ივლისი 2019
H
E
A
L
მაკა ასათიანი
T
H
შოთი არველაძე ვატო არველაძე
A N D ირაკლი ნადარეიშვილი
B A
E N
D
ნანი ბრეგვაძე
B
A T მაკა ჩიჩუა
O
ლენკა ციციშვილი
U
T
E
B
H
ნინო დარასელი
O
Y O
X
ლიზა ყენია
K ჯაბა დიასამიძე
ნინუცა უკლება- 57 კგ
სარჩევი 8 მე ვეგანი ვარ! ვეგანური კვების შესახებ
20
32
10 მაკა ასათიანი ვეგანური კვება 12 სწორი კვება 16 შოთი არველაძე ჯანსაღი ცხოვრების წესი 18 ვატო არველაძე ჯანსაღი ცხოვრების წესი 20 ჯაბა დიასამიძე ბლიცი 22 ირაკლი ნადარეიშვილი თავის მოვლის რუტინა 24 BODY ART − გადადგი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისკენ
22
34
26 როგორ LOOK-ს ირჩევს ლენკა ციციშვილი სანაპიროზე გასასვლელად ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომელიც ყველაფერს უძღვება 30 ლიზა ყენია კოსმეტიკური ჩანთა 32 მაკა ჩიჩუა კოსმეტიკური ჩანთა 34 ნინო დარასელი კოსმეტიკური ჩანთა 36 ნანი ბრეგვაძე კოსმეტიკური ჩანთა 38 10 დეკორატიული კოსმეტიკა 46 BCA − თანამედროვე და კომფორტული მეთოდით წონის
30
კლების გარანტია 58 რა განსხვავებაა
36
პერმანენტულ მაკიაჟსა და ტატუაჟს შორის? მარგარიტა მუნტიანოვას რჩევები ქალბატონებს 62 სხეულის ძერწვის ხელოვნება 68 მარიამ გზირიშვილი დერმატო-კოსმეტოლოგი ყველაზე აქტუალური პროცედურების სამსახურში 70 წონის კორექციის ეფექტური მეთოდი ოპერაციის გარეშე ივლისი 2019
1
2
ივლისი 2019
რედაქტორის სვეტი ცხოვრება საინტერესოა უამრავი გამოწვევით. მათი მიღება და შესრულება პიროვნების ზრდისთვის აუცილებელია. ამიტომ დავთანხმდი ჟურნალ OK!-ის ახალ იდეაში მონაწილეობას. მაინტერესებდა, რას შევძლებდი ჟურნალის მზადების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვე პატარა ჟურნალი მზადდება Beauty and the Box-ისთვის, სრულყოფილი ჟურნალის რედაქტორობა სულ სხვა პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. ჯანმრთელობა და სილამაზე კი ის სფეროა, რომელსაც კარგად ვიცნობ და თავად ვარ უამრავი მომსახურების მომხმარებელი. ვეცადე, მკითხველისთვის შემექმნა ისეთი საინტერესო გზამკვლევი, რომელსაც ქალიც და მამაკაციც გამოიყენებს. BEAUTY AND THE BOX და OK! HEALTH AND BEAUTY BOOK ერთ მიზანს ემსახურება – გაგანებივროთ თქვენ – ჩვენი მომხმარებელი. მართალია ცოტა სუბიექტური აღმოვჩნდი რესპონდენტების შერჩევისას, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ეს ადამიანები მოგვცემდნენ გულწრფელ რჩევებს იმ თემებზე, რომლებიც ბუქშია გაშლილი. და თუ ახლა გიჭირავთ Health and Beauty და კითხულობთ, ესე იგი ჩემი ექსპერიმენტი შედგა.
სიყვარულით, თეონა თავართქილაძე
რედაქტორის არჩევანი
Yves Saint Laurent
CHANEL Piedeterre გაზაფხული ივლისი 2019
3
4
ივლისი 2019
ივლისი 2019
5
Beauty and the box-ის შექმნის იდეის ავტორი თეონა თავართქილაძეა, beautybox 21-ე საუკუნეში, მსოფლიო მასშტაბით, შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული პროდუქტია ამ სფეროში, მისი კონცეფციიდან გამომდინარე. როგორც ვიცი, თეონა იწერდა ერთ-ერთ უცხოურ ბოქსს. ეს პროცესი იმდენად აზარტული აღმოჩნდა, რომ მან გადაწყვიტა საქართველოშიც ყოფილიყო მსგავსი პროდუქტი. ასე გაჩნდა ბოქსის საქართველოში არსებობის იდეა. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაარსდა კომპანია და ვფიქრობ წარმატებულად მუშაობს „ბიუთი ბოქსის“ გუნდი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა აღმოაჩინოს მისთვის ახალი და საჭირო პროდუქტი, რომლის შესახებაც ჯერ არ იცოდა. „ბიუთი ბოქსის“ კონცეფცია მოიცავს შემდეგს: ყოველი თვის ბოქსი უნიკალურია და არ მეორდება, ბოქსი კომპლექტდება 5-დან 8 პროდუქტამდე თავის მოვლის თუ დეკორატიული საშუალებებით, არის როგორც სატესტო ნიმუშები, ასევე სამგზავრო ზომები და სრული ზომის პროდუქტებიც კი. მისი შეძენა შესაძლებელია ონლაინპლატფორმის საშუალებით ვებგვერდზე: www.beautybox.ge ასევე ყუთს მოყვება ბროშურა, რომლითაც მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე თვის პროდუქტების შესახებ. ყოველთვე მომხმარებელს შინ მისდის ბოქსი, რომლის შიგთავსიც მისთვის უცნობია და სიურპრიზის ეფექტი აქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიაში ყველაზე მეტად სიურპრიზებით თეონა გამოირჩევა. მისი ლოიალურობა ზოგჯერ კომპანიის კონცეფციასაც სცდება (უფრო სწორად, ხშირ შემთხვევაში ასეა), პირდაპირ კომუნიკაციაშია თითოეულ მომხმარებელთან და ყველანაირ რესურსს იყენებს მათი სურვილების ასასრულებლად. ჩვენი მომხმარებლის სეგმენტი ძალიან ფართოა − ქალბატონები 17-დან 65 წლამდე და არა მარტო ქალბატონები. რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვყავს გამომწერი მამაკაცებიც, რომლებიც უწერენ ბოქსს თავის ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოქსის გამომწერები გვყავს არა მარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, და ბოქსების მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ბიუთი ბოქსი უზრუნველყოფს, ისე, რომ მომხმარებელს შინიდან გამოსვლაც კი არ სჭირდება. ბოქსი ძირითადად კომპლექტდება საქართველოს ბაზარზე არსებული ბრენდების პროდუქციით, რომელსაც თეონა თავართქილაძე არჩევს და მხოლოდ მას შემდეგ ხვდება ბოქში ნებისმიერი პროდუქტი თუ მომსახურების ვაუჩერი, როდესაც თეონა მას საკუთარ თავზე გამოცდის. გარდა იმისა, რომ ბოქსის შიგთავსი ყოველთვის აღემატება მის ღირებულებას, გამომწერს ეძლევა საშუალება, მილიონობით პროდუქტი, რომელიც გამოდის სილამაზის ინდუსტრიაში, ჯერ საკუთარ თავზე გატესტოს და შემდეგ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რომელი მათგანი შეიძინოს. ყოველთვიურ სტანდარტულ ბოქსთან ერთად, თითქმის ყოველთვე მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ბიუთი ბოქსის გათამაშებებში, სადაც ყველა მომხმარებელს აქვს თანაბარი შანსი, მიიღოს დამატებით წამახალისებელი საჩუქრები − როგორც პროდუქტები, ასევე მომსახურების სხვადასხვა ვაუჩერი. კომპანიის სამომავლო გეგმები მოიცავს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ინოვაციური პროდუქტი მოხვდეს ჩვენს ბოქსში. ჩვენი გამომწერების რაოდენობა დღითი დღე იზრდება და მათი ხარისხიანი მომსახურებაა ჩვენი მთავარი მოტივაციაც და სამომავლო გეგმაც.
6
ივლისი 2019
ივლისი 2019
7
მე ვეგანი ვარ! ვეგანური კვების შესახებ ვეგეტარიანელობის თანამედროვე კლასიფიკაცია 100 წელზე მეტია რაც ფორმირდება და ხორცის უარყოფიდან ყველა ცხოველურ პროდუქტზე, მათ შორის რძესა და კვერცხზე უარის თქმამდე მიდის. დღეს ძირითადად ორ მიმართულებას გამოყოფენ: ვეგანობას და ლაქტოს. ვეგანობა უფრო მკაცრი ფორმაა. მასზე მორგებით ადამიანი უარს აცხადებს ყველა იმ პროდუქტის მირთმევაზე, რომელიც ცხოველთა მკვლელობით ან ექსპლუატაციით მიიღება. მსგავსი ფილოსოფიის გამო, ვეგანები არც ნატურალური ტყავის სამოსს ატარებენ. 1944 წელს ბრიტანელმა დონალდ უოტსონმა ლონდონში პირველი ვეგანური საზოგადოება ჩამოაყალიბა. უოტსონმა თავად მოიფიქრა ტერმინი „ვეგანი“, რათა აღეწერა ისეთი ვეგეტარიანელები, რომლებიც არც რძეს და არც კვერცხს იღებენ. ხორცზე უარის თქმის იდეა კი ძველი ინდოეთიდან და ხმელთაშუაზღვისპირეთის რამდენიმე ქვეყნიდან მოდის. იგი დონალდის კონცეფციაზე 2500 წლით ადრე იღებს სათავეს. ამბობენ, რომ ვეგანური რაციონი მოკლებულია ცილის, რკინის, კალციუმის, ვიტამინ D-სა და В12-ს სრულფასოვან შემცველობას. თუმცა რაციონის სწორი შედგენით შეგიძლიათ ცილის, რკინის, თუთიის, კალციუმის, ვიტამინ D-ს, რიბოფლავინის, ვიტამინ B12-ის, ვიტამინ A-ს და იოდის საჭირო რაოდენობა თავისუფლად მიიღოთ და ვეგანური კვება აბსოლუტურად სრულფასოვანი გახადოთ. ზომიერი ვეგანური დიეტა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა დაშვებული, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. იგი სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვისაც გამოგადგებათ.
8
ივლისი 2019
ვეგანური რაციონის მთავარი პრობლემა საკმარისი ცილის მიღებაა, რომელიც ზოგიერთ მცენარეულ საკვებში არასრულფასოვნადაა წარმოდგენილი, მაგრამ სხვადასხვა სახეობის მარცვლეულისა და პარკოსანი პროდუქტების შეხამებით, ასევე თხილით, შეგიძლიათ ცილა სავსებით საკმარისად მიიღოთ. ცილით უფრო მეტად მდიდარი სოიოს პროდუქტებია. 100 გრამ სოიოს ყველ „ტოფუში“ საშუალოდ 7-დან 14 გრამამდე ცილაა. 100 გრამ სოიოს მარცვლებში კი 35 გრ ცილა. მეორე პრობლემა ვიტამინ B12-ის საჭიროებაა, რომელიც მცენარეული საკვების წყაროებში არ მოიპოვება. ადრეული ვარაუდით, ზოგიერთი საკვები, მაგალითად სპირულინა და ქერის ბალახი ვიტამინ B12-ის საჭირო წყაროა. შეგიძლიათ რაციონს მისი სახით სხვა საკვები დანამატი შესძინოთ. ვეგანურ რაციონში რომ არასაკმარისი კალციუმია, ეს მითი გახლავთ. მას ბევრი სახეობის მცენარეული პროდუქტი შეიცავს. მეტიც − კალციუმი მცენარეულ საკვებში უფრო ჭარბადაა, ვიდრე რძის პროდუქტებში. ეს ნივთიერება ბევრ მცენარეულ რძეს სპეციალურად აქვს დამატებული. კალციუმით მდიდარია სოიოს მარცვლები, ლეღვი, ოხრახუში, რეჰანი, თხილი, სეზამის მარცვლები და ა.შ. ასორტიმენტის ყურადღებით და დაკვირვებით გადახედვისას, შეგიძლიათ ასეთი სრულფასოვანი რაციონი შეადგინოთ: მცენარეული სასმელები, მცენარეული რძის პროდუქტები, „ტოფუ“ და სოიოს ხაჭო, მცენარეული ყველი, მცენარეული ხორცი, ვეგეტარიანული ძეხვი, ვეგეტარიანული ნახევარფაბრიკატები, პასტა, პაშტეტები და ჰუმუსი, ატრია, ბოსტნეული, ხილი და ა.შ. ივლისი 2019
9
ფოტო: Grigor Devejiev
10
ივლისი 2019
მაკა ასათიანის ვეგანური კვება როდის და რატომ გახდით ვეგანი? სულ რამდენიმე თვეა, რაც აღმოვაჩინე, რომ შემიძლია დავიცვა ბუნება და პლანეტა, და გავხდი ვეგანი, ანუ პლანეტის bodyguard. როგორია თქვენი ვეგანური კვების რაციონი? დილით ვსვამ ყავას, რომელიც საუზმეს მიცვლის და ამიტომ დილაობით არასოდეს მივირთმევ. ასე ვარ მიჩვეული. სადილს და ვახშამს ვაერთიანებ დღის მეორე ნახევარში. იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ვხარჯავ ბევრ ენერგიას ან სპორტით ვარ დაკავებული, ვიკვებები ორჯერ. არ მაქვს განსაზღვრული კვების საათები. რა არის დადებითი და უარყოფითი ვეგანურ კვებაში? მე მხოლოდ დადებითს ვხედავ, მაგრამ რადგან რაციონი მწირია, მივაქციოთ ყურადღება, რომ მივიღოთ ყველა ის მინერალი და ვიტამინი, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელია. რომელია თქვენი ფავორიტი ვეგანური კერძი და პროდუქტები? პროდუქტებიდან ტეფი არის ჩემი აღმოჩენა. ამ საოცარ მარცვლეულში ბევრი ცილა, კალციუმი და რკინაა, რაც აუცილებელია კანისთვის. ტეფი აბსოლუტურად არაალერგიული და ნაკლებად კალორიულია. რადგან მე გლუტენსაც არ ვიღებ, ვიყენებ ორ პროდუქტს − ამარანტს და ტეფს პურისა და ორცხობილების მოსამზადებლად. კიდევ ერთი ფავორიტი პროდუქტი კანაფის მარცვლებია და საკვები საფუარი, რომელიც შეიცავს ვიტამინ B12-ს. სელის მარცვლებს, რომლებიც მდიდარია იოდით, ვიყენებ წვნიანების მოსამზადებლად. ჩემს რაციონში აუცილებლად არის გოგრის თესლიც, რომელიც მდიდარია ფოსფორით და მაგნიუმით. რაზე გაგიჭირდათ ყველაზე მეტად უარის თქმა? ყველაზე მეტად უარის თქმა გამიჭირდა ყველზე. ვეგანური კვების გარდა, ჯანსაღი ცხოვრების რა პრინციპებს ითვალისწინებთ? ვცდილობ კვირაში 3-ჯერ მაინც დავუთმო დრო ვარჯიშს. როგორია თავის მოვლის თქვენეული რუტინა და თუ შეიცვალა ის წლებთან ერთად? ყველა ქალის მსგავსად, ვიყენებ დღისა და ღამის დამატენიანებლებს. ჩემი ბოლო წლების აღმოჩენა და საყვარელი პროდუქტია გენიალური ვალმონტის ჰიალურონის ნიღაბი და წყალი.
ივლისი 2019
11
სწორი კვება
ყველა ვთანხმდებით, რომ ჯანსაღი კვება აუცილებელია როგორც წონის გასაკონტროლებლად, ასევე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, თუმცა ხშირად არ ვიცით დღის სხვადასხვა მონაკვეთში რომელი პროდუქტი მივირთვათ. OK! კულინარ ქეთი ბაქრაძეს ესაუბრა, რომელმაც სწორი კვების რუტინა გაგვიზიარა. საუზმე − პომიდვრის ბრუსკეტა დილით საუზმის მიღება ყველა ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანსია, რათა დღე ენერგიულად დავიწყოთ. მთავარია კერძი ჯანსაღი პროდუქტებისგან იყოს მომზადებული. ბრუსკეტა პომიდვრით გემრიელი იტალიური კერძია და მისი მომზადებაც საკმაოდ მარტივია. პურზე დაჭრილი პომიდორი და რამდენიმე სახეობის სუნელი საკმარისია წარმატებული დღის დასაწყებად.
12
ივლისი 2019
ლანჩი − ისპანახისა და პრასის წვნიანი ლანჩისთვის იდეალური ვარიანტია ვიტამინებით მდიდარი და ჯანსაღი მწვანე სუფი, რომელიც ისპანახით, პრასით, პარმეზანით და ნაღებით მზადდება. არის საკმაოდ მსუბუქი და რაც მთავარია, დანაყრებადი კერძი.
ივლისი 2019
13
ვახშამი − სიბასი დღის დასასრულს კი შეგიძლიათ გრილზე შემწვარი უგემრიელესი სიბასი მიირთვათ, რომელიც პომიდვრისა და თეთრი ღვინის სოუსით, ნივრითა და ოხრახუშით მზადდება, არის ძალიან მსუბუქი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
14
ივლისი 2019
შოთი არველაძის
16
ივლისი 2019
ჯანსაღი ცხოვრების წესი რა არის თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? მთავარია ძილი 00:0- დან 8:00-8:30-მდე, შემდეგ მინიმუმ სწორი კვება და თუნდაც კვირაში 2-ჯერ ვარჯიში. იყენებთ თუ არა თავის მოვლის საშუალებებს ყოველდღიურად? სახეზე ვისვამ კრემებს, ტანზე LA MER-ს. თვალის ირგვლივ − La prairie (ეს თეონამ მირჩია). რა დროს უთმობთ ვარჯიშს? ვცდილობ კვირაში 2-ჯერ მაინც ვიძუნძულო 45 წუთის განმავლობაში. აქცევთ თუ არა ყურადღებას ჯანსაღი კვების რეჟიმს? ძალიან მინდა, რომ არ „გამექცეს“ წონა და ვცდილობ დავაკვირდე, რას მივირთმევ, მაგრამ ამაოდ. რა წარმოადგენს თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებას? თუ შევძელი დღისით 1 საათი დაძინება, ეს საუკეთესო განტვირთვაა, ან იქნებ ფეხბურთი ვითამაშო ხანდახან მაინც. რომელია თქვენი საყვარელი სუნამო? საყვარელი სუნამო არ მაქვს. როგორია იდეალური ქალი? მე მხოლოდ ერთს ვიცნობ ასეთს.
ივლისი 2019
17
18
ივლისი 2019
ვატო არველაძის ჯანსაღი ცხოვრების წესი რა არის თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? პროფესიიდან გამომდინარე, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის არა მხოლოდ სასურველი, აუცილებელიცაა. ამიტომ, მას შემდეგ რაც გააზრებულად ვთამაშობ ფეხბურთს, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
იყენებთ თუ არა თავის მოვლის საშუალებებს ყოველდღიურად? აუცილებლად. ყოველდღიური ვარჯიშისა და დატვირთვის შემდეგ, თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები ძალიან მნიშვნელოვანია. რა დროს უთმობთ ვარჯიშს? როცა საფეხბურთო სეზონი მიმდინარეობს, ვარჯიში და დატვირთვა ყველაზე მეტად ამ პერიოდში იზრდება. ცხადია, ინდივიდუალურადაც ბევრს ვვარჯიშობ, რადგან პირველი სეზონი ჩავატარე ევროპაში და დავინახე, რა მაქვს გასაუმჯობესებელი კიდევ უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ. მოედნის გარდა, ფიტნესდარბაზშიც ვვარჯიშობ და აუზშიც ვცურავ. დღევანდელ ფეხბურთს ათლეტური სხეული და დიდი ფიზიკური გამძლეობა სჭირდება. აქცევთ თუ არა ყურადღებას ჯანსაღი კვების რეჟიმს? ვებაზე ზრუნვა ვარჯიშივით მნიშვნელოვანია. მიყვარს ბევრი ისეთი საკვები, რომელზეც ყოველდღიურად, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე უარს ვამბობ. კლუბის სამედიცინო შტაბი ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ჩვენს რაციონზე, ასე რომ ამ მხრივაც ფორმაში ვარ. რა წარმოადგენს თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებას? საუკეთესო განტვირთვა გვერდით იმ ადამიანების ყოლაა, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს − ოჯახის წევრები და მეგობრები. თუმცა დატვირთული დღის ან თამაშის შემდეგ, ზოგჯერ მარტო ყოფნაც აუცილებელია. ამ დროს ვცდილობ, ძირითადად შინ ვიყო და ახალ ფილმებს ვუყურო, წიგნები წავიკითხო ან „ფლეისთეიშენი“ ვითამაშო. რომელია თქვენი საყვარელი სუნამო? maison francis kurkdjian. როგორია იდეალური ქალი? ისეთი, როგორიც გვერდით მყავს – ერთგული, ლამაზი, ჭკვიანი და ძალიან მხიარული.
ივლისი 2019
19
20
ივლისი 2019
ჯაბა დიასამიძის ბლიცი რა არის თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? შინაგანი ხმის, საკუთარი თავის მოსმენა. იყენებთ თუ არა თავის მოვლის საშუალებებს ყოველდღიურად? ყოველ დილით ვიყენებ sensai cellular performance hydrachange cream-ს. ვარჯიშობთ თუ არა? დღის განმავლობაში დავდივარ 10 კმ-ს. აქცევთ თუ არა ყურადღებას ჯანსაღი კვების რეჟიმს? ვცდილობთ მე და ჩემი შინაგანი ხმა. რა წარმოადგენს თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებას? ცეკვა. რა არის თქვენი განუყრელი აქსესუარი? სამი ბეჭედი და ტელეფონი. როგორია იდეალური ქალი? ისედაც იდეალურია ქალი (დიდი ფონტითეს პასუხი).
ივლისი 2019
21
22
ივლისი 2019
ირაკლი ნადარეიშვილის თავის მოვლის რუტინა თავის მოვლა როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. თუმცა ხშირად არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ვივარჯიშოთ ან ჩავიტართ სხვადასხვა პროცედურა. მუსიკალურმა პროდიუსერმა ირაკლი ნადარეიშვილმა გაგვიზიარა, თუ როგორ უვლის თავს და როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ მცირე ცვლილებებითაც კი საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში. რა პრინციპებს ექვემდებარება თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება? ჯანსაღი ცხოვრება ექვემდებარება ჯანსაღი ცხოვრების წესს, რომელიც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. მე ვეგეტარიანელი ვარ, ვიღებ ძალიან ბევრ წყალს. როცა შესაძლებლობა მაქვს, ვვარჯიშობ და რაც მთავარია, ვცდილობ დადებითი ემოციებით დავიტვირთო თავი. თავის მოვლის რომელ საშუალებებს იყენებთ? ვიყენებ როგორც წვერის მოვლის საშუალებებს, ასევე სახის ნიღბებს, დასაბან საშუალებებს, კრემებს. ფაქტობრივად ყველაფერს, რაც შეიძლება მამაკაცმა გამოიყენოს თავის მოვლისთვის. სასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის თქვენეული საიდუმლო ან ხრიკი ხომ არ გაქვთ? რაიმე განსაკუთრებული ხრიკი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, კვების რაციონიდან ხორცის ამოღება ხელს უწყობს ორგანიზმს უკეთეს ფორმაში იყოს. გარდა ამისა, როცა ვვარჯიშობ, აუცილებლაც ვიღებ საკვებ დანამატებს. რა დროს უთმობთ ვარჯიშს და რას ურჩევდით მათ, ვისაც ამის დრო არ აქვს? არსებობს ძალიან ბევრი ვარჯიში, რომლებიც საკმაოდ მცირე დროს მოითხოვს. ასეთი ტიპის ვარჯიშებია: ტიბეტური 5 ბრუნი, აზიოგას ვარჯიშები და კიდევ სხვა უამრავი. რაც შემეხება მე, ვცდილობ კვირაში სამჯერ მაინც აუცილებლად ვივარჯიშო. რას ითვალისწინებს თქვენთვის ჯანსაღი კვება? გაგვიმხილეთ თქვენი რაციონი. არ მივირთმევ არც სწრაფი კვების ობიექტების საკვებს და არც ცხიმიან კერძებს. მთავარია, იყოს ჯანსაღი და ახალი. რა წარმოადგენს თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებას და როგორ იცვლება ცხოვრების რეჟიმი ასაკთან ერთად? ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება მეგობრებთან ერთად დროის გატარებაა. დროსთან ერთად ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. ერთადერთი, რაც შეიცვალა, აქტიური დღის ფაზაა − უფრო ადრე ვიღვიძებ და უფრო ადრე ვიძინებ. რომელ სუნამოს და სურნელს მიიჩნევთ თქვენს იდენტობასთან ყველაზე ახლოს? რამდენიმე სუნამოს მოვიხმარ ერთდროულად, თუმცა ჩემს იდენტობასთან ყველაზე ახლოსაა vera wang. გაგვიზიარეთ თავის მოვლის რუტინა... კვირაში 2 ჯერ ვიკეთებ Sisley-ის შავი ვარდის ნიღაბს, ასევე ვიყენებ Shiseido-ს დამატენიანებელს. როგორია თქვენთვის მოვლილი ქალი? ლოკაცია: შერატონ გრანდ მეტეხი მოვლილი ქალი ჯანსაღად და თანამედროვედ უნდა გამოიყურებოდეს. ივლისი 2019
23
Body Art − გადადგი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისკენ ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ვარჯიშია, რომელსაც თუ ერთხელ მაინც გამოცდი, აუცილებლად გახდება შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. FIT GALLERY − ეს არის სპორტული დარბაზი, სადაც თქვენ დაგხვდებათ ვარჯიშის რამდენიმე სახეობა, ერთ-ერთი მათგანი კი BODY ART-ის ვარჯიშებია. მარიკა გოგოლაშვილი
24
ივლისი 2019
Body Art − ეს არის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოიაზრებს ადამიანს, როგორც სხეულის, სულისა და გონების ერთიანობას. ვარჯიშის ეს სახეობა აერთიანებს იოგას, პილატესის, ცეკვისა და ტაი ჩის ელემენტებს. OK! Fit Gallery-ის მწვრთნელ მარიკა გოგოლაშვილს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს ვარჯიშის ამ სახეობის შესახებ. როდის აღმოაჩინეთ ვარჯიშის ეს სახეობა? 22 წელია, რაც ფიტნესინსტრუქტორი ვარ. თავდაპირველად პილატესით დავიწყე, დაახლოებით 2 წლის წინ კი ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი პირველ ევროპულ პროგრამას Body Art, რომელიც The Bar Method-ის პროგრამაა და აქვს უნიკალური შედეგი: კუნთის სწრაფი ფორმირება, წონაში კლება, მაქსიმალური შედეგი მინიმალურ დროში, უსაფრთხო თერაპიული ზემოქმედება და სხვა. ვარჯიშის ეს სახეობა რობერტ სტეინბახერს ეკუთვნის, რომელიც ბავშვობაში ტანმოვარჯიშე გახლდათ, ტაიჩინით და იოგათიც იყო დაინტერესებული და ზრდასრულ ასაკში რეაბილოტოლოგი გახდა, ნელ-ნელა მოჰკიდა ხელი ამ პროგრამას და პროფესიონალებთან ერთად დაიწყო მისი განვითარება. რა არის Body Art-ის უპირატესობა? Body Art არის ძალოვანი, აქტიურ-პასიური ვარჯიშების პროგრამა, რომელიც უმტკივნეულოდ აგვარებს ხერხემლის პრობლემას. არის სტრესის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება და ჭიმავს ან ადუნებს ორგანიზმს, რაც სხეულის სწრაფი კორექციის საშუალებას იძლევა. ამ დროს კუნთში შედის ჟანგბადი და სისხლის მიმოქცევა აქტიურდება. არის საკმაოდ დიდი დატვირთვა და მუშაობს ყველა კუნთი. ზოგადად, შინაგანი მდგომარეობისთვის იდეალური ვარიანტია ვარჯიში. რამდენად ბევრი მომხმარებელი ჰყავს ვარჯიშის ამ სახეობას? მომხმარებელი საკმაოდ ბევრია, რადგან ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს. უფრო ხშირად სხეულის კორექციისთვის მოგვმართავენ, თუმცა ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლადაც მოდიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა საზოგადოებაში Body Art და საკმაოდ ბევრმა დაიწყო ვარჯიში. მომღერალი მადონაც ძალზე აქტიურად ვარჯიშობს მას შემდეგ, რაც ეს სახეობა აღმოაჩინა. რამდენად სწრაფად მიიღება სასურველი შედეგი? სასურველი შედეგი საკმაოდ სწრაფად მიიღება, თუმცა ვარჯიშთან ერთად აუცილებელია სწორი კვება და ძილი, ეს სამი კომპონენტი სხეულის სასურველი ფორმების მიღების მთავარი წინაპირობაა.
ნათია შელეგია ივლისი 2019
25
როგორ Look-ს ირჩევს ლენკა ციციშვილი სანაპიროზე გასასვლელად ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომელიც ყველაფერს უძღვება
26
ივლისი 2019
ივლისი 2019
27
28
ივლისი 2019
Pierrot Le Fou-ის მფლობელი, არქიტექტორი და 4 შვილის დედა ლენკა ციციშვილი არაერთხელ მოექცა ქართველი და უცხოელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად OK! ლენკას შოურუმში ეწვია, რათა უკეთ გაგვაცნოს თავი და რამდენიმე რჩევაც მოგვცეს პლაჟის Look-ის ასარჩევად. რა პრინციპებს ექვემდებარება თქვენთვის ცხოვრების სტილი? ძალიან ბევრს ვმუშაობ, ბევრი შვილი მყავს, არქიტეტორი ვარ და პარალელურად, მაქვს შოურუმი. შესაბამისად, მაქვს ძალიან დატვირთული ცხოვრების სტილი. მიყვარს მოგზაურობა, მეგობრებთან ერთად გართობა და ყველანაირად ვცდილობ ყველაფრისთვის გამოვნახო დრო. როგორ უვლით თავს? რომელ საშუალებებს მიმართავთ იმისათვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ? სახის მოვლას რაც შეეხება, მუდმივად ვცვლი პროდუქტებს, ასევე ვვარჯიშობ, თუმცა სისტემატურად არა. ვჯირითობ ცხენით, ვსეირნობ ველოსიპედით, ვცურავ, ასევე ვაკეთებ სინდი კროუფორდის ვარჯიშებს ჰანტელებით და ამ ყველაფრის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრს დავდივარ. რა არის თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ჯანსაღი ცხოვრება ჩემთვის კარგ განწყობასთან და ხასიათთან ასოცირდება. კვებას რაც შეეხება, ვცდილობ ჯანსაღი საკვები მივიღო, თუმცა ჩემი ყოველდღიური გრაფიკიდან გამომდინარე, ამას ვერ ვახერხებ. რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება? მეგობრებთან ერთად ცეკვა. გაგვიზიარეთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რუტინა... დილით ძალიან ადრე ვიღვიძებ, შემდეგ მივირთმევ ყავას და ვათვალიერებ სიახლეებს. ამის შემდგომი პერიოდი კი ყოველდღიურად განსხვავებულია. ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას? არ მაქვს გამოკვეთილი სტილი, ვცდილობ ყველაფერი მოვირგო და ვიცვამ იმას, რაც მომიხდება. ასევე ძალიან მიყვარს აქსესუარები. როგორია თქვენი ერთი დღის Look-ი პლაჟზე გასასვლელად? პლაჟზე გასასვლელად ჩემი ერთი დღის Look-ი ასეთია: Yohji Yamamoto-ს საცურაო კოსტიუმი Chanel-ის ქამართან ერთად. Jacquemus-ის შლაპა, რომელიც ძალიან ტრენდული და მოდურია ამ სეზონზე. Pierre Hardy-ის სანდლები და Hugo Mata-ს ჩანთა, რომელიც ძალიან ტევადია და პლაჟს საოცრად უხდება. რომელი ფერები ჭარბობს თქვენს გარდერობში და შოურუმში? შავი და თეთრი ჭარბობს, თუმცა ფერადი სამოსიც ძალიან მიყვარს. რა არის თქვენი ცხოვრების ინსპირაცია? ჩემი ინსპირაციაა ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი, რომელიც ყველაფერს უძღვება.
ივლისი 2019
29
ლოკაცია: CHEF’S BROTHERS მოსაშვილზე 30
ივლისი 2019
ლიზა ყენიას კოსმეტიკური ჩანთა
რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებთ ყოველდღიურად? არ ვარ მაკიაჟის ხშირი მომხმარებელი. თუ არ მაქვს გადაღება, ვცდილობ საერთოდ არ გავიკეთო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იძულებული ვარ, ძირითადად NYX-ის კოსმეტიკას ვიყენებ. ეს ბრენდი ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, და ვინაიდან არ მაქვს ტექნიკური ხელი, ძალიან მიადვილდება თუნდაც „ჩრდილების“ გაკეთება. ეს პროდუქტები უცვლელია თუ სეზონთან ერთად იცვლება? მაგალითად, Victoria’s Secret-ის ტუჩსაცხი ძალიან მომწონს და შეიძლება დიდხანს არ შევცვალო. ძირითადად, ტონალურს და ფერ-უმარილს ვცვლი, იმიტომ, რომ რამდენჯერაც ახალი შევიძინე, უკეთესი ფერები აღმოვაჩინე. თუმცა არის პროდუქტები, რომლებიც ძალიან მომწონს და მიჭირს მათი შეცვლა. აირჩიეთ პროდუქტი, რომლის გარეშე შინიდან არ გახვალთ. ყველაზე მეტად მიყვარს Victoria’s Secret-ის ტუჩსაცხი, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ.
ივლისი 2019
31
ლოკაცია: CHEF’S BROTHERS მოსაშვილზე 32
ივლისი 2019
მაკა ჩიჩუას კოსმეტიკური ჩანთა რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებთ ყოველდღიურად? დილით, უპირველესად, სახეს ვიბან სპეციალური გელით, შემდეგ ვისვამ დამატენიანებელს. არ მიყვარს დეკორატიული კოსმეტიკა, ვიყენებ მხოლოდ მაშინ, თუ რომელიღაც მათგანი საჭიროა გადაღების დროს. წარმოდგენილი კოსმეტიკური საშუალებებიც გამოუვალი შემთხვევებისთვის მაქვს. მაგრამ თუ მაინც აუცილებელია მაკიაჟის გაკეთება, ვისვამ Max Factor-ის კორექტორს, რომელიც ძალიან კარგად ფარავს სახიდან უძილობასა და დაღლილობას. ეს პროდუქტები უცვლელია თუ სეზონთან ერთად იცვლება? ეს პროდუქტები სეზონურად იცვლება, რადგან ზამთარში ტონალურიც ემატება ჩემი კოსმეტიკის ჩანთას. ამ ჩანთიდან აირჩიეთ პროდუქტი, რომლის გარეშე შინიდან არ გახვალთ. ყოველდღიურად შინიდან აბსოლუტურად უმაკიაჟოდ გავდივარ, რადგან ძალიან მაწუხებს. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ვისვამ Estee Lauder-ის თვალის ფანქარს. როცა მაქვს რუჯი, ვიყენებ პუდრს და თუ არ მაქვს − ტონალურს. იმ შემთხვევაში, თუ მინდა გავიპრანჭო, ვისვამ ტუშს. ასევე ჩანთაში ყოველთვის მაქვს თმის სამაგრი და ქლიბი. გარდა ამისა, ვიყენებ Beauty and the box-ის ტუჩების დამარბილებელს. საერთო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ Beauty and the box ძალიან კარგი მოფიქრებაა, რადგან უამრავი საინტერესო რამის აღმოჩენაა მასში შესაძლებელი. ძალიან კარგი რამ შემოგვთავაზა თეონა თავართქილაძემ ქალბატონებს. ასევე მაქვს „არმანის“ წითელი ტუჩსაცხი, რომელიც ტუჩზე შრება და ჩემთვის ყველაზე მისაღები ფერია.
ივლისი 2019
33
34
ივლისი 2019
ნინო დარასელის კოსმეტიკური ჩანთა რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებთ ყოველდღიურად? ვინაიდან ტელევიზიაში ძალიან ხშირად მიწევს მაკიაჟის გაკეთება, ყოველდღიურად აღარ მოვიხმარ, რადგან ვფიქრობ, რომ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების გარეშე კანი სუნთქავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მაშინ, როცა საჭიროება მოითხოვს გავიკეთო თუნდაც მსუბუქი მაკიაჟი, ვიყენებ MAC-ის სახის ილუმინატორს და MaluWilz-ის ტუჩისფერ ტუჩსაცხს. ეს პროდუქტები უცვლელია თუ სეზონთან ერთად იცვლება? სუნამოები და ტუჩსაცხი დიდი ხანია არ შემიცვლია. ზოგადად, არ მიყვარს ცვლილებები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს კოსმეტიკის ჩანთაში MAC-ის სახის ილუმინატორია ახალი. აირჩიეთ პროდუქტი, რომლის გარეშე შინიდან არ გახვალთ. ძირითადად, Histoires des parfums Blue-ს სუნამოს გარეშე არ გავდივარ შინიდან.
ივლისი 2019
35
36
ივლისი 2019
ნანი ბრეგვაძის კოსმეტიკური ჩანთა რომელ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებთ ყოველდღიურად? ამ ჩანთიდან ყველაფერს ყოველდღიურად ვიყენებ, ტუშის გარდა. ტუშს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვისვამ. აირჩიეთ პროდუქტი, რომლის გარეშე შინიდან არ გახვალთ. შინიდან პომადის გარეშე არ გავდივარ ხოლმე. ეს პროდუქტები უცვლელია თუ სეზონთან ერთად იცვლება? პროდუქტებს სეზონის მიხედვით არ ვცვლი. თუმცა ჩემთვის იმხელა მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს, რომ ახალ შეფუთვაში გამოსულ პროდუქტებზე უარს ვერ ვამბობ.
ივლისი 2019
37
10 დეკორატიული კოსმეტიკა
ფერადი ტუში SEPHORA ფერადი ტუში სილამაზის ტრენდებში ნამდვილი ჰიტია. ამას ადასტურებს ყველა მოდური ჩვენება და ვარსკვლავების იმიჯი.
38
ივლისი 2019
ჰაილაითერი GLOSSIER HALOSCOPE თუ გსურთ თქვენი სახე უფრო ნათელი გახდეს, მაშინ არჩევანი ჰაილაითერზე უნდა შეაჩეროთ. იდეალურად წასმული ეს პროდუქტი თვალებს, ლოყებს და შუბლს უფრო გამომხატველად წარმოაჩენს და სახეს სიმეტრიულობას შესძენს.
ბლაში სილამაზის ყველა საშუალებას შორის, ბლაში იმიჯის სრულყოფისთვის ყველაზე ეფექტურია. მისი მეშვეობით სახე ცოცხალ, ჯანსაღ და ახალგაზრდულ იერს მიიღებს.
გლითერი განსაკუთრებული შემთხვევებისა და დღესასწაულებისთვის გლითერი საზეიმო არჩევანია! თქვენი იმიჯი ყველა სტუმრისთვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იქნება. სილამაზის გურუები ტრენდს სახეზე მრავალფეროვანი ასახვით წარმოგვიდგენენ.
ივლისი 2019
39
მაკიაჟის ფიქსატორი სპრეი ალბათ ყოფილა შემთხვევა, როცა დიდი დრო დაგიხარჯავთ მაკიაჟის გაკეთებაზე და სამწუხაროდ, საღამომდე არ გაგყოლიათ. მაკიაჟის სპრეი გვეხმარება სახეზე მაკიაჟის არსებობა გავიხანგრძლივოთ.
ტუჩის გლოსი გლოსი გამოიყენება მაშინ, როცა გსურთ ტუჩებს გარკვეული შეფერილობა ჰქონდეს, მაგრამ არა მკვეთრი ეფექტი.
BB კრემი ADEN BB კრემი უნიკალურია, რადგანაც სასარგებლო პროდუქტების კომბინაციას წარმოადგენს. ის გამოიყენება როგორც კანის დასაცავად, ისე მისი შეფერილობისთვის.
40
ივლისი 2019
წარბის ლაინერი AVON ეს ლაინერი საშუალებას მოგცემთ წარბს გამოკვეთილი ფორმა და სათანადო შეფერილობა მისცეთ.
თვალის ფერადი ფანქრები „ჩრდილების“ მსგავსად, წელს თვალის ფანქრის შემთხვევაშიც მრავალფეროვნება მკვიდრდება. შეგიძლიათ აირჩიოთ თვალის ფერის მიხედვით და გუგები უფრო გამომხატველი და მკვეთრი გახადოთ.
თვალის „ჩრდილები“ 2019 წლის სილამაზის ტრენდები თვალის მაკიაჟში ფერადოვნებას და სითამამეს მოითხოვს. წელს აქცენტი ცისარტყელას ფერებზე, ანუ არაკონკრეტულ ტონალობაზეა გამახვილებული. ივლისი 2019
41
მშრალი შამპუნი BATISTE სილამაზის ბრენდ Batiste-ს მშრალი შამპუნის 20-მდე სახეობა აქვს შემოთავაზებული − აბსოლუტურად ყველანაირი ტიპის თმისთვის. მათი საიდუმლო ფორმულის შედეგად, თმა შესამჩნევად მსუბუქდება და შამპუნი სრულიად შეუმჩნეველი რჩება.
მზისგან დამცავი საშუალება ELTA MD UV CLEAR ცხელა თუ ცივა, მზიანი ამინდია თუ წვიმიანი, გარეთ გასვლამდე მზისგან დამცავი საშუალება აუცილებლად უნდა წაისვათ. ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვით, უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან. ეს პროდუქტი 2019 წლის ერთერთ საუკეთესო საშუალებად აღიარეს.
42
ივლისი 2019
თერმული წყალი მთის წყაროებში აღმოჩენილი თერმული წყალი სავსეა მინერალებით და სილამაზის საკითხებში ბევრი სასარგებლო თვისებით ხასიათდება. იგი სახის კანს იცავს დაბინძურებისგან, ატენიანებს, აახლებს მაკიაჟს და ამშვიდებს.
თვალის პაჩი თუ უძილობა, დაღლილობა, ბახუსი ან უბრალოდ გაღიზიანება სახეზე აშკარად აისახება, თვალის ნიღაბი გჭირდებათ. თვალზე 10 წუთით გაჩერებისას პაჩი გაუწყლოებას, შესიებას თუ ჩაშავებულ უპეებს ოსტატურად მოუვლის.
სახის გომაჟი EVOLUDERM გომაჟი სილამაზის რუტინისთვის აუცილებელი საშუალებაა. ეს არგანის ზეთი დაგეხმარებათ სახიდან მკვდარი უჯრედები მოიშოროთ. სკრაბი კანს ბუნებრივად დაატენიანებს.
რუჯის შემდეგ მისაღები საშუალება კანს ყურადღება არა მხოლოდ მზეზე გასვლის წინ, არამედ მის შემდეგაც სჭირდება. მზის სხივების ქვეშ დიდი ხანი ყოფნა შესაძლოა განწყობას უხდებოდეს, მაგრამ კანს ნამდვილად არა. მზისგან მიყენებული ზიანი შეგიძლიათ სილამაზის სხვადასხვა პროდუქტით აღიდგინოთ. ჩამონათვალი მოიცავს ნიღაბს, გელს, ლოსიონს და ა.შ.
ივლისი 2019
43
სახის დამატენიანებელი სახის დატენიანება კანს ეხმარება საკუთარი თავი აღიდგინოს. მისი რეგულარული გამოყენება კანის პრობლემების შემცირებაშიც დაგეხმარებათ.
ტანის შიმერი შიმერი − ეს არის მაკიაჟი, რომელიც კანის გარკვეულ არეალებს მბზინვარებას და ბრწყინვალებას შემატებს. მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკისა და კანის ფერის ადამიანს შეუძლია. მთავარია საკუთარი ტონალობის აღმოჩენა და შიმერი მთლიანი მაკიაჟის უკანასკნელ აკორდად მოგვევლინება.
44
ივლისი 2019
თმის ნიღაბი IL SALONE თმის ნიღაბი უნიკალური, თმის სტრუქტურის ღრმად მკურნალი საშუალებაა, რომელიც თმას ნებისმიერი მავნე ზემოქმედების შემდეგ აღადგენს.
ტუჩის ბალზამი SPF ტუჩებზე კანი ძალიან თხელია, რაც მას ზედმეტად მგრძნობიარეს ხდის მზის, სიცივის თუ ქარის მიმართ. SPF-ბალზამი კანსა და კოლაგენს იცავს. გარეთ გასვლის წინ, აუცილებლად გამოიყენეთ იგი, რათა ტუჩები დაიცვათ.
ივლისი 2019
45
BCA − თანამედროვე და კომფორტული მეთოდით წონის კლების გარანტია
ნათია ომერაძე
მათთვის, ვინც ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის, არასასურველი წონისგან თავის დაღწევა საკუთარ თავზე გამარჯვებაა, თავდაჯერებით, სიცოცხლის ხალისითა და მეტი თვითრწმენით რომ ხელახალ დაბადებას ჰგავს. ზოგჯერ წონაში მატება მხოლოდ საყვარელ კერძებთან განშორების კეთილი ნების ნაკლებობას არ უკავშირდება, არამედ ბევრად ღრმა ფესვები აქვს. მთავარ მიზეზებზე პასუხის პოვნა კი ის გასაღებია, რომელსაც BCA-ში ამზადებენ. საქმიანობის სპეციფიკაზე, მის პრინციპებსა და უპირატესობებზე ცენტრის მენეჯერებს, კვებითი ქცევის მთავარ სპეციალისტსა და BCA-ის დამფუძნებლებს, ასევე საოცარი შედეგით გარდაქმნილ პაციენტს OK! ესაუბრა.
46
ივლისი 2019
ნათია ომერაძე − BCA-ის თანადამფუძნებელი, რეგიონული დირექტორი: „ბისიეი“ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს. ცენტრთან დაკავშირება კომფორტულია, რადგან პირად ქოუჩსა თუ კვებითი ქცევის სპეციალისტთან კონტაქტი დისტანციურადაც შესაძლებელია. ისეთი მნიშვნელოვანი დეტალიც კი, როგორიც მაგალითისთვის ღამის კვების მართვაა, პირადი ქოუჩის ორ კვირაში ერთხელ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით რეგულირდება. თითოეულ ფილიალში მიმდინარეობს ჯგუფური თერაპიები, რაც მეთოდის ნაწილია. „ბისიეიში“ ორნაირი პაკეტი არსებობს. მათგან ერთს მაშინ მიმართავენ, როდესაც სახეზეა სიმსუქნე (11 კგ-ზე მეტი დასაკლები მასა) და ჭარბი წონა (11 კგ-ზე ნაკლები). „ბისიეის“ პროგრამა ნებისმიერი გემოვნებისა და საჭიროების ადამიანს ერგება, მათთვის რაციონი ინდივიდუალურად ყალიბდება, შესაძლებელია დაიწეროს ზუსტი მენიუ ან სურვილის შემთხვევაში, კალორაჟის, სამოქმედო ორბიტის ფარგლებში თავისუფლად მიირთვან ნებისმიერი საკვები. მნიშვნელოვანია ღამის კვების მართვაც. პირველად საქართველოში „ბისიეიმ“ შექმნა ექსკლუზიური აპლიკაცია, რომელშიც მოცემულია წონის კლებისთვის რეკომენდებული (და არა მხოლოდ) პროდუქტები. თითოეულ პროდუქტს მინიჭებული აქვს თავისი ენერგეტიკული ღირებულება (კკალ), რაც გვაჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურია ამა თუ იმ პროდუქტის მიღება დღის კონკრეტულ მონაკვეთში. ამასთანავე, ცალკეული პროდუქტების გარდა, პროგრამა მოიცავს მზა კერძების კატეგორიასაც, რაც ბევრად კომფორტულს ხდის კლების პროცესს. პროგრამა ფაქტობრივად ასისტენტის როლს ასრულებს წონის კლების ეტაპზე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპლიკაცია რჩება პაციენტთან პროგრამის დასრულების შემდეგ. პროგრამა განსაზღვრავს დღიურ ნორმას, შეტყობინების ფუნქციის მეშვეობით გვახსენებს კვებისა და წყლის მიღების დროს. „ბისიეი“ მრავალმხრივ უალტერნატივო ცენტრია, რომელიც ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა ამჟამადაც და სამომავლო პერსპექტივაშიც“.
ივლისი 2019
47
თამუნა ბასიაშვილი
რატომ დაინტერესდით ემსახურებოდეთ იმ საქმეს, რომელიც ადამიანებს წონის კლებაში ეხმარება? თამუნა ბასიაშვილი − კვებითი ქცევის სპეციალისტი / BCA-ის დამფუძნებელი: თანამედროვე სამყაროში ჭარბი წონა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად იქცა. სიმსუქნე აღიარებულია როგორც დაავადება, რომლის მკურნალობის დროსაც აუცილებელია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა. გამოცდილებიდან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ცენტრი, რომელიც მრავალ პროფილს მოიაზრებდა და ერთი კონკრეტული მიმართულებით არ წაიყვანდა პაციენტს, სადაც კვებითი ქცევის სპეციალისტი, ფსიქოლოგი, მასაჟისტი და ენდოკრინოლოგი ერთობლივი ძალისხმევით იმუშავებდნენ თითოეულ პაციენტზე. რა უძღოდა BCA-ის დაფუძნების იდეას? როგორია თქვენი მრავალწლიანი გამოცდილება? დაახლოებით 11 წელია ვმუშაობ ჭარბი წონის მქონე პაციენტებთან. ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად იცვლება მიდგომები, თუმცა მთავარი ღერძი ჯერჯერობით უცვლელია. ის, რომ ფსიქოლოგი უნდა წარმართავდეს კლების პროცესს, აპრიორია, რადგან 80% შემთხვევაში სახეზეა კვებითი დამოკიდებულება, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან სდევს სხვადასხვა ტიპის დაავადება ან დარღვევა, რომელზეც დამატებით სპეციალისტის ჩართვაა საჭირო. ზუსტად ამიტომ, გადავწყვიტეთ ისეთი
48
ივლისი 2019
ცენტრის შექმნა, რომელიც პაციენტს დაეხმარებოდა გრძელვადიანი შედეგის მიღწევაში. როგორი იყო მიზანი, მთავარი ჩანაფიქრი, რომლის შესრულებაც BCA-ის დაარსების გათვალისწინებით მოხერხდა? ზოგადად, წონის კლება საკმაოდ რთული პროცესია, მით უმეტეს მაშინ, თუ ჭარბი წონა მოდის ბავშვობიდან. ასეთ დროს შესაძლოა მრავალი ფსიქო-ემოციური განცდის გადატანის შემდეგ ჩამოყალიბდეს არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც სოციალური ცხოვრების წარმართვისას ხელს უშლის ადამიანს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეუძლებელია ვითარდებოდეს არასწორი კვებითი ქცევისა და ჩვევების ჩამოყალიბების გარეშე, რომელიც შესაძლოა ზრდასრულ ასაკშიც აქტუალური იყოს ადამიანისთვის. გვინდოდა ისეთი ცენტრის დაარსება, სადაც ყურადღება ჭარბი წონის გამომომწვევ არაერთ ფაქტორსა და მისი დაძლევის რამდენიმე მექანიზმზე იქნებოდა კონცენტრირებული. მთავარი მიზანი საწყის ეტაპზე იყო ის, რომ საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა წონის კლების ჯანსაღი, კომფორტული, თანამედროვე ეფექტური მეთოდი, რომელიც კონცენტრირებული იქნებოდა როგორც ფიზიოლოგიურ, აგრეთვე მენტალურ პროცესებზე. რაც მთავარია, 100%-ით ქართულ რეალობაზე მორგებული. გაიხსენეთ მრავალწლიანი მუშაობით მიღებული გამოცდილების განმავლობაში ის მთავარი წინაღობები, რაც პაციენტებში საბოლოო შედეგის დადგომას უშლის ხელს, როგორ ებრძვის ამ ბარიერებს BCA? წინაღობა ძირითადად ყოველთვის იყო ფაქტი, რომ ჭარბ კილოგრამებს, თუკი მათი დაკლება არასწორი გზით მოხდა, ახასიათებს უკან დაბრუნება, ხშირად გაორმაგებული სახით. ასე ხდება, მაგალითად მკაცრი შეზღუდვების დროს: როცა ვიღებთ წონის კლების გადაწყვეტილებას, ვამკაცრებთ რაციონს, გამკაცრებით მიღებული პროგრესი შენელებას იწყებს, უფრო მეტად ვიზღუდავთ რაციონს და ფაქტობრივ შიმშილზე გადაგვყავს ორგანიზმი, პარალელურად პროგრესი ნელდება, რაც მოტივაციის დაცემას იწვევს, კულმინაციას კი დიეტის შეწყვეტა და დაკლებული კილოგრამების მომატება წარმოადგენს. „ბისიეის“ მეთოდის მიხედვით დაუშვებელია შიმშილი. სწორედ ამიტომ, პაციენტები ტრენინგის განმავლობაში სწავლობენ საკვების ერთმანეთთან სწორად შეხამებასა და დღის განმავლობაში
მათ სწორად გადანაწილებას, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს კომფორტულად, საყვარელი გემოს მონატრებისა და საყვარელი პროდუქტების აკრძალვების გარეშე მიიღოს სასურველი შედეგი. ამასთან ერთად, კურსის მიმდინარეობისას გამოყენებულია 25-მდე ფსიქოტექნიკა, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ფსიქო-ემოციური ფაქტორების დამუშავებას და საკვების მიმართ ჯანსაღი ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. როგორ მოარგეთ ქართულ რეალობას „ბისიეის“ უნიკალური პროგრამა? რა გაითვალისწინეთ? გავითვალისწინეთ ის, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე ადამიანების 90%-ში გამოწვეულია ალიმენტარული მატებით. შესაბამისად, მეთოდის შემუშავებისას გავითვალისწინეთ კვების კულტი ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებაში, შესაძლო არასწორი კვებითი ჩვევები და ქცევები, სასარგებლო და შედარებით მავნე პროდუქტების მოხმარების სიხშირე და რაც მთავარია − დავინახეთ წონის კლების ჯანსაღი და კომფორტული მექანიზმის საჭიროება. წლების განმავლობაში რა იხვეწება და რა რჩება უცვლელი სფეროში? უფრო მეტად განმტკიცდა სწორი, ჯანსაღი კვების როლი წონის კლების პროცესში. საკმაოდ პროგრესული კვლევებიც კი ადასტურებენ იმას, რომ კლების პროცესი მხოლოდ შეზღუდვებით ან/ და ფიზიკური აქტივობით გვაძლევს დროებით შედეგს. როდესაც კლებისას 80-90% ეთმობა სწორად კვებას, დარჩენილი 10-20% კი ფიზიკურ აქტივობას, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი წონის ლამაზად კლება და გრძელვადიანი შედეგის მიღება არა მხოლოდ კლების პროცესში − ჯანმრთელი ორგანიზმი მუდმივად საჭიროებს სწორ და ჯანსაღ კვებას. რა არის თქვენი საქმიანობის სპეციფიკა და მთავარი მოტივაცია? საქმიანობის სპეციფიკა, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათოა. ურთიერთობა გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც წონის კლებასთან ერთად, მთელ ცხოვრებას ცვლიან. ამის საშუალებას სამუშაო მეთოდოლოგია იძლევა. ადამიანი არის ბიო, ფსიქო, სოციალური არსება და თუ სხეული საჭიროებს მკურნალობას, ფსიქოლოგიური დახმარებაც აუცილებელია. ცენტრში პირველივე ვიზიტიდან დგინდება როგორც მომატებული კილოგრამების გამომწვევი ფსიქოლოგიური, ასევე სოციალური მიზეზები; ხდება სხეულის მასის ინდექსის, ივლისი 2019
49
ორგანიზმში სითხისა და ცხიმის მოცულობის განსაზღვრა და შესაბამისი პაკეტის შერჩევა. მთავარი მოტივაცია ის ათასობით ადამიანია, რომელიც წონის კლების პროცესთან ერთად თითქმის 180 გრადუსით ცვლის თავის ცხოვრებას, იბრუნებს ან აღმოაჩენს საკუთარ, რეალურ „მე“-ს, მეტად თავდაჯერებული, ბედნიერი და მიზანდასახული ხდება. სახეზეა არა მხოლოდ სხეულის მასის შემცირებით გამოწვეული ფიზიოლოგიური ცვლილება, არამედ შინაგანი გასხივოსნება და შეიძლება ითქვას, თავიდან დაბადება. რას ურჩევდით მათ, ვისაც ჯერ ვერ გადაუწყვიტავს რა გზას მიმართოს წონაში კლებისთვის? მთავარია სწორად შეარჩიოთ მასის კლების მეთოდი, გახსოვდეთ, რომ დაკლებულმა კილოგრამებმა უნდა გაგიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, განწყობა, და აგიმაღლოთ თვითშეფასება. არ მიმართოთ მონოდიეტებს და არ იშიმშილოთ. წონის კლება კომფორტულად და ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებით რეალურად შესაძლებელია. ნუ შეგეშინდებათ ხანგრძლივი პროცესების, რადგან კლების პროცესი მნიშვნელოვანია მიმდინარეობდეს სტრესის გარეშე, რადგან ახალშეძენილ უნარებს გარკვეული დრო სჭირდება გასამტკიცებლად. ამიტომ, ვისთვისაც წონის კლება პრობლემატური საკითხია და სურს, რომ შედეგი მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინარჩუნოს, მიანდოს თავი პროფესიონალ სპეციალისტებს, რომლებიც უხელმძღვანელებენ წონის კლების პროცესს. როგორი იყო თქვენი პრობლემა და რა იქცა იმ ბიძგად, რამაც სპეციალისტთა მისვლა გადაგაწყვეტინათ? ნინუცა უკლება - პაციენტი: ჩემი ამბავი დაიწყო ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან. ყოველთვის მაწუხებდა ჭარბი წონა და მუდმივად ვცდილობდი სხვადასხვა მეთოდით მის დამარცხებას. სპეციალისტთან მისვლა გადამაწყვეტინა სიცარიელისა და ვაკუუმში ყოფნის შეგრძნებამ, როცა ფიქრობ, რომ ხარ მარტო და არ აძლევ არავის საკუთარ სივრცეში შემოსვლის უფლებას. „ბისიეში“ მისვლამდე, გიცდიათ წონაში კლების სხვა მეთოდები? რით განსხვავდება აქ არსებული პროგრამა? მუდამ ახალი დიეტის ძებნაში ვიყავი, მაგრამ კონკრეტული დიეტა მთავრდებოდა, გარკვეული 52
ივლისი 2019
პერიოდი გაივლიდა და ჩემი წონაც ორმაგდებოდა. „ბისიეის“ მეთოდი განსხვავდება ყველა სხვა მეთოდისგან, რადგან მასთან ერთად შეგიძლია გააგრძელო ცხოვრება და არ შეიზღუდო, არ იცხოვრო აკრძალვებით და ამავდროულად, იყო მუდამ ფორმაში. იყო თუ არა სირთულეები საბოლოო დანიშნულებამდე მისასვლელ გზაზე? რით ამსუბუქებდა ამას უნიკალური პროგრამა, რომელიც თქვენთვის შემუშავდა? რაც შეეხება სირთულეებს, არ მქონია. დავიკელი 57 კგ წელიწადნახევარში. წონის კლების არცერთ ეტაპზე არ მქონია განცდა, რომ მარტო ვარ, მით უმეტეს, მაშინ მხოლოდ თამარ ბასიაშვილი მუშაობდა ჩემთან (7 წლის წინ არ არსებობდა „ბისიეის“ ცენტრი და შესაბამისად, პირადად კვებითი ქცევის სპეციალისტი კურირებდა ჩემი წონის კლების პროცესს). მე-6 წელია ვინარჩუნებ დაკლებულ კილოგრამებს და არ მაქვს შიში, რომ ოდესმე ისევ დავუბრუნდები ძველ წონას, რადგან დიეტის დროს ყოველთვის მქონდა რომელიღაც პროდუქტი ამოღებული რაციონიდან, რომელიც მეგონა, რომ ჭარბ წონას იწვევდა. სინამდვილეში, უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ უნდა გადამენაწილებინა პროდუქტები სწორად, ისე, რომ თან რაც მინდოდა ის მიმეღო და თან წონა დამეკლო. ჩემს წარმატებაში განსაკუთრებით დიდი როლი მიუძღვით სპეციალისტებს. ვფიქრობ, მონდომებისა და პროფესიონალი სპეციალისტის გარეშე, შედეგის მიღება თითქმის შეუძლებელია. რას ურჩევდით მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს? როგორ იპოვონ ძალა საკუთარ თავში? მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ ერთი ომი მაინც არ მოიგე საკუთარ თავთან. მე სუბიექტურად ეს გამომივიდა! ვფიქრობ, ყველაზე მთავარი სურვილია, მონდომებაა, რომ მისი განხორციელება შეძლო. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, დღეს სულ სხვა ადამიანი ვარ. შეიცვალა ასევე მიზნები და შეხედულებები, გავხდი ძალიან თავდაჯერებული. მიხარია ცხოვრება და ამისთვის არ შემიძლია კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა არ გადავუხადო თამარ ბასიაშვილს და მის გუნდს. ხოლო მათ, ვისაც წონის კლება სურთ, ვურჩევ, დაუჯერონ გამოცდილ, პროფესიონალ სპეციალისტებს, მიმართონ „ბისიეისა“ და მის მრავალპროფილიან მეთოდს; არ ამყოფონ საკუთარი ორგანიზმი სტრესში და აუცილებლად გაითვალისწინონ სპეციალისტის რეკომენდაციები, რათა გრძელვადიანი შედეგი მიიღონ.
გიორგი ვადაჭკორია
გიორგი ვადაჭკორია − BCA-ს მენეჯერი: „ბისიეის“ მეთოდის უნიკალურობის გარდა, თანმდევ მახასიათებელს გამოვარჩევდი, რომ ცენტრში სრული პერსონალი თითოეული ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული. მათი კომფორტის შესაქმნელად ყველაფერი გაწერილია. აქ არ არსებობს შეზღუდვები, წონის კლება არ უკავშირდება რაიმე სახის სტრესს და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შედეგის შენარჩუნებაზე ზრუნვაც განსაკუთრებული დაკვირვების საგანია. მითია, როცა გვგონია, რომ საყვარელი საკვებით, ქართული ტრადიციული სამზარეულოს რომელიღაც კერძით აუცილებლად წონაში მოვიმატებთ, რადგან რამდენადაც სასიამოვნოდ გასაკვირი უნდა იყოს, შესაძლებელია, საკმაოდ ნოყიერი და ერთი შეხედვით დიეტისთვის შეუსაბამო საკვები წონის კლებაში დაგვეხმაროს. „ბისიეის“ პაციენტი სწავლობს, როგორ მართოს საკუთარი კვება და ის სიამოვნების გარანტი იყოს. მეთოდი მორგებულია ქართულ რეალობას. რამდენიმე თვეა, რაც კვებითი ქცევის სპეციალისტის მომსახურებას, მასაჟისტის, ენდოკრინოლოგისა და პირადი ქოუჩის სერვისი დაემატა. ერთიანი ძალისხმევით, საერთო შედეგამდე მისვლა იოლდება. საწყისი, 4-დღიანი კურსის განმავლობაში ისინი ფაქტობრივად საკუთარი კვების ექსპერტები გახდებიან − სწავლობენ რა თავიანთ ორგანიზმზე დაკვირვებას, სწორი კვებითი რეკომენდაციებით და ფსიქოთერაპიული მუშაობით იყალიბებენ ახალ
ჩვევებსა და სწორ დამოკიდებულებას საკვებისადმი. შეძენილი ცოდნა აძლევთ სწორი კვების პრინციპებზე მრავალფეროვანი მენიუს შექმნის საშუალებას, რაც თავისთავად, გამორიცხავს შეზღუდვებსა და საყვარელ კერძებზე უარის თქმას. ეს „ბისიეის“ მეთოდის პირველი საფეხურია, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სპეციფიკაში მთავარი გააზრებული ნაბიჯების გადადგმა, საჭირო ცოდნის ფლობა და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერაა. ამის შემდეგ მის პირად ქოუჩთან ერთად გრძელდება როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობა, რაც მოიცავს კვებით რეკომენდაციებსა და თერაპიულ შეხვედრებს“. ივლისი 2019
53
კაროტენი მზიანი დღეების თანამგზავრი
„კაროტენი“ ბერძნული ბრენდია, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე არსებობის 35-წლიანი ისტორია აქვს. ის მზისგან დამცავი საშუალებების ფართო ასორტიმენტს აერთიანებს. „კაროტენის“ შექმნის ინსპირაციას წარმოადგენდა სტაფილო, რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული ანტიოქსიდანტური და ეფექტური რუჯის მიღების დამხმარე თვისებით. ბრენდის ღირებულება მისი სანდოობა, თანამედროვეობა, მხიარულება, ინოვაციურობა და გამოცდილებაა. 2019 წლის მაისიდან „კაროტენი“ ქართულ ბაზარს შემოუერთდა და პროდუქციის დისტრიბუცია აქტიურად დაიწყო როგორც სააფთიაქო ქსელებში, ისე მსხვილსა და მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებში. OK! ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობის მარკეტინგის მენეჯერს, ეკა მაღლაფერიძეს ესაუბრა.
რით არის „კაროტენის“ პროდუქცია გამორჩეული? როგორია მისი შემცველობა? „კაროტენის“ პროდუქციით ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ რიგი მიზეზების გამო. უპირველესად, აღვნიშნავ, რომ მას 35-წლიანი ისტორია და გამოცდილება აქვს მზისგან დაცვისა და გარუჯვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ იგი სრულ თანხვედრაშია მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ EU რეკომენდაციებთან. აქვს ოთხი დონის გაძლიერებული დაცვის სისტემა (UVB+UVA+VL+IRA), რომელიც ეწინააღმდეგება მზის სხივების ფართო სპექტრს და იცავს კანს ნაადრევი დაბერებისა და სხვა დაზიანებებისგან. კაროტენის მზისგან დამცავი საშუალებები არა მხოლოდ ულტრაიისფერი UVB და UVA ტიპის სხივებისგან იცავს კანს, არამედ ინფრაწითელი (IRA) და ხილული მზის სხივებისგანაც (VL), რაც გამოარჩევს მას სხვა პროდუქციისგან. რაღა თქმა უნდა, პროდუქცია შექმნილია უმაღლესი დონის ტექნოლოგიით, გაჯერებულია დამატენიანებელი საშუალებებით, რომელიც აუმჯობესებს კანის თავდაცვის უნარს მზის გამოსხივების დროს და უნარჩუნებს ოპტიმალური ტენიანობის დონეს. პროდუქცია გამოირჩევა მისი ფართო ასორტიმენტითაც, მოიცავს მზისგან დამცავ, რუჯის მისაღებ და კომბინირებული ტიპის პროდუქციას, ასევე საბავშო ხაზს, რომელიც გამდიდრებულია ბეტა-გლუკანით, რაც ეხმარება ბავშვის მგრძნობიარე კანს გამოიმუშავოს იმუნიტეტი გარე მავნე ფაქტორების წინააღმდეგ და D პროვიტამინით, რათა გააუმჯობესოს მისი თავდაცვის უნარი ულტრაიისფერი გამოსხივების დროს. რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც სურვილი აქვთ მიიღონ ჯანმრთელი რუჯი? როდისაა საუკეთესო დრო რუჯის მისაღებად? რუჯი რომ ზაფხულის ერთ-ერთი აქტუალური თემაა, ამაზე ალბათ არავინ დავობს, თუმცა სამწუხაროდ ხშირია მზისგან დამწვრობის შემთხვევები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არ ვიცავთ იმ ძირითად წესებს, რომლებიც ასეთ შედეგებს თავიდან აგვაცილებდა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელი რუჯი და ხარისხიანი მზისგან დამცავი საშუალებები ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია, ვინაიდან მზისგან დამცავი საშუალებები კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე
ზემოქმედებისგან იცავს. ასევე, რუჯის მიღება უნდა მოხდეს ეტაპობრივად და არა „დაჩქარებული წესით“ - ის, რაც კანისთვის ყველაზე დიდ სტრესია და დამწვრობას იწვევს. ზოგადად, რუჯის მიღება დამოკიდებულია კანის ბუნებრივ შეფერილობაზე, რომელიც შეიძლება იყოს ღია, საშუალო ან მუქი ფერის. მიუხედავად კანის ბუნებრივი ფერისა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თავი ავარიდოთ მზის სხივებს 11:00-16:00 დროის ინტერვალში და გავითვალისწინოთ, რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით მეტად ძლიერი დაცვა ესაჭიროება მას. შესაბამისად, ყველაზე სასარგებლო და უსაფრთხო მზე რუჯის მისაღებად არის დილის 8:00 სთ-დან 11:00 სთ-მდე, და საღამოს 16:00 საათის შემდეგ. და ბოლოს: რაც უნდა წესების სრული დაცვით ირუჯებოდეთ, კანს და ზოგადად სხეულს თანდათან მაინც შემოეპარება სიმშრალე, ამიტომ აუცილებელია დღის განმავლობაში სულ მცირე 1.5 ლიტრი წყლის მიღება და კანის დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება დღეში მინიმუმ ორჯერ. არსებობს მითი, რომ მზისგან დამცავი საშუალების კანზე დატანის შემთხვევაში, რუჯს ვერ მივიღებთ. რას იტყოდით ამ შეხედულების საპირწონედ? ეს მოსაზრება მცდარია, ვინაიდან სწორედ მზისგან დამცავი საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი უსაფრთხო და ჯანმრთელი რუჯის მიღება. ვისაც ღია ფერის კანი აქვს და მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე ცდილობს რუჯის მიღებას, შედეგად აუცილებლად მიიღებს წითელ და დამწვარ კანს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კანის დაზიანებას გამოიწვევს. მზისგან დამცავი საშუალების გამოყენების შემთხვევაში კი რუჯი მიიღება შედარებით ნელა, თუმცა ის იქნება უფრო ღრმა და დიდხანს შენარჩუნდება, ვინაიდან კანი აღარ დაიწვება და აიქერცლება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დღეს უკვე მზისგან დამცავი საშუალებების ფართო არჩევანია მომხმარებლების წინაშე, მათ შეუძლიათ შეიძინონ პროდუქციის ის სახეობა რომელიც კომბინირებულ ეფექტს სთავაზობს მათ. ეს არის უსაფრთხო დაცვა და რუჯი ერთდროულად. რით არის თქვენთვის კომპანიაში მუშაობა საინტერესო გამოცდილება? კომპანია „ლიბო გრუპი“ გაყიდვების სფეროში მომუშავე წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც ენდობიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები და მათი ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანიაში 3 წელია რაც მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ და ეს
ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი სფეროა. მიმაჩნია, რომ უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ, სხვა შემთხვევაში წარმატების შანსი ძალიან მცირეა. ბიზნესის მიმართულებით საზღვრებს გარეთ მიღებული განათლება კომპანიაში პრაქტიკულ სამუშაოდ მექცა. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის დოქტორანტი ვარ და გუნდში ყოფნა კვლავაც შესანიშნავ საშუალებას მაძლევს, მიღებული ცოდნა განვამტკიცო. ჩემი საქმიანობა მოიცავს კომპანიის უცხოელ მომწოდებელთან ურთიერთობას, მათთან ერთად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას, მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვას, ანალიზს, კლიენტებთან ურთიერთობას, სარეკლამო კონტენტის შექმნას და სხვა. საქმიანობა მუდმივად მრავალფეროვანი და არარუტინულია, ეს მაძლევს განვითარების საშუალებას და ხელს მიწყობს პროფესიულ ზრდაში. რამდენად არის კომპანია სიახლეებზე ორიენტირებული? „ლიბო გრუპი“ მაქსიმალურად არის ორიენტირებული სიახლეებზე, მომსახურების მაღალ ხარისხზე, განვითარებაზე და ინოვაციაზე. ინოვაციურობა არის „ლიბო გრუპის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას იყო განსხვავებული და გამორჩეული საერთო მასისგან.
დღეს სწორედ ინოვაციურობა განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას უკიდურესად კონკურენტულ ბიზნესგარემოში. როგორია კომპანიაში მომუშავე გუნდი? საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ფუნქციონირებს კომპანია „ლიბო გრუპის“ წარმომადგენლობითი ფილიალები, სადაც ჯამში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი. გუნდი შედგება პროფესიონალი სპეციალისტებისგან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ, სახავენ მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევად ბევრს შრომობენ. ძლიერი გუნდი
კომპანიისთვის ღირებული აქტივია. რომ არა თანამშრომელთა პროფესიონალიზმი, თავდაუზოგავი შრომა და ძალისხმევა, ალბათ კომპანია ვერ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორიც დღეს არის. როგორ შეხვდა მომხმარებელი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსვლას?მომხმარებელთა მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესია და ეს შესამჩნევია ბრენდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მათი აქტიურობით, სვამენ უამრავ შეკითხვას და
ინტერესდებიან პროდუქციის მახასიათებლებით. ვგეგმავთ საინტერესო შეთავაზებებს, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებელზე, ასევე წამახალისებელ კონკურსს ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. ასე რომ, მოვუწოდებ ჩვენ მომხმარებლებს, შემოგვიერთდნენ და გაატარონ ზაფხულის დღეები უდარდელად, „კაროტენთან“ ერთად. fb. CarrotenGeorgia Insta. Carroten_Georgia
რა განსხვავებაა პერმანენტულ მაკიაჟსა და ტატუაჟს შორის? მარგარიტა მუნტიანოვას რჩევები ქალბატონებს თავის მოვლა ქალბატონებისთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებული პოპულარობით წამწამების დაგრძელება და წარბების კორექცია სარგებლობს. უამრავი სალონი გაიხსნა თბილისში, რომლებიც ამ მიმართულებებზე მუშაობს, ერთ-ერთი მათგანი კი WOW lash&brow studio-ა, სადაც პროფესიონალები ზრუნავენ ქალბატონების სილამაზეზე. სალონის დამაარსებელი მარგარიტა მუნტიანოვა-დოღონაძეა, რომელსაც ამ სფეროში 14-წლიანი გამოცდილება აქვს, საქართველოში 4 წლის წინ ჩამოვიდა და ძალიან მალე მოიპოვა ცნობადობა საზოგადოებაში. მარგოს სილამაზის სფეროში 13 სერტიფიკატი აქვს და მოსკოვის საერთაშორისო სილამაზის აკადემიამ სერტიფიცირებული მასწავლებლის წოდებაც მიანიჭა. როგორც მარგომ OK!-სთან საუბრისას აღნიშნა, წარბების კორექცია და წამწამების დაგრძელება უზომოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისში, მაგრამ ამ მიმართულებით საოცრად ცოტა პროფესიონალია, ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ძალიან ბევრი პერმანენტულ მაკიაჟსა და ტატუაჟს ერთმანეთში ურევს. რა განსხვავებაა პერმანენტულ მაკიაჟსა და ტატუაჟს შორის? საქართველოში ძალიან ბევრი ერთმანეთში ურევს პერმანენტულ მაკიაჟსა და ტატუაჟს. პრინციპი ერთია, მაგრამ სრულიად განსხვავებული პროცედურებია და შედეგიც შესაბამისად განსხვავებულია. პერმანენტული მაკიაჟი საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ტუჩისა და წარბის ფორმა ისე, რომ 58
ივლისი 2019
ფოტოები: ირაკლი დოღონაძე ბუნებრივი იერსახე არ დაიკარგოს. შედეგად, ვიღებთ ტუჩისა და წარბის ნატურალურ ფორმას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მარტივი გამოსავალი იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც დილით არ აქვთ იმის დრო, ჩაიტარონ სხვადასხვა პროცედურა სამსახურში წასვლამდე. ხოლო ტატუაჟს აკეთებენ ტატუს მასალებით და განსხვავება მაშინვე შესამჩნევია, რადგან ერთი შეხედვითაც კი მოგხვდებათ თვალში მწვანე ან ლურჯი ფერის წარბი. გარდა ამისა, სტილისტები წარბებს იმავე საღებავით უღებავენ მომხმარებლებს, რითაც თმას. ეს კი ყოვლად დაუშვებელია, რადგანაც ამ პროცედურებისთვის სრულიად სხვადასხვა საღებავები გამოიყენება. ჩვენს სალონში უმაღლესი ხარისხის Brow Henna-ს Lux-მასალებს ვიყენებთ. ბრენდს ბევრი პრივილეგია აქვს: ნატურალურია, არაქიმიურია და მხოლოდ წარბებზეა სპეციალიზებული.
შეღებვა, მამაკაცების წარბების კორექცია. ასევე ვატარებ სასწავლო კურსებს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თმის დაგრძელების პროცედურა − მიკროდაგრძელება. განსხვავება კი ისაა, რომ სრულიად შეუმჩნეველია დაგრძელებული თმა. ფაქტობრივად, ბუნებრივი იერსახე აქვს. თმა იძენს მოცულობას, სიგრძეს და რაც მთავარია, ნებისმიერი სახის ვარცხნილობის გაკეთება თავისუფლადაა შესაძლებელი. რაც შეეხება წამწამების დაგრძელებას, ბევრი უპირატესობა აქვს და რაც ყველაზე მთავარია, ყოველ დილით ტუშის წასმა არ გიწევთ. შეგიძლიათ წამწამებს ფერი შეუცვალოთ და ყოველთვიურად განაახლოთ საკუთარი იმიჯი. ეს საშუალება ასევე ჰიპოალერგიულია და გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს. Fb: WOW Lash & Brow Studio T: 557 50 45 55 მის: ლ.მიქელაძის ქ# 17
როდის და რატომ გაგიჩნდათ იდეა, ამ სფეროში დაგეწყოთ მუშაობა? ვიდრე ამ სფეროთი დავინტერესდებოდი, ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც ფრჩხილის ლაქის კურსებზე შევედი და ძალიან მომეწონა. ზოგადად, სხვების გალამაზების პროცესი ბავშვობიდან მიტაცებდა. ზოგადად, რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს? წამწამების დაგრძელება, წარბების კორექცია, ტატუაჟი, სოლარიუმი, თმის დაგრძელება და ივლისი 2019
59
www.herbalife.ge
სხეულის ძერწვის ხელოვნება 8 წლის წინ, საკუთარ ბინაში პირველი პაციენტის მიღებისას, ნათია ნუცუბიძემ ზუსტად იცოდა, რომ ახალ, ძალიან საჭირო საქმეს ჩაუყარა საფუძველი. დღეს მასთან მოხვედრა საოცრად რთულია, ამ სტატიის ავტორსაც სრული თვე დასჭირდა მასთან პროცედურების დასაწყებად. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების სიმრავლეს ვერ აუდიან, გაფართოებისგან ჯერ თავს იკავებენ. მიზეზი ძალიან ჰუმანურია − ეწინააღმდეგებიან საქმიანობის კონვეირულ პრინციპს და ხარისხის დაგდების ეშინიათ. ეს სერვისი ექსკლუზიურია, ფასები კი საკმაოდ ხელმისაწვდომი.
62
ივლისი 2019
ალბათ ბევრს სმენია ლეგენდარული პროცედურის − კრიოლიპოლიზის შესახებ. ხალხურ ენაზე − ცხიმების მოყინვა. დიახ, ეს არის არაქირურგიული, არატრავმული მეთოდი, რომელსაც პლასტიკური ქირურგიის შედეგი აქვს. მეტიც − უკუჩვენება არ გააჩნია. ცხიმოვან უჯრედებს პირველ ეტაპზე 25%-ით, მეორეზე − 45%ით, საბოლოოდ კი − 75%-ით ანადგურებს. პროცედურების ჩატარება სხეულის პრობლემური ნაწილების გარდა, სახეზეც ძალიან ეფექტურია. აღადგენს სახის ოვალს, აშორებს ღაბაბს. კორექცია ხდება ეტაპობრივად და შედეგი ძალიან ბუნებრივია. ეს მეთოდი რეალურად განეკუთვნება „კულტურული“ მოვლის კატეგორიას, როდესაც თქვენი გარეგნობის სიკეთისკენ ცვლილება თვალშისაცემია, მაგრამ ძალიან ბუნებრივი და დროში სწორად გაწერილი. ამ პროცედურების ჩატარება ნათია ნუცუბიძისა და შალვა აბულაძის კლინიკაშია შესაძლებელი. ისინი ამჯერად კლინიკა „ჯეოსვისში“ არიან განთავსებულნი. მათი ისტორია ჰოლივუდურ ფილმს ჰგავს. შალვა აბულაძე და ნათია ნუცუბიძე − წყვილი, რომელმაც საბერძნეთში შეისწავლა სხეულის ძერწვის საქმე და დაგროვილი გამოცდილებით სამშობლოს დაუბრუნდა. ნათია პროფესიით ექიმი-რეაბილიტოლოგია.
ივლისი 2019
63
ნათია: „ხასიათით მაქსიმალისტი ვარ. თვითონ მქონდა წონის პრობლემა. მეთოდის შემუშავება საკუთარ თავზე ვცადე. პროცესში მივხვდი, რომ არ არსებობს შაბლონური მიდგომა და საკმაოდ შემოქმედებითი საქმეა. ყველას ორგანიზმი სხვადასხვა მიდგომას ითხოვს. აუცილებელია აზროვნება, მხოლოდ საზეპიროებით შედეგი არ მიიღწევა. ჩვენს საქმეში მნიშვნელოვანია ტემპს არ ჩამორჩე, მუდმივად იმყოფებოდე საქმის კურსში და ეცნობოდე აპარატურულ სიახლეებს. ოცდამეერთე საუკუნეში თითქმის არ არსებობს მიუღწეველი შედეგი. ადამიანის ჭკუა და დახვეწილი ტექნოლოგია − ამ ორის სინთეზით წარმატება გარანტირებულია“. 64
ივლისი 2019
შალვა: „მასაჟის კეთების დიდი გამოცდილება მეხმარება, ნათიას ფეხი ავუწყო. გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ სჯობს მას დავუდგე გვერდით და უარი ვთქვა სხვა სამსახურებზე. ჩვენი სავიზიტო ბარათი ოთხ ხელში მასაჟია. თავიდან ამით გავითქვით სახელი. ჩვენი მიდგომა და წარმატების საწინდარი ერთია − პაციენტით ცხოვრება, მისი ხასიათის, ცხოვრების ტემპის შესწავლა და შესაბამისი მკურნალობა. „გასახდომი მასაჟის“ ცნება მე არ მომწონს. მასაჟი არის გამაჯანსაღებელი, რომელიც სხეულში მიძინებულ პროცესებს აღვიძებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს და შესაბამისად, მოდის ის ვიზუალური ეფექტიც, რომელსაც, პაციენტზე არანაკლებ ჩვენ ველოდებით ხოლმე“. სამომავლოდ, ბევრი გეგმაა, რომლის გაჟღერებასაც ამ ეტაზე არ აპირებენ. მათი დამოკიდებულება და უზარმაზარი სიყვარული საქმისადმი, აუცილებლად მოუტანთ ბევრ წარმატებას. ივლისი 2019
65
Ane Rosh შენი ბუნებრივობის გარანტი შეეძლებოდათ საკუთარი თავისთვის ეჩუქებინათ ბედნიერება, რომელიც ყველა მათგანს სჭირდება. 25 წელია, რაც კოსმეტოლოგიაში ვარ და აქედან 23 წელი მასაჟის მიმართულებით ვმუშაობ. თავდაპირველად, ჩინელმა პროფესიონალმა მომცა ცოდნა ამ სფეროში, რომელმაც სრულიად შემთხვევით აღმომაჩინა და მიიჩნია, რომ განსაკუთრებული უნარი ჰქონდა ჩემს ხელებს. გარდა იმისა, რომ შევქმენი ბიზნესი და შევიმუშავე საკუთარი, საავტორო ტექნიკა სკულპტურინგის მიმართულებით, ყოველთვის მქონდა ინოვაციებისკენ სწრაფვა. ამიტომ გადავწყვიტე გადამზადების მიმართულებით წავიყვანო ტრენინგები უკვე არსებული სპეციალისტებისთვის ან იმ გოგონებისთვის, რომლებსაც სურთ შეისწავლონ საკუთარი თავი. ჩემი დევიზიც სწორედ ეს არის: „იყავი საკუთარი თავის კოსმეტოლოგი და იყავი ნატურალური“.
თავის მოვლა ქალბატონებისთვის ყოველთვის წინა პლანზე იდგა და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოხშირდა სახის კანზე სხვადასხვა პროცედურის ჩატარება. ალბათ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ კანს, გარდა ზედაპირული გაახალგაზრდავებისა, აუცილებლად ესაჭიროება მასაჟი, რომელიც სახის კანის კუნთებს აპარატურული მეთოდებისა და ინიექციების ჩარევის გარეშეც დაუბრუნებს და შეუნარჩუნებს ბავშვურ სახეს. OK! ბრენდ Ane Rosh-ის დამფუძნებელს, შორენა ალიბეგაშვილს ესაუბრა, რომელიც ბუნებრივობასა და ბუკალურ მასაჟზე გვიამბობს. გვიამბეთ, როდის და რატომ გაგიჩნდათ იდეა, დაგეარსებინათ თქვენი ბრენდი Ane Rosh? Ane Rosh არის ჩემი შინაგანი „მე“. შევისწავლე ის ტკივილი და პრობლემები, რომლებიც ქალბატონებს აწუხებდათ და შევქმენი სივრცე, სადაც მათ
გვესაუბრეთ ბუკალური მასაჟის შესახებ. ბუკალური მასაჟის მიზანია, ზედმეტი ჩარევების გარეშე შეინარჩუნოს ნატურალური და ბუნებრივი სახის სტრუქტურა, რადგან აპარატურულმა კოსმეტოლოგიამ და ნემსების თერაპიამ დაახშო კლასიკური მიმართულება, რომელიც კუნთის გაჯანსაღებასა და გამოცოცხლებაზეა ორიენტირებული. ბუკალური მასაჟი ხდება პირის ღრუში შესვლით, თუმცა ამის გაკეთება აუცილებელია პროფესიონალის ხელით, რათა არ დავაზიანოთ კუნთის სტრუქტურა. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცდილობს, სხვადასხვა კოქტეილი გამოიყენოს სახის ზედაპირზე და ამასობაში ყველას ავიწყდება, რომ არსებობს ფასციები და კუნთი, რომელიც აუცილებლად უნდა მარაგდებოდეს სისხლით და ჟანგბადით. მე უშუისტი ვარ და ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა. ადამიანის სიცოცხლე იწყება სუნთქვით და მთავრდება ამოსუნთქვით. ეს არის ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მთელი ორგანიზმი და სათითაოდ ყველა ორგანო საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას და სისხლით მომარაგებას. სწორედ ამას ემსახურება ბუკალური მასაჟი. უკეთესია, თუ მასაჟის გაკეთებამდე პაციენტს არ ექნება ჩატარებული სხვადასხვა პროცედურა, რადგან ამას შესაძლოა უკუჩვენება მოყვეს. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვასწავლი სახის ვარჯიშებს, რომლებიც ძალიან ცოტა დროს მოითხოვს და სახის სტრუქტურის შესანარჩუნებლადაა საჭირო.
რა შედეგებს ვიღებთ ბუკალური მასაჟით? შედეგი არის ის, რომ მასაჟით ვაჩერებთ ასაკს. სტანდარტული მასაჟი კვირაში ორჯერ კეთდება, თუმცა სკულპტურული მასაჟი გაცილებით მტკივნეულია და თვეში სამჯერ კეთდება. შედეგი ის არის, რომ საგრძნობლად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ჟანგბადის მიწოდება, და შედეგად ვიღებთ სახის ჯანსაღ სტრუქტურას. ეს ზუსტად სხეულის ვარჯიშების ანალოგია, ხოლო შედეგი იდენტურადაა შესამჩნევი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მთელ ამ პროცესში სხეულის ნაცვლად სახე მონაწილეობს. რომელი ასაკიდანაა რეკომენდებული სახის მასაჟის გაკეთება? არ არის განსაზღვრული ასაკი. მასაჟების გაკეთება იმ მომენტიდან შეიძლება, როცა პაციენტი ამის საჭიროებას დაინახავს. არ არის აუცილებელი, იყო ზრდასრული იმისათვის, რომ დაიწყო ამის გაკეთება. რაც პატარა ასაკიდან გადაწყვეტ მასაჟის გაკეთებას, მით უფრო დიდხანს შეგინარჩუნდება ბავშვური სახე. კინეზიოს მიმართულებასაც შევეხოთ. არსებობს კიდევ ერთი მიმდევრობა − კინეზიო,
რომელიც მთელ ევროპაში ძალიან პოპულარულია. ეს მეთოდი მუშაობს ორგანიზმიდან ტოქსინების განდევნაზე. ხშირად, დილით შეშუპებული სახით ვიღვიძებთ, რაც არის უძილობის, არასწორი კვების, ზედმეტი სასმელის ან პრემენსტრუალური პერიოდის შედეგი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სხეულზე მისაწეპებელ ლენტებს ვიყენებთ, რომლებიც 3 დღის განმავლობაში რჩება ტანზე, აფიქსირებს კონკრეტულ მდგომარეობას, სხეული ეჩვევა ყოველივე ამას და ლიმფა განიდევნება. რას ურჩევდით ქალბატონებს? ქალბატონებს ვურჩევ იყვნენ ბუნებრივები და შეინარჩუნონ სახის ნატურალური სტრუქტურა − არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პატარა გოგონა თუ უკვე ზრდასრული ქალი, რადგან სახის კანზე ზრუნვა ყველა ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია. თითოეულმა ქალბატონმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარი თავის კოსმეტოლოგი თავადვეა. ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე ფოტო: ალექსეი სეროვი
მის: საბურთალო (ტყვარჩელის 2) ტელ: 0322 47 88 82/ 593 35 35 00, გლდანი მოლი G სართული, 032 247 88 83
მარიამ გზირიშვილი − დერმატოკოსმეტოლოგი ყველაზე აქტუალური პროცედურების სამსახურში ახალგაზრდა დერმატო-კოსმეტოლოგის, მარიამ გზირიშვილის საქმიანობა ესთეტიკური მშვენიერების შექმნას ემსახურება. ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ფარგლებში, პაციენტები მას არაერთი სურვილით მიმართავენ, შესრულებას მიანდობენ, რადგან შედეგი მაქსიმალურად ჯანსაღი კანი და კორექციით მიღებული ბუნებრივი შედეგებია. რატომ დაინტერესდით ესთეტიკური მედიცინის სფეროში მუშაობით? სამედიცინო სფეროთი გატაცებული საკმაოდ პატარა ასაკიდან ვიყავი. მიმართულების არჩევისას კი საკუთარმა გამოცდილებამ მიბიძგა. თავად მქონდა კანზე პრობლემები, რის გამოც გამოსავლის გზების ძებნაში უამრავი საინტერესო რამ შევისწავლე, დავინტერესდი და გადავწყვიტე პროფესიას სწორედ ამ მიმართულებით გავყოლოდი. თქვენი გამოცდილებით, რომელი პროცედურებია დღესდღეობით ყველაზე აქტუალური? გამოვარჩევდი, ე.წ. შემავსებლების, ფილერების მეშვეობით ჩატარებულ პროცედურებსა და აკნესთან ბრძოლის მეთოდებს. ასევე კანის ღრმა წმენდის პროცედურებს გამოვყოფდი, რომელიც კარბონით ჩატარებულ მიკროპილინგს გულისხმობს. კანის შრეებში ღრმად ჩაღწევის მეშვეობით, ხდება სრულფასოვანი წმენდა, შემდეგ ფორების დახურვა და კანის გაჯანსაღება. მსგავსი პროცედურა წელიწადში მინიმუმ ორჯერაა რეკომენდებული. რამდენად რთულია აკნესთან ბრძოლა და არის თუ არა რეალური მოკლე ვადაში მისგან განკურნება? ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ძირითადად მოზარდებისთვისაა დამახასიათებელი და უკავშირდება არასახარბიელო გარემო პირობებს, კვებასა და ჰიგიენური ნორმების ყოველდღიური რუტინის შეუსრულებლობას. 68
ივლისი 2019
უნდა აღინიშნოს, რომ მისგან განკურნება 3 თვიდან ვადაშია შესაძლებელი და ამის არაერთი მაგალითი ჩვენი კლინიკის ისტორიაში ინახება. მთავარია, სწორად მოხდეს მკურნალობის პროტოკოლის შედგენა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მეზოთერაპია თუ სახის ღრმა წმენდის აპარატურული და მექანიკური მეთოდები. რის საშუალებას გვაძლევს ე.წ. შემავსებლები? ამ ჯადოსნურ საშუალებაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. კარგი ხარისხის „ფილერები“ ორგანიზმისთვის საჭირო ჰიალურონის მჟავას შეიცავს და კანის ლიფტინგის, გამოკვებისა და გაჯანსაღებისთვის გამოიყენება. ასევე ინიექციური პლასტიკისთვის ვიყენებთ – ტუჩის მოცულობის გასაზრდელად, ნაოჭებთან საბრძოლველად, ცხვირისა თუ ყვრიმალების და ზოგადად, სახის ფორმირებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ შემავსებლებმა რინოპლასტიკაც კი ჩაანაცვლა. შედეგი შთამბეჭდავია, რეაბილიტაციის პერიოდი კი თითქმის მოხსნილია − პაციენტი პროცედურის შემდეგ მაშინვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რა ტიპის მითები გსმენიათ ყველაზე ხშირად, რომლებსაც არსებობის საფუძველი არ აქვს? ის, რომ თითქოს ცხიმიანი კანი დატენიანებას არ საჭიროებს. ეს ასე არ არის. დატენიანება ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა აუცილებელი. მაშინაც კი, როცა ცხიმიან კანზე აკნეს ვებრძვით და ცხიმოვანი ჯირკვლების დასამშვიდებლად კანს ხელოვნურად ვაშრობთ, ბალანსის შესანარჩუნებლად შემდეგ ვატენიანებთ. არ არის სწორი მოსაზრება, რომ ფილერები საფრთხის შემცველია. თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ უხარისხო საშუალების გამოყენების შემთხვევაში, ეს საშიშროება მართლაც არსებობს. თავად ფრანგული, შვედური და კორეული პრეპარატებით ვმუშაობ, რომლებშიც ყველა ნორმა ზედმიწევნითაა დაცული. ასევე, მათი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს არაბუნებრივ შედეგს. ეს დამოკიდებულია შემავსებლების ხარისხსა და რაღა თქმა უნდა, ხელობაზე. რას ურჩევდით მათ, ვისაც ზაფხულის პერიოდში ჯანმრთელი კანის შენარჩუნება სურთ? ვურჩევდი, მოერიდონ მზის აქტიურ სხივებს, რადგან ამაზე ცუდს ვერაფერს გაუკეთებენ კანს. რუჯისთვის
ვიზაჟი: @krissstmakeup კი კანი ბიორევიტალიზაციის დახმარებით მოამზადონ. რამდენად ხშირია სიახლეები თქვენს სფეროში? აქ რამდენიმე თვეც განვითარებას ნიშნავს, ყველაფერი იხვეწება. ასევე, იცვლება ტენდენციები. თითოეულ სიახლეს სხვადასხვა კონფერენციაზე ვეცნობი, რომელსაც ამოუწურავი სწავლის პროცესი ახლავს. ტექსტი: ელენე ბერიძე ფოტო: ოლია პაპასკირი
ივლისი 2019
69
წონის კორექციის ეფექტური მეთოდი ოპერაციის გარეშე ალბათ გაგიგიათ, რომ კუჭი კუნთოვანი ორგანოა და მისი გაწელვა-შეკუმშვა ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ეს საზიზღარი, მუდმივი შიმშილის გრძნობა არ გვასვენებს? ტექნოლოგიების განვითარება დიდ შესაძლებლობებს იძლევა და დღეს ამ პრობლემის გადაჭრა უკვე შესაძლებელია ყველანაირი ოპერაციის გარეშე. კუჭის ბალონირება წონის კორექციის არაოპერაციული და ეფექტური მეთოდია, თან − დროში გამოცდილი. ამ დროს კუჭში გასაბერ ბალონს ენდოსკოპიურად აყენებენ. გასაბერი ბალონი თავსდება კუჭში დაჩუტულ მდგომარეობაში და იბერება პროცედურის დროს. შედეგად, პაციენტს აქვს ძღომის მუდმივი გრძნობა და ვერ იღებს დიდი რაოდენობით საკვებს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს კვების სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სხვა მეთოდებთან შედარებით, მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის არაოპერაციული, მცირე ინვაზიური (შეიცავს ნაკლებ რისკს პაციენტისთვის), შექცევადი (შეიძლება ბალონის 70
ივლისი 2019
ამოღება) ჩარევა, რომლის არსია კუჭში სპეციალური გასაბერი ბალონის ჩაყენება ვიდეოგასტროსკოპის კონტროლით. პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიით (პაციენტს სძინავს), ყოველგვარი განაკვეთის გარეშე. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოიცავს მხოლოდ ერთ დღეს, პაციენტი აქტიურია ჩარევიდან რამდენიმე საათში, არ აქვს ოპერაციის შემდგომი ტკივილები და რთული რეაბილიტაცია, და რაც მთავარია − გართულებები, რაც ახასიათებს ქირურგიულ ჩარევებს. ბალონის კუჭში დაყოვნება შესაძლებელია 6 თვით. შემდეგ კუჭის წვენი იწყებს ბალონის კედლის დაზიანებას და მისი გასკდომისა და გართულებების წარმოქმნის რისკი იზრდება, ამიტომ ბალონს ისევ ენდოსკოპიურად ამოიღებენ. 6-თვიან პერიოდში წონის კლება შეადგენს მაქსიმუმ 20-30% ამოსავალი წონიდან. რეკომენდებულია ამ პროცედურის ჩატარება პაციენტებისთვის სხეულის მასის ინდექსით BMI 30-დან 40-მდე. ჩვენი სხეულის ნორმალური მასის ინდექსის დასადგენად, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად შესაბამისია
ნიკოლოზ ძაგნიძე ექიმი ენდოსკოპისტი ზოგადი ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მსოფლიო ენდოსკოპიური ორგანიზაციის (WEO), ქირურგიული ონკოლოგიის ევროპული ასოციაციის (ESSO), რუსეთის ქირურგიული და ენდოსკოპიური საზოგადოებებისწევრი, მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი, პორტუგალიურენოვანი აფრიკული ქვეყნების (PALOP) პროფესიულისამედიცინო სერტიფიკატის მფლობელი; თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ქირურგი, ენდოსკოპიური მიმართულების ხელმძღვანელი.
ივლისი 2019
71
ჩვენი წონა სიმაღლესთან, ასეთი ფორმულა არსებობს: წონა უნდა გავყოთ წილადებში, გადაყვანილი სიმაღლის კვადრატზე. მაგალითად, თუ 78 კილოგრამს ვიწონით და სიმაღლეში 180 სანტიმეტრი ვართ, 78 უნდა გავყოთ 1,8-ის კვადრატზე. თუ მიღებული ციფრი 18-ის ქვემოთაა, ეს წონის დეფიციტს ნიშნავს, 18-დან 25-მდე სხეულის მასის ნორმალური ინდექსია, ხოლო 25-დან 29-მდე მიღებული რიცხვი ჭარბ წონაზე მიუთითებს. თუ გამოთვლის შედეგად 30 და უფრო დიდი რიცხვი მიიღეთ, ესე იგი საქმე სიმსუქნესთან გვაქვს. აგრეთვე, როგორც მოსამზადებელი მანიპულაცია ბარიატრიული ქირურგიული ოპერაციების წინ, წონის რედუქციისთვის და ოპერაციული რისკის შესამცირებლად: მნიშვნელოვანია, რომ პროცედურის შემდეგ, პაციენტმა უნდა დაიცვას კვების გარკვეული რეჟიმი და 6 თვის განმავლობაში რეგულარული კონსულტაციები ჰქონდეს ექიმდიეტოლოგთან. როგორც ყველაფერს, ამ მეთოდსაც აქვს უკუჩვენება 72
ივლისი 2019
და რიგ შემთხვევებში დისკომფორტის შეგრძნება. კუჭის ბალონის ჩადგმის პირველ დღეებში პაციენტს აწუხებს გულისრევის შეგრძნება, პირველ საათებში პირღებინებაც, გულძმარვა, უმადობა. შემდეგ, მეორე, მესამე ან მეოთხე დღეს, პაციენტი ეჩვევა ბალონის არსებობას კუჭში და ჩივილები უქრება, გრძნობს, რომ იოლად ნაყრდება და იწყებს წონაში კლებას. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ მეთოდით მკურნალობის დიდი გამოცდილებაა. ყურადღებიანი პროფესიონალები პაციენტთან მუდმივ კავშირზე არიან. აქ Helioscopie-ის ფრანგული წარმოების პროგრესული Helioshpere-ის ჰაერით გაბერილი ბალონები გამოიყენება, რომელთა მოცულობა 600-სმ3-ია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ სახის ბალონებს არ ახასიათებს სითხით გაბერილი ბალონებისთვის დამახასიათებელი გართულებები და იგი იოლად ასატანია პაციენტის მიერ. კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ: 2 10 44 44
ივლისი 2019
H
E
A
L
მაკა ასათიანი
T
H
შოთი არველაძე ვატო არველაძე
A N D ირაკლი ნადარეიშვილი
B A
E N
D
ნანი ბრეგვაძე
B
A T მაკა ჩიჩუა
O
ლენკა ციციშვილი
U
T
E
B
H
ნინო დარასელი
O
Y O
X
ლიზა ყენია
K ჯაბა დიასამიძე
ნინუცა უკლება- 57 კგ