OK! Gastro Book- issue 50

Page 1

სექტემბერი 2018

GASTRO BOOK


ამერიკული გრილი

ქართული სამზარეულო

რესტორანი ზემო წყნეთში წყაროსთან WWW.CHOPS.GE


სარჩევი 4 კულინარიული შოუ, რომელიც კერძების მომზადებას გასწავლით

6

6 ყველაზე ცნობილიი შეფმზარეული მსოფლიოში

16

ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, რას მივირთმევთ მიმდინარე სეზონზე და რომელი პროდუქტები უნდა დავამატოთ რაციონში. „ჯადოქრებმა თეთრ წინსაფრებში“ იციან საკვების მოდა და მათი მომზადების საუკეთესო ხერხები

24

2018 წლის სსამზარეულოს „ჭ „ჭკვიანი“ ტექნიკა სამზარეულოსთვის განკუთვნილი “ჭკვიანი” გაჯეტები თანამედროვე სა დიასახლისის ნამდვილი ოცნებაა, რომლებიც იქ ფუსფუსს მეტად კომფორტულს, პრაქტიკულსა და ფუნქციურს გახდის. წარმოგიდგენთ მოწყობილობებს, რომლებიც „ჭკვიანი“ სამზარეულოს კონცეპტისთვის საუკეთესოა. დამხმარე ნივთი სამზარეულოში არასოდესაა ზედმეტი.

10 ყველაზე „გემრიელი“ ფილმი კულინარიულ ხელოვნებაზე

36 „რამეკაი“ − სიყვარულით შექმნილი აზიური კერძები თავიდანვე მკაცრად აცრად განსაზღვრა: 2012 წლიდან ის მხოლოდ დაა მხოლოდ აზიური სამზარეულოს მიმართულებით თ მუშაობს. რამდენიმე წამყვან კომპანიაში მუშაობის უშაობის შემდეგ, საკუთარი პროექტის განხორციელება ხორციელება გადაწყვიტა და გიგა ხატიაშვილთანნ ერთად სახელის შერჩევაზე დაიწ დაიწყო ფიქრი. მიუხედავად დავად ბევრი სირთულისა, საქმის სიყვარულმა ყველა ველა დაბრკოლების და პრობლემი პრობლემის ახერხებინა. ასე მოევლინა 5 თვის გადალახვა მოახერხებინა. წინ დედაქალაქს აქს „რამეკაი“− საყვარელი ადგილი ნამდვილი გურმანებისთვის. რმ ნ ბ ს ს

42

„რამეკაი“ სწრაფი კვების ობიექტია, რომელიც ძირითადად მიტანის სერვისზეა ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ მსგავს კომპანიებში ამგვარ მომსახურებას უფასოდ ვერსად შეხვდებით. ადგილზე სტუმრობისას კი დახვეწილი ინტერიერი მოგხიბლავთ, რომელიც ისევე ჰაეროვნადაა შერჩეული, როგორც მზარეულების მიერ აქ მომზადებული თითოეული კერძი. აღსანიშნავია, რომ სიტყვათა შეთანხმება „რამეკაი“ არა მხოლოდ ქართულ ენაზე ატარებს დადებით დატვირთვას. იგი იაპონურად „ნათელს“ ნიშნავს, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო დადებით ელფერს სძენს. მთავარი მიზანი მიღწეულია − „რამეკაი“-ში ერთხელ მოხვედრილი ადამიანი მას მეორედაც აუცილებლად აკითხავს.

3 რეცეპტი ჯულია ჩაილდისგან, რომლის მომზადება ყველამ უნდა სცადოსს

46

ლეგენდარული ამერიკელი დიასახლისის კულინარიული საიდუმლოება ლოება

ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა დიასახლისმა, მა, რომელმაც ქალი მზარეულების გარშემო არსებული სებული სტერეოტიპები დაამსხვრია, ამ პროფესიით წარმატების მიღწევა 36 წლის ასაკში დაიწყო. 1948 წელსს მომავალი ვარსკვლავი ქმართან ერთად საცხოვრებლად დ პარიზში გადავიდა, ფრანგული სამზარეულო შეუყვარდა რდა და ერთ კვირაში კურსებზეც კი ჩაეწერა. სწავლის შემდეგ, ჯულიამ ამერიკელებისთვის კულინარიული სკოლის გახსნა გადაწყვიტა და ახლადშეძენილი ფრანგი მეგობრები დაიხმარა. მისის ჩაილდის კურსების წარმატების შემდეგ, ქალბატონმა რეცეპტების წიგნის დაწერა გადაწყვიტა, რომელმაც გაყიდვების რეკორდი მოხსნა და ბესტსელერი გახდა. ამერიკული ტელეარხების უფროსებმა პოპულარულ დიასახლისს საკუთარი შოუს გახსნა შესთავაზეს, სადაც მარტივი ენით კერძების მომზადების შესახებ ისაუბრებდა. მოკლედ, გაყიდული პროდუქტების პერიოდში, ჯულიას მიდგომებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. თავის სატელევიზიო პროგრამებში ის გვაჩვენებდა, რომ გემრიელი და ლამაზი კერძი ბედნიერების მომტანია. 2009 წელს ფილმში „ჯული და ჯულია“, მისი როლი მერილ სტრიპმა შეასრულა.

თუ კერძების მომზადებას აღმერთებთ, იცოდეთ, რომ ერთადერთი არ ხართ − მსოფლიოს გარშემო უამრავ ადამიანს სურს რაიმე განსხვავებული და თავისებური მოამზადოს. ახალი რეცეპტების აღმოსაჩენად უყურეთ ფილმებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კულინარიისადმი სიყვარულს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. მთავარი გმირებისთვის ბედნიერება სწორედ მზარეულობას მოაქვს. ეს „გემრიელი“ გატაცება გეხმარებათ იპოვოთ სიყვარული, ერთგული მეგობრები და საკუთარი ადგილი დედამიწაზე.

ალუბლის „კლაფუტი“ ინგრედიენტები: კარაქი 1 და ¼ ჭიქა 2%-იანი რძე 2/3 ჭიქა გრანულირებული შაქარი 3 კვერცხი სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი 1/8 ჩაის კოვზი მარილი ჭიქა ფქვილი 2 ჭიქა კენკრა შაქრის პუდრა

მომზადების ხერხი: გააცხელეთ გაზქურა 160 გრადუსამდე. კარაქით მონიშნეთ ნამცხვრის ფორმა. თასში მიქსერით აურიეთ 1/3 ჭიქა გრანულირებული შაქარი, კვერცხი, ვანილი, მარილი და ფქვილი. ათქვიფეთ წუთის განმავლობაში, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ჩამოასხით ცომის ფენა და დაელოდეთ 1-2 წუთი. მიღებული ფორმა გამოიღეთ გაზქურიდან, და კენკრით, ასევე დარჩენილი შაქრით მორთეთ. დააბრუნეთ გაზქურაში და გამოსაცხობად 50 წუთი დაუცადეთ. „კლაფუტი“ სუფრაზე მიტანამდე შაქრის პუდრით გააფორმეთ და სურვილის შემთხვევაში მასზე ვანილის ნაყინის ბურთულა მოათავსეთ.

წარმოგიდგენთ 3 უნიკალურ რეცეპტს, რომელიც ღირს ყველა ქალმა ოჯახის რაციონს დაამატოს.

„რამეკაი“-ს გემრიელი მენიუ შემოდგომის დაწყებასთან ერთად უფრო განახლდა და გამრავალფეროვნდა. სექტემბრიდან ობიექტი

მაშინ, როცა „რამე კაი“ აზიური კერძის გასინჯვა გსურთ, თბილისში, ჭავჭავაძის 37 ნომერში არსებულ ობიექტს უნდა მიაკითხოთ, თუმცა ამის გაკეთება ადგილზე მისვლის გარეშეც შეგიძლიათ − სასურველ კერძს „რამეკაის“ მომსახურე პერსონალი შინ უფასოდაც მოგიტანთ, მთავარია სურვილი, „რამე კაი“ მიირთვათ. გიორგი ხვისტანმა ცხოვრება კულინარიას 6 წლის წინ მიუძღვნა და საქმიანობის ჩარჩოებიც

სექტემბერი 2018

1


8 ორიგინალური 52 დესერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

მათთვის, ვისაც ტკბილეული ძალიან უყვარს, უცხო ქვეყანაში ჩასვლისას ადგილობრივი დესერტის დაგემოვნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება. წარმოგიდგენთ ყველაზე უნიკალურ და ორიგინალურ ვარიანტებს.

10 ფაქტი ყველის შესახებ პრაქ პრაქტიკულად, ყველი დედამიწის ზურგზე ყველას უყვარს. ეს პროდუქტი იდეალურად შეეფერება საუზმისთვის განკუთვნილ სენდვიჩებს, ღვინოს იდეა თუ ნებისმიერი ტიპის ვახშამს. ამრიგად, შეუძლებელია კულინარიაში ყველის მნიშვნელობა არ დავაფასოთ.

60

1

ყველი უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი რძეა. ამასთან, ყველი შეუცვლელ ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. მისი რეგულარული მოხმარება იმუნიტეტის გაძლიერების საწინდარია.

2 3

ყველი ბუნებრივი აფროდიზიაკია ყველის არომატმა შესაძლოა ადამიანის სქესობრივ ფუნქციებზე იმოქმედოს. დიდი ხანია, რაც ეს პროდუქტი ბევრი ერის და ქვეყნის საქორწილო მენიუშია შეტანილი.

ყველის მირთმევა ყოველდღიურადაა მიზანშეწონილი მცირე რაოდენობის ყველი ყოველდღე უნდა მიიღოთ. სულ რაღაც 200 გრამი ყველი ორგანიზმის ყოველდღიური ცხიმის, ცილისა და მინერალების

2

სექტემბერი 2018

მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.

4 5 6

ყველი საკვების მონელებას აუმჯობესებს ეს პროდუქტი საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას გაცილებით სწრაფსა და მარტივს გახდის. ყველი მადიანობას აძლიერებს მისი არომატი და გემო კუჭის წვენის გამოყოფას უწყობს ხელს.

ყველი გონების მუშაობას აუმჯობესებს დილაობით მირთმეული მცირე რაოდენობის ყველი გონებრივ მუშაობას გააუმჯობესებს. ყველი მნიშვნელოვან მიკროელემენტს − კალციუმს შეიცავს, რომელიც გონების მოქმედებაზე დადებითად აისახება.



„ვეფხი და მოყმე“ − არაჩვეულებრივი გარემო, მთელი თავისი დიდებულებით სარესტორნო კომპლექსი „ვეფხი და მოყმე“, უნიკალური დაგეგმარებით, ნებისმიერი ინტერესისა და გემოვნების მქონე ადამიანს აღაფრთოვანებს. ოთხსართულიანი რესტორანი განსხვავებული კონცეფციის მქონე დარბაზებს აერთიანებს. უპირველესად, თქვენს ყურადღებას ქართული დარბაზი მიიქცევს, რომელიც ყოველდღიური შეხვედრებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვისაა განკუთვნილი. უნიკალურ ჭურ-მარანში ჭეშმარიტად ქართული გარემო დაგხვდებათ, დააგემოვნებთ თქვენს თვალწინ გამომცხვარ პურსა და უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ კერძებს. „ვეფხი და მოყმე“ საკუთარ მამულებში დაწურული სხვადასხვა ჯიშის ღვინით გიმასპინძლებთ, რომელიც რესტორნის მაგიდაზე პირდაპირ კახეთის რეგიონიდან ხვდება. ამ ყველაფრის ფონზე, ჭურ-მარანში ცოცხალი ქართული მუსიკა − ფოლკლორი და ეთნოჯაზი ჟღერს, რაც სივრცეს მეტ ავთენტურობასა და შინაურობის განცდას სძენს. აღსანიშნავია, რომ „ვეფხი და მოყმე“ უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების დასაპატიჟებლად საუკეთესო ადგილია. მათ საშუალება ეძლევათ ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები უფასოდ გაიარონ. ვისაც მსგავსი გამოცდილების გაზიარება სურს, „ვეფხი და მოყმეს“ კარი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა. შეძლებთ ხაჭაპურის, თონის 4

სექტემბერი 2018

პურის, ხინკლის, მწვადისა და შემწვარი წიწილის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება კლასიკურ და ევროპულ დარბაზებს, აქ გარემო ნებისმიერი ტიპის წვეულების მოწყობის საშუალებას მოგცემთ. სტუმრებისა და საკუთარი სურვილების გათვალისწინებით, ნებისმიერ მნიშვნელოვან დღეს ყველასთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად აქცევთ. კლასიკურ დარბაზში ყველა ღონისძიებას: ქორწილს, ნათლობას, კორპორაციულ საღამოს, დაბადების დღესა თუ ბანკეტს უფრო მეტ ღირსშესანიშნაობას შესძენთ და აქ გატარებულ საღამოებს მეხსიერებაში საუკეთესო მოგონებებად შემოინახავთ. ევროპული დარბაზი ვრცელი ვერანდითაც მოგხიბლავთ: კომფორტულ სავარძლებში და გემრიელი კოქტეილით ხელში, თბილისის ხედებით დატკბობას გემოვნებიანი მუსიკის ფონზე შეძლებთ. უზარმაზარი კომპლექსი ყველა თავისი დარბაზით ძირითადად ქართულ-ევროპული კერძებით გაგიმასპინძლდებათ და ტკბილეულის მოყვარულთა გულს საკონდიტრო ნაწარმით მოიგებს. რესტორნის არაჩვეულებრივი კონდიტერი სტუმრებისთვის უგემრიელეს დესერტებს ამზადებს. მენიუ ისეთი ნამცხვრებით გაგაოცებთ, რომელთა დაგემოვნებას სხვაგან ვერსად შეძლებთ. მაგალითად, ბანანითა და ფრანგული


ბეზეთი დამზადებული „მირინგა“ უნიკალური და დასამახსოვრებელი გემოთი მოგხიბლავთ. „ვეფხი და მოყმე“ რამდენიმე დასახელების საფირმო კერძითაც გამოირჩევა. რესტორანში აპოხტის ხინკლის მირთმევასაც შეძლებთ, რომელიც დღეს თბილისში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. სეზონურად, „ვეფხი და მოყმე“ ჩაქაფულის ხინკლითაც გაგიმასპინძლდებათ. რაც შეეხება შეთავაზებებს, „ვეფხი და მოყმეში“ დილა სპეციალური საუზმის მენიუთი იწყება: ყოველდღე, დილის 10 საათიდან დღის 14 საათამდე, მენიუს მხოლოდ და მხოლოდ 6 ლარად დააგემოვნებთ, ხოლო ლანჩმენიუს ფასი დღის 12დან 15 საათამდე მხოლოდ და მხოლოდ 7 ლარია. თითოეული მენიუ ჯანსაღი და ნოყიერი კერძებისა და სასმელისგან შედგება. „ვეფხი და მოყმეში“ გატარებული ყოველი საღამო ცოცხალი მუსიკის ფონზე ჩაივლის. ყოველდღე, 20 საათიდან, რესტორნის თითქმის ყველა დარბაზში არაჩვეულებრივი მუსიკალური პროგრამით ისიამოვნებთ, რომელიც გემოვნებიან ქართულ და უცხოურ მუსიკას მოიცავს.

მოყვა, ამიტომ მსგავსი საღამოების მოწყობა სამომავლოდაც იგეგმება. თითოეული სტუმრის კმაყოფილება ამ უზარმაზარი ცოცხალი ორგანიზმის შემოქმედებითი გუნდისთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენს. მათი მიზანია ყველა სტუმარი რესტორანს კვლავ დაბრუნების სურვილით ტოვებდეს. ამიტომაც, გუნდის წევრების ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომის შედეგს აქ ადვილად შეიგრძნობთ. „ვეფხი და მოყმის“ კედლებში მეგობრული გარემო, თქვენს ინტერესებსა და სურვილებზე ორიენტირებული მომსახურე პერსონალი, უგემრიელესი კერძები და ცოცხალი მუსიკა დაგხვდებათ. ეს ყველაფერი კი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების უპირობო წინაპირობაა!

რესტორანმა „ვეფხი და მოყმე“ სოფო ბათილაშვილის, ბენდ „ნიუტონისა“ და ზვიად ბოლქვაძის ერთობლივ გენიალურ საღამოს უკვე უმასპინძლა, რასაც დიდი გამოხმაურება სექტემბერი 2018

5


6

სექტემბერი 2018


სექტემბერი 2018

7


4 კულინარიული შოუ, რომელიც კერძების მომზადებას გასწავლით არსებობს მოსაზრება, რომ მზარეულობა ყველას არ გამოსდის, თუმცა გარკვეული დოზით კულინარიისადმი სწრაფვა ყველა ადამიანშია. გასტრონომიული შედევრების შესაქმნელად, საკმარისია ცოტაოდენი პრაქტიკა და შთაგონება. საკუთარი უნარების გასავითარებლად, კულინარიული შოუების ნახვა არაჩვეულებრივი ხერხია. ინფორმაცია, რომელსაც მათი მეშვეობით იღებთ, ტვინში ინახება და თავს მოულოდნელად იჩენს. წარმოგიდგენთ ტელეგადაცემებს, რომელთა ნახვა არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლოცაა. რამდენიმე სეზონის შემდეგ, სამზარეულოში თავადაც პროფესიონალი შეფმზარეულივით იტრიალებთ. სადილი 30 წუთში ჯეიმი ოლივერთან ერთად ჯეიმი ოლივერი კულინარიაში ნამდვილი ვირტუოზია. დიდ ბრიტანეთში მისი მიღწევები ღირსეულადაა დაფასებული: ჯანსაღი კვების საკითხებში მას რამდენიმე სახელმწიფო პრემია აქვს მოპოვებული. ჯეიმის სჯერა, რომ გემრიელი საკვებიც შეიძლება ჯანსაღი იყოს. ოლივერის შოუების ნახვა ნამდვილი სიამოვნებაა − ქარიზმატული ბრიტანელი ისეთი თვითდაჯერებულია სამზარეულოში, რომ ამ განწყობას მაყურებელსაც ადვილად გადასდებს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს მისი მეშვეობით ყველაზე რთულ კერძსაც უმარტივესად მოამზადებთ. ამ გადაცემაში ბევრ საინტერესო და გემრიელ რეცეპტს შეიტყობთ, რომელთა მომზადებას მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი საათი სჭირდება.

8

სექტემბერი 2018


ელემენტარული კულინარიის კურსი გორდონ რამზისთან ერთად გორდონ რამზი საერთაშორისო მასშტაბის შეფმზარეული და ნამდვილი ლეგენდაა. ცნობილი კულინარი აქტიურ ცხოვრებას მისდევს და სხვადასხვა პროექტს ავითარებს. ბრიტანელი მზარეულის დაწესებულებებს „მიშლენის“ 16 ვარსკვლავი აქვს მოგროვებული. ამ კონკრეტული საავტორო შოუს მიზანია, კერძის მომზადება ნებისმიერ ადამიანს ასწავლოს. თუ ამ დონის კულინარს მიაჩნია, რომ ეს ყველას შეუძლია, თქვენ რატომ ვერ დაიჯერებთ? შოუ 20 სერიას ითვლის, რომელშიც რამზი გვიყვება, რომელი კერძები მოვამზადოთ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე; გვიზიარებს სამზარეულოს საიდუმლოებებს და საკვების მომზადების ტექნოლოგიებს.

სექტემბერი 2018

9


ჯოჯოხეთური სამზარეულო გორდონს კიდევ ერთი საინტერესო შოუ აქვს − Hell’s Kitchen. სახელწოდება მთლიანად ამართლებს იმას, რასაც ეკრანზე დაინახავთ. წყნარი და ტაქტიკური გორდონი წინა გადაცემიდან, აქ აბსოლუტურად სხვანაირ ადამიანად მოგეჩვენებათ. რამზი ყვირის, ჩხუბობს, კიცხავს მონაწილეებს და წარუმატებელ კერძებს პირდაპირ ნაგავში აგდებს. შოუ 2005 წლიდან ეთერშია. მთავარი იდეა ის გახლავთ, რომ მონაწილეები ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის შეფმზარეულის პოზიციის მოსაპოვებლად იბრძვიან. გორდონი ყველანაირად ამოწმებს, წვრთნის მათ და ახსენებს, რომ მთავარი მზარეულის სახელწოდების დამსახურება ცრემლებითა და სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლითაა შესაძლებელი. მათი შეცდომების მაგალითზე, თქვენც ბევრ რამეს ისწავლით.

10

სექტემბერი 2018


ტოპ შეფმზარეული შოუში მზარეულის დავალებებს არა მოყვარულები, არამედ ნამდვილი პროფესიონალები ასრულებენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს ამერიკული კულინარიული შოუ მსოფლიოს 19 ქვეყანაში გადაიცემა. ეკრანზე კულინარიული შედევრების შექმნას დააკვირდებით, მიიღებთ ინსპირაციას და შემოქმედებითი გადაწყვეტილებებით დატკბებით. მათ ნამუშევრებს პლანეტის ყველაზე ცნობილი მზარეულები აფასებენ.

სექტემბერი 2018

11


„ვანილა კაფე“ − საკონდიტრო, რომელიც ჯანსაღი კვების წინაპირობაა

რამდენიმე თვეა, რაც თბილისში, ალექსი მაჭავარიანის 25 ნომერში ვანილის სურნელით გაჟღენთილი ჯადოსნური ადგილი გაიხსნა. „ვანილა კაფეში“ მოხვედრისას, შესაძლოა უკვე ნაცნობი დესერტები განსხვავებული გემოთი დააგემოვნოთ და ახლებურად შეიცნოთ, რადგანაც აქ თითოეულ ნამცხვარს ინდივიდუალური ხერხებით და დიდი მონდომებით ამზადებენ. კაფეს სივრცე ორ განსხვავებულ ზონად იყოფა. დილის 8 საათიდან ღამის 10 საათამდე, „ვანილა კაფეს“ გემრიელ კერძებს, ნამცხვრებსა და ნაყინს დააგემოვნებთ, საღამოს 8 საათიდან ღამის 2 საათამდე კი, ღამის ცხოვრება იწყება: ლაუნჯის ოთახი მუსიკისა და კლუბური გართობის მოყვარულებს სასიამოვნო საღამოს გატარებას ჰპირდება. ჟურნალი OK! „ვანილა კაფეს“ დამფუძნებელსა და შეფკონდიტერს, ივეტა ხვედელიძეს, და პროექტის მენეჯერს − ნატა წერუაშვილს გაესაუბრა. ნატა კულინარიის აკადემიის ლექტორია და სამომავლოდ, 12

სექტემბერი 2018

მზარეულთა გუნდიც კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებისგან დაკომპლექტდება. აღსანიშნავია, რომ ივა სწორედ მისი ყოფილი სტუდენტია. მას ჰქონდა გეგმა, გაეხსნა საკონდიტრო, მყუდრო დაწესებულება და ნატასთან ერთად „ვანილა კაფეს“ კონცეფციის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. თქვენი კაფე ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას აქტიურად ეწევა. რა შემოთავაზებები გაქვთ ამ მხრივ და როგორ ვრცელდება ეს მიდგომა ყველა პროდუქტზე? (ივეტა): ჩვენი პროდუქცია მთლიანად ჯანსაღია. ვცდილობთ, ყველაფერი ნატურალური პროდუქტისგან მოვამზადოთ. გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენთან ყველაფერი ხარისხიანია. (ნატა): პროდუქცია ხარისხიან ნედლეულზე მზადდება. დღესდღეობით, საკონდიტრო სივრცეში, ნაწარმის მოსამზადებელი ნედლეული, საბაზისო პროდუქტის გარდა, სავალალო მდგომარეობაშია, რადგანაც უხარისხო მზა კრემები დიდი რაოდენობით შემოედინება. ისინი რეალურად


ფხვნილის სახით მოცემული კრემების მიქსებია, რომლებსაც მხოლოდ წყალი ემატება და სხვადასხვა გემოვნური სახისა და სტრუქტურის ხელოვნურ კრემს ვიღებთ. სამწუხაროდ, ასეთ პროდუქტს თბილისისა და რეგიონულ ბაზრებზე ფართოდ ვხვდებით. როცა საკონდიტრო ნაწარმს ამზადებ, არჩევანის წინაშე დგახარ: მოამზადო ჯანსაღ თუ არაჯანსაღ ნედლეულზე, რასაც ფასებიც შესაბამისად აქვს მორგებული. კარგი ხარისხის ნედლეულზე დამზადებულ დესერტს ფასი შედარებით მაღალი აქვს, თუმცა მომხმარებელი დაცულია. ჯანსაღ ნედლეულში მოვიაზრებთ მაღალი ხარისხის კაკაოს, შოკოლადს, ჟელატინს, ნაღებს, მაღალცხიმიან არაჟანს, კარაქს... ასევე არის სხვადასხვაგვარი დანამატი: ფსტის პიურე, პრალინე, ყავის ექსტრაქტი, ალკოჰოლის სახეობები და ა.შ. რომელთა დამატებამ დესერტის ხასიათის ჩამოყალიბება უნდა განაპირობოს. ჩვენ ამას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვცდილობთ მაღალკალორიულ დესერტებთან ერთად, დაბალკალორიულიც მოვამზადოთ. ორივე შემთხვევაში წესს ვიცავთ: მაქსიმალურად მაღალი ხარისხი. რამდენად მრავალფეროვანია თქვენი დესერტების მენიუ? (ნატა): მენიუს მრავალფეროვნებაზე კვლავ ვმუშაობთ და ამ ეტაპზე ხაზს ვუსვამთ სეზონურ პროდუქტს, აქცენტს ვამახვილებთ ხილის დესერტებზე. ჩვენთან დესერტის საკმაოდ დიდი ასორტიმენტია, რათა მომხმარებელმა საკუთარი გემოვნების მიხედვით აირჩიოს და კმაყოფილი დარჩეს. (ივეტა): შემოგთავაზებთ იტალიურ ნუგბარს, პანაკოტას, ნუშისა და ფორთოხლის ორცხობილებს (ბისკოტს), რომლის დაგემოვნებისას ყველა აღიარებს, რომ მსგავსი არსად გაუსინჯავთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი გემოები გამორჩეული და განსხვავებულია. ძირითად კერძებში რომელი ქვეყნის სამზარეულო გაქვთ წარმოდგენილი? (ივეტა): ძირითადად იტალიური სექტემბერი 2018

13


შეძლოს მათი შეძენა. ასევე, საუზმისა და ლანჩმენიუს შეთავაზება გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ მრავალფეროვნებას არ ვუჩივით. (ნატა): აქ მოსულ მომხმარებელს შეუძლია მსუბუქად ივახშმოს და ისიამოვნოს. საფირმო დესერტი თუ გაქვთ? (ნატა): კაფეს სახელწოდებიდან გამომდინარე, ჩვენს საფირმო დესერტს „ვანილა“ ეწოდება, რომელიც ვანილის მუსითაა მომზადებული. შეიცავს კარამელის გლასაჟს და გაფორმებულია ხრაშუნა ვაფლით. აღსანიშნავია, რომ კარამელის გლასაჟს თავად ვამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ მზა გლასაჟები იყიდება, ჩვენ ვამჯობინებთ თავად მოვამზადოთ, რათა ბევრად ჯანსაღი იყოს. „ვანილას“ დაგემოვნებისას დარწმუნდებით, რომ კარამელისა და ვანილის ნაზავი საოცარ გემოს ქმნის. კაფეს სახელწოდება რაიმე კონკრეტულს ხომ არ უკავშირდება? (ივეტა): ვინაიდან ძირითად მიმართულებად საკონდიტრო ხაზს ვაწარმოებთ, ჩემთვის ამ მხრივ ყველაზე გემრიელი ინგრედიენტი ვანილია. (ნატა): დესერტების მთავარი ღერძი ხომ ვანილია. ამიტომაც მივიღეთ მარტივი გადაწყვეტილება: „ვანილა კაფე“. სამზარეულოს კერძები გვაქვს − სხვადასხვა სახეობის პიცას და პასტას ვამზადებთ. გვაქვს სალათები, სენდვიჩები − როგორც ძვირადღირებული, ისე შედარებით დაბალფასიანი კერძები, რათა ყველა სეგმენტის ადამიანმა 14

სექტემბერი 2018

თავად თუ ამზადებთ დესერტებს „ვანილა კაფეში“? (ნატა): დიახ, რა თქმა უნდა. ეს არაა მარტივი პროცესი, საკმაოდ შრომატევადია. ყოველი სახეობის გასინჯვა ხანდახან რამდენჯერმე გვიწევს,


რათა იდეალურ მდგომარეობამდე მივიყვანოთ. დესერტის თითოეული სახეობა რამდენჯერმე გადის მომზადებას. ვმუშაობთ გუნდთან ერთად. მე და ივა ერთ ენაზე ვსაუბრობთ, რაც თანამშრომლობას საოცრად გვიადვილებს. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ერთი მიმართულებით ვიყურებით. ევროპული დესერტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მისაღები და სასურველია, ვცდილობთ ქართველი მომხმარებლისთვისაც ახლობელი გავხადოთ. ქალბატონო ნატა, ორი სიტყვით კულინარიის აკადემიაზე... (ნატა): კულინარიის აკადემიაში ორი მიმართულებაა: მზარეულისა და კონდიტერის − როგორც სასერტიფიკატო, ასევე სადიპლომო კურსები. მზარეულის კურსებზე შეისწავლიან ქართულ და მსოფლიო სამზარეულოს. საკონდიტრო მიმართულებით, მსურველებს შეუძლიათ საბაზისო ცოდნა სრულყოფილად მიიღონ, რაშიც ევროპულ სტანდარტს ვგულისხმობ. პარიზის ერთ-ერთი კულინარიული სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩემს პროგრამებშიც ზუსტად იმ მიდგომითა და მეთოდებით სწავლებას ვცდილობ, და ვფიქრობ, ეს წარმატებით გამომდის. (ივეტა): საზღვარგარეთ რამდენიმე მასტერკლასზე ვიმყოფებოდი. რასაც იქ ასწავლიდნენ, ჩემთვის

საკმაოდ იოლი აღმოჩნდა, რადგანაც აკადემიაში უკვე გავლილი მქონდა. მხოლოდ პატარა ნიუანსები შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი. ჩემს ფავორიტ კონდიტერს, ამორი გიშონს ვადევნებდი თვალს და აღსანიშნავი იყო, რომ არაფერი ახალი არ გამიგია, ყველაფერი ნასწავლი მქონდა. ამიტომაც მადლიერი ვარ ამ კურსის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის ყველაფერი უცხო იქნებოდა. რას გეგმავთ სამომავლოდ? (ნატა): ახლა ჯერ კიდევ საცდელ რეჟიმში ვმუშაობთ. მართალია მარტის ბოლოს გავიხსენით, მაგრამ პირველი სამი თვე საცდელ რეჟიმს ითვალისწინებს. თუ ამ პერიოდს ზაფხულიც ემთხვევა და ქალაქი იცლება, განსაკუთრებით რთულია რაიმე ზუსტად გათვალო. ამიტომ, ძირეულ ცვლილებებს სექტემბრიდან ვგეგმავთ. როგორც მასპინძლები, როგორ დაახასიათებდით − რა ელის აქ მოსულ მომხმარებელს? (ნატა): უპირველესად, ღიმილი! (ივეტა): აქ მოსულ მომხმარებელს სასიამოვნო გარემო, კეთილგანწყობა, ძალიან გემრიელი და განსხვავებული გემოები ელის დესერტებში, რომელთა ავტორი ქალბატონი ნატა გახლავთ.

სექტემბერი 2018

15


16

სექტემბერი 2018


6 ყველაზე ცნობილი შეფმზარეული მსოფლიოში ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, რას მივირთმევთ მიმდინარე სეზონზე და რომელი პროდუქტები უნდა დავამატოთ რაციონში. „ჯადოქრებმა თეთრ წინსაფრებში“ იციან საკვების მოდა და მათი მომზადების საუკეთესო ხერხები

სექტემბერი 2018

17


ალენ დიუკასი ალენმა კარიერული გზა ბორდოს ერთ-ერთი სასტუმროს სამზარეულოს დამხმარედან მთავარ შეფმზარეულობამდე გაიარა. ის არა მხოლოდ პროვანსული სამზარეულოს ნამდვილი სპეციალისტი, არამედ წარმატებული რესტორატორია. მისი ბარები ისეთ ქალაქებში მდებარეობს, როგორებიცაა: ტოკიო, მონაკო, პარიზი, ნიუ-იორკი, ბეირუთი და სხვ. სწორედ ამ გენიალური მზარეულის დახმარებით, სამზარეულოს ხელოვნება ბოჰემურობას გასცდა და უფრო მარტივი და ხალხისთვის გასაგები გახდა. ალენ დიუკასის ფილოსოფია მდგომარეობს შემოქმედებითობაში, რომელიც ტრადიციებზეა დამყარებული. დღეისათვის იგი უმაღლესი ფრანგული ჯილდოს − საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელია.

18

სექტემბერი 2018

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების ავტორი და წამყვანი, სატელევიზიო კარიერის მიღმა, ინგლისში 10 რესტორნისა და 3 ბარის მფლობელია, სამშობლოს გარეთ კი 12 რესტორანს ფლობს. გორდონის პირველმა რესტორანმა “მიშლენის” 3 ვარსკვლავი გახსნიდან სამი წლის შემდეგ მოიპოვა. ცნობილ მზარეულს რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნამდვილი ბესტსელერი გახდა.


ჯეიმი ოლივერი ეს ბრიტანელი რესტორატორი, შეფმზარეული და შოუმენი ცნობილია მეტსახელით „შიშველი მზარეული“. სწორედ ამ სახელით გამოვიდა მისი პირველი სატელევიზიო გადაცემა და წიგნი გემრიელი კვების შესახებ. ჯეიმი ჯანსაღი კვების მიმართულებით ნამდვილი მებრძოლია. წიგნები, პროგრამები, სხვადასხვა ქვეყანაში გამოსვლები − ოლივერს ჯანსაღი კვების ფილოსოფიის პროპაგანდაში დიდი წვლილი მიუძღვის. გადაცემები, რომლებსაც ეს მზარეული უძღვება, პლანეტის 40-ზე მეტ ქვეყანაში ითარგმნება. ოლივერს სპორტულ კლუბ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი აქვს, რის მიხედვითაც მთელი სტადიონის გამოკვებაზე რეგულარულად თავად ზრუნავს. სექტემბერი 2018

19


ჰესტონ ბლუმენტალი ჰესტონი მოლეკულური გასტრონომიის მიმართ სიყვარულით გახდა ცნობილი. მის საფირმო კერძებს შორისაა მტრედის მკერდი, ნაყინი ბეკონითა და კვერცხით, ლავანდას ჟელე, ლოკოკინას ფაფა და ა.შ. ჰესტონი ბრიტანულ რესტორან The Fat Duck-ს ფლობს. ეს ადგილი 10 წლის წინ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად დაასახელეს და „მიშლენის“ 3 დამსახურებული ვარსკვლავი მიანიჭეს. ბლუმენტალმა არხ Discovery-სთვის პროგრამების ციკლი ჩაწერა, სადაც კულინარიის შესახებ მოგვითხრობს. დაწერა ბესტსელერი „კულინარიის მეცნიერება“ და შეფმზარეულის რანგში მსოფლიოს გაოცებას აქტიურად აგრძელებს.

20

სექტემბერი 2018

ნობუ მაცუჰისა ეს მზარეული გასტრონომიის ერთერთი მიმართულებით − Fusion cuisine-ითაა ცნობილი. ის საკუთარ კერძებში კლასიკურ იაპონურ მოტივებსა და არგენტინული სამზარეულოს ინგრედიენტებს ოსტატურად აერთიანებს. მზარეული მუშაობდა იაპონიაში, პერუსა და არგენტინაში და ამ გამოცდილებას ამჟამად ლოს-ანჯელესში იყენებს. პირველი რესტორნის, Mutsuhisa-ის გახნისას, ნობუ მაშინვე ქვეყნის 10 საუკეთესო მზარეულთა სიაში მოხვდა. დღეს, კრიტიკოსებს და კულინარიის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს მზარეული ქმნის კერძებს, რომლებსაც მის სტილში ბადალი არ ჰყავს. მისი რესტორნების ქსელი, სახელად Nobu, რომელიც რობერტ დე ნიროსთან ერთად გახსნა, მსოფლიოში 17 ფილიალს ითვლის. მათ ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, რითაც რესტორნებს პოპულარობას მატებენ. ნობუმ 2 წიგნი დაწერა და რამდენიმე ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.


ვოლფგანგ პაკი შეფმზარეული ავსტრიული ფესვებით, რეცეპტების მიმართ არასტანდარტული ხედვის წყალობით გახდა პოპულარული. მას აშშ-ში, იაპონიასა და კანადაში 20-ზე მეტი რესტორანი ეკუთვნის და რამდენიმე კულინარიულ ბრენდს ფლობს, მათ შორის Cut-ს და სწრაფი კვების ქსელ Wolfgang Puck Express-ს. პაკის ორიგინალური სენდვიჩები მსოფლიოს ყველა დიდ აეროპორტში იყიდება. აღიარება წიგნმა მოუტანა, რომელიც ფრანგულ და ამერიკულ კულინარიას მიუძღვნა. დღეს ეს შეფმზარეული კინოპრემიერებზე და მოდის კვირეულებზე გრანდიოზულ ვახშმებს აწყობს. სწორედ ის აგებს პასუხს საკვებზე, რომელსაც „ოსკარის“ დაჯილდოების შემდეგ სტუმრებს მიართმევენ. სექტემბერი 2018

21


კაფე „პიკანტი“ − მსოფლიო სამზარეულოს ახლებური გემო ერთ სივრცეში თბილისში, ილია ჭავჭავაძის 62 ნომერში, აზიური და ევროპული სამზარეულოს საუკეთესო შერწყმას მიაგნებთ. 50-ზე მეტი სახეობის კერძებს პიკანტური გემო დაჰკრავს. ყოველი მათგანი ინდივიდუალური ხერხით მზადდება და მრავალმხრივ უნიკალურია. ქართული კერძების შემთხვევაშიც კი, კაფე „პიკანტის“ მზარეულთა საოცარი გუნდი ცდილობს კლასიკური რეცეპტების ჩარჩოებს გასცდეს და კერძებს ოდნავ განსხვავებული გემო და დატვირთვა შესძინოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი დიდი ოჯახი, არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შემოქმედები არიან, რადგანაც მათ მენიუში მათსავე ხელით შექმნილ კერძებს შეხვდებით: ნუშით გაწყობილ კალმახს, ანანასით მორთულ ღორის ხორცს, სიმინდის რძისგან მომზადებულ ღომს, ხაჭაპურს სეზამით და ა.შ. არ გაგიკვირდეთ, თუ აზიურ კერძებს ევროპული გავლენა ექნება, რადგანაც „პიკანტში“ სხვადასხვა კულტურის კერძების შერწყმა საუცხოოდ იციან. თუმცა, არც ისინი დარჩებიან გულგრილნი, ვისაც კერძის ორიგინალი ვერსიის დაგემოვნება სურს, რადგანაც ზოგიერთი კერძის შემთხვევაში, მზარეულები საკუთარ ინტერპრეტაციას გვერდით თავისუფლად გადადებენ ხოლმე.


კაფე „პიკანტის“ ხშირი სტუმრობისას არც ერთფეროვნება შეგაწუხებთ, რადგანაც მენიუ არასოდესაა ერთგვარი, რათა მოსაბეზრებელი არასდროს გახდეს. 50-ზე მეტი სახეობის კერძების ამოწურვას დიდ დროს მოანდომებთ, რადგანაც მზარეულები დღის წესრიგს მუდამ ახალი შემოთავაზებებით ჩაანაცვლებენ და თქვენს შეკვეთებსაც დიდი მონდომებით შეასრულებენ. მთავარია განსაზღვროთ, რისი მირთმევის გუნებაზე ხართ და ამ მყუდრო, მეგობრულ სივრცეში ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილებას შეძლებთ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო კერძების პროფესიულ დონეზე მომზადებას სხვადასხვა ეროვნების მზარეულთა დასაქმება უზრუნველყოფს. კორეული, რუსული, სომხური, უზბეკური თუ სხვა კერძების მომზადების სიზუსტის შესასწავლად, კაფეს სივრცე რამდენიმე თვით ამავე ეროვნების მზარეულებს დაეთმოთ.

ყოველ დილით ცხოვრება ახალი ფურცლიდან იწყება, რადგანაც საღამოს 8 საათიდან 11 საათამდე, კაფე „პიკანტში“ დიდი ფასდაკლების დრო დგება. დღის ბოლომდე არაფერი არ უნდა დარჩეს, რათა მეორე დღეს ყველაფერი ახალი პროდუქციით დამზადდეს. ამისათვის კი, კაფეს გუნდი საქველმოქმედო შეწირულობასაც მიმართავს. დილის 9-დან 11 საათამდე კი გემრიელ საუზმეს დააგემოვნებთ, რომლის შემდეგ გვერდს ვერც კაფეს მრავალფეროვანი და უგემრიელესი ნამცხვრების დაყოლებას აუვლით. ვერსად გასინჯავთ აქაურ „მთვარეს“ ნიგვზით, რომელიც საოჯახო რეცეპტით მზადდება. დესერტების კიდევ ერთი ჰიტი „ბებოს ნამცხვარია“, რომელიც კაფეს დახლში ასევე ოჯახიდან მოხვდა. კაფე „პიკანტი“, გემრიელი კერძების მომზადებასთან ერთად, ჯანსაღი კვების მოთხოვნებს აქტიურად იცავს. მათ კერძებში ვერსად შეხვდებით მაიონეზს ან ცხიმის მაღალპროცენტულ შემადგენლობას. კაფეს მზარეულები საჭიროების შემთხვევაში მაიონეზსაც კი თავად ამზადებენ, რომელიც ჯანსაღი კვების ნორმებს შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ „პიკანტი“ დედაქალაქის ტურისტული ზონის მიღმაა, კაფედან გამომავალმა სურნელმა იმდენი ქნა, ქალაქში ჩამოსული ტურისტები მიიზიდა და მათი საყვარელი ადგილიც კი გახდა.

კაფე „პიკანტი“

აქ მოსულ სტუმარს მენეჯერი და მომსახურე პერსონალი ღიმილით ეგებებიან და ყველა მათგანს კაფე „პიკანტის“ დიდი ოჯახის წევრივით ექცევიან. კაფეში შემოსული მომხმარებელი პირველ ჯერზეც კი ამ მეგობრული გარემოს მსხვერპლი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი ხდება.

Facebook: Pikant • პიკანტი Instagram: @pikant_pikanti Mail: pikantpikanti@gmail.com მის: ილია ჭავჭავაძის 62 ტელ: 599 51 78 78


2018 წლის სამზარეულოს „ჭკვიანი“ ტექნიკა სამზარეულოსთვის განკუთვნილი “ჭკვიანი” გაჯეტები თანამედროვე დიასახლისის ნამდვილი ოცნებაა, რომლებიც იქ ფუსფუსს მეტად კომფორტულს, პრაქტიკულსა და ფუნქციურს გახდის. წარმოგიდგენთ მოწყობილობებს, რომლებიც „ჭკვიანი“ სამზარეულოს კონცეპტისთვის საუკეთესოა. დამხმარე ნივთი სამზარეულოში არასოდესაა ზედმეტი.

24

სექტემბერი 2018


სექტემბერი 2018

25


ყავის აპარატი NESPRESSO PRODIGIO ბლუთუზის ფუნქციით დილის გამამხნევებელი ყავა ყველა ჩვენგანს სჭირდება. ყავის ეს მაღალხარისხიანი აპარატი სმარტფონის მეშვეობით იმართება. თუ ადრე ადგომა და მხოლოდ ყავის მოდუღებისთვის სამზარეულოში გასვლა გეზარებათ, ამ „ჭკვიანი“ მოწყობილობის მეშვეობით, მის მომზადებას საწოლიდან ადგომის გარეშე შეძლებთ და სამზარეულოში შესვლისას პირდაპირ გამზადებულ ყავას მიირთმევთ. ამრიგად, თქვენი დილა არასოდეს ჩაივლის ყავის გარეშე.

კონტეინერი კვერცხების ჩასაწყობად გქონიათ შემთხვევა, როცა არ ყოფილხართ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენს მაცივარში შენახული კვერცხი ჯერ კიდევ „კარგ ფორმაშია?“ ეს კონტეინერი აკონტროლებს მის ვადას და თქვენი საუზმის პრობლემას გადაწყვეტს. მისი მეშვეობით გაიგებთ, თუ რომელია მათგან ძველი და რომელი გაფუჭდა.

26

სექტემბერი 2018

მომზადება ვაკუუმში − მოწყობილობა WI-FI-ით ეს მოწყობილობა შესაძლოა ჩვეულებრივი გაზქურის ალტერნატივად იქცეს. მუშაობა ვაკუუმის ქვეშ ხდება და პროდუქტები დაბალ ტემპერატურაზე მზადდება. გაჯეტი ტელეფონს Wi-Fi-ის ან Bluetooth-ის მეშვეობით უკავშირდება და კერძის მომზადება ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ. თუ შინ მისვლამდე მენიუს შეადგენთ, ვახშამი დაბრუნებისას უკვე მაგიდაზე დაგხვდებათ.


„ჭკვიანი“ ჩანგალი HAPIFORK ეს ჩანგალი აკონტროლებს, რამდენს და როგორ მიირთმევთ, და იკუმშება მაშინ, როცა ჭამას ძალიან სწრაფად იწყებთ. მოწყობილობა იდეალურია მათთვის, ვინც საკვების რაოდენობას სერიოზულად აკონტროლებს და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება სურს. ჩანგალი ჩამოგიყალიბებთ ჯანსაღ დამოკიდებულებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

სამზარეულოს თერმომეტრი ყველა სამზარეულოში უნდა იყოს საიმედო თერმომეტრი − განსაკუთრებით მაშინ, თუ ხორცის მომზადებას აპირებთ. მოწყობილობა ძალიან სასარგებლოა და გაძლევთ საშუალებას კერძის მომზადებისას სამზარეულოში დიდი დრო არ გაატაროთ და ბავშვების თუ სტუმრების მონახულება ხშირად შეძლოთ.

სექტემბერი 2018

27


„ჭკვიანი“ სასწორი ეს მოწყობილობა მუშაობს როგორც სასწორი და როგორც რეცეპტების წიგნი. სასწორი ტელეფონს აპლიკაციის მეშვეობით უკავშირდება. იგი აუცილებლად გაგაფრთხილებთ მაშინ, როცა ინგრედიენტებს ერთმანეთს არასწორად დაამატებთ. თუ საჭმლის მომზადებისას რაიმე შეგეშალათ, სასწორი შეცდომის გამოსწორებაში დაგეხმარებათ.

„ჭკვიანი“ ქვაბი ამ მოწყობილობის ჩართვას და გათიშვას ტელეფონის მეშვეობით შეძლებთ. ასევე, აპლიკაცია დაგეხმარებათ შეცვალოთ მომზადების დრო ან დაარეგულიროთ ტემპერატურა. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც მთელ დღეს სამსახურში ატარებს.

სამზარეულოს „ჭკვიანი“ მტვერსასრუტი ის არ გაჩერდება, ვიდრე საქმეს ბოლომდე არ შეასრულებს. მოწყობილობა ყველა მომხმარებელს მოხიბლავს. ის დამოუკიდებლად იგებს, დასასუფთავებლად რომელი ადგილისკენ უნდა გაემართოს. სახლის ყოველდღიურად გამოსაყენებელ ოთახს და ცხიმიანი ლაქების წარმოქმნის ადგილს მტვერსასრუტი აუცილებლად სჭირდება.

წყლის „ჭკვიანი“ დოქი დოქი აკონტროლებს წყლის ხარისხს და ავტომატურად გატყობინებთ, როცა ფილტრი გამოსაცვლელია. ამ მოწყობილობის მეშვეობით გაქვთ გარანტია, რომ უსაფრთხო, ახალი და გემრიელი წყლის გარეშე არასოდეს დარჩებით. დარწმუნებული იქნებით, რომ ყოველთვის ჯანსაღ და სუფთა წყალს მიირთმევთ, რაც იმ ოჯახებისთვის, სადაც პატარები არიან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.

28

სექტემბერი 2018


PREP PAD ეს მოწყობილობა შეგატყობინებთ, თუ რამდენ ცხიმს, ცილას, ნახშირწყალს და კალორიას მოიცავს პროდუქტი, რომლის მირთმევასაც აპირებთ.

პროდუქტების შესანახი ბაზა VACUVITA ეს ვაკუუმური სისტემა მასში მოთავსებულ პროდუქტს ჰერმეტულად ინახავს. მოწყობილობა მოგზაურობის დროს განსაკუთრებით გამოგადგებათ.

სექტემბერი 2018

29


30

სექტემბერი 2018


იქ, სადაც ნადიმი დღესასწაულით მთავრდება! – „ლე კაფე“ თბილისში

მის.: თაქთაქიშვილის ქ. 12 ტელ.: 551 99 11 55 სექტემბერი 2018

31


საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კონდიტერმა, კრისტოფ ადამმა ქართველ წარმატებულ კულინარ ზაზა ქასაშვილთან თანამშრომლობის შედეგად, თბილისში ეკლერების საავტორო კაფეს l’eclair de Genie-ის ფილიალის გახსნა გადაწყვიტა. თაქთაქიშვილის 12 ნომერში მოხვედრისას, თავს პარიზის შუაგულში იგრძნობთ და გემრიელი კერძების დაგემოვნებას ფრანგული სიმშვიდით შეძლებთ. კრისტოფმა ყველანაირ კომფორტზე იზრუნა და „ლე კაფეში“ გასაოცარი სიმყუდროვის შექმნას დიდი ძალისხმევა დაახარჯა. ჟურნალი OK! კაფეს ამჟამინდელ მასპინძელს, ზაზა ქასაშვილს გაესაუბრა: რა კონცეფციის მატარებელია L’eclair de Genie და le cafe? Leclair de Genie 2012 წელს პარიზში გაიხსნა და თავდაპირველად მხოლოდ მონოპროდუქტს − ეკლერს ემსახურებოდა. ცისარტყელას ფერის ეკლერებმა საფრანგეთის დედაქალაქი უმალ მოიცვა. განვითარების შემდეგ ეტაპზე, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, კრისტოფ ადამი მარილიანი სისტემის დამატებაზე გადავიდა და საფრანგეთში მეორე ბრენდი − „დეპოლეგალი“ 32

სექტემბერი 2018

შექმნა, რომელსაც მესამე მიმართულება დაემატა და პირველად თბილისში გაიხსნა „ლე კაფე“, რომელიც ერთგვარად პარიზული „დეპოლეგალის“ და „ლეკლერ დე ჟენის“ მიქსბრენდია. „ლე კაფე“, თავის მხრივ, უნიკალურია, იმიტომ, რომ ამ ორი ბრენდის გაერთიანებაა და ძალიან ეფექტური გამოვიდა. ზოგადად, გასტრონომიაში საკონდიტრო ხელოვნება უმაღლესი საფეხურია, იმიტომ, რომ აქ 4000-ზე მეტი დასახელების ინგრედიენტია, მაშინ, როცა საერთო გასტრონომიაში მხოლოდ 2000-ს ვხვდებით. საკონდიტროში თუ კონდიტერმა სწორად არ დაიცვა რეცეპტურა და ჰიგიენა, არ ექნება ორგანიზაციის ბაზა, წარმოუდგენელია რაიმეს მიაღწიოს. საკონდიტრო ბაზა მეტად იმპულსური სურვილია. ადამიანი ხედავს ძალიან ლამაზ ქმნილებას და ამ დღესასწაულის გაზიარების სურვილი უჩნდება. ჩვენ გვაქვს დღესასწაული და ამის დასაგვირგვინებლად ვეძებთ ტკბილეულს, რომელმაც ეს დღესასწაული უნდა გააფერადოს. ამიტომაც, იგი ვიზუალურად „არანორმალური“, ეფექტური უნდა იყოს, ყოველგვარი დეფექტის გარეშე. თუ ეს ვიზუალი არ შეესაბამება გემოს, რომელიც მას მიყვება, მაშინ ჩვენ ადამიანს დღესასწაულს გავუფუჭებთ. ამ მიმართულებით კი მომხმარებელი ძალიან


მგრძნობიარეა. გასტრონომიის ძირითადი ფაქტორებია სუნი, რომელმაც ყურადღება უნდა მიიქციოს, ვიზუალი და გემო. თუ ეს სამი კომპონენტი ერთმანეთთან შერწყმულია, უკვე აღმოჩენასთან გვაქვს საქმე. შეცდომას ვერ დავუშვებთ. როდესაც კონდიტერი ძლიერია, არცერთი დეტალის შერწყმა არ უჭირს და ყველაფერი სააშკარაოზე გამოაქვს. ამის დასტურია კრისტოფ ადამის ეს ბრწყინვალე პროექტი, სადაც კონდიტერული სისტემიდან წამოყოლილი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია სიმარტივე და ეფექტურობა. წარმოდგენილია ძალიან მარტივი დეტალებისგან აწყობილი იდეალური ქმნილებები, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. რატომ შეარჩია კრისტოფ ადამმა მორიგ ლოკაციად თბილისი? მე გასტრონომიული სკოლა მაქვს კიევში, სადაც ქართველებს, უკრაინელებს და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ჩემპიონატზე გასვლაში ვეხმარებით, რომელიც პარიზში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ამ სიტუაციის გათვალისწინებით, შეხება მქონდა კრისტოფ ადამთან და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ამჟამად გასტრონომიულ რევოლუციას აქვს ადგილი, ქვეყნის წინსვლის მიზნით, საქართველოში კრისტოფთან ერთად ჩამოვედი. რადგანაც მისმა პროექტმა უზომოდ მომხიბლა, გადავწყვიტეთ „ლე კაფეს“ კონცეფცია სწორედ თბილისში შეგვექმნა. კრისტოფი ქართული სამზარეულოთი აღფრთოვანდა და პროექტის

გადმოტანაზე მუშაობა ერთად დავიწყეთ. სხვათა შორის, „ლე კაფეს“ გახსნას ჯერ ნიუ-იორკში ვაპირებდით, მაგრამ მოხდა ისე, რომ ნიუ-იორკამდე თბილისში გავხსენით. რა სახის მენიუს სთავაზობთ მომხმარებელს? „ლე კაფეს“ პრინციპია, იყოს რესტორანი, სადაც ნადიმი დღესასწაულით სრულდება და ამ დღესასწაულს ჩვენი ეკლერები ქმნის. ამიტომ, ეკლერებამდე რომ მივიდეთ, წინასადღესასწაულო რიტუალი უნდა გავიაროთ, რომლის დროსაც ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ ყველა ის კერძი გასინჯონ, ამ რიტუალს რომ შეესაბამება. „ლე კაფე“ არის ადგილი, სადაც დილის 8 საათიდან საღამოს 11 საათამდე ყველა იპოვის თავის ბედნიერებას. დილის 8-დან 13 საათამდე დილის საუზმის

სექტემბერი 2018

33


დროა, რომელიც მრავალფეროვან ასორტიმენტს მოიცავს: დაწყებული კლასიკური ერბო-კვერცხით, დამთავრებული სმუზებით, ფრეშებითა და ფრანგული საუზმეებით, და ეს ყველაფერი ქართული და ფრანგული სამზარეულოების გემოთა მიქსია. დესერტი წარმოდგენილია ლაქტოზის გარეშეც, რათა ნებისმიერმა ადამიანმა სასიამოვნოდ ისაუზმოს. „ლე კაფეში“ დაგხვდებათ ყავის ასორტიმენტის მთელი კასკადი, პარიზული და ნიცური სტილის ყავის სახეობები. პარიზული განსაკუთრებით ენერგიულია, ნიცური − ზღვის ატმოსფეროს სიმშვიდით მოცული. ასევე გვაქვს მსოფლიოს საუკეთესო ჩაის კოლექციები. საუზმის შემდეგ იწყება პიცის ღუმელის ამუშავება, რომელშიც ქართული და იტალიური სტილი ერწყმის ერთმანეთს. გვაქვს კრისტოფ ადამის ინტერპრეტაციით წარმოდგენილი ქართული ხაჭაპური და სხვადასხვა რეგიონის ხაჭაპურთა ერთგვარი მიქსი, როგორიც მან აქ ყოფნისას დაინახა. ამას ემატება სალათების მრავალფეროვანი ასორტიმენტი; ჩვენი ცნობილი სენდვიჩები ნახშირისა და აჯიკის პურით; სუფები სტაფილოთი და ჯინჯერით; ზაფხულში გასპაჩო საზამთროთი და პიტნით. საშემოდგომო მენიუში გამოჩნდება ხორცის პროდუქცია, რომელიც დაემატება მსუბუქ და თანამედროვე ნორმებით შესრულებულ სალათებს. ეს საღამომდე გრძელდება. შემდეგ გვაქვს ჩაის დრო, როცა სპეციალურ შემოთავაზებებს ვნერგავთ. არ დაგავიწყდეთ მოითხოვოთ ჩვენებური ვაფლი ნაყინით და პრალინით. ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ვიცავთ − კრისტოფ ადამის ხელწერას: შაქრის რაოდენობა ჩვენს დესერტებში ყველასთვის თანაბარი და ზუსტია, არ აქვს მნიშვნელობა, ტკბილი სასმელი გიყვართ თუ საერთოდ უშაქრო. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს კერძებში ყველაფერი ჰარმონიულადაა გაწონასწორებული, რათა მომხმარებელმა მაქსიმალურად ისიამოვნოს. ფრანგებს გასტრონომიაში დახვეწილი ფილოსოფია აქვთ: ისინი ისე ზრუნავენ საკუთარ მომხმარებლებზე, რომ ამ უკანასკნელებმა მეორე დღეს მხოლოდ კარგი მოგონებებით გაიღვიძონ. სწორედ ამ კონცეფციას მინდა ვაზიარო საქართველო და „ლე კაფე“ თბილისის მცხოვრებლებისთვის აუცილებლად მოსანახულებელ ადგილად ვაქციო. ბევრი ტურისტი მომხმარებელი გვყავს, რომლებიც თბილისში ასეთი პროექტის ნახვას ე.წ. თეთრი შურით უყურებენ. მზარეულები როგორ შეარჩიეთ? როგორ გადაამზადეთ, რათა ფრანგული სტანდარტი დაგეცვათ? სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მზარეულთა რაოდენობა, აღზრდა და უმაღლესი კვალიფიკაცია არაა იმ დონეზე, რა მასშტაბითაც სასურველია, 34

სექტემბერი 2018


მაგრამ ჩემი აზრით, ამას თავისი დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, შერჩევის პროცესი ადვილი არ ყოფილა. გვყავს რამდენიმე მზარეული, რომლებთანაც საკონდიტროში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაქვს. ახალგაზრდა, შეკრული გუნდი ჩამოვაყალიბეთ, მათი უმრავლესობა პარიზში სასწავლებლად იმყოფებოდა. მენიუ ძირითადად კრისტოფ ადამმა შექმნა, მაგრამ მთელი გუნდის ინტერესები და ხედვა გაითვალისწინა. ყოველთვე ბატონი კრისტოფი ჩამოდის აქ და აკონტროლებს ობიექტს, არჩევს ახალ პროდუქტებს...

დაწესებულებაზე არ ჩერდება, მაგრამ ამაზე ვრცლად გვიან შემოდგომაზე ვისაუბრებთ − მაშინ, როცა ქართველი მომხმარებელი ამ ბრწყინვალე, ლამაზ და ბედნიერ ადგილს შეიყვარებს.

რა ინგრედიენტებითაა წარმოდგენილი საქართველოს შთაგონებით შექმნილი „ქართული ეკლერები?“ ლიმონით, ჟოლოთი და ნიგვზით. სექტემბრისთვის ახალი „ქართული ეკლერების“ გამოჩენას ველით − ისევე, როგორც ფრანგული კოლექციიდან შესაბამისი ეკლერების დამატებას. ჩვენს დახლში ყოველდღე მინიმუმ 10 ეკლერია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ ჩვენთან დღესასწაული ყოველ წუთს იგრძნობოდეს − იმ მომენტიდან, როცა ჩვენი მომხმარებელი „ლე კაფეს“ კარის ზღურბლს გადმოაბიჯებს. ფილიალების დამატებას თუ გეგმავთ საქართველოს მასშტაბით? აუცილებლად. ასეთი კონცეფცია ერთ სექტემბერი 2018

35


36

სექტემბერი 2018


10 ყველაზე „გემრიელი“ ფილმი კულინარიულ ხელოვნებაზე თუ კერძების მომზადებას აღმერთებთ, იცოდეთ, რომ ერთადერთი არ ხართ − მსოფლიოს გარშემო უამრავ ადამიანს სურს რაიმე განსხვავებული და თავისებური მოამზადოს. ახალი რეცეპტების აღმოსაჩენად უყურეთ ფილმებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კულინარიისადმი სიყვარულს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. მთავარი გმირებისთვის ბედნიერება სწორედ მზარეულობას მოაქვს. ეს „გემრიელი“ გატაცება გეხმარებათ იპოვოთ სიყვარული, ერთგული მეგობრები და საკუთარი ადგილი დედამიწაზე.

სექტემბერი 2018

37


„მოგზაურობა“ წელი: 2010 ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი ჟანრი: დრამა, კომედია მთავარ როლებში: სტივ კუგანი, რობ ბრეიდონი. ფილმი BBC-ის ამავე სახელწოდების სერიალზეა დაფუძნებული და ორ მეგობარზე მოგვითხრობს − ჟურნალისტ სტივზე და კომიკოს რობზე. ისინი გასტრონომიულ ტურში ერთად მიემგზავრებიან, რათა ინგლისის საუკეთესო რესტორნები მოინახულონ. სიუჟეტი გაჯერებულია ბრიტანული იუმორით, კამათით, სასიამოვნო დიალოგებითა და ლამაზი პეიზაჟებით.

38

სექტემბერი 2018

„სიყვარულის სამზარეულო“ წელი: 2011 ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი ჟანრი: დრამა, კომედია მთავარ როლებში: დიუგრეი სკოტი, კლერ ფორლანი, გორდონ რამზი. მსუბუქი და სასიამოვნო ფილმი ლონდონის რესტორნის ნიჭიერ მზარეულზე. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, რობ ჰეილის ჩვეული ცხოვრების გაგრძელება უჭირს, ამიტომ ტოვებს სამსახურს და ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად პროვინციაში გადადის. ერთხელად, მას ძველი მეგობარი სტუმრობს, რომელსაც ადგილობრივი ბარის მაღალი დონის რესტორნად გადაკეთება სურს. რობი გამოწვევას თანხმდება და მათი წარმატების ამბავი მალე ლონდონსაც მოიცავს...


„გემრიელად მიირთვით!“ წელი: 2010 ქვეყანა: გერმანია, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი ჟანრი: დრამა, მელოდრამა მთავარ როლებში: უნაქს უგალდე, ნორა ჩირნერი, ხულიო მარია ბერუტი. ლამაზი ისტორია სიყვარულზე, მეგობრობასა და ბედნიერების პოვნაზე. სიუჟეტის მიხედვით, ორი ახალგაზრდა მზარეული და მომხიბვლელი სომელიე გოგონა ბედმა ციურიხის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნის სამზარეულოში შეახვედრა.

„შოკოლადის გაკვეთილები“ წელი: 2007 ქვეყანა: იტალია ჟანრი: კომედია მთავარ როლებში: ლუკა არჯენტერო, ვიოლანტე პლაჩიდო, ნერი მარკორე. ეგვიპტელი ბიჭი შოკოლადის დამზადებაზე და იტალიაში საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ოცნებობს. გარკვეული მიზეზების გამო, შოკოლადის დამზადების კურსებზე მის მაგივრად ახალგაზრდა ქალბატონი მიდის. რომანტიკული კომედია გემრიელი შოკოლადით, საოცარი მეგობრობით, სიყვარულითა და ფინალით, ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ. სექტემბერი 2018

39


„მთავარი მარტაა“ წელი: 2011 ქვეყანა: გერმანია, იტალია, ავსტრია, შვეიცარია ჟანრი: მელოდრამა, კომედია მთავარ როლებში: მარტინა გედეკი, მაქსიმ ფოერსტი, სერხიო კასტელიტო. ასოციალური და ჩაკეტილი მარტა ჰამბურგის რესტორნის მზარეულია, თუმცა დის მოულოდნელი გარდაცვალება მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. მას 8 წლის დისშვილის მოვლა ევალება, ვიდრე მამა არ მოაკითხავს. ამავე დროს, რესტორანში კიდევ ერთი მზარეული ჩნდება − მხიარული და ემოციური იტალიელი მარიო, რომელიც მთავარი გმირის სამყაროს თავდაყირა დააყენებს. „ამერიკული სამზარეულო“ წელი: 1998 ქვეყანა: საფრანგეთი ჟანრი: კომედია მთავარ როლებში: ჯეისონ ლი, ირენ ჯეიკობი, ედი მიტჩელი. ფილმი ამერიკელი თვითნასწავლი მზარეულის, ლორენის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც აშშ-ში სამხედრო სამსახურს კარგავს და დიჟონის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში იწყებს მუშაობას. ფრანგული სამზარეულოს საიდუმლოებების შეტყობისას, იგი ერთგულ მეგობრებს და ნამდვილ სიყვარულს პოულობს. „მიმტანი გოგონა“ წელი: 2007 ქვეყანა: აშშ ჟანრი: დრამა, მელოდრამა, კომედია მთავარ როლებში: ლიუ ტემპლი, შერილ ჰაინსი, ნათან ფილიონი. მსუბუქი და სასიამოვნო ფილმი თანამედროვე კონკიაზე ამერიკული პროვინციიდან. ჯენა მიმტანად მუშაობს, უყვარს ღვეზელების გამოცხობა, იგონებს ახალ რეცეპტებს და საინტერესო სახელებს არქმევს. მისი ოცნებაა კულინარიულ შეჯიბრში გაიმარჯვოს და ტირან ქმარს თავი დააღწიოს. თუმცა, ცხოვრება სიურპრიზით აოცებს... 40

სექტემბერი 2018


„ადამ ჯონსი“ წელი: 2015 ქვეყანა: აშშ ჟანრი: დრამა, კომედია მთავარ როლებში: ბრედლი კუპერი, სიენა მილერი, ომარ სი, უმა თურმანი. შთამაგონებელი ისტორია ნიჭიერ მზარეულ ადამ ჯონსზე, რომელიც ფრანგული სამზარეულოს ნამდვილი ვარსკვლავი გახლდათ. რთული ხასიათის გამო, მას პარიზის რესტორანთან დამშვიდობება მოუწია, თუმცა ბედმა მეორე შანსი მისცა. რამდენიმე წლით ადამი ლონდონში მიემგზავრება, კრებს საუკეთესო მზარეულთა გუნდს და ახალ რესტორანს ხსნის. მისი მთავარი მიზანი „მიშლენის“ 3 ვარსკვლავის მოპოვება და კულინარიულ მწვერვალზე დაბრუნებაა.

„სუში გოგონა“ წელი: 2008 ქვეყანა: აშშ, იაპონია ჟანრი: დრამა, მელოდრამა, კომედია მთავარ როლებში: ბრიტანი მერფი, ტოსიუკი ნოსიდა. ახალგაზრდა ამერიკელი − ები, შეყვარებულთან ერთად იაპონიაში მიემგზავრება, თუმცა მამაკაცი მეორე დღეს ბარგს ალაგებს და მას უცხო ქვეყანაში მარტოს ტოვებს. იმის მაგივრად, რომ შინ დაბრუნდეს, ები ახალი შთაბეჭდილებების მიღებას გეგმავს. იწყებს მუშაობას რესტორანში, სადაც უგემრიელეს სუფს − „რამენს“ ამზადებენ. გოგონა ცდილობს მომზადების ხერხი შეიტყოს, რისთვისაც მთელი რიგი გამოწვევების გადატანა უწევს.

„შეფმზარეული“ წელი: 2014 ქვეყანა: აშშ ჟანრი: კომედია, დრამა, საოჯახო მთავარ როლებში: ჯონ ფავრო, ბობი კანავალე, სკარლეტ იოჰანსონი, დასტინ ჰოფმანი, რობერტ დაუნი უმცროსი. მსუბუქი და ცხოვრებისეული საოჯახო ფილმი ექსცენტრულ მზარეულ კარლ კასპერზე. კრიტიკის გამო, იგი ლოსანჯელესის რესტორნიდან გააგდეს, მაგრამ კარლისთვის ეს დამარცხების საბაბი არაა. ვაჟიშვილის და დამხმარე ადამიანის მეშვეობით, იგი საკვებ ობიექტს „ბორბლებზე“ გახსნის და შტატებში მოგზაურობს.

სექტემბერი 2018

41


„რამეკაი“ − სიყვარულით შექმნილი აზიური კერძები თავიდანვე მკაცრად განსაზღვრა: 2012 წლიდან ის მხოლოდ და მხოლოდ აზიური სამზარეულოს მიმართულებით მუშაობს. რამდენიმე წამყვან კომპანიაში მუშაობის შემდეგ, საკუთარი პროექტის განხორციელება გადაწყვიტა და გიგა ხატიაშვილთან ერთად სახელის შერჩევაზე დაიწყო ფიქრი. მიუხედავად ბევრი სირთულისა, საქმის სიყვარულმა ყველა დაბრკოლების და პრობლემის გადალახვა მოახერხებინა. ასე მოევლინა 5 თვის წინ დედაქალაქს „რამეკაი“− საყვარელი ადგილი ნამდვილი გურმანებისთვის. „რამეკაი“ სწრაფი კვების ობიექტია, რომელიც ძირითადად მიტანის სერვისზეა ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ მსგავს კომპანიებში ამგვარ მომსახურებას უფასოდ ვერსად შეხვდებით. ადგილზე სტუმრობისას კი დახვეწილი ინტერიერი მოგხიბლავთ, რომელიც ისევე ჰაეროვნადაა შერჩეული, როგორც მზარეულების მიერ აქ მომზადებული თითოეული კერძი. აღსანიშნავია, რომ სიტყვათა შეთანხმება „რამეკაი“ არა მხოლოდ ქართულ ენაზე ატარებს დადებით დატვირთვას. იგი იაპონურად „ნათელს“ ნიშნავს, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო დადებით ელფერს სძენს. მთავარი მიზანი მიღწეულია − „რამეკაი“-ში ერთხელ მოხვედრილი ადამიანი მას მეორედაც აუცილებლად აკითხავს. „რამეკაი“-ს გემრიელი მენიუ შემოდგომის დაწყებასთან ერთად უფრო განახლდა და გამრავალფეროვნდა. სექტემბრიდან ობიექტი

მაშინ, როცა „რამე კაი“ აზიური კერძის გასინჯვა გსურთ, თბილისში, ჭავჭავაძის 37 ნომერში არსებულ ობიექტს უნდა მიაკითხოთ, თუმცა ამის გაკეთება ადგილზე მისვლის გარეშეც შეგიძლიათ − სასურველ კერძს „რამეკაის“ მომსახურე პერსონალი შინ უფასოდაც მოგიტანთ, მთავარია სურვილი, „რამე კაი“ მიირთვათ. გიორგი ხვისტანმა ცხოვრება კულინარიას 6 წლის წინ მიუძღვნა და საქმიანობის ჩარჩოებიც 42

სექტემბერი 2018


არსებულთან შედარებით კერძების გაორმაგებულ ასორტიმენტს შემოგთავაზებთ. თუ „რამეკაი“ უკვე თქვენი საყვარელი ადგილია, მაშინ აქ 4-5 სახეობის ახალი წვნიანის, სუშისა და ბოსტნეულის კერძის დაგემოვნებას შეძლებთ. ეს საოცარი სივრცე კიდევ ერთი კუთხითაა ნოვატორი − დირექტორმა და მთავარმა შეფმზარეულმა გადაწყვიტა ლოკაციაზე საყინულეს არსებობაზე უარი ეთქვა. შესაბამისად, „რამეკაი“ ყოველდღიურად ცოცხალ და ჯანსაღ საკვებს გთავაზობთ, ყველა პროდუქტს უახლესსა და ქორფას. მენიუს ჰიტებთან − iმაკთან და კატომაკთან ერთად, შეფმზარეულის ფავორიტი სუშის როლი − ბანდაი გაერუ აღტაცებას აუცილებლად მოგგვრით. იგი არცერთ როლს არ ჰგავს და სპეციფიკური, პიკანტური გემოთი გამოირჩევა. „რამეკაის“ ატმოსფერო აუცილებლად გაგრძნობინებთ, რომ აქ ყველაფერი დიდი სიყვარულითა და მონდომებით კეთდება. ყველა კერძი მისი შემქმნელი მზარეულის ენერგეტიკას ადვილად გადმოგდებთ, აუცილებლად დადებითს და პოზიტივით აღსავსეს, რადგანაც აქ საჭმელთან გამორჩეულად ნატიფი დამოკიდებულება აქვთ, ეს „რამეკაი“-ში საუკეთესოდ იციან! Facebook: რამეკაი • Ramekai მის: ი. ჭავჭავაძის ქ. 37 ტელ: 593 08 00 44 www.ramekai.ge სექტემბერი 2018

43



ულამაზესი სანაპირო-რეზორტი და რესტორანი დასვენებისთვის, გთავაზობთ საუკეთესო სასმელსა და საკვებს. ოდესის ქართული და ევროპული სამზარეულო შავი ზღვის სანაპირო, ანბანის კოშკთან ტელ: 577 50 78 05


3 რეცეპტი ჯულია ჩაილდისგან, რომლის მომზადება ყველამ უნდა სცადოს ლეგენდარული ამერიკელი დიასახლისის კულინარიული საიდუმლოება ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა დიასახლისმა, რომელმაც ქალი მზარეულების გარშემო არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია, ამ პროფესიით წარმატების მიღწევა 36 წლის ასაკში დაიწყო. 1948 წელს მომავალი ვარსკვლავი ქმართან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, ფრანგული სამზარეულო შეუყვარდა და ერთ კვირაში კურსებზეც კი ჩაეწერა. სწავლის შემდეგ, ჯულიამ ამერიკელებისთვის კულინარიული სკოლის გახსნა გადაწყვიტა და ახლადშეძენილი ფრანგი მეგობრები დაიხმარა. მისის ჩაილდის კურსების წარმატების შემდეგ, ქალბატონმა რეცეპტების წიგნის დაწერა გადაწყვიტა, რომელმაც გაყიდვების რეკორდი მოხსნა და ბესტსელერი გახდა. ამერიკული ტელეარხების უფროსებმა პოპულარულ დიასახლისს საკუთარი შოუს გახსნა შესთავაზეს, სადაც მარტივი ენით კერძების მომზადების შესახებ ისაუბრებდა. მოკლედ, გაყიდული პროდუქტების პერიოდში, ჯულიას მიდგომებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. თავის სატელევიზიო პროგრამებში ის გვაჩვენებდა, რომ გემრიელი და ლამაზი კერძი ბედნიერების მომტანია. 2009 წელს ფილმში „ჯული და ჯულია“, მისი როლი მერილ სტრიპმა შეასრულა. წარმოგიდგენთ 3 უნიკალურ რეცეპტს, რომელიც ღირს ყველა ქალმა ოჯახის რაციონს დაამატოს.

46

სექტემბერი 2018


ალუბლის „კლაფუტი“ ინგრედიენტები: კარაქი 1 და ¼ ჭიქა 2%-იანი რძე 2/3 ჭიქა გრანულირებული შაქარი 3 კვერცხი სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი 1/8 ჩაის კოვზი მარილი ჭიქა ფქვილი 2 ჭიქა კენკრა შაქრის პუდრა

მომზადების ხერხი: გააცხელეთ გაზქურა 160 გრადუსამდე. კარაქით მონიშნეთ ნამცხვრის ფორმა. თასში მიქსერით აურიეთ 1/3 ჭიქა გრანულირებული შაქარი, კვერცხი, ვანილი, მარილი და ფქვილი. ათქვიფეთ წუთის განმავლობაში, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ჩამოასხით ცომის ფენა და დაელოდეთ 1-2 წუთი. მიღებული ფორმა გამოიღეთ გაზქურიდან, და კენკრით, ასევე დარჩენილი შაქრით მორთეთ. დააბრუნეთ გაზქურაში და გამოსაცხობად 50 წუთი დაუცადეთ. „კლაფუტი“ სუფრაზე მიტანამდე შაქრის პუდრით გააფორმეთ და სურვილის შემთხვევაში მასზე ვანილის ნაყინის ბურთულა მოათავსეთ.

სექტემბერი 2018

47


შემწვარი ხორცი პროვანსიდან თეთრი ღვინით ინგრედიენტები: 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი კონიაკი 2.5 კგ საქონლის ხორცი ძვლების გარეშე, ნაჭრებად დაჭრილი მარილი და შავი პილპილი 2 დიდი ხახვი, თხლად დაჭრილი 4 სტაფილო, თხლად დაჭრილი 150 გრ. სოკო, წვრილად დაჭრილი 1 თავი ნიორი 1 ფორთოხლის ქერქი 2 პომიდორი ან ჭიქა ტომატის პიურე 2 ბოთლი თეთრი ღვინო ოხრახუში

მომზადების ხერხი: დააბასტურმეთ ხორცი 2 საათის განმავლობაში ზეითუნის ზეთით, კონიაკით, მარილითა და პილპილით. გააცხელეთ გაზქურა 160 გრადუსამდე. ფართო ქვაბში გააცხელეთ ხორცის დარჩენილი ნაწილი; დაამატეთ ხახვი, სტაფილო, სოკო, ნიორი, ფორთოხლის ქერქი და ცოტა მარილი. შეწვით, შემდეგ დაუკელით ცეცხლს, დაახურეთ თავზე და 8-10 წუთი დატოვეთ, სანამ ხახვი და ნიორი მსუბუქი არ გახდება. შემდეგ მიღებულ მასას დაუმატეთ მარინადი, პომიდორი, ღვინო და პილპილი. აურიეთ. დაახურეთ თავზე და ღუმელში 3-4 საათი დატოვეთ. მორთეთ კარტოფილით ან პასტით. 48

სექტემბერი 2018


ინგრედიენტები კარტოფილი - 200 გრ; კვერცხი - 2 ცალი; კიტრი - 150 გრ; კამა - 15 გრ; სლობოდა - არაჟნით - 600გრ მარილი და პილპილი - გემოვნებით. მწვანე ხახვი

მომზადების წესი: კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით . ასევე, საშუალო ზომებად დაჭერით გათლილი კიტრი. ეს ყველაფერი გადაიტანეთ ქვაბში. დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი. დაამატეთ სლობოდა -არაჟნით.. მიღებული მასა კარგად აურიეთ და დაამატეთ ცივი წყალი, რამდენსაც შეიზელს. ბოლოს, შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

შენიშვნა: გამზადებული „აკროშკა“ ცოტა ხნით მაცივარში შედგით და გააცივეთ. შეგიძლიათ, სხვადასხვა ბოსტნეული დაამატოთ.

„აკროშკა“ სლობოდა-არაჟნით


არომატული ქათამი ინგრედიენტები: 1,5-2-კილოგრამიანი ქათამი 2+1/2 სუფრის კოვზი კარაქი 1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი სტაფილო 1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი 1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიახური 1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი ოხრახუში ნიახურის ფოთლები ლიმონის 6 ნაჭერი ½ ჭიქა დაჭრილი ხახვი ½ ჭიქა დაჭრილი სტაფილო სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ¾ ჭიქა ქათმის ბულიონი პილპილი, მარილი

მომზადების ხერხი: გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. ტაფაზე სუფრის კოვზი კარაქი წაუსვით. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი სტაფილო, ხახვი, ნიახური და გააცხელეთ ზომიერ ცეცხლზე, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. დაუმატეთ ქონდარი. ქათამს შიგნით და გარედან გადაავლეთ ცხელი წყალი და გააშრეთ. ქათმის ღრუში მოათავსეთ შემწვარი ბოსტნეული, ოხრახუში, ნიახურის ფოთლები და ლიმონის ნაჭრები. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ქათამს სუფრის კოვზი კარაქი წაუსვით და მკერდით ზემოთ დადეთ. ღუმელში საათისა და 15 წუთის განმავლობაში დატოვეთ. ამის შემდეგ, გარშემო დაჭრილი ხახვით და სტაფილოთი მორთეთ. ტემპერატურა 180 გრადუსამდე შეამცირეთ. 45 წუთის შემდეგ, ქათამს ლიმონის წვენი დაამატეთ. გადმოასხით ქათმიდან წვენი, მოათავსეთ დაფაზე და 15 წუთის განმავლობაში „დაასვენეთ“. დაამატეთ ბულიონი და 5 წუთი ხარშეთ. 50

სექტემბერი 2018


WINE AND DINE-ის შეფმზარეულის კიდევ ერთი დელიკატესი საფერავის სოუსში მომზადებული საფირმო სულგუნია, რომლისთვისაც აღნიშნული ყველის სახეობა მაგარი კონსისტენციით შეირჩევა. ეკოლოგიურად სუფთა, ნაკლებადმარილიანი სულგუნისთვის საფერავში ითუშება გარგარი, ყურძენი და სხვა ნარჩევი ინგრედიენტები. კერძს საფერავის სასიამოვნო, მომჟავო არომატი აქვს და მას მსუბუქ, ამავდროულად ნოყიერ პროდუქტად აქცევს.

WINE AND DINE TBILISI ახალი სიტყვა ალკოჰოლისა და გასტრონომიის სინთეზში

ქ.თბილისი, ცინცაძის 58, ტელ. 555313771,

WINEANDINETBILISI,

WINEDINETBS


8 ორიგინალური დესერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 52

სექტემბერი 2018


მათთვის, ვისაც ტკბილეული ძალიან უყვარს, უცხო ქვეყანაში ჩასვლისას ადგილობრივი დესერტის დაგემოვნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება. წარმოგიდგენთ ყველაზე უნიკალურ და ორიგინალურ ვარიანტებს.

სექტემბერი 2018

53


ვაგასი, იაპონია ნაციონალური იაპონური დესერტი ევროპის მცხოვრებლებს ტკბილი საერთოდ არ მოეჩვენებათ. საქმე იმაშია, რომ მისი მომზადების ტრადიცია ამომავალი მზის ქვეყანაში ჯერ კიდევ მაშინ დამკვიდრდა, სანამ ქვეყანა შაქარს გაიცნობდა. თუმცა, ზოგ ადგილას დესერტს მაინც ატკბობენ. მთავარი მისი შემადგენლობაა, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია.

54

სექტემბერი 2018

გულაბ ჯამუნი, ინდოეთი „ქლიავი ვარდის არომატით“ − ასე ითარგმნება ამ ნაციონალური ინდური დესერტის სახელწოდება. მიიჩნევა, რომ იგი ინდოეთში სპარსეთის მეშვეობით მოხვდა და მას შემდეგ ეს კერძი ქვეყნის მთლიან მოსახლეობას უყვარს. გულაბ ჯამუნი მშრალი რძის ბურთულებია, რომლებსაც სხვადასხვა ინგრედიენტი ემატება. საბოლოოდ, ეს მარტივი ტკბილეული საკმაოდ ტკბილი და მსუყეა.


ALFAJOR, არგენტინა ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტია, თუმცა ძირითადად მხოლოდ ლათინურ ამერიკაშია გავრცელებული, სადაც ბავშვებსაც და მოზრდილებსაც ძალიან უყვართ. Alfajor ორმაგი ვანილის ორცხობილაა, რომლის ორ ნაწილს შორის შესქელებული რძე, კარამელი ან მურაბაა. დღესდღეობით ამ ტკბილეულს თეთრი ან შავი შოკოლადითაც რთავენ. მოკლედ, სიამოვნება გარანტირებულია!

ZERDE, პაკისტანი ეს არა მხოლოდ დესერტი, არამედ ტკბილი კერძია. მისი მომზადების ხერხი სირთულით არ გამოირჩევა: მოხარშული ბრინჯი კარაქით და შაქრით უნდა გაჯერდეს, ხოლო შემდეგ თხილი და ჩირი დაემატოს. დესერტმა ცოტა ხანს დაბალ ცეცხლზე უნდა იდუღოს. შედეგი ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს: გემო ორიგინალური და სასიამოვნოა.

სექტემბერი 2018

55


ომ ალი, ეგვიპტე რთულია განსაზღვრო დესერტების კონკრეტულად რომელ სახეობას განეკუთვნება ომ ალი. ბევრი მას ცხელ პუდინგში ურევს. ეგვიპტური ნაციონალური ტკბილეულის მომზადება ადვილია: ღრმა თეფშში პურის ნატეხი უნდა მოათავსოთ, ზემოთ კი თხილის რომელიღაც სახეობა და ჩირი. ყველაფერი ეს კი შაქრით უნდა გააჯეროთ. მიღებული დესერტი ღუმელში უნდა შედგათ.

ჩე, ვიეტნამი ვიეტნამის სამზარეულო ყველა ადამიანს ვერ მოხიბლავს. თუმცა მას, ვისაც რაღაც ახლის დაგემოვნება სურს, აუცილებლად ჩე უნდა აირჩიოს. ეს დესერტი სუფისა და ჟელეს შუალედურია და ჭიქებით იყიდება. ინგრედიენტებს შორისაა: ხილი, ბრინჯი, ქოქოსის ბურბუშელა, სიმინდი, ლოტუსის მარცვლები და ა.შ.

PREKMURSKA GIBANICA, სლოვენია ეს დესერტი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ყველაზე პოპულარული ტკბილეულია. ის ჯერ კიდევ XVII საუკუნეში წარმოიშვა. ადრე მას ყველით ამზადებდნენ და იოგურტს ან კეფირს აყოლებდნენ. მოგვიანებით, სლოვენიაში თავისებური ვარიანტი შექმნეს: ყველის ნაცვლად, ღვეზელს ხაჭოთი და ვაშლის ჯემით ავსებენ. ამ დესერტს მთელ ევროპაში აღმერთებენ.

56

სექტემბერი 2018


ვაფლის მილაკები, ნორვეგია ნორვეგიაში, დაბადების დღეზე ან შობის დღესასწაულზე, ამ მარტივ, მაგრამ უგემრიელეს დესერტს ამზადებენ: ადგილობრივები ვაფლის მილაკებს ყიდულობენ და მას სხვადასხვა კრემით ავსებენ, რათა სტუმარმა თავად გადაწყვიტოს, რომელი სურს.

სექტემბერი 2018

57


ზაფხულის დღეების დასასრულს, სექტემბერი თავისთავად ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ასოცირდება, მაგრამ მარტივი როდია დაუბრუნდე 21-ე საუკუნის აჩქარებულ რიტმსა და სამუშაო რუტინას. სამუშაო დილა ოჯახში ქაოსურია: მოსწავლეებს სკოლასა თუ უნივერსიტეტებში ეჩქარებათ, მშობლებს − სამსახურში, დრო ცოტაა იმისათვის, რომ სრულფასოვნად მოემზადო, ჯანსაღად მიირთვა, საჭირო ენერგიითა და პოზიტივით დაიმუხტო და ბავშვებსაც დაეხმარო, თან ყოველივე ეს ზაფხულის ფერადი დღეების შემდეგ, თუმცა უდავო ფაქტია, რომ ებს ინოვაციურ ტექნოლოგიურ ხელსაწყოებს ვრად შეუძლიათ ჩვენი ყოველდღიურობა ბევრად თად, მარტივი, საინტერესო და ამასთან ერთად, ჯანსაღიც გახადოს: ტექნიკის ჰიპერმარკეტი „მეტრომარტი““ გთავაზობთ საყოფაცხოვრებო ტექნიკისს გასაოცრად მრავალფეროვან არჩევანს:: ც ყავის აპარატებს, რომელიც სულ რაღაც 2 წუთში დაგეხმარებათ სასიამოვნოდ დაიმუხტოთ ენერგიით, „სენდვიჩებსა“ ნი და ვაფლის „მეიქერს“ თქვენი და თქვენი შვილების ჯანსაღი კვებისთვის. ასევე არ ბი უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუზმე საკვები როის რაციონის მთავარი კომპონენტია და დროის სიმცირის გამო ხშირად უარის თქმა გვიწევს მასზე. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ტაბლეტებისა და ნოუთბუქების მეშვეობით, სასწავლო პროცესი, როგორც საინტერესო, ასევე ბევრად პროდუქტიული ხდება. ჰიპერმარკეტი „მეტრომარტი“ ამ ყოველივეს საუკეთესო ფასად გთავაზობთ და რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებელს სთავაზობს გადახდის გამარტივებულ ფორმას: შეიძინე პროდუქცია განვადებით და დაიწყე გადახდა 2019 წლიდან. გაიადვილე გზა წარმატებისკენ − „მეტრომარტთან“ ერთად.



60

სექტემბერი 2018


10 ფაქტი ყველის შესახებ პრაქტიკულად, ყველი დედამიწის ზურგზე ყველას უყვარს. ეს პროდუქტი იდეალურად შეეფერება საუზმისთვის განკუთვნილ სენდვიჩებს, ღვინოს თუ ნებისმიერი ტიპის ვახშამს. ამრიგად, შეუძლებელია კულინარიაში ყველის მნიშვნელობა არ დავაფასოთ.

1

ყველი უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი რძეა. ამასთან, ყველი შეუცვლელ ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. მისი რეგულარული მოხმარება იმუნიტეტის გაძლიერების საწინდარია.

2 3

ყველი ბუნებრივი აფროდიზიაკია ყველის არომატმა შესაძლოა ადამიანის სქესობრივ ფუნქციებზე იმოქმედოს. დიდი ხანია, რაც ეს პროდუქტი ბევრი ერის და ქვეყნის საქორწილო მენიუშია შეტანილი. ყველის მირთმევა ყოველდღიურადაა მიზანშეწონილი მცირე რაოდენობის ყველი ყოველდღე უნდა მიიღოთ. სულ რაღაც 200 გრამი ყველი ორგანიზმის ყოველდღიური ცხიმის,

ცილისა და მინერალების მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.

4 5 6

ყველი საკვების მონელებას აუმჯობესებს ეს პროდუქტი საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას გაცილებით სწრაფსა და მარტივს

გახდის.

ყველი მადიანობას აძლიერებს მისი არომატი და გემო კუჭის წვენის გამოყოფას უწყობს ხელს.

ყველი გონების მუშაობას აუმჯობესებს დილაობით მირთმეული მცირე რაოდენობის ყველი გონებრივ მუშაობას გააუმჯობესებს. ყველი მნიშვნელოვან მიკროელემენტს − კალციუმს შეიცავს, რომელიც გონების მოქმედებაზე დადებითად აისახება. სექტემბერი 2018

61


7 8

ყველი ნერვულ სისტემას ამშვიდებს მასში შემავალი ამინომჟავები და მინერალები ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში და ნერვების დაწყნარებაში ეხმარება.

ყველი დადებით გავლენას ახდენს მეხსიერებაზე ამ პროდუქტის უნიკალური და მდიდარი შემცველობა მეხსიერებასაც აძლიერებს. ამიტომ, აუცილებელია იგი ბავშვებისა და ასაკოვანი ადამიანების რაციონში შევიტანოთ.

9 10

ყველი ენერგიით ავსებს ბევრი ექიმისა და დიეტოლოგის რჩევით, ყველი ენერგიას შეგმატებთ. ეს მაგნიუმის შემცველობასთანაა დაკავშირებული. ყველი უძილობას ებრძვის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყველი უძილობის დამარცხებაშიც გვეხმარება.

62

სექტემბერი 2018


სექტემბერი 2018

63


ტრუფელი − ყველაზე ძვირადღირებული სოკო მსოფლიოში ეს იშვიათი და გემრიელი დელიკატესი უნიკალური მახასიათებლებით და ძლიერი, სპეციფიკური არომატით გამოირჩევა. გარეგნობით კარტოფილსაც ამსგავსებენ. ტრუფელის დიდ ოჯახში ასობით სახეობის სოკოა წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთისგან გეოგრაფიული მდებარეობის, ბიოლოგიური შეადგენლობის და გასტრონომიული ღირებულებების მიხედვით განსხვავდებიან. ყველაზე „პატივცემული“ და „არისტოკრატი“ სოკო 64

სექტემბერი 2018

სოკოთა შორის მენიუში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ერთ-ერთ ინგრედიენტად მოაზრებისას კი, კერძის ფასი ჩვეულ ფასს საოცრად უსწრებს. მისი მოპოვებისთვის ხომ მთელ რიგ სანადირო პროცესს გადიან და საბოლოოდ, სოკო დიდხანს ვერც ძლებს. ტრუფელის წარმოშობის შესახებ დიდხანს დადიოდა ლეგენდები. ეს იყო გამოცანა, რომლის ამოცნობას ჯერ კიდევ შუმერები ცდილობდნენ. შუასაუკუნეებში



ალქიმიკოსები კი მის წარმოშობას მაგიას უკავშირებდნენ.

ასევე ფრინველისა და თევზეულის კერძების გასაფორმებლად.

სად იზრდება ტრუფელი? მისი გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა: ეს დელიკატესი ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და აშშ-ის ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში გვხვდება.

ტრუფელის შემადგენლობაშია ცილები, ნახშირწყლები, B და C ჯგუფის ვიტამინები, მინერალები, ანტიოქსიდანტები და ადამიანის ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ნივთიერებები. ტრუფელის წვენი შველის თვალის ზოგიერთ სნეულებას და უმსუბუქებს ტკივილს პოდაგრათი დაავადებულ ადამიანებს.

სოკო ტრუფელს ძლიერი არომატი აქვს, მაგრამ თუ ადამიანმა მისი პოვნა ვერ შეძლო, ცხოველები სოკოს ადგილმდებარეობის დადგენას დიდი დაშორებიდანაც შეძლებენ. ამ ფაქტის გამო, ხშირად ტრუფელების მოსაძებნად ძაღლი ან ღორი მიჰყავთ. ტრუფელის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია, რაც კულინარიაში ტრუფელის უნიკალური შემადგენლობა დადასტურებულია. სოკოს ეს სახეობა გამოიყენება როგორც სოუსებისა და ღვეზელების შიგთავსის მომზადებისას, 66

სექტემბერი 2018

ტრუფელის ყველაზე ცნობილი სახეობებია: Tuber aestivum (საზაფხულო შავი ტრუფელი) − მას გემრიელი თხილის გემო აქვს და ძირითადად ევროპაში, მუხის ან ფიჭვის ხის ქვეშ იზრდება. Tuber mesentericum (საშემოდგომო შავი ბურგუნდიული ტრუფელი) − მრგვალი ფორმის სოკო, წონით 320 გრ, შეფერილობით რძიან შოკოლადს წააგავს. არომატში კაკაოს სურნელს ადვილად გაარჩევთ.


ახალი საინტერესო სივრცე თბილისში, რესტორანი „ხანუმა“; დახვეწილი ინტერიერით, უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძებით, მყუდრო გარემოთი და მომსახურების მაღალი სტანდარტით. „ხანუმა“ – ყოველთვის კარგ განწყობაზე!

ივანე თარხნიშვილის ქ # 2 599714042: 599444646 ხანუმა - khanuma restaurant_khanuma


Tuber brumale (ზამთრის შავი ტრუფელი) − მისმა წონამ შესაძლოა 1.5 კგ-ს მიაღწიოს. ეს სახეობა ნოემბრიდან თებერვლამდე ხარობს და მას საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიასა და უკრაინაში აღმოაჩენთ. Tuber melanosporum (ფრანგული შავი ტრუფელი) − ეს ძლიერი არომატის და სასიამოვნო გემოს სოკო დეკემბრიდან მარტამდე ხარობს, რომელსაც ევროპაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ჩინეთში შეხვდებით. შავ ტრუფელებს შორის, ეს სახეობა ყველაზე ღირებულად მიიჩნევა და მას „შავ ბრილიანტსაც“ კი უწოდებენ.

სასიამოვნო გემო აქვს, არომატი კი ყველის სურნელს მოგაგონებთ. Tuber oregonense (თეთრი ამერიკული ტრუფელი) – 250 გრ მოცულობის სოკო აშშ-ის დასავლეთ სანაპიროებზე ხარობს და ყვავილოვანი სურნელით გამოირჩევა. Tuber rufum (წითელი ტრუფელი) − ქოქოსის არომატის მატარებელი სოკოს წონა 80 გრამს არ აღემატება. ხარობს სექტემბრიდან იანვრამდე, ევროპის ფოთლოვან ტყეებში.

Tuber himalayensis (ჰიმალაიური შავი ტრუფელი) − რადგან ეს სახეობა მხოლოდ და მხოლოდ 50 გრამამდე იწონის, მისი პოვნა საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

Tuber sinensis (ჩინური, აზიური ტრუფელი) − პირველად ეს სოკო ჰიმალაის ტყეებში აღმოაჩინეს. გემოთი და არომატით, იგი შავ ფრანგულ ტრუფელს მოგაგონებთ. ჩინეთის გარდა, ეს სოკო ინდოეთსა და კორეაშიც შეგხვდებათ.

Tuber magnatum (იტალიური თეთრი ტრუფელი) − მარწყვის ფორმის ეს სახეობა 300 გრამზე მეტს არ იწონის, თუმცა იშვიათმა ეგზემპლარებმა შესაძლოა კილოგრამს მიაღწიოს. მოყვითალო-მოწითალო შეფერილობის სოკო ტრუფელის თეთრ სახეობებს შორის ყველაზე ღირებულია. იტალიურ სოკოს

აღსანიშნავია, რომ კოსმეტიკური კომპანიები ტრუფელისგან კოსმეტიკურ ნაწარმსაც ამზადებენ. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ტრუფელის ექსტრაქტის რამდენიმე წვეთი მნიშვნელოვნად შეამცირებს ფორების სიღრმეს, დაჭიმავს კანს და გააქრობს პიგმენტურ ლაქებს.

68

სექტემბერი 2018


ამერიკული გრილი

ქართული სამზარეულო

რესტორანი ზემო წყნეთში წყაროსთან WWW.CHOPS.GE


სექტემბერი 2018

GASTRO BOOK


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.