OK! Travel Book- issue 49

Page 1

TRAVEL

BOOK აგვისტო 2018


}jvlpjo|y wjt|ks n‚}tu€ps€|jm

¯z} s} ‚}nu…s

}jvlpjo|y mj}jtn‡s tksus} ¯jl|s}s vjrnr|nknus tksus} zj}~j :]TRTYLW BST_P vu vjrnr|nknus tksus}  uy}s v sw~n|mnw~ju€|s tksus} ¯jl|s}s >ZQ_ ;TNV^ :]TRTYLW ‡


სარჩევი რომელ ქვეყნებს უნდა ვეწვიოთ ბავშვებთან ერთად ბა

14

7 დასამახსოვრებელი ლი ფილმი საკურორტო რომანის შესახებ

4

6 სასარგებლო და იაფი საჩუქარიი 22 მოგზაურებისთვის ის არავინ იცის, როგორ დასრულდება მორიგი სასიყვარულო გატაცება. საზაფხულო კურორტი ხშირად უდებს საფუძველს დასამახსოვრებელ რომანს. მსგავსი ისტორიები შესაძლოა ხანმოკლე იყოს, თუმცა ისეთი, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეს.

10 ყველაზე უნიკალური და შთამბეჭდავი სანაპირო

36

სანაპიროზე წასაკითხი წიგნები წა ა

ზაფხულობით, სამოგზაურო მიმართულების არჩევისას, სანაპიროებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროს ტურისტები ყველანაირ დეტალს ითვალისწინებენ: ზღვის ფერს, სანაპიროების სისუფთავეს, ხხალხმრავლობას, ხა ხალ ხალხმრა ვ ქვიშასა თუ ქვებს... წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო და უნიკალურ მაგალითებს.

28

5 ყველაზე ეგზოტიკური მიმართულება კლასიკური მიმართულებები ხანდახან შესაძლოა მოგვბეზრდეს და ბარგის გამზადება რომელიღაც საინტერესო ადგილის ძიებისთვის დავიწყოთ. წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომლებიც არაორდინარულ ბუნებას გაგაცნობენ.

42

5 ყველაზე გამაჯანსაღებელიი მიმართულება განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილს ეძებთ? კურორტის არჩევისას ყურადღება ორგანიზმის ტონიზირებაზე გაამახვილეთ. წარმოგიდგენთ პოპულარულ სპამიმართულებებს 2018 წლის ზაფხულისთვის. ტუნისი სხეულის თერაპიის დამფასებლები დასასვენებლად ტუნისს ირჩევენ, სადაც მაღალი ხარისხის სპაცენტრები მდებარეობს. მომსახურებაში შედის ზღვის წყლით, მცენარეებითა და ტალახით მკურნალობა. ამიტომ კანის, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღების თუ ფიგურის გაუმჯობესების მიზნით, ტუნისის კურორტებს მიაშურეთ. აქაური ჰავის, პროცედურებისა და წყლის მეშვეობით, ახალგაზრდულ იერს და ძალას დაიბრუნებთ.

47

5 საუკეთესო მიმართულება დაივინგისთვის დაივინგი საუკეთესო საშუალებაა, სპორტი დასვენებას შეუთავსოთ. თბილი წყალი, სილამაზე და მოდუნება – უკეთესს რას ინატრებთ? ინდონეზია წყლის ტემპერატურა: 22-27°С მსოფლიოს ბევრი მოცურავე აღიარებს, რომ ინდონეზია ამ მიზნით საუკეთესო ადგილია. აქ მთელი წელი სეზონია. შეხვდებით ისეთ მრავალფეროვან სახეობებს, როგორებიცაა: ზღვის ცხენი, კუ, რვაფეხა, თინუსი და ა.შ.

50

აგვისტო 2018

1


როგორ გავამზადოთ ჩემოდანი კომპაქტურად

58

ფანტასტიკური ადგილები ცნობილი ფილმებიდან, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდეთ ზოგიერთი ჩვენი საყვარელი ფანტასტიკური თუ სათავგადასავლო ჟანრის ფილმი პლანეტის რეალურ ადგილებში გადაიღეს. ამ ლოკაციების ხილვა გვარწმუნებს, თუ რამდენად საოცარ და ლამაზ სამყაროში ვცხოვრობთ.

68

2

აგვისტო 2018

მარტივი წესები მოგზაურებისთვის


WINE AND DINE-ის ბიზნესრუკაზე ახლა უკვე საქართველოც მოინიშნა და ცინცაძის 58 ნომერში ბუტიკისა და რესტორნის კონცეფციის სინთეზით, გასტრონომიისა და ალკოჰოლის ჰარმონიული თანხვედრა შედგა. აქ წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ღვინის მრავალ სახეობასთან ერთად, ევროპული კულინარიის შეთავაზებაზე უცხოელმა შეფმზარეულმა იზრუნა. მან მენიუს ფორმულირება მოახდინა, რომელიც ზუსტად ასახავს WINE AND DINE-ის მთავარ პრინციპს – ყველაფერი, რაც უხდება ღვინოს. საფასო პოლიტიკის მინიმალური საწყისითა და მაქსიმალური ხარისხით, WINE AND DINE ქართველ მომხმარებელს ალკოჰოლისა და გასტრონომიის კულტურაში სრულიად ახალ სიტყვას ეუბნება.

WINE AND DINE TBILISI ახალი სიტყვა ალკოჰოლისა და გასტრონომიის სინთეზში ქ.თბილისი, ცინცაძის 58, ტელ. 555313771,

WINEANDINETBILISI,

WINEDINETBS


რომელ ქვეყნებს უნდა ვეწვიოთ ბავშვებთან ერთად

4

აგვისტო 2018


საოჯახო მოგზაურობის დაგეგმვისას ბავშვების ასაკი და ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. მათთვის სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა გადამწყვეტ როლს ჯერჯერობით არ თამაშობს. მთავარია ქვიშის სანაპირო, თბილი ზღვა, საყვარელი სათამაშოები და მშობლების ყურადღება. სკოლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია კურორტზე გასართობი პუნქტების არსებობა. ამრიგად, მშობელიც მოახერხებს დასვენებას. ისინი დიდი სიამოვნებით ეწვევიან აკვაპარკს, დელფინარიუმს და სხვადასხვა ექსკურსიაშიც აქტიურად ჩაებმებიან. რეკომენდებული ქვეყნები ბავშვის ასაკის მიხედვით: 0-2 წლის: ბულგარეთი, საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, ხორვატია, იტალია 3-6 წლის: თურქეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია 7-12 წლის: ესპანეთი, ეგვიპტე, იტალია, ტაილანდი აგვისტო 2018

5


ბულგარეთი – პატარების სამოთხე აქ პაპანაქება სიცხეს ნამდვილად გაექცევით. ზაფხულში ტემპერატურა 31-32 გრადუსს არ სცდება. მსუბუქი კლიმატი და ქვიშის სანაპიროები პატარებისთვის ნამდვილი მისწრებაა. მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიული ფასებიც – ფაქტობრივად, ქვეყანა საოჯახო დასვენებისთვისაა განკუთვნილი. ნებისმიერ სასტუმროში საბავშვო მენიუა წარმოდგენილი, ოთახებში კი შესაბამისს ავეჯს იხილავთ. პატარებისთვის გამოყოფილია სათამაშო ზონები და აუზებიც კი. სასტუმროს პროფესიონალ აღმზრდელებთან ერთად, შვილების ანიმაციურ სივრცეში დატოვებასაც შეძლებთ. ბულგარეთის კურორტები მშვიდია და ძირითადად ზღვის ან ტყის მახლობლადაა განთავსებული. პატარა მოგზაურებს აქ დელფინარიუმი, აკვაპარკი, მეკობრეთა ხომალდით გასეირნება, ზოოპარკები, წყლის ატრაქციონები და თემატური ქალაქები ელით.

6

აგვისტო 2018


ესპანეთი – უმაღლესი დონის გართობა ესპანეთი უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია რაც საოჯახო დასვენებისთვის განკუთვნილ სიაში ლიდერის პოზიციას ფლობს. ტურისტები ძირითადად სასტუმროს ტიპის ბინებში რჩებიან, სადაც კერძების მომზადება თავადაც შეუძლიათ. პატარებისთვის აქ ყველაფერია, რაც კი მათი ინტერესების სფეროს ეხება: საბავშვო მენიუ, ატრაქციონები, გასართობი პარკები, მზრუნველი პერსონალი, ქვიშის სანაპიროები და ბალეარის ზღვის მსუბუქი კლიმატი.

ტაილანდი – ყველაზე ეგზოტიკური მიმართულება ტაილანდი ბავშვებს უცხო ბუნების, ეგზოტიკური ცხოველების და თბილი ზღვის გამო ძალიან მოსწონთ. ხანგრძლივი ფრენა, სამზარეულო თუ ქვეყნის სხვა ნაკლი აქ დასვენებისას უკანა პლანზე იწევს, რადგანაც ტაილანდი ცალკე საოცარ სამყაროდაც კი მოიაზრება, რომელსაც თქვენი პატარა აღმოაჩენს.

აგვისტო 2018

7


იტალია – თავდავიწყება იტალია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის განსაკურებით სასარგებლოა. ქვიშის სანაპიროები ადრიატიკის თბილი ზღვის ტალღებს ერწყმის. სჯობს ქვეყნის მარჯვენა სანაპირო ზოლის კურორტები არჩიოთ, რადგანაც ნაკლებად მთიანია. ამასთან, იტალიის აღმოსავლეთ ნაწილში ორი უზარმაზარი გასართობი პარკია, რომელიც არც ესპანეთის „პორტ ავენტურას“ და არც პარიზის „დისნეილენდს“ არ ჩამოუვარდება. მათ „გარდალენდი“ და „მირაბილინდია“ ეწოდებათ.

თურქეთი – სამოთხე, რომელიც ყველაფერს მოიცავს ზაფხულობით აქ ტემპერატურა 27-დან 33 გრადუსამდე მერყეობს; ტურები შედარებით იაფია, სასტუმროების დიდი არჩევანია წარმოდგენილი, რომლებიც ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტის ადამიანს დააკმაყოფილებს. თურქეთის კურორტების

8

აგვისტო 2018

უმეტესობა ქვიშიანი სანაპიროებით და საბანაო ზოლში ნაკლებად ღრმა ზღვით გამოირჩევა. სასტუმროებს საკუთარი მინი-აკვაპარკები, სათამაშო მოედნები და სპეციალური კვება აქვთ. ალანია და მარმარისი დიდი და ხმაურიანი კურორტებია. თუ სიმშვიდეს ეძებთ, ფეთჰიე, ქემერი, ბელეკი, და სხვა მსგავსი ადგილები არჩიეთ.


საბერძნეთი – წყნარი დასვენება საბერძნეთში სიცხე ტენიანი ჰაერით და ბევრი სიმწვანით კომპენსირდება. სხვადასხვა საინტერესო ადგილას გასეირნება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით. აქ აკვაპარკებს უპრობლემოდ მოძებნით, ხოლო ქვიშიანი სანაპიროს მოძებნა ცოტა გაგიჭირდებათ.

ბალტიისპირეთი – იმუნიტეტის გაძლიერება ბალტიისპირეთის ჰაერი ორგანიზმის სასუნთქ გზებზე საუკეთესოდ მოქმედებს. ლიტვისა და ლატვიის კურორტები ზღვაზე ხედით იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და ადამიანებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება. თეთრი ქვიშით სავსე სანაპიროები სექტემბრამდე აქტიური სეზონით გელოდებათ. პალანგაში ბევრი ატრაქციონი, ბატუტი და გასართობია; კლაიპედაში დელფინარიუმს და საზღვაო მუზეუმს მოინახულებთ; არანაკლებ საინტერესოა ვილნიუსიც. მოკლედ, ბავშვები ამ რეგიონში ნამდვილად არ მოიწყენენ.

აგვისტო 2018

9


10

აგვისტო 2018


ხორვატია – სიჩუმე ხორვატიაში ძალიან სუფთა ზღვაა, სასტუმროები კი ფიჭვებითაა გარშემორტყმული. ქვეყანა მრავალფეროვან სანაპიროებს გთავაზობთ. ზღვის მოყვარული ბავშვები დროს აქ სასიამოვნოდ გაატარებენ.

აგვისტო 2018

11


12

აგვისტო 2018


ეგვიპტე ეგვიპტეში კი ნამდვილად ცხელა, ამიტომ გამგზავრებას აგვისტოს ბოლოდან გირჩევთ. ზოგიერთი სასტუმრო 4-6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა. აქ ზღვა ძალიან ლამაზია, უამრავი თევზით. შარმელ-შეიხის სანაპირო ზოლი მარჯნის რიფებისგან შედგება და იქ ბანაობა მაინც სიფრთხილეს საჭიროებს.

აგვისტო 2018

13


7 დასამახსოვრებელი ფილმი საკურორტო რომანის შესახებ

არავინ იცის, როგორ დასრულდება მორიგი სასიყვარულო გატაცება. საზაფხულო კურორტი ხშირად უდებს საფუძველს დასამახსოვრებელ რომანს. მსგავსი ისტორიები შესაძლოა ხანმოკლე იყოს, თუმცა ისეთი, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეს. 14

აგვისტო 2018


„დრეიფი“ ტამი ოლდჰემი ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც მოგზაურობა ძალიან უყვარს. ტაიტიზე ის შემთხვევით რიჩარდ შაპს გაიცნობს და მათ შორის ნამდვილი საკურორტო რომანი გაჩაღდება. სიუჟეტის განვითარება ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ. რიჩარდი ამერიკის სანაპიროებზე იახტით მოგზაურობას თანხმდება, რომლის დროსაც ძლიერი შტორმი იჩენს თავს. შეყვარებულები გადარჩენისთვის თავდაუზოგავად იბრძვიან. მთავარ როლებს ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი მსახიობები – შეილინ ვუდლი და სემ კლაფლინი განასახიერებენ.

აგვისტო 2018

15


„ექვსი დღე, შვიდი ღამე“ ჰარისონ ფორდის და ენ ჰეჩის პერსონაჟები ვერტმფრენით მგზავრობისას დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. რთულ პირობებში ყოფნისას, მფრინავს და ახალგაზრდა ჟურნალისტს ერთმანეთთან კომპრომისის გამონახვა უჭირთ, თუმცა ბრაზი მალე რომანტიკულ გრძნობაში გადაიზრდება.

„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ ელიზაბეტ გილბერტის პოპულარული წიგნის ეკრანიზაცია ნამდვილად საკულტო გამოდგა. ფილმი მსახიობთა საოცარი შემადგენლობით გამოირჩევა: ჯულია რობერტსი, ხავიერ ბარდემი, ვაიოლა დევისი, სოფი ტომპსონი, ჯეიმს ფრანკო – რეჟისორის სკამი კი თანამედროვე კინოს უდავო პროფესიონალმა – რაიან მერფიმ დაიკავა. მთავარი გმირი საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა, ამიტომ მოგზაურობას გეგმავს, აქ კი, სხვა ყველაფერთან ერთად, რომანტიკული სიუჟეტიც ვითარდება. 16

აგვისტო 2018


„დიდი შხეფი“ როგორც წესი, საკურორტო რომანი ორ უცნობ ადამიანს შორის გაჩაღდება, თუმცა აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. იტალიის სამხრეთით, სადაც როკვარსკვლავი საყვარელთან ერთად ისვენებს, მისი ყოფილი ქმარი ქალიშვილთან ერთად ჩადის. ცნობილი ვარსკვლავის შეყვარებულს ახალგაზრდა, მომხიბვლელი გოგონა შეუყვარდება, ხოლო მამამისი ქალბატონის დაბრუნებას ცდილობს. ტილდა სუინტონი და რეიფ ფაინსი მაყურებელს საოცარი თამაშით მოხიბლავენ.

„წერილები ჯულიეტას“ შთამბეჭდავი ისტორია იმის შესახებ, რომ ვერონამ, სადაც რომეო და ჯულიეტა ცხოვრობდნენ, შესაძლოა სიყვარულის მაძიებელი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს. ახალგაზრდა ამერიკელი სოფია მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთვება, რომლის წევრებიც „ჯულიეტას წერილებს“ პასუხობენ. წერილებში ადამიანები საკუთარი სასიყვარულო ისტორიების შესახებ

მოგვითხრობენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჯერ კიდევ 1960 წელსაა გამოგზავნილი, გოგონას შთაგონებას სძენს და მისი ავტორის პოვნა სურს. სოფია მოხუც ბრიტანელს იტალიაში შეხვედრისთვის ითანხმებს, რათა ყოფილი შეყვარებული აპოვნინოს, რომელზეც წერილში საუბრობს. მას მოგზაურობაში შვილიშვილი – ახალგაზრდა მამაკაციც მიყვება, რომელსაც რომანტიკის საერთოდ არ სჯერა. აგვისტო 2018

17


„შენი სახელით მომმართე“ კლასიკური საკურორტო რომანის მოულოდნელი ინტერპრეტაცია – ლუკა გუადანინოს უახლესი ფილმი ნამდვილი შედევრი გახდა. ტიმოთი შალამემ და არმი ჰამერმა მთელი მსოფლიოს გული მოიგეს. 17 წლის ელიო მშობლების აგარაკზე ისვენებს და მეგობარ გოგონასთან ფლირტითაა გართული, თუმცა თინეიჯერული სიყვარულის ისტორია მნიშვნელოვნად იცვლება, როცა სტუმრად ელიოს მამის ასისტენტი, ამერიკელი მეცნიერი ოლივერი ჩამოდის. „ტოსკანას მზის ქვეშ“ კვლავ დავუბრუნდეთ იტალიას: ამჯერად ტოსკანაში მიემართება მწერალი, რომელმაც ქმართან განშორება მძიმედ გადაიტანა და შემოქმედებით კრიზისს განიცდის. ფრენსის მეისი ადგილობრივი პეიზაჟებით დიდ ინსპირაციას იღებს, მზადაა სამუდამოდ თქვას უარი ყოფილ ქმარზე და ახალ ურთიერთობას შეეგებოს.

18

აგვისტო 2018



CAPTAIN PLUS მოგზაურობა იწყება აქ!

ტურისტული კომპანია Captain plus ბაზარზე არსებობის 25 წელზე მეტს ითვლის, რომელიც საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ტურისტების კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს.

გამგზავრებამდე გარკვეული პერიოდით ადრე ტურის პაკეტის შეძენისას ფასდაკლებას გულისხმობდეს, ან პირიქით – როცა ფრენამდე მხოლოდ 1 კვირა რჩება, კონკრეტული სააქციო ფასი მოქმედებდეს.

Captain plus-ისთვის მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულება და მარშრუტის დაგეგმვა მარტივი ამოცანაა, რადგან ხანგრძლივი გამოცდილებით, კომპანიაში დაუვიწყარი მოგზაურობისთვის საჭირო ყველა ნიუანსს კარგად იცნობენ. Captain plus-ში გუნდის წევრებს სხვადასხვა ქვეყნის ინფოტურებშიც სწორედ ამ მიზეზით გზავნიან – იქ ისინი კომპანიის ახლო პარტნიორებსაც პირადად ეცნობიან. უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, Captain plus-ი მრავალ უპირატესობას ფლობს.

Captain plus-ის მთავარი ძალა მათი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობაა, რაც თითოეული მგზავრის მოგზაურობისას მათ მიმართ სრულ მხარდაჭერას ნიშნავს. ისინი საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაღრმავებასაც გვერდით უდგანან. სწორედ ამას ემსახურებოდა ყოველწლიური განხორციელებული პროექტი „ქართული დღეები“ – „სუხიშვილები“, ცნობილი ქართველი მომღერლები და შეფმზარეული სხვა ტურისტებს საქართველოს აცნობენ და ასევე ასობით ქართველი ტურისტი პროექტის ფარგლებში თბილისიდან მიემგზავრება.

ხშირია აქციებიც, რომლებიც შესაძლოა 20

აგვისტო 2018


Captain plus-ის ექსკლუზივი კრუიზები, სხვადასხვა მიმართულებით, ყველა ზღვაში მოგზაურობას 7 ღამის განმავლობაში გპირდებათ.

ყველა საპორტო ქალაქს მსგავსი კრუიზის გემის მიღების შესაძლებლობა აქვს, რაც სამოგზაურო ლოკაციას ამრავალფეროვნებს.

ყველაზე პოპულარული მარშრუტი ხმელთაშუა და კარიბის ზღვებია, სადაც ტურისტი 15-18-სართულიანი გემით მოგზაურობს. გემი 5000 ადამიანზეა გათვლილი. საინტერესო თავგადასავლის გარდა, საცხოვრებლის ხარისხიც აღსანიშნავია, რადგან გემი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მსგავსია და Captain plus სრულ მომსახურებას გთავაზობთ. გემზე 15-20 ბარია, თუმცა სამჯერადი კვება ტურის პაკეტითაა გათვალისწინებული. აქ ასევე უამრავი გასართობია: ანიმატორები, ამფითეატრის შოუები, ყოველ საღამოს დაგეგმილი სხვადასხვა LIVE-პროგრამა და რაღა თქმა უნდა, დაუვიწყარი ექსკურსიები.

კარიბის ზღვაში მოგზაურობის შემთხვევაში, გასვლის პორტი, სურვილის მიხედვით, მაიამი ან ჰავანაა, რასაც უამრავი პლუსი აქვს. მაგალითად, ჰავანაში სასტუმროების ხარისხი დაბალია, ან კარგი საცხოვრებლის შემთხვევაში, მომატებული ფასები პრობლემას წარმოადგენს. კრუიზით მოგზაურობისას კი, გემი პორტში დგას, 3 დღის განმავლობაში მოგზაური ჰავანაში ცხოვრობს და მინიმალური ხარჯით სრულ უპირატესობას ფლობს. Captain plus-ის კრუიზი ზღვაში გადახდენილი იდეალური თავგადასავალია, რომელიც ხმელეთზე გადმოსულს მუდმივად უტოვებს საუკეთესო მოგონებას.

აგვისტო 2018

21


6 სასარგებლო და იაფი საჩუქარი მოგზაურებისთვის

22

აგვისტო 2018


საუკეთესო საჩუქარი არის ის, რაც ადრესატის ინტერესთა სფეროებს მოიცავს. მსგავსი რამ, სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლოც ხდება. თუ თქვენს მეგობარს, კოლეგას ან საყვარელ ადამიანს მოგზაურობა უყვარს და მისთვის ძვირადღირებული საჩუქრის შეძენის საშუალება არ გაქვთ, არჩევანი ამ ნივთებზე შეაჩერეთ. პორტაბელური დამტენი სმარტფონის დატენვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველასთვის ნაცნობია. ეს საკითხი განსაკუთრებით მოგზაურობის მოყვარულებს აბრკოლებთ. ამიტომაც, აუცილებელია ხელთ პორტაბელური დამტენი იქონიონ. რაც უფრო დიდი სიმძლავრის იქნება, მით უკეთესი. რაც მთავარია, პორტაბელური დამტენი არასოდესაა ზედმეტი. თუ ადრესატს ის უკვე მოეპოვება, კიდევ ერთი მაინც გაუხარდება.

ტელეფონის წყალგამძლე ჩასადები მოგზაურისთვის, ტექნიკის დამუხტულ მდგომარეობაში ყოფნის გარდა, მისი დაცვაც საჭიროა. წყალგამძლე ჩასადები საშუალებას გაძლევთ დაიცვათ სმარტფონი მდინარისა თუ ტბის გადალახვისას, ნესტიან ადგილებში მოხვედრისას და ამასთანავე, შეგიძლიათ დააფიქსიროთ კადრები წყლის ქვეშ.

აგვისტო 2018

23


ბოთლი ფილტრით ცნობილია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სუფთა დასალევი წყლის პრობლემა დგას, ამიტომაც მსგავსი ბოთლის ტარება ყველა ტურისტისთვის მისწრებაა. ასეთი საჩუქარი ლაშქრობის მოყვარულს განსაკუთრებით გაუხარდება.

ჰიგიენური საშუალებების მინივერსია წესრიგის მოყვარული მოგზაურების მიერ ბარგის კომპაქტურად ჩალაგების შესახებ ლეგენდები დადის. ამაში მათ არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პრაქტიკული ნივთები ეხმარებათ. მაგალითად, ჰიგიენის ნივთების ჩალაგება მცირე ზომის ყუთშიც შეიძლება. მოკლევადიანი მოგზაურობებისთვის დიდი ზომის ნივთების წაღება არამომგებიანი და არაეფექტურია. 24

აგვისტო 2018


ფოტოალბომი მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში სურათებს უკვე ყველა ელექტრონულ ფორმატში ინახავს, ფოტოალბომი მაინც შეუცვლელი რჩება. კომპიუტერში ფოტოების დაკარგვის ალბათობა არსებობს. ამასთან, დასათვალიერებლადაც ნაკლებად ეფექტურია. დაბეჭდილი ფოტოები უფრო შთამბეჭდავად გამოხატავს ამა თუ იმ მოგონებას, ვიდრე ციფრული. შეუქმენით ადრესატს ლამაზი სივრცე მოგზაურობის აღსაბეჭდად, რათა შთაბეჭდილებები სამუდამოდ ხელშესახები დარჩეს.

მედიკამენტების ყუთი წამლები კარგი საჩუქარი არაა, თუმცა მოგზაურები გამონაკლისები არიან. მათ რეგულარულად სჭირდებათ აფთიაქის განახლება, რომელსაც ძირითადად, ივიწყებენ. იმისათვის, რომ მათ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ, აარჩიეთ ყველაზე საჭირო მედიკამენტები და მომცრო ყუთში მოათავსეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ანტიბაქტერიული ხელსახოცებია. ისინი არასოდესაა ზედმეტი. აგვისტო 2018

25


იმოგზაურე და მიიღე ფასდაკლება „მეტრომარტისგან“ მოგზაურობა რომ ყველასთვის სასიამოვნოსთან და დადებითთან ასოცირდება, ეს საზოგადოდ ცნობილია, თუმცა ის, რომ მოგზაურობისას მგზავრობაში დახარჯული თანხა შეიძლება უკან დაიბრუნო, ეს სიახლე ალბათ დაუჯერებელიც კი არის. ტექნიკის ჰიპერმარკეტი „მეტრომარტი“ ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტუალური თემით ეხმიანება მომხმარებლების მოთხოვნებს და მოგზაურებს სთავაზობს დახარჯული თანხის ანაზღაურებას ფასდაკლების სახით. ასეთ ცხელ ზაფხულში წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ეს ცხელი შეთავაზება მარტივად მოქმედებს. ნებისმიერი, ვინც „მეტრომარტში“ წარადგენს უკვე გამოყენებულ სამგზავრო ბილეთს (თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის თუ სხვ), ტექნიკის ფასდაკლებით შეძენას შეძლებს. „მეტრომარტის“ ყველა მაღაზიაში წარმოდგენილ ტექნიკაზე განთავსებულია Travel Bonus მანიშნებელი, შესაბამისი თანხის ნომინალით. მაგალითად, თუ თქვენი ბილეთის ღირებულებაა 200 ლარი, შეგიძლიათ მაღაზიაში აარჩიოთ ერთი ან რამდენიმე ტექნიკა, რომელთა Travel Bonus 200-ს უტოლდება და სწორედ 200 ლარის ფასდაკლება მიიღოთ „მეტრომარტში“ არჩეულ ტექნიკაზე. შეთავაზება მოქმედებს „მეტრომარტის“ ხუთივე ჰიპერმარკეტში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, და ვრცელდება მაღაზიებში წარმოდგენილ ყველა კატეგორიისა და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკაზე.


თბილისი – სადგურის მოედანი „თბილისი ცენტრალის“ მე-2 სართული თბილისი – სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ რუსთავი – კლდიაშვილი/მეგობრობის გამზირი #23 ქუთაისი – ჭავჭავაძის გამზირი N61, სამტრედიის ხიდის მიმდებარედ ბათუმი – ჭავჭავაძის #119/131 (სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორია) www.metromart.ge facebook.com/Metromarti/ ტელ.: 2 000 555


28

აგვისტო 2018


10 ყველაზე უნიკალური და შთამბეჭდავი სანაპირო ზაფხულობით, სამოგზაურო მიმართულების არჩევისას, სანაპიროებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროს ტურისტები ყველანაირ დეტალს ითვალისწინებენ: ზღვის ფერს, სანაპიროების სისუფთავეს, ხალხმრავლობას, ქვიშასა თუ ქვებს... წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო და უნიკალურ მაგალითებს.

აგვისტო 2018

29


#1 ნავაჯიოს სანაპირო, კუნძული ზაკინტოსი საბერძნეთი ეს სანაპირო საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად გადაღებული სივრცეა.

#2 Anse Source d’Argent სეიშელის კუნძულები აქ თეთრი ქვიშა და სკულპტურებადქცეული ლოდები დაგხვდებათ, რომლებსაც ზურმუხტისფერი შეფერილობის ზღვა ესაზღვრება. გარდა ამისა, ამ სანაპიროზე მზის ჩასვლის საოცარი ხედებით დატკბებით.

30

აგვისტო 2018


#3 წითელი ქვიშის სანაპირო, გალაპაგოსის კუნძულები წითელი შეფერილობის ქვიშა ნებისმიერ სეზონზე შთამბეჭდავი და ეფექტურია.

#4 საკათედრო ტაძრების სანაპირო, რიბადეო, ესპანეთი სანაპიროზე აღმართულ თაღებს ათასობით წლის განმავლობაში წყალი ვერაფერს აკლებს.

აგვისტო 2018

31


#5 ბენაგილი, პორტუგალია აქ კი ღია გამოქვაბულები ზღვაში ფართოდ იხსნება.

#6 იასამნისფერი ქვიშის სანაპირო, კალიფორნია, აშშ ბორცვების გარშემო მომხიბვლელი იასამნისფერი შეფერილობის ქვიშა მოგჭრით თვალს. 32

აგვისტო 2018


#7 ნიჟარების სანაპირო, ავსტრალია წყალში მარილის მაღალი შემცველობის გამო, აქ მოლუსკებზე მონადირე თევზები ვერ ბინადრობენ, ამიტომაც მოლუსკები ფართოდ მრავლებიან. სწორედ მათი ნიჟარები ქმნის ამ ადგილს განსაკუთრებულს.

#8 ვარდისფერი ქვიშის სანაპირო, ბაჰამის კუნძულები ეს სანაპირო თაფლობისთვის მიმართულების შერჩევისას დიდი პოპულარობით სარგებლობს. რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ვარდისფერი შეფერილობის ქვიშა?

აგვისტო 2018

33


#9 დამალული სანაპირო, მარიეტა, მექსიკა მარიეტას ეს სანაპირო მექსიკის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და ღირსშესანიშნავი ადგილია. ოფიციალური სახელწოდება ითარგმნება როგორც „სიყვარულის სანაპირო“, თუმცა მას „დამალულ სანაპიროდ“ უფრო იცნობენ. გამოქვაბულში მოქცეული ეს სამოთხე, ზემოთ, ცის ხედით გამოირჩევა.

#10 ღამით მბრწყინავი სანაპირო, მალდივის კუნძულები ეს ადგილი ნამდვილად ზებუნებრივია. სანაპიროზე ვარსკვლავების მსგავს ნათებას ბიოლუმინესცენციური ფიტოპლანქტონი ქმნის. ეს ქმნილებები ძალიან მცირე ზომის არიან, თუმცა ერთად მოხვედრისას დაუვიწყარ შოუს ქმნიან.

34

აგვისტო 2018



სანაპიროზე წასაკითხი წიგნები

36

აგვისტო 2018


საზაფხულო დასვენება წიგნების წასაკითხად საუკეთესო დროა. არდადეგები სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ უბრალოდ ვიწვეთ, ქალაქის აურზაური დავივიწყოთ და ზღვასთან რაიმე მხიარული და ზღაპრული ვფურცლოთ.

აგვისტო 2018

37


ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი „ნაზი ღამე“ ფიცჯერალდის ნაწარმოებები სავსეა დიდი აუხდენელი ოცნებებით, სასიყვარულო სამკუთხედებით და მსუბუქი ნაღველით. ამჯერად, მწერალი ჯაზის ეპოქაში გიწვევთ, სადაც მუდმივად მხიარულებაა. ექიმი ფსიქიატრი თავის მდიდარ პაციენტზე ქორწინდება, მის ფინანსებს კლინიკის მშენებლობას ახმარს და პარალელურად მსახიობი შეუყვარდება...

სტივენ კინგი „ნათება“ ჯეკ ტორანსს ზამთარში ოჯახთან ერთად მთის ძველ სასტუმროში დამკვირვებლად უწევს ყოფნა. თითქოს არაფერია საშიში, მაგრამ თქვენ ხომ სტივენ კინგთან გაქვთ საქმე! მას არ შეუძლია, ნაწარმოებში გარდაცვალება და მოჩვენებათა სულები არ გაურიოს. უკვე 30 წელზე მეტია, რაც წიგნი მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე საშიშ ნაწარმოებთა ჩამონათვალში იკავებს ადგილს.

ელიზაბეტ გილბერტი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ ისტორია იმის შესახებ, თუ როგორი სასიამოვნოა ხანდახან ყველაფერი მიატოვო და იმით დაკავდე, რაც დანამდვილებით გსურს. მთავარი გმირის შემთხვევაში, ესაა იტალია, გემრიელი საკვები, საკუთარი სულის პოვნა ინდოეთში და სანაპიროს ქალაქში ოცნების მამაკაცის სიყვარული... 38

აგვისტო 2018


ფრანსუაზ საგანი „სალამი, სევდავ“ ეს წიგნი სავსეა მელანქოლიითა და მსუბუქი სევდით, რომელიც მარილიანი ზღვისა და მზიანი სანაპიროს სურნელითაა გაჯერებული. ახალგაზრდა სესილი შეპყრობილია მომხიბლავი ჭაბუკით, პირველი სიყვარულის განცდით, ილუზიებითა და ზაფხულის მზით. თუმცა, არდადეგებიც ოდესმე სრულდება...

ჯეინ ოსტინი რომანები ოსტინის შემოქმედება სანაპიროზე წასაკითხად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ რომანების მიღმა ნამდვილი სიყვარული და ვნება იმალება. რაც მთავარია, ყველაფერი ხშირად ქორწინებით სრულდება. აგვისტო 2018

39


პელემ გრენვილ ვუდჰაუსი „ჯივზი და ვუსტერი“ სამაგალითო მსახურთუფროსი, შარმიანი უსაქმური, მოუსვენარი დეიდები – მოკლედ, ნამდვილი ინგლისური იუმორის მაგალითი. და თქვენ რომელი უფრო მოგწონთ – ჯივზი თუ ვუსტერი?..

40

აგვისტო 2018


აგვისტო 2018

41


42

აგვისტო 2018


5 ყველაზე ეგზოტიკური მიმართულება კლასიკური მიმართულებები ხანდახან შესაძლოა მოგვბეზრდეს და ბარგის გამზადება რომელიღაც საინტერესო ადგილის ძიებისთვის დავიწყოთ. წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომლებიც არაორდინარულ ბუნებას გაგაცნობენ.

აგვისტო 2018

43


ბრაზილია როცა ბრაზილიაზე ფიქრობ, თვალწინ რიო დე ჟანეირო წარმოგიდგება: კოპაკაბანას ოქროსფერი სანაპიროები, თავბრუდამხვევი კარნავალები, პალმები, წვეულებები დილამდე და რა თქმა უნდა, მთიდან გადმოშლილი ხედები ქალაქზე. ბუნების მოყვარულებს აქ ჩანჩქერები და მსოფლიოს ყველაზე წყალუხვი მდინარე – ამაზონი გააოცებთ. ბრაზილიაში წლის საშუალო ტემპერატურა 25-28 გრადუსამდე მერყეობს, ამიტომ ბანაობა ყოველთვის შესაძლებელია და სეზონი არასოდეს მთავრდება.

მექსიკა ეს ტროპიკული სახელმწიფო არა მხოლოდ სომბრეროებით, ტეკილათი, ბურიტოთი და სიმღერებით, არამედ უძველესი ცივილიზაციების, აცტეკების, ინკებისა და მაიას ტომების შთამომავლობითაა ცნობილი. აუცილებლად უნდა ესტუმროთ კანკუნის სანაპიროს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კურორტთა ათეულში შედის. ტემპერატურა 26 გრადუსზე ნაკლები არაა, ცხელ თვეებში კი 35 გრადუსს აღწევს. 44

აგვისტო 2018


კოსტა-რიკა არც ისე დიდი, თუმცა ძალიან ამაყი ქვეყანა ყოფილი ესპანური კოლონიაა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორისაა. კოსტა-რიკასთვის წვიმების სეზონი უცხოა, ამიტომ გამგზავრებას ნებისმიერ დროს თავისუფლად შეძლებთ. ეს ქვეყანა იმითაცაა ცნობილი, რომ ერთადერთია ამერიკის კონტინენტზე, რომელმაც ჯარის რეგულაციებზე უარი განაცხადა – 1949 წლიდან კოსტა-რიკა არავითარ საომარ მოქმედებაში არ მონაწილეობს. ამიტომ, ქვეყანას წლიდან წლამდე ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ადგილსაც უწოდებენ. აქ ადამიანები მართლაც სასიამოვნოდ ცხოვრობენ. სეზონის განმავლობაში ქვეყანა სანაპიროს ეკოტურიზმისთვის საუკეთესო პირობებს სთავაზობს – სათავგადასავლო ტურებსა და სერფინგს. აქ იხილავთ ვულკანებსაც, მიირთმევთ ეროვნული სამზარეულოს კერძებს და აბორიგენების ეგზოტიკური მუსიკით დატკბებით. წლის საშუალო ტემპერატურა +27 გრადუსს აღწევს. აგვისტო 2018

45


მადაგასკარი მადაგასკარის დედაქალაქის სახელს – ანტანანარივუს იოლად მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები თუ წარმოთქვამენ. აქ უამრავი საერთაშორისო რეისი მოქმედებს. ქალაქი ორ მთას შორისაა მოქცეული და სასახლეებით, მუზეუმებით, პლანტაციებითა და ძვირფასი ქვებითაა ცნობილი. საერთოდ, მადაგასკარი ყველა ასპექტით ეგზოტიკაა. კუნძულზე არსებული მცენარეებისა და ცხოველების 90% მხოლოდ აქ თუ შეგხვდებათ. მათ შორის 100 სახეობის ლემურია. ასეთ მდიდარ ბუნებას, იდეალურად, ეროვნული პარკების მეშვეობით გაიცნობთ. მადაგასკარზე მრავალფეროვანი ლანდშაფტია – უდაბნოდან დაწყებული, ტროპიკული ტყეებით დამთავრებული. სანაპიროზე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილი კუნძული ნუსი-ბეა.

ტანზანია ეს ქვეყანა ველური ბუნებითაა ცნობილი. მთავარი გასართობი ე.წ. უგზოობის ტიპის მანქანებით საფარის ტყის შემოვლაა, სადაც ლომს, ვეფხვს და სპილოსაც კი მოკრავთ თვალს. გრანდიოზული ეროვნული პარკები, ქათქათა სანაპიროები, დაივინგი, ექსკურსია ზანზიბარის კუნძულზე და ცნობილი კილიმანჯარო – ეს ყველაფერი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით. 46

აგვისტო 2018


5 ყველაზე გამაჯანსაღებელი მიმართულება განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილს ეძებთ? კურორტის არჩევისას ყურადღება ორგანიზმის ტონიზირებაზე გაამახვილეთ. წარმოგიდგენთ პოპულარულ სპამიმართულებებს 2018 წლის ზაფხულისთვის. ტუნისი სხეულის თერაპიის დამფასებლები დასასვენებლად ტუნისს ირჩევენ, სადაც მაღალი ხარისხის სპაცენტრები მდებარეობს. მომსახურებაში შედის ზღვის წყლით, მცენარეებითა და ტალახით მკურნალობა. ამიტომ კანის, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღების თუ ფიგურის გაუმჯობესების მიზნით, ტუნისის კურორტებს მიაშურეთ. აქაური ჰავის, პროცედურებისა და წყლის მეშვეობით, ახალგაზრდულ იერს და ძალას დაიბრუნებთ.

აგვისტო 2018

47


მკვდარი ზღვის კურორტები მკვდარი ზღვა პლანეტის ყველაზე მარილიანი ტბაა და მინერალური მარილებითა და მთელი რიგი სასარგებლო ნივთიერებებითაა სავსე. მკვდარ ზღვას ისრაელი და იორდანია იყოფენ. გამაჯანსაღებელ ფაქტორებად კურორტებზე მარილიან წყალს და ტალახს იყენებენ. წყალში ყოფნა 20 წუთითაა მიზანშეწონილი, ტალახის მოშორება კი 40 წუთის შემდეგ.

48

აგვისტო 2018

თურქეთი ჯანმრთელობის გაუმჯობესება პოპულარულ თურქეთშიც შეიძლება, თუ კურორტსა და სასტუმროს დაკვირვებით აარჩევთ. ამ შემთხვევაში, დაივიწყეთ ალანია და ანტალია. თქვენ პამუკალე გამოგადგებათ. თურქული სპაკომპლექსები თერმული წყლებით, მინერალური აბაზანებით და მასაჟის სერვისებითაა ცნობილი. აუცილებლად ეწვიეთ იქაურ საუნას, რომელიც წონის დაკლებაში, ტონუსის დაბრუნებასა და ნერვული სისტემის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.


იტალია გამაჯანსაღებელი კურორტები ტურისტებისთვის პოპულარულ იტალიაშიცაა. ზოგიერთი ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროიდანაა ცნობილი. ორგანიზმის გასაჯანსაღებლად ერთერთი საუკეთესო ადგილი მილანსა და ვენეციას შორის მოთავსებული გარდას ტბაა. ასევე, ამ მხრივ პოპულარული ქალაქი სირმიონე, სადაც რევმატიზმით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობენ. მთელი რიგი სილამაზის პროცედურების ჩატარების შემდეგ, შეგიძლიათ სამოსის მაღაზიებს ესტუმროთ, რომლებიც საერთოდ არაა ძვირადღირებული.

უნგრეთი თერმულ წყლებზე საუბრისას არ შეიძლება ეს ქვეყანა არ აღვნიშნოთ. ქვეყნის დედაქალაქი ბუდაპეშტი მინერალური წყაროებითაა სავსე და ქალაქის ტერიტორიაზე ათობით სამკურნალო აბანოა. ტურისტები თერმულ ტბა ჰევიზსაც სტუმრობენ. კალციუმი, გოგირდი, მაგნიუმი – ეს იმ სასარგებლო ნივთიერებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ტბა შეიცავს. ყოველივე ეს სასიკეთოდ მოქმედებს ძვლებზე.

აგვისტო 2018

49


5 საუკეთესო მიმართულება დაივინგისთვის დაივინგი საუკეთესო საშუალებაა, სპორტი დასვენებას შეუთავსოთ. თბილი წყალი, სილამაზე და მოდუნება – უკეთესს რას ინატრებთ? ინდონეზია წყლის ტემპერატურა: 22-27°С მსოფლიოს ბევრი მოცურავე აღიარებს, რომ ინდონეზია ამ მიზნით საუკეთესო ადგილია. აქ მთელი წელი სეზონია. შეხვდებით ისეთ მრავალფეროვან სახეობებს, როგორებიცაა: ზღვის ცხენი, კუ, რვაფეხა, თინუსი და ა.შ.

50

აგვისტო 2018


მალტა წყლის ტემპერატურა: 22-24°С სეზონი: მაისიდან ოქტომბრამდე მალტა ულამაზესი რიფებითაა ცნობილი, თუმცა მისი მთავარი საიდუმლო წყალქვეშა პრეისტორიული ტაძრებია. თქმულების თანახმად, სწორედ აქ მდებარეობდა ლეგენდარული ატლანტიდა. თევზებიდან შეხვდებით: ზღვის ქარიყლაპიას, ბარაკუდას, კეფალს, თინუსს, დელფინს, რვაფეხას და ა.შ.

ნორვეგია წყლის ტემპერატურა: 8-18°С სეზონი: ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ნორვეგიასაც უნდა ეწვიონ. ქალაქი ნარვიკი დაივინგის მიმდევრებისთვის ნამდვილი მექაა – აქ მკვდარი ხომალდები და თვითმფრინავები დახვდებათ. აგვისტო 2018

51


ბალი წყალქვეშა სამყაროს მრავალფეროვნება თქვენ წინაშე მთელი სიცხადით გადაიშლება. ბალის კუნძულებზე იშვიათი სახეობების თევზებს მოინახულებთ. არქიპელაგებზე 500ზე მეტი სახეობის თევზი დაცურავს და 700 სახეობის მოლუსკი ბინადრობს. ასევე, ვეშაპისნაირნი და დელფინებიც შეგხვდებიან.

52

აგვისტო 2018


ეგვიპტე წყლის ტემპერატურა: 20-27°С მდიდარი წყალქვეშა სამყარო და ბევრი რიფი – აქ დაივინგით გართობა ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. ჟაკ ივკუსტო ეგვიპტის წითელ ზღვას „საოცრებათა დერეფანს“ უწოდებდა. აქ ყველაზე უცნაური შეფერილობისა და ფორმის ჯგუფურად მოძრავ თევზებს შეხვდებით.

აგვისტო 2018

53


5 ქვეყანა საყიდლებისთვის გსურთ განაახლოთ გარდერობი, მაგრამ არ იცით სად წახვიდეთ? წარმოგიდგენთ ქალაქებს, სადაც შოპინგი არა მხოლოდ ნაყოფიერი, არამედ სასიამოვნოც იქნება.

ამსტერდამი ამსტერდამს შეუძლია „შოპინგის დედაქალაქის“ წოდებაც კი მიიღოს. ქალაქი ანტიკვარული, ბუკინისტური და საიუველირო მაღაზიებით გამოირჩევა. აუცილებლად ეწვიეთ ცნობილ მეცხრე რაიონს. უზარმაზარი შოპინგ-ზონა სწორედ ამსტერდამის ცენტრშია განთავსებული. აქ ყველაფერს ნახავთ – ძველებური ნივთებიდან დაწყებული, თანამედროვე სამოსით დამთავრებული; ასევე ისტორიულ და მოდერნისტულ ავეჯს... აქ შეძენილი ფეხსაცმელი ევროპაში საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა. 54

აგვისტო 2018


მილანი ყველა გოგონა, რომელიც თავს მოდურად მიიჩნევს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს მილანს – მოდის ევროპულ დედაქალაქს. Gucci-ის, Versace-ს, Prada-ს, D&G-ს, Armani-ს, Fendi-ს, Hermes-ის, Tiffany&Co-ს, Bulgari-ს, Louis Vuitton-ის და სხვა ბრენდების მაღაზიები ყოველთვის ღიაა სიახლის მაძიებლებისთვის. თუმცა Serravalle-ში შეხედვა არ დაგავიწყდეთ – ეს უდიდესი მაღაზიაა, სადაც ჩამოფასებული სამოსი იყიდება და სასურველ კაბებს, ფეხსაცმელს, სუნამოს თუ აქსესუარებს ხელმისაწვდომ ფასებში შეიძენთ.

დუბაი შესაძლოა დუბაიში დასვენება არც ისე იაფი იყოს, თუმცა შოპინგი აქ ნამდვილად ხელმისაწვდომი და საკმაოდ მრავალფეროვანია. დუბაი იმპორტირებულ საქონელზე დაბალი გადასახადით გამოირჩევა, ამიტომ დიზაინერების შემოქმედებას საკმაოდ მისაღებ ფასში შეიძენთ. ესტუმრეთ ქალაქის სავაჭრო ცენტრებს: The Dubai Mall, Bur Juman, Mall of the Emirates… ეს კომპლექსები დიზაინითა და ზომითაც გამოირჩევიან. ასევე, აქ ბევრი გასართობი და თავშესაქცევი განყოფილებაა, სადაც შვილების, და მათ შორის ქმრების დატოვებაც კი შეიძლება. აგვისტო 2018

55


პარიზი ქალაქი, რომელიც მოდის სამყაროში ლიდერია, შოპინგისთვის აუცილებლად გამოგადგებათ. ყველაზე ცნობილი სავაჭრო კვარტლები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ: Les Halles, Boulevard Haussmann და Place des Victoires. აქ თქვენ საუკეთესო პარფიუმერია, სამკაული და ელეგანტური სამოსი დაგხვდებათ. აუცილებლად ესტუმრეთ პარიზის ფლი მარკეტს – აქ უნიკალურ და ავთენტურ სუვენირებს აღმოაჩენთ.

56

აგვისტო 2018


ბარსელონა ესპანეთი საშუალო კლასის ბრენდების სამშობლოა. Mango-ს, ZARA-ს, Massimo Dutti-ს, Pull and Bear-ის, Oysho-ს, Bershka-ს და Stradivarius-ის სამოსს მსოფლიოში თითქმის ყოველი მეოთხე ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღაზიები მშობლიურ ქალაქშიც გაქვთ, ბარსელონაში ვიზიტი მაინც გარდაუვალ მოვლენად უნდა აქციოთ. აქ განსაკუთრებულ და უნიკალურ კოლექციებს შეხვდებით, რომლებსაც დიზაინერები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ ავრცელებენ. რა თქმა უნდა, განსხვავება ხარისხსა და ფასშიცაა. თუმცა, ბარსელონაში ელიტური მაღაზიებიცაა: Luis Vuitton, Chanel, Dolce & Gabbana, Escada, რომლებსაც Passeig de Gracia-ს ბულვარში იხილავთ. აგვისტო 2018

57


58

აგვისტო 2018


როგორ გავამზადოთ ჩემოდანი კომპაქტურად მარტივი წესები მოგზაურებისთვის აგვისტო 2018

59


როცა დასასვენებლად აპირებთ გამგზავრებას, წინ სტანდარტული პროცედურა გელით: ბარგის ჩალაგება დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. სინამდვილეში ეს პროცესი საშიში საერთოდ არაა. მთავარია, რამდენიმე რეკომენდაცია დაიცვათ და ჩემოდანს სწორად, სწრაფად და ემოციური ფონის გარეშე გაამზადებთ. თავდაპირველად, გააანალიზეთ, რისი წაღება გსურთ დანამდვილებით და რას საერთოდ არ გამოიყენებთ. ცხელ ქვეყნებსა და ქალაქებში 3 თბილი ჯემპერი ზედმეტია, ერთიც გეყოფათ. რთული ნივთების წაღებას მოერიდეთ, რომლებიც სპეციალურ მოვლას საჭიროებს. ზოგადად, პრაქტიკული სამოსი არჩიეთ, თუ რა თქმა უნდა, წინ კარნავალი არ გელით. პერანგებისა და კაბების საერთო რაოდენობა დასასვენებლად გამოყოფილი დღეების მიხედვით 60

აგვისტო 2018

დათვალეთ. ჯინსები და შარვლები კაბებსა და პერანგებზე ორჯერ ნაკლები დაგჭირდებათ. მოკლედ, ყველაფერი, რაც გადაარჩიეთ, ჩემოდნის გვერდით ერთად მოათავსეთ. შეადარეთ – მოგროვებული მასა თქვენი ჩემოდნის ზომას 3-ჯერ არ უნდა აჭარბებდეს. დაფიქრდით, თმის საშრობი ნამდვილად გჭირდებათ? ამ ნივთს ბევრ ადგილას შემოგთავაზებენ ან გათხოვებენ. ჩალაგება ყველაზე მძიმე ნივთებით დაიწყეთ და ისინი სულ ქვევით მოათავსეთ, შემდეგ მსუბუქი და სქელი დაამატეთ. შიდა ლანდშაფტის უსწორმასწორობას წვრილმანებით გაანეიტრალებთ: საცვლებით, წინდებით, ცხვირსახოცებით.... თუ ისინი ბევრი გაქვთ, ფეხსაცმელში ჩადეთ და ადგილსაც მოიგებთ. თითოეული ფეხსაცმელი ცალცალკე პარკში მოათავსეთ. მაისურები ძალიან მჭიდროდ

უნდა ეკვროდეს ერთმანეთს, გამოტოვებული ადგილების გარეშე. ქამრები და მსგავსი ნივთები ჩანთის კედლებზე დაამაგრეთ. პერანგების დაკეცვის ტექნიკა: სახელოები ზურგზე მხრის გასწვრივ გადადეთ, შემდეგ ჰორიზონტალური მიმართულებით რამდენჯერმე გადაკეცეთ. ზოგადად, ტანსაცმელი არა კვადრატული სტილით, არამედ ცილინდრული ფორმით უნდა ჩაალაგოთ. ჰიგიენური ნივთები თავზე დაალაგეთ. შამპუნი და სხვა თხევადი ნივთიერებები ცალცალკე პაკეტებში მოათავსეთ. რაც შეეხება ტექნიკას, არაა საჭირო დასასვენებლად ერთდროულად 3 გაჯეტი გაიყოლოთ. უარი თქვით ნოუთბუქზე ან პლანშეტზე, აირჩიეთ ერთ-ერთი.


10 ნივთი, რომელიც კურორტზე აუცილებლად უნდა წაიღოთ როგორ მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება მინიმალური ზომის ბარგით? საიდუმლო მარტივია: ყველაფერი უნივერსალური უნდა იყოს. წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც დასასვენებლად ხელს აუცილებლად უნდა გააყოლოთ.

1

მზის სათვალეები, რომლებიც საკურორტო განწყობას შეგიქმნით

2

მთლიანი და გაყოფილი საცურაო კოსტიუმი: პირველი ფოტოებისა და წვეულებებისთვის, მეორე კი რუჯის მისაღებად

3

ტევადი ხელჩანთა ან ზურგჩანთა – აეროპორტში ხელბარგის სახით შეიტანეთ, შემდეგ კი მუდმივად თან იქონიეთ. გამოგადგებათ როგორც სანაპიროზე, ისე ექსკურსიებზე და ღამით სეირნობისას

4

ჯინსის ქურთუკი ან სპორტული მოსაცმელი – ზაფხულის გრილ საღამოებს 1990-იანების სტილში შეხვდით

5

ნათელი ფერის ჰაეროვანი კაბები – სასიამოვნოა სანაპიროზეც, ქალაქშიც და წვეულებაზეც!

აგვისტო 2018

61


6

მოკლე ქვედაბოლოები ან შორტი

7

აქსესუარების კოლექცია: ქამარი, თხელი შარფი და სამკაული

8

სანდლები ქალაქისთვის და საზაფხულო ფლოსტები სანაპიროსთვის.

9

მზისგან დამცავი კრემი

62

აგვისტო 2018

10

კარგი წიგნი – გადადეთ ტელეფონი და გონებისთვის სასარგებლო თავშესაქცევით დაკავდით


აგვისტო 2018

63


ევროპის 7 მყუდრო კუნძული საუკეთესო დასვენებისთვის

ეგზოტიკის საპოვნელად ხანდახან შორს გამგზავრება სულაც არაა აუცილებელი. ძველ ევროპაში შემორჩენილია კუნძულები, სადაც ტურისტთა რაოდენობა ადგილობრივ მცხოვრებელთა რაოდენობას ჯერ კიდევ არ აჭარბებს. საფრანგეთი, კორსიკა კორსიკა – ეს არის ადგილი, სადაც საფრანგეთისა და იტალიის კულტურათა საოცარ შერწყმას იგრძნობთ. ეს სულაც არაა გასაკვირი – კორსიკა მშობლიური საფრანგეთისგან 170 კილომეტრით, ხოლო იტალიისგან 11 კილომეტრითაა დაშორებული. კორსიკაზე საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტთან დაკავშირებულ ღირსშესანიშნაობებს იხილავთ: სახლ-მუზეუმს, ეკლესიას, სადაც მონათლეს და ა.შ. ლოკაცია სეირნობის მოყვარულებს აუცილებლად მოხიბლავთ, რადგანაც აქ ბევრი ლამაზი ბილიკია. 64

აგვისტო 2018


იტალია, სიცილია ამ კუნძულის უნიკალურობა ის გახლავთ, რომ მეორედ მოხვედრისას სრულიად სხვა შთაბეჭდილებებით აგავსებთ, ვიდრე პირველად სტუმრობისას, რადგანაც სიცილიაზე მოგზაურობა ყოველთვის ერთი დიდი თავგადასავალია. საკმაოდ ხნიერი ეტნა განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და შესაძლოა ცეცხლის ალების მომსწრე ნებისმიერ დროს გახდეთ. აუცილებლად გასინჯეთ ადგილობრივი ღვინო, რომელსაც ყველა რეგიონისგან განსხვავებული გემო დაჰკრავს.

საბერძნეთი, პატმოსი ეს პატარა კუნძული ეგეოსის ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ქრისტიანული ისტორიით ხასიათდება. პატმოსს „ბერძნულ იერუსალიმსაც“ კი უწოდებენ. ბიბლიის მიხედვით, რომაელებმა იოანე ღვთისმეტყველი სწორედ აქ გადმოასახლეს. იოანე გამოქვაბულში განმარტოვდა და უკანასკნელი წიგნი – „იოანეს გამოცხადება“ (აპოკალიფსი) დაწერა. მსურველებს შეუძლიათ მის მონასტერს ეწვიონ, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

აგვისტო 2018

65


საბერძნეთი, მიკონოსი ძველბერძნულმა მითოლოგიამ ამ კუნძულს დიდი აღიარება მოუპოვა, რომლის მიხედვით მიკონოსზე ჰერაკლესა და ტიტანებს შორის ბრძოლა შედგა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, კუნძული ღამის ცხოვრების მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ ბარები და კლუბები ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს – მიწისქვეშა, სანაპიროს, პიანო-ბარები, ტერასებით დამშვენებული და დისკო-ბურთებით მორთული.

საბერძნეთი, ითაკა კუნძულმა უამრავი ისტორიული ეპოქა გადაიტანა: ნეოლითი, მიკენის ცივილიზაცია, ელინიზმი, ოტომანთა იმპერიის მმართველობა, ფრანგი და იტალიელი პროტექტორატები, სანამ 1864 წელს, კვლავ საბერძნეთის ნაწილი არ გახდებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ჰომეროსის წყალობით, ითაკას მსოფლიო ოდისევსის სამშობლოდ იცნობს. აქ მბრძანებლის სასახლესაც შეხვდებით, რომელიც XIII საუკუნეშია აგებული. 66

აგვისტო 2018


ხორვატია, კორჩულა სანამ ხორვატიის ნაწილი გახდებოდა, კორჩულა ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ მის ისტორიულ და არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე ყველაზე დიდი გავლენა რომაელებს, ვენეციელებს და გენუელებს აქვთ. კუნძულის მთავარი ქალაქი შუა საუკუნეების იტალიის ქალაქს მოგაგონებთ. ეკლესიები გოთიკისა და რენესანსის ელემენტებს მოიცავს.

ხორვატია, ჰვარი ლურჯი ცა, თეთრი ქვები, ლავანდას მინდვრები – მშვენიერი ადგილია ფოტოსესიისთვის. თუ წმინდა სტეფანის ეკლესიასთან ახვალთ, რომელიც იტალიური აღორძინების დროს აშენდა, ფონად მთელი ქალაქის გამოჩენას შეძლებთ. ჰვარი ადრიატიკის ზღვაში ყველაზე გრძელი და მზიანი კუნძულია – ადგილი, რომელიც ევროპელ ტურისტებს ძალიან უყვართ. არც ინფრასტრუქტურა გაგიცრუებთ იმედს – შეგიძლიათ ნავი იქირაოთ და ადგილობრივი სანაპიროები მოინახულოთ; ველოსიპედის ქირაობის შემთხვევაში, ბუნების სურნელით და ხედებით დატკბეთ, ან სულაც ადგილობრივი ღვინო დააგემოვნოთ.

აგვისტო 2018

67


ფანტასტიკური ადგილები ცნობილი ფილმებიდან, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდეთ ზოგიერთი ჩვენი საყვარელი ფანტასტიკური თუ სათავგადასავლო ჟანრის ფილმი პლანეტის რეალურ ადგილებში გადაიღეს. ამ ლოკაციების ხილვა გვარწმუნებს, თუ რამდენად საოცარ და ლამაზ სამყაროში ვცხოვრობთ.

68

აგვისტო 2018


აგვისტო 2018

69


ჰუნანი, ჩინეთი ფილმი: „ავატარი“

ჰუნანის პროვინცია ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მას ბუნების ღირსშესანიშნაობები ამშვენებს. უპირველესად, ნაციონალური პარკი უნდა იხილოთ, რომელიც „ავატარის“ გადაღებებისას გამოგონილ პლანეტა „პანდორად“ იქცა. ბევრ გულშემატკივარს ჰგონია, რომ პეიზაჟები კომპიუტერული გრაფიკის დამსახურებაა, თუმცა რეალური ადგილი ამ ეჭვს საფუძვლიანად აქრობს. ჰუნანი კვარციტის ქანებით და ფლორა-ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ პროვინციაში ისტორიის მოყვარულებიც სიამოვნებას მიიღებენ. ჰუნანში უძველესი კოშკი, მაო ძედუნის სახლ-მუზეუმი, მავზოლეუმი და ძველი სამარხებია წარმოდგენილი.

70

აგვისტო 2018


ანგკორი, კამბოჯა ფილმი: „ლარა კროფტი: სამარხების მცველი“ ანგკორის ტაძართა კომპლექსი ეგზოტიკური სახელმწიფოს, კამბოჯას ყველაზე ცნობილი ძეგლია. რამდენიმე საუკუნის წინ, ეს ადგილი ქხმერების იმპერიის ცენტრი იყო. მთავარი ტაძარი ჯუნგლებისგან სპეციალურად არ გაათავისუფლეს, რათა შეენარჩუნებინათ ის პირვანდელი იერი, როგორიც აღმოაჩინეს. ქალაქ სიემ რიპში მოხვედრისას, ანგკორის მონახულების გარდა, ადგილობრივი კულტურის გაცნობასაც შეძლებთ – იხილავთ საცეკვაო შოუებს, სადაც ქალბატონები სპეციალურ ცეკვებს ასრულებენ. არაორდინარულობის მოყვარულებს, ტბაზე „მოტივტივე“ სოფელი ტონლე საპი მოეწონებათ, სადაც ადამიანები ნავების მსგავს სახლებში ცხოვრობენ. აგვისტო 2018

71


მატამატა, ახალი ზელანდია ფილმი: „ბეჭდების მბრძანებელი“ ამ პატარა, საოცარ ქალაქში სულ რაღაც 6000 ადამიანი ცხოვრობს, რომელმაც ტელეეკრანებზე ჰობიტების გამოჩენის შემდეგ გაითქვა სახელი. ცნობილი პატარა სახლები ფილმისთვის ააშენეს და გადაღებების დასრულების შემდეგ უნდა დაენგრიათ, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი შენარჩუნება გადაწყვიტა. ლოკაცია ტურისტების მოზიდვის საშუალებად იქცა და დღეს ახალი ზელანდიის მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

72

აგვისტო 2018


ტატუინი, ტუნისი ფილმი: „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 4“

ტატუინი: ქალაქი თუ პლანეტა? ეს შეკითხვა ცნობილი საგას გამოსვლის შემდეგ აქტუალური გახდა. სწორედ აქ, ტუნისის ქალაქში, უდაბნოებს შორის ცნობილი პლანეტა შეგხვდებათ. ადგილი, სადაც ყველა დროის ყველაზე საკულტო ეპოსის გადაღებები მოაწყვეს. ამის შემდეგ, ეს უცნობი ქალაქი, მკვიდრთა მცირე რაოდენობით, ტურისტებში პოპულარულ ადგილად იქცა. აღსანიშნავია, რომ ტატუინის სასტუმროში ღამის გათევა საკმაოდ იაფი ღირს.

აგვისტო 2018

73


ალნვიკის ციხესიმაგრე, ინგლისი ფილმი: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ყველას, ვისაც „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილი უნახავს, აინტერესებს, სად მდებარეობს ის მწვანე მინდორი, სადაც ცნობილ თამაშს – ქვიდიჩს თამაშობდნენ და ცოცხით ფრენაში ვარჯიშობდნენ. ფილმის გულშემატკივრები კი ამ ადგილის მონახულებაზე უბრალოდ ოცნებობენ. აქ ინგლისური კოშკის სილამაზით დატკბებით, ადგილობრივებისგან გადაღებების პერიოდის ისტორიებს მოისმენთ და დროებით, მაგიის ზემოქმედებას თავადაც იგრძნობთ. ალნვიკი შოტლანდიის საზღვართანაა ახლოს და ინგლისში სიდიდით მეორე ციხესიმაგრეა, უინძორის სასახლის შემდეგ. მასში შესვლას აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით შეძლებთ, გარშემო სეირნობას კი – მთელი წლის განმავლობაში.

74

აგვისტო 2018


ლიდენჰოლის ბაზარი, ინგლისი ფილმი: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ თუ პრაქტიკულ მოგზაურობებს ხართ მიჩვეული, რომლის დროსაც არა მხოლოდ შთაბეჭდილებებს იღებთ, არამედ ადგილობრივ დელიკატესებსაც აგემოვნებთ, ლონდონის ბაზარი ლიდენჰოლი სწორედ ის ადგილია, რომელიც გჭირდებათ. გარდა იმისა, რომ მაღაზიები ჯერ კიდევ შუა საუკუნეების შემდეგ საოცრადაა შემონახული, ლოკაციაზე ცნობილი ფილმის სცენების გახსენებითაც დატკბებით. სეირნობისას კი მშიერი ნამდვილად არ დარჩებით – აქ ლონდონში საკვები პროდუქტის ყველაზე დიდი ასორტიმენტია. აგვისტო 2018

75


კუნძული კაიო-ლარგოდელ-სური, კუბა ფილმი: „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ ცნობილი კინოეპოპეის მოცემულ ნაწილში მთელ ყურადღებას ჯეკი ბეღურადან ამ საოცარ კუნძულზე გადაიტანთ. სიუჟეტის მიხედვით, სწორედ აქ აღმოჩნდა სასოწარკვეთილი მეკობრე. კაიო-ლარგო-დელ-სური კუბის არქიპელაგის ნაწილია, რომლის ისტორია მეკობრეებთან არასოდეს ყოფილა დაკავშირებული. კუნძული თეთრი ქვიშის სანაპიროებით და კარიბის ზღვის თვალწარმტაცი ხედებითაა ცნობილი.

76

აგვისტო 2018


}jvlpjo|y wjt|ks n‚}tu€ps€|jm

¯z} s} ‚}nu…s

}jvlpjo|y mj}jtn‡s tksus} ¯jl|s}s vjrnr|nknus tksus} zj}~j :]TRTYLW BST_P vu vjrnr|nknus tksus}  uy}s v sw~n|mnw~ju€|s tksus} ¯jl|s}s >ZQ_ ;TNV^ :]TRTYLW ‡


TRAVEL

BOOK აგვისტო 2018


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.