12
ჯეპრა და
კონსულტანტი info@gepra.ge
2012
jepras korporatiuli gamocema
maisi
#29
გუნდი
თინათინ სამყურაშვილი თინათინ სამყურაშვილი 2009 წლიდან საქმიანობს ჯეპრაში. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის მიმართულებით. 2008 წელს გაიარა გაუ თბილისის პიარ სკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი.
30 მაისი ხარისხის ნიშანი gv.7
2009 წლიდან არის პიარ სკოლის მენეჯერი. მისი მენეჯერობის პერიოდში დაინერგა 4 ახალი კურსი, მოწვეულ იქნა ახალი პრაქტიკოსი ლექტორები, შეიქმნა პიარ სკოლისთვის სოციალური მედიის პლატფორმა, ჩამოყალიბდა თბილისის პიარ კლუბი. თინათინის საკონსულტაციო საქმიანობა ჯეპრაში მოიცავს სხვადასხვა პროექტებისთვის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას, საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგვასა და რეალიზაციას, რიგ შემთხვევებში ივენთ–მენეჯმენტს, მედიამონიტორინგსა და სოციალური მედია კამპანიის წარმოებას. მისი სამუშაო გამოცდილებიდან აღსანიშნავია შემდეგი აქტივობები: 2010 წელი – პროექტი "მარკეტინგული კატალოგი" – 4p მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განვითარება. 2011 წელი – ჰაიდელბერგცემენტის საერთასორისო პროექტის – Quarry Life Award - საკომუნიკაციო კამპანიის მენეჯმენტი, რომლის ხელშეწყობით სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით საქართველომ 18 ქვეყნიდან საუკეთესო შედეგები აჩვენა
აკო ახალაია
მთიელის ვიქტორინა რებუსი
gv.11
კონკურსში გამარჯვების შედეგად უფასოდ სწავლობდა პიარსკოლაში, გავლილი აქვს ასევე ESM-ის მარკეტინგის მენეჯმენტის კურსი. მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოყენებას 17 წლიდან შეუდგა, როცა მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო და დღემდე დიდ წილს ფლობს ქართულ ბაზარზე, პარალელურად მუშაობდა ალიანს ჯგუფ ჰოლდინგისა და მის მფლობელობაში არსებული 5 კომპანიის მარკეტინგის მენეჯერად, იყო იბერმითისა და იბერულას მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი.
moiTxove
moiTxove
moiTxove
აკო ახალაია 2011 წლიდან მუშაობს კომპანია ჯეპრაში კონსულტანტის პოზიციაზე. აკოს დამთავრებული აქვს სკოლა-ლიცეუმი ESM, Newton High School ამერიკაში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ფაკულტეტი, მარკეტინგის მაგისტრატრის ხარისხი კი დიდ ბრიტანეთში Kingston University London-ში მოიპოვა.
იგი წლების განმავლობაში კონსულტაციას უწევს ფონდ იავნანას, მას ეკუთვნის ფონდის ყულაბების პროექტი და სოციალური მედიის პლატფორმის შექმნა და მართვა. 2010-2011 წლებში სწავლის პარალელურად ინგლისში მუშაობდა თავისუფალ მარკეტინგის კონსულტანტად, განხორციელებული აქვს ინგლისში 2 კომპანიის ბრენდინგი, შექმნილი აქვს მათთვის მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგია.
მაისი
2011 წლიდან არის უფასო ელექტრონული ჟურნალი Marketer ის დამფუძნებელი
gv.26