OK! Travel Book - issue 43

Page 1

თებერვალი 2018

ერთი სიმით მთელ მსოფლიოში და უფასო ზარებით როუმინგში



სარჩევი

CAPTAIN PLUS – პლუსი მოგზაურობაში

10

WINE PALACE HOTEL – ქართული სტუმართმოყვარეობის გმირი

10 საუკეთესო საჩუქარი მოგზაურებისთვის

8 Wine Palace 4-ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც თბილისის ცენტრში, მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ 3 წუთის სავალზე მდებარეობს. ამ ადგილის მთავარი ღირებულება ქართული ღვინო და საოცარი სტუმართმოყვარეობაა.

ტურისტული კომპანია Captain plus ბაზარზე არსებობის 25 წელზე მეტს ითვლის, რომელიც საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ტურისტების კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს. Captain plus-ისთვის მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულება და მარშრუტის დაგეგმვა მარტივი ამოცანაა, რადგან ხანგრძლივი გამოცდილებით, კომპანიაში დაუვიწყარი მოგზაურობისთვის საჭირო ყველა ნიუანსს კარგად იცნობენ. Captain plus-ში გუნდის წევრებს სხვადასხვა ქვეყნის ინფოტურებშიც სწორედ ამ მიზეზით გზავნიან – იქ ისინი კომპანიის ახლო პარტნიორებსაც პირადად ეცნობიან. უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, Captain plus-ი მრავალ უპირატესობას ფლობს. ხშირია აქციებიც, რომელიც შესაძლოა ტურის პაკეტის შეძენისას ფასდაკლებას

გამგზავრებამდე გარკვეული

გულისხმობდეს, ან პირიქით – როცა ფრენამდე მხოლოდ 1 კვირა რჩება, კონკრეტული სააქციო ფასი მოქმედებდეს. Captain plus-ის მთავარი ძალა მათი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობაა, რაც თითოეული მგზავრის მოგზაურობისას მათ მიმართ სრულ მხარდაჭერას ნიშნავს. ისინი საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაღრმავებასაც გვერდით უდგანან. დგანან. სწორედ ამას ემსახურებოდა გასულ წელსს განხორციელებული პროექტი „ქართული დღეები“, ი“, რომელიც ანტალიაში, ერთ-ერთ საუკეთესო ეთესო სასტუმროში შედგა. „სუხიშვილები“, ცნობილი ბილი ქართველი მომღერლები და შეფმზარეული ული ბელექში სხვა ტურისტებს საქართველოს აცნობდნენ. როგორც ვსი ტური ახლო კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი მომავალშიც იგეგმება.

4

ინტერიერის მოწყობაზე ქართველმა მხატვრებმა იზრუნეს და შესვლისთანავე ყურადღებას სწორედ მათი ნახატები მიიქცევს. აღსანიშნავია, რომ აქ დეკორიც კი ღვინის ელემენტებს წარმოაჩენს. სასტუმროს მფლობელის მიზანია, სტუმრებმა Wine Palace-ში მოხვედრისას ქართული ღვინისა და სამზარეულოს კულტურის მრავალფეროვნება იგრძნონ, მაგრამ სასტუმრო ბევრი სხვა მიზეზითაცაა უჩვეულო: აქ მაღალი ხარისხის მომსახურება, სპეციალური შემოთავაზებები, ღვინის უფასო დეგუსტაცია და მფლობელისგან საჩუქრები დაგხვდებათ. Wine Palace-ის 7 სართულზე 33 ოთახია განთავსებული. მათ უმრავლესობას აქვს აივანი, რომელიც ქალაქზე გამოირჩევა. ოთახები

აღჭურვილია უფასო WiFi-ით, სატელიტური ტელევიზიით, ტელეფონით (საერთაშორისო ზარების გასახორციელებლად) და სეიფით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა! ღვინის დეგუსტაცია სასტუმროს მიწისქვეშა სართულზეა, სადაც ღვინის მრავალფეროვანი სახეობებით, ყველით და გამომცხვარი პურით გაგიმასპინძლდებიან. ეს არის დაუვიწყარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დააკვირდეთ ქართული ღვინისა და ჭაჭის დამზადებას, პურის თონეში გამოცხობას და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი ყველის სახეობებს. ღვინის ტურის ბოლოს, სტუმრებს სასტუმროსგან წითელი ან თეთრი ღვინის ბოთლი გადაეცემათ საჩუქრად. დამსვენებლებს ღია ცის ქვეშ ტურებსაც სთავაზობენ. გამოცდილი გუნდი ინდივიდუალურ მოგზაურობებს დაგიგეგმავთ, რათა ღვინის მოგზაურობა კახეთის რეგიონში, ქართული ღვინის აკვანში განაგრძოთ.

არაჩვეულებრივი ხედით

პერიოდით ადრე

ზვიგენები, 20 რომლებიც ჯერ არასოდეს გინახავთ

18

ტურისტ ტურისტული, ტური სტულ ული ი რომელსაც არ სძინავს

5 საუკეთესო ინდური ბაზარი რაიმე გემრიელის, სასიამოვნო არომატის და საღებავების ძიებაში ინდოეთისკენ გაეშურეთ და ეს ბრწყინვალე ბაზრობები მოინახულეთ

28

5 სა აუკ კეთ თეს ესო სო ს სა ასტ სტუმ უმრო უმ რო

შუქურაზე 24 თებერვალი 2018

1


ტაილანდის 5 ყველაზე

ლამაზი სანაპირო შესაძლოა გახსოვთ ფილმი THE BEACH ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით. „პლაჟი“, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავი ახალგაზრდობისას გადაიღეს, ერთადერთი ლამაზი სანაპირო ზოლი არაა ტაილანდში.

34

40 პასტორალური სოფლები და საერთაშორისო ქსელის სასტუმროები მოსდევს. გოა ადგილია, სადაც მზის ჩასვლისას ოკეანეში უნდა იცურაო, მთელი ღამე იცეკვო, ხოლო გამთენიისას კვლავ წყალში ჩახვიდე. რესტორანი Boom Shankar საუკეთესო ადგილია მსოფლიოში – იმისთვის, რომ მზის ჩასვლით დატკბე. კაფე Casa Bela-ში არაჩვეულებრივ ჩაის მოგიმზადებენ ვარდის ფურცლებით, რესტორან Nostalgia-ში კი ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. სამხრეთ გოაზე ღირსეული ატმოსფერო სუფევს: მძღოლები ზრდილობიანები არიან, მცხოვრებლები მშვიდად აგიხსნიან გზას, არავის შეჰყავხართ ძალით მაღაზიაში და არავინ გაკისრებთ გადასახადს. აქ ბევრი სასახლეა, რომელიც ლეგენდარულ გვარს ატარებს: ფერნანდესი, ფიგეირედო, მენეზეს-ბრაგანზა-ფერეირა. ფერნანდესის სამფლობელო განსაკუთრებით მოგხიბლავთ: მის არქიტექტურაში წარმატებითაა შერწყმული ინდური და პორტუგალიური მოტივები. ციხე-დარბაზის მონახულებისას აუცილებლად ითხოვეთ მიწისქვეშა გვირაბის დათვალიერება, რომელიც გარედან არ ჩანს. მენეზეს-ბრაგანზა-ფერეირას სახლი კი საკმაოდ გრძელია: ფასადზე 24 ფანჯარას შენიშნავთ, ხოლო შიგნით უამრავი წიგნით

საუკეთესო ბრაუნ-ბარები ამსტერდამში

10 შთამაგონებელი ფილმი მოგზაურობაზე ფილმებს მოგზაურობის შესახებ – ჟანრული მრავალფეროვნებით, სიუჟეტებითა და ისტორიით – ერთი რამ აერთიანებთ: ბადებენ სურვილს, რომ სასწრაფოდ შევიძინოთ ბილეთები, გავამზადოთ ბარგი და სადმე გავემგზავროთ. მთავარია, ვიგრძნოთ თავისუფლებისა და თავგადასავლებისკენ სწრაფვა.

54

48 გოას სამხრეთით: ისტორიული ადგილი დიდებული სანაპიროებით გოას ჩრდილოეთი მხარე ყველასთვისაა ცნობილი, სამხრეთი ნაწილი კი უფრო მეტად საიდუმლოებითაა მოცული. ეს კარგიცაა: სანაპიროებზე ბევრ ხალხს ვერ ნახავთ, ხოლო უძველესი განძი ხელშეუხებელი რჩება.

სამხრეთ გოას გაცნობას მოგზაურები აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში ახერხებენ: სამრეწველო პეიზაჟებს ბრინჯის პლანტაციები ცვლის, შემდეგ ოქროსფერი ფხვიერი მიწა, ადგილობრივი კათოლიკე მცხოვრებლების

ყველაზე მოდური და ახალი ადგილები კოპენჰაგენში რესტორნები, ბისტრო და ვინილის ბარები, დიზაინერული მაღაზიები და სხვა მნიშვნელოვანი მისამართები გურმანებისა და სკანდინავიური დიზაინის მოყვარულთათვის რამდენიმე წლის წინ, კოპენჰაგენი სამზარეულოს ხელოვნების კუთხით, მსოფლიოს დედაქალაქი გახდა და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს. მხოლოდ გასულ ზაფხულს, აქ საინტერესო თავშეყრის 10 სივრცე გაიხსნა. მათ უმრავლესობას ლეგენდარული მზარეულის – რენე რედზეპის მოსწავლეები მართავენ. ტრადიციული თუ არატრადიციული კერძების ღირებულება აქ მაღალი ნამდვილად არაა. ამასთან, კომფორტული ატმოსფეროთიც დატკბებით. ყველაზე მეტად ცხოვრება Jagersborggade-ის ქუჩაზე ჩქეფს. რაიონში ყველაფერია, რაც კი შაბათ-კვირისთვის გჭირდება: საკონდიტროები, სასადილოები და ბარები. ახალგაზრდა დანიელი დიზაინერებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან – მათ დიზაინ მსუბუქ წარმოსახვაში სკანდინავიური სტილი სიცოცხლით წარმოსახ სავსე და ნათელი ხდება.

62 2

თებერვალი 2018

66

არტგიდი მილანში ლომბარდიის დედაქალაქი შოპინგის მოყვარულებს იზიდავთ, და არც ისე უსაფუძვლოდ: მილანში ხელოვნებისა და დიზაინის შესახებ ყველაფერი იციან. წარმოგიდგენთ გიდს ყველაზე აქტუალურ ფოტოგამოფენებზე, კულტურის ცენტრებსა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში.


უფასო როუმინგი

მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში მოგზაურობისას

Messenger

Viber

WhatsApp

უპრეცედენტო სიახლე GLOBAL CHAT SIM

სიმ-ბარათი უფასო და ულიმიტო ჩატით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობისას უფასო შემომავალი ზარები 24 საათიანი უფასო სატელეფონო დახმარება მთელ მსოფლიოში ყველაზე იაფი ინტერნეტ-პაკეტები უფასო შემომავალი SMS-ები

1 სიმით მთელ მსოფლიოში!

www.globalcell.ge +995322 420 200; 110 007


CAPTAIN PLUS პლუსი მოგზაურობაში

ტურისტული კომპანია Captain plus ბაზარზე არსებობის 25 წელზე მეტს ითვლის, რომელიც საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ტურისტების კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს.

ტურის პაკეტის შეძენისას ფასდაკლებას გულისხმობდეს, ან პირიქით – როცა ფრენამდე მხოლოდ 1 კვირა რჩება, კონკრეტული სააქციო ფასი მოქმედებდეს.

Captain plus-ისთვის მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულება და მარშრუტის დაგეგმვა მარტივი ამოცანაა, რადგან ხანგრძლივი გამოცდილებით, კომპანიაში დაუვიწყარი მოგზაურობისთვის საჭირო ყველა ნიუანსს კარგად იცნობენ. Captain plus-ში გუნდის წევრებს სხვადასხვა ქვეყნის ინფოტურებშიც სწორედ ამ მიზეზით გზავნიან – იქ ისინი კომპანიის ახლო პარტნიორებსაც პირადად ეცნობიან. უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, Captain plus-ი მრავალ უპირატესობას ფლობს.

Captain plus-ის მთავარი ძალა მათი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობაა, რაც თითოეული მგზავრის მოგზაურობისას მათ მიმართ სრულ მხარდაჭერას ნიშნავს. ისინი საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაღრმავებასაც გვერდით უდგანან. სწორედ ამას ემსახურებოდა გასულ წელს განხორციელებული პროექტი „ქართული დღეები“, რომელიც ანტალიაში, ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში შედგა. „სუხიშვილები“, ცნობილი ქართველი მომღერლები და შეფმზარეული ბელექში სხვა ტურისტებს საქართველოს აცნობდნენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი ტური ახლო მომავალშიც იგეგმება.

ხშირია აქციებიც, რომელიც შესაძლოა გამგზავრებამდე გარკვეული პერიოდით ადრე 4

თებერვალი 2018


Captain plus-ის ექსკლუზივი კრუიზები სხვადასხვა მიმართულებით, ყველა ზღვაში მოგზაურობას 7 ღამის განმავლობაში გპირდებათ.

ყველა საპორტო ქალაქს მსგავსი კრუიზის გემის მიღების შესაძლებლობა აქვს, რაც სამოგზაურო ლოკაციას ამრავალფეროვნებს.

ყველაზე პოპულარული მარშრუტი ხმელთაშუა და კარიბის ზღვებია, სადაც ტურისტი 15-18-სართულიანი გემით მოგზაურობს. გემი 5000 ადამიანზეა გათვლილი. საინტერესო თავგადასავლის გარდა, საცხოვრებლის ხარისხიც აღსანიშნავია, რადგან გემი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მსგავსია და Captain plus სრულ მომსახურებას გთავაზობთ. გემზე 15-20 ბარია, თუმცა სამჯერადი კვება ტურის პაკეტითაა გათვალისწინებული. აქ ასევე უამრავი გასართობია: ანიმატორები, ამფითეატრის შოუები, ყოველ საღამოს დაგეგმილი სხვადასხვა LIVE-პროგრამა და რაღა თქმა უნდა, დაუვიწყარი ექსკურსიები.

კარიბის ზღვაში მოგზაურობის შემთხვევაში, გასვლის პორტი, სურვილის მიხედვით, მაიამი ან ჰავანაა, რასაც უამრავი პლუსი აქვს. მაგალითად, ჰავანაში სასტუმროების ხარისხი დაბალია, ან კარგი საცხოვრებლის შემთხვევაში, მომატებული ფასები პრობლემას წარმოადგენს. კრუიზით მოგზაურობისას კი, გემი პორტში დგას, 3 დღის განმავლობაში მოგზაური ჰავანაში ცხოვრობს და მინიმალური ხარჯით სრულ უპირატესობას ფლობს. Captain plus-ის კრუიზი ზღვაში გადახდენილი საუკეთესო თავგადასავალია, რომელიც ხმელეთზე გადმოსულს მუდმივად უტოვებს საუკეთესო მოგონებას.

თებერვალი 2018

5


მახასიათებელია, სადაც ქართველების ტურისტულ ჯგუფს რომელიღაც საინტერესო ცნობილი ადამიანი მიჰყვება, რომელიც კონკრეტულ ქვეყანას კარგად იცნობს. ამჯერად, 1 კვირის განმავლობაში დათოსთან ერთად პორტუგალიაში მოგზაურობაა დაგეგმილი. 11 აპრილს ლისაბონში ჩაფრენით, ახალი თავგადასავალი იწყება, რომლის ფარგლებში ევროპის კონტინენტის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს – end of the earth-ს იხილავთ, მოინახულებთ ალკობასა და ბატალიას მონასტრებს, შედგება ღვინის დეგუსტაცია და შეძლებთ ისტორიული ქალაქების დათვალიერებას.

ესპანეთში Captain plus-ის ტურით მოგზაურობა რომ კარგი მოგონება აღმოჩნდა, ამ მიზეზით მორიგი ტური პორტუგალიაშიც დაიგეგმა, რომლის თანამგზავრი კვლავ მწერალი დათო ტურაშვილია. შემეცნებითი ტურები Captain plus-ის კიდევ ერთი

6

თებერვალი 2018

Captain plus-ის მიერ დაგეგმილი ტური მუდმივად ოპტიმალურად ფუნქციური, შემეცნებითი და გასართობია, სადაც თქვენთვის თავისუფალი დროის არსებობაცაა გათვალისწინებული. კომპანია მას არა მხოლოდ სწორად შედგენილი განრიგით ზოგავს, არამედ ზუსტად იცის, სად შეძლებთ საუკეთესო ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას (რაც ტურში ჩანიშნულია) ან განსაზღვრულ დროში როგორ მიიღებთ სრულ სურათს სამოგზაურო ქვეყნის კულტურიდან.


ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ევროპის ქვეყნები ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და ამავდროულად ხელმისაწვდომი დარჩა. ევროტურის დასაგეგმად, Captain plus-ს ბევრი სტუმრობს, თუმცა კვლავაც აქტუალური რჩება ეგზოტიკური მიმართულებები.

ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჩიანგ მაი ის ეგზოტიკაა, სადაც სანახავი ბევრია. მანათობლების ფესტივალიც ჯადოსნურობით გაგაკვირვებთ, Captain plus კი ყველა თავგადასავლით უშფოთველად ტკბობის საშუალებას მოგცემთ.

მაგალითად, სამხრეთაზიური სამეფო ტაილანდი, სადაც ფუკეტი გამორჩეულად პოპულარული ლოკაციაა; ასევე კუნძული ფი ფი, რომელსაც ტაილანდის ტურის პაკეტის შეძენისას ხშირად ირჩევენ საცხოვრებელ ლოკაციად. მნიშვნელოვანი და მიმზიდველი საზღვაო კურორტია პატაია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მეთევზეების მცირე სოფელი იყო, ახლა კი მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ კურორტად მიიჩნევა და აზიურ რივიერასაც უწოდებენ. ჩიანგ მაი საკმაოდ თანამედროვე ქალაქია, რომელსაც ტრადიციული ტაილანდური შარმი აქვს შენარჩუნებული. თანამედროვე შენობებს შორის ძველებურ ბაზრობებსაც წააწყდებით. აქვე ცხოვრობენ ეგზოტიკური ტომები, მათ შორის – მსოფლიოში კარგად ცნობილი პადუანგის ტომის ქალები, რომლებიც კისერზე წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით რგოლებს ატარებენ. თებერვალი 2018

7


WINE PALACE HOTEL – ქართული სტუმართმოყვარეობის გმირი

Wine Palace 4-ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც თბილისის ცენტრში, მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ 3 წუთის სავალზე მდებარეობს. ამ ადგილის მთავარი ღირებულება ქართული ღვინო და საოცარი სტუმართმოყვარეობაა. ინტერიერის მოწყობაზე ქართველმა მხატვრებმა იზრუნეს და შესვლისთანავე ყურადღებას სწორედ მათი ნახატები მიიქცევს. აღსანიშნავია, რომ აქ დეკორიც კი ღვინის ელემენტებს წარმოაჩენს. სასტუმროს მფლობელის მიზანია, სტუმრებმა Wine Palace-ში მოხვედრისას ქართული ღვინისა და სამზარეულოს კულტურის მრავალფეროვნება იგრძნონ, მაგრამ სასტუმრო ბევრი სხვა მიზეზითაცაა უჩვეულო: აქ მაღალი ხარისხის მომსახურება, სპეციალური შემოთავაზებები, ღვინის უფასო დეგუსტაცია და მფლობელისგან საჩუქრები დაგხვდებათ. Wine Palace-ის 7 სართულზე 33 ოთახია განთავსებული. მათ უმრავლესობას აქვს აივანი, რომელიც ქალაქზე არაჩვეულებრივი ხედით

გამოირჩევა. ოთახები აღჭურვილია უფასო WiFi-ით, სატელიტური ტელევიზიით, ტელეფონით (საერთაშორისო ზარების გასახორციელებლად) და სეიფით. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა! ღვინის დეგუსტაცია სასტუმროს მიწისქვეშა სართულზეა, სადაც ღვინის მრავალფეროვანი სახეობებით, ყველით და გამომცხვარი პურით გაგიმასპინძლდებიან. ეს არის დაუვიწყარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დააკვირდეთ ქართული ღვინისა და ჭაჭის დამზადებას, პურის თონეში გამოცხობას და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი ყველის სახეობებს. ღვინის ტურის ბოლოს, სტუმრებს სასტუმროსგან წითელი ან თეთრი ღვინის ბოთლი გადაეცემათ საჩუქრად. დამსვენებლებს ღია ცის ქვეშ ტურებსაც სთავაზობენ. გამოცდილი გუნდი ინდივიდუალურ მოგზაურობებს დაგიგეგმავთ, რათა ღვინის მოგზაურობა კახეთის რეგიონში, ქართული ღვინის აკვანში განაგრძოთ.


Address: 31, B. Kvernadze Str. Tbilisi TEL: +995 322 33 88 08, +995 555 35 55 55, +995 577 75 55 55 www.winepalace.ge Email: info@winepalace.ge Facebook: #HotelWinePalace


10

თებერვალი 2018


თებერვალი 2018

11


მინიპრინტერი ტელეფონისთვის POLAROID ZIP MOBILE PHOTO PRINTER ვის ვაჩუქოთ: ღირსშესანიშნაობებთან სელფის გადაღების მოყვარულებს. მილიონი ფოტოს გადაღების მოყვარულებს ახლა უკვე შეუძლიათ სურათები ტელეფონიდან გადაღებისთანავე დაბეჭდონ. პატარა და მოხერხებული მოწყობილობის მეშვეობით, მოგზაურობიდან საყვარელ ადამიანებს რეგულარულად გაუგზავნით ფოტოებს. მინიპრინტერი წვეულებაზეც გაამხიარულებს დამსწრე სტუმრებს.

ჰამაკი KAMMOK ROO HAMMOCK ვის ვაჩუქოთ: მათ, ვინც კარვებით მოგზაურობს. ჰამაკის ჩუქებით ნამდვილ მოგზაურ-რომანტიკოსს გაახარებთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ სიმდიდრეს ორ ხეს შორის დაძინებას ამჯობინებენ.

12

თებერვალი 2018


სნოუბორდი ARBOR SWOON ROCKER SNOWBOARD ვის ვაჩუქოთ: მათ, ვინც სათხილამურო სეზონის გახსნამდე დღეებს ითვლის. Arbor ხარისხიან დიზაინერულ დაფებს ამზადებს, რომლებიც ხელითაა შესრულებული და ბამბუკისგან მზადდება. რაც უნდა დაგეგმოთ – ალპები თუ კავკასიონი, ეს სნოუბორდი ვარსკვლავად გაქცევთ და მთებს დაგაპყრობინებთ.

ფრჩხილის მოვლის საშუალებების შეკვრა CZECH & SPEAKE AIR SAFE TRAVEL MANICURE SET ვის ვაჩუქოთ: მეგობარს, რომელიც მოგზაურობისას ნერვიულობს ან ფრჩხილების მოვლის გარეშე დღეც ვერ ძლებს. მას, ვინც თვითმფრინავში ასატანი ნივთების შეზღუდვის გამო ფრჩხილის ლაქს შინ ტოვებს, ამ შეკვრით ნამდვილად გაახარებთ. ბრიტანული კომპანია საუკეთესო ვარიანტს გვთავაზობს. თებერვალი 2018

13


ქურთუკი L.L. BEAN ULTRALIGHT 850 DOWN ULTRA HOO HOODED JACKET ვის ვაჩუქოთ: საუკეთესო ო მეგ მეგობარს, რომელიც ჩრდილოეთის ჩრ ქვეყნებს იკვლევს. იკ მ ბ მსუბუქი, თუმცა საოცრად თბილი – ამმ ყ ყველაფერს კომპაქტურობა ემატება. დიდი ზომის ქ ქურთუკი დაკეცვისას მცირე ზომის ჩანთის ფორმას იღებს. არაჩვეულებრივი საჩუქარია ზამთრის არდადეგებისთვის.

ჰალსტუხის შესანახი BROOKS BROTHERS TIE CASE SE ლს. ვის ვაჩუქოთ: დიპლომატს, ბიზნესმენს, მასწავლებელს. ჰალსტუხის არჩევა არც ისე მარტივია – საჭიროა სასურველი ადამიანის პერანგის ტონალობები ვიცოდეთ. თ. საქმიანი ადამიანისთვის, რომელიც შეხვედრაზე, ლექციაზე ან მოლაპარაკებაზე მიემგზავრება, ჰალსტუხის ის შესანახი ძალიან გამოსადეგი საჩუქარია.

რუკა SCRATCH-OFF WORLD TRAVEL MAP ვის ვაჩუქოთ: მათ, ვინც ბევრი ადგილის მონახულებას გეგმავს. ამ რუკების ღირებულება 36 დოლარია და მასზე ყველა იმ ადგილის გამოჩენა შეგიძლიათ, რომელსაც ესტუმრებით.

14

თებერვალი 2018


ფოტოაპარატი POLAROID SNAP ვის ვაჩუქოთ: მშობლებს, რომლებიც მეგობრებთან ერთად მიემგზავრებიან. ეს ფოტოაპარატი საუკეთესო საჩუქარია მათთვის, ვისაც სამოგზაუროდ ყველაფერი აქვს. მისი მეშვეობით, მზა ფოტოს წუთში მიიღებთ.

სანთლები FORNASETTI SCIMMIE LIDDED CANDLE ვის ვაჩუქოთ: მათ, ვინც მოგზაურობაში ყველაზე მეტად კომფორტს აფასებს. სანთლები ქონდრის, ლავანდას და კედრის სურნელით. გარდა ამისა, ყუთებს სახალისო გამოსახულებები აქვს.

თებერვალი 2018

15


ზურგჩანთა TIMBUK2 FEMME SATCHEL BACKPACK ვის ვაჩუქოთ: მოდის მიმდევარს, რომელსაც ზურგჩანთითაც კი სურს ელეგანტური და ქალური დარჩეს. ზურგჩანთატრანსფორმერი შესაძლებელია ზურგზეც მოიგდოთ და ხელითაც ატაროთ. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც სპორტული სტილი არ ხიბლავს, თუმცა კომფორტს აფასებს.

16

თებერვალი 2018


თებერვალი 2018

17


ტურისტული, რომელსაც არ სძინავს


„ბოდიალა თრეველი“ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით ორიგინალურ და საინტერესო საგზურებს სთავაზობს. სტანდარტული საგზურების გარდა, კომპანიის შეთავაზებები მოიცავს ნიშნობების, ქორწილების, დაბადების დღეების, კონფერენციებისა და სხვადასხვა ივენთის მოწყობას ევროპისა და აზიის მასშტაბით. მნიშვნელოვანი ამბავია ისიც, რომ „ბოდიალა თრეველი“ გახდა ფრანგულ ტუროპერატორ ALL4GO-ს წარმომადგენელი საქართველოში და მათ პროდუქტს უკვე სთავაზობს ქართულ ბაზარზე არსებულ ტურისტულ კომპანიებს. შეიძინეთ საგზური „ბოდიალა თრეველში“ და საჩუქრად გადმოგეცემათ BODIALA BONUS CARD! გადაიღეთ ფოტოები მოგზაურობის პერიოდში ბონუს-ბარათთან ერთად, დააგროვეთ ქულები და გადაცვალეთ საჩუქრებში.

ბაქოს ქუჩა 6, თბილისი www.bodiala.ge info@bodiala.ge +995 555 152 152


ზვიგენები, რომლებიც ჯერ არასოდეს გინახავთ

20

თებერვალი 2018


თებერვალი 2018

21


22

თებერვალი 2018


ხანდახან უმჯობესია უყურო, ვიდრე გაიმეორო. ჰოლივუდის ფოტოგრაფი მაიკლ მიულერი ფოტოებს ზვიგენებს გისოსებში მოთავსების გარეშე უღებს. მის პირველ ალბომში გამოქვეყნებული სურათები სუნთქვისშემკვრელი და თვალწარმტაცია. მაიკლ მიულერი ისეთი ვარსკვლავების გადაღებით გახდა ცნობილი, როგორებიც ევა მენდესი და მაიკ ტაისონი არიან. თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იგი ფოტოებს ზვიგენებსაც უღებდა. 10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მაიკლი ამ საშიში ჰობითაა დაკავებული, ახლა კი საკუთარი ნამუშევრების შესაჯერებლად ალბომი Sharks გამოსცა. „გამოცდილი მყვინთავი ვიყავი, როცა წყლის ქვეშ ოლიმპიელი მოცურავეების გადაღება შემომთავაზეს. მაშინ დავფიქრდი, რომ კარგი იქნებოდა თუ ზუსტად ასეთივე სახით ზვიგენებს გადავუღებდი. ჰოლივუდში მსგავს რამეს არ ვიყავი მიჩვეული. ამბობენ, რომ შეშლილი ვარ, რადგანაც მათ გისოსების გარეშე ვხვდები, თუმცა მუდამ მზადყოფნაში ვარ. „ლიმონის ზვიგენებს“ ფოტოები ბაჰამის კუნძულებზე გადავუღე. გადაღების პროცესში ერთ-ერთი ზვიგენი მომიახლოვდა და მას ცხვირში დავარტყი. მაშინ ცხოველი ჩემს უკან მოექცა და პირი გააღო. შესაბამისად, დარტყმა კიდევ ერთხელ მომიწია“.

ფოტო: მაიკლ მიულერის ალბომიდან

თებერვალი 2018

23


24

თებერვალი 2018


განმარტოება, სიმშვიდე, სიჩუმე და საუკეთესო ხედები ოკეანეზე ზაფხულის სეზონზე სანაპიროს სახლები ბევრი ტურისტისთვისაა საუკეთესო ადგილი დასასვენებლად: აქ შეგიძლია მოწყდე სამყაროს და ახლობელ ადამიანებთან ერთად მშვიდი დასვენება მოიწყო. ერთ-ერთი ვარიანტი შუქურაზე ნომრის აღებაა, რომელიც ცნობილ პორტალ AIRBNB-ზეც შეგვიძლია. თებერვალი 2018

25


KORKYRA ხორვატია 518$-ად არა მხოლოდ 4-საძინებლიან შუქურას, არამედ მთელ კუნძულს იქირავებთ, რომელზეც ის დგას. შუქურა 8 ადამიანზეა გათვლილი და დამსვენებლებს აუზი, ბარბექიუს მოსამზადებელი მოწყობილობები და პირადი მოსამსახურე დახვდებათ.

SUGARLOAF POINT LIGHTHOUSE ავსტრალია ეს შუქურა პატარა სანაპირო ქალაქში, სიდნეიდან 285 კილომეტრში მდებარეობს. კოშკი არქიტექტორმა ჯეიმს ბარნეტმა 1873 წელს ააგო. 2006 წელს ფინალური რესტავრაციის შემდეგ, მისი გაქირავება ღამეში 290$-ად დაიწყეს. აქ განთავსება 6 ადამიანს შეუძლია და შუქურის დაქირავება მინიმუმ სამი ღამით უნდა მოხდეს. ამ სანაპირო ქალაქის არემარე ყველას უდაოდ მოხიბლავს. 26

თებერვალი 2018


HVAR ხორვატია სამი მხრიდან ზღვით გარშემორტყმული შუქურა XIX საუკუნეში ააშენეს და ბუნების პეიზაჟების მოყვარული ადამიანებისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს. ლავანდას მსუბუქი სურნელი და კლიმატი ხორვატიის კუნძულის მთავარი ღირსებებია. აქ ოთხოთახიან სახლში დასვენება გელით, თანამედროვე სამზარეულოთი და მდიდრული მისაღებით. ღამის ფასი 334$-ია.

ქალაქი MEDULIN, ხორვატია შუქურა Beach front lighthouse Marlera 1875 წელს ააგეს. 2012 წელს გაარემონტეს და დამსვენებლებისთვის გახსნეს. შუქურაში 4 საძინებელი, ღია სამზარეულო და ორი აბაზანაა. 8 ადამიანს აქ ღამის გატარება 288$-ად შეუძლია. ფასში შედის ნავის ქირაც, რომლის მეშვეობით ხორვატიის სანაპიროების დათვალიერებას შეძლებთ. LEITH, დიდი ბრიტანეთი ეს კოშკი 1600 წელს ააშენეს, 1800 წელს კი შუქურად გადაკეთდა. მისი მთავარი ღირსება მრგვალი ფორმის ოთახებია. გაჩერება სახლში, რომელიც რამდენიმე წუთის სავალზეა საუკეთესო რესტორნებისა და ბარებისგან, ღამეში 88$-ად შეგიძლიათ. თებერვალი 2018

27


28

თებერვალი 2018


რაიმე გემრიელის, სასიამოვნო არომატის და საღებავების ძიებაში ინდოეთისკენ გაეშურეთ და ეს ბრწყინვალე ბაზრობები მოინახულეთ

თებერვალი 2018

29


30

თებერვალი 2018


CRAWFORD MARKET, მუმბაი ხელით დამზადებული საპონი, სიგარეტები, თევზი, ხილი, ეგზოტიკური შინაური ცხოველები – ამ ყველაფერს კროუფორდის ბაზრობაზე იხილავთ. ფრთიანი დრაკონები საათის კოშკზე, შადრევანზე და კერპებზე არიან განთავსებულნი. ბაზრის შორიახლოს ადგილობრივი ბრენდების სამოსს და სამკაულსაც შეიძენთ. თებერვალი 2018

31


IMA KEITHEL, იმპჰალი „დედის ბაზარი“ ნამდვილად განსაკუთრებულია: ის აზიაში მდებარე ბაზრებს შორის სიდიდით მეორე ადგილს იკავებს. აქ მხოლოდ მანიპურის ქალბატონებს აქვთ გაყიდვის უფლება. თაროებზე ხმელ თევზს, საკვებ ლოკოკინებს, ლოტუსებს, ქსოვილებს, კერამიკას, სუნელებს და ბევრ ადგილობრივ პროდუქტს შეხვდებით.

GOWDOLIA MARKET AND VISHWANATH LANE, ვარანასი ვარანასის ერთერთ პოპულარულ ბაზარში საღებავის ნამდვილი დღესასწაულია. მას აუცილებლად უნდა ესტუმროს ის, ვისაც ვერცხლის და ოქროს ძაფებით, ორიგინალური ორნამენტებით და თვალისმომჭრელი ნაკეთობებით გაფორმებული ინდური აბრეშუმის შეძენა სურს. 32

თებერვალი 2018


HANDNI CHOWK, დელი „ქუჩა მთვარის შუქზე“ – დელის უზარმაზარი ბაზრობაა. პირველი სავაჭრო ზოლი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გაჩნდა და ახლა 4 კილომეტრზეა გადაჭიმული. ვერცხლის სამკაულისთვის მაღაზია Dariba Kalan-ს, ქსოვილებისთვის Katra Neel-ს, სუნელებისთვის კი Khari Baoli-ს უნდა მიაკითხოთ. მათ შორის აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი ქუჩის საკვები.

NEW MARKET, კოლკატა 1902 წელს დაარსებული ბაზარი თავდაპირველად მდიდარი ბრიტანელი ინვესტორის სახელს ატარებდა. თავად ინდოელები მას დღემდე Hogg Shaheber Bajaar-ს უწოდებენ. დღეს ტურისტებს აქ ყველაფრის პოვნა შეუძლიათ – ადგილობრივი ყველიდან ხორცამდე, რომელსაც ფეხის ყოველ ნაბიჯზე სიამოვნებით მოგიმზადებენ.

თებერვალი 2018

33


ტაილანდის 5 ყველაზე

ლამაზი სანაპირო შესაძლოა გახსოვთ ფილმი THE BEACH ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით. „პლაჟი“, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავი ახალგაზრდობისას გადაიღეს, ერთადერთი ლამაზი სანაპირო ზოლი არაა ტაილანდში.

34

თებერვალი 2018


თებერვალი 2018

35


RAILAY BEACH, KRABI რეილის დასავლეთ სანაპიროს ბევრი ღირსება აქვს: 600 მეტრ სიგრძეზე გადაჭიმული ზოლი თეთრი ქვიშით, კლდით, გასაოცარი გამოქვაბულით და ეგზოტიკით ხასიათდება. თუმცა, სანაპიროს ხალხმრავალს ვერ ვუწოდებთ. მიზეზი მდებარეობაა: სანაპირომდე მხოლოდ ზღვით მისვლაა შესაძლებელი, რისთვისაც წყლის ტრანსპორტი დაგჭირდებათ. დღისით აქ კაფეები და ბარები მოგემსახურებიან, ღამით კი წვეულებები ეწყობა.

PHI PHI LEH, PHI PHI სწორედ ამ კუნძულზე გადაიღეს დენი ბოილის ფილმი The Beach. აქ დაივინგის მოყვარული ადამიანები მოდიან. 12-35 მეტრ სიღრმეზე წყლის კუები და სხვა მრავალფეროვანი ჯიშის თევზები დაცურავენ. კუნძულზე ტურისტული ინფრასტრუქტურა თითქმის არაა, თუმცა ექსკურსიები ხშირად ეწყობა. აჯობებს ამ ადგილს განთიადისას თუ ესტუმრებით.

36

თებერვალი 2018


LEELA BEACH, KHO PHANGAN კუნძულ პანგანის სამხრეთ ნაწილში ყველაზე წყნარი სანაპირო მდებარეობს, რომელიც თითქოს რომანტიკული დასვენებისთვის შეიქმნა. ხედები აქ ყველაზე იდეალისტურია – სანაპირო ზოლზე პალმები, ჰამაკები და ავთენტური სახლებია. მაღაზიები და კაფეები მეზობელ სანაპიროზეა განთავსებული, სადამდეც 10 წუთის სავალი გზაა.

AOW YAI, KOH PHAYAM ცოტას თუ სმენია ამ კუნძულის შესახებ, თუმცა ვისაც სმენია, უმრავლესობას ბანგკოკიდან ავტობუსით 10-საათიან გზაზე უარი უთქვამს. ახლა ქვეყნის დედაქალაქიდან ფრენები ხორციელდება. ნახევარი საათი, და თქვენ სამოთხეში ხართ: დაივინგისთვის იდეალური პიტნისფერი წყალი, შამპანურის ტონალობის ქვიშა... კუნძულზე 3 სანაპიროა და მათგან ყველაზე დიდი სწორედ ესაა. საუკეთესო გადაწყვეტილებაა აქ მზის ჩასვლით დატკბეთ, თუმცა ცურვა დიდი ტალღების გამო გაგიჭირდებათ. ცურვისთვის მეზობელი სანაპირო გამოგადგებათ.

თებერვალი 2018

37


KAMALA, PHUKET ეს სანაპირო თავისი 2-კილომეტრიანი ზოლითაა ცნობილი, რომელიც წყლის კუებმა შეიყვარეს. ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით, ისინი სანაპიროზე კვერცხების დასადებად გამოდიან. აქ გარშემო ადამიანს იშვიათად ნახავთ. სანაპიროზე აეროპორტიდან მინივენის მეშვეობით ნახევარ საათში აღმოჩნდებით.

38

თებერვალი 2018


თებერვალი 2018

39


40

თებერვალი 2018


საუკეთესო ბრაუნ-ბარები ამსტერდამში თებერვალი 2018

41


IN’T AEPJEN ორსართულიანი ბრაუნბარი ხის მაგიდებითა და მაღალი ჭერით ამსტერდამის ერთ-ერთ ყველაზე ძველ შენობაშია, რომელიც 1544 წელს აშენდა. მისამართი: Zeedijk 1

42

თებერვალი 2018


IN DE WILDEMAN ლეგენდარული ადგილი მეამბოხე განწყობით – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბარია. აქ არაჩვეულებრივი გუნდი და ადგილობრივი მომხმარებლები დაგხვდებიან. ბარის ღირსება ლუდის საოცარი კოლექციაა: სასმელის 18 სახეობა 250 ბოთლითაა წარმოდგენილი. ასორტიმენტში ბელგიურ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, ამერიკულ და გერმანულ ლუდსაც აღმოაჩენთ. მისამართი: Kolksteeg 3

CAFE DE WETERING ერთ-ერთი ყველაზე წყნარი ბარი ქალაქის მშვიდ რაიონში. მისამართი: Weteringstraat 37

თებერვალი 2018

43


CAFE HOPPE ბარი საკმაოდ მრავალფეროვან ხალხს აერთიანებს, რომლებიც აქ ერთხელ მოხვდნენ და საბოლოოდ დარჩნენ. Сafe Hoppe 1670 წელს გაიხსნა და იმ ადგილად რჩება, სადაც წლიდან წლამდე ცოტა რამ თუ იცვლება. აქ დედოფალი ბეატრისი და ფრედი ჰეინეკენიც იმყოფებოდნენ. ისევე, როგორც მრავალი წლის წინ, სტუმრები დღესაც ხელოვნებასა და პოლიტიკაზე საუბრობენ და ვიტრაჟით მორთული ფანჯრიდან ქუჩას აკვირდებიან. მისამართი: Spui 18-20 44

თებერვალი 2018


CAFE EIJLDERS ქალაქის ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მყუდრო ბარი გასული საუკუნის 40იანი წლების ინტერიერითაა გაფორმებული. ომის შემდეგ აქ სტუდენტი რევოლუციონერები შეიკრიბნენ, ახლა კი ბარი მხატვრებსა და მსახიობებს უკავიათ. მისამართი: Korte Leidsedwarsstraat 47

CAFE EIK EN LINDE ХVII საუკუნეში Plantage-ის რაიონში ბოტანიკური ბაღი მოშალეს და მის გარშემო ქარხნის მფლობელებმა რეზიდენციები აიშენეს. სწორედ ამ დროს გაჩნდა პირველი Eik en Linde. ორიგინალური ბარის შესახებ მემორიალური დაფა მოგვითხრობს, ნომერ 22-ში კი თავშეყრის სივრცე 1967 წლიდან მუშაობს. ბარს პანორამული ფანჯრები და შიდა ეზო აქვს. აქ ნებისმიერ დროს თბილი ატმოსფერო სუფევს, ორშაბათობით და ოთხშაბათობით კი თავს ახალგაზრდა ფილოსოფოსები იყრიან. მისამართი: Plantage Middenlaan 22

თებერვალი 2018

45


CAFE WELLING Concertgebouw-ის შენობასთან ამსტერდამის კიდევ ერთ ძველ ბარს აღმოაჩენთ, რომელსაც საკუთარი ლუდსახარში აქვს. აქ ხშირად კამერული ჯაზის საღამოები ეწყობა. მისამართი: JW. Brouwerstraat 32

46

თებერვალი 2018


თებერვალი 2018

47


გოას სამხრეთით: ისტორიული ადგილი დიდებული სანაპიროებით გოას ჩრდილოეთი მხარე ყველასთვისაა ცნობილი, სამხრეთი ნაწილი კი უფრო მეტად საიდუმლოებითაა მოცული. ეს კარგიცაა: სანაპიროებზე ბევრ ხალხს ვერ ნახავთ, ხოლო უძველესი განძი ხელშეუხებელი რჩება. 48

თებერვალი 2018

სამხრეთ გოას გაცნობას მოგზაურები აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში ახერხებენ: სამრეწველო პეიზაჟებს ბრინჯის პლანტაციები ცვლის, შემდეგ ოქროსფერი ფხვიერი მიწა, ადგილობრივი კათოლიკე მცხოვრებლების


პასტორალური სოფლები და საერთაშორისო ქსელის სასტუმროები მოსდევს. გოა ადგილია, სადაც მზის ჩასვლისას ოკეანეში უნდა იცურაო, მთელი ღამე იცეკვო, ხოლო გამთენიისას კვლავ წყალში ჩახვიდე. რესტორანი Boom Shankar საუკეთესო ადგილია მსოფლიოში – იმისთვის, რომ მზის ჩასვლით დატკბე. კაფე Casa Bela-ში არაჩვეულებრივ ჩაის მოგიმზადებენ ვარდის ფურცლებით, რესტორან Nostalgia-ში კი ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. სამხრეთ გოაზე ღირსეული ატმოსფერო სუფევს: მძღოლები ზრდილობიანები არიან, მცხოვრებლები მშვიდად აგიხსნიან გზას, არავის შეჰყავხართ ძალით მაღაზიაში და არავინ გაკისრებთ გადასახადს. აქ ბევრი სასახლეა, რომელიც ლეგენდარულ გვარს ატარებს: ფერნანდესი, ფიგეირედო, მენეზეს-ბრაგანზა-ფერეირა. ფერნანდესის სამფლობელო განსაკუთრებით მოგხიბლავთ: მის არქიტექტურაში წარმატებითაა შერწყმული ინდური და პორტუგალიური მოტივები. ციხე-დარბაზის მონახულებისას აუცილებლად ითხოვეთ მიწისქვეშა გვირაბის დათვალიერება, რომელიც გარედან არ ჩანს. მენეზეს-ბრაგანზა-ფერეირას სახლი კი საკმაოდ გრძელია: ფასადზე 24 ფანჯარას შენიშნავთ, ხოლო შიგნით უამრავი წიგნით დაკომპლექტებულ ბიბლიოთეკას მოინახულებთ.

თებერვალი 2018

49


გზა მდინარე სალის შესართავიდან სოფელ აგონდამდე შტატში ყველაზე მიმზიდველი ლანდშაფტით ხასიათდება. უჩუმრად ცურავს თევზების კოლონია, ხოლო ქოქოსის პალმების ქოლგები კილომეტრებს ფარავს. აუცილებლად ესტუმრეთ რაიონ Sanguem-ს, სადაც კლდეში ბუდისტურ ტაძარს იხილავთ. ბუდისტი ბერები აქ VI და VII საუკუნეებში იმყოფებოდნენ და მედიტაციისა და ძილისთვის სპეციალური კელიები მოაწყვეს. სინათლე გამოქვაბულში შესვლისთანავე ქრება, ცივა და აბსოლუტური სიჩუმეა. ასევე, ეწვიეთ პორტუგალიური ციხის ნანგრევებს – Cabo de Rama-ს, სადაც ლეგენდის მიხედვით, რამას ღმერთი ლეგენდარული სამეფოს დედაქალაქიდან გაძევებისას იმალებოდა. როდის ვესტუმროთ ოქტომბრიდან აპრილამდე (ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე გოაზე წვიმების სეზონი დგება). სად დავბინავდეთ Vivenda dos Palhacos რამდენიმე წლის წინ, აეროპორტიდან ნახევარი საათის გზაზე, საუკუნოვანი შენობის მფლობელებმა მისი გარემონტება და სასტუმროდ გადაკეთება გადაწყვიტეს. სამ სახლში 8 ნომერია: ნათელი ინტერიერითა და ძველებური ავეჯით. აქ არის ბაღი, აუზი, და შესაძლებელია ველოსიპედის ქირაობა. Utorda-სა და Majorda-ს სანაპიროებამდე ფეხით 15 წუთის გზაა. ფასი: 70 $ 50

თებერვალი 2018


Turiya Villa and Spa ქალაქ ჩაუდის შემოგარენში, ღია ყვითელ შენობაში, რომელიც აეროპორტიდან საათნახევრის გზაზეა, 4 სასტუმრო ოთახი დაგხვდებათ – სხვადასხვა საწოლითა და ტრადიციული ხალიჩით. Colomb-ისა და Patnem-ის სანაპიროებამდე 2 კილომეტრია. ფასი: 35 $ Park Hyatt Goa Resort and Spa საერთაშორისო სასტუმრო 12 წელია რაც სანაპირო Arossim-ზე მუშაობს. 250 ნომერი, მათ შორის 12 ლუქსი, კლასიკურ სტილშია გაფორმებული. ტერიტორიაზე 5 რესტორანი, აუზი, ბარი და სპა ცენტრია. აეროპორტამდე ნახევარი საათის გზაა. ფასი: 80 $ სად მივირთვათ Nostalgia შ შტატის ერთ-ერთი სა საუკეთესო რესტორანი სოფელ რაიაში მდებარეობს, აეროპორტიდან 40 აერ წუ წუთის სავალ მანძილზე. აქ ტრადიციულ ეგზოტიკურ კერძებს ე ცოცხალი მუსიკის ც ფონზე მოგართმევენ. ფ ფასი: ფ $10.

თებერვალი 2018

51


Jila Bakery ამ ოჯახურ საკონდიტროში მთელ ინდოეთში საუკეთესო ეკლერებს აცხობენ. ამბობენ, რომ ადგილობრივი ტკბილეული ინდირა განდის ძალიან უყვარდა. ფასი: $1-დან. Sheela Restaurant & Bar აეროპორტიდან 10 წუთის გზაზე, სანაპიროზე განთავსებული ეს რესტორანი ზღვისა და კუნძულის ხედით ტრადიციულ კერძებს გპირდებათ. ფასი: 10 $

52

თებერვალი 2018


რომელ სანაპიროებზე გავირუჯოთ: Kakolem Beach ლამაზი ყურე კლდის რიფებით ქალაქ მარგაოდან 1 საათის სავალზეა. გზატკეცილიდან სანაპირომდე ტროპიკული ტყე უნდა გაიაროთ, თუმცა ადგილზე ტურისტებს თითქმის ვერ შეხვდებით. Galgibaga Beach ქალაქ ჩაუდიდან 20 წუთის გზაზე, ამ ზონაში, საერთოდ არაა რაიმე სახის ინფრასტრუქტურა. Talpona Beach პალმებისა და ფიჭვების ზოლი აქ კილომეტრზე გრძელდება. Cola Beach ქოქოსის პალმებითა და ბრინჯის პლანტაციებით გარშემორტყმული ეს სანაპირო, სოფელ აგონდადან 10 წუთის გზაზეა. Palolem Beach ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო არა მხოლოდ გოაზე, არამედ მთელ ინდოეთში. აქ დარბოდა მეთ დეიმონის გმირი ფილმიდან „ბორნის უპირატესობა“. სანაპიროზე უამრავი რესტორანი და წყლის გასართობი აქტივობების ცენტრია, საღამოობით კი ხმაურიანი წვეულებები ტარდება. Patnem Beach Palolem Beach-ის ალტერნატივა ნაკლები ხალხით, იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. Colomb Beach აქ დასვენება განმარტოების მოყვარულებს მოეწონებათ. სანაპიროს რესტორნებში თევზის პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს დააგემოვნებთ.

თებერვალი 2018

53


10 შთამაგონებელი ფილმი მოგზაურობაზე ფილმებს მოგზაურობის შესახებ – ჟანრული მრავალფეროვნებით, სიუჟეტებითა და ისტორიით – ერთი რამ აერთიანებთ: ბადებენ სურვილს, რომ სასწრაფოდ შევიძინოთ ბილეთები, გავამზადოთ ბარგი და სადმე გავემგზავროთ. მთავარია, ვიგრძნოთ თავისუფლებისა და თავგადასავლებისკენ სწრაფვა.

54

თებერვალი 2018


თებერვალი 2018

55


„მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით“ 3 ძმა ინდოეთში მოგზაურობას გადაწყვეტს, რათა ცხოვრების აზრი გაიგონ და ოჯახური კავშირები აღადგინონ. ოდნავ სევდიანი, ოდნავ მხიარული, ოდნავ მელანქოლიური – უეს ანდერსონის სასიამოვნო ფილმი გვასწავლის, რომ თუ მატარებელზე მოსახვედრად გაქცევაა საჭირო, სჯობს ბარგი დაყაროთ და გაიქცეთ!

56

თებერვალი 2018

„შვიდი წელი ტიბეტში“ ტიბეტი – ადგილი ჰიმალაის მთებში, მთელი თავისი მაგიურობითაა წარმოდგენილი ამ კინოსურათში. იგი ცვლის ალპინისტ ჰენრიჰ ჰარერის ცხოვრებას, რომელიც ტიბეტიდან აბსოლუტურად სხვა ადამიანი ბრუნდება. გჯეროდეთ, რომ თუ აქ მოხვდით, თქვენც სწორედ მასავით შეიცვლებით.


„ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ „ეს ქალაქი სავსეა რომანტიკით. ჩვენ ვცხოვრობთ. განა ეს ცოტაა?“ ფილმი ბარსელონას ტურისტული გიდია: ერთი მხრივ, ისტორია უჩვეულო სასიყვარულო სამკუთხედზე, მეორე მხრივ კი ბრწყინვალე მსახიობების შემადგენლობა, რომელთა მეშვეობით გვიჩნდება სურვილი დავიკარგოთ ამ ქალაქში და ესპანელთან რომანი გავაბათ.

„ველურ პირობებში“ საოცარი სილამაზის პეიზაჟები, თავისუფლება და ყველაფერზე უარის თქმა. ფილმის ნახვის შემდეგ, ზურგჩანთის მოკიდება და შორს წასვლის სურვილი გვიჩნდება, რათა პრობლემებს და საზოგადოების არაადეკვატურ წესებს გავექცეთ. გარდა ამისა, ბუნებასთან კავშირი ვიგრძნოთ.

თებერვალი 2018

57


„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ ფილმი მოგზაურობის თემატიკის სურათებს შორის ყველაზე პოპულარულია. მოთხრობის ეს ეკრანიზაცია დეპრესიის წინააღმდეგ მარტივ რეცეპტს გვთავაზობს. ამოირჩიეთ სამი საყვარელი ქალაქი და სასწრაფოდ გაემგზავრეთ საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად.

„შუაღამე პარიზში“ „როცა ცაში ღმერთი მოიწყენს, ფანჯარას აღებს და პარიზის ბაღებს უყურებს“. ვუდი ალენის ამ ფილმში ჯადოსნურ პარიზს იხილავთ, სადაც სხვადასხვა ეპოქა და კულტურა ისე იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, რომ ყველა იპოვის თავის საუკეთესო მხარეს. გსურთ შეხვდეთ ჰემინგუეის, პიკასოს და დალის ამ ცხოვრებაში? მიბაძეთ მწერალსა და უიმედო რომანტიკოსს – გილს.

58

თებერვალი 2018


„აფრიკიდან“ „დედამიწა მრგვალია, რათა ჰორიზონტზე ძალიან შორს გახედვა ვერ შევძლოთ“. ამ ფილმში ყველაფერია: აფრიკის დიდებული და საიდუმლოებებით მოცული ბუნება, რომელიც პირველსავე კადრიდან შთაგაგონებთ. ღვთიური მუსიკა, რომელსაც მაყურებელი ეპოქის ატმოსფეროში ნაზად შეჰყავს. ყურადღებას იქცევს მერილ სტრიპისა და რობერტ რედფორდის არაჩვეულებრივი თამაში. ყველაფერი ეს გვიბიძგებს აფრიკას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვეწვიოთ.

„რომაული არდადეგები“ ახალგაზრდა პრინცესა (მთავარ როლში: ოდრი ჰეპბერნი) სასახლიდან გარბის, ჩვეულებრივ გოგონად ასაღებს თავს და რომში არდადეგებს მოიწყობს. ეს ლამაზი ფილმი გვარწმუნებს, რომ ნამდვილი თავგადასავალი იწყება მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ ჩარჩოებს ვცდებით.

თებერვალი 2018

59


„თარგმანში დაკარგულები“ სოფია კოპოლას დრამატულ ფილმში ტოკიოში მყოფ ორ მარტოსულ ადამიანს ვიხილავთ, რომლებიც ერთმანეთს უცხო ქვეყანაში ხვდებიან. ბილ მიურეისა და სკარლეტ იოჰანსონის შესანიშნავი დუეტი გვარწმუნებს, რომ მონათესავე სულს პლანეტის მეორე ბოლოშიც იპოვი.

„მოტოციკლისტის დღიური“ „მიეცი საშუალება სამყაროს, შეგცვალოს, და მაშინ შენც შეცვლი სამყაროს“ რეჟისორმა უოლტერ სალესმა გადაწყვიტა ფილმი ჩე გევარაზე გადაეღო: ლათინოამერიკელების მეგობრობასა და ცხოვრებაზე. სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო მეგობართან მოგზაურობით, იგი ისტორიაში შედის და ათასობით ადამიანის ცხოვრებას ცვლის. 60

თებერვალი 2018


თებერვალი 2018

61


ყველაზე მოდური და ახალი ადგილები კოპენჰაგენში რესტორნები, ბისტრო და ვინილის ბარები, დიზაინერული მაღაზიები და სხვა მნიშვნელოვანი მისამართები გურმანებისა და სკანდინავიური დიზაინის მოყვარულთათვის რამდენიმე წლის წინ, კოპენჰაგენი სამზარეულოს ხელოვნების კუთხით, მსოფლიოს დედაქალაქი გახდა და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს. მხოლოდ გასულ ზაფხულს, აქ საინტერესო თავშეყრის 10 სივრცე გაიხსნა. მათ უმრავლესობას ლეგენდარული მზარეულის – რენე რედზეპის მოსწავლეები მართავენ. ტრადიციული თუ არატრადიციული კერძების ღირებულება აქ მაღალი ნამდვილად არაა. ამასთან, კომფორტული ატმოსფეროთიც დატკბებით. ყველაზე მეტად ცხოვრება Jagersborggade-ის ქუჩაზე ჩქეფს. რაიონში ყველაფერია, რაც კი შაბათ-კვირისთვის გჭირდება: საკონდიტროები, სასადილოები და ბარები. ახალგაზრდა დანიელი დიზაინერებიც მოწოდების სიმაღლეზე არიან – მათ მსუბუქ წარმოსახვაში სკანდინავიური სტილი სიცოცხლით სავსე და ნათელი ხდება. 62

თებერვალი 2018


სად მივირთვათ „108“ ეს ახალი რესტორანი Christianshavn-ის ისტორიულ რაიონში მდებარეობს. მენიუ თანამედროვე ნორდიული სამზარეულოს ნამდვილი ჰიმნია. ფასები დაბალია, ხოლო ატმოსფერო მოდუნების საშუალებას გაძლევთ. დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტი მიდიების სოუსით, ასევე ხორცი და ტკბილეული. ღირებულება: €50. Ante პოპულარული მზარეულების – ვიქტორ ვოგმანის და სემუელ ნუტერის მეორე რესტორანი გურმანებს ნამდვილად ნასიამოვნებს დატოვებს. მათი კიბორჩხალა და ცომის ჯოხები ნამდვილი ჰიტია. თუმცა, სიამოვნებას მხოლოდ გემრიელი საკვებით არ მიიღებთ – მათი მორთმევა ცალკე ხელოვნებაა, რომელიც შესაძლოა 3 საათი გაგრძელდეს. ღირებულება: €50.

ყველაფერი ავთენტურად მზადდება: ავოკადო და ახალი ქინძი მზარეულს არ ენანება. ამასთან, საკვებს დანიურ ყველს ამატებს. ღირებულება: €15.

Hija de Sanchez მექსიკური საკვების მომცრო დაწესებულება Kodbyen-ის მოდურ რაიონში მუშაობს, რომელსაც როზიო სანჩესი მართავს. მისი რეცეპტით მომზადებულ ტაკოზე რიგები დგება, რადგანაც

Palagade კოპენჰაგენის ისტორიულ რაიონში მდებარე ამ რესტორანმა დანიურ ტრადიციულ სენდვიჩებს ახალი სიცოცხლე აჩუქა. ღირებულება: €40. თებერვალი 2018

63


ყველაზე მოდური ადგილები მთავარ ქუჩაზე (Jagersborggade)

არანაკლებ დახვეწილია. ღირებულება: €40.

Meyers Bageri ამ საფუნთუშეს დამაარსებელი კულინარიული შოუს წამყვანია და დანიური სამზარეულოს პოპულარიზაციას ეწევა. ამ ადგილას ერთხელ მაინც უნდა შეიძინოთ ფუნთუშა საუზმისთვის. ღირებულება: €2-დან.

Karamelleriet ამ პატარა მაღაზიაში ბრწყინვალე კარამელს ამზადებენ. შეგიძლიათ პროცესს თავადაც ადევნოთ თვალყური. კარამელისა და შოკოლადის ქილები 100 გრამი 5 ევრო ღირს.

Manfreds ბისტრო, რომელიც მზარეულმა კრისტიან პულიზიმ საკუთარი რესტორნის მოპირდაპირე მხარეს გახსნა. აქ ნაკლებად ფორმალური გარემოა, თუმცა კერძები, რომლებსაც ორგანული პროდუქტისგან ამზადებენ, 64

თებერვალი 2018

Antidote Vinbar აქ ღვინის უზარმაზარი არჩევანი დაგხვდებათ – ბოთლის ღირებულება 50 ევროა, ხოლო ჭიქის ფასი 7 ევროდან იწყება. ღვინოსთან ერთად, სპეციალური მისაყოლებელი ტკბილეულის დაგემოვნებაც შეგიძლიათ.


დიზაინერების მაღაზიები The Apartment ტინა სეიდენფადენმა ეს მაღაზია-სახლი XVIII საუკუნის შენობაში გახსნა. ავეჯი და ინტერიერის ნივთები თანამედროვე ევროპელ დიზაინერებს ეკუთვნით. იქ მოხვედრა ზარის დარეკვითაა შესაძლებელი. Hay სამსართულიანი მაღაზია ქალაქის ცენტრში, სადაც იყიდება ყველაფერი – ავეჯიდან ფანქრების ჩასაყრელებამდე. ყურადღება მიაქციეთ დანიელი დუეტის Scholten & Baijings-ის ჭურჭელს, რომელიც ფაიფურის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში კი მუყაოსგანაა გაკეთებული. Dansk Mobelkunst Gallery კიდევ ერთი ადგილი, სადაც ზარის დარეკვით უნდა მოხვდეთ. სამაგიეროდ, აქ მუზეუმი დაგხვდებათ – 1920-1975 წლების დანიელი დიზაინერების ავეჯი. House of Design აქ კი რესტავრირებულ კლასიკას ყიდიან. შეგიძლიათ სახელოსნოში შეიხედოთ და დააკვირდეთ, როგორ აღადგენენ ძველ ავეჯს. Normann Copenhagen ეს მაღაზია კი ჩვეულებრივ Ikea-ს მოგაგონებთ. ყურადღება მიაქციეთ მეტალს, პასტელურ ფერებს, ფაიფურის შავ-თეთრ ლარნაკებსა და ხელნაკეთობებს.

Illums Bolighus უზარმაზარ მაღაზიაში ინტერიერის ისეთი ბრენდებია განთავსებული, რომელთა შესახებ სავარაუდოდ არ გსმენიათ. ასევე იხილავთ განყოფილებას, სადაც კატის, სპილოსა და ჟირაფის ფორმების მაგიდის სანათები იყიდება. Stilleben ორიგინალური წვრილმანების მაღაზია, რომლებსაც დანიის საუკეთესო დიზაინერები გვთავაზობენ: ჭიქები, ხალიჩები და ბევრი საინტერესო დეტალი.

თებერვალი 2018

65


66

თებერვალი 2018


არტგიდი მილანში ლომბარდიის დედაქალაქი შოპინგის მოყვარულებს იზიდავთ, და არც ისე უსაფუძვლოდ: მილანში ხელოვნებისა და დიზაინის შესახებ ყველაფერი იციან. წარმოგიდგენთ გიდს ყველაზე აქტუალურ ფოტოგამოფენებზე, კულტურის ცენტრებსა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში. თებერვალი 2018

67


დიზაინის მუზეუმი La triennale di Milano თავდაპირველად, თანამედროვე ხელოვნების ეს სივრცე და კულტურის ინსტიტუტი გამოფენას წელიწადში ზუსტად სამჯერ აწყობდა – აქედან მოდის მისი სახელიც. დღეს, La Triennale იტალიის პირველი და ერთადერთი დიზაინის მუზეუმია, რომელიც მაყურებელს აქტიურად იზიდავს და 2000

68

თებერვალი 2018

კვადრატულ მეტრზე დიდ ფართობზე 25 პავილიონს იკავებს. მთავარი ექსპოზიციის გარდა, აქ დიზაინერი აკილე კასტილონის სახელოსნოა, რომელიც ჯოვანი მუსიოს პროექტის მიხედვით, პატარა თეატრის შთაბეჭდილებას ტოვებს. დარბაზებში ცნობილ ინსტალაციებს, სურათებს და ილუსტრაციებს იხილავთ. მისამართი: Viale Alemagna, 6


Fondazione Prada ახალმა მუზეუმმა Fondazione Prada-მ დიდება უზარმაზარი კონცეპტუალური გამოფენებით, პერფორმანსებით და მუსიკალური ფესტივალებით მოიპოვა. კომპლექსი ძველ და ახალ არქიტექტურას აერთიანებს: 1910-იანი წლების 7 შენობას და 3 ახალ ნაგებობას, სადაც მუზეუმი, კინოთეატრი და 10-სართულიანი „ოქროს კოშკია“. აქ ასევე შიდა ეზო დაგხვდებათ. ფონდ Prada-ს მთავარ კორპუსში ბარი Luce მდებარეობს. მისი ინტერიერი უეს ანდერსონმა შექმნა, რომელიც მილანის ძველებურ კაფეს მოგაგონებთ. მისამართი: Largo Isarco, 2 თებერვალი 2018

69


Pirelli hangar Bicocca კულტურის ეს ცენტრი 2004 წელს ყოფილი ქარხნის შენობაში დაპროექტდა და თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვის მნიშვნელოვან ლოკაციად იქცა. 50 ათას კვ. მეტრი ფართობის ცენტრი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია, სადაც იტალიელი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ცნობილი მხატვრების ნიმუშებს იხილავთ. მუდმივ ექსპოზიციებში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნამუშევარი ანსელმ კიეფერის The Seven Heavenly Palaces-ია. ცენტრი დამთვალიერებლებისთვის ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლითაა გახსნილი და სრულიად უფასოა. მისამართი: Via Chiese 2

70

თებერვალი 2018


Museo del Novecento მუსოლინის დროს აშენებული ეს ცენტრი 3 წლის განმავლობაში გადიოდა რესტავრაციას და ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე ხელოვნების ცენტრია. ახალი მუზეუმის მიზანი ХХ საუკუნის საუკეთესო ნამუშევრების ჩვენებაა. კოლექციაში 400-ზე მეტი მხატვრული ნიმუშია, მათ შორის – პიკასოს, კანდინსკის, ბრაკის შემოქმედება. ძირითადი აქცენტი მაინც იტალიურ ხელოვნებაზეა გამახვილებული: მოდილიანი, ფონტანა, მორანდი და სხვები. მისამართი: Via Marconi, 1

თებერვალი 2018

71


Armani/Silos ჯორჯო არმანიმ ეს ცენტრი ბრენდის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით გახსნა. ეს სივრცე მანამდე ხორბლის კულტურის შესანახ ადგილად გამოიყენებოდა. დღეს, 4 სართულზე დიზაინერთა შემოქმედებაა განთავსებული, რომლებიც მოდის სახლის ისტორიას გვიყვება. მისამართი: Via Bergognone

72

თებერვალი 2018



თებერვალი 2018

ერთი სიმით მთელ მსოფლიოში და უფასო ზარებით როუმინგში


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.