასტრუქტურა და გამწვანება – ეს „მეგა დეველოპმენტის“ უპირატესობაა. კომპანიაში, სადაც გუნდი პროფესიონალი არქიტექტორებითა და მშენებლებით დაკომპლექტდა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მათი მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო ხარისხის გარანტია, რასაც კიდევ უფრო ამყარებს მასალის ხარისხი, რომელსაც არაერთი ლაბორატორიული კვლევა აქვს ჩატარებული და მასზე კომპანია პასუხს სრულად აგებს. არის შემთხვევებიც, როცა ამაში კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად მომხმარებელს სურვილი გასჩენია შესაბამისი ტექნიკით ხარისხი შეემოწმებინა, რამაც ფაქტი ცხადყო. „მეგა დეველოპმენტის“ სატარიფო გეგმაც ლოიალურია და ოპტიმალური ფასები საბაზრო ღირებულებას შეესაბამება, რასაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გადახდის ინდივიდუალურად მორგებული პაკეტი და შიდა უპროცენტო განვადება ხდის. ასევე შეთავაზებაშია ემიგრანტებისთვის გათვალისწინებული პირობები. ხშირია აქციებიც, რომელიც მყიდველის დასაჩუქრებას გულისხმობს. უკვე ჩატარებული ასეთი აქციის შემდეგ, 10 ახალი ბინის მეპატრონე საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით დასაჩუქრდა. ბინების ჩაბარების სტანდარტული მდგომარეობა თეთრი ან შავი კარკასია, სურვილის შემთხვევაში კი, „მეგა დეველოპმენტის“ სერვისში მისი სრული გარემონტებაც შედის. „მეგა დეველოპმენტის“ სამომავლო გეგმებში კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებაა, რაც თბილისის მასშტაბით ცენტრალურ უბნებსაც მოიცავს და ქალაქის საზღვრებსაც მალე გასცდება.

42

ნოემბერი 2017



NOTTE FATATA – პორტალი ჯადოსნურ სამყაროში Notte Fatata საბავშვო ავეჯის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც კომპანია Savio Firmino-ს ეკუთვნის. უკვე 75 წელია, რაც Savio Firmino-ს ავეჯი მსოფლიოში საუკეთესო სახლებს აფორმებს. რაც შეეხება ბრენდს, Notte Fatata სპეციალურად ყველაზე პატარა მომხმარებლისთვის, ხარისხის საუკეთესო ტრადიციების დაცვითა და ორიგინალური დიზაინით აწარმოებს ავეჯს, იდეების ავტორი კი დიზაინერი გვიდო სავიო და Savio Firmino-ს კრეატიული განყოფილებაა. ხის ფლორენციელი ოსტატების ნამუშევრები თანამედროვე ტექნოლოგიასთან ერთიანდება და ახალი თაობის ავეჯს ქმნის, რომელიც იდეალური პროფესიონალიზმით, კრეატივითა და ხარისხით გამოირჩევა. Notte Fatata მომხმარებელს Made in Italy-ის სტილში შექმნილ ავეჯს სთავაზობს. მყუდრო აკვანი და კომფორტული საწოლები პატარების მშვიდი

44

ნოემბერი 2017


ძილისთვის არის შექმნილი და ეხმარება მათ კრეატიულობისა და ფანტაზიის განვითარებაში. ბრენდი ორიგინალური საწოლების დიდ არჩევანს გვთავაზობს – თქვენი შვილი დაიძინებს ფერად მატარებელში, რომელიც ბავშვებს თავგადასავლებისა და ფანტასტიკის სამყაროში გადაიყვანს. პატარა პრინცები და პრინცესები ხომ ჯადოსნურ სიზმრებს ხედავენ, ამ სამყაროსთვის კი სასახლის ფორმის საწოლებია იდეალური. თოჯინების მოყვარული გოგონებისთვის კი ორიგინალური კარადა-სახლები იქმნება, რომელიც გარდა ვიზუალური სილამაზისა, კომფორტულად გამოსაყენებელიცაა. ეს არის Savio Firmino-ს სამყარო – თქვენი შვილის ზღაპრული ბავშვობის გარანტი.

ნოემბერი 2017

45


ავეჯის სახლი

„ლაქშერი“

www.Luxury.ge mail: Luxuryhouse2014gmail.com Fb: ლაქშერი / Luxury მობ: +995 593 92 33 88 მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი N 24/I კმ


Luxury FURNITURE HOUSE www.Luxury.ge mail: Luxuryhouse2014gmail.com Fb: ლაქშერი / Luxury mob: +995 593 92 33 88 Adress: D. Agmashenebeli Ave. N 24/I km


კარკასული სახლის სტილი და მისი თავისებურებები კარკასული სახლი – თანამედროვე კომპლექსი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინტერიერის ყველაზე თამამი პროექტები რეალობად ვაქციოთ. კარკასული სახლი შენობის შიგნით სტაბილურად ხარისხიან იატაკს გვთავაზობს, რომელიც დაფარულია ერთი ან ბევრი სახეობის მატერიით. იდეალურად მსგავსი კედლები და ჭერი, რომელიც გაფორმებულია თაბაშირ-მუყაოთი – ეს არის შესანიშნავი მასალა ნებისმიერი ინტერიერის გასაფორმებლად. კარკასული სახლის ინტერიერი შესაძლოა გაფორმდეს ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებული სტილით: ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია მკაცრი, მინიმალისტური ევროპული სტილი, ე.წ. „ევრორემონტი“ – ერთი ფერის მშვიდი ტონებით გაფორმებული კედლები და მოდერნისტული მკაცრი 48

ნოემბერი 2017

ავეჯი. რა თქმა უნდა, ეს გემოვნების საკითხია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებისას ზედმეტი არ მოგვივიდეს და სახლი ოფისს არ დავამსგავსოთ. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ინტერიერში დავამატოთ მკვეთრი, დომინანტი ელემენტები: განსაკუთრებული დეკორი, გამოკვეთილი ფერის ავეჯი და სხვა... კლასიკურ სლავურ სტილს უამრავი ვარიაცია აქვს: სადა სტილი, რომელიც საერთო ჯამში შეკრავს თქვენ მიერ შერჩეულ ავეჯსა და კედლების ფერს, და მათ ერთ მთლიანობად აქცევს; კედლის მკვეთრი ფერები, არცთუ მკაცრი ავეჯი აჟურის ელემენტებით – როგორც ქსოვილში, ასევე ავეჯის ხის ნაწილში. ამ სტილის მკაფიო მაგალითად შეიძლება მე18-19 საუკუნის რუსული არქიტექტურული სტილი ჩაითვალოს, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისამდე იყო აქტუალური. ყველაფერი უნდა იყოს ბუნებრივი და თანამედროვე.


ნოემბერი 2017

49


აღმოსავლური სტილი – ბევრი რბილი ავეჯი და ხალიჩები. ყველაფერი ძალიან მკვეთრი და ერთმანეთისგან განსხვავებული. ქანთრის სტილი – მკვეთრად გამოხატული დასავლური სტილი. აღმოსავლურის მსგავსად, დასავლურიც გამოირჩევა მკვეთრი ფერებით, თუმცა აუცილებელია, რომ კედლები, ავეჯი და ელემენტარული დეკორი ერთმანეთთან კონტრასტში იყოს. არავითარი ხალიჩები და ნათელი, თეთრი ტონების შეხამება ღია მოწითალო ავეჯთან. აგარაკის, ხის სტილი – მაქსიმალურად უბრალო ხელნაკეთი ავეჯი: დაწნული ავეჯი, უბრალო დეკორი, ნაზად და ლამაზად გაფორმებული კედლები და ფარდები. მიუხედავად უბრალოებისა, ეს სტილი ძალიან უხდება ქალაქგარეთ მდებარე სახლებს. კარკასულ სახლში განსაკუთრებულ ყურადღებას თაროებიანი ავეჯი, კედლის კარადები და სამზარეულო იმსახურებს. თაროებიანი ავეჯი, განსაკუთრებით კი მისი ჩამოკიდებული ელემენტები, აუცილებლად კარგად უნდა იყოს მიმაგრებული კედელზე. შიდა კარკასი საჭიროა გაფორმდეს მხოლოდ თაბაშირ-მუყაოთი. ავეჯის მყარი სადგომი გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ვერტიკალური ფორმისაა. აუცილებელია 50

ნოემბერი 2017


ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ ავეჯი ისე, რომ თაბაშირ-მუყაოს კედლები არ დავაზიანოთ. ასეთ შემთხვევაში ჩამოსაკიდი ავეჯის შერჩევა აუცილებელია სახლის დაპროექტებამდე, რადგან ისეთ ადგილებში, სადაც ერთ კედელზე ბევრი თაროსა და კარადების ჩამოკიდება გვიწევს, კედელს დაუმატონ დამატებითი დამცავები. ასე რომ, ძალიან ჭკვიანური გათვლა იქნება, თუ

სახლის დაპროექტებისას გაითვალისწინებთ, როგორი ავეჯი გსურთ და ამ უკანასკნელის ძებნას არ დაიწყებთ სახლის დაპროექტების შემდეგ. შესაძლოა არ ანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, კედლები სამი მეტრი იქნება თუ სამნახევარი, მაგრამ თქვენი სახლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც საბოლოოდ თქვენსავე კომფორტს უზრუნველყოფს.

ნოემბერი 2017

51


GREENLAND 2016

გამწვანების კომპანია Greenland 2016 წელს დაარსდა, სულ მალე კი მისმა დამფუძნებელმა – ირინე ირემაძემ, აგროსფეროში 20-წლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, მაღაზია Greenland გახსნა, რომელიც თამარაშვილის 10 ნომერში მისულ სტუმარს მცენარეთა მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ადგილზე უამრავი სახეობის ინტერიერის ყვავილს გაეცნობით, რომლის შესახებ შესაძლოა აქამდე არც გსმენიათ, რადგან ყველასთვის კარგად ნაცნობ კაქტუსის ყვავილსაც, Greenland–ში 15-მდე სახეობა აქვს. ჰოლანდიური, პოლონური და იტალიური ქოთნის ყვავილები Greenland-ის მაღაზიაშია წარმოდგენილი, დასურათებული კატალოგიდან კი ექსტერიერის მცენარეების დათვალიერებას შეძლებთ, სადაც უნიკალური და ეგზოტიკური ჯიშებია თავმოყრილი. Greenland გამწვანებასთან დაკავშირებულ ყველა ტიპის აქსესუარსა და მომსახურებას გთავაზობთ. 52

ნოემბერი 2017

სასურველი პროდუქტის არჩევისას, მომხმარებელს Greenland-ის დიზაინერი კომპიუტერულ პროგრამაში დიზაინის ვიზუალურ პროექტს წარუდგენს. დაგეგმარებული პროექტის მონტაჟის განხორციელებაც კომპანიის პრეროგატივაა. Greenland-ის პერსონალი სარწყავ სისტემასაც დააპროექტებს და ზოგადი ლანდშაფტის დიზაინსაც შემოგთავაზებთ. რაც ყველაზე მთავარია, ერთ ქსელში გაერთიანებულ კომფორტულ მომსახურებას უპრეცედენტო შემოთავაზებაც ერთვის – ეს მოვლის სამსახურია, რომელიც თქვენს ობიექტზე არსებულ ყველა მცენარეზე ზრუნვას გულისხმობს. Greenland-ის მოვლის სერვისის წარმომადგენელი საჭირო სიხშირით ყვავილების მოვლას უზრუნველყოფს და მცენარის ყველა სპეციფიკურ საჭიროებას გაითვალისწინებს. კიდევ ერთი, განსაკუთრებული შემოთავაზება მცენარეების გაქირავებაა. სხვადასხვა ღონისძიების გასაფორმებლად, Greenland-ის უნიკალური მცენარეების სასურველი დროით


დაქირავებას შეძლებთ, მათი გამოყენებით ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებას კი ისევ Greenland-ის დიზაინერები შემოგთავაზებენ. გამწვანების კომპანია Greenland ინოვაციურ სიახლეშიც მოწინავე აღმოჩნდა, რადგან საქართველოში ე.წ. „მწვანე კედელი“ – ვერტიკალური გამწვანების შემოთავაზება დანერგა. მსოფლიო ტრენდადქცეულ, ინტერიერისა და ექსტერიერის ახალ სტილზე საქართველოშიც დიდი მოთხოვნა გაჩნდა და Greenland-მა ძვირადღირებული კონსტრუქცია ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი გახადა.

ადეკვატურად მზარდია, პარტნიორთა და მეგობართა წრე მუდმივად ფართოვდება. ამასთან ერთად, იგეგმება ქსელის გაზრდა და სამომავლოდ ინტერიერის ყვავილების წარმოებას საქართველოშიც აპირებენ. კომპანია ხაზს ინტერიერის ყვავილების ქსელსაც შემატებს, რომლებიც პარალელურად სხვადასხვა ჰიპერმარკეტშიც გამოჩნდება.

Greenland-ის გულშემატკივართა რაოდენობაც

მისამართი: მ. თამარაშვილის N10 ტელეფონი: 032 2 047373, 591 91 85 55 ვებ-გვერდი : www.greenland.com.ge FB : www.fb.com/greenland.com.ge Mail : info@greenland.com.ge ნოემბერი 2017

53


54

ნოემბერი 2017

ფაბრიკა-სამზარეულო


მას შემდეგ, რაც „ლოფტი“ სასურველი საცხოვრებელი ინტერიერი გახდა, ყოფილი ფაბრიკების ინტერიერმა ფართო განვითარება ჰპოვა და „ლოფტის“ სამზარეულოების სტილი დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, რომელიც შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს: ვინტაჟური და თანამედროვე.

რამდენიმე ფუნქციურ კუთხეს შექმნით. აქ ხელმისაწვდომი მასალები გამოიყენება: აგური, ბეტონი, ხე, შუშა და მეტალი. აგურის კედლები და ბეტონის იატაკი საუკეთესო შეხამებაა. შესაძლოა ამ მასალების ეფექტს ხელოვნური ნედლეულით მივაღწიოთ და აგურის იმიტაცია შევქმნათ, რაც მინიმალურ ხარჯებს მოითხოვს.

„ლოფტის“ სტილის სამზარეულო იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც სტანდარტულობისგან დაიღალა. ოდნავ უხეში, ნათელი, თამამი და დასამახსოვრებელი გარემო მიმზიდველია დილის ყავის რიტუალისთვის. ამ სამზარეულოს ისინი დააფასებენ, ვისაც სინათლისა და სივრცის დიდი მოთხოვნილება აქვს.

„ლოფტის“ სამზარეულოში დიზაინერები გვირჩევენ ერთ-ერთი კედელი სხვაფრად შევღებოთ და სხვებისგან გამოვყოთ. არავინ უარყოფს, რომ „ლოფტის“ დიზაინს დიდი სახლი და მაღალი ჭერი სჭირდება, თუმცა ნებისმიერი სამზარეულო, რომელიც ქარხნული სტილითაა დაპროექტებული, ინტერიერს ვიზუალურად საოცრად ზრდის. შედარებით მცირე ფართობის სახლის პატრონებს სამზარეულოს აივანთან ან ლოჯიასთან გაერთიანებას ურჩევენ. სამზარეულოს ფართობი ამ შემთხვევაში შესამჩნევად გაიზრდება, ოთახში კი დიდი ზომის ფანჯრები გაჩნდება.

„ლოფტის“ სამზარეულოს ინტერიერი განსაკუთრებულ დეკორს არ მოითხოვს: აქ ნეიტრალურ, მშვიდ ფერებს იყენებენ, მართკუთხა ფორმის კარებსა და ფანჯრებს. არაა აუცილებელი, განსაკუთრებულად მოვრთოთ – მთავარია ყველაფერი ფართო იყოს. „ლოფტის“ სამზარეულო სხვადასხვა ზონებად იყოფა. მოძრავი კარების მეშვეობით, ერთ ზონაში

„ლოფტის“ სტილში აუცილებელია სწორი განათება. სამზარეულოში სინათლის რამდენიმე ხელოვნური წყარო უნდა არსებობდეს: ჭაღი, ბრა თუ მინიატურული სანათი. აქ ფორმასა და ნოემბერი 2017

55


სტილში შეზღუდულები არ ხართ: „ლოფტის“ სამზარეულოში კლასიკური და თანამედროვე განათება ერთდროულადაა დაშვებული. ფანჯრები მაქსიმალურად ღიაა, ფარდების გარეშე. გასაფორმებლად ჰორიზონტალური ჟალუზების გამოყენებაც შესაძლებელია. ამგვარი სამზარეულოსთვის ავეჯის არჩევისას უნდა გახსოვდეთ, რომ საჭიროა იგი მაქსიმალური ფუნქციურობითა და სიმარტივით გამოირჩეოდეს. ავეჯი ძალიან მოცულობითი არ უნდა იყოს, აქსესუარები კი ხანდახან ოფისის ნივთებსაც ჰგავს. „ლოფტის“ სტილი დახურულ კარადებსა და თაროებს უარყოფს. სამზარეულოში 56

ნოემბერი 2017


რაც შეიძლება ბევრი ღია თარო უნდა იყოს და ამ ოთახისთვის დამახასიათებელი აქსესუარებითა და ჭურჭლით დაიტვირთოს. მოძრავი მაგიდა და ბარის დახლი წარმატებული არჩევანია. „ლოფტის“ სამზარეულოებში ძველი ავეჯი ორიგინალურად გამოიყურება. ახლისა და ძველის შერწყმის არ უნდა შეგეშინდეთ: „ლოფტის“ დიზაინი ძველ ავეჯს თანამედროვე ტექნიკას ადვილად უხამებს. ძველი სამზარეულოს განჯინა ულტრათანამედროვე ტიხრებით შთამბეჭდავად გამოიყურება. ავეჯისგან განსხვავებით, სამზარეულოს ტექნიკა მასიური სჯობს. ინტერიერს მეტ ეფექტურობას აქსესუარები შესძენს: ნახატების თანამედროვე რეპროდუქციები, ახალგაზრდული სტილის პოსტერები და გრაფიტები, ქანდაკებები და შემოქმედებითი ნივთები. ყოველივე ეს ბევრი არ უნდა იყოს: ხელოვნების ქმნილებები სამზარეულოსაც ინდივიდუალურსა და მრავალფეროვანს გახდის. ნოემბერი 2017

57


საუკეთესო სერვისი და ფართო ასორტიმენტი DOLCE ROSA-სგან

ინტერიერი სახლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ნებისმიერ ადამიანს სურს, დამღლელი დღის შემდეგ, იმ გარემოში მოხვდეს, სადაც ყველაზე კარგად დაისვენებს. შინ მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად კი შესაბამისი ავეჯი და აქსესუარებია საჭირო. თუ თქვენ მათ რიგებში ხართ, ვინც ახლა არჩევს ნივთებს სახლისთვის, ან ინტერიერის განახლება გაქვთ გადაწყვეტილი, ან უბრალოდ, საუკეთესო საჩუქარს ეძებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ავეჯის სალონს Dolce Rosa. ელიტური სალონი თბილისში სამი წლის წინ გაიხსნა

და მომხმარებელს ავეჯისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მაღაზიის პროდუქცია ორიგინალურობით გამოირჩევა და ამავდროულად მსოფლიოში ავეჯის დიზაინის არსებულ მოდურ ტენდენციებსაც ეხმიანება. ინტერიერის ბაზარზე კომპანია უკვე ათი წელია ფუნქციონირებს და ამ მიმართულებით უდიდეს გამოცდილებას ფლობს. ავეჯი, რომელიც Dolce Rosa-შია წარმოდგენილი, საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან და შეერთებული შტატებიდან ჩამოაქვთ.


მაღაზიას ამერიკის, იტალიის, ესპანეთის, ჰოლანდიისა და პორტუგალიის ასორმოცდაათ ქარხანასთან აქვს ხელშეკრულება დადებული და სწორედ იქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის ავეჯი, რომელიც მსოფლიო დონის სტანდარტს პასუხობს. თბილისში Dolce Rosa-ს გახსნა მაშინ გადაწყდა, როცა კომპანიის მფლობელები საქართველოს ესტუმრნენ და როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით მოიხიბლნენ საქართველოს სილამაზით, სტუმართმოყვარეობითა და სითბოთი. Dolce Rosa არსებობის სამი წლის თავზე უკვე წარმატებული და პოპულარულია ქართველ მომხმარებელს შორის. Dolce Rosa-ს პროფესიონალი დიზაინერები სასურველი ავეჯისა და აქსესუარების შერჩევაში და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებიან. ისინი გირჩევენ, როგორ შექმნათ შინ მოდური ინტერიერი და მოიწყოთ საკუთარი პატარა ზღაპარი. მაღაზიაში სამზარეულოს,

მისაღები ოთახის, საძინებლისა და კაბინეტის ავეჯის მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი. აქ ნებისმიერი სტილის ავეჯს შეხვდებით – კლასიკიდან ავანგარდამდე თუ მდიდრულიდან მინიმალისტურამდე. თუ საჭირო გახდება, მაღაზიის თანამშრომლები ობიექტზეც წამოგყვებიან და ინტერიერის გათვალისწინებით მოგცემენ რჩევებს. Dolce Rosa შერჩეული ავეჯის თქვენთვის სასურველ დროს მოტანას, აწყობას და დამონტაჟებასაც უზრუნველყოფს. სალონში წარმოდგენილი აქსესუარებიდან, შეგიძლიათ იდეალური საჩუქარი შეარჩიოთ. Dolce Rosa-ში დეკორატიული სარკეების, სანათების, სტატუეტებისა და კედლის დეკორის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. „ჩვენი მისია მარტივია – შევქმნათ არაჩვეულებრივი ინტერიერი ხელმისაწვდომ ფასად“, – ამბობენ მაღაზიის დამფუძნებლები და გირჩევენ: თუ სახლის მოწყობა, ინტერიერის განახლება ან საჩუქრის შერჩევა გსურთ, დიდხანს არ გადადოთ და Dolce Rosa-ს ესტუმრეთ, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მესამე კილომეტრზე მდებარეობს.

თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-3 კმ Tel: 571 12 83 92; 596 50 18 18 facebook.com/Dolcerosa.ge


ხმას ვაძლევთ ნაცრისფერს ტაბუ, რომელიც უნდა დავარღვიოთ ნაცრისფერი ინტერიერში ფერების ლიდერადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, რადგანაც მისი მრავალფეროვანი ტონალობები შეუჩნევლად იცვლება და ერთმანეთში ეფექტურად გადადის. დაფიქრებულხართ ოდესმე, რამდენი ტონალობა აქვს ნაცრისფერს? მისი გამოყენება ბოლო დროს ხშირად დაიწყეს, რადგან ნაცრისფრის უამრავი ელფერით თამაში ისწავლეს. ძირითადი რჩევები: 1. ნაცრისფერი თითქმის ყველა ფერსა და ტონალობას უხდება. რთული მხოლოდ სწორად შერჩეული მწვანე და თეთრია. განსაკუთრებით

60

ნოემბერი 2017

მაშინ, თუ საქმე ღია ნაცრისფერ ტონალობას ეხება, სიფრთხილე გამოიჩინეთ არასასურველ კონტურებთან. 2. რაც უფრო „ჩამქრალი“ ნაცრისფერია, მით მეტად ნათელი და ღია ტონალობა უნდა შეუხამოთ, და პირიქით. 3. „თბილ“ ნაცრისფერს საზაფხულო ფერები: ყვითელი, წითელი და ყავისფერი უხდება. ცივ, ყინულისფერ ნაცრისფერს კი ცისფერთან მიახლოებული ტონალობები. 4. ნაცრისფერი „ჩრდილისფრად“ მიიჩნევა, ამიტომაც სინათლის წყარო ყოველ კუთხეში უნდა მოათავსოთ.


ყვავილების მაღაზია „ჰორტენსია“ მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი 1 ტელ: 2180904 ვებ: www.hortensia.ge სამუშაო საათები : 10:00-02:00


იდეალური „კომპანიონები“: 1. თეთრი, ხორცისფერი, რძისფერი და თეთრის ყველანაირი „თბილი“ ტონალობა საუკეთესო გადაწყვეტაა იმ ნაცრისფერ ინტერიერში, სადაც ნაკლები ფართობია. 2. შავი – ნაცრისფრის ერთ-ერთი საუკეთესო შეხამება. 3. ყავისფერი – ნაცრისფერს ყავისფრის ყველა ტონალობა უხდება. რაც უფრო მუქია ნაცრისფერი კედლები, უფრო ღიაა ყავისფერი იატაკი. 4. ვარდისფერი – ჟოლოსფერი, პატარძლის ყვავილი, საზამთროსფერი. ნაცრისფრისა და ვარდისფრის შერწყმა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი და პოპულარული გადაწყვეტაა. 5. მწვანე – ყველა ტონალობა. 6. ცისფერი – რომელიც ინტერიერს იდუმალებას მატებს. 7. ყვითელი – ოქროსფერი, ჟანგმიწა, ლიმონისფერი. 5 მითი ნაცრისფრის სხვა ფერებთან შეხამების შესახებ: 1. ნაცრისფერი ნაკლებად თავდაჯერებული ადამიანების ფერია ეს რომ ასე იყოს, მაშინ ნაცრისფერი პოპულარობას სხვადასხვა კატეგორიის ადამიანში ვერ მოიპოვებდა. ახალგაზრდები და აქტიურები ე.წ. „ლოფტს“ ირჩევენ, რომლის კედლების ფერი ძირითად შემთხვევაში ნაცრისფერია. ზრდასრული 62

ნოემბერი 2017


განათლებული ადამიანები არტ-დეკოს მიმართავენ, სადაც ნაცრისფერ ფონზე ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი საუკეთესოდ გამოიყურება. მოდის მიმდევარი ადამიანები კი სკანდინავიურ სტილს ანიჭებენ უპირატესობას, რომლის ატმოსფერო ნაცრისფერია. სწორედ ნაცრისფერი ცვლის თეთრს და სახლს მყუდროებას სძენს. 2. ნაცრისფერი მოწყენილობის სიმბოლოა სურათი, რომელიც ნაცრისფერ კედელზეა ჩამოკიდებული, მზის სხივების მოხვედრისას განსაკუთრებულად შთამბეჭდავ ელფერს იძენს. წითელი ბალიშები ნაცრისფერ დივანზე გაცილებით ნათელი ჩანს, ყვითელი ფარდები კი უფრო მკვეთრი. უძველესი დროიდან, ნაცრისფერი სხვა ფერების უკეთ წარმოჩენას წარმატებით ემსახურება, ასეთი ინტერიერი კი მოსაწყენი ვერ გახდება. 3. ნაცრისფერს მარტოსული მამაკაცები ირჩევენ

ეს მითი იმის გამო ჩნდება, რომ მოუწესრიგებლობა ნაცრისფერ ინტერიერში თვალს ნაკლებად გვჭრის, როგორიცაა თუნდაც ყავის ჭიქის კვალი. ნაცრისფერი შესაძლოა ძალიან ქალური, ნაზი იყოს და საძინებლის ინტერიერში ვარდისფერთან და სალათისფერთან ერთად გამოვიყენოთ. 4. ნაცრისფერი ვიზუალურად აპატარავებს ოთახს სინამდვილეში მას შეუძლია ოთახი უფრო „გაადიდოს“. თუ კედლებზე ღია ნაცრისფერ ტონალობას გამოიყენებთ, სივრცე ვიზუალურად გაიზრდება. მუქი კედლების შემთხვევაში კი ამას ნათელი და ეფექტური ავეჯი მოახერხებს. 5. ნაცრისფერი შემოქმედებით განწყობას კლავს ეს აზრი შავისა და თეთრის შერწყმის გამო ჩნდება, თუმცა მესამე ფერის დამატება ამგვარ აზრებს გაფანტავს.

ნოემბერი 2017

63


მულჩირება – ნიადაგის გადაფარვა ბიოლოგიურად აქტიური, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ტყე მასალისგან დამზადებული მულჩით.

ჩვენ მიერ წარმოებული მულჩი - წარმოადგენს დანაფოტებული, შეფერილი (ან შეუფერავი) ხის ფრაქციას, რომლითაც იფარება მიწის მოშიშვლებული ნაწილი. მულჩი წარმოადგენს ორგანულ საკვებს მცენარისთვის. ჩვენ მიერ წარმოებული მულჩი გამდიდრებულია მინერალებით და B ჯგუფის ბაქტერიებით.


მულჩირების შემდგომ, ნიადაგი ნაკლებად განიცდის გარე ზემოქმედებას. მულჩით დაფარული ნიადაგი დაცულია გადარეცხვისგან, გამოფიტვისგან, გადახურებისგან. შესაბამისად, აღარ მიმდინარეობს ეროზიული პროცესები. მულჩირების შემდეგ ნიადაგიდან 40-60%-ით მცირდება წყლის აორთქლება. მულჩირების შემდეგ ნიადაგი ნაკლებად განიცდის გარე ტემპერატურის ცვლილებას. შესაბამისად, დაცულია მცენარის ფესვები გადახურებისგან/ მოყინვისგან. მულჩის ქვედა ფენა ჩადის ნიადაგში და ამდიდრებს მას ორგანული საკვებით. აფერხებს სარეველა მცენარეების აღმოცენება გავრცელების პროცესს. იცავს ნიადაგს წყლისა და ქარისმიერი ეროზიისგან, არის ქარისადმი მდგრადი.

Tel: +995 599 111 234 E-mail: info@geomulch.ge www.geomulch.ge fb.com/geomulch


130 წელი ცნობილი ლე კორბუზიეს დაბადებიდან 2017 წლის 6 ოქტომბერს მსოფლიომ არქიტექტურული მოდერნიზმისა და ფუნქციონალიზმის პიონერის – შარლ ედუარ ჟანერეს, იგივე ლე კორბუზიეს 130 წლის იუბილე აღნიშნა. ლე კორბუზიემ თავისი ცხოვრების 50 წელი სწორედ არქიტექტურას მიუძღვნა და ამ პერიოდის განმავლობაში შექმნა უამრავი შენობა, რომელიც მის სახელს დღემდე უკვდავყოფს. კორბუზიე ძირითადად მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული. სწორედ მის სახელს მიაწერენ სტუდიოს ტიპის სახლების გამოჩენას. შენობების გარდა, ცნობილმა არქიტექტორმა საინტერესო მოსაზრებებიც დაგვიტოვა არქიტექტურასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

66

ნოემბერი 2017


„სივრცე, სინათლე და წესრიგი – ამ სამ აუცილებლობას ისევე ძლიერ საჭიროებენ ადამიანები, როგორც პურის ნაჭერს ან ღამის გასათევს“ „ხელოვანს დანარჩენი ადამიანებისგან განასხვავებს ის, რომ გარკვეულ მომენტში შემოქმედი გრძნობს – ის უფრო მეტია, ვიდრე ადამიანი“ „არქიტექტურა – ეს ფორმების პროფესიული თამაშია, რომელიც ერთ ქმნილებაში ირწყმება და ქმნის დასრულებულ და გასაოცარ ფორმას“ „არქიტექტურა ანაწილებს მასას და მოცულობას, შთაგონების დახმარებით კი, ინერტული ქვა დრამად იქცევა“ „ასჯერ მიფიქრია, რომ ნიუ-იორკი – ეს კატასტროფაა, ორმოცდაათჯერ კი მიფიქრია, რომ ეს მშვენიერი კატასტროფაა“ „სახლი – ეს არის მანქანა ცხოვრებისთვის“ „ურბანიზაცია მომგებიანია! ურბანიზაცია არ არის წამგებიანი. ურბანიზაცია ნიშნავს ადგილიდან შემოსავლის გაზრდას. ურბანიზაცია არ ნიშნავს მიწის გაუფასურებას“ „მე საუბარს ხატვას ვამჯობინებ. ნახატი უფრო სწრაფია და ნაკლებ ადგილსაც ტოვებს ტყუილისთვის“ „გარშემო ყველაფერი გეომეტრიაა“ „ახალგაზრდობა მშვენიერია, თუმცა საშინლად უდარდელი“ ნოემბერი 2017

67


HOME – ჯადოსნური სტილი თქვენს სახლში 20 წელზე მეტია, რაც HOME-ის ქსელი სხვადასხვა ქვეყნიდან საოჯახო პროდუქციის იმპორტს ეწევა. მაღაზიაში სტუმარს ჰოლანდიური, გერმანული, ბერძნული, პოლონური და ახლა უკვე ინდური, თანაც ხელნაკეთი პროდუქცია დახვდება. ადგილზე ყველა ტიპის საოჯახო აქსესუარია წარმოდგენილი. Home-ის ქსელის სამივე ფილიალში, დეკორაციასთან ერთად, ფუნქციური დანიშნულების უამრავ ნივთს აღმოაჩენთ. ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებლის სასიამოვნოდ გაოცებას მუდმივად ახერხებს. სწორედ მრავალფეროვანი პროდუქციის არსებობაა იმის მიზეზიც, რომ წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით, HOME ქსელს კიდევ უფრო აფართოებს და კვლავ პეკინის გამზირზე, ახალი და მეტად სივრცული მაღაზიის გახსნას გეგმავს. მაღაზიაში დიდი ზომის საოჯახო ნივთები განთავსდება: იატაკის სანათი, ხის უნიკალური დიზაინის კომოდები, საუთოო მაგიდები და სხვა. პირსახოცისა და თეთრეულის


ხარისხის ხაზი აქაც შენარჩუნდება და ახალ ფილიალში HOME-ისთვის დამახასიათებელი სტილის მქონე ჩვეულ ნაწარმთან ერთად, ნივთების უახლესი კოლექციაც გამოჩნდება. წლების განმავლობაში უცვლელია კომპანიის დამოკიდებულება. HOME-ში ყველა საერო და საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით, ფასდაკლების აქცია მუდმივად მოქმედებს. ერთგული სტუმრები HOME-ის საახალწლო დეკორაციას კარგად იცნობენ. აქ ჯადოსნური პერიოდი კვლავ მალე დადგება და განუმეორებელი დიზაინის მქონე ხელნაკეთი სათამაშოები, განათება და აქსესუარები, რომლებიც განწყობას ქმნის, ქსელში ისევ გაჩნდება. საახალწლო ბურთების დეკორაციის შესაქმნელად, თითო დეტალზე ინდოეთში ერთი ადამიანი მუშაობს, ხელით ქმნიან პროდუქტს, რომელიც HOME-ის მაღაზიის თაროებს ამშვენებს და საქართველოში ეს მათი გამოფენის ერთადერთ ადგილს წარმოადგენს. მომხმარებლის ყველა ინტერესის გათვალისწინებით, გამორჩეული სტილითა და ლოიალური ფასებით, HOME ორ ათეულ წელზე მეტია ბაზარზე არსებობს. პეკინის ფილიალის გარდა, კომპანია ზღვისპირა ქალაქსაც გააფორმებს – მაღაზია მალე ბათუმშიც გაიხსნება.

პეკინის გამზ. 31 - ტელ: 551 16 77 03 პეკინის გამზ. 33 – ტელ: 551 16 77 09 ს/ც პასაჟი, მაღაზია 114ა - ტელ: 551 16 77 08 ს/ც პასაჟი, მაღაზია 84-85-86 - ტელ: 551 16 77 80 ბათუმი, გორგილაძის 63- ტელ: 551 16 77 05 facebook - LTD HOME ფოტოები: „ლიგსტუდიო“


უკან, მომავალში შვიდი ბრენდი, რომელიც სამზარეულოს თანამედროვე ტექნიკას რეტრო-სტილში აწარმოებს

70

ნოემბერი 2017


თანამედროვე სამყაროში დიზაინის ტრენდები სახლის ინტერიერში თითქმის იმავე სიხშირით იცვლება, როგორც ტანსაცმლის ინდუსტრიაში. ის, რაც გუშინ აქტუალურად გვეჩვენებოდა, რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა ძალიან მოძველებულად მივიჩნიოთ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წარსულში მოდური ტექნიკა დღეს ისევ გამართულად მუშაობს, მაგრამ თანამედროვე სტილის სტანდარტს ვეღარ აკმაყოფილებს. თუმცა არსებობს სტილი, რომელიც არასოდეს ბერდება – გასული საუკუნის შუა ათწლეულების, იგივე რეტრო-სტილი. წარმოგიდგენთ თანამედროვე კომპანიებს, რომლებიც 1950-1960-იანი წლების დიზაინით უშვებენ თავიანთ ნაწარმს.

ნოემბერი 2017

71


GORENJE კომპანია GORENJE-მ რეტრომაცივარი ნოსტალგიური დიზაინით – ლეგენდარულ მიკროავტობუს Volkswagen Bulli-ის სტილის მიხედვით შექმნა. ვინტაჟური სტილის მიღმა სუპერთანამედროვე ტექნოლოგიით აწყობილი მაცივარი იმალება – IonGeneration პლატფორმის მეშვეობით, მაცივარი პროდუქტს ჩვეულებრივზე დიდხანს არ აძლევს დაძველების საშუალებას.

SMEG ცნობილ რეტრო-მაცივრებთან, მიკროტალღურ ღუმელებთან და ჭურჭლის სარეცხ მანქანებთან ერთად, კომპანია SMEG მცირე ზომის ტექნიკასაც უშვებს, სახელწოდებით „1950-იანების სტილი“. ამ მიმართულებით, ბრენდი სამზარეულოსთვის საჭირო ყველა სახის ტექნიკას – ბლენდერებს, წვენსაწურებს, ტოსტერებს, ჩაიდნებს და სახლისთვის საჭირო სხვა უამრავ ნივთს აწარმოებს. დროდადრო კოლექცია სხვადასხვა დამატებითი დეტალებით ივსება, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის რეტროს მოყვარულებისთვის.

72

ნოემბერი 2017


DUALIT ბრიტანულ კომპანია Dualit-ის მიერ წარმოებული ტოსტერების საშუალებით, თქვენ ერთდროულად პურის რამდენიმე ნაჭრის გაცხელებას შეძლებთ. მრავალფეროვანი ფერთა გამა პროდუქტს კიდევ უფრო ლამაზსა და მიმზიდველს ხდის.

BUGATTI CASA ისევე, როგორც Bugatti-ის სუპერმანქანა ტრასაზე, Casa Bugatti-ის სამზარეულოს ტექნიკაც გასაოცარი დახვეწილობითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა. წარმატების საიდუმლო რეტროსტილის ინდუსტრიული ელფერი და ექსკლუზიური დიზაინია. ბრენდის კოლექციაში შესაძლოა ნახოთ როგორც ლაქის ზედაპირის მქონე ტრადიციული მოდელები, ასევე ტყავით გაფორმებული და მოოქროვილი ტექნიკა.

KITCHENAID კომპანია 1919 წელს დაარსდა, რათა შეექმნა სტაციონარული მიქსერი. 1930 წელს დიზაინერმა ეჰმონტ არენსმა გამოუშვა მიქსერი, სახელწოდებით К. სწორედ ეს მოდელი იქცა კომპანიის სავიზიტო ბარათად და მისი დიზაინი დღემდე თითქმის არ შეცვლილა. კომპანიამ 1949 წელს ჭურჭლის სარეცხი მანქანა შექმნა. ნოემბერი 2017

73


AGA რკინის ღუმელი, გამომგონებელი კომპანია AGA-ს შვედმა გამომგონებელმა, ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა გუსტავ დალენმა დააარსა. გუსტავმა ღუმელი საკუთარი მეუღლისთვის შრომის შემსუბუქების მიზნით შექმნა. დალენი რადიალური სითბოს დინებაზე მუშაობდა და გამოიგონა ტექნოლოგია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე სტაბილურად ინარჩუნებს მაღალ ტემპერატურას.

OFFDICINE GULLO Officine Gullo-ს მიერ წარმოებული სამზარეულოს „კუნძულები“ შექმნილია Ocean Blue-ს ფერი ფოლადის ფურცლებისგან. მოდელი გაფორმებულია გაპრიალებული სპილენძის სახელურებით, რომელიც ერთდროულად დეკორატიული და ყოველდღიურად გამოსადეგია. სამუშაო ზონა 6 განსხვავებულ სანთურს აერთიანებს, საიდანაც მაქსიმალური სანთურის სიძლიერე 7,5 კვტ-ია. ღუმელი ასევე შექმნილია იტალიური პროფესიული პასტის მოსამზადებლად. 74

ნოემბერი 2017


?$ U/ .4 + - . . ,

European Chairs Salon

www.ton.ge

+ .: 4 4 2 . 5.14/16 % : 2 23 23 74 ( 5. : 2 22 41 23 www.ton.ge


DECOR

BOOK


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.