ასტრიდ ლინდგრენი
ჩვენც სალტკროკელები ვართ
ივნისის ერთ დღეს
ჩაირბინე ზაფხულის დილას სტოკჰოლმში სანაპირო ქუჩაზე და გახედე, დგას თუ არა ნავმისადგომთან თეთრი მომცრო სარეისო გემი «სალტრკროკა I». 1 თუ დგას, სწორედ ის გემია, შხერებში 2 რომ დადის, და თამამად ადი გემბანზე. ზუსტად ათ საათზე უკანასკნელად გასძახებს მისი საყვირი და გემი ნელა მოშორდება ნაპირს, წავა შორეული შხერებისაკენ, იქით, სადაც თავდება ყურე და იწყება ზღვა. დაუღლელი და ნაჯაფარი გემია «სალტკროკა I». აგერ ოცდაათი წელია, კვირაში სამჯერ დაცურავს სანაპირო წყლებში და ალბათ, არც იცის, რომ კვალს ავლებს ისეთ ფარვატერს, 3 რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არსადაა. ასე მიიწევს წინ ხან ფართო სრუტეებში, ხან ვიწრო ფიორდებში, 4 ხანაც უამრავი მწვანე კუნძულისა და ნაცრისფერი კლდეების გაყოლებით. შორი გზა აქვს გასავლელი გემს _ მზე სულ ეშვება ჰორიზონტს იქით, როცა «სალტკროკა I» თავის უკანასკნელ მისადგომში _ კუნძულ სალტკროკასთან ჩაუშვებს ღუზას. სწორედ ამ კუნძულის პატივსაცემად დაარქვეს მას თავისი სახელი. უფრო იქით წასვლა გემს აღარ ევალება. სალტკროკას მერე ღია ზღვაა, რომლის ტალღებიდანაც ამოჩრილა შიშველი კლდეები და შხერები. იქ სუსხურის, თოლიისა და ზღვის სხვა ფრინველების გარდა არავინ ცხოვრობს. კუნძულ სალკტროკაზე კი ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა ძალიან ცოტა, ბევრიბევრი ოციოდე კაცი, ეს ზამთრობით. ზაფხულობით კი სალტკროკას მოაგარაკეები ესტუმრებიან ხოლმე. რამდენიმე წლის წინათ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს «სალტკროკა I»-ით შხერებისაკენ სწორედ ასეთი მოაგარაკეები მიემგზავრებოდნენ. მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, ქალაქ სტოკჰოლმის მკვიდრნი. მელკერსონები პირველად 1
სალტკროკა _ მივარდნილი, მიყრუებული ადგილი. შხერი _ პატარა კლდოვანი კუნძული. 3 ფარვატერი _ სანაოსნოდ გამოსადეგი წყლის სივრცე. 4 ფიორდი _ ზღვის ვიწრო ყურე, რომელიც ხმელეთში ღრმად არის შეჭრილი. 2
1