OK! Decor Book- issue 52

Page 1

DECOR ნოემბერი 2018

BOOK


vs}% ‰n|nrus} " m 4 }j|r€us 9! ~nu% " "" vyk% $ " "!

ĂŚĂŁĂŹ# ĂœĂ&#x;ĂĽĂŁĂ›óà ãüãÏ " Ă­Ă&#x;ĂĽ#

``` VJa]QN[V PN www.gatboba.ge

y‡wnknks |yvus} j§mnwjÂ…s‡ †onw mjln§vj|nksr


სარჩევი ესპანური ინტერიერი: სტილის ნიუანსები და შექმნის საიდუმლოებები ფანჯარა იატაკამდე, ხი ხის ავეჯი და კერამიკის სიუხვე − ეს ესპანური სტილის მთავარი მახასიათებელი ნიშნებია, რომლის შექმ შექმნა თავადაც შეგიძლიათ.

4

ესპანური ინტერიერი − ეს მუდამ ფერთა ფორმებისა და სიუხვე, უამრავი დეტა დეტალი, სხვადასხვა სტილის,

მასალის ერთად შერწყმაა. მისი საფუძველი ტრადიციული შუაზღვისპირული სტილიდან მოდის, მაგრამ ამასთან, ბერძნულ სტილში ვერაფრით შეგეშლებათ. ესპანურ ინტერიერს საკუთარი განსაკუთრებული ხასიათი და ატმოსფერო ახლავს.

10 ედუარდო ტრესოლდი − არქიტექტურა, როგორც „მოჩვენება“

16

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ყყვ ვ სასტუმროების დიზაინი

მოზარდობის ასაკში ედუარდო ტრესოლდი (Edoardo Tresoldi) მავთულებისგან მუდამ სხვადასხვა ნივთს ამზადებდა. 20 წლის შემდეგ, მისმა ინსტალაციებმა ტრესოლდის მსოფლიო აღიარება მოუპოვა. გასულ წელს, გამოცემა Forbes-მა იტალიელი სკულპტორი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ახალგაზრდა მხატვრად დაასახელა.

ედუარდო ორიგინალური, არაორდინარული ტექნიკით მუშაობს. იგი მასშტაბურ დაკიდებულ კონსტრუქციებს ქმნის და ამისთვის მხოლოდ მეტალის მავთულებს იყენებს. ჩამოკიდების ეფექტის მეშვეობით, ნაგებობები ეფემერული და მოჩვენებითია. ზოგიერთს ტრესოლდის შემოქმედება ჰოლოგრამებს აგონებს, ზოგს კი აკვარელით შექმნილ ესკიზებს.

ხეზე, უდაბნოში, სამასწლიან სახლსა თუ ვინტაჟურ ფურგონში − ამ ადგილებში მოხვედრისას, შთამბეჭდავ დიზაინს სასტუმროს ნომრიდან გასვლის გარეშეც იხილავთ.

მუზეუმების ახალი არქიტექტურა დიდი ხანია, რაც მუზეუმები მხოლოდ ხელოვნების ქმნილებებისადმი რქი რ რქ ქქიტექტ ტეექტუ ტექტუ ტუ ტურ ურა რ მიძღვნილი შენობები აღარ გახლავთ. ფუტურისტული არქიტექტურა თავის მხრივაც არტობიექტი ხდება.

29 42 36 ეკოტრენდი: ხის ის სსახლები ახლ ახ ლე

ეკოტრენდი: სასტუმროები ხეზე

უკანასკნელ პერიოდში, არქიტექტორებსა და დიზაინერებს ხის სახლების მშენებლობის იდეა ხიბლავთ და შთამაგონებელ პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოგვიდგენენ.

ბუნებასთან სიახლოვე, განმარტოება და საუკეთესო ხედები ტერასადან

მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო კიბეები წარმოგიდგენთ დიზაინერების მიერ შექმნილ საინტერესო სო და იდა დან ნ არაორდინარულ კიბეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

58

როგორ გამოვიყენოთ სწორად შავი ფერი ინტერიერში

76

50 კერამიკა, როგორც ხელოვნება 10 საუკეთესო ნიმუში გამოფენიდან CERSAIE 2018

ნოემბერი 2018

1


„ქივალა“ − ხელნაკეთი და ორიგინალური სანათების განუმეორებელი დიზაინი ლამრიკო რაჯაბაშვილი პროფესიით პედიატრია, თუმცა 3 წლის წინ გადაწყვიტა ცხოვრება მხატვრობასა და დიზაინთან დაეკავშირებინა. სანათების შექმნის იდეა შემთხვევით გაუჩნდა, როცა თავისთვის სასურველ ნაკეთობას ვერსად მიაგნო. „ქივალას“ პირველმა სანათმა დღის სინათლე 2 წლის წინ იხილა. მას შემდეგ, ქართველ დიზაინერს უკვე 60-ზე მეტი მოდელი აქვს შექმნილი. შვილით და შემოდგომის ფერებით შთაგონებული ხელნაკეთი სანათები მრავალფეროვანი მასალით მზადდება. ბრენდის პროდუქცია მოიცავს ხეს, თოკებს, ჯვალოს, სხვადასხვა მეტალს, კერამიკას, მინას, ზღვის კენჭებს, დეკორატიულ ქვებს, საღებავებს და ა.შ. ამ „ჯიუტი“ და თავისებური მასალებით, რომლებიც განსხვავებულ მოპყრობას საჭიროებს, საბოლოოდ უნიკალური და დახვეწილი ნაზავი იქმნება, რომელსაც „ქივალას“ სანათი ეწოდება. აღსანიშნავია, რომ სანათები ექსკლუზიურობით ხასიათდება. დიზაინერი ორ, ზედმიწევნით ერთნაირ ნიმუშს არასოდეს ქმნის, ამიტომ ბრენდის ყველა მომხმარებელს შინ საკუთარი „ქივალა“ მოეპოვება. კომპანიის სოციალურ ქსელში წარმოდგენილი კოლექცია დიზაინერის იდეების მიხედვითაა შექმნილი, ხოლო ინდივიდუალური შეკვეთების მიღებისას, „ქივალა“ მომხმარებლის გემოვნებასა და ინტერესებს ითვალისწინებს, რათა მისთვის განსაკუთრებულად ახლო და თბილი სანათი შექმნას, რომელიც საძინებელ თუ მისაღებ ოთახს საოცარი სიმყუდროვით დაამშვენებს.


fb: qivala handmade; T: 591 51 61 92 mail: qivalahandmade@yahoo.com


ესპანური ინტერიერი: სტილის ნიუანსები და შექმნის საიდუმლოებები ფანჯარა იატაკამდე, ხის ავეჯი და კერამიკის სიუხვე − ეს ესპანური სტილის მთავარი მახასიათებელი ნიშნებია, რომლის შექმნა თავადაც შეგიძლიათ. ესპანური ინტერიერი − ეს მუდამ ფერთა სიუხვე, უამრავი დეტალი, სხვადასხვა სტილის,

4

ნოემბერი 2018

ფორმებისა და მასალის ერთად შერწყმაა. მისი საფუძველი ტრადიციული შუაზღვისპირული სტილიდან მოდის, მაგრამ ამასთან, ბერძნულ სტილში ვერაფრით შეგეშლებათ. ესპანურ ინტერიერს საკუთარი განსაკუთრებული ხასიათი და ატმოსფერო ახლავს.


დაგეგმვა ესპანური ინტერიერი უცნაური დაგეგმარებისაა. უპირველესად, იგი ქალაქის შენობების რეკონსტრუქციას ჰგავს. ისტორიულ სახლებს ძალიან მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები აქვთ. ამასთან, ოთახების ფართობები არც ისე დიდია. ფანჯარა იატაკამდე უნდა იყოს, ან ტერასაზე გადიოდეს. ესპანელებს ასევე ძალიან უყვართ მინის გამოყენება. კედლების, კარებისა თუ სხვა ადგილების მინით გაფორმებას ინტერიერში ხშირად შეხვდებით. მასალები ესპანური ინტერიერი მასალებით მრავალფეროვანია.

მას შესაძლოა შეეხამოს ყველაფერი, რაც მოგესურვებათ: უხეში თაბაშირი, საღებავებით მოხატვა, ქვა, კერამიკა, ნატურალური ტექსტილი, ხე ან მეტალი − არჩევანი თქვენზეა. როგორც შეამჩნევდით, ამ სტილს ქანთრის სტილისთვის დამახასიათებელი ბევრი მასალა უხდება, ასე რომ, მიმართეთ ფანტაზიას. თეთრისა და ფერადის შეხამება კედლების მთავარი ფერი ინტერიერში საკმაოდ მშვიდია − თეთრი ან ქვიშისფერი. გაფორმება შეიძლება იყოს ტრადიციული თაბაშირი ან გლუვი საღებავი. ფერთა მრავალფეროვნება დეტალების

ნოემბერი 2018

5


და იატაკის მოსაწყობად გამოიყენოთ. ავეჯი ტრადიციული ესპანური დიზაინის დაცვისას, ავეჯი მუქი ხისგან უნდა დამზადდეს და მასიური ფორმა მიიღოს; თანამედროვე ესპანურ დიზაინში კი უფრო სიმსუბუქისკენ მიილტვიან. ხშირად შეხვდებით ღია ხისგან დამზადებულ ავეჯს, მათი ფორმები კი გრაციოზულობით გამოირჩევა. ასევე გვხვდება მეტალის ავეჯი ეთნიკური აქცენტებით. ხშირად ავეჯი სივრცის ნაწილი ხდება. მაგალითად, ბოძის გარშემო დამაგრებული მაგიდა ან ჩაშენებული შემნახველი სისტემა. თანამედროვე ესპანურ ინტერიერში ანტიკვარულ ავეჯსაც შეხვდებით, რომელიც

დიდ რაოდენობაში გამოიხატება, რომელიც ნათელი და კონტრასტული უნდა იყოს. მაგალითად, კარებს, კედლებს, ავეჯსა თუ ტექსტილს ფერადი ნაწილები უნდა ჰქონდეს. კერამიკა კერამიკა ესპანური ინტერიერის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანია. ფილებით შექმნილი შემოქმედება განუსაზღვრელი სტილის შეიძლება იყოს − ორნამენტულიდან მოზაიკურამდე. აბაზანასა და სამზარეულოში ფილა შესაძლოა კედლებისა 6

ნოემბერი 2018


რესტავრირებული ან ავთენტური სტილით იქნება წარმოდგენილი. დეკორი ცხელი კლიმატის გამო, ესპანელებს ფანჯრების გაფორმებისთვის ბევრი ვარიანტი აქვთ, რათა თავი მზის სინათლისგან დაიცვან. მაგალითად, ძველ სახლებში ხის დარაბებს შეხვდებით, ახლებში კი ადამიანები ჟალუზებს ან რომაულ ფარდებს იყენებენ. კლასიკური ფარდები აქ იშვიათობას წარმოადგენს. დეკორში ბევრი სიმწვანეა − ლამაზ კერამიკულ ქოთნებში დარგული მცენარეები აივნებსა და ტერასებს რთავს. ინტერიერში ბევრი ჭურჭელი და სხვადასხვანაირი ლარნაკია. ტექსტილის ნივთებს შორის ბალიშები და პლედები დიდი პოპულარობით სარგებლობს. საბოლოოდ, ესპანური ინტერიერი სიმკაცრეს და ინოვაციას, კულტურულ ტრადიციებსა და თანამედროვე მოთხოვნებს, ფერების აფეთქებასა და სიმარტივეს ერთნაირი წარმატებით წარმოაჩენს. ყველა ეს მახასიათებელი ერთ გარემოში ჰარმონულად თანაარსებობს. ნოემბერი 2018

7


SPECTRUM − პროექტირების და მშენებლობის ინტეგრირებული მეთოდიკა მაღალი ხარისხის მშენებლობის უზრუნველყოფა, დამკვეთს აძლევს გარანტიას, რომელიც წარმატებულ პროექტს განაპირობებს. ასეთი პროექტია თბილისის ცენტრში, კოსტავას გამზირზე, საქართველოში პირველი „მიშლენის“ სტანდარტის მქონე რესტორანი „ქალაქი“, რომლის დიზაინზე მუშაობისას, Spectrum-ისთვის არა მხოლოდ მდიდრული ინტერიერისა და ექსტერიერის შექმნა იქცა ამოცანად, არამედ მისი, როგორც შეხვედრის საყვარელ ადგილად, ჩამოყალიბებაც. შენობა ტრადიციული ფრანგულ-იტალიური სტილისა და ქართულ რეალობაში არსებული მულტიკულტურული ავთენტურობის სინთეზია. კვლავ გამოცდილების გაზიარებაა „ქალაქის“ ეზოს ვიზუალი, სადაც ევროპული ქალაქების ცენტრის ვიზუალს იმეორებს. აქ აღმოჩენისას, თავს საფრანგეთის შუაგულში და ხელოვნურ ცასაც აღაპყრობთ თვალს. აღსანიშნავია რომანტიკული კუთხეც რესტორნის ვრცელ დარბაზებში. ეს ბიბლიოთეკაა, სადაც, სუსტი ნათების ფონზე, მე-20 საუკუნის სტილის დეკორაცია და ავეჯი, ლიტერატურასთან ერთად, სიმყუდროვის განცდას აღვიძებს;

კომპანია SPECTRUM სრულად ინტეგრირებულ საპროექტო/სამშენებლო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც შესაძლებელს ხდის საერთაშორისო სტანდარტის სერვისების კონსოლიდაციას. კომპანიის მომსახურების სფერო მოიცავს ყველა იმ აუცილებელ სერვისს პროექტის ჩასახვიდან მის სრულ რეალიზებამდე, რომელიც დამკვეთისთვის ჩანაფიქრის მაქსიმალურად მიღწევის გარანტია. პროექტის მიზნობრივი და კომერციული ხედვა, სამშენებლო ბიუჯეტის წინასწარი განსაღვრა და

რესტორანი „ქალაქი“ კომპანია SPECTRUM-ის საქმიანობის ყველაზე მასშტაბური და მათი საქმიანობის პრინციპების ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოცემის განსხეულებაა. კომპანიის მიდგომის სპეციფიკა უმაღლესი ხარისხის დეტალიზაციას ეფუძნება, რაც პროექტის შექმნის პროცესის განმავლობაში და მისი განხორციელების შემდგომაც სასურველი მიზნის მიღწევას გარდაუვალს ხდის. Spectrum-ი თითოეული პროექტის შემთხვევაში, თეორიული კონცეფციის შედგენის ხორცშესხმას ემსახურება, რა დროსაც, საბოლოო შტრიხებსაც, დეკორაციის ერთი შეხედვით ყველაზე მცირე დეტალსაც კი, საკუთარ თავზე იღებს. ეს იმიტომ, რომ მათი დევიზი საერთო სურათის შექმნაა − იმისა, რაც უმცირეს დეტალებზე დაყრდნობით, მასშტაბური სივრცის განუმეორებელ გარემოდ გადაქცევის შესაძლებლობას იძლევა.

მის.: ყიფშიძის ქ. 9ბ; ტელ.: +995 577 74 96 56 www.spectrum.ge; FB: spectrumarch Mail: info@spectrum.ge



ედუარდო ტრესოლდი − არქიტექტურა, როგორც „მოჩვენება“

მოზარდობის ასაკში ედუარდო ტრესოლდი (Edoardo Tresoldi) მავთულებისგან მუდამ სხვადასხვა ნივთს ამზადებდა. 20 წლის შემდეგ, მისმა ინსტალაციებმა ტრესოლდის მსოფლიო აღიარება მოუპოვა. გასულ წელს, გამოცემა Forbes-მა იტალიელი სკულპტორი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ახალგაზრდა მხატვრად დაასახელა. 10

ნოემბერი 2018

ედუარდო ორიგინალური, არაორდინარული ტექნიკით მუშაობს. იგი მასშტაბურ დაკიდებულ კონსტრუქციებს ქმნის და ამისთვის მხოლოდ მეტალის მავთულებს იყენებს. ჩამოკიდების ეფექტის მეშვეობით, ნაგებობები ეფემერული და მოჩვენებითია. ზოგიერთს ტრესოლდის შემოქმედება ჰოლოგრამებს აგონებს, ზოგს კი აკვარელით შექმნილ ესკიზებს.


ნოემბერი 2018

11


მხატვარი საკუთარ ნამუშევრებს თანამედროვე სკულპტურებად აღიქვამს. ედუარდოს ცნობილი ადგილების სამგანზომილებიანი გამოსახულება genius loci შთააგონებს. სკულპტორი თავის მიზნად ახალი კულტურული კოდის შექმნას მიიჩნევს, რომელიც გარემოს „მეტაფიზიკურ ნანგრევებად“ გარდაქმნის. ტრესოლდის შემოქმედებითმა მეთოდმა მიიღო სახელწოდება: Absent Matter/ მატერიის არარსებობა. მხატვარი ნაგებობის 12

ნოემბერი 2018

ფორმას აყალიბებს ისე, რომ მისი აღქმა სრულიად შეიცვალოს. ტრესოლდის არქიტექტურულ აბსტრაქციებს შეუძლია ნებისმიერი გარემო შეცვალოს. მაგალითად, გასულ წელს, რენესანსის ეპოქის სტილის „მოჩვენება“ ტაძრები უეცრად პარიზის მდიდრული სავაჭრო ცენტრის, Le Bon Marche-ს რესპექტაბელურ ინტერიერში გაჩნდა.


„ჰოლოგრაფიულმა“ მეჩეთმა კი აბუ-დაბის სამეფო მისაღებ დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი. კლასიკური არქიტექტურა და ადამიანის ფიგურები ტრესოლდის ინსტალაციების მოტივებია. მავთულებით შექმნილი სკულპტურები, რომლებიც როდენის „მოაზროვნეს“ მოგვაგონებს, თითქოს ჩვენ წინ ცოცხლდება. მხატვარი ფიგურას მოძრაობაში გამოსახავს: მაგალითად, მეტალისგან დამზადებული ბიჭუნა, რომელიც კედელზე ცოცავს. დანიის ფესტივალისთვის მხატვარმა თანამედროვე გულივერი შექმნა − გიგანტური ფიგურა, რომელიც ზეცას შეჰყურებს. ნამუშევარს „ძიებაში“ ეწოდება.

ესკიზები მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, მაგრამ ტექნიკამ გამიტაცა, საბოლოოდ კი აკადემიურმა განათლებამ სათანადო ცოდნა შემმატა. ასე გავხდი არქიტექტორი, „არარსებობის არქიტექტორი“ − საკუთარ თავს ასე ვუწოდებ“, − განაცხადა ედუარდომ.

ტრესოლდის ერთ-ერთი ცნობილი შემოქმედება სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციაა − ადრექრისტიანული ბაზილიკა იტალიის არქეოლოგიურ პარკში, რომელიც ორი წლის წინ დაამზადა. პირველ ნამუშევრებად 2000-იანების დასაწყისში შექმნილი ინსტალაციები მიიჩნევა. მანამდე ედუარდო მილანსა და რომში სწავლობდა. „პაპიემაშეს და თიხის მეშვეობით ყოველთვის ვაშენებდი, სანამ ერთხელ მავთულის გორგალს არ გადავეყარე. რა თქმა უნდა, პირველი ნოემბერი 2018

13


‫‪¸¸| vsw us tuj}stj« =:8.7,>>4.‬‬ ‫‪| vsw us t‬‬ ‫ |‬ ‫|‬ ‫‪ v‬‬ ‫ ‬ ‫ ‪vsw‬‬ ‫‪vs‬‬ ‫‪v‬‬ ‫‪sw us t‬‬ ‫‪s‬‬ ‫ ‪w‬‬ ‫‪ u‬‬ ‫‪u s tu‬‬ ‫‪uj‬‬ ‫‪j}st‬‬ ‫‪tj‬‬ ‫= «‪j‬‬ ‫= ‬ ‫‪=:‬‬ ‫>‪:8.7,‬‬ ‫‪8.7‬‬ ‫‪.77,‬‬ ‫>‪,‬‬ ‫>>‬ ‫‪>4.‬‬ ‫>‬ ‫‪44.‬‬ ‫‪.‬‬ ‫ څڈ ڒڏڠژڅڇ ږڅڈڟڒڐڅڇ ږڍچډڏژډڏڡڌڅ ڐڅڕډڡڕڅڡ ڐڅ ڍڝڌډڑڍڐژڕ څڍڏژچډڒڐڕڅڡ ‪0DGH LQ 5RPDQLD‬‬ ‫ ڐڒڕ څږڍڐڍ څڍڗڑڅڕڅڇ ڍڇڍ ڟڅڑڅڇڈڅڕ ډڋڅچډڒڐڕڅڡ ڒڍڏڙڒږڐ ږڍڤډڊڅ ږچډڈډڐښڒڐ ڈڅڕژڍڇڅڐ ڟڅږډڛڈ‬ ‫ ڍڏژڐڜڡڕډڝ ڑڅڌږڅچڒډڊڒڕڈډڐڅڑڅڌ څڍڐڕڅڡڅڑ ږڍڣږڍڕڅڣ ڍږډڏڛڅڐژ ږڍڣ ڍڕژڍږڅڐ څڌڙژږ ڈڅڕژڍڇڒڏڒڎډ‬ ‫ ڍڏډڡ ڍڏژډڌڅ ډڐڍڑډڈڐڅڕ ڑڅڈڍڕچڒڜڡڐ ږڍڈڒڐڅڇ ڕڅ څڈ ڑڅڈڍڈڒڐ ږڍڈڅڈڅڇ ڕڅ ڟڍڏډڐڒڕ څڅڎڍږڅڏڎ‬ ‫ ڑڅڇږڍڤډڊڅ ږڍږڅڐڗږڅڏړ څڈ څږڍڏڅږڅڐ ڍڕژڋډڌڑڍږ ڍڏڅڣڅ ڌڍچډڊڅڊڣږڑڅڇ‬

‫ څڐڏډڍڏڅڗڍ ڌڍڊڌ څڈ ‪ 1‬ږڍڕڅ ڍڝڅچډڒڐڕڅڡ ږڍڤډڊڅ ڍڌډڑڍڐژڕ ڐڒڕ څڍڏژچډڕڅڍڛڅ ڍڝڒڍڏڙڒږڐ‬ ‫ ૺڍږڑڅږډڑډڕ ڍڕژڍڏڅڗڍૼ څڅچډڕژڗږڅڈڅڈ ڍڏډڌڅڑ ږڍڐڅ ږډڏڊڟڅڑڍڅڈڅڇ ڍڝڌډڑڍڐژڕ څڐچډڏچډڒڐڕڅڡڐ‬ ‫ ڍڏژچډڒڐڕڅڡ ڍڝڌډڑڍڐژڕ ڑڅڇڈڅڕ ڍڝڅڍڏڅڗڍ څچډڒڐڕڅڡڍ ڕڅڛڅ ڍڇڍ ڍڝڌډڑڍڐژڕ ڍڏژچډڒڐڕڅڡ‬ ‫ ږڍڌډڑڍڐژڕ ڑڅڇږڍڇڒڏڅڑڅ ڍڏژچډڈڅڋڐڅڈ ڍڝڅڍڏڅڗڍ څڍڏڅچڅڈ ڌڍچډڏڍڟڅڇ ڍږڅڙ ږڍڍڟښژڈڒڕړ‬ ‫ ڒڕڙژ ڍڑڅڊډڞڕڅ ڍڏژڕڊڍڑڒڇ ڐڒڗڍڐڅ ڒڐڅڇ ږڍڕڅڙڅږ ډڑڅڊڡڐ څڈ څږڍچڒډڕڅچډڈڐ ڍڏژڍڙڅڕڇڒډڇ‬ ‫ څچډڈڕډڞ ډڋڣږڍڕڅڣ ڏژڑڍڐژڕ ڈڅڕڍڝڣ‬


‫ ڍڏژڑڅڐڕډڇ ڍڗڑڅڑڍڐڒڈ ږڍڕډڍڕډڗڑڍ ږڍڕڅ ږډ ږچډڏڅڍڒڕ ڏژڑڅڐڕډڇ ڌچڒڋڅڊڅڌڇ ډڊډږڅ‬ ‫ ڌڍچډډڑژڎژڅږ څڈڅڊ ږڍچڒډڏڠڐڅڇ ڒڏڒڣ ڈڅڕژڎڍڗږژڎڅ څڒږډڌډڎژڅږ څچڒڈڅڕډڛڔ ږڍچډڏڅڍڒڕ‬ ‫ ڑڅڇږڍچډڏڅڍڒڕ ږڍڏڅږڅڐ ڍڕژڋډڌڑڍږ ډڊڒڕڈډڐڅڑڅڌ ڌڍچډڊڅڊڣږڑڅڇ څچډڏڊڌڍ‬ ‫ ږچډڏژڕږڅڅڈ ږڅچڒڏژڋڅڣڒڐ ڏڍڡډڊڣڅڈ ږڍڟڕڊڍږ ڍڏڅڍڒڕ ڍڏژڑڅڐڕډڇ ڍڏژڐڇڈڅڈ ڍڝچډڛڅږڍڐ ږڑډڊښڌ‬

‫ ڑڅڈ څڞژښ څڑڅڎژ ૻږڍڑږڍૺ ږ ڐ ‪ 1‬ښ ږڍڕژڜڡڅ‬ ‫ ڌڍڏڊڌڅڞ ږڍڕڍڊڎ ڌڅچڅڝ ډڈڐڅڌڅڅږ‬ ‫ ‪ YLEHU :DWVDSS‬ڏډڗ‬


მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასტუმროების დიზაინი ხეზე, უდაბნოში, სამასწლიან სახლსა თუ ვინტაჟურ ფურგონში − ამ ადგილებში მოხვედრისას, შთამბეჭდავ დიზაინს სასტუმროს ნომრიდან გასვლის გარეშეც იხილავთ. 16

ნოემბერი 2018


ნოემბერი 2018

17


CRANE HOTEL FARALDA, ამსტერდამი ამ სასტუმროს დევიზია: „რაც ხდება CRANE-ში, ყოველთვის რჩება CRANE-ში“. იგი მდინარის მიტოვებულ ნავმისადგომთან მდებარეობს, პირდაპირ ამსტერდამის ცენტრის პირისპირ. ამბობენ, რომ ამ სასტუმროში მსოფლიოს ცნობილ ადამიანებს შეხვდებით, რადგანაც აქ მოხვედრისას ისინი ზედმეტ ყურადღებას გაურბიან. Crane-ში მხოლოდ 3 ლუქს-ნომერი და 2 პანორამული ლიფტია, რომელსაც ამწეზე აჰყავხართ. მიწიდან 50 მეტრ სიმაღლეზე ჯაკუზიც დაგხვდებათ. THE SHIPWRECK LODGE, ნამიბია ეს სასტუმრო დაკარგული ხომალდის ნარჩენებს მოგაგონებთ. ავტორებს ამ არაორდინარული ფორმის შექმნისას, ნამიბიაში არსებულმა ცნობილმა „ჩონჩხების სანაპირომ“ შთააგონა. სასტუმრო მზის ბატარეებზე მუშაობს, „გემბანზე“ კი რესტორანია განთავსებული, საიდანაც ოკეანის ხედები იშლება.

18

ნოემბერი 2018


THE BUBBLE LODGE, მავრიკი მავრიკის კუნძულზე მდებარე ეს სასტუმრო ეკოტრენდს აყალიბებს. არქიტექტორ პიერ სტეფან დიუმას მიერ შექმნილ გამჭვირვალე კაფსულაში დიდი საწოლი, სააბაზანო და კონდიციონერია. აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ვახშამი და ასტრონომის მომსახურება, რომელიც ამ სასტუმროს მთავარ ღირებულებაზე − ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მოგიყვებათ. კაფსულა ჩაის პლანტაციებსა და ჯუნგლებს შორის მდებარეობს − სიმშვიდე და განმარტოება აქ გარანტირებულია.

ნოემბერი 2018

19


20

ნოემბერი 2018


THE DRAGONFLY, შვედეთი სემი რინტალის პროექტით შექმნილი შენობა მაშინვე შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევთ. ხეზე განთავსებული ნომრები შვედურ ტყეში სრულ ჰარმონიას მოგანიჭებთ. სკანდინავიური დიზაინი და მთავარი მზარეულის უგემრიელესი კერძები აქ დარჩენისას მთავარ ბონუსს წარმოადგენს. ნოემბერი 2018

21


AUTOCAMP’S AIRSTREAMS, კალიფორნია Airstreams-ის ფურგონები ამერიკული საავტომობილო ინდუსტრიის ლეგენდაა. კომპანია, რომელიც 1929 წელს დაარსდა, ბორბლებიანი სახლის კულტურის შექმნას დაედო საფუძვლად. ორიგინალურად რესტავრირებული და კარგად ჩაფიქრებული, შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი თანამედროვე ინტერიერი ყველანაირ კომფორტს უზრუნველყოფს. 22

ნოემბერი 2018


KOMINKAS, იაპონია სასტუმროს სახელწოდება ტრადიციულ იაპონურ ხის სახლს აღნიშნავს. ტოკუსიმაში 300-წლოვან შენობას ტყე აკრავს, შორიახლოს კი მდინარეც მოედინება. მასზე აშენებული ხიდები 800 წლის წინ ყურძნის ვაზებისგან შექმნეს და წლიდან წლამდე ღეროებს ცვლიან. LONGITUDE 131°, ავსტრალია ეს სასტუმრო ულურუს ეროვნულ პარკში მდებარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა სიაშია. მხოლოდ აქ შეძლებთ მიირთვათ კოქტეილი ულურუს წითელი კლდეების თვალიერებით ტკბობისას.

ნოემბერი 2018

23


KEEMALA BIRD’S NESTS, ტაილანდი ფუკეტში, ტყეში განლაგებული ბუნგალოების კომპლექსი გიგანტურ ჩიტის ბუდეს მოგაგონებთ. ნომრები ყველანაირი საჭიროებითაა აღჭურვილი და თითოეულ მათგანს აუზი და ჯუნგლებზე გამავალი ტერასა აქვს. 24

ნოემბერი 2018


ნოემბერი 2018

25


ესა•მესა − საბავშვო ოთახის ჯადოსნური ელემენტები

უკვე ორი წელია, რაც ქართულ ბაზარზე ბავშვებისთვის განკუთვნილი ხის ნივთებისა და დეკორაციების ბრენდი „ესამესა“ გამოჩნდა. სტარტაპის დამფუძნებელი ნინი ჭანიძეა, რომელსაც საბავშვო ავეჯისა და დეკორის სახელოსნოს შექმნის იდეა ქალიშვილის გაჩენის შემდეგ დაებადა. ნინიმ შვილის ოთახის მოწყობისას გარშემო სასურველი სტილისა და ფორმის ნივთები ვერ აღმოაჩინა და გადაწყვიტა, საკუთარი ქალიშვილის მსგავსად, საოცნებო ოთახის მოწყობა სხვისი შვილებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ბავშვის სიმაღლის საზომი სახაზავი, სპეციალურად პატარებისთვის განკუთვნილი სკამები, მაგიდები, პერსონალური სანათები, ტანსაცმლის საკიდები, სხვადასხვა ტიპის თაროები, ები, სათამაშოების სათამა ყუთები, საახალწლო სარკეები − ეს იმ ახალწლო მორთულობა, მორთულ დეკორატიული ნივთების მცირე ჩამონათვალია, დე რომლებსაც ხელნაკეთი ავეჯის ბრენდი გთავაზობთ. ამასთან, თითოეული ნივთი, მასზე ბავშვის სახელის დატანით, შეგიძლიათ უნიკალური და პერსონიფიცირებული გახადოთ. პროდუქციის მასალად მხოლოდ ხე და ეკოლოგიურად დ სუფთა, ეკოწყლოვანი ყლოვანი საღებავები გამოიყენება. გამოიყენებ



„ესამესას“ მართვა მისი შემქმნელისთვის ბედნიერებასთან ასოცირდება, ამიტომ თითოეული ნივთის მიღმა დიდი სიყვარული იმალება. საკუთარ სფეროში ინოვაციური ქართული ბრენდის შემოქმედებითი გუნდი როგორც საკუთარ კოლექციებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებსაც მაღალი პროფესიონალიზმით ქმნის და მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტის მინიჭებით ემსახურება. „ესამესას“ მთავარი მიზანი უნიკალური

და ხარისხიანი ნივთების შექმნაა, რაც პატარების ყოველდღიურ ბედნიერ განწყობას განაპირობებს. ადგილზე მიტანის სერვისი მთელი საქართველოს ელოს ე მასშტაბით ხორციელდება. ონტაქტო ინფო: ინფ საკონტაქტო E-mail: ail: esamesababy@gmail.com esame Tel: 592 90 90 10 FB: esa•mesa/ესა•მესა; INST: esamesababy


მუზეუმების ახალი არქიტექტურა დიდი ხანია, რაც მუზეუმები მხოლოდ ხელოვნების ქმნილებებისადმი მიძღვნილი შენობები აღარ გახლავთ. ფუტურისტული არქიტექტურა თავის მხრივაც არტობიექტი ხდება.

ნოემბერი 2018

29


ნაგას მუზეუმი, სუდანი, 2008 უდაბნოში მდებარე ამ მცირე მუზეუმში ძალიან ცოტა დამთვალიერებელია. უძველეს ქალაქ ნაგას ტერიტორიაზე აგებული შენობა თითქოს უდაბნოს სივრცეში იკარგება. არქიტექტორ დევიდ ჩიპერფილდის გუნდს სურდა იგი მირაჟისთვის დაემსგავსებინა და „მოჩვენება-მუზეუმი“ მხოლოდ ბეტონით და ადგილობრივი ფხვიერი მიწით ააგეს. აფრიკაში მსგავსი ინსტიტუციის ჩამოყალიბება მითს მოგვაგონებს, ნაგას მუზეუმი კი ადასტურებს იმას, რომ თანამედროვე სამყაროში მუზეუმების შექმნა არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვას ემსახურება, არამედ გარკვეული არქიტექტურული მანიფესტია, რომელიც ტრენდად ყალიბდება.

კომიქსებისა და ანიმაციების მუზეუმი, ჩინეთი, ჰანჩჟოუ, 2017 ამ მუზეუმის ინსპირაციის წყაროს კომიქსების ფანჯრებში ბუშტების რეპლიკაციები წარმოადგენდა. აქ არანაირი მარშრუტი და ექსპოზიციების დათვალიერების გეგმა არ არსებობს. არქიტექტორები ბუნების შთაგონებით დრეკადმა ფორმებმა მიიზიდა. 30

ნოემბერი 2018


ივ სენ ლორანის მუზეუმი, მარაქეში, 2017 გასულ წელს მაროკოში ივ სენ ლორანის მუზეუმი გაიხსნა, რომელიც ფრანგი ავანგარდისტების პროექტია. მუზეუმის ფასადი წითელი აგურითაა გაფორმებული. შენობა თანამედროვე არქიტექტურის ტრენდებისა და მაროკოს კულტურის შერწყმას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აგებისას მხოლოდ ადგილობრივი მასალები გამოიყენეს. 4000 კვ.მ-ზე განთავსებული კომპლექსი მეტია, ვიდრე უბრალოდ მუზეუმი. იგი ნამდვილი კულტურული ცენტრია. მუდმივ ექსპოზიციებს დიზაინერის პირადი კოლექციის ნამუშევრები წარმოადგენს. აქ 5000-მდე პირად ნივთს, 15 000-მდე აქსესუარს და ათასობით სკეტჩს აღმოაჩენთ. ბიბლიოთეკაში 5000-მდე წიგნია წარმოდგენილი, სადაც ივ სენ ლორანისადმი მიძღვნილი წიგნების გარდა, არაბულ-ანდალუზიური, ისლამური და მაროკოული კულტურის შესახებ დაწერილ გამოცემებსაც იხილავთ. დეკორის ერთ-ერთი მთავარი საშუალება გამწვანებაა. პარკის ტერიტორიაზე ათასობით სახეობის პალმას, კაქტუსს და სხვა მცენარეს იხილავთ. მთავარი საგამოფენო სივრცის გაფორმებაზე დეკორატორმა კრისტოფ მარტინმა იზრუნა. მას პარიზული ბოჰემის, მოგზაურობის სიყვარულის, ექსტრავაგანტური წვეულებების, კლასიკისა და თანამედროვეობის გაერთიანება საუცხოოდ გამოუვიდა.

ნოემბერი 2018

31


თანამედროვე აფრიკული ხელოვნების მუზეუმი, კეიპტაუნი, 2017 ეს შენობა 1924 წელს აშენდა, თუმცა დღემდე საჰარის სამხრეთ ნაწილში ყველაზე მაღალ შენობად მიიჩნევა. მისი ფასადები ამობურცული დისკებითაა გაფორმებული, რომლებზეც მზისა და წლის სხივები დღის განმავლობაში საუცხოოდ აირეკლება. 1924 წლის დროინდელი შენობა 2017 წელს ბრიტანელმა არქიტექტორმა თომას ჰიზერვიკმა ააღორძინა.

32

ნოემბერი 2018


BOTIN-ის ხელოვნების ცენტრი, სანტანდერი, 2017 ახალი ცენტრის ორი კორპუსი, რომელიც მინის იატაკით ერთიანდება, წყლიდან 10 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. რენცო პიანოს ჩანაფიქრის მიხედვით, მუზეუმი გარშემო არსებული ლანდშაფტის ერთგვარი გაგრძელება უნდა გამხდარიყო.

ნოემბერი 2018

33


ბაზელის სამხატვრო მუზეუმი, დაარსება − 1980; რეკონსტრუქცია − 2016 მუზეუმის უხეში ფორმა კომპლექსს დინამიკას და მიმზიდველობას სძენს. როგორც ჩანს, საკონცერტო დარბაზებისა და ფილარმონიების მიმართ სწრაფვა პარიზში, ჰამბურგსა და ლონდონში უკანა პლანზე გადადის. ორიგინალურმა და არაორდინარულმა მუზეუმებმა უკვე მთელი ევროპა მოიცვა. მათ შორისაა ბაზელი. 34

ნოემბერი 2018



36

ნოემბერი 2018


ეკოტრენდი: ხის სახლები უკანასკნელ პერიოდში, არქიტექტორებსა და დიზაინერებს ხის სახლების მშენებლობის იდეა ხიბლავთ და შთამაგონებელ პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოგვიდგენენ. ნოემბერი 2018

37


ბელგიელმა არქიტექტორმა ძველი ფერმა მინიმალისტური დიზაინის მეშვეობით საცხოვრებელ სახლად გადააქცია. შენობის არქიტექტურის ხასიათის შენარჩუნებით, მან ინტერიერი თანამედროვედ გარდაქმნა. კედლები ხის პანელებითაა გაფორმებული და კარადების გამოცალკევებასაც ემსახურება. პანორამული ფანჯრები ხის ჟალუზებით იხურება. სახლს ნატურალური მასალა აფორმებს, რადგანაც არქიტექტორის აზრით, იგი ინტერიერს სითბოს მატებს. ვან დიუსენი დეკორში ზედმეტ დეტალებს გაურბის, ამიტომაც ყველაფერი გაწონასწორებული და მშვიდია.

38

ნოემბერი 2018


იტალიელები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან, თუმცა ამ სახლის პატრონი, ფაბრიციო ჩეზანი ნატურით განდეგილია. მან სახლი იქ აიშენა, სადაც „ადამიანს ფეხი არ დაუდგამს“ − ფრანგული და იტალიური ალპების საზღვართან, ზღვის დონიდან 2350 მეტრ სიმაღლეზე. სასტუმრო ოთახში ხავერდის ქსოვილით დაფარული ტახტები და დაბალი მაგიდებია. სავარძლები და იატაკი ერთ ტონალობაშია გადაწყვეტილი და განსაკუთრებული სიმსუბუქის შთაბეჭდილებას ქმნის. სასადილო ოთახის დიდი ფანჯრებიდან მუდამ დათოვლილი მთები მოჩანს. სახლში მინის კედლის გაკეთება ფაბრიციოს უმიზეზოდ არ გადაუწყვიტავს: ფანჯარაზე აკრული თოვლის დიდი ფენა სახლს დამატებით თბოიზოლაციას უქმნის. მზის ბატარეები ბინას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.

ნოემბერი 2018

39


ფრანგმა დიზაინერმა კრისტიან ლიეგრამ საზაფხულო სახლი ფრანგულ მოდურ კურორტზე, კუნძულ სენბარტზე ააშენა. ეზოს მაგიდა კედრის ხისგანაა დამზადებული. მისაღები ოთახი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი და მხოლოდ წითელი ხის კარი და ყავისფერი ხალიჩა გვჭრის თვალს. ასევე, თეთრ საძინებელს წითელი კედელი გამოყოფს. დიზაინერის აზრით, დეკორის მსგავსი გადაწყვეტა და წითელი აქცენტები სიმყუდროვის გარანტიაა. ავეჯის სახითაც უმეტესწილად ხეა წარმოდგენილი და აქცენტი ფრანგულ კლასიკაზეა გამახვილებული.

40

ნოემბერი 2018


ბაფი ბირიტელის აგარაკის ხილვისას, მაშინვე მიხვდებით, რომ პატრონი რალფ ლორენის მარჯვენა ხელია. სახლის ინტერიერი თეთრცისფერ პალიტრაშია წარმოდგენილი; სელის ქსოვილით დაფარული სკამები და მოწნული ავეჯი − სწორედ ასეთი უნდა იყოს სახლი ზღვის პირას. ეზოში მოწყობილი საშხაპე ბუნებასთან მეტ სიახლოვეს უწყობს ხელს. აქვეა ღია ტერასა და რაც მთავარია − ბევრი სიმწვანე!

ნოემბერი 2018

41


42

ნოემბერი 2018


ეკოტრენდი: სასტუმროები ხეზე ბუნებასთან სიახლოვე, განმარტოება და საუკეთესო ხედები ტერასადან ნოემბერი 2018

43


CHATEAUX DANS LES ARBRES, დორდონი, საფრანგეთი ხის ეს შენობა ტრადიციული ფრანგული სასახლის მინიასლია. ცხელი აბაზანები პირდაპირ ტერასაზეა მოწყობილი, საიდანაც მთების ხედები იშლება. სტუმრებს შეუძლიათ ოთახში დარჩნენ, ხოლო მომსახურე პერსონალი მათ საუზმესა და ვახშამს დაკიდებულ კალათაში დაუტოვებს. 44

ნოემბერი 2018


POST RANCH INN, კალიფორნია ეს სასტუმრო წყნარი ოკეანის ზედაპირიდან 366 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სამკუთხა ფორმის ხის სახლების ფასადს ძველი ხის ეფექტი აქვთ. თითოეულ ნომერში დიდი საწოლი და ბუხარია. წამოწოლისას, სტუმრებს ვარსკვლავიანი ცით ტკბობა შეუძლიათ.

ნოემბერი 2018

45


TREE HOUSE HIDEAWAY, ინდოეთი ტერიტორიაზე 5 სახლია განთავსებული, რომლებიც სააბაზანო ოთახით და კონდიციონერითაა აღჭურვილი. ინტერიერის შექმნისას, დეკორატორები ადგილობრივმა ხელოსნებმა შთააგონეს. ფანჯრები მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ნაკრძალს გადაჰყურებს და მშვიდად შეგიძლიათ შეეცადოთ, აივნიდან ვეფხვი დაინახოთ.

46

ნოემბერი 2018


MUKUL BEACH, ნიკარაგუა სასტუმროს 23 ნომრის პანორამული ფანჯრიდან ნიკარაგუას ქვიშიანი სანაპიროსა და შთამბეჭდავი მთების ხედები იშლება. თითოეულ ნომერს საკუთარი ტერასა და აუზი აქვს. სასტუმროს ტერიტორიაზე სპა-სალონი და გოლფის მოედანია.

ნოემბერი 2018

47


RELAIS & CHATEAUX, ინგლისი 70 ნომერთან ერთად, სასტუმროს 12 სახლის შემოთავაზება შეუძლია, რომლებიც ხეზეა აგებული. თითოეული ნომერი 11 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და დიდი ფანჯრებით გამოირჩევა. ოთახში მასაჟისტის გამოძახებასაც შეძლებთ.

ANDBEYOND LAKE MANYARA TREE LODGE, ტანზანია აქ დასვენებისას, ფანჯრიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს, სპილოებს, ბეჰემოტებს, ლომებს, ბაბუინებსა და 400 სახეობის ჩიტს მოკრავთ თვალს. თუ გაგიმართლებთ, ამას სააბაზანოდანაც შეძლებთ. 48

ნოემბერი 2018


ნოემბერი 2018

49


50

ნოემბერი 2018


კერამიკა, როგორც ხელოვნება 10 საუკეთესო ნიმუში გამოფენიდან CERSAIE 2018 ნოემბერი 2018

51


კერამიკის დეკორი, რომელიც მოდით, სახვითი ხელოვნებითა და გრაფიკითაა შთაგონებული, სახლს შთამბეჭდავ არტგალერეად აქცევს. შეაფასეთ ბოლო დროის კერამიკის საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც ბოლონიაში, გამოფენა CERSAIE-ზე წარადგინეს.

ORNAMENTA მასიური ფილები არტდეკოს სტილის მოტივებითაა შექმნილი.

52

ნოემბერი 2018


SANT’AGOSTINO ტერაცოს იატაკით ვენეციის სასახლეებს მე-16 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე რთავდნენ. კერამიკული ფილები ტერაცოს ეფექტით იტალიური კლასიკის მდიდარ მემკვიდრეობას მოგვაგონებს.

GLAMORA წყალგაუმტარი კედლის კერამიკა ინოვაციური მასალით დაამზადეს, რომელიც ბოჭკოვან მინას ეფუძნება. კოლექციაში ნახატებისა და პრინტების დიდი არჩევანია, რომლებიც პანორამულ ფრესკებს მოგვაგონებენ. ახალი მოდელები იმპრესიონისტების ნამუშევრებითაა შთაგონებული.

ნოემბერი 2018

53


FMG კომპანიამ კერამიკული ფილები რამდენიმე ზომაში წარმოგვიდგინა. მათი ზედაპირი ქვის, კვარცის, მარმარილოსა და ქვიშაქვას ეფექტით გამოირჩევა.

FLORIM ორი ტიპის ფილები − გლუვი დიდი ზომებისთვის და რელიეფური პატარებისთვის, გამოიყენება როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად, რადგანაც ერთმანეთს საუცხოოდ ავსებენ.

54

ნოემბერი 2018


BISAZZA გიგანტური ზომის მცენარეების გამოსახულებები ბრენდის მოზაიკის ახალი სერიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. კიდევ ერთი მოტივი ყვავილოვანი ორნამენტებია, რომლებიც ბაროკოს და როკოკოს ეპოქას მოგვაგონებენ.

LEA CERAMICHE ბუნებრივი ქვების განუმეორებელი სურათები ოთხ ფერშია წარმოდგენილი − თეთრიდან შავამდე. ნაცრისფერ, ხორცისფერ და ოქროსფერ კერამიკას ეფექტური ორნამენტები ამშვენებს.

ნოემბერი 2018

55


41ZERO42 ამ ბრენდის დიზაინერები კი ჯუნგლებმა შთააგონათ. FAP CERAMICHE ეს კოლექცია ბრიტანული არისტოკრატიის მოყვარულმა დიზაინერებმა შექმნეს. კერამიკა, რომელიც ინგლისური კლასიკის მოტივებს ეყრდნობა, გულგრილს არავის ტოვებს.

56

ნოემბერი 2018


14 ORA ITALIANA ხალხური წარწერები, ფოლკლორული მოტივები და მხიარული ორნამენტები თანამედროვე ჭრილში საკმაოდ ორგანულად გამოიყურება. თითოეული დეკორი შთამბეჭდავი და ინდივიდუალურია.

ნოემბერი 2018

57


მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო კიბეები წარმოგიდგენთ დიზაინერების მიერ შექმნილ საინტერესო და არაორდინარულ კიბეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

58

ნოემბერი 2018


ნოემბერი 2018

59


ჯგუფ MEMPHIS-ის სტილის კიბეები ამერიკელმა დიზაინერმა საშა ბიკოფმა ფრანგული როკოკო და იტალიურ ჯგუფ Memphisის სტილისტიკა გააერთიანა. კიბის დიზაინში გეომეტრიული ფორმები, ოპტიკური ორნამენტები და ჯგუფისთვის დამახასიათებელი ნათელი ფერებია გამოყენებული.

60

ნოემბერი 2018


კიბეები LVMH-ს ახალ ოფისში ფრანგმა დიზაინერმა ორა იტომ პარიზში LVMH-ის ოფისი დააპროექტა. ოთხი სართული გრანდიოზული კიბეებითაა გაერთიანებული, რომელიც ნამდვილ შედევრად მიიჩნევა. იგი არა მხოლოდ აერთიანებს გარემოს, არამედ ინტერიერის შეუცვლელ ელემენტად იქცა.

ნოემბერი 2018

61


კიბე DNA ეს კიბეები ორგანული მინიმალიზმის თაყვანისმცემელმა როს ლავგროვმა 2005 წელს ლონდონში მდებარე საკუთარი სტუდიისთვის შექმნა. სტრუქტურა დნმ-ის მოლეკულას მოგვაგონებს, რის გამოც დიზაინერმა კიბეს „დნმ“ უწოდა.

კიბე კუბში ეს არაორდინარული კიბე ლონდონის სტუდია RA Projects-მა მოიფიქრა და დააპროექტა, რომელიც ნამდვილ არტობიექტს მოგაგონებთ. კიბე სამ სართულს აერთიანებს და ცისფერ კუბშია მოთავსებული, რომელსაც პარალელურად სხვა ფუნქციაც აქვს.

62

ნოემბერი 2018


კიბე ლოფტში ამ ისტორიული სახლის კიბე დიზაინერმა პიერო ლისონიმ შექმნა. მეოცე საუკუნის დასაწყისში აქ თეატრი იყო, შემდეგ ბანკი, ახლა კი ოჯახი ბინადრობს. მეტალით დამზადებული კიბე პროექტში ცენტრალურ როლს თამაშობს, რომელიც ერთმანეთთან ყველა აუცილებელ ზონას აკავშირებს. „ვეცადე ლაკონიური დიზაინის კიბე გამეკეთებინა, საბოლოოდ კი მან ინტერიერს განსაკუთრებული რიტმი შესძინა“, − აცხადებს ავტორი.

კიბე-სტელაჟი კიდევ ერთი ორიგინალური პროექტი ლონდონში, რომლის იდეა სტუდია Craft Design-მა განახორციელა. ამ შენობაში ადრე სკოლა იყო, შემდეგ კი საცხოვრებელ ბინად გადაკეთდა. ბინადრებს სურდათ მაღალი ჭერი მაქსიმალურად გამოეყენებინათ, ამიტომ დიზაინერმა უჩვეულო, სტელაჟის ფორმის კიბე შექმნა, რომელსაც გალერეამდე მივყავართ.

ნოემბერი 2018

63


წითელი კიბე-ბადე ამ საოცარი, ჰაერში გამოკიდული კიბის შთაგონება კორეელი მხატვრის, დუ ჰუ სას ინსტალაცია „კიბე“ გახდა. პირველი საფეხური ჰაერშია, ბოლო − ჭერზე. დიზაინერებმა გადაწყვიტეს ობიექტისთვის ფუნქციური ხასიათი მიეცათ და სიმსუბუქისა და ჰაეროვნების შეგრძნება შეენარჩუნებინათ. საბოლოოდ, კიდევ ერთი შედევრის შექმნას ჩაეყარა საფუძველი.

დაკიდული კიბე ბრიუსელში ძველი სახლის რეკონსტრუქციისას, არქიტექტორებმა ედუარდ ბრუნემ და ფრანსუა მარტენსმა ინტერიერში ახალი, ორიგინალური მეტალის კიბის დამატება გადაწყვიტეს, რომელიც ჭერზეა ჩამოკიდებული. 64

ნოემბერი 2018


მეტალის კიბე აგარაკზე ეს კიბე-სტუდია OYO-მ დააპროექტა. პატრონს სურდა ლოფტის სტილისტიკისთვის და ინდუსტრიული მშენებლობებისთვის მიემართა. ინტერიერის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი სწორედ ეს ნარინჯისფერი კიბეებია, რომელსაც მოაჯირი არ აქვს, საფეხურები კი მეტალის პარალელეპიპედებს წარმოადგენენ.

კიბე ანტონიო გაუდის დიზაინით 1877 წელს ანტონიო გაუდის მიერ აშენებული შენობა Casa Batllo ბარსელონაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სახლად მიიჩნევა. სახლის კიბეებს ცალკე ყურადღება უნდა მიექცეს. ხის მოაჯირი დრაკონის ხერხემალს მოგვაგონებს, თუმცა მათზე დაყრდნობა საკმაოდ კომფორტულია. ნოემბერი 2018

65


როგორ მოვაწყოთ სამზარეულო „კუნძულით“ 5 მნიშვნელოვანი ასპექტი

66

ნოემბერი 2018


სამზარეულო „კუნძულით“ ინტერიერის საინტერესო გადაწყვეტაა. ამგვარი მოწყობის ფესვები ევროპული ტრადიციებიდან მოდის, როცა კერძის მომზადების პროცესში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ „კუნძული“ ყველასთვის კლასიკურ ინტერიერთან ასოცირდება, თანამედროვე სამყაროში ავეჯის მწარმოებლები ბევრ მრავალფეროვან მოდელს ქმნიან, რომლებიც სხვადასხვა სტილს შეეფერება.

ვიზუალური კომპონენტი ნებისმიერი დიზაინის პროექტი ინდივიდუალური გემოვნების საკითხებიდან გამომდინარეობს. გაარკვიეთ, რა მოგწონთ: კლასიკა, მინიმალიზმი, ლოფტი თუ სკანდინავიური სტილი. ყველა მიმართულებას მისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებები აქვს. მაგალითად, ლოფტი და მინიმალიზმი ერთმანეთს სხვადასხვა ელემენტებს არ უხამებს, მასალებად კი მეტალი და პლასტმასი გამოიყენება. კლასიკაში ასეთი შეხამება მიუღებელია. მსგავსი „კუნძულის“ ფასადი პანელებით იქნება გამოყოფილი. შერჩეული სტილი ბევრ რამეს გიკარნახებთ იმის შესახებ, თუ რა ფუნქცია მიანიჭოთ „კუნძულს“: სიმეტრია კლასიკისთვის, თავისუფალი ინტერპრეტაცია კი − თანამედროვე სტილისთვის. როგორ უნდა გამოვიყენოთ „კუნძული“? ნებისმიერ დავალებას კომპლექსურად უნდა მივუდგეთ და არც „კუნძულის“ დაპროექტებაა გამონაკლისი. მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩვევები და სურვილები ვიცოდეთ. მაგალითად, მათთვის, ვინც სამსახურში წასვლამდე საუზმობს, „კუნძულს“ბარის რამდენიმე სკამი უნდა დავუმატოთ. ვინაიდან „კუნძული“ სამზარეულოს ცენტრია, კარგი იქნება, თუ ღვინისთვის ნიშებს გავუკეთებთ.

ნოემბერი 2018

67


ერგონომიკა უპირველესად, აუცილებელია ჩამოვყალიბდეთ, არის თუ არა სამზარეულოში ადგილი „კუნძულისთვის“ და მისი მოხერხებული გამოყენებისთვის. სამზარეულოს კომპლექტისგან მინიმალური დაშორება 1200 მმ-ს უნდა შეადგენდეს. ამ შემთხვევაში, კარადები თავისუფლად გაიღება. „კუნძულის“ სტანდარტული სიმაღლე 850-900 მმ-ს უნდა უტოლდებოდეს − სამზარეულოს დახლის სიმაღლე უნდა გაიმეოროს. მაღალი სკამების გამოყენების შემთხვევაში, „კუნძულის“ იდეალური სიმაღლე 1200 მმ იქნება. კომუნიკაციები „კუნძულზე“ გაზქურის დაყენების შემთხვევაში, გამწოვი და ვენტილაციის მილები უნდა გავითვალისწინოთ. სარეცხი ნიჟარას განთავსება რთული დასაპროექტებელი იქნება, რადგანაც „კუნძულს“ გარშემო მუდმივად წყლის წვეთები მოიცავს. ამ ადგილის გაფორმება დაკიდული სანათებით შეგიძლიათ, რითაც დამატებით სინათლის წყაროს შექმნით. სამზარეულო „ნახევარკუნძულით“ ხშირად, სახლის დაპროექტებისას, დიზაინერები სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს აერთიანებენ. ამ შემთხვევაში, შესაძლოა ბინაში „კუნძულის“

68

ნოემბერი 2018


ადგილი აღარ დარჩეს. მაგრამ, ამ დროსაც არსებობს კარგი გამოსავალი: გააერთიანეთ „კუნძული“ სამზარეულოსთან. ამგვარ კონსტრუქციას „ნახევარკუნძულს“ უწოდებენ. იგი გაძლევთ საშუალებას არა მხოლოდ გამოყოთ ეს ორი სივრცე ერთმანეთისგან, არამედ დამატებითი სამუშაო გარემო შექმნათ.

ნოემბერი 2018

69


70

ნოემბერი 2018


როგორ განვაახლოთ ინტერიერი ფერების მეშვეობით დაგღალათ მონოქრომულმა ინტერიერმა სკანდინავიურ სტილში? მაშინ უპირატესობა ფერად აქცენტებს მიანიჭეთ. იმისათვის, რომ ნეიტრალური ინტერიერი უფრო საინტერესო და ინდივიდუალური გახადოთ, რამდენიმე ნათელი ფერის ნივთის დამატება საკმარისი იქნება. ეს შესაძლოა იყოს ფერადი სკამი მისაღებში, კაბინეტსა თუ სამზარეულოში, ან თუნდაც სანათი − გადაწყვეტილება თქვენზეა.

ნოემბერი 2018

71


საწოლის ფერადი თავი, როგორც აქცენტი თეთრი კედლები ფერადი დეტალებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. საძინებელში მსგავს ობიექტად შესაძლოა საწოლი იქცეს, რომელსაც მაღალი ფერადი თავი აქვს. ავეჯი გაცილებით საინტერესო და შთამბეჭდავი გახდება, და თანაც, არც თვალში გაგეჩხირებათ, როცა დასვენებას გადაწყვეტთ.

ნათელი ფერის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ვინ თქვა, რომ მაცივარი შეუმჩნეველი უნდა იყოს? აქციეთ იგი არტობიექტად: აირჩიეთ ნარინჯისფერი, წითელი ან მწვანე ფერის მოდელი. კარგი განწყობა აუცილებლად დაგეუფლებათ.

72

ნოემბერი 2018


არასტანდარტული აქსესუარი მიჩნეულია, რომ ელექტროაქსესუარები მაქსიმალურად შეუმჩნეველი უნდა იყოს − კედლის შეფერილობის, ან სტანდარტულად, თეთრი. მაგრამ ცოტაოდენი ფანტაზია ინტერიერს სასიკეთოდ წაადგება: ჩვეულებრივი შემაერთებელი ან სადენი საინტერესო დეკორად აქციეთ, რომელიც ყურადღებას მიიქცევს.

ტექსტილი საწოლის თავზე მათთვის, ვისაც ინტერიერის ხშირი ცვლილება მოსწონს, საწოლის თავზე ფერადი ფარდის ან პანოს გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტა იქნება. დეკორი შესაძლოა ხასიათის მიხედვით ცვალოთ.

ნოემბერი 2018

73


გამოსახულება კედელზე კედელზე სურათი შესაძლოა არა მხოლოდ აბსტრაქტული იყოს, არამედ კომპოზიციის გაგრძელება გახდეს. მაგალითად, კედელზე სანათიდან გადმოღვრილი შუქის სიმბოლური გამოხატვა საინტერესო არჩევანია.

ფერადი ავეჯი გსურთ ინტერიერს სიცოცხლე შემატოთ და უფრო ნათელი გახადოთ? ამას მარტივად, ნათელი ფერის სკამებისა და ტაბურეტების დადგმით მოახერხებთ. ფერებში თავი არ შეიზღუდოთ − ნარინჯისფერი, ყვითელი, ცისფერი... შესაძლებელია მათი როგორც ერთად გამოყენება, ასევე ერთი ნივთის სასურველ ფერში არჩევა.

74

ნოემბერი 2018


ფერადი სანათები სამზარეულოს გაფორმებისას, ფერადი გარსის მქონე სანათები შეარჩიეთ − ამ შემთხვევაში, ინტერიერს დეკორის დამატებითი ელემენტი არ დასჭირდება. ფერის არჩევისას, სკამების ან საყვარელი ჭურჭლის ფერით იხელმძღვანელეთ.

ფერადი კარი არსებობს სტერეოტიპი, რომ ოთახებს შორის გამავალი კარი მხოლოდ თეთრი, ნაცრისფერი ან ხის შეფერილობის უნდა იყოს. მოუხმეთ სითამამეს − გადაღებეთ ისინი ყვითლად, მწვანედ ან ცისფრად. ეს ფერი კი, ოთახში აქსესუარების სახით გაიმეორეთ. მაგალითად, სანათის ან ლარნაკის არჩევისას.

ნოემბერი 2018

75


როგორ გამოვიყენოთ სწორად შავი ფერი ინტერიერში

76

ნოემბერი 2018


ნოემბერი 2018

77


ამ შემთხვევაში, იგი სულაც არ დააბნელებს ოთახს!

ინტერიერის ძირითად გადაწყვეტილებად!

სახლის დიზაინში მუქი ჩრდილები ყოველთვის არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, და ძირითადად, ნეგატიურს. „ბნელია“, „არაკომფორტულია“, „სივრცეს აპატარავებს“ − ასე ფიქრობენ შავ ტონალობაზე, მაშინ როცა ოთახის გაფორმებაზე მიდგება საქმე. სპეციალისტებისა და დიზაინერების რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაამსხვრიეთ სტერეოტიპები და თამამად აქციეთ შავი ფერი

შავის დადებითი მხარეები ბევრ დიზაინერს მიაჩნია, რომ შავი ელეგანტური და ღრმა ფერია. მისი დამატებით, ინტერიერი მკაცრი და იდუმალი ატმოსფეროს იერსახეს მიიღებს. შავმა ფერმა შესაძლოა მასალებს სიღრმე შემატოს ან ხელოვნების ნიმუშებისთვის იდეალურ ფონად იქცეს. ასევე, შავი ფერი უნივერსალურობით ხასიათდება. ბევრი სხვა ფერისგან განსხვავებით, შავს

78

ნოემბერი 2018


პრაქტიკულად ყველა სტილში გამოიყენებთ. მისი შეხამება ყველანაირ პალიტრასთან შეიძლება, მაგრამ არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს სახლში ამ ფერის ინტეგრირება საუკეთესოდ შეძლოთ. შავი ფონი შავ ფონზე ხის ან ქვის ნივთები დააწყვეთ − ნივთები მაშინვე უფრო მეტად გამომხატველი გახდება. ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში შავ ფონზე თვალში ნოემბერი 2018

79


განსაკუთრებულად მოგხვდებათ. და პირიქით − ინტერიერის დიზაინის არაესთეტიკური ელემენტები, როგორებიცაა ტექნიკა, ტელევიზორი და მასიური კარადები, შავ ფერში ყურადღებას საერთოდ არ მიიქცევს. შავი გრაფიკა თუ შავი ფერის სიბრტყეები გიყვართ, მაშინ ინტერიერში გრაფიკული აქცენტები გაამახვილეთ. შავი ამ შემთხვევაშიც ჰარმონიულობას უზრუნველყოფს. ამ ვარიანტით ყველაზე ხშირად მინიმალიზმში ან სკანდინავიურ სტილში სარგებლობენ, სადაც დიზაინერები შავ წვრილ ფეხებს იყენებენ და შავი ქვით ფანჯრის რაფებს აფორმებენ. შავი კლასიკაში თანამედროვე კლასიკა შთაგონების დაუსრულებელი წყაროა, რადგანაც მასში ყველა დოგმა მოძველდა და დიზაინერებს სრული თავისუფლება ენიჭებათ. 80

ნოემბერი 2018

ამ შემთხვევაში, შავი ბაროკოს სტილის კლასიკა, ძველი ინგლისისთვის დამახასიათებელი უნიკალური ატმოსფეროთი, საუცხოო გადაწყვეტილება იქნება. ყოველივე ამისთვის დამახასიათებელი ფორმები ხანდახან ოქროსფერსა და ხორცისფერში ვულგარულად გამოიყურება, ამიტომ შავის გამოყენებას ჯადოსნურ შედეგამდე მივყავართ. შავი ფერი აქცენტს მხოლოდ ფორმაზე ამახვილებს და უსარგებლო დეტალებს თვალთახედვიდან კარგავს. მშვენიერი გადაწყვეტილებაა შავი კარნიზები და ბათქაში. შავი − ჭადრაკულსა და ზოლიანში შავისა და თეთრის კლასიკური შეხამება ყოველთვის აქტუალურია. ჭადრაკული, ზოლიანი თუ კუბოკრული − ნებისმიერ ვარიანტში შავის გამოყენება ინტერიერს დინამიკითა და ენერგიით ავსებს. ასევე, ინტერიერში ექსპერიმენტებისა და არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღებით შთაგაგონებთ.


vs}% ‰n|nrus} " m 4 }j|r€us 9! ~nu% " "" vyk% $ " "!

ĂŚĂŁĂŹ# ĂœĂ&#x;ĂĽĂŁĂ›óà ãüãÏ " Ă­Ă&#x;ĂĽ#

``` VJa]QN[V PN www.gatboba.ge

y‡wnknks |yvus} j§mnwjÂ…s‡ †onw mjln§vj|nksr


DECOR ნოემბერი 2018

BOOK


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.