იანვარი 2019
მისამართი: თბილისი, საბურთალო, ს.ცინცაძის N61 ტელ: 597-31-11-11; 032 2 11-10-15 Facebook:კოსმედიკი cossmedic
HEALTH & BEAUTY BOOK
ljstnrn ‡§os|s} zuj}~stj swyoj‡s€|s sw}~|€vnw~sr mj vssƒn sjws …nmnls
ŕ°ľ-TPY ,T] s} sw}~|€vnw~s kyuy vslwnkj |yvnus‡ €ton mjwn|lsusj †onw tuswstjÂ…s vs}s mj§vj|nksr Â…nlosˆusj rjosmjw jos|smyr vwsÂ…ownuyojws lj|r€unknks yzn|j‡ss} Â…nvmnl ŕ°ľtj|ls mj }~jksu€|s Â…nmnls} vsƒ‰nos} }j€tnrn}y }j…€junkj ŕ°ľyzn|j‡ss} Â…nvmnl j| |†nkj Â…n}jv†wnos wj‰sk€|s ŕ°ľzj‡snw~s n‰n|nkj tuswstsmjw yzn|j‡ssmjw vn mƒn}on
s†‚j|nr †jn‰n|nr € j}y tyw}€u~j‡sjpn ‰j|vj~nk€u ‚s|€|lrjw mj …n§omsr j§ju ‰nu} j§jus ‡§os|sr
ov€…jykr „yonumƒn
‡§os|s} zuj}~stj p€|jk ÂŻj j|sˆn YZ^P [WL^_TN^`]RP]d XZM% $" ! ! !
სარჩევი 13
9 სადღესასწაულო თემატიკის ფრჩხილის ლაქის იდეა ახალი წლის დასაწყისში სადღესასწაულო ღონისძიებებსა და წვეულებებზე ხშირად გვიწევს ყოფნა, ფრჩხილის სწორად შერჩეული ლაქი კი იმიჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. არაა აუცილებელი ფრჩხილებზე მაინცდამაინც ნაძვის ხე ან სანტა-კლაუსი გქონდეთ გამოსახული. სადღესასწაულო თემატიკა ფერებს და სტილს მოიცავს, რომელიც თქვენს საღამოებს მეტად მრავალფეროვანს გახდის. წარმოგიდგენთ საუკეთესო ტრენდებს მოდის კვირეულებიდან, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ.
სილამაზის 8 საიდუმლო მერილინ მონროს ვიზაჟისტისგან
17
2 სიყვარულით კორეიდან: კორეული სილამაზის საიდუმლოებები კორეული სილამაზის რიტუალები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და შთამბეჭდავ პროცესებად მიიჩნევა. ამ ქვეყანაში კანის მოვლისადმი განსაკუთრებული მიდგომა აქვთ. კორეელი ქალი კანის მოვლას საშუალოდ ერთ საათს უთმობს და ამას ყოველ დილით და ყოველ საღამოს აკეთებს. დღეს კორეული კოსმეტიკა სილამაზის ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს ფლობს.
ალან უაით შნაიდერი მერილინ მონროს პირადი ვიზაჟისტი, სტილისტი და ახლო მეგობარი იყო. მისი დამსახურებაა გასული საუკუნის ცნობილი გოგონას სექსუალურ ქალბატონად გადაქცევა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა. ვიდრე კიმ კარდაშიანი და მისი ვიზაჟისტი მარიო დედივანოვიჩი ინტერნეტს კონტურინგისა და ჰაილაითერის გამოყენების ხერხებით „ააფეთქებდნენ“, სხვა ცნობილი დუეტიც არსებობდა, საკუთარი სილამაზის საიდუმლოებებით. პირველად წელს შეხვდნენ, როცა მერილინი და ალანი
მსახიობმა ცხოვრებაში პირველი სამსახიობო კასტინგი წარმატებით გაიარა. მას შემდეგ, ალანმა გადაწყვიტა მონროს მაკიაჟზე ეზრუნა − როგორც გადაღებებზე, ასევე ცხოვრებაში. იგი მსახიობის გვერდით იყო მთელი მისი თავბრუდამხვევი კარიერის განმავლობაში − სადებიუტო ფილმიდან დაკრძალვამდე. ყველა მაკიაჟი დღემდე ინსპირაციის წყარო და აღფრთოვანების გამომხატველია. შნეიდერისა და მისი მუზის პროფესიული საიდუმლოებები დღესაც საკმაოდ აქტუალურია.
ერთმანეთს 1946
ტიბეტური მედიცინა: სწორი კვება და პროდუქტების სწორი შეხამება ცნობილი ტიბეტელი ექიმის და ტიბეტური მედიცინის ექსპერტის, პუნცოგ ვანგმოს რჩევები
26
32
6 წიგნი სილამაზესა და ჯანმრთელობაზე, დ რომელიც ყველა ქალბატონს სჭირდება ქა
ცნობილი მოდელების ბი სილამაზის ხერხები როგორ უვლიან თავს პლანეტის ულამაზესი გოგონები
42
5 ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშინაო რეცეპტები
50 5 ნატურალური ზეთი თმის აღსადგენად
60
საუკეთესო მოვლა წლის ცივ სეზონზე ნატურალური ზეთები დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც კანის მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ზეთები ყველაზე მშრალ კულულებსაც კი კვებავს, აჩქარებს ზრდის პროცესს და თმას ბრწყინვალებას მატებს. ზამთარში ინტენსიური მოვლაა საჭირო, რათა ყინვამ და მშრალმა ჰავამ ჯანსაღ თმაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს. ამასთან, ნატურალური ზეთების პოვნა არც ისე რთულია. სარგებელი მაქსიმალურია, ფასი კი − მისაღები.
რა დავამატოთ აბაზანას:
56
იდეალური განწყობის 7 რეცეპტი საშინაო სპა რთული სამუშაო დღის შემდეგ, აბაზანის მიღება უდიდესი სიამოვნებაა. რელაქსაცია, აღდგენა, კანის მდგომარეობის გაუმჯობესება ან უბრალოდ, 20 წუთი სიმშვიდესა და სითბოში ყოფნა − ყველაფერი ეს აბაზანებს ეხება. მსგავსი საშინაო სპაპროცედურა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა. წარმოგიდგენთ იდეებს, რომლის მეშვეობითაც აბაზანები კანის მდგომარეობაზე და მთლიანად სხეულზე დადებითად აისახება. ამ მხრივ, ინგრედიენტების რაოდენობა ურიცხვია. გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ ხერხებს იმისათვის, რომ კანმა მკვებავი ელემენტები მიიღოს, სხეულმა კი დაისვენოს.
იანვარი 2019
1
9 სადღესასწაულო თემატიკის ფრჩხილის ლაქის იდეა ახალი წლის დასაწყისში სადღესასწაულო ღონისძიებებსა და წვეულებებზე ხშირად გვიწევს ყოფნა, ფრჩხილის სწორად შერჩეული ლაქი კი იმიჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. არაა აუცილებელი ფრჩხილებზე მაინცდამაინც ნაძვის ხე ან სანტა-კლაუსი გქონდეთ გამოსახული. სადღესასწაულო თემატიკა ფერებს და სტილს მოიცავს, რომელიც თქვენს საღამოებს მეტად მრავალფეროვანს გახდის. წარმოგიდგენთ საუკეთესო ტრენდებს მოდის კვირეულებიდან, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ.
2
იანვარი 2019
იანვარი 2019
3
BLUMARINE ეს არაა ინოვაციური ვარიანტი, თუმცა უდავოდ ყველაფერს უხდება. პროდუქტი: Christian Louboutin Rouge Louboutin.
BYBLOS თეთრი ლაქი ცისარტყელას ეფექტის დაბოლოებებით საინტერესო არჩევანია. პროდუქტი: Elegant Touch Molten Madame. 4
იანვარი 2019
DESIGUAL მარტივი გზა იმისათვის, რომ ფესტივალი საკუთარ თითებზე აღბეჭდოთ, ჰოლოგრაფიული ვერცხლისფერი ფრჩხილებია. პროდუქტი: Barry M Molten Metal
FYODOR GOLAN თუ წითლისა და ოქროსფრის გუნებაზე არ ხართ, სეზონურ, თუმცა თანამედროვე გადაწყვეტილებას მიმართეთ. გასული საუკუნის 80-იანების კაშკაშა ლურჯი საუკეთესო შთაგონებაა. პროდუქტი: Deborah Lippman Gel Lab Pro. იანვარი 2019
5
JULIEN MACDONALD პასტელურ ფრჩხილის ლაქთან ერთად, ნუნები ნაცრისფრად შეიღებეთ. პროდუქტი: Smith & Cult.
3.1 PHILLIP LIM სცადეთ ნაცრისფერი ლაქი თეთრი ლაქის ზემოდან. პროდუქტი: Nailberry.
6
იანვარი 2019
KENZO 1980-იანების გლამური შავი ლაქით გამოკვეთეთ, რომელსაც ზემოდან ფერადი თვლები აქვს. პროდუქტი: სხვადასხვა ფერის ფრჩხილის თვლების კომპლექტი.
PPQ იასამნისფერსა და ვარდისფერს შორის არსებული იდეალური ტონალობა საუკეთესოა წვეულებებისთვის. პროდუქტი: Dior Vernis Mirage. იანვარი 2019
7
SACHIN & BABI კლასიკური ლაქი ფრჩხილის დაბოლოებებზე ბრჭყვიალა ნაცრისფრით გაახალისეთ. პროდუქტი: Jin Soon. 8
იანვარი 2019
პერმანენტული მაკიაჟის ხელოვნება სოფია ჭიჭაღუასთან ერთად პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი სოფია სილამაზის საკითხებით ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული, თუმცა დიდი დრო გავიდა იქამდე, სანამ საბოლოოდ გადაწყვიტა მაკიაჟის ტექნიკისთვის ხელი პროფესიულად მოეკიდა. განათლებით ფილოლოგი, სხვადასხვა სფეროში მუშაობდა, როცა პერმანენტული მაკიაჟის მიმართულებით უკვე წარმატებულმა ახლო მეგობარმა მასში პოტენციალი დაინახა და მისი კარიერული წინამძღოლობა გადაწყვიტა. მას შემდეგ სოფია მიხვდა, რომ ეს იყო მისი ნამდვილი მისწრაფება, რომელსაც მთელ ცხოვრებას სიამოვნებით მიუძღვნიდა. რუსეთში მიღებული განათლებით და მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებით, სოფია ამჟამად მსურველებს თბილისში, კავსაძის 6 ნომერში მდებარე სალონში ემსახურება. ამჟამად, თქვენი სფეროს გარშემო რა მდგომარეობაა საქართველოში? რუსეთში პერმანენტული მაკიაჟი ახალი არაა, საქართველოში კი ეს ინდუსტრია ჯერჯერობით ახალბედაა, განსაკუთრებით − ღეროვანი წამწამების დაგრძელება. კარგი სპეციალისტების ნაკლებობაც შეიმჩნევა. საფუძვლიანი ცოდნის არარსებობასთან ერთად, განვითარებაც არაა. სადაც ასწავლიან, სრულფასოვანი ცოდნა არც იქაა. საზოგადოებაში გარკვეული სტერეოტიპები არსებობს − აქაურ სპეციალისტებს ძირითადად არ ენდობიან. პერმანენტული მაკიაჟი ტატუაჟში ეშლებათ. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ იციან, რას ნიშნავს ეს პროცედურა და რა ეფექტს მოიცავს. 10
იანვარი 2019
მოგვიყევით, რა უნდა იცოდნენ ქალბატონებმა პერმანენტული მაკიაჟის შესახებ? პერმანენტული მაკიაჟი ძალიან ზედაპირულად კეთდება. ეპიდერმისში არც შევდივართ, კანის ზედაპირზე მხოლოდ 1მმ-მდე ხდება მოქმედება. დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ღიავდება და ქრება. იმდენად ბუნებრივი ეფექტი აქვს, რომ პირველი გაკეთების შემდეგ, გოგონები დამატებას ითხოვენ ხოლმე. პერმანენტული მაკიაჟის პროცედურის დაწყებამდე, უპირველესად, ადამიანის ვიზუალურ მხარეს ვუყურებ, წარბის, თვალის, სახის ფორმას, თმისა და კანის ფერს. წარბის შემთხვევაში, ჯერ არქიტექტურას ვადგენ − ვხატავ მას თავისი პროპორციებით. წამწამების დაგრძელების პროცედურის მეშვეობით, ადამიანს შესაძლოა რადიკალურად შეუცვალო ვიზუალი. მიიჩნიეთ, რომ მაკიაჟის ეფექტი გექმნებათ. მე დიდი ენერგია მეხარჯება, პაციენტებს კი დიდხანს უწევთ წოლა. იმდენად მოუსვენარი ადამიანი ვარ, რომ ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ 3 საათს გაუნძრევლად ერთსა და იმავე საქმეს დავუთმობდი. მაგრამ შედეგი იმდენად სასიამოვნოა − როცა ადამიანი ადგომისას საერთოდ სხვად გარდაიქმნება, − რომ ადრენალინის მოზღვავება მთელ დახარჯულ ძალისხმევას ანეიტრალებს. ხშირად, პროცედურის ჩატარებისას ჰგონიათ, რომ კორექცია არ სჭირდებათ, მაგრამ ამის გარეშე საბოლოო ეფექტი არ მიიღება. პროცედურას რომ ჩავატარებთ, კანი 10 დღემდე შუშდება, იკეთებს ფუფხს, რომელიც ძვრება. მას მოყვება პიგმენტი, რომელიც ზედაპირულად დარჩა. რაც კანშია, ის ნელ-ნელა ამოდის. ასევე, საკუთარ ფერზეა დამოკიდებული, პიგმენტი როგორ ფერად დარჩება. თავიდან ვცდილობ პიგმენტი მსუბუქად ჩავსვა და შეხორცებულზე დავაკვირდე, კანმა როგორ მიიღო. მოგვიანებით, ამის მიხედვით დავასრულო და კორექციის შემდეგ, საბოლოო მაკიაჟით გაგიშვათ.
წამწამის მაკიაჟი ამდენ ხანს ვერ ძლებს, რადგანაც ბუნებრივი წამწამი 3-4 თვეში მთლიანად გვეცვლება. ნამდვილ წამწამთან ერთად, ცვივა ღეროვანი წამწამიც და მის ადგილას ახალი ამოდის. პროცედურის შემდეგ, ინდივიდუალური მოვლაა საჭირო. გოგონები იმდენად ეჩვევიან, რომ ერთხელ ცდის შემდეგ, 1 წელი რეგულარულად იკეთებენ − ისე, რომ საკუთარი წამწამი არ ზიანდება.
რამდენად მტკივნეული პროცედურაა და შედეგი რამდენხანს ნარჩუნდება? იმდენად უმტკივნეულო პროცედურაა, რომ ბევრს ეძინება კიდეც. ახლა წარბზე გაუტკივარებას აღარც ვიყენებ. ტუჩი მაინც უფრო მგრძნობიარეა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო გაუტკივარებას ვიყენებთ, ინდივიდუალურია ტკივილის ხარისხიც. თუმცა, უფრო მგრძნობიარე ჰგონიათ, ვიდრე სინამდვილეშია.
კონკრეტულად რა მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებელს? ვმუშაობ თვალის, წარბის, ტუჩის მაკიაჟზე. ასევე, წამწამების ღეროვან დაგრძელებასა და აპრეხვაზე. 3 თვის განმავლობაში მკვეთრად გამოხატული წამწამები გაქვთ, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ჩვენთან დაზიანებული წამწამის აღდგენა-გაჯანსაღებაც ხდება. როცა ღეროვან დაგრძელებაზე ვმუშაობ, იმ ადგილს არ ვეხები, საიდანაც წამწამი იზრდება, რათა მან ზრდა არ შეწყვიტოს. ღეროვან დაგრძელებაში არანაირი საფრთხე არაა, თუ სპეციალისტმა თავისი საქმე იცის და ხარისხიან მასალაზე მუშაობს.
წარბის, თვალისა და ტუჩის პერმანენტული მაკიაჟი წელიწადნახევრიდან 2 წლამდე ნარჩუნდება.
ტუჩზე ხდება დაფერვა. შესაძლოა, კონტურული ან უბრალოდ დაფერვა. ეს დამოკიდებულია იმაზე, იანვარი 2019
11
ბუნებრივ წამწამთან. წებოც ანტიალერგიულია. ყველაფრის პატენტი არსებობს, ამიტომ პროდუქტი აუცილებლად შემოწმებული უნდა იყოს. მე მყავს მომწოდებლები საზღვარგარეთიდან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ხარისხის მასალას ვიყენებ. სამწუხაროდ, საქართველოში ისინი არ იყიდება. პროდუქტზე არასოდეს გამიკეთებია ეკონომია, მაგრამ მასალის ღირებულებასთან შედარებით, ჩემი პროცედურები იმდენად ძვირადღირებული არაა. პერმანენტულ მაკიაჟზე კოსმეტიკური საშუალებები უფრო ეფექტურად ჩანს? თუ პერმანენტული მაკიაჟი გაქვთ გაკეთებული, დილით ადგომისას ფაქტობრივად აღარაფერი გჭირდებათ. უკვე მოწესრიგებული და სრულ მზადყოფნაში ხართ. წამწამის შემთხვევაში, თვალი თითქოს შეღებილი გაქვთ. ამიტომაც, მოვლის საშუალებებსა და დროზე საოცარ ეკონომიას გაგაკეთებინებთ. არც საშიშია და არც არაბუნებრივი. პირიქით, ყოველთვის ვცდილობ შევინარჩუნო ბუნებრივი იერი. ყველაფერი ჰაეროვანი უნდა იყოს. წინასწარ კონსულტაციაზე მსურველს ყველაფერში ვაკვალიანებ, ღირს თუ არა მისთვის გაკეთება და რა შედეგს გამოიღებს. თუ ვის რომელი ტიპის ეფექტი სურს. ზოგს უნდა, რომ ტუჩის ბუნებრივ კონტურს გადავცდეთ და გავადიდოთ, მაგრამ შედეგი ცუდი გამოდის. პირს ზემოთ სხვა კანია, ტუჩზე კი სულ სხვა, და ორივეს სხვადასხვა რეაგირება აქვს. არა კონტრასტული, არამედ ჰარმონიული გადასვლები უნდა იყოს, ფანქრით წასმული ტუჩის ეფექტი რომ არ დარჩეს. ასევე ჩვენთან ამჟამად მოქმედებს ინოვაციური პროცედურა BB Glow − ერთწლიანი ტონალური. ეს არ არის იმ ტონალურის ეფექტი, რომელსაც ყოველდღე ვისვამთ, იგი BB კრემის, მსუბუქი ტონალურის ეფექტს უფრო მოიცავს. კოქტეილებია, რომლებიც სპეციალური აპარატით შეგვყავს კანში სრულიად უმტკივნეულოდ და თქვენი კანის ფერს ერთი ტონით აღიავებს. რაც ახალი გამოდის, პირველად საკუთარ თავზე ვცდი ხოლმე და როგორც კი გავიკეთე, ეფექტი მაშინვე დამეტყო. 3 პროცედურა სჭირდება 3-კვირიანი შუალედებით. მიმიკური ნაოჭები შევსებულია, ფერი − მბრწყინავი. მოკლედ, BB Glow 1-წლიან კაშკაშა კანს განაპირობებს. რა მასალებით მუშაობთ? ვმუშაობთ ჰიპოალერგიული მასალით. საუკეთესო ხარისხით, რომელიც მიახლოებულია ადამიანის 12
იანვარი 2019
რა ინტერესები და გეგმები გამოძრავებთ? ჩემი მიზანია, გავხსნა ტატუაჟის და წამწამების სკოლა. აღარ მინდა მხოლოდ სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილზე თქვან, რომ სპეციალისტია, რადგანაც ჩვენს გოგონებსაც შეუძლიათ ამ საქმეში დახელოვნება. ამისათვის სიტუაცია უნდა შეუქმნა. ცოდნაში თავად დიდი თანხა ჩავდე. ახლა მოსწავლეები მყავს, რომლებსაც ჩემი მასალით ვასწავლი. კურსი 10 დღეს მოიცავს, მაგრამ, არავის ვუშვებ, ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ უჩემოდ სწორად იმუშავებენ. ყოველთვის გვერდით ვუდგავარ. ძალიან ბევრისთვის გაკვეთილი მიჩუქებია კიდეც. მთავარია, გიყვარდეს შენი პროფესია და ეს ცოდნა გასცე. ჩემგან წასული ყველა წარმატებული მოსწავლე ჩემი ღირსებაა. შინ რომ ვბრუნდები, იქაც ვაგრძელებ მუშაობას − სოციალურ ქსელშიც ვახორციელებ მომხმარებლის სრულ ინფორმირებას. ყოველი თვის ბოლოს 3 დღე ვაკეთებ აქციას − 50%-იან ფასდაკლებას. ჩემთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი გოგონა მოვიდეს და ვაჩვენო, რა უნდა იყოს ამ პროცედურის შედეგი სინამდვილეში. მინდა, ბევრს დავეხმარო და გავაბედნიერო. Facebook: Lash & Brow Room instagram: @FaceMe ტელ: 595 75 55 70
სიყვარულით კორეიდან: კორეული სილამაზის საიდუმლოებები კორეული სილამაზის რიტუალები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და შთამბეჭდავ პროცესებად მიიჩნევა. ამ ქვეყანაში კანის მოვლისადმი განსაკუთრებული მიდგომა აქვთ. კორეელი ქალი კანის მოვლას საშუალოდ ერთ საათს უთმობს და ამას ყოველ დილით და ყოველ საღამოს აკეთებს. დღეს კორეული კოსმეტიკა სილამაზის ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს ფლობს. იანვარი 2019
13
ჰიდროფილური ზეთი ერთ-ერთი მთავარი აზიური პრინციპი კანის ორეტაპიანი გასუფთავების მეთოდია. სილიკონისგან დამზადებული ტუში წამწამებისთვის, ტუჩსაცხი ზეთის სტრუქტურაზე და ა.შ. − ამ ყველაფრის მოსაშორებლად კორეელები ჰიდროფილურ ზეთს იყენებენ, რომელიც მშვენივრად ართმევს თავს დავალებას, წყალთან კონტაქტისას კი მსუბუქი შრატის სახეს იღებს. ამასთან, ჰიდროფილური ზეთი კანში ღრმად არ აღწევს, მისი ზედაპირიდან მხოლოდ ცხიმის მოლეკულებს, ჭუჭყსა და ტონალურ კრემს აშორებს. საბოლოოდ, კანი სუფთაა და არც გამომშრალია. 14
იანვარი 2019
ღრუბელი − THE KONJAC SPONGE ეს არის დასაბანად განკუთვნილი სპეციალური „ღრუბელი“, რომელსაც მცენარე ამორფოფალუს ფესვებისგან ამზადებენ. მშრალ მდგომარეობაში „ღრუბელი“ ქვას ჰგავს, მაგრამ წყალთან კონტაქტისას მსუბუქი ხდება. სახის სხვა „ღრუბლებისგან“ განსხვავებით, ის არა მხოლოდ ასუფთავებს, არამედ ფორებსაც წმენდს. „ღრუბელი“ მოხმარებისთვის მზადაა მაშინ, როცა წყლის მეშვეობით მთლიანად მსუბუქდება. დაიწყეთ გასუფთავება შუბლიდან ნიკაპამდე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრობლემურ ზონებს. „ღრუბლის“ გამოცვლა ყოველ 2-3 თვეშია რეკომენდებული.
დამატენიანებელი და მკვებავი საშუალებები აზიაში ძირითადი მოვლა ყოველთვის დამატენიანებელი ლოსიონის ან მკვებავი შრატის წასმით იწყება. ეს საშუალებები მდიდარია აქტიური ინგრედიენტებით, კანს აცოცხლებს და ატენიანებს.
იანვარი 2019
15
BB კრემი გსურთ, რომ კანი გამოიყურებოდეს ბუნებრივად და უფრო მიმზიდველად? BB კრემი ამის საუკეთესო გარანტია. მაღალტექნოლოგიური შემადგენლობის მეშვეობით, BB კრემი აბალანსებს კანის ფერს, ატენიანებს, კვებავს და იცავს სახეს ულტრაიისფერი სხივებისგან. ამ კრემის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ კანზე შეუმჩნეველია. კოსმეტიკა ჟენშენით კორეა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ მცენარის მასობრივი წარმოება დაიწყო. ბოტანიკური სახელწოდების მიხედვით, ჟენშენი ყველა დაავადების მკურნალია. მისმა თვისებებმა კოსმეტიკაში ფართო გამოყენება ჰპოვა. მცენარე შეიცავს უამრავ ვიტამინს, სასარგებლო მჟავებსა და მიკროელემენტებს. ჟენშენზე დამზადებული კოსმეტიკა აღადგენს კანს, რეგენერაციის პროცესის სტიმულირებას ახდენს და სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს.
CUSHION ეს მსუბუქი ტონალური სწორედ კორეიდან შემოვიდა. Cushion − ეს არის კომპაქტური პუდრა „ღრუბელით“, რათა დღის განმავლობაში მაკიაჟი სწრაფად და ეფექტურად შეისწოროთ. 16
იანვარი 2019
სილამაზის 8 საიდუმლო მერილინ მონროს ვიზაჟისტისგან
ალან უაით შნაიდერი მერილინ მონროს პირადი ვიზაჟისტი, სტილისტი და ახლო მეგობარი იყო. მისი დამსახურებაა გასული საუკუნის ცნობილი გოგონას სექსუალურ ქალბატონად გადაქცევა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა. ვიდრე კიმ კარდაშიანი და მისი ვიზაჟისტი მარიო დედივანოვიჩი ინტერნეტს კონტურინგისა და ჰაილაითერის გამოყენების ხერხებით „ააფეთქებდნენ“, სხვა ცნობილი დუეტიც არსებობდა, საკუთარი სილამაზის საიდუმლოებებით. პირველად მერილინი და ალანი ერთმანეთს 1946
წელს შეხვდნენ, როცა მსახიობმა ცხოვრებაში პირველი სამსახიობო კასტინგი წარმატებით გაიარა. მას შემდეგ, ალანმა გადაწყვიტა მონროს მაკიაჟზე ეზრუნა − როგორც გადაღებებზე, ასევე ცხოვრებაში. იგი მსახიობის გვერდით იყო მთელი მისი თავბრუდამხვევი კარიერის განმავლობაში − სადებიუტო ფილმიდან დაკრძალვამდე. ყველა მაკიაჟი დღემდე ინსპირაციის წყარო და აღფრთოვანების გამომხატველია. შნეიდერისა და მისი მუზის პროფესიული საიდუმლოებები დღესაც საკმაოდ აქტუალურია. იანვარი 2019
17
1
ტონალურ კრემამდე, ალანი ყოველთვის ვაზელინის თხელ ფენას იყენებდა, რათა სახე დაერბილებინა და მისთვის ბრწყინვალება შეემატა. ვაზელინი, როგორც ძველებური ჰაილაითერი, ლოყებსა და წარბების ქვეშ საინტერესო გადაწყვეტაა.
2
ეპოქაში, როცა მოცულობას ინიექციებით ჯერ კიდევ არ ზრდიდნენ, ტუჩებისთვის ფორმის მისაცემად ხრიკების გამოყენება უწევდათ. ილუზიისთვის ალანი ტუჩის კონტურს შოკოლადისფერი ფანქრით ხატავდა. ყავისფერი ფანქარი ტუჩებს პერიფერიებისგან გამოკვეთდა. ცენტრიდან ღია წითელი ფერის ფანქრით მოძრაობისას კი ყველა ელფერი ერთმანეთში ირეოდა. იმისათვის, რომ სიღრმე არ დაერღვია, კონტურის გარშემო ფანქარს ფრთხილად უსვამდა. ქვედა ტუჩის ცენტრში კრემისფერი ჰაილაითერით წერტილს სვამდა და პროცედურას ტუჩის ცხიმიანი ბალზამით ასრულებდა.
3 4
იმ პერიოდში ნესტიანი თვალის მაკიაჟი სექსუალურობის ნიშნად მიიჩნეოდა. მეტალის ტექსტურების მაგივრად, ალანი უბრალოდ ვაზელინს ან ქოქოსის ზეთს იღებდა და ქუთუთოებზე, თვალის „ჩრდილების“ ზემოდან უსვამდა.
გრეტა გარბოს ერთი ხრიკი ახასიათებდა, რაც ალანმა თავის მუზასთან წარმატებით გამოიყენა. მზერის გამოსაკვეთად, მთელ ქუთუთოზე იგი თეთრ „ჩრდილებს“ ურევდა, თვალის შიდა კუთხეებში კი იმავე ელფერის წერტილებს სვამდა, მაგრამ არა ისევ პუდრას.
18
იანვარი 2019
5 6
იგი თვალის კონტურს ერთდროულად შავად და ყავისფრად ხატავდა, თეთრით წამწამების კონტურს შიგნიდან გამოკვეთდა, თვალში კი წითელ წერტილებს უსვამდა.
მიუხედავად იმისა, რომ მერილინმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, მაინც ეჩვენებოდა, რომ დიდი ფორმის ცხვირი ჰქონდა. კორექციისთვის ვიზაჟისტი ცხვირის წვერს ვარდისფერი პუდრით უმუშავებდა.
7 8
მისაწებებელ წამწამებს მუდამ ნახევარზე ყოფდა და მხოლოდ გარეთა მხრიდან აწებებდა.
ალანი ინტენსიურად გამოყოფდა წარბების მოყვანილობას და პროფესიულად სძენდა მას სამკუთხა ფორმას. ამით, ვარსკვლავის ფართო შუბლის ზომას ამცირებდა.
იანვარი 2019
19
ჯანსაღი ცხოვრების გზაზე „არია იოგასთან“ ერთად პლანეტის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის, იოგა ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების წინაპირობად იქცა. საერთაშორისოდ ცნობილი სუპერმოდელები თუ მსახიობები, თავიანთი სილამაზისა და ჯანმრთელობის რუტინის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად სწორედ ამ მედიტაციურ ხელოვნებას ასახელებენ. თბილისში, მსგავსი ცხოვრების წესის დანერგვაში „არია იოგა“ დაგეხმარებათ, სადაც ყველა ზღურბლს გადაბიჯებული ადამიანი დიდი ოჯახის ახალი წევრი ხდება. პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორებთან ერთად, სასურველი სულიერი ჰარმონიის მიღწევა მარტივადაა შესაძლებელი. აქ ელიან ნებისმიერ მსურველს − განურჩევლად ასაკის, ფიზიკური შესაძლებლობის თუ მომზადების დონისა. აღსანიშნავია, რომ „არია იოგას“ ცენტრი მომხმარებელს იოგას მოდერნიზებულ ვარჯიშებს სთავაზობს, რომლებიც ფიზიკურ პროგრესზეც ახდენენ გავლენას.
წარმატებულ ცენტრს რეკომენდაციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწევენ: • ლელა ელოშვილი − „ელოშის“ დიზაინერი „არია იოგა“ არის ადგილი, სადაც იპოვი საკუთარ თავს, სულიერ სიმშვიდეს და ფიზიკურ სიძლიერეს. ვფიქრობ, აქ საუკეთესო მწვრთნელები არიან, გარემო ყოველთვის დადებითია. ვარჯიშის შემდეგ ბედნიერი ვარ. მე მიყვარს „არია იოგა“! 20
იანვარი 2019
• დავით სუბელიანი − აქტივისტი, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ „არია იოგაში“ დავდივარ იმიტომ, რომ აქ ძალიან კარგი გარემოა − ინსტრუქტორები, ადმინისტრაცია და მოვარჯიშეები ერთიან თემს ვქმნით და ეს განცდა რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, ყველა ახალ შემოერთებულს ეუფლება. იოგა, გარდა იმისა, რომ ძალიან სასიამოვნოა, მუდმივი განვითარების, მოთმინებით მუშაობისა და ახალ-ახალი სირთულეების, გამოწვევების დაძლევის პროცესიცაა. გასაოცარია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იზრდება ყველა ადამიანი კვირიდან კვირამდე, როგორ იწყებს ხალხი საკუთარი სხეულის მართვას და როგორ იხვეწება თითოეული ელემენტი... ეს ყველაფერი ერთ დიდ სასიამოვნო ადიქციად მექცა. არ ვიცი, რამდენად გამოსადეგი რჩევაა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე იყო − იოგამ დაიკავა სივრცე, რომელსაც ნარკოტიკების ზედმეტად მიღებით ვქმნიდი, ზედმეტის მოშორება კი მარტივი სულაც არ აღმოჩნდა. იოგამ ეს ტვირთი ჯერ შეამსუბუქა, მოგვიანებით კი თავად იქცა იმ „ნარკოტიკულ
საშუალებად“, რომელიც არასოდეს იქნება ზედმეტი. • თიკა იზორია − „ბიდიო აკადემიის“ მენეჯერი ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, თუ რატომ უნდა ივარჯიშოს ყველამ „არია იოგაში“. დაახლოებით 1 წელია, რაც ინტენსიურად, თითქმის ყოველდღე დავდივარ და მსურს აღვნიშნო, რომ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად მიხარია მოსვლა, რადგანაც აქ თავს ზუსტად ისე ვგრძნობ, როგორც შინ. პროგრესი კი, რომელიც გაკვეთილიდან-გაკვეთილამდე აშკარაა, უდიდეს მოტივაციას მაძლევს. გარდა იმისა, რომ ნიდინი და ფებინი საუკეთესო ინსტრუქტორები არიან, ძალიან მნიშვნელოვანია თბილი გარემო, რომელსაც „არია იოგას“ გუნდი ჩვენთვის ქმნის. ასევე, უზომოდ მომწონს ვარჯიშების მრავალფეროვნება და მათი მოქნილობა დროისა და ფასის თვალსაზრისით. აქ ვარჯიშის დაწყების შემდეგ, სტუდიას რეკომენდაცია ყველა ჩემს მეგობართან გავუწიე. დღესდღეობით მეგობრებს ძირითადად აქ ვნახულობ...
იანვარი 2019
21
• ნუცა შამილაძე − ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი „არია იოგას“ დიდი ოჯახის წევრი 2014 წელს გავხდი და მას შემდეგ, ჩემი ცხოვრება „არიას“ გარეშე წარმოუდგენელია. პირველსავე ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო ის, რასაც ვეძებდი, რადგანაც შეუძლებელია იფიქრო სხვაგან ვარჯიშის დაწყებაზე, თუკი ერთხელ მაინც ივარჯიშე ნიდინთან და ფებინთან ერთად − ადამიანებთან, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან. ორთავე იდეალურად აღიქვამს თითოეული მომხმარებლის შესაძლებლობებს და არასოდეს გიბიძგებენ იმის გაკეთებისკენ, რასაც შენთვის დისკომფორტის შექმნა შეუძლია, მაგრამ პოტენციალის აღმოჩენის შემთხვევაში, სასურველი შედეგის მიღწევაში დაუღალავად გეხმარებიან. ეს სწორედ ის შედეგია, რომელიც ყველას ასე ძლიერ მოგწონთ და ინტერნეტსაშუალებებით აფასებთ. ძალიან მიყვარს ჩემი „არია“ და „არიელები“. ყველას გირჩევთ, ნუ დააკლდებით ამ სიამოვნებას და ჩვენთან ერთად ვარჯიში პირველი შესაძლებლობისთანავე დაიწყეთ!
22
იანვარი 2019
• თათა შენგელია − მარკეტინგის მენეჯერი, „არია იოგა“ ჩემთვის იოგა არ არის უბრალოდ ფიზიკური აქტივობა. ზოგადად, ცხოვრებისეულად, მინდა ვიპოვო ყველაფერი ისეთი, რაშიც დავინახავ სიღრმისეულ და მუდმივად განვითარებად შინაარსს. სხვანაირად ცხოვრება ინტერესს კარგავს. ვცდილობ, ყველაფერი სიყვარულით ვაკეთო, თუმცა ძნელია ყოველდღიურობა არ გადაიზარდოს მობეზრებასა და რუტინაში, შენარჩუნდეს მისი ისეთივე დოზით სიყვარული, როგორიც საწყის პერიოდშია. იოგა ამოუწურავია − სხეულზე მუშაობის მუდმივი პროცესი. სრულყოფილი სხეული კი ჩვენი გონების, საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების აუცილებელი კომპონენტია. ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. სტუდია ჩემთვის არც სამსახურია, არც ოჯახური ბიზნესი − ეს არის აღმოჩენა, რომელიც დროის უკმარისობიდან გამომდინარე, არასისტემატიური მოხმარების მიუხედავად, მაინც ახერხებს და მაგრძნობინებს მის უნიკალურ შესაძლებლობას, თუ რამდენად ღრმა შეიძლება იყოს მისით განვითარება და რაც ყველაზე მთავარია, მანიჭებს ემოციურ ბალანსს.
იანვარი 2019
23
• სალომე ხელაშვილი − მოდელი, იოგინი, „არია იოგას“ სახე ეს არის ადგილი, რომელიც ჩემს ყოველდღიურობად, წესად და განუყოფელ ნაწილად იქცა. ადგილი, სადაც დასასვენებლად მივდივარ, სადაც ვიხარჯები და იმ დადებითი ენერგიით ვიმუხტები, რომელიც შემდგომში მთელი დღის განმავლობაში თან მსდევს და მავსებს. მიხარია და ძალიან სასიამოვნოა, რომ არსებობს „არია იოგა“ და შემიძლია ვიყო მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი. დიდი მადლობა ასეთი დამოკიდებულების, პროფესიონალიზმისა და ზრუნვისთვის.
24
იანვარი 2019
• ნინა შენგელია − კინომცოდნე, „არია იოგას“ დაფუძნებელი ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი უპირველესია, რადგან მნიშვნელოვანია სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ცხოვრება პროცესია. ტრანსფორმაციის პროცესი. იოგა კი არის ჩემეული გზა ტრანსფორმაციისა, მისი ამოუწურავი შესაძლებლობებით − ისევე, როგორც საკუთარი თავის ძიება და სრულყოფილება. იოგა მხდის ენერგიულს, შრომისუნარიანს, თავდაჯერებულს, მშვიდს, ჰარმონიულს სამყაროსთან... ჰობი ბიზნესად ვაქციე და საყვარელი საქმიანობა მუშაობას შევუთავსე, სადაც დღითი დღე ვრწმუნდები სიყვარულით გაკეთებული საქმის წარმატებაში. ჩემს სტუდიაში ყოველდღიურად ვხედავ ადამიანების გაბედნიერებულ სახეებს და აშკარაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი აბედნიერებს, სწორად დახარჯული დრო კი გვაძლევს მეტ დროს ბედნიერი ცხოვრებისთვის და ეს არა მარტო სასარგებლო, არამედ სასიამოვნოცაა. „არია“ ჩემი სიყვარულია. ჩემი ინსტრუქტორები კი საკუთარი მასწავლებლები და საუკეთესო მეგობრები არიან. ამ ყველაფრის ირგვლივ ტრიალებს ჩემი ყოველი დღე და გავაცნობიერე, რომ ბედნიერება არჩევანია და არა შედეგი. ჩემი სტუდიის საშუალებით, მინდა ფართოდ გავავრცელო ეს შეხედულება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და შესაძლებლობა მივცე მათ, ვინც ჯერ არ იცის, როგორ მოიპოვოს ჯანსაღი გზით მიღებული ბედნიერებით, მეტი დრო ცხოვრებისთვის.
ნ.ყიფშიძის N9; +995 322 90 58 27; +995 596 40 00 05; info@aryayoga.ge იანვარი 2019
25
ტიბეტური მედიცინა: სწორი კვება და პროდუქტების სწორი შეხამება ცნობილი ტიბეტელი ექიმის და ტიბეტური მედიცინის ექსპერტის, პუნცოგ ვანგმოს რჩევები
26
იანვარი 2019
იანვარი 2019
27
რითაც უნდა იკვებოთ, მთავარია საკვების მიღების პროპორციები დაიცვათ. კუჭს ოთხ ნაწილად ვყოფთ: ორ ნაწილს საჭმლით ვავსებთ, მესამეს წყლით, ხოლო მეოთხეს ცარიელს ვტოვებთ. მნიშვნელოვანია ამ პროპორციების დაცვა გადაჭარბებული კვების გარეშე. კუჭის გარკვეული ნაწილი ცარიელი უნდა დარჩეს, რათა კარგად გადამუშავებისთვის ენერგია ეყოს. მეტის მირთმევა საჭმლის მომნელებელ სისტემას დააზიანებს, რაც ზედმეტ წონას და ორგანიზმში სითბოს ნაკლებობას გამოიწვევს. ნაკლების მირთმევის შემთხვევაში კი სხეული 28
იანვარი 2019
დასუსტდება, უძილობა შეგაწუხებთ და ა.შ. თავდაპირველად უნდა მიირთვათ საკვები, რომელიც სწრაფად გადამუშავდება, შემდეგ კი უფრო „მძიმე“ საჭმელი. ამიტომაც, სადილამდე ნახევარი საათით ადრე ხილის მირთმევა იდეალური გადაწყვეტილებაა, კუჭში პროცესი იწყება. ტიბეტში ამბობენ: „მიირთვი დილით როგორც მეფემ; სადილზე, როგორც ბერმა, ხოლო საღამოს − როგორც ღატაკმა“. საუზმეზე სჯობს თბილი
ძველი არ გადაუმუშავებია. თუ შუალედში მაინც გსურთ წახემსება, ჩაი ან წყალი დალიეთ და მსუბუქ მისაყოლებელს მიმართეთ, არავითარ შემთხვევაში მძიმეს. ტიბეტელი ქალები ტრადიციულ ჩაის ერბოსგან ამზადებენ. მდნარი კარაქი და ცხელი წყალი თაფლით საუკეთესო შეხამებაა. ერბო მძიმეა, თაფლი და ცხელი წყალი კი მსუბუქი და ერთმანეთს აბათილებს. მსგავსი კომბინაცია არ იწვევს გვერდით ეფექტებს, ორგანიზმისთვის სარგებელი მოაქვს, აუმჯობესებს მეხსიერებას და მადას, სხეულს სძენს ფერს, აორმაგებს ენერგიას და ორგანიზმს აძლევს საშუალებას, ნივთიერებები ეფექტურად გამოდევნოს სხეულიდან. მსგავსი კომბინაციაა რძე ილით (აურიეთ რძე და წყალი 50-50-ზე და მოხარშეთ ილთან). ტიბეტში რძეს აქტიურად იყენებენ. ეს სასმელი ორგანიზმში კალციუმის შემცველობას ზრდის, აუმჯობესებს ძილს და ენერგიას, სასარგებლოა ასაკოვანი ადამიანებისა და ბავშვებისთვის, შველის დაავადებებს, განსაკუთრებით − ფილტვებში. მთავარია, საკვების გადამამუშავებელი სისტემა არ გადატვირთოთ. ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები: ერბო არ ეთავსება ზეითუნის ზეთს, მარგარინს, ცივ წყალს და მსგავს მძიმე პროდუქტებს, რადგანაც ერბო, თავის მხრივ, უკვე მძიმეა. მასთან ერთად რთული პროდუქტის მიღებისას, კუჭს ორმაგი ტვირთი აწვება. არ მიირთვათ ალკოჰოლი და ბერძნული თხილი ერთად − ორთავეს რთული ბუნება აქვს და შესაძლოა სისხლში დაავადებების წარმოქმნა გამოიწვიოს. ერთმანეთს არ ეხამება ფერმენტირებული პროდუქტები. მაგალითად, ლუდთან არ მიირთვათ მჟავე კომბოსტო, პომიდორი ან კიტრი. ასევე, მიზანშეწონილი არაა კვერცხი და თევზი ერთად მიიღოთ.
საკვები მიირთვათ: ფაფა, გახუხული პური... სადილზე − ხორცი, ხოლო ვახშამზე − რაიმე მსუბუქი. მაგალითად, მოთუშული ბოსტნეული. საღამოს კვების შემდეგ, ეცადეთ იმოძრაოთ და მაშინვე არ დაწვეთ. თუ მაინც სავსე კუჭით დაძინება გიწევთ, მარჯვენა მხარეს დაწექით. დაიცავით შესვენება კერძებს შორის. სასურველია ეს 4 საათი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის მოტყუება გვიწევს: ან ვკარგავთ ენერგიას ან ვაძლევთ ახალ საკვებს, მაშინ როცა ჯერ კიდევ
სწორად დალიეთ წყალი − ოთახის ტემპერატურის და ადუღებული წყალი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ცხელი, ადუღებული წყალი მალე გადამუშავდება, ავადმყოფობის რისკს ამცირებს და საუზმის წინ მისი დალევა კუჭნაწლავის სისტემას ასუფთავებს. შესაძლებელია დაამატოთ კოვზი თაფლი. გაციებული ადუღებული წყალი წყურვილს კარგად აკმაყოფილებს, სიმსუბუქის შეგრძნებას განიჭებთ და არც ზიანი მოაქვს. მთავარია, ჭამის შემდეგ მაშინვე არ მიაყოლოთ. მიზანშეწონილია საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ. გაყინული წყალი კარგია თავის ტკივილისთვის, გამოსაფხიზლებლად, მაღალ ტემპერატურაზე, გულის წასვლისას. მაგრამ ასეთი წყალი მძიმეა და რთულია გადასამუშავებლად. იანვარი 2019
29
რა სურთ პაციენტებს? − თენგო ჩიკვაიძის პასუხი იოანე მოწყალეს სახელობის პრივატ კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, თენგო ჩიკვაიძე პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგის როლში პაციენტებისთვის ესთეტიკური მედიცინის სფეროში მუშაობს და რეკონსტრუქციულ ქირურგიაზე, ასევე ფუნქციების აღდგენაზე ზრუნავს. OK! შეხვდა ექიმს, რომელმაც ყოველთვის იცოდა, რომ იქნებოდა პლასტიკურ ქირურგიაში ან არსად სხვაგან. საყვარელ სფეროში მუშაობისას, იუმორითა და ენერგიით სავსეს, საკუთარი ხელწერა აქვს − ესმოდეს პაციენტის სურვილის. როგორ ფიქრობთ, რა საერთო გაქვთ არჩეულ სპეციალობასთან? რითი აკავშირებთ მასთან საკუთარ თავს? ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ვხატავდი, ვაწყობდი მოდელებს, მიტაცებდა და დღესაც მხიბლავს ავიაციის სფერო; სიამოვნებით ვაწყობ თვითმფრინავის მაკეტებს და ნებისმიერ თავშესაქცევზე მუშაობისას მომწონს, როგორ იძენს ფუნქციებს თითოეული დეტალი. ყოველთვის მიტაცებდა მიკრონაწილებთან მუშაობა, ამიტომ გადაიკვეთა გზა ქირურგიასთან. 30
იანვარი 2019
შესაძლებელია გამოირჩეს პაციენტის საქმეზე მუშაობის ყველაზე საინტერესო ეტაპი? ექიმს შესასრულებელი მისია ეკისრება, რომლის განხორციელება აზარტია, სპორტული ჟინია. ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს ოპერაციამდელი კონსულტაცია თუ საოპერაციო მაგიდასთან მუშაობა, პროცესი თანაბრად საინტერესო და ადრენალინით სავსეა. თქვენი დაკვირვებით, წლების განმავლობაში, რა იცვლება პლასტიკურ ქირურგიაში? სფერო მუდმივად განახლებადია. ტექნიკური თვალსაზრისით, განვითარების ტემპი სწრაფია. კლინიკაში დიდი ხანია ძვალზე მუშაობისას ულტრაბგერითი აპარატით ვმუშაობთ, რომელიც ძვლის სასურველ წერტილამდე აღწევს. ეს არის მიგნება, რომელმაც მაგალითისთვის, რინოპლასტიკაში ჩაქუჩი და სატეხი ჩაანაცვლა. შესაბამისად, ნაკლებად ტრავმულია ოპერაცია და გაიოლდა რეაბილიტაციის პროცესი. ტექნიკური და მეთოდოლოგიური ხასიათის სიახლეების გარდა, აღსანიშნავია, რომ შეცვლილია
პაციენტის მიდგომა, რომელსაც საკმაო ინფორმაცია აქვს და მასთან მუშაობა კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება. რას ურჩევდით პაციენტს? ვურჩევდი, ბოლომდე ჰქონდეს გაცნობიერებული საკუთარი სურვილი. ესთეტიკური მედიცინა არ არის აუცილებელი პროცედურა, იგი სუბიექტურ შეფასებებზეა დამოკიდებული. პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ოპერაციის გაკეთება ნამდვილად სურს. ამის შესამოწმებლად, ხშირად კონსულტაციაზე მათთან ოპონირების რეჟიმში ვარ. რა სჭირდება ქირურგს? ნებისმიერი მიმართულების ექიმისთვის, პროფესიონალიზმთან ერთად, აუცილებელია მოსმენის უნარი. ექიმს არ უნდა ახასიათებდეს მონოლოგი, არამედ რეალური კომუნიკაცია უნდა შეეძლოს პაციენტთან. ასე იგი მის სურვილებს აღიქვამს. საჭიროა ექიმი და პაციენტი ერთ მხარეს დადგეს. ზოგჯერ ქირურგის წინაშე გამოსავლის ძიების, ზოგჯერ კი შემოქმედებითი მიდგომის დროა. მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ბუნებაში ცხვირი ცალკე არსად ცხოვრობს და მთავარია ოპერაციის შემდეგ პაციენტის სახეს მოპარული ნივთივით არ ავსებდეს. რა არის თქვენი ჰობი? ხატვა, რომელიც დიდი ხანია გვერდით გადავდე. ალბათ იმიტომ, რომ ამისთვის საჭირო ენერგია საქმეს ხმარდება. მიყვარს მუსიკა, დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავ, რომელიც საკუთარი მეზობლებისადმი ჩემი პატივისცემის გამო, აკუსტიკური ელექტროინსტრუმენტით ჩავანაცვლე. რა ჟანრი მოსწონს პლასტიკურ ქირურგს? ნებისმიერ ჟანრში ვპოულობ კომფორტს. ერთ დღეს ნინა სიმონეს ვუთმობ, მეორე დღეს კი შესაძლოა ვუსმენდე „დაფტ პანკს“ ან „მეტალიკას“. ზოგიერთ ოპერაციაზე მუსიკა მაქვს ჩართული. ამ დროს განსაკუთრებით მომწონს ჰანს ციმერი. მუშაობისას ეს საინტერესო და ეფექტური დანამატია. როგორია ცხოვრება ექიმისთვის? რა ანაზღაურებს დროის დეფიციტით გამოწვეულ დისკომფორტს?
ჩემი მაგალითის გათვალისწინებით ვიტყვი, რომ ზოგჯერ ექიმის ცხოვრებაში დროის აღქმა გაუკუღმართებულია − გაწუხებს დროის მუდმივი დეფიციტი. დღე-ღამის 24 საათს უდიდესი სიამოვნებით დავუმატებდი 3 ან 4 საათს. იმის ანაზღაურება, რასაც მუშაობისას დახარჯული დროის გამო აკლდები, არ ხდება. არ იხდი ხარკს, მაგრამ იხდი დროს. ეს არჩევანი კი ნებაყოფლობითია. ამ ფონზე, როგორია განტვირთვის საშუალებები თქვენთვის? მუსიკის გარდა, წიგნის კითხვა და ფილმების ნახვა კარგი რელაქსაციაა. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის შემდეგ, კითხვისას ან ფილმის ნახვისას, ხშირად მეძინება და შესაძლოა ერთი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე ფილმზე/წიგნზე, ერთსა და იმავე დროს ჩამეძინოს. ჟანრები აქაც ცვალებადია... რა გამოარჩევს კლინიკას, სადაც მუშაობთ? კლინიკაში ძირითადი აქცენტი ქირურგიულ განხრაზეა გამახვილებული. პლასტიკური, რეკონსტრუქციული, ზოგადი ქირურგიული, ორთოპედია-ტრავმატოლოგიური და სხვა სერვისები მოქმედებს. თითოეულ მიმდინარეობაზე მუშაობისას მთავარია, რომ მასზე შეკრული გუნდი ზრუნავს. პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ ერთი კაცის სათამაშო მოედანი არ არის და იოანე მოწყალეს სახელობის პრივატ კლინიკაში ნებისმიერი რგოლი გამართულად, სინქრონში მოქმედებს. იანვარი 2019
31
6 წიგნი სილამაზესა და ჯანმრთელობაზე, რომელიც ყველა ქალბატონს სჭირდება 32
იანვარი 2019
თანამედროვე სამყაროში ადვილია დაიკარგო გაუგებარ ტერმინებს, ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებს, ბებიების საიდუმლოებებსა და ახლობლების რჩევებს შორის, როცა საქმე თავის მოვლის ეფექტურ საშუალებებს ეხება. თუ სამედიცინო განათლების მიღებას და ამ სფეროში ექსპერტად ჩამოყალიბებას არ გეგმავთ, რამდენიმე სათანადო წიგნის წაკითხვა საკმარისი იქნება. იანვარი 2019
33
THE BEAUTY MYTH − ნაომი ვულფი „სილამაზის მითი“ ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის საკულტო ნაწარმოებია. იგი ათობით ენაზეა ნათარგმნი და მის ციტატებს საზოგადოებაში ხშირად განიხილავენ, განსაკუთრებით − ფემინისტურ მოძრაობებში. წიგნში ავტორი ყვება, თუ საიდან წარმოიქმნება სტერეოტიპები სილამაზეზე და რა გავლენას ახდენს იგი ქალებზე. ხშირად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები კარგავენ ინდივიდუალურობას და ბუნებრივ სილამაზეს.
WHAT WOULD GRACE DO? – ჯინა მაკკინონი გრეის კელიც ეპოქის მშვენება და საკულტო ქალბატონი იყო. ჯინა წიგნში „რას მოიმოქმედებდა გრეისი? მონაკოს პრინცესას საიდუმლოებები“ − მკითხველს იმ რჩევებს და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს წარუდგენს, რომლებიც კელიმ ცხოვრებაში გადაიტანა − წარმატების თუ წარუმატებლობის დროს. გაიგებთ, როგორ უნდა ჩამოიყალიბოთ ინდივიდუალურობა, გამოიყურებოდეთ მიმზიდველად და აღზარდოთ შვილები ისე, რომ არ დაკარგოთ შთამბეჭდავი იერი. 34
იანვარი 2019
52 SMALL CHANGES: ONE YEAR TO A HAPPIER, HEALTHIER YOU – ბრეტ ბლუმენტალი საკუთარ თავს ხშირად ვაძლევთ დაპირებას, რომ ორშაბათიდან აღარ მივირთმევთ ტკბილს, ყოველდღე ვირბენთ, 2 ლიტრზე ნაკლებ წყალს არ დავლევთ, მაგრამ რეალობაში მსგავსი ტემპით ცხოვრება რთული ხდება. იქნებ ცვლილებების ასე სწრაფად წამოწყება არაა საჭირო? სწორედ ამაზე საუბრობს წიგნის ავტორი, რომელიც 52 პატარა ცვლილებაზე გვესაუბრება. ბრეტის აზრით, კვირაში ერთი ცვლილება არ იქნება რთული და საბოლოოდ, 1 წლის შემდეგ ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრების წესს დაიმკვიდრებთ. იანვარი 2019
35
AUDREY STYLE − პამელა კლარკ კეოგი ნიჭიერი მსახიობი და მომხიბვლელი ქალბატონი, ოდრი ჰეპბერნი ბევრ ადამიანს შთააგონებდა. გემოვნებას მისთვის არასოდეს უღალატია − სხვადასხვა ხერხით სისუსტეებს ეფექტურად მალავდა. პამელა კლარკი თავის წიგნში სწორედ მისი სტილის საიდუმლოებების შესახებ მოგვითხრობს. 36
იანვარი 2019
BOBBI BROWN MAKEUP MANUAL: FOR EVERYONE FROM BEGINNER TO PRO − ბობი ბრაუნი ვიზაჟისტ ბობი ბრაუნის უნიკალური წიგნი ოცდახუთწლიანი პროფესიული გამოცდილების შედეგს იტევს. ფოტოების, სქემებისა და ავტორის ინსტრუქციების მეშვეობით, ისწავლით წაისვათ მაკიაჟი ისე, თითქოს ამას პროფესიონალი ვიზაჟისტი გიკეთებდეთ. წიგნში ყველაფერია იმისათვის, რომ დაუვიწყარი იმიჯი შექმნათ: კანის მოვლის საშუალებები, ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების სია, სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის საჭირო მასალები, მაკიაჟის იდეალური ინსტრუმენტები და საჭირო დეკორატიული კოსმეტიკა.
EAT MOVE SLEEP – ტომ რათი „ჭამე, იმოძრავე, იძინე. როგორ გავლენას ახდენს ყოველდღიური გადაწყვეტილებები ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეზე“ − ამ წიგნის ავტორი უკვე 20 წელია კიბოს ებრძვის. ტომმა ცხოვრებისეული წესები ჩამოიყალიბა, რომელიც 3 პუნქტისგან შედგება: კვება, მოძრაობა, ძილი. მისი აზრით, სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ ისეთ წვრილმანებს, როგორებიცაა საუზმეზე საკვების არჩევა, მეგობრებთან საუბარი, ძილი ან საყვარელი სერიალის ნახვა − ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს. წიგნი მოგცემთ საშუალებას საკუთარ ცხოვრებასა და ჯანმრთელობას ახლებურად მიუდგეთ. იანვარი 2019
37
მარტივი გადაწყვეტილება საუკეთესო ეპილაციისთვის პროცედურები წარმატებული ადამიანებისთვის. მათთვის, ვინც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხს, კომფორტს და გარეგნობაზე ზრუნვას
Makeup by Ani Asatiani
„კოსმედიკი“ პირველი სერტიფიცირებული კაბინეტია ISO9001:2018 ხარისხის მართვის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით. როდესაც კომპანია ორიენტირებულია რეპუტაციაზე: თქვენ იღებთ სრულყოფილ მომსახურებას საუკეთესო შედეგით; იღებთ ჰიგიენის უმაღლეს სტანდარტს, სადაც სტერილური გარემოს დაცვას და მონიტორინგს ინფექციის მართვის სპეციალისტი უზრუნველყოფს; იღებთ კვალიფიციურ სპეციალისტებს იმისათვის, რომ მიღებული მომსახურება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე თქვენ მიერ პროცედურაში გადახდილი თანხა; იღებთ საუკეთესო აპარატს უსაფრთხოების უმაღლესი FDA-CE სერტიფიცირებით, სადაც გაერთიანებულია სამი საუკეთესო ლაზერი: ალექსანდრიტი, დიოდი და ნეოდიუმი, კანისა და თმის ნებისმიერი ფერისთვის (გარუჯულ ან ღია ფერის თმაზე); იღებთ დაჯავშნის მარტივ მეთოდს სატელეფონო მესენჯერის თუ ონლაინრეჟიმში, პარკინგის ადგილს კლინიკიდან 10 მეტრში; იღებთ პერსონალური მონაცემის დაცვის მაღალ სტანდარტს, სადაც თქვენი პირადი ინფორმაცია მკაცრად არის დაცული. სადაც მკაცრად იკრძალება „ჩურჩულები“; იღებთ საუკეთესო შედეგის გარანტიას, რაც გულისხმობს დამატებით ბონუსს იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სახის ბიოლოგიურმა ფაქტორმა შეგვიშალა ხელი სასურველი შედეგის მიღწევაში. ეს ყველაფერი და კიდევ სხვა უამრავი მცირე დეტალი შექმნილია იმისათვის,რომ თქვენი დილა იყოს უზრუნველი და მშვიდი, დღე თავისუფალი და საღამო – დაუვიწყარი! „კოსმედიკი“ აგრძელებს წინსვლას და მუდმივ განვითარებას თქვენთვის და თქვენთან ერთად! 38
იანვარი 2019
მის: თბილისი, საბურთალო, ს.ცინცაძის N61 ტელ: 597-31-11-11/ 032 2 11-10-15 Facebook: კოსმედიკი cossmedic იანვარი 2019
39
ტესტი-დიაგნოსტიკა ISO900:2018 სერტიფიცირებული სამედიცინო ლაბორატორია გთავაზობთ ხუთასამდე დასახელების ანალიზებს, სახლიდან გაუსვლელად, თბილისსა და მის შემოგარენში. სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში კვლევები ტარდება ევროპული და ამერიკული ტესტ სისტემებით. ევროპული ტესტებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების სინთეზი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ზუსტი ანალიზი, რაც უმნიშვნელოვანესია წარმატებული მკურნალობისთვის. ონკო პაციენტთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ბინაზე გამოძახების სერვისი უფასოა. ტესტი-დიაგნოსტიკა თბილისი ს. ცინცაძის N61 საკონტაქტო ნომერი 032-2-109-108
ტესტი-დიაგნოსტიკა B2B კლინიკებსა და მსხვილ სამედიცინო დაწესებულებებს ტესტიდიაგნოსტიკა გთავაზობთ ლაბორატორიულ კვლევებს, მომსახურების მაღალი სტანდარტით, ლაბორატორია სისტემატურად გადის გარე კონტროლს,შესაბამისი სერტიფიკატებით დასაბუთებულია ლაბორატორიის წამოებული ანალიზების სანდოობა და მაღალი ხარისხი ტელ: 032-2-36-48-08.
40
იანვარი 2019
ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკა
ჩვენს კლინიკაში დაინერგა ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი. თავდაპირველად, ხდება სიმპტომების გამომწვევი პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, შემდეგ კი ამ პათოლოგიის მკურნალობა მედიკამენტებით, ლაზერის სხივით, მანუალური თერაპიით და ხერხემლის კომპიუტერული დაჭიმვის ულტრათანამედროვე აპარატით. ხერხემლის კომპიუტერული დაჭიმვა ხორციელდება აპარატით ACCU SPINA. დაჭიმვა გამოიყენება ხერხემლის მალების ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა პოლიდისკოპათიები, მალთაშუა დისკის თიაქარი, დისკის პროტრუზია, პროლაფსი, დისკოგენური რადიკულიტი, იშიაზი და სხვა. კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა აუცილებელია, რათა გამოირიცხოს მალების მოტეხილობები და ბზარები. ლაზეროპუნქტურა ხერხემლის სიმპტომატიკის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია! იგი აუმჯობესებს პაციენტის იმუნოლოგიურ სტატუსს და იძლევა ანთების საწინააღმდეგო და შესაბამისად, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. კომპიუტერული დაჭიმვის მეთოდისა და ლაზეროპუნქტურის კომბინაცია უმრავლეს შემთხვევაში აგაცილებთ ხერხემლის ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობას.
TEL: 599 311 021. 032243 00 73 გოთუას ქ. N3 facebook.com/GADIAGNOSTIC
ცნობილი მოდელების სილამაზის ხერხები როგორ უვლიან თავს პლანეტის ულამაზესი გოგონები 42
იანვარი 2019
იანვარი 2019
43
44
იანვარი 2019
დოუთზენ კრუზი რჩევა ნომერი პირველი: დოუთზენი ძილის წინ თმაზე მუდამ ქოქოსის ზეთს ისვამს. მოდელის მტკიცებით, ყოველდღიურად რამდენიმე წვეთი ქოქოსი ჯანსაღი თმის გარანტი გახდება. უძილობა მოდელი დედებისთვის ნაცნობი თემაა, თუმცა დოუთზენი ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურება. მთავარი საიდუმლო ოდნავ გამთბარი წამწამების ასაპრეხი და ბევრი ტუშია. სახის გასუფთავებისას ჯერ ზეთს ისვამს, შემდეგ კი წყალს. „არასოდეს დამიძინია დარწმუნების გარეშე, რომ ჩემი კანი აბსოლუტურად სუფთაა“, − აცხადებს კრუზი. ბრწყინვალე მაკიაჟს დოუთზენისთვის ჰაილაითერი და ტონალური საშუალება განაპირობებს. დაბოლოს: ის არასოდეს იღებს რუჯს SPF 50-ის გარეშე.
ჟიზელ ბუნდჰენი ჟიზელი სამაგალითო ცხოვრების წესს მისდევს: ორგანიზმის აუცილებელი დეტოქსი წელიწადში ორჯერ, მაგიდაზე მხოლოდ საკუთარი ბაღის ხილი, ბოსტნეული და ა.შ. ბრაზილიელი მოდელი გვარწმუნებს, რომ სილამაზე შიგნიდან მოდის, ამიტომ ყურადღებას კვებას აქცევს. დილით, გაღვიძებისთანავე, ჭიქა ლიმონიან თბილ წყალს სვამს. საუზმეზე ბოსტნეულს, ხილს, კვერცხს, ქოქოსის ზეთსა და ავოკადოს მიირთმევს. დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სეზონურ ხილს იღებს, რათა ორგანიზმი ვიტამინებით შეავსოს. შინ აკრძალულია თეთრი შაქარი და თეთრი ფქვილი. ვახშამს 6-ის ნახევარზე ამზადებს, რათა ორგანიზმმა დაძინებამდე საკვების გადამუშავება მოასწროს. ამ წესს ჟიზელი უკვე რამდენიმე წელია იცავს და დარწმუნებულია, რომ ჯანსაღ სილამაზეს სწორედ ეს განსაზღვრავს. რაც შეეხება ყოველწლიურ დეტოქსპროცედურას, ამ დროს მხოლოდ სასარგებლო წვენებსა და სმუზებს იღებს და მედიტაციას დიდ დროს უთმობს.
იანვარი 2019
45
ემილი რატაკოვსკი 27 წლის მოდელი იდეალური კანის მდგომარეობით გამოირჩევა. მისი კოსმეტოლოგის გადმოცემით, ემილი რეგულარულად გადის ფერმენტოთერაპიის კურსს. პროცედურა სამკურნალო ხასიათისაა, ასუფთავებს კანს და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. ვარსკვლავის კიდევ ერთი სილამაზის ხრიკი დიოდური ფოტოთერაპიაა. ლაზერის მეშვეობით, კანის ზედა ფენა განახლდება, ახალგაზრდავდება და დაღლილობის კვალი ქრება.
ელსა ჰოსკი 30 წლის ელსა საოცრად გამოიყურება: „რაც უფრო ბედნიერი ვარ, მით ნაკლებ წესს ვუდგენ საკუთარ თავს და უფრო კარგად გამოვიყურები“, − აღიარებს მოდელი. ელსა არასოდეს იცავს მკაცრ დიეტებს, აქტივობებიდან მისდევს ცეკვით კარდიოს, რომელიც კუნთების მატონიზებელ მოძრაობებს მოიცავს. მუშაობს საკუთარ წონაზე და არა ჰანტელებით. „ყოველ წელს უკეთ ვიგებ, რა სჯობს ჩემთვის და რა არა. ვფიქრობ, საიდუმლო ბალანსია. ნაკლებად მივირთმევ რაფინირებულ საკვებს, უფრო მეტად ორგანულს. ვიღებ ბევრ ბოსტნეულს და სასარგებლო ნივთიერებებს“. ელსა კანზე ჯერ ჰიალურონის მჟავას ითავსებს, შემდეგ დამატენიანებელს და ბოლოს მაკიაჟს. ყოველთვის იყენებს ტონალურს, კონსილერს, თვალის ფანქარს და პუდრს. კანის პრობლემების პერიოდში, ექიმის რჩევით გამოიყენა კრემი, რომელშიც საკუთარი სისხლი შედიოდა. ნაცრისფერი, გადაღლილი სახე შესამჩნევად გამოუცოცხლდა, ამიტომაც ჰოსკი ფიქრობს, რომ თუ ჩვენს სისხლს მსგავსი ეფექტის მოხდენა შეუძლია, ორგანიზმს ინდივიდუალურად და დაკვირვებით უნდა მოვუაროთ. 46
იანვარი 2019
ირინა შეიკი ირინა შეიკი გვაწმუნებს, რომ მისი გარეგნობა გენებისა და მეტაბოლიზმის დამსახურებაა. მაგრამ შვილის გაჩენის შემდეგ, რაციონს უფრო დაკვირვებით არჩევს. თუ ადრე მშვიდი სინდისით მიირთმევდა ძალიან ცხიმიან კარტოფილსა და ბურგერს, ახლა უპირატესობას სალათებს და წვნიანებს ანიჭებს, რომლებიც კუჭს ანაყრებს, თუმცა არ ამძიმებს. დიეტებს არც შეიკი იცავს, ამიტომ სასურველი ფორმის შესანარჩუნებლად სპორტს მისდევს, განსაკუთრებით − საბრძოლო ხელოვნებას. აღმერთებს კრივსა და ჯიუ-ჯიცუს. „ამ სპორტში საკუთარი თავის შესასწავლად უამრავი მოძრაობაა. ყოველ ვარჯიშზე ვხვდები, რომ ადამიანთა შესაძლებლობები უსაზღვროა და ყველაფერი გონებიდან იწყება“. თუმცა, ირინა ვერ იტანს სირბილს, რადგანაც მას ყველაზე მოსაწყენ აქტივობად მიიჩნევს. როზი ჰანტინგტონი როზი სილამაზის, სტილისა და დახვეწილი ფიგურის მაგალითია. 31 წლის მოდელს დიეტის ნაცვლად, კვების საკუთარი წესები აქვს, რომლებიც არა მხოლოდ სასარგებლოა ფიგურისთვის, არამედ განწყობის ამაღლებასაც ემსახურება. მოდელი 2 წელია არ მიირთმევს გლუტეინის შემცველობის პროდუქტებს, ასევე უარი თქვა შაქარზე, ლაქტოზასა და ალკოჰოლზე. „თავდაპირველად რთული იყო, თუმცა ვიზუალურმა და შინაგანმა შედეგმა მოტივაცია შემძინა. ვამჩნევდი, როგორ იცვლებოდა ჩემი კანი და სხეული. ექსპერიმენტმა ძალა და ენერგიულობა შემმატა“, − აღიარებს როზი. მოდელს გაღვიძებისას პირველ რიტუალად ლიტრი წყლის დალევა აქვს დამკვიდრებული. საუზმეზე ცილებს მიირთმევს: მოხარშულ კვერცხს ან ომლეტს ისპანახით. სადილსა და ვახშამზე უპირატესობას ქათამს, ინდაურს ან თევზს ანიჭებს, გარნირად სალათით. მსგავსი რაციონი ორგანიზმს საჭირო მიკროელემენტებით ავსებს, განწყობას ამაღლებს და ტონუსში ყოფნას განაპირობებს. იანვარი 2019
47
ბელა ჰადიდი 22 წლის მოდელი ფორმებითა და გარეგნობით ჩვენს გაოცებას არ წყვეტს. უმცროსი ჰადიდი ფიზიკურ აქტივობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სავარჯიშო დარბაზში ბელა ფეხზე დამაგრებული სიმძიმეებით ვარჯიშობს. შეუსვენებლად 20 წუთი დარბის, შემდეგ კრივითაა დაკავებული და პრესის ვარჯიშებს აკეთებს. ასევე, მოდელის წარმატების საიდუმლო მოტივაცია გახლავთ. ერთადერთი ხერხი, მიაღწიოს სხეულის სასურველ ფორმას, ვარჯიშში 100%-ის გაღებაა. გასახდომად ყველაზე ეფექტური საშუალებები, მისი აზრით, კრივი და ბალეტია. რაც შეეხება საკვებს, ბელა ცილის დიეტას იცავს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, საკუთარ თავს ნაჭერ პურზე უარს არ ეუბნება.
48
იანვარი 2019
მირანდა ქერი სუპერმოდელი თავის მოვლას სრული სერიოზულობით ეკიდება. უპირველესად, მირანდას კრისტალების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, განსაკუთრებით − ვარდისფერი კვარცის, რომლითაც სახლი სავსე აქვს. მეორე ის გახლავთ, რომ სილამაზის საკუთარი კომპანიის მეშვეობით, მუდამ ახალ ნატურალურ ინგრედიენტებს ეძებს. მირანდა დიდ დროს უთმობს შინაგან ბალანსს: იოგას, მედიტაციას და ასევე, ხშირად ამზადებს თავად მსუბუქ და სასარგებლო საკვებს ბოსტნეულითა და ხილით. ქერის ფავორიტი არომათერაპიაა. მისი აზრით, ეთერზეთების დღეში რამდენჯერმე შესუნთქვა კარგი განწყობის მთავარი საიდუმლოა. მირანდას სახლში მხოლოდ ორგანულ კოსმეტიკას მიაგნებთ. ზეთს თვალის გარშემო არსებულ კანზე, მირანდა ყოველ დილით და საღამოს ისვამს. ტანის ზეთს მასაჟის შემდეგ მოიხმარს, სახის ზეთს კი კრემის შემდეგ ბრწყინვალებისთვის ისვამს. მისი საყვარელი სახის ნიღაბი ალოეს და ვარდისფერ წყალს მოიცავს. მირანდას რაციონი: საუზმეზე უგლუტეინო ტოსტი და კომბოსტოსგან, ისპანახისგან, კიტრისგან და ნიახურისგან მომზადებული მწვანე წვენი. სადილზე ქათმის მკერდი სალათით, ვახშამზე − ბრინჯი თევზით.
იანვარი 2019
49
5 ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშინაო რეცეპტები
50
იანვარი 2019
იანვარი 2019
51
ნიღაბი BURDOCK ზეთით ამ ნიღბის მოქმედებისა და ეფექტურობის გასაძლიერებლად, სხვადასხვა პროდუქტის დამატება მოგიწევთ. მაგალითად, თაფლის და კვერცხის გულის. ამისათვის აურიეთ 3 სუფრის კოვზი ზეთი, სუფრის კოვზი თაფლი და ნედლი კვერცხის გული. არევის შემდეგ, თმის ძირებიდან ოდნავ სიგრძეზე წაისვით. დაიტოვეთ ნიღაბი 40-60 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, შამპუნით საფუძვლიანად დაიბანეთ. იგი შეაჩერებს თმის ცვენას და გააუმჯობესებს ზრდის პროცესს.
52
იანვარი 2019
ვიტამინებით A და E თმის სილამაზე ორგანიზმში ამ ვიტამინების შემცველობაზეა დამოკიდებული. მათი ნაკლებობის შევსება აფთიაქში მისაღებ ფასად შეგვიძლია. ვიტამინების მიღების შემდეგ, სამკურნალო ნიღაბი დაამზადეთ. აიღეთ 2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი, ჭიქის მეოთხედი წყალი, კვერცხის გული, 30 მლ Burdock ზეთი, ჩაის კოვზი ვიტამინი A და ჩაის კოვზი ვიტამინი E. აურიეთ მდოგვი წყალში და დაამატეთ სხვა კომპონენტები, სულ ბოლოს − ვიტამინები. მიღებული მასა თმის მთელ სიგრძეზე გაინაწილეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თმის ძირებს. გაიჩერეთ ნიღაბი 4060 წუთის განმავლობაში, შემდეგ შამპუნის მეშვეობით დაიბანეთ. იანვარი 2019
53
ალოეთი, კონიაკითა და თაფლით ალოეს წვენი თმისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი წამალია, რომელიც მას ცვენისგან და გამელოტებისგან იცავს. 50 გრ კონიაკი ოდნავ გაათბეთ. შემდეგ დაამატეთ ჩაის კოვზი ალოეს წვენი და ჩაის კოვზი თაფლი. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ. ამის შემდეგ თმის ძირებზე წაისვით.
54
იანვარი 2019
მდოგვით მდოგვის ნიღბები თმის ცხიმიანობის, ცვენისა და ზრდის დასაჩქარებლად საუკეთესო ნატურალურ საშუალებად მიიჩნევა. ნიღბის დასამზადებლად აურიეთ ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი, სუფრის კოვზი მცენარეული და Burdock ზეთი, დაამატეთ კვერცხის გული. ყველაფერი აურიეთ და მოითავსეთ თმის ძირებზე.
დარიჩინით დარიჩინი ყველაზე დადებითად იმოქმედებს თავის კანზე და თმის მდგომარეობაზე. აურიეთ სუფრის კოვზი დარიჩინის ფხვნილი, სუფრის კოვზი თაფლი და 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. მასა მთელ თმაზე გაანაწილეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში და შამპუნის მეშვეობით ჩამოიბანეთ.
იანვარი 2019
55
5 ნატურალური ზეთი თმის აღსადგენად საუკეთესო მოვლა წლის ცივ სეზონზე ნატურალური ზეთები დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც კანის მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ზეთები ყველაზე მშრალ კულულებსაც კი კვებავს, აჩქარებს ზრდის პროცესს და თმას ბრწყინვალებას მატებს. ზამთარში ინტენსიური მოვლაა საჭირო, რათა ყინვამ და მშრალმა ჰავამ ჯანსაღ თმაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს. ამასთან, ნატურალური ზეთების პოვნა არც ისე რთულია. სარგებელი მაქსიმალურია, ფასი კი − მისაღები. 56
იანვარი 2019
ავოკადოს ზეთი ავოკადო სილამაზის რაციონში დიდი ხნის დამკვიდრებული უნდა გქონდეთ. იგი არა მხოლოდ ჯანსაღი საუზმის ინგრედიენტია, არამედ თმის აღმდგენი ზეთის მნიშვნელოვანი კომპონენტიც გახლავთ. ავოკადო დადებითად იმოქმედებს დაზიანებულ და თხელ თმაზე. ჭიქა ზეთი ვიტამინების დღის ნორმის 25%-ს და კალიუმის 31%-ს შეიცავს. მის შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები, მინერალები, მჟავები, ვიტამინები A, B-5 და E. ზეთის ელემენტები თმის დაცვას უზრუნველყოფს. წაისვით ავოკადოს ზეთი მთელ თმაზე და ძირებში მასაჟის მსგავსი მოძრაობებით შეიზილეთ. თმა პირსახოცით შეიკარით და ღამით დაიტოვეთ.
ქოქოსის ზეთი ქოქოსის ზეთის დადებით თვისებებზე დიდი ხანია ვიცით. სილამაზის ექსპერტები გვირჩევენ, ზეთი კანსა და თმაზე დატენიანებისა და დაცვის მიზნით წავისვათ, რომელსაც სასიამოვნო არომატი აქვს. ქოქოსის ზეთი ანტიბაქტერიულია, სტიმულირებს ზრდაზე, ფოლიკულებში ღრმად აღწევს და თმას სიმსუბუქის შეგრძნებას ანიჭებს. წაისვით ღამით, მთელ თმაზე სავარცხლის მეშვეობით მოიხვედრეთ და ძირებში შეიზილეთ. იანვარი 2019
57
არგანის ზეთი არგანის ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინ E-ს, ომეგა 3-ს და სხვა დადებით ნივთიერებებს, რომლებიც თმის სწრაფი აღდგენის პროცესს განაპირობებენ. იგი არ ამძიმებს თმას და სხვა ზეთებისგან განსხვავებით, არც ისე ცხიმიანია. არგანის ზეთის გამოყენება ხშირადაა შესაძლებელი, რომელიც თმას ელასტიკურობას და ბრწყინვალებას დაუბრუნებს. ამასთან, ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავს. თავის ყოველი დაბანის შემდეგ, წაისვით 50-90 წუთით.
ზეითუნის ზეთი ზეთში ვიტამინ A-ს და E-ს მაღალი კონცენტრაციაა, რომლის მეშვეობით იგი თმის სტრუქტურაში ღრმად იჭრება და ახალი თმის ღერების გაზრდის სტიმულირებას ახდენს. გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ, წაისვით მთელ თმაზე, შეიზილეთ ძირებში. დაიტოვეთ ნახევარი საათით ან მთელი ღამით. 58
იანვარი 2019
სელის ზეთი ძალიან უხდება შეღებილ და გაღიავებულ თმას. ზეთი მდიდარია ომეგა 3-ითა და ომეგა 6-ით, რაც ფოლიკულების კვებას და სიგრძის ზრდას უწყობს ხელს. ზეთის შემადგენლობაშია სელი და ცილა, რომლებიც თმას აჯანსაღებს. სელის ზეთის თავზე გაჩერება რეკომენდებულია 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე.
იანვარი 2019
59
რა დავამატოთ აბაზანას: იდეალური განწყობის 7 რეცეპტი საშინაო სპა რთული სამუშაო დღის შემდეგ, აბაზანის მიღება უდიდესი სიამოვნებაა. რელაქსაცია, აღდგენა, კანის მდგომარეობის გაუმჯობესება ან უბრალოდ, 20 წუთი სიმშვიდესა და სითბოში ყოფნა − ყველაფერი ეს აბაზანებს ეხება. მსგავსი საშინაო სპაპროცედურა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა. წარმოგიდგენთ იდეებს, რომლის მეშვეობითაც აბაზანები კანის მდგომარეობაზე და მთლიანად სხეულზე დადებითად აისახება. ამ მხრივ, ინგრედიენტების რაოდენობა ურიცხვია. გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ ხერხებს იმისათვის, რომ კანმა მკვებავი ელემენტები მიიღოს, სხეულმა კი დაისვენოს. 60
იანვარი 2019
იანვარი 2019
61
ჯანჯაფილი და საკვები სოდა მშვენიერი დეტოქსი − ჯანჯაფილი გაოფლიანებას გამოიწვევს, რაც ნიშნავს, რომ ინგრედიენტები მუშაობს და ფორები იწმინდება. მასთან ერთად, აბაზანას საკვები სოდა დაამატეთ.
გვირილა და ლავანდა უძილობასთან ბრძოლა − არ არსებობს უკეთესი რეცეპტი, ვიდრე გვირილის ჩაი ძილის წინ. ამ მცენარის აბაზანა ამავე პრინციპით მუშაობს. ლავანდა დამამშვიდებელი თვისებებითაა ცნობილი. იმისათვის, რომ ულტრარელაქსაცია მოიწყოთ, გამხმარი ლავანდის ყლორტი და ნატურალური გვირილის ჩაის რამდენიმე პაკეტი აბაზანაში მოათავსეთ. მშვიდი ძილი გარანტირებულია! 62
იანვარი 2019
ეპსომის მარილი ტკივილი კუნთებში − ინგლისური და ეპსომის მარილი მაგნიუმის სულფატის წყაროა, რომლის მეშვეობით ისინი კუნთებსა და კანზე ახდენენ გავლენას. სხეულში დაღლილობის მოსახსნელად და მოსადუნებლად, ცხელ წყალს ეპსომის მარილი დაუმატეთ. მსგავსი კომბინაცია გააუმჯობესებს სისხლის მოძრაობას და კუნთებში ზედმეტ რძემჟავას გააქრობს.
ლავანდას ეთერული ზეთი მენსტრუალური ციკლის დროს, ლავანდა თავის ტკივილის დამარცხებაში გეხმარებათ და განწყობის გაუმჯობესებაზე ახდენს გავლენას. ასევე, ლავანდას ეთერული ზეთი სპაზმების დროს ერთგვარი ტკივილგამაყუჩებელია. შეგიძლიათ 40 წვეთი აბაზანაში ჩაამატოთ და სიმპტომები მსუბუქად აღმოიფხვრება.
იანვარი 2019
63
ნეილ-არტის ჩემპიონი საქართველოდან − თინიკო კუჭუხიძის TINA’S BEAUTY STUDIO
თინიკო კუჭუხიძეს სილამაზის სფეროში 14-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დროის განმავლობაში არაერთი ჯილდოსა თუ სერტიფიკატის მოპოვება შეძლო, სულ ახლახან cmc-ის მსოფლიოს სილამაზის ფედერაციის მიერ ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე იგი გრანპრისა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ასევე, პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე პირველი ადგილი ორ ნომინაციაში (bridal style nail art, fantasy nails) მოიპოვა. ამჟამად კი, იაპონიაში ჩასატარებელი ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც კვლავ cmcის ფედერაცია უხელმძღვანელებს. თინიკომ სპეციალობა 3 მიმართულებით განავითარა. 64
იანვარი 2019
იგი თმის სტილისტი, ვიზაჟისტი და საქართველოს ნეილ-არტ ჩემპიონია. უკვე 6 წელია, რაც Tina’s Beauty Studio გაიხსნა, სადაც თინიკო მანიკიურისა და პედიკიურის სერვისის ფუნქციონირებას თავად უზრუნველყოფს. ფრჩხილის დაგრძელების ტექნოლოგია აქ სრულიად განსხვავებულია, რაც თავისთავად განპირობებულია ფაქტით, რომ პროცედურას საქართველოს წამყვანი სპეციალისტი უძღვება. თმის, მაკიაჟისა და ფრჩხილის მოვლის გარდა, სტუდიაში მანიკიურისა და პედიკიურის შესასწავლად, 1 და 3-თვიანი კურსებიც მოქმედებს,
რომელსაც თავად თინიკო კუჭუხიძე ატარებს; კურსები კვალიფიკაციის ამაღლებას და ასევე სპეციალობის სრულად შესწავლას უზრუნველყოფს, პროცესი კი ძირითადად ინდივიდუალურია. მოსწავლეები პრაქტიკულ მეცადინეობას მოხალისის ამპლუაში, სალონში გაივლიან. Tina’s Beauty Studio-ში ფრჩხილის დაგრძელება უმაღლესი ხარისხის გელით ხორციელდება, ნეილ-არტის შექმნაში კი გელ-საღებავები გამოიყენება. პროდუქცია ფრჩხილის ზედაპირისთვის მაქსიმალური უსაფრთხოების გარანტია, პროცესში კი აღსანიშნავია აპარატურული მომსახურება, რაც გულისხმობს ფრჩხილისა და კუტიკულას მოჭრითი მეთოდის გამორიცხვას და ხორციელდება უსიხლო, აპარატურული მეთოდიკით. მსგავსი მიდგომა უცხოეთის მრავალ ქვეყანაში არათუ აპრობირებული, არამედ კანონითაა გათვალისწინებული. მისი დახმარებით, საგრძნობლად იკლო გადამდები ინფექციური დაავადებების რიცხვმა. თინიკო კუჭუხიძე უცხოეთის გამოცდილებას სხვა მხრივაც ითვალისწინებს, წელიწადში სულ მცირე ორჯერ კი იგი სხვადასხვა ქვეყანას ტრენინგებისა და სემინარებისთვის სტუმრობს, რათა ფრჩხილის მოხატვის ხელოვნებაში სიახლეებს არასოდეს ჩამორჩეს. Tina’s Beauty Studio-ში პედიკიურის აპარატურული პროცედურა ჩაბრუნებული ფრჩხილის პრობლემისგან თავის დაღწევასაც გულისხმობს და ხშირად ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილებასაც განაპირობებს. 14 წლის განმავლობაში თინიკო იმ იდეას ატარებდა, რომლის წარმატებით განხორციელება რამდენიმე წლის წინ შეძლო − გაეხსნა საკუთარი სილამაზის სტუდია, სადაც პროფესიონალიზმი მომსახურების უმთავრესი მახასიათებელი იქნებოდა. Tina’s
Beauty Studio-ში დასაქმებული სტილისტები მულტისპეციალობით გამოირჩევიან, რაც სალონში რამდენიმე ასეულ მუდმივ მომხმარებელს იზიდავს. Tina’s Beauty Studio არა მხოლოდ ორიგინალური სერვისით, არამედ იდეებითაც გამოირჩევა და სხვადასხვა ივენთის ორგანიზებასაც ახერხებს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება ,,ვაიმე-ფართი“ იყო. სტუდიაში სიტყვა „ვაიმეს“ ხსენებისას, ერთგული სტუმარი ნებაყოფლობით ჯარიმას იხდიდა, გასული წლის ზაფხულიდან საჯარიმო თანხა შეგროვდა და წვეულებაც გაიმართა, სადაც „ვაიმეს“ დედოფალი − „მის ვაიმეც“ გამოავლინეს. მინიკონცერტზე სხვადასხვა ცნობილი სახეც მონაწილეობდა. თინიკო კუჭუხიძეს სჯერა სიტყვისა და განწყობების ძალის. ალბათ სწორედ ამიტომ, Tina’s Beauty Studio დადებითი ემოციის, მეგობრული სივრცეა, სადაც მომხმარებელი იქაურ გარემოში თბილ ატმოსფეროს გრძნობს. თინიკო საყვარელ სპეციალობას ემსახურება. სწორედ ამიტომ, დილიდან ღამემდე დაუზარებლად იღებს საოცნებო დიზაინის სურვილით მოსულ უამრავ ადამიანს და ფრჩხილის მოხატვით ხელოვნებას ქმნის. ბრენდული მანიკიურის კოლექციაში კი ერთი ფერის უამრავი ტონი ხვდება. თინიკოს ჰობი მათი მუდმივი მომარაგებაა, ლაქის შერჩევა კი მომხმარებელს სასიამოვნო დილემის წინაშე აყენებს. თინიკოს გეგმაში ფილიალების, ქალთა ესთეტიკური ცენტრისა და რაც მთავარია, საკუთარი ნეილარტ აკადემიის გახსნა შედის, სადაც საყვარელ საქმიანობას სხვებს კიდევ უფრო დიდი მასშტაბით შეასწავლის.
იანვარი 2019
65
66
იანვარი 2019
სილამაზის საუკეთესო ტრენდები 2019 წლისთვის მოდის უკანასკნელ კვირეულზე წარმოდგენილი თმისა და მაკიაჟის ტრენდები ფენომენალური და ინოვაციურია. დიზაინერები სილამაზის პროფესიონალებს მოუწოდებენ საკუთარი კოლექციებისთვის შესაფერისი სტილი შექმნან. საბოლოოდ, ვიღებთ იმაზე უკეთეს შედეგს, ვიდრე ველოდით. წარმოგიდგენთ მომავალი წლის ყველაზე გასაოცარ სილამაზის ხერხებს. იანვარი 2019
67
ცისარტყელა თვალები ბრენდი: ANNA SUI ტრენდმა სილამაზის მოყვარულები ნამდვილად გააოცა. მრავალფრად შეღებილი თვალის არეები პოდიუმს ბრწყინვალედ იპყრობდა. შესაბამისად, ასეთი მაკიაჟი სადღესასწაულო განწყობის შემქმნელ როლს თამაშობს. 68
იანვარი 2019
ნაზი ხვეულები ბრენდი: NICOLE MILLER 1980-იანები დაბრუნდა. მთელი ღამე გარეთ ყოფნით შთაგონებული ვარცხნილობა სილამაზის მთავარ ტრენდად ყალიბდება. ამასთან, ნაზ ხვეულებს კლასიკური შავი თვალის მაკიაჟი უხდება. იანვარი 2019
69
სისხლივით წითელი ტუჩსაცხი ბრენდი: ESCADA „ეს არის ერთადერთი რამ, რითაც საკუთარ მაკიაჟს გამოვხატავ“ − ამგვარ შემართებას შეიცავს ბრენდის ამ მოდელის ინსპირაცია. მთავარია ძალაუფლების მქონე სწორი ელფერი. 70
იანვარი 2019
ნახევრადსველი ტალღები ბრენდი: HELLESSY ამ ტრენდს თითქოს მხოლოდ წითელ ხალიჩაზე და პოდიუმზე იყენებდნენ, თუმცა დროა იგი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დაინერგოს. მსგავსი ტალღები გლამურისა და ბუნებრივობის სწორი მიქსია. თმას ცოტაოდენი ზეთი დაამატეთ. იანვარი 2019
71
ბრჭყვიალა თვალები ბრენდი: KATE SPADE ოქროსფერი ბრჭყვიალები ოპტიმისტური ხასიათის მატარებელია. ტრენდი არც მკაცრ კონტურებსა და ფორმებს მოითხოვს. თითქოს ქუთუთოებზე ხელის ერთი ნაზი შეხება საკმარისია. 72
იანვარი 2019
მეტალის თვალები ბრენდი: TOM FORD ამ ტრენდით შეგიძლიათ მთელი დღე მოდური და მოწოდების სიმაღლეზე იყოთ, − ასე ამბობდნენ მოდის ექსპერტები. სასურველია თვალის ზედა და წარბის ქვედა არე სრულად შეავსოთ. იანვარი 2019
73
ნეონის „ჩრდილები“ ბრენდი: ALICE + OLIVIA ამ ტრენდს ექსპერიმენტულს უწოდებენ, რომელსაც არასტანდარტული ფორმები საოცრად უხდება. ნათელი ფერის „ჩრდილები“ ნებისმიერი ტონის კანს შეეფერება. 74
იანვარი 2019
კიკინა თმის ბევრი სამაგრით ბრენდი: NONIE კიკინა თმის სარჭებით თუ მის გარეშე, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ოფისში, სავარჯიშო დარბაზში და ყველგან მათ შორის. ამასთან, იგი თმის ყველანაირ ტიპს შეეფერება. იანვარი 2019
75
„გაბერილი BOBვარცხნილობა“ ბრენდი: CHRISTOPHER JOHN ROGERS Bob-ვარცხნილობა არასოდეს ყოფილა ასეთი მოდური, როგორც გაფუების შემთხვევაში. ტრენდი ერთგვარი მოდური განაცხადია და იმიჯის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
76
იანვარი 2019
ljstnrn ‡§os|s} zuj}~stj swyoj‡s€|s sw}~|€vnw~sr mj vssƒn sjws …nmnls
ŕ°ľ-TPY ,T] s} sw}~|€vnw~s kyuy vslwnkj |yvnus‡ €ton mjwn|lsusj †onw tuswstjÂ…s vs}s mj§vj|nksr Â…nlosˆusj rjosmjw jos|smyr vwsÂ…ownuyojws lj|r€unknks yzn|j‡ss} Â…nvmnl ŕ°ľtj|ls mj }~jksu€|s Â…nmnls} vsƒ‰nos} }j€tnrn}y }j…€junkj ŕ°ľyzn|j‡ss} Â…nvmnl j| |†nkj Â…n}jv†wnos wj‰sk€|s ŕ°ľzj‡snw~s n‰n|nkj tuswstsmjw yzn|j‡ssmjw vn mƒn}on
s†‚j|nr †jn‰n|nr € j}y tyw}€u~j‡sjpn ‰j|vj~nk€u ‚s|€|lrjw mj …n§omsr j§ju ‰nu} j§jus ‡§os|sr
ov€…jykr „yonumƒn
‡§os|s} zuj}~stj p€|jk ÂŻj j|sˆn YZ^P [WL^_TN^`]RP]d XZM% $" ! ! !
იანვარი 2019
მისამართი: თბილისი, საბურთალო, ს.ცინცაძის N61 ტელ: 597-31-11-11; 032 2 11-10-15 Facebook:კოსმედიკი cossmedic
HEALTH & BEAUTY BOOK